ნუ ხო ვიცი რა ამბებიც არის ზოგადად მაგრამ ეს ყველაზე მეტად მახსოვს:
პირადობის ასაღებად ვიყავი რამდენიმე საათი რიგში
ახლა როგორი წარმოსადგენია ხო დაწერილი რამდენიმე საათი თითქის არაფერი წასაკითხად და დასაწერად
თან ისეთი ამინდი იყპირადობის ფოტოს რომ ვიღებდი ოფლიან შუბლს ვიწმენდი , ვიდრე ფოტოს გადაიღებდა გაოფლილი ვიყავი ისევ
როგორც იქნა რომ მივაღწიე
მერე მკითხა ფოსტამ მოგიტანოს თუ არაო
და ვიფიქრე აქვე ვარ ჩავალ და ავიღებ რაღად მინდა ფოსტა
აი მანდ დავუშვი შეცდომა თურმე... და კიდევ კარგი რომ მივედი რიგის გარეშე ავიღე
ოღონდ მანამდე გადარეკვა მომიწია
თორე კიდე კაი ხანი მომიწევდა რიგი
საგიჟეთია რა
უბრალოდ ეგ მახსენდება ყველაზე ცუდად რადგან ზაფხული იყო
არადა ტაბიძეზე რომ გასცემდნწნ პირადობას მაშინ პრობლემა არ მქონია ყვრლაფერი წუთებში მოხდა
ერთხელ კიდე აფთიაქები მოვიარე უამრავი რიგი
და დიღომში წავედი
დიღომიდან მერე ისევ ცენტრისკენ გადმომამისამართეს
ამას არ დავჯერდიი დავრეკე აფთიაქში და კიი მაგ ფილიალში გვაქვსო
მივედიექი რიგში და ორი ბებო კიდე წინ გადამიდგა
თავი შევიკავე კიდე ჩხუბისგან ამდენი მოვითმინე და როგორც იქნა ავუღებ და არ ღირს ამათი ჭიჭყინი -მეთქი
როგორც იქნა მოვიდა რიგი და
არ გვაქვს ეს წამალიო
აი მანდ ლამის ცრემლები წამომივიდა სიმწრისგან
დასაწერად მართლა ადვილია მაგრამ დილიდან საღამომდე ვეძებდი წამალს და დაიმედებული მივედი