Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Xiaomi/Meizu/OnePlus > OnePlus 6


Posted by: nodarie 17 May 2018, 09:51
user posted image
OnePlus-ი Android და საერთოდ სმარტფონების სამყაროში არის პერფომანსის ნამდვილი “მეფე”, რომელმაც ახალი ფლაგმანური სმარტფონი წარმოგვიდგინა OnePlus 6-ის სახით. გარდა ძალიან დაბალანსებული და მისაღები ფასისა, ახალ მოდელში ამჯერად გაუმჯობესებული დიზაინი და შესაძლებლობები გვხდება.
user posted image
OnePlus 6-ის შემადგენლობაშია 6.28 დიუმიანი FHD+ რეზოლუციის Optic AMOLED ეკრანი(კორპუსთან 84 პროცენტიანი თანაფარდობით), Qualcomm Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 6 და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების ვარიანტები LPDDR4x ტექნოლოგიით, 64|128|256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება UFS2.1 ტექნოლოგიით, 3300 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით (5V 4A), ვიბრაციისთვის განკუთვნილი სპეციალური ძრავი, 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, სახის ამომცნობი სკანერი და Android Oreo-ზე მოდიფიცურებული Oxygen OS ოპერაციული სისტემა, რომელიც შეგიძლიათ ჩართვისთანავე განაახლოთ Android P Beta-ზე.

უკანა პანელზე გათავსებულია ორმაგი Sony-ს მიერ წარმოებული კამერის სისტემა, საიდანაც 16 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება 1.22 მიკრონის ზომის პიქსელებით და F1.7 დიაფრაგმიანი ლინზებით, ხოლო მეორე სენსორი 20 მეგაპიქსელიანია 1.0 მიკრონის ზომის პიქსელებით. კამერის აპარატურული მხარე ვერ გამოიყურება საინტერესოდ, თუმცა გადაღების შედეგი დამოკიდებულია ალგორითმზე, რომელიც OnePlus-ს ნამდვილად არ დაეწუნება. კამერის მახასიათებლებში ასევე შევხდებით ოპტიკურ სტაბილიზაციას(ფოტოებისთვის), ელექტრონულ სტაბილიზაციას(ვიდეოებისთვის), 4K ვიდეო გადაღებას 30 და 60 კადრით წამში, Super SloMo ვიდეო გადაღებას FHD რეზოლუციის 240 კადრით წამში და HD რეზოლუციით 480 კადრით წამში, ორმაგ ნათებას და პორტრეტის რეჟიმს.
user posted image
წინა კამერად კვლავ Sony-ს მიერ წარმოებული 16 მეგაპიქსელიანი კამერა გვხდება FHD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითავსებს სახის სკანერის ფუნქციასაც.

OnePlus 6-ის ფასები შემდეგნაირია!
user posted image

წყარო: Vortex.ge

Posted by: Luka211 17 May 2018, 11:36
ეს noch რა გადმოიღეს ამ ეფლისგან მოწონს ნეტა ვინმეს საერთოდ mad.gif

Posted by: ლაშა117 17 May 2018, 11:54
საინტერესო ტელეფონია smile.gif ერთადერთიო რაც ყველა ტელეფონში ჩემს უკმაყოფილებას იწვევს არის კორპუსიდან გამოსული კამერა smile.gif

უდაოდ გადავიდოდი ამ ტელეფონზე რომ არა ეგ ფაქტორი

Posted by: ButmenA 17 May 2018, 12:16
ლაშა117
5T მაქვს ახლა და კუთხეში ამოწეულ კამერას, ისევ შუაში ამოწეული ჯობს. მთლიანობაში ძალიან მომეწონა ტელეფონი. 1-2 თვეში იმედია შევძლებ ყიდვას
Luka211
"ნოჩის" გაქრობა შეგიძლია და ზედა მხარეს შავ ფონზე რჩება მხოლოდ საათი, ელემენტი და შეტყობინებები. შავ ფონზე "ნოჩი" აღარ ეტყობა

Posted by: პითონი 17 May 2018, 12:40
საინტერესოა
ვნახოთ რა ფასი დაედება ჩვენთან


შეიძლება ჩემი მომდევნო ტელე იყოს

თუმცა ს8-დან გადასვლა რამდენად ღირებული იქნება მაგას მერე ვნახავთ,რო დავტესტავ


ისე სისწრაფე არ აკლია და ვიდი ზოგადად 1+

პროსტა კამერა და ელემენტი რო ქონდეთ ცოტა უკეთEსი ვაფშე მაგარი იქნებოდა
იმედია ეს მაგ მხრივაც კარგი გამოვა.
ვიდზე მომეწონა რაც ვნახევიდეოში

Posted by: nodarie 17 May 2018, 13:13
პითონი
ცოტა უკეთესში რას გულისხმობ? სამსუნგს არ ჩამოუვარდება კამერით, ძალიან კარგი კამერა აქვს.

Posted by: პითონი 17 May 2018, 13:29
nodarie
მე რაც ვნახე ნოდო (განხილვებში და რასაც ვუყურე) სამსუნგი ყოველთვის ჯობდა.
ოპტიმიზაციაში განსაკუთრებით.

ს9+ თუ გაუქაჩა ძალიან კარგი იქნება

6-7 სთ სოტიც დაიდოს და ვაფშე კანფეტ

ფასი 2000 ლარი და წავალ და ვიყიდი :DDD

Posted by: Fe11oW 17 May 2018, 20:04
ტრადიციას არ არღვევენ, ფასთან მიმართებაში ერთ-ერთ საუკეთესო ტელეა

ჩვენთან იმედია ისევ გალაქსი ს9ის ფასით არ შემოვა და დოლარებში არსებული სხვაობა ლარშიც აისახება mad.gif

Posted by: Kakh48 17 May 2018, 23:15
მშვენიერი სმარტფონია მომეწონა ..............

Posted by: ლაშა117 17 May 2018, 23:33
არავის გქონდეთ ილუზია რომ 2500-ზე ნაკლებად რომელიმე მაღაზიამ გაყიდოს ჩვენთან biggrin.gif

Posted by: nodarie 18 May 2018, 00:09
QUOTE (ლაშა117 @ 17 May 2018, 23:33 )
არავის გქონდეთ ილუზია რომ 2500-ზე ნაკლებად რომელიმე მაღაზიამ გაყიდოს ჩვენთან biggrin.gif

2000 ლარს არ გასცდება wink.gif

..............................

Posted by: Kakh48 18 May 2018, 00:14
გამოწერით 1700 მდე ჯდება ცოტა მეტი და რავიცი ცუდი ფასი არაა მგონი

Posted by: სკნელი 18 May 2018, 00:57
2000-2500 , მე რომ ამ ფასში ვაპირებდე ყიდვას , მე მაინც P20 Pro - კენ ვიფიქრებდი .

პ.ს. ე.წ. სუფთა ანდროიდი ამოვიდა ყელში smile.gif

Posted by: nodarie 18 May 2018, 02:21
QUOTE (სკნელი @ 18 May 2018, 00:57 )
2000-2500 , მე რომ ამ ფასში ვაპირებდე ყიდვას , მე მაინც P20 Pro - კენ ვიფიქრებდი .

პ.ს. ე.წ. სუფთა ანდროიდი ამოვიდა ყელში smile.gif

პ20 პრო უკეთესია რა თქმა უნდა.... მაგრამ აგერ ნოკიას ახალი სმარტფონები მაქვს და 7 პლუსი ისეთი მაგარია, ამაზე უკეთესი აღარ მინდა biggrin.gif 1099 ლარი ღირს biggrin.gif

Posted by: პითონი 18 May 2018, 13:13
nodarie
კამერის გარდა რითია უკეთესი პრო?

თან ჯერ არც გამოსულა და ვნახოთ მოხმარებაში როგორი იქნება 6

Posted by: Dehumanizer 18 May 2018, 19:39
nodarie
QUOTE
მაგრამ აგერ ნოკიას ახალი სმარტფონები მაქვს და 7 პლუსი ისეთი მაგარია, ამაზე უკეთესი აღარ მინდა biggrin.gif 1099 ლარი ღირს biggrin.gif

ანუ, სნაპ 660 ტესტებში დატოლების გარდა, რეალური მოხმარებისთვის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს?
rolleyes.gif

Posted by: bzekovich 18 May 2018, 23:04
ვნახოთ,ჯერ ინტერნეტშიც არ დევს დეტალური ინფორმაცია თუ როგორი კამერა აქვს სხვა ფლაგმან მოდელებთან შედარებით.სავარაუდოდ ვიყიდი,ფასი საკმაოდ მისაღებია.ძირითადი აქცენტი კამერაზე მაქვს.სამსუნგს და ჰუავეისაც უკვე ისეთი გაწელილი ფასი აქვს რო მეზარება ყიდვა biggrin.gif

Posted by: nodarie 18 May 2018, 23:24
QUOTE (Dehumanizer @ 18 May 2018, 19:39 )
nodarie
QUOTE
მაგრამ აგერ ნოკიას ახალი სმარტფონები მაქვს და 7 პლუსი ისეთი მაგარია, ამაზე უკეთესი აღარ მინდა biggrin.gif 1099 ლარი ღირს biggrin.gif

ანუ, სნაპ 660 ტესტებში დატოლების გარდა, რეალური მოხმარებისთვის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს?
rolleyes.gif

დიახ, ზუზტად ეგრეა biggrin.gif

.................

Posted by: Fe11oW 19 May 2018, 00:46
QUOTE (nodarie @ 18 May 2018, 02:21 )
QUOTE (სკნელი @ 18 May 2018, 00:57 )
2000-2500 , მე რომ ამ ფასში ვაპირებდე ყიდვას , მე მაინც P20 Pro - კენ ვიფიქრებდი .

პ.ს. ე.წ. სუფთა ანდროიდი ამოვიდა ყელში smile.gif

პ20 პრო უკეთესია რა თქმა უნდა.... მაგრამ აგერ ნოკიას ახალი სმარტფონები მაქვს და 7 პლუსი ისეთი მაგარია, ამაზე უკეთესი აღარ მინდა biggrin.gif 1099 ლარი ღირს biggrin.gif

ხოდა აბა ეხლა ეს მითხარი ნოკია 7 პლუსი მე როგორც ვიცი გძეტა 400$ ღირს და ჩვენთან 1100ლ ხოდა რატო ღირს ვანპლასს 5ტ 1700 როცა ამერიკაშია 500 $ია?

და ეხლა იმასაც იძახი 6 2000მდე იქნებაო, არადა მაგ ფასად სამსუნგის ს9 მოგივა რომელსაც არ მგონია ჯობდეს

Posted by: Dehumanizer 19 May 2018, 08:59
nodarie
QUOTE
დიახ, ზუზტად ეგრეა biggrin.gif

კარგი ტენდენციაა ეგ, რომ სუბ-ფლაგმანები ფუნქციონალურად პრაქტიკულად არ ჩამოუვარდებიან ფლაგმანებს
თორემ იგივე ამ OnePlus 6-ს 8 გბ რამი (და ეგ პირველი აპარატი არც არის) აშკარად მარკეტინგული ხრიკია


Posted by: nodarie 19 May 2018, 10:31
Fe11oW
იმიტომ, რომ გაბრენდდა ჩვენთანაც, ჰუავეიზე მეტად სცემენ უკვე პატივს, შესაბამსიად შემომტანი კომპანია იყენებს ამ ფაქტს biggrin.gif

Dehumanizer
ეს ნოკია 7 პლუსი ყველაზე კაი ვარიანტია ვფიქრობ, თუ ახალი სმარტფონის შეძენა გინდა biggrin.gif

Posted by: პითონი 19 May 2018, 13:01
nodarie
საიტზე რა გაგიბანძებია ტელეფონი.

წყალზე და მტვერზე მართლა ტეხავს.

Posted by: nodarie 19 May 2018, 14:00
QUOTE (პითონი @ 19 May 2018, 13:01 )
nodarie
საიტზე რა გაგიბანძებია ტელეფონი.

წყალზე და მტვერზე მართლა ტეხავს.

რამე არასწორი დავწერე და ზედმეტი თუ? biggrin.gif
ყველაფერი ის დავწერე როგორც არის biggrin.gif

Posted by: Nescafe13 31 May 2018, 22:06
1900 ლარიდან იწყება ზუმერში
გაფრინდა ასტრალში უკვე სმარტები
ის დროა მეორადების არჩევა დავიწყო , აბა ახალს 1600 ზე ნაკლებად ვეღარ იყიდი facepalm.gif

Posted by: sabakvavilashvili 7 Jun 2018, 16:00
დღეს ჩამომივიდა, ულამაზესი და უძლიერესი სმარტია <3

user posted image
user posted image

Posted by: Øff 7 Jun 2018, 19:36
მოკლედ, არ ვიცი ამ კომპანიამ რამდენჯერ უნდა გაიხადოს თავი დასაცინი

OnePlus 6-ზე Face unlock-ი უბრალო ფოტოსურათით მოატყუეს. არანაირი 3D გამოსახულება ან რამე მსგავსი
და კომპანიამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ Face unlock-ის ნაცვლად პაროლი ან პინ კოდი გამოიყენეთო facepalm.gif

https://www.techrepublic.com/article/oneplus-6-users-face-unlock-isnt-secure-enough-to-protect-your-device-heres-why/

ამათზე China "ბრენდი" თუ არსებობდეს სადმე


Posted by: svan1dz3 11 Jun 2018, 13:47
თემასთან არაფერ შუაშია, მაგრამ ONEPLUS 3 -ზე ეკრანის გამოცვლა მინდა და ხელოსანს ხომ ვერ მიმაასწავლით?

Posted by: Don2 11 Jun 2018, 14:31
svan1dz3
პანდაში მე40 ოთახი, ხელოსანი მარატა. რამდენჯერაც დამჭირდა ყოველთვის კმაყოფილი დავრჩი
უან პლასზე 3 ჯერ შევცვალე ეკრანი :დ მარატასთან

Posted by: Øff 11 Jun 2018, 15:15
ისევ
facepalm.gif

https://www.techradar.com/news/oneplus-6-has-a-serious-security-flaw-and-a-fix-is-on-the-way

Posted by: vinchenso 11 Jun 2018, 16:40
სწრაფი სმარტია, კარგი ფასით, მაგრამ ეს ჩოლკები კლავს biggrin.gif ყველა სმარტი ერთნაირი გახდა, ჯობდა 5ტ -ს წინა მხარე დარჩენილიყოwink.gif

Posted by: svan1dz3 11 Jun 2018, 18:30
Don2
დიდი მადლობა, ეს პანდა სტადიონის წინაა თუ არ ვცდები ხომ?

Posted by: Don2 12 Jun 2018, 09:55
QUOTE (svan1dz3 @ 11 Jun 2018, 18:30 )
Don2
დიდი მადლობა, ეს პანდა სტადიონის წინაა თუ არ ვცდები ხომ?

კი ეგ არის, არაფრის < yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: პითონი 12 Jun 2018, 14:02
უსწრაფესი ტელეფონია და ვიდიც მშვენიერია

პროსტა ეს პროგრამული ჩავარდნები არ ეკადრება
გინდ ფეის ანლოქი და გინდ დაცვა.

თუმცა ვინც დიდად არ იყენებს მაგ ორს სულ დაიკიდებს
მეც მასე ვარ,მაგარი მკიდია დაცვა biggrin.gif
რა უნდა მომპარონ

Posted by: nodarie 12 Jun 2018, 14:47
პითონი
უსაფრთხოება გამოასწორეს და ეგ სახის სკანერი დებილი ვერ მიხვდება, რომ ფოტოზეც აკეთებს ანლოქს biggrin.gif ნებისმიერ ბრენდზე smile.gif

Posted by: Bellamy 30 Jun 2018, 13:09
ელიტი ან ალტა არ აპირებს ამათ შემოტანას?
ზუმერში კი დევს უკვე, მარა მაგათთან არაფერი არ უნდა იყიდო კაცმა

Posted by: ალი 30 Jun 2018, 13:28
ალტა არ უნდა ჯერ თავის ატკიება , შაომის უნდა მიხედონ ჯერ ))

ამის შემოტანა არაა მომგებიანი , ამას სერვისი ჭირდება და ანაზღაურება . ჯერ ერთი ძვირიანი მოდელები აქვთ და არ გაიყიდება ,ან გაიყიდება და მწარმოებელი ან აანაზღაურებს ან არა ამის ბრაკებს .

ზუმერში კიდე ყიდიან ყვეალფერს , სერვისიც კიდიათ , შარს მოგდებენ უხსნიან გარანტიას და მიდის კივილ წივილი , მაგრამ უღირთ .

Posted by: stressedOut 8 Jul 2018, 18:46
QUOTE (Bellamy @ 30 Jun 2018, 13:09 )
ელიტი ან ალტა არ აპირებს ამათ შემოტანას?
ზუმერში კი დევს უკვე, მარა მაგათთან არაფერი არ უნდა იყიდო კაცმა

რა ფასია ზუმერში?

Posted by: Bellamy 9 Jul 2018, 09:37
stressedOut
QUOTE
რა ფასია ზუმერში?

1800

Posted by: MrMozg 30 Sep 2018, 21:55
მაგარი სმარტია,

პირველად ვარ ტელეფონით ბოლომდე კმაყოფილი smile.gif

Posted by: ml888 10 Apr 2019, 02:15
ვანპლასი აღარ ხუმრობს სამ მოდელს უშვებს OnePlus 7, OnePlus 7 Pro, და OnePlus 7 Pro 5G
OnePlus 7 Pro და OnePlus 7 Pro 5G-ში დაყენებს Super Optic ეკრანს როცა წინა მოდელებში აყენებდა Optic AMOLED საინტერესოა ნეიმინგთან ერთად რეზულუსიასაც თუ გაეზდება smile.gif
საბაზო მოდელი 8/256 GB გამოვა. კამერები მგონი ამ წელს ყველას ერთი ეყენება ბიუჯეტურსაც და ფლაგმანსაც biggrin.gif 48+16+8 მეგაბიქსელი

user posted image
user posted image

Posted by: Andy Warhol 17 May 2019, 00:49
17 მაისს გამოდის და მგონი ამაზე გადავალ !
12 GB Ram tongue.gif

Posted by: VADA 1 Dec 2019, 09:48
გამარჯობა


აფდეითს როდის მივიღებთ იცის ვინმემ ?

Posted by: ml888 1 Dec 2019, 15:37
VADA
გამარჯობა მე ვანპლუს 7 პრო როცა მქონდა არც ველოდებოდი როდის მოვიდოდა განახლება ტელეფონზე თავისით
ტელეგრამში ოფიციალური ჯგუფია ვანპლასის და იმ დღესვე დებდნენ განახების ლიკს მაგ გვერდზე იწერ პირდაპირ სმარტფონში და ორ კლიკში ანახლებ სმარტფონს
დაყენე ტელეგრამი გაწევრიანდი მაგ ჯგუფში მონახე ბოლო განახლება შენ მოდელზე გადმოიწერე და იუთუბზე არის ინსტრუქცია როგორ დააყენო განახლება ან მე მომწერე ორ კლიკში ყენდება ძაან ადვილია


user posted image

Posted by: VADA 1 Dec 2019, 21:43
ml888
ოფიციალურ საიტზე დევს ახალი ვერსია, მაგრამ ბეტა ვერსიაა ჯერ. სტაბილური ვერსუა უფრო მაინტერესებდა.



Posted by: ml888 2 Dec 2019, 00:06
VADA
რო გენახა რაც დაგიწერე ტელეგრამში უფრო აჯობებდა
არის ვანპლუს 6 სტაბილური ვერსიA ანდროიდ 10 1.7 გეგაბაიტს იწონის
6ტ 2 ნოემბერს გამოვიდა და ვანპლუს 6 კი 5 ნოემბერს დადეს

user posted image

შედი მაგ გვერდზე რაც წითლად მოგინიშნე გადმოწერე
მერე ეგ პირდაპირ მახსოვრობაში ჩაგდე შედი განახლებაში და დააჭირე ამას
user posted image


მერე დაჭირე ამას და გამოჩდება ეგ გადმოწერილი და მიეცი ინსტალს და ეგაა
user posted image

Posted by: VADA 2 Dec 2019, 22:44
ml888

ყურადღებით წავიკითხე . მაგის გამო ტელეგრამზე დავრეგისტრირდი და უკვე გადმოვწერე კიდეც wink.gif

მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა და მაგისთვის შემოვედი: ეს განახლება რომ გავუშვა, წამეშლება პროგრამები და ფაილები რაც მობილურში მიწერია ?

Posted by: ml888 3 Dec 2019, 00:37
VADA
რჩება ყველაფერი

Posted by: VADA 3 Dec 2019, 09:55
ml888


გაიხარე. მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

Posted by: ml888 3 Dec 2019, 18:07
VADA
არაფერს თუ რამეს ვერ გაიგებ მკითხე ძაან გავთვითცნობიერდი ოქსიჯენში მომეწონა კარგი სისტემაა

Posted by: VADA 3 Dec 2019, 20:13
ml888

იმდენად მომწონს ეგ სისტემა, რომ გადავიფოქრე ქასთომზე გადასვლა smile.gif

მაგრამ ლანჩერის ზოლზე 5 იკონკის გარდა მეტი ვერ დავატიე.



არსებობს ამისთვის რაიმე tools ნაკრები, ერთი კლიკით რო დაირუთოს, twrp რომ დავაყენო და მერე magisk გავუშვა ?

თუ ADB ბრძანებებით უნდა ვიჩალიჩო ცალცალკე ?

Posted by: ml888 3 Dec 2019, 21:07
VADA
7 პრო-ზე იყო მაგაზეც იქნება 4 პდა-ზე ყველაფერი დევს
აი მგონი ეს არის მხოლოდ ოფიციალურ ანდროიდ 10 იხსნებაო ამას გადახედე https://4pda.ru/forum/index.php?showtopic=902608&st=11020#entry90541656
ეს მთავარი თემაა ვანპლას 6 https://4pda.ru/forum/index.php?showtopic=881320

Posted by: VADA 3 Dec 2019, 21:26
ml888








გადავხედავ.

Posted by: VADA 16 Dec 2019, 15:54
.



ვინმეს დაურუთია oneoplus 6 ?

Posted by: VADA 5 Mar 2020, 12:27
მოვიდა 10.3.2 ვერსიის აფდეითი. დავააფდეითე და დავრუთე.


ჯერჯერობით ბაგებს ვერ ვამჩნევ.

Posted by: VADA 20 Jun 2020, 08:20
10.3.4 აფდეითზე viber იქრაშება.





გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა ???

Posted by: Floydiohead 10 Jul 2020, 14:50
გამარჯობა, oneplus 6t სიმ კარტის ჩასადები მჭირდება 2 კარტიანი, (ერთიანი უყენია ჩემსას) თუ ვინმეს არ გჭირდებათ ორ კარტიანი გადამიცვალეთ, ან თუ სადმე იყიდება ვიყიდი

Posted by: პითონი 2 May 2021, 13:25
6T მაქვს რამდენიმე თვეა, 8GB რამით

ტელეფონი დაფრინავს რასაც ქვია.
ელემენტი იდეალური, 6-7 სთ სოტი
კამერა სტოკი აპლიკაციით ისერა, გუგლის კამერით ძალიან მაგარი.

2XL-დან გადავედი და საკმაოდ კარგი ნახტომი აღმოჩნდა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)