#56845085 · 17 Sep 2020, 09:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისტორია ასეთია ვიყიდე კომპიუტერი აპრილში, ფული ჩავურიცხე ანგარიშზე რომელიც მას არ ეკუთვნოდა (სხვა სახელი და გვარის ანგარიშზე ) აღმოჩნდა ვინჩესტერზე პრობლემა (ჩემი ძველი ვინჩესტერი ჩავადგმევინე და როგორც ჩანს ვინდოუსის დაყენების დროს დააფორმატა, ფაილები დავკარგე )მივაბრუნე რომ აღედგინა წაშლილი ფაილები. დაიწყო კარანტინი და დაკეტეს მაღაზია, კომპიუტერი იქ დარჩა. მაისში დავურეკე და მოვთხოვე ჩემი კომპიუტერი მაგრამ თბილისში არ აღმოჩნდა. მის მერე მაღაზია არ გაუხსნია და თბილისში არ არის როგორც მეუბნება პრობლემა ისაა რომ მე არ მაქვს საბუთი რომ ვიყიდე, სამაგიეროდ მაქვს მესიჯი სადაც აღიარებს რომ ჩემი კომპიუტერი ჩაკეტილია მაღაზიაში რომლის გახსნას ჯერ არ აპირებს, რომ დამიბრუნებს ჩემს კუთვნილ ფულს (რაოდენობას აკონკრეტებს)
მოკლედ არ დამიბრუნა თანხა არც კომპიუტერი ვაპირებ ვუჩივლო, ვუთხარი გიჩივლებ რაზეც მიპასუხა ტყუილად უნდა გამაფუჭო და ასამართლო მაინც დროს მომცეს თანხის დასაბრუნებლადო, დრო მთხოვა მაგრამ მაინც არ დამიბრუნა არც თანხა არც კომპი,
მაინტერესებს მესიჯი რამდენად არის იურიდიული მყარი საბუთი? ან როგორ გაგრძელდება პროცესი, როგორ შეიძლება დავიბრუნო? მას რა ელის თუ ვუჩივლებ? მესიჯი როგორ წარვადგინო? ტელეფონის დატოვება არ მინდა პოლიციაში
This post has been edited by medium on 17 Sep 2020, 09:26
|