როგორ ფიქქრობთ რეალურია? კი გააფორმეს უკვე ყვეაფერი მარა...
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა იწყება
22:37 16-09-2016
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა იწყება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამინისტროში დღეს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro“-ს ხელმძღვანელებმა - დირექტორმა პეტერ ფილამ და გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კლეპანეცმა ოფიციალურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონის მშენებლობას იწყებს. კრეძოდ, თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9 410 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.
„იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირებიდან გამომდინარე, რომლებსაც საქართველო 2017 წელს მასპინძლობს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ ტურნირებს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოაწყოს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ახალი სტადიონებისათვის ადგილები უკვე შერჩეულია. სლოვაკურ კომპანიას სურვილი აქვს, პროქტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, საქართველოსთან თანამშრომლობა სხვადასხვა რეგიონებში უკვე კერძო კლუბებთან და თვითმმართველობებთან გაგრძელდეს. მინისტრმა პროექტის დაწყება სპორტის ყველა გულშემატკივარს მიულოცა.
„ძალზე მოხარულნი ვართ საქართველოსთან და კერძოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. საქართველო განსაკუთრებულად მოგვწონს. დიდი ხანია ქართულ მხარესთან შეხვედრებს ვმართავთ, ყოველთვის გვსურდა მნიშვნელოვანი და ერთობლივი პროექტების განხორციელების საშუალება გვქონოდა და ჩვენთვის სასიხარულოა საფეხბურთო და სარაგბო სტადიონების მშენებლობას რომ ვიწყებთ.
მეც თავად ყოფილი სპორტსმენი ვარ და ამ მხრივაც, ძალიან საინტერესოა ჩემთვის საქართველოსთან თანამშრომლობა. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სტადიონების მშენებლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ და საქართველოში სპორტის სამომავლო განვითარებას შევუწყოთ ხელი“, - კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro“-ს დირეტქორმა პეტერ ფილამ.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ba-itsyeba.htmlპს. რატო გვიყვარს ეს ბოლო წუთს გაკეთებული საქმე? აქამდე რა უშლიდა ხელს ამის გაკეთებას?
ან ამათი აშენებული თუ დევს სადმე?
ან ვაფშე ბათუმის არაშენდა სტადიონზე რა ხდება?
This post has been edited by Mr_Li on 17 Sep 2016, 11:43