1783 წლის
ტრაქტატი, რომლის თანახმადაც, რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო ქართლკახეთის
სამეფოს შინაგანი გამგებლობის საქმეებში.
რუსეთის ასეთი მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ თავიდანაც
და შემდეგშიც, მიუხედავად თვით ქართველთა განუსაზღვრელი ნდობისა
და ერთგულებისა, გამოწვეული იყო რუსეთის იმ ბოროტი განზრახვით,
რომ ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ მთელი კავკასია რუსეთის
განუყოფელ ნაწილად ექცია მკვიდრი მოსახლეობის გადაგვარებაგადაშენებითა
და აქ რუსული კოლონიების მოწყობით,
გავიხსენოთ ამის შესახებ ყაბარდოელი მოხუცის სიტყვები: „კავკასიის
მზე მაშინ ჩაესვენა, როცა საქართველო დაიღუპა!“
სომეხი მოსახლეობის პირველი პარტია, როგორც ცნობილია, დავით
აღმაშენებელმა შემოიხიზნა და გორში დაასახლა, როცა მან სომხეთი
თურქთა ბატონობისაგან გაანთავისუფლა, მაგრამ შემდეგ, როგორც
მემატიანე გადმოგვცემს,
-------------------„თვით ი ნ ა ნ ო დ ა , ოდეს იხილა გარყვნილი თესლი“.
უფრო გვიან კი, მეფე ერეკლემ საქართველოში, ვაჭრობის განვითარების
მიზნით, რასაც თან ახლდა სომეხთა თხოვნაც, ერთი ხატოვანი გამოთქმა
რომ ვიხმაროთ, სომეხნი ----„გოდრებით გადმოიყვანა“ ---- და თბილისში,
თელავში, სიღნაღში და ველისციხეში დაასახლა. მისივე ინიციატივით
ანატოლიიდან ქვემო ქართლის მიწა-წყალზე ჩამოსახლებულ იქნენ
სამთამადნო საქმის ბერძენი სპეციალისტები.
ეს იყო და ეს. დანარჩენი
სომხობა, მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთში და სხვა ადგილებში, ამჟამად
მცხოვრები სომეხთა წინაპრების შემოსახლება და დამკვიდრება მოხდა
ძირითადად 1783 წლის ტრაქტატის დადების შემდეგ რუსეთის
ბოროტგანზრახული პოლიტიკის წყალობით. ამასთან, თუ წინათ (ე. ი.
ტრაქტატის დადებამდე) სომხები ქართველ მეფეებს თხოვდნენ
საქართველოში შემოსახლების ნებართვას და მათი მავედრებელნი იყვნენ,
ამიერიდან, ივ. ჯავახიშვილის სიტყვით, ისინი უკვე გარეშე ძალის
(რუსეთის ხელისუფლების) მფარველობას ეძებდნენ და მათი დახმარებით
ცდილობდნენ საქართველოში თავიანთი საქმის გაკეთებას.
მათი ეს საქციელი საქართველოს
დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა და ჩვენს ქვეყანაში რუსეთის
გაბატონებას უწყობდა ხელს…
https://iberiana.wordpress.com/m-mchedlishv...chedlishvili-5/