Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კითხვა გინეკოლოგთან


Posted by: pal 11 Apr 2006, 09:03
ორსულ ქალს მერამდენე თვეში აქვს აკრძალული ქმართან სექსუალური ურთიერთობების დამყარება?

Posted by: tukula 11 Apr 2006, 09:38
I და III ტრიმესტრში, თუმცა ყველაფერი ორსულის და ნაყოფის მდგომარეობაზეა დამოკიდებული

Posted by: dadguna 11 Apr 2006, 09:43
tukula
ტრიმესტრი რას ნიშნავს? baby.gif

Posted by: tukula 11 Apr 2006, 09:54
dadguna
სამ თვეს ნიშნავს. ზოგადად ორსულობას სამ ტრიმესტრად ყოფენ

Posted by: Guardian 11 Apr 2006, 10:18
tukula
QUOTE
I და III ტრიმესტრში


ეს არ არის სწორი - სექსი შეიძლება მთელი ფიზიოლოგიური ორსულობის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ქალს მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა არ ჰქონია მანამდე, ან ეხლა არ არის ამის ან სხვა რაიმე გართულების საფრთხე.
მხოლოდ, ორსულობის დროს არ შეიძლება სექსი მისიონერის პოზაში (როცა მამაკაცი ქალის ზემოდანაა).
* * *
Sexual intercourse is permissible throughout pregnancy but should be prohibited if the woman has any vaginal bleeding, pain, leakage of amniotic fluid or, especially, uterine contractions. Several pregnant women have died of air embolism when air was blown into the vagina during cunnilingus.

მერკის საიტიდან: http://www.merck.com/mrkshared/mmanual/section18/chapter249/249c.jsp

Posted by: Sofitsa 11 Apr 2006, 12:28
guardian
QUOTE
ორსულობის დროს არ შეიძლება სექსი მისიონერის პოზაში (როცა მამაკაცი ქალის ზემოდანაა).


თუ მამაკაცი მუცელს არ აწვება?

მე ვიცი რომ ქალი უნდა მოერიდოს პოზებს როცა "ღრმად შესვლა" ხდება, მაგ ქალი ზემოდან, მამაკაცი უკნიდან...


ერთი კითხვა მაქვს: საშვილოსნოს ყელზე პატარა წყლული აღმომაჩნდა, ახლა მისი მკურნალობა არ შეიძლება, მაგრამ მშობიარობამდე შეიძლება კიდევ გაიზარდოს (მით უმეტეს რომ ამის პროვოცირებას ორსულობაც ახდენს) ვაგინალური ტამპონები რომ გავიკეთო თაფლისგან, აბლეპიხის (არ ვიცი ქართულად რა ჰქვია) ზეთისგან რეკომენდებ%
* * *
b]guardian[/b]
QUOTE
ორსულობის დროს არ შეიძლება სექსი მისიონერის პოზაში (როცა მამაკაცი ქალის ზემოდანაა).


თუ მამაკაცი მუცელს არ აწვება?

მე ვიცი რომ ქალი უნდა მოერიდოს პოზებს როცა "ღრმად შესვლა" ხდება, მაგ ქალი ზემოდან, მამაკაცი უკნიდან...


ერთი კითხვა მაქვს: საშვილოსნოს ყელზე პატარა წყლული აღმომაჩნდა, ახლა მისი მკურნალობა არ შეიძლება, მაგრამ მშობიარობამდე შეიძლება კიდევ გაიზარდოს (მით უმეტეს რომ ამის პროვოცირებას ორსულობაც ახდენს) ვაგინალური ტამპონები რომ გავიკეთო თაფლისგან, აბლეპიხის (არ ვიცი ქართულად რა ჰქვია) ზეთისგან რეკომენდებულია თუ არა? დღეს ექიმთან მაქვს მისასვლელი, ვაპირებ რომ ვკითხო, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს. ზოგადად წყლულებისთვის თაფლი და აბლეპიხის ზეთი სასარგებლოა (მამაჩემმა ამ გზით კუჭის წყლული მოირჩინა). საინტერესოა თუ არ განკურნა, პროფილაქტიკის მიზნით მაინც იქნებ ღირდეს ასეთი ტამპონების გაკეთება.

Posted by: Guardian 11 Apr 2006, 13:05
Sofitsa

QUOTE
მე ვიცი რომ ქალი უნდა მოერიდოს პოზებს როცა "ღრმად შესვლა" ხდება, მაგ ქალი ზემოდან, მამაკაცი უკნიდან...


პირიქით, სწორედ ეგ ორი პოზაა რეკონდებული ორსულობის დროს - განსაკუთრებით, როცა ქალი ზემოდან არის მთლიანად აკონტროლებს შესვლის სიღრმეს, და სხვათაშორის, ეგ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხელსაყრელი პოზაა იმისათვის, რომ ქალმა (მარტო ორსულებს არ ვგულისხმობ) ორგაზმი განიცადოს (მისიონერის პოზა, პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო უარესია მაგ მხრივ).
ყველაზე ღრმად შესვლა ხდება მისიონერის პოზის ერთ-ერთი ნაირსახეობის დროს - როცა ქალს ფეხები მენჯ-ბარძაყის სახსარში აქვს მოხრილი და მხრებისკენ ატანილი - პრინციპში, ღრმად შესვლა-არ შესვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს - მისიონერის პოზა იმიტომ არ არის რეკომენდებული, რომ ამ დროს მამაკაცი თავისი სხულის სიმძიმით ორსულ საშვილოსნოს აწვება.

QUOTE
ვაგინალური ტამპონები რომ გავიკეთო თაფლისგან, აბლეპიხის (არ ვიცი ქართულად რა ჰქვია) ზეთისგან რეკომენდებულია თუ არა


არავითარ შემთხვევაში - დიდია ინფექციის შეტანის რისკი - წყლულის მკურნალობას რაც შეეხება, ეგ კონკრეტულად იმაზეა დამიკდებული რითია ეს წყლული გამოწვეული - მაგას გინეკოლოგი გაარკვევს და მკურნალობასაც დანიშნავს - არავითარი თვითმკურნალობა!

Posted by: Breaky 11 Apr 2006, 13:32
საერთოდ რომ დავიკიდო წყლული და ისე გავაჩინო და მერე ვიმკურნალო??? თან აუცილებლად საკეისროთი უნდა გავაჩინო (პირველი საკეისრო იყო და ამიტომ), ანუ ბავშვი არ გამოივლის იმ გზას, სადაც წყლულია. არის მაინც რაიმე რისკი, რომ ამ წყლულის გამო რაიმე გართულდება?

და კიდევ ერთი კითხვა: თუ არის შესაძლებელი რომ საკეისროს მერე ფიზიოლოგიურად ვიმშობიარო? პირველი მშობიარობის მერე უკვე 3 წელია გასული. ანუ თუ საშვილოსნოში არანაირი პრობლემა არ არის, აგრეთვე ნაწიბურიც შესანიშნავ მდგომარეობაშია, რამდენად დიდია რისკი ფიზიოლოგიური მშობიარობისას?

Posted by: Sofitsa 11 Apr 2006, 13:34
guardian

გმადლობ smile.gif თვითმკურნალობის მომხრე არ ვარ, მაგრამ როგორც ექიმმა მითხრა მაგ წყლულს მშობიარობის მერე გამოიკვლევენ და ლაქტაციის მერე მიმკურნალებენ, მანამდე არ შეიძლებაო. მე მაინტერესებს მანამდე რა შეიძლება გავაკეთო ან რა არ გავაკეთო?


Posted by: Guardian 11 Apr 2006, 13:57
Breaky
ძალიან სპეციფიური კითხვებია - ასე ზეპირად ვერ გიპასუხებ - ეგ მეან-გინეკოლოგმა უნდა გადაწყვიტოს - ზოგადად, წარსულში გადატანილი საკეისრო ჩამოყალიბებული ნაწიბურით ფიზიოლოგიური მშობიარობის უკუჩვენება არ არის - მთავარია, ის ფაქტორები, რის გამოც მაშინ საკეისრო გაკეთდა, კვლავ მოქმედებენ თუ არა.

Sofitsa
მანამდე დაუჯერე ექიმს და არაფერი არ გააკეთო.

Posted by: Breaky 11 Apr 2006, 14:09
guardian
QUOTE
რის გამოც მაშინ საკეისრო გაკეთდა, კვლავ მოქმედებენ თუ არა

პლაცენტის აშრეევება მოხდა და გაკეთდა სასწრაფო საკეისრო. ნუ ხო, რათქმაუნდა, ზეპირად ვერაფერს მიპასუხებ, ეგრეა. მაგაზე ზუსტა პასუხს, როცა გადავწყვეტ მეორე ბავშვის ყოლას (ალბათ ძალიან ამლე), გინეკოლოგი უფრო გამცემს.

p.s. უბრალოდ, იმდენად არ მინდა ექიმებთან მისვლა, მერე თავს ვეღარ დავაღწევ, ხომ ვიცი, რომ ასე მინდოდა მიმეღო კითხვებზე პასუხები smile.gif

Posted by: tukula 11 Apr 2006, 15:34
guardian
QUOTE
სექსი შეიძლება მთელი ფიზიოლოგიური ორსულობის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ქალს მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა არ ჰქონია მანამდე, ან ეხლა არ არის ამის ან სხვა რაიმე გართულების საფრთხე.

ვინაიდან ყველაზე ხშირად გართულებები ვლინდება I და III ტრიმესტრიში სწორედ მაგიტომ არ არის სექსი რეკომენდებული ამ პერიოდში. სწორედ ეს ვიგულისხმე წინა პოსტში.

Posted by: dadguna 11 Apr 2006, 17:28
რამ შეიძლება გამოიწვიოს ციკლის დამთავრებიდან ორ დღეში ისევ დაწყება ? საშიშIა?sad.gif

Posted by: Breaky 11 Apr 2006, 17:39
dadguna
აუცილებლად წადი ექიმთან. საშიში შეიძლება არ იყოს, მაგრამ უყურადღებოდ არ დატოვო!!!

Posted by: ariana 11 Apr 2006, 18:28
guardian
QUOTE
სექსი შეიძლება მთელი ფიზიოლოგიური ორსულობის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ქალს მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა არ ჰქონია მანამდე, ან ეხლა არ არის ამის ან სხვა რაიმე გართულების საფრთხე.

აჰა. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს "აკრძალული" არცერთპერიოდში არ არის. თუ სახეზე არ არის რაიმე გართულება შეიძლება გაგრძელდეს ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში. რათქმაუნდა თავშეკავებაც არაფერს დააშავებდა. ჰო, ზოგჯერ პირიქით სექსს "უნიშნავენ" კიდეც როდესაც მშობიარობა იგვიანებს, სექსის დროს ხდება რაღაც ჰორმონის გამოყოფა ქალის სხეულში მგონი ოქსიტოსინი ჰქვია რომელიც დაბადებისთვის მზად ნაყოფის დაბადებას უწყობს ხელს. ასე რომ რიგ შემთხვევებში შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდესsmile.gif

Sofitsa
QUOTE
თუ მამაკაცი მუცელს არ აწვება?

მე ვიცი რომ ქალი უნდა მოერიდოს პოზებს როცა "ღრმად შესვლა" ხდება, მაგ ქალი ზემოდან, მამაკაცი უკნიდან...

აჰა, მთავარია მუცელს არ აწვებოდეს. ნებისმიერი პოზიცია მისაღებია თუ მუცელს არ აწვება კაცი, მათ შორის ქალი ზემოდან (ეს ყველაზე მისაღები პოზიციაა მე როგორც ვიცი).

Sofitsa
QUOTE
ვაგინალური ტამპონები რომ გავიკეთო თაფლისგან, აბლეპიხის (არ ვიცი ქართულად რა ჰქვია) ზეთისგან რეკომენდებულია თუ არა?

guardian
QUOTE
არავითარ შემთხვევაში - დიდია ინფექციის შეტანის რისკი

yes.gif yes.gif

Breaky
QUOTE
ანუ ბავშვი არ გამოივლის იმ გზას, სადაც წყლულია. არის მაინც რაიმე რისკი, რომ ამ წყლულის გამო რაიმე გართულდება?

შეიძლება არსებობდეს...რა მაგის ანალოგია, მაგრამ აი მაგალითად ვისაც აქვს რაიმე ვენერიული ან უკურნებელი (ღმერთმა გვაშოროს, HIV მაგალითად)ხომ არ აჩენინებენ და საკეისროს უკეთებენ, მაშინაც კი როდესაც გადაცემის შანსი მხოლოდ 25 პროცენტის ფარგლებშია. თუმცა წყლული ისეთი რამ არ არის რომ გადაგედოს ხო. ანუ დედას თუ შეიძლება რომ გაურთულდეს...

QUOTE
თუ არის შესაძლებელი რომ საკეისროს მერე ფიზიოლოგიურად ვიმშობიარო? პირველი მშობიარობის მერე უკვე 3 წელია გასული. ანუ თუ საშვილოსნოში არანაირი პრობლემა არ არის, აგრეთვე ნაწიბურიც შესანიშნავ მდგომარეობაშია, რამდენად დიდია რისკი ფიზიოლოგიური მშობიარობისას?

თუ რაიმე გართულება არ არის, საშვილოსნოს გარღვევის რისკი არ არის ჭინთვებისას და სხვა უამრავი ფაქტორებია (მაგ. ერთ-ერთია ე.წ. პრიეკლეპსია(?), ანუ მომატებული არტერიული წნევა რაც ორსულებისთვის დამახასიათებელია) მაშინ პრინციპში შეიძლება მაგრამ ბევრი გინეკოლოგი ვერ აიღებს თავის თავზე ალბათ. მაგას ჰქვია VBAC-vaginal birth after caserean.

პს. შემოდგომაზე მიწევს მშობიარობა, ჯერ კიდევ არ ამირჩევია გინეკოლოგი, ვის მირჩევდით? smile.gif (მაინტერესებს ვინც აკეთებს ეპიდურალურს/სპინალურს და ინტენსიური თერაპიის ბლოკიც რომ არსებობდეს სამშობიაროში ყოველშემთხვევისთვის)

Posted by: Breaky 11 Apr 2006, 19:29
guardian
ხო, და კიდევ ერთი შეკითხვა. საკეისროების კეთებისას სტატისტიკურად მაქსიმუმ რამდენი ბავშვის გაჩენა შეიძლება? კი, ვიცი რომ ეგ ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ნაწიბურის და საშვილოსნოს მადგომარეობაზე და ა.შ. მაგრამ მაინც, უმეტესად, რმადენ ბავშვზე გაჩერებას ურჩევენ ნაკეისრალებს? მე ერთი უკვე მყავს და მინიმუმ 2 კიდევ მინდა, რამდენად რეალურია ეს და მეტი უკვე აღარ შეიძლება?

Posted by: Guardian 11 Apr 2006, 22:31
Breaky
ადრე საკეისრო გაქვს თუ არა გაკეთებული, ეგ არ არის გადამწყვეტი ფაქტორი იმის განსასაზღვრად, თუ მომავალში რამდენი ბავშვის გაჩენას შეძლებ ფიზიოლოგიურად - შეგიძლია 10-ც კი გააჩინო თუკი სხვა უკუჩვენება არ გექნება - იმ პირობით, თუ ნაწიბური კარგად არის ჩამოყალიბებული.

Posted by: natali kalandadze 12 Apr 2006, 10:05
ეპიდურალური/სპინალური - ეს გაუტკივარება ხო?? მე ზუსტად ვიცი რომ ფიზიკურ ტკივილს ვერ გადავიტან... დედას კიდე ეშინია რომ რამე არასწორი ნემსი ხერხემალში და წელსქვემოთ მოწყდებიო, არ ვიცი მე მაშინებს თუ მართლა შესაძლებელია, არადა ვენაშიც ხომ შეიძლება ჩაიდგას?? ამაზეც დაწერეთ რა ღვთისნიერო ხალხო...
და კიდევ რამდენად საშიშია ხშირი ექოსკოპია?? ხშირად მინდა ვნახო ჩემი ბაიააა....

Posted by: Breaky 12 Apr 2006, 11:38
guardian
გაგიჭირე საქმე ჩემი შეკითხვებით.... თუკი შემდეგიც საკეისრო გავიკეთე და მაგის შემდეგიც, მაშინ როგორაა? მაინც ნაწიბურის მდგომარეობაზეა ხო? მაგრამ, ამდენი გაჭრის შემდეგ ალბათ ბუნებრივია, ნაწიბური მთლად კარგად ვერ იქნება და მეტის გაჩენას ალბათ არ მირჩევენ, და გინეკოლოგიც ვერ გარისკავს, რომ ხელი მომკიდოს.

Posted by: Guardian 12 Apr 2006, 12:28
natali kalandadze

ეპიდურალური/სპინალური გაუტკივარება გამოცდილი ანესთეზიოლოგის ხელში ანესთეზიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო უსაფრთხო ფორმაა, რომელიც ბევრად უფრო ნაკლები გართულებებით ხასიათდება ვიდრე მაგ. ინჰალაციური (ე.წ. ზოგადი).
ინტრავენურ გაუტკივარებას მშობიარობის დროს არ მიმართავენ ხოლმე.
ხშირი ექოსკოპია არც ბავშვის და არც დედის ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის.

Breaky

ამაში უკვე მართალი ხარ - მაგ შემთხვევაში კიდევ ორ ბავშვზე მეტის გაჩენის უფლებას ალბათ არ მოგცემენ, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია.

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Apr 2006, 12:35
natali kalandadze
QUOTE
მე ზუსტად ვიცი რომ ფიზიკურ ტკივილს ვერ გადავიტან...

QUOTE
აი ამ წამს ყველაზე მეტად ჩემი ბაიკო მიყვარს...
მალე დაიბადე რა....

აი,ვისი სიყვარული გადაგატანინებს ფიზიკურ ტკივილს... და უფრო მეტადაც კი შეგიყვარდება...ოთხი შვილი ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე გავაჩინე და არავითარი პრობლემა არ მქონია. მაგ ტკივილს გაუძლებ,ტყუილად გეშინია jump.gif jump.gif

Posted by: Breaky 12 Apr 2006, 13:40
guardian
QUOTE
კიდევ ორ ბავშვზე მეტის გაჩენის უფლებას ალბათ არ მოგცემენ

ხოდა მეც მაგიტომ ვფიქრობ საკეისროს მერე ფიზიოლოგიურის შესაძალებლობაზე. თუმცა ვიცი, რომ ვრავინ ვერაფრის გარანტიას ვერ მომცემს და საბოლოოდ მაინც ჩემი გადასაწყვეტი იქნება. ხოდა დამტანჯა მაგაზე ფიქრმა, ბევრი შვილები მინდა, მაგრამ არ ვიცი, ფატის წინაშე როცა დავდგები, გავრისკავ თუ შემეშინდება sad.gif სულ მაგაზე ვფიქრობ და ვნერვიულობ, თუმც ჯერ ორსულად არც ვარ, და წარმომიდგენია, რომ ვიქნები, მერე რა დღეში ვიქნები...

QUOTE
ეპიდურალური/სპინალური გაუტკივარება გამოცდილი ანესთეზიოლოგის ხელში ანესთეზიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო უსაფრთხო ფორმაა, რომელიც ბევრად უფრო ნაკლები გართულებებით ხასიათდება ვიდრე მაგ. ინჰალაციური (ე.წ. ზოგადი).

მეც ზუსტად ეგრე ვფიქრობ, უფრო სწორედ, მინდა რომ ვიფიქრო, მაგრამ გარშემო ბევრი მიმტკიცებს, რომ საშიშიაო. ზოგად ანესთეზიაში გამოცდილები არიანო ჩვენებიო და რა იცი ეპიდურალურს როგორ გაგიკეთებენო. არადა თუ საკეისრო გავიკეთე, დაძინება აღარ მინდა, მინდა რომ დავესწრო მეთელ პროცესს და ეპიდურალური/სპინალური გაუტკივარება მირჩევნია. საქართველოში რამდენად წარმატებულად აკეთებენ და თუ იცი შემთხვევა, როდესაც თბილისში ასეთ ანესთეზიას ცუდი შედეგი მოჰყოლია???? მე კონკრეტული შემთხვევა ვერავინ დამისახელა ჯერ-ჯერობით.

Posted by: ariana 12 Apr 2006, 17:19
Breaky
QUOTE
რმადენ ბავშვზე გაჩერებას ურჩევენ ნაკეისრალებს? მე ერთი უკვე მყავს და მინიმუმ 2 კიდევ მინდა, რამდენად რეალურია ეს და მეტი უკვე აღარ შეიძლება?

ჩემმა ახლობლემა 3 გააჩინა ყველა საკეისროთი, ოღონდ კედლები ჰქონდა ძალიან შეთხელებული. მეტის გაჩენას აღარ აპირებს და ექიმმაც არ ურჩია.

natali kalandadze
QUOTE
ეპიდურალური/სპინალური - ეს გაუტკივარება ხო?? მე ზუსტად ვიცი რომ ფიზიკურ ტკივილს ვერ გადავიტან... დედას კიდე ეშინია რომ რამე არასწორი ნემსი ხერხემალში და წელსქვემოთ მოწყდებიო, არ ვიცი მე მაშინებს თუ მართლა შესაძლებელია, არადა ვენაშიც ხომ შეიძლება ჩაიდგას??

თუ გააჩენ, ალბათ ჯობია რომ საერთოდ არ გაიკეთო გაუტკივარება, მტკივნეულია მაგრამ...ისე ეპი/სპინალური საკმაო კვალიფიკაციას მოითხოვს. ეპის დროს ზურგის ტვინის გარსში გიდგავენ კათეტერს ანუ შიგნით არ შედიან, ხოლო სპინალურის დროს გარსის შიგნით ნემსით გიკეთებენ გაღუჩებას ანუ სიღრმეში შედიან. ხო ეპის დროსაც ჯერ ანესთეზიას გიკეთებენ ნემსით გარსში სანამ კათეტერს ჩაგიდგამენ. მე თუ საკეისრო დამჭირდა, რისი შანსებიც არის, მაშინ მირჩევნია ეპი/სპი გამიკეთონ, ზოგადს ვერ ვიტან მაგრა გთიშავს და ბავშვზეც გადადის ზოგჯერ დიდ დოზა რომ დაგჭირდეს თუ აღგზნებული ხარ. მაგრამ არ ვიცი, ხალხნო თუ ვინმემ იცით ვინ აკეთებს ესეთ გაუტკივარებას კარგად საქართველოში? ვინ? მე ვიცი რომ ავტომატურად ზოგად ანესთეზიაზე გიშვებენ და.....

ერთი შეკითხვა მაქვს ტონუსზე...თუ სუსტი ტონუსი გაქვს, სექსი საერთოდ უნდა გამოირიცხოს? (მაშინაც კი თუ კონტრაქციები არ გაქვს)

Posted by: Natia_N_N 12 Apr 2006, 17:50
მე მაქვს კითხვა
ორი საკეისრო მაქვს გაკეთებული 1 წლის ინტერვალით, რამდენად უსაფრთხოა მესამე საკეისროს გაკეთება?

Posted by: ariana 12 Apr 2006, 17:58
Natia_N_N
ჩემმა ახლობელმა სამივე გააჩინა საკეისროებით, თუმცა მესამე საკმაოდ სარისკო იყო იმდენად თხელი იყო კედლები. ვინ გყავდა გინეკოლოგი და რამდენად კმაყოფილი ხარ? და ზოგადი ანესთეზია გაგიკეთეს არა?

Posted by: Sofitsa 12 Apr 2006, 18:13
ariana

მე ექიმმა სექსი ამიკრძალა როცა ჰიპერტონუსი მქოდა, ახლა სუსტად გამოხატული ტონუსი მაქვს და გინეპრალს ვსვამ, სექსიც მაქვს როცა ვგრძნობ რომ "მინდა" და "შემიძლია" შეესაბამება ერთმანეთს.
თუ სექსის შემდეგ იგრძენი ტკივილი მუცლის არეში მაშინ ჯობია დროებით თავი შეიკავო, მით უმეტეს თუ რაიმე წამალს არ სვამ.


მე დიდი იმედი მაქვს რომ არ დამჭირდება საკეისრო, სასტიკად არ მინდა, საკეისროს მერე აზრზე მოსვლა, შეხორცება, ტკივილები და ბავშვის საჭიროებები ერთად გაწვება. თუ ამის აცდენა შეიძლება რამენაირად, ჯობია ბუნებრივად რომ გააჩინო.

Posted by: ariana 12 Apr 2006, 18:22
Sofitsa
არა განსაკუთრებული მომატებული გამძაფრებული ტკივილები არასდროს მქონია. ზოგჯერ პირიქით თითქოს მოდუნებაში მეხმარებოდა. ექიმსაც არ აუკრძალავს და...მე მხოლოდ მინდა ჩემი მეორე ნახევარი არ გავაწბილოwink.gifნუ რათქმაუნდა ტუ აუცილებელი არ არის.

საკეისროს რაც შეეხება, მეც სასტიკად არ მინდა მაგრამ ვიცი ჩემი გენები და გიგანტი დრუნჩა ბაიები რომ იბადებიან.........smile.gif

Posted by: kuna 13 Apr 2006, 10:08
QUOTE
ხალხნო თუ ვინმემ იცით ვინ აკეთებს ესეთ გაუტკივარებას კარგად საქართველოში?

ბიბიდაში არის მაგის კარგი სპეციალისტი მგონი ირაკლი ჰქვია,გვარი არ მახსოვს.
ქავთარაძეზე. თუ გინდა გაგიგებ გვარსაც.

Posted by: natali kalandadze 13 Apr 2006, 11:32
guardian
ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის

WOMAN IN LOVE
არ ვიცი... ძალიან კი მეშინია და... ყოჩაღ შენ ისე, ძაან მიხარია რომ ვიგებ რომ ბევრი შვილები ყავთ

ariana
სუსტ ტონუსზე რატომ უნდა იყოს საშიში?? მე მაქვს ჰიპერტონუსი, და ამიკრძალეს სექსი, იმიტომ რომ წოლით რეჟიმს ვერ ვახერხებ. კიდევ კაი გაიგო ეს ყველაფერი ჩემმს სიცოცხლემ, ბაიკო იყოს კარგად და სექსს არ გავკარიო - თქვა... მე მაგალითად სურვილი საერთოდ არ მაქვს... იმედია რომ გავაჩენ მერეც მასე არ იქნება, თორე მერე უკვე ცუდად იქნება საქმე smile.gif

Posted by: Sofitsa 13 Apr 2006, 12:37
natali kalandadze
QUOTE
კიდევ კაი გაიგო ეს ყველაფერი ჩემმს სიცოცხლემ, ბაიკო იყოს კარგად და სექსს არ გავკარიო - თქვა


ხშირად მიეფერე გული რომ არ გაუტყდეს, სჭირდებათ კაცებს ზრუნვა და ალერსი, მაშინ მოთმენაც უფრო გაუადვილდება და შენც არ იგრძნობ თავს "დამნაშავედ" ან "მწვალებლად" wink.gif

ორსულობა ქალის ორგანიზმში ბევრ რამეს ცვლის, ზოგი ქალი უფრო სექსუალური ხდება, ზოგიც პირიქით, ეს წელისა და მუცლის არეში, ქვედა ნაწილში, სისხლის მიმოქცევის ცვლილებითაა გამოწვეული, რა თქმა უნდა შენი მდგომარეობა გამოსწორდება როცა ტონუსს დაძლევ, ხომ იცი ადამიანი ჭამაზეც ვერ იფიქრებ როცა რამე გტკივა, არათუ სექსზე, მშობიარობის შემდეგ კი ყველაფერი ისევ თავის კალაპოტში ჩადგება ნელ-ნელა. smile.gif

Posted by: dadguna 13 Apr 2006, 15:02
Sofitsa
რომელ თვეშიი ხარ?

Posted by: Sofitsa 13 Apr 2006, 15:20
dadguna
მეხუთეში.

ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 23-ე კვირაა.

Posted by: ariana 13 Apr 2006, 15:30
kuna
ხო მეც მსმენია რომ ქავთარაძეზე ვიღაც ირაკლი ლეღალუტაშვილი(?) არისო კარად აკეთებს ეპიდურალურსო მაგრამ, მანდ მეორე ისაა რომ თვითონ დავარაშვილს აღარ აქევენ, ადრე კარგი იყოო მაგრამ ეხლა უკვე.....ბაჩუკი შუბლაძე მიქეს ნახალოვკაში მაგრამ არ ვიცი მანდ თუ აქვთ ინტესიური თერაპიის ბლოკი ვინიცობაა საჭირო გახდეს...უფრო მე ღუდუშაურისკენ ან ჩაჩავასკენ ვიხრები როგორც კლინიკა, მაგრამ როგორც გინეკოლოგები და ანესთეზიოლოგები არ ვიცი ჯერ არ გადამიწყვეტია.......თან არ მინდა რომ მთლიანად საკეისროზე ორიენტირებულ გინეკოლოგს გადავეყარო.

natali kalandadze
ჰო არა, მე არ შემიტყვია რომ რაიმე გამრთულებოდა. უბრალოდ ამ ფორუმზე რომ ითქვა "ამიკრძალესო" ცოტა შევშინდი. თორემ ისე დღეს დილასაც გამაღვიძა ჩემმა მეორე ნახევარმა თითქმის დაააააააააა.......wink.gif ნოუ პრობლემ. ნატალი, სად აპირებ მშობიარობას?

Sofitsa
QUOTE
ორსულობა ქალის ორგანიზმში ბევრ რამეს ცვლის, ზოგი ქალი უფრო სექსუალური ხდება, ზოგიც პირიქით, ეს წელისა და მუცლის არეში, ქვედა ნაწილში, სისხლის მიმოქცევის ცვლილებითაა გამოწვეული, რა თქმა უნდა შენი მდგომარეობა გამოსწორდება როცა ტონუსს დაძლევ

აჰა. იცი მემგონი მართალი ხარ. იმიტომ რომ ტონუსი გარდა იმისა რომ ბავშვის გამოდევნის საშიშროების მატარებელია ხომ იმას ნიშნავს რომ საშვილოსნოს არეში სისხლით კვება კარგად ვერ ხდება და ტკივილებსაც იწვევს. ასე რომ ტონუსი ამცირებს სექსუალურ პოტენციალს მემგონი სუფთა ფიზიოლოგიურადაც თავი რომ დავანებოთ იმას რომ გტკივა ხასიათზეც არ ხარ.
* * *
Sofista
ე.ი. სადღაც 10 აგვისტოსთვის ელოდები არაა? ისე რა უცნაურია, გამოთვლისას რომ უმატებენ ორ კვირას ანუ სავარაუდო ჩასახვის დღეს კი არ იღებენ ოვულაციის პიკზე, არამედ მენსტრუაციიდან ითვლიან 40 კვირას. და მაშინაც კი თუ ციკლი არარეგულარული გაქვს მაინც ისე ითვლიან და ავტომატურად უმატებენ 2 კვირას...ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა გეგმიურ საკეისროზე მიდიხარ.

Posted by: Sofitsa 13 Apr 2006, 15:46
ariana

ფორუმზე არაერთხელ ვახსენე რომ ნატა ფირცხალავასთან ვაპირებ მშობიარობას ღუდუშაურში. ამ დღეებში კლინიკაში ვიყავი მორიგ კონსულტაციაზე და დერეფანში ასეთ სცენას შევესწარი. ორსული, რომელიც დღე-დღეზე ელოდებოდა ერთ-ერთ ექთანს უხსნიდა რომ პირველი მშობიარობა იმდენად გაუჭირდა რომ ახლა ექიმს (ნატა ფირცხალავას) სთხოვა საკეისროს გაკეთება, ნატამ კი კატეგორიული უარი უთხრა, ნორმალურად არის ყველაფერი და ჩვეულებრივ იმშობიარებო, ამის გამო ეს გოგო ძალიან დათრგუნული იყო, მაგრამ მე გულის სიღრმეში ძალიან მესიამოვნა რომ ექიმი რომელმაც ჩემი შვილი უნდა მიიღოს არათუ არ არის საკეისროზე ორიენტირებული, საჭიროების გარეშე არც აკეთებს საკეისროს smile.gif ვფიქრობ იმ გოგოს ამჯერად უფრო გაუადვილდება მშობიარობა, როგორც წესი პირველი ყველაზე ძნელია.

Posted by: ariana 13 Apr 2006, 15:50
Sofista
კი შენ ვიცი რომ ნატა ფირცხალავასთან ხარ (ნატალის ვკითხე). ეგ მართლა კარგი ინფორმაციისთვის მოგიკრავს ყურიsmile.gif რა მაინტერესებს ნატა რეზო სხულუხიასთან ერთად მუშაობს არა, თუ ცალკეა? მოკლედ ის მაინტერესებს ნატა დამოუკიდებლად აკეთებს საკეისროს საჭირო რომ გახდეს თუ კაცი აკეთებს?

Posted by: Sofitsa 13 Apr 2006, 16:01
ariana

QUOTE
ნატა დამოუკიდებლად აკეთებს საკეისროს საჭირო რომ გახდეს თუ კაცი აკეთებს?


სიმართლე გითხრა ზუსტად არ ვიცი, გაგიგებ.

Posted by: ariana 13 Apr 2006, 16:02
OK smile.gif
...........................................................

Posted by: natali kalandadze 13 Apr 2006, 16:07
Sofitsa
ვეფერები, მარა მეცოდება smile.gif პირველი ყველაზე ძნელიაო??? უხ, კიდე უფრო გამისკდა გული ეხლა...
ariana
არამიანცში, გუშინ ვიყავი და საზიზღარი სიტუაციაა, ანალიზები რომ ამიღეს იმ საშინელ სკამზე რომ დაეფარებინათ ერთჯერადიც ვერ მოძებნეს... მარა ექიმია კაი, და თან დედა იქ მუშაობს და რომ შემომიშვან და ბავშვი მანახონო და ქვემოთ რომ არ მაცდევინონ მირჩევნია აქ იმშობიაროო... არადა საშინელი საავადმყოფოა...


Posted by: ariana 13 Apr 2006, 16:44
ნატალი
გასაგებია. ქორიძე კარგია თუ იცი? (მე მგონი არამიანცშია) ისიც მაინტერესებს არამიანცს თუ აქვს ინტენსიური ტერაპიის ბლოკი (დედას კითხე რა გემუდარები თუ არ იციsmile.gif)

Posted by: natali kalandadze 13 Apr 2006, 16:59
ariana
გუშინ დავინახე ერთერთ კაბინეტს ეწერა ინტენსიური თერაპია მაგრამ არ ვიცი ეგაა თუ არა ის რასაც შენ მეკითხები, დღეს ვნახავ დედაჩემს და დაგიზუსტებ აუცილებლად, ქორიძეზეც ვიკითხავ.

Posted by: Sofitsa 13 Apr 2006, 17:14
natali kalandadze
QUOTE
უხ, კიდე უფრო გამისკდა გული ეხლა...


შენ რა ემოციური ყოფილხარ smile.gif ბავშვის გაჩენა იოლი რომ არაა გეცოდინება, შენს შესაშინებლად არ მითქვამს, უბრალოდ პირველი ყოველ შემდეგთან შედარებით ძნელია, თუ სწორ კვებას და სხვა ფაქტორებს მიხედავ შეიძლება ისე იმშობიარო "ვერც გაიგო" smile.gif მთავარია არ ინერვიულო და საღი აზრი მაშინაც შეინარჩუნო როცა ეს შეუძლებელია (მე ასე ვამშვიდებ ჩემს თავს და მშველის) მორალურადაც ვემზადები, აბა smile.gif



Posted by: ariana 13 Apr 2006, 18:46
ნატალი
ინტენსიური თერაპიის ბლოკში ვგულისხმობ ბაიების ინკუბატორს და დედის მოვლის ბლოკსაც, ღმერთმა არ დაგვაჭირვოს მაგრამ.....ქორიძეზეც და თუ ვინმე კარგია ისიც დამიზუსტე რა...დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Natia_N_N 13 Apr 2006, 18:51
ariana
ნარკოზი გამოკეთეს
გინეკოლოგის კმაყოფილი ვარ, ნუ 3 წელი გავიდა და ნორმალურად ვარ smile.gif

არადა აბორტის გაკეთებას თავის მოკვლა მირჩევნია, თუმცა ბავშვებზეც ვფიქრობ - ღიირს კი გარისკვა?

რა ვქნა?????

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2006, 19:25
პირადად მე ღუდუშაურის კლინიკას გირჩევდით, მესამე და მეოთხე შვილები იქ გავაჩინე.ყურადღება, სისუფთავე,უახლესი აპარატურა...მეტი რა ჭირდება მშობიარეს? ბავშვებსაც გადასარევად უვლიან.მოკლედ, მე ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ და მაგ კლინიკაზე უარყოფითი აზრი არც გამიგია, მართალი რომ გითხრათ.ფირცხალავაც მანდ არ მუშაობს?ვიცნობ.

Posted by: ariana 13 Apr 2006, 19:47
WOMAN IN LOVE
მეც მაქეთკენ ვიხრები yes.gif გააჩინე თუ საკეისრო დაგჭირდა? და გაუტკივარება თუ გაიკეთე? ნემსაძე მანდ არის არა?

Posted by: Trulala 13 Apr 2006, 22:27
pal
როგორც ვიცი თუ გინეკოლოგმა არ აგიკრძალა ქმართან სქესობრივი ურთიერთობა არაა პრობლემა. ორსულობის დასაწყისში კრძალავენ, მეერე თუ ყველაფერი კარგადაა შეიძლება, და სულ ბოლოში არ სეიძლება, ნუ ექიმმა უნდა გითხრას. ისე კი ყველაზე რთულია მცოდნე ექიმი მოძებნო... sad.gif
მე პირადად არ ვარ ცუდი გინეკოლოგის მსხვერპლი, მაგრამ ჩემს დაქალს ბავშვი მოეშალა 7 თვეზე და ადფრე რომ მიმხვდარიყვნენ რაშია საქმე გადარჩენა შეიძლებოდა....

Posted by: ariana 13 Apr 2006, 23:49
WOMAN IN LOVE
ჰო, მამუკა ნემსაძე. გასაგებია.

ვინ იცის, რამდენი ბრიგადაა ღუდუშაურში სულ?

Trulala
რისგან მოეშალა და რა სჭირდებოდა რომ გადაერჩინათ? sad.gif

Posted by: Trulala 14 Apr 2006, 03:23
ariana
აუ იყო აქ მაგაზე თემა... რავი პლაცენტაზე იყო თუ ჭიპლარზე პრობლემა, ბავშვი ჯანმრთელი იყო მარა პლაცენტამ გაახურა, 2 კვირა ნევსები ჩხირეს (ნუ რაზეც კაი ფული გააკეთეს) და მერე მაინც მოკვდა ბავშვი. ჩაჩავაში კი 10 დღის მერე უნდა ემშობიარებინათ და საერთოდ ისე მოიქცნენ რომ ქმრის ნათესავები მზათ იყვნენ დაეხურებინათ ჩაჩავას ექიმებისთვის ყველაფერი თავზე. მერე სხვაგან ამშობიარეს 3 დღეში, მკვდარი ბავშვით მუცელში სისხლი მოეწამლებოდა... კრეტინები.

Posted by: natali kalandadze 14 Apr 2006, 11:37
ariana
ვკითხე, ინტენსიური თერაპიის ბლოკი არისო, ქორიძე კიდევ, არამიანცში რომ არის ჯანმრთელობის სახლი, იმის დირექტორიცაა მგონი და პახოდუ მუშაობს, მაგრამ ძალიან ყვარებია ოპერაციების კეთება, რატო არ ვიცი, ჩვენი ერთი ახლობელი ყოფილა მასთან და მეორე დღესვე დაუბარებია საოპერაციოდ, მაგრამ არ მივიდა ის ქალი და უკვე 2 წელი გავიდა არაფერი აწუხებს... ვგიჟდები ასეთ რამეებზე... ფულის მახეა სუფთა, აი ეხლაც, რაღაც ანალიზები მჭირდება თურმე და მანდ ხო არ მომეწონა, ვაკეში გავიკეთებ მეთქი, ერთი კერძო კლინიკაა, და არა, ისტორიაში რომ გავაფორმო, აუცილებლად ჩვენთან უნდა გაიკეთოო.. რა უბედურებაა... ვერ ვიტან ესეთ რაღაცეებს, და კიდევ იცით რაზე მეშლება ნერვები?? ჩემი ექიმი ანთელავაა, და კონსულტაციაზე ცაავასთან გამგზავნა, მეგრელებს არ ეწყინოთ მაგრამ არადრით სხვასთან არ გამიშვა, რა იციან ეს ერთმანეთის გაქაჩვა ამ მეგრელებმა smile.gif

* * *
Sofitsa
ისე ის უტროჟესტანი თუ გჭირდება და ვერ შოულობ, ვაჟაზეა, 28 ნომერში, 40 ლარი ღირს მგონი, მაგარი ძვირია, მაგრამ შავ ბაზარზე 40 ევრომდეაო...

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Apr 2006, 21:48
QUOTE
ფულის მახეა სუფთა

QUOTE
აუცილებლად ჩვენთან უნდა გაიკეთოო..

ხოდა შორს მაგათგან

Posted by: ariana 14 Apr 2006, 22:38
ნატალი

დიდი მადლობა. გასაგებია. ეგეთი ინფორმაცია მქონდა მეც დაახლოებით მაგრამ კარგია პირველწყაროსგან რომ გავიგე. აბსოლუტურად გეთანხმები, მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გინეკოლოგი გყავდეს პიროვნება რომელიც არა მხოლოდ კარგი სპეციალისტია არამედ როგორც ადამიანი გაწონასწორებული და სუფთა შინაგანად ადამიანი. მეც ვერ ვიტან ზედმეტად კომერციულ მიდგომებს sad.gif

ფირცხალავა, ნემსაძე, სინაურიძე...კიდევ ვინ არის ღუდუშაურში?

Posted by: kuna 14 Apr 2006, 23:08
QUOTE
დავარაშვილს აღარ აქევენ, ადრე კარგი იყოო მაგრამ ეხლა უკვე

ეხლა რა დაავიწყდებოდა თავისი საქმე,რაც აქამდე საუკეთესოდ გამოსდიოდა?
არ ვიცი ვინ რა გითხრა მარა არაერთხელ ავღნიშნე რომ მე მაგ ადამიანმა საკეისროს გადამარჩინა
სხვებისაგან განსხვავებით.
და ვერავინ დაიკვეხნის ექიმებიდან რომ იაღლიში არ მოსვლია პრაქტიკაში.
ის რომ მაგას უძლიერესი ნარკოზისტები ჰყავს არც თუ ისე უმნიშვნელოა.
არ ვიცი ახლა ვისი პიარის ეპოქაა,მარა გუშინდელი პროფესიონალი დღეს უვიცი ნამდვილად ვერ იქნება!

Posted by: ariana 14 Apr 2006, 23:34
kuna
სერიოზული სმა დაუწყია...sad.gif

Posted by: kuna 14 Apr 2006, 23:40
ariana
QUOTE
სერიოზული სმა დაუწყია...

ვაიიიიიიიიიიი
ეგ არ ვიცოდიიიიიიი
რა ცუდიაააააააააა
აფსუს!

Posted by: WOMAN IN LOVE 15 Apr 2006, 01:32
ariana
QUOTE
ფირცხალავა, ნემსაძე, სინაურიძე...კიდევ ვინ არის ღუდუშაურში?

პირადად ჩემი ექიმია თამრიკო მაჩიტაძე,მანდ მუშაობს. მეორე და მეოთხე გავაჩინე მაგასთან და მესამეზე , როგორც აღვნიშნე, დეკრეტულში იყო და მიმაგზავნა და ყურადღება არ მომკლებია. გადასარევი ექიმია და რაც მთავარია, კიდევ უფრო გადასარევი ადამიანი.ახალგაზრდა, ენერგიული, მცოდნე, გამოცდილი,უშუალო და რა ვიცი, კიდევ რა გითხრა?მოკლედ,კარგია. up.gif

Posted by: ariana 15 Apr 2006, 11:00
WOMAN IN LOVE
დიდი მადლობა. რა ბედნიერი ხარ რომ ოთხივე გააჩინე. მეც მინდა რომ გავაჩინო მაგრამ თუ ვინიცობაა საკეისრო დამჭირდეს რატომღაც მირჩევნია რომ კაცმა გამიკეთოს. მაგრამ როგორც ვიცი უმეტესობა წყვილებში მუშაობენ კაცი-ქალი ან ქალი-კაციsmile.gif.................

Posted by: misis gelovani 15 Apr 2006, 13:23
კონტრაცეპტივებზე მირჩიეთ რამე ... რომელია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ... თუ არ გეზარებათ ყველაზე ერთი-ორი სიტყვით smile.gif

Posted by: Trulala 15 Apr 2006, 14:00
misis gelovani
ინტერნეტში ამაზე ბლომადაა ინფო. ისე პირველ რიგში ჭარბ წინას მიხედე, ბევრს უკუჩვენება აქვს სწორედ ეგ, მერე დიაბეტი და სისხლძარღვების რაიმე პრობლემა ხომ არ გქვს? მესამე, ექიმთან მიდი, თუმცა აქაური ექიმები იმას გინიშნავენ რაც ხელში მოხვდებათ. მოკლედ მთავარია წნევაზე და სისხლძარღვებზე არ გქონდეს პრობლემა და არც დიაბეტი.
http://doktor.ru/co/index.htm ეს გვერდი ნახე.
ბავშვს ძუძუს აჭმევ? მაშინ კომბინირებული კონტრაცეპტივების მიღება არ შეიძლება შენთვის.

Posted by: misis gelovani 15 Apr 2006, 19:11
Trulala
O.K. ვნახავ მაგ საიტს, ისე უფრო თქვენი რჩევა მაინტერესებს .. წონას რაც შეეხბა, უკვე დაიწყო კლებაsmile.gif სხვას არაფერს ვუჩივი, ისე ბავშვის გაჩენისთანავე რომ დამეწყო კვებაზე შეზღუდვა უკეთესი იქნებოდა ... 3 თვე ტყუილა დავკარგე sad.gif ექიმთისგანაც მივიღებ რჩევებს, მადლობთ smile.gif

Posted by: tasi 15 Apr 2006, 22:38
misis gelovani
QUOTE
კონტრაცეპტივებზე მირჩიეთ რამე ... რომელია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ... თუ არ გეზარებათ ყველაზე ერთი-ორი სიტყვით

საერთოდ კონტრაცეფციაზე ფიქრს თუ შეეშვები, კარგს იზამ. ის წესით უნდა ინიშნებოდეს ყოველგვარი გამოკვლევის შემდეგ, რაც საქართველოში არ ხდება და შესაბამისად, სახეზე ბევრი უკუ შედეგია: სიმსუქნე, ჰორმონალური დარღვევა, თმიანობა და ა.შ.
ისევ ნაცადი ხერხი ჯობია ალბათ, პრეზერვატივი. ყოველ შემთხვევაში, ერთის მოწესრიგების ხარჯზე მეორეს არ გააფუჭებ.

Posted by: Trulala 16 Apr 2006, 08:56
misis gelovani
ტყვილა რატომ დაკარგე? ამბობენ ბავშვის ჯანმრთელობისთვის და იმუნიტეტისთვის დედის რძეზე უკეთესი არაფერი არ არისო.

Posted by: natali kalandadze 16 Apr 2006, 11:24
ariana
აუ ამ წამლებმა მომკლა, გინიპრალი თუ რაღაც რა საშინელებაა, ვითომ რაღაცას შველის, და ამ დროს უამრავი გვერდითი თუ უკუ ჩვენება, გუშინ დილით დავლიე და სახლიდან გავედი, მთელი 3 საათი თვალებში მიორდებოდა, ყურებში შხუილი მქონდა, ხელები და ფეხები ისე მიკანკალებდა მეგონა დავეცემოდი და გულის ფრიალი კიდე საშინელი... დაიჯერე ეხლა რომ მოგარჩენს...

Posted by: Trulala 16 Apr 2006, 12:24
natali kalandadze
ეე სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართო, უთხრა რომ ტონა უკუჩვენებები გაქვს, ისე ვერ მივყევი მთელს გეზს, რა წამალს სვავ და რისთვის?

Posted by: miau 16 Apr 2006, 13:22
ღუდუშაურში - რეზო სულუხია, მე მარტო მაგ კაც ვენდობი...

misis gelovani

პატარას დედის რძე რატომ უნდა მოაკლო, როდესაც ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება, წონაში კი დაიკლებ ნუ გეშინია smile.gif

Posted by: ariana 16 Apr 2006, 14:02
miau
რეზო სულუხია ნატა ფირცხალავასთან ერთად მუშაობს თუ ცალკეა? ჰო კიდევ, რეზოს საკეისროები უყვარს ძალიან?

Posted by: miau 16 Apr 2006, 16:02
ariana
QUOTE
რეზო სულუხია ნატა ფირცხალავასთან ერთად მუშაობს თუ ცალკეა? ჰო კიდევ, რეზოს საკეისროები უყვარს ძალიან?



რეზო სანამ ღუდუშაურში გადავიდოდა, დედაჩემი გადაარჩინა, რომიტყვიან... smile.gif
ახლა ნატა ფირცხალავასთან ერთად თუ მუშაობს ახლა, არ ვიცი...
ჩემს რძალს კი უთხრა, რომ საკეისრო თუ გართულება არ იქნა, არ არის საჭიროო და დანარჩენი რა გითხრა, თუ გინდა, დაწვრილებით გაგიგებ smile.gif
ვიცი, რომ საკეისროები არ უყვარს...

Posted by: ariana 16 Apr 2006, 20:27
miau
გასაგებია. ძალიან დიდი მადლობაsmile.gif რეზო ასაკოვანი კაცია?

ხალხნო, გაგუას კლინიკაზე დიღომში გსმენიათ?

Posted by: ikebana 16 Apr 2006, 20:31
ariana
ჩემმა ახლობლებმა ოთხმა იმშობიარა გაგუასთან ერთმანეთის რეკომენდაციით და ძალიან კმაყოფილები არიან.

Posted by: ariana 16 Apr 2006, 20:39
ikebana
საკეისროებით? უყვარს საკეისროები თუ იცი? და კიდევ, კლინიკაში აქვს ინტენსიური თერაპიის ბლოკი? (ბაიების ინკუბატორი და დედის მოვლის ბლოკი) დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: misis gelovani 16 Apr 2006, 21:30
tasi
Trulala
miau
დიდი მადლობა ყველაფრისთვის smile.gif smile.gif smile.gif 2kiss.gif

Posted by: miau 16 Apr 2006, 22:27
ariana

55-56 წლის,ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული და ესეც ერთი + smile.gif
misis gelovani
გაიხარე smile.gif

Posted by: ikebana 16 Apr 2006, 22:33
ariana
საკეისროთი ჩემებს არცერთს არ გაუჩენიათ. 2 თვიდან ფეხმძიმობა თვითონ გაგუას მიჰყავდა. შეიძლება ცხოვრების რეჟიმის ბრალი იყო, ოთხივემ ფიზიოლოგიურად იმშობიარა. აქედან ორს ეპიდურული გაუკეთა. თერაპიის ბლოკზე და ინკუბატორზე არ ვიცი, მაგრამ ხვალ გაგიგებ.

Posted by: ariana 16 Apr 2006, 23:04
miau
55წლის--ნორმალური შეიძლება ითქვას ახალგაზრდა ასაკიცაა. კარგ პროფესიონალთან ერთად როგორც ჩანს კარგი ადამიანიცაა, ესეც მეორე +. დიდი დიდი მადლობაsmile.gif

ikebana
დიდი მადლობა! აჰა ე.ი. ეპიდურალურებშიც არიან გაწაფულები მაგ კლინიკაში, ძალიან კარგი. თუ შეძლებ ისიც გამიგე რა როგორ შეიძლება მასთან დაკავშირება, პირდაპირ კლინიკაში თუ......დიდი დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: Sofitsa 17 Apr 2006, 10:54
natali kalandadze

ექიმები ხშირად წყვილებად მუშაობენ, შეიძლება უბრალოდ თავის მეწყვილესთან გაგაგზავნა, ასე შენი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც მუდმივად შეუძლია ჰქონდეს. თუ ექიმები ერთანეთს კურთხური წარმოშობის მიხედვით ირჩევენ მეწყვილეებად და არა პროფესიონალური და პირადი თვალსაზრისით კარგად ყოფილა მათი საქმე. ისე გინეკოლოგების საკმაოდ დიდი ნაწილი მეგრელია და გასაკვირი არაა რომ მეგრელების "ზღვაში" ამოყავი თავი smile.gif ამის გამო ნუ ინერვიულებ, მეგრელებშიც ურევია კარგები ზოგჯერ smile.gif

რაც შეეხება ანალლიზებს, თუ არ ენდობი ერთ კლინიკას გადამოწმების მიზნით შეგიძლია ანალიზი ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში გაიკეთო, მართალია, ეს დამატებითი ხარჯია, მაგრამ სამაგიეროდ შეგიძლია შენი კლინიკის ნდობა აღიდგინო ან პირიქით "ვიღაცის უსამართლობა და მაიმუნობა ფაქტებით დაადგინო", უფრო მშვიდად იქნები, მით უმეტეს თუ აგრძნობინებ შენს ექიმებს რომ სხვაგანაც ამოწმებ მათ პასუხებს......

რაც შეეხება უტროჟესტანს, ის აფთიაქებში 25 ლარამდე ღირს, უბრალოდ ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე რატომრაც არ შემოუტანიათ და დეფიციტიც სწორედ ამან გამოიწვია, თუმცა მისი შემცვლელი წამლებიც არსებობს და მაგის გარდა ორსულობის მეორე ტრიმესტრში სხვა პრეპარატებს ნიშნავენ, ახლა გინიპრალს ვსვამ დღეში მხოლოდ ერთს.

Posted by: natali kalandadze 17 Apr 2006, 14:17
Trulala
გინიპრალს ვსვამს ჰიპერტონუსის მოსახსნელად, ეგ გვერდითი ჩვენებები ზედაც ეწერა და მაგ შემთხვევაში ნახევარი ტაბლეტი დალიეო მითხრეს.

Sofitsa
ანალიზების პასუხზე არ მაქვს გართულება, პასუხი ალბათ იქნება სწორი, მაგრამ რომ შედიხარ ლაბორატორიაში, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება რომ რაც არ გჭირს, იმასაც იქ აიკიდებ, არც ხელთათმანები, არც ერთჯერადები, საპონიც კი არ დევს ხელის დასაბანად... რა ვიცი რა...

Posted by: Sofitsa 17 Apr 2006, 16:59
natali kalandadze

პირველად რომ მივედი ქალთა კონსულტაციაში, შარდის ანალიზი ძალიან მოხუცმა ქალმა გააკეთა ნახევრად ბნელ ოთახში, ძალიან ძველი რაღაც დანადგარით, თვითონ თითქმის ყრუ იყო და ხელებიც უკანკალებდა, ასეთი მოხუცი სახლში უნდა გყავდეს და უვლიდე, სისხლის ანალიზს რომ მიღებდნენ იმ ქალებს ჭუჭყიანი დალაქავებული ხალათები ეცვათ, ისე რომ შემეშინდა რამე არ მავნონ-მეთქი, და როცა ექიმის მიერ პატარა ქაღალდზე მიჯღაბნილი რაღაც წამლის დანიშნულების გამო 5 ლარი მომთხოვეს, საშინლად დათრგუნული და განერვიულებული გამოვიქეცი იქიდან, ისე რომ ანალიზის პასუხებისთვისაც არ მიმიკითხავს, მერე კი მირეკავდნენ პასუხისთვის მოდიო, მაგრამ მეორედ იქ როგორ მივიდოდი, ფუ ფუ ფუუუუ puke.gif საბურთალოს მე-11 ქალთა კონსულტაცია, სბურთალოს ქუჩაზე puke.gif

Posted by: ariana 17 Apr 2006, 17:56
უჟას cry.gif ....................................................................................

Posted by: Trulala 17 Apr 2006, 19:24
ჰოოოოოო............ ისე პლანოვი შემოწმებისთვის ვისთან მირჩევთ მისვლას? პროფილაქტიკისთვის უბრალოდ?

Posted by: ariana 17 Apr 2006, 20:12
Trulala
გაგუას კლინიკაში დიღომში? ჰუ სინქს სოუ?

Posted by: natali kalandadze 17 Apr 2006, 21:10

Sofitsa
ariana
ეჰ, მართლა საშინელებაა რა...

Posted by: ariana 17 Apr 2006, 21:41
ნატალი, სოფისტა
პრეზერვატივს ხმარობთ ყოველშემთხვევაში ყოველგვარი ინფექცია რომ გამორიცხოთ მაინც თავდაცვის მიზნით ორსულობის პერიოდში? ლოოოოლsmile.gif


Posted by: Trulala 18 Apr 2006, 07:01
ariana
ეგ სადღაა?
და ვინაა მანდ?

Posted by: dadguna 18 Apr 2006, 09:38
ariana
ი დონთ სინქ სოsmile.gif

Posted by: ariana 18 Apr 2006, 17:01
Trulala
თვითონ გაგუაა ცნობილი გინეკოლოგი და მისი კლინიკაა. თვითონაც უძღვება ხოლმე მშობიარობებს. ძალიან აქებენ, არავისგან ცუდი არ მსმენია....თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს საინტერესო იქნებოდა.....

dadguna
რატომ? რაიმე უარყოფითი გსმენია გაგუაზე?

Posted by: Trulala 18 Apr 2006, 17:51
ariana
ეგ რკინიგზის საავაგმყოფოში ხომ არა? მშობიარობა არ მაინტერესებს, უბრალო შემოწმება + კონსულტაცია ტარდება?

Posted by: natali kalandadze 20 Apr 2006, 15:49
ariana
არ ვხმარობ პრეზერვატივს იმიტომ რომ პრინციპში ამ ეტაპზე სექსი არც გვაქვს, მაგრამ არც მანამდე ვხმარობდი ისე.. კარგი რჩევაა მომენტ...

Posted by: Natuka NGN 20 Apr 2006, 20:56
Sofitsa
QUOTE
საბურთალოს მე-11 ქალთა კონსულტაცია, სბურთალოს ქუჩაზე 

სრულიად გეთანხმები. მაგ კონსულტაციის ექიმებისათვის რომ დაგვეჯერებინა მე და ჩემს დაქალს, დღეს ჩემი ნათლული არ იქნებოდა. დღეს კი ის უჯანმრთელესი, ულამაზესი და უსაყვარლესი 12 წლის ბიჭია.
ერთი სიტყვით, არ ვიცი ფულის გაკეთება უნდოდათ ექიმებს აბორტში თუ მართლა უვიცობით მოუვიდათ, იქაურმა ეხომ დაასკვა, ტყუპი გყოლიაო და ერთი ჩამოშლილია, მეორეც ძლივს სუნთქავს და სასწრაფოდ უნდა მოიშორო, თორემ მოიწამლებიო, თან შუა ზაფხულიაო. ივლისის თვე იყო. თუ ფული არ გაქვს ხვალ მოიტანეო, ხოლო მოდი აბორტი ახლავე გავაკეთოთო. ჩემი დაქალი შოკში ჩავარდა, მე აქეთ ძალიან შემეშინდა. მართალი გითხრათ, ერთი ''ცუდი'' თვისება მაქვს ხასიათში, ყველაფრის გადამოწმება მიყვარს. ჰოდა, მოვკიდე სასწრაფოდ ხელი ჩემს დაქალს, უფრო სწორედ გამოვგლიჯე ექიმს და სასწრაფოდ წამოვიყვანე იქიდან. მერე ჩაჩავაში გავვარდით, იქ ტატიშვილმა სულ გაგვაგიჟა, არა ტყუპი არა ყოფილა, არც ნაყოფია მკვდარი, მაგრამ დიდი გემატომაა და აგერ დერეფნის ბოლოში აბორტს უცებ გაიკეთებო. ამან მთლად გადამრია, ჩემი დაქალი კი ნამდვილ შოკში ჩავარდა. გოგო თავს გადასარევად გრძნობდა და შემთხვევით აღმოაჩინა რომ ფეხმძიმედ იყო. არც არაფეი სტკიოდა, არც დენა კონია და არც მსგავსი. კახა ტატიშვილსაც არ ვენდე და ვწავიყვანე ლადო კახაძესთან. ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის სიხარული რაც ამ კაცის კონსულტაციის დროს მქონდა ემც და ჩემს დაქალსაც. ჩვენ არანაირი წინა დასკვნა არ ვუტხარით და სუმოუთმენლად ველოდით პასუხს. ლადო ეუბნება: ახლა არ მითხრა რომ ამ ბავშვის მოშორება გინდა თორემ გავგიჟდებიო, ცემს მეგობარს ისტერიული ტირილი აუტყდა, კაცი ვერ მიხვდა რაშI იყო საქმე, მერე მოვიყევით ჩვენი მთელი დღოს თავგადასავალი, გაგიჟდა კინაღამ. რას ამბობთ, რა ჩამოშლილი, რა ეგმატომა, უჯანმრთელესი ნაყოფიაო და არ აგბედო ამ ბავშვს ხელი მოკიდოო...
ასე რომ, ასე გადარჩა ჩემი ლაშიკო და დედამისმა, შენ რომ არა ის ცოცხალი არც იქნებოდაო და დღეს ის ჩემი ნათლულია.
მეორე დღეს მივედი იმ კონსულტაციაში და გაბადრული გვხვდება ექიმი, მზად ხართ აარ აბორტისათვისო? ახსლა არარ მოვყვები, იქ მე რა დრე დავაწიე ყველას, არ მიდნა ამის გახსენება, ხოლო იმ სიბინძურეში ალბათ რომ მაიძულოთ მაინც არ შევალ.
ექიმის არჩევა და კონსულტაციის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ყველა ორსულს ჯანმრთელობას გისურვებთ და პატიოსანი და მცოდნე ექიმის ხელში მოხვედრას smile.gif

Posted by: ariana 20 Apr 2006, 21:00
Trulala
QUOTE
ეგ რკინიგზის საავაგმყოფოში ხომ არა? მშობიარობა არ მაინტერესებს, უბრალო შემოწმება + კონსულტაცია ტარდება?

გაგუას კლინიკა დიღომშია, როგორც ვიცი სადღაც ღუდუშაურთან ახლოს. გაგუასაც ძალიან აქებენ როგორც გინეკოლოგს. თუ ვინმეს სხვა რამ სმენია მაინტერესებდა გამეგო...

სამი რამ მაინტერესებს, ოთხი უფრო სწორად:
1. რომელ კლინიკაში და ვინ გინეკოლოგი?
2. ინტენსიური თერაპიის ბლოკი რომ იყოს (ბაიების ინკუბატორი და დედის მოვლის ბლოკიც--ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ ყოველშემთხვევისთვის)
3. ეპიდურალურს თუ აკეთებენ, კარგი ანესთეზიოლოგები...
4. გინეკოლოგი საკეისროზე რომ არ იყოს ორიენტირებული, ისეთი არა რომ ოპერაცია თუ არ გააკეთა ექიმათ არ გრძნობს თავს..

natali kalandadze
QUOTE
არ ვხმარობ პრეზერვატივს იმიტომ რომ პრინციპში ამ ეტაპზე სექსი არც გვაქვს, მაგრამ არც მანამდე ვხმარობდი ისე.. კარგი რჩევაა მომენტ...


აჰა! რომ გექნებათ, ჩემი რჩევა იქნებოდა გამოიყენეთ. ჯერ ერთი, ყველანაირ ბაქტერიებს გამორიცხავ, რაც ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ჰიგიენის თვალსაზრისით დაზღვეული ხარ აბსოლუტურად. მეორეც, ქმარს შეაჩვევ რომ უნდა იხმაროს პრეზერვატივი. მე პირადად არ ვაპირებ შემდეგ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ყლაპვას და აშ. მხოლოდ პრეზერვატივი+კალენდარული მეთოდი. ორივე ერთად. კიდევ, ზოგ მამაკაცს არ მოსწონს პრეზერვატივი და ჯობია მეუღლეს ეხლა მიაჩვიო ვიდრე მერე როცა არ გინდა დაორსულდე და გეშინია არ დაორსულდე. მადლობა ღმერთს ჩემს ქმარს პრეტენზიები არ აქვს, მგონი მოსწონს კიდეცsmile.gif და კიდევ, ბოლო თვეებისკენ როდესაც ბავშვი დიდია, სუფთად იქნები, ანუ მშობიარობისთვის შენ და ბავშვი სუფთად იქნებით.

Posted by: Natuka NGN 20 Apr 2006, 21:03
ariana
გაგუას კლინიკა არაა ღუდუშაურთან ახლოს. ის იყო ბავშვთა იაშვილის სახელობის საავდმყოფოს ტერიტორიაზე. ისე, ყველა ჩემი ახლობელი, ვინ იმშობიარა მასთან, ყველა ძალიან კმაყოფილია!!!

Posted by: ariana 20 Apr 2006, 21:26
ნატუკა
აჰა, გასაგებია. ისე დიღომშია არა..?.(არ ვიცი იაშვილის სადაა)

რა მაინტერესებდა... მოკლედ ის შეკითხევები რაც დავწერეsmile.gif

ინტენსიური თერაპიის ბლოკი აქვთ? და ეპიდურალურის ანესთეზიოლეგები, გამოცდილები, თუ ყავთ? (მემგონი გაგუაზე ესენი არ მიკითხავს და..)

Posted by: Natuka NGN 20 Apr 2006, 21:41
ariana
QUOTE
ინტენსიური თერაპიის ბლოკი აქვთ
არ ვიცი,
QUOTE
ეპიდურალურის ანესთეზიოლეგები
- კი ყავდათ და თუ სხვა კიდევ სადმე მუშაობს მაქედანაა წასული.
კი დიღომშია, ეს არის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია, არმისული რკინიგზის საავადმყოფომდე, თუ დიღმის მასივიდან შეუხვევ. 09 სეგიძლია გაიგო მათი ტელეფონი, დაურეკო და გაიგო... ანდა შევეცდები იქით კვირაში დაგიზუსტო.

Posted by: ariana 20 Apr 2006, 21:50
დიდი მადლობა, ნატუკა.

და რამე ბლატია საჭირო რომ სხვასთან არ გადაგამისამართოს, თუ თვითონაც აქტიური პრაქტიკოსი გინეკოლოგია? მადლობაsmile.gif

Posted by: Natuka NGN 20 Apr 2006, 21:59
ariana
არა აქტიური პრაქტიკოსია smile.gif იმ კლინიკაში მიღებულია მეუღლის დასწრებაც smile.gif
ისე, ყველა ჩემი მეგობარი ძალიან კმაყოფილია. მას აიყვან უშუალოდ. ჩემები არ გადაუმისამართებიაsmile.gif
მომკლა 150 წამმა smile.gif არცერტი გაფრტხილება არ მაქვს და მაინც ასეთუი შეზღუდვა. რა ხდება?

Posted by: ariana 20 Apr 2006, 22:48
ნატუკა
გასაგებია. ეხლა გადავიკითხე ეს ტოპიკი და იკებანასაც იგივე უთქვია. ეპიდურალებს აკეთებენ ე.ი. თუ იმას დამიზუსტებ ინკუბატორი და ბლოკი თუ აქვთ და ბარემ ტელეფონსაც შემატყობინებ დიდად დამავალებsmile.gif ხო მართლა, დაახლოებით რა ასაკის კაცია?

Posted by: Natuka NGN 20 Apr 2006, 22:51
ariana
მაგით არასოდეს დავინტერესებულვარ smile.gif დავინტერესდები, მაგრამ ძალიან დიდი არაა. სადრაც 40 წლის ფარგლებში, მეტი ვიდრე 40-ისsmile.gif

Posted by: ikebana 20 Apr 2006, 23:42
ariana
50-მდეა...........................

Posted by: natali kalandadze 21 Apr 2006, 13:06
ariana
არც აქამდე გვქონია პრობლემა პრეზერვატივის ხმარებაზე, მთელი 4 თვე მასე ვიყავით ,სანამ გადავწყვეტდი რომ დავფეხმძიმებულიყავი, და მომავალში მითუმეტეს, გავიგე რომ რეზუს უარყოფითიანი ვარ და მითუმეტეს აბორტი არ შეიძლება..

ამეტირა ნატუკას ისტორიაზე.. რა უბედურებაა რა..

Posted by: pudelblack 22 Apr 2006, 05:41
ხალხნო რომ ვკითხულობ თქვენს ისტორიებს მაპატიეტ და მიხარია რომ არავიტარი კონფლიკტები არ მქონია ფეხმძიმობისას.
არც წამალი დამილევი არც არაფერი ერტად ერთი ნემსი გამიკეთა ექიმმა რადგან მე დადებითი სისხლი მაქვს და ჩემს მეუღლეს უარყოფითი.ერთადერთი ის არის რომ საკეისროთი გავაჩინე რადგან ყელი არ გამეხსნა არადა უკვე დრო იყო .ისიც ქართველ ჩემ გინეკოლოგს დავურეკე და ვუთხარი რომ ასეთი ტკივილები მქავს დ აიმან მითხრა რომ სასწრაფოდ წავსულიყავი შუა მშობიარობა დაგეწყოო.
მოკლედ არ ვიცი გული მტკივა ამდენ წამლებს რომ ყლაპავთ და რავიცი ნემსებიო და მოკლედ ვგიჯდები რა მაპატიეთ sad.gif

Posted by: Trulala 22 Apr 2006, 08:05
წავიკითხე თქვენი ნაწერები და ერთი მინდა დავამატო, ამაზე აქ უკვე გავხსენი თემა ადრე.
მოკლედ ჩემი დაქალი იყო ფეხმძიმეთ, მეექვსე თქვემდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე კი უცებ დაეწყო რაღაც პრობლემები პლაცენტაზე, ბავშვი აღარ იზრდებოდა კვება არ ყოფნიდა. ქალთა 5 კონსლტაციის ექიმმა მოიხსნა პასუხისმგებლობა და ეგ გოგო ჩაჩავაში გააგზავნა, ნუ იქ გამოიკვლიეს და რაღაც ნემსები დაუნიშნეს. კაი ორი კვირა იჯდა ნევსემზე, მერე კურსი რომ ჩაამთავრა ექიმებმა გასინჯეს და უთხრეს ყველაფერი კარგად გაქვსო და ამ დღეებში ექოზე მოდიო.
ზუსტად მესამე დღეს მივიდა ექოზე და ბავშვი მკვდარი იყო!
ჩაჩავაში მივიდა და იქ ჯერ კლიზმა გაარჭეს დედამთილის დასანახად, ნუ ისეთ პონტში რაღაცას ვაკეთებთო, საღამოთი კი ვახშამი მოუტანეს!!! ამ გოგოს ქმრის ნათესავები რომ მიადგნენ (ქმარი მივლინებაში იყო) აუხსნეს რომ 10 დღის მანძილზე უნდა მოემზადებინათ მშობიარობისთვის და რამე, ნუ ეს 10 დღე რა თქმა უნდა საავადმყოფოში უნდა წოლილიყო და ფული ეხადა. ქმრის ნათესავებმა წაიყვანეს იმავე დღეს ჩემი დაქალი დიღომში იმედის კლინიკაში, სააც იგი 3 დღეში შესანიშნავად ამშობიარეს.
ვოტ ტაკ.. ამის მერე მიდი და არ შეგეშინდეს ჩვენი ექიმების.

Posted by: tat 26 Apr 2006, 11:18
ariana
QUOTE
, ხალხნო თუ ვინმემ იცით ვინ აკეთებს ესეთ გაუტკივარებას კარგად საქართველოში? ვინ?

ზაზა კეთილაძე.



რამდენად შენარჩუნდება ნაყოფი როცა პირველ ტრიმესტში მოხდა პლაცენტის 2/3 აშრევება და არის გემატომები? ნაყოფის ზომა-წონა-გულისცემა ამ დროისთვის ნორმალურია??????????

Posted by: Doct0rIN 26 Apr 2006, 11:45
Trulala
ტრულალ მიდი ის მოყევი ღუდუშაურში როგორ ხოცავენ ხალხს.

Posted by: dadguna 26 Apr 2006, 12:27
ხალხნო აფთიაქებში რაღაც ტესტები რო იყიდება ორსულობის ხო არ იცით რამდენი ხნის ორსულობას აჩვენებს?

Posted by: miau 26 Apr 2006, 13:33
ჩემს რძალს ჰქონდა რაღაც სისხლიანი გამონადენი, ექიმებმა დაუდგინეს გენოწონა გაქვსო, რას ნიშნავს, ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ და თუ არის საშიში? sad.gif

უკაცრავად biggrin.gif ჩემმა ძმამ შემიყვანა შეცდომაში, გენო წონა საიდან მოიტანა არ ვიცი, , ჰემატაომა ჰქონია და წვეთოვანი დაუდგეს...
საშიშია რაიმე?

Posted by: Sofitsa 27 Apr 2006, 14:09
QUOTE
ტრულალ მიდი ის მოყევი ღუდუშაურში როგორ ხოცავენ ხალხს.


ეგ მეც მაინტერესებს, მომიყევით რა. smile.gif

Posted by: kuna 27 Apr 2006, 15:25
QUOTE
ჩაჩავაში მივიდა და

ჩაჩავაში მეტსაც უზავდენენ, არ გამიკვირდება,
ვერ ვიტან ჩაჩავას!
QUOTE
აფთიაქებში რაღაც ტესტები რო იყიდება

ამბობენ 24 საათის ჩასახვას აჩვენებსო.....
მე პირადად ვერასოდეს გამოვიყენე....
QUOTE
ჰემატაომა ჰქონია და წვეთოვანი დაუდგეს...

გააჩნია სადაა გემატომა და რამხელა........

Posted by: ariana 27 Apr 2006, 16:16
ტატ, ზაზა კეთილაძე სად არის? ბაჩუკისთან? (ეპიდურალისტია-ფორუმისთვის)

QUOTE
ტრულალ მიდი ის მოყევი ღუდუშაურში როგორ ხოცავენ ხალხს.


ეგ მეც მაინტერესებს, მომიყევით რ

არიქა, სოფისტასი არ იყოს, მეც მაინტერესეეეეეეეეეეეეეეეებს....მოყევიიიიიიიიიიიიიით!!!!!

Posted by: Trulala 28 Apr 2006, 00:14
kuna
QUOTE
ამბობენ 24 საათის ჩასახვას აჩვენებსო.....
მე პირადად ვერასოდეს გამოვიყენე....

24 საათში არაფერი არ აჩვენებს. 8 დღე მინიმუმ.

Posted by: Sofitsa 28 Apr 2006, 12:18
მე 4 თუ 5 დღის გადაცდენა მქონდა როცა დადებითი შედეგი მაჩვენა, 2 დღის გადაცდენაზე უარყოფითი პასუხი მივიღე, მაგრამ ისეთი შეგრძნებები მქონდა მაინც გადავამოწმე 2 თუ 3 დღეში და ახლა ღიპი მაქვს smile.gif


Trulala

ღუდუშაურზე ვიღაცამ იხუმრა თუ მართლა იცი რამე ისტორია?

Posted by: Trulala 28 Apr 2006, 12:39
Sofitsa
ერთი ვიცი.... მაგარი ცუდი თან.. ქალს მშობიარობის ვადა გადაუცდინეს ისე რომ კინაღამ ქალიც მოკლეს და ბავშვიც... რატომღაც ქალი თავისით ვერ აჩენდა, ნუ არ ეწყებოდა არაფერი, არა და ვადა მოვიდა. ხო და ელოდნენ ელოდნენ არ გაუკეთეს საკეისრო, ბოლოს არ ვიცი რატომ, მარა გაუკეთეს და დედა არ ყავდა ბავშვს წყლებში იყო პრობლემა და რამე, ძლივს მოაბრუნეს.

Posted by: pudelblack 28 Apr 2006, 12:51
Trulala
QUOTE
ვიცი.... მაგარი ცუდი თან.. ქალს მშობიარობის ვადა გადაუცდინეს ისე რომ კინაღამ ქალიც მოკლეს და ბავშვიც... რატომღაც ქალი თავისით ვერ აჩენდა, ნუ არ ეწყებოდა არაფერი, არა და ვადა მოვიდა. ხო და ელოდნენ ელოდნენ არ გაუკეთეს საკეისრო, ბოლოს არ ვიცი რატომ, მარა გაუკეთეს და დედა არ ყავდა ბავშვს წყლებში იყო პრობლემა და რამე, ძლივს მოაბრუნეს

ჩემნაირად ქონია. მეც მასე მალოდებდნენ,მერე ატირებული რო მიმიყვანეს ტკივილებისგან მერე საკეისრო გამიკეტეს.

Posted by: Trulala 28 Apr 2006, 13:10
pudelblack
ეგეთი რამეების შემდეგ მებადება კითხვა, რას გვერჩიან ეს ექიმები?

Posted by: pudelblack 28 Apr 2006, 14:40
Trulala
QUOTE
რას გვერჩიან ეს ექიმები?

ნუ ჩემ შემთხვევაში იმას ელოდნენ სანამ ბუნებრივად არ გავაჩენდი რადგან ნათქვამი მქონდა .ხოდა ელოდნენsmile.gif
არდა 2 დხე ტკივილებში ვიყავი ვდზვლის ვსუნტქავდი და ახარ სჰეედზლო ისე ცუდად ვიყავი .მერე რომ მივედი და ვუტხარი გამოიყვანეტ როგორც გინდატ არ მაინტერესებს მეტქი რა ხერხიტაც გინდათ და ეგ იყო რომ მასჰინ საკეისროო ტორე კაი ხანი მოგვიწევს ლოდინიო და მერე ცჰენ ხომ გავცვალდებიტო ად შენ შეიძლებაო გააფრინოო .ამის გადაწყვეტას მე კი მომკლეს და რავიცი .

Posted by: dabdura 28 Apr 2006, 14:45
QUOTE (Trulala @ 28 Apr 2006, 11:39 )
ქალს მშობიარობის ვადა გადაუცდინეს ისე რომ კინაღამ ქალიც მოკლეს და ბავშვიც... რატომღაც ქალი თავისით ვერ აჩენდა, ნუ არ ეწყებოდა არაფერი, არა და ვადა მოვიდა. ხო და ელოდნენ ელოდნენ არ გაუკეთეს საკეისრო, ბოლოს არ ვიცი რატომ, მარა გაუკეთეს და დედა არ ყავდა ბავშვს წყლებში იყო პრობლემა და რამე, ძლივს მოაბრუნეს.

ზუსტად იგივე სიტუაცია ვიცი, ოღონდ უფრო მძიმედ ქონდა იმ გოგოს საქმე: ტყუპი ყავდა მუცელში ( sad.gif ) და 1 ბავშვი მკვდარი ამოიყვანეს უკვე, და მე-2 მერე ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.
ბავშვები ფაქტობრივად უჰაერობისგან დაიღუპნენ.
ნუ.. დედა კი გადარჩა მაგრამ ფსიქოლოგიურად დღესაც განადგურებულია.


Posted by: pudelblack 28 Apr 2006, 15:47
dabdura
QUOTE
დედა კი გადარჩა მაგრამ ფსიქოლოგიურად დღესაც განადგურებულია.

უფრო მეტად განადგურგურებულია და ამას ვერავინ ვერ უმკურნალებს .
ასე რა sad.gif

Posted by: Sofitsa 28 Apr 2006, 16:39
მე იმ დასკვნამდე მივდივარ ამ ისტორიების ნასმენ-ნაკითხი, რომ მედიცინაში ოდნავ მაინც აზრზე თუ არ ხარ, შეიძლება მოგკლან, მარტივად რომ ვთქვათ. ნეტა როგორ იმართლებენ თავს საკუთარი თავის წინაშე ის ექიმები? არც თვითონ იციან და არც წაკითხვა არ უნდათ......

გვარები და სახელები უნდა ვიცოდეთ მაგ ექიმების, ყველამ უნდა იცოდეს. ყველა ცდება, მაგრამ ექიმის შეცდომა სავალალოა.

Posted by: Trulala 28 Apr 2006, 23:20
Sofitsa
100% შავი სია უნდა შედგეს!!!!

Posted by: ariana 29 Apr 2006, 00:38
QUOTE
რატომღაც ქალი თავისით ვერ აჩენდა, ნუ არ ეწყებოდა არაფერი, არა და ვადა მოვიდა. ხო და ელოდნენ ელოდნენ არ გაუკეთეს საკეისრო, ბოლოს არ ვიცი რატომ, მარა გაუკეთეს  და დედა არ ყავდა ბავშვს წყლებში იყო პრობლემა და რამე, ძლივს მოაბრუნეს.

ჰოო მძიმე შემთხვევაა, ტუმცა მისასალმებელია რომ საკეისრო არ მოახვიეს თავზე, თუმცა ზოგჯერ ალბათ უმაგისოდაც არ გამოდის ეტყობა...


ხალხნო, ხომ არაფერი იცით"იმედის" კლინიკაზე დიღომშია რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე? გავწამდი რაა...sad.gif

Posted by: Trulala 29 Apr 2006, 00:59
ariana
კი მსმენია, ჩემი დაქალი იწვა იქ და კმაყოფილია. თუმცა ერთადერთი რაც უქნეს ეგ მკვდარი ბავშვი გააჩენინეს (ნუ უკვე მკვდარი ბავშვით მივიდა) მარა საქმე ოპერატიულად გააკეთეს და კარგადაც მიხედეს, ზედმეტად არ დააშინეს და არ დაგრუზეს.

QUOTE
ჰოო მძიმე შემთხვევაა, ტუმცა მისასალმებელია რომ საკეისრო არ მოახვიეს თავზე, თუმცა ზოგჯერ ალბათ უმაგისოდაც არ გამოდის ეტყობა...

იმჰო თუ საჭირა პაციენტს არც უნდა ჰკითხო. რა იცის პაციენტმა, ექიმმა კი ყველაფერი უნდა იღონოს მისი ჯანმრთელობისთვის. არ ვიცი ზედმეტად კი ვემხრობი საკეისროს მარა ზოგ შემთხვევაში მართლა აუცილებელია.

Posted by: miau 29 Apr 2006, 16:12
ჩემი რძალი წევს ახლა ღუდუშაურში, ძალიან მეშინია, შეიძლება ბავშვი ვერ შეინარჩუნოს sad.gif
ექიმი კი არის კარგი და გადაყოლილებიც არეაინ ზედ, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი ღვთის ნებაა და თუ რამე მოსახდენია, ექიმი ვერ აღუდგება წინ იგივე ღმერთის დაუხმარებლად.

Posted by: ariana 30 Apr 2006, 16:45
Ninoza
QUOTE
უმაღლესი დონის პროფესიონალია დათო კობეშავიძე და რაია - ღმერთმა გვიმრავლოს ეგეთები, ხოდა ვინც არ ვიცი იმაზე თავს ვერ დავდებ.


აჰა. საინტერესოა. სხვას ხომ არ ქონია შეხება დათო კობეშავიძესთან?

Posted by: TJ11 3 May 2006, 01:05
გინეკოლოგთან კითხვა მაქვს: დღეს ვიყიდე 'cliveni-ს ინტიმგელი.
(მართალია უკვე გვიანია შეკითხვა, მაგრამ მაინც,)

რამდენად სწორად გავაკეტე არჩევანი?

Posted by: tat 6 May 2006, 18:37
რას ნისნავს სანაყოფე ბუშტის აშრევება საშვილოსნოსგან და რა მოხდება, რით ეშველება? თან საშვილოსნოს და ამ გარსს შორის გემატომაა, მარა ნაყოფი ჩვეულებრივ ვითარდება

Posted by: malkovich 8 May 2006, 20:19
იცით რა მაინტერესებს?
დღეს ვიყავი ტატიშვილთან და მითხრა რომ ორსულად ვიყავი
ე.ი.ბოლოს მენსტრუაცია მქონდა 16 მარტს და უნდა მომსვლოდა 13 აპრილს, ისე საერთოდ ვიცი ეგეთი დიდი ერთთვიანი გადაცილებები,ხოდა დღეს მითხრა რომ ვარ 2 კვირა ნახევრის ორსული, და კიდე მითხრა მიბრეცილ მობრეცილიაო და დამიბარა პარასკევს ძალიან ვნერვიულობ ვფიქრობ იმიტომ დამიბარა რომ ალბათ უნდა გაიგოს ნაყოპი იზრდება თუ არა ძალიან მეშინია არ მომაცილოს არადა არ უთქვამს ეგ,იქნებ იციდეთ რამე პარასკევამდე ალბათ ნერვიულობაზე მომცილდაბა

ველოდები თქვენს პასუხს

Posted by: ancho 8 May 2006, 22:08
malkovich
QUOTE
მიბრეცილ მობრეცილიაო

რა, ნაყოფი? spy.gif წესიერად ვერ აგიხსნა? რა უბედურებაა...
ისე მე რომ ორსულად ვიყავი პაატა თაბუკაშვილეთან დავდიოდი და არაფერი არ შეშლია არც ერთხელ. ძალიან მაგარია. ერთხელ დაჟე გადამარჩინა ცუდ რაღაცას.


ერთი კითხვა გინეკოლოგთან:
აუზზე ბავშვი დიდებთან ერთად რომ ვატარო არის შანსი რომ რამე აიკიდოს???

Posted by: Goodman 8 May 2006, 22:13
< givi.gif >

Posted by: ancho 8 May 2006, 22:15
Goodman
რას იკრიჭები?
თუ ეგ შენი შეკითხვა იყო გინეკოლოგთან?

Posted by: Goodman 8 May 2006, 22:17
ancho
2kiss.gif ნუ მიბრაზდები დეიდა user.gif


Posted by: ancho 8 May 2006, 22:23
Goodman
ნუ რა ცუღლუტი ხარ ვგიჟდები რააა.. biggrin.gif

Posted by: Goodman 8 May 2006, 22:28
ancho
ორი წერტილი და სამი ა,კარგიააა? მეკაიფე ამნჩო მეკაიფეე,ისე მეკაიფე რო .... კარტოფილი შემიწვი და აღარ მაჭამო.

Posted by: malkovich 9 May 2006, 19:01
QUOTE
ველოდები თქვენს პასუხს
გთხოვთ თუ ვინმემ რამე იცით დამიცერეთ რა ვნერვიულობ

Posted by: bochita 10 May 2006, 15:04
malkovich
ნუ რას ნიშნავს მიბრეცილ მობრეცილი ეგეთი ჯერ არ მსმენია. მიდი რა ლადო კახაძესთან
აგიხსნის ნორმალურად ადამიანურ პოპულარულ ენაზე, თან მაგათზე ნაკლები აპარატურა ნამდვილად არა აქვს. მე ლადოსთან მივდივარ ამ კვირას ბისი აიში .

Posted by: Cotnech 12 May 2006, 23:34
[QUOTE=ariana,11 Apr 2006, 17:28 ] guardian
[QUOTE] შემოდგომაზე მიწევს მშობიარობა, ჯერ კიდევ არ ამირჩევია გინეკოლოგი, ვის მირჩევდით? smile.gif (მაინტერესებს ვინც აკეთებს ეპიდურალურს/სპინალურს და ინტენსიური თერაპიის ბლოკიც რომ არსებობდეს სამშობიაროში ყოველშემთხვევისთვის)[/QUOTE]

დათო გაგუას გირჩევ, ეპიდურალურსაც აკეთებს. ძაან მაგარია, ბავშვთა საავადმყოფოს უკან არის დიღომში
* * *
[QUOTE]ხალხნო, ხომ არაფერი იცით"იმედის" კლინიკაზე დიღომშია რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე? გავწამდი რაა...[/QUOTE]

რა გითხრა, ზოგი აქებს, ისე იმედის კლინიკასაც მოუკვდა ერთი ქალი, ამბობენ ტრომბითო, გაწერას რომ უპირებდნენ სწორედ იმ დღეს.

Posted by: malkovich 13 May 2006, 09:29
ხალხნო სანამ დავფეხძიმდებოდი,წამლები დავლიე სამი კეტანოვი თითო თითო სამი დღე,წელი მტკიოდა მეგონა უნდა მომსვლოდა,მერე ყელი დამიცჰირქდა და ერიტრომიცინი დავლიე 5 ცალი.
სანამ დავფეხმძიმდებოდი კი არა ერთი კვირის ორსული ვიქნებოდა,
ძალიან ვნერვიულობ მახინჯი არ დაიბადოს
იქნებ რამე იცოდეთ?

Posted by: Cotnech 14 May 2006, 01:00
QUOTE (malkovich @ 13 May 2006, 08:29 )
ხალხნო სანამ დავფეხძიმდებოდი,წამლები დავლიე სამი კეტანოვი თითო თითო სამი დღე,წელი მტკიოდა მეგონა უნდა მომსვლოდა,მერე ყელი დამიცჰირქდა და ერიტრომიცინი დავლიე 5 ცალი.
სანამ დავფეხმძიმდებოდი კი არა ერთი კვირის ორსული ვიქნებოდა,
ძალიან ვნერვიულობ მახინჯი არ დაიბადოს
იქნებ რამე იცოდეთ?


იცი რა, ჰკითხე გინეკოლოგებს secretary@medea.ge-ზე, მაგათმა მე საიტი გამაკეთებინეს, www-თი იწყება, გიპასუხებენ.

Posted by: makvala 14 May 2006, 23:47
მაგ მისამართზე secretary@medea.ge მეილი გავაგზავნე და რაღაცეები ვკითხე, ორი დღის შემდეგ მიპასუხეს. ხალხო იცნობთ ვინ არიან ამ კლინიკაში, ღირს რომ მივიდე? საიტზე ანალიზის ფასები ძვირიც არ არის მაგრამ კარგად კეთდება??

Posted by: Angelopulosi 16 May 2006, 11:38
მედულა როა მე-9-ში, გაგიგიათ ვინმეს, რამდენად საიმედო ცენტრია?

Posted by: makvala 16 May 2006, 19:22
QUOTE (Angelopulosi @ 16 May 2006, 11:38 )
მედულა როა მე-9-ში, გაგიგიათ ვინმეს, რამდენად საიმედო ცენტრია?

კი, მაგრამ მანდ ონკოლოგები არიან და ძირითადად კიბოიანებს მკურნალობენ, თუმცა სხვა პაციენტებიც ჰყავთ. პრინციპში კაი სასტავია

Posted by: mze 17 May 2006, 16:20
ვუნ მეტყვის ზუსტად რამდენი კვირის ნაყოფი ჩანს ექოზე, ანუ ციკლის გადაცდენიდან რამდენიმე დღეში რომ გაიკეთო ექო ფეხმძიმობა დადასტურდება?

Posted by: makvala 17 May 2006, 20:12
QUOTE (mze @ 17 May 2006, 16:20 )
ვუნ მეტყვის ზუსტად რამდენი კვირის ნაყოფი ჩანს ექოზე, ანუ ციკლის გადაცდენიდან რამდენიმე დღეში რომ გაიკეთო ექო ფეხმძიმობა დადასტურდება?

კარგ აპარატებზე ვაგინალური გამოკვლევისას ციკლის გადაცდენიდან 3-4 დღეში ჩანს სანაყოფე პარკი, გულისცემა ფიქსირდება 5 კვირიდან (5 კვირა ბოლო ნორმალური მენსტრუაციის პირველი დღიდან უნდა აითვალო). ჯერ ორსულობის ტესტი იყიდე და გაიკეთე, თუ არ იცი როგორ გააკეთო, სადმე გინეკოლოგს ან ლაბორატორიას გააკეთებინე. თუ ტესტი დადებითია ექოზე დაუყოვნებლივ წადი, გარე ორსულობა არ იყოს, ოღონდ წესიერ კლინიკაში, სადაც ვაგინალური ექო კეთდება

Posted by: Angelopulosi 18 May 2006, 12:26
მკერდის კიბოს პირველი სტადიის მკურნალობის შემდეგ არის შანსი რომ ის საშვილოსნოზე გაჩნდეს/გადავიდეს?

Posted by: makvala 18 May 2006, 13:55
QUOTE (Angelopulosi @ 18 May 2006, 12:26 )
მკერდის კიბოს პირველი სტადიის მკურნალობის შემდეგ არის შანსი რომ ის საშვილოსნოზე გაჩნდეს/გადავიდეს?

პრაქტიკულად ნულია, თუ მართლაც პირველი სტადია იყო და მკურნალობა სწორად ჩატარდა. თუმც 6 თვეში ერთხელ გამოკვლევები მაინც საჭიროა ძუძუსი და საშვილოსნო–საკვერცხეებისაც რამდენიმე წლის განმავლობაში

Posted by: Angelopulosi 18 May 2006, 14:10
QUOTE (makvala @ 18 May 2006, 13:55 )
QUOTE (Angelopulosi @ 18 May 2006, 12:26 )
მკერდის კიბოს პირველი სტადიის მკურნალობის შემდეგ არის შანსი რომ ის საშვილოსნოზე გაჩნდეს/გადავიდეს?

პრაქტიკულად ნულია, თუ მართლაც პირველი სტადია იყო და მკურნალობა სწორად ჩატარდა. თუმც 6 თვეში ერთხელ გამოკვლევები მაინც საჭიროა ძუძუსი და საშვილოსნო–საკვერცხეებისაც რამდენიმე წლის განმავლობაში

რამდენადაც ვიცი, ყველა გამოკვლევა სწორად უკეთდება, 6 თვეში ერთხელ. ანუ, გამორიცხულია.. ნუ თითქმის 2kiss.gif

Posted by: mze 18 May 2006, 17:36
QUOTE
makvala

QUOTE
ოღონდ წესიერ კლინიკაში, სადაც ვაგინალური ექო კეთდება


თუ შეგიძლია ვინმე წესიერი მირჩიო. ტატიშვილთან კეთდება? "მედლაინში" მათითაშვილია კარგი მაგრამ მაინცდამაინც ორშაბათს უნდა ჩაეწერო, ჰოდა ორშაბათს თუ ჩავეწერე 29 მაისს მომიწევს. 2kiss.gif smile.gif

Posted by: makvala 18 May 2006, 18:44
QUOTE (mze @ 18 May 2006, 17:36 )
QUOTE
makvala

QUOTE
ოღონდ წესიერ კლინიკაში, სადაც ვაგინალური ექო კეთდება


თუ შეგიძლია ვინმე წესიერი მირჩიო. ტატიშვილთან კეთდება? "მედლაინში" მათითაშვილია კარგი მაგრამ მაინცდამაინც ორშაბათს უნდა ჩაეწერო, ჰოდა ორშაბათს თუ ჩავეწერე 29 მაისს მომიწევს. 2kiss.gif smile.gif

იცი რა, სერგო მათითაშვილი გინეკოლოგიურ ექოში ნომერ პირველია, მაგრამ მართლაც დიდი რიგებია, ძვირიანი ცენტრებიდან დათო ტატიშვილის ცენტრში არ გირჩევ გინეკოლოგიურ ექოს გაკეთებას. კარგია იუნონაში ბადრი შარიქაძე, ჭავჭავაძის 60-შია, ინტერკლინიკაში აჩიკო ახმეტელი. ცენტრში ყველას ერთნაირი ფასი აქვს და ძვირია. თუ ნაკლებფასიან კლინიკებს ეძებ, გარეუბნებში უნდა მოძებნო. მე "მედეაში" ვიყავი და მომეწონა, დიდ დიღომში. ისე პირველ ქალთა კონსულტაციაშიც აქებენ გრეტა გაგოშიძეს.

Posted by: Irakli 21 May 2006, 17:38
ხალხნო აქ თქვენ ყველა აქებთ დავით გაგუას და მეც რატომღაც გადავწყვიტე მასთან წავიყვანო ჩემი მეუღლე....

ხომ არ იცით კლინიკის ტელეფონის ნომერი? ან სავარაუდო თანხა, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდე?

Posted by: makvala 21 May 2006, 20:40
QUOTE (Irakli @ 21 May 2006, 17:38 )
ხალხნო აქ თქვენ ყველა აქებთ დავით გაგუას და მეც რატომღაც გადავწყვიტე მასთან წავიყვანო ჩემი მეუღლე....

ხომ არ იცით კლინიკის ტელეფონის ნომერი? ან სავარაუდო თანხა, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდე?

ნამდვილად კარგი არჩევანია ირაკლი.გარდა იმისა,რომ თვითონ არის კარგი მეანი, კოლექტივიც დისციპლინირებული და კარგი ჰყავს და პირობებიც კარგია. ისე გაგუას სამშობიარო ძვირების კატეგორიაში გადის, მაგრამ აქ ფასი/ხარისხის შეფარდებაა კარგი. თუ სწორად მახსოვს 350 დოლარი ჯდება ფიზიოლოგიური მშობიარობა, რომელსაც პოლისის ფასი აკლდება. ტელეფონი არ ვიცი, შემიძლია გავიგო თუ ძალიან გინდა. ტერიტორიულად დიღომში ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს უკან არის მაგის სამშობიარო, ორიონი ჰქვია. ფოიეში უპრობლემოდ შეხვალ. ფასები ფოიეშივე იქნება გამოკრული.

ისე თუ ფინანსები მნიშვნელოვანია და იაფად გინდა კარგი, ამ შემთხვევაში თემური არაბიძის სამშობიაროს გირჩევ. მესაზღვრეთა ჰოსპიტალშია ბუდაპეშტის ქუჩაზე, მაგრამ თუ მანდ მიხვალ, აუცილებლად თემურმა ამშობიაროს.

Posted by: Irakli 21 May 2006, 21:17
makvala
დიდი მადლობა ამომწურავი რჩევისთვის!

Posted by: WOMAN IN LOVE 22 May 2006, 15:56
QUOTE
თემური არაბიძის

არ გამაგონოთ

Posted by: kuna 22 May 2006, 16:12
QUOTE
ხალხნო აქ თქვენ ყველა აქებთ დავით გაგუას

Irakli
თვითონ დათო კარგია, მაგრამ კლინიკის რა მოგახსენო............
მე დათო დავარშვილს გირჩევდი,ძლიერია.
ისე ამ ბოლო დროს მაგას ჭორების დაუყარეს, აღარ ვარგაო, სვამსო.....
არადა ისეთი პრობლემები აქვს გულზე რომ არანაირად არ შეიძლება მაგისი დალევა.......
და არც აპირებს თავის მოკვლას........
იმის თქმა რომ აღარ ვარგა, ვერ ვხსნი როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ის საქმე რომელსაც წლებია წარმატებით აკეთებდი.
რა ვიცი........

Posted by: WOMAN IN LOVE 22 May 2006, 16:19
Irakli
kuna
საერთოდ, ექიმის რჩევა დიდი რისკია...ახლობელს ვურჩიე, მივიდა ჩემი სახელით, რაღაცა არ მოეწონა, მერე ისიც უკმაყოფილო დამრჩა და ესეც.მაგის მერე თავს ვიკავებ.

Posted by: dadguna 31 May 2006, 17:22
ალექსანდრე პაპიტაშვილის შესახებ ვინმემ თუ იცით რამე დაწერეთ რა

Posted by: makvala 31 May 2006, 21:07
საშა პაპიტაშვილი ძველი ექოსკოპისტია, ხელობა იცის. აპარატი ჰქონდა დაძველებული, თუ არ გამოცვალა. ისე მაგაზე უკეთესი ექოსკოპისტები უკვე ბევრია

Posted by: dadguna 1 Jun 2006, 12:24
makvala
მირჩიე კარგი ექოსკოპისტი

Posted by: makvala 1 Jun 2006, 13:04
DADGUNA
თუ გინეკოლოგიური ექო გჭირდება, ქალაქში ნომერ პირველი სერგო მათითაშვილია (კლინიკა მედლაინი, ლეჩკომბინატი ჭავჭავაძეზე), ასევე ძალიან კარგია აჩიკო ახმეტელი ინტერკლინიკაში ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩების გადაკვეთაზე. კარგია ბადრი შარიქაძე და დათო ყალიჩავა "იუნონაში" - ჭავჭავაძის 60. ამათთან ყველასთან რიგებია და ფასიც მაღალია 30-35 ლარია. ცენტრის კლინიკებში ყველგან ეგეთი ფასებია, მაგრამ კარგები მხოლოდ ესენია.
უბნებში ორი კლინიკა ვიცი სადაც კარგი ექოსკოპისტები ჰყავთ - გრეტა გაგოშიძე პირველ ქალთა კონსულტაციაში, და თამუნა (გვარი არ მახსოვს) კლინიკა "მედეა" დიდ დიღომში. ამ ორში ფასები უფრო დაბალია რადგან ცენტრი არ არის, უბნის კლინიკები სხვები არცერთი არ მომწონს.
თუ სხვა ორგანოზე გინდა ექო, მითხარი და გეტყვი ვინ არიან მაგრები. შემიძლია მაგათი ტელეფონებიც მოგცე.


Posted by: dadguna 2 Jun 2006, 16:41
makvala
მათითაშვილი სნომერი ხო არ იცი ანუ რო ჩავეწერო იქაური ნომერი ? ან დათო ყალიჩავასი? წინასწარ რომელიმესთან ჩავეწერები ტერიტორიულად ორივე მაწყობს წინასწარ მადლობთ დახმარებისთვისsmile.gif

Posted by: mze 2 Jun 2006, 17:47
QUOTE
dadguna

მედლაინის" ნომერია 225769 ან 224417
ორშაბათს, რომ დარეკავ მეორე ორშაბათისთვის ჩაგწერენ, სასურველია დილის 9 საათსა და 30 წუთზე დარეკო,
ისე ციცხალი რიგიცაა, მაგრამ დაიტანჯები. მე ვიყავი სერგისთან და ძალიან კმაყოფილი ვარ


QUOTE
makvala

შეგიძლია მომილოცო, სერგო კი მართლა კარგი სპეციალისტი და პიროვნებაა.
* * *
კარგ ექიმს ხომ ვერ მირცევ, სერგოსნაირს, ან თუ იცი კობის ქუჩაზე, რომ სამშობიაროა იქ ვინ არის კარგი, თუ არ იცი მაშინ ნებიმიერი მიტხარი 2kiss.gif smile.gif baby.gif

Posted by: makvala 2 Jun 2006, 20:42
MZE

ვატყობ ორსულობა დადასტურდა, გილოცავ. თუ მაინცდამაინც კობის ქუჩაზე სამშობიაროში გინდა, მაშინ რაული მანგალაძეს გირჩევ, კარგია მამუკა ნემსაძეც და უსაფუძვლოდ შერისხული პატიკო მაჭავარიანიც. საერთოდ იცოდე, მესამე სამშობიაროში არიან ძლიერი მეანები და ქირურგები და სუსტი პედიატრები, ღმერთმა ნუ ქნას მანდ ბავშვს სერიოზული პრობლემა შეექმნას. საერთო სანიტარული მდგომარეობაც არ მომწონს. პირობები მანდ პრინციპში არ არის. მართალია ლუქსი პალატებიც გააკეთეს, მაგრამ შენობა ძველია, დერატიზაციაც გასაკეთებელია და დეზინსექციაც. თუ შენც და ბავშვიც ლუქსში იქნებით, კიდევ არაუშავს. თორემ იქ მიდის ვირთხების თარეში, ეზოში მორიელია, რომელიც სამანიპულაციოშიც არაერთხელ უნახიათ. ისე საცოდაობაა, მოუვლელია, თორემ მეანების სასტავით ალბათ საუკეთესო სამშობიაროა.

სადმე დადექი ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე, მართალია ვაუჩერი გაუქმდა, მაგრამ ზედამხედველობა საჭიროა. ვინც ჩამოგითვალე, მაგათთან ბოლოს უნდა მიხვედე, მშობიარობის წინ. თუ მაგ უბანში ცხოვრობ, იქვე კლინიკა მედლაინში სერგოს გვერდზე არის ძალიან კარგი ხათუნა კერესელიძე. რომელიც პატრონაჟს გაგიწევს. თუ სახლის ახლოს არ არის, რომელი ქალთა კონსულტაცია არის შენს ახლოს მითხარი და გეტყვი ვინც არის კარგი.

Dadguna
მობილურის ნომრებს ფორუმზე ვერ გამოვაქვეყნებ. მედლაინის ტელეფონები სწორია და იქ სერგო მათითაშვილი აგერ Mze-ც გიდასტურებს, ძალიან მაგარია. იუნონაში ჭავჭავაძის 60-ში არის ბადრი შარიქაძე 252038, დათო ყალიჩავა იუნონას ორთაჭალის ფილიალში მუშაობს, მე-4 სამშობიაროს შენობაში. 750727, 750797



Posted by: mze 3 Jun 2006, 11:19
makvala

PM ნახე, ანუ ახალ პირად გზავნილებში შედი, ზემოთ, იქ რაღაცეები მოგწერე და თუ არ შეწუხდები მიპასუხე, პატივისცემით :
mze
smile.gif 2kiss.gif

Posted by: Tsira 10 Jul 2006, 16:58
მენსტრუაციის პირველ დღეებში (3 დღე) ჭარბი სისხლდენა რამდენად ნორმალურია? ან ძირითადად რა მიზეზებითაა გამოწვეული? გინეკოლოგთან მისვლა და მკურნალობა ხომ არ არის საჭირო? იქნებ ვინმემ რჩევები მომცეს smile.gif

Posted by: Suleluka 10 Jul 2006, 17:13
Tsira
არა მგონია მკურნალობა იყოს საჭირო, წინა დღეებში და მენსტრუაციის დროს მოერიდე შოკოლადს, ყავას და სემიჩკას

Posted by: Tsira 10 Jul 2006, 17:25
suleluka
შოკოლადს იშვიათად ვჭამ, მზესუმზირას საერთოდ არ ვჭამ, ყავას არ ვსვამ, მაგრამ მაინც სისხლისგან ვიცლები ხოლმე user.gif

დაძაბულობა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკიც მოქმედებს ალბათ, სტრესი თავისას შვება . .

Posted by: natali kalandadze 10 Jul 2006, 17:40
ისე ერთ ჩემს მეგობარს 9 დღიანი მენსტრუაცია აქვს სტაბილურად. ეს ნორმალურია??
* * *
malkovich
რა ქენი შენ? რა გითხრა გინეკოლოგმა? ექოზე იყავი? ბავშვი ჯანმრთელია??? ბევრი კითხვა დავსვი მაგრამ დამაინტერესა

Posted by: Princess 11 Jul 2006, 14:15
Tsira
მეც იგივე პრობლემა მაქვს, ექიმთანაც ვიკავი კონსულტაციაზე ადრე და მითხრა რომ ეგ დარღვევა არაა, უბრალოდ ორგანიზმის თავისებურებებითაა გამოწვეული, ციკლის მოსვლამდე არ უნდა გადაიღალო, დატვირთვა არ შეიძლება, სითხე ბევრი არ უნდა მიიღო ციკლის დღეებშიც smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Jul 2006, 17:16
რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა ე.წ. ინტიმური გელები და სალფეტკები?

Posted by: წრიპა 11 Jul 2006, 20:13
მე როგორც ვიცი არ არის რეკომენდირებული sad.gif .

ამას წინათ ერთ-ერთ რუსულ ჟურნალში ყოფილა სტატია ჰიგიენურ პაკეტებზე, რომელიც ჟელეს შეიცავს sad.gif.

Posted by: Solveig 11 Jul 2006, 21:20
makvala

QUOTE
დათო ყალიჩავა

ასე გაიქაჩა? 5 წლის წინ აპარატთან იჯდა, მაგრამ არაფერი არ იცოდა.

თამარა იაშვილი?

Posted by: @maka@ 11 Jul 2006, 21:28
იცით რა მაინტერესებს? ჰერპესი მაქვს, ოღონდ მარტივი, გაციების მერე სახეზე მქონდა რამდენჯერმე, ეხლა მალე გათხოვებას ვაპირებ, შესაბამისად ბავშვის გაჩენასაც, ხოდა დამაშინეს ეგ ციტომეგალოვირუსია და შეიძლება ვერც დაფეხმძიმდეო, რამდენად მართალია? რამდენადაც ვიცი არსებობს სასქესო ორგანოების ჰერპესიც თუ რაღაც ეგეთი, ხო? მე ეგ არ მჭირს. აუ მითხარით თუ იცით ვინმემ, თორემ დავიღუპე sad.gif

Posted by: roo 11 Jul 2006, 21:48
QUOTE (@maka@ @ 11 Jul 2006, 21:28 )
იცით რა მაინტერესებს? ჰერპესი მაქვს, ოღონდ მარტივი, გაციების მერე სახეზე მქონდა რამდენჯერმე, ეხლა მალე გათხოვებას ვაპირებ, შესაბამისად ბავშვის გაჩენასაც, ხოდა დამაშინეს ეგ ციტომეგალოვირუსია და შეიძლება ვერც დაფეხმძიმდეო, რამდენად მართალია? რამდენადაც ვიცი არსებობს სასქესო ორგანოების ჰერპესიც თუ რაღაც ეგეთი, ხო? მე ეგ არ მჭირს. აუ მითხარით თუ იცით ვინმემ, თორემ დავიღუპე sad.gif

ციტომეგალოვიურუსი და ჰერპესვირუსი სხვადასხვა რამეა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიკეთო ანალიზები (რომ დაადგინო ზუსტად რა გჭირს) და მეან-გინეკოლოგთან კონსულტაცია გაიარო, თუ გყავს ისეთი მეანი რომელთანაც მშობიარობას აპირებ ჯობია იმასთან.

ჰერპესი (დამოკიდებული მის ტიპზე) გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვზე როგორც მუცლადყოფნის პერიოდში ასევე მშობიარობის დროს ამიტომაც თუ არ ვცდები აქტიური გენიტალური ჰერპერის დროს საკეისროს აკეთებენ, მაინც ჯობია უფრო კომპეტენტური პირისაგან მიიღო ინფორმაცია, მნიშვნელობა აქვს ასევე ორსულობის დროს ჩატარებულ მკურნალობას იმიტომ რომ ბევრი წამალი ზეგავლენას ახდენს ბავშვზე მუცლადყოფნის დროს.

მოკლედ ჯობია ანალიზები გიკეთო და კარგ მეანგინეკოლოგს და ინფექციონისტს ეჩვენო, რო ბავშვზე გადადების და მშობიარობის გართულების რისკი ზუსტად შგიფასონ და თუ რამეა გიმკურნალონ

Posted by: @maka@ 12 Jul 2006, 00:34
roo
დიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა 2kiss.gif მე თვითონ სამედიცინოზე ვსწავლობ და ვიცი რომ ციტომეგალოვირუსი სულ სხვა რაღაცაა, მაგრამ ტვინი გამიბურღეს. როგორც ვიცი ჰერპეს ვირუსი 7 ტიპისაა, მე მარტივი მაქვს, ერხელ გავცივდი და მაშინ დამემართა, თუმცა ყოველგვარი გართულებების გარეშე, ძალიან პატარაზე და 3 დღეში გაქრა. დერმატოლოგს ვაჩვენე და ეგ არაფერია ქორწილამდე გაგივლისო smile.gif
მოკლედ ჯერ მოვიცდი კიდევ, რავიცი არამგონია ესე საშიში იყოს ჩემი მდგომარეობა... რავიცი რავიციsmile.gif

Posted by: makvala 12 Jul 2006, 08:56
@maka@

არის ჰერპეს სიმპლექს ვირუსი I და II ტიპის, კარგი იქნება გაარკვიო რომელია. ყველაზე ნაღდი პჯრ (PCR) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით დგინდება. არის კიტი რომელიც უჩვენებს რომელი ამ ვირუსთაგანია. ხილიანზე რომ ბავშვთა ინფექციურია, იქ არის დნმ დიაგნოსტიკის ლაბორატორია, იქ აკეთებდნენ მაგას. ფასიც ნაკლებად გაბერილია, ვიდრე სხვაგან. იმუნოფერმენტულ ანალიზს არ ენდო. IgG შეიძლება დიდხანს დარჩეს სისხლში, თან ჯვარედინა რეაქციებიც არ არის გამორიცხული...


Solveig

5 წლის წინ დათო ყალიჩავა იყო ახალგამომცხვარი ექოსკოპისტი, რომელიც სერგო მათითაშვილის ხელმძღვანელობით მუშაობდა. დღეს სულ სხვაა. მაშინაც და დღესაც ექო რაღაც განსაკუთრებულ რანგშია აყვანილი თბილისში და მის მნიშვნელობას ბერავენ კლინიცისტი ექიმები, ალბათ თავიანთი უვიცობის გამო. ხშირად კლინიცისტი გინეკოლოგები ექოსკოპისტისაგან მზა დიაგნოზს ითხოვენ, რაც სწორი არ არის. მოკლედ რომ ვთქვათ ექოსკოპისტის საქმეა აღწეროს დეტალურად რას ხედავს. დათო 5 წლის წინაც ზუსტად აკეთებდა ამ აღწერას, მაგრამ სავარაუდო დიაგნოზებს არ უწერდა კლინიცისტებს (მალადოი ეშჩო), ამის გამო ზოგიერთები უკმაყოფილო იყვნენ. შემდეგ დაიწყო და მე თუ მკითხავ აშავებს. მართალია პასუხში ყოველთვის წერს "სავარაუდოა ...", ან "შეიძლება საჭირო გახდეს ამა–და ამ სპეციალისტის კონსულტაცია". მაგრამ კლინიცისტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა არის სავარაუდო და ვისი კონსულტაციაა საჭირო დამატებით ან კიდევ რა გამოკვლევები უნდა დაინიშნოს. ბევრი ექიმი იმის გამო, რომ ან ვერ აზროვნებს, ან ტვინის განძრევა არ სურს, ექოსკოპისტის ასეთ მითითებას ბრმად ემორჩილება, თუმცა ექოს პასუხი მას ამას სულაც არ ავალდებულებს.

შენ თუ რაიმე ფაქტი იცი, სადაც ყალიჩავამ არასწორი დასკვნა დაწერა, იქნებ გამოაქვეყნო პასუხიანად, ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მაგ უბანში მცხოვრები რომ მეკითხება კარგ ექოსკოპისტს, ყალიჩავასთან ვუშვებ. აქამდე პრობლემა არ მქონია, მაგრამ თუ მიქარავს ჯვარი კი არ მაქვს მაგაზე დაწერილი....

მოსარიდებელი არაფერია, აგერ აჩიკო ახმეტელზე სხვა თემაში რამხელა უკმაყოფილებაა გამოთქმული...

თამარ იაშვილი – ხელობა ნამდვილად იცის, თუმცა ექოსკოპისტიც თვითონ არის და ქირურგიც... სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ. მე მგონი მიხვდი, რასაც ვგულისხმობ...

Posted by: @maka@ 12 Jul 2006, 14:39
makvala
მადლობთ 2kiss.gif აუცილებლად გავიკეთებ, ფასს არააქვს მნიშვნელობა, მთავარია სწორი დიაგნოზი დამისვან და კიდე რამე არ ამკიდონ smile.gif

Posted by: ikebana 12 Jul 2006, 21:23
makvala
QUOTE
ყველაზე ნაღდი პჯრ (PCR) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით დგინდება

რისი ანალიზი კეთდება? სისხლი, ცერვიკალური სითხე....
შეიძლება რომელიმე ტიპმა უშვილობა გამოიწვიოს?

Posted by: Solveig 12 Jul 2006, 21:39
QUOTE
შენ თუ რაიმე ფაქტი იცი, სადაც ყალიჩავამ არასწორი დასკვნა დაწერა, იქნებ გამოაქვეყნო პასუხიანად, ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მაგ უბანში მცხოვრები რომ მეკითხება კარგ ექოსკოპისტს, ყალიჩავასთან ვუშვებ. აქამდე პრობლემა არ მქონია, მაგრამ თუ მიქარავს ჯვარი კი არ მაქვს მაგაზე დაწერილი....


მე ვთქვი, 5 წლის წინ მეთქი. მაშინ სრული არაპროფესიონალივით იქცეოდა, თითქოს პირველად იჯდა ექპსკოპიის აპარატთან. ახლა იქნებ გამოსწორდა, რა ვიცი..


QUOTE
დათო 5 წლის წინაც ზუსტად აკეთებდა ამ აღწერას,

smile.gif

QUOTE
სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ. მე მგონი მიხვდი, რასაც ვგულისხმობ...


ანუ არცერთად არ ვარგა? მე რაც ვიცი, შედეგები არ აქვს ცუდი არცერთ ფრონტზე და აქედან გამომდინარე..

აგერ ვანო მგალობლიშვილზეც ერთი ამბავი იყო ატეხილი, მაგრამ დედაჩემის შემთხვევაში მაგ კაცმა ფეხი წაიტეხა..ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უბრალოდ, თავში ჰქონდა ავარდნილი. თუმცა ეს მარტო მისი კი არა, ბევრის პრობლემაა.

Posted by: makvala 12 Jul 2006, 23:52
Solveig

რა გითხრა, ქცევა და სიდინჯე წლებთან ერთად მოდის. თუ ქცევის მეტი არაფერი დააშავა კიდე არა უშავს. ისე ნაკლი მეც შევამჩნიე ქცევაში - ყალიჩავა მაგარი ღრმა მეგრელია და ზოგჯერ გურულ ორსულებს არ მოსწონთ ხოლმე.

QUOTE
ანუ არცერთად არ ვარგა? მე რაც ვიცი, შედეგები არ აქვს ცუდი არცერთ ფრონტზე და აქედან გამომდინარე..


არა ეგ არ მიგულისხმია, თვითონ ქირურგი რომაა, მისი ექოს დასკვნები ოპერაციისაკენ უბერავს, არ ვიცი შეგნებულად, არ ვიცი თავისდაუნებურად. ხომ იცი ქირურგს დანისაკენ გაურბის ხელი. ამ დროს ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როცა პაციენტი, რომელსაც ექოს შემდეგ ოპერაცია ურჩია, ოპერაციის გარეშეც მშვენივრად დაემორჩილა კონსერვატიულ მკურნალობას...

რაც შეეხება ვანიჩკას, მართლა მაგარია. ჩიკაგოშიც მუშაობდა ექიმად ინ ვიტროს ცენტრში. თავში ავარდნის რა მოგახსენო, ეგ ის ტიპაჟი არაა და არც იმ ასაკშია, თავში რომ უვარდებათ.

სერიოზული ნაკლი კი მაგასაც აქვს – წრუპვა უყვარს, კონიაკის. ლამის ყოველ საღამოს წრუპავს და მერე დილას მიდის სამსახურში გვიან. თუმცა მთვრალი ვანო სჯობია ფხიზელ ჟორდანიას ინსტიტუტს ყველას ერთად.

დედას რა შეემთხვა, კარგს იზამ თუ გამაგებინებ, მოსარიდებელი არაფერია, ხომ ხედავ არავის და არფერს არ ვერიდები, მორიდება, კომპრომისები, ანგარიშგაწევა, ექიმთა კრუგავაია პარუკა თუ ქურდული გაგებით არჩაშვება რეალშიც მყოფნის.

თუ მაინდამაინც ფორუმზე არ გინდა დაწერა, პმ–იც ხომ არის....ინფორმაცია ნეუდაჩებზე ყოველთვის საჭიროა, თბილისში ვინ რას ამახინჯებს სიმართლეს ვერაფერს გაიგებ....



ikebana

თუ ჰერპესი გაქვს მხედველობაში, მისი PCR დიაგნოსტიკა შეიძლება სისხლშიც და ნაცხშიც. უნაყოფობის მიზეზი კი ჰერპესი არ არის.

Posted by: Solveig 13 Jul 2006, 00:10
QUOTE
ყალიჩავა მაგარი ღრმა მეგრელია და ზოგჯერ გურულ ორსულებს არ მოსწონთ ხოლმე.


არა, იმ შემთხვევაში არც ორსული იყო და არც გურული biggrin.gif
QUOTE
თვითონ ქირურგი რომაა, მისი ექოს დასკვნები ოპერაციისაკენ უბერავს, არ ვიცი შეგნებულად, არ ვიცი თავისდაუნებურად. ხომ იცი ქირურგს დანისაკენ გაურბის ხელი.


რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როცა კონსერვატულ მკურნალობას მიმართა..smile.gif

Posted by: makvala 13 Jul 2006, 00:47
Solveig

მე ის არ მითქვამს რომ კონსერვატიულ მკურნალობას საერთოდ არ მიმართავს მეთქი, არამედ ის რომ ზოგჯერ ოპერაციას აკეთებს, როცა ამის აუცილებლობა არ არის...

რაც შეეხება ვანიჩკას, თუ ფაქტებს გამაგებინებ რატომ ხარ მისით უკმაყოფილო, კარგს იზამ. თუ არ გინდა ნება შენია...


Posted by: @maka@ 13 Jul 2006, 16:02
QUOTE
აგერ ვანო მგალობლიშვილზეც ერთი ამბავი იყო ატეხილი, მაგრამ დედაჩემის შემთხვევაში მაგ კაცმა ფეხი წაიტეხა..ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უბრალოდ, თავში ჰქონდა ავარდნილი. თუმცა ეს მარტო მისი კი არა, ბევრის პრობლემაა.

დეიდაჩემს კი ბავშვი გააჩენინა, ციტომეგალო ვირუსი ქონდა და 2 ბავშვი მუცელში მოუკვდა, ვანოსთან იმკურნალა 2 წელი და ეხლა ძალიან საყვარელი დეიდაშვილი მყავს. ისე დეიდაჩემმა თქვა ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვარს და ცოტა გამოშტერებულიაოsmile.gif 2 წელი დადიოდა და ყოველ მისვლაზე ეკითხებოდა პირველად ხართო?! smile.gif

Posted by: FeFo 14 Jul 2006, 14:09

მშობიარობის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება ვარჯიშის დაწყება ტრენაჟOრებზე?

Posted by: nuca19 16 Jul 2006, 15:18
რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა ე.წ. ინტიმური გელები და სალფეტკები?

იცით რა მაინტერესებს არსებობს თუ არა რაიმე პრეპარატი , რომელიც რამდენიმე დღით დააყოვნებს მენსტრუაციული ციკლის მოსვლას? ძალიან მჭირდება, სულ ოდნავ მაინც... იქნებ დამეხმაროთ
მხოლოდ ერთხელ რო გამოვიყენო

Posted by: natali kalandadze 17 Jul 2006, 11:24
Solveig
ტომა ანუ თამარა იაშვილი მე პირადად ძალიან მომწონს... და რაც შეეხება მის მიდრეკილებას ოპერაციებზე რა ვიცი, მთლად ვერ დაგეთანხმებით, აი ჩემს შემთხვევაში მაგალითად პირიქით იყო, ერთხელ მითხრა საღამოობით ისეირნეო და არაფერი არ გინდაო, გინეკოლოგთან მივედი და 6 წამალი გამომიწერა, მეორედ თამარამ მითხრა ბე ჯგუფის ვიტამინები სვი და სუფთა ჰაერზე ისეირნეო და გინეკოლოგმა გადასხმები და ათასი უბედურება დამინიშნა... ვერ ვხვდები რატომ განსხვავდება პასუხები, ალბათ იმიტომ რომ გინეკოლოგი თავის იზღვევს რომ მერე პასუხი მას არ მოვთხოვო და ყველაფერს მინიშნავს რაც გაახსენდება....


* * *
აუ ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ "იუნონაში" ვისთან მივიდე ექოზე? ძალიან ბევრთან ვარ ნამყოფი და..

მოკლედ, თამარა ძალიან სამედიცინო კუთხით აკეთებს ექოს, დაჟე სქესზეც თავს იკავებს, მარტო პათოლოგიებს ნახულობს
ამირან გურგენიძესთან ვიყავი და დაჟე სახეზე არ შემოუხედია ისე ვეკიდე, მისთვის სულერთი იყო იქ ვინ იწვა, ეგეთი ზომბი ექიმი არ მინდა.

ხოდა მჭირდება ადამიანი ვინც გიჟად არ ჩამთვლის თუ ჩემს ბაიას ეკრანზე მოვეფერები, და იუნონაში არის მსგავსი ვინმე? ცოტა ახალგაზრდა, სასურველია მდედრი, თან მინდა ვიდეო ჩანაწერი გავაკეთო ,ამრტო გულისცემის კი არა, საერთოდ ბაიას ვიდეო მინდა, თავისი სურათებით.. მოკლედ ველი რჩევებს თქვენგან. გელოდებით

Posted by: FeFo 17 Jul 2006, 12:43
QUOTE
მინდა ვიდეო ჩანაწერი გავაკეთო ,ამრტო გულისცემის კი არა, საერთოდ ბაიას ვიდეო მინდა, თავისი სურათებით.. მოკლედ ველი რჩევებს თქვენგან. გელოდებით
---ვიდეოს აკეთებენ ჯანმრთელობის სახლში პირველ საავადმყოფოს(არამიანცის საავადმყოფოში, ღირს 50 ლარი) , თუმცა ----- მე რომ გადავუღე სურათი და დავინახე ბავშვის შეშუპებული სახე კინაღამ გული გამისკდა და მინდა გითხრა რომ საკმაოდ უსამოვნო სანახავია.

Posted by: natali kalandadze 17 Jul 2006, 14:17
FeFo
კაკრაზ ჯანმრთელობის სახლში იყო რომ გურგენიძემ ზედ არ მომხედა, თან ჩემი ქმარიც არ შეუშვეს, სად გვაქვს გართობის დროო.. არამიანცში ვაპირებ მშობიარობას მაგრამ მანდ მაგას არ აკეთებენ. სურათი კი გავაკეთე მაგრამ ვიდეო მინდა.. და სურათზე სულაც არ შემშინებია smile.gif

Posted by: pudelblack 18 Jul 2006, 02:31
natali kalandadze
QUOTE
სურათი კი გავაკეთე მაგრამ ვიდეო მინდა..

სულ რაღაც 3 თვეში ეგ ვიდეო და სურათები არც გაგახსენდება smile.gif ისე ეხლა უნდა ვანხო ისევ ფოტოები smile.gif

Posted by: Portugal 18 Jul 2006, 09:04
natali kalandadze
QUOTE
აუ ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ "იუნონაში" ვისთან მივიდე ექოზე

მანდ ექოს ერთი ახალგაზრდა ბიჭი აკეთებს იმას არა უშავრს საშუალო დონის ექიმია, მაგრამ საერთოდ "იუნონას" არანაირად არ გირჩევ, მანდ რო დებილი ექიმები არან ეგეთს სანთლით ვერ იპოვი!!! სადაც შემეძლება ყველასთან გავუწევ ანტირეკლამას! მიტომ რომ ნამდვილად ძალიან შეუძლიათ რომ გაგამწარონ!

Posted by: bochita 18 Jul 2006, 09:52
მე ლადო კახაძეს ძალიან ვენდობი და ადამიანურადაც მაგარი ადამიანია, ერთი მისვლაც საკმარისია რომ ჩათვალო რომ შენი მაგარი ახლობელია . კონსულტაციაში რომ გამაგიჟეს არიქა და ჰემატომები გაქვსო ლადოსთან გავიქეცი ეგრევე და მითხრა არანაირი ჰემატომა პატარა ვაკუოლაა და გაქრებაო. მართლაც 2 კვირაში აღარ იყო.

Posted by: natali kalandadze 18 Jul 2006, 14:03
რა ვიცი აბა... ისევ ტატიშვილს მივაკითხავ მაშინ smile.gif

Posted by: pisaso 18 Jul 2006, 15:54
natali kalandadze
ისე ძალიან მომეწონა ახმეტელი წადი მაგასთან? ინტერკლინიკაშია ვაკეში

Posted by: natali kalandadze 19 Jul 2006, 12:47
pisaso
ვიდეოს გამიკეთებს? და ფასი?

Posted by: Miss_T 24 Jul 2006, 22:21
ძვირფასო გინეკოლოგებო.

მინდა კითხვით შეგაწუხოთ, რომლითაც ალბათ არაერთს შეუწუხებიხართ.

აი საქმე რაშია: სექსუალური აქტის დაწყებისას მტანჯავს ძლიერი ტკივილი. ანუ შესვლისას. შემდეგ ყუჩდება ეს ტკივილი აქტისას, მერე კი წვის შეგრძნება მაქვს. გათხოვილი ვარ 8 თვეა, აქედან 4 თვე პაუზა მქონდა, ყოველთვის ასე იყო.

ვიყავი გინეკოლოგთან, დამიდგინა სოკო და ტრიხამონა და ვიმკურნალე, განმეორებითი ანალიზი ვეღარ შევძელი.

რის გამო შეიძლება ეს იყოს და რა შეიძლება ვიღონო ექიმის გარეშე?? ნუ თვითმკუნრნალობას არ ვაპირებ, მაგრამ რამე , რომ გავაუმჯობესო რა..

Posted by: makvala 24 Jul 2006, 22:57
დისტანციურად შეუძლებელია რაიმეს რჩევა, გინეკოლოგმაც უნდა გნახოს და სექსოპათოლოგმაც. ამასთან ერთმანეთთან შეათანხმონ თავიანთი მოსაზრებები.

Posted by: djindjidrinji 25 Jul 2006, 06:30
Miss_T

საკმარისად არ სველდები ეტყობა. მიდი აფთიაქში და ლუბრიკანტი იყიდე.

Posted by: Miss_T 28 Jul 2006, 11:17
djindjidrinji


ლუბრიკანტი რა არის, უკაცრავად უვიცი ვარ. და დასველება მაინცდამაინც აღგზნებაზეა დამოკიდებული???

და მაგის გარდა პრობლემა სხვა არ შეიძლება იყოს?

გმალობთ smile.gif

Posted by: Internet_Contraband 28 Jul 2006, 11:29
Miss_T
QUOTE
ლუბრიკანტი რა არის, უკაცრავად უვიცი ვარ.

სპც.სითხე.

QUOTE
დასველება მაინცდამაინც აღგზნებაზეა დამოკიდებული???

კი

QUOTE
და მაგის გარდა პრობლემა სხვა არ შეიძლება იყოს?

მე არ ვიცი, წეწეეშნიკი ვარ და აქ შემთხვევით შემოვეხეტე, ექიმები მოვლენ და გეტყვიან.

Posted by: nuca19 10 Aug 2006, 21:45
მაინტერესებს როდის არის ყველაზე მაღალი შანსი დაფეხმძიმების, მენსტრუაციის დამთავრებიდან მერამდენე დღეს
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ

Posted by: ikebana 10 Aug 2006, 21:52
nuca19
ამაზე პასუხს ალბათ მაყვალა გაგცემს ყველაზე უკეთ smile.gif

Posted by: nini_111 10 Aug 2006, 22:12
თუ ორსულად ხარ მესერგო მათითაშვილთან გირჩევ მისვლას, ფანტასტიური ექიმია იუნონაში ისე შემაშინეს
არ გირჩევ, მაგარი უვიცი ხალხია.(ლეჩკომბინატი-ვაკე)
რაც შეეხება ციტომეგალოვირუსს ჩემს დაქალს ქონდა მაგრამ ანგელოზივით ბავშვი გააჩინა, თანაც რაც მთავარია
ჯანმრთელი.
მოკლეთ ყველაფერი შენს ორგანიზმზეა დამოკიდებული.

Posted by: ikebana 10 Aug 2006, 22:15
nini_111
ვაკის ლეჩკომბინატში არაა იუნონა spy.gif

Posted by: makvala 10 Aug 2006, 22:44
nuca19

ამ შეკითხვის მიზეზი შეიძლება იყოს
1. ორსულობისაგან თავდაცვის სურვილი
2. უშვილობა

თუ შენ ალბათ ორსულობისაგან თავდაცვის მიზნით სვამ ამ შეკითხვას. მოდი ამ დღეებზე ნუ იფიქრებ და კალენდარული წესით თავს ნუ დაიცავ. რაიმე სხვა მეთოდი შეარჩიე შენს ექიმთან ერთად.

დაფეხმძიმების შანსი ყველაზე მაღალი ოვულაციის დღეებშია (საშუალოდ მე-12-13 დღე), თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ სპერმატოზოიდი ქალის ორგანიზმში 5 დღე-ღამე შეიძლება ცოცხალი დარჩეს,
მე მგონი ხვდები, რომ ციკლის შუა ორი კვირა დაორსულების უფრო ალბათური პერიოდია

გარდა ამისა, არსებობს ე.წ. ოვულაციის ტესტი, რომლითაც შეიძლება ზუსტად განვსაზღვროთ სავარაუდო ოვულაციის დღე, თუმცა ამ ტესტის დადებითობა არის ოვულაციის აუცილებელი და არა საკმარისი პირობა. ტესტი საკმაოდ ძვირია და მის გამოყენებას უფრო უშვილო ქალებს ვურჩევთ, ვიდრე ორსულობისაგან დაცვის მსურველებს.

საქმე იმაშია, რომ სქესობრივი კავშირისას ძლიერი ორგაზმის მომენტში, შეიძლება მოხდეს ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ზალპისებური გამოყოფა და ამან გამოიწვიოს კვერცხუჯრედის მომწიფება ციკლის ნებისმიერ დღეს. ამიტომ ორსულობისაგან დაცვის კალენდარული მეთოდი მიჩნეულია არასაიმედოდ და აღარ ხდება მისი რეკომენდირება ქალბატონებისათვის.

თუ უშვილობის პრობლემა გაქვს, მაშინ...
ბევრი გამოკვლევებია გასაკეთებელი, ყოველ შემთხვევაში ფოლიკულის მონიტორინგი მაინც დასაწყისისათვის და მეუღლის სპერმის ანალიზი. ერთი სიტყვით ექიმთან ვიზიტია საჭირო

თუმცა დიდი ხნის უშვილოს არ ჰგევხარ, ისინი ასეთ მარტივ შეკითხვებს არ სვამენ, როგორც წესი...

* * *
nini_111
QUOTE
თუ ორსულად ხარ მესერგო მათითაშვილთან გირჩევ მისვლას, ფანტასტიური ექიმია იუნონაში ისე შემაშინეს
არ გირჩევ, მაგარი უვიცი ხალხია.(ლეჩკომბინატი-ვაკე)


ნუ ჩქარობ, სასვენი ნიშნები დასვი და დინჯად დაწერე, თორემ ვერ გავიგეთ სად შეგაშინეს, სად არიან უვიცები და სად ჭკვიანები.

Posted by: Basher 10 Aug 2006, 23:53
რამდენად ნორმალურია ციკლის გრაფიქის დარღვევა! ხან 28 დღიანია ხან 29 ხანაც 35! საშიშია???

და ამ ბოლოს დილას დამეწყო და საღამოს შემიწყდა! შეიძლება რომ წამოსვლიდან სადღაც 12 საათში მენზი შეწყდეს.????

Posted by: makvala 11 Aug 2006, 08:40
Basher

ჩვეულებრივად ამით არ კვდებიან gigi.gif

ალბათ ჰორმონალური გამოკვლევა დაგჭირდება, კარგ ექიმს მიაკითხე აუცილებლად .

Posted by: Basher 11 Aug 2006, 10:32
QUOTE
makvala


მადლობა!:)

Posted by: IN LOVE 27 Aug 2006, 22:00
კარგი კეთილსინდისიერი გინეკოლოგი ვინმემ თუ იცით -ჭირივით მეზარება მანდ მისვლა - ერთხელ ვიყავი მარჯანიშვილზე ქალთა კონსულტაციაში მოზარდ მაყუებელთა თეატრთან მაგლა ქუჩაზე - ფუუუუუ სუფთა კომუნისტური წყობის დაწესებულებაა ჭუჭყიანი - ქალი იყო ბებო ვიღაცა ისე მიყურებდა თითქოს მილიონი დოლარი მოვპარე - არაFერი ისეთი არ მქონდა მაშინ პატარა ანთება - ეხლა მაინტერესებს მისვლა - ოღონდ იქ არაააააააააააააა

Posted by: ბაჩუკი 27 Aug 2006, 22:15
IN LOVE
მაყვალას დაუპიემე,ეგ არის გინეკოლოგი და გირჩევს რამეს ან ვინმეს

Posted by: Natuka NGN 27 Aug 2006, 22:18
სამედიცინო ფორმა ''ტესტში'' ვიცი ძალიან კარგი გიეკოლოგია, ლანა ჰქვია, გვარი არ ვიცი, ჩემი მეგობარი დადის მასთან.
ონიაშვილი ქ. 19 (კანდელაკის ქუჩის პარალელური, გაგარინის მოედნიდან მიხვალ)

Posted by: makvala 27 Aug 2006, 22:24
ტანკე,

რასაც ვამბობდი, ახალი თემა გახსნეს აუცილებლობის გარეშე. მაიაბით შეკითვები გინეკოლოგთან

IN LOVE

შენი პრობლემა განსაკუთრებული არ არის, თუ სოკოა და მეტი არაფერი.

მარჯანიშვილზე სადაც შენ იყავი, ორი ქალთა კონსულტაციაა, ერთ შენობაში. ერთი პირველ სართულზე - მე-3 კონსულტაცია, ერთიც მეორეზე - მე-5 ქალთა კონსულტაცია. მანდაც არიან ნორმალური ექიმები მაგ. ეთერი გვილავა მე-5 ში და ჭარხალაშვილი ლალი მე-3 ში. შენ პრობლემას მოუვლიან

რემონტი და პირობები შარშან არცერთს არ უვარგოდა, წელს არ ვყოფილვარ. ფორუმზე რეკლამას არ მიესალმებიან, ამიტომ თუ გინდა პმ-ში მომწერე სად ცხოვრობ და გეტყვი შენთან ახლოს, ან თუ გინდა მთელ ქალაქში სად არის კარგი პირობები და კარგი გინეკოლოგები.



Posted by: IN LOVE 27 Aug 2006, 22:25
Natuka NGN - სპასო

ბაჩუკი - ტოჟე სპასო - აქ ცუდად ვერკვევი როგორ ვიპოვო?

Posted by: makvala 27 Aug 2006, 22:51
IN LOVE

გეტყობა ახალი ხარ და პმ-ის გამოყენება არ იცი.

კარგი, რამდენიმე კარგ ვარიანტს ჩამოგიწერ, იმედია რეკლამაში არ ჩამითვლიან

1. Natuka NGN-მა რომ გირჩია ლანა, გვარად თვალიაშვილია, კარგია, ტესტში მუშაობს მე-4 სართულზე. ონიაშვილის 19 არ ვიცი, დაწესებულებაა თუ სახლში იღებს, მაგრამ ტესტი ასათიანზე იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შენობაში.
2. იუნონაში, ნინო ჭავჭავაძე, ჭავჭავაძის 60.
3. მედლაინში ხათუნა კერესელიძე, ჭავჭავაძის 5, მგონი ეხლა შვებულებაშია
4. ლაფორტუნადოში მაია ჯანელიძე, ოპერის უკან 13 პოლიკლინიკაში
5. პირველ ქალთა კონსულტაციაში ლარისა აბაკელია, თუმცა დაწესებულება ცოტა არ იყოს ჩაშვებულია და პირობების და ვიზუალური მხარის რა მოგახსენო
6. მადონა ჯუღელი, ჟორდანიას ინსტიტუტი და დავით ტატიშვილის ცენტრშიც მუშაობს,
7. "მედეა"-ში შორენა გოგოჭური, თუმცა შორია, დიდ დიღომში, I მიკროში
8. მე-3 სამშობიაროში მამუკა ნემსაძე, სასტუმრო საქართველოს გვერდზე, კობის ქუჩა

რა ვიცი, უცებ ესენი გამახსენდნენ, კარგი სხვაც ბევრია, შემიძლია საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც გირჩიო. ცენტრში ფასები მეტია, პერიფერიებზე ნაკლები.

პმ-ის ხმარება ისწავლე

Posted by: IN LOVE 27 Aug 2006, 22:54
makvala დიდი მადლობა - პმ-ში მოგწერე ვრცელი წერილი - ალბათ არ მოვდა

* * *
makvala
QUOTE
პმ-ის ხმარება ისწავლე
- მოგწერე მანდაც მარა ეტყობა რაღაც ნიტო გავაკეთე - მოკლედ ეს ტექსტი მოგწერე მანდ

გმადლობ - მე საბურთალოზე ვცხოვრობ - მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს - სადაც უკეთესი პრობები იქნება იქ მივალ - ეთერისთან ვიყავი კაკრაზ - ასაკოვანი ქალია - რომ გაიგო გათხოვილი არ ვარ ისე გაიკვირა კაცთან ცხოვრობო - თითქოს 15 წლის ვიყო - არადა 26 ვარ - ჯობდა ეგ არ მეთქვა - მარა ტყუილი რათ მინდოდა - ხომ არ დაუწყებდი ახსნას რომ 2 წელი ვხვდები ერთ და იგივე კაცს და ნოემბერში ქორწილი გვაქვს - ეს ისე გადახვევა ლირიული - უბრალოდ გამიტყდა რაღაც სხვანაირად შემომხედა - მერე დამხმარე ყავდა ვიღაცა ქალი - იმანაც ხო მოისმინა მთელი გამოკითხვები მომიწყვეს - და რა არ მომეწონა იცი - ინსტრუმენტები რაღაც - побрезговала я და რატომღაც წყალი ყავის მადუღარით აადუღეს და მერე იმავე მადურარით ყავას სვამენ - მოკლედ მაგრა არ მომეწონა სიტუაცია - თვითონ შეიძლება კარგი სპეციალისტია - მაგრამ მე არ დავევასე აშკარად sad.gif
QUOTE
გმადლობ - მე საბურთალოზე ვცხოვრობ  - მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს  - სადაც უკეთესი პრობები იქნება იქ მივალ - ეთერისთან ვიყავი კაკრაზ - ასაკოვანი ქალია - რომ გაიგო გათხოვილი არ ვარ ისე გაიკვირა კაცთან ცხოვრობო  - თითქოს 15 წლის ვიყო - არადა 26 ვარ - ჯობდა ეგ არ მეთქვა - მარა ტყუილი რათ მინდოდა -  ხომ არ დაუწყებდი ახსნას რომ 2 წელი ვხვდები ერთ და იგივე კაცს და ნოემბერში ქორწილი გვაქვს - ეს ისე გადახვევა ლირიული - უბრალოდ გამიტყდა რაღაც სხვანაირად შემომხედა - მერე დამხმარე ყავდა ვიღაცა ქალი - იმანაც ხო მოისმინა მთელი გამოკითხვები მომიწყვეს - და რა არ მომეწონა იცი - ინსტრუმენტები რაღაც - побрезговала я და რატომღაც წყალი ყავის მადუღარით აადუღეს და მერე იმავე მადურარით ყავას სვამენ  - მოკლედ მაგრა არ მომეწონა სიტუაცია - თვითონ შეიძლება კარგი სპეციალისტია - მაგრამ მე არ დავევასე აშკარად sad.gif 


Posted by: makvala 27 Aug 2006, 23:15
პმ–ზე მოგწერე, ნახე, აქ გავაგრძელებ

გინეკოლოგს ყველა ვარიანტში მოუწევს შენი ინსტრუმენტალური გასინჯვა და სულ ცოტა ნაცხის ანალიზი მაინც. ნუ თუ საბურთალოზე ხარ, ლანა ყველაზე ახლოა, პროსტო თბილისშია თუ არა არ ვიცი და ტესტის ტელეფონი არის 393170

სოკო როგორც პრობლემა დიდი არაფერი, თუმცა რეციდივები იცის, პროსტო მაგარი უსიამოვნოა...

Posted by: IN LOVE 27 Aug 2006, 23:26
makvala
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძალიან ყურადღებიანი ხარ 2kiss.gif პმ-ში მოგწერე რაღაცეები
QUOTE
სოკო როგორც პრობლემა დიდი არაფერი, თუმცა რეციდივები იცის, პროსტო მაგარი უსიამოვნოა...

მაგარი თან sleep.gif

Posted by: Natuka NGN 28 Aug 2006, 17:13
makvala
ტესტი გადავიდა ასათიანიდან ონიაშვილის 19-ში, კანდელაკის პარალელური ქუჩაა. ტელეფონი იგივე აქვს.

Posted by: tms 28 Aug 2006, 17:32
მიომაზე რას იტყოდით? მიომა საშვილოსნოს კედლის გარეთ, და როგორც ექიმი ამბობს ეს არაფერი არ არის, ანუ ასე მითხრა დღეს

Posted by: ტანკე 28 Aug 2006, 20:29
makvala
ცოტა მაცადე,სახლში ტელეფონის ხაზი გამიფუჭდა და ერთი კვირაა ნეტი არა მაქვს,ახლა ინტერნეტ კაფეში ვარ და წუთებს ვითვლი.როგორც კი ჩამერთვება ინტერნეტი სახლში,ეგრევე მოვუვლი მაგ საკითხს

Posted by: makvala 28 Aug 2006, 22:34
tms

არაფერი არ არის, ყოველთვის მასეც არ არის საქმე. ექიმს ალბათ რაიმე საფუძველი აქვს, როდესაც ამას ამბობს....

სუბსეროზული მიომა - მთავარია რა ზომებისაა და ზრდისაკენ მიდრეკილება არ ჰქონდეს. ექო თუ გაქვს ვაგინალურად გაკეთებული და დინამიკაში ნახე რომ არ იზრდება? მნიშვნელოვანია ასევე გეგმავ თუ არა ბავშვის გაჩენას...



Posted by: tms 29 Aug 2006, 00:38
makvala
მადლობა გამოხმაურებისთვის

ჰო ბავშვს ვაპირებ და დავიწყე ყველა გამოკვლევის გაკეთება და დღეს ულტრაბგერა რომ გამიკეთა მითხრა სუბსერეზული მიომააო მაგრამ არაფერია ისეთი, არაფერის მიზეზი არ გახდებაო. მერე ლიტერატურაც წავიკითხე და იქაც წერია სუბსერეოზული მიომა საფრთხეს არ წარმოდგენსო.. რა ვიცი ეს ექმი სწორედ უშვილობებზეა სპეციალიზირებული და ჩემმა პორადმა ექიმმა გამაგზავნა მაგასთან, გარდა ამისა ჩემმ ექმიმმაც იგივე მითხრა. ამ ეტაპზე ასეა და მერე ვნახოთ ჰორმონები რას აჩვენებს ან ლაპარასკოპია

Posted by: pisaso 29 Aug 2006, 11:03
tms
ვისთან იყავი თუ საიდუმლო არაა?

Posted by: tms 29 Aug 2006, 11:29
QUOTE (pisaso @ 29 Aug 2006, 11:03 )
tms
ვისთან იყავი თუ საიდუმლო არაა?

საიდუმლო ნამდვილად არ არის, უბრალოდ მე საქართველოში არ ვარ( გერმანიაში ვარ) და არ მგონია ექიმის გვარის თქმა რამე ინფორმაციის მომცემი იყოს smile.gif

Posted by: Portugal 29 Aug 2006, 11:47
nini_111
QUOTE
თუ ორსულად ხარ მესერგო მათითაშვილთან გირჩევ მისვლას, ფანტასტიური ექიმია იუნონაში ისე შემაშინეს
არ გირჩევ, მაგარი უვიცი ხალხია.(ლეჩკომბინატი-ვაკე)

გეთანხმები საშინელი უვიცი ექიმები ყავთ და კუდზეყავარგადებული!!!! მათითაშვილზე მეც მხოლოდ კარგი მსმენია!

Posted by: makvala 29 Aug 2006, 21:40
tms

აუ, შენ რა გითხრა, მე მეგონა სადმე ხუდადოვზე რომ ბოსელია და ქალთა კონსულტაციას ეძახიან, ან წერეთელზე რომ ბაბუშკა - გინეკოლოგები (ყველა თანამშრომელს შვილიშვილის შვილი ჰყავს უკვე) არიან იქ მკურნალობდი. როგორმე გერმანიაში საქართველოზე უკეთ მოგხედავენ ნამდვილად.

ცოტა ინგლისის სახელმწიფო კლინიკებია ჩაშვებული ექიმების დონით - სულ შავ-შავი ხალხია დელის, ყარაჩის და ბომბეის სამედიცინო ინსტიტუტ დამთავრებულები, ეხლა პოსლე რაზვალა სსსრ რუსები და ქართველებიც დაემატნენ და პოლნი კაიუგია, მაგრამ საშუალო დონით საქართველოს მაინც ბევრად სჯობია, ხოლო აპარატურით საერთოდ.

ნუ გერმანია გერმანიაა, ინგლისსაც სჯობია და საფრანგეთსაც, გურჯაანი არ არის გოო..

Posted by: tms 29 Aug 2006, 22:43
ჰო რა ვიცი მაყვალ, მე კი მაინც ვნერვიულობ დაsmile.gif თუმცა სამედიცინო პირობებზე საწუწუნო არ მაქვს და არც ინტრიგანი პაციენტი ვარ. ხვალ კიდევ მივდივარ, აცრებზეsmile.gif

ისე დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: ikebana 29 Aug 2006, 23:25
tms
რაზე გცრიან თუ საიდუმლო არაა?

Posted by: tms 29 Aug 2006, 23:32
QUOTE (ikebana @ 29 Aug 2006, 23:25 )
tms
რაზე გცრიან თუ საიდუმლო არაა?

მოკლედ ასე აქ, როდესაც მიდიხარ გინეკოლოგთან პირველ რასაც გეკითხება (განსაკუთრებით მაშინ თუ ბავშვს აპირებ) არის აცრების ისტორია. განსაკუთრებით წითელა აინტერესებთ გადატანილი გაქვს თუ არა. თუ აცრის ცნობას ( ანუ პასპორტს) ვერ აჩვენებ სისხლს აგიღებენ და დაადგენენ წითელაზე იმუნურობას. მე გადატანილი მაქვს და ანალიზმაც აჩვენა. იმ შემთხვევაში თუ არ ხარ იმუნიზირებული აკეთებნ აცრას და აცრიდან 3 თვის მანძილზე არ უნდა დაფეხმძიმდე. გარდა ამისა აცრას აკეთბენ დიფტერია -ტეტანუს- პოლიომიელიტზე, ერთი ნემსია. ერთხელ უკვე გამიკეთეს, ხვალ მეორედ აკეტებენ, ანუ პირველი ნემსიდან 4 კვირიდან მეორეა და მესამე 6 თვის მერე იქნება

მოკლედ ასეა ჩემო კარგო აცრების ამბები smile.gif

Posted by: Natuka NGN 29 Aug 2006, 23:37
tms
და წარმოუდგენელია ეს აცრა არ გქონოდა გაკეთებული აქ, პირველი აცრაა რითაც ბავშვებს ცრიან!!! საერთოდ არ აგქვს აცრები გაკეთებული? სთხოვე მოიძიონ შენი ანკეტა და იქ აუცილებლად იქნება თუ პოლიკნინიკაში გცრიდნენ.
მე შენს ადგილას ნამდვილად არ გავიკეთებდი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არანაირ რცევას არ გაძლევ, უბრალოდ ვამბობ, მე როგორ მოვიქცეოდი, იმიტომ რომ 6 წლის ასაკში ზუსტად მაგ აცრაზე უმძიმესი გართულება მომცა და იმის მერე ჩვენს ექიმებს ჩემთვის აცრა არ გაუკარებიათ, თუმცა არაფერი შემხვედრია და ჯანმრთელ ადამიანად ვიტვლები smile.gif

Posted by: ikebana 29 Aug 2006, 23:38
tms

კიდევ რა კეთდება თქვენთან დაგეგმილი ორსულობისთვის მომზადების წინაპერიოდში?


რატომ ბნელა ჩვენთან ისევ? ვინმე სადმე აკეთებს ასეთ აცრებს რომ გავიკეთო? სერიოზული ეჭვი მაქვს რომ არ ყველა აცრა არ გამიკეთებია.

Posted by: tms 29 Aug 2006, 23:42
QUOTE (Natuka NGN @ 29 Aug 2006, 23:37 )
tms
და წარმოუდგენელია ეს აცრა არ გქონოდა გაკეთებული აქ, პირველი აცრაა რითაც ბავშვებს ცრიან!!! საერთოდ არ აგქვს აცრები გაკეთებული? სთხოვე მოიძიონ შენი ანკეტა და იქ აუცილებლად იქნება თუ პოლიკნინიკაში გცრიდნენ.
მე შენს ადგილას ნამდვილად არ გავიკეთებდი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არანაირ რცევას არ გაძლევ, უბრალოდ ვამბობ, მე როგორ მოვიქცეოდი, იმიტომ რომ 6 წლის ასაკში ზუსტად მაგ აცრაზე უმძიმესი გართულება მომცა და იმის მერე ჩვენს ექიმებს ჩემთვის აცრა არ გაუკარებიათ, თუმცა არაფერი შემხვედრია და ჯანმრთელ ადამიანად ვიტვლები smile.gif

ჰო რა გითხრა აბა. ყველა აცრაც გაკეთბეული მაქვს და გადასატანიც გადატანილი. წითელა რომ გადატანილი მქონდა ამიტომაც აღარ დამჭირდა აცრა. ტეტანუს-დიფტერია-პოლიომილეტის კი აკეთებენ, სხვანაირად არ აიღებს ექიმი პასუხისმგებლობას დაsmile.gif და გარდა ამისა ადრე რაც საშვილიშვილო აცრად ითვლებოდა ახლა მთლად მასე არ არისsmile.gif

Posted by: ikebana 29 Aug 2006, 23:45
ხო კიდევ რა მაინტერესებს. დაბადებისთანვე რომ აკეთებენ რაღაც აცრას მკლავზე და მერე მრგვალ შრამად რომ ეტყობათ ეგ რისი აცრაა და თქვენ თუ გაქვთ? ახლა დავაკვირდი რომ ყველას აქვს ჩემს ირგვლივ და მე არ მაქვს. იქნებ არ გამიკეთეს და ეს შეიძლებოდა რამე ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი გამხდარიყო?

Posted by: tms 29 Aug 2006, 23:52
QUOTE (ikebana @ 29 Aug 2006, 23:38 )
tms

კიდევ რა კეთდება თქვენთან დაგეგმილი ორსულობისთვის მომზადების წინაპერიოდში?


რატომ ბნელა ჩვენთან ისევ? ვინმე სადმე აკეთებს ასეთ აცრებს რომ გავიკეთო? სერიოზული ეჭვი მაქვს რომ არ ყველა აცრა არ გამიკეთებია.

ჰო მოკლედ როგორ იყო ჩემი ამბავი:
პირველად რომ მივედი გინეკოლოგტან როგოც გითხარი გაარკვია აცრების საკითხი. გარკვეული ხნის მერე როცა მივედი და ვუტხარი ბავშვს ვაპირებ-მეთქი რეპროდუქციის ცენტრში. მოკლედ 1 წლის განმავლობაში ტუ არ დაფეხმძიმდი (პირვველად სტერილიზაცია) უკვე საჭიროა მიხედვაო ნუ საგანგაშო არ აეის მაგრამ მაინც. მე 1 წელი და ორი თვე უკვე და არ ვარ ფეხმძიმედ. და გარდა ამისა ორივეს უკტებენ გამოკვლევას, ანუ ცოლსაც და მარსაც. რეპროდუქციის ცენტრში პირველი რასაც გეკითხებიან ხარ ტუ არა დაქორწინებული ან დიდი ხნნის მანძილზე უნდა ცხოვრობდეთ ერტად, ისე არ ხდება უშვილობაზე მკურნალობა ეს იურიდული მხარე.

აკეთებენ ულტრა ბგერას. და მერე უკვე იწყბეა ჰორონალური ანალიზი. პირველი სისხლის არება ხდება მენსტრუაციის დაწყებიდან 3-5 დღეს, მეერ 10-12 დღეს. თუ ჰორმონები ნორმაშია მერე კეთდება ლაპარასკობია მილების გამტარებლობა რომ შემოწმდეს

smile.gif

Posted by: ikebana 29 Aug 2006, 23:55
tms
მილების გამტარობის შემოწმების სხვა მეთოდი არ არსებობს?

Posted by: tms 30 Aug 2006, 00:01
QUOTE (ikebana @ 29 Aug 2006, 23:55 )
tms
მილების გამტარობის შემოწმების სხვა მეთოდი არ არსებობს?

აცრებტან დაკავშირებით ნუ ნერვიულობsmile.gif

რაც შეეხება მილების გამტარებლობის შემოწმებას. არსებობს რამდენიმე მეთოდი ,ე.წ სპეციალიზირებული ულტრა ბგერა, რენტგენი(რასაც ძალიან იშვიათად აკეტებენ) და ოპერაციული ლაპარასკოპია. ულტრა ბგერა ზოგჯერ ვერ გამორიცხვას ეჭვს რომ მილები დახურულია და ამიტომ აკეთებენ ლაპარასკოპიას რომელიც ნარკოზის ქვეშ ოპერაციულად ტარდება
smile.gif

Posted by: makvala 30 Aug 2006, 00:11
tms

წითურა გადატანილი აქვს თუ არა, პაციენტთა უმეტესობამ არ იცის, ანტისხეულების შემოწმება რომ პაციენტს შესთავაზო, 99% ჩათვლის რომ უბრალოდ მოწველას უპირებ და წილში ხარ ლაბორატორიასთან, არადა ძალიან საჭიროა. ამის კულტურა საქართველოში არ არსებობს.

დიფტერია -ტეტანუს- პოლიომიელიტზე წესით აცრილი უნდა იყო, თუ რაიმე უკუჩვენება არ გქონდა.

ექო, ჰორმონები, მილების გამტარობას რაც შეეხება, ეგ ყველაფერი თბილისშიც კეთდება, უბრალოდ აქ კიდევ უნდა იცოდე ვის ენდო და სად გაიკეთო...

Posted by: Natuka NGN 30 Aug 2006, 00:15
QUOTE
დიფტერია -ტეტანუს- პოლიომიელიტზე წესით აცრილი უნდა იყო, თუ რაიმე უკუჩვენება არ გქონდა.

მეც მაგი ვთქვი, ეს პირველი აცრაა რომელსაც ჩვილს უკეტებენ ბცჟ-ს შემდეგ.

Posted by: ikebana 30 Aug 2006, 00:16
QUOTE
ხო კიდევ რა მაინტერესებს. დაბადებისთანვე რომ აკეთებენ რაღაც აცრას მკლავზე და მერე მრგვალ შრამად რომ ეტყობათ ეგ რისი აცრაა და თქვენ თუ გაქვთ? ახლა დავაკვირდი რომ ყველას აქვს ჩემს ირგვლივ და მე არ მაქვს. იქნებ არ გამიკეთეს და ეს შეიძლებოდა რამე ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი გამხდარიყო?

???

Posted by: tms 30 Aug 2006, 00:20
QUOTE (Natuka NGN @ 30 Aug 2006, 00:15 )
QUOTE
დიფტერია -ტეტანუს- პოლიომიელიტზე წესით აცრილი უნდა იყო, თუ რაიმე უკუჩვენება არ გქონდა.

მეც მაგი ვთქვი, ეს პირველი აცრაა რომელსაც ჩვილს უკეტებენ ბცჟ-ს შემდეგ.

კი მაქვს აცრილი მაგრამ მაინც ამცრეს და ხვალ კიდევ მცრიან და რა ვუყო აბაsmile.gif ხო უბრალოდ გრიპის ფონზე არ აგცრიან და მიტხრეს შეიძლება სიცხემ მოგცესო და ამცრეს მარცხენა ხელზე რომ შეიძლება გტკიოდეს მარჯვენა და სამსახურში შეგაწუხებსოsmile.gif მოკლედ სიცხე არ მქონდა და უმნიშვნელოდ მტკიოდა
ხვალის ამბავს ხვლა გეტყვითsmile.gif

Posted by: Natuka NGN 30 Aug 2006, 00:24
ikebana
დავწერე - ბცჟ ქვია. და ჩირქდება და იმიტომ აქვს ხალხს შრამი, შეიძლება იშვიათად არ დაჩირქდეს. 90-იან წლებში როგორც ვიცი რაღაც პერიოდი დეფიციტი იყო ეს აცრა და არა მგონია ასე პატარა იყო... ანდა თუ ასე გაინტერესებს იქნება შენი ისტორია სადაც დაიბადე და იქ მოიკითხე ანდა ბავშვთა პოლიკნინიკის ანკეტაში
makvala
Pმ ჩემი წერილი მოგივიდა? თუ არა, ისევ გამოგიგზავნი

Posted by: Angelopulosi 4 Sep 2006, 10:43
მაინტერესებს, წინამენსტრუალურ პერიოდში თავდაუცველი სექსის შემთხვევაშI რამდენად დიდია დაფეხმძიმების ალბათობა? spy.gif



help.gif
* * *
QUOTE (Angelopulosi @ 4 Sep 2006, 10:43 )
მაინტერესებს, წინამენსტრუალურ პერიოდში თავდაუცველი სექსის შემთხვევაშI რამდენად დიდია დაფეხმძიმების ალბათობა? spy.gif



help.gif

baby.gif baby.gif

პასუხი არ იქნება?

Posted by: makvala 4 Sep 2006, 21:18
Angelopulosi

თუ პარტნიორები ჯანმრთელია, ალბათობა ყოველთვის არის და ნულისაგან განსხვავებულია, ამიტომაც ორსულობისაგან დაცვის კალენდარულ მეთოდს აღარ ვიყენებთ...

ეხლა ზუსტად რამდენია, ამის გამოთვლის საშუალება არ არსებობს. ეს მათემატიკაშია ორჯერ ორი ოთხი...

Posted by: tamila 6 Sep 2006, 13:31
შეიძლება თუ არა ბეტადინის სანტლების გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე??? პრინციპში შეიძლება ამან რამე დაგიშაოს??? ხომ პროფილაკტიკური საშუალებაა?

Posted by: makvala 6 Sep 2006, 21:34
tamila

რა მიზეზით უნიშნავ საკუთარ თავს ბეტადინს? ბეტადინსაც აქვს თავისი უკუჩვენებები, თვითმკურნალობისათვის შექებას ან დისტანციურ დანიშნულებებს ნუ ელოდები. მე რომ რამე მაწუხებს სხვა ექიმს ვეკითხები ჭკუას.

ამ ბოლო დროს რაღაც ისე აქტიურობ, აშკარად ვატყობ პრობლემები გაქვს და არა იმდენად სამედიცინო, არამედ საზოგადოდ, ცხოვრებაში. აშკარად ხარ ნერვებმოშლილი და ბოლომდე არ იცი რა გინდა. ექიმები ის თემაა, სადაც დაგროვილ პარს უშვებ...

მოდი ერთ რჩევას მოგცემ, აქ ხომ არავინ გიცნობს პირადად, მოყევი რეალურად რა გაწუხებს -პრობლემები სამუშაოზე, ოჯახში, სუფთა პირადული, გულზე მოგეშვება... ნუ გგონია რომ პრობლემებით ვინმე გიცნობს, შენი მსგავსი უამრავი იქნება...

გინეკოლოგებს მაინც იმდენი ქალის პრობლემები გვაქვს მოსმენილი, აღარაფერი გვიკვირს. ეხლა შეიძლება ვიღაც აბანოიდები გაიჩითონ და შაყირი დაიწყონ შენს პრობლემებზე, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევ.


Posted by: tamila 6 Sep 2006, 22:30
ბევრი პრობლემა მაწუხებს, ის სიმპტომები რაც ავრღწერე, რა თქმა უნდა ეს თუ ყველაფერი ნერვოზულია, იქიდან გამომდინარე მექნება რომ რავიცი ძალიან ნერვიული კი ვარ (ვატყობ თავს)ადრეც ვიყავი მაგრამ უკვე ეს ყველაფერი ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახა, ექიმებში იმიტომ მოვედი, რომ რჩევები მოვისმინო, თან მართლა მიყვარს ექიმები (მიუხედავად ცემი გამოტქმული აზრებისა). გეფიცები რაც არ უნდა ცუდათ ვიყო, ექიმს რომ ვხედავ, კარგად ვხდებიsmile.gif სანამ ბაბუაჩემი ცოცხალი იყო, შეკლული მყავდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო, მართალი სხვა განხრით (ანუ არა გინეკოლოგი, ქირურგი და ა.შ.) მაგრამ მაინც. ძაან დიდი ზალა აქვს რა ექიმის სიტყვას მაინც, ერთშეიძლება რარავ ერთი სიტყვა გითხრას და გამოგაკეთოს ან პირიქით, მერე მოკვდე ნერვიულობით.
ბეტადინი კიდე რა ვიცი, საერთოდ ექიმის გარეშე არაფერს ვაკეტებ, მაგრამ პროფილაკტიკისათვის თქო ვიფიქრე.

Posted by: Natuka NGN 6 Sep 2006, 23:02
tamila
ბეტადინი როგორც ვიცი იოდშემცველია, და თუ შენ ფარისებრის რაიმე პრობლემა გაქვს, შეიძლება ეს სანტელი საერთოდაც არ შეიძლებოდეს. რაც PM მოგწერე ის გააკეთე.

Posted by: tamila 6 Sep 2006, 23:08
ოკ, რა თქმა უნდა, აუცილებლად smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Angelopulosi 8 Sep 2006, 10:51
tamila
QUOTE
რაც არ უნდა ცუდათ ვიყო, ექიმს რომ ვხედავ, კარგად ვხდები

ნამდვილად ნევროზია, სამწუხაროდ sad.gif


ჯობია, დაიწყო მკურნალობა - და თუ თავს ხელში აიყვან, პრობლემაც მოგვარდება smile.gif

თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ხარ?

Posted by: tamila 8 Sep 2006, 11:43
რა ტქმა უნდა არ არის საიდუმლო, 29 წლის ვარ

Posted by: makvala 10 Sep 2006, 09:37
tamila

იდეა არ მესმის, რისი პროფილაქტიკა გინდა გაიკეთო ბეტადინით და რატომ?

პრობლემებზე კი რეალურად არაფერს წერ

Posted by: tikusha 11 Sep 2006, 13:01
რექტალური გასინჯვა რას ნიშნავს ვერ ამიხსნით??

Posted by: tms 11 Sep 2006, 13:20
QUOTE (tikusha @ 11 Sep 2006, 13:01 )
რექტალური გასინჯვა რას ნიშნავს ვერ ამიხსნით??

ანალური შესასვლელიდან გასინჯვას. ასეთ გასინჯვას ძირითადად იმ შემთხვევაში აკეთებენ გინეკოლოგები, როცა პაციენტი ქალიშვლია
თუმცა სხვა შემთხვევაშიც შეიძლება გაკეთდეს რექტაული ანუ რექტოვაგინალური გასინჯვა. გააჩნია გინეკოლოგს რა აინტერსებს ანუ რაზე აქვს ეჭვი
დანარჩენს გინეკოლოგები გეტყვიანsmile.gif

Posted by: nia-nia 11 Sep 2006, 13:55
იქნებ ვინმემ იცით და გთხოვთ მიპასუხოთ, მქონდა მიომა საშვილოსნოში, გავიკეთე ოპერაცია 6 თვის წინ და საშვილოსნო ამომაჭრეს, ეხლა არფერი არ მაწუხებს მაგრამ მაინტერესებს რამე შემოწმებები უნდა გავიარო?თუნდაც წელიწადში ერთხელ

Posted by: BEDE 11 Sep 2006, 16:27
ცალკე თემას აღარ გავხსნი და თუ შეიძლება აქვე ვიკითხავ. რამ შეიძლება გამოიწვიოს მკერდის გამაგრება და ტკივილი მხოლოდ ხელის შეხებისას, დაახლოებით ისე, როგორც კუნთმა იცის. ანუ შესაძლებელია თუ არა რომ მკერდის კუნთი გტკიოდეს და მაგის გამო გამაგრდეს?

Posted by: tikusha 11 Sep 2006, 18:01
tms
QUOTE
ანალური შესასვლელიდან გასინჯვას. ასეთ გასინჯვას ძირითადად იმ შემთხვევაში აკეთებენ გინეკოლოგები, როცა პაციენტი ქალიშვლია

და რას გებულობენ მაგით???

Posted by: tms 11 Sep 2006, 18:03
QUOTE (tikusha @ 11 Sep 2006, 18:01 )
tms
QUOTE
ანალური შესასვლელიდან გასინჯვას. ასეთ გასინჯვას ძირითადად იმ შემთხვევაში აკეთებენ გინეკოლოგები, როცა პაციენტი ქალიშვლია

და რას გებულობენ მაგით???

.

იგებენ იმას რაც უნდა გაიგოს გინეკოლოგმა
შენ რადგან შეკითხვა დასვი ამ თემაში გულისხმობ გინეკოლოგის მიერ ჩატარებულ რექტალურ(რექტოვაგინალურ) გამოკლვლევას არა?,

რექტალური გამოკვლევა კაცების შემთხვევაშიც ტარდება რათქმაუნდა

Posted by: Portugal 13 Sep 2006, 09:51
makvala
QUOTE
ლაფორტუნადოში მაია ჯანელიძე,

QUOTE
იუნონაში

აი ამათი რჩევა შეიძლება ვინმესთვის ქალბატონო მაყვალა? კარგით რა!!!!!!!!!!!!!!!!

IN LOVE
QUOTE
გმადლობ - მე საბურთალოზე ვცხოვრობ - მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს - სადაც უკეთესი პრობები იქნება იქ მივალ - ეთერისთან ვიყავი კაკრაზ - ასაკოვანი ქალია - რომ გაიგო გათხოვილი არ ვარ ისე გაიკვირა კაცთან ცხოვრობო - თითქოს 15 წლის ვიყო - არადა 26 ვარ - ჯობდა ეგ არ მეთქვა - მარა ტყუილი რათ მინდოდა - ხომ არ დაუწყებდი ახსნას რომ 2 წელი ვხვდები ერთ და იგივე კაცს და ნოემბერში ქორწილი გვაქვს - ეს ისე გადახვევა ლირიული - უბრალოდ გამიტყდა რაღაც სხვანაირად შემომხედა - მერე დამხმარე ყავდა ვიღაცა ქალი - იმანაც ხო მოისმინა მთელი გამოკითხვები მომიწყვეს - და რა არ მომეწონა იცი - ინსტრუმენტები რაღაც - побрезговала я და რატომღაც წყალი ყავის მადუღარით აადუღეს და მერე იმავე მადურარით ყავას სვამენ - მოკლედ მაგრა არ მომეწონა სიტუაცია - თვითონ შეიძლება კარგი სპეციალისტია - მაგრამ მე არ დავევასე აშკარად

ზუსტად იგივე რეაქციები ჰქონდა მაია ჯანელიძეს,არადა ახალგაზრდა ქალია. შენს ექიმს უბრალოდ გაუკვირვებია და ამან მორალი წამიკითხა. აი ასეაო ეხლა ყველა რომ მოდას მიყვებითო. მოკლედ რარაც კოშმარები ილაპარაკა იმის გარდა რომ არააკურატულად და უხეშად მოქმედებდა აშკარად.
ისეთი გაბრაზებული ვარ საერთოდ გინეკოლოგთან შემძულდა მისვლაsad.gif(

Posted by: daduka 13 Sep 2006, 10:12
IN LOVE

ხათუნა კერესელიძე up.gif
მედლაინი ....ლეჩკომბინატის უკან რომ კლინიკაა smile.gif

Posted by: ტანკე 13 Sep 2006, 15:02
მოკლედ ამ თემას ვუერთებ თემას შEკითხვები გინეკოლოგთან

Posted by: makvala 14 Sep 2006, 00:24
Portugal

მართლა კარგი რა!

მაია ხანდახან ცოტა უხეშია, მორალი რამ წააკითხა მიკვირს. ჩვეულებრივ ეს მის საქციელს არ ჰგავს. უფრო მგონია რომ ასაკით ძალიან ახალგაზრდა ხარ, საუბარში შენი საქციელი არ გაამართლა და შენ კი მორალის კითხვად ჩათვალე და აბუქებ.

საქმე ნამდვილად იცის. კარგი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგია. შენ მორალი რომ წაგიკითხა ის არ მოგეწონა თუ მისი დანიშნულება იყო უშედეგო ან ჯანმრთელობა გაგიუარესა? კარგი წადი სადაც მარტო მოგეფერებიან და ცარიელი სიტყვა თუ მოგარჩენს მაგასაც ვნახავ. თუ მაიამ არასწორად გიმკურნალა, მოიტა ფაქტი.

სხვათაშორის ქორწინებამდელ კავშირებს არც მე ვამართლებ. მორალს არავის ვუკითხავ ვიზიტისას. რაც გინდათ ჰქენით ბატონო, ჩვენ საქმე და პაციენტი გვემატება, შემოსავალიც.

გინეკოლოგებიდან იუნონაში ახლა ნინო ჭავჭავაძეღა დარჩა კარგებიდან, სხვას მე ახლა არავის ვურჩევდი. ამასთან ექიმთან ვიზიტი ძალიან ძვირი გახადეს, უაზრობამდე ძვირი. ექოში საუკეთესო სერგო მათითაშვილი იყო და წავიდა, თუმცა ბადრი და დათოც ძალიან კარგები არიან ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ. მაგათ დასკვნებთან პრეტენზია ჯერ არ მქონია.

რაც შეეხება იმას, რომ მე-5 კონსულტაციაში წყალი ყავის მოსადუღებლით აადუღეს და ინსტრუმენტი ისე გაავლეს, და მერე იხმარეს. თუ ეგ სწორია, ყურები აქვთ დასაჭრელი. სასტერილიზაციო აქვთ. ასეთად მაგათ მე არ ვიცნობდი. ნუ წელიწადზე მეტია მანდ არ ვყოფილვარ. მაგათ მეზობლად ნათესავი ქალი ცხოვრობს და ორსულობისას ეთერისთან იყო პატრონაჟზე, საკმაოდ რთული ორსულობა ჰქონდა 38 წლის იყო პირველი ორსულობა. დანიშნულებებსაც ვეცნობოდი და ერთხელ მივყევი კიდეც და სიტუაცია ერთად გავარჩიეთ. პრეტენზიები არ მქონია. კიდევ რამდენიმე ორსულთან მქონდა შეხება მაგ კონსულტაციიდან, არიან ექიმები, რომელთა ტაქტიკა არ მომეწონა ნამდვილად...

Posted by: Angelopulosi 14 Sep 2006, 09:35
QUOTE
რომ გაიგო გათხოვილი არ ვარ ისე გაიკვირა კაცთან ცხოვრობო - თითქოს 15 წლის ვიყო - არადა 26 ვარ - ჯობდა ეგ არ მეთქვა - მარა ტყუილი რათ მინდოდა - ხომ არ დაუწყებდი ახსნას რომ 2 წელი ვხვდები ერთ და იგივე კაცს და ნოემბერში ქორწილი გვაქვს - ეს ისე გადახვევა ლირიული - უბრალოდ გამიტყდა რაღაც სხვანაირად შემომხედა - მერე დამხმარე ყავდა ვიღაცა ქალი - იმანაც ხო მოისმინა მთელი გამოკითხვები მომიწყვეს

მეც ანალოგიური მქონდა, ოღონდ მსუბუქ ფორმებში biggrin.gif
მე ვიყავი მედულაში, მე-9 საავადმყოფოში. ჯერ ძალიან 'ისე' მიყურებდა, მერე განმეორებით ვიზიტზე, დიაგნოზზე რო მივედი, მეუბნება, იმ შენმა პარტნიორმაც უნდა იმკურნალოს და ის ვისთანაც დადის, იმანაცო და საერთოდ ყველამ, ვინც ხართო spy.gif პირი დავაღე, მეთქი, ქალბატონო, ჩემი საქმროათქო.. ეტყობა ძალიან გაკლვირვებულ-შეურაცხყოფილი სახე მქონდა, იმის მერე სულ დედიკოთი და მოკითხვებით მხვდებოდა..

Posted by: keen 14 Sep 2006, 09:38
Angelopulosi

lol.gif biggrin.gif

Posted by: Portugal 14 Sep 2006, 19:30
makvala
QUOTE
მაია ხანდახან ცოტა უხეშია,

მისი პიროვნული თვისებები საბაზრო ეკონომიკის პირობებში კლიენტს ნაკლებად უნდა აღელვებდეს და უფრო მეტიც, ნაკლებად უნდა ეხებოდეს!!!
QUOTE
უფრო მგონია რომ ასაკით ძალიან ახალგაზრდა ხარ, საუბარში შენი საქციელი არ გაამართლა და შენ კი მორალის კითხვად ჩათვალე და აბუქებ

ძალიან ცდებით იმაში რაც გგონიათ, უფრო მეტად ცდებით რომ იმაზე მეტი რამის გაბუქება შეიძლებოდეს ვიდრე იმისა რომ ვიღაც ექიმი ჩემს რაიმე საქციელს არ ამართლებს იმის მაგივრად დიაგნოზი დასვას!
QUOTE
საქმე ნამდვილად იცის. კარგი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგია

ამბობენ მანამდე ასეთივე კარგი ოკულისტიც ყოფილა biggrin.gif
QUOTE
შენ მორალი რომ წაგიკითხა ის არ მოგეწონა თუ მისი დანიშნულება იყო უშედეგო ა

მის დანიშნულება ისე შორს წავიდა რომ დიაგნოზი რომ ვერ დამისვა "მე რა ვიცი ეხლა საიდან დავასკვნათი " კი არ შემოიფარგლა მარტო მერე იმას მიხსნიდა რომ მის მიერ მოცემული დღის რეჟიმში მეც მამაჩემიც და საერთოდ მთელ ოჯახიც უნდა ჩავსხდეთ biggrin.gif biggrin.gif არ გამიუარესდა ალბათ იმიტომ რომ იმ დღეს თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი იქიდან!
QUOTE
კარგი წადი სადაც მარტო მოგეფერებიან და ცარიელი სიტყვა თუ მოგარჩენს მაგასაც ვნახავ.

ქალბატონო, მგონი თქვენ სერიოზულად ფიქრობთ რომ ექიმი ან უნდა ეფერებოდეს, ან კიცხავდეს პაციენტს და მე რაღაზე გეკამათოთ ამის შემდეგ? biggrin.gif
QUOTE
სხვათაშორის ქორწინებამდელ კავშირებს არც მე ვამართლებ

აბა თქვენც თუ არ ამართლებთ მართალ ყოფილა ის მაია ნტ ნტ ნტ. სულ გატუტუცდა ეს თაობა რა
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: tms 14 Sep 2006, 20:00
QUOTE (makvala @ 14 Sep 2006, 00:24 )
Portugal

მართლა კარგი რა!

მაია ხანდახან ცოტა უხეშია, მორალი რამ წააკითხა მიკვირს. ჩვეულებრივ ეს მის საქციელს არ ჰგავს. უფრო მგონია რომ ასაკით ძალიან ახალგაზრდა ხარ, საუბარში შენი საქციელი არ გაამართლა და შენ კი მორალის კითხვად ჩათვალე და აბუქებ.

საქმე ნამდვილად იცის. კარგი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგია. შენ მორალი რომ წაგიკითხა ის არ მოგეწონა თუ მისი დანიშნულება იყო უშედეგო ან ჯანმრთელობა გაგიუარესა? კარგი წადი სადაც მარტო მოგეფერებიან და ცარიელი სიტყვა თუ მოგარჩენს მაგასაც ვნახავ. თუ მაიამ არასწორად გიმკურნალა, მოიტა ფაქტი.

სხვათაშორის ქორწინებამდელ კავშირებს არც მე ვამართლებ. მორალს არავის ვუკითხავ ვიზიტისას. რაც გინდათ ჰქენით ბატონო, ჩვენ საქმე და პაციენტი გვემატება, შემოსავალიც.

გინეკოლოგებიდან იუნონაში ახლა ნინო ჭავჭავაძეღა დარჩა კარგებიდან, სხვას მე ახლა არავის ვურჩევდი. ამასთან ექიმთან ვიზიტი ძალიან ძვირი გახადეს, უაზრობამდე ძვირი. ექოში საუკეთესო სერგო მათითაშვილი იყო და წავიდა, თუმცა ბადრი და დათოც ძალიან კარგები არიან ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ. მაგათ დასკვნებთან პრეტენზია ჯერ არ მქონია.

რაც შეეხება იმას, რომ მე-5 კონსულტაციაში წყალი ყავის მოსადუღებლით აადუღეს და ინსტრუმენტი ისე გაავლეს, და მერე იხმარეს. თუ ეგ სწორია, ყურები აქვთ დასაჭრელი. სასტერილიზაციო აქვთ. ასეთად მაგათ მე არ ვიცნობდი. ნუ წელიწადზე მეტია მანდ არ ვყოფილვარ. მაგათ მეზობლად ნათესავი ქალი ცხოვრობს და ორსულობისას ეთერისთან იყო პატრონაჟზე, საკმაოდ რთული ორსულობა ჰქონდა 38 წლის იყო პირველი ორსულობა. დანიშნულებებსაც ვეცნობოდი და ერთხელ მივყევი კიდეც და სიტუაცია ერთად გავარჩიეთ. პრეტენზიები არ მქონია. კიდევ რამდენიმე ორსულთან მქონდა შეხება მაგ კონსულტაციიდან, არიან ექიმები, რომელთა ტაქტიკა არ მომეწონა ნამდვილად...

სიმართლე გითხრა ამ პოსტმა, ჩემზე როგორც რიგით პაციენტზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. ნამდვილი პროფესიონალი ექიმისთვის არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა მისი პაციენტი ქორწინებამდე ქალიშვილობა დაკარგული, გათხოვლი ქალი, ცირკის წინ მდგარი მეძავი თუ პრეზიდენტის ცოლი იქნება. ეგ გაარკვიეთ ყავის სმის დროს და არა პაციენტებთან საუბრისას

და იმის თქმა რომ რაც გინდა ქენით, ჩვენ თქვენით შემოსვალი ვემატებაო, არც სამედიცინო და მითუმეტეს არც ადამინური თვასაზრისით გამართლებული არ არის.

ისიც მესმის რომ ადვილი არ არის ამდენი პრეტენზიული და ჭირვეული პაციენტის ატანა, მითუმეტეს ქალების, მაგრამ არც ექიმობაა მარტ თეთრი ხალათი და რახან ექიმობა გადწყვიტეთ გაუძელით და გაიტანეთ ბოლომდე, თუ არა და იპოვეთ სხვა საქმე, როგორც ეს არა ერთმა და ორმა გააკეთა. ნებისმიერი ცუდი ექიმი პირადად ჩემთვის პოტენციური მკვლელია

და ეს პოსტი მე ვფიქრობ ეხებოდა არამარტო იმას ვისაც პირადად მიმართე არამედ ნებისმერი პაციენტს და მათ შორის მეც. და მე ვერც ერთი ექიმისგან ვერ ავიტან რომ როგორც შემოსავლის წყაროს ისე მიყუროს. და არც მე ვაკადრებ ვინმეს რომ ვისაც ჩემის საქმე სჭირდება ფულის შოვნის საშუალება ვუწოდო

Posted by: violet 14 Sep 2006, 20:05
tms
აბსოლოტურად 100%ით მართალი ხარ
* * *
ექიმს პირველ რიგში ეთიკა მოეკითხება

Posted by: ikebana 14 Sep 2006, 21:22
ლოლ rolleyes.gif
_____________________

Posted by: makvala 14 Sep 2006, 23:10
tms

ხანდახან ზოგიერთს თუ არ დაუცაცხანე, ისე მარტო მოფერება არ სჭრის. ჭირვეულს მორჯულება სჭირდება, თუ არ შემოულაწუნე (სიტყვიერად), სხვანაირად ვერ გააგებინებ რა არის სწორი და რა არა.

QUOTE
და ეს პოსტი მე ვფიქრობ ეხებოდა არამარტო იმას ვისაც პირადად მიმართე არამედ ნებისმერი პაციენტს და მათ შორის მეც. და მე ვერც ერთი ექიმისგან ვერ ავიტან რომ როგორც შემოსავლის წყაროს ისე მიყუროს. და არც მე ვაკადრებ ვინმეს რომ ვისაც ჩემის საქმე სჭირდება ფულის შოვნის საშუალება ვუწოდო


აიტან თუ არა, ბევრი სწორედ ასე გიყურებს, ეხლა შენ გაარჩიე რომელი ჭიმავს შენ მკურნალობას და რომელი იღებს გადამჭრელ ზომებს შენს სწრაფად განკურნებისათვის ...

ძალიან ბევრზე (სამწუხაროდ) თავის ჯანმრთელობისათვის ზიანის ახსნაზე უფრო მეტად და ეფექტურად ის მოქმედებს, თუ აუხსნი, რა დაუჯდება მკურნალობა საკუთარი გაუაზრებელი ქმედების შემდეგ...

Posted by: mze 15 Sep 2006, 10:16
საერთოდ თუ გსურს ჯამრთელი იყო და საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენო, ექიმის მითითებები ზუსტად უნდა შეასრულო.
ჩემს მეგობარს ექიმი 5 თვის მერე ეხვეწებიდა ძალიან ბევრი არ ჭამოო, ჰოდა მან წიხლზე დაიკიდა და 35 კილო მოიმატა, იმდენი ქნა, რომ საკესრო დასჭირდა.

აბა ეგაა საქმე?

Posted by: @@@@ 15 Sep 2006, 13:35
ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია: მიმართეთ გინეკოლოგ კაცებს biggrin.gif . მორალს მემგონი ეგენი მაინც არ ცაგიკითხავენ

Posted by: mze 15 Sep 2006, 15:56
კაცი-ქალი რა შუაშია, მათავარია ექიმი პროფესიონალი იყოს.

Posted by: tikusha 15 Sep 2006, 17:30
@@@@
QUOTE
ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია: მიმართეთ გინეკოლოგ კაცებს  . მორალს მემგონი ეგენი მაინც არ ცაგიკითხავენ

ზუსტადაც biggrin.gif

Posted by: makvala 15 Sep 2006, 20:42
@@@@

QUOTE
ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია: მიმართეთ გინეკოლოგ კაცებს

lol.gif
შენ ხუმრობ, მაგრამ რომ იცოდე მართალი ხარ. ცოდნის ერთნაირი დონის შემთხვევაში კაცი გინეკოლოგები გვჯობნიან ქალებს. მათ ნორმაზე სუბიექტური წარმოდგენა არ აქვთ. yes.gif

violet
QUOTE
ექიმს პირველ რიგში ეთიკა მოეკითხება

gigi.gif
ექიმს პირველ რიგში მედიცინის ცოდნა მოეკითხება. ყველა დანარჩენი შემდეგ. ეხლა კეთილი ინებე და ქვემოთ დაწერილი კარგად წაიკითხე.

1. მედიცინის მცოდნე(შეფასება 3 და მეტი) მოქმედი ექიმების ხვედრით წილს თბილისში მე 22-25%-ით ვაფასებ
2. არაამორალურ ექიმთა ხვედრითი წილი 25-30%-ზე მეტი არ არის - როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში.
3. მედიცინის ცოდნა და კეთილსინდისიერება კორელაციაში არ არის. ამიტომ ექიმი მედიცინის მცოდნეც და კეთილსინდისიერიც 5-7%-ის ფარგლებშია.

აი ასეთია რეალური სინამდვილე. ეხლა სამკურნალოდ გინდ ექიმთან წადი, გინდ გურჯაანელ სონა მკითხავთან, გინდ ალი–ბაირამლელ მამედასთან, გინდაც იდეალურ გაზზე იოცნებე, ბუნებაში რომ არ არსებობს. lol.gif lol.gif

ექიმს ჩემზე მკაცრად და მწარედ ვერავინ შეაფასებს, არაერთი ფაქტიც მომიყვანია ავტორიტეტი პიროვნებების და კლინიკების წარუმატებლობისა, მაგრამ როდესაც Portugal-ის მსგავსნი მენტორული ტონით დაიწყებთ კონკრეტულად პიროვნებების თუ ზოგადად ექიმების (იყო ასეთი პოსტი tamila–საგან) დაუსაბუთებელ ლანძღვას, ან კეთილს ინებებთ და ფაქტებს მოიტანთ, ან სიტყვაში ერთი ასო არ შეგრჩებათ.



tms
QUOTE
ნამდვილი პროფესიონალი ექიმისთვის არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა მისი პაციენტი ქორწინებამდე ქალიშვილობა დაკარგული, გათხოვლი ქალი, ცირკის წინ მდგარი მეძავი თუ პრეზიდენტის ცოლი იქნება.
vik.gif

აქვს მნიშვნელობა – ქორწინებამდე ქალიშვილობადაკარგულ ქალთა 70% თავისი პირველი მამაკაცის ცოლი არ ხდება და იწყებს მერე პარტნიორების ცვლას, აბა ჯვარს როდის დაიწერს, დეფლორაციამდე თუ შემდეგ ის კი არ მაინტერესებს. პროსტო მგელმა როგორ უნდა გვაჯობოს ყოფაქცევით

პარტნიორების ცვლა კი ინფექციების, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების და ა.შ. ალბათობას მკვეთრად ზრდის. ასეთი პაციენტი უფრო რთული სამკურნალოა, ნაკლებად ყურადღებიანი საკუთარი ჯანმრთელობისადმი და მისი შემდგომი ორსულობაც ხომ გართულებების გარეშე არ ჩაივლის. მარტო ფული რომ აინტერესებს ის ექიმი მართლა ყავის სმისას გაარჩევს ასეთი პაციენტის მორალს, მაგრამ აი სწორედ ეს პუბლიკაა, რომელსაც ვიდრე იმას არ გააგონებ, რაც უჯდება ფინანსურად ზედმეტი თავგადასავლები, მანამ არ იწყებენ რჩევა–დარიგების შესრულებას. მერეც ან იწყებენ ან არა, მაგრამ ნაწილზე ნამდვილად სჭრის...

აბა მე–18 გენოტიპის პაპილომავირუსისათვის რომ არ აქვს მნიშვნელობა ვის ვაგინაში მოხვდება, ეს დიდი ხანია მაქვს ნასწავლი, lol.gif ოღონდ ეს არის ამ სამგლეს პრეზერვატივიც ვერ იჭერს და თუ დროზე არ მიხედე და არ ჩარიე მოვლენები შემდეგნაირად განვითარდება:

ეროზია ...CIN1 ...CIN3(сancer in situ)....მეტასტაზები... პანაშვიდი... ქელეხი...
help.gif

Posted by: Portugal 15 Sep 2006, 22:37
makvala
ქალბატონო მაყვალა აი თქვენ და ითამაშეთ
http://forum.ge/?f=20&showtopic=33619654
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Breaky 15 Sep 2006, 22:50
არავის მხარეს არ ვიკავებ, ეგ ჩემი კომპეტენცია არაა, უბრალოდ, ერთადერთ საკითხს მინდა შევეხო:
მე დავდიოდი მე-5 კონსულტაციაში ეთერისთან, თუ ეს ის ეთერია, ვისზეც აქ დაიწერა. ხოდა მის თანაშემწეს ინსტრუმენტები მუდმივად სასტერილიზაციო ყუთიდან ამოჰქონდა (დღის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა მივსულიყავი). ხოდა თუკი შემთხვევით რაღაცას მოედებოდა რომელიბე ინსტრუმენტი ან ძირს დავარდებოდა, ეგრევე ცალკე დებდნენ, რომ თავიდან გაეკეთებინათ სტერილიზაცია.
ხოდა, ძალიან გამიკვირდა, აქ რომ წავიკითხე, მადუღარაში ადუღებული წყალი გადაავლესო.....

Posted by: Solveig 15 Sep 2006, 23:01
QUOTE
პარტნიორების ცვლა კი ინფექციების, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების და ა.შ. ალბათობას მკვეთრად ზრდის. ასეთი პაციენტი უფრო რთული სამკურნალოა, ნაკლებად ყურადღებიანი საკუთარი ჯანმრთელობისადმი და მისი შემდგომი ორსულობაც ხომ გართულებების გარეშე არ ჩაივლის. მარტო ფული რომ აინტერესებს ის ექიმი მართლა ყავის სმისას გაარჩევს ასეთი პაციენტის მორალს, მაგრამ აი სწორედ ეს პუბლიკაა, რომელსაც ვიდრე იმას არ გააგონებ, რაც უჯდება ფინანსურად ზედმეტი თავგადასავლები, მანამ არ იწყებენ რჩევა–დარიგების შესრულებას. მერეც ან იწყებენ ან არა, მაგრამ ნაწილზე ნამდვილად სჭრის...


ამაში ნამდვილად გეთანხმებით, ქ-ნო მაყვალა, მაგრამ უფრო უარესებიც ხდება, მაგალიტად, ასეთი: მეორადი ამენორეით შეწუხებულ ავადმყოფს ექიმი უნიშნავს მკურნალობას, ავადმყოფი სრულად ემორჩილება დანიშნულებებს, მაგრამ არ შველის (ხომ შეიძლება ასეც მოხდეს!). როცა გარკვეული ხნის შემდეგ ავადმყოფი ბრუნდება და ეუბნება-თქვენმა მკურნლობამ შედეგი არ გამოიღოო, მას ორსულობაზე მიაქვს ეჭვი და არა მკურნალობის სისწორეზე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: makvala 15 Sep 2006, 23:05
Portugal

ეგ შენი გასართობი ადგილია. მაგ გართობის ბოლო კი მაყვალა დეიდასთან გადაღებული სამახსოვრო ფოტოა. ნ.კ. პაციენტის ინიციალებია
* * *
Breaky

QUOTE
მე დავდიოდი მე-5 კონსულტაციაში ეთერისთან, თუ ეს ის ეთერია, ვისზეც აქ დაიწერა. ხოდა მის თანაშემწეს ინსტრუმენტები მუდმივად სასტერილიზაციო ყუთიდან ამოჰქონდა (დღის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა მივსულიყავი). ხოდა თუკი შემთხვევით რაღაცას მოედებოდა რომელიბე ინსტრუმენტი ან ძირს დავარდებოდა, ეგრევე ცალკე დებდნენ, რომ თავიდან გაეკეთებინათ სტერილიზაცია.


გმადლობ ინფორმაციისათვის. შუბი ხალათში არ იმალება. მეც არ დავიჯერე ეთერიზე მსგავსი რამ, თურმე მართალი ვყოფილვარ.

ე.ი. ან IN LOVE -ს პიროვნება ეშლება, ან უფრო მგონია რომ ექიმს ცილი დასწამა რადგან პიროვნულად არ მოეწონა, ხოლო დამსახურებული გაკიცხვა ვერ აიტანა(ასეთი როგორც წესი არ ავიწყდება არავის). ის ექიმი მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით მოქმედებდა და პირადად უთხრა პაციენტს რაც სათქმელი იყო. დავიჯერო ექიმის მიერ გაგებული ისტორია პაციენტს კაბინეტის გარეთ სადმე დახვდა?

ერთხელ დედა ქალიშვილს მიჰყვა ექოსკოპისტთან და როცა ექიმმა მიულოცა, ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობსო, ერთი ალიაქოთი ატეხა და ექიმს შავი დღე აყარა, სახალხოდ როგორ მომჭერი თავიო, არადა ექოს კაბინეტში ექიმი, თვითონ და მისი ქალიშვილი იყვნენ...


Solveig

ეგ კიდევ ყველაზე უარესი შემთხვევა არ არის. ორსულობა ერთ–ერთი ფაქტორია, რაზეც ექიმმა ასეთ სიტუაციაში უნდა მიიტანოს ეჭვი, უბრალოდ ის პაციენტი თუ გასათხოვარი იყო, რა თქმა უნდა ექიმის ნათქვამი სასაცილოდ არ ეყოფოდა და ექიმის კვალიფიკაციაზეც იფიქრებდა რაღაცას. ცუდი ისაა, თუ ექიმმა შესაძლო ორსულობის გარდა არაფერზე იფიქრა...

უფრო მაგარია, როცა 30 წლის ქალს ესტრადიოლი ნორმაზე დაბლა აქვს, FSH, LH ნორმის ზედა ზღვარს ზევით და სტიმულირებას უნიშნავენ კლომიფენის ციტრატით...
biggrin.gif lol.gif biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 15 Sep 2006, 23:48
makvala
მაყვალა ექიმო, ქორწინებამდე კავშირებზე არ მიდნა წმინდა სამედიცინო კამათსი შევიდე თქვენთან. გააჩნია ქალის ასაკს რომელ ასაკში შედის ის ამ კავშირში. 18-19 წლის გოგო შეიძლება ვერც აცნობიერებდეს ბევრ რამეს, მაგრამ 35 წლის ქალს რომ ჰყავდეს მეგობარი მამაკაცი ეს აუცილებელიც კი არის. წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. აბა შეხედეთ რამდენი მშიერი და მოწყენილი ქალი დადის. და გთხოვება სულაც არაა იმის გარანტია რომ შენი მომავალი მეუღლე არაფეს გადაგდეს, ისე როგორც ჩემს მეგობარს დაემართა. მისმა ექიმმა უთხრა, ანი შვილო შენ ჩემი პაციენტი რომ არა ყოფილიყავი...
ერთი სიტყვით მისმა მშვენიერმა მეუღლემ ისეთი ბუკეტით დააჯილდოვა, კარგ გამოცდილ მეძავსაც რომ შეშურდებოდა...
მე წმინდა ფსიქოლოგის თვალსაზრისით არ ვამართლებ გარკვეული ასაკის მერე ქალიშვილობის ინსტიტუტს, იმიტომ რომ ეს თითქმის დამანგრეველია ხშირ შემთხვევაში. ჩემი ინსტიტუტის ბიბლიოთეკარს რომ ვუყურებ, მინდა ვიყვირო - ნუთუ ასე მართალი იყო ფროიდი? ეს ლირიული გადახვევა.
ახლა შეკითხვა: არის თუ არა რაიმე სამედიცინო კვლევა იმ ყოველდღიურ საფენებზე რომელთა რეკლამირება ასე აქტიურად ხდება ჩვენი ტელევიზიით. შეიძლება თუ არა ამ საფენებმა მავნე ბაქტერიული ფლორის გავრცელებას შეუწყოს ხელი? უმეტესობის ზედაპირი რაღაც რეზინისაა.

Posted by: makvala 16 Sep 2006, 00:10
Natuka NGN

იცი რა მინდა გითხრა, ყოველ რევოლუციას კონტრრევოლუციაც მოჰყვება ხოლმე და განვითარებულ ქვეყნებში სექსუალური რევოლუციის შემდეგ ძალიან ბევრი გოგონა დედების გავლენით ქალწულობის ინსტიტუტს შეგნებულად დაუბრუნდა. აბა ერთი ვინმემ გაბედოს მათი დაცინვა და თავისი ცხოვრების წესის თავზე მოხვევა, როგორც აქ ხდება Portugal-ების მიერ, რა პასუხსაც გასცემს ნორმალური სამოქალაქო საზოგადოება, მაგასაც ვნახავთ. მედიცინაში კი მაგისი პასუხი გარე ორსულობები (რომელთა სიხშირე 4–ჯერ არის გაზრდილი 1970 წლის შემდეგ) და კიდევ ის ფოტოა, ზემოთ რომ მოვიყვანე.

რაც შეეხება საფენებს – წესით ეს საფენები არ უნდა წარმოადგენდეს საკვებ არეს პათოგენური მიკროორგანიზმებისათვის, მითუმეტეს სინთეზურ ქსოვილიანები. სიმართლე გითხრა მასალის ქიმიური შემადგენლობით არ დავინტერესებულვარ. ეხლა საფენი რომ გარკვეული დროის შემდეგ უნდა გამოიცვალოს, ამდენი მე მგონი ყველამ იცის. სერიოზული ფირმები, როგორიცაა პროქტორ ანდ გემბლი, აწარმოებენ თავიანთი პროდუქციის ბაქტერიოლოგიურ კონტროლსაც.

Posted by: Portugal 16 Sep 2006, 00:16
makvala
QUOTE
აბა ერთი ვინმემ გაბედოს მათი დაცინვა და თავისი ცხოვრების წესის თავზე მოხვევა

არაადექვატურად რომ რეაგირებთ პოსტების შინაარსზე ეს უკვე აღვნიშნე არა ქალბატონო მაყვალა?
ისე ავატარი კი გაქვთ ადექვატური lol.gif lol.gif

Posted by: Natuka NGN 16 Sep 2006, 00:31
makvala
მე სექსუალურ რევოლუციაზე არაფერი მითქვამს, არც ის რომ ღირებულებათა სრული ნიველირება ხდება ჩვენთან. ხოლო ქალწულობას დღეს იგივე ჰოლანდიაში გათხოვილი ქალებიც იბრუნებენ, პირველადი განცდების ხელახლა განსაცდელად.
უბრალოდ, მე მინდა ვთქვა, რომ ქალწულობა ჩვენთან წმინდა ფიზიოლოგიურ ხორცის ნაგლეჯამდეა დაყვანილი და ზნეობაც. ის რომ ქალი ქალწული შეიძლება არ იყო, მის ზმეობას ნამდვილად არ განსაზრვრავს და არც ის შეიძლება იყოს აპრიორი, რომ პირველი კავშირის შემდეგ განურჩევლად სხვასთან წვებოდეს. ასეც იქნება და ისეც. არავის არ აქვს უფლება ვინმეს საქციელი განსაჯოს, მით უმეტეს ექიმს. და არც ვინმეს აქვს უფლება სხვას უკიჟოინოს - თუ კაცი არა გყავს ხარ გოიმი...
და ის რომ იგივე ექიმები ძალიან აქტიურად აკეთებენ საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციას, განა უფრო დიდი უზნეობა არაა ვიდრე ის რომ .... თან როგორც ვიცი საკმაოდ სარფიანი ბიზნესიცაა... ეს ხომ თვალთმაქცობაა ყველა მხრიდან?
და რაც შეეხება საფენებს, მე ის არ მიკითხავს და არც ეჭვი შემიტანია იმაში რომ მწარმოებელი ნორმებს არ დაიცავს. ნებისმიერი საფენი, ყოველდღიური იქნება თუ კრიტიკული დღეების, გარკვეულად ტემპერატურის აწევას უწყობს ხელს, (არც ის მიგულისმია ერთი საფენი 3 დღე ეკეთოს), და ახურებს გენიტალიებს. მე ის მაინტერესებდა, თუ რაიმე სჭირს ქალს, შეიძლება ამან უფრო შეუწყოს მეთქი ხელი ამ მიკრობული ფლორის გამრავლებას? თავად საფენი ალბათ საკვები არე ვერ იქნება, გეთანხმები, მაგრამ ადგილობრივად ჩახუთული სასქესო ორგანო? მით უმეტეს რომ ე.წ. მგრძნობიარე კანისათვის საფენების გამოშვება მხოლოდ ახლა დაიწყო ბევრმა მწარმოებელმა.

Posted by: makvala 16 Sep 2006, 00:40
Portugal

პოსტების შინაარსზე თავად გაქვს არაადექვატური რეაქცია. არცერთი შენი ბრალდება დასაბუთებული არ არის. აგერ ეთერიზე გამოირკვა რომ ბრალდება არასწორი იყო, ასევეა შენი ბრალდება მაია ჯანელიძეზეც, რომელიც ზოგადი ფრაზებისაგან შედგება და თურმე შენთან ერთად მამაშენს მისცა დანიშნულება. ზოგჯერ ასეთი რამ ხდება, მაგალითად, როცა ოჯახის რამდენიმე წევრს აღმოაჩნდება ტრიქომონა ვაგინალის, შეიძლება ყველას ერთდროული მკურნალობა და სახლში მთელი თეთრეულის გასტერილება გახდეს საჭირო...

თუ რაიმეს თავი გაქვს, მოიყვანე კონკრეტული ფაქტი – ანამნეზით, გამოკვლევათა შედეგებით და მაიას დანიშნულებით – აბა ჰე, გელი...

ჩემს ავატარს კი შეურაცყოფას ნუ აყენებ და ხელმოწერა წაიკითხე. ეგ პოლიტიკის განყოფილების შესაბამისად შევცვალე, მაგრამ აქაც საჭიროა ვხედავ. შენი წინა პოსტებით ჩანს რომ მაგ ცხოველს უფრო მეტს გავაგებინებ.

Posted by: Natuka NGN 16 Sep 2006, 00:43
QUOTE
ოჯახის რამდენიმე წევრს აღმოაჩნდება ტრიქომონა ვაგინალის

ანუ ეს ტრიქომონა მარტო სექსუალური გზით არ გადადის, შეიძლება დავასკვნათ აქედან!!!

და ამ თემაში რაღაც პიროვნულ შეურაცხყოფამდე გადავედით!!!

უბრალოდ ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს კორექტულობა.

Posted by: Portugal 16 Sep 2006, 00:44
makvala
QUOTE
მამაშენს

QUOTE
ვაგინალის,

ქალბატონო მაყვალა უხერხულია
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
ჩემს ავატარს კი შეურაცყოფას ნუ აყენებ

რას ამბობთ, "ადექვატურს" კომპლიმენტად თუ ეტყვიან ხოლმე კაცს biggrin.gif

Posted by: Solveig 16 Sep 2006, 00:52
QUOTE
უხერხულია


უხერხული მაგის თქმა კი არა, შენი სიცილია, რადგან ტრიქომონა ერთნაირად აავადებს ქალსაც და მამაკაცსაც. უბრალოდ, პირველად ქალისაგან აღებული ნაცხიდან გამოყვეს და ამიტომ მიიღო ეგ სახელი.

თეთრეულს კი ოჯახებში სახელი არ აწერია და ერთი და იგივე ზეწარი შეიძლება ოჯახის ნებისმიერმა წევრმა იხმაროს. თუ ის არაა კარგად გამოხარშული და გაუთოებული, მაშინ გასაკვირიც არ იქნება, რომ დასნებოვნების წყარო გახდეს.

Posted by: makvala 16 Sep 2006, 00:55
Portugal

რა კაცს არ შეიძლება ტრიქომონა ჰქონდეს

რა სწორი შედარება გამიკეთებია

lol.gif lol.gif

Natuka NGN

არა ასე არ არის. ჩვენი ორგანიზმი ინფექციას ხშირად ტემპერატურის მატებით პასუხობს, რაც პათოგენური მიკროფლორისათვის ხშირად დამღუპველია. სხვა საქმეა რომ ნებისმიერი ადგილის გადახურება არ არის კარგი ორგანიზმისათვის. აი ალერგიულობა საფენებზე კი პრობლემაა რომ იცოდე, ნატურალურზეც და სინთეტიკურზეც. ზოგჯერ ჩვეულ საფენს უნდა შეეშვა, იმის გამო რომ ალერგიული გახდი იმ მასალის მიმართ, რისგანაც ის არის დამზადებული.

პ.ს. წავედი, მეძინება...

Posted by: Portugal 16 Sep 2006, 00:59
Solveig
უხერხული რაზეც დავწერე იმაზე არ არის ჩემი სიცილი უხერხულიsmile.gif!!

Posted by: violet 16 Sep 2006, 11:42
makvala
QUOTE
violet

QUOTE
ექიმს პირველ რიგში ეთიკა მოეკითხება



ექიმს პირველ რიგში მედიცინის ცოდნა მოეკითხება. ყველა დანარჩენი შემდეგ. ეხლა კეთილი ინებე და ქვემოთ დაწერილი კარგად წაიკითხე.

1. მედიცინის მცოდნე(შეფასება 3 და მეტი) მოქმედი ექიმების ხვედრით წილს თბილისში მე 22-25%-ით ვაფასებ
2. არაამორალურ ექიმთა ხვედრითი წილი 25-30%-ზე მეტი არ არის - როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში.
3. მედიცინის ცოდნა და კეთილსინდისიერება კორელაციაში არ არის. ამიტომ ექიმი მედიცინის მცოდნეც და კეთილსინდისიერიც 5-7%-ის ფარგლებშია.

აი ასეთია რეალური სინამდვილე. ეხლა სამკურნალოდ გინდ ექიმთან წადი, გინდ გურჯაანელ სონა მკითხავთან, გინდ ალი–ბაირამლელ მამედასთან, გინდაც იდეალურ გაზზე იოცნებე, ბუნებაში რომ არ არსებობს. 

ექიმს ჩემზე მკაცრად და მწარედ ვერავინ შეაფასებს, არაერთი ფაქტიც მომიყვანია ავტორიტეტი პიროვნებების და კლინიკების წარუმატებლობისა, მაგრამ როდესაც Portugal-ის მსგავსნი მენტორული ტონით დაიწყებთ კონკრეტულად პიროვნებების თუ ზოგადად ექიმების (იყო ასეთი პოსტი tamila–საგან) დაუსაბუთებელ ლანძღვას, ან კეთილს ინებებთ და ფაქტებს მოიტანთ, ან სიტყვაში ერთი ასო არ შეგრჩებათ.



tms


* * *
მე ავღნიშნე რომ ექიმს ეტიკა მოეკითხება თორემ ცოდნა თავისთავად,
QUOTE
მაგრამ როდესაც Portugal-ის მსგავსნი მენტორული ტონით დაიწყებთ კონკრეტულად პიროვნებების თუ ზოგადად ექიმების
რაღაც არ მახსოვს?? რომელიმე ექიმზე თუნდაც ერთი გადაბრუნებული სიტყვა დამეწეროს

* * *
makvala
QUOTE
ქორწინებამდე ქალიშვილობადაკარგულ ქალთა 70% თავისი პირველი მამაკაცის ცოლი არ ხდება და იწყებს მერე პარტნიორების ცვლას

დარწმუნებული ხარ რომ ყველა ასე იქცევა???

Posted by: tms 16 Sep 2006, 13:55
QUOTE (makvala @ 15 Sep 2006, 20:42 )
[



ექიმს ჩემზე მკაცრად და მწარედ ვერავინ შეაფასებს,

აბა მე–18 გენოტიპის პაპილომავირუსისათვის რომ არ აქვს მნიშვნელობა ვის ვაგინაში მოხვდება, ეს დიდი ხანია მაქვს ნასწავლი, lol.gif ოღონდ ეს არის ამ სამგლეს პრეზერვატივიც ვერ იჭერს და თუ დროზე არ მიხედე და არ ჩარიე მოვლენები შემდეგნაირად განვითარდება:

ეროზია ...CIN1 ...CIN3(сancer in situ)....მეტასტაზები... პანაშვიდი... ქელეხი...
help.gif



ისე დავიჯერო რომ ასეთი დიიდი ხარ ასაკით რომ ასე დიდი ხნის ისწავლე პაპილომავირუსის ავკარგიანობა და უფლებას აძლევ საკუთარ თავს სხვა ექიმების ავ-კარგიანობა შეაფასო? smile.gif
ისე შენი ფოსტები უფრო პატარა ასაკზე ან ზედემტ ამბიციურობაზე ან კიდევ სხვა რამეზე მიუთითებსsmile.gif

თუმცა შენს პროფესიონალიზმს მე ვერანაირად შევეხები უფლება არ მაქვს, მაგრამ მაინც რა ვიცი აბაsmile.gif
წარმატებებიsmile.gif

Posted by: makvala 16 Sep 2006, 19:14
violet
tms

არ გეთანხმებით და ჩემს აზრზე ვარ.

QUOTE
უფლებას აძლევ საკუთარ თავს სხვა ექიმების ავ-კარგიანობა შეაფასო?


ვაძლევ და კიდევ მივცემ. რეალშიც. მაგრამ თუ ჩემი პოსტები და გახსნილი თემები წაიკითხეთ აქ ძირითადად ექიმების დაუმსახურებელი ბრალდებებისაგან დაცვით ვარ დაკავებული.

QUOTE
უფრო მაგარია, როცა 30 წლის ქალს ესტრადიოლი ნორმაზე დაბლა აქვს, FSH, LH ნორმის ზედა ზღვარს ზევით და სტიმულირებას უნიშნავენ კლომიფენის ციტრატით...


აბა თუ იცით რამდენი ექიმი ნიშნავს არასწორად კლომიფენს თბილისში? - თან ისეთები, რიგები რომ უდგათ....

Posted by: Solveig 16 Sep 2006, 21:47
QUOTE
კლომიფენს

საერთოდ ნიშნავს ვინმე სწორად?
sad.gif

Posted by: Natuka NGN 16 Sep 2006, 22:49
დავინტერესდი, უაღრესად საინტერესო პრეპარატი ყოფილა - იმისდამიხედვი9თ როგორი დოზირებაა სრულიად სხვადასხვა ფუნქციას იძენს, წარმოიდგინეთ რამდენად სწორად უნდა დაინიშნოს:
Международное наименование:
Кломифен (Clomifene)

Групповая принадлежность:
Антиэстроген

Описание действующего вещества (МНН):
Кломифен

Лекарственная форма:
таблетки

Фармакологическое действие:
Антиэстроген нестероидной структуры, действие которого обусловлено специфическим связыванием с эстрогенными рецепторами яичников и гипофиза. При низком содержании в организме эстрогенов проявляет умеренный эстрогенный эффект, при высоком содержании - антиэстрогенное действие. В малых дозах усиливает секрецию гонадотропинов (пролактина, ФСГ и ЛГ), стимулирует овуляцию; в больших дозах тормозит секрецию гонадотропинов. Гестагенной и андрогенной активностью не обладает.

Показания:
Бесплодие: ановуляторное бесплодие (индукция овуляции), дисфункциональная метроррагия, аменорея (дисгонадотропная форма), вторичная аменорея, постконтрацептивная аменорея, галакторея (на фоне опухоли гипофиза), синдром поликистозных яичников (синдром Штейна-Левенталя), синдром Киари-Фроммеля, андрогенная недостаточность, олигоспермия, диагностика нарушений гонадотропной функции гипофиза.

Противопоказания:
Гиперчувствительность, печеночная и/или почечная недостаточность, метроррагия неясной этиологии, киста яичников, новообразования половых органов, опухоль или гипофункция гипофиза, эндометриоз, недостаточность яичников на фоне гиперпролактинемии, беременность.

Побочные действия:
Со стороны нервной системы: головокружение, головная боль, сонливость, замедление скорости психических и двигательных реакций, депрессия, повышенная возбудимость, бессонница. Со стороны пищеварительной системы: тошнота, рвота, гастралгия, метеоризм, диарея. Аллергические реакции: редко - сыпь, аллергический дерматит, вазомоторные расстройства. Со стороны мочеполовой системы: редко - полиурия, учащение мочеиспускания, боли в низу живота, дисменорея, меноррагия, увеличение размеров яичника (в т.ч. кистозное). Прочие: увеличение массы тела, "приливы" крови к лицу, редко - снижение остроты зрения, алопеция, болезненность в области грудных желез.Передозировка. Симптомы: тошнота, рвота, "приливы" крови к лицу, нарушение зрения. Лечение: отмена препарата (симптомы передозировки проходят самостоятельно).

Способ применения и дозы:
Для стимуляции овуляции назначают по 50 мг 1 раз в день перед сном, начиная с 5 дня менструального цикла, в течение 5 дней (при отсутствии цикла - в любое время). При отсутствии эффекта (овуляция не развивается в течение 30 дней) увеличивают дозу до 150 мг/сут или удлиняют курс до 10 дней. Курсовая доза должна не превышать 1 г. Развитие овуляции определяется по наличию двухфазной базальной температуры, среднему циклическому повышению продукции ЛГ, росту сывороточного прогестерона во время вероятной средней фазы лютеинизации или при менструальном кровотечении женщин с аменореей. Если овуляция имеет место, а беременности нет, то следует повторить прием той же самой дозы при следующем лечебном курсе. Если после вероятно состоявшейся овуляции не последовало менструального кровотечения, следует принять во внимание возможность беременности, и перед новым курсом лечения эту возможность необходимо исключить. Мужчинам назначают по 50 мг 1-2 раза в день в течение 3-4 мес (необходим систематический контроль сперматограммы).

Особые указания:
Повышает вероятность развития многоплодной беременности. Препарат эффективен при достаточном уровне эндогенных эстрогенов, менее эффективен при низком уровне эстрогенов и практически неэффективен при низкой концентрации гонадотропных гормонов гипофиза. В процессе лечения необходимо постоянное наблюдение гинеколога, следует осуществлять контроль функции яичников, влагалищные исследования, наблюдать за феноменом "зрачка". В период лечения необходимо соблюдать осторожность при вождении автотранспорта и занятии др. потенциально опасными видами деятельности, требующими повышенной концентрации внимания и быстроты психомоторных реакций.

Взаимодействие:
Совместим с препаратами гонадотропных гормонов.

Posted by: iverson 16 Sep 2006, 23:07
makvala
QUOTE
ეგ შენი გასართობი ადგილია. მაგ გართობის ბოლო კი მაყვალა დეიდასთან გადაღებული სამახსოვრო ფოტოა. ნ.კ. პაციენტის ინიციალებია

ქალბატონო მაყვალა, თქვენს მიერ დაპოსტილ სურათზე თუ არ ვცდები ნაჩვენებია სიფილისი.
გთხოვთ დააზუსტოთ ჩემი ვარაუდი.

Posted by: makvala 17 Sep 2006, 00:34
iverson

არა სიფილისი ნამდვილად არ არის, მაგრამ კარგი რომ არაფერია, ყველა ხვდება...

სადიაგნოსტიკო ამოცანად არ გამომიტანია...

პ.ს. ტანკე იდეა მომივიდა - პროგრამირების განყოფილებაში არის ამოცანების თემები, ხომ არ გაგვეხსნა სიტუაციურ ამოცანათა განყოფილება, როგორც მნიშვნელოვანი თემა. ცოტას ტვინს გავანძრევდით ყველანი,სტუდენტებიც და ექიმებიც. თან აქ პირობები პროფესორისა და სტუდენტისათვის ერთნაირი იქნება...

Posted by: iverson 17 Sep 2006, 00:45
makvala
ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ თქვენ თქვენს ასე ვთქვათ ოპონენტს მიმართეთ რომ მისი ცხოვრების წესის დასასრული ამგვარი ფოტო იქნება. ანუ თქვენ გინდათ თქვათ რომ ამ იუზერს უწინასწარმეტყველებთ ვენერიული ავადმყოფობით დაავადებას?
eek.gif
იცით ბოდიში, დარწმუნებული ვარ არასწორედ გაგიგეთ. იმიტომ რომ ეს თქვენი პირველი პოსტი არაა რაც მე წამიკითხავს და აშკარად არ ტოვებთ ასეთი სასტიკი და რა ვიცი... რა დავარქვა პიროვნების შთაბეჭდილებას.
გთხოვთ გამარკვიოთ მართლა დავიბენი smile.gif
ოღონდ გეხვეწებით მეც ვირად ნუ შემრაცხავთ biggrin.gif
სხვათაშორის მინდა ავღნიშნო რომ კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ smile.gif
QUOTE
Portugal

ეგ შენი გასართობი ადგილია. მაგ გართობის ბოლო კი მაყვალა დეიდასთან გადაღებული სამახსოვრო ფოტოა. ნ.კ. პაციენტის ინიციალებია


Posted by: ტანკე 17 Sep 2006, 02:26
makvala
QUOTE
პ.ს. ტანკე იდეა მომივიდა - პროგრამირების განყოფილებაში არის ამოცანების თემები, ხომ არ გაგვეხსნა სიტუაციურ ამოცანათა განყოფილება,

განყოფილების გახსნა მე არ შემიძლია,ეს მარტო ადმინის პრეროგატივაა.
QUOTE
როგორც მნიშვნელოვანი თემა.

განყოფილება თუ თემა? smile.gif თემა კიდევ შეიძლება და კარგი აზრია.გახსენი და ვანხოთ რა პერსპექტივები ექნება smile.gif


Posted by: ikebana 17 Sep 2006, 12:55
makvala
ქალბატონო მაყვალა, თქვენ შედარებით ახალი იუზერი ხართ და ალბათ ჯერ არ მისულხართ იმ დასკვნამდე რომელიც მე დიდი ხანია გამოვიტანე. აქ, ფორუმზე პოლემიკა წყლის ნაყვაა. რაც არ უნდა კეთილ მიზანს ემსახურებოდეს მადლობელი მაინც არავინ დაგრჩებათ.
სასაცილოა აქ მოყვანილი ერთი ლინკი ფორუმის ერთერთი პოლისა. ფორუმზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით თუ ხელმძღვანელობს ეს ხალხი ცხოვრებაში კარგად ყოფილა საქმე. biggrin.gif მამრობითი სქესის ფორუმელების პასუხებით იიმედებენ თვს ვიღაცა ცოლად მაინც მომიყვანსო. უმრავლესობას თვითონაც არ აქვს დიდი გამოცდილება და კიდევ საკითხავია საქმე საქმეზე რომ მიდგება მათი რეაქცია პოლში მონიშნულ პასუხს თუ დაემთხვევა biggrin.gif

Posted by: violet 17 Sep 2006, 13:12
QUOTE
მამრობითი სქესის ფორუმელების პასუხებით იიმედებენ თვს ვიღაცა ცოლად მაინც მომიყვანსო

ვინ იიმედებს ამით თაავს??

Posted by: bochita 17 Sep 2006, 15:55
ეს ალბად გინეკოლოგებს ეცოდინებათ მხოლოდ. მაინტერესებს რამდენ გრადუსზე და რამდენი ხანი უნდა გამოხარშონ სარკე რომ რამე უბედურება არ ავიკიდოთ? რაღაც პროცედურები მაქვს ჩასატარებელი და მეშინია რამე არ ავიკიდ

Posted by: ტანკე 17 Sep 2006, 16:30
გავაერთიანე თემები
===========================

Posted by: makvala 17 Sep 2006, 18:34
bochita

შენც ისეთ კლინიკაში ნუ გაიქცევი, სადაც პროცედურის ფასი სამი ლარია. ასეთში გარანტიას გაძლევ მართლაც აიკიდებ რამეს. მეორე მხრივ მაღალი ფასი პროცედურაზე 10 დან 25–მდეც არ არის არაფრის გარანტია...

ჯერ ერთი არსებობს ერთჯერადი სარკეც და თავმოყვარე კლინიკები ერთჯერადებს იყენებენ, თუმცა ყოველთვის მხოლოდ ერთჯერადი ინსტრუმენტებით პაციენტის მიღება არ ხერხდება. ამიტომ რომ გითხრა ამა თუ იმ კლინიკაში აქვთ ერთჯერადი სარკეები, ჯერ ერთი რეკლამა გამომივა და მოდერი გამიჯავრდება, მეორეც შესაძლოა კონკრეტულ სიტუაციაში ერთჯერადის გამოყენება არც ჩათვალონ მიზანშეწონილად...

სტერილიზაციის რეჟიმების აქ განხილვას აზრი არ აქვს, სახლში ხომ არ გაასტერილებ და თან წაიღებ ინსტრუმენტს. ასევე ვერც გააკონტროლებ. არცერთ კლინიკაში სასტერილიზაციოში არ შეგიშვებენ და სწორადაც მოიქცევიან.

ავტოკლავსა და სუხოჟარში გასტერილება შეიძლება რეჟიმის დაცვითაც მოხდეს, მაგრამ სტერილობა შემდეგ შეიძლება დაიკარგოს მედდის არასწორი მოქმედების შედეგად. ამ მხრივ სამწუხაროდ გინეკოლოგიის მედდები განსაკუთრებით ფეთხუმები არიან. აი ამას კი თქვენ ვერანაირად ვერ შეაფასებთ.

მნიშვნელობა აქვს სავარძლის მდგომარეობასაც და იყენებენ თუ არა ერთჯერად საფენებს სავარძელზე დასაფენად...

ასე შესაძლო ცუდი მომენტები, იმდენია რომ მაგაზე რომ იფიქრო სამკურნალოდაც ვერ წახვალ, არ იფიქრებ და არც ეგ ვარგა...

რა ვიცი, სადაც მისვლას აპირებ, იმ კლინიკის პაციენტებს შეგიძლია ჰკითხო აზრი...

google-მაც იპოვა 13 შედეგი, როდესაც მოსაძებნად ქართულად მივეცი: ერთჯერადი სარკე

–Результаты 1 - 10 из примерно 13 для ერთჯერადი სარკე. (0,24 секунд)

შედეგებში აღარ ჩამიხედავს, შეიძლება ერთჯერად სარკეს სადღაც იყენებენ, ან იქნებ ჰყიდიან კიდეც, ბოლოს და ბოლოს იყიდი. ძვირიც არ არის...

უკიდურეს შემთხვევაში, შენს კლინიკაში სადაც მკურნალობას აპირებ, ნაყიდი ერთჯერადი სარკე მიიტანე (ზომას როგორ აარჩევ არ ვიცი, პირველად პატარა ზომა იყიდე და წაიღე), ხოლო გინეკოლოგიურ კრესლოზე დასაფენად შენივე კარგად გამოხარშული ზეწარი ან პირსახოცი იქონიე.

Posted by: ტანკე 17 Sep 2006, 18:44
ikebana
QUOTE
ქალბატონო მაყვალა, თქვენ შედარებით ახალი იუზერი ხართ და ალბათ ჯერ არ მისულხართ იმ დასკვნამდე რომელიც მე დიდი ხანია გამოვიტანე. აქ, ფორუმზე პოლემიკა წყლის ნაყვაა. რაც არ უნდა კეთილ მიზანს ემსახურებოდეს მადლობელი მაინც არავინ დაგრჩებათ.

ცდები მაკა smile.gif ცდები
ამ განყოფილებაში შეიძლება ნაწილობრივ ასეცაა,მაგრამ მაინც ხდება დაფასებები smile.gif

Posted by: bochita 17 Sep 2006, 21:04
makvala
მე ვფიქრობდი ჩვეულებრივი სარკე მეყიდა რომ ჩემთვის მქონოდა მაგიტომ მაინტერესებს წესები გამოხარშვის რომ ჩემი ვატაროთქო ვფიქრობ. ერთჯერადები ბევრი დამჭირდება ის კიდევ სულ მექნებოდა.

Posted by: makvala 17 Sep 2006, 23:48
bochita

ფანტასტიკური იდეები გაქვს, გირჩევნია წესიერი კლინიკა მონახო, სადმე ხუდადოვის ტყეში არ წახვიდე. მთლად ასეთი კატასტროფაც არ არის თბილისში, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე პაციენტი C ჰეპატიტს ან რაიმე სხვას იკიდებდეს. იაფფასიანი კლინიკები და სახლში გახსნილი გინეკოლოგიური კაბინეტები ხშირად სცოდავენ, მაგრამ არც იმისი თქმა არ შეიძლება რომ ექიმთან არ მიისვლება. ძალიან ბევრი პაციენტი ინფექციის აკიდებას პირად საუბარში ექიმთან ვიზიტს აბრალებს, რადგან ეს ნაკლებად სამარცხვინოა, ვიდრე იმ დაავადებით ინფიცირების ჭეშმარიტი მიზეზი...
yes.gif

შენი იდეა ისეთივე არასწორია, როგორც ნატურალურ მეურნეობას რომ მისდიოს ადამიანმა და თავისთვის საჭირო ყველა პროდუქტი და ნივთი პურიდან ავტომობილამდე თვითონ აწარმოოს.
lol.gif

აბა წარმოიდგინე, ვთქვათ იყიდე ბაზრობაზე მეტალისაგან დამზადებული კუსკოს სარკე. ჯერ შენი ზომა უნდა იცოდე. არც ისე იაფია 15–20 ლარი ღირს, თან ადვილად შეიძლება პაკისტანის შემოგაპარონ. ეგეთი ბაზრობაზევე ჩამატყდა ხელში. რუსული უნდა მოძებნო. მერე ერთხელ ყიდვაც ხომ არ არის, გასტერილება რა, არაფერი ჯდება? მართლა კარგ გერმანულ ესკულაპის სარკეში (ავატარადაც მეყენა) ცალში 90 ევრო გადავიხადე გერმანიაში.

სახლის პირობებში თერმულად მაინც არ გამოვა გასტერილდება, ავტოკლავი ან სუხოჟარია საჭირო. ბოლოს და ბოლოს შეიძლება სასტერილიზაციო ხსნარები გამოიყენო ბოდეს კორსოლექს ბეისიქი ან ლიზოფორმინი. ან სულაც ქართული ჯაფა, როგორც ამბობენ მაგარია. მაგრამ სტერილურად ინსტრუმენტი კლინიკამდეც ხომ უნდა გადაიტანო. ამისათვის ყველაზე კარგი ცელოფანში ჩასაპრესი მანქანაა, მაგასაც ხომ არ შეიძენ, ცელოფანში ჩაპრესილი 60 დღე სტერილურად ინახება.

მარტო სარკე რას გიშველის, სხვა ინსტრუმენტებსაც ხომ არ იყიდი და საკუთარი ინსტრუმენტებით ხომ არ ირბენ ექიმთან....

შუა საუკუნეებში რაინდები სტუმრად საკუთარი დანა-ჩანგლით მიდიოდნენ.... biggrin.gif

Posted by: @@@@ 18 Sep 2006, 15:05
და ის სურათი როა, იქ კიბო აქ ადამიანს?

Posted by: tms 18 Sep 2006, 18:49
QUOTE (bochita @ 17 Sep 2006, 21:04 )
makvala
მე ვფიქრობდი ჩვეულებრივი სარკე მეყიდა რომ ჩემთვის მქონოდა მაგიტომ მაინტერესებს წესები გამოხარშვის რომ ჩემი ვატაროთქო ვფიქრობ.  ერთჯერადები ბევრი დამჭირდება ის კიდევ სულ მექნებოდა.

და ისე ბარემ გინეკოლოგობაც შენ თვითონ გეკისრა რაღაზე აწუხებ იმ ხალხს?smile.gif

Posted by: ბაჩუკი 19 Sep 2006, 01:19
ვერ ვხვდები,სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად მღვდელი რა პონტში დანიშნეს?

Posted by: ტანკე 19 Sep 2006, 01:21
ბაჩუკი
QUOTE
ვერ ვხვდები,სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად მღვდელი რა პონტში დანიშნეს?

lol.gif es xumrobaa? biggrin.gif

Posted by: ბაჩუკი 19 Sep 2006, 01:22
არა,რ2-ზე მოვისმინე და ყბა ჩამომივარდა.

Posted by: ტანკე 19 Sep 2006, 01:26
ბაჩუკი
რა გინდა მარეთლა ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს საქართველოს ჯანდაცვის სიტემაში lol.gif
ავოიეეეეეეე გურჯისტაააააააააააააააააან biggrin.gif

Posted by: Solveig 19 Sep 2006, 01:48
ბაჩუკი
QUOTE
სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად მღვდელი რა პონტში დანიშნეს


მართალია ეს სამშობიარო საპატრიარქოს მფარველობის ქვეშაა, მაგრამ ეს მეც ძალიან გამიკვირდა spy.gif სად მღვდელი და სად მენობა-გინეკოლოგია.

მონაზონი რომ ყოფილიყო, კიდევ რამეს იტყოდი spy.gif


Posted by: ტანკე 19 Sep 2006, 01:52
Solveig
QUOTE
მონაზონი რომ ყოფილიყო, კიდევ რამეს იტყოდი spy.gif

ის ფილმი ნანახი გაქვს მონაზონი? მაგის მერე მეშინია მონაზონების biggrin.gif
საერთოდ გურჯისტანშAი მიღებული პრაქტიკაა,რომ მთავარი ექიმები უნდა იყვნენ ყველაზე ჭკვიანი და კარგი ექიმები,ეს არ არის მართებული.მთავარი ექიმი უნდა იყოს ახალგაზრდა და ენერგიული,უნდა შეეძლოს კლინიკის მართვა და კარგად ერკვეოდეს მენეჯმენტში,უნდა იყოს გაქნილი და ასე შემდეგ.ჩვენთან ოპერაციაზე ყველა მთავარ ექიმთან მიდის,ფიქრობენ ყველაზე მაგარი იქნებაო biggrin.gif ამერიკაშ სხვაგვარადაა საქმე smile.gif

Posted by: Solveig 19 Sep 2006, 02:00
ტანკე
QUOTE
მთავარი ექიმი უნდა იყოს ახალგაზრდა და ენერგიული,უნდა შეეძლოს კლინიკის მართვა და კარგად ერკვეოდეს მენეჯმენტში,უნდა იყოს გაქნილი და ასე შემდეგ.ჩვენთან ოპერაციაზე ყველა მთავარ ექიმთან მიდის,ფიქრობენ ყველაზე მაგარი იქნებაო  ამერიკაშ სხვაგვარადაა საქმე

მაგაში კი გეთანხმები, მაგრმა მღვდელი რა შუაშია biggrin.gif მონაზონი ქალი მაინცაა და მღვდელი..spy.gif

Posted by: ტანკე 19 Sep 2006, 02:04
Solveig
QUOTE
მაგაში კი გეთანხმები, მაგრმა მღვდელი რა შუაშია biggrin.gif მონაზონი ქალი მაინცაა და მღვდელი..spy.gif

ღმერთის შიში საქართველოში მარაზმამდე დადის.მღვდელმა აკეთოს თავისი საქმეები და ნუ ერევა მედიცინაში.ჭიპაშვილი დასახვრეტია ამის გამო!

Posted by: ბაჩუკი 19 Sep 2006, 02:16
ილია მეორემ დანიშნაო და ამ მღვდელმაც სიამაყით განაცხადა,დღეიდან მე ვარ ამ სამშობიაროს ხელმძღვანელი და მთავარი ექიმიო,"მთავარი ექიმი"-ო ხალხო,პირდაპირ ეს სიტყვები თქვა,სასაცილოა,აბა რა არის...

Posted by: ტანკე 19 Sep 2006, 02:18
ბაჩუკი
QUOTE
"მთავარი ექიმი"-ო ხალხო,პირდაპირ ეს სიტყვები თქვა,სასაცილოა,აბა რა არის...

სასაცილო კი არა სატირალია

Posted by: ikebana 19 Sep 2006, 11:26
ტანკე
QUOTE
ცდები მაკა  ცდები
ამ განყოფილებაში შეიძლება ნაწილობრივ ასეცაა,მაგრამ მაინც ხდება დაფასებები

ღმერთმა ქნას ვცდებოდე smile.gif
ისე არამგონია რადგან მღვდელი მთავარ ექიმად დანიშნეს მშობიარობის მიღება აიღოს თავის თავზე. smile.gif უფრო მენეჯერის პონტში ალბათ. იქნება მიეხედოს მაგ საავადმყოფოს.

Posted by: bochita 19 Sep 2006, 13:31
makvala
ქალთა კონსულტაციაში ვიყავი ფეხმძიმობაზე კონსულტაციაზე ასაყვანად ერთჯერი სარკეები არა გვაქვსო გამომიცხადეს ნაცხის აღებისას . ესეთ შემთხვევაში რა უნდა ქნას ადამიანმა? ჩემსავით უნდა ჩამოხტეს სავარძლიდან? ვიცი რომ ბევრმა აიკიდა იგივე ჰეპატიტი ეგეთ სიტუაციებში. ეხლა სოკოზე მომიწევს პროცედურები. ერთჯერადი სარკე სადღაც 4-5 ლარი ღირს . ჩემს გინეკოლოგთან სახლში დავდივარ ხოლმე ამიტომ ვიფიქრე ჩემი თუ მექნებოდა იმას გამოიყენებდა მარტო ჩემთვის. მაგრამ როგორც ამბობ სახლის პირობებში სტერილიზაცია მაინც დიდი რისკია, ისევ კლინიკაში სჯობია სიარული, თუმცა იქაც ღმერთმა იცის გამოხარშვისას დაიცავენ თუ არა ყველა წესს. მოკლედ მივხვდი ყველა ვარიანტში ერთჯერადები უნდა ვიყიდო თუ სახლში ვივლი.
მადლობsmile.gif

Posted by: komisia 19 Sep 2006, 13:48
:ჩახველების სმაილი:

მე პირადად მივესალმები და ძალიან კარგიცაა სასულიერო პირის დანიშვნა.
ეგ მღვდელი ოპერაციების კეთებას კი არ დაიწყებს, არამედ მოაწესრიგებს და იზრუნებს ყველაფერზე რაც სამშობიაროს სჭირდება.

ეხლა არ დაიწყოთ მაგან რა იცის ფინანსებისა და ასე შემდეგო...
მაგან ყველაფერი იცის, რახან უწმინდესმა დანიშნა ე.ი. ეგრე იყო საჭირო.

Posted by: ტანკე 19 Sep 2006, 17:17
komisia
QUOTE
მაგან ყველაფერი იცის, რახან უწმინდესმა დანიშნა ე.ი. ეგრე იყო საჭირო.


აი ეს არის ჩვენი უბედურება...
არ მეგონა სასულიერო აკკადემიასი მენეჯმენტსაც თუ ასწავლიდნენ.
QUOTE
არამედ მოაწესრიგებს და იზრუნებს ყველაფერზე რაც სამშობიაროს სჭირდება.

მაინც როგორ? როგორ წარმოგიდგენიათ?
ვაი ვაი...

Posted by: makvala 19 Sep 2006, 17:58
რა გითხრათ,

გაბრიჩა მეცოდება, უმიზეზოდ მოყვა ამ ორომტრიალში. წესიერი კაცია და კარგი ექიმიც. რაზეც ედავებიან დამნაშავე არ არის. გაბრიჩას საკადრო ცვლილებებით ორმა უკმაყოფილო ექიმმა პაციენტს საჩივარი დააწერინეს და ნახევარი მილიიონის შოვნას დაპირდნენ სასამართლოთი. ვერაფერსაც ვერ აშოვნინებენ, ტყუილად დროს დააკარგინებენ და ფულსაც, მაგრამ თავიანთი შეისრულეს - გია მოახსნევინეს.

მღვდლის დანიშვნას რაც შეეხება, რა ვიცი, კათოლიკეებს პრაქტიკაში აქვთ მონასტრებთან და ტაძრებთან საავადმყოფოები, მაგრამ რა სტატუსი და ურთიერთობა აქვთ იქ ექიმებსა და სასულიერო პირებს, არ ვიცი. ჩვენთან მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს და როგორ წავა საქმე გაურკვეველია, მაგრამ არა მგონია სამინისტროზე უარესად დააყენოს საქმე იქ საპატრიარქომ...

მაგ შენობაზე და ადგილზე, კიდევ პედიატრიის ინსტიტუტზე დიდი ხანია თვალია დადგმული გასაყიდ-საპრივატიზაციოდ. პედიატრიის ინსტიტუტის გაყიდვა ნამდვილად არ შეიძლება - ქალაქის ცენტრი ბავშვთა სტაციონარის გარეშე დარჩება..


Posted by: komisia 20 Sep 2006, 12:38
QUOTE
აი ეს არის ჩვენი უბედურება...

ეგ უბედურება ნაღდად არ არის.
უბედურება ის არის რომ ვერ ხვდებით რატომ დანიშნა.

Posted by: ტანკე 20 Sep 2006, 16:56
komisia
QUOTE
უბედურება ის არის რომ ვერ ხვდებით რატომ დანიშნა.

აბა გვითხარი

Posted by: წრიპა 20 Sep 2006, 18:29
მემგონი მამა ადამზე ლაპარაკობთ ხომ?
ეგ კაცი სანამ სასულიერო სფეროს წარმომადგენელი გახდებოდა, იქამდე ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდა საკმაოდ წარმაგებული ანესთეზიოლოგი იყო, დაახლოებით 3 წელია რაც თავი გაანება ექიმობას და ეკლესიაში წავიდა.
მაშინ მისი თანამშრომლები გაოცებულები იყვნენ მისი ასეთი საქციელით. ასე რომ, მამაო არც ისე შორს არის მედიცინისგან ...................

Posted by: ტანკე 20 Sep 2006, 18:31
cripa03
QUOTE
მემგონი მამა ადამზე ლაპარაკობთ ხომ? ეგ კაცი სანამ სასულიერო სფეროს წარმომადგენელი გახდებოდა, იქამდე ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდა საკმაოდ წარმაგებული ანესთეზიოლოგი იყო, დაახლოებით 3 წელია რაც თავი გაანება ექიმობას და ეკლესიაში წავიდა. მაშინ მისი თანამშრომლები გაოცებულები იყვნენ მისი ასეთი საქციელით. ასე რომ, მამაო არც ისე შორს არის მედიცინისგან ...................

ასე კიდევ ხო,თუ მართალია

Posted by: წრიპა 20 Sep 2006, 18:34
ნამდვილად ვიცი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება აიღო და ზუსტად 2 თვეში წავიდა მონასტერში, ეს იყო დაახლოებით 3 წლის წინ

Posted by: ტანკე 20 Sep 2006, 18:34
cripa03
მაინც არ შეიძლება ასე.ან ერთ საქმიანობას შეელიოს,ანაც მეორეს

Posted by: violet 20 Sep 2006, 18:36
ეხლა უკვე გასაგებია ისე შეეძლოთ სიუჟეტს რომ აკეთებდნენ ერთი ორი სიტყვით ეხსენებინათ

Posted by: წრიპა 20 Sep 2006, 18:39
ტანკე

მაგაში გეთანხმები თავიდან ბოლომდე yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: makvala 20 Sep 2006, 19:37
cripa03
QUOTE
ნამდვილად ვიცი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება აიღო და ზუსტად 2 თვეში წავიდა მონასტერში, ეს იყო დაახლოებით 3 წლის წინ


ე.ი. ინტუიცია არსებობს, რა, წინა პოსტში რომ მხარი დავუჭირე პატრიარქის გადაწყვეტილებას, ნამდვილად არ ვიცოდი რომ მამა ადამი ექიმია...

ძალიან კარგი! უწმინდესსა და უნეტარესს ბრძნული გადაწყვეტილება მიუღია. ვუსურვებ მამა ადამს წარმატებას. ადრეც დავწერე, რომ ეგ სამშობიარო საანესთეზიო აპარატურით აღჭურვილი იყო 40-იანი წლების სამხედრო ჰოსპიტლის დონეზე და ერორმა რომ ამბავი ატეხა, საკეისროზე ქალის დაღუპვისას, არა პატიკოს ან ირაკლის შეცდომის, არამედ სამშობიაროს უვარგისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შედეგი იყო და დღეს არა, ხვალ აუცილებლად მოხდებოდა, აქამდე რომ არ მოხდა ის მიკვირს. რაც ეგ სამშობიარო საპატრიარქოსი გახდა 1997 წელს, ეგ პირველი შემთხვევა იყო დედის სიკვდილის...

როცა პულს-ოქსიმეტრი და კარდიომონიტორი არ არის საოპერაციოში და არც დეფიბრილატორი, პაციენტი მართლაც უფლის იმედზეა, რა, ხო აზრზე ხართ...

მამა ადამის ექიმობა გამეხარდა, ანესთეზიოლოგობა განსაკუთრებით.

violet
სიმართლე გითხრა, ეგ ამბავი აქ მარტო cripa03-ს სცოდნია, არცერთმა არ ვიცოდით.
შეიძლება ერორსაც არ სცოდნოდა, მაგრამ რომც სცოდნოდა არ იტყოდნენ, სიუჟეტი სენსაციური აღარ გამოვიდოდა. მერე ალბათ გაიგებდნენ, მაგრამ უკვე აღარ სთქვეს...

ნაჩქარევი მიჩირთიფირთებული რეპორტაჟები, ნახევრადსიმართლე, კონტექსტიდან ამოღებული ფრაზები, მაგათი სტილია. ერორის ჟურნალისტები არცერთი არ დამნანებია რომ დაფერთხეს...

Posted by: წრიპა 20 Sep 2006, 19:59
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, მამა ადამი ყველფერს გააკეთებს სამშობიაროს კეთილდღეობისათვის და ვფიქრობ პატრიარქმა ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ყოველთვის.
ასე რომ, არმატებები მამა ადამს!

Posted by: ikebana 20 Sep 2006, 21:17
QUOTE
ტანკე

მაგაში გეთანხმები თავიდან ბოლომდე   


ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მღვდელია, ბერი კი არა რომ საზოგადოებრივი საქმით არ დაკავდეს.

და კიდევ. ნაადრევად ნუ გავაკეთებთ ხოლმე დასკვნებს. მითუმეტეს თუ ეს უწმინდესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.

Posted by: წრიპა 20 Sep 2006, 21:28
ikebana

ერთიც და მეორეც ძალიან დიდ დროს მოითხოვს და სწორედ ამიტომ შეიძლბა წარმოიქმნას რაიმე გაუთვალიწნიებელი პრობლემები, თორემ საზოგადოებრივი საქმიანობა არავის აუკრძალავს.

Posted by: ტანკე 20 Sep 2006, 21:32
ikebana
QUOTE
და კიდევ. ნაადრევად ნუ გავაკეთებთ ხოლმე დასკვნებს. მითუმეტეს თუ ეს უწმინდესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.

ეს მრევლის პოსტია თუ მედიცინის მუშაკის? smile.gif

Posted by: ikebana 20 Sep 2006, 21:38
cripa03
QUOTE
გაუთვალიწნიებელი პრობლემები

რა "ადამიანურად" ჯღერს smile.gif ვნახოთ, ყველაფერი წინაა.

ტანკე
QUOTE
ეს მრევლის პოსტია თუ მედიცინის მუშაკის?

ერთი მეორეს არ გამორიცხავს smile.gif

Posted by: ტანკე 20 Sep 2006, 21:59
ikebana
QUOTE
ერთი მეორეს არ გამორიცხავს smile.gif

მე ვუყურებ ამ ყველაფერს წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით და არ ვიწონებ იმ აზრს,რომ დილეტანტმა უნდა მართოს საავადმყოფო.მერე გაირკვა რომ ის მამაო არც ისე დილეტანტია და პრაქტიკულად ექიმია არაოფიციალურად.ეს კიდევ ხო მესმის.
მაგრამ მედიცინის ინტერესების დაკნინება არ ღირს იმის გამო,რომ მამაოსთან გვაქვს საქმე smile.gif კი კარგია მამაოც და ყველაფერი,ოღონდ თავის ადჰილზე და თავის დანიშნულებით smile.gif

Posted by: tikusha 20 Sep 2006, 22:18
მემგონი ეს თემა გინეკოლოგიას აშკარად ასცდა

Posted by: ტანკე 20 Sep 2006, 22:21
tikusha
QUOTE
მემგონი ეს თემა გინეკოლოგიას აშკარად ასცდა

არაუშავს.საინტერესო დისკუსიებს,თუნდაც ოპტოპიკებს ვტოვებ ხოლმე

Posted by: violet 20 Sep 2006, 22:25
makvala
QUOTE
ნაჩქარევი მიჩირთიფირთებული რეპორტაჟები, ნახევრადსიმართლე, კონტექსტიდან ამოღებული ფრაზები, მაგათი სტილია

არ შემიძლია არ დაგეთანხმო yes.gif

Posted by: წრიპა 20 Sep 2006, 22:28
ikebana

ჩემი აზრით პირიქით ადამიანურად ''ჟღერს''

ტანკე
up.gif up.gif up.gif wink.gif

Posted by: makvala 20 Sep 2006, 22:29
ტანკე

QUOTE
ის მამაო არც ისე დილეტანტია და პრაქტიკულად ექიმია არაოფიციალურად.


არა, ის ოფიციალურადაც ექიმია, სამი წლის წინ თუ ექიმად აქტიურად მუშაობდა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აქვს, მისი სერთიფიკატი მოქმედი იქნება და არ მგონია ძალადაკარგული იყოს, მითუმეტეს დოქტორებსა და კანდიდატებს სერთიფიკატი უგამოცდოდ ეძლეოდათ. მხოლოდ წელს დაიწყო პირველად გაცემული სერტიფიკატების განმეორებითი გამოცდით გადაბარება...

აი საოპერაციოში რომ რაულის, პატიკოს ან გაბრიჩას გვერდზე რომ დადგეს ანესთეზიოლოგად, მინიმუმ ანაფორა მაინც უნდა გაიხადოს და ხალათი ჩაიცვას, ეს კი რამდენად რელიგიურია არ ვიცი...

Posted by: ikebana 22 Sep 2006, 11:27
cripa03
QUOTE
ჩემი აზრით პირიქით ადამიანურად ''ჟღერს''

ხოდა მეც ეგ ვთქვი, სარკაზმი არ ყოფილა ჩემს სიტყვებში. სხვა რამე ვიგულისხმე. smile.gif
makvala
QUOTE
აი საოპერაციოში რომ რაულის, პატიკოს ან გაბრიჩას გვერდზე რომ დადგეს ანესთეზიოლოგად, მინიმუმ ანაფორა მაინც უნდა გაიხადოს და ხალათი ჩაიცვას, ეს კი რამდენად რელიგიურია არ ვიცი...

დარწმუნებული ვარ ასე არ იქნება. თუმცა ყველანი აქ არ ვართ? შევხედოთ. წინასწარ ნუ განვსჯით.

Posted by: წრიპა 22 Sep 2006, 18:12
ikebana
ეტყობა იუმორში ავიჭერი sad.gif

Posted by: iverson 22 Sep 2006, 22:01
@@@@
QUOTE
და ის სურათი როა, იქ კიბო აქ ადამიანს?

კი, როგორც ქალბატონმა მაყვალამ ამიხსნა კიბოა. და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს (ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის)
ჩვენი ფორუმის ყველაზე თვალსაჩინო გინეკოლოგი უსურვებს იმათ, ვინც ქორწინებამდე თავი არ შეინახა.
არადა სხვა პოსტებიდან ჩანს, რომ ქალბატონი მაყვალა ზრუნავს ჩვენზე და ძალიან გამიხარდა როცა ის აღმოვაჩინე, რადგან მეც ვაპირებდი მისთვის კითხვების დასმას. მაგრამ თურმე თავის "არაპატიოსანი" პაციენტების მიმართ ასეთი სასტიკი განწყობისაა sad.gif

P.S.
გთხოვთ ჩემს პატიოსნებაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ.




makvala
QUOTE
მინიმუმ ანაფორა მაინც უნდა გაიხადოს და ხალათი ჩაიცვას

ტელევიზორში როცა აჩვენეს ხალათი ეცვა ანაფორის ზემოთ..

Posted by: ტანკე 22 Sep 2006, 22:04
QUOTE
კი, როგორც ქალბატონმა მაყვალამ ამიხსნა კიბოა. და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს (ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის) ჩვენი ფორუმის ყველაზე თვალსაჩინო გინეკოლოგი უსურვებს იმათ, ვინც ქორწინებამდე თავი არ შეინახა.

ეტყობა გამომრჩა ეგ პოსტი.
ქალბატონი მაყვალა მსგავსის დაპოსტვისთვის მეორედ მიიღებს გარანტირებულ 3 დღიან ბანს.
ბევრ რაღაცაზე ვხუჭავ თვალს,მაგრამ მაგაზე დიდი წესების დარღვევა უბრალოდ არ არსებობს.

Posted by: ikebana 22 Sep 2006, 22:06
iverson
QUOTE
ტელევიზორში როცა აჩვენეს ხალათი ეცვა ანაფორის ზემოთ..

საავადმყოფოში რომ ხალათი უნდა ეცვას ყველას, თუნდაც მნახველს ახალი ამბავია?

Posted by: iverson 22 Sep 2006, 22:11
ikebana
მე უბრალოდ კითხვაზე ვუპასუხე...

ისე მაგ სამშობიაროზე ერთხელ პატრულში იყო სიუჟეტი. მშობიარე ქალი არ მიიღეს რადგან პირადობის მოწმობა არ ახლდა თან. ძალიან ავღშფოთდი როცა გავიგე რომ საპატრიარქოს სამშობიაროზე იყო საუბარი. ნუთუ ეს ჰუმანურია? ნუთუ ეს ქრისტიანულია?
იმედია მამა ადამი ყველაფერს მოაგვარებს და ნათელი მოეფინება ამ სამშობიაროს.

Posted by: tms 22 Sep 2006, 22:38
QUOTE (makvala @ 20 Sep 2006, 22:29 )

აი საოპერაციოში რომ რაულის, პატიკოს ან გაბრიჩას გვერდზე რომ დადგეს ანესთეზიოლოგად, მინიმუმ ანაფორა მაინც უნდა გაიხადოს და ხალათი ჩაიცვას, ეს კი რამდენად რელიგიურია არ ვიცი...

როგორ უყვართ ამ ქართველ ახალბედა ექიმებს ფამილარობაsmile.gif ანუ იმის მტკიცება, მე ისეთი მაგარი ვარ ცნობილ ექიმებს მოფერებითი ზედეტი სახელებით მივმართავ და მხარზე სულ ხელებს ვუტყაპუნებოsmile.gif

და ისე გინეკოლოგიის პაციენტის სურათის ფორუმზე გამოქვეყნებაც ახალბედობის ბრალია?

Posted by: Portugal 22 Sep 2006, 22:39
makvala
QUOTE
ე.ი. ინტუიცია არსებობს, რა, წინა პოსტში რომ მხარი დავუჭირე პატრიარქის გადაწყვეტილებას, ნამდვილად არ ვიცოდი რომ მამა ადამი ექიმია...

აი ასე ინტუიტიურად უყვარს ქალბატონ მაყვალას ექიმების რჩევა ხოლმე.
ქალბატონო მაყვალა: თქვენს პაციენტებთან თუ გიცდიათ ინტუიციით დიაგნოზი დასმა? იქაც ასე გიმართლებთ ხოლმე? საინტერესო იქნებოდა არა? lol.gif lol.gif

Posted by: tms 22 Sep 2006, 22:52
აქ ის ეწერა რაც ზემოთ (22 Sep 2006, 22:38 ) წერია. უბრალოდ განმეორდა ტექნიკური მიზეზების გამო..smile.gif

Posted by: blear_witch 22 Sep 2006, 22:58
QUOTE
კი, როგორც ქალბატონმა მაყვალამ ამიხსნა კიბოა. და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს (ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის) ჩვენი ფორუმის ყველაზე თვალსაჩინო გინეკოლოგი უსურვებს იმათ, ვინც ქორწინებამდე თავი არ შეინახა

არ მინდოდა ჩავრეულიყავი მარა კონკრეტულად რისი სიმსივნეა ამიხსნას იქნებ ვინმემ და რატომ კორელირებს ადრეულ სექსუალურ კონტაქტებთან? კიბოსთვის სულერთია დაქორწინებულია თუ არა პაციენტი ქალბატონო makvala ეგებ ამიხსნათ? აქამდე ვიცოდი რომ უმეტესობა ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების ერთერთი რისკ ფაქტორი გვიან დაწყებული სექსუალური ცხოვრება და მშობიარობა იყო. წმინდა მეცნიერულ და არა მორალურbiggrin.gif დონეზე მაინტერესებს

Posted by: Portugal 22 Sep 2006, 23:03
მაყვალა გაისჯა biggrin.gif .......................

Posted by: iverson 22 Sep 2006, 23:08
მოდი აღარ შევაწუხებ ქალბატონ მაყვალას ხელმეორედ ახსნას თუ რა არის გამოსახული იმ სურათზე და თავს უფლებას მივცემ დავაკოპირო მისი PM:


ის რაც ფოტოზეა, არის კიბო.

ყველაზე ცუდი ინფექცია, რომელიც მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრების შედეგად და პარტნიორების ცვლით შეიძლება დაავადდეს ადამიანი, პაპილომავირუსული ინფექციაა. შიდსს პრეზერვატივი მაინც აკავებს, ამას ვერა, იმიტომ რომ ძლიერ კონტაგიოზურია.

99% საშვილოსნოს ყელის კიბოსი გამოწვეულია სწორედ პაპილომავირუსული ინფექციით, განსაკუთრებით მისი ნომერ 16 და 18 გენოტიპის მქონე შტამმებით.

ჯერ ეროზია ვითარდება, შემდეგ თუ არ მიხედე, კიბოში გადადის. კიბოს განვითარებას კიდევ რამდენიმე დამატებითი ფაქტორი სჭირდება, მაგრამ პაპილომავირუსული ინფექცია მთავარია. დამტკიცებულია, რომ ამ ვირუსის გარეშე საშვილოსნოს ყელის კიბოთი არ ავადდებიან.

Posted by: blear_witch 22 Sep 2006, 23:15
iverson
გმადლობ.მე რაც მაინტერესებდა უკვე გავიგე.

Posted by: ტანკე 23 Sep 2006, 00:20
ქალბატონმა მაყვალამ უწინასწარმეტყველა მატ თუ უსურვა? ეს სხვადასხვა რაღაცეებია.იმ პოსტს ვერ ვპოულობ და იქნებ დამაკვალიანოთ რომელ გვერდზეა?შეცდომაში არ მინდა რომ შევიდე.

Posted by: makvala 23 Sep 2006, 08:34
ტანკე

ვუწინასწარმეტყველე, ტანკე...

საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთ-ერთ რისკ ფაქტორად სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყება, შემთხვევითი სქესობრივი კავშირები და პარტნიორების ცვლა ჯერ კიდევ მაშინ ეწერა სახელმძღვანელოებში, სანამ პაპილომავირუსს აღმოაჩენდნენ...

ამ უკანასკნელს კი პრეზერვატივიც ვერ აკავებს...

გისურვებ წარმატებას ყბა–სახის ქირურგიაში. შენნაირი მოდერები პოლიტიკის განყოფილებას ჰყავდეს, კარგი იქნება...

Portugal

gigi.gif givi.gif lol.gif

iverson

შენზე კი მართლა გავბრაზდი

QUOTE
ჩვენი ფორუმის ყველაზე თვალსაჩინო გინეკოლოგი უსურვებს იმათ, ვინც ქორწინებამდე თავი არ შეინახა.


ყველაფერს საზღვარი აქვს, მათ შორის სიცრუესაც...

ასეთი რამ არცერთ პაციენტს არ დაუბრალებია....

ქვემოთ ხელმოწერა წაიკითხე, პოლიტიკის განყოფილებისათვის მქონდა, მაგრამ შენც გეხება...

QUOTE
არადა სხვა პოსტებიდან ჩანს, რომ ქალბატონი მაყვალა ზრუნავს ჩვენზე და ძალიან გამიხარდა როცა ის აღმოვაჩინე, რადგან მეც ვაპირებდი მისთვის კითხვების დასმას. მაგრამ თურმე თავის "არაპატიოსანი" პაციენტების მიმართ ასეთი სასტიკი განწყობისაა


რადგან ასე თვლი, შენ გააგრძელე რჩევების მიცემა...

საღამოობით მაინც დიდ დროს მართმევდა...

Bye-Bye...

Posted by: Portugal 23 Sep 2006, 10:29
ტანკე
QUOTE
ვუწინასწარმეტყველე, ტანკე...

ეს მე მიწნასწარმეტყველა ტანკეsmile.gif თუმცა
QUOTE
სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყება
ეს "ადრე",
QUOTE
შემთხვევითი სქესობრივი კავშირები
ეს "შემთხვევითი",
QUOTE
პარტნიორების ცვლა
და ეს "პარტნიორების ცვლა" საიდან მოიტანა, ,ჩემთვის ბურუსითაა მოცული! ალბათ ისევ მისმა "შეუმცდარმა" ინტუიციამ გაჭრა, როგორც ზევით აღვნიშნე,
ყველა შემთხვევაში შენ თუ მაგისთვის ვორნის მიცემა გინდა ჩემი მიზეზით მიეცი, ვ მამენტ ბოზად გამომიყვანა და კიბო მიწინასწარმეტყველა
lol.gif lol.gif

Posted by: წრიპა 23 Sep 2006, 12:53
Portugal

მემგონი ზედმეტი მოგდის!
makvala-მ ძალიან კარგად და გასაგები ენით ახსნა ყველაფერი და რატომ ჩათვალე, რომ "ბოზად" გმოგიყვანა ცოტათი გაუგებარია ..........

ჩემი აზრით დასავორნი შენ ხარ სიცრუის გამო...........

Posted by: tikusha 23 Sep 2006, 13:56
მემგონი გაუგებრობას აქვს ადგილი მეტი არაფერი

არამგონია makvala-ს ასეთი რამ ესურვა პაციენტისთვის, შეიძლება ზოგიერთების თვალში ცუდად გამოჩნდა, მაგრამ მაგიტომ არ უთქვამს
და აღარ ღირს მაგაზე გამოკიდება, დაივიწყეთ რა

მე პირადად დიდი სამსახური გამიწია, რასაც ვეკითხები დაუზარებლად მპასუხობს და დიდად მადლობელიც ვარ

Posted by: ტანკე 23 Sep 2006, 13:57
makvala
ხო ვნახე ის პოსტი და წინასწარმეტყველება იყო და არა სურვილი.
ბოდიშს ვიხდი ამ უზუსტობის გაპარვისთვის. sad.gif
პ.ს. თქვენს პოსტებს ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ და ერთ-ერთი უიშვიათესი ექიმი ბრძანდებით ამ განყოფილებაში,რომელსაც არ ეზარება დიდი,შინაარსიანი და პროფესიონალური პოსტების გაკეთება.იმედია ისევ გააგრძელებთ აქტიურ მოღვაწეობას ამავე თემაში როგორც მინიმუმ smile.gif

Posted by: Solveig 23 Sep 2006, 15:34
ეს შეიძლება მასმედიაშიც დამეწერა, მაგრამ ვიფიქრე, რომ უფრო აქაა საამისო აუდიტორია. ეს არის ამონარიდი გაზეთიდან "ყველა სიახლე" 22-28 სექტემბერი. გვერდი 10, ინტერვიუ ექიმ გ. გაბრიჩიძესთან (წმ. იოკიმეს და ანას სახ. სამშობიაროს ექს-მთავარი ექიმი)

(ეკითხებიან შემთხვევაზე, როცა პაციენტმა იჩივლა-აბორტის გასაკეთებლად მივედი და საშვილოსნო ამომაჭრესო).

-ლელა მაჭუტაძე ჩვენს სამშობიაროში შემოიყვანეს 2005 წლის 8 აპრილს, მძიმე ტკივილებით. შესაბამისი გამოკვლევებით დადგინდა, რომ მას ჰქონდა გარე ორსულობა. უფრო მეტიც, მკითხველისათვის გასაგები რომ გახდეს, პოპულარულ ენაზე აგიხსნით-ნაყოფი მოხვედრილი იყო მუცლის ღრუში, ნაწლავებში.
მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი ვიღონეთ და გადაწყდა, რომ ერთადერთი გზა იყო სასწრაფო ოპერაცია,საშვილოსნოს ამპუტაცია და ნაწლავის ამოკვეთა .

მე ისე გავიგე, რომ საშვილოსნოს მილი გასკდა და ნაყოფი მუცლის ღრუში მოხვდა..
მაგრამ თუ ასეა, ნაწლავი რატომ ამოაჭრეს? გარედან მიეხორცა ნაწლავზე? ეს წარმოუდგენლად მეჩვენება.


Posted by: ტანკე 23 Sep 2006, 15:47
Solveig
QUOTE
მე ისე გავიგე, რომ საშვილოსნოს მილი გასკდა და ნაყოფი მუცლის ღრუში მოხვდა.. მაგრამ თუ ასეა, ნაწლავი რატომ ამოაჭრეს? გარედან მიეხორცა ნაწლავზე? ეს წარმოუდგენლად მეჩვენება.

ნაწლავის მცირე ნაწილის ამპუტაციას გააკეთებდა,ეტყობა იმ ადგილას ნაწლავმა აბსციდირება დაიწყო ან რაღაც მაგდაგვარი

Posted by: ikebana 23 Sep 2006, 20:10
Portugal
QUOTE
აი ასე ინტუიტიურად უყვარს ქალბატონ მაყვალას ექიმების რჩევა ხოლმე.
ქალბატონო მაყვალა: თქვენს პაციენტებთან თუ გიცდიათ ინტუიციით დიაგნოზი დასმა? იქაც ასე გიმართლებთ ხოლმე? საინტერესო იქნებოდა არა?

ინტუიცია არც ისე ხელწამოსაკრავი რამაა მათთვის ვინ ისეთ "არაზუსტ" მეცნიერებას ემსახურება როგორიც მედიცინაა.

ოღონდ ახლა ესეც ისე არ გაიგო თითქოს ვგულისხმობდე მარტო ინტუიციაა საკმარისი კარგი ექიმობისთვის smile.gif

Posted by: iverson 23 Sep 2006, 22:40
makvala
QUOTE
ქვემოთ ხელმოწერა წაიკითხე, პოლიტიკის განყოფილებისათვის მქონდა, მაგრამ შენც გეხება...

-
QUOTE
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო..

-ქალბატონო მაყვალა, ვირი რომ მიწოდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მეწყინება თუ იტყვით რომ ავატარზე თქვენ ხართ გამოსახული wink.gif



QUOTE
ვუწინასწარმეტყველე

ნუ იმ სურათმა ძალიან აღმაშფოთა და ამიტომ ბოლოჯერ შევეხები ამ თემას და რადგან მე წამოვიწყე მე-ვე დავხურავ.
ქალბატონო მაყვალა, თქვენთან მოდის ახლადგათხოვილი ქალი. თქვენ ის გასინჯეთ და უწინასწარმეტყველებთ რომ მალე დაორსულდება.
თვენთან მოდის "სტაჟიანი" მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. თქვენ ის გასინჯეთ და უწინასწარმეტყველებთ რომ მალე საშვილოსნოს კიბოთი დაავადდება.
თქვენთან მოდის კიბერ(გასაგებ ენაზე -ინტერნეტ)პაციენტი და გეუბნებათ რომ თქვენმა კოლეგამ-მგონი დაქალმაც და შეიძლება თავად თქვენ-წაუკითხა მორალი იმის ნაცვლად რომ დაესვა დიაგნოზი და თქვენ მას უწინასწარმეტყვლებთ იგივეს რასაც უწინასწარმეტყველებდით წინა ვარიანტს. რატომ? იმიტომ რომ განსხვავებულ პოზიციაზე იდექით.
აი ახლა მეც. არ მოგეწონათ ჩემი პოსტი - მაშინვე ვირად მაკურთხეთ, გამიბრაზდით...
იცით ცუდად არ გამიგოთ მაგრამ მე. როგორც ფსიქოლოგი გულითადად გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს, რადგან თუ ინტერნეტ სამყაროში ასე ვერ იკავებთ თავს და არაადეკვატურად იქცევით წარმომიდგენია რა ხდება თქვენს სამუშაო პალატაში!
თქვენთვისვე ვიძახი რადგან ადრე თუ გვიან რომელიმე კოლორიტის მეუღლე "შემოგეტლინკებათ" და მერე უკეთეს შემთხვევაში სამუშაო ადგილის დაკარგავთ( ღმერთმა დაგიფაროთ რათქმაუნდა)
ქალბატონო მაყვალა, არ გამიბრაზდეთ მე მესმის დღეს უამრავი სტრეს-ფაქტორია გარშემო და ძალიან ძნელია თავის ხელში აყვანა. მე მინდა რომ დაგეხმაროთ, როგორც თქვენ გვეხმარებით ჩვენ smile.gif

Posted by: ტანკე 23 Sep 2006, 22:51
lol.gif
ორივე დასავორნები ხართ,ერთი იმისთვის,რომ თანაფორუმლს ვირს უწოდებს და მეორე იმისთვის,რომ ასევე თანაფორუმელს "სპეციალისტთან სამკურნალოს" უწოდებს. biggrin.gif არცერთს არ დაგვორნავთ და ქალებმა თქვენთვითონვე მოაგვარეთ საქმე.
პ.ს. ეს წესები გადაიკითხეთ პა ხოდუ
განსაკუთრებით მეოთხე პუნქტი
http://forum.ge/?f=43&showtopic=33636072

Posted by: iverson 23 Sep 2006, 23:02
ტანკე
დიდი მადლობა smile.gif

მე უბრალოდ დამხარება მინდოდა მაგრამ ახლა რო ვუკვირდები მგონი ჯობდა მხოლოდ PMით მესარგებლა.



Posted by: Portugal 23 Sep 2006, 23:20
iverson
QUOTE
ვირად მაკურთხეთ

QUOTE
კოლორიტის მეუღლე "შემოგეტლინკებათ"

QUOTE
როგორც თქვენ გვეხმარებით ჩვენ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif up.gif
აი ლოვე იუ ბეიბ!

Posted by: Crimson King 24 Sep 2006, 11:30
makvala
QUOTE
საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთ-ერთ რისკ ფაქტორად სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყება, შემთხვევითი სქესობრივი კავშირები და პარტნიორების ცვლა ჯერ კიდევ მაშინ ეწერა სახელმძღვანელოებში, სანამ პაპილომავირუსს აღმოაჩენდნენ...


მე არ ვიცი თქვენი დროის სახელმძღვანელოებში რა ეწერა, მაგრამ სქესობრივად სრულიად მომწიფების შემდეგ სქესობრივი ცხოვრება აღარ არის კიბოს გამოწვევის მიზეზი. ხოლო ადამიანი მაქსიმუმ 18 წლისთვის რომ უკვე საბოლოოდ მომწიფებულია ეგ ფაქტია.
კიბოს გამომწვევი ფაქტორი შეიძლება გახდეს პარტნიორების აქტიური ცვლა.

და საერთოდ გინეკოლოგისგან ასეთი პასუხები მეტყველებს მის არაპროფესიონალიზმზე! რომელი ფსიქიატრი ეტყვის თავის პაციენტს გიჟი ხარო? ალბათ თქვენნაირი...

Posted by: Solveig 24 Sep 2006, 15:24
რუსებს ერტი კარგი გამოთქმა აქვთ-ნასწავლს ნუ ასწავლიო..კარგი იქნებოდა, თუ ამას ყველა გაითვალისწინებდა.

ჰოდა, არაპროფესიონალისაგან პროფესიონალზე ზემოხსენებული წერილების დაწერა ვერაა კარგი საქციელი.

მოთმინებიდან გამოსულმა ადამიანმა რაღაც დაწერა (ეგეც მაგრად გააბუქეს), იმას არ ნიშნავს რომ ეგრე იქცევა სულ. ამ განყოფილებაში ბევრ წევრს გაუწია კონსულტაცია და ძალიან კორექტულად, პროფესიონალიზმზე რომ აღარაფერი ვთქვა.


Posted by: iverson 24 Sep 2006, 16:43
Solveig
QUOTE
მოთმინებიდან გამოსულმა ადამიანმა

ხოდა პრობლემაც მაგაშია. რამ გამოიყვანა მოთმინებიდან??
მე პროფესიონალიზმში არ ვედავები, უბრალოდ რჩევების პარალელურად ვირებს ნუ გვეძახის და კიბოიან სურათებს ნუ გვიძღვნის.

კარგით, ტანკეს კეთილგანწყობას ბოროტად ნუ გამოვიყენებთ. თან ვისაც ეხება თემა, ის არ შემოსულა და მივცეთ ჯერ ადამიანს საშუალება თავისი სიტყვა თქვას.

Posted by: Portugal 24 Sep 2006, 22:26
Solveig
QUOTE
ნასწავლს ნუ ასწავლიო

არაჯანსაღი ამბიციური ნაციის გამოთქმაა!!

Posted by: Solveig 24 Sep 2006, 22:31
Portugal
მაპატიე, მაგრამ ამბიციურობის შთაბეჭდილებას შენი ნაწერი უფრო ტოვებს აქ..

QUOTE
უბრალოდ რჩევების პარალელურად ვირებს ნუ გვეძახის და კიბოიან სურათებს ნუ გვიძღვნის.


კიბოიანი სურათი დაიდო თვალსაჩინოებისათვის-რა მოჰყვება პაპილომავირუსულ ინფექციას.

ექიმის მთავარი დანიშნულებაა, რომ დროულად უთხრას პაციენტს სიმართლე, რაც არ უნ და მწარე იყოს ეს.

Posted by: ტანკე 24 Sep 2006, 22:42
ყველას მოგიწოდებთ კორექტულობისკენ.იყოს დისკუსია და კამათი,ოღონდ ერთმანეთის შეურაცხყოფაზე ნუ გადავლთ,თორემ მომიწევს ბანების დარიგება,რაც არ მინდა sad.gif

Posted by: Portugal 24 Sep 2006, 23:23
Solveig
QUOTE
მაგრამ ამბიციურობის შთაბეჭდილებას

ძალიან კარგი! ამბიციურია ყველა ჩემი ნათქვამი და საფუძვლიანადაც!

QUOTE
პაპილომავირუსულ ინფექციას

ეგ ინფექცია თავის თავს უწინასწარმეტყველოს და ის გარემოებებიც თავის თავს დააბრალოს, რაც იწვევს ამ ინფექციას, მერე დაჯდეს და ყლაპოს მწარე სიმართლე.!!

Posted by: Crimson King 25 Sep 2006, 00:25
Solveig
ფაქტია, რომ გინეკოლოგი მოთმინებიდან გამოიყვანა იმან, რასაც არ უნდა გამოეყვანა.

Posted by: ikebana 25 Sep 2006, 01:04
Portugal
უკაცრავად, მაგრამ რატომ გაქვს ასეთი ისტერიული რეაქცია?
გინეკოლოგი რომ ქორწინებამდელ კავშირს არ ემხრობა ამაში გასაკვირი რა არის? ქორწინებამდელი კავშირი კი იმიტომაა ქორწინებამდელი რომ არ გამორიცხავს პარტნიორების ცვლას, რაც უამრავი პრობლემის მიზეზი ხდება თავისთავად. (ბოზობის ბრალდებად ნურავინ მიიღებს!)


და კიდევ. ვისაც აქაური "რეჟიმი" არ მოსწონს სხვა თემებში და განყოფილებებში უხვად და დაუზარლად იძლევიან თქვენთვის სასურველ და მისაღებ, მერე-რა-რომ-არაპროფესიონალურ რჩევებს. (იხ. "ქალი და მამაკაცი" ან "ფლეიმი").
აქ კი საშუალება მიეცით მათ, ვინც საჭიროებს, გამოიყენონ პროფესიონალური რჩევები.

Posted by: Portugal 25 Sep 2006, 10:46
ikebana
QUOTE
ისტერიული რეაქცია

ისტერიული არ იყო რექცია, იმაზე მეტად მშვიდად დავწერე ვიდრე საჭირო იყო!
QUOTE
უკაცრავად,

ამ ჯერად არა უშავრს, სხვა დროს გაითვალისწინე biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
გინეკოლოგი რომ ქორწინებამდელ კავშირს არ ემხრობა ამაში გასაკვირი რა არის?

არაფერი, თუ უნდა ქორწინების მერეც კავშირის წინააღმდეგი იყოს, ეგ მე არ მაღელვებს, საქმეც იმაშია, რომ გინეკოლოგმა მისი პირადი შეხედულებები პაციენტს არ უნდა მოახვიოს თავზე (ამას უკვე მე-100 ვწერ!)
QUOTE
და კიდევ. ვისაც აქაური "რეჟიმი" არ მოსწონს სხვა თემებში და განყოფილებებში უხვად და დაუზარლად იძლევიან თქვენთვის სასურველ და მისაღებ, მერე-რა-რომ-არაპროფესიონალურ რჩევებს. (იხ. "ქალი და მამაკაცი" ან "ფლეიმი").

"ეს რეჟიმი "
lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
აქ კი საშუალება მიეცით მათ, ვინც საჭიროებს, გამოიყენონ პროფესიონალური რჩევები.

ვისაც უნდა იმან გამოიყენოს რა რჩევაც უნდა, მე რომ შემეხება საქმე მაშინ აუცილებლად ჩავწერ ამ "რეჟიმში" biggrin.gif biggrin.gif , აუცილებლად გავუსვამ ხაზს ჩემს აზრს, და მერე გადავინაცვლებ ფლეიმში ან სხვა განყოფილებებში, თქვენ წარმოიდგინეთ მხოლოდ ისევ ჩემი სურვილის მიხედვით.

Posted by: @@@@ 25 Sep 2006, 11:00
QUOTE
ქორწინებამდელი კავშირი კი იმიტომაა ქორწინებამდელი რომ არ გამორიცხავს პარტნიორების ცვლას

რას ჩააცივდით ამ ქორწინებამდელ კავშირ, ქორწინებაშიმყოფმა ქალმა ან ქორწინებისშემდგომ პერიოდში არ შეიზლება პარტიორები იცვალოს? თუ ქალს უნდა პარტნიორის გამოცვლა ქორწინება დააკავებს მაგას? gigi.gif

და რა მაინტერესებს, ეს პაპილომა ვირუსები ჩვეულებრივ ანალიზში ჩანს თუ მაგას სხვა სპეციალური გამოკვლევა უნდა?

Posted by: violet 25 Sep 2006, 11:10
ikebana
QUOTE
ქორწინებამდელი კავშირი კი იმიტომაა ქორწინებამდელი რომ არ გამორიცხავს პარტნიორების ცვლას

სხვათაშორის არც მე ვარ მომხრე ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის მარგამ ზემოთაღნიშნული თქვენი წინადადების აზრს ვერ ჩავწვდი
* * *
QUOTE
ქორწინებაშიმყოფმა ქალმა ან ქორწინებისშემდგომ პერიოდში არ შეიზლება პარტიორები იცვალოს?

yes.gif

Posted by: ikebana 25 Sep 2006, 11:47

Portugal
@@@@
violet
ეტყობა თქვენთვის ზედმეტად რთულია ჩემი ნაწერი. smile.gif მომიტევეთ მაგრამ გამარტივება დიდ დროს წამართმევს.
QUOTE
მომიტევეთ

QUOTE
უკაცრავად

ასეთ ფრაზებს იყენებენ თავაზიანობის გამო, მოსაუბრისადმი განწყობის მიუხედავად. ეს ცნობისთვის). smile.gif
სამწუხაროდ ერთადერთი კომპეტენტური ვინც იყო ამ თემაში აღარ შემოდის. ასე რომ, ადიოს! smile.gif

Posted by: violet 25 Sep 2006, 11:50
QUOTE
ეტყობა თქვენთვის ზედმეტად რთულია ჩემი ნაწერი.

არა ზედმეტად პრიმიტიულია yes.gif
QUOTE
ადიოს!
bye
bis.gif

Posted by: Portugal 25 Sep 2006, 11:55
ikebana
QUOTE
ადიოს!

სულ კარგად ბრძანდებოდეთ თქვენც და კომპეტენტურიც!! lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: @@@@ 25 Sep 2006, 12:01
QUOTE
სამწუხაროდ ერთადერთი კომპეტენტური ვინც იყო ამ თემაში აღარ შემოდის.

ეგეთი შემოსვლა არც არი საჩირო. დალანძღა და დათათხა სუყველა gigi.gif

ისე, ფაქტია რო მაგიმსა პოსტებმა რაღაც გარკვეული აგრესია გამოიწვია, იმიტომ რო გაამართლა ექიმი რომელიც გაუთხოვარ პაციენტს აღიქვამს როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და აყნებს შეურაწყოფას, ეს იმას ნიშნავს რომ თვითონაც მოქცეულა მასე ან შეიძლება მოიქცეს. თან თუ მიანცდამაინც პაციენტზე ზრუნავ მაშინ შეიძლება უფრო დელიკატურად აუხსნა თუ რატომ არის ცუდი ხშირი პარტნიორების ცვლა და არა ბოზო ბოზოს ძახილით, მაგრამ მაგით მიანცდამაინც არ იწუხებენ ექიმები თავს. რავიცი, მემგონი არავის არ ესიამოვნება ექიმი ასე რო მოექცევა, ჯერ ერთი შენი გაჩირვება გეყოფა ექიმთან რო მიდიხარ, იმიტომ რო რაღაც გჭირს, გაწუხებს და იმიტომ მიდიხარ. და იმის მაგივრად რო ადამიანურად მოგეკცნენ, დაგამშვიდონ გხვდება სრულიად საპირისპირო სიტუაცია.

Posted by: Crimson King 25 Sep 2006, 17:19
პაციენტს ამ შემთხვევაში სრული უფლება აქვს სასამრთლოში უჩივლოს ექიმს მორალური ზიანის მიყენების გამო.

ექიმის საქმე არაა პაციენტის პირადი ცხოვრება. მისი საქმეა პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად გადაჭრა, რაშიც იგი იღებს ფულს. მომხდარის გამო გაკიცხვა და ცხვირის ჩაყოფა სხვის პირად ცხოვრებაში საზიზღარი საქციელია!

მე არ მესმის რატომ არ ესმით ეს ზოგიერთ ფორუმელ ქალიშვილებს.

Posted by: blear_witch 25 Sep 2006, 17:41
QUOTE
ჯერ ეროზია ვითარდება, შემდეგ თუ არ მიხედე, კიბოში გადადის. კიბოს განვითარებას კიდევ რამდენიმე დამატებითი ფაქტორი სჭირდება, მაგრამ პაპილომავირუსული ინფექცია მთავარია. დამტკიცებულია, რომ ამ ვირუსის გარეშე საშვილოსნოს ყელის კიბოთი არ ავადდებიან.

თუ სწორად გავიგე ეროზიას თუ დროულად იმკურნალებს ქალი კიბოს შანსი ნაკლებია?
ანუ ექიმთან რეგულარული ვიზითებით და პროფილაქტიკური გამოკვლევებით პრობლემა გადაწყდება?

Posted by: Alekod 25 Sep 2006, 17:49
ბავშვისთვის მკერდის მიცემის პერიოდში
გაჩენიდან 40 დღის შემდეგ აქვს თუ არა ქალს ციკლი?

Posted by: ტანკე 25 Sep 2006, 18:52
ქ-ნ მაყვალას პირადად ვთხოვ წყენა დაივიწყოს და დაბრუნდეს ამ თემაში.მართლა დიდი დანაკლისია sad.gif ამ თემის აპინვას ვაპირებ,არადა მის გარეშე აზრი არა აქვს.მე მეტი რაღა გავაკეთო?...ვორნების პოლიტიკა კი არ ამართლებს,ვიცი გამოცდილებიდან.

Posted by: tikusha 25 Sep 2006, 20:50
კარგით რა ხალხნო, მორჩით რა, ეს ადამიანი ხომ ყვლა თქვენგანს კომპეტენტურ პასუხებს გაძლევთ თქვეთვის საჭირო კითხვებზე, თოფს ზარბაზნად ნუ აქცევთ

makvala დაბრუნდი, ყველას გვჭირდები და ნუ დაგვზარდები


ახლა გლანძღავენ, თორემ ყველამ ძალიან კარგად იცის რამდენად საჭირო ადამიანი ხარ, დაივიწყე და განაგრძე ჩვენი დახმარება

Posted by: Crimson King 25 Sep 2006, 23:03
პიროვნება @@@@ არის მართალი ყველაფერში. მაყვალასთან დაკავშირებითაც.

Posted by: WolfSpell 25 Sep 2006, 23:12
გადმოდექი yes.gif

Posted by: makvala 25 Sep 2006, 23:25
კარგით რა, ორი დღე სახლში უბორკა მქონდა და კომპიუტერთან საჯდომად არ მეცალა, არ ატყდა ამბავი...

არც არავისზე არ გავბრაზებულვარ ივერსონის გარდა, რომელმაც ნამდვილად მძიმე ბრალდება სრულიად უმიზეზოდ წამომიყენა, გამგებმა გაიგო, არგამგები არ მადარდებს, ხოლო რისკ–ფაქტორიანები კი იმდენი არიან ირგვლივ რეალშიც, აქ რა გასაკვირია, მათ ისტერიკებზე მხოლოდ მეცინება...

ეტყობა მაზოლზე ფეხი დავადგი...

ივერსონს კი რაც ვუწოდე, ცხელ გულზე არ მიქნია. სრულიად შეგნებულად. ახლაც იმ აზრზე ვარ, ტანკეს შეუძლია ვორნი გამომიწეროს...

ეხლა ყველა სიტყვას რომ გამოვეკიდო, აბანო გამოვა...

@@@@
QUOTE
და რა მაინტერესებს, ეს პაპილომა ვირუსები ჩვეულებრივ ანალიზში ჩანს თუ მაგას სხვა სპეციალური გამოკვლევა უნდა


არაჩვეულებრივი ანალიზი არ არსებობს, ყველა ანალიზი ჩვეულებრივია. ამ ვირუსის გამოსავლენად უნდა გაკეთდეს პაპანიკოლაუს ტესტი და თუ ამ ტესტმა აჩვენა პაპილომავირუსისათვის დამახასიათებელი დაზიანებები, მაშინ აუცილებელია PCR ანუ დნმ დიაგნოსტიკა პაპილომავირუსზე და მის 16, 18 გენოტიპებზე. ეს უკანასკნელი პაპანიკოლაუს ტესტზე გაცილებით უფრო ძვირი სიამოვნებაა.

შტატებში 2001 წელს 750 000 ქალს ჰქონდა ცუდი შედეგი პაპანიკოლაუს ტესტზე, მაგრამ დნმ დიაგნოსტიკის შედეგებით მათ შორის მხოლოდ 30 000 იყო ინფიცირებული. პაპილომავირუსით.

blear_witch
QUOTE
თუ სწორად გავიგე ეროზიას თუ დროულად იმკურნალებს ქალი კიბოს შანსი ნაკლებია?
ანუ ექიმთან რეგულარული ვიზითებით და პროფილაქტიკური გამოკვლევებით პრობლემა გადაწყდება?


მართალია, მაგრამ ზედა პასუხიდან გამომდინარე, განსაკუთრებით სახიფათო მდგომარეობა არის თუ პაპილომა დადასტურდა. რომც არ დადასტურდეს ეროზია რა სასიამოვნოა, უნდა მოიშორო.

ეხლა მთავარი...


ტანკე

გამოკითხვაში ჩანს, რომ აპირებ ამ თემის აპინვას, მე კი ცოტა თუ არ მოვუკელი, ამ ბოლო დროს დღეში 3–4 პმ–ს ვიღებ თან ზოგიერთი ისეთი იუზერისაგან, რომელსაც ჯანმრთელობის ფორუმზე არც დაუპოსტავს. ბოლოს ერთმა საერთოდ ფანტასტიკური რამე გააკეთა – ჩემთან პმ–ის მოსაწერად ახალი ნიკი შექმნა. ე.ი. მწერდა იუზერი, რომელსაც 0 პოსტი ჰქონდა! კარგია რომ ასე მაინც გაბედა ვიღაცას კითხვა დაუსვა, მაგრამ პასუხების გაცემას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.

ეხლა თემა რომ აიპინება, თვითონ თემაც გაიზრდება და პმ–ებიც მოიმატებს....

ფორუმზე პირველად პოლიტიკის განყოფილებაში შემოვედი, როდესაც ჩემთვის აქტუალურ თემაზე მსჯელობდნენ, შემდეგ აქაც გადმოვედი, უბრალოდ ასე ვირტუალურად პაციენტთან საუბარი და მათი აზრების გაგება ექიმებზე ცოტა არ იყოს გასართობი იყო, მაგრამ დატვირთვად გადაიქცა...

მართალია დისტანციურად დანიშნულებას არავის ვაძლევ და არც ჩემთან ვიბარებ რეალში პმ–იდანაც კი, ჩემი რჩევები ძირითადად ზოგადი ინფორმაციის მიცემაში და ექიმის, კლინიკისა და ლაბორატორიის არჩევით გამოიხატება. ფორუმზე მეტი არცაა საჭირო...

ამავე დროს არის საშიშროება, რომ ქალაქში იყოს უკეთესი ვარიანტიც და მე არ ვიცოდე, უბრალოდ ამ თემაში შემოსულ ადამიანებს საჭიროა სხვებმაც გასცენ პასუხი ჩემთან ერთად ან უჩემოდ.

აპინვა კი საჭიროა. ამასთან ერთად საჭიროა აუცილებლად აიპინოს შეკითხვები პედიატრთან და კარდიოლოგთან...

ასაპინი იყო ჩემი თემა \"ექიმთა სერტიფიცირება და ზედამხედველობა\", მაგრამ სერიოზული დისკუსიის სახე ვერ მიიღო ნუ როგორც ჩანს ამის ადგილი აქ არ არის...

მე ვიცი რომ რამდენიმე გინეკოლოგი და სამედიცინო ფირმაც აქტიურად ათვალიერებენ ჯანდაცვის ფორუმს, თუმცა არ მონაწილეობენ და უყურებენ როგორც სტუმრები.

ექიმებო
მოვუწოდებ ექიმებს, ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, გაიკეთეთ ნიკები, შემოდით ფორუმზე აქტუალურ თემებში და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ ადამიანებს. სამედიცინო ფირმებმა დაავალეთ თქვენს თანამშრომლებს ფორუმზე პასუხების გაცემა, თქვენივე პრესტიჟს ასწევს! ზოგი წმინდა ვირტუალურ ფორმას აირჩევს (ჩემსავით), ზოგიც ნახევრად ვირტუალურს (ზვიადკარდიო). მე მგონი ცუდი საქმე არ იქნება.

Posted by: წრიპა 25 Sep 2006, 23:40
makvala
ერთი რამ მინდა გულწრფელად გითხარა - ჩემთვის როგროც "პატარა" ექიმისათვის სამაგალითო ადამიანი ხარ, როგროც პიროვნება და როგორც პროფესიონალი, (მერე რა რომ მხოლოდ ვირტუალურად გიცნობ).................

წარმატებებს გისურვებ........................ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: blear_witch 26 Sep 2006, 16:13
makvala
აი ისევ პროფილქტიკური მედიცინის პოპულარიზაციამდე მივედით..
ადრეულ სტადიაზე სიმსივნეც კი განკურნებადია.
პრობლემა იმაზე მეტია ვიდრე მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება,ამას ვერაფერი გამოასწორებს. პრობლემა ისაა რომ პროფილაქტიკური გასინჯვის ფინანსები ყველას უჭირს.

Posted by: Jazzoline 26 Sep 2006, 16:44
ორივე მხარე ფანტასტიკაა biggrin.gif
iverson
QUOTE
იმედია მამა ადამი ყველაფერს მოაგვარებს და ნათელი მოეფინება ამ სამშობიაროს

აი ეს ფრაზა უმაგრესი იყო biggrin.gif

Posted by: iverson 26 Sep 2006, 17:27
Jazzoline
QUOTE
აი ეს ფრაზა უმაგრესი იყო

ხო იგრძნობოდა კდემამოსილება?
biggrin.gif

makvala
QUOTE
ივერსონს კი რაც ვუწოდე, ცხელ გულზე არ მიქნია. სრულიად შეგნებულად. ახლაც იმ აზრზე ვარ, ტანკეს შეუძლია ვორნი გამომიწეროს...

ეეჰ მაყვ, ია სატანისტკა, ტი სა მნოი ნე შუწი wink.gif


ისე აი მშობიარობა რო დამეწყოს და პირადობის მოწმობა სახლში დამრჩეს, ააქვს სამშობიაროს უფლება რო არ მიმიღოს?

Posted by: ტანკე 26 Sep 2006, 17:35
Alekod
თავი ძლივს შევიკავე,რომ ვორნი არ მომეცა.
სხვა დროს ასეთი ლმობიერი არ ვიქნები.თუ რამე პრეტენზია გაქვს,არის მაგისტვის მიპინული თემა და იქ დაპოსტე.აქ აღარ გააოფტოპიკო.

Posted by: Alekod 26 Sep 2006, 17:48
ტანკე
უკაცრავად არ ვიცოდი მაყვალა დაბრუნდი თუ ოფტოპიკი არ იყო და შეკითხვაზე რომ არ გპასუხობენ და აღნიშნულს აპროტესტებ ეგ ოფტოპიკია?
წინამდებარე არის კვლავ შეხსენება რომ მე დავსვი შეკითხვა და ისიც კი ვერ მოვისმინე რომ არავინ არ იცოდა აღნიშნულის პასუხი!
აქედან დასკვნა თემას დაარქვით
QUOTE
კითხვა გინეკოლოგთან, გონში არ ვართ შეიძლება რამე გავარტყათ, თუ შეკითხვა არ მოგვეწონა არ გიპასუხებთ!


ბოლო სიტყვიერი გაფრთხილება.ანანისტების და უსაქმურების ბუდე სადაც არ არის,იქ მიბრძანდით ბატონო.აქ შემოსვლას არც არავინ გეხვეწებათ.

Posted by: ikebana 26 Sep 2006, 19:42
makvala
ველქამ ბექ smile.gif

QUOTE
ექიმებო
მოვუწოდებ ექიმებს, ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, გაიკეთეთ ნიკები, შემოდით ფორუმზე აქტუალურ თემებში და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ ადამიანებს. სამედიცინო ფირმებმა დაავალეთ თქვენს თანამშრომლებს ფორუმზე პასუხების გაცემა, თქვენივე პრესტიჟს ასწევს! ზოგი წმინდა ვირტუალურ ფორმას აირჩევს (ჩემსავით), ზოგიც ნახევრად ვირტუალურს (ზვიადკარდიო). მე მგონი ცუდი საქმე არ იქნება.


ეჰ, როგორ ვოცნებობ რომ სტომატოლოგები შემოდიოდნენ ფორუმზე. smile.gif
ძალიან საინტერესო იქნება. მეტ ინფორმაციას მიიღებენ იუზერებიც და ჩვენც შეგვეძლება პროფესიული საკითხების განხილვა.
ასე არაა ტანკ? smile.gif

თუ ოფტოპიკია კაი, ჯანდაბას, წაშალე biggrin.gif

Posted by: ტანკე 26 Sep 2006, 19:43
ikebana
QUOTE
ასე არაა ტანკ?

yes.gif smile.gif
QUOTE
თუ ოფტოპიკია კაი, ჯანდაბას, წაშალე biggrin.gif

ერთეულ ოფებს ვტოვებ smile.gif

Posted by: tms 26 Sep 2006, 22:41
ხეროდინაშვილზე გსმენიათ რამე? არამიანცშია თუ არ ვცდები

Posted by: makvala 26 Sep 2006, 23:20
Alekod

QUOTE
ბავშვისთვის მკერდის მიცემის პერიოდში
გაჩენიდან 40 დღის შემდეგ აქვს თუ არა ქალს ციკლი?


ეს შეკითხვა გამომრჩა, თან შაბათ–კვირას ბევრი საქმე მქონდა და აქ კი პოსტები ბევრი იყო...

მშობიარობის შემდეგ მენსტრუალური ციკლის აღდგენა ძალიან ინდივიდუალურია, მითუმეტეს ძუძუთი კვებისას. 40 დღეში ციკლის აღდგენა შესაძლოა, მაგრამ იშვიათია და საეჭვოა. დღეების რაოდენობა ხომ არ გეშლებათ?

ამავე დროს უნდა გვახსოვდეს რომ სისხლდენა მენსტრუაციასთან დაკავშირებული შეიძლება სულაც არ იყოს და საქმე გვქონდეს პლაცენტარულ პოლიპთან. ექიმმა უნდა ნახოს დროულად, ექოც იქნება გასაკეთებელი...

პ.ს. ნუ ბუინობ, შენ ექიმთან მიღებაზე არ ხარ და აქ არავინ ვალდებული არ არის ონლაინ იჯდეს და პასუხები გაგცეს. თუ რაიმე სასწრაფოა, არსებობს 03. მეორეც ფორუმზე დიაგნოზები არ ისმება და დანიშნულება არავის ეძლევა. ექიმი (თუ ის ექიმია და არა ექიმისდიპლომიანი სარძლო/სასიძო), რომელიც პირისპირ ხედავს ავადმყოფს, სინჯავს სარკეებში, ხელში აქვს ლაბორატორიის და ექოს დასკვნები და არა პაციენტის მიერ გადმოცემული მოკლე ინფორმაცია, ბევრად წინ არის...


* * *
tms

ხეროდინაშვილი ჟორდანიადან რომ წავიდა, არამიანცში იყო. გავიგე, რომ წელს იანვარში ვიღაცეები თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. ეხლა როგორ არის არ ვიცი...

Posted by: Alekod 27 Sep 2006, 15:54
makvala
დიდი მადლობა
აღნიშნული რჩევა უკვე გვიანი იყო!
ჩმი ბუინი ეს არ იყო
ეს იყო აზრის გამოხატვა რომელიც ალბათ შენ არ გეხებოდათ მხოლოდ, როგორც გავიგე პასუხებს მარტო შენ წერ!

აქ საუბარი იყო სხვებზე რომლებსაც უბრალოდ შეეძლოთ ეთქვათ რა ხდება მეტი არაფერი!

Posted by: tat 27 Sep 2006, 18:06
აუ თემა მაგრად მაინტერესებდა იმიტომ რომ გინეკოლოგები ჩემი ვეჩნო ბალნაია ტემაა.მარა ეს რა მაპატიეთ და ..არც კი ვიცი რა დავარქვა ამას:....მაკვალას კი თუ მარტლაც გინეკოლოგია და აქ მოყვანილ სხვა გინეკოლოგებზე რომლებიც ან უწინასწარმეტყველებენ ან მორალს უკითხავენ პაციენტებს პირად ცხოვრებაზე მინდა მხოლოდ ის ვუთხრა რომ მათ პაციენტის საშვილოსნოს იქით არაფერი არ ესაქმებათ, მითუმეტეს სულში ფათურიsad.gif

Posted by: makvala 27 Sep 2006, 19:08
tat

ეხლა ნუ დაიწყე კიდევ იგივე...

თქვენს პირად ცხოვრებაში არავინ ერევა და არც ჩაერევა რომც იხვეწო და ფულიც გადაიხადო...

მეტი საქმე არ მაქვს არც მე, და არც სხვებს, ვინც აქ ახსენეთ...

სგგდ პროფილაქტიკის რეკომენდაციასა და მორალის კითხვას შორის არის ძალიან მკაფიო საზღვარი რომელსაც ბევრი ვატყობ აქ ვერ არჩევს...

რა თქმა უნდა, სგგდ სახლშიც შეიძლება მოგიტანონ, თუნდაც შვილმა ბასეინიდან, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას რომ შენც რაღაც უნდა გააკეთო მისი პროფილაქტიკისათვის...

QUOTE
მათ პაციენტის საშვილოსნოს იქით არაფერი არ ესაქმებათ


lol.gif lol.gif lol.gif

საკვერცხეები ვის დავუტოვოთ, რას გვირჩევ?

Posted by: Breaky 27 Sep 2006, 21:37
მე მაქვს ერთი კითხვა:
პრეპარატ ფრაქსიპარინს რისთვის უკეთებენ ორსულებს?

Posted by: ტანკე 27 Sep 2006, 21:50
ნაყოფი რომ არ დაიკარგოს მგონი,თრომბოემბოლიურ პაციენტებს უნიშნავენ.
ზუსტად არ ვიცი,მგონი რაღაც სისულელე დავწერე,მაგრამ ეგრე მახსოვს ერთი შემთხვევიდან
* * *
მოვა ქ-ნ მაყვალა და ის გიპასუხებს
===========================

Posted by: violet 27 Sep 2006, 22:16
რამდენადაც ვიცი ეს არის დაბალმოლეკულური ჰეპარინი და ნიშნავენ თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან ასაცილებლად. ტანკე მართალი ხარ smile.gif

Posted by: makvala 27 Sep 2006, 22:32
ტანკე

სისულელე ნამდვილად არ არის, ფრაქსიპარინი ანტიკოაგულანტია.

Breaky

ორსულობისას მაგის გამოყენება მკაცრი ჩვენებებით ხდება, როცა არის მძიმე ან საშუალო სიმძიმის გესტოზი, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, მნიშვნელოვანი კოაგულაციური დარღვევები...

პირველ ტრიმესტრში არ არის სასურველი მისი დანიშვნა პროფილაქტიკური დოზითაც კი...

კიდევ თუ ეპიდურალურს უკეთებენ მშობიარეს, ანესთეზიოლოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს ფრაქსიპარინის შესახებ...

Posted by: Breaky 27 Sep 2006, 22:54
სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ვერაფერი გავიგე, თქვენს მიერ ნახსენები არც ერთი ტერმინის მნიშვნელობა
არ ვიცი. ერთადერთი იმას მივხვდი, რომ ნაყოფის დაკარგვის საშიშროება როცაა, მაშინ ნიშნავენ.
ანტიკოაგულანტი რა არის? გესტოზი? ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი? კოაგულაციური დარღვევები?

ხოდა თუ ჯერ ქალი ორსულად არაა და მანამდე დაუნიშნეს? თან უთხრეს, პრეპარატის მიღების დროს დაორსულება
შეიძლებაო? რამდენად მართებულია? ამასთან პაციენტს მნიშვნელოვანი დარღვევები ნამდვილად არ აღენიშნება არც
ერთ ანალიზში. ერთადერთი, პირველი ორსულობა დამთავრდა ძალიან მძიმედ, პლაცენტის ნაადრევი აშრევებით(მეცხრე თვეში)
და რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუ არ ჩავთვლით პირველ ტრიმესტრში გადატანილ საკმაოდ მძიმე გრიპს.
ხო, კიდევ უთხრეს, რომ ორსულობისას საკმაოდ ხშირად მიიღებ ფრაქსიპარინსო.
და პირველ ტრიმესტრში თუ გაიკეთა ეს პრეპარატი, რა დარღვევები ან შედეგები შეიძლება რომ მიიღოს?

Posted by: makvala 28 Sep 2006, 08:40
Breaky

ახლა მე ვერ გავიგე, ორსულად ხარ თუ არა?

პლაცენტის ნაადრევი აშრევება სწორედ კოაგულაციური დარღვევების შედეგი შეიძლება იყოს. შენ კი ამბობ, რომ ანალიზებში დარღვევა არ ყოფილა და აშრევების მიზეზი უცნობი დარჩაო.

გაკეთებულია თუ არა კოაგულოგრამა და ანტიკარდიოლიპინების ანალიზი?

რადგან არაორსულს აძლევენ ფრაქსიპარინს, ე.ი. მინიმუმ კოაგულოგრამა ვერ არის წესრიგში.

იცი რა, მწარმოებელი გლაქსოსმიტკლაინი კატეგორიულად არ გვირჩევს ფრაქსიპარინის მიღებას პირველ ტრიმესტრში, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის გამოცდისას ცხოველებზე მისი ტერატოგენური მოქმედება არ აღინიშნებოდა...

ამიტომაც ორსულობის პირველ ტრიმესტრში რას გამოიწვევს, ამის მონაცემები უბრალოდ არ არსებობს...

გლაქსოსმიტკლაინის ამავე რეკომენდაციის გამო, არ მეჩვენება სწორად დაორსულება ამ პრეპარატის მიღების ფონზე. შეიძლება ექიმის რჩევა ვერ გაიგეთ სწორად – ხომ არ გირჩიათ ჯერ მკურნალობის კურსის ჩატარება და შემდეგ დაორსულება?

Posted by: Breaky 28 Sep 2006, 09:15
ორსულად არ ვარ ჯერ.
კოაგულოგრამაზე რამდენიმე ძალიან უმნიშვნელო ცვლილებაა, სერიოზული არაფერი. ნაადრევი აშრევების მიზეზი
კი დღემდე მართლაც უცნობია გარდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გრიპისა პრიველ ტრიმესტრში. ექიმი ამბობს, რომ
ალბათ რაღაც ფარული ინფექცია მაინც არისო, რაც არ გამოჩნდა არც ერთ ანალიზში. ვირუსების ანალიზებიც ყველა
უარყოფითია. პირველი ორსულობა რომ არ ვიცოდე როგორ დამთავრდაო, ექიმმა, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანის
ანალიზები მაქვს. ნუ, უმნიშვნელო გადახრები მგონი ყველას აღენიშნება. ხოლო წიან ორსულობისას კი კოაგულოგრამა არც
ერთხელ არ გაკეთებულა (მაშინდელ ექიმს არ უთქვია და მე არ დამესიზმრებოდა) და ამჟამინდელი ექიმი ამბობს, ორსულობისას
რომ გაგეკეთებინა იმ გრიპის მერე, აუცილებლად რაღაც დარღვევა გამოჩნდებოდაო.

ექიმის რჩევა კი ნამდვილად სწორად გავიგე, მწვანე შუქი უკვე ანთებულ მაქვს, დაორსულება შემიძლია, მაგრამ პარალელურად
ფრაქსიპარინს ვიკეთებ (მართალია სულ 5 ნემსს და თან ოვულაცია ამ ნემსების დამთავრების მერე იქნება). ორულობისას კი ამ
პრეპარატს უფრო ხშირად მიიღებო, ასე მითხრა ექიმმა. აი ტრიმესტრებზე კი არაფერი უთქვია. უნდა დავაზუსტო ერთი.

Posted by: tat 28 Sep 2006, 10:32
makvala
აქვს მნიშვნელობა – ქორწინებამდე ქალიშვილობადაკარგულ ქალთა 70% თავისი პირველი მამაკაცის ცოლი არ ხდება და იწყებს მერე პარტნიორების ცვლას, აბა ჯვარს როდის დაიწერს, დეფლორაციამდე თუ შემდეგ ის კი არ მაინტერესებს. პროსტო მგელმა როგორ უნდა გვაჯობოს ყოფაქცევით

პარტნიორების ცვლა კი ინფექციების, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების და ა.შ. ალბათობას მკვეთრად ზრდის. ასეთი პაციენტი უფრო რთული სამკურნალოა, ნაკლებად ყურადღებიანი საკუთარი ჯანმრთელობისადმი და მისი შემდგომი ორსულობაც ხომ გართულებების გარეშე არ ჩაივლის. მარტო ფული რომ აინტერესებს ის ექიმი მართლა ყავის სმისას გაარჩევს ასეთი პაციენტის მორალს, მაგრამ აი სწორედ ეს პუბლიკაა, რომელსაც ვიდრე იმას არ გააგონებ, რაც უჯდება ფინანსურად ზედმეტი თავგადასავლები, მანამ არ იწყებენ რჩევა–დარიგების შესრულებას. მერეც ან იწყებენ ან არა, მაგრამ ნაწილზე ნამდვილად სჭრის...

აბა მე–18 გენოტიპის პაპილომავირუსისათვის რომ არ აქვს მნიშვნელობა ვის ვაგინაში მოხვდება, ეს დიდი ხანია მაქვს ნასწავლი, ოღონდ ეს არის ამ სამგლეს პრეზერვატივიც ვერ იჭერს და თუ დროზე არ მიხედე და არ ჩარიე მოვლენები შემდეგნაირად განვითარდება:

ეროზია ...CIN1 ...CIN3(сancer in situ)....მეტასტაზები... პანაშვიდი... ქელეხი
მაპატიე და ეს მგონი პირად ცხოვრებასი ჩარევაა კაკრაზ და უაზრო მიდგომა პაციენტის პირად ცხოვრებასთან--ქორწინების მოწმობიანი იცი რამდენი მეძავი დგას თუნდაც ცირკთან?smile.gif
მეც მივედი ერთ მაპატიეთ და სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ-გოიმ გინეკოლოგთან , როცა ვუტხარი რომ არასდროს აბორტი არ გამიკეტებია ქმარი არ გყავსო ?(მგონი უკვე დონეზე მეტყველებს), ჩემდა საბედნიეროდsmile.gif ქმარი აღმომაჩნდა და ამის გაგების მერე ვაფშემც გადახურა-------აბა რა ოჯახის ქალს სისულეებისტვის სად გეცალაო lol.gif lol.gif
საერთოდ ტემას ქვია შეკითხვები გინეკოლოგთან თუ მაყვალასთან?smile.gif

Posted by: violet 28 Sep 2006, 10:41
QUOTE
როცა ვუტხარი რომ არასდროს აბორტი არ გამიკეტებია ქმარი არ გყავსო ?(მგონი უკვე დონეზე მეტყველებს), ჩემდა საბედნიეროდ ქმარი აღმომაჩნდა და ამის გაგების მერე ვაფშემც გადახურა-------აბა რა ოჯახის ქალს სისულეებისტვის სად გეცალაო 

biggrin.gif biggrin.gif მაგარი ლოგიკაა ვერაფერს იტყვი rolleyes.gif

Posted by: ბაჩუკი 28 Sep 2006, 10:43
QUOTE
საერთოდ ტემას ქვია შეკითხვები გინეკოლოგთან თუ მაყვალასთან?

გინეკოლოგთან ანუ მაყვალასთან...და საერთოდ,შეეშვით რა ამ უაზრო პრეტენზიებს,მაყვალა ყოველთვის სამართლიანია და მშვენიერ რჩევა -დარიგებებს იძლევა,ვისაც არ მოგწონთ,გაიარეთ.

Posted by: ikebana 28 Sep 2006, 10:53
QUOTE
საერთოდ ტემას ქვია შეკითხვები გინეკოლოგთან თუ მაყვალასთან?

QUOTE
გინეკოლოგთან ანუ მაყვალასთან

tat
ლოოლ
სხვა გინეკოლოგი გინახავს აქ ვინმე?

Posted by: tat 28 Sep 2006, 11:04
ბაჩუკი
QUOTE
მაყვალა ყოველთვის სამართლიანია და მშვენიერ რჩევა -დარიგებებს იძლევა,ვისაც არ მოგწონთ,გაიარეთ.

კი განსაკუთრებით წინასწარმეტყველებასტატუს მინიჭებული ფოტო იყო მშვენიერიsmile.gif
ikebana
QUOTE
სხვა გინეკოლოგი გინახავს აქ ვინმე?

ხოდა მაგასაა რომ ვჩივი- ვინმე კრიშნაიდი ან ათეისტი გინეკოლოგი არაა ფორუმზე?smile.gifsmile.gifsmile.gif
violet
QUOTE
მაგარი ლოგიკაა ვერაფერს იტყვი

ფინალი იკითხე!!!!!!!!!!!!!!!:)---------როცა საერთო ნაცნობისგან გაიგო რომ ორსულად ვიყავი ეგენი რა კიდევ თანაცხოვრობენ ამდენი ხნის ცოლ-ქმარიო და თუ იცი იგივე კაცისგან აჩენს მეორესო lol.gif lol.gif
ამის მერე ნიდი და ნუ დაიჯერებ რომ შალიკოს დიიიიიიიიიიიიიიდი ელექტორატი ყამსsmile.gif

Posted by: violet 28 Sep 2006, 11:09
QUOTE
რა კიდევ თანაცხოვრობენ ამდენი ხნის ცოლ-ქმარიო და თუ იცი იგივე კაცისგან აჩენს მეორესო 

rolleyes.gif keh.gif
QUOTE
შალიკოს დიიიიიიიიიიიიიიდი ელექტორატი ყამს
ყამს მაშა
yes.gif

Posted by: ბაჩუკი 28 Sep 2006, 11:30
QUOTE
ხოდა მაგასაა რომ ვჩივი- ვინმე კრიშნაიდი ან ათეისტი გინეკოლოგი არაა ფორუმზე

ლოოლ,ლეიბორისტი კი გიპოვნია უკვე და მაინც სხვას ეძებ?
QUOTE
კი განსაკუთრებით წინასწარმეტყველებასტატუს მინიჭებული ფოტო იყო მშვენიერი

ეჰ,მწარეა რეალობა,რას იზამ?

Posted by: tat 28 Sep 2006, 11:34
ბაჩუკი
QUOTE
ეჰ,მწარეა რეალობა,რას იზამ?

მერე შაქარი გაწყდა ამ ქვეყანაში?smile.gif



ისე მართლა რატომაა რომ ქალი გინეკოლოგები ( ნებისმიერი ოჯახური მდგომარეობით) არიან " მორალის მკითხველები", აგრესიულები, ხშირად ტუტუცებიც( არ მინდა განვავრცო), ნაკლებპროფესიონალები და ყურადღებიანები ვიდრე კაცები.............თუ სწორედ მახსოვს მაყვალამაც ამაზე დასტური გამოხატა ( მაყვალას ფანების გულისმოსაგები წინადადებაsmile.gif)

Posted by: L&L 28 Sep 2006, 14:47
გამარჯობათ

ჩვენ ვართ ლიკა და ლელა, ერთ-ერთი ქალთა კონსულტაციის გინეკოლოგები,

გადავწყვიტეთ ამ თემაში მონაწილეობა, თუ მიგვიღებთ, რა თქმა უნდა. წინა წერილებიდან დასკვნა გამოვიტანეთ, რომ ფორუმზე მოქმედი ექიმების ნაკლებობაა, ექიმიც აღნიშნავდა და პაციენტებიც.

ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ მუდამ აქ ვიქნებით. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ინტერნეტი მუდმივად გვაქვს. უფრო ჩვენი პასუხები სამუშაო დღეებში, დღის მეორე ნახევარში იქნება, საღამოს 5-მდე, როცა შედარებით თავისუფლები ვართ. ამიტომ ისეთ შეკითხვებზე, რომელზეც პასუხი სასწრაფოა, დროულ რეაგირებას ვერ დაგპირდებით.

Posted by: tat 28 Sep 2006, 15:51
L&L
აგაშენათ ღმერთმა!!!!!!!!!!!!!!!!!! მძლივს და თანაც ორი ერთადsmile.gif

კითხვა---------როდის უნდა გაუკეთდეს ორსულს ანტისხეულებზე ანალიზი? ( განსხვავებულრეზუსიანების დროს)

როდის არის ყურადღება მისაქცევი თუ ორსულობისმერე ციკლი ერთი წელია არ აღსდგა? თუ ეს ჩვეულებრივი პონტია?

Posted by: ტანკე 28 Sep 2006, 16:11
L&L
welcome smile.gif გაიხარეთ smile.gif
პ.ს. მაყვალას შეეშვებით თუ პატრულს გამოვუძახო?

Posted by: makvala 28 Sep 2006, 21:21
L&L

welcome კოლეგებო, მაგრამ ერთი ნიკით ორნი რატომ? ნიკების მოგონებას რა უნდა...

tat

ძველ თემაზე საუბრის განახლებას აზრი არ აქვს, მაგრამ ლეიბორისტობა რატომ დამაბრალეთ...

ლეიბორისტი არა ვარ, მართალია პოლიტიკის განყოფილებაში როცა გამოირკვა რომ რომელიღაც ნიკი შალიკოს ეკუთვნის, მე და სპორტმა აღვუთქვით ლეიბორისტთა ლიდერს, რომ თუ თვითლუსტრაციას მოახდენდა, ხმას მივცემდით – ის პოსტი ხომ არ გაქვს მხედველობაში? lol.gif lol.gif

მაგრამ რადგან თვითლუსტრაცია არ მოახდინა, ამიტომ ჩემს ხმას მეპივე გოგიას მივცემ. ლუდი სულაც არ მიყვარს, მაგრამ ეგ კაცი ჯერ ერთი არაფერს აშავებს (\"არ ავნო\" დაცულია), მეორეც ქიმიის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში კარგი სტუდენტებისათვის სტიპენდიები აქვს დაწესებული. სხვა ფულიანები მარტო სპორტსმენებს სპონსორობენ და ამას აპიარებენ, გოგია მომავალ მეცნიერებს ეხმარება და არ აპიარებს. ახლა შეგიძლია პოლიტიკური სიმპათიებისათვის გამაკრიტიკო. lol.gif ტანკე, სორი ოფტოპიკისათვის...

შეკითხვებს რაც შეეხება, თქვენ ახლებს მიმართეთ და თქვენს საუბარში არ ჩავერევი, თან საჩქარო მართლაც არაფერია...

მამაკაც გინეკოლოგებს რაც შეეხება – კარგია რომ მათ შესახებ მაინც აღმოგვაჩნდა საერთო აზრი (ნაწილობრივ)...

Posted by: Breaky 28 Sep 2006, 22:04
მოკლედ, დავუბრუნდები ფრაქსიპარინს: ჩემმა ექიმმა თქვა, რომ ამ პრეპარატს უკვე დიდი ხანია იყენებს
და საკმაოდ წარმატებულადაც და არა მხოლოდ თვითონ, არამედ მოსკოვშიც დიდი ხანია დანერგილია
მისი ორსულებში გამოყენება (თვითონაც დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვში მუშაობდა). თან მე მისი
არც პირველი პაციენტი ვარ და არც უკანასკნელი და თან დარწმუნებით ვიცი, რომ ყველა მისი პაციენტი
მისით ძალიან კმაყოფილია, ყველას ჯანმრთელი ბაიები ყავთ(რამოდენიმე ჩემი თვალით მინახია, ვიცნობ).
ასე რომ ვენდობი ჩემს ექიმს და მშვიდად განვაგრძობ ფრაქსიპარინის მიღებას.

Posted by: makvala 29 Sep 2006, 01:00
Breaky

ორსულებში ვიყენებთ, მაგრამ მე პირადად პირველ ტრიმესტრში არა...

შენს ექიმს მაინც ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე, მას კოაგულოგრამაც და სხვა ანალიზებიც თავისი თვალით აქვს ნანახი, ამიტომ რა თქმა უნდა მისი აზრი უფრო კომპეტენტურია.

რადგან ექიმს ენდობი, გააგრძელე მასთან, ფორუმზე მისი დანიშნულების განხილვა საჭირო არ არის.

ფრაქსიპარინზე კი შეგიძლია წაიკითხო: http://www.medtrust.ru/pls/farmspravochnic/show.html?ontosObjectId=54100

საერთოდ კი ანტიკოაგულანტებზე ორსულობისას არსებობს კარგი სტატია, მაგრამ ეს უფრო ექიმებს დააინტერესებთ:
http://www.chestjournal.org/cgi/content/full/126/3_suppl/627S

Posted by: tat 29 Sep 2006, 18:17
makvala
smile.gif ეგრევე ტქვენობითზე რატომ გადახვედით-საწყენი არაფერი დამიწერია, რაც შეეხება ძველ თემას -ექიმების , პირველ რიგში გინეკოლოგის არაეტიკური საქციელი( გამონათქვამი თუ არ ვცდები პოტრუგალის მაგალითზე) მგონი მუდმივი პრობლემაა, როცა ვნახე თემა მაშინ გამოვთქვი ჩემი აზრი.

პ.ს. პოლიტიკაში აშკარად უფრო გვესმის ერთურთისsmile.gif

Posted by: ikebana 29 Sep 2006, 19:34
makvala
შესაძლებელია ტყუპი ნაყოფის შემთხვევაში ერთი მოიშალოს მხოლოდ?
და კიდევ, "ოჯახი და ქორწინებაში" მისვლა ღირს? საუკეთესო გინეკოლოგად მანდ ვის თვლი?

Posted by: Breaky 29 Sep 2006, 19:43
makvala და L&L
აქ ადრე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ გამორეცხვის პროცედურებზე სოკოს, ტრიხომონას და მათთანების სამკურნალოდ.
იყო აზრი, რომ ეს უკვე ძალიან მოძველებული მეთოდია, რომელსაც საზღვარგარეთ დიდი ხნია აღარ იყენებენ, რადგან
მიკროფლორას აზიანებს და აღმავალ ინფექციებს იწვევს, აბრკოლებს დაორსულებას და მხოლოდ აბებით და სანთლებით
მკურნალობა საკმარისია.
აგრეთვე იყო ის აზრიც, რომ სწორედ გამორეცხვების შედეგად ვიღებთ ყველაზე კარგ შედეგს და არაფერსაც არ აზიანებს და
აბრკოლებს.
მაინტერესებს თქვენი აზრიც ამ პროცედურების შესახებ.

Posted by: makvala 30 Sep 2006, 00:29
ikebana

ტყუპიდან ერთი ნაყოფის დაღუპვა შესაძლებელია, თუმცა მეორეც საფრთხის ქვეშ არის ამ დროს. ერთი სიტყვით რა ვადაზე მოხდა, რა მიზეზით....

ოჯახი და ქორწინებაში. ამ წუთში ვინ არის ახალი არ ვიცი. ძველებზე ... აქ ნოუ ქომენთს
თუ გინდა პმ–ით,

Breaky

მეთოდი ძველია და არ მოძველებული, ნორმალურ მიკროფლორას აზიანებს, მაგრამ მას აზიანებს სხვა მეთოდით ანტიბიოტიკების მიღებაც. აღმავალი ინფექციები იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ გამორეცხვას არასწორად და არასტერილურ ინსტრუმენტებით ჩაატარებ. მე მაინც იმ აზრისა ვარ რომ გამორეცხვების ეფექტურობა მაქსიმალურია.

ამავე დროს არ შეიძლება არ აღინიშნოს ვაგინალური სანთლების და აბების ეფექტურობის ზრდა. ხშირად ისინი სრულიად საკმარისია მიზნის მისაღწევად. რადგან გამორეცხვას მინიმუმ სტერილური ინსტრუმენტები და მედდის შრომა მაინც სჭირდება წამლებთან ერთად და ამიტომ მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მიმაჩნია რომ გამორეცხვები გაცილებით უფრო იშვიათად უნდა დაინიშნოს, ვიდრე დღეს ინიშნება თბილისში.

პ.ს. ხვალ კახეთში მივდივარ, ორი დღით გემშვიდობებით. კარგია იქ, მაგრამ იქაური ხინკლაობა–მწვადაობის შემდეგ მერე რა დაყრის აკრეფილ კილოგრამებს...

Posted by: masha 1 Oct 2006, 13:40
შეიძლება რომ მენსტურალური ცილკი მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგაც არ აღდგეს?

Posted by: L&L 2 Oct 2006, 13:22
პარასკევს ფორუმზე დღის მეორე ნახევარში ვერ შემოვედით, სერვერი ცუდად მუშაობდა. ამიტომ ბოდიშს ვიხდით დაგვიანებისათვის.

masha

QUOTE
შეიძლება რომ მენსტურალური ცილკი მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგაც არ აღდგეს?


შესაძლებელია, განსაკუთრებით ძუძუთი კვების პერიოდში,


Breaky

გამორეცხვებზე მაყვალას პასუხი საკმარისია, აღარაფერს დავამატებთ.

tat

QUOTE
კითხვა---------როდის უნდა გაუკეთდეს ორსულს ანტისხეულებზე ანალიზი? ( განსხვავებულრეზუსიანების დროს)


თუ სწორად მივხვდით, საუბარია რეზუს-ანტისხეულებზე.
30 კვირის ვადამდე თვეში ერთხელ, 30 კვირის შემდეგ 2 კვირაში ერთხელ (12, 28, 32 კვირის ვადაზე აუცილებლად უნდა იყოს გაკეთებული).

Posted by: tat 2 Oct 2006, 16:57
L&L
QUOTE
(12, 28, 32 კვირის ვადაზე აუცილებლად უნდა იყოს გაკეთებული).

ეგრეც ვიცოდიsad.gif ჩემს დას ჩაჩავაში მე4 თვემდე არ გაუკეთეს მერე უიო რომ გაუკეტეს და აბორტი შესთავაზეს-ესეიგი მაგარო საგინებლელი არან არა?


მე ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს( ღამით)-ექიმმა დამინიშნა კეტორალი დაგინოტრანი-აწერია ლაქტაციის პერიოდში არაო და რა ვქნა?

Posted by: L&L 4 Oct 2006, 11:12
tat

ანტისხეულები ნამდვილად ადრე უნდა გაკეთებულიყო.

რაც შეეხება კეტორალსა და გინოტრანს, ლაქტაციის პერიოდში ჩვენც ვიყენებთ, მაგრამ შეზღუდული დოზებით. ფარმაცევტული ფირმები ხშირად თავის გადაზღვევას აკეთებენ.

Posted by: tikusha 4 Oct 2006, 11:30
tat
QUOTE
ჩემს დას ჩაჩავაში მე4 თვემდე არ გაუკეთეს მერე უიო რომ გაუკეტეს და აბორტი შესთავაზეს-ესეიგი მაგარო საგინებლელი არან არა?

და გაიკეთა?? 4 თვის ფეხმძიმეზე აბორტი შეიძლება???


Posted by: tat 4 Oct 2006, 18:15
tikusha
საქმეც მაგაშია გავწექი რასაცქვია კარებთან ( ინტუიცია მაგარი მაქვს-კუდიანი ვარsmile.gif) მეთქი გატყუებენ!!!!!!!!!!!!!!! მკურნალობა 100 ლარის ფარგლებში ჯდებოდა ხელოვნური 500-გასაგებია რაც უნდოდათ................ერთი კვირიც ცინ ჩვეულებრივი, ჯანმრტელი ბავშვი გააჩინა!
უხ მაგათი! mad.gif

Posted by: tikusha 4 Oct 2006, 22:44
QUOTE (tat @ 4 Oct 2006, 19:15 )
tikusha
საქმეც მაგაშია გავწექი რასაცქვია კარებთან ( ინტუიცია მაგარი მაქვს-კუდიანი ვარsmile.gif) მეთქი გატყუებენ!!!!!!!!!!!!!!! მკურნალობა 100 ლარის ფარგლებში ჯდებოდა ხელოვნური 500-გასაგებია რაც უნდოდათ................ერთი კვირიც ცინ ჩვეულებრივი, ჯანმრტელი ბავშვი გააჩინა!
უხ მაგათი! mad.gif

ვაა, გილოცავ smile.gif)

ე.ი. გადავრჩენილვართ smile.gif)

Posted by: krash 5 Oct 2006, 01:15
რა არის რეტენციული კისტა და მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება?განკურნებადია?როგორ მოქმედებს საკვერცხის ფუნქციაზე?
გმადლობთ წინასწარ.

Posted by: L&L 5 Oct 2006, 12:25
tat

ჯანმრთელი ბავშვის დაბადება მოსალოცია, ამ შემთხვევაში გამართლების მომენტიც არის.

krash
QUOTE
რა არის რეტენციული კისტა და მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება?განკურნებადია?როგორ მოქმედებს საკვერცხის ფუნქციაზე?


რეტენციული კისტა ვითარდება როდესაც ოვუალაცია არ ხდება ანუ ფოლიკულის გასკდომა არ ხდება და იგი აგრძელებს ზრდას, მასში გროვდება სითხე. რეტენციული კისტა ძირითადად დიდ ზომებს არ აღწევს და არ განიცდის მალიგნიზაციას (ავთვისებიანად გადაგვარება). მკურნალობას უმეტეს შემთხვევაში არ საჭიროებს, 2-3 ციკლის განმავლობაში თავად გაივლის, თუ არა და შემდეგ მიმართეთ გინეკოლოგს.

Posted by: tat 5 Oct 2006, 17:39
L&L
QUOTE
მე ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს( ღამით)-ექიმმა დამინიშნა კეტორალი დაგინოტრანი-აწერია ლაქტაციის პერიოდში არაო და რა ვქნა?

იქნებ ამაზეც გამცეთ პასუხი?

Posted by: tikusha 5 Oct 2006, 20:47
L&L
QUOTE
ფოლიკულის გასკდომა არ ხდება და იგი აგრძელებს ზრდას, მასში გროვდება სითხე.

ფოლიკული რა არის??

კისტის ქონის დროს რა სიმპტომები აქვს ქალს?? როგორ უნდა მიხვდე??

Posted by: sopo5555 5 Oct 2006, 21:32
აუ ხვალე მივდივარ გინოკოლოგთან და მაგრად მეშინია .ეთი თვის წინ ვიყავი და მითხრა მარჯვენა საკვერცხეზე კისტა გაქვსო და შეიძლება გასკდესო და შეიდზლება არაო ხვალე მივდივარ კონტროლზე მაგრად მეშინია პასუხისsad.gif

Posted by: makvala 6 Oct 2006, 00:41
tat

QUOTE
QUOTE

მე ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს( ღამით)-ექიმმა დამინიშნა კეტორალი დაგინოტრანი-აწერია ლაქტაციის პერიოდში არაო და რა ვქნა?


იქნებ ამაზეც გამცეთ პასუხი?


ბოდიში, რომ საუბარში ვიჭრები, მაგრამ მაგაზე L&L–მ პასუხი გაგცა ზემოთ:

QUOTE
რაც შეეხება კეტორალსა და გინოტრანს, ლაქტაციის პერიოდში ჩვენც ვიყენებთ, მაგრამ შეზღუდული დოზებით. ფარმაცევტული ფირმები ხშირად თავის გადაზღვევას აკეთებენ.


ე.ი. ტრაგედია არ ხდება, რა... თან შენ გინეკოლოგს სარკეებში ჰყევხარ ნანახი, ნაცხის პასუხი წაკითხული აქვს.. ჩვენ მეტი რა ვქნათ...

დავამატებ რომ, ძალიან ბევრ პრეპარატს, ფარმაცევტული ფირმები ორსულობისას და ლაქტაციისას რეკომენდაციას არ უწევენ ინსტრუქციაში მხოლოდ იმიტომ, რომ პრეპარატის წარმოებისწინა ეტაპზე არ არის მონაცემები მათი უვნებლობაზე. შემდეგ ირკვევა, რომ პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას შეიძლება და საჭიროც არის. მაგრამ პრეპარატის ინსტრუქცია რჩება ძველი. ასეთია მაგალითად მილდრონატი, რომელსაც დღემდე ინსტრუქციაში უწერია ორსულობისას არ გამოიყენოთ, მაგრამ ძალიან კარგია ფეტოპლაცენტარული უკმარისობებისას, რაზეც არაერთი სტატია მეტყველებს.

Posted by: bochita 6 Oct 2006, 18:46
makvala
ნაადრევი მშობიარობა რომელი კვირიდან აღარ არის საშიში? გუშინ ვიყავი ეხოზე იუნონაში და დამიწერეს პლაცენტის მომწიფება მე 2-მე3 ხარისხი. ეხლ;ა 34-ე კვირაში ვარ.

Posted by: Mateo Falcone 6 Oct 2006, 21:46
იცით რა მაინტერესებს?
ვარ 6 თვის ორსული და დაახლოებით 5 წლის წინ გამიტყდა კუდუსუნი
ძალიან მეშინია ჩვეულებრივად მშობიარობის, მეშინია რამე სერიოზული გართულებები არ მოჰყვეს,
აქედან გამომდინარე მინდა რომ ვიმშობიარო საკეისრო კვეთით და რას მირჩევთ?

Posted by: violet 6 Oct 2006, 22:55
Mateo Falcone
Birthday 14 November 1980
Gender: Male




spy.gif spy.gif

Posted by: iverson 6 Oct 2006, 23:39
violet
lol.gif lol.gif

------------------------

Posted by: Mateo Falcone 6 Oct 2006, 23:40
violet
violet


შენ ის დაწერე რასაც გაკითხებიან თუ იცი.
ისე მე მაგის ცოლი ვარ თუ გაინტერესებს

Posted by: violet 6 Oct 2006, 23:49
QUOTE
ისე მე მაგის ცოლი ვარ თუ გაინტერესებს

ოკ მეგონა რომ ვიღაცამ გაიხუმრა,წყენინება მართლა არ მინდოდა smile.gif

Posted by: tikusha 7 Oct 2006, 18:52
კოლპიტი რა არის იქნებ ამიხსნათ???

Posted by: ბაჩუკი 7 Oct 2006, 19:05
QUOTE
კოლპიტი რა არის იქნებ ამიხსნათ???

tikusha
საშოს ლორწოვანის ანთება.

Posted by: tikusha 8 Oct 2006, 16:04
ბაჩუკი
QUOTE
საშოს ლორწოვანის ანთება.

სერიოზულად?? ზუსტად იცი??

Posted by: Solveig 8 Oct 2006, 18:27
tikusha

http://www.medsan.ru/html1/01_kolpit.htm

Posted by: kuna 8 Oct 2006, 19:22
გამაგებინეთ თუ ვინმემ იცით ჟორდანიაში ხელოვნურ განაყოფიერებაზე ვინ მუშაობს და რამდენად ეფექტურად.
წინასწარ გმადლობთ.

Posted by: ბაჩუკი 8 Oct 2006, 23:31
kuna
კაკრას ახლა გავდივარ გინეკოლოგიას ჟორდანიაში და გაგირკვევ,მე მგონი ჯენარო ქრისტესიაშვილი მუშაობს,ლექციაზე წამოსცდა ერთხელ,მოკლედ დაგიზუსტებ.
QUOTE
სერიოზულად?? ზუსტად იცი??

არა,გაგეკაიფე biggrin.gif

Posted by: makvala 8 Oct 2006, 23:59
bochita

ნუ გეშინია, უკვე ისეთი ვადაა, ბავშვის გადარჩენა პრობლემა არ უნდა იყოს...

Mateo Falcone

მე მგონი ტრავმატოლოგმა უნდა გადაწყვიტოს. გავრცელებული ანალოგი შემიძლია მოგიყვანო – ჩვენ ზოგჯერ ოფტალმოლოგის რეკომენდაციით ვაკეთებთ საკეისრო კვეთას.


kuna

რომ იცოდე, საუკეთესო ინ ვიტრო ლაბორატორიებსაც კი 40% მეტი შედეგი არ აქვთ...

ჟორდანიაში მუშაობენ ნატო ხონელიძე და გია ცაგარეიშვილი. უკვე დიდი ხანია, შედეგები პროცენტულად რამდენი აქვთ არ ვიცი, ვინ გაგაგებინებს. ამერიკაში და ბელგიაში უფრო გაიგებ. ამათი გაკეთებული ბაღნებიც მინახავს და ნეუდაჩებიც, მაგრამ შედეგების სარწმუნო სტატისტიკას არ ვფლობ...

ისიც ვიცი რომ ერთ წყვილს წარუმატებელი ინ ვიტროს შემდეგ ინსემინაციამ უშველა, მაგრამ გაიგე ეხლა რა მოხდა. უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ...სპერმა ქმრის იყო თუ სახეზე მისი მსგავსი დონორის არ ვიცი, ბავშვი კი აშკარად დაემგვანა და უფრო ინ ვიტრო პროცედურის ნეუდაჩა უნდა იყოს, თუმცა სატელიტური დნმ–ის ტანდემურ განმეორებათა ანალიზი ნამდვილად არავის გაუკეთებია...

პიროვნული დამოკიდებულებით უკმაყოფილო პაციენტებიც არიან, თან საკითხში გაურკვევლები არა – ექიმები...

საერთოდ ჟორდანიაში ინ ვიტრო, ჯერჯერობით მონოპოლისტური ვარიანტია – ალა პუგაჩოვას სიმღერაზე რომ გავრითმოთ – კლიენტოვ მნოგო, მი ოდნი ი ნეტ უპრავი...

შედეგები და პაციენტებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, როგორც კონკურენცია დაიწყება და სხვებიც დაიწყებენ ინ ვიტროს კეთებას. პირველი მგონი რომ იუნონა იქნება, მერე სხვებიც წამოეწევიან, მაგრამ თბილისში ხომ ყველაფერი იწელება...

Posted by: Solveig 9 Oct 2006, 00:11
QUOTE
სატელიტური დნმ–ის ტანდემურ განმეორებათა ანალიზი ნამდვილად არავის გაუკეთებია...

biggrin.gif

ეგ რომ დაინერეგება, დარწმუნებული ვარ-ბევრი ანონიმური შეკვეთა იქნება biggrin.gif

Posted by: tat 9 Oct 2006, 17:33
makvala
QUOTE
ბოდიში, რომ საუბარში ვიჭრები, მაგრამ მაგაზე L&L–მ პასუხი გაგცა ზემოთ:

გამომრჩაsmile.gif

გინეკოლოგებო არსებობს თუ არა თბილისში კონტრაცეფცია ინექციის სახით თუ არ ვცდები მხარში შეყავთ რაღაც და რამდენიმე წელი დაცული ხარ( რუსულ საიტზე ვნახე და ვეღარ ვპოულობ-სახელწოდება არ ვიცი)? და საერთოდ რა ახალი კონტრაცეპტივებია ეხლა?

Posted by: Solveig 9 Oct 2006, 21:21
QUOTE
თბილისში კონტრაცეფცია ინექციის სახით თუ არ ვცდები მხარში შეყავთ რაღაც და რამდენიმე წელი დაცული ხარ

გონადოტროპინის ვაქცინაა ვითომ? spy.gif

რამდენაცად ვიცი, ქორიონული გონადოტროპინის ბეტა-სუბერთეულზე დამყარებული ვაქცინა ინდოეთში გამოიცდებოდა ქალებზე. ასეთი ვაქცინის კვლევა საქართველოშიც მიმდინარეობდა, მაგრამ რით დამთავრდა ეს ყველაფერი, აღარ ვიცი.

Posted by: L&L 10 Oct 2006, 14:13
tat

თქვენი წინა წერილიდან ბოლომდე გასასგები არ არის, რაზეა საუბარი.

5 წლიანი კონტრაცეპცია არის იმპლანტი (ნორპლანტით), რომელიც იდგმება მხარში, მაგრამ ნორპლანტს აქვს ბევრი გვერდითი მოვლენები და სერიოზული წინასწარი გამოკვლევების გარეშე არ უნდა იქნეს გაკეთებული. გარდა ამისა, მთელი ამ დროის გენმავლობაში გინეკოლოგის მეთვალყურეობაა საჭირო, ამიტომ ნორპლანტის მსურველი ძალიან ცოტაა. ნორპლანტი რეგისტრირებული საქართველოში არ არის.

რაც შეეხება ინექციით კონტრაცეპციას, ეს არის დეპოპროვერა, რომელის მოქმედების ხანგრძლივობა 3 თვეა და საქართველოში რეგისტრირებული არ არის.

ქორიონულ გონადოტროპინის ვაქცინა, რამდენადაც ვიცით შექმნილია, მაგრამ საქართველოში არც ეს არის რეგისტრირებული. თან რამდენადაც ვიცით, ამ ვაქცინის მოქმედების ვადა 5 წელზე ნაკლებია.

5 წლიანი კონტრაცეპციისათვის საუკეთესოდ მიგვაჩნია ფირმა შერინგის წარმოების სპირალი "მირენა", რომელსაც აქტიურად ვიყენებთ. მირენა შედარებით ძვირია, მაგრამ 5 წელი ორალური კონტრაცეპტივების მიღება ბევრად უფრო ძვირი ჯდება, გვერდითი მოვლენები ორალურ კონტრაცეპტივებს უფრო მეტი აქვთ. თუმცა ნებისმიერი კონტრაცეპტივის გამოყენების წინ (პრეზერვატივის გარდა), ექიმის კონსულტაცია არის საჭირო. თვითშემოქმედება დაუშვებელია.

Posted by: tat 10 Oct 2006, 17:48
L&L
QUOTE
თქვენი წინა წერილიდან ბოლომდე გასასგები არ არის, რაზეა საუბარი.

ყოველშემთხვევაში ამომწურავი პასუხი მივიღე თქვენგანsmile.gif---------ეტყობა ეგ ორი გავაერთიანე იმპლანტი (ნორპლანტით), და დეპოპროვერა, ცუდია რომ ვერ გამოვიყრნებ-ვინაიდან სპირალი არ მინდა -------უცხო სხეულია მაინც, თანაც როგორც ვივი ყელის გადახრის დროს არ კეთდება არა?

Posted by: ikebana 11 Oct 2006, 00:12
makvala
L&L
გუშინ ვნახე "გინილაკის" საინფორმაციო ბუკლეტი. და დამაფიქრა მიკროფლორის ამბავმა.
რა სიმპტომები ახასიათებს ლაქტობაქტერიების დათრგუნვას? ანუ როგორ მივხვდეთ გვჭირდება თუ არა?
მართლა სეიძლება თვითნებურად ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება?
ეს პრეპარატი იგივეა რაც "ლაქტობაქტერინი"?
როგორ მოქმედებს სპერმატოზოიდების ატივობაზე საშოს მიკროფლორის ცვლილება? ანუ რამდენად შეიძლება ეს პრობლემა იყოს უშვილობის მიზეზი?

Posted by: makvala 11 Oct 2006, 00:20
ikebana,

გინილაკი კარგი რამეა, ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვა მარტივად ჩანს ნაცხში, დოდერლეინის ჩხირები ქრება ან მცირე რაოდენობითაა.

თვითნებურად არ გირჩევ...

არანორმალური მიკროფლორა საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოს pH ცვლის, რაც შეიძლება თეორიულად სპერმატოზოიდთა დაღუპვის მიზეზი გახდეს...

Posted by: ikebana 11 Oct 2006, 00:25
makvala
თათია ტუღუშზე რას ფიქრობ?

Posted by: L&L 11 Oct 2006, 13:41
tat
გეთანხმებით რომ უცხო სხეულია, მაგრამ ბევრად უსაფრთხოა და ნაკლები გართულებები აქვს ვიდრე ნორპლანტსა და დეპოპროვერას, თანაც გართულებების ან რაიმე გვერდითი მოვლენების შემთხვევაში შეგიძლიათ ამოიღოთ. ინექციას კი ვეგარ შეაჩერებთ. რა თქმა უნდა კონტრაცეფციის სახე თქვენი ასარჩევია. შეიძლება თუ არა კონტრაცეფციის ესა თუ ის სახე თქვენთვის ეს უკვე თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.

Posted by: kuna 11 Oct 2006, 18:47
ბაჩუკი
აბა გელოდები.
makvala
QUOTE
შედეგების სარწმუნო სტატისტიკას არ ვფლობ

დიდი მადლობა იმისათვისაც, რაშიც გამარკვიე.
yes.gif yes.gif

Posted by: ბაჩუკი 11 Oct 2006, 20:14
kuna
გია მუშაობს ცაგარეიშვილი,მე მგონი მაყვალამაც დაწერა და მაგიტო აღარ ვიჩქარე გარკვევა.

Posted by: tat 12 Oct 2006, 12:52
ikebana
არ ვიცი მაყვალა როგორც კოლეგაზე რას გიპასუხებს მე როგორც პაციენტი მასტან დავდიოდი--------7 თვე, ექიმი მკავს უახლოესი მეგობარი და ტუღუშტანაც მეგობრობს იმან მირჩია როცა ტუტუცებმა გადამრიესsmile.gif---------დრესდრეისობით თბილისში ყველაზე ნორმალური ეგააო................. რა გითხრა მივიდოდი მარტო ეხოს მიკეთებდა და კაიაო უკან მიშვებდა, არანაირი ანალიზები არც ორსულს სჭირდება არ გამიკეთებია, გარდა იმისა რომ მრჩეველში მიშვებდა სისხლის ანალიზების გასაკეთებლად და მერე სამშობიაროში მითხრეს ტყუილად გადაყრილი ფულიაო.......... პიროვნულად კაი გოგოაsmile.gif

Posted by: BadbadGirl 12 Oct 2006, 13:00

...................................................
.............................................
...................................................
პოსტს ვერ ვშლიsad.gif

Posted by: ikebana 12 Oct 2006, 20:12
tat
ხო, ლიმბახში აკეთებინებს ანალიზებს.
დაახლოებით რასაც ვფიქრობდი ისე აღმოჩნდა smile.gif

Posted by: kuna 13 Oct 2006, 18:20
QUOTE
გეთანხმებით რომ უცხო სხეულია, მაგრამ ბევრად უსაფრთხოა

სპირალი ყველაზე ნორმალურია დღეს დღეობით.
შეუთავსებლობის შემთხვევაში ამოიღებ და მორჩა,მაგრამ კონტროლი მაინც საჭიროა.
მე პირადად კმაყოფილი ვარ.
yes.gif yes.gif

Posted by: perwkli 14 Oct 2006, 01:12
მენსრტუაცია მომივიდა ,მაგრამ ზუსტად 24 საათში შეწყდა. მაგის მერე რამოდენიმე დღეა გულისრევის შეგრძნება მაქვს და თავი მტკივა აუტანლად,თითქოს შიგნიდან მეწვება. გამაყუჩებლებს ვსვავ,მაგრამ არ მშველის sad.gif

ეს ციკლის არევის ბრალია? და რომელ ექიმს მივაკიტხო?
დამეხმარეთ რა cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: LANKA-S 14 Oct 2006, 01:29
დიდიხანია ვფიქრობ კონტრაცეპტივების გამოყენებაზე, ყველა იძახის რომ თვითნებურად არჩევას არ გირჩევო!!!
თუ შეიძლება მირჩიეთ ვინმე კარგი გინეკოლოგი თბილისში, რომელიც ამ საკითხის გადაჭრაში დამეხმარება!
წინასწარ უგრმესი მადლობა!!!

Posted by: algulga 14 Oct 2006, 15:52
მე ვიცი რომ ჯერ უნდა გამოგიკვლიონ და კონტრაცეფცია შენი გორმონების მიხედვით დანიშნონ

Posted by: tat 14 Oct 2006, 18:09
algulga
ხო მარა მაგაზე ჟორდანიაში მისვლას არავის ვურჩევ-ლიპა ანალიზებს აკრავენ ანკეთაში და რაც აქვთ იმ მომენთში კონტრაცეპტივი იმას გაძლევენ

Posted by: makvala 14 Oct 2006, 19:21
perwkli

რამდენიმე დღე რას უყურებდი, შაბათს რომ დაპოსტე ფორუმზე, რატომ აქამდე არ მიხვედი ექიმთან? ციკლის მოსვლა დროული იყო? ორსულობა გამორიცხულია? ორშაბათს მაინც აუცილებლად ექიმთან...

LANKA-S,perwkli
თუ მეტყვით რომელ უბანში ხართ, შემიძლია უახლოესი დაწესებულება მიგასწავლოთ,
ცენტრში ბევრია, მაგრამ უფრო ძვირიც.

აქ ფორუმზე რომ L&L გამოჩნდა, ლიკა და ლელა, ჭკვიანი გოგოები ჩანან, თუ მოგეწონათ პოსტებით, დაუპიემეთ. მაგათ პროფილის ვებ გვერდზე ჩანს, რომელი კლინიკიდანც არიან.

ჟორდანიას რაც შეეხება, tat-მა ნაწილობრივ მართალი თქვა, ლიპა ანალიზებსაც წერენ, სრულიად ჯანმრთელ ნაცხში ტრიქომონას პოულობენ და მერე წამლებით ჭყეპენ ქალებს, თან აფთიაქებთანაც წილში არიან, მაგრამ ჟორდანია დიდია, ყველა მასეთი არ არის. ბევრი კარგია. საერთოდ იმუნოფერმენტული ლაბორატორიის, სადაც ჰორმონები კეთდება უკმაყოფილო მე არ ვარ,

საერთოდ ჩაჩავა და ჟორდანია ცალკე დიდი თემაა, კომუნისტების დროს მაგათ წამყვანი კლინიკის სტატუსი ჰქონდათ ნაბოძები ზემოდან, სხვანაირად ფინანსდებოდნენ და ნებისმიერი სამედიცინო და ლაბორატორიული ტექნოლოგია ცენტრალიზებულად ჯერ მანდ ინერგებოდა, მერე სხვაგან.

ახლა ასე აღარ არის. მონოპოლია მათ უკვე დაკარგეს, განსაკუთრებით კერძო კლინიკების წყალობით. პირველ რიგში ეს შეეხება ექოს და ლაბორატორიულ ტექნოლოგიებს, რაშიც არათუ მონოპოლისტები, საუკეთესოებიც აღარ არიან! არც ხარისხით, არც ფასით და ხარისხის ფასთან თანაფარდობა ხომ ალბათ ერთ–ერთი ყველაზე ცუდი აქვთ ქალაქში...

არადა მანდ მომუშავეთა უმეტესობას, ძველებს განსაკუთრებით, თავი ისევ წამყვანი დაწესებულება და ბოლო ინსტანცია ჰგონია და ისევ ისე აგრძელებს მუშაობას, თითქოს ოპონენტი არა ჰყავდეს...

ერთადერთი მონოპოლია ჟორდანიას ინ ვიტროა, რომელიც მალე მონოპოლია აღარ იქნება...

Posted by: ბაჩუკი 14 Oct 2006, 19:33
LANKA-S
მე შემიძლია გირჩიო ჭკვიანი რეპროდუქტოლოგი ჟორდანიაში,მაგრამ აქ ისეთი რამეები დაიწერა,მგონი საბოლოოდ დაკარგე ნდობა ამ კლინიკის ექიმების მიმართ,მე სხვანაირად ვფიქრობ,მაგრამ არა მგონია აქ კლინიკის ავკარგიანობაზე მსჯელობა რაიმე შედეგის მომტანი იყოს,მით უმეტეს არც თემას შეესაბამება.

Posted by: makvala 14 Oct 2006, 20:55
ბაჩუკი

ეჰ, ჩემო ბაჩუკი, სტუდენტობისას ყველა ჩემი ლექტორი გენიოსი მეგონა...

ცოტა ხანში მიხვდები რომ მოქმედ ექიმთა 75% ექთანიც არ არის...

ჟორდანიაში კი ზოგიერთი მართლა კარგია, თან ძალიან კარგი, მაგრამ მასზე არანაკლებთან სხვაგან პაციენტის ვიზიტი ნაკლები ღირს...

შეიძლება გაგიკვირდეს, როგორ ვიცნობ ასე ბევრს, მაგრამ გინეკოლოგიური პაციენტები ძალიან ხშირად იცვლიან ექიმებს, განსაკუთრებით უშვილოები. ამაში ექიმებიც სცოდავენ არაკვალიფიციური დანიშნულებებით და პაციენტებიც, რომლებიც ზოგჯერ ექიმის რჩევას ან საერთოდ არ სრულებენ, ან ბოლომდე არ ასრულებენ და შედეგს მაინც ექიმს აბრალებენ. მიუმატე ამას სგგდ ინფექციების მორეციდივე ხასითი...

არადა პაციენტებს უკვე ბოლომდე ვეღარ ვამტყუნებ დანიშნულების ბოლომდე არშესრულებაში. უკვე იციან ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებული გარიგებები და ზოგიერთი კითხულობს რა წამლის ინსტრუქციას, თავისით იწყებს გადარჩევას, რა დალიოს და რა არა...

აი ისევ ზოგად პრობლემამდე მივედით, ექიმებსა და ფარმაცევტულ ფირმებს შორის მახინჯი კავშირის გაწყვეტა (ადრე დავწერე \"ექიმის მიერ მითითებული აფთიაქი\"–ში), შეუძლია მხოლოდ დაზღვევას, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს დღესდღეობით, არამედ პრობლემასაც ვერ ხედავს და თავისი ქმედებით სიტუაციას აუარესებს...

საკითხს დავუბრუნდეთ – ჰოდა დადიან ეს პაციენტები ექიმებს შორის, დააქვთ დანიშნულებები და ძალაუნებურად გინეკოლოგებმა ერთმანეთი გავიცანით დაუსწრებლად. ერთი რამე კია, ექიმს პაციენტის მონაყოლით არ ვაფასებ, ყოველთვის ვცდილობ მისი ხელით დაწერილი დანიშნულება ვნახო და ის გამოკვლევები, რასაც ეყრდნობოდა...

ასე რომ მე არ ვარ გამონაკლისი, გინეკოლოგები საკმაოდ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ასეთი ინტენსიური კონტაქტი ერთმანეთში არ მგონია კარდიოლოგებს, სტომატოლოგებს, ან რომელიმე სხვებს ჰქონდეთ. აქ ერთმა გინეკოლოგების სტატისტიკოსი ხომ არ ხარო, რომ მკითხა, ამ შეკითხვიდან ცხადია, რომ თვითონ გინეკოლოგი არ არის...

წავედი აბა სოფელში, დილას უნდა წავსულიყავი და ამ შუაღამისას ძლივს მორჩა ბიძაჩემი მანქანის კეთებას, ორშაბათამდე გემშვიდობებით...

Posted by: ბაჩუკი 14 Oct 2006, 21:38
makvala
QUOTE
ეჰ, ჩემო ბაჩუკი, სტუდენტობისას ყველა ჩემი ლექტორი გენიოსი მეგონა...

ცოტა ხანში მიხვდები რომ მოქმედ ექიმთა 75% ექთანიც არ არის...

არა, მაყვალ,დეგენერატს და ვაიექიმს ყოველთვის ვარჩევ კარგისგან,ლექტორობა აქ არაფერ შუაშია,პირიქით,ასეთ დროს უკეთესად ერკვევი მისი სამედიცინო აზროვნების ნიუანსებში და საფუძვლიანი დასკვნებიც გამოგაქვს,რაც გაცილებით უფრო საფუძვლიანია,ვიდრე დანიშნულებების მიხედვით მსჯელობა.დანიშნულების სწორად მიცემა და სასურველი შედეგის მიღება შესაძლოა მოახერხოს საშუალო დონის ექიმმაც და პაციენტიც მადლიერი დატოვოს,მაგრამ ამავე ექიმმა ლექციაზე ისეთ კითხვაზე ვერ მიპასუხოს,რომ საბოლოოდ წაიშლება ჩემს თვალში.ასე რომ გენიოსი ყველა კი არა,ლექტორების ძაან მცირე პროცენტი მგონია.

Posted by: HAG 15 Oct 2006, 12:06
მოკლედ გამარკვიეთ ვინმემ, მაქვს ერთი დღის გადაცდენა, გავიკეთე ტესტი და არის ერთი მკვეთრი და ერთი ძალიან სუსტი ხაზი... ეს რას ნიშნავს??? ესე უნდა იყოს???

Posted by: makvala 15 Oct 2006, 13:05
წვიმის გამო სოფელში წასვლა გადავიფიქრე, რა, არადა იქაც რამდენი საქმე მქონდა...

HAG

თუ მართლა მეორე ხაზია და არ გეშლება, ორსულად ხარ. ხაზის რომ სუსტად ჩანს რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს.

1. ტესტი უხარისხოა. გადაცდენისთანავე კარგი ტესტი მკვეთრ ხაზს აჩვენებს.
2. ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაცია მცირეა – ყვითელი სხეულის უკმარისობის ვარიანტი არ იყოს.

ორშაბათს მიდი გინეკოლოგთან, ჯერ ერთი უნდა დარწმუნდე, რომ სანაყოფე პარკი საშვილოსნოს ღრუშია თუ არა. კარგი აპარატი ვაგინალური გადამწოდით დაინახავს.

ბაჩუკი

ყველა გენიოსი მეგონა მეთქი – მართალი ხარ, ცოტა გადავაჭარბე, თუმცა უმეტესობას ნამდვილად მაგრებად ვთვლიდი. რა გითხრა, მთლად წყალწაღებული ერთის მეტი არავინ შემხვედრია...

ლექტორის სამედიცინო აზროვნება რომ შეაფასო, შენც პრაქტიკოსი ექიმი უნდა იყო. ასეთი რამის უფლებას სტუდენტობაში თავს არ ვაძლევდი. თუ თეორიის არცოდნაში გამოიჭირე, მაშინ კოშმარრრრრ, მთლად ჩაშვებულებში გქონია საქმე, გითანაგრძნობ...

ლექტორობა აქ თავშია და არა შუაში, მთლად სამარცხვინოს სტუდენტებთან არ უშვებენ. სტუდენტობის შემდგომ კი შეხედულებები ბევრზე სერიოზულად შემეცვალა...

სტუდენტისთვის ექიმი ლექტორის შეფასება ძნელი კი არა, პრაქტიკულად შეუძლებელია და აი რატომ

1. მედიცინა მარტო წიგნების და ლიტერატურის კითხვა არ არის. პრაქტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელიც ლექტორს როგორც წესი აქვს, და სტუდენტს არა.
2. შეიძლება ძალიან მცოდნე და კარგ სპეციალისტს ჰქონდეს ცუდი ლექციები და შეკითხვებზეც პასუხს არ იძლეოდეს, პირადი ეგოიზმის გამო. მერეღა მივხვდი, რომ ბევრი ჩემი ლექტორი ლექციაზე ნიუანსებზე ყურადღებას არ ამახვილებდა იმის გამო, რომ კონკურენტები არ გაეზარდა. შეგნებულად მცდარ ინფორმაციას არ გაწვდიან, მაგრამ ბოლომდე რომ არ გარკვევენ საქმის კურსში და შეკითხვებზე წესიერად არ გპასუხობენ, ცოტაა? იმას შენი აზრი მის ცოდნაზე სულ არ აინტერესებს, მთავარია, შენ არ გასწავლოს ბევრი. სირაქლემას პოზიციაა, მაგრამ არც ისე იშვიათი. ჯერ რა იციან, მერე იმასაც მალავენ...
3. პრაქტიკა – პაციენტების მიღებაზე, სამანიპულაციოში, ოპერაციებზე, ექოზე ინტენსიური დასწრება ლექციების შემდეგ ხომ საერთოდ \"რჩეულთა\" ხვედრია და თუ ასეთ \"განსაკუთრებით მიახლოებულთა\" წრეში არ ხარ, ან სწავლის გადასახადის გარდა სერიოზულ თანხას არ იხდი, ცხადია უცოდინრად დარჩენა გემუქრება...

რასაც შენ საშუალო ექიმს ეძახი, თუ სწორ დიაგნოზის დასმას და დანიშნულების მიცემას ახერხებს შემთხვევათა 70 პროცენტში, საქართველოს პირობებში კარგი ექიმი ყოფილა...

Posted by: tikusha 15 Oct 2006, 18:09
makvala
QUOTE
გინეკოლოგიური პაციენტები ძალიან ხშირად იცვლიან ექიმებს

ისე რამდენ ექიმთანაც მიხვალ იმდენი განსხვავებული აზრია და გაგაგიჟებენ რა

იმ გინეკოლოგს რა უნდა უთხრა პაცუენტს რომ ეტყვის ქალიშვილი რომ ხარ ადგილობრივად ვერ ვმკურნალობთ შიგნით და ჯობია ჯერ კაცთან იცხოვრო და მერე გიმკურნალებო, კაშმარ რა

Posted by: ბაჩუკი 15 Oct 2006, 18:09
QUOTE
2. შეიძლება ძალიან მცოდნე და კარგ სპეციალისტს ჰქონდეს ცუდი ლექციები და შეკითხვებზეც პასუხს არ იძლეოდეს, პირადი ეგოიზმის გამო. მერეღა მივხვდი, რომ ბევრი ჩემი ლექტორი ლექციაზე ნიუანსებზე ყურადღებას არ ამახვილებდა იმის გამო, რომ კონკურენტები არ გაეზარდა. შეგნებულად მცდარ ინფორმაციას არ გაწვდიან, მაგრამ ბოლომდე რომ არ გარკვევენ საქმის კურსში და შეკითხვებზე წესიერად არ გპასუხობენ, ცოტაა? იმას შენი აზრი მის ცოდნაზე სულ არ აინტერესებს, მთავარია, შენ არ გასწავლოს ბევრი. სირაქლემას პოზიციაა, მაგრამ არც ისე იშვიათი. ჯერ რა იციან, მერე იმასაც მალავენ...

ეგ კი შევამჩნიე ერთს,ბუნდოვანმა პასუხებმა დამაეჭვა,მაგრამ ეგეთები ძალიან ცოტანი არიან,ვისთანაც შეხება მქონია.
QUOTE
პრაქტიკა – პაციენტების მიღებაზე, სამანიპულაციოში, ოპერაციებზე, ექოზე ინტენსიური დასწრება ლექციების შემდეგ ხომ საერთოდ \"რჩეულთა\" ხვედრია და თუ ასეთ \"განსაკუთრებით მიახლოებულთა\" წრეში არ ხარ, ან სწავლის გადასახადის გარდა სერიოზულ თანხას არ იხდი, ცხადია უცოდინრად დარჩენა გემუქრება

ეგრე ნაღდად აღარ არის,როგორც ჩანს დიდი ხნის წინ იყავი სტუდენტი...
QUOTE
ლექტორის სამედიცინო აზროვნება რომ შეაფასო, შენც პრაქტიკოსი ექიმი უნდა იყო. ასეთი რამის უფლებას სტუდენტობაში თავს არ ვაძლევდი. თუ თეორიის არცოდნაში გამოიჭირე, მაშინ კოშმარრრრრ, მთლად ჩაშვებულებში გქონია საქმე, გითანაგრძნობ...

არ შეგხვედრია კარგი პრაქტიკოსი ექიმი,რომელსაც თეორიაში მთლად კარგად ვერა აქვს საქმე და თავისი სპეციალობის იქით ვერ იხედება?მე კი...თუნდაც გინეკოლოგი, რომელიც ნეიროენდოკრინოლოგიის აზრზე არ არის,მაგრამ არც პაციენტების სიმცირეს უჩივის(არ გეგონოს ჩემი წარმოდგენა ექიმებზე მარტო ლექტორების წრეს მოიცავს და მხოლოდ ლექტორების მაგალითზე ვმსჯელობ,უამრავ პრაქტიკოს ექიმს ვიცნობ და უშუალო შეხება მაქვს მათ პრაქტიკულ საქმიანობასთან)

Posted by: masha 16 Oct 2006, 00:30
QUOTE (tat @ 4 Oct 2006, 17:15 )
tikusha
საქმეც მაგაშია გავწექი რასაცქვია კარებთან ( ინტუიცია მაგარი მაქვს-კუდიანი ვარsmile.gif) მეთქი გატყუებენ!!!!!!!!!!!!!!! მკურნალობა 100 ლარის ფარგლებში ჯდებოდა ხელოვნური 500-გასაგებია რაც უნდოდათ................ერთი კვირიც ცინ ჩვეულებრივი, ჯანმრტელი ბავშვი გააჩინა!
უხ მაგათი! mad.gif


ვერ გავიგე, მოატყუეს ანტისხეულები არისო?

Posted by: makvala 16 Oct 2006, 01:04
ბაჩუკი

QUOTE
ეგ კი შევამჩნიე ერთს,ბუნდოვანმა პასუხებმა დამაეჭვა,მაგრამ ეგეთები ძალიან ცოტანი არიან,ვისთანაც შეხება მქონია.


გავა დრო და მიხვდები, რომ მეტნი არიან. გინეკოლოგიის გამოცდიდან რომ სტუდენტი ფრიადით დაბრუნდება და სარკე არ უნახავს, ჩადგმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია და მენჯსაზომის ხმარება არ იცის, პაციენტის გასინჯვაზე დასწრება კი არა, ინსტრუმენტარი რომ არ უნახავს, მის ლექტორზე რა უნდა იფიქრო...

QUOTE
ეგრე ნაღდად აღარ არის,როგორც ჩანს დიდი ხნის წინ იყავი სტუდენტი

არც ისე...
ან \"მიახლოებულთა\" შორის ხარ(ექიმთა ოჯახიდან ან წრიდან), რომ როცა ითხოვ მაშინვე უპრობლემოდ გასწრებენ ოპერაციაზეც და გამოკვლევებზეც, ან შენ კურსზე ისეთი ჩაშვებული სიტუაციაა, რომ ერთი ცოდნასმოწყურებული რომ დაგინახეს ჩაგეჭიდნენ, ან ძალიან კარგ ხალხში მოხვდი. თუ მესამე ვარიანტი სწორია, ჩემ ძაღლის კუდს გიბსში ჩავასმევინებ, იქნებ გაუსწორდეს.

QUOTE
არ შეგხვედრია კარგი პრაქტიკოსი ექიმი,რომელსაც თეორიაში მთლად კარგად ვერა აქვს საქმე


არ შემხვედრია, პირიქით კი. ექიმი, რომელმაც თეორია არ იცის, კარგი პრაქტიკოსი არასოდეს არ არის. კანდიდას შეიძლება უმკურნალოს და პაციენტებიც ბევრი ჰყავდეს, მაგრამ ცოტა რთულ სიტუაციაში ვერ გაერკვევა. ადრეც ავღნიშნე, რომ პაციენტების სიმრავლე უფრო ექიმის პიროვნულ ხიბლთან და ქარიზმასთან არის კორელაციაში (ანუ შებმის უნართან), ვიდრე კვალიფიკაციასთან. აქ ფორუმზე რომ ვყრი ხანდახან ტლინკებს, პაციენტებთანაც ეგრე კი არ ვარ...

Posted by: LANKA-S 16 Oct 2006, 13:25
makvala
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! smile.gif
რა თქმა უნდა ძვირი ექიმი არ მინდა, მაგრამ კარგი მცოდნე რო იყოს მაგ საკითხში ისეთი!
უბანს რაც შეეხება ორთაჩალა და ისანი ჩემთვის ყველაზე ოპტიმალური ტერიტორიებია!!!
დიდი მადლობა წინასწარ!

Posted by: HAG 16 Oct 2006, 14:10
makvala

QUOTE
HAG

თუ მართლა მეორე ხაზია და არ გეშლება, ორსულად ხარ. ხაზის რომ სუსტად ჩანს რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს.

1. ტესტი უხარისხოა. გადაცდენისთანავე კარგი ტესტი მკვეთრ ხაზს აჩვენებს. 2. ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაცია მცირეა – ყვითელი სხეულის უკმარისობის ვარიანტი არ იყოს.

ორშაბათს მიდი გინეკოლოგთან, ჯერ ერთი უნდა დარწმუნდე, რომ სანაყოფე პარკი საშვილოსნოს ღრუშია თუ არა. კარგი აპარატი ვაგინალური გადამწოდით დაინახავს.



უღრმესი მადლობა, მაგრამ მე კიდევ გავიკეთე დამატებით ერთი ტესტი რომელმაც ერთი ხაზი აჩვენა, მანამდე დარღვევა ცხოვრებაში არ მქონია, ძალიან ზუსტად 28 დღიანი ციკლი მაქვს და ეხლა ძალიან დაბნეული ვარ, რადგან უკვე 30-ე დღე არის. ხო და კიდევ დღეს მეგონა, რომ სიცხე მქონდა, რომ გავისინჯე 35და 4 ხაზი უჩვენა თერმომეტრმა, არადა როგორც წესი ნორმალური სიცხე 36 და 4 ხაზი მაქვს. sad.gif რამე საშინელება მჭირს??? sad.gif

Posted by: perwkli 16 Oct 2006, 19:43
QUOTE (makvala @ 14 Oct 2006, 19:21 )
perwkli

რამდენიმე დღე რას უყურებდი, შაბათს რომ დაპოსტე ფორუმზე, რატომ აქამდე არ მიხვედი ექიმთან? ციკლის მოსვლა დროული იყო? ორსულობა გამორიცხულია? ორშაბათს მაინც აუცილებლად ექიმთან...

[

ციკლი დროული იყო.

კიმარა ორსულობისას ციკლი არის ხოლმე? eek.gif eek.gif eek.gif

ორსულობა გამორიცხულია

Posted by: makvala 16 Oct 2006, 22:01
LANKA-S, HAG, PERWKLI

არცერთი თქვენგანის პრობლემა გასინჯვის და ექიმთან ვიზიტის გარეშე არ გადაწყდება. მეტ კომენტარებს აღარ გავაკეთებ. ეს მხოლოდ ხელს შეგიშლით.

თუ გყავთ ექიმი მიდით მასთან, თუ არა, მითხარით თქვენი უბანი, ან თუ ცენტრალური კლინიკა გინდათ, სად აპირებთ...

LANKA-S

რადგან ორთაჭალა–ისანი გაწყობს, ორი ვარიანტი შემიძლია შემოგთავაზო: ორთაჭალაში აბანოების თავზე არის 12 ქალთა კონსულტაცია, სადაც მუშაობს თამრიკო ზუბადალაშვილი და ისანში, შავი ზღვის ქუჩას პირველივე პატარა ქუჩა კვეთს, იქ არის მე–8 ქალთა კონსულტაცია, იქ არიან ნუნუკა გელაშვილი და კარგია დოდო შეროზიაც. ნუნუკა მგონი მთავარ ექიმად დანიშნეს ახლა.


Posted by: tikusha 16 Oct 2006, 22:16
makvala
28 დღიანი ციკლი საუკეთესო ვარიანტია?? 30-იანი რომ იყოს ან 32-დღიანი აქვს რამე მნიშვნელობა?? რომელი ჯობია და რატომ??? მე 28-29 დღიანი მაქვს

ციკლის დაწყებას საკვერცხეების და წელის ტკივილი რატომ ახლავს?? პათოლოგიურია თუ ნორმალური მოვლენაა???

Posted by: LANKA-S 17 Oct 2006, 12:41
makvala
უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის!
* * *
ხო კიდე მაქვს ასეთი შეკითხვა: არის თუ არა ისეთი დღეები მთელი 28დღიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც დაფეხმძიმების შანსი 0-ის ტოლია?

Posted by: makvala 17 Oct 2006, 22:42
tikusha

ციკლის ხანგრძლივობა 35 დღემდე ნორმის ვარიანტია, 30 იქნება თუ 28 მნიშვნელობა არ აქვს.

LANKA-S

ორსულობისაგან დაცვის კალენდარული მეთოდი საიმედო არ არის, ციკლის არცერთ დღეს არ არის 0–ის ტოლი ალბათაობა დაორსულების. ოვულაციის დღეებში მაქსიმალურია, მაგრამ ნულის ტოლი ითვლება, რომ არცერთ დღეს არ არის, ამიტომ კალენდარული მეთოდით ორსულობისაგან თავის დაცვას აღარ ვურჩევთ არავის. ლატარიაა, რა...

Posted by: taso 18 Oct 2006, 01:33
რა მაინტერესებს იცით ?
გაუთხოვარი, ქალიშვილი გოგო დადიოდეს უნდა თუ არა..( ნუ პასიურად მაგრამ მაინც....) გინეკოკოლოგთან კონსულტაციაზე? საჭიროა ეს? თან თუ თვლის რო მისი პრობლემები შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე დღით,(1დან 3მდე). ხანდახან გადაცილება-გადმოცილებით მენსტრუალური ციკლის და ამ დროს ტკივილი წელის არეში?


user.gif

Posted by: MISTIC 18 Oct 2006, 18:10
ძალიან დიდი თხოვნა მაქვს!! უდიდესი თხოვნა...
მეგობარმა მთხოვა გავიგო თბილისში კარგი გინეკოლოგი ვინ არის? და რომელ კლინიკაში მუშაობს?
გამოკლვლევა ჭირდება და ალბათ მკურნალობა..
არ მინდა რომ ვიღაცამ მოატყუოს.
და ვფიქრობ რომ ფორუმზე მეტად სანდო რჩევის მიღება შეიძლება..

უღრმესი მადლობა !!

Posted by: L&L 19 Oct 2006, 13:37
taso

საერთოდ ზრდასრული ადამიანი წელიწადში ერთხელ უნდა მიდიდოდეს ყველა ექიმთან, მათ შორის გინეკოლოგთანაც. საზღვარგარეთ პროფილაქტიკურ ვიზიტს სადაზღვევო კომპანია სავალდებულოდ ხდის ყველა დაზღვეულისათვის.

კარგად დააკვირდით რეგულარულია თუ არა ციკლი. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ზუსტად არ იცით ციკლის ხანგრძლივობა და რეგულარობა.


MISTIC

რაც შეეხება ექიმის არჩევას, ჩვენ ამისაგან თავს შევიკავებთ. ჩვენ თვითონ ვართ გინეკოლოგები და ვთვლით რომ არაკოლეგიალური იქნება ჩვენი მხრიდან. თან წესების მიხედვით აქ ვინმეს და რაიმეს რეკლამას არ მიესალმებიან.

Posted by: natasha21 19 Oct 2006, 15:40
QUOTE (makvala @ 17 Oct 2006, 21:42 )
tikusha

ციკლის ხანგრძლივობა 35 დღემდე ნორმის ვარიანტია, 30 იქნება თუ 28 მნიშვნელობა არ აქვს.

LANKA-S

ორსულობისაგან დაცვის კალენდარული მეთოდი საიმედო არ არის, ციკლის არცერთ დღეს არ არის 0–ის ტოლი ალბათაობა დაორსულების. ოვულაციის დღეებში მაქსიმალურია, მაგრამ ნულის ტოლი ითვლება, რომ არცერთ დღეს არ არის, ამიტომ კალენდარული მეთოდით ორსულობისაგან თავის დაცვას აღარ ვურჩევთ არავის. ლატარიაა, რა...

ენდომეტრიოზის მკურნალობის ახალი მეთოდები არის რაიმე? გარდა დაფეხმძიმებისა და ჰორმონალური თერაპიისა?
ამის გარდა რჩება მხოლოდ ოპერაციული ჩარევა თუ არის ახალი რაიმე?

Posted by: tms 19 Oct 2006, 15:46
QUOTE (L&L @ 19 Oct 2006, 13:37 )
taso

საზღვარგარეთ პროფილაქტიკურ ვიზიტს სადაზღვევო კომპანია სავალდებულოდ ხდის ყველა დაზღვეულისათვის.



ევროპაში (გერმანია) დაზღვევა ნამდვილად არ გავალდებულებს ექიმთან იაროsmile.gif დაზღევულს ურჩევნია მივიდეს ყველა ექიმთან, იმიტომ რომ თუ არაფერი აწუხებს და ექიმისგან მიიღებს ამის დამადასტურებელ საბუთს, დაზღვევა უკან დაუბრუნებს დაახლოებით 50 ევროს წელიწადში smile.gif

Posted by: L&L 19 Oct 2006, 16:49
tms
QUOTE
დაზღევულს ურჩევნია მივიდეს ყველა ექიმთან, იმიტომ რომ თუ არაფერი აწუხებს და ექიმისგან მიიღებს ამის დამადასტურებელ საბუთს, დაზღვევა უკან დაუბრუნებს დაახლოებით 50 ევროს წელიწადში

რაც თქვენ ბრძანეთ, ესეც თავისებური მეთოდია იძულების. პოლიციით რა თქმა უნდა ექიმთან არავინ წაგიყვანთ. მეორე ვარიანტში, თუ პროფილაქტიკურ გასინჯვებს იგნორირებას უკეთებთ, დაზღვევამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ჩატარებული მკურნალობის ანაზღაურება და სადაზღვევო პრემია დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში.

Posted by: tms 19 Oct 2006, 16:52
QUOTE (L&L @ 19 Oct 2006, 16:49 )
tms
QUOTE
დაზღევულს ურჩევნია მივიდეს ყველა ექიმთან, იმიტომ რომ თუ არაფერი აწუხებს და ექიმისგან მიიღებს ამის დამადასტურებელ საბუთს, დაზღვევა უკან დაუბრუნებს დაახლოებით 50 ევროს წელიწადში

რაც თქვენ ბრძანეთ, ესეც თავისებური მეთოდია იძულების. პოლიციით რა თქმა უნდა ექიმთან არავინ წაგიყვანთ. მეორე ვარიანტში, თუ პროფილაქტიკურ გასინჯვებს იგნორირებას უკეთებთ, დაზღვევამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ჩატარებული მკურნალობის ანაზღაურება და სადაზღვევო პრემია დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში.

იძულების მეთოდი კი არ არის, არამედ დაზღევა რომ ძალიან გაძვირდა იმის ბრალიაsmile.gif რაღაცაზე ხომ უნდა გადაიტანონ ყურადღებაsmile.gif
ეჰ სად არის ეგრე როგორც ჩანს და როგორც ამბობენsmile.gif

Posted by: lusia 19 Oct 2006, 16:58
QUOTE
კითხვა გინეკოლოგთან


ქავილი მაქვს მუცლის არეში, უფრო სწორედ ცოტა ქვემოთ, ვიყავი დერმატოლოგთან, თვენახევარი მიმკურნალა, ნეიროდერმიტი გაქვსო და ეხლა ისევ დამეწყო.

Posted by: Breaky 19 Oct 2006, 19:17
ორსულობის დასადგენი ტესტერებიდან რომელს მირჩევთ? რომელია ყველაზე ხარისხიანი და ზუსტი პასუხის მომცემი. და რომელ აფთიაქში იყიდება?

Posted by: taso 20 Oct 2006, 15:12
L&L
QUOTE
საერთოდ ზრდასრული ადამიანი წელიწადში ერთხელ უნდა მიდიდოდეს ყველა ექიმთან, მათ შორის გინეკოლოგთანაც. საზღვარგარეთ პროფილაქტიკურ ვიზიტს სადაზღვევო კომპანია სავალდებულოდ ხდის ყველა დაზღვეულისათვის.

საზღვარგარეთ კი ვარ მაგრამ ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე ვარ ... ასე რომ ... დაზღვევა შორსაა ჯერ ჩემგან smile.gif

პასუხი ცალსახა არ იყო... ანუ თუ მინდა მივალ, თუ მინდა არა,.. ხო? მე ასე გავიგე რაღაც user.gif

Posted by: tms 20 Oct 2006, 15:18
QUOTE (taso @ 20 Oct 2006, 15:12 )
L&L
QUOTE
საერთოდ ზრდასრული ადამიანი წელიწადში ერთხელ უნდა მიდიდოდეს ყველა ექიმთან, მათ შორის გინეკოლოგთანაც. საზღვარგარეთ პროფილაქტიკურ ვიზიტს სადაზღვევო კომპანია სავალდებულოდ ხდის ყველა დაზღვეულისათვის.

საზღვარგარეთ კი ვარ მაგრამ ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე ვარ ... ასე რომ ... დაზღვევა შორსაა ჯერ ჩემგან smile.gif

პასუხი ცალსახა არ იყო... ანუ თუ მინდა მივალ, თუ მინდა არა,.. ხო? მე ასე გავიგე რაღაც user.gif

მოქალაქეობა დაზღვევასთან რა კავშირშია? smile.gif
სასურველია თუ რეგულარულად ივლი ექიმთან smile.gif

Posted by: taso 20 Oct 2006, 15:24
tms
QUOTE
სასურველია თუ რეგულარულად ივლი ექიმთან 

კარგი... რომ არ მოგატყუოთ, ამ ერთ თვეს ვერნაირად ვერ მივიცლი ექიმისთვის... აი სამსახურის საქმეებს როგორც კი მორვჩები თავს ვუკრავ ეგერევე ყველანაირ ექიმთან... smile.gif
თან 19ის ვარ, ეხლა უკვე გავბედავ ცოტა ადრე რო ეთქვა მიდი გინეკოლოგთანნო ვინმეს თავში ჩავცხებდი რაღაცას... ბავშვობის ბრალ იყო smile.gif
თორე ექიმთან საუკუნეა არ ვყოფილვარ და ბოლოს ყველაფერი ერთად შემომიტევს... biggrin.gif

Posted by: tms 20 Oct 2006, 15:28
taso
შენ მტერს შემოუტიოსsmile.gif
ექიმთან სიარული აუცილებლად იმას არ ნიშნავს რომ რამე გაწუხებს, იარე იმიტომ რომ არ შეგაწუხოს რამემ
ღმერთმა ხელი მოგიმართოს! smile.gif

Posted by: taso 20 Oct 2006, 15:49
tms
QUOTE
ღმერთმა ხელი მოგიმართოს! 

მადლობა smile.gif შენც აგრეთვე smile.gif
რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ smile.gif

Posted by: likato 20 Oct 2006, 21:00
გაუმტკივარებით მშობიარობას თუ მოსდევს შემდგომში რაიმე გართულება?

Posted by: შევარდენი1906 20 Oct 2006, 21:09
ხალხო სამშობიაროსთან ვისაც რამე შეხება გაქვთ ძალიან გთხოვთ დამიპიემოთ სერიოზული საკითხი მაქვს გასარკვევი!!!!!!!!


Posted by: tikusha 20 Oct 2006, 22:26
lusia
QUOTE
ქავილი მაქვს მუცლის არეში, უფრო სწორედ ცოტა ქვემოთ, ვიყავი დერმატოლოგთან, თვენახევარი მიმკურნალა, ნეიროდერმიტი გაქვსო და ეხლა ისევ დამეწყო.

როგორ დაადგინა ნეიროდერმიტი რომ გქონდა??? ანალიზი აიღო??

Posted by: daduuuna 21 Oct 2006, 20:58
მართლა მაინტერესებს სად, კონკრეტულად სად არის საქალწულე აპკი??? რამდენად ღრმად ანუ... spy.gif

Posted by: autaneli 22 Oct 2006, 12:18
daduuuna


ინდივიდუალურია

Posted by: daduuuna 22 Oct 2006, 12:45
და მაინც??? ესეც არ ვიცი ზუსტად...წავიკითხე, რომ ვაგინის შესასვლელშია..გარედან eek.gif მართალია??

Posted by: Natuka NGN 24 Oct 2006, 15:29
autaneli
რაა ინდივიდუალური? აპკის მდებარეობა? wink.gif არა, ყველა ინდივიდუუმები ვართ, გვაქვს ჩვენი ანატომიური თავისებურება, ოღონდ მდებარეობა ყველასი ერთია, აი ფორმა კი მართლაც ინდივიდუალურია და შეიძლება 20 სახეობას აღწევდეს smile.gif
ზოგიერთ ქალს ერთი ცუდი თვისება აქვს, გამოუცდელ მასზე შეყვარებულ ვაჟებს თავგზას უბნებს საშოს ყელის კუნთების მჭიდროდ მოჭერით და არ უშვებს შიგ და რბილად რომა ვთქვათ, აბოლებს smile.gif

daduuuna
საყვარელო, შენი თავი სულ არ იცი? რა კითხვებს სვავ?
თუ რუსული ოდნავ იცით, წაიკითხეთ ეს ტექსტი:
ДЕВСТВЕННАЯ ПЛЕВА (синоним - гимен): складка слизистой оболочки у девственниц, расположенная у входа во влагалище между внутренними и наружными половыми органами. В плеве различают уретральный и ректальный отделы.

Каждая девушка имеет индивидуальные, только ей присущие особенности девственной плевы. Плева у них варьирует по толщине, плотности, эластичности, высоте, форме, индивидуальным особенностям формы, наличию естественных выемок и их локализации, по величине гименального отверстия и количеству самих отверстий; различается рельефом поверхности, состоянием свободного края, степенью растяжимости. Различают около 20 форм девственной плевы, но наиболее распространены кольцевидная и полулунная. В девственной плеве имеется одно или несколько отверстий различной величины и формы, через которые у девушек при менструации выделяется кровь.

При первом половом контакте происходит разрыв (дефлорация) девственной плевы, обычно с выделением небольшого количества крови, иногда с ощущением боли. В различные возрастные периоды происходит значительная перестройка соединительнотканной основы плевы с последующим (в возрасте старше 20-22 лет) склерозированием волокнистого каркаса и уменьшением количества эластических волокон, со снижением пластических свойств плевы в целом. Поэтому в юном возрасте (от 14 до 20 лет) дефлорация обычно происходит легче и с меньшей кровопотерей, чем в зрелом, нередки случаи совершения половых актов и без разрыва плевы. Возможность совершать половые акты без дефлорации дает низкая, эластичная плева с хорошо растяжимыми краями и широким отверстием.

В зависимости от эластичности девственной плевы разрывы могут быть глубокими, с обильным кровотечением, или поверхностными, с незначительными кровянистыми выделениями. Разрывы заживают обычно на 7-10-й день, образуя плотные белесоватые рубцы. После родов девственная плева разрушается полностью, остаются лишь отдельные ее лоскуты. Но иногда при слишком эластичной девственной плеве разрывов не происходит и она сохраняется до родов. Патология девственной плевы включает врождённое её отсутствие (аплазию), врожденное отсутствие отверстия (неперфорированная девственная плева) или вторичное его заращение (атрезия) в результате рубцовых или спаечных процессов (см. Гинатрезия).

Для того, чтобы уменьшить болевые ощущения при дефлорации и увеличить продолжительность полового акта можно применять смазки-пролонгаторы, содержащие препараты, которые уменьшают чувствительность (в т.ч. болевую) слизистой влагалища и головки полового члена.

რა სიღრმეებზე საუბრობთ? მართლა საჭიროა სკოლაში სექსოლოგიის შეტანა, მაგრამ ანატომია მაინც არ გისწავლიათ? თუ როგორც ჩემს დროს იყო ისე გაიარეთ - მასწავლებელი რომ წითლდებოდა და საშინაო კითხვად გვაძლევდა? smile.gif
ვდებ ნახატს აპკის 3 ფორმისას და მშობიარობის შემდგომად.

Типы анатомического строения девственной плевы:

1-кольцевидная; 2-перегородчатая;3-решетчатая;4-после родов;
а-клитор; б-наружное отверстие уретры; в-девственная плева; г-малые половые губы





Posted by: lusia 25 Oct 2006, 11:43
tikusha

კი ამიღო ანალიზები.

Posted by: Princess 26 Oct 2006, 16:17
მეგობარმა გაიკეთა ექოსოკოპია მათითაშვილთან და დიაგნოზი დაუსვეს მიომა, და საკვერცხეები მომატებულია ზომაშიო sad.gif საშიშია? შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს?

Posted by: tms 26 Oct 2006, 16:43
QUOTE (Princess @ 26 Oct 2006, 16:17 )
მეგობარმა გაიკეთა ექოსოკოპია მათითაშვილთან და დიაგნოზი დაუსვეს მიომა, და საკვერცხეები მომატებულია ზომაშიო sad.gif საშიშია? შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს?

მეც მქონდა მიომა (6 ცალი კვანძი, და ისეთი რომ ულტრაბგერაზე არ ჩანდა და მარტო ლაპარასკოპიამ აჩვენა), ამომაჭრეს.რაც შეეხება უშვილობას, როგორც ექიმმა მითხრა შეიძლება იყოს მიზეზი იმასარომ დაფეხმძიმება არ ხდებოდეს.. საშიში არაფერია უბრალოდ მკურნალობა უნდა smile.gif

Posted by: Princess 26 Oct 2006, 17:53
tms
მადლობთ smile.gif
კიდევ ერთი შეკიტხვა მაქვს: საშვილოსნოში ვენების გაგანიერებას მკურნალობა სჭირდება?

Posted by: tms 26 Oct 2006, 17:58
Princess
მე ვფიქრობ რაც ფიზიოლოგიურ ნორმიდან გადახრაა მკურნალობა და ყურადღების მიქცევა სჭირდება.
და მითუმეტეს თუ ეს შვილის გაჩენას ეხება სასურველია ალბათ ყველფერი შემოწმებული იყოსsmile.gif

Posted by: tikusha 26 Oct 2006, 20:54
Natuka NGN
ე.ი. ამბობ რომ აპკი შესასვლელშია

მაშინ ამ კითხვაზე მიპასუხე, გინეკოლოგს გარეგნული დათვალირებით შეუძლია გაარკვიოს გოგო ქალიშვილია თუ არა??

და კიდევ. კაცი შეიძლება საშოს კუნთების მოჭერით დააბოლო მაგრამ სისხლს საიდან გააჩენ??

Posted by: tat 27 Oct 2006, 11:21
tikusha
QUOTE
მაგრამ სისხლს საიდან გააჩენ??

სისხლი რა აუცილებელია?smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Princess 27 Oct 2006, 12:05
tat
კაცმა რომ არ ინერვიულოს givi.gif

Posted by: Natuka NGN 27 Oct 2006, 13:50
tat
QUOTE
სისხლი რა აუცილებელია?

სრულიად მართალი ხარ smile.gif სუაც არაა აუცილებელი...

tikusha
და ისე, ეტყობა ტექსტი გულდასმით არ წაიკითხე. მე კი არა ვწერ რომ შესასვლელშია, ასეა!!! და სურათიც მოვაყოლე smile.gif უფრო სწორედ ატლასი. ექიმი მიხვდება აბა რაა? ექიმი კი არა შენი თავი რომ წესიერად დაათვალიერო თავადაც მიხვდები სადაა და რა ფორმისაა smile.gif და სულაც არაა ამისათვის საჭირო გინეკოლოგიური სარკეები smile.gif დადებული ატლასი კარგად ნახეთ, და იქ მიტიტებული პუნქტიდან ნახეთ რომელი რა ნაწილია smile.gif
სხვათაშორის ტექსტში ისიც წერია რომ თუ აპკი პლასტიურია, სისხლდენა სულაც არაა საჭირო, ის უბრალოდ იწელება და მშობიარობამდეც კი შეიძლება ''ქალიშვილი'' იყო biggrin.gif არიან ასეთი ბედნიერებიც wink.gif შესაძლოა აპკი არ ჩაიხეს და გაიწელოს. სექსოლოგებს ხშირად მოჰყავთ ფაქტები, როდესაც ვაჟი ძალიან გამოცდილია და მის პარტნიორ გოგოს აპკს უწელავს და ისე შედის საშოში რომ დეფლორაციას არ ახდენს... მე ერთი კონკრეტული მაგალითიც კი ვიცი ასეთი. ასე რომ, სისხლი, ეს აუცილებელი მოვლენა არაა დეფლორაციისათვის.

Posted by: tikusha 27 Oct 2006, 22:33
Natuka NGN
QUOTE
ექიმი მიხვდება აბა რაა? ექიმი კი არა შენი თავი რომ წესიერად დაათვალიერო თავადაც მიხვდები სადაა და რა ფორმისა

სხვათაშორის ეს კითხვა ტყუილად არ დამისვამს, მართლა ვერ გასცა ექიმმა გინეკოლოგმა გოგოს კითხვაზე ქალიშვილი იყო თუ არა პასუხი, ხუმრობის გარეშე ვამბობ

და კიდევ, მამაკაცი ხვდება საერთოდ სქესობრივი აქტისას პარტნიორი გოგო ქალიშვილია თუ არა?? რატომღაც ერთი კაცისგან ვიცი თავს დავდებ და ვერცერთი მამაკაცი ვერ მიხვდება ქალიშვილი იყო თუ არა მისი პარტნიორიო, ამაზე ადრე აქ ფორუმზეც იყო თემა და სერიოზული დისკუსიები მიდიოდა

Posted by: ladushka 28 Oct 2006, 08:00
არ ვიცი ეგ კითხვა იყო თუ არა მაგრამ მაინტერესებს მე ეგეთი რამ..
მენსტრუალური ციკლის დროს შესაძლებელია გოგო რომ დაორსულდეს??
მადლობთ!!

Posted by: Natuka NGN 28 Oct 2006, 15:26
tikusha
ძალიან მიჭირს შენთვის პასუხის გაცემა. ვინაიდან ექიმები დამიდასტურებენ, ეს სრული არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია.
აქ ბევრი კითხვა გამიჩნდა - რატომ აინტერესებდა გოგოს ეს ფაქტი? თავად არ იცოდა? იყო გაუპატიუტრების მცდელობა? რა სიტუაციაში იყო ამის დადასტურება საჭირო ექიმის მიერ, ექსპერტიზის დროს? რა იყო დასადგენი? თავდა გოგოს აინტერესებდა იყო თუ არა ქალიშვილი? ეს არ მესმის. ტექსტში როემლიც დავდე, არის ერთი წინადადება, აპკის ანომალიებზე, შესაძლოა ეს ვარიანტი იყო. სხვა შემთხვევაში არ მესმის ექიმის ასეთი არაპროფესიონალიზმი.
Патология девственной плевы включает врождённое её отсутствие (аплазию), врожденное отсутствие отверстия (неперфорированная девственная плева) или вторичное его заращение (атрезия) в результате рубцовых или спаечных процессов (см. Гинатрезия).
აი ტექსტიც.
QUOTE
ერთი კაცისგან ვიცი თავს დავდებ და ვერცერთი მამაკაცი ვერ მიხვდება ქალიშვილი იყო თუ არა მისი პარტნიორიო

ეს ალბათ თავად ვერ ხვდება smile.gif და გამოცდილი და მცოდნე კაცი, მიხვდება. თავს ასეთ დელიკატურ საკიტხზე ნურცერთი კაცი ნუ დადებს. ნუ ეს იმ კატეგორიას თუ მიეკუთვნება, როგორიც ერთი ჩემი პაციენტის ქმარი იყო, ყველაფერი შესაძლებელია. smile.gif
და კაცებს ყოველთვის ნუ უჯერებ, ასეთი რაღაც შეიძლება ძალიან კონკრეტული მიზნისათვის გითხრა. მაგალითად ქალიშვილი ხარ, უარს ეუბნები მას დაწოლაზე და გაბოლებს smile.gif
აღარ მინდა მაყვალას თემაში პოსტვა smile.gif ეს მაყვალას სივრცეა....

Posted by: tat 28 Oct 2006, 15:40
ladushka
QUOTE
არ ვიცი ეგ კითხვა იყო თუ არა მაგრამ მაინტერესებს მე ეგეთი რამ..
მენსტრუალური ციკლის დროს შესაძლებელია გოგო რომ დაორსულდეს??
მადლობთ!!

არადა რომ კითხო ზოგიერთებს სკოლებში სექსუალური განათლება არ უნდა მიიღონ.............არც ოჯახში...........

Posted by: ladushka 28 Oct 2006, 20:30
tat
კოთხვაზე პასუხი მაინტერესებს თუ შეიძლება..
და უკომენტაროდ..
მადლობ კიდევ ერთხელ

Posted by: tikusha 28 Oct 2006, 20:49
Natuka NGN
QUOTE
რატომ აინტერესებდა გოგოს ეს ფაქტი? თავად არ იცოდა? იყო გაუპატიუტრების მცდელობა? რა სიტუაციაში იყო ამის დადასტურება საჭირო ექიმის მიერ, ექსპერტიზის დროს? რა იყო დასადგენი? თავდა გოგოს აინტერესებდა იყო თუ არა ქალიშვილი?

აინტერესებდა აპკი ელასტიური იყო და იწელებოდა თუ საერთდ აღარ იყო, რადგან სექს. აქტი ჰქონდა არასრულყოფილად (სიღრმეში შეუსვლელად) ტკივილის გამო და ყოველი სექს. აქტის დროს ტკივილს გრძნობდა შესასვლელში

QUOTE
ეს ალბათ თავად ვერ ხვდება  და გამოცდილი და მცოდნე კაცი, მიხვდება. თავს ასეთ დელიკატურ საკიტხზე ნურცერთი კაცი ნუ დადებს.

და როგორ ხვდება?? რაიმე წინააღმდეგობას აწყდება??

Posted by: Natuka NGN 28 Oct 2006, 22:18
tikusha
ნახე PM, პასუხი შენს კითხვაზე იქ მოგწერე.

Posted by: buchquti 29 Oct 2006, 15:48
ჩემი რძალი არის 10 კვირის ფეხმძიმე. წინა ორსულობა ნაყოფის დაღუპვით დასრულდა 2 ან 3 თვის ვადაში აწეული მწვავე ციტომეგალოვირუსის დონის გამო (ვირუსის დონე მაშინ იყო 2.47). მკურნალობის შემდეგ ვირუსის დონემ დაიწია 0,88-მდე. ახლა გვაინტერესებს როდისაა უკეთესი ამ ვირუსზე ანალიზის გაკეთება , ეხლა თუ ცოტა მოგვიანებით?

Posted by: tikusha 29 Oct 2006, 21:22
მუცლის ქვედა მხარეზე ბოქვენის დასაწყისში ეპილაცია საკვერცხეზე ცუდ გავლენას ხომ არ მოახდენს??

Posted by: memoria 29 Oct 2006, 21:23
ხომ არ იცით სად შეიძლება იყიდოს ადამიანმა ნუვა რინგი (კონტრაცეპტივია, რგოლი, ფირმა: ორგანონი)?

Posted by: roo 30 Oct 2006, 00:39
QUOTE
tat
კოთხვაზე პასუხი მაინტერესებს თუ შეიძლება..
და უკომენტაროდ..
მადლობ კიდევ ერთხელ


ხდება ხოლმე თუმცა იშვიათად

Posted by: lovefool 30 Oct 2006, 01:22
გაგიგიათ კონტრაცეპტივი იასმინი (Yasmin) და თუ იყიდება თბილისში?

Posted by: revolucioneri 30 Oct 2006, 01:35
QUOTE (Breaky @ 11 Apr 2006, 13:32 )
და კიდევ ერთი კითხვა: თუ არის შესაძლებელი რომ საკეისროს მერე ფიზიოლოგიურად ვიმშობიარო? პირველი მშობიარობის მერე უკვე 3 წელია გასული. ანუ თუ საშვილოსნოში არანაირი პრობლემა არ არის, აგრეთვე ნაწიბურიც შესანიშნავ მდგომარეობაშია, რამდენად დიდია რისკი ფიზიოლოგიური მშობიარობისას?

სხვა არ ვიცი და საკეისროს მერე 5 წელი უნდა გავიდეს ახალი საკეისრო რომ გაკეტდეს, მე ასე მახსოვს, თავად გავიკეტე. გინეკოლოგს ჰკიტხე.

Posted by: bochita 30 Oct 2006, 12:36
რა პლიუსი აქვს ეპიდურალურს ნარკოზთან შედარებით? გარდა იმისა რომ არ გძინავს ? აქ იყო ეპიდურალზე ადრე თემა მაგრამ პლიუს მინუსებზე არ ყოფილა საუბარი. 2 კვირაში უნდა გადავწყვიტო რომლით ვიკეთებ. ამიტომ გთხოვთ დამეხმაროთ smile.gif

Posted by: tms 30 Oct 2006, 12:55
QUOTE (tikusha @ 29 Oct 2006, 21:22 )
მუცლის ქვედა მხარეზე ბოქვენის დასაწყისში ეპილაცია საკვერცხეზე ცუდ გავლენას ხომ არ მოახდენს??

რა კარგი ტიპი ხარsmile.gif შენი ლოგიკით თავის გადაპარსვა ტვინსაც პარსავს?smile.gif

Posted by: L&L 30 Oct 2006, 15:51
buchquti
QUOTE
ჩემი რძალი არის 10 კვირის ფეხმძიმე. წინა ორსულობა ნაყოფის დაღუპვით დასრულდა 2 ან 3 თვის ვადაში აწეული მწვავე ციტომეგალოვირუსის დონის გამო (ვირუსის დონე მაშინ იყო 2.47). მკურნალობის შემდეგ ვირუსის დონემ დაიწია 0,88-მდე. ახლა გვაინტერესებს როდისაა უკეთესი ამ ვირუსზე ანალიზის გაკეთება , ეხლა თუ ცოტა მოგვიანებით?


ალბათ თქვენს რძალს გაუკეთდა CMV IgM ანალიზი. რადგან ტესტი დადებითი იყო, ეს ნიშნავს, რომ იგი სიცოცხლის ბოლომდე ვირუსისმატარებელი იქნება. ტრაგედია არ არის. ეს ვირუსი საშიშია პირველი ინფიცირებისას და იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებში, ამიტომ თქვენ რძალს ჩაუტარდებოდა მკურნალობა იმუნომოდულატორებით.

უფრო ზუსტად დაწერეთ რა შედეგი იყო ანალიზში ე.წ. grey zone-ს ჩვენებით. საქმე იმაშია, რომ ციტომეგალოვირუსის იმუნოგლობულინის ტიტრი როგორც წესი ფასდება ნახევრადრაოდენობრივი Cut-off, მეთოდით და თუ დონე გრეი ზონას გასცდება, იქ მნიშვნელობა არ აქვს 2,47 თუ 5,79. დადებითია და მორჩა. 0,88 უარყოფითია თუ გრეი ზონაში, გაურკვეველია.

ციტომეგალოვირუსი ორსულობისას შეიძლება გამწვავდეს ნებისმიერ მომენტში და ეს გამწვავება უსიმპტომოც შეიძლება იყოს. სრული განკურნება ციტომეგალოვირუსისაგან არ ხდება. ეცადეთ მაქსიმალურად არ გაცივდეს.

12–14 კვირაზე, ვადა აითვალეთ ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან, ექო გაიკეთეთ კარგ ექოსკოპისტთან. ამ ვადაზე ორგანოგენეზი ძირითადად მთავრდება და გამოჩნდება ხომ არ იქონია ვირუსულმა ინფექციამ ნაყოფზე გავლენა. ციტომეგალოვირუსიანი ორსული გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

memoria

რეგისტრირებულია თუ არა საქართველოში არ ვიცი. მოსკოვიდან ახალი ჩამოსული ვარ. იქ ინტენსიურად ინიშნებოდა. კარგია, თუმცა მასაც აქვს გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.

bochita

ყველა ნარკოზს აქვს თავისი პლიუს–მინუსი, ამიტომ ეს შეკითხვა უფრო ამესთეზიოლოგს უნდა დაუსვათ.

Posted by: Princess 30 Oct 2006, 16:01
b]L&L[/b]

ციტომეგალოვირუსი არის თუ არა ორგანიზმში როგორ ხდება დადგენა? მხოლოდ ორსულებს აქვთ ეს ვირუსი?

Posted by: L&L 30 Oct 2006, 16:09
Princess

ეს ვირუსი აქვს მოსახლეობის 50%–ს, მაგრამ ჯანმრთელ ბავშვებს აჩენენ. საშიშია იმუნოდეფიციტური მდგომარეობებისას.

დადგენა ხდება იმუნოფერმენტული ანალიზით (CMV IgM, CMV IgG) და უკეთესია თუ დნმ–დიაგნოსტიკით დაადგენთ (ეს ცოტა არ იყოს ძვირია), რადგან იმუნოფერმენტული ანალიზი ზოგჯერ ცრუ–დადებით შედეგებს იძლევა.


Posted by: only-u 30 Oct 2006, 16:11
ერთი კითხვა მაქვს იმ გინეკოლოგებთან ვინც აქ შემოდიან..
ამ კითხვის დასმის სურვილი გამიჩნდა თუნდაც იმის გამო რომ აქ ფორუმზე ძალზე პოპულარულია ისეთი თემის განხილვა როგორიცაა ქალიშვილობა
მაინტერესებს მართლაც ესე Xსირად კეთდება საქართველოში ე.წ ქალიშვილობის აღდგენის ოპერაციები და ვთქვათ რომელი კატეგორიის ადამიანები ითხოვენ ამ პროცედურას

ასევე რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ამ ოპერაციის გაკეთება

ეს არ ნიშნავს რომ ყველა გინეკოლოგი აკეთებს ამას

უბრალოდ ზოგადად რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ

Posted by: L&L 30 Oct 2006, 16:45
only-u

მორალურ მხარეს ჩვენ არ შევეხებით. ჩვენ ჩვენი აზრი გვაქვს.
ეს ოპერაცია ქალის ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის, თუმცა ადგილობრივი ანესთეზია სჭირდება და როგორც ყველა ოპერაციისას, ინფიცირების რისკი არის, თუ არასტერილურ პირობებში ჩატარდა.
სჯობს ეს ოპერაცია გააკეთოს პლასტიკურმა ქირურგმა.

Posted by: only-u 30 Oct 2006, 16:51
თუმა ალბათ არის შემთხვევები როცა ეს ოპერაციები მორალურად გამართლებული(ეს ჩემი სუბიექტური აზრია)

თუმცა როცა მე გავთხოვდი ეს პრობლემა არ მქონია და არც ჩემს მომავალ ქმარს თუნდაც ნამიოკის სახით არ უკითხავს არაფერი ამის შესახებ




Posted by: JERARD 30 Oct 2006, 18:08
ძალიან ბევრი ე.წ. ინტიმური გელები და საწმენდებია შემოსული და რამდენად უსაფრთხოა მათი მოხმარება? რომელი ფირმის ჯობს?

Posted by: tms 30 Oct 2006, 19:29
QUOTE (JERARD @ 30 Oct 2006, 18:08 )
ძალიან ბევრი ე.წ. ინტიმური გელები და საწმენდებია შემოსული და რამდენად უსაფრთხოა მათი მოხმარება? რომელი ფირმის ჯობს?

ალაბათ ის რომელიც თურქული არ არისsmile.gif

Posted by: SPC 30 Oct 2006, 19:46
მაინტერესებს სიცხეები 37.0-37,2 თუ შეიძლება იყოს ორსულობის სიმპტომი?

Posted by: tms 30 Oct 2006, 19:51
QUOTE (SPC @ 30 Oct 2006, 19:46 )
მაინტერესებს სიცხეები 37.0-37,2 თუ შეიძლება იყოს ორსულობის სიმპტომი?

მე მგონი მომატებული ტემპერატურა უფრო ოვულაციის მაჩვენებელია, თუმცა გააჩნია ციკლის რომელ დღეზეა ლაპარაკი. და თუ ოვულაციის მოხდა და როცა ელოდები მენსტრუაციას და მაგ დროს არ დაიკლო ტემპერატურამ ალბათ ფეხმძიმობის ბრალიაsmile.gif
http://www.9monate.de/bilder/9monate/bbt_schwanger.jpg
აქ რომ შეხვალ ნახავ გრაფიკს და აჩვენებს ტემპერატურის ცვლილებას ციკლის განმავლობაში
პ.ს Eisprung არის ოვულაცია და Schwangerschaft ფეხმძიმობაsmile.gif

Posted by: SPC 30 Oct 2006, 20:59
tms
დიდი მადლობა....,,,,

Posted by: buchquti 31 Oct 2006, 02:44
L&L

უღრმესი მადლობა!!!

QUOTE
უფრო ზუსტად დაწერეთ რა შედეგი იყო ანალიზში ე.წ. grey zone-ს ჩვენებით

სამწუხაროდ, მე ასე დაწვრილებით არ ვიცი, ახლა ჩემი რძალი აქ არ არის, რომ ჩამოვა კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ და PM-ში შეგეკითხებით user.gif user.gif user.gif

Posted by: Konkia 31 Oct 2006, 08:47
მაინტერესებს პარტნიორი როცა უკაცრავად გარეთ ათავებს დაფეხმძიმების შანსი არის??? baby.gif

Posted by: tat 31 Oct 2006, 12:22
bochita
QUOTE
რა პლიუსი აქვს ეპიდურალურს ნარკოზთან შედარებით? გარდა იმისა რომ არ გძინავს ? აქ იყო ეპიდურალზე ადრე თემა მაგრამ პლიუს მინუსებზე არ ყოფილა საუბარი. 2 კვირაში უნდა გადავწყვიტო რომლით ვიკეთებ. ამიტომ გთხოვთ დამეხმაროთ 

იყო აქ ეგ ტემა როცა მე ვაპირებდი-ლინკებიც ოხრად იყო smile.gif
ჩემი გამოცდილებით გეტყვი რომ ძალიან კაია და რაც მევიქექე ინეტში და ტვინი ვუბურღე კითხვებით ანესტეზიოლოგ-გინეკოლოგებს არაფერი საშიში არაა გარდა იმისა რომ შეიძლება ვერ გაგიყუჩონ საერთოდ და ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მშობიარობა შეგრჩეს ხელში, მე ნახალოვკაში გამიკეთეს ზაზა კეთილაძეა ანესტეზიოლოგი-სუპერ!!!!!!!! თუ რუსული იცი ოხრადაა მაგაზე ინფო . აჰა ერთერთი
Эпидуральная анальгезия
Для обезболивания родов успешно может применяться и регионарная анальгезия. Причиной боли в первом периоде родов являются сокращения мышц матки, растяжение шейки матки и натяжение связочного аппарата матки. Во втором периоде родов вследствие растяжения и вытя­гивания тазовых структур при продвижении плода возникают дополнительные болевые ощущения, которые передаются по крестцовым и копчиковым нервам. Следовательно, для достижения обезболивания во время родов следует блокировать передачу болевых импульсов по соответствующим нервным пучкам. Это может быть достигну­то блокадой срамного нерва, каудальным блоком, спинномозго­вым блоком либо расширенным эпидуральным.

Эпидуральная анальгезия, является одним из популярных методов обезболивания родов. Выполнение эпидуральной анальгезии заключается в блокаде болевых импульсов от матки по нервным путям, входящим в спинной мозг на определенном уровне путем введения местного анестетика в эпидуральное пространство. Показаниями для эпидуральной анальгезии являются: выраженная болезненность схваток при отсутствии эффекта от других методов обезболивания, дискоординация родовой деятельности, артериальная гипертензия в родах, роды при гестозе и фетоплацентарной недостаточности.

Противопоказания к обезболеванию родов с помощью эпидуральной анальгезии
Кровотечение во время беременности и незадолго до родов.
Применение антикоагулянтов или пониженная активность свертывающей системы крови. 3. Наличие очага инфекции в зоне предполагаемой пункции.
Опухоль в месте предполагаемой пункции также является противопоказанием к эпидуральной анальгезии.
Объемные внутричерепные процессы, сопровождающиеся повышенным внутричерепным давлением.
Относительные противопоказания к выполнению эпидуральной анальгезии
Обширные хирургические вме­шательства на спине, которые выполняли ранее.
Крайняя степень ожирения и анатомичес­кие особенности, делающие невозможной идентификацию топо­графических ориентиров.
Перенесенные или имеющиеся заболе­вания центральной нервной системы (рассеянный склероз, эпилепсия, мышечная дистрофия и миастения).
Эпидуральную анальгезию проводят при установившейся регулярной родовой деятельности и открытии шейки матки не менее чем на 3-4 см. Выполнять эпидуральную анестезию имеет право только анестезиолог владеющий данной методикой.

К преимуществам эпидуральной анестезии относятся: высокая эффективность обезболивания; во время проведения анальгезии пациентка находится в сознании; возможность длительного поддержания обезболивающего воздействия на протяжении родов; отсутствие угнетающего воздействия на родовую деятельность, состояние матери и плода; оптимизация кровоснабжения матки и почек на фоне симпатической блокады. При необходимости выполнения экстренного кесарева сечения эпидуральный блок мо­жет быть усилен, что позволяет обеспечить должный уровень обезболивания во время операции.

В качестве обезболивания в активную фазу первого периода родов при раскрытии шейки от 4 до 6 см может быть использован и парацервикальный блок, при котором болевые импульсы от тела матки и ее шейки могут быть блокированы путем введения местного анестетика с двух сторон шейки матки

Если во втором периоде родов следует сохранить чувствительность промежности, что позво­ляет роженице тужиться, то дополнительной анальгезии, к той, которая проведена в первом периоде родов, не требуется. Если необходимо продолжить обезболивание или возникла необ­ходимость в оперативном вмешательстве (наложение акушерских щипцов), то методами выбора являются эпидуральный блок срамного нерва или ингаля­ционная анальгезия.

Блок срамного нерва выполняют за 10-20 мин до момента, когда потребуется обезболивание промежности. Обезболивание достигается путем введением местного анестетика в срамной канал с обеих сторон таза. Комбинация блока срамного нерва с ингаляционной аналгезией целесообразна при ведении родов через естественные родовые пути у пациенток высокого риска, так как блок не оказывает отрицательного влияния на характер гемодинамики и систему дыхания роженицы, или на состояние плода.

Следует учитывать определенные преимущества различных видов обезболивания при тех или иных акушерских осложнениях в родах. Так, в частности, при гестозе целесообразно использование эпидуральной анальгезии. Преимуществами использования этого метода обезболивания в данном случае являются: возможность контроля уровня артериального давления; оптимизация маточно-плацентарного кровотока; улучшение функции почек; снижение необходимости дополнительного использования депрессантов, оказывающих негативное влияние на состояние плода. Если возникает необходимость в экстренном родоразрешении путем кесарева сечения, то уже установ­ленный блок позволяет выполнить это оперативное вмешательство не­медленно, даже если необходимо повысить уровень блока.

Если роды при гестозе развиваются очень быстро, либо эпидуральная анальгезия противопоказана по каким-то причинам, то для обезболивания родов с успехом может быть использована ингаляционная анальгезия с применением закиси азота. Такая анальгезия может быть усилена небольшими дозами наркотических анальгетиков, и во втором периоде родов дополнена блоком срамного нерва.


Posted by: tms 31 Oct 2006, 12:46
QUOTE (Konkia @ 31 Oct 2006, 08:47 )
მაინტერესებს პარტნიორი როცა უკაცრავად გარეთ ათავებს დაფეხმძიმების შანსი არის??? baby.gif

თუ პარტნიორი დარწმუნებულია რომ შიგნით არაფერი იმასქანა და "იმაიმუნა", მაშინ არა smile.gif

Posted by: L&L 31 Oct 2006, 13:22
Konkia

დაფეხმძიმების შანსი მცირე, მაგრამ მაინც არის, რადგან მამაკაცის სასქესო ასოს თავზე და ურეთრაში შეიძლება იყოს ერთეული სპერმატოზოიდები.
ასე რომ, პარტნიორის დარწმუნებულობას ნუ ენდობით, გარდა ამისა, როდის ვერ მოახერხებს თავის შეკავებას, ვერასოდეს განსაზღვრავთ. ამიტომ ისარგებლეთ პრეზერვატივით.

Posted by: Konkia 31 Oct 2006, 14:48
QUOTE (L&L @ 31 Oct 2006, 13:22 )
Konkia

დაფეხმძიმების შანსი მცირე, მაგრამ მაინც არის, რადგან მამაკაცის სასქესო ასოს თავზე და ურეთრაში შეიძლება იყოს ერთეული სპერმატოზოიდები.
ასე რომ, პარტნიორის დარწმუნებულობას ნუ ენდობით, გარდა ამისა, როდის ვერ მოახერხებს თავის შეკავებას, ვერასოდეს განსაზღვრავთ. ამიტომ ისარგებლეთ პრეზერვატივით.

მადლობ, პრეზერვატივი ტეხავს თან მაგრად!

Posted by: Angelopulosi 31 Oct 2006, 14:49
L&L
ჩასახვიდან რამდენ დღეში შეიძლება ორსულობის დადგენა? smile.gif

Posted by: tms 31 Oct 2006, 15:20
QUOTE (Angelopulosi @ 31 Oct 2006, 14:49 )
L&L
ჩასახვიდან რამდენ დღეში შეიძლება ორსულობის დადგენა? smile.gif

ტესტს გააჩნია..თუ შენით აკეთებ მაშინ მენსტრუაციიდან ერთი დღე მაინც რომ გადასცილდება მაშინ არის სარწმუნო

Posted by: bochita 31 Oct 2006, 17:30
tat
მე საკეისროს მიკეთებენ და თუ არ იმოქმედა გამაყუჩებელმა ხო აზრზე ხარsmile.gif))))))))

Posted by: tikusha 31 Oct 2006, 21:02
tms
QUOTE
QUOTE (tikusha @ 29 Oct 2006, 21:22 )
მუცლის ქვედა მხარეზე ბოქვენის დასაწყისში ეპილაცია საკვერცხეზე ცუდ გავლენას ხომ არ მოახდენს??


რა კარგი ტიპი ხარ შენი ლოგიკით თავის გადაპარსვა ტვინსაც პარსავს?

smile.gif არა, იცი რატომ ვკითხულობ?? მარცხენა საკვერცხე მაწუხებს, დაჟე ხელის შეხება მაგ მხარეში დისკომფორტს მიქმნის და წარმოიდგინე დენი რომ გატარდება რა იქნება??

დღეს გავიკეთე ეპილაცია და მარცხენა საკვერცხის მხარეს უფრო მეტკინა ვიდრე მარჯვენაზე, ამიტომ მეშინოდა უარესი არ დამემართოსთქო

L&L
საკვერცხის ტკივილი შეიძლება იყოს ვირუსის ბრალი??

Posted by: hekisime 31 Oct 2006, 21:29
bochita

QUOTE
რა პლიუსი აქვს ეპიდურალურს ნარკოზთან შედარებით? გარდა იმისა რომ არ გძინავს ? აქ იყო ეპიდურალზე ადრე თემა მაგრამ პლიუს მინუსებზე არ ყოფილა საუბარი. 2 კვირაში უნდა გადავწყვიტო რომლით ვიკეთებ. ამიტომ გთხოვთ დამეხმაროთ

მე გავიკეთე ეგრე თან საკეისრო და ძააააან კმაყოფილი ვარ. ნარკოზს რითი ჯობია არ ვიცი, რადგან ნარკოზი არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ გამიგია მაინც რამდენი უკუჩვენება აქვს და რა დისკომფორტია ნარკოზიდან გამოსვლა და ჩემს შემთXვევაში ყველაფერი კომფორტულად იყო wink.gif მე ყველას ვურჩევდი მაგ გზით მშობიარობას

Posted by: Koito_Filia 31 Oct 2006, 21:40
Konkia
QUOTE
მადლობ, პრეზერვატივი ტეხავს თან მაგრად!


ოღონდ იცოდე, რომ მამაკაცთა უმრავლესობისთვის გარეთ გათავება
QUOTE
ტეხავს თან მაგრად!
. თანაც ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარი ხანგრზლივი პრაქტიკის დროს სექს პრობლემებიც კი შეიძლება გაუჩინოს.

Posted by: NLO 31 Oct 2006, 22:31
გამარჯობათ

ახლობელს აღმოაჩნდა ჰეპატიტი (ც) და უნდა მოიშოროს ხო ბავშვი? (ნაყოფი უკვე 3 თვისაა)
მეტს ვეღარ გააჩენს ბავშვს?

Posted by: Natuka NGN 31 Oct 2006, 23:17
NLO
ვინმემ უტხრა უნდა მოიცილოო? თუ ეს შენი დასკვნაა.
მიდივიდეს სამედიცინო ფორმა ''ტესტში'' თერაპეპტ პაატა წიკლაურთან, მხოლოდ მისი კონსულტაციის შემდეგ გაიკეთოს აბორტი, თუ ასეთი რამ ვინმე გინეკოლოგმა ურჩია.
ტეტსის მისამართია - ონიაშვილის ქუჩა 19. შესასვლელი გაგარინის მოედნიდან.

Posted by: Konkia 1 Nov 2006, 10:18
QUOTE (Koito_Filia @ 31 Oct 2006, 21:40 )
Konkia
QUOTE
მადლობ, პრეზერვატივი ტეხავს თან მაგრად!


ოღონდ იცოდე, რომ მამაკაცთა უმრავლესობისთვის გარეთ გათავება
QUOTE
ტეხავს თან მაგრად!
. თანაც ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარი ხანგრზლივი პრაქტიკის დროს სექს პრობლემებიც კი შეიძლება გაუჩინოს.

ეგ მართლა არ ვიცოდი! პრობლემები შორს ჩემი კაცისგან! დაველაპარაკები აუცილებლად! მადლობ

Posted by: Breaky 1 Nov 2006, 14:58
hekisime
QUOTE
მე გავიკეთე ეგრე თან საკეისრო და ძააააან კმაყოფილი ვარ

სად გაიკეთე და ანესთეზიოლოგი ვინ იყო?

Posted by: ShadowCat 1 Nov 2006, 15:07
Konkia
და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არასოდეს გიცდია? ყველაზე ნაღდია smile.gif

უი, კ სტატი, შეკითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით (არ ვიცი, ამ საკითხზე იყო თუ არა უკვე ლაპარაკი, 38 გვერდს ნუ გადამაკითხებთ, პლიზ!) :
წელიწადზე ცოტა მეტია, რაც აბებს ვსვავ. ზოგადად არაფერს ვუჩივი. მარა..
საქმე იმაშია, რომ შერჩევისას არც ანალიზი გამიკეთებია არც არაფერი - პროსტა ჩემი დაქალი იმ დროს უკვე 3 წელი იყო, რაც მაგ აბებს სვამდა (რეგულონი ქვია) და მეც ეგ მირჩია. როგორც ვთქვი, უკუჩვენება იდეაში არაფერი ქონია (მე არ შემინიშნავს ყოველ შემთხვევაში).
ჰოდა, ეხლახან მითხრეს, რომ რეგულარულად მაგათი სმა არ შეიძლებაო. ჯერ ერთი ექიმის დანიშნულებით უნდა დალიოო, და მასე შერჩეულიც კი არ შეიძლება მუდამ სვაო - შეიძლება 3 თვე დალიო და მერე 3 თვე დაასვენო ორგანიზმი და მასე გააგრძელოო.
თან, ეს ხელს უშლის მომავალში (როცა უკვე თავს დაანებებ ტაბლეტებს) დაფეხმძიმებასო spy.gif

მოკლედ, ეგებ ვინმე კომპეტენტურმა მითხრას, რამდენად მართალია ეს ყველაფერი; ამიხსნას ამ აბების დადებით-უარყოფითი ასპექტები (უფრო უარყოფითი, თორე დადებითი კი ვიცი tongue.gif) და მირჩიოს რამე.

წინასწარ დიდი სპასიბა!

Posted by: NLO 1 Nov 2006, 15:33
Natuka NGN
QUOTE
NLO ვინმემ უტხრა უნდა მოიცილოო? თუ ეს შენი დასკვნაა.

არა, რა ჩემი დასკვნა. რომ აიღო ანალიზები, მერე ექიმმა უთხრა, და ძალიან ცუდაა, ფსიქოლოგიურად განსაკუთრებით.
ნაყოფი უკვე 3 თვისაა და რთულია მოშორება, ასევე საშიშია მისი ჯამრთელობისთვის.
არის იმის შანსი რომ ბავშვსაც გადაედოს ჰეპატიტი ც მემკვიდრეობით?
თუ უბრალოდ, ამით დაავადებულ დედას არ შეუძლია გაჩენა?

Posted by: killer 1 Nov 2006, 15:44
tikusha
ელექტროეპილაცია მანდ?
მანიაკი ხარ?

ვოსკი არ ჯობია?

Posted by: SnowFlakes 1 Nov 2006, 15:53
QUOTE
დღეს გავიკეთე ეპილაცია და მარცხენა საკვერცხის მხარეს უფრო მეტკინა ვიდრე მარჯვენაზე, ამიტომ მეშინოდა უარესი არ დამემართოსთქო


რა არის მანდ საეპილაციო?

Posted by: bochita 1 Nov 2006, 16:15
NLO
ვინ ექიმთან იყო ასეთთან? დიდი სისულელეა ეგ . ჯერ ერთი ძალიან პატარა რისკია ბავშვზე გადადების. სულ რაღაც 5 პროცენტი.
საკეისროს დაუნიშნავენ, პი სი არი გაიკეთა? ანტისხეული ხშირად ცდება

Posted by: NLO 1 Nov 2006, 16:27
bochita
QUOTE
ვინ ექიმთან იყო ასეთთან? დიდი სისულელეა ეგ . ჯერ ერთი ძალიან პატარა რისკია ბავშვზე გადადების. სულ რაღაც 5 პროცენტი. საკეისროს დაუნიშნავენ, პი სი არი გაიკეთა? ანტისხეული ხშირად ცდება

სახელი ნამდვილად არ ვიცი ექიმის.
მაგრამ ფაქტია რომ გოგო პანიკაშია და მოშორებაზე ფიქრობს.
საკეისრო არ უთქვამს ისე ექიმს
მოკლედ, რაღაც სტრანნი სიტუაციაა
ყველა პანიშია, ბავშვს ელოდებიან და უცებ აბორტიო..
მოკლედ, დეტალებს გავიგებ და დავწერ

Posted by: bochita 1 Nov 2006, 18:31
NLO
არა მგონია რომელიმე გეპატოლოგმა ეგეთი რამე უთხრას . არანაირად არაა საშიში ბავშვის გაჩენა. უბრალოდ თუ რთულად აქვს საქმე,ღვიძლი თუ უკვე სერიოზულ საფრთხეშია მშობიარობის მერე მოუწევს მკურნალობა. ძუძუს არ მისცემს ბავშვს თუ ნახეთქები ექნება ისიც მაშინ.

Posted by: ShadowCat 1 Nov 2006, 19:59
SnowFlakes
QUOTE
რა არის მანდ საეპილაციო?

მაგას ქვია "bikini line" biggrin.gif wink.gif

Posted by: tikusha 1 Nov 2006, 20:46
killer
QUOTE
ელექტროეპილაცია მანდ?
მანიაკი ხარ?

ვოსკი არ ჯობია?

ვოსკი რა პონტია?? არ ვიცი, ამიხსენი პლზ

SnowFlakes
QUOTE
რა არის მანდ საეპილაციო?

არა, ძალიან ქვევით არ ჩავსულვარ, მაგრამ ძალიან დაბალწელიანი ტრუსიკების ჩაცმა მიყვარს და ცოტა გავყევი ქვემოთ


Posted by: ShadowCat 1 Nov 2006, 22:44
tikusha
QUOTE
ვოსკი რა პონტია?? არ ვიცი, ამიხსენი პლზ

ესაა რაღაც მასა, რომელსაც ჯერ ათბობენ (ანუ, ადნობენ), მერე ისვამენ "საჭირო" ადგილზე და მერე ცოდა რომ გაშრება, უნდა აიფხრიწო biggrin.gif
ეპილაციის ვარიანტია, ოღონდ იდეაში უფრო სწრაფი, მარა ჩემი აზრით ძააალიან მტკივნეული user.gif მე არასოდეს გამომიცდია, არც ვაპირებ biggrin.gif
ეპილატორი და მისი ჯანი biggrin.gif

უი, იღლიების ეპილაცია რამე ნაირად საშიში ხომ არაა? baby.gif ადრე ერთი მედიკი ამბობდა, მანდ ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოებააო და კაროჩე არ შეიძლებაო.. ჰოდა..
იტოგში საშიშია თუ არა? baby.gif

Posted by: Breaky 1 Nov 2006, 23:07
ShadowCat
მე იღლიას ეპილაციით ვუვლი აგერ უკვე მერამდენე წელია და რავიცი, ჯერ არაფერი დამმართნია. ვოსკი მართლა ძლიან
მტკივნეულია. ისე, გასართობად ვცადე ერხელ და თავბედი მაწყევლინა, ისევ ეპილაცია მირჩევნია მეც.

Posted by: lovefool 2 Nov 2006, 01:54
არავინ არ იცის კონტრაცეპტივი ჟასმინი?? cry.gif გამომეხმაურეთ რა

Posted by: Fiorenza 2 Nov 2006, 11:25
tikusha

ვოსკი იმით არის უკეთესი , რომ ლაზერული ეპილაციის დროს არასასურველი დასხივებისგან ( ვგულისხმობ, როცა ბიკინს იკეთებ), თავს დაიზღვევ. მტკივნეულია, მაგრამ არც ისე , რომ ვერ გაუძლო.
ვაკის აუზში, კოსმეტოლოგიურ კაბინეტში , აკეთებენ ძალიან კარგად.

რაც შეეხება იღლიის ეპილატორით მოვლას, ძალიან ბევრი ექიმისგან გამიგია, რომ არ შეიძლება, რადგანაც იწვევს ლიმფური ჯირკვლების გაღიზიანებას, დაზიანებას, რასაც ასევე არასასურველ შედეგებამდე მივყავართ.

Posted by: ShadowCat 2 Nov 2006, 11:38
Fiorenza
და ეს არასასურველი შედეგები რაში გამოიხატება? baby.gif

და ბოლოსდაბოლოს, ამ ტაბლეტებზე პასუხს გამცემს ვინმე?
სადაა გინეკოლოგი, ბლინ? biggrin.gif

Posted by: ARIEL 2 Nov 2006, 11:59

ორსულ ქალს მერამდენე თვეში აქვს აკრძალული ქმართან სექსუალური ურთიერთობების დამყარება?
....................................................................................................................................

ექიმი არ ვარ, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვაცხადებ biggrin.gif რომ სექსი სულ კარგია! მთელი 9თვის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი წესრიგშია! yes.gif


wink.gif

Posted by: hekisime 2 Nov 2006, 14:28
Breaky
მე გავიკეთე პირველ სამშობიაროში, ნახალოვკაშია, ძაან კარგი პირობებია და ძაან კარგი სპეციალისტები ყავთ. ყოველმხრივ კმაყოფილი ვარ. სპინალური გამიკეთა განყოფილების უფროსმა, გვარი აღარ მახსოვს. დამიჯერეთ რომ ნამდვილად ღირს მასე მშობიარობა. ყველას ვურჩევდი. მაგ სამშობიაროს მაგის დიდი გამოცდილება აქვს, ბოლო სამი წელია პაციენტთA უმრავლესობა მანდ მასე მშობიარობს. კარგი სტატისტიკა აქვთ. და კარგი გინეკოლოგი ყავთ მანდ ძაან + კარგი ეხოსკოპიის აპარატიც, მოკლედ რაღA დარჩა? wink.gif

Posted by: L&L 2 Nov 2006, 14:34
ShadowCat

QUOTE
და ეს არასასურველი შედეგები რაში გამოიხატება?
და ბოლოსდაბოლოს, ამ ტაბლეტებზე პასუხს გამცემს ვინმე?
სადაა გინეკოლოგი, ბლინ? 


აქ ვართ გენაცვალე, აქა...(იხ. ჩვენი ვებ-გვერდი) 2kiss.gif
ბლინებსა და პონჩიკებს არ ვაცხობთ. gigi.gif
ფორუმზე როცა გვცალია, მაშინ შემოვდივართ. გაგონილი გვაქვს, რომ პოლიტიკაში ხელფასსაც უხდიანო ზოგიერთებს, ჩვენ ეგრე არ ვართ. ტიმი თუ რაიმეს იკისრებს, სულ აქ ვიჯდებით. yes.gif
მაგ აბებზე მთელი არზა გვიწერია ჩვენს საიტზე. წაიკითხე:
http://www.medea.ge/cons11.htm

ARIEL

QUOTE
ორსულ ქალს მერამდენე თვეში აქვს აკრძალული ქმართან სექსუალური ურთიერთობების დამყარება?
....................................................................................................................................

ექიმი არ ვარ, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვაცხადებ  რომ სექსი სულ კარგია! მთელი 9თვის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი წესრიგშია!


lol.gif lol.gif
ყოჩაღ, სწორია, ფიზიოლოგიური ორსულობისას აკრძალული არასოდეს არ არის, მაგრამ სექსი არ უნდა იყოს მისიონერის პოზაში (მამაკაცი ზემოდან).
გარდა ამისა, უმჯობესია, თუ ინიციატორი ქალი იქნება givi.gif

Posted by: A10 2 Nov 2006, 14:39
მე-6 მდე შეიძლება.
თუ ქალს უნდა, მერეც შეიძლება მაგრამ არის სპეციალური პოზები მაგისთვის.
თუმცა რეკომენდირებული არაა.
ინფექცია, რამე.

Posted by: L&L 2 Nov 2006, 15:38
A10

არ არის მთლად მასე. ბუნება ყოველივე ამას უფრო კარგად არეგულირებს
ქალს ლიბიდო უსუსტდება პირველ და მესამე ტრიმესტრებში, მეორეში კი მატულობს, როდესაც ნაკლები საფრთხე ემუქრება ნაყოფს. მისიონერის პოზა არ არის დასაშვები მთელი ორსულობისას.
ინფექცია ქალს ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაედოს.
ამიტომ ორსულობისას მამაკაცმა თავი უნდა მოითოკოს და მაქსიმალურად ანგარიში გაუწიოს მეუღლეს, ქალმა კი თავის მხრივ დაქალების და დედამთილების რჩევით საერთოდ არ უნდა აიკრძალოს სექსი, მითუმეტეს თუ თვითონაც აქვს სურვილი და ორსულობა ფიზიოლოგიურია.


Posted by: tikusha 2 Nov 2006, 17:37
Fiorenza
Breaky
იღლიაში ელექტრო ეპილაცია შეიძლება??

L&L
ლიბოდო რა არის??

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Nov 2006, 17:52
QUOTE
ვოსკი

ქართულად ცვილი ქვია.
* * *
QUOTE
ქალს ლიბიდო უსუსტდება პირველ და მესამე ტრიმესტრებში, მეორეში კი მატულობს,

მე ლიბიდოს დაქვეითებას არ ვუჩიოდი, პირიქით. ამბობენ, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, გოგოს ელოდები თუ ბიჭსო და მართალია?

Posted by: SPC 2 Nov 2006, 18:27
ეხლა რა მაინტერესებს...სისხლის საერთო ანალიზში, ორსულობის შემთხვევაში, რა ცვლილებები იქნება/??

Posted by: ShadowCat 2 Nov 2006, 19:15
L&L
QUOTE
ბლინებსა და პონჩიკებს არ ვაცხობთ.

givi.gif ვიცი ეგ
QUOTE
გაგონილი გვაქვს, რომ პოლიტიკაში ხელფასსაც უხდიანო ზოგიერთებს

ჰოო.. ეგ კი არ ვიცოდი..
და არც საიტის შესახებ არ ვიცოდი spy.gif

ისაა.. კითხვები და შენიშვნები მაინც მაქვს, და მოჟნო?
QUOTE
არასასურველი გვერდითი მოვლენები კი ბევრია – თრომბოემბოლიის საშიშროებიდან დაწყებული წონაში მატებით

აი, წონაში მატება კი არა, პირიქით დამემართა მგონი. ვ სმისლე, აშკარად არ ვიმატებ. ჭამით თავს არ ვზღუდავ იდეაში მარა.. 55-ი მაქსიმუმია მგონი, რასაც ზაფხულში მივაღწიე და ისე 50-დან 52-მდე ვმერყეობ. მე პრობლემა არ მაქვს, პროსტა სხვები მეუბნებიან, მალე საერთოდ გაქრებიო. givi.gif
შეიძლება ეს კონტრაცეპტივის ბრალი იყოს? თუ პროსტა "აკტივნიი ობრაზ ჟიზნი"? baby.gif

ჰოდა კიდევ აი, ეს თრომბოემბოლია.... სისხლის შედედება ანუ, ჰო? (თუ რაცაა) baby.gif საკუთარ თავს შევატყობ თუ არა, თუ რამე "ნიტო" მჭირს მაგ მხრივ?..
ბლინ, ეს რჩევები საიტიდან გასაგებია, მარა ექიმთან ნაურაზე ხომ ვერ მივალ?
მასე ჩემი მული მოსკოვში მივიდა რაღაც დონე კლინიკაში, წონის და სიმაღლის და სისხლის ანალიზის და ათასი პრიჩინდალების შესაბამისად რაღაც ტაბლეტები გამოუწერეს (ნუ, ურჩიეს), ჰოდა, ის 21 ცალი ძლივს დალია - რაც კი უკუჩვენება ქონდა, ყველაფერი დაემართა.. ვეღარ გავიგე რა..

კაი, ბოლო 2 კითხვა givi.gif
რა სახის ანალიზები უნდა გავიკეთო, რომ დავრწმუნდე იმაში, რომ ის კონტრაცეპტივი, რომელსაც ვსვავ ჩემს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
და მეორე: ამ ლინკში არაფერი ყოფილა ნათქვამი იმაზე, თუ ზოგადად რამდენია მაქსიმალური პერიოდი (თვე, წელი, ა.შ.), როცა ასეთი სახის კონტრაცეპტივის გამოყენება შეიძლება/სასურველია და შეიძლება თუ არა მათ სავალალო შედეგი გამოიწვიოს (როგორიცაა უნაყოფობა, მაგალითად).

სენქ იუ ინ ედვანს biggrin.gif

tikusha
QUOTE
იღლიაში ელექტრო ეპილაცია შეიძლება??

აი, მეც ეგ ვიკითხე და ზოგმა თქვა კიო, ზოგმა არაო..
ეპილატორს გულისხმობ ხო? baby.gif
მე 2-ჯერ ვსინჯე. პირველად სისულელე ვქენი - თმას ხომ გარკვეული სიგრძე უნდა ქონდეს ეპილაციისათვის, ჰოდა, მაგარი მეტკინა.
აი, მეორედ კი 1 კვირის წინ გავიკეთე და ჯერ კიდევ იმენა არაფერი არ ამოსულა biggrin.gif მაგარია!

QUOTE
ლიბოდო რა არის??

გვეკაიფები??? eek.gif
სქესობრივი ლტოლვაა, ქალო!

Posted by: tms 2 Nov 2006, 20:14
QUOTE (SPC @ 2 Nov 2006, 18:27 )
ეხლა რა მაინტერესებს...სისხლის საერთო ანალიზში, ორსულობის შემთხვევაში, რა ცვლილებები იქნება/??

ფეხმძიმობის შემთხვევაში სისიხლში იქნება HCG (human chorionic gonadotropine) ჰორმონი. ნებისმიერი ტესტი ანუ შარდის თუ სისხლის სწორედ ამ ჰორმონის არსებობა-არ არსებობას აჩვენებს. თუ ეს ჰორმონი არის სისხლში ან შარდში ე.ი. ფეხმძიმობაა. სისხლში გაცილებით ადრე ხდება მისი დაფიქსირება ვიდრე შარდში

Posted by: Natuka NGN 2 Nov 2006, 20:24
NLO
ნახე PM, იქ წერილი დაგიტოვე. არ ინერვიულოთ მაგ ჰეპატიტზე ასე.

Posted by: SPC 2 Nov 2006, 20:31
tms
ძალიან დიდი მადლობა

Posted by: tms 2 Nov 2006, 20:32
QUOTE (tikusha @ 2 Nov 2006, 17:37 )
Fiorenza
Breaky
იღლიაში ელექტრო ეპილაცია შეიძლება??


ელექტროეპილაციაში რას გულისხმობ? ელექტროეპილატორს, რომელსაც პინცეტები აქვს და თმას ძირიანად იღებს თუ ისეთ ეპილაციას ცალკეული თმის ძირს დენით რომ "კლავენ" ? smile.gif


SPC, იცოცხლე გენაცვალე smile.gif

Posted by: ShadowCat 2 Nov 2006, 20:33
tms
QUOTE
თუ ისეთ ეპილაციას ცალკეული თმის ძირს დენით რომ "კლავენ" ?

მაგას ეძახიან "ეპილაციას ვოლფრამის ნემსით" თუ რაღაც ეგეთს smile.gif

Posted by: NLO 2 Nov 2006, 20:39
Natuka NGN
QUOTE
NLO ნახე PM, იქ წერილი დაგიტოვე. არ ინერვიულოთ მაგ ჰეპატიტზე ასე.

ეჰ
გვიანია უკვე
მოუშორებია
პროსტა როგორ გარისკა 3 თვის ბავშვის მოშორება ვერ ვხვდები sad.gif

დიდი მადლობა მაინც ინფორმაციისთვის.
მაგ ექიმის დეტალებს მაინც მივცემ, ბავშვი მოიშორა თორე ჰეპატიტისგან კი არ განკურნებულა

Posted by: tu-tuna 3 Nov 2006, 09:59
შესაძლებელია "გინელაკმა" წნევის აწევა გამოიწვიოს?

Posted by: Konkia 3 Nov 2006, 10:13
QUOTE (ShadowCat @ 1 Nov 2006, 15:07 )
Konkia
და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არასოდეს გიცდია? ყველაზე ნაღდია smile.gif

უი, კ სტატი, შეკითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით (არ ვიცი, ამ საკითხზე იყო თუ არა უკვე ლაპარაკი, 38 გვერდს ნუ გადამაკითხებთ, პლიზ!) :
წელიწადზე ცოტა მეტია, რაც აბებს ვსვავ. ზოგადად არაფერს ვუჩივი. მარა..
საქმე იმაშია, რომ შერჩევისას არც ანალიზი გამიკეთებია არც არაფერი - პროსტა ჩემი დაქალი იმ დროს უკვე 3 წელი იყო, რაც მაგ აბებს სვამდა (რეგულონი ქვია) და მეც ეგ მირჩია. როგორც ვთქვი, უკუჩვენება იდეაში არაფერი ქონია (მე არ შემინიშნავს ყოველ შემთხვევაში).
ჰოდა, ეხლახან მითხრეს, რომ რეგულარულად მაგათი სმა არ შეიძლებაო. ჯერ ერთი ექიმის დანიშნულებით უნდა დალიოო, და მასე შერჩეულიც კი არ შეიძლება მუდამ სვაო - შეიძლება 3 თვე დალიო და მერე 3 თვე დაასვენო ორგანიზმი და მასე გააგრძელოო.
თან, ეს ხელს უშლის მომავალში (როცა უკვე თავს დაანებებ ტაბლეტებს) დაფეხმძიმებასო spy.gif

მოკლედ, ეგებ ვინმე კომპეტენტურმა მითხრას, რამდენად მართალია ეს ყველაფერი; ამიხსნას ამ აბების დადებით-უარყოფითი ასპექტები (უფრო უარყოფითი, თორე დადებითი კი ვიცი tongue.gif) და მირჩიოს რამე.

წინასწარ დიდი სპასიბა!

იცი, მე ჩემმა კაცმა ამიკრძალა აბების სმა, მითხრა გორმონალურია და რამე არ დაგმართოსო! სჯობს მე ვიწვალოო, მაგრამ მეცოდება იმის მერე რაც თქვენ დამარიგეთ user.gif


Posted by: L&L 3 Nov 2006, 10:36
WOMAN IN LOVE
QUOTE
მე ლიბიდოს დაქვეითებას არ ვუჩიოდი, პირიქით.

lol.gif lol.gif
ისეთი ნიკი გაქვს გვჯერა

QUOTE
ამბობენ, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, გოგოს ელოდები თუ ბიჭსო და მართალია?

არ ვიცით, ეს სექსოლოგების კომპეტენცია უფროა

ShadowCat

QUOTE
ისაა.. კითხვები და შენიშვნები მაინც მაქვს, და მოჟნო?


შეკითხვები მოჟნო, მაშ ეს განყოფილება რისია,

1. წონაში რომ არ მოიმატე გაგიმართლა, საერთოდ კონტრაცეპტივები მადას აძლიერებს, თუ აქტიურ სპორტულ ცხოვრებას მისდევ, რა თქმა უნდა კარგია.
2. თრომბოემბოლიას რომ იგრძნობ, მაშინ უკვე ძალიან ცუდად არის საქმე.

რადგან კონტრაცეპტივის სმა თვითონ დაიწყე, იმედია ინსტრუქცია წაიკითხე და არასასურველ მოვლენებსაც წაიკითხავდი. თრომბოემბოლია რომ თავიდან ავიცილოთ, სასურველია კოაგულოგრამის გაკეთება. თუ კოაგულოგრამას არ გაიკეთებ, ე.წ. INR მაინც.
გარდა ამისა, სასურველია ექოზე ნახვა ხომ არ აქვს ადგილი ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას ან მიომას.
წნევას ყურადღება მიაქციე. სიგარეტს თუ ეწევი, თავი დაანებე. ამ აბების მიღებისას არასასურველია.
რაც შეეხება პერსპექტივაში უშვილობას და დიდი ხნით გამოყენებას, ამ კონტრაცეპტივებს 3–5 წელი უწყვეტ რეჟიმში იყენებენ. ხშირად კონტრაცეპტივს უშვილო წყვილსაც ვუნიშნავთ მცირე ხნით, რადგან მოხსნის შემდეგ "რებაუნდ" ეფექტით განაყოფიერების ალბათობა იზრდება კიდეც.
თუმცა დიანეზე იყო ინფორმაცია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უშვილობა გამოიწვია ხანგრძლივი გამოყენებისას.
რაც შეეხება იმას, რომელ ექიმთან მიხვიდე, რა გითხრათ, ეგ თქვენი გადასაწყვეტია. ან მაყვალა რომ დაბრუნდება იმას ჰკითხეთ. ის როგორც ჩანს ყველას იცნობს, თუმცა ჩვენ არ ვიცით ვინაა. ორი კვირის წინ პიემი მოგვწერა და გვთხოვა, რომ რამდენიმე ხნით მისადმი შეკითხვებზეც გაგვეცა პასუხი ფორუმზე, რადგან თვითონ არ იქნებოდა. თან რამდენი ხნით არ იქნებოდა, არ მოუწერია.
მართალი გითხრათ არც არავის რეკლამირება ან ანტირეკლამირება არ გვინდა კოლეგიალობის მოსაზრებებით. თან ჩვენი ვინაობის დადგენა არ არის ძნელი. ისევ პაციენტებმა ურჩიეთ ექიმი ერთმანეთს. ჩვენ სხვა ექიმთან ვაგზავნით, როდესაც ჩვენს კომპეტენციას სცილდება.

tu-tuna

QUOTE
შესაძლებელია "გინელაკმა" წნევის აწევა გამოიწვიოს?

გინილაკს მგონი ინსტრუქციაში უწერია მაგდაგვარი რამ, თუმცა პრაქტიკულად ძალიან იშვიათია.

Posted by: tu-tuna 3 Nov 2006, 10:46
L&L
მხოლოდ კოლოფი იყო - ინსტრუქცია არ მოყვა biggrin.gif!

QUOTE
გინილაკს ინსტრუქციაში უწერია მაგდაგვარი რამ, თუმცა პრაქტიკულად ძალიან იშვიათია.
- ფაქტი სახეზეა

Posted by: L&L 3 Nov 2006, 10:46
Konkia

სპირალი რატომ არ გინდა? თუმცა სპირალსაც თავისი უკუჩვენებები აქვს. ჩასადგმელად ექიმთან ვიზიტი მაინც არის საჭირო.


Posted by: tu-tuna 3 Nov 2006, 10:49
L&L
აუცილებელია სპირალმა გამოდენადენი (როგორც მითხრეს სპეციფიკური - სოკოვანი) გამოიწვიოს - თუ ეს ინდივიდუალრუია?

Posted by: L&L 3 Nov 2006, 11:01
tu-tuna


დარწმუნებული ხართ რომ წნევები გინილაკის ბრალია? სხვა მიზეზი არ იყოს. ალერგიული ხომ არ ხართ ამ პრეპარატზე?

სპირალის ჩადგმის წინ აუცილებელია ნაცხის ანალიზი და თუ სოკოა, სპირალის ჩადგმა არ შეიძლება ვიდრე სოკოს არ იმკურნალებთ, ასე რომ სპირალის ჩადგმის შემდეგ სოკოსათვის დამახასიათებელი გამონადენი არ უნდა იყოს, თუ სოკო რაიმე სხვა მიზეზით არ გაჩნდა.


Posted by: tu-tuna 3 Nov 2006, 11:08
L&L
ალერგიული როგორც ასეთი არ ვარ, წნევაც მისდღემში დაბალი მაქვს... დაემთხვა უბრალოდ თუ მართლა გინელაკის ბრალია, არ ვიცი...

Posted by: tms 3 Nov 2006, 11:18
QUOTE (Konkia @ 3 Nov 2006, 10:13 )
იცი, მე ჩემმა კაცმა ამიკრძალა აბების სმა, მითხრა გორმონალურია და რამე არ დაგმართოსო! სჯობს მე ვიწვალოო, მაგრამ მეცოდება იმის მერე რაც თქვენ დამარიგეთ user.gif

ძალიან დიდი ბოდიში და რამდენი წლის ხარ? smile.gif

Posted by: ShadowCat 3 Nov 2006, 14:56
L&L
QUOTE
სიგარეტს თუ ეწევი, თავი დაანებე. ამ აბების მიღებისას არასასურველია.

უკვე გადავაგდე yes.gif
QUOTE
ისევ პაციენტებმა ურჩიეთ ექიმი ერთმანეთს.

yes.gif კარგი იდეაა, მირჩიეთ რაა! baby.gif

ისე კი დიდი მადლობა პასუხებისა და ყურადღებისთვის 2kiss.gif

tms
QUOTE
ძალიან დიდი ბოდიში და რამდენი წლის ხარ?

კაი კითხვაა givi.gif

Posted by: tikusha 3 Nov 2006, 17:33
tms
QUOTE
QUOTE (tikusha @ 2 Nov 2006, 17:37 )
Fiorenza
Breaky
იღლიაში ელექტრო ეპილაცია შეიძლება??






ელექტროეპილაციაში რას გულისხმობ? ელექტროეპილატორს, რომელსაც პინცეტები აქვს და თმას ძირიანად იღებს თუ ისეთ ეპილაციას ცალკეული თმის ძირს დენით რომ "კლავენ" ?


დენი რომ გადის იმას ვგულისხმობ


ShadowCat
QUOTE
QUOTE
ლიბოდო რა არის??


გვეკაიფები???
სქესობრივი ლტოლვაა, ქალო!

უი, მართლა არ ვიცოდი, რა ჩლუნგი ვარ biggrin.gif

Posted by: tms 3 Nov 2006, 17:53
QUOTE (tikusha @ 3 Nov 2006, 17:33 )
tms
QUOTE
QUOTE (tikusha @ 2 Nov 2006, 17:37 )
Fiorenza
Breaky
იღლიაში ელექტრო ეპილაცია შეიძლება??






ელექტროეპილაციაში რას გულისხმობ? ელექტროეპილატორს, რომელსაც პინცეტები აქვს და თმას ძირიანად იღებს თუ ისეთ ეპილაციას ცალკეული თმის ძირს დენით რომ "კლავენ" ?


დენი რომ გადის იმას ვგულისხმობ


ანუ "ვოლფრამის ნემსით" არა? რატომ წვალობ, რა ძალა გადგია... smile.gif

Posted by: SPC 3 Nov 2006, 20:16
კეთილო ხალხო კიდევ ერთი კითხვა მაქვს smile.gif... საკვერცხეების ანთება დაფიქსირდებოდა სისხლის საერთო ანალიზში??? ან რამე ანთება რომ იყოს იქ ხომ გამოჩნდებოდა???
და კიდევ დრეს საერთო ანალიზი რომ გავიკეთე სისხლის ,ექიმმა მითხრა ყველაფერი წესრიგშI გაქვსო, ანუ ორსულობა არაა ხო ესეიგი?? მე ეგ არ მიკითხავს ექიმისთვის და არც გამიფრთხილებია მაგრამ რომ ყოფილიყო მეტყოდა ხო??

უბრალოდ გადაცდა 10 -15 დღე sad.gif თან სიცხეები მაქვს 37-37.4 ვერ გავიგე რა ჯანდაბაა

Posted by: tms 3 Nov 2006, 20:21
SPC
მთავარია ნუ ნერვიულობ..მიდი გინეკოლოგთან, გაიკეთე ორსულობის ტესტი თუ ეჭვი გაქვს ორსულობაზე

და ორსულობა უწესრიგობა არ არისsmile.gif , და რადგან გითხრა რომ ყველაფერი წესრიგში გაქვს ეს არ ნიშნავს რომ ორსულად არ ხარ. იმედია გააკეთებდა კიდეც ორსულობაზე ტესტს..მაგრამ მე გირჩევ მიხვიდე გინეკოლოგთან

Posted by: SPC 3 Nov 2006, 20:41
tms
მართალია ჯობია მივიდე
კიდვე ერთხელ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: bochita 3 Nov 2006, 21:25
SPC
ის რომ ანალიზები კარგია არ გამორიცხავს ორსულობას არანაირად.

Posted by: L&L 4 Nov 2006, 11:20
SPC

თავს მიხედე და ასეთ დროს ფორუმზე ნუ სვამ შეკითხვებს, ექიმთან წადი. ეხლა ჩამოვთვლით რა შეცდომები გაქვს დაშვებული:
1. ორი კვირა სიცხეები და მენსტრუაციის გადაცდენა ძალიან ბევრია, რომ გამოჯანმრთელებას ელოდო და ექიმს არ მიაკითხო. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ შენ შემთხვევაში გარე ორსულობაც არ არის გამორიცხული.
2. ანალიზები თვითონ კი არ უნდა დაუნიშნო საკუთარ თავს, არამედ ექიმმა უნდა დაგინიშნოს. სჯობს ექიმის კონსულტაციაში გადაიხადო რაღაც თანხა, ვიდრე ზედმეტი და არასაჭირო ანალიზები იკეთო, მითუმეტეს როდესაც არ იცი რა გჭირდება. ზედმეტი ანალიზების კეთება უფრო ძვირი ჯდება
3. სისხლის საერთო ანალიზით ორსულობა არ დგინდება.
4. როგორც ჩანს საუბარი გქონდა ანალიზის შემსრულებელთან(ლაბორანტთან) და არა ექიმთან. ასეა თუ არა? ლაბორანტი ანალიზს აკეთებს, მაგრამ შედეგების ინტერპრეტაცია მისი კომპეტენცია არ არის.

პ.ს. სად გაიკეთე ანალიზი? სიცხეების დროს სისხლის საერთო ანალიზში თუ ცვლილება არ არის,ნება გვიბოძეთ ეჭვი შევიტანოთ იმ ანალიზის სისწორეში ან შედეგების სწორ ინტერპრეტაციაში, თუმცა ცალსახად თქმა ვიდრე შედეგებს არ ვნახავთ, არ შეგვიძლია.

Posted by: bochita 4 Nov 2006, 17:37
L&L
გაუტკივარებით საკეისროზე რა აზრის ხართ? არის თუ არა საშიშროება რომ წამალმა არ იმოქმედოს და ტკივილი გავიგო.

Posted by: L&L 5 Nov 2006, 12:06
bochita

გაუტკივრების გარეშე საკეისრო არ კეთდება.
თუ ანესთეზიოლოგმა თავისი საქმე იცის, ტკივილის გაგების საშიშროება არ არსებობს

Posted by: bochita 5 Nov 2006, 17:05
L&L
გაუტკივარებაში ეპიდურალი ვიგულისხმე,smile.gif

Posted by: roo 5 Nov 2006, 17:14
QUOTE (bochita @ 5 Nov 2006, 17:05 )
L&L
გაუტკივარებაში ეპიდურალი ვიგულისხმე,smile.gif

მე ნანახიმაქ ასეთი საკეისრო და საერთოდ არანაირი პრობლემა არ ქონდა

Posted by: L&L 5 Nov 2006, 23:46
bochita
QUOTE
L&L
გაუტკივარებაში ეპიდურალი ვიგულისხმე,


ტყუილად გეშინიათ. ეპიდურალური ძალიან კარგი მეთოდია.

Posted by: Breaky 6 Nov 2006, 13:35
L&L
QUOTE
ტყუილად გეშინიათ. ეპიდურალური ძალიან კარგი მეთოდია.


მეც მაგ აზრის ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი ოპონენტი მყავს და რადგან ექიმი არ ვარ, ვერაფერს ვუმტკიცებ. რა იცი შენო,
მერე წელს ქვევით რომ მოწყდეო და ა.შ სისულელეებით მიბურღავენ ტვინს. არადა პირველი სასწრაფო საკეისროთი
მყავს გაჩენილი(მაშინ იმის დრო არ იყო, რომ ეპიდურალურსა და საერთოს შორის ამერჩია, სასწრაფოდ გამთიშეს)
და მეორეც(ჯერ არა, მაგრამ ალბათ მალე) საკეისროთი უნდა გავაჩინო და საერთო ნარკოზი სასტიკად არ მინდა,
ეპიდურალურზე ვფიქრობ, ხოდა ვისაც ვეუბნები, თითქმის ყველა მეწინააღმდეგება. ხოდა მაინტერესებს, რა სერიოზული
უარყოფითი შედეგი შეიძლება მივიღო???? რამხელაა დაინავლიდების შანსი; არიან თუ არა უკვე ქართველი ანესთეზიოლოგები
გაწაფული ამ საქმეში? და როგორია სტატისტიკა საქართველოში ასეთი გაუტკივარების წარმატებისა და წარუმატებლობის?
არადა საერთო ნარკოზს იმდენი უარყოფით მოჰყვება, რომ დავიწყო ახლა ჩამოთვლა, შორს წავალ. მე მაგალითად, ნარკოზის მერე
კაი ხანი ყელი მტკიოდა, ვენებიდან საშინელი სისხლჩაქცევები მქონდა და დიდხანს მტკიოდა ხელები, მეხსიერება დამიქვეითდა,
თმები გამცვივდა და ა.შ. გასაგებია, რომ ამაზე ანესთეზიოლოგი უკეთ მიპასუხებს, მაგრამ არ ვიცნობ არც ერთ მათგანს. ხოდა
გინეკოლოგებს რა ინფორმაცია გაქვთ ეპიდურალურზე, ეგ მაინტერესებს.

Posted by: L&L 6 Nov 2006, 14:30
Breaky

ნარკოზის სტატისტიკაზე და გართულებებზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციის დროს გართულებები მოსალოდნელია და ეს უფრო ანესთეზიოლოგებმა უნდა გაგცენ პასუხი. ელემენტარული ლიდოკაინის გაკეთებისაც კი შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. მაგრამ მოგეხსენებათ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია. ამასთან ანესთეზიოლოგმა ანესთეზიის გაკეთების წინ უნდა შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და შესაძლო გართულებები თქვენს შემთხვევაში. ფაქტია, რომ ახლა ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება.
ჩვენი რჩევაა მიბრძანდეთ რომელიმე სამშობიაროში და გაესაუბროთ ანესთეზიოლოგს. ჩვენმა რამდენიმე პაციენტმა გაგუას კლინიკაში ეპიდურალური ანესთეზია გაიკეთა ყოველგვარი გართულების გარეშე.

Posted by: Konkia 7 Nov 2006, 12:04
მაინტერესებს შლაკები და გამონადენი საშიშია? უშვილობა შეიძლება გამოიწვიოს ამას თუ არ მიაქციე ყურადგება? ვერ ვიტან იმ კრესლოზე ასვლას! და ნაკლებად დავდივარ გინეკოლოგთან, არც იცით რა მემართებაsad.gif

Posted by: tms 7 Nov 2006, 13:02
QUOTE (Konkia @ 7 Nov 2006, 12:04 )
მაინტერესებს შლაკები და გამონადენი საშიშია? უშვილობა შეიძლება გამოიწვიოს ამას თუ არ მიაქციე ყურადგება? ვერ ვიტან იმ კრესლოზე ასვლას! და ნაკლებად დავდივარ გინეკოლოგთან, არც იცით რა მემართებაsad.gif

შლამს რას ეძახი? smile.gif
და ციკლის რომელ დღეებში გაქვს გამონადენი?

გინეკოლოგთან მისვლა და რეგულარული სიარული კი აუცილებელია, ლაპარაკით და შორიდან ვერავინ ვერაფერს გეტყვის smile.gif

Posted by: Breaky 7 Nov 2006, 15:36
Konkia
QUOTE
ვერ ვიტან იმ კრესლოზე ასვლას! და ნაკლებად დავდივარ გინეკოლოგთან, არც იცით რა მემართება

მე არ მეგულება დედმიწაზე ქალი, ვისაც იმ სკამზე ასვლა უყვარდეს და სიამოვნებდეს, მაგრამ როცა ჯანმრთელობა
ამას მოითხოვს, უნდა დაივიწყო "არ მიყვარს", "ცუდად ვხდები", "ვერ ვიტან" და მისთანები და უნდა აძვრე ზედ! wink.gif

Posted by: tat 7 Nov 2006, 17:37
L&L
Breaky
მე სანამ ეპიდურალურს გავიკეთებდი შევჩამე ყველანაირი ინფორმაცია ინტერნეტით და შევუჭამე ყველას ტვინი გამოკითხვით---------გართულება ერთადერთი იცის თავის შაკიკისმაგვარი ტკივილები რასაც კოფეინით ხსნიან ( მე ეგ ბედნიერება არ მქონია) თბილისში წარმატებით აკეთებენ გაგუასთან და ნახალოვკაში არცერთხელ არ ყოფილა არანაირი ჩეპე, დაინვალიდება შანსი არააsmile.gifsmile.gifsmile.gif ერთადერთი შეიძლება სადმე ვინმე გამოუცდელმა ანესტეზიოლოგმა არასწორი დოზა არასწორი მიმართულებით შეუშვას და ვერ გაგიყუჩოს, თუ ანასტეზიოლოგი დურაკია მაგათვისს თუ არის ჩამოსული ამერიკული კათეთერები აგრანიჩიტელით რომ ზომა შესვლის დაცული იქნას ასე რომ თუ მაინცდამაინც იყიდეთ ან მოითხოვეტ ეგეთი კათეტერიsmile.gif
მე ისეთი კმაყოფილი ვარ რო თუ არა ორსულობის საშინელი 9 თვე+ მშოპიარობისშემდგომი ამაზრზენობა ეპიდურალურიოთ სულ პანტა-პუნტით გავაჩენდი ბალღებსsmile.gif

Posted by: hekisime 7 Nov 2006, 18:57
L&L
Breaky
მეც ეპიდურალურით მინდოდა მაგრამ საკეისრო დამჭირდა ამიტომ სპინალური გავიკეთე და ვერ წარმოიდგენ რამხელა კომფორტია, ისე მიკვირდა გვერდითა პალატიდან გოგოების კივილი რომ მესმოდა თAნ საათობით, რას იტანჯავენ ნეტავ თავსთქო? ჩემს პალატაში რომ გოგო იწვა და ბუნებრივი გზით იმშობიარა ჩემთან ერთად მე-5 დღეს მე რომ სახლში წამოვედი ის კიდევ იქ დარჩა საშვილოსნო არ ეკუმშებოდა კიდევ, ასე რომ კიდევ საკითხავია რომელია უფრო რისკ ფაქტორი და მე სადაც გავიკეთე ნახალოვკაში პირველ სამშობიაროში იქ სულ აგრანიჩიტელიანი ნემსებია ასე რომ შეუძლებელია უვიცმაც კი რამე სერიოზული დაგიზიანოს, იქამდე ვერ შედის ნემსი.
მე გირჩევდით წინასწარ მისვლას ამ სამშობიაროში და გასაუბრებას. ისეთი ყურადღებიანი და თბილი ხალხია დაწვრილებით მოგიყვებიან და აგიხსნიან ყველაფერს და თავიანთ სტატისტიკასაც გაგაცნობენ.

Posted by: Breaky 7 Nov 2006, 19:22
hekisime
ხო, ნუ მე სპინალური ვიგულისხმე, რადგან მეც საკეისრო უნდა გავიკეთო(ისე რა განსხვავებაა ეპიდურალურსა და სპინალურს შორის? მე მგონია, რომ ეპიდურალურის დროსაც მთლიანად კარგავ შეგრძნებას წელსქვევით, არაა ასე?). ხოდა როცა უკვე რეალურად დადგება საკითხი, ალბათ
მივალ და გავესაუბრები ანესთეზიოლოგებს.

Posted by: hekisime 7 Nov 2006, 20:52
Breaky
როცა ბუნებრივი გზით მშობიარობ გამაყუჩებელს თანდათან გიმატებენ კათეტერი გექნება ჩადგმული, რადგან წინასწარ არ იციან მშობარობა რამდენ ხანს გაგრძელდება, გაყუჩებას ხომ მაშინ გაიკეთებ როცა ტკივილები დაგეწყება და რამდენ ხანს გასტანს ეგ რა ვიცით, ამიტომ დროის გასვლის მერე კიდევ ემატება წამალი და როცა საკეისროს იკეთებ წინასწარ იციან რამდენხანში დამთავრდება ოპერაცია და პირდაპირ იმდენ გამაყუჩებელს გიკეთებენ რომ ბოლომდე გეყოს.
* * *
მართლა გირჩევ მაგ გზით მშობიარობას, ჩემი ბაია ერთი თვისაა და დღემდე არანაერი უკუჩვენება არ მიგრძვნია, ნარკოზი კი შენთვითონ გცოდნია რაც არის, თან ისეთი სიამოვნებაა როცა ბავშვის დაბადების მომენტს ესწრები და მაშინვე დაგანახებენ, ყველაფერს რომ აღიქვამ და გესმის.

Posted by: Angelopulosi 8 Nov 2006, 09:09
ორსულობის ტესტები რამდენად სანდოა? spy.gif

Posted by: L&L 8 Nov 2006, 09:42
hekisime

ისეთ რეკლამას უწევ პირველ სამშობიაროს, მანდაური ექიმი მგონიხარgigi.gif
პმ–ში რაც გინდა ჰქენი, თორემ მოდერატორი გაგიჯავრდება.
აქ რეკლამა იკრძალება, თორემ ჩვენც გავაჩაღებდით. givi.gif

Angelopulosi
QUOTE
ორსულობის ტესტები რამდენად სანდოა?


ჩვენ ძირითადად ამერიკის დროშა რომ აქვს უპაკოვკაზე, ავერსი ყიდის, იმას ვიყენებთ. ორსულობა არცერთხელ არ გაპარვია, ოღონდ მისი გამოყენება აუცილებლად მენსტრუაციის ვადის გადაცდენის შემდეგ.

ზოგჯერ სუსტი დადებითი ხაზი ჩანს ზოგიერთი მიომის დროს, ამიტომ პაციენტს ექოზე მაინც ვნახულობთ. ორსულობაა გარე რომ არ იყოს. ან მიომა რომ გამოჩნდეს.

აკონის ფირმის ტესტებმა რამდენჯერმე გვიღალატეს, ცრუ უარყოფითები იყო. ასევე რუსულებმაც. კარგია ფრანგული Bb ტესტები, მაგრამ ესენი ძალიან მგრძნობიარეა და მიომაზე სხვაზე უფრო ხშირად იძლევიან დადებით შედეგს. ამასთან უფრო ძვირიცაა.

Posted by: Angelopulosi 8 Nov 2006, 10:08
L&L
მე ფრანგული ტესტი ვიხმარე და ერთი ხაზი მიჩვენა, ისიც ზალიან სუსტად..

არც ორსულად ვარ და მგონი საერთოდაც არ ვარ? spy.gif

Posted by: Breaky 8 Nov 2006, 13:14
QUOTE
ჩვენ ძირითადად ამერიკის დროშა რომ აქვს უპაკოვკაზე, ავერსი ყიდის, იმას ვიყენებთ.

მე ავერსში ვიყიდე, ოღონდ ამერიკის დროშა არ ქონდა და საერთოდაც, ისრაელის წარმოება იყო. თან ასე მითხრეს, ჩვენ ესენი გვაქვს, მეტი არაო.

QUOTE
კარგია ფრანგული Bb ტესტები

ესენი სად იყიდება?

Posted by: tms 8 Nov 2006, 13:19
QUOTE (L&L @ 8 Nov 2006, 09:42 )

Angelopulosi
QUOTE
ორსულობის ტესტები რამდენად სანდოა?


ჩვენ ძირითადად ამერიკის დროშა რომ აქვს უპაკოვკაზე, ავერსი ყიდის, იმას ვიყენებთ. ორსულობა არცერთხელ არ გაპარვია, ოღონდ მისი გამოყენება აუცილებლად მენსტრუაციის ვადის გადაცდენის შემდეგ.

ზოგჯერ სუსტი დადებითი ხაზი ჩანს ზოგიერთი მიომის დროს, ამიტომ პაციენტს ექოზე მაინც ვნახულობთ. ორსულობაა გარე რომ არ იყოს. ან მიომა რომ გამოჩნდეს.

აკონის ფირმის ტესტებმა რამდენჯერმე გვიღალატეს, ცრუ უარყოფითები იყო. ასევე რუსულებმაც. კარგია ფრანგული Bb ტესტები, მაგრამ ესენი ძალიან მგრძნობიარეა და მიომაზე სხვაზე უფრო ხშირად იძლევიან დადებით შედეგს. ამასთან უფრო ძვირიცაა.

მე რამდენადაც ვიცი, არცერთი ტესტის გამოყენებას აქვს აზრი მენსტრუაციის ვადის გადაცდენმადე, ანუ ერთი დღე მაინც უნდა იყოს გადაცილებულიო.ისე პასუხი არ იქნება სწორიო. ექიმმაც მასე მითხრა და თვითონ ტესტებსაც ასე აწერია ხოლმე.

არსებობს ისეთი ტესტი რომელიც უფრო ადრე აფიქსირებს ორსულობას?

Posted by: Angelopulosi 8 Nov 2006, 13:23
Breaky
ფრანგული ვიყიდე, აღარ მახსოვს რომელში, მარა თავისივე პარკი ჰქონდა, ანუ იმ აფთიაქმა თავისი ლოგოიანი პარკი მომცა smile.gif

ასეთი ყველას არ ექნება

Posted by: killer 8 Nov 2006, 13:30
Angelopulosi
დილით ადრე გააკეთე ტესტი და მაქსიმალურად ზუსტი პასუხი იქნება.


Posted by: L&L 8 Nov 2006, 13:31
tms

ფრანგული ტესტები, რომლებიც ცოტა ძვირი ღირს ძალიან მგრძნობიარეა. სტატისტიკაზე და 100%-იან შედეგზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ მოსალოდნელ მენსტრუაციამდე 1-2 დღით ადრე მოუციათ დადებითი შედეგი და გამართლებულა. თუმცა ამ მაღალი მგრძნობელობის გამო მიომაზეც უფრო ხშირად იძლევიან დადებით შედეგებს სხვა ტესტებთან შედარებით.

Posted by: tms 8 Nov 2006, 13:36
L&L
ჰო ფრანგულზე არ ვიცი მაგდენი.
მე გერმანიაში ვარ აქ რაც ტესტები მინახავს ყველას აწერია გადაცდენის დღიდან არის სარწმუნოო. გარადა ამისა ის ტესტია სარწმუნო რომელიც აფთქიაში იყიდება. პარფიუმერიის მაღაზიებში რომ არის არაო , თუმცა ჩემმა მეგობარმა ყველაზე იაფი ( 3,50 ევრო) პარფიუმერიის მარაზიაში იყიდა და სწორი პასუხი აჩვენა, რას გაიგებ smile.gif მთავრია მოთმინება და მერე ყველაფერი სარწმუნოა smile.gif

Posted by: Angelopulosi 8 Nov 2006, 13:39
killer
დილით ადრე კი არა 7-ზე წამოვფრინდი, ისე ველოდებოდი biggrin.gif

L&L
QUOTE
მე ფრანგული ტესტი ვიხმარე და ერთი ხაზი მიჩვენა, ისიც ზალიან სუსტად..

ამაზე მიპასუხეთ, რას უნდა ნიშნავდეს, რა smile.gif

Posted by: tms 8 Nov 2006, 18:01
Angelopulosi
ერთი ორი დღის მერე ისევ გაიკეთე ტესტი და გეცოდინება ზუსტი პასუხი. მკრთალი ხაზის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს HCG -ს დაბალი დონე. არ არის გამორიცხული ფეხმძიმობა smile.gif უბრალოდ ამ ჰორმონის კონცენტარიცა დაბალია ჯერ და ამიტომ ტესტი ვერ აფიქსირებს ზუსტად. ეს ჰორმონი მაქსიმალურ დონეს ფეხმძიმობის მეშვიდედან მეთორმეტე კვირამდე აღწევს

Posted by: lovefool 10 Nov 2006, 03:25
ხალხნო მართალია რაგაც ვირუსი არსებობსო მამაკაციდან შეიძლება გადაგედოს და იწვევს საშვილოსნოს კიბოს!!!!!!!!!!

Posted by: tata-naka 10 Nov 2006, 09:52
თუ იცით ტატიშვილის კლინიკაში გინekologtan misvla giirs?
anu kargi specialistebi yavt?

Posted by: makvala 10 Nov 2006, 23:59
სალამი ყველას, დავბრუნდი. იმედია არ უჩემოდ არ მოიწყინეთ.

lovefool

QUOTE
ხალხნო მართალია რაგაც ვირუსი არსებობსო მამაკაციდან შეიძლება გადაგედოს და იწვევს საშვილოსნოს კიბოს!!!!!!!!!!


პაპილომავირუსია ეგ სამგლე ეგა...

თუმცა ინფიცირებისთანავე კიბო არ ვითარდება და არც ყველა ინფიცირებულს უვითარდება სიმსივნე, კიდევ რამდენიმე ფაქტორია საჭირო კიბოს განვითარებისათვის. ბევრი საწერია, ახლა ნამგზავრი ვარ მეძინება...

tata-naka

QUOTE
თუ იცით ტატიშვილის კლინიკაში გინekologtan misvla giirs?
anu kargi specialistebi yavt?


რომელ ტატიშვილის ცენტრს გულისხმობ დათოსას თუ მერაბისას (იუნონას)?

რას ნიშნავს ღირს თუ არა მისვლა?

თუ იმას გულისხმობ არიან თუ არა იქ კარგი გინეკოლოგები, არიან ნამდვილად, ორივე ცენტრში...

თუ ფასებს გულისხმობ, მაშინ არ ღირს, რადგან ორივე უსაშველოდ ძვირი გახდა და ამ დროს არის არანაკლები და უკეთესი ალტერნატივებიც უფრო ნაკლებ ფასად!

ამასთან რომელ ექიმთან მოხვდები თუნდაც მაგ ცენტრებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველა კარგი მანდაც არ არის...

Posted by: ikebana 11 Nov 2006, 01:59
makvala
ველქამ ბექ smile.gif
რა სიმპტომები აქვს პაპილომა ვირუსულ ინფექციას? ან გამოვლენა როგორ ხდება ამ ვირუსის?

Posted by: kudracha 11 Nov 2006, 12:14
makvala
QUOTE
ამასთან რომელ ექიმთან მოხვდები თუნდაც მაგ ცენტრებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველა კარგი მანდაც არ არის...

ნამდვილად yes.gif

მე ასეთი ისტორია გადამხდა. მივედი იუნონაში კონსულტაციაზე, ჩამიტარეს გამოკვლევები (ექო, სისხლი, შარდი, კარიოგრამა) და დამიდგინეს: გესტოზი, პრეკლამსია, ანემია და კიდე რაცხა. ნუ, გაიგიჟეს თავი, მძიმე ავადმყოფი ხარ და ღუდუშაურში პათოლოგიურში უნდა დაწვეო. როცა ბავშვს ეხება საქმე, ნამდვილად ვერ წაუყრუებ და გავექანე მეორე დღესვე. იქ მისაღებში, რაღაც ანკეტა შეავსო მორიგემ. არც გავუსინჯივარ, ისე ჩაწერა რაღაცეები ქაღალდში და მომაჩეჩა. ექიმის მოლოდინში იქვე ჩამოვჯექი და კითხვა დავიწყე. თვალები შუბლზე ამივარდა, ისეთები ეწერა: წნევა 150/120, პულსი 100, ფერი ვარდისფერი, ხელ-ფეხი დასიებული... ამ დროს არც ერთ ჩამოთვლილთაგანს არ ვუჩიოდი. მივვარდი, მეთქი ეს რა არი? ამ დიაგნოზით რომ ავიდე ეხლა პალატაში და ნემსები დამარჭონ. ხომ შეიძლება საერთოდ ცუდად დამთავრდეს ყველაფერი თქო. ადგა, გადაშალა და გადარეკა განყოფილებაში, მაგ დიაგნოზს ყურადრებას ნუ მიაქცევთო.
ნუ ეს არაა ყველაფერი biggrin.gif
დამაწვინეს განყოფილებაში და ჩამიტარეს ხელახალი გამოკვლევა, რასაც ორ ნახევარი დღე დასჭირდა და უკან გამომიშვეს სახლში, არაფერი შენ არ გჭირსო. ჯანმრთელი ხარო სრულიად. ნუ მაგრა გავმწარდი იუნონას ექიმზე, მეთქი, რად მაწვენდით, თუ არაფერი მჭირდა თქო. იმან თავი იმართლა, ალბათ ჩემმა დანიშნულებამ გარგოო. ნამდვილად საოცრებაა, ერთ დღეში თუ ასეთ ეფექტს ახდენენ წამლები...
მიდი და არკვიე ეხლა, რომელი იყო მართალი იუნონა თუ ღუდუშაური.
მერე ბიულეტებისთვის ცნობა დამჭირდა და ღუდუშაურიდან გამომიგზავნეს. ერთ-ერთ დასკვნაში ეწერა, ვითომ მძიმე ავადმყოფი მიმიღეს, სამი დღის განმავლობაში წვეთოვნები მიდგეს და N რაოდენობის წამლები მისხეს, რასაც სინამშვილეში ადგილი არ ქონია. რაც გამიკეთეს მანდ ყოფნის დროს იყო, სისხლის ანალიზი ამიღეს და ეხოზე გამსინჯეს biggrin.gif
ძალიან კი გავბრაზდი... ღირსები კი არიან, უჩივლო.
ყოველ ნაბიჯზე სიცრუე რა უბედურებაა

Posted by: წრიპა 11 Nov 2006, 12:14
makvala

კეთილი იყოს შენი დაბრუნება

Posted by: L&L 11 Nov 2006, 15:45
makvala

რა მოგვაწყენდა, თქვენ რომ არ იყავით, თუ ვინმეს პრობლემა ჰქონდა, პმ-ს ჩვენ გვწერდა. ახლა იმედია შემცირდება.
ზაფხულის შემდეგ რამდენიმე პაციენტი იყო თქვენი რეკომენდაციით ჩვენს კლინიკაში, ჩვენი უბნელები, რომლებმაც ინტერნეტით თქვენგან შეიტყვეს ჩვენი არსებობა. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენც ფორუმის თვალიერება და შემდეგ წერაც ფორუმზე. დაფასებისათვის დიდი მადლობა და ველქამ ბექ, რა თქმა უნდა.

Posted by: makvala 11 Nov 2006, 20:34
რომ ჩამოვედი, პირველი, რაც გავაკეთე, პმ გავასუფთავე, რადგან გავსილი იყო და თან უკვე დაძველებული. ასე რომ თუ რაიმე აქტუალურია, თავიდან მომწერეთ რა..

ikebana

ძირითადად საშვილოსნოს ყელის ეროზიებს იწვევს. პაპ–ტესტში ჩანს პაპილომასათვის დამახასიათებელი უჯრედშიდა დაზიანებები, მაგრამ პაპ–ტესტი ცალსახად დიაგნოზს ვერ დასვამს, საჭიროა პჯრ გამოკვლევა ნაცხის.

kudracha

კუდრაჭ, გენაცვალე, მოდი ცოტა მეტი დეტალებით, რა...

ნუ გეწყინება, მაგრამ თუ დეტალებს არ მოიტან, მაშინ ჩავთვლით რომ რაღაცით უკმაყოფილო ექიმებს არასწორ ბრალდებებს უყენებ. პაციენტის ნალაპარაკევით ექიმზე მსჯელობა არ შეიძლება. მათ ხელმოწერილ დოკუმენტებში რა სწერია ისაა საქმე და არა ის, შენ რომ წაიკითხე და რა დასკვნა გამოიტანე...

ეხლა მე რომ მარადონასა და პელეს ფინტების განმეორება მომთხოვოს ვინმემ ფეხბურთის ნახვის შემდეგ, ხო აზრზე ხართ...

ჯერ იუნონაზე...

იუნონამ ბევრი ძალიან კარგი კადრი დაკარგა და მაგიერი არ შეუძენია ფაქტია და შეიძლება კიდევ დაკარგოს, პრავდოპადობნი ჭორი დამხვდა....

რაც შენ აღწერე უფრო ლაბორატორიას ეკუთვნის საყვედური, ვიდრე ექიმს. რაც შეეხება იმას, რომ ღუდუშაურის ლაბორატორიამ სხვა შედეგი აჩვენა – ეგენიც მყვანან რა ავტორიტეტები, მაგრამ ვინ იცის...

იუნონაში თუ სისხლისა და შარდის ანალიზები იუნონას მე–3 სამშობიაროს ბაზაზე რომ არის გულიკო, იმან გააკეთა, ეჭვის შეტანას არ ვაპირებ, მაგრამ თუ ჭავჭავაძის 60–ში რომ ლაბორატორიაა, იმან მაშინ ოოო, ცდომილება დასაშვებად მიმაჩნია.... იქ ავტომატური ანალიზატორები დადგეს და ის ანალიზატორები ზოგჯერ მიქარავენ. ვერ ისწავლა ამ ხალხმა რომ კვალიფიციური ადამიანი რობოტს სჯობია და როცა გყავს კვალიფიციური, იმას გასაქცევად საქმე არ უნდა გაუხადო და რობოტით არ უნდა შეცვალო. აქ, საქართველოში კვალიფიციური კადრი ჯერჯერობით რობოტზე უფრო იაფიცაა....

ასე რომ მოიტა ექიმის სახელი, გვარი, გამოკვლევების შედეგები იუნონასა და ღუდუშაურში, დანიშნული მკურნალობა და ვნახოთ, იქნებ რამე გავარკვიოთ....

თან აქ არავის დავიჭერთ, შენ გულს მოიფხან, სხვა კი გაფრთხილდება, თუ რა თქმა უნდა პოსტ ფაქტუმ სიმართლე გაირკვა...

მეორე მხრივ, თვითონვე ხედავ ღუდუშაურშიც რამხელები მიქარეს....

ღუდუშაურში, როგორც სხვა სახელმწიფო საავადმყოფოებში, ხშირად ამძიმებენ ისტორიას, აწყობთ. ერთბაშად რამდენიმე კურდღელს კლავენ:
1. მეტ ხარჯს აჩვენებენ პაციენტზე და მეტ ფინანსებს ჩამოწერენ,
2. თუ რაიმე მოხდა და პაციენტი დამძიმდა, თავი ქუდში აქვთ სანახევროდ. ა ბატონო, ამდენი რამე გავაკეთე და მეტი რა მექნა...

ეს იმასა ჰგავს, ვინც ინფექციურში ცხვირს შეყოფდა, ყველას C ჰეპატიტს რომ უწერდნენ. გახსოვთ...

მოკლედ ჭკუა ვერ ისწავლეს რა...

პოლიტიკურზე დაჭერილი სანტეხნიკებისა არ იყოს – ვსიუ სისტემუ ნადო მენიაც...

Posted by: kudracha 11 Nov 2006, 20:57
makvala
QUOTE
ნუ გეწყინება, მაგრამ თუ დეტალებს არ მოიტან, მაშინ ჩავთვლით რომ რაღაცით უკმაყოფილო ექიმებს არასწორ ბრალდებებს უყენებ.

დეტალებში რას გულისხმობ smile.gif
უკმაყოფილო ნამდვილად ვარ, ამაში გეთანხმები smile.gif არასწორი ბრალდება? რაში გამოიხატება? ან რაში მჭირდება? biggrin.gif მე ვთქვი, რომ ვერ გავიგე ჩემს შემთხევაში რომელი ტყუოდა, იუნონა თუ ღუდუშაური.... ფაქტია, რომ ორივეგან დაუდევრად მომექცნენ ...

QUOTE
ასე რომ მოიტა ექიმის სახელი, გვარი, გამოკვლევების შედეგები იუნონასა და ღუდუშაურში, დანიშნული მკურნალობა და ვნახოთ, იქნებ რამე გავარკვიოთ....

პირდაპირ ეთერში თავს შევიკავებ სახელების და გვარების გამოცხადებით smile.gif

QUOTE
იუნონაში თუ სისხლისა და შარდის ანალიზები იუნონას მე–3 სამშობიაროს ბაზაზე რომ არის გულიკო, იმან გააკეთა, ეჭვის შეტანას არ ვაპირებ, მაგრამ თუ ჭავჭავაძის 60–ში რომ ლაბორატორიაა, იმან მაშინ ოოო, ცდომილება დასაშვებად მიმაჩნია

ანალიზები არსად არ წაუღიათ, იქვე ლაბორატორიაში გააკეთეს. გემოგლობინი 58 მქონდა, როცა მეორე დღეს ღუდუშაურში 70 იყო.

არანაირად არ იყო სასიამოვნო ის ფაქტი, რომ ჯანმრთელი ადამიანი გამომკეტეს სამი დღე პალატაში, თან მანდ როგორი ციხის რეჟიმია, არავის უშვებდნენ ახლობეს + ამას ყოველ დღე რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს გარშემო, ან ვირაცა კვდებოდა ან ვირაცას უკვდებოდა ბავშვი და შენ პირადად ჩემზე უკეთ იცი, პათოლოგიური ფეხმძიმეების განყოფილებაში რა ამბები ტრიალებს, სრულიად შეშლილი გამოვედი იქ ნანახის და გაგონებულის მერე. რაში მჭირდებოდა ფსიქოლოგიური სტრესი?

Posted by: lala 11 Nov 2006, 21:07
მე იუნონაში გამიკეთეს ექოსკოპია მაგრამ ჯერ 1 თვის ფეხმძიმეც არვარ მგონი და არვიცი რაღაც პატარა ჩანს ნაყოფი ვიდრე უნდა იყოსო, 1კვირის მერე მოდიო, რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ არაფერი არ მაწუხებს და რავიცი ჯერ მაინც ადრე იყო მისვლა მგონი
მაინც როდის უნდა მივიდე ანალიზებზე და გინეკოლოგთან ჯერ 3-4 კვირის ვარ ალბათ

Posted by: kudracha 11 Nov 2006, 21:11
lala
QUOTE
მე იუნონაში გამიკეთეს ექოსკოპია მაგრამ ჯერ 1 თვის ფეხმძიმეც არვარ მგონი

თუ ბადრისთან გაიკეთე, მართლაც კარი სპეციალისტია up.gif

Posted by: lala 11 Nov 2006, 21:12
და რა ანალიზები და გამოკვლევებია თავიდან ჩასატარებელი , პირველი ფეხმძიმობაა და არვარ კარგად გარკვეული smile.gif

არა ჭელიძესთან ორთაჭალაში

Posted by: kudracha 11 Nov 2006, 21:14
lala
QUOTE
და რა ანალიზები და გამოკვლევებია თავიდან ჩასატარებელი , პირველი ფეხმძიმობაა და არვარ კარგად გარკვეული

ჯერ უნდა ნახო ექიმი და ის გადაწყვეტს, შენი მდგომარეობიდან გამომდინარე. ისე კი ალბათ დაგჭირდება, სისხლი, შარდი, ნაცხი... ეს პირველ ეტაპზე smile.gif

Posted by: makvala 11 Nov 2006, 22:09
kudracha

QUOTE
პირდაპირ ეთერში თავს შევიკავებ სახელების და გვარების გამოცხადებით


პირდაპირი ეთერი, თორე ერთბაშად არ გიცნოს ვინმემ და სახლში არ მოგივარდნენ...

აქ მაინც თქვი რა გაწუხებს, აქ ხომ უმეტესობა ანონიმურად ვართ. იქნებ შენ ცდები, იქნებ ის ექიმი მართლაც არ ვარგა და სხვა გაფრთხილდება...

თან თვითონაც აღნიშნავ, რომ ექოსკოპისტი ბადრი შარიქაძე იუნონაში კარგია. მართალი ხარ....

რადგან ექოზე ბადრისთან იყავი, ე.ი. ჭავჭავაძის 60–ში ყოფილხარ და ალბათ იქვე ჩააბარე ანალიზები, ასეა თუ არა?

აი მაგ ლაბორატორიაში კი სისულელეები არ არის გამორიცხული, ზემო პოსტშიც ავღნიშნე. ნეუჟელი შენც...

იუნონაში ეგ ავტომატიზირებულ ანალიზატორებზე აწყობილი ლაბორატორია აფრენს ხოლმე ხანდახან წყვილ–წყვილად...

lala

შემდეგი ექო დათო ყალიჩავასთან გაიკეთე, მანდვე, გვერდზე ოთახში, დამიჯერე...

Posted by: lala 13 Nov 2006, 09:03
makvala

da isev rusikostan agar mirchev? isev mastan vapirebdi misvlas

Posted by: Vanadisi7 13 Nov 2006, 13:08
გამარჯობათ გოგოებო,

მე ასეთი კითხვა მაქვს!
გლანდების ოპერაციის მერე დავრჩი ორსულად! შამწუხაროდ ორსულობა შეწყდა მე 4 კვირაზე და გამიკეტეს გამოფხეკა! გამონაფხეკი ჩავაბარე გამოსაკვლევად, მაგრამ მითხრეს რო არაფერი არ არისო!, ვირუსებზე ნამკურნალები ვიკავი ამიტომ ეგეც გამოვრიცხეთ, ანალიზები კველანარი ჩავაბარე რაც შეიძლებოდა მიზეზი ყოფილიყო! მაგრამ იქაც არაფერია! იქნებ ვინმეს შეემთხვა ასეთი რაგაცა და მიაგნო მიზეზს, ან კიდე იქნებ რამე იყოს რაც უნდა გამოვიკვლიო! გთხოვთ დამეხმაროთ

Posted by: makvala 13 Nov 2006, 16:07
lala

არ გირჩევ. დათო სჯობია, თან ბევრად

Vanadisi7

რა ანალიზები ჩააბარე და რა შედეგებია, მაგის გარეშე ვერაფერს გირჩევთ.

Posted by: Vanadisi7 13 Nov 2006, 17:49
ჩავაბარე კოაკულოგრამა, ანტიკარდიოლიპინური სხეულები,
Antibody to Phosphatidilserin (APS), TSH, Free T4, პროლაქტინი მაღალი მაქვს სულ ამიტომ ბრომკრიპტინს ვსვამ უკვე რამდენი ხანია!

Posted by: makvala 13 Nov 2006, 18:57
Vanadisi7

შედეგები სად არის?

ბრომკრიპტინს სვამდი ორსულობისას, თუ ორსულობა რომ დადგინდა შეწყვიტე?

Posted by: Vanadisi7 13 Nov 2006, 19:06
ბრომკრიპტინს ვსვამდი მანამდე სანამ ორსულობა დადგინდეოდა მერე შევწყვიტე! შედეგები ეხლა ხელთ არა მაკვს მაგრამ ჩემმ ექიმმა მითხრა რო ყველაფერი კარგიაო! შედეგები მეც გადავამაწმე ნორმებში იყო ყველა!

მერე მე ვიფიქრე რო გლანდების ოპერაციის ბრალი ხომ არ იყო! რადგან ჯერ 2-3 კვირა იყო გასული ოპერაციიდან, მაშინვე დავრჩი!

Posted by: lala 13 Nov 2006, 21:52
ხო აღარ ვაპირებ და ვაფშე ჯერ ადრეა მაინც მგონი ეხოზე მისვლა და 1-2 კვირის მერე მივალ კახა ტატიშვილთან , გადავწყვიტე

Posted by: L&L 14 Nov 2006, 12:07
Vanadisi7, makvala

ბოდიშით რომ თქვენს საუბარში ვიჭრებით.

გლანდების ოპერაციის ბრალი არ უნდა იყოს. რადგან ოპერაცია ორსულობამდე 2-3 კვირიტ ადრეა გაკეთებული.
თუ შეიძლება მოგვწერეთ, პირველი ორსულობა იყო თუ არა, დაგჭირდათ თუ არა სტიმულაცია ორსულობის დადგომამდე.
ასე მცირე ვადაზე შეწყვეტა შეიძლება ყვითელი სხეულის უკმარისობის ბრალიც იყოს, რაზეც გამოკვლევა არ გაქვთ ჩატარებული.

Posted by: Vanadisi7 14 Nov 2006, 12:23
არა საქმე აი როგორ იყო! აპრილსჰი გავიკეთე გლანდები! ციკლის მე 16 დგიდან დავიწყე დუფასტონი, რადგან უკვე ვიცოდი რო ყვითელი სხეულების ნაკლებობა მქონდა! ეგ იყო აპრილში, შემდეგ მაისში ისევ მე-16 დღიდან დავიწყე დუფასტონი და აღმოჩდა რომ ორსულად ვიყავი! ექიმმა დამინიშნა უტრაჟესტანი, ფოლიუმის მჟავა , და E ვიტამინი!, სამი კვირის რო ვიყავი მივედი ეხოზე რო გვენახა რა მდგომარეობა იყო! დამიდასტურეს ორსულობა, და ჩემმა ექიმმა მთხოვა რო 5 კვირის თავზე ისევ მივსულიყავი რო გულისცემა ენახათ! მაგრამ სანწუხაროდ გულისცემა არ ჰქონდა, სამგან მივედი ჯერ იუნონაში ბადრისთან, მაგი იყო პირველმა გული რო გამიხეთქა, მერე გურგენიძესთან, და ბოლოს სერგოსთან მათითაშვილთან! საბოლოოდ გამიკეთეს გამოფხეკა, კი პირველი ორსულობა იყო. სტიმულაცია არ დამჭირვებია! ეხლა გავიკეთე სტიმულაცია ოქტომბერში, კლოსტილბეგიტით, მერე პრეგნილი 5000ML, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ძაან მაშინებს! აბორტმა რამე ხომ არ დამიზიანა, ძაან მეშინიაsad.gif

Posted by: tu-tuna 14 Nov 2006, 15:06
tata-naka

ლიკა აბშილავა აღმოვაჩინე - ძაან კმაყოფილი ვარ...

Posted by: sho77 14 Nov 2006, 15:25
დოდო სიგუა ვინ იცის როგრია? მგონი ჩაჩავაში უნდა იყოს. ახლობელმა მირჩია მაგრამ თვითონაც ესე ვთქვათ ურჩიეს.

Posted by: Shо 14 Nov 2006, 15:26
QUOTE
კითხვა გინეკოლოგთან

sho77
spy.gif eek.gif givi.gif

Posted by: hekisime 14 Nov 2006, 20:28
ჩაჩავაში ყველაზე კარგია ფიქრია კამლაძე, თუ ღირს საერთოდ მანდ მისვლა, თორემ მე რომ პრობლემები მქონდა ორსულობისას ჩაჩავამ და კერძოდ ბევრისგან ნაქებმა ტატიშვილის ეხომ ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო და თავს უშველოო აბორტიაო (სამი თვის ვიყავი უკვე) დავიკიდე მაგათი ნათქვამი და დღეს 2 თვის ნიკოლოზი მყავს. ანუ ძაან ფრთხილობენ და თავს იზღვევენ როგორც შევატყვე და თუკი ოდნავი პრობლემაა რამე მკურნალობას კი არ გინიშნავენ ეგრევე აბორტიო. ყოველშემთხვევაში მე ეგრე დამემართა და....

Posted by: ikebana 14 Nov 2006, 23:43
makvala
იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია ორსულობა და ციკლამდე დარჩენილია რამდენიმე დღე, მიზანშეწონილია თუ არა სარკით გასინჯვა? ან ნაცხის აღება რამე საშიშროებას ხომ არ წარმოადგენს ორსულობის შემთხვევაში?

Posted by: makvala 15 Nov 2006, 00:25
Ikebana
QUOTE
იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია ორსულობა და ციკლამდე დარჩენილია რამდენიმე დღე, მიზანშეწონილია თუ არა სარკით გასინჯვა? ან ნაცხის აღება რამე საშიშროებას ხომ არ წარმოადგენს ორსულობის შემთხვევაში?


არანაირი პრობლემა არ არის

hekisine

ფიქრია კამლაძე – ნამდვილად კარგი არჩევანია, მე მგონი ერთ–ერთი მცირე რაოდენობა ნათელ წერტილთაგანია მანდ.

QUOTE
თუ ღირს საერთოდ მანდ მისვლა


უკვე მერამდენისაგან ვისმენ იგივეს აქაც და რეალშიც...

Vanadisi7

1. არასაკმაოდ პოსტავ დეტალებს! ანამნეზი პრაქტიკულად არ ვიცით. საჭიროა ვიცოდეთ, გათხოვებამდეც და შემდეგაც.
2. თუ ორსულობა გაზაფხულზე იყო, შენი პოსტიდან გაუგებარია რატომ დაგჭირდა სტიმულაცია და როდის გაკეთდა პრეგნილი. ფოლიკულის მონიტორინგი ხდებოდა თუ არა და ვის მიერ?
3. საერთოდ ვინ არის ექიმი, ვისი მეთვალყურეობის ქვეშ ხარ? დიდი ეჭვი მაქვს რომ ერთთან არ ჩერდები და არ აძლევ საშუალებას საქმე მიიყვანოს ბოლომდე.
4. ვიდრე სამმა ცნობილ ექოსკოპისტთან არ გადაიხადე სამმაგი, მხოლოდ ბადრი შარიქაძის დასკვნა შენთვის საკმარისი არ იყო? პირადად ჩემთვის საკმარისია და არასოდეს დაუღალატებია.

ასე რომ დამშვიდდი, შენ მე მგონი გინეკოლოგთან ერთად ფსიქოთერაპიაც გჭირდება.

Sho77
პმ–ზე გიპასუხე, მაგრამ \"SEND\"–ზე დაჭერისას, სერვერი დაეკიდა და არ ვიცი გამოვიდა თუ არა, თუ არ გამოვიდა, გამაგებინე, ახლა თავიდან აკრეფა მეზარება, მეძინება...


Posted by: tat 15 Nov 2006, 11:04
hekisime
QUOTE
ანუ ძაან ფრთხილობენ და თავს იზღვევენ როგორც შევატყვე და თუკი ოდნავი პრობლემაა რამე მკურნალობას კი არ გინიშნავენ ეგრევე აბორტიო. ყოველშემთხვევაში მე ეგრე დამემართა და....

მაგას ძაან ფრტხილობენ კი არა უპასუხისმგებლობა და არაეთიკური საქციელი ქვია!:
(makvala
ხშირად შევსწრებივარ კამათს წყლულთან დაკავშირებით-------ორნაირი მოწვაა არა? ყინულით და რაღაც სხვა-იქნებ ამიხსნა და გამარკვიო რომელი ჯობია, და მშობიარობის შემდეგ არის სიტუაცია რომ წულული გამქრალიყოს? ხო -ეროზია და წყლული სინონიმებია?smile.gif

Posted by: Vanadisi7 15 Nov 2006, 11:25
ფსიქოლოგი რა შუაშია, რატო მეუბნებით ეგეთ რაგაცას?

დავიწყებ თავიდან!

დავდივარ მაია ჯანელიძესთან უკვე 2 წელია! სანამ გავთხოვდებოდი მაშინ დავიწყე სიარული გამოკვლევებზე რო მზად ვყოფილიყავი გათხოვებისთვისაც და ორსულობისთვისაც!
გავთხოვდი იანვარში, მაგ დროისთვის მე უკვე ვიცოდი რო პროლაქტინი მაქვს მაღალი და ვსვამდი ბრომკრიპტინს! მაიამ აპრილში დამინიშნა დუფასტონი ციკლის 16 დგიდან, 10 დღე უნდა მესვა! და შემდგომ ციკლსჰი დავრჩი ორსულად, ანუ ეს იყო მაისში,

და როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე ორსულობა შეწყდა მეოთხე კვირაზე, ბადრისთან რო მივედი და ეგეთი რაგაცა მითხრა მაშინ გამოუცდელი ვიყავი და ჩემთვის ეს ძაან მოულოდნელი იყო, თან მაგ დროს ჩემი ექიმი საქართველოში არ იმყოფებოდა და მაგიტომ მივედი გურგენიძესთან რო ის რა პასუხს მეტყოდა! მან დამიბარა შემდგომ გამოკვლევაზე 1 კვირის მერე, ჩემი ექიმი რო ჩამოვიდა მუშაობს მედექსში ადრე იუნონაში იყო, მან შემიყვანა მათითაშვილთან (საღამოობით ეგეც მედექსშია), და მანაც იგივე მითხრა! აბორტი გამიკეტეს 27 ივნისს, და მიტხრეს რო მინიმუმ 3 თვე ორსულობა არ შეიძლებოდა, სექტემბერში რო მივედი ფოლიკულის მონიტორინგზე (მათითაშვილთან) იყო ციკლის 11 დღე და აღმოჩდა რომ ფოლიკულები არ არის არც ერთ საკვერცხეში, და მაგიტომ დამინიშნა ჯანელიძემ სტიმულაციო მომდევნო ციკლში (ოქტომბერში), დამინიშნა კლოსტილბეგიტი ციკლის მეორე დღიდან 5 დღის განმავლობაში, 8 დღეს მონიტორინგზე ნახეს რო მარჯვნეა საკვერცხეში იყო ერთი პოლიკული ზომიტ 11MM, დამიბარეს მე 12 დღეს, მაგ დროს უკვე იყო 18,5MM, და მითხრა ჯანელიძემ რომ მეორე დღეს გამეკეთებინა პრეგნილი 5000 (მე 13 დღე). 2 დღეში ფოლიკული გასკდა,
* * *
3. საერთოდ ვინ არის ექიმი, ვისი მეთვალყურეობის ქვეშ ხარ? დიდი ეჭვი მაქვს რომ ერთთან არ ჩერდები და არ აძლევ საშუალებას საქმე მიიყვანოს ბოლომდე.


დავდივარ მხოლოდ მაია ჯანელიძესთან და უკვე დიდი ხანია! სხვისკენ არც გამიხედია
მონიტორინგს მიკეთებს სერგო მათითაშვილი,

Posted by: khatunia 15 Nov 2006, 12:05
ფოლიუმის მჟავაზე მინდა გკითხოთ, რამდენად აუცილებელია მისი მიღება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში, ექიმმა ზეპირი კონსულტაციების შედეგად დამინიშნა, ანუ არ ჩამიბარებია ანალიზი, დაახლოებით ვარ 4 კვირის ფეხმძიმედ

Posted by: tamara:D 15 Nov 2006, 12:29
რა მაინტერესებს...საკვერცხეების ანთება რამდენად საშიშია? და რა სიმპტომები აქვს?

Posted by: only-u 15 Nov 2006, 12:39
makvala
QUOTE
დამშვიდდი, შენ მე მგონი გინეკოლოგთან ერთად ფსიქოთერაპიაც გჭირდება.

მაპატიეთ მაგრამ ესეთ რამეს მართლა რატომ ეუბნებით?
აბსოლიტურად უადგილოდ spy.gif

Posted by: tms 15 Nov 2006, 13:09
QUOTE (only-u @ 15 Nov 2006, 12:39 )
makvala
QUOTE
დამშვიდდი, შენ მე მგონი გინეკოლოგთან ერთად ფსიქოთერაპიაც გჭირდება.

მაპატიეთ მაგრამ ესეთ რამეს მართლა რატომ ეუბნებით?
აბსოლიტურად უადგილოდ spy.gif

მაყვალა, უკაცრავად შეკითხვაზედ და შენ შვილი გყავს ან ფეხმძიმედ ყოფილხარ? ექიმი რომ ხარ გასაგებია, მაგრამ ....

Posted by: Angelopulosi 15 Nov 2006, 13:14
tu-tuna
QUOTE
ლიკა აბშილავა აღმოვაჩინე - ძაან კმაყოფილი ვარ...

მეც მაგის პაციენტი ვარ smile.gif

Posted by: violet 15 Nov 2006, 13:17
makvala
ამ თემაში ცოტა ადრეც რამდენჯერმე იყო შემთხვევები როცა მართლა უსამართლოდ ადამიანებს არაკორექტულად პასუხობდით

თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება მარა კარგი ექიმობისთვის სხვა ბევრი რამეცაა საჭირო თუნდაც ელემენტარულად გულისხმიერება

smile.gif

Posted by: Angelopulosi 15 Nov 2006, 13:20
მიუხედავად იმისა, რომ მაყვალა ყველას გვეხმარება და პასუხის გაცემას არ იზარებს, ძალიან უტაქტოა.. sad.gif

პაციენტებსაც თუ ასე ელაპარაკები, წარმომიდგენია, რამდენი გყავს..

ექიმი მარტო დანიშნულების დასაწერად არ არის wink.gif

Posted by: tms 15 Nov 2006, 13:30
მე ვფიქრობ, აქ დასმული შეკითხვები პირველ რიგში იმ გინეკოლოგებს უკეთებს რეკლამას რომლებიც პასუხს იძლევიან, ისე ახლა წერა-კითხვაში რომ გინეკოლოგიური დახმარება არ ხდება ეგ პაციენტმაც იცის და გინეკოლოგმაც. და აქ გაცემული პასუხები უკვე იცის პაციენტების უმრაველსობამ საკუთარი გამოცდილებიდან. მაგრამ უბრალოდ ხან არის რომ გინდა იკითხო და თავიდ დაიმშვიდო და ასე შემდეგ.. სუფთა ადამიანური მომენტია

მე პირადად რეგულარულად მიწევს გინეკოლოგთან სიარული, ჩემი პრობლემები მაქვს, და გინეკოლოგმა რომ მითხრას ფსიქოთერაპევვტი გჭირდებაო, ვინ წავა ფსიქოთერაპევტთან ეგ კიდევ გასარკევი იქნება...

Posted by: ShadowCat 15 Nov 2006, 14:12
ნუ, ვიცი, რომ გავახურე ჩემი "წვეტიანი შეკითხვებით" მაგრამ მაინც -
შეიძლება თუ არა, ზღვაზე რამე "აიკიდო"? baby.gif
თავად ზღვაში (მისი მარილიანობის გათვალისწინებით) რომ ნაკლებად შესაძლებელია ეს, გასაგებია, მარა მითხრეს, თავად პლიაჟზე შეიძლება რამე აიკიდოო. რეალურია? spy.gif

და კიდევ: შეიძლება თუ არა გჭირდეს რამე (ნუ, სოკო, ვირუსი ან რამე ამდაგვარი) მაგრამ არაფერი არ გაწუხებდეს (ყველანაირი გაგებით) baby.gif

Posted by: SPC 15 Nov 2006, 18:00
მოკლედ ცოტა დავიბენი,,,,დღეს მითხრეს ანთებითი პროცესი გაქვსო...საკვერცხეების ანთება როგორც გავიგე...და საშვილოსნო ზომაში ოდნავ შემცირებული...თუმცა ისიც მითხრეს რომ არაფერი საშიში ისეთი არაა, იმკურნალო უნდაო ოღონდ...ნუ რასაკვირველია ვიმკურნალებ მაგრამ მე ყოველთვის ძალიან მეშინოდა ამ ანთების , ანუ შეიძლება ანთება იყოს იოლი ფორმის, და მკრუნალობიშ შემდეგ დაორსულების შანსები არ შეამციროს?


პს. და კიდევ მაინტერესებს , დავიწყე სიარული ქალტა კონსულტაციაში პეკინიზე მარჯვინ რომ ჩასახვევია იქ, ქუჩის სახელი არ ვიცი....ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება როგორია? გმადლობთ

Posted by: bochita 15 Nov 2006, 19:43
Breaky
2 დღეა რაც სამშობიაროდან გამომწერეს. შემეძინა პატარა მარიამიsmile.gif) გავიკეთე საკეისრო სპინალურით. . ოპერაციამ სულ სიცილ ხარხარით ჩაიარა.მერე გექნება ტკივილები ნაკერებზე ცოტა მაგრამ გამაყუჩებლებს გაგიკეთებენ. მეორე დღესვე გაყენებენ ფეხზე. მე ვიმშობიარე ქავთარაძეზე ბიბიდაში, ძალიან ყურადღებიანი პერსონალია. მიხარია რომ იქ გადავწყვიტე. დავარაშვილი საზღვარგარეთ იყო და თამაზ გოგოტიშვილმა გამიკეთა ოპერაცია. მაგარი პროფესიონალი და ადამიანია გადამყვნენ თან. ეხლაც დავდივარ გადახვევებზე, სპინალურს არანაირი უკუ ჩვენებები არ ჰქონია.


Posted by: violet 15 Nov 2006, 19:53
bochita
გილოოცავვ
ბედნიერი გოგო ყოფილიყოსsmile.gif შენ კი ბედნიერი დედა
2kiss.gif

Posted by: hekisime 15 Nov 2006, 21:14
bochita
გილოცავ დედობას, ჯანმრთელობას გისურვებთ ორივეს 2kiss.gif
მინდა გითხრა რომ ძააან გაგიმართლა რომ დავარაშვილი საზღვარგარეთ იყო მაგ პერიოდში, ახლა არ მოვყვები მაგრამ ჩემი მეგობარი დაღუპა მაგან ამ ზაფხულს ისეთი იაღლიშები დაემართა , მეც მაგასთან დავდიოდი და ეგ რომ გავიგე თAვი დავანებე.
ისე კი მეც სპინალურით გავაჩინე საკეისროთი და გეთAნხმები რომ ძაან მაგარი კომფორტია და ყველას ვურჩევ მეც.

Posted by: SPC 15 Nov 2006, 21:15
bochita

bis.gif bis.gif bis.gif alk.gif

Posted by: hekisime 15 Nov 2006, 21:19
SPC
QUOTE
პს. და კიდევ მაინტერესებს , დავიწყე სიარული ქალტა კონსულტაციაში პეკინიზე მარჯვინ რომ ჩასახვევია იქ, ქუჩის სახელი არ ვიცი....ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება როგორია? გმადლობთ

ერთხელ მეც მივედი, სახლთAნ ახლოსაა და მაგას დავხარბდი, ძაან უკმაყოფილო დავრჩი მომსახურეობის დონით, და საერთოდაც დონით. ექიმს კაბინეტში შვილიშვილი ყავდა სკოლიდან გამოყვანილი ფენოვან ხაჭაპურს ჭამდნენ, გაკვეთილებს უმოწმებდა და პარალელურად მე მეკითხებოდა რაღAცეებს. მეორე დღეს დამიბარეს და აღარც მივსულვარ. მერე სხვისგანაც გავიგე რომ იმ დონეზე არიან გამათხოვრებულები რომ 2 და 3 ლარისთვის დაგსდევენ და ხელებში გიყურებენ.
მაგას ჯობია ოფიციალურად გადავიხადო ვიზიტში 25 ლარი და ვიცოდე რომ სპეციალურად არ მტენიან რაღაცეებს რო ფული წამგლიჯონ. მოკლედ არ გირჩევ რა wink.gif

Posted by: SPC 15 Nov 2006, 21:21
QUOTE
მაგას ჯობია ოფიციალურად გადავიხადო ვიზიტში 25 ლარი და ვიცოდე რომ სპეციალურად არ მტენიან რაღაცეებს რო ფული წამგლიჯონ. მოკლედ არ გირჩევ რა

25 ლარი გადამახდევინეს ოფიციალურად ვიზიტისთვის მანდ, და + 5 - ც , მერე ექოც 20, მოკლედ უკვე 60 მივეცით....ცოტა ინტერიერი მეც არ მომეწონა და მაგიტომ ვიკითხე თუმცა ახლობელი კმაყოფილია მკურნალობით და აღარვიცი რა....
დიდი მადლობა შენ რომ მირჩიე

Posted by: hekisime 15 Nov 2006, 21:25
SPC
აქ ერთხელ შენიშვნა მომცეს რეკლამას ნუ უწევო მაგრამ მგონი მაგისთვის ვართ აქ რომ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და მოკლედ მე გირჩევ ნახალოვკაში პირველ სამშობიაროში მისვლას, ძაან კარგი ბაზა აქვთ და ყველანაერ გამოკვლევას აკეთებენ, თAნ უძლიერესი ეხო აქვთ, აპარატიც განსაკუთრებულია. ერთი მინუსია რომ შორსაა სასიარულოდ, ნუ ყოველშემთხვევაში ჩემგან wink.gif

Posted by: SPC 15 Nov 2006, 21:37
hekisime

QUOTE
აქ ერთხელ შენიშვნა მომცეს რეკლამას ნუ უწევო მაგრამ მგონი მაგისთვის ვართ აქ რომ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ

ნამდვილად!!!!


QUOTE
ერთი მინუსია რომ შორსაა სასიარულოდ, ნუ ყოველშემთხვევაში ჩემგან

smile.gif მე წერეთელზე ვცხოვრობ და ჩემგან ნახალოვკა და საბურთალო ერთი მანძილითაა დაშOრებული ასე რომ შეიძLება წასვლა...დიდი მადლობა

Posted by: makvala 16 Nov 2006, 09:58
ეუფ, ორი დღე ვერ შემოვედი და რა ამბავი ატეხილა...

tat
ეროზიის მოშორების რამდენიმე გზა არსებობს –კრიოდესტრუქცია, ელექტროთერმოკოაგულაცია, ლაზერი და ზემაღალი სიხშირის რადიოტალღებით. თბილისში პირველი ორი კეთდება.

Angelopulosi, violet, tms, only-u
ზრდილობა იმერლებს მოჰკითხეთ რა, კახეთში გრეხია. პაციენტების ფერება რეალშიც მეყოფა, აქა ცოტასა ვკახელობ ხოლმე გოო...

ფსიქოთერაპიას რაც შეეხება, თქვენი რეაქცია კარგად აჩვენებს საერთოდ საზოგადოების დონეს ფსიქოთერაპიასთან მიმართებაში. ადამიანი განერვიულებული ჩანს. ევროპაში და ამერიკაში ორსულების უმეტესობა ფსიქოთერაპევტის პაციენტია. აქ ჩვენთან ფსიქოთერაპევტის რჩევას შეურაცყოფად აღიქვამს ხალხი. თქვენც. მითუმეტეს გამოჩნდა თბილისში რამდენიმე კარგი ექიმი ამ მიმართულებით რომ მუშაობს. ხშირად ორი–სამი საუბარი სტრესს სერიოზულად ხსნის და არც ანტიდეპრესანტი აღარ არის საჭირო.

QUOTE
მე ვფიქრობ, აქ დასმული შეკითხვები პირველ რიგში იმ გინეკოლოგებს უკეთებს რეკლამას რომლებიც პასუხს იძლევიან, ისე ახლა წერა-კითხვაში რომ გინეკოლოგიური დახმარება არ ხდება ეგ პაციენტმაც იცის და გინეკოლოგმაც.


თუ ვინმეს ჰგონია რომ თვითრეკლამას ვეწევი, ძალიან სცდება – არის ფორუმზე ვინმე, რომ ჩემთან დავიბარე და ფული გადავახდევინე?

hekisime

პირველი სამშობიარო აღარ არსებობს. არსებობს მანანა შარაშიძის სამედიცინო ცენტრი...

ეხლა რაღაც დოზით რეკლამა ყველა რჩევაშია, მაგრამ ისე დაჟინებით აქებ მანანა შარაშიძის ცენტრს, მანდაური თანამშრომელი მგონიხარ....

მითუმეტეს უძლიერესი არც ექოა და არც ექოსკოპისტი. უძლიერესი აპარატი დავით ტატიშვილის ცენტრში დგას სიმენსის \\\\\\\"ანტარესია\\\\\\\", უძლიერესი ექოსკოპისტი კი გინეკოლოგიურ ექოში მუშაობს მედლაინში – სერგო მათითაშვილი. თუ ვცდები, დამისახელეთ უკეთესები...

მაგ სამშობიაროს უპირატესობა კი რეალურად მხოლოდ იმაში გამოიხატება რომ მანდ პოლისებით მოდის მშობიარობა. სამინისტრომ ერთი დრო მისცა ორსულს არჩევანის უფლება პოლისით მშობიარობისას, ეხლა ისევ ჩამოართვა და სამი სამშობიარო დატოვა. სამშობიაროების შერჩევა კი სწორედ რომ ჩაწყობით მოხდა და არა სხვანაირად.

ერთი მანდაურ პერსონალს ჰკითხე რამდენად კმაყოფილნი არიან ანაზღაურებით, ოღონდ არა როგორც პაციენტმა...

Vanadisi7

ფსიქოთერაპევტის რჩევას შეურაცყოფად ნუ მიიღებ, განერვიულებული ჩანხარ, დამშვიდდი 2kiss.gif

რადგან დეტალებს ვეღირსეთ აწი რა მოგვკლავს – ჯერჯერობით ყველაფერი სწორად ტარდება, რას იზამ, უშვილობის მკურნალობა ხანგრძლივია. ძვირიც. სამწუხაროდ....

გლანდები ნამდვილად არაფერ შუაშია, ეს უკვე სხვამაც გითხრა, ბრომკრიპტინიც დროზე შეწყდა, დიუფასტონიც სწორი იყო. ხედავ პრეგნილიც ფოლიკულის მონიტორინგის გარეშე არ გაკეთებულა...

აბორტის შემდეგ მკურნალობა იქნებოდა დანიშნული და ექოც გაკეთებული, მაგაზე არაფერს ამბობ...

ეხლა ერთჯერადი სტიმულაცია რომ შველოდეს საქმეს, უშვილობის პრობლემა გადაჭრილი იქნებოდა, მაგრამ არ არის მასე...

ჯერჯერობით რაც გაკეთდა, პრაქტიკულად ვერაფერს შევცვლიდი...

რადგან მოშლა მოხდა, თან ყვითელი სხეულის ნაკლებობაზეა მაინც საუბარი და დიუფასტონიც დაინიშნა, მე შემდეგი ორსულობის დასაწყისშივე გავაკეთებდი HCG, Estriol, Progesterone ანალიზებს...

სერგო და მაია – კარგი ექიმების ხელში ხარ, მიჰყევი ბოლომდე...

Posted by: Angelopulosi 16 Nov 2006, 10:07
makvala
QUOTE
ზრდილობა იმერლებს მოჰკითხეთ რა, კახეთში გრეხია. პაციენტების ფერება რეალშიც მეყოფა, აქა ცოტასა ვკახელობ ხოლმე გოო...

ფსიქოთერაპიას რაც შეეხება, თქვენი რეაქცია კარგად აჩვენებს საერთოდ საზოგადოების დონეს ფსიქოთერაპიასთან მიმართებაში. ადამიანი განერვიულებული ჩანს. ევროპაში და ამერიკაში ორსულების უმეტესობა ფსიქოთერაპევტის პაციენტია. აქ ჩვენთან ფსიქოთერაპევტის რჩევას შეურაცყოფად აღიქვამს ხალხი. თქვენც. მითუმეტეს გამოჩნდა თბილისში რამდენიმე კარგი ექიმი ამ მიმართულებით რომ მუშაობს. ხშირად ორი–სამი საუბარი სტრესს სერიოზულად ხსნის და არც ანტიდეპრესანტი აღარ არის საჭირო.

არ ვაპირებ კამათს, მაგრამ ერთს გეტყვი.
მეც კახელი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს პირდაპირობა. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ტაქტი და კახელობა ერთმანეთს არ გამორიცხავს.. კახელობა მართლა ტლინკების ყრა კი არ არის!

მეორეც, აშკარა იყო, საით უკაკუნებდი და თუ მართლა ფსიქოლოგი სჭირდება აღნიშნულ უზერს, ასეთი ფორმით არ შესთავაზებდი wink.gif

რეალში გეყოფა პაციენტების ფერება, რას ნიშნავს? გაძალებს ვინმე? თუ არ მოგწონს, დაჯექი სახლში.


ეეეჰ user.gif

Posted by: makvala 16 Nov 2006, 10:56
Angelopulosi

QUOTE
არ ვაპირებ კამათს,

და მაინც კამათობ...

QUOTE
კახელობა მართლა ტლინკების ყრა კი არ არის!

აი შენ კახელობაში ცოტა ეჭვი მეპარება, რადგან იუმორის გრძნობა არ გაქვს...

QUOTE
მეორეც, აშკარა იყო, საით უკაკუნებდი და თუ მართლა ფსიქოლოგი სჭირდება აღნიშნულ უზერს, ასეთი ფორმით არ შესთავაზებდი

მაინც საით ვუკაკუნებდი???

QUOTE
რეალში გეყოფა პაციენტების ფერება, რას ნიშნავს? გაძალებს ვინმე? თუ არ მოგწონს, დაჯექი სახლში.

შენ შენს საქმეებს მიხედე და მე სად დავჯდები შენი საქმე არ არის...

QUOTE
ეეეჰ

ნამდვილად...




Posted by: Vanadisi7 16 Nov 2006, 11:27
აბორტის შემდეგ მკურნალობა იქნებოდა დანიშნული და ექოც გაკეთებული, მაგაზე არაფერს ამბობ

არანაირი მკურნალობა არ დანიშნულა!, მანამდე რო დავპოსტე ანტისხეულებზე და კოაკულოგრამაზე ეგენი რახან კარგი პასუხები იყო მკუტრნალობა აღარ დამინიშნა
უბრალოდ დუფასტონს ვაგრძელებდი ყოველ ციკლზე
* * *
რადგან მოშლა მოხდა, თან ყვითელი სხეულის ნაკლებობაზეა მაინც საუბარი და დიუფასტონიც დაინიშნა, მე შემდეგი ორსულობის დასაწყისშივე გავაკეთებდი HCG, Estriol, Progesterone ანალიზებს...

eseigi orsulobis pirvelive kvirebSi?
* * *
ეხლა ერთჯერადი სტიმულაცია რომ შველოდეს საქმეს, უშვილობის პრობლემა გადაჭრილი იქნებოდა, მაგრამ არ არის მასე...


უშვილო არა ვარ პირველად რო დავორსულდი თითქმის ყველაფრის გარეშე, მარტო დუფასტონს ვსვამდი

Posted by: tata-naka 16 Nov 2006, 13:50
makvala
დათოს ცენტრში ვიყავი, უბრალოდ ნაუგად მივედი ვინმე ბესოსთან მოვხვდი და მეორეჯერ აღარ წავალი იქ, თუმცა გამოკვლევების ჩატარებას მაინც მანდ ვაპირებ.
თვითონ ექიმით ძალიან უკმაყოფილო დავჩი

Posted by: Portugal 16 Nov 2006, 13:54
და აი მაყვალა ისევ გამოვლინდა.

აბა მე რომ რას ვიძახი,მარა ტანკე სულ ბალიშებით მორბის რომ მაყვალას გადაეფაროს!!!


Posted by: SPC 16 Nov 2006, 15:04
თუ შეიძLება ამიხსენით რას ნიშნავს სტიმულაცია და რა შემთხვევაშI გამოიყენება, ვის სჭირდება ის?

Posted by: tms 16 Nov 2006, 15:51
SPC
აკეთებენ ხოლმე ფოლიკულების ზრდის სტიმულაციას., როდესაც ბუნებრივად არ ხდება. ანუ უნიშნავენ ჰორმონალურ თერაპიას უშვილობის შემთხვევაში.(სიტყვა უშვილობამ არ შეგაშინოს, 1 წლის განმავლობაში თუ არ მოხდა დაფეხმძიმება უკვე ლაპარაკობენ უშვილობაზე უფრო ზუსტად პირველეად სტერილიზაციაზე) ფოლიკულების სტიმულაციას ახდენენ პურეგონეით ან მენოგონით, დე მერე ოვულაცია რომ მოხდეს უკეტებენ ხორიგონს. (HCG) მერე უკვე რას გააკეთებენ ეს უკვე თერაპიაზეა დამოკიდებული ..
მე რიგითი პაციენტი ვარ და დანარჩენს გინეკოლოგები გეტყვიან

თუ გაინტერესებს შემიძლია უფრო დაწვრილებითაც გითხრაsmile.gif

Posted by: Breaky 16 Nov 2006, 16:12
bochita
გილოცავ მთელი სულითა და გულით!!!! 2kiss.gif
გისურვებთ ორივეს ჯანმრთელობას და ბევრ, ბევრ სიხარულს.

ბიბიდაში ალბათ ირაკლი ღელაღუტაშვილმა გაგიკეთა ანესთეზია. უძლიერესი სპეციალისტია. მეც პირველი
რომ გავაჩინე, მაგან გამიკეთა, ოღონდ ზოგადი ნარკოზი. მაშინ ასარჩევად არ მქონდა საქმე, ვიღუპებოდით
მეც და ბავშვიც.

QUOTE
მერე გექნება ტკივილები ნაკერებზე ცოტა მაგრამ გამაყუჩებლებს გაგიკეთებენ. მეორე დღესვე გაყენებენ ფეხზე.

ეგ ნებისმიერი ანესთეზიის შემთხვევაში ეგრეა. მე იმ დღესვე დამაყენეს ფეხზე, ერთი დღეც არ მაცალეს smile.gif

QUOTE
ოპერაციამ სულ სიცილ ხარხარით ჩაიარა

აი სწორედ ეგ მინდა მეც, რომ გათიშულს კი არ მეძინოს, არამედ უშუალო მონაწილე ვიყო ყველაფრის.

QUOTE
სპინალურს არანაირი უკუ ჩვენებები არ ჰქონია.

ძალიან კარგი. მოკლედ, ჯერ ორსულადაც არ ვარ, მარა მგონი მყარად გადავწყვიტე, რომ საერთო ნარკოზი
აღარ მინდა smile.gif

დიდი მადლობა, რომ სამშობიაროდან 2 დღის გამოსულმა გულთან მიიტანე ჩემი კითხვა და შენი გამოცდილება
გამიზიარე 2kiss.gif

Posted by: bochita 16 Nov 2006, 16:16
ყველას დიდი მადლობა მოლოცისთვისsmile.gif

Posted by: makvala 16 Nov 2006, 16:44
SPC

საკვერცხეების სტიმულაციას ხშირად მიმართავენ უნაყოფობის დროს,


bochita

გილოცავ ჯანმრთელ ბაიას

tata-naka
ბესო ტყეშელაშვილთან იყავი? რატომ გაგანაწყენა, ძველი პოსტი არ მახსოვს?

Vanadisi7

კი, ორსულობის ფაქტი დადგინდება თუ არა, მაშინვე. თუ პრობლემა იქნა, მკურნალობის შემდეგ შეიძლება განმეორებაც გახდეს საჭირო. მაგათ თანაფარდობას აქვს მნიშვნელობა. მაგას შენი ექიმებიც გეტყვიან ალბათ. ცოტა ძვირი კია სამივე ჰორმონი ერთად...

Posted by: Princess 16 Nov 2006, 16:45
bochita
გილოცავ smile.gif ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს

Posted by: sho77 16 Nov 2006, 16:52
makvala

სოკოს სრული განკურნება შესაძლებელია? ერთმა ახლობელმა 4 ჯერ იმკურნალა და მაინც გაუმეორა.. რითი იმკურნალოს აღარ იცის... :-P რას ურჩევდი?

Posted by: ShadowCat 16 Nov 2006, 17:03
აუ, ჩემი წვეტიანი შეკითხვები რატომ დამიიგნორეთ? user.gif

Posted by: SPC 16 Nov 2006, 17:05
tms
makvala
გმადლობთ


QUOTE
თუ გაინტერესებს შემიძლია უფრო დაწვრილებითაც გითხრა

ეტაპზე რაც მაინტერესებდა გავიგე უკვე 2kiss.gif

Posted by: Breaky 16 Nov 2006, 17:44
QUOTE
სოკოს სრული განკურნება შესაძლებელია? ერთმა ახლობელმა 4 ჯერ იმკურნალა და მაინც გაუმეორა.. რითი იმკურნალოს აღარ იცის... :-P რას ურჩევდი?

მეც ზუსტად ეგრე ვარ..... sad.gif
ჩაწყნარდება, მერე გამწვავდება, ჩაწყნარდება, გამწვავდება... დავიტანჯე ამდენი ფულის ყრით.
ნუთუ არ არსებობს რამე ძლიერმოქმედი საშუალება, რომ ერთხელ და საბოლოოდ მოაცილოს და
არ მეშინოდეს ყოველი ანტიბიოტიკის მიღების ან ზღვაზე წასვლის მერე და არ დავრბოდე ექიმთან.
ეგეც სიმსივნე ხომ არაა vik.gif


Posted by: tms 16 Nov 2006, 17:49
რა მაინტერესებს იცით? ჰორმონალური პრეპარატების (უნაყოფობის დროს) ფასი თბილისში. და ხან რატომ არის რომ გინეკოლოგი უნიშნავს პრეპარატს რომელიც არ არის თბილისში? ..ვიცი სისულელეს ვკითხულობ მაგრამ ჩემი არეული ჰორმონების ბრალია და ამიტანეთsmile.gif

Posted by: makvala 16 Nov 2006, 22:13
ShadowCat

არ დავაიგნორე, გამომრჩა. ზღვაზე ინფექციის შანსი მართლაც დიდია, არც ისე საქმე, როგორც სანიტარული სამსახურები ხატავენ...

ამ მხრივ მთის მდინარეები გაცილებით უკეთესია...

სოკოს კი რაც შეეხება, რეციდივები იცის და მაგარი მაზალოა...

ხალხნო, გრიპს რომ მოიხდით წელს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გაისად აღარ გახდებით ავად...

რეციდივები გასაკვირი არ არის. უბრალოდ მისი შანსი რომ შემცირდეს, საჭიროა:

1. მიიყვანოთ მკურნალობა ბოლომდე
2. ყოველი ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის დროს დაინიშნოს მიკოსტატიკებიც. ანტიბიოტიკები ანადგურებს ნორმალურ მიკროფლორას საშოში და ამის შემდეგ ჯეჯილობს სოკო.
3. ყურადღება მიექცეს საშოს მიკროფლორას. ზოგჯერ მისი აღდგენისათვის საჭიროა ლაქტობაქტერიების პრეპარატები.

ჰო მართლა, ზოგიერთს აქვს ცუდი ჩვევა – საშოს შიგნიდან იბანს, თან საპნით. არავითარ შემთხვევაში!

tms
ფასები სიმართლე გითხრა ზეპირად და ზუსტად არც ვიცი, მხოლოდ დაახლოებით. თან სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვაა. რა გაინტერესებს? რაც შეეხება იმას, რომ ექიმები ზოგჯერ აფთიაქში არარსებულ წამალს ნიშნავენ, რა ქნან, თუ მეტი გამოსავალი არ არის? აქ რას დაარეგისტრირებს წამლის სააგენტო, ვის შეუძლია პროგნოზი გააკეთოს? ბევრ პრეპარატზე იმპორტიორებს არც უღირთ სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა, რადგან იშვიათად არის საჭირო. აქ თემაც იყო პსპ და წამლის სააგენტოზე, მაგრამ ავერსის და პსპ–ს თანამშრომლების შპილკაობად იქცა. მე კი დავწერე რომ ეგ არ არის მნიშვნელოვანი მეთქი და რაც მნიშვნელოვანი იყო მივუთითე, მაგრამ სერიოზული განხილვა არ მოჰყოლია. რეალურად სერიოზული თემები აქ ვერ იხილება, ამ მხრივ რუსული და ფირმა ფორუმების ძალიან მშურს...

L&L

სად დაიკარგეთ? მართლა, ერთი რამე მინდა გკითხოთ – თქვენთან სისხლის საერთო მართლა 15 ლარი გახდა? გუშინ ერთი პაციენტი იყო და მობრუნდა მაგის გამო და პოლიკლინიკაში გაიკეთა სამ ლარად. იმ ანალიზში არც ტრომბოციტები იყო მითითებული და სიცხიან ავადმყოფზე 4 ედს–ი ეწერა, ამიტომ მაინც სხვაგან გავუშვი გადასამეორებლად. ის ცოტა დაბნეული ქალია და არ გამოვრიცხავ, რომ შეშლოდა, მაგრამ მენეჯერი ხომ არ მაიმუნობს?

ადრე 8 იყო მასე ვიცოდი, საიტზეც 8 გიწერიათ, მაგრამ თუ 15 გახადეთ, მაშინ საიტზეც ასახეთ, და თუ ვინმე 15 ლარს იხდის სისხლის საერთოში, ყოჩაღ თქვენ ადმინისტრაციას. ციტოს დაწევა ხომ არ გადაწყვიტეთ?

Posted by: lizikoliziko 16 Nov 2006, 23:54
mainteresebs mec maqvs sokovani daavadeba da var fexmZimed, arsebobs tu ara raime sashishroeba? qavili mawuxebs drodadro sashinlad ... mainteresebs raime sashishroeba xom ar iqneba nayopze?

Posted by: ladushka 17 Nov 2006, 00:00
ეგეთი კითხვა!
მოკლედ ისე მოხდა რომ შეიძლება ჩემ მეგობარ გოგოს გაუჩდეს ბავშვი..)))
წინასწარ არაფერს ვიტყვი დაველოდები ციკლს..ამ კვირაში უნდა იყოს უკვე,,

მაგრამ გაუჩნდა ეგეთი სიმპტომები..
წონა მოიმატა!
მკერდი რაგაც უცნაურად გაუმაგრდა და გაეზარდა..
და აქ გულისრევები..

გულისრევები კაი..
მკერდის გამაგრება რამ შეიძლება გამოიწვიოს??

Posted by: lovefool 17 Nov 2006, 03:38
რამდენჯერ ვიკითხე და არავინ არ მწერს პასუხს sad.gif(( კონტრაცეპტივი Yasmin თუ იყიდება თბილისსში???
გთხოვთ მითხარით რა cry.gif

Posted by: L&L 17 Nov 2006, 11:00
makvala

ქ-ნო მაყვალა, ლია და ლელა არ ჩანან, რადგან ლელა გავათხოვეთ, 12-ში ჰქონდა ქორწილი, ორი კვირა არ იქნება. ლია კი ორის მაგიერ მუშაობს და პრაქტიკულად არ სცალია, თქვენი დაწერილი წავუკითხე, გაიცინა და სამანიპულაციოში წავიდა კოლპოსკოპიის გასაკეთებლად.
ფასს რაც შეეხება, გარწმუნებთ არაფერი შეცვლილა. სისხლის საერთო ნამდვილად 8 ლარი ღირს. 15 ღირს სისხლის საერთო და შარდის საერთო ორივე ერთად. შეიძლება ეს იგულისხმა პაციენტმა. ზოგჯერ პაციენტები მოდიან მხოლოდ ფასების გასაგებად. ჩვენ მათ პრაის-ლისტს ვაჩვენებთ, მაგრამ რა დასკვნა გამოიტანეს, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. პრაისი კიდევ ერთხელ გადავამოწმე, შეცდომა არ არის. ასე რომ პაციენტმა რაღაც ვერ გაიგო.
მე გახლავართ ეთერ ბარაბაძე, კლინიკის მენეჯერი, თქვენი წერილის წაკითხვისას ცოტა კი გავბრაზდი, მაგრამ თქვენზე არა, პაციენტზე. თქვენ გმადლობთ რომ ამბავი ასე მაინც გაგვაგებინეთ.
ლიას სახლში კომპიუტერი არ აქვს, თორემ საღამოს მაინც შემოვიდოდა შეკითხვებზე პასუხების გასაცემად.

Posted by: likato 17 Nov 2006, 11:15
მოქმედებს თუ არა გრიპი ნაყოფზე და თუ მოქმედებს რა ზიანის მოტანა შეუზლია ნაყოფისთვის?წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: Breaky 17 Nov 2006, 11:41
likato
QUOTE
მოქმედებს თუ არა გრიპი ნაყოფზე და თუ მოქმედებს რა ზიანის მოტანა შეუზლია ნაყოფისთვის?

გინეკოლოგი არ ვარ, მაგრამ თავს უფლებას მივცემ ამ კითხვას ვუპასუხო, რადგან საკამო გამოცდილება მაქვს ამ
საკითხთან დაკავშირებით.
გრიპი ნამდვილად მოქმედებს ნაყოფზე და საკმაოდ ცუდადაც მოქმედებს. პირველ ტრიმესტრში თუ დაემართა
ორსულს, შეიძლება კატასტროფულადაც დასრულდეს, ან დაიღუპოს ნაყოფი, ან სერიოზული დეფექტებით
დაიბადოს. მეორე და მესამე ტრიმესტრში კი მგონი უკეთესადაა საქმე, რადგან პლაცენტა უკვე ჩამოყალიბებულია
და ასე თუ ისე იცავს ნაყოფს. გრიპის მერე აუცილებლად უნდა გაკეთდეს და გადამოწმდეს ყველა ანალიზი,
როგორც ვირუსებზე, ასევე კოაგულოგრამაც.

Posted by: makvala 18 Nov 2006, 09:16
Breaky

ყოჩაღ...

შენ სალიცენზიოსაც ჩააბარებ, ოღონდ დანიშნულებების მიცემა დისტანციურად არ დაიწყო, კარგი?

არ ვხუმრობ...

lol.gif lol.gif

ladushka

თუ მენსტრუაციას ჯერ არ დაუგვიანია, ორსულობის სიმპტომებზე ლაპარაკიც ზედმეტია

წონა მოიმატა შეიძლება მართლაც მოიმატა...

გულისრევები აქვს? ეს ორსულობის ტოქსიკოზი ჯერ არ არის, სხვა მიზეზი მოძებნეთ,..

მკერდის გამაგრება–დარბილება პერიოდულად ციკლურად ხდება. ციკლის მე–9 დღეს ყველაზე უფრო რბილია და მამოლოგები სწორედ ამ დღეს ურჩევენ ქალებს მკერდის თვითგასინჯვისათვის არასასურველი წარმონაქმნების გამოსავლენად.

ასე რომ დაელოდეთ მენსტრუაციის სავარაუდო დღეს, თუ მოხდა გადაცდენა 3–4 დღით, გაიკეთოს ორსულობის ტესტი. თუ ტესტი დადებითი იქნა, მაშინ აუცილებლად ვაგინალური ექო, რომ დადგინდეს სანაყოფე პარკი საშვილოსნოს ღრუშია თუ არა. ეს უკანასკნელი აუცილებელია, რადგან გარე ორსულობებმა ძალიან იმატა...

L&L

ქ–ნო ეთერ, პაციენტს ძალიან იშვიათად მოაქვს სწორად ექიმამდე სხვა ექიმის ნათქვამი, როგორც ჩანს მართლაც გაფუჭებული ტელეფონია, სორი...

ლელას გაბედნიერება ძალიან გამეხარდა, არ ვიცოდი თუ ეს იყო თქვენი არყოფნის მიზეზი, იმედია რომ ჩამოვა გამოჩნდებით და ზოგს თქვენ გასცემთ პასუხს, თორემ შეკითხვები ბევრია...

Posted by: SPC 18 Nov 2006, 10:48
კიდევ ერთი შეკითხვა ...საშვილოსნო მაქვს ცოტათი ზომაში დაპატარავებული....ექომ აჩვენა...ექიმმა ნუ ეხლა ინფანტილური საშვილოსნო არ არის მაგრამ შეიძლება მაინც რაღაც ჰორმონები სადჭირდესო, და მე ეხლა რა მიკვირს....ზუსტად 10 თვის წინ და მანადეც ექოზე მქონდა აბსოლუტურად ნორმალური ზომის და განვითარების საშვილოსნო....რას შეიძლება ესე ათ თვეში გამოეწვია ზომის შემცირება არ მესმის...ცოტა ანთებითი პროცესის მაქვს , შეიძლება მაგან?....

Posted by: ladushka 18 Nov 2006, 16:03
makvala
მადლობა
მაგრამ რა მომენტია იცი...
ციკლი აქ არეული გოგოს..და არ ვიცით როდის ველოდოთ!(((
და კიდევ..რამე საშვალება არის აბორტის გარდა მოცემულ პერიოდში?

Posted by: ტანკე 18 Nov 2006, 16:44
QUOTE (Portugal @ 16 Nov 2006, 12:54 )
და აი მაყვალა ისევ გამოვლინდა.

აბა მე რომ რას ვიძახი,მარა ტანკე სულ ბალიშებით მორბის რომ მაყვალას გადაეფაროს!!!

დასკვნაა დაცემა!
უბრალოდ პროფ.მედიკოსებს ვუფრთხილდები ამ განყოფილებაში.თუ შემოდიოდი აქ 1 წლის წინ ალბათ გეცოდინება 4ა სიტუაციაც იყო და აბანოს ფილიალი რომ იყო ეს განყოფილება.
ვსო მოვრჩით ოფიზმს smile.gif

Posted by: Breaky 18 Nov 2006, 21:44
QUOTE
ყოჩაღ...

შენ სალიცენზიოსაც ჩააბარებ, ოღონდ დანიშნულებების მიცემა დისტანციურად არ დაიწყო, კარგი?


არანაირად არ ვაპირებ დანიშნულების მიცემას biggrin.gif
უბრალოდ, საკუთარ თავზე და ბავშვზე მაქვს გამოცდილი გრიპი პირველ ტრიმესტრში და ვიცი, რა საშინელებაცაა
და რა რეზულტატიც მოგვცა, მტერს არ ვუსურვებ, რაც მე დამემართა. ამიტომაც ვარ გათვითცნობიერებული
მაგ საკითხში და გრიპის მეშინია ისე, როგორც არაფრის.

Posted by: makvala 19 Nov 2006, 00:50
ladushka

ოო, როგორც ვხვდები ბავშვი არასასურველია...

ამ დროს აბორტი საშუალება არ არის, აბორტი სასჯელია საკუთარი უპასუხისმგებლობისათვის. ორივესთვის. თავდაცვის საშუალებები უამრავია და არჩევანი დიდი. მანამდე უნდა გეფიქრათ, ან დაუყოვნებლივ მიგემართათ გინეკოლოგისათვის, არსებობს პოსტინორი ბოლოს და ბოლოს...

რადგან ციკლი არეულია, მაშინ კავშირიდან სამ კვირაში გაიკეთოს ორსულობის ტესტი და თუ დადებითი აჩვენა, შემდეგ ვაგინალური ექო. თუ უარყოფითი იქნა, კიდევ ერთ კვირაში გადაიმეოროს ტესტი.

ნახეთ:

www.noabort.net

SPC

მეტ დეტალებს თუ მოიწერები, კარგს იზამ, რა ხდებოდა წინა ექოებზე, ვისთან იღებდი, რატომ, ეხლა ვისთან გადაიღე, ასაკი, რა პრეპარატებს იღებდი ამ პერიოდში...

საშვილოსნოს ზომების ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დარღვევებმა, სამკურნალო საშუალებებმა, მაგრამ თბილისში არ არის გამორიცხული ექოსკოპისტის ან დაუკალიბრებელი ექოს აპარატის ცდომილებაც....

Breaky

სორი, ვიცი რომ ბევრი ქალი გინეკოლოგიურ პრობლემებში ერკვევა, როცა რაიმე უსიამოვნებას გადაიტანს, სამწუხაროა. გითანაგრძნობ...

ხშირად ამაში ექიმებიც ვცოდავთ, როცა პაციენტი ჩვენგან ქმედით დახმარებას ვერ იღებს, თვითონ იწყებს წიგნების კითხვას და ინტერნეტის ქექვას...

ზოგჯერ სიტუაცია გამოუვალია, ზოგჯერ კი ექიმების არაკვალიფიციურობა უბიძგებს ადამიანს გამოსავალი თვითონ ეძებოს...

მიუხედავად ამისა, თვითმკურნალობა და სამედიცინო რჩევების მიცემა არ არის სწორი. მართალია ახლა შენ არავისთვის დანიშნულება არ მიგიცია, რაც განუმარტე ყველაფერი სწორი იყო, მაგრამ მაინც...

წიგნის წაკითხვა და ცოდნა ზედმეტი არასოდეს არის, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება - სამედიცინო ცოდნა გამოიყენეთ კვალიფიციური ექიმის არჩევისათვის...

Posted by: lizikoliziko 19 Nov 2006, 11:21
მაქვს სოკოვანი დაავადება და ვარ ფეხმძიმედ, შეიძლება რაიმე დაუზიანოს ამან ნაყოფს ? და რა საშიშროებაა მოსალოდნელი?


Prankster: "abg --> აბგ" გამოიყენე პოსტის აკრეფისასsmile.gif

Posted by: ShadowCat 20 Nov 2006, 03:06
lovefool
QUOTE
რამდენჯერ ვიკითხე და არავინ არ მწერს პასუხს (( კონტრაცეპტივი Yasmin თუ იყიდება თბილისსში???
გთხოვთ მითხარით რა

დარეკე PSP-ს ან ავერსის აფთიაქში და იკითხე (ნუ, თუ ბაზის ნომერს გაიგებ, ყველაზე ნაღდია, თუ არა და, სისტმაში შეუძლიათ ნახვა და იმის თქმა, თუ რომელ კონკრეტულ ფილიალს აქვს) boli.gif

makvala
მადლობა პასუხისათვის და კიდევ - მივასალმები "ანტიაბორტულ" მოძრაობას biggrin.gif

Posted by: tata-naka 20 Nov 2006, 10:34
makvala
არა არ გამანაწყენა, უბრალოდ ბევრი ისაუბრა ვოკრუგ და ოკოლო, და მერე რომ მემშვიდობებოდა კი მაგრამ და რა კონკრეტული ჩივილითაც მოვედი იმას რა უყო თქო, ნუ ხო მაშინო და ჩამომიწერა წამლები.
უბრალოდ ადამიანი კონკრეტული რაღაც ჩივილით რომ მოდის ჯერ იმაყე ესაუბრე და მერე თU რა საშინელებბა ფასტ ფუდი და კოკა კოლა და რომ ზველა უბედურება ქალს მაგისგან აქვსsmile.gif
კოაგოლოგრამა , ექო და მითუმეტეს ძუძუს ეხო ამ შემთხევევაში არაფერს მომცემდა როცა მიჭირს, მეორეა რომ ეგ გამოკვლევები ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს

Posted by: L&L 20 Nov 2006, 12:09
lizikoliziko

სოკოს მკურნალობა ორსულობისას აუცილებელია, თუმცა პრეპარატის არჩევა დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე.

აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, რომელიც თქვენზე მეთვალყურეობას აწარმოებს


Posted by: Breaky 20 Nov 2006, 19:50
სად კეთდება ყველაზე სანდო ანალიზი ვირუსებზე ნაცხით? და დაახლოებით რა ღირს?

Posted by: ShadowCat 20 Nov 2006, 20:25
ვირუსებზე კი არა, ზოგადად სად მივიდე ან ვისთან, შეგიძლიათ მირჩიოთ? (პროფილაქტიკის მიზნით).
არაფერი მაწუხებს და მაგიტომ უფრო მეშინია, "შემთხვევით" არაფერი "აღმომიჩინონ". boli.gif

Posted by: L&L 21 Nov 2006, 11:04
Breaky

თუ შეიძლება დააზუსტეთ რომელი ვირუსები გაინტერესებთ. ნაცხით ვირუსებზე ანალიზი კეთდება ან ექსპრე-ტესტებით, რომელიც ხშირად იძლევიან ცრუ-დადებით შედეგებს, ან მოლეკულური მეთოდით (PCR), რომელიც საკმაოდ ძვირია. იმუნოფერმენტული ანალიზი, რომელიც უფრო ინტენსიურად გამოიყენება თბილისში, კეთდება ვენიდან აღებულ სისხლში.
სად კეთდება იმუნოფერმენტული ანალიზი საუკეთესოდ, ძნელი სათქმელია. პრაქტიკულად ყველა კლინიკა რამდენიმე შემომტანიდან მიღებულ გერმანულ და ამერიკული რეაქტივებით მუშაობს. საქმე ისაა ვინ არ აძველებს რექტივებს და ვინ ხარჯავს გახსნიდან შესაბამის ვადაში. ჩვენ ჩვენს ლაბორატორიაზე პასუხს ვაგებთ. სხვა არ ვიცით. ჩვენთან კი ხარისხს საკმაოდ მკაცრად აკონტროლებს ადმინისტრაცია: http://www.medea.ge/control.htm

ShadowCat

რეკლამას აქ კრძალავენ, ამიტომ წაიკითხეთ "როგორ ავირჩიოთ გინეკოლოგი" http://www.medea.ge/cons2.htm
და "რა ხდება გინეკოლოგთან ვიზიტისას": http://www.medea.ge/cons5.htm

Posted by: tat 21 Nov 2006, 12:02
makvala
მარტო სახელწოდებების ჩამოთვლა არ მაკლაყოფილებსsmile.gif-რომელი მეთოდით სჯობს ეროზიასთან შეჭიდება თქვენი აზრით?L&L--ტქვენი აზრიც მაინტერესებს ცხადიაsmile.gif ( ერთერთ L-ს გილოცავთ ოჯახის შექმნასsmile.gif)
makvala
ხო რაც შეეხება შერვაშიძის სამედიცინო ცენტრს-აქ ხეკისიმეს შენიშნე რომ იქ ხომ არ მუშაობო-------ის კი ვიცი რომ არ მუშაობს, აი მე მაგალითად არქიტექტორი ვარ და ზუსტად ისეთი აღფრთოვანება შემიძლია გამოვხატო მანდ მშობიარობასთან დაკავშირებით! ხოლო ხელფასები როგორი აქვს ჩვენ რიგით პაციენტებს ეგ ნაკლებად გვეხებაsmile.gifbochita
2kiss.gif alk.gif tuk.gif გილოცავ!!!!!!!!!!!!

Posted by: Breaky 21 Nov 2006, 14:06
L&L
QUOTE
თუ შეიძლება დააზუსტეთ რომელი ვირუსები გაინტერესებთ.

ყველა ვირუსი, რომლის დადგენაც შესაძელებლია ნაცხით.

QUOTE
ნაცხით ვირუსებზე ანალიზი კეთდება ან ექსპრე-ტესტებით, რომელიც ხშირად იძლევიან ცრუ-დადებით შედეგებს

ე.ი. ეს არ მაწყობს smile.gif

QUOTE
ან მოლეკულური მეთოდით (PCR), რომელიც საკმაოდ ძვირია

ეს სად კეთდება და რა ღირს დაახლოებით?

QUOTE
იმუნოფერმენტული ანალიზი, რომელიც უფრო ინტენსიურად გამოიყენება თბილისში, კეთდება ვენიდან აღებულ სისხლში.

ეს გაკეთებული მაქვს ყველა ვირუსზე და პასუხები ყარყოფითი იყო ყველასი.
შემდეგ კი გინეკოლოგმა მირჩია, თავის დაზღვევის მიზნით ნაცხიდანაც გამეკეთებინა ვირუსებზე ანალიზი. მან გამაგზავნა ბაქტერიოფაგში, იკითხე იქ თუ აკეთებენო, მაგრამ იქ არ აკეთებენ. ხოდა ახლა მინდა გავარკვიო, სად კეთდება და რა ღირს.

Posted by: baiko 21 Nov 2006, 14:48
რომელ კლინიკას მირჩევდით ან რომელ გინეკოლოგს. ახალი გათხოვილი ვარ არაპერი არ მაწუხებს მაგრამ აქ იმდენი რამ წავიკითხე რომ სურვილი გამიჩნდა გამოკვლევები ჩავიტარო ყველაფერზე, რადგან შემდგომ რამე გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი. მირჩიეთ რა ვინმემ.

Posted by: ShadowCat 21 Nov 2006, 18:56
baiko
მე მირჩიეს რომ...

L&L
QUOTE
ShadowCat

რეკლამას აქ კრძალავენ, ამიტომ წაიკითხეთ "როგორ ავირჩიოთ გინეკოლოგი" http://www.medea.ge/cons2.htm
და "რა ხდება გინეკოლოგთან ვიზიტისას": http://www.medea.ge/cons5.htm

yes.gif user.gif

Posted by: L&L 22 Nov 2006, 11:52
tat

ეროზიის მკურნალობის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია კოლპოსკოპიის და პაპ ნაცხის პასუხის შედეგებზე.

რადიოქირურგიული კოაგულაცია რამდენადაც ვიცით, თბილისში არ კეთდება,

ელექტროთერმოკოაგულაციას ჩვენ კრიოს ვამჯობინებთ, რადგან კრიო ნაწიბურებს პრაქტიკულად არ ტოვებს.

Posted by: tat 22 Nov 2006, 12:34
L&L
მადლობთ!
კრიო ეს გლეხურად რომ მშრალ ყინულს ეძახიან ეგაა არა?smile.gif
QUOTE
ეროზიის მკურნალობის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია კოლპოსკოპიის და პაპ ნაცხის პასუხის შედეგებზე.

აი ეს ჩემთვის სიახლეა----შეიძლება პასუხი ისეთი იყოს რომ ერთ მეთოდთან შედარებით მეორე უმჯობესად მიიჩნიოთ? და რის მიხედვით? ეხოთი არ ხდება ეროზია-წყლულის დადგენა?

Posted by: L&L 23 Nov 2006, 09:57
tat

არავითარი მშრალი ყინული. კრიო ეს არის კრიოდესტრუქცია თხევადი აზოტით ან გაზის გაფართოებისას სითბოს შთანთქმის ეფექტზე (ჯოულ-ტომსონის ეფექტი) დამყარებული ხელსაწყოთი.

ექოთი ეროზიის დადგენა არ ხდება. ეროზია ჩანს სარკეებში გასინჯვით.

რაც შეეხება მეთოდის არჩევას, გრძელი თემაა, აქ მისი განხილვა არ მიგვაჩნია საჭიროდ.

Posted by: makvala 23 Nov 2006, 23:52
Breaky

QUOTE
ეს გაკეთებული მაქვს ყველა ვირუსზე და პასუხები ყარყოფითი იყო ყველასი.
შემდეგ კი გინეკოლოგმა მირჩია, თავის დაზღვევის მიზნით ნაცხიდანაც გამეკეთებინა ვირუსებზე ანალიზი. მან გამაგზავნა ბაქტერიოფაგში, იკითხე იქ თუ აკეთებენო, მაგრამ იქ არ აკეთებენ. ხოდა ახლა მინდა გავარკვიო, სად კეთდება და რა ღირს.


დარწმუნებული ხარ რომ გინეკოლოგმა ასე გითხრა? იქნებ რაღაცას არასწორად ან მთლად სწორად ვერ ამბობ?

შენ ალბათ გაიკეთე ქლამიდია, ტოქსოპლაზმა, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი. ალბათ ორივე იმუნოგლობულინი G და M. ნებისმიერმა გინეკოლოგმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც ამ ინფექციების ორივე იმუნოგლობულინის შედეგი უარყოფითია, მაშინ შენ ან საერთოდ არასოდეს არ გქონია ამ ინფექციებთან კონტაქტი, ან დიდი ხანია მორჩენილი ხარ...

ეს სულაც არ არის კარგი ყოველთვის. მაგალითად სჯობს ტოქსოპლაზმა IgG დადებითი იყოს, ვიდრე უარყოფითი...

ხომ არ იყო ისე რომ ზოგიერთი IgG დადებითი იყო და IgM უარყოფითი და ამიტომ მოითხოვა ექიმმა სხვა მეთოდით გადამოწმება?

ნაცხიდან PCR-ს აკეთებენ შიდსის ცენტრში და ბავშვთა ინფექციურში ხილიანზე. ლიმბახშიც – ეს უაზროდ ძვირია. ორივე ლაბორატორია საიმედოა. ხილიანზე კირეულიშვილთან ყველაზე უფრო ხელმისაწვდომია ფასით – 40 ლარია ერთი ინფექცია, შემსრულებელიც – თამრიკო ბოლოთაშვილი ძალიან წესიერი და კვალიფიციური გოგოა.

L&L

მართლა PCR-ზე, თქვენი შეფი აღარ აპირებს მაგ ლაბორატორიის ამუშავებას? საიტზე ძალიან კარგი ფასები გაქვთ მოყვანილი და თან გიწერიათ, რომ ამჟამად რეაქტივები არ არის...
რომ ჩამოიტანთ მაგ ფასების შენარჩუნებას შეძლებთ? რაც მეტი გააკეთებს მაგ ანალიზს თბილისში, პაციენტისათვის მით უკეთესია.

რაც შეეხება ჩემს პაციენტს, დაბნეული კი იყო, მაგრამ ასეთი დაბდურაც თუ იყო არ მეგონა. თქვენამდე არც მოსულა, ფასი მეზობელს ჰკითხა, იმას კი კოაგულოგრმა ჰქონდა გაკეთებული და ამ შტერმა სისხლის საერთო და კოაგულოგრამა ერთი და იგივედ ჩათვალა... მოკლედ საკუთარ თავს გაუჩალიჩა ორჯერ გადახდა ერთ ანალიზში. თქვენს მენეჯერს, ეთერის, ჩემგან ბოდიში გადაეცით. კი დაპოსტა თქვენზე არ გავბრაზებულვარო, მაგრამ მე მგონი მაინც გაბრაზდა. ნამეტანი ზრდილობიანია, ლიხსიქითელი იქნება.

tat

ეროზიებზე უკვე გიპასუხეს, დავამატებ მხოლოდ იმას რომ რადიოტალღოვანი ქირურგიის აპარატი მართლაც მაგარი რამეა, რუსეთში და ევროპაშიც ძალიან გავრცელდა. აქ კი არავინ ჩამოიტანა...

თუ ფული მოვიგდე უნდა ვიყიდო, მაგრამ როდის იქნება არ ვიცი...

Posted by: lovefool 24 Nov 2006, 04:08
ამ მედეას საიტი დონეა რაააააააააააა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: L&L 24 Nov 2006, 10:52
makvala

PCR ამუშავდება, როდესაც გადაწყდება ტესტ–სისტემების მოწოდების რეგულარულობის საკითხი. ამჟამად თბილისში დისტრიბუტორი არ არის, რომელიც ამ ტესტ–სისტემებს ადგილზე იქონიებს. ამიტომ არსებულ ლაბორატორიებს უწევთ შემოტანაზე ზრუნვა. მოწოდების არარეგულარობა კი ფასზეც ახდენს გავლენას. ზედმეტს რომ ჩამოიტან ძველდება და გადასაყრელი ხდება.

lovefool

ჩვენი საიტი დონე ნამდვილად არ არის. არც ფლეშია, არც ფრეიმები, არც PHP. გარეგნული გაფორმება არც გვჭირდება, ჩვენ არც პარფიუმერიის მაღაზია გვაქვს და არც საქორწინო კაბების. საიტი სუფთა HTML-ია, სამაგიეროდ სწრაფად იტვირთება და ჩანს ძველი ვინდუს 98–ში მომუშავე კომპიუტერებიდანაც. გრამატიკული შეცდომებიც ალბათ იქნება. თქვენ თუ სამედიცინო ტექსტების შინაარსთან ან მოყვანილ გაიდლაინებთან გაქვთ პრეტენზია, მოგვწერეთ გნებავთ აქ, გნებავთ პმ–ზე, რეალურ შენიშვნებს სიამოვნებით გავითვალისწინებთ.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას Yasmin-ის თაობაზე, ვწუხვართ, რომ გამოგვრჩა. ეს პრეპარატი რუსეთსა და საქართველოში იყიდება იარინას სახელწოდებით. ანტიანდროგენია. კარგი პრეპარატია. პსპ–საც აქვს და ავერსსაც. ღირს 20 ლარის ახლოს. გერმანული ფირმა შერინგი ამზადებს. პრეპარატის პოპულარობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ პაციენტთა 80% წონაში მატებას არ უჩივის, მაგრამ სერიოზულად მოქმედებს ლიბიდოზე და აქვს საკმაოდ ბევრი უკუჩვენება, ასე რომ ექიმის გარეშე მაინც ნუ მიიღებთ.

Posted by: Breaky 24 Nov 2006, 11:06
makvala
დიდი მადლობა პასუხისათვის. კი, ნამდვილად სწორად გავიგე, რაც გინეკოლოგმა მითხრა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ
ოთხივე ვირუსის ორივე მაჩვენებელი უარყოფითი იყო, ანალიზის პასუხები აგერ მიდევს. მორჩენილი ამ ვირუსებისგან
როგორ ვიქნები, როცა არასოდეს არ მიმკურნალია, ანუ გამოდის, რომ არც არასოდეს მქონია.
და თქვენ ამბობთ, რომ რადგან ამ მეთოდით გაკეთებულ ანალიზში ყველა პასუხი უარყოფითია, ნაცხით გათებას
აზრი არ აქვს? იქაც იგივე პასუხი იქნება? და რომელიმე მაჩვენებელი დადებითი რომ ყოფილიყო ან რომელიმე ვირუსი გადატანილი
რომ მქონოდა, მარტო მაშინ ექნებოდა ნაცხით გადამოწმებას აზრი?
ლიმბახში ანალიზების უმეტესობა მართლაც უაზროდ ძვირია. გენეტიკური ანალიზი მანდ ვერ გავიკეთე, რადგან ასტრონომიული თანხა ღირს.
ასევე რომელიღაც ანალიზზე (აღარ მახსოვს, რა იყო) ისეთი ფასი მითხრეს, ცივად დავკიდე ყურმილი.
და საერთოდ ყველა ანალიზში ერთად უკვე იმდენი დავხარჯე, რომ ეს ნაცხი სიმართლე რომ გითხრათ, ზედმეტი მეჩვენება.

Posted by: Princess 24 Nov 2006, 11:45
ანალიზების გარეშე რამე სიმპტომებით შეიზლება მივხვდე რამე ვირუსი მაქვს თუ არა ?

Posted by: L&L 24 Nov 2006, 12:22
Princess

ანალიზების გარშე ვერ მიხვდებით, ჩამოთვლილი ინფექციები ხშირად უსიმპტომოა.

Breaky,
makvala

ბოდიში რომ საუბარში ვიჭრებით, მაგრამ თუ ოთხივე აღნიშნული ინფექციის ორივე იმუნოგლობულინი უარყოფითია და თუ ანალიზი სწორად არის ჩატარებული, ამ ინფექციებზე გადასამოწმებელიც არაფერია. ხომ არ დაგინიშნათ ექიმმა რაიმე სხვა ინფექციაზე გამოკვლევა - მაგალითად ურეაპლაზმა ან მიკოპლაზმა?
თან თქვენ ანამნეზსაც არ წერთ დეტალურად, რატომ გაკეთდა გამოკვლევები. და კიდევ რა გაკეთდა. სასურველია მეტი დეტალები, რომ გაფუჭებული ტელეფონი არ გამოვიდეს.



Posted by: Breaky 24 Nov 2006, 12:54
L&L
გაფუჭებული ტელეფონი ნამდვილად არ გამოდის. ზუსტად დავწერე, რაც მითხრა. ურეაპლაზმა ან მიკოპლაზმა - ესენიც რათქმაუნდა უნდა გავიკეთო.
QUOTE
თუ ოთხივე აღნიშნული ინფექციის ორივე იმუნოგლობულინი უარყოფითია და თუ ანალიზი სწორად არის ჩატარებული, ამ ინფექციებზე გადასამოწმებელიც არაფერია.

ანალიზები სწორად არის ჩატარებული მგონი, რადგან შიდსის ცენტრში გავაკეთე. 3 წლის წინ კი "ციტო"-ში გავიკეთე 4-ივე და იქაც უარყოფითი იყო.

QUOTE
თან თქვენ ანამნეზსაც არ წერთ დეტალურად, რატომ გაკეთდა გამოკვლევები. და კიდევ რა გაკეთდა.

ამაზე ადრე დავწერე, მაგრამ ახლაც დავწერ. ანამნეზში არის ორსულობის მესამე თვეზე გრიპი(მაღალი სიცხეებით და ბრონქებზე გართულებით), ხოლო 32-ე კვირაზე პლაცენტის აშრევება. გაკეთდა სასწრაფო საკეისრო, ბავშვი კი ერთი თვე ღუდუშაურის ნეონატოლოგიაში იწვა. ახლა 3 წლისაა და მისი დიაგნოზია მიკროცეფალია და ვესტის სინდრომი.
ამიტომ სანამ მეორეს გავაჩენ, მივედი ექიმთან და მისი რეკომენდაციებით გავიკეთე ანალიზები: სისიხლის საერთო, კოაგულოგრამა, ჰორმონები, ვირუსები, შაქარი, შარდის საერთო, შარდი ჰორმონებზე; ექოც. ყველა ანალიზის პასუხი ნორმაში იყო, კოაგულოგრამაში რამოდენიმე მცირე გადახრით (როგორც ექიმმა მითხრა, არაფერი სერიოზულიო). ხოდა მგონი არსად არაფერი რომ არ გამოჩნდა, მაგიტომ ახსენა ნაცხით ვირუსები, რომ რამე არ გამოგვეპაროსო. მაგრამ მე მგონია, რომ ვირუსი რომ იყოს, სისხლშიც გამოჩნდებოდა და კოაგულოგრამაშიც რაღაც სერიოზული დარღვევა იქნებოდა.
ახლა უნდა გავიკეთო ურეაპლაზმა ან მიკოპლაზმა, მერე დაველოდო გაზაფხულს (მაშინ ზამთარში დამემართა ის გრიპი და ამიტომ არ მინდა რომ ამჯერად ისევ ზამთარს დავამთხვიო პირველი ტრიმესტრი) და მერე კი გავაჩინო მეორე. თუმცა რათქმაუნდა, ყველაფერი ღმერთის ნებაა smile.gif

Posted by: L&L 24 Nov 2006, 14:07
Breaky

შიდსის ცენტრში ანალიზის ხარისხზე პრობლემა არ არის.
ურეაპლაზმა და მიკოპლაზმაზე თუ არის ეჭვი, მართლაც ნაცხით უნდა გაიკეთოთ PCR მეთოდით. მართალია რუსული კომპანია ვექტორ–ბესტი ამზადებს მაგ ინფექციებზე იმუნოფერმენტულ ტესტ–სისტემებს, მაგრამ მათი პროდუქცია ძალიან ცუდად მუშაობს და მცდარ შედეგებს იძლევა. ჩვენი ლაბორატორია ვექტორ–ბესტის პროდუქციას საერთოდ არ იყენებს. აღსანიშნავია, რომ ევროპელი მწარმოებლები მიკოპლაზმა ჰომინის და ურეაპლაზმა ურეალიტიკუმის იმუნოფერმენტულ ტესტ–სისტემებს არ აწარმოებენ.
PCR-იც იგივე შიდსის ცენტრში კეთდება, თუმცა იმუნოფერმენტულზე ძვირი ღირს.


Posted by: Breaky 24 Nov 2006, 14:15
L&L
QUOTE
PCR-იც იგივე შიდსის ცენტრში კეთდება, თუმცა იმუნოფერმენტულზე ძვირი ღირს.

ჩემმა გინეკოლოგმა ჟორდანიაში მირჩია ნაცხის წაღება და თუ იცით, იქ რამდენად კარგად ატარებენ მაგ ანალიზებს?
რადგან ამდენ ფულს ვიხდი, მირჩევნია ჯერ გავარკვიო, სად ღირს მიტანა და ისე მივიტანო.

Posted by: juniormember 24 Nov 2006, 14:32
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები რომლებია და მოხმარების წესი, ანუ რა დროსი განმავლობაში უნდა დალიო.???

Posted by: tat 24 Nov 2006, 14:44
L&L
QUOTE
ექოთი ეროზიის დადგენა არ ხდება. ეროზია ჩანს სარკეებში გასინჯვით.

ეგრეც ვიფიქრე-მე კი ერთმა თქვენმა "კოლეგამ" ეხოთი დამიდგინა....................
QUOTE
რაც შეეხება მეთოდის არჩევას, გრძელი თემაა, აქ მისი განხილვა არ მიგვაჩნია საჭიროდ.

განხილვა არც მიფიქრია ( არაპროფესიონალისთვის მაინც აგუგეაბრი იქენბა) მე უბრალოდ იმის დაზუსტება მინდა რომ გააჩნია ესეიგი დიაგნოზს-ანუ ეროზიის სახესხვაობები არსებობს და ამის მიხედვით ხდება ამ ორი არსებული მკურნალობიდან ერთერთის შერჩევა არა?


ლაკტაციის პერიოდში არასაგანგაშოდ როდემდე შეიძლება ჩაითვალოს ციკლის არარსებობა?

Posted by: kudracha 24 Nov 2006, 19:23
juniormember
QUOTE
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები რომლებია და მოხმარების წესი, ანუ რა დროსი განმავლობაში უნდა დალიო.???

ჯერ გირჩევ გინეკოლოგს გაესინჯო და კომპლექსური გამოკვლევის მერე დაგინიშნავს იმ წამალს რაც მეტნაკლებად მისაღებია შენი ორგანიზმისთვის. მასე ბრმად დალევა არაა სასურველი, რაც არ უნდა იყოს, ჰორმონალური ტაბლეტებია

Posted by: irapir 24 Nov 2006, 20:20
ვინმემ მითხარით რა. . . პოლიკისტოზის მკურნალობა პიროგინალით. . . . ვინ რა იცის ამის შესახებ?
ეხლა ვაპირებ რომ ერთ ექიმს ვენდო (სხვა გზა არა მაქვს) და ის მეუნებ არომ არავითარ შემთხვევაში ჰორმონებით ამის მკურნალობა გამართლებული არ არის, ვინაიდან . . . მოკლედ ეგ ჩემთვის რთულია. . . . მაგრამ ისე ნამკურნალევი ვარ ჰორმონებით და ნამდვილად შედეგი არანაირი არ ქონია. . . .


თავიდან კარგად ვიკავი. . . . ეხლა კი არა მომწონს სიმპტომები. . . . საშვილოსნოც იმაზე პატარა მაქვს რაც უნდა იყოს. . .
მოკლედ პიროგინალით მკურნალობაზე რა იცით?

ძაააააააალიან დიდი მადლობა. . .. ძალიან დაღლილი ვარ უკვე. . .

Posted by: ikebana 24 Nov 2006, 20:50
L&L
makvala
თქვენი კომპეტენტური აზრი მაინტერესებს ფერტილოსკოპიაზე. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და მიზანშეწონილია თუ არა არანამშობიარებ საშვილოსნოზე ამ მეთოდის გამოყენება?

Posted by: Vanadisi7 25 Nov 2006, 12:35
მაყვალა და L&L გთხოთ გამარკვიოთ, ამ თვეშიც ჩამიტარდა სტიმულაცია, ციკლის 11 დღეს რომ მივედი მონიტორინგზე მითრეს რო ორივე საკვერცხეში მაქვს 7-8ფოლიკულა, მარჯვნივ უდიდესი 14მმ, მარცხნივ 13მმ, შემდეგ დამიბარეს 13 დღეს, და მონიტორინგმა სულ სხვა სურათი აჩვენა, ანუ უდიდესები აღარ იყო და მხოლოდ ცოტაოდენი სითხეაო, (არ დაუკონკრეტებია რომელ საკვერცხეში), ესეიგი ოვულაცია მოხდაო, და დილით ტემპერატურა გაიზომეო, გავიზომე და 36,6 არის, გთხოვთ მიპასუხოთ, თუ ოვულაცია მოხდა ასე ადრე მოასცრებდა თუ არა ფოლიკული 2 დGეში 18მმ მდე მაინც გაზრდას? და თუ ოვულაცია არ მოხდა მაშინ ის რა სითხე იყო? და რატო შეიძლებოდა რო ასეთი ფოლიკულების სიმრავლის დროს ოვულაცია არ მომხდარიყო?

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: ESCADA 25 Nov 2006, 20:44
გოგოებო! შEიძლება წერია სადმე აქ მაგრამ ვერ მივაგენი
სადმე თუა ფეხმდზიმეების კურსები თU როგორ ქვია, უცხოეთში რომაა - აი სუნთქვებს და ყველაფერს რომ ასწავლიან - და საერთოდ ამზადებენ მშობიარობისთვის = თბილისში თუა მსგავსი რამე

Posted by: Solveig 25 Nov 2006, 21:26
QUOTE
ფეხმდზიმეების კურსები

ბერძენიშვილის ქუჩაზე (ახალ სამებასთან, ჭავჭავაძის გამზირიდან ქვემოთაა ჩასასვლელი) იყო ორსულთა სკოლა, მგონი ახლაცაა.

Posted by: makvala 25 Nov 2006, 22:14
ikebana

ფერტილოსკოპია ინვაზიური პროცედურაა და ხანმოკლე ნარკოზით კეთდება. თეორიულად გართულება ყველანაირი შეიძლება მოხდეს, მაგრამ რაღაც არ გამიგია ვანიჩკას რაიმე პრობლემა შექმნოდეს ფერტილოსკოპიის კეთებისას...

რაც შეეხება არანამშობიარებ საშვილოსნოს, რა პრობლემაა, მაგას სწორედ უნაყოფობის პრობლემიანებს უკეთებენ. თან ეგ პროცედურა იმითაც არის კარგი, ზაადნო ენდომეტრიუმის პოლიპების მოშორება შეიძლება, ჩანს მიკროპოლიპები, რომელსაც ექოთი ვერანაირად ვერ დაინახავ, ზოგიერთ შემთხვევაში მილების გამტარობის აღდგენაც ხერხდება...

ვანოს ოვულაცია აქვს გადაღებული თავისი ოპერაციის დროს...

kudracha

ყოჩაღ, მიხარია რომ ორალურ კონტრაცეპტივზე პაციენტისაგან ასეთ სწორ მიდგომას ვხედავ.

irapir

ეგ პრეპარატი არის სტიმულატორი და ააქტივებს ჰიპოთალამო–ჰიპოფიზარულ სისტემას, ასე რომ საბოლოო ჯამში მკურნალობა მაინც ჰორმონებამდე დადის. არ არის ახალი პრეპარატი. რატომ აირჩია ექიმმა ვერ გეტყვი. შენი პოსტი ძალიან მცირე ინფორმაციას შეიცავს ამისათვის. საინტერესოა რა დადგინდა გამოკვლევების დროს...

Vanadisi7

ეს ჩვეულებრივი ამბავია და ნორმის ვარიანტია. 13 დღეს ოვულაცია ცოტა პლიუს–მინუსით ნორმალურია, გასკდომის შემდეგ სითხე ჩანს ხოლმე დუგლასში. საქმე ისაა, რაც მთავარია თუ მოასწარი, თორემ კვერცხუჯრედი 24 სთ სიცოცხლისუნარიანი...

ისე სამწუხაროდ ოვულაცია ყოველთვის არ ნიშნავს სრულფასოვან კვერცხუჯრედს, თან შენ პროლაქტინიც მაღალი გაქვს თუ სწორად მახსოვს. წარუმატებლობის მიზეზი სხვაც შეიძლება გამოხტეს...ერთი სიტყვით ახლა მოლოდინის ორი–სამი კვირა გაქვს, რა. ეცადე არ ინერვიულო და მაგაზე არ იფიქრო. მაიკოს და სერგოს მიჰყევი. აბა შენ იცი, წარმატებას გისურვებ... 2kiss.gif

ESCADA

სიმართლე გითხრა არ ვიცი სადმე რომ კარგი და ფასიანი იყოს. ადრე როგორც ამბობენ ძველები, ყველა ქალთა კონსულტაციას ჰქონდა. ერთი პერიოდი ჩაჩავაშიც იყო, გრეტა გაგოშიძეს მიჰყავდა. ახლა გრეტა იქ აღარ არის, სკოლა არის თუ არა, არ ვიცი. საქმე იმაშია, რომ შენსავით ძალიან ცოტა ორსული აზროვნებს. რამდენიმე კლინიკამ სცადა ორსულთა სკოლის გახსნა, მაგრამ უშედეგოდ. ორსულები უფასოდაც კი არ მიდიან ორსულთა სკოლაში, ეზარებათ...

მესამე სამშობიაროში იყო ფსიქოლოგიური კონსულტაცია, რა ბედი ეწია არც ის ვიცი, არადა რამდენიმე ორსულს ძალიან დაეხმარნენ...

Posted by: ikebana 26 Nov 2006, 00:24
makvala
QUOTE
ფერტილოსკოპია ინვაზიური პროცედურაა და ხანმოკლე ნარკოზით კეთდება.

ინტრავენურით ალბათ ხო?
პოსტოპერაციული ტკივილები არის ხოლმე? შრომისუნარიანობა რამდენ ხანში აღდგება?
ვანოს გარდა რატომ არავინ იყენებს მაგ მეთოდს?

Posted by: makvala 26 Nov 2006, 19:45
ikebana

ნარკოზი ადგილობრივი კეთდება. თუ შენ დაძინება გინდა სთხოვე, არ მგონია უარი გითხრან....

რა შრომისუუნარობა, თუ დილით გაგიკეთეს, რაც ვანოს დღის რეჟიმიდან გამომდინარე ცოტა ძნელი წარმოსადგენია, სახლში რომ მიხვალ, სადილის გაკეთებას მაასწრებ. თუ ნაშუადღევს, მაშინ სადილი დილით მოუმზადე მეუღლეს და ისე წადი, რომ როცა დაბრუნდები, შეთბობის მეტი არა დასჭირდეს რა, თან დაუბარე რომ სადილზე შეიძლება დაგაგვიანდეს (იმიტომ რომ ვანომ შაიძლება დააგვიანოს), ვახშმად ნამდვილად მიხვალ....

ფერტილოსკოპიის შემდგომ ტამპონი და ანტიბიოტიკების პატარა კურსი დაგჭირდება...

კინაღამ დამავიწყდა, თუ მანქანას ატარებ, მანქანით არ წახვიდე, უკან ტაქსით დაბრუნდი, ბირჟაც იქავე აქვთ ტაქსებს...

სხვები რატომ არ იყენებენ – ფერტილოსკოპიის აპარატი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და კიდევ მოხმარებასაც ცოდნა უნდა....

სხვაგან სიძე–ცოლისძმა აკეთებენ სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპიას – იუნონაში ვადიკა და ჟორდანიაში რამაზა, მაგრამ სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპიას უნდა უფრო ხანგრძლივი ნარკოზი (საერთო), მინიმუმ ერთი სუტკა სტაციონარში კოტრიალი, უფრო ძვირიცაა. თუმცა ლაპარასკოპიით უფრო დიდი შეხორცებების გახსნაა შესაძლებელი...

ფერტილოსკოპია ისეთ კლინიკაშიც შეიძლება გაკეთდეს, სადაც სტაციონარი არ არის. ბევრად უფრო იაფია. სადიაგნოსტიკო ინფორმატიულობით 100%–ით ცვლის ლაპარასკოპიას, ხოლო შეხორცებების გახსნაში რა თქმა უნდა ლაპარასკოპია სჯობია, მაგრამ როგორც გითხარი, ხშირად ფერტილოსკოპიის დროსაც შეიძლება მილის გამტარობის აღდგენა....

Posted by: margusha 26 Nov 2006, 19:59
makvala

პირველი საკეისროს შემდეგ როდის შეიძლება დაორსულება? და კიდევ ვარ რეზუს უარყოფითი ანტისხეულები არ მქონდა ჩემი ბავშვიც დაიბადა უარყოფითი რეზუსით ასე რომ მშობიარობის შემდეგ აღარ დამჭირდა ანტირეზუს D იმუნოგლობულინის გაკეთება, მაინტერესებს მეორე ორსულობის დროს ბავშვი რომ დადებითი რეზუსით იყოს გაჩნდება თუ არა ანტისხეულები სისხლში და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამან, მომიწევს თუ არა აბორტის გაკეთება

Posted by: makvala 26 Nov 2006, 21:51
margusha

პმ ნახე..

ორსულობაზე ერთი წელი მაინც მოიცადე, რა...

მეუღლის რეზუსი დადებითია?

ადრე იყო ამ თემაში პასუხი ანტირეზუს ანტისხეულების კონტროლზე, მოძებნე და წაიკითხე, დღეს ბევრი საქმე ვაკეთე სახლში, ხვალ მორიგე ვარ, ადრე უნდა დავიძინო...



Posted by: Mateo Falcone 27 Nov 2006, 13:03
ადრე აქ სადღაც იყო სამშობიაროსთAნ დაკავშირებით გახსნილი გვერდი და ხომ ვერ მიმასწავლიდით?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: L&L 27 Nov 2006, 14:29
Mateo Falcone

რატომღაც ძებნაც არ ძებნის. რა გაინტერესებს?

* * *
ESCADA

ჩვენთან იყო გაზაფხულზე, რამდენიმე ორსული დადიოდა, ახლა შეწყვეტილია, რადგან ორსულები არ დადიან, ეზარებათ მაყვალასი არ იყოს. არადა უფასოდ გვქონდა გახსნილი ორსულთა სკოლა. მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სკოლას ორსულის კონსულტაციის ფუნქცია არ ექნება.

თუ სამნი მაინც ივლით, ჩვენ მოვალთ და ჩავატარებთ. უფასოდ, რა თქმა უნდა.

Posted by: tu-tuna 27 Nov 2006, 15:50
რომელიღაც რუსულ საიტზე ამოვიკითხე, რომ სპინალური გაუტკივარების დროს - წამლის შეყვანა ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც ყელი 4 სმ-ზე მაინც არის გახსნილი. რა აზრი აქვს მაშინ? მე რამდენადაც მახსოვს, სწორედ რომ "გახსნის" პროცესი იყო ძალზედ მტკივნეული.

Posted by: margusha 27 Nov 2006, 18:14
QUOTE (tu-tuna @ 27 Nov 2006, 15:50 )
რომელიღაც რუსულ საიტზე ამოვიკითხე, რომ სპინალური გაუტკივარების დროს - წამლის შეყვანა ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც ყელი 4 სმ-ზე მაინც არის გახსნილი. რა აზრი აქვს მაშინ? მე რამდენადაც მახსოვს, სწორედ რომ "გახსნის" პროცესი იყო ძალზედ მტკივნეული.

ეგ სპინალური გაუტკივარების დროს და არა ეპიდურალური,
სპინალური ხდება მხლოდ ერთჯერადად უშუალოდ ზურგის ტვინში უფრო მეტად საკეიროების დროს კეთდება ხოლო ეპიდურალურის დროს კეთდება კათეტერი ეპიდურალურ სივრცეში წამალი მიეწოდება ამკათეტერის საშუალებით ზურგის ტვინთან შეხება არ აქვს და შეგიძლია გაიკეთო სამშობიარო ტკივილების დაწყებისთანავე, წამალი შეგიძლია დაამატო როგორც კი ტკივილს იგრძნობ ხელახლა. სპინალური გაუტკივარების ხანგრძილივობა უფრო ნაკლებია თუ არ ვცდები საათნახევარი.

Posted by: tat 28 Nov 2006, 12:19
tu-tuna
მე გავიკეთე ეპიდურალური და კათეტერი დამიყენეს ტკივილების დაწყებამდე( თუ იძიგძიგე და იგრიხე როგორ გაგიკეთEბენ?smile.gif) ხოდა ტკივილი რომ დაიყო შემიყვანეს წამალი, უკვე უშუალოდ ჭინთვების წინ კიდევ ერთი დოზა დამჭირდა, მერე შეკუმშვისას კიდევ ორი და მორჩა კინო!:)---------ეგეთი კომფორტული მშობიარობით რომ მიმიშვა მარტო მე ჩამოვიტოვებ ჩინეთის დემოგრაფიას უკანsmile.gif

Posted by: tatakuna 28 Nov 2006, 15:28
ორსულობის მე–2–3 კვირაში გამაყუჩებლების დალევა იწვევს სერიოზულ პრობლემებს? ეხლა მე–6 კვირაში ვარ, არ ვიცოდი ორსულად თუ ვიყავი და კბილის ტკვილის გასაყუჩებლად წამლები დავლიე. ანალიზები წესრიგში მაქვს, ეხოსკოპია ჯერ არ გამოკეთებია. საშიშია რამე?

Posted by: Camel 28 Nov 2006, 15:31
ასე მგონია ფორუმზე ყოველი მეორე გინეკოლოგია..

Posted by: tatakuna 28 Nov 2006, 16:11
ორსულობისას საჭესთან ჯდობა რამე გარტულებებს ხომ არ იწვევს?

Posted by: tat 29 Nov 2006, 13:17
b]tatakuna[/b]
მე თავის დროზე მოვიძიე ინტერნეტში------უსაფრთხოების ბალიში თუ გაქვს მოხსენითო სხვა არაფერი-თუ ქაჩავ მართვას რა პრობლემააო

Posted by: ShadowCat 29 Nov 2006, 13:33
juniormember
QUOTE
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები რომლებია და მოხმარების წესი, ანუ რა დროსი განმავლობაში უნდა დალიო.???

kudracha
QUOTE
ჯერ გირჩევ გინეკოლოგს გაესინჯო და კომპლექსური გამოკვლევის მერე დაგინიშნავს იმ წამალს რაც მეტნაკლებად მისაღებია შენი ორგანიზმისთვის. მასე ბრმად დალევა არაა სასურველი, რაც არ უნდა იყოს, ჰორმონალური ტაბლეტებია

makvala
QUOTE
ყოჩაღ, მიხარია რომ ორალურ კონტრაცეპტივზე პაციენტისაგან ასეთ სწორ მიდგომას ვხედავ.


ამაზე უკვე გვქონდა საუბარი რამოდენიმე გვერდის წინ.. ხოდა, ახლაც გავიმეორებ:
მე გინეკოლოგის რჩევის გარეშე შევარჩიე ჩემთვის "რეგულონი" (უნგრული წარმოები პრეპარატია, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში. )
დაქალი 3 წელი სვამდა, არაფერს უჩიოდა და მეც მაგის დალევა გადავწყვიტე.
წელიწადზე მეტია, ვსვავ და არაფერს არ ვუჩივი. (ტოისტ, იმას ვუჩივი, რომ ვერ ვსუქდები user.gif)
ერთი ეგაა, როცა ვეწეოდი, ცოტა გულზე მირხევდა ნერვიულობის დროს, მარა რაც სიგარეტი გადავაგდე, ვროდე ვსიო ოკ.

ამავდროულად, ჩემმა მულმა გაიარა გამოკვლევები, ანალიზები ჩააბარა და მთელი ამბები - მოსკოვში, ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში.
წონისა და სიმაღლის და ამ ანალიზების მიხედვით შეურჩიეს რაღაც "დონე" ტაბლეტები, მარა - ფეხი - 1 თვე ძლივს გაძლო, რაც კი უკუჩვენება ეწერა, ყველაფერი გამოაჩნდა: თავისტკივილი, თავბრუსხვევა, ყოველ დღე დენა ქონდა და ბოლოსდაბოლოს, თავი დაანება..
2ჯერ არ დაიცვა თავი და - ზალეტელა biggrin.gif

პროპაგანდას არ ვეწევი - იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და შეიძლება ექიმის გარეშე შერჩეული კონტრაცეპტივი უკეთესად "მოგერგოს", ვიდრე ანალიზებსა და კვლევებზე დაყრდნობით ექიმის მიერ შერჩეული rolleyes.gif

Posted by: chkarika 29 Nov 2006, 16:11
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ რა ცოტას ვნერვიულობ

ანუ ამ თვის დასაწყისში მე და ჩემს პარტნიორს გვქონდა პრეზერვატივის გარეშე სექსი და მე ვერ შევძელი შეკავება და შიგნით გა$%*ავე მაგრამ ამის შმდეგ მას ქონდა მენსტრუაცია და რამდენად შესაძლებელია რომ ის დაორსულებულიყო??/?


მე როგორც ვიცი თუ მას მენსტრუაცია ქონდა სანერვუილო არ არის არაფერი ხოოო????

Posted by: tikusha 29 Nov 2006, 17:24
chkarika
არ ინერვიულო, დამშვიდდი

Posted by: melano-melano 29 Nov 2006, 18:48
QUOTE
ლაკტაციის პერიოდში არასაგანგაშოდ როდემდე შეიძლება ჩაითვალოს ციკლის არარსებობა?

შენს შემთხვევაში კიდევ ერთი გოგოა,
ხომ აპირებდი ჩინეთის დემოგრაფიის უკან მოტოვებას და აბა შენ იცი
baby.gif

Posted by: chkarika 29 Nov 2006, 21:47
tikusha


zalian didi madloba amovisuntqeeee biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif bis.gif

Posted by: nini5555 30 Nov 2006, 16:13
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. 5 წელია გათხოვილი ვარ ორჯერ მქონდა მოშლა პირველი 2 თვის მეორე 4 თვის. ყვითელი სხეულების უკმარისობის გამო. იმის მერე გავიდა ერთი წელი და არ დავრჩენილვარ. ეხლა ჩემმა ექიმმა გამიკეთა სტიმულაცია. გთხოვთ მიპასუხოთ რამენი ხანი მოქმედებს ეს სტიმულაცია.

Posted by: tms 30 Nov 2006, 16:27
რამდენ ხანში რას გულისხმობ ზუსტად ვერ გავიგე ისე....

მე პირადი გამოცდილებიდან ვიცი, ყველა ციკლში ახდენენ სტუმულაციას სანამ დაფეხმძიმება არ მოხდება.

Posted by: margusha 30 Nov 2006, 16:40
QUOTE (nini5555 @ 30 Nov 2006, 16:13 )
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. 5 წელია გათხოვილი ვარ ორჯერ მქონდა მოშლა პირველი 2 თვის მეორე 4 თვის. ყვითელი სხეულების უკმარისობის გამო. იმის მერე გავიდა ერთი წელი და არ დავრჩენილვარ. ეხლა ჩემმა ექიმმა გამიკეთა სტიმულაცია. გთხოვთ მიპასუხოთ რამენი ხანი მოქმედებს ეს სტიმულაცია.

სტიმულაცია ერჯერადია თუ მოხდა განაყოფირება ხო კარგი თუ არა და მეორე თვეში იგივე პროცედურის ჩატარება მოგიწევს. და ასე შემდეგ
* * *
სტიმულაცია ერჯერადია თუ მოხდა განაყოფირება ხო კარგი თუ არა და მეორე თვეში იგივე პროცედურის ჩატარება მოგიწევს. და ასე შემდეგ

Posted by: tms 30 Nov 2006, 16:47
nini5555
ჰოდა კიდევ , თუ ყველაფერი კარაგდა არის, დაფეხმძიმებსი შანსი ყველაზე კარგ შემთხვევაში არის 25-30%, თუ ინსემინაციას ხელოვნურად გააკეთებენ 30-35% .( ჩემი ექიმისგან ვიცი). ღმერთმა ქნას და პირველივე სტიმულირებულ ციკლზე დაფეხმძიმდე, თუ არ გამოვიდა გული არ გაიტეხო მთვარია..

ვიცი არც თუ ისე ადვილი გადასატანია, ამიტომ გეუბნები smile.gif
ღმერთმა ხელი მოგიმართოს

Posted by: tikusha 30 Nov 2006, 17:25
სტიმულაცია კონკრეტულად რას გულიხსმობს?? როგორ ხდება?? და რა ჯდება ეს პროცედურა??

და კიდევ რას ნიშნავს კოაგულოგრამა

Posted by: tms 30 Nov 2006, 17:31
tikusha
სტიმულაცია გულსხმობს კვერცხუჯრედების სტიმულაციას, როდესაც ბუნებრივად არ ხდება ოვულაცია..
ამ ყველაფერზე მაყვალამ დაწერა და იხილე წინა გვერდები smile.gif

Posted by: tikusha 30 Nov 2006, 17:40
tms
არა, შინაარსობრივად გასაგებია, მაგრამ ტექნიკურად როგორ ხდება ეგ მაინტერესებს

Posted by: tms 30 Nov 2006, 17:44
QUOTE (tikusha @ 30 Nov 2006, 17:40 )
tms
არა, შინაარსობრივად გასაგებია, მაგრამ ტექნიკურად როგორ ხდება ეგ მაინტერესებს

ტექნიკურად როგორ ხდება მაგაზე მე დავწერე smile.gif
ჰორმონებით
გაინტერესებს რა პრეპარატებია? თუმცა ეს ექიმის გადასაწყვეტია რა პრეპარატებს დანიშნავს და როდის

Posted by: tikusha 30 Nov 2006, 17:49
tms
ანუ პრეპარატის შეყვანა დავუშვათ ნემსით ხდება და სულ ესაა თუ რაიმე მინი ოპერაციასავით ტარდება

სად დაწეერ იქნებ მითხრა რა რომელ გვერდზეა

Posted by: tat 30 Nov 2006, 17:50
melano-melano
QUOTE
შენს შემთხვევაში კიდევ ერთი გოგოა,
ხომ აპირებდი ჩინეთის დემოგრაფიის უკან მოტოვებას და აბა შენ იცი

თუ ისევ გოგოა------ჩინეტის არ ვიცი მაარ ამორძალების ბატალიონი ჩემზეაsmile.gif

Posted by: tms 30 Nov 2006, 17:54
QUOTE (tikusha @ 30 Nov 2006, 17:49 )
tms
ანუ პრეპარატის შეყვანა დავუშვათ ნემსით ხდება და სულ ესაა თუ რაიმე მინი ოპერაციასავით ტარდება

სად დაწეერ იქნებ მითხრა რა რომელ გვერდზეა

პრეპარატის შეყვანა ხდება ნემსით (ან კუნთსი ან კანქვეშ). ციკლის მე-3 ან მე-4 დღიდან ნიშნავენ ამ პრეპარატს, და უკეთებენ მე-8 ან მე-9დღემდე. მოკლედ გააჩნია წამალს.და გააჩნია რამდენად სწრაფად რეაგირებს ორგანიზმი, ანუ რამდენად სწრაფად მიაღწევს ფოლიკულა სასურველ ზომას. ეს ჰორმონი ახდენს ფოლიკულების გაზრდას,. სანამ წამლის გაკეთებას დაიწყებენ მანამდე ულტრაბგერას აკაეთებენ რომ ცისტა არ იყოს. არაფერი მინი ოპერაცია არ არის საჭირო. . რომ გაიზრდება ფოლიკულა( ან ები). ზომის კონტროლი ხდება ულტრაბგერით. მერე შეიძლება მოხადინონ მისი ხელოვნური გახსნა ასე ვთქვათ, (ნუ რათქმაუნდა ოვულაცია ბუნებრივადაც შეიძლება მოხდეს,) სხვა ჰორმონით (HCG). ჰოდა შენ ხარ ჩემი ბატონი, მერე უკვე ინსემინაცია ან ბუნებრივი ან ხელოვნური გზით..ეს არის მთელი ფილოსფიაsmile.gif

Posted by: lala 1 Dec 2006, 00:11
ვარ 7კვირის ფეხმძიმე, მაინტერესებს რა ანალიზები უნდა ჩAვიტარო იმისთვის რომ გავიგო ნაყოფის ზუსტი მდგომარეობა და ჯანმრტელია თუ არა ბავშვი

Posted by: hekisime 1 Dec 2006, 00:39
[quote]QUOTE (tu-tuna @ 27 Nov 2006, 15:50 )
რომელიღაც რუსულ საიტზე ამოვიკითხე, რომ სპინალური გაუტკივარების დროს - წამლის შეყვანა ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც ყელი 4 სმ-ზე მაინც არის გახსნილი. რა აზრი აქვს მაშინ? მე რამდენადაც მახსოვს, სწორედ რომ "გახსნის" პროცესი იყო ძალზედ მტკივნეული.

მე გავიკეთე სპინალური და 2 თითზე ვიყავი გახსნილი რომ მივედი სამშობიაროში და ეგრევე დამარჭვეს.

[quote]სპინალური ხდება მხლოდ ერთჯერადად უშუალოდ ზურგის ტვინში უფრო მეტად საკეიროების დროს კეთდება [/quote]
[quote]სპინალური გაუტკივარების ხანგრძილივობა უფრო ნაკლებია თუ არ ვცდები საათნახევარი[/quote]

მეც საკეისრო გამიკეთეს და წესით გართულების გარეშე თუ ჩაიარა ოპერაციამ ნახევარ საათში უნდა მორჩეს. მე ერთი საათი დამჭირდა, ბავშვის დაბადების შემდეგ კიდევ რაღაც მანიპულაციები მქონდა ჩასატარებელი და წამლის მოქმედებას ნამდვილად არ გაუვლია, ის კი არა ოპერაციის მერეც სულ "საკაიფოდ" ვიყავი wink.gif

Posted by: margusha 1 Dec 2006, 10:55
QUOTE (lala @ 1 Dec 2006, 00:11 )
ვარ 7კვირის ფეხმძიმე, მაინტერესებს რა ანალიზები უნდა ჩAვიტარო იმისთვის რომ გავიგო ნაყოფის ზუსტი მდგომარეობა და ჯანმრტელია თუ არა ბავშვი

პირველ რიგში ექოსკოპია რომ ბავშვის გულისცემა დაფიქსირდეს

Posted by: tms 1 Dec 2006, 11:18
QUOTE (margusha @ 1 Dec 2006, 10:55 )
QUOTE (lala @ 1 Dec 2006, 00:11 )
ვარ 7კვირის ფეხმძიმე, მაინტერესებს რა ანალიზები უნდა ჩAვიტარო იმისთვის რომ გავიგო ნაყოფის ზუსტი მდგომარეობა და ჯანმრტელია თუ არა ბავშვი

პირველ რიგში ექოსკოპია რომ ბავშვის გულისცემა დაფიქსირდეს

აუცილებლად ექო, მართალია. უნდა ინახოს ბავში საშვილოსნოს გარეთ არ იყოს

Posted by: lala 1 Dec 2006, 13:14
ara exoskopia gavikeTe, sisxlis saerTo, eg analizebi avige, magram kidev bavSvis janmrTelobis gasagebad, raime dargveva xom araaqvs, ra analizebi arsebobs kidev?
(ver vwer qartulad didi bodishi)

Posted by: L&L 1 Dec 2006, 13:43
lala

ყოველ ანალიზს აქვს თავისი დანიშნულება და რამდენი ანალიზიც არ უნდა გაიკეთო, 100 %-იანი გარანტია, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იქნება არ არსებობს, მაგალითად ანალიზი ციტომეგალოვირუსზე თუ უარყოფითია, ეს იმას ნიშნავს რომ დედა და მაშასადამე ბავშვიც ამ კონკრეტული ვირუსით არ არის ინფიცირებული. მაგრამ ეს სხვა ინფექციას ან გენეტიკურ პათოლოგიას არ გამორიცხავს.
შენ 7 კვირის ორსული ხარ. ამ ეტაპზე ორგანოგენეზი დამთავრებული არ არის. ამიტომ რაც გირჩიეს ექოს გაკეთებაზე, ჯერჯერობით ის გაიკეთე, რომ დადგინდეს რომ ნაყოფი საშვილოსნოს ღრუშია თუ არა და არის თუ არა გულისცემა. შემდეგი ვიზიტი ექოზე 12-14 კვირაზე დაგეგმე (ვადა აითვალე ბოლო ნორმალური მენსტრუაციის პირველი დღიდან) და ამავე დროს დადექი ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე.
ანალიზები და გამოკვლევები უნდა დანიშნოს პატრონაჟის ექიმმა. არსებობს რაღაც მინიმუმი გამოკვლევებისა, რომელსაც ვაკეთებთ ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას, მაგრამ თუ საჭიროება იქნა, სხვაც ბევრი შეიძლება დაემატოს. თუ გაინტერესებს ეს მინიმალური ჩამონათვალი, შეგვიძლია მოგწეროთ.

Posted by: tms 1 Dec 2006, 13:44
lala
კიდევ არსებობს გენეტიკური ანალიზი, რომელიც კეტდება მე-11 კვირიდან მე-14 კვირამდე. მაგრამ არ ვიცი საქართველოსი აკეთებენ თუ არა. 90% ამბობენ თუ რამე გენეტიკურ დარღვევა აქვს ბავშვს.

100% შეიძლება თქმა, მაგრამ ამას აკეტებენ ანესტეზიის ქვეშ, რაც არც თუ ისე სასურველია, და აკეტებენ იმ შემთხვევაში თუ მემკვიდრეობაში რამე გენეტიკურ დაავადებას ქონდა ადგილი

პ.ს. მაპატიეთ გინეკოლოგებო, თუ თქვენს კომპეტენციაში ვიჭრები, მაგრამ ვამბობ იმას რაც მე თვითონ მაქვს გაკეთებულ-გამოცდილი. ანუ გადმოცემით არაფერს ვამბობsmile.gif

Posted by: margusha 1 Dec 2006, 13:55
QUOTE (tms @ 1 Dec 2006, 13:44 )
lala
კიდევ არსებობს გენეტიკური ანალიზი, რომელიც კეტდება მე-11 კვირიდან მე-14 კვირამდე. მაგრამ არ ვიცი საქართველოსი აკეთებენ თუ არა. 90% ამბობენ თუ რამე გენეტიკურ დარღვევა აქვს ბავშვს.

100% შეიძლება თქმა, მაგრამ ამას აკეტებენ ანესტეზიის ქვეშ, რაც არც თუ ისე სასურველია, და აკეტებენ იმ შემთხვევაში თუ მემკვიდრეობაში რამე გენეტიკურ დაავადებას ქონდა ადგილი

პ.ს. მაპატიეთ გინეკოლოგებო, თუ თქვენს კომპეტენციაში ვიჭრები, მაგრამ ვამბობ იმას რაც მე თვითონ მაქვს გაკეთებულ-გამოცდილი. ანუ გადმოცემით არაფერს ვამბობsmile.gif

მე გავიკეტე გენეტიკური ანალიზი, მაგრამ მარტო სისხლი აიგეს
ესტრიოლზე ალფაფეტოპროტეინი, და ბეტა ხეგა თუ რაგაც ჯანდაბა. არავითარი ანესტეზია არ დამჭირვებია. მაგიტაც კარგად ცჰანს ტუ კენეტიკური დარგვევაა

Posted by: tms 1 Dec 2006, 13:58
QUOTE (margusha @ 1 Dec 2006, 13:55 )
QUOTE (tms @ 1 Dec 2006, 13:44 )
lala
კიდევ არსებობს გენეტიკური ანალიზი, რომელიც კეტდება მე-11 კვირიდან მე-14 კვირამდე. მაგრამ არ ვიცი საქართველოსი აკეთებენ თუ  არა. 90% ამბობენ თუ რამე გენეტიკურ დარღვევა აქვს ბავშვს.

100% შეიძლება თქმა, მაგრამ ამას აკეტებენ ანესტეზიის ქვეშ, რაც არც თუ ისე სასურველია, და აკეტებენ იმ შემთხვევაში თუ მემკვიდრეობაში რამე გენეტიკურ დაავადებას ქონდა ადგილი

პ.ს. მაპატიეთ გინეკოლოგებო, თუ თქვენს კომპეტენციაში ვიჭრები, მაგრამ ვამბობ იმას რაც მე თვითონ მაქვს გაკეთებულ-გამოცდილი. ანუ გადმოცემით არაფერს ვამბობsmile.gif

მე გავიკეტე გენეტიკური ანალიზი, მაგრამ მარტო სისხლი აიგეს
ესტრიოლზე ალფაფეტოპროტეინი, და ბეტა ხეგა თუ რაგაც ჯანდაბა. არავითარი ანესტეზია არ დამჭირვებია. მაგიტაც კარგად ცჰანს ტუ კენეტიკური დარგვევაა

ჰო მაგაზე ვამბობდი 90% ადგენენ-მეთქი. ანუ სისიხლს იღებენ და მასე აკეთებენ. ანუ 90% გეტყვიან არის თუ არა

მაგრამ თუ ეჭვი არის რამე გენეტიკურზე, ანუ ვინმეს ქონია მემკვიდრეობაში რამე მაშინ სხვანაირად უფრო დეტალურ ანალიზს აკეთებენ, სისიხლი აღება არ კმარა მაშინ

Posted by: tu-tuna 1 Dec 2006, 16:53
hekisime

QUOTE
მეც საკეისრო გამიკეთეს


ფიზიოლოგიური მშობიარობა მაინტერესებს, ამ დროს როგორ ხდება ეს გაუტკვიარება, თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება?!?

Posted by: irapir 1 Dec 2006, 17:49
პიროგნალის გამოყენების შესახებ პოლიკისტოზის მკურნალობის დროს არავინ არაფერი არ იცის?

Posted by: Mateo Falcone 1 Dec 2006, 19:40
ეხლა რა მაინტერესებს ვარ მეცხრე თვეში აქამდე ანალიზები ყველაფერი სისხლის,ნაცხის,მქონდა კარგი. აბ ბოლო ერტი კვირის განმავლობაში მაწუხებდა თირკმელები ძალიან,გამიკეთეს ანალიზები და აღმოჩნდა რომ მარცხენა თირკმელი მაქვს საშინლად გადიდებული,ცილები მაქვს ბლობად მომატებული და პროტრომბინი მაქვს მომატებული
მოკლედ: ვიკეთებ ნემსებს და ვარ დიეტაზე ეს ცჰემი გადიდებული თირკმელა რას იზამს მშობიარობის დროს? და კიდევ საკეისრო ხომ არ ჯობია ძალინ რომ არ გადაიტვირტოს ტირკმელი?

Posted by: makvala 1 Dec 2006, 21:21
Mateo Falcone

შენ სერიოზულად მისახედი ხარ, ამიტომ მოდი პატარა სამშობიაროს ნუ აირჩევ, სადაც უკეთესი რემონტი და კაი ტელევიზორი და პალატაში საკუთარი დუშ–კაბინაა, არამედ ისეთი, სადაც ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაა ძლიერი. ასეთი არც ისე ბევრია: მესამე სამშობიარო, ღუდუშაური და ჩაჩავა. მშობიარობის ტაქტიკა კი ინტერნეტ კონსულტაციით ვერ დაიგეგმება.

irapir

ცოტა ზემოთ დავწერე პიროგენალზე. პირადად მე პოლიკისტოზისას ვამჯობინებ დეტალურ ჰორმონალურ გამოკვლევას, ფოლიკულის მონიტორინგს და შემდეგ მკურნალობის დაწყებას. პოლიკისტოზისას ეს პრეპარატი კი ცალსახად გაურკვეველია როდის იმოქმედებს და როდის არა. პაპიტკა ნე პიტკა–ს ვარიანტია, არფერს გავნებს. ჰა შენ, წაიკითხე:

http://apteka.medicinform.net/spravka/z/z98.htm

margusha

QUOTE
მე გავიკეტე გენეტიკური ანალიზი, მაგრამ მარტო სისხლი აიგეს
ესტრიოლზე ალფაფეტოპროტეინი, და ბეტა ხეგა თუ რაგაც ჯანდაბა. არავითარი ანესტეზია არ დამჭირვებია. მაგიტაც კარგად ცჰანს ტუ კენეტიკური დარგვევაა


მაგით გენეტიკურ დარღვევებზე მსჯელობა არ შეიძლება. AFP - დაუნის სინდრომის დროს იცვლება, მაგრამ ცალსახად არ მიუთითებს დაუნზე. 90% კი ნამეტანი დიდი რიცხვია...

გენეტიკური გამოკვლევა არ გეგონოთ რომ ერთი კვლევაა, ყველა კონკრეტულ პათოლოგიას სხვადასხვანაირი გამოკვლევა სჭირდება. თბილისში პრაქტიკულად არაფერი კეთდება. ჯერჯერობით. მანდ რთული არა ლაბორატორიული გამოკვლევაა, არამედ საანალიზო მასალის მოპოვება, რასაც ჩვენი მეანები ორსულობის შეწყვეტის შიშით ვერ რისკავენ...

Posted by: tikusha 3 Dec 2006, 15:26
makvala
დაფეხმძიმებიდან რა ხნის განმავლობაში უნდა შემოწმდეს რომ ნაყოფი ნამდვილად საშვილოსნოს ღრუშია??

Posted by: lala27 3 Dec 2006, 17:00
გამარჯობათ.
გინეკოლოგთან ვიყავი და მითხრა, ფლორა არის აღსადგენიო. დამინიშნა წამლები: ლინექსი, მეტრონიდაზოლი, ფლოქსანი და ეპიგელი. წამლების მიღების დაწყებიდან 3 დღის შემდეგ დამეწყო ინტენსიური ქავილი (მანამდე ძალიან იშვიათად მქონდა და თითქმის შეუმჩნეველი იყო). ეს ნორმალურია თუ არა? შეიძლება ეს აღნიშნულ წამლებს გამოეწვია?
წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: Solveig 3 Dec 2006, 18:34
makvala
QUOTE
რასაც ჩვენი მეანები ორსულობის შეწყვეტის შიშით ვერ რისკავენ...

ისე, ამნიოცენტეზს აკეთებს ვინმე თბილისში?
* * *
QUOTE
http://apteka.medicinform.net/spravka/z/z98.htm

ეს Salmonella typhi რა ყოფილა? spy.gif მაგაზე ითქმის სწორედ-ზოგი ჭირი მარგებელიაო.

Posted by: makvala 3 Dec 2006, 21:13
tikusha

QUOTE
დაფეხმძიმებიდან რა ხნის განმავლობაში უნდა შემოწმდეს რომ ნაყოფი ნამდვილად საშვილოსნოს ღრუშია??


მენსტრუაციის დაგვიანებისთანავე 3–5 დღეში. ექო დააფიქსირებს სანაყოფე პარკი ღრუშია თუ არა.

lala27

აშკარად არასწორად და არასრულად გადმოსცემ ექიმის ნათქვამს. აბა თუ შეგიძლია ცოტა დეტალურად რის საფუძველზე დანიშნა მან ეს ყველაფერი? და უფრო ზუსტად გაიხსენე რა გითხრა ექიმმა – მანდ მიკროფლორის აღსადგენს ვერაფერს ვხედავ მე. ლინექსი კი აღადგენს მიკროფლორას, მაგრამ კუჭ–ნაწლავის ტრაქტში, სადაც გინეკოლოგს არაფერი ესაქმება...

Solveig

QUOTE
ისე, ამნიოცენტეზს აკეთებს ვინმე თბილისში


რაზმეჩტალას...

ტექნიკურად არც ისე რთულია, მაგრამ არც აკეთებენ და არც გაგაკეთებინებენ თუნდაც შეგეძლოს. ჩვენი სამინისტროს გადამკიდე, ვინმემ რომ გაბედოს და შემდეგ ორსულობა შეწყდეს, ჩაქოლავენ...

არადა 100% წარმატების იმედი თეორიულადაც არ არსებობს...

შენ სხვა პრობლემა გამახსენე: გავრცელებული სქემაა – ჩნდება დაუნი, შემდეგ ექიმები ეუბნებიან რომ ეს დაუნი არაა, სამშობიარო ტრავმაა (ან რაიმე სხვა), მკურნალობაა საჭირო და მიდის მშობლების წველა...

არადა გენეტიკური ანალიზის ნორმალურად გამკეთებელი რამდენიმე ალტერნატიული კლინიკა როგორი საჭიროა...

Posted by: Solveig 3 Dec 2006, 22:44
makvala
QUOTE
რაზმეჩტალას...



არადა, უკრაინაში კარგა ხანია, აკეთებენ. და როგორც ვიცი, არა მხოლოდ კიევში.
QUOTE
ვინმემ რომ გაბედოს და შემდეგ ორსულობა შეწყდეს, ჩაქოლავენ...


საინტერესო მიზეზია. არადა, რამდენადაც ვიცი, ხშირ შემთხვევაში ორსულობა ისედაც წყდება.

QUOTE
ჩნდება დაუნი, შემდეგ ექიმები ეუბნებიან რომ ეს დაუნი არაა, სამშობიარო ტრავმაა (ან რაიმე სხვა), მკურნალობაა საჭირო და მიდის მშობლების წველა...


ეს მართლა გასაოცარია. არ მეგონა, თუ აქამდე შეიძლება მოვიდეს ადამიანი eek.gif
არადა, ხომ შეიძლება, მშობელმა კარიოტიპის გამოკვლევა ჩაატარებინოს (ვთქვათ, ვინმა მადლიანმა ჩააწვეთოს ყურში, რომ შეიზლება ამის გაკეთება. დაუნებს ხომ სპეციფიკური გარეგნობა აქვთ). მერე ახი იქნება, უჩივლოს ასეთ ვაი-ექიმს mad.gif

Posted by: tatakuna 4 Dec 2006, 15:11
იცით ფეხმძიმობისას, როცა მე-4 , მე-5 კვირაში ვიყავი ტკივილები მაწუხედბა , ეხლა მე-6 კირაში ვარ და საერთოდ გამოარა, ცოტა არ იყოს შემეშინდა.
არის რაიმე საგანგაშო? თან აღარც თავბრუ მეხვევა.
ღმერთმა ყველა დაიფაროს და მუცლის მოშლას რა სინპტომები აქვს?

---- სულელური კითხვაა, მაგრამ ორსულობის დროს რატომ ერიდებიან თმების შეღებვას, შეჭრას?
თუ უბრალოდ ცრურწმენაა? თმები არ შეიღებო და ა.შ. .......


Posted by: natalia26 4 Dec 2006, 15:50
ვინმემ იცის რა არის კოლპიტი და შეიძლება თუ არა 2 კვირაში მისგან განკურნება?

Posted by: tms 4 Dec 2006, 16:34
QUOTE (tatakuna @ 4 Dec 2006, 15:11 )
იცით ფეხმძიმობისას, როცა მე-4 , მე-5 კვირაში ვიყავი ტკივილები მაწუხედბა , ეხლა მე-6 კირაში ვარ და საერთოდ გამოარა, ცოტა არ იყოს შემეშინდა.
არის რაიმე საგანგაშო? თან აღარც თავბრუ მეხვევა.
ღმერთმა ყველა დაიფაროს და მუცლის მოშლას რა სინპტომები აქვს?

---- სულელური კითხვაა, მაგრამ ორსულობის დროს რატომ ერიდებიან თმების შეღებვას, შეჭრას?
თუ უბრალოდ ცრურწმენაა? თმები არ შეიღებო და ა.შ. .......

იყავი ექიმთან?
სიმპტომები: ძლიერი ტკივილი და სისხლდენა
შენ ნუ ნერვიულობ 2kiss.gif რომ დამდშვიდდე მიდი ექიმთან

რაც შეეხება თმის შეჭრას, არა მგონია რამე აზრი იყოს სამდიცინო თვალსაზრისით ჩადებული. და თმების შერებვაზე კი თუ ალერგიული ხარ ალბათ არა არის სასურველიsmile.gif

Posted by: kudracha 4 Dec 2006, 19:32

QUOTE
სულელური კითხვაა, მაგრამ ორსულობის დროს რატომ ერიდებიან თმების შეღებვას, შეჭრას?
თუ უბრალოდ ცრურწმენაა? თმები არ შეიღებო და ა.შ. .......

შეჭრა ნამდვილად ცრურწმენაა, აბა დაფიქრდი, რა ზიანი შეიძლება მაგან ოუტანოს ნაყოფს.
რაც შეეხება შეღებვას, არაა სასურველი იმდენად, რამდენადაც საღებავი შეიცავს ქიმიურ მინაერთებს.... დასკვნა შენ გამოიტანე

Posted by: Solveig 4 Dec 2006, 21:39
რამდენადაც მე ვიცი, ორსულობისას თმის შეღებვის არასასურველობის მიზეზი შემდეგია: საღებავი შეიცავს წყალბადის პეროქსიდს, რაც ხელს უწყობს ე. წ. თავისუფალი რადიკალების წარმოშობას. თავისუფალი რადიკალები კი ერთვებიან უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში და იყვევენ ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების ჟანგვას და აქედან გამომდინარე, ინაქტივაციას.

მოკლედ, თმის შეღებვით უეცრად ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ არსებობს გარკვეული რისკი, რომ თავისუფალი რადიკალები არასასურველ გავლენას მოახდენენ დედისა და ნაყოფის ნივთიერებათა ცვლაზე.

ალერგია კი ცალკე პრობლემაა.

Posted by: tatakuna 5 Dec 2006, 09:42
QUOTE (Solveig @ 4 Dec 2006, 21:39 )
რამდენადაც მე ვიცი, ორსულობისას თმის შეღებვის არასასურველობის მიზეზი შემდეგია: საღებავი შეიცავს წყალბადის პეროქსიდს, რაც ხელს უწყობს ე. წ. თავისუფალი რადიკალების წარმოშობას. თავისუფალი რადიკალები კი ერთვებიან უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში და იყვევენ ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების ჟანგვას და აქედან გამომდინარე, ინაქტივაციას.

მოკლედ, თმის შეღებვით უეცრად ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ არსებობს გარკვეული რისკი, რომ თავისუფალი რადიკალები არასასურველ გავლენას მოახდენენ დედისა და ნაყოფის ნივთიერებათა ცვლაზე.

ალერგია კი ცალკე პრობლემაა.

დიდი, დიდი მადლობა ყველას smile.gif

აფსუს არადა ვფიქრობდი თმებს შევიღებავ მეთქი ... მაგრამ პატარა ბაია მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.

Posted by: Qva 5 Dec 2006, 10:29
სასარგებლო თემააbiggrin.gif

იქნებ მიპასუხოთ რამდენიმე შეკითხვაზე. ისე, ზოგადად მაინტერესებს და სხვა თემებს არ მოერგო.

1. საქართველოში რა ღირს აბორტის გაკეთება და როგორი და როგორი სახის აბორტს აკეთებენ.

2. რამდენად ანონიმურად ხდება ეს ყველაფერი.

დიდი ხანია მაინტერესებს ეს საკითხი.

Posted by: L&L 5 Dec 2006, 11:37
Qva

აბორტის ფასია საკუთარი ჯანმრთელობაა. ფინანსურად ღირს 15 ლარიდან - კრიმინალური აბორტი, 300 ლარამდე (ინსტრუმენტალური). წაიკითხე: http://www.medea.ge/abort.htm. ჩვენ არ ვაკეთებთ და არც გირჩევთ.
ანონიმურობა პრობლემა არ არის.


tatakuna

სულელური შეკითხვა სულაც არ არის. თმის შეღებვაზე უკვე ნაწილობრივ გაგცეს პასუხი. ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ ზოგიერთ კოსმეტიკაში მძიმე მეტალებიც შედის. რაც შეეხება თმის შეჭრას, თმის შეჭრის შემდეგ თმების ზრდა უფრო ინტენსიური ხდება და ცოტათი აძლიერებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ცილაზე და შეუცვლელ ამინომჟავებზე, თუმცა ნაყოფზე რაიმე მავნე გავლენაზე ალბათ ლაპარაკი ზედმეტია.
რაც შეეხება იმას, რომ ტკივილები აღარ გაქვთ და თავბრუსხვევა აღარ არის, ცალსახად ვერ ვიტყვით, შეიძლება ეს მედიკამენტების გავლენაც იყოს, ყოველ შემთხვევაში თუ რაიმე მკვეთრ ცვლილებას გრძნობთ მიაკითხეთ უახლოეს ქალთა კონსულტაციას და გაიკეთეთ ექო, რომ დარწმუნდეთ, რომ ორსულობა ნორმალურად ვითარდება.

Posted by: Qva 5 Dec 2006, 13:40
L&L

ნამდვილად არ მჭირდება აბორტის გაკეთება და არც ვაპირებ. მაინტერესებდა უბრალოდbiggrin.gif
მადლობთ ინფორმაციისთვის.

ისე, საიტზე შევედი და მორალურ კოდექსს უფრო ჰგავს. ეგ ყველაფერი ვიცი უკვე.

ისე, კიდევ ერთი კითხვა მაქვს yes.gif :

იქნებ მოკლედ მომიყვეთ აბების შესახებ, რომლებსაც სექსუალური აქტის შემდგე სვამენ, თუკი ეჭვი აქვთ რომ შესაძლებელია დაორსულება. მე როგორც ვიცი ასეთი აბების შესაძენად ექიმის რეცეპტია საჭირო, ასეა? და ასევე რა და რა დასხელების ასეთი სახის აბები არსბეობს?

რაღაცაზე ვმუშაობ და მჭირდება ყველანაირი სახის ინფორმაცია. biggrin.gif გმადლობთ

Posted by: tatakuna 5 Dec 2006, 14:29

L&L

სულელური შეკითხვა სულაც არ არის. თმის შეღებვაზე უკვე ნაწილობრივ გაგცეს პასუხი. ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ ზოგიერთ კოსმეტიკაში მძიმე მეტალებიც შედის. რაც შეეხება თმის შეჭრას, თმის შეჭრის შემდეგ თმების ზრდა უფრო ინტენსიური ხდება და ცოტათი აძლიერებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ცილაზე და შეუცვლელ ამინომჟავებზე, თუმცა ნაყოფზე რაიმე მავნე გავლენაზე ალბათ ლაპარაკი ზედმეტია.
რაც შეეხება იმას, რომ ტკივილები აღარ გაქვთ და თავბრუსხვევა აღარ არის, ცალსახად ვერ ვიტყვით, შეიძლება ეს მედიკამენტების გავლენაც იყოს, ყოველ შემთხვევაში თუ რაიმე მკვეთრ ცვლილებას გრძნობთ მიაკითხეთ უახლოეს ქალთა კონსულტაციას და გაიკეთეთ ექო, რომ დარწმუნდეთ, რომ ორსულობა ნორმალურად ვითარდება.

მე-7 კვირაში ექოს გაკეთებას აქვს აზრი? გამოჩნდება რამე? ექოს გაკეთება მოქმედებს ბავშვზე, ჯანმრთელობაზე?

Posted by: tms 5 Dec 2006, 15:16
QUOTE (tatakuna @ 5 Dec 2006, 14:29 )


მე-7 კვირაში ექოს გაკეთებას აქვს აზრი? გამოჩნდება რამე? ექოს გაკეთება მოქმედებს ბავშვზე, ჯანმრთელობაზე?

ექო უნდა გაკეთდეს მენსტრუაციის გადაცილებდიან 3-5 დღეში, რომ დადგინდეს ნაყოფი საშვილოსნოშია თუ არა..ანუ 7 კვირის ფეხმძიმე თუ ხარ ექოზე გამოჩნდებაsmile.gif
ექოს იმდეჯერ აკეთებენ რამდენჯერაც საჭიროა ასე რომ არც ბავშვს და არც შენ ანუ დედიკოს, ექოს გამო საფრთხე არ ემუქრება..
ბედნიერ ფეხმძიმობას გისურვებ smile.gif 2kiss.gif

Posted by: lala 5 Dec 2006, 16:38
ვარ 8 კვირის ფეხმძიმე. დღეს უეცრად დამეწყო წვის შეგრძნება საშოში და შარდვის დროს გამომივიდა მოწითალო გამონადენივით (თუ შარდი იყო ამ ფერის ვერ გავიგე) sad.gif ძალიან მეშინია ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა შეიძლება იყოს ეს? sad.gif ძალიან მეშIნია

Posted by: natasha21 5 Dec 2006, 16:45
QUOTE (lala @ 5 Dec 2006, 15:38 )
ვარ 8 კვირის ფეხმძიმე. დღეს უეცრად დამეწყო წვის შეგრძნება საშოში და შარდვის დროს გამომივიდა მოწითალო გამონადენივით (თუ შარდი იყო ამ ფერის ვერ გავიგე) sad.gif ძალიან მეშინია ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა შეიძლება იყოს ეს? sad.gif ძალიან მეშIნია

სასწრაფოდ ექიმთან! მოშლის საშიშროება არ იყოს...
სასწრაფოდ!

Posted by: margusha 5 Dec 2006, 17:23
QUOTE (lala @ 5 Dec 2006, 16:38 )
ვარ 8 კვირის ფეხმძიმე. დღეს უეცრად დამეწყო წვის შეგრძნება საშოში და შარდვის დროს გამომივიდა მოწითალო გამონადენივით (თუ შარდი იყო ამ ფერის ვერ გავიგე) sad.gif ძალიან მეშინია ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა შეიძლება იყოს ეს? sad.gif ძალიან მეშIნია

მიდი ექიმთნ მაგრამ ნუ გეშინია, თუ მარტო შარდის დროს იყო და თან წვის შეგრძნება გქონდა შეიძლება მეკანიკური გაღიზიანება იყოს. დაუკვირდი თუ ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც ცამოივა მასჰინ აუცილებალდ ექიმთან თუ არა და არ შჰეგეშინდეს მეც მქონდა მასე ექიმთნა ვიზიტის დროს სარკე რომ ჩამიდგა საშჰოს კედელი გამიღიზიანდა და შარდვის დროს ცოტა სისხლი მოყვებოდა, მარტო სარდვის დროს ისე არა.

Posted by: Vanadisi7 5 Dec 2006, 21:40
სალამი

მაინტერესებს რამდენად საშიშია ქლამიდია ორსულებისათვის? და რამდენია პროცენტი იმისა რო თუ ქმარს ავს მაშინ მეუღლესაც გადაედოს?
ძნელია თუ არა მისი განკურნება?

Posted by: unicode 5 Dec 2006, 21:48
Qva

მე ერთი წამალი ვიცი, რომელიც მართალია შლის ორსულობას, მაგრამ ცუდად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე.

თავდაცვითი საშუალებად კი ძალიან კარგია Farmatex-ი. ეს აბებია, ყოველი აქტის წინ აბი საშოში თავსდება. (ისე, მგონი ზოგიერთს დასალევი ჰგონია, როგორც ერთხელ ყური მოვკარი).
ამ დასახელების სანთლებიც არის, რაც არანაკლებ საიმედოა.

Posted by: Angelopulosi 6 Dec 2006, 10:41
unicode
QUOTE
თავდაცვითი საშუალებად კი ძალიან კარგია Farmatex-ი. ეს აბებია, ყოველი აქტის წინ აბი საშოში თავსდება.

აბა უფრო დაწვრილებით smile.gif

Posted by: L&L 6 Dec 2006, 11:18
tatakuna
აზრი აქვს იმდენად რამდენადაც გამოჩნდება გულისცემა და თხემ-კუდუსუნის ზომა შეესაბამება თუ არა ვადას. მაგ ვადაზე ორგანოგენეზი დამთავრებული არ არის, ამიტომ ნაყოფის განვითარების ანომალიებზე ვერაფერს იტყვი. ეს 12-14 კვირაზეა საჭირო. ექოსკოპია ნაყოფზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.

lala
სწორად რჩევა იყო ექიმთან სასწრაფო ვიზიტი. დისტანციურად ვერაფრით დაგეხმარებით.

Vanadisi7
ქლამიდია ორსულისათვის საშიშია და სქესობრივი გზით გადადის. რადგან ქლამიდია აღმოჩნდა, უნდა გაიკეთოთ სამივე IgM, IgA, IgG იმუნოგლობულინის ანალიზი.
თქვენ თუ სწორად მახსოვს, წინა გვერდებიდან სტიმულაციას იკეთებდით. როგორ გაქვთ საქმე, ორსულობას მიაღწიეთ??

Posted by: tat 6 Dec 2006, 12:08
სადღაც წავიკითხე ორსულობისას შეიძლება ხალების რაოდენობამ მოიმატოს ან გაიზარდოს-სახეზე მართლაც 2 ხალი გაიბერა და რამდენად საშიშია ან სად მოვიცილო ხომ ვერ მიმასწავლით?-ასე მგონია 3 ცხვირი მაქვსsad.gifsad.gifsad.gif

Posted by: margusha 6 Dec 2006, 13:15
QUOTE (tat @ 6 Dec 2006, 12:08 )
სადღაც წავიკითხე ორსულობისას შეიძლება ხალების რაოდენობამ მოიმატოს ან გაიზარდოს-სახეზე მართლაც 2 ხალი გაიბერა და რამდენად საშიშია ან სად მოვიცილო ხომ ვერ მიმასწავლით?-ასე მგონია 3 ცხვირი მაქვსsad.gifsad.gifsad.gif

მე-13 პოლიკლინიკაში იუსტიციის საინსტოსგვერდით რომაა იკ აცილებენ ხალებს ერთადერთი კაცია მანდვინც მაგას აკეთებს რომ შეხვალ პირველივე სართულზე არის წარწერა ხალების და მაგისნაირების მოცილება. ისე კარგიიკნება ჯერ თუ დარცმუნდები რა წარმოშობის ხალია ტუ ონკოლოგიური ხალია მაშინ დატესვა დაჭირდება თუი ვირუსული წარმოშჰობის მაშინ შეიძლება ეგრევე მოძრობა

Posted by: tatakuna 6 Dec 2006, 15:49
პრეგნავიტიტთან (ვიტამინი) და გალფერ ფასთან(გემოგლობინისთვის) ერთად ფოლიუმუს მჟავას დალევა ზედმეტი ხომ არ იქნება? ორივე მედიკამენტი შეიცავს ფოლიმს, ოღონდ მცირე რაოდენობით. მაგნე ბ6 და ტრომბო აცც, ეს დემიკამტები ერთად გამომიწერეს, რაგაც მგონია რომ ძალიან ბევრია, რას იტყვით?

Posted by: ninali 6 Dec 2006, 16:31
თათია ტუღუშზე რა აზრის ხართ, ვინმეს რამე გსმენიათ როგორი გინეკოლოგია?

Posted by: margusha 6 Dec 2006, 17:02
QUOTE (ninali @ 6 Dec 2006, 16:31 )
თათია ტუღუშზე რა აზრის ხართ, ვინმეს რამე გსმენიათ როგორი გინეკოლოგია?

პირადსჰი მომცერე მაგაზე ჩემზე კარგად ვერავინ ვერ გეტყვის

Posted by: Vanadisi7 6 Dec 2006, 17:33
L&L კი სტიმულაციას ვიკეთებდი, მაგრამ ეხლა ძაან მეშინია, ჩემმა მეღლემ ჩააბარა ნაცხის ანალიზები და მას აღმოაჩდა ქლამიდია, მე კიდე მონიტორინგი გავიკეტე ციკლის მე 13 დღეს და ოვულაცია უკვე მომხდარი იყო, დღეს ტესტი გავიკეტე და ძაან ღიად მაგრამ მაინც გამოჩდა მეორე ხაზი, დღეს არის ციკლის 25 დღე,

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს მისი მკურნალობა?
მანამდე რო გაეკეთებინა ანალიზები აუცილებლად თავს დავიცავდით, ეხლა ალბთ უკვე გვიანია, თუ ორსულობა დადგინდა რა უნდა გავაკეთო? როგორ მოვიქცე?

და რამდენი პროცენტია იმისა რო ჩემი მეუღლისაგან გადამედებოდა?

Posted by: lala 7 Dec 2006, 12:33
zaza sinauridzes mirchevdit tu gaguas?
dzalian mianteresebs tqveni azri
(bodishi qartulad ver vcer)

Posted by: SPC 7 Dec 2006, 12:35
ხომ ვერ მეტყვით რამდენად ხარისხიანად აკეთებენ "იუნონაში" ჰორმონალურ ანალიზს? და საერთოდ სისხლიდან კეთდება ხო ჰორმონალური?

Posted by: Konkia 7 Dec 2006, 17:41
გერპესზე რას მეტყვით? ამბობენ საშიშია განაყოფიერებისთვის....

Posted by: kudracha 7 Dec 2006, 19:58
SPC
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით რამდენად ხარისხიანად აკეთებენ "იუნონაში" ჰორმონალურ ანალიზს? და საერთოდ სისხლიდან კეთდება ხო ჰორმონალური?

იუნონაში რა გითხრა, მაგრამ "ენ-მედიცი" არი ეგეთი ფირმა არამიანცის ტერიტორიაზე, მანდ კარგად აკეთებენ
* * *
lala
QUOTE
zaza sinauridzes

ამბობენ კაი ექიმია, მაგრამ ამავე დროს უხეშია საშინლად. მქონდა შეხება
QUOTE
gaguas?

ასევე ამბობენ კაი ექიმია და პირადად ურთიერთობაში საკმაოდ სასიამოვნო ტიპია.
ნუ, ორივე კაი ექიმია იდეაში. პირადად ნახე ორივე და თავად გადაწყვიტე biggrin.gif

Posted by: makvala 7 Dec 2006, 22:52
lala

გაგუა! სინაურიძე არის რიგითი მეან–გინეკოლოგი. მერე რა რომ სანდრა ამშობიარა, მთლად მის გემოვნებას ნუ ენდობი...

SPC

იუნონაში სანამ რამდენიმე კარგი ლაბორანტი წავიდოდა, ანალიზების საქმე მართლაც კარგად იყო, ეხლანდელი სასტავი ვერ ქაჩავს ჩემი აზრით. ენმედიკი ნორმალურია, მაგრამ როცა მიხვალ, მარტო ანალიზი გაიკეთე და წამოდი, არცერთ მაგათ სიტყვას, ქაღალდზე დაწერილი პასუხის გარდა არ ენდო. დაგიწყებენ დაბოლებას რომ სამკურნალოდაც მათთან დარჩე ან შეიძლება კიდევ დამატებით ანალიზების გაკეთება შემოგთავაზონ. ლანძღავენ ყველა ლაბორატორიას და ექიმს თბილისში, არადა არის ხალხი, ვინც მაგათზე უკეთესად და იაფად მუშაობს და პაციენტის დაბოლების მცდელობაც ნაკლებად აქვს...

Konkia
ჰერპესს ვერ მოიშორებ, სიცოცხლის ბოლომდე ვირუსმატარებელი იქნები, მაგრამ არ შეგეშინდეს, 50% მოსახლეობის ვირუსმატარებელია, მაგრამ ჯანმრთელ ბაღნებს აჩენენ...

მთავარია იმუნიტეტი ძლიერი იყოს და დაავადება არ გაგიმწვავდეს ორსულობისას...

დანარჩენი მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტოს...

Posted by: Natuka NGN 8 Dec 2006, 00:29
lala
QUOTE
გაგუა! სინაურიძე არის რიგითი მეან–გინეკოლოგი. მერე რა რომ სანდრა ამშობიარა, მთლად მის გემოვნებას ნუ ენდობი...

სრულიად ვეთანხმები მაყვალას. გაგუა მართლაც არაჩვეულებრივი ექიმია. ჩემი საახლობლოდან ძალიან ბევრმა იმშობიარა მასთან და ყველა ძალიან მადლიერია მისი.
სინაურიძეც კარგი ექიმია, მაგრამ ცოტა ''თავში აუვარდა'', ჯერ კიდევ მაშინ როცა სანდრა ნამშობიარები არა ყავდა.
ეს ჩემი აზრია და ჩემი ახლობლების გამოცდილებით გეუბნებით.

Posted by: kudracha 8 Dec 2006, 08:15
makvala
QUOTE
გაგუა!

გაიხარე! მაგასთან ვმშობიარობ ერთ თვეში. ლამის მთელი თბილისი შემოვიარე და ბოლოს მაგ აზრზე გავჩერდი.

Posted by: L&L 8 Dec 2006, 09:52
Vanadisi7

ქლამიდია მეუღლის ანალიზშიც ჯერ კიდევ გასარკვევია არის თუ არა. თუ ნაცხიდან ექსპრეს-მეთოდით გაკეთდა, ადვილი შესაძლებელია ცრუ დადებითიც იყოს. ექსპრეს-ტესტის პასუხი აუცილებლად უნდა გადამოწმდეს უფრო სპეციფიური მეთოდით. ამიტომ თუ შეიძლება გაგვაგებინეთ სად და რა მეთოდით გაკეთდა ანალიზი, გადაასკანერეთ და გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტით. ფოსტას ჩვენ საიტზე ნახავთ.

Posted by: ninarichi 8 Dec 2006, 11:55
გამარჯობათ ყველას
მეც დიდი პრობლემა მკონდა რომელ ეკიმტან მივსულიყავი და საერტოდ რომელი კლინიკა ჯობდა, გაგუასტანაც მომიწია მკურნალობა, დალი გაბიძაშვილტანაც ჰერაში.
მე ვფიქრობ რომ ცოტა მეტად ყურადღებიანები უნდა იყონ , მე 3 ტვისას მომეშალა მუცელი სრულიად გაურკვეველი მიზეზით და ახლა ვმკურნალობ და ვიკვლევ მიზეზებს.

http://www.mother.ge
http://www.mother.ge/forum/

Posted by: margusha 8 Dec 2006, 12:07
ვაჰ ნინარიჩი შენც შემოგვიერთდი?
უელქამ ბატონო უელქამ

Posted by: ninarichi 8 Dec 2006, 12:20
მოგესალმებით, კი მეც შემოგიერთდით

Posted by: margusha 8 Dec 2006, 12:27
კი მართალი ხარ ყოველ წუთს ექიმთან სიარული საშინელებაა თუნდაც დარეკვა ასე მგონია სულ ვაწუხებ. მე ნათ ვარ შენი ფორუმიდან. აქ ძაან კარგი გინეკლოგები არიან მაყვალა და ლ&ლ რაც გაინტერესებს კიტხე პასუხს არ დაგამადლიან

Posted by: tat 8 Dec 2006, 12:39
margusha
QUOTE
მე-13 პოლიკლინიკაში იუსტიციის საინსტოსგვერდით რომაა იკ აცილებენ ხალებს ერთადერთი კაცია მანდვინც მაგას აკეთებს რომ შეხვალ პირველივე სართულზე არის წარწერა ხალების და მაგისნაირების მოცილება. ისე კარგიიკნება ჯერ თუ დარცმუნდები რა წარმოშობის ხალია ტუ ონკოლოგიური ხალია მაშინ დატესვა დაჭირდება თუი ვირუსული წარმოშჰობის მაშინ შეიძლება ეგრევე მოძრობა

გავიკიტხე და დატესვა ისეტი მტკივნეული ყოფილა sad.gif ტვალით ვერ ამჩნევენ ნეტავი დერმატოლოგები ან ეგ კაცი რისკიანია თუ არა?sad.gifninali

QUOTE
თათია ტუღუშზე რა აზრის ხართ, ვინმეს რამე გსმენიათ როგორი გინეკოლოგია?

არ მსმენია-დავდიოდიsmile.gif

Posted by: ninarichi 8 Dec 2006, 12:40
ძალიან სასიამოვნოა ნათ

smile.gif

Posted by: margusha 8 Dec 2006, 12:51
QUOTE (tat @ 8 Dec 2006, 12:39 )
margusha
QUOTE
მე-13 პოლიკლინიკაში იუსტიციის საინსტოსგვერდით რომაა იკ აცილებენ ხალებს ერთადერთი კაცია მანდვინც მაგას აკეთებს რომ შეხვალ პირველივე სართულზე არის წარწერა ხალების და მაგისნაირების მოცილება. ისე კარგიიკნება ჯერ თუ დარცმუნდები რა წარმოშობის ხალია ტუ ონკოლოგიური ხალია მაშინ დატესვა დაჭირდება თუი ვირუსული წარმოშჰობის მაშინ შეიძლება ეგრევე მოძრობა

გავიკიტხე და დატესვა ისეტი მტკივნეული ყოფილა sad.gif ტვალით ვერ ამჩნევენ ნეტავი დერმატოლოგები ან ეგ კაცი რისკიანია თუ არა?sad.gifninali

QUOTE
თათია ტუღუშზე რა აზრის ხართ, ვინმეს რამე გსმენიათ როგორი გინეკოლოგია?

არ მსმენია-დავდიოდიsmile.gif

ძაან რისკიანი კაცია ისე ყოფილი ონკოლოგია და ეგრევე გეტყვის რა წარმოშობის ხალია და ჭირდება თუ არა დათესვა. მტკივნეული რაა ჩვეულებრივ ფუნქციას იღებენ რაა

Posted by: tat 8 Dec 2006, 13:25
QUOTE
ძაან რისკიანი კაცია ისე ყოფილი ონკოლოგია და ეგრევე გეტყვის რა წარმოშობის ხალია და ჭირდება თუ არა დათესვა. მტკივნეული რაა ჩვეულებრივ ფუნქციას იღებენ რაა

რისკიანი რას ნიშნავს? რა ჩვეულებრივი პუნქცია-ქარჩაულმა მითხრა ხალი უნდა გაჩხვლიტონ და სიტხე რომ წამოვა უნა დატესონო-მოკვდები ისეთი მწარეაო და ამიტომ მეშინია--6-9 ხალის გახვრეტას გავუძლებ!!!!!!!!!????????????

Posted by: margusha 8 Dec 2006, 13:47
QUOTE (tat @ 8 Dec 2006, 13:25 )
QUOTE
ძაან რისკიანი კაცია ისე ყოფილი ონკოლოგია და ეგრევე გეტყვის რა წარმოშობის ხალია და ჭირდება თუ არა დათესვა. მტკივნეული რაა ჩვეულებრივ ფუნქციას იღებენ რაა

რისკიანი რას ნიშნავს? რა ჩვეულებრივი პუნქცია-ქარჩაულმა მითხრა ხალი უნდა გაჩხვლიტონ და სიტხე რომ წამოვა უნა დატესონო-მოკვდები ისეთი მწარეაო და ამიტომ მეშინია--6-9 ხალის გახვრეტას გავუძლებ!!!!!!!!!????????????

რისკიანი ვგულისხმო იმას რომ ზოგი ხომ არის რომ გცჰირდება თუ არა მაინც გაღებინებს ანალიზს თავის დაძღვევის მიზნით, ეს რომ შეგხედავ ეგრევე ხვდება ჭირდება თუ არა ფუნქციის აღება ტყულად დროს არ დაგაკარგვინებს, საუკენუა მაგ საქმეს მისდევს. და მისმინე რამდნე ხანში გაგიჩნდა ეგ ხალები და რამდენი, რა ფერისაა თმიანი თუ უთმ, ხომ არ გეკავება ან გეწვის ან სითხე ხომ არ გადმოსდის.

Posted by: lala 8 Dec 2006, 14:59
didi madloba pasuxistvis albat gaguastan mival jer adrea magram mainc

minimum ramdeni kviris Semdeg Chans nayopis sqesi ?

da ise mshobiarobamde ramdeni xnit adre unda mivide eqimtan vinc unda mamshobiaros?

Posted by: ninarichi 8 Dec 2006, 15:18
სამშობიარო სახლებიდან რომელ ანიჭებთ უპირატესობას?
user posted image

Posted by: nini5555 8 Dec 2006, 16:23
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. რომ დარჩე ორსულად ორგაზმი უნდა მიიღო აუცილებლად? ვერა ვრჩები ორსულად. უკვე3წელია. ვკურნალობ. მაგრამ შEდეგი არაფერი.
* * *
უკაცრავად სად გაიკეთე სტიმულაცია .რამდენი დაგიჯდა. და დარჩი თუ არა ორსულად?

Posted by: kudracha 8 Dec 2006, 16:46
nini5555
QUOTE
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. რომ დარჩე ორსულად ორგაზმი უნდა მიიღო აუცილებლად?

biggrin.gif არა

Posted by: blear_witch 8 Dec 2006, 16:51
nini5555
გაუპატიურებული ქალიც კი ორსულდება, რაის ორგაზმიbiggrin.gif

Posted by: hekisime 9 Dec 2006, 00:07
ninarichi
QUOTE
სამშობიარო სახლებიდან რომელ ანიჭებთ უპირატესობას?


ყოფილ პირველ სამშობიაროს ნახალოვკაში, ეხლა მანანა შარაშიძის სამედიცინო ცენტრი ქვია

Posted by: lovefool 9 Dec 2006, 03:56
QUOTE (nini5555 @ 8 Dec 2006, 16:23 )
რომ დარჩე ორსულად ორგაზმი უნდა მიიღო აუცილებლად?

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს lol.gif lol.gif

Posted by: Portugal 9 Dec 2006, 09:23
QUOTE
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. რომ დარჩე ორსულად ორგაზმი უნდა მიიღო აუცილებლად? ვერა ვრჩები ორსულად. უკვე3წელია

მაიცა და სამი წელია ორგაზმი არ გქონია? spy.gif

Posted by: margusha 9 Dec 2006, 10:05
QUOTE (lovefool @ 9 Dec 2006, 03:56 )
QUOTE (nini5555 @ 8 Dec 2006, 16:23 )
რომ დარჩე ორსულად  ორგაზმი უნდა მიიღო აუცილებლად?

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს lol.gif lol.gif

არ არის სასაცილო ორგაზმი გარკვეულწილად ხელს უწყობს განაყოფიერებას იმიტომ რომ ორგაზმის სპაზმი ხელს უწყობს სპერმის შეტყორცნას შიგნით

Posted by: makvala 9 Dec 2006, 11:11
margusha
nini5555


აქ ორი მომენტია:
1. ორგაზმი დაორსულებისათვის სავალდებულო არ არის,
2. ორგაზმის დროს ხდება ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ზალპისებური გამოყოფა, ისე, რომ კვერცხუჯრედი შეიძლება გრაფიკის გარეშე მომწიფდეს! ამიტომაც ორსულობისაგან დაცვის კალენდარული მეთოდი საიმედო არ არის და ორგაზმის არსებობა მნიშვნელოვნად ხელს უწყობს დაორსულებას. საშვილოსნოს შეკუმშვა ორგაზმის დროს მეორეხარისხოვანი ფაქტორია ამასთან შედარებით.

Posted by: SOPKA 9 Dec 2006, 11:51
nini5555
ორგაზმის არქონა არაა უშვილობის მიზეზი, თუ უშვილობის ყველა სხვა მიზეზი გამორიცხულია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ანორგაზმიას დააბრალო, მაგრამ ეგ არ არის 100%, wink.gif

Posted by: tms 9 Dec 2006, 11:54
ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება smile.gif

Crinone 8% გამოყნებამ შეიძლება თუ არა გამოიწვიოს ციკლის გადავადება. წამლის გამოყნება ხდებოდა 6 დღე

Posted by: SOPKA 9 Dec 2006, 11:57
tms
QUOTE
Crinone

რისი წამალია?? არ გამიგია

Posted by: tms 9 Dec 2006, 11:59
SOPKA
ხო გინეკოლოგებმა იციან ალბათ და იმათ ვკითხე smile.gif საშინელება წამალი არ არის მაგრამ მაინც ღმერთმა ნუ დაგჭირვოსsmile.gif

Posted by: SOPKA 9 Dec 2006, 12:01
tms
დედაჩემია გინეკოლოგი, ახლა გვერდძე მიზის და სახელწოდება ზუსტად დაწერე??

კლიონი ხომ არ არის??

Posted by: tms 9 Dec 2006, 12:02
SOPKA
კი ზუსტად. დავწერეsmile.gif

Posted by: SOPKA 9 Dec 2006, 12:04
tms
მაშინ რისი წამალია? რა არის? ჰორმონია? ანტიბიოტიკია? ტირხომონის, ვირუსის საწინააღმდეგო თუ რა? რა პრობლემა გქონდა რომ დალია?

Posted by: tms 9 Dec 2006, 12:06
QUOTE (SOPKA @ 9 Dec 2006, 12:04 )
tms
მაშინ რისი წამალია? რა არის? ჰორმონია? ანტიბიოტიკია? ტირხომონის, ვირუსის საწინააღმდეგო თუ რა? რა პრობლემა გქონდა რომ დალია?

არ სვამენ, მალამოა smile.gif

Posted by: SOPKA 9 Dec 2006, 12:11
tms
PM მოგწერე და იქ მითხარი უფრო ზუსტად wink.gif

Posted by: tms 9 Dec 2006, 12:13
[QUOTE=SOPKA,9 Dec 2006, 12:11 ] tms
.................................

Posted by: la nina 9 Dec 2006, 15:38
http://www.gardasil.com/?WT.srch=1&WT.mc_id=GL045

ასეთ საიტს გადავაწყდი, გსმენიათ ამ ვაქცინის შესახებ?

Posted by: WOMAN IN LOVE 9 Dec 2006, 16:20
ninarichi
QUOTE
სამშობიარო სახლებიდან რომელ ანიჭებთ უპირატესობას?

ღუდუშაურის კლინიკას.

Posted by: Solveig 9 Dec 2006, 16:38
QUOTE (SOPKA @ 9 Dec 2006, 10:57 )
tms
QUOTE
Crinone

რისი წამალია?? არ გამიგია

მემგონი, ჰომეოპათიური წამალია. რომელიღაც გერმანული ფირმა უშვებს ჰომეოპათიურ წამლებს, რომელსაც გინეკოლოგები იყენებენ და მათი სახელები მთავრდება "ნონზე".

Posted by: tms 9 Dec 2006, 18:28
QUOTE (Solveig @ 9 Dec 2006, 16:38 )
QUOTE (SOPKA @ 9 Dec 2006, 10:57 )
tms
QUOTE
Crinone

რისი წამალია?? არ გამიგია

მემგონი, ჰომეოპათიური წამალია. რომელიღაც გერმანული ფირმა უშვებს ჰომეოპათიურ წამლებს, რომელსაც გინეკოლოგები იყენებენ და მათი სახელები მთავრდება "ნონზე".

კი ვიცი რა წამალიც არის პირადი გამოცდილებიდანsmile.gif და ჰორმონია გერმანული წარმოების მართალი ხარsmile.gif

უბრალოდ გინეკოლოგის აზრი მაინტერესებდა ორშაბათამდე, სანამ მე ჩემს ექიმთან მივალ, მაგრამ როგორც ჩანს საქრთველოში არ შემოდის რადგან არ არის ქართველი გინეკოლოგებისათვის ცნობილი, ან სხვა სახელით შემოდის, მაგდენი არ ვიციsmile.gif
მოკლედ ჩემ შემთხვევაში უკვე მოიხსან პატივცემული Crinone-ს პრობლემა smile.gif

Posted by: margusha 9 Dec 2006, 19:24
QUOTE (la nina @ 9 Dec 2006, 15:38 )
http://www.gardasil.com/?WT.srch=1&WT.mc_id=GL045

ასეთ საიტს გადავაწყდი, გსმენიათ ამ ვაქცინის შესახებ?

მაყვალა

ნახე აბა ეს ლინკი... თუ არის საქართველოში შემოტანილი და რამდენად რეალურია

Posted by: makvala 9 Dec 2006, 22:21
tms

Crinone? – ეგა პროგესტერონია, შენ 4%–იანი დაგინიშნეს თუ 8%–იანი?

კაი პრეპარატია, აქ არ დაურეგისტრირებიათ, რა ეჩქარებათ რო...

ფრანგები ინტენსიურადა ნიშნავენ, შენ სადა ხარ?...

margusha

რა გითხრა მარგუშ, ეგ პოპულარული სარეკლამო საიტია, პაციენტებისათვის, ისე ლიტერატურაში შრომები ფრიად სერიოზული ხალხისაა და თუ რაიმე ვაქცინა პაპილომავირუსს თუნდაც 70% ალბათობით გააჩერებს, დიდი საქმეა. მაგდენი იმუნოლოგია ნაღდად არ ვიცი, რომ დეტალები, გამეგო, თუმცა თვალყურს ვადევნებდი. თუ გინდა სტატიები მაქვს რამდენიმე, შემიძლია dade.ge-ზე დავდო, მაგრამ თუ პროფესიონალი ხარ...

ვაქცინის რამდენიმე ექსპერიმენტული ვარიანტი შეიქმნა, 100% იმუნიტეტის დამჭერი არცერთი არ არის...

აქ შემოტანილი არ არის რა თქმა უნდა...

ეგ გარდასილი შარშან ოქტომბერში წარადგინეს სანფრანცისკოში დიდი ზარ–ზეიმით, ვნახოთ მასობრივად რა შედეგი ექნება. 50 –იან წლებში ემბიხინი რომ გამოსცადეს, კიბო მორჩენილი ეგონათ, მაგრამ დღესაც ქელეხით მთავრდება.

მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ჯერ ვაშა–ვაშას ძახილს ნუ ავტეხთ, მითუმეტეს თვით მწარმოებელიც არ ყვირის ვაშაო. ეგ ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს ტრადიციულ სკრინინგს მაინც არ გამორიცხავს...

ვაქცინა ვირუსის ინაქტივირებულ ცილებს შეიცავს, რომ ანტისხეულები გამომუშავდეს. თავად ვირუსი მანდ არც ცოცხალი, არც მკვდარი წესით არ უნდა იყოს. ჩემის მოკლე ჭკუით ეგა გენური ინჟინერიით იქმნება შექმნილი – ჯერ რომელიმე მიკროორგანიზმს (მაგალითად ნაწლავის ჩხირის ბაქტერიას) ჩაუნერგავენ პაპილომავირუსის დნმ–ს, შემდეგ მათ გაამრავლებენ და ის კი წარმოშობს საჭირო ცილას ენ რაოდენობით....

რა ვიცი, აღდგომა და ხვალეო, ვნახოთ რას იტყვიან ერთ–ორ წელიწადში თავად შტატებში. ფაქტია FDA-ს ნებართვა მიიღეს, ეს კი ადვილი არ არის...

Posted by: tms 10 Dec 2006, 13:23
QUOTE (makvala @ 9 Dec 2006, 22:21 )
tms

Crinone? – ეგა პროგესტერონია, შენ 4%–იანი დაგინიშნეს თუ 8%–იანი?

კაი პრეპარატია, აქ არ დაურეგისტრირებიათ, რა ეჩქარებათ რო...

ფრანგები ინტენსიურადა ნიშნავენ, შენ სადა ხარ?...


მე გერმნაიში ვარ.
იყო 8%. კი ვიცი რა ჰორმონიც არისsmile.gif დამინიშნეს IUI-ს მერე. 6 გავიკეთე. ციკლმა გდაიწია, და დიდი იმედი მქონდა რომ Crinon კრემის ბრალი არ იყო, ვიფიქრე კრემი ციკლს ვერ გადაწევდა, მოკლედ პოზიტიური ფიქრები smile.gif

მაგრამ ..მოკლედ მეორე IUI და ისევ ნეგატიური..ახლა მივალ ორშაბათს და ვნახოთ რას დამინიშნავს, მე მგონი Cetrotide-s

Posted by: tat1975 10 Dec 2006, 15:15
ძლივს არ მოვაგენი ამ თემასsmile.gif
ხალხო ერთი შეკითხვა მაქვს, შეიძლება ძალიან უცნაურიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მჭირდება ამის ცოდნა. შესაძლოა თუ არა თვიურის დაწყების ხელოვნურად გადაწევა 1 ან 2 დღით, ოღონდ ეს უვნებელი რომ იყოს?? თუ სრული აბსურდია?sad.gif

Posted by: წრიპა 10 Dec 2006, 16:10
tat1975
კი სავსებით შესაძლებელია

Posted by: ninarichi 10 Dec 2006, 16:12
მარგუშ შენთან პირადი კითხვა მაქვს და სად მოგწერო?

* * *
და მაინტერესებს რატომ ღუდუშაურის კლინიკა?????????



მე ბევრი კლინიკა ვნახე მაგრამ ხალხის აზრი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

რაც შეეხება ეხოს -------------- მათითაშვილის მიმართ რაღაც აუწერელი ნდობა მაქვს.

Posted by: tat1975 10 Dec 2006, 16:20
წრიპა, აქ თუ არა იქნებ პრივატში მაინც გამაგებინო როგორ შეიძლება? გაიხარეე!!

Posted by: margusha 10 Dec 2006, 18:35
QUOTE (ninarichi @ 10 Dec 2006, 16:12 )
მარგუშ შენთან პირადი კითხვა მაქვს და სად მოგწერო?

* * *
და მაინტერესებს რატომ ღუდუშაურის კლინიკა?????????



მე ბევრი კლინიკა ვნახე მაგრამ ხალხის აზრი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

რაც შეეხება ეხოს -------------- მათითაშვილის მიმართ რაღაც აუწერელი ნდობა მაქვს.

პირად მიმოწერაში მომწერე თუ გინდა ან ამ მისამართზე:
Natia75@hotmail.com
Natia7575@mail.ru


* * *
QUOTE (tat1975 @ 10 Dec 2006, 15:15 )
ძლივს არ მოვაგენი ამ თემასsmile.gif
ხალხო ერთი შეკითხვა მაქვს, შეიძლება ძალიან უცნაურიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მჭირდება ამის ცოდნა. შესაძლოა თუ არა თვიურის დაწყების ხელოვნურად გადაწევა 1 ან 2 დღით, ოღონდ ეს უვნებელი რომ იყოს?? თუ სრული აბსურდია?sad.gif

მე როგორც ვიციეგ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით ხდება, მაყვლას მიწერე პირადში ის ზუსტად აგიხსნის

Posted by: CHISARA 10 Dec 2006, 20:33
პრივეტ ყველას
ბავშვის ყოლას ვაპირებ და რათქმა უნდა უკვე ვფიქრობ მშობიარობაზე
ესეთი რაღაცეები მხვდება ხშირად
მოკლედ გაუგებრობაში ვარ ? ნუთუ მართლა ასეა საქმე?
Бедное влагалище, привыкшее к размерам члена, через него без подготовки резко пытаются просунуть голову ребенка окружностью 32-40см, а его туловище еще толще. Поэтому там все рвется и растягивается бесповоротно. Вы возьмите какой-нибудь предмет, например, бутылку из-под шампанского и в писю себе попробуйте забить тыльной, широкой стороной. Хотя бутылка меньше, чем голова ребенка. Вообще у рожающих через влагалище не все дома, нормальный человек не вредит своему организму и не рвется в роддом на пытки. Только круглые дуры, они рожают через писю, которая потом превращается в неликвид в сексе.
Про то, что влагалище возвращается к первоначальным размерам-вранье. Если бы вы слышали, что о рожавших мужики ихние говорят, как они в них проваливаются, хоть в попу трахаться начинай. Всем желающи вышлю фото изуродованных родами влагалищ, из которых даже матки вываливаются. Рожавших на гинекологическои осмотре смотрят самым большим зеркалом, а иногда и без него,т.к. дырка так зияет, что шейку матки видно и без расширителя. У меня подруга гинеколог, я сама к ней в кабинет приходила, одевала халат и сидела рядом, все это видела.

სხვა გოგო პასუხობს
Ну тогда бы мужчины занимались сексом, только с нерожавшими женщинами, ай не так оно. Мать природа всё предусморела, я таких не знаю кто чувствует себя с рожавшей женщиной "как ложка в стакане"))))

და ისევ ის წერს - ექიმია სხვატაშორის

Природа как раз не предусмотрела. У животных плод маленький и никогда не бывает разрывов и эпизиотомий с геморроями. А у людей головы у детей крупные, эволюция привела к укрупнению головного мозга. Тем более что люди, в отличии от животных регулярно занимаются сексом. Член меньше головы ребенка раз в 50. Бедра у женщин становятся все уже. Если посмотреть в музеях платья придворных девиц 26-17 века, то видно, что они были низкорослые и широкозадые. А сейчас все длинноногие и узкобедренные, поэтому растет число кесаревых сечений. Лет через сто вообще никто сам родить не сможет, всех будут кесарить.

გინეკოლოგებო,
კომენტარი გააკეთეტ

მართლა ესე ძან იცვლება მშობიარობის მერე სექსუალური ცხოვრება?


Posted by: makvala 10 Dec 2006, 23:10
მოკლედ დაბადების დღეზე გახლდით და იქაური სიცილ–ხარხარის შემდეგ მგონი აქ გრძელდება ხოხმაობა...

CHISARA

აბანოს შეშურდება ისეთი ტექსტი გიშოვია...

სად შოულობს ეს ხალხი ამ სიბრძნეს...

ბავშვის ყოლა თუ გინდა გააჩინე და რაც ზემოთ დაწერე თავიდან ამოიგდე. მშობიარობის შემდეგ თუ ფორმას არ დაკარგავ და თავს მიხედავ, ისეთივე სასურველი იქნები შენი მეუღლისათვის, როგორც მანამდე...

ახლა უფრო საჭირო რამეებზე იფიქრე - კარგი ექიმი აიყვანე და ორსულობისათვის მოემზადე...

პ.ს. განსაკუთრებით ის მომეწონა რომ \\\"უ ჟივოტნიხ პლოდ მალენკი\\\" - ეს ალბათ სპილოს გულისხმობდა ავტორი...

ცნობისათვის, ამასწინათ \"ზონა რეალიტის\" არხზე ვუყრე, როგორ გაუკეთეს ძაღლს საკეისრო...

ან Член меньше головы ребенка раз в 50 როგორია სხვადასხვა სახეობის შემთხვევაში – ბოცვრიდან დაწყებული სპილოთი დამთავრებული და რა ადგილი უკავია ადამიანს, თუ არის სადმე სტატისტიკური მონაცემები ან ლიტერატურა მიმითითეთ ვინმემ, ან ლინკი დადეთ....

კურიოზია რა....

lol.gif lol.gif

tat1975

მენსტრუაციის დღის გადაწევაზე რომ ლაპარაკობ, დააზუსტე ადრე გინდა რომ მოვიდეს თუ დააგვიანოს? lol.gif lol.gif

თუ საიდუმლო არ არის, რაში დაგჭირდა?

ხუმრობა იქით იყოს და ასეთი შეკითხვით ჯერ არავის მოუმართავს...

წავედი მეძინება, ხვალ მორიგე ვარ და არ მგონია შემოვიდე, აბა სამშაბათამდე...

Posted by: L&L 11 Dec 2006, 13:23
tat1975

ჰორმონალური პრეპარატებით ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ სრულიად უვნებლობის რა მოგახსენოთ. ჰორმონალური პრეპარატი აუცილებლად წინასწარ გამოკვლევას მოითხოვს. ექიმის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ...

Posted by: tms 11 Dec 2006, 14:20
CHISARA
დიდი ბოდში ამას რომ გეუბნები მაგრამ ... ნეტა შენ სხვა სადარდებელი რომ არ გაქვს smile.gif

Posted by: frida_khalo 11 Dec 2006, 17:14
QUOTE (tms @ 11 Dec 2006, 14:20 )
CHISARA
დიდი ბოდში ამას რომ გეუბნები მაგრამ ... ნეტა შენ სხვა სადარდებელი რომ არ გაქვს smile.gif

............................................................
yes.gif


Posted by: lala 11 Dec 2006, 18:37
ginekologebo mainteresebs tqveni azri damexmaret gtxovt
aRmomachnda soko dacyebit stadiashi, cota da var 9 kviris fexmZime, eqimma ar daminishna aranairi camali da raime kremi rom vixmaro xom araferi daushavdeba nayops?
(bodishi qartulad ver vcer xolme)

Posted by: margusha 11 Dec 2006, 21:46
QUOTE (lala @ 11 Dec 2006, 18:37 )
ginekologebo mainteresebs tqveni azri damexmaret gtxovt
aRmomachnda soko dacyebit stadiashi, cota da var 9 kviris fexmZime, eqimma ar daminishna aranairi camali da raime kremi rom vixmaro xom araferi daushavdeba nayops?
(bodishi qartulad ver vcer xolme)

სანამ მაყვალა მორიგეობიდან დაბრუნდება მე გეტყვი რომ საშიში არ არის მაგისთვის მკურნალობა ინიშნება 12 კვირიდან.

Posted by: lala 12 Dec 2006, 00:44
xo 12 kviridan iniSneba raRac sanTlebi da var 9 kviris da tu Sheidzleba raime kremis, mxolod kremis gamoyeneba , ise ra unda daushavos , magram mainc zustad mainteresebs
(bodishi qartulad ver vcer xolme)

Posted by: L&L 12 Dec 2006, 13:36
lala

სასურველია რომ სოკოს მკურნალობა პირველი ტრიმესტრის შემდეგ დაინიშნოს. რასაც ალბათ გააკეთებს თქვენი ექიმი.

Posted by: ninarichi 12 Dec 2006, 15:55
ძალიან უცნაური რამ მომივიდა

ვმკურნალობდი ციტომეგალო ვირუსს. მკურნალობის დაწყებემდე 48 % მქონდა თუმცა ნორმა 0-40 % მდეა .
ვიმკურნალე 1 თვე და განმეორებითი ანალიზის პასუხმა ჩვენა რომ მკურნალობის შემდეგ ვირუსის მაჩვენებელმა
48 % დან 50% მდე აიწია ! ! !

ვარ გაოგნებული, რადგან ასეთი ძლიერი წამლების მიღების შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაწეულიყო ვირუსი.... არ ვიცი რა ვქნა ...

http://mother.ge
user posted image

Posted by: tms 12 Dec 2006, 15:58
ninarichi
არასწორად გაკეთებული ანალიზების ბრალი ხომ არ არის?
ჩემს მეგობარს გაუკეთეს მასე ჰორმონებზე, არასწორად გაზომეს და smile.gif

Posted by: margusha 12 Dec 2006, 16:01
ninarichi

მე რომ მკითხო საერტოდ ვირუსზე მკურნალობა სისულელეა, ერტი მითხარი რამე ვირუსი რომელსაც დღეს არჩენენ, გრიპის ვირუს ვერ მოუხერხეს ვერაფერი. ვირუსი შემოდის ორგანიზმში გაივლის მწვავე პერიოდს და და გადის მერე და ტოვებს ანტისხეულებს შენ ალბათ ანტისხეულების რაოდენობა გაქვს მაგდენი? მთავარია ორსულობის დროს არ გქონდეს მწვავე ფორმა ანუ ორსულობის დროს არ შეგხვდეს, თორენ ეგ ანტისხეულები ყოველთვის გექნება სისხლში

Posted by: ninarichi 12 Dec 2006, 16:06
ციტო მეგალო ვირუსის მაღალი დონე უშლის ხელს დაფეხმძიმებას. და ასევე იწვწვს ფეხმძიმობის მოშლას, მე ეს უკვე გავიარე და უბრალოდ მინდა თავიდან ავიცილო ასეთი საშინელების გამეორება
http://mother.ge

Posted by: margusha 12 Dec 2006, 16:56
QUOTE (ninarichi @ 12 Dec 2006, 16:06 )
ციტო მეგალო ვირუსის მაღალი დონე უშლის ხელს დაფეხმძიმებას. და ასევე იწვწვს ფეხმძიმობის მოშლას, მე ეს უკვე გავიარე და უბრალოდ მინდა თავიდან ავიცილო ასეთი საშინელების გამეორება
http://mother.ge

დარწმუნებულ ხარ რომ მაგის გამო მოგეშალა? და მითუმეტეს თუ გაიარე მე მგობნი უკვე აღარ უინდა იყოს საშიში. თუ ეგ გახდა მიზეზი მოშლისა. ეტყობა იმიტომ რომ ზუსტად ორსულობისას შეგხვდა

Posted by: ninarichi 12 Dec 2006, 18:09
ზუსტად მიზეზს არავინ გეტყვის ტან განსაკუთრებით საქართველოში, სულ რაგაც ზოგად პაუხებს იგონებენ. ასე რომ დარწმუნებიტ ვერ გეტყვი ნამდვილი მიზეზი ეგ იყო თუ არა

http://mother.ge

Posted by: L&L 12 Dec 2006, 18:46
ninarichi

QUOTE
ძალიან უცნაური რამ მომივიდა

ვმკურნალობდი ციტომეგალო ვირუსს. მკურნალობის დაწყებემდე 48 % მქონდა თუმცა ნორმა 0-40 % მდეა .
ვიმკურნალე 1 თვე და განმეორებითი ანალიზის პასუხმა ჩვენა რომ მკურნალობის შემდეგ ვირუსის მაჩვენებელმა
48 % დან 50% მდე აიწია ! ! !



ვფიქრობთ, რომ საგანგაშო არაფერია და შედეგის ინტერპრეტაცია არის არასწორად გაკეთებული. მოდი წაიკითხე:

http://www.medea.ge/cons14.htm

მე მგონი შენი შემთხვევა მანდ პირდაპირ გვაქვს აღწერილი. თუ შეიძლება სიტყვასიტყვით ზუსტად დაგვიწერეთ რა სწერია თქვენს ანალიზის პასუხში ან კიდევ უკეთესია თუ პასუხს გადაასკანერებთ, რადგან აშკარად პასუხი ბოლომდე სწორად არ არის გადმოცემული.


Posted by: tms 12 Dec 2006, 19:15
L&L
თქვენთან რა ღირს IUI?....

Posted by: L&L 12 Dec 2006, 19:33
tms

გერმანიაზე ნაკლები ნამდვილად, დეტალები პმ-ში

Posted by: ikebana 12 Dec 2006, 19:53
IUI რა არის?
___________________________

Posted by: tms 12 Dec 2006, 19:55
INTRAUTERINE INSEMINATION
საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია...
ანუ წინასწარ დამუშავებული სპერმა შეყვათ პირდაპირ საშვილოსნოში. საკმაოდ ადვილი მეთოდია smile.gif

Posted by: ikebana 12 Dec 2006, 20:03
tms
მტკივნეულია ალბათ sad.gif

Posted by: tms 12 Dec 2006, 20:04
ikebana
არანაირდ..ჩვეულებრივი გინეკოლოგიური გასინჯვის მსგავსია, სარკით რომ სინჯავენ ისე, რომელიც მაქსიმუმ 10 წუთია არც სჭირდებაsmile.gif მოკლედ ჩადგამენ სარკეს და მერე შპრიცით შეყავთ მისი უდიდებულესობა სპერმა smile.gif..ეგ არის მთელი ფილოსოფია..აი რამდენად შედეგიანი იქნება ეგ ცალკე და ყველზე მტკივნეული საკითხიაsmile.gif 25 -30% შანსი ყველაზე იდეალურ შემთხვევაში smile.gif

Posted by: ninarichi 12 Dec 2006, 20:52
აი რა წერია ჩემს პასუხში

CMV (cytomegalovirus) IgG ....... - index ( +1.5 )............ norm ( 2.0 )................ unit ( 0 - 4.0 )

Ig G low avid ....................... - index ( 50% )............ norm ( 0 - 40% )............. unit ( 0 - 100% )


http://mother.ge

Posted by: L&L 12 Dec 2006, 23:58
ninarichi

ეს ანალიზი სად გაიკეთეთ, თბილისში არ მგონია რომ იყოს გაკეთებული. აქ ციტომეგალოვირუსის IgG ანტისხეულების ავიდობაც არის გაკეთებული. ე.ი. გაზომილია ანტისხეულების ტიტრი და მათი ავიდობა ინფექციური აგენტის მიმართ. რამაც მოიმატა თქვენს შემთხვევაში ეს ვირუსის დონე არ არის, ეს არის დაბალი ავიდობის IgG ანტისხეულების წილი. ეს მატება 48 დან 50% –მდე სარწმუნო არ არის. მეთოდი კვლავ იმუნოფერმენტული ანალიზია და ეს განსხვავება მისი ცდომილების ფარგლებს არ სცდება. შეიძლება ითქვას, რომ ავიდობა უცვლელი დარჩა. ვირუსის ტიტრი კი ამ ანალიზით არ იზომება.
ავიდობაზე საუბარი მხოლოდ უკანასკნელ წლებში დაიწყო და ინფექციის პირველადობის გამოსავლენად გამოიყენება. მარკერი, რასაც აქამდე იყენებდნენ IgM ხშირად ცრუ დადებით შედეგებს იძლევა და ინფიცირებიდან 2 კვირაში საერთოდ ქრება. გადატანილ ინფექციაზე (ინფიცირებიდან 6–8 თვის შემდეგ) ავიდობა მატულობს 60% ზემოთ (დაბალი ავიდობის ანტისხეულთა წილი 40%–ზე დაბლა ჩამოდის). მკურნალობა ანტისხეულთა ავიდობაზე ასე მარტივად 1–თვეში გავლენას ვერ მოახდენდა. ჩვეულებრივ ავიდობა ნელ–ნელა გაიზრდება.

tms
სპერმა ნატივური არ შეიძლება იყოს. ის აუცილებლად უნდა დამუშავდეს და გაიწმინდოს გრადიენტული ან swim-up მეთოდებით, ნატივური სპერმის საშვილოსნოს ღრუში შეყვანამ შეიძლება ანაფილაქსიური შოკიც კი გამოიწვიოს.

Posted by: tms 13 Dec 2006, 00:10
QUOTE (tms @ 12 Dec 2006, 19:55 )
INTRAUTERINE INSEMINATION
საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია...
ანუ წინასწარ დამუშავებული სპერმა შეყვათ პირდაპირ საშვილოსნოში. საკმაოდ ადვილი მეთოდია smile.gif

წინასწარი დამუშავებაა საჭირო-მეთქი ხომ დავწერე? და ახლა დამუშავების მეთოდები არ ვიცი ზუსტადsmile.gif

Posted by: ninarichi 13 Dec 2006, 02:01
ვერაფერი გავიგე. ანუ ამ ანალიზმა რა აჩვენა ????
http://mother.ge

Posted by: L&L 13 Dec 2006, 12:57
ninarichi

იმუნოგლობულინთა ავიდობა პრაქტიკულად არ შეცვლილა. 48 და 50%-ს შორის განსხვავება უმნიშვნელოა. ერთ თვეში პრაქტიკულად ვერც შეიცვლებოდა. ჩვეულებრივ დაბალი ავიდობის ანტისხეულთა წილი 40%-ზე ქვევით 6-8 თვეში ჩამოდის ინფიცირების შემდეგ. ავიდობა ახასიათებს ანტისხეულთა უნარს, ეფექტურად დაუკავშირდეს ინფექციურ აგენტს.
თუ საიდუმლო არ არის, ანალიზი სად გაიკეთეთ?

Posted by: ninarichi 13 Dec 2006, 18:49
"ალფა მედი" - ში მიმატანინეს. რა არის საეჭვოა რაიმე?

Posted by: L&L 13 Dec 2006, 20:16
ninarichi

არა, საეჭვო პასუხის მიხედვით არაფერი არ არის

Posted by: ninarichi 13 Dec 2006, 20:19
აბა აქ არ აკეთებენ ასეთ ანალიზს თუ რატომ დაეჭვდი?

Posted by: ikebana 13 Dec 2006, 21:44
L&L
QUOTE
სპერმა ნატივური არ შეიძლება იყოს. ის აუცილებლად უნდა დამუშავდეს და გაიწმინდოს გრადიენტული ან swim-up მეთოდებით, ნატივური სპერმის საშვილოსნოს ღრუში შეყვანამ შეიძლება ანაფილაქსიური შოკიც კი გამოიწვიოს.

რატომ? აქტის დროს ხომ დაუმუშავებელი ხვდება საშვილოსნოს ღრუში?

Posted by: margusha 13 Dec 2006, 22:03
QUOTE (ikebana @ 13 Dec 2006, 21:44 )
L&L
QUOTE
სპერმა ნატივური არ შეიძლება იყოს. ის აუცილებლად უნდა დამუშავდეს და გაიწმინდოს გრადიენტული ან swim-up მეთოდებით, ნატივური სპერმის საშვილოსნოს ღრუში შეყვანამ შეიძლება ანაფილაქსიური შოკიც კი გამოიწვიოს.

რატომ? აქტის დროს ხომ დაუმუშავებელი ხვდება საშვილოსნოს ღრუში?

მანამდე საშოს გაივლის და იქ ხდება მაგის გაფილტვრა ინსემინაციის დროს კიდევ პირდაპირ ღრუში შეყავთ მილებთან ახლოს

Posted by: tatakuna 14 Dec 2006, 11:43
იცით რა მაინტერესბეს? ბავშვი რაღაც ანომალიებით ან რამე დარღვევებით რატომ იბადება?რა იწვევს ამ ყველაფერს?
თუ ორსულობა ნორმალურად მიდის ბავშვი ხომ ჯანმრთელი უნდა დაიბადოს?
სულ ამაზე ვფიქრობ ხოლმე და ძალიან მეშინია, ალბად ისიც არის საერთოდ რას ვჭამთ და ვსვამთ კაცმა არ იცის.
და კიდევ ერთი. მე-10 კვირაში თაბრუს ხვევები და გულისრევის შეგრძნება ნორმალურია? გემოგლობინის ნაკლებობა ნაყოფზე მოქმედებს?

Posted by: L&L 14 Dec 2006, 14:45
tatakuna

QUOTE
იცით რა მაინტერესბეს? ბავშვი რაღაც ანომალიებით ან რამე დარღვევებით რატომ იბადება?რა იწვევს ამ ყველაფერს?


მიზეზი ბევრია, გენეტიკური, ინფექციები, მავნე ქიმიური აგენტები - სასმელი, სიგარეტი, ნარკოტიკები, ნიტრატები და სხვ. ზოგიერთ წამალსაც შეუძლია მავნე გავლენა მოახდინოს, მაგალითად ორსულობისას გულისრევების დროს ცერუკალის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი

QUOTE
თუ ორსულობა ნორმალურად მიდის ბავშვი ხომ ჯანმრთელი უნდა დაიბადოს?


თუ ნორმალურად მიდის კი, მაგრამ თუ ექომ განვითარების ანომალია აჩვენა, ეს უკვე აღარ არის ნორმალურად მიმდინარე ორსულობა.

QUOTE
მე-10 კვირაში თაბრუს ხვევები და გულისრევის შეგრძნება ნორმალურია?


ეს ტოქსიკოზია, ექიმს უნდა მიმართოთ yes.gif


QUOTE
გემოგლობინის ნაკლებობა ნაყოფზე მოქმედებს?


მოქმედებს და ძალიან დიდ გავლენას ახდენს. როგორ უნდა მიიღოს ჟანგბადი ნაყოფმა, თუ დედას ჰემოგლობინი ნორმაში არ ექნა? ჰემოგლობინის ანალიზი სასურველია გაიკეთოთ ისეთ კლინიკაში, სადაც ფოტომეტრულად აკეთებენ და არა სალის ჰემომეტრით. სალის ჰემომეტრი ევროგაერთიანებაში დიდი ხანია აღარ გამოიყენება. ფოტომეტრული მეთოდის ცდომილება გაცილებით მცირეა.

Posted by: ninarichi 15 Dec 2006, 12:12
და რომელ კლინიკაში აკეთებენ ფოტომეტრულად ???

http://mother.ge

Posted by: ninarichi 18 Dec 2006, 12:30
რას იტყვით ჰიპერტონუზე შუა ორსულობაში.

http://mother.ge

Posted by: kettygend 18 Dec 2006, 12:56
ჰერპეს ზოსტერი პირველ ტრიმესტრში საშიშია და სად აკეთებენ თბილისში ანტისხეულებს?
მადლობა წინასწარ
ქეთი

Posted by: tu-tuna 18 Dec 2006, 14:54
პირველ ტრიმესტრში ეუკარბონი დასაშვებია (ექიმის დანიშნულების მიხედვით)? და მუცელი რომელი კვირიდან იწყებს "ზრდას"? შესაძლებელია მე8 კვირიდან "გამოიბეროს"?

და კიდე ერთი შეკითხვა, ციტრამონის მიღება თავის ტკვილის დროს რამდენად შესაძლებელია?

Posted by: lala 18 Dec 2006, 18:01
უამიაკო საღებავით რომ შევიღებო თმა ფეხმძიმობის დროს რაიმე ცუდი მოხდება?

Posted by: ninarichi 18 Dec 2006, 18:03
ჰერპესი გამიგია და ჰერპეს ზოსტერი არ ვიცი რა არის?

http://mother.ge

Posted by: Doctor Johanson 18 Dec 2006, 22:32
სპერმიციდებზე ხომ არ მეტყოდით რაიმეს? რამდენად ეფექტურია ან რა გვერდითი მოვლენები ახასიათებთ. ხომ არ ემუქრება საფრთხე მათი გამოყენების ფონზე ჩასახულ ნაყოფს?

Posted by: ninarichi 19 Dec 2006, 11:07
"ჰერაში " სრული იდიოტები მუშაობენ .............. განსაკუთრებით დირექტორი იჩენს თავს ბატონი თამაზ კორძახია, მაგაზე უზრდელი კაცი არასოდეს შემხვედრია

http://mother.ge

Posted by: lala 19 Dec 2006, 11:19
უამიაკო საღებავით რომ შევიღებო თმა ფეხმძიმობის დროს რაიმე ცუდი მოხდება

Posted by: blear_witch 19 Dec 2006, 11:31
ninarichi
ჰერპესის ერთერთი ფორმაა კანის

Posted by: L&L 19 Dec 2006, 11:34
გუშინ კლინიკაში ინტერნეტი არ მუშაობდა, ამიტომ პასუხები დავაგვიანეთ, ვწუხვართ.

ikebana
QUOTE
რატომ? აქტის დროს ხომ დაუმუშავებელი ხვდება საშვილოსნოს ღრუში?


საშვილოსნოს ღრუში კი არ ხვდება, არამედ საშოში და ფილტრის როლს ასრულებს საშვილოსნოს ყელის ლორწო.

ninarichi
QUOTE
და რომელ კლინიკაში აკეთებენ ფოტომეტრულად ???


ჩვენთან ნამდვილად კეთდება. ციტოში, თოდუასთან, სისხლის გადასხმაში. სხვებსაც ექნებათ ალბათ. როგორ გითხრათ, შესრულება ადვილია, თუმცა ბევრი კლინიკა ტესტ სისტემას უბრალოდ არ იძენს მოთხოვნის არარსებობის გამო

QUOTE
რას იტყვით ჰიპერტონუზე შუა ორსულობაში.

მისახედია. დანიშნულების მიცემა მხოლოდ მკურნალ ექიმს შეუძლია. დისტანციურად ვერაფერს გეტყვით.

kettygend
QUOTE
ჰერპეს ზოსტერი პირველ ტრიმესტრში საშიშია და სად აკეთებენ თბილისში ანტისხეულებს?


შიდსის ცენტრში, ინფექციურში.

Doctor Johanson
სპერმიციდები საკმაოდ ეფექტურია და ქალისთვის ყველაზე უსაფრთხო. გვერდითი მოვლენები ყველაზე ნაკლები აქვთ. განაყოფიერება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში. სპერმიციდის გამოყენების ფონზე თუ ორსულობა მაინც შედგა, შემდეგ სპერმიციდის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.

Posted by: ninarichi 19 Dec 2006, 11:42
ჰიპერტონუსს რა იწვევს, მგონი მუცლის დაჭიმულობაც ახასიატებს და კიდევ რაგაც მოვლენებია არა?
http://mother.ge

Posted by: L&L 19 Dec 2006, 14:11
lala

თმის საღებავი პრაქტიკულად ყველა შეიცავს წყალბადის ზეჟანგს და ყოველთვის ვურჩევთ ორსულებს რაც შეიძლება ნაკლები კოსმეტიკის გამოყენებას. თუ კოსმეტიკურ საშუალებას ინსტრუქციაში ხაზგასმით უწერია, რომ ორსულებისათვის მავნე არ არის, მაშინ იხმარეთ.

Posted by: Doctor Johanson 19 Dec 2006, 19:01
დიდი მადლობა, L&L, ერთ რაღაცას დავაზუსტებ, თუ შეიძლება. თუკი ორსულობა მაინც შედგა, სპერმიციდების გამოყენებას შეწყვიტავ, მაგრამ ნაყოფს ხომ არ შეიძლება რაიმე ანომალია ჰქონდეს იმის გამო, რომ იგი სპერმიციდის ფონზე ჩაისახა?

Posted by: Mateo Falcone 19 Dec 2006, 19:31
ზალიან გთხოვთ საკეისროსტან დაკავშირებით დამიწეროთ რა ?
ყველაფერი მაინტერესებს,ეხლა მიწევს 1 ან 2 ში
არ დაიზაროთ რა?

Posted by: ninarichi 19 Dec 2006, 19:35
სად აპირებ საკეისროს გაკეთებას?
http://mother.ge

Posted by: Breaky 19 Dec 2006, 19:53
Mateo Falcone
მე მაქვს გაკეთებული. გამიკეთეს საერთო ნარკოზით. იმავე დღეს ფეხზე დამაყანეს და მაიძულეს, მევლო და ყველფერი ჩემით გამეკეთებინა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მარა ნელ-ნელა მივეჩვიე. ჭრილობა ძაან არ მაწუხებდა, ნორმალურად, ერთადერთი, მუცელზე ვერ ვწვებოდი რაღაც ხანი.
ხო, ოპერაციის მერე პირველი მოშარდვა გამიჭირდა, მტკივნეული იყო, რადგან ოპერაციის დროს კათეტერს დგამენ შარდის ბუშტში და აღიზიანებს.
ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღე სიცხეები მქონდა, მერე გამიარა. კიდევ კუჭის მოქმედებაც გამიჭირდა ოპერაციის მერე და დამხმარე საშუალებები დამჭირდა. ასე იცის საერთო ნარკოზის მერე. სპინალურის შემთხვევაში როგორაა, არ ვიცი. რძეც ცოტა დაგვიანებით წამოვიდა, რადგან მშობიარობა ფიზიოლოგიური არ იყო.
მეტი არ მახსენდება არაფერი.

Posted by: ninarichi 19 Dec 2006, 20:31
რამდენი ხანი იყავი ნარკოზის ქვეშ? და კიდევ მეორე სჰვილის გაჩენისას ისევ იმ ნაკერზე გჭრიან?
http://mother.ge

Posted by: Breaky 19 Dec 2006, 20:32
ninarichi
QUOTE
რამდენი ხანი იყავი ნარკოზის ქვეშ?

მგონი 2 საათი, იმიტომ რომ სასწრაფო ოპერაცია გაკეთდა და პრობლემები იყო, ისე გაცილებით მალე კეთდება საკეისრო.

QUOTE
მეორე სჰვილის გაჩენისას ისევ იმ ნაკერზე გჭრიან?

მგონი არა. და სხვაგან ჩამჭრიან.

Posted by: ninarichi 19 Dec 2006, 20:36
მე ვიცრო მენჯიანი ვარ (ჩემით დავასკვენი ) და მგონი საკეისრო დამჭირდება, მაგრამ შენი აზრით თუ აქვს საკეისროს გაკეთებას სხვა დადებითი მომენტი?

http://MOTHER.GE

Posted by: Mateo Falcone 19 Dec 2006, 20:44
და თუ იცით ამირანი ქორიძე კარგია?

Posted by: Breaky 19 Dec 2006, 22:20
ninarichi
QUOTE
მე ვიცრო მენჯიანი ვარ (ჩემით დავასკვენი ) და მგონი საკეისრო დამჭირდება

მაგას შენით ნამდვილად ვერ დაასკვნი, სიგამხდრეზე არაა ეგ.

QUOTE
თუ აქვს საკეისროს გაკეთებას სხვა დადებითი მომენტი?

არანაირი დადებით მომენტი არ აქვს საკეისროს. თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობს და არანაირი საფრთხე არ არსებობს არც შენთვის და არც ბავშვისთვის, ყველა ვარიანტში ფიზიოლოგიური მშობიარობა ჯობია. აქ ორი აზრი არ არსებობს!!!

Posted by: ninarichi 20 Dec 2006, 21:53
მდაააააააააა, საინტერესოა, ძალიან ბევრს ურჩევნია საკეისრო გაიკეთოს ვიდრე ფიზიოლოგიურად იმშობიაროს

http://mother.ge

Posted by: stela 21 Dec 2006, 00:20
გთხოვთ ყველას, არ ვიცი კონკრეტულად ვის შევეკითხო. მოკლედ პირველი ბიჭი მყავს 3წლის მეორე გოგონა ორის. მოკლედ როცა ჩემი გოგონა გაჩნდა ერთ თვეში დამეწყო საშინელი თმის ცვენა, მანამდე პირველი მშობიარობის დროს არაფერი მსგევსი არ მქონია, მერე ოდნევ შემიჩერდა, ახლა ისევ დამეწყო, შამპუნებს ვხმარობ თმის ცვენის საწინააღმდეგოს მაგრამ არანაირი შედეგი. მითხრეს ჰორმონების ბრალიაო, რატომღაც მეჩ მგონია რომ მშობიარობასთანაა კავშირსი, გხოვთ დამეხმაროთ და მირჩიოთ ვინმე ექიმი ამ დარGში ან ჰორმონებზე ანალიზი სად გავიკეთო, არ მინდა ვინმესთან ბრმად მივიდე და უამრავი ანალიზის და რაღაცეების კეთება დამაჭყებიოს, გთხოვთ მირჩიეთ რამე ამასთან დაკავშირებით, არ ვიცი ვის მივადგე, სად ჯობია და ა.შ. მოკლედ ყველას წინასწარ უღრმესი მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: LANKA-S 21 Dec 2006, 00:54
სალამი ყველას! მაინტერესებს თუ შეიძლება ორსულობის დადგენა საერთო სისხლის ანალიზით?(შეიძლება სასაცილოდ მიიჩნიოთ ეს კითხვა,მაგრამ საერთოდ ვერ ვერკვევი მედიდინაში)

Posted by: L&L 21 Dec 2006, 10:29
Doctor Johanson

წესით არ უნდა ჰქონდეს, თორემ მასეთი სპერმიციდი აკრძალული უნდა იყოს.

LANKA-S

ორსულობის დადგენა სისხლის საერთო ანალიზით არ ხდება.

stela

პირველ რიგში დერმატოლოგს მაინც ეჩვენეთ, გვერდზე თემაში არის დერმატოლოგი zazak, მასაც ჰკითხეთ რჩევა, თუ განსაკუთრებული არაფერია, თქვენ გინდათ ცილებით მდიდარი საკვები, ვიტამინები და თმის გასამაგრებელი შამპუნები გააგრძელეთ.

Posted by: tu-tuna 21 Dec 2006, 11:24
აღრიცხვაზე როდიდან ხდება დადგომა და რამდენად სავალდებულოა. ვაკეში რომელ ქალთა კონსულტაციას მირჩევთ თუ არის საერთოდ ეგეთი?

Posted by: Breaky 21 Dec 2006, 12:32
ninarichi
QUOTE
ძალიან ბევრს ურჩევნია საკეისრო გაიკეთოს ვიდრე ფიზიოლოგიურად იმშობიაროს

ეს იმიტომ რომ ტკივილები აიცილონ თავიდან. ეგრე არსებობს ეპიდურალური გაუტკივარება იმას მიმართონ მაშინ.
საკეისროთი დაბადებული ბავშვვის იმუნიტეტი გაცილებით დაბალია, ვიდრე ფიზიოლოგიურით დაბადებულის. რძეც
გვიან მოდის და უჭირს ჩადგომა. თან საკეისროთი 2-ს გააჩენ, მესამეს გაჩენა ნაწიბურზეა დამოკიდებული და აი მეტს უკვე
აღარ გირჩევენ ექიმები. თან ოპერცია ოპერაციაა, რაც არ უნდ აიყოს, ტყუილად ჭრიან საშვილოსნოს და ეგ კაია?
ასე რომ საკეისრო არ ჯობია ფიზიოლოგიურს. ეგ უბრალოდ მშიშარა ქალების არჩევანია, თუ რათქმაუნდა ჯანმრთელობის მხრივ
პრობლემა არაა.

Posted by: Mateo Falcone 21 Dec 2006, 15:41
ნუთუ არავინ იცით ამირან ქორიძეზე?
მაინტერესებს ძალიან

Posted by: kuna 21 Dec 2006, 16:11
Mateo Falcone
QUOTE
და თუ იცით ამირანი ქორიძე კარგია?

კარგი ნამდვილად არის, მაგრამ ამბობენ მკაცრიაო და
ცოტა წამორტყმასაც არ ერიდებაო.
რა ვიცი,,,,,,, რა ვიცი.........

Posted by: blear_witch 21 Dec 2006, 16:26
მხედველობა მაკლია -4 მაქვს, ამბობენ მშობიარობა კიდევ უფრო აქვეითებსო, მართალია?

Posted by: margusha 21 Dec 2006, 16:27
QUOTE (Mateo Falcone @ 21 Dec 2006, 15:41 )
ნუთუ არავინ იცით ამირან ქორიძეზე?
მაინტერესებს ძალიან

აქებენ ძალიან მაგრამ საკეისროები უყვარს მაგრადო

Posted by: tat 21 Dec 2006, 17:32
აუცილებელია ოფტამოლოგმა ბადურა შეგიმოწმოს.საზღვარგარეთ ეგ ისეთი ნორმაა როგორც შარდის ანალიზის ჩაბარება. ჭინთვებისას საშიშია......

Posted by: Breaky 21 Dec 2006, 20:03
blear_witch
QUOTE
მხედველობა მაკლია -4 მაქვს, ამბობენ მშობიარობა კიდევ უფრო აქვეითებსო, მართალია?

აუცილებლად შემოწმება უნდა. ჩემს დაქალსაც მასე აქვს და შემოწმების შემდეგ უთხრეს, საშიში არააო, გააჩინა ფიზიოლოგიურად და მართლაც არაფერი დაზიანებია და დაქვეითებია.

Posted by: kudracha 22 Dec 2006, 13:00
blear_witch
QUOTE
მხედველობა მაკლია -4 მაქვს, ამბობენ მშობიარობა კიდევ უფრო აქვეითებსო, მართალია?

yes.gif sad.gif


Posted by: LANKA-S 22 Dec 2006, 13:05
ისე 5-6 დგის გადაცდომა თუ გაქვს და ფეხმძიმედ არ ხარ მაშინ რა შეიძლეა იყოს ამ გადაცდომის მიზეზი და რა პირველი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს??? (წინასწარ უღრმესი მადლობა)

Posted by: natali kalandadze 22 Dec 2006, 21:03
აუ ხალხო, ნორმალურად გეჩვენებათ 9 დღიანი ნილოსი??
მერე დაფეხმძიმება ხო არ გაუჭირდება??
იქნებ რამე ინფო მომაწოდოთ ამაზე??

Posted by: unicode 22 Dec 2006, 21:11
QUOTE (ninarichi @ 20 Dec 2006, 20:53 )
მდაააააააააა, საინტერესოა, ძალიან ბევრს ურჩევნია საკეისრო გაიკეთოს ვიდრე ფიზიოლოგიურად იმშობიაროს

http://mother.ge

საკეისრო უკიდურესი ზომაა. ფიზიოლოგიური ჯობია, რა თქმა უნდა, თუ რაიმე სარისკო სიტუაცია არ შეიქმნა.
იმის გარდა რაც Breaky-მ თქვა, ნარკოზის გაკეთებისმერე და შემდგომ ნარკოზიდან გამოსვლისას შემოწმებისას, თვალს ლაზერით სინჯავენ და ეგ ყოფილა თურმე ძალიან მავნე, ფხეკს ბადურას-ო. ასე გავიგე.
* * *
ერთი რჩევა ორსულებს.

მუცლის ზრდასთან ერთად მუცელზე რომ კანი არ დაგეჭიმოთ და არ გაგიჩნდეთ შრამები, ყოველ დღე მუცლის კანზე შეიზილეთ ჩვეულებრივი ზეთი. სილ ოდნავ წაისვით, მერე შეგიძლიათ ხელსახოცით მოიწმინდოთ კიდეც(მაგრამ ზეთი კარგად შეიწოვება, თან ეხლა ბევრი კი არ უნდა).ეს 100%-იანი და ნაღდი და მარტივი საშუალებაა. ზეთი ხომ ბევრ ე-ვიტამინს შეიცავს, და ის კანს ელასტიურს ხდის და ამიტომ ის სტრინგები აღარ ჩნდება.
ვითომ შემოვიდა რაგაც-რაგაც საშუალებები, მაგრამ ეს მე თვითონ ვცადე ადრე და მერწმუნეთ ეს ამართლებს.

Posted by: makvala 22 Dec 2006, 23:55
LANKA-S

QUOTE
ისე 5-6 დგის გადაცდომა თუ გაქვს და ფეხმძიმედ არ ხარ მაშინ რა შეიძლეა იყოს ამ გადაცდომის მიზეზი და რა პირველი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს??? (წინასწარ უღრმესი მადლობა)


ცალსახად ვერ იტყვი, ეგ ექიმთან კონსულტაციისას უნდა გაირკვეს, ერთი ექო ალბათ მოუწევს აუცილებლად, სხვა ადგილზე გაირკვევა

Posted by: ninarichi 23 Dec 2006, 13:51
ხალხო ჩიყვის ჰორმონის მომატებამ შეიძლება ორსულობას შეუშალოს ხელი?

Posted by: tikusha 23 Dec 2006, 20:09
ფეხმძიმეს შარდის ანალიზს რომ უკეთებენ, ამით რას იკვლევენ??

Posted by: kudracha 23 Dec 2006, 20:12
ninarichi
QUOTE
ხალხო ჩიყვის ჰორმონის მომატებამ შეიძლება ორსულობას შეუშალოს ხელი?

კი, სამწუხაროდ sad.gif ნაყოფზეც არასასურველ შედეგს ახდენს.

Posted by: ninarichi 24 Dec 2006, 13:03
და დაფეხმძიმება შესაძლებელია ასეთ დროს? თუ საერთოდ ვერ დაფეხმძიმდები?

Posted by: SPC 24 Dec 2006, 13:59
ninarichi
რამდენი გაქვს ჩიყვის ჰორმონი? და რა ფაზაში გაიკეთე?

Posted by: tikusha 24 Dec 2006, 17:23
QUOTE (ninarichi @ 24 Dec 2006, 14:03 )
და დაფეხმძიმება შესაძლებელია ასეთ დროს? თუ საერთოდ ვერ დაფეხმძიმდები?

ჩემი ახლობელი ვერ დაფეხმძიმდა აგერ უკვე 3-4 წელია, მიზეზი ჩიყვია

ისე რა მეთოდით ხდება ჩიყვის ჰორმონის გაზომვა?? სისხლის ანალიზით??

Posted by: ikebana 24 Dec 2006, 17:37
ჩიყვს რას ეძახით თქვენ?
წესით ჩიყვი არის ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, რომელიც დაორსულებაზე არ ახდენს გავლენას.
სამაგიეროდ ჰიპოფუნქცია ანუ ჰიპოთირეოზის დროს ოვულაცია შეიძლება არ ხდებოდეს და შესაბამისად განაყოფიერებაც არ მოხდეს.
შემოვლენ გინეკოლოგეი და დააზუსტებენ.
tikusha
კი, ვენიდან აღებულ სისხლში საზღვრავენ ჰორმონებს TSH, FT4, FT3.

Posted by: SPC 24 Dec 2006, 17:51
ხო და ნორმები განსხვავდება იმის მიხედვით თუ რომელ ფაზაშია გაკთებეული, ფოლიკულურ ფაზაში, ციკლის შუაში......

Posted by: ikebana 24 Dec 2006, 18:10
SPC
სერიოზულად? მგონი თირეოტროპული ჰორმონისთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს.

Posted by: SPC 24 Dec 2006, 18:38
ikebana
აა კი კი მგონი მართალი ხარ, მე 4 ჰორმონზე გავიკეთე და იმათზე ჰქონდა მნიშვნელობა, და ჩიყვის ჰორმონზე მგონი არა აქვს !! მართალია ....ისე ნორმა იყო 1.5 -4 მდე, მე მაქვს 4.5 ნუ არაა ხო მგონი დიდი გადახრა?

Posted by: ninarichi 25 Dec 2006, 13:50
რას ნიშნავს 4 ჰორმონზე?
მე ჯერ არ გამიკეთებია და საერთოდ შემთხვევით გავიგე.... ბავშვობაში ჩიყვი მქონდა თითქოს მერე რაღაცას მასმევდნენ და ბოლო 7 წელია საერთოდ აღარ გამიკითებია ანალიზი, ახლა არ ვიცი
პირდაპირ სისხლის ანალიზი ჩავაბარო თუ კიდევ რაიმე უნდა ვუთხრა

cry.gif

Posted by: Vanadisi7 25 Dec 2006, 15:43
ninarichi
ალბათ ჯერ დაგჭირდება ეხოს გაკეთება, გადიდებული არის თუ არა ფარისებრი ჯირკვალი, მერე კი უნდა ჩააბარრა სისხლი (ვენიდან), ჰორმონებზე TSH, FT4, FT3;

მე მაგალითად ზომები ნორმაში მაქვს მაგრამ ჰორმონებზე რო ჩავაბარე ოდნავ დაქვეითებული იყო, ანუ ნორმა იყო 1.5 დან და მქონდა 0.4, მის მერე ვსვამ ელთიროქსინს 100MG, მეოთხედს ყოველ დღე, და ექიმმა მითხრა რო მთელი ზამთარი უნდა სვაო.
* * *
SPC
დიდი გადასხრა არაა ეგ, მაგრამ მაინც მისახედია, ალბათ შენც ელთიროქსინს დაგინიშნავენ

Posted by: ninarichi 25 Dec 2006, 16:46
Vanadisi7

გმადლობთ, გავითვალისცინებ

Posted by: ikebana 25 Dec 2006, 20:44
SPC
QUOTE
ისე ნორმა იყო 1.5 -4 მდე, მე მაქვს 4.5 ნუ არაა ხო მგონი დიდი გადახრა

ნორმები სხვადასხვაა სხვადასხვა ლაბორატორიისთვის. პასუხს რომ აიღებ, გვერდით უწერია ნორმა და იმას უნდა შეადარო.

ჩიყვისთვის დამახასიათებელია ნორმაზე დაბალი TSH და ჰიპოთირეოზისთვის ნორმაზე მაღალი.
SPC
შენი ანალიზი ჰიპოთირეოზს აჩვენებს და არა ჩიყვს. მეც მაგ ფარგლებში ვარ დაახლოებით smile.gif

ენდოკრინოლოგი არ გვყავს ვინმეეე? ალოოოო!user posted image

Posted by: ninarichi 25 Dec 2006, 21:10
QUOTE
გამარჯობა! 37კვირის პეხმდზიმე ვარ,გოგონას ველოდები.პირველი სჰვილია და დზალიან მინდა რაც სჰეიდზლება მალე დაიბადოს.ჯერ ერტი იმიტომ,რომ ორსულობა დისკომფორტს მიქმნის და რაც მტავარია,დზალიან მაინტერესებს ცჰემი პატარა სიხარული როგორი იქნება.ამბობენ,გოგონა დროზე ადრე იბადებაო,მარტალია? დადგა ტუ არა ბოლოსდაბოლოს ის პერიოდი,როცა კოველდგე უნდა ველოდო ბაიას დაბადებას? დიდი მადლობა ცინასცარ.



რა შეგიძლიათ ურჩიოთ?

Posted by: makvala 26 Dec 2006, 01:50
რა იდილიაა, გინეკოლოგის ჩარევის გარეშეც ურჩევენ პაციენტები ერთმანეთს...

თან საკმაოდ პროფესიონალურადაც... არ ვხუმრობ...

რამდენიმე დღეა თემას ვკითხულობ, პასუხები არის და დასამატებელიც თითქმის არაფერია...

ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ჰორმონებზე ნორმები ყველა ლაბორატორიამ თვითონ უნდა გამოიმუშაოს, მანდ საქმე არის შემდეგნაირად:

რეგიონალური ნორმები დადგენილი არ არის, შესაბამისი სამუშაო არავის გაუწევია და ჩვენ ვმუშაობთ ევროპელი მწარმოებლების სავარაუდო ნორმებით, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს ჩვენი ნორმებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა კლიმატურ ზონაში ვიმყოფებით...

Posted by: ikebana 26 Dec 2006, 02:00
makvala
ლოლ
რა ვქნათ, არ გვყავს ენდოკიროლოგი smile.gif
საკუთარი გამოცდილებით ვიცი რაღაცეები, რაც არ ვიცი არ ვწერ.
რა თქმა უნდა უფრო კომპეტენტური პასუხები ჯობია wink.gif

Posted by: kudracha 26 Dec 2006, 11:58
QUOTE
.ამბობენ,გოგონა დროზე ადრე იბადებაო,მარტალია? დადგა ტუ არა ბოლოსდაბოლოს ის პერიოდი,როცა კოველდგე უნდა ველოდო ბაიას დაბადებას? დიდი მადლობა ცინასცარ.

არაა მასე. მაინცდამაინც გოგო რომ უნდა დაიბადოს ადრე. ყველაფერი ინდივიდუალურია. რა მდგომარეობაშია ნაყოფი, ყელი, პლაცენტა. როგორ ცხოვრებას ეწევა დედა, აქტიურს თუ პასიურს და ა.შ. 36 კვირის მერე შეიძლება ბავშვი გაჩნდეს 42 კვირამდე. საუკეთესო პერიოდი 38 კვირაა. თუ მეორე მშობიარობაა, შეიძლება 37 კვირისიც გაჩნდეს. კონკრეტულად მაინც ვერაფერს იტყვი, გააჩნია დედის და ბავშვის მდგომარეობას smile.gif

Posted by: MARTO"SULI 28 Dec 2006, 21:25
ანალიზების გაკეთებას რომელ კლინიკაში მირჩევთ? და მიახლოებითი ფასები რაა.ანთებები და რამე თუ არი?

Posted by: makvala 28 Dec 2006, 23:49
MARTO\"SULI

ანალიზები უნდა დანიშნოს მკურნალმა ექიმმა და არა შენ თვითონ, თორემ უფრო ძვირი დაგიჯდება. შენი პრობლემები დაპოსტე ან თუ გერიდება პმ–ში მომწერე და ასევე რომელ უბანში ცხოვრობ და მუშაობ.

Posted by: annak 4 Jan 2007, 14:00
ვიცი რომ გამოკვლევის ჩატარება დამჭირდება, მაგრამ იქნებ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა.
ციკლი ძალიან შემიმოკლდა. ადრე მოქონდა 22 დღიანი. ეს 3 თვეა 15 დღე მაქსიმუმ.
ასევე მოსვლის წინ აუცილებლად მიჩნდება სტომატიტი მაქვს სხვა სიმპტომებიც მაგრამ ესენი ადრეც მქონდა. ვნერვიულობ ძალიან.

Posted by: tms 4 Jan 2007, 14:22
QUOTE (annak @ 4 Jan 2007, 14:00 )
ვიცი რომ გამოკვლევის ჩატარება დამჭირდება, მაგრამ იქნებ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა.
ციკლი ძალიან შემიმოკლდა. ადრე მოქონდა 22 დღიანი. ეს 3 თვეა 15 დღე მაქსიმუმ.
ასევე მოსვლის წინ აუცილებლად მიჩნდება სტომატიტი მაქვს სხვა სიმპტომებიც მაგრამ ესენი ადრეც მქონდა. ვნერვიულობ ძალიან.

ექიმთან უნდა მიხვიდე!!!
არ ინერვიულო, მეც მქონდა ერთხელ მასე..და კვანძები იყო საშვილოსნოზე, ისეთი საერიოზული არაფერია..მიდი ექიმთან აუცილებლად და ყველაზე მთვარი არ ინერვიულო..უსაშველო არაფერია 2kiss.gif

Posted by: Ninoza 4 Jan 2007, 14:38
makvala

კოლპოსკოპია სად კეთდება ხარისხიანად იქნებ დაწეროთ რა.

გმადლობთ.

Posted by: ninarichi 4 Jan 2007, 15:01
მე ტატიშვილის კლინიკაში გავიკეთე

Posted by: sho77 4 Jan 2007, 15:26
იცით რ ამაინტერესებს, ჩემმა მეგობარმა გამოკვლევა ჩაირატარა და აღმოაჩნდა ქლამიდია, ოგონდ როგორც ამბობს 02% ით მომატებული, თან ეჭვი აქვს რომ ფეხმძიმედაა, რა შეიძლება ქლამიდიამ გამოიწვიოს ნაყოფზე? და როგორ ან სად მკურნალობენ თბილისში ამ ვირუსზე?

Posted by: donvaso 4 Jan 2007, 15:47
QUOTE
კოლპოსკოპია სად კეთდება ხარისხიანად იქნებ დაწეროთ რა.

ჟორდანიაში კეთდება ძალიან სერიოზული გამოკვლევები... არა მარტო კოლპოსკოპია.....


Posted by: Ninoza 4 Jan 2007, 15:57
donvaso
QUOTE
ჟორდანიაში კეთდება ძალიან სერიოზული გამოკვლევები... არა მარტო კოლპოსკოპია.....


ბერაძეს გულისხმობ?


ninarichi

მადლობა smile.gif

Posted by: ninarichi 4 Jan 2007, 15:57
ეე ჟორდანიას მიმართ საშინელი უნდობლობით ვარ განწყობილი

Posted by: donvaso 4 Jan 2007, 16:09
"ბავშვთა საავადმყოფოები". გარეთ არის ეს თემა!
იქ ატარებენ გამოკითხვას - რომელი ჯობიაო?
ასე არ შეიძლება!
იქ ავღნიშნე და აქაც ავღნიშნავ რომ ყველა საავადმყოფოში არიან ძალიან კარგი, კარგი და ცუდი ექიმები. მაგრამ ეს არ წვეტს საავადმყოფოს ზოგად შესაძლებლობებს. ერთი ექიმით არ შეიძლება ვთქვათ მთელს დაწესებულებაზე, რომ ის ცუდია.

QUOTE
ეე ჟორდანიას მიმართ საშინელი უნდობლობით ვარ განწყობილი

QUOTE
ბერაძეს გულისხმობ?

იქ მუშაობენ მსოფლიოი ცნობილი პროფესორები: არჩილ ხომასურიძე, არსენ გვენეტაზე და სხა მრავალი

Posted by: NolloN 4 Jan 2007, 16:33
bavSvi ramden xanSi ibadeba?

ra rogor unda mixvde rom orsulad xar?

didi madloba winaswar

Posted by: tms 4 Jan 2007, 16:37
QUOTE (NolloN @ 4 Jan 2007, 16:33 )
bavSvi ramden xanSi ibadeba?

ra rogor unda mixvde rom orsulad xar?

didi madloba winaswar

მშობიარობის ხანგრძლივობას გულისხმობ თუ ფეხმძიმობის? smile.gif
ახალი ციკლის დაწყება რომ დააგვიანებს ანუ მენსტრუცია დააგვიანებს ეჭვი ჩნდება რომ ფეხმძიმობაა ( ნუ თუ რატქმაუნდა სექსულაური ცხოვრება იყოsmile.gif ) გაიკეთებ ტესტს, თუ ტესტი დადებით პასუხს გიჩვენებს წახვალ ექიმთან რომელიც დაადასტურებს ან არ დაადასტურებს ფეხმძიმობას smile.gif
თუმცა ადრე არ იყო ტესტები და ქალები მაონც ხვდებოდნენ ფეხმძიმობას: ანუ ციკლი დაწყებას აგვიანებს, მერე ჩნდება სიმპტომები და ასე..
ისე ყველაზე კარგია თუ ოდნავ მაინც გეპარება ეჭვი დროზე მიხვიდე ექიმტან, იმიტომ რომ ფეხმძიმობა დადასტურდეს და მთავრია რომ ნაყოფი საშვილოსნოში იყოს

Posted by: NolloN 4 Jan 2007, 17:37
მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი

მადლობა;)




Posted by: kudracha 4 Jan 2007, 19:15
QUOTE
კოლპოსკოპია სად კეთდება ხარისხიანად იქნებ დაწეროთ რა.

თანამშრომელმა გაიკეთა ტატიშვილში.
P.S> ნინ, ისევ გაწუხებს? sad.gif

Posted by: ninarichi 4 Jan 2007, 20:29
kudracha
QUOTE
P.S> ნინ, ისევ გაწუხებს? 


მე მკითხე?????
* * *
მე საერთოდ არაპერი არ მაწუხებდა პროსტა პროფილაქტიკის პონტში გამიკეთეს, და მაგის გარდა ათასი ანალიზი კიდევ, მერე მიმკურნალეს ისევ გაურკვეველ დაავადებაზე, და პასუხიც გაურკვეველი მომცეს საბოლოოდ. ტუმცა 2 თვის შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ, შემდეგ კი ხან ყვითEლი სხეულები მქონდა დაბალი ხან ჰემატომა, კაროჩე სულ სხვადასხვებს იძახდნენ, 12 კვირა კარგად ვიყავი და 12 კვირას მომეშალა ზუსტად, ეს იყო მაისში

Posted by: kudracha 4 Jan 2007, 20:35
ninarichi
QUOTE
მე მკითხე?????

ნინოზას smile.gif
QUOTE
მე საერთოდ არაპერი არ მაწუხებდა პროსტა პროფილაქტიკის პონტში გამიკეთეს, და მაგის გარდა ათასი ანალიზი კიდევ, მერე მიმკურნალეს ისევ გაურკვეველ დაავადებაზე, და პასუხიც გაურკვეველი მომცეს საბოლოოდ. ტუმცა 2 თვის შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ, შემდეგ კი ხან ყვითEლი სხეულები მქონდა დაბალი ხან ჰემატომა, კაროჩე სულ სხვადასხვებს იძახდნენ, 12 კვირა კარგად ვიყავი და 12 კვირას მომეშალა ზუსტად, ეს იყო მაისში

სამწუხაროა sad.gif

Posted by: donvaso 4 Jan 2007, 21:02
ისე, ყველამ რო გაითვალისწინოს კარგი იქნება ! ! !
ორსულობა სასურველია დაიგეგმოს....
გათხოვებისთანავე, გოგონა, უნდა მივიდეს გინეკოლოგთან, საფუძვლიანად გამოიკვლიოს თავი, აგრეთვე გამოკვლევაა საჭიგო მამაკაცისთვისაც, რადგან მრავალი ფარულად მიმდინარე დაავადება არსებობს, რომლებმაც შეიძლება შემგომში მრავალი პრობლემა წარმოქმნას.
სწორად დაგეგმილ საქმეს სწორი შედეგი ექნება.....

Posted by: kudracha 4 Jan 2007, 21:10
QUOTE
გათხოვებისთანავე, გოგონა, უნდა მივიდეს გინეკოლოგთან, საფუძვლიანად გამოიკვლიოს თავი, აგრეთვე გამოკვლევაა საჭიგო მამაკაცისთვისაც, რადგან მრავალი ფარულად მიმდინარე დაავადება არსებობს, რომლებმაც შეიძლება შემგომში მრავალი პრობლემა წარმოქმნას.
სწორად დაგეგმილ საქმეს სწორი შედეგი ექნება.....

მართალია, თუმცა ამისი კულტურა აქ ნაკლებადაა

Posted by: donvaso 4 Jan 2007, 21:14
ხოდა, ეს კულტურა მომავალმა ექიმებმა უნდა დანერგონ და არა მარტო

Posted by: ikebana 4 Jan 2007, 21:36
donvaso
QUOTE
ხოდა, ეს კულტურა მომავალმა ექიმებმა უნდა დანერგონ და არა მარტო

მართალი ხარ. კარგი იქნება ბევრმა ექიმა შეიგნოს, რომ აუცილებელია საკუთარი პაციენტის აღზრდა. ჯანმრთელობაზე ზრუნვაც ერთგვარი კულტურაა, რომელსაც უნდა მიაჩვიო პაციენტი. კულტურაა ის, რომ ექიმთან მანამდე უნდა მიხვიდე, სანამ ავად გახდები და რამე დაგემართება.
ვინ უნდა გააკეთოს ეს, თუ არა ექიმმა, თუმცა ამისთვის საჭიროა პაციენტის ნდობა.

Posted by: donvaso 4 Jan 2007, 21:37
ნდობა, ეს ცალკე თემაა, მითუმეტეს ჩვენი მასმედიისა და ხელისუფლების ხელში....

Posted by: makvala 4 Jan 2007, 23:43
Ninoza

კოლპოსკოპიის გაკეთება უნდა შეძლოს ნებისმიერმა თავმოყვარე გინეკოლოგმა, დიდი პრობლემა არ არის. აქ პრობლემა არის ის რომ თბილისში არსებულ კოლპოსკოპების უმეტესობა არის 15 წელზე მეტი ხნის რუსულ სტერეომიკროსკოპ მბს–10–ის გრძელფოკუსიან მოდიფიკაცია და საზიზღარი გამოსახულება აქვს. ლინზები ზოგი დაბურულია, ზოგს აბერაციები აქვს, განათებაც ჩვეულებრივი ვარვარების ნათურით აქვს, მოუწესრიგებელ–დაუფოკუსებელი პირდაპირ კოშმარია...

იმ ისტორიული კოლპოსკოპებიდან შედარებით კარგ მდგომარეობაში სოციალისტურ გერმანიაში აწყობილი რამდენიმე კოლპოსკოპი ჰქონდა 31 ქარხნის საავადმყოფოს, ეხლა რომელი სად არის, რას გაიგებ. ერთი ისევ იქ არის თამრიკო ზუბადალაშვილთან, რუსულებს ბევრად სჯობია, მაგრამ მაინც უკვე ის აღარ არის რაც იყო...

რა თქმა უნდა შემსრულებელზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული, კარგი ხელსაწყოთი ცუდი შემსრულებელი მეტ შეცდომას დაუშვებს, ხოლო ცუდი ხელსაწყოთი კი კარგსაც რაღაც შეიძლება გაეპაროს...

აქ ნახსენები იყო ირაკლი ბერაძე – კოლპოსკოპიას ნამდვილად კარგად აკეთებს. ირაკლის გარდა ჟორდანიაში მუშაობს მადონა ჯუღელი, რომელიც დათო ტატიშვილის ცენტრშიც არის. მადონას აქვს ოლიმპუსის საკუთარი კოლპოსკოპი, ასე რომ მადონა თუ გააკეთებს ოლიმპუსზე, ძალიან კარგი ვარიანტია...

ახალი კოლპოსკოპი სერგო მათითაშვილსაც აქვს მედლაინში, მაგრამ სერგო უფრო ექოსკოპისტია...

სხვათაშორის ჩვენმა თანაფორუმელებმა L&L-მ ძაან მაგარი NIKON-ის კოლპოსკოპი გააძრეს, საიტზე უდევთ ფოტო. მაგათი დაწერილი დასკვნა ჯერ არ მინახავს, თუმცა კოლპოსკოპი მართლა ძალიან კარგი აქვთ. ნიკონის ოპტიკა მაინც სულ სხვაა. რაღაც არ ჩანან ეს დღეები, ეტყობა ახალწლებზე ბევრი სტუმრების მიღება–გასტუმრებამ მოუწიათ ჩემი არ იყოს...


ninarichi

QUOTE
ეე ჟორდანიას მიმართ საშინელი უნდობლობით ვარ განწყობილი


სწორად ხარ მასე განწყობილი. აქ (ნიკი სამწუხაროდ არ მახსოვს), ერთმა იუზერმა ჟორდანია ბაზრობას შეადარა, სადაც ყველა ექიმს თავისი ბუდკა აქვს და პაციენტს თავისაკენ ექაჩება, საოცრად ზუსტი შედარებაა...

ეს აღარ არის ერთიანი კოლექტივი, ბაზრობად კი სწორედ იმ ხომასურიძემ და ძმათა მისთა აქციეს, აქ რომ დონვასომ მსოფლიოში აღიარებულად გაგვაცნო...

ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ცალკეული ექიმები არცერთი არ ვარგა...

ადრე დავწერე, რომ ჟორდანიამ ყველაფერზე დაკარგა მონოპოლია. ნებისმიერი გამოკვლევა ან პროცედურა, რომელიც მანდ ტარდება, სხვაგანაც კეთდება არანაკლებად, უკეთესად და უფრო იაფადაც..

ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში ხომ საერთოდ, მანდაურებს ქალაქში საუკეთესო ათეულში არ შევიყვან არცერთს, არადა წამყვანი ინსტიტუტი ჰქვია...

იყო კიდეც, ოდესღაც, ახლა სერიოზული რეორგანიზაცია უნდა, მაგრამ არა ისეთი, ლომაიამ რომ უნივერსიტეტში ჩაატარა...


Posted by: makvala 4 Jan 2007, 23:43
რა სჭირს ფორუმის სერვერს, ხან ეკიდება, ხანაც ორჯერ ერთი და იგივე გამოდის...help.gif

Posted by: ikebana 5 Jan 2007, 01:20
makvala
QUOTE
ერთმა იუზერმა ჟორდანია ბაზრობას შეადარა, სადაც ყველა ექიმს თავისი ბუდკა აქვს და პაციენტს თავისაკენ ექაჩება

მე ვთქვი და შემიძლია ისევ გავიმეორო. თუმცა ეს იყო ალბათ 2 წლის წინ და მას შემდეგ როგორ შეიცვალა სიტუაცია არ ვიცი, თუმცა სასიკეთო არაფერი გამიგია, გარდა იმისა რომ მგონი რაღაც ახალი განყოფილება გააკეთეს, რომელიც უშვილობის პრობლემებზე მუშაობდა. შეიძლება ჟორდანიას არც ეკუთვნის, უბრალოდ მის ტერიტორიაზე იყო, სადღაც ეზოში.

Posted by: Ninoza 5 Jan 2007, 09:27
makvala

დიდი მადლობა smile.gif

ადრე ნამყოფი ვარ ბერაძესთან და ............. კი, შეიძლება კარგი ექიმია, მაგრამ იქვე გამოკრული რომ გაქვს კლინიკის ფასები და ამ დროს სამმაგს მახდევინებ, პლუს მაკეთებინებ ისეთ გამოკვლევებს, რაც ნამდვილად არ მჭირდება - ვითომ რაღაცაზე ეჭვია, მაგზავნის თავისივე მეგობარ ექიმთან ამისთვის, მერე ანალიზი აჩვენებს რომ არაფერია, მერე მეუბნება, რომ ხო ნუ მაინც გადავამოწმეთ, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება..... მგონი ცოტა არ იყოს თავხედობაა........ მაგიტომ აღარ მინდა მანდ მისვლა

Posted by: lala 5 Jan 2007, 12:15
ვფიქრობ ვისთან მივიდე სამშობიაროდ და ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე , ზოგი რას ამბობს ზპგი რას ვის დავუჯერო აღარ ვიცი.
ჩემმა ახლობელმა იმშობიარა გაგუასთან და საშინლად ექცეოდა პაციენტებსო, ძალიან უხეშიაო კინაღამ გააგიჟა გოგოებიო sad.gif ეგეთი ნამდვილად არმინდა sad.gif
ჩაჩავაში ვის მირჩევდით კარგ გინეკოლოგს?
ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი , საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე

Posted by: margusha 5 Jan 2007, 12:22
lala
სოსო ღოღობერიძე ჰერაში ძალიან მაგარია

Posted by: ninarichi 5 Jan 2007, 15:08
გაგუამ გამიკეთა გამოფხეკა, 12 კვირაზე.
გაყუჩებით არ გაუყუჩებია, ტკივილისგან გონება დავკარგე, სხეულს ვეღარ ვგძნობდი, დაახლოებით 15 წუთი დაჭირდა მგონი, მარა საუკუნედ მეჩვენებოდა, , ღმერთმა არავის გამოგაცდევინოთ.

რაც შეეხება თვითონ მობყრობას, ცუდად ნამდვილად არ მომბყრობია, მამშვიდებდა და მელაპარაკებოდა


ისე შემდგომში ალბათ მანდ არ ვიმშობიარებ,


http://mother.ge

Posted by: kudracha 5 Jan 2007, 15:49
QUOTE
ახლობელმა იმშობიარა გაგუასთან და საშინლად ექცეოდა პაციენტებსო, ძალიან უხეშიაო კინაღამ გააგიჟა გოგოებიო

პირველად მესმის. პირიქით, გამიგია, რომ ძალიან სასიამოვნო ტიპია. რავი, ორჯერ ვიყავი კონსულტაციაზე და მასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩენია

Posted by: NolloN 5 Jan 2007, 22:11
ისე რა საინტერესოა ,ამ თემაში მანდილოსნები ჭარბობენ




Posted by: lala 6 Jan 2007, 11:57
ninarichi
ra sashinelebaaa sad.gif(( rato dagchirda gamopxeka ?
rato ar imshobiareb mainc mand ?
mainteresebs tqveni azri

Posted by: agnes 6 Jan 2007, 12:35
ჩემს გარშემო ბევრმა იმშობიარა გაგუსთან და პირიქით აღნიშნავენ ძალიან დადებითი და მშვიდი ადამაინიაო.

Posted by: kudracha 6 Jan 2007, 17:59
agnes
QUOTE
ჩემს გარშემო ბევრმა იმშობიარა გაგუსთან და პირიქით აღნიშნავენ ძალიან დადებითი და მშვიდი ადამაინიაო

yes.gif
დეტალურად ერთ კვირაში დავწერ შთაბეჭდილებებს smile.gif

Posted by: donvaso 6 Jan 2007, 18:59
QUOTE
გაგუამ გამიკეთა გამოფხეკა, 12 კვირაზე.

down1.gif down1.gif down1.gif down1.gif down1.gif down1.gif down1.gif down1.gif down1.gif down1.gif

Posted by: ninarichi 6 Jan 2007, 19:55
donvaso

QUOTE
down1.gif down1.gifdown1.gifdown1.gifdown1.gifdown1.gif


????????????????????????????

Posted by: lala 6 Jan 2007, 21:09
QUOTE (ninarichi @ 6 Jan 2007, 18:55 )


QUOTE
down1.gif down1.gifdown1.gifdown1.gifdown1.gifdown1.gif


????????????????????????????

არა აბორტი გაიკეთე თუ რაიმე პრობლემა გქონდა?

QUOTE
ჩემს გარშემო ბევრმა იმშობიარა გაგუსთან და პირიქით აღნიშნავენ ძალიან დადებითი და მშვიდი ადამაინიაო

yes.gif
დეტალურად ერთ კვირაში დავწერ შთაბეჭდილებებს smile.gif

უნდა იმშობიარო თუ კონსულტაციაზე მიდიხარ?

Posted by: ninarichi 6 Jan 2007, 21:34
მომეშალა 12 კვირის რომ გავხდი, და გამოფხეკვა დამჭირდა

Posted by: makvala 6 Jan 2007, 22:27
donvaso

სინდისიც კაი საქონელია ხანდახან!

პაციენტის აზრი ექიმის შეფასებაში გადამწყვეტი არ არის, მაგრამ აქ ფორუმზე გამოკითხვაც იყო – რომელი მეანის კმაყოფლები იყვნენ პაციენტები. საუკეთესო შედეგი დათო გაგუას და რაულ მანგალაძეს ჰქონდათ...

ხომასურიძეს, რომელმაც ჟორდანიას ინსტიტუტი ბაზრობას დაამგვანა, ინტრიგების, \\\"გათიშე და იბატონეს\\\" და საკუთარი პერსონის განდიდების მცდელობის მეტი არაფერი უკეთებია, ეპითეტებით ამკობ და დათო გაგუაზე

down1.gif down1.gif down1.gif down1.gif
გვიხატავ, მისი მუშაობა საოპერაციოში გინახავს? რეალურად რთულ სიტუაციაში გინახავს როგორ მოქმედებს? თუ არ გინახავს, რაც არ გინახავს ნუ აძაგებ, თუ გინახავს მაშინ ამის მეტს არაფერს იმსახურებ puke.gif puke.gif puke.gif puke.gif


Posted by: lala 6 Jan 2007, 23:03
makvala
ჩაჩავაში ვის მირჩევდი? რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზეთ რა ჩაჩავაში

Posted by: makvala 6 Jan 2007, 23:13
lala

ჩაჩავას საერთოდ არ გირჩევ რადგან იქ მანეთის საღირალი დაგიჯდება 5....

საუკეთესო კადრები გააქციეს ან გაყარეს...

თუ მაინდამაინც მანდ გინდა მშობიარობა, ნუ სახლის ახლოა და ა.შ, ისევ გია თევდორაშვილი ან ვახო ბარკალაია...

პატრონაჟზე ფიქრია კამლაძე კარგია...

ექოზე კახას გარდა მანდ არავისთან მიხვიდე. კახას ცოტა პასუხის წერა კი ეზარება, მაგრამ ძალიან მახვილი თვალი აქვს...

პირადად მე გირჩევ ცოტა მაღლა ახვიდე, მე–3 სამშობიაროში რაულისთან...

Posted by: lala 7 Jan 2007, 01:03
makvala
მადლობა smile.gif ჯერ მაქვს დრო მოსაფიქრებლად და აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას
ისე 3-ე სამშობიარო სადააა?

Posted by: makvala 7 Jan 2007, 17:42
სასტუმრო საქართველოს გვერდზე, კობის ქუჩაზე, ოდნავ ზემოთ

Posted by: ShadowCat 7 Jan 2007, 18:53
ერთი შეკითხვა მაქვს (მართალია, ჯერ ბავშვზე არ ვფიქრობ, მარა მაინც):
ბავშვობაში თასმებში ვყოფილვარ ჩასმული და ეს რამენაირად ომოქმედებს მშობიარობაზე?
მართალია, რომ ასეთ შემთხვევაში ხშირად საკეისროს აკეთებენო? baby.gif

ისე, ჩაჩავას რაც შეეხება, ჩემი მული მივიდა მანდ აღრიცხვაზე.
მე გაგონილი კი მქონდა, რომ საკმაოდ ძვირია მაგათი მომსახურება მარა..
არ ვიცი, ჩემი მული დააბოლეს თუ მართალია, რაც უთხრეს.. ესაო, ისაო..
მართალია ახლა ანალიზები ძვირი დაჯდა, მარა ვინაიდან აღრიცხვაზე ხარ, ფეხმძიმობის განმავლობაში გამოკვლევები, ანალიზები და ა.შ. რომ დაგჭირდება, ეგ უფასო იქნებაო eek.gif
მაპატიეთ, მაგრამ... რაღაც იდიოტობამდე დაუჯერებლად და უცნაურად მეჩვენება ეს სტეიტმენტი.
any comments?

Posted by: kudracha 7 Jan 2007, 20:13
ShadowCat
QUOTE
მართალია ახლა ანალიზები ძვირი დაჯდა, მარა ვინაიდან აღრიცხვაზე ხარ, ფეხმძიმობის განმავლობაში გამოკვლევები, ანალიზები და ა.შ. რომ დაგჭირდება, ეგ უფასო იქნებაო

lol.gif
იცი რა შედის მაგ უფასოში? მთელი ფეხმძიმობა 4 ვიზიტი. პირველ ვიზიტზე უფასოა სისხლი, შარდი. მეორეში - ექო. მესამეში სისხლი, შარდი, მეოთხეში შარდი. სულ ეგაა biggrin.gif აბა შენ თვითონ იფიქრე, 9 თვე ოთხი ვიზიტი რამდენად საკმარისია ან თითო ვიზიტზე ჩამოთვლილი ანალიზებით რისი გაგება შეიძლება.
დამატებით იმდენ ანალიზს მოგთხოვენ, რომ აზრზე არ ხარ. თან რამდენ კაბინეტში შეგაყოფიებენ ცხვირს იმდენ 20 ლარს გახევენ

Posted by: kosheen 7 Jan 2007, 20:40
ShadowCat
QUOTE
ერთი შეკითხვა მაქვს (მართალია, ჯერ ბავშვზე არ ვფიქრობ, მარა მაინც):
ბავშვობაში თასმებში ვყოფილვარ ჩასმული და ეს რამენაირად ომოქმედებს მშობიარობაზე?
მართალია, რომ ასეთ შემთხვევაში ხშირად საკეისროს აკეთებენო?

აუცილებლად უნდა იმკურნალო,რაღაც იოლი პროცედურებია, ღუდუშაურში მიდი ლევან ნაჭყებიასთან,როგორც ვიცი ეგ არი კარგი ორთოპედი.
ჩემი დაც თასმებში იყო, თუმცა მსუბუქ ფორმებში ქონდა დისპლაზია, ახლა მერვე თვეშია და ის ფეხი ატკივდა მოძარობის დროს, ექიმებმა საკეისრო უნდა გაიკეთოო, იმიტომ რომ რენდგენს ვერ იკიეთებს ფეხმძიმობის გამო და არ ღირს გარისკვაო. ადრე რომ მისულიყო საკეისრო არ დაჭირდებოდა.
აქ მე3-ე საავადმყოფოზე იყო საუბარი, ჩემი დაც იქ აპირებს მამუკა ნემსაძესთან, გინეკოლოგმა ურჩია და თქვენ თუ იცით როგორი ექიმია?


ამ საავადმყოფოში ერთი მეგრელი გოგო დაიღუპა ანესთეზიის გამო,რუსთავი2-ზე რომ გამოაცხადეს და ხომ არ იცით ეგ რომელ განყოფილებაში იყო??

Posted by: kudracha 7 Jan 2007, 20:45
kosheen
QUOTE
მამუკა ნემსაძესთან, გინეკოლოგმა ურჩია და თქვენ თუ იცით როგორი ექიმია

გამიგია, რომ კარგი ექიმია smile.gif
მოკითხვა შენს დას wink.gif

Posted by: makvala 7 Jan 2007, 20:49
ShadowCat

მომეწონა შები პოსტები პოლიტიკაში...

ლაბორატორია ჩაჩავას სუსტი წერტილია, ჟორდანიაში მაინც გადასულიყო ქუჩის გადაღმა. იაფი არც იქ არის, მაგრამ უკეთესი შემსრულებლებია. ჩაჩავას ლაბორატორიას არასოდეს ვენდობოდი...

შენი მული თან დააბოლეს, თან რაღაც ვერ გაიგო. ორსული რომ დგება აღრიცხვაზე სამი ვიზიტი და რამდენიმე ანალიზი უფასოდ ერგება, რაშიც მთავრობა დაწესებულებას 50 სულ ლარს უხდის, ამაში ექოც კი არ შედის...

რეალურად ეს იმ ანალიზების თვითღირებულებაც არ არის, ამიტომ თვითონ ორსულს უწევს გადახდა, თან ეგ ანალიზები არ არის საკმარისი ორსულობის მონიტორინგის ნორმალურად ჩატარებისათვის...

ასე. რომ გამოკვლევები კეთდება და კეთდებაა...პროსტო სად არის ის ოქროს შუალედი, რა გამოკვლევებია საჭირო და რა კეთდება ზედმეტი, აი მანდ უნდა აკონტროლებდეს ექიმს დაზღვევა, სახელმწიფო ასეთ მონიტორინგს ვერ შეძლებს და არც არის მისი ფუნქცია...

არადა ფაქტია რომ ექიმები ფარმაცევტულ ფირმებთანაც და აპარატურულ გამოკვლევებთანაც და თქვენ წარმოიდგინეთ ოპერატორ–ქირურგებთანაც წილში არიან, ეს იცის პაციენტმაც და მძიმე დღეშია – გაიკეთოს ყველა გამოკვლევა, ხომ შეიძლება ექიმი უბრალოდ თავისი წილის მისაღებად აკეთებინებს, არ გაიკეთოს და ხომ შეიძლება მერე გვიან იყოს...

მე არ ვამბობ, რომ საერთოდ ყველა მამაძაღლია, მაგრამ 70% რომ ზედმეტებს უბერავს გამოკვლევებში, ზოგიც ვიგოდისათვის, ზოგიც თავის გადასაზღვევად (მითუმეტეს ამ ექიმებზე ნადირობის პერიოდში ანალიზების და რადიოლოგიური გამოკვლევების დანიშვნამ აშკარად იმატა), ესეც ხომ ფაქტია და რომ იტყვიან კაცი პატრონი არ არის...

ჩაჩავა და ჟორდანიაში კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია ხარჯებში გაყუდების: თუ ვინმეს დისერტაციაა გასაკეთებელი, სულ პაციენტებს უწევთ სისხლის გაღება და გამოკვლევების დაფინანსებაც...

ფიზიკურად კი არაფერს უშავებენ ამ კვლევებით, მაგრამ მაინც...

სადაზღვევოები, ამგვარი კონტროლის მაგიერ, საკუთარ კლინიკებს ქმნიან, იქ ექიმებს კაპიკებს უხდიან (კვალიფიციური ხომ არ გაუჩერდებათ!), ექიმები კი თავის მხრივ იძულებულნი არიან დამატებით წამლებში და გამოკვლევებში გააყუდონ პაციენტები და თუ 100% სადაზღვევო არ იხდის, პაციენტს მაინც მეტი უჯდება და რა საჭიროა ასეთი დაზღვევა...

რეალურად კეთილსინდისიერი და შენზე გულშემატკივარი ექიმის პოვნა პაციენტებს კი არა თვითონ ჩვენ გვიჭირს იმ დარგებში, რაშიც ვერ ვერკვევით. მე პირადად სკოლის პერიოდში მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდიოდი და იმდროინდელმა მუხლის ტრავმამ რომ გამიხსენა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ ვიყავი. არადა განსაკუთრებული კი არაფერია, რასაც თბილისში ვერ მოუვლიდნენ,..
* * *
kosheen

ერორს ნაკლები უსმინე, მაგ სკანდალის შემდეგ ექსპერტიზის დასკვნა რომ არ გამოაქვეყნეს იცი?

არც ექიმი და არც ანესთეზიოლოგი არ არის მიცემული პასუხისგებაში იმიტომ რომ ბრალი არ დადასტურდა...

ხოლო ის სისულელე, რასაც ერორი აწვებოდა, ნარკოზის გადაჭარბება, საერთოდ მსგავსიც არაფერი ყოფილა...

ხანდახან თავზეით ძალა არ არის...

ორ კვირის შემდეგ ჩაჩავაში იყო ტრუპი, ერთიც ღუდუშაურში, გაიგე რაიმე?...

ერორს თავის იდიოტიზმიც ეყოფა, ბოლო ბოლო სენსაციაზე დახარბებული წერა კითხვის უცოდინარი ნამუსგარეცხილი ჟურნალისტებია. ერთ რეპორტაჟში სადაც ექიმებს ყურები ჰქონდათ დასახევი, ექიმები შეაქეს, მეორეში კი სადაც დამნაშავენი არ იყვნენ სკანდალი ატეხეს. უბედურება ისაა, რომ საკმაოდ ბევრს სჯერა მათი და ეს იმას ნიშნავს რომ ხალხში საერთო განათლების იგივე დონეა...

მეორე უბედურება კი არის ექიმებზე არაკვალიფიციური და არაეფექტური კონტროლი, როდესაც დიდი შანსია უდანაშაულო დაისაჯოს და დამნაშავე გაძვრეს, ისე რომ ქრთამიც და ჩაწყობაც არ არის საჭირო...

Posted by: Solveig 7 Jan 2007, 22:18
აქ არსენ გვენეტაძე ახსენეს და ერთი მოსკადალურო კითხვას დავსვამ..ერთი-ორი წლის წინ იყო ხმამაღალი საუბარი-დოქტორის ხარისხი საეჭვო ვითარებაში აქვს მოპოვებულიო. რამე გაირკვა? თუ მიიჩქმალა ეგ საქმე..

უკმაყოფილო პაციენტი ნაღდად არ ვარ. უბრალოდ, მაინტერესებს.

Posted by: agnes 7 Jan 2007, 22:25
ტელევიზიის ნდობა ამ საკიტხსჰი ნამდვილად არ შეიძლება. აშუქებენ იმას რაც არ უნდა გაშუქდეს და თან ამას უხარისხოდ და არა კვალიფიციურად ეკეთებენ.

Posted by: tms 8 Jan 2007, 12:45
QUOTE (makvala @ 7 Jan 2007, 20:49 )

ორ კვირის შემდეგ ჩაჩავაში იყო ტრუპი, ერთიც ღუდუშაურში, გაიგე რაიმე?...


უკაცრავად და "ტრუპში" გარდაცვლილ პაციენტს გულისხმობთ?

Posted by: violet 8 Jan 2007, 12:50
makvala
QUOTE
ორ კვირის შემდეგ ჩაჩავაში იყო ტრუპი, ერთიც ღუდუშაურში, გაიგე რაიმე?...

მდაა drug.gif

Posted by: ninarichi 8 Jan 2007, 14:53
ხალხნო რაგაც ამდენმა მკურნალობამ ტავი მომაბეზრა სულ ახალ ახალი სისულელეები ცჰნდება, და პირდაპირ რომ დავორსულდე ანტი სხეულებზე მკურნალობის გარეშე საშიშია? თუ არრც დავრჩები ფეხმძიმედ?

Posted by: margusha 8 Jan 2007, 15:22
რა ანტისხეულებზე რეზუს უარყოფითი?

ხომ გაგიგია რაც მეტს გაქექავო...მით უფრო არომატული გახდებაო))) თავი დაანაბე რაა დაისვენე ცოტა მკურნალობისგან მოეშვი, დაძაბულობა მოიხსენი.მე მაგალითად რომ დავიკიდე მაშინ დავრჩი ფეხმძიმედ.

Posted by: ninarichi 8 Jan 2007, 15:48
გაიხარე , მეც ეგრე ვფიქრობ. დიდი მადლობა

Posted by: kosheen 8 Jan 2007, 17:41
makvala
QUOTE
ერორს თავის იდიოტიზმიც ეყოფა, ბოლო ბოლო სენსაციაზე დახარბებული წერა კითხვის უცოდინარი ნამუსგარეცხილი ჟურნალისტებია.

100%

kudracha
დამაც მოგიკითხა და მეც smile.gif
აბა შენ იცი,ერთ კვირაში მოგილოცავთ smile.gif


Posted by: lala 8 Jan 2007, 23:50
ვფიქრობ ვისთან მივიდე სამშობიაროდ და ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე , ზოგი რას ამბობს ზპგი რას ვის დავუჯერო აღარ ვიცი.
ჩემმა ახლობელმა იმშობიარა გაგუასთან და საშინლად ექცეოდა პაციენტებსო, ძალიან უხეშიაო კინაღამ გააგიჟა გოგოებიო ეგეთი ნამდვილად არმინდა
ჩაჩავაში ვის მირჩევდით კარგ გინეკოლოგს?
ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი , საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე

Posted by: makvala 9 Jan 2007, 00:23
lala

ძველი პოსტი გადმოგიკოპიპასტავს...

მოდი რაც წინა პასუხს დავაკელი, ეხლა გეტყვი...

QUOTE
ჩემმა ახლობელმა იმშობიარა გაგუასთან და საშინლად ექცეოდა პაციენტებსო, ძალიან უხეშიაო კინაღამ გააგიჟა გოგოებიო


აი ამას ჰქვია ბრედ საბაჩი, ეს შეუძლებელია, ასეთი რამ გაგუამ არ შეიძლება ჩაიდინოს სიმთვრალეშიც კი, მითუმეტეს პრაქტიკულად არ სვამს ნე ტო ჩტო დათო დავარაშვილი და ნოდარ გომელაური...

სხვებმა უკვე უჩემოდაც გიპასუხეს რა აზრის არიან გაგუას უხეშობაზე...

მაგის მთქმელს გადაეცი, ისეთი ტყუილი დაახეთქა, რომელიც რეალობასთან საერთოდ არ არის ახლოს და სხვა დროს თუ უნდა მართალი მაინც დაუჯერონ, ცოტა უკეთესად უნდა იცრუოს....

მშობიარობისას ვის რაზე ექნება არაადეკვატური რეაქცია რას გაიგებ...

ერთ რამეს ვარ დაკვირვებული – გურული ქალები ხშირად ვერ იტანენ მეგრელ ექიმებს. პირიქითაც ხდება, მაგრამ უფრო იშვიათად, რამე ამგვარი ხომ არ იყო...

ან ერორის ჟურნალისტი ხომ არის...

Posted by: BeDelicious 9 Jan 2007, 16:16
lala
QUOTE
ჩაჩავაში ვის მირჩევდით კარგ გინეკოლოგს? ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი , საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე


მშობიარობა არ ვიცი, მაგრამ არაჩვეულებრივი ქალია ფანჩულიძე ლია. ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც ორ კერძო დაწესებულებაში (სახელების თქმა და ანტირეკლამა შეიძლება?) ვერ მიმკურნალეს ნორმალურად, ამ გინეკოლოგმა 3 თვეში ამომასუნთქა.

Posted by: tat 9 Jan 2007, 17:28
არ ვიცი ვინერვიულო თუ არა!!!!!!!!!!!!
-ბავშვი 13 ტვისაა მე-8 ტვიდან მარტო ღამით ვაჭმევ და ციკლი ჯერაც არ აღმიდგა..........ეს მორმალურია ად როდის დავიწყო ნერვიულობა?smile.gif

Posted by: ShadowCat 9 Jan 2007, 19:17
kosheen
makvala
მადლობა პასუხებისთვის.
ჩაჩავაზე მეც არ ვიყავი დიდად აღფრთოვანებული წარმოდგენის (ალბათ გამომდინარე იქიდან, რისთვისაც აქა-იქ მომიკრავს ყური), მარა ჩემი მულის ქმარი არის მომავალი ექიმი და ორივე (ცოლ-ქმარი) ისე საკუთარ თავში დარწმუნებული აქებდა ჩაჩავას, მე საერთოდ გავჩუმდი boli.gif არადა, მაგ პირველ ვიზიტზე საკმაოდ მაღალი ფასები მითხრა ანალიზების.
რასაც თქვენ ამბობთ ექიმების დამოკიდებულებაზე პაციენტების მიმართ.. ანუ, ის, რომ ცდილობენ ჭირდებათ-არ ჭირდებათ, ყველა გამოკვლევა გააკეთებინონ.. როგორ ფიქრობთ, რა უფრო ჯობია - მიხვიდე ისეთ ექიმთან, რომლის სამუშაო ადგილზეც ლაბორატორიაცაა თუ ექიმთან ცალკე მიხვიდე და ცალკე - ლაბორატორიაში (იმედია, გასაგებად დავსვი შეკითხვა).
და კიდევ: აქ ხშირად ახსენებთ ხოლმე გოგოებო, სხვადასხვა კლინიკებს.. თოდუაში რა ხდება, ხომ არ იცით? ზოგადი სურათი მაინტერესებს - აქვთ თუ არა კარგი ლაბორატორია, როგორი ექიმები ყავთ, როგორი ფასებია.. გინეკოლოგიის სფეროში არა, მარა სხვა სფეროში მანდ მისული პაციენტისგან უკმაყოფილება არ გამიგია rolleyes.gif

Posted by: kudracha 9 Jan 2007, 19:32
ShadowCat
QUOTE
რასაც თქვენ ამბობთ ექიმების დამოკიდებულებაზე პაციენტების მიმართ.. ანუ, ის, რომ ცდილობენ ჭირდებათ-არ ჭირდებათ, ყველა გამოკვლევა გააკეთებინონ..

საქმეც მაგაშია, რომ რაც მართლა მჭირდებოდა და რაშიც მზად ვიყავი ფული გადამეხადა, ის აზრად არ მოსვლია ექიმს გამესინჯა: მაგალითად, პოტრომბინი (რომელიც აშკარად მაწუხებდა, რადგან ღამე ყოველ გადატრიალებაზე ფეხებზე თითქოს ძარღვი ინასკვებოდა და აუტანლად მტკიოდა) ან ჩიყვის ჰორმონზე ანალიზი (საქართველოში ამისი რისკი არის ნამდვილად)
არ ვიცი, რა გითხრა, ძალიან უკმაყოფილო ვარ sad.gif
შემდეგში იქ ჩემი და ჩემი ახლობლების ფეხი რომ არ იქნება, ეგ კი ვიცი

მშობიარობის მხრივ, ბარკალაიაზე გამიგია კარგიაო მანდ. რავი, გაიკითხე კიდევ. მაყვალაც იტყვის თავის აზრს ალბათ

Posted by: margusha 9 Jan 2007, 20:37
kudracha

კი მარა ვისთან იყავი ჩაჩავაში? მე ფანჩულიძესთან დავდიოდი მთელი ორსულობა, პირველივე დღესვე ამაღებინა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზი ის კიარადა ეხო გადავიგე ფარისებრ ჯირკვალზე, პროტრომბინს რაც შეეხება დავიჯერო SFMK-ს არ იკეთებდი მე მაგალითად ყოველ თვეს ვიკეთებდი და D დიმერზეც კი გამაკეთევინა ანალიზი. მართალია ძვირი სიამოვნებაა ჩაჩავა მაგრამ ფანჩულიძის ძაან კმაყოფილი ვარ, არაფერი არ გამოპარვია ყველა პრობლემას კუდში მივყვებოდით.

Posted by: makvala 9 Jan 2007, 20:58
BeDelicious
სახელების თქმა და ანტირეკლამა შეიძლება, მოდერი არ დაგსჯის. ასე რომ ის ორი კლინიკა დაასახელე, სადაც შენი აზრით ვერ გიმკურნალეს, ოღონდ თუ შეიძლება დეტალებით – გამოკვლევათა შედეგებით, დანიშნულებებით და რა გაგიკეთა განსხვავებული ექიმმა, ვის კმაყოფილიც ხარ. შენი აზრი ყველასათვის საინტერესოა.

kudracha
ბარკალაიაზე უკვე ვთქვი ზემოთ რომ კარგია

tat

რადგან ლაქტაცია ჯერ კიდევ არის, ე.ი. პროლაქტინი მაღალი გაქვს. მენსტრუაცია შეიძლება არც აღდგეს, ვიდრე ბავშვის ძუძუთი კვებას არ შეწყვეტ. ასე რომ ჯერჯერობით ნორმის ვარიანტში ხარ, თუმცა ცალსახა პასუხს დისტანციურად ვერ გაგცემ. ეხლა ამის გამო ბავშვის ძუძუთი კვება არ შეწყვიტო.

ShadowCat

QUOTE
რა უფრო ჯობია - მიხვიდე ისეთ ექიმთან, რომლის სამუშაო ადგილზეც ლაბორატორიაცაა თუ ექიმთან ცალკე მიხვიდე და ცალკე - ლაბორატორიაში


ყველაფერს სჯობს კეთლსინდისიერ ექიმთან მისვლა. წესიერ ექიმს, გვერდში ცუდი ლაბორატორია თუ აქვს, ადმინისტრაციის ბრძანება ვერ დააკავებს და გეტყვის სად სჯობს ანალიზის გაკეთება. ისე მაინც სჯობია, როცა ორივე ერთად არის, ექიმმა იცის თავისი ლაბორატორიის ძლიერი და სუსტი მხარეები.

თოდუაში რა ხდება – ეგ არის მულტიპროფილური კლინიკა, სადაც გინეკოლოგია არ არის წამყვანი. ორსული პატრონაჟზე მანდ არ უნდა მივიდეს. ექოში ლიკა ჯვარშეიშვილი ცუდი არ არის....

კიდევ რა ხდება და თოდუას კლინიკა ძალიან ძვირია, ლაბორატორიაც და სხვა რამეც. ლაბორატორია კარგია. ეხლა კიდევა კარგი ქირურგი ლაპარასკოპისტი ჩამოუვიდათ ირაკლი თოდუა...

სხვა ლაბორატორიები ბევრი დავახასიათე, ბევრსაც შეიძლება არ ვიცნობ. ამ ბოლო დროს იმდენი კერძო კლინიკა გაიხსნა, სად რა ხდება და რა კეთდება კარგად, ყველაფერი შეიძლება ჩემნაირმა ჭორიკანამაც არ იცოდეს, თუმცა ვცდილობ ცხვირი ყველგან ჩავყო. ახლებიდან \"მედეა\"–სი მართლა კარგი გამოდგა სადაც ჩვენი თანაფორუმელები L&L მუშაობენ, რომლებიც რატომღაც ახალი წლის შემდეგ არ ჩანან, არადა პასუხების გაცემაში მეხმარებოდნენ...

ისე ერთი იდეა დამებადა – ხომ არ გავხსნათ ორი გამოკითხვა რომელი ლაბორატორიის კმაყოფილი ხართ და რომლის არა, გახსოვთ მეანებზე მქონდა ეგეთი და ყველაზე მეტი დადებითი ხმა პირველ–მეორეზე დათო გაგუა და რაულ მანგალაძე გავიდნენ...

Posted by: kudracha 9 Jan 2007, 21:13
margusha
QUOTE
კი მარა ვისთან იყავი ჩაჩავაში? მე ფანჩულიძესთან დავდიოდი მთელი ორსულობა, პირველივე დღესვე ამაღებინა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზი ის კიარადა ეხო გადავიგე ფარისებრ ჯირკვალზე, პროტრომბინს რაც შეეხება დავიჯერო SFMK-ს არ იკეთებდი მე მაგალითად ყოველ თვეს ვიკეთებდი და D დიმერზეც კი გამაკეთევინა ანალიზი. მართალია ძვირი სიამოვნებაა ჩაჩავა მაგრამ ფანჩულიძის ძაან კმაყოფილი ვარ, არაფერი არ გამოპარვია ყველა პრობლემას კუდში მივყვებოდით

რავი, რაღა მე გადავეკიდე უყურადღებო ექიმს, არა და თანამშრომელმა გაუწია რეკომენდაცია sad.gif
დღეს გავიგე ახლობლისგან რომ ეს ანალიზებიც საჭირო იყო, არა და ერთ კვირაში უნდა ვიმშობიარო და აწი რა აზრი აქვს რო?
ყველაფერი ვერ გეცოდინება ადამიანს თუ სათანადო განათლება არ გაქვს და ექიმებიც ხომ მისთვის არსებობენ რომ დაგეხმარონ?
ჩაჩავას დავანებოთ თავი, იუნონა + შიც ვიყავი კონსულტაციაზე და ღუდუშაურშიც მოვხვდი გაუგებრობაში, მაგრამ არავის მოსვლია აზრად მსგავი რამე ჩამეტარებინა

Posted by: margusha 9 Jan 2007, 21:33
არა უშავს ყველაფერი კარგად იქნება, რახამ აქამდე მოხვედი ესე იგი, ცუდად არ არის საქმე, პროტრობინის მხრივ რომ რამე სერიოზული ყოფილიყო პლაცენტაზე იმოქმედებდა, შეიძლება ნაადრევად მომწიფებულიყო და ნაადრევი მშობიარობა დაგწყებოდა ან პლაცენტა აშრევებულიყო ან ჰიპერტენზია დაგეწყებოდა, აი ფარისებრი ჯირკბლის ჰორმონებს რაც შეეხება ეგ ველაფერი წერიგშიც რომ ყოფილიყო იოდომარინი მაინც საჭირო იყო დაგელია, ეხლა ყველა ორსულს უნიშნავენ. მე მაგის ანალიზებთან და ეხოსთან ერთად 24 საათიანი შარდის ანალიზიც ჩამაბარებინა იოდზე. რა ვიცი შეიძლება რამე ზედმეტი ანალიზებიც ავიღე, მაგრამ ჯობს ზედმეტი ვიდრე ნაკლები. მე ღოღობერიძესთან ვიმშობიარე ჰერაში როგორც გინეკოლოგი ძაან ძლიერია, მაგრამ აი პედიატრია და ინტენსიური თერაპია მოიკოჭლებს მანდ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობიარობაზე. მაგ მხრივ ჩაჩავა ძაან მაგარია, ბავშვს მიხედავენ უმაღლეს დონეზე.

Posted by: chiefangel 9 Jan 2007, 22:02
lala
QUOTE
ვფიქრობ ვისთან მივიდე სამშობიაროდ და ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე , ზოგი რას ამბობს ზპგი რას ვის დავუჯერო აღარ ვიცი. ჩემმა ახლობელმა იმშობიარა გაგუასთან და საშინლად ექცეოდა პაციენტებსო, ძალიან უხეშიაო კინაღამ გააგიჟა გოგოებიო ეგეთი ნამდვილად არმინდაჩაჩავაში ვის მირჩევდით კარგ გინეკოლოგს? ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი , საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე

მართალია მამრობითი სქესის ვარ მაგრამ მე შემიძლია დაგაკავშირო ბებიაქალს ახალგაზრდა და ჯიგარი ქალია
განათლება მიღებული აქვს ასქართველოში და მერე რუსეთსი
მთელი თავისი ცხოვრება ამ საქმითაა დაკავებული ჩემი დიშვილი რომ იბადებოდა გაურკვეველი მიზეზების და გამო
წიპლარი კისერზე მოეხვია და მარცხენა ხელიც მიება (ნუ მერე როგორც გაირკვა ჩემი დის ორსულობის ბრალი იყო მაგარი ზარმაცი ორსული იყო biggrin.gif ) ხოდა ბავშვი ვერც ჩნდებოდა და თან იხრჩობოდა და ლამის დედაც მიყვა ზედდ sad.gif
იტოგში ყველა დაიბნა მაგრამ ამ ქალმა ისეთი მაგარი პროფესიონალიზმი ჩაატარა რომ ჩემი დიშვილიც კარგადაა ჩემი დაც და ვაბშემც მაგარი ექიმია რა ,კარგად ვერ ვერკვევი ეგეთებში მაგრამ იტოგში 90% დაღუპული ბავშვი გადაარჩინა რა და რაც მთავარია ჩემ დას სერიოზული ტკივილები არ ჰქონია როგორც თვითონ თქვა არადა პირველი ბავშვი იყო
აი ისიც ეხლა წლის და შვიდი თვისაა
user posted image
იტოგში თან ნუ მაგარი გადაარჩინა იმ პონტშიც რომ ბილირუბინი გინდ დაიჯერეთ და გინდ არა 300 ზე მეტი ჰქონდა ბავშვს და ეგრევე (მეორე მესამე დღესვე) თვითონ დაუკავშირდა მეორე ბავშვთაში გაამზადებინა პალატა და მაგარი ყურადღება მიაქცია ჩემ დას არადა ძვირი არ დაჯდა და ეგეთ მომსახურებებში ფული არც გამოურთმევია ხოლო ჩემი დიშვილის ჯანმრთელობის გაუარესება კიდევ მამამისის ბრალი იყო




იავიცი თუ რამეა არ მოგერიდოს დამიპიემე

Posted by: kudracha 9 Jan 2007, 22:23
QUOTE
რა ვიცი შეიძლება რამე ზედმეტი ანალიზებიც ავიღე, მაგრამ ჯობს ზედმეტი ვიდრე ნაკლები.

მეც მაგ აზრის ვარ yes.gif ღმერთი-რჯული, არ მენანებოდა თანხა.

Posted by: makvala 10 Jan 2007, 00:36
აუ აბანოიდები გვაკლდა აქ...

ტანკე, პრანკსტერ, წაშალეთ ამ აზაბოჩენის პოსტი, თორემ ისეთ ფოტოებს დავულაგებ სულ დაეკარგება ხალისი...

chiefangel

გია ბეროშვილს მიმართე, ოთხ გიაში რომ მღერის, ის არის სექსოპათოლოგი...


kudracha

ფარისებრის კლინიკა თუ არ გქონდა, რატომ უნდა გაეკეთებინათ ანალიზები?

პროთრომბინი რაღა დროს კვიკის პროთრობინია, როცა არსებობს INR, ის კი არა, მაგაზე უფრო დეტალური ანალიზი – კოაგულოგრამა აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ ორსულობისას...


QUOTE
რა ვიცი შეიძლება რამე ზედმეტი ანალიზებიც ავიღე, მაგრამ ჯობს ზედმეტი ვიდრე ნაკლები.


QUOTE
მეც მაგ აზრის ვარ  ღმერთი-რჯული, არ მენანებოდა თანხა.


lol.gif lol.gif

თქვენისთანა პაციენტებს ნატრობს ხალხი....

ანალიზები უნდა დანიშნული იქნეს იმდენი, რამდენიც საჭიროა, არც მეტი, არც ნაკლები...

საზღვარგარეთ ზედმეტი კვლევების დანიშვნის გამო ექიმს ტყავს გააძრობენ...

Posted by: ტანკე 10 Jan 2007, 00:47
chiefangel
ამ პოსტს ამ თემასთან არაფერი ესაქმება,ეს სექსოლოგებს უნდა ჰკითხო.
makvala
წავშალე,მაგრამ მგონი არ ღადაობდა და მართლა აინტერესებდა,თუმცა ამ თემასთან არაფერი ესაქმებოდა

Posted by: chiefangel 10 Jan 2007, 01:38
makvala
QUOTE
აუ აბანოიდები გვაკლდა აქ...
ტანკე, პრანკსტერ, წაშალეთ ამ აზაბოჩენის პოსტი, თორემ ისეთ ფოტოებს დავულაგებ სულ დაეკარგება ხალისი...

არც სახელი იცი არც გვარი არც დაბადების და წარმოშობის შეასხებ იცი არც მეგობრები იცი და არც საახლობლო წრე
არც ის იცი როგორ გარემოში გავიზარდე და რას ვმოღვაწეობ, და არაფეი იცი საერთოდ და არცაა საჭირო რომ იცოდე
და ესეთ ლოგიკურ დასკვნებს საიდან აკეთებ? ცოტა ტაქტისათვის მიგექცია ყურადღება ჯობია ვჟიზნი და ეს შეურაწყოფად არ მიიღო ისეთივე რჩევაა როგორიც
QUOTE
გია ბეროშვილს მიმართე, ოთხ გიაში რომ მღერის, ის არის სექსოპათოლოგი...

(თუმც ფუჭი და გამოუსადეგარი sad.gif )

და შენ თუ ჩემს 1 პოსტს მაინც ნახავ აბანოში საერთოდ აღარ შემოვალ ამ ფორუმზე


გულის ტკივილისავით: და რატომ გგონიათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს რომ ყველა ონანიზმს ეწევა
ყველას ჭირდება სექსოპათოლოგი და ა.შ.
იქნებ ჩემს დასმულ შეკითხვას მეორე მხრიდან შეხედო
იქნებ მინდა ჩემს წყვილს მივანიჭო მაქსიმალური სიამოვნება აქტის დროს?
რა ? არ შეილება რომ ადამიანს რაიმე ეგეთი სურვილი გააჩნდეს?
ეგრე არაა ვჟიზნი დირკა ნაშოლ, ხუ ი პაშოლ sad.gif



არა რა ელაპარაკე არ ელაპარაკე რაც უნდათ მაინც ეგრეა რა sad.gif

ტანკე
QUOTE
ამ პოსტს ამ თემასთან არაფერი ესაქმება,ეს სექსოლოგებს უნდა ჰკითხო.

ბოდიშით თუ მისამართი შემეშალა, გულწრფელი ბოდიში უბრალოდ გოგოსთან ვისთანაც კავშირი მაქვს მიტყდება ასეთი კითხვის დასმა და ახლობელს ხომ ვერ ვკითხავ და ვისაც შეილება ვკითხო კიდევ ის ქალიშვილია (ყველა)
უროლოგებსაც ვისნობ და სექსოლოგებსაც მაგრამ კაცები არიან sad.gif

QUOTE
წავშალე,მაგრამ მგონი არ ღადაობდა და მართლა აინტერესებდა,თუმცა ამ თემასთან არაფერი ესაქმებოდა

წაშლა კი გეხერხებათ მაგრამ მარლა მაინტერესებს, თეორია და ეგეთები არ მინდა არამედ პრაქტიკაში მართლა ეგრეა?
მდედრობითი სქესის პასუხი მინდა ოღონდ გულახდილი,
ხო შეიძლება რომ ქალზე იზრუნო სექსის დროს და არა მარტო ორგაზმზე? ხოდა ეგეთი რამე მაინტერესებს რა

თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ რა sad.gif ვინმემ (მაგრამ პოსტი რომ წაშალეს უკვე sad.gif)

Posted by: ტანკე 10 Jan 2007, 01:44
chiefangel
გახსენი თემა ცალკე მაგ პოსტით,მიმართე კითხვით სექსოლოგს ან ასე თუ ისე მცოდნეს და დავტოვებ,არ წავშლი.მეტი რაღა გითხრა smile.gif
მე არ ვარ female და ვერაფრით დაგეხმარები smile.gif

Posted by: tu-tuna 10 Jan 2007, 09:34
QUOTE
სასტუმრო საქართველოს გვერდზე, კობის ქუჩაზე, ოდნავ ზემოთ


კობის ქუჩაზე სამშობიაროში, მირჩევთ ვინმეს? აღრიცხვაზე დავდექი მანდ, ვინმე ნინო ლაცაბიძესთან, აქ იმშობიარეო თუ მოგეწონაო - მოსაწონი ჯერ-ჯერობით არაფერი...

და კიდე თემქაზე - მე5-ეში თუ არ ვცდები, გია სიხარულიძეზე რა აზრის ხართ?

Posted by: Suleluka 10 Jan 2007, 11:45
მაინტერესებს რამდენი კვირიდან ავიდე აღრიცხვაზე, უბნის კონსულტაციაში ჯობია მისვლა თუ?!...

Posted by: ShadowCat 10 Jan 2007, 16:56
Makaveli
შენ რა, მეორე ვორნი გინდა? boli.gif

Posted by: ტანკე 10 Jan 2007, 18:19
Makaveli
ამ ერთხელ გულკეთილი ვიქნები და მეორედ უკვე წამოვა ვორნისმაგვარი smile.gif
ეს ის განყოფილება არ არის...

Posted by: kudracha 10 Jan 2007, 19:33
suleluka
QUOTE
მაინტერესებს რამდენი კვირიდან ავიდე აღრიცხვაზე, უბნის კონსულტაციაში ჯობია მისვლა თუ?!...

თუ უფასოზე გინდა (მაგალითად, ჩაჩავაში) მანდ 3 თვეზე ადრე ვერ დადგები, აუცილებლად 12 კვირის მაინც უნდა იყო.
ისე კი, მე თუ მკითხავ, რაც ადრე მიებარები ექიმს, მით უკეთესია. სადღაც 4-5 კვირიდან რა

Posted by: Suleluka 10 Jan 2007, 21:12
kudracha
უბნის კონსულტაციას არ მირჩევ? ჯანმრთელობის სახლში მომეწონა ერთი ექიმი, რომელიც როგორც გავიგე ჩემი უბნის კონსულტაციაშიც მუშაობს, ღიირს მისვლა?!

Posted by: kudracha 10 Jan 2007, 21:48
suleluka
QUOTE
უბნის კონსულტაციას არ მირჩევ? ჯანმრთელობის სახლში მომეწონა ერთი ექიმი, რომელიც როგორც გავიგე ჩემი უბნის კონსულტაციაშიც მუშაობს, ღიირს მისვლა?!

ღირს, კი smile.gif კაი და ცუდი ექიმი ყველგანაა

Posted by: ketato1979 11 Jan 2007, 16:38
საკვერცხეების პოლიკისტოზის თუ იცით რამე და არის თუ არა განკურნებადი
* * *
ჩემზე მოკლედ მოგიყვებით და იქნებ რაიმე მირჩიოთ.2 წელია გათხოვილი ვარ და ბავშვი ჯერ არ მყავს ძალიან ვნერვიულობ,იუნონაში დავდივარ ნათელა მიქაძესთან,ჰორმონები მაქვს აწეული და ვმკურნალობ, ცოტაც და ჰორმონები ნორმაში იქნება მაგრამ მარტო ეგ რომ იყოს ... ასევე მაქვს საკვერცხეების პოლიკისტოზი და თან საკვერცხეებიც ზომებში არის დიდი,ექიმმა მითხრა 2 თვე ვიმკურნალოთ და მერე თუ შედეგი არ მოგვცა ოპერაცია იქნებაო გასაკეთებელი(ამჟამად ვიღებ სიოფორს და დექსამეტაზონს,ინსულინიც ცოტათი მომატებული მაქვს).იქნებ გინეკოლოგს ესმის ჩემი ან ისეთს ვისთანაც ეს პრობლემა ახლოსაა,რას მირჩევთ,რამდენად ხშირია ჩემი მდგომარეობა და არის თუ არა საშველი... და რამდენი პროცენტი არის იმედი ოპერაციის მერე ... გთხოვთ ნუ დაიზარებთ თუ რაიმე საიმედოს მეტყვით...

Posted by: makvala 11 Jan 2007, 22:48
ketato1979

რა გითხრა რით გაგახარო. თავს უნდა მიხედო, მკურნალობა ხშირად ხანგრძლივია, გამოკვლევები ბევრია საჭირო და ძვირი, ოპერაცია მართლაც შეიძლება გახდეს საჭირო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში პრობლმა გვარდება. თან თუ შენი ნიკის ციფრები დაბადების წელია, საბედნიეროდ დრო გაქვს...

შენი მდგომარეობა არც ისე იშვიათია, თუ ეს გაგეხარდება..

პირველადი უშვილობის 30%-ს ინ ვიტროც ვერ შველის, თან ისე, რომ მიზეზი გაურკვეველი რჩება. ეს აქაური არა, განვითარებული ქვეყნების სტატისტიკაა...

ნათელა მიქაძე ცუდი ექიმი არ არის, ცოტა რუსაპეტაა, ქართული უჭირს, მაგრამ ლაპარაკს გაიგებ...

რაც დაწერე მკურნალობა ადეკვატურს ჰგავს, ეტყობა ტესტოსტერონიც მაღალი გაქვს...

საერთოდ ენდოკრინოლოგიაში შაბლონები ძალიან სახიფათო რამეა, ზოგ ქალს ტესტოსტერონს ვიდრე ნორმას ქვეით არ ჩამოუყვან არ ორსულდება, ზოგს კი პაპაჩემ ქიტოზე დიდი ულვაშები აქვს და 3 შვილი ჰყავს და კიდევ 8 აბორტი აქვს ანამნეზში...

ერთი სიტყვით თუ გინდა ჰორმონების და ექო გამოკვლევების დეტალები დაპოსტე, ოღონდ ზუსტად და ვეცდებით დისტანციურად რაიმე გითხრათ, თუმცა დისტანციურად დანიშნულებას ვერ შეგიცვლით...

Posted by: ketato1979 12 Jan 2007, 17:27
14.10.2006 ში აღებული ანალიზის პასუხი ასეთი იყო:პრლ-26,12, ელ/ჰაში-(ფოლიკულური ფაზა)-14,12: 17-ო/ჰაში 7,42: თავისუფალი ტესტოსტერონი 17,1, ამ დროისთვის სურათი ასეთი იყო, მერე მივიღე დოსტინექსი და დექსამეტაზონი, პროგესტერონის გამოკვლევა ისევ გავიკეთე ერთ თვეში და უკვე მაჩვენებელი იყო 2,68 და ტესტოსტერონიც დაწეული იყო,ამის შემდეგ დოსტინექსი შემიწყვიტა და გავაგრძელეთ დექსამეტაზონის და დავიწყე სიოფორის დალევა(მინდა გითხრა რომ ერთითვის წინ ავიღე ინსულინის ანალიზი და ეგეც მომატებული იყო)ამის შემდეგ ანალიძი არ ამიღია აწი უნდა ავიღო სადღაც 5 თებერვლისთვის მიწევს(ციკლის 3 დღეა)ტესტოსტერონის და 17-ო/ჰაშის ანლიზი.
ეხლა რაც შეეხება ექოსკოპიას 13 დეკემბრისთვის ასეთი სურათი იყო:ენდომეტრიუმი ნორმალური ექოსტრუქტურის,სისქე 6 მმ.
მარჯვენა საკვერცხე ზომებით: 42х22х29 მმ,მოცულობა 13,5 სმ
მარცხენა საკვერცხე: 37х24х26 მმ,მოცულობა 12 სმ.( სმ-ს ზემოთ პატარა 3-იანი აწერია}
საკვერცხეებში უპირატესად პერიფერიებში ჭარბადაა 6 მმ-მდე ზომის ფოლიკულები,სტრომა ჭარბადაა გამოხატული,დუგლასის სივრცე თავისუფალი. (ბადრი შარიქაძესათან)
ისევ გადავიღე 9 იანვარს და თითქმის იგივე სურათი იყო ,ენდომეტრიუმი იყო 5 მმ და ბოლოში ეწერა საკვერცხეების პოლიკისტური სინდრომი.
აი მოგიყევი ჩემი გასაჭირი,ნათელამ მითხრა კიდევ ორი თვე გადავხედოთ და თუ შედეგი არ მოგვცა ოპერაციას გავაკეთებთო(კაუტერიზაცია,მემგონი უსუსხლო ოპერაციაა არა?) და ამ ოპერაციის მერე 6 თვის განმავლობაში უნდა მოვასწროთ დაორსულებაო და შანსებიც არისო. რას ფიქრობ შენ ამყველაფერზე ?
დიდი მადლობა მინდა გითხრა გამოხმაურებისთვის .
დროებით

Posted by: Matrona 12 Jan 2007, 17:32
მოგესალმებით ძვირფასო თანაფორუმელებო....

მე აქ ადრეც შემოვდიოდი, ურსულას ნიკით, მაგრამ შემდეგ პაროლი დამავიწყდა (ოჰ ეს სკლეროზი!!!) და ამიტომ ავიღე ახალი ნიკი , რომელიც ზუსტად შეესაბამება ჩემს დღევანდელ მდგომარეობას!

პირველ რიგში ყველას გულწრფელად ვურჩევ გაითვალისწინოს ჩვენი ძვირფასი მაყვალას რჩევევბი.. რადგან მე არ გავითვა;ლისწინე ,მისი რჩევა მენსტრუალური ციკლის და კონტრაცეფციის შესახებ... და ახლა უკვე 20 კვირის ფეხმძიმე ვარ...ჩემმა გინეკოლოგმა მითხრა რომ გამოთვლებით, მხოლოდ1% იყო შანსი დაფეხმძიმებისა...ასე, რომ დაუჯერეთ მაყვალას! smile.gif

ახლა კი შეკითხვები:
1.ექოსკოპიაზე დავდივარ სერგო მათითაიშვილთან.. იმედია გაამართლებთ არჩევანს..მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ მისი პიროვნული დამოკიდებულებით პაციენტებთან... საკმაოდ პანიკიორი ვარ.... და ის ისე მიხსნის დაძაბულობას ექოსკოპიის წინ რომ სულ სიცილ-კისკისით მიდის ეს პროცესი.
2. მეანი უკვე არჩეული მყავს, ჩაჩავას ინსტიტუტში- ზურაბ დარახველიძე. პირველ ბავშვზეც მასთან ვიმშობიარე 2 წლის წინ და პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ. თქვენ რას მირჩევთ?
3.კონსულტაციებზე დავდივარ ჯანმრთელობის სახლში....ახლობელ ექიმთან.+ ზურიკოს კონსულტაციები.





Posted by: makvala 13 Jan 2007, 22:33
ketato1979

პმ ნახე

Matrona

კომპლიმენტები საჭირო არ არის...

ექიმების არჩევანი სწორედ გაქვს გაკეთებული,

იმედია ბაიაც ჯანმრთელი იქნება ...

Posted by: Suleluka 15 Jan 2007, 21:52
Matrona
მეც ვაპირებ მათითაშვილთან ეხოზე მისვლას, ხვალ უნდა დავრეკო, მართალია რომ ჩაეწერები 2-3 კვირის მერე გიწევს რიგიო? : (
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას გეუბნევაო და სქესსაც მეტყვის ალბათ, რამდენი ხნიდან ჯობია მაგეთ გამოკვლევაზე მისვლა?

makvala
კიდევ ერთი კითხვა მაქვს შენთან, ეხოზე მითხრეს 6 კვირის რომ ვიყავი 1 ცოცხალი ემბრიონიო (მგონი მითხრა, ნუ 1 მითხრა ნამდვილად) და არსებობს შანსი ტყუპი რომ იყოს? : )

Posted by: tms 15 Jan 2007, 23:42
ტოქსოპლაზმასთან დაკავშირებით მაინტერესებს და მინდა დავრწმუნდე სწორად ვიცი თუ არა: მოკლედ თუ სანამ დაფეხმძიმება მოხდა მანამდე უკვე ტოქსოპლაზმა-დადებითია ქალი, მაშინ ნაყოფისთვის საფრთხე არ არსებობს ხო? მთავარი ფეხმძიმობის პერიოდში არ შეიძინოს ტოქსოპლაზმის ვირუსი..ხო ასეა? და კატის გარდა რომელიმე სხვა ცხოველიდნა არის ამ ვირუსის გადასვლის შანსი? მე ვიცი რომ არა.. ეს ყველაფერი პრაქტიკიდან ვიცი, მაგარამ ხო შეიძლება მე გამონაკლის პრაქტიკული შემთხვევა ვიცი smile.gif
დიდი მადლობები smile.gif

Posted by: L&L 16 Jan 2007, 12:26
tms

თუ ორსულობამდე ტოქსოპლაზმის IgG დადებითია, რა თქმა უნდა კარგია, რადგან იმუნიტეტი უკვე გაქვთ და შემდგომი დაავადების შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს.
ტოქსოპლაზმით ინფიცირების წყარო შეიძლება იყოს ძაღლიც, უმი ხორცი. ორსულისთვის არ არის რეკომენდირებული სახლში ცხოველების კვება და მათი სადგომის დასუფთავება.
* * *
suleluka

ასეთ მცირე ვადაზე ექოს შეცდომის შანსი არის, თუმცა ძალიან მცირე

Posted by: tms 16 Jan 2007, 12:32
L&L
დიდი მადლობა..smile.gif
..................

Posted by: margusha 16 Jan 2007, 12:43
tms
თუთიყუშიდან არის კიდევ ტოქსოპლაზმის გადასვლის საშიშროება. მაგრამ ისე რომ იცოდე ძალიან იშვიათად ედება ადამიანს. პირველ ტრიმესტრში გადაცემის ალბათობა არის 60% მეორეში 30% და მესამეში 15% ანუ რაც უფრო უახლოვდები მსობიარობას მით მეტია საშიშროება დაინფიცირების. ესც იშვიათ შემთხვევებში, კატა თუ ყველაფერზე აცრილია, არ აჭმევთ უმ ხორცს და არ დასდევს თაგვებს და არ დაძუძგურობს გარეთ, მაშინ არაა საშიში საერთოდ.

Posted by: Solveig 16 Jan 2007, 12:46
,,აბლიპიხას" ქაცვი ქვია ქართულად

Posted by: Breaky 16 Jan 2007, 13:22
QUOTE
პირველ ტრიმესტრში გადაცემის ალბათობა არის 60% მეორეში 30% და მესამეში 15% ანუ რაც უფრო უახლოვდები მსობიარობას მით მეტია საშიშროება დაინფიცირების.

მგონი პირიქით გამოდის, ადრეულ სტადიაზე დაინფიცირების უფრო დიდი შანსი ყოფილა, ვიდრე ბოლოსკენ. თუ რათქმაუნდა, ეს პროცენტული მაჩვენებელები სწორია.

საერთო ნარკოზის მერე რამდენი თვე არ არის რეკომენდებული დაორსულება?

Posted by: margusha 16 Jan 2007, 13:56
Breaky
ხო მართალი ხარ შემეშალა უნდა დამეწერა რომ პირველში 15% ,მეორეში 30% და მესამე ტრიმესტრშ 60% , ანუ როგორც ვთქვი რაც უფრო "დიდი" ორსული ხარ მით უფრო მეტია დაინფიცირების საშიშროება

Posted by: tms 16 Jan 2007, 14:39
QUOTE (Breaky @ 16 Jan 2007, 13:22 )
QUOTE
პირველ ტრიმესტრში გადაცემის ალბათობა არის 60% მეორეში 30% და მესამეში 15% ანუ რაც უფრო უახლოვდები მსობიარობას მით მეტია საშიშროება დაინფიცირების.

მგონი პირიქით გამოდის, ადრეულ სტადიაზე დაინფიცირების უფრო დიდი შანსი ყოფილა, ვიდრე ბოლოსკენ. თუ რათქმაუნდა, ეს პროცენტული მაჩვენებელები სწორია.

საერთო ნარკოზის მერე რამდენი თვე არ არის რეკომენდებული დაორსულება?

მე მგონი საერთო ნარკოზი დაორსულებას ხელს არ უნდა უშლდეს, ანუ არ არის საშიში ...აბა IVF-ს დროს ხომ ნარკოზს იყნებენ, ხელს რომ უშლიდეს როგორ გააკეთებდნენ

Posted by: Breaky 16 Jan 2007, 14:44
QUOTE
IVF-ს დროს ხომ ნარკოზს იყნებენ,

ეს რა არის?

ისე, საკეისროს დროსაც ხომ აკეთებენ ნარკოზს, მარა მაგ დროს ბავშვი მალევე ამოყავთ და როცა ნარკოზის მერე ფეხმძიმდები, მაშინ როგორაა? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ გამიგია, ნარკოზის დორს გამოყენებული პრეპარატები თვეების განმავლობაში უნდება სხეულიდან გამოსვლასო.

Posted by: tms 16 Jan 2007, 14:53
QUOTE (Breaky @ 16 Jan 2007, 14:44 )
QUOTE
IVF-ს დროს ხომ ნარკოზს იყნებენ,

ეს რა არის?

ისე, საკეისროს დროსაც ხომ აკეთებენ ნარკოზს, მარა მაგ დროს ბავშვი მალევე ამოყავთ და როცა ნარკოზის მერე ფეხმძიმდები, მაშინ როგორაა? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ გამიგია, ნარკოზის დორს გამოყენებული პრეპარატები თვეების განმავლობაში უნდება სხეულიდან გამოსვლასო.

Iნ Vიტრო Fერტილიზაცია ანუ ე.წ. "ხელოვნური განაყოფიერება" როგორც ხალხშია ცნობილი smile.gif ..ანუ კვერცხუჯრედები უნდა გამოიტანონ ქალის ორგანიზმიდან ეს ეს ხდება ზოგადი ნარკოზის ქვეშ (კი ცოტა ხანი გრძელდება 10-15 წუთი). ნუ ადგილობრივი ნარკოზითაც შეიძლება მაგარამ ზოგადს ამჯობინებენ ხოლმე. და მერე ხდება სინჯარაში განაყოფიერება და განაყოფიერებული კვერცხუჯრედი(ან კვერცხუჯრედები) უკან შეყავთ საშვილოსნოში

Posted by: kudracha 16 Jan 2007, 15:56
შარდში ცილის რაოდენობა 0.066 % რამდენად საგანგაშოა? (ორსულობის 39 -ე კვირა)

Posted by: Matrona 16 Jan 2007, 18:18
QUOTE (makvala @ 13 Jan 2007, 22:33 )
ketato1979

პმ ნახე

Matrona

კომპლიმენტები საჭირო არ არის...

ექიმების არჩევანი სწორედ გაქვს გაკეთებული,

იმედია ბაიაც ჯანმრთელი იქნება ...

ძვირფასო მაყვალა

დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის...

ორსულობის პირველ ტრიმესტრში საკმაოდ ვინერვიულე... ერთი შეხედვით უბრალო მიზეზის გამო. ჯანმრთელობი სახლში გაკეთებულ ანალიზებში აღმომაჩნდა ქლამიდია და ჰერპეს სიმპლექსის M ფორმა... Gფორმა პირველი ორსულობის დროსაც მქონდადა ახლაც , მაგრამ ახლა დამატებით M ფორმა იყო არა დადებითი, არამედ ე.წ, გრეი (რუხ) ზონაში...
ანალიზები გადავამოწმე ციტოში და ლიმბახში... ქლამიდიაზე ორივეგან მოვიდა უარყოფითი პასუხი... რაც შეეხება ჰერპესის M ფორმას..შიდსის ცენტრიდან (თურმე იქ გზავნის ციტო გამოკვლევებს ვირუსებზე) მოვიდა უარყოფითი პასუხი.. ხოლო ლიმბახის ლაბორატორიიდან კი პასუხში ეწერა, რომ არის ზღვარზე... განმეორებითი ტესტირების შემდეგაც იგივე პასუხი მოვიდა...ანუ უფრო დაემთხვა ჯანმრთელობის სახლის ანალიზის პასუხს...,მაგრამ ქლამიდიაზე მკვეთრად უარყოფითი პასუხი მოვიდა ორივე ლაბორატორიიდან...
სიმართლე გითხრათ ძალიან ვინერვიულე..რადგან ნამდვილად არ მინდოდა გარისკვა...თან ამიხსნენს რომ ორსულობის შეწყვეტა ლეგალურია 12-კვირამდე, შემდეგ კი არ მოგკიდებენ ხელსო.. იმ დროს უკვე 11 კვირის ფეხმძიმე ვიყავი და უცებ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება...რომ დავითვალე 9 ექიმთან ვიყავი (გინეკოლოგები, ინფექციონისტ-ვირუსოლოგები) და ყველამ ერთხმად მირჩია ორსულობის შენარჩუნება...
იმედია ყველაფერი კარგად იქნება.. ახლაც მღრღნის ეჭვის ჭია...

ამჟამად საკმაოდ მაწუხებს ტაქიკარდია...საერთოდ ჩემი ნორმალური პულსი 80-85-ია..ახლა ადის 100-დეც და მეტიც ...პერიოდულად მაქვს ე.წ. გამოვარდნებიც...იმ დღეს წნევაც მქონდა 140-მდე..(ჩემთვის ნორმაა120) ...
პირველი ორსულობის დროსაცმქონდა ტაქიკარდია და უკმარისობა და მაშინგადავამოწმეთ ექოსკოპიით გიგი ხაბეიშვილთან და გიგიმ ყველაფერი ნორმის ფარგლებშიაო....
ახლა თუ წნევა მომიმატებს ვსვამ დოპეგიტს..სხვათაშორის ძალიან მშველის...მირჩიეს ფინოპპტინიც...მაგრამ დოპეგიტმა უკეთ იმოქმედა...

თქვენ რას მირჩევთ????

* * *
QUOTE (suleluka @ 15 Jan 2007, 21:52 )
Matrona
მეც ვაპირებ მათითაშვილთან ეხოზე მისვლას, ხვალ უნდა დავრეკო, მართალია რომ ჩაეწერები 2-3 კვირის მერე გიწევს რიგიო? : (
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას გეუბნევაო და სქესსაც მეტყვის ალბათ, რამდენი ხნიდან ჯობია მაგეთ გამოკვლევაზე მისვლა?

makvala
კიდევ ერთი კითხვა მაქვს შენთან, ეხოზე მითხრეს 6 კვირის რომ ვიყავი 1 ცოცხალი ემბრიონიო (მგონი მითხრა, ნუ 1 მითხრა ნამდვილად) და არსებობს შანსი ტყუპი რომ იყოს? : )

ძვირფასო....
მე უკვე 12 კვირის ფეხმძიმეს მითხრა სქესი...რაც შემდგომში დაადასტურა ოსულობის 18 კვირაზე ჩატარებული გამოკვლევის დროსაც.
რაცშეეხება ნაყოფისმდგომარეობას..რასაკვირველია გეუბნება , განვითარების მოცემულ ეტაპზე ნაყოფის განვითარების მდგომარეობასაც.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ცერებელუმის(თავის ტვინის ნაწილია) განვითარების დონე...და შემდეგ უკვე აღარც ვუსმენდი გულისა და კუჭის, ან კიდურების მდგომარეობისშესახებ ცნობებს...
მე თავად ნეიროფიზიოლოგი ვარ და ჩაციკლული ვარ ტვინზე....

რაც შეეხება წინასწარ ჩაწერას გეთანხმები... ბევრი პაციენტი ჰყავს..მაგრამ 2-3 კვირით ადრე ჩაწერა ცოტა გადაჭარბებულია....
ბედნიერ დედობას გისურვებ.. baby.gif

Posted by: makvala 16 Jan 2007, 19:20
Matrona

ორსულობისას გულის მხრივ პრობლემები ყოველთვის მწვავდება, კარდიოლოგიაში თავს ვერ დავდებ, გვერდზე თემაში ზვიადკარდიოს დაუსვი შეკითხვა. რადგან ზურა დარახველიძესთან კონტაქტობ, მანდვე ჩაჩავაში მუშაობს კარდიოლოგი რამაზ შონია, რომელიც გარდა იმისა რომ კარგი კარდიოლოგია, პიროვნულადაც ძალიან წესიერი კაცია.

ეხლა რაც შეეხება იმუნოფერმენტულ ანალიზებს, თბილისში უკვე ყველა ბუჩქის ძირას კეთდება, მაგრამ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს ისეთი პასუხებია. ერთი–ორჯერ სპეციალურად ინსტრუქციაშიც ჩავიხედე და ლაბორანტებსაც ვუყურე რას აკეთებდნენ, შესრულებაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ...

სანამ მსჯელობას დავიწყებდეთ რამეზე, მოდი ან ზუსტად სიტყვასიტყვით ამოიწერე რაც წერია იმ ანალიზებში, ან უკეთესია თუ დაასკანერებ, იმიტომ რომ რაც ახლა დაწერე, ცოტა დაულაგებელია, გეტყობა ისევ ნერვიულობ....

Posted by: Matrona 16 Jan 2007, 20:01
QUOTE (makvala @ 16 Jan 2007, 19:20 )
Matrona

ორსულობისას გულის მხრივ პრობლემები ყოველთვის მწვავდება, კარდიოლოგიაში თავს ვერ დავდებ, გვერდზე თემაში ზვიადკარდიოს დაუსვი შეკითხვა. რადგან ზურა დარახველიძესთან კონტაქტობ, მანდვე ჩაჩავაში მუშაობს კარდიოლოგი რამაზ შონია, რომელიც გარდა იმისა რომ კარგი კარდიოლოგია, პიროვნულადაც ძალიან წესიერი კაცია.

ეხლა რაც შეეხება იმუნოფერმენტულ ანალიზებს, თბილისში უკვე ყველა ბუჩქის ძირას კეთდება, მაგრამ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს ისეთი პასუხებია. ერთი–ორჯერ სპეციალურად ინსტრუქციაშიც ჩავიხედე და ლაბორანტებსაც ვუყურე რას აკეთებდნენ, შესრულებაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ...

სანამ მსჯელობას დავიწყებდეთ რამეზე, მოდი ან ზუსტად სიტყვასიტყვით ამოიწერე რაც წერია იმ ანალიზებში, ან უკეთესია თუ დაასკანერებ, იმიტომ რომ რაც ახლა დაწერე, ცოტა დაულაგებელია, გეტყობა ისევ ნერვიულობ....

მაყვალა გმადლობთ ყურადღებისთვის...

სამწუხაროდ ანალიზების პასუხები ხელზე არ მაქვს....

მაგრამ ლიმბახის პასუხის სიტყვასიტყვით მახსოვს.
M ფორმას რაც ეხებოდა----ახლოს არის ქათ ოფფ დონესთან და საჭიროებს განმეორებით ანალიზსო... 1კვირის შემდეგ ანუ პასუხისმოსვლისთანავე გავიკეთე განმეორებითი ანალიზი და ზუსტად იგივე პასუხი მომივიდა...(ინგლისურ შრიფტზე როგორ გადავიდე ვერ მივხვდი და იმიტომ ვწერ ასე)

ჯანმრთელობის სახლის პასუხში ეწერა -/+ ანუ გრეი ზონაშიაო.(M ფორმა)..

შიდსის ცენტრის პასუხი აქ მაქვსდა ზუსტად ასე სწერიაM : - არ აღმოჩნდა... , ხოლო G + აღმოჩნდა 38...[ რადგან ინგლისურ ფონტზე არ ვიცი როგორ გადავიდე ამიტომ ვერ ვტსერ ნორმალურად...
იმედია გასაგებია...
დიდი მადლობა

Posted by: makvala 16 Jan 2007, 20:10
Matrona

მე თავად ნეიროფიზიოლოგი ვარ და ჩაციკლული ვარ ტვინზე....

ოო, ეხლა ერთ რამეს გეტყვი, მაგრამ არ შეგეშინდეს, ტვინის მხრიდან პრობლემები ხშირად უფრო გვიან ვადებზე ჩანს ექოსკოპიურად...

მაგრამ თუ ვირუსული აგრესია რამეს დააშავებდა, აქამდე შეეტყობოდა სხვა ორგანოებს დიდი ალბათობით...

ნეიროფიზიოლოგი, ე.ი. ბიოლოგი ხარ, მიყვარს ბიოლოგები...

მითუმეტეს ადვილად შეძლებ ანალიზის შედეგების ზუსტად ამოწერას...


Posted by: SPC 16 Jan 2007, 21:22
გვაიკეთე 4 ჰორმონზე კვლევა, ყველა წესრიგშია, გარდა ერთისა, ისიც სუუულ ოდნავ არის აწეული. TSH ნორმა წერია 0,4 - 4,0 , კი მაქვს 4,5 ანუ სულ ოდავ არის აწეული, გინეკელოგმა მითხრა იოდომარინის ტაბლეტები დალიეო, და მე მიკვირს თუ ისედაც აწეულია კიდევ იოდის ტაბელეტბს რატომ ვსვამ? ეს ხომ უნდა დამელია იმ შემთხვევაშI თუ დაბალი იქნებოდა??

Posted by: makvala 16 Jan 2007, 23:03
მატრონა

ისევ გაუგებარია...

დამშვიდდი, კომპიუტერი არსად გარბის, ნუ ჩქარობ...

შენ ხომ ქლამიდია და ჰერპესი გაიკეთე...

მშვიდად ამოწერე ორივე ინფექციისათვის იმუნოგლობულინი ჯეი და ემ–ია დადებითი თუ უარყოფითი...

მაგ: HSV II IgM +
HSV II IgG -
რაღაც ამგვარები იქნება ანალიზის შედეგებში, ასე რომ ზუსტად ამოწერე ან გადაასკანერე...

(HSV II ნიშნავს Herpes Simplex Virus type II)...

* * *
SPC

TSH თირეოტროპინია და არა იოდი...

გინეკოლოგის პირდაპირი კომპეტენცია არ არის, მაგრამ იცოდე სწორად გითხრეს,..

ენდოკრინოლოგსაც უნდა მიაკითხო...


Posted by: Solveig 16 Jan 2007, 23:30
QUOTE
TSH ნორმა წერია 0,4 - 4,0 , კი მაქვს 4,5 ანუ სულ ოდავ არის აწეული, გინეკელოგმა მითხრა იოდომარინის ტაბლეტები დალიეო, და მე მიკვირს თუ ისედაც აწეულია კიდევ იოდის ტაბელეტბს რატომ ვსვამ? ეს ხომ უნდა დამელია იმ შემთხვევაშI თუ დაბალი იქნებოდა??

თირეოტროპინის კონცენტრაცია მაშინ იწევს, როცა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისკენაა ტენდენცია. ეს არის ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-ჯირკვლის უკუკავშირის მაჩვენებელი.

მოკლედ, მაყვალასი არ იყოს,
QUOTE
ენდოკრინოლოგსაც უნდა მიაკითხო...


Posted by: SPC 16 Jan 2007, 23:33
ა გასაგებია, თორემ დაბნეული ვიყავი , smile.gif გმადლობთ makvala და Solveig

Posted by: muzabello 17 Jan 2007, 00:27
makvala
QUOTE
ასევე ძალიან კარგია აჩიკო ახმეტელი ინტერკლინიკაში ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩების გადაკვეთაზე.

ეგ ექიმი კი არა ურჩხულია, მედიცინასთან საერთოდ რა საქმე უნდა ჰქონდეს ასეთს puke.gif
შეცდომაში არ შეხვიდეთ ხალხო, თბილისში ნომერ პირველი შარლატანია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
ყველა კლინიკიდან დაითხოვეს და ბოლოს საკუთარი გახსნა, ეს უშველის მაგ დაუნს?
კინაღამ სიცოცხლეს გამოგვასალმა მე და ჩემი შვილი დავით გაგუას ხელით. დავით გაგუა კიდე იშვიათი დებილი თვალდახუჭული რომ ენდობა ასეთი ''ავტორიტეტების" დიაგნოზებს.
კანონი თუ არა ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს იმ დანაშაულებებისთვის რაც მას ჩაუდენია და სჩადის.



Posted by: ikebana 17 Jan 2007, 00:32
muzabello
QUOTE
ეგ ექიმი კი არა ურჩხულია, მედიცინასთან საერთოდ რა საქმე უნდა ჰქონდეს ასეთს 
შეცდომაში არ შეხვიდეთ ხალხო, თბილისში ნომერ პირველი შარლატანია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
ყველა კლინიკიდან დაითხოვეს და ბოლოს საკუთარი გახსნა, ეს უშველის მაგ დაუნს?
კინაღამ სიცოცხლეს გამოგვასალმა მე და ჩემი შვილი დავით გაგუას ხელით. დავით გაგუა კიდე იშვიათი დებილი თვალდახუჭული რომ ენდობა ასეთი ''ავტორიტეტების" დიაგნოზებს.

საოცარია user posted image
makvala
Solveig
კი მაგრამ მეც ჰიპოთირეოზი მაქვს და უნდა ვსვამდე იოდს? არავის რომ არ უთქვამს?

Posted by: MUKI96MA 17 Jan 2007, 07:07
ერთი კითხვა მაქვს მოკლედ გამიკეთეს სალპინოგრაფია და დამიდგინეს ერთი მილი გაუვალია ,მეორე დეფორმირებული ოღონდ ოდნავ გაატარა სითხე, რამდენად რეალურია რომ ინსტილაციების მერე რამე შედეგი იყოს მეორეზე ,თუ პირდაპირ ხელოვნური განაყოფიერება ჯობია ფულები რომ არ ვყარო?

Posted by: Suleluka 17 Jan 2007, 10:26
Matrona
გუშინ დავრეკე ჩასაწერად და ვკითხე რამდენი კვირიდან ჯობია მოსვლა თქო და 14 კვირიდანო, თებერვლის პირველ რიცხვებში მიწევეს მისვლა. იქამდე რა გამაძლებინებს rolleyes.gif

Posted by: margusha 17 Jan 2007, 10:32
MUKI96MA
გეხვეწები მოყევი რაა როგორი დრო გაატარე სალპინოგრაფის დროს, მე მაგალითად ხუთი ქალი ერთ ხელს მიჭერდა და
და ხუთიც მეორეს შესაბამისად დანარჩენი ხუთ-ხუთი ფეხებს, ბოოს მაინც ჭერიდან ჩამომხსნეს. biggrin.gif

Posted by: MUKI96MA 17 Jan 2007, 15:35
მე საერთოდ არაფერი გამიგია .არადა მაგარი ემოციური და მშიშარა ვარ მაგ საქმეში .შენ სად გაიკეთე და რამდენი გადაიხადე ? სხვადასხვა მეთოდით აკეთებენ ყველაზე ცუდი ტყვიის მაშის დადებაა,მე სამჯერ მაქვს გაკეთებული სხვადასხვა ადგილას და ვიცი.მაგრამ მესამედ მაშის გარეშე გამიკეთეს ,და ეს ხომ საერთოდ რა ,როგორც გასინჯვა ისეთია .

Posted by: lovefool 17 Jan 2007, 16:01
QUOTE (ninarichi @ 4 Jan 2007, 15:57 )
ეე ჟორდანიას მიმართ საშინელი უნდობლობით ვარ განწყობილი

yes.gif ჟორდანიაზე საშინელი რამე თუ არსებობს არ ვიცი, ანტისანიტარია, ვისაც არ ეზარება ყველა ოთახში შემოგივარდება, მათ შორის გამყიდვლებიც!!! და შემოგთავაზებენ რო იყიდო კალენდრები და ა.შ.
* * *
QUOTE (ninarichi @ 5 Jan 2007, 15:08 )
გაგუამ გამიკეთა გამოფხეკა, 12 კვირაზე.
გაყუჩებით არ გაუყუჩებია, ტკივილისგან გონება დავკარგე, სხეულს ვეღარ ვგძნობდი, დაახლოებით 15 წუთი დაჭირდა მგონი, მარა საუკუნედ მეჩვენებოდა, , ღმერთმა არავის გამოგაცდევინოთ.

რაც შეეხება თვითონ მობყრობას, ცუდად ნამდვილად არ მომბყრობია, მამშვიდებდა და მელაპარაკებოდა


ისე შემდგომში ალბათ მანდ არ ვიმშობიარებ,


http://mother.ge

cry.gif რა საშინელებაა!! და გაუმტკივარების გარეშე ასეთი რამის გაკეთება როგორ შეიძლება!! რატო არ გააკეთებინე ანესტეზია?

Posted by: margusha 17 Jan 2007, 17:18
MUKI96MA
ტყვაის მაშის რა გითხრა მაგრამ მე ისეთი შეგრძნება მქონდა ცხელი ტყვია ჩამასხეს და მერე შიგნეულობა ამიფეთქდა biggrin.gif
"ქორწინება და ოჯახი" 90 ლარი ოთხი წლის წინ.

Posted by: ninarichi 17 Jan 2007, 17:56
ეგ რის გამო გაიკეთეთ გოგოებო, რას ნიშნავს ტყვიის მაშა ?


http://mother.ge

Posted by: margusha 17 Jan 2007, 18:22
ninarichi
მილების გამტარობა მოწმდება მაგით და თან ასუფთავებენ ერთდროულად თუ რამეა და თუ შეხოღცებებია ხსნიან.

Posted by: ikebana 17 Jan 2007, 22:59
margusha
ჰქონდა შედეგი?
MUKI96MA
უმტკივნეულოდ სად გაიკეთე?

Posted by: MUKI96MA 18 Jan 2007, 02:43
შედეგი სალპინოგრაფიის მერე რომ ჰქონდეს არა მგონია ,მერე ნიშნავენ ინსტილაციებს 10-ს ან მეტს ეგ არის ცოტა ძნელი, ნუ მე რაც გამოვცადე იმას ვამბობ მანდ ხმარობენ ტყვიის მაშას,საერთოდ როცა მილი გაუვალია დიდი შანსი არის რომ არ გაიხსნას,მოკლედ გარანტიას ვერ გაძლევენ,მე პირველად იუნონაში გავიკეთე ერთი წლის წინ და ეხლა რკინიგზაში,ორივე უმტკივნეულოდ.საერთოდ ამბობენ რომ რენტგენით გაკეთება ასახავს ნამდვილ სურათს მაგრამ ეგ ძაან ძნელია

Posted by: margusha 18 Jan 2007, 11:42
MUKI96MA

რატომ უნდა იწვალო მაგ შემთხვევაში თუ გაუვალია ლაპარასკოპია და ეგააა რაა...

Posted by: L&L 18 Jan 2007, 12:33
MUKI96MA

მილების გამტარობას ყველაზე უკეთ ასახავს ფერტილოსკოპია და რაღაც დონეზე მისი საშუალებით შეიძლება შეხორცებების გახსნაც. ლაპარასკოპია მაინც უფრო დიდი მასშტაბის და უფრო ძვირადღირებული ოპერაციაა, თუმცა მისი საშუალებით უფრო დიდი შეხორცებების გახსნაა შესაძლებელი.

Posted by: MUKI96MA 18 Jan 2007, 17:21
ფერტილოსკოპია რა არის? როგორ და სად აკეთებენ?

Posted by: margusha 18 Jan 2007, 18:33
MUKI96MA

ლაითი ლაპარასკოპიაა იმ განსხვავევბით რომ კეთდება ადგილობრივი გაუტკივრებით, ვაგინალური გზით, ვანო მგალობლიშვილთან ქავთარაძეზე "ლეჩკომბინატში"

Posted by: N.G. 18 Jan 2007, 18:40
MUKI96MA
QUOTE
ფერტილოსკოპია რა არის? როგორ და სად აკეთებენ?

ფერტილოსკოპიას აკეთებენ მხოლოდ მგალობლიშვილის კლინიკაში, ქავთარაძეზე.
ფერტილოსკოპია არის რა:შედიან რამოდენიმე მილიმეტრიანი ვიდეო თვალით საშვილოსნოს ღრუში და ათვალიერებენ ყველაფერს, მილებს ღრუს,მილების გამტარიანობას და ა.შ

Posted by: SPC 18 Jan 2007, 18:43
და ეს გამტარიანობაზე შემოწმება რატომ კეთდება? . . .
ანუ მანამდე პაციენს აქვს რამეძე ჩივილი? ექოზაე რამე ჩანს რომ შეიძლება პრობლემა იყოს?

Posted by: tms 18 Jan 2007, 18:46
QUOTE (SPC @ 18 Jan 2007, 18:43 )
და ეს გამტარიანობაზე შემოწმება რატომ კეთდება? . . .
ანუ მანამდე პაციენს აქვს რამეძე ჩივილი? ექოზაე რამე ჩანს რომ შეიძლება პრობლემა იყოს?

ექოზე არ ჩანს.. და ექოზე საშვილოსნოსზე კვანძებიც არ გამოჩნდა ჩემს შემთხვევაში არა თუ გამტარობა...
და გამატარობაზე იმიტომ კეთდება შემოწმება როცა სასურველი შვილი აგვიანებს smile.gif ანუ უშვილობის მიეზეზების ძებნა და ყველაფრის გამოკვლევა smile.gif

პ.ს. პირადი გამოცდილებიდან ვწერ, და არა მეზობლის მოყოლილს, ანუ გაკეთებული მაქვს smile.gif

Posted by: SPC 18 Jan 2007, 18:49
tms
ა გასაგებია და აი იცი მე რატომ ვიკითხე, მე ჯერ დაორსულებას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა დავრწმუნდე რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს, ექო და ყველაფერი ნომრალური მაქვს, აგრეთვე ჰორმონები და ა,შ ... და ანუ შეიძLება სიტყვაზე მანდ მქონდეს რამე პრობლემა? სხვა რამეში არ გამოვლინდებოდა ეს პრობლემა?

Posted by: tms 18 Jan 2007, 18:53
QUOTE (SPC @ 18 Jan 2007, 18:49 )
tms
ა გასაგებია და აი იცი მე რატომ ვიკითხე, მე ჯერ დაორსულებას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა დავრწმუნდე რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს, ექო და ყველაფერი ნომრალური მაქვს, აგრეთვე ჰორმონები და ა,შ ... და ანუ შეიძLება სიტყვაზე მანდ მქონდეს რამე პრობლემა? სხვა რამეში არ გამოვლინდებოდა ეს პრობლემა?

თუ ყველაფერი რაც აქამდე გაიკეთე წესრიგშია, ჩემი რჩევა იქნება, სხვა ცუდზე ნუ იფიქრებ და ნუ ჩაიციკლები, მთავარი ეს არის დამიჯერე..ყველაფერი იქნება ისე როგორც შენ გაგიხარდება...smile.gif როცა შვილს დააპირებ და ღმერთმა ნუ ქნას და ერთი წლის განმავლობაში არ დაფეხმძიმდი, მაშინ ალბათ გაგიკეთებს ექიმი, ამას ექიმი გადაწყვეტს მერე.. მაგრამ, ნუ იფიქრებ ცუდ რაღაცეებზე, ყველაფრი წესრიგში გაქვს და იცხოვრე მშვიდად, მთავრი ეს არის, მართლა smile.gif

Posted by: SPC 18 Jan 2007, 18:57
tms
smile.gif კი ისე მსოფლიოში რაც კი რამე დაავავდებაა ყველა სიმპტომს ჩემში აღმოვაჩენ ხოლმე , დიდი მადლობა

Posted by: Breaky 18 Jan 2007, 19:34
SPC
QUOTE
მსოფლიოში რაც კი რამე დაავავდებაა ყველა სიმპტომს ჩემში აღმოვაჩენ ხოლმე

არა, არ ქნა ეგ, ეგ ძალიან ცუდი თვისებაა. არც კი იფიქრო მსგავს რამეებზე. ეგრე ყველანი ყველაფრის სიმპტომებს აღმოვაჩენთ, თუ ძაან ბევრს ვიფიქრებთ მაგაზე.
მე მყავდა თანამშრომელი (დიდი კაცი იყო, 50+ წლის), ხოდა გაქანებული ნევროზის ფონზე ეგონა, რომ ყველა დაავადება სჭირდა და დადიოდა ყველაფრის ექიმთან, ყველაფერი სტკიოდა და აწუხებდა. ამ დროს კი არაფერიც არ ჭირდა, ყველა ექიმი უკან უშვებდა, ჩემთან რა გინდაო lol.gif

Posted by: SPC 18 Jan 2007, 19:59

Breaky
smile.gif.......გამაცანი ერთი ის კაცი...ერთად ვივლით ექიმებთან

Posted by: Breaky 18 Jan 2007, 20:21
SPC
QUOTE
გამაცანი ერთი ის კაცი...ერთად ვივლით ექიმებთან

არ გირჩევ, იმდენი ლაპარაკი უყვარს, თავს აგატკიებს და მერე იტყვი, შაკიკი მაქვსო lol.gif
ისე, ერთხელ მორიგ ექიმთან მორიგი ვიზიტის დროს კიბეებზე დაეცა და ფეხი მოიტეხა. სულ არ იყო სასაცილო, მარა იცი რამდენი ვიცინეთ, რომ გავიგეთ, რომ მართლა მიზეზი მიეცა, ლოგინში ჩაწოლილიყო და ეწუწუნა biggrin.gif

Posted by: ikebana 18 Jan 2007, 20:23
აქ ვის აქვს გაკეთებული ფერტილოსკოპია ვანო მგალობლიშვილთან? შთაბეჭდილებები მაინტერესებს, და კიდევ ბევრი რამეც....

Posted by: ჯუსტ_ანსვერ 19 Jan 2007, 00:04
მოგესალმებით : )

ზუსტად არ ვიცი ეს კიტხვა სად დამესვა ამიტომ აქვე ვკითხავ გინეკოლოგს smile.gif
ძალიან მაინტერსებს ერთი რამე
როცა ქალიშვილი გოგო ხმარობს ტამპონებს ქალიშვილობას კარგავს ამ დროს თუ არა???
ან საერთოდ რა ხდება ამ დროს sad.gif?
წინასწარ გმადლობთ smile.gif


Posted by: tms 19 Jan 2007, 00:07
QUOTE (ჯუსტ_ანსვერ @ 19 Jan 2007, 00:04 )
მოგესალმებით : )

ზუსტად არ ვიცი ეს კიტხვა სად დამესვა ამიტომ აქვე ვკითხავ გინეკოლოგს smile.gif
ძალიან მაინტერსებს ერთი რამე
როცა ქალიშვილი გოგო ხმარობს ტამპონებს ქალიშვილობას კარგავს ამ დროს თუ არა???
ან საერთოდ რა ხდება ამ დროს sad.gif?
წინასწარ გმადლობთ smile.gif

ტამპონი ქალიშვილობას არ აკარგვინებს გოგონას..
მაგ დროს რა ხდება და სისხლს იწოვს ტამპონი, მეტი ისეთი არაფერი ხდება smile.gif

Posted by: ჯუსტ_ანსვერ 19 Jan 2007, 00:14
tms
didi mbdloba

კიდევ ის მაინტერესებს თუ აპკი რამდენად ღრმათაა ??
იმიტომ რომ ტამპონებს რო ვხმარობდი ყოველთვის აპლიკატორით ვხმარობდი sad.gif
ამიტომ მეშინია რამე ხომ არ დავიზიანე sad.gif

Posted by: MUKI96MA 19 Jan 2007, 01:21
და რა ღირს ეგ სიამოვნება მგალობლიშვილთან ?და მტკივნეულია ?მერე მილი თუ გაუვალია მკურნალობა ხომ გჭირდება მაინც და რა მეთოდით მკურნალობენ?

Posted by: L&L 19 Jan 2007, 11:24
MUKI96MA

მტკივნეული არ არის, რადგან ანესთეზიით კეთდება, ფასი თუ სწორად მახსოვს 500 ლარი უნდა იყოს. ფაქტიურად მცირე მასშტაბის ოპერაციაა


Posted by: lala 19 Jan 2007, 19:38
მაქვს ჰიპერტონუსი ვარ 14 კვირის ფეხმძიმე. ვსვავ უტროჟესტანს , ნეტავ კიდევ როდემდე უნდა ვსვა ექიმი კი მეტყვის , მაგრამ უტროჟესტანის მიღება რომელ თვემდე შეიძლება?

Posted by: Solveig 19 Jan 2007, 21:43
MUKI96MA

შენი ნაწერის გაგება ბევრმხრივად შეიძლება biggrin.gif პარდონ smile.gif

Posted by: Suleluka 19 Jan 2007, 21:45
11 კვირის ფეხმძიმე ვარ ეხომ 14 კვირაზე დამიბარა, მარჯვენა მხარეს დაახლოების ბრმანაწლავის მოპირდაპირე მხარეს დაჭიმულობას ვგრძნობ და მაწუხებს მტკივა სავით ოდნავ, რისი ბრალი შეიძლება იყოს?! ყველაფერზე ვნერვიულობ : (

Posted by: MUKI96MA 20 Jan 2007, 00:34
SOLVEIG მრავალმხრივად რას გულისხმობ?

Posted by: Solveig 20 Jan 2007, 00:43
MUKI96MA
QUOTE
და რა ღირს ეგ სიამოვნება მგალობლიშვილთან ?და მტკივნეულია

აი ამას biggrin.gif



Posted by: ikebana 20 Jan 2007, 03:02
Solveig
ლოოოოოოოლ user posted image

Posted by: MUKI96MA 20 Jan 2007, 03:35
იმიტომ ვიკითხე ,რომ მგონი მიწერია წინაც სხვადასხვა მეთოდით კეთდება მაგ.მე ორ სხვადასხვა ექიმთან გაკეთე
სალპინოგრაფია და ორივემ სხვადასხვანაირად გამიკეთა,ეგ ფერტილოსკოპია კიდევ საერთოდ არ ვიცი როგორ კეთდება.ფასებიც კი განსხვავებულია ,ხომ ესეა არა? მე ერთში 100 ლარი გადავიხადე ,მეორეში 40 .და რა არის აქ გაუგებარი რომ ვიკითხო ფასი და ა.შ

Posted by: kosheen 20 Jan 2007, 11:55
ეგ ექიმი კი არა ურჩხულია, მედიცინასთან საერთოდ რა საქმე უნდა ჰქონდეს ასეთს
შეცდომაში არ შეხვიდეთ ხალხო, თბილისში ნომერ პირველი შარლატანია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
ყველა კლინიკიდან დაითხოვეს და ბოლოს საკუთარი გახსნა, ეს უშველის მაგ დაუნს?
კინაღამ სიცოცხლეს გამოგვასალმა მე და ჩემი შვილი დავით გაგუას ხელით. დავით გაგუა კიდე იშვიათი დებილი თვალდახუჭული რომ ენდობა ასეთი ''ავტორიტეტების" დიაგნოზებს.
კანონი თუ არა ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს იმ დანაშაულებებისთვის რაც მას ჩაუდენია და სჩადის.

მართლა ასეთი ურჩხულია ახმეტელი?

Posted by: L&L 20 Jan 2007, 12:15
lala

QUOTE
მაქვს ჰიპერტონუსი ვარ 14 კვირის ფეხმძიმე. ვსვავ უტროჟესტანს , ნეტავ კიდევ როდემდე უნდა ვსვა ექიმი კი მეტყვის , მაგრამ უტროჟესტანის მიღება რომელ თვემდე შეიძლება?


უტროჟესტანის მიღების დოზას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი მკურნალი ექიმი, ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებათა გათვალისწინებით. შეიძლება ხვალვე მოხსნას, შეიძლება 28 კვირამდეც დანიშნოს.

suleluka
QUOTE
11 კვირის ფეხმძიმე ვარ ეხომ 14 კვირაზე დამიბარა, მარჯვენა მხარეს დაახლოების ბრმანაწლავის მოპირდაპირე მხარეს დაჭიმულობას ვგრძნობ და მაწუხებს მტკივა სავით ოდნავ, რისი ბრალი შეიძლება იყოს?! ყველაფერზე ვნერვიულობ : (


ჯერ ერთი გაურკვეველია, რას გულისხმობთ ბრმანაწლავის მოპირდაპირე მხარეში, ალბათ ეს არის მუცლის მარცხენა ქვედა ნაწილი. თქვენს მიერ ჩამოთვლილი შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ორსულობას, ამიტომ მიაკითხეთ მკურნალ ექიმს.

Posted by: makvala 20 Jan 2007, 12:54
kosheen

QUOTE
მართლა ასეთი ურჩხულია ახმეტელი? 


ნუ მუზაბელოსთან როგორც ჩანს მაგრად მიქარა, არ მგონია ტყუილად აბრალებდეს, თუმცა ხელმოწერილი დასკვნები არ მინახავს...

აქ კიდევ ერთ ფორუმელთან ჰქონდა აშკარა შეცდომა, დოკუმენტურად ვნახე მისი ხელმოწერილი პასუხები...

ერთიც კიდევ ვიცი, როცა დერმოიდული კისტა დაწერა ყვითელი სხეულის კისტის მაგიერ...

მეტი ნამდვილად არა..

რა გითხრათ, შეუმცდარი არვინაა, და ზოგჯერ ამ შეცდომას მძიმე შედეგები მოსდევს, ეს ის ალილუიაა, ყველა მღვდელს რომ ეშლება...

შეცდომათა საერთო რაოდენობა და რაოდენობრივად მეტი უკმაყოფილო რომ კარგ ექიმებს ჰყავთ, ესეც ხომ ფაქტია, მაგრამ პროცენტულ მიმართებაში ეგრე არ არის საქმე...

თქვენ სხვა ექოსკოპისტები უნდა ნახოთ რაებს წერენ, ბევრი არ წაგიკითხავთ...

მიუხედავად ამისა, აჩიკო ჯერჯერობით მაინც ერთ–ერთ საუკეთესოდ რჩება თბილისში, მაგრამ თუ ამ ტემპით გააგრძელა, ცუდად ექნება საქმე...

საპატიებელი კი არცერთი შეცდომა არ არის, არც ექიმის და არც შოფრის...

QUOTE
ყველა კლინიკიდან დაითხოვეს და ბოლოს საკუთარი გახსნა


ო ეს უკვე არასწორია, რადგან ყველგან დარჩი–დარჩის ეხვეწებოდნენ და თუ მიბრუნდა უპრობლემოდ მიიღებენ, მაგრამ გამწარებულმა პაციენტმა მეტიც რომ თქვას არ არის გასაკვირი...

QUOTE
დავით გაგუა კიდე იშვიათი დებილი თვალდახუჭული რომ ენდობა ასეთი \'\'ავტორიტეტების\" დიაგნოზებს.


ესეც რბილად რომ ვთქვათ არასწორია. გაგუასთან პაციენტებს ვაგზავნიდი სამშობიაროდ და კიდევ ვაპირებ, გუშინწინაც იმშობიარა ერთმა ჩემმა..

Posted by: Remediosi 20 Jan 2007, 13:44
muzabello
QUOTE
კინაღამ სიცოცხლეს გამოგვასალმა მე და ჩემი შვილი დავით გაგუას ხელით.

"კინაღამ" რას ქვია, ხო ვერ ამიხსნი? ფაქტია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. რთული მშობიარობა ყოველთვის გინეკოლოგის ბრალი არაა ხოლმე.

ყველა ჩემმა მეგობარმა და ახლობელმა გაგუასთან იმშობიარა. პროფესიონალიზმთან ერთად, გულისხმიერებაც მისი თვისებაა, რაც ექიმისთვის აუცილებელია. ოჯახის წევრიც მყავს, რომელიც დათო გაგუამ გადაარჩინა, რასაც ქვია. მეტი რა გითხრა.



Posted by: Doloress 20 Jan 2007, 17:02
ხალხნო! კლინიკა "იუნონა"თუ გაგიგიათ?! ვინმე კარგი სპეციალისტი თუ იცით იქ, ვისთანაც ღირს მისვლა გამოკვლევებზე..

Posted by: MUKI96MA 20 Jan 2007, 17:48
იუნონაში გინეკოლოგთან გინდა მისვლა თუ ექოსკოპიაზე?

Posted by: anichka22 20 Jan 2007, 18:01
QUOTE
თქვენ სხვა ექოსკოპისტები უნდა ნახოთ რაებს წერენ, ბევრი არ წაგიკითხავთ

კი მარა გახდა ეს ექოსკოპია ისეთი რომ ვერ ისწავლეს......
ამიტომ ალბათ ყველა მეორე არ უნდა დაჯდეს აპარატთან

Posted by: Doloress 20 Jan 2007, 18:03
MUKI96MA
QUOTE
გინეკოლოგთან გინდა მისვლა თუ ექოსკოპიაზე?

გინეკოლოგთან, გამოკვლევაზე..

Posted by: MUKI96MA 20 Jan 2007, 18:34
მანდ იუნონაში ბევრი გინეკოლოგები არ არიან მგონი, ერთი ვიცი კერესელიძე, ნორმალურია, მაგრამ რამე სერიოზული პრობლემა თუ გაქვს სხვაგან ჯობია.

Posted by: muzabello 20 Jan 2007, 21:50
Remediosi
QUOTE
"კინაღამ" რას ქვია, ხო ვერ ამიხსნი? ფაქტია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. რთული მშობიარობა ყოველთვის  ბრალი არაა ხოლმე.

აგიხსნი.
მე ახმეტელთან და მის არაპროფესიონალიზმთან მაქვს საქმე.
რაც შეეხება გაგუას 7 თვე მისი პაციენტი ვიყავი გაჩენამდე (გეთანხმები საკმაოდ გულისხმიერი ადამიანია) და ყველაფერი კარგად იმიტომ დამთავრდა რომ სხვაგან და სხვასთან ვიმშობიარე, (მუცელი რომ ამტკივდა სწორედ მაშინ გადავწყვიტე რომ მემშობიარა ნებისმიერთან და არა გაგუასთან, ვინც ახმეტელის ავტორიტეტის კომპლექსისგან თავისუფალი იქნებოდა) მშობიარობა იდეალური მქონდა რაც გაგუასთან მშობიარობის შემთხვევაში გარანტირებული არ მექნებოდა ანუ წინასწარ ბავშვის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო იგი დედის (ჩემს) სიცოცხლეს უნდა შესწირვოდა>
http://forum.ge/?f=19&showtopic=33694090&st=45
აგერ ამ ბმულს მიჰყევი დაახლოებით აზრზე მოხვალ რაშიც იყო იქ საქმე.

"არჩილ ახმეტელი არანორმალურია ხალხნო"
ამას სიგნატურად დავიყენებ მალე.

Posted by: N.G. 20 Jan 2007, 22:11
MUKI96MA
კეთდება ანესთეზიითაც და მის გარეშეც.
ვინც უანესთეზიოდ გაიკეთა, ამბობენ მტკივნეულიაო, უფრო სწორად არასასიამოვნო შეგრძნებააო. მენსტრუაციის დროს რომ იცის ყრუ ტკივილი მაგდაგვარ ტკივილს ამბობენ.
ფასს რაც შეეხება ღირს 1000 ლარი. თუ მოხდა ისე რომ გზად რაიმე შეხორცება შეხვდათ ან რაიმე რისი ამოიკვეთაც საჭიროა მაშინვე აკეთებენ ოპერაციას, ოღონდ მის საფასურს ცალკე იხდი.

Posted by: margusha 20 Jan 2007, 22:25
N.G.
რა უბედურებაა რა არის სამი წლის წინ 180 დოლარი ღირდა, მოგებას ვერ ნახულობს თუ?
* * *
muzabello

აუ რა გადაგიტანია, შენს ადგილას მოვკდებოდი, ერთხელ ორსულობისას თავი ისე ამტკივდა მეგონა ნაჯახს მირტყავდნენ, მეხვეცებოდნენ წამალი დამელია არ გავიკარე ბავშვს ავნებსთქო, მეორედ კიდე ფრჩხილი ჩამიბრუნდა და ხორცი ზემოთ ამოვიდა ესხ ორცი რომ მომაჭრა ქირურგმა არც მაშჰინ დამილევია გამაყუჩებლები.. გმირულად ავიტანე იმის გამო რომ ბავშვს რამე დეფექტი არ ქონოდა თუნდაც უმნიშვნელო და მე რომ მომსვლოდა ეგეთი რამე ნამდვილად ვერ მივაღწევდი მშობიარობამდე. მაგარი ხარ აღფრთოვანებული ვარ...
ისე ეგ ახმეტელი პროქტოლოგია და რა ვერ დაეტია თავის ადგილზე. მეც მაქვს მაგასთან ეხოგაკეთებული და განჩენი გამომიტანა ინფანტილური საშვილოსნო გაქვსო... რა კაი მოსასმენია არა? სერგოსთან რომ გადავამოწმე მოკვდა სიცილით...

Posted by: bubu1234 20 Jan 2007, 23:19
ჩაჩავაში ტატიშვილთან ვიყავი ეხოზე,პასუხში დამიწერა:ორივე საკვერცხე მრავლობითი ანტრალური ფოლეკულით,უშვილობის მიზეზი შეიდზლება იყოს?იკურნება თუ არა?ხალხო მეყოლება საერთოდ შვილი? help.gif

Posted by: makvala 20 Jan 2007, 23:41
MUKI96MA

არ ხარ მართალი, ხათუნა კერესელიძე დიდი ხანია იუნონაში აღარ არის...

იუნონამ ბევრი ძლიერი კადრი დაკარგა...

კონსერვატიულ გინეკოლოგიაში კარგი დარჩა მხოლოდ ნინო ჭავჭავაძე, ნორმალურია ნათელა მიქაძეც...

ეხლა მგონი ქირურგი ვადიმიც ხატიაშვილიც ტოვებს მაგ კლინიკას და შემდეგ რა იქნება არ ვიცი, მაგათი ექიმთა ბირთვი – მათითაშვილი, კერესელიძე, ჯანელიძე აქეთ–იქით დაიფანტნენ. ლაბორანტები ხვედელიძე და სულაძეც (თუ სულავა არ მახსოვს)...

ექოში შარიქაძე და ყალიჩავა კარგები ჰყავთ...

bubu1234


ჩაჩავას პროფილი უნაყოფობა არ არის, მაგ მიმართულება უფრო ქუჩის გადაღმა რომ ჟორდანიას ინსტიტუტია, იმას აქვს, თუმცა არც ის არის კარგი დაწესებულება...

კახა ტატიშვილს მახვილი თვალი აქვს და არაფერი გამოეპარება, მაგრამ პასუხის წერა არ უყვარს...

შენ პრობლემაზე ვერაფერს ვერგავიგებთ მხოლოდ ერთი ექოს პასუხით, მითუმეტეს თუ ის კახას დაწერილია...

პირველ რიგში გულს ნუ გაიტეხ და თავი ხელში აიყვანე და საბრძოლველად მოემზადე...

მერე რაც გაქვს ხელზე ინფორმაცია შენს შესახებ, გაგვიზიარე, აქ არავინ არავის იცნობს...

მკურნალობას დისტანციურად ვერ დაგინიშნავთ მაგრამ იქნებ სწორი მიმართულება მოგცეთ...

N.G.

ფერტილოსკოპია 2 თვის წინ 500 ლარი ღირდა ვანოსთან, ახლა 1000 გახდა? ერთი გადავამოწმებ იმ კვირაში..

Posted by: muzabello 20 Jan 2007, 23:43
bubu1234
yes.gif yes.gif yes.gif
გეყოლება,
გადაამოწმე კიდევ ერთთან ან ორთან.
მეც მაგ კითხვით ვიყავი მეცხრე თვეში და სანამ არ გავაჩინე ვერ დავრწმუნდი რომ მეყოლებოდა მაგ ეხსკოპიების გადამკიდე.
QUOTE
ინფანტილური საშვილოსნო გაქვსო... რა კაი მოსასმენია არა? სერგოსთან რომ გადავამოწმე მოკვდა სიცილით...

აი რამდენიც გინდა იმდენი უვიცი ავტორიტეტია ჩვენს ირგვლივ.
lol.gif

Posted by: bubu1234 21 Jan 2007, 00:19
2 წელია ვმკურნალობ,თავიდან ჩაჩავაში ლია ფანჩულიძესთან ვმკურნალობდი,თითქმის ყველანაირი ანალიზი გავიკეთე,ინფექციები მქონდა:ჰერპესი,ქლამიდია,სოკო,ანტისხეულებიც მომატებული მქონდა,ამეებზე ვიმკურნალე,პარალელურად ვმკურნალობდი ენდოკრინოლოგთან,ტირეოტროპიული ჰორმონი მქონდა მომატებული,ვსვავდი ლთიროქსინს და იოდიდ 100,თითქმის ერთი წელი ვმკურნალობდი და შედეგი არ მქონდა დავანებე ლიას თავი და ეხლა 5 თვეა რაც დავდივარ გიორგი თევდორაშვილთან,ამან თავიდან მიმკურნალა ინფექციები,ენდოკრინოლოგის წამლებიც მომიხსნა,ორი თვის წინ გამიჩნდა კისტა ფოლეკულური 6.5სმ,ნორკოლუტი დავლიე და გაიწოვა თუ გასკდა არ ვიცი ეხოზე რომ მივედი აგარ იყო,მაგის შემდეგ მასმევდა ტრიკვილარს,
რას ფიქრობთ ამ ექიმებზე?ვისთან მივიდე ხომ ვერ მირჩევთ?

Posted by: makvala 21 Jan 2007, 00:30
muzabello

რამდენადაც ვიცი შენი ისტორიის შემდეგ 4 წელი გავიდა...

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, აჩიკოს ლანძღვის მეტი მიზანი აღარ დაგრჩა ცხოვრებაში...

ბოლოს ხომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, დამშვიდდი ნერვები დაიწყნარე, იმ ბავშვს მეორე მიამატე, რაიმე კარგზე იფიქრე, ასეთი ნერვული დაძაბულობა შენთვისვეა მავნე. ბოლოს და ბოლოს სასამართლოში უჩივლე, პროცესს თუ ვერ მოიგებ სერიოზულად შეაშინებ და განიმუხტები..

პატეფონივით იმეორებ ერთსა და იმავეს, კარგი აჩიკო რომ არ იქნება, მერე მკალავიშვილთან მოგიწევს (ან სხვას მოუწევს) მისვლა, იმან კი 15 მმ–მდე გასქელებულ ენდომეტრიუმზე საშვილოსნო ამოსაკვეთიაო პაციენტს უთხრა. კიდევ კარგი, გია ჭკუასელს ჭკუა ეყო და არ ამოკვეთა. წლის შემდეგ იმ საშვილოსნოთი ჯანმრთელი ბავშვი გაჩნდა...

ექოსკოპისტმა ბიბილეიშვილმა ჩაჩავაში 3–ჯერ ნახა ქალი მუცლის ღრუს ორსულობით, პლაცენტა რომ სწორ ნაწლავზე ჰქონდა. ქალს სისხლდენა ჰქონდა კუჭში გასვლისას, ეს კი ჯიუტად იმეორებდა ორსულობა ნორმალურად მიდისო. 10 კვირამდე ასე მიიყვანა ორსული, ვიდრე სხვამ არ ნახა...

ზუსტად ვიცი, რომ ამირან გურგენიძემ ორსულობის შეწყვეტა ვერ დაადგინა...

ცოტა ხნის წინ იმავე ამირანს ნაყოფის სიმახინჯე გამოეპარა (ხელის მტევანი არ ჰქონდა)...

რუსიკო ჭელიძეს აკრანია/ანენცეფალია გაეპარა...

რა მარტო ჩვენები ცდებიან? შტატებში ექოსკოპისტის შეცდომის გამო ქალს ორსული საშვილოსნო ამოკვეთეს სიმსივნის დიაგნოზით. ასეთი თბილისში კი არა ზესტაფონშიც არ მომხდარა...

გაიგეთ რა, შეცდომა მარტო იმ ექოსკოპისტს არ აქვს დაშვებული, რომელსაც პაციენტი ჯერ არ გაუსინჯავს...

ჩერნობილის ავარიის შემდეგაც კი არ შეშვებიან ატომურ ენერგეტიკას არსად...

ახმეტელი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეცდომას არ უშვებს. დოკუმენტურად მხოლოდ ორი შეცდომა ვიცი მისი, შეიძლება მესამე შენი შემთხვევაა, მაგრამ ვიდრე ხელმოწერილ პასუხს არ დავინახავ, ჩოთქზე არ ჩამოვაგდებ, კიდევაც რომ ჩამოვაგდო, ათობით კვალიფიციურ პასუხს რა ვუყო...

Posted by: agnes 21 Jan 2007, 00:37
შეიძლება ტესტი უარყოფითი იყოს, იმიტომ რომ დილით არ გაკეთდა?

Posted by: tms 21 Jan 2007, 00:49
QUOTE (agnes @ 21 Jan 2007, 00:37 )
შეიძლება ტესტი უარყოფითი იყოს, იმიტომ რომ დილით არ გაკეთდა?

მენსტრუაციიდან რამდენი დღეა გადაცილებული გააჩნია..

Posted by: agnes 21 Jan 2007, 00:58
მენსტრუციიდან გადაცილებულია ერთი კვირა

Posted by: tms 21 Jan 2007, 01:02
QUOTE (agnes @ 21 Jan 2007, 00:58 )
მენსტრუციიდან გადაცილებულია ერთი კვირა

მაშინ არამგონია დილა საღამოს მნიშვნელობა ქონდეს...
თუმცა აი მაყვალა მოვიდა და უფრო ზუსტად გეტყვის smile.gif

Posted by: makvala 21 Jan 2007, 01:03
bubu1234

პმ ნახე...

agnes

როგორც წესი, გადაცდენიდან ერთ კვირაში ტესტი ორსულობას ადგენს მიუხედავად იმისა შარდი დილის არის თუ არა. სხვა საქმეა, რამდენად ხარისხიანი ტესტი იყიდე. Acon- ის ფირმისა არ ვარგა. იყიდე ფრანგული Bb -ტესტი, ცოტა ძვირია, მაგრამ მგრძნობიარეა.

Posted by: tms 21 Jan 2007, 01:07
makvala
რა მაინტეერსებს იცი? პრეპარატმა, რომლის მოქმედი ნივთიერებაა ტრიპტორელინი, შეიძლება ნაყოფზე იმოქმედოს, ძალიან ადრეულ ფეხმძიმობის დროს. ანუ ფეხმძიმობა არ გამოირიცხება, მაგრამ დადასტურებისთვის ადრეა

Posted by: MUKI96MA 21 Jan 2007, 03:23
კერესელიძე ხათუნა იყო მანდ 1,5 წლის წინ მე მესწრებოდა სალპინოგრაფიის დროს,შეიძლება ეხლა აღარ არის მაგრამ არ ვიცოდი,გინდ იყოს რა ძალიან მაგარიაეგრე თვლი?მე მათითაშვილთან გავიკეთე

Posted by: BadbadGirl 21 Jan 2007, 03:42
მითხარით თუ შეიძლება ჩასახვის საწინაამღდეგო (პრეზერვატივების) ხანგრძლივმა და ინტენსიურმა (ყოველდღიური) ხმარებამ თუ შიძლება რაიმე უკუეფექტი გამოიწვიოს საშვილოსნოში?!

Posted by: makvala 21 Jan 2007, 10:55
tms

QUOTE
რა მაინტეერსებს იცი? პრეპარატმა, რომლის მოქმედი ნივთიერებაა ტრიპტორელინი, შეიძლება ნაყოფზე იმოქმედოს, ძალიან ადრეულ ფეხმძიმობის დროს. ანუ ფეხმძიმობა არ გამოირიცხება, მაგრამ დადასტურებისთვის ადრეა


შენ რომელი დასახელებით იღებდი, დიფერილინი თუ დეკაპეპტილ დეპო?

ეგა გონადოტროპინ–რილიზინგ ჰორმონია სინთეზური. ხელოვნური განაყოფიერებისას გამოიყენება სპეციალური კარგად დამუშავებული სქემით, ასე რომ IVF-ს ან თუნდაც IUI-ს დროს გამოიყენეს, ერთხელ გამოიყენებდნენ და შეწყვეტენ თუ ორსულობა დადასტურდა..

BadbadGirl

QUOTE
მითხარით თუ შეიძლება ჩასახვის საწინაამღდეგო (პრეზერვატივების) ხანგრძლივმა და ინტენსიურმა (ყოველდღიური) ხმარებამ თუ შიძლება რაიმე უკუეფექტი გამოიწვიოს საშვილოსნოში?!


იშვიათად ალერგია, თუმცა ჩემი თვალით პრეზერვატივზე ალერგია ჯერ არ მინახავს, ლიტერატურაში წერენ...

ჰო კინაღამ დამავიწყდა, უხარისხო ჩინური შეიძლება დაიხეს და დაორსულდე...

MUKI96MA

მაგარია, რატომაც არა, ეხლაც სერგოსთან ერთად არის მედლაინში...

ოღონდ მაგისი კანიოკი უფრო ინფექციების მკურნალობა და ორსულის მოვლაა, ვიდრე უნაყოფობა...

Posted by: tms 21 Jan 2007, 14:38
makvala
QUOTE
tms


QUOTE
რა მაინტეერსებს იცი? პრეპარატმა, რომლის მოქმედი ნივთიერებაა ტრიპტორელინი, შეიძლება ნაყოფზე იმოქმედოს, ძალიან ადრეულ ფეხმძიმობის დროს. ანუ ფეხმძიმობა არ გამოირიცხება, მაგრამ დადასტურებისთვის ადრეა



შენ რომელი დასახელებით იღებდი, დიფერილინი თუ დეკაპეპტილ დეპო?

ეგა გონადოტროპინ–რილიზინგ ჰორმონია სინთეზური. ხელოვნური განაყოფიერებისას გამოიყენება სპეციალური კარგად დამუშავებული სქემით, ასე რომ IVF-ს ან თუნდაც IUI-ს დროს გამოიყენეს, ერთხელ გამოიყენებდნენ და შეწყვეტენ თუ ორსულობა დადასტურდა..



დიდი მადლობა
ჰო კი ვიცი რატომაც დამინიშნეს და რასაც აკეთებს ეგ ჰორმონი smile.gif Decapeptyl Gyn ერთჯერადად, ანუ ერთი გავიკეთე. მოკლედ ვნახოთ

Posted by: BadbadGirl 21 Jan 2007, 15:00
makvala
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: tat 21 Jan 2007, 15:14
makvala
QUOTE
ნორმალურია ნათელა მიქაძეც...

რა გიტხრა-7 ტვის ორსული მივედი მაგასტან-ჩემი ტბილისიდან ცავიდა და ერტი ტვე დაქალოჩკას მიმაბარა-ქალი მეუბნება დეკემბრის დასაწყისში უნდა მემშობიარა ტებერვლის შუა რიცხვებში გიწევსო....................მირეკა მერე სად დაიკარგეო...ახალიწლის მერე იყო და ბავშვი გავაჩინე მეტკი:0 ცივად დაკიდა...............
QUOTE
რა მარტო ჩვენები ცდებიან?

მარტალი ხარ....................მარა რასაც ტელევიზოში აჩვეენბენთუ დაკვირვებიხარ დაზარალებული ყოველტვის "რატომღაც" ერტი სოციალური ჯგუფიდანაა..რას იტყვი ამაზე? მაგრად მაინტერესებს ექიმის ვერსია..................................

Posted by: bubu1234 21 Jan 2007, 15:43
მაყვალა პმ-ში მოგწერე.
დიდი მადლობა

Posted by: muzabello 21 Jan 2007, 20:22
makvala
QUOTE
ახმეტელი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეცდომას არ უშვებს. დოკუმენტურად მხოლოდ ორი შეცდომა ვიცი მისი

დოკუმენტები თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში დევს.

მე იცი რა არ მესმის? ერთი ჭეშმარიტების დასადგენად 2-3 დიაგნოზის გაკეთება რატომ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს?
ნუთუ ასეთი რთულია 9 თვის ნაყოფის ელემენტარული მდგომარეობის
(ჯანმრთელის ან არაჯანმრთელის)დადგენა? აბა მაშ რა საჭიროა საერთოდ ეს მეცნიერული მიღწევა? მე შეიძლება ცოტა გამეგება ამ სფეროში და იქნებ შენ მიპასუხო ამ ასაკში რთულია დაინახო სანაყოფე წყლები ჭუჭყიანია თუ სუფთა?
რთულია დაინახო ბავშვს აქვს თუ არა კუჭი და მეკონიუმი სანაყოფე წყლებში არის თუ არა გასული?
რთულია დაინახო ბავშვს აქვს თუ არა ყურები.რთულია დაინახო ნაყოფის შეშუპება, გადიდებული ღვიძლი, ასევე ვირუსული აგრესია პლაცენტაზე, თიაქარი.
ზუსტად 8 დაავადება ერთ დიაგნოზში ქრომოსომული აბერაციის ჩათვლით.
ადვილი სათქმელია არა? და მერე ეს ყველაფერი პირდაპირ გამოაცხადო 9 თვის ფეხმძიმის თანდასწრებით? (დაუნი შვილი გეყოლებაო) ეს უკვე ამორალობა, სადიზმი...მე არ ვიცი რა ჰქვია ამას სამედიცინო ენაზე. იქვე იყო ჩემი მეუღლე და შეეძლო მისთვის ცალკე ეთქვა.
დეპრესიულ მდგომარეობაში ვიმშობიარე, (ამ დიაგნოზიდან მეხუთე დღეს) . ლამის ფსიქიურად შევიშალე,
შეცდომა გასაგებია 1, 2, კარგი 8, მაგრამ ასეთი დაუნდობელი და წინდაუხედავი უნდა იყოს ექიმი რომ 9 თვის ახალგაზრდა ფეხმძიმეს, პირველ მშობიარობაზე , ასეთი სტრესი მიაყენოს?
თუ დამიჯერებ, მის მერე ისე მეშინია ექიმების, რაც გავაჩინე გინეკოლოგთან არ ვყოფილვარ. ახლა მეორეს გაჩენა მინდა და ვზივარ და ვკითხულობ გინეკოლოგიის მარტივ ჭეშმარიტრებებზე. მორალურად ვემზადები, თუ ქალი ხარ გამიგებ თუ არა და ვერა.

Posted by: bubu1234 21 Jan 2007, 20:39
ინვიტრო რა არის?როგორ კეთდება?რა ჯდება?

Posted by: ketato1979 21 Jan 2007, 22:28
bubu1234

შენი დიაგნოზი წავიკითხე ანუ პოლიკისტოზი გაქვს ? თუ ეგრეა მეც იგივე პრობლემა მაქვს და ყველაფერი მაინტერესებს რა...

Posted by: bubu1234 21 Jan 2007, 22:36
პოლიკისტოზი გაქვსო არ უთქვიათ არასდროს,არ ვიცი ეგ რა არის,მე იცი რა მაქვს საკვერცხეში ფოლეკულა არ მწიფდება და ეგ არის თუ არა პოლიკისტოზი არ ვიცი

Posted by: MUKI96MA 21 Jan 2007, 23:26
რას იზავ ყველას თავის აზრი აქვს

Posted by: N.G. 21 Jan 2007, 23:45
პრაისლისთში უწერიათ 500 ლარი. მაგრამ რომ ვიკითხე 1000 ღირსო მითხრეს sad.gif
წინა თვეში ვიყავი

Posted by: Suleluka 22 Jan 2007, 10:23
L&L
მადლობ რჩევისთვის, ტონუსი მაქ sad.gif
მეშინია cry.gif
ხვალ მივდივარ ექიმთან





Posted by: tms 22 Jan 2007, 12:29
QUOTE (bubu1234 @ 21 Jan 2007, 20:39 )
ინვიტრო რა არის?როგორ კეთდება?რა ჯდება?

ინ ვიტრო არის ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება. თუმა ამ დროს განაყოფიერების ადგილია ხელოვნური ანუ ორგანიზმის გარეთ, თორემ დანარჩენი იგივეა smile.gif
როგორ კეთდება და ქალის ორგანიზმს წინასწარ ამზადებან ასე ვთქვათ შესაბამის ჰორმონებით, ანუ ახდენენ ჰორმონალურ სტიმულაციას, მერე როცა მომწიმფდება კვერცხუჯრედი (ები) , ნარკოზის ქვეშ გამოიღებენ ქალის ორგანიზმიდან და სინჯარაშიმოახდენენ განაყოფიერებას, განაყოფიერებიდან 2.4 დღეში ემბრიონს ან ემბრიონებს ისევ საშვილოსნოში დააბრუნებენ და თუ გაამართლა მოხდება დაფეხმძიმება..მოკლედ არც თუ ისე რთული პროცესია, აი გამოსვლის შანსი 30% მაქსიმუმ
საქრთველოში მე მგონი 2500 დოლარიო, ზუსტად არ ვიცი საქართველოს ფასები

Posted by: BeDelicious 22 Jan 2007, 13:35
კითხვა გინეკოლოგს: ნამდვილად არსებობს კაფსულები, რომელიც ორგაზმს იწვევენ, ან რამე ამდაგვარი?

ძალიან დიდი ბოდიში, სხვა თემას შევეხე. აქ ყველანი ორსულობაზე საუბრობთ, როგორც მივხვდი. 76 გვერდის წაკითხვა, სიმართლე გითხრათ, დამეზარა; შეიძლება უკვე იყო ასეთი სახის კითხვა. მოკლედ, ყური მოვკარი გინეკოლოგისა და პაციენტის საუბარს, რომ პაციენტს ორგაზმი არ აქვს და ლიტერატურასაც კითხულობს წყვილი და სხვადასხვა პოზებიც სცადეს. მაგრამ ნუ არ აქვს ქალს ვაგინალური ორგაზმი. ამ დროს ექიმი ეუბნება, რომ მოდი მე შენ მოგცემ კაფსულას...

ესეთი რამე არსებობს რეალურად? თუ ეს გინეკოლოგი რამე ხალხური მედიცინიდან გულისხმობდა რამეს?

Posted by: ninarichi 22 Jan 2007, 13:56
დიდი ბოდიში ამას რომ გეკითხები რამდენი ხანია რაც გათხოვდი?

Posted by: BeDelicious 22 Jan 2007, 14:39
ninarichi
მე მეკითხები? მე ჯერ არ ვარ გათხოვილი smile.gif

ისე, სხვის პონტში როცა წერ, რატომ აღიქვამენ მაინცდამაინც ,რომ შენ გჭირს რამე ან შენ გადაგხდა რამე... boli.gif

Posted by: kosheen 22 Jan 2007, 14:46
muzabello
ახმეტელზე ამდაგვარი რამ განაგები მაქვს შეიძლება სულაც შენზე იყო საუბარი. ჩემი და 9 თვეა მაგასთან დადის და ცუდი არაფერი, თუმცა ახლახან გაიგო რომ ადრე ლეჩკომბინატში, მგონი ქავთარაძეზე ქონია რაგაც პრობლემები. ასე ცალსახად ვერ იტყვი, მაგრამ ფაქტია რაგაც ნიტო იყო.


makvala
მაინტერესებს ბავშვობაში მიღებული კიდურის მსუბუქი დისპლაზია რამდენად უქმნის მშობიარეს დაკოჭლების საშიშროებას, ჩემი და ორ ორთოპედთან იყო , უთხრეს არაფერია, ფიზიოლოგიურად გააჩინეო, მაგრამ მაინც ვერ დაწყნარდა. და კიდვ ერთი მინუს 1 მხედველობის დაქვეითება ორსულობისას კიდევ ხომ არ გაიზრდება გაჩენის შემდეგ?

Posted by: ninarichi 22 Jan 2007, 15:38

რატომ გკითხე ?
იმიტომ რომ სექსუალური ცხოვრების დაწყების პირველ ხანებში ძალიან ბევრს აწუხებს ეს კითხვა. რატომ ვერ იღებენ სიამოვნებას, პირველ ხანებში ქალების დიდ ნაწილს საერთოდ არ სიამოვნებს სექსი, რადგან ურთიერთობის დროს ტკივილი დომინირებს და სიამოვნებას ვერ იღებ. ეს ყველაფერი გამოსწორებადია ზოგისთვის 2 კვირაში, ზოგისთვის თვეების შემდეგ მაგრამ ძირითად შემთხვევაში ყველაფერი თავის კალაპოტში ჯდება.

რაც შეეხება წლების განმავლობში გაწელილ დაუკმაყოფილებლობას აქ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს შუაში, მათ შორის ფსიქოლოგიური, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორის დამოკიდებულებასაც, რადგან ნამდვილი სექსი ცალმხრივ სიამოვნებას არ ნიშნავს,


Posted by: ketato1979 22 Jan 2007, 16:55
bubu1234
იცი რა მეც იგვე მჭირს რაც შენ ოღონდ მე პოლიკისტოზი მითხრეს იქნებ შენს ექიმს კითხო რაც შენ გჭირს იგივე პოლიკისტოზიათქო? თუ ასეა მაგაზე ოპერაცია კეთდება,მე ვემზადები ეხლა ოპერაციისტვის,უსისხლო ოპერაცია კეთდება და ხშირ შემთხვევაში შედეგიანიაო იძახიან,მოკლედ ძალიან ვნერვიულობ.


სხვათაშორის მაინტერესებს იქნებ ვინმემ მითხრათ რა ჯდება პოლიკისტოზის ოპერაცია უსისხლოდ სხვაგან? იუნონაში 1000 დოლარი მითხრეს...

Posted by: bubu1234 22 Jan 2007, 17:30
ketato1979
კისტები გაქვს თუ რა არის ეგ ოპერაცია?
2 წელია ექიმთან დავდივარ და ჯერ არ უთქვიათ ეგეთი რამე მგონი არ მაქვს მე პოლიკისტოზი.

Posted by: ketato1979 22 Jan 2007, 18:09
bubu1234
ესეიგი მეც მითხრეს რომ ჩემს საკვერცხეებში ფოლიკულა არ მწიფდება და ხელოვნური ჩარევით ანუ ოპერაციით მოხდება მისი მომწიფება,შედიან საკვერცხეებში რაღაც ჩხირებით და ხდება მათი დაჩხვლეტა რის შემდეგაც საკვერსხე გამოყოფს ფოლიკულას ხშირ შემთხვევაში ასე ხდება ოპერაციის მერე.
შიძლება შენი მართლა არ იყოს პოლიკისტოზი,ყოველ შემთხვევაში ზუსტად გაიგე რა განსახვავებაა

Posted by: bubu1234 22 Jan 2007, 18:56
სხვანაირად არ იკურნება?მე მეუბნევიან რომ ჰორმონალური დარღვევის ბრალია,ციკლი არეული გაქვს?

Posted by: ketato1979 22 Jan 2007, 20:10
b]bubu1234[/b]
კი ციკლი არეული მაქვს კარგახანია,მაგრამ ვმკურნალობ და მწყობრში მაქვს ოთხი თვეა,ჰორმონალური დარღვევაც მაქვს,მაგრამ მაგასაც ვმკურნალობ,მკურნალობა ხანგრძლივია ,თუ იმკურნალებ კარგია თუ არა და ოპერაციით გვარდება მაგრამ სანამ ოპერაციამდე მიხვალ ჰორმონები უნდა მოიყვანო ნორმაში,
გირჩევ კარგ ექიმთან მიხვიდე,მე ნათელა მიქაძესთან დავდივარ იუნონაში,შენ?და საერთოდ ეგრე ნუ იქნები განწყობილი ყველაფერი მოგვარებადია და ბავშვის დაბადება ღმერთის ნებით ხდებაო იტყვიან და იმედი მაქვს ღმერთი ისე არ დაგვტოვებს თუმცა რაც მიწიერი პრობლემები გვაქვს ჯანმრთელობის მხრივ ეს უნდა მოვაგვაროთ .
აბა ჰე... დროებით

Posted by: Matrona 22 Jan 2007, 20:19
QUOTE (makvala @ 16 Jan 2007, 23:03 )
მატრონა

ისევ გაუგებარია...

დამშვიდდი, კომპიუტერი არსად გარბის, ნუ ჩქარობ...

შენ ხომ ქლამიდია და ჰერპესი გაიკეთე...

მშვიდად ამოწერე ორივე ინფექციისათვის იმუნოგლობულინი ჯეი და ემ–ია დადებითი თუ უარყოფითი...

მაგ: HSV II IgM    +
      HSV II IgG    -
რაღაც ამგვარები იქნება ანალიზის შედეგებში, ასე რომ ზუსტად ამოწერე ან გადაასკანერე...

(HSV II ნიშნავს Herpes Simplex Virus type II)...

* * *

ძვირფასო მაყვალა

გმადლობთ გულისხმიერებისთვის.....



HSV I/II IgG ----- + 38IU/...
HSV IgM ------- -არ აღმოჩნდა
ასეთი დასკვნა იყო შიდსის ცენტრიდან.



ჯანმრთელობის სახლის ანალიზებში:

HSV I/ II IgG -იყო დადებითი
ხოლო
HSV IgM ---- -/+ (ზუსტად ასე ეწერა)



ლიმბახის ლაბორატორიის პასუხშიც:
HSV I/ II IgG -იყო დადებითი
HSV IgM ---- კი ახლოს არის "ქათ ოფფ " დონესთან-ო.

ქლამიდიაზე უარყოფითი პასუხები მოვიდა, როგორც "ციტო"-დან ასევე ლიმბახიდან...
მე მხოლოდ ამ ვირუსებზე კი არ,ა სხვა ვირუსებზეც გავიკეთე გამოკვლევა, მაგრამ საეჭვო მხოლოდ ეს ორი იყო.. დანარჩენი ყველაფერზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.

პირველი ფეხმძიმობისას საქართველოში არ ვიყავი თუმცა ანალიზები ჰერპესზეც და ციტომეგალოვირუსზეც ჩემი დაჟინებული მოტხოვნის შემდეგ გამიკეთეს..მაშინ HSV I/ II IgG ---ასევე იყო დადებითი, ხოლო M--- უარყოფითი.

როგორც ვირუსოლოგმა ამიხსნა HSV I/ II IgG ეს ფორმა მიუთითებს რომ მე ოდესღაც მქონია ეს ვირუსული ინფექცია და ახლა ორგანიზმში ანტისხეულებია.
, ხოლო M მიუთითებს ინფექციის აქტიურ ფორმაზეო. მაგრამ რადგან სავარაუდოდ მოხდა რეინფექცია და M არის არა მკაფიოდ დადებითი , არამედ მხოლოდ ზღვარზე . ამიტომ კატეგორიულად არ დაეთანხმა ამ მიზეზის გამო
ორსულობის შეწყვეტას .
ასევე არ დაეთანხმა ორსულობის შეწყვეტას არცერთი გინეკოლოგი.
სიმართლე გითხრათ მაინც ვღელავ. გულის სიღრმეში მეშინია...
საინტერესო კი ის არის რომ ჰერპეს სიმპლექსის არანაირი გარეგანი გამოვლინება არასდროს არ მქონია. თუმცა ამიხსნეს რომ ესეც შესაძლებელია....

რაც შეეხება ტვინის გნვითარებას ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე..მესმის...რომ ჯერ საბოლოოდა ფორმირებული არ არის...მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ კისრის ნაოჭის, ხოლომოგვიანებით კი ნათხემის მიხედვით მაინც გარკვეული წარმოდგენა აქვთ... ინგლისშიმაინც ძალიან ბევრია დაუნის სინდრომით დაავადებული და ექოსკოპისტები პირველ რიგში ნათხემს ამოწმებენ... მახსოვს პირველი ორსულობისას 17-18 კვირის ნაყოფზე უკვე მომცეს დასკვნა , რომ სავარაუდოდ არ იყო დაუნი....

თავიდან მინდოდა გამეკეთებინა ანალიზი ალფა-ბეტა პროტეინებზე..მაგრამ ახლა , ჩემი ემოციურობის გამო , ვცდილობ სირაქლემას პოზიციაში ჩავდგე და მშვიდად მივყვე დინებას.... ახლა ხომ ვერაფერს შევცვლი???? ჯერ-ჯერობით ექოსკოპიურად ყველაფერი ნორმალურად მიდის...

თქვენ რას მირჩევთ ??? ხომ არ ვცდები??????
* * *
QUOTE (tms @ 21 Jan 2007, 00:49 )
QUOTE (agnes @ 21 Jan 2007, 00:37 )
შეიძლება ტესტი უარყოფითი იყოს, იმიტომ რომ დილით არ გაკეთდა?

მენსტრუაციიდან რამდენი დღეა გადაცილებული გააჩნია..

შეიძლება.. 3 ტესტი გავიკეთე.. სამივე უარყოფითი აღმოჩნდა.... და ბოლოს ექოსკოპიაზე წავედი ყოველი შემთხვევისთვის , რადგან მესამე დღეს დიდი ხნით უნდა გავმგზავრებულიყავი საქართველოდან... და 4,5 კვირის ორსული აღმოვჩნდი.... baby.gif

Posted by: bubu1234 22 Jan 2007, 23:09
ketato1979
მე ჯერ ჩაჩავაში დავდიოდი ლია ფანჩულიძესთან,იმან ვერაფერი გაიგო და მერე მივედი გიორგი თევდორაშვილთან, მიმკურნალა ინფექციებზე,ბოლოს ამიღო ჰორმონებზე ანალიძი და ისევ ის წამლები დამინიშნა რასაც ინფექციებზე მკურნალობისას ვსვავდი,მოკლეთ ეხლა მაგასთანაც არ მინდა მისვლა და ჯერ ვერ მოვიფიქრე ვისთან მივიდე.ძალიან მინდა უკვე შვილი,მართალი ხარ ღმერთი აუცილებლად გადმოგვხედავს.
წარმატებებს გისურვებ.

Posted by: SPC 22 Jan 2007, 23:15
იცით რა მაინტერესებს მენსტრუაციის წინა დღეებში, სადღაც 5 დღით ადრე, დიდი ფიზიკური დატვირთვა ( თხილამურებზე დგომა) რამდენად არის მისაღები? მსუბუქი მუცლის ტკივილი 5 დღით ადრე მეწყება ხოლმე და მაინტერესებს თხილამურებზე დატვირთვა სასურველი იქნებ არ არის

Posted by: kudracha 22 Jan 2007, 23:24
SPC
QUOTE
მსუბუქი მუცლის ტკივილი 5 დღით ადრე მეწყება ხოლმე და მაინტერესებს თხილამურებზე დატვირთვა სასურველი იქნებ არ არის

რამდენადაც ვიცი, სპორტი პირიქით, ხსნის მენსტრუაციულ ტკივილებს smile.gif

Posted by: makvala 23 Jan 2007, 01:13
Matrona

QUOTE
როგორც ვირუსოლოგმა ამიხსნა HSV I/ II IgG ეს ფორმა მიუთითებს რომ მე ოდესღაც მქონია ეს ვირუსული ინფექცია და ახლა ორგანიზმში ანტისხეულებია


არ არის სწორი. ეს ინფექცია, ერთხელ რადგან შეგეყარა, მუდმივად გექნება და ვირუსმატარებელი იქნები, მთავარია პირველი ინფიცირება არ მოხდეს ორსულობისას...

არ შეგეშინდეს! ბავშვი ჯანმრთელი იქნება. ორსულობა რომ არ შეგაწყვეტინეს სწორია. ჰერპესის ვირუსმატარებელი ხარ და იქნები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჯანმრთელ ბავშვს ვერ გააჩენ. მთავარია იმუნოდეფიციტური მდგომარეობა არ შეგექმნას და ინფექცია არ გამწვავდეს...

რაც შეეხება გრეი ზონას ან ქათ–ოფ დონეს, საეჭვო დიაპაზონია. მთელი კურიოზი იმაშია, რომ იმუნოფერმენტული ანალიზი იმუნოგლობულინებზე ნახევრადრაოდენობრივია და იმაზე მსჯელობა, არის თუ არა IgM, არ შეიძლება. ეგ არის მგრძნობელობის ზღვარი, რომელ რეინფექციაზეა საუბარი? ანალიზი უნდა განმეორდეს და მერე უნდა მოხდეს მსჯელობა, ან პჯრ(PCR) გამოკვლევა შესრულდეს.

QUOTE
თავიდან მინდოდა გამეკეთებინა ანალიზი ალფა-ბეტა პროტეინებზე..მაგრამ ახლა , ჩემი ემოციურობის გამო


ალფა-ბეტა პროტეინები კი არა ალფა–ფეტოპროტეინი. ეტყობა ბიოქიმიაში რომ ცილის ალფა სპირალი და ბეტა–ნაოჭოვანი სტრუქტურები გასწავლეს, იმაში აგერია lol.gif

ალფა–ფეტოპროტეინი, ანუ AFP განვითარებულ ქვეყნებში სკრინინგული კვლევაა და ყველას პაგალოვნად უკეთებენ, ოღონდ აქვს მაგას თავისი ვადები 22 კვირის შემდეგ აზრი აღარ აქვს ანალიზს...

კისრის ნაკეცის სისქე, AFP, ჰიპერექოგენური ნაწლავები არაპირდაპირი მარკერებია დაუნის..

დაუნზე ასე რატომ ნერვიულობ? 40 წელზე მეტის ხარ? პირველი ბავშვი ხომ ნორმალურია?

რახან ექოზე ნორმალური სიტუაციაა, ძალიან კარგი...

რაც შეეხება იმას, რომ ტესტები უარყოფითი იყო და ორსული აღმოჩნდი, ან არასწორად იხმარე, ან ტესტები იყო ბრაკი.

Posted by: Matrona 23 Jan 2007, 12:12
QUOTE (makvala @ 23 Jan 2007, 01:13 )


QUOTE
თავიდან მინდოდა გამეკეთებინა ანალიზი ალფა-ბეტა პროტეინებზე..მაგრამ ახლა , ჩემი ემოციურობის გამო


ალფა-ბეტა პროტეინები კი არა ალფა–ფეტოპროტეინი. ეტყობა ბიოქიმიაში რომ ცილის ალფა სპირალი და ბეტა–ნაოჭოვანი სტრუქტურები გასწავლეს, იმაში აგერია lol.gif

ალფა–ფეტოპროტეინი, ანუ AFP განვითარებულ ქვეყნებში სკრინინგული კვლევაა და ყველას პაგალოვნად უკეთებენ, ოღონდ აქვს მაგას თავისი ვადები 22 კვირის შემდეგ აზრი აღარ აქვს ანალიზს...

კისრის ნაკეცის სისქე, AFP, ჰიპერექოგენური ნაწლავები არაპირდაპირი მარკერებია დაუნის..

დაუნზე ასე რატომ ნერვიულობ? 40 წელზე მეტის ხარ? პირველი ბავშვი ხომ ნორმალურია?

რახან ექოზე ნორმალური სიტუაციაა, ძალიან კარგი...

რაც შეეხება იმას, რომ ტესტები უარყოფითი იყო და ორსული აღმოჩნდი, ან არასწორად იხმარე, ან ტესტები იყო ბრაკი.

ძვირფასო მაყვალა

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისა და რჩევებისათვის.

"ალფა-ბეტა პროტეინები კი არა ალფა–ფეტოპროტეინი. ეტყობა ბიოქიმიაში რომ ცილის ალფა სპირალი და ბეტა–ნაოჭოვანი სტრუქტურები გასწავლეს, იმაში აგერია lol.gif

ალფა–ფეტოპროტეინი, ანუ AFP განვითარებულ ქვეყნებში სკრინინგული კვლევაა და ყველას პაგალოვნად უკეთებენ, ოღონდ აქვს მაგას თავისი ვადები 22 კვირის შემდეგ აზრი აღარ აქვს ანალიზს..."....


lol.gif lol.gif lol.gif yes.gif yes.gif ზუსტად მიხვდით მე რაც ვიფიქრე....

ისე კი იცით რა მაინტერესებს? თუ 12 კვირს შემდეგ ორსულობის შეწყვეტა არალეგალურია... მაშინ რაღა აზრი აქვს 15-კვირის
შემდეგ ამ ანალიზის გაკეთებას?????
ანუ თუ ანალიზი საეჭვო იქნებოდა მაინც ხომ ვერაფერს შევცვლიდი...????
თან თუ გავითვალისწინებთ ჩემს ემოციურობას, რომელიც ორსულობისას კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრდა.. გადავწყვიტე , რომ აღარ გამეკეთებინა ეს ანალიზი...


რაც შეეხება დაუნის სინდრომს.

უბრალოდ პირველი ორსულობა , ინგლისში ცხოვრების პერიოდს დაემთხვა, ხოლო იქ დაუნის სინდრომით დაავადებულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია...

მადლობა ღმერთს... პირველი ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელია..მე კი 36 წლის გახლავართ...

ისე კი მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა რაიმე დეფექტი ექოსკოპიურად არ გამოჩნდეს??? მაგალითად სმენის , ან მხედველობის ორგანოების განვითარებაზე ხომ არ ახდენს გავლენას ეს ჰერპეს სიმპლექსი?
ბოლოს ანალიზი გავიკეთე ორსულობის 11, 5კვირაზე..


ორსულობის ტესტების შესახებ, კი ვიტყვი , რომ მე კი სწორად გავაკეთე ანალიზი.. რადგან მანამდეც არაერთხელ გამიკეთებია...არც ვადაგასული იყო.... მაგრამ ალბათ უფრო "ბრაკი" იყო..
ამიტომ ვამბობ, რომ არ არის სანდო.. ისე კი, ასეთი ცთომილების გამოსარიცხად 3-ზე ნაკლებს არასდროს არ ვყიდულობ.. და ბოლო შემთხვევაში სამივეზე უარყოფითი პასუხი მივიღე.. gigi.gif თუმცა მეორე დღესვე ექოსკოპიით დადასტურდა ჩემი ორსულობა....

Posted by: ShadowCat 23 Jan 2007, 15:44
Matrona
ერთი კითხვა მაქვს: პირველი ბავშვი რა ასაკში გააჩინე? baby.gif

Posted by: lala 23 Jan 2007, 18:11
მე დღეს ვიყავი ეხოსკოპპიაზე 16 კვირის მათითაშვილთან , ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა smile.gif) ზAან ვნერვიულობდი ,ყველაფერი ნორმაშიაო და გოგონა მყავს smile.gif)))))

Posted by: Matrona 23 Jan 2007, 18:40
QUOTE (ShadowCat @ 23 Jan 2007, 15:44 )
Matrona
ერთი კითხვა მაქვს: პირველი ბავშვი რა ასაკში გააჩინე? baby.gif

34 წლისა გახლდით...
მოკლედ, ძალიან ნორჩი დედა ვარ.... wink.gif

Posted by: makvala 23 Jan 2007, 20:21
lala

კარგი ამბებია, გილოცავ,

Matrona

აბორტი 12 კვირის შემდეგ დედის სურვილით აღარ კეთდება, თორემ თუ სამედიცინო ჩვენება არის, კეთდება, მა რა..

შენ კი ნუ ნერვიულობ, სამაგისო არაფერი გჭირს...

ეხლა ყველა განვითარების დეფექტს ექო ვერ ხედავს რა თქმა უნდა. შენ კი რისაც გეშინია ჰერპესი კი სანამ ნერვულ სისტემას რაიმეს დაუშავებს, როგორც წესი მრავლობით სიმახინჯეებს იწვევს,

პმ ნახე...

Posted by: Suleluka 23 Jan 2007, 22:13
lala
მეც მინდა მათითაშვილთან, ჩაწერით იყავი თუ ცოცხალ რიგში იდექი?
რა რამდენია გადასახადი?

Posted by: reziko17 24 Jan 2007, 00:07
.......შემეშალა აქ არ უნდა დამეპოსტა მაპატიეთ

Posted by: lala 24 Jan 2007, 01:07
makvala
დიდი მადლობა smile.gif

suleluka
მე ახლობელმა ჩამწერა მივედი და მაშინვე შევედი მე MEDEX-სში ვიყავი იქ ჯობია უფრო ნაკლები ხალხია ტელ: 252228
40 ლარი
მე ტონუსი მაქვს მაღალი sad.gif

Posted by: N.G. 24 Jan 2007, 10:14
იმ დღეს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ექიმთან მივედი და მეუბნება: გენაცვალე, თქვენ ისეთ ასაკში ხართ რომ უკვე დაგვიანებულია თქვენთვის გაჩენა შეიძლება პრობლემები შეგექმნათო და გული გამისკდა, 29 წელი ასეთი გვიანია? sad.gif((((
ზოგიერთ ექიმს გულის გახეთქვა კარგად ეხერხება sad.gif

Posted by: only-u 24 Jan 2007, 10:59
QUOTE
29 წელი ასეთი გვიანია?

არა რათქმა უნდა...........
QUOTE
თქვენ ისეთ ასაკში ხართ რომ უკვე დაგვიანებულია თქვენთვის გაჩენა

რა სისულელეა

Posted by: ninarichi 24 Jan 2007, 12:54
გულის გახეთქვა მართლა კარგად შეუძლიათ. ბევრი სისულელეებსაც კადრულობს ოღონდ რაიმე რეჩი მოარტყას და. 29 წელი კი არა და ამერიკაში და ევროპაში ქალები 35 წლის მერე იწყებენ ოჯახზე ფიქრს და შვილებსაც 40 -45 წლისები აჩენენ, ეს ჩვენთან არის საპანიკო 22 წლის ქალი გაუთხოვარი რომ არის.


რაც შეეხება მათითაშვილს მეც გეთანხმებით ძალიან საყვარელი კაცია. ჩემს ერთ მეგობარს 6 თვე დაორსულება კონდა აკრძალული მუცლის მოშლის გამო. და 4 თვეში მენსტრუაცია არ მოუვიდა. შეშინებული ეხოზე გავარდა ერთერთ ექიმთან და იმანაც არც აცია არც აცხელა, უთხრა რომ ეტყობა კარგად ვერ გამოგფხიკესო და დარჩენილი გაქვსო და დიდი ანთება და უბედურება გჩირსო, მოკლედ ეს გოგო გულგახეთქილი იმ დღესვე მივარდა მათითაშვილთან და 5 კვირის ფეხმძიმე აღმოჩნდა. დღეს უკვე გადასარევი პატარა ყავს, და რაც მთავარია ჯანმრთელი,
ასე რომ მოდით არ დავუჯეროთ ყველა თვითმარქვია "ექიმს"

http://mother.ge
http://www.mother.ge/pages/hospitals_and_kliniks/karaps_medline/index.php

Posted by: L&L 24 Jan 2007, 13:11
N.G.

ნუ ინერვიულებთ, ხანდახან ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ. 29 წელი ბავშვის გაჩენისათვის გვიან ნამდვილად არ არის. სტატისტიკურად 21-23 წლის ორსულს ნაკლები პრობლემები აქვს ორსულობისას, ვიდრე 29-30 წლის, მაგრამ დაგვიანებული შვილის გაჩენა არ არის. ხშირად 45 წლის ქალებს ვეხმარებით რომ დაორსულდნენ და ორსულობა შეინარჩუნონ. 29 წელი რა პრობლემაა.

Posted by: Matrona 24 Jan 2007, 13:34
suleluka და lala

გილოცავთ...

baby.gif
ტონუსის გამო კი ძალიან ნუ აღელდებით . პირველ ბავშვზე მგონი მთელი 9თვის განმავლობაში მქონდა ტონუსი მომატებული.. და ახლაც მაქვს.. უბრალოდ სრულად მიჰყევით ექიმის რჩევებს და დაიცავით რეჟიმი....

რაც შეეხება იმას, რომ 29 წელი გვიანია ფეხმძიმობისთვის... რა სისულელეა....
მე საკმაოდ გვიან გავთხოვდი34-წლის ასაკში და იმავე წელს შემეძინა პირველი შვილი.. დედაჩემი კი 40 წლის იყო მე რომ გამაჩინა.სხვთაშორის ჟორდანიას ინსტიტუტის პაციენტი იყო....კერძოდ რომელი ექიმის... მგონი ახლა არ აქვს მნიშვნელობა...


Posted by: bubu1234 24 Jan 2007, 15:27
ფერტილოსკოპიის გაკეთება რა გირს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: N.G. 24 Jan 2007, 16:33
L&L
პროლაქტინიც ცვალებადობას რა იწვევს?


bubu1234
1000 ლარი+თუ რაიმე ოპარაცია დაგჭირდა იმის საფასურს ცალკე იხდი.

305060, 305055 არის მგალობლიშვილის კლინიკის ნომერი, დარეკე და გეტყვიან დაწვრილებით

Posted by: ketato1979 24 Jan 2007, 18:59
L&L
იქნებ იცით პოლიკისტოზის უსისხლო ოპერაცია რა ღირს სხვაგან? იუნონაში 1000 დოლარი მითხრეს...

Posted by: SPC 24 Jan 2007, 19:43
3 თვის წინ 22 დღით დააგვიანა ციკლმა, ექიმთან რომ მივედი(ციკლის შემდეგ) მითხრა რომ სავარაუდოდ დიდი შანსიაო ორსულობა იყო და ძალიან ადრევე მოიშალა რამაც შემდგომში გამოიწვია ანთებითი პროცესი, მე მაინტერესებს რამდენად ხშირია ძალიან ნაადრევი მოშLის შემდგომ ანთება??? ექოზე არაფერი არ ჩანდა ანუ გამოფხეკა და არაფერი საჭირო არ იყო.....

Posted by: bubu1234 24 Jan 2007, 20:15
ეგრე მეც მითხრეს რაღაც სისხლის ანალიზი გამიკეთეს ჩაჩავაში,და მითხრეს ორსულობა ყოფილაო,მაგრამ მე ვერც ორსულობა გავიგე და ვერც მოშლა,თუ შენც მაგ ანალიზის ფონზე გეუბნებიან,მგონი ტყუილია.

Posted by: tms 24 Jan 2007, 20:15
QUOTE (SPC @ 24 Jan 2007, 19:43 )
3 თვის წინ 22 დღით დააგვიანა ციკლმა, ექიმთან რომ მივედი(ციკლის შემდეგ) მითხრა რომ სავარაუდოდ დიდი შანსიაო ორსულობა იყო და ძალიან ადრევე მოიშალა რამაც შემდგომში გამოიწვია ანთებითი პროცესი, მე მაინტერესებს რამდენად ხშირია ძალიან ნაადრევი მოშLის შემდგომ ანთება??? ექოზე არაფერი არ ჩანდა ანუ გამოფხეკა და არაფერი საჭირო არ იყო.....

და 22 დღე რომ დააგვიანა ციკლმა ტესტი არ გაიკეთე ან ექიმთან არ მიხვედი? ეჭვი არ გაგიჩნდა რომ შეიძლება ორსულობა ყოფილიყო? და ექიმთან როდის მიხვედი, ახალი ციკლი რომ დაიწყო?

Posted by: SPC 24 Jan 2007, 20:17
bubu1234
მე მითხრეს იმის გამო რომ ჯერ 22 დღე გადაცდა და რომ დაიწყო რაღაც კოლტები იყო, და მაგ კოლტებმა დააეჭვეს, მერე ანთებითი პროცესი იყო პატარა რომელიც ჩაქრა მკურნალობის შედეგად

tms
ტესტის გაკეთება მეშინოდა, არ მინდოდა იმ მომენტში ორსულობა smile.gif, და 22 დღის მერე ციკლი რომ დაიწყო დამთავრებისთანავე მივედი ექიმთან

Posted by: tms 24 Jan 2007, 20:19
QUOTE (SPC @ 24 Jan 2007, 20:17 )


tms
ტესტის გაკეთება მეშინოდა, არ მინდოდა იმ მომენტში ორსულობა smile.gif, და 22 დღის მერე ციკლი რომ დაიწყო დამთავრებისთანავე მივედი ექიმთან

რა კაი ტიპი ხარ smile.gif 2kiss.gif
ყველაფერი კარგად იქნება, მართლა smile.gif

Posted by: bubu1234 24 Jan 2007, 20:22
SPC
მანამდე ციკლი ნორმალურად გქონდა?ვინ არის შენი ექიმი,მგონი კოლტები ანთების დროსაც იცის.იგივე დამემართა მეც ყოველ სისხლის დენაზე ან გადაცდენაზე ხან ორსულობა ეგონათ ხან გარე ორსულობა.

Posted by: SPC 24 Jan 2007, 20:23
QUOTE
ყველაფერი კარგად იქნება, მართლა

smile.gif მადლობა

bubu1234
მანამდე რავიცი, პატარა გადაცდენები იყო 2-3 დღიანი , ისე ნორმალური თითქოს. დავდივარ მეთერთმეტე ქალთა კონსულტაციაში, საბურთალოს ქუჩაზე .შენც ანთება გქონდა?

Posted by: bubu1234 24 Jan 2007, 20:29
SPC
კი მქონდა ,მაგრამ ციკლი მეც არეული მაქვს,ჰორმონალური დარღვევა მაქვს,არამგონია დავფეხმძიმებულიყავი.
არ ინერვიულო.

Posted by: SPC 24 Jan 2007, 20:34
bubu1234
ჰორმონებს რაც შეეხება ექიმმა მითხრა გაიკეთო 4 ძირითად ჰორმონზეო, ეგ ჰორმონები წერიგში მაქვს, თუმცა დანარჩენებზე არ ვიცი.....ამჟამად ჩემთვის მთავარი ის იყო რომ ეს ანთება ჩაქრა თორემ განვიცდიდი

Posted by: ikebana 24 Jan 2007, 20:48
SPC
და რომელ 4 ჰორმონზე გითხრა? ( მეც დაახლოებთ ასეთი მდგომარეობა მაქვს და იმიტომ ვერევი თქვენს საუბარში) smile.gif

Posted by: SPC 24 Jan 2007, 21:06
ikebana
PRL, LH, FSH, TSH აი ამ 4 ჰორმონზე

Posted by: ikebana 24 Jan 2007, 21:30
ხო, მეც ეგ მითხრეს თAვის დროზე.
და ნორმაში გაქვს?

Posted by: SPC 24 Jan 2007, 21:48
QUOTE
და ნორმაში გაქვს?

კი, შენ?

Posted by: Rocko 25 Jan 2007, 00:58
QUOTE
კითხვა გინეკოლოგთან

რას ვერ აპატიებდით მეგობარს? chups.gif

Posted by: lovefool 25 Jan 2007, 01:13
QUOTE (N.G. @ 24 Jan 2007, 10:14 )
იმ დღეს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ექიმთან მივედი და მეუბნება: გენაცვალე, თქვენ ისეთ ასაკში ხართ რომ უკვე დაგვიანებულია თქვენთვის გაჩენა შეიძლება პრობლემები შეგექმნათო და გული გამისკდა, 29 წელი ასეთი გვიანია? sad.gif((((
ზოგიერთ ექიმს გულის გახეთქვა კარგად ეხერხება sad.gif

ტიპიური ქართული მენტალიტეტი lol.gif მაგრამ ექიმებსაც თუ ჭირდათ არ ვიცოდი!!

Posted by: violet 25 Jan 2007, 01:15
QUOTE
ტიპიური ქართული მენტალიტეტი

yes.gif აჰააა

Posted by: Suleluka 25 Jan 2007, 11:00
lala
ვრეკავ მაგ ტელეფონზე და არ პასუხობენ, ეგ სადაა ტერიტორიულად?
მე მითხრეს "კარაფს მედლაინი" ზუსტად არ ვიცი მარა სადღაცას ვაკის ლეჩკომბინატის უკანო
* * *
Matrona
მე არ აღმომაჩნდა ტონუსი, უბრალოდ გული გავიხეთქე წინასწარ, მარა როგორ გუშინ მითხრეს რეზუს უარყოფითი ვარ sad.gif ვცდილობ არ ვინერვიულო

Posted by: Kakha 25 Jan 2007, 11:23
QUOTE
იმ დღეს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ექიმთან მივედი და მეუბნება: გენაცვალე, თქვენ ისეთ ასაკში ხართ რომ უკვე დაგვიანებულია თქვენთვის გაჩენა შეიძლება პრობლემები შეგექმნათო და გული გამისკდა, 29 წელი ასეთი გვიანია? ((((
ზოგიერთ ექიმს გულის გახეთქვა კარგად ეხერხება 

მაგ გულის გახეთქვას სუფთა პრაგმატული და მეშჩანური მიზნები აქვს.

1) თავის დაზღვევა გართულებების შემთხვევაში - ხომ გეუბნებოდი გენაცვალე ...
მახსოვს ერთხელ კბილი ამომიღეს, იდიოტ ექიმებს კბილი ჩაუტყდათ, ჩაქუჩით და ზუბილით მეჩალიჩებოდნენ, რიგში ვინც იყო შიშით ყველა გაიქცა, ბოლოს თქვეს, პრობლემატური კბილი იყოო. ღრძილი ისე დამიზიანეს რომ რამდენიმე საათი სისხლისდენა არ მიჩერდებოდა, რომ მივაკითხე ისევ, კივილი ატეხეს, რა გინდა აბა, ხომ გითხარით პრობლემატური კბილი იყოო, რა მოხდა სისხლი ვის არ გამოსვლიაო...

2) ფულის გამოტყუების გამართლებისთვის საფუძვლის მომზადება.

ასე რომ მანდ უზრდელობასთან და უტაქტობასთან სულაც არა გვაქვს საქმე smile.gif

Posted by: Breaky 25 Jan 2007, 15:11
მოკლედ, მეგობარს ბოლო ციკლი დაეწყო 1 თვის და 12 დღის წინ. როგორც ამბობს, 23-24 დღიანი ციკლი მაქვსო, ანუ გადაცდენა გამოდის სადღაც 18 დღე. ახლა ორსულობის ტესტი გავაკეთებინე და უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ტესტი იყო ავერსში ნაყიდი, ისრაელის წარმოების. დილის პირველი შარდი არ იყო, რადგან ამდენი ხნის გადაცდენა გაქვს, ეგ არ გჭირდება, ისედაც გაჩვენებსთქო. ხოდა თუ არის იმის შანსი, რომ ტესტი ცდებოდეს? მე კი ვურჩიე, წადი ექო გადაიღეთქო, მარა იძახის, ჯერ კიდევ დავიცდიო.
ორსულობის გარდა კიდევ რა შეიძლება იყოს ამხელა გადაცდენის მიზეზი? კლიმაქსი ჯერ მგონი ადრეა biggrin.gif 36 წლისაა და 1 შვილი ყავს, 6 წლის. რამდენიმე წლის წინ დავრჩი ორსულად, მარა 2 თვისას მომეშალაო და მის მერე მგონი აღარც მისულა ექიმთან.

Posted by: Suleluka 25 Jan 2007, 15:57
Breaky
ტესტი შეიძლება ცდებოდეს.
ცოტა დაიცადოს და მერე მიმართოს უბნის კონსულტაციის ექიმს, ან პირდაპირ წავიდეს ეხოზე

Posted by: Breaky 25 Jan 2007, 16:07
suleluka
დიდი მადლობა. მარა იმაზე ვნერვიულობ, რომ ამ დღეებში კბილი სტკიოდა და "უპრაგონოდ" სვა გამაყუჩებლები. ჩემზე გაცილებით დიდი კია, მარა მაგდენი ვერ მოიფიქრა. ვეჩხუბე, გაგიჟდი, გადაცდენა გქონია, და ასე რატომ მოიქეცითქო user.gif მოკლედ, უნდა ვაიძულო რამენაირად, რომ ექიმთან წავიდეს. თვითონ არ ნერვიულობს იმდენს, რამდენსაც მე.

Posted by: tms 25 Jan 2007, 16:09
და რამდენი დღე აქვს გადაცდენა? ..............................

Posted by: Breaky 25 Jan 2007, 16:14
tms
სადღაც 20 დღემდე

Posted by: tms 25 Jan 2007, 16:16
Breaky
ჰოოო, მაშინ ექიმთან სასწრაფოდ smile.gif

Posted by: Breaky 25 Jan 2007, 16:20
tms
QUOTE
ჰოოო, მაშინ ექიმთან სასწრაფოდ

მეც მაგას ვეუბნები. დღეს მითხრა ეგ ამბავი (ჩემი ბავშვის ძიძაა), ხოდა ვაგდებ სახლიდან, წადი ექიმთანთქო და არ მიჯერებს, ახლა აქ მოვიყვან და წავაკითხებ, აი ექიმები რას გირჩევენთქო.
და საშვილოსნოს გარე ორსულობის შანსი არის? ყველაზე მეტად მაგის მეშინია.

Posted by: Suleluka 25 Jan 2007, 16:26
Breaky
QUOTE
და საშვილოსნოს გარე ორსულობის შანსი არის? ყველაზე მეტად მაგის მეშინია

ეგ შეიძლება ყოველთვის იყოს, მარა მივიდეს ეხოზე, არამგონია რამე საშიში იყოს, მითუმეტეს თუ ჩივილები არა აქ

Posted by: Breaky 25 Jan 2007, 16:29
suleluka
კარგი, მოკლედ, მე ჩემსას შევეცდები, რომ დავარწმუნო სასწრაფოდ გადამოწმების აუცილებლობის შესახებ.
დიდი მადლობა შენც და tms-საც.
ჩივილები არ აქვს არანაირი. მოკლედ, მე ცოტა დავწყნარდი და თვითონ არც კი ნერვიულობს biggrin.gif ასე რომ ჩემი სახელით გიხდით დიდი მადლობას smile.gif

Posted by: tms 25 Jan 2007, 16:33
Breaky
ღმერთმა კარგად ამყოფოს smile.gif კარგია შენნაირი მეგობარი რომ ჰყავს, გაუმართლა smile.gif

ის მე ისე ველოდები შვილს და ისე მინდა, 20 დღე კი არა 20 წუთი რომ გადაცდება ხოლმე მაშინვე ტესტს ვიკეთებ და.. ექიმთან მისვლას აზრი აღარ აქვს ხოლმე smile.gif)

Posted by: Suleluka 25 Jan 2007, 16:35
Breaky
ისე თუ გინდა ბინიდან გაუსვნელად სახლში ეხომ მიაკითხოს, მაგის საშუალებაც არი, ოღონდ PM-ში მომწერე biggrin.gif

Posted by: Breaky 25 Jan 2007, 16:39
suleluka
მადლობა ღმერთს, დამეთანხმა, მგონი შევაშინე კიდეც biggrin.gif მოკლედ, აქაც გაგაგებინებთ, რას ეტყვიან.

Posted by: lala 25 Jan 2007, 21:31
suleluka

ეგ არის ფალიაშვილის 10 თუ 17 ნომერი არმახსოვს ზუსტად , მრგვალი ბაღთან ზუსტად , ქვემოთ პოპულის პირდაპირაა.
უბრალოდ მანდ გირჩევნია იქ ლეჩკომბინატში საშინელი ხალხმრავლობაა და აქ შედარებით სიწყნარეა , ცოთა ხალხია იმასთან შედარებით,
დილით არის ლეჩკომბინატშI და საღამოს მანდ, პირდაპირ მისულიყავი მაშინ რატო არ პასუხობენ არვიცი

Posted by: ikebana 25 Jan 2007, 21:35
SPC
QUOTE
კი, შენ?

მე PRL და TSH მქონდა მაღალი sad.gif

Posted by: SPC 25 Jan 2007, 21:43
QUOTE
მე PRL და TSH მქონდა მაღალი

აი TSH მქონდა სულ ოდნავ უმნიშვნელოდ მომატებული, ნორმადაც შეიძლება ჩაითვალოსო, და იოდომარინი დამინიშნა,.... ეხლა რა მდგომარეობაა? მოგიწესრიგდა ?

Posted by: ikebana 25 Jan 2007, 21:49
SPC
L თიროქსინს ვსვამ უკვე მეოთხე წელია, და როგორც მითხრეს სულ უნდა ვსვა რომ ნორმაში იყოს თუმცა სულ ოდნავ მქონდა მომატებული. შევეცადე შემეწყვიტა, მაგრამ ისევ მატულობს.
პროლაქტინი კი მაინც მაღალი მაქვს ხოლმე ოდნავ ან ზედა ზღვარზე.
ჩემთვის იოდი არავის დაუნიშნია. მე როგორც ვიცი ჰიპოთირეოზის დროს იოდის ნაკლებობა არაა.
შენ ნორმაში გაქვს ახლა?

Posted by: bubu1234 25 Jan 2007, 22:02
ikebana
ციკლი არეული გაქვს?თიროქსინს მეც ვსვავდი და იოდიდ100

Posted by: ikebana 25 Jan 2007, 22:09
bubu1234
იშვიათად 2-3 დღე დაასწროს ან გადამიცდეს.
L-თიროქსინს სვამენ ჰიპოთირეოზის დროსაც და ჰიპერთირეოზის დროსაც, ოღონდ სხვადასხვა დოზებით. შენ რომელი გაქვს?

Posted by: Solveig 25 Jan 2007, 22:12
QUOTE
L-თიროქსინს სვამენ ჰიპოთირეოზის დროსაც და ჰიპერთირეოზის დროსაც,


ჰიპერთირეოზის დროს მხოლოდ მაშინ სვამენ, თუ თირეოსტატიკების დაბალანსება უნდათ, წამყვანი მაინც თირეოსტატიკებია.

Posted by: bubu1234 25 Jan 2007, 22:15
თირეოტროპიული ჰორმონი მქონდა მაღლა აწეული,,

Posted by: ikebana 25 Jan 2007, 22:25
Solveig
ხოო... მაგდენი აღარ ვიცი.
bubu1234
QUOTE
თირეოტროპიული ჰორმონი მქონდა მაღლა აწეული

ჰიპოთირეოზის დროსაა TSH აწეული.

Posted by: SPC 25 Jan 2007, 22:28
QUOTE
შენ ნორმაში გაქვს ახლა?

იმის მერე აღარ გამიკეთებია ჰორმონალური ანალიზი, ექიმმა მითხრა ყველაფერი წესრიგშიაო /
მე ეხლა ის პრობლემა მაქვს რომ სიცხეები ვერ მოვიშორე, საღამოობით მაქვს 37.-37.1 , უკვე 3 თვეა ...ანთების ბრალი მეგონა მაგრამ ანთება უკვე აღარ მაქვს, არ ვიცი რა არის...ფილტვებიც წესრიგშია

Posted by: ikebana 25 Jan 2007, 22:30
SPC
სისხლის საერთო გაიკეთე? ლეიკოციტები აწეული გაქვს? ფეხმძიმობა გამორიცხულია?

Posted by: SPC 25 Jan 2007, 22:38
და ხომ არ იცით რატომ გვაზვავნიან მაინცდამაინც ამ 4 ჰორმონზე? დანარჩენი ნაკლებადმნიშვნელოვანია?


ikebana
კი გავიკეთე, ნორმაშია, ფეხმძმობაც გამორიცხულია....

Posted by: ikebana 25 Jan 2007, 22:41
SPC
ალბათ ანამნეზიდან და სიმპტომებიდან გამომდინარე. ალბათ ერთმანეთთანაა კავშირში. user posted image
რამდენადაც ვიცი სიცხეები ფარისებრი ჯირკვლთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. გირჩევდი ის ანალიზები გაგემეორებინა კარგ ლაბორატორიაში, მაგ. მედლაინში.

Posted by: SPC 25 Jan 2007, 22:48
რა მაინტერესებს კიდევ, კოსმეტოლოგმა მითხრა რომ პოლიკისტოზი ხომ არ გაქვსო, საიდან დაასკვნა არ ვიცი....მე ვიცი რომ ფოლიკულა ნორმალურად მომიმწიფდა ეს გამორიცხავს ხო პილიკისტოზს?

Posted by: ikebana 25 Jan 2007, 22:50
SPC
ბევრ კოსმეტოლოგს არშემდგარი ექიმის კომპლექსი აწუხებს და მაინცდამაინც ნუ დაუჯერებ, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. შემოვა მაყვალა და კითხე აუცილებლად. მე სტომატოლოგი ვარ smile.gif

Posted by: SPC 25 Jan 2007, 22:52
QUOTE
მე სტომატოლოგი ვარ

biggrin.gif მე კიდე ეკონომისტი

ვკითხავ აუცილებლად რომ შემოვა smile.gif

Posted by: muzabello 25 Jan 2007, 22:53
SPC
QUOTE
კოსმეტოლოგმა მითხრა რომ პოლიკისტოზი ხომ არ გაქვსო

ეპილაციაზე თუ დადიხარ მაგათ ეგრე იციან, ბოლო-ბოლო კავკასიელები ვართ smile.gif

Posted by: SPC 25 Jan 2007, 23:02
QUOTE
ეპილაციაზე თუ დადიხარ მაგათ ეგრე იციან

არა ეპილაციაზე არ დავდივარ, სახის გაწმენდაზე, და თითქოს რაღაც ბუსუსები გაქვსო....ქერა ვარ და არ მემჩნევა მაგრამ მაინც შევწუხდი, რამ შეიძლება ეს ბუსუსები თუ ჯანდაბები გამოიწვიოს ნეტა? პოლიკისტოზი მგონი არ მაქვს, რავციი ექოზე არაფერი იყო

Posted by: margusha 25 Jan 2007, 23:16
SPC
პოლიკისტოზმა არ იცის მარტო თმიანობა, ანდროგენების და ტესტოსტერონის მომატებამაც იცის თმიანობა. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის მოშლამაც, თან პოლისკიტოზის დროს ბუსუსები კი არა კარგი ჯაგარი იცის თუმცა ინდივიდუალურია ეგეც, მე ვინც მინახია კისტოზური ჩანართებით გამოწვეული თმიანობით ძალინ შესამჩნევად ქონდათ თმები და არა მარტო სახეზე. და კიდე სხვა მრავალი მიზეზია თმიანობის, რომელსაც ქართული ტრადიციული ფესვები აქვს.

Posted by: makvala 26 Jan 2007, 00:38
ეჰე, არც ეგრეა საქმე...

ქალები მყავ ნანახი, წვერ–ულვაშ–ბანჯგვლიანები და 3 შვილი და 8 აბორტი რომ აქვთ გაკეთებული, ტესტოსტერონი კი კაი ვაჟკაცის ნორმა...

მოკლედ ენდოკრინოლოგია ჯერ კიდევ უღრანი ტყეა რა...

SPC

დაბალი სიცხე შეიძლება სულაც არ არის გინეკოლოგიური პრობლემით, მოდი ჯერ თერაპევტთან მიდი კონსულტაციაზე...

რაც შეეხება ჰორმონებს, თუ გაქვს ხელზე ანალიზი, შედეგები გვაჩვენე. ასაკი და ციკლის დღეც მიუთითე, თუ აქ არ გინდა, პმ–ით..

Breaky

შენს ძიძას შეიძლება ექოს საშუალება არ აქვს, უთხარი ორსულობის ფრანგული Bb ტესტი იყიდოს და იმით ნახოს, ყველაზე მგრძნობიარე და ხარისხიანი ეგ არის, პროსტო სამ ლარამდე ღირს, უფრო ძვირია, ვიდრე სხვა.

Posted by: tms 26 Jan 2007, 00:43
ეხ ეს ტესტები უკვე მაჟრიალებს smile.gif...

Posted by: bubu1234 26 Jan 2007, 00:59
tms
მეც შენნაირად ვარ ზუსტად,ვეღარ ვიტან ამ ტესტებს keh.gif : biggrin.gif

Posted by: tms 26 Jan 2007, 01:00
bubu1234
ღმერთი მაღალია, ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა smile.gif

Posted by: ikebana 26 Jan 2007, 01:07
ისე თუ აფიქსირებთ, აქ უმეტესობა ერთნაირი პრობლემებით ვართ. smile.gif
QUOTE
ღმერთი მაღალია, ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა

ამინ.

Posted by: SPC 26 Jan 2007, 01:15
QUOTE
რაც შეეხება ჰორმონებს, თუ გაქვს ხელზე ანალიზი, შედეგები გვაჩვენე

მგონი ყველა კლინიკას თავის ნორმა აქვს და ნორმებსაც მივუწერ

გაკეთდა ანალიზი მგონი 8დღეს, აქ წერია ფოლიკულური ფაზა
PRL - maqvs 6.87 - --- normaa ( 1.2 - 19.5)
LH - 6.09 --- ( 0.8-10.5)
FSH 8.89 --- ( 3.0 - 12.0)
TSH 4.54 --- ( 0.4 - 4.0 )

აი ასე, თითქოს ნორმაა, აი ტესტორტერონი თუ რაღაც ჰორმონი, მაგაზე არაა აუცილებელი გავიკეთო? თუ ეს 4 საკმარისია? კოსმეტოლოგი მეკითხება რამე ჰორმონალური დარღვევა ხომ არ გაქვსო, ამ 4ის საფუძველზე შემიძLია ვუთხრა რომ არა?

Posted by: ikebana 26 Jan 2007, 01:17
SPC
რა გინდა მგონი ყველაფერი ნორმაშია, თუმცა მაყვალა უკეთესად გეტყვის.
რაღაცას პროფესორობს ეგ შენი კოსმეტოლოგი smile.gif
პ.ს. თმები გცვივა? კოსმეტოლოგი ვინ გყავს?

Posted by: SPC 26 Jan 2007, 01:22
QUOTE
თმები გცვივა? კოსმეტოლოგი ვინ გყავს?

აუ კი მცვივა ამ ბოლო დროს...და სახეზე კოსმეტოლოგმა ბუსუსები ნახა, და მართლა არის ეს ბუსუსები, მეკითხება ჰორმონები წესრიგშიაო თუ არა ეს 4 კი არის მაგრამ დანარჩენზე რა ვუთხრა არ ვიცი

Posted by: ikebana 26 Jan 2007, 01:28
SPC
ჩააბარე ტესტოსტერონზე. მგონი ციკლის დღეს მნიშვნელობა არ აქვს.

Posted by: lovefool 26 Jan 2007, 02:28
QUOTE (makvala @ 26 Jan 2007, 00:38 )
ეჰე, არც ეგრეა საქმე...

ქალები მყავ ნანახი, წვერ–ულვაშ–ბანჯგვლიანები და 3 შვილი და 8 აბორტი

ვაიმე ეგეთს რამდენი "ეძლეოდა"?? lol.gif lol.gif

Posted by: margusha 26 Jan 2007, 10:44
ikebana
bubu1234
tms
აუ ტესტებს მე მკითხეთ რაა smile.gif 6 წელი ყოველთვე ერთ ხაზს რომ ვხედავდო მინდოდა ფეხებით გამეთელა, მეზიზიგებოდა მაგრად მერე ერთ მშვენიერ დღესაც ორი ხაზი რომ გამოჩნდა ჯერ ხომ თვალებს ვერ ვუჯერებდი კაი ხანი მეგონა მეჩვენება თკო მერე მთელი ორსულობის სამი თვე ჩანთიტ დავატარებდი როგორც ძვირფას რარიტეტს. biggrin.gif

Posted by: Parabola 26 Jan 2007, 11:25
10 დგეში ველოდები. გადაწყვეტილი მაქვს ეპიდელური გაუტკივარი გავიკეთო, თუ არ დაგეზარებათ დაწერეთ თქვენი აზრი და რაც გაგიგიათ უარყოფითი მხარეების შესახებ. და აქვე კიდევ ერთი თხოვნა, ბილო ორი თვეა მარცხენა ფეხის სახსარი მტკივა, იმიტომ რომ ბავშვობაში დისპლაზია მქონია, ეთმა ორთოპედმა საკეისროო, მერე ეხო გავიკეთე( რადგან რენტგენი არ შეიძლება, არადა 100% სურათს ეგ იძლევა), მერე ეს მონაცემი ვაჩვენე სხვა ორთოპედს, რომელმაც გამსინჯა და სრული განზიდვა გაქვს და საშიში არაპერიაო, ეხომაც ნორმალური შედეგი აჩვენა. მოკლედ მაინც დაბნეული ვარ, არ ვიცი რა ვქნა საკეისრო არ მინდა. ვინც რაიმე იცით ამდაგვარ პრობლემაზე იქნებ შემომეხმიანოთ, ყურმოკრულიც მაინტერესებს!!! წინასწარ გმადლობთ!

Posted by: ikebana 26 Jan 2007, 12:02
Parabola
კოშინის და ხომ არ ხარ? smile.gif

Posted by: tms 26 Jan 2007, 12:47
QUOTE (margusha @ 26 Jan 2007, 10:44 )
ikebana
bubu1234
tms
აუ ტესტებს მე მკითხეთ რაა smile.gif 6 წელი ყოველთვე ერთ ხაზს რომ ვხედავდო მინდოდა ფეხებით გამეთელა, მეზიზიგებოდა მაგრად მერე ერთ მშვენიერ დღესაც ორი ხაზი რომ გამოჩნდა ჯერ ხომ თვალებს ვერ ვუჯერებდი კაი ხანი მეგონა მეჩვენება თკო მერე მთელი ორსულობის სამი თვე ჩანთიტ დავატარებდი როგორც ძვირფას რარიტეტს. biggrin.gif

ოღონდ ორი ხაზი დავინახო და ჩანთით ვატარებ კი არა და სერვანდში დავდებ smile.gif

Posted by: Suleluka 26 Jan 2007, 13:00
tms
მე პირველივე ცდაზე 2 ხაზი rolleyes.gif






Posted by: tms 26 Jan 2007, 13:02
suleluka
ძალიან კარგი!!! ისე მიხარია ხოლმე ასეთ კარგ რამეებს რომ ვიგებ .smile.gif ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს ჩემო კარგო smile.gif

Posted by: Konkia 26 Jan 2007, 13:06
QUOTE (margusha @ 26 Jan 2007, 10:44 )
ikebana
bubu1234
tms
აუ ტესტებს მე მკითხეთ რაა smile.gif 6 წელი ყოველთვე ერთ ხაზს რომ ვხედავდო მინდოდა ფეხებით გამეთელა, მეზიზიგებოდა მაგრად მერე ერთ მშვენიერ დღესაც ორი ხაზი რომ გამოჩნდა ჯერ ხომ თვალებს ვერ ვუჯერებდი კაი ხანი მეგონა მეჩვენება თკო მერე მთელი ორსულობის სამი თვე ჩანთიტ დავატარებდი როგორც ძვირფას რარიტეტს. biggrin.gif

ბედნიერი ქალი ხარ..... ძალიან მინდა შვილი მაგრამ მგონი არასოდეს მეღირსება , შვილი ქალისთვის დიდი ჯილდოა....

Posted by: tms 26 Jan 2007, 13:07
QUOTE (Konkia @ 26 Jan 2007, 13:06 )
QUOTE (margusha @ 26 Jan 2007, 10:44 )
ikebana
bubu1234
tms
აუ ტესტებს მე მკითხეთ რაა smile.gif 6 წელი ყოველთვე ერთ ხაზს რომ ვხედავდო მინდოდა ფეხებით გამეთელა, მეზიზიგებოდა მაგრად მერე ერთ მშვენიერ დღესაც ორი ხაზი რომ გამოჩნდა ჯერ ხომ თვალებს ვერ ვუჯერებდი კაი ხანი მეგონა მეჩვენება თკო მერე მთელი ორსულობის სამი თვე ჩანთიტ დავატარებდი როგორც ძვირფას რარიტეტს. biggrin.gif

ბედნიერი ქალი ხარ..... ძალიან მინდა შვილი მაგრამ მგონი არასოდეს მეღირსება , შვილი ქალისთვის დიდი ჯილდოა....

ნუ ფიქრობ მასე, მთვარია ეგ აზრი ამოიგდო თავიდან და ყველფერი გამოვა 2kiss.gif

Posted by: Konkia 26 Jan 2007, 13:12
QUOTE (tms @ 26 Jan 2007, 13:07 )
QUOTE (Konkia @ 26 Jan 2007, 13:06 )
QUOTE (margusha @ 26 Jan 2007, 10:44 )
ikebana
bubu1234
tms
აუ ტესტებს მე მკითხეთ რაა smile.gif 6 წელი ყოველთვე ერთ ხაზს რომ ვხედავდო მინდოდა ფეხებით გამეთელა, მეზიზიგებოდა მაგრად მერე ერთ მშვენიერ დღესაც ორი ხაზი რომ გამოჩნდა ჯერ ხომ თვალებს ვერ ვუჯერებდი კაი ხანი მეგონა მეჩვენება თკო მერე მთელი ორსულობის სამი თვე ჩანთიტ დავატარებდი როგორც ძვირფას რარიტეტს. biggrin.gif

ბედნიერი ქალი ხარ..... ძალიან მინდა შვილი მაგრამ მგონი არასოდეს მეღირსება , შვილი ქალისთვის დიდი ჯილდოა....

ნუ ფიქრობ მასე, მთვარია ეგ აზრი ამოიგდო თავიდან და ყველფერი გამოვა 2kiss.gif

ვცდილობ არ ვიფიქრო ჩემო კეთილო ,მაგრამ ბევრი მიზეზი მაქვს გულგაცრუებული ვიყო....... მაგრამ თუ გმერთმა გისრას ჩამთვალა ალბათ მეყოლება კიდეც ღმერთით....

Posted by: lala 26 Jan 2007, 13:29
suleluka

ეგ არის ფალიაშვილის 10 თუ 17 ნომერი არმახსოვს ზუსტად , მრგვალი ბაღთან ზუსტად , ქვემოთ პოპულის პირდაპირაა.
უბრალოდ მანდ გირჩევნია იქ ლეჩკომბინატში საშინელი ხალხმრავლობაა და აქ შედარებით სიწყნარეა , ცოთა ხალხია იმასთან შედარებით,
დილით არის ლეჩკომბინატშI და საღამოს მანდ, პირდაპირ მისულიყავი მაშინ რატო არ პასუხობენ არვიცი

Posted by: Suleluka 26 Jan 2007, 13:32
lala
ჩაწერა არ უნდა? პირდაპირ მიგიღებს თუ?!
აპარატურა იგივეა?

Posted by: lala 26 Jan 2007, 13:40
QUOTE (suleluka @ 26 Jan 2007, 12:32 )
lala
ჩაწერა არ უნდა? პირდაპირ მიგიღებს თუ?!
აპარატურა იგივეა?

კი უნდა ჩაწერა მე ჩამწერეს. აპარატურა არვიცი ლეჩკომბინატში არ ვყოფილვარ მე , და კაი აპარატურააქვთ .

Posted by: Suleluka 26 Jan 2007, 13:51
lala
მე დავრეკე "კარაპს მედლაინში" და თებერვლის დასაწყისში ჩაგწერთო ორშაბათიდან, მე კაკრკას ეგ დრო მაწყობს და როცა ჩაწერილი ხარ რიგი და რამე აღარ უნდა უბრალოდ მივალ ჩემ საათზე

Posted by: margusha 26 Jan 2007, 14:01
Konkia

აბა აბა ეგეთები არ იყოს, smile.gif მე ორმა პროფესორმა მითხრა რომ შვილი არ მეყოლებოდა და ჯობდა აყვანაზე მეფიქრა, ორი წელი შევეშვი მკურნალობას მაგის მერე, მაგრამ იმედი არ დამიკრაგავს არასოდეს, ცუდი აზრი თავში არასოდეს გამივლია. ორი წლის შემდეგ ყოველგვარი მკურნალობის გარეშე დავორსულდი. ღმერთი როდესაც ჩათვლის რომ მაგისთვის მზად ვართ მაშინ მოგვცემს... მთავარია რომ რწმენა არასოდეს დაკარგო

tms
აუცილებლად დაინახავ 2kiss.gif

Posted by: bubu1234 26 Jan 2007, 16:42
Konkia
tms
არასოდეს დაკარგოთ იმედი ღმერთი გადმოგვხედავს ,მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს.ყველაფერი კარგად იქნება 2kiss.gif

Posted by: Vanadisi7 26 Jan 2007, 16:56
კონკია ნათლიაჩემს 6 წელი შვილი არ ყავდა და ბიჭი აიყვანა, მერე კიდე 6 წლის მერე თავისი ეყოლა გოგო, ასე რომ არ იდარდო და არ იფიქრო მაგაზე, თუ რამე პრობლემები გაკვს ფუთკრის რძე კაი საშუალებაა, მეც დავიწყე მისი მიღება, თითქმის კლიმაქსიანი ქალები დააორსულა მაგან,

Posted by: Parabola 26 Jan 2007, 17:12
ikebana
არაააა! ისე ეს ნიკი ვითხოვე, ფორუმთან შეხება არა მაქვს.

Posted by: Breaky 26 Jan 2007, 17:26
makvala
QUOTE
შენს ძიძას შეიძლება ექოს საშუალება არ აქვს, უთხარი ორსულობის ფრანგული Bb ტესტი იყიდოს და იმით ნახოს, ყველაზე მგრძნობიარე და ხარისხიანი ეგ არის, პროსტო სამ ლარამდე ღირს, უფრო ძვირია, ვიდრე სხვა.

არა, ფული აქვს, ეგ პრობლემა არაა, მეთვითონ შევთავაზე, ფულზე არ იდარდოთქო. მაგ ტესტსაც მე თვითონ ვუყიდი. პსპ-ში ექნებათ? თუარადა, მოვივლი აქ რაც კი აფთიაქებია smile.gif უბრალოდ, კბილი ისე სტკივა, დღეს ყბა გაუსივდა და გავუშვი, ექიმთან გაიქცა. ექოსაც ამ დღეებში გაიკეთებს ალბათ. ნუ, შაბათ-კვირას არ ვიცი, მარა ორშაბათს მეთვითონ გავაგდებ, თუ არ გაიკეთა. ყველაზე მეტად ახლა იმაზე ვნერვიულობ, ამდენი გამაყუჩებლები რომ დალია ამ კბილის გამო, ორსულად თუა, ნაყოფზე ხომ იმოქმედებს ეგ user.gif

Posted by: bubu1234 26 Jan 2007, 18:07
Vanadisi7
QUOTE
კონკია ნათლიაჩემს 6 წელი შვილი არ ყავდა და ბიჭი აიყვანა, მერე კიდე 6 წლის მერე თავისი ეყოლა გოგო, ასე რომ არ იდარდო და არ იფიქრო მაგაზე, თუ რამე პრობლემები გაკვს ფუთკრის რძე კაი საშუალებაა, მეც დავიწყე მისი მიღება, თითქმის კლიმაქსიანი ქალები დააორსულა მაგან

სად უნდა ვიშოვოთ?როგორ უნდა მიიღო?

Posted by: makvala 26 Jan 2007, 18:17
SPC

გამოკვლეული ბოლომდე არ ხარ...

TSH რომ 4,5–ია საგანგაშო არ არის, რადგან პროლაქტინი ნორმაშია, მაგისი მატება თუ პროლაქტინსაც უმატებს, მაშინ არის ცუდი. გერმანიაში 7–მდე ნორმად ითვლება. საქართველოში სერიოზული სრულფასოვანი გამოკვლევა ვინმეს ჩაეტარებინოს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია 4 კი არა, 3,5 თირეოტროპინზეც ბევრ ქალს პროლაქტინი მაღლა უწევს და ვიდრე რაიმეს არ იღონებ TSH-ის დონის შესამცირებლად, პროლაქტინი მაღალი რჩება.

FSH და LH ნორმაც არის და თანაფარდობაც კარგია, მაგრამ სანახავი კიდევ ბევრი რამეა. პირველ რიგში ესტრადიოლი;

თმიანობა კოსმეტოლოგს კი არა გინეკოლოგს ან უკეთესია რეპროდუქტოლოგს შეაფასებინე, ხოლო პოლიკისტოზის დამახასიათებელი სურათი ექოზე და ფოლიკულის მონიტორინგით ჩანს...

თუ თმიანობა ზედმეტია და პოლიკისტოზი არის, მაშინ საინტერესოა Testosterone, DHEA-S და Insuline ანალიზებიც, მაგრამ შენ უკვე დაწერე, რომ ფოლიკული იზრდება და სკდება, ეგრეც უნდა იყოს LH/FSH ფარდობიდან გამომდინარე. ამიტომ ყველაზე საინტერესო მე მაინც ესტრადიოლის ანალიზი მეჩვენება...

ერთი სიტყვით მაინც სჯობს კარგ ექიმთან მიხვიდე და ანალიზი იმან დანიშნოს, ტყუილად ზედმეტ ხარჯში რომ არ გადავარდე, ან თუ რამდენიმეა გასაკეთებელი, ერთი ვენოპუნქციით გადარჩები...

Posted by: tms 26 Jan 2007, 18:38
ისე ყველა გამოკვლევა გაკეთებული მაქვს და შედეგები კი არ ვიცი smile.gif ექიმს აქვს ყველაფერი და ამბობს ნორმაშია საგანგაშო არაფერიაო..ერთი უნდა გამოვართვა smile.gif

პ.ს. ახლა ფანჯრიდან ვიყურები და რა ლამაზად დაიწყო თოვა, გულისამაჩუყებლად smile.gif

Posted by: ikebana 26 Jan 2007, 18:54
tms
bubu1234
Konkia
ერთი კლუბის წევრები ვართ მაშასადამე smile.gif

Posted by: tms 26 Jan 2007, 18:55
ikebana
ჰო გენაცვალე მეო, ეგეთი პირი უჩანს smile.gif


Posted by: Vanadisi7 26 Jan 2007, 20:14
QUOTE (bubu1234 @ 26 Jan 2007, 18:07 )
სად უნდა ვიშოვოთ?როგორ უნდა მიიღო?

ბუბუ ვნახავ იმ კაცის ნომერს ვინც ამ რძეს ყიდის, ორჯერ ვიყავი მასთან და ვიყიდე, აპრილში შარშან დავიწყე მაგის მიღება და მაიში დავორსულდი, და მაშინვე დავანებე თავი, სამწუხაროდ მუცელი მომეშალა, ეხლა ვიწყებ ისევ, მისამართს დავაზუსტებ ნუცუბიძეზეა, ვანო ქვია, თვითონ ეგ კაციც ღებულობს მაგას და -5 მქონდაო მხედველობაო და -2მდე ჩამოვიდა, მაგარი მოხრილი დადიოდა და ძლივს საუბტობდა, და მაგარი შეცვლილია ეხლა, ახალგაზრდა ცოლი მინდაოsmile.gif)))

Posted by: makvala 26 Jan 2007, 20:29
tms

დეკაპეპტილის გამო ციკლის გადაცდენა რო არა ხდება...

აი დეპრესია და უხასიათობა კი ნამდვილად იცის მაგ სამგლემა...

მგონი კლუბში ნაადრევად ჩაგწერა იკებანამა...

სამი დღე მაინც თუ გადაგიცდა, რაღას ელოდები, პოლიციასა თუ სახანძროსა...

კაიზერვილჰელმშტრასეზე რო ავერსის აფთიაქია იქნებ ორსულობის ტესტი ჰქონდეთ, სხვაგან არ იშოვებაო, გავიგე...


Posted by: bubu1234 26 Jan 2007, 20:31
QUOTE
ტმს
ბუბუ1234
Kონკია
ერთი კლუბის წევრები ვართ მაშასადამე 

კი,და ალბათ ყველას ერთად გვეშველება
2kiss.gif

Posted by: Vanadisi7 26 Jan 2007, 20:33
QUOTE (bubu1234 @ 26 Jan 2007, 18:07 )
სად უნდა ვიშოვოთ?როგორ უნდა მიიღო?

ხო მიღებაზე დამავიწყდა, ყოველდღე უზმოზე 200ML ენის ქვეშ, და ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლია ჭამო,

Posted by: makvala 26 Jan 2007, 20:43
tms

დეკაპეპტილის გამო ციკლის გადაცდენა რო არა ხდება...

აი დეპრესია და უხასიათობა კი ნამდვილად იცის მაგ სამგლემა...

მგონი კლუბში ნაადრევად ჩაგწერა იკებანამა...

სამი დღე მაინც თუ გადაგიცდა, რაღას ელოდები, პოლიციასა თუ სახანძროსა...

კაიზერვილჰელმშტრასეზე რო ავერსის აფთიაქია იქნებ ორსულობის ტესტი ჰქონდეთ, სხვაგან არ იშოვებაო, გავიგე...


Posted by: ikebana 26 Jan 2007, 21:08
makvala
QUOTE
მგონი კლუბში ნაადრევად ჩაგწერა იკებანამა...

შენს პირს შაქარი smile.gif

Posted by: tms 26 Jan 2007, 21:17
QUOTE (makvala @ 26 Jan 2007, 20:43 )
tms

დეკაპეპტილის გამო ციკლის გადაცდენა რო არა ხდება...

აი დეპრესია და უხასიათობა კი ნამდვილად იცის მაგ სამგლემა...

მგონი კლუბში ნაადრევად ჩაგწერა იკებანამა...

სამი დღე მაინც თუ გადაგიცდა, რაღას ელოდები, პოლიციასა თუ სახანძროსა...

კაიზერვილჰელმშტრასეზე რო ავერსის აფთიაქია იქნებ ორსულობის ტესტი ჰქონდეთ, სხვაგან არ იშოვებაო, გავიგე...

წავშალე რაც დავწერე მაგ წამალზე და მაინც მოასწარი წაკითხვა არა smile.gif
არადა როგრო გამახარე იცი რომ თქვი არ ხდება გადაცდენაო smile.gif))))

წავალ კაიზერვილჰემშტრასეზე, არად ახლახანს ჩავიარე გვერდზე და თავი შევიკავე რომ არ მეყიდა

ვნახოთ აბა, 3 IUI არ გამოვიდა და იქნებ მამაპაპურმა გაამრთლა smile.gif..არადა დეკაპეპტილი იმიტომ გავიკეთე თებერვალში ინვიტრო დამინიშნა, მოკლედ შენც ხო იცი smile.gif

Posted by: ikebana 26 Jan 2007, 21:27
tms
ნე პუხა ნი პერა.................
მგონი ახლა სწორია smile.gif

Posted by: Solveig 26 Jan 2007, 21:29
QUOTE
კლუბში


ჰაჰაჰაჰ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tms 26 Jan 2007, 21:30
QUOTE (ikebana @ 26 Jan 2007, 21:27 )
tms
ნე პუხა ნი პერა.................
მგონი ახლა სწორია smile.gif

დიდი მადლობა smile.gif ვნახოთ აბა თუ ხვალ გაღიმებული არ დავრჩი ერთ ხაზზე..
მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ყველაფერი კარგად გვექნება შენც მეც და ყველას, ღმერთი მაღალია 2kiss.gif

Posted by: makvala 27 Jan 2007, 01:26
tms

ეუფ, IUI-ს წინ არ გაგიკეთეს? მგონი გაფუჭებული ტელეფონი გამოგვივიდა. მე მახსოვს რომ რამდენიმე IUI გაიკეთე მაგ ფრიცებთან, შედეგი ჯერ არ იყო და კიდევ აპირებდი...

კარგი, ვეცდები ცოტა დეტალური ვიყო...

ინ ვიტროს სტიმულაცია ნამდვილად არ გამიკეთებია და არც მინახავს, ლიტერატურიდან კი რაც ვიცი ასეა:

დეკაპეპტილი გონადოტროპინ რილიზინგ ფაქტორის აგონისტია, მთლად ზედა სართულში მოქმედებს, პირდაპირ ჰიპოფიზზე, საკმაოდ რთული მექანიზმი აქვს...

ხანმოკლე ერთჯერადი ზემოქმედებისას, რეპროდუქციული სისტემის სტიმულაციას იწვევს და გონადოტროპინების კონცენტრაცია მკვეთრად იზრდება, მაგრამ ხანგრძლივი ან დეპო ფორმის გამოყენებისას დეკაპეპტილი პირიქით, FSH, LH და Estradiole-ის კონცენტრაციებს ამცირებს, თუმცა ეს ეფექტი შექცევადია მოხსნის შემდეგ

ხანგრძლივი გამოყენება მაგალითად მიომექტომიების წინ ხდება, ამ დროს ამენორეამდე და კლიმაქსის მსგავს მოვლენებამდე მიჰყავს ქალები, თუმცა დროებით, სანამ ზემოქმედება გრძელდება...

შენ სტიმულაციას გიკეთებენ, ამიტომ ერთჯერადად გაგიკეთებდნენ, ციკლის გადაცდენა მაგიტომ არ მგონია მაგ პრეპარატის ბრალი...

ნახე ხვალ ტესტი, იქნებ მამაპაპურმა გასჭრა...

თუ არა, გულს ნუ გაიტეხ, შეიძლება რაიმე ახალი სქემაა სტიმულაციის, რომელიც მე ჯერ არ ვიცი...

Posted by: tms 27 Jan 2007, 16:34
makvala

დიდი მადლობაsmile.gif
ჰო ნახოთ ვნახოთ smile.gif
დეკაპეპტილი გავიკეთე 22-ე დღეს, როგორც ჩემი ექიმი ამბობს ინვიტროსთვის უპირატესიობას ანიჭებს ე.წ. ხანგრძლივ პროტოკოლს, როცა დაუნრეგულაცია ხდება დეკაპეპტილით 22-ე დღეს, მეერ 2 კვირაში ამოწმებენ სისიხლში და თუ ჰორმონების დონემ დაიწია, მერე ახდენენ სტიმულაციას და მერე უკვე პუნქციას, და მთელი ამბები..ვნახოთ აბა იქნებ არ დამჭირდეს ეს ყველაფერი. IUI-ს წინ დეკაპეპტილი არ გამიკეთებია, ჩვეულებრი ახდენდა სტიმულაციას ციკლის მე-3 დღეიდან. არადა სამივე ცდაზე ამბობდა ყველაფერი ოპტიმალურად არის უნდა გამოვიდეს წესითო, არაფერიც არ გამოვიდა smile.gif ჰოდა სამი IUI-ს მერ დამინიშნა ინვიტრო, მანამდე ვერ დანიშნავდა საფუძველი არ ქონდა და დაზღვევა არ დამაფინასებდა ასე ვთქვათ.

ისე ვკითხე იქნებ ვარ ფეხმძიმედ 22-ე დღეზე დეკაპეპტილს რომ ვიკეთებ-მეთქი, ნაყოფზე არ იმოქმედებსო..მქონია მასეთი შემთხვევაო, იქნებ მეც ვიყო ასეთი შემთხვევა, ღმერთი მაღალია

Posted by: WOMAN IN LOVE 27 Jan 2007, 19:52
ორსულობისას როდის არის სასურველი პირველი ექოს გაკეთება და საერთოდ რამდენჯერ უნდა გაკეთდეს?

Posted by: Suleluka 27 Jan 2007, 20:04
WOMAN IN LOVE
ჯერ პირველად , დაახლოებით 10-14 დღე რომ გადაგიცდება და მერე -12-14 კვირაზე, მე უნდა მივიდე ეხლა smile.gif

Posted by: lala 28 Jan 2007, 12:50
აუცილებელია ჯერ სასწრაფოდ ორსულობის დადგენა, შემდეგ 12-13 , 25-26 , 30-32 კვირებია აუცილებელი

მაინტერესებს რომელ კლინიკაში აძლევენ ეხოს სურათს? მე მედექსში ვიყავი და არ მომცეს sad.gif მინდა ჩემი პაწიას სურათიიი smile.gif

Posted by: ninarichi 28 Jan 2007, 14:54
კარაპს მედლაინში აძლევენ ნაღდად

Posted by: lala 28 Jan 2007, 16:05
QUOTE (ninarichi @ 28 Jan 2007, 13:54 )
კარაპს მედლაინში აძლევენ ნაღდად

დიდი მადლობა yes.gif !!!

Posted by: Solveig 28 Jan 2007, 16:14
QUOTE
ფუთკრის რძე კაი საშუალებაა


სხვათა შორის, მეც გამიგია ეგ.

ერთი ბად-ი იყო, Маточкино молочко და მის შემადგენლობაში შედიოდა მიწის თხილის ზეთი, ფუტკრის რძე და კიდევ მცენარე Маточкино молочко (არ ვიცი რა არის).

და აპილაკია კიდევ წამალი..მგონი რძის მოსაყვანად უნიშნავდნენ მაგას.

თუმცა თვითნებურად დალევა არ უნდა იყოს რეკომენდებული. სხვა თუ არაფერი, შეიძლება ძლიერი ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს.

Posted by: Vanadisi7 28 Jan 2007, 16:50
არა არა, ეგ აბებია რასაც იძახი, და არის სუფთა ნატურალური, მაგას არც დანიშნულება უნდა არც არაფერი, მეფუთკრეები Iღებენ მაგას, ეგ არის დედა ფუთკრის საჭმელი, თან დედა ფუთკარი ცოცხლობს 5-6 წელი, მუშა კი 40დღე, ეგენი ჩვეულებრივ თაფლს ჭამენ, მაგიტომაა კაი ეს ფუთკრის რძე, პოტენციაზეც კარგად მოქმედებს და რეპროდიქციაზე, ლაქტაციის დროსაც ძალიან კაია, გაზაფხულზე ვიღებდი, ცოტა ძვირი სიამოვნებაა, ეხლა ისევ უნდა დავიწყო.

Posted by: ikebana 28 Jan 2007, 17:01
Vanadisi7
და სად იყიდება?
________________

Posted by: Vanadisi7 28 Jan 2007, 17:02
მე ვისგანაც ვიყიდე მეფუთკრეა ის კაცი ნუცუბიძეზე ცხოვრობს, თუ გინდა მისამართს ზუსტად დაგიდნენ, მე ისე ვარ ნამყოფი, მიმიყვანეს

Posted by: ikebana 28 Jan 2007, 17:12
Vanadisi7
კი. მინდა. მემგონი გაზაფხულზე მართლაც სასარგებლო იქნება ორგანიზმისთვის ზოგადად. და დოზირებააც თვითონ გეუბნება?

Posted by: Vanadisi7 28 Jan 2007, 17:16
კი გააჩნია რისთვის გინდა, მე ვიღებდი ყოველ დღე დილით უზმოზე 200მილიგრამს, და ნახევარი საათის შემდეგ შეიძლებოდა ჭამა, ანუ ეგ რძე 25 წუთში უკვე სისხლშია,

Posted by: ikebana 28 Jan 2007, 17:19
Vanadisi7
მისამართს და ტელეფონს თუ მომცემ მადლობელი დაგრჩები. smile.gif

Posted by: Vanadisi7 28 Jan 2007, 17:29
ოკ ხვალ აუცილებლად მოგწერ,

აი ნახავ რა კარგი რამეაsmile.gif

Posted by: tikusha 28 Jan 2007, 17:52
შეგიძლიათ ამიხსნათ ექიმ-რეპროდუქტოლოგსა და გინეკოლოგს შორის რა განსხვავებაა??

Posted by: ikebana 28 Jan 2007, 18:05
tikusha
გინეკოლოგია სწავლობს ქალის გამრავლების ორგანოებს, რეპოდუქტოლოგია გამრავლებას smile.gif
დაახლოებით აგიხსენი smile.gif

Posted by: Doloress 28 Jan 2007, 18:56
ვირუსები ქვია, ტუ რა ქვია მაგას, აი, ქლამიდიები როა, იმ ტიპის რაღაცეებზე გამოკვლევებისთვის სისხლის ანალიზია საჭიროო?! baby.gif

Posted by: Vanadisi7 28 Jan 2007, 20:33
dolores

ქლამიდიაზე ნაცხს იღებენ. და სისხლსაც.
თან ეგ ვირუსი არაა, მემგონი ინფექციაა

Posted by: Solveig 28 Jan 2007, 21:36
QUOTE
ეგ აბებია რასაც იძახი, და არის სუფთა ნატურალური, მაგას არც დანიშნულება უნდა არც არაფერი,

და აბებში რომაა, ის საიდან მოდის შენი აზრით? spy.gif

დანიშნულება და ფრთხილი გამოყენება იმიტომაც უნდა, რომ შეიძლება ნატურალურმა პროდუქტმაც გაზარალოს. თაფლზე ისეთი ალერგია აქვს ჩემს თანამშრომელს, რომ გემოსაც ვერ უსინჯავს.

Posted by: Vanadisi7 28 Jan 2007, 22:07
QUOTE (Solveig @ 28 Jan 2007, 21:36 )
QUOTE
ეგ აბებია რასაც იძახი, და არის სუფთა ნატურალური, მაგას არც დანიშნულება უნდა არც არაფერი,

და აბებში რომაა, ის საიდან მოდის შენი აზრით? spy.gif

.

კი მართალი ხარ, მაგრამ მე წავიკითხე რო ეს პროდუქტი თავის საქმეს აკეთებს მაშინ როდესაც არის ნატურალურ მდგომარეობაში, ანუ ამოღებული სკიდან და შენახული 9 თვის განმავლობაში მაცივარში, 2დან 6 გრადუსამდე, ინარჩუნებს იგი თავის თვისებებს ასე, მასში შედის ფოლიუმის მჟავა, ბ ჯგუფის ვიტამინები, და ბევრი ვიტამინი კიდე ცე ვიტამინის გარდა, და კიდე მასში არის 5% ისეთი ნივთიერება რომელიც მსოფლიოს ვერცერთმა ლაბორატორიამ ვერ გაარკვია რისგან შედგება, და მეცნიერები იძახიან რო ეს ის 5% რომელიც ახდენს სასწაულებს.

იაპონიაში წელიწადში იხარჯება 200 ტონა ფუთკრის რძე, სკოლის ასაკიდან აძლევენ მას ბავშვებს, და ძალიან ჭკვიანები და გონიერები იზრდებიან

Posted by: bubu1234 28 Jan 2007, 22:37
Vanadisi7
რა ღირს ფუტკრის რძე?

Posted by: Vanadisi7 28 Jan 2007, 22:39
მე რო ვიყიდე 1 გრამში მივეცი 2 ლარი

Posted by: agnes 29 Jan 2007, 13:43
დაპოსტეთ რა მისამართი. სად იყიდება ფუტკრის რძე.

Posted by: Breaky 29 Jan 2007, 14:44
tms
suleluka
makvala
მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, ჩემს ახლობელს მხოლოდ გადაცდენა ქონია და ექოზე წასვლაც კი არ დასჭირდა smile.gif
მეორე საკითხია, რატომ დაუგვიანა ასე ძალიან. ექიმთან წასვლა კატეგორიულად არ უნდა და მაგას მე ვეღარ დავაძალებ.
დიდი მადლობა გამოხმაურებებისთვის და რჩევებისთვის.

Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 15:13
tms
ნუ? user.gif
რა ხდება შენსკენ? baby.gif

Posted by: tms 29 Jan 2007, 15:14
ShadowCat
ეჰ, არაფერი smile.gif მორიგი გაღიმებული მდგომარეობა
...................

Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 15:19
tms
sad.gif
გამიტყდა sad.gif

ისა და.. რაღაცას გკითხავ, არ მიწყინო ოღონდ - რამდენი ხანია, რაც გათხოვილი ხარ? ბავშვის აყვანაზე არ გიფიქრია?
ძალიან ხშირად გამიგია, რომ ამის მერე საკუთარი ბავშვიც გაუჩენიათ.rolleyes.gif
კი მესმის, რომ თავისი ბავშვი ყველას ურჩევნია, მარა კატებს და ძაღლებს ისე ეჩვევიან ხოლმე რომ.. რა ვიცი, პატალა ჰო მაინც პატალაა baby.gif

Posted by: tms 29 Jan 2007, 15:26
ShadowCat
არ მეწყინება smile.gif ერთ წელზე მეტია რაც ბავშვზე ვფიქრობთ და არამარტო ვფიქრობთsmile.gif ვნახოთ ყველაფერი ხდება, არაფერია გამორიცხული
smile.gif

Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 15:46
tms
მხოლოდ ერთი წელი? 2kiss.gif
მე ვიფიქრე, კაი ხანია უკვეთქო smile.gif
არა, მესმის, რომ შენთვის შეიძლება საუკუნეც გავიდა..
მაშინ ნუ დარდობ, ყველაფერი წინაა ჯერ - აგერ, ჩემი დაქალიც მასე იყო, მით უმეტეს, პირველზე აბორტი ქონდა გაკეთებული (როგორც მერე აღმოჩნდა, სულ ტყუილად - ზოგიერთი ჭკვიანი გინეკოლოგის "დამსახურებით") და ეხლა ორსულადაა smile.gif

2kiss.gif

Posted by: tms 29 Jan 2007, 15:50
ShadowCat
დიდი მადლობა ჩემო კარგო smile.gif

Posted by: bubu1234 29 Jan 2007, 15:57
Vanadisi7
დიდი მადლობა
tms
რამდენი ხანია რაც გათხოვილი ხარ?

Posted by: tms 29 Jan 2007, 15:59
bubu1234
2, 5 წელი smile.gif
...............
შაბეშა, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: შაბეშა 29 Jan 2007, 15:59
tms
არ ინერვიულო კველაფერი კარგად იქნება 2 ზმაკაცს ერთს 3 წელში ეკოლება მეორეს 2 წელში 1 წელი არაფერია

Posted by: bubu1234 29 Jan 2007, 16:46
tms
მეც მაგდენი ხანია რაც გათხოვილი ვარდა არც მე არ მყავს შვილი,ვისთან მკურნალობ?არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება,რამდენი წლის ხარ?

Posted by: tms 29 Jan 2007, 17:06
bubu1234
ნამდვილად ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო კარგო smile.gif

Posted by: KHATIKTIKA 29 Jan 2007, 17:39
თუ შეიძლება მიპასუხეთ სპირალის ჩადგმიდან რამდენ ხანში ერთხელ არის გადამოწმება საჭირო და როცა ჩვენებები არ არის არაფერი უარყოფითი მაინც აუცილებელია თუ არა?

Posted by: ikebana 29 Jan 2007, 18:40
bubu1234
tms
აბა მე რაღა ვთქვა 5 წელია გათხოვილი ვარ smile.gif არ ვდარდობ და სასოწარკვეთაში არ ვვარდები. უფლის იმედით ვარ smile.gif

Posted by: tms 29 Jan 2007, 18:58
QUOTE (ikebana @ 29 Jan 2007, 18:40 )
bubu1234
tms
აბა მე რაღა ვთქვა 5 წელია გათხოვილი ვარ smile.gif არ ვდარდობ და სასოწარკვეთაში არ ვვარდები. უფლის იმედით ვარ smile.gif

არც უნდა იყო სასოწარკვეთაში smile.gif
არც მე ვარ და არც არასოდეს ვიქნები, თუ ახლა ხანდახან წავიწუწუნებ ესეც საჭიროა ხოლმე smile.gif ყველაფერი ისე იქნება როგრც ღმერთი ინებებს smile.gif

Posted by: violet 29 Jan 2007, 19:25
ჩემს მეზობელს ზუსტად 10 წელი არ უჩნდებოდა შვილი
უკვე იმედიც რომ აღარ ქონდა რომ დაფეღმძიმდაsmile.gif)) არაჩვეულებრივი ბავშვი გაუჩნდა და მალე მეორეც მიაყოლა...

ყველას გისურვებთ დედობის სიხარული უფალმა თქვენც მალე განგაცდევინოთsmile.gif

Posted by: MUKI96MA 29 Jan 2007, 21:08
vadisi 7 კლ;/
ფუტკრის რძე ვინ დაგინიშნა? და რა შემთხვევაში უნდა დალიო ?








Posted by: Vanadisi7 29 Jan 2007, 21:30
დანიშვნით არავის დაუნიშნავს, უბრალოდ მასზე ბევრი ვიკითხე ინეტში და მერე გამცილ მეფუთკრეებს ვკითხე, გადავწყვიტე როგორც ვიტამინი ისე მიმეღო, ყველანაირ შემთხვევაში შეგიძლია მიიღო, ძაან ბევრ დაავადებას შველის, უშლის სიმსივნეების და ბევრი დაავადების წარმოქმნას, და ვიცი ადამიანი რომელიც ლეიკეემიით იყო დაავადებული და მაგ რძემ უშველა

Posted by: ketato1979 29 Jan 2007, 21:50
Vanadisi7
აუ მეც მაინტერესებს ეგ ფუტკრის რძე ,მეც 2 წელია გათხოვილი ვარ და პატარა ჯერაც არ მყავს,რა ვქნა ყველაფერი უნდა ვცადო,იქნებ მერე ზუსტი მისამართი დაპოსტო...
ვცდილობ ბევრი არ ვინერვიულო მაგრამ რაღაც არ გამომდის ,
ხო არაფერს უშლის და მეც რა მეკარგება ,აუცილებლად უნდა ვცადო...

Posted by: Vanadisi7 29 Jan 2007, 21:54
მდაა თურმე რა ხდება ჩვენს დედამიწაზე, რამდენს გვინდა პატარა, აუცილებლად გვეყოლება გოგოებო აუცილებლად, ეგ რძე ნამდვილად არაფერს უშლის, თაფლზე თუ არა გაქ ალერგია, სცადე იქნებ დაგეხმაროს, მე ვიპოვი იმ სტატიას ინტერნეტში და აუცილებლად დავპოსტავ რო წაიკითხოთ, იმ კაცის ნომერზე პმ ში მოგწერ.

Posted by: Suleluka 29 Jan 2007, 22:06
ikebana
tms
ketato1979
გოგოებო წარმატებებს გისურვებთ, არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგა იქნება 2kiss.gif

Posted by: Vanadisi7 29 Jan 2007, 22:45
სულელუკა შენ გათხოვებიდან რამდე ხანში დაორსულდი?

Posted by: lala 29 Jan 2007, 22:56
ნუ ნერვიულობთ , ღმერთი განაგებს ყველაფერს და არ დაგტოვებთ უშვილოდ smile.gif გწამდეთ და აუცილებლად გეყოლებათ smile.gif
მე გათხოვედბიდან 3 თვეში დავფეხმძიმდი
1 წლამდე დაფეხმძიმება ნორმააა

Posted by: MUKI96MA 29 Jan 2007, 23:13
ტელევიზორში არ ნახეთ 16 წლის უშვილობის მერე 3 ტყუპი რომ ეყოლათ?

Posted by: Suleluka 29 Jan 2007, 23:47
Vanadisi7

1 კვირაში rolleyes.gif

Posted by: ShadowCat 30 Jan 2007, 00:50
suleluka
მდაა.... სულ არ აჩქარებულხარ, ისე, ჰო იცი givi.gif 2kiss.gif

Posted by: kudracha 30 Jan 2007, 11:46
ეხლა შეპირებული ინფო გაგუასთან მშობიარობაზე:
აქ იყო დავა იმაზე, რომ არის ძალიან უხეში და ბლაბლაბლა.
არის ფანტასტიური ადამიანი, ყუადღებიანი და თბილი, ამავე დროს უდიდესი პროფესიონალი. მე გადაცდენისთვის წინასწარ სამი დღით ადრე დამაწვინეს და შესაბამისად, საკმარისი დრო მქონდა, გვერდიდან მედევნებინა თვალ-ყური იქ მიმდინარე პროცესებისთვის. თვითონ სამშობიაროს, რა თქმა უნდა ბევრი რამე აქვს გამოსასწორებელი და დასახვეწი, მაგრამ საერთო ჯამში, შეიძლება 10 დან 9 ქულის დაწერა.
რაც შეეხება ეპიდულარულს, ისიც გავიკეთე და ფეხებიც ადგილზე მაქვს და ხელებიც smile.gif
ვისაც მანდ მშობიარობა გადაუწყვეტია, ვურჩევ რომ არ აყვნენ ქალაქში მოარულ ათას სისულელეს
გაგუა რულამს up.gif

Posted by: Suleluka 30 Jan 2007, 11:49
ShadowCat
ნამდვილად მოულოდნელი იყო, მარა რო გითხრა არმეჩქარებოდა მეთქი მოვიტყუები, ვგიჟდები ბავშვებზე rolleyes.gif

Posted by: violet 30 Jan 2007, 11:51
kudracha
აქაც გილოცავsmile.gif)
ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს 2kiss.gif

Posted by: kudracha 30 Jan 2007, 11:57
violet
მადლობა smile.gif გაიხარე

Posted by: Suleluka 30 Jan 2007, 12:04
kudracha
მეც გილოცავ smile.gif
სად იმშობიარე? გაგუას კლინიკაში?

Posted by: Vanadisi7 30 Jan 2007, 12:05
კუდრაჭა მეც გილოცავ, ბედნიერი და ჯანმრთელი გაგიზარდოს ღმერთმაsmile.gif

Posted by: ikebana 30 Jan 2007, 12:08
kudracha
გილოცავ და ბედნიერ დედობას გისურვებ smile.gif

Posted by: makvala 30 Jan 2007, 12:21
kudracha

QUOTE
ეხლა შეპირებული ინფო გაგუასთან მშობიარობაზე:
აქ იყო დავა იმაზე, რომ არის ძალიან უხეში და ბლაბლაბლა.
არის ფანტასტიური ადამიანი, ყუადღებიანი და თბილი, ამავე დროს უდიდესი პროფესიონალი.
...
საერთო ჯამში, შეიძლება 10 დან 9 ქულის დაწერა.


ესეც მე ხომ არა ვარ...

აქ ერთმა გაგუაზე რომ down1.gif down1.gif down1.gif down1.gif დახატა, ეგრეც არ არის საქმე...

კუდრაჭ, რა მინდა გთხოვო, ბარემ რადგან

QUOTE
საკმარისი დრო მქონდა, გვერდიდან მედევნებინა თვალ-ყური იქ მიმდინარე პროცესებისთვის. თვითონ სამშობიაროს, რა თქმა უნდა ბევრი რამე აქვს გამოსასწორებელი და დასახვეწი,


დაწერე, ნუ დაიზარებ დაკონკრეტებას. ერთ–ერთი ვინც გაგუასთან გირჩია მეც ვიყავი. რომ არ მოგატყუო, ერთი წელია მანდ არ ვყოფილვარ და იშვიათად თუ ვეკონტაქტები ტელეფონით, ასე რომ რა მინუსებია და რა არ მოგეწონა ძალიან მაინტერესებს. შეიძლება ეს მინუსი სულაც არ არის, ან პირიქით დიდი მინუსია და შენ მცირე მინუსად მოგეჩვენა, რადგან 10–დან 9 ქულა დაუწერე...

რა ვქნა ძალიან ჭორიკანა ვარ...

Posted by: bubu1234 30 Jan 2007, 12:25
kudracha
გილოცავ! ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს 2kiss.gif

Posted by: kudracha 30 Jan 2007, 12:52
makvala
QUOTE
დაწერე, ნუ დაიზარებ დაკონკრეტებას. ერთ–ერთი ვინც გაგუასთან გირჩია მეც ვიყავი. რომ არ მოგატყუო, ერთი წელია მანდ არ ვყოფილვარ და იშვიათად თუ ვეკონტაქტები ტელეფონით, ასე რომ რა მინუსებია და რა არ მოგეწონა ძალიან მაინტერესებს. შეიძლება ეს მინუსი სულაც არ არის, ან პირიქით დიდი მინუსია და შენ მცირე მინუსად მოგეჩვენა, რადგან 10–დან 9 ქულა დაუწერე...

მინუსებში არ მიგულისხმია სამედიცინო პეროსნალის პროფესიონალიზმი smile.gif პირიქით, სხვებიც ძალიან ყურადღებიანები არიან და კარგები. სიტუაციაც ისეთია, რომ ნაკლებად იგრძნობა, საავადმყოფოში რომ ხარ smile.gif
დასახვეწი უმნიშვნელო რაღაცეებია. მაგალითად, ლუქსი პალატისგან უფრო მეტს ველოდი wink.gif მართალია სუფთაა და კარგი, მაგრამ ეტყობა რაღაც პერიოდი არ განუახლებიათ smile.gif და კიდე, კარგი იენქბა, თუ პალატებში გამოსაძახებელ პულტებს დააყენებენ, რომ ახალნამშობიარებს არ მოუწიოს თავისით ადგომა და დერეფანში ვინმესთვის ხმის მიწვდენა smile.gif
საერთო ჯამში, ყველაფერი OK არის.
არა, მაინც გაოგნებული ვარ დღესაც, იმ გიჟური გრაფიკის მერე დათო როგორ ახერხდებდა დღის ბოლოსკენ ისეთივე თბილი და მხიარული ყოფილიყო, როგორც დილით, დაღლამდე biggrin.gif
suleluka
QUOTE
სად იმშობიარე? გაგუას კლინიკაში?

კი, გაგუასთან up.gif
ყველას დიდი მადლობა, ხალხო smile.gif 2kiss.gif

Posted by: asiko 30 Jan 2007, 13:17
ჩემმა დამ იმშობიარა გაგუასთან. შეიძლება კარგი პროფესიონალია, მაგრამ ტიპაჟი მე არ მევასა სასტიკად. მე მაგასთან არ ვიმშობიარებდი. მარა მე ნუ მისმენთ, ცოტა სხვა კრიტერიუმები მაქვს. biggrin.gif ის მდივნის თუ მენეჯერის პონტში ხომ უსაზიზღრესი ქალი ყავს.

QUOTE
იმ გიჟური გრაფიკის მერე დათო როგორ ახერხდებდა დღის ბოლოსკენ ისეთივე თბილი და მხიარული ყოფილიყო, როგორც დილით, დაღლამდე


ყალბი ადამიანია. მე მაყვალასავით უხეშს, მარა გულწრფელს ვამჯობინებდი. smile.gif

Posted by: tu-tuna 30 Jan 2007, 15:04
AFP ანალიზის გაკეთება რა ღირს და რამდენად საჭიროა თუ ნაყოფის განვითერბა ნორმაშია და ტონუსის გარდა ჩივილები არ არის?

Posted by: kudracha 30 Jan 2007, 15:13
asiko
QUOTE
ის მდივნის თუ მენეჯერის პონტში ხომ უსაზიზღრესი ქალი ყავს

ნანულა? biggrin.gif მაგარი წიკვინა კია, თანამშრომლების რისხვაა, მაგრამ ამავე დროს მოდუნების საშუალებას არ აძლევს

Posted by: asiko 30 Jan 2007, 15:16
kudracha
QUOTE
მაგრამ ამავე დროს მოდუნების საშუალებას არ აძლევს

არამარტო თანამშრომლებს, ასევე მშობიარეებს და მათ ახლობლებს, არა?! biggrin.gif

Posted by: Kakha 30 Jan 2007, 15:22
kudracha
გოგო შენ პალატიდან პოსტავ თუ გამოიქეცი ხალათით? biggrin.gif
გილოცავ გილოცავ smile.gif ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყოს შენი პატარა smile.gif

Posted by: killer 30 Jan 2007, 15:29
kudracha
wb 2kiss.gif


Posted by: kudracha 30 Jan 2007, 16:06
Kakha
killer
გმადლობთ, გაიხარეთ

Posted by: Suleluka 30 Jan 2007, 17:21
tu-tuna
QUOTE
AFP ანალიზი

ეგ რა ანალიზია?

Posted by: tms 30 Jan 2007, 17:26
QUOTE (suleluka @ 30 Jan 2007, 17:21 )
tu-tuna
QUOTE
AFP ანალიზი

ეგ რა ანალიზია?

ფეხმძიმობის მე-16 კვირიდან აკეთებენ AFP (ალფა ფეტო პროტეინი) ანალიზს, ანუ იღებენ სისხლს და ზომავენ ამ პროტეინს რათა დადგინდეს ნერვული მილის გავითარება როგორ ხდება, რამე დფექტი ხომ არ არის. თუ ეს პროტეინი ძალიან მაღალი მიუთითებს რომ ნერვული ღეროს დეფქტსა და 21 -ე ქრომოსომის ტრისომიაზე ანუ დაუნზე..
აქ იყო თემა გახსნილი გენეტიკურ ანალიზზე : http://forum.ge/?f=43&showtopic=33698370

Posted by: lala 30 Jan 2007, 17:53
კუდრაჭა
გილოცავ
ბედნიერი დედა ყოფილიყავი
ძალიან მაინტერესებდა შენი შეპირებული შეხედულება გაგუაზე
მეც მანდ მივალ საბოლოოდ smile.gif))

Posted by: kudracha 30 Jan 2007, 21:56
lala
მადლობა smile.gif

Posted by: makvala 31 Jan 2007, 00:43
[/b]asiko[/]

QUOTE
მე მაყვალასავით უხეშს, მარა გულწრფელს ვამჯობინებდი.


lol.gif lol.gif

აგაშენა ღმერთმა, რა გამამხიარულე ამ ძილის წინ...

ისე რეალში ცოტა ნაკლებად უხეში ვარ, ე.ი. ცოტათი ყალბიც...

იცი რა კარგ ხასიათზე ყოფნა და იმედის მიცემა ეს ექიმის პროფესიულ მოვალეობებში შედის, ასე რომ გაგუა ამას თუ სამუშაოს ბოლომდე ახერხებს ეს მას +...

ისე ნუ გეწყინება და გურული ხომ არ ხარ?? გურულ ქალებს ხშირად არ მოსწონთ გაგუა, ამიტომ გურულ ორსულებს სხვაგან ვაგზავნი ხოლმე...

პიროვნული ნაკლი ყველა ადამიანს აქვს, დათოსაც მათ შორის, მაგრამ საქმე წესიერად გააკეთოს და თავის გზაზე რაც უნდა ის ქნას...

ნანულა კი მართლა ავჩარკაა, მაგრამ საჭიროა. სხვათა შორის ევროპაში და რუსეთშიც მთავარ ექთნად კარგ კლინიკებში ყველგან ეგეთ მამალ ქალებს ნიშნავენ. ექთანი თან საქმე რომ იცის და თან მკაცრია და თან უხეში, განყოფილების გამგეზე და დირექტორზე უფრო ეშინიათ ექიმებს....

ტუტსიში რომ მამალი ქალი უნდათ სწორედ მთავარი ექთნის თანამდებობაზე გახსოვს, რაღაცნაირად სახასიათოა ამ თანამდებობისათვის...

tu-tuna

AFP მთელ მსოფლიოში ითვლება სკრინინგულ კვლევად და პაგალოვნად უტარდება ყველას, რაიმე სპეციალური ჩვენება ამ კვლევის ჩასატარებლად საჭირო არ არის. საქართველოში უფასო ორსულის პატრონაჟის პროგრამაში არ შედის...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში შედის...

ცალსახად დაუნს და სიმახინჯეს არ ნიშნავს, მაგრამ ერთ–ერთ სერიოზული მინიშნებაა. მითუმეტეს თუ არსებობს დაუნის ექომარკერებიც: კისრის ნაკეცის სისქის მომატება და ჰიპერექოგენური ნაწლავები...


Posted by: Solveig 31 Jan 2007, 00:46
QUOTE
ტუტსიში რომ მამალი ქალი უნდათ სწორედ მთავარი ექთნის თანამდებობაზე

სტარშაია მედსესტრა=სტრაშნაია მედსესტრა biggrin.gif


Posted by: tu-tuna 31 Jan 2007, 09:58
makvala და tms დიდი მადლობა! უბრალოდ პირველი რომ გავაჩინე 3 წლის წინ, მაგ ანალიზის შესახებ არც მსმენია! კონსულტაციაში მირჩიეს - უფრო სწორედ ჩემი სურვილისდამიხედვით გამიშვებდა გასაკეთებლად - ეგრეც მოვიქცევი! დაუნის ექომარკერები - ეს ცალკე ანალიზია თუ ექოზე გამოჩნდება?

მადლობა კიდევ ერთხელ

kudracha ვუერთდები მეც მილოცვებს, ღმერთმა ჯანმრთელი ბაო გაგიზარდოს! გმირი ხარ!

Posted by: kusuna 31 Jan 2007, 10:23
QUOTE (ikebana @ 25 Jan 2007, 22:25 )
ჰიპოთირეოზის დროსაა TSH აწეული.

no.gif ჰიპოთირეოზის დროს T4 არის დაქვეითებული, ხოლო რაც შეეხება TSH-ს, ის მომატებულია პირველადი ჰიპოთირეოზის დროს, მაგრამ დაქვეითებული ან ნორმალურია მეორეული ჰიპოთირეოზის დროს smile.gif

Posted by: ninarichi 31 Jan 2007, 12:41
გუშინ გადავიღე ეხო ჩიყვზე, მეგონა რომ ეს იკნებოდა მიზეზი ასეტი დაუსრულებელი ლოდინის. აგმოჩნდა რომ არც გადიდებული მაქ და არც კვანძებია, ოდნავ პატარაც კი არის ზომებშიო. მერე ანალიზი ჩავაბარე რომ ჰორმონის აქტიურობა დავადგინოთ.

და როგორ ფიქრობთ პატარა ზომაც რაიმე სახით უარყოფითათ მოქმედებს?

Posted by: Vanadisi7 31 Jan 2007, 12:52
რომელ ჰორმონებზე ჩააბარე? TSH da FREE T4? მე ეგენი მქონდა დაქვეითებული, დაელოდე ანალიზებს, საშიში არაფერია, ალბათ შენც ელთიროქსინს დაგინიშნავენ.

Posted by: ninarichi 31 Jan 2007, 13:00
არ ვიცი ვიღაც ძალიან მაგარი ენდოკრინოლოგიაო მირჩიეს და მივედი. ტვიტონ მიტხრა საშიში არაფერია და მგონი იოდიც კი საკმარისი იკნება შენთვისო.

Vanadisi7

შენ რა ქენი ხომ არ დარჩი?


http://www.mother.ge/forum/
* * *
თითოეული ჩვენთაგანის გამოცდილება და რჩევა წინ გადადგმული ნაბიჯია გოგოებო. დავეხმაროთ ერთმანეთს მაქსიმალურად

Posted by: Vanadisi7 31 Jan 2007, 13:04
არა ჯერsad.gif მე ეს ციკლიც კონტრაცეპტივა მაქვს დანიშნული და მერე ვნახოთ რა გამოვა

Posted by: tms 31 Jan 2007, 13:21
ისე ერთი სიტყვა უნდა ვთქვა, რომელსაც ვერ ვიტან მაგრამ ამართლებს ცხოვრებაში: უნდა დაიკიდო, აი როცა დაიკიდებ და თავიდან ამოიგდებ ამ საკითხზე ჩაციკვლებს მაშინ გამოვა ყვლაფერი.. ამას პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები smile.gif მთავარი არ ინერვიულოთ (ვინერვიულო) და ყველაფერი გამოვა, თუ არ გამოვა მასე ყოფილა საჭირო (გაიგე tms? )
მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება smile.gif ამის თქმა მინდოდა

Posted by: Vanadisi7 31 Jan 2007, 13:29
მართალი ხარ tms , მაგრამ ამ ჩვენ თავებს რა მოვუხერხოთ?> როცა რაღაცა ძალიან გინდა და ის ძალიან რო აგვიანებს, მეც ვეუბნევი ჩემს თავს მაგეებს , ცოტას დავწყნარდები და მერე იწყებააა თუ სადმე ორსულს ვნახავ, თუ გავიგებ რო საახლობელოში ვიღაცა ან დაორსულდა ან გააჩინა, მაღაზიაში ბავშვის ტანსაცმელს რო დავინახავ მაგაზე ხო საერთოდ, მაშინ ერთი გამოსვაალია სადმე შორს უნდა წახვიდე სადაც არავინ იქნება დააღარავის ნახავ დროებით მაინც, აი ეს კი მიშველის ალბათsad.gif((


ღმერთი მოწყალეა


Posted by: tms 31 Jan 2007, 13:44
Vanadisi7
ვიცი ეგ ყველაფერი და მესმის smile.gif აი მაგეებს რომ აღარ მიაქცევ (მივაქცევ) ყურადღებას უფრო კარგები ვიქნებით smile.gif
გამოვშტერდი კაცო, ყველა ჰორმონი რას აკეთებს როგორ უნდა იყოს, ციკლის დღეების მნიშვნელობები და ასე შემდეგ...არ მაინტერესებს.. დავდივარ ექიმთან ვაკეთებ იმ დანიშნულებას რაც საჭიროა დანარჩენი უკვე ღმერთის ნებაა და მე უნდა გამოვირეცხო ტვინი ამ ყველაფრისგან..მოკლედ ძირითადში ეგრეა smile.gif
2kiss.gif

Posted by: Vanadisi7 31 Jan 2007, 13:52
ხო ეგრეაsmile.gif

უნდა მოვიცადოთ და მოვითმინოთ

Posted by: L&L 31 Jan 2007, 13:53
tu-tuna


QUOTE
დაუნის ექომარკერები - ეს ცალკე ანალიზია თუ ექოზე გამოჩნდება?


ბოდიში რომ საუბარში ვიჭრებით, ეს ცალკე ანალიზი არ არის, ჩვეულებრივ ექო გამოკვლევაზე ჩანს ამ ვადაზე.

Posted by: Vanadisi7 31 Jan 2007, 13:56
მაინტერესებს ბაზალურ ტემპერატურას თუ იზომავს ვინმე და ცხრილი თუ გაქვთ შედგენილი?

Posted by: tms 31 Jan 2007, 14:04
Vanadisi7
ჩემი რჩევა იქნება დაანებე მაგის გაზომვებს თავი..ერთხელ ვცადე და დავაფიქსირე რომ უკვე ვერ მქონდა საქმე კარგად smile.gif ასე რომ პირადად არ ვიზომავ და არც გავიზომავ..

Posted by: Suleluka 31 Jan 2007, 14:05
tms
სად შეიძლება მაგ ანალიზის გაკეთება? ყველგან კეთდება? სისხლის ანალიზია თუ?! და რა ღირს?


....................

ვაიმე რა მეშველება მე რა ჩაციკლული დედა ვიქნები

Posted by: tms 31 Jan 2007, 14:08
suleluka
ოი მე მაგას ვერ გეტყვი, მე არ ვარ საქრთველოში smile.gif ასე რომ საქრთველოს ექიმებისა და ფასების არაფერი ვიცი smile.gif

Posted by: Suleluka 31 Jan 2007, 14:09
tms
აუ წავიკითხე თემაში და მემგონი მაგას ვერ გავიკეთებ მეშინია sad.gif
წესით ხო ეხოზეც უნდა გამოჩნდეს თუ რამეა თუ არა?!

Posted by: ninarichi 31 Jan 2007, 14:13
მგონი ეხომ უნდა აჩვენოს არა ?? ?

Posted by: tms 31 Jan 2007, 14:15

L&L-მა უპასუხა:

tu-tuna


QUOTE
დაუნის ექომარკერები - ეს ცალკე ანალიზია თუ ექოზე გამოჩნდება?


ბოდიში რომ საუბარში ვიჭრებით, ეს ცალკე ანალიზი არ არის, ჩვეულებრივ ექო გამოკვლევაზე ჩანს ამ ვადაზე.

Posted by: Suleluka 31 Jan 2007, 14:15
ninarichi
აბა თუ უმაგ ანალიზოდ ვერ გაიგებ რაგა საჭიროა ეხოზე მისვლა და გამოკვლევა, მე პირადად იმიტო მინდა მათითაშვილთან ეხოზე მისვლა რო, - გეუბნევა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გამორიცხავს სხვა და სხვა ანომალიებს

Posted by: tms 31 Jan 2007, 14:23
suleluka ნუ ფიქრობ რაღაც არა საჭირო რამეებზე. მიდი ექიმთან და ის გეტყვის ყველაფერს smile.gif

ახლა უბრალოდ ინფორამციის მიზნით რაც შეეხება გენეტიკურ ანალიზს :დაუნის სინდრომი პირველ რიგში, სწორედ სისხლის გზით დგინდება, ანუ დედას აუღებენ სისხლს, იზომება ნაყოფის "კისრის" უფრო ზუსტად კისრის ნაოჭი. ამაზე მაყვალამც დაწერა რამდენჯერმე , ეს მეთოდი რათქმაუდა 100% არ არის, დაუნის გარდა კიდევ რამდენიმე დაავადება რომლის დიაგნოზის დასმა შეუძლიათ. ამ გზით კეთდება კიდევ მე-18 ქრომოსომის ტრისომიის ანალიზი.

თუ მემკვდირეობაში ვინმეს ქონდა, მაშინ შეიძლება გაკეთდეს ნაყოფის ანალიზი, რაც სარისკოა და მოკლედ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ


ფეხმძიმობის მე-16 კვირიდან აკეთებენ კიდევ AFP (ალფა ფეტო პროტეინი) ანალიზს, ანუ იღებენ სისხლს და ზომავენ ამ პროტეინს რათა დადგინდეს ნერვული მილის გავითარება როგორ ხდება, რამე დფექტი ხომ არ არის. თუ ეს პროტეინი ძალიან მაღალი მიუთითებს რომ ნერვული ღეროს დეფქტსა და 21 -ე ქრომოსომის ტრისომიაზე ანუ დაუნზე..
მოკლედ ამ საკითხზე მე რაც ვიცი ეს არის smile.gif

Posted by: Suleluka 31 Jan 2007, 14:27
tms
რა ვიცი ჯერ არ უთქვია ექიმს და არ ვიცი მეტყვის ალბათ მერე, სისხლის ანალიზი კიდე შიძლება მარა, მეორე თემაში რაღაც სითხეო...
რა მეშველება ბავში როგრ უნდა გავაჩინო

Posted by: tms 31 Jan 2007, 14:29
suleluka
დამშვიდდი რა smile.gif არაფერი გაქვს სანერვიულო და ნუ ქოთქოთებ ტყუილად კარგი? smile.gif smile.gif

Posted by: ninarichi 31 Jan 2007, 14:29

suleluka

და შენ რატო გეშინია ასე რაიმე წინაპირობა არსებობს?

Posted by: Suleluka 31 Jan 2007, 14:31
tms
ოკ, მარა მე ეგრე არ შემიძლია, ყოველთვის რაღაც პრობლემას ვიჩენ ძალით და ვნერვიულობ rolleyes.gif დავტანჯე ყველანი კითხვებით


ninarichi
არა ისე მეშინია უბრალოდ



Posted by: ირაკლა 31 Jan 2007, 15:11
suleluka
ყველაფერი კარგად იქნება wink.gif აგერ ნახე. 9 თვე მოუარე თავს და ეგ არი

Posted by: ninarichi 31 Jan 2007, 15:36
მეც ეგეტი ფეტიანი ვარ. ექიმი გინეკოლოგი და კლინიკა არ დამიტოვებია, პირველმა ცჰავარდნამ დამირხია. ახლა კველაპრის გამორიცხვა მინდა

Posted by: ikebana 31 Jan 2007, 19:35
Vanadisi7
QUOTE
მაინტერესებს ბაზალურ ტემპერატურას თუ იზომავს ვინმე და ცხრილი თუ გაქვთ შედგენილი?

მე ვიზომავდი ერთიმ პერიოდი, თითქმის წელიწადი. ვადგენი ცხრილებს და გრაფიკებს smile.gif მერე მომბეზრდა და შევეშვი.
არც შენ გირჩევ. თუ სერიოზული პრობლემა არ გაქვს რამე, დაიკიდე. ნუ იფიქრებ, რამით დაკავდი, იმუშავე, რამე შექმენი.

მიზანი შეცვალე. იფიქრე რომ, შენი მიზანი ცხოვრებაში არის არა დედობა და შვილების გაჩენა, არამედ, ვთქვათ, კარიერის გაკეთება, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და ფულის დაგროვება.
უფრო მეტი იფიქრე სხვების პრობლემებზე და ნაკლებად შენსაზე. თუ კარგად მიიხედ-მოიხედავ, დაინახავ მათ ვისაც შენი დახმარება სჭირდებათ, და იგრძნობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვს გასაკეთებლი.

Posted by: Vanadisi7 31 Jan 2007, 19:38
ეჰ მართალი ხარ ჩემო კარგო, მიზანი კი ბევრი მაქვს მაგრამ გამოდის რო? ამ სამსახურმაც მომაბეზრა თავი, ორში ერთად ვმუშაობ, ვცდილობ რაღაც ბიზნესი წამოვიწყო მაგრამ წოტა თუ არ წაგეხმარეს და მხარში არ ამოგიდგენ ძაან ძნელია

Posted by: ikebana 31 Jan 2007, 19:41
Vanadisi7
ვიცი, ძნელია. მე სამგან ვმუშაობ smile.gif
რას იზამ, ცხოვრება ბრძოლაა. ლაგრით არაფერს მოგართმევენ smile.gif
მთავარია ფანტაზია, თორემ ახალ-ახალ მიზნებს რა დალევს. ხო, და მთავარია შრომა არ გეზარებოდეს.
არა, უფრო მთავარია ალბათ ძლიერი სურვილი რამე შეცვალო. smile.gif

Posted by: Vanadisi7 31 Jan 2007, 19:45
გავითვალისწინებ შენს რჩევას, უბრალოდ გული იმაზე მწყდება რო ყველაზე ძაან რაც გინდა ადამიანს და არა გაქ, საშინელებაა

Posted by: tms 31 Jan 2007, 19:46
Vanadisi7
დროის საკითხია. .. დღეს არ არის ხვალ იქნება smile.gif

Posted by: Vanadisi7 31 Jan 2007, 19:48
I HOPE SO:) THX:)


smile.gif

Posted by: ikebana 31 Jan 2007, 19:53
აბა წარმოდგინეთ, ადამიანები, რომლებსაც იმედიც კი არ შეიძლება ჰქონდეთ.
აი ის გოგონა მაგალითად, თურქული ავტობუსიდან, 9 წლის, ორივე ფეხი რომ დაკარგა, ან ხალხი, რომლებიც უკურნებელი დაავადებით იტანჯებიან. რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო.
მადლიერი ვარ უფლის იმისთვის რაც მაქვს და მისი ნებაა მომცემს თუ არა იმას არც არ მაქვს.

Posted by: Vanadisi7 31 Jan 2007, 19:54
ალბათ დამსახურების და მიხედვით, მე სულ მაგას ვფიქრობ რომ ჯერ არ დამიმსახურებია და იმიტომაც არა მაქვს,

Posted by: tms 31 Jan 2007, 19:59
Vanadisi7
მე მგონი მასე ფიქრიც არ არის კარგი, მასე სულ დაძაბული იქნები..
ნუ ფიქრობ ამაზე განუწყვეტლივ....იცხოვრე smile.gif რა შეღავათი მაგრამ მარტო არ ხარ მაგ პრობლემით smile.gif

Posted by: Vanadisi7 31 Jan 2007, 20:01
ვიცი ვიციsmile.gif და წარმატებებს ვუსურვებ ყველასsmile.gif ყველასი კაი ამბავი ძალიან გამიხარდებაsmile.gif

Posted by: agnes 31 Jan 2007, 20:09

საერთოდ როდესაც რაიმეს ძნელად აღწევ უფრო აცნობიერებ და აღიქვამ. ამიტომაც, დაელოდე იმ ძლიერ სიხარულსVanadisi7

Posted by: ninarichi 31 Jan 2007, 20:59
ეგ მართალია , მარა იმაშიც დაგვეთანხმეთ რომ გამუდმებული და გაუთავებელი ლოდინის პირობებში ძალიან ძნელია ნერვების მოთოკვა. სულ მგონია რომ ხალხი რომელიც მამშვიდებს სერიოზულად არ აღიქვამს ჩემს დარდს.

მეორეს მხრივ ყველანაირ ვირუსზე და სისულელეზე მეტი ზიანი ჩვენს ნერვიულობას მოაქვს ჩვენთვის და ჩვენი პატარებისთვის.

http://www.mother.ge/forum/

Posted by: MUKI96MA 31 Jan 2007, 22:38
ინ ვიტრო იცის ვინმემ ზუსტად რა ღირს?

Posted by: agnes 31 Jan 2007, 22:39
მე მგონი $ 1500-2500 საქართველოში

Posted by: MUKI96MA 31 Jan 2007, 22:57
ეგ ფასი მემგონი ცოტა ადრე იყო და ეხლაც ეგრეა ? გარდა ამისა მაგას წინასწარი მოსამზადებელი პერიოდი ქონია და ის ალბათ ცალკე თანხა იქნება .ხომ არ იცით კიდევ სად კეთდება მარტო ჟორდანიაში თუ სხვაგანაც?ან კარგი სპეციალისტი მაგ საქმის?

Posted by: ikebana 31 Jan 2007, 23:14
აქ ადრე ვიღაცამ ახსენა დაუნის სინდრომის ადრეული ნიშნები.
ერთერთი იყო კისრის ნაოჭის გასქელება.
უფრო დეტალური ინფორმაციას ხომ ვერ მომაწვდით?
ჩემი ახლობელია 3,5 თვის ორსული. ახლა იყო ექოზე ჩაჩავაში ვიღაც ფიქრიასთან და იმან კახა ტატიშვილს გააკეთებინა ექო.
მოკლედ, ჯერ ნაყოფის ასაკი უთხრეს 15 კვირა (არადა ნაკლები გამოდის) და კისრის ნაოჭია გასქელებულიო და გენეტიკური ანალიზი უნდა გაიკეთოო. ალბათ AFP-ც.
მაინტერესებს, ნორმაში ხდება თუ არა ამ ნაოჭის გასქელება? და რა ვადაზე?

Posted by: bubu1234 31 Jan 2007, 23:19
QUOTE
ეგ ფასი მემგონი ცოტა ადრე იყო და ეხლაც ეგრეა ? გარდა ამისა მაგას წინასწარი მოსამზადებელი პერიოდი ქონია და ის ალბათ ცალკე თანხა იქნება .ხომ არ იცით კიდევ სად კეთდება მარტო ჟორდანიაში თუ სხვაგანაც?ან კარგი სპეციალისტი მაგ საქმის?

იუნონაში კეთდება მეც ვიკითხე აქ და ასე მითხრეს.

Posted by: MUKI96MA 31 Jan 2007, 23:29
bulu 1234 როდის იკითხე და რა გითხრეს ზუსტად დაწერე რა? მე ხვალ ვაპირებდი ფერტილოსკოპიის და მაგის ფასის გაგებას და არ ვიცი სად მივიდე.იუნონაში ვინ აკეთებს და ისევ კობის ქუჩაზეა ეგ იუნონა?

Posted by: bubu1234 31 Jan 2007, 23:43
მე მაკვალამ მითხრა რომ მარტო იუნონაში და ჟორდანიაში კეთდება ინვიტრო.
ფერტილოსკოპია 1000ლარი ღირს მარტო დათვალიერება და თუ ოპერაციაა საჭირო იმისას ცალკე იხდი,მე თვითონ არ მივსულვარ და მიკითხია,გადმოცემით ვიცი

Posted by: MUKI96MA 1 Feb 2007, 10:26
მადლობა დიდი. მე დღეს გავიგებ ალბათ. მინდოდა წასვლა მაგრამ ახლობელმა, რომელიც ჩაჩავაში მუშაოს მირჩია ნაცნობის გარეშე არ მიხვიდე ჟორდანიაში, გავარკვევ მე და მერე მიგაგზავნი ნაცნობთან თორემ ვიღაცა მოგატყუებსო და ვნახოთ რა იქნება.

Posted by: agnes 1 Feb 2007, 14:36
ჟორდანიაში აკეთებენ გია ცაგარეიშვილი და ნატო ხონელიძე,
იუნონაში ახლა დაიწყეს. ვინ აკეთებს ზუსტად არ ვიცი.

Posted by: tms 1 Feb 2007, 15:03
MUKI96MA
QUOTE
გარდა ამისა მაგას წინასწარი მოსამზადებელი პერიოდი ქონია და ის ალბათ ცალკე თანხა იქნება .


ინვიტრო მარტო პუნქცია არ არის, ეს არის კომპლექსური პროცესი და ამდენად მოსამზადებელი პერიოდსაც გულისხმობს და მერე რაც მაგას მოყვება ყველაფერს და ფასიც უნდა გულისხმობდეს ამ ყველაფერს. ეგ ექიმზეა დამოკიდებული წინა ციკლის 22-ე დღიდან დაიწყებს მომზადებას (მოსმაზადებელი პერიოდი) და მერე გააკთებს სტიმულაციას თუ მიმდინარე ციკლის მე-3 დღიდან. ანუ იმის თქმა მინდა რომ არსებობს სხვადასხვა ე.წ. პროტოკოლები და ფასი გულისხმობს ამ ყველაფერს. ანუ ამ ფასში უნდა შედიოდეს მოსმაზადებელი პერიდიც სტიმულაციაც პუნქციაც და ემბრიონის (ების) შეყვანაც უკან smile.gif

Posted by: MUKI96MA 1 Feb 2007, 16:06
მითხრეს პროლაქტინი და არ ვიცი კიდევ რა მწყობრში უნდა გქონდესო .და კიდევ მაინტერესებს როგორ კეთდება ნარკოზით? და რომ მიხვალ მალევე გაგიკეთებენ თუ რა ხდება?ექიმს რომელს მირჩევ? და ფასი?

Posted by: tms 1 Feb 2007, 16:20
QUOTE (MUKI96MA @ 1 Feb 2007, 16:06 )
მითხრეს პროლაქტინი და არ ვიცი კიდევ რა მწყობრში უნდა გქონდესო .და კიდევ მაინტერესებს როგორ კეთდება ნარკოზით? და რომ მიხვალ მალევე გაგიკეთებენ თუ  რა ხდება?ექიმს რომელს მირჩევ? და ფასი?

ექიმის რჩევა არ შემიძლია smile.gif
ჰორმონებს წინასწარ ამოწმებენ რატქმაუინდ. და პრინციპში ე.წ. მოსმაზადებელი პერიოდის მიზანი არის ჰორმონების დაუნრეგულაცია. და მერე იწყებენ სტიმულაციას " ხელოვნურად " მოახდინონ ოვულაცია ანუ დროში გათვლილი პრიცესია. რაც შეეხება პროცესს, სტიმულაცია აკეთებენ, და კვერცხუჯრედი (ები) რომ მომწიფდება მერე აკეთებენ ე.წ. პუნქციას ნარკოზის ქვეშ. ზოგი ზოგადს აკეთებს ზოგი ადგილობრივს. ეს პატარა ა ოპერაცია გრძელდება 10-15 წუთი. მერე რომ ექნებატ ეს კვერცხუჯრდები სინჯარაში მოხდენენ განაყოფიერბას(ნუ ახლა ქმრის სპერმა უკვე აქვთ smile.gif). და რომ მოხდება განაყოფიერბა მე მგონი მე-2 მე.3 დღეს ემბრიონს შეიყვანენ საშვილოსნოში. ამ დროს არანაირი ნარკოზი საჭირო არ არის, უმტკივნეული 2 წუთიანი პროცესია. ამის მერე კი 2 კვირიანი ლოდინი, ღმერთის ნებაა განვითარდება თუ არა ფეხმძიმობა smile.gif
ანუ რომ მიხვალ მალე გაგიკეთებნ თუ არა, რათქმაუნდა არა. სანამ კვერცხუჯრდებეი არ მომწიფდება მანამდე არა. და სტიმულაციას კი უნდა 7 დღე მაინც..ანუ ექმითან მისვლა უნდა და პროცესის დაწყება

მოკლედ უკვე ზეპირად ვიცი რა smile.gif smile.gif

Posted by: MUKI96MA 1 Feb 2007, 16:36
თუ არ განვითარდა ფეხმძიმობა მთელი ფული დაკარგულია ? მანამდე ხომ გაგიკეთებენ ყველაფერს რომ რამდენადაც შესაძლებელია გამოირიცხოს ეგ

Posted by: tms 1 Feb 2007, 16:41
MUKI96MA
თუ არ განვითარდა ფეხმძიმობა ფული დაკარგულია smile.gif 100% გარანტია არ არსებობს, როცა ყველაფერი ოპტიმალურად და კარგად არის შანსი არის 30-40%. ისე მე ვიცი რას ნიშნავს ის 2 კვირიანი ლოდინი, სამჯერ გამოვცდე უკვე და მეოთხედ ვაპირებ smile.gif ყოველი დღე ერთი წელია, და 2 კვირის მერე ..ისევ თავიდან ყველაფერი..
მაგრამ რას იზამ, ღმერთის ნებაა ყველაფერი smile.gif

Posted by: MUKI96MA 1 Feb 2007, 16:43
და შენ რატომ დაგჭირდა ეგ? და რა დაგიჯდა ?მილებზე გაქვს პრობლემა?ვისთან გაიკეთე?

Posted by: tms 1 Feb 2007, 16:50
MUKI96MA
სიმართლე გითხარ არაფერზე მაქვს პრობლემა არც მე და არც ჩემ ქმარს..ყველაფერი ნორმალურად არის მაგრამ ბავშვი არ არისsmile.gif მე მთლად ინვიტრო არ გამიკეთებია ჯერ, მაგის უფრო ადვილი ფორმა ასე ვტქვათ ანუ IUI, 3 ჯერ და ყოველჯერზე მეუბნებოდნენ იდეალურად არის ყველაფერი გამოვა წესითო, ფაქტია არ გამოვიდა smile.gif ახლა ვაპირებ ინვიტროს, დაუნრეგულაცია უკვე გამიკეთეს..მე არ ვარ საქართველოში, ასე რომ ექიმის სახელი და გვარი ინფორმაციული არ იქნება, შვედია ექიმი smile.gif
მოკლედ მთვარია გული არ გაიტეხო, იგივეს ვეუბნები ჩემ თავსაც. მე რაც შემიძლია ვაკეთებ და დანარჩენი ღმერთმა იცის smile.gif

Posted by: MUKI96MA 1 Feb 2007, 16:53
გასაგებია ,მადლობთ.და ეხლა როდის იკეთებ მთავარს?

Posted by: tms 1 Feb 2007, 16:56
QUOTE (MUKI96MA @ 1 Feb 2007, 16:53 )
გასაგებია ,მადლობთ.და ეხლა როდის იკეთებ მთავარს?

უკვე დაწყებული მაქვს ფაქტიურად, ერთი ნემსი უკვე გავიკეთე. იმ კვირაში მივდივარ სისხლზე რომ ნახონ როგორ იმოქმედა ნემსმა, მერე კიდევ ერთ კვირაში ექოზე, მერე ალბათ 8 დღიანი სტიმულაცია და მერე დადგება დიდი დღეც ..მოკლედ წესით თებერვლის შუა რიცხვებში ალბათ და მარტის დასწყისში იქნება ან ჰო ან არა smile.gif

Posted by: Vanadisi7 1 Feb 2007, 17:05
მერამდენედ იკეთებ მაგას? tms

Posted by: tms 1 Feb 2007, 17:06
Vanadisi7
ინვიტროს პირველად smile.gif იმედია ამის გასამებაც არ მომიწევს..smile.gif

Posted by: Vanadisi7 1 Feb 2007, 17:13
იმედია იმედიაsmile.gif თორე მე მეგონა რო ულვე მეორე ან მესამე ცდაა, და გავგიჟდი.

Posted by: tms 1 Feb 2007, 17:16
Vanadisi7
ეჰ, მანამდე რაც გავიკეთე 3-ჯერ ის არაფერი ხო? smile.gif სახელი იყო სხვა თორე, იგივე ძვირფასი 2 კვირიანი ლოდინები დამაგვირგვინებელი უარყოფითი პასუხებით.... smile.gif

Posted by: Vanadisi7 1 Feb 2007, 17:20
და რა იყო ის? რას იკეთებდი? და საერთოდ რამდენი ხანია რაც ბავშვი გინდა?

Posted by: ninarichi 1 Feb 2007, 20:29
tms
არც კი ვიცი რა გირჩიო.
ჩვენ ყველა ერთ დღეში ვართ. უბრალოდ რაიმე გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.
სულიერი სიმშვიდე??????????/ ძალიან ძნელია,

მკურნალობააააააააააა........ რამდენი შეიძლება.....

ერთმანეთის რჩევები ალბათ და გვერდში დგომა ყველაზე მეტად გვიშველის, სხვა მაინც ვერ გაიგებს ჩვენ დარდს


Posted by: tms 1 Feb 2007, 22:06
ninarichi
QUOTE
სულიერი სიმშვიდე??????????/ ძალიან ძნელია

ძნელია მაგრამ შეუძლებელი არ არის smile.gif


Posted by: bubu1234 1 Feb 2007, 23:20
QUOTE
ერთმანეთის რჩევები ალბათ და გვერდში დგომა ყველაზე მეტად გვიშველის, სხვა მაინც ვერ გაიგებს ჩვენ დარდს

მართალი ხარ ninarichi, რომ ვკითხულობ ხოლმე ასე მგონია საკუთარ თავს ველაპარაკები, ერთმანეთს არ ვიცნობთ,მაგრამ ერთმანეთის ჩვენ რომ გვესმის სხვა ნამდვილად ვერ გაგვიგებს. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Suleluka 2 Feb 2007, 10:28
ikebana
QUOTE
ჩემი ახლობელია 3,5 თვის ორსული. ახლა იყო ექოზე ჩაჩავაში ვიღაც ფიქრიასთან და იმან კახა ტატიშვილს გააკეთებინა ექო.
მოკლედ, ჯერ ნაყოფის ასაკი უთხრეს 15 კვირა

ეხო უფრო ზუსტ ვადას ამბობს ფეხმძიმობის და ისე გამოთვლებით ყოველთვის მეტია

Posted by: ikebana 2 Feb 2007, 10:40
suleluka
ხოდა საქმეც მაგაშია რომ გამოთვლით უფრო ნაკლებია და ექოზე მეტი უთხრეს. არადა გამოთვლით ხომ მაქსიმალური ვადა ისაზღვრება ბოლო მენსტრუაციიდან.

Posted by: Suleluka 2 Feb 2007, 10:56
ikebana
15 კვირა არაა 3,5 თვეზე მეტი
თითქმის იგივეა, თითქმის კი არა და ეხლა ვიანგარიშე ზუსტად იგივეა +- 2-3 დღე
15 კვირა ~ 105 დღეა ხო?! და 3,5 თვეც ~ 105 დღეა smile.gif

Posted by: Suleluka 2 Feb 2007, 14:17
............. ლოცვა უშვილობისას .............

წმინდა მართალნი
იოაკიმე და ანა
ტროპარი: რომელი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს, და ერმა ღვთივ-მონიჭებული გვიშვიეს ჩვენ, იოაკიმ და ანა, ამისთვიცა დღეს ბრწყინვალედ განცხრების სოფელი, და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა Xსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩვენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.
კონდაკი: იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკვრელთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოით მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცვდელი.

Posted by: ikebana 2 Feb 2007, 18:48
suleluka
და როგორ იკითხება ეს ლოცვა?

Posted by: lala 2 Feb 2007, 19:57
ყოველ დილით თუ შეგიძლია საღამოსაც იკითხე ჩვეულებრივად ამოიწერე ფურცელზე და შესთხოვე წმინდა იოაკიმესა და ანას smile.gif

Posted by: Suleluka 2 Feb 2007, 20:01
ikebana
ჩვეულებრივად, მთავარია გწამდეს

Posted by: SPC 2 Feb 2007, 22:47
makvala
ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის , მოგვიანებით გიხდი მადლობას რადგან მეორე დღეს ბაკურიანში წავედი და კომპთან მხოლოდ ეხლა მოვხვდი

Posted by: sexi-bicola 3 Feb 2007, 00:46
ადრე ტვ-ში აჩვენეს მემგონი ჯორდანიაშია რაღაცნაირად მკურნალობენ ერთი დგეა ტვეში როცა რეალურად შეიძლება ფეხმძIმედ დარჩე... სამწუხაროდ მეტი არაფერი ამხსოვს

იქნებ ვინმეს დაგეხმაროტ ეს ინფორმაცია

გამოვტყდები და არმიყვარს ბავშვები ბევრჯერ მიფიქრია არც გავაჩენ ბოლოს და ბოლოს ავიყვან ამგრამ არ ვიმშობიარებ მაგრამ მაინც ზოგჯერ.................

Posted by: margusha 3 Feb 2007, 19:42
sexi-bicola
QUOTE (sexi-bicola @ 3 Feb 2007, 00:46 )


გამოვტყდები და არმიყვარს ბავშვები ბევრჯერ მიფიქრია არც გავაჩენ  ბოლოს და ბოლოს ავიყვან ამგრამ არ ვიმშობიარებ მაგრამ მაინც ზოგჯერ.................

გულწრფელად გთხოვ, აქ ძალიან ბევრ ადმიანს ადგავ ფეხს მტკივნეულ ადგილას და ესეთ პოსტებს ამ განყოფილებაში ნუღარ დაპოსტავ რაა

Posted by: violet 3 Feb 2007, 22:49
margusha
მართალი ხარ....

Posted by: ninarichi 3 Feb 2007, 23:31
ხო აშკარად რა......................

Posted by: ikebana 4 Feb 2007, 14:13
sexi-bicola
QUOTE
გამოვტყდები და არმიყვარს ბავშვები ბევრჯერ მიფიქრია არც გავაჩენ ბოლოს და ბოლოს ავიყვან ამგრამ არ ვიმშობიარებ მაგრამ მაინც ზოგჯერ.................

ეჰ, იცი როგორ ხდება ხოლმე? თავიდან არ გინდა, მაგრამ როცა მოგინდება მერე აღარ არის ხოლმე sad.gif
შენ კი სწორი გადაწყვეტილების მიღებას და ბედნიერ დედობას გისურვებ smile.gif

Posted by: sexi-bicola 4 Feb 2007, 14:28
margusha
violet
ninarichi
არავის არა ვადგამ ფეხს მე მაგით ის გამოვხატე რომ მიუხედავად იმისა რო ბავშვები არმიყვარს მაინც მაქვს იმის სურვილი რო არ ამხოლოდ ბავში მყავდეს არამედ იმაზეც ვფიქრობ ორსულობის დროს როგორ მოუარო და რომელ სკოლაში მივაღებინო განათელება

ვინმე თუ როდისმე ყოფილხართ ინტერნეტში? აი როც ამიხვალტ და ცოტა ხანი დარცებით მათთან და შეხედავთ მატ სევდიან ტვალებს მერე არა მხოლოდ ატირდებით არამე დმიხვდებით მათი აყვანით რამხელა ბედნიერებას მიანიჭებთ

მყავდა ეგერე ერთი პატარა ცოტა ხანი ჩემთან და ერთხელ დედაჩემა რო მაკოცა ისეთი ტვალებით გვიყურებდა მართლა ვერ შევიკავე თავი cry.gif

Posted by: anakatrin 4 Feb 2007, 14:59
QUOTE (tms @ 29 Jan 2007, 15:26 )
ShadowCat
არ მეწყინება smile.gif ერთ წელზე მეტია რაც ბავშვზე ვფიქრობთ და არამარტო ვფიქრობთsmile.gif ვნახოთ ყველაფერი ხდება, არაფერია გამორიცხული
smile.gif

2 წელი არაა საშიში და თანაც ძალიან ნორმალურია,შეიძლება ჯერ არაა ორგანიზმი მზად ორსულობისთვის,ნუ გეშინია ყველაფერი ღვთის წყალობით კარგად იქნება,ზოგი 5 და 10 წლის უშვილობის შემდეგ ორსულდება უფლის ნებით.ერთი ჩემი მასწავლებელი უშვილო იყო და რამდენიმე წლის მერე პატარა გოგონა აიყვანეს შვილად,ბავშვის აყვანის შემდეგ საკუთარი პატარა გოგონა ეყოლა,ეხლა 2გოგო ყავთ და რა თქმა უნდა ორივე ძალიან უყვართ.ყველაფერს კარგს გისურვებ და მალე შეგსრულებოდეს შენი სურვილი
* * *
QUOTE (sexi-bicola @ 3 Feb 2007, 00:46 )
ადრე ტვ-ში აჩვენეს მემგონი ჯორდანიაშია რაღაცნაირად მკურნალობენ ერთი დგეა ტვეში როცა რეალურად შეიძლება ფეხმძIმედ დარჩე... სამწუხაროდ მეტი არაფერი ამხსოვს

იქნებ ვინმეს დაგეხმაროტ ეს ინფორმაცია

გამოვტყდები და არმიყვარს ბავშვები ბევრჯერ მიფიქრია არც გავაჩენ ბოლოს და ბოლოს ავიყვან ამგრამ არ ვიმშობიარებ მაგრამ მაინც ზოგჯერ.................

სერიოზულად მეცოდება ყველა შენნაირად მოაზროვნე ქალი,როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ბავშვები არ უყვარდეს?ჩემი აზრით ქალის მისია რომ იბადება დედობაა ამ ქვეყანაზე და დედობაზე უფრო ლამაზი და ტკბილი ამ ქვეყანაზე არაფერია.უსამართლობაა როცა ამდენი დედობის მსურველია ამ ქვეყანაზე და რაღაც პრობლემების გამო ვერ ახერხებენ დაორსულებას და შვილის გაჩენას და შენნაირები ხმამაღლა აცხადებენ რომ ბავშვები არ უყვართ და არც აპირებენ გაჩენას. help.gif

Posted by: Suleluka 4 Feb 2007, 18:38
anakatrin
QUOTE
როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ბავშვები არ უყვარდეს?

მართალი ხარ, ვგიჟდები ბავშვებზე ერთი სული მაქ როდის გავა 3 დღე ეხოზე რო მივიდე და ვნახო ჩემი პატარა rolleyes.gif


ikebana
გოგოებო ყველაფერი კარგა იქნება, არაფერზე ინერვიულოთ, მთავარია გჯეროდეთ 2kiss.gif

Posted by: bubu1234 5 Feb 2007, 13:27
MUKI96MA
QUOTE
მე ხვალ ვაპირებდი ფერტილოსკოპიის და მაგის ფასის გაგებას

რა ქენი იყავი?რა გაარკვიე?მეც ძალიან მაინტერესებს smile.gif

Posted by: Artet 5 Feb 2007, 15:44
დღე მშვიდობის, ერთი შეკითხვა მაქვს:
რას ფიქრობთ იმედის კლინიკაზე და მის ხელმძღვანელზე დავით კობეშევიძეზე? თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია იქნებ გამიზიაროთ?

Posted by: Matrona 5 Feb 2007, 18:33
მეც ამ დღეებში უნდა მივიდე ექოსკოპიაზე... როგორც ყოველთვის ძალიან ვნერვიულობ....


ისე კი, ყველას, ვინც მოუთმენლად ელის ორსულობას, მინდა ვუთხრა, რომ მთავარია მოიხსნათ სტრესი...ჩემს ერთ-ერთ მეგობარს9-10 წლის განმავლობაში არ ჰყავდა შვილი... და ამ 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთხელ არ მიაქცია ყურადღება საკუთარ ოვულაციას.. ისიც სამწუხარომიზეზის , მამის გარდაცვალების , გამო ... და სწორედ იმ თვეში დაორსულდა...
ანუ როდესაც უფრო ძლიერმასტრესმა დათრგუნა მისი ყოველთვოიური ნერვიულობა, სწორედ მაშინ დარჩა ფეხმძოიმედ...
ამით იმის თქმა მინდა, რომ ფსიქოლოგიურ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მესმის, რომ ჩემთვის ადვილია თქვენთვის რჩევების მოცემა.. მესმის , მართლა ძალიან კარგად მესმის...უბრალოდ გთხოვთ გაითვალისწინოთ ...ეცადეთ სხვა რაღაც საქმეზე გაამახვილოთ ყურადღება... და ყველაფერი ღვთის წყალობით, კარგად იქნება...

გისურვებთ მალე ჩვენსავით გენერვიულოთ ექოსკოპიაზე მისვლის წინ...

Posted by: bubu1234 5 Feb 2007, 20:03
მათითაშვილთან მინდა ექოსკოპიაზე მისვლს, ვინმემ იქნებ მითხრათ ტელეფონის ნომერი

Posted by: Mateo Falcone 5 Feb 2007, 20:15
მოგესალმებით
ჩემი ქმრის სახელით ვწერ და არ გაგიკვირდეთ

მინდა გითხრათ რომ ჩემი თავი მახსენდება თქვენს დაწერილებ რომ ვკითხულობ და არაფერი არ მიკვირს.
3 წელი იწურებოდა და შვილი არ მყავდა,სადაც კარგ ექიმს გავიგებდი მივდიოდი და ვმკურნალობდი,სად აღარ ვიყვი.
და რაც ყველაზე მთავარია თავი დავიავადმყოფე ნერვიულობით ბავსჰვებს რომ ვხედავდი ტირილს ვერ ვიკავებდი.
ბოლოს შევეშვი აღარც ნერვები მქონდა და აღAრც ფული ვფიქრობდი უკვე ერთ წელში თუ არ მეყოლა უნდა ავიყვანო მეთქი.ისე დავრჩი ორსულად აზრადაც არ მომივიდოდა თუ თAვისით დავრჩებოდი მკურნალობის დამთავრებიდან 6 თვეში.
და მივხვდი რომ ნერვიულობა ანადგურებს ადამიანს ხომ გეუბნებით აღAრ ველოდებოდი


ხოდა 28 დეკემბერს დაიბადა ჩემი დედოფალი ლიზი რომელიც სრულიად ჯანმრთელია

ნუ ინერვიულებთ წარმატებებს გისურვებთ

Posted by: Vanadisi7 5 Feb 2007, 21:17
225769 ამ ნომერზე დარეკე და ჩაეწერეsmile.gif
წარმატებებს გისურვებ

Posted by: bubu1234 5 Feb 2007, 22:23
Vanadisi7 თუ არ ვცდები ორ ადგილას მუშაობს და ეს ვაკის ლეჩკომბინატის არის?

Posted by: Vanadisi7 5 Feb 2007, 22:28
კი ეგ ვაკის ლეჩკომბინატისააა, მედლაინი, მეორესაც გეტყვი, ფალიაშვილის 17შია მედექსი ქვია, 913045

Posted by: ikebana 5 Feb 2007, 22:31
bubu1234
მედექსში 4 საათის მერე მიდის. ტელ. ნომერი 09-ში შეგიძLია გაიგო. სადღაც მეწერა და ვეღარ მოვძებნე sad.gif

Posted by: ninarichi 5 Feb 2007, 23:12
ჩიყვზე ანალიზები და ეხო გადაბიღე და აღმოჩნდა რომ ყველაფერი ნორმაში მაქვს.

ზარმაც სპერმატოზოიდებზე თუ იცით ვინმემ რაიმე??????????????????????

Posted by: bubu1234 5 Feb 2007, 23:28
Vanadisi7
ძალიან დიდი მადლობა
ninarichi
არაფერია მკურნალობის შემდეგ აღარ ზარმაცობენ lol.gif ჩემს ქმარსაც ქონდა და ორი კურსი დაჭირდა,არაფერია მგონი საგანგაშო.

Posted by: makvala 5 Feb 2007, 23:47
Artet

იმედის სამშობიარო ცუდი არ არის, მაგრამ საუკეთესოც არ არის. ფასები შესაბამისად ნორმალურია, ძვირი ნამდვილად არ არის. თუ სწორად მახსოვს, მშობიარობა ფიზიოლოგიური 470 ლარია...

bubu1234

თუ გეჩქარება, სჯობს მიხვიდე მედლაინში დილით 10–ის ნახევარზე. ნუ 11–მდე ყველა ვარიანტში გაგსინჯავს...



Posted by: Suleluka 6 Feb 2007, 11:49
bubu1234
მე ჩაწერილი ვარ "კარაპს მედლაინში", ცოცხალი რიგიც არიო მარა, მირჩევნია ჩაწერით 224417 და 225769 ამ ნომრებზე შეგიძლია ჩაეწერო, მგონი მარტო ორშაბათობითაა ჩაწერა

Posted by: bubu1234 6 Feb 2007, 12:01
makvala
suleluka
დიდი მადლობა ხალხო


Posted by: L&L 6 Feb 2007, 12:37
ჩვენმა ადმინისტრაციამ გრანტი მოიპოვა და ძუძუს ონკომარკერის ანალიზს CA-15-3 უფასოდ აკეთებს, მაგრამ მარტო შაბათობით აქვს ამ ანალიზზე უფასო მიღება.
გოგოებო, ვისაც სარძევე ჯირკვლის მხრიდან რაიმე პრობლემა გაქვთ, ეს ანალიზი ზედმეტი არავისათვის არ არის. ეს იქნება მასტოპათია, კისტა, ფიბროადენომა ან თუ ვინმე ნაოპერაციებია. ანალიზზე წინასწარ დარეკეთ 20 45 35 და ჩაეწერეთ, თორემ ერთ დღეში 10-ზე მეტის გატარებას ლაბორატორია უბრალოდ ვერ შეძლებს.

Posted by: ninarichi 6 Feb 2007, 12:42
ხალხნო და სად შეიძლება ზარმაც სპერმატოზოიდებზე მკურნალობა? და რამდენი ხანი ან რა სახის მკურნალობა ინიშნება?

Posted by: Artet 6 Feb 2007, 13:16
makvala
მადლობთ პასუხისათვის smile.gif
იქნებ დავით კობეშავიძეზეც გქონდეთ რაიმე ინფორმაცია?
ორიონში ვფიქრობდი მშობიარობას, მაგრამ კობეშავიძეს გაუწიეს რეკომენდაცია. ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ჯერ კი ადრეა, მაგრამ მინდა წინასწარ მქონდეს გადაწყვეტილი სად ვაპირებ.

Posted by: mariooo 6 Feb 2007, 13:46
შესაძლოა უკვე იყო ამაზე თემა, მაგრამ ვერ ვნახე: მაინტერესებს ყველაფერი (პლუსები და მინუსები) რა ქვია დამავიწყდა - მოკლედ საკეისროს რომ აკეთებენ უნარკოზოდ გაუტკივარებით. biggrin.gif

Posted by: kosheen 6 Feb 2007, 14:20
mariooo
ეს არის სპინალური გაიტკივარება, აკეთებენ ხერხემალში, წელს ქვემოთ ვერ გრძობ. პლიუსები და მინუსები არ ვიცი. იცე მაინც ექიმის კონსულტაცია ჯობს.

Posted by: mariooo 6 Feb 2007, 15:20
kosheen
QUOTE
ეს არის სპინალური გაიტკივარება, აკეთებენ ხერხემალში, წელს ქვემოთ ვერ გრძობ. პლიუსები და მინუსები არ ვიცი. იცე მაინც ექიმის კონსულტაცია ჯობს.


დიდი მადლობა. smile.gif

Posted by: kudracha 6 Feb 2007, 16:48
mariooo
QUOTE
შესაძლოა უკვე იყო ამაზე თემა, მაგრამ ვერ ვნახე: მაინტერესებს ყველაფერი (პლუსები და მინუსები) რა ქვია დამავიწყდა - მოკლედ საკეისროს რომ აკეთებენ უნარკოზოდ გაუტკივარებით.

ეპიდურალური ანესთეზიაა, ერთი კვირის წინ მე რომ გაგუასთან ვმშობიარობდი, მაშინ გაიკეთეს მასე საკეისრო რამოდენიმემ. პლუსი ისაა, რომ საერთო ნარკოზისგან განსხვავებით, რომელიც მაგრა შლის ორგანიზმს + გამოსვლაც საკმაოდ რთულია, მსგავის ეფექტები არ გააჩნია. მინუსები არ ვიცი.
P.S. მაგისი ლაითი ვერსია გავიკეთე ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე, სპიმალური, რომელიც მთლიანად არ თიშავს შეგრძნებას, მხოლოდ ანელებს ტკივილის დონეს smile.gif
პირველ შემთხვევაში მთლიანად ითიშება შეგრძნება წელს ქვევით, მეორე შემთხვევაში არა

Posted by: margusha 6 Feb 2007, 17:12
kudracha
მე მგონი პირიქით უნდა იყოს სპინალური გაუტკივარების დროს უშუალოდ ზურგის ტვინში შეყავთ პრეპარატი ერთჯერადად და მთლიანდ თიშავს წელსქვემოთ და ეპიდურალურის დროს ხელრხემლის ეპიდურალურ სივრცეში შეყავთ კათეტერი ზურგის ტვინს არ ეხებიან და შეგიძლია წამალიც დაამატებინო. სპინალურს იშვიათად აკეთებენ მე როგორც ვიცი

Posted by: tat 6 Feb 2007, 17:19
kudracha
მე გავიკეტე ეპიდურალური რუსულ საიტებზე ოხრადაა ამაზე ინფო და როცა ორსულად ვიკავი ფორუმზეც მაგრად ვარჩიეთ ეს ტემაsmile.gif
მოკლედ ყველაზე დიდი პრაქტიკა ამის კეთების აქვთ ნახალოვკაში და გაგუასთან. პრინციპი ეგაა რაც მარგუშამ დაწერა
QUOTE
ეპიდურალურის დროს ხელრხემლის ეპიდურალურ სივრცეში შეყავთ კათეტერი ზურგის ტვინს არ ეხებიან და შეგიძლია წამალიც დაამატებინო

მე გამიკეთა ზაზა კეთილაძემ ნახალოვკაში და უსაზგვროდ მადლობელი ვარ- საშიში არაფერია ერთადერთი აგრტულებაა 24 საათის გამვალობაში შაკიკი რასაც კოფეინით ხსნიან

Posted by: tu-tuna 7 Feb 2007, 09:36
L&L
CA-15-3 -ს სხვანაირად "მარკერს" ეძახიან, თუ ვცდები? თუ კი ეს ის მარკერია, რომელიც ოპერაციის შემდეგ კონტროლის მიზნით კეთდება, რამდენად "სანდოა" თქვენთან ანალიზები და შესაბამისად პასუხები. ყოფილა შემთხვევა რამოდენიმე სხვადასხვა დაწესებულებაში გაკეთებულა ეს "მარკერი" და პასუხები სხვადასხვა ყოფილა.

მადლობა

Posted by: L&L 7 Feb 2007, 11:28
tu-tuna

პასუხი ერთხელ უკვე დავწერეთ, მაგრამ რატომღაც არ აჩვენა, ეტყობა ფორუმის სერვერი გაუმართავად მუშაობს.
CA-15-3 მარკერი საკმაოდ მაღალ კორელაციაშია ძუძუს ავთვისებიან დაავადებებთან. ძუძუს კეთილთვისებიანი დაავადებების დროს შედარებით ნაკლები მატებაა, მაგრამ ცალსახად ამ მარკერის მნიშვნელობით პროცესის ავთვისებიანობაზე მსჯელობა არ შეიძლება. არასპეციფიური დადებითი რეაქცია შესაძლებელია ზოგიერთი რევმატიული დაავადების დროს.
რაც შეეხება იმას, ანალიზის შედეგი სანდოა თუ არა, თქვენი შეკითხვა მოულოდნელი არ არის თბილისში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამიტომ წაიკითხეთ:
http://www.medea.ge/cons14.htm
http://www.medea.ge/control.htm
ჩვენს ლაბორატორიაში საკმაოდ გამოცდილი ლაბორანტებია, სამ მათგანს სამეცნიერო ხარისხიც აქვს დაცული. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ ვადიანი გერმანული რეაქტივების ნაკრები ზედ დაწერილი გახსნის თარიღით. მეტს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ.
ამჟამად გრანტული დაფინანსების არსებობის გამო, გამოკვლევა უფასოა და 300 ანალიზი გაკეთდება. ვისაც სარძევე ჯირკვლის მხრიდან ჩივილები არ აქვს, ვთხოვთ ამ გამოკვლევას მხოლოდ ცნობისმოყვარეობისათვის ნუ გაიკეთებს, დაუთმოს მას, ვისაც ნამდვილად სჭირდება.

Posted by: Nuna 7 Feb 2007, 13:16
მგონი Lელასთან ვიყავით დღეს დილით, ჩემს მეგობარს გავყევი, ძალიან კმაყოფილები დავრჩით, მადლობა ლელასsmile.gif

Posted by: Suleluka 7 Feb 2007, 13:24
დღეს ვიყავი მათითაშვილთან ეხოზე, ბავშვი ჯანმრთელია მარა ერთი პრობლემა მაქ sad.gif საათ ნახევარში ექიმთან მივდივარ

პლაცენტა ლოკალიზდება უპირატესად: უკანა კედლის ქვედა მესამედში, სისქე მმ, სისწრაფის ხარისხი 0. ფარავს ენდოცერვიკალური არხის შიდა პირს - ამ ეტაპზე პლაცენტის წინა მდებარეობა

Posted by: Vanadisi7 7 Feb 2007, 13:38
QUOTE (suleluka @ 7 Feb 2007, 13:24 )
დღეს ვიყავი მათითაშვილთან ეხოზე, ბავშვი ჯანმრთელია მარა ერთი პრობლემა მაქ sad.gif საათ ნახევარში ექიმთან მივდივარ

პლაცენტა ლოკალიზდება უპირატესად: უკანა კედლის ქვედა მესამედში, სისქე მმ, სისწრაფის ხარისხი 0. ფარავს ენდოცერვიკალური არხის შიდა პირს - ამ ეტაპზე პლაცენტის წინა მდებარეობა

არაუშავს არ ინერვიულო, ყველაფერი გამოსწორდება, რაც მთავარია თავის დროზე გაიგე ეს ყველაფერი,

Posted by: Suleluka 7 Feb 2007, 14:01
Vanadisi7
და რას ნიშნავს ეგ?
და რისი გაკეთება მომიწევს თუ იცი მაგის გამოსასწორებლად?
14 კვირის ვარ

Posted by: Vanadisi7 7 Feb 2007, 14:19
ვაიმე ეგ არ ვიცი ნამდვილად, მე არ აგამიგია ეგეთი რაღაცა, უბრალოდ ჩემს მეგობარსაც რაღაც პრობლემა ჰქონდა პლაცენტასთან დაკავშირებით, და გადასხმები გაუკეთეს, ოღონდ ის 8 თვეში იყო, საშიში არ უნდა იყოს, ალბათ მკურნალობას დაგინიშნავენ, და სერგომ რათქვა?

Posted by: margusha 7 Feb 2007, 14:28
suleluka
ალბათ გინდოდა სიმწიფის ხარისხი გეთქვა ხო? რამდენი კვირის ხარ?

Posted by: Suleluka 7 Feb 2007, 14:48
Vanadisi7
კი სერგომ მითხრა და ეხლა ექიმთან მივდივარ რო დამინიშნოს მკურნალობა.

margusha
14 კვირის, გამოანგარიშებითაც ეგრე იყო და ეხომაც ეგრე მითხრა

Posted by: margusha 7 Feb 2007, 15:03
suleluka
14 კვირაზე აუცილებალად 0 უნდა იყოს. ისე ძალიან უნდა გაუფრთხილდე ალბათ წოლით რეჟიმს დაგინიშნავენ

Posted by: lala 7 Feb 2007, 15:30
suleluka
არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება
მთავარია შენ არ ინერვიულო smile.gif კიდევ როდის დაგიბარა?
ხო ძალიან კარგი კაცია? smile.gif

Posted by: Vanadisi7 7 Feb 2007, 15:34
QUOTE (suleluka @ 7 Feb 2007, 14:48 )
Vanadisi7
კი სერგომ მითხრა და ეხლა ექიმთან მივდივარ რო დამინიშნოს მკურნალობა.

margusha
14 კვირის, გამოანგარიშებითაც ეგრე იყო და ეხომაც ეგრე მითხრა

არა იცი რა მაინტერესებს სერგომ რა გითხრა მაგაზე მისახედიაო? თუ რამე სხვანაირად? თუ საჭიროებს დინამუირ დაკვირვებას?

Posted by: lala 7 Feb 2007, 15:35
მე კიდევ ძაან მაღალი მაქ ტონუსი და უნდა ვიწვე ...
ვაიმე ჩემი პატალა ერთი სული მაქვს როდის გავიგებ მის მოძრაობას smile.gif

უსმინეთ იმ დღეს ქრონიკას ეხო ცუდი რომ ყოფილა ნაყოფისთვის?
შემეშინდა და ალბათ ერთხელ გავიკეთებ ბოლოს ი ვსიო
თქვენ რას ფიქრობთ?

Posted by: Vanadisi7 7 Feb 2007, 15:39
QUOTE (lala @ 7 Feb 2007, 15:35 )
მე კიდევ ძაან მაღალი მაქ ტონუსი და უნდა ვიწვე ...
ვაიმე ჩემი პატალა ერთი სული მაქვს როდის გავიგებ მის მოძრაობას smile.gif

უსმინეთ იმ დღეს ქრონიკას ეხო ცუდი რომ ყოფილა ნაყოფისთვის?
შემეშინდა და ალბათ ერთხელ გავიკეთებ ბოლოს ი ვსიო
თქვენ რას ფიქრობთ?

არა რას ამბობ, მე ვიცი რო არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ეხო, რენდგენია ცუდი თორე ეხო არა. ექიმებს რო ჰკითხო გეტყვიან, თვითონ სერგომ მითხრა რო საშიში არ არისო, და რამდენჯერაც გინდა გაიკეთეო, ეგ მაშინ ორსულად რო ვიყავი

Posted by: lala 7 Feb 2007, 15:41
არა რავიცი არც მე არვიცი უბრალოდ ბრიტანელმა მედიკოსებმა გამოიკვლიესო და ცუდ გავლენას ახდენს ძაან ნაყოფზეო და არაა სასურველი ხშირად გაკეთებაო smile.gif ტელევიზორში მოვისმინე და მაინტერესებდა ...

Posted by: Vanadisi7 7 Feb 2007, 15:46
არვიცი მაინც იკითხეsmile.gif

მაგრამ მე ვიცი რო არაა საშიშიsmile.gif

Posted by: margusha 7 Feb 2007, 15:48
lala
არავითარი... ულტრაბგერაა ეგ და ბგერა საშიში არაა სხივია საშიში აბა მე რა უნდა ვთქვა 8 თვიდან ყოველ დღე გამოშვებით დავდიოდი ეხოზე მჯდომი იყო ჭიპლარის ორჯერადი შემოხვევით და ვარჯიშებს ვაკეთებდი და ამოწმებდნენ მასე შემოტრიალდა თუ არა.

Posted by: kudracha 7 Feb 2007, 16:52
lala
QUOTE
არა რავიცი არც მე არვიცი უბრალოდ ბრიტანელმა მედიკოსებმა გამოიკვლიესო და ცუდ გავლენას ახდენს ძაან ნაყოფზეო და არაა სასურველი ხშირად გაკეთებაო  ტელევიზორში მოვისმინე და მაინტერესებდა

სისულელეა ... რაც მე ეხოზე ვირბინე. არანაირი ორი თავი, ოთხი თვალი და სამი ცხვირი არ გამოყოლია ბაიას

Posted by: Breaky 7 Feb 2007, 16:55
ხალხო, ჩვეულებრივზე გაცილებით ხანგრძლივი მენსტრუაცია რისი ნიშანი შეიძლება იყოს?????? აი მაგალითად თუ ჩვეულებრივ არის 4 დღიანი და გაგრძელდა 10 დღე..... ხვალე კი მიდის ექოზე და ალბათ გაარკვევს. მარა აქამდე რას ფიქრობდა ნეტავ?

Posted by: tms 7 Feb 2007, 16:56
Breaky
ანთება, კვანძები საშვილოსნოზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ .. მთვარია მიდის ექიმთან smile.gif

Posted by: Breaky 7 Feb 2007, 16:59
tms
მადლობთ. დამტანჯა ამ გოგომ რა. ჯერ ხომ 23 დღე გადაუცდა და მერე აღმოჩნდა, რომ მხოლოდ გადაუცდა და ორსულობა არ იყო. ახლა მოუვიდა და აღარ მიდის biggrin.gif

Posted by: tms 7 Feb 2007, 17:00
QUOTE (Breaky @ 7 Feb 2007, 16:59 )
tms
მადლობთ. დამტანჯა ამ გოგომ რა. ჯერ ხომ 23 დღე გადაუცდა და მერე აღმოჩნდა, რომ მხოლოდ გადაუცდა და ორსულობა არ იყო. ახლა მოუვიდა და აღარ მიდის biggrin.gif

მივხდი რომ ისევ ის გოგო იქნებოდა smile.gif ასე რომ ექიმი სასწრაფოდ smile.gif

ისე რამდენი წლისაა? მოახლოებული კლიმაქსისი ბრალი ხომ არ არის? მოკლედ ექიმი უნდა

Posted by: Portugal 7 Feb 2007, 17:02
Breaky
QUOTE
მადლობთ. დამტანჯა ამ გოგომ რა. ჯერ ხომ 23 დღე გადაუცდა და მერე აღმოჩნდა, რომ მხოლოდ გადაუცდა და ორსულობა არ იყო. ახლა მოუვიდა და აღარ მიდის 

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Breaky 7 Feb 2007, 17:23
tms
QUOTE
რამდენი წლისაა?

35-ის

QUOTE
მოახლოებული კლიმაქსისი ბრალი ხომ არ არის?

იცის რო ასე ადრე? spy.gif

Portugal
ხო, ზუსტად მასეთი სიტუაციაა, სატირლად რომ არ იყოს საქმე. ჩვენც გვეცინება ხოლმე მაგაზე ხანდახან. თან საქმე იმაშია, რომ მე ვტეხ პანიკას და ვნერვიულობ და თვითონ წყნარადაა. დღეს დაპანიკდა როგორც იქნა.

Posted by: Portugal 7 Feb 2007, 17:27
Breaky
ძალიან კარგად ვიცნობ სიტუაციასsmile.gif))))

Posted by: Breaky 7 Feb 2007, 17:38
Portugal
შენ გქონია ეგრე? და რატომ გქონდა? რა აღმოჩნდა მიზეზი?

Posted by: Portugal 7 Feb 2007, 17:41
Breaky
ეგრე არ მქონია სიტუაციის პირველი ნაწილი მეცნო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Suleluka 7 Feb 2007, 21:25
margusha
თითქმის წოლითიო, სამუშაოზე ვეღარ ვივლი იქ ძალიან მძიმე გრაფიკი მაქ, კიდევ კაი ცენტრალური არ არიო, არანაირი დატვირთვა და 24 კვირამდე ადგილზე უნდა ჩაჯდესო. დამამშვიდა ძალიან კაი ექიმი მყავს

lala
22 კვირაზე უნდა გავიკეთო მარა კონსულტაციაშიო მანდვე გეკუთნისო ჩემმა ექიმმა,
იცი რამდენი ვიცინე ბავშვი რო დავინახე რა დღეში იყო რა სალტოებს აკეთებდა თითქოს მიხვდა რო უყურებთ biggrin.gif

Vanadisi7
მისახედიაო, აუცილებლად მიდი ექიმთანო და დანიშნულებას ის მოგცემსო, ისიც კი დააყოლა ამოვა ადგილზეო, ვნახოთ

Makvala
შენი აზრიც მაინტერესებს როდის გამოჩნდები 2kiss.gif



Posted by: Vanadisi7 7 Feb 2007, 21:30
დღეს ხო უნდა მისულიკავი ექიმთან არ იყავი?

Posted by: lala 7 Feb 2007, 21:33
suleluka
ხო მეც კონსულტაციაში მეკუთვნის უფასო 20 კვირაზე და ვფიქრობ მივიდე თუ არა
შენ რომელ კონსულტაციაში დადიხარ? მე შეროზიაზე

Posted by: ninarichi 7 Feb 2007, 21:34
აუუუუ რა მაგარია, ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ მე როდის მეღირსება ჩემი ბავშვის დანახვა

Posted by: Vanadisi7 7 Feb 2007, 21:38
QUOTE (ninarichi @ 7 Feb 2007, 21:34 )
აუუუუ რა მაგარია, ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ მე როდის მეღირსება ჩემი ბავშვის დანახვა

ნინა ნუ ნერვიულობ ჩვენც გვეყოლება აუცილებადsmile.gif აუუუუუუუუუუცილებლაააააადsmile.gif

Posted by: ninarichi 7 Feb 2007, 21:40
ხო აუცილებლად , ყველა გზა უნდა ვცადოთ. თან დარწმუნებული ვარ ისეთი არაპერი გვჭირს პროსტა ფსიქოლოგიური მომენტია

Posted by: Breaky 7 Feb 2007, 21:52
ჩემმა ახლობელმა იმკურნალა, რა აღარ გაიკეთა, სად აღარ იყო და 9 წლის უშედეგო მცდელობის მერე ხელი რომ ჩაიქნია, მერე დაორსულდა. ასე რომ რაც უფრო სწრაფად მოეშვებით მაგ საკითხზე ნერვიულობას, მით უფრო კარგად იქნება საქმე 2kiss.gif

Posted by: ninarichi 7 Feb 2007, 21:57
გმადლობთ ... ... ... ... ... ....
* * *
იცი რა არის უბრალოდ ძალიან ძნელია არ იფიქრო ამაზე და სხვა რაიმეზე გადაიტანო გონება, მერე კიდევ არაფერი რომ არ შეიცვალოს მაგას დავაბრალებ რომ დროზე რატომა რ მივხედეთკო და ამდენი დრო რატომ დავკარგე მეთქი, თუმცა შარშან ბოლოს ნერვებ აშლილმა რო დავიკიდე მომივიდოდა თუ არა მენსტრუაცია მაშინ დავრჩი ფეხმძიმედ................. ეგმართალია, მარა წელს რაღაც ვეღარ ვიკიდებ


http://mother.ge

Posted by: margusha 7 Feb 2007, 22:30
ninarichi
დაიჯერე რასაც გეუბნებიან smile.gif სულ გადაბმული მკურნალობა არ ვარგა, რაღაც პერიოდი უნდა მოეშვა

suleluka
ჰოდა ძალიან კარგი მაქსიმალურად ეცადე თავი არ დაიტვირთო და თითქმის სულ იწექი, მე არ მქონდა დანიშNული წოლითი რეჟიმი მაგრამ მაინც სულ ვიწექი, 20 კვირამდე. სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

Posted by: ninarichi 7 Feb 2007, 22:38
მჯერა. ესეიგი წოლით იწექი სულ? 20 კვირამდე? მე სულ მგონია რომ ფეხზე რო ვარ მაგიც ახდენს გავლენას და მაგიტო მეშლებათქო, ანუ ერთი კვირა გადამიცდა და მერე მომივიდა

http://mother.ge

Posted by: margusha 7 Feb 2007, 22:41
ninarichi
კი აბა 12 კვირა თითქმის სულ ვიწექი. და მერე 20 კვირამდე თითქმის ნახევარი დღე

Posted by: Vanadisi7 7 Feb 2007, 22:44
ეჰ ნინა მოგვიწევს ჩვენც ეგრე გაკეთება, smile.gif

მომიწევს სამსახურიდან წამოსვლა

Posted by: ninarichi 7 Feb 2007, 22:44
შენ გყავს ხო შვილი?

მეც წოლითი რეჟიმი მქონდა მერე მითხრეს ადექიო და 2 კვირაში მომეშალა

http://mother.ge

Posted by: Vanadisi7 7 Feb 2007, 22:47
კი მარგუშას ბიჭი ეყოლა, 6 წელი არ ყავდა

Posted by: ninarichi 7 Feb 2007, 22:48
აუ ძალიან რთულია სახლში რო ვიჯექი ის ორი კვრა ჭკუიდან გადავედი, საჭმელი ოთახში, ............. დავიღალე წოლისგან მაგრა.... და მარგუშ ვაფშე არ დგებოდი საწოლიდან????? თუ როგორ გქონდა დანიშნული?

http://mother.ge

Posted by: margusha 7 Feb 2007, 22:51
ninarichi

მეც მითხრეს, მაგრამ მე ზოგჯერ ინტუიციით ვმოქმედებ რომელიც არასოდეს მატყუებს, და არ დავუჯერე ამიტომ ვიწექი, მერე აღოჩნდა რომ მართლა უნდა ვწოლილიყავი.

Posted by: ninarichi 7 Feb 2007, 22:53
ხო არა???????? რა ვიცი კაცო ზოგი დახტის ყირაზე დგას 9 თვე და არაფერი არ ემართება , და რაღა ჩვენ გვეტაკა ვინც ისედაც ასე ვფრთხილობთ

http://mother.ge

Posted by: margusha 7 Feb 2007, 22:56
ninarichi

არა როგორ არა ვდგებოდი ზოგჯერ biggrin.gif საჭმელი ოთახში შემოქონდათ ჩემთანაც, მაგრამ მე არ შევწუხებულვარ იმიტომ რომ ამ 9 თვეში გადავიკითხე მთელი ბიბლიოთეკა და მოსაწყენად არ მეცალა smile.gif

Posted by: ninarichi 7 Feb 2007, 22:58
ხო ეგ კარგია, ძალიან მანტერესებს ხდომაც აკრძალულია???/ მაგალითად ერთ ადგილზე რომ იჯდე???????

http://mother.ge

Posted by: margusha 7 Feb 2007, 22:59
ninarichi

მასეა ჩემო კარგო როცა ზედმეტად ფრთხილობ ზუსტად მაშინ წამოედები რამეს, გინდა ფიზიკურად და გინდა მორალურად.

არა ჯობია იწვე წამოჯდომა შეგიძლია ნუ გააჩნია კიდე პრობლემას. რამდენიმე მიზეზია რის გამოც ინიშნება წოლითი რეჟიმი, ჰიპერტონუსი, ჰემატომა, პლაცენტის წინამდებარეობა...

Posted by: ninarichi 7 Feb 2007, 23:03
ხო ეგ კარგია, ძალიან მანტერესებს ხდომაც აკრძალულია???/ მაგალითად ერთ ადგილზე რომ იჯდე???????



დაწყებით სტადიაში ჰემატომა მქონდა მერე ვიმკურნალე ... ანუ ისე უბრალოდ თუ არაფერი გაწუხებს მაინც შეიძლება წოლითი რეჯიმი გქონდეს?

http://mother.ge

Posted by: margusha 7 Feb 2007, 23:17
ninarichi

იცი როცა უშვილობის პრობლემას მკურნალობ მე მგონი მაინც აუცილებელია 12 კვირა წოლითი რეჟიმი, სანამ თვით აბორტის საშიშროებაა. ძირითადად ხალხში ეძახიან სუსტი წელი აქვსო ნუ რას ნიშნავს სუსტი წელი, ყვითელი სხეულების ნაკლებობას და ნაყოფი კარგად ვერ მაგრდება. ცოტათიც რომ გქონდეს ნაკლები მაინც უნდა იწვე.

Posted by: bubu1234 7 Feb 2007, 23:52
QUOTE
კი მარგუშას ბიჭი ეყოლა, 6 წელი არ ყავდა


რატომ არ გიჩნდებოდა 6 წელი შვილი?მანამდე არ დაფეხმძიმებულხარ საერთოდ?

Posted by: makvala 8 Feb 2007, 00:47
suleluka

პმ ნახე.......

Posted by: ninarichi 8 Feb 2007, 13:16
ხომ არ იცით ყვითელი სხეულების წინასწარ დარეგულირება თუ შეიძლება სანამ დარჩები? ზოგმა თქვა დუფასტონის სმას ვიყებთო მენსტრუაციის მერეო? ვინმეს თუ გსმენიათ ამის შესახებ?

http://mother.ge

Posted by: tms 8 Feb 2007, 13:21
ninarichi
მე მაქვს მეტნაკლები გამოცდილება smile.gif დამინიშნეს კრინონე, ორი კვირის მანძილზე..

margusha
QUOTE
იცი როცა უშვილობის პრობლემას მკურნალობ მე მგონი მაინც აუცილებელია 12 კვირა წოლითი რეჟიმი, სანამ თვით აბორტის საშიშროებაა. ძირითადად ხალხში ეძახიან სუსტი წელი აქვსო ნუ რას ნიშნავს სუსტი წელი, ყვითელი სხეულების ნაკლებობას და ნაყოფი კარგად ვერ მაგრდება. ცოტათიც რომ გქონდეს ნაკლები მაინც უნდა იწვე.


აი ყვითლ სხეულს წოლითი რეჟიმი როგორ უნდა ზრდიდეს მაგას კი ვერ ვიგებ.

Posted by: ninarichi 8 Feb 2007, 13:23
როდის დაგინიშნეს სანამ დარჩებოდი? თუ რო დარჩი? წოლითი რეჟიმი გქონდა? ახლა გყავს პატარა?

http://mother.ge

Posted by: tms 8 Feb 2007, 13:27
ninarichi
იმ იმედით დამინიშნეს რომ შეიძლება ფეხმძიმედ ვყოფილიყავი და ორი კვირის მანძილზე უნდა მიმეღო ეს მალამო, მაგრამ 2 კვირა არ დამჭირდა და იმედი იმედად დარჩა smile.gif

Posted by: ninarichi 8 Feb 2007, 13:30
tms
ანუ მაინც მოგივიდა მენსტრუაცია ხო? თუ მერე მოგეშალა

სად დადიხარ ექიმთან ? საქართველოში ხარ?


http://mother.ge

Posted by: tms 8 Feb 2007, 13:34
ninarichi

მომივიდა ეგ არ მოსასვლელი, მომივიდა...
არ ვარ საქართველოში smile.gif

Posted by: ninarichi 8 Feb 2007, 13:43
ეეეეეეჰ აღარ ვიცი რა. ახლა რას გეუბნევიან? მიზეზი რა არისო?

http://mother.ge

Posted by: tms 8 Feb 2007, 13:45
ninarichi
რა ვიცი აბა, ელოდე და იმედი იქონიეო smile.gif და მაქვს იმედი და რაც იქნება იქნება

Posted by: ninarichi 8 Feb 2007, 13:47
კაროჩე რა მაგრა გვიკიდებენ, ჩვენს ნერვებზე აღარ ფიქრობენ... შენ მუშაობ?

Posted by: tms 8 Feb 2007, 13:50
QUOTE (ninarichi @ 8 Feb 2007, 13:47 )
კაროჩე რა მაგრა გვიკიდებენ, ჩვენს ნერვებზე აღარ ფიქრობენ... შენ მუშაობ?

ჩვენ ნერვვებზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ და არა სხვამ smile.gif მე კი ვმუშაობ აბა

Posted by: ninarichi 8 Feb 2007, 14:00
მე ახლახანს დავანებე თავი და ახალს ვეძებ მარა იმაზე ფიქრი მაფერხებს რო თუ დავორსულდი წოლითი რეჟიმ მექნება და აზრი არ აქვს დაწყებას..... sad.gif

http://mother.ge
* * *
თამუ მოხვედი????????? იქ რაღაც სერვერი ჭედავს და ალბათ გამოასწორებს პროვაიდერი........ smile.gif

Posted by: tms 8 Feb 2007, 14:04
ninarichi
ხო სამსახურის გამო მესმის, მეც მაქვს ეგ პრობლემა სხვა თუ არაფერი სხვა ქვეყანაში ვარ...მაგრამ არსებობს პრიორიტეტები.

გარად ამისა იმაზეც ვფიქრობ როდემდე შეიძლება მკურნალობა...მე ერთი ვიცი, ერთი 2 თვეც ვივლი ექიმთან, ახლა ვაპირებ ინ ვიტროს თუ არ გამოვიდა ვანებებ თავს ამ ექიმომანიას

Posted by: ninarichi 8 Feb 2007, 14:06
ინ ვიტროს??????? ეგ მგონი უკიდურესობაა. რამდენი ხანია გათხოვილი ხარ? აქამდე გქონია ორსულობა?

Posted by: tms 8 Feb 2007, 14:09
ninarichi
მე არ ვფიქრობ რომ უკიდურესობაა, ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მკურნალობაა smile.gif უკიდურესობა მე სხვა რამე მგონია, რა ვიცი აბა, ყველას თავის აზრი აქვს smile.gif

Posted by: Suleluka 8 Feb 2007, 14:16
Vanadisi7
კი ვიყავი ექიმთან თითქმის წოლითი რეჟიმი, და მშვიდად ყოფნა sad.gif

lala
შირაქის ქუჩაზე, 22 კვირა მითხრა მე, ძალიან კარგი ექიმი მყავს რამენაირად რომ ეეჭვებიდეს მანდაურ ეხოზე, ჯანმრთელობის სახლშიც მუშაობს და იქ გამაგზავნიდა

margusha
მეც ვცდილობ ვიწვე, მარა სამსახურში ვარ ხვალ გასასვლელი, მოველაპარაკო რომ ვეღარ ვიმუშავებ, არ მინდა ტელეფონით ახსნა

makvala
დიდი მადლობა 2kiss.gif


Posted by: Vanadisi7 8 Feb 2007, 14:26
ეჰ სულელუკა ნეტა მეც ორსულად ვიყო და და სულ ვიწვებოდი აღარც ავდეგობოდიsmile.gif)

ხო მოვედი ნინი, რახდება იქ?

Posted by: ninarichi 8 Feb 2007, 15:29
აბა გოგო ეგეც მართალია, მარა მაინც იქნებ არ დაგვჭირდეს, ჰა??????? თამუ დუფასტონზე და უტროჟესტანზე მითხარი რა , მგონი მენსტრუაციის შემდეგ სვამ ხო? რამე შედეგი თუ არის

http://mother.ge

Posted by: Vanadisi7 8 Feb 2007, 15:54
QUOTE (ninarichi @ 8 Feb 2007, 15:29 )
აბა გოგო ეგეც მართალია, მარა მაინც იქნებ არ დაგვჭირდეს, ჰა??????? თამუ დუფასტონზე და უტროჟესტანზე მითხარი რა , მგონი მენსტრუაციის შემდეგ სვამ ხო? რამე შედეგი თუ არის

http://mother.ge

დუფასტონს ვიწყებ მენტრუაციის პირველი დღიდან უნდა გადათვალო და მე-16 დღეს დაიწყო, დღეში ორჯერ თითო აბი, დილით და საღამოს, ან უტროჟესტანი, ოღონდ ვაგინალურად უნდა გაიკეთო ეგეც ეგრე, დილით და საღამოს, 10 დღის განმავლობაში, მე რო დავორსულდი მეორე თვე იყო მაგას რო ვაკეთებდი, ნუ ჩემი ინიციატივით კი არა ექიმმა დამინიშნა,

Posted by: ninarichi 8 Feb 2007, 17:16
მეც მაინტერესებს. ახლაც აკეთებ?

Posted by: Vanadisi7 8 Feb 2007, 17:45
არა ჯერ არა, ექიმთან დაბარებული ვარ მოსვლიდან მეორე დღეს და დანიშნელბას მომცემს რა როდის უნდა გავაკეთო,

Posted by: Matrona 8 Feb 2007, 18:07
ახლახანს დავბრუნდი ექოსკოპიიდან... baby.gif
შეიძლება ითქვას შეყვარებული ვარ სერგო მათითაიშვილზე.. არაჩვეულებრივი ადამიანია...ძალიან ვნერვიულობდი და ისე უცებ მომიხსნა დაძაბულობა.. სულ ხუმრობა-ხუმრობაში დაწვრილებით ამიხსნა ყველაფერი... საოცარი გრძნობაა, როდესაც ხედავ ამ ყველაფერს...
ნაყოფი აბსოლუტურად ნორმალურია.. ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მხოლოდ მე მაქვს მაღალი ტონუსი....ასე, რომ მეც მომიწევს ცოტა ხნით წოლითი რეჟიმის დაცვა... თუმცა ხვალ უნდა მივიდე ზურიკოსთან (დარახველიძე) და ვნახოთ , რას მეტყვის.... ახლა 24 კვირის ვარ... 22კვირამდე ვიღებდი დიუფასტონს და მაგნე B6...ეფექტური იყო... ახლა გინიპრალს ვიღებ, მხოლოდ ძალიან მცირე დოზით და სერგომ მითხრა აუცილებლად გაზარდე დოზაო...
მინდა გითხრათ რომ პირველ ბავშვზეც მქონდა მაღალი ტონუსი, მგონი მთელი 9 თვე.. და ხშირად ვიწექი...


Posted by: Suleluka 8 Feb 2007, 18:23
Matrona
მეც ვიყავი გუშინ სერგოსთან smile.gif
მაგნე B6 მეც დამინიშნეს გუშინ, დღეში 3 აბი
თითქმის წოლითი რეჟიმი მითხრა ექიმმა მთელი დღეა ვწევარ ცოტა ხნით ავდგები ფორუმს ვნახავ და ისევ ვწვები rolleyes.gif



Posted by: bubu1234 8 Feb 2007, 22:51
ხომ არ იცით მათითაშვილთან რა ღირს ვაგინალური და ჩვეულებრივი ექოსკოპია?

Posted by: lala 8 Feb 2007, 22:57
bubu1234
40 ლარი ღირს მე 40 გადავიხადე ჩვეულებრივ ეხოსკოპიაში
* * *
ისე სულ 3 ეხოსკოპიაა აუცილებელი თუ არ ვცდები, ერთი 12-13 კვირაზე ერთი 25ზე და ერთიც 35ზე მგონი ასეა? მითხარით რა ვინც იცით

Posted by: Suleluka 9 Feb 2007, 10:45
lala
მემგონი ინდივიდუალურია, მარა ეგ ვადები საავალდებულო

Posted by: ninarichi 9 Feb 2007, 12:36
აი ფასები სერგო მათითაშვილთან

http://www.mother.ge/pages/hospitals_and_kliniks/karaps_medline/index.php

Posted by: bubu1234 9 Feb 2007, 12:50
lala
ninarichi
დიდი მადლობა

ვაგინალურის ფასი მაინტერესებს.ერთი და იგივე ფასი აქვს ჩვეულებრივს და ვაგინალურს?

Posted by: mariooo 9 Feb 2007, 13:12
Breaky
QUOTE
მაგაზე ზუსტა პასუხს, როცა გადავწყვეტ მეორე ბავშვის ყოლას (ალბათ ძალიან ამლე), გინეკოლოგი უფრო გამცემს.

p.s. უბრალოდ, იმდენად არ მინდა ექიმებთან მისვლა, მერე თავს ვეღარ დავაღწევ, ხომ ვიცი, რომ ასე მინდოდა მიმეღო კითხვებზე პასუხები 



ჩემნაიროოოოო biggrin.gif მეც ასე ვარ რაა, პირველი საკეისრო გავიკეთე (11 წლის წინ აsmile.gif და ახლა მინდა მეორე,მარა ჯერ ინფოებს ვაგროვებ biggrin.gif


Posted by: ninarichi 9 Feb 2007, 16:19
როგორც ვიცი იგივეა, მგონი, ან შეიძლება ცოტათი მეტი იყოს მარა დიდი სხვაობა არ იქნება ფასში.

Posted by: margusha 9 Feb 2007, 22:24
Matrona
სერგოზე ვინ არ არის შეყვარებული, იშვიათად ექიმში იყოს ამ დონის პროფესიონალიზმი და გულისხმიერება ერთად, კახა ტატიშვილზეც იგივე შემიძლია ვთქვა ცოტა ზერელეა სერგოგან განსახვავებით მაგრამ ძაან საყვარელი ვიღაცაა.

Posted by: Suleluka 10 Feb 2007, 14:15
margusha
შენ უნდა გენახა სერგოს სახე 4ნი რო შევედით კაბინეტში, გვიყურებს და მეკითხება ქალი მიხვდა რო ან დედა იყო ან დედამთილი და მეკითხება ეს ორი მამაკაცი ვინ არიო, თან ორივები წამოსკუპდნენ ეკრანთან, მეთქი მეუღლე და ძმა, აა მაშინ კაიო biggrin.gif

Posted by: margusha 10 Feb 2007, 14:26
suleluka

ჰო მაგარი იუმორი აქვს. biggrin.gif

Posted by: tamara:D 10 Feb 2007, 14:45
ერთი თვის გადაცდენა რას ნიშნავს?? spy.gif spy.gif ნუ ეხლა ფეხმძიმედ უეჭველი არ ვარ ლოლbiggrin.gif

Posted by: Breaky 10 Feb 2007, 14:47
tamara:D
QUOTE
ერთი თვის გადაცდენა რას ნიშნავს??

იმას ნიშნავს, რომ ექიმთან უნდა მიხვიდე biggrin.gif
სავარაუდოდ ანთება გექნება.

Posted by: tamara:D 10 Feb 2007, 15:42
ოო მაი გოდ lol.gif სასიკვდილოა? spy.gif რამდენად საშიშია ვაი და რომ მქონდეს? :-s

Posted by: margusha 10 Feb 2007, 15:51
tamara:D

საშიში იმდენად თავისთავად არ არის, რამდენადაც მერე იწვევს საშიშ გართულებებს, როგორიცაა მილებში შეხორცებები. თუმცა გადაცდენის მიზეზი მარტო ანთება არ შეიძლება იყოს, ჰორმონალური ცვლილებებიც შეიძლება იყოს მიზეზი.

Posted by: Matrona 10 Feb 2007, 18:01
QUOTE (suleluka @ 8 Feb 2007, 18:23 )
Matrona
მეც ვიყავი გუშინ სერგოსთან smile.gif
მაგნე B6 მეც დამინიშნეს გუშინ, დღეში 3 აბი
თითქმის წოლითი რეჟიმი მითხრა ექიმმა მთელი დღეა ვწევარ ცოტა ხნით ავდგები ფორუმს ვნახავ და ისევ ვწვები rolleyes.gif

yes.gif
მე, ზურიკომ რამდენიმე დღით მკაცრი წოლითი რეჟიმი დამინიშნა და შემდეგ 2 კვირის განმავლობაში ნახევრად წოლითი...ეცადე გარეთ არ გახვიდეო...და შემდეგ ისევ უნდა გავაკონტროლო ექოსკოპიით საშვილოსნოს ტონუსი....
ასევე დამინიშნეს გინიპრალი 2 აბი დღეში (1+1)
+ ფინოპტინი(1+1)(ტაქიკარდიის გამო) და
+მაგნე B6 4აბი დღეში(2+2)

ასე, რომ სანამ დრო მაქვს ვნებივრობ ....თუ ამის ნებას ჩემი შვილი მაძლევს...
თუ პირველი ბავშვია შენთვის , დამიჯერე, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გეტყვი.. რომ მაქსიმალურად დაისვენე და შეიფერე ამჟამინდელი მდგომარეობა...მოვა დრო და ინატრებ ... ნეტავ, სულ რამდენიმე საათი დამაძინა ნორმალურადო... baby.gif
* * *
QUOTE (margusha @ 9 Feb 2007, 22:24 )
Matrona
სერგოზე ვინ არ არის შეყვარებული, იშვიათად ექიმში იყოს ამ დონის პროფესიონალიზმი და გულისხმიერება ერთად, კახა ტატიშვილზეც იგივე შემიძლია ვთქვა ცოტა ზერელეა სერგოგან განსახვავებით მაგრამ ძაან საყვარელი ვიღაცაა.

yes.gif
აბსოლუტურად გეთანხმები... პირველ ბავშვზე ტატიშვილთან დავდიოდი... ახლა კი მედექსი უფრო ახლოსაა ჩემთან , თან სერგოც საუკეთესო პროფესიონალია.... baby.gif


ჰო, მართლა, ვაგინალური ექოსკოპია 45 ლარი ღირს მედექსში.. იმ დღეს ვიღაცამ იკითხა და გავიგონე...

Posted by: Suleluka 10 Feb 2007, 18:26
Matrona
პირველია პირველი rolleyes.gif
პირველი ფეხმძიმობაა საერთოდ და ვნერვიულობ სავით rolleyes.gif

Posted by: ikebana 11 Feb 2007, 14:15
Matrona
მედექსში მარტო ეხოზე დადიხარ სერგოსთან? ხომ ვერ მირჩევ ორსულისთვის გინეკოლოგს მანდ ?

Posted by: tikusha 11 Feb 2007, 19:21
როგორი ეხოსკოპია ჯობია ვაგინალური თუ ჩვეულებრივი??

Posted by: L&L 11 Feb 2007, 19:24
tikusha
QUOTE
როგორი ეხოსკოპია ჯობია ვაგინალური თუ ჩვეულებრივი??


ვაგინალურს ყოველთვის უკეთესი ხარისხის გამოსახულება აქვს. ზემოდან შეიძლება ბევრი რამე გამორჩეს ექოსკოპისტს.

Posted by: tikusha 11 Feb 2007, 19:27
L&L
ვაგინალური ეხოსკოპიით ჩანს თუ რამე ანთებითი პროცესია საშვილოსნოში??

Posted by: L&L 11 Feb 2007, 19:54
tikusha

ანთებით პროცესებს აქვს თავისი დამახასიათებელი ექოსკოპიური სურათი, ჩანს რა თქმა უნდა

Posted by: ikebana 11 Feb 2007, 20:30
L&L
თქვენს კლინიკაში ორსულთა კონსულტაცია თუ ხდება და პოლისს თუ აძლევთ?

Posted by: ninarichi 11 Feb 2007, 20:31
ორსულობის დროს თუა საშიში ვაგინალური ექო?

Posted by: bubu1234 11 Feb 2007, 20:37
მგონი არ არარის საშიში,ექიმთან რომ დავდიოდი იქ მოუტანა ორსულმა ვაგინალური ეხოსკოპია,მაგრამ მგონი 8თვის ორსული იყო,დასაწყისში რამდენად მაგდენი არ ვიცი..

Posted by: ninarichi 11 Feb 2007, 20:47
bubu1234

როგორ ხარ . ხომ არ გაგიკეთებია ვაგინალური რო აპირებდი?????

Posted by: bubu1234 11 Feb 2007, 20:50
არა არც დამირეკავს,ხვალ ვაპირებ დარეკვას,შენ რას შვები?როგორ ხარ?

Posted by: ninarichi 11 Feb 2007, 21:01
რა ვიცი მეც ვარ რა, მკურნალობებს და კირკიტს მოვეშვი ცოტა ხნით, დავიღალე მაგარი. ეხლა ვცდილობ რაიმეს გადავაყოლო გული.............
http://mother.ge

Posted by: natasha21 11 Feb 2007, 21:06
შეკიტხვა მაქვს:მოქმედ და შესაბამისად მედიცინის პატრიოტ წარმომადგენლებთან გინეკოლოგებთან (ამას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ მე დიდი ხანი ვერ ვუპატრიოტე მედიცინას და სხვაგან წავედი)
ენდომეტრიოზის მკურნალობის უახლესი მეთოდები თუ იცით?

Posted by: bubu1234 11 Feb 2007, 21:09
QUOTE
რა ვიცი მეც ვარ რა, მკურნალობებს და კირკიტს მოვეშვი ცოტა ხნით, დავიღალე მაგარი. ეხლა ვცდილობ რაიმეს გადავაყოლო გული.............


მართალი ხარ ჯობია ცოტა დაისვენო.

Posted by: L&L 11 Feb 2007, 23:26
ikebana

ორსულის კონსულტაცია რა თქმა უნდა ხდება. პრაქტიკულად ყველა გამოკვლევა, რაც შეიძლება ორსულს დასჭირდეს, ადგილზე გვაქვს და სხვადასხვა კლინიკაში სირბილი აღარ სჭირდება. პოლისის მიცემაც შეგვიძლია.თუმცა ახლანდელი წესებით, თუ ორსული კომერციულ განყოფილებაში აპირებს იმშობიაროს, აზრი პრაქტიკულად არ აქვს.

natasha21
QUOTE
ენდომეტრიოზის მკურნალობის უახლესი მეთოდები თუ იცით?


ენდომეტრიოზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კი ცნობილია, მაგრამ პრეპარატებია საკმაოდ ძვირადღირებული.

ninarichi
QUOTE
ორსულობის დროს თუა საშიში ვაგინალური ექო?


არ არის საშიში.

Posted by: ikebana 11 Feb 2007, 23:31
L&L
QUOTE
თუ ორსული კომერციულ განყოფილებაში აპირებს იმშობიაროს, აზრი პრაქტიკულად არ აქვს.

რატომ არ აქვს? ბევრგან უარს არ ეუბნებიან პოლისის გამოყენებაზე (ფასიანში). მაგ. გაგუასთან.

Posted by: natasha21 11 Feb 2007, 23:59
QUOTE (L&L @ 11 Feb 2007, 22:26 )

natasha21
QUOTE
ენდომეტრიოზის მკურნალობის უახლესი მეთოდები თუ იცით?


ენდომეტრიოზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კი ცნობილია, მაგრამ პრეპარატებია საკმაოდ ძვირადღირებული.

გთხოვ, დაწერე რა.

ნუ მკურნალობის მერე აუცილებელი დაფეხმძიმების , და შემდეგ ბოლომდე მიყვანილი მშობიარობის გარდა...

Posted by: L&L 12 Feb 2007, 00:14
ikebana

ასე აღარ არის უკვე შარშანდელი ზაფხულიდან. პოლისით მშობიარობა შეიძლება მხოლოდ სამ სამშობიაროში - პირველში, ჩაჩავაში და მე-4 ში. პოლისი 200 ლარის ეკვივალენტია და თუ მას იყენებ, თანხის დამატებით კომერციულ განყოფილებაში დაწოლის უფლება არ გაქვს, თუ დაწესებულება თვითონ არ წავა დარღვევაზე. თან პოლისის ასაღებად მარტო კონსულტაციაში მისვლა არ არის საკმარისი.
პოლისით აღარ ფინანსდება მშობიარობის გაუტკივრება, ორსულის და ბავშვის კვება, თეთრეული, პამპერსი, წამლები, პალატები ნაკლებადკომფორტულია და ა.შ.
თუ ორსული სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებად ითვლება, მაშინ პოლისი 400 ლარის ეკვივალენტია.

natasha21
QUOTE
გთხოვ, დაწერე რა.

ნუ მკურნალობის მერე აუცილებელი დაფეხმძიმების , და შემდეგ ბოლომდე მიყვანილი მშობიარობის გარდა...


რაც არ უნდა მოკლედ დავწეროთ, ერთი სამეცნიერო სტატია გამოვა. აგერ არის ერთი მოკლე ანოტაცია რუსულ ენაზე:

http://nature.web.ru/db/msg.html?mid=1186643&s=111400010

Posted by: tms 12 Feb 2007, 00:51
QUOTE
ენდომეტრიოზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კი ცნობილია, მაგრამ პრეპარატებია საკმაოდ ძვირადღირებული.

კი ძვირია ნამდვილად, მაგალითად დეპო პრეპარატი Decapeptyl Gyn 219 ევრო ღირს, ერთი გაკეთება....მე ენდომეტრიოზის გამო არ გავიკეთე , მაგარმ ფასი იცოცხლე მაგარი აქვს smile.gif

Posted by: natasha21 12 Feb 2007, 00:53
QUOTE (tms @ 11 Feb 2007, 23:51 )
QUOTE
ენდომეტრიოზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კი ცნობილია, მაგრამ პრეპარატებია საკმაოდ ძვირადღირებული.

კი ძვირია ნამდვილად, მაგალითად დეპოპრეპარატი Decapepty Gyn 219 ევრო ღირს, ერთი გაკეთება....

თანხა პრობლემა არაა!
ოპრაციის გარეშე სრული განკურნება უახლესი მეთოდებით შესაძლებელია?

საშვილოსნოს ზომები ძალიან გადიდებულია და სწრაფად აგრძელებს ზრდას.
ლინბახის ლაბორატორიაში ჰორმონალური ანალიზები გაკეთებულია

Posted by: tms 12 Feb 2007, 01:00
natasha21
გააჩნია სად არის განვითარებული. მე როგორც ვიცი საკვერცხეზე თუ არის მაშინ საოპერაციოა

ჰო მე გვიან გიპასუხე, დაგიწერია საშვილოსნოზეაო. მე არ ვარ ექიმი, რიგითი გინეკოლოგიური პაციენტი ვარ და ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრა რომ ალბათ თუ ჰორმონები არ არის ნორმაში გაუკეთდება ჰორმონალური მკურნალობა და მერე გამოჩნდება დაექვემდებარა მკურნალობას თუ არა. 100% გარანტია არაფერში არსებობს მითუმეტეს ჰორმონებს როცა ეხება საქმე.

უახლესი მეთოდები ამ დროს კი წამლებია..და ოპერაციულად ლაპარასკოპია

Posted by: natasha21 12 Feb 2007, 01:13
QUOTE (tms @ 12 Feb 2007, 00:00 )
natasha21
გააჩნია სად არის განვითარებული. მე როგორც ვიცი საკვერცხეზე თუ არის მაშინ საოპერაციოა

ჰო მე გვიან გიპასუხე, დაგიწერია საშვილოსნოზეაო. მე არ ვარ ექიმი, რიგითი გინეკოლოგიური პაციენტი ვარ და ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრა რომ ალბათ თუ ჰორმონები არ არის ნორმაში გაუკეთდება ჰორმონალური მკურნალობა და მერე გამოჩნდება დაექვემდებარა მკურნალობას თუ არა. 100% გარანტია არაფერში არსებობს მითუმეტეს ჰორმონებს როცა ეხება საქმე.

უახლესი მეთოდები ამ დროს კი წამლებია..და ოპერაციულად ლაპარასკოპია

ლაპარასკოპია, ზუსტადაც არ გვინდა, და ლაპარაკია, იმაზე რომ ჰორმონალურმა შედეგი არ გამოიღო, საშვილოსნოს ზომებმა ზრდა დაიწყო

Posted by: tms 12 Feb 2007, 01:17
QUOTE (natasha21 @ 12 Feb 2007, 01:13 )
QUOTE (tms @ 12 Feb 2007, 00:00 )
natasha21
გააჩნია სად არის განვითარებული.  მე როგორც ვიცი საკვერცხეზე თუ არის მაშინ საოპერაციოა

ჰო მე გვიან გიპასუხე, დაგიწერია საშვილოსნოზეაო.  მე არ ვარ ექიმი, რიგითი გინეკოლოგიური პაციენტი ვარ და ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრა  რომ ალბათ თუ  ჰორმონები არ არის ნორმაში გაუკეთდება ჰორმონალური მკურნალობა და მერე გამოჩნდება დაექვემდებარა მკურნალობას თუ არა. 100% გარანტია არაფერში არსებობს მითუმეტეს ჰორმონებს როცა ეხება საქმე.

უახლესი მეთოდები ამ დროს კი წამლებია..და ოპერაციულად ლაპარასკოპია

ლაპარასკოპია, ზუსტადაც არ გვინდა, და ლაპარაკია, იმაზე რომ ჰორმონალურმა შედეგი არ გამოიღო, საშვილოსნოს ზომებმა ზრდა დაიწყო

ალბათ გაქვთ მიზეზი რატომ არ გინდათ ლაპარასკოპია. მე ჩემზე გეტყვი, ლაპარასკოპია მაქვს გაკეთებული კიდევ კარგი გავიკეთე ისეთი რამე გამოჩნდა რაც ექოზე არ ჩანდა..

ექიმმა უნდა გადაწყვიტოს

თუ გერმანული იცი აქ წერია ყველაფერი პრეაპარატებზეც და ოპერაციულ მკურანალობაზეც
http://www.wunschkinder.net/theorie/therapie-der-sterilitaet/organische-stoerungen-behandlung/endometriose-behandlung/

Posted by: L&L 12 Feb 2007, 01:35
natasha21

ასე დისტანციურად ძალიან ძნელია, გააჩნია რა მკურნალობა ჩატარდა, რამდენად სწორად იყო დანიშნული. ლაპარასკოპია და ოპერაცია არ გვინდა ეს ყოველთვის ჩვენს ნებაზე სამწუხაროდ არ არის. ვფიქრობ ფორუმზე ამას ვერანაირად ვერ გადავწყვეტთ.

Posted by: natasha21 12 Feb 2007, 01:40
დიდი მადლობა პასუხებისთვის. ანუ ოპერაციული ჩარევა მაინც საჭროა, მიუხედავად უახლესი მეთოდებისა

Posted by: tms 12 Feb 2007, 01:43
QUOTE (natasha21 @ 12 Feb 2007, 01:40 )
დიდი მადლობა პასუხებისთვის. ანუ ოპერაციული ჩარევა მაინც საჭროა, მიუხედავად უახლესი მეთოდებისა

მეთოდებში ოპერაციული ჩარევაც იგულისხმება, ოპერაციულ ჩარევაშიც არსებობს უახლესი მეთოდები, ხანმოკლე და "უსისხლო".


წარმატებები smile.gif

Posted by: ikebana 12 Feb 2007, 12:46
მედექსში ან მედლაინში ვის მირჩევთ გინეკოლოგს ორსულისთვის?

Posted by: Vanadisi7 12 Feb 2007, 12:57
QUOTE (ikebana @ 12 Feb 2007, 12:46 )
მედექსში ან მედლაინში ვის მირჩევთ გინეკოლოგს ორსულისთვის?

მაია ჯანელიძე ორივეგან მუშაობს, სერგოსთან ერთად, ძალიან ყურადღებიანი და კაი ექიმია

Posted by: ikebana 12 Feb 2007, 13:14
Vanadisi7
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: killer 13 Feb 2007, 12:46
მაინტერესებს თუ შეიძLება 3 თვემდე ორსულისთვის დიკლოცინი და კარდიმაგნიის დალევა?

Posted by: Vanadisi7 13 Feb 2007, 20:44
QUOTE (ikebana @ 12 Feb 2007, 13:14 )
Vanadisi7
დიდი მადლობა smile.gif

არაფერის გენაცვალეsmile.gif

წარმატებებს გისურვებsmile.gif
თუ დააპირე მაიასთან მისვლა მითხარი როგორ მოგეწონებაsmile.gif

Posted by: lala 13 Feb 2007, 22:47
ვარ 19 კვირის ფეხმძიმე , დაახლოებით ერთი კვირაა ვგრძნობ სუსტ მოძრაობას დილაობით ამომებურცება ხოლმე მუცელი smile.gif გუშIნ და დღეს რაღაც აღარ შEმიმჩნევია და შემეშIნდა. ძლიერი ტონუსი მაქვს და , გვიან ვიგრძენი მაგის ბრალი ხომ არ არის? ძალიან შეშინებული ვარ
გენეკოლოგებო ან ვისაც გესმით დამეხმარეთ რა

Posted by: L&L 14 Feb 2007, 10:25
killer

QUOTE
მაინტერესებს თუ შეიძLება 3 თვემდე ორსულისთვის დიკლოცინი და კარდიმაგნიის დალევა?


შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, თვითნებურად ნუ მიიღებთ. წამლების ორსულობასთან თავსებადობაზე ნახეთ:
http://www.medea.ge/drugs.htm


lala

ტონუსის გამო შეიძლება ნაყოფმა შეამციროს მოძრაობითი აქტივობა, მაგრამ დარწმუნებული რომ იყოთ, სასურველია ექიმმა მოისმინოს ნაყოფის გულისცემა, ან უკეთესია თუ ექოს გაიკეთებთ.

Posted by: lala 14 Feb 2007, 12:22
L&L
მადლობა
დღეს დილას გამაღვიძა smile.gif ამოვისუნთქე smile.gif ძალიან მეშინოდა

Posted by: velika 14 Feb 2007, 13:00
L&L

იქნებ იცი,პოლიკისტოზის უსისხლო ოპერაცია რე ჯდება მედეაში? და რამდენად შედეგიანია,ხდება თუ არა ამის შემდეგ დაორსულება...

და თუ ვინმეს მსგავსი პრობლემა გქონიათ იქნებ გამომეხმაოროთ ყველაფერი მაინტერესბს



Posted by: L&L 14 Feb 2007, 14:11
velika

ჩვენს კლინიკაში ოპერაციები არ კეთდება.სტაციონარი არ გვაქვს. მაგ ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ სტაციონარებში.
პოლიკისტოზის დროს ოპერაციული ჩარევა სწორედ იმისათვის ხდება, რომ ორსულობა შედგეს. თუმცა 100%–იანი მედიცინაში არაფერი არ არის.
ოპერაცია კეთდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსერვატიული მკურნალობის შესაძლებლობები ამოიწურება. თუ გნებავთ მოგვწერეთ თქვენს პრობლემებზე პმ–ში.

Posted by: Ireksito 14 Feb 2007, 14:51
მოგესალმებით...... ანდროლოგთან შეკითხვები წაუშლიათ და ამიტომ ამ ტოპიკში დავწერ smile.gif მოკლედ სპერმატოზოიდის აქტიურობის პროცენტულობა რამდენი უნდა იყოს რომ მოხდეს გოგოს დაორსულება..... rolleyes.gif
წინასწარ მადლობები 2kiss.gif

Posted by: tms 14 Feb 2007, 14:57
Ireksito
WHO ნორმა:

normales Spermiogramm
(ეაკულატის რაოდენობა)Menge 2-5ml Ejakulat (etwa ein halber bis ein ganzer Teelöffel)
(მჟავიანობა)Säuregehalt ph 7.2 - 8,0
Verflüssigung in 10-30 min
(სპერმატოზოდიების რაოდენობა)Anzahl der Samenzellen/ml 20 - 150 Mill. Samenzellen/ml
(მოძრაობა) Beweglichkeit 50% oder mehr
Formen 30% normale Formen oder mehr
Entzündungen nur vereinzelt Entzündungszellen
Verkleben kein krankhaftes Verkleben der Samenzellen untereinander.

Posted by: Ireksito 14 Feb 2007, 15:15
tms
QUOTE
(მოძრაობა) Beweglichkeit 50% oder mehr

ანუ ჩემი პასუხიც ეს არის როგორც ვხვდები....... აჰა დიდი მადლობა smile.gif

Posted by: tms 14 Feb 2007, 15:54
Ireksito
QUOTE
tms QUOTE (მოძრაობა) Beweglichkeit 50% oder mehr

ანუ ჩემი პასუხიც ეს არის როგორც ვხვდები..

კი ეგ არის შენი პასუხი, ანუ 50% და მეტიო

QUOTE
დიდი მადლობა

იცოცხლე smile.gif

Posted by: velika 14 Feb 2007, 18:29
L&L
მადლობა გამოხმაურებისთვის,ანალიზებს თავს მოუყრი და ამ დღეებში მოგწერ...

Posted by: L&L 14 Feb 2007, 19:14
Ireksito

არის პარამეტრები, რომლის ქვევითაც სპერმა ითვლება სუბფერტილურად. ფერტილური ანუ განაყოფიერების უნარის მქონე სპერმის მინიმალური პარამეტრებია:
მოცულობა: 2 მლ;
სპერმატოზოიდთა კონცენტრაცია: 20 მლნ/მლ
წინ მოძრავ სპერმატოზოიდთა წილი: 30% (ჯამი a+b კლასების. განვმარტავთ a-სწრაფად წინმოძრავი, b-ნელა წინმოძრავი);
ნორმალური მორფოლოგიის მქონე:14% (კრიუგერის მკაცრი კრიტერიუმით).
მარტო ერთი პარამეტრით სპერმის შეფასება არ შეიძლება.

Posted by: sho77 14 Feb 2007, 19:29
ფეხმზიმე ქალისთვის თუ შეიძლება თვითმფრინავით მოგზაურობა ან რომელ თვეებში შეიძლება?

Posted by: makvala 15 Feb 2007, 09:17
sho77

ორსულად ხარ? მომილოცავს 2kiss.gif

ბოლო კვირებში თვითმფრინავმა მშობიარობის პროვოცირება იცის.

ასევე ძალიან დაბალ ჰემოგლობინზე 80 გ/ლ–ზე დაბალი, მძიმე ანემიების დროს არ შეიძლება, ზევით ჟანგბადის პარციალური წნევა მცირდება, თუმცა დამატებითი ოქსიგენაციისას ეგეც პრობლემა არ არის.

Posted by: Suleluka 15 Feb 2007, 10:41
lala
ბავშვის მოძრაობა რომელი კვირიდან იგრძენი? rolleyes.gif
და რამდენი წლის ხარ? (თუ საიდუმლო არაა რა თქმა უნდა smile.gif )



Posted by: lala 15 Feb 2007, 11:56
suleluka
20 ის ვარ smile.gif მოძრაობა ვიგრძენი 16 კვირის, რაღაც ფართხალივით smile.gif ისეთი გრძნობაა შეილება გააფრინო smile.gif ეხლა უკვე ამოიბურცება ხოლმე და კარგად ვგრძნობ როდესაც ვწევარ smile.gifთან გამხდარი ვარ შედარებით და გამხდრები უფრო ადრე გრძნობენო

Posted by: sho77 15 Feb 2007, 11:58
QUOTE (makvala @ 15 Feb 2007, 09:17 )
sho77

ორსულად ხარ? მომილოცავს 2kiss.gif


yes.gif კი... და ცოტა ვნერვიულობ ვინაიდან გემოგლობინი საერტოდ ყოველთვის დაბალი მქონდა 64 -65. და თუ ნაყოფი 2 თვის იქნება მაგ დროისთვის მაინც საშიშია? cry.gif

Posted by: ikebana 15 Feb 2007, 12:00
sho77
შორენა როგორ ხარ? 2kiss.gif
გილოცავ smile.gif კარგ ორსულობას და ბედნიერ დედობას გისურვებ smile.gif

Posted by: L&L 15 Feb 2007, 12:36
sho77

64 ჰემოგლობინი ეს სხვა ერთეულებში იქნება, გ/ლ-ებში დაახლოებით 105-106-ია; ასე რომ ადრეც 80 გ/ლ-ზე მეტი გქონდა ბევრად yes.gif
80 გ/ლ მძიმე ანემიაა.
2 თვის ორსულობისას საშიში არ არის ფრენა.
ნახე პმ.




Posted by: sho77 15 Feb 2007, 12:46
QUOTE (ikebana @ 15 Feb 2007, 12:00 )
sho77
შორენა როგორ ხარ? 2kiss.gif
გილოცავ smile.gif კარგ ორსულობას და ბედნიერ დედობას გისურვებ smile.gif

2kiss.gif დიდი მადლობა

შენ როგორ ხარ? ახალი ხომ არაფერია შენკენ? :-)

Posted by: Suleluka 15 Feb 2007, 14:03
lala
ნეტა მე როდის ვიგრძნობ rolleyes.gif ჯერ 15 კვირის ვარ
გოგო გყავს თუ ბიჭი?
* * *
L&L
QUOTE
80 გ/ლ მძიმე ანემიაა

როგორ? მე 72 თუ 73 მითხრეს და ნორმააო

Posted by: lala 15 Feb 2007, 17:37
suleluka

მალე უკვე იგრძნობ ალბათ თუ გამხდარი ხარ მითუმეტეს.
ტონუსმა შეიძლება შეაფერხოს და გვიან იგრძნო , გააჩნია ზოგი როდის ზოგი როდის , პირველი ოდნავი გაფართხალებასავით იქნება.
20 კვირამდე ყველა ვარიანტში იგრძნობ
რაღაც გასაგიჟებელი გრძნობაა smile.gif

მე გოგო მყავს smile.gif სერგო არ მეუბნებოდა თავიდან მარა ბოლოს მითხრა მაინც smile.gif
შენ? თუ ჯერ არ იცი?

Posted by: velika 15 Feb 2007, 18:02
L&L
ეს ისევ მე ვარ,ერთი შეკითხვა გამიჩნდა,ჩემს მეგობარს აქვს ქავილის გრძნობა საშოში და ცოტა გამონადენი ,ეს აქვს პერიოდულად უფრო გაზაფხულზე და შემოდგომაზე.და მაინტერესებს ესეთი სიმპტომები რას ახასიათებს,და კიდე როგორი სიმპტომებით ხასიათდება ქლამიდია.
მადლობა წინასწარ

Posted by: Suleluka 15 Feb 2007, 21:04
lala
მეც გოგო მყავს და ჭკვაზე არა ვარ biggrin.gif
მე და ჩემ ქმარს დაგვავიწყდა სქესის კითხვა და ბოლოს რო გამოვდიოდით ჩემმა ძმამ ჰკითხა biggrin.gif
მე ჰიპერტონუსი მაქ თან პლაცენტის წინმდებარეობა ნეტა რა მიხარია, წოლითი რეჟიმი მაქ აპრილამდე sad.gif

Posted by: kudracha 15 Feb 2007, 21:08
velika
QUOTE
ეს ისევ მე ვარ,ერთი შეკითხვა გამიჩნდა,ჩემს მეგობარს აქვს ქავილის გრძნობა საშოში და ცოტა გამონადენი ,ეს აქვს პერიოდულად უფრო გაზაფხულზე და შემოდგომაზე.და მაინტერესებს ესეთი სიმპტომები რას ახასიათებს,და კიდე როგორი სიმპტომებით ხასიათდება ქლამიდია

ნაცხის ანალიზი თუ გეტყვით ზუსტ პასუხს, თორემ ისე ბევრ რამეს ახასიათებს მასეთი სიმპტომები

Posted by: ikebana 15 Feb 2007, 21:19
sho77
QUOTE
შენ როგორ ხარ? ახალი ხომ არაფერია შენკენ? :-)

არა, არაფერი, გარდა იმისა რომ სამსახური შევიცვალე. smile.gif
რამდენი თვის ხარ?

Posted by: lala 15 Feb 2007, 22:08
suleluka

mec dzaan gamexarda , ise sulerTia mainc pirvelia. sergom arao ra rashi gainteresebs pirveliao, mara bolos ro movdiodi mitxra mainc smile.gif) mec maqvs tonusi Tan Dzlieri, araferia magi yvelasaaq titqmis magaze ar inerviulo smile.gif

Posted by: L&L 15 Feb 2007, 22:33
suleluka
QUOTE
როგორ? მე 72 თუ 73 მითხრეს და ნორმააო


ზედა პოსტში განვმარტეთ რომ არსებობს ერთეულთა სხვადასხვა სისტემები. თქვენ 72 ძველი ერთეულებით გითხრეს. გ/ლ-ებში ძველი 72 არის 119 გ/ლ, ნორმის ქვედა ზღვარია. ასე რომ არ ყველაფერი რიგზეა.

Posted by: makvala 15 Feb 2007, 23:07
kudracha

QUOTE
ნაცხის ანალიზი თუ გეტყვით ზუსტ პასუხს, თორემ ისე ბევრ რამეს ახასიათებს მასეთი სიმპტომები


ეგ მთლად ეგრე არ არის, რასაც ნაცხის ანალიზს ეძახიან ჩვეულებრივ, იქ ქლამიდია არ ჩანს. ნაცხში ქლამიდია ჩანს ან სეროლოგიური ექსპრეს-ტესტით, რაც საკმაოდ არაზუსტია (ცრუ დადებითი შედეგები იცის ხშირად), ან იმუნოფლუორესცენციით, ან მოლეკულურ დიაგნოსტიკით. ეს ბოლო ორი საკმაოდ ძვირია...

ქლამიდია საკმაოდ ხშირად უსიმპტომოა და სპეციფიკურ გამოკვლევებს ითხოვს...

Posted by: lala 16 Feb 2007, 12:20
მაინტერესებს ორსულთა სკოლები სადაა ?

ერთი სული მაქვს როდის მოვა ივლისი smile.gif ჩემი პატარა მინდაააა baby.gif

Posted by: Ireksito 16 Feb 2007, 13:20
L&L
დიდი მადლობები yes.gif

Posted by: Suleluka 16 Feb 2007, 13:29
lala
მე გოგოზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება და ძალიან მიხარია, ერთი სული მაქ როდის გაფართხალება biggrin.gif და როდის წავალ კიდე ეხოზე რო კიდევ ვნახო rolleyes.gif
ორსულთა სკოლა რამენადაც ვიცი "ჯანმრთელობის სახლს" აქვს, ბუკლეტი მომცეს და მანდ ეწერა, პრინციპში არ უნდა იყოს ცუდი. მანდ ყველაფერი კარგი და ხარისხიანი აქვთ, თუ მიხვედი დაწერე როგორია wink.gif


L&L
მართლა არ ვიცი ძველი თუ ახალი ერთეულით მარა ძირითადათ ყველას მაგ ერთეულით ეუბნევიან rolleyes.gif





Posted by: lovefool 16 Feb 2007, 15:28
QUOTE (suleluka @ 16 Feb 2007, 13:29 )
ეუბნევიან

საწყალი ქართული ენა ისეთებს წაიკითავს კაცი ფორუმზე cry.gif

Posted by: lala 16 Feb 2007, 15:52
suleluka
ხო ძაან მიანტერესებს ისე ჯობია მომზადება მშობიარობისთვის კარგი იქნება უფრო გაგიადვილდებათო.
მეც მასე ვარ smile.gif სულ ველოდები რო გაფართხალდეს და ვიგრძნო ჩემი პაწუკა smile.gif

Posted by: Suleluka 16 Feb 2007, 16:08
lala
კონსულტაციაზე და ანალიზებზე ყოველ თვე დადიხარ? თუ როცა გინდა?
მე 23-ში ვიყავი ანალიზებზე და არ ვიცი ეხლაც მივიდე ამ თვეში თუ ბარემ ეხოს დრო რო მოვა მაშინ

Posted by: lala 16 Feb 2007, 18:04
suleluka
თვეში ერთხელ . თუ რაიმე პრობლემა არ გაქვს მეტი ხშIრად არაა საჭირო
მეტი აღარ გინდა შემდეგ თვეში მიდი
მე ეხლა 20-ე კვირაზე დამიბარა და მივდივარ იმ კვირაშI smile.gif

Posted by: Suleluka 16 Feb 2007, 19:09
lala
მე 14 კვირაზე ვიყავი და 20-ზე მინდოდა მისვლა მარა ჩემმა ექიმმა რახან მითხრა კონსულტაციაში მოდი ეხოზეო (თან უფასო გეკუთნიდო) მოვითმენ როგორმე, მინდა თვითონაც რო შემომყვეს, ნეტა აწეული იყოს პლაცენტა
ბედი არ გინდა რაღა მე მიმემაგრა სხვაგან, ჯერ ის ძლივს გადავიტანე რეზუს უარყოფითი რომ აღმოვჩნდი

Posted by: lala 16 Feb 2007, 19:24
suleluka
არ ინერვიულო ეხლა ეგ ნერვიულობა უფრო საშიშია ვიდრე ეგ პრობლემები. დაწყნარდი smile.gifყველაფერი კარგად იქნება smile.gif

Posted by: tms 16 Feb 2007, 23:32
suleluka
ნუ ნერვიულობsmile.gif ყველაფერი ისე იქნება შენ როგორც გაგეხარდება. რეზუს უარყოფითი ნამდვილად არ არის პრობლემა, მითუმეტეს პირველ ბავშვზეsmile.gif თუ ეს დაგაწყნარებს გეტყვი მეც რეზუს უარყოფით ვარ 2kiss.gif

Posted by: Suleluka 17 Feb 2007, 09:52
tms
2kiss.gif

lala
2kiss.gif

მანამ არ ვიმშობიარებ მე რა დამაწყნარებს biggrin.gif

Posted by: velika 17 Feb 2007, 19:04
makvala
ერთი შეკითხვა აქვს ჩემს დას:შეიძლება თუ არა მომატების მიზნით ერთი ან ორი თვის განმავლობაში მიიღოს დექსამეტაზონის აბები (არის ძალიან გამხდარი და ჰორმონალური დარღვევები არააქვს), და თუ შეიძლება მიღება როგორი დოზებით მიიღოს?

Posted by: L&L 17 Feb 2007, 19:58
velika

ეს შეკითხვა ჩვენი მისამართით არ არის, მაგრამ სანამ მაყვალა გიპასუხებთ, პასუხი ცალსახაა - არავითარ შემთხვევაში! ყველაზე ნეიტრალური - ვიტამინები მიიღოს მადის მოსამატებლად და ცოტა ფიზიკურად მეტი იაქტიუროს, თუ დარწმუნებულია რომ ჯანმრთელია. ყველაზე კარგი იქნება, თუ ენდოკრინოლოგს ეჩვენება.

Posted by: makvala 17 Feb 2007, 20:23
velika

QUOTE
ერთი შეკითხვა აქვს ჩემს დას:შეიძლება თუ არა მომატების მიზნით ერთი ან ორი თვის განმავლობაში მიიღოს დექსამეტაზონის აბები (არის ძალიან გამხდარი და ჰორმონალური დარღვევები არააქვს), და თუ შეიძლება მიღება როგორი დოზებით მიიღოს?


ხო აზრზე ხართ, რა იდეები მოსდით ზოგიერთებსა...

ნეტა იმათთვისაც არ დამანიშნინა ვისაცა სჭირდება, ვისაც დანიშნული აქ ხო სუ კონტროლზე მყვანან როგორ არიან...

ეხლა შენ დასა გასუქება ხო გასალამაზებლად უნდა, ჰოდა თუ გაბანჯგვლიანდა ეპილაციაც რო ვერა შველის ისე, მაშინ ნახავს სეირსა...

მერე საათის სანახავადა მაჯაზე ბანჯგვლებს გადაიწევს ხოლმე...

პ.ს. ჰირსუტიზმი მხოლოდ ერთ–ერთი თანმდევი ეფექტია...

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Feb 2007, 00:44
suleluka
lala
მეც შემოვუერთდები ორსულთა კლუბს, თანაც დიდი სიამოვნებით...
გინეკოლოგთან კი ასეთი კითხვა მაქვს: საერთოდ დაბალწნევიანი ვარ, 90\60-ზე, ეხლა კიდევ უფრო დაეცა ჩემი წნევა, დილას რომ ვიღვიძებ, უკვე თავი მტკივა, დამძიმებული მაქვს თითქოს, ძირს თუ დავიხარე, ძალიან მაგრად მტკივა... ასეთ დროს წნევა 80\40, 85\45 მაქვს ხოლმე და რა შეიძლება მოვიმოქმედო?

Posted by: ikebana 19 Feb 2007, 01:44
WOMAN IN LOVE
შენ მგონი მრავალშვილიანი დედა უნდა იყო, თუ არ ვცდები, არა? smile.gif

Posted by: lala 19 Feb 2007, 13:07
WOMAN IN LOVE
გილოცავ smile.gif ძAლიან სასიამოვნოა
რომელ თვეში ხარ?
ფეხმძიმობისას იცის დაწევა წნევის, მე 120 მქონდა და დილაობით 90 მაქვს ხოლმე.
თავის ტკივილებიც იცის, საშიში არაფერია smile.gif

Posted by: L&L 19 Feb 2007, 13:30
WOMAN IN LOVE

შეგიძლიათ კორდიამინი მიიგოთ ან წვეთებში ან ინექციის სახით. საკმაოდ ეფექტურია და უსაფრთხოა ორსულებისათვის.

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Feb 2007, 13:49
ikebana
QUOTE
შენ მგონი მრავალშვილიანი დედა უნდა იყო, თუ არ ვცდები, არა?

საიდან გახსოვს? 4 შვილი მყავს smile.gif lala
QUOTE
რომელ თვეში ხარ?

ჯერ არ ვიცი ზუსტად, სავარაუდოდ 2 ის ვიქნები.L&L
გმადლობ რჩევისთვის 2kiss.gif

Posted by: UZUL 19 Feb 2007, 13:50
გამიგია
სექსი არ არის აკრძალულიო მაგ დროსო..
მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს.. -- ბავშვს მერე რაიმე კვალი ხო არ დარჩება , შუბლზე.... ? spy.gif

Posted by: Suleluka 19 Feb 2007, 14:49
WOMAN IN LOVE
გილოცავ 2kiss.gif
მეც დაბალ წნივეანი ვარ 90/60-ზე და პირველი ორი თვე დილაობით ძალიან დაბალი მქონდა ხოლმე მარა ეხლა გამოსწორდა smile.gif

4 შვილის დედა?! გმირი ხარ 2kiss.gif

Posted by: ShadowCat 19 Feb 2007, 15:16
WOMAN IN LOVE
QUOTE
საიდან გახსოვს? 4 შვილი მყავს

და მეხუთეზე ხარ ორსულად? smile.gif
საღოლ შენ! up.gif

Posted by: Digital Bitch 19 Feb 2007, 15:36
შეკითხვა გინეკოლოგს:

რამდენად საშიშია სპირალი ქალისთვის (მე უკვე მე-3 გამოვიცვალე, უახლესი - 3 წლის წინ)? ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ, ამ ბოლო დროს: ციკლი ამერია და გრძელდება 8 დღე, მკერდი საშინლად მტკივა მოსვლის წინა კვირაში...ექიმთან უნდა მივიდე ხო ყველა ვარიანტში? ეხოზე დაინახავს მის მდებარეობას?

DB

Posted by: Catherine 19 Feb 2007, 15:50
ძალიან მინდა დავფეხმძიმდე, მაგრამ ვერ ვახერხებ. ხომ ვერ მირჩევდით როგორ მოვიქცე და რაიმე რჩევას ხომ ვერ მომცემდით? წინასწარ გამდლობთ

Posted by: tms 19 Feb 2007, 15:55
QUOTE (Catherine @ 19 Feb 2007, 15:50 )
ძალიან მინდა დავფეხმძიმდე, მაგრამ ვერ ვახერხებ. ხომ ვერ მირჩევდით როგორ მოვიქცე და რაიმე რჩევას ხომ ვერ მომცემდით? წინასწარ გამდლობთ

ეჰ, ექიმთან უნდა მიხვიდე

smile.gif smile.gif..........

Posted by: shanyva 19 Feb 2007, 16:11
ხომ ვერ დაწერთ საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის ზომებს ნორმაში და პათოლოგიაში. პატარა საშვილოსნოზეც იქნებ იცოდეთ რამე.

Posted by: Suleluka 19 Feb 2007, 16:23
გოგოებო გიშინ "დროებას" უყურეთ?
სინჯარის ბავშვებს რომ ანახებდნენ, რა ბედნიერებაა როცა 10 წლის უშვილობის მერე 3 ტყუპი გეყოლება, და ვითომ ამით უშვილობის პრობლემას წერტილი დაესვა?! ისე რამდენადაც ვიცი ბევრი მამაკაცი არ თანხმდება მაგეთი გზით დაფეხმძიმებაზე





Posted by: Catherine 19 Feb 2007, 16:25
ისე სამი თვეა რაც გათხოვილი ვარ, თან ციკლიც ნორმალური მაქვს და ერთი შეხედვით საექიმო არაფერი მაქვს. უბრალოდ ძალინ მინდა რომ მალე დავრჩე

Posted by: Suleluka 19 Feb 2007, 16:29
Catherine
ჩემი რჩევაა, მაინც თავი დაიზღვიე და მიდი ექიმან კონსულტაციაზე (ეხო გადაიღე.)

Posted by: tms 19 Feb 2007, 16:36
QUOTE (Catherine @ 19 Feb 2007, 16:25 )
ისე სამი თვეა რაც გათხოვილი ვარ, თან ციკლიც ნორმალური მაქვს და ერთი შეხედვით საექიმო არაფერი მაქვს. უბრალოდ ძალინ მინდა რომ მალე დავრჩე

თუ სამი თვეა რაც გათხოვილი ხარ მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვს smile.gif შენ ღმერთმა დაგიფაროს და უშვილობაზე ლაპარაკი იწყება როცა რეგულარული დაუცველი სექსუალური ცხოვრების მიეხედავად ფეხმძიმობა არ არის 1წლის მერე. მაგარამ თუ მაინც ფოირიაქობ მიდი ექიმთან და გაიკეთე ჰორმონალური ანალიზი smile.gif ისე რაც ნაკლებად იფიქრებ მაგ საკითხზე მით უკეთესი იქნება smile.gif წარმატებები აბა smile.gif

იცხოვრე მშვიდად და შეირგე ახალი გათხოვება smile.gif

Posted by: makvala 19 Feb 2007, 19:48
WOMAN IN LOVE

ყოჩაღ....

Digital Bitch

რასაც აღწერ სპირალის ბრალი არ უნდა იყოს, მაგრამ ექიმთან კი აუცილებლად...

Catherine

ნუ ინერვიულებ, რა გეჩქარება, თუ შარიანი დედამთილი არ გაჩქარებს, მოეშვი და დატკბი გახანგრძლივებული თაფლობის თვით...

ჯერჯერობით უნაყოფობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ექიმთან მისვლის მიზეზი შეიძლება საერთო გამოკვლევები იყოს და ორსულობისათვის მომზადება. ამის კულტურა საქართველოში ნაკლებად არის, მაგრამ დროა დაინერგოს...

ინტერნეტში არის ორსულობისათვის მზადება, საიტი არ მახსოვს...


suleluka

ჩვენს ტელევიზიებს ნაკლებად დაუჯერე, როცა საქმე მედიცინას ეხება. როცა ექიმებზე უარყოფითს ლაპარაკობენ ხომ სისულელეა, აგერ თქვენ სასწრაფოს ექიმს რომ დააბრალეს ვენოპუნქციისას პაციენტი მოკლაო და არაფერშუაში არ იყო საწყალი გოგო...

ასევე თუ კარგი თქვეს, იქ ადვილად შეიძლება მიხვედრა ვინ რამდენი გადაიხადა და რაში..

პოლიკისტოზის ოპერაციებს რამაზ საყვარელიძეზე უკეთ და გაცილებით ეფექტურად აკეთებს მისი სიძე, ვადიმ ხატიაშვილი, რომელიც არის გაცილებით უკეთესი ლაპარასკოპიული ქირურგი, აქვს უკეთესი ხელი, მეტი სტაჟი და თეორიულადაც უკეთ არის მომზადებული. რამაზას მაგან ასწავლა ხელობა...

რაც შეეხება ინ ვიტროს, ჟორდანიას ინსტიტუტი დიდხანს მონოპოლისტი იყო, აქვთ შედეგები, მაგრამ ცოტა, არაუმეტეს 25%. რა თქმა უნდა ჰყავთ მადლიერი პაციენტებიც, მაგრამ რატომ არ ალაპარაკეს ისინიც, რომლებთანაც შედეგი არ ჰქონდათ. მათ შორის ბევრი ექიმია... ყველას რომ იქსი პროცედურას ახვევენ ახლა თავზე, ყოველთვის კი არ არის მაგის საჭიროება,. ზოგიერთი მათგანი უბრალო IUI-თ დაორსულდა შემდგომ...

UZUL

აქ რა გინდა, ცოლი გყავს ხომ არ გყავს ორსულად?

ორსულობისას სექსი შეიძლება მხოლოდ მაშინ როცა ქალი იქნება ინიციატორი და თან თუ გინეკოლოგის ნებართვა ექნა...

აქ ცოლი შემოუშვი, შენ პოლიტიკაში გადადი, მეც მანდეთ მოვდივარ, აბანოს შეკითხვებს ნუ სვამ...

Posted by: kudracha 19 Feb 2007, 20:10
WOMAN IN LOVE
QUOTE
4 შვილი მყავს

ვააა, მაგარია ძაან up.gif

Posted by: tikusha 19 Feb 2007, 20:21
makvala
IUI-სა და ინ ვიტროს შორის რა განსხვავებაა??

Posted by: tms 19 Feb 2007, 20:28
QUOTE (tikusha @ 19 Feb 2007, 20:21 )
makvala
IUI-სა და ინ ვიტროს შორის რა განსხვავებაა??

როგორც პაციენტი გიპასუხებ პირადი გამოცდილებიდან, იმედია მაყვალა არ გამიბრაზდება ინიციატივის გამოsmile.gif


IUI არის საშვილოსნოში განაყოფიერება,( ინტრა უტერუს ინსემინაციაIntra Uterine Insemination ) ანუ წინასწარ დამუშავებული სპერმა შეყვათ საშვილოსნოში. ინვიტროს დროს წინასწარ მომწიფებული კვერცუჯრედი(ები) გამოაქვთ ორგანიზმის გარეთ და განაყოფიერებას ახდენენ სინჯარაში, მერე განაყოფიერებული ემბრიონი (ები) შეყავთ საშვილოსნოსი. ამიტომაც არის რომ ინ ვიტროს ხელოვნურსაც უწოდებენ, თუმცა განაყოფიერების ადგილია მარტო ხელოვნური smile.gif

მოკლედ რა ჩარაკრაკებული ვიცი კარგი მოსწავლესავით smile.gif

Posted by: ikebana 19 Feb 2007, 20:35
tms
ინ ვიტრო გაიკეთე უკვე?

Posted by: UZUL 19 Feb 2007, 20:35
makvala
QUOTE
აბანოს შეკითხვებს ნუ სვამ...

აბანოშI თავი ბოლო 6 პოსტი მაქვს სულ გაკეთებული
ასე რომ...



--

ხანჟა -- ძაან სერიოზული ტერმინია ისე...)

Posted by: tms 19 Feb 2007, 20:36
QUOTE (ikebana @ 19 Feb 2007, 20:35 )
tms
ინ ვიტრო გაიკეთე უკვე?

ხუთშაბათს ან პარასკევს ვაპირებ..ხვალ მეცოდინება ზუსტი პასუხი როდის

Posted by: tikusha 19 Feb 2007, 20:39
tms
IUI სცადე?? ინ ვიტროს დროს მეტი შანსია??

Posted by: tms 19 Feb 2007, 20:44
tikusha
QUOTE
IUI სცადე??

არ გეწყინოს და არ ცუდად გაიგო და თუ ჩემი პატივცემული IUI-ს ისტორია გაინტერესებს წინა გვერდებზე ნახე, საათების მიხდვით მაქვს მოყოლილი მგონი..თავიდან ნუ მომაყოლებ დეტალებშიsmile.gif ისე არაფერი საინეტეერსოა მაგრამ მაინც smile.gif

QUOTE
ინ ვიტროს დროს მეტი შანსია??

აი რომ გავიკეთებ და თუ დადებითი პასუხი იყო მერე მეცოდინება მეტი შანსია თუ არა, მანამდე რა გითხრა აბა smile.gif

Posted by: L&L 19 Feb 2007, 23:07
QUOTE
ინტერნეტში არის ორსულობისათვის მზადება, საიტი არ მახსოვს...


აგერ არის:
http://www.medea.ge/cons7.htm

Posted by: asiko 19 Feb 2007, 23:16
suleluka
QUOTE
ისე რამდენადაც ვიცი ბევრი მამაკაცი არ თანხმდება მაგეთი გზით დაფეხმძიმებაზე

არადა "ასეთI გზით" დაფეხმძიმება მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცების პრობლემის გამოა აუცილებელი.

მაშინ ასეთI კაცების ცოლებს ისღა დარჩენიათ დაადონ ასეთ კაცებს. biggrin.gif

Posted by: makvala 19 Feb 2007, 23:43
tms
QUOTE
IUI არის საშვილოსნოში განაყოფიერება,( ინტრა უტერუს ინსემინაციაIntra Uterine Insemination ) ანუ წინასწარ დამუშავებული სპერმა შეყვათ საშვილოსნოში. ინვიტროს დროს წინასწარ მომწიფებული კვერცუჯრედი(ები) გამოაქვთ ორგანიზმის გარეთ და განაყოფიერებას ახდენენ სინჯარაში, მერე განაყოფიერებული ემბრიონი (ები) შეყავთ საშვილოსნოსი. ამიტომაც არის რომ ინ ვიტროს ხელოვნურსაც უწოდებენ, თუმცა განაყოფიერების ადგილია მარტო ხელოვნური

მოკლედ რა ჩარაკრაკებული ვიცი კარგი მოსწავლესავით 


5+


UZUL

QUOTE
ხანჟა -- ძაან სერიოზული ტერმინია ისე


მე მასეთი რამ არ მიხსენებია, ნახე ჩემი პოსტი კარგად...

პოლიტიკის განყოფილებიდან საღად მოაზროვნე კაცად გთვლი. აბანოზე ცოტა წავიხუმრე, არ გეწყინოს 2kiss.gif

L&L

QUOTE

აგერ არის:
http://www.medea.ge/cons7.htm


მართალია, მაგრამ მარტო მანდ არ არის, თეასაც აქვს ანალოგიური ინფო საიტზე:

http://pregnancy.convert.ge/php/dafexmzimeba.php3?id=3

ეს ისე, პლურალიზმისათვის...

asiko

QUOTE
არადა \"ასეთI გზით\" დაფეხმძიმება მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცების პრობლემის გამოა აუცილებელი.


არ ხარ მართალი. არცთუ ისე იშვიათად საშვილოსნოს ყელის ლორწო სპერმატოზოიდებს ანადგურებს არანორმალური pH-ის (მჟავიანობის) გამო. ამ შემთხვევაში მამაკაცი არაფერ შუაშია...

QUOTE
მაშინ ასეთI კაცების ცოლებს ისღა დარჩენიათ დაადონ ასეთ კაცებს. 


მხოლოდ საკუთარი ფაქტორის სრულად გამორიცხვის შემდეგ...

Posted by: asiko 19 Feb 2007, 23:56
makvala
QUOTE
არ ხარ მართალი. არცთუ ისე იშვიათად საშვილოსნოს ყელის ლორწო სპერმატოზოიდებს ანადგურებს არანორმალური pH-ის (მჟავიანობის) გამო. ამ შემთხვევაში მამაკაცი არაფერ შუაშია...


ჰო, ეტყობა მთლად მასე არ არის. მოკლედ, გუშIნდელ სიუჟეტში ითქვა, რომ ფაქტიურად ეს მეთოდი აგვარებს კაცების უშვილობის პრობლემას. ანუ თუ კაცის მიზეზით არის უშვილობა გამოწვეული, ეს პრობლემა გადაჭრილიაო. ამას ვგულისხმობდი.

Posted by: @@@@ 20 Feb 2007, 11:50
L&L
ჩემ PM რატომ არ პასუხობთ?
user.gif

Posted by: tat 20 Feb 2007, 12:35
რამე მირჩიეტ რა ლაქტაციის შეწყვეტის!!!!!!!!!!!!!!!!
2 კვირაა აღარ ვაჩმევ და მაინც მოდის რძე აკვრა არ შემიძლია-რამე არაქიმიური საშუალება არაა?

Posted by: Suleluka 20 Feb 2007, 12:46
asiko
არადა ვიცი მაგ მეთოდით ჩემმა ნაცნობმა 17 წლის წინ გააჩინა 2 შვილი თანაც დიდი წარმატებით.

(ერტყობა მაშინ მთლად გაოფიციალურებული არ იყო ეგ მეთოდი)

Posted by: margusha 20 Feb 2007, 12:57
tat

აუ შე ბედნიერო აჭამე შენც კიდე რას გიშლის სანამ თავისუთ არ გაქრება,

Posted by: Digital Bitch 20 Feb 2007, 15:58
makvala

გმადლობთ, ექიმო

Posted by: tikusha 20 Feb 2007, 20:38
makvala
QUOTE
არ ხარ მართალი. არცთუ ისე იშვიათად საშვილოსნოს ყელის ლორწო სპერმატოზოიდებს ანადგურებს არანორმალური pH-ის (მჟავიანობის) გამო. ამ შემთხვევაში მამაკაცი არაფერ შუაშია...

pH-ის დონე როგორ მოწმდება??? ნაცხში ჩანს თუ სპეციფიკური ანალიზი ჭირდება??

Posted by: Digital Bitch 21 Feb 2007, 11:29
makvala ექიმო...

მართლა, სპირალის, როგორც კონტრაცეპტივის შესახებ რაიმე ვებ-გვერდის ლინკს ხომ ვერ მომაწოდებ მეტი ინფოსთვის?

მადლობა

Posted by: BaBajanka 21 Feb 2007, 14:29
ძალიან გთხოვთ, მიშველეთ. help.gif

ვარ ჰოლანდიაში, აქაური დაზღვევა არ მაქვს, ბისიაი-ს დაზღვევა კი მაქვს, მაგრამ არ ვიცი რამდენად ხეირია sad.gif
ახლა გავიკეთე ტესტი და მაჩვენა ფეხმძიმობა.

არადა ძალიან მოულოდნელია და თან ჯერ არც მინდოდა. უბრალოდ თამამად ვიყავი, იმის გამო, რომ ანოვულაცია მქონდა წლების განმავლობაში და თან მითხრეს, ეს თავისით არ განიკურნება, მითუმეტეს შენს ასაკშიო (28) ....

პირველ რიგში მაინტერესებს რა შემთხვევებში ცდება ტესტი. და რომელ ჰორმონზე რეაგირებს, პროგესტერონზე???

ბოლო მენსტრუაცია როდის მქონდა არც მახსოვს, ნოემბერში მგონი. აქ რომ ჩამოვედი, მძაფრი შეგრძნებები დამეწყო მუცლის ქვედა არეში, როგორც იცის ხოლმე მოსვლის დროს. და ახლაც მაქვს. რამოდენიმე დღის წინ მუქი (ძალიან მუქი არა) გამონადენიც მქონდა. მეგონა, რომ მომივიდოდა. ტკივილებიც მაქვს საკვერცხეებთან, თითქოს მეკვანძება და რაც ყველაზე საგულისხმოა, ბოლო ერთი კვირა დავიცყე ტემპერატურის გაზომვა რექტალურად და 36.9 - 37.0 მაქვს. ეს ჩემთვის იშვიათობაა ზოგადად.

რას ფიქრობთ? შესაძლებელია ვიყო ფეხმძიმედ, მიუხედავად ძალიან არეული ციკლისა და ანოვულაციისა?
მიშველეთ, ძალიან უპატრონო ვარ. სახლშიც არ მინდა დავრეკო და აჟიოტაჟი გამოვიწვიო, იქნებ ტყუილია.

Posted by: margusha 21 Feb 2007, 14:43
QUOTE (BaBajanka @ 21 Feb 2007, 14:29 )


უბრალოდ თამამად  ვიყავი,  იმის  გამო,  რომ  ანოვულაცია  მქონდა წლების  განმავლობაში და  თან მითხრეს,  ეს თავისით  არ  განიკურნება,  მითუმეტეს  შენს  ასაკშიო (28)  ....


ვინ გითხრა ეგ სისულელე, მაშინ მე რა რაღა უნდა ვთქვა ხუთწლედში ერთხელ მაქვს ოვულაცია. მაგაზე როგორ შეიძლება დაზღვეული იყო.
ჰო ორსულობის ტესტი პროგესტერონს არ აჩვენებს, ეგ აჩვენებს აი ამ ჰორმონს human chorionic gonadotropin (hCG), ფეხმძიმობის ჰორმონსაც უწოდებენ, რომელიც ორგანიზმში გამომუშავდება როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოში მოხვდება.
ის რა სიმპტომებიც შენ გაქვს არ არის გამორიცხული მართლა ოსრულად იყო, და ეგ სიმპტომები მომატებულ ტონუსს უჩვენებდეს., რა თქმა უნდა არეული ციკლის დროსაც და "ქრონიკული" ანოვულაციის დროსაც შეიძლებ დაფეხმძიმება. ოღონდ მაგ შემთხვევაში ოვულაცია უნდა მოხდეს. რა იცი და იქნება ზუსტად მაგ დროს გაარტყი როცა ოვულაცია გქონდა, მაგრამ შენ არ იცოდი, ან როგორ გაიგებ აოვულაცია როგორ გაქვს თუ მონიტორინგი არ გაიარე, მარტო ტემპერატურით?

Posted by: BaBajanka 21 Feb 2007, 14:52
margusha


გაიხარე! ანუ ეგაა??? ტესტი ცდება ხოლმე?
და ტონუსი მოშლის საშიშროებაა? თუ რას ნიშნავს?

ვაიმე ძალიან ბეცი ვარ.

QUOTE
ვინ გითხრა ეგ სისულელე,


ძალიან კომპეტენტურმა ძალიან კომპეტენტური სახით. down1.gif

Posted by: margusha 21 Feb 2007, 14:58
თავისით განკურნებაა რააა? ხო გითხრაი მეც არა ვარ ძაან ფერტილური, მაგრამ რამდენჯერაც ვიმკურნალე ამ ანოვულაციაზე ანუ ერთჯერადი სტიმულაცია არცერთხელ შედეგი არ იყო. რომ დავანებე ყველაფერს თავი მერე თავისთავად მოხდა ოვულაცია. ისე რაა ავრორასავით გაისროლა შემთხვევით და მაშინ დავფეხმძმდი ზუსტად. მე როგორც ვიცი ტესტი დადებითზე იშვიათად ცდება. ტონუსი ხო მოშლის საშიშროება არის ოღონდ ჯერ უნდა დადასტურდეს რომ ტონუსია თუ არაა რაღას ელოდები მიდი ექიმთან. და გაიკეტე ნაცხის ციტოჰორმონალური ანალიზი ყვითელ სხეულებზე, და ექოსკოპიაც.

Posted by: BaBajanka 21 Feb 2007, 15:03
margusha


ახლა ზუსტად მაგას ვარკვევ, ჩემი დაზღვევით თუ შეიძლება აქ ექიმთან მისვლა. თუ არადა დაღუპული ვარ, იმიტომ, რომ მაგდენი ფული არ გვაქვს. sad.gif
ახლა ვიკიპედიაშიც ვეძებ. აზრზე არ ვარ რა ხდება ახლა ჩემს ორგანიზმში. მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ წუთი-წუთზე მომივა.

დიდი მადლობა, ძალიან ყურადღებიანი ხარ 2kiss.gif

Posted by: margusha 21 Feb 2007, 15:05
BaBajanka
კი ორსულობამაც იცის ეგეთი შეგრძნება,მეც მასე მქონდა
რის მადლობა for the sake of God

Posted by: BaBajanka 21 Feb 2007, 15:09
margusha

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
ახლა გავარკვიე, რომ დაზღვევა არ ანაზღაურებს ფეხმძიმობა-მშობიარობას.

ასე, რომ უიმედო ვარ sad.gif

Posted by: margusha 21 Feb 2007, 15:45
აბა რა უნდა ქნა ესე ღვთის ანაბარა ხო არ იქნები?

Posted by: BaBajanka 21 Feb 2007, 16:30
აზრზე არ ვარ. ახლობელს ველაპარაკე და არაუშავსო, 2 თვეში უნდა დავბრუნდე საქართველოში და მერე მიხვალ ექიმთანო, 3 თვე არაფერიაო. აქ მაგ დრომდე მაინც არ იყვანენო.
რა ვიცი აბა.... sad.gif

Posted by: margusha 21 Feb 2007, 16:33
ვაიიი და ტონუსი რომ იყოს, მერე ფრენა შეიძლება მაყვალას დაუ PM და გეტყვის რა უნდა ქნა? მე კი გეტყოდი მაგრამ არა მაქვს მაგისი უფლება.

Posted by: BaBajanka 21 Feb 2007, 16:44
margusha

მაყვალას რომ არ ვიცნობ? გინეკოლოგია?? აქ პირველად ვარ, გინეკოლოგიაში.
აუ ძალიან დიდი მადლობა. და რატომ ვერ მეტყვი???? smile.gif PM მომწერე

Posted by: margusha 21 Feb 2007, 16:49
BaBajanka
არა არ ვარ მე კომპეტენტური თან არ ვიცი ესე ზეპირად რა და როგორ გაქვს. მაყვალა გინეკოლოგია ნახე წინა გვერდებზე მიწერე PM და გირჩევს რამეს.

Posted by: BaBajanka 21 Feb 2007, 16:58
margusha


კაი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ 2kiss.gif

Posted by: lala 21 Feb 2007, 18:33
დღეს ვიყავი გინეკოლოგთან და დამინიშნა ორსულობის ვიტამინები პარენტალი მგონი და თუარ იქნება რაც იქნება ის იყიდეო , თუ იცით რომელია კარგი ვიტამინი რომელიც იყიდება ჩვენს აფთიაქებშI? მატერნა იყო ძალიან კარგიო მაგრამ აღარ იყიდებაო , მირჩიეთ რა რამე

Posted by: tms 21 Feb 2007, 20:31

.............................................
smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Feb 2007, 23:48
QUOTE
ორსულობის ვიტამინები პარენტალი მგონი

პრენატალი
QUOTE
მატერნა იყო ძალიან კარგიო მაგრამ აღარ იყიდებაო

მეც ეგრე მითხრეს აფთიაქში და პრენატალი ვიყიდე.
* * *
სერგო მათითაშვილი სად მუშაობს ამჟამად ხომ არ იცით? ჩაწერა მინდა წინასწარ და იქნებ ვინმემ ტელეფონიც იცოდეს...

Posted by: L&L 22 Feb 2007, 02:01
არ ვიცი ფორუმის სერვერი ურევს თუ ჯორჯია ონლაინი, დღეს პოსტი ვერ დავწერეთ.
tat
QUOTE
რამე მირჩიეტ რა ლაქტაციის შეწყვეტის!!!!!!!!!!!!!!!!
2 კვირაა აღარ ვაჩმევ და მაინც მოდის რძე აკვრა არ შემიძლია-რამე არაქიმიური საშუალება არაა?


ექიმთან უნდა მიხვიდეთ, შეიძლება რძე გამოსაწველიც იყოს, ხოლო წამლის დანიშვნა რომ დისტანციურად არ გამოვა, ალბათ გესმით.

tikusha
QUOTE
pH-ის დონე როგორ მოწმდება??? ნაცხში ჩანს თუ სპეციფიკური ანალიზი ჭირდება??


ცერვიკალური ლორწოს pH-ის დასადგენად არსებობს სპეციალური ინდიკატორული ქაღალდი. ეს ქაღალდი განსხვავდება ჩვეულებრივი მჟავიანობის ინდიკატორისაგან. ამჟამად ჩვენ არ გვაქვს და ვეძებთ. ცერვიკალური ლორწოს ტოქსიკურობას ვადგენთ მხოლოდ პოსტკოიტალური ტესტით.

makvala

ხომ არ იცით რომ რომელიმე ფირმას ჰქონდეს ეს ინდიკატორი გასაყიდად? პოსტკოიტალურზე უფრო ნაკლები დრო უნდა და პაციენტისათვის იაფია. ვერსად ვერ ვიშოვეთ თბილისში. არც მოქმედ კლინიკებს არ აქვთ, ვისაც დავუკავშირდით.


BaBajanka

წავიკითხეთ თქვენს პრობლემებზე. ტესტმა დადებითი შედეგი საშვილოსნოს მიომის დროსაც შეიძლება მოგცეთ, თუმცა ალბათობა საკმაოდ მცირეა, მიომა კი დიდი უნდა იყოს. გამონადენი გქონდათ თუ ეხლაც გრძელდება? თუ გამონადენი კიდევ არის, დააკვირდით, დეტალები პმ–ში მოგვწერეთ. თუ გამონადენი გრძელდება, ექოს გაკეთება მანდვე მოგიწევთ.

Posted by: vivien 22 Feb 2007, 10:38
WOMAN IN LOVE
სერგო ამჟამად არის მედექსში ეს არის ფალიაშვილზე, რომ პოპულია იმის პირდაპირ ახალი სახლის 1 სართულზე და ნომერია 913045. წარმატებებს გისურვებ, გმირი დედა ხარ!

Posted by: daduka 22 Feb 2007, 11:40
WOMAN IN LOVE
QUOTE
სერგო მათითაშვილი სად მუშაობს ამჟამად ხომ არ იცით? ჩაწერა მინდა წინასწარ და იქნებ ვინმემ ტელეფონიც იცოდეს...


სერგო მედლაინშიც არის ვაკეში, ლეჩკომბინატის უკან smile.gif

Posted by: BaBajanka 22 Feb 2007, 12:35
L&L
QUOTE
წავიკითხეთ თქვენს პრობლემებზე. ტესტმა დადებითი შედეგი საშვილოსნოს მიომის დროსაც შეიძლება მოგცეთ, თუმცა ალბათობა საკმაოდ მცირეა, მიომა კი დიდი უნდა იყოს. გამონადენი გქონდათ თუ ეხლაც გრძელდება? თუ გამონადენი კიდევ არის, დააკვირდით, დეტალები პმ–ში მოგვწერეთ. თუ გამონადენი გრძელდება, ექოს გაკეთება მანდვე მოგიწევთ.


პმ მოგწერეთ. smile.gif


დამავიწყდა აღმენიშნა, რომ ბოლო ორ კვირაზე მეტი დიეტას ვაკეთებდი, რაც ალბათ გარკვეულწილად იმოქმედებდა.


პ.ს. მიომა რა არის? რისგან ჩნდება და როგორ შეიძLება მივხვდე, მაქვს თუ არა????


Posted by: Suleluka 22 Feb 2007, 12:50
lala
ტონუსი კიდე გაქ? მე ტონუსი აღარა მაქ და გარეთ გასვლის უფლებაც მომცა ექიმმა ოღონდ ტრანსპორტით არ იაროო, აქვე ახლო მახლოში დავდივარ მიხარია ჩემთვის biggrin.gif

WOMAN IN LOVE
მე "კარაპს მედლაინში" ვიყავი ჭავჭავაძის 5-ში
225769
224417, მანდ დაახლოებით ერთი კვირით ადრე უნდა ჩაეწერო

BaBajanka
წავიკითხე შენი ამბავი და თუ მართლა ეგრეა საქმე, თავს მოუფრთხილდი აქ ჩამოსვლამდე, კარგა იკვებე და ეცადე ძალიან ნუ დაიტვირთები,
წარმატებებს გისურვებ 2kiss.gif

Posted by: BaBajanka 22 Feb 2007, 13:04
suleluka


2kiss.gif დიდი მადლობა. მეც გისურვებ წარმატებებს

Posted by: lala 22 Feb 2007, 15:54
WOMAN IN LOVE
მადლობა
suleluka
არა გუშინ ეხოსკოპიაც გავიკეთე და ყველაფერი ნორმაშიაო და თონუსიც მაქვს სულ ოდნავ, smile.gif ძალიან გამეხარდა smile.gif
გილოცავ კარგია smile.gif

Posted by: Suleluka 22 Feb 2007, 17:46
lala
მე მარტის შუა რიცხვებში უნდა გავიკეთო ეხო მანამდე პლაცენტის მდგომარეობა უმნიშვნელოთ იქნება შეცვლილი და აზრი არა აქვსო

Posted by: makvala 22 Feb 2007, 20:15
L&L

QUOTE

makvala

ხომ არ იცით რომ რომელიმე ფირმას ჰქონდეს ეს ინდიკატორი გასაყიდად? პოსტკოიტალურზე უფრო ნაკლები დრო უნდა და პაციენტისათვის იაფია. ვერსად ვერ ვიშოვეთ თბილისში. არც მოქმედ კლინიკებს არ აქვთ, ვისაც დავუკავშირდით.


lol.gif lol.gif lol.gif

აუ ეტყობა მართლა არავის არ აქვს თბილისში თორემ ზაზა ნამდვილად მიწიდან ამოთხრიდა...

თქვენმა დირექტორმა ასწავლა ჩვენსას სად რა იშოვება...

ვაგინალური pH-ის ინდიკატორი არ მაქვს, მე თვითონ არ მჭირდება. საზღვარგარეთიდან ჩამოტანაა საჭირო...


Posted by: makvala 22 Feb 2007, 22:27
bubu1234
QUOTE
ვის ეხებოდა?
იქნებ დააკონკრეტო?


ჩვენა ბუბუჯან, გინეკოლოგებსა... რა მოხდა მერე, ეტყობა ხუმრობის ხასიათზე გოგო...

tms
როგორა გაქვს საქმე, გაიკეთე ინ ვიტრო?

Posted by: tms 22 Feb 2007, 22:33
makvala
კვირას გამიკეთებს პუნქციას ..და მერე ტრანსფერი ალბათ ორშაბათს ან სამშაბათს იქნება

Posted by: L&L 23 Feb 2007, 12:03
asiko

QUOTE
საერთოდ არ მიხუმრია და ძალიან კარგად იცი ეს შენ.


მაყვალამ შეიძლება ხუმრობაში ჩათვალა, მაგრამ მისი პასუხი დედათა სიკვდილობის სტატისტიკაზე ხუმრობანარევი სიმართლეა და სახუმარო სულაც არ არის. თუ ორსული ვინმემ ექიმების ზედმეტობაში დაარწმუნა, ნამდვილად სერიოზულ საფრთხის ქვეშ აგდებს მისი და ნაყოფის ჯანმრთელობას, რომელიც შემდეგ ალბათობის იმედად რჩება. ასეთი ორსულის ქმედების შედარება ჰუსარული რულეტის თამაშთან ნამდვილად სწორია.

QUOTE
ყოველ ორკვირაშI ეხოს რო უღებენ მუცელშI ბავშVს, აბა ეხლა ხელი საით აქვს და აბა ფეხიო, გეგონება კაია ამდენი დასხივება, აი ამათ ეხებოდა. და კიდე ბევრს სხვას, ბარიგა გინეკოლოგებს რო აყვლეფიებენ თავებს.


აქ რამდენიმე უზუსტობაა:
1. ექოსკოპიური გამოკვლევა არ წარმოადგენს რაიმე საშიშროებას დედისა და ნაყოფისათვის, 1990-95 წლებში მაგატემ ჩაატარა შესაბამისი გამოკვლევა, რომლის შემდეგ სადიაგნოსტიკო ულტრაბგერის დასაშვები სიმძლავრე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ამან საშუალება მისცა მწარმოებლებს დოპლეროგრაფიის უფრო ეფექტურად გამოყენების. ამიტომ 1995 წლის შემდგომ გამოშვებულ ულტრაბგერით სკანერებს ბევრად უკეთესი გამოსახულება და ზუსტი დოპლერი აქვთ, შესაძლებელი გახდა 3 განზომილებიანი ექოც და ა.შ. ასე რომ ექოს მავნეობა ეს არის მტკნარი სიცრუე.
2. შვეიცარიაში დაზღვევა ორსულს რეკომენდაციას აძლევს და უფინანსებს კვირაში ერთხელ ექოსკოპიურ გამოკვლევას, საფრანგეთში თვეში ერთხელ. რეკომენდაციის არშესრულების შემთხვევაში მცირდება ექიმის და სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობა.
3. ბარიგა არის ნაქურდალის გამსაღებელი (იხ. კ/ფ "ჯენტლმენი უდაჩი"). თქვენ ალბათ ის ექიმები გყავთ მხედველობაში, ყველა შესაძლო გამოკვლევას რომ უნიშნავენ პაციენტს და ზედმეტ ხარჯებში აგდებენ. ასეთები რა თქმა უნდა არის ჩვენს შორის, მაგრამ ჯერ ერთი ყველა ექიმი ასეთი არ არის, მეორეც სფერო დაგვისახელეთ, სადაც იგივე ან უარესი არ ხდება.

ფიზიოლოგიური ორსულობისას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციით ექო უნდა გაკეთდეს შემდეგ ვადებში:

1. მენსტრუაციის დაგვიანებისთანავე რამდენიმე დღეში, რომ გამოირიცხოს გარე ორსულობა და დანახული იქნეს გულისცემა, რაც იმის ნიშანია, რომ ორსულობა ვითარდება
2. 13-14 კვირაზე, როცა ორგანოგენეზი ძირითადად მთავრდება, ნაყოფის განვითარების მანკების უმეტესობა ამ ვადაზე ვლინდება
3. 22-23 კვირა - ამ ვადაზე ორსულების რისკის ჯგუფებად დაყოფა ხდება და ამავე ვადაზე სრულდება ნაყოფის დოპლეროგრაფიაც
4. 32-34 კვირა, როცა უნდა დაიგეგმოს მშობიარობის ტაქტიკა

ამის გარდა გართულებებით მიმდინარე ორსულობისას ექო შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაინიშნოს ორსულის ზედამხედველი ექიმის მიერ.

Posted by: lala 23 Feb 2007, 13:58
L&L
მეც ზუსტად მასე გავიკიეთე 1 პირველივე კვირაში, მოხდა ორსულობის დადგენა, შEმდეგ 15 კვირაზე, და ეხლა 20 კვირაზე გავიკეთე და ბოლოს გავიკეთებ 32-33 კვირას,მეტი ხომ არაა საჭირო, ყველაფერი ნორმაში იყო smile.gif
22 კვირაზე ხო აღარ დამჭირდება მისვლა?

Posted by: Solveig 23 Feb 2007, 14:11
შვილია და უნდა საფულით ატარებს მის სურათს, უნდა მობილურში ჩაიწერს და უნდა კისერზე დაიკიდებს.

ორსულობა საერთოდ საიდუმლოსავითაა: დედამ იცის, რომ მის სხეულში ახალი სიცოცხლეა, მაგრამ მას ვერ ხედავს. ჰოდა რა გასაკვირია, რომ უნდოდეს ნახვა იმისა, რაც მასში იზრდება და მისით საზრდოობს? მით უმეტეს, ახლა განვითარდა ცხოვრება, ათასი საშუალება შემოვიდა იმისათვის, რომ ქალმა მუდმივად აკონტროლოს თავისი და აქედან გამომდინარე, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ზოგიერთები კი გადააჭარბებენ ხოლმე, მაგრამ..მაინც მესმის მათიც. უყვართ ბავშვი, ელიან მის დაბადებას და ცხადია, გული არ უთმენთ.

Posted by: sho77 23 Feb 2007, 17:52
BaBajanka

როგორ ხარ? იყავი ექიმთან? საქართველოში როდის მიდიხარ? თავს როგორ გრძნობ?

Posted by: BaBajanka 23 Feb 2007, 18:00
sho77

რა ყურადღებიანი ხარ! 2kiss.gif

ყველა აქაურმა სადაზღვევო კომპანიამ უარი მითხრა. ექოსკოპიას ექიმის დანიშნულების გარეშე სავარაუდოდ არ გიკეთებენ, (თან ძალიან ძვირი ღირს) პასუხი კი ექიმთან იგზავნება, შენ არ გაძლევენ. ჩვენთვის გაურკვეველი სისტემაა. ერთადერთი რაც მოვიფიქრეთ, ჩემი მეუღლე თავის ექიმს დაელაპარაკება, (რომელბიც 25-მდე დაკეტილები აღმოჩდნენ) , იქნებ ურჩიოს რამე. თუ არადა, თბილისში გამომიშვებს.

თავს შესანიშნავად ვგრძნობ ამ ეტაპზე (კისერი რომ არ მქონდეს გაშეშებული) და ისევ ეჭვი მეპარება, რომ ორსულად ვარ smile.gif



Posted by: tms 23 Feb 2007, 18:01
QUOTE (sho77 @ 23 Feb 2007, 17:52 )
BaBajanka

როგორ ხარ? იყავი ექიმთან? საქართველოში როდის მიდიხარ? თავს როგორ გრძნობ?

მეც მაინტერესებს შენი ამბავი, ხო კარგად ხარ? smile.gif

Posted by: BaBajanka 23 Feb 2007, 18:08
tms


კი კი , დიდი მადლობა, კარგად ვარ იმედია. ცესით აპრილის ბოლოს მაქვს ბილეთი, მაგრამ აქ თუ ვერაფერს გავხდი, წამოვალ და ჩემს მშობლიურ კლინიკებში ვირბენ დიდი სიამოვნებით .

2kiss.gif

Posted by: tms 23 Feb 2007, 18:17
QUOTE (BaBajanka @ 23 Feb 2007, 18:08 )
tms


კი კი , დიდი მადლობა, კარგად ვარ იმედია. ცესით აპრილის ბოლოს მაქვს ბილეთი, მაგრამ აქ თუ ვერაფერს გავხდი, წამოვალ და ჩემს მშობლიურ კლინიკებში ვირბენ დიდი სიამოვნებით .

2kiss.gif

კაი გოგო ხარsmile.gif ყველაფერი კარგად იქნება
ღმერთი შენსკენ 2kiss.gif

Posted by: lala 23 Feb 2007, 20:50
L&L
მეც ზუსტად მასე გავიკიეთე 1 პირველივე კვირაში, მოხდა ორსულობის დადგენა, შEმდეგ 15 კვირაზე, და ეხლა 20 კვირაზე გავიკეთე და ბოლოს გავიკეთებ 32-33 კვირას,მეტი ხომ არაა საჭირო, ყველაფერი ნორმაში იყო
22 კვირაზე ხო აღარ დამჭირდება მისვლა?

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Feb 2007, 22:49
vivien
suleluka
გმადლობთ, წინასწარ უნდა ჩავეწერო, რიგში რა დამაყენებს?

Posted by: makvala 23 Feb 2007, 22:51


L&L

იმხელა არზა რომ გამოუცხვეთ, ზედმეტი იყო, ეგა ქიზიყელსა ჰგავს, რომც დარწმუნდეს, მაინც არ გადათქვამს...

lala

ეტყობა ორჯერ რომ გაიმეორე პოსტი, პასუხი ძაან გეჩქარება, ამიტომ სანამ კოლეგები გამოჩნდებიან მე გეტყვი, განსაკუთრებული არაფერი დაშავებულა. 20 –ის შემდეგ 22 კვირაზე მისვლა სავალდებულო არ არის, თუ ორსულობა ფიზიოლოგიურად წავიდა, შეგიძლია 32–33 კვირამდე მშვიდად იყო, მაგრამ ექიმთან კავშირი არ გაწყვიტო. საბოლოო ჯამში მაინც შენი ექიმი წყვეტს ექოზე წასვლას. იმ პოსტის ბოლოში ხედავ რა მიგიწერეს:

QUOTE
ექო შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაინიშნოს ორსულის ზედამხედველი ექიმის მიერ.


yes.gif

Posted by: lala 23 Feb 2007, 23:05
makvala
დიდი მადლობა smile.gif
ჯერჯერობით ყველაფერი ნორმაშია
ექიმთან კი დავდივარ კონსულტაციაზე ხშირად

Posted by: velika 24 Feb 2007, 00:40
იცით რა მაინტერესებს,ტესტი რომელი კვირიდან აჩვენებს ორსულობას?

Posted by: bubu1234 24 Feb 2007, 00:53
velika
QUOTE
იცით რა მაინტერესებს,ტესტი რომელი კვირიდან აჩვენებს ორსულობას?

გადაცდენიდან 2-3 დღეში.

Posted by: ტანკე 24 Feb 2007, 03:16
გასუფთავებულია
_________________________________
* * *
ბოლო ორი გვერდის თითქმის მთლიანად წაშლა მომიხდა შემდგომი სკანდალების თავიდან ასაცილებლად.ნაროდ სორი იძულებული ვიყავი

Posted by: Suleluka 24 Feb 2007, 17:44
WOMAN IN LOVE
ჯობია ჩაეწერე და დაელოდე ერთი კვირა ვიდრე ჩაუწერელზე რომ მიხვიდე ძალიან დიდხანს მოგიწევს რიგში დგომა, მე ვიყავი 12-ზე ჩაწერილი და იქ გოგო იყო ცოცხალი რიგით ცხრა საათიიდან აქ ვარო და ჯერ ვერ შევსულვარო, შემეცოდა და ჩემზე წინ გავუშვი


makvala
როგორახარ? მე ტონუსი აღარა მაქ და ნუნუკამ უფლება მომცა ცოტ ცოტა ვიარო გარეთაც ოღონდ ტრასპორტით არა.
ჩემ ოჯახში ყველა გაციებულია საშინელი გრიპი აქვთ, ძალიან მეშინია, გაწურულ ლიმონს კი ვსვავ ყოველ დღე მარა მგონი მეც უნდა დამეწყოს, რა შეიძლება მოვიმოქმედი? sad.gif



Posted by: velika 24 Feb 2007, 19:49
bubu1234
ბუბუ მე ადრე ქეთათოთი ვპოსტავდი უბრალოდ ნიკი შევიცვალე
გადაცდენამდე ანუ პირველი ციკლიდან 2 კვირის შემდეგ ტესტი აჩვენებს ორსულობას თუ არა?

Posted by: bubu1234 24 Feb 2007, 20:37
velika
როგორ ხარ?
არა მგონი არა აჩვენებს,გადაცდენიდან მე-4, მე-5 დგეს გაკეთებული, არ ცდება.

Posted by: velika 24 Feb 2007, 20:57
bubu1234
რა ვიცი აბა ვარ ისევ ძველებურად,მოლოდინში მაგრამ ამაოდ...
აი დროებას თუ უყურე ეგ ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი( კაუტერიზაცია თუ რაღაც ამგვარი...} მაგრამ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი როდის .შენსკენ რა ხდება ახალი? ხო ხარ იმედიანად...

Posted by: bubu1234 24 Feb 2007, 21:03
იმედიანად კი ვარ მაგრამ....
კი ვუყურე,შენ პოლიკისტოზი გაქვს ხო?ახლობელმა გაიკეთა და ორთვეში დაიბარეს რომ ენახათ კიდევ რამე პრობლემა რომ არ ყოფილიყო,რომ მივიდა ფეხმძიმედ იყო,ისე თვითონაც რომ არ იცოდა.შენ სხვა ყველაფერი გაქვს ნამკურნალები?

Posted by: Suleluka 25 Feb 2007, 15:11
ვაიმე ძალიან ცუდათ ვარ საშინელი ვირუსი მაქ, სურდო, ხველა, ტემპერატურა, უმადობა, ნაყოფზე ხომ არ იმოქმედებს?! sad.gif

Posted by: L&L 25 Feb 2007, 15:38
ექიმმა უნდა გნახოს, თერაპევტმა. თუ ვადა სწორად გვახსოვს 20 კვირის უნდა იყოთ. შენს ვადაზე ანტიბიოტიკის შერჩევაც შეიძლება. სასურველია სისხლის საერთო ანალიზი მაინც გაკეთდეს. დისტანციურად ვერაფრით დაგეხმარებით. ექიმი სჯობს ბინაზე გამოიძახოთ. სიცხის დასაწევად სანამ ექიმი მოვა მალინიანი ჩაი გამოიყენეთ.
სიცხის დაწევა შეუძლია სტაფილოს ან ჭარხლის წვენსაც.
წამლები არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ექიმის გარეშე.
39-ზე მაღლა უკვე სასწრაფო გამოიძახეთ, თქვენ მგონი იქ მუშაობთ.

Posted by: Suleluka 25 Feb 2007, 15:50
L&L
ოჯახის წევრები ყველა ჩემნაირადაა, თანამშრომლებიც, გარდაუვალი იყო ჩემი გაციება, 17 კვირის ვარ, სიცხე 37 მაქ მაგაზე მაღლა არ ამდის, საერთოდ სიცხე არ ვიცი ხოლმე, სისუსტე მაწუხებს ძაან, მთელი კუნთები მტკივა, რა აზრი აქ ბინაზე ექიმის გამოძახებას? მალინიან ჩაის ვსვავ და ვიტამინ "ც"-ს
არასდროს მეშინოდა გაციების და ყოველთვის ადვილად გადამაქ, მარა მეშინია ბავშვს არ ავნოს
რამდენად დიდია რისკი იმის რომ 17 კვირის ბავშვს რამე ავნოს?! sad.gif

Posted by: L&L 25 Feb 2007, 15:55
suleluka

ნუ გეშინიათ. რა თქმა უნდა დედის ავადმყოფობა ბავშვისათვის არასოდეს არ არის კარგი, მაგრამ 17 კვირაზე ორგანოგენეზი ძირითადად დამთავრებულია. ასე რომ საფრთხე ნაკლებია. დამშვიდდით.
ექიმის გამოძახებას ბინაზე აზრი აქვს. სასურველია ქალთა კონსულტაციაში რომ მუშაობს ისეთი თერაპევტი მოვიდეს. ფილტვებზე მაინც ხომ უნდა მოგისმინოთ ვინმემ.

Posted by: Suleluka 25 Feb 2007, 15:59
L&L
სასწრაფოში ვმუშაობ და შემიძლია იქიდან გამოვიძახო ვინმე, მარა ეს ვირუსები ფილტვებზე არ იწვევენ გართულებას, ტყვილა არ მინდა ექიმი შევაწუხო, მე რაც მაინტერესებს ბავშვის მდგომარეობაა და მაგას ეხოს მანამ არ გადავიღებ ვერავინ მეტყვის
დიდი მადლობა ყურადღებისთვის 2kiss.gif
* * *



კიდევ ერთი კითხვა მაქვს ვინმე თუ ერკვევით: შალFეი და სალბი ერთი და იგივეა?

Posted by: Solveig 25 Feb 2007, 16:38
QUOTE
შალFეი და სალბი ერთი და იგივეა?



კი.

Salvia officinalis ჰქვია ლათინურად. ღრძილების ანთების დროს ხმარობენ ხოლმე, ასევე ყელში გამოსავლებადაც (ან გასაწუწნად-თუ ტაბლეტებია)-ყელის ტკივილის დროს.

Posted by: Suleluka 25 Feb 2007, 16:44
Solveig
მახველებს და ბალახეული რახანდაც არი ვაყიდინე, მარა ადრე შალFეი ეწერა ხოლმე და ვიზუალურადაც მწვანე დიდი ტაბლეტები იყო და გამიკვირდა, ავერსის აფთიაქებში სულ საქართველოში დაფასოებულ წამლებს სტენიან, ამასწინათ მაგნე B6 დავაბარე დედაჩემს და მაგიტონ B6 გამოატანეს ერთი და იგივეაო, შიგთავსი ინსტრუქცია არ მოყვებოდა, მაინც დავეჭვდი და ჩემს ექიმს დავურეკე და თურმე ერთი და იგივე კია მარა დოზირება აქვს სხვადასხვა, 3 ტაბლეტი მქონდა დღეში დანიშნული და მაგიტონს თურმე 2 ტაბლეტზე მეტს თუ დალევ "პერედაზიროვკას" იწვევს

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Feb 2007, 19:52
მე რამდენადაც მახსოვს, სალბი ორსულობისას არ შეიძლება no.gif

Posted by: Suleluka 26 Feb 2007, 11:22
WOMAN IN LOVE
არაა?
ბალახეული როა?
* * *
makvala
სადა ხარ? sad.gif

Posted by: margusha 26 Feb 2007, 11:42
suleluka

მერე რაა არც ჭინჭარი შეიძლება..

Posted by: Suleluka 26 Feb 2007, 11:46
margusha
მართლა არ შეიძლება სალბი? 4 აბი მაქ უკვე მიღებული sad.gif
რატო არ შეიძლება?

Posted by: margusha 26 Feb 2007, 11:47
suleluka

სალბი ნამდვილად არ ვიცი შეიძლება თუ არა. არ გამიგია

Posted by: Breaky 26 Feb 2007, 11:52
suleluka
როგორ ხარ? სიცხეს ხომ არ უწევია მაღლა???

Posted by: Suleluka 26 Feb 2007, 12:19
Breaky
არა 37-ზე ზევით არ ამდის და არ ვსვავ პარაცეტამოლს ცოტა ხანში თვითონვე ჩადის ნორმაზე, გუშინდელთან შედარებით კარგა ვგრძნობ თავს, კუნთები აღარ მტკივა, სურდო მაქ უბრალოდ და სისუსტე

Posted by: Breaky 26 Feb 2007, 16:19
suleluka
QUOTE
არა 37-ზე ზევით არ ამდის


მთავარი ეგაა, დანარჩენის ნუ გეშინია 2kiss.gif

Posted by: Suleluka 26 Feb 2007, 16:28
Breaky
ისე ვარ მოთენთილი აღარც კი მახსოვს მგონი ფეხმძიმედ რო ვარ ვწევარ კომპთან და კინოებს ვუყურებ

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Feb 2007, 19:57
suleluka
საიდან მახსოვს რომ არ შეიძლება, იცი? ღრძილების სავლებად ვიყენებდი სალბსა და კრაზანას და მერე , ორსულობაშიც დამჭირდა, შენახული მქონდა ყუთები და შემთხვევით წავიკითხე ანოტაცია. იქ გარკვევით ეწერა, ორსულობისას არ შეიძლებაო. იქნებ კრაზანაზე ეწერა და არა სალბზე? თავს ვერ დავდებ, მაგრამ მაინც იკითხე.

Posted by: Suleluka 26 Feb 2007, 20:29
WOMAN IN LOVE
ისე ცუდათავარ ვკვდები, სიცხე მაქ 37.8 , მახველებს, სურდო მაქ, თვალებიდან ცრემლები თავისით გადმომდის, ღრძილები მტკივა საშინლად cry.gif რაღა ეხლა cry.gif სიცხე 5 წელიწადში ერთხელ თუ მექნება ასეთი სურდო არც კი მახსოვს cry.gif თან ექიმმა ამპიცილინი გამომიწერა cry.gif არ ვიცი რა მეშველება

Posted by: Suleluka 26 Feb 2007, 20:44
cry.gif მიშველეთ cry.gif


cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Feb 2007, 21:03
QUOTE
სურდო მაქ,

ნიორი გაჭერი და ნესტოებში ჩაიდე, ეცადე, კარგად შეისუნთქო, არ შეუშინდე !
QUOTE
ღრძილები მტკივა საშინლად
სოდიანი წყალი ივლე, ოღონდ ანადუღარი და ოდნავ შეგრილებული, +2 წვეთი იოდი.

Posted by: Suleluka 26 Feb 2007, 21:10
WOMAN IN LOVE
პინოსოლს ვიწვეთებ ცხვირში, ისე მომდის ცხვირიდან როგორც ონკანიდან cry.gif ვერაფრის სუნს და გემოს ვერა ვგრძნობ, საწყალი ბავში რა დღეშია ეხლა ალბათ cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Feb 2007, 21:18
ძალიან კარგია გვირილის ჩაი, ასკილი და ცაცხვიც შეიძლება თუ არ ვცდები. ბავშვი კი ისეა, როგორც დედა გრძნობს თავს, ამიტომ ემოციებს ნუ აყვები და შეინარჩუნე სიმშვიდე...

Posted by: BaBajanka 27 Feb 2007, 12:20
ზუსტად ეს აჯკლდა ჩემს წარმატებულ ფეხმძიმობას. - ღამე გამაღვიძა ყელის ტკივილმა, ახლაც მტკივა. მგონი გრიპი მაქვს sad.gif(((((((((((((((((((((((((((((((((

ეს ხომ მომაკვდინებელია ნაკოფისთვის? თან როცა ჯერ 1 თვისაც არ ვარ sad.gif(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((

რა ვქნა? ჩაის ვსვამ და თაფლს ვაყოლებ. ნიორი მივაჭამო???

Posted by: Breaky 27 Feb 2007, 12:26
BaBajanka
სიცხე გააქვს???? სახსრებში გტეხავს???

QUOTE
ეს ხომ მომაკვდინებელია ნაკოფისთვის? თან როცა ჯერ 1 თვისაც არ ვარ

სისულელეებს ნუ მიედ-მოედები და დაწყნარდი.
ისე ექოზე იყავი უკვე? თუ აქ ჩამოსვლამდე არ აპირებ?

Posted by: Suleluka 27 Feb 2007, 12:33
მთელი ღამე თეთრად გავათენე, რა საშინელი ვირუსია, ექიმი მყავდა დღეს ფილტვები სუფთა მაქ, 1-2 დღეში ფეხზე უნდა დადგეო, ნაყოფს არაფერი ემუქრებაო, მარა მაინც ვნერვიულობ sad.gif

Posted by: violet 27 Feb 2007, 12:47
BaBajanka
აააააა ესე იგი დაადგინე უკვე რომ ფეხმძიმედ ხარsmile.gif
გილოცავ 2kiss.gif აბა შენ იცი...

suleluka
2kiss.gif ნუ გეშინიაsmile.gif

Posted by: margusha 27 Feb 2007, 13:06
ორსულად ვინც ხართ გარეთ გასლის წინ ან თუ სახლში გყავთ ვირუსის მატარებელი ცხვირში დღეში ორჯერ ოქსოლინის მალამო წაისვით რაა...

Posted by: makko 27 Feb 2007, 13:07
თუ იცით ვინმემ ამპიკლოქსის გამოყენება თუ შეიძლება ორსულებში?
ან საჭიროების შემთხვევაში რომელი ანტიბიოტიკის ხმარება შეიძლება პირის ღრუს ინფექციებისათვის?
და ბარემ აქვე ვიკითხავ ქლორჰექსიდინის შემცველი სავლებების გამოყენება თუა დასაშვები ორსულობის დროს?

Posted by: BaBajanka 27 Feb 2007, 13:16
Breaky
QUOTE
სიცხე გააქვს???? სახსრებში გტეხავს???


არა, სახსრებში ა რ მტეხავს, აიცხეც 36.5 მაქვს, მაგრამ მე საერთოდ ყელის ტკივილი ვირუსის გარეშე არ ვიცი ხოლმე . ჯერ ყელი ამტკივდება და მერე მოყვება 1000 ჯანდაბა sad.gif რაღაცნაირად თავში მიჭერს, smile.gif მაგ დროს რომ ვიცი ხოლმე.


QUOTE
ისე ექოზე იყავი უკვე? თუ აქ ჩამოსვლამდე არ აპირებ?


ხვალ დაიბარა ექიმმა ჩემი ქმარი, რომ სიტუაცია განიხილონ და თუ რამით დაგვეხმარება, მხოლოდ მაგას უნდა დავჯერდეთ.
ექოს ექიმის გარეშე არ აკეთებენ და თუ აკეთებენ პასუხს არ გეუბნებიან, უფლება არა აქვთ, პასუხი უნდა გადაიგზავნოს მკურნალ ექიმთან.

violet
QUOTE
აააააა ესე იგი დაადგინე უკვე რომ ფეხმძიმედ ხარ გილოცავაბა შენ იცი...


2-ჯერ გავიკეთე ტესტი და პოზიტიური აჩვენა და რა ვიიიიიი ... მადლობა 2kiss.gif Breaky

margusha

ვნახავ აქ თუ იშოვება ერთი .,




გამიგია, პირველ ტრიმესტრში თუ გრიპი ან წითურა დაგემართა, ბავშვი დებილი იქნება ან ავადმყოფი ან დიდობაში რამე სასწაული გამოუვლინდებაო. მართალია??? user.gif user.gif user.gif

Posted by: ikebana 27 Feb 2007, 13:24
Себидин ® (Sebidin)
Chlorhexidine dihydrochloride

Таблетки для рассасывания

Состав:

Хлоргексидина дигидрохлорид - 0.005 г
Кислота аскорбиновая - 0.05 г

Действие

Противомикробный препарат для местного применения. Оказывает бактерицидное действие, не вызывая раздражения или сухости слизистых оболочек полости рта и горла. Активен также в отношении дрожжевых грибов, дерматофитов, липофильных вирусов. Можно назначать детям, начиная с 3 лет.

Препарат обладает бактерицидным и бактериостатическим действием по отношению ко многим штаммам грамположительных и грамотрицательных бактерий.

Эффективно удаляет зубные отложения, так называемые dental plaque.

Добавка витамина С повышает местную устойчивость тканей к вредному действию таких факторов как зубной камень и отложения, благодаря чему предупреждает развитие парадонтопатии.

Показания

Лечение и профилактика инфекций полости рта, горла и гортани.

В стоматологии при поверхностных парадонтитах после хирургических вмешательств в параденциуме и при воспалительных процессах десен. Профилактика и лечение парадонтопатии.

Препарат проявляет высокую терапевтическую эффективность в случаях катаральных, стрептококковых и герпетических воспалений слизистой оболочки, а также при лечении хронических, рецидивирующих афт.

Дозировка

Препарат применяется в среднем в течение 7 дней.

Медленно сосать 4 раза в день по 1 таблетке.

В обоснованных случаях лечение можно продлить до 21 дня, принимая ежедневно по 3 таблетки.

Противопоказания:

Повышенная чувствительность к хлоргексидину.

Побочное действие:

Редко может появиться кожная сыпь, преходящие боли в животе.

Вид препарата и упаковка

Таблетки для сосания, упакованные по 20 штук.

Производство

Познаньский Фармацевтический Завод "ПОЛЬФА"


ფეხმძიმეებზე აკრძალვა არაა ნახსენები და რა ვიცი sad.gif

Posted by: Suleluka 27 Feb 2007, 13:24
BaBajanka
დამშვიდდი იქნებ არც ხარ გაციებული 2kiss.gif

violet
ვცდილობ 2kiss.gif



Posted by: margusha 27 Feb 2007, 13:31
BaBajanka
ხო წითურას მართლა ტერატოგენური შედეგი აქვს. თან პლაცენტარულ ბარიერსაც უპრობლემოდ ლახავს. ასე რომ მარტო პირველ ტრიმესტრში არ არის საშიში. მე თავი დავიზღვიე და ავიცერი სანამ დავფეხმძიმდებოდი. წითურა წითელა ყბაყურა კომბინირებული აცრა გავიკეთე. 27 წელი აქვს ეფექტი, არა მგონია 27 წლის მერე კიდე დამჭირდეს აცრა ორსულობის წინ givi.gif ასე რომ სამუდამოდ დავეზღვიე.ისე გრიპზეც ავიცერი, და ყოველ წელს ვიცრები.
გრიპი რა ვიცი ძაან ინდივიდუალურია, ზოგადად 12 კვირამდე საშიშია. მაგრამ ჩემს ახლობელს შეხვდა 7 კვირის რომ იყო და თან ის საშინელი ვირუსი რომ იყო "მოსკოვი". რა ვიცი იმკურნალა. და სრულად ჯანმრთელი ბავშვი ყავს.

Posted by: lala 27 Feb 2007, 13:37
suleluka
ეხლა როგორ ხარ? ნუ გეშIნია თუ გითხრა ექიმმა რომ არაფერი არ ემუქრებაო რაღას ნერვიულობ , ეგ უფრო ცუდია smile.gif მაგ ვადაზე აღარაა საშიში smile.gif 2kiss.gif

Posted by: BaBajanka 27 Feb 2007, 13:45
suleluka

მართალია, მეც მგონია, რომ შენ ტყუილად ნერვიულობ. უკვე ნაყოფი დიდია სამაგისოდ.


margusha

გრიპის აცრა არც ვიცოდი თუ არსებობდა. და საერთოდ ძალიან უჭკუოდ დავფეხმძიმდი. არ მიყვარს ასეთი უპასუხისმგებლო ქალები, რომ დაფეხმძიმდებიან და მერე რომ იკვლევენ და ირტყამენ თავში ხელებს. და ზუსტად ეგ დამემართა sad.gif
ყოველთვის ვამბობდი, რომ ჯერ ყველანაირად უნდა მოამზადო ორგანიზმი, გამოიკვლიო და მერე დაფეხმძიმდე-თქო, დამცინოდნენ კიდეც.
ახლა ვინაა დასაცინი, კარგად გამოჩნდა, ექიმთანაც ვერ მივდივარ sad.gif

რა ვიცი, ძალიან თბილად მაცვია, ნიავი რომ არსად შემეპაროს და ჩაიზე ვარ მიერთებული შლანგით. ვაწუწებ ლიმონს და სხვა არ ვიცი რა გავაკეთო.

Posted by: margusha 27 Feb 2007, 13:59
BaBajanka

ასკილის ჩაიც შეგიძლია დალიო ცე ვიტამინის საბადოა.. ოღონდ ბევრი არ მოგივიდეს.

Posted by: BaBajanka 27 Feb 2007, 14:06
margusha

ხო, კაია, რომ მაქვს სახლში. ახლაც მხოლოდ ბალახეულ და ხილის ჩაის ვსვამ.

Posted by: lala 27 Feb 2007, 14:10
margusha
მე ჩემმა გინეკოლოგმა მითხრა ასკილი არ მიიგოოო sad.gif ამოიგეს ხმარებიდან ორსულებშიო ადრე პირიქით ყოფილა . რავიცი აბა და მე არ ვსვავ

Posted by: Suleluka 27 Feb 2007, 14:13
lala
მოუფრთხილდი თავს, ნახევარი ქალაქი ამ ვირუსითაა ჩაწოლილი.
ძლივს ვსუნთქავ აღარ შემიძლია sad.gif

Posted by: margusha 27 Feb 2007, 14:22
lala
ბევრი არ ვარგა დიდი რაოდენობით შეიცავს ცე ვიტამინს

Posted by: tu-tuna 27 Feb 2007, 14:48
18 კვირაზე - "ნაყოფის არამყარი მიმაგრება - და პლაცენტის სიმწიფის ხარისხი - 0 " - საგანგაშო არის რამე?

Posted by: vivien 27 Feb 2007, 16:02
მომავალო დედებო თქვენთვის მინდოდა გამეზიარებია ჩემი სიხარული, დღეს ძმისშვილი შემეძინა პატარ გოგო ძალიან ლამაზი 3.700. გისურვებთ მალე თქვენც ჯანმრთელი და ლამაზი შვილიკოების დედიკოები გახდეთ smile.gif

Posted by: margusha 27 Feb 2007, 16:10
tu-tuna


პლაცენტის სიმწიფის ხარისხი 0 რომ არის კარგია და ნაყოფის არამყარი მიმაგრების რა გითხრა.

vivien

გილოცავთ ღმერთმა სულ ჯანმრთელი და ბედნიერი გოგო გაგიზარდოთ.

Posted by: violet 27 Feb 2007, 16:16
vivien
გილოცავsmile.gif ბედნიერი გოგო ყოფილიყოს)))

Posted by: vivien 27 Feb 2007, 16:43
margusha
violet
დიდი მადლობა, უკვე ძალიან მიყვარს smile.gif

Posted by: bubu1234 27 Feb 2007, 16:48
vivien
გილოცავ
ბედნიერი და ჯამრთელი გოგო ყოფილიყოს

Posted by: vivien 27 Feb 2007, 17:00
bubu1234
დიდი მადლობა სიხარულო

Posted by: BaBajanka 27 Feb 2007, 20:20
vivien

ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოთ! smile.gif

margusha
QUOTE
ბევრი არ ვარგა დიდი რაოდენობით შეიცავს ცე ვიტამინს


ც ვიტამინი არ არის კარგი ორსულობისას?

Posted by: Suleluka 27 Feb 2007, 20:42
vivien
მეც გილოცავ!!! 2kiss.gif (შემთხვევით ნუგზარის და ხომ არ ხარ?)

BaBajanka
QUOTE
ც ვიტამინი არ არის კარგი ორსულობისას?

დიდი რაოდენობით არაფერი არ ვარგა lol.gif

Posted by: anakatrin 27 Feb 2007, 23:33
QUOTE (margusha @ 27 Feb 2007, 13:31 )
BaBajanka
ხო წითურას მართლა ტერატოგენური შედეგი აქვს. თან პლაცენტარულ ბარიერსაც უპრობლემოდ ლახავს. ასე რომ მარტო პირველ ტრიმესტრში არ არის საშიში. მე თავი დავიზღვიე და ავიცერი სანამ დავფეხმძიმდებოდი. წითურა წითელა ყბაყურა კომბინირებული აცრა გავიკეთე. 27 წელი აქვს ეფექტი, არა მგონია 27 წლის მერე კიდე დამჭირდეს აცრა ორსულობის წინ givi.gif ასე რომ სამუდამოდ დავეზღვიე.ისე გრიპზეც ავიცერი, და ყოველ წელს ვიცრები.
გრიპი რა ვიცი ძაან ინდივიდუალურია, ზოგადად 12 კვირამდე საშიშია. მაგრამ ჩემს ახლობელს შეხვდა 7 კვირის რომ იყო და თან ის საშინელი ვირუსი რომ იყო "მოსკოვი". რა ვიცი იმკურნალა. და სრულად ჯანმრთელი ბავშვი ყავს.

სად გაიკეთე ეგ აცრა?საქართველოში თუ საზღვარგარეთ?მეორე ბავშვს ჯერ არ ვაპირებ მარა ურიგო არ იქნებოდა მეც რომ გამეკეთებინა ეგ აცრა,ჩემს ბავშვს როგორც მოგწერე ჩუტყვავილა აქვს და ყველა დანარჩენიც ჯერ არ მოუხდია,როგორც გერმანული ჯანმრთელობის გვერდზე წავიკითხე იმ შემთხვევაში თუ ჩუტყვავილა ძალიან დიდი ხნის წინ აქვს ადამიანს გადატანილი შესაძლებელია რომ კიდევ დაინფიცირდეს,არ ვიცი ალბათობა რამდენად დიდია,თანაც როგორც შენ ამბობ თუ 27 წელი აქვს მაგ აცრას ძალა ორსულობის დროს არასასურველი ინფექციებისგანაც დაგვიცავს.რა დასახელებით უნდა ვიკითხო,რა ქვია მაგ აცრას?
* * *
QUOTE (vivien @ 27 Feb 2007, 16:02 )
მომავალო დედებო თქვენთვის მინდოდა გამეზიარებია ჩემი სიხარული, დღეს ძმისშვილი შემეძინა პატარ გოგო ძალიან ლამაზი 3.700. გისურვებთ მალე თქვენც ჯანმრთელი და ლამაზი შვილიკოების დედიკოები გახდეთ smile.gif

გილოცავთ,ჯანმრთელი და ბედნიერი გოგო გაგეზარდოთ 2kiss.gif

Posted by: tms 28 Feb 2007, 01:21
anakatrin
QUOTE
რა დასახელებით უნდა ვიკითხო,რა ქვია მაგ აცრას

გერმანულად წითურას ქვია Röteln ბავშვს რომ დააპირებ წინასწარ მიდი გინეკოლოგტან და თვითონ გაგიკეთბს ყველაფერს smile.gif

Posted by: anakatrin 28 Feb 2007, 02:46
QUOTE (tms @ 28 Feb 2007, 01:21 )
anakatrin
QUOTE
რა დასახელებით უნდა ვიკითხო,რა ქვია მაგ აცრას

გერმანულად წითურას ქვია Röteln ბავშვს რომ დააპირებ წინასწარ მიდი გინეკოლოგტან და თვითონ გაგიკეთბს ყველაფერს smile.gif

ერთი ბავშვი უკვე გავაჩინე გერმანიაში და არ უთქვამთ რომ კარგი იქნებოდა მაგ აცრის გაკეთება,როგორ გგონია თვითონ შემომთავაზებენ თუ ჩემი ინიციატივით უნდა გავიკეთო წითურაზე აცრა?ორსულობის დროს მარტო წითურაა საშიში თუ ჩუტყვავილა,წითელა და ყბაყურაც?მადლობა

Posted by: margusha 28 Feb 2007, 09:42
anakatrin

ნებისმიერი ინფექცია საშიშია მაგრამ აქედან წითურა ყველაზე მეტად.

Posted by: L&L 28 Feb 2007, 10:33
ჯორჯია ონლაინის ტექნიკურმა პრობლემებმა გაგვტანჯა. დღეს ძლივს ჩაირთო ინტერნეტი.

tu-tuna
QUOTE
18 კვირაზე - "ნაყოფის არამყარი მიმაგრება - და პლაცენტის სიმწიფის ხარისხი - 0 " - საგანგაშო არის რამე?


ეს არის ნორმალური მდგომარეობა ამ ვადისათვის.


margusha

წითურის აცრა ორსულობამდე – კარგად მოქცეულხართ. ასეთი აცრის შემდეგ 3 თვე დაორსულება არ შეიძლება. წითურაზე აცრა საჭირო აღარ არის, თუ ბავშვობაში გადატანილი გაქვთ.
აცრამდე სასურველია ჯერ გაკეთდეს Rubella IgG ანალიზი, თუ დადებითია, ე.ი. იმუნიტეტი გაქვთ და აცრა აღარ არის საჭირო.


suleluka

კარგია რომ ექიმმა გნახათ. მის დანიშნულებაში არ ჩავერევით. არ ინერვიულოთ. ნაყოფისათვის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს.

Posted by: Suleluka 28 Feb 2007, 11:11
L&L 2kiss.gif
დღეს ხველა დამეწყო, მარა თავს გაცილებით კარგა ვგრძნობ
რა მაინტერესებს იცი, ბავშვზე თუ იმოქმედა რამე ნაირად ეხო რო გადავიღო ეხლავე გამოჩნდება? თუ 2 კვირაში ჯობია?

Posted by: tu-tuna 28 Feb 2007, 11:13
L&L და margusha,

მადლობა პასუხებისთვის- კი ვიფიქრე საგანგაშო ყოფილიყო სერგო მეტყოდა. მშვიდობით გამომიშვა!

აქვე ვიკითხავ - მეან/გინეკოლოგის "აყვანა" რა ვადიდან არის სასურველი? დავდივარ პატიოსნად სამშობიაროსთან არსებულ კონსულტაციაში, მაგრამ იქ გაჩენას არ ვაპირებ. არჩევანი ღოღობერიძეზე ჰერაში შევაჩერე. ხოდა როდიდან აჯობებს მივიდე სოსოთან (მგონი სოსო ქვია), ვიფიქრე 6 თვის შემდეგთქო...

Posted by: Suleluka 28 Feb 2007, 11:19
tu-tuna
გოგო გყავს თუ ბიჭი? smile.gif

QUOTE
მეან/გინეკოლოგის

აყვანა მემგონი ბოლო თვეს ჯობია, მე ეგრე ვაპირებ, მითუმეტეს თუ კონსულტაციაში კაი ექიმი გყავს, არ იჩქარო

Posted by: natali kalandadze 28 Feb 2007, 11:28
suleluka
კონსულტაციაში ფორმალურად ვიყავი, მეან-გინეკოლოგი 4 თვიდან მყავდა....

Posted by: Suleluka 28 Feb 2007, 11:37
natali kalandadze
მე კარგი ექიმი მყავს ძალიან, არ მგონია მეან-გინეკოლოგმა რამე განსხვავებული კონსულტაცია მომცეს. მარა ეგეც ინდივიდუალურია.
რამე პრობლემა გქონდა? თუ რატო აიყვანე ეგრე ადრე?

Posted by: tat 28 Feb 2007, 12:39
QUOTE
აყვანა მემგონი ბოლო თვეს ჯობია, მე ეგრე ვაპირებ, მითუმეტეს თუ კონსულტაციაში კაი ექიმი გყავს, არ იჩქარო

ნუტუ არსებობს კონსულტაციაში კარგი ექიმი?!

Posted by: natali kalandadze 28 Feb 2007, 12:55
suleluka
მერეც კი, რომ მივდიოდი, ჩემი კონსულტანტი არასდროს არაფერს არ მიკეთებდა ექიმის გარეშე.
ჰიპერტონუსი მქონდა თავიდან, მერე პლაცენტის მესამე ხარისხის სიმწიფეო (თურმე ეს ტყუილად მითხრეს ეხოზე), + ამას რეზუსუარყოფითი ვარ და რა ვიცი რა smile.gif კონტროლზე ვიყავი სულ smile.gif

Posted by: Suleluka 28 Feb 2007, 13:13
tat
QUOTE
ნუტუ არსებობს კონსულტაციაში კარგი ექიმი?!

არსებობს, ძალიან მიყვარს ჩემი ექიმი, ყოველთვის მზადაა დამეხმაროს,ღამეც კი რო დავურეკო მობილურზე მუდამ ხაზზეა

natali kalandadze
მეც რეზუს უარყოფითი ვარ biggrin.gif დღემდე ვერ ვიჯერებ და კიდე უნდა გადავიმოწმო. (რომელ სამშობიაროში იმშობიარე?)
ისე ეტყობა კონსულტაციაში უყურადღებო ექიმი გყავდა თორე კერძო ექიმი ახალს და განსხვავებულს რას გეტყვის




Posted by: BaBajanka 28 Feb 2007, 13:22
როგორა ხართ დოდოებო?

მე განვაგრძობ ბალახეულ ჩაით და ლიმნით მკურნალობის კურსს biggrin.gif
სურდოს ვებრძვი იმ მომენთ.

დღეს ჩემი მეუღლე იყო ექიმთან და სუ ძალით დააწერინა მიმართვა გინეკოლოგთან biggrin.gif თქვენ გიჟები ხომ არ ხართ, რა დროს ექიმი და ექოაო.
აქ 12 კვირაზე ადრე ორსულების გასინჯვასაც არ კადრულობენ და საერთოდ ქალებიც არ თვლიან თავს ორსულად.
გიჟები არიან თუ ძაან ჯანმრთელი ერი, ვერ გავიგე.
მთავარია რომ გინეკოლოგთან მიმართვა გვაქვს, ახლა იმან უნდა დაგვინიშნოს შეხვედრა.

გარე-ორსულობაზე და მოშლაზე რომ დაუწყო ჩემმა ქმარმა ლაპარაკი, კაცმა მაგრა დაცინა. ეგეთი რამე არ ხდება საეთოდ, მარტო თეორიში არსებობსო.
მოკლედ მაგარი ქაჯები ვეგონეთ biggrin.gif

Posted by: Suleluka 28 Feb 2007, 13:36
BaBajanka
მდა... ესეთი რაღაც რო გააკეთო აქაურმა ექიმმა რო გაგიკეთოს მიმართვა ეხოზე?
თუ არ ხდება ეგეთები?

Posted by: BaBajanka 28 Feb 2007, 13:40
suleluka


არა, ეგეთი არ შეიძლება... აქაური უნდა იყოს. თანაც ყველასთან ვერ მიგავლენს. მთავარია, რო მიმართვა გაგვიკეთა და ექო რა დაჯდება საკითხავი ახლა ეგაა. შენ გაგიარა ხო თითქმის?

Posted by: Suleluka 28 Feb 2007, 13:47
BaBajanka
მემგონი დღესღა და მეშველება,მადაც მომივიდა, სიცხეც აღარ მაქვს,მე კი გადავრჩი და ჩემ პატარაზე ვნერვიულობ ეხლა sad.gif

Posted by: ikebana 28 Feb 2007, 13:49
tms
როგორაა შენი საქმეები? გაიკეთე? smile.gif

Posted by: Suleluka 28 Feb 2007, 13:54
tms
წარმატებებს გისურვებ 2kiss.gif

(რამდენი წლის ხარ? თუ საიდუმლოა არაა? rolleyes.gif )

Posted by: anakatrin 28 Feb 2007, 13:55
QUOTE (tms @ 28 Feb 2007, 13:42 )
anakatrin
QUOTE
ერთი ბავშვი უკვე გავაჩინე გერმანიაში და არ უთქვამთ რომ კარგი იქნებოდა მაგ აცრის გაკეთება,როგორ გგონია თვითონ შემომთავაზებენ თუ ჩემი ინიციატივით უნდა გავიკეთო წითურაზე აცრა?ორსულობის დროს მარტო წითურაა საშიში თუ ჩუტყვავილა,წითელა და ყბაყურაც?მადლობა

მე რომ მივედი პირველად გინეკოლოგთან რეცეპტის გამო, მაშინვე მომთხოვა აცრების პასპორტი, წითურაზე და ტეტანუსზე და პოლიომიელიტზე. მერე სისიხლის ანალიზით დადგინდა რომ წითურაზე არ მინდიდა აცრა რადგან გადატანილი მავქს. სხვა აცრები თვითონ გამიკეთეს. იმიტომ რომ ფეხმძიმობის დროს რამე არასასურეველეისგან თავი დაიზღვიონ. ზოგ გინეკოლოგს ძალიან გართულება აქვს აცრებზე, და მარტალიც არის. მაგალიტად მე ვიცი ერთი შემთხევა რომ რამდენჯერმე გააფრთხილა ერთი გოგო აცრები გაიკეტე დროზე თორემ ის ფეხმძიმობისას არ აგიყვანო, ჰოდა არც აიყვანა მერე, პრობლემები რომ იყოს პასუხს რათქმაუნდა ექიმი აგებს. მოკლედ მთელი აცრების ისტორია რომ მომიწესრიგდა მერე დამაწყებინეს ბავშვზე ფიქრი და არამარტო ფიქრიsmile.gif
ჰო შენ შეგიძლია შენს Hausartz-ს მიაკითხო ისიც გაგიკეთებს smile.gif

მინდა გითხრა რომ მართლა გაგიმართლა,შენც გერმანიაში ხარ ხო?გეხვეწები მითხარი როგორ იპოვე კარგი ექიმი?ორსულად რომ ვიყავი გერმანული კარგად არ ვიცოდი მაშინ,მარა ჩემი ქმარი ყოველ კონსულტაციაზე მახლდა თან და ის მითარგმნიდა ხოლმე.მე თუ არ ვკითხავდი რამეს და ძალით არ გამოვქაჩავდი ინფორმაციას თავს არ იტკიებდა,გამოკვლევები ჩამიტარეს და ყველაფერი წესრიგში გაქვსო,მარა არავის უკითხავს რა აცრა მქონდა ჩატარებული და არც არანაირი აცრა არ შემოუთავაზებიათ.მე ექიმებში მაგრად არ მიმართლებს... sad.gif

Posted by: tu-tuna 28 Feb 2007, 14:28
QUOTE (suleluka @ 28 Feb 2007, 11:19 )

გოგო გყავს თუ ბიჭი? smile.gif


ბიჭიო - პატარა ქალი მყავს უკვე wink.gif

QUOTE
ნუტუ არსებობს კონსულტაციაში კარგი ექიმი?!
ჩემიც ძაან კარგია - მარა უბრალოდ იქ ვერ გავაჩენ (I სამშობიარო სახლია თუ არ ვცდები)

Posted by: Suleluka 28 Feb 2007, 14:42
tu-tuna
ბიჭის პროექტი დამიხაზე მერე PM-ში ჩემი გოგო უნდა იყოს და ჩემ ქმარი დამტოვებს იქვე მეორეც რო გოგო იყოს მესამეს მე ვერ გავაჩენ და biggrin.gif

Posted by: natali kalandadze 28 Feb 2007, 15:27
suleluka
არამიანცში smile.gif

Posted by: margusha 28 Feb 2007, 15:42
tms

ინ ვიტრო რატო არ გამოვიდა?

Posted by: margusha 28 Feb 2007, 17:15
tms

პირველად გაიკეთე? ჩემს მეგობარს მესამე ცდაზე გამოუვიდა

Posted by: BaBajanka 28 Feb 2007, 20:04
მე 8 მარტამდე ვერაფერს ვერ გავიგებ. 8 მარტს დაგვიბარა ექიმმა.
იმედია 8 მარტის პონტში ცუს არაფერს გავიგებ.

ახლა რა მაინტერესებს.
რამდენი კკალ უნდა მიიღოს მომავალმა დედამ? ჩემს ნორმალურ წონაზე 10 კილოთი მაღლიდან ვიწყებ მოსალოდნელ წონაში მატებას (48 - 58) და არ მინდა ნორმაზე მეტი მოვიმატო. არადა მიდრეკილება მაქვს.
მირჩიეთ როგორ ვიკვებო, რომ თავიდან ავიცილო ზედმეტი კილოები??? თან ისე, რომ ბაყოფს არაფერი დააკლდეს. cry.gif

Posted by: tms 28 Feb 2007, 21:12
BaBajanka
QUOTE
დღეს ჩემი მეუღლე იყო ექიმთან და სუ ძალით დააწერინა მიმართვა გინეკოლოგთან თქვენ გიჟები ხომ არ ხართ, რა დროს ექიმი და ექოაო. აქ 12 კვირაზე ადრე ორსულების გასინჯვასაც არ კადრულობენ და საერთოდ ქალებიც არ თვლიან თავს ორსულად. გიჟები არიან თუ ძაან ჯანმრთელი ერი, ვერ გავიგე. მთავარია რომ გინეკოლოგთან მიმართვა გვაქვს, ახლა იმან უნდა დაგვინიშნოს შეხვედრა.

გარე-ორსულობაზე და მოშლაზე რომ დაუწყო ჩემმა ქმარმა ლაპარაკი, კაცმა მაგრა დაცინა. ეგეთი რამე არ ხდება საეთოდ, მარტო თეორიში არსებობსო. მოკლედ მაგარი ქაჯები ვეგონეთ

დიდი ბოდიში და რომელ ქვეყანაში ხარ? smile.gif

Posted by: lala 28 Feb 2007, 22:56
თმებს ვიღებავ უამიაკო საღებავით
ორსულობის დროს აღარ შემიღებავს
ძაან მინდა 5 თვის ვარ რას მირჩევდით?
* * *
natali kalandadze
ჯანმრთელობის სახლშI ხო? ვისთან იმშობიარე? კმაყოფილი ხარ?

Posted by: BaBajanka 1 Mar 2007, 11:54
tms

ჰოლანდიაში.
ნეტა გერმანიაში ვიყო.

Posted by: natali kalandadze 1 Mar 2007, 15:54
lala
არა, ჯანმრთელობის სახლში არა, პირველი ექსპერიმენტული ქვია მგონი, თამაზი ანთელავასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ

Posted by: user85 1 Mar 2007, 16:37
გამოცდილ დედებს და ექიმ-გენეკოლოგებს მინდა მივმართო
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ვართ........wink.gif გამოუცდელები
ცოლს დიდად მოაქვს თავი და ყველაფესრ თავად აგვარებს, ამიტომაც მინდა შეგეკითხოთ რამდენიმე კითხვა
ორსულობის მე-20 კვირაა, თავიდან ტონუსი ქონდა, ტკივილები, ახლა ყველაფერი რიგზეა
1. ცოცხალი თავით არ ანებებს სიგარეტს თავს, უფრო სცორად ვერ ანებებ................ვიცი რომ მავნეა, შედეგი მაინტერესებს
2.ახლა გრიპი დაემართა, 37.4 სიცხე აქვს და ახველებს, ცამლებს არ ვსვავთ ექიმის კონსულტაციის მიხედვიტ ჩაი და სითხე
3.მაინტერესებს როგორი სამშობიარო სახლია ნახალოვკაში რომაა, სახელი სამწუხაროდ არ მახსოვსsad.gif ვიცი რომ იყო N1 სამშობიარო, ისე სიტუაცია კაია, სუფთა კაი რემონტი და რამე....
4. და კიდევ ვინმე თუ იცნობს ან გაგიგიათ გინეკოლოგი ლექსო თარაშვილი, ეგაა ჩვენი ექიმი
ველი პასუხს, წინასარ დიდი მადლობა

Posted by: Suleluka 1 Mar 2007, 17:40
გამოვჯანმრთელდი, მეც კარგა ვარ და ბავშვიც, ეხოზე ვიყავი biggrin.gif
გახარებული ვარ

Posted by: BaBajanka 1 Mar 2007, 17:54
suleluka


გილოცავ! ხომ დამშვიდდი smile.gif

Posted by: tat 1 Mar 2007, 18:12
user85
1) სიგარეტს მეც ვეწეოდი. სუპერლაიტ სლიმს-ტავს ვიტყუებდი რაsmile.gif საერტოდ ექიმები არ აბაზრებენ ტორემ ნიკოტინი ტუ ქალი ჯანმრტელია ნაკლებად სახიფატოა ალკოჰოლტან შედარებიტ-არამც და არამც ერტი ცვეტიც კი არ შეიძლება!
2)-პარაცეტამოლის შემცვლელი მედიკამენტები მოქმედებს ემბრიონის ნერვული სისტემის განვიტარებაზე-ასე რომ სახალხო მედიცინას მიმარტეტ-მალინიანი ჩაი, ან ლიმონ-ტაფლიანი.ნუ და რავიკიდევ რა იციტ ეგეტ ვარიანტში
3) ნახცალოვკის სამშობიაროში მე ვიმშობიარე ჩემი დაც იქ გავუშვი მერე და მტელი დაორსულებული ნატესაობა-გუშინ მაგალიტად მამიდაშვილმა იმშობიარა-ყველანი კმაყოფილები ავრტ!@ თუ დეტალები გაინტერესებს ვინ სად და როგორsmile.gif-დამიპიემე
აბა თქვენ იცითsmile.gif

Posted by: anakatrin 1 Mar 2007, 21:40
QUOTE (tat @ 1 Mar 2007, 18:12 )
user85
1) სიგარეტს მეც ვეწეოდი. სუპერლაიტ სლიმს-ტავს ვიტყუებდი რაsmile.gif საერტოდ ექიმები არ აბაზრებენ ტორემ ნიკოტინი ტუ ქალი ჯანმრტელია ნაკლებად სახიფატოა ალკოჰოლტან შედარებიტ-არამც და არამც ერტი ცვეტიც კი არ შეიძლება!
2)-პარაცეტამოლის შემცვლელი მედიკამენტები მოქმედებს ემბრიონის ნერვული სისტემის განვიტარებაზე-ასე რომ სახალხო მედიცინას მიმარტეტ-მალინიანი ჩაი, ან ლიმონ-ტაფლიანი.ნუ და რავიკიდევ რა იციტ ეგეტ ვარიანტში
3) ნახცალოვკის სამშობიაროში მე ვიმშობიარე ჩემი დაც იქ გავუშვი მერე და მტელი დაორსულებული ნატესაობა-გუშინ მაგალიტად მამიდაშვილმა იმშობიარა-ყველანი კმაყოფილები ავრტ!@ თუ დეტალები გაინტერესებს ვინ სად და როგორsmile.gif-დამიპიემე
აბა თქვენ იცითsmile.gif

გერმანიაში ჩაატარეს გამოკვლევა და დაადგინეს რომ მწეველი ორსული ქალების ბავშვებს 40%მეტი რისკ-ფაქტორი აქვთ ასთმით დაავადების ვიდრე არამწეველების ბავშვებს.შეიძლება ვიღაცას გაუმართლოს,კიდეც ეწეოდეს და კიდეც სვავდეს მარა ჯანმრთელი ბავშვი ეყოლოს.ჩემი აზრით შემაშფოთებლად დიდია რისკი და არ ღირს ჩვენი შვილების ჯანმრთელობის სასწორზე დადება.შენ და შენ პატარას კი ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: tms 1 Mar 2007, 23:09
anakatrin
QUOTE
მინდა გითხრა რომ მართლა გაგიმართლა,შენც გერმანიაში ხარ ხო?გეხვეწები მითხარი როგორ იპოვე კარგი ექიმი?

ინტერნეტითsmile.gif დავათვალიერე ვებსაიტები, ვინც კარგი გარეგნობისა იყო და ადვილად მისაგნებ ადგილას ქონდა პრაქსისი იმას მივადექი smile.gif.. ჰო კარგ და ინფორმაციულ საიტსაც მივაქციე ყურადღება რათქმაუნდა

Posted by: lala 1 Mar 2007, 23:09
suleluka
გილოცაავ smile.gif ვისთან იყავი ეხოზე? როგორაა პლაცენტის მდგომარეობა?

Posted by: ai: 1 Mar 2007, 23:16
ვინმემ თუ იცის შავი ლუდის დალევა თუ შეიძლება ორსულობისას?
ძალიან მინდა sad.gif

Posted by: tms 1 Mar 2007, 23:27
ai:
QUOTE
ვინმემ თუ იცის შავი ლუდის დალევა თუ შეიძლება ორსულობისას?
ძალიან მინდა 

ალკოჰოლი არ შეიძლება ! უალკოჰოლო მიირთვი გინდა შავი და გინდა თეთრი smile.gif

Posted by: anakatrin 2 Mar 2007, 01:08
QUOTE (tms @ 1 Mar 2007, 23:09 )
anakatrin
QUOTE
მინდა გითხრა რომ მართლა გაგიმართლა,შენც გერმანიაში ხარ ხო?გეხვეწები მითხარი როგორ იპოვე კარგი ექიმი?

ინტერნეტითsmile.gif დავათვალიერე ვებსაიტები, ვინც კარგი გარეგნობისა იყო და ადვილად მისაგნებ ადგილას ქონდა პრაქსისი იმას მივადექი smile.gif.. ჰო კარგ და ინფორმაციულ საიტსაც მივაქციე ყურადღება რათქმაუნდა

ისეთ ექიმთან მივედი პირველად ვისთანაც ჩემი ნაცნობები დადიოდნენ.ღმერთის წყალობით მე და ჩემს შვილს არაფერი გვჭირდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა,მარა ძალიან უკმაყოფილო ვიყავი,მე თუ ძალიათ რაღაცას არ ვკითხავდი თავს არ იწუხებდა.ჩემი ახლობელი ფეხმძიმედ იყო და ბავშვს დეფექტი ქონდა,ისეთი რაღაც ვერ დაინახა რაც უნდა დაენახა. yes.gif მერე ის ექიმი აღარ მუშაობდა და ყველა ჩემი ნაცნობები ვითომცდა ძალიან კარგ ექიმთან დავდიოდით,იმ ექიმმა კიდევ სპინალურ ბიფიდა-ს რომ ეძახიან ის ვერ დაინახა ჩემი ახლობლის ბავშვზე.მგონი ასეთ შეცდომებს საქართველოშიც კი აღარ უშვებენ.ეხლა ვარ კარგი გინეკოლოგის ძიებაში,იმ ექიმთან რაღა მიმიყვანს spy.gif ,ჯერ არანაირი პრობლემა არ მაქვს მარა ღმერთმა ნუ ქნას რაღაც პრობლემა შემექმნას მერე კაი დრო იქნება.

Posted by: tms 2 Mar 2007, 01:14
anakatrin
ჰო რა გითხრა, მე ეტყობა სულ კარგი ექიმები მხვდებიან ან უპრეტენზიო ვარ და ყველა მომწონს smile.gif

QUOTE
ჯერ არანაირი პრობლემა არ მაქვს მარა ღმერთმა ნუ ქნას 


ღმერთმა ჯანმრთლად და ბედნიერად გამყოფოს ჩემო კარგო smile.gif

Posted by: anakatrin 2 Mar 2007, 03:17
QUOTE (tms @ 2 Mar 2007, 01:14 )
anakatrin
ჰო რა გითხრა, მე ეტყობა სულ კარგი ექიმები მხვდებიან ან უპრეტენზიო ვარ და ყველა მომწონს smile.gif

QUOTE
ჯერ არანაირი პრობლემა არ მაქვს მარა ღმერთმა ნუ ქნას 


ღმერთმა ჯანმრთლად და ბედნიერად გამყოფოს ჩემო კარგო smile.gif

დიდი მადლობა,შენც ასევევ ღმერთმა სულ ჯანმრთელად გამყოფოს. 2kiss.gif არც მე ვარ უპრეტენზიო მარა როცა თვალწინ მწარე მაგალითებია,მეშინია თვითონაც მორიგი მსხვერპლი არ გავხდე. yes.gif
სამწუხაროდ ექიმებთან ხშირად მიწევს სიარული კონტროლის გამო და ალბათ მაგიტომაც ყოველთვის კარგი ვერ შეგხვდება yes.gif რა თქმა უნდა მეც მყავს ძალიან კარგი ექიმები,უბრალოდ როცა რამოდენიმე დარგში გჭირდება მაშინაა პრობლემა ყველა საუკეთესო შეარჩიო
მადლობთ 2kiss.gif
* * *
პ.ს.უკაცრავად უნდა დამეწერა მეც არ ვარ პრეტენზიულითქო.(:

Posted by: BaBajanka 2 Mar 2007, 12:21
ქალებო, არავინ იცით დღეში რამდენი კალორია შეიძლება მიიღოს ორსულმა? რაც ვნახე, რადიკალურად განსხვავებული რიცხვები ეწერა ყველგან.

მემგონი ტოქსიკოზმა მომაკიხა. ძალიან ცუდად ვარ cry.gif

Posted by: Suleluka 2 Mar 2007, 12:38
lala
კონსულტაციაში ვიყავი, აბა სერგოსთან 1 კვირით ადრე უნდა ჩაეწერო, ან ულევ რიგში უნდა ჩადგე. არც ვაპირებდი გუშინ გადაღებას მარა ექიმმა შემიშვა თვითონ, ვნახოთ წყლები ხომ არ გაქვს გასქელებულიო, სიმართლე გითხრა არც ისე კმაყოფილი დავრჩი, მანდ ხო მეორე მონიტორი არა აქვთ, და პატარა ეკრანია, დედაჩემმა აბა სადაა სადაა ბავშვიო და ბავშვმა ხელი დაუქნია ლამის გაგიჟდა, მერეც აქ მოდი უფასო გეკუთნისო, რათ მინდა ეგეთი უფასო მე თუ ვერ ვნახე ჩემი ბარტყი smile.gif სერგოსთან წავალ


BaBajanka
ტოქსიკოზი ტეხავს sad.gif მე ძლივს გამიარა

Posted by: lala 2 Mar 2007, 14:34
suleluka
აა ტელევიზორი არ ქონდათ? უი sad.gif ჩემ კონსულტაციაში იყო , ხო მასეთი უფასო რათ გინდა შენ თუ ვერ დაინახე smile.gif მარა მთავარია რომ გაიგე რომ ყველაფერი რიგზეა და ნორმაში smile.gif
* * *
5 თვის ვარ და თმები რომ შევიღებო რამე დაუშავდება ბავშვს?
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ

Posted by: L&L 3 Mar 2007, 07:58
BaBajanka
ნახე შენი ფოსტა.

ai:
QUOTE
ვინმემ თუ იცის შავი ლუდის დალევა თუ შეიძლება ორსულობისას?
ძალიან მინდა

პრინციპში პასუხი თქვენ უკვე გაგცეს, მაგრამ დამატებით http://www.medea.ge/drink.htm

suleluka
გამოჯანმრთელებას გილოცავთ, ექოსკოპისტთან მონიტორის არარსებობა ტრაგედია არ არის, მთავარია მან ნახოს და თქვენი პატარა სწორად შეაფასოს. როგორ არის პლაცენტის საქმე? ჯერ ალბათ არ აიწევდა, მაგრამ მაინც საინტერესოა. რა თქვა ექოსკოპისტმა

Posted by: Suleluka 3 Mar 2007, 10:06
L&L
პლაცენტა ავა ნელნელაო, ყველაფერი გაზომა და შეესაბამება 17 კვირასო, ერთადერთი თეძოს ძვალი 23-ია 1 მილიმეტრით ნაკლებიო, წინა ეხოზეც, ყველაფერი შეესაბამებოდა 14 კვირას თეძოს ძვალი კი 13-ს. საგანგაშოა?
ჰიპერტონუსი მაქ უკანა კედლის ლოკალური მკვეთრად გამოხატული, ხველება და დაცემინებისაგან დამეჭიმა მუცელი.
ეხოთი უმაყოფილო ვარ ჯერ ერთი რომ მე ვერ ვნახე და მეორეც როგორ შეიძლება 17 კვირაზე სქესს ვერ ვხედავო, შეიძლება რო ვერ ენახა?

Posted by: lala 3 Mar 2007, 12:47
ყველას გილოცავთ დედის დღეს, ბედნიერი დედები ყიფილიყავით
suleluka
უბრალოდ ვერ დაინახა ალბათ და შეცდომა არ უნდოდა მოსვლოდა smile.gif მე სერგომ 16 კვირაზე მითხრა სქესი . და კონსულტაციის ეხომ არ მითხრა , იმანაც ვერ დაინახა ალბათ. მოიცადე და სერგოსთან რომ მიხვალ ზუსტ პასუხს გეტყვის smile.gif
წარმატებებს გისურვებ

Posted by: BadbadGirl 3 Mar 2007, 16:01
suleluka
QUOTE
სქესს ვერ ვხედავო, შეიძლება რო ვერ ენახა?

მე როგორც ვიცი გააჩნია ბავშვი რა მგგომარეობაში წევს მუცელში smile.gif
და ბევრი შემთხვევები ვიცი რომ ვერ დაინახეს smile.gif
თუმცა ჩემი ნაცნობი გინელკოლოგები ხუმრობენ ხოლმე თუ სქესს ვერ ხედავ ასიანი გოგოა, თორემ ბიჭის ვერ დანახვა შეუძლებელიაოsmile.gif
ეს რათქმაუნდა მხოლოდ ხუმრობით smile.gif

Posted by: Suleluka 3 Mar 2007, 16:35
lala
BadbadGirl
გოგოა, ისედაც ვიცი რო გოგოა biggrin.gif მარა ეხოსკოპისტს ვამოწმებდი lol.gif მერე კი ვუთხარი ვიცი რო გოგოა მეთქი უბრალოდ მაინტერესებდა თქვენ რას მეტყოდით მეთქი biggrin.gif

lala
შენ ძველი ტანსაცმელები გეტევა? შარვლები ჰა? biggrin.gif თუ ჩემსავითა ხარ? მე არაფერი აღარ მეტევა სახლში ჩასაცმელი სპორტულების გარდა biggrin.gif

Posted by: tikusha 3 Mar 2007, 17:26
ყოველი ერთი ციკლის დროს ერთი კვერცხუჯრედის მომწიფება ხდება მხოლოდ?? ხან მარჯვენა და ხან მარცხენა საკვერცხეში მწიფდება?? რიგრიგობით თუ როგორ?? აზრზე არ ვარ მაგ საქმის

Posted by: L&L 3 Mar 2007, 19:36
tikusha

არა რატომ, შეიძლება ორიც მომწიფდეს ერთდროულად და მეტიც. ინ ვიტროს დროს სტიმულაციის შედეგად შეიძლება 20 და მეტი კვერცხუჯრედის ერთდროული მომწიფებაც.

Posted by: SPC 3 Mar 2007, 20:24
დომინანტური ფოლეკულაც შეინიშნებაო მითხრეს და რას ნიშნავს? მე დიდის ამბით დავუქნიე თავი მაგრამ ვერ გავიგე biggrin.gif

Posted by: margusha 3 Mar 2007, 20:40
SPC

ყველაზე დიდი რომელიცაა ზომებში smile.gif და სავარაუდოდ რომელიც უნდა გასკდეს

Posted by: SPC 3 Mar 2007, 20:51
........................................

Posted by: SPC 3 Mar 2007, 20:52
QUOTE
ყველაზე დიდი რომელიცაა ზომებში  და სავარაუდოდ რომელიც უნდა გასკდეს

უი ყველაზე ბუთხუზა ესეიგი smile.gif, გმალდობ

Posted by: Suleluka 3 Mar 2007, 21:58
L&L
QUOTE
ყველაფერი გაზომა და შეესაბამება 17 კვირასო, ერთადერთი თეძოს ძვალი 23-ია 1 მილიმეტრით ნაკლებიო, წინა ეხოზეც, ყველაფერი შეესაბამებოდა 14 კვირას თეძოს ძვალი კი 13-ს. საგანგაშოა?


Posted by: lala 4 Mar 2007, 00:17
suleluka
მეც მინდოდა შემოწმება და ვკითხე და სერგო გეტყოდათო , ვერ დაინახა და ვერ მიხვდა და ხო არ იტყოდა ვერ მივხვდიო biggrin.gif
არა რამდენი ხანია აღარაფერი მეტევა smile.gif შარვლები ვიყიდე საორსულო მეც Aღარაფერი აღარ მეტევა დაახლოებით 8-9 კლ მოვიმატე უკვე ფეხმძიმობაშI biggrin.gif

Posted by: Suleluka 4 Mar 2007, 15:02
lala
მეც ეგრე ვარ biggrin.gif მეზდება და მეზდება ღიპი, გუშინ გარეთ ვიყავი ცოტა ვისეირნე და ქალმა მკითხა რამდენი ხნის ფეხმძიმე ხარო მეთქი 4-ის თქო და გაუკვირდა, მეტს გავხარო, გოგო ხო არა გყავსო, ეგრევე მეტყობა ღიპზე რო გოგო ზის შიგნით lol.gif

Posted by: L&L 4 Mar 2007, 16:53
suleluka

საგანგაშო არაფერია

lala

ერთადერთი უზუსტობა რაც შეიძლება ექოსკოპისტს ეპატიოს, ეს სქესია. ხშირად ჰიპერტროფირებული კლიტორი ძალიან წააგავს პენისს. ზოგჯერ კი ნაყოფი ისეთ პოზაში ჩერდება ან ხელებს იფარებს და შეუძლებელია სქესის დანახვა.

Posted by: lala 4 Mar 2007, 17:45
suleluka
არა მე პაწუკა მუცელი მაქვს და მრგვალი ბიჭის მუცელი მაქვს მგონი smile.gif biggrin.gif მე პირიქით პატარა გაქვსო მე 5 თვის ვარ უკვე
L&L
აჰა გეთანხმები

Posted by: Suleluka 4 Mar 2007, 17:55
L&L
მადლობ 2kiss.gif


lala
სად უნდა იმშობიარო მოფიქრებული გაქ?

Posted by: lala 4 Mar 2007, 18:15
suleluka
ვერა კიდევ ვერ გადამიწყვეტია. გაგუასთან მინდა მაგრამ იმ სიშორეზე არ მინდა სადმე ჩემთან მინდა ახლომახლო ვაკეში

ისე ჰერას მირჩევდით ვინმე? მე როგორც ვიცი ძAლიან ცუდად უვლიან ბავშვებსო , რამდენიმე ახლობელმა იმშობიარა და უკმაყოფილოები იყვნენ
ჩემმა ექიმმა მითხრა ცოტა ვიწრო მენჯი გაქვსო და ალბათ საკეისრო დამჭირდება ხო? ეგეც არ ვიცი როგორ მომიწევს მშობიარობა და ამიტომ არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი

Posted by: Suleluka 4 Mar 2007, 18:25
lala
მე რეზუსის გამო უფრო და ტერიტორიითაც მე-4ე ალბათ.

ტონუსი აღარა გაქ?
მე მაგარი ჰიპერტონუსი მაქ sad.gif

Posted by: lala 4 Mar 2007, 18:30
suleluka
არა მე აღარ მაქვს მომეხსნა smile.gif შენ კიდევ გაქვს? არ სვავ წამლებს? ნუ გეშინია ეგ არაფერია smile.gif

Posted by: Suleluka 4 Mar 2007, 18:33
lala
მე აღარ მქონდა მარა ამდენი ხველებით ისევ მაქვს, ნოშპა და პაპავერინი 2 კვირით დამინიშნა, და კიდე რაღაც ვიტამინები დამიმატა "ტერავიტ" მგონი

Posted by: BadbadGirl 4 Mar 2007, 18:46
suleluka
QUOTE
მე-4ე ალბათ

მინდა გითხრა რომ მეოთხე მართლა კაი სამშოიაროა.
ჩემი დისშვილი ახლა რომ ცოცხალია ზუსტად მეოთხეს კოლექტივის დამსახურეაბაა smile.gif


Posted by: Suleluka 4 Mar 2007, 18:49
BadbadGirl
პირობებია როგორია სამშობიაროში?
საერთოდ მე პირობებს ვაქცევ დიდი ყურადღებას და პერსონალს

Posted by: BadbadGirl 4 Mar 2007, 19:18
suleluka
რა გითხრა ჩემო კარგო
მგონია ახლა შეიცვლებოდა სიტუაცია რადგან ჩემი დის შვილი უკვე 6 ცლისააsmile.gif
ექიმები ყურადრებიანები იყვნენ, ჩემი და არ იყო უკმაყოფილო.
ჩემი აზრით ჯობია წახვიდე და ნახო smile.gif

Posted by: makvala 4 Mar 2007, 20:19
lala

ჰერას არ გირჩევ. თავი დავანებოთ რომ სასტავს ვიცნობ, ფასი/ხარისხის შეფარდებაც ცუდია, პირობები კი არც ისეთია...

მე პოლი მქონდა, ვინ არის კარგი მეანი, პირველ ადგილზე დათო გაგუა და რაულ მანგალაძე გავიდნენ:http://forum.ge/?f=43&showtopic=33668072

მე თუ მკითხავ სამართლიანადაც.

გაგუასთან აგერ ახლა იმშობიარა კუდრაჭამაც, ცოტა ზევით არის მისი შთაბეჭდილებები...

სახლთან ახლოს რა, მშობიარობის შემდეგ სახლში შენ უნდა ირბინო სადილის საკეთებლად თუ სახლიდან ექნება ქმარს მოსატანი თეთრეული და პამპერსები...

ეხლა ბავშვის სანახავად ახლობლებს რომ ცოტა შორს მოუწევთ მოსვლა არა უშავ რა, ზატო კაი რესტორნები ახლოსაა და იქვე წავლენ დასალევად, მაგალითად წისქვილში gigi.gif

suleluka

მეოთხე არა, არა, არა!

ტერიტორიით შეიძლება ახლოა, მაგრამ კომუნისტების დროს სპეციალიზაცია რომ ჰქონდა რეზუსუარყოფითებზე მაგ სამშობიაროს, ეხლაც ეგრე კი აღარ არის...

შენ ჯერ რეზუსი გაარკვიე საბოლოოდ, შენი და მეუღლისაც...

მეოთხეში ცუდი სიტუაციაა კოლექტივში შიგნით, ერთმანეთს ვერ იტანენ, ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ არის, ჯერ გაბიძაშვილი გააგდეს (ბევრი პლიუსი ჰქონდა, მაგრამ ბევრიც მიქარა – არა როგორც ექიმმა, არამედ თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ამბავში!), მერე ერთმანეთს დაერივნენ. მეანების სასტავით ალბათ ყველაზე სუსტი სამშობიაროა. გინეკოლოგიური პრობლემით ხომ მანდ საერთოდ არ მიისვლება...

ტელევიზიას კი ბევრი არ უნდა დაუჯერო, მაგრამ მანდაური პაციენტის დაღუპვის სკანდალი მართლაც ექიმების ბრალი იყო, თუმცა არა მარტო იმის, ვისაც საბოლოოდ შეეტენა. სულ ნახევარი საათის მიღებული ჰქონდა მორიგეობა და მშობიარე ჩააკვდა ხელში, წინა სმენაც დასასჯელი იყო...


Posted by: lala 4 Mar 2007, 20:27
makvala
დიდი მადლობა რჩევებისთვის
მანგალაძე სად არის?
არა გადავწყვიტე თითქმის გაგუასთან მივალ საბოლოოდ
და მენჯის ძვალი გაქვს ცოტა ვიწროო ექიმმა და ალბათ საკეისრო დამჭირდება ხო?

Posted by: makvala 4 Mar 2007, 20:29
BadbadGirl

შენი დისშვილის დროს, მაგ სამშობიაროს დალი გაბიძაშვილი მართავდა!

დალი როგორც ექიმი, ცუდი არ არის მაგრამ ვარსკვლავებსაც არ წყვეტს. მეოთხე სამშობიაროში საუკეთესო მეანი იყო, მაგრამ ასე ჩანდა მხოლოდ დანარჩენების ფონზე!

როგორც მეურნე და მენეჯერი, მაგარი გამოდგა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისათვის...

მაშინ სახელმწიფო სამშობიაროებიდან ეგ ერთადერთი მთლიანად გარემონტებული სამშობიარო იყო, მის შემდეგ იმ რემონტს არაფერი მიმატებია...

გაბიძაშვილს იმიტომ აუჯანყდა კოლექტივი, რომ ფაქტიურად მშიერი ბუნტი მოხდა. თვითონ რამდენი ათასი ლარი ჰქონდა ოფიციალური ხელფასი არ ვიტყვი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ლევი არასოდეს აუღია და იმიტომ, მაგრამ ამავე დროს ექთანს რომ 80 ლარსაც არ მისცემ, პაციენტისაგან ფულის აღებას აუკრძალავ და ვირივით ამუშავებ, აჯანყდება მა რა...

არც ექიმები იყვნენ ბევრად უკეთეს დღეში...

ეხლაც არ არის მანდ სიტუაცია დალაგებული და კოლექტივი შეხმატკბილებული...

lala

რაულ მანგალაძე მესამე სამშობიაროშია, ვერაზე. ძალიან კარგი მეანია და პიროვნება. პროსტო მესამეში პირობები ვერ ქაჩავს, ზატო ფასებიც ნაკლებია.

Posted by: Suleluka 4 Mar 2007, 20:48
makvala
მადლობ, გავითვალისწინებ,
სად იყავი დაკარგული რომ არ ჩანდი? შენც გრიპი ხომ არ გქონდა მე საშინლად ვიყავი გაციებული,ეხლა გამოვკეთდი მარა ხველა დამრჩა ჯერჯერობით.
მე3ე რომელია კობის ქუჩაზე? ჩემმა დაქალმა იმშობიარა მანდ, მე არ გადამიწყვეტია ჯერ მარა მაინც უკვე ვინტერესედები სამშობიაროებით, თან ხო იცი სადაც ნაცნობი გყავს იქ ჯობია ყოველთვის და მე მყავს ნაცნობი მე4ე-ში

Posted by: makvala 4 Mar 2007, 23:18
suleluka

თანამშრომელს მორიგეობები გავუცვალე და ზედიზედ მომიწია, სამსახურში კომპიუტერთან ვერ ვჯდები..

ნაცნობს რაც შეეხება, საქართველოში კარგია, მაგრამ წესიერ კლინიკებში მე–5 ბორბალივით არის...

Posted by: tu-tuna 5 Mar 2007, 10:26
QUOTE (makvala @ 4 Mar 2007, 20:19 )
ჰერას არ გირჩევ. თავი დავანებოთ რომ სასტავს ვიცნობ, ფასი/ხარისხის შეფარდებაც ცუდია, პირობები კი არც ისეთია...


ისე მეც ჰერა მინდოდა... ახლო იყო შედარებით და "ნაცნობიც" მუშაობს. ღოღობერიძეა ხო მანდ? ადრეც ვიკითხე.. არ ვარგა? ისე მეც გამიგია ბევრია მაგ ჰერათი უკმაყოფილო, კერძოდ კი ბავშვების მოვლით.


მე-3-სთან არსებულ კონსულტაციაში დავდივარ, სამშობიარო არ ვიცი რა დღეშია, მარა კონსულტაცია საპირფარეშოს მაგონებს... მეორე ალტერნატივა მეც გაგუა მრჩება, მარა შორია ცოტა არ იყოს, და რატომღაც "უპატრონოდ" მისვლა არ მინდა.....

Posted by: margusha 5 Mar 2007, 11:28
lala

ჰერაში ძაან მაგარია სოსო ღოღობერიძე მით უმეტეს თუ საკეისრო გინდა, მაგრამ პედიატრებით მეც უკმაყოფილო ვარ.

Posted by: Suleluka 5 Mar 2007, 11:48
makvala
არ ვიცი ჯერ მოსაფიქრებლად ბევრი დრო მაქ, მე4-ში გავალ და ვნახავ სიტუაციასაც ექიმსაც, მერე მე3-ე სამშობიაროს
ძალიან მეშინია და ვნერვიულობ წინასწარ, რო მახსენდება რა უყვეს ჩაჩავაში ჩემ დაქალს, გავგიჟდებოდი ჩემთვის რო ექნათ, ავიკლებდი ყველაფერს

Posted by: margusha 5 Mar 2007, 13:24
suleluka

ვინ ამშობიარა ჩაჩავაში?

Posted by: lala 5 Mar 2007, 14:22
margusha
ხო აქებენ მაგრამ ბავშვი კინაღამ მოუკლეს ჩემს ახლობლებს და ამიტომ არ ღირს მანდ მისვლა :
suleluka
ra uqnes shens daqals?

Posted by: Suleluka 5 Mar 2007, 14:44
margusha
ქალი იყო და გვარი არ მახსოვს, მარა გაკერა მერე სტაჟორმა, ეხლაც აწუხებს ის ნაკერები, მაგის გულიზე2-3 დღით მეტი გააჩერეს სამშობიაროში, და ძალიან კარგა მიხვდნენ რომ თავიანთი ბრალი იყო და ფული არ გადაახდევინეს ზედმეტი დღეების

lala
არასწორედ გაკერეს, თან სისხლი დაუგროვდა შიგნით ისე რო ვერ გამოდიოდა თავიდან შეიყვანეს საოპერაციოში, ბავში მშვენივრად გააჩინა 7 თვიანი ჯანმრთელი ბავში, სამაგიეორედ მეორეთ რო შეიყვანეს ნარკოზი გაუკეთეს, ნუ ძალიან ცუდ დღეში იყო sad.gif

Posted by: BaBajanka 5 Mar 2007, 15:06
მუცელი საშუალოდ რამდენი კვირის მერე იწყებს გაზრდას? (აი ძაან კი არა, შენ რომ ამჩნევ)

Posted by: tu-tuna 5 Mar 2007, 15:17
AFPს პასუხი -33.45 -19 კვირის ვადაზე ნორმაა?

Posted by: JERARD 5 Mar 2007, 15:23
suleluka
გამოკეთდი? ჩემს ბავშვებს შეხვდათ ეგ ვირუსი, ხველა დაუტოვა... მეც კი ცუდად ვიყავი, მაგრამ ევკალიპტის ინჰალაციამ მიშველა.
სერგოსთან ვიყავი ''მედექსში'', დავრეკე და მეორე დღესვე ჩამწერეს. ყველაფერი კარგადაა, 16 კვირის ვარ.სერგომ ფული არ გადამახდევინა, მეხუთეს აჩენო და rolleyes.gif
მოკლედ, სასიამოვნოდ გაკვირვებული წამოვედი იქიდან.
* * *
ვახ, ჩემი ძმის ნიკით შემოვსულვარ lol.gif

WOMAN IN LOVE
ვარ!

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Mar 2007, 15:29
მოკლედ, ''მედექსში'' ნაკლები რიგებია, ლეჩკომბინატში 2 კვირის მერე მიბარებდნენ და რა მოითმენდა მაგდენ ხანს?

Posted by: Suleluka 5 Mar 2007, 16:18
BaBajanka
მე ორი თვისას მეტყობოდა, აღნაგობაზეა დამოკიდებული


WOMAN IN LOVE
გილოცავ, მე გამოვკეთდი, მარა ხველა დამრჩა, რამხელა ბედნიერებაა 5 შვილი გილოცავ მართლა მთელი სულით და გულით 2kiss.gif
მეც მინდა სერგოსთან მისვლა ისევ, კონსულტაციის ეხოსი ძალიან უკმაყოფილო ვარ, რა ვადაზე ჯობია მისვლა? ეხლა 18 კვირის ვარ

Posted by: tatakuna 5 Mar 2007, 16:29
როგორ ხართ?
გამონადენი (მთლად თეთრი არა) რას ნიშნავს? მოქმედებს ბავშვზე? ანუ ორსულზე?
წნევები? წნევა და თავის თკივილი რის გამოა ხოლმე ?
ისე ერთ ჩემ ნაცნობს 6 თვის მოეშალა ბავშვი და ამშობიარეს, რატომ ხდება უკვე ამხელა ნაყოფის მოშლა?
ძალიან მაინტერესებს და ასეთი რაგაცეები რომ მესმის გული მისკდება.

Posted by: Suleluka 5 Mar 2007, 16:33
tatakuna
გამონადენი რამდენადაც წავიკითხე თუ შემაწუხებელი არაა, იცის ხოლმე 17-18 კვირაზე თუ არ ვცდები, კონსულტაციაში ხაარ აღრიცხვაზე? ანალიზები გაიკეთე? იქ გაგიკეთებდნენ ნაცხის ანალიზს,
წნევებს რაც შეეხება, მეც მქონდა რამოდენიმე დღე, ვალერიანის და პუსტირნიკის ნაყენი გავიკეთე 2-3 დღე ვსვი და მომიწესრიგდა წნევა უნდა ეცადო ნაკლებად დაიტვირთო.
რაც შეეხება
QUOTE
ისე ერთ ჩემ ნაცნობს 6 თვის მოეშალა ბავშვი და ამშობიარეს, რატომ ხდება უკვე ამხელა ნაყოფის მოშლა?
ძალიან მაინტერესებს და ასეთი რაგაცეები რომ მესმის გული მისკდება

ესეთი კითხვები მეც მიჩნდება ხშირად და ძალიან მეშინია, ამიტომაც რაც შეიძლება ხშირად დავდივარ ეხოზე ად ექიმტან კონსულტაციაში, ექიმის ყველა მითითებას ვასრულებ

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Mar 2007, 16:33
suleluka
QUOTE
კონსულტაციის ეხოსი ძალიან უკმაყოფილო ვარ

რა ვიცი, არასოდეს მივსულვარ კონსულტაციაში ეხოზე, მირჩევნია, გადავიხადო და კარგმა სპეციალისტმა გამსინჯოს კარგი აპარატურით(თუმცა, როგორც აღმოჩნდა , სერგოსთანა კეთილშობილი ხალხი შეღავათს მიწევს). მე 1 თვის შემდეგ დამიბარა განმეორებით გასინჯვაზე.

Posted by: Suleluka 5 Mar 2007, 16:37
WOMAN IN LOVE
შეიძლება ფინანსურად არ მაქ ძალინ ბევრი მარა ექიმთან მისასვლელად არ მენანება, უბრალოდ ისე მოხდა კონსულტაციაში მივედი ექიმთან და იმან შემიყვანა უცებ, ექიმი მყავს ძალიან კარგი, თვითონ რაც აინტერესებდა კი თქვა მარა გამომატანა ეხოს ფურცელი ისეთი გაგიჟდები, საერთოდ არაა ნახსენები რომ პლაცენტის წინმებარეობა მაქ, ასე ეწერა პლაცენტის მიმაგრების ადგილი უკანა კედელი ეგ მემგონი ურთიერთ გამომირიცხავი რაღაცეებია თუ არ ვცდები, 22 კვირაზე უფასო გეკუთნის და მოდიო, არა მადლობთ მეთქი, ეხლა როდის ჯობია მივიდე არ ვიცი

Posted by: tatakuna 5 Mar 2007, 16:42
tatakuna

კონსულტაციაზე კი გაგუასთან , 1 თვის წინ ვიკავი, მაშინ არც მიმიქცევია გამოდადენისთვის კურადგება, ეხლა ცოტა მეტი მაქვს და ცოტა არ იყოს შემეშინდა, იმ კვირაში ვაპირებ წასვლას;
ხო წნევები გადაგლამ და დატვირთვამ იცის არა? მაინცდამაინც ეხლა მაქვს ოხრად საქმე sad.gif
სპასიბა smile.gif

suleluka

ეხოს რაც შეეხება მგონი ციტოში ძალიან კარგი ეხოს აპარატი აქვთ, ამბობენ მარტო ჩვენ გვაქვს ასეთი თბილისშიო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი

Posted by: Suleluka 5 Mar 2007, 16:45
tatakuna
გაგუასთან კარგია, რამდენი თვის ხარ?
ნაცხის ანალიზს ნებისმიერ ქალთა კონსულტაციაში გაგიკეთებენ, ეხოზე მამითაშვილთან უნდა მივიდე უბრალოდ ის არ გადამიწყვეტია რა ვადაზე მივიდე

WOMAN IN LOVE
რისი მეშინია იცი ბავშვის მოძრაობას რო ვერ ვგრძნობ ჯერ sad.gif

Posted by: tatakuna 5 Mar 2007, 16:54
tatakuna

სადღაც 4 კვირანახევრის, შეიძლება მეტისაც .
სჰენ რამდენი თვის ხარ? მე სულ 2-ჯერ მაქვს ეხო გაკეთებული და ეხლა ვაპირებ 1 კვირაში კიდევ მისვლას, მე თუ მკითხავ თავს თუ კარგად გრძნოთ ეხოზე ხშირად სიარული არ ისე კარგია.

WOMAN IN LOVE

მაგაზე მეც მასე ვიყავი, გული მისკდებოდა და გუშინ გაინძრა ზუსტად, ნუ გეშინია გაინძრევა აბა რას იზამს smile.gif

Posted by: Suleluka 5 Mar 2007, 16:57
tatakuna
18 კვირის ვარ 4 თვეზე ცოტა მეტის, ეხო 3 ჯერ მაქ გაგეთებული, მარა ის მესამე არ ითვლება არ მომეწონა biggrin.gif გრიპი გადავიტანე საშინელი და მაინც მინდა კარგ ეხოსკოპისტთან რომ მივიდე

Posted by: tatakuna 5 Mar 2007, 17:05
suleluka

ისე მე ციტოში დავდივარ ეხოზე, სერგო ჰქვია, გვარი არ მახსოვს , ცუდი ეხოსკოპისტი არაა, თან კარგი აპარატურა აქვს, ვნახოთ ეხლა რას მეტყვის .
ვისთან აპირებ მისვლას?

Posted by: Suleluka 5 Mar 2007, 17:07
tatakuna
სერგოსთან (მათითაშვილთან)

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Mar 2007, 17:10
suleluka
QUOTE
კონსულტაციაში მივედი ექიმთან და იმან შემიყვანა უცებ,

ეგეთი სიტუაცია მეც მქონია, მაგრამ კატეგორიული უარი განმიცხადებია. ეს ჩვენი უფლებაა და არ უნდა მოგერიდოს. ეხლა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რომ დაგრჩა, ხომ ვერ ისვენებ მაინც? რა თქმა უნდა, ჯობს, გამოცდილ ექიმს ეჩვენო. მე ადრე ამირან გურგენიძესთან დავდიოდი ხოლმე, ძალიან კარგია, მაგრამ ცოცხალი რიგია და იმ ქალების ყურება, ვინც მხოლოდ სქესის გასაგებად და საკუთარი შვილისთვის გამოჩენის გამოსატანად მიდის ამირანთან, ნერვებს მიშლიდა. საწყალი ბაიები ალბათ გრძნობენ რაღაცას და იმალებიან, ესენი კიდევ დიდი მონდომებით წვანან ხან ერთ, ხან მეორე გვერდზე, იქნება და გამოჩნდესო...ამირანთან რომ შეხვალ და ჩვეულებრივი კითხვაა-აჩენ?

ბოლო ორსულობებზე სულ სერგოსთან დავდივარ და მოხიბლული ვარ ამ კაცით.


Posted by: Suleluka 5 Mar 2007, 17:24
WOMAN IN LOVE
გუნგენიძესთან უპრობლემოდ შემიძლია ურიგოთ მისვლა (ნაცნობი მყავს), მარა რატომღაც მათითაშვილს უფრო ვენდობი (არ ვიცი რატო, უბრალოდ ინტუიცია)
ეს ხველა მაგიჟებს აღარ შემიძლია, ყელი კი არ მტკივა უბრალოდ ნახველი ამომდის, და ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს ტოქსიკოზი თავიდან მეწყება sad.gif

Posted by: Matrona 5 Mar 2007, 17:47
QUOTE (suleluka @ 5 Mar 2007, 17:24 )
[b]ეს ხველა მაგიჟებს აღარ შემიძლია, ყელი კი არ მტკივა უბრალოდ ნახველი ამომდის, და ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს ტოქსიკოზი თავიდან მეწყება sad.gif

ძალიან კარგია ბრონქიკუმის აბები + კაკაოს ცხიმს ვადნობდი და ვისვამდი ყელზე და მკერდზე და შარფით თბილად ვიხვევდი, ყოველ ღამით...მე ძალიან მიშველა...
ასევე კარგია ევკალიპტის ინჰალაციები..(თუმცა მე აღარ დამჭირდა).
ისე კი გადაწყვიტე სად აპირებნ მშობიარობას???
მე ერთმნიშვნელოვნად "ჩაჩავას" პატრიოტი ვარ... ძალიან კმაყოფილი ვარ პირველ ბავშვზე როგორც მეანით ასევე, შემდეგ ფასიანი განყოფილების მომსახურებით.

Posted by: Suleluka 5 Mar 2007, 17:56
Matrona
ევკალიპტის ინჰალაციები შველის?
როგორ კეთდება? ევკალიპტის ფოთლები კი მაქ, მაგით კეთდება?

Posted by: lala 5 Mar 2007, 18:14
tatakuna
გაგუა მოგწონს? კმაყოფილი ხარ? მაგასთან აპირებ მშOბიარობას?

Matrona
ვისთან იმშობიარე?

suleluka
23-24 კვირისთვის მიდი აუცილებელი მაგ დროისთვისაა, ნუ 20 კვირამდე მაინც მოითმინე smile.gif

Posted by: tms 5 Mar 2007, 18:15
მომავალო დედიკოებო, რა მაინტერსებს იცით? დღეში რამდენ წყალს სვამთ? smile.gif

Posted by: makvala 5 Mar 2007, 18:40
suleluka
WOMAN IN LOVE

სერგო სწორი არჩევანია. ამირანი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბოლო დროს ბევრი შეცდომა მოსდის. არ ვიცი ვარსკვლავური დაავადებაა, თუ არაჯანსაღი ცხოვრების წესი. უმარტივეს სიტუაციებში სისულელეები ჩაიდინა.
ერთხელ ორსულობის შეწყვეტა მცირე ვადაზე ვერ დაადგინა, მეორედ სიმახინჯე-ნაყოფს ხელის მტევანი არ ჰქონდა, ვერ შენიშნა. ეს ბოლო ერთი წლის ამბებია.

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Mar 2007, 18:46
makvala
QUOTE
ამირანი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბოლო დროს ბევრი შეცდომა მოსდის. არ ვიცი ვარსკვლავური დაავადებაა, თუ არაჯანსაღი ცხოვრების წესი. უმარტივეს სიტუაციებში სისულელეები ჩაიდინა.
ერთხელ ორსულობის შეწყვეტა მცირე ვადაზე ვერ დაადგინა, მეორედ სიმახინჯე-ნაყოფს ხელის მტევანი არ ჰქონდა, ვერ შენიშნა. ეს ბოლო ერთი წლის ამბებია.

eek.gif მართლა? რა ვიცი, მე ხომ სტაჟიანი დედა ვარ და მაშინ ამირანს ალერტნატივა არ ჰყავდა, მერე კი მომეჩვენა, რომ ძალიან ჩქარ-ჩქარა უშვებდა ხალხს. ძირითადი აქცენტი მასთან ვიზიტორების, მოგეხსენებათ, მაინც სქესი იყო და იდგა ხოლმე უშველებელი რიგები.
სერგო მართლა ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ მე მასზე ცუდი არ მსმენია.

Posted by: Suleluka 5 Mar 2007, 19:39
lala
ვეცდები მოვითმინო მაგ ვადამდე

makvala
შენ რას მირჩევ რამდენ კვირაზე მივიდე კიდე?

Posted by: makvala 5 Mar 2007, 21:14
suleluka

22–24 ზე. თან პლაცენტაც რას იზამს გამოჩნდება

Posted by: anakatrin 6 Mar 2007, 05:04
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 5 Mar 2007, 18:46 )
makvala
QUOTE
ამირანი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბოლო დროს ბევრი შეცდომა მოსდის. არ ვიცი ვარსკვლავური დაავადებაა, თუ არაჯანსაღი ცხოვრების წესი. უმარტივეს სიტუაციებში სისულელეები ჩაიდინა.
ერთხელ ორსულობის შეწყვეტა მცირე ვადაზე ვერ დაადგინა, მეორედ სიმახინჯე-ნაყოფს ხელის მტევანი არ ჰქონდა, ვერ შენიშნა. ეს ბოლო ერთი წლის ამბებია.

eek.gif მართლა? რა ვიცი, მე ხომ სტაჟიანი დედა ვარ და მაშინ ამირანს ალერტნატივა არ ჰყავდა, მერე კი მომეჩვენა, რომ ძალიან ჩქარ-ჩქარა უშვებდა ხალხს. ძირითადი აქცენტი მასთან ვიზიტორების, მოგეხსენებათ, მაინც სქესი იყო და იდგა ხოლმე უშველებელი რიგები.
სერგო მართლა ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ მე მასზე ცუდი არ მსმენია.

სერგო მართლაც ძალიან კარგი ეხოსკოპისტია და ასევე გინეკოლოგიც.ჩემი რძლის გინეკოლოგი იყო სერგო,პრობლემები არ ქონია...ძალიან კმაყოფილები ვიყავით.ჩემს მეჯვარეს პლაცენტის წინა მდებარეობა ქონდა და ძალიან დიდი რისკი იყო მოცილების,ბავშვი სერგომ შეუნარჩუნა და ეხლა უკვე დიდი და ლამაზი გოგოა,5წლისაა.მე სერგოსთან 2ჯერ ვარ ნამყოფი,ერთხელ ორულობის დროს და ისეთი ამომწურავი პასუხი გამცა რაც გერმანიაში 9თვის განმავლობაში არ უთქვამთ და მეორედ,მიომა მქონდა და ეხოზე მივედი,მდგომარეობის გასაგებად და კონსულტაციისთვის.მეც და ჩემს საახლობლოსაც სერგო ძალიან მოგვწონს,ძალიან კმაყოფილები ვართ,თანაც რაღაც ძალიან უშუალო და მეგობრულია. yes.gif

Posted by: tatakuna 6 Mar 2007, 12:12
lala

კი გაგუასთან. ძალიან აქებენ, მე ერთხელ ვიყავი კონსულტაციაზე ჯერ მასთან და კი მომეწონა, ასე ერთი მიღებით თუ შეიძლება თქმა. ჩემი დაქალი მიმყვა, მან იმშობიარა მანდ და დალიან მოეწონა, ვნახოთ smile.gif
* * *
იცით რა მაინტერესებს? მუცლის მოშლას სისლის დენა მოსდევს და ტკივილი ? დენა დიდხანს გრდელდება?

Posted by: Suleluka 6 Mar 2007, 12:23
tatakuna
კაი ქალო ნუ ნერვიულობ, რათ გინდა ეგეთ რაღაცეებზე ფიქრი, ხანდახან მეც მეფიქრება მარა ვატყობ დიდხანს რო ვიფიქრო და უფრო და უფრო ჩავეძიო გავრეკავ
2kiss.gif
მე თავს ეხოზე მისვლით ვიწყნარებ ხოლმე, ეხოდან მოვდივარ დამშვიდებული რო ვნახავ ხოლმე პაწუკა კარგაა smile.gif

Posted by: tatakuna 6 Mar 2007, 14:27
suleluka

ხონ ეხოზე, მაგრამ, მე სადაც უნდა მივიდე ის 1 კვირა არ იქნება და ლამისაა გავრეკო, სულ ცუდ რაგაცეებზე ვფიქრობ, თან რაგაცეები მომდის, დილით ავდექი და თვალები სულ დასისხლიენებული მქონდა, ცხოვრებაში ეგეთი რამე არ დამმართნია, გუშინ კიდევ ცოტა სისხლიც გამომკვა, მარა ეგ მგონი უკანა ტანიდან. მოკლედ არ ვიცი რა, ჯერ ეხოს ველოდები, გაგუას ეხოსკოპისტი არ ყავს და ბარემ გავიკეტებ და ისე მივალმეთქი ვფიქრობ. ასეა ჩემი საქმეები.
ბედნიერ დედიკოობას გისურვებ

Posted by: tat 6 Mar 2007, 17:08
suleluka
ჩაჩავას გარდა საადც გინდა!!!!!!!!!!1
აქ ჩვენთან სკვერში ტყუპებს ასეირნებენ მაშებით დაზიანებულებს------ატირდები რა რომ ნახავ, რომ ვკიტხე სად იმშობიარეტტკო გული შემეკუმშა მოლოდინიტ ვიცოდი რასაც მეტყოდა-ჩაჩავაშიო................უკვე მე რამდენი ვიცი მათი ყასაბობიტ დაზიანებული!:9 რატომ არ მიხურავენ მაგ საღორეს? mad.gif

Posted by: Matrona 6 Mar 2007, 18:30
QUOTE (lala @ 5 Mar 2007, 18:14 )
tatakuna
გაგუა მოგწონს? კმაყოფილი ხარ? მაგასთან აპირებ მშOბიარობას?

Matrona
ვისთან იმშობიარე?

suleluka
23-24 კვირისთვის მიდი აუცილებელი მაგ დროისთვისაა, ნუ 20 კვირამდე მაინც მოითმინე smile.gif


lala
2 წლის წინ ვიმშობიარე ზურაბ დარახველიძესთან..ახლაც მასთან ვაპირებ ..იმედია ყველაფერი კარგად იქნება...
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ადამიანით, როგორც პროფესიონალით და როგორც პიროვნებით. საკმაოდ რთული ორსულობა მქონდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა... არც მაშა დამჭირვებია და არც არაფერი...მითღ უმეტეს, რომ წყლები სახლში დავღვარე..
მოკლედ მე კმაყოფილი ვარ, და სხვისი ნამდვილად არ ვიცი...
აქ დაწერეს, რომ ჩაჩავა საღორეაო, მაგრამ ვერ დავეთანხმები..ბლოკში სადაც ვიმშობიარე ,ყველაფერი ნორმალური იყო. სიმართლე გითხრათ იმ დროს ბლოკის თვალიერება მაინცდამაინც არ დამიწყია, გასაგები მიზეზების გამო.... შემდეგ კი ზემოთ, ფასიან განყოფილებაში ვიწექი , რომელიც ნამდვილად ძალიან კარგად იყო მოწყობილი ... რაც მთავარია, ექთნები და ექიმები თავს გვევლებოდნენ, როგორც მშობიარეებს, ისე ბავშვებს.დღეღამის ნებისმიერ მომენთში გამოძახებისთანავე შენთან იყვნენ და გიწევდნენ დახმარებას.

დღეს ვიყავი სერგოსთან(მათითაიშვილთან) ექოსკოპიაზე ,მაინტერსებდა ტონუსი.. ტონუსი უკვე ისე აღარ მაქვს, ანუ საშAუალოდ არის გამოხატულიო..როდესაც 3 კვირის წინ ჰიპერტონუსი მქონდა..მაგრამ ახლა თავი იჩინა იმან რომ პლაცენტის ნაადრევი მომწიფების ნიშნები მაქვს + ხაოთაშორისი სივრეცეები დილატირებულია მრავლობითი ინფარქტებით....ამან კი შემაშფოთა.... ხვალ მივდივარ ზურიკოსთან, ვნახოთ რას იტყვის....ძალიან მეშინია....უკვე 28 კვირის ვარ....

მაყვალა..
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი...რამდენად საშიშია პლაცენტის ეს მდგომარეობა?


* * *
QUOTE (suleluka @ 5 Mar 2007, 17:56 )
Matrona
ევკალიპტის ინჰალაციები შველის?
როგორ კეთდება? ევკალიპტის ფოთლები კი მაქ, მაგით კეთდება?

suleluka
ჩაყარე ევკალიპტის ფოთლები ემალირებულ ქვაბში და დაასხი მდუღარე წყალი და 3-5 წუთით წამოადუღე... შემდეგ კი ამ მდუღარე სითხით გაიკეთე ინჰალაცია...ძალიან ეფექტურია.
ყველაზე ძალიან კი მიშველა კაკაოს ცხიმით დაზელამ.

Posted by: Suleluka 6 Mar 2007, 20:04
tatakuna
მათითაშვილთან მიდი, თუ ეგეთი პრობლემა გაქ და ნერვიულობ, მანდ ცოცხალი რიგიცაა და არ ჩაეწერო და დაელოდე

tat
ეტყობა კაი მფარველი ჰყავთ


Matrona
მადლობა 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Mar 2007, 21:49
მე ღუდუშაურის კლინიკაში ვაპირებ ისევ, ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: Solveig 6 Mar 2007, 22:39
QUOTE
რატომ არ მიხურავენ მაგ საღორეს

მეგონა, მამაჩემი ლაპარაკობდა ამას biggrin.gif ზისტად იგივე ეპითეტით "დააჯილდოვა" 7 წლის წინ..

Posted by: makvala 6 Mar 2007, 22:46
Matrona

ეხლა კარგია მეთქი რო გითხრა დამიჯერებ?

პანიკას ნუ შაქმნი, თავ კონტროლი გაუწიე და მობილიზებული იყავი. თავს თუ მიხედავ, ჯანმრთელ ბაღანას გააჩენ...

პირველ რიგში კოაგულოგრამაა საინტერესო, დარახველიძე დიდი ალბათობით მაგას დაგინიშნავს. თუ არ დაგინიშნა და მარტო პროტრომბინით დაკმაყოფილდა, შეგიძლია აღარ გაიხედო მაგისკენ...

პროსტო ეგ არი ჩაჩავას ლაბორატორიას მომკალი და ვერ ვენდობი. მიშა ფეიქრიშვილი იყო და შამანობდა, თიკო შარაშენიძე ხო საერთოდ, ეხლანდელებიც რა დროს დაგაყენებენ მცდარ გზაზე ვერ გაიგებ...

ეხლა სერგო სადაც მუშაობს, იქავე მედლაინში ერთი სართულით ზემოთ მუშაობა დაიწყო გულიკო სიხარულიძემ. ძალიან კარგი ლაბორანტია. ფაქტიურად ბოლო კარგი ლაბორანტი წამოვიდა იუნონადან, იქ უკვე აღარ მიისვლება ანალიზებზე. მიდი გულიკოსთან დილას უზმოზე კოაგულოგრამის გასაკეთებლად...

საინტერესოა ანტიკარდიოლიპინი IgG-ს ანალიზიც, პროსტო ეს უკანასკნელი არც კი ვიცი სად ღირს რომ გაიკეთო. შედარებით იშვიათად ინიშნება და რეაგენტის ყუთს რომ გახსნი, 60 დღეში უნდა დახარჯო. ლაბორატორიები, რომლებიც ძველ რეაგენტებს ნამდვილად ვიცი რომ ყრიან, ამ ტესტ–სისტემას არ იჩერებენ – ზარალია, ხოლო ვისაც ვიცი რომ აქვს, ვერცერთს ვერ ვენდობი რა, კეთილსინდისიერების ამბავში...

ერთი სიტყვით რაც შენ დაწერე, ბიოლოგს პასუხის გადმოწერა იმედია არ შეგეშლებოდა, კოაგულოგრამა აუცილებლად გინდა რა..

დანარჩენი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, ვინც გნახავს რა...

Posted by: Matrona 6 Mar 2007, 23:25
QUOTE (makvala @ 6 Mar 2007, 22:46 )
Matrona

ეხლა კარგია მეთქი რო გითხრა დამიჯერებ?

პანიკას ნუ შაქმნი, თავ კონტროლი გაუწიე და მობილიზებული იყავი. თავს თუ მიხედავ, ჯანმრთელ ბაღანას გააჩენ...

პირველ რიგში კოაგულოგრამაა საინტერესო, დარახველიძე დიდი ალბათობით მაგას დაგინიშნავს. თუ არ დაგინიშნა და მარტო პროტრომბინით დაკმაყოფილდა, შეგიძლია აღარ გაიხედო მაგისკენ...

პროსტო ეგ არი ჩაჩავას ლაბორატორიას მომკალი და ვერ ვენდობი. მიშა ფეიქრიშვილი იყო და შამანობდა, თიკო შარაშენიძე ხო საერთოდ, ეხლანდელებიც რა დროს დაგაყენებენ მცდარ გზაზე ვერ გაიგებ...

ეხლა სერგო სადაც მუშაობს, იქავე მედლაინში ერთი სართულით ზემოთ მუშაობა დაიწყო გულიკო სიხარულიძემ. ძალიან კარგი ლაბორანტია. ფაქტიურად ბოლო კარგი ლაბორანტი წამოვიდა იუნონადან, იქ უკვე აღარ მიისვლება ანალიზებზე. მიდი გულიკოსთან დილას უზმოზე კოაგულოგრამის გასაკეთებლად...

საინტერესოა ანტიკარდიოლიპინი IgG-ს ანალიზიც, პროსტო ეს უკანასკნელი არც კი ვიცი სად ღირს რომ გაიკეთო. შედარებით იშვიათად ინიშნება და რეაგენტის ყუთს რომ გახსნი, 60 დღეში უნდა დახარჯო. ლაბორატორიები, რომლებიც ძველ რეაგენტებს ნამდვილად ვიცი რომ ყრიან, ამ ტესტ–სისტემას არ იჩერებენ – ზარალია, ხოლო ვისაც ვიცი რომ აქვს, ვერცერთს ვერ ვენდობი რა, კეთილსინდისიერების ამბავში...

ერთი სიტყვით რაც შენ დაწერე, ბიოლოგს პასუხის გადმოწერა იმედია არ შეგეშლებოდა, კოაგულოგრამა აუცილებლად გინდა რა..

დანარჩენი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, ვინც გნახავს რა...

მაყვალა

დიდი მადლობა ... love.gif

კოაგულოგრამას კი მგონი თვეში ერთხელ ისტერიულად ვიკეთებ.. პირველ ბავშვზეც ანალოგიური პრობლემა მქონდა(პლაცენტაზე მრავლობითი ინფარქტები) და იმიტომ...
ზუსტად ერთი თვის წინ გაკეთებულ კოაგულოგრამაში ყველაფერი ნორაში იყო..მე-9 საავადმყოფოს ლაბორატორიაში გავიკეთე.. ასე მითხრეს, იქ კათედრაა და ყველაზე კარგად აკეთებენო....
ხვალ დილით მივდივარ ისევ ანალიზის გასაკეთებლად. ისე ციტოში ხომ არ წავსულიყავი???? ან ლიმბახში????

რას მირჩევ????

მედლაინი არ ვიცი სად არის...ლეჩკომბინატში????

Posted by: makvala 6 Mar 2007, 23:35
Matrona

მედლაინი ის არის სადაც ახლ მუშაობს სერგო დილაობით, ლეჩკომბინატში...

ციტო, აუ ციტო არა რა, უაზროდ ძვირია, საერთოდ არ ვთვლი რომ მაგათი ლაბორატორია კარგია...

მე-9 ში ეხლა რა ვიცი რომელმა სტუდენტმა გააკეთა. მანდ არიან კარგებიც...

ნუ კოაგულოგრამა დიდი არაფერია, რომ ვერ გააკეთონ, თუმცა კათედრა უძახე და კერძო კლინიკები მაგათზე უკეთ არიან აღჭურვილი, მეტიც იციან და უკეთ მუშაობენ...

ლიმბახიც გამორიცხე. ეგენი იბრალებენ რომ ანალიზებს გერმანიაში გზავნიან. კოაგულოგრამას რომ იღებენ, მაშინვე წამზომი ირთვება, გერმანიაში რა უნდა გააგზავნო...

Posted by: Matrona 6 Mar 2007, 23:42
მაყვალა

მე სერგოსთან მედექსში დავდივარ...და ლეჩკომბინატში უკანა შესასვლელიდან ანუ ეზოდან უნდა შევიდე??? და მეორე სართულზე??
მე-9-ში კი შანიძეა ერთი სიმპათიური ქალი და იმასთან ვიკეთებ..ბიოქიმიას ის აკეთებს, ხოლმე...
ბოDიში, ამდენი კითხვები მოგაყარე, მაგრამ პლაცენტის ეს მრავლობითი ინფარქტები იქამდე ხომ არ მიგვიყვანს, რომ ნაყოფს ჟანგბადის უკმარისობა განუვითარდება და შესაბამისად ეს იმოქმედებს ტვინის განვითარებაზე??

Posted by: makvala 6 Mar 2007, 23:57
Matrona

ლეჩკომბინატში უკანა მხარეს არის კარაპს მედლაინი. სერგო იქ ნახევრადსარდაფშია, ექოს მოგეხსენება სიბნელე უყვარს, ზუსტად მის თავზე, მედლაინის მთავარ შესასვლელში რომ შეხვალ, იქვეა მაგათი ლაბორატორიაც, სადაც ახლა გადავიდა გულიკო.

მე-9 ში, შანიძე შეიძლება ხელს აწერს და პაციენტს ხვდება, მაგრამ კოაგულოგრამაში ბევრი პარამეტრია იქ კი რეზიდენტები და სტუდენტები ჰყავთ ვინ იცის ვინ ივარჯიშა შენს ბიოლოგიურ მასალაზე, ამიტომ ეგეთი ტიპის დაწესებულებები არ მიყვარს...

QUOTE
პლაცენტის ეს მრავლობითი ინფარქტები იქამდე ხომ არ მიგვიყვანს, რომ ნაყოფს ჟანგბადის უკმარისობა განუვითარდება და შესაბამისად ეს იმოქმედებს ტვინის განვითარებაზე??


მაგასაც იზამს და მეტსაც თუ არ მიხედავ, მაგრამ შენ ეგეთ უყურადღებოს არა ჰგევხარ, ჟანგბადის მიწოდების კორექტირება ყოველთვის შეიძლება, პროსტო მოსაფიქრებელია რა დოზით, აბებიც გეყოფა თუ გადასხმებია საჭირო...

საინტერესოა, მთელი პასუხის ნახვა, სერგომ დოპლეროგრაფიით თუ ნახა სისხლის მიმოქცევის სიჩქარეები...

28 კვირა რადგან უკვე გახდა ორ-სამ კვირაში კარდიოტოკოგრაფია გაიკეთე, ეგეც მნიშვნელოვანი კვლევაა, რომელიც ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებაზე და საერთო მდგომარეობაზე იძლევა ინფოს...

Posted by: Matrona 7 Mar 2007, 00:05
მაყვალა
უღრმესი მადლობა....

მგონი დოპლეროგრაფიით არ უნახავს.. მხოლოდ ექოსკოპიურად ნახა...
კარდიოტოკოგრაფია პირველ ბავშვზეც დამჭირდა და მაშინ ჩაჩავაში გავიკეთე.. დღეს სერგოს ვკითხე და ჩვენთან არ აკეთებენო.. ისევ ჩაჩავაში მივიდე??
3 კვირი შემდეგ გავიკეთებ..ანუ ვიცი, რომ 30 კვირის შემდგომ კეთდება...(სერგომ მითხრა)...
ხვალ დილითვე წავალ გულიკო სიხარულიძესთან.. ..
ისე პირველ ბავშვზე მახსოვს ვსვამდი ჟანგბადის წვეთებსაც ...რომელსაც იქვე ჩაჩავასთან , გვერდზე შენობაში, ლაბორატორიაში ამზადებდნენ.. არ ვიცი რამდენად ეფექტური იყო.. .. ბავშვი კი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა...

Posted by: makvala 7 Mar 2007, 00:23
Matrona

ჰო ამ ვადაზე სისხლის მიმოქცევის მაჩვენებლებს იმხელა გაბნევა აქვს, დოპლერს დიდი აზრი არც აქვს, რაც ერთისათვის ნორმაა, მეორისთვის ცოტაა..

პრინციპში კარდიოტოკოგრაფია საკმაოდ მარტივი საინტერპრეტაციოა, პროსტო ეგ არის რომ მის მნიშვნელობას მხოლოდ ბოლო წლებში მიხვდნენ აქაური მეანები...

ჩაჩავაშიც ვიცი რომ ბოლო წლებში დაიწყეს მაგისი გაკეთება, მაგრამ ვინ აკეთბს არ ვიცი...შემთხვევით ნაყოფის ელექტროკარდიოგრამაში ხომ არ გეშლება, აი მაგას კი პაგალოვნად ყველას უკეთებენ ჩაჩავაში, ამ დროს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მიზერული აქვს, როცა ნაყოფის ექოკარდიოგრაფიას აკეთებს ექოსკოპისტი...პროსტო პალიკოს აქვს საკანდიდატო ნაყოფის ეკგ-ზე დაცული...

კარდიოტოკოგრამა პრინციპში კარგად იცის ყველამ, ვინც ბოლო წლების ორდინატურა გაიარა მოსკოვში და საზღვარგარეთ. მე ყველაზე უფრო მანანა ცაგარეიშვილი მომწონს, ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობს ახლა, ადრე მეორე სამშობიაროში იყო. თუ გინდა მაგის ტელეფონს მოვძებნი, სადღაც მიწერია. კაკ ნიკაკ მანანამ ყველაზე ადრე ისწავლა ეგ საქმე ავსტრიაში და ყველაზე მეტი სტაჟი აქვს კარდიოტოკოგრამის კეთება-ინტერპრეტაციის.

Posted by: Matrona 7 Mar 2007, 00:29
QUOTE (makvala @ 7 Mar 2007, 00:23 )
Matrona

ჰო ამ ვადაზე სისხლის მიმოქცევის მაჩვენებლებს იმხელა გაბნევა აქვს, დოპლერს დიდი აზრი არც აქვს, რაც ერთისათვის ნორმაა, მეორისთვის ცოტაა..

პრინციპში კარდიოტოკოგრაფია საკმაოდ მარტივი საინტერპრეტაციოა, პროსტო ეგ არის რომ მის მნიშვნელობას მხოლოდ ბოლო წლებში მიხვდნენ აქაური მეანები...

ჩაჩავაშიც ვიცი რომ ბოლო წლებში დაიწყეს მაგისი გაკეთება, მაგრამ ვინ აკეთბს არ ვიცი...შემთხვევით ნაყოფის ელექტროკარდიოგრამაში ხომ არ გეშლება, აი მაგას კი პაგალოვნად ყველას უკეთებენ ჩაჩავაში, ამ დროს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მიზერული აქვს, როცა ნაყოფის ექოკარდიოგრაფიას აკეთებს ექოსკოპისტი...პროსტო პალიკოს აქვს საკანდიდატო ნაყოფის ეკგ-ზე დაცული...

კარდიოტოკოგრამა პრინციპში კარგად იცის ყველამ, ვინც ბოლო წლების ორდინატურა გაიარა მოსკოვში და საზღვარგარეთ. მე ყველაზე უფრო მანანა ცაგარეიშვილი მომწონს, ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობს ახლა, ადრე მეორე სამშობიაროში იყო. თუ გინდა მაგის ტელეფონს მოვძებნი, სადღაც მიწერია. კაკ ნიკაკ მანანამ ყველაზე ადრე ისწავლა ეგ საქმე ავსტრიაში და ყველაზე მეტი სტაჟი აქვს კარდიოტოკოგრამის კეთება-ინტერპრეტაციის.

შემთხვევით ნაყოფის ელექტროკარდიოგრამაში ხომ არ გეშლება, აი მაგას კი პაგალოვნად ყველას უკეთებენ ჩაჩავაში, ამ დროს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მიზერული აქვს, როცა ნაყოფის ექოკარდიოგრაფიას აკეთებს ექოსკოპისტი...პროსტო პალიკოს აქვს საკანდიდატო ნაყოფის ეკგ-ზე დაცული...

ჩემო კარგო.. მგონი მართალი ხარ.. ნაყოფის ეკგ-ში ამერია...
ძალიან მადლობელი დაგრჩები თუ მიმასწავლი ვის|თან გავიკეთო ეს გამოკვლევა...(ეკგ-ს არ ვგულისხმობ, რასაკვირველია).
უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: anakatrin 7 Mar 2007, 02:33
QUOTE
ეხლა სერგო სადაც მუშაობს, იქავე მედლაინში ერთი სართულით ზემოთ მუშაობა დაიწყო გულიკო სიხარულიძემ. ძალიან კარგი ლაბორანტია. ფაქტიურად ბოლო კარგი ლაბორანტი წამოვიდა იუნონადან, იქ უკვე აღარ მიისვლება ანალიზებზე.

მაყვალა მაინტერესებს სერგო აღარ მუშაობს იუნონაში?მე როცა ვიყავი ეხოზე იუნონაში მუშაობდა. yes.gif

Posted by: Suleluka 7 Mar 2007, 10:12
tatakuna
რა ქენი ხომ არ იყავი ეხოზე?

makvala
მაყვალა ვნერვიულობ ჯერ კიდევ ვერა ვგრძნობ ბავშვის მოძრაობას sad.gif


Posted by: tatakuna 7 Mar 2007, 13:01
tatakuna

არა არ წავსულვარ , გადამიარა smile.gif მაგრამ შაბათს უეჭვლად წავალ, ისე მათითაშვილის ტელ. ნომერი ხომ არ იცით? ან ხვალ მუშაობენ? ეგ რომელ კლინიკაშია?

Posted by: Breaky 7 Mar 2007, 13:02
ციკლის დროს ჰულაჰუპით ვარჯიში რამდენად მიზანშეწონილია? (ვიცი რომ გარკვეული ვარჯიშები არ შეიძლება და იმიტომ ვკითხულობ)

Posted by: BaBajanka 7 Mar 2007, 13:31
ვიცი მილიონი უაზრო კითხვა მაწუხებს, მაგრამ მხოლოდ ერთს დავსვამ აქ.

ორი დღეა აბსოლუტურად უმიზეზოდ ფეხის კუნთები მტკივა ისე, რომ ვერ დავდივარ. ვერ ვაბიჯებ საერთოდ. აი მაგრად რომ ივარჯიშებ ძაან და მეორე დღეს რომ გტკივა. მაგრამ კიდევ უფრო ძლიერად. არადა არაფერი მიკეთებია, ან ვწევარ, ან ვზივარ.
შეიძლება ეგეთ რამე ახლდეს ფეხმძიმობას? არასდროს არ გამიგია არავისგან და ვნერვიულობ, რა შეიძლება იყოს? rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

და კიდევ ერთი:

ხვალ მივდივარ ექოსკოპიაზე და აქვს მნიშვნელობა ნაჭამი ვიქნები თუ არა? წყლით უნდა ვიყო გაჭყეპილი , თუ სულერთია?

Posted by: lala 7 Mar 2007, 13:49
BaBajanka
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ნაჭამი იქნები თუ არა და წყლის დალევაც არ არის საჭირო. მე არ ვიცოდი და გავიჭყიპე და სერგომ დამაცლევინა სულ

Posted by: tatakuna 7 Mar 2007, 14:06
suleluka

ნუ გეშეინია, ეხოზე რომ იყავი და ხომ ყველაფერი რიგზეა

Posted by: Suleluka 7 Mar 2007, 14:45
BaBajanka
შენ რას ეჭვობ რამდენი ხნის იქნები ეხლა არ იცი?
ისე მემგონი ვიტამინები რომ დალიო არ გაწყენს, მაყვალას კითხე ჯობია ეგ უფრო ზუსტად გეტყვის

tatakuna
ვიყავი მარა მაგარი უაზრო ეხო იყო, ეხლა ერთი სული მაქ როდის წავალ მათითაშვილთან http://mother.ge/pages/hospitals_and_kliniks/karaps_medline/index.php აი ეს საიტი ნახე მანდ წერია ფასებიც მისამართიც და ტელეფონიც
ტელეფონი : მიმღები (+995 32) 22 44 17 (+995 32) 22 57 69
www.carapsmedline.ge
ნება შენია მარა მე და აქ ვინც არიან გოგოები ყველა მათითაშვილტან დადის მართლა კარგი ეხოსკოპისტია


Posted by: tu-tuna 7 Mar 2007, 14:49
არამიანცში ფასიანში, ყაავთ ვინე კარგი? მიკროპედიატრი კარგი ნაცნობია, და ყურადღებას არ მოგაკლებთო, კმაყოფილს გაგიშვებთო -- თქვენი აზრი მაინტერესებს...

Posted by: Suleluka 7 Mar 2007, 14:52
tu-tuna
ექიმის გვარები ნამდვილად არ ვიცი მარა მანდ ვინც იმშობიარა უკმაყოფილო არავინ ყოფილა, ნუ მე არ გამიგია
(yahoo თუ გაქ id მომწერე PM-შიbiggrin.gif )

Posted by: BaBajanka 7 Mar 2007, 16:06
lala

ოკ, მადლობა!

suleluka
QUOTE
შენ რას ეჭვობ რამდენი ხნის იქნები ეხლა არ იცი?
ისე მემგონი ვიტამინები რომ დალიო არ გაწყენს, მაყვალას კითხე ჯობია ეგ უფრო ზუსტად გეტყვის


მინიმუმ 4 კვირის, მაქსიმუმ 6 კვირის.
ფოლიუმის მჟავას ვსვამდი რაც ტესტი გავიკეთე მას მერე. მერე ჩემმა ქმარმა მომიტანა ვიტამინები ფეხმძიმეებისათვის, იმის სმაც დავიწყე, მაგრამ როგორც გავიგე ვიტამინები 8 კვირის მერე ჯობიაო. მერე ისევ ფოლიუმის მჟავა გავაგრძელე.
შენ კიდევ გახველებს?

Posted by: Suleluka 7 Mar 2007, 16:11
BaBajanka
ხო მახველებს, მარა ისე საშინლად აგარ, ამოსულფთავება ალბათ და აღარ დამახველებს
http://mother.ge/pages/pregnancy/simptoms/symptoms.php
ნანახი გაქ ეს გვერდი სიმპტომები ხომ წერია?!
ჩამოსვლას როდისთვის აპირებ?

Posted by: tms 7 Mar 2007, 16:12
BaBajanka
ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან რამდენი კვირაც გასული არის იმდენი კვირის იქნებიsmile.gif
მთვარია ნუ ნერვიულობ და აბა კარგი ამბები გაგეგოს ექოზეsmile.gif

Posted by: BaBajanka 7 Mar 2007, 16:20
suleluka

22 აპრილს ვაპირებ წესით. გააჩნია ექოსკოპიაზე რას მეტყვიან ხვალ. თუ ყველაფერი კარგადაა, მაშინ დავრჩები, თუ რამე საეჭვოა, წამოვალ. smile.gif
ხველება კარგა ხანს რჩება ხოლმე, კარგია, რომ უკეთესად ხარ.

ხო, ეგ გვერდი ვიცი, კიდე გადავხედავ smile.gif

tms

დიდი დიდი მადლობა. საქმე ისაა, რომ ძალიან არარეგულარული ციკლი მქონდა მთელი ჩემი ცხოვრება, რამდენიმე თვიანი ჩაგდებებით და მაგითი ვერაფერს გავიგებ. უფრო სწორად მაგის მიხედვით იანვრის დასაწყისში უნდა დავფეხმძIმებულიყავი, მე კი იანვრის ბოლოს ჩამოვედი , ასე, რომ მაგ მეთოდმა შეიძლება ოჯახი დამინგრიოს smile.gif smile.gif smile.gif


Posted by: Suleluka 7 Mar 2007, 16:37
BaBajanka
მდაა... ისე საინტერესოა, გინეკოლოგები ყოველთვის მაგის მიხედვით ანგარიშობენ ხოლმე, და ეხოც კი გეკითხება ბოლო ციკლის პირველ დღეს, მარა გამოჩნდება მაინც რამდენ კვირას შეესაბამება ფეხმძიმობა.
ეხოს პასუხები აუცილებლად გაგვაგებინე, ისე ეგრე არეულ ციკლს აუცილებლად უნდა მკურნალობა, თუმცა დაფეხმძიმება არეული ციკლის დროსაც შესაძლებელია, ჩემი დაქალის დედას წელიწადში ერთხელ ჰქონდა ციკლი მარა დაფეხმძიმდა ჩვეულებრივად

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Mar 2007, 18:24
მაყვალა

მართლა ასეთი კატასტროფული ვითარებაა ჩვენს ლაბორატორიებში?
ადრე სისხლის გადასხმის ინსტიტუტში ვიკეთებდი ხოლმე ანალიზებს, ბოლოს ელენე გიორგაძის კლინიკაში გავიკეთე, მათ შორის კოაგულოგრამაც.
ხელები მიბუჟდებოდა ხოლმე ბოლო ორსულობისას, მაგრამ პასუხი კარგი იყო. ეხლა ეჭვი მეპარება უკვე, სად წავიდე აღარ ვიცი. ჩვეულებრივ სისხლის საერთოსაც არ აკეთებენ სადმე ნორმალურად?

Posted by: Matrona 7 Mar 2007, 19:34
მაყვალა

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა კონსულტაციისთვის .

დღეს ვიყავი მედლაინში გულიკო სიხარულიძესთან. და კოაგულოგრამაში გარკვეული ცვლილებებია. როგორც მან მითხრა საგანგაშო არაფერია ყველაფერს მოევლებაო:

ფიბრინოგენოგენის კონცენტრაცია მგრ %-ში--- 525 MG% (უნდა იყოს 200-400)
B(უნდა იყოს ბეტა) ფიბრინოგენი----- + + (უნდა იყოს -)
ეთანოლის სინჯი--- + + + (უნდა იყოს -)
დანარჩენი ყველაფერი ნორმის ფარგლებშია.


იცით კიდევ რა მაინტერესებს ორსულებისთვის ედს-ნორმა 60-მდეაო და რამდენად მართალია ეს შეხედულება?
მე პირველ ბავშვზე 60-მდე მქონდა და ექიმმა სთქვა ნორმააო.. ახლა 54 მაქვს.

მოკლედ ყველას ბოდიშსგიხდით, თუ თავი შეგაწყინეთ.. იქნებ უფრო PM-ისთვის იყო ეს მონაცემები განკუთვნილი...მაგრამ შემდეგ ვიფიქრე.. იქნებ თქვენც გაითვალისწინოთ მომავლისთვის და მუდმივად აკონტროლოთ კოაგულოგრამა.


Posted by: margusha 7 Mar 2007, 19:50
Matrona
მეც 55 მქონდა ედს და სერგომ მითხრა 60 მდე ნორმააო

Posted by: Matrona 7 Mar 2007, 20:31
QUOTE (margusha @ 7 Mar 2007, 19:50 )
Matrona
მეც 55 მქონდა ედს და სერგომ მითხრა 60 მდე ნორმააო

ძალიან დიდი მადლობა

2kiss.gif

Posted by: makvala 7 Mar 2007, 23:19
Matrona

ხედავ, უბრალოდ პროთრომბინი ან INR –ის გაკეთება არ იყო საკმარისი, ნორმას აჩვენებდა...

ერთი სიტყვით ამ პასუხით და ექოს დასკვნით მიაკითხე მეანს, დალშე იმან იმოქმედოს, დისტანციურად დანიშნულება რომ უაზრობაა, მე მგონი გესმის...

WOMAN IN LOVE

არ არის ეგრე კატასტროფულად საქმე, მაგრამ უბედურება ისაა, რომ არაპროფესიონალს უჭირს გარკვევა სად მივიდეს...

ჩემი საქმე კი არ არის, მაგრამ როცა დრო მაქვს, მიყვარს ლაბორანტების ყურება და მიკროსკოპში ძვრომა...იცი ბევრ რამეში ოპერაციასავითაა, შემსრულებლის ხელზე ბევრი რამეა დამოკიდებული...

მე თვითონ რამდენიმე ნამდვილად კარგი ლაბი ვიცი, ვისაც ვენდობი, უფრო მეტი ისეთი ვისაც ვერ ვენდობი და საფუძვლიანადაც. ალბათ სხვებიც არიან კარგები და მე არ ვიცი...

სუსტი ლაბორატორია ყოველ პასუხს სისულელეს კი არ წერს, მაგრამ როდის დაგაყენებს მცდარ გზაზე არ იცი, სულ შიში მაქვს რა...

რაც შეეხება ლენა გიორგაძის ლაბორატორიას, ცუდი ნამდვილად არ არის, ნანა ცაგარელი კაი გამოცდილი ლაბორანტია, ხელობა ნამდვილად იცის. შენ კი კოაგულოგრამაში ეჭვი გეპარება, რადგან კიდურები გიბუჟდებოდა, არადა ორსულობისას კოაგულაციური ჰემოსტაზია მასეთი მოვლენების ძირითადი მიზეზი, თუმცა შენ შემთხვევაში შეიძლება ეგ არც იყო..

ცალკეული პარამეტრების ნორმაში ყოფნა სულაც არ ნიშნავს ყველაფრის წესრიგში ყოფნას...კოაგულოგრამას წაკითხვა უნდა, აქ ვერ ავხსნი რა...

რადგან კოაგულოგრამაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთ რამეს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება – არ შეიძლება იმ ლაბორატორიების ნდობა, სადაც ავტომატურ კოაგულომეტრებს იყენებენ, ეს ხელსაწყოები მთელ მსოფლიოში წაროებაშია, მაგრამ მათ გარშემო დიდი დავაა, ძალიან ხშირია შეცდომები. მწარმოებლები ლაბორანტებს აბრალებენ, ისინი პირიქით...

კლინიკური ბიოქიმიის წიგნებში შავით თეთრზე წერია, რომ კოაგულომეტრების მუშაობის პრინციპი ჯერ კიდევ დასახვეწია და მათი ნდობა სახიფათოა. კოაგულომეტრი ძვირფას რეაქტივს ზოგავს, მაგრამ როდის მოგცემს მცდარ პასუხს არ იცი და ამიტომ ყველა კარგმა ლაბორატორიამ ვინც ვიცი და ვაფასებ, იყიდა, მაგრამ თაროზე შემოდო. მათ ურჩევნიათ ოთხჯერ მეტი PT რეაქტივი დახარჯონ თითო ტესტზე და მშვიდად იძინონ...

მაგაზე ბევრად უფრო რთულ ხელსაწყოებს ამუშავებს ხალხი, მაგრამ ჩემს ირგვლივ კოაგულომეტრს დღეს მარტო ის იყენებს, ვინც ბრმად ენდობა ხელსაწყოს...

კოაგულომეტრსა და ხელით გამკეთებელს შორის მართალი ვინ არის, ოპერაციაზე ჩნდება ხოლმე...

ნუ ეს გლობალური პრობლემაა, საქართველოსი არ არის...

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Mar 2007, 23:53
makvala
QUOTE
არ შეიძლება იმ ლაბორატორიების ნდობა, სადაც ავტომატურ კოაგულომეტრებს იყენებენ,

გიორგაძის ლაბორატორიაში ეგრეა?
ეგ როგორ დავადგინო, იქ არ შემიშვებენ და ...

სად აკეთებენ სანდო ანალიზებს?

help.gif

HELP!

Posted by: anichka22 8 Mar 2007, 00:16
ძალიამ გთხოვთ მიპასუხოთ
ძალიან მნიშველოვანია...
ცემი ახლობელი სვამს(ენდომეტრიოზის გამო) პრიმოლუტ-ნორს 2ცალ 5 მგ ტაბლეტს დღეში ერთხელ
ამ საღამოს შეეშალა და 2ჯერ დალია ანუ ფაქტიურად ზედიზედ 4 ტაბლეტიsad.gif

რა ქნას? ძალიან საშიშია?

Posted by: ikebana 8 Mar 2007, 00:46
სანამ ვინმე უფრო კომპეტენტური გეტყვის, დაგაწყნარებ. არაა საშიში. მაგ დოზითაც ინიშნება როგორც მან დალია, ცოტა უფრო რთულ შემთხვევებში. ისე რომ ერთჯერადად არაუშავს და სხვა დროს აღარ შეეშალოს smile.gif

Posted by: anichka22 8 Mar 2007, 09:53
ikebana
ძალიან დიდი მადლობა....

Posted by: yviteli 8 Mar 2007, 21:14
ისააა, აი ქართველი ქალი რო ანალური სექსით დაკავდება ეგ კაია?
p.s. უკაცრავად, აქ პროქტოლოგიის განყოფილება ვერ ვიპოვე...

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Mar 2007, 21:36
ამ გზააბნეულს რაღა უნდა აქ?

აბანოში ჩადი და გაიგებ, რომ ქალი ქალია, გინდ ქართველი იყოს და გინდ ტაილანდელი, ეროვნება ფიზიოლოგიას არ განსაზღვრავს.

Posted by: bubu1234 8 Mar 2007, 21:37
QUOTE
ისააა, აი ქართველი ქალი რო ანალური სექსით დაკავდება ეგ კაია?
პ.ს. უკაცრავად, აქ პროქტოლოგიის განყოფილება ვერ ვიპოვე...



lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: HAG 8 Mar 2007, 22:51
ძალიან მჭირდება რჩევა sad.gif დაბნეული ვარ და იქნებ ამიხსნათ რა ხდება ჩემს თავს.

სიტუაცია ასეთია: ბოლო მენზიდან უკვე სამი კვირა გავიდა. რამდენიმე დღის წინ დამეწყო საშინელი დაღლილობის შეგრძნება და ძილის გაძლიერებული მოთხოვნილება (ძილზე გაგიჟებული არასდროს ვყოფილვარ), უფრო ადრე დამეწყო გახშირებული შარდვა და საშინელი წყურვილი. ბევრ წყალს არასდროს ვსვამდი, ბოლოს როდის მქონდა წალი დალეუილი არც მახსოვდა ხოლმე და ეხლა ლიტრობით ვსვამ წყალს, ხანდახან მგონია, რომ არ დავლიო გული წამივა. რამდენიმე დის წინ თვალები ამიჭრელდა, გეგონება გული მიმდიოდა. დაახლოებით 4 დღის წინ დილით რომ გავიღვიძე მუცლის არეში სპაზმა ვიგრძენი, როგორც მენზის დროს და განმეორდა მეორე დილით. გამონადენი მაქვს როგორც წყალი ისეთი sad.gif ხო და კიდევ რამდნიმე დღეა სიცხე მითამაშებს 36.9-დან 37.2-მდე დილაობით მაქვს გულის რევის შეგრძნება და ხანდახან შუა ჭამის დროს უცბად კუჭი ამეწვება და გულის რევის შეგრძნება მეწყება. მკერდი საგრძნობლად გამეზარდა.
ამ ყველაფერთან ერთად ტესტმა უარყოფითი პასუხი მიჩვენა, არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მაგრამ ასე თავი არასდროს მიგრძვნია, რაღაცნაირი გრძნობა მაქვს კიდევ რასაც ვერ ვხსნი. 18ში ველოდები მენზას და 8ში გავიკეთე ტესტი მითხრეს აჩვენებსო, მაგრამ უარყოფითი აჩვენა. სულ გავგიჟდი თუ ორსულობა არ არის რა შეიძლება იყოს? ან შეიძლება რომ ასე ადრე ტესტმა არ აჩვენოს სწორი პასუხი? რამე მირჩიეთ sad.gif

Posted by: ikebana 8 Mar 2007, 22:53
HAG
გილოცავ, მგონი ორსულად უნდა იყო smile.gif

Posted by: HAG 8 Mar 2007, 22:54
ikebana

ანუ შეიძლება ტესტმა ასე ადრე არ აჩვენა???

Posted by: lala 8 Mar 2007, 23:02
HAG
90% ფეხმძIმედ ხარ . წადი ეხოსკოპია გაიკეთე და გამოჩნდება და ანალიზები აიღე . შეიძლება ტესტმა არ აჩვენოს თავიდან დადებითI პასუხი და შეცდეს. ძალიან დიდი შანსიაა ფეხმძიმობის yes.gif

Posted by: HAG 8 Mar 2007, 23:04
lala

და ექოსკოპია და ანალიზები აჩვენებენ ასე ადრე???

Posted by: tms 8 Mar 2007, 23:26
HAG
QUOTE
18ში ველოდები მენზას და 8ში გავიკეთე ტესტი მითხრეს აჩვენებსო, მაგრამ უარყოფითი აჩვენა.

მენსტრუაციიდან ერთი-ორი დღე მაინც უნდა იყოს გადაცილებელუ შარდის ტესტმა რომ სარწმუნო პასუხი აჩვენოს. მენსტრუაციამდე 10 დღეა კიდევ ასე რომ პასუხს ვერცერთი ტესტი ვერ აჩვენებს..მე რამდენადაც ვიცი ასე ადრე ექოზე დანახვაც ძნელი იქნება. ისე ნიშნების მიხედვით კი უნდა იყო ფეხმძიმედsmile.gif წარმატებები და არ ინერვიულო smile.gif

Posted by: makvala 8 Mar 2007, 23:39
HAG

არცერთი არაფერს არ აჩვენებს ახლა... არც ტესტი, არც ექო. თუ 18-ში მენზს ელოდებოდი, ჯერ არ უნდა აჩვენონ...

ყველაზე მგრძნობიარე ცოტა ძვირი 3-ლარამდე ღირს, ფრანგული Bb ტესტებია, მაგან შეიძლება აჩვენოს. სცადე...

ასე ადრე ასე მკვეთრად გამოხატული ტოქსიკოზი? თეორიულად დასაშვებია, რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვიცით რო...

მოდი სცადე ფრანგული ტესტიც, თუ უარყოფითი აჩვენა, მაშინ მე მგონი უზმოზე სისხლში გლუკოზის და შარდის საერთო ანალიზები უნდა გაიკეთო. მაგრამ მანამდე თერაპევტთან ვიზიტით დაიწყე...


Posted by: bubu1234 8 Mar 2007, 23:41
HAG

სისხლში რომ ადგენენ ორსულობას,ხეგე,ქვია მაგ ანალიზს თუ ზუსტად მახსოვს, ჩაჩავაში გავიკეთე, აღარ მახსოვს გადაცდენამდე თუ აჩვენებს, მაგრამ ის კი ვიცი რომ , თუ მომხდარა ორსულობა როდისმე იმას აჩვენებს.

Posted by: HAG 9 Mar 2007, 00:10
გმადლობთ smile.gif პასუხს აუცილებლად შეგატყობინებთ

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 02:12
მოგვიანებით გილოცავთ ყველას 8 მარტს!!!!!!! ბედნიერი ქალები ყოფილიყავით

HAG

რაც მე ორსულობის სიმპტომები ვიკითხე ამ ბოლო დროს... მგონი ყველაფერი გაქვს.

დღეს ექოსკოპია გავიკეთე და ჩემი თავკომბალა დავინახე. ძალიან საყვარელი იყო, გამალებით უძგერს გული და საწყალია, ჩემს იმედზეა. მე კი არ ვიცი რა ჭირდება და რით დავეხმარო cry.gif

მთავარია, რომ ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა, ტონუსი მაქვს ოღონდ, ზუსტად არ ვიცი რა არის და რა ვუშველო.


Posted by: tms 9 Mar 2007, 11:36
BaBajanka
QUOTE
დღეს ექოსკოპია გავიკეთე და ჩემი თავკომბალა დავინახე. ძალიან საყვარელი იყო, გამალებით უძგერს გული და საწყალია, ჩემს იმედზეა. მე კი არ ვიცი რა ჭირდება და რით დავეხმარო 

მთავარია, რომ ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა, ტონუსი მაქვს ოღონდ, ზუსტად არ ვიცი რა არის და რა ვუშველო.


გილოცავ!!! ძალიან გამეხარდა რომ ყველაფერი კარგად გაქვს! ბედნიერ დედობას გისურვებ და დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი დედა იქნები smile.gif

Posted by: sho77 9 Mar 2007, 11:51
BaBajanka

და რამდენი კვირის ხარ დაადგინე? თუ გულისცემა გაიგეს ესე იგი 6- ზე მეტის არა? გილოცავ მეც და ჯანმრთელი გაგეზარდოთ smile.gif

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 12:04
tms
sho77

ძალიან დიდი მადლობა, მეც ყველაფერს კარგს გისურვებთ! 2kiss.gif

QUOTE
რამდენი კვირის ხარ დაადგინე? თუ გულისცემა გაიგეს ესე იგი 6- ზე მეტის არა?


3 კვირაში დაგვიბარა რომ ზუსად დაადგინოს რამხელაა. ახლა მილიმეტრების მიხედვით 8 კვირა გამოვიდა. ზუსტად 6 კვირაა რაც აქ ვარ, ანუ მაგაზე დიდი ვერ იქნება smile.gif მაგრამ მგონი კვირების ათვლა ჩასახვის დღიდან არ ხდება. ეგ ვერ დავადგინე ზუსტად როგორ ხდება. 2 კვირით ზედმეტი გამოდის მგონი.

კიდე მითხრა, რომ ამ დროს საშიშია სოკო თუ მაქვს. რატომღააც მგონია, რომ მაქვს. (ყოველთვის მაქვს ხოლმე, რამდენიც არ უნდა ვიმკურნალო) და მაინტერესებს რატომ არის საშიში?

და ტონუსი თუ გაქვთ ვინმეს, როგორ მკურნალობთ?

Posted by: sho77 9 Mar 2007, 12:13
BaBajanka

ტონუსი მეც მაქვს და ექიმის გარეშე ვერ იმკურნალებ, კვირების ათვლა ჩასახვის დღიდან არ ხდება ვინაიდან არავინ იცის ზუსტი დრო, ათვლას იწყებენ მენზის პირველი დღიდან, შენს სიტუაციაში ეხო გაარკვევს wink.gif და სოკოს რაც შეეხება პირველ ტრისემესტრში არ მკურნალობენ ვინაიდან ნაყოფზე მოქმედებს, შენ ბოლოსდაბოლოს მოდიხარ თუ რჩები? თუ რჩები მანდ ექიმი ყველაფერს გაგიკეთებს. ისიც დაარკვიე ფრენა თუ შეიძლება შენთვის. თავს გაუფრთილდი და მეტი დაისვენე, ტონუსი დაღლამაც იცის.

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 12:18
bis.gif bis.gif bis.gif გოგოებო ყველას გილოცავთ მოგვიანებით 8 მარტს!!! bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif
BaBajanka
გილოცავვ ძალიან გამეხარდა 2kiss.gif
QUOTE
და ტონუსი თუ გაქვთ ვინმეს, როგორ მკურნალობთ?

ტონუსისთვის ნოშპა 2 აბი და ძილის წინ პაპავერინის სანთელი 1 ცალი (უკანა ტანში), 2 კვირა გაიკეთე და მოგეხსნება უვნებელია

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 12:18
sho77


გასაგებია. და ახლა სოკო არ მოქმედებს ნაყოფზე??? რა შეიძლება დაუშავოს?
მე დავრჩები, რახან ყველაფერი კარგადაა და აპრილში ჩამოვალ ალბათ უკვე 3 თვის ვიქნები და მანდ მივხედავ ყველაფერს.
და შენ როდის ელოდები პაწუკას? smile.gif

აჰა, ანუ 8 კვირის რეალურად გამოდის ნაყოფი 6 კვირის (ნორმალური მენზის დროს) ხო?
* * *
suleluka

QUOTE
ტონუსისთვის ნოშპა 2 აბი და ძილის წინ პაპავერინის სანთელი 1 ცალი (უკანა ტანში), 2 კვირა გაიკეთე და მოგეხსნება უვნებელია


მადლობააააა 2kiss.gif შენ როგორ ხარ. უკეთ?

მეეჭვება ასეთი დასახელების წამლები აქ მოიპოვებოდეს sad.gif

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 12:25
BaBajanka
მე კარგა ვარ, მგონი ტონუსი აღარ მაქ, ხველა დამრჩა ცოტა, გარეტაც დავდივარ უკვე და გუშინ იმდენი ვიბოდიალე ძლივს მოვედი სახლში და ეგრევე დამეძინა.
ეხლა ველოდები როდის მივალ ეხოზე ისევ და ვარ, გუშინ სიზმარში ვნახე ვითომ ეხოზე ვიყავი და სქესი ბიჭი დამიწერა ლამის გავგიჟდი, მე ჩემი გოგო მინდაა biggrin.gif
ნო-შპა შეიძლება იყოს კიდევაც მანდ და პაპავერინის შემცვლელი იკითხე იქნება მანდაც რამე, წნევისაა მგონი

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 12:37
suleluka

კაი, ვიკითხავ smile.gif მეც გოგო მინდა.
http://mamka.ru/pregnancy/who.html ამან გოგო დამიწერა, აბა შენც ნახე smile.gif

რამე კარგი სახელების საიტი არ იცით?

მეც ბევრი ვიბოდიალე გუშინ, ძალიან კარგი ამინდი იყო და პლაჟზე ვისეირნეთ, კარგია, რომ სუფთა ჰაერში მიწევს ყოფნა პირველი 3 თვე მაინც.

Posted by: KHATIKTIKA 9 Mar 2007, 12:41
თუ შეიძლება მითხრათ ორსულობაში გავცივდი და საშინლად მახველებს რით ვუშველო ხველას???

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 12:43
BaBajanka
მეც მინდა პლაჟზეეე
http://pregnancy.convert.ge/php/names.php3 სახელები აქ წერია მარა ბევრი სახელები აკლია
Ваш ребенок скорее всего будет девочка უარაა ურააა
მანამ ეხოზე მივიდოდი იქამდეც 99% დარწმუნებული ვიყავი რომ გოგოა, მარა ამ სიზმარმა შემაშინა
* * *
KHATIKTIKA
რამდენი კვირის ხარ?

Posted by: sho77 9 Mar 2007, 12:46
BaBajanka

მე 6 კვირის ვარ ჯერ, დაახლოებით 24 ოქტომბერს ველოდები. რომელ ქალაქში ხარ?

Posted by: Vanadisi7 9 Mar 2007, 12:47
suleluka
BaBajanka

sho77
ყველა ორსულები ხართsmile.gif იქნებ მეც გადმომესხას თქვენი წყალი

Posted by: sho77 9 Mar 2007, 12:53
Vanadisi7
smile.gif wink.gif მაგას მარტო ფორუმით ვერ უშველი, მაგრამ ფორუმში ბევრ კარგს გაიგებ მომავლისათვის yes.gif

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 12:54
Vanadisi7
რამდენი ხანია რაც გათხოვილი ხარ?

Posted by: Vanadisi7 9 Mar 2007, 12:55
ეჰ ვიცი რო მარტო ფორუმი არ უშველისsmile.gif თქვენი ამბავი ძაან მახარებს და ისიიც მიხარია ასეთი ბედნიერები რო ხართ, იმიტომ რომ ვიცი ეგ რაცაა და ძაან ცოტახანი მერგო ეგ განცდა,

უკვე 1 წელია რაც გათხოვილი ვარ

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 12:57
Vanadisi7
QUOTE
ძაან ცოტახანი მერგო ეგ განცდა,

მოგეშალა? sad.gif

1 წელია არაფერია მთავარია არ ინერვიულო ყველაფერი კარგა იქნება

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 12:58
suleluka

2kiss.gif სიზმრებს არ მიაქციო ყურადღება.

ჩემი ქმარი მეკითხებოდა რა დავარქვათო, რამე დაგესიზმრება, ვინმე გამოგეცხადება მანამდე და გვეტყვის -თქო. biggrin.gif
ძაან ხშირად გამიგია ეგეთი რაღაცა. მაგრამ ხო იცი, შიში ოხერია, რომ გითხრან მურზაყანი დაარქვიო, დაარქმევ . biggrin.gif

მადლობა, გადავხედავ ახლა მაგ სახელებს.

Posted by: Vanadisi7 9 Mar 2007, 13:00
კი შეწყდა ორსულობა და გამოფხეკა გამიკეთეს
მაგაზე საშინელი არაფერია

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 13:01
BaBajanka
მე ანასტასია მომწონს ძალიან და ვნახოთ აბა ჩემი ქმარი თუ შევაბი იქამდე biggrin.gif

შენ რამდენი ხანია რაც გათხოვილი ხარ?
ისე სოკო მეც მქონდა და გათხოვებამდე მოვასწარი მკურნალობა

Vanadisi7
მაგაზე არ ინერვიულო, ჩემს ორ დაქალს გაუკეთეს გამოფხეკა, ერთს ეხლა 1 გოგო ჰყავს და მეორეს 2 ბიჭი და ძალიან ბევრზე გამიგია, ცოტა დრო უნდა და დარჩები ისევ ფეხმძიმედ მაგაზე არ იდარდო 2kiss.gif

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 13:01
sho77
QUOTE
მე 6 კვირის ვარ ჯერ, დაახლოებით 24 ოქტომბერს ველოდები. რომელ ქალაქში ხარ?


Vლისინგენში. მეც დაახლოებით მაგ დროს smile.gif 18 ოქტომბერი მითხრა ერთ-ერთმა საიტმა smile.gif
შენ სად ხარ?

Vanadisi7

მე საერთოდ მითხრეს ბერწი ხარო და არაფერი გეშველებაო, არც ველოდებოდი და მართლა სასწაული მოხდა. მეც 1 წელზე მეტის გათხოვილი ვიყავი და არც მეჩქარებოდა. ასე, რომ ჯერ შიში ადრეა. ექიმთან იყავი?

Posted by: sho77 9 Mar 2007, 13:04
Vanadisi7
ერთი წელი არ არის დიდი დრო, არ იდარდო, ამან შეიძლება უარყოფითი გავლენაც მოახდინოს, მიენდე უფალს დიდებულს და ყველაფერი იქნება 2kiss.gif ჩემს რძალსაც 8 თვე არ აყვა, ეხლა ულამაზესი ქალბატონი ყავს wink.gif

Posted by: Vanadisi7 9 Mar 2007, 13:07
მართალი ხართ, მაგრამ ძნელია როცა ის რაც ძაან გინდა არ არის,

Posted by: sho77 9 Mar 2007, 13:08
მე ჯერ-ჯერობით თბილისში, მაგრამ აპრილში ან მაისის დასაწყისში მივდივარ ისევ ქმართან იტალიაში. smile.gif

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 13:09
Vanadisi7
QUOTE
კი შეწყდა ორსულობა და გამოფხეკა გამიკეთეს მაგაზე საშინელი არაფერია


sad.gif წარმომიდგენია რა მიზეზითო, არ გითხრეს?
ნუ გეშინია, ილოცე და ღმერთი გაჩუქებს აუცილებლად პაწაწუნას! მთავარია, რომ შვილოსნობის უნარი გაქვს. 2kiss.gif

suleluka

კი კაი სახელია! შენ ქმარს არ მოწონს? biggrin.gif ჩვენ ორივეს ქეთო მოგვწონს, მაგრამ დედამთილს ქვია ქეთევანი და არ დავარქმევ პრინციპულად! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სოკო მქონდა ზაფხულში ვიმკურნალე, მაგრამ მერე აღარ მივსულვარ. განიკურნა თუ არა, ახლა არ მომწონს გამონადენი და მეშინია. ნეტა რა შეიძლება მოყვეს, მოვქექავ მერე ინტერნეტში.

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 13:16
BaBajanka
ჩამოდი მალე და თავს მიხედე.
დედამთილს ერქვა თამილა და ვეჭვობ დედამისის სახელი უნდა, ამიტომ ან ანასტასია ან თაკო იქნება ჩემი ქალი biggrin.gif

Posted by: Vanadisi7 9 Mar 2007, 13:30
თაკო ჯობიაsmile.gif smile.gif
.smile.gif




smile.gif

Posted by: HAG 9 Mar 2007, 13:33
Vanadisi7

სულ ტყუილად ნერვიულობ, მეც ერთ წელზე მეტია რაც გათხოვილი ვარ და რავიცი ეხლა ვეჭვობ რაღაცეებს. ჩემი მეგობარი წელიწად ნახევრის შემდგე დარჩა და ეხლა საყვარელი გოგო ყავს 2 კვირის smile.gif ასე რომ ეგ სანერვიულო არ არის. დედაჩემს მე ორი წლის მერე გავუჩნდი, რომ გათხოვდა. საერთოდ ერთერთ საიტზე წავიკიტხე, რომ ჯანმრთელი წყვილის შემთხვევაში, თუ არც არაფრით შეუშლიან და არც არაფრით შეუწყობენ ხელს ორსულობას, ქორწინებიდან 2 წელი სანერვიულო არ არის smile.gif ასე, რომ don't warry be happy

Posted by: Vanadisi7 9 Mar 2007, 13:36
HAG
გაიხარე ჩემო კარგოsmile.gif ასეთი სიტყვებისთვის, სხვა გზა არა მრჩება გარდა ლოდინისაsmile.gif მეც ჯანმრთელი ვარ და ჩემი მეუღლეც და ძაან დიდი იმედები მაქვსsmile.gif, უბრალოდ ყოველთვის ვჩქარობ და ეგაა ცუდი,
* * *
QUOTE (BaBajanka @ 9 Mar 2007, 13:01 )


Vanadisi7

მე საერთოდ მითხრეს ბერწი ხარო და არაფერი გეშველებაო, არც ველოდებოდი და მართლა სასწაული მოხდა. მეც 1 წელზე მეტის გათხოვილი ვიყავი და არც მეჩქარებოდა. ასე, რომ ჯერ შიში ადრეა. ექიმთან იყავი?

ეჰ ყოველთვე ექიმთან ვარ მაგრამ .....

Posted by: HAG 9 Mar 2007, 13:40
Vanadisi7

მეც ეგეთი ვარ სულ ვჩქარობ ყველაფერ და თავიდან რამდენიმე თვე გავგიჟდი კინაღამ რომ არ დავრჩი, მერე თავი დავიკავე სხვადასხვა საქმიანობებით. აქტიური ცხოვრება დავიწყე და ეხლა აღარ ვფიქრობ მაგაზე, როცა იქნება იქნება

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 13:40
HAG
რა თქმა უნდა 1 წელია არაა საგანგაშო, რაც შეეხება შენს ნიშნებს, დაახლოებით 30 მარტისთვის მიდი ეხოზე და ზუსტად დაადგენ, ტესტები ხშირად მცდარია

Vanadisi7
მე ანასტასია მომწონს, მარა თუ თაკო იქნება ეგეც არაუშავს, ჯერჯერობით არ დავთმობ ჩემს პოზიციებს biggrin.gif

Posted by: HAG 9 Mar 2007, 13:44
suleluka


ხო ესე ვაპირებ ცოტას დავიცდი და მერე მივალ ეხოზე. ხო თქვენ როგორც გამოცდილი ხალხი, ხომ ვერ მირჩევდით სად მივიდე ეხოზე??? user.gif

მეც ანასტასია მომწონს, პატარა თუ მეყოლება და გოგონა იქნება ანასტასიას დავარქმევ ალბათ

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 13:47
HAG
მე ჯანმრთელობის სახლში ვიყავი პირველად ეხოზე მისული, გირჩევ შენც ვადას დაგიდგენენ მანდ და ყვითელ სხეულებზეც გაიკეთე აუცილებლად ანალიზი

http://mamka.ru/pregnancy/who.html
აი აქ ნახე ბიჭი იქნება თუ გოგო, ესეთი ტესტები რამდენადაც ვიცი იშვიათად იძლება შეცდომას

Posted by: sho77 9 Mar 2007, 13:48
HAG
მგონი ფორუმელიბის 70% მათითაშვილს (მედექსი) გირჩევს, და სამართლიანადაც wink.gif მეც მასთან ვიყავი, ოღონდ ფალიაშვილზე, რიგი ნაკლებია და დარეკვიდან მეორე დღესვე სიაში ხარ.

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 13:51
sho77
მათითაშვილი ძალიან კარგი ეხოსკოპისტია და ყველანი მანდ დავდივართ მგონი 70 კი არა და 99 %, მაგრამ ფეხმძიმობის დასადასტურებლად, არ მგონია იქ იყოს მისვლა საჭირო, თან მანდ ანალიზებს აკეთებენ თუ არა არ ვიცი, ფასიც 40 ლარია მემგონი, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი კვირის ხარ და იქ, 20 ლარი ღირს თუ 25 თან საკმაოდ კარგი აპარატურა აქვთ იქაც, და ანალიზსაც მაშინვე გიკეთებენ

Posted by: HAG 9 Mar 2007, 13:54
suleluka

QUOTE
http://mamka.ru/pregnancy/who.html აი აქ ნახე ბიჭი იქნება თუ გოგო, ესეთი ტესტები რამდენადაც ვიცი იშვიათად იძლება შეცდომას


გოგო ამოვიდა smile.gif


sho77

QUOTE
HAG მგონი ფორუმელიბის 70% მათითაშვილს (მედექსი) გირჩევს, და სამართლიანადაცმეც მასთან ვიყავი, ოღონდ ფალიაშვილზე, რიგი ნაკლებია და დარეკვიდან მეორე დღესვე სიაში ხარ.


მადლობა smile.gif

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 13:56
ვაიიიი რა მაგარია!
მადლობა მამკა.რუ-ს

ყველას გოგონები გვეყოლება smile.gif)))))))))))))))))))))

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 13:59
BaBajanka
აბა აბა biggrin.gif
გოგოები FOREVER!!!!!!!!!!!!!!!!!
დედაჩემმაც იცოდა ეგ ადრე, ბიჭის სისხლი 4 წელში ერთხელ იცვლებაო, გოგოსი 3 წელიწადში ერთხელო და ვისი სისხლიც უფრო ახალი შეცვლილია სქესიც ეგ იქნებაო, მარა ზუსტად არ ახსოვდა როგორ იყო, ეხლა რომ შევხედე მაგ საიტს მივდვი რომ ეგ იყო ზუსტად

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 14:03
suleluka

ხო ეგ პრინციპია ზუსტად. ისე კი არ მჯერა, მაგრამ მაინც, გულს უხარია biggrin.gif







http://mamka.ru/pregnancy/calendar2.html

ესეც ნახეთ, საინტერესოა

Posted by: tu-tuna 9 Mar 2007, 14:03
ისე მამკა.რუმ მეც გოგო მითხრა, მარა ბიჭია biggrin.gif, ვიცი ნამდვილად!

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 14:05
tu-tuna
ოო, ეგ არაა კაი ამბავი, მე ზუსტი მეგონა, დედაჩემმა მაგ პრინციპით რო გააკეთა თავის დროზე, მე გოგო გამოვედი , ჩემი ძმა კი ბიჭი
და ისე დედაშენთან რო გახვალ ხო იცი ბიჭის პროექტს რო ველოდები biggrin.gif

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 14:06
tu-tuna


როგორ დაგვამშვიდე biggrin.gif
მეც რატომღაც მგონია, რომ ბიჭია, არადა პანიკურად მინდა გოგო.

Posted by: tu-tuna 9 Mar 2007, 14:07
ჰო გავიგებ wink.gif! თუმცა დარწმუნებული ვარ ეგეც მაგ პრინციპია...

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 14:09
BaBajanka
ისე წინათ გრძნობას დიდი მნიშვნელობა აქ, დედა რასაც გრძნობს იშვიათია რომ არ გამოდგეს მართალი, ყველანაირ ტესტზე და ეხოზე მართალია,
ჩემმა დაქალმა 6 თვემდე იცოდა რო ღიპუცაში გოგო ყავდა, თავსაც იმშვიდებდა ეხოს პასუხით მარა გულის სიღრმეში იცოდა რო ბიჭი იყო და, 6 თვეზე რო მივიდა ეხოზე მერე ბიჭი უთხრეს, ლამის გაგიჟდა, ეხლა მეუბნევა თუ გინდა გოგო რო გეყოლება გაზრდილ ბიჭში გამიცვალეო biggrin.gif

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 14:11
suleluka


biggrin.gif აუ ბიჭების ატანა არ მაქვს... გავაფრენ! აი უკვე მანქანების და ავტომატების ხანა რომ მოუვა და ბა-ბა-ბა-ბა ომობანა!

sad.gif

შენც მაგრა დამამშვიდე biggrin.gif

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 14:13
BaBajanka
lol.gif
აბა აბა, ჩემი კიკინებიანი გოგო მინდააააა

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 14:14
suleluka

მეცც, იმენნა კიკინების მუღამი მაქვს smile.gif ბევრი თმისსამაგრები და საყვარელი ლექსები biggrin.gif

Posted by: tu-tuna 9 Mar 2007, 14:15
BaBajanka
მთავარია ჯანმრთელი იყოს , თორე რა მნიშვნელობა აქვს smile.gif! მე პირველი გოგო მყავს, და ბიჭს დიდი ხანი ვაპროტესტებდი, მარა მისი ეხოს სურათი რომ მიკიდია მაცივარზე და რომ მიკაკუნებს ხოლმე, მიყვარს smile.gif!

Posted by: tms 9 Mar 2007, 14:17
makvala
QUOTE
ყველაზე მგრძნობიარე ცოტა ძვირი 3-ლარამდე ღირს, ფრანგული Bb ტესტებია, მაგან შეიძლება აჩვენოს. სცადე...

თავს ვერ დავდებ ფრანგული ტესტების მგრძნობელობაზე არ მქონია მაგათი გასინჯვის საშუალება, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია, გერმანიაში აფთიაქში ნაყიდი ყველაზე ძვირი ტესტი, რომელიც ვაიმე და უიმეა ვითომ, და სიტყვიერად წერს ფეხმძიმობა არის თუ არა, მენსტრუაციამდე 10 დღით ადრე ვერაფერს აჩვენებს, მენზის დღეს რომ რამე სარწმუნო აჩვენოს ეგეც სამადლობელია..
ასე რომ ლოდინის გარდა არაფერია საშველიsmile.gif

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 14:23
tms
მე გავიკეთე ტესტი ზუსტად მენზისი დღეს და ერთი მუქი ხაზი იყო, მეორე 3 წუთში გაჩნდა ოღონდ ძალიან ღია ფერის ლამის ტირილი დავიწყე, თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მარა ტესტმა არც კი ვიცი ეგ რა პასუხი აჩვენა, არ ვენდობი ტესტებს.
შენ რას შვები, არ ხარ ჯერ? თუ არ იცი ჯერ?

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 14:25
tu-tuna
QUOTE
მთავარია ჯანმრთელი იყოს , თორე რა მნიშვნელობა აქვს



ეგ მართლა მთავარია! ! !

Posted by: tms 9 Mar 2007, 14:26
suleluka
მე ისეთ დიდებულ ფაზაში ვარ რომელსაც ქვია ლოდინი smile.gif ვსვამ ლიტრობით წყალს და ვარ ასეsmile.gif და ვანხოთ აბა... smile.gif

Posted by: Suleluka 9 Mar 2007, 14:28
BaBajanka
QUOTE
მთავარია ჯანმრთელი იყოს , თორე რა მნიშვნელობა აქვს




ეგ მართლა მთავარია! ! !




tms
ღმერთი შენსკენ.
მართლა ყველას გბალერშიკობთ

Posted by: BaBajanka 9 Mar 2007, 14:47
tms

უი, ჯერ არ იცი ხარ თუ არა?

Posted by: lala 9 Mar 2007, 18:03
მეც მაგარი წინათგრძნობა მქონდა თავიდანვე რო გოგო მეყოლება smile.gif და მართლაც გოგონაა ჩემი პაწუკაა

Posted by: maikomaiko 9 Mar 2007, 19:37
ბავშვი მომინდა ამ თემის კითხვისას baby.gif

offtopic.gif

Posted by: BadbadGirl 9 Mar 2007, 19:53
maikomaiko
ლოლ მეც მომინდა.არადა არაფრით არ ვაპირებთ ჯერ sad.gif

Posted by: Breaky 9 Mar 2007, 21:09
QUOTE
http://mamka.ru/pregnancy/who.html


შევედი აქ და ჩავწერე მონაცემები. ხოდა გამოვიდა რომ ჩემი 3 წლის გოგო თურმე ბიჭი უნდა ყოფილიყო givi.gif

რა სქემა, რის სისხლის გამოცვლა.... მთავარია ჯანმრთელი ბაიები გყავდეთ, თორემ სულერთი არაა, გოგოები იქნებიან თუ ბიჭები????
მაგაზე მნიშვნელოვანი არაფერი არაა, დამიჯერეთ!!!!! მე ისე გავაჩინე, არ ვიცოდი გოგო იყო თუ ბიჭი. ექოზე რომ მივდიოდი, ვაფრთხილებდი
ხოლმე, რომც დაინახოთ სქესი, არ მითხრათთქო biggrin.gif
ყველას 9 თვის მშვიდობიანად დასრულებას და ჯანმრთელ ბაიებს გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: killer 9 Mar 2007, 23:13
Breaky
ლოლ ჩემ შვილზე ხომ არ დაემთხვა და არ დაემთხვა.
მერე ჩემ 3 დისშვილზე გავაკეთე და არც ერთი არ დაემთხვა.

ესე იგი მაგ ტესტით რაც გამოგდით იმის საწინააღმდეგო სქესის ბაია გეყოლებათ smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 9 Mar 2007, 23:44
QUOTE
მთავარია ჯანმრთელი ბაიები გყავდეთ, თორემ სულერთი არაა, გოგოები იქნებიან თუ ბიჭები????


ეგაა მთავარი, თუ არადა, 1 ბავშვზე ხომ არ გაჩერდებით? მე ყოველთვის ვგრძნობდი, რა მეყოლებოდა, ეხლაც, თუ ინტუიცია არ მღალატობს, გოგო უნდა იყოს, თუ ვცდები, მაშინ 4 ბიჭი და ერთი გოგო მეყოლება, რა მაგარია!

Posted by: Breaky 9 Mar 2007, 23:49
WOMAN IN LOVE
QUOTE
თუ ინტუიცია არ მღალატობს, გოგო უნდა იყოს, თუ ვცდები, მაშინ 4 ბიჭი და ერთი გოგო მეყოლება, რა მაგარია!


bis.gif მართლა ძაან მაგარი იქნება. და რა პატივში ეყოლებათ პატარა დაიკო biggrin.gif

Posted by: maikomaiko 9 Mar 2007, 23:52
WOMAN IN LOVE


5 შვილიიიიიიიიიი

აუ რრა მაგარია

2kiss.gif tuk.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 9 Mar 2007, 23:52
Breaky
ერთი ეხლა ყავთ პატივში, სულ მიჩაგრავენ თათას cry.gif

Posted by: violet 9 Mar 2007, 23:57
WOMAN IN LOVE
უკვე სახელიც შეარჩიეთ?
რა კარგიაsmile.gif
გმირი დედა ხართsmile.gif)

Posted by: Breaky 9 Mar 2007, 23:59
WOMAN IN LOVE
QUOTE
ერთი ეხლა ყავთ პატივში, სულ მიჩაგრავენ თათას


უი რატომღაც მახსოვდა რომ სულ ბიჭები გყავდა. და შენი პოსტიც არასწორად გავიგე მაგის გამო smile.gif
ჩაგრავენ არა პატარას??? ასე იციან ბიჭებმა biggrin.gif
და მუცელში რომ გყავს მაგის სქესი ჯერ არ იცი დანამდვილებით ხო?


Posted by: WOMAN IN LOVE 10 Mar 2007, 00:02
Breaky
არა, სერგომ მითხრა, ტონუსია და არ ჩანსო, მაგრამ მე მგონია, რომ გოგოა, ეგეთი შეკვეთა მაქვს თათასგან smile.gif

Posted by: anakatrin 10 Mar 2007, 05:12
QUOTE
აი აქ ნახე ბიჭი იქნება თუ გოგო, ესეთი ტესტები რამდენადაც ვიცი იშვიათად იძლება შეცდომას

ჩემო კარგებო არ დაუჯეროთ რომ ეგ ტესტები და გამოთვლები 100%და ყოველთვის გაამართლებს გამოთვლილ სქესს,ყველანაირი გამოთვლების მიხედვით პაწია გოგო უნდა მყოლოდა მარა პატარა ვაჟკაცი მყავს.თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული რომ ბიჭი იქნებოდა,მარა ვფიქრობდი ალბათ ინტუიცია მღალატობსთქო,ბოლოს ჩემი ინტუიცია გამართლდა და გამოთვლები არა.თუმცა მაგ გამოთვლით ბევრზეც გამართლდა. smile.gif
* * *
QUOTE
კი შეწყდა ორსულობა და გამოფხეკა გამიკეთეს
მაგაზე საშინელი არაფერია

არ ინერვიულო ჩემო კარგო,ყველაფერი უფლის ნებაა...ჩემი მეგობარი 2წლის განმავლობაში ფეხმძიმდებოდა,თავიდან რამდენჯერმე თვითონ ცილდებოდა და მერე 2-ჯერ თუ 3-ჯერ მოაცილეს და გამოფხიკეს,არ შეიძლებოდა ორსულობის გაგრძელება,არც ბავშვი იყო ჯანმრთელი და დიდი რისკი იყო რომ დედას სისხლი მოეწამლებოდა...საწყალ გოგოს დიდი სტრესი ქონდა,ძალიან დაიტანჯა მარა მერე იმკურნალა და ეხლა 2ვაჟკაცი ყავს ძალიან ჯანმრთელები და ლამაზები.ღმერთი შენსკენ,ყველაფერს კარგს გისურვებ და მალე შენც გყოლოდეს პაწაწუნა 2kiss.gif

Posted by: Suleluka 10 Mar 2007, 09:39
WOMAN IN LOVE
მართლა გმირი ხარ 2kiss.gif
რამდენი წლის ხარ თუ შეიძლება თქვი rolleyes.gif
მომხმარე მაინც გყავს ვინმე?
ძალიან დიდი ბედნიერებაა ბევრი ბაიები 2kiss.gif
* * *
lala
როგორახარ?
მაინტერესებს ადრე რო კითხულობდი ორსულთა სკოლას ხომ არ მისულხარ?

Posted by: Matrona 10 Mar 2007, 14:17
მოგესალმებით ძვირფასო გაბერილო კოლეგებო... baby.gif

მე უკვე ერთი კვირაა დავდივარ ექიმებში და და ყველას გაკვირვებულს ვტოვებ.

სერგოსთან გაკეთებული ექოსკოპიის მიხედვით პლაცენტაში ხაოთაშორისი სივრცეები დილატირებული იყო მრავლობითი ინფარქტებით.
კოაგულოგრამამაც აჩვენა გარკვეული ცვლილებები. მივაკითხე ჩემს მეანს , რომელმაც მირჩია ანგიოლოგთან კონსულტაცია. დღეს ვიყავი ანგიოლოგთან და მითხრა , ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებია კოაგულოგრამაშიო. თუ ერთი არის მომატებული (მაგ: ეთანოლის სინჯი), მაშინ სხვაც უნდა იყოს მომატებულიო. თუმცა ის სხვა მე ნორმაში მაქვს. ამიტომ ორშაბათს უნდა გავიკეთო დამატებითი ანალიზი 3 მარკერზე.

მაგრამ რაც ყველაზე უცნაურია, ჩემი ახლობელი გინეკოლოგის დაჟინებული მოთხოვნით პარასკევს გავიკეთე კიდევ ერთი ექოსკოპია გურგენიძესთან. ჩემი ახლობელიც შემომყვა და ერთად ათვალიერებდნენ.....და პლაცენტაზე არავითარი ინფარქტი არ არისო....ეს არის ე.წ. ჩაღრმავებები (მათ სხვა ტერმინი იხმარეს, რომელიც მე დამავიწყდა) და გურგენიძემ სთქვა, რომ 100% მოვაწერ ხელს რომ არავითარი ინფარქტი არ არისო.
ძალიან დავიბენი.....

Posted by: Suleluka 10 Mar 2007, 14:20
Matrona
რამდენი კვირის ხარ?
და რამ გამოიწვია პლაცენტის ინფარქტი?

Posted by: Matrona 10 Mar 2007, 14:36
28 კვირის.....

თუ ნამდვილად არის პლაცენტის ინფარქტი , ეს გამოწვეული უნდა იყოს კოაგულოგრამაში არსებული დარღვევებით.
მაგრამ იმან დამაბნია , რომ მეორედ გაკეთებულ ექოზე არავითარი ინფარქტი არ არისო....და ეს ჩვეულებრივი პლაცენტის ე.წ. ჩაღმავებებიაო...

Posted by: Suleluka 10 Mar 2007, 14:49
Matrona
მდაა...
სხვაგანაც მიდი კიდე ეხოზე, რომ დააზუსტო, როგორ შეიძლება ორმა კარგა ეხოსკოპისტმა ეგეთი ურთიერთგამომრიცხავი დიაგნოზი დასვას, საშინელებაა რა, და შენ გურგენიძესთან რომ შეხვედი უთხარი წინა ეხომ რაც გითხრა?
* * *
+++


მაინტერესებს რამდენი კვირიდან შეუძლია გინეკოლოგს ბავშვის გულის ცემის მოსმენა (რა თქმა უნდა ეხოს გარეშე)

Posted by: HAG 10 Mar 2007, 18:41
suleluka

ჩემი მეგობარი 5 კვირის ორსული იყო ბავშვის გულისცემა, რომ მოასმენინეს smile.gif

Posted by: Suleluka 10 Mar 2007, 19:36
HAG
ხოო? მარა ეგ ალბათ ექოსკოპიაზე, მე მაინტერესებს ექიმი რო დაგადებს რაღაცას მუცელზე (არ ვიცი რა ქვია ფონედოსკოპის მაგვარი) და ისე რო ისმენს გულის ცემას

Posted by: makvala 10 Mar 2007, 19:55
Matrona

ქენი სიკეთე დამიპიემე დეტალები რა...

ამირანი გურგენიძის აღარ მჯერა, ორჯერ უმარტივეს სიტუაციაში მოუვიდა შეცდომები. ცხადია რომ ყველას ექოსკოპისტს კრიტიკულად უნდა შეხედოს ექიმმა სერგოს ჩათვლით, ბრმად რწმენა არ შეიძლება, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა გაირკვეს...

კოაგულოგრამაში რა სავალდებულოა ყველაფერი ერთდროულად იყოს დარღვეული, თან ეგ ცოტა სუბიექტური რამეა, მაგალითად პროტრომბინის ნორმა 80-100%-ია, მაგრამ თუ კლინიკას გვაძლევს, 95-იც ბევრად შეიძლება ჩაითვალოს...

ერთი სიტყვით, გაგვაგებინე დეტალურად რა თქვა ანგიოლოგმა, გაფუჭებული ტელეფონი არ გამოვიდეს, არ მგონია გულიკოს რაიმე შეშლოდა, მაგრამ კოაგულოგრამას თუ გადაამოწმებ, არავითარ შემთხვევაში კოაგულომეტრზე და ალბათ ერთადერთი თოდუასთან თუ ღირს მისვლა...

Posted by: Suleluka 10 Mar 2007, 19:58
makvala
მომენატრეე 2kiss.gif
ჩემი ქალი გაფართხალდა გუშინ პირველად biggrin.gif
მაყვალ როდის მივიდე ეხოზე? rolleyes.gif ვეღარ ვძლებ, 22 თუ 23-ზე?

Posted by: makvala 10 Mar 2007, 20:42
suleluka

პირველად არ გაფართხალებულა, დიდი ხანია მოძრაობს, უბრალოდ ეხლა იგრძენი..

ექოზე დღეში ორჯერ რო მიხვიდე ნაყოფისთვის მავნე კი არ არის, ჯიბისთვისაა მავნე. რა გეჩქარება...

22–23 კვირა სულ ერთია, როდის მიხვალ, მაგრამ შენც 23–ზე მიდი, გვიან, რა გეჩქარება, პლაცენტამ აიწიოს, ტენდენცია უფრო გამოჩნდება.

Posted by: Suleluka 10 Mar 2007, 20:56
makvala
კონსულტაციაში რო ვიყავი ეხოზე იცი რა მითხრა? პლაცენტას ვერ ნახავ აიწია თუ არა 34-35 კვირამდეო ლამის გავგიჟდი, და ამავ დოულოთ, ეხოს ქაღალდში მიწერს პლაცენტის მიმაგრების ადგილი უკანა კედელი, არ ვიცი დამაბნია
იმიტო მეჩქარება რო ვნახო გრიპმა ცუდათ ხომ არ იმოქმედა, რამე, ისე თავს ძალიან კარგათ და ენერგიულად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა რომ მითხრა მკვეთრად გამოხატული ჰიპერტონუსიო, საერთოდ არაფერი არ მაწუხებს, მოვითმენ 23 კვირამდე ალბათ biggrin.gif

Posted by: Matrona 10 Mar 2007, 21:28
QUOTE (suleluka @ 10 Mar 2007, 20:56 )
makvala
კონსულტაციაში რო ვიყავი ეხოზე იცი რა მითხრა? პლაცენტას ვერ ნახავ აიწია თუ არა 34-35 კვირამდეო ლამის გავგიჟდი, და ამავ დოულოთ, ეხოს ქაღალდში მიწერს პლაცენტის მიმაგრების ადგილი უკანა კედელი, არ ვიცი დამაბნია
იმიტო მეჩქარება რო ვნახო გრიპმა ცუდათ ხომ არ იმოქმედა, რამე, ისე თავს ძალიან კარგათ და ენერგიულად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა რომ მითხრა მკვეთრად გამოხატული ჰიპერტონუსიო, საერთოდ არაფერი არ მაწუხებს, მოვითმენ 23 კვირამდე ალბათ biggrin.gif

ძვირფასო....

მეც ჰიპერტონუსი მქონდა და გინიპრალით და მაგნე B6-ით თითქმის მოვიხსენი... 3 კვირის სემდეგ მითხრეს ახლა საშუალოდაა გამოხატულიო.. თუმცა გინიპრალის დანიშვნა 20 კვირაზე ადრე რამდენადაც ვიცი არ შეიძლება.

რაც შეეხება ნო-შპასა და პაპავერინის სანთლებს როგორც ამიხსნენს ესენი არიან ანტისპაზმური საშუალებები და მხოლოდ დროებიტ ხსნიან სპაზმს და არ შველის მიზეზს.
ასე, რომ ნო-შპას , მხოლოდ რაიმე განსაკუთრებულ სემთხვევაში ვსვამდი.. ისე კი ყველაზე კარგი წამალი მოსვენება და წოლითი რეჟიმია.
მთავარია არ იღელვო....ეს უფრო იმოქმედებს ტონუსზე.

Posted by: Suleluka 10 Mar 2007, 21:31
Matrona
რა ვიცი გაციებული რო ვიყავი ძალიან ვნერვიულობდი და თან სულ ჰაერის უკმარისობა და გულის აჩქარებები მქონდა, ტონუსიც მაგან გამიჩინა, მარა მეეჭვება იმ ეხოსკოპიის, რამენაირად ხო უნდა გრძნობდე ადამიანი რო ტონუსი გაქ? თუ კარგა უნდა იყო საერთოდ უპრობლემოდ?

Posted by: lala 11 Mar 2007, 13:42
suleluka
კარგად შენ როგორ ხარ?
არა არ გამირკვევია არაფერი smile.gif

Posted by: Suleluka 12 Mar 2007, 13:18
lala
მეც კარგად ვგრძნობ თავს და ბაიაც, მარა მაინც ძალიან მინდა მალე რო მივიდე ეხოზე rolleyes.gif
* * *
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
და მაინტერესებს, როგორ უნდა მივხვდე რომ ტონუსი მაქ? რა ნიშნები უნდა მქონდეს?

Posted by: kote_tbeli 12 Mar 2007, 15:55
WOMAN IN LOVE
ბრავისიმო! მაგარი ხარ! smile.gif
ყველა ქალს ვუსურვებ ბევრ შვილს! smile.gif

Posted by: BaBajanka 12 Mar 2007, 16:11
სტრიების საწინააღმდეგო ზეთი როდიდან უნდა წავისვა, ხომ ვერ მეტყვით?

suleluka
QUOTE
და მაინტერესებს, როგორ უნდა მივხვდე რომ ტონუსი მაქ? რა ნიშნები უნდა მქონდეს?



მე მაგალითად ტკივილები მაქვს (თითქოს უნდა მოგივიდეს) და ჩხვლეტები. და თვითონ ექიმმა ხელი დააჭირა და თქვა, დაჭიმულობაა და გახურებულიო. ასე გავიგე, რომ ტონუსი მაქვს smile.gif

Posted by: Suleluka 12 Mar 2007, 16:15
BaBajanka
ისე მეც ეგრე ვიცოდი მარა, ადრე შემაწუხა ეგრე რამოდენიმეჯერ, მარა ეხლა საერთოდ არა, ალბათ აღარა მაქ.

QUOTE
სტრიების საწინააღმდეგო ზეთი როდიდან უნდა წავისვა, ხომ ვერ მეტყვით?

ეგ მეც მაინტერესებს, და რომელ საშუალებებს გვირჩევთ

Posted by: Breaky 12 Mar 2007, 16:50
BaBajanka
suleluka

მე მუცელმა ზრდა რომ დაიწყო, მაშინ დავიწყე ჯონსონის ბავშვების ზეთის წასმა. სტრიები საერთოდ არ მაქვს არადა 25 კილო მქონდა მომატებული მეცხრე თვეში. ისე არამგონია მთლად ზეთის დამსახურება იყოს ეგ. ჩემი აზრით ინდივიდუალურია და კანზეა დამოკიდებული.

Posted by: Suleluka 12 Mar 2007, 16:59
Breaky
ე.ი მე უკვე უნდა დავიწყო წასმა, მარა მართლაც ეგ ინდივიდუალურია

Posted by: Catherine 12 Mar 2007, 17:07
თუ ქალს 31 დღიანი ციკლი აქვს, როდის არის მისთვის საუკეთესო პერიოდი ბავშვის ჩასახვისათვის?

Posted by: BaBajanka 12 Mar 2007, 17:20
Breaky


ხო, მართალია, მეც ვიცი, რომ კანის ელასტიურობაზეა დამოკიდებული.
მე 6 კგ რომ მოვიმატე, ლამის მთლიანად გავსკდი და წარმომიდგენია მუცელზე რა მომივა.

აქ ვნახე ველედას ზეთი. ეგ არ ვარგა ნეტა?

suleluka


QUOTE
ისე მეც ეგრე ვიცოდი მარა, ადრე შემაწუხა ეგრე რამოდენიმეჯერ, მარა ეხლა საერთოდ არა, ალბათ აღარა მაქ.


და ექიმს არაფერი თუ არ უთქვამს და თუ არ გაწუხებს, მაშინ არ გაქვს.
ისე ჩემმა ბევრმა ახლობელმა მითხრა, რომ მთელი 9 თვე გვქონდაო და ძალიან არ შეგეშინდესო, მაგრამ მე მაინც მეშინია.

წავედი ახლა, ჩემი 18 მილიმეტრიანი სუფთა ჰაერზე უნდა გავასეირნო! smile.gif


Posted by: WOMAN IN LOVE 12 Mar 2007, 17:26
მეც ჯონსონის ზეთს ვხმარობდი, დაბანის შემდეგ, სველ ტანზე უნდა შეიზილო yes.gif

Posted by: BaBajanka 12 Mar 2007, 18:56
WOMAN IN LOVE


რა ჰქვია მაგ ზეთს, შეგიძლია ზუსტად დამიწერო? თუ გახსოვს.

Posted by: KAM_M_MILA 12 Mar 2007, 19:03
QUOTE
სტრიების საწინააღმდეგო რომელ საშუალებებს გვირჩევთ


კიკოს აქვს სტრიების საწინააღმდეგო კრემი, გამოცდილია და ეფექტური

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Mar 2007, 19:05
BaBajanka
Johnson's baby oil აქ ყველგან იყიდება და მანდ არ ვიცი...

Posted by: Suleluka 13 Mar 2007, 09:07
BaBajanka
ეხომ მითხრა მაგარი ტონუსი გაქო, თორე მე ჩიტივითავარ biggrin.gif
დავდივარ უკვე გარეთ ჩემ გემოზე, მარტო სამსახურის პონტში მაქ წოლითი რეჟიმი biggrin.gif

Posted by: anakatrin 13 Mar 2007, 12:18
QUOTE
აქ ვნახე ველედას ზეთი. ეგ არ ვარგა ნეტა?

ველედას აქვს სპეციალურად ორსულობის სტრიების საწინააღმდეგოდ,ძალიან კარგია,ვფიქრობ ჰოლანდიაშიც იქნება აუცილებლად.შენ ხომ ჰოლანდიაში ხარ?ასევე აფთიაქში იყიდება Frei Öl (ზეთია)და Eucerin""-ი სპეციალურად ორსულებისთვის,ორივე კარგია მარა იმას არ ნიშნავს თუ სტრიების საწინააღმდეგო კრემებს წაისმევ საერთოდ სტრია არ გექნება,უბრალოდ ნაკლები გექნება ვიდრე კრემების გარეშე,ზოგი საერთოდ არაფერს ხმარობს და სტრიები საერთოდ არ აქვს,კანის ელასტიურობაზეა დამოკიდებული.ხო სასურველია რომ მუცელი სანამდე გაზრდას დაიწყებს მანამდე დაიწყო კრემების წასმა,ელასტიური იქნება თავიდანვე.მე მე-5ე თვიდან დავიწყე მეგონა მანამდე ადრე იყო მარა ექიმმა მითხრა ადრევე უნდა დაგეწყო დაგვიანებულიაო.მე ძალიან დიდი მუცელი მქონდა და შეიძლება მაგიტომ მითხრა ვერ გეტყვი.ხო კრემები აუცილებლად დილას და საღამოს უნდა წაისვა,თუ შეგიძლია მეტჯერაც,ყველა კრემს და ზეთს აწერია რომ შედეგი თუ გინდათ რომ ქონდეს აუცილებელია დილას და საღამოს წასმა.შეგიძლია უბრალოდ ზეითუნის ზეთი წაისვა,ქილაში უფრო ბევრია,უფრო იაფიც და ვფიქრობ უკეთესი თუ არა ნაკლები შედეგი ნამდვილად არ ექნება,ეცადე კარგი ხარისხის ზეითუნის ზეთი იყიდო.თუ კიდევ რაიმე დაგაინტერესებს სტრიებთან დაკავშირებით შემიძლია გიპასუხო.წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ შენც და შენს პაწიასაც 2kiss.gif

Posted by: BaBajanka 13 Mar 2007, 14:39
WOMAN IN LOVE
QUOTE
Johnson's baby oil აქ ყველგან იყიდება და მანდ არ ვიცი...



ააა, ეგ??? ეგ რა ყველაფრისთვის კარგია smile.gif ზაგარზეც მაგას ვისმევდით ხოლმე smile.gif
სხვათაშორის აქ ჯონსონისთვის საერთროდ არ მომიკრავს თვალი. უნდა გადავხედო ერთი კარგად

suleluka
QUOTE
ეხომ მითხრა მაგარი ტონუსი გაქო, თორე მე ჩიტივითავარდავდივარ უკვე გარეთ ჩემ გემოზე, მარტო სამსახურის პონტში მაქ წოლითი რეჟიმი


biggrin.gif და რამდენი ხანი გაქვს ეგ წოლითი რეჟიმი?

anakatrin


დიდი მადლობა, საყვარელო! ხო, აქ ველედა ამომიგდო მარტო. 100მგ 12 ევრო ღირს არც ძვირია.
მეც ასე ვიცი, რომ თავიდანვეუნდა დაიწყო წასმა. შენ გაგიჩნდა სტრიები? მე არაელასტიური კანი მაქვს და აუცილებლად გამიჩნდება.
და ტანსაცმელზე არ ეკრობა ეს ზეთი? რაღაც ვერ წარმომიდგენია. smile.gif


პ.ს. გუშინ მთელი დღე მტკიოდა მარჯვენა საკვერცხე. cry.gif რომ ვაბიჯებდი მტკიოდა, ბოლოს დავწექი. ნეტა საშიშია? თქვენ გქონიათ?

Posted by: ai: 13 Mar 2007, 14:58
ხომ არ იცით საქართველოში ორსულების გამაჯანსაღებელი ცენტისმაგვარი თუ არის რამე? სადაც ვარჯიშებია და ბასეინი

Posted by: lala 13 Mar 2007, 17:12
ხომ არ იცით 3D ეხოსკოპიას სად აკეთებენ და რა ღირს?

და კიდევ ჩვეულებრივი ფონენდოსკოპით თუ არის შესაძლებელი ბავშვის გულის ცემის მოსმენა? თუ კი, რომელი თვიდან?

Posted by: Suleluka 13 Mar 2007, 19:17
BaBajanka
QUOTE
და რამდენი ხანი გაქვს ეგ წოლითი რეჟიმი?

რა ვიცი ბოლოდე, აპრილში უკვე შვებულებაში გავდივარ და დეკრეტს მივაბავ რაღა დამრჩა, ბიულეტინი მაქ მანამდე, უბრალოდ რო იცოდე როგორი გაუსაძლისი მუშაობაა, მართლა ვეღარ ვმუშაობ

ai:
გამაჯანსაღებელი ცენტრი არ ვიცი, მარა "ჯანმრთელობის სახლს" ორსულთა სკოლა აქვს

Posted by: anakatrin 13 Mar 2007, 20:28
BaBajanka

QUOTE
მეც ასე ვიცი, რომ თავიდანვეუნდა დაიწყო წასმა. შენ გაგიჩნდა სტრიები? მე არაელასტიური კანი მაქვს და აუცილებლად გამიჩნდება.
და ტანსაცმელზე არ ეკრობა ეს ზეთი? რაღაც ვერ წარმომიდგენია.


25 კილო მოვიმატე ორსულობაში,ძალიან დიდი მუცელი მქონდა.ყოველ დღე ვისმევდი სტრიების საწინააღმდეგო ზეთებს,მე-9-ე თვემდე სტრიის ნასახი არ მქონდა და მიხაროდა არ გამიჩნდათქო,მე-9 თვეში გვერდებზე გამიჩნდა სტრიები,როგორც ჩანს კანმა ვეღარ გაუძლო ძალიან გაწელვას და დასკდა.მე ძალიან თეთრი კანი მაქვს,მუქი კანი უფრო ელასტიურია თეთრ კანზე,მარა ვფიქრობ ეგეც ინდივიდუალურია და ვერ გაიგებ.

ზეთის წასმის შემდეგ ცოტა ხანს უნდა აცალო შეშრობა და კანი უცბად შეიშრობს.

QUOTE
ხო, აქ ველედა ამომიგდო მარტო. 100მგ 12 ევრო ღირს არც ძვირია

არც ძვირია და არც იაფი,ველედას სტანდარტული ფასია ეგ.ერთერთი საუკეთესოა.ბევრი იუზერი დაცინის ველედას მარა ვფიქრობ ჩვენი დასაცინი არც არაფერი ჭირს.ჩემს ბავშვს ველედას და პენატენის კრემებს ვახმარდი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

გირჩევ უკვე დაიწყო ზეთის წასმა არ გაწყენს


Posted by: Suleluka 14 Mar 2007, 10:05
anakatrin
პირველი თვიდან უნდა დაიწყო წასმა?
მე 4 ნახევრის ვარ და გვიანია უკვე? ბუბხენის ზეთები მომწონს ძალიან მე და ალბათ მაგას ვიხმარ

Posted by: ai: 14 Mar 2007, 11:14
suleluka
QUOTE
ai:
გამაჯანსაღებელი ცენტრი არ ვიცი, მარა "ჯანმრთელობის სახლს" ორსულთა სკოლა აქვს

დიდი მადლობა smile.gif
და მისამართი ან ტელეფონი ხომ არ იცი?

Posted by: Suleluka 14 Mar 2007, 12:35
ai:
მისამართი, წინანდლის ქუჩაა და ნომერი მგონი 9, ნუ 1 საავადმყოფოს (არამიანცის) ტერიტორიაზეა, და ტელეფონი მგონი 771907 და 771906, მარა ზუსტად არ მახსოვს

Posted by: Matrona 14 Mar 2007, 21:02
საყვარელო კომპი-ღიპუცებო

იმედია ყველანი კარგად ხართ... wink.gif

მე როგორც იქნა დავამთავერ (ამ თვეში) ერთკვირიანი ტურნე თბილისის სხვადასხვა კლინიკაში და საბოლოოდ გადაწყდა რომ რომ არაფერი ისეთი არ არის და აპრილის დასაწყისს დაველოდოთ... გავიკეთო კიდევ ექოსკოპია, კოაგულოგრამა + D დიმერები ...და თუ რაიმე ცვლილება არ იქნება შემდეგ დანიშნონ რაიმე სერიოზული პრეპარატი....
მოკლედ, სიმართლე გითხრათ დავიღალე და ბევრჯერ ვინატრე, თუ რატომ არ ვარ რაიმე მაღალმთიანი სოფლის მცხოვრები.. , რომელსაც არაფერი არ ესმის (მედიცინის რასაკვირველია) და ყველაფერს ძალიან მარტივად უყურებს.....
ტონუსი ისევ ისე მაქვს.. და პერიოდულად ვწევარ...
მოკლედ ერთი სული მაქვს როდის დადგება მაისის ბოლო..თუ მივაღწიე იქამდე რასაკვირველია....
ისე კი ნაყოფი ჯდომითააო და ნეტავ არ შემოტრიალდება? ახლა 29 კვირის ვარ....
მოკლედ ინტენსიურად ვწუწუნებ და ვიფერებ ჩემს მდგომარეობას....

Posted by: kudracha 14 Mar 2007, 21:07
Matrona
QUOTE
ისე კი ნაყოფი ჯდომითააო და ნეტავ არ შემოტრიალდება?

32 კვირამდე სულ ტრიალებს, ამიტომ ნუ გეშინია.
ისე კი ასეთი ვარჯიშები გააკეთე,არაფერს გაწყენს თუ არ გარგო: წამოწექი ერთ გვერდზე 2 წუთით, მერე მეორე გვერდზე, ასევე ორი წუთით, ასე 10 ჯერ. რამოდენიმე დღე

Posted by: Matrona 14 Mar 2007, 21:13
QUOTE (kudracha @ 14 Mar 2007, 21:07 )
Matrona
QUOTE
ისე კი ნაყოფი ჯდომითააო და ნეტავ არ შემოტრიალდება?

32 კვირამდე სულ ტრიალებს, ამიტომ ნუ გეშინია.
ისე კი ასეთი ვარჯიშები გააკეთე,არაფერს გაწყენს თუ არ გარგო: წამოწექი ერთ გვერდზე 2 წუთით, მერე მეორე გვერდზე, ასევე ორი წუთით, ასე 10 ჯერ. რამოდენიმე დღე

2kiss.gif

დიდი მადლობა...

აუცილებლად ვივარჯიშებ..

Posted by: kudracha 14 Mar 2007, 21:16
Matrona
ოღონდ ნელა გადატრიალდ-გადმოტრიალდი smile.gif ჯერ ფეხები შეატრიალე და მერე ტანი... რო ჭიპლარი არ შემოეხვეს მკაფიო მოძრაობისგან

Posted by: Matrona 14 Mar 2007, 21:30
QUOTE (kudracha @ 14 Mar 2007, 21:16 )
Matrona
ოღონდ ნელა გადატრიალდ-გადმოტრიალდი smile.gif ჯერ ფეხები შეატრიალე და მერე ტანი... რო ჭიპლარი არ შემოეხვეს მკაფიო მოძრაობისგან

როგორ არის პატარა კუდრაჭა???

ძილს ხომ არ გიფრთხობთ???? baby.gif

Posted by: kudracha 14 Mar 2007, 22:08
Matrona
QUOTE
როგორ არის პატარა კუდრაჭა???

კარგადაა wink.gif
QUOTE
ძილს ხომ არ გიფრთხობთ????

არა smile.gif

Posted by: Suleluka 15 Mar 2007, 09:22
Matrona
არ ინერვიულო, ყველაფერი კარგა იქნება, ტონუსი არაფერია, მარა მაინც ეცადე არ დაიტვირთო არაფრით.
მე გუშინ ვნახე ჩემი პაწო, იწვა თავისთვის ჭკვიანად, ტონუსიც აღარა მაქ smile.gif


kudracha
მუცელზე სტრიების საწინააღმდეგოს რას ხმარობდი? დაგრჩა სტრიები?

Posted by: anakatrin 15 Mar 2007, 12:24
suleluka
QUOTE
პირველი თვიდან უნდა დაიწყო წასმა?
მე 4 ნახევრის ვარ და გვიანია უკვე? ბუბხენის ზეთები მომწონს ძალიან მე და ალბათ მაგას ვიხმარ

პირველივე თვიდან მგონი ძალიან ადრეა,თუ ძალიან დიდი მუცელი არ გაქვს გვიანი არც ეხლაა,მარა უკვე დაიწყე რაიმე ზეთის წასმა,კანი როგორც კი გაიწელება მერე ძნელია რომ უშველო,შემცირებით შეამცირებს მარა უკვე გაჩენილ სტრიებს ლაზერის გარდა ვერაფრით მოიშორებ
* * *
ძალიან ბევრ ფირმას აქვს სტრიების საწინააღმდეგო კრემები და ზეთები,ველედა ძალიან კარგია,ვიშისაც აქვს სტრიების საწინააღმდეგო.მე როცა ორსულად ვიყავი ვიშის მაშინ არ ქონდა სტრიების კრემები,საკმაოდ ძვირია მარა კარგი იქნება.ლორეალის და ვიშის სტრიები საწინააღმდეგო კრემებს აწერია რომ ორსულობის შემდეგაც აქვს შედეგი და შედარებით აფერმკრთალებს სტრიებს.ჩემი აზრით კარგი ზეითუნის ზეთი რომ იყიდო და წაისვა ისიც ძალიან კარგი იქნება,ზეითუნის ზეთს ბევრი სამკურნალო თვისებები აქვს.როგორც ბაბაჯანკას მივწერე შენც გეტყვი რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი კრემი და ზეთიც არ უნდა გამოიყენო აუცილებლად დღეში მინიმუმ 2-ჯერ უნდა წაისვა რომ ეფექტი ქონდეს,შეგიძლია მეტჯერაც მარა მინიმუმ 2-ჯერ მაინც,რომ წაისმევ ცოტა ხანს უნდა დააცადო კანმა შეიშროს და მერე ჩვეულებრივად ჩაიცმევ. წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო,ჯანმრთელი ბაია გყოლოდეს,ყველაზე მთავარი შენი და პატარას ჯანმრთელობაა და სტრიებს და სხვა პრობლემებს აუცილებლად მოევლებათ მაგაზე არ იდარდო 2kiss.gif

Posted by: tatakuna 15 Mar 2007, 14:10
გაუმარჯოს, როგორ ხართ?
ც ჰეპატიტზე ანალიზები ავიგე და ზუსტად ქვედა ზღვარზეაო, საშიში არაფერიაო, მარა კონტროლი მაინც უნდა არ დაიკლოსო, გული მისკდება. რას იტყვით? ეხლა ღვიძლის ფუნქცია უნდა გავიკეთო, იცის ორსულობაში დაკლება?
იცით კიდევ რა მაინტერესებს? ორსულობისას ბუასილისთვის რა წამალი ჯობია, ხო არ იცით? ჩემი დაქალი დაიტანჯა მაგით, ძალიან მეცოდება, სულ იმას მეუბნება კველაფერი ჯობია მაგასო.
ჯანმრთელობას და ბედნიერ დედობას გისურვებთ ჩემო კარგებო

Posted by: kudracha 15 Mar 2007, 18:18
suleluka
QUOTE
მუცელზე სტრიების საწინააღმდეგოს რას ხმარობდი? დაგრჩა სტრიები?

ჯონსონის ზეთს. ცოტა მაინც დამრჩა

Posted by: ai: 15 Mar 2007, 18:42
suleluka
QUOTE
ai:
მისამართი, წინანდლის ქუჩაა და ნომერი მგონი 9, ნუ 1 საავადმყოფოს (არამიანცის) ტერიტორიაზეა, და ტელეფონი მგონი 771907 და 771906, მარა ზუსტად არ მახსოვს

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

Matrona
QUOTE
ისე კი ნაყოფი ჯდომითააო და ნეტავ არ შემოტრიალდება? ახლა 29 კვირის ვარ....

შემოტრიალების შანსი ყოველთვის არის ასე რომ ნუ ნერვიულობ, მე პირადად ბოლო წუთს შემოვტრიალდი დედის მუცელში
ასე რომ იმედი გქონდეს smile.gif

Posted by: lala 15 Mar 2007, 18:43
ხომ არ იცით 3D ეხოსკოპიას სად აკეთებენ და რა ღირს?

და კიდევ ჩვეულებრივი ფონენდოსკოპით თუ არის შესაძლებელი ბავშვის გულის ცემის მოსმენა? თუ კი, რომელი თვიდან?

Posted by: Matrona 15 Mar 2007, 19:10
QUOTE (suleluka @ 15 Mar 2007, 09:22 )
Matrona
არ ინერვიულო, ყველაფერი კარგა იქნება, ტონუსი არაფერია, მარა მაინც ეცადე არ დაიტვირთო არაფრით.
მე გუშინ ვნახე ჩემი პაწო, იწვა თავისთვის ჭკვიანად, ტონუსიც აღარა მაქ smile.gif


kudracha
მუცელზე სტრიების საწინააღმდეგოს რას ხმარობდი? დაგრჩა სტრიები?

რა კარგია, რომ ტონუსი აღარ გაქვს.. გილოცავ...მოიცა, ჯერ სად ხარ... ყველაზე დიდი განცდა წინ გაქვს... smile.gif

რაც შეეხება სტრიებს .. ეს ძალიან ინდივიდუალურია...აქაც ვნახე , რომ იყიდებოდა კაკაოს ცხიმზე დამზადებული სპეციალური კრემი...ვაკეში, კიკოს მაღაზიის გვერდზე გაიხსნა ერთი მაღაზია და იქ ვნახე .. პირველი ორსულობისას სწორედ იმ კრემს ვიყენებდი... მშობიარობის შემდეგ კი ძალიან ეფექტური იყო კიკოს სპეციალური კრემი, მასაჟთან ერთად...+ ვარჯიში....
ასევე კარგია ლორეალის ანტიცელულიტური გელი..ოღონდ ეს მშობიარობის შემდეგ....
ჯინსონის ზეთსაც აქებენ..მაგრამ მე კაკაოს კრემი უფრო მომეწონა.....
* * *
QUOTE (ai: @ 15 Mar 2007, 18:42 )

Matrona
QUOTE
ისე კი ნაყოფი ჯდომითააო და ნეტავ არ შემოტრიალდება? ახლა 29 კვირის ვარ....

შემოტრიალების შანსი ყოველთვის არის ასე რომ ნუ ნერვიულობ, მე პირადად ბოლო წუთს შემოვტრიალდი დედის მუცელში
ასე რომ იმედი გქონდეს smile.gif

smile.gif
დიდი მადლობა.. ვიმედოვნებ არ იზარმაცებს და შეტრიალდება.....

Posted by: დედიბუ 15 Mar 2007, 23:45
ჩემს შვილს 9 თვე ვაწოვე ძუძუ და მხოლოდ ახლა დავანებებინე. მაინტერესებს, ვისტან უნდა მივიდე _ გინეკოლოგთან თუ მამოლოგთან _რომ რძე არ დამიგროვდეს, იმიტომ რომ მკერდი უკვე გამიმაგრდა. მითხრეს, ამისთვის საგანგებო კურსი არსებობსო _ნემსების და რაღაც პრეპარატების.

Posted by: Suleluka 16 Mar 2007, 09:37
დედიბუ
უნდა ააკვრევინო, მარა ჯერ გამაგრებული რძე უნდა გამოატანინო მასაჟისტს და მკერდსაც თვითონვე აგიკრავს

Posted by: Suleluka 16 Mar 2007, 10:07
დავარაშვილი ხომ არ იცით ეხლა სად მუშაობს?

Posted by: L&L 16 Mar 2007, 10:27
tatakuna
QUOTE
ც ჰეპატიტზე ანალიზები ავიგე და ზუსტად ქვედა ზღვარზეაო, საშიში არაფერიაო, მარა კონტროლი მაინც უნდა არ დაიკლოსო, გული მისკდება. რას იტყვით? ეხლა ღვიძლის ფუნქცია უნდა გავიკეთო, იცის ორსულობაში დაკლება?


თქვენ როგორც ჩანს იმუნოფერმენტული ანალიზი გაიკეთეთ ანტისხეულებზე ნახევრადრაოდენობრივი მეთოდით. თუ შეგიძლიათ ზუსტად ამოიწერეთ რა წერია ანალიზში (grey zone) ჩათვლით


დედაბუ

მიაკითხეთ უახლოეს სამშობიაროს, სადაც შესაძლებელია შესაბამისი პროცედურის ჩატარება.

Posted by: Suleluka 16 Mar 2007, 10:40
L&L
QUOTE
ხომ არ იცი 3D ეხოსკოპიას სად აკეთებენ და რა ღირს?

და კიდევ ჩვეულებრივი ფონენდოსკოპით თუ არის შესაძლებელი ბავშვის გულის ცემის მოსმენა? თუ კი, რომელი თვიდან?


Posted by: BaBajanka 16 Mar 2007, 12:58
anakatrin
QUOTE
25 კილო მოვიმატე ორსულობაში,ძალიან დიდი მუცელი მქონდა.ყოველ დღე ვისმევდი სტრიების საწინააღმდეგო ზეთებს,მე-9-ე თვემდე სტრიის ნასახი არ მქონდა და მიხაროდა არ გამიჩნდათქო,მე-9 თვეში გვერდებზე გამიჩნდა სტრიები,როგორც ჩანს კანმა ვეღარ გაუძლო ძალიან გაწელვას და დასკდა.მე ძალიან თეთრი კანი მაქვს,მუქი კანი უფრო ელასტიურია თეთრ კანზე,მარა ვფიქრობ ეგეც ინდივიდუალურია და ვერ გაიგებ.

ზეთის წასმის შემდეგ ცოტა ხანს უნდა აცალო შეშრობა და კანი უცბად შეიშრობს.



2kiss.gif დიდი მადლობა!


როგორ ხართ გოგოებო? იცით რა მაინტერესებს? I ტრიმესტრი რამდენი კვირა გრძელდება? 9ანუ ათვლა როცა იწყება მენსტრ. პირველი დღიდან და არა ჩასახვის დღიდან)

ამბოლო დღეებში ცუდად ვგრძნობ თავს ძალიან. გული ამოვარდნაზე მაქვს, ჰაერი არ მყოფნის და ღამე აღარ მძინავს. მემგონი ჟანგბადის უკმარისობაა, ცო? ხანდახან მგონია, რომ გული გამიჩერდება sad.gif
თქვენ გქონდათ ეს? ახლა მე-10 კვირაში ვარ.

Posted by: Suleluka 16 Mar 2007, 13:35
BaBajanka
შეიძლება მეტის ხარ, მე ეგრე მგონდა 17 კვირაზე, რა ცუდია მანდ რო ხარ მეკიკამენტები არ ემთხვევა, ვალერიანის და პუსტრნიკის ნაყენია ძალიან კარგი, თან არც ბავშვს ავნებს არაფერს.
მეორეთ როდის უნდა მიხვიდე ეხოზე?
ჩამოსვლა ხომ არ გადაგიწყვეტია?

Posted by: BaBajanka 16 Mar 2007, 14:08
suleluka

არა, მეტის ფიზიკურად ვერ ვიქნები, 22 იანვარს ჩამოვედი, მანამდე არ მქონია არავისთან ... biggrin.gif
სადღაც 25 იანვარს მოხდა ჩასახვა. მახსოვს ზუსტად მაგ დღეებში დამეწყო შეგრძნებები, მეგონა მომივიდოდა.

ეხოზე 29 მარტს ვართ დაბარებული. ჩამოსვლას 22 აპრილამდე არ ვაპირებ. 22-ში მაქვს ბილეთი და თუ ყველაფერი კარგადაა, მაშინ დავრჩები, იმიტომ, რომ მერე კარგა ხანს გამოდის, რომ ვეღარ ვნახავ მეუღლეს sad.gif(((((

რა ქენი, გადაგიარა ხველებამ?
წავიკითხე ეხოზე ყოფილხარ. smile.gif

Posted by: tatakuna 16 Mar 2007, 14:17
L&L

HCV a/b მესამე გენერაციის ენზიმიმუნოსორბენტული კვლევა (ELISA) ჰეპატიტი C ვირუსის მიმართ ანტისხეულების განსაზღვრისათვის.
შედეგი (OD) - 0.339
ინტერპრეტაცია
< 0.321 - უარყოფითი
0.321 - 0.393 ზღვრული
>0.393 - დადებითი

Posted by: Suleluka 16 Mar 2007, 14:36
BaBajanka
ხველებამ კი, იშვიათად თუ წამომახველებს, ნახველი ამოიწმინდება ბოლომდე და გადამივლის.
ეხოზე ჩემმა ექიმმა შემიყვანა და თვითონ დამხედა უბრალოდ ტონუსი ეგრე მალე რო მომეხსნა გაუკვირდა სავით მგონი biggrin.gif მე კაი პაციენტი ვარ ყველაფერს ვასრულებ biggrin.gif მერე ეკრანზე ხო რჩება გამოსახულება და მანახა, ლა პატალა და საკარელია

მანდ ვერ იშოვი ვალერიანს და პუსტირნიკს?
შავბალახა და კატაბალახა, მართლა ძალიან კარგია, დაგამშვიდებს, 2-3 დღეც რო დალიო გეყოფა



Posted by: BaBajanka 16 Mar 2007, 15:24
suleluka


მეეჭვება ეგენი აქ იყოს. smile.gif მაგრამ მაინც ვაკითხინებ ჩემ ქმარს.
და თბილისში არის ისეთი ექოსკოპიები, სადაც შენც უყურებ ეკრანს? აქ გაყურებინებენ. და კიდევ სურათებს თუ ბეჭდავენ??

რამხელაა შენი პაწუკა ახლა?

Posted by: Suleluka 16 Mar 2007, 15:32
BaBajanka
კი, კარგ კლინიკაში ყველგან აქვთ მეორე მონიტორი შენც რო უყურო ბაიას, მარა უბნის კონსულტაციაში რო ვიყავი იქ არ აქვთ მეორე ეკრანი, სურატებსაც ბეჭდავენ, ეხლა რო მივალ მეც მინდა სურათი, მანამდე არც მითხოვია ბაყაყივით იქნებოდა biggrin.gif
20 კვირის ვხდები ორშაბათს

Posted by: KAM_M_MILA 16 Mar 2007, 15:32
suleluka

დავარაშვილი არის ქავთარაძეზე ბიბიდაში

Posted by: Suleluka 16 Mar 2007, 15:36
KAM_M_MILA
ქავთარაძეზე სად ლეჩკომბინატში?
ლეჩკომბინატი ხომ გაიყიდა

Posted by: KAM_M_MILA 16 Mar 2007, 15:53
suleluka

ისევ მანდ არის, ყოველ შემთხვევაში, ერთი თვის წინ იყო

Posted by: Suleluka 16 Mar 2007, 16:02
KAM_M_MILA
მადლობ, ინფორმაციისთვის, მე მეგონა გადავიდნენ

Posted by: bubu1234 16 Mar 2007, 17:31
ხალხო ვნმეს თუ დაგილევიათ დიუფასტონი?და თუ გქონიათ გადაცდენილი?რა მჭირს ვერ გავიგე,ციკლის მოსაწესრიგებლად დამინიშნეს,მგონი უარესად ამერია ყველაფერი.

Posted by: ai: 16 Mar 2007, 17:43
suleluka
QUOTE
დავარაშვილი ხომ არ იცით ეხლა სად მუშაობს?

დავარაშვილი ლეჩკომბინატშია ქავთარაძეზე , გუშინ ვიყავი მაგასთან smile.gif)



bubu1234
QUOTE
ხალხო ვნმეს თუ დაგილევიათ დიუფასტონი?

მე დამინიშნეს დიუფასტონი ფეხმძიმობის პირველ თვეებში ყვითელი სხეულების მოსამატებლად, ყველას მაგას უნიშნავენ. შენ რატო დაგინიშნეს არ ვიცი, ალბატ რაღაც სხვა ფუნქციებიც აქვს მაგ წამალს



Posted by: L&L 16 Mar 2007, 18:28
tatakuna

ტესტის შედეგი არის ე.წ.რუხ ზონაში, როდესაც გაურკვეველია დიაგნოზი. ეს შეიძლება იყოს არასპეციფიური რეაქცია, რევმატიული ფაქტორის მომატებამაც შეიძლება გამოიწვიოს. მაგრამ შეიძლება იყოს დაავადების დასაწყისი. ერთი სიტყვით გაურკვევლი მდგომარეობაა. დაავადებაზე საუბარი ჯერ ზედმეტია.

პასუხი ორი კვირის შემდეგ გადაამოწმე. ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა, თუ რაიმე კლინიკური გამოვლინება არ გაქვთ, ამ ეტაპზე სავალდებულო არ არის.

bubu1234

დიუფასტონი იგივე პროგესტერონია.

Posted by: bubu1234 16 Mar 2007, 18:52
ai:
QUOTE
შენ რატო დაგინიშნეს არ ვიცი, ალბატ რაღაც სხვა ფუნქციებიც აქვს მაგ წამალს

მე ციკლს მოსაწესრიგებლად დამინიშნეს
L&L
QUOTE
დიუფასტონი იგივე პროგესტერონია.

ამ ცამლის მიღების შემდეგ შეიძლება თავის დროზე არ დაიწყოს მენსტრუაცია?

Posted by: tms 16 Mar 2007, 19:04
bubu1234
პროგესტერონის შემცველმა პრეპარატმა შეიძლება ციკლი გადაწიოს (პირადი გამოცდილებაsmile.gif ) გააჩნია რამდენი დღით ისე smile.gif

Posted by: bubu1234 16 Mar 2007, 19:12
tms
ჯერ მე-4 დღეა,მკერდი მტკივა უცნაურად,თავები მაქვს გადიდებული და მტკივა ძალიან,ხელს ვერ ვიდებ,ალბათ მაგ წამლის ბრალია?ესე არასდროს არ მქონია.

Posted by: tms 16 Mar 2007, 19:14
bubu1234
და ფეხმძიმობის ტესტი იქნებ გაგეკეთებინაsmile.gif

Posted by: bubu1234 16 Mar 2007, 19:20
ყველაფერთან ერთად გაციებული ვარ და ძალიან ბევრი წამლები დავლიე,რა მეშველება?სხვა სიმპტომები რომ არ მაქვს არა მგონია ფეხმძიმედ ვიყო smile.gif

Posted by: tms 16 Mar 2007, 19:23
bubu1234
შენი მტერი იყოს უსაშველო smile.gif ნუ ნერვიულობ...

QUOTE
არა მგონია ფეხმძიმედ ვიყო

ისე როცა არ გგონია მაშინ უფრო არის ხოლმე smile.gif

Posted by: Solveig 16 Mar 2007, 19:46
QUOTE (ai: @ 16 Mar 2007, 16:43 )
მე დამინიშნეს დიუფასტონი ფეხმძიმობის პირველ თვეებში ყვითელი სხეულების მოსამატებლად, ყველას მაგას უნიშნავენ. შენ რატო დაგინიშნეს არ ვიცი, ალბატ რაღაც სხვა ფუნქციებიც აქვს მაგ წამალს

შენ გინბდა თქვა, რომ დაგინიშნეს ყვიტელი სხეულის აქტივობის მოსამატებლად..ყვითელი სხეული გამოიმუშავებს პროგესტერონს, რომელიც ხელს უწყობს ჩანასახის მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე. თუკი საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავა, შესაძლებელია სპონტანური აბორტი. ამიტომაც "ეხმარებიან" წამლებით.

დუფასტონი ზუსტი პროგესტერონი არ არის, მაგრამ ძლიერ მიაგავს სტრუქტურით, უფრო აქტიურია და ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს მას.

QUOTE
ე ციკლს მოსაწესრიგებლად დამინიშნეს

როცა ციკლის მეორე ფაზაშია პრობლემები, მაშინ ნიშნავენ. მეორე გაზაში გამოიყოფა პროგესტერონი (ყვიტელი სხეულის მიერ), რაც ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებას (იდეაში-თუ განაყოფიერება მოხდა, ჩანასახი რომ დამაგრდეს. თუ არ მოხდა, პროგესტერონის გამოყოფა წყდება და იწყება გასქელებული ლორწოვანის ჩამოშლა, რასაც მოსდევს კიდეც სისხლისდენა). თუ გარკვეულ მიზეზთა გამო პროგესტერონის დეფიციტია ორგანიზმში, მაშინ საკვერცხის ციკლიდან საშვილოსნოს ციკლზე გადასვლა აღარ ხდება და აქედან გამომდინარე, სისხლდენაც აღარაა. ესაა ციკლის მოშლილობის ერთ-ერთი მიზეზი...

Posted by: ai: 16 Mar 2007, 20:54
bubu1234
QUOTE
ყველაფერთან ერთად გაციებული ვარ და ძალიან ბევრი წამლები დავლიე,რა მეშველება?სხვა სიმპტომები რომ არ მაქვს არა მგონია ფეხმძიმედ ვიყო 

ფეხმძიმედ ხააარ ფეეეხმძიმეეეეედ jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: bubu1234 16 Mar 2007, 22:39
L&L
tms
Solveig
დიდი მადლობა 2kiss.gif
ai:
QUOTE
ფეხმძიმედ ხააარ ფეეეხმძიმეეეეედ   

არ მგონია რატომღაც პეხმძიმედ რომ ვიყო,ტესტის გაკეთებაც აღარ მინდა, უკვე იმდენჯერ გამიცრუვდა იმედი, და იმდენჯერ დავრჩი გაღიმებული, ტესტის გაკეთების სურვილი აღარ მაქვს, 3 - 4 დღე დაველოდები, 1 კვირა რომ გახდება მერე გავიკეთებ
2kiss.gif მადლობ 2kiss.gif

Posted by: makvala 16 Mar 2007, 23:33
tms

შენ როგორა გაქვს საქმე? მოვიდა შენი დროც თუ არა??

გინეკოლოგია კი იცოცხლე ნასწავლი გაქვს – ბუბუმ კი მართლაც ტესტი გაიკეთოს ის დროა....

L&L
QUOTE
ტესტის შედეგი არის ე.წ.რუხ ზონაში, როდესაც გაურკვეველია დიაგნოზი. ეს შეიძლება იყოს არასპეციფიური რეაქცია, რევმატიული ფაქტორის მომატებამაც შეიძლება გამოიწვიოს. მაგრამ შეიძლება იყოს დაავადების დასაწყისი. ერთი სიტყვით გაურკვევლი მდგომარეობაა. დაავადებაზე საუბარი ჯერ ზედმეტია.


აუუ, არ გინდათ, ზედმეტად კოლეგიალურები ნუ ხართ რა...

რაც ჩამოთვალეთ ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ თქვენ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი მიზეზი გამოტოვეთ, რაც ჩვენს ლაბორატორიებში არც ისე იშვიათია - ძვირადღირებული რეაქტივების დაძველება... ნუ გადაწუწება სინჯარიდან მიკროპლანშეტზე უკვე იციან, მაგრამ ხშირად იქაც ტვინს ძალას არ ატანენ...

თქვენსავე საიტზე გიწერიათ:

http://www.medea.ge/cons14.htm
http://www.medea.ge/control.htm
http://www.medea.ge/eqimebs.htm

ასე რომ თეთრს და შავს საკუთარი სახელები დავარქვათ, არა აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტულად...

ხომ იცით რომ იმუნოფერმენტული ანალიზის სანდოდ ჩამტარებელი ლაბორატორია ძალიან ცოტაა, არადა მიკროპლეიტ რიდერი უკვე ყველა ბუჩქის ძირას დგას...

პასუხთან ერთად ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ აწერს პასუხს ხელს...

tatakuna

სად გაიკეთე ანალიზი?

Posted by: Basher 17 Mar 2007, 03:35
ერთი კითხვა მაქვს!

ბოლო ციკლის პირველი დღე არის 7 მარტი, ანუ სადღაც 5 კვირის არის ნაყოფი!
ხანდახან დილაობით ოდნავ სპაზმები ქონა დასაშვებია? უცებ წამიერად და თან ყრუდ!

თუ არის მოშლის რაიმე საფრთხე? ან რისი ბრალია ?

Posted by: Suleluka 17 Mar 2007, 09:29
Basher
სპაზმები იცის ხოლმე, ეხოზე იყავი?

Posted by: L&L 17 Mar 2007, 09:32
makvala

რა თქმა უნდა ლაბორატორიის შეცდომისაგან დაზღვევა არ არსებობს, მაგრამ ეს ალბათ არ არის tatakuna-ს ანალიზის შედეგის ყველაზე უფრო შესაძლო მიზეზი.

Basher

QUOTE
ბოლო ციკლის პირველი დღე არის 7 მარტი, ანუ სადღაც 5 კვირის არის ნაყოფი!


დღეს 17 მარტია, თარიღი დააზუსტეთ თუ შეიძლება. სიმპტომებიც უფრო დეტალურად აღწერეთ

Posted by: tatakuna 17 Mar 2007, 12:32
QUOTE (makvala @ 16 Mar 2007, 23:33 )



makvala

სად გაიკეთე ანალიზი?

ციტოში გავიკეთე, დღეს დილით ღვიძლის ფუნქცია გავიკეთე, პასუხს ველოდები
* * *
გოგოები სტრიებზე იცი რა გავიგე? ყველას ზეითუნის ზეთის შეზილვა ჯობიაო, 10 წუთის განმავლობაში ბარძაყებიდან დაწყებული და ზევით. ოღონდ ნამდვილი უნდა იყოს
* * *
L&L
მადლობ, ვნახოთ რა იქნება

Posted by: tms 17 Mar 2007, 13:30
makvala
QUOTE
შენ როგორა გაქვს საქმე? მოვიდა შენი დროც თუ არა??

კი მოვიდა და უკვე გავიდა თავის უარყოფითი პასუხით smile.gif

QUOTE
გინეკოლოგია კი იცოცხლე ნასწავლი გაქვს

კი, 3 IUI და ერთი ICSI -დან ეგ მაინც შემრჩა... ი ტო ხლებ smile.gif
მოკლედ ისევ მამაპაურს უნდა დავუბრუნდე, ვანებე თავს ექიმებსდ აასე ქენი ისე ქენი ამ დროსადა ამ საათზე..

Posted by: HAG 17 Mar 2007, 13:49
თუ გახსოვთ დაახლოებით ერთი კვირის წინ დავწერე მთელი რიგი სიმპტომები, რომელიც ძალიან გავს ორსულობის სიმპტომებს, მოკლედ წესით და რიგით ხვალ ველოდები მენზას. მას შემდეგ განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა, ყველაფერი იგივეა, სიცხე მაქვს უკვე 2 კვირაა და არაფერი მაწუხებს. ერთადერთი რაც შემეცვალა მკერდის ზომაა, რომელიც აღარაფერში აღარ მეტევა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ რომ ბევრჯერ დავრჩი იმედგაცრუებული ტესტის შემდეგ, თუმცა ასეთი შეგრძნებები არასდროს მქონია. მოკლედ ან საბოლოოდ გავგიჟდი ან ორსულად ვარ, მაგრამ მირჩევნია მეორე იყოს smile.gif

რას მირჩევთ ხვალვე გავიკეთო ტესტი თუ ცოტა მოვიცადო???

Posted by: Suleluka 17 Mar 2007, 14:02
HAG
მე გადაცდენას არ დაველოდე, 1 კვირით ადრე კიყავი დარწმუნებული რომ ფეხმძიმედ ვარ,მართალია ეს პირველად იყო ჩემ ცხოვრებაში თქმას ვერ ვბედავდი მარა დარწმუნებული ვიყავი რომ ფეხმზიმედ ვარ, ზუსტად იმ დღისით გავიკეთე ტესტი როცა ველოდებოდი და დადებითი იყო, მარა მეორე ხაზი იმდენად ღია ფერის იყო რო ვერსად ვერ ვამბობდი, მარა მერე ტოქსიკოზი რო დამეწყო ეჭვიც აღარ შემპარვია, 12 დღე რომ გადამიცდა მივედი ეხოზე და 6 კვირის ფეხმძიმე აღმოვჩნდი smile.gif
ასე რომ იმედებს ნუ იცრუებ წინასწარ, მკერდი მეც ისე მქონდა თითქოს მენტრუაცია უნდა დამეწყოს, გაგიდებული და თავები მტკიოდა, მუცელშიც რაღაცნაირი შეგრძნებები მქონდა როგორც წამოსვლის წინ იცის







Posted by: HAG 17 Mar 2007, 14:13
suleluka

უკვე მეშინია თავის დაიმედების. დიდი მადლობა გამხნევებისთვის, მაშინ ხვალ გავიკეთებ ტესტს smile.gif

Posted by: Suleluka 17 Mar 2007, 14:16
HAG
მაყვალამ თქვა, რაღაც კარგი ტესტი, 3 ლარი ღირს ფრანგულიაო მგონი BB ტესტი, ეგ იყიდე უფრო ზუსტია

Posted by: ai: 17 Mar 2007, 14:21
bubu1234
QUOTE
არ მგონია რატომღაც პეხმძიმედ რომ ვიყო,ტესტის გაკეთებაც აღარ მინდა, უკვე იმდენჯერ გამიცრუვდა იმედი, და იმდენჯერ დავრჩი გაღიმებული, ტესტის გაკეთების სურვილი აღარ მაქვს, 3 - 4 დღე დაველოდები, 1 კვირა რომ გახდება მერე გავიკეთებ
მადლობ 

ეგ ეგრეა როცა არ გგონია მაშIნ ხდება, მეც ღრმად არ მეგონა მარა ა დღეს ფეხმძიმობის ტანსაცმლები ვიყიდე უკვე biggrin.gif
გაგვაგებინე რა მოხდება smile.gif

ხალხო წესიერი ორსულების ტანსაცმლები სად იყიდება?
რაღაც არაფერი არ მომწონს user.gif

Posted by: Suleluka 17 Mar 2007, 14:25
ai:
ისე თბილისში ერთი ისეთი მაღაზია არ უნდა იყოს საფეხმძიმო რარაცეები რო იყიდებოდეს.
როგორიც მე მინდა ეგეთი ვერაფერი ვნახე

Posted by: lala 17 Mar 2007, 14:58
motherhood ასეთი მაღაზიააა ჭავჭავაძეზე. კიკოს მაღაზიის გვერდით გვერდით
ფეხმძიმეებო წინასწარ ყიდულობთ თქვენი ბაიებისთვის ტანსაცმელებს და რაღაცეებს?

Posted by: Breaky 17 Mar 2007, 15:06
suleluka
lala

მელიქიშვლიზეცაა ეგეთი მაღაზია. თუმცა არ შევსულვარ არასდროს და არ ვიცი რამდენად კარგი ტანსაცმელი აქვთ.

Posted by: Suleluka 17 Mar 2007, 15:08
lala
Breaky
ვნახავ მერე, ამ ბოლო დღეებშიბევრი ვიარე და ეხლა ცოტა სახლში უნდა ვიჯდე biggrin.gif

Posted by: masha 17 Mar 2007, 15:09
მოკლედ მინდა წლის და 6 თვის ბავშვს დავანებებინო ძუძუს ჭამა, როგორც გავიგე, ორგანიზმი მზად უნდა იყოს ლაქტაციის შეწყვეტისთვის, ამის გაგება კი ცოტა რთულია; თან არის მოსაზრება რომ მკერდის აკვრა არ ვარგა, პრეპარატების მიღება თვითნებურად არ შეიძლება და ექიმთან კონსულტაციაა საჭირო; ვის რა გამოცდილება გაქვთ , გამიზიარეთ პლზ.

Posted by: Solveig 17 Mar 2007, 15:29
QUOTE
წესიერი ორსულების ტანსაცმლები

არაწესიერი ორსულებიც არსებობენ? biggrin.gif

Posted by: bubu1234 17 Mar 2007, 15:52
იცით რა მაინტერესებს? ტემპერატურას ვიზომავ,ყოველ დილას ერთი და იგივე დროს,ჯერ 2 დღე მქონდა 37, მერე 4 დღე მქონდა 36.8, დღეს რომ გავიზომე 36.6, და ჯერ კიდევ არ დამწყებია მენსტრუაცია, რას ნიშნავს ამ დღეებში დამეწყება? smile.gif

Posted by: lala 17 Mar 2007, 16:08
Breaky
ეგ მელიქიშვილიდან გადმოიტანეს ჭავჭავაძეზე. იქ აღარ არის . კიდევ ბავშვების ბენეტონში არის ხოლმე კარგო რაღაცეები. იყო და ეხლა არ ვიცი
მომავალო დედიკოებო როდიდან იწყებთ ბავშვისთვის საჭირო ნივთების ( ტანსაცმელი, ავეჯი და ა.შ. ) ყიდვას?

Posted by: dusi 17 Mar 2007, 17:45
დედიკოებო, ,,კიდობანის მეორე სართულზე ვნახე ,ტანსაცმლის მაღაზია ორსულებისთვის. გარედან არ ჩანდა ცუდი, შიგნით არ შევსულვარ. ყველას კარგად ყოფნას გისურვებთ. smile.gif

Posted by: Vanadisi7 17 Mar 2007, 19:25
bubu1234
მაქსიმუმ ორ დღეში წამოგივა.

Posted by: Basher 18 Mar 2007, 04:26

L&L

უკაცრავად! 7 თებერვალი
* * *
L&L

სპაზმებიც შეიზლება არ დაერქვას! უბრალოდ რაგაც გაიელვებს წამიერად და მორჩა! არც ტკივილი არ აქვს! უფრო დილით ხდება! ერტხელ გაიელვებს მტელი დღის განმავლობაში ხოლმე!

შეიზლება რომ ჟანგბადის ნაკლებობის გამო იყოს ეს ყველაფერი?

ან თუ შეიზლება რომ ჟანგბადის გამდიდრების მიზნით ნემსების გაკეთება! ეს ნაყოფს ხომ არ ავნებს??

Posted by: ShadowCat 18 Mar 2007, 13:16
tms
QUOTE
კი მოვიდა და უკვე გავიდა თავის უარყოფითი პასუხით

sad.gif
მისმინე (შეიძლება უცნაურად ჟღერდეს მაგრამ მაინც), ამასწინათ ერთ წიგნს ვკითხულობდი დიეტაზე (ამაზე მთელი თემაა გახსნილი ჩვენთან, კულინარიაში biggrin.gif). ჰოდა ამ წიგნში თავიანთ შთაბეჭდილებებს ყვებოდა ის ხალხი, ვინც ამ დიეტაზე იყო.
მათ შორის ორმა ქალბატონმა თქვა, რომ დიეტის შემდეგ დაორსულდნენ!!
ორივეს გავლილი ქონდა მკურნალობის ხანგრძლივი კურსები და ნაცადი ქონდათ უამრავი საშუალება, მაგრამ უშედეგოდ.
ერთი მათგანი ამ დიეტის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ დაორსულდა, მეორე - მგონი 5-6 თვის შემდეგ.
არ ვიცი, რამდენად ახდენს გავლენას სწორი კვება ციკლზე და ა.შ. ამაზე თუ გინეკოლოგებიც გააკეთებენ კომენტარს, კარგი იქნება yes.gif
ჰოდა.. არ გინდა სცადო? user.gif baby.gif

Posted by: tms 18 Mar 2007, 14:21
ShadowCat
დიდი მადლობა რჩევისთვის..smile.gif

Posted by: Suleluka 18 Mar 2007, 14:45
მემგონი ტოქსიკოზი მეწყება თავიდან, ნეტა რა მჭირს sad.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 18 Mar 2007, 19:16
ai:
QUOTE
ხალხო წესიერი ორსულების ტანსაცმლები სად იყიდება?
რაღაც არაფერი არ მომწონს

პასაჟში ვნახე ამას წინათ, სპეციალური, პატარა ბუტიკია, 140 -150 ლარიდან იწყებოდა ფასები, მთლიანი კაბებიც ქონდათ, შარვალი+ბლუზებიც, მე ძალიან მომეწონა.
თუ გაინტერესებს, აგიხსნი, ზუსტად სადაა.

Posted by: BaBajanka 19 Mar 2007, 12:28
როგორ ხართ გოგოებო????
მე ბოლოს ველედას ზეთი შევიძინე და ვიგლისავ გულმოდგინედ.

QUOTE
პასაჟში ვნახე ამას წინათ, სპეციალური, პატარა ბუტიკია, 140 -150 ლარიდან იწყებოდა ფასები, მთლიანი კაბებიც ქონდათ, შარვალი+ბლუზებიც, მე ძალიან მომეწონა.თუ გაინტერესებს, აგიხსნი, ზუსტად სადაა.


რამდენიმე თვისთვის ცოტა მეძვირა ფასები. sad.gif არადა ყველაფერი საყიდელი მაქვს. აქა გავიარე და ვერაფერი საინტერესო ვერ ვნახე, ერთი კაბა მომეწონა და ისიც 70 ევრო იყო, მოკლედ ძვირია.

მე მელიქიშვილზე მაქვს თვალი მოკრული, არ ვიცი კიდევ არის თუ არა ეგ ფეხმძიმეების მაღაზია.






ხალხნო, პირველი ტრიმესტრი როდის მთავრდება??? ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან რამდენ კვირაში???????

Posted by: ai: 19 Mar 2007, 12:29
Solveig
QUOTE
QUOTE
წესიერი ორსულების ტანსაცმლები


არაწესიერი ორსულებიც არსებობენ? 

კი biggrin.gif არაწესიერი ორსულები არიან ისინი ვინც არაწესიერ ტანსაცმელს იცმევენ biggrin.gif


მელიქიშვილზე ყოფილა და კიდე ბენეტონის საბავშვო განყოფილებაში


WOMAN IN LOVE
QUOTE
პასაჟში ვნახე ამას წინათ, სპეციალური, პატარა ბუტიკია, 140 -150 ლარიდან იწყებოდა ფასები, მთლიანი კაბებიც ქონდათ, შარვალი+ბლუზებიც, მე ძალიან მომეწონა.თუ გაინტერესებს, აგიხსნი, ზუსტად სადაა.

მე ვნახე ეგ მაღაზია და 75 ლარიდან იყო ფასები smile.gif 1 კვირაში გვექნებაო ახალი კოლექცია, მარა დიდი არაფერი user.gif



ნუშის ზეთი მირჩიეს და ვინმე ხმარობს ? spy.gif

Posted by: Suleluka 19 Mar 2007, 12:31
BaBajanka
I ტრიმესტრი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კვირა


II ტრიმესტრი
12 13 14 15 16 17 18 19 20 21 23 24 25 26 27 კვირა

III ტრიმესტრი
28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 კვირა




QUOTE
ერთი კაბა მომეწონა და ისიც 70 ევრო იყო, მოკლედ ძვირია.

მანდ გირჩევნია რო იყიდო, მანდაური ხარისხი და აქაური ვერ შეედრება და ისე არც მგონია მაგაზე იაფად აქ რო ნახო კარგი

Posted by: BaBajanka 19 Mar 2007, 12:41
suleluka

2kiss.gif გაიხარე. ანუ იქითა კვირაში მეორე ტრიმესტრში გადავბარგდებით მე და ჩემი თავკო?? smile.gif


QUOTE
მანდ გირჩევნია რო იყიდო, მანდაური ხარისხი და აქაური ვერ შეედრება და ისე არც მგონია მაგაზე იაფად აქ რო ნახო კარგი


კი, ნამდვილად ასეა, ხარისხი მართლაც ვერ შეედრება , ბევრჯერ გამოვცადე. აქაური იაფფასიანიც კი ბევრად ხარისხიანია სამწუხაროდ. არ ვიცი, იმდენი რაღაცაა საყიდელი, მაგ კაბას რამდენად შევწვდები smile.gif

შენ და შენი ქალბატონი როგორ ხართ? ღამე ძილს გიფრთხობს? ჩემი მიუხედავად იმისა, რომ ერთი წერტილია მხოლოდ, ძილს უკვე არ მაცლის. ყოველ წამში მეღვიძება და ნერვები მეშლება მის მამას რომ უდარდელად ძინავს ხოლმე biggrin.gif გულის პრანჭვებმა გადამიარა, თუ მოჩვენებითია არ ვიცი.

იმ დღეს სტუმრები გვყავდა და 3 ჭიქა მარტინი დავლიე, მაინცდამაინც ძლიერი სასმელი არაა, მაგრამ გვიან დავიწყე ნერვიულობა. smile.gif

Posted by: Suleluka 19 Mar 2007, 12:55
BaBajanka
რა ვიცი იჟოგა მაქ და გულის რევის შეგრძნებასავით 3 დღე, დავიტანჯე, ესე მითხრეს ბავშვს თმა ამოსდის და იცის ხოლმეო, არარ შემიძლია, ისე კი როგორც ჩანს ძალიან ჭკვიანი ბაია მყავს, ეხლა მომიკაკუნა ამ წუთას biggrin.gif


Posted by: BaBajanka 19 Mar 2007, 13:03
suleluka

მე ძალიან წარმატებით დავამარცხე ტოქსიკოზი, დილით თვალს სანამ გავახელ, ვაშლი უკვე შთანთქმული მაქვს. ვცდილობ, სანამ ავდგები უკვე კაი ნაძოვარი გახლდეთ. ხოდა მას მერე არაფერს შევუწუხებივარ. დღის განმავლობაში ცოტას და ბევრჯე რ ვჭამ, აღმოვაჩინე, რომ 1 კილოც დავიკელი. (რაც ძალიან გამიხარდა) თუმცა რაც საჭიროა ყველაფერს ვიღებ, ვცდილობ არაფერი დავიკლო, მაგრამ თავს ნამცხვრებისაგან და ცომეულ-მოხრაკულ-შემწვრებსაგან თავს ვიკავებ.

ცადე კიდევ იმბირის ჩაი, ძალიან საოცრებაა გულის რევისთვისო. კიდევ ციტრუსები.

Posted by: SPC 19 Mar 2007, 13:37
დუფატსონი ციკლის მოსაწესრიგებლად კარგია?....

Posted by: Suleluka 19 Mar 2007, 13:39
BaBajanka
მე სამი თვე მქონდა ტოქსიკოზი sad.gif
ეხლა მკერავთან ვიყავი შარვალი შევაკერინე საფეხმძიმო კარგი გამოვიდა, როგორიც მე მინდოდა ისეთი ზუსტად ვერსად ვერ ვნახე smile.gif
მადას არ ვუჩივივარ თან ვიტამინები დამინიშნა ექიმმა, გუშინ ავიწონე და ლამის გავგიჟდი და ლამის გადმოვარდი სასწორიდან 10 კილო მაქ მომატებული

Posted by: bubu1234 19 Mar 2007, 13:47
SPC
QUOTE
დუფატსონი ციკლის მოსაწესრიგებლად კარგია?....

მე ციკლის მოსაწესრიგებლად ვსვავ, ჯერ ვერ ვამჩნევ შედეგს,ისევ გადამიცდა,რა ვიცი მგონი კარგია.

Posted by: BaBajanka 19 Mar 2007, 14:05
suleluka

10 კგ მგონი ნორმაზე მეტია , არა? ბევრს ჭამ?
მე ისედაც 10 კგ-თი მეტი ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი, 6 თვეში 17 კგ მოვიმატე და ხო ხვდები რა პანიკაშიც ჩავვარდებოდი. 45-დან 62-ზე ავხტი. ბოლოს გადავწყვიტე 48=მდე ჩამოვსულიყავი და 58-ს რომ ჩამოვაღწიე, ფეხმძიმედ აღმოვჩნდი. მერე უცებ 60 გავხდი. და შაბათს ავიწონე, 58.8 ვარ.


უი ეგ რა კაი იდეაა, მკერავი არც კი გამხსენებიაააა...... სად აკერინებ??? მე პავლოვზე ვიცი ერთი კარგი მკერავი. რა კაი რამე გამახსენე!

Posted by: Suleluka 19 Mar 2007, 14:19
BaBajanka
რა ვიცი ნორმაა თუ არა, ხან ბევრს ვჭამ ძალიან ხან სულ არ ვჭამ, ვინმ მხედავს გასუქებული რა ვარ, მარა მუცელი მაქ დიდი და მკერდი გამეზარდა biggrin.gif

კარგი მკერავი ვიცი რუსთაველზე საუნჯე როა მანდ, მარა მაგის თავი არ მქონდა მევლო მანდ და ახალი მკერავი აღმოვაჩინე გვერძე კორპუსში და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, ფასიც ნორმალური გამოდის და ზომითაც ზუსტად შენ ტანზეა.
ისე 2 ჯინსი მაქ ეგ ერთი შავი კლასიკური შევაკერინე, მერე საზაფხულოთაც ერთ კარგ სარაფანა-კაბას შევაკერინებ და კი მეყოფა, სულ ფეხმძიმედ ხო არ ვიქნები biggrin.gif

Posted by: tatakuna 19 Mar 2007, 14:33
suleluka

სად შეიკერე შარვალი?

Posted by: BaBajanka 19 Mar 2007, 14:36
suleluka

biggrin.gif

ხო, ჯინსები მინდა, ერთი საზაფხულო შარვალი კი მაქვს, რომ გავსუქდი, მაშინ ვიყიდე სპეციალურად ფეხმძიმეებისათვის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ჯერ მუცელი არ მაქვს, თუმცა რაღაც გამონაზარდივით კი, კაი ნაჭამი როცა ვიყავი გასიების მერე, დაახლოებით მაგხელა მუცელი მქონდა ხოლმე და ახლა ვეღარ ვიგებ რომელი მუცელია ეს smile.gif

როგორ ც ვიცი ნორმა 10 -12.5 კგ-მდეა. სადღაც ამოვიკითხე და თუ ძალიან ბევრს არ მოიმატებ აწი, მგონი ნორმაა smile.gif



Posted by: Suleluka 19 Mar 2007, 14:44
BaBajanka
ჯერ 5 თვის არა ვარ და 10 კილო მაქ მომატებული და 9 თვისთვის ალბათ რამხელა ვიქნები, ისე წონაში მომატება ინდივიდუალურია, ჩემი ქმრის ძმაკაცის ცოლმა 7 კილო მოიმატა სულ, და ბავშვი 3 კილო გააჩინა

Posted by: BaBajanka 19 Mar 2007, 15:11
suleluka


მაგას დაუკლკია biggrin.gif
ნუ გეშინია, მთავარია თავის გაკონტროლება ასე თუ ისე შეძლო და ბევრი არ ჭამო, მერე უფრო იოლად დაყრი, რაც აკრიფე.

Posted by: Suleluka 19 Mar 2007, 15:15
BaBajanka
ხან იმდენს ვჭამ ჩემი ქმარი პირდაღებული მიყურებს biggrin.gif

Posted by: BaBajanka 19 Mar 2007, 15:21
suleluka

ჩემი დაქალი ქუჩაშიც კი ჭამდა, თერმოსი ედო პალტოს ჯიბეში და თაფლიან და ლიმნიან ჩაის გაჩერებაზე სვამდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
სახაჭაპურეში შედიოდა და "სპეცზაკაზს" აცხობინებდა 50X50-ზე biggrin.gif (ეს ბოლო გადავაჭარბე, მაგრამ დაახლოებით ასე იყო) ხოდა გახდა 90 კგ. ძალიან მეშინია ასეთი რაღაც არ დამემართოს, იმიტომ, რომ მას მერე ვეღარ დაიკლო და საერთოდ მეორე ბავშვიც მიაკოლა და ახლა ბეჰემოტია.

sad.gif

ისე მაღალი თუ ხარ, ძალიან არ შეგეტყობა

Posted by: maikomaiko 19 Mar 2007, 15:37
BaBajanka

შენი დაქალი სანამ დაორსულდებოდა დიეტებს ხო არ იცავდა მკაცრს?
ბევრი გოგო ვიცი, როცა დაორსულდება და უკვე ყველაფერი უნდა ჭამოს თავს არარიკავებენ და ამიტომ ძალიან სუქდებიან.

აი ჩემი ბიძაშვილუკა 5 თვისაა, სიფრიფანა გოგოა და პაწუკა მუცელი აქვს. ისეთი პატარა,რომ თუ არ იცირომ ორსულადაა, ვერ მიხვდები. და ასეთი პატარა მუცელი ნორმალურია?
spy.gif

Posted by: Suleluka 19 Mar 2007, 15:42
BaBajanka
მეც მეშინია გასუქების sad.gif
მაღალიც არა ვარ, მარა ადვილად ვიკლებ საერთოდ, პურის ჩამას როგრც კი მოუკლებ მეტყობა ხოლმე biggrin.gif მარა ეხლა სულ მშია, შეიძლება ვიტამინების ბრალიცაა

Posted by: BaBajanka 19 Mar 2007, 15:43
maikomaiko

არ მახსოვს, მართალი გითხრა, იცავდა თუ არა დიეტას. ისე მეც ვიცავდი 3 კვირა ის, რომ არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი cry.gif

მე ძალიან ბევრი ვიცი საახლობლოდან, გამხდარი და პატარა ვინცაა, მუცელიც შესაბამისად პატარა ქონდათ.
ეგ კი არა, 180 სმ-იანი ახლობელი მყავს, მოდელი იყო, რომელსაც მე-9 თვეშიც ვერ შეატყობდი, რომ ფეხმძიმედ იყო. smile.gif ასე, რომ არ ინერვიულო

Posted by: HAG 19 Mar 2007, 16:24
ეხლა გავიზომე სიცხე და მაქვს 36.7, ტესტი გავიკეთე გუშინ და ორსულობა არ აჩვენა. ანუ რა???

Posted by: Suleluka 19 Mar 2007, 16:26
HAG
რამდენი დღე გადაგიცდა?

(არ ვიცი სიცხე რა შუაშია ეგეთებს ვერ ვიგებ smile.gif )

Posted by: tms 19 Mar 2007, 16:35
QUOTE (HAG @ 19 Mar 2007, 16:24 )
ეხლა გავიზომე სიცხე და მაქვს 36.7, ტესტი გავიკეთე გუშინ და ორსულობა არ აჩვენა. ანუ რა???

და ციკლი გადაცილებულია უკევ?
ისე თუ მთელი ციკლი განმავლობაში რეგულარულად არ იზომავდი ტემეპარტუარს და შესაბამისად არ იცი ცვლილება, ერთი გაზომვა ანუ ციკლის დაწყების წინ, არაფერი დიდი ინფორმაციული არ იქნება smile.gif

Posted by: BaBajanka 19 Mar 2007, 17:10
HAG

სიცხე თუ დაგეწია, ეგ ერთერთი მაჩვენებელია, რომ უნდა მოგივიდეს.
sad.gif

არ გაშინებ, მაგრამ ორსულობისას ტემპერატურა მაღლა რჩება, რამდენადაც მე ვიცი

Posted by: lala 19 Mar 2007, 17:37
აუ მეც ძაან ბევრს ვჭამ არადა მანამდე ვაფშე არ ვჭამდიიი 1.67 და 46 კილო ვიყავი და 1 თვის წინ 56 ვიყავი და ეხლა ალბათ მინიმუმ 60 ვიქნები , რა ვქნა სულ მშია ხოლმე და აბა არ ვჭამოო biggrin.gif biggrin.gif თან ჩემ გოჭუნასაც შია ხოლმეე და ცოდოოააა biggrin.gif

Posted by: BaBajanka 19 Mar 2007, 17:43
lala

ეცადე რომ შიმშილი გადალახო, თOრემ მერე ინანებ biggrin.gif
რაც საჭიროა ის ჭამე.

Posted by: lala 19 Mar 2007, 17:46
რავიცი არა ხო თუ ძაან ავკრიფე შევჩერდები ცხოვრებაში 48 კილოს მეტი არ ვყოფილვარ და რაც არ მიჭამია ეხლა ვჭამ biggrin.gif
მე ექიმმა მითხრა 16 კილო შეგიძლია მოიმატოო შენი წონისთვის ნორმმააო და რავიცი ვნახოთ ზეგ მივალ და გავიგებ რამდენი კილო ვარ smile.gif)

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Mar 2007, 17:48
suleluka
QUOTE
იჟოგა მაქ

მაგას ბორჯომი ან მოხალული მზესუმზირა შველის.

Posted by: Suleluka 19 Mar 2007, 20:04
lala
9 თვისები რო იქნებიან ვიქნებით ლოტოს კოჭებივით lol.gif

WOMAN IN LOVE
მადლობ 2kiss.gif

Posted by: anakatrin 19 Mar 2007, 21:09
მომავალო დედიკოებო,ჩემი ჭკუის დარიგება არცერთს გჭირდებათ მარა ყველანაირი ვიტამინი და საჭირო საკვები მიიღეთ გირჩევთ,დიეტებზე ყოფნას და ფორმაში ჩადგომას ყოველთვის მოასწრებთ.25კილო მოვიმატე ორსულობაში,ძალიან განვიცდი მარა ამად მიღირდა ის რომ ჩემი შვილი ჯანმრთელია.9თვის განმავლობაში თუ დედა არა საკმარის ვიტამინს და საკვებს იღებს ის ნაყოფზე აისახება და აუცილებლად იმოქმედებს.შესაძლებელია რომ დაბადებისთანავე არ შეეტყოთ მარა ცხოვრების ბოლომდე ორსულობის დროს გაკეთებული დიეტები სანანებლად გექნებათ.გააკეთეთ ორსულებისთვის საჭირო დიეტა კვირაში 1დღე ხაჭო ჭამეთ მარტო,მარა აუცილებლად გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ,ხაჭო ბავშვისთვისაც სასარგებლოა,თქვენთვისაც და თან ზედმეტი კილოგრამების აკრეფას შეუშლის ხელს.ვინმემ ჭკუის დარიგებად არ ჩამითვალოთ უბრალოდ მერე შეცდომის გამოსწორება უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელია.ყველას წარმატებულ ორსულობას და მშობიარობას გისურვებთ,მერე კი ბედნიერ დედიკოობას 2kiss.gif


პ.ს.არც ისაა აუცილებელი რომ ორსულმა ზედმეტად მეტი მიიღოს,უბრალოდ რაც აუცილებელია ორსულისთვის და ბავშვისთვის იმაზე უარს ნუ იტყვით


suleluka

ინდივიდუალურია მარა შეიძლება შემდეგ თვეებში ნაკლებად მოიმატო.მეც6თვემდე ძალიან ბევრი მოვიმატე და შემდეგ არც ისე ბევრი
ყველაზე იდიალურია ორსულობაში9-12კილომდე მომატება,9 კილომდე არასასურველია,იმიტომ რომ ბავშვი დედისგან იღებს ყველანაირ ვიტამინს,15კილომდე ნორმალურია და 15კილოს ზევით ძალიან ბევრი.მთავარაია ჩემო კარგო ჯანმრთელი იყო და ჯანმრთელი ბავშვი გააჩინო და დანარჩენი ტრაგედია არაა,მერე ჩადგები ფორმაში ბავშვს როცა გააჩენ.წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ შენც და პაწუკასაც 2kiss.gif

Posted by: bubu1234 19 Mar 2007, 22:44
BaBajanka
QUOTE
სიცხე თუ დაგეწია, ეგ ერთერთი მაჩვენებელია, რომ უნდა მოგივიდეს

ციკლის დროს აუცილებელია სიცხის გაზომვა?თუ არა მერამდენე დგიდან უნდა დავიცყო სიცხის ზომვა?

Posted by: lala 19 Mar 2007, 23:11
suleluka
ხოო smile.gif მაგრამ მართალია რაც საჭიროა იმას ვიღებ , უსაშველოდ ღორივით არ ვჭამ მარა დიეტის დაცვას ნამდვილად არ ვაპირებ smile.gif თან მე ისეთი აღნაგობა მაქვს ძაან მაინც არ გავსივდები იმიტომ რომ ძაან გამხდარი ვიყავი

anakatrin
მართალი ხარ yes.gif

Posted by: Basher 20 Mar 2007, 05:37
ორსულობის 5-6 კვირისთვის დამახასიათებელია თუ არა საშვილოსნოში წამიერი (გაელვებასავით) პატარა ტკივილის მაგვარი შეგრზნება!
დგეში ერთხელ ან ორჯერ!
თუ საშიშია ეს ყველაფერი???

Posted by: BaBajanka 20 Mar 2007, 12:04
bubu1234
QUOTE
ციკლის დროს აუცილებელია სიცხის გაზომვა?თუ არა მერამდენე დგიდან უნდა დავიცყო სიცხის ზომვა?



საერთოდ თუ გინდა, რომ ოვულაციის დღე დაადგინო, მინიმუმ 3 თვე ყოველ დღე უნდა იზომო სიცხე. ტელმერატურა იმატებს ოვულაციის დროს და მომდევნო მენსტრუაციამდე რჩება მაღალი, შემდეგ ისევ დაბლა ვარდება და ასე მეორდება. მხოლოდ ორსულობის შემთხვევაში არ ვარდება ტემპერატურა.

არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ იმდენი მაქვს ამაზე წაკითხული, თავს უფლება მივეცი მეპასუხა smile.gif



არა ხალხნო, რა დიეტა! ისე ნაკლების ჭამას, მეტი რომ ჭამოთ და გასუქდეთ ის ჯობია smile.gif
მე ვთვლი, რომ ნორმალურად ვიკვებები, ხორცს ვიღებ, რძის პროდუქტებს, ბოსტნეულს და ხილს. თან ზომიერად. ნამცხვრებს, შოკოლადებს, მაღაზიის წვენებს და ბულკებს ვერიდები. თUმცა მაკარონი ბრინჯი, ყველაფერს ვჭამ დანარჩენს. მაინც დავიკელი 1 კგ. ვფიქრობ იმის დამსახურებაა, თავს ვაკონტროლებ. გარდა ამისა არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს და სიმძიმის შეგრძნება მხოლოდ მაშინ მაწუხებს, როდესაც ზომაზე ცოტა მეტი მომდის ჭამა. smile.gif (მაინც მომდის ხოლმე, რა ვქნა!)

Posted by: Suleluka 20 Mar 2007, 14:26
anakatrin
მადლობ რჩევისთვის 2kiss.gif არც ვაპირებ დიეტაზე დაჯდომას, რო მშია მაშინვე თუ არ ვჭამე მერე ცუდათ ვხდები ხოლმე smile.gif არ მგონია უსაშველოდ გავსუქდე ისე რო ვეღვ ჩავჯდე ფორმაში
lala
ჩვენ ქალებს ჭამა უყვართ biggrin.gif დღეს ვიყავი უკვე ანტისხეულების ანალიზზე და ყველაფერი წესრიგში მაქვს smile.gif რეზუსი მაინც შევიმოწმე კიდე მარა უარყოფითი მაქ, ჩემ ქმარს კიდე დადებითი.
შენი ბაია რას შვება? ჩემი გუშინ ისეთ დღეში იყო მგონი ფეხბურთს თამაშობდა biggrin.gif

Posted by: sho77 20 Mar 2007, 15:31
ხომ ვერ მეტყვით ferro-folgami რამდენი ხანი ისმევა? და თუ რაღაც უცნაური სიმპტომები აქვს (მიღებიდან 20 -30 წუთში საშინელი გულისრევის შეგრძნება, და ჭამის შემდეგაც არ გადამდის) უკეტესია მივატოვო არა?

Posted by: lala 20 Mar 2007, 18:35
დღეს ვიყავი ჩემს გინეკოლოგთან smile.gif
ანალიზები ავიღე და 77 მაქვს გემოგლობინი. პროსტა ოდნავ შაქარი მქონდა მომატებული შარდში . სულ ტკბილი მინდა ხოლმეე biggrin.gif
30 კვირაზე გამაგზავნა სერგოსთან , მანამდე არაა საჭიროო smile.gif და კიდევ ორსულობის ბანდაჟი ( სარტყელი ) ჩაიცვი აუცილებლადო
ვინმე თუ ხმარობდით ნეტავ რომელი ჯობია ხომ ვერ მეტყოდით? ბევრგან ვნახე ზოგგან. 42 ლარი გირდა და ზოგგან 26 ,

suleluka
ქოოო პატალა გოჭუნიები არიან smile.gif
მეც ყველაფერი ნორმაში მაქვს smile.gif ჩემმიც ეს დღეებია ისეთი გააქტიურებულია რო სულ დახტის და დახტის biggrin.gif თან მეღუტუნება ხოლმე და სიცილით ვკვდები biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Mar 2007, 19:24
lala
QUOTE
ბანდაჟი

მეც მირჩიეს ჯერ კიდევ მესამე ბავშვზე, ვიშოვე კიდეც, მაგრამ არ ჩამიცვამს და კი გავედი ფინალში მშვენივრად wink.gif

Posted by: lala 20 Mar 2007, 19:29
WOMAN IN LOVE
რავიცი მე მითხრა აუცილებლად ჩაიცვიო, რაღაც მუცელი დაწეული მეჩვენებაო და მეშინია smile.gif არ შემიძლია ექიმის რჩევა რო არ შევასრულო ხოლმე smile.gif

Posted by: Suleluka 20 Mar 2007, 20:24
lala
ხო საერთოდ ექიმი რასაც გეტყვის თუ შეასრულებ ყველაფერი კარგა იქნებაო,
ჩემთვის არ უტქვამს ბანდაჟი ჯერ, მარა დაქალი დამპირდა უკვე, ბანდაჟი არა ქამარი ოღონდ სპეციალური.
ერთი კვირა დამრჩა ამ ვიტამინების სმასაც მოვრჩები და იქნებ ეს გამხეცებული მადა გამიქრეს biggrin.gif

Posted by: ძუკუ 20 Mar 2007, 20:27
ეჰჰ რა დრო იყო, როცა გინეკოლოგობაზე ვოცნებობდი sad.gif

Posted by: lala 20 Mar 2007, 22:31
suleluka
ხო ბანდაჟი არც ჩემი არაა, სარტყელია მარტო მუცლის დასაჭერი smile.gif
მე ჯერჯერობით 7 კილო მაქვს მომატებული და კიდევ 7 შეგიძლია მოიმატოო smile.gif ამიტომ შEმიძლია ვჭამო მშვიდად biggrin.gif

Posted by: ai: 21 Mar 2007, 13:05
წამლების დალევა შევწყვიტე ექიმის კონსულტაციის გარეშე და რამე მომივა ? spy.gif biggrin.gif

Posted by: velika 21 Mar 2007, 18:07
ვინმე თუ მეტყვის რას ნიშნავს სტიმულაცია და რა შემთხვევებში აკეთებენ? და კიდევ ერთი საშუალოზე პატარა ცოტათი პატარა საშვილოსნო ძალიან უშლის ხელს დაორსულებას?



Posted by: tms 21 Mar 2007, 18:37
QUOTE (velika @ 21 Mar 2007, 18:07 )
ვინმე თუ მეტყვის რას ნიშნავს სტიმულაცია და რა შემთხვევებში აკეთებენ? და კიდევ ერთი საშუალოზე პატარა ცოტათი პატარა საშვილოსნო ძალიან უშლის ხელს დაორსულებას?

როდესაც კვერცხუჯრედის მომწიფება და შესაბამისად ოვულაცია ბუნებრივად არ ხდება მაგ შემთხვევაში ინიშნება სპეციალური ჰორმონები რომლებიც არეგულერბენ ამ პროცესს, ანუ ჰორმონებით ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და შესაბამისად ოვულაცია ანუ ხდება ამ პროცესის ჰორმონებით სტიმულირება

სტიმულაციას მიმართავენ როდესაც ისეთ "დაავადებსათან" გვაქვს საქმე როგორიცაა უშვილობა smile.gif

თუ ღმერთმა ქნა და ამ გზით მოხდა დაფეხმძიმება მაგას რაჯობია, თუ არა და უფრო გართულებულ მეთოდებში(ინ ვიტრო მაგალიტად) სტიმულაცია არის ერთერთი ეტაპი..
მოკლედ ღმერთმა არ დაგაჭირვოს იმის ცოდნა რაც მე ვიცი ამ დიდებულ საკითხში smile.gif 2kiss.gif

Posted by: Lenuka 21 Mar 2007, 18:44
გოგოებო ვინმეს გიმშობიარიათ დავარაშვილთან? კმაყოფილი ხართ?

Posted by: Breaky 21 Mar 2007, 18:57
Lenuka
QUOTE
გოგოებო ვინმეს გიმშობიარიათ დავარაშვილთან? კმაყოფილი ხართ?


მე. მაგრამ მე სასწრაფო საკეისრო დამჭირდა, ფიზიოლოგიურამდე ვერ მივაღწიე. ხოლო რაც შეეხება საკეისროს,
თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ დავარაშვილმა სისხლდენის შეჩერება შეძლო და საშვილოსნო ამოჭრას გადამირჩინა.
მე რაც დამემართა, მაგ შემთხვევებში როგორც წესი, ჭრიან ხოლმე საშვილოსნოს.

Posted by: Lenuka 21 Mar 2007, 19:10
QUOTE (Breaky @ 21 Mar 2007, 18:57 )
Lenuka
QUOTE
გოგოებო ვინმეს გიმშობიარიათ დავარაშვილთან? კმაყოფილი ხართ?


მე. მაგრამ მე სასწრაფო საკეისრო დამჭირდა, ფიზიოლოგიურამდე ვერ მივაღწიე. ხოლო რაც შეეხება საკეისროს,
თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ დავარაშვილმა სისხლდენის შეჩერება შეძლო და საშვილოსნო ამოჭრას გადამირჩინა.
მე რაც დამემართა, მაგ შემთხვევებში როგორც წესი, ჭრიან ხოლმე საშვილოსნოს.

მეც საკეისრო მომიწევს ალბათ. ჯდომით არის ბავშვი, თან დიდია. ორშაბათს მივალ, ნახავს წონას და გადაწყვეტს როგორ მამშობიარებს.
ისე ძალიან მინდოდა ფიზიოლოგიურად მემშობიარა, მაგრამ რა ვქნა რისკზე ნამდვილად ვერ წავალ.

Posted by: Suleluka 21 Mar 2007, 20:54
Lenuka
დავარაშვილს ძალიან აქებენ, მაგრამ მე რატომრაც ქორიძისკენ უფრო მიწევს გული, უფრო სანდო მგონია, ისე ჩემმა ახლობელმა იმშობიარა ფიზიოლოგიურად წელიწად ნახევრის წინ ქორიძესთან ჯდომითი ბავშვი უპრობლემოდ

Posted by: makvala 22 Mar 2007, 00:55
დავარაშვილი მაგარი იყო, მერე ძაან დაეჩვია წრუპვას. დიდი ეჭვი მაქვს ეგ და ვანიჩკა ერთად ხო არ ლოთაობენ. ვანო ქვეით ბავშვებს აკეთებს პადვალში, დათო ზეით ამშობიარებს...

tms
გეუბნები ბევრმა არ იცის შენოდენი. რო ჩამოხვალ, სალიცენზიო გამოცდაზე გადი, ჩააბარებ...

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Mar 2007, 01:15

lol.gif
QUOTE
დიდი ეჭვი მაქვს ეგ და ვანიჩკა ერთად ხო არ ლოთაობენ

alk.gif
QUOTE
ვანო ქვეით ბავშვებს აკეთებს პადვალში, დათო ზეით ამშობიარებს...

lol.gif

Posted by: Suleluka 22 Mar 2007, 10:03
makvala
ტუჩზე ამომივიდა ნასიცხარი (ჰერპესი) საშიშია? sad.gif
საერთოდ ვიცი ხოლმე წელიწადში 2-3-ჯერ და ვიცოდი რომ ვერ ავცდებოდი sad.gif

Posted by: agnes 22 Mar 2007, 11:36
QUOTE
ტუჩზე ამომივიდა ნასიცხარი (ჰერპესი) საშიშია



მე ვპიკრობ მაინც ექიმს უნდა მიმართო

Posted by: velika 22 Mar 2007, 13:59
tms
მადლობა გამოხმაურებისთვის,მე კიდევ პოლიკისტოზი მაქვს და თვის ბოლოს ვაპირებ ოპერაციის გაკეტებას,მირჩიეს გომელაური და ან ხატიაშვილი,ხომ არ გსმენია ამათზე და შენ რომელს მირჩევდი,და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს შეიძლებოდა სტიმულაციისთ
ვის პოლიკისტოზებს შეეშალათ ხელი,ანუ რამდენად უწყობს პოლიკისტოზები უშვილობას ხელს?

Posted by: tms 22 Mar 2007, 14:30
velika
ჰო ექიმების შერჩევაში ვერ დაგეხმარები, წარმოდგენა არ მაქვს ქართველ ექიმებზე , მოკლედ არ ვარ საქართველოშიsmile.gif რაც შეეხება პოლიკოსტოზს მეც მაქვს ოპერაცია გაკეთებული და იგივე შეკითხვა დავუსვი მაშინ ექიმს რომ შეიძლება თუ არა ყოფილიყო უშვილობის მიეზეზი-მეტქი, მიპასუხა როცა რამე ნორმიდან გადახრილიაო ყველაფერი შეიძლება იყოს მიზეზიო, ასე რომ უნდა გამოირიცხოს ყველაფერი მითუმეტეს როცა ბავშუკა აგვიანებს smile.gif თუმცა არის ხალხი ანუ ქალები რომ ისეთი ჰორმონალური დარღვევები აქვთ გარეგნული გამოხატულებით რომ იფიქრებ არც უნდა იოცნებობს შვილზე და ამ დროს ყავს 3 შვილი..
შენ არ ინერვიულო, უბრალოდ რაშიც ეჭვი გეპარება ანუ ექმის ეპარება ეჭვი რომ ეგ შეიძლება იყოს მიზეზი უნდა მოიშორო, ანუ სტიმულაციამდე მაქსიმალურად ნორმაში უნდა იყოს ყველაფერი წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: Lenuka 22 Mar 2007, 17:06
QUOTE (suleluka @ 21 Mar 2007, 20:54 )
Lenuka
დავარაშვილს ძალიან აქებენ, მაგრამ მე რატომრაც ქორიძისკენ უფრო მიწევს გული, უფრო სანდო მგონია, ისე ჩემმა ახლობელმა იმშობიარა ფიზიოლოგიურად წელიწად ნახევრის წინ ქორიძესთან ჯდომითი ბავშვი უპრობლემოდ

დავარაშვილსაც არ უყვარს საკეისროები. ორშაბათს გადაწყდება ყველაფერი, თუ რა თქმა უნდა მანამდე არ მოინდომა გამოძრომა პატარამ user.gif

Posted by: velika 22 Mar 2007, 17:07
tms
იცი რა მე 2 წელია გათხოვილი ვარ და ძალიან განვიცდი,პატარა მინდა ძალიან,ღმერთის იმედად ვარ,აი შენ კი ძალიან გეხერხება ადამიანების დამშვიდება,კარგი ადამიანი ხარ,ვატყობ შენც ჩემს დღეში ხარ,მთAვარია იმედი არ დავკარგოთ...
ისე შედარებით პატარა საშვილოსნოზე შეგიძლია მითხრა რამე,შეიძლება ტუ არა მისი გაზრდა რაიმე მედიკამენტებით ან მასაჟებით ვარჯიშებით...


Posted by: tms 22 Mar 2007, 17:13
QUOTE (velika @ 22 Mar 2007, 17:07 )
tms
იცი რა მე 2 წელია გათხოვილი ვარ და ძალიან განვიცდი,პატარა მინდა ძალიან,ღმერთის იმედად ვარ,აი შენ კი ძალიან გეხერხება ადამიანების დამშვიდება,კარგი ადამიანი ხარ,ვატყობ შენც ჩემს დღეში ხარ,მთAვარია იმედი არ დავკარგოთ...
ისე შედარებით პატარა საშვილოსნოზე შეგიძლია მითხრა რამე,შეიძლება ტუ არა მისი გაზრდა რაიმე მედიკამენტებით ან მასაჟებით ვარჯიშებით...

პატარა საშვილოსნოზე რაც შემიძლია გითხრა ის არის რომ, რამდენადაც მე ვიცი თუ ყველა ფუნქცია ნორმალურად არის ანუ ციკლი არ არის დარღვეული ჰორმონები წესრიგშია, საშვილოსნოს ზომა არ იქნება უშვილობის მიზეზი..

დანარჩენი ექიმები გეტყვიან, მე მაინც პაციენტი ვარ და smile.gif smile.gif

Posted by: BaBajanka 22 Mar 2007, 18:35
ჩემს ცხოვრებაში ცუდი მოვლენები განვითარდა, რამაც 24 საათიან ისტერიკამდე მიმიყვანა. ერთ წამში დამენგრა ყველაფერი თვალწინ.
გუშინ ღამე არ მიძინია, მარტო ვტიროდი (არავინ მომკვდარა, პირადი პრობლემებია) და დღეს შუადღეს გამონადენი ცოტა მუქი მომეჩვენა, ნუ სისხლიანი არა, მაგრამ მუქი ყვითელი. თან ცოტა ბევრი.....

რა ვქნა??????? საშიშია?
sad.gif

არ ინერვიულოო არ მითხრათ, ეგ მეც ვიცი. cry.gif cry.gif cry.gif weep.gif

vis.gif

Posted by: tms 22 Mar 2007, 18:38
QUOTE
არ ინერვიულოო არ მითხრათ, ეგ მეც ვიცი.

იცი მაგრამ მაინც გეტყვი არ ინერვიულო
ტკივილები გაქვს?
ეგ შეიძლება იყოს ე.წ. "schmierblutung" ქართულად არ ვიცი როგორ ქვია. ეგ არის გამოანდენი რომელსაც არ ახლავს მენსტრუალური ტკივილი, და ხდება ხომე ზოგჯერ ოვლუაციის წინ, ხშირია ფეხმძიმობის ადრეულ კვირებში
არ ინერვიულო!!

Posted by: BaBajanka 22 Mar 2007, 18:52
tms

ტკივილებიც მაქვს, ოღონდ ძლიერი არა.
შეიძლება ბავშვს რამე დაემართოს????? ან მოკვდეს, ან დეფორმირდეს, ან დაუნიზმის საშიშროება გაჩნდეს, როცა დედა ძალიან ნერვიულობს. მე-11 კვირაში გადავედი

Posted by: tms 22 Mar 2007, 18:54
QUOTE (BaBajanka @ 22 Mar 2007, 18:52 )
tms

ტკივილებიც  მაქვს,  ოღონდ  ძლიერი  არა.
შეიძლება  ბავშვს  რამე დაემართოს????? ან მოკვდეს,  ან  დეფორმირდეს,  ან  დაუნიზმის  საშიშროება  გაჩნდეს,  როცა  დედა ძალიან  ნერვიულობს.  მე-11 კვირაში  გადავედი

ნუ ფიქრობ მასეთ "სისულელეებს" 2kiss.gif
დამშვიდდი და არ დაიტვირთო. ძირითადად იწექი..გადაივლის..ექმთან რომ მისულიყავი ძალიან კარგი იქნებოდა..მუქი ფერის გამონადენია არა, მოყავისფრო ალბათ

Posted by: KAM_M_MILA 22 Mar 2007, 18:55
velika
QUOTE
მირჩიეს გომელაური და ან ხატიაშვილი,



ხატიაშვილი მაგარია. ჩემმა ახლობელმა გაიკეთა ანალოგიური ოპერაცია და შედეგიანად----- ახლა პატარა ბაიას ელოდება

Posted by: BaBajanka 22 Mar 2007, 19:05
tms


მოყავისფრო და მოწითალოც არაა. ერთადერთი მეშინია ძალიან ძლიერი სტრესისგან რა შეიძლება დაემართოს ნაყოფს? sad.gif

Posted by: Suleluka 22 Mar 2007, 19:54
BaBajanka
მართლა ეცადე დამშვიდდე, ექიმტან ვერ მიხვალ კონსულტაციაზე?
მაყვალას მისწერე PM მემგონი ეგ ერთი ექიმი შემოგვრჩა ამ თემაში

Posted by: BaBajanka 22 Mar 2007, 20:24
suleluka

ვეცდები, ვეცდები აუცილებლად .
რაღაც ყველაფრი ცუდი მაინცდამაინც ფეხმძიმობისას ხდება ჩემს ცხოვრებაში . sad.gif
მაგრამ ყველაფერს მოვერევით ერთად მე და ჩემი თავკო, რომელიც იმედია ცოცხალია და არ ესმის არაფერი.

Posted by: lala 22 Mar 2007, 20:47
მე ექიმმა მითხრა მუცელი რაღაც დაწეული გაქვს ცოტაო sad.gif მეშინია
გინეკოლოგებო ეგ რას ნიშნავს მითხარით რა . ნაადრევ მშობიარობას? აუ ისე მე თვითონ 7 თვიანი ვარ smile.gif და შეიძლება რო ჩემი პაწუკაც ადრე დაიბადოს? ეხლა 6 თვეში ვარ
რას ნიშნავს?
ისე მეც ვინერვიულე ერთ ღამეს მაგრად და რამე ხომ არ მოუვიდოდა ჩემ პატალას? sad.gif

Posted by: Suleluka 22 Mar 2007, 22:09
BaBajanka
ნუ ნერვიულობ, ეხლა ყველაზე მთავარი შენი ბაიაა და მისი ჯანმრთელობა, მოუარე თავს


lala
საორსულო ქამარს ხმარობ? ეცადე ბევრი არ იარო, ბევრი დაისვენე და იწექი

Posted by: lala 22 Mar 2007, 22:27
კი ვიყიდე საორსულო ქამარი smile.gif და სულ ვატარებ ფეხზე როცა ვარ

Posted by: niniko_6 22 Mar 2007, 22:32
იკნებ ვინმემ ამიხსნას რა არის პროლაკტინი და რას იწვევს მისი მაგალი მაჩვენებელი?

Posted by: bubu1234 22 Mar 2007, 23:30
რას ნიშნავს თუ იცით ფიზიო პროცედურა,ლაზერით გიპოფუნქცია I-II ფაზაში საკვერცხის უკმარისობით,როგორ კეთდება საერთოდ ეს პროცედურა და მტკივნეულია? cry.gif

Posted by: ტანკე 23 Mar 2007, 01:44
პადიოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოომ
მეგობრებო ჩემი თხოვნა იქნება აქ მარტო კითხვები დასვათ და ერთმანეთში საუბრები დედიკოებმა და მომავალმა დედიკოებმა შესაბამის თემაში გააგრძელეთ_"დედიკოების კლუბში" smile.gif ოკ? ხომ არაა პრობლემა? smile.gif

Posted by: L&L 23 Mar 2007, 10:37
niniko_6
QUOTE
იკნებ ვინმემ ამიხსნას რა არის პროლაკტინი და რას იწვევს მისი მაგალი მაჩვენებელი?


პროლაქტინი არის ჰიპოფიზის ჰორმონი და მისი მომატება იწვევს ანოვულაციას, გამონადენს სარძევე ჯირკვლებიდან. პროლაქტინის დონე ორსოლობისას და ლაქტაციისას ბუნებრივად მაღალია.

bubu1234

ნახეთ პმ

Posted by: Suleluka 23 Mar 2007, 10:43
ტანკე
არის! ტანკე ბიძია biggrin.gif ( 2kiss.gif )
L&L
გთხოვ წინა გვერძე ნახე რაც ბაბაჯანკამ დაწერა, საშიშია?

Posted by: Catherine 23 Mar 2007, 12:14
გოგოები ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან და გამოცდილი დედიკოები მიპასუხებთ ალბათ. იმისათვის რომ ორსულად დავრჩე, სქსობრივი აქტის შემდეგ ერთი საათის შემდეგ ფეხზე რომ ავდგე და საქმე ვაკეთო, ეს ხელს ხომ არ შეუშლის იმას რომ ფეხმძიმედ დავრჩე? ან ნორმალურია, რომ ფეხზე ადგომის შემდეგ ვგრძნობ რომ დარჩენილი " ის" სითხე რომ გარეთ გამოდის? ძალიან მინდა რომ ფეხმძიმდე დავრჩე.
დიდი მადლობა წინასწარ კონსულტაციისათვის

Posted by: kudracha 23 Mar 2007, 12:27
Catherine
QUOTE
იმისათვის რომ ორსულად დავრჩე, სქსობრივი აქტის შემდეგ ერთი საათის შემდეგ ფეხზე რომ ავდგე და საქმე ვაკეთო, ეს ხელს ხომ არ შეუშლის იმას რომ ფეხმძიმედ დავრჩე?

არაფერსაც არ უშლის. biggrin.gif
QUOTE
ან ნორმალურია, რომ ფეხზე ადგომის შემდეგ ვგრძნობ რომ დარჩენილი " ის" სითხე რომ გარეთ გამოდის?

აბა სხვაგან სად უნდა წავიდეს? biggrin.gif

Posted by: Princess 23 Mar 2007, 12:48
თუ სითხე გარეთ გამოდის...აბა მაშინ როგორ ხდება დანარჩენი რამე-რუმეები? baby.gif

biggrin.gif

Posted by: kudracha 23 Mar 2007, 12:56
Princess
QUOTE
თუ სითხე გარეთ გამოდის...აბა მაშინ როგორ ხდება დანარჩენი რამე-რუმეები? 

ისა და... ერთი სპერმატოზოიდიც საკმარისია განაყოფიერებისთვის

Posted by: Catherine 23 Mar 2007, 13:54
მაინც რა პრაქტიკულ რჩევებს მომცემდით რომ ფეხმძიმედ დავრჩე?

Posted by: Princess 23 Mar 2007, 13:55
kudracha

ყველაზე ყოჩაღი რომელიც აღმოჩნდება არაა? ყველაფერი დასწრებაზეა მოკლედ რა biggrin.gif

Posted by: kudracha 23 Mar 2007, 13:57
Catherine
QUOTE
მაინც რა პრაქტიკულ რჩევებს მომცემდით რომ ფეხმძიმედ დავრჩე?

თუ ჯანმრთელობის პრობლემა არ გაქვს, დაფეხმძიმების პრობლემაც არ გექნება smile.gif მაგრამ უმჯობესია თუ სექსით დაკავდებით ოვულაციის პერიოდში. თუ ციკლი ყოველთვიურად ერთი და იგივე დროს მოდის, მაშინ საუკეთესო პერიოდია მენსტრუაციის მოსვლიდან 10-17 დღეების შუალედში.

Princess
QUOTE
ყველაზე ყოჩაღი რომელიც აღმოჩნდება არაა? ყველაფერი დასწრებაზეა მოკლედ რა 

აჰა biggrin.gif

Posted by: Catherine 23 Mar 2007, 14:04
ციკლი 31 დღიანი მაქვს და ესე იგი ევოლუცია როდის უწევს?

Posted by: kudracha 23 Mar 2007, 14:26
Catherine
QUOTE
ევოლუცია

biggrin.gif ოვულაცია თუ სწორედ მახსოვს მენსტრუაციისმოსვლედან მეთოთხმეტე დღეს ხდება smile.gif

Posted by: kudracha 23 Mar 2007, 14:26
.................................................... .

Posted by: Catherine 23 Mar 2007, 14:30
მე მგონი ეს ციკლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული თუ არ ვცდები და ალბათ ამის გამოთვლაც სხვანაირად მოხდება

Posted by: Princess 23 Mar 2007, 15:12
QUOTE
ევოლუცია

lol.gif

www.lovecalendar.ru

iqneb gamogadges

Posted by: Catherine 23 Mar 2007, 15:32
საქმე იმაშია რომ თავისუფლად ვფლობ ფრანგულ და ინგლისურ ენებს, მაგრამ რუსულზე რა მოგახსენო :-(

Posted by: Suleluka 23 Mar 2007, 15:41
Catherine
აქ ძალიან კარგა ჩანს ოვალუციის დღეები


Posted by: L&L 23 Mar 2007, 19:52
Catherine

ეგ არ არის უნაყოფობის მიზეზი.

babajanka

თუ გამონადენი სისხლიანი არ არის, დიდი ალბათობით ვაგინალური ინფექციაა, სარკეებში ნახვა და ნაცხია საჭირო. შენ იცი ჩვენი მეილი, მოგვწერე დეტალები

Posted by: lala 23 Mar 2007, 20:05
ეგ კალენდარული გამოთვლები ხშIრად არ ამართლებს . მე ზუსტად არაფერტილურ დღეებში დავფეხმძიმდი smile.gif

Posted by: niniko_6 23 Mar 2007, 20:19
პროლაკტინის მაცვენებელი მაქვს 110..ვარ გასატხოვარი და რამდენად საშიშია ეს პასუხი?
* * *
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ...მეჩქარება..!!!! yes.gif

Posted by: Tornike Alashvili 24 Mar 2007, 00:03
QUOTE (niniko_6 @ 23 Mar 2007, 20:19 )
პროლაკტინის მაცვენებელი მაქვს 110..ვარ გასატხოვარი და რამდენად საშიშია ეს პასუხი?
* * *
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ...მეჩქარება..!!!! yes.gif

საშიში არაფერია თუ კი კარგ ექიმს წააწყდები

Posted by: makvala 24 Mar 2007, 02:25
niniko_6

მაგ პასუხშივე ეწერებოდა ნორმაც და კიდევ ერთეულთა სისტემაც, ასე რო კეთილი ინებე და მოგვაწოდე...

ტესტ-სისტემა უამრავია და რა ვიმკითხაოთ...

თუ თბილისში რაც არის ხოდში დრგ და ჰუმანის რეაქტივით გაგიკეთდა, და ერთეული ნგ/მლ-ია, ძალიან მაღალია, თუ ერთეულები mIU/L-ია, მაშინ ნორმაა...

იმ შემთხვევაში, თუ ერთეული ნგ/მლ–ია, ე.ი. მაღალია – ან გიეშმაკია და ორსულადა ხარ, ან თურქულ კეხზე გაქვს ტომოგრაფია გადასაღები...ლაბორატორიის მიქარვაც არ არის გამოსარიცხი, წესიერ ლაბში გაიკეთე...

Posted by: niniko_6 24 Mar 2007, 11:45
დიდი მადლობა პასუხისათვის...ანალიზი ჟორდანიასი გავიკეთე,მერე ექიმმა მირჩია ხელახლა ამეგო ანალიზი და არამიანცში გავიკეთე რომლის მიხედვითაც პროლაკტინი 79 მაქვს....ჟორდანიაში სხვა პასუხი მიტხრეს,არამიანცში სხვა და აგარ ვიცი რომელს ვენდო....
* * *
ისე ტესტ-სისიტემებში და რეაქტივებში რომ ვერკვეოდე,აქ კითხვებს არ დავსვავდი....... smile.gif))

Posted by: margusha 24 Mar 2007, 12:04
niniko_6

ანალიზის პასუხში შენი მაჩვენებლის გვერდზე უნდა ეწეროს ნორმა და ის ნორმა დაწერე აქ რამდენია

Posted by: Suleluka 24 Mar 2007, 15:29
niniko_6
ანალიზები არამიანცის საავადმყოფოში გაიკეთე თუ მაგათ ტერიტორიაზე "ჯანმრთელობის სახლში"?

Posted by: ShadowCat 24 Mar 2007, 16:10
ერთი შეკითხვა მაქვს:
დიდი რაოდენობით ტრომბოციტების შემთხვევაში რა შეიძლება მიიღოს 6 თვის ორსულმა, რომელსაც კუჭთან დაკავშირებული პრობლემები აქვს? (ძალიან მგრძნობიარე კუჭი აქვს) user.gif

Posted by: Fe_male 24 Mar 2007, 16:40
არამიანცში გავიკეტე ენდოკრინოლოგიურ ცენნრში..

Posted by: makvala 25 Mar 2007, 00:01
niniko_6 ხარ თუ Fe_male

ვიმეორებ, თუ ერთეული ნგ/მლ–ია, ორივე მაღალი მაჩვენებელია. პროლაქტინი სტრესის გამოც მატულობს, ე.ი. თუ ანალიზის გასაკეთებლად წახვედი ოჯახში ვიღაცაზე გაბრაზებული ან ქუჩაში ძაღლმა შეგაშინა, საკმარისია იმ განსხვავების მისაღებად, რომელიც ჟორდანიაში და არამიანცში იყო. დარწმუნებული ვარ ექიმი ან ლაბორანტი გეტყოდნენ ერთ–ერთზე რომ სწორი არ არის, რეალურად ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ორივე ჟორდანიას და ენმედიცის ლაბორატორიები ორივე კარგია... პროსტო ცოტა ძვირებია...

ნახე კარგად ჩანაწერი, გვერდზე ნორმაც ეწერება...

კარგი ენდოკრინოლოგი გინდა...თურქულ კეხზე ტომოგრაფიაა გასაკეთებელი...

ShadowCat

QUOTE
ერთი შეკითხვა მაქვს:
დიდი რაოდენობით ტრომბოციტების შემთხვევაში რა შეიძლება მიიღოს 6 თვის ორსულმა, რომელსაც კუჭთან დაკავშირებული პრობლემები აქვს? (ძალიან მგრძნობიარე კუჭი აქვს


გასტროენტეროლოგი უნდა ენახა აქამდეც...ეხლა გინეკოლოგსაც შეუძლია შერჩევა დიეტის, მაგრამ მარტო ტრომბოციტები მომატებულია, ეს არ არის ის ინფო, რომლითაც დანიშნულება ეძლევა..

Posted by: niniko_6 25 Mar 2007, 00:18
პროლაკტინის მაჩვენებელი მაქვს 79.53 ნგ\მლ, ნორმა არის 2.5-22.5....

Posted by: makvala 25 Mar 2007, 00:24
ნინიკო, ნუ ერთეული ეგ არის, რაც ვივარაუდე, უმეტესობა მაგ ერთეულს იყენებს, ნგ/მლ..

მაღალია ძალიან ძვირფასო. გასარკვევია მიზეზი. თუ ორსულად არ ხარ ან ძუძუზე არ გყავს ბავშვი, ნებისმიერი ენდოკრინოლოგი ტომოგრაფიის გაკეთებას მოგთხოვს..

Posted by: niniko_6 25 Mar 2007, 00:57
არა რა ორსულად,გასათხოვარი ვარ....დიდი მადლობა .... yes.gif

Posted by: kudracha 25 Mar 2007, 16:57
ხომ ვერ მეტყვით რომელ ექიმის მიმართოს წყვილმა, რომელსაც უშვილობის პრობლემა აქვს.
გმადლობთ

Posted by: ShadowCat 25 Mar 2007, 19:02
makvala
QUOTE
გასტროენტეროლოგი უნდა ენახა აქამდეც...ეხლა გინეკოლოგსაც შეუძლია შერჩევა დიეტის, მაგრამ მარტო ტრომბოციტები მომატებულია, ეს არ არის ის ინფო, რომლითაც დანიშნულება ეძლევა..

ბავშვობიდან აქვს ეგ პრობლემა, დიეტაზე პრობლემა არა აქვს, ისეთს არაფერს ჭამს (ნუ, ათასში ერთხელ გამონაკლის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით), რომ კუჭი გაუღიზიანოს, მაგრამ ამ ტრომბოციტების გამო გინეკოლოგმა რაღაც პრეპარატი დაუნიშნა (ტრომბოასი). ამ გოგომ კი უთხრა, ეგ კუჭს გამიღიზიანებსო, მაგრამ ექიმმა არა, არ გაგიღიზიანებს და დალიეო.
ამანაც დაიწყო სმა, მაგრამ ვეღარ გააგრძელა - 3 დღე კედლებზე დადიოდა მგონი ტკივილისაგან sad.gif

პ.ს. ჩაჩავაში დადის, by the way boli.gif

Posted by: Solveig 25 Mar 2007, 21:22
QUOTE
ტრომბოასი

თრომბო-ასპირინი ალბათ.

Posted by: bubu1234 25 Mar 2007, 21:32
ლაზერო პუნქტურა და ვენო პუნქტურა მაქვს გასაკეთებელი,უშვილობასთან დაკავშირებით,მივედი ლალი კალანდაძესთან, ვაკის ლეჩკომბინატში,ვინმემ იცით ამ პროცედურების შესახებ?როგორ კეთდება ? რამე შედეგი აქვს თუ ტყუილად მაკეთებინებენ,შეიძლება ქმარსაც დაჭირდესო,რა ვქნა ღირს გაკეთება? ძალიან მეშინია რა პროცედურაა არ ვიცი თუ ვინმემ იცით რამე მომწერეთ help.gif

Posted by: makvala 25 Mar 2007, 23:33
bubu1234

გაგოიმებენ მოდური პროცედურებით...შეიძლება თვითონ არიან დაგოიმებულები...

ერთი აკუპუნქტურამ გაამართლა და მეორე ლაზეროპუნქტურა იქნება...

ნახე წესიერი რეპროდუქტოლოგი...

Posted by: ტანკე 25 Mar 2007, 23:46
makvala
თუ საიდუმლო არაა რომელ კლინიკაში მუშაობთ? და ნამდვილ ვინაობას არ გაგვიმხელთ? smile.gif

Posted by: kudracha 26 Mar 2007, 09:41
ხალხმო, არავინ იცით?
რომელ ექიმის მიმართოს წყვილმა, რომელსაც უშვილობის პრობლემა აქვს.

Posted by: ShadowCat 26 Mar 2007, 11:16
Solveig
QUOTE
თრომბო-ასპირინი ალბათ.

ჰო, ტრომბო-ასპირინი, იგივე ტრომბო-ასიო.. რა ვიცი, ყველა მედიკამენტის ზუსტი დასახელება ნამდვილად არ ვიცი biggrin.gif

Posted by: Catherine 26 Mar 2007, 13:10
ხომ არ იცით სად კეთდება ნაცხის ანალიზი და რისი გაგება ხდება მისი მეშვეობით და რა ჯდება მთელი მაგ პროცედურა.

Posted by: Matrona 26 Mar 2007, 14:09
QUOTE (BaBajanka @ 22 Mar 2007, 20:24 )
suleluka

ვეცდები, ვეცდები აუცილებლად .
რაღაც ყველაფრი ცუდი მაინცდამაინც ფეხმძიმობისას ხდება ჩემს ცხოვრებაში . sad.gif
მაგრამ ყველაფერს მოვერევით ერთად მე და ჩემი თავკო, რომელიც იმედია ცოცხალია და არ ესმის არაფერი.

როგორ ხარ?
ახლა შემოვედი და ვნახე....
შეეცადე დაიცვა წოლითი რეჟიმი და მიიღო რაიმე ანტისპაზმური.....
ისე კი ყველაზე უკეთესი იქნება თუ სასწრაფოდ მიხვალ ექიმთან....

გამოჩნდი... რაა....
რაც სეხება დაუნიზმს ეს გენეტიკური დაავადებაა , რომელსაც ზედმეტი ქრომოსომის არსებობა იწვევს.. ასე, რომ არ იღელვო...
მთავარია სიმშვიდე...
ისე ჩემთვის რა ადვილი სათქმელია არაა...

* * *
QUOTE (lala @ 23 Mar 2007, 20:05 )
ეგ კალენდარული გამოთვლები ხშIრად არ ამართლებს . მე ზუსტად არაფერტილურ დღეებში დავფეხმძიმდი smile.gif

yes.gif
აბსოლუტურად გეთანხმები....
მეც შენსავით, ზუსტად ამ არაფერტილურ დღეებში დავფეხმძიმდი... თან უკვე მეორედ.... baby.gif
* * *
QUOTE (kudracha @ 26 Mar 2007, 09:41 )
ხალხმო, არავინ იცით?
რომელ ექიმის მიმართოს წყვილმა, რომელსაც უშვილობის პრობლემა აქვს.

საკუთარი გამოცდილებით არ ვიცი.. მაგრამ რამდენიმე მეგობარ წყვილს ჰქონდა პრობლემები და ყველამ, ლიდა ფხალაძესთან იმკურნალა ჟორდანიაში.... ახლა ყველას შვილები ჰყავთ....

ეს 10 წლის წინანდელი ამბებია..... რამდენადაც ვიცი ეს ექიმი დღესაც იქ მუშაობს....

Posted by: BaBajanka 26 Mar 2007, 14:58
Matrona

2kiss.gif უკეთ ვარ , მადლობა.
ძირითადი გადავლახე....


QUOTE
ყველამ, ლიდა ფხალაძესთან იმკურნალა ჟორდანიაში

აუ ეს ფხალაძე მეც გამიგია და თან ძალიან აქებენ. მე , როგორც ბერწი, მანდ მირჩევდა ყველა მისვლას, მაგრამ გადაურჩა ლიდა ჩემს ოფოფებს biggrin.gif
ჟორდანია მგონი სხვაგან გადადის?

პ.ს. უკაცრავად ოფტოპიკისთვის. ნუ ესეც თავისმხირვ შეკითხვა იყო.

Posted by: Suleluka 26 Mar 2007, 17:53
Catherine
QUOTE
ხომ არ იცით სად კეთდება ნაცხის ანალიზი

ნაცხის ანალიზს თითქმის ყველაგან აკეთებენ ( თუნდაც სამშობიარო სახლებში, ქალთა კონსულტაციებში... )
QUOTE
რისი გაგება ხდება მისი მეშვეობით

რამე სოკოვანი დაავადება ხომ არ გაქვს, ანთებითი პროცესი და ა.შ
QUOTE
რა ჯდება მთელი მაგ პროცედურა.

პროცედურა?
ელემენტარული ანალიზია, რომელი დაახლოებით 8-10 ლარი ღირს

BaBajanka
QUOTE
ჟორდანია მგონი სხვაგან გადადის?

კი გადადიან სადღაც, მაგათი შენობა გაიყიდა.
მიხარია კარგად რომ ხარ 2kiss.gif



Posted by: makvala 26 Mar 2007, 23:18
Matrona

ლიდოჩკა მეც ძალიან მიყვარს, ცოტა დაბერდა და მოტყდა... ძალიან კარგი ქალია, იშვიათი გამონაკლისია ჟორდანიაში...

Posted by: irina_baz 27 Mar 2007, 12:13
პირველად ანალიზებმა აჩვენა ასეთი პასუხი:

ჰერპეს ვირუსი 1+2 LgM - 0.98
მკურნალობა დამინიშნეს შემდეგი:
აციკლოვირი 5 ტაბლეტი დღეში 5 დღე. I კვირა
ტაქტივი, 1 ამპულა დღეში. II კვირა

მკურნალობის შემდეგ ანალიზებმა აჩვენა:
ჰერპეს ვირუსი 1+2 LgM - 1.24
მკურნალობა დამინიშნეს იგივე:
აციკლოვირი 5 ტაბლეტი დღეში 5 დღე. I კვირა
ტაქტივი, 1 ამპულა დღეში. II კვირა

მესამედ ანალიზებმა აჩვენა შემდეგი პასუხი:
ჰერპეს ვირუსი 2 LgG 1.99
ჰერპეს ვირუსი 1+2LgM 1.48

მკურნალობა დამინიშნეს იგივე
ციკლოვირი 5 ტაბლეტი დღეში 5 დღე. I კვირა
ტაქტივი, 1 ამპულა დღეში. II კვირა

რატომ ხდება ასე და რა არის გამოსავალი?

გამონაყარი საერთოდ არ მაქვს.

Posted by: Catherine 27 Mar 2007, 12:43
ძალიან გთხოვთ მასწავლოთ როგორ უნდა გავაკეთო ორსულობის ტესტი და რომელს მირჩევდით რომ შემეძინა. ამ დილით რაღაც რუსული ტესტი ვიყიდე, ვარდი რომ ახატია, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე ინსტრუქციაში. თან რაღაც პატარა პაკეტი იდო შიგნით და რომ გავხსენი მარილი იყო, ვერფერი ვერ გავიგე. იქნებ დამეხმაროთ? როგორ უნდა გავაკეთო? პასუხისთვის წინასწარ გმადლობთ

Posted by: tms 27 Mar 2007, 12:48
QUOTE (Catherine @ 27 Mar 2007, 12:43 )
ძალიან გთხოვთ მასწავლოთ როგორ უნდა გავაკეთო ორსულობის ტესტი და რომელს მირჩევდით რომ შემეძინა. ამ დილით რაღაც რუსული ტესტი ვიყიდე, ვარდი რომ ახატია, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე ინსტრუქციაში. თან რაღაც პატარა პაკეტი იდო შიგნით და რომ გავხსენი მარილი იყო, ვერფერი ვერ გავიგე. იქნებ დამეხმაროთ? როგორ უნდა გავაკეთო? პასუხისთვის წინასწარ გმადლობთ

ეგ მარილი არაფერში გამოიყენოsmile.gif ეგ ტესტი რომ შეინახოს იმისთვის არის..მოკლედ მარილს არ მიაქციო ყურადღება

ეგ ტესტი არის ფეხმძიმობის დადაგენა შარდიში შესაბამის ჰორმონის გაზომვით.
მოკლედ უმჯობესია დილით გაიკეთო. ანუ შარდში ჩადებ მაგ პატივცემულ ტესტს( მიხვდები რომელი ბოლოც უნდა ჩაუშვა) გააჩერებ 10 წამი, თუმცა ტესტს გააჩნია რამდენი ხანი უნდა გააჩერო, ზოგს მეტი დრო უნდა.. ამოიღე და დადე, ჰოდა დააკვირდი, ექნება პატარა "მონიტორივით" და იქ თავიდავ გამოჩნდება ერთი ხაზი დაელოდე, თუ 3 წუთის განმავლობაში გამოჩბნდა მეორე ხაზიც მაშინ ფეხმძიმედ ხარsmile.gif
ეგ არის მთელი ფილოსოფია

Posted by: mako-maiko 27 Mar 2007, 13:05
მაინტერესებს გასათხოვარ გოგოს, რომელსაც დარღვეული აქვს ციკლი, და აუცილებლობას წარმოადგენს მისი მისვლა გინეკოლოგთან, რომელ დაწესებულებას, ან რომელ ექიმს მირჩევდით?
პატარაა და მართლა ეშინია მისვლის, არ მომყვება ექიმთან ჯერ საუკეთესო გამიგეო, თან ისეთი რომ გულთან მიიღოს ჩემი ტკივილი და მარტო ფულზე დახამებული არ იყოსო,
წინასწარ დიდი მადლობა და ძალიან გთხოვთ იქნებ მირჩიოთ მართლა ვისთან უნდა წავიყვანო?

Posted by: Catherine 27 Mar 2007, 13:08
დიდი მადლობა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ დამეხმარე :-)

Posted by: tms 27 Mar 2007, 13:11
mako-maiko
QUOTE
მაინტერესებს გასათხოვარ გოგოს, რომელსაც დარღვეული აქვს ციკლი, და აუცილებლობას წარმოადგენს მისი მისვლა გინეკოლოგთან,

გათხოვება არგათხოვებას, ქალიშვილობა არქალიშვილობას ექიმთან მისვლასთან არაფერი კავშირი აქვს..ნებისმიერი ქალი უნდა მივიდეს რეგულარულად ექიმთან, მითუმეტეს თუ ციკლი დარრვეული აქვს

Catherine
გამეხარდება თუ რამით დაგეხმარები smile.gif

Posted by: Catherine 27 Mar 2007, 13:26
იცი იმ ტესტის დღეს რომ ვიყიდე ვარაფერი ვერ გავიგე და გაბრაზებულმა ნაგავში მოვისროლე. ხომ ვერ მეტყვი აფთიაქში რომელი შევიძინო? აფთიაქში რომ ვიკითხე იმდენი სახეობის ორსულობის ტესტები გამომიღეს რომ კინაღან გული შემიწუხდა, შენ რომელს მირჩევდი?

Posted by: tms 27 Mar 2007, 13:29
Catherine
თუ მე მეკითხები, აფთიქებზე ვერაფერს გეტყვი..მე საქართველოში არ ვარ დაsmile.gif

Posted by: BaBajanka 27 Mar 2007, 13:32
ვინმემ თუ იცი, ორულობის შეწყვეტას რამე სიმპტომები აქვს????
ძალიან მაინტერესებს.

და ნერვიულობა როგორ აისახება ნაყოფზე? რა შეიძლება დაემართოს?

Posted by: ShadowCat 27 Mar 2007, 13:37
BaBajanka
ყველაფერი რიგზეა? spy.gif sad.gif

Posted by: BaBajanka 27 Mar 2007, 13:43
ShadowCat

რავიიი.. შიშები დამეწყო. თანაც უაზრო ჩხვლეტები მაქვს, ხან ქაჩვები, ხან ტკივილები. შეიძლება ნორმალურია, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი....
უბრალოდ მაინტერესებს სიმპტომები თუ აქვს და მაქსიმუმ როგორი დაზიანება შეიძლება სტრესმა გამოიწვიოს.

Posted by: ShadowCat 27 Mar 2007, 13:45
BaBajanka
ექოზე როდის უნდა წახვიდე?

Posted by: Breaky 27 Mar 2007, 13:48
BaBajanka

მოვიდა აპრილი, ჩამოდი დროზე და მიხედე თავს, მაგ ნერვიულობით და უექიმობით უფრო ცუდს არ უკეთებ საკუთარ თავს და ბავშვსაც????

Posted by: BaBajanka 27 Mar 2007, 13:55
ShadowCat

29-ში, ხუთშაბათს.

Breaky

მეც ერთი სული მაქვს დროზე გავიდეს 3 კვირა.

Posted by: Suleluka 27 Mar 2007, 13:59
Catherine
როგორც ჩვენი ამ განყოფილების პატრონმა მაყვალამ აღნიშნა, ყველას ჯობია ფრანგული BB ტესტიო

mako-maiko
ქალთა კონსულტაციაში მიიყვანე უბნის

BaBajanka
ნუღარ ნერვიულობ რა, ყველაფერი კარგა იქნება, გამონადენი კიდე გაქვს?
(დავამატებ. ზუსტად მაგ ვადაზე მქონდა ჩხვლეტვები და ქაჩვები და ღუტუნივით შეგრძნება, რომელიც ზეპირად ტონუსი მეგონა, მარა აღმოჩნდა რომ უბრალოდ მუცელი მეზრდებოდა და მაგ დროს იცისო 2kiss.gif )

Posted by: BaBajanka 27 Mar 2007, 14:24
suleluka

რა ვიცი... ჩხვლეტები იმდენად არ მაშინებს, რამდენადაც ამ დღეების შედეგი.
მადლობთ დამშვიდებისთვის 2kiss.gif

Posted by: Suleluka 27 Mar 2007, 14:27
BaBajanka
ჩხვლეტები მაგიჟებდა სულ იმას ვფიქრობდი რამე მოშლის ნიშნები ხომ არაა თქო, მერე კონსულტაციაში წავედი 12 კვირაზე აღრიცხვაზე და მანამ რიგში ვიყავი ერთი გოგო გავიცანი დიდი ღიპით იყო უკვე და რო ვუთხარი ესე ესე მაწუხებს და ვნერვიულობ მეთქი, მეც ზუსტად ეგრე მქონდა არ შეგეშინდესო, რაც შეეხება ნერვიულობას, გადაიტანს ნუ ნერვიულობ, აპრილამდე მოითმინე და მერე კარგა მიხედე აქ შენს თავს

Posted by: CHISARA 27 Mar 2007, 21:43
გოგოებო მიპასუხეთ ვინმემ smile.gif
ვაპირებ ამ უახლოეს მომავალში გათხოვებას და ვინაიდან ჯერ ბავშვი არ გვინდა - კონტრაცეფციის საკითხი დგას - ალბათ აბები იქნება ყველაზე მმისაღები, რა მაინტერესებს, თბილისშI სად შEიძლება გამოკვლევის ჩატარება სრული ჰორმონებზე და სწორედ დამინიშნონ აბები - მერე რამე გვერდითი ეფექტი რომ არ ქონდეს [ და საერთოდ რას ფიქრობთ კონტრეცეფციის ამ მეთოდზე

Posted by: ShadowCat 27 Mar 2007, 22:29
CHISARA
QUOTE
და საერთოდ რას ფიქრობთ კონტრეცეფციის ამ მეთოდზე

მე მომხრე ვარ! bis.gif
თავადაც ასე ვიცავ თავს - უკვე წელიწადზე მეტია yes.gif

Posted by: arabica2007 27 Mar 2007, 23:14
ShadowCat
QUOTE
თავადაც ასე ვიცავ თავს - უკვე წელიწადზე მეტია 

სად გაიკეტე გამოკვლევა? და ვისთან? მეც მაინტერესებს და მინდა კარგი სპეციალისტი ვიპოვო ამ დარგში

Posted by: WOMAN IN LOVE 27 Mar 2007, 23:26
ShadowCat
გვერდითი მოვლენები არა აქვს? მეც მომიწევს მაგაზე ფიქრი, დავამუხრუჭებ მეხუთეს მერე და ვფიქრობ რა ხერხს მივმართო.

Posted by: arabica2007 27 Mar 2007, 23:36
WOMAN IN LOVE
5 შვილი გყავს?>>>??????????????

Posted by: ShadowCat 27 Mar 2007, 23:38
arabica2007
სორი, გამოკვლევა არ გამიკეთებია user.gif

WOMAN IN LOVE
რავი, ჯერჯერობით არა აქვს. წონაში საერთოდ არ მომიმატებია.. ტრომბოციტების რაოდენობა ნორმაშია (თუმცა იმის გამო, რომ ვეწევი, ამის განსაკუთრებული კონტროლი მჭირდება - მოწევა ძალიან არასასურველია კონტრაცეპტივების მიღებისას).. არც თავისტკივილები მაქვს, არც კუჭის smile.gif
ჰო, კიდე - არც ფრიგიდულობის ნიშნები არ მაქვს givi.gif

პლიუს ამას, ლამის წუთი წუთზე ვიცი, როდის დამეწყება ციკლი biggrin.gif

Posted by: CHISARA 27 Mar 2007, 23:54
ShadowCat
QUOTE
რავი, ჯერჯერობით არა აქვს. წონაში საერთოდ არ მომიმატებია.. ტრომბოციტების რაოდენობა ნორმაშია (თუმცა იმის გამო, რომ ვეწევი, ამის განსაკუთრებული კონტროლი მჭირდება - მოწევა ძალიან არასასურველია კონტრაცეპტივების მიღებისას).. არც თავისტკივილები მაქვს, არც კუჭის
ჰო, კიდე - არც ფრიგიდულობის ნიშნები არ მაქვს

პლიუს ამას, ლამის წუთი წუთზე ვიცი, როდის დამეწყება ციკლი 

ძალიან კარგია
და რას სვამ? არ გავიწყდება ხოლმე?? მე სულ მავიწყდება რამე წამალს თუ ვსვამ ან გრიპის ან რარაცას - მერე მეორე დღეს გამახსენდება - მგონი არ შEიძლება გამოტოვება ხო

Posted by: makvala 28 Mar 2007, 00:49
CHISARA

არ ვიცი ჩემი კოლეგები სად არიან, მაგრამ ნახე:

http://www.medea.ge/cons17.htm
http://www.medea.ge/cons11.htm

თავად საიტი გაფორმებით დიდი არაფერი, 12 წლის ბავშვის ნაცოდვილარია, მაგრამ ტექსტები კი მისი დაწერილი ნამდვილად არ არის და ღირს წაკითხვად...

ShadowCat

საბედნიეროდ შენ არცერთი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა არ გაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვას არ ექნება...

პ.ს. ცნობისათვის, ერთადერთი ორალური კონტრაცეპტივი, რომლის გამოყენებაც ნებადართულია იაპონიაში, არის ტრიკვილარი, თუმცა არც მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ექიმის გარეშე...

Posted by: anakatrin555 28 Mar 2007, 01:59
ShadowCat
CHISARA

ყველაფერი კონტრაცეფციაზე რომ უვნებელია არის ბლა-ბლა-ბლა,ათასი უკუ ჩვენება აქვს.უვნებელი შეიძლება იყოს რამოდენიმე თვით და არა წლებით,ორგანიზმი რომელიც წლების განმავლობაში ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს შესაძლებელია გამოიწვიოს შემდგომში უშვილობა,არაერთი მაგალითები არსებობს განსაკუთრებით როცა ქალს ჯერ ბავშვი არ ყავს,ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მარა ვფიქრობ ქალს რომელსაც მომავალში შვილი უნდა რომ ყავდეს ძალიან დიდი რისკია რომ შემდეგში ვერასოდეს ვეღარ დაორსულდება თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია და მარტო ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ბრალი შეიძლება არ იყოს.

ShadowCat
რაც შეეხება ჩასახვის საწინააღმდეგო აბების თვითნებურად დალევას,გამოკვლევების გარეშე მიმაჩნია რომ დაუშვებელია,ჭკუას არ გარიგებ,რა გჭირს ჩემი ჭკუის დასარიგებელი 2kiss.gif

ევროპაში ყველა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვავს,ზოგი 12-13წლის ასაკიდანაც კი მარა საქმე იმაშია რომ ექიმი პიროვნულად უნიშნავს შესაბამის კონტრაცეფციას და ისიც უნდა ავღნიშნო რომ წამლებისგან გაჭყიპულებს მერე შვილები აღარ უჩნდებათ.ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვავთ და ბავშვის გაჩენას გადაწყვეტთ მინიმუმ 6 თვე თავი შეიკავეთ ორსულობისგან რომ სისხლი გაგეწმინდოთ.

ყველას წარმატებები და ვისაც დედობის სურვილი აქვს ბედნიერ დედობას გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: L&L 28 Mar 2007, 09:40
anakatrin555

ევროპაში ყველა არ სვამს აბებს, სპირალი და მექანიკური მექანიკურ საშუალებებიც ფართოდ გამოიყენება.

რაც შეეხება უშვილობის გამოწვევას, აქ საქმე ცოტა რთულადაა. ზოგჯერ კონტრაცეპტივს უნაყოფო წყვილს ვუნიშნავთ რამდენიმე თვით, რომ მოხსნის შემდეგ (რებაუნდ-ეფექტი), დაორსულების ალბათობა მკვეთრად იზრდება. ქალების უმეტესობა აღნიშნავს, რომ კონტრაცეპტივი შეწყვიტეს თუ არა დაორსულდნენ.

ამავე დროს იყო სტატიები, რომლებშიც აღინიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევვებში კონტრაცეპტივმა პაციენტი მიიყვანა უნაყოფობამდე, მაგრამ ეს უფრო თანმდევი ეფექტია, რომელიც საკმაოდ იშვიათია, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია რა შემთხვევებში შეიძლება ჰქონდეს ამ ეფექტს ადგილი.

Posted by: ShadowCat 28 Mar 2007, 11:58
CHISARA
QUOTE
და რას სვამ? არ გავიწყდება ხოლმე??

მე "რეგულონს" ვსვამ. დავიწყებით არასოდეს მავიწყდება - სამზარეულოში მიდევს ყავის გვერდით smile.gif დილით ყავას ყოველთვის ვსვამ, შესაბამისად, არც აბები მავიწყდება smile.gif

makvala
QUOTE
საბედნიეროდ შენ არცერთი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა არ გაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვას არ ექნება...

ეგეც ვიცი yes.gif და ისიც მშვენივრად ვიცი, რომ ჩემმა მულმა, რომელმაც ექიმის კონსულტაციით შეარჩია რაღაც აბები (წონის და სიმაღლის გათვალისწინებითაც კი) 1 თვის განმავლობაში ძლივს შეძლო მათი მიღება - ყველა უკუჩვენება აღმოაჩნდა, რაც წამალს ქონდა sad.gif
მაგრამ ამ "რეგულონს" ჩემი დაქალი სვამდა 3 წლის განმავლობაში (მაგან მირჩია) და არც იმას ქონია რაიმე გვერდითი მოვლენები rolleyes.gif
QUOTE
პ.ს. ცნობისათვის, ერთადერთი ორალური კონტრაცეპტივი, რომლის გამოყენებაც ნებადართულია იაპონიაში, არის ტრიკვილარი, თუმცა არც მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ექიმის გარეშე...

ჰმ.. არ გამიგია.. ნეტა საქართველოში არის? spy.gif
იაპონელების უმეტესობა ზოგადად წაშოკილი ეკოლოგები არიან - მაგათგან არც მიკვირს smile.gif

anakatrin555
QUOTE
ორგანიზმი რომელიც წლების განმავლობაში ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს შესაძლებელია გამოიწვიოს შემდგომში უშვილობა

ასეთი რამ მე "დიანა"-ზე მსმენია. თუმცა, ისიც მსმენია, რომ ზოგჯერ კონტრაცეპტივს სწორედ უშვილობის/დაგვიანებული ორსულობის დროს გამოუწერს ხოლმე ექიმი, რომ ციკლი დაარეგულიროს. იგივე ჩემი დაქალი, კონტრაცეპტივებს რომ შეეშვა, თავიდან 2-3 თვე პრეზერვატივით იცავდა თავს - ჰორმონებისგან რომ "გაეწმინდა" ორგანიზმი. ხოლო როცა გადაწყვიტა დაორსულება, 6 თვე არაფერი გამოუვიდა. მერე ექიმმა ისევ კონტრაცეპტივები დაუნიშნა 1 თვით. ამის მერე დარჩა smile.gif
QUOTE
უვნებელი შეიძლება იყოს რამოდენიმე თვით და არა წლებით

ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ 3 წლამდე მიღება ნორმალურია - თუ ცხადია, პროთრომბინი არ მოიმატებს. მერე კი შესვენება აუცილებელია რამდენიმე თვით მაინც yes.gif
* * *
L&L
QUOTE
რაც შეეხება უშვილობის გამოწვევას, აქ საქმე ცოტა რთულადაა. ზოგჯერ კონტრაცეპტივს უნაყოფო წყვილს ვუნიშნავთ რამდენიმე თვით, რომ მოხსნის შემდეგ (რებაუნდ-ეფექტი), დაორსულების ალბათობა მკვეთრად იზრდება. ქალების უმეტესობა აღნიშნავს, რომ კონტრაცეპტივი შეწყვიტეს თუ არა დაორსულდნენ.

ნუ ვოტ - აგერ, თქვენც მეთანხმებით smile.gif

Posted by: Catherine 28 Mar 2007, 12:20
დღეს გავაკეთე ორსულობის ფრანგული BB ტესტი. მაგრამ ზედ არაფერი არ დაეტყო ისევ უცვლელად იყო. თუ ორსულად არ ვარ, ერთი წითელი ხაზი ხომ მაინც უნდა დატყობოდა? არასწორად ხომ არ გავაკეთე? ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ვერაფერი ვერ გავუგე ამ ტესტს :-(

Posted by: tms 28 Mar 2007, 12:43
QUOTE (Catherine @ 28 Mar 2007, 12:20 )
დღეს გავაკეთე ორსულობის ფრანგული BB ტესტი. მაგრამ ზედ არაფერი არ დაეტყო ისევ უცვლელად იყო. თუ ორსულად არ ვარ, ერთი წითელი ხაზი ხომ მაინც უნდა დატყობოდა? არასწორად ხომ არ გავაკეთე? ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ვერაფერი ვერ გავუგე ამ ტესტს :-(

შენ არ გეწყინოს და მე ისე ვერ გავიგე რა არის ტესტის გაკეთებაში გაუგებარიsmile.gif smile.gif

Posted by: Catherine 28 Mar 2007, 12:49
რა და როცა ჩავდევი ტესტის ის პატრა ქაღალდი საერთოდ არაფერი არ უჩვენა, ერთი სიტყვით რეაქცია არ ქონდა, ერთი ხაზი ხომ მაინც უნდა ეჩვენებინა რომ ორსულად არ ვარ? სწორედ ამიტომ მეპარება ეჭვი რომ შეიძლება არასწორედ გავაკეთე

Posted by: anakatrin555 28 Mar 2007, 12:50
L&L
QUOTE
ევროპაში ყველა არ სვამს აბებს, სპირალი და მექანიკური მექანიკურ საშუალებებიც ფართოდ გამოიყენება.

რამდენადაც მე ვიცი არანამშობიარევ ქალს სპირალს არ უკეთებენ,თანაც კერძოდ გერმანიაში ჩასახვის საწინააღმდეგო აბები უფროა მოხმარებაში იმიტომ რომ ადრეული ასაკიდან იწყებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას და მოგეხსენებათ რომ ამათთვის ბავშვი საშუალოდ 30-35წლიდანაა სასურველი,ისიც თუ მაშინ მაინც ექნათ სურვილი,გერმანელების დიდ ნაწილს ურჩევია ძაღლი და კატა გაზარდოს ვიდრე ბავშვი,სამწუხაროდ ასეა.რაც შეეხება უშვილობას მე ავღნიშნე რომ წლების განმავლობაში მიღებული წამლების შედეგად შესაძლებელია უშვილობა და ეგეც ინდივიდუალურია.მყავდა თანამშრომელი 24წლის გოგო,რომელსაც არ უნდოდა 2-3წელი ბავშვის გაჩენა და სვავდა ჩასახვის საწინააღმდეგო ფილებს,მერე როცა მოინდომა დაორსულება ვეღარ ორსულდებოდა,პრობლემები შეექმნა,ეხლა კი ყავს პატარა.ამიტომ ვფიქრობ რომ ჯობია კარგად დაფიქრება და კარგი ექიმის კონსულტაცია განსაკუთრებით როცა ჯერ ბავშვი არ ყავთ.

ShadowCat
QUOTE
ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ 3 წლამდე მიღება ნორმალურია

მაგას ვამბობ მეც რომ დიდი ხნით არ შეიძლება მიღება სასურველი არაა.ჩემმა ექიმმა გამომიწერა მიკრო ფილები,გერმანიაში არის და ალბათ საქართველოშიც იქნება,რომელსაც ყველანაირი უკუჩვენება შემცირებული აქვს და უკეთესია ვიდრე ჩვეულებრივი ფილები,ორსულობისგან ზუსტად ისევე იცავს როგორც ჩვეულებრივი ძლიერი ფილები.
ბავშვი თუ გყვას უკვე?მე არ ვიცი საქართველოში რა მეთოდით და რა მიდგომით უნიშნავენ გინეკოლოგები ფილებს მაგრამ გერმანიაში სხვადასხვა ფილებს უწერენ ნამშობიარებ და არანამშობიარებ ქალებს,მაგას მიაქციე აუცილებლად ყურადღება 2kiss.gif

Posted by: Catherine 28 Mar 2007, 12:53
QUOTE (tms @ 28 Mar 2007, 13:43 )
QUOTE (Catherine @ 28 Mar 2007, 12:20 )
დღეს გავაკეთე ორსულობის ფრანგული BB ტესტი. მაგრამ ზედ არაფერი არ დაეტყო ისევ უცვლელად იყო. თუ ორსულად არ ვარ, ერთი წითელი ხაზი ხომ მაინც უნდა დატყობოდა? არასწორად ხომ არ გავაკეთე? ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ვერაფერი ვერ გავუგე ამ ტესტს :-(

შენ არ გეწყინოს და მე ისე ვერ გავიგე რა არის ტესტის გაკეთებაში გაუგებარიsmile.gif smile.gif

რა და როცა ჩავდევი ტესტის ის პატრა ქაღალდი საერთოდ არაფერი არ უჩვენა, ერთი სიტყვით რეაქცია არ ქონდა, ერთი ხაზი ხომ მაინც უნდა ეჩვენებინა რომ ორსულად არ ვარ? სწორედ ამიტომ მეპარება ეჭვი რომ შეიძლება არასწორედ გავაკეთე

Posted by: tms 28 Mar 2007, 12:55
anakatrin555
"ფილები" (Pille) მე მგონი ქართულად გაუგებრად იკითხება და ჯობია კონტრაცეპტივი ან აბები დაწერო smile.gif 2kiss.gif

Posted by: Catherine 28 Mar 2007, 13:53
არავინ გამცემს პასუხს შეკითხვაზე? :-((

Posted by: Suleluka 28 Mar 2007, 14:04
Catherine
ერთი ხაზი ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო, მე მაგალიტად ლარიანი ტესტი ვიყიდე და იმ დღეს გავიკეთე როცა ველოდებოდი, ეჭვი მქონდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი, პირველი ხაზი ეგრევე გაჩნდა, მეორე კი 3-4 წუთში გამოჩნდა ისიც ძალიან ღია ფერის, ზედ ეწერა რომ 5 წუთი უნდა გააძჩერო შარდში, უნდა გამოჩნდეს და ღია იქნება თუ მუქი აღარა აქ მნიშვნელობა

Posted by: ShadowCat 28 Mar 2007, 16:02
anakatrin555
QUOTE
მყავდა თანამშრომელი 24წლის გოგო,რომელსაც არ უნდოდა 2-3წელი ბავშვის გაჩენა და სვავდა ჩასახვის საწინააღმდეგო ფილებს,მერე როცა მოინდომა დაორსულება ვეღარ ორსულდებოდა,პრობლემები შეექმნა

და დარწმუნებული ხარ, რომ სწორედ კონტრაცეპტივების გამო შეექმნა პრობლემები?
ზოგი საერთოდ არანაირ კონტრაცეპტივს არ ღებულობს და ადვილად მაინც ვერ ორსულდება rolleyes.gif
QUOTE
ბავშვი თუ გყვას უკვე?

no.gif
რაც შეეხება აბებს (შენ რომ იძახი), ჩემი დედამთილი არის ფარმაცევტი მოსკოვში და საკმაოდ კარგად ერკვევა მედიკამენტებში.
მითხრა, რომ არის რაღაც ძალიან ძვირად ღირებული აბები, რომლებშიც (როგორც გავიგე) ჰორმონების რაოდენობა ძალიან მცირეა, შესაბამისად, გვერდითი მოვლენები ფაქტიურად არ აღენიშნება და ნაკლებ სახიფათოა. მაგრამ მისი დალევა აუცილებელია წუთი-წუთზე სიზუსტით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თავისი მოვალეობა (ორსულობისგან დაცვა) ვერც კი შეასრულოსო.
მე ეს ნამდვილად არ მაწყობს smile.gif იმ პრეპარატს, რომელსაც მე ვიღებ აწერია, რომ თუ 11 საათით დააგვიანე მიღება, გარანტიას ვერ მოგცემთ რომ იმოქმედებსო smile.gif
11 საათიანი სხვაობა არც ისე ცოტაა wink.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Mar 2007, 16:58
Catherine
ტესტის ქაღალდს ერთ მხარეს აქვს ხაზით მონიშნული, რომ იმ დონემდე უნდა დაიფაროს შარდით, აიღე, მაგალითად, პლასტმასის ბოთლის თავსახური და იმ დონემდე დაასველე და დააყოვნე 3 -5 წთ. მერე ამოიღებ ამ ტესტს და დადებ მშრალ ადგილას ხაზით ზევით. მოკლე ხანში გაჩნდება წითელი ხაზი, თუ მეორე წითელი ხაზიც გაჩნდა, ე.ი. ორსულოად ხარ. 1 ხაზი ყველა ვარიანტში უნდა გაჩნდეს. დილის შარდზე გაიკეთე ,უკეთესია.

Posted by: dianalo 28 Mar 2007, 17:21
ასეთი რამ თუა შესაძლებელი: ერთი ბავშვის შემდეგ ოთხი წელი დაიცვა თავი, უმეტესად პრეზერვატივით.შემდეგ ვეღარ დაფეხმძიმდე და მიზეზი იყოს ის,რომ ქალის ორგანიზმი მიეჩვია მეუღლისას და სპერმა არ მიიღოს, თავად შეუშალოს ხელი დაფეხმძიმებას.უფრო მეტიც,დაფეხმძიმების შემთხვევაში მაშინვე მოშალოს ნაყოფი და თავად ამას ვერც მიხვდეს, მენსტრუაცია გეგონოს.

Posted by: bubu1234 28 Mar 2007, 17:27
ShadowCat

QUOTE
QUOTE
პ.ს. ცნობისათვის, ერთადერთი ორალური კონტრაცეპტივი, რომლის გამოყენებაც ნებადართულია იაპონიაში, არის ტრიკვილარი, თუმცა არც მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ექიმის გარეშე...


ჰმ.. არ გამიგია.. ნეტა საქართველოში არის?
იაპონელების უმეტესობა ზოგადად წაშოკილი ეკოლოგები არიან - მაგათგან არც მიკვირს


საქართველოში არის მე ვსვავდი, ციკლის მოსაწესრიგებლად დამნიშნა გინეკოლოგმა

Posted by: tms 28 Mar 2007, 17:37
QUOTE (dianalo @ 28 Mar 2007, 17:21 )
ასეთი რამ თუა შესაძლებელი: ერთი ბავშვის შემდეგ ოთხი წელი დაიცვა თავი, უმეტესად პრეზერვატივით.შემდეგ ვეღარ დაფეხმძიმდე და მიზეზი იყოს ის,რომ ქალის ორგანიზმი მიეჩვია მეუღლისას და სპერმა არ მიიღოს, თავად შეუშალოს ხელი დაფეხმძიმებას.უფრო მეტიც,დაფეხმძიმების შემთხვევაში მაშინვე მოშალოს ნაყოფი და თავად ამას ვერც მიხვდეს, მენსტრუაცია გეგონოს.

მენსტრუაციამდე რომ რომ ფეხმძიმედაა ეგ როგორ უნდა დადგინდეს? ანუ როგორ უნდა მოხვდეს რომ სისხლდენა მოშლის გამოა და არა ჩვეულებრივი მენზაsmile.gif სანამ მენსტრუაცია არ გადაცდება ანი ციკლი არ გადაიწევა მანადე ვერ მიხვდები რომ ფეხმძიმობაა

Posted by: dianalo 28 Mar 2007, 17:41
tms
მეც ზუსტად მაგას ვამბობ. ისე თუ შეიძლება მოგეშალოს რომ მენსტრუაცია გეგონოს. თუ რამე ისეთი სიმპტომი ახლავს რითაც აუცილებლად განარჩევ ერთმანეთისგან. და საერთოდ რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

Posted by: Suleluka 28 Mar 2007, 17:42
dianalo
ჩემს თანამშრომელს მოეშალა ეგრე მარა მე რაღაც არარეალური მგონია.
რა ვიცი რა ვიცი....

Posted by: bubu1234 28 Mar 2007, 17:43
QUOTE
დაფეხმძიმების შემთხვევაში მაშინვე მოშალოს ნაყოფი და თავად ამას ვერც მიხვდეს, მენსტრუაცია გეგონოს.


კეთდება ანალიზი,იგივე დამემართა ისე დავფეხმძიმდი და ისე მომეშალა ვერაფერი გავიგე,მაგრამ მაგ ანალიზმა შეწყვეტილი ორსულობა აჩვენა.

Posted by: tms 28 Mar 2007, 17:44
dianalo
თუ მენსტრუაცია ტავის დროზე დაიწყო, მასე ვერ გაიგებ იყო თუ არა ფეხმძიმობა, არაფერი სიმპტომი არ არის, შეიძლება ყოფილიყო კიდეც და ხდება ე.წ. ფიზიოლოგიური აბორტი რომელსაც შემჩნევვა ვერ ხდება. და პრინციპში არც აქვს არსებითი მნიშვნელობა..ფეხმძიმობის პირველი რეალური ნიშანი არის ციკლის გადაწევა..

განაყოფიერება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ფეხმძიმობას სამწუხაროდsmile.gif თუ ემბრიონი არ მიემაგრა კედელზე ფეხმძიმობაც არ იქნება და დაიწყება "უპატრონო" მენსტრუაცია ჩვეულებრივი smile.gif და განაყოფიერება მოხდა ტუ არა მაგას როგორ გაიგებ, ნუ ხელოვნურის შემთხვევაში გაიგებ და დაინახავ კიდეც ემბრიონს მაგარამ მერე ის ემბრიონი დარჩბა თუ არა დედიკოსთან ეგ არის პრობლემა smile.gif

Posted by: lovefool 28 Mar 2007, 23:23
QUOTE (bubu1234 @ 28 Mar 2007, 17:27 )
ShadowCat

QUOTE
QUOTE
პ.ს. ცნობისათვის, ერთადერთი ორალური კონტრაცეპტივი, რომლის გამოყენებაც ნებადართულია იაპონიაში, არის ტრიკვილარი, თუმცა არც მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ექიმის გარეშე...


ჰმ.. არ გამიგია.. ნეტა საქართველოში არის?
იაპონელების უმეტესობა ზოგადად წაშოკილი ეკოლოგები არიან - მაგათგან არც მიკვირს


საქართველოში არის მე ვსვავდი, ციკლის მოსაწესრიგებლად დამნიშნა გინეკოლოგმა

გქონდა რამე უკუეფექტები? თუ ცოტა ხანს სვავდი?

Posted by: anakatrin 29 Mar 2007, 12:26
ShadowCat
QUOTE
და დარწმუნებული ხარ, რომ სწორედ კონტრაცეპტივების გამო შეექმნა პრობლემები

რა გითხრა ჩემო კარგო,ყოველშემთხვევაში ასე ამბობდა და რაში ჭირდებოდა ტყუილი?

QUOTE
რაც შეეხება აბებს (შენ რომ იძახი), ჩემი დედამთილი არის ფარმაცევტი მოსკოვში და საკმაოდ კარგად ერკვევა მედიკამენტებში.
მითხრა, რომ არის რაღაც ძალიან ძვირად ღირებული აბები, რომლებშიც (როგორც გავიგე) ჰორმონების რაოდენობა ძალიან მცირეა, შესაბამისად, გვერდითი მოვლენები ფაქტიურად არ აღენიშნება და ნაკლებ სახიფათოა. მაგრამ მისი დალევა აუცილებელია წუთი-წუთზე სიზუსტით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თავისი მოვალეობა (ორსულობისგან დაცვა) ვერც კი შეასრულოსო.

გერმანიაში რა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიც იყიდება თითქმის ყველა ერთი და იგივე დროს უნდა მიიღო,ჩემს აბებს ეწერა რომ თუ დაგავიწყდა 12საათის განმავლობაში შეგიძლია დალიო ოღონდ გამონაკლის შემთხვევებში,დროს შენთვითონ არჩევ როდის გირჩევია დალიო და ზუსტად იმ დროს უნდა მიიღო,1საათი აქეთ-იქით არ მგონია რამეს წყვეტდეს.მე გირჩევდი რომ მიკროფილები დალიო,(ქართულად იქნება მიკრო-კონტრაცეპტივი),მითუმეტეს რომ ბავშვი ჯერ არ გყავს,ნება შენია 2kiss.gif

Posted by: ShadowCat 29 Mar 2007, 12:58
anakatrin
QUOTE
მე გირჩევდი რომ მიკროფილები დალიო,(ქართულად იქნება მიკრო-კონტრაცეპტივი),მითუმეტეს რომ ბავშვი ჯერ არ გყავს

და რა განსხვავებაა ამასა და ჩვეულებრივ აბებს შორის? spy.gif

Posted by: bubu1234 29 Mar 2007, 13:37
lovefool
QUOTE
გქონდა რამე უკუეფექტები? თუ ცოტა ხანს სვავდი?

ერთი თვე დავლიე, შედეგი მქონდა ის რომ შემდეგი ორი თვე მოწესრიგებული მქონდა მაგრამ მერე ისევ ამერია.

Posted by: Catherine 29 Mar 2007, 14:19
შეიძლება რომ ქალი ორი კვირის ორსული იყოს და სქესობრივი აქტის შემდეგ ერთი ორი წვეთი სისხლი(ანუ ვარდისფერი) სითხე წამოუვიდეს, ასეთი რამე თუ ხდება ორსულობის დროს?

Posted by: tms 29 Mar 2007, 20:54
QUOTE (Catherine @ 29 Mar 2007, 14:19 )
შეიძლება რომ ქალი ორი კვირის ორსული იყოს და სქესობრივი აქტის შემდეგ ერთი ორი წვეთი სისხლი(ანუ ვარდისფერი) სითხე წამოუვიდეს, ასეთი რამე თუ ხდება ორსულობის დროს?

შეიძლება smile.gif ყველაფერი შეიძლება..და თუ სისხლდენა ტკივლითან არ არის დაკავშირებული მითუმეტეს შეიძლება ფეხმძიმობა იყოსsmile.gif
მაგრამ აი 2 კვირის ორსულობა როგორ დადგინდა? ასე ადრე აჩვენებს ტესტი? ფეხმძიმობის ათვლა ხდეაბ ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან და 2 კვირის ფეხმძიმე ნიშნავს რომ ციკლი ჯერ კიდევ მიდის ანუ ახალი ციკლის დაწყება შეიძლება არ იყოს დაგვიანებული მითუმეტეს თუ ციკლი 32 დღიანიაsmile.gif და ასე ადრე ვერც ტესტი და ვერც ეხო ფეხმძიმობას, რამდენადაც მე ვიცი ვერ აჩვენებს..
იქნებ გაგკეთებინა ტესტი

Posted by: anakatrin 29 Mar 2007, 21:42
ShadowCat
QUOTE
და რა განსხვავებაა ამასა და ჩვეულებრივ აბებს შორის? 

განსხვავება ძალიან დიდია,ყველანაირი უკუჩვენება და თანხმლები ცუდი მოვლენები მინიმუმამდეა დაყვანილი,თუმცა ორსულობისგან ზუსტად ისევევ გიცავს როგორც ძლიერი აბები.ძლიერი კონტრაცეპტივის დალევის დროს რომ ფეხმძიმედ დარჩე ბავშვზე დიდი რისკია რომ რაიმე დეფექტი ქონდეს,მიკრო კონტრაცეპტივის დალევის დროს ფეხმძიმედაც რომ დარჩე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს რომ ორსულობა გაგრძელდეს,ბავშვს არ ვნებს.აქედან დასკვნა გამოიტანე რატომ ჯობია? smile.gif
"" "" თუ ჩვეულებრივი აბების დალევას გააგრძელებ,გირჩევ რომ მინიმუმ 6თვე შეისვენო,სისხლი გაიწმინდო და მერე დაორსულდე.კონტრაცეპტივის დალევას რომ დაანებებ თავს ფოლიოს მჟავა დალიე აუცილებლად,ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობამდე და ორსულობაში ხომ აუცილებელია.ფოლიოს თუ ფოლის მჟავა არ ვიცი ზუსტად ქართულად როგორ იქნება,მარა მიხვდები რასაც ვგულიხმობ,ძალიან ბევრ დეფექტებს აცილებს პაწუკებს თავიდან,ასე რომ ჩემო კარგო გუდ ლაქ.ყველას გისურვებთ ჯანმრთელ ბაიებს 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 29 Mar 2007, 23:24
QUOTE
.ფოლიოს თუ ფოლის მჟავა არ ვიცი ზუსტად ქართულად როგორ იქნება,

ფოლიუმის მჟავა yes.gif

Posted by: bubu1234 30 Mar 2007, 11:33
ფოლის მჟავა და ფოლიუმის მჟავა ერთი და იგივეა?მე ფოლის მჟავას ვსვავ.

Posted by: ShadowCat 30 Mar 2007, 11:36
anakatrin
QUOTE
მიკრო კონტრაცეპტივის დალევის დროს ფეხმძიმედაც რომ დარჩე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს რომ ორსულობა გაგრძელდეს

თუ იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ორსულობას თავიდან არ ავიცილებ - no, thanks rolleyes.gif
QUOTE
თუ ჩვეულებრივი აბების დალევას გააგრძელებ,გირჩევ რომ მინიმუმ 6თვე შეისვენო,სისხლი გაიწმინდო და მერე დაორსულდე

არა, ეგ - თავისთავად smile.gif
* * *
BaBajanka
შენ რა ქენი, იყავი გუშინ ექოზე? baby.gif

Posted by: Suleluka 30 Mar 2007, 12:11
ShadowCat
მეც ველოდები გუშინდელს აქეთია რას იტყვის, ალბათ დღეს გვეტყვის

Posted by: Guardian 30 Mar 2007, 13:08
აქ ცოტა ბნელო აზრები წამოვიდა ორალურ კონტრაცეპციასთან დაკავშირებით, ამიტომ ვიკის ლინკებს დაგიდებთ ამ საკითხთან დაკავშირებით:
http://en.wikipedia.org/wiki/Combined_oral_contraceptive_pill
http://en.wikipedia.org/wiki/Progestogen_only_pill
http://en.wikipedia.org/wiki/Oral_contraceptive_formulations

ShadowCat
QUOTE
იმის გამო, რომ ვეწევი, ამის განსაკუთრებული კონტროლი მჭირდება - მოწევა ძალიან არასასურველია კონტრაცეპტივების მიღებისას


ნამდვილად - უმჯობესი იქნება, თუკი მოწევას თავს დაანებებ.

Posted by: ShadowCat 30 Mar 2007, 14:37
guardian
QUOTE
ნამდვილად - უმჯობესი იქნება, თუკი მოწევას თავს დაანებებ.

კარგი user.gif ამოვთხრი თემას "როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს" sad.gif user.gif

Posted by: gvanca_f 30 Mar 2007, 15:32
რომ გავთხოვდი ეგრევე დავფეხმძიმდი.ორი თვის ვიყავი როცა ქმართან ვიწექი და უცებ გამონადენი დამეწყო მუქი ფერის,შემეშინდა ძალიან,ექიმს დავურეკე და წოლითი რეჯიმი დამინიშნა და წამლები გამომიწერა,მეორე დღეს იმატა დენამ და საღამოს მუცლის საშინელი ტკივილი დამეწყო. ექოზე გამაქანეს და მითხრეს ორსულობა შეწყვეტილიაო,გამომფხიკეს და მას მერე ბევრი ანალიზი გავიკეთე, მგონი რაც შეიძლებოდა ყველაფერზე და ათასჯერ გადავამოწმეთ, მოკლედ მიზეზი ვერავინ ვერ მითხრა რა იყო, დაახლოებით ის რომ ვერ მოუფრთხილდიო, ერთი კვირის ორსული ვიყავი როცა ეგვიპტეში ვიყავი და შეიძლება ესეც ყოფილიყო მიზეზიო. მოკლედ ბოლოს მითხრეს 3 თვე არ დაორსულდეო. 2თვე ნახევარი გავიდა უკვე. მაინტერესებს ძალიან მოშლის მიზეზი... sad.gif

Posted by: Guardian 30 Mar 2007, 15:43
ShadowCat
QUOTE
კარგი  ამოვთხრი თემას "როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს"


ეგ თემა არ გჭირდება - დადგენილია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ერთბაშად ანებებენ თავს მოწევას, ბევრად უფრო ხშირად აღწევენ ამ საქმეში წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც თანდათანობით ცდილობენ თავის დანებებას - ამიტომ, უბრალოდ საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ დღეიდან არც ერთ ღერს აღარ მოსწევ და ამის შემდეგ აღარასოდეს მოსწიო.
დაუმტკიცე საკუთარ თავს, რომ ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანი ხარ!
Good Luck!

Posted by: Breaky 30 Mar 2007, 15:50
guardian
QUOTE
დადგენილია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ერთბაშად ანებებენ თავს მოწევას, ბევრად უფრო ხშირად აღწევენ ამ საქმეში წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც თანდათანობით ცდილობენ თავის დანებებას - ამიტომ, უბრალოდ საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ დღეიდან არც ერთ ღერს აღარ მოსწევ და ამის შემდეგ აღარასოდეს მოსწიო.


კი, ეგრეა, რამდენიმე ადამიანი ვიცი, ეგრე რომ დაანებეს წლების წინ და აღარც დაუწყიათ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ჩემი ქმარია, 4.5 წელია რაც არ ეწევა. ქორწილმედ ერთი თვით ადრე, თავის დაბადების დღეზე თქვა, ხვალიდან აღარ მოვწევო და იმის მერე მართლაც 1 ღერიც არ მოუწევია.

Posted by: GOMBIO 30 Mar 2007, 16:01
რამდენად უსაფრთხოა მედიკამენტი ნორკოლუტი?

Posted by: Suleluka 30 Mar 2007, 16:02
gvanca_f
არ ინერვიულო, თუმცა ძნელია მაგის თქმა, პირველ ბავშვზე ხდება ხოლმე ეგეთი შემთხვევები, ამიტომ ძალიან უნდა მოფრთხილებოდი, მიზეზი შეიძლება მართლაც "მოუფრთხილებლობა ყოფილიყო"

Posted by: anakatrin 30 Mar 2007, 16:39
ShadowCat
QUOTE
თუ იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ორსულობას თავიდან არ ავიცილებ - no, thanks

გარანტიას არც ჩვეულებრივი აბები არ იძლევა თუ დაგავიწყდა და არ დალიე.თუ არ დაგავიწყდა და დალიე რათქმა უნდა არ დაორსულდები,თუმცა პრაქტიკაში ისეთებიც არსებობს რომ ძლიერ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვავენ და მაინც ორსულდებიან,რა გითხრა ინდივიდუალურია. smile.gif
* * *
guardian
QUOTE
აქ ცოტა ბნელო აზრები წამოვიდა ორალურ კონტრაცეპციასთან დაკავშირებით

ვიკიპედიაშიც გარკვევით წერია მგონი,რამდენი უკუჩვენება აქვს ორალურ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს biggrin.gif
* * *
და ალბათ დამეთანხმებით რომ ექიმის გარეშე თვითნებურად დანიშნული კონტრაცეპტივი დაუშვებელია...კონტრაცეპტივი უნდა იქნას პიროვნულად,ამა თუ იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შერჩეული

Posted by: BaBajanka 30 Mar 2007, 16:54
ShadowCat
QUOTE
შენ რა ქენი, იყავი გუშინ ექოზე?



კი, ვიყავი .. დახედა და კარგად გამოიყურებაო (იმედიაარ გულისხმობდა, თუ რამდენად სიმპატიური შვილი მყავს) და ალბათ ყველაფერი რიგზეა. დიდ ინფორმაციას არ გაწვდიან.
48 მმ -მდე გაიზარდა უკვე და მე-12 კვირაში ვარ

Posted by: Solveig 30 Mar 2007, 20:00
QUOTE (GOMBIO @ 30 Mar 2007, 15:01 )
რამდენად უსაფრთხოა მედიკამენტი ნორკოლუტი?

აი აქ ნახე

http://www.pharmnews.kz/opisanie/8269.html


Posted by: BARMALEI 30 Mar 2007, 20:41
ანალიზების გაკეთებას ვაპირებ და მინდა მედეა -ში მივიდე.ვინმე თუ ყოფილხართ და რა აზრის ხართ.ღირს მანდ მისვლა? ფასებს არა უშავს და ხარისხი ნორმალური აქვთ???

Posted by: ShadowCat 30 Mar 2007, 21:49
guardian
QUOTE
დადგენილია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ერთბაშად ანებებენ თავს მოწევას, ბევრად უფრო ხშირად აღწევენ ამ საქმეში წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც თანდათანობით ცდილობენ თავის დანებებას

ეგ ისედაც ვიცი, რომ თანდათანობით დანებება არ მოქმედებს ჩემზე. ერთბაშად დანებებაც ვსინჯე და ისევ დავიწყე..
ეხლა უკვე იმისიც კი მეშინია, რომ დაორსულება რომ დავაპირო, მაშინაც ვერ შევეშვები sad.gif

BaBajanka
QUOTE
კი, ვიყავი .. დახედა და კარგად გამოიყურებაო

უი, როგორ გამახარე! 2kiss.gif კარგია, ცოტაც გაუძელი და ჩამოდი მალე! 2kiss.gif

BARMALEI
მე ვყოფილვარ და ძალიან კარგი აზრის ვარ yes.gif

Posted by: margusha 30 Mar 2007, 22:36
gvanca_f

რად უნდა მაგას მკითხაობა რატო მოგეშალა? არ გითხრეს კონსულტაციაში რომ 12 კვირამდე სექსუალური ურთიერთობა არ შეიძლება? ხშირად ხდება მაგ დროს მოშლა როცა ყვითელი სხეულების ნაკლებობაა ან ტონუსშია საშვილოსნო.

Posted by: gvanca_f 31 Mar 2007, 14:07
margusha

ზუსტად ორსულობის პირველ კვირებში ვიყავი ეგვიპტეში,მერე იქიდან უკრაინაში და რომ ჩამოვედი უკვე გადამცდარი მქონდა და მივხვდი რომ ორსულად ვიყავი, ექიმთან ვერც მივასწარი მისვლა რომ მომეშალა.. და სულაც ამდენი გადაფრენის ბრალიც შეიძლება იყოს მუცლის მოშლა sad.gif

Posted by: Breaky 31 Mar 2007, 14:10
gvanca_f

შენ არ ინერვიულო 2kiss.gif ახლა ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის დაწყნარება და გამოკვლევა (ექიმი თვითონ დაგაკვალიანებს, რა ანალიზები გჭირდება, ოღონდ კარგ ექიმთან მიდი). ხოდა ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

Posted by: anakatrin 31 Mar 2007, 19:06
gvanca_f
QUOTE
სულაც ამდენი გადაფრენის ბრალიც შეიძლება იყოს მუცლის მოშლა

როცა რამოდენიმე კვირის ორსულობაა ექიმის რეკომენდაციის გარეშე საშიშია ფრენა.მე8-9კვირის ორსული ვიყავი და სანამდე არ გამომიკვლიეს რომ ყვითელი სხეულების ნაკლებობა არ მქონდა და ყველაფერი წესრიში იყო მანამდე არ დამრთეს ნება რომ მეფრინა.ჩემს ახლობელს 7-8კვირის მოცილდა ფრენის გამო,საქართველოში ჩაფრინდა თუ არა მაშინვე მოცილდა,სამწუხაროდ წნევა ძალიან მოქმედებს ფრენისას თუ ყვითელი სხეულების ნაკლებობაა.გული არ გაიტეხო ყველაფერი კარგად იქნება,მთავარია ყველაფერი გამოიკვლიო.აბა შენ იცი დაწყნარდი და თავს გაუფრთხილდი,რასაც ვეღარ ეშველება იმაზე ნუ ინერვიულებ 2kiss.gif

Posted by: makvala 31 Mar 2007, 23:34
anakatrin

მცირე ვადებზე ფრენა თავისთავად არაფერ შუაშია, უბრალოდ მოგზაურობა არის გადატვირთვა, შეიძლება სულაც წოლითი რეჟიმი იყო საჭირო, რაც მცირე ვადებზე ხშირია და ამ დროს ფრენა და გადატვირთვა სულაც არ არის საჭირო, თორემ ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას ფრენა პრობლემა არ არის, თან თავს თუ არ გადაიტვირთავ. იქ ბარგი გადაადგილე (ცოტაზე მაინც), იქ ერთ მოუხერხებელ პოზაში ხანგრძლივი ჯდომა ეკონომ კლასში და ა.შ...

ფრენა ნამდვილად არასასურველია მესამე ტრიმესტრში, როცა წნევათა სხვაობა შეიძლება გახდეს ნაადრევი მშობიარობის მაპროვოცირებელი....

ლიტერატურაში მინახავს, რომ ფრენა საშიშია უშუალოდ ინ ვიტრო პროცედურის შემდეგ, სანამ ემბრიონის იმპლანტაცია მოხდება, თუმცა სარწმუნო სტატისტიკა ჯერჯერობით ვერსად ვიპოვე.

Posted by: anakatrin 31 Mar 2007, 23:46
makvala
QUOTE
მცირე ვადებზე ფრენა თავისთავად არაფერ შუაშია

მე დამრთა ნება ექიმმა მეფრინა ,ყველაფერი წესრიგში მქონდა,თავისთავად ცხადია როცა რაიმე პრობლემაა ორსულობისას +ფრენა, დამატებითი რისკია

Posted by: BARMALEI 1 Apr 2007, 02:01
ShadowCat


კარგი სპეციალისტები ყავთ?


მედეაში მისვლას მირჩევთ,(და თუ კი ვისთან?) ნინო ჭავჭავაძესთან იუნონაში,თუ მაია ჯანელიძე - კლინიკა მედლაინში, სხვებმაც მომწერეთ რაა.თუ იცით ვინმემ.ძალიან გთხოვთ .პლზ. მინდა ყველანაირი გინეკოლოგიური ანალიზის გაკეთება . ჰორმონალური და ენდოკრინული პრობლემები მაქვს

Posted by: makvala 1 Apr 2007, 11:46
BARMALEI

QUOTE
კარგი სპეციალისტები ყავთ?


კი, ყოველ შემთხვევაში აქამდე პრობლემა არ ყოფილა, თუმცა დიდი ხანი არ არის რაც გაიხსნა და ექიმებიც ახალი ჩამოსულებია თბილისში, მანამდე მოსკოვი-პეტერბურგში მუშაობდნენ. აქაც არიან ხოლმე ფორუმზე L&L თუმცა დიდი ხანია არ დაუპოსტავთ...

QUOTE
მედეაში მისვლას მირჩევთ,(და თუ კი ვისთან?)


მიაკითხე პირდაპირ დირექტორს - ზაზას და იმან გადაწყვიტოს. სიმართლე გითხრა არცერთ ექიმს არ ვიცნობ ისე, რომ კონფერენციაზე მეკამათოს და პაციენტი ერთად წაგვეყვანოს. ეგ ზაზა კი ჩემი ლექტორი იყო და ერთ-ერთი იშვიათი, ვისაც მაი რესპექტს...

QUOTE
ნინო ჭავჭავაძესთან იუნონაში,თუ მაია ჯანელიძე - კლინიკა მედლაინში,


ორივე კარგი ექიმია. ნამდვილად. ორივეს ვიცნობ...

QUOTE
მინდა ყველანაირი გინეკოლოგიური ანალიზის გაკეთება . ჰორმონალური და ენდოკრინული პრობლემები მაქვს


შენ ვინც ჩამოთვალე, არცერთი არ არის ანალიზის გამკეთებელი, ყველა ექიმია, რომელიც ნიშნავს ანალიზს და არ ასრულებს...

იუნონაში მისვლა ანალიზების იქავე გაკეთებას ნიშნავს, იუნონა კი ძალიან ძვირია და ცოტა ხნის წინ უკანასკნელმა კარგმა ლაბორანტმა დასტოვა. ფაქტიურად ლაბორატორია სოფლის პოლიკლინიკის დონეზე დავიდა შემსრულებელთა დონით. აპარატურა კი დარჩა მაგრამ რა ხეირი.. ა ჟალ, კარგი კლინიკა იყო...

იუნონას ლაბორატორიის ძლიერი სასტავი ფაქტიურად სწორედ მედლაინ და მედეაშია - ირინოჩკა და გულიკო მედლაინში, ზაზა და თამრიკო მედეაში...

შესაბამისად მედლაინს ლაბორატორია კარგი აქვს, ასევეა მედეაც. კაკ ნიკაკ მედეას ლაბორატორიაში სამი დოქტორ ნაუკ დიდი ძალაა...პლიუს დაბალი ფასები...სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ რა აწყობს ექიმს და როგორია სიმპტომატიკა, რასაც ნახულობენ წერენ სწორედ იმას, ორი კვირის წინ მაგარ შარს გადავრჩი, როცა მაგათ ანალიზს დავუჯერე და არა სხვისას..

პროსტო ძაან შორია ცენტრიდან, არცა ღირს ერთი ანალიზისათვის მაგ სიშორეზე ბოდიალი...მედლაინში ფასები მეტია, მაგრამ მაინც ცენტრშია და ახლოა...თუ ბევრი უნდა გაიკეთო, მაშინ ფასში სხვაობა შეიძლება სერიოზული გამოვიდეს...

Posted by: kudracha 1 Apr 2007, 13:55
makvala
გილოცავ, მგონი დაბდგე გაქვს?

Posted by: makvala 1 Apr 2007, 14:06
kudracha
გმადლობთ ...........

Posted by: lala 1 Apr 2007, 15:50
makvala
მეც ვუერთდები გილოცავ მრავალს დაესწარი smile.gif

Posted by: anakatrin 1 Apr 2007, 17:43
makvala
გილოცავ,მრავალ დაბადების დღეს დაგასწროს ღმერთმა,ჯანმრთელი და ბედნიერი 2kiss.gif

Posted by: BARMALEI 1 Apr 2007, 20:40
makvala


ძალიან ძალიან დიდი მადლობა . ძალიან გულისხმიერი ხარ .

გილოცავ დაბადების დღეს tuk.gif

Posted by: ShadowCat 1 Apr 2007, 21:33
makvala
უი, რამდენი ხალხი ყოფილხართ პირველ აპრილს დაბადებულები! bis.gif თან სულ კაი-კაილ ხალხი! 2kiss.gif
გილოცავ! ბედნიერი ექიმი ყოფილიყავი - ბედნიერი პაციენტების გარემოცვაში biggrin.gif alk.gif tuk.gif

Posted by: Matrona 1 Apr 2007, 21:38


ძვირფასებო
ყველას გილოცავთ ბზობის დღესასწაულს..



.makvala-ს

კი მინდა განსაკუთრებით მივულოცო ბზობა, რადგან დღეს მისი დაბადების დღეც ყოფილა....
გილოცავ ჩვენო კარგო და კეთილო და გისურვებ ყოველივე საუკეთესოს... დიდი მადლობა იმ ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის , რასაც ჩვენთვის, ვირტუალური პაციენტების მიმართ იჩენ.

2kiss.gif
* * *
QUOTE (BaBajanka @ 30 Mar 2007, 16:54 )
ShadowCat
QUOTE
შენ რა ქენი, იყავი გუშინ ექოზე?



კი, ვიყავი .. დახედა და კარგად გამოიყურებაო (იმედიაარ გულისხმობდა, თუ რამდენად სიმპატიური შვილი მყავს) და ალბათ ყველაფერი რიგზეა. დიდ ინფორმაციას არ გაწვდიან.
48 მმ -მდე გაიზარდა უკვე და მე-12 კვირაში ვარ

გილოცავ...

აი, ხომ ხედავ ყველაფერი კარგადაა...მთავარია , არ ინერვიულო....

2kiss.gif

Posted by: BaBajanka 2 Apr 2007, 11:17
makvala

მე მოგვიანებით გილოცავ, ძალიან კარგი ადამიანი ჩანხარ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ გულით! 2kiss.gif








აუ ესე იგი ფრენა საშიშია და ექიმთან უნდა შევათანხმო?????? weep.gif მაგას რომ ვერ ვიზამ ვერაფრით.
ფრენა 15 კვირისას მომიწევს, თან გადაჯდომით .
ექოსკოპიაზე რა ვიცი, ცუდი არაფერი უთქვამთ, მაგრამ არანაირი ანალიზი არ მაქვს გაკეთებული, თან შიგადაშიგ მუცლის ტკივილებიც მაქვს.
მომეშლება???? sad.gif

Posted by: L&L 2 Apr 2007, 12:21
BaBajanka

ნუ გეშინიათ, გადაჭარბებულია რაც აქ წერია. 12 კვირაზე ფრენა თავისთავად სახიფათო არ არის, მაგრამ ისე უნდა მოახერხოთ, რომ თავი არ გადაიტვირთოთ ხელბარგით. საშიში მესამე ტრიმესტრში უფროა.

makvala

დაბადების დღეს გილოცავთ მოგვიანებით. რომელ ანალიზზეა საუბარი, თუ აქ არ დაწერთი, იქნებ პმ–ით მაინც.

Posted by: BaBajanka 2 Apr 2007, 12:32
L&L

არა რა ხელბარგი! ყველაფერს ბარგში გავუშვებ, იქამდე ჩემი ქმარი მიიტანს და მერე ვინმეს ვთხოვ, რომ მომცეს და მე თვითონ გამოვაგორებ კარამდე. smile.gif იქ კი იმედია დამხვდებიან smile.gif
მთავარია მაქამდე ჩამოვიტანო შვილი. მერე უკვე აღარ მეშინია. smile.gif

ანომალიები და დეფექტები გამოჩნდება უკვე, ღმერთმა დაიფაროს, რომ ჰქონდეს ნაყოფს?

Posted by: Catherine 2 Apr 2007, 14:14
თქვენი რჩევა მჭირდება ძალიან. უკვე მე-8 დღეა რაც მენსტრუაცია გადამიცდა. ტესტი სამჯერ ჩავიტარე და ორსულობა მიჩვენა. დაახლოებით სამი დღის წინ ჩემ სულმოუთმენელ ქმართან სექსით ვიყავი დაკავებული (მისიონერის პოზა) ხოდა უცბად სისხლი წამომივიდა, თუმცა არც ძალიან ბევრი თუმა მაშინვე შემიწყდა. მთელი ღამე წელი და მუცელი მტკიოდა შიგადაშიგ, ისე როგორც მენსტრუაციის წინ მჭირს ხოლმე, და მეგონა რომ მომეშალა მუცელი, მაგრამ მეორე დღეს ისევ დადებით პასუხი მიჩვენა ტესტმა. ხომ ვერ მეტყვით რატომ წამომივიდა სისხლი და რა მოხდა ამ დროს? ექიმთან ორ კვირაში ვაპირებ მისვლას, თუმცა აზრზე არ ვარ რა არ შეიძლება და რა შეიძლება მანამდე. თქვენ რა რჩევებს მომცემდით?

Posted by: gvanca_f 2 Apr 2007, 14:22
Catherine

ექიმთან ეხლავე უნდა წახვიდე, რატო უნდა ელოდო ორი კვირა? არ გირჩევნია დაიზღვიო თავი???

Posted by: ShadowCat 2 Apr 2007, 17:17
BaBajanka
QUOTE
იქ კი იმედია დამხვდებიან

მე დაგხვდები თუ გინდა! 2kiss.gif

Posted by: BaBajanka 2 Apr 2007, 17:30
ShadowCat

2kiss.gif მაგაზე რავა შეგაწუხებ, ისედაც არ გაკლებ biggrin.gif

Posted by: anakatrin 2 Apr 2007, 18:21
BaBajanka
ფრენისას რაც შეიძლება მეტი სითხე დალიე,ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება.ღმერთმა ნუ ქნას და რაიმე საგანგაშო გქონოდა ექიმები გეტყოდნენ.ნორმალური ორსულობისას ფრენა პრობლემა არ უნდა იყოს.მე ორჯერ ვიფრინე 4-4 საათი გერმანიიდან საქართველომდე და უკან,მარა ღმერთის წყალობით არაფერი დამემართა.ღმერთი შენსკენ.აბა პაწაწუნას გაუფრთხილდი 2kiss.gif

Posted by: tatunia_22 2 Apr 2007, 18:34
Catherine
აუცილებლად მიდი ექიმთან და რაც შეიძლება მალე. სექსისგან კი თავი შეიკავე პირველი ტრიმესტრი, შემდეგ კი ექიმს დაელაპარაკე და შენი მდგომარეობიდან გამომდინარე გირჩევს არის თუ არა მიზანშეწონილი ქმართან ურთიერთობა.

Posted by: Suleluka 2 Apr 2007, 18:57
BaBajanka
რომ ჩამოხვალ მათიათავილათან ჩაეწერე კაკრას კაი დრო იქნება და ყველაფერს გეტყვის ბაიაზეც და სურათსაც მოგცემს biggrin.gif

Posted by: Breaky 2 Apr 2007, 18:59
suleluka
QUOTE
რომ ჩამოხვალ მათიათავილათან ჩაეწერე კაკრას კაი დრო იქნება


რას ლაპარაკობ, ჩაწერიდან 2 კვირაში უწევთ რიგიო, არადა სასწრაფოდ უნდა მივიდეს ბაბაჯანკა ექიმთან, ჯობია ჩამოსვლამდე ჩაწერონ, რომ ჩამოსვლისთანავე მოუწიოს მისვლა.

Posted by: Suleluka 2 Apr 2007, 19:04
BaBajanka
უი გინდა ჩაგწერო? smile.gif

Breaky
ორ კვირაში, ტყუილია, ზუსტად ერთი კვირით ადრე ვეწერები ხოლმე მე, თან ცოცხალი რიგიც არის დილიდან თუ მიხვალ, 12 საათისთვის შეხვალო

ხო სხვათაშორის ვიყავი მე დღეს მისული biggrin.gif


~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ჩემი პაწო უკვე 500 გრამია smile.gif განვითარებითაც ზუსტად 22 კვირისაა smile.gif
ტონუსიც აღარა მაქვს, პლაცენტაც ავიდა ზევით,
პლაცენტა მდებარეობს: მარჯვენა კედლის არეში
სისქე 23მმ, სტრუქტურაერთგვაროვანი, სიმწიფის ხარისხი 0
ქვედა კიდე დაშორებულია ყელის არხის შიდა პირიდან 33 მმ-ით

Posted by: Breaky 2 Apr 2007, 19:06
suleluka
QUOTE
ჩემი პაწო უკვე 500 გრამია smile.gif განვითარებითაც ზუსტად 22 კვირისაა smile.gif ტონუსიც აღარა მაქვს, პლაცენტაც ავიდა ზევით,


გილოცავ 2kiss.gif მართლა ძაან გამეხარდა!!!!!!

Posted by: Suleluka 2 Apr 2007, 19:13
Breaky
მადლობ 2kiss.gif
ვერ წარმოიგენ რა გახარებული წამოვედი იქიდან, მართლა არაფერი არ მჭირს მეთქი კი ვეკითხებოდი გამოსვლაზე, უკვე გავდიოდი და დავიჯერო ტონუსიც არა მაქ მეთქი და ყველაფერი რიგზე გაქო biggrin.gif

ესეც ჩემი ბაკაკი biggrin.gif
დედა ენაცვალოსსს

Posted by: BadbadGirl 2 Apr 2007, 19:42
QUOTE
დედა ენაცვალოსსს

რა გულისამაჩუყებელია smile.gif
ამეცრემლასავით smile.gif smile.gif smile.gif კი არა და ავცრემლდი


offtopic.gif

Posted by: Suleluka 2 Apr 2007, 19:44
BadbadGirl
biggrin.gif
არა და რა წამოსაღები სურათი ეგ იყო მარა მაინც მინდოდა, ჩემი პაწუკაა

Posted by: tms 2 Apr 2007, 19:44
suleluka
smile.gif კაი გოგო და დედიკო ხარ smile.gif

Posted by: Breaky 2 Apr 2007, 19:47
suleluka
უიმე რას ამბობ, ჩემი ბავშვის ყველა ექოს სურათი შენახული მაქვს და ისე საყვარლად ვიხსენებთ,
მაგ სურათებიდან რომ ვეფერებოდით ხოლმე, ერთ სურათზე თითი უდევს პირში biggrin.gif
აი ცოტა კიდევ რომ გაიზრდება და გამოკვეთილად რომ გამოჩნდება ექოზე ხელები, ფეხები, თითებიც კი,
მერე ნახე შენ, სურათს შეჭამ!!!

Posted by: BadbadGirl 2 Apr 2007, 19:47
QUOTE
არა და რა წამოსაღები სურათი ეგ იყო მარა მაინც მინდოდა, ჩემი პაწუკაა

სულაც არა, მე ვხდავ თავს და ხელუკას ,ასე რომ ძალიანაც რომ სურათია smile.gif

Posted by: tms 2 Apr 2007, 19:48
ერთი საკითხი უნდა დავსვა და მატრაკვეცობაში ნუ ჩამითვლით, ასე ვფიქრობ და შესაბამისად ვამბობsmile.gif
კერძოდ, მე არ მიმაჩნაი სწორდ რომ გინეკოლოგი, ნებისმიერი გინეკოლოგი, ექოს არ აკეთებს..გინეკოლოგია ისედაც ვიწრო სპეცილობაა და ამიტომ ექოზე სხვაგან არ უნდ აგზავნიდეს პაციენტს..ექო დიდ განსაკუთრებულ მეთოდსაც და ტექნიკას არ წარმოადგენს, და ამიტომ თვითონ გინეკოლოგმა უნდა დაინახოს ის რაც დასანახია და არა სხვის დანახულის მიხედვით გააკეთოს დასკვნები..გინეკოლოგთან მისვლა იგივე გინეკოლოგის მიერ გაკეთებულ ექოსაც უნდა გულისხმობდეს, საკუთარი თვალით ნანახზე უნდა გააკეთოს დასკვნა და დანიშნოს შესაბამის მკურნალობა
აქ რომ ვკითხულობ ხოლე, ასეთი აზრი და დასკვნა მიჩნდება რომ გინეკოლოგი აგაზვნის ექოზე და შესაბამისად დამატებით ფულის მახედ აღვიქვამ ამ ყველაფერს...

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2007, 19:50
სერგოსთან მედექსში მეორე დღესვე ჩამწერეს, იქ არაა დიდი რიგები. ფრენით კი მეც მიფრენია ორსულობისას უპრობლემოდ.

Posted by: Grass 2 Apr 2007, 20:40
რა მაინტერესეებს მითხარით რაა....რა ჯდება მაინტერესებს ექო ქვია თუ რაც ქვია რომ ნახოს რა ექიმმა ორსულადაა თუ არა გოგო!!!გამარკვიეთ რა რა ჯდება ეგ!!! baby.gif

Posted by: kudracha 2 Apr 2007, 20:49
Grass
20 ლარიდან ზემოთ. თუ გადაცდენაა ორ კვირის და ზემოთ, მაშინ ეხოზე კარგად ჩანს, ასევე აკეთებენ ვაგინალურს.
შეგიძლიათ ტესტი სინჯოთ თავიდან.

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2007, 21:40
Grass
კარგ კლინიკაში 45 ლარი ღირს და კონსულტაციებში-ბევრად ნაკლები.
QUOTE
შეგიძლიათ ტესტი სინჯოთ თავიდან.

მართალია, ორსულობის ტესტი შეიძინეთ დაახლოებით ლარნახევრად აფთიაქში და გაიგებთ, ორსულადაა თუ არა.

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2007, 21:40
[.......................................................................................
* * *
tms
პირველი შვილი საზღვარგარეთ შემეძინა და იქ ჩემი გინეკოლოგი თვითონ მიკეთებდა ხოლმე ექოსკოპიას, მაგრამ აქ რა ვიცი, ასეთი რამ არც გამიგია... შეიძლება კვალიფიკაცია არ ყოფნით, ან აპარატურა არაა იმდენი და იმ ხარისხის, იქნებ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაურბიან?

რა ვიცი... ფაქტია, აქ ასე არ ხდება და არც მოხდება კაი ხანი.

Posted by: Grass 2 Apr 2007, 21:50
WOMAN IN LOVE
და ეგ ტესტი როდიდან აცჰვენებს უკვე ანუ 2კვირს მერე ტუ არააქ მნიშვნელობაა?

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2007, 22:16
Grass
ციკლის გადაცდენის დღიდან, ანუ თუ დაუგვიანდება მენსტრუაცია, მაშინვე შეუძლია გაიკეთოს. ინსტრუქცია მოყვება,მარტივია.

Posted by: Grass 2 Apr 2007, 22:24
WOMAN IN LOVE

კაიიი დიიიიიიიიიიიდი მადლობ INF-ოსთვიიისwink.gif

Posted by: makvala 2 Apr 2007, 23:32
tms
QUOTE
ერთი საკითხი უნდა დავსვა და მატრაკვეცობაში ნუ ჩამითვლით, ასე ვფიქრობ და შესაბამისად ვამბობ
კერძოდ, მე არ მიმაჩნაი სწორდ რომ გინეკოლოგი, ნებისმიერი გინეკოლოგი, ექოს არ აკეთებს..გინეკოლოგია ისედაც ვიწრო სპეცილობაა და ამიტომ ექოზე სხვაგან არ უნდ აგზავნიდეს პაციენტს


ვერ დაგეთანხმები...არსად არცერთ ქვეყანაში მასე არ ხდება, ზოგი გინეკოლოგი აქაც თვითონვე აკეთებს ექოს, ზოგიც არა. საზღვარგარეთაც იგივეა. ეხლა ყველა გინეკოლოგის კაბინეტში რომ სონოლაინ ანტარესი ვერ დადგება, ეს 2x2-ია...არანაირი პრობლემა არ არის სხვისი დაწერილი აღწერის წაკითხვაშიც, თუმცა საკუთარი თვალით ნანახი სჯობია...

ამერიკაში სონოგრაფერი საერთოდ ექთნის დონეა, ექიმს არც აცდენენ მაგისათვის...

ეხლა პაციენტს რო ეკონომია მაგით არ გამოუვა ექოს ვინ გაუკეთებს, ეგეც ფაქტია. თუ თბილ ქვეყნებში ნამყოფები ხართ, შეადარეთ ეს მათი ვიზიტის ფასები და დაზღვევის ანაზღაურება ჩვენსას...

ჩვენთან ექო ზედმეტად პოპულარული გახდა – პირველი ყველაზე იაფია რადიოლოგიურ გამოკვლევებს შორის (სად კტ და ბმრ ტომოგრაფიის ფასები), მეორეც უვნებელია, მესამეც დიდი როლი ითამაშა დათო ტატიშვილის რეკლამებმა....

* * *
suleluka
QUOTE
ქვედა კიდე დაშორებულია ყელის არხის შიდა პირიდან 33 მმ-ით


ო, ეს კი უკვე კარგიააა...

Posted by: tms 2 Apr 2007, 23:51
makvala
QUOTE
ვერ დაგეთანხმები...არსად არცერთ ქვეყანაში მასე არ ხდება, ზოგი გინეკოლოგი აქაც თვითონვე აკეთებს ექოს, ზოგიც არა. საზღვარგარეთაც იგივეა.

ხო სადაც მე ვარ მანდ მასე ხდება და მანდედან გამომდინარე ვთქვი..ანუ როცა ექოა საჭირო გინეკოლოგი თვითონ აკეთებსsmile.gif

[quote]ამერიკაში სონოგრაფერი საერთოდ ექთნის დონეა, ექიმს არც აცდენენ მაგისათვის...[quote]
მითუმეტესsmile.gif გინეკოლოგი თავის დამხმრეს აკეთებინებს და ცალკე ე.წ. ექოსკოპისტთან არ აგზავნის

[quote]ჩვენთან ექო ზედმეტად პოპულარული გახდა – პირველი ყველაზე იაფია რადიოლოგიურ გამოკვლევებს შორის (სად კტ და ბმრ ტომოგრაფიის ფასები), მეორეც უვნებელია, მესამეც დიდი როლი ითამაშა დათო ტატიშვილის რეკლამებმა....[quote]
ანუ ისევ ხელოვნურად შექმნილია და იმათი გაპოპულარულებულია ვინც თვლის რომ ექო სასწაულმოქმედია რადგან თვითონ ეხერხებაsmile.gif

მოკლედ მე არ ვეთანხმები მასეთ მიდგომას, და მესმის ისიც რომ ცოტა უტოპიურად გამომდის ამ ეტაპზე, უბრალოდ სურვილი და აზრი გამოვთქვიsmile.gif

Posted by: Suleluka 3 Apr 2007, 09:21
tms
ჩემი ექიმი არასდროს არ მითითებს ვისთან მივიდე ეხოზე, რაც ძალიან მომწონს, მე თვითონ ვირჩევ ვადებსაც და ეხოსკოპისტსაც, კარგი იქნებოდა ჩემი ექიმი თვითონ რომ მიკეთებდეს ეხოსკოპიას, მარა სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო აქვს და უამრავი პაციენტი, ამიტომ უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოასწრებს ეხოსაც რომ იღებდეს და თან ექიმი რომ იყოს. ერთხელ კონსულტაციის ეხოზე ვიყავი და რო ნახა უკმაყოფილო დავრჩი აღაც შემოუთავაზებია, მარა მერე კიდე რო დამჭირდა ეხო, თვითოვნე გამიყვანა ეხოსკოპიის კაბინეტში და თვითონ დამხედა, არ მგონია სხვა ექიმს ექნა ეგრე... რა ვიცი...
რაც შეეხება სერგოს მართლა ძალიან მომწონს, როგორც სპეციალისტი და როგორც პიროვნება, კარგი იქნებოდა ექიმათაც რომ მყავდეს, მარა მაგასაც ფიზიკურად დრო არ რჩება თან ექიმი რომ იყოს
makvala
ისეთი გახარებული წამოვედი გუშინ smile.gif

Posted by: BaBajanka 3 Apr 2007, 11:19
suleluka
QUOTE
რომ ჩამოხვალ მათიათავილათან ჩაეწერე კაკრას კაი დრო იქნება და ყველაფერს გეტყვის ბაიაზეც და სურათსაც მოგცემს

Breaky
QUOTE
რას ლაპარაკობ, ჩაწერიდან 2 კვირაში უწევთ რიგიო, არადა სასწრაფოდ უნდა მივიდეს ბაბაჯანკა ექიმთან, ჯობია ჩამოსვლამდე ჩაწერონ, რომ ჩამოსვლისთანავე მოუწიოს მისვლა.

suleluka
QUOTE
უი გინდა ჩაგწერო?


ხო, მართალია, რომ ჩამოვალ, ეგრევე უნდა გავარდე. არ მინდა შეგაწუხო, თუ გინდა ნომერი დამიწერე მხოლოდ და ჩემებს დავარეკინებ. არ მეგონა ამხელა რიგები თუ იყო.
ისე სხვა დანარჩენზე მედეაში ვაპირებ მისვლას. კი არის ლეჩკომბინატი, ქავთარაძის ჩემთან, მაგრამ რა ვიცი...

ანუ 22-ში გამოდივარ, მანდ ვიქნები 23-ში გამთენიისას, შესაბამისად 23 მთლიანად მეძინება და 24-25-ში უკვე მზად ვარ!!!

suleluka
Gილოცავ ჩემო კარგო! მართალია ამ სურათზე ვერაფერს ვერ ვარჩევ, (ვერც ჩემსაზე biggrin.gif ), მაგრამ დარწმუნებული ვარ კაი ბაიაა.



პ.ს. ისე აქ მეც გინეკოლოგი მიკეთებს ექოკოპიას, მაგრამ მგონი ისედაც აკეთებე, რადგან ვიცი, რომ თუ გინეკოლოგი არ გიკეთებს, არ აქვს უფლება რამე გითხრას თვითონ ექოსკოპისტმა, პასუხი უნდა გადააგზავნოს ექიმთან.



ხო მართლა, HAG ხომ არ იცით, ორსულადაა ბოლო-ბოლო თუ არა? როგორც მახსოვს ბოლოს სიცხე დაუვარდა და თან აღარც გამოჩენილა, ესე იგი არა?

Posted by: Suleluka 3 Apr 2007, 11:33
BaBajanka
PM ნახე smile.gif იმდენი მოგწერე, იმდენი biggrin.gif

Posted by: BaBajanka 3 Apr 2007, 11:49
suleluka

2kiss.gif

Posted by: Suleluka 3 Apr 2007, 11:55
BaBajanka
თუ რამით შემიძლია დაგეხმარო პრობლემა არაა,
ფეხმძიმე ქალების ფანი ვარ, მთელი დღე სარკესთან ვდგავარ biggrin.gif

Posted by: Catherine 3 Apr 2007, 13:27
ნორმალურია როცა ორსული ქალი ძალიან ბევრ წყალს სვავს?

Posted by: Suleluka 3 Apr 2007, 13:36
Catherine
კი, მაგრამ ყოველი შემთხვევაში შაქრიან დიაბეტზე გაიკეთოს ანალიზი, მითუმეტეს თუ ვინმე ჰყავს მემკვიდრეობით... (არ გაშინებ)

Posted by: L&L 3 Apr 2007, 13:47
Catherine
QUOTE
ნორმალურია როცა ორსული ქალი ძალიან ბევრ წყალს სვავს?


რას ეძახით ძალიან ბევრს? სითხეზე მოთხოვნილება ორსულობისას მატულობს, თუ რატომ, იხ: http://www.medea.ge/week-17.htm
დაახლოებით რამდენ სითხეს სვამთ?

QUOTE
თქვენი რჩევა მჭირდება ძალიან. უკვე მე-8 დღეა რაც მენსტრუაცია გადამიცდა. ტესტი სამჯერ ჩავიტარე და ორსულობა მიჩვენა. დაახლოებით სამი დღის წინ ჩემ სულმოუთმენელ ქმართან სექსით ვიყავი დაკავებული (მისიონერის პოზა) ხოდა უცბად სისხლი წამომივიდა, თუმცა არც ძალიან ბევრი თუმა მაშინვე შემიწყდა. მთელი ღამე წელი და მუცელი მტკიოდა შიგადაშიგ, ისე როგორც მენსტრუაციის წინ მჭირს ხოლმე, და მეგონა რომ მომეშალა მუცელი, მაგრამ მეორე დღეს ისევ დადებით პასუხი მიჩვენა ტესტმა. ხომ ვერ მეტყვით რატომ წამომივიდა სისხლი და რა მოხდა ამ დროს? ექიმთან ორ კვირაში ვაპირებ მისვლას, თუმცა აზრზე არ ვარ რა არ შეიძლება და რა შეიძლება მანამდე. თქვენ რა რჩევებს მომცემდით?


ეს პოსტი გვიან ვნახე სამწუხაროდ. საერთოდ ორსულობისას სქესობრივი კავშირები არ იკრძალება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უნდა აიკრძალოს. იხ: http://www.medea.ge/pregnantsex.htm
რადგან გამონადენი იყო, ექიმმა უნდა გნახოთ აუცილებლად.

Posted by: kudracha 3 Apr 2007, 14:39
Catherine
QUOTE
ნორმალურია როცა ორსული ქალი ძალიან ბევრ წყალს სვავს?

მე ვსვავდი, 3-4 ლიტრას მინიმუმ, სადღაც 4-5 თვისთვის გამიარა წყალზე მოთხოვნამ

Posted by: nino877 4 Apr 2007, 12:27
კითხვა გინეკოლოგთან : წავიკითხე და შემოვედი
თუ გინეკოლოგი გიყვარს ? რა უნდა ქნა ? მძიმე შემთხვევა ვარ ნინოობას 4 მშობიარობას დავესწარი ვგიჟდები მშობიარობებზე და გინეკოლოგიაზე საშინლად მაინტერსებს და ვაპირებ ჩAვაბარო მაგრამ მიტხრეს 2 დიპლომი თუ გაქვს შAნსი დიდა რომ ეროვნული გამოცდებმა ქიმია და პიზიკა არ მოგტხოვოსო : არ ვიცი ქიმია sad.gif ხო და მოკლედ საოცრებაა მშობიარობა როდესაც პატარა გამოზვრება და დედას ტკივილს სიხარულის ტირილი ცვლის მერე მაგარი დაგრუზული წამოვედი იმედია მეც ოდესმე მეღირსება sad.gif მოვიცყინე დ ავიტირებ ეხლა აქ პტატუნას სურათი ვნახე და ვიტირე გმერთმა გაგიზარდოთ ყველას პატატუნები და ყველა ქალს დედობის ბედნიერება მიანიჭოს ზოგი ამას ვერ აფასებს და ჩვეულებრივ მოვლენად იღებს არადა .......... rolleyes.gif baby.gif cry.gif weep.gif ბოდიშით ტემას გადავუხვიე და კიტხვა მაქვს ჩემს გინეკოლოგთAნ ასე ცალ ცალკე როდამდე უნდა ვიბოდიალოთ ? 4 წელია უკვე დავიღალე sad.gif rolleyes: ისა გუშინ დავურეკე და მშობიარე მყავსოო და დაგირეკავოო და ვეღარ იცლის ჩემთვის რატომღაც ავიწყვდება დარეკვა sad.gif cry.gif მაპატიეთ რომ უადგილოდ შემოვარდი და მყუდროება დავარღვიე cry.gif

Posted by: blear_witch 4 Apr 2007, 12:41
QUOTE
არ ვიცი ქიმია

თუ ქიმია არ იცი 5 დიპლომიც რომ გქონდეს შანსი არაა კაი ექიმი დადგე

Posted by: nino877 4 Apr 2007, 12:46
sad.gif უარესად მოვიწყინე კაი მაშინ ისევ ოცნებად დარჩება ჩემი ოცნება არადა დედაჩემი პედიატრია მამაჩემი მეან გინეკოლოგი ოღონდ ლენინგრადში მამიკო მომენატრა sad.gif

ისე ყველას უნდა ხოლმე რომ შვილი ექიმი გამოვიდეს და თან თუ მონაცემები აქვს sad.gif და რატომღაც მშიბლების დაჟინებული ტხოვნით პროგრამისტ-ეკონომისტი ვარ sad.gif სისხლ ძარღვთა ქირურგია ჩემთვის ყველაზე ახლოა sad.gif

Posted by: piki-a 4 Apr 2007, 14:42
მაინტერესებს ტესტის გაკეტება მენზამდე ღიირს?

Posted by: blear_witch 4 Apr 2007, 14:44
nino877
პროგრამირება ისწავლე და ქიმია გაგიჭირდა? smile.gif

Posted by: violet 4 Apr 2007, 14:59
nino877
QUOTE
ვგიჟდები მშობიარობებზე და გინეკოლოგიაზე საშინლად მაინტერსებს და ვაპირებ ჩAვაბარო

ძალიან კარგი მაგრამ მზად ხარ კიდევ 11 წელი ისწავლო??
6 წელი უნივერსიტეტი+5 წელი რეზიდენტურა (მეანობა-გინეკოლოგია)

Posted by: Catherine 4 Apr 2007, 15:01
ორსულობამდე წყალს თითქმის არ ვსვავდი, რადგან არ მიყვარს. შეიძლება დღე ისე გასულიყო რომ საერთოდ არც დამელია, ანდა თუ დავლევდი, ისიც მაქსიმუმ ნახევარი ჭიქა. ეხლა კი თითქმის დაახლოებით ერთ ლიტრ წყალს ვსვავ დღეში. როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია?

Posted by: tms 4 Apr 2007, 15:01
QUOTE (piki-a @ 4 Apr 2007, 14:42 )
მაინტერესებს ტესტის გაკეტება მენზამდე  ღიირს?

არ ღირს, უმჯობესია დაელოდო გადაცილებას
smile.gif
* * *
QUOTE (Catherine @ 4 Apr 2007, 15:01 )
ორსულობამდე წყალს თითქმის არ ვსვავდი, რადგან არ მიყვარს. შეიძლება დღე ისე გასულიყო რომ საერთოდ არც დამელია, ანდა თუ დავლევდი, ისიც მაქსიმუმ ნახევარი ჭიქა. ეხლა კი თითქმის დაახლოებით ერთ ლიტრ წყალს ვსვავ დღეში. როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია?

რაც ბევრ წყალს დალევ უკეთესიაsmile.gif
და ერთი ლიტრა წყალი დღის განმავლობაში ცოტაა არაფერხმძიმესთვისაც და მითუმეტეს ფეხმძიმისთვის..ასე რომ დალიე 3-4 ლიტრა წყალი..მე, იყო დრო დღეში 5 ლიტრა წყალს ვსვამდი იმიტომ რიმ უნდა დამელიაsmile.gif
ისე ახლა დღეში არაფეხმძიმობის პირობებში 2 ლიტრა წყალს ვსვამ, წესად მაქვსsmile.gif

Posted by: Catherine 4 Apr 2007, 15:16
სააღდგომოდ რაიონში ვაპირებ 2 დღით წასვლას და ერთი თვის ორსულისათვის საშიში ხომ არ იქნება რაიონში წასვლა? ხომ არ არსებობს ნაყოფის მოშლის საშიშროება? 12 აპრილისთვის ვარ ექიმთან ჩაწერილი და რადგან ჯერ არააფერი არ ვიცი ნაყოფის მდგომარეობის შესახებ ყველაფერის მეშინია

Posted by: anakatrin 4 Apr 2007, 15:18
Catherine
QUOTE
ორსულობამდე წყალს თითქმის არ ვსვავდი, რადგან არ მიყვარს. შეიძლება დღე ისე გასულიყო რომ საერთოდ არც დამელია, ანდა თუ დავლევდი, ისიც მაქსიმუმ ნახევარი ჭიქა. ეხლა კი თითქმის დაახლოებით ერთ ლიტრ წყალს ვსვავ დღეში. როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია?

tms-ს ვეთანხმები,რაც ბევრ წყალს დალევ უკეთესია,მე ორსულობაში ექიმმა მითხრა3-4ლიტრი სითხე უნდა მიიღო დღის განმავლობაშიო,1ლიტრი ძალიან ცოტაა თუ სხვა სითხეს არ ღებულობyes.gif tms
QUOTE
იყო დრო დღეში 5 ლიტრა წყალს ვსვამდი იმიტომ რიმ უნდა დამელია
ისე ახლა დღეში არაფეხმძიმობის პირობებში 2 ლიტრა წყალს ვსვამ, წესად მაქვს

იგრძნობა გერმანული სკოლა ამ საკითხთან დაკავშირებით biggrin.gif მეც ძალიან ბევრ წყალს ვსვავ მას მერე რაც აქ ვარ.
ისე რა მაინტერესებს იცი საქართველოში რატომ ექცევა ასეთი ცოტა ყურადღება წყლის დალევას?არადა რა მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.ალბათ იმიტომაცაა 70წლის გერმანელი ბებოები ველოსიპედებით რომ კატაობენ არა? lol.gif lol.gif lol.gif ხუმრობა იქეთ იყოს და მართლა უცნაურია ესენი რა აქტიურები არიან ღრმა სიბერეშიც კი biggrin.gif
* * *
Catherine
თუ გართულებები არ გაქვს რა პრობლემა იქნება?ისე ინდივიდუალურია ყველაფერი.რამდენი საათი უნდა იმგზავრო?სიმძიმეები არ აწიო რაც მთავარია,მაინც თავი რომ დაიზღვიო.მეც პატარა ორსული ვიყავი 6-8კვირის 4 საათი ვიფრინე და მანამდე 3საათი ვიმგზავრე აეროპორტამდე მანქანით.მე არანაირი პრობლემა არ შემქმნია.მაინც თუ გინდა გინეკოლოგთან გაიარე კონსულტაცია
ისე პაწუკამ სააღდგომოდ საჩუქარი გაგიკეთა არა ორსულობით? yes.gif

Posted by: Catherine 4 Apr 2007, 15:42
კი ჩემმა პაწაწამ ნამდვილი სიუპრიზი გაგვიკეთა მეც და თავის მამიკოსაც. ჯერ დაქორწინებულები არ ვიყავით, უბრალოდ დანიშნულები ვიყავით და 28 აპრილისთვის გვქონდა დანიშნული ქორწილი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მენზა გადამიცდა და მერე საერთოდ აღარც მომივიდა. ტესტი სამჯერ გავაკეთეთ და აღმოჩნდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ვერ წარმოიდგენთ ჩემი საქმროს გაბრწყინებულ სახეს როცა გაიგო რომ პატარს ველოდებოდით. პატარებზე ჭკუა ეკეტება. მეორე დღესვე მიმარბენინებდა ეჰოზე, მაგრამ მერე ახლობელმა (გინეკოლოგამ) უთხრა რომ ცოტა მოითმინეთ, რადგან ნაყოფი ჯერ არ გამოჩნდებაო. ხოდა ეხლა 12 თვის ვაპირებთ მისვლას. მე კი შაბათს მინდა რაიონში წასვლა, ასე ძალიან მართლაც არსოდეს მდომებია იქ ჩასვლა, თმცა ჩემი საქმრო წინააღმდეგია, რაიმე არ მოგივიდესო. გზა სულ 4 საათია სავალი და მეშინია რომ ჩემ პაწუკას რაიმე არ დაუშავდეს

Posted by: BaBajanka 4 Apr 2007, 15:52
QUOTE
ხოდა ეხლა 12 თვის ვაპირებთ მისვლას


Catherine
კვირის ალბათ givi.gif

anakatrin
QUOTE
გერმანელი ბებოები ველოსიპედებით რომ კატაობენ არა?ხუმრობა იქეთ იყოს და მართლა უცნაურია ესენი რა აქტიურები არიან ღრმა სიბერეშიც კი


მარტო წყალი არ შველის მაგას. მაგათ უზრუნველი ცხოვრება აქვთ გაცილებით, სტრესი ნაკლები აქვთ, თივის ზვინს ზურგით არ დაატარებენ, გაზის ბალონები ხელით არ დააქვთ, ნესტიან და ბნელ ოთახებში ცხოვრებისგან რევმატიზმები არ აწუხებთ, ამხელა გარემო დაბინძურება და ხო იცი კიდე რამდენი სოციალური განსხვავებაა... სპორტით არიან დაკავებულები ახალგაზრდობიდან, რაც საქართველოში მგონი სირცხვილი და დასაცინიც კია ზოგიერთისთვის.
სამაგიეროდ აქ ყველა ბალღობის ჰასაკიდან ბრმაა და აჩკი ჭირდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
1:1 მაგათ!

Posted by: L&L 4 Apr 2007, 16:39
Catherine
QUOTE
ორსულობამდე წყალს თითქმის არ ვსვავდი, რადგან არ მიყვარს. შეიძლება დღე ისე გასულიყო რომ საერთოდ არც დამელია, ანდა თუ დავლევდი, ისიც მაქსიმუმ ნახევარი ჭიქა. ეხლა კი თითქმის დაახლოებით ერთ ლიტრ წყალს ვსვავ დღეში. როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია


ეს არ არის საგანგაშო რაოდენობა

QUOTE
სააღდგომოდ რაიონში ვაპირებ 2 დღით წასვლას და ერთი თვის ორსულისათვის საშიში ხომ არ იქნება რაიონში წასვლა? ხომ არ არსებობს ნაყოფის მოშლის საშიშროება? 12 აპრილისთვის ვარ ექიმთან ჩაწერილი და რადგან ჯერ არააფერი არ ვიცი ნაყოფის მდგომარეობის შესახებ ყველაფერის მეშინია


კარგ გზაზე კარგი მანქანით არაფერი საშიში არაა, უბრალოდ ერთ პოზაში ჯდომა რომ გადაგღლით, გააჩერეთ და დაისვენეთ, გაიარეთ. ორსულობა ავადმყოფობა არ არის. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს რა თქმა უნდა მგზავრობა შეიძლება, მაგრამ თქვენ წინა გვერდზე არსებულ შეტყობინებაში საშოდან სისხლდენა აღნიშნეთ, ეს კი ნორმალური არ არის და ექიმისათვის აქამდეც უნდა მიგემართათ, მიუხედავად ტესტის პასუხისა. ასე რომ სჯობს არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი!!!


QUOTE
მეორე დღესვე მიმარბენინებდა ეჰოზე, მაგრამ მერე ახლობელმა (გინეკოლოგამ) უთხრა რომ ცოტა მოითმინეთ, რადგან ნაყოფი ჯერ არ გამოჩნდებაო. ხოდა ეხლა 12 თვის ვაპირებთ მისვლას.


ჯერ ერთი 12 თვეზე არა, ალბათ 12 კვირაზე. მეორეც ნაცნობ გინეკოლოგს არ უნდა დაეშალა ექოზე წასვლა, რადგან ასეთ პატარა ვადებზე გარე ორსულობა უნდა გამოირიცხოს, რაც სწორედ ექოსკოპიით ხდება. მენსტრუაციის გადაცდენიდან 2 კვირაში ნაყოფის გულისცემის დაფიქსირებაც ხერხდება. ინფორმაცია ამ დროს მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვანი.

Posted by: tms 4 Apr 2007, 16:50
QUOTE
ხოდა ეხლა 12 თვის ვაპირებთ მისვლას


QUOTE
ჯერ ერთი 12 თვეზე არა, ალბათ 12 კვირაზე


აქ იგულისხმა 12 აპრილისთვის და არა 12 თვისთვის smile.gif smile.gif ანუ 12 აპრილს უნდა მივიდე ექიმთანო

Posted by: Catherine 4 Apr 2007, 16:56
ხო შემეშალა, 12 აპრილი უნდა ჩამეწერა :-) სისხლისდენა კი მქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ სექსის გამო მოხდა ჩემი აზრით. მისიონერის პოზაში გვქონდა და თანაც საკმაოდ დიდხანს და აქტიურად და ალბათ ამამ გამოიწვია სისხლისდენა

Posted by: L&L 4 Apr 2007, 17:09
Catherine

მნიშვნელობა არ აქვს სისხლდენა რამ გამოიწვია. მიზეზი უნდა დაუყოვნებლივ დადგინდეს.

Posted by: BaBajanka 4 Apr 2007, 17:16
tms
QUOTE
ქ იგულისხმა 12 აპრილისთვის და არა 12 თვისთვის ანუ 12 აპრილს უნდა მივიდე ექიმთანო


QUOTE
ხო შემეშალა, 12 აპრილი უნდა ჩამეწერა :-)



biggrin.gif აააა.... ოკ!

QUOTE
მაგრამ ეს მხოლოდ სექსის გამო მოხდა ჩემი აზრით


და სექსის დროს სისხლის დენა ნორმალეა? eek.gif

Posted by: Matrona 4 Apr 2007, 23:33
გუშინ იმხელა არზა გამოვაცხვე... გამოვგზავნე... და არ არის? ნეტავ რა ჭირდა სერვერს?

მოკლედ გუშინ ვიყავის სერგოსთან და ყველაფერი კარგადაა..
რა ვქნა , ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ექიმის პიროვნებას და მის დამოკიდებულებას პაციენტებისადმი...პროფესიონალიზმთან ერთად ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა...
ამიტომ, სერგოს დიდ უპირატესობას ვანიჭებ..
აღარც ინფარქტებია პლაცენტაზე და ნაყოფის მდებარეობაც ნორმალლურია.. არა და რა იმედი მქონდა იქნებ გადავრჩე იმ ტკივილებს და საკეისრო დამჭირდეს-თქო... ვიცი რომ უკეთესია ბუნებრივი მშობიარობა.. მეც ამის მომხრე ვარ... მაგრამ მაინც.....გულის კუნჭულში ძალიან მიზიდავდა ალბათობა იმისა, რომ შეიძლება დაიძინო... "ოჩნულსია.. გიპს....." wink.gif


რაც შეეხებათვითმფრინავით მგზავრობას...პირველ ბავშვზე თბილისში რომ ჩამოვედი 5, 5 თვის ორსული ვიყავი და არანაირი პრობლემა არ მქონია, მიუხედავად იმისა , რომ მაშინაც მაღალი მქონდა საშვილოსნოს ტონუსი.. ასე, რომ არ შეშინდეთ.....

Posted by: Suleluka 5 Apr 2007, 00:00
Matrona
გამეხარდა ყველაფერი კარგა რომ გაქვს 2kiss.gif
სერგო მართლა პროფესიონალი და კარგი პიროვნებაა, მე ვერ დავმალე გრძნობები და გაუმხილე რომ Fანი ვარ biggrin.gif აი ხედავო ცოლს უთხრა როგორ ვუყვარვარ ხალხსო biggrin.gif

Posted by: makvala 5 Apr 2007, 00:03
Matrona


quote]აღარც ინფარქტებია პლაცენტაზე [/quote]

აჰაა...თურმე კლექსანი ხანდახან საჭიროა ორსულობისას. არა და არც საშიშია სწორი დანიშვნისას, ვიღაცეები (გვარს არ ვასახელებ) მახსოვს ყოყმანობდნენ,...კაი ქნა იმან, ვინც დაგინიშნა, მე დისტანციურად ვერ ვიზამდი, არ შეიძლება...

QUOTE
.....გულის კუნჭულში ძალიან მიზიდავდა ალბათობა იმისა, რომ შეიძლება დაიძინო...


რა დროს ძილია, სოლო კონცერტი გაქ წასაყვანი....არა გრცხვენია...აგე ეპიდურალურიც ხო არსებობს...

ჰო, თუ ეპიდურალურს გაიკეთებ, ანესთეზიოლოგს უთხარი რო კლექსანს იღებდი და ბოლო როდის გაიკეთე...

Posted by: anakatrin 5 Apr 2007, 02:00
BaBajanka
QUOTE
მარტო წყალი არ შველის მაგას. მაგათ უზრუნველი ცხოვრება აქვთ გაცილებით, სტრესი ნაკლები აქვთ, თივის ზვინს ზურგით არ დაატარებენ, გაზის ბალონები ხელით არ დააქვთ, ნესტიან და ბნელ ოთახებში ცხოვრებისგან რევმატიზმები არ აწუხებთ, ამხელა გარემო დაბინძურება და ხო იცი კიდე რამდენი სოციალური განსხვავებაა... სპორტით არიან დაკავებულები ახალგაზრდობიდან, რაც საქართველოში მგონი სირცხვილი და დასაცინიც კია ზოგიერთისთვის.

გეთანხმები რომ ცხოვრების კარგი პირობები აქვთ,წყალთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ვიხუმრე,ელემენტარულად აქ დაზღვევის სისტემა ისეთ დონეზეა რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად არ აქვს პრობლემა რომ ექიმთან თავისი ჯანმრთელობა აკონტროლოს და შესაბამისად იმკურნალოს.რაც შეეხება უსინათლოებს პირველად რომ ჩამოვედი გადავირიე ამდენი უსინათლო რომ ვნახე ქუჩაში.მეგონა რომ საქართველოში უსინათლოები არ არსებობენ,ანდაც თუ არიან ბევრნი არ არიანთქო,იმიტომ რომ ქუჩაში ხშირად ნამდვილად ვერ შეხვდები.აქედან გამომდინარე საქართველოში თუ არ ჩანან ქუჩებში უსინათლოები იმიტომ კი არა რომ არ არიან,ნეტავ ყველა ჯანმრთელი იყოს რაზეა ლაპარაკი,უბრალოდ მათ ქუჩაში გადაადგილების პირობები არ აქვთ,რაც გერმანიაში არ აღინიშნება,აქ უსინათლოც და ნებისმიერი ინვალიდიც ქუჩაში სხვის დაუხმარებლად გავა იმის გამო რომ მათთვის უმაღლეს დონეზეა პირობები შექმნილი,ნებისმიერ ტრანსპორტში თუ დაწესებულებაში.საქართველოში ინვალიდები რომლებიც ეტლებს არიან მიჯაჭვულები ქუჩაში ვერ გაყავთ ხშირად იმიტომ რომ ელემენტარული პირობები არ აქვთ,ამ დროს ისინიც ხომ საზოგადოების სრულ უფლებიანი წევრები არიან?
სპორტს მართლა ბავშვობიდან მიყვებიან რაც მისასალმებელია,აი რაც შეეხება ფიზიკურ შრომას და სტრესს მე ვერ დაგეთანხმები რომ გერმანიაში ცოტას შრომობენ და სტრესი არ აქვთ.სტრესი რა იყო გერმანიაში რომ ჩამოვედი მერე გავიგე,საქართველოში გაჭირვებული ცხოვრების მიუხედავად მაინც დადებითი მუხტია.

suleluka
მიხარია რომ ყველაფერი კარგად გაქვთ ჯანმრთელობის მხრივ შენც და შენს პაწუკასაც,მასე გააგრძელეთ.yes.gif smile.gif მიხარია რომ სერგოზე ამ ფორუმზე მარტო კარგს წერენ,მეც სერგოსთან ვიყავი რამოდენიმეჯერ ეხოსკოპიაზე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი.ჩემს მეგობარს პლაცენტის წინა მდებარეობა ქონდა და სერგოს წყალობით ლამაზი გოგონა ყავს.თუ კარგად მახსოვს ჩემს მეგობარს მაშინ სერგო აძლევდა ხოლმე დანიშნულებებს

Posted by: Nuna 5 Apr 2007, 10:00
დედიკოების კლუბში შეიჭყიტეთ ხალხნოsmile.gif არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ სერგოს ერთ-ერრთ სერიოზულ შეცდომაზეა ყურადღება გამახვილებული, იმედია ასეთ შეცდომებს აღარ უშვებს.,..

Posted by: Suleluka 5 Apr 2007, 10:41
Nuna
ყველას აქვს ოდესრაც რაღაც შეცდომა დაშვებული, თან თარიღი ნახე.
დღეს დღეობით სერგო მგონი საუკეთესოა
anakatrin
მადლობ 2kiss.gif

Posted by: SPC 5 Apr 2007, 17:06
იცით რა მაინტერესებს? გინეკოლოგმა დამინიშნა დუფასტონი ციკლის მოსაწესრიგებლად. მითხრა დალიე მენსტრუაციის მეთერთმეტე დღიდანო, და რომელ დღემდე ეგ კი დამიწერა მაგრამ არ ჩანს, ვერ ვარჩევ ნაწერს..ანუ მეთერთმეტე დღიდან მგონი ოცდამეხუთე დღემდე...და რამე ხომ არ მეშლება?? ეგრე ინიშნება? მეზარება მისვლა და კითხვა ....დღეში ვსვამ 2 ტაბლეტს....იქნებ როცა 2 ტაბლეტია დრო უფრო ნაკლებია ...?

Posted by: Breaky 5 Apr 2007, 17:37
SPC
ერთი ფირფიტა ბოლომდე უნდა დალიო, რამდენ დღეზეც გაგწვდება. როგორც წესი, ნიშნავენ დღეში 2 ტაბლეტს, ანუ 10 დღიანი კურსია.

Posted by: New_One 5 Apr 2007, 17:53
QUOTE (Catherine @ 4 Apr 2007, 15:42 )
კი ჩემმა პაწაწამ ნამდვილი სიუპრიზი გაგვიკეთა მეც და თავის მამიკოსაც. ჯერ დაქორწინებულები არ ვიყავით, უბრალოდ დანიშნულები ვიყავით და 28 აპრილისთვის გვქონდა დანიშნული  ქორწილი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მენზა გადამიცდა და მერე საერთოდ აღარც მომივიდა. ტესტი სამჯერ გავაკეთეთ და აღმოჩნდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ვერ წარმოიდგენთ ჩემი საქმროს გაბრწყინებულ სახეს როცა გაიგო რომ პატარს ველოდებოდით. პატარებზე ჭკუა ეკეტება. მეორე დღესვე მიმარბენინებდა ეჰოზე, მაგრამ მერე ახლობელმა (გინეკოლოგამ) უთხრა რომ ცოტა მოითმინეთ, რადგან ნაყოფი ჯერ არ გამოჩნდებაო. ხოდა ეხლა 12 თვის ვაპირებთ მისვლას. მე კი შაბათს მინდა რაიონში წასვლა, ასე ძალიან მართლაც არსოდეს მდომებია იქ ჩასვლა, თმცა ჩემი საქმრო წინააღმდეგია, რაიმე არ მოგივიდესო. გზა სულ 4 საათია სავალი და მეშინია რომ ჩემ პაწუკას რაიმე არ დაუშავდეს

თუ კარგად გრძნობ თავს არაფერი იქნება, მე პირადარ მე-8 თვეში ექსკურსიაზე ვიყავი ფეხით და მეცხრეში დასასვენებლად კახეთში ასე მანამდე კი ლექციებზე დავდიოდი. yes.gif

Posted by: Suleluka 5 Apr 2007, 18:01
New_One
ბოლო თვეებში კი მარა 12-14 კვირამდე მაინც რისკია, სჯობს ექიმტან შეათანხმოს

Posted by: moina27 6 Apr 2007, 11:31
მოგესალმებით ყველას.
ერთი შეკითხვა მაქვს გინეკოლოგებთან, არის თუ არა შესაძლებელი რომ დიდი სტრესის მიღების გამო (მცირე დროში რამდენიმე ძალიან ძლიერ ნერვიულობას ვგულისხმობ) ქალი ორსულად ვერ დარჩეს?

Posted by: BaBajanka 6 Apr 2007, 17:57
anakatrin
QUOTE
გეთანხმები რომ ცხოვრების კარგი პირობები აქვთ,წყალთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ვიხუმრე,ელემენტარულად აქ დაზღვევის სისტემა ისეთ დონეზეა რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად არ აქვს პრობლემა რომ ექიმთან თავისი ჯანმრთელობა აკონტროლოს და შესაბამისად იმკურნალოს.რაც შეეხება უსინათლოებს პირველად რომ ჩამოვედი გადავირიე ამდენი უსინათლო რომ ვნახე ქუჩაში.მეგონა რომ საქართველოში უსინათლოები არ არსებობენ,ანდაც თუ არიან ბევრნი არ არიანთქო,იმიტომ რომ ქუჩაში ხშირად ნამდვილად ვერ შეხვდები.აქედან გამომდინარე საქართველოში თუ არ ჩანან ქუჩებში უსინათლოები იმიტომ კი არა რომ არ არიან,ნეტავ ყველა ჯანმრთელი იყოს რაზეა ლაპარაკი,უბრალოდ მათ ქუჩაში გადაადგილების პირობები არ აქვთ,რაც გერმანიაში არ აღინიშნება,აქ უსინათლოც და ნებისმიერი ინვალიდიც ქუჩაში სხვის დაუხმარებლად გავა იმის გამო რომ მათთვის უმაღლეს დონეზეა პირობები შექმნილი,ნებისმიერ ტრანსპორტში თუ დაწესებულებაში.საქართველოში ინვალიდები რომლებიც ეტლებს არიან მიჯაჭვულები ქუჩაში ვერ გაყავთ ხშირად იმიტომ რომ ელემენტარული პირობები არ აქვთ,ამ დროს ისინიც ხომ საზოგადოების სრულ უფლებიანი წევრები არიან? სპორტს მართლა ბავშვობიდან მიყვებიან რაც მისასალმებელია,აი რაც შეეხება ფიზიკურ შრომას და სტრესს მე ვერ დაგეთანხმები რომ გერმანიაში ცოტას შრომობენ და სტრესი არ აქვთ.სტრესი რა იყო გერმანიაში რომ ჩამოვედი მერე გავიგე,საქართველოში გაჭირვებული ცხოვრების მიუხედავად მაინც დადებითი მუხტია.



მე უსინათლოები არ მიგულისხმია user.gif
ვიგულისხმე მასიურად მინუსიანი და სათვალიანი ახალგაზრდობა

Posted by: anakatrin 7 Apr 2007, 01:06
BaBajanka
ო.კ.მე უბრალოდ ძალიან მინდა ოდესმე,ჩვენი შვილები მაინც ცხოვრობდნენ ასეთ პირობებში და კომფორტში როგორც გერმანიაში,მარა საქართველოში რა თქმა უნდა.ისე ჯანმრთელობის ფასი არაფერია ამ ქვეყანაზე.
ჯანმრთელობას გისურვებ შენც და შენს პაწაწუნას.რომელ რიცხვში მიფრინავ საქართველოში?რაც შეიძლება ბევრი სითხე დალიე ფრენისას 2kiss.gif

Posted by: Suleluka 7 Apr 2007, 13:12
თმის პრობლემა მაქვს ხალხნო ბოლოჭამიები გამიჩნდა sad.gif და თმა გამიხდა ცხიმიანი, რა მჭირს, შეიძლება ეგ პრობლემა ფეხმძIმობასთან იყოს დაკავშირებული?
თმა რო არ მოვიჭრა ცოტა მაინც ეს ბოლოჭამიები ბოლომდე ავა ალბათ.
შეგიჭრიათ ფეხმძიმობაზე თმა? : (

Posted by: tikusha 7 Apr 2007, 15:32
suleluka
თმა გამოიფიტა, მემგონი შეჭრა უშველის

Posted by: Suleluka 7 Apr 2007, 15:36
tikusha
შეიძლება რომ ფეხმძიმობაზე თმის შეჭრა? ხო იცი ძველი ხალხი როგორც ამბობს არ შეიძლებაო, უაზროთ გამეზარდა თმა

+++

ვინმეს შეგიჭრიათ ფეხმძომობაზე თმა?


პ.ს ლამაზუკა <-- ეგ ჩემი სიტყვაა biggrin.gif







Posted by: radiology 7 Apr 2007, 15:49
suleluka
აბა ფეხმძიმობის დროს თაგაბურძგნულმა,ფრჩხილებდასაჭრელმა და პირდაუბანელმა უნდა იარო?????))))

Posted by: Suleluka 7 Apr 2007, 15:58
radiology
ეხ... რა ვიცი აბა... ;(

Posted by: ბასკუ 7 Apr 2007, 16:15
suleluka
რაც ფეხმძიმედ ვარ უკვე ორჯერ შევიჭერი თმა ზუსტადაც ბოლოჭამიების გამო!

Posted by: Suleluka 7 Apr 2007, 16:28
basku
მეც დიდხანს ვერ მოვითმენ ალბათ, ჩემ პატარა ლაწირაკს ყველაფერი კარგი თავისთვის მიაქვს :დ მე კიდე ვიტამინების ნაკლებობა მეწყება biggrin.gif

Posted by: anakatrin 7 Apr 2007, 17:11
suleluka
QUOTE
ვინმეს შეგიჭრიათ ფეხმძომობაზე თმა?


""მე თუ მკითხავ ცრუ რწმენებია თმის შეჭრასთან დაკავშირებით.მე ორსულობაში 2ჯერ შევიჭერი თმა. ჩემს შვილს კულულები აქვს,რა გითხრა აბა?მედიცინასთან ვფიქრობ არანაირი კავშირი არ აქვს,არცერთ ორსულთა ლიტერატურაში არ წამიკითხავს რომ თმის შეჭრა აკრძალულია ორსულობაში smile.gif

Posted by: natali kalandadze 7 Apr 2007, 17:15
მე არ შემიჭრია smile.gif
არ ვიცი რატომ მარა მაინც....

Posted by: Suleluka 7 Apr 2007, 18:28
anakatrin
რა ვიცი უბრალოდ არ შემიძლია რო არ შევიჭრა, ბოლოჭმიები ბოლომდე ამივა

natali kalandadze
არ მე ვაპირებდი მარა ბოლოჭამიები მაწუხებს.
ხო კაია რო გამოჩნდი რარაც რუღაცეები მინდა გკითხო, შენ როგორც მახსოვს არამიანცში იმშობიარე, რომელი ექიმი გყავდა? აყვანილი გაყვდა წინასწარ? პირობები როგორია? და რაც მთავარი ფასები, რა დაგიჯდა თავის ექიმის აყვანიანათ biggrin.gif ხო და რამდენი ხნის წინ იმშობიარე
თუ არ შეწუხდები მომწერე, გინდა აქ და გინდა PM

Posted by: natali kalandadze 7 Apr 2007, 18:34
suleluka
ტაკს... არამიანცში ვიმშობიარე, ექიმი თამაზ ანთელავა (ვუწევ რეკომენდაციას), წინასწარ მყავდა აყვანილი, ხშირად დავდიოდი ხოლმე.
ფასებს რაც შეეხება ოფიციალური გადასახადი მგონი არ იყო, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ექიმს, ექთანს, ბებიაქალს და კიდევ ოხრად ვიღაცეებს ოხრად ფული აჩუქეს....
ვიმშობიარე 29 სექტემბერს დილით smile.gif
პირობები ნორმალურია, ჩვეულებრივი პალატაა, სისუფთავეც არის.
ერთადერთი რაც არ მომეწონა ის იყო რომ ზოგიერთი ღამის ბავშვის ექიმი ცოტა უყურადღებო იყო...
და კიდევ თითო ადამიანის შემოშვებაზე ორ-ორ ლარს რომ იჯიბავდნენ შემოსასვლელში smile.gif

Posted by: Suleluka 7 Apr 2007, 18:38
natali kalandadze
QUOTE
ორ-ორ ლარს რომ იჯიბავდნენ შემოსასვლელში

ნუ ეგ ხო ყველგან ეგრეა, ნუ საერთოდ თუ ამოუშვეს ვინმე, ზოგან ისეთი სტროგობაა,
მე მანდ ვფიქრობ მშობიარობას, ქორიძე მინდა ავიყვანო, თუმცა მთლად ბოლომდე გადაწყვეტილი ამვაბი არაა, ჯერ მე თვითონ უნდა მივიდე და პირადად გავიცნო biggrin.gif

ჯანმრთელობის სახლი მომწონს ძალიან, მარა 1200 ლარი ცოტა ისეთი გადასახადია რა...
არამიანცში ნაკლები დაგიჯდებაო

Posted by: natali kalandadze 7 Apr 2007, 20:03
suleluka
ხო, ვერც ექიმს ვერ ჩაიყვან მაქედან.....

სანამ თამაზიმდე მივიდოდი 6 ექიმი ვნახე... და არცერთი არ მომეწონა სხვადასხვა მიზეზების გამო

Posted by: BaBajanka 8 Apr 2007, 01:53
გილოცავთ ყველას აღდგომას, ღმერთმა სიძლიერე მოგცეთ!

თმის შეჭრას რაც შეეხება, მეც გამიგია, რომ არ უნდა შეიჭრაო, მაგრამ რატომ არ ვიცი. მგონი ბავშვი ბანჯგვლიანი იქნებაო, თუ რაღაცა.
smile.gif

მგონი პირიქით, უკეთესია, რაც მოკლედ გექნება თმა და ხშირად შეიჭრი.. ასევე ფრჩხილებს....

(ოღონდ არ ვიცი რატომ, მე მგონია ასე smile.gif )
მე კი ვარ ახლა ფაფარაშლილი, რომ ჩამოვალ, მაგასაც მივხედავ smile.gif

Posted by: Matrona 8 Apr 2007, 14:06
ქრისტე აღდგა!
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას!
ღვთისმშობელი დედა იყოს ყველა ჩვენთაგანის მფარველი.....

თმების შეჭრას რაც შეეხება...
აუცილებლად შეიჭერით...და ფრჩხილებიც მოიწესრიგეთ..მაკიაჟიც გაიკეთეთ... და თავი იგრძენით ყველაზე ლამაზად და შესანიშნავად! აი.. თმების შეღებვას კი პირველ ბავშვზე ვერიდებოდი.. ახლა კი 2 თვეში ერთხელ ვიღებავ...
გკოცნით ყველას.... 2kiss.gif

Posted by: Suleluka 8 Apr 2007, 14:19
ყველას გილოცავთ აღდგომის წმინდა დღესასწაულს!!!

Matrona
მაკიაჟსაც ვხმარობ, ფრჭხილებსაც ვიწესრიგებ, მარა თმის შეჭრას აქამდე ვერიდებოდი, მარა ეხლა ისე მაქ თმა მიბანძებული მრცხვენია უკვე : (
პრაზნიკმა ჩაიაროს და ეგრევე სტრიშკა biggrin.gif

Posted by: Solveig 8 Apr 2007, 16:16
ძალიან მაინტერესებს, ვინ მოიგონა-ფეხმძიმესთვის თმის შეჭრა არ შეიძლებაო..შეღებვა, მათეთრებელი კრემების ხმარება, ეპილაცია და მაკიაჟი-კი ბატონო, მაგრამ თმის შეჭრა რას უშლის ნეტავ biggrin.gif

Posted by: tikusha 8 Apr 2007, 16:21
suleluka
თმის შეჭრა საზიანო არაა, ამ თემაში მახსოვს ლ&ლ წერდა თმის შეჭრა (მოკლე თმა) უბრალოდ ცილებზე მოთხონსას აძლიერებსო

აი შეღებვა კი მართლაც არ არის რეკომენდირებული

Posted by: Suleluka 8 Apr 2007, 16:26
Solveig
ძველი ხალხიდან მოდის, როგორც ამბობენ ბავშვისთვის წინასწარ არ შეიძLება რაღაცეების ყიდვაო, მაგ პუნქტსაც დავარღვევ ალბათ biggrin.gif
მაკიაჟი არ შეიძლება?
ნუ აგის გარეშე შანსი არაა...




tikusha
მოკლე თმა არც მინდა ბოლოები მინდა შევიწრა და რაღაც ფორმა რო მიეცეს.
შეღებვაც კი მინდა მარა ეგ ამბავი მოიცდის, ჭაღაცა არ მაწუხებს biggrin.gif



Posted by: tikusha 8 Apr 2007, 16:32
ჰოდა სანამ მთლად არ გამოფიტულა და გაფუჭებულა თმა, მანამდე შეაჭერი, როგორც ვიცი თურმე თმა ძალიან დიდი ოდენობის ვიტამის ითხოვს ორგანიზმიდან საკვებად, შენ კიდე მთელი ძალა და ენერგია ბავშვს უნდა მოახმარო, ასე რომ აღარ უნდა ბევრი ფიქრი

აი შეღებვა კი უნდა გადადო ნამდვილად smile.gif


Posted by: Suleluka 8 Apr 2007, 16:37
tikusha
უბრალოდ ჩემ პარეკმახერს ვერ შევაწუხებ ამ დღეებში, ტან სახლში მოსვლითაა, თან გრიპივითა აქვს და ვერ გავრისკავ მეორედ რომ გადამედოს გრიპი : ( რამოდენიმე დღეც მოვითმენ

Posted by: Matrona 8 Apr 2007, 18:14
QUOTE (suleluka @ 8 Apr 2007, 14:19 )
ყველას გილოცავთ აღდგომის წმინდა დღესასწაულს!!!

Matrona
მაკიაჟსაც ვხმარობ, ფრჭხილებსაც ვიწესრიგებ, მარა თმის შეჭრას აქამდე ვერიდებოდი, მარა ეხლა ისე მაქ თმა მიბანძებული მრცხვენია უკვე : (
პრაზნიკმა ჩაიაროს და ეგრევე სტრიშკა biggrin.gif

ძვირფასო
მეც მქონდა ადრე პრობლემები თმაზე.. ორსულობისას თმის ცვენა დამეჭყო, რომელიც მშობიარობის შემდეგ გამიძლიერდა.... მაშინ პირველად მირჩიეს კლორანი-ს შამპუნი დაზიანებული თმებისთვის და ძალიან მომიხდა.. ახლაც კლორანს ვიყენებ.. იქნებ გეცადა?
ჩემთვის ძალიან ეფექტური იყო....

Posted by: Suleluka 8 Apr 2007, 22:17
Matrona
მე უფრო ბოლოჭამიების პრობლემა მაქ, მაგას მგონი მარტო მოჭრა შველის

Posted by: ბასკუ 9 Apr 2007, 01:13
suleluka
ცოტასაც თუ მოითმენ იმედია ამ დღეებში გამობრძანდება ჩემი ბაია მუცლიდან და გეტყვი თმის შეჭრა ახდენს თუ არა რამე ეფექტს yes.gif ამ 9 თვის განმავლობაში ორჯერ შევიჭერი თმა rolleyes.gif

Posted by: Suleluka 9 Apr 2007, 11:35
basku
ეხომ რა დღე ჩაგიწერა მშობიარობის?

Posted by: anakatrin 9 Apr 2007, 14:06
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

BaBajanka
QUOTE
თმის შეჭრას რაც შეეხება, მეც გამიგია, რომ არ უნდა შეიჭრაო, მაგრამ რატომ არ ვიცი. მგონი ბავშვი ბანჯგვლიანი იქნებაო, თუ რაღაცა.

ეგ არ გამიგია,ორჯერ შევიჭერი ორსულობაში თმა,ერთხელ მელირება გავიკეთე,ექიმმა მირჩია რომ შეღებვას მელირება ჯობიაო რადგანაც საღებავი თმის ძირებამდე ვერ აღწევს როცა მელირებას ქუდზე იკეთებ.რაც შეეხება ბანჯგვლიანობას,ეგ სასაცილო და სისულელეა.ჩემს ბავშვს თეთრი ფითქინა კანი აქვს და ქერა კულულები smile.gif ბანჯგვლიანობა გენეტიკასთან უფროა ახლოს ვიდრე თმის შეჭრასთან
* * *
suleluka
QUOTE
ეხომ რა დღე ჩაგიწერა მშობიარობის?

მგონი რომ ზუსტ დღეს ეხოზე ვერ იგებენ,სერგომაც და გერმანიაში ჩემმა გინეკოლოგმაც ერთიდაიგივე თარიღი მითხრეს,მარა ჩემი პაწაწუნა 1კვირის დაგვიანებით გაჩნდა

Posted by: Suleluka 9 Apr 2007, 14:39
anakatrin
ხო და მეც ეგ მაინტერესებდა, ეხო რა რიცხვსაც გიწერს, იქამდე უნდა ელოდო პატარას თუ იმის მერე biggrin.gif
* * *
ხო კიდე რაც ძალიან მანერვიულებს წონაში ვიმატებ ძალიან sad.gif
23 კვირის ვარ და თითქმის 12 კილო მაქ მომატებული,
ისე რო შემომხედო არ მეტყობა მაგდენი მარა მე ხო ვიცი

Posted by: anakatrin 9 Apr 2007, 15:11
suleluka
QUOTE
ხო და მეც ეგ მაინტერესებდა, ეხო რა რიცხვსაც გიწერს, იქამდე უნდა ელოდო პატარას თუ იმის მერე

ეხო სავარაუდო თარიღს გიწერს,შეიძლება 1კვირით მანამდე ან შემდეგ გეყოლოს.მშობიარობის თარიღს ბოლო მენზის თარიღის მიხედვით გეუბნებიან.

QUOTE
ხო კიდე რაც ძალიან მანერვიულებს წონაში ვიმატებ ძალიან
23 კვირის ვარ და თითქმის 12 კილო მაქ მომატებული

რაც შეიძლება ბევრი ხილი და ბოსტნეული ჭამე,ხორცი და თევზიც აუცილებელია.ცომეულს და ტკბილს თუ იღებ ბევრს ცომეული და ტკბილი შეზღუდე,საჭმელს რაც შეეხება ყველაფერი ჭამე რომ პაწუკას რაიმე ვიტამინი არ მოაკლდეს.ნუ ნერვიულობ მთავარია პაწაწუნა ჯანმრთელი დაიბადოს და დამიჯერე ზედმეტი კილოგრამების მოშორებას ყოველთვის შეძლებ,მთავარია მოინდომო. 2kiss.gif

Posted by: Suleluka 9 Apr 2007, 15:16
anakatrin
ხილი რა ხილია ეხლა ისეთი, ვაშლს კი ვჭამ მარა ჯობს არ ვჭამო მამშივებს, ტკბილეულს საერთოდ არ ვეკარები არ მიყვარს, რაც ფეხმძიმეთა ვარ შემეზიზღა ტკბილეული (იქამდეც არ გვიჟდებოდი), კოკა კოლას გემო აღაც მახსოვს (ვეღარ ვიტან), ცომეულს ვჭამ sad.gif
ხაჭაპური და რამე smile.gif
წონას ვიცი რომ დავიბრუნებ, მარა ასე მეუბნევიან მშობიარობა გაგიჭირდებაო და მაგაზე უფრო ვნერვიულობ sad.gif

Posted by: tikusha 9 Apr 2007, 15:32
Matrona

QUOTE
მაშინ პირველად მირჩიეს კლორანი-ს შამპუნი დაზიანებული თმებისთვის და ძალიან მომიხდა.. ახლაც კლორანს ვიყენებ.. იქნებ გეცადა?

ეგ შამპუნი კარგად ქაფდება?? მე ვხმარობდი მაგ ფირმის ცხიმიანი თმის შამპუნს ჯინჭრისას და ძალიან ბევრი უნდა დაგესხა რომ აქაფებულიყო, ნერვებს მიშლიდა, შენ შემთხვევაში როგორაა??

Posted by: WOMAN IN LOVE 9 Apr 2007, 16:39
QUOTE
,რაც ბევრ წყალს დალევ უკეთესია

მე ვერიდები ბევრი სითხის მიღებას, მერე თირკმელები მტკივა ხოლმე. ორსულობის ბოლოს კი შეზღუდვაა საჭირო, ისედაც შუპდებიან ორსულები.
* * *
QUOTE
თმის შეჭრა არ შეიძლებაო

სისულელეა. ეს ძველი დროის გადმონაშთია, ხალხი ბნელი რომ იყო, მაშინდელი biggrin.gif

Posted by: ბასკუ 9 Apr 2007, 17:12
QUOTE
ეხომ რა დღე ჩაგიწერა მშობიარობის?

11 აპრილი, მაგრამ სულ მეგონა რომ ადრე ვიმშობიარებდიsmile.gif

Posted by: Suleluka 9 Apr 2007, 17:57
basku
როგორც მე მგონია smile.gif
7 აგვისტო მიწერია მარა რატომღაც 30 ივლისი მგონია biggrin.gif

Posted by: ბასკუ 9 Apr 2007, 18:41
suleluka
კვებას რაც შეეხება, ეცადე ბევრი არ მოიმატო, ბოლო 2 თვისთვის შეინახე თავიsmile.gif მე სულ 18 კგ მაქვს მომატებული: აქედან 14 შვიდ თვეში და დანარჩენი ბოლო ორში

Posted by: Suleluka 9 Apr 2007, 18:49
basku
ვეცდები მეტი არ მოვიმატო, პური მაინც რო ამოვიღო კვების რაციონიდან კარგი იქნება, პამიდორი და ბადრიჯანი რო შემოდის ხოლმე მაგ პერიოდში გამხდარი ვარ ხოლმე, მაგას ველოდები biggrin.gif

Posted by: natasha21 9 Apr 2007, 18:52
ქალბატონებო, ფეხმძიმობისას არაფერი სასუსნავი არ დაიკლოთ, რასაც გული, გონება და თვალი მოგთხოვთ, ყველაფერი მიირთვით.
3-6 თვეში მერე ისედაც შეიფერთხებით
ბედნიერ დედობას გისურვებთ.

ყველაზე ლამაზი პერიოდია ქალის ცხოვრებაში.

Posted by: anakatrin 9 Apr 2007, 23:08
suleluka
QUOTE
წონას ვიცი რომ დავიბრუნებ, მარა ასე მეუბნევიან მშობიარობა გაგიჭირდებაო და მაგაზე უფრო ვნერვიულობ 

25კილო მოვიმატე ორსულობაში,ცუდად ვხდებოდი მაშინ თუ საჭმელს დროულად არ შევჭამდი,ჩემი შვილი ძალიან ღუცუნა იყო.დედაჩემს ჩემი სურათები რომ გავუგზავნე საქართველოში(მე-9 თვეში ვიყავი) ქალი გადამერია სასწრაფოდ უმარილო დიეტაზე დაჯექი მშობიარობა გაგიჭირდებაო,ისეთი ადვილად ვიმშობიარე ჩემი მომატებული 25კილოთი რომ ნეტავ როცა მეორეს დავაპირებ მაშინ ვიმშობიარო ისე ადვილად.სამშობიაროში მიყვანიდან 2-3საათში ჩემი პაწია უკვე მყავდა.ასე რომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია,შეიძლება 10 კილო მოიმატოს ორსულმა და მშობიარობა გაუჭირდეს და შეიძლება 30კილო მოიმატოს და ადვილად იმშობიაროს.მითუმეტეს ჩემი ბავშვი საკმაოდ დიდი დაიბადა,პატარა ყოველშემთხვევაში არ ყოფილა.4კილო დაიბადა და 54სანტიმეტრი. smile.gif

Posted by: ბასკუ 9 Apr 2007, 23:48
anakatrin
წონაში დაკლება გაგიჭირდა???

Posted by: anakatrin 10 Apr 2007, 02:36
basku
ბავშვი 7თვემდე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ამიტომ დიეტას ვერ ვაკეთებდი.რომ მოვინდომე აკრეფილი კილოგრამები ისევ დავიკელი.მარა ჩიყვი მაქვს და სულ წონის კონტროლი მჭირდება sad.gif ,თუ ჰორმონალური პრობლემები არ გაწუხებთ ორსულობის მერე ადვილად დაიკლებთ,მთავარია მონდომება და ხელისშეწყობაა

Posted by: Suleluka 10 Apr 2007, 09:56
anakatrin
დამამშვიდე 2kiss.gif
მე დილას თუ დროზე არ ვჭამე ისეთი ვარ, ვტირივარ ხოლმე biggrin.gif
გუშინ ვეცადე ძაან ღორივით არ მეჭამა biggrin.gif ვეცდები ცომეული ნაკლებად ვჭამო

Posted by: BaBajanka 10 Apr 2007, 12:04
Solveig
QUOTE
ძალიან მაინტერესებს, ვინ მოიგონა-ფეხმძიმესთვის თმის შეჭრა არ შეიძლებაო..შეღებვა, მათეთრებელი კრემების ხმარება, ეპილაცია და მაკიაჟი-კი ბატონო, მაგრამ თმის შეჭრა რას უშლის ნეტავ


ძალიან სასაცილოა, მე გამიგია, რომ ბავშვი თმიანი გეყოლებაო biggrin.gif

მაკიაჟი და ეპილაცია რატომ არ შეიძლება?? :O მე ორივეს დიდი სიამოვნებით ვიკეთებ და მანიკური -პედიკურსაც არ ვიკლებ.
მითუმეტეს ახლა თმები მომემატა და თუ არ დავიწიწკნე, ნაქსოვივით ვიქნები biggrin.gif

Posted by: Digital Bitch 10 Apr 2007, 12:05
გინეკოლოგო: smile.gif

ჩასახვისაწინაამღდეგო სპირალი რამდენი ხანი შეიძლება გქონდეს? (სამი წელი და 9 თვეა მაქვს, და საშიში ხომ არაა?)
და კიდევ: მენსტრუ რომ ერთი კვირით ადრე ან გვიან მოგივა, თუა ნორმა?

რესპექტით,

DB

Posted by: anakatrin 10 Apr 2007, 12:31
BaBajanka
QUOTE
ძალიან სასაცილოა, მე გამიგია, რომ ბავშვი თმიანი გეყოლებაო

როგორც გითხარით ჩემს ბავშვს ძალიან თეთრი კანი და ქერა თმა აქვს,წლამდე თმა საერთოდ არ ქონდა,მერე ისეთი ქერა თმა ქონდა საერთოდ არ ეტყობოდა,რომ გაიზარდა თანდათან ცოტა გაუმუქდა თმის ფერი,მარა მაინც ქერაა.ხო მთელი ორსულობა იჟოგა მქონდა და მეუბნებოდნენ ალბათ თმიანი ბავშვი იქნებაო,მარა თმის ნასახი არ ქონია,ამ დროს ჩემს მეგობრებს გოგოები ვისაც გაუჩნდათ მთელს ტანზე და სახეზეც კი თმები ქონდათ,რა თქმა უნდა მერე გაცვივდათ.ასე რომ ჩემო კარგებო რაც სანერვიულო არაა ნუ ნერვიულობთ.თუ გენში თმიანობა გახასიათებთ დიდი შანსია რომ თქვენს პაწიასაც ქონდეს

Posted by: BaBajanka 10 Apr 2007, 12:42
anakatrin

ხო, აბა რა! ქათმის ღვიძლს თუ მოკიდე ხელი, ტყლიპი ექნებაო, biggrin.gif კვერცხი თუ მოიპარე, ლოყა ჩაეჭყლიტებაო biggrin.gif
წელი თუ მარჯვნივ გტკივა ბიჭი იქნებაო (არადა მარჯვნივ კი მტკივა სულ rolleyes.gif გოგო მინდა, გოგო)
მე არ მჯერა ასეთი რაღაცეების და რა ვქნა!

თმების, ფრცხილების და ა.შ. შეწრას მემგონი ახლა უფრო უნდა მიექცეს ყურადღება, საერთოდ ჰიგიენას მემგონი განსაკუთრებით უნდა მიხედოს ორსულმა.

Posted by: Digital Bitch 10 Apr 2007, 12:53
QUOTE
გინეკოლოგო:
????????

სადა ხარ? smile.gif

Posted by: tata-naka 10 Apr 2007, 13:40
იცით რა მაინტერესებსsmile.gif
დადონა ჯუღელს უყვარს ხომ უჟასტიკების მოყოლა??smile.gifsmile.gif
* * *
ანუ მადონა ჯუღელს მინდოდა მეთქვა
არ შემარგო აღდგომა მაგ ქალმა რაsmile.gifsmile.gif

Posted by: anakatrin 10 Apr 2007, 17:06
Suleluka
როცა გშია აუცილებელია რომ ჭამო,აუცილებელი არაა ბევრი,მთავარია რომ რაიმე მიიღოს ორგანიზმმა და დაკმაყოფილდეს.რაც შეეხება ხილს და ბოსტნეულს აუცილებლად მიიღე საკმაო რაოდენობით.ხო მაინტერესებს ფოლის მჟავას თუ სვავდი ან ეხლა თუ სვავ?

BaBajanka
შენც გირჩევდი რომ ფოლის მჟავა დალიო,ვნებით არ გავნებს და ბევრი რისკის აცილება შეუძლია.სანამდე წახვალ საქართველოში მანდ იყიდე.

Posted by: BaBajanka 10 Apr 2007, 18:11
anakatrin


მე ვსვამ პოლივიტამინებს ფეხმძიმეებისათვის, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას.
მემგონი ეგ დაფეხმძიმებამდე და 3 თვემდე უნდა სვა.

Posted by: lala 10 Apr 2007, 18:26
anakatrin
ხო მეც 12 კვირამდე ვსვავდი. მერეც მინდოდა გაგრძელება იმიტომ რომ რომელიღაც უცხოურ საიტზე წავიკითხე სულ უნდა სვათო. მაგრამ ექიმმა აღარ გინდაო.
ისე ეხლა ორსულობის ვიტამინებს ვსვავ და ის შეიცავს ფოლიუმის მჟავას.

Posted by: makvala 10 Apr 2007, 18:39
Digital Bitch
QUOTE
ჩასახვისაწინაამღდეგო სპირალი რამდენი ხანი შეიძლება გქონდეს? (სამი წელი და 9 თვეა მაქვს, და საშიში ხომ არაა?)


სპირალს გააჩნია... მირენა 5 წელიც კარგად დგას... ეს იაფფასიანები რაც იყიდება ახლა აფთიაქებსა და ბაზრობებზე მაქს. 2,5 წელი.

QUOTE
და კიდევ: მენსტრუ რომ ერთი კვირით ადრე ან გვიან მოგივა, თუა ნორმა?


არა...მიდი ექიმთან...

tata-naka


QUOTE
დადონა ჯუღელს უყვარს ხომ უჟასტიკების მოყოლა??


მაგის ხელობაც ეგ არის, ვალდებულია გაგაფრთხილოს, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებთან აქვს საქმე.
* * *
BaBajanka
QUOTE
მაკიაჟი და ეპილაცია რატომ არ შეიძლება?? :O მე ორივეს დიდი სიამოვნებით ვიკეთებ და მანიკური -პედიკურსაც არ ვიკლებ.


აბა აბა..ეგეთები არ იყოს აქა...სწორედ გითხრა სოლვეიგმა რო არ შაიძლებაო... შენა და პარაშუტითაც ხო არა ხტები თავისუფალ დროს ან სკეიტბორდით ხო არა კატაობ???

QUOTE
მითუმეტეს ახლა თმები მომემატა და თუ არ დავიწიწკნე, ნაქსოვივით ვიქნები


და ვის ეპრანჭები ორსულობისას თუ გგონია ზაფხულში საათობით ზაგარის უფლებას მოგცემს ვინმე?

ბაბაჯან, ორსულობა ეგეთების დრო არ არის რა...

აცადე ბაიას მშვიდობიანად დაიბადოს ჯანმრთელი...

Posted by: ikebana 10 Apr 2007, 19:50
makvala
ჩემს ახლობელს აქვს ჰილერპროლაქტინემია. 20 წლის გოგოა. იუნონაში ჩააბარა ანალიზი. მიზეზი კი ის იყო, რომ 2 თვეა ციკლი არ ჰქონია და საერთოდაც ხშირადაქვს "ჩავარდნები".
პროლაქტინია 126 (ნორმა 19) და ეგრევე გაუშვეს ტომოგრაფიაზე. ეგრევე აჯახეს შეიძლება ჰიპოფიზის ადენომა იყოსო. არადა თვითონაც ექიმია, მართალია ჯერ სტუდენტია მარა რაღაცეების აზრზეა და გაუკვირდა, რომ დამატებითი გამოკვლევები არ დაუნიშნა.
ეს ნორმალურია?

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Apr 2007, 20:34
makvala
სპირალის არსში გამარკვიე, გთხოვ...ზოგი ამტკიცებს, სპერმატოზოიდს შლისო და სხვანი კიდევ-უბრალოდ, განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს მიმაგრების საშუალებას არ აძლევსო... თუ ეს უკანასკნელი მართალია, მაშინ გამოდის, რომ შესაძლოა ქალს ისე ეშლება მუცელი ყოველთვე, ვერაფერსაც ვერ ხვდება?

Posted by: anakatrin 10 Apr 2007, 22:07
lala
QUOTE
ხო მეც 12 კვირამდე ვსვავდი. მერეც მინდოდა გაგრძელება იმიტომ რომ რომელიღაც უცხოურ საიტზე წავიკითხე სულ უნდა სვათო. მაგრამ ექიმმა აღარ გინდაო.
ისე ეხლა ორსულობის ვიტამინებს ვსვავ და ის შეიცავს ფოლიუმის მჟავას.

მე ორსულობის 7თვე ვსვავდი ფოლის მჟავას,საერთოდ უკეთესია თუ ორსულობა დაგეგმილია რამოდენიმე თვით ადრე დაიწყო ფოლის მჟავის მიღება.რა გითხრა 3თვეც ნორმალურია ფოლის მჟავის მიღება მარა უკეთესია ორსულობამდე და მერეც რა თქმა უნდა.ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ათასნაირი რისკისგან.ორსულობის ვიტამინებიც კარგი იქნება ალბათ,მე ფოლის მჟავის გარდა სხვა ვიტამინებს არ ვსვავდი,ცოცხალი სახით ვღებულობდი ყველანაირ ვიტამინს.ფოლის მჟავის ნაკლებობის გამო ბავშვებს უვითარდებათ სპინა ბიფიდა,ამიტომ რაც ამის შესახებ ინფორმაციას და ლიტერატურას გავეცანი ყველას ვურჩევ ფოლის მჟავის მიღებას.

Posted by: makvala 10 Apr 2007, 22:17
ikebana
QUOTE
პროლაქტინია 126 (ნორმა 19)


თუ ანალიზი სწორად გააკეთეს, მაშინ კი, პირდაპირ ტომოგრაფიაზე. ჰიპოთირეოზი მაგხელა პროლაქტინს არ იძლევა...ძალიან დიდი ციფრია...ისე ანალიზის სიმცდარეც არ გამიკვირდება მანდედან...

კიდევ ერთი ვარიანტია – სტრესების დროს იცის პროლაქტინმა მატება, მაგრამ არა ამხელაზე...

და ბოლოს, ორსულობა გამორიცხულია??

WOMAN IN LOVE
QUOTE
ზოგი ამტკიცებს, სპერმატოზოიდს შლისო


არა

QUOTE
სხვანი კიდევ-უბრალოდ, განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს მიმაგრების საშუალებას არ აძლევსო


ნამდვილად...

QUOTE
მაშინ გამოდის, რომ შესაძლოა ქალს ისე ეშლება მუცელი ყოველთვე, ვერაფერსაც ვერ ხვდება?


ნუ შეიძლება ყოველთვე არა...მაგრამ ამას მუცლის მოშლას ვერ დავარქმევთ..

Posted by: Solveig 10 Apr 2007, 22:41
QUOTE
შენა და პარაშუტითაც ხო არა ხტები თავისუფალ დროს ან სკეიტბორდით ხო არა კატაობ???

ლოოოოოოოოლ biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
სპერმატოზოიდს შლისო

მაგისთვის სხვადასხვაგვარი პასტები არსებობს (სხვათა შორის, ანტიმიკრობული მოქმედებაც აქვს). ადრე გრამიციდინის იყო და ახლა რა არის,არ ვიცი.

Posted by: piki-a 11 Apr 2007, 00:29
GTXOVT MIPASUXOT, ANALIZSHI AGMOMACNDA TRIXOMONA GARDNERELA,KIDE UNDA GAMOVIKVLIO KLAMIDIAZE,CHEMI KMARI IXSENEBS RO 5 CLIS CIN RAGAC IMFEKCIAZE MKURNALOBDA,SHVILI 10 TVEA AR AMKOLIA.TU KLAMIDIAA DA SPEMATOZOIDIS AKTIVOBA DAKVEITEBULIA RAME MESHVELEBA?ISEV AGDGEBA MKURNALOBIS MERE?TU SHVILI ARASDROS MEKOLEBA?

Posted by: blear_witch 11 Apr 2007, 09:59
piki-a
კი გეშველება. ამხელა პანიკები არაა საჭირო.

Posted by: Suleluka 11 Apr 2007, 10:24
anakatrin
ჩემი ორსულობა არ იყო დაგეგმილი, ძალიან მოულოდნელი იყო, და არც ვიყავი მზად
QUOTE
ფოლის მჟავა

არ დამილევია, არ დაუნიშნია ჩემს ექიმს, რისთვისაა?
ისე ვიტამინების კომპლექსი ერთი კურსი დავლიე, "ტერავიტა" მანდ იქნებოდა ალბათ.


makvala
ვირუსების ანალიზი გუშინ ჩAვაბარე "ჯანმრთელობის სახლში", 4 უნდა გამეკეთებინა როგორც მითხარი, მერე ლაბორანტმა დამაბნია ეგ ქრონიკულს მეუბნევი შეენო, და ისე უფრო მნიშვნელოვანი მწვავე ფორმებიაო ( ჩემი ახლობელია ეგ გოგო )
გზაში რო მოვდიოდი გადავიფიქრე მეთქი ბარემ მთლიანად გამიკეთე თქო, პასუხი შაბათს იქნება user.gif


Solveig
მაინტერესებს რამდენად ეფექტურია სპირალი, პაწუკას რო გავაჩენ მეც მომიწევს ალბათ


blear_witch
მიმართე კარგ გიკეკოლოგს, აუცილებლად გეშველება


Posted by: L&L 11 Apr 2007, 11:52
piki-a

ტექსტი საკმაოდ დაულაგებელია, მაგრამ ერთი შეხედვით თქვენ ტრიქომონიაზის და დისბაქტერიოზის სურათი გაქვთ. რაც შეეხება ქლამიდიას, არ არის სავალდებულო ქლამიდიამ სპერმის აქტივობა შეამციროს. ან სპერმის აქტივობის შემცირება მხოლოდ ქლამიდიით იყოს განპირობებული. კარგად მოიძიეთ რა ანალიზები აქვს გაკეთებული და როგორ მკურნალობდა მეუღლე 5 წლის წინ. სპერმის აქტივობა ცალკე ანალიზით მოწმდება.

Posted by: Digital Bitch 11 Apr 2007, 11:56
makvala ექიმო:

დიდი მადლობა....მაგრამ ,,მირენაა" თუ ,,მურენა" wink.gif არ ვიცი. ერთ-ერთ კარგ აფთიაქში ვიყიდე თავის დროზე. ისე, ეს სპირალი ჩემთვის რიგით მესამეა smile.gif ... შეკითხვა: შემიძლია თუ არა ექოსკოპიურ სურათს/დასკვნას დავეყრდნო, რომელიც მეუბნება, რომ სპირალი მაგრადა და კარგადა wink.gif დგას? და კიდევ: ექიმმა, გამოცვლას და ახლის ჩადგმას, გირჩევნია, ეს გქონდეს კიდევო? რატომ? აზიანებს საშვილოსნოს ყელს ამდენი 3-4 წელიწადში ჩადგმა-ამოღება?
DB

Posted by: Suleluka 11 Apr 2007, 13:14
Digital Bitch
არ ენდობი შენს ექიმს?
მთავარია შეხორცება არ წავიდესო, ამიტომ წელიწადში 2ჯერ უნდა შეამოწმებინო

Posted by: piki-a 11 Apr 2007, 13:25
თვითონ არ ახსოვს,მგონი აკტივობაზეც აქ როგორც მე დავადგინე მისი გახსენებებით,რაგაც დაქვეიტებული იყოო და მერე ვიმკურნალეო,მეშინია ახლაც ეგრე არ იყოს.ქლამიდია ნაცხის ანალიზში არ გამოჩნდებოდა? მოკლედ უამრავი პრობლემა მაქ

Posted by: lala 11 Apr 2007, 13:28
Suleluka
ფოლიუმის მჟავა კარგი ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისთვისააა საჭირო. და რაიმე დარღვევის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. 12 კვირამდე აუცილებელია. თუ ჩასახვამდეც დალევ ძაან კარგი, მაგრამ მეც არვიცოდი ჩასახვამდე თუ უნდოდა , მერე ვსვავდი 3 თვემდე

Posted by: natasha21 11 Apr 2007, 13:35
QUOTE (makvala @ 10 Apr 2007, 17:39 )

BaBajanka
QUOTE
მაკიაჟი და ეპილაცია რატომ არ შეიძლება?? :O მე ორივეს დიდი სიამოვნებით ვიკეთებ და მანიკური -პედიკურსაც არ ვიკლებ.


აბა აბა..ეგეთები არ იყოს აქა...სწორედ გითხრა სოლვეიგმა რო არ შაიძლებაო... შენა და პარაშუტითაც ხო არა ხტები თავისუფალ დროს ან სკეიტბორდით ხო არა კატაობ???


კაი, ახლა მაკვალა ექიმო...
ფეხმძიმობის დროს, მანიკურსაც ვიკეთებდი, პედიკურსაც... მაკიაჟსაც და შენ წარმოიდგინე... პირველ ტრიმესტრშც ვიფრინე თვითმფრინავით, მეორეშიც თან საკმაოდ დიდ მანძილებზე და საერთოდაც რა... რაც იმ წამს მინდებოდა, კვებას ვგულისხმობ არაფერს ვიკლებდი...

ნუ ეს ის დრო იყო ჯერ კიდევ... როცა ამდენი გამოკვლევა არ იყო საჭირო ჰორმონებზე და ყოველ მეორეს ტონუსის ცნება არც ჰქონდა გაგებული.

(რომელ წელს დაამთავრე თსსი? თბილისის სახ. სამედიცინო ინსიტუტი?)

Posted by: piki-a 11 Apr 2007, 13:35
ფოლიუმის მჯავა მაქ სახლში და როგორ უნდა დავლიო?აბებია.ჯერ ორსულად არ ვარ

Posted by: lala 11 Apr 2007, 14:29
piki-a
დილით უნდა დალიო თითო აბი, თუ დაორსულებას აპირებ . და მერეც გააგრძელე

Posted by: BaBajanka 11 Apr 2007, 16:28
makvala
QUOTE
აბა აბა..ეგეთები არ იყოს აქა...სწორედ გითხრა სოლვეიგმა რო არ შაიძლებაო... შენა და პარაშუტითაც ხო არა ხტები თავისუფალ დროს ან სკეიტბორდით ხო არა კატაობ???QUOTEმითუმეტეს ახლა თმები მომემატა და თუ არ დავიწიწკნე, ნაქსოვივით ვიქნები



და ვის ეპრანჭები ორსულობისას თუ გგონია ზაფხულში საათობით ზაგარის უფლებას მოგცემს ვინმე?

ბაბაჯან, ორსულობა ეგეთების დრო არ არის რა...

აცადე ბაიას მშვიდობიანად დაიბადოს ჯანმრთელი...




eek.gif მოიცა, მართლა უშავებს რამეს ბავშვს ახლა მე რომ ფეხს გავიპუტავ ან პომადას გადავიგლისავ?
მართლა არ ვიცი და რატომ, რა კავშირშია?


Posted by: blear_witch 11 Apr 2007, 16:39
Suleluka
როდის ვთქვი გინეკოლოგი მჭირდებათქო?biggrin.gif

Posted by: Suleluka 11 Apr 2007, 17:17
blear_witch
უკაცრავად გენაცვალე ნიკი შემეშალა biggrin.gif

Digital Bitch
არ ენდობი შენს ექიმს?
მთავარია შეხორცება არ წავიდესო, ამიტომ წელიწადში 2ჯერ უნდა შეამოწმებინო


lala
მე რ დამილევია თუმცა აღრიცხვაზე რო ავედი 12 კვირის ვიყავი და აზრიც არ ექნებოდა
პაწო როგორა გყავს? 30 კვირაზე რო მიხვვალ სურათი გამოართვი აუცილებლად.
მე დღეს რაღაცეები ვიყიდე ჩემი პატარასთვის smile.gif არ ვიცი ვერა ვძლებ რო არ ვიყიდო თან ერთიანად ბევრი რამის ყიდვა ძნელიცაა, დანიურ სახლში ისეთი პაწაწუნა ნასკებია ბავშვების, რო არ მეყიდა გავგიჟდებოდი biggrin.gif



Posted by: BaBajanka 11 Apr 2007, 17:21
Suleluka


უი, დაიწყე უკვე? smile.gif მე ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუქა აღდგომაზე ბავშვის ტანსაცმელი , თან ნეიტრალური ფერია, გოგოზეც და ბიჭზეც წავა.
ასე, რომ პირველი საჩუქარი უკვე მიიღო. smile.gif

Posted by: lala 11 Apr 2007, 18:01
Suleluka
ხოო ? რა საყვარელი ხარ smile.gif მეც სულ რა ვუყიდო იმაზე ვფიქრობ, ვეღარ ვითმენ უკვე smile.gif) კარგად არის. შენი პაწუკა როგორაა? smile.gif
ხო ერთი სული მაქვს როდის მივალ ეხოზე და როდის ვნახავ ჩემ პაწუკას და სურათსაც აუცილებლად გამოვართმევ smile.gif

სადგურისკენ რო დანიური სახლია იქ იყიდე? კარგი რაღაცეებია? მეც მინდაააა :biggrin.gif

Posted by: Suleluka 11 Apr 2007, 19:04
BaBajanka
დავიწყე, ჯერ ერთი მერე ძნელიცაა ერთად ყიდვა, და მეორეც კიდე გვერძე რო ჩავუვლი ვერ ვძლებ რო არ ვიყიდო smile.gif

lala
ჩემიც კარგათაა, მგონია რო ძალიან ჭკვიანი მეყოლება, საერთოდ აღარ მაწუხებს, თავისთვის არის, თავიდან ისეთი წიხლები დაიწყო მეთქი ესე თუ გააგრძელა biggrin.gif მარა ეხლა ჭკვიანათაა smile.gif

პეკინზე რო დანიურია იქ ვიყიდე, კეტებიც მომეწონა ძალიან მარა ეგ სხვა დროს იყოს smile.gif ნაკები ძალიან პატარებია 0-3 აწერია, 7 ცალია და ზეგ კვირის დღეები აწერია, თან ყველას სხვა და სხვა ნახატები აქვს, ყვავილები გულები და ბიჭისას მანქანები ახათია biggrin.gif


Posted by: makvala 11 Apr 2007, 23:46
Suleluka
QUOTE
ვირუსების ანალიზი გუშინ ჩAვაბარე "ჯანმრთელობის სახლში", 4 უნდა გამეკეთებინა როგორც მითხარი, მერე ლაბორანტმა დამაბნია ეგ ქრონიკულს მეუბნევი შეენო, და ისე უფრო მნიშვნელოვანი მწვავე ფორმებიაო ( ჩემი ახლობელია ეგ გოგო )
გზაში რო მოვდიოდი გადავიფიქრე მეთქი ბარემ მთლიანად გამიკეთე თქო, პასუხი შაბათს იქნება


რა არის იცი...ყველა იმუნოგლობულინის ანალიზის ერთად გაკეთება რო სჯობია, რათ უნდა მაგას ლაპარაკი, მაგრამ თვითონ არ მომწერე, ერთბაშად ძვირიაო? ჰოდა მეც გითხარი, ჯერ G ფორმები ჩააბარე და თუ რომელიმე დადებითი იქნა, მაშინ M მეთქი... ქლამიდიაზე კი A იმუნოგლობულინი გირჩიე... ეხლა შენ თუ ქლამიდია M გაიკეთე ხო გითხარი არ ვარგა მეთქი ქალაქში შემოსული ტესტ სისტემები... მაშინ პასუხზე რო მიხვალ, თუ ქლამიდია M გაიკეთე, ნახე ზუსტად ლაბში რა აწერია ყუთზე, მწარმოებელი, შენახვის ვადა, ყუთს წესიერმა ლაბორატორიამ უნდა დააწეროს როდის გახსნა...

Digital Bitch

სპირალი შეიძლება კარგადაც დგას, მაგრამ დღეს ბაზარზე არის სპირალები, 3 ლარიც რომ ღირს, უმრავლესობის მასალაა უვარგისი, იჟანგება, დიდი ხნის შემდეგ ადგილზე ყოფნის შემდეგ, საკმაოდ ბევრი გამოღებისას ნაწილ-ნაწილ იშლება...აი მირენა მართლა მაგარი რამეა. 5 წელი მუშაობს გადასარევად, თან კონტრაცეპტივსაც შეიცავს და მის ადგილზე ნელ-ნელა გამოყოფას ახდენს...პროსტო ფასიც გადასარევი აქვს...

ჩადგმა-ამოღება კაკ რაზ პრობლემა არ არის. პროსტო სპირალი ხარისხიანი უნდა იყოს..


Posted by: anakatrin 12 Apr 2007, 01:13
Suleluka
QUOTE
ფოლის მჟავა

QUOTE
არ დამილევია, არ დაუნიშნია ჩემს ექიმს, რისთვისაა?
ისე ვიტამინების კომპლექსი ერთი კურსი დავლიე, "ტერავიტა" მანდ იქნებოდა ალბათ

ფოლის მჟავის ნაკლებობა იწვევს სპინა ბიფიდას და თავში წყალი რომ უგროვდებათ,აღარ მახსოვს რა ტერმინი აქვს.მე ფოლის მჟავას ცალკე ვსვავდი უფრო უკეთესია.ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ათასნაირი დაავადებებისგან.
ჩემი ორსულობაც დაუგეგმავი იყო და ორსულობამდე არც მე არ დამილევია,მარა 4-5კვირიდან უკვე დავიწყე ფოლის მჟავის დალევა,როგორც კი გავიგე რომ ორსულად ვიყავი.მაშინ არც თუ ისე გავრცელებული იყო ფოლის მჟავის მიღება ორსულებისთვის,უკვე 5წელია მას მერე და იმ დროს საქართველოში ვინც ორსულად იყო ჩემი ნაცნობებიდან არავინ არ სვავდა ამ ვიტამინს.მეორე ბავშვს როცა დავაპირებ აუცილებლად 6თვით ადრე მაინც დავიწყებ ფოლის მჟავის მიღებას.
შენი პაწაწო ხო კარგადაა?მგონი გოგო გითხრეს ხომ ეხოზე? 2kiss.gif
* * *
QUOTE
სპირალი შეიძლება კარგადაც დგას, მაგრამ დღეს ბაზარზე არის სპირალები, 3 ლარიც რომ ღირს, უმრავლესობის მასალაა უვარგისი, იჟანგება, დიდი ხნის შემდეგ ადგილზე ყოფნის შემდეგ, საკმაოდ ბევრი გამოღებისას ნაწილ-ნაწილ იშლება

ბაზრობაზე ხალხი პლიტის სპირალებს ხომ არ ყიდულობს? lol.gif lol.gif lol.gif გერმანიაში 300ევრო ღირს სპირალის ჩადგმა.მესმის რომ საქართველოში ხალხს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ძვირი გადაიხადოს,მაგრამ ვისაც თავისი ჯანმრთელობა აღელვებს როგორ შეიძლება 3ლარიანი სპირალი ჩაიდგას?სულ არ გავიკეთებ და მორჩა,3ლარიანი სპირალის ჩადგმის მერე არავის არც უნდა გაუკვირდეს რომ რაღაც ცუდი დაემართება. sad.gif

Posted by: Red-Dress 12 Apr 2007, 02:03
იცით რა მაინტერესებს, დაახლოებით 28 მარტს უნდა მომსვლოდა და ჯერ არ მომსვლია, შეიძლება იყოს ასეთი დარღვევა და არაფერი იყოს სერიოზულად საშიში?

Posted by: anakatrin 12 Apr 2007, 02:13
Red-Dress
ორსულობა გამორიცხულია? smile.gif

Posted by: Grass 12 Apr 2007, 02:23
ცუდი კითხვაა მარა პასუხი ძაან ჭირდება დზმაკაცსsmile.gif)გოგოსთან პრობლემები შეექმნა და აინტერესებს მისი აბორტის გაკეტება რა დაუჯდება!!!გამაგებინეთ რა!PLZZ

Posted by: Red-Dress 12 Apr 2007, 02:30
anakatrin
QUOTE
Red-Dress
ორსულობა გამორიცხულია? 


ნამდვილად smile.gif

,,თინეიჯერი,, ვარ და შესაძლოა, რომ ჩემი ციკლი, ასე ვთქვათ, დალაგების პროცესში იყოს?

Posted by: anakatrin 12 Apr 2007, 03:18
Red-Dress
რა გითხრა,უფრო კვალიფიციურ პასუხს გინეკოლოგი გაგცემს.დიეტის დროსაც იცის ციკლის დაგვიანება.ისე ჯობია გინეკოლოგთან გაიარო კონსულტაცია რაიმე ცუდი შედეგი რომ არ მოყვეს.სამწუხაროდ ძალიან მომრავლდა ნაადრევი კლიმაქსები,არ გაშინებ დარწმუნებული ვარ შენ ეხლა არ გემუქრება ეგ საშიშროება,დროზე მიაქციე ყურადღება.ჩემმს მეგობარს სულ არეულ-დარეული ქონდა ყოველთვის ციკლი,ხან რამოდენიმე თვე არ ქონდა საერთოდ,ექიმთან რომ მივიდა ნაადრევი კლიმაქსის ნიშნები დაუდგინეს.მერე ვითომ მკურნალობდა,ეხლა 34წლისაა და ციკლი საერთოდ შეუწყდა ბოლო 3წელია sad.gif ამიტომ ეს საკითხი სახუმარო არაა დროულად თუ მიხვალ გინეკოლოგთან შემდგომისთვის პრობლემებს აიცილებ თავიდან smile.gif

Posted by: Suleluka 12 Apr 2007, 09:50
makvala
რა იყო იცი, M-ები გამიკეთე თქო რომ ვუთხარი თვითონ მირჩია ჯობია Gები გაიკეთეო, ნუნუკამაც G-ები მირჩია, იქიდან რომ წამოვედი მეუღლეც თან მახლდა, ვიფიქრეთ ერთად და აზრი არ ქონდა, მაინც ჩემი გასაკეთებელი იყო და ისე უფრო ძვირი დამიჯდებოდა, გადავურეკე და ვუთხარი ბარემ ყველა გამიკეთე თქო და პასუხზე რო მოვალ მერე გადავიხდი თქო, ეხლა ველოდები როდის მოვა შაბათი user.gif


anakatrin
ჩემთვის არავის უთქვამს ფოლის მჟავაზე, როცა გავიგე რომ ფეხმძიმედ ვარ უკვე 7 კვირის ვიყავი, არანაირი ტონუსი და რამე არ მქონდა, ექიმთან აღრიცხვაზე ასვლა 3 თვეზე მირჩიეს, 12 კვირაზე მივედი და დაგვიანებულიც იქნება, მეორეზე აუცილებლად გავითვალისწინებ
პაწო კარგა მყავს smile.gif გოგოა, დედიკოს ოცნება smile.gif

Red-Dress
მე მქონდა გათხოვებამდე 2-ჯერ 2 კვირიანი გადაცდენები, გაზაფხულზე იცის ხოლმეო, არ შეგეშინდეს


Posted by: ShadowCat 12 Apr 2007, 11:17
Grass
QUOTE
ცუდი კითხვაა მარა პასუხი ძაან ჭირდება დზმაკაცს)გოგოსთან პრობლემები შეექმნა და აინტერესებს მისი აბორტის გაკეტება რა დაუჯდება!!!გამაგებინეთ რა!PLZZ

რაღაც ხშირად პოსტავენ ხოლმე აქ პრობლემა-შექმნილი კაცების ძმაკაცები rolleyes.gif
შენს ძმაკაცს გადაეცი, რანშე ნადო ბილო დუმატ-თქო! vik.gif

Posted by: BaBajanka 12 Apr 2007, 11:50
makvala


მართლა მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება ფეხის გაპუტვა და მაკიაჟი??

კიდევ, სქესი რომელი კვირიდან ჩანს? ჩემმა ქმარმა, მოდი არ გავიგოთო, მე კი ძაან მაინტერესებს, ხოუნდა ვიცოდე, ცისფერებზე ავიღო აქცენტი, თუ ვარდისფერებზე biggrin.gif

Grass

QUOTE
ცუდი კითხვაა მარა პასუხი ძაან ჭირდება დზმაკაცს)გოგოსთან პრობლემები შეექმნა და აინტერესებს მისი აბორტის გაკეტება რა დაუჯდება!!!გამაგებინეთ რა!PLZZ


საწყალი ბაია..... მაგ ფასად რეზინები ეყიდა..
cry.gif

Posted by: tu-tuna 12 Apr 2007, 12:02
ისე ფოლის მჟავას რაც შეეხება, დაორსულებამდე არც მე არ მიმიღია, და სადღაც 8-9კვირის ვიყავი (მეტის თუ არა) კონსულტაციაში რომ დამინიშნეს ფოლის მჟავა და იოდომარინი. ერთი თვე ვსვი, მერე ცოტა შევისვენე და კიდე დავიწყე. მითხრეს სულ მიიღეო შესვენებებით...

Posted by: Suleluka 12 Apr 2007, 12:36
BaBajanka
სქესს გურგენიძე 11 კვირაზე ამბობს smile.gif

tu-tuna
QUOTE
ფოლის მჟავა და იოდომარინი

ნეტა მე რატო არ დამინიშნა ექიმმა rolleyes.gif

makvala
მაკიაჟის გარეშე ნამეტანი უფერული ვარ ამ ბოლო ხანებში, ყოველ დღე არა მარა კვირაში 2-3-ჯერ ვიკეთებ ისეც მსუბუქად

Posted by: თამუნა 12 Apr 2007, 12:39
ხალხნო. ნოდარ გომელაურზე რას იტყვით?
რომელიმემ ხო არ იმშობიარა მაგასთან ? smile.gif

Posted by: Suleluka 12 Apr 2007, 13:07
makvala
ერთი კითხვა მაქვს, ფეხმძიმობის დროს რამდენად რეკომენდირებულია ყოველდღიური ჰიგიენური საჰენის ხმარება

Posted by: ShadowCat 12 Apr 2007, 13:11
Suleluka
ეჰჰჰ, მე ვიცი რომ ისედაც არაა კარგი ყოველდღიურად მისი ხმარება და ორსულობისას..
რევიცი, რევიცი fingal.gif

Posted by: Red-Dress 12 Apr 2007, 13:20
Suleluka
QUOTE
Red-Dress
მე მქონდა გათხოვებამდე 2-ჯერ 2 კვირიანი გადაცდენები, გაზაფხულზე იცის ხოლმეო, არ შეგეშინდეს


დიდი მადლობა..... თორემ მეშინოდა რამე არ მჭირდეს სერიოზული მეთქი.... (აზრზე არ ვარ ასეთი რაღაცეების)

Posted by: Suleluka 12 Apr 2007, 13:22
ShadowCat
მეც გაგებული მაქ რო არ ვარგა, რა ვიცი...

Red-Dress
შარშან თუ შარშანწინ მომივიდა ეგეთი რაღაცა და ისეთი შეშინებული ვიყავი, თან შეგრძნება მქონდა ცუდი... თან ისეთი პანიკიორი ვარ მთელმა თანამშრომლებმა გაიგეს biggrin.gif
( დარწმუნებული ვიყავი რომ ფეხმძიმედ არა ვარ, მარა აბა სხვებს უმტკიცე lol.gif ალბათ ჭორაობდნენ ) მერე ერთმა ახლობელმა მითხრა გაზაფხულზე იცის ხოლმე ციკლის არევაო

Posted by: lovefool 12 Apr 2007, 14:39
QUOTE (Suleluka @ 12 Apr 2007, 09:50 )

მე მქონდა გათხოვებამდე 2-ჯერ 2 კვირიანი გადაცდენები, გაზაფხულზე იცის ხოლმეო, არ შეგეშინდეს

ვკაიფობ გათხოვება რო უკავშირდება პირველ სექსუალურ კავშირს lol.gif lol.gif . გინეკოლოგებმა იციან კიდე გათხოვილი ხარ??

Posted by: tms 12 Apr 2007, 14:47
lovefool
QUOTE
გინეკოლოგებმა იციან კიდე გათხოვილი ხარ??

და რა არის ამ შეკითხვაში გასაკვირი? smile.gif

Posted by: Suleluka 12 Apr 2007, 14:50
lovefool
QUOTE
და რა არის ამ შეკითხვაში გასაკვირი?

tongue.gif

Posted by: anakatrin 12 Apr 2007, 16:12
Suleluka
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს, ფეხმძიმობის დროს რამდენად რეკომენდირებულია ყოველდღიური ჰიგიენური საჰენის ხმარება

QUOTE
მე ვიცი რომ ისედაც არაა კარგი ყოველდღიურად მისი ხმარება

yes.gif მართალი ხარ,ჩემმა გინეკოლოგმა მითხრა რომ სოკოს აჩენს. sad.gif

Posted by: Suleluka 12 Apr 2007, 16:14
anakatrin
ხო მეც ეგრე ვიცოდი, მარა მეეჭვებოდა,
ტეხავს sad.gif

Posted by: lala 12 Apr 2007, 20:10
tu-tuna
მთელი ორსულობის განმავლობაში სვავდი ფოლიუმის მჟავას?

Posted by: Grass 12 Apr 2007, 20:12
BaBajanka
ShadowCat
მოდი რა ყველამ თავის პრობლემას მიხედოს!!!!თქვენი აზრი არ მიკითხია მე სხვა შეკითხვა დავსვი!!!
და კიდევ არ უნდა ბაია იმიტომ რომ გააჩნია ვინ გიჩენს ბაიას რაააა.....!!!კაცს ცოლ შვილი ყავსsmile.gif)))და შარშია ვააააtongue.gif

Posted by: anakatrin 12 Apr 2007, 20:34

QUOTE
კაცს ცოლ შვილი ყავს)))და შარშია ვაააა

ცოლ-შვილი თუ ყავს მითუმეტეს,რა კარგია გართობა ხო?და ეხლა იმ გოგოს თხოვს აბორტი გაიკეთოს?ათასნაირი დამცავი საშუალება არსებობს და დაეცვა თავი ბატონო.ის გოგო შემოუშვი ფორუმზე და დავაკვალიანებთ არ დაგვენანება რჩევები,იქნებ აბორტიც გადავაფიქრებინოთ მერე? biggrin.gif კაცისთვის რა პრობლემაა ქალი მისგან არასასურველ ბავშვს რომ მოიცილებს და პრობლემას არ შეუქმნის?კაცს არც ფიზიკური და არც სულიერი განადგურება არ ემუქრება,ქალი კი,საწყალი ქალი...

მე მომიტევეთ მაგრამ თუ შენს მეგობარს იმ ქალისგან შვილი არ უნდოდა,პრეზერვატივი ვერსად იშოვა? spy.gif

Posted by: Grass 12 Apr 2007, 20:51
anakatrin
ოკ ალბად დეტალები გაინტერესეებს ხო!ესეეგი არის გოგო რომელიც არც თუ დზალიან პატიოსანია ამანაც მოკიდა ამ გოგოს ხელი ცაიყვანა სადგაც მე რავი და დაცხრილაააsmile.gif)))რავიცი ამბობს პრეზო გამეხაო მე რავიცი მე იქ კი არ ვიყავი და სანთლები კი არ მეკავა!:))ის გოგო სად გიპოვო ეხლა ფორუმშჰი რომ შემოგიყვანოsmile.gif))ვოტ ტაკ!!ეგრეც არაა რა როგორც ამბობ!არც იმ ქალს უნდა ტუ გოგოს ის ბავშვი ვაააახ!!!მერე 9თვე ვეღარ იგულავებს და არ აწყოოობსbiggrin.gif:D

მიხვდიო ეხლაოოო...smile.gif

Posted by: anakatrin 12 Apr 2007, 21:23
Grass
კარგი,კარგი.
QUOTE
რავიცი ამბობს პრეზო გამეხაო მე რავიცი მე იქ კი არ ვიყავი და სანთლები კი არ მეკავა

ეგეთებიც ხდება ხოლმე,გასაბრაზებლად არ მითქვამს.

უბრალოდ ხშირადაა ხოლმე ცოლიანი კაცები,პატარა გამოუცდელ გოგონებს,თავგზას აუბნევენ ხოლმე,ცოლობას პირდებიან,ოცნების კოშკებს პირდებიან და როცა გოგო ორსულდება მერე აღარ უნდათ აღარც შვილით და აღარც უშვილოდ.მეგონა ასეთი შემთხვევა იყო,რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება.

შენი მეგობრის ცოლი იმედია ვერ გაიგებს ამ ისტორიას smile.gif

Posted by: Grass 12 Apr 2007, 21:26
anakatrin
არა არ გავბრაზებულვარsmile.gifუბრალოდ კითხვაზე რომ პასუხი ვერ მივიღე მაგ პონტში რაsmile.gifარა როგორც მოგწერე ეგრეა ყველაპერი!!!!:)აბორტის ფასი მაინტერესეეეეეეეეეეეეეეეეეეეეებსtongue.gif

Posted by: only-u 12 Apr 2007, 21:28
anakatrin
QUOTE
უბრალოდ ხშირადაა ხოლმე ცოლიანი კაცები,პატარა გამოუცდელ გოგონებს,თავგზას აუბნევენ ხოლმე,ცოლობას პირდებიან,ოცნების კოშკებს პირდებიან და როცა გოგო ორსულდება მერე აღარ უნდათ აღარც შვილით და აღარც უშვილოდ.მეგონა ასეთი შემთხვევა იყო,რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება.


მართალი ხარ
საშინელებაა ესეთი რამეები რომ ხდება
თუმცა ღმერთი დაუსჯელს არ დატოვებს ასეთ ადამიანს

Posted by: Solveig 12 Apr 2007, 21:34
QUOTE
უბრალოდ ხშირადაა ხოლმე ცოლიანი კაცები,პატარა გამოუცდელ გოგონებს,თავგზას აუბნევენ ხოლმე,ცოლობას პირდებიან,ოცნების კოშკებს პირდებიან და როცა გოგო ორსულდება მერე აღარ უნდათ აღარც შვილით და აღარც უშვილოდ.მეგონა ასეთი შემთხვევა იყო,რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება.

ტელესერიალებში.

Posted by: only-u 12 Apr 2007, 21:36
Solveig
დარწმუნებული ხართ რომ რეალურ ცხოვრებაში არაsmile.gif?

Posted by: ShadowCat 12 Apr 2007, 21:47
Grass
QUOTE
რავიცი ამბობს პრეზო გამეხაო

შენს მეგობარს ერთი რჩევა გადაეცი:
არსებობს აბები (აფთიაქში იყიდება) მსგავსი ექსტრემალური შემთხვევებისთვის. ანუ, თუ გაუთვალისწინებელ ადგილას სპონტანურად შედგა სქესობრივი აქტი, ან თუ პრეზერვატივი გაგეხა და ა.შ. ქალი სვამს ამ აბს და თავიდან იცილებს არასასურველ ორსულობას.
არ მკითხო, რა ქვია მაინც არ ვიცი, მსგავსი ექსტრემალური შემთხვევებისგან სრულიად დაცული ვარ. tongue.gif
აფთიაქში ეცოდინებათ yes.gif

ამას იმიტომ გეუბნები, რომ მომავალში უეჭველი გამოადგება შენს ძმაკაცს - კუზიანს სამარე გაასწორებსო და.. rolleyes.gif

anakatrin
QUOTE
შენი მეგობრის ცოლი იმედია ვერ გაიგებს ამ ისტორიას

რა კოშმარია! საცოდავი ის ცოლი boli.gif

Posted by: Grass 12 Apr 2007, 21:50
ShadowCat

და რამდენი ხნის მერე შეიილება მაგის დალევა ანუ დიდი ხანიც არ გასულა მარა მაინც ხომ არიცი მაქსიმუმ რამდენი ხნის მერე სჰეილება მაგის დალევა!????

Posted by: Solveig 12 Apr 2007, 21:54
QUOTE (only-u @ 12 Apr 2007, 20:36 )
Solveig
დარწმუნებული ხართ რომ რეალურ ცხოვრებაში არაsmile.gif?

შეიძლება ხდება კიდეც, მაგრამ არც ისე ხშირად, როგორც ეს ჰგონიათ.

Posted by: Suleluka 12 Apr 2007, 22:30
ნუ ჩატაობთ vik.gif

Posted by: ShadowCat 12 Apr 2007, 22:31
Grass
QUOTE
და რამდენი ხნის მერე შეიილება მაგის დალევა ანუ დიდი ხანიც არ გასულა მარა მაინც ხომ არიცი მაქსიმუმ რამდენი ხნის მერე სჰეილება მაგის დალევა!????

თუ არ ვცდები რამოდენიმე საათში. ანუ, 1 დღის მერე რომ დალიო, უკვე დაგვიანებულია.
დაგვიანებული რა, აღარ იმოქმედებს რა..

Posted by: Grass 12 Apr 2007, 22:45
ShadowCat
ოკ გაიხარეეეეეეეეე:)2კვირა გავიდა აცი გავიკითხავ მე გამომადგება ეგ!!:)))სპასიბა ინფორმაციისთვის!ცჰემ კითხვაზე რომ ვერ ვღებულობ პასუხს რა ვქნააsad.gif(((ვიტიროოო?smile.gif

Posted by: ShadowCat 12 Apr 2007, 23:34
Grass
QUOTE
ცჰემ კითხვაზე რომ ვერ ვღებულობ პასუხს რა ვქნაა(((ვიტიროოო?

არა, რატომ? მივიდეს ის გოგო გინეკოლოგთან და კითხოს.
QUOTE
აცი გავიკითხავ მე გამომადგება ეგ!!:)))სპასიბა ინფორმაციისთვის

არაფრის smile.gif მაგრამ ეცადე, სამაგისოდ არ გაგიხდეს საქმე smile.gif
არასასურველი ორსულობის გარდა ბევრი არასასურველი შედეგი შეიძლება მოყვეს გაუფრთხილებელ სექსუალურ კავშირს.
აი, შენი ძმაკაცი, მაგალითად.. შენი სიტყვებიდან გამომდინარე, მისი დაფეხმძიმებული პარტნიორი საკმაოდ "თავისუფალი" გოგოა.. რა გარანტია აქვს შენს ძმაკაცს, რომ მასთან კონტაკტით რამე უბედურება არ აიკიდა? წავა მერე და ცოლს "ჩაახუტებს" "ბუკეტს". boli.gif
ჰო ვამბობდი, საცოდავი ცოლითქო!!! rolleyes.gif

Posted by: Grass 13 Apr 2007, 01:27
ShadowCat
არა გაეშინჯა უროლოგსbiggrin.gif:)))))
და მერე ჩაახუტა ბუკეტი ცოლსsmile.gif)))

Posted by: tu-tuna 13 Apr 2007, 11:13
QUOTE (lala @ 12 Apr 2007, 20:10 )
tu-tuna
მთელი ორსულობის განმავლობაში სვავდი ფოლიუმის მჟავას?

რავიცი ეგრე მითხრეს, ერთი კურსი დავლიე თავიდან, მერე კიდე დავიწყე მარა ნახევარი თვე ვსვი. ისე როგორც მითხრა გინეკოლოგმა, ბოლომდე დალიეო - როგორც უკვე ვახსენე ფოლიოს მჟავა და იოდომარინი. ისე პირველ ფეხმძიმობაზე (4 წლის წინ) არაფერი მაგდაგვარი არ დამილევია...

Posted by: BaBajanka 13 Apr 2007, 12:20
Grass
QUOTE
მოდი რა ყველამ თავის პრობლემას მიხედოს!!!!თქვენი აზრი არ მიკითხია მე სხვა შეკითხვა დავსვი!!! და კიდევ არ უნდა ბაია იმიტომ რომ გააჩნია ვინ გიჩენს ბაიას რაააა.....!!!კაცს ცოლ შვილი ყავს)))და შარშია ვაააა



ძალიანაც კარგი თუ შარშია! boli.gif
ჩვენ კი ჩვენ პრობლემებს მოვაგვარებთ როგორმე, არ იდარდო! და აზრს გამოვთქვამთ თუ არა, ეგეც ჩვენი გადასაწყვეტია!

Posted by: blear_witch 13 Apr 2007, 12:33
Grass
იცი, უამრავი ადამიანი წერს, ან კითხულობს ამ თემას ვინც ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ბავშვი ეყოლოს და ვისთვისაც ეს უზარმაზარი ბედნიერებაა, ამიტომაცა ნუ გაგიკვირდება თუ გაღიზიანებას წააწყდები აბორტის თემაზე..

Posted by: Princess 13 Apr 2007, 12:43
ყოველდღიური ჰიგიენური საფენები მართლა ცუდია ჯანმრთელობისთვის? თუ ასეა მაშინ რა სიხშირიტ შეიძლება გამოყენება?

კიდევ გამიგია რომ სინტეთიკური ქსოვილის ტრუსიკებიაო ცუდი??

გინეკოლოგებმა იქნებ მოგვცენ რჩევები ამ საკითხებთან დაკავშირებით

მადლობთ

Posted by: masha 13 Apr 2007, 16:59
ZONE REALITY-ზე თუ უყურებთ გადაცემას “The Birth Story”-ს; ძალიან საინტერესოა ორსულობის და მშობიარობის რეალური ისტორიები, 21:50 ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. სუსტი ნერვები ვისაც აქვს, ზოგი მომენტი შეიძლება არ გესიამოვნოთ.

http://www.zonereality.tv/shows.php?id=985

Posted by: bubu1234 13 Apr 2007, 17:18
აქ ვინმეს ააქვს შემოცმებული მილების გამტარიანობა,ისეთი რენდგენის ნაირად რომ აკეთებენ,მტკივნეულია?ან ვისთან მირჩევთ რომ გავიკეთო?

Posted by: anakatrin 13 Apr 2007, 18:30
ShadowCat
QUOTE
რა კოშმარია! საცოდავი ის ცოლი

იცი ყველაზე მეტად რა მაგიჟებს?ზოგიერთი კაცი თავისი ღალატით რომ ვერ ხვდება ცოლს რამხელა სულიერ ტკივილს აყენებს,უბედურება იმაშია რომ ვერც ვერასდროს ვერ ხვდებიან ეგეთი კაცები თავის დანაშაულს. sad.gif

Posted by: BaBajanka 13 Apr 2007, 19:07
anakatrin


გაგიჟდი??? ეს ეამაყებათ კიდეც! ფიქრობენ რომ ეს "ნამდვილი ქართველი კაცის" საქმეა! თან რაც მეტი, მით უკეთესი!

puke.gif puke.gif puke.gif

Posted by: Suleluka 13 Apr 2007, 19:39
Princess
გინეკოლოგისგან არა მარა საკმაოდ ბევრი სანდო ხალხისგან მაქვს გაგებული, რომ არ ვარგა ჰიგიენური საფენების ხმარება, სოკოს აჩენსო, მარა აჩენს თუ ხელს უწყობს გამრავლებას არ ვიცი ზუსტად (არა და რა მოსახერხებელია) საცვლებს რაც შეეხება ეგეც გაგებული მაქ, მარა სინტეტიკის გარდა ვერაფერს ვხმარობ : (

bubu1234
ამასწინათ "კარაპს მედლაინში" რომ ვიყავი გოგო იყო მისული და მაგაზე კითხულობდა, მანდ ყველაფერი კარგა კეთდება, ასე რომ გირჩევ, თუ არა და გადარეკე და დეტალურად იკითხე
მიმღები (+995 32) 22 44 17 (+995 32) 22 57 69

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2007, 19:53
ჰიგიენურ საფენებზე უფრო საშიში ის იაფფასიანი ტუალეტის ქაღალდებია, პირდაპირ შეუფუთავად რომ იყიდება, რაღაც ნაცრისფერი და უხეში.

Posted by: Suleluka 13 Apr 2007, 20:00
WOMAN IN LOVE
და საერთოდ ეკოლოგიურ კატასტროფაში ვცხოვრობთ user.gif

საპნებზე ხო აღარც მინდა საუბარი

Posted by: L&L 13 Apr 2007, 20:11
აქ რამდენჯერმე გაიჟღერა იმან, რომ ჰიგიენური საფენი სოკოს აჩენს, მავნეა და ასე შემდეგ. მსგავსი არაფერი. ეს დაახლოებით იმას ჰგავს შუა საუკუნეებში რომ თვლიდნენ რომ ვირთაგვები ნაგვიდან ჩნდებიან და ბუზები ტალახიდან. რა თქმა უნდა არ არის სწორი. საფენები ანტიბიოტიკებს არ შეიცავენ, რომ მათი გამოყენების შემდეგ სოკო გაჩნდეს. თუ საფენი სწორად არის შენახული და უპაკოვკა არ არის დაზიანებული და ნორმალურ საწარმოში დამზადებული და არ არის ფალსიფიცირებული, ის არაფერს არ დააშავებს, მაგრამ ჰიგიენა მარტო საფენით არ უნდა გამოიხატებოდეს და საფენის გამოცვლაც დროულად უნდა ხდებოდეს.

Posted by: Suleluka 13 Apr 2007, 20:32
L&L
და ფეხმძიმობის დროს რეკომენდირებულია ხმარება?

Posted by: L&L 13 Apr 2007, 21:20
anakatrin
QUOTE
ბაზრობაზე ხალხი პლიტის სპირალებს ხომ არ ყიდულობს?    გერმანიაში 300ევრო ღირს სპირალის ჩადგმა.მესმის რომ საქართველოში ხალხს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ძვირი გადაიხადოს,მაგრამ ვისაც თავისი ჯანმრთელობა აღელვებს როგორ შეიძლება 3ლარიანი სპირალი ჩაიდგას?სულ არ გავიკეთებ და მორჩა,3ლარიანი სპირალის ჩადგმის მერე არავის არც უნდა გაუკვირდეს რომ რაღაც ცუდი დაემართება


თქვენ იცინით და ჩვენ გვეცინა თუ გვეტირა არ ვიცოდით: http://www.medea.ge/realstory.htm

Suleluka

არანაირად არ არის შეზღუდული

Posted by: tms 13 Apr 2007, 21:53
QUOTE (L&L @ 13 Apr 2007, 20:11 )
აქ რამდენჯერმე გაიჟღერა იმან, რომ ჰიგიენური საფენი სოკოს აჩენს, მავნეა და ასე შემდეგ. მსგავსი არაფერი. ეს დაახლოებით იმას ჰგავს შუა საუკუნეებში რომ თვლიდნენ რომ ვირთაგვები ნაგვიდან ჩნდებიან და ბუზები ტალახიდან. რა თქმა უნდა არ არის სწორი. საფენები ანტიბიოტიკებს არ შეიცავენ, რომ მათი გამოყენების შემდეგ სოკო გაჩნდეს. თუ საფენი სწორად არის შენახული და უპაკოვკა არ არის დაზიანებული და ნორმალურ საწარმოში დამზადებული და არ არის ფალსიფიცირებული, ის არაფერს არ დააშავებს, მაგრამ ჰიგიენა მარტო საფენით არ უნდა გამოიხატებოდეს და საფენის გამოცვლაც დროულად უნდა ხდებოდეს.

რა სასიამოვნოა თქვენი პასუხის წაკითხვაsmile.gif
აბსოლუტურად აბსურდულად მეჩვნება აზრი რომ თითქოს საფენი სოკოს აჩენს smile.gif პასუხი არ დავწერე სანამ თქვენ ანუ გინეკოლოგებმა არ თქვით აზრი... უბრალო მომხმარებლის აზრი კომპეტენტური არ ჩანს ხოლმეsmile.gif თქვენკი ზუსტად ის თქვით რის დაწერაც მინდოდაsmile.gif

Posted by: Grass 13 Apr 2007, 22:26
BaBajanka
აზრი უნდა გამოთქვა კი მარა მე ნუ მეჩხუბები მე არაფერ შუაში ვარsmile.gif
blear_witch
ხო შენც ეხლა პირველად გაიგე რა აბორტი და გაგიკვირდათ რა!!
არც მე მევასება მასეთი რაგაცეები მარა ეგაა ცხოვრება!და ვერსად გავექცევით,ზოგა ეგრე უნდა ზოგიც კიდე არც გაიფიქრებს მასეთ რამეს!როგორც მე და თქვენ უმრავლესობაsmile.gif

თორე ერრთი სული მაქ მე რომ ბაია მეყოლება ნუ ჯერ ცოლი უნდა მაგ საქმესsmile.gifაუუ ბაია მინდა რაგაცა დზააააააანsmile.gifუცებ მომინდაtongue.gif

Posted by: BaBajanka 13 Apr 2007, 22:41
L&L
QUOTE
თქვენ იცინით და ჩვენ გვეცინა თუ გვეტირა არ ვიცოდით: http://www.medea.ge/realstory.htm


"ფანტაზია არ გეყოფათ''-ში ვგიჟდები მე-10, მე-13 პუნქტებზე lol.gif lol.gif lol.gif

ისე მეც კარგი მასალა შეიძლება ამოვჩნდე დასამატებლად wink.gif


Posted by: ShadowCat 13 Apr 2007, 23:00
L&L
QUOTE
ნორმალურ საწარმოში დამზადებული და არ არის ფალსიფიცირებული

ჰო, აი, ჩვენს პირობებში ძნელია, გარანტია გქონდეს იმაზე, რომ პროდუქტი ფალსიფიცირებული არაა boli.gif

QUOTE
თქვენ იცინით და ჩვენ გვეცინა თუ გვეტირა არ ვიცოდით: http://www.medea.ge/realstory.htm

QUOTE
1. პაციენტმა კონტრაცეპციის მეთოდად ექიმთან შეთანხმებით სპირალის ჩადგმა აირჩია. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს სპირალს თვითონ პაციენტი შეიძენდა და მოიტანდა. ...მეორე დღეს იგი ელექტროქურის 1500 ვატიანი სპირალით გამოცხადდა.

მომასულიერეთ!!!!!!!!!!!! lol.gif lol.gif lol.gif

BaBajanka
QUOTE
ისე მეც კარგი მასალა შეიძლება ამოვჩნდე დასამატებლად

აბა, გამოტყდი tongue.gif

Posted by: ikebana 13 Apr 2007, 23:27
QUOTE
1. პაციენტმა კონტრაცეპციის მეთოდად ექიმთან შეთანხმებით სპირალის ჩადგმა აირჩია. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს სპირალს თვითონ პაციენტი შეიძენდა და მოიტანდა. ...მეორე დღეს იგი ელექტროქურის 1500 ვატიანი სპირალით გამოცხადდა.

დარწმუნებული ვარ რომ აეხსნათ პაციენტისთვის სად უნდა შეეძინა სპირალი ვენებს არ გადაიჭრიდა მაინცდამაინც 1500 ვატიანი მინდაო. ექიმს არ უნდა მოსვლოდა აზრად რომ პაციენტს შეიძლებოდა არ სცონდოდა? ნუ პლიტის სპირალზე არ მაქვს ლაპარაკი, ეტყობა უღრანი ტყიდან იყო, მარა ექიმს რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვა დასაცინად თავს არ გაიხდიდა.


ყოველდღიურ ჰიგიენურ საფენებს რაც შეეხება, მაინცდამაინც ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში თუ არ ვიყიდით, ქახნული წარმოების ასეთუ ისე ნორმალური შეფუთვის საფენები არამგონია სოკოს მიზეზი გახდეს, თუმცა ალბათ გამოყენების ინსტრუქციაც უნდა მოყვეს, რომ ზოგიერთის ჰიგიენა ალბათ მხოლოდ ჰიგიენური საფენებით არ შემოიფარგლოს smile.gif

Posted by: BadbadGirl 14 Apr 2007, 00:22
გურჯაანელ უშვილო ცოლ–ქმარს ორი წელიწადი შვილი არ ჰყავდა, დაქორწინების შემდეგ ორივემ სერიოზულად დაიკლო წონაში და ისეთი ავადმყოფური შეხედულება ჰქონდათ, რომ მშობლებმა სულ ძალისძალათი გააგდეს ცოლ–ქმარი ექიმთან. პირველივე გასაუბრების შემდეგ გამოირკვა: ქორწინების წინ ქმარს თავისი ძმაკაცი(სამი ბიჭის მამა) გაეხუმრა – თუ გინდა ბიჭი გააკეთო, ცოლთან დღეში 5–ჯერ უნდა იქონიო სქესობრივი კავშირიო. სამი ბიჭის მამის ხუმრობა ქმარმა სერიოზულ რჩევად ჩათვალა და ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ისე ასრულებდა, ერთი დღეც არ ჩაუგდია! ფიზიკური გადატვირთვისაგან ორივე ცოლ–ქმარმა წონაში დაიკლო, სპერმა მომწიფებას ვეღარ ასწრებდა და ბიჭი კი არა, გოგოც სანატრელი გაუხდათ... საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა – ხუმრობის ავტორი ქმარმა ერთი კარგად მიბეგვა, შემდეგ დაისვენა და... დღეს ეს ოჯახი ორი ვაჟისა და ერთი გოგონას ბედნიერი მშობელია, ხუმრობის ავტორს კი გოგონა მოანათლინეს.

ასეთი სასაცილო რამ კაი ხანია არ ცამკითხია biggrin.gif biggrin.gif

Posted by: anakatrin 14 Apr 2007, 02:53
ShadowCat
QUOTE
მომასულიერეთ!!!!!!!!!!!! 

ეგ ამბავი მედეაზე დიდი ხანია წავიკითხე და ისე მაგრად ვიხალისე მერე L&L-ს პ.მ-ით მივწერე ნამდვილად მოხდა ასეთი რაღაც თუ უბრალოდ ხუმრობა იყო დაწერილითქო,უბრალოდ ეხლა რომ გამახსენდა კიდევ მეცინება,როგორ უნდა წარმოიდგინოს ქალმა 1500ვატიანი სპირალის ჩადგმა საშვილოსნოში lol.gif lol.gif lol.gif
* * *
L&L
QUOTE
აქ რამდენჯერმე გაიჟღერა იმან, რომ ჰიგიენური საფენი სოკოს აჩენს, მავნეა და ასე შემდეგ. მსგავსი არაფერი. ეს დაახლოებით იმას ჰგავს შუა საუკუნეებში რომ თვლიდნენ რომ ვირთაგვები ნაგვიდან ჩნდებიან და ბუზები ტალახიდან. რა თქმა უნდა არ არის სწორი. საფენები ანტიბიოტიკებს არ შეიცავენ, რომ მათი გამოყენების შემდეგ სოკო გაჩნდეს. თუ საფენი სწორად არის შენახული და უპაკოვკა არ არის დაზიანებული და ნორმალურ საწარმოში დამზადებული და არ არის ფალსიფიცირებული, ის არაფერს არ დააშავებს, მაგრამ ჰიგიენა მარტო საფენით არ უნდა გამოიხატებოდეს და საფენის გამოცვლაც დროულად უნდა ხდებოდეს.

ნამდვილად ვერ დავდებ თავს ყოველდღიური საფენები სოკოს აჩენს თუ არა მარა ჩემს მეგობარს სოკო ქონდა და გინეკოლოგმა აუკრძალა ყოველდღიური საფენების გამოყენება.ჩემი მეგობარი გერმანიაში ცხოვრობს და ფალსიფიცირებულ და უხარისხო საფენებს არ ხმარობდა smile.gif

Posted by: Suleluka 14 Apr 2007, 09:58
anakatrin
QUOTE
ნამდვილად ვერ დავდებ თავს ყოველდღიური საფენები სოკოს აჩენს თუ არა მარა ჩემს მეგობარს სოკო ქონდა და გინეკოლოგმა აუკრძალა ყოველდღიური საფენების გამოყენება.ჩემი მეგობარი გერმანიაში ცხოვრობს და ფალსიფიცირებულ და უხარისხო საფენებს არ ხმარობდა

მე ექიმი არ ვარ მარა, სოკოს გამრავლებას უწყობს ხელსო ეგრე მაქ გაგებული

Posted by: ShadowCat 14 Apr 2007, 10:51
ჰო... ისე, ყოველდღიურები თუ ასეთი საშიშია.. რა გარანტიაა, რომ "არაყოველდღიურიც" არ იქნება საშიში?
და კიდევ - ა კაკჟე ტამპონ? spy.gif baby.gif

Posted by: lala 14 Apr 2007, 12:15
არაყოველდღიური კიდევ უფრო ცუდია, თუ აჩენს ეგ უფრო გააჩენს ვიდრე ყოველდღიური.

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Apr 2007, 12:20
QUOTE
ა კაკჟე ტამპონ?

ტამპონს კიდევ უფრო ხშირი ცვლა უნდა,რასაც შეიწოვს, შეიწოვს და დარჩენილი სისხლი გუბდება და ინფექციის წყარო ხდება.

Posted by: ShadowCat 14 Apr 2007, 12:43
WOMAN IN LOVE
lala
არა, ცხადია, ხშირად ცვლაზე აქ ლაპარაკიც არაა..
მე უბრალოდ იმის მეშინია, რომ მარტო ხმარებისგანაც კი შეიძლება რაიმე "გეტაკოს" cry.gif
ვსმისლე, რამდენად სტერილურად არის დამზადებული, რამდენად ხარისხიანია და ა.შ. rolleyes.gif

Posted by: Suleluka 14 Apr 2007, 16:41
ავიღე ვირუსებზე პასუხი


Anti- CMVI gM - (-) neg -negative
Anti- CMVI gG - (+) pos 35.5 - <17.5
Anti -Toxoplasma IgM - (-) neg
Anti -Toxoplasma IgG - (-) neg 4.5 - <5.0
Anti-Clamydia Trachomatis IgM - (-) neg
Anti-Clamydia Trachomatis IgG - (-) neg 0.3 - <0.9
Anti-HSV 1+2 IgM - (-) neg
Anti-HSV 1+2 IgG - (+) pos 55.5 - <16.0
Anti Micoplazma hominis IgM 0.9-1.1
Anti Micoplazma hominis IgG 0.9-1.1


ქორნოკული ჰერპესი და ციტომეგალო ვირუსი მაქ, მარა ამ ეტაპზე არაფერი გვემუქრება

Posted by: blear_witch 14 Apr 2007, 17:17
BadbadGirl
ტიპს ბიჭი რა მაგრად ნდომებიაა..biggrin.gif

საფენებს და სოკოს რაც შეეხება, სოკოს გამწვავებას ხელს უწყობს ტენიანი გარემო, მაგალითად სველი კუპალნიკის ტანზევე გაშრობა, ინტენსიური გამონადენით დასველებულმა საფენმაც შესაძლოა დაახლოებით იგივე ფუნქცია შეითავსოს..
თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.
საერთოდ სოკოს იწვევს სოკო და სხვა არაფერი. სოკოთი დაინფიცირებული საფენები იყიდებაო და რაებს აღარ ყვებიან.. მაინცდამაინც არ მჯერა..

Posted by: Suleluka 14 Apr 2007, 17:24
blear_witch
მე პირადად წყლისგან გამიჩნდა, ესე მიტხრა ექიმმა

Posted by: blear_witch 14 Apr 2007, 17:51
Suleluka
წყალში სოკოს გამომწვევებია, ტენიან გარემოში მრავლედება და მიტო გაგიჩნდა თორე სასმელი წყლისაგან რატომ არ ჩნდება?smile.gif

Posted by: Suleluka 14 Apr 2007, 17:55
blear_witch
კუპალნიკი არასდროს არ შემიშრია ზედ, რო გითხრა მაინცდამაინც ტენიან გარემოში ვცხოვრობ თქო მოვიტყუები, უბრალოდ წყლისგან გამიჩნდა,
კაია დროზე მოვასწარი მკურნალობა თორე ეხლა რა იმკურნალებდა

Posted by: blear_witch 14 Apr 2007, 18:13
Suleluka
წყალი კაი გარემოა სოკოს გამრავლებისათვის , სამწუხაროდ ძალიან ადვილია ინფიცირება, მაშინაც კი როცა ჰიგიენის ნორმები დაცულია sad.gif კუპალნიკის შეშრობა უბრალოდ საფენების კონტექსტში ვთქვი. ფეკალიებშია ასევე სოკოს სპორები, ასე ზუსტად საიდან მოხდა ინფიცირება რანაირად ასკვნიან ვერ ვხვდები.. არც აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია ის რომ არსებული ინფექცია რა სტადიაზეა და როგორ მიხედავენ .. დანარჩენი გინეკოლოგებმა ახსნან ჯობია, შეიძლება მე არ ვიყო კომპეტენტური. ისიც მახსოვს რომ ნორმალურ მიკროფლორაშიც არის სოკო მაგრამ არა იმ რაოდენობით..

Posted by: Suleluka 14 Apr 2007, 18:21
blear_witch
L&L-მა მგონი გაგვცა სრული პასუხი საფენებზე.


(ხო ისა, თმა შევიჭერი biggrin.gif და მგონი მელირებასაც მალე გავიკეთებ biggrin.gif)

Posted by: anakatrin 14 Apr 2007, 19:44
blear_witch
QUOTE
სოკოთი დაინფიცირებული საფენები იყიდებაო და რაებს აღარ ყვებიან.. მაინცდამაინც არ მჯერა..

არა ეს ძაან სასაცილოა,ეგ არ გამიგია,სოკოთი დაინფიცირებული საფენები კი არ იყიდება უბრალოდ ხელს უწყობს სოკოს წარმოშობას,რა ვიცი ესე უთხრა გინეკოლოგმა ჩემს მეგობარს.

Suleluka
წყლისგან ჩნდება ძალიან ხშირად სოკო იმის გამო რომ დაბინძურებულია და ელემენტარულად როცა შხაპს იღებ მაშინაც კი შეიძლება დაინფიცირდე.

Posted by: blear_witch 14 Apr 2007, 20:00
anakatrin
ხოდა რატომ შეიძლება უწყობდეს ხელს მაგაზე დავწერე ცოტა ზემოთ ჩემი მოსაზრება smile.gif
ასევე დავწერე რომ წყალი კი არ იწვევს, იწვევს სოკო რომელიც წყალში ცხოვრობს.
დაინფიცირება მხოლოდ წყლით არაა შესაძლებელი და გადაჭრით თქმა თუ რა გზით მოხვდა ორგანიზმში გამომწვევი ფაქტიურად შეუძლებელითქო.

Posted by: Suleluka 14 Apr 2007, 20:03
anakatrin
ეჭვი მაქ მეც ეგრე დამემართა

blear_witch
თავისთავად გადადუღებული წყლით ევრ დაინფიცირდები, მარა საქმეც მაგაშია, არ ვიცი შენ სად ცხოვრობ და, მე თბილისში ვცხოვრობ, შარშან არა და წინა წლებში გაზაფხულობით თევზის სუნი ქონდა ხოლმე წყალს, აბა ეგ როგორ შეიძლება სუფთა წყალი იყოს

Posted by: blear_witch 14 Apr 2007, 20:12
Suleluka
ფაქტი ერთია, თუ დააინფიცირა წყალმა მასში აუცილებლად იყო გამომწვევი. თბილისის წყალი რამდენად შეიცავს სოკოს ეს სანიტარული კონტროლის შესამოწმებელია, მაგრამ არამგონია წყალკანალის ბრალი იყოს, უბრალოდ სოკო იმაზე უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე წარმოგვიდგენია. ყველგან შეუძლია დასახლდეს სადაც ნესტია თეთრეულზე პირსახოცზე, აბაზანაში, ზღვაზე ნესტიანი ქვიშაც ნამდვილი საბადოა..სოკოთი ავადმყოფის ფეხსაცმელი, ნივთები..

Posted by: ShadowCat 15 Apr 2007, 11:20
აი, საცურა კოსტიუმზე რომ თქვით (კუპალნიკის შეშრობა ტანზე)...
აბა ზღვაზე რა უნდა ქნა? ვსმისლე, ზღვიდან რომ ამოხვალ, მაშინვე უნდა შხაპში გაქანდე და გამოიცვალო?
კაკჟე ზაგარ? user.gif

Posted by: tikusha 15 Apr 2007, 15:15

თვით საფენი სოკოს არანაირად არ აჩენს, უბრალოდ როცა სოკო გაქვს საფენი მის გამრავლებას ხელს უწყობს, რადგან ჩახურებას იწვევს და სოკოს მეტი რა უნდა თბილ ნოტიო გარემოში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში



Suleluka
QUOTE
კაია დროზე მოვასწარი მკურნალობა თორე ეხლა რა იმკურნალებდა

შეგიძლია მომწერო რა პრეპარატებით იმკუნალე??

Posted by: blear_witch 16 Apr 2007, 09:34
ShadowCat
იდეალური ვარიანტია რომ გამოიცვალო მარა მასე სადაა..მეც ბევრჯერ შემიშრია..

Posted by: ShadowCat 16 Apr 2007, 11:07
blear_witch
sad.gif
და რა მაინტერესებს იცით, ვთქვათ, ზღვაში ან აუზში ბანაობისთვის ტამპონს თუ გამოიყენებ, რამდენადაა იმის შანსი, რომ სოკო აიცილო თავიდან? baby.gif

Posted by: Breaky 16 Apr 2007, 14:09
ShadowCat
QUOTE
ზღვაში ან აუზში ბანაობისთვის ტამპონს თუ გამოიყენებ

ზედ კლოტრიმაზოლიც უნდა წაუსვაო, ასე გამიგია...

Posted by: blear_witch 16 Apr 2007, 14:16
ShadowCat
საერთოდ სოკოს აკიდების შანსი მცირდება მით უფრო რაც უფრო ძლიერია იმუნიტეტი.. ტამპონი რამდენად იცავს არ ვიცი..
Breaky
კლოტრიმაზოლი კია ანტიმიკოზური, მაგრამ წყალში რამდენად ბარიერია არ ვიცი..

Posted by: ლაბუ 16 Apr 2007, 14:33
მე პირადად ზღვაზე მირჩიეს "ეპიგენის" წაღება+ზღვიდან ამოსვლის შემდეგ გადავლება და მშრალის ჩაცმა, ცოტა დისკომფორტი კი არის, მაგრამ მაქსიმალურად თავიდან აიცილებ უსიამოვნო "რამეებს" yes.gif wink.gif

Posted by: ShadowCat 16 Apr 2007, 16:11
blear_witch
QUOTE
საერთოდ სოკოს აკიდების შანსი მცირდება მით უფრო რაც უფრო ძლიერია იმუნიტეტი.. ტამპონი რამდენად იცავს არ ვიცი..

ანუ, თუ იმუნიტეტის ასამაღლებენ-შესანარჩუნებელ რაიმე პრეპარატს სვამ, იმის შანსი გაქვს რომ სოკო აიცილო თავიდან?
ჰმ.. რა მაგარია!
ტამპონს რაც შეეხება, ძაააააალიან ადრე რაღაც ჟურნალში წავიკითხე, მშობიარობის მერე რამდენიმე თვე ჯობია თავი შეიკავოთ აუზში ბანაობისგანო.
თუ მაინცდამაინც, ტამპონი გაიკეთეთო baby.gif

ლაბუ
QUOTE
ეპიგენის

ეს მალამოა? spy.gif
QUOTE
+ზღვიდან ამოსვლის შემდეგ გადავლება და მშრალის ჩაცმა

2 წყვილი საცურაო კოსტიუმი უნდა გქონდეს რა!.. boli.gif
ერთით წყალში ჩახვიდე და მეორეთი დაიზაგრო rolleyes.gif

Posted by: ლაბუ 16 Apr 2007, 16:34
ShadowCat
მალამო არა, სპრეია, ახლობელმა გინეკოლოგმა მირჩია, სადღაც 25 ლარამდე ღირს
QUOTE
2 წყვილი საცურაო კოსტიუმი უნდა გქონდეს რა!..

კი, აუცილებლად yes.gif

Posted by: blear_witch 16 Apr 2007, 16:52
ლაბუ
ShadowCat
QUOTE
ანუ, თუ იმუნიტეტის ასამაღლებენ-შესანარჩუნებელ რაიმე პრეპარატს სვამ, იმის შანსი გაქვს რომ სოკო აიცილო თავიდან?
ჰმ.. რა მაგარია!

უფრო მაღალია ეგ შანსი მაგრამ არა აბსოლიტური ცხადია.
სოკო მწვავდება ასევე ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, ანტიბიოტიკი ნორმალურ მიკროფლორასაც ვნებს, ხოდა ჯეჯილობს სოკო..


Posted by: Suleluka 16 Apr 2007, 17:21
tikusha
ნამდვილად არ მახსოვს, 2 წლის წინ მქონდა, ანტიბიოტიკები დამინიშნა მახსოვს თითო ამპულა 11 ლარი ღირდა მგონი, თან 6 თვეში თუ მეტი კიდე გამიმეორდა და მერე უფრო ძლიერი ანტიბიოტიკები გამომიწერა , კიდე მგონი აბებსაც ვსვავდი რაღაც არ მახსოვს კარგა (ანტიბიოტიკი ინდივიდუალურად დამინიშნა, ნაცხი დათესეს და რომელზეც დადებითი მქონდა მარტო ისენი ამოირჩია)
ლაბუ
მე ეპიგენის მაზი ჰერპესის დროს მირჩია, ვაიმე რა საშინელი სუნი აქ

Posted by: tikusha 16 Apr 2007, 22:14
Suleluka
ჰო მაგრამ ანტიბიოტიკი სოკოსთან რა შუაშია?? ანტიბიოტკები პირიქით ამწვავებს სოკოს, მე მაინტერესებს სოკო რითი იმკურნალე

Posted by: Suleluka 17 Apr 2007, 11:03
tikusha
არ მახსოვს sad.gif მარა დარწმუნებული ვარ რო ანტიბიოტიკებსაც ვიკეთებდი, ძალიან გამწვავებული მქონდა,

Posted by: ShadowCat 17 Apr 2007, 15:57
Suleluka
შეიძლება სოკოსთან ერთად ანთებაც გქონდა და ანტიბიოტიკები მაგისთვის დაგინიშნა yes.gif

Posted by: Suleluka 17 Apr 2007, 22:15
ShadowCat
არ ვიცი, ადრე ნაკლებად ვერკვეოდი ეგეთებში, პირველად დავინახე გინეკოლოგის სკამი და კივილით ავიკელი იქაურობა lol.gif
არა ანთება არ მქონია მახსოვს

Posted by: sopi 17 Apr 2007, 23:29
ექიმმა 1/4 დექსამეტაზონი დღეში დამინიშნა და რა აზრის ხართ ? DHEA მქონდა 2,85 და მაგიტომ მაგრამ ჩემი აზრით ეგრეც უნდა იყოს ბიჭი მეყოლება biggrin.gif

Posted by: ikebana 18 Apr 2007, 02:22
sopi
ტესტოსტერონიც ხომ არ გაქვს მაღალი?
მოიცა, ფეხმძიმედ ხარ და დექსამეტაზონი გაქვს დანიშნული?

Posted by: kudracha 18 Apr 2007, 11:38
tikusha
QUOTE
მე მაინტერესებს სოკო რითი იმკურნალე

მიკოფლუ ან მაგისი შემცვლელი კარგია და სანთლებიც თავისთავად (პოლიჟინაქსი, ბეტადინი)

Posted by: sopi 18 Apr 2007, 13:49
QUOTE (ikebana @ 18 Apr 2007, 02:22 )
sopi
ტესტოსტერონიც ხომ არ გაქვს მაღალი?
მოიცა, ფეხმძიმედ ხარ და დექსამეტაზონი გაქვს დანიშნული?

yes.gif yes.gif yes.gif სამწუხაროდ კი ....ტესტოსტერონი ნორმაში მაქ ....

Posted by: Natuka NGN 18 Apr 2007, 16:50
გოგოებო, სერგო მათითაშვილთან მინდა ექოსკოპიის გაკეთება. იქნებ ვინმემ PM მომწეროთ, სად დავრეკო და რა ნომრებზე რომ ჩავეწერო.
წინასწარ ყველას მადლობა smile.gif

Posted by: anakatrin 18 Apr 2007, 17:21
Natuka NGN
კარაპს მედლაინი,ჭავჭავაძის პროსპექტი-5,სერგო მათითაშვილი
ტელ:224417
225769
912949
წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: Suleluka 18 Apr 2007, 20:00
Natuka NGN
მიმღები (+995 32) 22 44 17 (+995 32) 22 57 69
ჩაწერა ორშაბათობითაა.
http://mother.ge/pages/hospitals_and_kliniks/karaps_medline/index.php

Posted by: sopi 18 Apr 2007, 21:17
მაგარი კლინიკაა მეც მანდ დავდივარ ხათუნა კერესელიძესთან ... (კარაპს მედლაინი)

Posted by: Natuka NGN 18 Apr 2007, 22:17
anakatrin
Suleluka
ძალიან დიდი მადლობა გოგოებო 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: piki-a 19 Apr 2007, 20:39
დიფლუკანი როგორ უნდა დაილოს,თუ ვინმეს დაულევია მიპასუხეთ რააა.პოლიჟინაქსი რისი წამალია/?????????????

Posted by: lala 20 Apr 2007, 11:22
piki-a

პოლიჟინაქსი სოკოს სამკურნალოდაც იყენებენ და კიდევ ბევი რაღაცისთვის გამოიყენება , ზუსტად ა რვიცი

Posted by: Matrona 20 Apr 2007, 13:05
გამარჯობათ ძვირფასებო...

იმედია ყველანი კარგად ხართ..
მე ამ ბოლო დროს წნევის პრობ;ლემები დამეწყო....
140/80 მაღლა არ ასულა..მაგრამ მაინც ძალიან უსიამოვნო ყოფილა ეს წნევა.. საწყალი ჰიპერტონიკები...
ჩემი ნორმალური წნევა 120/60-65-ზეა...
ასე.. რომ..
უკვე გადავდივარ უმარილო დიეტაზე,,,, სავარაუდიოდ მაისი ბოლოს ველოდები..მაგრამ ჩემი პერმანენტული ტონუსის ფონზე იმედია მაისის შუა რიცხვებამდე მაინც მივაღწევ....

ახლა რაც შეეხება სოკოს...
ჰიჰიენური პაკეტები თავისთავად არავითარ შემთხვევაში არ იწვევნ სოკოვან დაავადებას(თუ მისი შეფუთვა დარღვეული არ არის)...მაგრამ აუცილებლად საჭიაროა მათი ხშირი ცვლა.... მოგეხსენებათ, სოკოს სპორების გამრავლებისთვის იდეალური გარემოა სითბო და ტენი...
დასკვნები თავად გამოიტანეთ...

პირველი ორსულობისას ჩემმა ექიმმა გამიკეთა ნაცხი (სადღაც ბოლო თვეები იყო) სოკო არ ამოითესა, მაგრამ პოლიჟინაქსის ვაგინალური აბები მაინც გავიკეთე ბოლო თვეში...ისე, ყოველი შემთხვევისთვის...
ახლაც 2 თვის წინ დაახლოებით მქონდა უსიამოვნო შეგრძნებები და ამჯერად 1 კვირის განმავლობაში ეპიგენის სფრეის ვიყენებდი...ძალიან ეფექტურია.. იმის შემდეგ არავითარი პრობლემა არ შემქმნია...სადღაც მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე ისევ გავიმეორებ... მგონი ზედმეტი არ იქნება....

სხვათაშორის ჩემს პატარას შარშან დაემართა სოკო... პამპერსზე (???!!!)... ახლაც კი საკმარისია შევცვალოთ პამპერსის დასახელება, რომ მომენტალურად თავს იჩენს კანდიდასთვის დამახასიათებელი სიწითლე.....საინტერესოა რატომ არ უჩნდება ეს სიწითლე ჰაგისზე (წითელ შეფუთვაში) და უჩნდება ყველა დანარჩენზე ..თუნდაც იგივე ჰაგისზე , ოღონდ ლურჯ-მწვანე შეფუთვაში....
ამ, დროს დაბადებიდან ლიბეროს ვიყენებდით და არანაირი პრობლემა... მაგრამ შარსანდელს შემდეგ მხოლოდ წითელი ჰაგისის და კიკოს (ღამით) იმედზე ვართ....
მაშინ კაციტაძემ ადვანტანი დაუნიშნა, მაგრამ მე ვარჩიე ძველი, კონსერვატიული მეთოდი (ჩემი ახლობელი კანის ექიმის რჩევით) რივანოლის საფენები, საჯღრი, კასტელანი.... როდესაც დაცხრა კი პერიოდულად ვიოსეპტს ვიყენებ....

ასე, რომ სოკო და მისი წარმოშობა ძალიან აქტუალურია დღევანდელ ყოფაში....



Posted by: lala 20 Apr 2007, 13:10
მეც მაწუხებს ხოლმე . ეხლა მაღალი წნევა დამეწყო, და თავი მტკივა ხოლმე საშინლად sad.gif
სულ უმარილოზე გადადიხარ? საერთოდ არ უნდა ჭამო? ეგ ადვილად მშობიარობას უწყობს ხელს ხო?
ეპიგენის სპრეი ეფექტურია? შეიძლება ფეხმძIმობის დროს? მე პოლიჟინაქსი გავიკეთე 6 ცალი და მგონი არ მიშველა, 7 თვეშI ვარ ეხლა...

Posted by: Breaky 20 Apr 2007, 13:11
Matrona
მართალია გინეკოლოგიას არ ეხება, მაგრამ შენს პოსტზე ვუპასუხებ. ჩემს ბავშვსზეც მხოლოდ ჰაგისი მუშაობდა, სხვა ვერც ერთი საფენი ვერ აიტანა. ოღონდ ნებისმიერი ჰაგისი, შეფუთვის ფერების განურჩევლად (ეგ ყველაფერი ინდივიდუალურია, თორემ პამპერსსაც ყავს თავისი კლიენტი და ლიბეროსაც და ყველა სხვასაც). ხოლო თუ მაინც ქონდა ხოლმე სიწითლე, Drapolen-ის მალამო მაშინვე უამებდა.

Posted by: Matrona 20 Apr 2007, 13:24
QUOTE (lala @ 20 Apr 2007, 13:10 )
მეც მაწუხებს ხოლმე . ეხლა მაღალი წნევა დამეწყო, და თავი მტკივა ხოლმე საშინლად sad.gif
სულ უმარილოზე გადადიხარ? საერთოდ არ უნდა ჭამო? ეგ ადვილად მშობიარობას უწყობს ხელს ხო?
ეპიგენის სპრეი ეფექტურია? შეიძლება ფეხმძIმობის დროს? მე პოლიჟინაქსი გავიკეთე 6 ცალი და მგონი არ მიშველა, 7 თვეშI ვარ ეხლა...

რა საშინელი შეგრძნება ყოფილა, არა????
ჰო, ვაპირებ სრულიად უმარილოზე გადავიდე... ძალიან რთული შესასრულებებლია, მაგრამ პირველ ბავშვზე ასე დავიცავი დიტა და 4 საათში ვიმშობიარე...(მხოლოდ დიეტაის გამო არა, მეანსაც არ დავუკარგოთ თავისი წვლილი, დამაჩქარებლები გამიკეთა, რადგან ე.წ. წყლები სახლში დავღვარე...) + ბოლო თვეში მასწავლეს ზაფრანის ყვავილის ნაყენის დალევა... დავიწყე მშობიარობამდე სადღაც 1 თვით ადრე (1 ზარრანის ყვავილს დაასხი 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენე..მიიღე დღის განმავლობაში...დოზა: 1 ყვავილის ნაყენი - დღეში )

ჩემს შემთხვევაში ეპიგენს ეფექტი ჰქონდა და 1 კვირიანი კურსის შემდეგ არაფერს შევუწუხებივარ, თუმცა მანამდე მქონდა გარკვეული ცუდი სეგრძნებები+ მცირე გამონადენიც.....ფეხმძიმობისას შეიძლება.. ეს ინსტრუქციაშიც წერია ხასგასმით....

პირველ ბავშვზე გავიკეთე პოლიჟინაწსი...თუმცა არ მქონდა სოკო... ისე ყოველი სემთხვევისთვის დამინიშნა მაშინდელმა ჩემმა ექიმაა..მოვამზადოთ გზები მშობიარობისთვისო....(????)

ჩემს მეგობარს კისერიოზულად ჰქონდა საქმე და მაშინ პოლიჟინაქსტან ერთად , მახსოვს გამორეცხვებსაც იკეთებდა...
ასე, რომ ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს....

Posted by: lala 20 Apr 2007, 13:58
Matrona

ხო მე ექიმმა გამომიწერა პოლიჟინაქსი , ეხლა რომ მივალ ვეტყვი და ვნახოთ რას დამინიშნავს
უმარილო დიეტა რამდენი ხანი დაიცავი პირველ ბავშვზე? ნაყიდ პურსაც არ ჭამდი?
ზაფრანის ყვავილი ადვილად მშOბიარობას უწყობს ხელს?
smile.gif სად ვიყიდო?

Posted by: Breaky 20 Apr 2007, 14:11
lala
QUOTE
ზაფრანის ყვავილი ადვილად მშOბიარობას უწყობს ხელს?

yes.gif და პრემენსტრუალური ტკივილებისთვისაც უებარი საშუალებაა up.gif

Posted by: Suleluka 20 Apr 2007, 14:28
Matrona
QUOTE
პოლიჟინაქსი

მაგას სოკოს შემთხვევაში უნიშნავენ?
თუ პროფილაქტიკის მიზნით?
წნევები მქონდა 3 თვეზე დაახლოებით(თუმცა უმნიშვნელოდ,ძაან მაღლები არა,მარა მაინც მაწუხებდა), რამოდემე დღე ვსვი კადაბალახას და შავბალახას ნაყენი და დამირეგულირდა.
უმარილო დიეტას როდიდან ნიშნავენ? 25 კვირის ვარ და 12 კილო მაქ მომატებული, წონაში მატებას უშლის ხელს თუ?


Breaky
QUOTE
და პრემენსტრუალური ტკივილებისთვისაც უებარი საშუალებაა

ეგ რატო ადრე არ ვიცოდი : (
ადვილად იშოვება ეგ ზაფრანა? აფთიაქში უნდა ვიყიდო ჩვეულებრივად?


(ვაიმე რამდენი კითხვები დავსვიbiggrin.gif)

Posted by: Breaky 20 Apr 2007, 14:35
Suleluka
QUOTE
ადვილად იშოვება ეგ ზაფრანა? აფთიაქში უნდა ვიყიდო ჩვეულებრივად?

yes.gif თუმცა ხომ იცი, ყველაფერი ინდივიდუალურია და ერთ ადამიანზე რომ გადასარევად მოქმედებს, სხვზე შეიძლება ისე არ იმოქმედოს, თუმცა პატარა შვება მიანც იქნება.

Posted by: Suleluka 20 Apr 2007, 14:38
Breaky
მადლობ.

კიდე რა მაინტერესებს "იოდ" აბები ყველა ფეხმძიმემ უნდა დალიოს თუ ნაკლებობა თუა?
რომელ თვიდან ან როდემდე და კონკრედულად რომელს მირჩევთ.


ხო კიდე სახეზე გამიჩნდა გამონაყარი, ფეხმძიმობის დროს იცის? თუ შეიძლება ალერგიისგან იყოს მაგალითად კვერცხზე?

Posted by: lala 20 Apr 2007, 14:40
Suleluka
იოდომარინი? მე ვსვავ მთელი ფეხმძIმობაა მაგას. ნაკლებობა არ მქონდა მარა ორსულისთვის აუცილებელიაო

Posted by: Breaky 20 Apr 2007, 14:42
Suleluka
QUOTE
სახეზე გამიჩნდა გამონაყარი, ფეხმძიმობის დროს იცის?

yes.gif

თუ სხვა დროს კვერცხზე ალერგია არ გქონია, ახლა რაზე გამოგაყრიდა მაგის გამო...



QUOTE
კიდე რა მაინტერესებს "იოდ" აბები ყველა ფეხმძიმემ უნდა დალიოს თუ ნაკლებობა თუა? რომელ თვიდან ან როდემდე და კონკრედულად რომელს მირჩევთ.

მაგას ექიმის გარდა მითუმეტეს აქ, ვერავინ გირჩევს.

Posted by: tatunia_22 20 Apr 2007, 14:43
სოკო მეც მაქვს, თანაც ფეხმძიმობაში განსაკუთრებით გამიმწვავდა. პოლიჟინაქსის სანთლები გავიკეთე მარა არანაირი შედეგი არ მოუცია, ეტყობა გამორეცხვებიც იყო საჭირო. ასე, რომ მშობიარობის შემდეგ ვაპირებ მივხედო.
ისე ჩემმა ექიმმა მითხრა , რომ ბოლო თვეში სანთლებს კიდე დაგინიშნავო, ეს იმისთვისაა რო მშობიარობის დროს , ის გზა რასაც ბავშვი გამოდის შეძლებისდაგვარად სუფთად იყოს.

Posted by: Suleluka 20 Apr 2007, 14:51
რა მაინტერესებს კიდე, 12 კვირაზე გავიკეთე ნაცხის ანალიზი და არაფერი არ მქონდა, კიდე უნდა გავიკეთო?

Posted by: tu-tuna 20 Apr 2007, 14:59
ოხ ეს სოკო ფეზმძიმობაში როგორ ხშირად იჩენს თავს. სულ ცატა ხნის წინ მეც მაგ პრობლემის წინაშე ავღმოჩნდი - გინეკოლოგმა (ნაცხის ანალიზის გარეშე) დამიდგინა "სოკოვანი კოლპიტი". ვიმკურნალე კლიონ-D-თი, რამდენიმე პროცედურა ჩავიტარე (საშინელება იყო - კონსულტაციაში დავდიოდი) და შემდეგ რომ აღარ მშველოდა გადავედით გინოტრანის სანთლებზე და ტრიდერმის მალამოზე. შვება იყო! მერე ნაცხის ანალიზის პასუხიც მოვიდა როგორც იქნა და სოკო საერთოდ არ ყოფილა - ბაქტერიები და ლეიკოციტები დიდი რაოდენობით....

ხოდა საკუთარი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ - სოდიანი გადადუღებული წყლის აბაზანებს ვიკეთებდი და მაგრა მშველოდა...

ერთი სიტყვით საშინელებაა გინდ სოკო და გინდ ეს ბაქტერიები და მითუმეტეს ფეხმძიმობაში....

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Apr 2007, 18:47
Matrona
QUOTE
საჯღრი,

ეს რა არის? პირველად მესმის eek.gif
QUOTE
ბოლო თვეში მასწავლეს ზაფრანის ყვავილის ნაყენის დალევა... დავიწყე მშობიარობამდე სადღაც 1 თვით ადრე (1 ზარრანის ყვავილს დაასხი 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენე..მიიღე დღის განმავლობაში...დოზა: 1 ყვავილის ნაყენი - დღეში )

ეგ მეც გამიგია, მაგრამ ისიც თქვეს, შეიძლება ბავშვი ცოტა ყვითელი დაიბადოს და არ დაფრთხეთო...რამდენად მართალია, არ ვიცი...
Suleluka
მე ბოლოს ხელებსა და ფეხის თითებზე მაყრის ხოლმე წვრილად და მშობიარობის შემდეგ უკვალოდ ქრება.
QUOTE
გამორეცხვებსაც იკეთებდა...

QUOTE
აბაზანებს ვიკეთებდი

გამორეცხვები და აბაზანები ორსულობისას არ შეიძლება.

Posted by: makvala 21 Apr 2007, 00:12
Matrona

რამდენი ხანია, რაც წნევები გაწუხებს? მახსოვს კოაგულოგრამაში ცვლილებები იყო...

გადაიმეორე...

პატრონაჟის ექიმმა იცის?

Posted by: Suleluka 21 Apr 2007, 09:49
Breaky
საერთოდ ალერგიული არა ვარ მაინც და მაინც მითუმეტეს საკვებზე, ძალიან თუ შემეზიზღა უცებ დამაყრის, ისე კი ვიცი შუბლზე ერთი ოეი მარა ესე არ მქონია.

WOMAN IN LOVE
იმედია მალე მომირჩება

makvala
QUOTE
რა მაინტერესებს კიდე, 12 კვირაზე გავიკეთე ნაცხის ანალიზი და არაფერი არ მქონდა, კიდე უნდა გავიკეთო?


Posted by: ikebana 21 Apr 2007, 11:09
makvala
რა არის ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები და ჰემოფერეზი (შეიძლება არასწორად ვამბობ). და რამდენად საშიშია პირველის სიჭარბე ფიბრინოგენის მომატებულ კონცენტრაციასთან ერთად?

Posted by: BaBajanka 21 Apr 2007, 12:45
აბა, გოგოებო, მე დღეს და ხვალ ვეღარ შემოვალ, აქვე დაგემშვიდობებით... წამოვედი ხვალ და თუ არ დაასკდა თვითმფრინავი, რამდენიმე დღეში დედა სამშობლოდან ანალიზების პასუხებით შემოგიერთდებიიიიით!


bis.gif

Posted by: Suleluka 21 Apr 2007, 14:03
BaBajanka
გელოდებით, წარმატებებს გისურვებ 2kiss.gif
კეთილი მგზავრობა, არ ინერვიულო!

Posted by: piki-a 21 Apr 2007, 14:10
გოგონებო რა აზრისა ხართ ეპიდურალურ ანესთეზიაზე.თუ ვინმეს აქ სურვილი ,ან თუ ვინმემ იცით რამდენად უსაფრთხოა

Posted by: Matrona 21 Apr 2007, 14:21
Breaky
დიდი მადლობა smile.gif




Suleluka
უმარილო დიეტას რაც ადრე დაიწყებ უკეთესია..მაგრამ ბოლო თვეში კი ძალიან სასურველი იქნებოდა.... სადღაც 32 კვირის შემდეგ....



WOMAN IN LOVE
ე.წ. სანჯღრი.. არ ვიცი მისი შემადგენლობა.. აფთიაქში , რომ მივედი და ვიკითხე, იქვე დამიმზადეს....მაში N1 აფთიაქი ჯერ კიდევ ფუქციონირებდა.. და ახლა აღარ ვიცი სად ამზადებენ...



* * *
QUOTE (makvala @ 21 Apr 2007, 00:12 )
Matrona

რამდენი ხანია, რაც წნევები გაწუხებს? მახსოვს კოაგულოგრამაში ცვლილებები იყო...

გადაიმეორე...

პატრონაჟის ექიმმა იცის?

დიდი მადლობა მაყვალა...
2kiss.gif
აუცილებლად გავიმეორებ....
ექიმმა რასაკვირველია იცის და დამინიშნა კიდეც დოპეგიტი....

Posted by: Suleluka 21 Apr 2007, 14:38
piki-a
მე რაღაც არ მომწონს ვერ დაგისაბუთებით რით ან რატო არ მომწონს, მარა მე მაგას არ გავიკეთებ


Matrona
მე ალბათ 30 კვირაზე დავიწყებ, თუ მანამდე არ მითხრა ექიმმა.
ისე რაც ვიტამინების სმას მოვრჩი ისე კატასტროფულად აღარ ვიმატებ წონაში.
შენ სად აპირებ მშობიარობას?

Posted by: natasha21 21 Apr 2007, 15:01
QUOTE (Matrona @ 20 Apr 2007, 12:24 )
ჰო, ვაპირებ სრულიად უმარილოზე გადავიდე... ძალიან რთული შესასრულებებლია, მაგრამ პირველ ბავშვზე ასე დავიცავი დიტა და 4 საათში ვიმშობიარე

მაგარი სისულელეა, ეს უმარილო დიეტა, ან ფეხმძიმემ როგორ უნდა შეძლო, რაიმე საკვებზე უარის თქმა? მით უმეტეს უმარილო საკვები უუგემურესი რამეა..

მოკლედ ...რაღას არ მოიგონებენ, ყოველ მეორეს.. რაღაცას აღმოუჩენენ და ყოველ მეორეს ტონუსი აქვს...

9 თვე ვჭამდი რაც გულს და სულს უხაროდა, თემსაც ვუვლიდი და მაკიაჯსაც ვიკეთებდი, და ეპილაციასაც , სადაც საჭირო იყო, ზღვაზეც დავისვნე, მთაშიც და თვითმფრივითაც ვმოგზაურობდი, გასართობებსაც არ ვაკლდებოდი, და როცა ტოქსიკოზი მაწუხებდა, იმასაც ვუძლებდი..

ასე გავაჩინე შვილები...

ახლაც გავაჩენდი, შესაძლებელი რომ იყოს...

ასე რომ გოგოებო, ნუ პანიკიორობთ რა, ყველაფერი კარგად იქნება...

ფეხმძიმობა ქალის ცხოვრებაში ულამაზესი პერიოდია, თუმცა 9 თვე ისე ნელა გადის თითქოს მთელი ცხოვრება ფეხმძიმედ ხარ და არა ეს 9 თვე...

გისურვებთ უმტკივნეულოდ მშობიარობას და ბედნიერ დედობას.

Posted by: anakatrin 21 Apr 2007, 15:22
BaBajanka
QUOTE
ბა, გოგოებო, მე დღეს და ხვალ ვეღარ შემოვალ, აქვე დაგემშვიდობებით... წამოვედი ხვალ და თუ არ დაასკდა თვითმფრინავი, რამდენიმე დღეში დედა სამშობლოდან ანალიზების პასუხებით შემოგიერთდებიიიიით!

აბა შენ იცი,ბედნიერ მგზავრობას გისურვებ 2kiss.gif ბევრი სითხე მიიღე ფრენისას და ფრენა არ გაგიჭირდება

Posted by: piki-a 21 Apr 2007, 15:34
მართალია ჯერ ორსულად არ ვარ მაგრამ სულ მაგაზე ვფიქრობ გავიკეთო თუ არა როცა მშობიარობა მომიწევს.სულელივით ავიჩემე მაგაზე ფიქრი

Posted by: anakatrin 21 Apr 2007, 17:18
piki-a
მე ჩემი აზრი გამაჩნია და ეპიდურალის გაკეთებას მირჩევია საკეისრო გავიკეთო,თუმცა შეიძლება ზოგისთვის სასაცილოდ ჟღერდეს.როცა უნდა მემშობიარა 1თვით ადრე მომცეს ხელშეკრულება ეპიდურალის გაკეთებასთან დაკავშირებით,მშობიარობის დღეს ეს ხელშეკრულება უნდა მიმეტანა ჩემი ხელმოწერით და საჭიროების შემთხვევაში ეპიდურალს გამიკეთებდნენ.საქართველოში არ ვიცი როგორაა მარა გერმანიაში არ შეიძლება ხელშეკრულებას ხელი მოაწერო სამშობიარო ტკივილების დროს,ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს სამშობიარო ტკივილების დაწყებიდან არა უგვიანეს 24საათით ადრე.ჩემი ხელშეკრულება შეგნებულად სახლში დავტოვე რადგანაც ვიცოდი რომ მაინც არ გავიკეთებდი ეპიდურალს,ღმერთის წყალობით არც ეპიდურალი და არც საკეისრო არ დამჭირვებია,მაგრამ ეპიდურალის უფრო მეშინია ვიდრე საკეისროსი,თუმცა შეიძლება ეპიდურალი ჯობია საკეისრო კვეთას.ერთი პატარა შეცდომა არასწორად გაკეთებული ეპიდურალისა და შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვოს,თუმცა არც ის მგონია რომ ეპიდურალს არაკვალიფიციური ექიმები აკეთებდნენ,მარა მაინც რა...გერმანიაში როგორც კონსულტაციის დროს მითხრეს პრაქტიკაში ჯერ არ ქონიათ რომ ეპიდურალის გაკეთების შემდეგ ვინმე დაინვალიდდეს smile.gif

Posted by: mestumre 21 Apr 2007, 22:36
ვის მირჩევთ? კარგი, აპრობირებული და გამოცდილი გინეკოლოგი მინდა

და კიდევ ერთი კითხვა, შეიძLება თუ არა განვითარდეს საკვერცხეების ანთება, იმ შემთხვევაში თუკი სექსუალური ცხოვრება არ გვაქვს დაწყებული?

Posted by: makvala 22 Apr 2007, 01:04
ikebana
QUOTE
რა არის ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები


ძალიან მოკლედ: ეს არის ანტისხეულები მემბრანებში შემავალ ფოსფოლიპიდებზე (კარდიოლიპინებზე), ერთი სიტყვით ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის ძირითადი მაჩვენებელია. ამ ანტისხეულთა მცირე რაოდენობა სისხლში ყოველთვის აქვთ ჯანმრთელ ადამიანებსაც, მაგრამ მათი მატება იწვევს ცვლილებას ჰემოსტაზის სისტემაში და მნიშვნელოვნად ზრდის ტრომბოზებისა და ტრომბოემბოლიების რისკს...

ეხლა მაგის IgM-ს პრაქტიკულად ვერ დაიჭერ, აზრი აქვს IgG-ს გაკეთებას, მაგრამ სიმართლე გითხრა, სად კეთდება ეგ ანალიზი წესიერად არც ვიცი...ვისაც წესიერ ხალხად ვიცნობ, მაგ ანალიზს ხელს არ კიდებს, რადგან ყუთს რომ გახსნი 2 თვეში უნდა დახარჯო. ფაქტია, რომ საკმაოდ იშვიათად ინიშნება, რეაქტივი ძვირია და ლაბორატორიისათვის ზარალია. ამიტომ წესიერები ხელს არ კიდებენ. სხვაგან კი მიდის პაციენტების დაგოიმება ამ ანალიზის მნიშვნელობით და მეორე, რა მაიმუნობაც ხდება, ეს არის რომ გახსნილ ყუთს დიდხანს ხმარობენ...

ნუ ჯერ კოაგულოგრამა გაიკეთე, და თუ ცვლილებები არის, მაშინ აზრი აქვს მაგ ანალიზსაც, პროსტო სად, მართლა არ ვიცი, ნუ მე ჩემებს ლიმბახში ვუშვებ...

ვინც მაგ ანალიზის კეთებას იბრალებს, ან არაკეთლსინდისიერ შესრულებაში მყავს დაჭერილი, ან არ ვიცი როგორ მუშაობენ...

QUOTE
ჰემოფერეზი


ჰემოფორეზი...ოო, ეს კი დიდებული საშუალებაა პაციენტებისაგან ფულის ამოსაქაჩად...მას აქვს თავისი გამოყენების მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები...

piki-a

აუ რა წინასწარ გეგმავ ყველაფერს, ჯერ ორსულადაც არ ხარ...

ბავშვი ცეკვაზე ვისთან უნდა ატარო, თუ არ შეგირჩევია, კარგ პედაგოგს მიგასწავლი...

ეხლა საქმეზე: ეპიდურალური ანესთეზია თბილისში უკვე მასობრივად კეთდება კარგად და ეფექტურად, გართულებების გარეშე, ნაყოფისათვისაც ასე მშობიარობა გარკვეულწილად უკეთესია...



mestumre

QUOTE
ვის მირჩევთ? კარგი, აპრობირებული და გამოცდილი გინეკოლოგი მინდა


აუფ წინა გვერდებზე რამდენია ნახსენები, ალბათ ასლოკინებთ...თუ გინდა შენი პრობლემა უფრო დეტალურად მომწერე პმ-ში, აგრეთვე რომელ უბანში ცხოვრობ და მუშაობ, ზუსტი კოორდინატები არ მინდა. ვეცდები შენს ახლოს ვიპოვო, ვისაც ჭკუა მოეკითხება...

Posted by: ikebana 22 Apr 2007, 01:16
makvala
ვისაც ვგულისხმობდი მაია ჯანელიძის პაციენტია, ორი თვეა კლექსანს იკეთებს, მაჩვენებლები შეუმცირდა მაგრამ ნორმაში არაა. ალფამედში აკეთებინებს ანალიზებს. ახლა შესთავაზა ეს ჰემოფორეზი. შეიძლება მე არასწორად გეუბნები, იგივე ტრანსფუზიააო ასე უთხრა. სეფსისის ცენტრში გაგზავნა ვიღაც ღამბაშიძესთან. დაიტანჯა გოგო. თან ნერვიულობს, თან დარწმუნებული არაა რომ სჭირდება.

Posted by: Suleluka 22 Apr 2007, 10:03
anakatrin
რატომღაც ეპიდულარულზე მეც ზუსტად იგივე წარმოდგენა მაქვს (გინდაც ჩამორჩენილად ჩამთვალონ)


mestumre
QUOTE
და კიდევ ერთი კითხვა, შეიძLება თუ არა განვითარდეს საკვერცხეების ანთება, იმ შემთხვევაში თუკი სექსუალური ცხოვრება არ გვაქვს დაწყებული?


სექსუალური ცხოვრება არავითან კავშირში არაა საკვერცხეების ანთებასთან, ეგ ყველას შეიძLბე ადაემართოს

Posted by: makvala 22 Apr 2007, 20:52
ikebana

რა გითხრა, პლაზმოფორეზი მწვავე სიტუაციებში, განსაკუთრებით ინტოქსიკაციების დროს მართლაც ეფექტურია, მაგრამ ქრონიკულ სიტუაციებში რა მოგახსენო...მაგ პროცედურა ანტისხეულების რაოდენობას დროებით შეამცირებს, მაგრამ შემდეგ ისევ წარმოიშობა...ნუ თუ ორსულია, მისთვის ამ დროებითსაც აზრი აქვს..

მაია ჯანელიძე საერთოდ იყენებს მედლაინის ლაბს, რომელიც კარგია და რომელიც ანტიკარდიოლიპინებს არ აკეთებს, სწორედ იმ მიზეზების გამო, რაც მე გითხარი...მაგ ანალიზზე არჩევანიც არ არის თბილისში...არადა ლიმბახი ძაან ძვირია..

ალფალაბი ცხონებულ მიშა ფეიქრიშვილის სასტავია...ეხლა გარდაცვლილზე არაფერს ვიტყვი...ეგენი ჩაჩავადან გამოყარეს, ახლა ჭავჭავაძეზე არიან, 60 ნომერში...პირადად მე არ ვენდობი, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მათი ყველა ანალიზი მცდარია...

Posted by: Solveig 23 Apr 2007, 01:21
QUOTE
პირადად მე არ ვენდობი, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მათი ყველა ანალიზი მცდარია...

makvala

რა მაინტერესებს, იცი>? ერთმა გაიკეთა ქორიონული გონადოტროპინის ანალიზი მანდ..ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაფერი რიგზე იყო..არადა, 2 თუ 3 დღეში აღმოჩნდა, რომ ნაყოფი უკვე 2 კვირის მოცილებული იყო და მერე გამოფხეკა დასჭირდა ამ გოგოს (მანამდე ექოზე აშკარა პასუხი ვერ უთხრეს, გარდა იმისა, რომ ნაყოფის რეალური ზომები არ შეესაბამება იმ ზომას, რაც ბოლო ციკლის მიხედვით უნდა იყოსო. მგონი 2 თუ 3 კვირაში იყო განსხვავება და ექიმმა უთხრა-რამედნიმე დღე მოვიცადოთ და მერე მოდი ისევო. ჰოდა, სანამ მივიდოდა, გაიკეთა ეს ანალიზი).

შეიძლება შეცდომა მოხდა? თუ თვითონ ჰორმონის დონე არ იკლებს ასე მალე და შეიძლებოდა, აბორტის მიუხედავად მაინც ზველებურ დონეზე დარჩენილიყო ამდენი ხნის განმავლობაში?

Posted by: makvala 23 Apr 2007, 10:09
Solveig

ა ბატონო, კიდევ ერთი ფაქტი, ესეც მე ხო არა ვარ...

ჰორმონის დონეს ორ კვირაში აუცილებლად უნდა მოეკლო, მცირე ვადებზე სწორედ მაგ ანალიზით ვადგენთ ორსულობა პროგრესირებს თუ არა...

Posted by: saliha 23 Apr 2007, 11:17
მაინტერესებს პატენტექს ოვალის შესახებ რას მეტყვით და შეიზლება თუ არა მისი ექიმთან კონსულტაციის გარეშე გამოყენება? გთხოვთ მიპასუხოთ გმადლობთ წინასწარ

Posted by: tu-tuna 23 Apr 2007, 11:46
შეიძლება ცოტა უაზროდ ჟღერდეს ჩემი კითხვა, მომავალო დედიკოებო თუ გიგრძვნიათ რითმული "კაკუნი" რაღაც გარკვეული დროის მანძილზე?!? მე როგორც მითხრეს ნაყოფი ასლოკინებსო ... biggrin.gif - მართალია ნეტა?!?

Posted by: lala 23 Apr 2007, 12:41
tu-tuna
კი მე ვგრძნობ ხოლმე, ზუსტად პატარა ინტერვალებით, სლოკინია ეგ smile.gif მართალია ასლოკინებს პაწაწუნაა... yes.gif

Posted by: katunia 23 Apr 2007, 15:56
ხომ ვერ მეტყვით, რა სიმპტომებით ხასიათდება საკვერცხეების ანთება? rolleyes.gif

Posted by: masha 23 Apr 2007, 19:19
QUOTE
რა არის ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები




და ისინი ჩვეულებრივი ანტისხეულებისგან რამეთი განსხვავდებიან?

Posted by: Solveig 23 Apr 2007, 22:10
masha
QUOTE
ჩვეულებრივი ანტისხეულებისგან რამეთი განსხვავდებიან?

ყველა ანტისხეულს აქვს თავისი სამიზნე, ანუ სუბსტრატი-რის წინააღმდეგაც არის ის მიმართული.

ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები მიმართულია მემბრანის ფოსფოლიპიდების წინააღმდეგ, ანტითიროიდული-თიროქსინის ან ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების პეროქსიდაზას მიმართ . "ანტირეზუსები"-ერითროციტზე არსებული რეზუს-ანტიგენის წინააღმდეგ...და ა. შ.

შენ კონკრეტულად რა ანტისხეულები გაინტერესებს?

Posted by: SPC 23 Apr 2007, 22:19
ჩვეულებრივი საპონით ინტიმური ადგილების დაბანა არ შეიძლება ხო? ფლორას არღვევს მგონი, სდა ვიყიდო ინტიმური საპონო? თუ რა ჰქვია biggrin.gif

Posted by: tasiko 23 Apr 2007, 23:02
იქნებ ამიხსნათ რა არის საკვერცხეების ანთების სიმპტომები?

Posted by: ikebana 23 Apr 2007, 23:21
Solveig
QUOTE
შენ კონკრეტულად რა ანტისხეულები გაინტერესებს?

ანტისპერმული ანტისხეულები მითია თუ რეალობა? smile.gif

Posted by: Solveig 23 Apr 2007, 23:28
ikebana
QUOTE
ანტისპერმული ანტისხეულები მითია თუ რეალობა

შენ წარმოიდგინე-რეალობაა biggrin.gif


Posted by: ikebana 23 Apr 2007, 23:30
Solveig
და რა იწვევს მათ არსებობას ორგანიზმში?

Posted by: margusha 23 Apr 2007, 23:48
ikebana

აუტო იმუნური პროცესები

Posted by: ikebana 23 Apr 2007, 23:57
margusha
გამოსავალი?
___________________

Posted by: Remediosi 24 Apr 2007, 00:43
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია კიბო და არგადარჩენაა ხო ქართულად?

Posted by: makvala 24 Apr 2007, 01:01
ikebana

მაგაზეა ნათქვამი- ნე ტაკ სტრაშენ ჩორტ კაკ კაჟეტსია...

ერთი პერიოდი ითვლებოდა, რო მცირე ვადაზე ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ანტისპერმალური ანტისხეულები შეიძლება იყოს, მაგრამ დღეს უკვე ცნობილია, რომ ასე არ არის... ნუ თბილისში ბევრამდე ვერ მიაღწია ამ ცნობამ....

გამოსავალი - ხელოვნური განაყოფიერება ზოგს IUI-ც ყოფნის, ზოგისათვის კი ICSI-ა საჭირო...ნუ იმუნოსუპრესორებითაც შეიძლება, თუმცა არ მიყვარს მაგ პრეპარატების დანიშვნა...

ანტისპერმალური ანტისხეულები სხვადასხვა ანტიგენის მიმართ გამომუშავდება. ასეთი ანტიგენი 20–მდეა, თუ იმ რეცეპტორის მიმართ გამომუშავდა ანტისხეულები, რომლითაც სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს უკავშირდება, მაშინ აუცილებლად ICSI.. უძვირესი პროცედურაა, მაგრამ რას იზამ...თუმცა საკმაოდ იშვიათია...
* * *
Remediosi

არც ეგრეა საქმე, სტადიას გააჩნია

Posted by: katunia 24 Apr 2007, 10:55
QUOTE (tasiko @ 23 Apr 2007, 23:02 )
იქნებ ამიხსნათ რა არის საკვერცხეების ანთების სიმპტომები?

tasiko, აქ ისეთ საკითხებზე მსჯელობენ, ალბათ მასთან შედარებით საკვერცხეების ანთება უმნიშვნელო ამბავია smile.gif
* * *
და მაინც იქნებ ვინმემ გვიპასუხოს???!!!! როგორ უნდა მივხვდე, მაქვს თუ არა საკვერცხეების ანთება (რა თქმა უნდა, გინეკოლოგთან მისვლამდე) ?????? help.gif

Posted by: tms 24 Apr 2007, 11:13
QUOTE (katunia @ 24 Apr 2007, 10:55 )
QUOTE (tasiko @ 23 Apr 2007, 23:02 )
იქნებ ამიხსნათ რა არის საკვერცხეების ანთების სიმპტომები?

tasiko, აქ ისეთ საკითხებზე მსჯელობენ, ალბათ მასთან შედარებით საკვერცხეების ანთება უმნიშვნელო ამბავია smile.gif
* * *
და მაინც იქნებ ვინმემ გვიპასუხოს???!!!! როგორ უნდა მივხვდე, მაქვს თუ არა საკვერცხეების ანთება (რა თქმა უნდა, გინეკოლოგთან მისვლამდე) ?????? help.gif

რადგან შეკითხვას სვამ, ე.ი. ეჭვი გაქვს რომ გაქვს smile.gif და რა სიმპტომების საფუძველზე გაგიჩნდა ეჭვი?
ციკლი არეულია?
ტკივილები გაქვს?
ძალიან ხანგრძლივი ან ძალიან მოკლე მენსტრუაცია გაქვს?
.........................

და ყველაზე მთავარი, აუცილებელი არ არის და რამე გაწუხებდეს, ღმერთმა დაგიფაროს რომ გაწუხებდეს რამე..მაგრამ მიუხედავდ ამისა რეგულარულად საჭიროა გინეკოლოგთან სიარული...

Posted by: ikebana 24 Apr 2007, 11:15
makvala
მოკლედ ფულის ქაჩვის ერთერთი მეთოდია, რაც გამოცდილებამაც მიჩვენა smile.gif

Posted by: katunia 24 Apr 2007, 11:36
QUOTE
რადგან შეკითხვას სვამ, ე.ი. ეჭვი გაქვს რომ გაქვსდა რა სიმპტომების საფუძველზე გაგიჩნდა ეჭვი?ციკლი არეულია?ტკივილები გაქვს? ძალიან ხანგრძლივი ან ძალიან მოკლე მენსტრუაცია გაქვს?


გმადლობ, რომ გამომეხმაურე smile.gif მხოლოდ ტკივილები მაქვს, ხან ძლიერი, ხან საერთოდ გადამივლის ხოლმე. თან სიცხე 37.3 ფარგლებში მაქვს. უბრალოდ მეშინია, ანთება არ მქონდეს... sad.gif

Posted by: masha 24 Apr 2007, 14:51
QUOTE (Solveig @ 23 Apr 2007, 21:10 )
masha
QUOTE
ჩვეულებრივი ანტისხეულებისგან რამეთი განსხვავდებიან?

ყველა ანტისხეულს აქვს თავისი სამიზნე, ანუ სუბსტრატი-რის წინააღმდეგაც არის ის მიმართული.

ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები მიმართულია მემბრანის ფოსფოლიპიდების წინააღმდეგ, ანტითიროიდული-თიროქსინის ან ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების პეროქსიდაზას მიმართ . "ანტირეზუსები"-ერითროციტზე არსებული რეზუს-ანტიგენის წინააღმდეგ...და ა. შ.

შენ კონკრეტულად რა ანტისხეულები გაინტერესებს?

ვერ გეტყვი, რეზუს-უარყოფითი ვარ და ყოველთვიურად ვიკეთებ ანალიზს ანტისხეულებზე, აუცილებელია?

Posted by: ninarichi 24 Apr 2007, 14:51
ცისტაზე რა ინფორმაცია გაქვთ და საშიშია თუ არა?

Posted by: tasiko 24 Apr 2007, 22:14
QUOTE (katunia @ 24 Apr 2007, 10:55 )
QUOTE (tasiko @ 23 Apr 2007, 23:02 )
იქნებ ამიხსნათ რა არის საკვერცხეების ანთების სიმპტომები?

tasiko, აქ ისეთ საკითხებზე მსჯელობენ, ალბათ მასთან შედარებით საკვერცხეების ანთება უმნიშვნელო ამბავია smile.gif
* * *
და მაინც იქნებ ვინმემ გვიპასუხოს???!!!! როგორ უნდა მივხვდე, მაქვს თუ არა საკვერცხეების ანთება (რა თქმა უნდა, გინეკოლოგთან მისვლამდე) ?????? help.gif

მართალი ხარ , მეც მაგის იმედი მაქვს რო ვინმე მოგვაქცევს ყურადღებას cry.gif cry.gif cry.gif cry.gif
* * *
QUOTE (masha @ 24 Apr 2007, 14:51 )
QUOTE (Solveig @ 23 Apr 2007, 21:10 )
masha
QUOTE
ჩვეულებრივი ანტისხეულებისგან რამეთი განსხვავდებიან?

ყველა ანტისხეულს აქვს თავისი სამიზნე, ანუ სუბსტრატი-რის წინააღმდეგაც არის ის მიმართული.

ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები მიმართულია მემბრანის ფოსფოლიპიდების წინააღმდეგ, ანტითიროიდული-თიროქსინის ან ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების პეროქსიდაზას მიმართ . "ანტირეზუსები"-ერითროციტზე არსებული რეზუს-ანტიგენის წინააღმდეგ...და ა. შ.

შენ კონკრეტულად რა ანტისხეულები გაინტერესებს?

ვერ გეტყვი, რეზუს-უარყოფითი ვარ და ყოველთვიურად ვიკეთებ ანალიზს ანტისხეულებზე, აუცილებელია?

მე მაქვს გამონადენი არეული მაქვს ციკლი და მტკივა ხოლმე საკვერცხეების მიდამოები cry.gif help.gif
* * *
katunia
აუ მეშინია რამე სერიოზული არ მქონდეს

Posted by: Solveig 24 Apr 2007, 22:48
QUOTE
აუტო იმუნური პროცესები

არაა ეგ აუტოიმუნური პროცესი..აუტოიმუნური ნიშნავს საკუთარი ანტიგენის წინააღმდეგ ანტისხეულის გამომუშავებას და სპერმატოზოიდის ანტიგენები მდედრობითი სქესის არსებისათვის ვერაფრით ვერ იქნება საკუთარი.

QUOTE
რეზუს-უარყოფითი ვარ და ყოველთვიურად ვიკეთებ ანალიზს ანტისხეულებზე, აუცილებელია?

თუკი ფეხმძიმედ ხარ, ან გეგმავ-კი...ბავშვი თუ რეზუს დადებითია, დედის იმუნური სისტემა გამიუმუშავებს ანტისხეულებს რეზუსის სისტემის ცილების წინააღმდეგ, ეს ანტისხეულები უკავშირდება ბავშვის ერითროციტებს და აშუალებს მათ ლიზისს..რასაც მოსდევს ახალშობილების ჰემოლიზური სიყვითლე-სერიოზული დაავადებაა.

Posted by: L&L 25 Apr 2007, 10:14
tasiko

თქვენი ზემოთ დასმული შეკითხვა ეტყობა გამოგვრჩა. ამ ბოლო ფროს ჯორჯია ონლაინი ისე ცუდად მუშაობს ჩვენს სამსახურში, ინტერნეტში შემოსვლა პრობლემა გახდა და ფორუმს ყოველდღე ვერ ვნახულობთ.
საკვერცხეების ანთება არის კლინიკური დიაგნოზი, რომელიც გინეკოლოგმა უნდა დასვას პაციენტის ნახვისა და გარკვეული გამოკვლევების შემდეგ. მე მგონი რომ აზრი არ აქვს სიმპტომების აღწერას, რადგან ეს სიმპტომები საკმაოდ ზოგადია და შეიძლება ყველა სიმპტომი უცებ აღმოიჩინოთ საკუთარ თავზე. ასეთი რამ ხშირად ემართებათ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს სახელმძღვანელოების კითხვისას. გირჩევთ წაიკითხოთ:
http://www.medea.ge/cons1.htm
http://www.medea.ge/cons3.htm
http://www.medea.ge/cons5.htm

Posted by: katunia 25 Apr 2007, 11:58
L&L

QUOTE
http://www.medea.ge/cons1.htm http://www.medea.ge/cons3.htm http://www.medea.ge/cons5.htm


მადლობა smile.gif ბევრი საინტერესო რამ გავიგე 2kiss.gif
ხომ შეიძლება პმ-ში მოგწერო?

Posted by: Suleluka 25 Apr 2007, 13:00
L&L
ჩემს ახლობელს ბოლო მენზ. ჰქონდა 30 ივნისს, ეხოს თქმით 7-ში უნდა ემშობიარა, რომ გადაუცდა, კიდევ მივიდა მერე 15 უთრეს ბოლო ვადა, 17-ში კიდევ იყო მისული დღედღეზე იმშობიარებო, დღეს 25-ია ჯერაც არ უმშობიარია, ნორმალურია ამდენი ხანი გადაცდენა? user.gif

Posted by: Anata 25 Apr 2007, 15:44
Suleluka
მაგას ეხოს მიხედვით უნდა მიხვდნენ - პლაცენტას სიმწიფესთანაა დაკავშირებული, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია

Posted by: Suleluka 25 Apr 2007, 15:48
Inessa
საქმეც მაგაშია რამდენიც მივიდა აი ეს 1-2 დღე აცადეთო და დაიბარებაო, არა და 5 დგესჰი ბავსჰვი 10 თვის ხდება

Posted by: BaBajanka 25 Apr 2007, 17:04
როგორ ხართ?

დღეს გავიგე კაციაო smile.gif

Posted by: Breaky 25 Apr 2007, 17:08
BaBajanka
QUOTE
დღეს გავიგე კაციაო


დანარჩენი??????????????????
როგორ ხარ??????? რა გითხრეს კიდევ???? ჩქარა მოყევი givi.gif

Posted by: BaBajanka 25 Apr 2007, 17:32
Breaky

რავი, ბაო კარგადაა, მაგრამ ტონუსი!..
ანალიზები ჩავაბარე და პასუხები არ ვიცი. შაბათამდე ვერ გავიგებ. smile.gif
მაგრამ ჯერ ეს გამიხარდა ძაან, თვითონ რომ კარგადაა და ცეკვავს smile.gif

Posted by: alex_b 25 Apr 2007, 17:35
QUOTE
რავი, ბაო კარგადაა, მაგრამ ტონუსი!..
ანალიზები ჩავაბარე და პასუხები არ ვიცი. შაბათამდე ვერ გავიგებ.
მაგრამ ჯერ ეს გამიხარდა ძაან, თვითონ რომ კარგადაა და ცეკვავს

მაგარი სიხარულია.

smile.gif

Posted by: Suleluka 25 Apr 2007, 17:50
BaBajanka
აღრიცხვაზე ახვედი?
ტონუსისთვის გითხრეს უკვე რამე?
ალბათ დაგინიშნავდა:
მაგნე B6, 1 თვიანი კურსი დაგჭირდება, ნოშპა + პაპავერინი (ტონუსი ბუნებრივია ყველასა აქვს თითქმის)
მკურნალობა მგონი ყველა ექიმი სტანდარტულ მედიკამენტებს ნიშნავს

Posted by: tms 25 Apr 2007, 17:53
QUOTE (BaBajanka @ 25 Apr 2007, 17:32 )
Breaky

რავი, ბაო კარგადაა, მაგრამ ტონუსი!..
ანალიზები ჩავაბარე და პასუხები არ ვიცი. შაბათამდე ვერ გავიგებ. smile.gif
მაგრამ ჯერ ეს გამიხარდა ძაან, თვითონ რომ კარგადაა და ცეკვავს smile.gif

გამახარე შენი ამბებით smile.gif
ისე დარწმუნებული ვარ ჰოლანდიაში რომ გაგეკეთებინა გამოკვლევები, ტონუსსზე არაფერს გეტყოდნენ,
თბილისში კი ყველას ტონუსი აქვს smile.gif smile.gif 2kiss.gif

Posted by: BaBajanka 25 Apr 2007, 17:59
alex_b
QUOTE
მაგარი სიხარულია.

ქოოო.. smile.gif

Suleluka
ხო smile.gif და პლუს აღარ მახსოვს რა ქვია, პროგესტერონის შემცვლელი.


tms
QUOTE
გამახარე შენი ამბებითისე დარწმუნებული ვარ ჰოლანდიაში რომ გაგეკეთებინა გამოკვლევები, ტონუსსზე არაფერს გეტყოდნენ,თბილისში კი ყველას ტონუსი აქვს


: ))))))) ხო, არც უთქვამთ. ეს ნორმალურიაო, ასე მითხრეს, ქაჩვები და ტკივილები და დაჭიმულობაო. სხვა ჰოლანდიელმა აწ დედიკოებმაც მითხრეს, ეგ ჩვენც გვქონდაო (რავი, თU ეგაა ტონუსი smile.gif )
მაქსიმალურად ნაკლებ წამლებს წერენ.


Posted by: L&L 26 Apr 2007, 09:38
Suleluka

42 კვირა შესრულდა სრული, სამშობიაროს უნდა მიაკითხოს აუცილებლად.

katunia

შეგიძლიათ რა თქმა უნდა, თუ გნებავთ საიტზე მითითებული e-mail გამოიყენეთ, იმ ფოსტას უფრო ადვილად ვნახულობთ, რადგან ფორუმის სერვერზე ყოველთვის ვერ შემოვდივართ.

Posted by: tasiko 26 Apr 2007, 11:26
L&L
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Apr 2007, 13:22
BaBajanka
გილოცავ მშვიდობით დაბრუნებას 2kiss.gif

Suleluka
მეორე ბავშვზე 25 აპრილი მითხრეს და 18 მაისს დაიბადა, კარგად გადამწიფებული პლაცენტით yes.gif
ყოველ მეორე დღეს ექიმთან დავრბოდი, შეშინებული ვიყავი, თან მაგრად დავმძიმდი...
პრინციპში, ჩემი ბავშვები სულ აგვიანებენ, მაგრამ ეგ ნამეტანი იყო.

Posted by: katunia 26 Apr 2007, 14:38
L&L

ამჯერად ისევ პმ-ში მოგწერე, მაგრამ მერე მეილზე მოგწერ bis.gif

Posted by: TOXIC 26 Apr 2007, 14:40
ჩემს მეგობარს(გოგოს) 21წლის არის უკვე 13 დგეა უგრძელდება მენსტრუაციული ციკლი(სისხლდენა) და რამ გამოიწვია ეს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?ანდა საერთოდ როდემდე გაგრძელდება ეს ციკლი?რითი შეიძლება იმკურნალოოს? წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: Suleluka 26 Apr 2007, 15:52
L&L
WOMAN IN LOVE
შაბატამდე რაღაც სანთლები დაუნიშნეს, მერე დამაჩქარებლებს გაუკეთებენ თუ არ უშველა საკეისრო

Posted by: ninarichi 26 Apr 2007, 15:56
ცისტაზე რა ინფორმაცია გაქვთ და საშიშია თუ არა?

Posted by: Sunny 26 Apr 2007, 18:22
მაინტერესებს ვისთან ჯობია მისვლა უშვილობის შემთხვევაში. მირჩიეთ ვინმე, თორე უკვე 1 წელია გავიდა და არაფერი გამოგვდის sad.gif
წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: tatunia_22 26 Apr 2007, 18:54
Sunny
QUOTE
მაინტერესებს ვისთან ჯობია მისვლა უშვილობის შემთხვევაში. მირჩიეთ ვინმე, თორე უკვე 1 წელია გავიდა და არაფერი გამოგვდის


ერთი წელი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უშვილო ხარ. ჯობია კარგი გინეკოლოგი ნახო და ინფექციებზე და ჰორმონებზე გამოიკვლიო ჯერ. მე 1,5 წლის მერე დავრჩი ფეხმძიმედ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო თავის დაცვა მიწევდა პერიოდულად, მარა მაინც.

Posted by: makvala 26 Apr 2007, 21:17
ninarichi

ცისტას გააჩნია

Sunny

ნახე პმ

Posted by: ikebana 26 Apr 2007, 21:48
მეან-გინეკოლოგ მამუკა ნემსაძესთან თუ დადიოდით ვინმე? ტელ. ნომერი მჭირდება სასწრაფოდ sad.gif

Posted by: makvala 26 Apr 2007, 22:36
ikebana

აჰა, დაიჭი: 899 567020

ვა ეს 30 სიმბოლო რა პონტია, ვააააააა

Posted by: anakatrin 26 Apr 2007, 22:46
BaBajanka
მიხარია რომ კარგად ხარ და ბაიაც კარგადაა.ფრენა ხომ არ გაგიჭირდა?
QUOTE
დღეს გავიგე კაციაო

პირველ რიგში რათქმა უნდა მთავარია პატარა ჯანმრთელი დაიბადოს და მნიშვნელობა არ აქვს გოგო იქნება თუ ბიჭი.
თუ კარგად მახსოვს ადრე დაპოსტე გოგო მინდა რომ მეყოლოს, რა გაუძლებს ბიჭი თუ იქნა იმისი მანქანებით და თოფებით თამაშსოbiggrin.gif

თოჯინები არ უყიდო ხოლმე შენს პაწაწოს biggrin.gif

Posted by: ikebana 26 Apr 2007, 22:49
makvala
დიდი მადლობა. ე.ი. არ შეუცვლია. არადა ვრეკავ მაგ ნომერზე და არ იღებს.

Posted by: makvala 26 Apr 2007, 22:53
ikebana

შეიძლება ბლოკშია, რას გაიგებ მეანის ცხოვრებას..

899 338893 მაგის თანამშრომელია და ასისტენტობას უწევს ხშირად, შორენა სამუშია, აბა სცადე

Posted by: MrN 27 Apr 2007, 00:04
ჩემს მეგობარს(გოგოს) 21წლის არის უკვე 13 დგეა უგრძელდება მენსტრუაციული ციკლი(სისხლდენა) და რამ გამოიწვია ეს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?ანდა საერთოდ როდემდე გაგრძელდება ეს ციკლი?რითი შეიძლება იმკურნალოოს? წინასწარ დიდი მადლობა.
QUOTE
ჩემს მეგობარს(გოგოს) 21წლის არის უკვე 13 დგეა უგრძელდება მენსტრუაციული ციკლი(სისხლდენა) და რამ გამოიწვია ეს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?ანდა საერთოდ როდემდე გაგრძელდება ეს ციკლი?რითი შეიძლება იმკურნალოოს? წინასწარ დიდი მადლობა.

კითხვაზე რატო არავინ არ მპასუხოობს?ყველას კიდია თუ არავინ არ იცით?იქნებ კარგი გინეკოლოგი მიმასწავლოთ(სასურველია ქალი)??

Posted by: Solveig 27 Apr 2007, 00:12
MrN
QUOTE
რამ გამოიწვია ეს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?ანდა საერთოდ როდემდე გაგრძელდება ეს ციკლი?

თუ უკვე 13 დღეა გრძელდება, უკვე აღარაა ციკლი. რას უცდის..უკაცრავად, მაგრამ სისხლისგან ხომ არ უდნა დაიცალოს..მივიდეს ექიმთან. ქალს და კაცს რა მნიშვნელობა აქვს..ასე ზეპირად ვერავინ იტყვის,რატომ გრძელდება ამდენ ხანს. გამოკვლევები უდნა გაიკეთოს-ექოსკოპია, ჰორმონების განსაზღვრა სისხლში, თუ ძლიერი სისხლდენა აქვს ალბათ რამე შემაჩერებელ ღონისძიებასაც გატარებენ, რომ ანემია არ დაემართოს (სანამ მიზეზს დაადგენენ და მკურნალობას დაიწყებდეს).

თუნდაც პირველ საავადმყოფოში მივიდეს, გინეკოლოგიურ განყოფილებაში..ბოლოს და ბოლოს ფორუმზე რომ არიან რეგისტრირებული "მედეას" ექიმები (L&L), საიტზე (www.medea.ge)წერია მაგათი კლინიკის მისამარტი..

Posted by: MrN 27 Apr 2007, 00:20
Solveig
დიდი მადლობა რჩევისთვის

Posted by: Personaa 27 Apr 2007, 00:40
გამარჯობა:
ხალხო მაგრად მჭირდება ვინმე გინეკოლოგის ნომერი რომელიც ქალიშვილობის აღდგენაში დაეხმარება ერთშ,ან ხომ არ იცით შემთხვევით სად აკეთებენ?!
წინასწარ მადლობა


(კაიფი არ გვინდა რა biggrin.gif)

Posted by: makvala 27 Apr 2007, 01:00
Personaa

აუფ, აქაც...ეგ რო არ არის გინეკოლოგის საქმე. უფრო პლასტიკური ქირურგის საქმეა. სადაც პლასტიკური ქირურგიაა, ყველგან კეთდება..

MrN
პრინციპში გიპასუხეს უკვე. ეგ ის შემთხვევა არ არის, როცა დისტანციურად ორი სიტყვის თქმით გადაწყდება საქმე. არ მიქაროს და თავისით არ დაიწყოს აბების ყლაპვა...

Posted by: saliha 27 Apr 2007, 09:49
რატომ არ მპასუხობს გინეკოლოგი? მაინტერესებს პატენტექს ოვალის (კონტრაცეპტივია) შესახებ და თუ შეიძლება მისი გინეკოლოგის გარეშე გამოყენება? ძAლიან გთხოვთ

Posted by: Sunny 27 Apr 2007, 10:26
tatunia_22
ინფექციებზე გავესინჯე, ყველაფერი ნორმაში მაქვს, ფოლეკულის მონიტორინგზეც დავდიოდი, ნორმალური ოვულაცია მაქვს. ქმრის სპერმოგრამაც ნორმაშია. მეშინია თავსებადობის პრობლემა არ გვქონდეს ან კიდევ რამე უბედურება.

Posted by: ekageo 27 Apr 2007, 13:29
რამდენი ბავშვის გაჩენა შეიძლება საკეისრო კვეთით?

Posted by: Breaky 27 Apr 2007, 13:59
ekageo
QUOTE
რამდენი ბავშვის გაჩენა შეიძლება საკეისრო კვეთით?


ეგ ინდივიდუალურია და ნაწიბურების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ეგ საკითხი მეც მაწუხებს. მე 1 მყავს და სურვილი მაქვს კიდევ 2-ის და არ ვიცი, რამდენად გამომივა :user;

Posted by: ekageo 27 Apr 2007, 15:43
მე 2 მკავს, ორივე ბიჭები, ძალიან მინდა გოგო, მაგრამ საკეისროებს დავეჩვიე და ჩემით გაჩენა მეზარება.

Posted by: Suleluka 27 Apr 2007, 15:47
ekageo
პირველი 2 თუ საკეისროა, რამდენადაც ვიცი მერე ფიზიოლოგიურად ვერ იმშობიარებ,( თუმცა შეიძლება ვცდებოდე )

Posted by: Breaky 27 Apr 2007, 15:49
Suleluka
ხო, ინდივიდუალურია, ნაწიბურზეა დამოკიდებული. მაგრამ როგორც წესი, ექიმები თავს იზღვევენ ხოლმე და არ რისკავენ.

Posted by: ekageo 27 Apr 2007, 16:40
პირველზე საკეისრო დამზირდა, მეორეზე მიტხრეს ნაკოფი დიდიაო და გახენა შემეშინდა( პირველის დაბადებიდან სამი წელი უკვე გასული იკო) . ახლა უპროსი 6-ის ხდება, პატარა 3-ის და გოგო მინდა.

Posted by: BaBajanka 27 Apr 2007, 17:15
anakatrin
QUOTE
მიხარია რომ კარგად ხარ და ბაიაც კარგადაა.ფრენა ხომ არ გაგიჭირდა?QUOTEდღეს გავიგე კაციაო

პირველ რიგში რათქმა უნდა მთავარია პატარა ჯანმრთელი დაიბადოს და მნიშვნელობა არ აქვს გოგო იქნება თუ ბიჭი. თუ კარგად მახსოვს ადრე დაპოსტე გოგო მინდა რომ მეყოლოს, რა გაუძლებს ბიჭი თუ იქნა იმისი მანქანებით და თოფებით თამაშსო

თოჯინები არ უყიდო ხოლმე შენს პაწაწოს



2kiss.gif დიდი მადლობა! არა, მე და ჩემი "ვაჟი" (ამ სიტყვაზე საოცრად ვერთობი) კოსმონავტები ვართ biggrin.gif, ორჯერ ისე დაჯდა თვითმფრინავი, ვერაფერი გავიგე, პეკინზე კი ტაქსმა კინაღამ მუცელი მომიშალა biggrin.gif

ვაიმე, მანქანები და თოფები ვერ გავითავისე, დრო საკმაოდ მაქვს ეს ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახო ... (თუ გადავლახე, ეჭვი მეპარება biggrin.gif) აი პოლიციის მანქანები, სპაიდერმენები და ბეტმენები..... ჩემ ქმარს ვუთხარი, აქ ამხელა კაცებს კიკინები უკეთიათ და მე რომ გავუკეთო პატარას, რა მოხდა, ძაან არ იცოდნენ ბიჭია თუ გოგო-თქო ...



WOMAN IN LOVE
QUOTE
გილოცავ მშვიდობით დაბრუნებას


დიიიიდი მადლობა! bis.gif

------------------------------------

საკეისრო არ მინდა, მაგრამ მენჯები მაქვს შესამოწმებელი. ახლა მაგის მეშინია, იოლად მოწმდება? თუ ეშლებათ ხშირად. მე რომ დავკოჭლდე, რა ეშველება ერს! user.gif

Posted by: anakatrin 27 Apr 2007, 21:04
BaBajanka
QUOTE
ვაიმე, მანქანები და თოფები ვერ გავითავისე, დრო საკმაოდ მაქვს ეს ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახო ... (თუ გადავლახე, ეჭვი მეპარება ) აი პოლიციის მანქანები, სპაიდერმენები და ბეტმენები..... ჩემ ქმარს ვუთხარი, აქ ამხელა კაცებს კიკინები უკეთიათ და მე რომ გავუკეთო პატარას, რა მოხდა, ძაან არ იცოდნენ ბიჭია თუ გოგო-თქო ...

რა გული გაგიტეხია გოგოც გეყოლება,ჯერ ცხოვრება წინ გაქვს.მეც გოგო მინდოდა პირველი რომ მყოლოდა მარა როგორც კი ექოსკოპიაზე მითხრეს ბიჭიაო ვეღარც კი წარმომედგინა რომ შეიძლებოდა გოგო მყოლოდა.ეხლა ჩემი ბიჭი 4წლის ხდება და დამიჯერე 10გოგოს მირჩევია და 10 გოგოს ჯობია,ისეთი თბილია და დედიკო ძალიან უყვარს.გოგო მომავალში თუ მეყოლება ღვთის ნებით მოხარული ვიქნები,თუ არა და მთავარია ბავშვი ჯანმრთელი იყოს და რა დროს გოგო და ბიჭია 2kiss.gif

ხო საქართველოში ტრანსპორტში ფრთხილად იყავი,მე ვხუმრობ ხოლმე რომ საქართველოში ადამიანს ფიტნესი არ ჭირდება,მარშუტკები ისე დაქრიან გეგონება ხალხის მაგივრად კარტოფილი უყრიათ ძრავზე biggrin.gif

Posted by: ekageo 27 Apr 2007, 21:49
QUOTE
ნაწიბურზეა დამოკიდებული.

ე.ი. მესამე საკეისრო აღარ შეიძლება? კიდევ რომ მინდა ბაია?

Posted by: Breaky 27 Apr 2007, 21:53
ekageo
QUOTE
ე.ი. მესამე საკეისრო აღარ შეიძლება?


როდის ვთქვი, რომ არ შეიძლება biggrin.gif ექიმთან უნდა მიხვიდე, ის ალბათ ექოზე გაგაგზავნის, სადაც გამოჩნდება, თუ რა მდგომარეობაშია ნაწიბური და მერე გეტყვიან smile.gif

Posted by: Suleluka 27 Apr 2007, 21:53
ekageo
ჩემო კარგო სჯობს ექიმს ეჩვენე და ერთად გადაწყვიტეთ

Posted by: ekageo 27 Apr 2007, 22:03
Suleluka
დიდი მადლობა
QUOTE
Breaky

სამი წელი ცოტა დროა? კიდევ უნდა დავიცადო? მერე ზუსტად ვიცი, რომ თავიდან დაწზება დამეზარება.

Posted by: Suleluka 27 Apr 2007, 22:06
გოგოებო zone reality-ს უყურებთ? აქ ვიღაცამაც დაწერე საღამოს 10-ს რო 10 აკლია, ფეხმძიმეებზეა გადაცემა.
აქ ხალხი თმას არ ვიღებავთ და იქ ისე იყო რომ ფეხმძიმობის პერიოდში დედას რაღაც პრპბლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან და მორფზე დასვეს, ბავშვი ჩვეულებრივი დაიბადა

Posted by: Breaky 27 Apr 2007, 22:19
ekageo
QUOTE
სამი წელი ცოტა დროა?


არა, პირიქით, ძალიან კარგი შუალედია. საკეისროს მერე 2 წელი ურჩევენ ხოლმე თავის შეკავებას და მერეც ექოს პასუხის მიხედვით ხელმძღვანელობენ.
ასე რომ ექიმი და ექო აუცილებლად დაგჭირდება. ისე, შენით ნურაფერს გადაწყვეტ smile.gif

Posted by: ekageo 27 Apr 2007, 22:34
QUOTE
Breaky

ორივე ნაწიბური სხვადასხვა ადგილას მაქვს, ხელს რომ ვუსვავ, აგარც კი მეტყობა. მესამეს ჩემით ვერ გავაჩენ? არადა რომ წარმოვიდგენ, მაინც მეშინია. შენ გაქვს საკეისრო გაკეთებული?

Posted by: Breaky 27 Apr 2007, 22:38
ekageo
QUOTE
ორივე ნაწიბური სხვადასხვა ადგილას მაქვს, ხელს რომ ვუსვავ, აგარც კი მეტყობა. მესამეს ჩემით ვერ გავაჩენ?


ხელის დასმით მარტო კანს ამოწმებ. ექოზე კიდევ საშვილოსნოს ნაწიბურები უნდა ინახოს აუცილებლად!!!!

QUOTE
შენ გაქვს საკეისრო გაკეთებული?

კი, 3.5 წლის წინ. მეორეს ვაპირებ მალე და პირველი, რაც ექიმმა დამავალა, ექოს გადაღება იყო.

Posted by: Solveig 27 Apr 2007, 22:39
QUOTE
მეორეს ვაპირებ მალე

ვააა..როდის? smile.gif

Posted by: Breaky 27 Apr 2007, 22:40
Solveig
QUOTE
ვააა..როდის?


არ ვიცი, ეს "მალე" უკვე 1 წელია გრძელდება givi.gif

Posted by: ekageo 27 Apr 2007, 23:23
QUOTE
Breaky

მეორეც საკეისროთი უნდა გააჩინო? პირველზე ვინ გაგიკეთა?

Posted by: Breaky 27 Apr 2007, 23:24
ekageo
QUOTE
მეორეც საკეისროთი უნდა გააჩინო?


ჯერ არ ვიცი. მუცელი რომ გაიბერება, აი მერე როგორ იქნება ნაწიბური, ეგ ულვე იმაზეა დამოკიდებული.
პირველი დავარაშვილმა გამიკეთა.

Posted by: piki-a 27 Apr 2007, 23:28
მაინტერესებს ვისთან ჯობია მისვლა უშვილობის შემთხვევაში. მირჩიეთ ვინმე, თორე უკვე 1 წელია გავიდა და არაფერი გამოგვდის
წინასწარ დიდი მადლობა.


* * *
ნუ გეშინია.მე ზუსტად ერტი წელია რაც არ მყვებოდა. ახლა ერთი კვირის ორსული ვარ.ძალიან ბედნიერი ვარ .მეგონა შვილი საერთოდ არ მეყოლებოდა,ძალიან განვიცდიდი.მაგრამ ახლა როცა ტესტმა ორი ხაზი მიჩვენა ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეტებია,დავფრინავდი.ახლა ვფიქრობ რო ჩემი ნერვიულობა სისულელე იყო და სასაცილო.დატკბი ქმართან ურთიერთობით და ტვინს ნუ გაიჭყლიტავ დღეების თვლით .ღმერთმა იცის, როდის მოგივლინოს პატარა.რა დროს შენი უშვილობაა. no.gif მაგრამ ექიმთან წასვლა ურიგო არ იქნებოდა.წარმატებებს გისურვებ.და იგივე სიხარულს რაცმე განვიცადე 1 კვირის უკან

Posted by: ekageo 28 Apr 2007, 00:04
QUOTE
piki-a

საერთოდ ერთ წელს ექიმები საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. ასე ვიყავი მეც, ყოველ თვე ექიმთან მივრბოდი, ამ ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მომეშალა თვითნებურად(ყვითელი სხეულის ნაკლებობა მქონდა)
ექიმთან ვიზიტი და კონსულტაცია მაინც ფრ გაწყენს.
ღმერთი შენსკენ, მთავარია არ ინერვიულო.
და რაც მთავარია, კარგ გინეკოლოგთან მიდი

Posted by: lost_for_words 28 Apr 2007, 02:21
არ ვიცი აქ უნდა დავსვა თუ არა ეს კითხვა უბრალოდ
სასწრაფოდ მაინტერესებს სად კეთდება ე.წ. გაკერვის ოპერაციები

კაიფის ნერვები არ მაქვს ვინც იცის პმ ში მომწეროს

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2007, 02:58
QUOTE
...ეგ რო არ არის გინეკოლოგის საქმე. უფრო პლასტიკური ქირურგის საქმეა. სადაც პლასტიკური ქირურგიაა, ყველგან კეთდება..


Posted by: piki-a 28 Apr 2007, 11:10
QUOTE (Sunny @ 26 Apr 2007, 18:22 )
მაინტერესებს ვისთან ჯობია მისვლა უშვილობის შემთხვევაში. მირჩიეთ ვინმე, თორე უკვე 1 წელია გავიდა და არაფერი გამოგვდის sad.gif
წინასწარ დიდი მადლობა.

ნუ გეშინია.მე ზუსტად ერტი წელია რაც არ მყვებოდა. ახლა ერთი კვირის ორსული ვარ.ძალიან ბედნიერი ვარ .მეგონა შვილი საერთოდ არ მეყოლებოდა,ძალიან განვიცდიდი.მაგრამ ახლა როცა ტესტმა ორი ხაზი მიჩვენა ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეტებია,დავფრინავდი.ახლა ვფიქრობ რო ჩემი ნერვიულობა სისულელე იყო და სასაცილო.დატკბი ქმართან ურთიერთობით და ტვინს ნუ გაიჭყლიტავ დღეების თვლით .ღმერთმა იცის, როდის მოგივლინოს პატარა.რა დროს შენი უშვილობაა. მაგრამ ექიმთან წასვლა ურიგო არ იქნებოდა.წარმატებებს გისურვებ.და იგივე სიხარულს რაცმე განვიცადე 1 კვირის უკან
* * *
მირჩიეთ ვინმემ კარგი გენოკოლოგი.აღრიცხვაზე მინდა მივიდე და გავესინჯო. და კიდე ბოლო მენზა 25 ში მქონდა და როგორ გავიგო სავარაუდოდ როდის ვიმშობიარებ ძალიან მაინტერესებს

Posted by: anakatrin 28 Apr 2007, 17:13
ekageo
Breaky
პირველი მშობიარობა ძალიან ადვილი მქონდა,ბუნებრივად გავაჩინე,არანაირი ეპიდურალი და საკეისრო,მიუხედავად იმისა რომ 4კილო იყო ჩემი ბავშვი...ორსულობაში მიომატოზური კვანძი გამიჩნდა და დაახლოვებით მშობიარობიდან 2წლის მერე ოპერაცია გავიკეთე და ის კვანძი ამომაჭრეს,რათა დროთა განმავლობაში არ გართულებულიყო.ოპერაციის მერე სასტიკად ამიკრძალეს 6თვე დაორსულება,მერე კი ექიმმა მირჩია კარგი იქნებოდა ბავშვის გაჩენას რომ გადაწყვეტ საკეისრო გაგეკეთებინა მეორე ბავშვზეო,არადა ამ დროს პირველზე არ გამჭირვებია მშობიარობა და წესით მეორე არ უნდა გამიჭირდეს,თუმცა წინასწარ ვერ გავიგებ.ხოდა ჩემო კარგებო ჩემმა გინეკოლოგმა ამიხსნა რომ 4ჯერ საკეისროს უპრობლემოდ აკეთებენ თუ ჯანმრთელობა ხელს უწყობს ქალს, მერე კი უკვე დიდი სიფრთხილეა საჭიროვო,თუმცა არა მგონია ვინმემ საკეისროთი 4ბავშვზე მეტის გაჩენა მოინდომოს.რა თქმა უნდა ექიმის პროფესიონალიზმზეც ბევრია დამოკიდებული.

მე პირადად ეპიდურალის გაკეთებას თუ დამჭირდა საკეისროს გაკეთება მირჩევია.
დღესდღეობით საქართველოში როგორაა არ ვიცი,მარა გერმანიაში თვითონ გერმანელი ქალები იშვიათად მშობიარობენ ფიზიოლოგიურად,უმეტესობა საკეისროს იკეთებს ჭირდება თუ არ ჭირდება.ორი აზრი არ არსებობს იმაში რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა ჯობია,მარა მეორეს მხრივ საკეისრო დიდი ფსიქიკური დატვირთვისგან და საშინელი ტკივილებისგან განთავისუფლებს.

მიხარია რომ პატარა ბაიების გაჩენა გადაწყვიტეთ.მეც ძალიან გულით მინდა უკვე მეორე მარა ჯერ ვერ ვრისკავ smile.gif

Posted by: tatunia_22 28 Apr 2007, 17:14
piki-a
QUOTE
ბოლო მენზა 25 ში მქონდა და როგორ გავიგო სავარაუდოდ როდის ვიმშობიარებ ძალიან მაინტერესებს


www.mother.ge -ზე შედი და იქ არის მშობიარობის თარიღის გამომთვლელი. მემგონი მერე მიხვდები რაც უნდა გააკეთო smile.gif

Posted by: piki-a 28 Apr 2007, 17:37
QUOTE (anakatrin @ 28 Apr 2007, 17:13 )


მე პირადად ეპიდურალის გაკეთებას თუ დამჭირდა საკეისროს გაკეთება მირჩევია.
დღესდღეობით საქართველოში როგორაა არ ვიცი,მარა გერმანიაში თვითონ გერმანელი ქალები იშვიათად მშობიარობენ ფიზიოლოგიურად,უმეტესობა საკეისროს იკეთებს ჭირდება თუ არ ჭირდება.ორი აზრი არ არსებობს იმაში რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა ჯობია,მარა მეორეს მხრივ საკეისრო დიდი ფსიქიკური დატვირთვისგან და საშინელი ტკივილებისგან განთავისუფლებს.


მეც მაგაზე ვფიქრობ ხოლმე.არ ვიცი ეპიდურალური გავიკეთო თუ არა.მეშინია მშობიარობის.ოდნავ ტკივილსაც ვერ ვიტან ხოლმე.ალბათ იმიტო რო ძლიერი არ ვარ. ინჰალაციური და მედიკამენტოზური როგორი ანესთეზიაა ორიონი რომ გვთავაზობს
* * *
იმედის კლინიკაზე რა აზრის ხართ.როგორი პირობებია?

Posted by: ninarichi 28 Apr 2007, 20:34
ცისტა საკვერცხესში. რას ნიშნავს ? თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რა.

ადრე დაგიწერიათ გააჩნიაო, არის განსხვავებები?

Posted by: Matrona 28 Apr 2007, 20:53
BaBajanka

გილოცავ მშვიდობით დაბრუნებას.....

მე პრტაც პირველ ბავშვზე ვიფრინე, მგონი მანამდე არ მიფრენია იმდენი... ასე, რომ თვითმფრინავზე მეტად ჩვენი ტაქსების უნდა გეშინოდეს...
იმ დღეს ექიმთან მივდიოდი და მძღოლმა ორმო არ "გამაზა"... ეეეჰ...


მე რაც შემეხება...უკვე აღარ შემიძლია....დავიღალე.. მგონი ნევროზი ავიკიდე.. დამეწყო შიშები... სულ მეშინია,თუ როგორ ჩაივლის მშობიარობა....თან ამ ბოლო დროს სულ ვწევარ (ტონუსის გამო) და მეშინია...
მოკლე , მგონი განყოფილება შემეშალა და ფსიქოლოგის ან უარეს სემთხვევაში ფსიქიატრიის განყოფილებაში უნდა შევსულიყავი....
არა და, ექიმი მეუბნება რომ ყველაფერი ნორმალურად მიდის..მაგრამ მაინც რომ მეშინია?????????????????????


Posted by: BaBajanka 29 Apr 2007, 00:30
anakatrin
QUOTE
მთავარია ბავშვი ჯანმრთელი იყოს და რა დროს გოგო და ბიჭია



აბა რა!!!!! ღმერთმა დაიფაროს ყველა !

Matrona
QUOTE
გილოცავ მშვიდობით დაბრუნებას.....


მადლობა! 2kiss.gif

ნუ გეშინია მითუმეტეს, თუ ყველაფერი კარგადაა! აი მე ჯერჯერობით არ მეშინია, მგონია, რომ ვიყოჩაღებ, შენც ასე იფიქრე. (ნუ ბოლოს შეიძლება მეც დამეწყოს შიშები, მაგრამ მაინც. smile.gif იფიქრე იმაზე, თუ რა იქნება მშობიარობის მერე , როგორ გაზრდი, როგორი იქნება და ა.შ.. თორემ იმაზე თუ ვიფიქრე, რომ მაგიდაზე დავრჩები, ვერც მივალ იქამდე smile.gif
რას არქმევ ბაოს იცი უკვე?


Posted by: anakatrin 29 Apr 2007, 00:37
BaBajanka
შენ იცი უკვე რას დაარქმევთ?

Posted by: BaBajanka 29 Apr 2007, 00:40
anakatrin

არა ჯერ... დავა გვაქვს ოჯახური biggrin.gif

Posted by: anakatrin 29 Apr 2007, 01:05
BaBajanka
რა სახელებზე დავობთ,მე ბიჭის სახელები ბევრი მომწონს გოგოსი არა

Posted by: Suleluka 29 Apr 2007, 10:14
Matrona
მშობიარობის რომ მეშინია, ბავშვზე ვფიქრობ მაგ დროს და მომენტალურად მივლის შიში, ისე მინდა ჩემი გოჭუნაა.
არაფერზე ინერვიულო პატარაზე იფიქრე 2kiss.gif

Posted by: ekageo 29 Apr 2007, 14:26
QUOTE
anakatrin

მე პირველზე საკეისრო დამჭირდა, ბავშვი სახით მოდიოდა და ტკივილები საერთოდ არ მქონდა. ორი დგე და ღამე ბლოკში ვიწექი, ამასობაში 27-მა ქალმა იმშობიარა, მე ხმასაც არ ვიღებდი, ექიმები მეკითხებოდნენ, არ გტკივა თუ ითმენო. იმდენჯერ გამსინჯეს, უკვე ისტერიკა დამეწყო ბოლოს ვიგაც დალოცვილმა თქვა, ბავშვს თვალებზე ვკიდებ ხელს და არ შეეხოთ არ დაბრმავდესო. კიდევ ცოტა ვაცადოთო. მარტო შუბლი და ცხვირით მოდიოდა. თუ ნიკაპსაც ჩასმამს, მაშინ მოაწვება და თავისით გამოძვრებაო. ასე არ მოხდა და ამიტომ გამიკეტეს საკეისრო. მეორეზე რომ მითხრეს 3 და 900-იაო, ეგრევე საკეისრო-მეთქი. ისე საკეისრო ჭკვიანურია, დაწვები და ნახევარ საათში ყველაფერი დამთავრებულია.

***
რაც შეეხებათ მომავალ დედიკოებს - ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით: მშობიარობამდე ერთი თვით ადრე, ყოველ დილით უზმოზე დანის წვერით უნდა მიიღოთ ყვითელი ყვავილი. ერთმა გინეკოლოგმა მასწავლა, ყელბ ადვილად და უმტკივბეულოდ გაგეხსნებაო. მე პირადად ვაკეთებდი, არ ვიცი მართლა მაგან მიშველა თუ ბავშვი სახით რომ მოდიოდა მდგის ბრალი იყო, მაგრამ ცრული გახსნა მქონდა და არაპერი გამიგია.
თუ არ დაგეზარებათ, გააკეთეთ ცუდი გემო არ აქვს.
ყველას წარმატებები

Posted by: anakatrin 29 Apr 2007, 14:48
ekageo
QUOTE
მე პირველზე საკეისრო დამჭირდა, ბავშვი სახით მოდიოდა და ტკივილები საერთოდ არ მქონდა. ორი დგე და ღამე ბლოკში ვიწექი, ამასობაში 27-მა ქალმა იმშობიარა, მე ხმასაც არ ვიღებდი, ექიმები მეკითხებოდნენ, არ გტკივა თუ ითმენო. იმდენჯერ გამსინჯეს, უკვე ისტერიკა დამეწყო ბოლოს ვიგაც დალოცვილმა თქვა, ბავშვს თვალებზე ვკიდებ ხელს და არ შეეხოთ არ დაბრმავდესო. კიდევ ცოტა ვაცადოთო. მარტო შუბლი და ცხვირით მოდიოდა. თუ ნიკაპსაც ჩასმამს, მაშინ მოაწვება და თავისით გამოძვრებაო. ასე არ მოხდა და ამიტომ გამიკეტეს საკეისრო. მეორეზე რომ მითხრეს 3 და 900-იაო, ეგრევე საკეისრო-მეთქი. ისე საკეისრო ჭკვიანურია, დაწვები და ნახევარ საათში ყველაფერი დამთავრებულია.

***

საწყალი პაწია sad.gif და შენც რა თქმა უნდა,კიდევ კარგი ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა.რა თქმა უნდა როცა დედის ან ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია აუცილებელია საკეისროს გაკეთება.საკეისროების მერე ჯანმრთელობის მხრივ რაიმე გართულება ხომ არ გქონია?

Posted by: ekageo 29 Apr 2007, 15:08
QUOTE
anakatrin

აბსოლუტურად არაფერი. იმ დღესვე ავდექი. როგორც ყველას თმები მეც მცვიოდა, მაგრამ მალევე გამიარა.

Posted by: პერწკლი 29 Apr 2007, 16:08
ერთი ძალიან სულელური კითხვა მაქვს,მაგრამ ძალიან მაინტერესებს, 80იან წლებში ექოსკოპიას უკვე აკეთებდნენ? rolleyes.gif

Posted by: Suleluka 29 Apr 2007, 18:29
ekageo
ყვითელი ყვავილის ნაყენი უნდა დააყენო თუ?

პერწკლი
ეხო რამდენადაც ვიცი 86 წლიდანაა

Posted by: Solveig 29 Apr 2007, 18:41
QUOTE
მშობიარობამდე ერთი თვით ადრე, ყოველ დილით უზმოზე დანის წვერით უნდა მიიღოთ ყვითელი ყვავილი. ერთმა გინეკოლოგმა მასწავლა

სხვათა შორის, მეც გამიგია ეგ.

მაგრამ არა მგონია, რეალურად რამეს მომტანი იყოს. უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია მანდ biggrin.gif აი, უმარილო დიეტა სხვა საქმეა: ორსულისათვის ისედაც არაა სასურველი ჭარბი მარილი, რადგან ნატრიუმი ორგანიზმში წყლის შეკავებას უწყობს ხელს.

Posted by: Matrona 29 Apr 2007, 18:59
Suleluka

BaBajanka

დიდი მადლობა....უბრალოდ აშკარად ვხვდები რომ ზედმეტი მომდის, მაგრამ ემოციებს ვერ ვთოკავ.. მახსიმალურად არ ვიმჩნევ, არ მინდა ვინმემე შემამჩნიოს...მაგრამ მარტო, როდესაც ვრჩები შიშები მიპყრობს... მეშინია... არა ტკივილის კი არ მეშინია...რაც არის და უკვე შეგუებული ვარ.. მეშინია ან მაშები, ან რაიმე ასეთი არ დამჭირდეს.. პრინციპში პირველი ბავშვეი 2 წლისა და 4 თვის წინ 4 საათში გავაჩინე, თან იძახდნენ ადვილი მშობიარობა იყოოო,(ის თუ ადვილი იყო რთული ნეტავ რაღაა...) მაგრამ... მოკლედ ..მაგარი ნევროზი მაქვს....

Posted by: piki-a 29 Apr 2007, 20:53
გენოკოლოგებო ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ PAP ტესტში ქლამიდია თუ აღმოჩნდება,მე გავიკეთე და არ მქონდა.მაგრამ ჩემ ქმარს უროლოგმა უთხრა ქლამიდიაზე გამოიკვლიეო.მერე რადგან ფეხმძიმედ დავრჩი აღარ გამოიკვლია.მეშინია .ეგ ხო ნაყოფის ანომალიებს იწვევს.თან 1 თვის ფეხმძიმე ვარ.შეიძლებოდა რომ PAP ტესტში არ გამოჩენილიყო?

Posted by: L&L 29 Apr 2007, 21:57
piki-a

პაპ ტესტის დანიშნულება ქლამიდიის აღმოჩენა არ არის. მასში გამოჩნდება არა ქლამიდია, არამედ ქლამიდიისათვის დამახასიათებელი უჯრედშიდა ცვლილებები, რაც სულაც არ არის სავალდებულო ქლამიდიით იყოს გამოწვეული. არსებობს სხვა უჯრედშიდა პარაზიტებიც მიკოპლაზმისებრთა ოჯახიდან, რომლებიც ანალოგიურ დაზიანებებს იწვევენ, მაგრამ მათ შორის ქლამიდია ტრაქომატისი განსაკუთრებით საშიშია.
რადგან პაპ-ტესტმა არ აღნიშნა ქლამიდიისათვის დამახასიათებელი ცვლილებები, ეს კარგია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს ქლამიდიის არარსებობას. ორსულობის პერიოდში ყველა ორსულს ვაძლევთ რეკომენდაციას ტორჩ კომპლექსზე ანალიზის ჩაბარების, რომელთა შორის ერთ-ერთი ქლამიდიაა. ალბათ თქვენი ექიმიც ასევე მოიქცევა.

Posted by: ekageo 29 Apr 2007, 22:18
QUOTE
Suleluka

არა,მე პირდაპირ დაფქული სუნელი - ყვითელი ყვავილი რომ იყიდება, იმას ვიყრიდი ენაზე დანის წვერით.

Posted by: piki-a 29 Apr 2007, 22:23
ეს ხო არ არის ეგ ცვლილებები,აი ასე წერია" აღინიშნება ბრტყელი ეპითელიუმის ინტერმედიული,ზედაპირული და მეტაპლაზიური უჯრედები.ენდოცერვიკალური უჯრედების ჯგუფები"
* * *
რამდენად საჩქაროა ტორჩ ინფექციაზე გამოკვლევა, რომ ნაყოფს საფრთხე არ შეექმნას. 3 კვირის ფეხმძიმე ვიქნები.

Posted by: Suleluka 30 Apr 2007, 08:54
Matrona
პირველი თუ 4 საათსი გააჩინე მეორეს აუცილებლად უფრო ადვილად გააჩენ არ ინერვიულო 2kiss.gif
რომელი რიცხვიდან ელოდები რა გითხრა ეხომ?

L&L
გამარჯობა, მაინტერესებს, 26 კვირის ვარ და ექიმთან კონსულტაციაზე რამდენ ხანში ერთხელ ვიარო? თუ ჩივილები არაფერი მაქვს

ekageo
მადლობ, ვცდი ჩემი რა მიდის smile.gif

Posted by: Sunny 30 Apr 2007, 11:59
QUOTE (piki-a @ 27 Apr 2007, 22:28 )

ნუ გეშინია.მე ზუსტად ერტი წელია რაც არ მყვებოდა. ახლა ერთი კვირის ორსული ვარ.ძალიან ბედნიერი ვარ .მეგონა შვილი საერთოდ არ მეყოლებოდა,ძალიან განვიცდიდი.მაგრამ ახლა როცა ტესტმა ორი ხაზი მიჩვენა ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეტებია,დავფრინავდი.ახლა ვფიქრობ რო ჩემი ნერვიულობა სისულელე იყო და სასაცილო.დატკბი ქმართან ურთიერთობით და ტვინს ნუ გაიჭყლიტავ დღეების თვლით .ღმერთმა იცის, როდის მოგივლინოს პატარა.რა დროს შენი უშვილობაა. no.gif მაგრამ ექიმთან წასვლა ურიგო არ იქნებოდა.წარმატებებს გისურვებ.და იგივე სიხარულს რაცმე განვიცადე 1 კვირის უკან

გილოცავ! ძალიან მაგარია ალბათ! მართალია ნერვიულობა სისულელეა, მაგრამ როდესაც არ გამოგდის და არ იცი რატომ, ძალაუნებურად ნერვიულობ. ახლა კარგ გინეკოლოგს ვეძებ, რომ ბოლომდე გამოვიკვლიო რაშია საქმე, ნაწილობრივი გამოკვლევები ჩატარებული მაქვს. შენ კი უპრობლემო ფეხმძიმობას გისურვებ!

Posted by: piki-a 30 Apr 2007, 12:44
დიდი მადლობა ჩემო კარგო,მართლა ძალიან ბედნიერი ვარ და შენციგივეს გისურვებ,იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რას განიცდი.მესმის შენი. მაგრამ თურმე სულაც არ არის სანერვიულო 1 წელი.მე ინფექციები მქონდა და მაინც დავფეხმძიმდი,ახლა უნდა ვიმკურნალო.და მითუმეტეს შენთვის თუ ნაცხისანალიზი სუფთა გაქ პრობლემა არ შეგექმნება

Posted by: lala 30 Apr 2007, 13:42
30 კვირის ვარ ....
აუ ფეხები შემისივდა ცოტათი და დიდხანს ვერ ვდგავარ ფეხზე ,მიმძიმდება ხოლმე ფეხები და სულ მცხელა ხოლმე....
თქვენც გაწუხებთ ვინმეს ეს?
და კიდევ იცით როგორი ტკივილები მაქვს ხოლმე? რაღაც ჭვალებივით და კიდევ ჭიპთან შიგნიდან ასე მეგონია რო რაღაც მეწელება ხოლმე და ვეღარ ვინძრევი ხოლმე რამდენიმე წუთი...საშიშია?
გინეკოლოგებო მიპასუხეთ რა ...

Posted by: baby_boo 30 Apr 2007, 13:53
მოკლედ ვაპირებ გინეკოლოგთან მისვლა ყველანაერი ანალიზი მინდა გავიკეთო.მირჩიეს ჩაჩავაში თინა ფირცხალავა.ძალიან გთხოვთ მითხრათ თუ იცით ვინმემ და მართლა კარგი ექიმია? ძალიან გთხოვთ უპასუხოთ არ დამტოვოთ.

Posted by: tatunia_22 30 Apr 2007, 15:07
lala
QUOTE
და კიდევ იცით როგორი ტკივილები მაქვს ხოლმე? რაღაც ჭვალებივით და კიდევ ჭიპთან შიგნიდან ასე მეგონია რო რაღაც მეწელება ხოლმე და ვეღარ ვინძრევი ხოლმე რამდენიმე წუთი...საშიშია?გინეკოლოგებო მიპასუხეთ რა ...


აუ მეც ზუსტად ეგეთი რაღაც მჭირს. ჭიპთან მჩხვლიტავს, თითქოს, შიგნიდან რაღაც გწიწკნისო smile.gif მეც 30 კვირის ვარ. ბოლო მენზი როდის გქონდა? მემგონი მე და შენ ერთდროულად ვიმშობიარებთsmile.gif
ფეხები შესიებული კი ნამდვილად არ მაქ. რამდენი გაქვს მომატებული წონაში? შეიძლება ზედმეტი წონის ბრალი იყოს.

Posted by: SPC 30 Apr 2007, 17:48
ესეიგი საკვერცხეების მიდამოებში პერიოდულად მტკივა ხოლმე, თან ხან როგორ ხან როგორ....რამდენჯერაც ამ დროს ექოზე მივედი არაფერი აჩვენა, მერე ჩაჩავაში ექომ მითხრა რომ საკვერცხეებზე არაფერიაო და შეიძლება ნაწლავებიაო (კუჭ-ნაწლავის პრობლემები ზოგადად მაქვს)! რა მაინტერესებს ეხლა, შეიძლება ტკივილი ისეთმა რამემ გამოიწვიოს რომ ექოზე არ ჩანდეს და რეალურად რაღაც მჭIრდეს?

Posted by: lala 30 Apr 2007, 18:06
tatunia_22
მე ბოლოს მქონდა 24 სექტემბერს მაგრამ მენსტრუაციის მიხედვით უფრო გვიან მიწევდა მშOბიარობა, მერე ეხომ 10 ივლისი ჩამიწერა ,
შენ როდის გიწევს? ხვალ ვხდები ზუსტად 30 კვირის...
რაღაც 10 კილო მაქ ალბათ მომატებული , ზეგ მივდივარ კონსულტაციაში და ზუსტად მერე გეტყვი... ძაან არ მაქ მარა ოდნავ შესიებული მქონდა , ბევრი ვიარე შეილება და გადამეღალა ფეხები....
ხო ზუსტად, თითქოს რაღაც იწელებაო და მტკივა... ალბათ იცის მასე. მარა ულ მეშინია ხოლმე, რამე არ იყოსთქო, ხვალ მივდივარ ეხოზე, 30 კვირაზე დამიბარეს.... smile.gif

Posted by: tatunia_22 30 Apr 2007, 18:43
lala

მე ბოლო მენზი 7 ოქტომბერს მქონდა და მშობიარობის თარიღი 14 ივლისი მითხრეს ეხოზე. ექიმთან 2 კვირის წინ ვიყავი გემოგლობინი გადავამოწმე და ბარემ ეხოც გადავიღე. ყველაფერი წესრიგშია და ერთ თვეში მოდიო მითხრეს, ხოდა სადღაც 2 კვირაში მიწევს ისევ მისვლა.
მეც დაახლოებით 10-11 კილო მაქვს მომატებული. კიდე მაქსიმუმ 4-5 კილო შემიძლია მოვიმატო (ნორმის ფარგლებში რო ჩავჯდე smile.gif), მარა ცოტა ვნერვიულობ ყველაზე ბევრს ბოლო 2 თვეში მოიმატებო მითხრეს. ამიტომ ვცდილობ ცოტა ვაკონტროლო თავი. შავ პურს ვჭამ და ვცდილობ საღამოს თუ მომშივდა ხილი ან ბოსტნეული ვჭამო.

Posted by: Suleluka 30 Apr 2007, 19:54
lala
მე ფეხის ძირები მტკივა ძალინ, დიდხანს რო ვარ ფეხზე sad.gif
ალებიც მაქ rolleyes.gif biggrin.gif

Posted by: L&L 30 Apr 2007, 20:17
Suleluka
QUOTE
გამარჯობა, მაინტერესებს, 26 კვირის ვარ და ექიმთან კონსულტაციაზე რამდენ ხანში ერთხელ ვიარო? თუ ჩივილები არაფერი მაქვს


ეს მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი რეკომენდაცია აქ არის:

http://www.medea.ge/gamokv.htm

Posted by: Suleluka 1 May 2007, 06:40
L&L
მადლობა 2kiss.gif

Posted by: Anata 1 May 2007, 16:01
lala
შესიებული ფეხები ზედმეტ სითხევს ნიშნავს... შარდმდენი ნაყენები უნდა დალიო, ან ჩაი ლიმნით, უშაქრო. კიდევ ეცადე ხშირად წამოწვე და ფეხები ზავით აწიო, ეგეც კარგად შველის.
მე 33 კვირის ვარ და 9 კილო მოვიმატე;-)

Posted by: nina19 1 May 2007, 16:17
QUOTE (baby_boo @ 30 Apr 2007, 13:53 )
მოკლედ ვაპირებ გინეკოლოგთან მისვლა ყველანაერი ანალიზი მინდა გავიკეთო.მირჩიეს ჩაჩავაში თინა ფირცხალავა.ძალიან გთხოვთ მითხრათ თუ იცით ვინმემ და მართლა კარგი ექიმია? ძალიან გთხოვთ უპასუხოთ არ დამტოვოთ.

გამარჯობათ!ყველაზე კარგი რეპროდუქტოლოგი არის შორენა მაისურაძე,ქავთარაძეზე.ძალიან კარგი შედეგები აქვს,ახლა მე ვმკურნალობ უნაყოფობაზე და ვხედავ შედეგებს.ორსულებსაც უვლის ბოლომდე.ჰომეოპათია.

Posted by: lala 1 May 2007, 19:05
მე დღეს ვიყავი ეხოზე სერგოსთან... დღეს 6 ივლისი დამიწერა მშOბიარობის ვადა.... ყველაფერი წესრიგშიაო, მადლობა უფალს smile.gif ძაან ვნერვიულობდი....
მეტი ეხოსკოპია აღარ დაგჭირდებაო, უკვე თავი დაბლა აქვსო. და ხო არ ნიშნავს ნაადრევ მშOბიარობას ნეტა, სულ ბოლოს არ ჩადის ქვემოთ?
წინამდებარე ნაწილი თავი smile.gif
რა საყვარლობაა

Posted by: ingako 1 May 2007, 19:54
lala
QUOTE
უკვე თავი დაბლა აქვსო. და ხო არ ნიშნავს ნაადრევ მშOბიარობას ნეტა, სულ ბოლოს არ ჩადის ქვემოთ?

ნუ ნერვიულობ,თავის წინამდებარეობა ფიზიოლოგიური პოზიციაა და სულაც არ ნიშნავს ნაადრევ მშობიარობას.
QUOTE
ყველაფერი წესრიგშიაო, მადლობა უფალს

გილოცავ და წარმატებებს გისურვებ..... smile.gif

Posted by: kudracha 1 May 2007, 20:25
lala
QUOTE
მეტი ეხოსკოპია აღარ დაგჭირდებაო, უკვე თავი დაბლა აქვსო. და ხო არ ნიშნავს ნაადრევ მშOბიარობას ნეტა, სულ ბოლოს არ ჩადის ქვემოთ?
წინამდებარე ნაწილი თავი

biggrin.gif ბავშVი ნელნელა ჩადის დაბლა და ეს სულაც არ ნიძნავს იმას, რომ უნდა იმშობიარო უკვე smile.gif უნდა შეტრიალდეს თავით დაბლა, ისიც ემზადება გამოსასვლელად, მაშ....

Posted by: (c)TG 1 May 2007, 20:37
lala
QUOTE
და ხო არ ნიშნავს ნაადრევ მშOბიარობას ნეტა, სულ ბოლოს არ ჩადის ქვემოთ?

ჩემი მე-6 თვეზე უკვე თავით დაბლა იყო, მანამდე ვიგრძენი როდის იტრიალა და ღამე გამათენებინა, მაგრამ ეხლა მე-9 თვეზე დიაგონალზე განლაგდა biggrin.gif მარჯვენა მენჯთან თავი აქვს და მარცხენასთან ფეხები, მუცელი ამოწეულ-ჩაწეული მაქვს, მაგრამ კიდევ შეიცვლის პოზასო, ექიმმა მითხრა

Posted by: lala 1 May 2007, 21:44
დიდი მადლობა 2kiss.gif
ე.ი მზადაა , მეტი ეხო აღარ დამჭIრდება,,,, სხვაც არაფერი უთქვამს, რამე რო ყოფილიყო ხომ მეტყოდა smile.gif

Posted by: aureliano 1 May 2007, 22:19
რა არის ფიბრომა? რა იწვევს? რამდენად საშიშია? არის თუ არა განკურნებადი?ძალიან მაინტერესებს გთხოვთ განმიმარტოთ

Posted by: piki-a 1 May 2007, 22:26
მე არ ვარ კომპეტენტური მაგ საკიტხში,მაგრამ ვიცი რომ ძალიან ბევრ ქალს აქ.მაგალითად ჩემს ბიცოლას რამდენიმე წელი აქვს და ახლა ოპერაცია უნდა გაიკეთოს რომ ამოაჭრან,ექიმმა უთხრა საშიში არ არისო.მართლაც მშვენივრად გრძნობს თავს,მაგრამ ოპერაცია აუცილებლად ჭირდება რომ განიკურნოს.ალბათ ეგეც ინდივიდუალური იქნება,ვის რამხელა ფიბრომა აქ გააჩნია.საშიში არ არის მაგრამ ექიმის ჩარევას მოითხოვს.რაც ვიცოდი დაახლოებით გიპასუხე მგონი.

Posted by: aureliano 1 May 2007, 22:31
დიდი მადლობა PIKIA ! ექიმი თუ არის ვინმე დეტალურად ამიხსნას თუ არ შეწუხდება PL

Posted by: L&L 2 May 2007, 00:54
aureliano
ნახეთ პმ 30303030303030

Posted by: Anata 2 May 2007, 09:31
lala
ჩემიც 6თვიდან თავით ქვევით მდებარეობს და ძალიან მიხარია, იმედია აღარ შეცვლის პოზიციას
რაც შეეხება ეხოს - მე ახლა შაბათს გავიკეთე და გეგმიური დამინიშნეს 2-6 ივნისს, თუმცა მე შენზე ადრე უნდა ვიმშობიარო - 14 ივნისიდან. რამდენადაც ვიცი, ბოლო ეხოსკოპია 36 კვირაზე კეთდება - სავარაუდო წონას ამოწმებენ, ბავშვის მდებარეობას, ჭიპლარის შემოხვევას და ა.შ.

Posted by: Suleluka 2 May 2007, 09:54
lala
მიხარია კარგა რომ გყავს 2kiss.gif
სურათი გამოართვი? მანახე რა rolleyes.gif

როდის დადგება 28 მაისი მეც რომ ვნახო ჩემი ბაცაცო

Posted by: tu-tuna 2 May 2007, 10:07
Inessa
lala

რა ცოტა მოგიმატიათ smile.gif - ჩემი გულისტკივილი ძირითად ეგაა, პრიველ ორსულობაში სულ 11-12 კილო მოვიმატე, ამჯერად კიდევ 6 თვის ვიყავი უკვე 9 მქონდა მომატებული!!!!

lala მეც დაგეწევი მალე, ერთ კვირაში მეც 30 კვირის ვიქნები, და ეხოსაც გავიკეთებ. ჩემი ბაო მგონი ჯერ კიდევ აქეთ იქეთ დვიჟენიობს, ყოველ შემთხვევაში ისეთი შეგრძენება მაქვს მთელი ჩემი ღიპი უკავია - ძირითადად ვერტიკალურად wink.gif!
თავიდან რა ვადას გეუბნებოდნენ lala ? მერე 6 ივლისი რომ გითხრეს? მე 25-26 ივლისი მიწევდა ბოლო ეხოს მიხედვით wink.gif.

ცოტას ვნერვიულობ, იმედი მაქვს მეც კარგი პასუხით წამოვალ ეხოდან, რაც პირველ ორსულაბში არანაირი პრობლემა არ მქონია, მეორეზე ცოტა გამიჭირდა.

სად აპირებთ მშობიარობას? მე ორი ალტერნატივა შემოვიტოვე - გაგუა ან ღოღობერიძე. ამ კვირის ბოლოს მინდა მივაკითხო და საბოლოო არჩევანი გავაკეთო! თუმცაღა ტერიტორიულად ჰერა მირჩევნია!

Posted by: BaBajanka 2 May 2007, 11:44
lala


გამიხარდა, რომ ყველაფერი კარგად გაქვს! 2kiss.gif


მომატებას რაც შეეხება, 1 კვირაა ჩამოვედი და 3 კგ მოვიმატე sad.gif არადა 3 თვის განმავლობაში გრამი არ მომიმატია. sad.gif ძალაინ მეშIნია გასუქების

Posted by: Sunny 2 May 2007, 13:55
QUOTE (nina19 @ 1 May 2007, 15:17 )
QUOTE (baby_boo @ 30 Apr 2007, 13:53 )
მოკლედ ვაპირებ გინეკოლოგთან მისვლა ყველანაერი ანალიზი მინდა გავიკეთო.მირჩიეს ჩაჩავაში თინა ფირცხალავა.ძალიან გთხოვთ მითხრათ თუ იცით ვინმემ და მართლა კარგი ექიმია? ძალიან გთხოვთ უპასუხოთ არ დამტოვოთ.

გამარჯობათ!ყველაზე კარგი რეპროდუქტოლოგი არის შორენა მაისურაძე,ქავთარაძეზე.ძალიან კარგი შედეგები აქვს,ახლა მე ვმკურნალობ უნაყოფობაზე და ვხედავ შედეგებს.ორსულებსაც უვლის ბოლომდე.ჰომეოპათია.

ნახე პმ

Posted by: tatunia_22 2 May 2007, 14:35
lala
QUOTE
მე დღეს ვიყავი ეხოზე სერგოსთან... დღეს 6 ივლისი დამიწერა მშOბიარობის ვადა.... ყველაფერი წესრიგშიაო, მადლობა უფალსძაან ვნერვიულობდი.... მეტი ეხოსკოპია აღარ დაგჭირდებაო, უკვე თავი დაბლა აქვსო. და ხო არ ნიშნავს ნაადრევ მშOბიარობას ნეტა, სულ ბოლოს არ ჩადის ქვემოთ?წინამდებარე ნაწილი თავირა საყვარლობაა


ძალიან მიხარია ყველაფერი, რომ კარგად არის. მე 2 კვირაში უნდა მივიდე კონსულტაციაზე და ალბათ ეხოსაც გადავიღებ. ჩემიც ეგეთ მდგომარეობაში იქნება. რა სასაცილოები არიან არა? smile.gif

Posted by: lala 2 May 2007, 15:19
დიდი მადლობა ყველას 2kiss.gif
ხო მარა მთლად ყველ;აფერი არ ყოფილა დღEს ჩემს გინეკოლოგს რო ვაჩვენე პასუხი შეიძლება ჟანგბადის უკმარისობა იყოსო და დღეს გადავიღე კარდიოტახოგრამა თუ რაღაცა 40 წუთი ვისმენდი ჩემს ბაცაცოს გულისცემას smile.gif, და ხვალ გავიგებ პასუხს. არაერთგვაროვანი ეწერა რაღაც , ერთგვაროვანი უნდა იყოსო...
კიდევ ყელი არის დავიწროებული 30მლ, გინეკოლოგებო ეს რას ნიშნავს?
ცოტა ტონუსიც, და ნაადრევი მშOბიარობა რო არ გამოიწვიოსო, მაგნი ბ6 დამინიშნა კიდევ.
ცოტა შემეშინდა, ისე ჰაერის უკმარისობა კი მაწუხებს....
tu-tuna
მგონი გაგუა ჯობია, ტერიტორიულად არც მე არანაირად არ მაწყობს, მაგრამ არაუშავს, მე გაგუასთან ვაპირებ....
მე 6 ივლისი მითხრეს მშOბიარობის ვადა....
Inessa
ხო რავიცი ასე მითხრა მეტი აღარ დაგჭირდებაო და რავი რამე რომ შეიცვალოს? რავიცი აბა....

Posted by: lovefool 2 May 2007, 15:42
ზოგად შემოწმებაზე რომ მიდიხარ გინეკოლოგთან, როცა არაფერი არ გაწუხებს, რა სახის ანალიზები უნდა გაიკეთო? დიდი მადლობა წინასწარsmile.gif))

Posted by: Anata 2 May 2007, 15:51
lala
QUOTE
გადავიღე კარდიოტახოგრამა

ეს სად გადაიღე?

Posted by: lala 2 May 2007, 16:42
Inessa
დღესვე გადაიღეო ჩემმა ექიმმა. მე შეროზიაზე დავდივარ კონსულტაციაშI და იქვე კუთხეში არის ვენუს ჯორჯია გინეკოლოგიური კლინიკა და იქ გადავიღე, სხვაგან ვერც ვასწრებდი და არც ვიცი სად აკეთებენ

Posted by: tu-tuna 2 May 2007, 17:33
QUOTE (lala @ 2 May 2007, 15:19 )

tu-tuna
მგონი გაგუა ჯობია, ტერიტორიულად არც მე არანაირად არ მაწყობს, მაგრამ არაუშავს, მე გაგუასთან ვაპირებ....
მე 6 ივლისი მითხრეს მშOბიარობის ვადა....

იყავი უკვე გაგუასთან? მიაკითხე, თუ ჯერ მხოლოდ ფიქრობ?

Posted by: ტანკე 2 May 2007, 19:51
Yoshimitsu Fukazawa
თუ ასე ღიზიანდებით ამ განყოფილებით,შეგიძლიათ აღარ შემოხვიდეთ და დაგავიწყდებათ მისი არსებობა.თქვენ ვინ ბრძანდებით,რა პროფესიის ხართ ასე რომ გვმოძღვრავთ? ეს განყოფილება ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება და თქვენი არაკომპეტენტური და სუბიექტური პოსტები სრულიად ზედმეტია,ამ თემაში მაინც ყოველ შემთხვევაში.
არის სპეციალურად მიპინული თემა ამგვარი საკითხებისთვის და იქ დაწერეთ.აქ ერთი ოფტოპიკიც აღარ ვნახო არც თქვენგან და არც სხვა იუზერების მხრიდან.

Posted by: bu06ttc 3 May 2007, 05:54
მაინტერესებს როცა ქალს თეთრი ფერის, სუნიანი გამონადენი აქვს და სხვა არაფერი არ აწუხებს ეგ რაიმე სასქესო დაავადების ნიშანია?

Posted by: Suleluka 3 May 2007, 09:16
bu06ttc
QUOTE
მაინტერესებს როცა ქალს თეთრი ფერის, სუნიანი გამონადენი აქვს და სხვა არაფერი არ აწუხებს ეგ რაიმე სასქესო დაავადების ნიშანია?

yes.gif
აუცილებლად გაიკეთოს ნაცხის ანალიზი

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 3 May 2007, 17:35
აი რა მაინტერესებს იცით? სქესობრივი აქტის დროს იმ შემთხვევაში თუ მშვენიერი სქესის წარმომადგენელი უკაცრავად ამ ფრაზისთვის და ზემოდან აზის მამრს შეიძლება რომ დაორსულდეს? თუ კი მაშინ ეგებ ისიც მითხრათ თუ რამდენად მეტი ან ნაკლები შანსია ამ პოზაში დაორსულების? დიდად დამავალებთ თუ სტატისტიკას მოიშველიებთ. წინასწარ ვიხდი მადლობას პასუხისთვის!

Posted by: WOMAN IN LOVE 3 May 2007, 18:12
Yoshimitsu Fukazawa
lol.gif lol.gif
არა, რა თქმა უნდა... ეგ კონტრაცეფციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია, თან სრულიად უფასო, თან-ძალიან სასიამოვნო wink.gif

Posted by: lala 3 May 2007, 19:56
tu-tuna
არა ჯერ არ მივსულვარ. უნდა მივიდე ქორიძესთან და გაგუასთან.... და მერე გადავწყვიტავ . ქორიძეს უფრო აქებენ....

Posted by: tatunia_22 3 May 2007, 20:29
lala
QUOTE
არა ჯერ არ მივსულვარ. უნდა მივიდე ქორიძესთან და გაგუასთან.... და მერე გადავწყვიტავ . ქორიძეს უფრო აქებენ....


ქორიძესთან სად "ჯანმრთელობის სახლში"? ქორიძეზე მე პირიქრით ვიცი, ძალიან უხეში კაციაო. თითონ კლინიკას რაც შეეხება ძალიან კარგი პირობებია და სიტუაცია, მაგრამ ძალიან ძვირია. თუ არ ვცდები 1200 ლარამდე ჯდება მშობიარობა.

Posted by: Doloress 3 May 2007, 20:37
ე.ი. 2 თვის წინ ვიყავი გინეკოლოგთან, ჩავიტარე გამოკვლევები, აღმოჩნდა სოკო და ანთება. და კიდევ პროლაქტინი იყო აწეული. დამინიშნა მკურნალობის კურსი(სხდასხვა წამლები და ერთი ჰორმონი პროლაქტინისთვის). გავიარე ეს კურსი, მაგრამ ხელმეორედ შესამოწმაბლად აღარ მივსულვარ. user.gif
როგორ ფიქრობთ, აუცილებელია მისვლა?! საშინლად არ მინდა.... cry.gif და ფეხს ვითრევ რამდენი ხანია.

Posted by: Suleluka 3 May 2007, 20:58
tatunia_22
QUOTE
ქორიძეზე მე პირიქრით ვიცი, ძალიან უხეში კაციაო

მეც ეგრე ვიცოდი მარა ჩემმა ახლობემა სულ მამიკოთი მელაპარაკაო ძალიან კმაყოფილი იყო

Posted by: makvala 4 May 2007, 00:01
WOMAN IN LOVE
QUOTE
არა, რა თქმა უნდა... ეგ კონტრაცეფციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია, თან სრულიად უფასო, თან-ძალიან სასიამოვნო


lol.gif lol.gif lol.gif

LOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOL

აი მრავალშვილიანობის საიდუმლოც...

გოგოებო, გამოიყენეთ ეს კონტრაცეფციის მეთოდი, ქართველებს გამრავლება გვინდაააა.....


Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
აი რა მაინტერესებს იცით? სქესობრივი აქტის დროს იმ შემთხვევაში თუ მშვენიერი სქესის წარმომადგენელი უკაცრავად ამ ფრაზისთვის და ზემოდან აზის მამრს შეიძლება რომ დაორსულდეს?


და შენ ხო არ გგონია მაგ დროს მამრი დაორსულდება???

QUOTE
თუ კი მაშინ ეგებ ისიც მითხრათ თუ რამდენად მეტი ან ნაკლები შანსია ამ პოზაში დაორსულების?


ეგ კი არასოდეს გამომიკითხავს პაციენტებისათვის, რა პოზაში დაორსულდნენ, მაგრამ ვინც პოზებს იცვლის იქ რა გავიგოთ....

QUOTE

დიდად დამავალებთ თუ სტატისტიკას მოიშველიებთ. წინასწარ ვიხდი მადლობას პასუხისთვის


აჰა შენ www.statistics.ge



Posted by: ტანკე 4 May 2007, 01:33
makvala
QUOTE
აი მრავალშვილიანობის საიდუმლოც...

გოგოებო, გამოიყენეთ ეს კონტრაცეფციის მეთოდი, ქართველებს გამრავლება გვინდაააა.....

biggrin.gif
მაყვალ საშოს შესასვლელთან რამდენიმე მილიმეტრის მანძილზე რომ მოხვდეს სპერმა,მაინც არის შანსი დაორსულების? სპერმატოზოიდები საშოს ლორწოვანის საშუალებით მიიწევენ ზემოთ? სულ ზემოთ ზემოთ,მაღლა და მაღლა? სერიოზულად ვკითხულობ

Posted by: anakatrin 4 May 2007, 02:10
makvala
QUOTE
და შენ ხო არ გგონია მაგ დროს მამრი დაორსულდება

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: tatakuna 4 May 2007, 14:06
სალამი ყველას!!!!
--------------- makvala -----------
6 თვის ორსულისთვის ძალიან ღია მომწვანო გამონადენი საშიშია? რას ნიშნავს? და თანაც შარდი თუ ცოტა გამუქებულია?

Posted by: ekageo 4 May 2007, 14:58
QUOTE
makvala

იქნებ მითხრათ როდის არის კარგი პერიოდი, გინეკოლოგთან მისასვლელად? ორი მყავს საკეისროთი და მინდა მესამეს გაჩენა, მანამდე კი სურვილი მაქსვ ყველაფერი გამოვრიცხო, რომ მერე არ დამჭირდეს მკურნალობა. როდის ჯობია, მენზამდე თუ მის შემდეგ?
წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: Doloress 4 May 2007, 15:03
QUOTE
ე.ი. 2 თვის წინ ვიყავი გინეკოლოგთან, ჩავიტარე გამოკვლევები, აღმოჩნდა სოკო და ანთება. და კიდევ პროლაქტინი იყო აწეული. დამინიშნა მკურნალობის კურსი(სხდასხვა წამლები და ერთი ჰორმონი პროლაქტინისთვის). გავიარე ეს კურსი, მაგრამ ხელმეორედ შესამოწმაბლად აღარ მივსულვარ.
როგორ ფიქრობთ, აუცილებელია მისვლა?! საშინლად არ მინდა....  და ფეხს ვითრევ რამდენი ხანია.

კაცი არაა ჩემი პატრონი და მომკიხველი.. cry.gif

Posted by: ekageo 4 May 2007, 15:07
QUOTE
dolores

რამდენი ხანი გავიდა, რაც მკურნალობას მორჩი?

Posted by: tms 4 May 2007, 15:09
dolores
ყოველი ჩატარებული მკურნალობის კურსის შემდეგ ექმთან მისვლა აუცილებელიც არის და სავალდებულოც.... და საერთოდ გინეკოლოგტან რეგულარული სიარული საჭიროა!!!!

ekageo
პირადი გამოცდილებიდან ვიცი და გეტყვი, რომ თუ ჰორმონალურ გამოკვლევასაც აპირებ უნდა მიხვიდე ციკლის მესამე დღეს
smile.gif

Posted by: tatunia_22 4 May 2007, 15:11
dolores
QUOTE
QUOTEე.ი. 2 თვის წინ ვიყავი გინეკოლოგთან, ჩავიტარე გამოკვლევები, აღმოჩნდა სოკო და ანთება. და კიდევ პროლაქტინი იყო აწეული. დამინიშნა მკურნალობის კურსი(სხდასხვა წამლები და ერთი ჰორმონი პროლაქტინისთვის). გავიარე ეს კურსი, მაგრამ ხელმეორედ შესამოწმაბლად აღარ მივსულვარ.როგორ ფიქრობთ, აუცილებელია მისვლა?! საშინლად არ მინდა....და ფეხს ვითრევ რამდენი ხანია.


სამწუხაროდ აუცილებელია რო გადაამოწმო. ძალიან უსიამოვნო პროცესი კი არის, მაგრამ პროლაქტინი სახუმარო რამე არ არის. აუცილებლად უნდა კონტროლი, რო ნორმაში მოიყვანო. დაფეხმძიმებას როცა გადაწყვიტავ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეგიქმნას.


Posted by: Doloress 4 May 2007, 15:12
ekageo
QUOTE
რამდენი ხანი გავიდა, რაც მკურნალობას მორჩი?

თვენახევარი- 2 თვე.

tms
QUOTE
ყოველი ჩატარებული მკურნალობის კურსის შემდეგ ექმთან მისვლა აუცილებელიც არის და სავალდებულოც.... და საერთოდ გინეკოლოგტან რეგულარული სიარული საჭიროა!!!!

რათ მეჩხუბები? givi.gif

tatunia_22
QUOTE
სამწუხაროდ აუცილებელია რო გადაამოწმო. ძალიან უსიამოვნო პროცესი კი არის, მაგრამ პროლაქტინი სახუმარო რამე არ არის. აუცილებლად უნდა კონტროლი, რო ნორმაში მოიყვანო.

საგანგაშო არაფერი არ იყო მგონი.. user.gif
QUOTE
დაფეხმძიმებას როცა გადაწყვიტავ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეგიქმნას.

ვაააი.. გამიხეთქეთ ახლა გული cry:

Posted by: tms 4 May 2007, 15:14
QUOTE (dolores @ 4 May 2007, 15:12 )


tms
QUOTE
ყოველი ჩატარებული მკურნალობის კურსის შემდეგ ექმთან მისვლა აუცილებელიც არის და სავალდებულოც.... და საერთოდ გინეკოლოგტან რეგულარული სიარული საჭიროა!!!!

რათ მეჩხუბები? givi.gif

ყურაღება თუ ჩხუბია, მაშინ კარგი გეჩხუბები
smile.gif

Posted by: Doloress 4 May 2007, 15:15
tms
QUOTE
ყურაღება თუ ჩხუბია, მაშინ კარგი გეჩხუბები

ბვრი ძახილისნიშნები რომ დამიწერე? baby.gif

Posted by: tms 4 May 2007, 15:20
QUOTE (dolores @ 4 May 2007, 15:15 )
tms
QUOTE
ყურაღება თუ ჩხუბია, მაშინ კარგი გეჩხუბები

ბვრი ძახილისნიშნები რომ დამიწერე? baby.gif

რა იყო ძახილის ნიშნები ჯოხის ასოციაციას იწვევს, რომელთანც ცუდი მოგონებები გაქვს? smile.gif
მოკლედ ძახილის ნიშნის დანიშნულება ყურადღების გამახვილებაა
smile.gif
ნებისმიერმა ქალმა, უფრო ზოგადად მდედრმა უნდა იაროს რეგულარულად გინეკოლოგთან..ამას არც ფორუმი უნდა და არც კედლის გაზეთი
smile.gif

Posted by: tatunia_22 4 May 2007, 15:21
dolores
QUOTE
საგანგაშო არაფერი არ იყო მგონი..


არა კი არ გაშინებ. მოურჩენელი და საგანგაშო არაფერი არ არის, მაგრმ აუცილებლად უნდა გადაამოწმო და თანაც სისტემატიურად გააკონტროლო. შენ ჯვარი გწერია, მაგრამ მე ვიცი რამდენიმე პიროვნება, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს პროლაქტინის გამო.

Posted by: ekageo 4 May 2007, 15:27
QUOTE
tms

ეგ გამოკვლევა არც ერთზე არ გამიკეთებია და არ ვიცი რა არის. უბრალოდ კიდევ მინდა გაჩენა და აქ მირჩიეს, ექიმთან მიდიო.
ალბათ იმას გადაწყვეტენ, კიდევ დავრჩე თუ არა.

Posted by: Doloress 4 May 2007, 15:43
tatunia_22
QUOTE
არა კი არ გაშინებ. მოურჩენელი და საგანგაშო არაფერი არ არის, მაგრმ აუცილებლად უნდა გადაამოწმო და თანაც სისტემატიურად გააკონტროლო. შენ ჯვარი გწერია, მაგრამ მე ვიცი რამდენიმე პიროვნება, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს პროლაქტინის გამო.

ხო, ვიცი..
ისიც ვიცი, რომ უნდა მივიდე.. მაგრამ ვიფქრე, იქნებ ვინმემ რამე "სანუგეშო" მითხრას-თქო.. baby.gif

tms
QUOTE
რა იყო ძახილის ნიშნები ჯოხის ასოციაციას იწვევს, რომელთანც ცუდი მოგონებები გაქვს?

ეუF.. rolleyes.gif

QUOTE
მოკლედ ძახილის ნიშნის დანიშნულება ყურადღების გამახვილებაა

ნწუ.. ცირა მასწავლებელმა მითრა, ძახილის ნიშანი ბრძანეითი წინადადების ბოლოს დაისმისოო.. baby.gif
მარა გავატარეთ.. gigi.gif

QUOTE
ნებისმიერმა ქალმა, უფრო ზოგადად მდედრმა უნდა იაროს რეგულარულად გინეკოლოგთან..ამას არც ფორუმი უნდა და არც კედლის გაზეთი

თემის გაუქმებასთად დაკავშირებით დავაყენოთ საკითხი "ფორუმის შესახებში"!!! givi.gif

QUOTE
ნებისმიერმა ქალმა, უფრო ზოგადად მდედრმა

მდედრი ქალის ზოგადი ფორმაა?!

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 4 May 2007, 15:45
აი კიდევ იცით რა მაინტერესებს? აი ორსულობისას ეგრეთ წოდებული სქესობრივი აქტი მიზანშეწონლია თუ არა? თუ არა რატომ? და რა ვქნა სანამ არ შეიძლება?
* * *
აი კიდევ იცით რა მაინტერესებს? აი ორსულობისას ეგრეთ წოდებული სქესობრივი აქტი მიზანშეწონლია თუ არა? თუ არა რატომ? და რა ვქნა სანამ არ შეიძლება?

Posted by: makvala 4 May 2007, 15:58
Yoshimitsu Fukazawa

კატეგორიული აკრძალვა არ არსებობს, ოღონდ რამდენიმე პირობის დაცვით

1. "მისიონერის პოზა" არ შეიძლება...
2. მაქსიმალურად უნდა გაუწიო ანგარიში მეუღლის სურვილს და მოთხოვნას...
3. მეუღლეს უნდა ჰქონდეს მკურნალი ექიმის ნებართვა. თუ ორსულობა გართულებებით მიდის, არ შეიძლება....

ზოგი ქალი მეორე ტრიმესტრში უფრო სექსუალური ხდება...

ტანკე,

რაც ზემოთ იკითხე, ორსულობის არანულოვანი ალბათობა არსებობს

Posted by: ekageo 4 May 2007, 15:59
QUOTE
Yoshimitsu Fukazawa

პირველ და მეორე ტრიმესტრში ცექცი არ შეიძლება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა ორსულობის მესამე თვემდე და მეშვიდე თვის შემდეგ.
რა უნდა ქნა და თავი შეიკავო.
* * *
QUOTE
Yoshimitsu Fukazawa

პირველ და მეორე ტრიმესტრში სექსი არ შეიძლება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა ორსულობის მესამე თვემდე და მეშვიდე თვის შემდეგ. იმიტომ რომ შეიძლება ორსულობა შეწყდეს.
რა უნდა ქნა და თავი შეიკავო. yes.gif yes.gif

Posted by: tatunia_22 4 May 2007, 16:04
ekageo
QUOTE
პირველ და მეორე ტრიმესტრში ცექცი არ შეიძლება


გინდოდა გეთქვა პირველ და მესამე ტრიმესტრშიო (ალბათ smile.gif) და შუალედშიც მხოლოდ ექიმის ნებართვით.

Posted by: ekageo 4 May 2007, 16:06
QUOTE
tatunia_22

კი, მეორე მექანიკურად დავწერე

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 4 May 2007, 16:38
QUOTE (makvala @ 4 May 2007, 15:58 )
Yoshimitsu Fukazawa

კატეგორიული აკრძალვა არ არსებობს, ოღონდ რამდენიმე პირობის დაცვით

1. "მისიონერის პოზა" არ შეიძლება...
2. მაქსიმალურად უნდა გაუწიო ანგარიში მეუღლის სურვილს და მოთხოვნას...
3. მეუღლეს უნდა ჰქონდეს მკურნალი ექიმის ნებართვა. თუ ორსულობა გართულებებით მიდის, არ შეიძლება....

ზოგი ქალი მეორე ტრიმესტრში უფრო სექსუალური ხდება...

ტანკე,

რაც ზემოთ იკითხე, ორსულობის არანულოვანი ალბათობა არსებობს

აუფ რამდენი სექსი მომინდება იმდენი გინეკოლოგთან ვირბინო ნებართვაზე? eek.gif მისიონერის პოზის გარდა სხვა პოზას არ ვცნობ იმიტომ რომ გარყვნილებაა და უნამუსობა! spy.gif თქვენც იგივეს გირჩევთ რაღაცაში მაინც შევინარჩუნოთ წესიერება და ქართველობა! ან მისიონერული რატომ არ შეიძლება? ისე რო ქნა რომ მუცელს არ შეეხო მაინც არ შეიძლება? უფრო სექსუალური ხდება რას ნიშნავს? ანუ უფრო მეტი სურვილი უჩნდება? ტრიმესტრი როგორც მივხვდი 3 თვისგან შედგება არა? რა მართლა საშოს ლორწოვანს მიყვება სპერმატოზოიდი? ორსულობის არანულოვანი ალბათობა რას ნიშნავს? გთხოვთ ცოტა დამიკონკრეტოთ! წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: margusha 4 May 2007, 16:45
Yoshimitsu Fukazawa

რასა მაიმუნობ შენა? biggrin.gif

Posted by: lala 4 May 2007, 18:06
გუშIნ ვიყავი ექიმთან და ჟანგბადის უკმარისობა აქვს ჩემს პაწუკას sad.gif თან ტონუსიც მაქვს კიდევ საშუალოდ გამოხატული. და მომყოლი არის არაერთგვაროვანი.... ერთგვაროვანი უნდა იყოს თურმე... დავიწყე წამლების დალევა გუშინ რაც გამომიწერა და ვნახოთ...
ძაან მეშინია ნაადრევი მშობიარობა არ გამოიწვიოს..
ძაან საშიშია? sad.gif

Posted by: margusha 4 May 2007, 18:18
lala

D-დიმმერის ანალიზი გაკეთება არ მოგთხოვეს?

Posted by: lala 4 May 2007, 18:28
margusha
არაა
კარდიოტახოგრამა მომთხოვეს და გადავიღე

Posted by: lala 4 May 2007, 18:29
margusha
ეგ რა ანალიზია?
მე კარდიოტახოგრამის გადაღება მომთხოვეს და გადავიღე

Posted by: lala 4 May 2007, 18:31
ვაიმე მაპატიეთ ამდენის დაწერა არ მინდოდა გაჭედა ინტმა და sad.gif : user.gif

Posted by: lala 4 May 2007, 18:31
margusha
ეგ რა ანალიზია?
მე კარდიოტახოგრამის გადაღება მომთხოვეს და გადავიღე

Posted by: makvala 4 May 2007, 20:20
margusha
QUOTE
D-დიმმერის ანალიზი გაკეთება არ მოგთხოვეს?


აუ ამ დიმერ-მონომერით აამყრალეს სიტუაცია ბევრმა ექიმმა და ლაბმა...

ჩვეულებრივ კოაგულოგრამაზე თუ ეთანოლოს სინჯი დადებითია, მომატებულია მა რა, პროსტო როცა მარტივი საშუალება არსებობს, აყუდებენ ამდენ პაციენტს უაზრო ძვირ გამოკვლევაში... ეგ ანალიზი მაშინ არის საჭირო, როცა კოაგულაციური დარღვევის კლინიკა არის, მაგრამ ეთანოლის სინჯის მგრძნობელობა არ არის საკმარისი...

lala

კარდიოტოკოგრამა...ამ ვადაზე სწორად ურჩევიათ. გააჩნია ვინ გააკეთა და სად...

Posted by: WOMAN IN LOVE 5 May 2007, 12:29
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
მისიონერის პოზის გარდა სხვა პოზას არ ვცნობ იმიტომ რომ გარყვნილებაა და უნამუსობა!  თქვენც იგივეს გირჩევთ რაღაცაში მაინც შევინარჩუნოთ წესიერება და ქართველობა!

აბა ისაო...ბოდიში და ქალი ზევიდანო? (გავწითლდი ) ეგაა შენი ქართველობა? სულ გაირყვნა ეს ხალხი, რა!
makvala
შენს სფეროში, როგორცა ჩანს, კურიოზები არ ილევა, ისეთი აზრები მოსდის ზოგიერთს თავში... მოგვიყევი ხოლმე რააა wink.gif

Posted by: lala 5 May 2007, 15:15
makvala
ვენუს ჯორჯიაში გავიკეთე, შეროზიას ქუჩაზე მეჩქარებოდა არც ვიცოდი სად მივსულიყავი
და თუ კიდევ მომთხოვენ სად მირჩევდი?

Posted by: luki9 5 May 2007, 15:47
ეხლა რა ხდება ,, დასაშვებია სექსი ორსულობის მთლიანი 9 თვის განმავლობაში !!!!!!!
რა თქმა უნდა თუ ქალს ტონუსი და რაღაც კიდევ მაგდაგვარი არ სჭირს..( თუმცაღა მაგ დროსაც შეიძლება)
ეხლა გავაკეთებ ციტირებას ,,რომელიც მეცნიერების მიერ იქნა დადგენილი და ჩემი აზრითაც მართალია..

,1 სექსი არის დიდი სიამოვნება,,რომლის დროსაც გამოიყოფა ბედნიერების ( არ ვიცი რა ქვია ამ ჰორმონს)
ჰორმონები,, მოკლედ ეს ჰორმონები მაშინ გამოიყოფა როცა ადამიანი განიცდის რაღაცა სასიამოვნოს ,,როცა ბედნიერია და მოკლედ სწორედ ეს ჰორმონი არის ძალიან სასარგებლო იმ პატარა ბავშვისთვის რომელიც მაგ დროს მუცელში!!!!!
დამტკიცებულია რომ იმ ადამიანების ბავშვები რომელთაც ძალიან ხშირედ ქონდათ სექსი ორსულობის დროს, არიან მეტად თბილები,,მგრძნობიარენი და უფრო ლამაზები,,, ( რა ოდენ გასაკვირიც არ უნდა იყო)

აი ესე!!!!!!!! ასე რომ შეყვარებულო წყვილებო თუ შეგიძლიათ მდით და უკან არ დაიხიოთ.....

Posted by: BadbadGirl 5 May 2007, 20:05
QUOTE
დასაშვებია სექსი ორსულობის მთლიანი 9 თვის განმავლობაში !!!!!!!

ვახახახააააააა, დადე წყარო სად ნახე ასეთი რამ, biggrin.gif და კიდე დააკოკკრეტე სექსის რა ფორმაზე არის ლაპარაკი.


პ.ს. სიმოვნების მიღების წყარო სექსის გარდა კიდეც ბევრია!

Posted by: Cyborg-Mcloud 5 May 2007, 20:38
luki9
ნუ კაცის გადმოსახედიდან მანდ სუ თAვში გიტრიალებს მასეთი სექსის ეთიკურობის საკითხი (თუ ვაგინალურ სექსზეა საუბარი) და განსაკუთრებით ბოლო თვეებში...

ხოდა თუ ორალურზეა საუბარი - 9 თვე კი არა მშობიარობის დღესაც რა პრობლემაა? (თუ აქვე დავსძენთ რო ანალური სექსი მაინდამაინც "სიამოვნების წყარო" და ქალში ჭარბი ჰორმონების გამოყოფის საშუალება ვერ იქნება. თორე არც მაგას უშლის ხელს არაფერი)

ტაკ ჩტო დასაკონკრეტებელია როგორც ბედ-მედ-გირლმა აღნიშნა: რა სექსზეა საუბარი. და ფიზიოლოგიურადაც რომ შეიძლებოდეს - კაცი თანახმაა მე-9 თვეში ვაგინალურ სექსზე კითხეთ ვინმემ?! - ხოდა ფიზიოლოგია მანდ მეორე პლანზე გადადის ბოლოსკენ...

Posted by: lala 5 May 2007, 20:42
kudracha
სამშობიაროში ბავშვს შენთან ტოვებენ? თუ შენ ნებაზეა?
დედიკოებო სამშობიაროში თქვენთან იყო თქვენი პატარა
დედასთან ტოვებენ ხოლმე თუ თვითონ უვლიან?

Posted by: WOMAN IN LOVE 5 May 2007, 20:45
luki9
გააჩნია ორსულის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას...ზოგს პირიქით, ზიზღი უჩნდება სექსისი მიმართ და რა სიამოვნებაზეა საუბარი?

Posted by: ingako 5 May 2007, 22:34
lala
[QUOTE]სამშობიაროში ბავშვს შენთან ტოვებენ? თუ შენ ნებაზეა?
ახალშობილი დაბადებისთანავე მშრალდება და თავსდება დედის სხეულზე(გარდა საკეისრო კვეთისა) და რჩება დედასთან სამშობიარო ბლოკში 2kiss.gif (იგულისხმება, რომ დედა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს).დედის პალატაში გადაყვანისას ბავშვი მიყავთ ახალშობილთა განყოფილებაში გასასინჯად და ყველა საჭირო პროცედურის ჩასატარებლად...შემდეგ თუ ბავშვის მხრიდან არაა პრობლემა იგი ძორითადად დედასთანაა და მხოლოდ აუცილებელი გასინჯვების, გამოკვლევებისა და დამუშავების დროს გაყავთ.
ეს არის ის აუცილებელი სტანდარტი რაც ყველა სამშობიარო სახლს მოეთხოვება. yes.gif
მშვიდობიან მომშობიარებას და ბედნიერ დედობას გისურვებ smile.gif

Posted by: lala 5 May 2007, 22:51
ingako
მადლობა
მე ვიცოდი რომ მგონი საკუთარ სურვილზეა დამოკიდებული თუ გინდა დაგიტოვებენ თუ გინდა წაიყვანენ. მაგალითად ჩაჩავაში

Posted by: makvala 5 May 2007, 23:08
lol.gif lol.gif lol.gif

ეს პოსტი გვიანა ვნახე...მაგრამ შაყირს არ ჰგავს, პრობლემა აქვს კაცს...

Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
აუფ რამდენი სექსი მომინდება იმდენი გინეკოლოგთან ვირბინო ნებართვაზე?


შენ არა, მეუღლემ... მეორეც ყოველწუთს გინეკოლოგთან სირბილი არ არის საჭირო...არსებობს ორსულობის გართულებები, რომლის დროსაც სექსი არ შეიძლება. ეხლა ვერ ავხსნი, დიდი თემაა...

QUOTE
მისიონერის პოზის გარდა სხვა პოზას არ ვცნობ იმიტომ რომ გარყვნილებაა და უნამუსობა!


გარყვნილება და უნამუსობა პარტნიორების ცვლაა და არა პოზების. ზოგი ქალი საერთოდ ვერ აღწევს ორგაზმს მისიონერული პოზის დროს და იძულებულია ორგაზმის იმიტაცია გააკეთოს, რომ ქმრის თავმოყვარეობა დააკმაყოფილოს... გულწრფელად მეცოდება შენი მეუღლე...

QUOTE
თქვენც იგივეს გირჩევთ რაღაცაში მაინც შევინარჩუნოთ წესიერება და ქართველობა!


აი ამას დედალ-მამლის განყოფილებაში მურთაზის სინდრომი უწოდეს...აი შენნაირების გამოა რომ საცინლად იგდებენ ქართულ მენტალიტეტს...

QUOTE
უფრო სექსუალური ხდება რას ნიშნავს? ანუ უფრო მეტი სურვილი უჩნდება? ტრიმესტრი როგორც მივხვდი 3 თვისგან შედგება არა?


ეგრეა...


QUOTE
რა მართლა საშოს ლორწოვანს მიყვება სპერმატოზოიდი? ორსულობის არანულოვანი ალბათობა რას ნიშნავს? გთხოვთ ცოტა დამიკონკრეტოთ!


ჯერ ერთი ეს შენი შეკითხვის საპასუხოდ არ დაწერილა, მაგრამ მაინც...სპერმატოზოიდს მართლაც აქვს უნარი საშოს ლორწოვანში დაღმავალი დინების საწინააღმდეგოდ იმოძრაოს, ამიტომ თუ ეაკულაცია გარე სასქესო ორგანოებზე ან მათ ახლოს ხდება, დაორსულების მცირე შანსი მაინც არსებობს. ერთ ჩემს კოლეგას ჰყავდა პაციენტი, რომელიც დაორსულდა ისე, რომ მას და მის პარტნიორს ქვედა საცვალი არც ჰქონდათ გახდილი, ეაკულაციის შემდეგ ორ ქსოვილში იმდენმა სპერმამ გააღწია, დაორსულებისათვის საკმარისი აღმოჩნდა...

ზოგი წლობით შვილს ელოდება, ზოგსაც კი ასეთები მოსდის...

QUOTE
წინასწარ გიხდით მადლობას


არაფრის ბატონო...

Posted by: ingako 5 May 2007, 23:10
lala
ადრე მართლაც დედის სურვილით ხდებოდა ბავშვის დატოვება ან წაყვანა.
თუ დედას არ შეუძლია რაიმე სერიოზული მიზეზის გამო ბავშვი ახლაც გაყავთ, მაგრამ დამეთანხმე როგორც დედისთვის ასე ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა, განსაკუთრებით ახალშობილისათვის...
თუმცა ზოგიერთ სამშობიაროში დედებს დიდ შეღავათებს უწევენ და ასვენებენ, მაგრამ ბავშვები დედებთან უფრო უკეთესად გრდნობენ თავს( მშვიდად რიან, ძუძუს მაშინ იღებენ როცა შიათ, ხელოვნურს დაუკითხავად არავინ მისცემს, ეფრო მეტ სითბოს და მზრუნველობას ღებულობენ დედისაგან)........ასე რომ არჩევანი შენზეა.

Posted by: blear_witch 5 May 2007, 23:15
makvala
QUOTE
ერთ ჩემს კოლეგას ჰყავდა პაციენტი, რომელიც დაორსულდა ისე, რომ მას და მის პარტნიორს ქვედა საცვალი არც ჰქონდათ გახდილი, ეაკულაციის შემდეგ ორ ქსოვილში იმდენმა სპერმამ გააღწია, დაორსულებისათვის საკმარისი აღმოჩნდა.

სპერმატოზოიდები ქონდა თუ ტორპედოები პრიცელით იმ დალოცვილსbiggrin.gif

Posted by: natasha21 5 May 2007, 23:27
QUOTE (blear_witch @ 5 May 2007, 22:15 )
სპერმატოზოიდები ქონდა თუ ტორპედოები პრიცელით იმ დალოცვილსbiggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif ეგეთებიც ხდება!
და ამ ბოლო დროს ვიკლის დროს დაფეხმძიმებულებიც მომრავლდნენ

Posted by: makvala 6 May 2007, 10:04
lala

ვენუსში ვინ აკეთებს არ ვიცი. მაგ საქმეში ყველაზე მაგარი ჩემთვის ცნობილებიდან არის მანანა ცაგარეიშვილი ღუდუშაურის კლინიკაში. მანჩომ ავსტრიაში ისწავლა ეგ საქმე და აქაც ბევრს სწორედ მაგან ასწავლა, მაგრამ ზოგმა ისწავლა და ზოგმა არა. თან კარგი ექიმია ყველა პარამეტრით. ავსტრიაში წლობით მუშაობისას კაი პრაქტიკა მიიღო. თუ გინდა ტელეფონს დაგიპიემებ

BadbadGirl
QUOTE
ვახახახააააააა, დადე წყარო სად ნახე ასეთი რამ,


რა გაცინებს, luki9-მ სწორი გითხრა, ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურ სახელმძღვანელოში სწერია, ოღონდ ორსულობა ფიზიოლოგიურად უნდა მიმდინარეობდეს...ადრე გარდიანმა მოიყვანა მერკის საიტზე ლინკი, გაქექე დასაწყისი და ნახავ...

ლაპარაკია ვაგინალურ სექსზე...


QUOTE
პ.ს. სიმოვნების მიღების წყარო სექსის გარდა კიდეც ბევრია!


კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ორსულობისას ისინიც ხშირად იზღუდება, სიგარეტი და სასმელი მაგალითად. ჭორაობა ენით ერთმანეთისათვის ზურგის დაფხანამდე კი ნებადართულია მთელი 40 კვირის განმავლობაში...

Posted by: Suleluka 6 May 2007, 11:47
lala
არამიანცში რომ ვიყავი ვიკითხე ბავშვზე, და შენი სურვილითააო, როცა გინდა მოგიყვანენ როცა გინდა წაიყვანენ, კობის ქუჩაზე რომ იუნონაა მანდაც ეგრეა, მემგონი ნახალოვკაშიც

Posted by: makvala 6 May 2007, 15:07
Suleluka

კობის ქუჩაზე არის მესამე სამშობიარო, იუნონას მანდ იჯარით აქვს აღებული რამდენიმე ოთახი და ექო უდგათ. ასე რომ იუნონას სამშობიარო არ აქვს

Posted by: Matrona 6 May 2007, 19:06
ორსულობასა და სექსზე პოსტების წაკითხვისას, ერთი მხიარული ამბავი გამახსენდა....


მოკლედ პირველი ორსულობიოს პერიოდი დაემთხვა ჩემს ყოფნას ინგლისში....მმივედი GP-სთან და მომცა ბუკლეტების მთელი შეკვრა.. სახლში მოსვლისთანავე მე და ჩემმა მეუღლემ სასწრაფოდ გადავათვალიერეთ და ბევრიც ვიმხიარულეთ...
იქ გარკვევით ეწერა, რომ ორსულობისას სექსი დაუშვებელია , როდესაც ქალი უკვე წყლებს დაღვრის და მშობიარობა დაიწყება....დანარჩენ შემთხვევაში ეს ინდივიდუალურიაო...
განსაკუთრებით იმაზე ვიმხიარულეთ, თუ რა ცხოველი უნდა იყოს მამაკაცი, რომლის პარტნიორი უკვე წყლებს ღვრის და მას კი სექსი უნდა....
ღმერთო ჩემო, რას არ გაიგებ ადამიანი....

ისე კი, ორივე ორსულობისას ტონუსი მაქვს მთელი 9 თვე და ასე, რომ პრობლემურ ორსულებს ვურჩევ, მაინც თავი შეიკავონ...



Posted by: tikusha 6 May 2007, 19:40
makvala

მისიონერული პოზა რომელია ქალი ქვემოთ??

ორგაზმის მისაღწევად ყველაზე საუკეთესო პოზა რომელია??

Posted by: georgio2007 6 May 2007, 20:14
არანაირი პრობლემა არაა თუ ორსულობა ნორმალურია. ანუ ექიმს მაინც შეეკითხეთ. მაგრამ ქალი თუ ბოლო ერთი თვეც ვერ ითმენს რა ქნას?!:))))))

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 7 May 2007, 12:34
QUOTE (makvala @ 5 May 2007, 23:08 )
lol.gif lol.gif lol.gif

ეს პოსტი გვიანა ვნახე...მაგრამ შაყირს არ ჰგავს, პრობლემა აქვს კაცს...

Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
აუფ რამდენი სექსი მომინდება იმდენი გინეკოლოგთან ვირბინო ნებართვაზე?


შენ არა, მეუღლემ... მეორეც ყოველწუთს გინეკოლოგთან სირბილი არ არის საჭირო...არსებობს ორსულობის გართულებები, რომლის დროსაც სექსი არ შეიძლება. ეხლა ვერ ავხსნი, დიდი თემაა...

QUOTE
მისიონერის პოზის გარდა სხვა პოზას არ ვცნობ იმიტომ რომ გარყვნილებაა და უნამუსობა!


გარყვნილება და უნამუსობა პარტნიორების ცვლაა და არა პოზების. ზოგი ქალი საერთოდ ვერ აღწევს ორგაზმს მისიონერული პოზის დროს და იძულებულია ორგაზმის იმიტაცია გააკეთოს, რომ ქმრის თავმოყვარეობა დააკმაყოფილოს... გულწრფელად მეცოდება შენი მეუღლე...

QUOTE
თქვენც იგივეს გირჩევთ რაღაცაში მაინც შევინარჩუნოთ წესიერება და ქართველობა!


აი ამას დედალ-მამლის განყოფილებაში მურთაზის სინდრომი უწოდეს...აი შენნაირების გამოა რომ საცინლად იგდებენ ქართულ მენტალიტეტს...

QUOTE
უფრო სექსუალური ხდება რას ნიშნავს? ანუ უფრო მეტი სურვილი უჩნდება? ტრიმესტრი როგორც მივხვდი 3 თვისგან შედგება არა?


ეგრეა...


QUOTE
რა მართლა საშოს ლორწოვანს მიყვება სპერმატოზოიდი? ორსულობის არანულოვანი ალბათობა რას ნიშნავს? გთხოვთ ცოტა დამიკონკრეტოთ!


ჯერ ერთი ეს შენი შეკითხვის საპასუხოდ არ დაწერილა, მაგრამ მაინც...სპერმატოზოიდს მართლაც აქვს უნარი საშოს ლორწოვანში დაღმავალი დინების საწინააღმდეგოდ იმოძრაოს, ამიტომ თუ ეაკულაცია გარე სასქესო ორგანოებზე ან მათ ახლოს ხდება, დაორსულების მცირე შანსი მაინც არსებობს. ერთ ჩემს კოლეგას ჰყავდა პაციენტი, რომელიც დაორსულდა ისე, რომ მას და მის პარტნიორს ქვედა საცვალი არც ჰქონდათ გახდილი, ეაკულაციის შემდეგ ორ ქსოვილში იმდენმა სპერმამ გააღწია, დაორსულებისათვის საკმარისი აღმოჩნდა...

ზოგი წლობით შვილს ელოდება, ზოგსაც კი ასეთები მოსდის...

QUOTE
წინასწარ გიხდით მადლობას


არაფრის ბატონო...

უკაცრავად და პოზას ქალისთვის რა მნიშვნელობა აქვს? ან უკაცრავად და ეგრეთ წოდებული ორგაზმის იმიტაცია რას ნიშნავს? ან რატომ უნდა მოუნდეს ორგაზმის იმიტაცია? spy.gif მესმის სიძვის დიაცმა გააკეთოს ასეთი რამ მაგრამ ცოლმა? სიმართლე რომ გითხრათ პირველად მესმის ასეთი რამ yes.gif მოხარული ვარ რომ თქვენი სახით ასეთ ამომწურავ პასუხებს ვიღებ! ერთი კითხვა მაქვს უფრო სწორედ ერთი კი არა და ძალიან ბევრი კითხვა გამაჩნია ქალის ფიზიოლოგიასთან დაკავშირებით ამიტომ ნელ ნელა დაგისვამთ ამ კითხვებს და უმორჩილესად გთხოვთ რომ არ დაიზაროთ და გამცეთ პასუხები. რახან თემამ მოიტანა სუ მაინტერესებდა ქალის ორგაზმთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებით ეს თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც თეატრალურ სარდაფში დავესწარი სპექტაკლს სახელად "სექსუალური რევოლუცია". სპექტაკლში ნახსენები იყო ასეთი ფრაზა "ანორგაზმია" გთხოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს ეს? ანუ არსებობენ ისეთი ქალები რომლებსაც თანდაყოლილად არ შეუძლიათ ორგაზმის განცდა?

Posted by: mdgmuri 7 May 2007, 12:40
................................................................

Posted by: velika 7 May 2007, 12:54
b]makvala[/b]
ერთი შეკითხვა მაქვს,13 აპრილს გავიკეთე პოლიკისტოზის ოპერაცია,მენზას ველოდებოდი 5 მაისს და აღარ ჩანს,ცოტა მოვარდისფრო გამონადენი მქონდა 5-ში და მეტი არაფერი,მაინტერესებს ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში უნდა ჩადგეს ციკლი წესრიგში თუ მანამდე გადაცდენები და იშვიათად თვის ჩავარდნაც მქონია შეიძლება პოლიკისტოზის გამო?
მადლობა წინასწარ...

Posted by: tatunia_22 7 May 2007, 14:59
Yoshimitsu Fukazawa

სექსის დროს პოზას ქალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, მისიონერის პოზაში ორგაზმის მიღწევა ძალიან რთულია.

tikusha

QUOTE
ორგაზმის მისაღწევად ყველაზე საუკეთესო პოზა რომელია??


ქალისათვის საუკეთესო პოზაა, როცა ქალი ზემოდანაა და მამაკაცისათვის მემგონი პოზას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

makvala

ბოდიში, შენს კომპეტენციაში ჩავერიე ცოტათი smile.gif უბრალოდ ძალიან მეცოდებიან ქალები, ისეთი მამაკაცის გვედზე, რომელსაც წარმოდგენა არ აქვთ ქალის ორგაზმზე.

Posted by: Suleluka 7 May 2007, 17:02
makvala
ჩემმა დაქალმა იმშობიარა მანდ და არ ვიცი ზუსტად, ფასიანში იწვა და შეიძლება მესამე სამშობიაროს ფასიანში იწვა, ყოველ შემთხვევაში ბავშვი წაყვანა მოყვანა თავისი ნებით იყო

Posted by: WOMAN IN LOVE 7 May 2007, 18:37
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
უკაცრავად და

რამდენი წლის ხარ?
QUOTE
ძალიან ბევრი კითხვა გამაჩნია ქალის ფიზიოლოგიასთან დაკავშირებით ამიტომ ნელ ნელა დაგისვამთ ამ კითხვებს და უმორჩილესად გთხოვთ რომ არ დაიზაროთ და გამცეთ პასუხები.

ეს უკვე კარგია.

Posted by: BadbadGirl 7 May 2007, 20:27
QUOTE
Yoshimitsu Fukazawa

შაყირობ ხო?
+30 ჩარი

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 8 May 2007, 09:32
QUOTE (BadbadGirl @ 7 May 2007, 20:27 )
QUOTE
Yoshimitsu Fukazawa

შაყირობ ხო?
+30 ჩარი

უმორჩილესად გთხოვთ ნუ აოფტოფიკებთ offtopic.gif , 40+, ჯობს ჩემი ასაკის გარკვევას კითხვებზე მიპასუხოთ yes.gif

Posted by: Nemiroff 8 May 2007, 10:59
რა მაინტერესებს იცით? შეიძლება თუ არა გოგონამ 20 წლის ასაკში ქალიშვილობა დაკარგოს ისე რომ სისხლი არ ქონდეს გამონადენარ.

Posted by: SPC 8 May 2007, 11:03
QUOTE
რა მაინტერესებს იცით? შეიძლება თუ არა გოგონამ 20 წლის ასაკში ქალიშვილობა დაკარგოს ისე რომ სისხლი არ ქონდეს გამონადენარ.

კი, თავისუფლად

Posted by: Princess 8 May 2007, 11:18
QUOTE
"ანორგაზმია" გთხოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს ეს? ანუ არსებობენ ისეთი ქალები რომლებსაც თანდაყოლილად არ შეუძლიათ ორგაზმის განცდა?

QUOTE
40+,


და ეხლა დაიწყე ამ საკითხების გარკვევაა? თუმცა სჯჯობს გვიან ვიდრე არასდროს... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 8 May 2007, 11:38
QUOTE (Princess @ 8 May 2007, 11:18 )
QUOTE
"ანორგაზმია" გთხოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს ეს? ანუ არსებობენ ისეთი ქალები რომლებსაც თანდაყოლილად არ შეუძლიათ ორგაზმის განცდა?

QUOTE
40+,


და ეხლა დაიწყე ამ საკითხების გარკვევაა? თუმცა სჯჯობს გვიან ვიდრე არასდროს... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ქალიშვილო სასაცილოს აქ ვერაფერს ვხედავ, თქვენგან განსხვავებით სხვა დროს გავიზარდე და სხვა ფასეულობები გამაჩნია არც ამდენი პორნოგრაფია იყო ტელევიზორში და არც ამდენი ლიტერატურა სექსზე yes.gif გინეკოლოგთან ამხელა ყაზილარი ვერ წავიდოდი ორგაზმზე სალაპარაკოდ იფიქრებდა ავადმყოფიაო, როცა მომეცა საშუალება ინკოგნიტოდ გამერკვია გარკვეული საკითხები მაშინ დავიწყე ამიტომ გთხოვთ ირონიისგან და ცინიზმისგან თავი შეიკავოთ! თუ ესეთი გაწაფული და ჭკვიანი ბრძანდებით მაშინ თავად მიპასუხეთ მაგ კითხვაზე. ისე მართლა ვინმემ ამიხსენით რა რა არის ანორგაზმია! ქალბატონო მაყვალა მემგონი მხოლოდ თქვენ ბრძანდებით კომპეტენტური ამ საკითხში და ეგებ 5 წუთით მოიცალოთ ჩემი კითხვებისთვის? baby.gif

Posted by: BaBajanka 8 May 2007, 11:44
Yoshimitsu Fukazawa


და ფორუმი ხო ის ადგილი არ არის, სადაც რჩევა-დარიგებებს და კომპეტენტურ პასუხებს კეკელა და მაროს სახელით დარეგისტრირებული თვითმარქვია გინეკოლოგებისგან უნდა ელოდე?

მემგონი ღადაობა გაგეწელა smile.gif

Posted by: Princess 8 May 2007, 11:46
Yoshimitsu Fukazawa
თუ კაცი გამოცდილია და კარგად იცის თავისი რჩეულის სხეული და გრძნობს როგორ და რა ესიამოვნება ქალს, ჩათვალე რომ ქალს ანორგაზმია და ფრიგიდულობა არ შეაწუხებს არასოდეს. ფრიგიდული ქალი და ანორგაზმია უვიცი და დაკომპლექსებული კაცების მოგონილია tongue.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 8 May 2007, 12:19
QUOTE (BaBajanka @ 8 May 2007, 11:44 )
Yoshimitsu Fukazawa


და ფორუმი ხო ის ადგილი არ არის, სადაც რჩევა-დარიგებებს და კომპეტენტურ პასუხებს კეკელა და მაროს სახელით დარეგისტრირებული თვითმარქვია გინეკოლოგებისგან უნდა ელოდე?

მემგონი ღადაობა გაგეწელა smile.gif

1. ეს ზოგადი საკითხებია ჩემო კარგო და სამკვდრო სასიცოცხლო არ არის როგორც ორსულობასთან დაკავშირებული საკითხები!
2. გავარკვიე ბატონო და ამიხსნეს რომ ისე არ არის როგორც მე მეგონა თავიდან და შეუგნებელი ადამიანი არ ვარ რომ არ გამეთვალისწინა ახსნა განმარტებები. ხო ღადავს და მაიმუნობას რაც შეეხება ეგ რომ მინდოდეს ჩემო კარგო ქალის ნიკით დავრეგისტრირდებოდი და გამონადენებზე და ასე შემდეგ დავწერდი. უბრალოდ მაინტერესებს გარკვეული საკითხები ქალის ფიზიოლოგიასთან დაკავშირებით, როგორც წინა პოსტში დავწერე გინეკოლოგთან ვერ წავალ და ვერ ვეტყვი აბა მოყე რა და როგორ არის თქო არც ახლობლობაში მყავს ექიმი რომ წავიდე და საშოზე ორგაზმზე და ასე შემდეგ დისკუსია გაუმართო! კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ მიოფტოპიკებთ! offtopic.gif უაზრო პოსტებს ჯობს პასუხი გამცეთ!

Posted by: saliha 8 May 2007, 12:41
იცით რა მაინტერესებს? მშობიარობისას გადამისხეს რაღაც ნარევი ანუ სანამ გავაჩენდი რომ ვიკითხე რა არის მეთქი ოქსიტოცინი და ფიზიოლოგიური ხსნარიაო შეიძლება მშობიარობის პროცესში ოქსიტოცინის გადასხმა? მე როგორც ვიცი შემდე უკეთებენ ამ ჰორმონს და კიდევ ბლოკში შეყვანიდან ვიმშობიარე დაახლოებით 25 წუთში ეს რას ნიშნავ დიდი დრო დამჭირდა თუ ნორმალურია კიდევ ერთი კითხვა პირველ მშობიარობაზე ყველას რატომ უჭრიან შორისს? ნუ მე ვინც ვიცი ყველას დაჭირდა აუცილებელია თუ ჩვენი მეანების გამოგონილია კომპეტენტურმა პირებმა მიპასუხეთ რააძAლიან გთხოვთ

Posted by: BaBajanka 8 May 2007, 13:16
Yoshimitsu Fukazawa


კარგი, კარგი smile.gif თუ ასეთი მოწადინებული ხარ მართლა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები! და ისიც მახარებს,
QUOTE
კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ მიოფტოპიკებთ!უაზრო პოსტებს ჯობს პასუხი გამცეთ!


რომ წესრიგსაც გულმოდგინედ ამყარებ! smile.gif

Posted by: (c)TG 8 May 2007, 14:18
Yoshimitsu Fukazawa
ისე, შენი IP რომ ჩანს მოდერებთან იცოდი ეგ ამბავი? თუ მართლა რამე გაინტერესებს, შენი ნიკით გეკითხა, ახლიდან რომ დარეგისტრირდი არ დაგეზარა?

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 8 May 2007, 15:03
QUOTE ((c)TG @ 8 May 2007, 14:18 )
Yoshimitsu Fukazawa
ისე, შენი IP რომ ჩანს მოდერებთან იცოდი ეგ ამბავი? თუ მართლა რამე გაინტერესებს, შენი ნიკით გეკითხა, ახლიდან რომ დარეგისტრირდი არ დაგეზარა?

რა IP და რა მოდერატორი? საიდან მოიტანე რომ მეორეჯერ დავრეგისტრირდი, მშვენივრად ვიცი რომ IP-ის ხედავენ IP-ის რომ ვერ ხედავდნენ IP ბანს ვერ დაადებენ იუზერს. გავგიჟდი ფორუმია თუ უშიშროების სკოლა? ჰა ვაღიარებ ჩინეთში ვთხრი გვირაბს! კითხეთ ბატონო მოდერს რამდენჯერ ვარ დარეგისტრირებული და IP-იც კითხეთ თუ გნებავთ და უშიშროებაში ზაპროსი გააგზავნეთ ჩემზე! დამანებეთ თავი! რამე უხამსს ვწერ უაზროს თუ რა გინდათ ვერ გავიგე? რა გინეკოლოგთან კითხვა რომ დავსვა აუცილებლად ქალი და თან ორსული უნდა ვიყო? წადი რა გენაცვალე დამანებე თავი ეგეთი ანალიტიკური ტვინის პატრონი სპეცსამსახურებზე უნდა მუშაობდე! და ნუ გააააააოფტოპიკეთ ეს თემა! ორი დღეა ანორგაზმია რა არის ვერ გავარკვიე! რატომ არის დაუჯერებელი რომ ქალთან დაკავშირებული საკითხები მაინტერესებდეს, ხო არ ვწერ რა სახის გამონადენი აქვს ქალს რა ფერი რა სუნის რა ინტენსიურობით ვკითხულობ ისეთ რაღაცას რაც პირად სექსუალურ ცხოვრებაში გამომადგება! მოდერს ვთხოვ წაშალოს ოფტოპიკ პოსტები!!! yes.gif

Posted by: (c)TG 8 May 2007, 15:15
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
წადი რა გენაცვალე დამანებე თავი ეგეთი ანალიტიკური ტვინის პატრონი სპეცსამსახურებზე უნდა მუშაობდე!

მანდ ვმუშაობ ზუსტად tongue.gif
QUOTE
რატომ არის დაუჯერებელი რომ ქალთან დაკავშირებული საკითხები მაინტერესებდეს, ხო არ ვწერ რა სახის გამონადენი აქვს ქალს რა ფერი რა სუნის რა ინტენსიურობით

აი ეს არის
QUOTE
რამე უხამსს ვწერ უაზროს თუ რა

მოიცა და რა გამოგადგება პირად ცხოვრებაში, სხვისი გამონადენის სუნი და ფერი? ღმერთმა შეგარგოს keh.gif

Posted by: Princess 8 May 2007, 15:39
Yoshimitsu Fukazawa
ხომ დაგიცერე მაგაზე პასუხი? მაინც არ გჯერა? კიდევ რა გაინტერესებს? smile.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 8 May 2007, 15:41
QUOTE ((c)TG @ 8 May 2007, 15:15 )
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
წადი რა გენაცვალე დამანებე თავი ეგეთი ანალიტიკური ტვინის პატრონი სპეცსამსახურებზე უნდა მუშაობდე!

მანდ ვმუშაობ ზუსტად tongue.gif
QUOTE
რატომ არის დაუჯერებელი რომ ქალთან დაკავშირებული საკითხები მაინტერესებდეს, ხო არ ვწერ რა სახის გამონადენი აქვს ქალს რა ფერი რა სუნის რა ინტენსიურობით

აი ეს არის
QUOTE
რამე უხამსს ვწერ უაზროს თუ რა

მოიცა და რა გამოგადგება პირად ცხოვრებაში, სხვისი გამონადენის სუნი და ფერი? ღმერთმა შეგარგოს keh.gif

1. გენაცვალე გდაიკითხეთ რა ჩემი პოსტები ძალიან გთხოვთ!
2. ყველა ჩემი პოსტი შეეხებოდა ქალის ორგაზმს, პოზებს და ასე შემდეგ. ჩემ პოსტებზე მიღებულ პასუხებს კი გამოვიყენებ პირად სექსუალურ ცხოვრებაში ვოტ!
3. კაკ რაზ ეგ დავწერე რომ რაც მაინტერესებს იმას ვაზუსტებ თქო და რომ ვშაყირობდე მაშინ გამონადენებზე დავპოსტავდი, ისე გამონადენი შეგიზლიათ თავად შეინახოთ და გამოიყენოთ!ინჩეს? თქვენ თუ ქართულად კითხვა არ იცით ან ვერ ხვდებით რა დავპოსტე და რა გიპასუხეთ მაშინ დიდი პრობლემები გქონიათ და სპეცსამსახურებში მუშაობას გირჩევთ ექიმს მიმართოთ yes.gif არა რა ფორუმზე დარეგისტრირების წინ IQ-ტესტი უნდა იყოს! გააოფტოპიკეს თემა! მოდერატორი არ ყავს აქაურობას??????????????? eek.gif

Posted by: (c)TG 8 May 2007, 16:08
Yoshimitsu Fukazawa
ვშპ pop.gif აქშა აქედან იზვრაშენეც! პრობლემები გაქვს და ფორუმი ვერ გიშველის, ფსიქიატრს მიმართე, კიდევ სექსოპათოლოგს, ასევე ფსიქოლოგს და იქნებ გეშველოს. შენს მარაზმატიკულ და გადახრებიან პოსტებზე ქომენთებს აღარ ვაკეთებ, დიდი პატივი იქნება შენთვის ამდენი ყურადღება fig.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 8 May 2007, 16:29
QUOTE (Princess @ 8 May 2007, 15:39 )
Yoshimitsu Fukazawa
ხომ დაგიცერე მაგაზე პასუხი? მაინც არ გჯერა? კიდევ რა გაინტერესებს? smile.gif

სიმართლე რომ გითხრათ ეგეთმა პასუხმა არ დამაკმაყოფილა ბევრჯერ გამიგია რომ არსებობენ ქალები რომლებიც ორგაზმს საერთოდ ვერ განიცდიან თქვენ კი მეუბნებით მამაკაცის ბრალიაო. არა და მე მთელი ცხოვრება მგონია რომ მართლა არსებობენ ეგეთი ქალები ნუ თუ განიცდიან ალბათ ძალიან ძნელად არა?
თქვენ უკაცრავად ექიმი ბრძანდებით თუ კი მაშინ ვიღებ პასუხს.

Posted by: Guardian 8 May 2007, 17:04
Yoshimitsu Fukazawa

მისმინე, გენაცვალე, ამ ფორუმს აქვს განყოფილება 'აბანო' - ეგ დისკუსია იქ შეგიძლია გააგრძელო - შენს კითხვებზეც ამომწურავად გიპასუხებენ, თუ უკვე არ არის ეგ საკითხები იქაურ თემებში განხილული.

Posted by: ^keto^ 8 May 2007, 17:07
Yoshimitsu Fukazawa
საერთოდ ეგ საკითხი გინეკოლოგის გადასაწყვეტი არ არის, მაგას ფსიქოლოგი, სექსოპათოლოგი სჭირდება. ასე რომ მაინც განყოფილება შეგეშალა



პ.ს. აი, გამონადენი(სუნიანი იქნება თუ უსუნო, მწვანე თუ კოპლებიანი) ნამდვილად გინეკოლოგის საქმეა.

Posted by: Guardian 8 May 2007, 17:14
^keto^

სექსუალური დარღვევები და მათი პრევენცია ისევეა მედიცინის სფერო, როგორც გინეკოლოგია, მაგრამ, რატომღაც ამ ფორუმზე ყველა ასეთ საკითხს აბანოში განიხილავენ და არა ამ განყოფილებაში.
მაგას გარდა, ეგ პიროვნება ისეთი ტონალობით წერს, რომ, მე მგონი, აბანოში გასეირნება უფრო მოუხდება.

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 8 May 2007, 17:19
QUOTE (guardian @ 8 May 2007, 17:04 )
Yoshimitsu Fukazawa

მისმინე, გენაცვალე, ამ ფორუმს აქვს განყოფილება 'აბანო' - ეგ დისკუსია იქ შეგიძლია გააგრძელო - შენს კითხვებზეც ამომწურავად გიპასუხებენ, თუ უკვე არ არის ეგ საკითხები იქაურ თემებში განხილული.

კარგით მაგ კითხვებზე თუ ვერ მცემთ პასუხს მაშინ კიდევ აი რა მაინტერესებს ეს ხომ გინეკოლოგის საქმეა yes.gif იმ შემთხვევაში თუ ქმარს მარტო ცოლთან აქვს ურთიერთობა ხომ არის შემთხვევბი რომ სოკო ჩნდება ან ყელის ეროზია(?) ანუ კაცებს რამდენად მიუძღვით ამაში ბრალი და რა შეიძლება გააკეთოს მამაკაცმა პროფილაქტიკისთვის (უნდა დაიბანოსო არ დამიწეროთ ეგ მეც ვიცი givi.gif ) რომ რამე არ დამართოს ქალბატონს ან პირიქით

Posted by: ^keto^ 8 May 2007, 17:47
guardian
კი, ვიცი რომ მედიცინის სფეროა smile.gif შემეშალა, განყოფილება კი არადა თემა შეეშალათქო უნდა დამეწერა მაშინ wink.gif


Posted by: Nemiroff 8 May 2007, 21:57
იქნება რამე მირჩიოთ. ჩემი პარტნიორი გოგონა ორგაზმს ვეგარ აღწევს, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, აქამდე სხვანაირად იყო ყველაფერი ანუ ყველაფერი რიგზე იყო, ეხლა მეუბნევა თითქოს წყდებაო ორგაზმი შუაშI>
რას ვეტაკოოოოოო?????

Posted by: makvala 8 May 2007, 22:51
არ ეყო ამ ხალხს ჩვენზე კაიფი რა...

მე მგონი ამათი შემხედვარე ქალები შეკითხვებს ვეღარა სვამენ...

ეხლა ან ეს ბაზარ-ვაგზალი ორგაზმზე შეწყდება, ან ავყარე კახურად ტლინკები...

Posted by: ტანკე 9 May 2007, 04:18
მდაა მძიმე სიტუაციაა.
ამ თემას ჰქვია "კითხვა გინეკოლოგთან" და აქ არ იგულისხმება ის,რომ მარტო მანდილოსნებმა უნდა დაპოსტონ თავიანთ პრობლემებზე.აქ ნებისმიერს შეუძლია დასვას კითხვა და მიიღოს პასუხი,თუ ამას არ დააყვედრით,მათ შორის მამაკაცებმაც და სად დაინახეთ ამ შემთხვევაში კაიფი?ამ თემას მეც ვკითხულობ ხოლმე და არა მარტო იმიტომ,რომ ოფტოპიკები ვაკონტროლო.უბრალოდ წმინდა შემეცნებითი თვალსაზრისით.ამ პიროვნებასთან Yoshimitsu Fukazawa ძაან უსიამოვნო პი ემ მიმოწერები მქონდა,ისეთი უსიამოვნო,რომ ვერც წარმოიდგენთ.ეს განპირობებული იყო იმით,რაც მაშინ დაპოსტა.ახლა ვერ ვხედავ რომ რაღაც საშვილიშვილო ცოდვა ჩაედინოს და რატომ ასეთი ნალიოტები მასზე? ეხლა გადავიკითხე პოსტები და არაკორექტული არაფერი უთქვამს(ერთგან თქვა მარტო და მაგაზე ვორნს ვერ მივცემ,რადგანაც იუზერმაც დაუბრუნა ორმაგად და მაშინ მისი დავორნვაც მომიწევს.ამჯერად ორივეზე თავს შევიკავებ)უბრალოდ კითხვა დასვა და კაიფად რატომ მიიღეთ არ მესმის.trust me,N რაოდენობის პი ემები გავცვალეთ და მასზე შემიძლია გითხრათ,რომ საღადაოდ არ შემოდის და მართლა აინტერესებს ეს საკითხები.მგონი არაა ტაბუდადებული თემა.მეორეა ეხლა,შეიძლება მთლად გინეკოლოგიის სფეროს არ განეკუთვნებოდეს ეგ კითხვები,უფრო სექსოლოგის და სექსოპათოლოგის სფერო იყოს,მაგრამ ეგეთი თემა არ გვაქვს სამწუხაროდ და მსგავსი საკითხები აქ იპოსტება ხოლმე.შეგეძლოთ კორექტულად აგეხსნათ,რომ მსგავსი საკითხები არ ეხება გინეკოლოგს,ან რაც იცოდით ის მაინც დაგეწერათ მისთვის და მისი ცნობისმოყვარეობა(მჯერა გულწრფელი და არა საღადაო) დაგეკმაყოფილებინათ.
მის პოსტებს გადავხედე სხვადასხვა განყოფილებებში და ყველგან სერიოზულად პოსტავს,არანაირი კაიფი.
არავის მერე ნიკი არაა.
მოკლედ ამჯერად ტყუილად უხურებთ.იმ წინაზე კი ყველაფერი გარკვეულია და იემდია კითხვებზე აწი ნორმალურ პასუხს ,ან უკიდურეს შემთხვევაში საერთოდ პასუხს არ გასცემთ ხოლმე.ნალიოტები არ გვინდა.

Posted by: BaBajanka 9 May 2007, 12:39
კითხვა: ორსულები როდის მოწმდებიან კარდიოლოგთან? თავისი ინიციატივით უნდა წავიდნენ, თუ ექიმმა უნდა გააგზავნოს, თუ საერთოდ აუცილებელი არაა? ანუ მაინტერესებს, გულის პრობლემა რამდენად აქტუალურია ფეხმძIმობის დროს.

Posted by: tat 9 May 2007, 14:36
BaBajanka
მასე კარდიოლოგტAნ წასვლაც სავალდებულოა და ოფტამოლოგთანაც( შეიძლება თვალის ბადურისთვის ფიზიოლოგიური მშობიარობა არ შეიძლებოდეს!!) მარა სადაა პატრონიsad.gif ასე რომ საკუთარი ინციატივებით გოგოებო!

Posted by: (c)TG 9 May 2007, 14:47
BaBajanka
თუ უმნიშვნელოდ გაწუხებს ჰაერის უკმარისობა და გულის აჩქარება, საგანგაშო არაფერია, ეგ ნორმალურია, მაგრამ ეგ როცა უმნიშვნელოდ და მალე გადაგივლის. თუ ძალიან შეგაწუხა, ექიმი დაგინიშნავს რამეს. მე ფინოპტინს ვსვამდი და ღამე ფიტოსედის წვეთებს გინიპრალის მიღების წინ, ასე დამინიშნა. მე-7 თვიდან გადამიარა ყველაფერმა
* * *
ტანკე
QUOTE
ან უკიდურეს შემთხვევაში საერთოდ პასუხს არ გასცემთ ხოლმე

chest.gif პმ-ზე არ ვუპასუხე, (უფრო სწორედ წაუკითხავად წავშალე) და ხო კარგი юზერი ვარ? user posted image

Posted by: kudracha 9 May 2007, 15:45
tat
QUOTE
მასე კარდიოლოგტAნ წასვლაც სავალდებულოა და ოფტამოლოგთანაც

მართალია. პირადად მე კარდიოგრამაც გადავიღე და რადგან მამაჩემს თვალის პრობლემა ჰქონდა, ჩემთანაც იყო რისკ ფაქტორი და აქედან გამომდინარე, თავი დავიზღვიე და თვალზეც გავესინჯე

Posted by: BaBajanka 9 May 2007, 16:14
tat
©TG
kudracha


მადლობა გოგოებო! ანუ ისევ თვითონ მივხედო თავს... დედა, ძაან გავიწეწე.... cry.gif
გულს რავი, მგონი არ ვუჩივი, ხანდახან ოდნავ თU წამომტკივდება, უკმარისობაც არ მაქვს.
დღეს წნევა გავიზომე შემთხვევით და 90/30 მქონდა.. ისე კარგად ვარ, მაგრამ მაინც მუქ ჩაის ვსვამ ახლა...


Posted by: (c)TG 9 May 2007, 16:29
BaBajanka
QUOTE
90/30

eek.gif კარგად გაიზომე?
QUOTE
მუქ ჩაის ვსვამ ახლა

მუქი ჩაი ანუ შავი ჩაი ხო? კოფეინს ნუ მიეძალები მაინცდამაინც (შავ ჩაიში არის).

Posted by: BaBajanka 9 May 2007, 16:39
©TG

ორი სხვადასხვა აპარატით გავიზომე და რავი, ეგრე იყო. ციფრულითაც და მამაპაპურითაც, ჩვეულებრივი აპატარიAთაც. თან 2-2-ჯერ გავიზომე და რა ვიიიი.... ორივე ერთად გაგიჟდებოდა???

საქმე ისაა, რომ აბსოლუტურად არაფერი არ მაწუხებს. smile.gif

არა, ჰოლანდიიდან ჩამოვიტანე ნესვის ჩაი მაქვს, რომელსაც მუქი ფერი აქვს და გადავწყვიტე, რომ მუქ ჩაის ვსვამ smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: skarpionka 9 May 2007, 17:31
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მირჩიეთ რაა, ოღონდ კარგი, ისეთი რომ არ გაასიოს ჩემი ისედაც გასიებული ამხანაგი biggrin.gif

Posted by: makvala 9 May 2007, 17:43
BaBajanka

ორსულებს ყველას სთავაზობენ თერაპევტის კონსულტაციას, რომელიც თუ საჭიროდ ჩათვლის, კარდიოლოგსაც აჩვენებს. საერთოდ ორსულობის დროს გულის პრობლემები მხოლოდ მწვავდება, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში.

თუ დაბალი წნევა გაქვს, თვითონ ნურაფერს მიიღებ, დაურეკე მაინც შენს მეთვალყურე ექიმს.

ტანკე

რა ვიცი, პირველად ისეთები წერა, შენ რომ მოშალე, ვიფიქრე აბანოიდების მორიგი შემოსევაა მეთქი და დავუცადე სანამ მობეზრდებოდათ. ეხლა ქალი ორგაზმამდე როგორ მიიყვანოს, ეს ჩემს კომპეტენციას ნამდვილად სცილდება, ამიტომ ან ლიგას მიაკითხონ, ან რა ვიცი, სექსოლოგების მეტი რაა ქალაქში...

Posted by: Natuka NGN 9 May 2007, 19:10
Yoshimitsu Fukazawa
შედი ამ საიტზე და ყველა კითხვაზე გექნება პასუხი: http://www.neuro.net.ru/bibliot/b003/
და თუ შენთვის მისაღები მხოლოდ მისიონერის პოზაა, მეცოდება შენი ცოლი, გულწრფელად smile.gif
* * *

Posted by: velika 9 May 2007, 21:11
QUOTE
ერთი შეკითხვა მაქვს,13 აპრილს გავიკეთე პოლიკისტოზის ოპერაცია,მენზას ველოდებოდი 5 მაისს და აღარ ჩანს,ცოტა მოვარდისფრო გამონადენი მქონდა 5-ში და მეტი არაფერი,მაინტერესებს ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში უნდა ჩადგეს ციკლი წესრიგში თუ მანამდე გადაცდენები და იშვიათად თვის ჩავარდნაც მქონია შეიძლება პოლიკისტოზის გამო?
მადლობა წინასწარ...


Posted by: BaBajanka 10 May 2007, 01:06
makvala
QUOTE
ორსულებს ყველას სთავაზობენ თერაპევტის კონსულტაციას, რომელიც თუ საჭიროდ ჩათვლის, კარდიოლოგსაც აჩვენებს.


no.gif თერაპევტი არ მინახავს.

QUOTE
თუ დაბალი წნევა გაქვს, თვითონ ნურაფერს მიიღებ, დაურეკე მაინც შენს მეთვალყურე ექიმს.


არა, წამლებს არ დავლევ მაზიანზეც. smile.gif ექიმის თაობაზე კი ჯერ ჩამოუყალიბებელი ვარ. ვნახოთ...

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 10 May 2007, 09:34
იმედია აურ ზაურს, პანიკას და აგრესიის ნთხევას არ გამოიწვევს ჩემი მორიგი შეკითხვა rolleyes.gif ! მოკლედ გთხოვთ მითხრათ ჩასახვის საწინააღმდეგო საუკეთესო წამალი ზევით იუზერმაც იკითხა თან ისეთი უნდა იყოს რომ არ ასუქებდეს. და საერთოდ რამე ახალი ხომ არ გამოუგონებიათ მამაკაცებისთვის? ანუ რაიმე აბი? წინასწარ გიხდით მადლობას. ისე ბავშვობიდან გინეკოლოგობა მინდოდა და საერთოდ ექიმობა მაინტერესებდა აქედან განპირობებულია ჩემი ინტერესი მედიცინისადმი განსაკუთრებით კი ქალებთან დაკავშირებულ საკითხებთან. ხო ვინმეს თუ გონია რომ პრობლემები მაქვს ან ეგრეთ წოდებული იზვრაშენეცი ვარ ძალიან ცდებით. ორგაზმიც ვიცი რა არის მაგრამ სამედიცინო თვასაზრისი მაინტერესებდა ამ საკითხებზე ასე ვთქვათ პროფესიონალის ხედვა შემეტყო. yes.gif

Posted by: Suleluka 10 May 2007, 11:22
BaBajanka
მე საერთოდ დაბალ წნევიანი ვარ 2 დღის წინ ვიყავი ექიმთან და წნევა რომ გამიზომა 80/60-ზე მქონდა, რაღაც წამალი გამომიწერა.

რაც შეეხება ტერაპევტის კონსულტაციას, ეგ მგონი საავალდებულოა, რა ვიცი მე როგორც მივედი კონსულტაციაში 12 კვირაზე, ანალიზების მერე ტერაპევტთან გამაგზავნეს, ფილტვები მომისმინა, ჩიყვის ნიშნები ხომ არა მაქვს ნახა და ეგ 5 ლარი იყო biggrin.gif

Posted by: (c)TG 10 May 2007, 13:35
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
საერთოდ რამე ახალი ხომ არ გამოუგონებიათ მამაკაცებისთვის?

ახალი არაა, მაგრამ ქირურგიულად აგვარებენ მაგ პრობლემას wink.gif
Suleluka
QUOTE
ეგ 5 ლარი იყო

სად პოულობთ ეგეთ ფასებიან მომსახურებას fingal.gif ყველგან ყველაზე მეტ ფასს მე როგორ უნდა ვიხდიდე?! boli.gif მგონი შუბლზე მაწერია "გამატყავეთ, გამომართვით რაც შეიძლება მეტი" biggrin.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 10 May 2007, 14:11
QUOTE ((c)TG @ 10 May 2007, 13:35 )
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
საერთოდ რამე ახალი ხომ არ გამოუგონებიათ მამაკაცებისთვის?

ახალი არაა, მაგრამ ქირურგიულად აგვარებენ მაგ პრობლემას wink.gif
Suleluka
QUOTE
ეგ 5 ლარი იყო

სად პოულობთ ეგეთ ფასებიან მომსახურებას fingal.gif ყველგან ყველაზე მეტ ფასს მე როგორ უნდა ვიხდიდე?! boli.gif მგონი შუბლზე მაწერია "გამატყავეთ, გამომართვით რაც შეიძლება მეტი" biggrin.gif

ქირურგიულ მეთოდში ალბათ სათესლე არხების გაკვანძვას გულისხმობთ არა? კი მაგრამ სად მიდის მერე? და მერე გახსნა შეიძლება თუ სამუდამოდ უშვილო დარჩები?

Posted by: lovefool 10 May 2007, 14:29
QUOTE (Yoshimitsu Fukazawa @ 10 May 2007, 14:11 )
QUOTE (©TG @ 10 May 2007, 13:35 )
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
საერთოდ რამე ახალი ხომ არ გამოუგონებიათ მამაკაცებისთვის?

ახალი არაა, მაგრამ ქირურგიულად აგვარებენ მაგ პრობლემას wink.gif
Suleluka
QUOTE
ეგ 5 ლარი იყო

სად პოულობთ ეგეთ ფასებიან მომსახურებას fingal.gif ყველგან ყველაზე მეტ ფასს მე როგორ უნდა ვიხდიდე?! boli.gif მგონი შუბლზე მაწერია "გამატყავეთ, გამომართვით რაც შეიძლება მეტი" biggrin.gif

ქირურგიულ მეთოდში ალბათ სათესლე არხების გაკვანძვას გულისხმობთ არა? კი მაგრამ სად მიდის მერე? და მერე გახსნა შეიძლება თუ სამუდამოდ უშვილო დარჩები?

კიდევ არის სტერილიზაცია, როგორც ქალის ასევე კაცის ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანში ერთხელ კეთდება

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 10 May 2007, 14:41
QUOTE (lovefool @ 10 May 2007, 14:29 )
QUOTE (Yoshimitsu Fukazawa @ 10 May 2007, 14:11 )
QUOTE (©TG @ 10 May 2007, 13:35 )
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
საერთოდ რამე ახალი ხომ არ გამოუგონებიათ მამაკაცებისთვის?

ახალი არაა, მაგრამ ქირურგიულად აგვარებენ მაგ პრობლემას wink.gif
Suleluka
QUOTE
ეგ 5 ლარი იყო

სად პოულობთ ეგეთ ფასებიან მომსახურებას fingal.gif ყველგან ყველაზე მეტ ფასს მე როგორ უნდა ვიხდიდე?! boli.gif მგონი შუბლზე მაწერია "გამატყავეთ, გამომართვით რაც შეიძლება მეტი" biggrin.gif

ქირურგიულ მეთოდში ალბათ სათესლე არხების გაკვანძვას გულისხმობთ არა? კი მაგრამ სად მიდის მერე? და მერე გახსნა შეიძლება თუ სამუდამოდ უშვილო დარჩები?

კიდევ არის სტერილიზაცია, როგორც ქალის ასევე კაცის ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანში ერთხელ კეთდება

ეგეთი მეთოდების მეშინია. სამწუხაროა არა და დროა რომ რამე მოეგონათ თუნდაც ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ოღონდ მამაკაცებისთვის user.gif

Posted by: (c)TG 10 May 2007, 15:51
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
ეგეთი მეთოდების მეშინია.

კიდევ არის ალტენატივა დეპოპროვენის ინექციები სამ თვეში ერთხელ უკეთებენ ქალს (მაგ დროს ძუძუთი კვებაც დაშვებულია)

Posted by: ^keto^ 10 May 2007, 16:03
საერთოდ ძალიან არასასურველია (დაუშვებელიც კი) თვითნებურად რამის მიღება. ანალიზები და გამოკვლევებია საჭირო კონტრაცეპტივის დასანიშნად. ექიმს უნდა მიმართოთ აუცილებლად და ის შეურჩევს ქალს.

Posted by: Portugal 10 May 2007, 16:05
მაინტერესებს როგორ შეიძლება გაიგოს პაციენტმა რომ მას აქვს კისტა საკვერცხეზე, შესაძლებელია თუ არა კისტის გამოვლენა ეხოს გარეშე. ასევე მაინტერესებს საკვერცხის ანთების გამოვლენა შესაძლებელია თუ არა ეხოს გარეშე ხელით გასინჯვით?

Posted by: BaBajanka 10 May 2007, 16:10
Portugal

QUOTE
ასევე მაინტერესებს საკვერცხის ანთების გამოვლენა შესაძლებელია თუ არა ეხოს გარეშე ხელით გასინჯვით?


მე ექიმი არა ვარ, მაგრამ კი yes.gif .. ადრე საკვერცხეების ანთება ხელით გასინჯვით დამიდგინეს.

Posted by: (c)TG 10 May 2007, 16:16
^keto^
QUOTE
ექიმს უნდა მიმართოთ აუცილებლად და ის შეურჩევს ქალს

აჰა, ყველაფერი რა თქმა უნდა ექიმთან ვიზიტის შემდეგ უნდა დაინიშნოს. ისე მეეჭვება ეგ ექიმთან მივიდეს, ყველაფერს აქ კითხულობს და რა ვიცი, რა ვიცი...

Posted by: Portugal 10 May 2007, 16:18
BaBajanka
აი ჯიგარი ხარ დღეს მეც ეგრე დამიდგინეს და მეთქი რაღაც არ არის სწორი მეთქი. კისტების და ეგეთი რამეების მაგარი შიში მაქვს;

Posted by: BaBajanka 10 May 2007, 16:19
Portugal


ხო კისტა არ ვიცი, მაგრამ შეხორცებებს ხელით ცნობენ.. რავი, მგონი. აზრზე არ ვარ გინეკოლოგიის smile.gif
კისტაც გაქვსო?

Posted by: Portugal 10 May 2007, 16:29
BaBajanka
არა მხოლოდ ანთებაო და წამლები დამინიშნა, რომლის მერეც სავარაუდოდ შეხორცებები არ დაგრჩებაო

Posted by: natalir 10 May 2007, 16:30
QUOTE (nemiroff @ 8 May 2007, 10:59 )
რა მაინტერესებს იცით? შეიძლება თუ არა გოგონამ 20 წლის ასაკში ქალიშვილობა დაკარგოს ისე რომ სისხლი არ ქონდეს გამონადენარ.

კი, ნებისმიერ ასაკში.
მეტიც, შესაძლებელია, რომ სქესობრივ აქტს არ მოყვეს აპკის დაზიანება, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნას აპკის ელასტიურობით.

Posted by: makvala 10 May 2007, 17:50
BaBajanka
QUOTE
თერაპევტი არ მინახავს.


შეიძლება ამ ეტაპზე საჭიროდ არ ჩათვალეს, თუმცა აუცილებლად შეგახვედრებენ, ორსულის ისტორიაში თერაპევტის ჩანაწერი უნდა იყოს,

QUOTE
ადრე საკვერცხეების ანთება ხელით გასინჯვით დამიდგინეს.


ნამეტანი აუღიათ თავის თავზე, მე ექოსაც მოვითხოვდი, სისხლის საერთოს და ნაცხსაც სულ მცირე...

^keto^
QUOTE
საერთოდ ძალიან არასასურველია (დაუშვებელიც კი) თვითნებურად რამის მიღება. ანალიზები და გამოკვლევებია საჭირო კონტრაცეპტივის დასანიშნად. ექიმს უნდა მიმართოთ აუცილებლად და ის შეურჩევს ქალს.


up.gif up.gif
ადრე ლინკი იყო მოყვანილი რომელიღაც წინა გვერდზე, რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს კონტრაცეპტივის დანიშვნის წინ...
არ მახსოვს რომელმა ექიმმა დადო, აქ ოთხი მაინც შემოვდივართ...ნუ გაქექეთ წინა გვერდები და ნახავთ...

წელს ერთი შემთხვევა ვიცი, როცა "ექიმმა" დიუფასტონი და კონტრაცეპტივი ერთად დანიშნა, პროთრომბინიც კი არ შეუმოწმებია და თრომბოემბოლიით დამთავრდა....

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 10 May 2007, 18:20
QUOTE (makvala @ 10 May 2007, 17:50 )
BaBajanka
QUOTE
თერაპევტი არ მინახავს.


შეიძლება ამ ეტაპზე საჭიროდ არ ჩათვალეს, თუმცა აუცილებლად შეგახვედრებენ, ორსულის ისტორიაში თერაპევტის ჩანაწერი უნდა იყოს,

QUOTE
ადრე საკვერცხეების ანთება ხელით გასინჯვით დამიდგინეს.


ნამეტანი აუღიათ თავის თავზე, მე ექოსაც მოვითხოვდი, სისხლის საერთოს და ნაცხსაც სულ მცირე...

^keto^
QUOTE
საერთოდ ძალიან არასასურველია (დაუშვებელიც კი) თვითნებურად რამის მიღება. ანალიზები და გამოკვლევებია საჭირო კონტრაცეპტივის დასანიშნად. ექიმს უნდა მიმართოთ აუცილებლად და ის შეურჩევს ქალს.


up.gif up.gif
ადრე ლინკი იყო მოყვანილი რომელიღაც წინა გვერდზე, რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს კონტრაცეპტივის დანიშვნის წინ...
არ მახსოვს რომელმა ექიმმა დადო, აქ ოთხი მაინც შემოვდივართ...ნუ გაქექეთ წინა გვერდები და ნახავთ...

წელს ერთი შემთხვევა ვიცი, როცა "ექიმმა" დიუფასტონი და კონტრაცეპტივი ერთად დანიშნა, პროთრომბინიც კი არ შეუმოწმებია და თრომბოემბოლიით დამთავრდა....

ანუ კონტრაცეპტივიც ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული? ფარულად მინდოდა მიმეცა მეუღლისთვის რადგან გასუქების შიშით არ სვამს user.gif თქვენ რაც ეხლა დაწერეთ საშიში ყოფილა ექიმის გარეშე კონტაცეპტივის შერჩევა არა? და აფთიაქებში გამყიდვლები ვერ დამაკვალიანებენ ყველაზე ნაკლებად საშიში რომელია? ისე ჯანმრთელია და წამლებს არ ღებულობს არაფერს.

Posted by: Nuna 10 May 2007, 19:19
: lol.gif lol.gif lol.gif ეს ტიპი გლიჯავს რაsmile.gif

ფარულად როგორ უნდა მიგეცა, თუ საიდუმლო არ არის?

Posted by: WOMAN IN LOVE 10 May 2007, 19:28
ტანკე
QUOTE
შეიძლება მთლად გინეკოლოგიის სფეროს არ განეკუთვნებოდეს ეგ კითხვები,უფრო სექსოლოგის და სექსოპათოლოგის სფერო იყოს,მაგრამ ეგეთი თემა არ გვაქვს სამწუხაროდ

ხომ იყო ასეთი თემა?ყველაფერი სექსზე თუ რაღაც, ნამდვილად მახსოვს...ჰოდა, აპინე, ხო, ხედავ, რომ საჭირო და აქტუალურია?
ჩვენც დავისვენებთ, შენც, გინეკოლოგებიც და ტრიფონიც (ბოდიში, იოშიმიცუ ფუკაზავაც).

Posted by: ტანკე 10 May 2007, 19:56
WOMAN IN LOVE
QUOTE
ხომ იყო ასეთი თემა?ყველაფერი სექსზე თუ რაღაც,

პატრონი(ე.წ. მწყესი არ ჰყავდა).ჩეთის მეტი არაფერი იყო

Posted by: ^keto^ 10 May 2007, 20:35
Nuna
დაუფხვნიდა და ფორთოხლის წვენში ჩაუყრიდა givi.gif

Yoshimitsu Fukazawa
ისე მართლა, ფარულად როგორ უნდა მისცე, გვასწავლე ერთი smile.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 10 May 2007, 22:04
QUOTE (^keto^ @ 10 May 2007, 20:35 )
Nuna
დაუფხვნიდა და ფორთოხლის წვენში ჩაუყრიდა givi.gif

Yoshimitsu Fukazawa
ისე მართლა, ფარულად როგორ უნდა მისცე, გვასწავლე ერთი smile.gif

რა ვიცი საჭმელში ჩაუყრიდი gigi.gif

Posted by: ტანკე 10 May 2007, 22:49
შევამციროთ არაფრისმომცემი პოსტები თუ შეიძლება

Posted by: anakatrin 11 May 2007, 03:10
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
ანუ კონტრაცეპტივიც ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული? ფარულად მინდოდა მიმეცა მეუღლისთვის რადგან გასუქების შიშით არ სვამს  თქვენ რაც ეხლა დაწერეთ საშიში ყოფილა ექიმის გარეშე კონტაცეპტივის შერჩევა არა? და აფთიაქებში გამყიდვლები ვერ დამაკვალიანებენ ყველაზე ნაკლებად საშიში რომელია? ისე ჯანმრთელია და წამლებს არ ღებულობს არაფერს.

QUOTE
რა ვიცი საჭმელში ჩაუყრიდი 

კონტრაცეპტივების უმეტესობა აუცილებლად ერთი და იგივე დროს უნდა იქნას მიღებული სრული უსაფრთხოებისთვის,თუ დაგავიწყდა საჭმელში ჩაყრა lol.gif lol.gif lol.gif დიდი შანსია დაორსულების

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 11 May 2007, 09:22
აი დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გამახსენდა! აი იცით რა მაინტერესებს? ოდითგანვე ჩვენი ბებიები და მათი ბებიები როცა არ იყო კონტრაცეპტივები მიმართავდნენ ციკლის ფაზების გამოთვლას. ისიც გამიგია თუ წამიკითხავს რომ ციკლი 28 დღისგან შედგება? ერთი მაკვირვებს როგორ შედგება 28 დღისგან თუ "მენზა"(აი უკვე რაღაცეები ვისწავლე) მხოლოდ 3-4 დღეა? და ვინმეს ბმული ხომ არ გაგაჩნიათ რამე ვებ გვერდის სადაც აღწერილია ციკლის გამოთვლა კონტრაცეფციის მიზნებით, ნუ ის მაინც მითხარით რამდენად სანდოა ასეთი დაცვა? მემგონი საინტერესო თემა წამოვჭერი და ბევრისთვის ახალი თუ არა საინტერესო იქნება. უბრალოდ ვთხოვ მარტო პროფესიონალებმა დაპოსტონ პასუხები. გმადლობთ წინასწარ.

Posted by: პერწკლი 11 May 2007, 09:41
Yoshimitsu Fukazawa

ფრიად არასაიმედო მეთოდია
boli.gif

Posted by: makvala 11 May 2007, 10:04
Yoshimitsu Fukazawa

ეგრე უსაფრთხო დღე გამოთვალა ერთმა ჩვენმა თანაფორუმელმა და ახლა მაისის ბოლოს ელოდება...

Posted by: tat 11 May 2007, 10:07
Yoshimitsu Fukazawa
კაი რა ჩემს ძმაკაცს კინაღამ ოჯახი დაენგრა ამის გამო---------წარმოიდგინე ებრდღვნებოდა ცოლს და ის კალენდარს აფარებდა ცხვირზე-დღეს არაო----ბიჭი გიჟს გავდა( არადა გურულიაsmile.gif)-ხოდა ფსიქიკაში და მგონი პოტენციაშიც სერიოზულად დაერხაsad.gif
შენს ცოლს თუ გასუქების ეშინია----------არსებობს უამრავი კონრტაცეპტ.-ინპლატანტები,აბები რომლებიც არ ასუქებს( წლიდან წლამდე იხვეწება ეგ ამბავი)-და ელემენტარულად დიდი ბოდიში მარა ძნელია გინეკოლოგთან მიიყვანო( უცნაურია რომ თAვად ამას არ აკეთებს) და ერთად შეარჩიოთ თავდაცვის საშუალება? wow.gif

Posted by: Portugal 11 May 2007, 10:13
კი მარა პრეზერვატივი არ არსებობს? გამაგიჟებს ეს ხალხი
რას ყლაპავთ ამ ჰორმონებს და ითხრით ამ სპირალებს?
იდექი კიდევ და თვალე კალენდარული დღეები.
რეზინკა და მისი ჯანი
დედა.

Posted by: tat 11 May 2007, 10:23
Portugal
ო კაი რა ნახევარი თბილისელი ყარაჩოღელები უკადრისობენ რეზინკას!:)..................ნუ ამ თემაში დასაპოსტი პრობლემა არააsmile.gif( მომიწყობს მერე ტანკე გენოციდსsmile.gif)

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 11 May 2007, 10:31
QUOTE (Portugal @ 11 May 2007, 10:13 )
კი მარა პრეზერვატივი არ არსებობს? გამაგიჟებს ეს ხალხი
რას ყლაპავთ ამ ჰორმონებს და ითხრით ამ სპირალებს?
იდექი კიდევ და თვალე კალენდარული დღეები.
რეზინკა და მისი ჯანი
დედა.

თქვენ ეტყობა ქალბატონი ბრძანდებით და არ იცით პრეზერვატივი რა დისკომფორტია yes.gif იგივეა ენაზე პარკი რომ შემოგახვიონ და ისე ჭამო ანუ საჭმელს გემო ვერ გაუგო. იმედია მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.
* * *
QUOTE (tat @ 11 May 2007, 10:07 )
Yoshimitsu Fukazawa
კაი რა ჩემს ძმაკაცს კინაღამ ოჯახი დაენგრა ამის გამო---------წარმოიდგინე ებრდღვნებოდა ცოლს და ის კალენდარს აფარებდა ცხვირზე-დღეს არაო----ბიჭი გიჟს გავდა( არადა გურულიაsmile.gif)-ხოდა ფსიქიკაში და მგონი პოტენციაშიც სერიოზულად დაერხაsad.gif
შენს ცოლს თუ გასუქების ეშინია----------არსებობს უამრავი კონრტაცეპტ.-ინპლატანტები,აბები რომლებიც არ ასუქებს( წლიდან წლამდე იხვეწება ეგ ამბავი)-და ელემენტარულად დიდი ბოდიში მარა ძნელია გინეკოლოგთან მიიყვანო( უცნაურია რომ თAვად ამას არ აკეთებს) და ერთად შეარჩიოთ თავდაცვის საშუალება? wow.gif

გარკვეული პრობლემები არსებობს user.gif მართლა ყველაფერს აქ ხო არ დავწერ?

Posted by: tat 11 May 2007, 10:48
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
გარკვეული პრობლემები არსებობს user.gif მართლა ყველაფერს აქ ხო არ დავწერ?

იასნია იარსებებსsmile.gif.......................ისე არ გეწყინოს და ეგეთ ცოლებზე სულ მარკესის ფერნანდა მახსენდება( 100წელი მარტოობა ტუ წაგიკითხავთ)............წაიყვანე რა გინეკოლოგთAნ........smile.gif

Posted by: natalir 11 May 2007, 12:12
QUOTE (Yoshimitsu Fukazawa @ 11 May 2007, 10:31 )
QUOTE]
თქვენ ეტყობა ქალბატონი ბრძანდებით და არ იცით პრეზერვატივი რა დისკომფორტია yes.gif იგივეა ენაზე პარკი რომ შემოგახვიონ და ისე ჭამო ანუ საჭმელს გემო ვერ გაუგო. იმედია მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.
* * *
[/QUOTE]



სპირალი და ჰორმონებიც დისკომფორტია. თუმცა, თუ მართლა რამე საწინააღმდეგო ჩვენებები არ აქვს ქალს, ისევ ტაბლეტები სვას ჯობია. მაგრამ მხოლოდ გინეკოლოგის დანიშნული.

რა ვიცი, მე ჯერ არ გამასუქეს yes.gif

Posted by: tat 11 May 2007, 12:14
natalir
არც მე-----15 წელი ვსვავდი!!!!!!!!!!!!

Posted by: piki-a 11 May 2007, 13:33
ვინმემ გენოკოლოგი ნანა პარონაშვილის ნომერი მომწერეთ.ჟორდანიაში.
* * *
და კიდე.მუცლის მოშლის მერე თუ გამოფხეკა არ დამჭირვებია,რამდენხანში შეიძლება დაფეხმძიმება?ეს ექიმი მირჩიეს,მაგრამ ვორჭოფობ მივიდე მაგასთან თუ სხვასთან მივიდე.მირჩიეთ რამე გამოცდილო დედებო.

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 11 May 2007, 15:15
QUOTE (piki-a @ 11 May 2007, 13:33 )
ვინმემ გენოკოლოგი ნანა პარონაშვილის ნომერი მომწერეთ.ჟორდანიაში.
* * *
და კიდე.მუცლის მოშლის მერე თუ გამოფხეკა არ დამჭირვებია,რამდენხანში შეიძლება დაფეხმძიმება?ეს ექიმი მირჩიეს,მაგრამ ვორჭოფობ მივიდე მაგასთან თუ სხვასთან მივიდე.მირჩიეთ რამე გამოცდილო დედებო.

ყველაზე ადვილ გზას გეტყვი:
1. დარეკე 09-ში
2. იკითხე ჯორდანიას კლინიკის ტელეფონი
3. დარეკე ჟორდანიაში
4. იკითხე ნანა პარონაშვილი
აქ შეიძლება არ იცოდნენ და ტყვილა რატომ უნდა ელოდო? yes.gif

Posted by: tat 11 May 2007, 15:29
ისე ხალხო როდის უნდა მივიდე გინეკოლოგთAნ მშობიარობის მერე?( დაფეხმძიმებამდე ეროზია გაქვსო_თუ არ მატყუებდა ) უფრო სწორედ-=კიდევ რამდენი ხანი შემიძლია არ მივიდე?smile.gif

Posted by: djindjidrinji 11 May 2007, 16:03
ძევოჩკი, მაი კი არა და, მათითაშვილი MEDEXში არის კიდევ ხო?

კარაპს მედლაინში ესე თქვეს: ორშაბათს გადმორეკეთ, რომ შემდეგი ორშაბათის შემდეგ ჩაგწეროთ biggrin.gif

Posted by: Portugal 11 May 2007, 16:24
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
თქვენ ეტყობა ქალბატონი ბრძანდებით და არ იცით პრეზერვატივი რა დისკომფორტია  იგივეა ენაზე პარკი რომ შემოგახვიონ და ისე ჭამო ანუ საჭმელს გემო ვერ გაუგო. იმედია მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

ნუ აჭარბებებთ ყმაწვილო....................

Posted by: F_R_E_Y_A 11 May 2007, 16:26
მართალია რომ ჰორმონალური აბები, ანუ კონტრაცეპტივები ქალის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს?

Posted by: djindjidrinji 11 May 2007, 16:30
F R E Y A
QUOTE
მართალია რომ ჰორმონალური აბები, ანუ კონტრაცეპტივები ქალის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს?


დიდ ზიანს არა ისა კიდე. დიდ ზიანს აყენებს აბორტი, და სიგარეტის მოწევა კიდე. ხოლო ის რომ ორალური კონტრაცეპტივები ქალებს "კლამენ" ორღობის ჭორების სერიიდანაა biggrin.gif

Posted by: BaBajanka 11 May 2007, 16:30
F R E Y A

რა ვიცი, მთელი ევროპა მაგაზეა, მაგრამ ქე არიან გოჭებივით biggrin.gif

მე რამდენადაც ვიცი, საზღვარგარეთ ტესტს გიტარებენ და რომელი კონტრაცეპტივიც მოგიხდება, იმას გინიშნავენ. და რაღაც გამოკვლევასაც გიტარებენ.

Posted by: tu-tuna 11 May 2007, 16:40
QUOTE (djindjidrinji @ 11 May 2007, 16:03 )
ძევოჩკი, მაი კი არა და, მათითაშვილი MEDEXში არის კიდევ ხო?

კარაპს მედლაინში  ესე თქვეს:  ორშაბათს გადმორეკეთ,  რომ შემდეგი ორშაბათის შემდეგ  ჩაგწეროთ biggrin.gif

yes.gif იყო დაახლოებით ორი თვის წინ, ალბათ ეხლაც მანდ არის

Posted by: F_R_E_Y_A 11 May 2007, 17:04
djindjidrinji
BaBajanka
რავიცი წამიკითხავს კიდეც ასეთი რაღაც თითქოს ქალის ორგანიზმს ვნებს...შესაძლოა ბევრი აზვიადებს კიდეც როცა კონტრაცეპტივების მავნებლობაზე საუბრობს, მაგრამ ზოგადად ნაცნობი ექიმისგანაც გამიგია რომ სასურველი არააო...
საინტერესო იქნებოდა კვალიფიციური გინეკოლოგის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით

Posted by: djindjidrinji 11 May 2007, 17:14
tu-tuna

ოოკ, გაიხარე.

F R E Y A

ნუ ეხლა რძე და თაფლი არაა სასარგებლო რომ იყოს (თუმცა სამკურნალო მიზნებითაც ნიშნავენ) მარა გამოუსწორებელ ზიანს არ აყენებს რა, მითუმეტეს რომ ვითარდება ეგ სფერო და სულ უფრო და უფრო გაუმჯობესებული აბები გამოდის. დაელოდე ექიმები რას გეტყვიან smile.gif

Posted by: L&L 11 May 2007, 18:23
როგორც ჩანს ორალურ კონტრაცეპტივებზე პერიოდულად ჩამოვარდება ხოლმე საუბარი. თავიდან რომ არ ვწეროთ, აგერ არის ლინკები:

http://www.medea.ge/cons17.htm
http://www.medea.ge/cons11.htm

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ შარშან იაპონიაში ერთადერთი ორალური კონტრაცეპტივი იყო ნებადართული - ტრიკვილარი (შერინგის წარმოების), რომელიც სამფაზიანი კონტრაცეპტივია, თუმცა სხვა განვითარებულ ქვეყნებში არჩევანი გაცილებით უფრო მეტია

Posted by: ILG 11 May 2007, 18:53
QUOTE
მართალია რომ ჰორმონალური აბები, ანუ კონტრაცეპტივები ქალის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს?

გააჩნია ქალს და გააჩნია კონტრაცეპტივს
აბი კონტრაცეპტივის 10დან მხოლოდ 1 სახეობაა
QUOTE
რა ვიცი, მთელი ევროპა მაგაზეა, მაგრამ ქე არიან გოჭებივით

აი ამიტომ არიან კარგად:
QUOTE
საზღვარგარეთ ტესტს გიტარებენ და რომელი კონტრაცეპტივიც მოგიხდება, იმას გინიშნავენ

ტესტამდე მაშინ მიდის საქმე თუ უბრალო კითხვებით ვერ გაიგებს ექიმი შენი ავადმყოფობის ისტორიას
მერე გამოკვლევა რამის გენეტიკამდე მიდის

საღამოს საკმაოდ კარგ ბუკლეტს გაგაცნობთ wink.gif

Posted by: lala 11 May 2007, 20:11
djindjidrinji
კი არის 3 საათის მერე არის მედექსში. იქ არ არის მასეთი რიგები , უფრო ნაკლები ხალხია...

Posted by: lovefool 11 May 2007, 20:40
QUOTE (ILG @ 11 May 2007, 18:53 )
[
QUOTE
საზღვარგარეთ ტესტს გიტარებენ და რომელი კონტრაცეპტივიც მოგიხდება, იმას გინიშნავენ


ტესტებს არა იმას. ევროპაში ვარ აგერ და გეტყვით როგორც გინიშნავენ. დაუსვით თქვენ თავს ეს შეკითხვები
1) ოჯახში თუ გქონიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, thrombosis.
2) თუ ეწევი სასურველია არ ეწეოდე.
და პრინციპში ეგ არი. და ყველას უნიშნავენ იასმინს( იარინა) რუსულად და ჩვენთანაც ეგრე იყიდება.

ასე რომ არანაირი ანალიზები. gigi.gif

Posted by: makvala 11 May 2007, 21:08
lovefool
QUOTE
ასე რომ არანაირი ანალიზები


ერთი გვერდის წინ უკვე დავწერე რომ წელს ერთი ტრუპი უკვე იყო, სწორედ მაგის გამო რომ ორალურ კონტრაცეპტივს იღებდა და ანალიზები არ გაკეთდა...30 წლის არც იყო საწყალი....მიზეზი თრომბოემბოლია...

ვის სურს იყოს შემდეგი???


Posted by: ILG 11 May 2007, 23:39
lovefool
QUOTE
ტესტებს არა იმას. ევროპაში ვარ აგერ და გეტყვით როგორც გინიშნავენ. დაუსვით თქვენ თავს ეს შეკითხვები 1) ოჯახში თუ გქონიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, thrombosis. 2) თუ ეწევი სასურველია არ ეწეოდე.

diabet და კიდე სხვა რაღაცეები
ეს ხო მაგრამ თუ რომელიმე აქედან გჭირს ან უფრო კომპლექსური სიტუაციაა, მაშინ დანიშნავენ ტესტს.
QUOTE
ყველას უნიშნავენ იასმინს( იარინა) რუსულად და ჩვენთანაც ეგრე იყიდება.

და ეს რა არის?
პირველად მესმის
;user:

makvala
QUOTE
ერთი გვერდის წინ უკვე დავწერე რომ წელს ერთი ტრუპი უკვე იყო, სწორედ მაგის გამო რომ ორალურ კონტრაცეპტივს იღებდა და ანალიზები არ გაკეთდა...30 წლის არც იყო საწყალი....მიზეზი თრომბოემბოლია...

აუ როგორ წერ
sad.gif

Posted by: lovefool 11 May 2007, 23:53
Yasmin schering აწარმოებს ყველაზე პოპულარულია ევროპაში

Posted by: Solveig 12 May 2007, 00:04
QUOTE
Yasmin

მე მგონი, ჟანინი უნდა გეთქვა და არა ჟასმინი..შერინგის წარმოებული ეგაა, ჰორმონების დონე მინიმუმამდეა დაყვანილი.

Posted by: ILG 12 May 2007, 00:10
lovefool
QUOTE
Yasmin schering აწარმოებს ყველაზე პოპულარულია ევროპაში

ჰმ
UKში და ჰოლანდიაში კი microgynon 30, (combined pills)

Posted by: lovefool 12 May 2007, 01:07
არ ვიცი აგერ მიდევს მაგიდაზე smile.gif)))))) და ქვია Yasmin. რუსები ეძახიან იარინას smile.gif

Posted by: makvala 12 May 2007, 01:39
Yasmin და იარინა ერთი და იგივეა, პროსტო შერინგი ასეთი სახელით ყიდის სნგ-ში, რადგან აქ ჟასმინი სხვა პრეპარატს ჰქვია.

ისე ლელასი არ იყოს მეც ტრიკვილარი მიმაჩნია საუკეთესოდ, თან იაფიც არის. მერე რა რო იარინა არ ასუქებს, არც სხვები ასუქებენ თუ თავს მიხედავ...საერთოდ შერინგს კაი კონტრაცეპტივები აქვს, სხვათა შორის, მირენაც ხო მაგათია...

ILG
QUOTE
აუ როგორ წერ

მე მგონი რომ ზედმეტად რბილად. აგრესიას პოლიტიკის განყოფილებისათვის ვინახავ....

"რჩევები", რასაც ეგრე მკვახედ ვუპასუხე, შეიძლება ქელეხით დამთავრდეს. ფაქტები არსებობს...არ ვხუმრობ...

Posted by: F_R_E_Y_A 12 May 2007, 13:49
ესე იგი უსაფრთხო არ ყოფილა...
მაგრამ მე სხვა რამ ვიკითხე((
გასაგებია რომ ანალიზები უნდა გაკეთდეს
მე მაინტერესებს რა ზიანი შეიძლება მიაყენოს კონტრაცეპტივების მიღებამ ორგანიზმს დროთა განმავლობაში? (თუნდაც კარგად შერჩეულმა) და კიდევ რატომ არ შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათი მიღება?

Posted by: tat 12 May 2007, 15:16
F R E Y A
QUOTE
მე მაინტერესებს რა ზიანი შეიძლება მიაყენოს კონტრაცეპტივების მიღებამ ორგანიზმს დროთა განმავლობაში? (თუნდაც კარგად შერჩეულმა) და კიდევ რატომ არ შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათი მიღება

ა ბატონო-ვიღებდი სადღაც +_15 წელი, ყოველ სამ წელიწადში 3-4 თვიანი ვაგინალურ-პრეზერვატივის ჩAნაცვლებით( ეგრე მირჩიეს ჟორდანიის შესაბმის განყოფილებაში)........ყოველთვის ვსვავდი მარვილონს( 90-იანებში გერმანიაში გახლდით და იქაც გოგოები იგივეს სვავდნენ) -ამიტომ დავმშვიდდი და გავაგრძელე ყლაპვა,,,,,,,,მოგახსენებთ რომ ამის შემდგომ, გადავედი სხვა კონტრაცეპტ. და შედეგად მივიღე დაუგეგმავი ორსულობა( ბავშვი ქეა კენჭივითsmile.gif.....ხო ამ წლების გამვალობაში არ გავსუქებულვარ( ნუ ტაბლეტებისგან არა) და არც ბანჯგვლები ამომივიდა ყველა დასაშვებ და დაუშვებელ ადგილას( მგონი პირველი ფობია ეგაა ტაბლეტების მოწინააღმდეგების)
სამაგიეროდ წლები გავატარე მშვიდად-სექსის დროს არასდროს არ მიფიქრია ნეტაი რამე არ.........ვოტ!:)

Posted by: tat 12 May 2007, 15:18
აუ შემჭAმა რა ამ დაუნმა დიესელმა cry.gif ...............
კიდევ რა-არ მახსოვს აქ დავპოსტე თუ არა და გინეკოლოგებო-არის თუ არა საქართველოში შემოსული იმპლატანტები( სახელი აარ მახსოვს)-----------მხარში გიკეთებენ, 3 წლიანიაო და თუ არ ვცდები ცრუ სიგნალს აძლევს საკვერცხეს და რა ღAცეები ხდება რა....მოკლედ აქებენ მოსკოვში და იქნებ გაგვიასნოთ?

Posted by: ILG 12 May 2007, 15:43
tat
QUOTE
არის თუ არა საქართველოში შემოსული იმპლატანტები

ეგ არ ვიცი მაგრამ
QUOTE
მხარში გიკეთებენ,
, კანის ქვეშ
და
QUOTE
ცრუ სიგნალს აძლევს საკვერცხეს და რა ღAცეები ხდება რა...

კი არა
გამოყოფს ჰორმონ პროგესტოგენს
რაც stops ovulation
thickens cervical mucus to prevent sperm meeting an egg and thins the lining of the womb to prevent an egg implanting
ვოტ
და 3 წელი კი მუშაობს მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლებაო გამოტანა
და როგორც კი მოიშორებ მაშინვე გიბრუნდებაო ნაყოფიერება

უარყოფითი მხარეები:
-პერიოდი არარელგულარულია, და დაჟე შეიძლება საერთოდ შეწყდესო 1 წლით
-ზოგიერთი ქალი იმატებს წონაში
-ასევე, იცის, თავისტკივილები, გუნების ცვალებადობა, and breast tenderness (ეს არ ვიცი როგორ ვთარგმნო biggrin.gif)

მგონი ეს sideeffects ყველა კონტრაცეპტივს აქვს
და 99% ეფექტურია
100დან მარტო 1 ფეხმძიმდებაო

Posted by: lovefool 12 May 2007, 15:56
მე ეხლა უნდა დავიწკო იასმინელე და ნერვოზი მაქ sad.gif მეშინია უარყოფითი ეფექტების, იმედია კარგად ჩაივლის.

Posted by: Donna 12 May 2007, 16:06
Portugal

ეგ უბრალოდ ანთებაა , ნუ შეგეშინდება კისტის, ეგ კისტა მავნე არაა 1თვეში თავისთავად გაგიქრება
ადრე მეც დამიდგინეს ეგ ხოდა მითხრეს 1 თვეში გაქრებაო თავის თავად
არანაერი წამალი არ დამინიშნეს და ორი თვის მერე ეხოზე რო მივედი არაფერი აღარ მქონდა ასე რომ ნუ გეშინია wink.gif

Posted by: anakatrin 12 May 2007, 21:37
F R E Y A
აფსოლიტურად ყველა კონტრაცეპტივს უწერია რამდენი უკუ ჩვენება შეიძლება რომ ქონდეს,ინდივიდუალურია,შეიძლება არც არაფერს არ ვნოს მარა წლების განმავლობაში ნებისმიერი წამალი მიიღო არ უნდა იყოს უსაფრთხო.ჩემი აზრით კონტრაცეპტივის მიღება ექიმის კონსულტაციის და გამოკვლევის გარეშე გაუმართლებელია და დაუშვებელია.ეხლა რა ხდება საქართველოში არ ვიცი მარა რამდენიმე წლის წინ ქალების უმეტესობა კონტრაცეპტივს იღებდა იმის მიხედვით თუ მისი მეგობარი და ახლობელი რომელიმე კონტრაცეპტივზე ეტყოდა ეს კარგიაო და ისინიც იგივეს სვავდნენ,რაც გაუმართლებელია.ყველა ადამიანი ინდივიდუალურად უნდა იქნას გამოკვლეული და შესაბამისად მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით უნდა დაინიშნოს კონტრაცეპტივი.
პერიოდული შესვენებები ჩემი აზრით აუცილებელია რომ ორგანიზმი გაიწმინდოს,თუმცაღა დღესდღეობით არსებობენ ისეთი სახის მიკრო-კონტრაცეპტივები რომლის უკუ ჩვენებებიც დაყვანილია მინიმუმამდე.არსებობს კიდევ დასაკრავი პლასტირები,რომელიც ზუსტად იგივე ფუნქციას ასრულებს რასაც ორალური კონტრაცეპტივი,განსხვავება ისაა რომ ყოველდღე ტაპლეტებს არ ყლაპავთ და კვირაში ერთხელ უნდა დაიკრათ მკლავზე ან ზურგზე,გარანტიები ზუსტად იგივეა რაც ორალური კონტრაცეპციის შემთხვევაში.კიდევ არსებობს დიაფრაგმა რომელიც გამოიყენება სქესობრივი აქტის დაწყებამდე და ორსულობის საწინააღმდეგოდაა

Posted by: ramerume 12 May 2007, 23:18
რამდენიმე კითხვა მაქვს, სულ 2 დღეა რაც დავიწყე "იარინა" - ესეთი დასახელების კონტრაცეპტივის მიღება, ვინმეს ხომ არ დაგილევიათ ეს წამალი და რამდენად გარანტირებულია არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება ???

ასევე მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის ე.წ. "სპირალი" და რომელ პერიოდში შეიძლება მისი "ჩადგმა" ?

Posted by: Suleluka 13 May 2007, 10:54
ramerume
QUOTE
"იარინა"

კონტრაცეპტივზე ვერაფერს გეტყვი, ეგ ინდივიდუალურია და სჯობს ექიმმა შეგირჩიოს,
რაც შეეხება სპირალს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და ჩასადგმელად ყველაზე კაი პერიოდი - მენზისის დროს (უმტკივნეულოა მაგ დროს ჩადგმა)

Posted by: Guardian 13 May 2007, 15:39
ტანკე
QUOTE
ხომ იყო ასეთი თემა?ყველაფერი სექსზე თუ რაღაც,
პატრონი(ე.წ. მწყესი არ ჰყავდა).ჩეთის მეტი არაფერი იყო


სხვა არ ვიცი, რას წერდა, მაგრამ საკუთარი რამდენიმე პოსტი მახსოვს მაგ თემაში, რომლებიც, ჩემი აზრით, ძალიანაც აზრიანები იყო - მაგალითად, ნაადრევ ეაკულაციაზე - ასე, რომ ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ და ჩეთავიკის იარლიყს ნუ მიაწებებ ხოლმე.

Posted by: lovefool 13 May 2007, 15:57
QUOTE (ramerume @ 12 May 2007, 23:18 )
რამდენიმე კითხვა მაქვს, სულ 2 დღეა რაც დავიწყე "იარინა" - ესეთი დასახელების კონტრაცეპტივის მიღება, ვინმეს ხომ არ დაგილევიათ ეს წამალი და რამდენად გარანტირებულია არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება ???

ასევე მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის ე.წ. "სპირალი" და რომელ პერიოდში შეიძლება მისი "ჩადგმა" ?

მიღებიდან 7 დღეში უკვე უსაფრთხოა დაუცველი სექსი. თუ არ ჩააგდე არც ერთი აბი 99% არის გარანტირებული, რომ არ დაორსულდები. ანუ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. არა მარტო იარინას ყველა კონტრაცეპტივი ასევეა.

Posted by: ტანკე 13 May 2007, 19:06
guardian
მომიძებნე აბა რომელ პოსტებზე იძახი და თუ მომეწონა,მაშინ დავსპლიტავ და მაგ შენს პოსტებს ამ თემაში გადმოვუშვებ

Posted by: Guardian 14 May 2007, 06:34
ტანკე

sorry, როგორც ჩანს, არასწორად მახსოვდა - ეგ სხვა თემა ყოფილა - სახელად 'სექსოლოგი მჭირდება' - http://forum.ge/?f=43&showtopic=33638818&st=0

Posted by: tat 14 May 2007, 12:55
ramerume
შედი ფორუმ.მამკა. რუ-ში ქვემოთ არის კონტრაცეპტივებზე ტემა.მგონი დაგაინტერესებს და შენს პასუხსაც იპოვი.

სპირალი ვიცი რომ ყოველთვის არ ჩAიდგნება-მაგალითად ჩემთვის არასდროს არ შეიძლებოდა.....

Posted by: klara22 14 May 2007, 15:19
გამარჯობათ,

ვინმეს თუ სმენია შორენა მაისურაძის შესახებ, შეგიძლიათ მომწეროთ? ამბობენ კარგი რეპროდუქტოლოგია, ამას წინათ ვიღაცამ აქო ამ ფორუმზე მაგრამ ვერ ვპოულობ პოსტს.

წინასწარ მადლობა.

Posted by: WOMAN IN LOVE 14 May 2007, 20:53
ტანკე
guardian
http://forum.ge/?f=43&showtopic=33613334

აი ლინკიც. ტანკე, ჩეთია თუ რაც არის, მგონი ღირს ასაპინად, იქნებ შემოვიდეს ვინმე გარდიანის მსგავსი წესიერი ექიმი და დააკმაყოფილოს მასების ინტერესი yes.gif

ჩეთსა და ოფებს კი შენებურად მედგრად შეებრძოლები sa.gif

Posted by: ტანკე 14 May 2007, 20:59
WOMAN IN LOVE
სორი ,მაგრამ რეგლამენტს ვერ დავარღვევ user.gif
სანამ მწყემსი არ გამოჩნდება თავისი ჯადოსნური ხის ჯოხით,მანამდე ვერ ავპინავ user.gif
ამოვწიე თემა და გამოსაჩენი ისედაც გამოჩნდება

Posted by: ninetta 15 May 2007, 11:29
ექიმთან არ მივსულვარ არადა გადამიცდა თვიური უკვე ერთი კვირაა..ნუთუ დაუგეგმავი ფეხმძიმობაა?sad.gifვერ ვისვენებsmile.gif როგორ მოვიქცე?თანაც მე და მეუღლე ძირითადად პრეზერვატივებს ვიყენებთ.

Posted by: Suleluka 15 May 2007, 11:32
ninetta
პრეზერვატივის გამოყენების დროს დაფეხძიმების შანსი არის, ყოველ შემთხვევაში 1 კვირა ისეთი ვადაა შეგიძლია ტესტით გადაამოწმო შენი ეჭვი

Posted by: tu-tuna 15 May 2007, 14:57
ორსულმა კოაგოლოგრამა რამდენჯერ უნდა გაიკეთოს? იგივე სიხშირით რაც სისხლი და შარდი?

Posted by: Suleluka 15 May 2007, 15:01
tu-tuna
არა, ეგ არაა აუცილებელი ხშირად რომ გაიკეთო, მე 22 კვირაზე გავიკეთე და ეხლა 29-ზე უნდა გავიკეთო განმეორებითი იმიტომ რომ რაღაც ცვლილება მქონდა და თუ გამოსწორდა. ისე შეიძლება არც დამჭირვებოდა.
კოაგოლოგრამას სად იკეთებ და რამდენად?

Posted by: tu-tuna 15 May 2007, 15:07
QUOTE (Suleluka @ 15 May 2007, 15:01 )
კოაგოლოგრამას სად იკეთებ და რამდენად?

სულ ერთხელ გავიკეთე "ჩემებში" - რა ღირდა არ ვიცი, დაზღვევამ აანაზღაურა.

Posted by: Suleluka 15 May 2007, 15:10
tu-tuna
ექიმმა თუ არ გითხრა გჭირდება გაკეთებაო, ზნაჩიტ არცაა საჭირო, თან მაგას ვენის სისხლი უნდა...
მე კი პარასკევს უნდა გავიკეთო -არ მინდა მარა ექიმმა მითხრა და... სისხლის საერთოსაც ძაან ხშირ ხშირად არ ვიკეთებ, მესამეთ უნდა გავიკეთო პარასკევს, რაღაცა ფერი არ გივარგაო ალბათ გემოგლობინი მექნება დაბალი

Posted by: bubu1234 15 May 2007, 22:08
კლოსტილბეგიტი თუ დაგილევიათ ვინმეს და თუ აქვს რამე შედეგი?

Posted by: (c)TG 15 May 2007, 22:33
tu-tuna
Suleluka
QUOTE
კოაგოლოგრამას სად იკეთებ და რამდენად?

ვაკეში იუნონაში გულიკო აკეთებს კარგად, 20 ლარი ღირს

Posted by: makvala 15 May 2007, 22:35
tu-tuna
Suleluka

კოაგულოგრამა რა თქმა უნდა სისხლის საერთოზე იშვიათად არის საჭირო...

ეხლა თქვენდაუნებურად საინტერესო კითხვა დასვით. ორსულობისას გამოკვლევები, ფინანსებს რო თავი დავანებოთ, სერიოზული დისკომფორტია, დაწყებული ექიმთან ვიზიტებით და კრესლოზე გასინჯვებით, დამთავრებული ვენოპუნქციებით. არა და ყოველივე ამის გარეშე დიდი რისკია, როგორც დედის, ისე ნაყოფისათვის...ისე რო დაფიქრდები, რამდენს ვუძლებთ, ქა...

ასეთ დროს ექიმი ვალდებულია, ორსულს გააცნოს, რა გეგმით აპირებს მასზე ზედამხედველობას, რა თქმა უნდა არცერთი ორსულობა ერთმანეთს არ ჰგავს, მაგრამ, დაახლოებით მაინც შეიძლება ინფორმაციის მიწოდება, რომელ ეტაპზე რა უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანი მოემზადოს...

აქ არის მოყვანილი ფიზიოლოგიური ორსულობისას შესასრულებელ გამოკვლევათა სრულფასოვანი გეგმა, რომელიც დიდი ალბათობით უზრუნველყოფს ორსულთა პათოლოგიების დროულ დიაგნოსტიკას და მინიმუმამდე დაჰყავს რისკები:

http://www.onclinic.ru/berem.php

საუბედუროდ, ეს დონე დიდხანს არ იქნება ხელმისაწვდომი ორსულთა დიდი უმრავლესობისათვის...ამ დღეებში ლიბანის ქუჩაზე, პოლიკლინიკის ლაბ-ის ფოიეში ვნახე ორსული, რომელიც სისხლის საერთო ანალიზისათვის იყო მოსული, რადგან აქ 3 ლარი ღირდა, ქალთა კონსულტაციაში კი 5... იმ საწყალს სახელმწიფო პროგრამით უფასო უკვე გაკეთებული ჰქონდა და ნაკლებფასიანი სადაც ნახა იქ მივიდა....

იმ ლაბში კი ერთი საცოდავი მონოკულარი ლომოს მიკროსკოპი იდგა, ლაბორანტი ამინდს წყევლიდა, ღრუბლებში მზე რომ არ იხედებოდა, მიკროსკოპში არაფერი ჩანდა, ჰალოგენის და ქსენონის განათებაზე ხო არაფერი ჰქონდათ გაგონილი...პრეპარატებს კი მე რო თვალით შევატყობ, რო ძალადაკარგულ საღებავში იყო შეღებილი...

კოშმარრრრრ.......არადა პოლიკლინიკათა უმეტესობა, მასეთი მიკროსკოპებით მუშაობს, შიგ რო ძლივს რაღაც ჩანს გაუბედურებული ოპტიკის აბერაციების გამო...

პ.ს. რა რიგითი პოლიკლინიკები, აგერ პირველ სამშობიაროს ლაბშიც ეგეთივე საცოდავი ლომოს სარკიანი მონოკულარი უყენიათ...პროსტო რემონტია კაი...თუ არა გჯერათ შეიხედეთ და ნახავთ, არადა სისხლის საერთო მანდ 10 ლარზე მეტი ღირს თუ სწორად მახსოვს...

პირდაპირ გალას რეკლამაა, რა: არავითარი განსხვავება, ნუ გადაიხდით ზედმეტს...

Posted by: Breaky 15 May 2007, 22:38
©TG
QUOTE
ვაკეში იუნონაში გულიკო აკეთებს კარგად, 20 ლარი ღირს


დეტალური???? მე თოდუაში 85 ლარი გადავიხადე, ოღონდ დეტალურში, თორემ შემოკლებული იქაც იაფი იყო.

Posted by: makvala 15 May 2007, 22:44
Breaky

გულიკო იუნონადან გაიქცა... ახლა მედლაინშია...ჭავჭავაძის 5-ში

თოდუაში კი ფასები გაბერილი კი არა, გადაბერილია, ადვილი შესაძლებელია იგივე იყოს...დადე აბა გადასკანერებული, 85 ლარი რაში გადაიხადე...

Posted by: Breaky 15 May 2007, 22:49
makvala
QUOTE
დადე აბა გადასკანერებული, 85 ლარი რაში გადაიხადე...


თუ მივედი ოდესმე სკანერამდე კი biggrin.gif

მერე ამოვიღებ იმ ფურცელს და ჩამოვწერ მაჩვენებლებს აუცილებლად.
ხოდა თუ აღმოჩნდა, რომ იგივე კოაგულოგრამა სხვა კარგ ლაბორატორიაში გაცილებით იაფია,
რათქმაუნდა, თოდუაში ცემი ფეხი აღარ იქნება.

ისე, მგონი ჟორდანიაში გაიხსნა ახალი ლაბორატორია, სადაც კოაგულოგრამას აკეთებენ. თუ იცი მასზე რამე?

Posted by: (c)TG 15 May 2007, 23:05
Breaky
QUOTE
დეტალური???? მე თოდუაში 85 ლარი გადავიხადე, ოღონდ დეტალურში, თორემ შემოკლებული იქაც იაფი იყო.

მარტო 20 ლარი გადავიხადე, ეტყობა არ დამჭირდა დეტალური rolleyes.gif მეტი არაფერი უთქვამთ... ისე, ყველა ანალიზი მანდ გავიკეთე და ნორმის ფარგლებში მქონდა პროგესტეონის გარდა ყველაფერი და ალბათ იმიტომ აღარ გამგზავნა ჩემმა ექიმმა დეტალურ ანალიზზე...makvala
QUOTE
გულიკო იუნონადან გაიქცა... ახლა მედლაინშია...ჭავჭავაძის 5-ში

lol.gif კარგი ქალი ჩანდა, ყურადღებიანი, მომეწონა, ჩემმა ექიმმა პირდაპირ მაგასთან მიმაგზავნა, მგონი ნოემბერში თუ დეკმბერში

Posted by: lovefool 15 May 2007, 23:51
ვის რა სახის უკუჩვენება აღენიშნა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისგან?

Posted by: Breaky 16 May 2007, 00:00
makvala
აი 85 ლარიანი კოაგულოგრამის ტესტები:

პირველადი (თრომბოციტული) ჰემოსტაზი:

1. თრობმოციტების აბსოლუტური რაოდენობა
2, თრომბოციტების ადჰეზიურობა
3. თრომბოციტების აგრეგაცია

მეორადი (კოაგულაციური) ჰემოსტაზი:

I ფაზა - პროთრომბინაზას წარმოქმნა:

4. სისხლის შედედების დრო "ლი და უაიტ"
5. აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო APTT

II ფაზა - თრომბინის წარმოქმნა:

6. პროთრომბინის დრო
7. პროთრომბინის ინდექსი
8. საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება INR

III ფაზა - ფიბრინის წარმოქმნა:

9. ფიბრინოგენის კონცენტრაცია
10. თრომბინის დრო
11. ფიბრინოგენი - B
12. ხსნადი ფიბრინმონომერული კომპლექსები

ანტიკოაგულანტები (ფიზიოლოგიური):

13. პროტეინ C
14. ანტითრომბინ - III

ფიბრინოლიზი:

15. სპონტანური
16. XII - ა (ჰაგემანის) ფაქტორ დამოკიდებული
17. D - დიმერები

სისხლის კოლტის ჰემოსტაზური თვისებები:

18. რეტრაქცია
19. ჰემატოკრიტი


Posted by: Solveig 16 May 2007, 00:20
QUOTE
1. თრობმოციტების აბსოლუტური რაოდენობა
2, თრომბოციტების ადჰეზიურობა
3. თრომბოციტების აგრეგაცია

QUOTE
ჰემატოკრიტი

QUOTE
. XII - ა (ჰაგემანის) ფაქტორ დამოკიდებული

QUOTE
ხსნადი ფიბრინმონომერული კომპლექსები

QUOTE
საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება INR


ესენი "ტრადიციულში" არ შედის, რამდენადაც მახსოვს...თრომბოციტების დათვლას სისხლის საერთოშიც არ აკეთებდნენ ხოლმე.

* * *
makvala
მაყვალ, ხანდახან მგონია, რომ ლაბორატორიების ჩამორჩენილობა მარტო ხელმძღვანელობის უყურადღებობის ბრალი კიარა, მუშაკების ბრალიცაა..
შეჩვეული ჭირიო, ხომ გაგიგიათ? ადამიანს ელექტრონათურიანი ბინოკულარი ედგეს და მოჯანჯაღარებულტუბუსიან და დაბინდულ, სარკეგაქეცილ სინათლის მონოკულარში იცქირებოდეს..ხელთათმანებიანი კოლოფი ედგას და უხელთათმანოდ მუშაობდეს, პიპეტიდან პირით იწოვდეს 21-ე საუკუნეში, გაგიგიათ?
მე გამიგია sad.gif(((((

არადა, არის მაგ ელემენტარულის საშუალება ბევრგან, მაგრამ ზოგიერთს თვითონ არ უნდა sad.gif ლაბორანტს თვითონ აქვს ნათქვამი ჩემთვის-შევეჩვიე პირით ამოწოვას და რა ვქნა, ბუშტს ვერ ვხმარობო.
?

Posted by: tu-tuna 16 May 2007, 10:15
QUOTE (makvala @ 15 May 2007, 22:35 )
tu-tuna
Suleluka
ასეთ დროს ექიმი ვალდებულია, ორსულს გააცნოს, რა გეგმით აპირებს მასზე ზედამხედველობას...

მე თავიდან ძირითადად უფასოდ რაც მეკუთვნოდა იმის შესახებ მაცნობა ჩემმა ექიმმა - უფასო არაფერი გინდოდეს!!! დაჟანგული რკინის ნემსებით (ადრე რომ იყო) იმით ამიღეს სისხლი, ძალიან უხეშად მომექცნენ, ვენიდანაც რომ მიღებდნენ არც მაშინ დამინდეს! მოკლედ დიდი სტრესის მერე იქ აღარ გამიკეთებია! "ჩემი ოჯახის კლინიკაში" გავიკეთე ერთი-ორჯერ, მაგრამ რატომღაც კაპილარულით არა - ვენიდან იღებენ სისხლს რათა სისხლის საერთო გააკეთონ, შაქარზე კიდე კაპილარული ამიღეს და რატომღაც პასუხებიც ცოტა არ იყოს და საეჭვო მომეჩვენა - მე7 თვეში ორსულს ჰემოგლობინის პროგრესირებადი მაჩვენებელი მქონდა - 110 და მერე 128!!!! როგორც უკვე ვთქვი, მაყვალას რჩევით მედლაინში მივედი გულიკოსთან, პროსტა ინტერესნო - რა პასუხი იქნება! ძალიან რთლია როცა არავისი არ გჯერა! სამშობიარო ჯერ კიდევ ზუსტადაც მაგის გამო ვერ ამირეჩევია! კოაგულოგრამას კიდე რაც შეეხება, ეგ ჩემმა ექიმმა არ მირჩია, საკუთარი ინიციატივით გავიკეთე! არც ვირუსებზე მოუთხოვია მიუხედავად იმისა რომ ჰერპესი მქონდა ორჯერ(ქვემოთ არაფერი არ ყოფილა). ამოჩემებული ქონდა CRP და ნეოპტერინი (მგონი) და ისევ ადლფამედში მიშვევდა, სადაც ისევდაისევ მაყვალას დარიგებით აღარ მივედი (და AFPს მწარე გამოცდილების შემდეგ). ასე რომ ჩემს გაჭირვებულ მდგომარეობასთან ერთად, ელემენტარულად სისხლის ანალიზების პასუხებს ვერ ვენდობი, შორს რომ აღარ წავიდე. ერთადერთი სერგოსთან მივდივარ გულდამშვიდებული და მაგის იმედი მაქვს, თუმცა ბოლომდე ვერც მაგას ვენდობი.....

ესეც ჩემი გულის ტკვილი, დღევანდელობიდან გამომდინარე!!!

Posted by: BaBajanka 16 May 2007, 11:16
tu-tuna

როგორ მესმის შენი! ორსულისთვის მარტო ეგ არის სტრესი, გამუდმებით იმაზე ფიქრი სად ჯობია, ვინ უკეთესია, ვინ გწეწავს და ვინ მართლა რამის გამკეთებელია sad.gif

Posted by: makvala 16 May 2007, 11:47
Solveig
QUOTE
ლაბორატორიების ჩამორჩენილობა მარტო ხელმძღვანელობის უყურადღებობის ბრალი კიარა, მუშაკების ბრალიცაა..
შეჩვეული ჭირიო, ხომ გაგიგიათ? ადამიანს ელექტრონათურიანი ბინოკულარი ედგეს და მოჯანჯაღარებულტუბუსიან და დაბინდულ, სარკეგაქეცილ სინათლის მონოკულარში იცქირებოდეს..ხელთათმანებიანი კოლოფი ედგას და უხელთათმანოდ მუშაობდეს,


არც უმაგისობაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში პირობები არ აქვთ... ლიბანის ქუჩის პოლიკლინიკისა არ მიკვირს, მაგრამ მანანა შარაშიძის გამკვირვებია, ამხელა პირველ სამშობიაროს ერთი მიკროსკოპი ვერ უყიდა, თუმცა რათ უნდა, პაციენტი ხო რემონტს ხედავს და არა იმას, რითი გააკეთეს ანალიზი...ფული იგივეა...პროსტო სამინისტროს ადგილას ორსულების პროგრამიდან ამოვაგდებდი....

Breaky

თოდუას ლაბს კოაგულოგრამის ხარისხში წუნს ვერ დავდებ, ხელობა იციან.. აკურატულად მუშაობენ, მუშაობაშიც მყვანან ნანახი და საქმე იციან, მანანა ახვლედიანი ჭკვიანი და საქმინი ქალია...

რაც დაწერეს, პარამეტრების მნიშვნელობაში ეჭვის შეტანას არ ვაპირებ...

ფასზე კი რა გითხრა, ტყუილი სულაც არ მითქვამს, როცა ვთქვი ფასი გადაბერილია მეთქი...აქ საინტერესო მეორე მომენტია... მაგ. ტრომბოციტების რაოდენობას სოლვეიგმა კი ახსენა, მაგრამ წესიერი ლაბორატორიები იძლევიან სისხლის საერთოშიც... შემიძლია დავასახელო, მაგრამ რეკლამა გამოვა...ისედაც 20% ვორნი მაქვს პოლიტიკაში....

მეტი ნაწერი ქაღალდზე ზოგჯერ მეტი ინფორმაციაა, ზოგჯერ მეტი ნაცარი პაციენტის თვალში...
ამ მხრივ საინტერესოა ეს ადგილი:

QUOTE

II ფაზა - თრომბინის წარმოქმნა:

6. პროთრომბინის დრო
7. პროთრომბინის ინდექსი
8. საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება INR


გაუთვითცნობიერებელ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ აქ სამი მნიშვნელოვანი რამ არის გაკეთებული, სინამდვილეში, ამ სამი პარამეტრიდან ექიმისათვის ინფორმატიული მხოლოდ INR-ია, ნუ 20-საუკუნის დასაწყისში ჩარჩენილთათვის პროთრომბინის ინდექსი. გაზომვით კი რეალურად მხოლოდ პროთრომბინის დრო იზომება, რომელიც თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ მისი და ჯანმრთელ დონორების პლაზმის პროთრომბინის დროით და კიდევ ე.წ. ISI ინდექსით არ გამოითვალე INR. ამ სამი პარამეტრის დაწერას უკვე ჰქვია დაბოლება... წესით INR საკმარისია, ხოლო დროს ჩამორჩენილებისათვის(ექიმებზეა საუბარი) საჭიროა პროთრომბინის ინდექსი...

კოაგულაციურ ჰემოსტაზს აქვს ბევრი პარამეტრი და რას ეძახიან "მოკლე"-ს და "გაფართოებულს" თბილისში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს... თუკი
QUOTE

ანტიკოაგულანტები (ფიზიოლოგიური):

13. პროტეინ C
14. ანტითრომბინ - III


გაკეთდა, პროტეინ-S-მა რა დააშავა, ფიზიოლოგიური ანტიკოაგულანტების სრული სურათი რომ მიიღო ეგეც ხო საჭიროა...

თუ "გაფართოებულია" შეიძლება სხვა პარამეტრების მიმატებაც...

შედარებით ძვირადღირებული მანდ ფიბრინმონომერების და D-დიმერების განსაზღვრაა, მაგრამ უბრალო ეთანოლოს სინჯიც აჩვენებს არის თუ არა მომატებული. თუ ეთანოლის სინჯი უარყოფითია, მაშინ ეგ ორივე პარამეტრი ნორმაშია და ზედმეტი ხარჯი ნამდვილად არ არის საჭირო...
* * *
tu-tuna

QUOTE
უფასო არაფერი გინდოდეს!!! დაჟანგული რკინის ნემსებით (ადრე რომ იყო) იმით ამიღეს სისხლი, ძალიან უხეშად მომექცნენ,


ეეჰ, უფასო მართლა ეგრეა, სახელმწიფო ორსულის მომსახურებაში ძაან მიზერს უნაზრაურებს კლინიკებს... რა მაინტერესებს, ერთჯერადი შპრიცი არ უხმარიათ, არ გეშლება?

რაც შეეხება იმას, რომ სისხლის საერთოზე ვენიდან აგიღეს სისხლი და შაქარზე კაპილარული, პრინციპში დარღვევა არ არის, მასეც შეიძლება, თუმცა ორივე ანალიზზე კაპილარულიც საკმარისია ხოლმე...

Posted by: piki-a 16 May 2007, 12:15
ვაგინალური ვისაც გაუკეთებია ეხო,მომწერეთ იმ რაღაცას ხომ კონდომს უკეთებენ,მე ჟორდანიაში გავიკეთე ეგ გამოკვკვლევა და არაფერი ჩამოუცვამთ,და ისე გამიკეთეს,ესე ხო საშიშია რამე ინფექცია სხვისგან არ გადაგედოს,ის ხო ერთჯერადი გამოყენების არ არის.იქ რატომღაც ვერ ვკითხე,მომერიდა ,და სახლში კიდე სერიოზულად დავფიქრდი.ალბათ სტერილიზაციას უკეთებენ,არვიცი.ავნერვიულდი,პირველად იუნონაში გაუკეთეს კონდომი,და ჯორდანიაში არა,რამე ხო არ გადამედებოდა???ექიმებო???

Posted by: tu-tuna 16 May 2007, 12:21
QUOTE (makvala @ 16 May 2007, 11:47 )
რა მაინტერესებს, ერთჯერადი შპრიცი არ უხმარიათ, არ გეშლება?


არა მაგას როგორ ვიტყვი, მთლად ეგეთი სიტუაციაც არ არის! თითიდან ვიძახი, ადრე რომ იყო რკინის ნემსები.... თორე ვენიდან ერთჯერადით ამიღეს.

ისე მომსახურებაც როგორ უმაღლეს დონეზე გვაქვს - მედლაინში დავრეკე გასაგებად იყო თუ არა ანალიზის პასუხი, ტყვილა რომ არ მივსულიყავი, და ისეთი მიმახურეს, გეგონება რამე დამეშავებინოს! რა უბედურებააა!?!?! ანალიზის "წაკითხვა" კი არ მითხოვია, ვიკითხე, იყო თუ არა პასუხი.....
ამხელა ფულს უხდი (22 ლარი ღირდა სისხლის საერთი და შარდი) და თავის პაციენტებს პატივს საერთოდ არ სცემენ!
* * *
QUOTE (piki-a @ 16 May 2007, 12:15 )
ვაგინალური ვისაც გაუკეთებია ეხო,მომწერეთ იმ რაღაცას ხომ კონდომს უკეთებენ,მე ჟორდანიაში გავიკეთე ეგ გამოკვკვლევა და არაფერი ჩამოუცვამთ,და ისე გამიკეთეს,ესე ხო საშიშია რამე ინფექცია სხვისგან არ გადაგედოს,ის ხო ერთჯერადი გამოყენების არ არის.იქ რატომღაც ვერ ვკითხე,მომერიდა ,და სახლში კიდე სერიოზულად დავფიქრდი.ალბათ სტერილიზაციას უკეთებენ,არვიცი.ავნერვიულდი,პირველად იუნონაში გაუკეთეს კონდომი,და ჯორდანიაში არა,რამე ხო არ გადამედებოდა???ექიმებო???

მეც ერთხელ გავიკეთე იუნონაში და ჩამოაცვეს. შანსი არ არის - რამე სტერილიზაციას გაუკეთებდნენ!

Posted by: natasha21 16 May 2007, 12:27
QUOTE (piki-a @ 16 May 2007, 11:15 )
ვაგინალური ვისაც გაუკეთებია ეხო,მომწერეთ იმ რაღაცას ხომ კონდომს უკეთებენ,მე ჟორდანიაში გავიკეთე ეგ გამოკვკვლევა და არაფერი ჩამოუცვამთ,და ისე გამიკეთეს,ესე ხო საშიშია რამე ინფექცია სხვისგან არ გადაგედოს,ის ხო ერთჯერადი გამოყენების არ არის.იქ რატომღაც ვერ ვკითხე,მომერიდა ,და სახლში კიდე სერიოზულად დავფიქრდი.ალბათ სტერილიზაციას უკეთებენ,არვიცი.ავნერვიულდი,პირველად იუნონაში გაუკეთეს კონდომი,და ჯორდანიაში არა,რამე ხო არ გადამედებოდა???ექიმებო???

აუცილებელია, კონდომის ჩამოცმა, ვაგინალური ექოს გაკეთებისას...!

Posted by: piki-a 16 May 2007, 12:35
ვიღაც ბებერი ქალის მერე მე შევედი,სპირტი რა ყველა ინფექციას კლავს?ძალიან ვნერვიულობ.ჩემ ექიმს უნდა უთხრა,მაგრამ უკვე რა აზრი აქ?!
* * *
ახლა ველაპარაკე ექიმს და მითხრა არ არსებობოს ჩვენთან კონდომის გარეშე არ გაგიკეთებდნენო,ეგ გამორიცხულიაო.ალბათ მე ვერ შევამჩნიე,ცოტა დავწყნარდი,მაგრამ როგორ ვერ შევამჩნიე,მიკვირს.

Posted by: makvala 16 May 2007, 12:57
natasha21

მართალი ხარ! ვაგინალური გადამწოდი არ სტერილდება, არც ქიმიურად. ერთადერთი საშუალება პრეზერვატივია!

tu-tuna
სხვა დროს პირდაპირ დაურეკე გულიკოს: 877 748174...მომსახურების კულტურა კი მართლა არსად არ არის რა...

ჰოდა, რკინის ნაჯახებს რაც შეეხება, არის უკეთესი რამეც, ნახე:

http://www.medea.ge/exskursia.htm - გვერდის ბოლოში რო სკარიფიკატორები ხატია,

პროსტო იმსიშორეზე რა წაგიყვანს...

პ.ს. ეგეთები ჩემს ლაბის გამგეს ვერ მოვატანინე, ძვირიაო...

Posted by: bubu1234 16 May 2007, 13:57
QUOTE
ვაგინალური ვისაც გაუკეთებია ეხო,მომწერეთ იმ რაღაცას ხომ კონდომს უკეთებენ,მე ჟორდანიაში გავიკეთე ეგ გამოკვკვლევა და არაფერი ჩამოუცვამთ,და ისე გამიკეთეს,ესე ხო საშიშია რამე ინფექცია სხვისგან არ გადაგედოს,ის ხო ერთჯერადი გამოყენების არ არის.იქ რატომღაც ვერ ვკითხე,მომერიდა ,და სახლში კიდე სერიოზულად დავფიქრდი.ალბათ სტერილიზაციას უკეთებენ,არვიცი.ავნერვიულდი,პირველად იუნონაში გაუკეთეს კონდომი,და ჯორდანიაში არა,რამე ხო არ გადამედებოდა???ექიმებო???

ეგ კითხვა მეც მაწუხებს,იუნონაში გავიკეთე ეხო ნინო ჭავჭავაძესთან და კონდომი არ გაუკეთებია,თან ორჯერ გავიკეთე და ვერცერთხელ ვერ შევამჩნიე რომ ზედ ეკეთა.
მაგ ეხოს შემდეგ გამონადენი მქონდა,ნეტა რამეს ხომ არ ავიკიდებდი?

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 16 May 2007, 14:16
QUOTE (bubu1234 @ 16 May 2007, 13:57 )
QUOTE
ვაგინალური ვისაც გაუკეთებია ეხო,მომწერეთ იმ რაღაცას ხომ კონდომს უკეთებენ,მე ჟორდანიაში გავიკეთე ეგ გამოკვკვლევა და არაფერი ჩამოუცვამთ,და ისე გამიკეთეს,ესე ხო საშიშია რამე ინფექცია სხვისგან არ გადაგედოს,ის ხო ერთჯერადი გამოყენების არ არის.იქ რატომღაც ვერ ვკითხე,მომერიდა ,და სახლში კიდე სერიოზულად დავფიქრდი.ალბათ სტერილიზაციას უკეთებენ,არვიცი.ავნერვიულდი,პირველად იუნონაში გაუკეთეს კონდომი,და ჯორდანიაში არა,რამე ხო არ გადამედებოდა???ექიმებო???

ეგ კითხვა მეც მაწუხებს,იუნონაში გავიკეთე ეხო ნინო ჭავჭავაძესთან და კონდომი არ გაუკეთებია,თან ორჯერ გავიკეთე და ვერცერთხელ ვერ შევამჩნიე რომ ზედ ეკეთა.
მაგ ეხოს შემდეგ გამონადენი მქონდა,ნეტა რამეს ხომ არ ავიკიდებდი?

ალბათ ვერ შენიშნე გამორიცხულია რომ არ გაეკეთებინათ!! პრეზერვატივი ხომ საკმაოდ თხელია და ვერ დაინახე ეტყობა. ისე მსგავსი სიტუაცია ვისაც გქონდათ გირჩევთ კიდევ ერთხელ წახვიდეთ ვითო ექოს გაკეთება გინდათ და შეუმოწმეთ აქვს თუ არა პრეზერვატივი ჩამოცმული ეხოსკოპს და თუ არ ქნება პანიკა ატეხეთ!!!! მარტვიდა რომ ვთქვათ mystery shoping-ი ჩაატარეთ! ამის გამო ექიმი გასაგდები და დასაჭერია!

Posted by: (c)TG 16 May 2007, 14:23
Solveig
QUOTE
პიპეტიდან პირით იწოვდეს 21-ე საუკუნეში, გაგიგიათ?
მე გამიგია (((((

მეც გამიგია, მე-3ში კობის ქუჩაზე ფასიან ლაბორატორიაში ზუსტად მასე აკეთებენ, რკინის საჩხვლეტი აქვთ საშინელი, ყუნწამდე გარჭობენ. ანალიზებს სხვაგან ვიღებ, მაგრამ გინდა თუ არა უფასოებიც აიღე, რომლებიც გეკუთვნისო, შემაგდო ჩემმა ექიმმა და ისე გამამწარეს, 2 დღე თითი მტკიოდა. არადა უმტკივნეულო საჩხვლეტით ვიღებდი მანამდე სისხლს. კრავასოსები ეგენი!

piki-a
QUOTE
ჟორდანიაში გავიკეთე ეგ გამოკვკვლევა

შარშან მანდ გავიკეთე 3-ჯერ თუ 4-ჯერ ვაგინალური ექო და ყველა ჯერზე ჩამოაცვეს, არა მგონია ისე გაეკეთებინათ შენთვის, ვერ შენიშნე ალბათ smile.gif ნუ მეორე საკითხია, რამდენად კარგად აკეთებენ, ჩემზე მკითხაობა დაიწყეს... მოკლედ ჟორდანიაზე ისეთი ცუდი და უსიამოვნო მოგონებები დამრჩა და ისე გამაბოროტეს, რომ თუ დახურავენ და ყველას გამოყრიან, გული საერთოდ არ დამწყდება fingal.gif

Posted by: tu-tuna 16 May 2007, 14:24
QUOTE (makvala @ 16 May 2007, 12:57 )

http://www.medea.ge/exskursia.htm - გვერდის ბოლოში რო სკარიფიკატორები ხატია,

პროსტო იმსიშორეზე რა წაგიყვანს...

პ.ს. ეგეთები ჩემს ლაბის გამგეს ვერ მოვატანინე, ძვირიაო...

მასეთი სკარიფიკატორები ტატიშვილშიც არის, და მაგის ხათრით იკეთებს ჩემი შვილი მანდ ანალიზებს, მერე სახლშიც ატანენ... კომფორტი კიბატონო, მარა ხარისხი?!?!? ბავშვის განავლის ანალიზი ჩავაბარეთ ტატიშვილში (ვაკეში), გინდა თუ არა ასკარიდა არისო! პარაზიტოლოგიაში გადავამოწმეთ და არაფერი არ იყო - სამი დღე ვაგროვეთ კუკუჩეკბი!
* * *
QUOTE ((c)TG @ 16 May 2007, 14:23 )
მე-3ში კობის ქუჩაზე ფასიან ლაბორატორიაში ზუსტად მასე აკეთებენ, რკინის საჩხვლეტი აქვთ საშინელი, ყუნწამდე გარჭობენ. ანალიზებს სხვაგან ვიღებ, მაგრამ გინდა თუ არა უფასოებიც აიღე, რომლებიც გეკუთვნისო, შემაგდო ჩემმა ექიმმა და ისე გამამწარეს, 2 დღე თითი მტკიოდა. არადა უმტკივნეულო საჩხვლეტით ვიღებდი მანამდე სისხლს. კრავასოსები ეგენი!


ანალოგიური სიტუაცია!!! მე მანდ დავდივარ კონსულატაციაში. უფასოდ რაც მეკუთვნოდა საშინლად გამიკეთეს, ის უბედური რკინის საჩხვლეტი ორ-ორჯერ მარწვეს, სისხლი არ გამომდიოდა - თითები გაყინული მქონდა! მერე ჩემს ექიმს ავუბუნტდი საერთოდ აღარ მოვალთქო - შემდეგ ანალიზზე ქვემოთ ჩამიშვა ლაბორატორიაში და ნორმალურად ამიღეს - პლასტამასის ფანქარივით რომ არის wink.gif! მაგრა ბედი მაინც არ მწყალობდა - ის გოგო დეკრეტში გავიდა და მაგიტო მომიწია ხან სად და ხან სად ამ ანალიზების გაკეთება!

Posted by: (c)TG 16 May 2007, 15:16
tu-tuna
QUOTE
ის გოგო დეკრეტში გავიდა და მაგიტო მომიწია ხან სად და ხან სად ამ ანალიზების გაკეთება!

მეც მაგიტომ დავწანწალებ თორემ ეს ლალი მშვენივრად აკეთებდა ანალიზებს. ვიკითხე და ჯერ არ გამოსულაო, ჩემმა ექიმმა ამშობიარა და იმას ვკითხე. თან აყროლებული შარდის სუნია უფასო ლაბში, ცუდად გავხდი

Posted by: tu-tuna 16 May 2007, 16:11
makvala
128დან 100ზე - ერთ თვეში (არც კი) არის შანსი რომ ჰემოგლობინი ჩამოვიდეს?!? 60 მქონია მე გაჭირვებულს!!!

Posted by: tatunia_22 16 May 2007, 17:37
tu-tuna
QUOTE
128დან 100ზე - ერთ თვეში (არც კი) არის შანსი რომ ჰემოგლობინი ჩამოვიდეს?!? 60 მქონია მე გაჭირვებულს!!!


ეგ ეტყობა სხვა საზომი ერთეულია. თუ არ ვცდები ორნაირი სტანდარტია გემოგლობინის საზომი. მე 66 მაქვს და მითხრეს ზღარზეაო, ანუ დაბალი არ არის რა. მთავარია მეტი არ დაიწიოს. რამეს დაგინიშნავს შემი მკურნალი ექიმი. მე სორბიფერ დურულესს ვსვამდი.

Posted by: WOMAN IN LOVE 16 May 2007, 17:40
ახალი საზომით 100 მგონი ძველებური 60 ია, თუ კარგად მახსოვს. მე ,,ტოტემას,, ვსვამ ანემიის დროს.

Posted by: (c)TG 16 May 2007, 18:05
tatunia_22
QUOTE
მე 66 მაქვს და მითხრეს ზღარზეაო, ანუ დაბალი არ არის რა. მთავარია მეტი არ დაიწიოს. რამეს დაგინიშნავს შემი მკურნალი ექიმი. მე სორბიფერ დურულესს ვსვამდი.

რა ვიცი მე 67-ზე რომ ჩამომივიდა, ტოტემა დამინიშნა, ტოტემა დავლიე 1 კვირა და უგემური იყო, ეხლა შემიცვალა და 10 დღე ფერლატუმი უნდა დავლიო, ეს ცოტა გემრიელი ჩანს rolleyes.gif

Posted by: tatunia_22 16 May 2007, 18:10
©TG

მე კიდე მითხრეს 66 ზღარიაო, მაგის ქვემოთ უკვე დაბალიაო. სორბიფერ დურულესს ვსვამდი 2 კვირა. არანარი გემო არ ქონდა. ეხლა უნდა მივიდე ექიმთან ხვალ ან ზეგ (გეგმიური მიწევს) და გადავამოწებ კიდე გემოგლობინს.

Posted by: donvaso 16 May 2007, 18:22
ძალიან გთხოვთ მირჩიოთ კარგი გინეკოლოგი(ან მეან-გინეკოლოგი), რომელიც მთელი ორსულობის განმავლობაში კარგად მოუვლის ორსულს(იგულისხმაბა ექიმის როგორც ცოდნა ასევე ადამიანობა).......
ხო და კიდევ სად კეთდება ყველაზე სარწმუნო ექო.....

Posted by: WOMAN IN LOVE 16 May 2007, 18:41
donvaso
ექოზე ამ განყოფილების იუზერ ქალთა უმრავლესობა ( და მათ შორის მეც), სერგო მათითაშვილთან დადის.

ექიმს რაც შეეხება , ყველას სხვადასხვა ყავს, თანაც ერთსა და იმავე ექიმზე კარგსაც გაიგებ და ისეთ ცუდსაც, გული გაგისკდება...ალბათ გირჩევენ ვინმეს rolleyes.gif

Posted by: donvaso 16 May 2007, 19:55
QUOTE
სერგო მათითაშვილთან

რომელ კლინიკაშია?????

Posted by: makvala 16 May 2007, 20:07
tu-tuna

QUOTE
ბავშვის განავლის ანალიზი ჩავაბარეთ ტატიშვილში (ვაკეში), გინდა თუ არა ასკარიდა არისო! პარაზიტოლოგიაში გადავამოწმეთ და არაფერი არ იყო - სამი დღე ვაგროვეთ კუკუჩეკბი!


მართალი ხარ, ორიოდ სიტყვას პმ-ში მოგწერ...

bubu1234
QUOTE
ეგ კითხვა მეც მაწუხებს,იუნონაში გავიკეთე ეხო ნინო ჭავჭავაძესთან და კონდომი არ გაუკეთებია,თან ორჯერ გავიკეთე და ვერცერთხელ ვერ შევამჩნიე რომ ზედ ეკეთა.
მაგ ეხოს შემდეგ გამონადენი მქონდა,ნეტა რამეს ხომ არ ავიკიდებდი?



ეხლა უკვე უბერავ, მაგას არ დაგიჯერებ...ის ნინო ჭავჭავაძე მაგის გამკეთებელი არ არის, პრეზერვატივი რო არ ქონდეს, არც გააკეთებს ვაგინალურ ექოს...მერე იმ დატჩიკს ხელი თვითონ უნდა მოკიდოს, არადა ეხლა თვითონ არის ორსულად...

10 თეთრიან პრეზერვატივს მაგაზე არავინ ზოგავს, უბრალოდ კარგად დააკვირდით ექიმი რას აკეთებს...ექიმები რასაც აშავებენ საკმარისია, ზედმეტს ნუღარ მოვიგონებთ, რა...

პრეზერვატივი რომ არ იყოს, თეორიულად დაორსულებაც არ არის გამორიცხული ვაგინალური ექოს შემდეგ, თუ წინა პაციენტის საშოში ცოცხალი კუდიანები იქნენ..

Posted by: donvaso 16 May 2007, 20:12
QUOTE
იუნონაში გავიკეთე ეხო ნინო ჭავჭავაძესთან

ეგ ვაკეში ლეჩკომბინატის უკან როა იქ არის?
მირჩიეთ ხალხნო რამე. ხვალ უნდა წავიდე სადმე და აზრზე არ ვარ სად.
მე სამწუხაროდ გინეკოლოგია გავიარე რეპროდუქტოლოგებთან,ტორემ არ შეგაწუხებდით

Posted by: bubu1234 16 May 2007, 20:17
donvaso
QUOTE
ეგ ვაკეში ლეჩკომბინატის უკან როა იქ არის?


არა , ჭავჭავაძის 60.

* * *
makvala
ვერ შევამჩნიე ალბათ.. smile.gif

Posted by: makvala 16 May 2007, 20:42
donvaso

რა პრობლემა გაქვს დაწერე, ეხლა გინეკოლოგიურ ექოს თუ ეძებ თუ სამეანოს, რა ვადაა...

ხვალ სეროჟასთან ვერ შეაღწევ ადვილად, ცოცხალ რიგში მოგიწევს დიდხანს დგომა...

და ტერიტორიულად სად ცხოვრობს ორსული, დიდ მანძილებზეც ნუ ვატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით...

Posted by: donvaso 16 May 2007, 20:52
QUOTE
რა პრობლემა გაქვს დაწერე, ეხლა გინეკოლოგიურ ექოს თუ ეძებ თუ სამეანოს, რა ვადაა...

მეუღლე არის მგონი ორსულად, ციკლი გადაუცდა 15 დღეა, გუშინ ტესტი გაიკეთა და ის 2 ხაზი "განათდა", გადაამოწმა და ისევ "გაანათა"......
ხო ცოტა ყრუ ტკივილები აქვს, რომ წამოდგება მაშინ....

QUOTE
ტერიტორიულად სად ცხოვრობს

ვაჟაზე......

Posted by: piki-a 16 May 2007, 22:18
QUOTE (donvaso @ 16 May 2007, 18:22 )
ძალიან გთხოვთ მირჩიოთ კარგი გინეკოლოგი(ან მეან-გინეკოლოგი), რომელიც მთელი ორსულობის განმავლობაში კარგად მოუვლის ორსულს(იგულისხმაბა ექიმის როგორც ცოდნა ასევე ადამიანობა).......
ხო და კიდევ სად კეთდება ყველაზე სარწმუნო ექო.....

ჟორდანიას კლინიკაში ნანა პარუნაშვილი,ძალიან კარგი ექიმია.ბევრმა მიქო და მეც კმაყოფილი ვარ ძალიან.დანარჩენი შენი გადაწყვეტია

Posted by: makvala 16 May 2007, 22:27
ეხლა შენთვის საჭიროა ვაგინალური ექო, რომელიც დაადგენს ნაყოფი ღრუშია თუ არა... ამ ეტაპზე მეტი ვერაფერი დადგინდება. წესით თუ გადაცდენა 15 დღეა, გულისცემაც უნდა გამოჩნდეს, მაგრამ განაყოფიერების დღე ზუსტად არასოდეს არაა ცნობილი... ნუ ახლა თუ არა ერთ კვირაში მაინც. ექოზე კი სჯობია მართლაც ხვალვე წახვიდე. საწყის ეტაპზე ექოს მთავარი დანიშნულება არის გარე ორსულობის გამორიცხვა, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ რო გახშირდა ფაქტია...

ასე რო ამჯერად ექო აუცილებლად გინდა, ექიმთან დაიწყებს თუ არა სიარულს, ეს უკვე შემდგომი გადასაწყვეტია..

ეხლა სად კეთდება კარგად. სერგოსთან მაგისათვის ზედახორაში დადგომა არ ღირს...ექოზე შეგიძლია მიხვიდე

1. იუნონაში ბადრი ან ნინოსთან ჭავჭავაძის 60,
2. ქავთარაძეზე ლეჩკომბინატში ვანო მგალობლიშვილის ცენტრში

ამ ორში რიგები მაინც იქნება და ძვირებიცაა... ორი ძალიან კარგი ექო ვიცი კიდევ გარეუბნებში, სადაც მნიშვნელოვნად იაფია:

1. მედეაში თამუნა - სერგოს გაზრდილი და ძალიან კარგი გოგოა, დღის მეორე ნახევარში ერთად მუშაობენ ვაკეში მედექსში.. სახელის აკრეფას ცოტა დრო დასჭირდება მაგრამ აკრეფს...
2. გრეტა პირველ ქალთა კონსულტაციაში - თბილისის პარადოქსია, რომ გრეტა მაგ საქათმეში მუშაობს , ეგ ხო კლინიკა არ არის. გრეტუშკა კიევის გენეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა...

ჰო, თუ მანქანით არ დადიხარ, მარშუტკით შორს არ ატარო...

Posted by: donvaso 16 May 2007, 22:37
მადლობა ყველას,........................

Posted by: baby-bobo 17 May 2007, 00:10
მაინტერესეს როცა D-დიმერები მაღალი გაქვს 2500. ხომ არ სჯობს საკეისრო კვეთა?

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 17 May 2007, 09:48
გარე ორსულობა რას ნიშნავს? ადრეც მომიკრავს ყური მაგრამ მრცხვენოდა რომ მეკითხა.

Posted by: L&L 17 May 2007, 10:30
baby-bobo

საკეისრო კვეთა მაგ ერთი ანალიზის საფუძველზე ვერ გადაწყდება.

Yoshimitsu Fukazawa
გარე ორსულობის დროს ნაყოფი საშვილოსნოს ღრუში არ იმყოფება, არამედ მის გარეთ. უმრავლეს შემთხვევაში საშვილოსნოს მილში, თუმცა შესაძლებელია მუცლის ღრუს ორგანოებზე მიმაგრებაც


Posted by: Yoshimitsu Fukazawa 17 May 2007, 10:52
QUOTE (L&L @ 17 May 2007, 10:30 )
baby-bobo

საკეისრო კვეთა მაგ ერთი ანალიზის საფუძველზე ვერ გადაწყდება.

Yoshimitsu Fukazawa
გარე ორსულობის დროს ნაყოფი საშვილოსნოს ღრუში არ იმყოფება, არამედ მის გარეთ. უმრავლეს შემთხვევაში საშვილოსნოს მილში, თუმცა შესაძლებელია მუცლის ღრუს ორგანოებზე მიმაგრებაც

ეხლა დავიბენი eek.gif პლაცენტაშიც არ ზის? ალბათ საშიშია არა? ნაყოფის შენარჩუნება შესაძლებელია?

Posted by: WOMAN IN LOVE 17 May 2007, 11:05
Yoshimitsu Fukazawa
ნაყოფის შენარჩუნება კი არა, ქალიც შეიძლება დაიღუპოს, ძალიან საშიშია sad.gif

Posted by: (c)TG 17 May 2007, 13:11
help.gif გუშინ მუცლით მივენარცხე კარის კუთხეს fingal.gif სიბნელეში გავდიოდი ოთახიდან და შუქი არ ავანთე, ბაია მარცხნიდან მარჯვნივ გადაადგილდა შიშისგან, მარცხენა ნაწილი მივარტყი. დღეს დავურეკე ექიმს და ხვალ დამიბარა, თითქოს არაფერი არ მჭირს, მაგრამ ფეხებს იქნევს ბაია. რამე ხომ არ მოსტყდებოდა mo.gif

Posted by: margusha 17 May 2007, 13:24
©TG


biggrin.gif ნუ გეშინია არაფერი არ მოსტყდებოდა, სანაყოფე წყლები იცავს დაზიანებისგან და კიდე კანიდან ბავშვამდე ბევრი ფენაა
პ.ს. ძაან მაგარი ავატარი გაქვს, ოღონდ ვერ გავიგე განკურდღელებული სკატა, რა არის? განკურდღელებული ასე თუ ისე გასაგებია მაგრამ სკატა? gigi.gif

Posted by: donvaso 17 May 2007, 13:26
დღეს ვიყავით ექოზე "ჯანმრთელობის სახლში".....
ბოლო მენსტრუალური ციკლი - გაურკვეველი.
საშვილოსნოს საერთო ზომით 77X35X40 მმ. სხეულის სიგრძე - 46მმ, ყელის სიგძე -31 მმ. ენდომეტრიუმი გრავიდატორულად გასქელებულია - 20-22 მმ-მდე, სტრუქტურა ერთგვაროვანი.
საშვილოსნოს ღრუში აღინიშნება ჰიპოექოგენური უბანი ზომით 2 მმ (ორსულობა?)
მიომეტრიუმის სტრუქტურა ერთგვაროვანია.
ენდოცერვიკალური არხი დილატაციის და დეფორმაციის გარეშე.

ორივე საკვერცხე ექოლოგიურად ნორმალურია.
დუგლასის ფოსოში თავისუფალი სითხე არ აღინიშნება.
რეკომენდირებულია განმეორებითი კვლევა 31 მაისს....

იქნებ მითხრათ არის ორსულობა თუ არა???????
ხო

Posted by: piki-a 17 May 2007, 13:33
იქ რა დასკვნაში არ ეწერა?გასაკვირია.თუ ზუსტად ვერ გითხრეს არის თუ არა ორსულობა განმეორებით მოგიწევს ეხოს გაკეთება ვაგინალურად რამდენიმე დღეში

Posted by: BaBajanka 17 May 2007, 13:35
QUOTE
და ტერიტორიულად სად ცხოვრობს ორსული, დიდ მანძილებზეც ნუ ვატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით...


ამ საკითხში დიდი გამოცდილება მივიღე საიმისოდ, რომ სახლში დავჯდე და დავლპე, ოღონდ თავი არ ვაცემინო გაბოროტებულ მგზავრებს. ადგილის დათმობას ვინ დაეძებს, ერთი ორჯერ კინაღამ წამაქციეს, რომ სკამთან მიესწროთ. fingal.gif არადა ექიმთანაც ვეღარ წავსულვარ შიშით მაგის გამო...

donvaso

და თვითონ იქ არაფერი გითხრეს???
მოვლენ ექიმები და გეტყვიან! მთავარია, რომ საშვილოსნოს ღრუში აღინიშნება smile.gif

Posted by: donvaso 17 May 2007, 13:36
QUOTE
იქ რა დასკვნაში არ ეწერა?

QUOTE
(ორსულობა?)

კითხვის ნიშანი დაუწერა რადიოლოგმა მარგამ გინეკოლოგი ალბათ უფრო მიხვდება არის თუ არა.
QUOTE
განმეორებით მოგიწევს ეხოს გაკეთება ვაგინალურად რამდენიმე დღეში

QUOTE
რეკომენდირებულია განმეორებითი კვლევა 31 მაისს....


Posted by: donvaso 17 May 2007, 13:39
..............................................

Posted by: tms 17 May 2007, 13:56
QUOTE
კითხვის ნიშანი დაუწერა რადიოლოგმა მარგამ გინეკოლოგი ალბათ უფრო მიხვდება არის თუ არა

ადრე, ამასთან დაკავირებით ვთქვი, რომ გინეკოლოგი თვითონვე უნდა აკაეთებდეს ექოს-მეთქი..ექოს გაკეტება დიდი ფილოსოფია არა არის..და რადიოლოგთან სიარული გინეკოლოგიურ ექოზე დამატებითი ფულის მახეა-მეთქი...იგივე აზრზე ვრჩები, თუმცა ვიცი აქ არ მეთანხმებიან smile.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 17 May 2007, 13:59
QUOTE (donvaso @ 17 May 2007, 13:26 )
დღეს ვიყავით ექოზე "ჯანმრთელობის სახლში".....
ბოლო მენსტრუალური ციკლი - გაურკვეველი.
საშვილოსნოს საერთო ზომით 77X35X40 მმ. სხეულის სიგრძე - 46მმ, ყელის სიგძე -31 მმ. ენდომეტრიუმი გრავიდატორულად გასქელებულია - 20-22 მმ-მდე, სტრუქტურა ერთგვაროვანი.
საშვილოსნოს ღრუში აღინიშნება ჰიპოექოგენური უბანი ზომით 2 მმ (ორსულობა?)
მიომეტრიუმის სტრუქტურა ერთგვაროვანია.
ენდოცერვიკალური არხი დილატაციის და დეფორმაციის გარეშე.

ორივე საკვერცხე ექოლოგიურად ნორმალურია.
დუგლასის ფოსოში თავისუფალი სითხე არ აღინიშნება.
რეკომენდირებულია განმეორებითი კვლევა 31 მაისს....

იქნებ მითხრათ არის ორსულობა თუ არა???????
ხო

გადამრევს ეს ხალხი ექიმს რომელმაც ექო გაგიკეთა არ კითხე?

Posted by: donvaso 17 May 2007, 14:27
ვაა, რატომ ვერ ხვედებით იმ რადიოლოგმა დაწერა: (ორსულობა?)
სანამ ვაგინალურად არ გააკეტა მანამდე ვერ ნახა ვერაფერი, ვაგინალურით ნახა ჰიპოექოგენური უბანი ზომით 2 მმ , და თვა აქ წავაო ორსულობა......

Posted by: (c)TG 17 May 2007, 16:39
margusha
QUOTE
პ.ს. ძაან მაგარი ავატარი გაქვს, ოღონდ ვერ გავიგე განკურდღელებული სკატა, რა არის? განკურდღელებული ასე თუ ისე გასაგებია მაგრამ სკატა? 

ავატარი არის ბო - უცხოპლანეტელი კურდღელი, რომელიც პეტერბურგში ჩამოფრინდა
www.mult.ru მაგრამ დახურეს თუ რატომ არ იხსნება, არ ვიცი.

donvaso
QUOTE
ბოლო მენსტრუალური ციკლი - გაურკვეველი.

კი მაგრამ როდის დაეწყო ბოლო მენზი, არ ახსოვს?

Posted by: margusha 17 May 2007, 16:45
©TG

აგაშენა ღმერთმა დავისვენე, ძლივს რა გავიგე სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული rolleyes.gif

Posted by: Suleluka 17 May 2007, 17:02
donvaso
კი მარა გაურვეველი რატოა ბოლო მენზა?
31-ში იმიტომ დაგიბარა გადაცდენა მინიმუმ 2 კვირა უნდა იყოს რომ გამოჩნდეს ფეხმძიმობა.
მანამდე თავს მაქსიმალურად მოუფრთხილდეს და ფეხმძიმობა თუ დადასტურდა (რაშიც ეჭვი არ მეპარება) აუცილებლად ყვითელ სხეულებზე გაიკეთოს ანალიზი

Posted by: lala 17 May 2007, 17:02
გინეკოლოგებო რაღაც ვირუსი შემხვდა ერთი ღამე მქონდა სიცხე 37.7 და მახველებს , ბავშვს რამე ხო არ ევნებოდა? მეშინია sad.gif
ან საშიშია? 8-ე თვეში ვარ

Posted by: makvala 17 May 2007, 17:59
donvaso

აუფ, ამირან გურგენიძესთან რამ მიგიყვანა... ბოლო დროს ვეღარ არის ფორმაში...

ტესტი დადებითია, ე.ი. ორსულობა არის... პროსტო მეუღლეს ციკლი რეგულარული ჰქონდა თუ არა და როდის დაიწყო ბოლო ნორმალური მენსტრუაცია? შენ ამბობ 2-კვირიან გადაცდენას, ამ ვადაზე გულისცემაც უნდა ჩანდეს...სანაყოფე პარკი კი 2 მმ-ზე მეტი უნდა იყოს. მოდი ბოლო ნორმალური მენსტრუაციის თარიღი დაპოსტე


Posted by: WOMAN IN LOVE 17 May 2007, 18:25
donvaso
შემდეგზე სერგოსთან წადი yes.gif

Posted by: Suleluka 17 May 2007, 23:24
makvala
ჯანმრთელობის სახლში გურგენიძის გარდა სხვა ეხოსკოპისტებიც ჰყავთ და ორსულობას მერწმუნე ყველა არჩევენ და რახან უწერია ბოლო ციკლი გაურკვეველი ესეიგი გადაცდენა 2 კვირიანი არაა სარწმუნო და იმიტომ არ გამოჩნდა ეხოზე

Posted by: donvaso 18 May 2007, 00:16
QUOTE
ჯანმრთელობის სახლში გურგენიძის გარდა სხვა ეხოსკოპისტებიც ჰყავთ და ორსულობას მერწმუნე ყველა არჩევენ და რახან უწერია ბოლო ციკლი გაურკვეველი ესეიგი გადაცდენა 2 კვირიანი არაა სარწმუნო და იმიტომ არ გამოჩნდა ეხოზე

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: BaBajanka 18 May 2007, 12:10
კითხვა:

ყელი არის 33მმ დამოკლებული, ანუ ეს საშიშია როგორც ვიცი, რო ვერ შეიკავოს ნაყოფი,ხო? ამ დროს უნდა იწვე? თU სიარული შეიძლება? არის შანსი, რომ ისე ვ დაგრძელდეს? biggrin.gif

და მეორე. თუ ვირუსები აღმოაჩნდა ორსულს, იმისი მკურნლაობის შანსი თუ არის ფეხმძიმობაში? ან რომელი განიკურნება და რომელი არა? და რა სახის მკურნლობა ტარდება? ტოქსოპლაზმას მგონი არფერი შველის ხო?
და რა სახის დაზიანებებს იწვევს?

Posted by: ekageo 18 May 2007, 13:29
[quote]makvala[/quote
გურგენიძეზე რამე იცი?მე ორივე ბავშვზე მაგასთან დავდიოდი, მაგრამ პრობლემა არ მქონია. იქნებ დააკონკრეტო?

Posted by: tat 18 May 2007, 15:36
რამე თუ იცით პრეპარატ მეპიპრისტონზე?///////////////////////////
სასწრაფოდ მჭირდება ინფო-უახლოესი ადამიანი აპირებს გაკეთებას ( სავარაუდო ორსულობააა)

Posted by: (c)TG 18 May 2007, 17:00
BaBajanka
QUOTE
ტოქსოპლაზმას მგონი არფერი შველის ხო?
და რა სახის დაზიანებებს იწვევს?

თვალებს აზიანებს, მაინც კითხე მაყვალას

Posted by: makvala 18 May 2007, 18:52
BaBajanka

33 მმ ძალიან კატასტროფაც არ არის... ტონუსის დროს დამოკლება ხშირია...

ტოქსოპლაზმაზე როგორი შედეგი გქონდა და სად გაიკეთე ანალიზი? დეტალები ზუსტად თუ შეიძლება... ჩემთვის მოულოდნელად გამოვარკვიე, რომ ბევრი სახელოვანი მეანი აზრზე არ არის როგორ მოიქცეს მაგ დროს...

©TG

ციც, ნუ აშინებ ბაბაჯანკას...

ekageo

ვიცი, ბოლო ერთ წელიწადში რამდენიმე არასაპატიო შეცდომა... ვერ არის ფორმაში ბოლო დროს...

Posted by: BaBajanka 18 May 2007, 19:00
makvala


QUOTE
33 მმ ძალიან კატასტროფაც არ არის... ტონუსის დროს დამოკლება ხშირია...


და ეგ შესაძლებელია, რომ ისევ დაგრძელდეს???

ტოქსოპლაზმა არ გამიკეთებია, კი არა , საერთოდ ვირუსები, მე ძალიან მინდა, რომ გავიკეთო, მაგრამ უბრალოდ ყველაფერს რომ ვანგარიშობ, რაღაცა ძალიან დიდი თანხა გამოდის. ხოდა, თუ აზრი არა აქვს ამის გაკეთებას, ანუ თU მაინც ვერ ჩაერევი ფეხმძIმობაში, გულის გასახეთქად ხომ არ გავიკეთებ-თქო...

და კიდე რა მაინტერესებს იცი? აი ქრონიკული ფორმა თუ გაქვს (ეგ მგონი G-ა) ავტომატურად აღარ ა რის საჭირო M ფრომის გაკეთება ხო? ანუ ანტისხეულები უკვე გაქვს ორგანიზმში ქრონიკულის დროს და მწვავე ფორმა ვეღარ გექნება ხო? თუ გავბოდე? smile.gif ხოდა თU ასეა, რატომ პირდაპირ მწვავეზე არ უშვებენ?



Posted by: ekageo 18 May 2007, 22:04
MAKVALA
დიდი მადლობა, მე გურგენიძესთან ბოლოს 2,5 წლის წინ ვიყავი

Posted by: makvala 18 May 2007, 23:16
BaBajanka

ტონუსი თუ მოიხსნება კი...

ეხლა ვირუსები რადგან არ გაგიკეთებია, წინასწარ ნუ იგიჟებ თავსა...რამე სასიამოვნოზე იფიქრე...

თუ ფინანსური პრობლემაა, ჯერ გაიკეთე Chlamydia trachomatis IgA, HSV I/II IgG, CMV IgG, Toxo godii IgG, მერე იმისდა მიხედვით, თუ რა პასუხი იქნება სხვა..თუ გაინტერესებს, შემიძლია პმ-ში მოგწერო

Posted by: (c)TG 19 May 2007, 10:40
BaBajanka
ჟორდანიაში (რომელსაც აღარ ვეკარები სათოფეზე ისეთი ამბები დამმართეს) აკეთებენ შედარებით იაფად და პასუხებიც რომ გადავამოწმე სხვაგან, იგივე მივიღე ანუ პატიოსნად აკეთებენ ვირუსებზე ანალიზს და 120 ლარი ღირს 4 ვირუსი M და G.
[b]makvala

კატა მყავს სახლში და ტოქსოპლაზმაზე აუცილებლად მინდოდა გამეგო ხომ არ მჭირდა, გადავრჩი.

Posted by: Suleluka 19 May 2007, 10:52
BaBajanka
100 ლარად გავიკეთე ჯანმრთელობის სახლში მწვავეც და ქრონიკულიც (ყველა ვირუსებზე)
QUOTE
და კიდე რა მაინტერესებს იცი? აი ქრონიკული ფორმა თუ გაქვს (ეგ მგონი G-ა) ავტომატურად აღარ ა რის საჭირო M ფრომის გაკეთება ხო? ანუ ანტისხეულები უკვე გაქვს ორგანიზმში ქრონიკულის დროს და მწვავე ფორმა ვეღარ გექნება ხო? თუ გავბოდე?  ხოდა თU ასეა, რატომ პირდაპირ მწვავეზე არ უშვებენ?

მეც ვფოქრობდი ეგრე მარა სჯობს ცოტა გაიჭირვო და ორივე გაიკეთო, სამაგიეროდ მშვიდად იქნები

Posted by: makvala 19 May 2007, 18:41
©TG

ტოქსოპლაზმა G ორსულობამდე თუ დადებითი გაქვს, უკეთესია კიდეც...

ჟორდანიას ლაბი მართლაც ნორმალურია, თუმცა ეგ ანალიზი მგონი გაძვირდა, ისე ჟორდანიას როგორც დაწესებულების შეფასებაში გეთანხმები..

არამიანცის ტერიტორიაზე ყველა ლაბს ენმედიცი სჯობია, თუმცა ყველაზე ძვირიც არის...

Posted by: BaBajanka 20 May 2007, 00:55
makvala


ჩაჩავაში ფეიქრიშვილზე რას ფიქრობ? ტესტი მგონი ძვირია. მედეაში მინდა მისვლა, თუ წამათრია ვინმე მადლიანმა. სისხლის გადასხმის ინსტიტუტი მაქვს ცხვირთან, მაგრამ არ ვიცი ღირს თუ არა.

©TG

დაახლოებით ეგეთი ფასებია ხო ყველგან.
QUOTE
რომელსაც აღარ ვეკარები სათოფეზე ისეთი ამბები დამმართეს

და რა ამბები დაგმართეს?

Suleluka
QUOTE
მეც ვფოქრობდი ეგრე მარა სჯობს ცოტა გაიჭირვო და ორივე გაიკეთო, სამაგიეროდ მშვიდად იქნები


მახსოვს შენც რომ ფიქრობდი და მე რომ დაგაკვალიანე.. biggrin.gif

Posted by: makvala 20 May 2007, 01:12
BaBajanka

ფეიქრიშვილი დიდი ხანია გარდაიცვალა, მისი ლაბის ნარჩენები კი ალფალაბია ვაკეში. მაგაზე უკვე დავწერე...


Posted by: BaBajanka 20 May 2007, 01:19
makvala

QUOTE
ფეიქრიშვილი დიდი ხანია გარდაიცვალა

ვაიმე მართლა??? :O საწყალი....

QUOTE
მისი ლაბის ნარჩენები კი ალფალაბია ვაკეში


მე ალფამედი ვიცი. ალფალაბიც არსებობს?

Posted by: WOMAN IN LOVE 20 May 2007, 05:44
©TG
QUOTE
ჟორდანიაში (რომელსაც აღარ ვეკარები სათოფეზე ისეთი ამბები დამმართეს)

+1

Posted by: tatala_t 21 May 2007, 13:18
რა აზრის ხართ ძუძუთი კვება და სიგარეტი ერთად

Posted by: BaBajanka 21 May 2007, 13:43
tatala_t

QUOTE
რა აზრის ხართ ძუძუთი კვება და სიგარეტი ერთად

მაგარი კოქტეილია ალბათ თოთო ბავშვისთვის, აი რძის მაგივრად რომ ლუდი მოდიოდეს, ახლაც ძუძUზე ვიქნებოდით biggrin.gif

Posted by: Catherine 21 May 2007, 13:52
როდესაც 5 თვის ორსული ვიყავი მაშინ გავიკეთე ეჰოსკოპია ჟორდანიაში და სულ ეს იყო, მის მერე ექიმთან აღარ ვყოფილვარ. ეხლა უკვე მე 11 თვეში ვარ, მაგრამ ექიმთან ჯერ ვერ მოვახერხე მისვლა. ძალიან მაინტერესებს ის ეჰო ხომ აჩვენებდა რომ გარე ორსულობა არ მქონდა?

Posted by: BaBajanka 21 May 2007, 14:13
Catherine


QUOTE
როდესაც 5 თვის ორსული ვიყავი მაშინ გავიკეთე ეჰოსკოპია

QUOTE
ხლა უკვე მე 11 თვეში ვარ


ბატონო???

spy.gif

იმედია კვირის... და თანაც თუ კვირას გულისხმობდი და არა თვეს, მაგ დროისთვის მაგას ნხულობენ, ნაყოფი სადაა და თუ პროგრესირებს ორსულობა. მე ასე ვიცი.
* * *
ვაიმე ძალიან გაოცებული დავრჩი.

ვრეკავ ახლა და ფასებს ვადარებ, სად რა ჯდება ვირუსებზე ანალიზი და ციტოში მემგონი მეკაიფნენ.

281 ლარი ჯდება თან ტოქსოპლაზმას მარტო მწვავე ფორმა კეთდება, მეორე არა....
ვინმე იკეთებს მანდ??? eek.gif

Posted by: tu-tuna 21 May 2007, 14:49
BaBajanka
მეც მინდა ვირუსებზე ანალიზი - ზუსტად არც კი ვიცი რა უნდა გავიკეთო, რადგანაც საკუთარი ინიციატივით გადავწყციტე!! ამ კვირაში უნდა მივიდე კონსულტაციაში და გავიგო ზუსტად რა უნდა გავიკეთო. მე ისე იუნონაში მირჩია ჩემმა გინეკოლოგმა, მარა მგონი მანდ არ ვარგაო. იმედია makvala დაგვკავალიანებს (PM-ებით კი წავუღე უკვე ტვინი...)

Posted by: Breaky 21 May 2007, 14:55
CatherineBaBajanka
tu-tuna

შიდსის ცენტრის ლაბორატორიას აქებენ. მე 4-ივე ვირუსში თავისი ყველა ფორმებით 160 ლარი გადავიხადე (შარშან).

Posted by: BaBajanka 21 May 2007, 15:04
tu-tuna

QUOTE
(PM-ებით კი წავუღე უკვე ტვინი.

მეც smile.gif

იუნონაში არ მიხვიდეო, გეტყვის. აღმოჩნდა, რომ 4 ვირუსი, თავის ორივე ფორმით "ჯანმრთელობის სახლში" 100 ლარია, რაც ყველაზე იაფია. (სულელუკამაც მანდ გაიკეთა) თან იქეთ საელჩოში ვარ მისასვლელი და იქნებ მანდ გავიკეთო.
ტესტში 120 ლარია, ციტოში 281 biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif აკლიათ.

Breaky

QUOTE
შიდსის ცენტრის ლაბორატორიას აქებენ


ისე ახლა გამახსენდა, მაგას მეც მიქებენ, მაგრამ 160 ცოტა ძვირია..
cry.gif

tu-tuna

რადა, ვიტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ქლამიდია და ტოქსოპლაზმა... მე ამათ გაკეთებას ვაპირებ ორივე ფორმის.
ძირითადად ამას იკეთებენ ხოლმე.

Posted by: tu-tuna 21 May 2007, 16:33
QUOTE (BaBajanka @ 21 May 2007, 15:04 )
ციტოში  281


ციტო ვარგა ვითომ?

QUOTE
რადა,  ვიტომეგალოვირუსი,  ჰერპესი,  ქლამიდია  და  ტოქსოპლაზმა...  მე ამათ  გაკეთებას ვაპირებ  ორივე  ფორმის.
ძირითადად  ამას  იკეთებენ  ხოლმე
ჰო ეგენი კი გავიგე, მარა რაღაც I და Mო biggrin.gif ეგენი არ მესმის ცოტა wink.gif!
* * *
ეხლა დავრეკე ციტოში - ჩამომითვალა ცალ-ცალკე ფასები ამ ოთხივე ვირუსზე ჰოდა თუ ჰერპესს ოთხივეს გაიკეთებო (აზრზე არ ვარ რას ნიშნავს biggrin.gif) ფასდაკლებააო და მოკლედ საერთო ჯამში რომ დავთვლე 319 ლარი გამოვიდა biggrin.gif!

Posted by: BaBajanka 21 May 2007, 17:47
tu-tuna


QUOTE
ეხლა დავრეკე ციტოში - ჩამომითვალა ცალ-ცალკე ფასები ამ ოთხივე ვირუსზე ჰოდა თუ ჰერპესს ოთხივეს გაიკეთებო (აზრზე არ ვარ რას ნიშნავს ) ფასდაკლებააო და მოკლედ საერთო ჯამში რომ დავთვლე 319 ლარი გამოვიდა !



ვაიმე, მანდ საათOბრივად ძვირდება ხო ? biggrin.gif დილას 281 იყო.
ნეტა რომელი ჭკვიანი იკეთებს მანდ??? biggrin.gif

QUOTE
ჰო ეგენი კი გავიგე, მარა რაღაც I და Mოეგენი არ მესმის ცოტა

მანდ ორი ფორმაა G და M, (ქრონიკული და მწვავე)

Posted by: romantic_cunt 21 May 2007, 17:47
მე მაინტერესებს სიცხის გაზომვის გარეშე შეგვიძLია თვეში ის რამდენიმე დღე 100%-იანი გარანტიით ვთქვათ რომ ამ დროს არ არის საშიში ბავშვის ჩასახვის. ძაან მაღელვებს ეს პრობლემა

Posted by: tms 21 May 2007, 17:54
QUOTE (romantic_cunt @ 21 May 2007, 17:47 )
მე მაინტერესებს სიცხის გაზომვის გარეშე შეგვიძLია თვეში ის რამდენიმე დღე 100%-იანი გარანტიით ვთქვათ რომ ამ დროს არ არის საშიში ბავშვის ჩასახვის. ძაან მაღელვებს ეს პრობლემა

100% არაფერია smile.gif თუ სიცხეს თვეების მანძილზე რეგულარულად იზომავ მაშინ კიდევ შეიძლება გქონდეს ზოგადი წარმოდგენა, და ამ ბოლო დროს მეცნიერებმა დაადგინეს რომ ტემპერატურული მეთოდი საკმაოდ საიმედოა, თუმცა როგორც გითხარი რეგულარული გაზომვაა საჭირო თვეების მანძილზე...სიცხის გაზომვის გარეშე გაჭირდება მაგის გაგებაsmile.gif არსებობს ოვულაციის ტესტებიც, რომელიც ცოტა არ იყოს და ძვირია.
თუმცა და ეს თუმცაა ყველაზე მთავრია..ციკლის ყოველი დღე შეიძლება იყოს ნაყოფიერი, დაფეხმძიმება ძალიან ხშირად ე.წ. "უნაყოფო" დღეებში ძალიან ხშირად ხდება smile.gif

Posted by: makvala 21 May 2007, 19:17
ხალხო, რა გემართებათ? ჭკვიანი ექიმი იპოვეთ და ენდეთ, თორე ეგრე იაფის ძებნაში დაიჭერთ რაღაცას... ერთი იმუნოგლობულინი 8 ლარადაც კეთდება კოლცოვოს ფაბრიკის რეაქტივებით და ჩინურებით მაგრამ ჯერ გერმანული და ამერიკულს აქვს პრობლემები და იმათ ხო საერთოდ...

ციტოს შეეშვით რა, ფულიან გოიმზეა გათვლილი და მინახავს მანდედან გამოსული შედეგები...არაფრით არ სჯობია სხვას... თავის დროზე პირველები მოჯდნენ საელჩოების კანალზე და უცხოელებს ახდეინებენ ეგრე ევროპულ ამერიკული ფასებით...შეარგოთ ღმერთმა, მაგრამ ჩვენ მოსახლეობას რას ერჩიან ვერ გავიგე... ევროპული ფასები და ქართული ხელფასებია მანდ... მანდედან რო ლაბორანტი გამოიქცა, ასე თქვა ტრეფიკინგისაგან განვთავისუფლდიო...

შიდსის ცენტრის ასევე ძაან ძვირია, ჯანმრეთელობის სახლის კი ფრიად საშუალოა რა... მე არ მომწონს...გაქანებულ ჰერპესის გამონაყარზე უარყოფითი მომცეს ორივე იმუნოგლობულინი, არადა პაციენტს მეტის გადახდის შანსი არ ჰქონდა, ვინუჟდენად სხვაგან გავუშვი, ახლობელი მუქთად გაგიკეთებს-მეთქი და წინასწარ დავრეკე, რო ფულს მე მივიტანდი...ორივე დადებითი იყო....

ეხლა სულ ასეთი კეთილიც კი არ ვარ რეალში, მაგრამ იმ შემთხვევაში დიაგნოზს ვერ ვსვამდი...

QUOTE
მანდ ორი ფორმაა G და M, (ქრონიკული და მწვავე)


Mდა G-ს მნიშვნელობებს კი ასე ცალსახა და მარტივი ინტერპრეტაცია არ აქვს...ქლამიდიაზე A იმუნოგლობულინიც ძალიან მნიშვნელოვანი...

თან ქლამიდია M-ის ტესტ-სისტემათა უმრავლესობა, რაც აქ შემოდის, ევროპული წარმოებისაც კი არ ვარგა, დაუხვეწავია.... მე ვიცი PCR-ით გადაამოწმეს ზაზამ და ირინამ იუნონაში სანამ იყვნენ და ერთი, ძალიან ძვირი ტესტ-სისტემის გარდა PCR-თან არცერთი არ კორელირებდა...

Posted by: donvaso 21 May 2007, 19:55
ჩემი მეუღლე არის გაციებული, გუშინ ქონდა 37, დღეს ყელი ტკივა და სიცხეც აქვს. რა ვქნათ????? baby.gif

Posted by: Solveig 21 May 2007, 19:55
makvala
ძალიან სულელურ კითხვას გისვამ ახლა, მაგრამ..მაინტერესებს, დაახლოებით რა ზომისაა 22-24 კვირის ნაყოფი და შეიძლება თუ არა ამ დროს აბორტის გაკეთება?
დაგოგოლება (biggrin.gif) კი შემიძლია,...მაგრამ პროფესიონალის აზრი მაინტერესებს.

Posted by: Solveig 21 May 2007, 20:06
QUOTE
მე ალფამედი ვიცი. ალფალაბიც არსებობს?

ერთი და იგივეა. ვაკეშია=ილიას ბიუსტის მოპირდაპირე მხარეს. ჯერ იუნონაა და მერე ეგ.

Posted by: ტანკე 21 May 2007, 20:06
donvaso
QUOTE
ჩემი მეუღლე არის გაციებული, გუშინ ქონდა 37, დღეს ყელი ტკივა და სიცხეც აქვს. რა ვქნათ????? baby.gif

და ეს რა შუაშია ამ თემასთან?

Posted by: Solveig 21 May 2007, 20:13
ტანკე
ალბათ ფეხმძიმედ ჰყავს მეუღლე და ეშინია ადამიანს..რას ერჩი?

რა ამის პასუხია და
QUOTE
პროსტა ვგავარ

მოხსენი მაგ პირუტყვის სურათი, თუ კაცი ხარ biggrin.gif

Posted by: donvaso 21 May 2007, 20:16
QUOTE
ტანკე
ალბათ ფეხმძიმედ ჰყავს მეუღლე

yes.gif yes.gif

Posted by: BaBajanka 21 May 2007, 20:34
makvala
QUOTE
ხალხო, რა გემართებათ? ჭკვიანი ექიმი იპოვეთ და ენდეთ, თორე ეგრე იაფის ძებნაში დაიჭერთ რაღაცას..


ეჰ ხო იცი სადაც ვცხოვრობთ, ფასები თU არ შეადარე, შეიძლება ციტოშიც მიგიყვანოს უვიცობამ biggrin.gif
ე.ი. ჯ ანმრთელობის სახლი ამოვიღო!
Solveig
QUOTE
ერთი და იგივეა. ვაკეშია=ილიას ბიუსტის მოპირდაპირე მხარეს. ჯერ იუნონაა და მერე ეგ.


აჰა, ესე იგი ვიცი. მანდ ნამყოფი ვარ, მაგრამ ცოტა გამაბრაზეს smile.gif

Posted by: Solveig 21 May 2007, 20:37
BaBajanka
რას იზამ, მეც მაბრაზებს ხოლმე ერთ-ერთი მაგათგანი biggrin.gif biggrin.gif თან შენი მიხვალ, წამოხვალ და ვეღარ ნახავ...მე ვიკითხო biggrin.gif

Posted by: ტანკე 21 May 2007, 21:02
Solveig
QUOTE
ალბათ ფეხმძიმედ ჰყავს მეუღლე და ეშინია ადამიანს..რას ერჩი?

ვიკითხე, რას უნდა ვერჩოდე?რა ვიცოდი ფეხმძიმედ თუ ჰყავდა მეუღლე

QUOTE
მოხსენი მაგ პირუტყვის სურათი, თუ კაცი ხარ biggrin.gif

იხ.ჩემი სიგნაჩა biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 May 2007, 21:44
Solveig
By 20 weeks the cochlea, which is the organ of hearing, has reached adult size[150] within the fully developed inner ear. From now on, the fetus will respond to a growing range of sounds.[151]

Hair begins to grow on the scalp.

All skin layers and structures are present, including hair follicles and glands.[152]

By 21 to 22 weeks after fertilization, the lungs gain some ability to breathe air.[153] This is considered the age of viability because survival outside the womb becomes possible for some fetuses.[154]
By 24 weeks the eyelids reopen[155]

and the fetus exhibits a blink-startle response.[156] This reaction to sudden, loud noises typically develops earlier in the female fetus.[157]

Several investigators report exposure to loud noise may adversely affect fetal health. Immediate consequences include prolonged increased heart rate, excessive fetal swallowing, and abrupt behavioral changes.[158] Possible long-term consequences include hearing loss.[159]

The fetal respiratory rate can rise as high as 44 inhalation-exhalation cycles per minute.[160]

During the third trimester of pregnancy, rapid brain growth consumes more than 50 percent of the energy used by the fetus. Brain weight increases between 400 and 500 percent.[161]


ამ მონაცემების ფონზე .... რა ვიცი... sad.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 May 2007, 21:57
დავაგოგოლე, როგორც ერთი იუზერი იტყოდა და 12 კვირის ემბრიონის სურათი ასეთია(ზომები ალბათ, თორემ ეგეთი ჩამოყალიბებული სახე არ ექნება მგონი)

Posted by: makvala 21 May 2007, 22:12
Solveig

მაგ ვადაზე თუ სამედიცინო ჩვენება არ არის, აბორტი კანონით აკრძალულია

ნაყოფის ზომები კვირების მიხედვით საიტზე უდევთ, მაგრამ თვითონ სად დაიკარგნენ და რატო არ ჩანან ფორუმზე არ ვიცი:

http://www.medea.ge/calcs.htm

პრინციპში ორსულისათვის სასარგებლო ინფორმაციით ყველა ქართულ საიტს მოუჯოკრეს, მაგრამ გაფორმება არ მომწონს რა...

კაი გაფორმებას და ფლეშს მეტი ვებ სივრცე სჭირდება და ამათმა ან ვებმასტერზე მოჟოჟკეს, ბავშვი გამომეხმაურა, ჩემი გაკეთებულიაო, ან რასაც პროვაიდერი მუქთად აძლევთ, იმაში არიან ჩაკვეხებულები.. givi.gif

Posted by: ^keto^ 21 May 2007, 22:15
აბორტი მაგ ვადაზე თვითმკვლელობაა mad.gif
აი, მაგ ასაკის ჩანასახის ფოტო კიდევ smile.gif
user posted image

ექოზეც უკვე იმხელა ბაია ჩანს baby.gif

Posted by: Solveig 21 May 2007, 23:17
ყველას დიდი მადლობა.

ასეც ფვიქრობდი..კაცმა რომ თქვას, 22-24 კვირა ორსულობის ნახევარია უკვე..

mad.gif mad.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 May 2007, 23:18
....................................
დაახლოებით მაგხელაა ალბათ ჩემი ბაია... ისე ფართხალებს love.gif

Posted by: BaBajanka 22 May 2007, 00:51
WOMAN IN LOVE
^keto^


ვაიმე, როგორ უნდა მოკლა ასეთი არსება???? ლა ცაცოდავიააააა cry.gif cry.gif cry.gif

სულ მაინტერესებს, თავს რატომ არ იცავს ეს ხალხი. მასიურად მესმის ეს პრობლემა, გადამიცდა, მიშველეთ, რომ ვეკითხები, თავს რატომ არ იცავ-თქო, მიხსნიან, რომ ანტი ბეიბი აბები საშინელებაა, არავითარ შემთხვევაში არ დაილევა, პრეზერვატივი ქმარს არ ევასება, თან დააყოლებენ, კაცია და გუნებაო, სპირალი - რომელი საუკუნეაო, დღეებს ვიცავთო და რა იცი, რა დღეებში უნდა დაიცვა-თქო. 7 დღე აქეთ, 7 იქეთო. რომ ვეუბნები, ეგ ყველას მასე არა აქვს-თქო, უკვე არასერიოზულად აღმიქვავენ და მეუბნებიან, ნეტაი შენ, ამდენს რომ კითხულობო.

რა სიბნელეაააა sad.gif

რატომ არის აბები საშინელება? მე ვაპირებ, რომ გავაჩენ, მერე მაგ აბებეზე შევჯდე. მგონი ყველაზე საიმედოა. ვიდრე თვეში ერთხელ შავი ლენტა გავიკრა შUბლზე, გადამიცდა-თქო..
* * *
მერე მესმის, რომ სხდებიან მდუღარეში და დგანან გაზზე, ან ადიან მეზობელი კორპუსის სახურავზე და იქიდან ხტებიან, ან ქმარს აიყვანენ ხელში და კიბეებზე არბი-ჩარბიან, თუ არადა აბორტ იკეთებენ. ისმის კითხვა - ეს არ არის საშინელება???? რა თქმა უნდა არა მარტო მორალური თვალსაზრისით, სწორედ იმ თვალსაზრისით, რის გამოც ჰორმონების მიღება არ სურთ და ჯანმრთელობას უფრთხილდებიან?

Posted by: anakatrin 22 May 2007, 01:39
BaBajanka
QUOTE
მასიურად მესმის ეს პრობლემა, გადამიცდა, მიშველეთ, რომ ვეკითხები, თავს რატომ არ იცავ-თქო, მიხსნიან, რომ ანტი ბეიბი აბები საშინელებაა, არავითარ შემთხვევაში არ დაილევა, პრეზერვატივი ქმარს არ ევასება, თან დააყოლებენ, კაცია და გუნებაო, სპირალი - რომელი საუკუნეაო, დღეებს ვიცავთო და რა იცი, რა დღეებში უნდა დაიცვა-თქო. 7 დღე აქეთ, 7 იქეთო. რომ ვეუბნები, ეგ ყველას მასე არა აქვს-თქო, უკვე არასერიოზულად აღმიქვავენ და მეუბნებიან, ნეტაი შენ, ამდენს რომ კითხულობო.

რა სიბნელეაააა

ვაი რომ მართლა სიბნელეა,დღესდღეობით როცა ამდენი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება არსებოსბს რატომ აგდებენ თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში და რატომ იკეთებენ აბორტებს ასე წაღმა-უკუღმა ვერ გამიგია.და შენ გგონია რომ მაგდენი ესმით?ნებისმიერ ჰორმონზე გამანადგურებლად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე აბორტი და ჩემის აზრით ფიზიკურ განადგურებაზე უარესია სულიერი განადგურება.

Posted by: BaBajanka 22 May 2007, 13:17
anakatrin
QUOTE
და შენ გგონია რომ მაგდენი ესმით?


რა თქმა უნდა, რო არ ესმით და რომც აუხსნა, ვერ გაიგებენ და შეიძლება აქეთ დაგცინონ... puke.gif

QUOTE
ჩემის აზრით ფიზიკურ განადგურებაზე უარესია სულიერი განადგურება.


რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ნადგურდებიან სულიერად, კი... ძაან მეეჭვება!
down1.gif

Posted by: tat 22 May 2007, 15:09
QUOTE
სულიერად, კი... ძაან მეეჭვება

ეგა ტქვი რა.................. mad.gif
როგორ მოსტხოვო ამ ქვეყანაში მამრებს ნუ ხართ ბნელები ტქო როცა მდედრები უჯოკრავენ..................
QUOTE
დღეებს ვიცავთო და რა იცი, რა დღეებში უნდა დაიცვა-თქო. 7 დღე აქეთ, 7 იქეთო.

ხო რა და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მაგარი სექსი ექნებათ ქმრებთან-----ის რომ მიუჩოჩდება და ეს მაიცა დღეს კალენდრით არ შეიძლებაოsmile.gif მერე სხედან დაქალებში , აბოლებენ და მოსთქვამენ-ქმარი ბოზებში დარბისო!
მე მაგალითად ერთ კვირაზე დიდი( ინექციით რომ იშორებენ)-ნაყოფის მოცილებას კანონით ავკრძალავდი!

Posted by: romantic_cunt 22 May 2007, 15:18
BaBajanka

QUOTE
მერე მესმის, რომ სხდებიან მდუღარეში და დგანან გაზზე, ან ადიან მეზობელი კორპუსის სახურავზე და იქიდან ხტებიან, ან ქმარს აიყვანენ ხელში და კიბეებზე არბი-ჩარბიან,  თუ არადა აბორტ იკეთებენ.


ამ გაშავებული წინადადების შინაარსი ვერ გავიგე და კონტექსტშიც ვერ დავაკავშირე. იქნებ ამიხსნა smile.gif)

Posted by: BaBajanka 22 May 2007, 16:18
romantic_cunt
QUOTE
მ გაშავებული წინადადების შინაარსი ვერ გავიგე და კონტექსტშიც ვერ დავაკავშირე. იქნებ ამიხსნა

არ გაგიგია, სიმძIმეებ ს რომ წევენ ხელში და ისე დარბიან ან დახტიან, ან უფროს შვილებს მოიკიდებენ, ან ბალონებს ათრევენ.
მე გამიგია და თან ძალიან ხშირად.

tat


QUOTE
ხო რა და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მაგარი სექსი ექნებათ ქმრებთან-----ის რომ მიუჩოჩდება და ეს მაიცა დღეს კალენდრით არ შეიძლებაო მერე სხედან დაქალებში , აბოლებენ და მოსთქვამენ-ქმარი ბოზებში დარბისო! მე მაგალითად ერთ კვირაზე დიდი( ინექციით რომ იშორებენ)-ნაყოფის მოცილებას კანონით ავკრძალავდი!



yes.gif ძაან ტეხავს რომ ის, რაც თავად ადამიანის შეგნებას შეუძლია გადაწყვიტოს, კანონებით უნდა ებრძოლო!

Posted by: tat 22 May 2007, 16:30
BaBajanka
ნუ როცა შეუგნებენ სუბიექტებთან გაქვს საქმე...................და რას დავაკვირდი იცი-ვისაც ადამიანს ეძახი რომ ყველა არაა ჰომოსაპიენსიsmile.gif( ნუ საქართველოში მაინცsmile.gif)
რაც შეეხება ქმარი-სამშობიარო ბლოკში
ჩემი ტურფა პირველ ბავშვზე იყო 20 წლის და ნუ ძმაკაცებში რომ იქეიფა მამობა მაგით შემოიფარგლა, არანაირად არ ატოკებდა ეგ მომენტი მარტო მე ვუნდოდი და მორჩA!:)
ეხლა დაესწრო და მე ხომ გიჟი დედა ვარ -ის საერთოდ პათოლოგი მამაა-თAნ სულ იძახის ვაი რა საოცრება იყოო, არაა ადამიანი და მერე უცებ საიდანღAც გაჩნდა და ბლატაობა დაიწყოოsmile.gif..........ნუ პოტენციაზე მოქმედებს არა ლეღვიsmile.gif

Posted by: anakatrin 22 May 2007, 17:52
tat
QUOTE
ჩემი ტურფა პირველ ბავშვზე იყო 20 წლის და ნუ ძმაკაცებში რომ იქეიფა მამობა მაგით შემოიფარგლა

ეს ფრაზა ვერ გავიგე,ანუ 20 წლის ბავშვი გყავს? wow.gif

Posted by: BaBajanka 22 May 2007, 17:54
anakatrin

20-ის იყო მეუღლე, პირველი ბავშვი რომ შეეძინათ. smile.gif

QUOTE
ნუ პოტენციაზე მოქმედებს არა ლეღვი


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: პერწკლი 22 May 2007, 18:00
არაა ადამიანი და მერე უცებ საიდანღAც გაჩნდა და ბლატაობა დაიწყოო


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif კარგა ხანია ასე გულიანად არ გამიცინიააააააა


არადა ალაბთ დედა რო გავხდები მაგასვე გავიფიქრებ gigi.gif ვერ ვაცნობიერებ რო შეიძლება ოდესმე ბაია მყავდეს baby.gif

Posted by: თამუნა 22 May 2007, 20:41
QUOTE
ვაიმე, როგორ უნდა მოკლა ასეთი არსება????

მე როდესაც აღრიცხვაზე ამიყვანეს ვენიდან ხო ამიღეს სისხლი და იქ ერთი გოგო იყო იმასაც აუღეს და რომ გავიდა ექთანმა თქვა მეხუთეჯერ იკეთებს აბორტსო spy.gif

Posted by: ekageo 22 May 2007, 22:43
QUOTE
არაა ადამიანი და მერე უცებ საიდანღAც გაჩნდა და ბლატაობა დაიწყოო


ეს მართლა სასწაულია, ჯერ დედა ვერ აცნობიერებს ნორმალურად და მამა ხომ საერთოდ..........
რაც შეეხება აბორტს, მართლა საშინელებაა. ჩასახვის აბებც კი კრძალავს ეკლესია, მაგრამ აბორის რომ მილიონჯერ ჯობია, ეს ფაქტია yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: velika 23 May 2007, 00:12
ერთი შეკითხვა მაქვს,ერთი თვის წინ გავიკეთე პოლიკისტოზის ოპერაცია ლაპრასკოპიით,ამის შემდეგ სახეზე გამონაყარი გამიჩნდა და ძალიან მექავება სახის კანი რაც დღესდღეისობითაც მაწუხებს,ცხოვრებაში არასოდეს მქონია რამის მიმართ ალერგია და არც გამონაყარს შეუწუხებივარ ოდესმე.
შეიძლება ეს გამოეწვია ოპერაციულ ჩარევას?????

ძალინ გთხოვთ მიპასუხეთ.

გმადლობთ წინასწარ.

Posted by: baby-bobo 23 May 2007, 15:31
QUOTE
ექთანმა თქვა მეხუთეჯერ იკეთებს აბორტსო 

ნამდვილად არ არის ნორმალური საქციელი ამაზრზენია, მაგრამ არც ექთნის საქმე არ არის სხვა პაციენტთან მისი მდგომარეობის განხილვა....

Posted by: mamikoni 23 May 2007, 19:25
QUOTE (irapir @ 24 Nov 2006, 20:20 )
ვინმემ მითხარით რა. . . პოლიკისტოზის მკურნალობა პიროგინალით. . . . ვინ რა იცის ამის შესახებ?
ეხლა ვაპირებ რომ ერთ ექიმს ვენდო (სხვა გზა არა მაქვს) და ის მეუნებ არომ არავითარ შემთხვევაში ჰორმონებით ამის მკურნალობა გამართლებული არ არის, ვინაიდან . . . მოკლედ ეგ ჩემთვის რთულია. . . . მაგრამ ისე ნამკურნალევი ვარ ჰორმონებით და ნამდვილად შედეგი არანაირი არ ქონია. . . .


თავიდან კარგად ვიკავი. . . . ეხლა კი არა მომწონს სიმპტომები. . . . საშვილოსნოც იმაზე პატარა მაქვს რაც უნდა იყოს. . .
მოკლედ პიროგინალით მკურნალობაზე რა იცით?

ძაააააააალიან დიდი მადლობა. . .. ძალიან დაღლილი ვარ უკვე. . .

პიროგენალით საკვერცხეების პოლიცისტოზი, არც პირველადი(შტეინ ლევენტალის სინდრომი), არც მეორადი არ იკურნება. რაღაც ვარიანტში ანთების საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოდგეს, ისიც 70-80-იანი წლების სქემებში იყო მითითებული. სინდრომის ფორმას გააჩნია, და მკურნალობის ტაქტიკა ქალის გათხოვებისა და რეპროდუქციული (ანუ დაორსულდეს უნდა თუ არა) მიზნებიდან ისაზღვრება. ყველაზე გამართლებული და სწორი ტაქტიკა ლაპარასკოპიული მკურნალობაა.
* * *
QUOTE (velika @ 23 May 2007, 00:12 )
ერთი შეკითხვა მაქვს,ერთი თვის წინ გავიკეთე პოლიკისტოზის ოპერაცია ლაპრასკოპიით,ამის შემდეგ სახეზე გამონაყარი გამიჩნდა და ძალიან მექავება სახის კანი რაც დღესდღეისობითაც მაწუხებს,ცხოვრებაში არასოდეს მქონია რამის მიმართ ალერგია და არც გამონაყარს შეუწუხებივარ ოდესმე.
შეიძლება ეს გამოეწვია ოპერაციულ ჩარევას?????

ძალინ გთხოვთ მიპასუხეთ.

გმადლობთ წინასწარ.

ამ გამონაყარს ოპერაცია ნამდვილად არ გამოიწვევდა, თუმცაღა საკვერცხეზე, როგორც ენდოკრინულ ორგანოზე ჩარევას, შეიძლება გამოეწვია ჰორმონალური კრიზი, რაც მალე გაგივლის, ნუ გეშინია, უბრალოდ, სახის კანის მოსავლელად სწორი კოსმეტიკური საშუალებაც შეარჩიე და არ აწვალო კანი!!!!! yes.gif

Posted by: saliha 24 May 2007, 12:09
შეიძლება თუ არა რომ ექოზე გამოჩნდეს 10-12 დღის ნაყოფი?

Posted by: ekageo 24 May 2007, 13:33
QUOTE
saliha

საიდან უნდა მიხვდე, რომ ნაყოფი 10-12 დღისაა? მგონი ამ ვადის ნაყოფი სავარაუდო მენზის მოსვლის თარიღამდეა. როცა უკვე მენზის გადაცდენაა და ეგრევე გარბიხარ ქოზე სულ ცოტა 4-5 კვირის ორსულობას გეუბნებიან yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: velika 24 May 2007, 14:03
(მესამე წელია გათხოვილი ვარ და პატარა ჯერაც არ გვყავს) როგორც ზემოთ ავღნიშნე ერთი თვის და 10 დღის წინ გავიკეთე პოლიკისტოზის ოპერაცია რომელიც გამიკეთა ვახო გომელაურმა იუნონაში,ოპერაციამდე გავიკეთე საკვერცხეებზე ექოსკოპია,ოპერაციის შემდეგ ანუ გუშინაც გავიკეთე ექოსკოპია,პოლიკისტოზები არ გამოჩნდა მაგრამ საკვერცხეები ისევ იგივე ზომებშია ანუ გადიდებულია,(ექო გადავღე ციკლის მე-5 დღეს,ბოლო დღეს)სურათი ასეთია:

საშვილოსნო გადახრილია უკან,გარე კონტური არაა დეფორმული.მიომეტრიუმის ექოსტრუქტურა ერთგვაროვანია.
სხეულის ზომებია: 32X27X36 მმ.მოცულობა 27 სმ3
ყელი ზომებით 23X17 მმ.
ენდომეტრიუმის სისქე 3.5 მმ,ნორნალური ექოსტრუქტურის.
მარჯვენა საკვერცხის ზომებია: 43X20X30 მმ.მოცულობა 13 სმ3.
მარცხენა საკვერცხის ზომებია: 37X20X33 მმ.მოცულობა 12 სმ3.
საკვერცხეებში (უპირატესად პერიფერიაზე) მრავლადაა 6 მმ-მდე ზომის ფოლიკულები.
დუგლასის სივრცეში სითხე არ ისახება.

აი ასეთი სურათია,ახლა ვასვამ სიოფორს და მედროლს,მაინტერესებს საკვერცხეებმა ზომებში რატომ არ დაიკლო???
და მაქვს თუ არა დაორსულების შანსები?

ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ,გმადლობთ

Posted by: BaBajanka 24 May 2007, 18:14
velika
QUOTE
და მაქვს თუ არა დაორსულების შანსები?



შენს კონკრეტულ კითხვებს ვერ ვცემ პასუხს, არ ვაე კომპეტენტური, მაგრამ შანსი დაორსულების მე თვითონ მქონდა 0, მრავალწლიანი ექოსკოპიების და სხვადასხვა გამოკვლევების შედეგად. და არც ვაპირებდი ჯერ მკურნალობას, რადგან სხვა გეგმები მქონდა. ვიფიქრე, როცა მენდომება, მერე ვიმკურნალებ-თქო.
ხოდა ახლა 4 თვის ფეხმძIმე ვარ. ყველას გასაოცრად smile.gif

ასე, რომ შანსი ყოველთვის არსებობს.

Posted by: WOMAN IN LOVE 24 May 2007, 18:33
mamikoni
გინეკოლოგი ხარ?

Posted by: lobja 24 May 2007, 20:01
ფოლიკულური კისტას რა იწვევს ? და როგორ უნდა მკურნალობა ? თუ საოპერაციოა ეგრევე ? spy.gif



სერიოზულად მაინტერესებს არავითარი კაიფი და ძუძUები

Posted by: la cioccolata calda 24 May 2007, 20:33
ერთი კითხვა გინეკოლოგთან შაიძლება?????????????/
"ე.ი. სპირალი შემდეგნაირად არიდებს ქალს ორსულობას:განაყოფიერების დღიდან დაახლოებით მეორე მესამე კვირაში,ანუ როდესაც ნაყოფი ჯერ ძალიან პატარაა,სწორედ ამ დროს როდესაც ქალი საერთოდ ვერ გრძნობს მას მუცელში, სპირალი მას კვეთს რამდენიმე პატარ-პატარა ნაწილებად და მენსტრუაციული ციკლის დროს სისხლთან ერთად შემდეგ სისხლთან ერთად გამოიდევნება ნაყოფი გარეთ. "

ზემოთ დაწერილი შეესაბამება თუ არა სიმართლეს, ოღონდ ძალაინ გთხოვთ პასუხი კი და არა ვერ დამაკმაყოფილებს sad.gif არგუმენტები მჭირდება იმისტVის ვინც ეს თქვა რომ დააჯერო არაა სიმართლე თუ არაა სიმართლე და მე მინდა ესე იყოს smile.gif)


დიიიიიიიიიიდიიიიი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: tms 24 May 2007, 20:57
la cioccolata calda
QUOTE
ე.ი. სპირალი შემდეგნაირად არიდებს ქალს ორსულობას:განაყოფიერების დღიდან დაახლოებით მეორე მესამე კვირაში,ანუ როდესაც ნაყოფი ჯერ ძალიან პატარაა,სწორედ ამ დროს როდესაც ქალი საერთოდ ვერ გრძნობს მას მუცელში, სპირალი მას კვეთს რამდენიმე პატარ-პატარა ნაწილებად და მენსტრუაციული ციკლის დროს სისხლთან ერთად შემდეგ სისხლთან ერთად გამოიდევნება ნაყოფი გარეთ. "

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სპირალს გააჩნია..არის ისეთი მოდელები რომლებიც ხელს უშლიან განაყოფიერებული კვერცხურედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას, სპირალის ზოგიერთი მოდელი სპერმატოზოიდის მოძრაობას და შესაბამისად კვერცხურედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას უშლის ხელს და შედეგად არ ხდება განაყოფიერება..და ბოლო მოდელებია ე.წ.ჰორმონალური სპირალები, რომლებიც ჰორმონს გამოყოფენ, და ეს ჰორმონი ხელს უშლის ოვულაციას. ეს რამდენად საიმედოა ეს ცალკე საკითხია

Posted by: Solveig 24 May 2007, 21:07
la cioccolata calda
აგ აბზაცი აშკარად ორთოდოქსული საიტიდანაა smile.gif

Posted by: la cioccolata calda 24 May 2007, 21:12

Solveig
რეავიცი რეავიცი
ეხლა მეც წავიკითხე სპირალზე რაღცაეები და სი ემწვავედ სულაც არაა სამქე ანუ სულ რარაც 1 %ში შეიძლებ ამოხდეს განაყოფიერებაო, და სპირალის გამო იმპლანტაცია ვერ ხდება და გამოძევდება და არა ის რომ ნაკუწ-ნაკუწ დაჭრის და რაღაც სისასტიკეები იქ რომ წერია smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 24 May 2007, 21:14
რამდენადაც ვიცი, კედელზე მიმაგრებაში უშლის ხელს... განაყოფიერება ხდება...

Posted by: velika 24 May 2007, 21:27
QUOTE
(მესამე წელია გათხოვილი ვარ და პატარა ჯერაც არ გვყავს) როგორც ზემოთ ავღნიშნე ერთი თვის და 10 დღის წინ გავიკეთე პოლიკისტოზის ოპერაცია რომელიც გამიკეთა ვახო გომელაურმა იუნონაში,ოპერაციამდე გავიკეთე საკვერცხეებზე ექოსკოპია,ოპერაციის შემდეგ ანუ გუშინაც გავიკეთე ექოსკოპია,პოლიკისტოზები არ გამოჩნდა მაგრამ საკვერცხეები ისევ იგივე ზომებშია ანუ გადიდებულია,(ექო გადავღე ციკლის მე-5 დღეს,ბოლო დღეს)სურათი ასეთია:

საშვილოსნო გადახრილია უკან,გარე კონტური არაა დეფორმული.მიომეტრიუმის ექოსტრუქტურა ერთგვაროვანია.
სხეულის ზომებია: 32X27X36 მმ.მოცულობა 27 სმ3
ყელი ზომებით 23X17 მმ.
ენდომეტრიუმის სისქე 3.5 მმ,ნორნალური ექოსტრუქტურის.
მარჯვენა საკვერცხის ზომებია: 43X20X30 მმ.მოცულობა 13 სმ3.
მარცხენა საკვერცხის ზომებია: 37X20X33 მმ.მოცულობა 12 სმ3.
საკვერცხეებში (უპირატესად პერიფერიაზე) მრავლადაა 6 მმ-მდე ზომის ფოლიკულები.
დუგლასის სივრცეში სითხე არ ისახება.

აი ასეთი სურათია,ახლა ვასვამ სიოფორს და მედროლს,მაინტერესებს საკვერცხეებმა ზომებში რატომ არ დაიკლო???
და მაქვს თუ არა დაორსულების შანსები?

ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ,გმადლობთ


* * *
ბაბაჯანკა შენ მადლობა გამოხმაურებისთვის


იქნებ სხვა ვინმემაც მიპასუხოს ვისაც ჰქონია მსგავსი პრობლემა

მაყვალა ექიმო თქვენ რას ფიქრობთ?????/

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 25 May 2007, 16:37
კიდევ ერთმა საჭირბოროტო საკითხმა შემაწუხა და ამიტომაც გაწუხებთ. აი იცით რა მაინტერესებს? ეგრეთ წოდებული "კლიმაქსის" შემდეგ შეუძლია თუ არა ქალს განიცადოს ორგაზმი? და რა ასაკში იწყება კლიმაქსი? წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის!

Posted by: makvala 25 May 2007, 21:05
velika

ვახო გომელაური არის კარგი ჩირქოვანი ქირურგი, მისი საქმე არის დიდი ოპერაციები და გართულებული შემთხვევები, ლაპარასკოპია კი ეხლა ნახა 2 წელია, რაც ვადიმ ხატიაშვილის ასისტენტად იდგა "იუნონაში"...

ვადიმი რო წავიდა მანდედან, იუნონაში როგორც უძაღლო ქვეყანაში, კატას აყეფებენ ისეა ვახოს საქმე...რამდენიმე წლის შემდეგ ამ საქმეშიც მაგარი იქნება, მაგრამ ახლა როგორია, არ ვიცი...პირადად მე ჩემ პაციენტს ანალოგიური დიაგნოზით ისევ ვადიმს ან ირაკლი თოდუას ვანდობდი, ვახოსაც ვანდობ ლეტ ჩერეზ პიატ...

მაგ ექოდან კი არაფერი არ არის გარკვეული, დაჟე არც ის ოპერაცია კარგად არის გაკეთებული თუ არა. საქმე ისაა, მანამდე რა იყო...

ჰორმონულ კრიზზე სწორად მიგანიშნეს...

Posted by: anakatrin 26 May 2007, 00:10
makvala
QUOTE
ვადიმ ხატიაშვილის

მიომატოზური კვანძი მქონდა და სერგომ ეხოსკოპიის შემდეგ ვადიმ ხატიაშვილი მირჩია.მე წარმოდგენა არ მაქვს როგორი ექიმია,უბრალოდ აღარ დამჭირდა მასთან მისვლა იმის გამო რისი გარკვევაც მაინტერესებდა იმაზე სერგოსგან პასუხი მივიღე.რამდენად კარგი სპეციალისტია ვადიმ ხატიაშვილი?მგონი ეგეც ლაპარასკოპიას უნდა აკეთებდეს რადგანაც მე მაშინ ლაპარასკოპიული ოპერაცია მესაჭიროებოდა

Posted by: makvala 26 May 2007, 13:30
anakatrin

ვადიმი ძალიან მაგარია. ამჟამად ეგ და ირაკლი თოდუა არიან საუკეთესო ლაპარასკოპიულ ქირურგიაში

Posted by: M_I_A 26 May 2007, 13:43
მოკლედ ვეძებ კარგ გინეკოლოგს და ვერ მიპოვნია smile.gif
ხომ ვერ მირჩევთ ვინმეს?

Posted by: makvala 26 May 2007, 16:24
M_I_A

დამიპიემე რომელ უბანში ცხოვრობ და მუშაობ, და რა პრობლემა გაქვს, შენს ახლოს რომ ვიპოვოთ..

Posted by: ტანკე 26 May 2007, 18:34
M_I_A
მაყვალასთან მიდი,რაღა სხვას ეძებ

Posted by: M_I_A 26 May 2007, 18:39
აქ ახალი ვარ და მაყვალა თუ გინეკოლოგია ისიც არ ვიცი smile.gif

Posted by: anakatrin 27 May 2007, 14:47
makvala
QUOTE
ვადიმი ძალიან მაგარია. ამჟამად ეგ და ირაკლი თოდუა არიან საუკეთესო ლაპარასკოპიულ ქირურგიაში

დიდი მადლობა 2kiss.gif ,მართალია არ დამჭირვებია მასთან მისვლა მარა მიხარია რომ სერგომ კარგ სპეციალისტთან მირჩია წასვლა smile.gif

Posted by: velika 27 May 2007, 17:55
QUOTE
ჰორმონულ კრიზზე სწორად მიგანიშნეს...


ეგ როგორ გავიგო,ესეიგი დანიშნულება სწორია?



Posted by: mamikoni 27 May 2007, 20:05
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 24 May 2007, 18:33 )
mamikoni
გინეკოლოგი ხარ?

ნამდვილად! და ძალიან მომწონს ამ ფორუმის დონე, ყოჩაღ, მოდერებო!

Posted by: WOMAN IN LOVE 27 May 2007, 20:12
mamikoni
ძალიან კარგი! კიდევ ერთი გინეკოლოგი ნამდვილად არ გვაწყენს, ფორუმელი ექიმები ძალიან დაკავებულები არიან და ყოველთვის ვერ შემოდიან, არადა, მათი რჩევები ძალიან გვადგება ხოლმე.

Posted by: Mkvdari_Mgeli 27 May 2007, 20:14
mamikoni
QUOTE
ნამდვილად! და ძალიან მომწონს ამ ფორუმის დონე, ყოჩაღ, მოდერებო!

რა დონეზეა ლაპარაკი?
lol.gif
რა მოგწონს?

Posted by: mamikoni 27 May 2007, 20:14
QUOTE (la cioccolata calda @ 24 May 2007, 20:33 )
ერთი კითხვა გინეკოლოგთან შაიძლება?????????????/
"ე.ი. სპირალი შემდეგნაირად არიდებს ქალს ორსულობას:განაყოფიერების დღიდან დაახლოებით მეორე მესამე კვირაში,ანუ როდესაც ნაყოფი ჯერ ძალიან პატარაა,სწორედ ამ დროს როდესაც ქალი საერთოდ ვერ გრძნობს მას მუცელში, სპირალი მას კვეთს რამდენიმე პატარ-პატარა ნაწილებად და მენსტრუაციული ციკლის დროს სისხლთან ერთად შემდეგ სისხლთან ერთად გამოიდევნება ნაყოფი გარეთ. "

ზემოთ დაწერილი შეესაბამება თუ არა სიმართლეს, ოღონდ ძალაინ გთხოვთ პასუხი კი და არა ვერ დამაკმაყოფილებს sad.gif არგუმენტები მჭირდება იმისტVის ვინც ეს თქვა რომ დააჯერო არაა სიმართლე თუ არაა სიმართლე და მე მინდა ესე იყოს smile.gif)


დიიიიიიიიიიდიიიიი მადლობა წინასწარ smile.gif

არა, მთლად ეგრე არაა. ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოს შიდა საშუალებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული სპილენძის სპირალებია.( აქვეა მოსახსენიებელი, რომ არ არსებობს ოქროს, პლატინისა და სხვა მეტალის სპირალები, არ დაგაბოლონ!!! ) სპილენძის იონებით საშვილოსნოს შიდა გარსში იქმნება ქაფისებრი სტრუქტურა, რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ეს ჯერ არაა ნაყოფი, მას ამ სტადიაზე ბლასტოცისტა ეწოდება yes.gif ) მომაგრებასა და დაფიქსირებას ხელს უშლის. ე.ი. სპირალისას განაყოფიერება კი ხდება, მაგრამ უკვე განაყოფირებული კვერცხუჯრედი იკარგება.

Posted by: WOMAN IN LOVE 27 May 2007, 20:16
ტავტოლოგიის გამო ნუ გამკიცხავთ biggrin.gif
.......................................................

Posted by: mamikoni 27 May 2007, 20:31
QUOTE (Mkvdari_Mgeli @ 27 May 2007, 20:14 )
mamikoni
QUOTE
ნამდვილად! და ძალიან მომწონს ამ ფორუმის დონე, ყოჩაღ, მოდერებო!

რა დონეზეა ლაპარაკი?
lol.gif
რა მოგწონს?

1.თუ საინტერესო არაა, ამდენი პოსტი თავად (1900-ზე მეტი) რატომ გაქვს?
2. ყველაზე პოპულარული ტოპიკი რატომაა "კითხვა გინოკოლოგთან"?
3.მე ამ დარგის სპეციოალისტი ვარ და რაც ჩვენთან ხდება, ყველაფერი ფაიზაღი წერია, თავისი ფასებითა და პირობებით. მე მგონი, ფორუმის მიზანიც ესაა, ყველას შეუძლია, თავისი დანახული სიმართლე აქ დაწეროს, არ მეთანხმები?

Posted by: Suleluka 27 May 2007, 20:35
mamikoni
QUOTE
მე მგონი, ფორუმის მიზანიც ესაა, ყველას შეუძლია, თავისი დანახული სიმართლე აქ დაწეროს, არ მეთანხმები?

მე პირადად გეთანხმები.
ბევრი რარაც რეალურად შეგიძლია გაიგო, ბევრ რჩევასაც გაიგებ, ბევრ ექიმზე ცუდსაც გაიგებ და კარგსაც, აქ არავინ არაფერს არ გავალდებულებს და არ გაძალებს ყველაფერი შენი გადასწყვეტია, მარა ბევრი საინტერესო რამის გაგება შეიძლება

Posted by: Mkvdari_Mgeli 27 May 2007, 21:03
mamikoni
პოსტების რაოდენობა სხვაა და ფორუმის დონე სხვა smile.gif
ძალეან უდუნო ხალხე შემოდეს 200 პოსტეს მერე მიხვდებე
wink.gif

Posted by: mamikoni 27 May 2007, 21:44
QUOTE (velika @ 24 May 2007, 14:03 )
(მესამე წელია გათხოვილი ვარ და პატარა ჯერაც არ გვყავს) როგორც ზემოთ ავღნიშნე ერთი თვის და 10 დღის წინ გავიკეთე პოლიკისტოზის ოპერაცია რომელიც გამიკეთა ვახო გომელაურმა იუნონაში,ოპერაციამდე გავიკეთე საკვერცხეებზე ექოსკოპია,ოპერაციის შემდეგ ანუ გუშინაც გავიკეთე ექოსკოპია,პოლიკისტოზები არ გამოჩნდა მაგრამ საკვერცხეები ისევ იგივე ზომებშია ანუ გადიდებულია,(ექო გადავღე ციკლის მე-5 დღეს,ბოლო დღეს)სურათი ასეთია:

საშვილოსნო გადახრილია უკან,გარე კონტური არაა დეფორმული.მიომეტრიუმის ექოსტრუქტურა ერთგვაროვანია.
სხეულის ზომებია: 32X27X36 მმ.მოცულობა 27 სმ3
ყელი ზომებით 23X17 მმ.
ენდომეტრიუმის სისქე 3.5 მმ,ნორნალური ექოსტრუქტურის.
მარჯვენა საკვერცხის ზომებია: 43X20X30 მმ.მოცულობა 13 სმ3.
მარცხენა საკვერცხის ზომებია: 37X20X33 მმ.მოცულობა 12 სმ3.
საკვერცხეებში (უპირატესად პერიფერიაზე) მრავლადაა 6 მმ-მდე ზომის ფოლიკულები.
დუგლასის სივრცეში სითხე არ ისახება.

აი ასეთი სურათია,ახლა ვასვამ სიოფორს და მედროლს,მაინტერესებს საკვერცხეებმა ზომებში რატომ არ დაიკლო???
და მაქვს თუ არა დაორსულების შანსები?

ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ,გმადლობთ

ჯერ ადრეა ნერვიულობა, ჰორმონალური სტატუსი საკვერცხეებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ასე უცებ არ მოწესრიგდება. სიოფორიცა და მედროლიც საჭირო მედიკამენტებია, გააგრძელე, მერე საინტერესოა, სისხლის ანალიზში ინსულინისა და ანდროგენების მეტაბოლიტების განსაზღვრა. ამაზე, რა თქმა უნდა, მკურნალ ექიმს უნდა მიაკითხო. შვილიც გეყოლება, აუცილებლად!!!

Posted by: makvala 27 May 2007, 23:17
mamikoni

გამეხარდა შენი გამოჩენა, არ გეკითხები ვინ ხარ, კარგია რომ შეკითხვებს პასუხს შენც გასცემ, მე ყველაზე პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ და იქნებ პმ–ებმაც ნაწილობრივ შენკენ გადმოინაცვლოს, თორემ დღეს უკვე მეთორმეტეს ვუპასუხე, არადა რო დავიკიდო არ შემიძლია...

Posted by: Björk 28 May 2007, 00:00
mamikoni
makvala
ბიძიებო, დეიდებო...დაგვეხმარეთ...
smile.gif
დიდ მადლობა გულისხიმერებისათვის, ყურადღებისთვის, სიკეთისთვის.
ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ ექიმი და წამალი.

Posted by: anakatrin 28 May 2007, 00:40
mamikoni
QUOTE
ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოს შიდა საშუალებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული სპილენძის სპირალებია.( აქვეა მოსახსენიებელი, რომ არ არსებობს ოქროს, პლატინისა და სხვა მეტალის სპირალები, არ დაგაბოლონ!!! )

რა მაინტერესებს იცი,პლატინის და ოქროს სპირალები მარტო საქართველოში არ არსებობს თუ საერთოდ არსად?გერმანიაში ჩემს გინეკოლოგთან 300ევრო ღირს და პლატინის სპირალიაო და როგორ გგონია გვაბოლებენ?მე რატომღაც მგონია რომ ასეთ რაღაცას ვერ მოიტყუებიან.ისე საქართველოში,კი დაიპოსტა აქ რამდენჯერმე ხალხი ბაზრობებზე თურმე პლიტის 1500ვატიან სპირალებსაც კი ყიდულობს ჩასახვის საწინააღმდეგოდ.მე მაგრად ვიხალისე თავიდან ანეგდოტი მეგონა მარა მართლა ყოფილა ასეთი შემთხვევა biggrin.gif

Posted by: velika 28 May 2007, 00:43
mamikoni

ვაიმე იცი როგორორ მამშვიდებს შენი ბოლო სიტყვები
QUOTE
შვილიც გეყოლება, აუცილებლად!!!


გაიხარე...

იცით რა მაინტერესებს კიდე,ვინმემ თუ იცით მაია დოხტურიშვილი მე-2 სამშობიაროში,ეგ ექიმი კახა ტატიშვილმა მირჩია მივიდე???


Posted by: Suleluka 28 May 2007, 13:39
_________________________________________________________
დღეს ეხოზე ვიყავი სერგოსთან, ჩემი ქალბატონი 1500 გრ. (ბიჭათ არ გადაქცეულა biggrin.gif)
პლაცენტა - მდებარეობს :მარჯვენა კედლის არეში
სისქე 34 მმ, სტრუქტურა არაერთგვაროვანი, სიმწიფის ხარისხი - I - II - ნაადრევი მომწიფების ნიშნებით
ქვედა წელის ახრის შიდა პირის დონეზეა - დაბალი მიმაგრება
_________________________________________________________
ნაადრევი მომიწიფების ნიშნებით <-- საშიში ხომ არ არის?

Posted by: tatakuna 28 May 2007, 17:14
ორსულმა დილის შარდი უნდა მიიტანოს ხომ ანალიზისთვის, შეიძლება ძალიან სულელური კითხვაა მაგრამ, თუ დილით ვერ მოახერხე ჩაბარება და შუადღეს ჩააბარე, ანალიზი მაინც ზუსტი იქნება ?
არ დამცინოთ smile.gif

Posted by: tatakuna 28 May 2007, 17:15
ორსულმა დილის შარდი უნდა მიიტანოს ხომ ანალიზისთვის, შეიძლება ძალიან სულელური კითხვაა მაგრამ, თუ დილით ვერ მოახერხე ჩაბარება და შუადღეს ჩააბარე, ანალიზი მაინც ზუსტი იქნება ? ან გარე ტემპერატურა მოქმედებს?
არ დამცინოთ smile.gif

Posted by: Suleluka 28 May 2007, 19:53
tatakuna
სასურველია დილის შარდი რომ იყოს, ანუ მთელი ღამის

Posted by: L&L 28 May 2007, 20:39
tatakuna
QUOTE
ორსულმა დილის შარდი უნდა მიიტანოს ხომ ანალიზისთვის, შეიძლება ძალიან სულელური კითხვაა მაგრამ, თუ დილით ვერ მოახერხე ჩაბარება და შუადღეს ჩააბარე, ანალიზი მაინც ზუსტი იქნება ?
არ დამცინოთ


აღებიდან 1-1,5 საათში უნდა მიიტანოთ ლაბორატორიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ანალიზის შედეგი არასწორი იქნება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)