ჩარჩენილი, "ნაცები" იყვნენ, საბჭოთა დროინდელი ვერეს ხეობის პროექტი რომ აღადგინეს, თანაც ისე, რომ მდინარეს გადააფარეს და სამ წელიწადში დაინგრა.
50 წელია მიხვდა ყველა ნორმალური ქვეყანა, რომ ქალაქში ტრასების გაკეთება არის პრინციპულად არასწორი.
სამკუთხედი და ტრასა, რასაკვირველია რომ უფრო განტვირთავს მოძრაობას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი.
რადგან ისევ იგივე მარტივი მოთხოვნა/მიწოდების ლოგიაა, ოღონდ ამ შემთხვევაში პირიქით -
https://en.wikipedia.org/wiki/Induced_demandთუ, გაზრდი გზებს და გამტარობას, ანუ, დაამატებ ტრასებს, მოხსნი შუქნიშნებს, გააკეთებ გვირაბებს და ესტაკადებს - ქალაქში ქვეითთა გადაადგილება შეიზღუდება.
სწორედ ამას აკეთებდა, ვითომ განვითარებული წინა მთავრობა.
ეგ კი არა, იმის ნაცვლად, რომ საბჭოთა მიწისქვეშები დაეხურათ და შუქნიშნები დაეხაზათ და ავლაბარი-ფილარმონიამდე არსებული ტრასა, ქალაქის ქუჩად ექციათ, სადაც ზებრა იყო ისიც მოხსნეს და რკინის ხიდები დაამატეს.
ეს ყველაფერი, კი ადამიანს აიძულებს მანქანა იყიდოს და იმით გადაადგილდეს, რაც ისევ გაზრდის მანქანების რაოდენობას, რომელსაც სამკუთხედები განტვირთავს და ისევ გახდება ახალი გზების დამატების საჭიროება, ანუ ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდება ქალაქში.
ამაზე ჩარჩენილი აზროვნება და მენტალობა რა არის?
ვიმეორებ, გამოსავალი მარტივია - ტევადი საზ. ტრანსპორტი, რომელიც საცობებს გამოყოფილი გზებით აუვლის გვერდს - ტრამვაი
და ასევე შუქნიშნების და ზებრების აღდგენა რუსთაველზე, გმირთა მოედანზე, სანაპიროზე და ა.შ.
ეგ ადგილები, ფაქტობრივად უკაცრიელია, ხოლო სადაც ხალხი მოძრაობს, მხოლოდ ერთი ქუჩაა დატვირთული - მაგალითად ვერა/რუსთაველი.
ეს ყველაფერი, უბიძგებს ადამიანებს ფეხით და საზ. ტრანსპორტით გადაადგილდეს, რაც უკვე ადვილი დასაკმაყოფილებელია, არც დამატებითი გზები სჭირდება, არც სამკუთხედები, ისედაც თავისუფლად ივლის ხალხი და დამატებით, არც დიდი ოდენობით ვალუტა გაედინება საწვავში, არც ეკოლოგია დაზიანდება და არც ჯანმრთელობა.
ეს არის 2x2, განვითარებულობა, ის რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა აკეთებს. ჯარიმებს თავისი დანიშნულება აქვს, ეგეც საჭიროა, მაგრამ არა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.