#57114643 · 5 Nov 2020, 22:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shadowkiru
QUOTE | როგორ უხამებთ ბუდიზმს/ძენ ბუდიზმს ჩვენს სოციალურ ყოველდღიურობასთან? |
ძენი უფრო მხიბლავს თავისი პრაქტიკულობით და ვცდილობ მისი მიდგომები უფრო და უფრო გავიზიარო ჩემს აზრებში, ქმედებებში.
QUOTE | თავის მხრივ ბუდიზმი/ძენ ბუდიზმი არ აღიარებს ეგოს არსებობას და გვეუბნება რომ ეგო ილუზიაა მაგრამ სოციუმში და სამოქალაქო ცხოვრებაში ეგო თითოს ჩვენი გზა მკვლევია რომ ავირჩიოთ კარიერა, ტანსაცმელი, მეგობრები და ა.შ |
ბუდიზმი არ იღებს ეგოს როგორც მუდმივ ფენომენს. საერთოდ ბუდიზმში არის ანიჩიას კონცეფცია, რომელიც აცხადებს რომ მუდმივი არაფერია, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ რაიმე უკვალოდ იკარგება. ყველაფერი კარგავს თავის ფორმას და მუდმივად გადაიქმნება. ეს არის ბუდიზმის დინამიური ხასიათი. არაფერია ერთ ადგილას გაჩერებული, არც არის რაიმე მუდმივი ფორმის მქონე, მათ შორის ადამიანის ეგოც. ის, რასაც ჩვენ ეგოს ვეძახით, ბუდიზმისთვის ეს არის ე.წ. "ძრავი დჰარმა", ფსიქიკის ნაწილები, რომლებიც არ იყოფა და ერთმანეთთან ერთდებიან კონკრეტული დანიშნულებით და ეს ელემენტები ყალიბდება როგორც პიროვნება, რომელიც არის დროებითი. ზოგადად ინდური კულტურა ხაზს უსვამს, რომ ადამიანი არ არის სხეული, ვედური ტრადიცია ადამიანს მის სულიერ საწყისზე - ატმანზე მიუთითებს. ბუდიზმი კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს ანატმანის კონცეფციას, ანუ ეს სულიც არ არის მუდმივი, ის არ ქრება, მაგრამ იძენს სხვა ფორმებს. ამავე გაგებით ბუდიზმი ცვლის რეინკარნაციის იდეასაც, ბუდიზმი უშვებს რეინკარნაციას, მაგრამ ეს არ არის იმ ძველი ეგოს "გადასახლება" სხვა სხეულში, არამედ ის ძველი პიროვნება აღარ არის, არსებობს წინა და ახალ ცხოვრებებს შორის კანონზომიერი კავშირი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც წინააღმდეგობა აქვთ ვედური ტრადიციის მიმდევრებს და ბუდისტებს, რომლებსაც იმპერსონალისტებს უწოდებენ კრიტიკის მიზნით. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბუდიზმში მწვალებლობა როგორც ასეთი არ არის როგორც ქრისტიანობაში ან სხვა დოგმატურ რელიგიებში. არის სხვადასხვა სკოლები, მაგრამ ინტერპრეტაციებში გაცილებით თავისუფალნი არიან. და ბუდიზმის გაგებით ეგო შეიძლება მივიღოთ, როგორც მაღალი და დაბალი ეგო. სწორედ ეს დაბალი ეგო არ არსებობს და ილუზიაა, ეს "არარსებობა" კიდევ ცალკე გასარკვევი ტერმინია ინდურ კულტურაში. მაგალითად ნირვანას გაქრობად რომ ვიგებთ, ეს არ არის გაქრობა, არამედ სხვა მდგომარეობაში გადასვლა, სადაც წინათ არსებული ეგო, ილუზორული და დროებითი პიროვნება კარგავს თავის აქტუალურობას. ბუდას სახელით ჩაწერილ პირველ ქადაგებებში უფრო ბუნდოვანია ეს ეგოს თემა, მაგრამ გვიანდელი სკოლები უფრო შლიან ამ თემას.
--------------------
"რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს..."
|