forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დასაქმება უცხო ენების მცოდნეთათვის, საერთაშორისო გერმანულ კომპანიაში
Billy-Ray
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 198986
რეგისტრ.: 3-March 15

გამოგზავნილია: 16 Mar 2019, 18:00  #54376383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,

ვეძებთ კადრებს სხვადასხვა პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში.
ძირითადად Call Center-ის აგენტებს.
კომპანია უწევს Outsourcing მომსახურებას ისეთ დიდ კლიენტებს როგორებიც არიან Booking.com-ი, Opel-ი, Condor-ი, Microsoft-ი, Lufthansa და მრავალი სხვა.
ეს არ არის გაყიდვების სფერო, თქვენ არ ურეკავთ კლიეტებს, ისინი თავად მოგმართავენ თქვენ.

კომპანია - Majorel - https://www.majorel.com/

პოზიცია - კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი.

მოკლე აღწერა - გირეკავენ ჩვენი კლიეტების მომხმარებლები, რომლებსაც სხვადასხვა არხზე (მეილი, ჩეთი, ზარი) პასუხობთ და ეხმარებით არსებული პრობლემის მოგვარებაში. (მაგალითად Booking-ის შემთხვევაში ჯავშნის გაუქმებაში, სასტუმროსთან დაკავშირებაში, გადახდის საკითხებში და ა. შ.)

მოთხოვნა - აუცილებელი პირობაა უცხო ენის ფლობა მინიმუმ B2 დონეზე.

ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებული გვაქ შემდეგ ენებზე -

1. გერმანული
2. გერმანულ - ინგლისური
3. რუსულ - ინგლისური
4. იტალიური
5. იტალიურ - ინგლისური


ოფისები - საქართველოში გვაქვს სამი ოფისი, პირველი ჭავჭავაძეზე პიქსელის შენობაში, მეორე ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, მესამე მაისიდან იხსნება გალერეა თბილისში.

ანაზღაურება - გამოსაცდელ პერიოდში (6 თვე) სასტარტო ხელფასია 900 ლარი GROSS + 10% ბონუსი. ხელზე გამოგივათ დაახლოებით 800 ლარი და მეტი. გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ გეცვლებათ სტატუსი და ხდებით Junior Agent, იზრდება თქვენი ხელფასი და ბონუსი 15%-მდე. ერთი წლის შემდეგ ასევე ავტომატურად გადადიხართ Senior-ის სტატუსზე, იმატებს ხელფასი და ბონუსი ადის 20%ზე.
მარტის ბოლოს იგეგმება ხელფასების ყოველწლიური მატება შესაბამისად სასტარტო 900 ლარი იზრდება.
კომპანია მუდმივად იზრდება შესაბამისად სისტემატურად გვაქვს შიდა ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციაზე.

სამუშაო დროები - ამჟამად კომპანიაში ოპერირებს 5 სხვადასხვა პროექტი, სხვადასხვა სამუშაო დროით. არცერთი პროექტი არ არის 24 საათიანი. ყველაზე გვიან სამუშაო დრო შესაძლებელია დამთავრეს 01:00-ზე. მუშაობთ სმენებში. ორი კვირით ადრე ცნობილია თქვენი ცხრილი. შეგიძლიათ იმუშავოთ 4, 5, 6, 7, ან 8 საათი. სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით, სმენების გადანაწილება ხდება სალექციო საათების შესაბამისად.

ტრენინგი - შერჩევის შემთხვევაში საწყის ეტაპზე გადიხართ 2 ან 3 (დამოკიდებული პროექტზე) კვირიან ტრენინგს რომელიც ანაზღაურებადია და გერიცხებათ თქვენი სტანდარტული ხელფასი. ტრენინგის ხანგრძლივობა დღეში 8 საათია, დამოუკიდებლად იმისა რამდენ საათს იმუშავებთ მომავალში.

დამატებითი ინფორმაცია - თუ სმენას 9 საათზე ან გვიან ამთავრებთ მოგემსახურებათ ტაქსი თბილისის და რუსთავის მასშტაბით (გვყავს ასევე თანამშრომლები მცხეთიდან და თბილისის შემოგარენიდან, რომლებიც ასევე სარგებლობენ ამ სერვისით)
კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულის და მისი ოჯახის წევრების დაზღვევას. ამ ეტაპზე ვსარგებლობთ Imedi L-ის 5 ვარსკვლავიანი დაზღვევით. ქორწინების და ბავშვის ყოლის შემთხვევაში გთავაზობთ ერთჯერად სახელფასო დანამატს. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მიიღებთ საახალწლო დანამატს რაც შეადგენს თქვენი ხელფასის 50%-ს.
პროექტის შესაბამისად შეიძლება მოგიწიოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების დღეებში მუშაობა. ამ შემთხვევაში იმ დღეს მიიღებთ ორმაგ ხელფასს და დამატებით დასვენების დღეს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმომიგზავნოთ რეზიუმეები მეილზე customerservicerep@aol.com.

დამატებითი კითხვებისათვის მომმართეთ აქ ან მეილზე.

მადლობა ყურადღებისთვის!
sandrobandro
2012-წლის არჩევნების შედეგი ავატარზეა :))


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7364
წევრი No.: 211301
რეგისტრ.: 12-December 15

გამოგზავნილია: 16 Mar 2019, 19:05  #54376608      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გადმოგიგზავნე smile.gif)
===============


--------------------
#პოსტეწესებისდაცვით
#ნუმიიღებვორნს
#ნუმიიღებბანს
#პოსტენულოვანივორნლოგით
Illuminatus
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 152
წევრი No.: 244838
რეგისტრ.: 17-August 18

გამოგზავნილია: 16 Mar 2019, 22:42  #54377617      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესოა და მომეწონა გამოვგზავნე სივი


--------------------
ფული იმაზე ძვირია ვიდრე ფასი აქვს.
Billy-Ray
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 198986
რეგისტრ.: 3-March 15

გამოგზავნილია: 17 Mar 2019, 12:39  #54379180      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,

მივიღე ორივესი.
დაგიკავშირდებით მომავალ კვირაში.

Illuminatus
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 152
წევრი No.: 244838
რეგისტრ.: 17-August 18

გამოგზავნილია: 17 Mar 2019, 19:30  #54381111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეთი დამაკმაყოფილებელი ვაკანსია ჯერ კაი ხანია არ მინახავს აქ , ყველაფერი გარკვევით გიწერიათ, საინტერესოა მუშაობის პროცესი უკვე
karlsoni
ხატიონი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42976
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 18 Mar 2019, 01:54  #54383265      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Billy-Ray
გამარჯობა.
იაპონური თუ დაგჭირდათ მომწერე, მყავს მოწაფეები, რომელსაც ნამუშევარი აქვთ იაპონურენოვან ოპერატორებად.

This post has been edited by karlsoni on 18 Mar 2019, 01:55


--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.

Et facta est lux!

無名天地之始,
有名萬物之母。

http://iaponia.ge/
Sixto
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 689
წევრი No.: 243362
რეგისტრ.: 6-June 18

გამოგზავნილია: 18 Mar 2019, 10:43  #54384000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Billy-Ray
ვაკანსიების საიტზე სადმე გიდევთ განცხადება?
Fe11oW
სამს რომ სამი მივუმატოთ რამდენია პატარა?


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 212
წევრი No.: 178456
რეგისტრ.: 19-December 13

გამოგზავნილია: 18 Mar 2019, 13:25  #54384787      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაიხარე რა, კაი ხანია ესეთი კარგი აღწერით არ მინახია ვაკანსია, ხელფასებიც კარგია და კარგი დამოკიდებულებაც თანამშრომლების მიმართაც იგრძნობა

მე არ გამოგიგზავნით მაგრამ უბრალოდ მინდოდა შემექეთ biggrin.gif
Billy-Ray
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 198986
რეგისტრ.: 3-March 15

გამოგზავნილია: 18 Mar 2019, 13:57  #54384942      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (karlsoni @ 18 Mar 2019, 01:54 )
Billy-Ray
გამარჯობა.
იაპონური თუ დაგჭირდათ მომწერე, მყავს მოწაფეები, რომელსაც ნამუშევარი აქვთ იაპონურენოვან ოპერატორებად.

გამრაჯობა,

იაპონური ამ ეტაპზე არცერთ პროექტზე არ გვყავს. სამომავლოდ მეცოდინება, მადლობა!

QUOTE

ვაკანსიების საიტზე სადმე გიდევთ განცხადება?


მოგწერეთ პირადში.

QUOTE

გაიხარე რა, კაი ხანია ესეთი კარგი აღწერით არ მინახია ვაკანსია, ხელფასებიც კარგია და კარგი დამოკიდებულებაც თანამშრომლების მიმართაც იგრძნობა

მე არ გამოგიგზავნით მაგრამ უბრალოდ მინდოდა შემექეთ biggrin.gif


მადლობა! ვეცადე მაქსიმალურად და მიხარია თუ გამომივიდა yes.gif

This post has been edited by Billy-Ray on 18 Mar 2019, 13:58
zura73
fatalerror


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2915
წევრი No.: 11047
რეგისტრ.: 26-June 05

გამოგზავნილია: 18 Mar 2019, 16:35  #54385791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Billy-Ray
ანაზღაურება ნაღდზე არ გაქვთ?
დარიცხვები არ მაწყობს
Billy-Ray
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 198986
რეგისტრ.: 3-March 15

გამოგზავნილია: 19 Mar 2019, 02:06  #54388192      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (zura73 @ 18 Mar 2019, 16:35 )
Billy-Ray
ანაზღაურება ნაღდზე არ გაქვთ?
დარიცხვები არ მაწყობს

გამარჯობა,

ნაღდზე არ გვაქვს.
მხოლოდ ბანკი, სახელფასო ანგარიში და დარიცხვა.
MILANELI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 533
წევრი No.: 43199
რეგისტრ.: 3-October 07

გამოგზავნილია: 19 Mar 2019, 13:28  #54389487      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა
მეილზე გადმოვაგზავნე ჩემი სივი.
Badura



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13848
წევრი No.: 114534
რეგისტრ.: 24-April 10

გამოგზავნილია: 20 Mar 2019, 01:36  #54392556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Billy-Ray
QUOTE
10% ბონუსი

რისი პროცენტი? ხელფასის?


--------------------
მანჩესტერ იუნაიტედის დედას ###### :up:
Billy-Ray
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 198986
რეგისტრ.: 3-March 15

გამოგზავნილია: 20 Mar 2019, 11:47  #54393435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (MILANELI @ 19 Mar 2019, 13:28 )
გამარჯობა
მეილზე გადმოვაგზავნე ჩემი სივი.

გამარჯობა,

მივიღე, მადლობა.

QUOTE
რისი პროცენტი? ხელფასის?


გამარჯობა,

მოუჭრელი (GROSS) ხელფასის 10%.
blue_velvet
come true


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3883
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12

გამოგზავნილია: 22 Mar 2019, 11:17  #54402881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Billy-Ray
გამარჯობა.
1)რეზიუმე რა სახით გინდათ?

2)რეზიუმეს მოწონების შემთხვევაში გასაუბრების მეორე ეტაპია თუ ეგრევე ხდება კადრის აყვანა?

3) პერსპექტივა რამდენად არსებობს წინსვლის?

მე პირადად სადაც ვმუშაობ აქედან იმიტომ მინდა წანსვლა რომ პერსპექტივა არ არსებობს, ხელფასი ნორმალური მაქვს მაგრამ წინ ვერ მივდივარ.


--------------------
ночь приносит совет

AB ACTU AD POTENTIAM.

Amor vincit omnia.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0213 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]