#56747428 · 26 Aug 2020, 23:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ფიჭვი @ 26 Aug 2020, 02:04 ) | ~Annabelle°Haunting~
QUOTE | რა გადაწყდა საბოლოოდ? |
რა გადაწყდა და რაც მე დავწერე პირველ რიგში შინაგანი სილამაზეა მთავარი. გარეგნული სილამაზე დროებითია ყველაზე მაქსიმუმი 20 წელი გაქაჩოს მერე ყველას კანი ჭკნება და ეგ ყველაზე ლამაზი არავის აღარ უნდა და ვინც შინაგანად ლამაზია ის არ კვდება. კი ბატონო შეიძლება X ადამიანი იყოს Y ზე ლამაზი მაგრამ მაგისი რატო უნდა შეგშურდეს ? არასოდეს ბიჭისთვის არ შემშურებია ნეტა მეც ესეთი ლამაზი ვიყო მეთქი. ბევრი შეუხედავი გოგო თხოვდება და ბედნიერები არიან და ბევრი ლამაზი ისე დატანტალებს. ეგრე ზოგადად ვერ იტყვი ბედნიერება არაა გარეგნულ სილამაზეში .
|
ვეთანხმები პირველი შინაგანი სილამაზეა და მერე გარეგანი. შინაგანი მუდამ რჩება ხოლო გარეგანი მალე იკარგება. მეც საკმაოდ მინახია უფრო ეკლესიაში ისეთი გოგოები, რომელთა გარეგნობის გამო ვფიქრობდი ამათ გათხოვება გაუჭირდებათ არადა რა კარგი გოგოები არიან მაგრამ ჩემდა გასაკვირად უცებ მისთხოვდნენ თან ისეთ ბიჭებს მოდელი გოგოებიც რომ არ დაიწუნებდნენ. თუმცა ჩემთვის მხოლოდ შინაგანი სილამაზე საკმარისი არ არის თუ გარეგნულიც არ აქვს ადამიანს ცოტა, მაგრამ ცოტა იშვიათია და იდიალურია თუ გოგო გარეგნულადაც და შინაგანადაც ძაან ლამაზია. ვისთანაც კი მათ ურთიერთობა ჰქონიათ და თუ დაშორდნენ ყველა ბიჭებს დეპრესიას ჰკიდებენ რაცარუნდა ისინი მხოლოდ გარეგნულ სილამაზეზე ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი. გარეგნული სილამაზე გასაგებია და შინაგანზეც რომ ვთქვა რამდენიმე ასეთი გოგოს მიხედვით რომლებიც ვიცი.მოკლედ არიან ჭკვიანები და ძნელად სამართავები, ცხოვრებაში მოტივირებული წარმატებაზე და ბედნიერებაზე როგორც პირად ცხოვრებაში ისე პროფესიულ საქმიანობაში. სიყვარულში ძალიან ერთგულები, პიროვნული ინდივიდუალიზმი ძალიან წინა პლანზე აქვთ წამოწეული უყვართ იყვნენ განსხვავებული, ცოტა ქედმაღლები და სხვების ჭკუაზე ნაკლებად უყვართ სიარული, როცა საჭიროა ძალიან ნაზი და ფაქიზი ბავშვებივით და ამასთან ბრაზიანი და ტემპერამენტიანი ხასიათით და აშ. ზოგადად იდეაში ბევრ კაცს უნდა რომ მისი ცოლი იყოს მშვიდი დამჯერი და მორჩილი მაგრამ ყველას მოსწონს ესეთი "ეკლიანი ვარდები' თავისი ეკლებით რომ გაბრაზებს, მაგრამ ვარდობით კი გაგიჟებს ადამიანს. ისინი ადამიანში მძაფრ რეაქციებს იწვევენ და მათთან ურთიერთობა საინტერესოა რადგან ბრმა მორჩილება არ უყვართ.
|