დავიწყებ იქიდან,რომ მოდერს ვთხოვ არ დამვორნოს
ამაზე უაზრო თემებიც იხსნება ამ განყოფილებაში
მოკლედ ქალბატონებო და ბატონები,მინდა გაგაცნოთ ჩემი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით,თუ რატომ გამოაგდებს ბარსა ჩელსის,კერძოდ არსებობს ამის 10 მიზეზი.აი ისინიც:
1. მეორე თამაშს ვთამაშობთ ნოუ კამპზე.ამ მხრივ ფსიქოლოგიური სტრესი მოხსნილი გვექნება.სტემფორდ ბრიჯზე ჩვენ არ მოგვიწევს ფიქრი მაინცდამაინც გამარჯვებაზე,ფრესაც დავთანხმდებით.წინა სეზონში კი პირველი მატჩი ნოუ კამპზე იყო და გვინდოდა თუ არა უნდა შეგვეტია,ჩელსი ამ მხრივ უპირატესობას ფლობდა,ის იცდიდა სანამ ჩვენ დავუშვებდით შეცდომებს. ასეთი ჩელსი კი ძალიან საშიშია,მოკლედ რომ ვთქვათ ბარსა შავებით თამაშობს.
2. ძლიერი ჩამშლელები,რომლებიც მეორე სართულზე კარგად თამაშობენ .წინა სეზონში სწორედ ამ კომპონენტში გვქონდა ძალიან დიდი პრობლემები,მოში გვაკლდა უპირველეს ყოვლისა ნახევარდაცვაში,წელს ეს პრობლემები გადაჭრილია,რადგანაც წელს ხავის ტრავმის მიუხედავად აღარ გვაქვს ტრავმების ეპიდემია,გამოჯანმრთელდა მოტა და ედმილსონი.პლიუს ზაფხულში დავიმატეთ ვან ბომელი.ჩელსის ძალიან გაუჭირდება მოედნის ცენტრის ისე სწრაფად და ადვილად გადმოკვეთა,როგორც ეს მოახერხა წინა სეზონში.
3.ოლეგერის მარჯვენა მცველად გადაყვანა.ეს არის ყველაზე wise move,რაც კი აქამდე რაიკაარდს გაუკეტებია სამწვრთნელო კარიერის მანძილზე.ჯერ ეს ერთი ოლეგერი არ არის მაღალი დონის მცველი და ამიტომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ის ნაკლებად სახიფათოა ბარსასთვის,ვიდრე ცენტრალური მცველის პოზიციაზე,ამას სრული ირონიის გარეშე ვიძახი.გარდა ამისა,დაცვის ცენტრში გადაინაცვლა რაფა მარკესმა,ამან გააძლიერა დაცვის ცენტრალური ზონა ,რადგანაც მარკესი ფიზიკურად ძლიერია და თავითაც კარგად თამაშობს.მისი აპორნის პოზიციაზე თამაშს გარკვეული ხარვეზები ჰქონდა,კერძოდ ის,რომ სისწრაფის ნაკლებობის გამო იგი გაქცეულ თავდამსხმელს ხშირად ვერ ეწეოდა,დაცვაში კი ნაკლები მანძილის გარბენა მოუწევს,ვიდრე ნახევარდაცვაში თამაშისას.
4.მესი,ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ვუნდერკინდი ლეო მესი,რომელიც გუნდს ახალ სისხლს მატებს,მას შეუძლია არასტანდარტული ტამაშით დინიოს,ეტოოს და დეკოს მეორე დიხანია გაუხსნას შეტევებში,ჩემი აზრით ეს სამი ლიდერი მესის მოედანზე ყოფნისას უფრო ეფექტურია თავდასხმაში,ვიდრე ჟულის ყოფნისას ,რომელსაც თავში ტვინის მაგივრად ფეხები აქვს(ბოდიში გამოთქმისთვის),მარტო სირბილი შეუძლია,ის არც ისე ტექნიკურია და შეუძლია მცველს მხოლოდ მარჯვენა მხარეს გაექცეს,აი მესი კი როგორც მარჯვნივ,ასევე მარცხნივაც ძალიან ხშირად იწევს ცენტრისკენ და ეს მანევრები ბარსას შეტევებს უფრო ეფექტურს,გამოუცნობს და შედეგიანს ხდის,დინიოს,ეტოოს და დეკოს მეტი იმპროვიზაციის საშუალება ეძლევათ კომბინაციური თამაშისას.თუ მესის ტაქტიკა არ გაამართლებს,მაშინ რაიკაარდს ჰყავს ჟული,ასე რომ დიდი ვარირების საშუალებები გვაქვს სქემაში მარჯვენა ფლანგზე.
5.რაიკაარდი,ეს პიროვნება უკვე საკმაოდ გამოცდილია და ის არ არის,რაც შარშან იყო,მოურინიო მსოფლიოში საუკეთესოა,მაგრამ დიდი ტრენერები სწორედ მათი საუკეტესო კოლეგების დამარცხების შემდეგ იბადებიან,უკვე დროა რაიკაარდი ავიდეს ამ მწვერვალზე.შეუძლებელია ასეთი გუნდი გყავდეს და შენ პერსონალურად ასეთივე სიმაღლეზე არ ახვიდე.გარდა ამისა,ჩელსისთან გამოვარდნას ფრენკს არავინ აპატიებს,სასწორზე დევს ან ყველაფერი,ან არაფერი.უკვე დრო მოვიდა ფრენკმა თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვას და მოურინიოს წინააღმდეგ პაექრობა ამისათვის საუკეთესო დროა.
6.დინიო,ამ კაცმა მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლება,ახლა ჩემპიონთა ლიგის დროა.უბრალოდ სირცხვილია და შეუძლებელია ოქროს ბურთის მფლობელმა ლიგაში გამოსვლა დაასრულოს მერვედფინალში და თანაც ზედიზედ მეორედ ერთი და იმავე გუნდთან.ალბათ ეს ფეხბურთელი ძალებს არ დაიშურებს იმისტვის,რომ განსაკუთრებით კარგად ითამაშოს ჩელსისთან.ყველას გვახსოვს ის უსამართლო მატჩი სტემფორდ ბრიჯზე,დინიო აშკარად უფრო მეტს იმსახურებდა,მაგრამ არაფერი,შანსი ერთი წლის მერე მიეცა და ის ამ შანსს არ გაუშვებს,რადგანაც მსოფლიოს საუკეტესო ფეხბურთელია და ამჯერად თამაშის წესებს ის დააწესებს მოედანზე.
7. ეტოო,ალბათ ეჭვი არავის ეპარება,რომ წელს ეტოო ოქროს ბუცს მიიღებს,ეს ფორევარდი საუცხოო ფორმაშია,პრაქტიკულად უგოლოდ არ ტოვებს მატჩს.ჩემი აზრით ჩელსის საუცხოო და სამართლიანად ნაქები დაცვა მაინც ვერ მოახერხებს მის შეჩერებას.ეტოოსაც იგივე ეხება,რაც რაიკაარდს,დროა თავი წარმოაჩინოს საერთაშორისო ასპარეზზე,ამისთვის კი ჩელსისთან დაპირისპირება საუკეთესო ვარიანტია.ეტოო არ არის დაფასებული ფორვარდი,როგორც ანრი და ადრიანო,უკვე დროა ეს ხარვეზიც აღმოიფხვრას.
8.მოტივაცია.მემგონი ზედმეტი კომენტარების გაკეტება არ ღირს.ბარსასთვის ეს მატჩი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და ფეხბურთელებს მშვენივრად ესმით,რომ არ აპატიებენ გულშემატკივრები კიდევ ერთ მტკივნეულ მარცხს ჩელსისთან.იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ ისინი ითამაშებენ იმ შემართებით და ენერგიით,როგორც არასდროს არ უთამაშიათ.
9.ინიესტა,ეს ფეხბურთელი ძალიან შედეგიანია საგოლე გადაცემების გაკეთებაში,ასევე კარგი დრიბლინგიც აქვს,საკმაოდ სწრაფია და შეტევის წინა ხაზში ბარსას კომბინაციური თამაში უფრო მრავალფეროვანი ხდება,ის ასევე გამოსადეგია მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან კედლის გათამაშებაში.ინიესტამ აშკარად უმატა წინა წელთან შედარებით,ახლა უფრო თვითდაჯერებულია და გუნდისათვის მეტი სარგებელი მოაქვს.ასე რომ კიდევ ერთი უდიდესი პლიუსი რაიკაარდის ტაქტიკურ მონახაზში.
10. ვალდესი,მეკარე,რომელმაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა წინა წელთან შედარებით.მას წელს არაერთი სეივი მოუხდენია და ის,რომ ბარსა ცოტა გოლს უშვებს,მთლიანად დაცვის სიძლიერეზე არ მიუთითებს,ვალდესი თითქმის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა ამ სეზონში.ფრენკს შეუძლია მას თავისუფლად ენდოს ჩელსისთან თამაშში,უკვე არის გარკვეული ნიშნები იმისა,რომ ვალდესი ყალიბდება მეორე სუბისარეტად.
ბარსას სავარაუდი ტაქტიკური მონახაზი ჩელსისთან შეხვედრებში:
--------------------Valdes------------------------
-------------Puyol--------Marquez----------------
Oleguer------------------------------------Sylvinho
(Belletti)-------------------------------------(Gio)
---------------------Edmilson----------------------
--------------------- (Motta)----------------------
----------Van Bommel---------Deco----------------
------------(Iniesta)
Messi---------------------------------------Dinho--
(Giuly)
----------------------Eto'o-------------------------
---------------------(Larsson)---------------------
ისე ჩელსიმენი თუ შემოიხედავს და გავაცნობს,თუ რა სქემით აპირებს ჩელსი თამაშს და რას დაუპირისპირებს კონკრეტულად ბარსას,მე მას დიდი სიამოვნებით მოვუსმენ,თუ კომპეტენტური აზრი იქნება
This post has been edited by el tanke on 22 Dec 2005, 21:47