რატო მოკალით თემა?
საინტერესო რამეს წავაწყდი:
აქ იყო თემა ნიუტონ მეტრების შესახებ ანუ თორქის.
ამბობდნენ რომ თორქი დაახლოებით იყო რა;რამდენად ჩქარა შეუძლია გამოიყვანოს ცხენებიო :/
ფიზიკა კარგად არვიცი,მაგრამ იუთუბზე ვუყურებ ვიდეოებს და ერთი იუთუბერი როგორც ამბობს,ცხენის ძალა ეს არის,ნიუტონ მეტრი გაყოფილი დროზე.
ამ ლოგიკით გამოდის,რომ რაც მეტია ცხენის ძალა,მეტია თორქი და ნაკლებია დრო.
ნიუტონ მეტრი კიდევ არის რაღაც ბერკეტზე მოდებული ძალა ამ ბერკეტის სიგრძის გათვალისწინებით ანუ რაც უფრო გრძელია,პირდაპირპროპორციულად მეტია ნიუტონ მეტრიც.
რაღაც ჩამოვაყალიბე მემგონი
თვითონ ერთეულიდანაც ჩანს,ნიუტონ მეტრი ანუ ნიუტონი(ძალა) * მეტრზე(მანძილზე,ბერკეტის სიგრძე).
ესეიგი პირიქით,ცხენის ძალები არის ის,თუ რამდენად სწრაფად გამომუშავდება ეს ძალა?
სწორად მივხვდი თუ ჩავისვარე ფიზიკაში?
* * *
ასევე,როდესაც ვსტარტავთ მანქანით,მაგ დროს ბრუნები უნდა იყოს არა იმ ბრუნზე რომელზეც მაბრუნი მომენტი(თორქი) არის მაქსიმუმი,არამედ იქ სადაც ცხენის ძალებია მაქსიმუმი და რატომ:
როდესაც დინოზეა მანქანა და ვუყურებთ გრაფიკს პერფორმანსისას,რათქმაუნდა იქ თორქის და ცხენისძალების გრაფიკი ერთმანეთს არ ემთხვევა.
სადაც თორქია მაქსიმუმი,ესეიგი იქ მაქსიმალური ძალა გამომუშავდება მაგრამ სადაც ცხენის ძალაა მაქსიმალური,იქ ყველაზე მაღალია რაღაც x კოეფიციენტი რომელიც ტოლია x=torque/min ანუ ამ დროს თორქის და ამ თორქის გამომუშავების დროის შეფარდება არის მაქსიმალური.
მე კიდე მეგონა რომ მთავარია მეტი თორქი გქონდეს იმ ბრუნზე და მორჩა,გარბიხართქო :/
ძალიან საინტერესო რამეა,მოდით,დაყარეთ აზრები