ნორმალურებში -უხერხულობის, შიშის და შესაბამისად არასრულფასოვანი ყოფიერების განცდა. თან როცა ახალგაზრდა ხარ და კიდევ უფრო შეგეხედება
უხერხულობის, რადგან გაშტერდებიან /ორივე სქესი/ , შიშის -რომ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას მიიღებ გამომწვევი მზერით ან უტაქტო და უადგილო "კომპლიმენტით". რომ შეეცდებიან შენს "ყიდვას", მოსყიდვას, რომ ინადირებენ შენზე. რომ გადაგეკიდებიან და შესაძლოა საბედისწეროდ. არასრულფასოვანი ყოფიერების იმიტომ რომ გამუდმებით იზღუდება შენი თავისუფლება. ცდლობ იყო შეუმჩნეველი და მოერიდო ნებისმიერ ისეთ რამეს რაც დამატებით ხაზგასმულად წარმოგაჩენს; რომ ჯერ გარეგნობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მერე თუ ამავე დროს ჭკუა-გონებამაც მოხიბლა -"ასეთი ჭკვიანი თან ასეთი ლამაზი"-თ დაასრულებენ და საბოლოოდ მაინც ეგ უწყვიტავთ "არჩევანს"
და ერთი სული გაქვს მოგმატოს ასაკი რომ ნაკლებად შემოგხედონ. თავისუფლად იცხოვრო
ეს ჩემი თაობის ახალგაზრდა ქალების პრობლემები და კომპლექსები იყო.))
ახლა ამაზე მეცინება, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს იყო რეალობა.
ახლა სულ სხვა რეალობაა. ახალგაზრდა ლამაზი და ხელმოკლე გოგონები ნადირობენ მდიდარ და გავლენიან საქმროებზე.
წიგნაკებში აქვთ ჩამოწერილი კანდიდატების სია, მათი ადგილსამყოფელები -ფიტნესები, აუზები, ბარები. იციან რომელს რა მოწონს, რა ინტერესები აქვს და მუშაობენ ამაზე. საკუთრივ ვნახე ასეთი "დოკუმენტები".
ახლა სულ სხვაა იყო ლამაზი (გალამაზებული) ქალი. საშუალებაა "სილამაზე", ანუ სტანდარტები. ეს ამ დროის პრობლემები და კომპლექსებია.
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო