forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (3) 1 2 [3]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სეკულარიზმის კრიზისი, Holy War With The Liberalism..
DATOIA
Protagonist


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17599
წევრი No.: 93555
რეგისტრ.: 13-June 09

გამოგზავნილია: 10 Nov 2019, 15:12  #55465121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

გიფიქრიათ იმის შესახებ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე რა არის ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე ადამიანს სამარის კარამდე აცილებს.

ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე ადამიანია. დაიმახსოვრეთ. ილია ჭავჭავაძის გამოთქმა, შესანიშნავი სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება. მე ცოტა სხვანაირად გამოვთქვი, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ის ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ყოველივე სიკეთეს.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს, წყალობა შენი უფალო. უნდა გაუფრთხილდეთ ადამიანს, ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე. ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანები, რომლებიც თავდადებული არიან სამშობლოსთვის. გვახასიათებს ერთი რამ – არ ვაფასებთ ადამიანს, არ გვესმის, როგორი დიდი საუნჯეა თითოეული თქვენგანი ”


ამაშია საქმე და ამაზე ვსაუბრობთ..
როდესაც ვიღაცეები ჩვენს სარწმუნოებას უტოლებენ წარმართობას და ლიბერალიზმი გამოჰყავთ უფრო ჰუმანურ და პროგრესულ რელიგიად, იმთავითვე სცდებიან..
სინამდვილეში როგორც ზემოთ აღვნიშნე - არ არსებობს ჰუმანიზმის და ტოლერანტობის ლეველები, რომელსაც ლიბერალიზმი სწვდება და ქრისტიანობა ვერა.
განსხვავება დეტალებშია და რაღაც გაგებით - ეგ დეტალია სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი boli.gif

This post has been edited by DATOIA on 10 Nov 2019, 15:12


--------------------
მასვი, მაჭამე, მალხინე... (C) მიშელ ფუკო

Бей Либералов, Спасай Родину (C) Grigory Zinoviev

ის ვინც ერთ სიცოცხლეს გადაარჩენს - გადაარჩენს მთელს სამყაროს (C) წმინდა ევანგელისტი ბერი იოსიფ მენგელე

ვაშენოთ სწრაფად, იაფად, ხარისხიანად (C) Walter Gropius
ucelo
პაოლო უჩელო, იტალიელი მხატვარი, XV ს


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13065
წევრი No.: 6157
რეგისტრ.: 27-August 04

გამოგზავნილია: 10 Nov 2019, 15:53  #55465229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DATOIA
QUOTE
არ არსებობს ჰუმანიზმის და ტოლერანტობის ლეველები, რომელსაც ლიბერალიზმი სწვდება და ქრისტიანობა ვერა.

იდეაში მართალია, ეგ მაგრამ როცა ერთი ან მეორე საზოგადოებოს წარმართველი ძალა ხდება, მაგ წარმნართველს ეგრე უჩნდება შეუმცდარი დაუსჯელის განცდა და მად დაიწყება ახალი სისხლისღვრები. გადახადეთ კაცობრიობის ისტორიას და დარწმუნდებით.
დღეს ფერადების და "პრადვინუტების" ერა დგება. მასა როცა მიხვდება, რომ მაგათაც ბუქასობა დაიწყეს, მერე ღმერთისკენ (ზოგისთვოს ალაჰისკენ, ზოგისთვის ქრისტესკენ და ა.შ) გადაიხრება განვითარების ქანქარა, მერე მაგ ორივეს საპირწონედ ათეისტების დრო დადგება და ისევ ასე თავისან დაიქყება ყველაფერი, მიხოსი არ იყოს "აი ეგრე რა, ვიჭუკჭუკოთ წესიერად".


--------------------
"ყველა ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, რასაც იმსახურებს" - არისტოტელეს მიაწერენ

"აკი გადავარდაო?! "@ კ/ფ "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"

"მომეცით მე საინფორმაციო საშუალებები და ნებისმიერ ერს ვაქცევ ღორების კოლტად" - იოზეფ გებელსი
DATOIA
Protagonist


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17599
წევრი No.: 93555
რეგისტრ.: 13-June 09

გამოგზავნილია: 10 Nov 2019, 16:35  #55465340      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ucelo

ჩვენ გლობალურად რა ხდება არ უნდა გვაინტერესებდეს.. ეი ყველაფერი წარმავალია - ერთიანი, მართლმადიდებლური და თავისუფალი საქართველოს იდეის გარდა, ცოტა სადღეგრძელოებიც რომ გავურიოთ givi.gif

ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ნაციონალური ნარატივი და ბოლომდე მივყვეთ ეი როცა დავეცემით ხელახლა უნდა წამოვდგეთ და პირიქით, როცა წამოვდგებით უნდა ვიცოდეთ რომ აუცილებლად დავეცემით,
მთავარია ნიშანსვეტი არ დაგვავიწყდეს და მიმართულება.. ამიტომ მართლმადიდებლობა და "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" - შუქურის ან გზამკვლევის როლს ასრულებს და სხვანაირად ვერ იქნება..
არ შეიძლება შენ გაგაჩნდეს ნაციონალური ნარატივი, რომელიც "ოქროს ხანას" ეტრფის და ლიბერალიზმის ან კომუნიზმის ან ისლამის დროშით წახვიდე, იმიტომ რომ თუ ქართული ნაციონალიზმის აღორძინების და აყვავების
სიმბოლოდ იმ ეპოქას ავიღებთ - იქ უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლით მართლმადიდებლობას, როგორც ფუნდამენტს და ქართველის მოდელს, რომელიც მეტი არაფერია თუ არა "ქრისტეს მხედარი"..

და ჩვენ თუ უარს ვამბობთ ნაციონალურ ნარატივზე ან ვამბობთ რომ შესაძლებელია ქვეყანას ჰქონდეს რამდენიმე ნაციონალური ნარატივი - მაგ შემთხვევაში უბრალოდ გადავიჩეხებით..
მართალია ბენდუქიძე სულ არ გულისხმობდა ამ გზას, მაგრამ სწორი იყო - თუ ჩვენ მიმართულება არ ავირჩიეთ და რამდენიმეთი ვიარეთ -> გადავიჩეხებითო.. თუმცა ის ბუნებრივია გულისხმობდა ლიბერალიზმს და არა ქრისტიანობას givi.gif

This post has been edited by DATOIA on 10 Nov 2019, 16:36
kwinto
Visca el Barca!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2587
წევრი No.: 1152
რეგისტრ.: 7-August 02

გამოგზავნილია: 10 Nov 2019, 18:19  #55465666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აი ამ ბრწყინვალე ჯაჭვს და საპლაი ჩეინს არღვევს ლიბერალიზმი, რომელიც განებივრებული "თავისუფლების გამავრცელებლის" როლით არღვევს იმ ჩარჩოებს

როგორც კომუნიზმი იყო ფანატიზმამდე აყვანილი სოციალიზმის გაუკუღმართებული ვარიანტი, ისევეა ეს თანამედროვე "ლიბერალიზმი", "ფემინიზმი" და ა.შ. თავის დროზე უფლებებისთვის ბრძოლის მიზეზით დაწყებული მიმდინარეობა, დღეს უკვე ტოტალიტარულ კონტროლზე დამყარებულ ძალაუფლებისკენ მიდის - თანამედროვე პროლეტარიატის დიქტატურაა არსობრივად, როდესაც განსხვავებული აზრის მთქმელიც კი ეგრევე სასტიკი ობსტრუქციის მსხვერპლი ხდება.
სხვათა შორის ტრამპის გამარჯვებაც ამის ერთ-ერთი გამოძახილია - ხელოვნური, თავსმოხვეული ცხოვრების წესი ყელში ამოუვიდათ იქაურ "ბნელებს" და ამით მშვენივრად ისარგებლა გაიძვერა ტრამპმა.

სწორად გიწერია: ეს ფსევდო-ლიბერალიზმი რელიგიად ყალიბდება ნელ-ნელა და დღეს რაც ხდება სწორედ რეაქციაა ტრადიციული რელიგიის მხრიდან და არა შეტევა. მისთვის დამახასიათებელი კონსერვატიზმის გამო ნაბიჯები ჯერჯერობით უხეში და მოუქნელია და, ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში შეიცვლება (სხვა გზა აღარ არის დარჩენილი).


--------------------
Ubi concordia, ibi victoria
comus-74
Tyis zonderi


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11737
წევრი No.: 66026
რეგისტრ.: 29-June 08

გამოგზავნილია: 10 Nov 2019, 20:17  #55466087      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვითომ თეოდემოკრატია და ეწ ქართული კონსერვატიზმი წამისვით ###ზე

პს ფილმი არ მინახავს და არც ვაპირებ

This post has been edited by comus-74 on 10 Nov 2019, 20:36


--------------------
ჯიგარი ფაშისტზე უარესია! @ remediosi

მაინც ვერ გვაიძულებს რუსეთი უაერი გვათქმევინოს მასთან მეგობრობაზე@ ქoci – ministri

ამერიკელებო, ჯერ ოლივერ სტოუნის ხელა გააკეთეთ ამერიკისთვის და მერე აკრიტიკეთ. თქვენ მაგის "ოცეული" ნანახი გაქვთ?
პაკ ჩონ ხის დედას შევთხარე
wit-georgia1
Hero(in)


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10830
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 11 Nov 2019, 00:00  #55467189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DATOIA
QUOTE
ამიტომაც გვაქვს სეკულარიზმის კრიზისი.. სახელმწიფო რომელიც ლიბერალების ნაკარნახევი კანონებითაა მოწყობილი,
სრულ წინააღმდეგობაშია მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის ცხოვრების წესთან და მართლმადიდებლობასთან - როგორც ინსტიტუციასთან..

ძირითადად ამ სიტყვას რომ იყენებს უმრავლესობა და არა ქრისტიანობას, ეგეც საგულისხმო ფაქტია.
თვინთონ ქრისტიანობის(მართლმადიდებლობის) არსი რამდენს ესმის, თუ მოიცავს სახარების ტექსტი იმას რომ სახელმწიფო კანონებში ჩაერიოს მოციქული(შემდგომში ეკლესია), რაღაც მსგავსი არ წერია იქ. ძალადობის მიმართ როგორ არის წმინდა წერილი ან ნაციონალიზმის და ეროვნებების მიმართ(ერთ-ერთი მიზეზი თუ რა მოტივით არ მიიღეს ებრაელებმა ქრისტიანობა მასობრივად - ანუ არ განაზარეველდნენ)

This post has been edited by wit-georgia1 on 11 Nov 2019, 00:05


--------------------
როცა გიჭირს გაიღიმე და იფიქრე ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო



אתה נזהר אתה יודע וחוץ ממך איש לא שומע
DATOIA
Protagonist


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17599
წევრი No.: 93555
რეგისტრ.: 13-June 09

გამოგზავნილია: 11 Nov 2019, 09:54  #55467905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (wit-georgia1 @ 11 Nov 2019, 00:00 )
როგორ არის წმინდა წერილი ან ნაციონალიზმის და ეროვნებების მიმართ(ერთ-ერთი მიზეზი თუ რა მოტივით არ მიიღეს ებრაელებმა ქრისტიანობა მასობრივად - ანუ არ განაზარეველდნენ)

ეგ ეგრეა - ანუ რაღაც გაგებით მართლმადიდებლობაც გლობალისტური იდეოლოგიაა, მაგრამ ეგ ისეთი თემაა,
ყველა ქრისტიანმა იცის რომ ამქვეყნიური სამოთხე არ არსებობს და უტოპიურია, შესაბამისად მაგაზე ფიქრი არაა აუცილებელი...

და რაღა შორს წავიდე - ჩვენი ჰაგიოგრაფიის ორი მთავარი წარმომადგენელი აბო და შუშანიკი ეროვნებით ქართველები არ არიან,
მაგრამ ისტორიამ როგორც ეროვნული გმირები ისე შემოგვინახა, ხოლო მაგალIთად ვარსქენი - რომელმაც თავისი სარწმუნოება
უარყო ამავე ისტორიის მიხედვით სულაც არ განიხილება ქართველად, სადღაც გაღმაა და მტერია იგივე ტექსტის მიხედვით..

ამიტომ ამის მაგალIთები ჩვენთანაც არის და ახალი არაფერია, თუმცა ჩვენ უნდა დავაკვირდეთ კონტექსტს და ტერიტორიას სადაც ვცხოვრობთ.
თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი. ამათგან არცერთია ერთმორწმუნე..

რუსული ქრისტიანობა ესაა იმპერიის და იმპერიალისტური იდეოლოგიით დაპყრობილების ინდოქტრინაციის ხელსაწყო და არა თვითგამორკვევის,
სამყაროზე მსოფლმხედველობრივი წარმოდგენების შემქმნელი მექანიზმი, როგორც ეს ქართველების შემთხვევაშია. შესაბამისად რელიგია რომელიც
ემსახურება იმპერატორს და რელიგია, რომელიც ღმერთს - ამათ მიმდევრებს რთულია ვუწოდოთ ერთმორწმუნეები.. ამიტომ რუსულ ქრისტიანობასა
და ლიბერალიზმს მე ერთმანეთს გავუტოლებდი მაგ გაგებით.. boli.gif

და რაც შეეხება გლობალიზმს - ქართველი ერი ყოველთვის ტოლერანტული იყო და მზად ახალი აბოს ან შუშანიკის მისაღებად.. boli.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 2 [3]  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0234 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]