Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > ვაკეზის დაავადება სჭირს ქალაქს


Posted by: axalirevolucia 24 Apr 2017, 07:34
ვაკე არაფერ შუაშია -ვაკეზის დაავადება არის მდგომარეობა, როცა სისხლში ადამიანს ბევრი ერითროციტი აქვს, თუმცა ვაკე ვაკეზის დაავადების ეპიცენტრია.
სულზე მოუსწრო ვაკე-ვერას უგულავას ჰაივეიმ და მანამდე ჭიაბერაშვილის სამკუთხედმა, თორე დაითრომბებოდა.



ასე მოსდის უმკურნალებლობის შემთხვევაში ვაკეზის დაავადებით დაავადებულსაც - სისხლი ბლანტი აქვს და ითრომბება.

ხოდა



თუკი ჯერ მხოლოდ დროებითი შეყოვნებებია (პრობკები-საცობები),მერე თრომბი-სტაგნაცია იქნება.


ის რაც იღბლად გადაგვარჩინა ვერეს ხეობამ და უგულავამ, აღარ გადაარჩენს ბევრ სხვა უბანს, რომელსაც თავისი ალტერნატიული "ვერეს ხეობა"გეოგრაფიულადაც არ აქვს (რომ არაფერი ვთქვათ უგულავაზე მერიაში).

ხოდა


დღეში 300 ახალი ერითროციტი-მანქანა ემატება ამ ქალაქს.


ძრწოდეთ თბილისელებო. თქვენ უგულავა ვეღარ გიშველით -ვაკეზის დაავადების პრინციპი ფიზიკის კანონზომიერებას თქვენ ვერ შეცვლით. აუცილრბლად დაგიდგებათ თრომბ-სტაგნაციის პერიოდი. დღევანდელი ზღაპარია მასთან შედარებით.





ჩამოვწეროთ, როგორ ვუმკურნალოთ ამ სენს:

1. საცობს ქმნის უწესო მძღოლი, რომელიც სხვა მანქანის პერსონალურ სივრცეში შედის. უნდა იყოს მკაცრად დასჯადი სხვისთვის დამუხრუჭების იძულება.
2. არასწორი პარკირება გზაჯვარადინთან ახლოს -გაროზგვა მოედანზე (ნუ, იძულებითი სამუშაოები 3 დღე)
3.გარაჟების აღ ე ბ ა (უწერიათ ყველას ნებართვაში - არებული უნდა იყოს მერიისგან პირველი მოთხპვნისთანავე მფლობელის ხარჯით.
4. ქალაქდაგეგმარება - გადაჭედილ უბნებში ახალი მშენებლობების აკრძალვა.


მომეხმარეთ.

Posted by: 110iani 24 Apr 2017, 07:47
QUOTE
მომეხმარეთ.

ყოველდღიური რეიდ-გამოცდები უცოდინარი მძღოლის გამოსავლენად.
ვინც ვერ ჩააბარებს 1 წლიანი "ლიშენია"

ეს მინიმუმ 70% - ით შეამცირებს ერითროციტი-მანქანების რაოდენობას.

Posted by: axalirevolucia 24 Apr 2017, 07:52
110iani
მშვენიერია. განხორციელებადია.
კორუფციის საფრთხეს შეიცავს და ამიტომ უნდა ჩატარდეს ღია ტელე ეთერით -პრევენციადაც იმუშავებს. მძღოლი რომელიც ქ მ ნ ი ს საცობს (თრომბს) 1-3 წლით უნდა დაემშვიდობოს მართვის უფლებას.

Posted by: bridgestone 24 Apr 2017, 08:07
QUOTE (axalirevolucia @ 24 Apr 2017, 07:34 )
სულზე მოუსწრო ვაკე-ვერას უგულავას ჰაივეიმ და მანამდე ჭიაბერაშვილის სამკუთხედმა, თორე დაითრომბებოდა.

ვერეს ხეობაზე გეთანხმებით, მაგრამ არასწორად არის დაწყებული და დაბოლოებული, აი სამკუტხედი კი არის ერტი დიდი დეგენერატობა, და ზუსტად მაგ სამკუთზედის ბრალია რომ ეს ახალი ესტაკადები გვირთა მოედანზე ქმნიან საცობებს.

ასეტი იდიოტური გზაგამტარები მე არსად არ მინახავს და არსად არც მსმენია. ეს არის დებილიზმის და თავგასულობის ნიმუში, და ყველა, ვინც ეს სამკუთხედი და ესტაკადები დააპროექტა, მინიმუმ არიან ჭკუასუსტები.

რომ არ იყოს სამკუთხედი, მაშინ გმირთა მოედნის ესტაკადები დაპროექტდებოდა ბევრად უფრო ეფექტურად და არანაირი საცობები იქ არ იქნებოდა.



Posted by: axalirevolucia 24 Apr 2017, 08:15
bridgestone
ჩარჩენილი ხარ 2005 წელში, როდესაც "ქოცებმა"დაასკვენით რომ სამკუთხედი ცუდია და ხუშტურია. სინამდვილეში სამკუთხედი ორჯერ უფრო მეტად განვლადია, ვიდრე ისეთი რომ დაგვეტოვებინა ახალი მანქანების ნაკადის გათვალისწინებით.
დღეს მაგ ტერიტორიაზე უკვე სრული თრომბი იქნებოდა ორმხრივი რომ ჯყოს. ისევ ვიმეორებ, მანქანების დღევანდელი რაოდენობის პირობებში.

ხოლო
ესტაკადები მშვენივრად იმუშავებს მე რო ვიყო მერი ერთი თვით.აი, მშვენკვრად. ტაქსის მძღოლები ხვდებიან რაა მანდ გასაკეთებელი.

Posted by: UMTS 24 Apr 2017, 09:32
QUOTE
დღეში 300 ახალი ერითროციტი-მანქანა ემატება ამ ქალაქს.

კიდევ კაცო? იაპონელები რომ აღარ შემოდის

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: 110iani 24 Apr 2017, 10:36
bridgestone
axalirevolucia
თქვენის ნებართვით საუბარში ჩავერევი.

სამკუთხედი და ვერეს ეტაკადები დაპროექტდა ყოველგარი ინასწრი გათვლებს და მოდელირების გარეშე.

ამიტომ "აი ასე იქნებოდა... არა ისე იქნებოდა..." არის არაფრისმომტანი.

Posted by: oligarh 24 Apr 2017, 10:42
axalirevolucia
QUOTE
1. საცობს ქმნის უწესო მძღოლი, რომელიც სხვა მანქანის პერსონალურ სივრცეში შედის. უნდა იყოს მკაცრად დასჯადი სხვისთვის დამუხრუჭების იძულება.


ეკონომიკის დედაც მოვდღან, აი ამას მომასწროს რომელიმე მთავრობამ, თუნდაც ნაცებმა და ხმას მივცემ უნამუსო ვიყო. ამათი რა ქნას ოჯახს არჩენს დედა ###### აუტანელიაა უკვე.

Posted by: შაქროII 24 Apr 2017, 10:43
QUOTE
1. საცობს ქმნის უწესო მძღოლი, რომელიც სხვა მანქანის პერსონალურ სივრცეში შედის. უნდა იყოს მკაცრად დასჯადი სხვისთვის დამუხრუჭების იძულება.
2. არასწორი პარკირება გზაჯვარადინთან ახლოს -გაროზგვა მოედანზე (ნუ, იძულებითი სამუშაოები 3 დღე)
3.გარაჟების აღ ე ბ ა (უწერიათ ყველას ნებართვაში - არებული უნდა იყოს მერიისგან პირველი მოთხპვნისთანავე მფლობელის ხარჯით.
4. ქალაქდაგეგმარება - გადაჭედილ უბნებში ახალი მშენებლობების აკრძალვა.

საცობს ქმნის 500 000 ახალი ბინა ვაკე-საბურთალოზე....ესეც უგულავას მოჰკითხე და ზოგადად ღნაციკებს....
(საცურაო აუზთან კიბეებზე 2 სახლი შენდება...მახსოვს ტედიაშვილს აგინებდნენ ფიზკულტურის ინსტიტუტში რესტორანი ჩადგაო
დღეს იმ რესტორნის ადგილას ბინის მშენებლობა მთავრდება)

Posted by: rezo5678 24 Apr 2017, 11:14
თბილისი 2030-ში .

Posted by: აჩრდილი 24 Apr 2017, 11:21
ამას საბჭოთა კავშირის ერითროპენია მოენატრა.
რეტროგრადი.

Posted by: kotcio 24 Apr 2017, 17:39
ყველაზე მთავარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა, და მეორე- მენტალური ცვლილება- სამსახურში, ან ზოგადად საქმეზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული კარგი პონტია.

Posted by: SIDCFC 24 Apr 2017, 17:44
QUOTE (axalirevolucia @ 24 Apr 2017, 03:34 )
ვაკე არაფერ შუაშია -ვაკეზის დაავადება არის მდგომარეობა, როცა სისხლში ადამიანს ბევრი ერითროციტი აქვს, თუმცა ვაკე ვაკეზის დაავადების ეპიცენტრია.
სულზე მოუსწრო ვაკე-ვერას უგულავას ჰაივეიმ და მანამდე ჭიაბერაშვილის სამკუთხედმა, თორე დაითრომბებოდა.



ასე მოსდის უმკურნალებლობის შემთხვევაში ვაკეზის დაავადებით დაავადებულსაც - სისხლი ბლანტი აქვს და ითრომბება.

ხოდა



თუკი ჯერ მხოლოდ დროებითი შეყოვნებებია (პრობკები-საცობები),მერე თრომბი-სტაგნაცია იქნება.


ის რაც იღბლად გადაგვარჩინა ვერეს ხეობამ და უგულავამ, აღარ გადაარჩენს ბევრ სხვა უბანს, რომელსაც თავისი ალტერნატიული "ვერეს ხეობა"გეოგრაფიულადაც არ აქვს (რომ არაფერი ვთქვათ უგულავაზე მერიაში).

ხოდა


დღეში 300 ახალი ერითროციტი-მანქანა ემატება ამ ქალაქს.


ძრწოდეთ თბილისელებო. თქვენ უგულავა ვეღარ გიშველით -ვაკეზის დაავადების პრინციპი ფიზიკის კანონზომიერებას თქვენ ვერ შეცვლით. აუცილრბლად დაგიდგებათ თრომბ-სტაგნაციის პერიოდი. დღევანდელი ზღაპარია მასთან შედარებით.





ჩამოვწეროთ, როგორ ვუმკურნალოთ ამ სენს:

1. საცობს ქმნის უწესო მძღოლი, რომელიც სხვა მანქანის პერსონალურ სივრცეში შედის. უნდა იყოს მკაცრად დასჯადი სხვისთვის დამუხრუჭების იძულება.
2. არასწორი პარკირება გზაჯვარადინთან ახლოს -გაროზგვა მოედანზე (ნუ, იძულებითი სამუშაოები 3 დღე)
3.გარაჟების აღ ე ბ ა (უწერიათ ყველას ნებართვაში - არებული უნდა იყოს მერიისგან პირველი მოთხპვნისთანავე მფლობელის ხარჯით.
4. ქალაქდაგეგმარება - გადაჭედილ უბნებში ახალი მშენებლობების აკრძალვა.


მომეხმარეთ.

გამოსავალი არსებობს და ძალიან მარტივია: https://tfl.gov.uk/modes/driving/congestion-charge

მაგრამ ხელისულება არ გაიზიარებს ამ საღ აზრს რადგან ხელისუფლებას ###ზე კიდია ხალხის ჯანმრთელობა, ნერვები, ბავშვები, მომავალი.. მთავარია ხმები, ხმები, ხმები. ცხვრების ხმები რაც სიმდიდრის და კეთილდღეიბის გარანტია.

---------------------------------

Posted by: tintoreto 24 Apr 2017, 18:04
axalirevolucia
QUOTE
ვაკეზის დაავადება სჭირს ქალაქს,

ჯიპოზი სჭირს ქრონიკული ჩვენს ქალაქს

Posted by: ჯარჯი 24 Apr 2017, 18:08
QUOTE
ჩამოვწეროთ, როგორ ვუმკურნალოთ ამ სენს:


ბევრი ფული და მსოფლიო გამოცდილება შველის მაგ გასაჭირს



Posted by: bridgestone 25 Apr 2017, 19:55
QUOTE (axalirevolucia @ 24 Apr 2017, 08:15 )
ტაქსის მძღოლები ხვდებიან რაა მანდ გასაკეთებელი.

ტაქსის მძროლების მიხვედრილი მე ჯერ არაფერი მინახავს. smile.gif

ისე, კიდევ ერთი შედევრი გამოგრჩათ უგულავასი - დავიწროვებული და ცალმხრივი პუშკინის ქუჩა. ეს ნამდვილად შედევრი იყო, უკვე ბოლოს, გამოცდილება რომ დააგროვა და ქალაქის მართვა შეისწავლა, მაშინ განახორციელა. აბა ამას მოფიქრება არ უნდოდა? ჩვეულებრივი ადამიანი ამას როგორ მოიფიქრებდა.



Posted by: bgmaster 25 Apr 2017, 20:04
თქვი ბატონი მიშა ჩამოვიყვანოთო და დამთავრდება რა ყველაფერი.

Posted by: გასო 25 Apr 2017, 20:10
მეტრო გვჭირდება და ტრამვაი.

ნაკლები ტაქსი, ნაკლები, მიკროავტობუსი, ნაკლები ავტობუსი.

მეტი გზები

ნაკლები შუქნიშნები

მშენებლობების აკრძალვა ცენტრში

პარკების გაშენება

Posted by: ჯიმი ლევი 25 Apr 2017, 21:02
axalirevolucia
https://forum.ge/?showforum=51
https://forum.ge/?showforum=43
https://forum.ge/?showforum=50


რომელი გინდა?

Posted by: axalirevolucia 25 Apr 2017, 22:07
ჯიმი ლევი
ვა, რა თავაზიანი ხარ.
ავირჩიე - თბილისი.


bridgestone
ეგ იყო დროებითი სანახაობა, მოინახულა ხალხმა 1 წელიწადში და უნდა დახურულიყო 2013-14 წლებში. რატო წელეს ამათ 2017მდე არ ვიცი.

Posted by: Accident 25 Apr 2017, 22:48
axalirevolucia

QUOTE
ჩამოვწეროთ, როგორ ვუმკურნალოთ ამ სენს:

1. საცობს ქმნის უწესო მძღოლი, რომელიც სხვა მანქანის პერსონალურ სივრცეში შედის. უნდა იყოს მკაცრად დასჯადი სხვისთვის დამუხრუჭების იძულება.
2. არასწორი პარკირება გზაჯვარადინთან ახლოს -გაროზგვა მოედანზე (ნუ, იძულებითი სამუშაოები 3 დღე)
3.გარაჟების აღ ე ბ ა (უწერიათ ყველას ნებართვაში - არებული უნდა იყოს მერიისგან პირველი მოთხპვნისთანავე მფლობელის ხარჯით.
4. ქალაქდაგეგმარება - გადაჭედილ უბნებში ახალი მშენებლობების აკრძალვა.



ეგ ყველაფერი წვრილმანია. მთავარს რატომ არავინ ახსენებს?
როცა, ქალაქში საცობები იზრდება, ეს ნიშნავს, რომ გადაადგილების სურვილი, ანუ მოთხოვნა დიდია, ხოლო მიწოდება ნაკლები.

რატომ იგონებთ ქართველები რაღაც საოცრებებს, როცა არის მარტივი გამოსავალი - მგზავრების დაკმაყოფილება ტრანსპორტით
ე.ი. ტევადი სატრანსპორტო ქსელი - მეტრო და/ან ტრამვაი, ხოლო შიდა უბნებში ავტობუსი-ტროლეიბუსი-საბაგირო.





QUOTE
ჩარჩენილი ხარ 2005 წელში, როდესაც "ქოცებმა"დაასკვენით რომ სამკუთხედი ცუდია და ხუშტურია. სინამდვილეში სამკუთხედი ორჯერ უფრო მეტად განვლადია, ვიდრე ისეთი რომ დაგვეტოვებინა ახალი მანქანების ნაკადის გათვალისწინებით.
დღეს მაგ ტერიტორიაზე უკვე სრული თრომბი იქნებოდა ორმხრივი რომ ჯყოს. ისევ ვიმეორებ, მანქანების დღევანდელი რაოდენობის პირობებში.

ჩარჩენილი, "ნაცები" იყვნენ, საბჭოთა დროინდელი ვერეს ხეობის პროექტი რომ აღადგინეს, თანაც ისე, რომ მდინარეს გადააფარეს და სამ წელიწადში დაინგრა.

50 წელია მიხვდა ყველა ნორმალური ქვეყანა, რომ ქალაქში ტრასების გაკეთება არის პრინციპულად არასწორი.
სამკუთხედი და ტრასა, რასაკვირველია რომ უფრო განტვირთავს მოძრაობას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი.


რადგან ისევ იგივე მარტივი მოთხოვნა/მიწოდების ლოგიაა, ოღონდ ამ შემთხვევაში პირიქით - https://en.wikipedia.org/wiki/Induced_demand
თუ, გაზრდი გზებს და გამტარობას, ანუ, დაამატებ ტრასებს, მოხსნი შუქნიშნებს, გააკეთებ გვირაბებს და ესტაკადებს - ქალაქში ქვეითთა გადაადგილება შეიზღუდება.
სწორედ ამას აკეთებდა, ვითომ განვითარებული წინა მთავრობა.

ეგ კი არა, იმის ნაცვლად, რომ საბჭოთა მიწისქვეშები დაეხურათ და შუქნიშნები დაეხაზათ და ავლაბარი-ფილარმონიამდე არსებული ტრასა, ქალაქის ქუჩად ექციათ, სადაც ზებრა იყო ისიც მოხსნეს და რკინის ხიდები დაამატეს.

ეს ყველაფერი, კი ადამიანს აიძულებს მანქანა იყიდოს და იმით გადაადგილდეს, რაც ისევ გაზრდის მანქანების რაოდენობას, რომელსაც სამკუთხედები განტვირთავს და ისევ გახდება ახალი გზების დამატების საჭიროება, ანუ ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდება ქალაქში.


ამაზე ჩარჩენილი აზროვნება და მენტალობა რა არის?

ვიმეორებ, გამოსავალი მარტივია - ტევადი საზ. ტრანსპორტი, რომელიც საცობებს გამოყოფილი გზებით აუვლის გვერდს - ტრამვაი
და ასევე შუქნიშნების და ზებრების აღდგენა რუსთაველზე, გმირთა მოედანზე, სანაპიროზე და ა.შ.
ეგ ადგილები, ფაქტობრივად უკაცრიელია, ხოლო სადაც ხალხი მოძრაობს, მხოლოდ ერთი ქუჩაა დატვირთული - მაგალითად ვერა/რუსთაველი.


ეს ყველაფერი, უბიძგებს ადამიანებს ფეხით და საზ. ტრანსპორტით გადაადგილდეს, რაც უკვე ადვილი დასაკმაყოფილებელია, არც დამატებითი გზები სჭირდება, არც სამკუთხედები, ისედაც თავისუფლად ივლის ხალხი და დამატებით, არც დიდი ოდენობით ვალუტა გაედინება საწვავში, არც ეკოლოგია დაზიანდება და არც ჯანმრთელობა.

ეს არის 2x2, განვითარებულობა, ის რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა აკეთებს. ჯარიმებს თავისი დანიშნულება აქვს, ეგეც საჭიროა, მაგრამ არა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.



Posted by: გასო 25 Apr 2017, 23:02
Accident

ეგ შუქნიშნები და გადასასვლელებია სწორედაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საცობების.

გზების მშენებლობა და სამკუთხედების გამტარუნარიანობას ზრდის ეს არის ელემენტარული ფაქტი და იმის წერა თითქოს ესენი არ უნდა გაკეთდეს არის არასერიოზული მიდგომა.

მეტრო არის ყველაზე მიშვნელოვანი ტრანსპორტი შემდეგ ტრამვაი მაგრამ არცერთი არ კეთდება.

ნორმალურ ქალაქებში არსებობს ქალაქგეგმარება(Urban planning) რომელშიც ასახული უნდა იყოს სად რა აშენდეს. აქ სადაც სადმე ადგილი ნახეს ყველგან კორპუსი ჩააკვეხეს და თუკი სადმე ხე ნახეს მოჭრეს და ასევე რაღაც ჩააკვეხეს.

ნიუ-იორკ სიტიში და კიდევ უფრო კონკრეტულად მანჰეტენზე უფრო ნაკლები საცოდებია ვიდრე თბილისში ხოლმე იმიტომ, რომ იქ მეტროა კარგად განვითარებული და ბევრი გზებია მთელი ნიუ-იორკი დასერილია გზებით.

ჩვენთან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის გვერდითი გზების უხარისხობა რის გამოც ყველა მთავარ გზაზე ეტენებება.

Posted by: Accident 25 Apr 2017, 23:24
გასო

რას მელაპარაკები? შენ იქ, თორმეტზე ვერ ამრავლებდი და აქ კიდევ, სატრანსპორტო პრობლემებს მიწყვეტ ერთი წინადადებით, რა არის სერიოზული მიდგომა და რა არა?
გამტარუნარიანობას რომ ზრდის ეგ მეც მიწერია, მგონი, თუ კარგად წაიკითხავ, ლაპარაკი იმაზეა, რომ ეს გადაწყვეტა არიც ხარჯიანი, მოკლევადიანი და აზარალებს ადამიანებს, საზოგადოებას და საბოლოო ჯამში ქვეყანას.


მე ფაქტებით ვწერ, და დავდე ლინკი, შეგიძლია გადახედო, სადაც წერია, რომ გზების დამატება და ზრდის მანქანების რაოდენობას, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს კოლაფსს და ჩიხურ მდგომარეობას, რომელის გამოსწორებად ძვირია და თან ცხოვრების დონეს აზარალებს.
თუ რამე სხვა აზრი გაქვს, დადე, ამ თეორიის საწინააღმდეგო თეორიები, ფაქტები და ისე ისაუბრე.


რაც შეეხება ნიუ-იორკს და ზოგადად ამერიკას, მანდ საერთოდ განაშენიანების სხვა სისტემა აქვთ, თავიდანვე განცალკევებით დაიწყეს სამუშაო უბნების და საცხოვრებლების მშენებლობა, რაშიც ტერიტორია და ფართობიც აძლევდათ ხელს.
იქ იმიტომ აქვთ უშველებელი ტრასები, რომ სამუშაოდან საცხოვრებელში და პირიქით, მაგ გზებით გადაადგილდებიან.

საქართველოსა და თბილისში, კი ევროპული განაშენიანებაა, ცალკეული ქალაქები კი არა, უბნებიც არ გვაქვს დაყოფილი, საცხოვრებლად და სამუშაოდ, ამიტომ აშშ-ს მაგალითი, არის უბრალოდ, შეუსაბამო და აჩვენებს, საკითხში გაუთვითცნობიერებულობას.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)