Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ფიტნეს კლუბები თბილისში


Posted by: Gamge 5 Mar 2009, 15:39
ვინ რომელი ასეთი კლუბი იცით? ქალაქის ცენტრში ვეძებ და ნორმალური ვერ ვნახე (ფასიც ნორმალური რომ ჰქონდეს). აბა ჩამოვწეროთ დასახელება, მისამართი და თუ რაიმე დეტალები იცით კიდევ (მაგ. ფასები, რა სახის ტრენაჟორებია და ა.შ.)

პ.ს. მოდერის გასაგონად: სარჩევში არის თემა მაგრამ არ იხსნება board message-ს აგდებს, ამიტომ იძულებული ვარ თავიდან გავხსნა.

Posted by: _D_I_T_O_ 5 Mar 2009, 17:58
მე დავდივარ ნაუტილუსში.
დარბაზი არის კუსტბის შემდეგ ასახვევში.
არის ტრენაჟორები, ბასეინი, ჯაკუზი, ორთქლის და მშრალი საუნა, მასაჟების ცენტრი, და ქალებისთვის რაღაც სტილისტური განყოფილებები, მაგით არ დავინტერესებულვარ biggrin.gif


აი ესაა მაგათი ვებ გვერდი თუ არ ვცდები
http://primefitness.ge/

Posted by: merry 5 Mar 2009, 18:02
ისეთი ზავედენია მინდა იოგა რომ იყოს, სასურველია ბავშვებისთვისაც. არის ამის ანალოგი თბილისში? baby.gif

Posted by: _D_I_T_O_ 5 Mar 2009, 18:23
QUOTE
ისეთი ზავედენია მინდა იოგა რომ იყოს, სასურველია ბავშვებისთვისაც. არის ამის ანალოგი თბილისში? baby.gif


კი. აი ზედა პოსტში რომ ვახსენე იქ არის.

აი ეს ლინკი ნახეთ. http://directory.ge/clients/prime%20fitness/


QUOTE
ფიტნეს კლუბი



ადამიანების შეხვედრისა და ურთიერთობის ადგილი, სადაც შექმნილია ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღებისათვის საუკეთესო პირობები.

ფიტნესს კლუბი “პრაიმ ფიტნესი” გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს:

• ცნობილი ამერიკული კომპანიების უახლესი მექანიკური და კარდიო ტრენაჟორები : “STAIRMASTER” , “LIFE FITNESS” და “ NAUTILUS”.
• ფიტნეს ინსტრუქტორების მიერ ინდივიდუალურად დგება პროგრამა კლუბის თითოეული წევრისათვის.
• ფიტნესს კლუბში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის აერობიკის ჯგუფი:
პილატესი, სტეფვორქაუთი, ბოდივორქაუთი, იოგა, შეიპინგი.
* აქვა აერობიკა (წყლის აერობიკა).
• თანამედროვე და ლათინო-ამერიკული ცეკვების შემსწავლელი ჯგუფები.



სხვადასხხვა ტიპის მასაჟი.

გასახდომი პროგრამა.

ჰორიზონტალური და ვერტიკალური სოლარიუმი.

ჯაკუზი, ორთქლისა და ფინური საუნები.

სპა კომპლექსი.

ფუნქციონირებს ცურვის შემსწავლელი ჯგუფები ბავშვებისათვის.

” პრაიმ ფიტნესი” – ეს არის საუკეთესო ადგილი მათთვის, ვინც ზრუნავს ფიზიკურ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.



      * ცურვის შესწავლა
    * იოგა
      * ლათინო-ამერიკული ცეკვები
      * სხვადასხვა ტიპის მასაჟი
      * სოლარიუმი: ა) ჰორიზონტალური       
                              ბ) ვერტიკალური     
      * გასახდომი პროგრამა



მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 78
ტელ.: 22 56 26 / 23 56 26
ელ.ფოსტა: reception@primefitness.ge
www.primefitness.ge

Posted by: mtvareuli 5 Mar 2009, 21:51
Gamge
http://forum.ge/?showforum=99

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)