Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > ნუცუბიძის ხიდებიანი კორპუსები


Posted by: gig@@@ 30 Apr 2022, 14:10



https://fb.watch/cIL0Izk4v3/


ვიდეოს კომენტარებში დაიწყეს გენიოსებმაა წერა სიმახინჯეაო და საშინელებაო facepalm.gif ზოგმა დაწერა საშიშიაო facepalm.gif ზოგმაა ვაბშე ###ობა დაწერა რუსულ არქიტექტურას რატომ უკეთებთო პიარსო lol.gif

სტუმარი ვინმე სანდრო არქიტექტორი მართლა საშინელებაა რაღაცეებს ბოდავდაა ჯობდა სხვა უფრო ხანში შესული არქიტექტორი მოეწვიათ მაგალითად ლევან კალანდარიშვილი ყველაზე კარგად მან იცის რადგან მამამისი ოთარ ტონი კალანდარიშვილია ამ პროექტის ავტორია გიზო ფოცხიშვილთან ერთად

თვითონ პროექტის იდეა დედა აზრი ქართულია და უკავშირდება ხევსურეთს და სოფელს შატილს რუსული მხოლოდ ფულიაა საბჭოტა მანეთი მაგრამ მასე თუ გავაგრძელებთ
თბილისში რაც კი აშენებულია მ,ეოცე საუკუნეში ყველა რუსული ფულითაა აშენებული და მაგარი ###ობაა იმის თქმა რომ ეს არის რუსული არქიტექტურაა facepalm.gif

Posted by: gig@@@ 4 May 2022, 04:13



წითელ კორპუსში ანუ პირველ კორპუსში

5 ლიფტია

აქედან 1 უშუალოდ მაგ კორპუსის მაცხოვრებლების

დანარჩენი 4 ხიდის ლიფტი აქედან 3 დიდი სატვირთო ლიფტიაა არც ერთი არ მუშაობს დედა აქვს #####ული

ეგ კორპუსი ადრე შიგნით ძალიან ლამაზი იყოო მე ვამბობ 80 ან წლების მდგომარეოიბით

სადარბაზოს განათება ლიფტები კარგი ხარისხის იყოო

90 ან წლებში დედა #####ნეს გამნათებები მოიპარეს პროვოდები დაწყვიტეს

ღამე ისეთი უკუნეთი სიბნელია გეგონება ქვესკნელში ხარ ჩავარდნილი

მანდ დერეფანში ხიდზე კაი სინათლე შემოდიოდა ვიღაც იდიოტმა ფანჯრები აგურით ამოქიოლა და ჩააბნელაა მერე მაღაზია გახსნაა

რა უნდა მაღაზიას მე 10 სართულზე უცხოელი ტურისტები გამოყლევდნენ

ერთი 70 წლის უკრაინელი კაცი ცოლთან ერთად იყო ჩამოსული ხიდი მოეწონაა მაგრამ მე 10 სართულზე ბუწიკი რომ დახვდა კაცი გამოყლევდაა lol.gif lol.gif lol.gif


მეტალოპასფასში ჩასმული მაღაზიაა, აქ მოხუცი ქალი იჯდა და რაღაცეებს ყიდდა, ამ ქალბატონს არაფერს ვერჩი მაგრამ ვინც აქ მაღაზიის გახსნის ნებართვა გასცა და ამოაშენებინაა აგურით და ჩააბელა დერრფანი ის დასაჭერიაა.

user posted image

ამის ამოშენებისთვის ხელები აქვთ მოსამტვრევი
მაქედან მაგარი ხედები იჩითებოდაა და დღის სინათლე შემოდიოდა

user posted image


ასე 15 წლის წინ ლიფტის კომპანიამ კოსმეტიკურად გაუკეთა რემონტი მეტლახი ააკრაა იფფასიანი კირით შეათეთრა კედლები რეომლებიც მალე ჩამოცვივდაა და კოსმეტიკურად შეაკეთა ლოიფტის კაბინაა . 4 ლიფტიდან არც ერთი არ მუშაობს ყველა გაფყუჭებულია facepalm.gif

user posted image

Posted by: vaho 7 May 2022, 17:39
QUOTE
ამის ამოშენებისთვის ხელები აქვთ მოსამტვრევი


საერთოდ ნუცუბიძის მიკრორაიონების აშენებისთვის აქვთ ხელები მოსამტვრევი ვიღაცეებს.

ეს ის შემთხვევაა, როცა ტერიტორიის დაბომბვა უფრო ჰუმანური საქციელია, ვიდრე გაშენიანება... biggrin.gif

Posted by: gig@@@ 8 May 2022, 01:43
QUOTE (vaho @ 7 May 2022, 18:39 )
QUOTE
ამის ამოშენებისთვის ხელები აქვთ მოსამტვრევი


საერთოდ ნუცუბიძის მიკრორაიონების აშენებისთვის აქვთ ხელები მოსამტვრევი ვიღაცეებს.

ეს ის შემთხვევაა, როცა ტერიტორიის დაბომბვა უფრო ჰუმანური საქციელია, ვიდრე გაშენიანება... biggrin.gif

ნუცუბიძის მიკრორაინებს რას ერჩი ? თბილისში ყველაზე წყნარი უბანიაა

პეკინზე და კოსტავაზე ყოველდღე მანქანების ხმაურიაა ვერ დაიძინებ

Posted by: ჩხრამბურთლაძე 28 Mar 2023, 05:48
ამ პროექტს ერქვა შატილის ბინები. ამ ვიდეოში არის თითქმის ყველა გამორჩეული არქიტექტორული ნაგებობები ისტორიულიც და მიშას დროინდელიც.

90 იანები + 2012+ ბიძინას დრო( გარემოვაჭრეების დაბრუნება და სპიჩკის კორპუსების პერიოდი) - ყველაზე ცუდი პერიოდი გამოდგა , შეიძლება უკვე ამის აღიარება რომ ქალაქი დაამახინჯა.


Posted by: Pioneer 28 Mar 2023, 11:54
ძეგლია ეგ უკვე და ტურისტები დადიან, ამიტომ რემონტი უნდა კარგი, ოღონდ არა ევრორემონტი, არამედ დაძველების ეფექტით.

Posted by: Trump 28 Mar 2023, 12:03
gig@@@
QUOTE
ნუცუბიძის მიკრორაინებს რას ერჩი ? თბილისში ყველაზე წყნარი უბანიაა



წყნარი მუხათგვერდიც არის

ძირითადი ორი ჩამოსასვლელია მესამედან და მეორედან, მესამე ვეძისია.
უბანი ძსალიან განაშენიანდა ,ჩაკორპუსდა, ზევით ლისისკენ, ლისი-ვაშლიჯვარი, მეოთხე პლატოს უკან, წოდორეთი და ა.შ
ყოველდღე საცობებია ქუჩაზე ჩამოსასვლელად, ისევე როგორც ჯიქიაზე.

Posted by: Fabian 28 Mar 2023, 16:17
QUOTE
ნუცუბიძის ხიდებიანი კორპუსები

ინსტაგრამზე სულ მხვდება ამ კორპუსების ფოტოები N რაოდენობით, თან სულ უცხოელების მიერ გადაღებული. ჰოდა რა გახდა ერთი კაპიტალური რემონტი მთელი ამ საცხოვრებელი კომპლექსის...

Posted by: electro 28 Mar 2023, 18:24
ნუცუბიძეზე ასეთი ტემპით განაშენიანება გამოიწვევს კოლაფს ისეთი ცოტა და მცირედ გამტარი ჩამოსასვლელბი აქვს პლატოს მარა ვის ადარდებს ეგ?

Posted by: Tocadero 30 Mar 2023, 14:55
არ ვყოფილვარ მაგრამ იდეა კაია.

ნუ პლატოზე ფეხით ცინც ასულა ეცოდინება რა კაიფია მანდ ფეხით ასვლა

Posted by: pusho 12 Feb 2024, 20:55
უდავოდ გამორჩეული არქიტექტურა და გადაწყვეტაა, ამიტომ ყურადღების მიღმა დატოვება არც ჩვენგან უნდა მოხდეს და ტურისტებიც რომ ნახულობენ, არ მიკვირს.

ოღონდ, დიდად ვერ გავიგე ამ ხიდების ფუნქცია. პირველი კორპუსის მაცხოვრებელს შეუძლია ხიდის დახმარებით მე-2 ან მე-3 კორპუსში მცხოვრებ მეზობელთან მივიდეს? რაც მე ვნახე, მგონი არ შეუძლია. გამოდის, რომ მხოლოდ იმიტომ გაჭრეს 3 კორპუსი, რომ ნუცუბიძის ქუჩიდან პლატოზე ასულიყო ხალხი? ამისთვის ხომ სხვა ალტერნატივები შეეძლოთ მოეფიქრებინათ?

დიდი ალბათობით, ეს კორპუსი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა 90-იანებამდე. ვინმემ თუ იცის, იქნებ გაგვიზიაროს.

Posted by: TramwayMan 13 Feb 2024, 18:21
pusho
QUOTE
ღონდ, დიდად ვერ გავიგე ამ ხიდების ფუნქცია. პირველი კორპუსის მაცხოვრებელს შეუძლია ხიდის დახმარებით მე-2 ან მე-3 კორპუსში მცხოვრებ მეზობელთან მივიდეს?

შეეძლოთ ახლა დაბლა თუ ჩავლენ და გაყვებიან ისე
4 ლიფტი ჰქონდა მაგას.

QUOTE
ნუცუბიძის ქუჩიდან პლატოზე ასულიყო ხალხი

მთავარი ფუნქცია ეგ იყო.


QUOTE
ამისთვის ხომ სხვა ალტერნატივები შეეძლოთ მოეფიქრებინათ?

უფრო ძვირი კი ესკალატორები ფუნიკულიორები და საბაგიროები

Posted by: Kublicha 13 Feb 2024, 19:12
უნიკალური თუ არა, ერთ-ერთო ძალიან კოლორიტული კომპლექსია ქალაქისთვის და ნუთუ არ შეიძლება კოსმეტიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდეს?
გალამაზდეს კორპუსის კედლები, ხიდები შეიღებო, მცენარეებით გაიწყოს, თანამედროვე ლიფტები დამონტაჟდეს, განათდეს ლამაზად.

მართლა ბევრი ტურისტი მოვა სანახავად.

Posted by: llevani 13 Feb 2024, 21:54
ვეთანხმები აზრს რომ უნდა გარემონტდეს და გაახლდეს ეგ კორპუსები და ლიფტები. მაშინაც და ახლაც საჭირო და ნოვატორული იდეა იყო. უნდა შევინარჩუნოთ.
ის ხიდებიც არ უნდა აგვეღო, ლიფტები უნდა დაგვემატებინა, მაგრამ მაშინ ავტო ნაკადს ვერ შევაფერხებდით
.

Posted by: webdesigner93 13 Feb 2024, 23:10
ძალიან მომწონს ეგ კორპუსები , როგორც კონცეფტი და იდეა , მაგრამ ახლა ძალიან შელახულ მდგომარეობაშია. უნდა მოწესრიგდეს , გალამაზდეს და კარგი რამე გამოვა ძალიან smile.gif კომერციული მხრიდანაც შეიძლება რაღაცების გაკეთება მაქვე.

Posted by: Kublicha 14 Feb 2024, 09:29
QUOTE
პირველი კორპუსის მაცხოვრებელს შეუძლია ხიდის დახმარებით მე-2 ან მე-3 კორპუსში მცხოვრებ მეზობელთან მივიდეს? რაც მე ვნახე, მგონი არ შეუძლია

ვერ გავიგე, მე-2 და მე-3 კორპუსში ყრუ კედელია და მაგ ხიდიდან ვერ მოხვდები? ანუ უბრალოდ ხიდის საყრდენად იყენებს კორპუსებს?

თუ ეგრეა გენიოსი კი არა იდიოტი ყოფილა დამპროექტებელი.

Posted by: pusho 14 Feb 2024, 10:15
QUOTE (TramwayMan @ 13 Feb 2024, 18:21 )
pusho
QUOTE
ღონდ, დიდად ვერ გავიგე ამ ხიდების ფუნქცია. პირველი კორპუსის მაცხოვრებელს შეუძლია ხიდის დახმარებით მე-2 ან მე-3 კორპუსში მცხოვრებ მეზობელთან მივიდეს?

შეეძლოთ ახლა დაბლა თუ ჩავლენ და გაყვებიან ისე
4 ლიფტი ჰქონდა მაგას.

QUOTE
ნუცუბიძის ქუჩიდან პლატოზე ასულიყო ხალხი

მთავარი ფუნქცია ეგ იყო.


QUOTE
ამისთვის ხომ სხვა ალტერნატივები შეეძლოთ მოეფიქრებინათ?

უფრო ძვირი კი ესკალატორები ფუნიკულიორები და საბაგიროები

მაშინ გასაგებია, ესეიგი ხიდების ფუნქცია უშუალოდ სატრანზიტოა, რომ ხალხი ქუჩიდან პლატოზე ავიდეს ამ გზით.

მეორე მხრივ, ახლანდელი მდგომარეობაც არასწორია. 1 კაცზე 1 მგზავრობა ამდენი არ უნდა ღირდეს.
ამ ოთხი ლიფტით სარგებლობს იმ კორპუსის მაცხოვრებელიც და ხიდზე ამსვლელიც? თუ ის ცალკეა?
* * *
Kublicha
ვერა, ყოველი შემთხვევისთვის, მე ხიდებიდან სადარბაზოში შესასვლელი მე-2 და მე-3 კორპუსში ვერ ვნახე.

Posted by: Trump 14 Feb 2024, 10:26
QUOTE
ნუცუბიძის ქუჩიდან პლატოზე ასულიყო ხალხი

მთავარი ფუნქცია ეგ იყო.



რომელ პლატოზე, პირველი პლატოს გარდა ვერსად ვერ ახვალ მაგ კიბეებიდან

რუსებმა შეგვცეს ამ კიბეებით, თორემ იყო თავისთვის, ყველამ ეხლა შეიყვარაsmile.gif

Posted by: TramwayMan 14 Feb 2024, 22:06
pusho
Kublicha
მოსახლეობამ თვითნებურად გადააკეთა. ყველა მხრიდან ყველგან ხვდებოდი.

QUOTE
ამ ოთხი ლიფტით სარგებლობს იმ კორპუსის მაცხოვრებელიც და ხიდზე ამსვლელიც? თუ ის ცალკეა?
* * *

სადღაა ოთხი მხოლოდ ორი მოქმედებს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)