Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ძაღლის საკვები


Posted by: khmala 30 Dec 2012, 14:16
მოგესალმებით, სულ ახლახანს ვიყიდე ძაღლი (მოფსი). თავიდან ვცდილობდით რომ ფაფებით, ხორცეულით და რძის პროდუქტებით გამოგვეკვება. ვისგანაც შევიძინეთ მან გვირჩია, მაგრამ ეს გარკვეულ გამოცდილებასაც მოითხოვს, რადგან სწორად უნდა იქნეს შერჩეული თუ რა საკვები რა რაოდენობით შეიძლება მივაწოდოთ, თან საკმაოდ რთულია, ამიტომ გადავწყვიტეთ ადვილი გზა აგვერჩია და მშრალ საკვებზე გადაგვეყვანა, მაგრამ სლაც არ აღმოჩნდა ადვილი.. user.gif

ყველა ზოომაღაზიაში სხვადასხვა გვეუბნებიან. სადაც "ჰილისი" და" პროპაკი" იყიდება იქ ყველა დანარჩენს აძაგებენ და ამბობენ, რომ საწამლავია ძაღლისთვის, სადაც "როიალ ქენინი" იქ თავისთავად პიქირით და ა.შ.

მოკლედ ვერ გავარკვიეთ რომელია მართლა კარგი და რომლით ღირს ძაღლის გამოკვება..

ძალიან მაინტერესებს სხვა რა ინფორმაციას ფლობს ამასთან დაკავშრებით... რა საკვები შემოდის საქართველოში? სად შეიძლება ძაღლისთვის ნამდვილად კარგი და ჯანმრთელი საკვები შევიძინოთ?

და საინტერესოა თქვენ როგორ და რითი კვებავთ საკუთარ ძაღლებს...

მსგავსი თემა ვერ ვნახე, თან ჩემი პირველი თემაა და იმედია რაიმე წესი არ დავაღიე.. ვთვლი, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა..

Posted by: MITIATO 30 Dec 2012, 15:05
khmala
QUOTE
თქვენ როგორ და რითი კვებავთ საკუთარ ძაღლებს...

ლეკვი რომ ავიყვანე პირველი რამდენიმე კვირა მშრალ საკვებს ვაჭმევდი, მაშინ ვთვლიდი, რომ ასე უკეთესი იყო.
მერე დავინტერესდი და ინტერნეტში მოვძებნე ინფორმაცია.
ისეთი რაღაცეები წავიკითხე, ახლა ვეღარავინ დამარწმუნებს, რომ მშრალი საკვები საუკეთესოა ძაღლისათვის, ამიტომ ახლა ნატურალურ კვებაზეა: წვნიანს ვუკეთებ ქათმით, რომელიმე ბურღულით (ჰერკულესი, წიწიბურა ან ბრინჯი) და ბოსტნეულით (სტაფილო, ჭარხალი, გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო). ხანდახან კვერცხსაც ვუმატებ. ვაჭმევ ძროხის სუბბპროდუქტებს და ხანდახან თევზსაც. პერიოდულად ვაძლევ ვიტამინებს.
როცა დროში ვიწვები მარტო მაშინ ვაჭმევ მშრალ საჭმელს.
ვიცი, იდეალური, შეიძლება, არ იყოს ჩემი ძაღლის მენიუ, მაგრამ ის მაინც ვიცი რას ვდებ ქვაბში და კონსერვანტებით და ქიმიური საღებავებით გაჯერებულ რაღაცას არ ვაჭმევ.
მე ასე მირჩევნია. smile.gif

Posted by: MoTH 30 Dec 2012, 16:39
MITIATO

მეც ვფიქრობ გადავიყვანო ბუნებრივ კვებაზე. შეგიძლია დაწერო დღის ზუსტი მენიუ? იქნებ შევძლო და გავუკეთო მეც

მაგ: დილას- ფაფა, შუადღეს სუპი? თუ როგორ?

Posted by: khmala 30 Dec 2012, 17:03
მე თავიდან ბრინჯს ვუკეთებდი და ბრინჯში ვურევდი ყველაფერს, ფაღარათი, რომ არ დამართნოდა (5-6 კვირის).. ვურევდი მაგალითად ხაჭოს 0 %იანი, ღვიძლს დაბლენდერებულს, მაწონი, მაგრამ დიდად სიამოვნებდა თქო, რომ გითხრათ მოგატყუებთ.. (ზოგადად კი შეზღუდულები ვართ, რადგან ამ ძაღლისთვის ქონიანი არ შეიძლება, არც ტკბილეული) მოკლედ მშრალი საკვები ბევრად ურჩევნია, თან აშკარად რაც მშრალ კვებაზე გადავიყვანეთ ზრდაც უფრო დიდი ტემპებით დაიწყო და თან უფრო ენერგიული გახდა,.

ამას ემატება, რომ ზუსტად იგივე კითხვა დამებადა, რამდენად სწორად ვადგენდ რაციონს, ინტერნეტში ყველგან სხვადასხვა წერია.. თუნდაც იგივე საკვებზე ერთგან წერია, რომ ერთი ჯობია, მეორეგან მეორე..

რამოდენიმე ვეტერინარს ვკითხე და უმეტესობამ მშრალი კვება მირჩია, იმ მიზეზით, რომ ამ საკვებში ყველაფერი შედის.. რა თქმა უნდა ჯანსაღი ვერ ქინება, მაგრამ ის ყველაფერია რაც ძაღლს ჭირდება.. ( უბრალოდ აშკარად, რომელ ვეტერინართანაც მივდივარ იმ საკვებს მირჩევს, რომელსაც თვითონ ყიდის :/ აღარ ვიცი ვის ვენდო.. )

მე პირადად რა თქმა უნდა, მირჩევნია ძაღლ ჯანსაღი პროდუქტი ვაჭამო, მაგრამ ხო შეიძლება, რომ არასწორი რაციონის შემთხვევაში ძაღლს უფრო მეტი ვავნოთ?

Posted by: MoTH 30 Dec 2012, 17:12
khmala
QUOTE
რამოდენიმე ვეტერინარს ვკითხე და უმეტესობამ მშრალი კვება მირჩია,

ეს ხომ რაღაც სასწაული ქართული მარაზმია, სხვადასხვა ვეტერინარი სხვადასხვა საკვებს გეუბნება, ისე რომ მეორეს გამორიცხავს , მაგალითად გირჩევს პროპაკი აჭამო, და თან გეუბნება რომ ჰილსი სრული ნაგავია. მეორესთან მიხვალ აა იგივეს გეტყვიოს როლიალ კანინზე

მოკლედ ვერ გავიგე რა ვაჭამო

ეხლა პროკაკზე მყავს და არ მომწონს რაღაც კუჭი ვერ აქვს კარგად, ხანდახან აშლილი აქვს. ექიმმა საჭმლის ბრალიაო და როიალ კანინი მირჩია (მაგათ შემოაქვთ და facepalm.gif )

Posted by: archi_shot 30 Dec 2012, 17:26
როიალს ვაჭმევდი 4 თვემდე, ახლა 8 თვისაა ჰილსს ვაჭმევ და სახლში გაკეთებულ საჭმელებსაც. არასდროს არ ქონია კუჭში პრობლემა დათვივითაა ჩაპუტკუნებული smile.gif მიუხედავად იმისა რამდენ ნაგავს მიირთმევს სულ პირში თუ არ უყურე sa.gif

Posted by: blblbl 30 Dec 2012, 17:30
MoTH
როიალის პროპაკთან შედარება არც შეიძლება biggrin.gif პროპაკი ნამდვილი მხოლოდ გუდვილშია,ამიტომ ყველას სჯობს ჰილსი აჭამო თუს აშუალება აგქვს,მე ეცონომ კლასს ვაჭმევ და მშვენივრადაა .

მე არ ვარ მუდმივად ნატურალური კვების მომხრე,იმდენს ნამდვილად ვერ მიიღებს ძარლი რასაც მშრალი საკვებიდან და ასევე ნორმებსაც ვერ განსაზღვრვ,ვაჭმევ ნატურალურსაც ხშირად მაგრამ ძირითადად მშრალზე მყავს\

Posted by: khmala 30 Dec 2012, 17:31
MoTH

გეთანხმები და ზუსტად მაგიტომაც მომინდა ამ თემის გახსნა..

მე ვისთანაც დმყავს, მგონი კარგი ვეტერინარია, მაგრამ საკვებთან დაკავშირებით აშკარად მიკერძოებულია, მაგის მაღაზიაში პროპაკი იყიდება და ყველა გაანადგურა პროპაკის გარდა.. gigi.gif

ძალიან მაინტერესებს, მართლა თუ ფლობს ვინმე ზუსტ ინფორმაციას, რომელ ქსელს, რომელი საკვები საიდან შემოაქვს.. მაგასაც კი სხვადასხვას ამბობენ..

ჭორის დონეზე კი "როიალ ქენინზე" მითხრეს, რომ მოსკოვიდან არის და ორიგინალი არ არის.. "ჰილს"-ზე პედიგრმა იყიდა და გააფუჭესო (თან უკვე სადღაც აქეთ აუშენებიაო ქარხანაო და პატენტიაო) და პროპაკზე რამე დიდი ცუდი ჯერ არ გამიგია.. უბრალოდ ცუდი არ არისო მეუბნებიან.. givi.gif

Posted by: MoTH 30 Dec 2012, 17:34
blblbl
QUOTE
სჯობს ჰილსი აჭამო

ხო მეც მაგას ვაპირებ ზუსტად, ძალიან ძვირი ღირს მაგრამ მაინც , რა ვქნა აბა. ერთი მეშოკი 140 ლარი ჯდება.

როიალ კანინზე ბევრმა მითხრა ცუდი რამეები. ეს პროპაკი კიდევ ნაგავია აშკარად



ისე ნორმალური ეკონომ კლასი რომელია? მაგრამ სანამ ზრდის პროცესშია მემგონი ჯობია პრემიუმ კლასზე მყავდეს, უნდა გავიჭირვო

khmala
QUOTE
ჭორის დონეზე კი "როიალ ქენინზე" მითხრეს,

ხო აი ზუსტად biggrin.gif ჭორის დონეზე- თურქეთიდან შემოაქვთ და ცხიმით არის გატენილიო

Posted by: blblbl 30 Dec 2012, 17:57
MoTH
მე ორი წელი მყავდა დარლინგზე,ძაღლს რანაირ პრობლემა არ ჰქონა საერთოდ,ყველა ექიმი ამბობდა რომ გადასარევადაა პლიუს ბეწვი ბზინავდა.უბრალოდ ფერადია და გადავწყვიტე შემეცვალა,3.30 ვაძლევ საბითუმეში ნუტრილოგენი თუ რაღაც ამდაგვარი სახელი ჰქვია,ზედ აწერია სუოერ პრემიუმ კლასი,მაგრამ არ მჯერა რომ 3.30 ეღირება ეგ კლასე biggrin.gif ასე რომ ვთვლი რომ ეკონომ კლასია.მე სადღაც 6თვემდე მყავდა როიალ კანინზე,მერე გადავიყვანე უკვე ეკონომზე.პროპაი ყიდე მაშინ გუდვილში და ის აჭამე ჯერ და მერე გადაიყვანე ეკონომზე,მე ფიზიკურად ვერანაირად ვერ გავქაჩავ მეტფასიანის ყიდვას,ერტი კილო სამი დღე ყოფნის და არ მაქვს საშუალება.

Posted by: archi_shot 30 Dec 2012, 18:15
MoTH

2 დღის წინ ვიყიდე ჰილსი 18 კგ 110 ლარი მივეცი smile.gif

Posted by: MoTH 30 Dec 2012, 18:26
archi_shot
სად ყიდულობ კი მაგრამ? მე ზოოპლაზაში ასე დამიფასეს

blblbl
QUOTE
მე ორი წელი მყავდა დარლინგზე

დარლინგს ჩემ ფისოებს ვაჭმევდი ადრე, ძაღლისაც თუ იყო არ მეგონა

Posted by: MITIATO 30 Dec 2012, 18:53
MoTH
QUOTE
მეც ვფიქრობ გადავიყვანო ბუნებრივ კვებაზე. შეგიძლია დაწერო დღის ზუსტი მენიუ? იქნებ შევძლო და გავუკეთო მეცმაგ: დილას- ფაფა, შუადღეს სუპი? თუ როგორ?

არა, ერთ საჭმელს ვუკეთებ: ქათმის ხორცი (იმიტომ, რომ საქონლის ხორცის წვნიანს არ მიირთმევს) ან ღვიძლი (იშვიათად) დაახლოებით 1 კგ.+ბურღული 2-3 ჭიქა(წიწიბურა, ჰერკულესი ან ბრინჯი)+ბოსტნეული გემოვნებით (გოგრა, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო. სხვა ბოსტნეულის ჩაყრა მეშინია, შეიძლება დამიწუნოს)-კვერცხი(იშვიათად). გამოდის საკმაოდ სქელი. ყველა ამას მეკითხება და პურს, მჭადს და ღომს აღარ ვუყრი დამატებით. biggrin.gif
ჰო, საჭმელი რომ გამზადდება და შეგრილდება ლამინარიისა და სელის თესლის ნარევი მაქვს და იმას ვუმატებ 1 ჩაის კოვზს. საჭმელი ყოფნის 2-2,5 დღე. მერე ისევ ახალს ვუკეთებ.
დილას ვაჭმევ 500 გრამს და საღამოს 500 გრამს. შუალედებში დამატებით არაფერს აღარ მთხოვს. სრულიად კმაყოფილია.
არც წონას უჩივის, არც ცუდ ბეწვს და არც კუჭის მოქმედებას.
გარდა ამისა, ვაძლევთ ხოლმე საქონლის მოხარშულ ძვლებს კბილებისთვის, საქონლის სუბპროდუქტებს (ფილტვები, თირკმელები, ტუჩები, ლოყები, ხორხი, საყლაპავი და ა.შ.). ზოგჯერ თევზს და ნადუღს (მაღაზიაში ნაყიდ ხაჭოს და მაწონს არ ჭამს).

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩემი ძაღლის მენიუ იდეალურია, მაგრამ ასე მირჩევნია, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ასე უკეთესია.
ამას მიდასტურებს ერთი უბრალო რამ: როგორც კი მშრალ საჭმელს მივცემ ხოლმე, დღეში რამდენჯერმე მთხოვს გარეთ გაყვანას და დაახლოებით იმდენსვე გადის კუჭში, რასაც მიირთმევს. biggrin.gif

khmala
QUOTE
ღვიძლს დაბლენდერებულს

აღარ დააბლენდერო.ძაღლი ცუდად ითვისებს წვრილად დაქუცმაცებულ ხორცს. აუცილებელია პატარა ნაჭრები მაინც იყოს.

QUOTE
ჭორის დონეზე კი "როიალ ქენინზე" მითხრეს, რომ მოსკოვიდან არის და ორიგინალი არ არის.. "ჰილს"-ზე პედიგრმა იყიდა და გააფუჭესო  (თან უკვე სადღაც აქეთ აუშენებიაო ქარხანაო და პატენტიაო) და პროპაკზე რამე დიდი ცუდი ჯერ არ გამიგია..

ჩვენთან რაც შემოდის არაფერი არ არის ორიგინალი უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.
ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ საიდანღაც შემოტანილ საჭმელში, რომელსაც ზოომაღაზია 4 ან თუნდაც 6 ლარად ყიდის ხორცია.
ამ ფასს რომ იმ მწარმოებლის მოგებას, ტრანსპორტირების ფულს და მაღაზიის მოგებას გამოვაკლებთ (შუალედური შემომტანი აღარ მივათვალე), რაღა რჩება. givi.gif
რაც შეეხება ბალანსირებულ კვებას. წესით, ვეტერინარმა უნდა შეგირჩიოს ჯიშის, ასაკისა და სქესის გათვალისწინებით.



Posted by: pato-7 30 Dec 2012, 19:01
ბუნებრივი კვება უფრო ძვირი გიჯდებათ თუ ყიდვა?

Posted by: archi_shot 30 Dec 2012, 19:57
MoTH

მეგალაინის წინ ელიავაზე ზოომაღაზიების რიგია მანდ ვყიდულობ ხოლმე smile.gif "ბუნება"ში ვყიდულობდი ხოლმე როიალს 110 ვაძლევდი 15 კილოში. 3 კილოც ხომ საქმეა ))))))

Posted by: MoTH 31 Dec 2012, 00:32
MITIATO
გასაგებია, მადლობთ smile.gif

დღეს საღამოს გავუკეთე : მოხარშული წიწიბურა (ცოტა ბრინჯიც) და მოხარშული ქათმის ფილე, ერთმანეთში გადავურიე, სულ ცოტა მარილი ჩავამატე. ძაან მოეწონა
პროსტა მემგონი ზედმეტი მომივიდა მოხარშვა, რაღაც სალაფავს გავს biggrin.gif

ესეიგი გოგრა კარგია ძაღლისთვის, არ ვიცოდი

QUOTE
ამას მიდასტურებს ერთი უბრალო რამ: როგორც კი მშრალ საჭმელს მივცემ ხოლმე, დღეში რამდენჯერმე მთხოვს გარეთ გაყვანას და დაახლოებით იმდენსვე გადის კუჭში, რასაც მიირთმევს. 


არ ვიცი რატომ , ალბათ ჯერ არ აქვს საერთოდ შეკავების უნარი მაგრამ ძალიან ხშირად გადის კუჭში , დაახლოებით 5-6-ჯერ დღეში, ამდენჯერვე ვერ გამყავს გარეთ და ვართ ერთ უბედურებაში

ხო 4 თვისაა ჯერ, დღეში ოთხჯერ ჭამს, მაგრამ კუჭის მოქმედება უფრო ხშირი აქვს.

Posted by: khmala 31 Dec 2012, 14:19
QUOTE (MITIATO @ 30 Dec 2012, 18:53 )

ამას მიდასტურებს ერთი უბრალო რამ: როგორც კი მშრალ საჭმელს მივცემ ხოლმე, დღეში რამდენჯერმე მთხოვს გარეთ გაყვანას და დაახლოებით იმდენსვე გადის კუჭში, რასაც მიირთმევს. biggrin.gif

და ეგ ცუდი ვითომ? spy.gif მე მგონია პირიქით, იმის ნიშანია, რომ ადვილად გადაამუშავებს კუჭი..

არ ვიცი შეიძლება ვცდები.. user.gif

ჩემიც ძალიან ბევრს "კისრულობს" gigi.gif დღეში ალბათ ასე 3 საშუალოდ biggrin.gif მაგრამ ჭამით 6-ჯერ ჭამს.. ( 2 თვისაც არ არის ჯერ, ისე ეგეც საინტერესოა ვინ რამდენჯერ აჭმევთ და რომელი ასაკიდან შეუმცირეთ დღეში ჭამის რაოდენობა.. )

და რაც შეეხება მშრალ კვებას კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჯერ რაიმე სახის პრობლემა ან კუჭის მოქმედებასთან ან ზრდასთან არ ქონია, პირიქით ერთიორად მოიმატა ზრდის ტემპმა და აშკარად შესამჩნევია..

Posted by: MITIATO 31 Dec 2012, 17:01
khmala
QUOTE
და ეგ ცუდი ვითომ?  მე მგონია პირიქით, იმის ნიშანია, რომ ადვილად გადაამუშავებს კუჭი..

ეგიმის ნიშანია, რომ საკვებსი ისეთი რაღაცეები შედის, რასაც ძაღლი ვერ ინელებს.
ანუ გამოდის, რომ ტყუილად აჭმევ.
გასახდომი საშუალება რომ არის კონჟაკის გლუკომანანი, თუ იცი.
იმის მოქმედების პრინციპი ასეთია: კუჭში რომ ხვდება წყალთა შეხებისას ჯირჯვდება და კუჭს ავსებს, ტვინს კიდე ინფორმაცია მიეწოდება, რომ კუჭი სავსეა და ასკვნის, რომ მაძღარია. ანუ ტვინს ატყუებენ. გლუკომანანს ადამიანი ვერ ინელებს და რასაც ჩაყლაყავ იმდენივე გამოდის გარეთ.
მშრალი საკვები უმეტესობაც ისეთ შემავსებლებს შეიცავს, რომელიც მსგავს პრინციპზე მუშაობს.
ხარისხიანი საკვების ერთგვარი ტესტია ეს.

QUOTE
მე მგონია პირიქით, იმის ნიშანია, რომ ადვილად გადაამუშავებს კუჭი..

კუჭი რასაც ადვილად ამუშავებს, ნაწლავებში თითქმის ბოლომდე იშლება და გარეთ გამოსაყოფი ნაშთიც ცოტა რჩება. yes.gif
მაგ. რძის პროდუქტები, ფაქტიურად, ბოლომდე მოინელება. მერე, როგორც მახსოვს ხორცი მოდის.
ყველაზე რთული მოსანელებელი მცენარეული ბოჭკოა, რადგანაც ძაღლებს მცენარის უჯრების კედლის შემადგენლობაში შემავალი ცელულოზის დამშლელი ფერმენტი არ აქვთ. ამიტომ, ბევრი "ნარჩენი" რჩება. სამაგიეროდ,უჯრედისი ნაწლავის პერიტალტიკას აძლიერებს და კუჭის მოქმედებისთვისაა კარგი.


MoTH
მიხარია,რომ მოეწონა. smile.gif
QUOTE
ესეიგი გოგრა კარგია ძაღლისთვის, არ ვიცოდი

ჰო, ჭიებისთვისაა კარგიო.

Posted by: *satin 31 Dec 2012, 17:31
MITIATO
QUOTE
ხარისხიანი საკვების ერთგვარი ტესტია ეს.

მართალია, რაც უფრო ხარისხიანია საკვები მით უფრო ნაკლებია განავალი.
დედაჩემი რო მყავდა აქ გაოგნებული იყო ეს რა სამარცხვინოდ პატარას შვება ამხელა ძაღლიო biggrin.gif თბილისში რო ნახო გეგონება ძროხამ მოფუნა იმხელა ვაჟკაცურ( biggrin.gif ) კაკაშკებს ამზადებენ ერთიბეწო ძაღლები და ლაილას რა ჭირსო biggrin.gif ვერაფრით ვერ გავაგებინე რომ საკვების ბრალია ეს.

ფილტვებს ხორხს და ა.შ უმად აძლევ? თუ უხარშავ? აქ უმად აძლევენ ვისაც ნატურალურზე ყავთ და მაგიტო დამაინტერესა.

Posted by: MITIATO 31 Dec 2012, 17:42
*satin
QUOTE
ფილტვებს ხორხს და ა.შ  უმად აძლევ?  თუ უხარშავ? 

ვაიმე, რა უმად ვაძლევ. biggrin.gif
მეზობელს რაც ცუდად შემწვარი ხორციდან ხარის სოლიტერი დაემართა, ყველა ხორცს ეჭვის თვალით ვუყურებ.
აქ არავინ ამოწმებს ნორმალურად ხორცის ხარისხს და ნამდვილად ვერ გავრისკავ ასე.

Posted by: *satin 31 Dec 2012, 17:59
MITIATO
QUOTE
მეზობელს რაც ცუდად შემწვარი ხორციდან ხარის სოლიტერი დაემართა

რას არ გაიგებს კაცი. აქ ლამის უმად ჭამონ ძროხის სტეიკები biggrin.gif
ხორხს რო აძლევ ეგ საკვების სრულ პორციად ეკუთვნის თუ მაინც აჭმევ სხვა რამესაც? მეც მინდა ვცადო ( კი გული ცუდად მიხდება მარა მაინც biggrin.gif)

Posted by: blblbl 31 Dec 2012, 18:07
*satin
სავარაუდოდ ხორხს რომ მისცემ მერე აღარ შეჭამს კორმს რაღაც პერიოდი და ეყოფა biggrin.gifდღეს კიდე კინაღამ ვუკბინე ცხვირზე :|

Posted by: MITIATO 31 Dec 2012, 18:23
*satin
QUOTE
ხორხს რო აძლევ ეგ საკვების სრულ პორციად ეკუთვნის თუ მაინც აჭმევ  სხვა რამესაც?

ერთ ჭამაზე მეტს აღარ ვაძლევ.
მარტო ხორხს და მსგავს რამეებს (ფილტვი, თირკმელი, ტუჩები, ლოყები...) მიირთმევს.

QUOTE
რას არ გაიგებს კაცი. აქ ლამის უმად ჭამონ ძროხის სტეიკები

ვაიმე! biggrin.gif
ეგ კი არა. ხორცს რომ ვრეცხავ სულ მეშინია ციმბირის წყლული არ ავიკიდო.
დედაჩემი მეჩხუბება სულ ხელთათმანების გარეშე არ გარეცხოო.

QUOTE
გული ცუდად მიხდება  მარა მაინც

ასეთ რამეებზე არ მიხდება გული ცუდად, მაგრამ ერთ დღეს მამაჩემმა ჯერ კიდევ დაუბადებელი ხბო მოიტანა. ორსული ძროხა დაუკლავთ და... cry.gif
მე კი შემეზიზღა საშინლად, მაგრამ სნუპი დარჩა აღფრთოვანებული.

Posted by: *satin 31 Dec 2012, 18:24
blblbl
ხო მეც ესე ვიფიქრე, რომ ერთი კვების ნაცვლად მიმეცა .

შენ უკბინე თუ თვითონ გიკბინა biggrin.gif

Posted by: blblbl 31 Dec 2012, 19:33
*satin
დავამთქნარე და პირში ჩამიყო დრუნჩი rolleyes.gif

Posted by: Kamanch 31 Dec 2012, 19:36
მეშოკით მაქ ნაყიდი წითელი სპორტმიქსი(მოზარდი ძაღლისთვისაა) და კმაყოფილი ვარ... 70 ლარი ღირდა 20 კილოიანი. საუკეთესო საჭმელი არაა მარა ძალიან კაია smile.gif

Posted by: *satin 31 Dec 2012, 20:34
MITIATO
QUOTE

ასეთ რამეებზე არ მიხდება გული ცუდად, მაგრამ ერთ დღეს მამაჩემმა ჯერ კიდევ დაუბადებელი ხბო მოიტანა. ორსული ძროხა დაუკლავთ და... cry.gif
მე კი შემეზიზღა საშინლად, მაგრამ სნუპი დარჩა აღფრთოვანებული.

ვაიმე მართლა გამისკდა გული sad.gif მაკე ძროხა რამ დააკვლევინათ, მოგება მაინც არ უნდოდათ ხბოთი? რა უჟასობაა .
სნუპი კი დაგრჩებოდა ბედნიერი და ძალიან დანაყრებული biggrin.gif
მე გადავწყვიტე გაზაფხულიდან დავაიწყო ხანდახან შერევა ხორცის, გაზაფხულიდან იმიტო რომ ეზოში ჭამოს და არ დავინახო ან ჩემი საწმენდი არ გახდეს მერე იატაკი. ოდნავ რამე დიდი თუ მივეცი თავის ლოგინში მიაქვს და იქ ჭამს biggrin.gif ხორხით მოსეირნე რო დავინახო ზალაში ხო მოვკვდი ადგილზევე biggrin.gif

Posted by: khmala 1 Jan 2013, 12:16
ვიტამინებს შეფუთვაზე აწერია, რომ დღეში 6-7 ცალი ნორმაა ლეკვისთვის და ვეტერინარმა მითხრა ერთ ჭამაზე მეოთხედი მიეციო.. თქვენ როგორ აძლევთ? თუ ჯიშის მიხედვით განსხვავდება?

Posted by: MoTH 4 Jan 2013, 15:41
ჰილსი ვუყიდე ერთ წლამდე ლეკვებისთვის , მაგრამ ვფიქრობ საღამოს და დილის კვებას ბუნებრივი საკვებით ჩავუნაცვლებ..
გუშინ გავუკეთე ჰერკულესი , მოხარშული კვერცხი და სტაფილო ერთად (რა გემო აქვს წამომიდგენია facepalm.gif ), მაგრამ ვიკის მაინც ყველაფერი მოსწონს smile.gif)

Posted by: FANATIK 4 Jan 2013, 17:45
ჩემი სულ გატუტუცდა. რამდენიმე თვის წინ ხო უარი გამომიცხადა მშრალ საკვებზე (არადა პრემიუმს ვაჭმევდი) მერე MITIATO-ს რეცეპტით ვუკეთებდი წვნიანებს და იმას მიირთმევდა, ეხლა ეგეც აგარ უნდა, მარტო ხორცს მიირთმევს, თუ ტვალი მოკრა სუპში ხორცს, იმას დაითრევს ხოლმე და დანარჩენს ტოვებს. არადა არ მინდა რომ ვაშიმშილო, ისედაც გამხდარია და მარტო ხორცი კიდე სადაა მაგდენი biggrin.gif რა ჯანდაბა ვუყო ხო არ იცით?

Posted by: blblbl 4 Jan 2013, 18:45
FANATIK
ერტი ლუკმა გატარებული ხორცი აურიე სხვადასხვა ფაფებში,გერკულესი ან წიწიბურა ან რმე მასეთში გატარებულს ვერ გამოარჩევს

Posted by: FANATIK 5 Jan 2013, 13:13
blblbl
ეგრე საერთოდ არ შეჭამს. ეხლა გამზადებული მაქ საჭმელი, დაქუცმაცებული ქათმის ხორცით და საქონლის ღვიძლით, დანარჩენი ბრინჯი, წიწიბურა და ბოსტნეულია. გაივლის დასუნავს, წავა. თუ ხორცის შედარებით დიდი ნაჭერი ზემოთ მოხვდა, იმას დაითრევს, დანარჩენს არ ჭამს. ავდექი და გუშინ ვაშიმშილე, დგეს მივიდა, ცოტა მოკიკნა გული რომ არ წასვლოდა ეტკობა ))) და შეეშვა. ესე ხო არ მეყოლება სულ დამშეული? არადა პატარაობაში ძაან მსუნაგი იყო, აბსოლუტურად ყველაფერს ჭამდა და თან უზომოდ.

Posted by: sallli1 5 Jan 2013, 13:33
QUOTE (MITIATO @ 30 Dec 2012, 15:05 )
khmala
QUOTE
თქვენ როგორ და რითი კვებავთ საკუთარ ძაღლებს...

ლეკვი რომ ავიყვანე პირველი რამდენიმე კვირა მშრალ საკვებს ვაჭმევდი, მაშინ ვთვლიდი, რომ ასე უკეთესი იყო.
მერე დავინტერესდი და ინტერნეტში მოვძებნე ინფორმაცია.
ისეთი რაღაცეები წავიკითხე, ახლა ვეღარავინ დამარწმუნებს, რომ მშრალი საკვები საუკეთესოა ძაღლისათვის, ამიტომ ახლა ნატურალურ კვებაზეა: წვნიანს ვუკეთებ ქათმით, რომელიმე ბურღულით (ჰერკულესი, წიწიბურა ან ბრინჯი) და ბოსტნეულით (სტაფილო, ჭარხალი, გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო). ხანდახან კვერცხსაც ვუმატებ. ვაჭმევ ძროხის სუბბპროდუქტებს და ხანდახან თევზსაც. პერიოდულად ვაძლევ ვიტამინებს.
როცა დროში ვიწვები მარტო მაშინ ვაჭმევ მშრალ საჭმელს.
ვიცი, იდეალური, შეიძლება, არ იყოს ჩემი ძაღლის მენიუ, მაგრამ ის მაინც ვიცი რას ვდებ ქვაბში და კონსერვანტებით და ქიმიური საღებავებით გაჯერებულ რაღაცას არ ვაჭმევ.
მე ასე მირჩევნია. smile.gif

აბსოლუტურად გეთანხმები . მაგიტომაც მიკვირს ყოველთვის იმ ადამიანების რომლებსაც თავის ოთხფეხა მეგრობებ სულ მშრალ სკავებზე ყავთ. ელემენტარული ლოგიკაც კი კმარა იმისთვის რომ მშრალი საკვები არ არის კარგი.
როდინდელი გაკეთებულია ან საერტოდ ელემენტარულია რომ ყოველდღე დღეში სამჯერ ერთიდაიგივეს ჭამა მგონი საშინელებაა , ჯერ ამან უნდა დაგვაფიქროს მერე სანამ ნენსის მოვიყდვანი ბევრ რამეს გავეცანი ამიტომაც არ ვაიძულე სულ ეგ ეჭამა . ჭამით დღეში 1ელ ვაჭმევ და საერთოდ სანამ ეს კორმები იქებოდა მანამდე რითი კვებავდნენ ძარლებს? ბუნებრივი სკავებით რაც რათქმაუნდა ბევრად უკეთესია ვიდრე დაკონსერვბული რაღაც რაც ქიმიური ნივთიერებებითაა სავსე
ჩემი აზრით ესე ყველაზე ნორმალურია ცოტას კორმსაც იღებს და ნატურალურ საკვებსაც რომ ვიტამინები რაც სჭირდება მიიღოს

Posted by: iuzrneimi 6 Jan 2013, 11:29
წიწიბურა მოეწონა და რო ვაჭამო მოჟნა?

Posted by: sallli1 6 Jan 2013, 11:45
iuzrneimi
რათქმაუნდა smile.gif

Posted by: ayeti 16 Jan 2013, 14:32
მე ერთი ნატურალური პროდუქტი ვიცი რომელიც არ ფუჭდება, ესაა თაფლი. სხვა ყველა ამა თუ იმ დროის შემდეგ უვარგისი ხდება. ამ მშრალ საკვებთან დაკავშირერბით მიჩნდება კითხვა, როგორ ინახება ამდენ ხანს გაყინვის, ვაკუუმში შენახვის, კონსერვაციის გარეშე? ესეიგი ეს საკვები შეიცავს რაღაც ისეთს, რაც საკვების ნატურალურ შემადგენელის ხრწნას აჩერებს, ან ეს პროდუქტები საერთოდ არ შეიცავენ არაფერ ნატურალურს. ეხლა მიჩნდება მეორე კითხვა: რა უფრო მავნებელია ცხოველის ორგანიზმისთვის, დაბალანსებული კვების ვითომდა შეუძლებლობა ნატურალური კვებისას, თუ გაურკვეველი წარმოშობის და შემადგენლობის, ქიმიით გაჭყეპილი მშრალი საკვები.
მშრალი საკვები ბიზნესია, მისი უპირატესობა ნატურალურთან ისაა, რომ დამზადება არ ჭირდება, დაუყრი ძაღლს და მოჩა. მაგრამ ეს უპირატესობა საკმარისი არ არის ცხოველებზე შეყვარებული მეპატრონეების გულის მოსაგებად, რადგანაც მათ დროის ხარჯვა საყვარელ არსებებზე არ ენანებათ. ამიტომ მოიგონეს მითი ნატ. კვების დაუბალასებლობაზე.
ვეტ ექიმებთან კონსულტაცია ამ საკითხზე კი სისულელეა, რადგანაც ჩვენთან მათი შემოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ საკვების გაყიდვაზე მოდის.

Posted by: Borris 16 Jan 2013, 18:45
დიდი ძვლების კაი "ტოჩკა" არავინ იცით? თავისი ძვლის ტვინებით და ამბებით...

Posted by: MoTH 16 Jan 2013, 20:22
ayeti
QUOTE
საკვები შეიცავს რაღაც ისეთს, რაც საკვების ნატურალურ შემადგენელის ხრწნას აჩერებს, ან ეს პროდუქტები საერთოდ არ შეიცავენ არაფერ ნატურალურს.

რას შეიცავს და სავარაუდოდ ემულგატორებს.
ადამიანის საკვებ პროდუქტებშიც უხვად არის ეს ნივთიერება smile.gif


Posted by: ayeti 17 Jan 2013, 12:13
MoTH
QUOTE
რას შეიცავს და სავარაუდოდ ემულგატორებს.
ადამიანის საკვებ პროდუქტებშიც უხვად არის ეს ნივთიერება

დაასახელეთ თუნდაც ერთი ადამიანის საკვები პროდუქტი(არაკონსერვირებული), რომელიც ხორცს შეიცავს, და თვეების განმავლობაში არ ფუჭდება მაცივარში შენახვის გარეშე.

Posted by: blblbl 17 Jan 2013, 13:12
Borris
გუდვილში იყიდება,კილო ღირს 30 თეთრი,ხორცებიც აქვს ზედ,კაი ბორშიც რომ გამოვა ისეთია biggrin.gif
* * *
FANATIK
რა ჯიუტი ვინმე გყოლია biggrin.gif მხოლოდ ხორცი უნდა ანუ? biggrin.gif


კორმს რაც შეეხება,ვინ თქვა რომ არ ფუჭდება,გარკვეული ვადა აქვს და ფუჭდება მერე,მე გამიფუჭდა ის საკვები რომელიც ჩემმა ძაღლმა დაიწუნა და რამდენიმე თვე ხელუხლებელი მედო.

ხალხ ხაში რომ ვაჭამო ხო შეიძლება?მხოლოდ წვენი უნოივროდ რა თქმა უნდა biggrin.gif საქონლისაა .

Posted by: ხორხე 17 Jan 2013, 13:17
Borris
QUOTE
დიდი ძვლების კაი "ტოჩკა" არავინ იცით? თავისი ძვლის ტვინებით და ამბებით...

საბურთალოს ახალი ბაზარი რომაა, იქ არის ხორცის ბაზრობაც

გამთენიისას მოდიან და კიდებენ ამ ხორცებს, მერე ხშირად შემინიშნავს ეს მთლიანი საქონლის ძვლები ყრია ხოლმე აქეთ

შეიძლება მისვლა და მოლაპარაკება, გადაყრას ალბათ ურჩევნიათ შენ მოგცენ, გადაყრილის გატანის თანხა დაეზოგებათ

Posted by: tamuna_mpt 17 Jan 2013, 13:23
ამ ძვლებს პირდაპირ აძლევთ ? მე მითხრეს პირდაპირ კარგი არისოოო.. მაგრამ შემეშინდა და წამოვუდუღე.

Posted by: blblbl 17 Jan 2013, 13:53
tamuna_mpt
არა მეშინია პირდაპირ,5წუთი ვადუღებ და მერე ვაზლევ

Posted by: Borris 17 Jan 2013, 14:27
blblbl
ხორხე
დიდი მადლობა, გავითვალისწინებ smile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 17 Jan 2013, 21:25
მონელო სად ვიყიდო ვინმემ მითხარით რააა, სადაც ვყიდულობდი გათავდა და დეფიციტიაო ზოოპლაზაშიც დავრეკე. მოკლედ რა საჭმელსაც მიეჩვია ჩემი ძაღლი ყველაზე დეფიციტი როგორაა?? ან რა პრინციპით შემოაქვთ ეს საკვები ან აღარ შემოაქვთ რა ჯანდაბაა

Posted by: mia_nano 17 Jan 2013, 23:19
blblbl
5 წუთი არ კმარა, ხორციც ხომ აქვს ცოტა მაინც? ადუღე კარგად და ისე მიეცი...გინდაც მარტო ტვინი ქონდეს მაინც უნდა დუღილი smile.gif

Posted by: blblbl 18 Jan 2013, 13:48
mia_nano
ამ ძვლებს ვყინავ ,გაყინული ისედაც ხოცავს ბაქტერიებს,მერე ვ ალღობ,ავადუღებ და ადუღებიდან 5 წუთი ვტოვებ.ბოლომდე რომ მოვხარშო მაგ შემთხვევაში შეჭამს ძვსლდ,ჩემი მიზანი კი ძვლის ჭამა კი არა გართობა კბილების გაქლიბვა და გასუფთავებაა smile.gif

Posted by: MITIATO 18 Jan 2013, 15:41
blblbl
QUOTE
გაყინული ისედაც ხოცავს ბაქტერიებს

გაყინვით თითქმის არც ერთი პათოგენური ბაქტერია არ კვდება. მხოლოდ ცხოველქმედებას ანელებენ ამ დროს. ზოგიერთი მაგასაც არ აკეთებს.
გალღვობის მერე ისევ აგრძელებენ თავიანთ "საქმიანობას".
ამიტომ არის, რომ დეზინფექცია მაღალ ტემპერატურაზე ხდება და არა_დაბალზე.
ნუ ენდობი გაყინულ და მერე გამღვალ ხორცს იმის იმედით, რომ იქ პათოგენური ბაქტერიები მკვდარი იქნება.


Posted by: blblbl 18 Jan 2013, 15:49
MITIATO
არა რომ არ ვენდობი იმიტომაც ვხაშავ მერე,უბრალოდ ბოლომდ ემოხარშვა არ მაწყობს 5 წუთიანი დუღილი არ დახოცავს? sad.gif

Posted by: mia_nano 18 Jan 2013, 15:53
blblbl
ბოლომდე მოხარშვაში რას გულისხმობ? smile.gif ძვალი ხომ ვერ დარბილდება smile.gif

Posted by: blblbl 18 Jan 2013, 16:03
mia_nano
ანუ როცა ვაკეთებ სიტყვაზე ბორშს და ვაძლევ იმის ძვალს მერე იმას ჭამს ბოლოდე biggrin.gif მასეთს კი ვერ ჭამს.სხვანაირად ვერ ვხსნი biggrin.gif

Posted by: MITIATO 18 Jan 2013, 18:46
blblbl
QUOTE
გუდვილში იყიდება,კილო ღირს 30 თეთრი,ხორცებიც აქვს ზედ,

რომელ გუდვილში ყიდულობ ასე იაფად?
მე ლარს ვაძლევ თბილისი ცენტრალში რომ არის იმ გუდვილში. user.gif

ძვალს რაც შეეხება, ვიცი ძნელია ასე, მაგრამ ხერხემლის მალები აარჩიე ხოლმე.
ღრუბელივითაა და წვრილ ნაწილებად არ იფშვნება.
სნუპი შაქარყინულივით აკნატუნებს ხოლმე.

QUOTE
5 წუთიანი დუღილი არ დახოცავს?

ზოგს კი და ზოგს_ვერა. mo.gif
მე ისე ვხარშავ, მერე ჟელატინივით წვენი უკეთდება. biggrin.gif
:მშიშარაპატრონი:

Posted by: mia_nano 18 Jan 2013, 19:07
MITIATO
QUOTE
მე ისე ვხარშავ, მერე ჟელატინივით წვენი უკეთდება.

up.gif მშიშარა კი არა კარგი გოგო ხარ შენ 2kiss.gif მასე უხიფათოა და იმ წვენსაც გემრიელად მოულხენს, მე ბოსტნეულს და მწვანილს ვაჭრი, ნივრის კბილს+ ცოტა პურს და უნდა ნახო როგორ შეექცევა ჩემი გოგოშკა love.gif
* * *
blblbl
მეც მაინტერესებს რომელ გუდვილში ყიდულობ 30 თეთრად ძვლებს?

Posted by: blblbl 18 Jan 2013, 19:58
MITIATO
mia_nano
QUOTE
მე ლარს ვაძლევ თბილისი ცენტრალში რომ არის იმ გუდვილში

აქ ვიყიდე 2თვის წინ დაახლოვებით.მუხლის ძვლები ,ასე გაზვირდაა?

QUOTE
იმ წვენსაც გემრიელად მოულხენს, მე ბოსტნეულს და მწვანილს ვაჭრი, ნივრის კბილს+ ცოტა პურს და უნდა ნახო როგორ შეექცევა

მეც ვაკეთებ ამას :დ იმ ცოტა ხარშვის მერე ხორცებს ვაჭრი ძვალს ვაძლევ მერე ამ ყველაფერს ვამატებ პლიუს ბრინჯს და ვაჭმევ.ნუ ხშირად არა ოღონდ არაა სასაგებლო დიდათ ძვლების ნახარშიო და რავი.

Posted by: MITIATO 18 Jan 2013, 22:09
blblbl
QUOTE
აქ ვიყიდე 2თვის წინ დაახლოვებით.მუხლის ძვლები ,ასე გაზვირდაა?

რა ვიცი.
დაახლოებით 1 წელია იქ ვყიდულობ ხოლმე და სულ 1 ლარს ვიხდი.
ხარჩოს ძვლებიო თუ რაღაც ასეთი სახელწოდებით ყიდიან.
მარტო მუხლის ძვლები ღირდა, შეიძლება, 30 თეთრი.
არ ვიცი.

mia_nano
QUOTE
იმ წვენსაც გემრიელად  მოულხენს

no.gif
არ ჭამს საქონლის ძვლების და ხორცის ბულიონს.
ტუტუცი ძაღლია. :ენაცვალოსპატრონი:

Posted by: MoTH 18 Jan 2013, 22:32
არა რა, მომვლელთან რომ აღარ ივლის ბუნებრივზე უნდა გადავიყვანო. არ მომწონს ეს ჰილსი, გაასუქა, თან კუჭში იმდენჯერ გადის, უკვე გამაგიჟა :/

Posted by: blblbl 19 Jan 2013, 01:57
MITIATO
ხო არ ვიცი,მანდ ვიყიდე მუხლის ძვლები ხრტილებით მაგ ფასად.

MoTH
ნორმაზე მეტ ხო არ აჭმევ?ჰილსი ძალიან კარგი საწმელია და თუ ნორმას ჭამს არც ბევრს უნდა ისაქმებდეს და სტანდარტშიც ჯდებოდეს.ისე თავიდან ხშირად გადიან კუჭში მარა გასუქების ტა გითხრა.მომვლელი ხომ არ არღვევს დოზებს?

Posted by: gvanca2000 19 Jan 2013, 13:45
გამარჯობა მე მაინტერესებს სპეციალურ საკვებში რომელიასაუკეთესო?
* * *

QUOTE
ჰილსი ძალიან კარგი საწმელია

ყველგან იყიდება თუ მარტო ზოო მაღაზიებში?

Posted by: te-amo 26 Jan 2013, 02:00
მე დუჩის სუპს ვუკეთებ ხოლმე ბოსტნეულის და ისე გემრიელად ჭამს, ყურები თუ არ ავუწიე და შევუკარი რამით, თავიანად შიგ ვარდება ჯამში biggrin.gif ...... ჩვეულებრივად წყალთან ერთად ვდგავ კარტოფილს კუბიკებად დაჭრილს და რაიმე ბურღულეულს (ბრინჯი, გრეჩიხა) ცოტა, რომ წამოდუღდება, ვყრი გახეხილ სტაფილოს, წვრილად დაჭრილ ხახვს, წითელ ბურგალულს წვრილად დაჭრილს,ძალიან ცოტა მარილს ვუშვბეი ხოლმე კიდევ ბოლოს და სულ სულ ცოტა ზეთს, ოღონდ ძალიან ცოტას. კუჭის მოქმედებისთვის არის კარგიო ვეტერინარმა...
ჰო, კიდევ. მე გამოცდილების იქეთ არ ვიცი რომელი უფრო კარგია, მშრალი საკვები თუ ბუნებრივი. დუჩის კი ბუნებრივი უფრო მოწონს ისე (არც მშრალზე ამბობს უარს ოღონდ).. განავალსაც ცოტას შვება, სულ მიკვირდა რატომ შვება ასე ცოტასთქო. ლეკვობაში მარტო მშრალ საკვებე, რომ მყავდა გაცილებით მეტს შვებოდა. ასე, რომ მეც ვფიქრობ, რომ მეტი ერგება. თან დამრგვალდა lol.gif სუნიანსაც მშრალი საკვების დროს შვებოდა, ეზოში ისეთ სუნს დააყენებდა ხოლმე, რაც ბუნებრივზეა აღარ....
ღამე ჰერკულესს ვუხარშავ ხოლმე და ვაშლს ვუხეხავ შიგნით, რამდენიმე დღის წინს გოგრა ავურიე ვაშლის ნაცვლად და იასეც გემრილეად მიირთვა.
მოკლედ, ვფიქრობ, ბოსტნეული, ბურღულეული ნატურალური სახით უკეთესია ვაჭამო, ვიდრე დამუშავებული ათასჯერ, მერე რაღაცეები კიდევ დამატებული და ა.შ....
* * *
რამხელა პოსტი დამიწერია. სუპში მწვანილი გამომრჩენია lol.gif

Posted by: blblbl 26 Jan 2013, 14:08
ერთი რამე არ გესმით ,ნატურალურ კვებაზე თუა ძაღლი მისი რაციონის 80%უნდა მოცავდეს ხორცს აჭმევთ ასე?აეს გფაფები და სუპები კარგია მაგრამ დანარჩენ 20 %ში უნდა შედიოდეს დანაღცენი კი ხორცი.კილო ძროხის ხორცი 15ლარი ღირს და თუ გაQვთ ამის შესაძლებლობა კი ბატონო,ტორემ ფაფები და სუპები აჭამო და აი მე ნატურალურზე მყავს ეს სჯობს არაა მასე,ეს კვება არაა სრულფასოვანი კვება.

Posted by: MITIATO 26 Jan 2013, 14:16
QUOTE
კილო ძროხის ხორცი 15ლარი ღირს

სამაგიეროდ, ქათამი ღირს 3,6.
საქონლის ძვლიანი ხორცი_10 და სუბპროდუქტები კიდევ უფრო ნაკლები.

QUOTE
მისი რაციონის 80% უნდა მოცავდეს ხორცს აჭმევთ ასე?

yes.gif



Posted by: Borris 26 Jan 2013, 14:17
QUOTE
ტორემ ფაფები და სუპები აჭამო და აი მე ნატურალურზე მყავს ეს სჯობს არაა მასე

smile.gif)
QUOTE
ეს კვება არაა სრულფასოვანი კვება

+
მშრალ ძაღლის საკვებს ვაძლევ ინტენსიურად, პერიოდულად უმ დიდ ძვლებს და კოჭებს... ძალიან გემრიელად მიირთმევს და ნეტარებით აღსავსე სახით შემომცქერის ხოლმე smile.gif

ხო, განსაკუთრებით უყვარს ძვლის ტვინი, რასაც ქვია ეკეტება მაგაზე smile.gif)

Posted by: ARASERIOZULI 26 Jan 2013, 15:58
ჩემებს სუპებს ვუკეთებ ახლა უბრალოს კარტოფილით, ჩავუმტვრევ პურს უბერავენ. ხანდახან ხორციანსაც. არიან ჯანზე. აბა სუხოი კორმა რო ვაჭამო რა გააძღობთ, 4 ნაგაზი მყავს biggrin.gif თან ეს იაფფასიანი რაცაა, ნაგავია, გინდა გიჭმევია, გინდა არა.
* * *
QUOTE
ერთი რამე არ გესმით ,ნატურალურ კვებაზე თუა ძაღლი მისი რაციონის 80%უნდა მოცავდეს ხორცს აჭმევთ ასე?აეს გფაფები და სუპები კარგია მაგრამ დანარჩენ 20 %ში უნდა შედიოდეს დანაღცენი კი ხორცი.კილო ძროხის ხორცი 15ლარი ღირს და თუ გაQვთ ამის შესაძლებლობა კი ბატონო,ტორემ ფაფები და სუპები აჭამო და აი მე ნატურალურზე მყავს ეს სჯობს არაა მასე,ეს კვება არაა სრულფასოვანი კვება.

და ძაღლის საკვები რა ღირს კილო, აბა ყველაზე ძვირიანი ავიღოთ? როგორ გგონია მასში ყველაფერია რაც ძაღლს ჭირდება? 15 ლარი რო ხორცი ღირს იმაში რა რაოდენობით უშვრებიან ხორცს, ასეთ ფასში რო ყიდიან გამზადებულ საკვებს? biggrin.gif კაცმა არ იცის რითი აკეთებენ. ადამიანის საკვები არ იყიდება ნორმალური და ძაღლის საკვებს ვინ დაგიმზადებს კარგს? მაგისი გჯერა? უბრალოდ არჩევანია ძალიან ცუდსა და ცუდს შორის. თუ გაქ საშუალება რო ძვირიანი აჭამო, მაგას ჯობია ხორცი უყიდო ნარჩენები რო იყიდება საყასბოში, ლარნახევარს ვაძლევ ხოლმე კილოში. თუ 100 ჯერ არ ჯობდეს სუხოი კორმას. ნუ ჩემი აზრია ეს ახლა, შეიძლება ვცდები...

Posted by: @nn@ k@ 26 Jan 2013, 21:00
QUOTE (blblbl @ 26 Jan 2013, 14:08 )
ნატურალურ კვებაზე თუა ძაღლი მისი რაციონის 80%უნდა მოცავდეს ხორცს .კილო ძროხის ხორცი 15ლარი ღირს.

გეთანხმები ფინანსურად ძალიან რთულია სულ ხორცზე გყავდეს ;(

მე მშრალ კორმს ვაძლევ. დრო და დრო ბეზრდება და პერიოდულად ფაფას ვაძლევ:
წიწიბურა + ფშონკა +ბრინჯი + სტაფილო,ჭარხალი,მწვანილი+ 1ც. კვერცხი დანარჩენი შემადგენლობა ცვალებადია ხან : ქათმის კუჭები და ღვიძლი, ხან გუდვილში ვყიდულობ,მაგრამ ყოველთვის არ აქვთ ხოლმე ხრტილების, ჟილკების და თუ არ ვცდები მყესების ნაზავია. ხან ძროხის ჯიგარს ვურევ.
საერთოდ გიჟდება ფაფებზე wink.gif და უმ კარტოფილზე, მაგრამ კარტოფილს იშვიათად ვაძლევ ნაკლებ სასარგებლოა ძაღლებისთვის.

Posted by: khmala 27 Jan 2013, 13:49
სპეციალიზებული საკვები სამ კლასად იყოფა: ეკონომი, პრემიუმი და სუპერპრემიუმი. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ყუათიანობის მიხედვით; მაგ: პროტეინის შემცველობისა და სრულფასოვნების ხარისხით, დამატებითი საკვები სუნელების, საღებავების და კონსერვანტების შემცველობით, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებათა წარმოშობის წყაროებით. სხვადასხვა დანამატები ცალეკულ ორგანოთ მუშაობისა და ცხოველმყოფელობის გაუმჯობესებისათვის (მაგ: ქონდროპროტექტორები დიდი ძაღლისთვის განკუთვნილ საკვებში) და თავისთავად საკვების ღირებულებით.

სპეციალიზებულ საკვებთა უმეტესობა განსაზღვრულ კანონზომიერებებს ემორჩილება:

1. რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით მეტად ხარისხიანია მასში სრულფასოვანი პროტეინის წყაროები.
იაფფასიან საკვებ პროდუქტში საკვები ცილის ძირითად წყაროს წარმოადგენს საგანგებო წესით გადამუშავებული მცენარეული პროტეინი (სოიას, სიმინდის და ა.შ.), ხოლო რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით უფრო მაღალია მასში კუნთოვანი ქსოვილის შემცველობა. სუპერპრემიუმ კლასის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი საკვების შემადგენლობაში შემავალი ხორცეულის კომპონენტები სრულიად ვარგისია ადამიანის საკვებადაც. ცხოველთათვის განკუთვნილი მაღალხარისხიანი საკვების შემადგენლობა დაბალანსებულია და ერთნაირია, ვინაიდან მოქმედებს ხარისხის კონტროლის მკაცრი სისტემა. იაფფასიანი საკვების შემადგენლობა შეიძლება ყოველი ახალი მიწოდების შემთხვევაში შეიცვალოს.

2. რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით უფრო
მცირეა მასში როგორც გემოს, ასევე საღებავებისა და კონსერვანტების გამაძლიერებლები. ამის გამო მრავალი მეპატრონის გასაოცრად, მათი ძაღლები, რომლებიც არ არიან მიჩვეული მაღალი კლასის საკვებს, გაცილებით ხალისიანად მიირთმევენ იაფფასიან, დაბალი კლასის პროდუქტს, ვიდრე სუპერპრემიუმი კლასის, ძვირადღირებულ საკვებს. ამავე დროს, ცხოველები, რომლებიც მაღალი კლასის საკვებს არიან ჩვეული, არცთუ იშვიათად `იბზუებენ ცხვირს~ დაბალი კლასის საკვებისგან. მაღალხარისხიანი საკვები პროდუქტი არ საჭიროებს გემოს და სუნის დამატებით გამაძლიერებლებს.

3. რაც უფორო მაღალია საკვების კლასი, მით მეტია
მასში ბალანსირებული ნიბთიერებები. ყურადღება უნდა მიაქციოთ კვების რეკომენდებულ სადღეღამისო ნორმებს. 40 კგ-იანი მოზრდილი ძაღლისათვის აუცილებელია (მწარმოებული ფირმის რეკომენდაციით) 550 გრ. ეკონომ- კლასის საკვები, ხოლო სუპერ-პრემიუმ კლასის საკვები 250-დან 400 გრ-მდე.
რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით უფრო ადვილი მოსანელებელია საკვები, რაც საბოლოოდ ამტკიცებს დატვირთავს ცხოველის საჭმლის მომნელებელ ტრაქთეზე.

4. რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით უფრო
მეტადაა წარმოდგენილი საკვებთა სპექტრი და მით უფრო იოლია საკვების შერჩევა თქვენი ძაღლის სქესობრივ-ასაკობრივი და ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად.
ეკონომ კლასის საკვებიდან შეიძლება გამოვყოთ მაქსიმუმ საკვები კნუტებისათვის და კატებისათვის, ლეკვებისათვის და მოზრდილი ძაღლებისათვის, უფრო მაღალი კლასის საკვების გამოყოფა ხდება ცხოველთა ზომის, ასაკის და ენერგომოხმარების ხარისხის (აქტივობის) მხრივ.

5. რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით მეტია
მასში დამატებითი კომპონენტები, რაც აუმჯობესებს ორგანიზმში მიმოცვლის პროცესს, ასევე ცალკეული ორგანოების და სისტემების მუშაობას. მათ მიეკუთვნება ქონდროპროტექტორები (გლუკოზამინი და ქონდროიტინი), რომლებიც რეკომენდებულია დიდი ძაღლების საკვებში; ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ბეწვის გამოდევნას კატების ნაწლავებიდან და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებისათვის.

6. რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით მეტად ძვირადღირებულია იგი. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, დღიური ულუფის გამოთვლის შემთხვევაში, განსხვავება იმდენად თვალსაჩინო აღარ იქნება, ხოლო თუ ამასთან ერთად, მოყვანილ არგუმენტებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ აშკარა გახდება, რომელი ჯობია ავარჩიოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრის საკვებად.


(მასალა აღებილი vipanimals.ge-იდან!)

Posted by: de_me_tre 28 Jan 2013, 14:01
ხალხო ახლახანს მაჩუქეს სპანიელი და იაფად სად შეიძლება ძაღლის საჭმლის ყიდვა?

Posted by: marisenpolia 28 Jan 2013, 15:36
QUOTE
MITIATO

რა ასკიდან შეიძლება საქონლის ძვლები ხო არ იციი?? rolleyes.gif smile.gif

Posted by: MITIATO 29 Jan 2013, 00:09
marisenpolia
QUOTE
რა ასკიდან შეიძლება საქონლის ძვლები ხო არ იციი??


გასართობად ალბათ 3-4 თვიდან შეიძლება.
ყოველი შემთხვევისთვის, მე ამ ასაკიდან უკვე ვაძლევდი.

Posted by: marisenpolia 30 Jan 2013, 14:48
QUOTE
MITIATO

გმადლობ smile.gif ხოოო 3 თვისაა ჩემი და გასართობად კი არა მთლიანად გადაყლაპა რო მივეცით biggrin.gif ძაან ღორია sad.gif

Posted by: MoTH 3 Feb 2013, 17:08
ძვლის ნახარშს ვუკეთებ, სუპივით და პური რომ ჩავუყარო და ისე მივცე ხომ შეიძლება?

Posted by: blblbl 3 Feb 2013, 17:14
MoTH
არაოო,მარა მე ვაძლევ იშვიათად ,რა უნდა დაუშაოს ვერავინ დამისაბუთა და გიჟდება ისე უყვარს/

Posted by: MoTH 3 Feb 2013, 17:22
blblbl
ხო მეც მითხრეს რომ პური არ შეიძლება, ზოგი ამბობს სუხარი შეიძLებაო. მოკლედ ვერ გავიგე..

რაღაც მინდა გავურიო ცარიელ წვენს ხომ არ მივცემ, რას მირჩევთ?

ხო,კიდევ ბეჭის ძვლებია და ხომ არ გაეჩხირება საყლაპავში ან ნაწლავებში?
დიდი ძვლების ყიდვა მინდოდა და ვერ ვიშოვე ჩემთან :/

Posted by: blblbl 3 Feb 2013, 17:25
MoTH
მაგ წვენში ვხარშავ,კარტოფილს,სტაფილოს,ბრინჯს და მწვანილებს.უუუგემრიელის გამოდის.

Posted by: MoTH 3 Feb 2013, 17:26
blblbl
მეც მასე ვაკეტებ ზუსტად, სტაფილო, ბრინჯი, ბულგარული და მწვანილი smile.gif
მოკლედ გრეჩიხას მოვხარშავ ცალკე და იმას გადავურევ პურის ნაცვლად

Posted by: ARASERIOZULI 3 Feb 2013, 20:07
ახალი პური არ ვარგა ვიცი, მარა სუპში რო ჩაუმტვრიო ძველი პური და აჭამო რას დაუშავებს ვერ გავიგე? მე სულ მაგას ვაჭმევ ჩემებს, დიდებსაც და პატარებსაც.

Posted by: @nn@ k@ 3 Feb 2013, 23:57
MoTH
მე ქატოს ვუმატებ smile.gif გაცილებით მარგებელია wink.gif

Posted by: sopopaso 5 Feb 2013, 22:24
QUOTE
ვინ როგორ კვებავთ თქვენს მეგობარს?

ჩემი ძალიან გარყვნილია biggrin.gif
1 თვის იყო რომ მოვიყვანეთ და ცუდად გაგვიხდა(ფილტვების ანთება ჰქონდა როგორც გაირკვა)
ხოდა მაშინ ერთ-ერთი რაც ეჭმებოდა იყო ძროხის ხორცი და ექიმმა,ეგ აჭამეთ,ცოტა იმუნიტეტი მოემატოსო და იმის მერე სულ ხორცს ჭამს biggrin.gif
და 4 წლისაა biggrin.gif
ძაან პრეტენზიულია,საჭმელს რომ ვაკეთებთ,ჯერ იმას ვასინჯებთ და თუ ჭამა,ე.ი კარგია biggrin.gif
წეღან მაგალითად ხინკლის ხორცები მაგას ვაჭამე და მე ცომზე გადავიარე biggrin.gif

Posted by: Unico 7 Feb 2013, 10:48
ხაააააალხ biggrin.gif

პიკარდი (ლეკვის) კარგია?

http://vovovo.ge/Banda/Item/a7c47d6c-b9d8-4a2b-a610-135d8509e806

თუ კარგია და არ ავნებს, ვიყიდი :უსერ:

Posted by: MoTH 7 Feb 2013, 11:27
Unico
პრემიუმი არ არის , მაგრამ როგორც მითხრეს ნორმალურია.
პირადად მე არ მიმიცია ეგ საკვები არასდროს

Posted by: konstantinyus 7 Feb 2013, 13:10
Unico

კაკრაზ დღეს ვიყიდე "მეგაბონი" აწერია,პიკარდის ფირმისაა. ძალიან ბევრმა მირჩია დაახლოვებით 2 კვირის წინ და ვუყიდე ცოტა. ჰოდა ჯერ ხო მაგრად ერგება,მერე "ჰაი ენერჯია" და ანუ სულ დარბის და ვარჯიშშიც ხელს უწყობს + ფასი აქვს მშვენიერი --- ერთ ტომარაში 63 ლარი მივეცი

MoTH

სავარაუდოდ პრემიუმი უნდა იყოს,ფასი იგივე მივეცი რასაც პრემიუმებში ვაძლევ (ზედ არ აწერია შეფუთვას)

პრემიუმზე დაბალი უკვე თივაა მაშინ და ამხელა შედეგი არ ექნებოდა. ისე უდნა გავარკვიო რამე ნაგავი შემადგენლობის არ აღმოჩნდეს yawn.gif
* * *
http://www.lacasitadesimba.com/grand-menu-super-premium---nutribest---megabone---basic---menu-premium.html

Posted by: Unico 7 Feb 2013, 13:26
konstantinyus
კაია. ვიყიდი მაგას,

ჩემს ახლო-მახლო ზოომაღაზიებში რაცხა უბედურება აქვთ და ცოტა აწყინა მგონი, სისხლი გამოყვაო დედაჩემმა, ისე განვიცდი. ბრინჯზე გადავიყვანე ისევ.
გარდა ამისა, ელიზბარაშვილის თავშესაფრის ვეტერინარის ნომერი მინდა, ჯანდაბა რა, ვურეკავ თავშესაფარს და არ იღებენ, აცრები აქვს დასამთავრებელი და D ვიტამინზე მაქვს კითხვა, წვეთები არ გვაქვსო მაღაზიებმა, ერთმა ნემსების სახით გვაქვსო, ამას გირჩევთო .. ხოდა ვეტერინარის რჩევის გარეშე არ მინდა რომ გაუკეთონ : /

ვაიი, დავიცალე :დ

Posted by: konstantinyus 7 Feb 2013, 14:11
Unico

ლეკვი თუ გყავს არცერთ ვარიანტში არ მიცე ეს,და საერთოდ პრემიუმი.

მოახერხე რამენაირად და 4-5 თვემდე როიალზე ან ჰილზზე გყავდეს. ბევრად უფრო ჯანმრთელი და ლამაზი გაიზრდება.

როიალი არის ყველაზე დაბალი ხარისხის საკვები ევროპაში,და ჩვენთან საუკეთესო. დასკვნა შენ გამოიტანე ეხლა რას ვაჭმევთ საერთოდ ძაღლებს spy.gif

ტაკშტო არ უყიდო,4 თვე ნაკლები დახარჯე საკუთარ თავზე. ვეტერინარის ნომერს რაც შეეხება პმ მომწერე თუ გინდა და ჩვენი ვეტისას მოგცემ. აცრებს კიდე იმედია ამერიკულს უკეთებ. ჩეხური ნაგაია sleep.gif გინდა გაგიკეთებია გინდა არა

Posted by: archi_shot 8 Feb 2013, 02:00
QUOTE (konstantinyus @ 7 Feb 2013, 14:11 )

როიალი არის ყველაზე დაბალი ხარისხის საკვები ევროპაში,და ჩვენთან საუკეთესო. დასკვნა შენ გამოიტანე ეხლა რას ვაჭმევთ საერთოდ ძაღლებს spy.gif


როიალზე გავზარდე 3თვემდე, მეგონა საუკეთესო საჭმელს ვაძლევდი user.gif მერე ჰილლსზე გადავედით ახლა 9 თვის ხდება დღემდე ამას ვაჭმევ, მაგრამ ძალიან ასუქებს ძაღლს user.gif

Posted by: leniko11 8 Feb 2013, 10:42
archi_shot მე ჰილსით დავიწყე, ასუქებდა, თან ბოლოს აღარ ჭამდა და მერე როიალზე გადავედი, მართლა მაინტერესებს არ ვარგა ეს საკვები? ერთადერთი ამას ეკარება, სხვას არ ჭამს, კმაყოფილიც ვარ, ძაღლი კარგ ფორმაშია.

Posted by: konstantinyus 8 Feb 2013, 10:59
leniko11

ნუ როგორ არ ვარგა,სხვა გზაც არ გაქვს. მაგაზე უკეთესი მაშინ უდნა გამოიწერო. უბრალოდ ეს ჩვენთანაა საუკეთესო

Posted by: leniko11 8 Feb 2013, 11:08

konstantinyus რა არის კარგი და რა ცუდი ვერ გაიგებ, ამხელა თანხას იხდი და მაინც არ არის შესაბამისი ხარისხის, სხვა არჩევანიც არ არის sad.gif

Posted by: konstantinyus 8 Feb 2013, 11:19
leniko11

ზუსტად მაგაშია საქმე რომ როიალის ფასი საქართველოსთვის არის მაღალი და იმიტომაც არ შემოაქვთ უკეთესი. კილო რო 10$ ეღირება ძალიან ცოტა თუ იყიდის სისტემატიურად

Posted by: archi_shot 8 Feb 2013, 23:26
leniko11

მეც კმაყოფილი ვარ კარგ ფორმაშია, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ყოველივე ქიმიური დანამატებით ხდებოდეს sad.gif თან იაფი ხომ არაა 110 ლარი ღირს ერთო ტომარა idea.gif

Posted by: MoTH 9 Feb 2013, 01:24
archi_shot
QUOTE
მერე ჰილლსზე გადავედით ახლა 9 თვის ხდება დღემდე ამას ვაჭმევ, მაგრამ ძალიან ასუქებს ძაღლს

ზოოპლაზაში ვიყიდე ერთი ტომარა, ხოდა აშკარად მოიმატა წონაში, ეტყობა მართლა ძაან ცხიმიანია. თან ბოლომდე ვერ ინელებდა, დღეში 5-6 ჯერ გადიოდა კუჭში :/
ეხლა როილიაზე მყავს ოღონდ საღამოს კვებას ბუნებრივი საკვებით ვუნაცვლებ. მშვენივრად არის,

Posted by: archi_shot 9 Feb 2013, 02:24
MoTH

ჩემსას კუჭზე და მონელებასთან არასდროს ქონია პრობლემა smile.gif თან რასაც ეს ჭამს, თუ მომასწრო user.gif


Picart რომელი კლასის საჭმელს განეკუთვნება ხომ არ იცით? smile.gif

79 ლარად, 110 ლარის ღირებულების Picart-ის ძაღლის საკვები (20 კგ) Zoo Land-ისგან. ყიდვა მიწევს თან biggrin.gif

Posted by: leniko11 9 Feb 2013, 11:34
archi_shot რაც ძაღლი მყავს უამრავი ინფორმაცია გადავიკითხე ინტერნეტში, საბოლოო ჯამში მაინც ვერ გავიგე ნატურალური კვება ჯობია თუ ცხოველების სპეციალური საკვები, რადგან პატარაობიდანვე მზა საკვებზე მყავს ასე გავაგრძელებ ბოლომდე, თან ნატურალურზე როცა გყავს ძალიან დაბალანსებული კვებაა საჭირო, ვიცი რომ ვერ შევძლებ. ერთადერთი რასაც ვურევ ხოლმე მოხარშული ხორცია. მართალი ხარ ძვირი ღირს, მაგრამ რომ ვიცი რომ ასე თუ ისე კარგ საკვებად ითვლება ვიკლებ ჩემთვის რაღაცეებს და ამისთვის მაინც ვყიდულობ biggrin.gif

Posted by: Pumped up kicks 9 Feb 2013, 12:36
უკვე მესამედ აერია გული ჩემ ძაღლს, არაფერი უჭამია როიალ კანინის გარდა და იმასაც ხან მთლიანს ხან კი ნახევრად მონელებულს უკან იღებს, ხასიათზე ნშვენიერზეა, ესე როცა მოსდის გვირილის ნაყენს ვასმევ (ვეტმა გვირჩია) და მოხარშულ ბრინჯს ვაჭMევ ხოლმე საღამოს, ხსირად კი არ ემართება და მეორე დღეს კარგად არის ხოლმე მაგრამ შეიძლება რომ როიალ კანინს ვერ ინელებდეს? ვფიქრობ ხომ არ გადავიყვანო ნატურალურ კვებაზე ცოტა ხნით? აი MITIATO როგორ სუუპსაც უკეთებს ისეთი რომ გავუკეთო ოღონდ ქათმის ხორცით...... და კიდევ დოზები როგორ მივცე? 200 გრამს ჭამს დღეში და სუპიც მაგდენი მივცე?...

Posted by: blblbl 9 Feb 2013, 12:42
Pumped up kicks
სხვა მშრალი საჭმელი მიმეცი აბა ,მაგრამ მანადმე ცოტ ცოტა აჭამე როიალი,ჩემი სწრაფად რომ ჭამდა ვერ ინელებდა დაიღებდა ხლლმე მთლიანებს :დ მერე ცოტა ხანს თითო მუჭას ვაზლევდი ან ამრცვლებს ნელ ნელა და დაიწყო ნელი ჭამა.

Posted by: Pumped up kicks 9 Feb 2013, 12:47
blblbl
არა სწრაფად არ ჭამს, ზოგადად კორმს გიჭივით არ ეცემა ხოლმე, ვატყობ რომ დიდად არ გიჟდება ვთქვათ როგორც ხაჭოს როცა ვუმატებ ან რამეს... ჩვენთან ახლო მაღაზიებში რაცაა ყველას როიალი ჯობია და თუ ამის შეცვლა მოგვიწია ალტერნატივა ალბათ ჰილსია არა?... სხვა რომელია ნორმალური. რამდენიმე დღეში მივალ ვეტთან და გავივლით კონსლუტაციებს ამ თემაზე , იმედი მაქვს მართლა საჭმლის გამო ერევა გული და არა სხვა რამის

Posted by: blblbl 9 Feb 2013, 12:53
Pumped up kicks
რავიცი მე ნუტრაფუგენი თუ რაღაც ამდაგვარის ახლი ჰქვია ამას ვაძლევ (სახელს ვერ ვიმახსოვებ :დ)პრემიუმ კლასი აწერია თუიმცა 4ლარი ღირს,რამდენად პრემიუმია ვერ გეტყვი მაგრამ ძალიან კარგად ჭამს და ინელებს.კმაყოფილი ვარ.გიჟდება ისე უყვარს.როიალს დიდი სიხარულით არ ჭამს ისე.ჰილსი არ გამისინჯებია რადგან ექიმმა ამასთუ გაასინჯებ მაშინ სულ ამაზე გყავდეს სხვას არ შეჭამსო და :დდდ

Posted by: Pumped up kicks 9 Feb 2013, 13:09
blblbl
ისე ვეტერინარებს ახასიათებთ ან ერთის ან მეორის ქება , განსაკუთრებით იმის რომელიც მის ქსელში იყიდება, ჩემი ვეტერინარის მაღაზია ჰილსს ყიდის მაგრამ როიალი შევუცვალო თქო რამდენიმეჯერ რომ ვთქვი არ შეუცვალო როიალი აჭამეო სულ მეუბნებოდა, ჰილსზე აგერ ბევრი ამბობს ასუქებსო და არ მინდა გავასივო....

Posted by: khmala 10 Feb 2013, 21:35
მე ამჟამად ადვენსს ვაჭმევ და კმაყოფილი ვარ.. ჰილსზე მყავდა და მართლა ძალიან სუქდებოდა და შევუცვალე.. smile.gif)

Pumped up kicks

რამხელაა? თუ ჯერ ლეკვია და გული ერევა, ბუნებრივია.. ეგ საჭმლის ბრალი არ არის.. ჩემსასაც მასე ერეოდა და ვეტერინართან, რომ მივყვანე არაფერია, ჩქარა ჭამს და ყველა ლეკვი მასეაო.. მაგრამ მაშინ მე მზა საჭმელს არ ვაჭმევდი, ხელით ვუკეთებდი და რაც მზა საჭმელზე მყავს არ არევია..

დააკვირდი შეიძლება სხვა რამესაც ჭამს და იმიტომ ერევა გული.. ერთხელ ჩვენს დიდი ხნაი ერეოდა გული, ვერ მივხვდ რა ჭირდა 20 წუთი რასაც ქვია ასლოკინებდა და ბოლოს ამოიღო და ნაჭერი ქონდა ნაჭამი biggrin.gif დეგენერატია რასაც ქვია.. ყველაფერს ჭამს..

Posted by: Pumped up kicks 11 Feb 2013, 00:27
khmala
სწრააფად არ ჭამს, არც სხვა რამე უჭამია თავისი საჭმლის გარდა ვაშLი და ვსო მეტი არაფერი. რაც ამოიღო ეს ყო ნახევრად მონელებული და მოუნელებელი საჭმელი თავისი. 8 თვისაა. დღეს გავუკეთე მაგარი სუპი, ქათმის ხორცით + ღვიძლით, წიწიბურით, ყვავილოვანი კომბოსტოთი, სტაფილო და ჭარხალიც აქვს biggrin.gif იმდენი ნაჭერი ხორცი გამოუვიდა ერთ პორციაშI გაგიჟდა ჩავარდა კინაღამ ჯამში, ოღონდ ცოტა ზედმეტის მიცემა მომივიდა გაიბერა გოჭივით biggrin.gif შემდეგ მიცემაზე დავარეგულირებ. ასეა თუ ისე ხვალ მიმყავს ვეტთან და ვკითხავ რა ვქნა, ისე არ მგონია საჭმელში იმაზე მეტი ხორცი იყოს რაც მე დღეს მივეცი biggrin.gif

Posted by: Kamanch 11 Feb 2013, 00:32
khmala
chemsas 30 saNtimetriani joxi qonda gadaylapuli... :|

Posted by: Pumped up kicks 11 Feb 2013, 00:37
Kamanch
ჩემსას ჭიკარტი biggrin.gif ასე რომ.................... biggrin.gif პ.ს რა ფეხი მოიტეხე? :O

Posted by: Kamanch 11 Feb 2013, 00:40
Pumped up kicks
xoo jilim vafshe moxsna yvelanairi rekordi biggrin.gif
pm getyvi

Posted by: PuTKiiI 11 Feb 2013, 01:29
http://swoop.ge/index.php?task=deal&id=3436&lang=ge&city=58

ეს ივარგებს ვითომ?

Posted by: agr_bak 11 Feb 2013, 02:47
Pumped up kicks
პროპაკზე გავზადე ჩემი ძაღლი
მერე გაწყდა ეს პროპაკი და ცოტა ხანი როიალზე გდავიყვანე
მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც როგორც აღწერე ზუსტად ისე ერეოდა გული, მოუნელებელს კაი ფუნასავიტ ამოიღებდა ხოლმე
ჰოლზე გადავედი ეგრევე და ვართ ბენდიერები ყველანაირი გულის რევების გარეშე
არ ასუქებს ჰილსი. მშვენიერ ფორმაშია


მაგრამ პროპაკთან მანც ახლოს ვერ მოვა ვერც ერთი რაც მიყიდია
მაინცდამაინც ისყავისფერი არ შემოდის რომელც მე ვაჭმევდი sad.gif
* * *
Unico
QUOTE
გარდა ამისა, ელიზბარაშვილის თავშესაფრის ვეტერინარის ნომერი მინდა,

სხვა ვეტერინარს მიუყვანე .

დამიჯერე.... ვიცი რასაც ვამბობ yes.gif

Posted by: ARASERIOZULI 11 Feb 2013, 11:43
ჩემმა ავჩარკამ ნასკი გადაყლაპა პატარა რო იყო, ქუჩაში ნაპოვნი და 1 კვირის მერე ამოიღო უკან, არ შეუწუხებია იქამდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Pumped up kicks 11 Feb 2013, 13:42
agr_bak
ხო დღეს ვიყავით ექიმთან და გვითხრა შეიძლება ზედმეტს აძლევ და უმძიმებს კუჭს და უკან ამოაქვსო, ჰოდა გუშინ ღამე და დღეს ვაჭამე სპეციალური სუპი რომელიც გავუკეთე და ძალიან მოსწონს, კუჭშიც მშვენივრად გავიდა ვნახოთ როგორ მიიღებს ამ საჭმელს და ამის იმხედვით გადავწყვეტ რა დავუტოვო

QUOTE
გარდა ამისა, ელიზბარაშვილის თავშესაფრის ვეტერინარის ნომერი მინდა,

რომელი ექიმია მანდ? რა ქვია?

Posted by: Nek_111 11 Feb 2013, 19:23
გამარჯობათ...იქნებ ვინმე დამეხმაროთ ან მირჩიოთ ჩემს "პატარას" კუჭი აეშალა გუშინ პირველი აცრის შემდეგ და
ვერანაირმა წამალმა ვერ უშველა..აცრამდე ვაჭმევდი მაწონს და შემდეგ გადავიყვანე NANI ზე,
თამაშობს,ჭამს და მოკლედ ენერგიაზეა ისე როგორც სხვა დროს მაგრამ ვერაფერმა შეკრა კუჭში....
ვეტერინარმა არაა სანერვიულო ლინექსი მიეციო და არც მაგან უშველა,იქნებ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვვა და მირჩიოთ რამე
რის ბრალი შეიძლება იყოს ან რა ვაჭამო,ახლა მოხარშულ ბრინჯს ჭამს მაგრამ ისევ ისეაsad.gif

Posted by: na_nushka 4 May 2013, 12:09
პირველი აცრა რო გავუკეტე თავიდან ჩემსასაც კუჭი აეშალა. user.gif user.gif და ფტალაზოლი მივეცი ნახევარი ტაბლეტი და ერთ დღეში აღარ ქონდა უკვე. მოკლედ კარგი წამალია და ცადე. ჩემი ძაღლი კოკერია და შენ რა ჯიშის გყავს? თუ უფრო დიდია ცოტა მეტი მიეცი yes.gif bis.gif

Posted by: sallli1 4 May 2013, 13:24
na_nushka
MITIATO
ეჰ 11 თებერვალს დაუპოსტავს biggrin.gif

Posted by: Ninadi 5 May 2013, 20:04
მოკლედ ჩემ ცუგოს პრობლემები აქვს და ვეტერინარმა მიტხრა რო საჭმელი უნდ გამოუცვლოთო და როიალი უნდა უყიდოთო.. 1 წლამდე ვაჭმევდეთ მაგას, მაგრამ მართლა ძალიან ძვირია და გამიჭირდება მით უფრო რომ ქარტული ნაგაზია და ბევრს ჭამს.. რითი შეიძლება შევუცვალო?? კარგი ხარისხის რომ იყოს და შედარებით იაფი? დაიმონდი როგორია??? მითხრეს ესეც კაიაო გამოცდილი აქვთ თქვენ ცუგოებს???
* * *
5 წლისაა ახლა.. ყველაფერი აგვიკრძალა მხოლოდ მშრალი საჭმელიო.. მუსქანააა და დიეტაზე დასვა :დდ

Posted by: Unico 5 May 2013, 20:56
Ninadi
QUOTE
კარგი ხარისხის რომ იყოს და შედარებით იაფი?

არ არსებობს. დაივიწყე იაფად კარგ ხარისხის საკვებს ვერ იპოვი.

QUOTE
ძალიან ძვირია

კილო სადღაც 8 ლარი ღირს. რავიცი, ასე ძალიან ძვირია? sad.gif

როიალ კანინი, ჰილსი დაახლოებით ერთნაირად გადის.

სხვა არ ვარგაო, მაგრამ ჩემი აი პროპაკს ჭამს უფრო : )

მოდი, როგორც ვეტმა გითხრა, ეგრეც გააკეთე

Posted by: sallli1 5 May 2013, 21:24
Ninadi
რა ჯიშია შენი ცუგო? რავიცი ჩემსას 1 კგ კანინი 2 კვირა ყოფნი და რავიცი თვეში 30 ლარი გამოვა მაქსიმუმ


ეგ კი არა ქუჩის ცუგოს გადავუყარე ცოტა და გული დამეწვა ისეთი სისწრაფიდ ჭამდა როგორ შიოდა ალბათ sad.gif

Posted by: blblbl 5 May 2013, 21:30
Unico
QUOTE
დაივიწყე იაფად კარგ ხარისხის საკვებს ვერ იპოვი.

სულაც არაა ასე ეს ერთი და მეორეც როიალ კანინი ნამდვილად არ არის საუკეთესო საკვები ეს ჩვენთან თვლიან ასე თორემ საზღვარგარეთ ჩვეულებრივ საშუალო კლასად ითვლება. 8ლარს რაც შეეხება რა გაგიკვირდა არაა ძვირი?მითუმეტეს ნაგაზისთვის რომელსაც დღესი დასჭირდება 8ლარის საკვები თუ მეტი არა.



Ninadi
სპორტმიქსი,ნუტრანაგეთსი კარგი საკვებია ორივე და შედარებით იაფია შეგიძლია ეს მისცე და სხვა ვეტერინართანაც გადაამოწმე აუცილებელი არაა ძვირიანი საკვების მიცემა იყოს აუცილებელი

Posted by: Pumped up kicks 5 May 2013, 23:37
sallli1
1 კგ კანინი 2 კვირა როგორ გყოფნით? :O რამდენს აჭმევ ძაღლს? ჩიხუახუა გყავს?.... 200 გრამს ჭამს ჩემი დღეში...

Posted by: sallli1 5 May 2013, 23:44
Pumped up kicks
სპანიელია , არა ვერ იტანს კორმს და ღეში ერთხელ ჭამს ისიც ერთ საშუალო კოვზს

Posted by: Unico 6 May 2013, 00:24
blblbl
არ არის საუკეთესო, მაგრამ ჩვენთან რაც შემოდის იმათ შორის, ეს კარგიაო, ასე მითხრეს biggrin.gif

მეორეც, ნაგაზს უფრო მეტი საკვები ენდომება, ცხადია, ჯიშიდან გამომდინარე : ) ხოდა, მე ვფიქრობ, როცა ნაგაზი ჰყავს ადამიანს, კიდეც უნდა იყოს მზად ამისთვის. არა?

აბა ვურჩევ 3,5 ლარის ღირებულების გაურკვეველი წარმოშობის კორმს და აჭამოს მაშინ user.gif

Posted by: PuTKiiI 6 May 2013, 01:16
პრო-დოგი როგორი საკვებია?..............

Posted by: Pumped up kicks 6 May 2013, 15:20
sallli1
არ მინდა შეგაშინო მაგრამ მემგონი ძალიან ძალიან ცოტაა.... წონა როგორი აქვს? ექიმმა იცის და არაუშავსო? თუ სხვა რამესაც აძლევ ხოლმე?

Posted by: sallli1 6 May 2013, 19:07
Pumped up kicks
კი როგორ არ ვაძლევ ძირითადად უნებრივ კვებაზეა წვნიანები,ხაჭო,მაწონი,ბოსტნეული,მოხარშლი ხორცი, წიწიბურა.მოხარშული კვერცხი ,ხილი ა.შ ყველაფერს ვაჭმევ ნუ რათქმაუნდა ის რაც უნდა მიიღოს კორმის სახით იღებს რა. წონა ნორმალური აქვს დაჟე მეტიც მეჩვენეა ხოლმე smile.gif

Posted by: gigaa_13 7 May 2013, 15:06
2 თვის ბოქსიორს დღეში რამდენჯერ ვაჭამო და რამდენი გრამი??

Posted by: sallli1 7 May 2013, 15:13
gigaa_13
ზუსტად ბოქსიორზე ვერ გეტყვი მაგრამ ლეკვის რეჟიმი დაახლოებით ესეა:
2 თვემდე ასაკის ლეკვს დღეში 6–ჯერ აჭმევენ ყოველ სამ საათში ერთხელ. 2–დან 4 თვემდე ლეკვს დღეში 5–ჯერ ყოველ 4 სააში. 4–დან 6 თვემდე ლეკვს დღეში 4–ჯერ ყოველ 5 სააში. 6–დან 9 თვემდე ლეკვს დღეში 3–ჯერ ყოველ 6 სააში. გაზრდილ ძაღლებს კი დღეში 1–2ჯერ ჭირდებათ ჭამა ეს დამოკიდებულია მათ მადაზე. არ დაგავიწყდეთ რომ ლეკვის კვების რეჟიმი ზუსტად უნდა დაიცვათ და ლეკვს ერთსა და იმავე დროს დაუდგათ საკვები.

Posted by: gigaa_13 7 May 2013, 16:08
QUOTE
sallli1


ეგ ხო მარა რამდენი უნდა ვაჭამო დაახლოებით ერთ ჭამაზე

Posted by: MITIATO 7 May 2013, 17:50
gigaa_13
QUOTE
ხო მარა რამდენი უნდა ვაჭამო დაახლოებით ერთ ჭამაზე

ყველა საჭმელს თავისი ნორმა აქვს,რამდენი უნდა ჭამოს ძაღლმა ერთ ულუფაზე ძაღლის წონის გათვალისწინებით.
ან ყიდვისას იკითხე, ან თვითონ ნახე საჭმლის ტომარაზე, ამ საჭმლის სახელი დაიმახსოვრე და ინტერნეტში მოძებნე.
ასე ზეპირად ვერავინ გეტყვის.

Posted by: dato_janashvili 10 May 2013, 20:49
გამარჯობათ. მოკლედ გადავიკითხე ყველა გვერდი და მაინც ვერ გავარკვიე რომელი კორმი ჯობია და ნატურალური ჯობია თუ მშრალი. მე მყავს გერმანული ნაგაზი, პატარობიდან ცოტა იაფფასიან კორმს ვაძლევდი (რასაც თავისი ვეტექიმი მირჩევდა) მერე პრობლემები ჰქონდა კუჭზე და სხვა ექიმთან წავიყვანე, წინამძღვრიშვილზე რო არის თუ იცით "გენა". თავის კლინიკა აქვს გახსნილი და არანაირ კორმს არ ყიდის, ხოდა მითხრა თუ აჭმევ პრემიუმ კალსის საკვებს იქნება კარგადო და თან მირჩია "როიალი, ჰილსი ან პროპაკი" აჭამეო, მარა ნატურალური ყველაფერს ჯობიაო. "ჰილსი" ვუყიდე და 3 ცალი 18 კილოიანი ტომარა გამოცალა, ცოტა მოიმატა კიდეც კუჭიც ნორმალურად აქვს მარა ერთი პრობლემა ისაა რო აღარ ჭამს და ბოლო ტომარა სულ ძალისძალათ ვაჭამე (ძაღლის კონსერვს ვურევდი და იმის ხათრით ჭამდა) ეხლა დავრბივარ და ვერ ვშოულობ ამ "ჰილსს" და რომც ვიშოვო ვიცი რო არ შეჭაქმს და სულ ეს ძაღლის კონსერვიც რო ვატენო არ მინდა (ცარიელი სოიოა), ხოდა ვფიქრობ დაგავიყვანო ნატურალურ საკვებზე, მოხარშული ხორცი, ბრინჯი რა რაგაცრაგაცეები, მარა ისე რო ძირითადი მასა ხორცი იყოს, 500-600 გრამი, ცალკე მივცემ ვიტამინებსაც . ვიცი ცოტა ძვირი დამიჯდება (რო დავიანგარიშე 250 ლარი დაახლოებით), მარა ვფიქრობ რომ იმ მშრალ საკვებს უნდა ჯობდეს, მირჩევნია მე მოვიკლო ცოტა რაღაცრაღაცეები და ეს მყავდეს კარგად. ხოდა მაინტერესებს თქვენი აზრიც, შევუცვალო ეს "ჰილსი" სხვა კორმით (როიალით ან პროპაკით) თუ დაგავიყვანო ბუნებრივზე.

Posted by: sallli1 10 May 2013, 20:53
dato_janashvili
რავიცი რა გითხრა მე რივე კვეაზე მტყავსს ბევრ ნატურალურს ჭამს და დღიურ ნორმას იღებს კორმისას. სულ კორმს ნუ აჭმევ არ შეიძლება

Posted by: Unico 10 May 2013, 22:44
QUOTE
წინამძღვრიშვილზე რო არის თუ იცით "გენა". თავის კლინიკა აქვს გახსნილი

აუ ამაზე გამიგია, მითხრეს კარგი ვეტიაო.

მარა მე ალიკათიც კმაყოფილი ვარ და ამდენი ექიმიც აღარ მინდა :დ

dato_janashvili
ჩემი ძაღლი შერეულ კვებაზე მყავს: მშრალ-ნატურალურის ნარევია. ჩემი ჭკუით ოქროს შუალედია :უსერ:

და მაინც, მე ვფიქრობ კვების საკითხი ინდივიდუალურია. დააკვირდი ძაღლს და იქიდან გამომდინარე მიხვდები მშრალზე უნდა გყავდეს თუ ნატურალურზე.


Posted by: დონ თორნიკე 30 Aug 2013, 01:15
Unico
sallli1
MITIATO
http://www.amazon.com/Victor-Dog-Food-Grain-Free-30-Pound/dp/B00B1U7F10/ref=sr_1_31?s=pet-supplies&ie=UTF8&qid=1377810635&sr=1-31&keywords=super+premium+dog+food

http://www.amazon.com/Wellness-Super5Mix-Food-Health-30-Pound/dp/B001HYD6AY/ref=sr_1_1?s=pet-supplies&ie=UTF8&qid=1377810587&sr=1-1&keywords=super+premium+dog+food

ესენი იცით?
* * *
blblbl
Pumped up kicks
Unico
http://www.youtube.com/watch?v=_kVgWoSlUNs ინგლისური თუ იიცით რას ამბობს??
* * *
http://www.amazon.com/Canidae-Pure-Food-Salmon-30-Pound/dp/B001QEAV08/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1377814108&sr=8-6&keywords=super+premium+dog+food+30+pound ქათმის 40$ და ზღვის პროდუქტების 95$ რატოა ამხელა განსხვავება ფასსში

Posted by: lola_keta 30 Aug 2013, 16:49
QUOTE (Unico @ 10 May 2013, 22:44 )
QUOTE
წინამძღვრიშვილზე რო არის თუ იცით "გენა". თავის კლინიკა აქვს გახსნილი

აუ ამაზე გამიგია, მითხრეს კარგი ვეტიაო.

მარა მე ალიკათიც კმაყოფილი ვარ და ამდენი ექიმიც აღარ მინდა :დ

გენაკარგი ვეტერინარია ნამდვილად.

მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით ალიკაზე კარგი არავინაა. უზომოდ კარგი ექიმია და კიდევ უფრო კარგი ადამიანი.

არ მიყვარს მე გენა ვითომ ძალიან მკაცრი და ცივი კაცია და უზდელობაში გადასდის ეს სიმკაცრე. ძაღლი მიკვდებოდა მივედი ანერვიულებული ვტიროდი და მეჩხუბა რა გატირებსო გამომიშვა ოთახიდან ეგ არ დამავიწყდება მაგის მერე ვერ ვიტან მაგ კაცს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: luka-animal 2 Sep 2013, 10:49
QUOTE (dato_janashvili @ 10 May 2013, 20:49 )
გამარჯობათ. მოკლედ გადავიკითხე ყველა გვერდი და მაინც ვერ გავარკვიე რომელი კორმი ჯობია და ნატურალური ჯობია თუ მშრალი. მე მყავს გერმანული ნაგაზი, პატარობიდან ცოტა იაფფასიან კორმს ვაძლევდი (რასაც თავისი ვეტექიმი მირჩევდა) მერე პრობლემები ჰქონდა კუჭზე და სხვა ექიმთან წავიყვანე, წინამძღვრიშვილზე რო არის თუ იცით "გენა". თავის კლინიკა აქვს გახსნილი და არანაირ კორმს არ ყიდის, ხოდა მითხრა თუ აჭმევ პრემიუმ კალსის საკვებს იქნება კარგადო და თან მირჩია "როიალი, ჰილსი ან პროპაკი" აჭამეო, მარა ნატურალური ყველაფერს ჯობიაო. "ჰილსი" ვუყიდე და 3 ცალი 18 კილოიანი ტომარა გამოცალა, ცოტა მოიმატა კიდეც კუჭიც ნორმალურად აქვს მარა ერთი პრობლემა ისაა რო აღარ ჭამს და ბოლო ტომარა სულ ძალისძალათ ვაჭამე (ძაღლის კონსერვს ვურევდი და იმის ხათრით ჭამდა) ეხლა დავრბივარ და ვერ ვშოულობ ამ "ჰილსს" და რომც ვიშოვო ვიცი რო არ შეჭაქმს და სულ ეს ძაღლის კონსერვიც რო ვატენო არ მინდა (ცარიელი სოიოა), ხოდა ვფიქრობ დაგავიყვანო ნატურალურ საკვებზე, მოხარშული ხორცი, ბრინჯი რა რაგაცრაგაცეები, მარა ისე რო ძირითადი მასა ხორცი იყოს, 500-600 გრამი, ცალკე მივცემ ვიტამინებსაც . ვიცი ცოტა ძვირი დამიჯდება (რო დავიანგარიშე 250 ლარი დაახლოებით), მარა ვფიქრობ რომ იმ მშრალ საკვებს უნდა ჯობდეს, მირჩევნია მე მოვიკლო ცოტა რაღაცრაღაცეები და ეს მყავდეს კარგად. ხოდა მაინტერესებს თქვენი აზრიც, შევუცვალო ეს "ჰილსი" სხვა კორმით (როიალით ან პროპაკით) თუ დაგავიყვანო ბუნებრივზე.

მორანდოს საკვები სადე,შეილება შედეგიც გამოიღოს იტალიური ფირმაა ფასიც იაფია და ხარისხიც ძAლიან მაღალი,უკვე ბევრი ბევრი აამიანია კმაკოფილიმორანდო ერთ-ერთი პირველია ევროპაში ვინც დაიწყო ძაღლის საკვების წარმოება და სხვა კომპანიებისგან განსხვავებით იყენებს მხოლოდ იტალიაში წარმოებულ ინგრედიენტებს. თევზი კი ნორვეგიიდან მოდის.
მორანდოს აქვს ასევე საკუთარი ლაბორატორია, სადაც ყოველდღიურად მოწმდება წარმოებული პროდუქციის ხარისხი.თუ მსგავსი ხარისხის პროდუქციას შევადარებთ მორანდოს, ჩვენი ფასი დაახლოებით 30-40%-ით იაფია.https://www.facebook.com/morando.ge

Posted by: დონ თორნიკე 3 Sep 2013, 09:17
luka-animal
და ეს საკვები იტალიიდან არის?

Posted by: luka-animal 3 Sep 2013, 10:02
QUOTE (დონ თორნიკე @ 3 Sep 2013, 09:17 )
luka-animal
და ეს საკვები იტალიიდან არის?

ხო მორანდოს საფირმ პროდუქტი იტალიიდან არის

Posted by: SerLom1 3 Sep 2013, 23:29
მეც ზუსტად Morando SPA-ზე მინდოდა მეკითხა. ერთი თვეა ამას ვაჭმევ. ფორუმზეც ხომ დევს რეკლამა. ვინმე აჭმევთ კიდევ მორანდოს პროდუქციას? ფასი საკმაოდ დაბალი აქვს. ლეკვის 15კგ-იანი 45 ლარი ღირს და ნეტა როგორი ხარისხი იქნება? ზედ კი აწერია საღებავების და კონსერვანტების გარეშეო.

კიდევ რა მაინტერესებს, მე შერეულ კვებაზე მყავს 3 თვის ლეკვი. დღეში ოთხჯერ ვაჭმევ და აქედან ორჯერ კორმს (მორანდოს Miglior Cane-ს) და ირჯერ ბუნებრივს (ბურღული, მაწონი, ხაჭო, უმარილო ყველი, ხილი და გახეხილი ბოსტნეული) და როგორ ჯობია კორმი დილა-საღამოს მივცე და შუალედებში ნატურალური, თუ პირიქით?

Posted by: archi_shot 3 Sep 2013, 23:36
SerLom1

კორმს თავისი განსაზღვრული გრამი ხომ აქვს, რა წონაზე უნდა მიიღოს ლეკვმა, როდესაც ბუნებრივ კვებასაც აძლევ მაგ შემთხვევაში კორმის დოზას ხომ უმცირებ ? ჩემი აზრით, შეიძლება ვცდები ან ბუნებრივ კვებაზე ან კორმზე უნდა იყოს მითუმეტეს მაგ ასაკში ლეკვი. თუ კორმს ის დოზა დააკლდა, რაც დღეში უნდაა მიიღოს ლეკვმა მისი :სასარგებლო" თვისებები რამდენად იმოქმედებს ლეკვზე და რამდენად ნორმალური იქნება ლეკვის ჯამრთელობისთვის ? smile.gif

Posted by: SerLom1 3 Sep 2013, 23:50
archi_shot
ტომარაზე რაც აწერია, აღარ მახსოვს, იმაზე ოდნავ მეტი დაუნიშნა ვეტმა 350 გრ დღეში და რადგან სხვა რამეებსაც აჭმევ მაშინ 250 გრ მიეციო.
კორმს თუ დააკლდა სამაგიეროდ სოფლის მაწონს და ყველს მოემატა და არა მგონია ზოგადად ამ კორმებში ამაზე უფრო სასარგებლო რამეები იყოს. ეს "დაბალანსებული" კვებაც მეც ვეთანხმები აზრს რომ კომერციული ხრიკია. მასე ადამიანის დაბალანსებული კვებაც ხომ არის და ის ხომ უფრო მნიშვნელოვანია მაგრამ რამდენი ვიცავთ მაგას? smile.gif მაგრამ რახან 21-ე საუკუნის ძაღლია მაინც ვუხდი ხარკს დროს და კორმსაც ვაჭმევ biggrin.gif

Posted by: archi_shot 3 Sep 2013, 23:58
SerLom1

რადგან ვეტმა დაუნიშნა ჩემს აზრებისგან თავს შევიკავებ biggrin.gif ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, ისე კი მგონია რომ ზედმეტი გამოუვა კვება smile.gif

Posted by: SerLom1 4 Sep 2013, 00:20
archi_shot
ეჰ განა ყველა ვეტი ვეტია?! biggrin.gif

ჭამოს, ჭამოს, რომ დიდი და ღონიერი გაიზარდოს, მერე თუ რამე და დიეტაზე დაჯდება ვაჟბატონი biggrin.gif


როგორ გადავანაწილო კორმი და ბუნებრივი საკვები ვინმემ მირჩიეთ რა

Posted by: archi_shot 4 Sep 2013, 00:24
SerLom1

საქმეც მაგაშია რომ ყველა ვეტი ვეტი არაა biggrin.gif ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, შენთვის როგორც მოსახერხებელი იქნება ისე გადაუნაწილე smile.gif

Posted by: luka-animal 5 Sep 2013, 00:41
QUOTE (SerLom1 @ 3 Sep 2013, 23:29 )
მეც ზუსტად Morando SPA-ზე მინდოდა მეკითხა. ერთი თვეა ამას ვაჭმევ. ფორუმზეც ხომ დევს რეკლამა. ვინმე აჭმევთ კიდევ მორანდოს პროდუქციას? ფასი საკმაოდ დაბალი აქვს. ლეკვის 15კგ-იანი 45 ლარი ღირს და ნეტა როგორი ხარისხი იქნება? ზედ კი აწერია საღებავების და კონსერვანტების გარეშეო.

კიდევ რა მაინტერესებს, მე შერეულ კვებაზე მყავს 3 თვის ლეკვი. დღეში ოთხჯერ ვაჭმევ და აქედან ორჯერ კორმს (მორანდოს Miglior Cane-ს) და ირჯერ ბუნებრივს (ბურღული, მაწონი, ხაჭო, უმარილო ყველი, ხილი და გახეხილი ბოსტნეული) და როგორ ჯობია კორმი დილა-საღამოს მივცე და შუალედებში ნატურალური, თუ პირიქით?

ბევრია ადამიანია კაყოფილი მეც მინდა ვცადომაგრამ ჩემან შორს არის და მეზარეა იქ წასვლაsmile.gif
* * *
ჩემი ჩიხუახუა როიალ კანინს ძალიან უმადოთ ჭამს თითქოს ვაძალებთო ადრე ისე წრაფად ჭამდა რომ სა/წმლის დაყრა და ცარიელი ჯამი ერთი იყო Eხა შევუცვალოო?

Posted by: მორანდო 6 Sep 2013, 19:22
QUOTE (luka-animal @ 5 Sep 2013, 00:41 )
QUOTE (SerLom1 @ 3 Sep 2013, 23:29 )
მეც ზუსტად Morando SPA-ზე მინდოდა მეკითხა. ერთი თვეა ამას ვაჭმევ. ფორუმზეც ხომ დევს რეკლამა. ვინმე აჭმევთ კიდევ მორანდოს პროდუქციას? ფასი საკმაოდ დაბალი აქვს. ლეკვის 15კგ-იანი 45 ლარი ღირს და ნეტა როგორი ხარისხი იქნება? ზედ კი აწერია საღებავების და კონსერვანტების გარეშეო.

კიდევ რა მაინტერესებს, მე შერეულ კვებაზე მყავს 3 თვის ლეკვი. დღეში ოთხჯერ ვაჭმევ და აქედან ორჯერ კორმს (მორანდოს Miglior Cane-ს) და ირჯერ ბუნებრივს (ბურღული, მაწონი, ხაჭო, უმარილო ყველი, ხილი და  გახეხილი ბოსტნეული) და როგორ ჯობია კორმი დილა-საღამოს მივცე და შუალედებში ნატურალური, თუ პირიქით?

ბევრია ადამიანია კაყოფილი მეც მინდა ვცადომაგრამ ჩემან შორს არის და მეზარეა იქ წასვლაsmile.gif
* * *
ჩემი ჩიხუახუა როიალ კანინს ძალიან უმადოთ ჭამს თითქოს ვაძალებთო ადრე ისე წრაფად ჭამდა რომ სა/წმლის დაყრა და ცარიელი ჯამი ერთი იყო Eხა შევუცვალოო?

გამარჯობა ლუკა,

ჩვენი საფირმო მაღაზიის გარდა პროდუქცია ასევე იყიდება თბილისის ზოომაღაზიებში.
მოგვწერეთ რა ტერიტორიაზე გაწყობთ შეძენა და გეტყვით რომელ ზოომაღაზიას მიმართოთ.

ასევე მალე დაიწყება აქცია ჰოთსეილზე და 15 კგ ძაღლის მშრალი საკვები გაიყიდება სულ რაღაც 25 ლარად!!

http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=8965&Itemid=1&lang=ka

ანუ, კილოგრამი გამოდის 1,66 ლარი
ამ ხარისხის პროდუქცია დღეს თქვენ თბილისში კილოგრამი დაგიჯდებათ 4-5 ლარი!

Posted by: blblbl 6 Sep 2013, 20:00
მორანდო
პეკინის ტერიტორიაზე ან კუტუზოვზე ბულაჩაური იოსებიძე არის რომელიმეში თქვენი საკვები რომ გავასინჯო?

Posted by: archi_shot 6 Sep 2013, 21:05
დღეს ვიყიდე 2 ტომარა მორანდო, ელიავაზე. ვნახოთ აბა smile.gif

Posted by: დონ თორნიკე 7 Sep 2013, 13:16
ხალხო თუვინმე იცით კინოლოგიას რო ასწავლიდეს დაწერეთ რაა

Posted by: luka-animal 7 Sep 2013, 15:05
QUOTE (archi_shot @ 6 Sep 2013, 21:05 )
დღეს ვიყიდე 2 ტომარა მორანდო, ელიავაზე. ვნახოთ აბა smile.gif

იმედია კმაყოფილი ხარ ახალი საკვებიტ smile.gif
yes.gif

Posted by: მორანდო 7 Sep 2013, 22:32
QUOTE (archi_shot @ 6 Sep 2013, 21:05 )
დღეს ვიყიდე 2 ტომარა მორანდო, ელიავაზე. ვნახოთ აბა smile.gif

2kiss.gif
up.gif

იურასგან იყიდეთ? რა ფასში?

Posted by: archi_shot 7 Sep 2013, 22:35
მორანდო

არ ვიცი იურა ერქვა თუ არა, პირველივე მაღაზიაში ვიკითხე მორანდოს საკვები თუ გაქვთო და ეგეთი ვიყიდე ზევით სურათზე როგორიცაა. 32 ლარი გადავიხადე smile.gif

Posted by: luka-animal 8 Sep 2013, 00:12
QUOTE
მორანდო

ის საკვები რომელიც ჰოსტ სალე ზე გაქვთ 6 თვის ჩიხუახუასთვის შეილება თუ ლეკვების უნდა?და ლეკვების კილოობითაც ხომ იკიდება?

Posted by: მორანდო 9 Sep 2013, 08:36
QUOTE (archi_shot @ 7 Sep 2013, 22:35 )
მორანდო

არ ვიცი იურა ერქვა თუ არა, პირველივე მაღაზიაში ვიკითხე მორანდოს საკვები თუ გაქვთო და ეგეთი ვიყიდე ზევით სურათზე როგორიცაა. 32 ლარი გადავიხადე smile.gif

კი, იურას მაღაზია ეს. კარგ ფასში გიყიდიათ up.gif
* * *
QUOTE (luka-animal @ 8 Sep 2013, 00:12 )
QUOTE
მორანდო

ის საკვები რომელიც ჰოსტ სალე ზე გაქვთ 6 თვის ჩიხუახუასთვის შეილება თუ ლეკვების უნდა?და ლეკვების კილოობითაც ხომ იკიდება?

6 თვისთვის უკვე შეიძლება.

ლეკვების საკვების გაყიდვას კილოგრამობით დღეს ვიწყებთ და შეგიძლიათ გვეწვიოთ smile.gif

Posted by: savarcxeli 11 Sep 2013, 20:13
ალერგიული ძაღლებისთვის სპეციალური საკვებს თუ ხმარობთ ვინმე საქართველოში? მთელი თბილისი გადავატრიალე და ვერსად მივაგენი. ვხმარობდი როიალ ქანინის ჰიპოალერგიულს, რომელიც აქ ვერსად ვიშოვე. მიშველეთ პლიიიიზ. ვეტერინარებმაც ვერაფერი მირჩიეს ხელოვნური საკვებიდან.

Posted by: luka-animal 16 Sep 2013, 16:40
მე დგეს ვიყიდე მორანდოს კონსერვები და ძალიან მოეწონა smile.gif მადლობა მორანდოს yes.gif up.gif up.gif

Posted by: luka-animal 21 Sep 2013, 13:45
დღEს კიდე მორანდოს საკვები ვიყიდე ცჰემი ლაბრადორისთვის იმედი მაქ მოეწონება smile.gif

Posted by: Unico 21 Sep 2013, 14:27
luka-animal
გავიგეთ ყოველ დღე მორანდოს რომ ყიდულობ lol.gif lol.gif ბიჭოს!

არაა საჭირო ყველა პოსტში მორანდო აქო და ადიდო, ჩემზე გამაღიზიანებლად მოქმედებს.

ეს იმას ჰგავს, ერთი და იგივეს რომ გიმეორებენ ათასჯერ.. ყელში მაქვს ამოსული უკვე! მეც ხო ადამიანი ვარ, არა? user.gif

ასეთი ვითომ რეკლამირებით, სინამდვილეში ანტირეკლამას აკეთებ, იმიტომ რომ მე მაგალითად არ ვიყიდდი მორანდოს ასეთი შემოტენვის შემდეგ spy.gif

Posted by: luka-animal 21 Sep 2013, 15:08
QUOTE (Unico @ 21 Sep 2013, 14:27 )
luka-animal
გავიგეთ ყოველ დღე მორანდოს რომ ყიდულობ lol.gif lol.gif ბიჭოს!

არაა საჭირო ყველა პოსტში მორანდო აქო და ადიდო, ჩემზე გამაღიზიანებლად მოქმედებს.

ეს იმას ჰგავს, ერთი და იგივეს რომ გიმეორებენ ათასჯერ.. ყელში მაქვს ამოსული უკვე! მეც ხო ადამიანი ვარ, არა? user.gif

ასეთი ვითომ რეკლამირებით, სინამდვილეში ანტირეკლამას აკეთებ, იმიტომ რომ მე მაგალითად არ ვიყიდდი მორანდოს ასეთი შემოტენვის შემდეგ spy.gif

ვერ გაგიგია კარგად ზოგს აინტერესებს როგორია იმიტომ რომ ბევრმა აი იცის,არც რეკლამას ვაკეტებ და არც ანტი რეკლამას და აქ ბევრია შენს გარდა, მითუმეტეს არ მიდიდებია მორანდო დავწერე ალბატ მოეწონება ტკო lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: edna mamida 21 Sep 2013, 15:18
QUOTE
ბევრია ადამიანია კაყოფილი

ადამიანი კი იქნება ბაბაია, მარა ძაღლი?
იდიოტებს ვიცნობ, ეკონომიის მიზნით ლეკვს სოიოთი ჭყეპავდნენ, სანამ ღვთისნიერმა არ ჩამოართვათ, 1,45 რა ხარისხის საკვები იქნება?spy.gif

8 ლარიან როიალს ვაჭმევ და ისიც არ მოსწონთ

ადრე დავდე და კიდევ დავდებ ჰა
ამერიკული დამოუკიდებელი საიტია საკვების ხარისხის შეფასებებით
http://www.dogfoodanalysis.com/

კიდევ მსგავსი საიტი
http://www.dogfoodadvisor.com/

აქ რაც იყიდება, ოთხ ვარსკვლავამე ვერ ქაჩავს, კაციშვილი ვერ ვნახე ამ ქვეყანაში რაიმე ხარისხიანი საკვების შემოტანით დაინტერესებული
იგივე ეხება მედიკამენტებს, ვიტამინებს და ა.შ.

ამათგან რომელიმეს გვაღირსებენ?
http://www.evopet.com/
http://www.championpetfoods.com/
http://www.naturesvariety.com/instinct
http://www.wellnesspetfood.com/index.aspx
http://www.tasteofthewildpetfood.com/
http://www.bluebuffalo.com/wilderness
http://www.artemiscompany.com/
http://www.merrickpetcare.com/
http://www.timberwolforganics.com/
http://www.innovapet.com/
http://www.canidae.com/
მეეჭვება

არადა ცუდი კვება რა შედეგებს იძლევა კარგად ხვდებით ალბათ
* * *
ეს მინდა დასაწყისისთვის
http://www.orijen.ca/
შემადგენლობა ნახეთ, გავსკდი გულზე
http://www.orijen.ca/dog-food/dry-dog-food/

Posted by: luka-animal 21 Sep 2013, 15:41
QUOTE (edna mamida @ 21 Sep 2013, 15:18 )
QUOTE
ბევრია ადამიანია კაყოფილი

ადამიანი კი იქნება ბაბაია, მარა ძაღლი?
იდიოტებს ვიცნობ, ეკონომიის მიზნით ლეკვს სოიოთი ჭყეპავდნენ, სანამ ღვთისნიერმა არ ჩამოართვათ, 1,45 რა ხარისხის საკვები იქნება?spy.gif

8 ლარიან როიალს ვაჭმევ და ისიც არ მოსწონთ

ადრე დავდე და კიდევ დავდებ ჰა
ამერიკული დამოუკიდებელი საიტია საკვების ხარისხის შეფასებებით
http://www.dogfoodanalysis.com/

კიდევ მსგავსი საიტი
http://www.dogfoodadvisor.com/

აქ რაც იყიდება, ოთხ ვარსკვლავამე ვერ ქაჩავს, კაციშვილი ვერ ვნახე ამ ქვეყანაში რაიმე ხარისხიანი საკვების შემოტანით დაინტერესებული
იგივე ეხება მედიკამენტებს, ვიტამინებს და ა.შ.

ამათგან რომელიმეს გვაღირსებენ?
http://www.evopet.com/
http://www.championpetfoods.com/
http://www.naturesvariety.com/instinct
http://www.wellnesspetfood.com/index.aspx
http://www.tasteofthewildpetfood.com/
http://www.bluebuffalo.com/wilderness
http://www.artemiscompany.com/
http://www.merrickpetcare.com/
http://www.timberwolforganics.com/
http://www.innovapet.com/
http://www.canidae.com/
მეეჭვება

არადა ცუდი კვება რა შედეგებს იძლევა კარგად ხვდებით ალბათ
* * *
ეს მინდა დასაწყისისთვის
http://www.orijen.ca/
შემადგენლობა ნახეთ, გავსკდი გულზე
http://www.orijen.ca/dog-food/dry-dog-food/

ადამიანი ტუ იკნება კმაყოფილი ძაღლიც იკნებააა

* * *
ვისაც უნდა ის იყიდის ზოს აინტერესებდა ა იმიტომ დავწერე

Posted by: edna mamida 21 Sep 2013, 18:55
QUOTE
ადამიანი ტუ იკნება კმაყოფილი ძაღლიც იკნებააა

lol.gif

პირიქით უნდა იყოს, თუ წესიერი პატრონია biggrin.gif

Posted by: luka-animal 21 Sep 2013, 19:03
მე ორივე სჰემტხვევასჰი ვარ
მეც კმაკოფილი ვარ იმიტომ რომ ძაღლიც კმაკოფილია

Posted by: edna mamida 21 Sep 2013, 19:04
გასაგებია რომ ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია ხდება
მისასალმებელია რომ ნორმალურად ცდილობენ ბიზნესის წარმოებას, პროდუქტის რეკლამას, მომხმარებლის ინფორმირებას და ა.შ.

ვისურვებდი სხვა საფასურის მქონე საკვების შორის უკეთესი არჩევანი იყოს
იგივე ამაზონზე სამ ვარსკვლავიანი როიალისა და ექვს ან ხუთ ვარსკვლავიანი საკვების ფასებს შორის თითქმის არაა სხვაობა, ერთი ორი უფრო იაფიც ღირდა facepalm.gif

QUOTE
მეც კმაკოფილი ვარ იმიტომ რომ ძაღლიც კმაკოფილია

და მე რა ვთქვი სხვა?
ვერ იქნები კმაყოფილი თუ შენი საყვარელი ცხოველი მშიერია ან უხალისოდ ჭამს

Posted by: archi_shot 21 Sep 2013, 19:24
edna mamida

120 ლარს აძლევთ 1ტომარა როიალ კანინში? მე 110 ლარად ვყიდულობდი. 1 წელზე მეტი როიალი და ჰილსი ვაჭმე. რა ძაღლი გყავთ?

Posted by: nikol_ozi 21 Sep 2013, 19:33
ორსულად მყოფ ჰასკს რა ვაჭამო რომ მოუხდეს?

ახლა როიალ კანინს, ხაჭოს, თევზს და ქათმის ფილეს ვაჭმევ, მაგრამ რაღაც საჭმელი მითხრეს კარგიაო ორსულობისასო, სახელს ვეღარ ვიხსენებ sad.gif


Posted by: archi_shot 21 Sep 2013, 19:39
nikol_ozi

მონადირეების ფორუმზე ვკითხულობდი ორსული ძაღლი კარგია ლეკვების საკვებზე გადაიყვანოთო smile.gif

Posted by: edna mamida 21 Sep 2013, 20:21
archi_shot
QUOTE
120 ლარს აძლევთ 1ტომარა როიალ კანინში? მე 110 ლარად ვყიდულობდი

არა რატომ?
105- ლარს 12 კილოიან გერმანული ნაგაზების როიალში
110-ს 15 კილოიან დიდი ჯიშების მაქსი ედალთ როიალში
ცალკე თუ მომიწია რამოდენიმე კილოს ყიდვა მაშინ მიჯდება ძვირი, 8 და მეტი ლარი
ორი გერმანული ნაგაზი გვყავს
ჰილსი არ ჭამეს, არც პროპაკი

nikol_ozi
QUOTE
ორსულად მყოფ ჰასკს რა ვაჭამო რომ მოუხდეს?

ექიმს ჰკითხოთ ჯობია
ვიტამინები და დანამატები დსჭირდება, ჩვენსას ვაძლევდით, ნემსებსაც კი ვუკეთებდით
კვებით კი
QUOTE
მონადირეების ფორუმზე ვკითხულობდი ორსული ძაღლი კარგია ლეკვების საკვებზე გადაიყვანოთო

მასეა, არის საკვები ორსული, მაწოვარა ძაღლებისა და ლეკვებისთვის ღირს თუ არა მიცემა ისევ ექიმს ჰკითხეთ, როიალს აქვს, სტარტერი ჰქვია მაგ სერიას
ჩვენს ლეკვებს ვძლევდით მაქსი სტარტერს, ოღონდ დედისთვის არ გვირჩია ექიმმა

Posted by: archi_shot 21 Sep 2013, 20:47
QUOTE (edna mamida @ 21 Sep 2013, 20:21 )
ცალკე თუ მომიწია რამოდენიმე კილოს ყიდვა მაშინ მიჯდება ძვირი, 8 და მეტი ლარი

გასაგებია, 8ლარი გავამრავლე 15 ზე და მაგიტომ. მეგონა ძვირს იხდიდი და ... smile.gif

Posted by: sali salisali 27 Sep 2013, 16:19
QUOTE (khmala @ 30 Dec 2012, 17:31 )
MoTH

გეთანხმები და ზუსტად მაგიტომაც მომინდა ამ თემის გახსნა..

მე ვისთანაც დმყავს, მგონი კარგი ვეტერინარია, მაგრამ საკვებთან დაკავშირებით აშკარად მიკერძოებულია, მაგის მაღაზიაში პროპაკი იყიდება და ყველა გაანადგურა პროპაკის გარდა.. gigi.gif

ძალიან მაინტერესებს, მართლა თუ ფლობს ვინმე ზუსტ ინფორმაციას, რომელ ქსელს, რომელი საკვები საიდან შემოაქვს.. მაგასაც კი სხვადასხვას ამბობენ..

ჭორის დონეზე კი "როიალ ქენინზე" მითხრეს, რომ მოსკოვიდან არის და ორიგინალი არ არის.. "ჰილს"-ზე პედიგრმა იყიდა და გააფუჭესო (თან უკვე სადღაც აქეთ აუშენებიაო ქარხანაო და პატენტიაო) და პროპაკზე რამე დიდი ცუდი ჯერ არ გამიგია.. უბრალოდ ცუდი არ არისო მეუბნებიან.. givi.gif

http://lord1.ru/a62497-vybiraem-pravilnyj-korm.html,
* * *
აღარ შემიძლია, საკვების შერჩევით დავიღალე, რუსულ საიტებზე ისეთი საკვების სახელებია აქ არც იშოვება და აქ რაც იშოვება იმის ანტირეკლამას აკეთებენ... http://lord1.ru/a62497-vybiraem-pravilnyj-korm.html, ამ საიტზე დავძვრები და ეხლა იქიდან მინდა ავარჩიო საკვები, არა და ყველაფერს არ ჭამს და თან ალერგიულიცაა, მე პუდელი მყავს საოცრად საყვარელი და საოცრად კაპრიზი ... იქნებ ვიტამინები მირჩიოთ რამე, ომეგა 3 შეკვეთილი მაქვს, მე ფოთში ვცხოვრობ და აქ არ იშოვება, არც ბათუმში არ არის
* * *
აღარ შემიძლია, საკვების შერჩევით დავიღალე, რუსულ საიტებზე ისეთი საკვების სახელებია აქ არც იშოვება და აქ რაც იშოვება იმის ანტირეკლამას აკეთებენ... http://lord1.ru/a62497-vybiraem-pravilnyj-korm.html, ამ საიტზე დავძვრები და ეხლა იქიდან მინდა ავარჩიო საკვები, არა და ყველაფერს არ ჭამს და თან ალერგიულიცაა, მე პუდელი მყავს საოცრად საყვარელი და საოცრად კაპრიზი ... იქნებ ვიტამინები მირჩიოთ რამე, ომეგა 3 შეკვეთილი მაქვს, მე ფოთში ვცხოვრობ და აქ არ იშოვება, არც ბათუმში არ არის
* * *
აღარ შემიძლია, საკვების შერჩევით დავიღალე, რუსულ საიტებზე ისეთი საკვების სახელებია აქ არც იშოვება და აქ რაც იშოვება იმის ანტირეკლამას აკეთებენ... http://lord1.ru/a62497-vybiraem-pravilnyj-korm.html, ამ საიტზე დავძვრები და ეხლა იქიდან მინდა ავარჩიო საკვები, არა და ყველაფერს არ ჭამს და თან ალერგიულიცაა, მე პუდელი მყავს საოცრად საყვარელი და საოცრად კაპრიზი ... იქნებ ვიტამინები მირჩიოთ რამე, ომეგა 3 შეკვეთილი მაქვს, მე ფოთში ვცხოვრობ და აქ არ იშოვება, არც ბათუმში არ არის

Posted by: ლივერმენ 27 Sep 2013, 16:56
მარტო კორმს ცოცხალი თავით არ ჭამს ოდნავ პურს ვურევ ყველს კალბას და ეგეთ რაღAცებს და ადუღებული წყალი და ისე მიირთმევს user.gif

Posted by: edna mamida 27 Sep 2013, 21:47
ლივერმენ
QUOTE
მარტო კორმს ცოცხალი თავით არ ჭამს ოდნავ პურს ვურევ ყველს კალბას და ეგეთ რაღAცებს და ადუღებული წყალი და ისე მიირთმევს

კლავ კაცო ძაღლს?
როგორ შეიძლება პური ან ძეხვი და ამაზე კიდევ წყალი და აზელვა
ბრრრრრრ
ცოტა ხორცი მოუყარე, ქათლის ბარკალი მოუხარშე და მოუყარე, ხაჭო, ან ცოტაოდენი ღვიძლი მოხარშული, მე რძეს ვუსხამ ზემოდან (სოფლისას, მაღაზიის არ უყვართ)

Posted by: ლივერმენ 27 Sep 2013, 22:51
edna mamida
QUOTE
კლავ კაცო ძაღლს?როგორ შეიძლება პური ან ძეხვი და ამაზე კიდევ წყალი და აზელვაბრრრრრრ

აბა ცოცხალი თავით არ ჭამს ისე და რა ვუყო ?

2 დღე შიმშილობსს....

Posted by: edna mamida 27 Sep 2013, 23:14
ლივერმენ
QUOTE
აბა ცოცხალი თავით არ ჭამს ისე და რა ვუყო ? 2 დღე შიმშილობსს....

ის მოუყარე რაც გითხარი, ქათმის ღვიძლები გაყინული რომ იყიდება ეგენი მოუხარშეთ, ოღონდ წყალი გამოუცვალე რამოდენიმეჯერ ხარშვისას და ცოტ ცოტა მოუყარე, ხშირად არ მისცე, კვირაში ერთხელ ან ორჯერ
ბაზარში იყიდება საქონლის გული ფილტვები ელენთა. ეგენიც შეიძლება

რას აჭმევ კი მაგრამ?
თუ 2 ლარიან ნაგავს მართალია შენი ძაღლი რომ არ ჭამს, მე აგერ 8 ლარიანზე ვეხვეწები ჩემებს
რძეზე გიჟდებიან, სოფლისაზე ოღონდ, მოასხი ცოტა და..


Posted by: ლივერმენ 27 Sep 2013, 23:18
edna mamida
ფას ამისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა პა ბოლშემუ. ეხლა 2 მეშოკი მაქ რაღაცა ნაყიდი .. ( ფორუმელმა მირჩია ჩემი ძაღლი კარგად ჭამდაო )

ხო ეგ ღვიძლებიც მაქ ნაჭმევი..

Posted by: luka-animal 27 Sep 2013, 23:21
ჩემს ჩიხუახუას მარტო როყალ კანინს და ხაცჰოს ვაჩმევ ვაჩმევ რა (არ ჩამს სხვას)ხაცოს როცა მოეპრიანება.ა არ გავუკეტე პიურე ბრინჯი ოეივე ერტად მაგრამ ჯამი გადმოატრიალა და წავიდა biggrin.gif

Posted by: edna mamida 27 Sep 2013, 23:24
ლივერმენ
QUOTE
2 მეშოკი მაქ რაღაცა

ე მაგშია საქმე,
რაღაც

საბოლოოდ ორმაგი გიჯდება, ჯერ დამატება ზემოდან რომ ცოტა მაინც ჭამოს, მერე ნერვები და ბოლოს ვეტ ექიმის ხარჯები, ამ ნაგვის გადამკიდე რასაც ძაღლები ჭამენ
მე აქაურებიდან მარტო როიალს, პროპაკს, ჰილსს, თუ ვურჩევ ვინმეს
ამათგან ჩემები მარტო როიალ კანინს მიირთმევენ, სხვისკენ არც ვიხედები

luka-animal
QUOTE
მაგრამ  ჯამი გადმოატრიალა და წავიდა

ოჰ რა ნაცნობი სიტუაციაა biggrin.gif

Posted by: blblbl 27 Sep 2013, 23:27
ლივერმენ
გათამამე და იმიტომ,ისიმსილოს 2 დღე,მერე რომ მიხვდება არ აძლევ არაფერს კეთილს ინებებს და შეჭამს,ძეხვი საწამლავია არაფრით არ შეიზლება,ჰაჰა მაწონი მოასხი


edna mamida
სატინმა არაო რძეოო :დ

Posted by: nikol_ozi 27 Sep 2013, 23:27
ლივერმენ
ქათმის ფილე ან თევზი იყიდე, მოუხარშე და თავის საჭმელში აურიე წვრილად დაჭრილი, თევზს უფრო შეჭამს, რაც უფრო სუნი ექნება მით მეტად შეჭამს smile.gif

Posted by: edna mamida 27 Sep 2013, 23:34
blblbl
QUOTE
სატინმა არაო რძეოო :დ

ჩემმა ძაღლებმა, კატები ვაართო biggrin.gif

ცოტას მოვუწუწავ ხოლმე, ისიც ყოველდღე კი არა
გიჟდებიან
QUOTE
რაც უფრო სუნი ექნება მით მეტად შეჭამს

ვერ იტანენ თევს ჩემი ძაღლები sad.gif

Posted by: blblbl 27 Sep 2013, 23:48
edna mamida
QUOTE
ვერ იტანენ თევს ჩემი ძაღლები

ბიმბოს ჭკუა ეკეტება,ტან თევზს ხელით ვაზლევ და რა მონდომებით მიცდის სანამ გავარჩევ და როგორ მიღებს პირს უდნა ანხო :დდდ

Posted by: ლივერმენ 27 Sep 2013, 23:48
კაი მადლობა.

Posted by: edna mamida 28 Sep 2013, 00:03
ლივერმენ
წარმატებები
ვიცი რა ხათაბალაა რომ არ ჭამენ
blblbl
QUOTE
ბიმბოს ჭკუა ეკეტება,ტან თევზს ხელით ვაზლევ და რა მონდომებით მიცდის სანამ გავარჩევ და როგორ მიღებს პირს უდნა ანხო :დდდ

კარგია, ჩემები არ ჭამენ
რაღაც ესპანური საკვები ნახა ჩემმა დამ კარგი ხარისხის იყო სხვატაშორის, მაგრამ თევზის ფქვილი იყო მასში და არ ჭამეს ამ ოხრებმა

Posted by: blblbl 28 Sep 2013, 00:09
http://www.nutranuggets.com/products/nutra_nuggets_global/dogs/dry_food/ამას ვაჭმევ მე ბიმბოს ცისფერს,ძალიან მოსწონს ,ჭკუა ეკეტება და კმაყოფილი ვარ ხარისხითAც.

Posted by: edna mamida 28 Sep 2013, 00:36
QUOTE
http://www.nutranuggets.com/products/nutra...od/ამას ვაჭმევ მე ბიმბოს ცისფერს,ძალიან მოსწონს ,ჭკუა ეკეტება და კმაყოფილი ვარ ხარისხითAც.

დიმონდს?
კარგია ეგ

Posted by: blblbl 28 Sep 2013, 00:44
edna mamida
არა დაიმონდი არაა nutranuggets ასე ჰქვია,ლინკს არ გიხსნის?ყველა სახეობაა მანდ,ლეკვების და კნუტებისაც აქვთ. სუპერ პრემიუმ კლასია ძალიან აკრგი საკვებია.

Posted by: nikol_ozi 28 Sep 2013, 00:53
როიალს ვაჭმევ ჩემს ძაღლს უკვე ორი წელია, ახლა ორსულადაა და მირჩიეს ეუკანუბა მედიუმი, ორი დღეა ვაჭმევ უკვე, ოღონდ ნახევარი ისევ როიალი დავუყარე და ნახევარი ეუკანუბა და დღეს კუჭი აეშალა mad.gif
ნორმალურია ეს? თუ ვინერვიულო? spy.gif

Posted by: edna mamida 28 Sep 2013, 20:56
blblbl
QUOTE
არა დაიმონდი არაა nutranuggets ასე ჰქვია,ლინკს არ გიხსნის?ყველა სახეობაა მანდ,ლეკვების და კნუტებისაც აქვთ. სუპერ პრემიუმ კლასია ძალიან აკრგი საკვებია.

ამაზე ამბობ?
http://www.nutranuggets.com/products/nutra_nuggets_global/dogs/dry_food/maintenance_formula_for_dogs/

user posted image
user posted image
დააკვირდი ზედა კუთხეში დაიმონდის ლოგოა
user posted image
user posted image
დაიმონდს აქვს ეგ ხაზი


nikol_ozi
QUOTE
როიალს ვაჭმევ ჩემს ძაღლს უკვე ორი წელია, ახლა ორსულადაა და მირჩიეს ეუკანუბა მედიუმი, ორი დღეა ვაჭმევ უკვე, ოღონდ ნახევარი ისევ როიალი დავუყარე და ნახევარი ეუკანუბა და დღეს კუჭი აეშალა  ნორმალურია ეს? თუ ვინერვიულო?

კი
არ უცვლიან საკვებს ასე
თანდათან ხდება ეგ, თან ორსული ძაღლითვის რატომ გადაყვიტე საჭმლის შეცვლა

Posted by: nikol_ozi 28 Sep 2013, 21:15
edna mamida
QUOTE
თანდათან ხდება ეგ, თან ორსული ძაღლითვის რატომ გადაყვიტე საჭმლის შეცვლა

ნელ-ნელ გადამყავს, უმეტესი როიალია, ნაწილი ეუკანუბა, ნელ-ნელა ვუმატებ დოზას.

დღეს უკვე კარგადაა smile.gif

Posted by: blblbl 28 Sep 2013, 23:50
edna mamida
კი მაგას,ეგ არც შემიმჩნევია,საჭმელია თიტონ კიდე დაიმონდიჰქვია და მეგონა იმაზე მეუბნებოდი :დდდ

Posted by: SerLom1 4 Oct 2013, 22:52
4 თვის ლეკვი ყველაფერს ჭამს, რაც ქვაზე ოდნავ რბილია. ხილს, ბოსტნეულის სუპს, მაწონს, კორმს როგორც როიალს ასევე სხვასაც. სულ კუდში დავდევ და მაინტერესებს თქვენ რომ ამბობთ ამას ჭამს, იმას არაო, ეგ ძაღლზეა დამოკიდებული თუ რომ გაიზრდება ესეც მასე იქნება?

Posted by: archi_shot 4 Oct 2013, 22:54
SerLom1

ძაღლზეა დამოკიდებული. რა ჯიშის ძაღლია? ჩემი 1წლის და 5 თვის ლაბრადორია და ისეთ რაღაცებსაც ჭამს რაც არ უნდა ჭამოს biggrin.gif

Posted by: SerLom1 5 Oct 2013, 02:37
archi_shot
ხასკი biggrin.gif

ანუ ასეთი დარჩება ?

Posted by: archi_shot 5 Oct 2013, 22:44
SerLom1

არ ვიცი, ვერ გეტყვი. იმედია გამოსწორდება biggrin.gif "ძაღლია და გუნება " biggrin.gif

Posted by: nikol_ozi 5 Oct 2013, 23:01
SerLom1
QUOTE
ეგ ძაღლზეა დამოკიდებული თუ რომ გაიზრდება ესეც მასე იქნება?

რომ გაიზრდება და დაიწყებს საჭმელების შერჩევას მერე ხარ ცოდო biggrin.gif

ახლა რა უჭIრს biggrin.gif
ჭამოს, ოღOნდ თავისი საჭMელი აჭამე, არ მიაჩვიო აკრძალულ ხილს biggrin.gif

Posted by: SerLom1 7 Oct 2013, 00:39
nikol_ozi
ესეიგი ლეკვობის გამო ჭამს ყველაფერს და დიდობაში მაგალითად ბოსტნეულს და ხილს აღარ შეჭამს? შერეულ კვებაზე მყავს

Posted by: ashley judd 11 Oct 2013, 19:09
MITIATO
ლამინარიის და სელის თესლის ნარევი რისთვის უნდა?

მარილი და ზეთი შეიძლება ძაღლის საჭმელში?

Posted by: MITIATO 11 Oct 2013, 20:39
ashley judd
QUOTE
ლამინარიის და სელის თესლის ნარევი რისთვის უნდა?

სელის თესლი დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს, ლამინარია კიდევ იოდს და ბევრს სხვა მიკროელემენტს, რომელიც ბეწვზე კარგად მოქმედებს.
რაც მაგას ვაძლევ, ძაღლს ბეწვი ფაქტიურად აღარ ცვივა, როცა ადრე მთელი სახლი რომ იყო მოფენილი.

QUOTE
მარილი და ზეთი შეიძლება ძაღლის საჭმელში?

რა თქმა უნდა შეიძლება, ოღონდ მარილი ძალიან ცოტა უნდა ჩაყარო.
უმ ბოსტნეულს ზეთს თუ მოასხამ, ვიტამინებს უფრო ადვილად შეიწოვს ძაღლის ორგანიზმი. განსაკუთრებით სტაფილოს.

Posted by: bomboraN1 12 Oct 2013, 09:41
ვინ რას აჭმევთ ძაღლებს????ნორმალური საჭმელი რა არი ეხლა საქართველოში შუახნის ნაგაზებისთვის??

Posted by: edna mamida 12 Oct 2013, 21:28
bomboraN1
ჩემს გერმანელებს
როიალს

ახალ სუპერმარკეტში დაგვპირდნენ იგლ პაკს , ორიჟენს და აკანას, ეს ბოლო ორი ძალიან კარგი მაჩვენებლების მქონე საკვებია კანადიდან

Posted by: bomboraN1 12 Oct 2013, 23:36
edna mamida
კანადური საკვები ვიცი smile.gif) კანადაში ვარ smile.gif მანდ ორი ნაგაზიმ ყავს და მინდა რამე ნორმალური ვაჭამო..2 ნაგაზი მყავს,ქოსა და გრძელბეწვიანი...მაგათ როიალს ჯერ ვერ ვქაჩავ..რაც ლეკვობისას ჭამეს ეყოთ ცოტახანს.რო მვოდიოდი დაიმონდს ვაჭმევდი

Posted by: luka-animal 13 Oct 2013, 12:36
ჩემს ძაღლს ვუყიდე როიალ კანინი და ადრე რაგაც სამკუტხედის ფორმის როიალს ვაჩმევდი და ეხა რო ვიყიდე როიალის ყუთიდან კი ამოიღო გამყიდველმა მაგრამ მრგვალი ფორმის არი და ასეტიც არსებობს??

Posted by: edna mamida 13 Oct 2013, 17:42
QUOTE
მაგრამ მრგვალი ფორმის არი და  ასეტიც არსებობს??

კი
ჯიშს გააჩნია ისე, ყველანაირი ფორმისაა

bomboraN1
QUOTE
კანადური საკვები ვიცი ) კანადაში ვარ

კარგია
მანდ კარგი საკვებია, როიალს ჯობია

Posted by: pippa 16 Oct 2013, 12:12
მოკლედ,ჩემი ძაღლი უნდა გადავიყვანო ბუნებრივ კვებაზე და მაინტერესებს რომელი ბოსტნეული შეიძლება.დანარჩენი კი ვიცი,მაგრამ ბოსტნეულში ავირიე biggrin.gif

Posted by: Wisemаn* 16 Oct 2013, 12:24
pippa
სტაფილოს რაც მეტს შეჭამს მით უკეთესი.

Posted by: pippa 16 Oct 2013, 12:36
Wisemаn*
ხოო ეგ წავიკითხე,მიტიატოს ეწერა.ბოლოკი შეიძლება ნეტა? და წაბლი არ შეიძლება ხო? გიჟდებაა ისე უყვარს,არ ვაძლევ ხოლმე,მარა თუ დამივარდა ვსოო განადგურებული აქვს biggrin.gif

* * *
აუ და დოზა მაინტერესებს კიდე,6 თვისაა და რამდენი ვაჭამო დღეში? კოკაპუ არის,პატარა.მშრალი საკვებისგან განსხვავებული დოზა დასჭირდება ალბათ.

Posted by: blblbl 16 Oct 2013, 15:32
pippa
კარგად დაფიქრდი smile.gif ბუნებრივზე ტუ გადაიყვან,მისი კვების 90% აუცილებლად უნდა იყოს ხორცი,ასევე უნდა მიიღოს ნორმის მიხედვით,ეს ნორმები უნდა მოძებნო ინტერნეტშიდ ა დააჯამო ნახშირწყლები ცილები ვიტამინები რომ თანაბრად გადანაწილდეს,რამდენა დშეზლებ ამას>?ამას თუ რ გაააკეთებ არ იქნება სრულყოფილი მისი კვება და ამას ისევ სჯობს თავის საკვებზე იყოს,სადაც ყველაფერი დაბალანსებულია და ყველა ვიტამინი შედის,ნატურალურს კი შიგადაშიგ შეურევ

Posted by: MITIATO 16 Oct 2013, 19:10
blblbl
QUOTE
ისევ სჯობს თავის საკვებზე იყოს,სადაც ყველაფერი დაბალანსებულია და ყველა ვიტამინი შედის

3,5 ან 4 ლარიან საჭმელს დაგიბალანსებენ ზუსტად ხორცით, ბოსტნეულით და ვიტამინებით. biggrin.gif

ნამდვილად არ არის ისე რთული ნატურალური კვება, როგორც წარმოგიდგენია.




Posted by: pippa 16 Oct 2013, 19:31
blblbl
რაც საქართველოში შემოდის იმ საკვებში ნამდვილად არაა დაბალანსებული არაფერი და არც ნატურალურია smile.gif)) ასე რომ ბუნებრივი ჯობს.

Posted by: Unico 16 Oct 2013, 20:54
MITIATO
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
+1

მშრალი საკვები ზარმაცი პატრონებისთვისაა მოგონილი biggrin.gif

Posted by: pippa 17 Oct 2013, 23:46
ახლა ერთ-ერთ უცხოურ საიტზე წავიკითხე,რომ ძაღლმა ყოველდღე თავისი წონის 2.5-3 % ექვივალენტი საჭმელი უნდა ჭამოსო და სწორია ვითომ? smile.gif

Posted by: blblbl 18 Oct 2013, 20:48
MITIATO
კი არ წარმომიდგენია ვიცი რომ ნამდვილად რთულია,რომ არ ასრულებენ და ისე კვებავენ ეგ მეორეა biggrin.gif ფასზე ნამდვილად არა დამოკიდებული ხარისხი ყოველთვის,8ლარიან როიალ კანინზე იაფიანი საკვებიცაა რომელიც ბევრად სჯობს

pippa
საჭმელს გააჩნია,ყველა ნამდვილად არაა,მაგრამ ესპანური წარმოების ნამდვილად კარგებია,ახლა შემოდის კიდევ ძალიან კარგი ხარისკის საკვები,ფასიც მისაღებია,ტუ რა თქმა უდნა ჩვენთან რ დაადეს საოცარი როგორც იციან.

მე ორივეზე მყავს და ასე ვუბალანსებ კვებას,როცა ბუნებრივზეა 90% საქონლის ხორცია მისი კვების შემადგენლობა დანარჩენი ბოსტნეული.

Posted by: MITIATO 18 Oct 2013, 22:48
blblbl
QUOTE
კი არ წარმომიდგენია ვიცი რომ ნამდვილად რთულია, რომ არ ასრულებენ და ისე კვებავენ ეგ მეორეა

არ არის რთული, მეც ვიცი. თან პირადი გამოცდილებით. yes.gif

QUOTE
8ლარიან როიალ კანინზე იაფიანი საკვებიცაა რომელიც ბევრად სჯობს

ამაზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ნეტარ არიან მორწმუნენი. biggrin.gif




Posted by: ashley judd 20 Oct 2013, 22:32
3 თვის ლაბრადორისთვის მოხარშული ძვლების მიცემა შეიძლება?

Posted by: Ronnie James Dio 21 Oct 2013, 13:18
ჩემს თანამშრომელს ჰყავს ძაღლი პირველად.. სტაფის 1 თვის ლეკვი.

და როგორც შვილს ისე უვლის.



დღეს ვეკითხებოდი რას აჭმევ მეთქი და.. გუშინ ყველიანი მაკარონი ვაჭამე ძალიან მოეწონაო, საღამოს ბორრშიო. დღეს დილით ხაჭაპური და წყლის მაგივრად ჩაი გავუციე და ის დავალევინეო biggrin.gif

თან მართლა.. არ ღადაობს biggrin.gif


Posted by: ashley judd 23 Oct 2013, 13:01
პური რატო არ შეიძლება რო ვაჭამო? აჭმევთ სხვები?

Posted by: MITIATO 23 Oct 2013, 23:46
ashley judd
შეძლებით როგორ არ შეიძლება, ოღონდ მარტო პურზე არ უნდა გყავდეს.
ისე, ჯობია ორცხობილის სახით მიცე.
და ჭვავის პური ყველაზე სასარგებლოა.

Posted by: ashley judd 24 Oct 2013, 00:00
MITIATO
მადლობა smile.gif

და მოხარშული მაკარონის ან ვერმიშელის მიცემა თუ შეიძლება?

Posted by: MITIATO 24 Oct 2013, 19:16
ashley judd
QUOTE
მოხარშული მაკარონის ან ვერმიშელის მიცემა თუ შეიძლება?

რა თქმა უნდა, შეიძლება.
ოღონდ, პურის არ იყოს, მარტო მაკარონზე არ უნდა იყოს ძაღლი.


Posted by: მორანდო 25 Oct 2013, 19:20
ხვალ (შაბათს) ვინც დილის 8 საათიდან ძაღლს ასეირნებთ იპოდრომზე, საჩუქრად მორანდოს "მიგლიორის" "კონსერვი" და მაღაზიის 10%-იანი ფასდაკლების კუპონები გვაქვს smile.gif
https://www.facebook.com/morando.ge


მოდერ, რეკლამაში არ ჩამითვლათო, ძაღლის კვებას ხო ეხება biggrin.gif

Posted by: gvancunci 11 Nov 2013, 23:57
Proct dog-ზე რა აზრის ხართ? გვაჩუქეს და ვაჭამო თუ სხვას ვაჩუქო? biggrin.gif

Posted by: BlueMashroom 25 Feb 2014, 11:40
უცხოურ ფორუმებზე ძალიან აკრიტიკებენ როალ ქენინს და ჰილს, მე როგორც წავიკითხე და გამოვცადე, არაა სასარგებლო, კი არადა კატის და ძაღლის საჭმელში, ორივეში ხორცის მაგივრად სიმინდია შერეული. თან ფულს უხდიან ვეტერინარებს რეკომენდაციებში. აქ ხომ იმენა დაზომბირებულები არიან, სადაც არ შევედი ძაღლის საკვების საყიდლად ყველგან მაგას მთავაზობენ, იმიტომ რომ იაფია ძვირად ყიდიან და ყველაზე დიდი მოგებაც მაგას აქვს. ახლა ადვანსს ვაჭმევ ჩემს ლეკვს და რავი მოსწონს ჯერ-ჯერობით პრეტენზია არ მაქვს.

Posted by: blblbl 25 Feb 2014, 12:37
BlueMashroom
აბსოლუტურად გეთახნმები,სულ მაგს ვამბობ მარა მაინც როიალს აწყდება ხალხი,თან როიალზე თუ არ გყავს ცუდი პატროი ხარ ავტომატურად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: კულე 25 Feb 2014, 13:16
მეგაბონზე რა აზრის ხართ? მაგას ვაჭმევ ახლა ჩემს ლეკვს და რავიცი მშვენივრად მიირთმევს. 5 ლარს ვაძლევ კილოში.

Posted by: BlueMashroom 25 Feb 2014, 15:12

რა ლეკვი გყავს? მე ედვანსს გირჩევ, ბევრგან იყიდება აქ, ცოტა ძვირია მაგრამ კარგი, იაფი ტოჩკები ვიცი და იქ მივდივარ ხოლმე biggrin.gif თან სამკურნალო საკვებიც აქვს ამას.

Posted by: კულე 25 Feb 2014, 19:30
BlueMashroom
თუ მე მეკითხები ლაბრადორი მყავს 5 თვის ხდება პირველში. აქამდე მარტო როიალ კანინს ვაჭმევდი და ახლა გადავიყვანე იმაზე რაც ზემოთ დავწერე. სამწუხაროდ მე წყალტუბოში ვცხოვრობ და ქუთაისში დავდივარ საკვების საყიდლად , დიდი არჩევანი ნამდვილად არ არის, და იძულებული ვარ რაც არის ის ვიყიდო, მაგრამ ჩემი ისეთი ღორია დიდად არ წუნიანობს არაფერზე, ყველაფერს ჭამს რაც არ უნდა მისცე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: BlueMashroom 25 Feb 2014, 19:45
QUOTE (კულე @ 25 Feb 2014, 19:30 )
BlueMashroom
თუ მე მეკითხები ლაბრადორი მყავს 5 თვის ხდება პირველში. აქამდე მარტო როიალ კანინს ვაჭმევდი და ახლა გადავიყვანე იმაზე რაც ზემოთ დავწერე. სამწუხაროდ მე წყალტუბოში ვცხოვრობ და ქუთაისში დავდივარ საკვების საყიდლად , დიდი არჩევანი ნამდვილად არ არის, და იძულებული ვარ რაც არის ის ვიყიდო, მაგრამ ჩემი ისეთი ღორია დიდად არ წუნიანობს არაფერზე, ყველაფერს ჭამს რაც არ უნდა მისცე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ქუთაისში ნამდვილად არ ვიცი თუ იშოვება, მაგრამ ედვანსს აქვს ლეკვებისთვის http://www.affinity-advance.com/bdd_img/special_puppy_maxi_g.png აი ეს პროდუქტია, აქ 7-8 ლარს შორის მერყეობს კილო. ლეკვებს, თან ლაბრადორებს ბევრი არ უნდა აჭამო, 1 ულუფას რომ დაუდგამ, თუ აღარ ენდომებ აიღე, არ დაუტოვო მთელი დღე.

Posted by: კულე 25 Feb 2014, 20:08
BlueMashroom

QUOTE
1 ულუფას რომ დაუდგამ, თუ აღარ ენდომებ აიღე, არ დაუტოვო მთელი დღე.

ეგ ჩემს ცუგას არ ეხება, ამან გაძღომა არ იცის, ერთი ულუფა კი არა მთელი ტომარა რომ დაუდო იმას გაათავებს დაუფიქრებლად. ყველაფერს ჭამს განუსაზღვრელი რაოდენობით და მაინც სულ შია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სუპებსაც ვუკეთებ, და ჭამებს შორის ხილსა და ბოსტნეულსაც მიირთმევს. მაწონი, გერკულესი, ხაჭო, წიწიბურა, უმარილო ყველი, ესენი ჩვეულებრივი ამბავია ამათ ყოველ დღე ჭამს და მაინც შია lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: BlueMashroom 25 Feb 2014, 20:21
QUOTE (კულე @ 25 Feb 2014, 20:08 )
BlueMashroom

QUOTE
1 ულუფას რომ დაუდგამ, თუ აღარ ენდომებ აიღე, არ დაუტოვო მთელი დღე.

ეგ ჩემს ცუგას არ ეხება, ამან გაძღომა არ იცის, ერთი ულუფა კი არა მთელი ტომარა რომ დაუდო იმას გაათავებს დაუფიქრებლად. ყველაფერს ჭამს განუსაზღვრელი რაოდენობით და მაინც სულ შია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სუპებსაც ვუკეთებ, და ჭამებს შორის ხილსა და ბოსტნეულსაც მიირთმევს. მაწონი, გერკულესი, ხაჭო, წიწიბურა, უმარილო ყველი, ესენი ჩვეულებრივი ამბავია ამათ ყოველ დღე ჭამს და მაინც შია lol.gif lol.gif lol.gif

ჰოდა საქმეც ეგაა. ლეკვები ვერ იგებენ გემოს და ვერ საზღვრავენ როდის უნდა გაჩერდნენ, ამის რეჟიმი შენ უნდა მოუწესრიგო. დისციპლინა და წესრიგი ძაღლებისთვის ძალიან საჭიროა. თან ლაბრადორები ჭამის მოყვარულები არიან smile.gif

Posted by: კულე 25 Feb 2014, 20:31
QUOTE
თან ლაბრადორები ჭამის მოყვარულები არიან

ჭამის მოყვარულები მსუბუქი ნათქვამია, მე კუჭის მონას ვეძახი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არ ვაჭმევ იმაზე ბევრს რაც დოზით არის განსაზღვრული, ზუსტად იმდენი რაც ტომარაზე აწერია, და ხილი და ასეთი ტიპის რაღაცეები შუალედებში, შედეგად მივიღე ის რომ მართლაც რაც არის სტანდარტით განსაზღვრული ის წონააა, 21 კილოგრამი, მაქსიმალურად ვცდილობ რომ არც ჩამორჩეს და არც გაასწროს სტანდარტს და ჯვარი გვწერია ჯერ-ჯერობით გამოგვდის.

Posted by: BlueMashroom 25 Feb 2014, 22:58
QUOTE (კულე @ 25 Feb 2014, 20:31 )

მაქსიმალურად ვცდილობ რომ არც ჩამორჩეს და არც გაასწროს სტანდარტს და ჯვარი გვწერია ჯერ-ჯერობით გამოგვდის.

ნეტა ყველა მასე ითვალისწინებდეს sad.gif ზოგი ისე ჩააპუტკუნებს ხოლმე, ძაღლს მოძრაობა ეზარება biggrin.gif

Posted by: კულე 26 Feb 2014, 00:04
QUOTE
ზოგი ისე ჩააპუტკუნებს ხოლმე, ძაღლს მოძრაობა ეზარება

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ggiorgib 26 Jun 2014, 16:41
ჩემს ძაღლს ვკვებავ Goody პროდუკტით და სრულებით კმაყოფილი ვარ, ეხლახანს Goodyის ახალი გახსნილი გვერდიც ვიპოვე Facebookze სახლში მიტანის მომსახურება წამოიწყეს, შესაძლოა გამოგადგეთ
Warning:
ფბ ლინკი აღარ დადო მისამართით

Posted by: kuda 27 Jun 2014, 17:18
ეს ედვანსი სად იყიდება? ჩემიც როიალ კანინზეა. ხანდახან რაღაც გერმანულს ვყიდულობ ხოლმე, მაგრამ არ ჭამს არაფრით, რამე წვნიანს თუ მოვუსხამ და მოტყუვდება. ამას წინათ დარჩენილი იყო ცოტა და კანინთან ერთად დავუყარეთ და ამოარჩია biggrin.gif კანინი ჭამა, ის დატოვა.

Posted by: lizilizi0101 1 Jul 2014, 19:15
გამარჯობათ ეხლახანს მოვიყვანეთ ჯეკ რასელ ტერიერის 1 თვის ლეკვი და რა ვაჭამო? რომელი საჭმელი ვუყიდო?

Posted by: Wisemаn* 1 Jul 2014, 23:15
lizilizi0101
როიალ კანინი + უცხიმო ხაჭო.

Posted by: qorda 2 Jul 2014, 10:39
ნეტაი თქვენა მოგცლიათ რა

სოფელში რაც გინდა დაუგდე ყველაფერს ჭამს ძაღლი და მაგისგან მკვდარი არ მინახავს პირიქით უფრო ჯანმრთელები არიან ვიდრე სახლის ძაღლები

რას ელოლივებით პირიქით ძაღლი უნდა გააკაჟო ტო

რა პედრიგრი და ორცხობილები დაუყარეთ ყველაფერს შეჭამს smile.gif

Posted by: lizilizi0101 3 Jul 2014, 15:44
ყველაზე შეღავათიან ფასში სად შეიძლება ვიყიდო საჭმელი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: luka-animal 9 Jul 2014, 15:24
lizilizi0101
გააჩნია რა საკვების კიდვა გინდა,მიგლიორი და ედვანსი ზომარტშია ყველაზე იაფად

Posted by: Wisemаn* 9 Jul 2014, 16:53
qorda
არამგონია შენს სოფელში სულ სუფთა სისხლის და გენეტიკის ძაღლები მოძრაობდნენ.
ეგრედ წოდებულ მეტისს(გლეხურად დვარნიაშკას) იმუნური სისტება ბევრად უფრო ძლიერი აქვს ვიდრე ნებისმიერი სუფთა სისხლის ძაღლს.
ქუჩის დვარნიაშკები რითაც იკვებებიან, რა პირობებშიც იზრდებიან და ა.შ ეგეთში 10 დან ალბად 10 სუფთა სისხლის ძაღლი მოკვდება.
დვარნიაშკებიც გგონია არ იხოცებიან მაგ ყველაფრის ჭამით? უბრალოდ პატრონი არ ყავთ და არავის ხვდება თვალში, არავის ედარდება.

Posted by: lizilizi0101 11 Jul 2014, 21:24
3 თვის ჯეკრასელს დღეში რამდენი უნდა ვაჭამო?

Posted by: lilu777 26 Oct 2014, 15:57
მიგლიორი კარგია?

Posted by: liova6 28 Oct 2014, 08:52
გამარჯობათ,ხომ ვერ მეტყვით,2-წლის პოინტერისთვის როგორია საკვები დანამატი ბორმანნ,ეს ჩვენთან ყველაზე იაფია და 20 კილოგრამიანი შევიძინე 50 ლარად,რა რჩევას მომცემდით?

Posted by: lilu777 28 Oct 2014, 21:21
liova6


ჩემი ლაბრადორი ჭამსმაგას გემრიელად დ არვიცი. ისე აწერია რომ მარცვლოვან დანამატებსაცშეიცავს

Posted by: liova6 1 Nov 2014, 13:12
ბორმანზე უკეთესი საკვები არისს 50 ლარისს ფარგლებში 20კგ-იანი,სადმე გასაყიდი?და რა საკვებია დასახელება რომ მიტხრათ,და სად შეიძლება რომ შეიძინოს ადამიანმა?

Posted by: vaska-vaska 21 Feb 2015, 00:10
მოკლედ მირჩიეთ ადგილი ოფტავოი სადაც მეშოკით შევიძენ იაფიან საკვებს ძაღლისთვის..

ეხლა კილოში დაახლოვებით 4 ლარს ვაძლევ და მეშოკით იაფი გამომივა..

სად ვიყიდო?

Posted by: edna mamida 24 Feb 2015, 19:18
BlueMashroom
არ ჭამდნენ ჩემები როიალს, გამაწამეს
ზოომარტში რომ ყიდიან ედვანს იმას ვყიდულობ ახლა
აი ამას
http://www.affinity-petcare.com/advance/en/334-dogs-german-shepherd
ჭამენ, ოღონდ ხორცი მაინც უნდა მოვუყარო ზემოდან




P.ს. ნუ აჭმევთ ძაღლებს იაფასიან საჭმელს, შხამია ეგ, ნელი საწამლავი

Posted by: sallli1 26 Mar 2015, 01:56
3-4 ლარის ფარგლებში რომელია ყველაზე კარგი საკვები?
ეზოს ძარლისთვის მინდა
ასაკი წარმოდენა არ მაქვს რამხელაა sad.gif

Posted by: 1nhale 28 Mar 2015, 13:05
გამარჯობათ, ერთი თვის და 10 დღის ჰასკი მყავს 2 დღეა რაც მოვიყვანე პირვე საგამოს მაწონი ვაჭამე და საკმაოდ მადიანად თქვეფავდა biggrin.gif მეორე დილას ჭიის წამალი დავალევინე ერთ ორ განავალში გამოუვიდა ჭია მის მერე აღარ და ეხლა სულ ძინავს წამოხტება მოფსავს გაივლის ცოტას და ისევ იძინებს ჭამითაც აღარ ჭამს ნუ შეიძლება საკვები არ მოსწონს და იქნებ ვინმემ იცოდეს ან წამლის ბრალი ხომ არ არის ან შესაბამისი საკვები ხომ არ უნდა, რომ მადა გაეხსნას თუ დამეხმარებით მადლობელი დავრჩები smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Mar 2015, 15:06
1nhale
QUOTE
გამარჯობათ, ერთი თვის და 10 დღის ჰასკი მყავს 2 დღეა რაც მოვიყვანე პირვე საგამოს მაწონი ვაჭამე და საკმაოდ მადიანად თქვეფავდა  მეორე დილას ჭიის წამალი დავალევინე ერთ ორ განავალში გამოუვიდა ჭია მის მერე აღარ და ეხლა სულ ძინავს წამოხტება მოფსავს გაივლის ცოტას და ისევ იძინებს ჭამითაც აღარ ჭამს ნუ შეიძლება საკვები არ მოსწონს და იქნებ ვინმემ იცოდეს ან წამლის ბრალი ხომ არ არის ან შესაბამისი საკვები ხომ არ უნდა, რომ მადა გაეხსნას თუ დამეხმარებით მადლობელი დავრჩები

ვეტერინარს უდა მიმართო 1 თVის ლეკვი მგონი სისტემატიურად უნდა ჭამდეს და კარგი მადაც უნდა ჰქონდეს

Posted by: Paul_ 29 Mar 2015, 15:40
ყველაზე ცუდი მიდგომაა "რასაც ვაძლევ ყველაფერს ჭამს", "ასე უფრო ჯანმრთელები იზრდებიან", "ნაგავია ეგ ჰილსები და კანინები" lol.gif

აზრზე არ ხართ jump.gif

Posted by: white nigga 19 Jun 2015, 13:14
ესეიგი მყავს 10 თვის ჰასკი ძუ , 6 თვემდე როიალზე მყავდა...მერე "წეჩკა" დაეწყო და რაღაც პონტში მადას მოუკლო, ვიფიქრე საკვებს შევუცვლი თქო ხოდა პედიგრს ვაძლევ..თან ლეკვობის და ბეწვისცვენის პერიოდი აქვს ეხლა ... ძაან მოიკოჭლებს მადაში და ვნერვიულობ...ვეტერინარები შემოვიარე არაფერიაო პერიოდი უდგათ ესეთიო მაგრამ ამის ჭამა რო ვიცი ეხლა თამაშ თამაშით თუ ვაჭმევ და ისიც ლაითად ჭამს ..რამე საკვები ხომ არიცით რომ ერგებოდეს პახოდუ ..რას მირჩევთ?

Posted by: კულე 19 Jun 2015, 14:06
white nigga
როიალი საერთოდ ყველაზე კარგი საკვებია საქართველოში. უმადოდ ყოფნა სიცხეებმა იცის, ჩემსას დაემართა ეგრე 2-3 კვირა საერთოდ აღარ მთხოვდა საჭმელს და ხელით ვაჭმევდი ძალით, მივიყვანე მეც ვეტ-ექიმთან და არაფერი სანერვიულო, სიცხეებმა იცისო. ასე რომ გაუვლის, ცოტა ხანს განერვილებს, გაწვალებს მაგრამ თუ ძაღლი ჯანმრთელია და უბრალოდ უმადოდაა, ეგ არაფერი დროებითია. ისე რომ იცოდე მე კონსერვებს ვაჭმევ ჩემს ძალღს, ძაღლის კონსერვებია კილო 250 გრამიანები მგონი, ძალიან უყვართ ძაღლებს და ნახე იქნებ მოეწონოს შენს ძაღლსაც და ჭამოს.

Posted by: blowers daughter 20 Jun 2015, 15:03
სიცხის გამო შეიძლება ძაღლს მადა დაეკარგოს და ზოგადად უენერგიო გახდეს?
ანუ რო დაცხა ეს ორი დღე თითქმის აღარ ჭამს არაფერს sad.gif

Posted by: nia4u 23 Jun 2015, 19:55
blowers daughter
QUOTE
სიცხის გამო შეიძლება ძაღლს მადა დაეკარგოს და ზოგადად უენერგიო გახდეს?
ანუ რო დაცხა ეს ორი დღე თითქმის აღარ ჭამს არაფერს

კი, სიცხის ბრალია.
სხვა სიმპტომი თუ არ აქვს არაფერი...
რამე ძალიან გემრიელი სცადე ცოტა, ხორცი ან ძეხვი ან რაც უყვარს,
თუ შეჭამა, ე.ი. კარგად არის და არ არის პრობლემა,
დილით შეჭამს ან საღამოს, რომ აგრილდება smile.gif

Posted by: blowers daughter 24 Jun 2015, 09:57
QUOTE (nia4u @ 23 Jun 2015, 19:55 )
blowers daughter
QUOTE
სიცხის გამო შეიძლება ძაღლს მადა დაეკარგოს და ზოგადად უენერგიო გახდეს?
ანუ რო დაცხა ეს ორი დღე თითქმის აღარ ჭამს არაფერს

კი, სიცხის ბრალია.
სხვა სიმპტომი თუ არ აქვს არაფერი...
რამე ძალიან გემრიელი სცადე ცოტა, ხორცი ან ძეხვი ან რაც უყვარს,
თუ შეჭამა, ე.ი. კარგად არის და არ არის პრობლემა,
დილით შეჭამს ან საღამოს, რომ აგრილდება smile.gif

მადლობაა :* ჭამს უკვე და თამაშის ხასიათზეც მოვიდა jump.gif

Posted by: BLACK_SERENADE 24 Jun 2015, 10:31
white nigga
QUOTE
ხოდა პედიგრს ვაძლევ

ერთ-ერთი ყველაზე ნაგავი საჭმელი. ნუ აჭმევ მაგას....


Posted by: surri 27 Jun 2015, 07:56
გამარჯობა
ამ საკვებს სად ვიყიდი ხომ ვერ მეტყვით?
http://www.radikal.ru


Posted by: Wisemаn* 27 Jun 2015, 14:40
white nigga
ზოგადად პედიგრი არ ვარგა არაფრად როგორც საჭმელი.
მაგრამ უმადობა მარტო მაგის ბრალი არ არის. სიცხის ბრალიც არის. ამ პერიოდში ყველა აკლებს ჭამას სიცხის გამო. ჰასკები მითუმეტეს.

Posted by: ზოომარტი 1 Jul 2015, 14:54
მოგესალმებით smile.gif

ამ საკვებს ფორუმზე უამრავი ადამიანი კითხულობს და შესაბამისად დავწერთ ინფორმაციას. იმედი გვაქვს, ფორუმის წესების დარღვევად არ ჩაგვეთვლება smile.gif

ზოომარტში სექტემბრიდან დაიწყება მსოფლიოში საუკეთესო კანადური ბრენდების Acana-ს და Orijen-ის გაყიდვები smile.gif

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ კლასის საკვები იქნება საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში შევძლებთ მომხმარებლის გათვითცნობიერებას რომ შეძლონ გაარჩიონ ხარისხიანი და ცხოველებისთვის უსაფრთხო საკვები ე.წ "კომერციული საკვებისგან".

Posted by: edna mamida 2 Jul 2015, 16:52
white nigga
შხამია პედიგრი, ნუ აძლევ.


ზოომარტი
როგორც იქნა...
რა ეღირება ეგ სიამოვნება?

Posted by: leniko11 3 Jul 2015, 15:45
ზოომარტი

როგორ ველოდებოდიიი, რა ფასები იქნება დაახლოებით?

Posted by: ზოომარტი 7 Jul 2015, 23:10
edna mamida
leniko11

პროდუქტი ხარისხიდან გამომდინარე საკმაოდ ძვირადღირებულია და კილოგრამის ფასი 13 ლარიდან დაიწყება.

თუმცა, ფასი დაახლოებით 30%-ით ნაკლებია , ვიდრე დღეს მომხმარებელს უწევს ამაზონზე შესყიდვა + ტრანსპორტირება.

სულ ცხრა პოზიცია იქნება. მათ შორის ერთი კატებისთვისაც

Posted by: kokasha1 12 Jul 2015, 14:40
გამარჯობათ,
მაინტერესებს შეიძლება თუ არა ძაღლისთვის გატარებული ქათმის ხორცი თავის ორგანოებით და ძვლებით,ფარში ქვია თუ არ ვცდები.

Posted by: edna mamida 12 Jul 2015, 22:26
kokasha1
ძვლები არაა სასურველი, არც ფარში
გულ-ღვიძლი ხშირად არ აჭამოთ
ხორცი და გულ-ღვიძლი მოხარშული უნდა მისცეთ, უმი და შემწვარი არ ვარგა, ავნებს

Posted by: ზოომარტი 14 Jul 2015, 17:06
QUOTE (edna mamida @ 2 Jul 2015, 16:52 )
white nigga
შხამია პედიგრი, ნუ აძლევ.


ზოომარტი
როგორც იქნა...
რა ეღირება ეგ სიამოვნება?

დაახლოებით 30%-ით იაფი ვიდრე მომხმარებლებს უჯდებათ (პროდუქციის ფასი+ტრანსპორტირება) ამაზონიდან ჩამოტანა

Posted by: აკაცია 14 Jul 2015, 17:33
edna mamida
QUOTE
ძვლები არაა სასურველი, არც ფარში
გულ-ღვიძლი ხშირად არ აჭამოთ
ხორცი და გულ-ღვიძლი მოხარშული უნდა მისცეთ, უმი და შემწვარი არ ვარგა, ავნებს

This post has been edited by edna mamida on 12 Jul 2015, 22:27



ვერაფერი ვერ გავიგე ამ ნაწერიდან biggrin.gif

Posted by: Maiko Shamugia 14 Jul 2015, 22:23
ზოომარტი
კატებისთვის არაა საშველი? smile.gif
* * *
უი კატებისთვისაც იქნებაოო ... წინა გვერდზე წავიკითხე .. jump.gif jump.gif
* * *
ხო მარა მარტო ერთი პოზიცია არა რაა ... კასტრირებულის, გრძელბეწვიანის, კნუტების ... თუ კარგი იქნება გაიყიდება დამიჯერეთ. 12 ლარს ახლაც ვაძლევთ კილო კანინში. და ნორმალუური კონსერვები თუ იქნება , სუპერ !

Posted by: MITIATO 16 Jul 2015, 14:58
kokasha1
QUOTE
მაინტერესებს შეიძლება თუ არა ძაღლისთვის გატარებული ქათმის ხორცი თავის ორგანოებით და ძვლებით,ფარში ქვია თუ არ ვცდები.


ვერ ითვისებს ძაღლი ფარშირებულ საკვებს.
მისთვის აუცილებელია ხორცის ნაჭრების ჩაყლაპვა.
ამიტომ არ არის რეკომენდირებული ფარშით გამოკვება.


Posted by: Pantalaimon 19 Jul 2015, 14:12
მინდა რომ კორმთან(როიალ კანინი) ერთად რამე შევურიო, ბოსტნეული რომელიც სასარგებლოა, არის 3 თვის, გერმანული ნაგაზი, რას მირჩევთ? + ვიწყებ ვიტამინების ჩამატებას.

Posted by: ზოომარტი 21 Jul 2015, 09:33
QUOTE (Maiko Shamugia @ 14 Jul 2015, 22:23 )
ზოომარტი
კატებისთვის არაა საშველი? smile.gif
* * *
უი კატებისთვისაც იქნებაოო ...  წინა გვერდზე წავიკითხე ..  jump.gif  jump.gif 
* * *
ხო მარა მარტო ერთი პოზიცია არა რაა ... კასტრირებულის, გრძელბეწვიანის, კნუტების ... თუ კარგი იქნება გაიყიდება დამიჯერეთ. 12 ლარს ახლაც ვაძლევთ კილო კანინში. და ნორმალუური კონსერვები თუ იქნება , სუპერ !

გამარჯობა მაიკო,

პირველ რიგში მადლობა რეკომენდაციისთვის smile.gif

კატისთვის სატესტოდ შემოდის ერთი პოზიცია, "Acana Wild Prairie:
http://on.fb.me/1KhW0l5

პროდუქცია საკმაოდ ძვირადღირებულია და თუ მომხმარებელი შეძლებს მის შესყიდვას, შემდეგი შეკეთისთვის კატის ხაზს სხვა პროდუქტიაც დაემატება და გაიზრდება ასორტიმენტი

ხარისხს რაც შეეხება, თავისი შემადგენლობიდან და წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე უდავოდ საუკეთესო პროდუქტი იქნება რაც კი ოდესმე გაყიდულა ქართულ ბაზარზე.

Posted by: tavadi5 21 Jul 2015, 12:18
დილას ვაჭმევ 500 გრამს და საღამოს 500 გრამს. შუალედებში დამატებით არაფერს აღარ მთხოვს. სრულიად კმაყოფილია.
არც წონას უჩივის, არც ცუდ ბეწვს და არც კუჭის მოქმედებას.
გარდა ამისა, ვაძლევთ ხოლმე საქონლის მოხარშულ ძვლებს კბილებისთვის, საქონლის სუბპროდუქტებს (ფილტვები, თირკმელები, ტუჩები, ლოყები, ხორხი, საყლაპავი და ა.შ.). ზოგჯერ თევზს და ნადუღს (მაღაზიაში ნაყიდ ხაჭოს და მაწონს არ ჭამს).

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩემი ძაღლის მენიუ იდეალურია, მაგრამ ასე მირჩევნია, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ასე უკეთესია.
ამას მიდასტურებს ერთი უბრალო რამ: როგორც კი მშრალ საჭმელს მივცემ ხოლმე, დღეში რამდენჯერმე მთხოვს გარეთ გაყვანას და დაახლოებით იმდენსვე გადის კუჭში, რასაც მიირთმევს. biggrin.gif

Posted by: Maiko Shamugia 21 Jul 2015, 17:15
ზოომარტი
შემადგენლობა სუპერ! კარგი ჟელეს კონსერვებიც თუ იქნება მაგარია! ჟელე 1 ცალი ღირს 2.8 ლარი ცოტა ნორმალური . ხო და ჩემი კატა ძირითადად ჟელეს ჭამს. გუდვილში იყო ედეკას ჟელეს კონსერვები. ბოლოს ღირდა 4.5 ლარი. ერთჯერადი ჟელე დაახლოებით 4-5 ჩადის. ამ კონსერვში. ერთჯერადს რომ ყიდულობ გამოდის შეფუთვაში ვიხდი ფულს. გადასარევი იყო და რამდენიხანია არ შემოუტანიათ. ამიტომ ვყიდულობ ვისკასის ჟელეს, მაგრამ თავს თითქოს დამნაშავედ ვგრძნობ. ნორმალურ კონსერვს თუ შემოიტანთ ერთი უცვლელი კლიენტი მე გეყოლებით და კიდევ ბევრი მოისურვებს დარწმუნებული ვარ. მხოლოდ ნაჭრები კი არა ჟელე უყვართ რატომღაც. ანუ ჟელეში უფრო ბევრს ვხარჯავ- თვეში მშრალი საკვები -13 ლარი და ჟელე 40-50 ლარი. + ქვიშა 60 ლარი. ტრიქსისას ვხმარობ. სხვა ყველა ნაგავია რაც ჩვენს ბაზარზეა ყველა გავსინჯე. მათ შორის თქვენ რაც გაქვთ ქეთსანი. აი ეს არის ერთერთი მომხმარებლის 1 თვის მოთხოვნა. თუ გაითვალისწინებთ კარგი იქნება. ისე გამოკითხვა უნდა გააკეთოთ რას აჭმევენ პარტონები, რამდენს ხარჯავენ თვეში და შესაბამისად დაგეგმოთ იმპორტი და გაყიდვები. თქვენ ერთი დიდი პლიუსი გაქვთ რომ 10 საათამდე მუშაობთ და თუ კონკერენტუნარიან პროდუქტს ჩამოიტანთ კლიენტების დიდ ნაწილს წაიყვანთ თქვენსკენ. smile.gif ( ჩემი მოსაზრება დავწერე)

Posted by: white nigga 21 Jul 2015, 17:49
მადლობა რჩევებისთვის,, სიცხე ვიცი რომ ერთერთი ხელისშემშლელია მადისთვის, ეხლა სტატია გადავიკითხე ჰასკებზე და თევზი უყვართ ნომერ პირველი კერძია ამათთვის...
როიალსაც არ ჭამს და ნერვიულობით კი მანერვიულებს ძალიან .. არადა დარბის დახტის ანგრევს ყველაფერს სხვა ყველაფერი ნორმაშია უბრალოდ ცოტა გამიხდა( მადაზე ვერაა)

user posted image

Posted by: Maiko Shamugia 21 Jul 2015, 18:10
white nigga
უიმე რა ლამაზია. და რა გიჯდებათ ძაღლის შენახვა თვეში?

Posted by: white nigga 22 Jul 2015, 02:18
QUOTE (Maiko Shamugia @ 21 Jul 2015, 18:10 )
white nigga
უიმე რა ლამაზია. და რა გიჯდებათ ძაღლის შენახვა თვეში?

არვიცი არ დამითვლია დაახლოებით 100 ლარი ნუ გააჩნია..მხოლოდ კვება და პროფილაკტიკა

Posted by: Maiko Shamugia 22 Jul 2015, 03:02
white nigga
ვაა, არ ყოფილა ძვირი. სულ მაინტერესებდა. მადლობა ინფოსთვის.

Posted by: edna mamida 23 Jul 2015, 16:34
ზოომარტი
აკანა და ორიჟენიც რა წონის პაკეტებშია? რაც ფბ-ზეა მითითებული?
ზრდასრული და დიდი ძაღლის საკვები მაინტერესებს, ფასებიც
ისე, რაც თავი მახსოვს ქათმის ძვლები არ მისცეთ ძაღლსო მესმის, ეს ფირმა კი საკვების დასამზადებლად ქათმის ძვლებს, შიგნეულობას და ხორცს იყენებს, ძვლის ფქვილსაც, საინტერესო მიდგომაა, არცთუ ურიგო




აკაცია
ასეთ მარტივ ინფორმაციას თუ ვერ იგებთ ცუდადაა საქმე.....biggrin.gif

Posted by: tamo7779 24 Jul 2015, 17:11
Pantalaimon
ხაჭო არა?

ჩემი ქართულია და დღეში 500გრ კანინს და 150გრამამდე ხაჭოს მიირთმევს. + 8 აბი ვიტამინი კოფორტინი.

Posted by: Pantalaimon 25 Jul 2015, 17:11
tamo7779
5 თეთრიანი ვიტამინი რო იყიდება თეთრი ტაბლეტი ეგ არის კოფორტინი?

Posted by: agr_bak 30 Jul 2015, 05:18
Pantalaimon
კაფორტანი 25 თეთრი ღირს ერთი აბი და იყიდება ბუნების მაღაზიებში

5 კილოზე 3 აბი ჭირდება ძაღლს.

ძალიან კარგი ვიტამინია.
მეც ვაძლევ ჩემს ლეკვს
* * *
tavadi5
QUOTE
მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩემი ძაღლის მენიუ იდეალურია,

QUOTE
ვაძლევთ ხოლმე საქონლის მოხარშულ ძვლებს კბილებისთვის

თქვენი ძაღლის კვებაიდეალური კი არა ცუდია
ძვლები კბილებისთვის კარგი არ არის პირიქით საზიანოა. ნუ მისცემთ.

Posted by: white nigga 1 Aug 2015, 01:49
რა ვიტამინებს მირჩევთ 1 წლის ჰასკისთვის...წონა სადღაც 17-18 კგ

Posted by: agr_bak 1 Aug 2015, 05:51
white nigga
QUOTE
რა ვიტამინებს მირჩევთ

კაფორტანი

Posted by: MITIATO 10 Nov 2015, 01:20
Kaisa
აქეთ გადმოვალ, რახან ის თემა დაიხურა.

QUOTE
20 გრამი ხორცი გინდოდა გეთქვა, ეგაა 2 პროცენტი.


არა, 2 გრამი მინდოდა. smile.gif
წონის 2% ხორცი კი არა, მთლიანად დღიური ულუფაა (ანუ, იმდენზე უნდა გაყო, რამდენჯერაც აჭმევ დღეში), თავის ხორციან-ბურღულიან-ბოსტნეულიანად.

850 გრამიანი ლეკვი რომ მყავდა კი გამიჭირდა ასე დაანგარიშება, კაცმა რომ თქვას... mo.gif

Posted by: Kaisa 10 Nov 2015, 09:55
MITIATO

2kiss.gif რაც ჩემი ლეკვი შემიყვარდა, ყველა ის ადამიანიც შემიყვარდა, ვისაც ცხოველები უყვარს smile.gif
ამ გრამებზე კი ხვალ დავითვლი, ახლა გათიშული ვარ smile.gif

დღეს გავუკეთე საჭმელი და სულმოუთქმელად გადასანსლა. როგორც ვხვდები, ცუდი რეცეპტი ავარჩიე იმიტომ, რომ ეს თემა გადავიკითხე და ფარში არაო, მე კი ინდაურის ფარშით გავუკეთე.
არა უშავს, შემდეგს უკეთესს გავუკეთებ.


ჩემი ლეკვი ბრიდერთან ვიყიდე და საკმაოდ დიდი თანხაც გადავიხადე. წამოსვლისას მითხრა, აუცილებლად როიალ კანინზე უნდა გყავდეს, სხვა ყველა საკვები ცუდიაო.
მერე გავიგე, რომ თურმე ბრიდერებს და ვეტერინარებს უხდიან, რომ თავისი ნაგავი გაასაღონ.
როიალ კანინის შეტენვის გამო ვეტერინარი გამოვიცვალე - უამრავ თანხებს გვახდევინებენ და ჩვენი ლეკვები ფეხებზე კიდიათ.
სხვა ვეტერინართან რომ წავედი, იმანაც კანინი მირჩია და პირდაპირ მივახალე, მიკვირს როიალ კანინს რომ მირჩევ, ხორცი არა აქვს შემადგენლობაში, თუმცა გავიგე, რომ ბრიდერებს და ვეტებს უხდიან მეთქი.
დამიწყო სერიოზული სახით მტკიცება, რომ ხორცი არ ყოფილა ძაღლისთვის აუცილებელი. მე არაფერს მიხდიან, უბრალოდ მაგათ ქარხანაში ვიყავი და ვნახე, როგორ ამზადებდნენ და ვიცი, რომ კარგიაო.
მეჩქარებოდა და აღარ გავუგრძელე და ახლა ვნანობ, რომ არ ვკითხე რატომ იყო როიალ კანინის ქარხანაში, სხვა ძაღლის საკვების ქარხნებშიც დაბრძანდება?
მოკლედ, ამ ვეტთანაც აღარ წავალ და იქნებ მოვძებნო ვინმე პატიოსანი.
ინტერნეტში კამპანია მინდოდა დამეწყო როიალ კანინის წინააღმდეგ და თავი ვერ მოვაბი, ისედაც 4-5 საათი მძინავს დღე-ღამეში ისეთი დაკავებული ვარ.

ოზიმ თავიდან რომ შეწყვიტა კვება, ვიფიქრე როიალ კანინის ბრალია მეთქი, მერე კბილებს დავაბრალე.
მერე ყველაზე საუკეთესო ბრენდები ვუყიდეთ და კბილებიც მოიცვალა, ახლა რაღას დავაბრალო? sad.gif
არც გაგვიფუჭებია, დამიჯდება და მიყურებს, ყელში ძლივს გადამდის საჭმელი, მაგრამ არ ვაჭმევ ხოლმე, არ ვიცი, რატომ შეიზიზღა ეს მშრალი საკვები ასე უზომოდ.

ესაა კარგი ვებსაიტი სხვადასხვა ბრენდებზე http://www.dogfoodadvisor.com/dog-food-reviews/dry/

მე მაინც ალბათ საკუთარ გაკეთებულს ვაჭმევ.
ცნობისთვის: 7 დოლარი დამიჯდა საჭმლის გაკეთება და ალბათ 7 დღის სამყოფია (ხვალ უკეთესად გამოვითვლი). არ მეგონა ამდენი თუ გამოვიდოდა, შემდეგში ამის ნახევარს გავაკეთებ, თორემ არ მინდა ამდენი ხანი მაცივარში შევინახო.

Posted by: kokasha1 10 Nov 2015, 14:04
QUOTE (MITIATO @ 30 Dec 2012, 18:53 )

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩემი ძაღლის მენიუ იდეალურია, მაგრამ ასე მირჩევნია, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ასე უკეთესია.
ამას მიდასტურებს ერთი უბრალო რამ: როგორც კი მშრალ საჭმელს მივცემ ხოლმე, დღეში რამდენჯერმე მთხოვს გარეთ გაყვანას და დაახლოებით იმდენსვე გადის კუჭში, რასაც მიირთმევს. biggrin.gif


MITIATO
გასაგებია შენი შეხედულება და რაღაც მხრივ ვეთანხმები კიდეც,მე უფრო ვემხრობი უმ კვვებას ხორცს ძვლებს ორგანოებს და ა.შ. და ასეც ვაჭმევ ჩემს ძაღლს ყველაფერს უმს მაგრამ კორმზე მეც იგივე შეხედულება მაქვს რაც მთავარია და არა იმის გამო რომ კუჭში უმი ან მოხარშული კვების დროს ნაკლებს გადის.
ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში დედამიწაზე ისე როგორც ადამიანში 80% არის წყალი,შენ როდესაც აჭმევ ერთ კილო ქათმის ხორცს მისი შემცველობის 80%-ის მონელება და აღქმა ორგანიზმის მიერ ხდება ისე როგორც წყლის,იგივე შეეხება ბოსტნეულებს ამას დამატებული ის წყალი რასაც შენ მოხარშვამდე ასხამ რომელიც ბრინჯმა უნდა შეითვისოს და გამოდის რომ მაგ 500 გრამიდან მინიმუმ 300 გრამს მაინც წყლად აღიქვამს ორგანიზმი და ამიტომ გადის კუჭში ნაკლებს,დააკვირდი როდესაც კორმს აჭმევ რამდენ წყალს დალევს და როდესაც ესე ბუნებრივად აჭმევ 80%-ით მაინც შემცირდება წყლის მოთხოვნილება რადგან წყალს საჭმლიდან იღებს და ამიტომაც კუჭში გადის იმ დარცჰენილი 200 გრამიდან რომელიც არ აღიქვა ორგანიზმა წყლად. რაც შეეხება კარგი ხარისხის კორმს მის შემცველობაში აუცილებლად იქნება chicken meal-ეს ნიშნავს ისე დამუშავებულ ქათამს როდესაც წყლის შემცველობის დონე დაყვანილია 10% მდე ანუ წონა წონაში შემცველობით დაახლოებიტ 300% ით უფრო მეტია ვიდრე ცოცხალი ქათამი და მაგალითად 100 გრამი ამის დასამზადებლად ლოგიკურად სჭირდებად 300 გრამი ქათამი მაგრამ არცერთი კომპანია არ არის შეზღუდული ამ დროს რომ ქათმის ხორცის წყაროდ გამოიყენოს ქათმის ფეხები ფრთები და ხერხემალი და რათქმაუნდა არცერთი არ იყენებს გულმკერდს და ბარკლებს აი ზუსტად ეს არის მინუსი კორმის თორემ კუჭში გასვლისას კორმს როდესაც მიირთმევს 500 გრამს იმ 500 გრამიდან 10% ს აღიქვამს როგორც წყალს ანუ 50 გრამს და დარჩენილი 450 გრამს ინელებს როგორც საჭმელს და ლოგიკურად გადის კუჭში მეტს და წყალს დამატებით 2-4 ლიტრს სვამს დღეში და როდესაც მოხარშულ ან უმ საკვებს ჭამს 500 გრამს იქიდან 300-350 გრამს აღიქვამს როგორც წყალს და 150-200 გრამს ინელებს როგორც საჭმელს და გადის კუჭში რათქმაუნდა ნაკლებს სამაგიეროდ უკლებს წყლის სმას რადგან აღარ აქვს იმდენი მოთხოვნილება. იმედია გასაგებად ავხსენი.
P.s. არ მომწონს არცერთი კორმი,რომელიც საქართველოში შემოდის championpetfoods-ის აკანა და ორიჯენის გარდა რომელიც ცოტახნის წინ შემოიტანა ზოომარტმა,მაგრამ მე მაინც უმ ხორცს ვაჭმევ ორგანოებით და ძვლებით ჩემს ძაღლს რადგან აკანა და ორიჯენის შემთხვევაში თვეში 300-400 ლარი დამიჯდება ჩემი კანე კორსოს გამოკვბება რომელსაც დღეში მინიმუმ 700 გრამი კორმი უნდა როდესაც მხოლოდ კორმს ვაჭმევ და მინიმუმ 2 კილო ხორცი როდესაც მხოლოდ ხორცს,ძვლებს და ორგანოებს და ეს ბევრად იაფი მიჯდება,რათქმაუნდა არც მე მყავს მარტო ფილეზე და საქონლის 20 ლარიან ხორცზე. თორემ ჩემი აზრით აკანა და ორიჯენიც ისევე იდეალურია კარნივორისთვის(მგელი,ტურა,ძაღლი და ა.შ.) როგორც უმი ხორცი AS NATURE INTENDED . smile.gif

Posted by: PuTKiiI 10 Nov 2015, 17:55
QUOTE
ამას მიდასტურებს ერთი უბრალო რამ: როგორც კი მშრალ საჭმელს მივცემ ხოლმე, დღეში რამდენჯერმე მთხოვს გარეთ გაყვანას და დაახლოებით იმდენსვე გადის კუჭში, რასაც მიირთმევს. 

ეს ბუნებრივია
და მაგ დასკვნის გაკეთება არასწორი არის მგონი
როდესაც გამუდმებით ერთს აჭმევ და მერე უცებ მეორეს ატაკებ ორგანიზზმში ყველაფერი იცვლება

აბა ცადე იმ მეორეზე გყავდეს ცოტახანი და რომ დაურეგულირდება ორგანიზმი გადაიყვანე ისევ იმაზე რაც შენ გირჩევნია ეგრევე ანალოგიური შედეგი ექნება

Posted by: MITIATO 10 Nov 2015, 19:38
kokasha1
QUOTE
მე უფრო ვემხრობი უმ კვვებას ხორცს ძვლებს ორგანოებს და ა.შ. და ასეც ვაჭმევ ჩემს ძაღლს ყველაფერს უმს

ისეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, სადაც ხორცპროდუქტებს ნორმალური შემოწმება უტარდება, მეც უმად ვაჭმევდი, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ეგრე უფრო ნორმალურია ძაღლისთვის.
მაგრამ საქართველოში ვერც ჩემს ჯანმრთელობას გავრისკავ და ვერც-ჩემი ძაღლების.

QUOTE
ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში დედამიწაზე ისე როგორც ადამიანში 80% არის წყალი

ამ დანარჩენის ახსნა ზედმეტი იყო,იმიტომ, რომ ვიცოდი ისედაც.
მაგრამ არის პროდუქტები, რომელიც ადვილად მოინელება, იგივე ხორცი. მცენარეული საკვების უჯრედისს კი ძაღლის ორგანიზმი ფაქტიურად ვერ შლის, იმიტომ, რომ მისი მომნელებელი ფერმენტი არ აქვს. ამიტომ, რასაც შეჭამს, დაახლოებით იგივე გამოდის გარეთ. ამ შემთხვევაში არ აქვს დიდი მნიშვნელობა კიტრი აჭამე თუ_ვაშლის ჩირი.
მშრალ საჭმელზე აწერენ რაღაცამდენი % ცხოველური ცილა. არსად არ წერია, რისგანაა მიღებული ეს ცილა, იმიტომ რომ არ ყოფილან ვალდებულები. ამიტომ სრულიად შესაძლებელია ჩლიქების და ბუმბულების გადამუშავების პროდუქტი გაუშვან, იქ შემავალ ცილებს კიდევ ძაღლის ორგანიზმი ვერ ინელებს. ასევე ვერ ინელებს სიმინდის ფქვილს, ჭარხლის გულს და სხვა ათას უბედურებას, რაც მშრალ საკვებში შედის. ამიტომ, რასაც ჭამს, დაახლოებით იგივეს უკანვე უშვებს. წყლის შემცველობა საერთოდ არაფერ შუაშია. smile.gif

PuTKiiI
ფაღარათზე არ მქონია აქ საუბარი. რა შუაშია ორგანიზმის დარეგულირება? rolleyes.gif

Posted by: PuTKiiI 10 Nov 2015, 22:23
MITIATO
რავი ბოლომდე კი არ წამიკითხავს წინა უზერს რაც ჰქონდა დაციტირებული
მაგაზე დავწერე biggrin.gif

Posted by: kokasha1 11 Nov 2015, 01:27
MITIATO
იგივე გითხარი მეც,შენ ამბობდი ბრინჯს და მსგავს რაღაცეებს ვაჭმევო და რომ ვერ შლის ძაღლის ორგანიზმი მაგიტომ ვაჭმევ უმად მხოლოდ ხორცს და მაგიტო მომწონს ორიჯენი რომელშიც 80% ხორცია და დანარჩენი ისეთი ბოსტნეულები,რომლებსაც მაგალითად მგელი ველურ ბუნებაში მიიღებდა. ერთნაირი შეხედულება გვქონია უბრალოდ რეგულაცია რისთვის გჭირდება ჯანმრთელი ძაღლის კუჭს შეუძლია მოკლას ნებისმიერი სახის მავნე ბაქტერია რაც ხორცშია მათ შორის სალმონელოზიც მე უკვე დიდი ხანია ესე ვაჭმევ და არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია ერთადერთი პარაზიტების აკიდების შანსია უფრო მეტი და ისიც თუ დაამუშავებ ძაღლს ან ხორცს გაყინავ ძალიან მცირდება.
http://rawfed.com/myths/ აი ამ საიტზე გადახედე კორმის მწარმოებელ კომპანიების მოგონილ მითებს უმ საკვებთან დაკავშირებით smile.gif
წყლის შემცველობას რაც შეეხება ძაღლი ვერც ბრინჯს ინელებს ვერც ბარდას მოხარშულს მითუმეტეს მაგრამ მათ 80% ზე მეტს წყლად აღიქვამს და შესაბამისად ცოტას ვერ ინელებს და ამიტომ ცოტა გამოაქვს უკან მოუნელებელი .

რაც შეეხება შენს ჯანმრთელობას,შეგიძლია დაიცვა უსაფრთხოების ისეთი ნორმები რომ ყველაფრის შანსი გამორიცხო და როცა ხშირად აკეთებ და ეჩვევი არც თუ ისე ძნელი პროცესია smile.gif

Posted by: MITIATO 11 Nov 2015, 09:26
kokasha1
QUOTE
შენ ამბობდი ბრინჯს და მსგავს რაღაცეებს ვაჭმევო

ვაიმე, რას ამბობ. ბრინჯს საერთოდ არ ჭამს ჩემი ძაღლი. biggrin.gif
ხორცს ვაჭმევ ცოტა წიწიბურით და ბოსტნეულით.
ან რომც ჭამდეს, მტაცებელ ცხოველს მარტო ბრინჯს მაინც არ ვაჭმევდი.
და მარტო ხორცის ჭამა არ შეიძლება ძაღლისთვის, აუცილებელია ცოტა მცენარეული საკვები. არ არიან ძაღლები აბსოლუტური მტაცებლები კატებივით.

QUOTE
ძაღლის კუჭს შეუძლია მოკლას ნებისმიერი სახის მავნე ბაქტერია რაც ხორცშია

სამწუხაროდ, მარტო ბაქტერიებზე არ მქონია საუბარი. არის პარაზიტული ჭიებიც, რომლებსაც თერმული დამუშავების გარდა არაფერი შველის. და არის ბაქტერიებიც, იგივე ციმბირის წყლული, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში გაზაფხულზე ინფექციური ივსება დაავადებულებით.
გაყინვას რაც შეეხება, დაბალ ტემპერატურაზე ბაქტერიების უმეტესობა ცხოველქმედებას წყვეტს უბრალოდ, რომელსაც ისევ ანახლებს გათბობისას. არიან ისეთებიც, მინუს გრადუსზეც რომ მრავლდებიან. მაგ. ფსევდოტუბერკულოზის გამომწვევი, რომელიც ზოონოზია, სხვათა შორის.
დაავადებული ძაღლი ჩემთვისაც საშიშია, ამიტომ მირჩევნია, მოხარშული ვაჭამო და წყნარად ვიყო. smile.gif


Posted by: Stuart 12 Jan 2016, 13:22
გამარჯობათ. ჩემმა ძაღლმა (ინგლისური სეტერი) დაყარა ლეკვები,არიან უკვე 21 დღისები და დედა აღარ აჭმევს მგონი კარგად და მირჩიეთ რა შეიძლება,რო ვაჭამო ლეკვებს ისეთი რამ რაც უკვე შეიძლება ამ ასაკში..

Posted by: Computer 20 Feb 2016, 23:33
მყავს 5 თვის ძუ კურცჰაარი. ვაძლევ მეგაბონს. ირგებს, მაგრამ რაღაც ზრდის და განვითარების ტემპი არ მომწონს. ხომ ვერ მირჩევ რა საკვები შემიძლია მივაშველო ზრდისთვის ? ან ვიტამინი, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რბილი ქსოვილისა და ძვლების განვითარებას ?
P.s როიალ კანინის ყიდვის საშუალება არ მაქვს სამწუხაროდ

Posted by: Scoorp 25 Feb 2016, 12:15
საკვებზე ვერ ჩამოვყალიბდით ხო? :/
რა ჯობია,რომელს უნდა ვენდოთ და ა.შ


Posted by: MaR1_ShaGraTh 25 Feb 2016, 19:39
ჩემი ძაღლი (ციმბირული ჰასკი, 1 წლის და 2 თვის) თავის საჭმელს არ ჭამს თუ ზედ ხორცი ან იშვიათად ბოსტნეული არ აქვს მოყრილი.
ბევრნაირი საკვები ვცადე, როიალ კანინს არ გაეკარა საერთოდ |(არც ხორცმოყრილს). აკანას საჭმელიც ვცადე (რევიუები რომ ვნახე, 1-1 ყველაზე ხარისხიანი საჭმელია), ეს ცოტათი კი მოეწონა, მაგრამ მალევე ისევ მიატოვა
ახლა ყველაზე დიდი ხანია პრო პლანის მშრალ საჭმელზე მყავს, მაგრამ ვაი იმ ყოლას.

ვაშიმშილე 1 დღე და მაინც არ ჭამა მხოლოდ თავისი საჭმელი
დღის მანძილზე 300-350 გრამს თუ აი ძალით შეჭამს

ენერგიას ხარჯავს, მაგრამ მაინც ასეა :ს
რა ვქნა არ ვიცი

Posted by: RedBulla 25 Mar 2016, 13:03
სადღაც ერთი თვეზე მეტი ხნის ლეკვისთვის რომელ საჭმელს.მირჩევთ რა სიხშირით და დღეში რამდენი გრამი?

Posted by: Scoorp 25 Mar 2016, 13:09
RedBulla


გააჩნია ფინანსურ შესაძლებლობებს
მე ედვანსზე მყავს ამჯერად ლეკვი
2 თვემდე ლეკვს დღეში 150 გრამი უნდა
4ჯერ ან 5ჯერ მიეცი შესაბამისი რაოდენობით
შეეცადე ერთი და იმავე დროს მოუწიოს კვება
ღამით არ აჭამო
ხაჭოსაც თუ მისცემ ერთ კვებაზე კარგი იქნება

უბრალოდ 2 თვის რო გახდება მერე დღეში 300 გრამი უნდა უკვე საშუალოდ და ცოტა ძვირი გამოდის მთლიანობაში ძაღლის კვება

Posted by: RedBulla 25 Mar 2016, 13:18
Scoorp
აჰა გასაგებია
ნუ ფინანსები ასე თუ ისე არაა პრობლემა
მთავარია ქუთაისში ვიშოვო ეგ საკვები

ისე რომ არ ქონდეთ ეგ კიდე რომელი არის კარგი საკვები?
მადლობა დიდი

Posted by: Scoorp 25 Mar 2016, 14:01
RedBulla

ედვანსი იყიდება ზოომარტის ქსელში როგორც ვიცი (ქუთაისში მემგონი არ არიან :/ )
როიალ კანინი მანდაც იქნება ყველა ვარიანტში, მაგასაც აქებენ,თუმცა მაგ ფასში უკეთესი საჭმელებია ბევრად
ნუტრი ნაგეთსიც კარგია,მე ხვალიდან მაგაზე ვაპირებ გადავიყვანო. თუ იშოვი მანდ მე ამას გირჩევდი
თავიდან საკმაოდ ხარჯიანია ლეკვი (4 აცრა,საწოლი,ჯამები,საყელური,სათამაშოები,შეიძლება ვიტამინი დასჭირდეს,საჭმელი და ა.შ givi.gif )

Posted by: MITIATO 25 Mar 2016, 14:03
RedBulla
QUOTE
დღეში რამდენი გრამი?

ლეკვის ჯიშს გააჩნია.
შეფუთვაზე ნახე დოზები, რომელ საჭმელსაც იყიდი.

Posted by: trezeguet 25 Mar 2016, 19:01
REX ხო არ იცით კაია ? PREMIUM CLASS ია და 15 კილოიან მეშოკში 45 ლარი მივეცი ასეთ ფასად სხვა ვერაფერი ვერ ვნახე ნორმალური. თქვენ ხო არ იცით რამე უკეთესი ?
* * *
ვაბშე ლეკვისთვის როიალ კანინი სტარტერი ყველაზე მაგარია პროსტა ძაან ძვირია .

Posted by: kvarkvare 30 Mar 2016, 12:12
Kaisa
აკანა და ორიჟენი ხომ არ გიცდია..........................

Posted by: Scoorp 30 Mar 2016, 12:52
trezeguet


პრემიუმ კლასისთვის 15 კილოზე 45 ლარი ძალიან და გასაკვირად იაფი მგონია smile.gif)

კანინზე მაგარი აკანა და ორიჟენია

Posted by: Kaisa 31 Mar 2016, 11:21
kvarkvare
QUOTE
აკანა და ორიჟენი ხომ არ გიცდია..........................


არა, მაგრამ უკვე იმდენი რაღაც ვცადე, რომ დავრწმუნდი, ამ ძაღლს უბრალოდ არცერთი ძაღლის საჭმელი უყვარს.
ძაღლის საჭმელს თავი დაანებე, ინგრედიენტები ვუყიდე და ჩემით გავუკეთე. პირველ დღეს კარგად ჭამა და მეორე დღეს აღარ მიეკარა.
ჯანმრთელი წონა აქვს და ყრია საჭმელი და როდესაც ძალიან მოშივდება, ჭამს. უკვე ყველაფერზე ხელი მაქვს ჩაქნეული.
სხვა მხრივ არაჩვეულებრივი ძაღლია და ვგიჟდებით ისე გვიყვარს, რამენაირად ამ ერთ ნაკლს უნდა შევეგუოთ.
არადა, გული მიკვდება, ისე იტანჯება ხოლმე, სულ პირში გვიყურებს, სამზარეულოში რომ შევდივართ, ეგრევე შარვალზე გვეპოტინება. არა მეთქი, რომ ვეუბნები, საკუთარი თავი მეზიზღება sad.gif





Posted by: kvarkvare 31 Mar 2016, 17:27
Kaisa
როცა მოშივდება თუ ჭამს მეტი რაღა გინდა..
ჩემი ძაღლიც ეგრეა რაც მშრალ კვებაზე გადავიყვანე...
და სახლის საჭმელს არ არ აჭმევ?.....

Posted by: Kaisa 31 Mar 2016, 22:09
kvarkvare
QUOTE
როცა მოშივდება თუ  ჭამს მეტი რაღა გინდა..
ჩემი ძაღლიც ეგრეა რაც მშრალ კვებაზე გადავიყვანე...
და სახლის საჭმელს არ არ აჭმევ?.....


ძაღლი შიმშილით თავს არ მოიკლავს, მაგრამ ხან ორ დღეში ერთხელ ჭამს და სულ პირში გვიყურებს. ვიცი, რომ შია და იმიტომ არ ჭამს, რომ არ მოსწონს და ძალიან მეცოდება.
სახლის საჭმელი ნიორს და ხახვს შეიცავს და არ შეიძლება, მაგრამ მარტო ეგეც არაა. აუცილებელია, რომ საჭმელი უნდა ახრამუნოსო, არ შეიძლება, რომ მარტო რბილი საჭმელი ჭამოსო, თორემ ძაღლის კონსერვებიც შედარებით უფრო უყვარს.

Posted by: kvarkvare 31 Mar 2016, 22:50
Kaisa
სახლის საჭმელს მე ვგულისხმობს სახლში რომ უმზადებ ძაღლს სპეციალურად....მაგალითად ბრინჯს და ქათმის ხორცს, სტაფილოს და ა.შ.
ასევე ნედლი კვება არსებობს..როცა არ უხარშავს ხორცს....

Posted by: Kaisa 31 Mar 2016, 23:40
kvarkvare
QUOTE
სახლის საჭმელს მე ვგულისხმობს სახლში რომ უმზადებ ძაღლს სპეციალურად....მაგალითად ბრინჯს და ქათმის ხორცს, სტაფილოს და ა.შ.
ასევე ნედლი კვება არსებობს..როცა არ უხარშავს ხორცს....


კი, დავწერე უკვე, რომ გავუკეთე და პირველ დღეს კარგად ჭამა.
ძალიან გახარებული ვიყავი, პრობლემა გადავჭერი მეთქი.
მეორე დღეს პირი არ დააკარა.

მე კი წავიკითხე პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ნებისყოფა არ გვყოფნის, რომ გავაკეთოთ.
დილას უნდა გამოუღო საჭმელი 20 წუთით, თუ არ შეჭამს შეინახო. დღის განმავლობაში არაფერი აჭამო, მათ შორის არც თრითები.
საღამოს ისევ 20 წუთით გამოიღო საჭმელი.
რამდენიმე დღის მერე მიხვდება, რომ თუ არ შეჭამს დროზე, მშიერი დარჩებაო.
მიხვედრით ალბათ მიხვდება იმიტომ, რომ უჭკვიანესი ძაღლია, იმდენი რაღაც ასწავლა ჩემმა ქმარმა, ცირკში შეუძლია გამოიყვანოს.
ჰოდა, ალბათ უნდა გავაკეთოთ ასე, მაგრამ გვეცოდება და მაინც ვაჭმევთ ხოლმე სხვა რამეებს.

Posted by: Scoorp 1 Apr 2016, 10:49
Kaisa


ძია ნოდარს დაუკავშირდით ფბ-ზე
იქნებ რამე გირჩიოთ

Posted by: beerrn 1 Apr 2016, 12:02
გამარჯობათ, 3 თვის კოკერი მყავს ბოლო 2კვირაა როიალ კანინს აღარ ჭამს ისეროგორც ჭამდა ანუ თუ ძალიან არ მოშივდა არ ეკარება, მედიუმზეა ეხლა და იქნებ მირჩიოთ რომელზე გადავიყვანო. ამერიკული კოკერია

Posted by: Scoorp 1 Apr 2016, 12:14
beerrn


უამრავი საკვებია
თუ ფინანსურად შეძლებ აკანა ან ორიჟენი შეგიძლია სცადო
ზოომარტშია
ან ედვანსი
სამივე ჩამოთვლილი ჯობია ზოგადად როიალს

Posted by: beerrn 1 Apr 2016, 12:15
ამერიკული კოკერი მყავს 3 თვის,ბოლო ორი კვირაა როიალ კანინის ჭამა შეწყვიტა, თუძალიანარ შია არ ეკარება, წონაშიც მოიკლო შესაბამისად და რას მირჩევთ რა მივცე სხვა საკვები თუ გადავიყვანო ბუნებრივ კვებაზე?

Posted by: kvarkvare 1 Apr 2016, 14:00
Kaisa
კი ეგერთერთი მეთოდია...ან
ხაჭო რომ მოუყარო ზემოდან მშრალს საკვებს...ან რამე ისეთი რაც უყვარს....
ჩემი ხაჭომოყრილს ჭამს დიდი ენთუზიაზმით.....მშრალს იშვიატთდ კიკნის როცა ძაან მოშივდება....

Posted by: blblbl 1 Apr 2016, 14:36
beerrn
არ მოსწონს ალბათ კანინი,ნუტრა ნაგეთსი სცადე აბა,კანინზე ბევრად კარგია და ჩემი ზე პრეტენზიულიც კი ჭკუას კარგავს ისე მოსწონს biggrin.gif
* * *
Kaisa
QUOTE


მე კი წავიკითხე პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ნებისყოფა არ გვყოფნის, რომ გავაკეთოთ.
დილას უნდა გამოუღო საჭმელი 20 წუთით, თუ არ შეჭამს შეინახო. დღის განმავლობაში არაფერი აჭამო, მათ შორის არც თრითები.
საღამოს ისევ 20 წუთით გამოიღო საჭმელი.
რამდენიმე დღის მერე მიხვდება, რომ თუ არ შეჭამს დროზე, მშიერი დარჩებაო.
მიხვედრით ალბათ მიხვდება იმიტომ, რომ უჭკვიანესი ძაღლია, იმდენი რაღაც ასწავლა ჩემმა ქმარმა, ცირკში შეუძლია გამოიყვანოს.
ჰოდა, ალბათ უნდა გავაკეთოთ ასე, მაგრამ გვეცოდება და მაინც ვაჭმევთ ხოლმე სხვა რამეებს.

ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი

და მეორე მშრალ საკვებში გაურიე ძაღლის კონსერვები,აკნატუნებს კიდეც და მაგის ხათრითც შეჭამს.სმარტი და კარფურში იყიდება ძალიან კარგები,სუფთა სქონლის ხორცი,ხორცი სტაფილო და მაკარონი და კიდევ რაღაც,ეს თითო კოვზი რომ გაურიო მშრალ კვებას წსით უნდა მოეწონოს.
* * *
სახლის საწმელს რაც შეეხება განა რა რაოდენობით აქვს ნიორი და ხახვი?ცოტა რომ მისცე არაფერი დაშავდება,ნუ ყველა საწმელი არა რა თქმა უნდა.ცოტ ცოტას თითქმის ყველაფერ სვაძლევ სახლის კვებიდან და ერთ ლუკმას ყოველთვის ვუტოვებ ბოლოს ,იცის რომ დავუტოვებ და მელოდება მოთმინებით

Posted by: Helmi 23 May 2016, 14:58
გამარჯობა.
მყავს 11 კვირის ში ცუს ლეკვი.
არის პატარა ნორმასთან შედარებით (დაახლოებით 920 გრამია). ლეკვებში ყველაზე პატარა ეს იყო.
მოყვანიდან მყავს როიალ კანინის მინი ჯუნიორზე (ვეტერინარმა მირჩია) ერთი დღე იყო ცუდად და სადღაც 2 კვირა როიალ კანინის გასტრო ინტესტინალს ჭამდა. ეხლა კარგადაა და 2 კვირაა ისევ მინი ჯუნიორზეა.
მოკლედ დიდი კვლევების შემდეგ მთლად კარგი შთაბეჭდილება ვერ დამრჩა როიალ კანინზე და მინდა გადავიყვანო სხვა საჭმელზე. ვფიქრობ ან ადვანსს ან ორიჟენს ან აკანას. (ამჟამად უფრო აკანაზე ვარ გაჩერებული, რადგან აქვთ საჭმელი პატარა ზომის ლეკვებისთვის (Puppy Small Breed). და რას მირჩევთ?
P.S. პირველი აცრა გაიკეთა პარასკევს, ანუ 3 დღის წინ (მანამდე არ გაუკეთა ვეტერინარმა ზომის და წონის გამო) და ფანტასტიურად გრძნობს თავს იმის მერე, აცრიდან რომ მოვიყვანე ეძინა 6 საათი და რომ გაიღვიძა იმის მერე ხოდზეა, ჭამს სვამს თამაშობს არც უწკმუტუნია არაფერი. ხოდა როდის შეიძლება ახალ საჭმელზე გადაყვანა? დაველოდო აცრების კურსის დამთავრებას თუ მნიშვნელობა არ აქვს? და როგორ გადავიყვანო? შევურიო ერთმანეთში კანინი და ახალი საჭმელი და ნელა თუ პირდაპირ ახალი მივცე? და რადგან პატარა წონა აქვს იმდენი მივცე რამდენიც ტომარაზე წერია თუ ნაკლები?
მადლობა.

Posted by: Scoorp 23 May 2016, 15:59
Helmi


კომპეტენტური ვერ ვიქნები და თავს ვერ დავდებ ჩემი პასუხის სისწორეში
მაგრამ საკვებიდან საკვებზე გადაყვანა ნელნელა ხდება
3 დღე მაინც
პირველ დღეს უფრო მეტი იყოს ის რასაც ახლა აჭმევთ,შედარებით ნაკლები ახალი საკვები
მეორე დღეს თანაბრად და მესამე დღეს პირიქით
ეგრე გადავიყვანე მე ჩემი ლაბი

შეიძლება ჯიშის შემთხვევაში უფრო მეტი დღე დასჭირდეს,მარა არამგონია.

მაგის არ შეგეშინდეს პატარა რო იყო
ზოგადად ყველაზე პატარები საკმაოდ დიდები და ყველაზე დიდებიც იზრდებიან ხშირად smile.gif

ადვანსი მიჭმევია (ორიჟენი და აკანა არა)
კარგია ადვანსი მარა დანარჩენი ორი ჯობია
თუმცა ინდივიდუალურია რა ეგეც,ძაღლი როგორ მოირგებს

მე ნუტრა ნაგეთს ვაჭმევ და კმაყოფილი ვარ
ბეწვი საკმაოდ რბილი აქვს,ნაკლებად ცვივა
არადა როიალზე და ადვანსზე ეგ არ შემიმჩნევია

თანხობრივად პრობლემა თუ არ გაქვს აკანა ან ორიჯენი მოსინჯე )
და ვიტამინებიც მიახმარე მერე

3-4 თვიდან

Posted by: rawerfas 23 May 2016, 16:54
Scoorp
აკანა და ორიჯენი სად იყიდება?

Posted by: blblbl 23 May 2016, 16:56
rawerfas
აუ შენ ხომ ის ხარ ბასეტი და სპანიელი რომ გყავს?როგორ არინა კდიე გყავს?ბოლოს პრობლემები გქოდნა მახსოვს :*
* * *
Scoorp
QUOTE

მე ნუტრა ნაგეთს ვაჭმევ და კმაყოფილი ვარ
ბეწვი საკმაოდ რბილი აქვს,ნაკლებად ცვივა

100%

Posted by: Scoorp 23 May 2016, 17:08
rawerfas


ზოომარტის ქსელში იყიდება მხოლოდ, როგორც ვიცი

Posted by: rawerfas 23 May 2016, 17:43
Scoorp
დიდი მადლობა :*
...............................smile.gif
* * *
blblbl
ამ თემაზე ნუ დამელაპარაკები, კაი?...

Posted by: syaruna 16 Jun 2016, 22:59
http://www.radikal.ru ამისთვის მირჩიეთ რა პედიგრი 1 თვის და 9 დგისაა რაგაც 3 ლარიანი ვუყიდე და მგონი არ მოსწონს ეგ გამომატანეს ნაგაზი კარგად შეჭამსო sad.gif მარა არმოსწონს მგონი

Posted by: blblbl 17 Jun 2016, 01:16
syaruna
ვაიმე ეს ვინაა უსაყვარლესი <3 ნუტრა ნაგეთსი აჭამ საშუალება თუ გაქვს 7ლარამდე ღირს მგონი და აკრგია,ნუ ცოტა ხანს მაინც თორემ რომ მოიზრდება ეგ მაგ ფასიანის გაქაჩვა რთული იქნება,მე ვაწმევ რეფლექსს ჩემსას ,მაგრამ ლეკვების ხაზი აქვს თუ არა არ ვიცი იკითხე შედარებით იაიფა ეს.ხო კიდევ თავიდან არ მოსწონთ ეს საწმელები და სახლის უნდათ,ამიტომ არ გარყვნა და არ მიაჩვიო სახლის კვებას biggrin.gif ხაჭო,ვაშლი,გერკულესი,წიწიბურა,ბრინჯი შეგიძლია მისცე,სტაფილოც კარგია,ხორცს ჯერ ნუ მისცემ სანამ მშრალ კვებს არ მიეჩვევ ა,თორემ მერე შიმშილობენ იმ იმედით იქნებ ხორცი მიიღონ biggrin.gif

Posted by: syaruna 17 Jun 2016, 06:10
მადლობა. და რამაინტერესებს ეს 3 ლაეიანი პედიგრი 7 ლარიანში რო გავურიო ვერ გავუსაღებ ? ერთი 4 კილო მაქ და გადაყრა არ მინდა biggrin.gif

Posted by: Scoorp 17 Jun 2016, 10:46
syaruna

არ ღირს არევა
არაა სასურველი ძაღლის ჯანმრთელობისთვის smile.gif

თუ გინდა რო ნორმალურად გაიზარდოს,აცრებით,კარგი კვებით და ა.შ. მაშინ ნუ გაიმეტებ 3 ლარიანი საჭმლისთვის sad.gif
ბუნებრივი კვება კიდე უფრო ძვირი დაგიჯდება,ასე რომ გირჩევნია 7 ლარიანი ნუტრა ნაგეთსი უყიდო მართლა და შეაჩვიო იმას

Posted by: syaruna 17 Jun 2016, 14:53
ვერ ვნახე ეს ნატურა ნაგესი არც ედვანსი ქონდათ ზოომარტშიც ვიყავი ხო და რაგაც იყტალიური პრემიუმ კლასის პედიგრი ვუყიდე ეგაც 7 ლარიანი

Posted by: blblbl 17 Jun 2016, 19:45
syaruna
ზოომარტსი ვერ ნახავდი,სხვა მაღაზიებში ნახე,მაგათ სხვა საკვებები აქვთ,თან ზოომარტში ყველაფერი ორჯერ ძვირი ღირს სხვა მაღაზიებთან შედარებით\


Scoorp
QUOTE

თუ გინდა რო ნორმალურად გაიზარდოს,აცრებით,კარგი კვებით და ა.შ. მაშინ ნუ გაიმეტებ 3 ლარიანი საჭმლისთვის

გადასარევი ძარლები იზრდებიან სამ ლარიანი საკვებითაც smile.gif
* * *
syaruna
ქუჩის ძაღლებს აჭამე biggrin.gif ისე კი სხვა საკვებში ნუ აურევ და ძარლის კონსერვები რომ იყიდება ის იყიდე და თითო კოვზი გაურიე შეჭამს გიჟივით

Posted by: syaruna 17 Jun 2016, 23:08
blblbl
მაინც რომელ მაღაზიაში და რა ადგილას მდებარეობს ეგ მაღაზია ?

Posted by: blblbl 18 Jun 2016, 01:09
syaruna
მაგალითად ვაგზალზე დინამოს პირდაპირ პანდა რომ არის სავაჭრო ცენტრი,მანდ არის საბითუმო და ყველაფერია ბევრად იაფი ვიდრე სხვაგან,ბუნების მაღაზიას და ზოოპლაზასაც შედარებით ნაკლებ ფასში აქვთ ნივთები და საკვები,ტუმცა ყველაზე იაფი მაინც პანდაშია

Posted by: syaruna 18 Jun 2016, 07:53
blblbl
მადლობა ვესტუმრები ცოტახანში

Posted by: gagamaru 19 Jun 2016, 15:46
კენელს Fეივორიტს ვყიდულობ. სუპერ პრემიუმია და 20 კგ 130 ლარი ღირს. ძალიან კმაყოფილი ვარ. ლეკვებს ვაჭმევ და ყოველდღე იმატებენ მგონი წონაში.
თამარაშვილის 7 ნომერშია ფეთ შოფი და იქ ვყიდულობ.

Posted by: Scoorp 20 Jun 2016, 10:34
blblbl


გააჩნია ძაღლსაც/ჯიშსაც/

ვისაც სუსტი კუჭ ნაწლავი აქვს იმათთვის არაა სასურველი
არა მგონია 3 ლარიანმა საჭმელმა იმ ვიტამინებით შეავსოს ძაღლი რაც სჭირდება მის ნორმალურად განვითარებას
1 წლამდე მაინც პრემიუმ ან სუპერ პრემიუმი საკვებით უნდა იკვებოს

მერე შეიძლება უფრო დაბალ ხარისხიანი საჭმლის მიცემა
გამართლებაზეა რა
შეიძლება აჭამო 3 ლარიანი მთელი ცხოვრება და იყოს ჯანმრთელი მაგრამ ეგ ალბათ ერთეულად
ისედაც უამრავი რამ სჭირდება ძაღლს თუ გინდა რო ჯანმრთელი იყოს მეტ ნაკლებად
3 ლარიანი საჭმელი რას უნდა შეიცავდეს ისეთს ვერ ვხვდები biggrin.gif
ანუ ჩამოტანის ფასი ხო ემატება მაგას და ისე რა ღირს ხო წარმოგიდგენია

Posted by: SERJ 29 Jun 2016, 14:58
თუ იცით ვინმემ ედვანსი ზოომარტის გარდა სადმე იყიდება ?

Posted by: Scoorp 29 Jun 2016, 16:16
SERJ


როგორც ვიცი არა



//////

Posted by: SERJ 5 Jul 2016, 12:56
ბრეკისზე რას ფიქრობთ?
ედვანსი რაღაც არ უხდება ჩემს ძაღლს და გადაყვანაზე ვფიქრობ

Posted by: gagamaru 6 Jul 2016, 00:09
SERJ
როიალი სცადე?
..........................

Posted by: Scoorp 6 Jul 2016, 13:16
SERJ


ბრეკისი პირველად მესმის

Posted by: SERJ 7 Jul 2016, 16:40
gagamaru
როიალზე ვიკითხე და არ გირჩევთო ბევრმა მითხრა.


Scoorp
ადვანსი უშვებს ბრეკისსაც.

Posted by: Scoorp 7 Jul 2016, 16:52
SERJ

ნუტრა ნაგეთსი სცადე მაშინ
ჩემი მაგას ჭამს
და მოგვწონს

Posted by: gagamaru 8 Jul 2016, 02:00
SERJ
QUOTE
ტექსტი და აქ დაუწკაპ


რავიცი მე ვაჭმევ და ირგებენ მაგრად.

პრობლემა არ ჰქონიათ არაფერზე.პირიქით მოუწესრიგა კუჭნაწლავი მაგრად.

Posted by: SERJ 9 Jul 2016, 16:17
Scoorp
ნუტრა ნაგეთსი სად იყიდება?
რა კლასის საკვებს ეკუთვნის?
ფასიც რო მითხრა და აკასობრივი და ჯიშების მიხედვით თუ არის?

Posted by: gagamaru 9 Jul 2016, 17:37
SERJ
QUOTE
ნუტრა ნაგეთსი სად იყიდება?


ბუნებაში,სუპერ პრემიუმია,100 ლარი ღირს 15 კილოიანი. კი არის.

Posted by: blblbl 9 Jul 2016, 21:27
SERJ
ვაგზალზე პანდა რომ არის სავაჭრო ცენტრი იქ იყიდება ბევრად იაფად ნუტრანაგეთსი საბითუმოა

Posted by: Scoorp 10 Jul 2016, 00:16
SERJ


ასაკობრივი არის. ჯიშის მიხედვით არა
კილო 7 ან 7,50 ღირს
პანდაში.7 ლარი და სხვაგან 50 თეთრით ძვირი
პრემიუმ კლასია

Posted by: SERJ 10 Jul 2016, 01:24
gagamaru
blblbl
Scoorp
მადლობა.
4 თვის მალამუტია.
ვიყიდი და გადავიყვან ნელნელა. იმედია მოუხდება.

Posted by: blblbl 10 Jul 2016, 01:51
SERJ
მაგ საკვებმა ჩემს ძაღლს ბეწვის ცვენა შეუჩერა ,ძალიან მაგარი საჭმელია

Posted by: ¤Gallardo¤ 14 Jul 2016, 22:08
როიალ კანინი სად ვიყიდო ყველაზე იაფად ლეკვისთვის? მირჩიეთ

Posted by: Scoorp 15 Jul 2016, 11:08
¤Gallardo¤


პანდაში იქნება ალბათ შედარებით იაფად
ზუსტად არვიცი

Posted by: gagamaru 15 Jul 2016, 16:50
blblbl
QUOTE
ვაგზალზე პანდა რომ არის სავაჭრო ცენტრი იქ იყიდება ბევრად იაფად ნუტრანაგეთსი საბითუმოა

რა ღირს ხო არ იცი?

Scoorp
QUOTE
პანდაში იქნება ალბათ შედარებით იაფად
ზუსტად არვიცი


ეგ პანდა ტელეფონების ხიშნიკები რომ დგანან ეგ სავაჭრო ცენტრია?რა ადგილასაა ზუსტად ზოომაღაზიები?

Posted by: Scoorp 15 Jul 2016, 17:05
gagamaru

7 ლარი ღირს პანდაში ნუტრა ნაგეთსი (1 კილო)

ერთი ზოომაღაზიაა მგონი
გზის მხრიდან შეხვალ და ცოტა ზემოთ აუყვები
მარცხენა მხარესაა
ან იკითხე და მიგასწავლიან იქვე
არ მისული ბაზრობამდე
წითელი ფერის შენობა როა ისაა პანდა

Posted by: amdfan 15 Jul 2016, 20:35
https://www.google.ge/search?q=kennels+favourite+dog+food&espv=2&biw=1360&bih=667&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwj9m-Sf8vXNAhVEtBQKHaauDkMQ_AUIBigB#imgrc=J0tmtH7lGBQmDM%3A ეს საკვები როგორია? რას იტყვით? 1,2 წლის ძაღლი მყავს სეტერი ინგლისური და ცუდათ წამს ზაფხულს აბრალებენ,რა ვაჭამო გაძLიერებული კვებისთვის და დავუმატო + ვიტამინები მინდა მივცე დამისუსტდა

Posted by: მ.დ.უ 19 Jul 2016, 10:16
QUOTE (blblbl @ 17 Jun 2016, 19:45 )
syaruna
ზოომარტსი ვერ ნახავდი,სხვა მაღაზიებში ნახე,მაგათ სხვა საკვებები აქვთ,თან ზოომარტში ყველაფერი ორჯერ ძვირი ღირს სხვა მაღაზიებთან შედარებით\


Scoorp
QUOTE

თუ გინდა რო ნორმალურად გაიზარდოს,აცრებით,კარგი კვებით და ა.შ. მაშინ ნუ გაიმეტებ 3 ლარიანი საჭმლისთვის

გადასარევი ძარლები იზრდებიან სამ ლარიანი საკვებითაც smile.gif
* * *
syaruna
ქუჩის ძაღლებს აჭამე biggrin.gif ისე კი სხვა საკვებში ნუ აურევ და ძარლის კონსერვები რომ იყიდება ის იყიდე და თითო კოვზი გაურიე შეჭამს გიჟივით

შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტულად რომელ პროდუქციას გულისხმობთ?

ხალხში შეცდომაში შეგყავთ, ზოომარტში ყველაზე დაბალი ფასებია ზოომაღაზიებს შორის. მაგალითად ელმუბასის ძალიან კარგი ხარისხის კატის ეკონომ საკვები 2,70 ლარად. ძაღლის ეკონომ საკვები 1,90
სუპერ პრემიუმ კატეგორიაში, ედვანსს ვგულისხმობ, რომელიც როიალ კანინზე უკეთესი ხარისხისაა, მასზე დაბალ ფასად იყიდება.

ასევე ფერპლასტის გალიები, რომელიც ამაზონზე 100 ევროზე ძვირი ღირს, ზოომარტში 70 ლარზე ნაკლებია.

პედიგრი, ჩაპი, კიტიკეტი, ვისკასი, ფრონტლაინი ზოომარტზე დაბალ ფასად არცერთ ზოომაღაზიაში არ იყიდება.

რაღაცას რომ წერთ, დაასაბუთეთ

Posted by: jackoo888 19 Jul 2016, 10:28
როიალ კანინი არის ყველაზე ცუდი საკვები, ედვანსი ან აკანა ჯობია ბევრად, ზოომარტში ვყიდულობ მე და ძვირი საერთოდ არაა smile.gif

Posted by: blblbl 19 Jul 2016, 11:41
jackoo888
QUOTE
ზოომარტში ვყიდულობ მე და ძვირი საერთოდ არაა

კაი რეკლამა იყო biggrin.gif ისე რეკლამა ისჯება,ზოომართსი ყველაფერი ხუთმაგი ღირს ისე მაიცნ და შენტვის თუ 15 ლარი კილოში ძვ ირი არაა ღმერტმა მეტი მოგცეს,თუმცა მაგაზე უეკთEსი საჭმელებიც არსებობს

Posted by: მ.დ.უ 19 Jul 2016, 11:49
QUOTE (blblbl @ 19 Jul 2016, 11:41 )
jackoo888
QUOTE
ზოომარტში ვყიდულობ მე და ძვირი საერთოდ არაა

კაი რეკლამა იყო biggrin.gif ისე რეკლამა ისჯება,ზოომართსი ყველაფერი ხუთმაგი ღირს ისე მაიცნ და შენტვის თუ 15 ლარი კილოში ძვ ირი არაა ღმერტმა მეტი მოგცეს,თუმცა მაგაზე უეკთEსი საჭმელებიც არსებობს

ძვირი და ძვირადღირებული პროდუქცია გეშლებათ ერთმანეთში.

აკანა და ორიჯენი მსოფლიოს საუკეთესო ბრენდები და ფასიც საბაზრო აქვს. ყველა ქვეყანაში ასეთი ფასები აქვს.

თქვენ აშკარად ურევთ ერთმანეთში მცნებას ძვირი და ძვირადღირებული.

დადეთ ლინკი სადაც ორჯერ დაბალ ფასშია ეს პროდუქცია სხვა ქვეყნებში.

დეზინფორმაციას ავრცელებთ შეგნებულად.

კონკრეტულად დაწერეთ რა ღირს ზედმეტი ფასი და ნებისმიერ ნივთს გაჩუქებთ შეუზღუდავად. გელოდებით

Posted by: jackoo888 19 Jul 2016, 15:28
QUOTE (blblbl @ 19 Jul 2016, 11:41 )
jackoo888
QUOTE
ზოომარტში ვყიდულობ მე და ძვირი საერთოდ არაა

კაი რეკლამა იყო biggrin.gif ისე რეკლამა ისჯება,ზოომართსი ყველაფერი ხუთმაგი ღირს ისე მაიცნ და შენტვის თუ 15 ლარი კილოში ძვ ირი არაა ღმერტმა მეტი მოგცეს,თუმცა მაგაზე უეკთEსი საჭმელებიც არსებობს

არანაირი რეკლამა არ იყო , ყველა წერს თავის აზრს აქ,მე რასაც ვაჩმევ იმას ვურჩევ სხვასაცsmile.gif მაშინ ყველას პასუხი რეკლამა გამოდის smile.gif)

Posted by: natia_m77 24 Jul 2016, 15:15
მ.დ.უ
თქვენ ზოომარტის წარმომადგენელი ხართ?

Posted by: მ.დ.უ 24 Jul 2016, 17:46
QUOTE (natia_m77 @ 24 Jul 2016, 15:15 )
მ.დ.უ
თქვენ ზოომარტის წარმომადგენელი ხართ?

?
.................................................................................................................
* * *
blblbl

QUOTE
ზოომარტსი ვერ ნახავდი,სხვა მაღაზიებში ნახე,მაგათ სხვა საკვებები აქვთ,თან ზოომარტში ყველაფერი ორჯერ ძვირი ღირს სხვა მაღაზიებთან შედარებით


როგორ დაიკარგა ეს იუზერი, ასე იცის ჰაერზე ლაპარაკმა smile.gif

ერთი მაგალითი მაინც მოიყვანე რომელი ნივთი ღირს სხვა მაღაზიებზე ძვირი?

ნამყოფი ხარ საერთოდ ზოომარტში? ასორტიმენტის 95% ექსკლუზიურია და ზოომარტში იყიდება მხოლოდ. ეგ ბრენდები რაც არის წარმოდგენილი, გინახავს მაინც საერთოდ რა ხარისხისაა და რამდენად დაბალ ფასში იყიდება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

ეს არ შეიძლება ორღობის ჭორების წერა და ხალხის შეცდომაში შეყვანა. სირცხვილია.

ეს კი შენ ჩემგან ბოლოში

Posted by: MITIATO 25 Jul 2016, 15:51
მ.დ.უ

ინტრიგანი არ გეგონოთ, უბრალოდ, გალიების ასორტიმენტი მაქვს ამაზონზე შესწავლილი.
არ ღირს ეგ გალია მასეთი ძვირი.

https://www.amazon.com/Ferplast-CAGE-KROLIK-X-LARGE-BORDEAUX/dp/B0133LNMUM/ref=sr_1_22?srs=3028256011&ie=UTF8&qid=1469447216&sr=8-22

P.S. ჩამოტანილის ყიდვა რა თქმა უნდა ჯობია.

Posted by: Scoorp 26 Jul 2016, 11:08
სელექთს აჭმევთ ვინმე თქვენ ძაღლს?
კმაყოფილები ხართ?

ნუტრა მინდა შევუცვალო რამე მაგდაგვარი ფასის საკვებით და
რამეს ხო არ მირჩევთ?

Posted by: Levan ch 1 Sep 2016, 18:12
გერმანული ნაგაზი მოვიყვანე ერთი თვის და როიალ კანინს ვაჭმევ მდუღარე წყალს ვასხავ და ფაფასავით ხდება გაციებისას
ესე მასწავლეს და თვქენ რას მეტყვით კარგია ესე თუ სხვა რამ და სხვანარიად უნდა ვაჭამო?

Posted by: Scoorp 1 Sep 2016, 18:21
Levan ch


სწორია ეგრე იჭმევა მაგ პერიოდში საკვები
უბრალოდ 1 თვის ლეკვისთვის რო გინდა ის უთხარი ხოლმე
ასაკობრივად იყოფა საჭმელები

Posted by: Levan ch 1 Sep 2016, 18:37
Scoorp

მადლობა...
--------------

Posted by: goga555 27 Sep 2016, 10:02
გამარჯობათ, მეგობრებო მყავს 11 თვის ლაბრადორი, მაინტერესებს თქვენგან რჩევა, რამდენად კარგი და თუ აჭმევთ თქვენს მეგობრებს საკვებს, Megabone Energy (მეგაბონს) რას მეტყოდით ამ საკვებზე, არის პრემიუმი, ტომარა 80 ლარი ღირს...

Posted by: Scoorp 27 Sep 2016, 11:32
goga555


გოგა ნუტრა შეუცვალე ჯონას?

Posted by: blblbl 27 Sep 2016, 12:14
მ.დ.უ
ეს ახლა ვნახე ჰაერზე არ ვლაპარაკობ არასდროს!ნამყოფი ვარ უამრავჯერ და ყველაფერი სამჯერ ძვირია ნებისმიერი ნივთი! ასე რომ მე რასაც ვწერ ზუსტად ვიცი,შენ კი შეგახსენებ რომ რეკლამა აკრძალულია

Posted by: goga555 27 Sep 2016, 14:33
Scoorp
QUOTE
გოგა ნუტრა შეუცვალე ჯონას?

აღარ ჭამა ნუტრა, ტყუილად ვიყიდე ნახევარი ტომარა მერე სხვას ვაჩუქე, მოკლედ ეს საკვები გავასინჯე გუშინ და გაგიჟდა ისე ჭამა, თან პრემიუმია და ვფიქრობ რომ არ უნდა იყოს ცუდი....

Posted by: Scoorp 27 Sep 2016, 16:06
goga555


ვაა
მობეზრდა ალბათ biggrin.gif

მე ვიცი რო კარგია მეგაბონიც smile.gif

რამდენი კილოა ტომარაში?

Posted by: goga555 29 Sep 2016, 12:57
Scoorp
QUOTE
მე ვიცი რო კარგია მეგაბონიც

რამდენი კილოა ტომარაში?

ტომარაში არის 20 კგ, პრემიუმი, მოკლედ ძალიან კარგი საკვებია რაც რევიუები ვნახე...

Posted by: Scoorp 29 Sep 2016, 13:20
goga555


აუ რა კარგიაა smile.gif
1 წლის გახდეს და გადავიყვან მაგაზე
ნუტრა უფრო ძვირი გამოდის


დღეში რამდენ გრამს აჭმევ ახლა?

Posted by: pleita 4 Oct 2016, 13:07
ამ თემასთან რამდენად კავშIრშია არ ვიცი, მაგრამ იდოს,

სიგრძე 50 სმ სიმაღლე 12სმ.
ჯამების სიღრმე.7 სმ. დიამეტრი 19

50გელ
https://www.amazon.com/gp/product/B008J13VUI/ref=oh_aui_detailpage_o02_s02?ie=UTF8&psc=1

http://radikal.ru

http://radikal.ru

Posted by: Forester 6 Dec 2016, 11:37
ძაღლის საკვები იაფად სად იყიდება?
თან მირჩიეთ რომელი საკვებია ოპტიმალური 6 თვის გერმანული ნაგაზისთვის?
დამღალა როიალ კანინის სიძვირემ

Posted by: tin10nio 8 Dec 2016, 00:41
Forester
ვაგზალზე არის პანდა ,შედი მანდ დანახავ არის ორი საბითუმო. იკითხე ვაჟა ,მაგას აქვს ძალიან კარგ ფასში.
მაგისგან ვმარაგდებოდი მე ,რუსთავში მქონდა ზოომაღაზია.
დიდი ხანია აღარ შემიძენია მე არაფერი ,მაგრამ ადრე ნუტრა ნაგეცს ვაჭმევდი ჩემ ცუგოს,ეხლა ჩაპზე მყავს. ნუტრა 4ლარამდე ღირდა გადაყიდი ფასი,მე 3'5 ნახევრად ვიღებდი.

Posted by: Scoorp 8 Dec 2016, 10:46
tin10nio
.ვაიმე მაგ ფასად როდის ყიდულობდი ნუტრას?
რამდენი წლის წინ?

Posted by: tin10nio 8 Dec 2016, 16:41
Scoorp
სამი წლის წინ :დდ აუ ახლა გახდა კოშმარი ფასიი :დდ

Posted by: chele23 11 Dec 2016, 23:34
მოგესალმებით მეგობრებო, პრო პლანზე თუ გსმენიათ რამე ან თუ აჭმევთ თქვენ ოთხფეხა მეგობარს ვინმე?

Posted by: dryade 25 Dec 2016, 14:58
chele23
მე ვაჭმევ. ხარისხით არ ჩამოუვარდება როიალ კანინს. ნორმალურია ორივე.

Posted by: ridahh 26 Dec 2016, 02:21
საქონლის ხორცის ძვლები მოხარშული ბირნჯთან და კარტოფილთან ერთად როგორია ძაღლისთვის?
ძაან ცუდი ხო არაა? biggrin.gif
აზიური ნაგაზი მყავს და ხანდახან ესე ვაჭმევ ხოლმე, ხან პედიგრი და ხან ნახარში ძვლების.

Posted by: YUKON 26 Dec 2016, 13:06
ჰასკის ლეკვი მყავს 23 დღისაა და მირჩიოთ იქნებ რა უნდა ვაჭამო?რა რაოდენობით და ასე შემდეგ.

Posted by: Scoorp 26 Dec 2016, 13:09
ridahh

იდეაში ნახარში ძაღლებისთვის კარგი არაა. კარტოფილიც არ შეიძლება ძაღლისთვის როგორც ვიცი. და არც შერეული ჭამა ვარგა
ანუ ან სულ მშრალ (თავის საჭმელზე) კვებაზე უნდა გყავდეს
ან სახლში უმზადებდე და სულ იმაზე
ხან პედიგრი და ხან ნახარში კარგი არაა ნამდვილად.

Posted by: beerrn 26 Dec 2016, 15:26
კოკერი მყავს ამერიკული, პრობლემა აქვს თვალზე შავი ლაქა აქ რავუყო არ ვიცი წმაალს არ ისხამს არ მიჩერდება რამ შეიძლება გამოიწვიოს და რითი შეიძლება მოვაშორო ეს შავი ლაქები ან წვეთების გარდა სხვა რა საშუალება არსებობს

Posted by: Scoorp 26 Dec 2016, 16:37
beerrn


ვეტთან არ გყავდათ?
ასე ზეპირად ვინ რა უნდა გითხრათ?
რამენაირად უნდა გააკავოთ 2მა ან 3მა ადამიანმა და ჩააწვეთოთ,
სხვა გზა არაა

Posted by: -Richelieu 26 Dec 2016, 18:00
beerrn

ვეტერინართან წაიყვანე

პ.ს. რამდენი წლის არის?

Posted by: beerrn 26 Dec 2016, 21:48
1 წლის ხდება, ვეტერინარმა ეგ წვეთები მითხრა მარა აი ვერანარიად მოვუხერხე ვერაფერი რ ჩერდება თავს აქნევს

Posted by: dryade 28 Dec 2016, 03:44
QUOTE (YUKON @ 26 Dec 2016, 13:06 )
ჰასკის ლეკვი მყავს 23 დღისაა და მირჩიოთ იქნებ რა უნდა ვაჭამო?რა რაოდენობით და ასე შემდეგ.

23 დღის ლეკვი ვინ გამოგატანა cry.gif

2 თვემდე მაინც უნდა იყოს დედასთან.

რძის შემცვლელი დაგჭირდება, ზოომაღაზიებში გაიკითხე. cry.gif გაუთბე და პიპეტით აჭამე.

და ძროხის, კატის, კამეჩის, ადამიანის და ა.შ რძე კატეგორიულად გამორიცხე.

Posted by: BLACK_SERENADE 28 Dec 2016, 22:26
YUKON
QUOTE
ჰასკის ლეკვი მყავს 23 დღისაა და მირჩიოთ იქნებ რა უნდა ვაჭამო?რა რაოდენობით და ასე შემდეგ.

როიალ კანინი მედიუმ სტარტერი. თუ ვერ ჭამა, თბილ წყალში დაულბე. დალშე ვეტერინარს ჰკითხე.
ჭიის წამალზე და აცრებზეც დაგაკვალიანებს.


კიდე უცხიმო ხაჭო შეიძლება



dryade
QUOTE
23 დღის ლეკვი ვინ გამოგატანა

2 თვემდე მაინც უნდა იყოს დედასთან

არა რა 2 თვემდე. 4 კვირისები უკვე დამოუკიდებლად ჭამენ და შეიძლება წამოყვანა.
ერთი თვისები მომყავს ხოლმე ჩემი ალიმენტური ლეკვები...


Posted by: FoXy 28 Dec 2016, 23:35
როიალ კანინს მაქსი სტარტერს გლდანი-ნაძლადევის ტერიტორიაზე სად ყიდულობთ?

Posted by: dryade 29 Dec 2016, 00:10
BLACK_SERENADE
დამოუკიებლად რომ იკვებებიან, ეგ ხო..ცოტა სხვა რამე ვიგულისხმე. user.gif

თვითონ არ ატანენ ხოლმე, პატრონები, როგორც წესი. სადაც ვცხოვრობ, შანსი არაა 1თვის, ან დღეების ლეკვი გამოგატანონ.
2-3 თვის უნდა იყოს. 3 თვისას სრულად აქვს ხოლმე ყველა აცრა გაკეთებული, დამოუკიდებლადაცაა კვებას მიჩვეული (მშრალ საკვებს) და რისკიც ნაკლებია. cry.gif

Posted by: BLACK_SERENADE 29 Dec 2016, 14:38
dryade

არ ვიცი სად ცხოვრობ, მარა გურჯისტანში 1-2 თვის ლეკვები მიჰყავთ ძირითადად და აცრებს თვითონ უკეთებენ/აგრძელებენ ხოლმე.


Posted by: dryade 29 Dec 2016, 15:01
BLACK_SERENADE
ძალიან არასწორია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არასდროს ჰქონია ადამიანს შეხება მანამდე შინაურ ცხოველთან, არ იცის, როგორ მოუაროს და ა.შ cry.gif



Posted by: YUKON 9 Jan 2017, 16:39
BLACK_SERENADE
dryade
მადლობა მეგობრებო ყურადღბისთვის გადასარევად გრძობს პატარა თავს,პირვლი დღე იყო ცოტა შეშინებული,არც პრობლმა გვქონია ჯრჯერობიტ არაფრი

Posted by: Miаmi 9 Jan 2017, 17:11
რა პედოგრი და როიალ კანინი
ძვლებზე და ხმელა პურზე მყავს
კი არი მგელივით
givi.gif

Posted by: Niccolo_Machiavelli 9 Jan 2017, 17:33
ორიჯენზე უკეთესი არის რამე? ფასს მნიშვნელობა არ აქვს

Posted by: Scoorp 9 Jan 2017, 18:38
Miаmi


ზოგი ნაგავზეც იზრდება და ცხოვრობს,მაგრამ წლების მერე ემართებათ რაღაცები და კვდებიან მალე.
გააჩნია ორგანიზმსაც,გენეტიკასაც და ა.შ.

Niccolo_Machiavelli


მემგონი მაგაზე უკეთესი არ გვაქვს ჯერჯერობით

Posted by: tovliskaci 26 Apr 2017, 20:43
გამარჯობათ,მყავს 3თვის ამერიკული კოკერსპანიელი,ერთი თვიდან ჭამს როიალ კანინს სტარტერს,ორი კვირა ჭამდა ნორმალურად მერე მიატოვა ჭამა და ვაჭმევდი ძალით,შემდეგ ასაკის შესაბამისად გადავედი როიალ კანინ ჯუნიორზე ამას საერთოდ არ ჭამს,4ულუფიდან ერთს ათავებს ბოლომდე წონაში ჩამორჩა უკვე და ამაზე ვნერვიულობ,ხასეთით ყველაფრით ძაღლის არის აქტიური ყველნაირად არც კუჭში მოქმედებას.ეხლა კიდე შევუცვალე ვიფიქრე უფრო მოეწონებოდა ნუტრა ნაგეთსი ამასაც აუვლის ჩაუვლის ხან ჭამს ხან არა ,ხაჭოს ვურევ და ლეკვის კონსერვს რო იქნებ ჭამოს და ასე ვაჭმევ ძალით + ვიტამინებს ვუყრი შიგნით რაც ვეტმა მომცა,რამე რჩევას ხომ ვერ მომცემთ შევცალო კიდევ საჭმელი?ძაღლს ყველა საჭირო აცრა გაკეთებული აქვს ჭიის წამალიც მიცემული.შეიძლება ისევ ჭია ყავდეს და უმადობა ამის ბრალი იყოს?

Posted by: მ.დ.უ 30 Apr 2017, 09:35
tovliskaci
რაღა დროს როიალ კანინია..

აკანა ან ორიჟენი. აკანა ორჯერ უკეთესია და იგივე ფასი აქვს რაც როიალს

Posted by: tovliskaci 2 May 2017, 20:08
QUOTE (მ.დ.უ @ 30 Apr 2017, 09:35 )
tovliskaci
რაღა დროს როიალ კანინია..

აკანა ან ორიჟენი. აკანა ორჯერ უკეთესია და იგივე ფასი აქვს რაც როიალს

ერთი ფასი როგორ არის კანინი 10.00ლარი ღირს და აკანა და ორიჯენი დაახლოებით 18-19ლარი,ეხლა პროსტა აქციაშია დაბალ ფასში გადაიყვან ძაღლს და 1თვეში მორჩება აქცია და გახდება ისევ 19ლარი.

Posted by: <GladiatoR> 12 May 2017, 11:47
პრო პლანის აჭმევთ ვინმე? სად მირჩევთ რომ ვიყიდო ხოლმე ძაღლის საჭმელი?

Posted by: zuziko 12 May 2017, 22:43
თვენახევრის ლაბრადორი ავიყვანე, საჭმელი გამომატანა , მაგრამ მგონია რომ ძაან უხარისხოს აჭმევდა,

ლეკვი ძაან სუსტია და რას მირჩევთ?

Posted by: dryade 14 May 2017, 03:04
<GladiatoR>
მე ვაჭმევდი, სანამ სახლის კვებაზე გადავიყვანდი. კარგია საკმაოდ.

zuziko
აკანას და ორიჟენს აქებენ.
პროპლანი, როიალ კანინიც კარგია საკმაოდ..

ჭიებზე დამუშავებულია?

Posted by: zuziko 22 May 2017, 10:54
dryade
QUOTE
აკანას და ორიჟენს აქებენ.
პროპლანი, როიალ კანინიც კარგია საკმაოდ..

ჭიებზე დამუშავებულია?


ჭიებზე დავამუშავეთ, როიალ კანინს ვაძლევ და ერთ კვირაში ლამის სამჯერ გაიზარდა

Posted by: Andgula 22 May 2017, 12:17
გამარჯობა, გერმანული დოგისთვის სამი წლის არის რას მირჩევთ რომელ საჭმელზე გადავიყვანო?

აქამდე როიალ კანინს ჭამდა მაგრამ აღარ მიუწევს გული რაღაც მაგისკენ :დ

Posted by: edna mamida 27 May 2017, 14:15
აკანა და ორიჟენი ძვირია, თან თევზის სუნის გამო არ ჭამეს ჩემებმა
Taste of Wilde ვნახე ზოომაღზიებში , ახალი შემოტანილია, ეგეც იგივე კლასია რაც აკანა და ორიჟენი
ჩემები კარგად ჭამენ

Posted by: abes777 27 May 2017, 22:04
სუფთა სისხლის ავჩარკა მყავს. სახლში შესვლას როგორ გადავაჩვიო? ეზო საკმაოდ დიდია მარა მაინც სახლშო შემოდის.

Posted by: მ.დ.უ 22 Jul 2017, 19:45
edna mamida
QUOTE
აკანა და ორიჟენი ძვირია, თან თევზის სუნის გამო არ ჭამეს ჩემებმა
Taste of Wilde ვნახე ზოომაღზიებში , ახალი შემოტანილია, ეგეც იგივე კლასია რაც აკანა და ორიჟენი
ჩემები კარგად ჭამენ




აკანას ლეკვის და ზრდასრულის საკვები კგ ზოოქარდით 12 ლარი ღირს და როგორაა ძვირი? ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია საქართველოში.

როიალს ორჯერ ჯობია ხარისხით და ან მაგაზე დაბალი ფასი აქვს ზოომარტში ან იგივე

Andgula

QUOTE
გამარჯობა, გერმანული დოგისთვის სამი წლის არის რას მირჩევთ რომელ საჭმელზე გადავიყვანო?

აქამდე როიალ კანინს ჭამდა მაგრამ აღარ მიუწევს გული რაღაც მაგისკენ :დ


იგივე კლასში და თან უფრო დაბალ ფასში ზოომარტში ნახავ ედვანსს. იგივე ფასად და ორჯერ უკეთესი თუ გინდა მაშინ აკანა (ორჯერ-სამჯერ მეტი აქვს ხორცის შემცვლელობა). ეგეც ზოომარტშია

Posted by: chele23 23 Jul 2017, 20:44
მოგესალმებით,

ძაღლს რომ კატის საკვები მივცე, რამე დაშავდება?

Posted by: Scoorp 25 Jul 2017, 15:47
chele23


facepalm.gif


არ შეიძლება

Posted by: chele23 27 Jul 2017, 13:14
QUOTE (Scoorp @ 25 Jul 2017, 15:47 )
chele23


facepalm.gif


არ შეიძლება

შეგიძლიათ მითხრათ რატომ არ შეიძლება?


P.S.: ძაღლი არ მყავს, არც კატა : ))

Posted by: Scoorp 27 Jul 2017, 13:30
chele23



ერთჯერადად ჭამა იგულისხმე, თუ ზოგადად?

Posted by: chele23 27 Jul 2017, 14:47
QUOTE (Scoorp @ 27 Jul 2017, 13:30 )
chele23



ერთჯერადად ჭამა იგულისხმე, თუ ზოგადად?

თუ იცით, ორივე მაინტერესებს..

მადლობელი დაგრჩებით თუ ამიხსნით.

Posted by: Scoorp 27 Jul 2017, 16:01
chele23


ვერ ვერკვევი დეტალურად, სამწუხაროდ რომ დაწვრილებით აგიხსნათ
ფბ-ზე ვიკითხე ერთერთ ჯგუფში

"კატის ორგანიზმი სხვანაირია და სხვა ნივთიერებები და ბალანსი სჭირდება ძღლის სხვანაირი. შესაბამისად საკვებც მორგებულია კონკრეტულ ცხოველზე. მარტივი ლოგიკააა. ეგ იგივეა ქათმის საკვები თუთიყუშს რომ აჭამო ხომ ორივე ფრინველია მაგრამ სხვადასხვა რაღაც სჭირდებათ. შეიძლება არც არაფერი მოუვიდეს ასე ერთჯერადად ან რამოდენიმეჯერ მაგრამ სულ თუ ასე კვებეს რა თქმა უნდა კარგად არ დასრულდება."

კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა მოუვა, მაგრამ ბუნებრივია რომ უბრალოდ არ იქნება სწორი ))

Posted by: chele23 28 Jul 2017, 10:24
Scoorp
მადლობა ყურადღებისთვის : ))

Posted by: NIGERINO 28 Jul 2017, 16:59
კატის საჭმელი ყოველთვის სჯობია ძაღლისას, კატის საჭმელში თუ ნამდვილი ხორცი არაა არ შეჭამს კატა ძაღლისგან განსხვავებით,
პ.ს. ძაღლს რომ კატის საჭმელი აჭამო არაფერი არ მოუვა უკეთესი ხარისხის საჭმელს შეჭამს.

Posted by: Scoorp 28 Jul 2017, 17:06
NIGERINO


ძაღლის საკვებში ისედაც ვიცი რომ ხორცი ძალიან მცირე შემცველობითაა
და ეგ თეორია კიდე არამგონია უტყუარი იყოს

Posted by: NIGERINO 28 Jul 2017, 17:47
ხორცი არც ერთ ძაღლის საჭმელში არაა, ხორცისგან გაკეთებული სპეც საკვები არ ინახება 2-3 დგის მერე ფუჭდება.

Posted by: THUNDER 11 Sep 2017, 01:43
გამარჯობა,

ვაპირებ 3 თვის ლეკვს დავუწყო ADVANCE Puppy Maxi-ს მიცემა, რამდენად ხარისხიანია და ხომ არ ჯობია სხვა შევურჩიო?

მადლობა

Posted by: Scoorp 11 Sep 2017, 10:35
THUNDER


არა კარგია ადვანსი საკმაოდ )

Posted by: THUNDER 12 Sep 2017, 01:14
Scoorp

მადლობა




___________

Posted by: andy murray kimi iceman 20 Sep 2017, 17:34
გამარჯობათ მყავს სენბენარი 2თვე ნახევრის აქამდე სულ ვაჭმევდი როიალ კანინს და ახლა აღარ ჭამს ისეთი ხალისით როგორც თავიდან ჭამდა და გადავწყვიტე გადამეყვანა სხვაზე და პრო პლანი ვცადე მარა მაგას საერთოდ არ გაეკარა და რას მირჩევნთ რომელი ვაჭამო კიდე? იაფასიანი და ნაგავი არ მინდა. მადლობა წინასწარ

Posted by: Scoorp 20 Sep 2017, 20:02
andy murray kimi iceman


არ შეიძლება საჭმლის ხშირი შეცვლა
შეიძლება სცხელა და მაგიტომ არ ჭამს
დაუყარე,ეყაროს და როცა მოშივდება შეჭამს
ნუ შიმშილოთ ნუ მოკლავ მაგრამ 2-3 დღე შეხედე :დ თუ საერთოდ არ გაეკარა მაშინ სცადე სხვა
მაგალითად ედვანსი, ორიჟენი (თუ ფასზე პრობლემა არ გაქვს)
ნუტრა ნაგეთსიც კარგია

Posted by: მ.დ.უ 20 Sep 2017, 22:06
QUOTE (andy murray kimi iceman @ 20 Sep 2017, 17:34 )
გამარჯობათ მყავს სენბენარი 2თვე ნახევრის აქამდე სულ ვაჭმევდი როიალ კანინს და ახლა აღარ ჭამს ისეთი ხალისით როგორც თავიდან ჭამდა და გადავწყვიტე გადამეყვანა სხვაზე და პრო პლანი ვცადე მარა მაგას საერთოდ არ გაეკარა და რას მირჩევნთ რომელი ვაჭამო კიდე? იაფასიანი და ნაგავი არ მინდა. მადლობა წინასწარ

ედვანსს გირჩევ. ზოომარტს აქვს ძალიან მაგარი აქცია

Posted by: gagamaru 21 Sep 2017, 04:29
ფიტმინი ან დიბაქი.ძალიან მაგარი საკვებია და არ იცის ბევრმა. ფასი ედვანსზე და როიალზე ნაკლები აქვს და ხარისხით არ ჩამოუვარდება თუ მეტიც არაა.

Posted by: მ.დ.უ 21 Sep 2017, 08:32
QUOTE (gagamaru @ 21 Sep 2017, 04:29 )
ფიტმინი ან დიბაქი.ძალიან მაგარი საკვებია და არ იცის ბევრმა. ფასი ედვანსზე და როიალზე ნაკლები აქვს და ხარისხით არ ჩამოუვარდება თუ მეტიც არაა.

რა არის მეგობარო, ზოომაღაზია გაქვს და ჩაწოლილი საქონელის გასაღება გინდა თუ ძაღლი უნდა მოუკლა? lol.gif eek.gif

ეგ რაც ურჩიე ჩეხური პროდუქტია და ეგენი აზრზე არ არიან ძაღლის საკვების წარმოაბზე (სხვა საკითხია ცხოველების ფარმაცეფტიკა, სადაც ტოპები არიან). ჩემ ძაღლზე გამოვცადე შედეგი 50 კგ-დან საცოდავი 30 კგ-მდე ჩამოვიდა და 2 წელი დამჭირდა მკურნალობით ფორმაში რომ მომეყვანა.

მერე ვნახე ნეტში ყველაფერი ჩეხურ საკვებზე. 5 წელია რაც დაიწყეს წარმოება რაღაც უცნობმა "კანტორებმა". ჯერ ლიმონათს რომ ასხავდნენ და მერე ცხოველების საკვებს რო გადაწყვეტენ, აი ეგეთებმა. გაასაღეს ეკონომ ხარისხის საკვები სუპერ პრემიუმად და დაწამლეს ნახევარი ჩეხეთი და მერე რომ დაუვარდათ გაყიდვები ექსპორტზე დაიწყეს ჩალიჩი. ევროპამაც მალევე დაბლოკა ჩეხური საკვები და ძალიან ბევრ ქვეყანაში ნებისმიერ ჩეხურს ემბარგო ადევს.

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: gagamaru 22 Sep 2017, 02:05
მ.დ.უ
QUOTE
რა არის მეგობარო, ზოომაღაზია გაქვს და ჩაწოლილი საქონელის გასაღება გინდა თუ ძაღლი უნდა მოუკლა?


ხო მაგარი ბოროტი ტიპი ვარ და ცუდი მინდა.

შენ რა გამოცადე არ ვიცი მაგრამ კაი ხანია მაგ საკვებზე მყავს ძაღლი და მშვენივრად გრძონობს თავს.

Posted by: Scoorp 22 Sep 2017, 10:57
QUOTE (gagamaru @ 21 Sep 2017, 04:29 )
ფიტმინი ან დიბაქი.ძალიან მაგარი საკვებია და არ იცის ბევრმა. ფასი ედვანსზე და როიალზე ნაკლები აქვს და ხარისხით არ ჩამოუვარდება თუ მეტიც არაა.

პირველად მესმის ამ საკვების სახელი საერთოდ :/


Posted by: gagamaru 22 Sep 2017, 19:48
Scoorp
QUOTE
პირველად მესმის ამ საკვების სახელი საერთოდ :/



მსოფლიოში უამრავი მაგარი კორმია რომლის სახელიც საერთოდ არ გექნება გაგებული smile.gif)

Posted by: Scoorp 25 Sep 2017, 11:05
gagamaru

ლას მელაპალაკები biggrin.gif

Posted by: Scoorp 26 Sep 2017, 14:47
gagamaru


ზრდილობას მოუხმე ბიჭუნი wink.gif

Posted by: PuTKiiI 26 Sep 2017, 18:46
gagamaru
Scoorp
დაწყნარდით..

არაფრის მომცემ სიტყვებს ნუ გადაზრდით
კონფლიქტში..
ამჯერად ბანი/ ვორნის გარეშე
მოვახდინოთ ეს ყველაფერი

Posted by: blblbl 27 Sep 2017, 11:59
gagamaru
ზრდილობინად ისაუბრე,წინაარდმეგ შემტხვევაში დაივორნები

Posted by: Rebel=)) 4 Oct 2017, 15:22
მოგესალმებით, 4 თვის დრათჰარისთვის მინდა ვიტამინები, ზრდაში რომ შეუწყოს ხელი ისეთი, ხომ ვერ მირჩევთ რამეს?

Posted by: edna mamida 5 Oct 2017, 15:47
ვადებს მიაქციეთ ყურადღება
ძველ საკვებს ყიდიან ზოომაღაზიები, მერამდენედ გამოვიჭირე უკვე

Posted by: 7kakhi 31 Oct 2017, 14:52
მოგესალმებით მეგობრებო, მყავს 3 თვის ჰასკი რომელიც იკვებება royal canin- ით და ძალიანაც მოსწონს თუმცა სიმართლე გითხრათ საკმაოდ ძვირიც კი მიჯდება. nutra naggets-ზე მინდა გადავიყვანო და რამდენად მირჩევთ?? რამდენად დიდი სხვაობა კანინსა და ნაგეც შორის?? სადაც ვყიდულობ ძალიანაც აქებენ და მითხრეს რომ ათვისება ბევრად მეტია როიალს და ბლა ბლა ბლა.. რო ვუთხარი მინდა შევცვალოთქო ისეთი თვალებით შემომხედეს, თითქოს პურზე და წყალზე გადამყავდა ძაღლი.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Oct 2017, 19:16
7kakhi
გადახედე პოსტებს როგორც მახსოვს არ აქებენ ამ საკვებს მეტს ვერაფერს გეტყვი

Posted by: chele23 31 Oct 2017, 21:24
QUOTE (edna mamida @ 5 Oct 2017, 15:47 )
ვადებს მიაქციეთ ყურადღება
ძველ საკვებს ყიდიან ზოომაღაზიები, მერამდენედ გამოვიჭირე უკვე

რომელ მაღაზიაში ყიდულობთ საკვებს? თუ დაგვიწერთ ჩვენც ყურადღებით ვიქნებით : ))

Posted by: <GladiatoR> 14 Nov 2017, 14:54
რა საკვებს მირჩევთ ძაღლისთვის ტომარა 100 ლარამდე რომ ღირდეს?

Posted by: edna mamida 14 Nov 2017, 15:14
chele23
QUOTE
რომელ მაღაზიაში ყიდულობთ საკვებს? თუ დაგვიწერთ ჩვენც ყურადღებით ვიქნებით : ))

ისეთი დღე დავაყარეთ აღარ იზამენ, გარწმუნებთ! მანდ არ ვყიდულობ ხოლმე
ბუნების სამყაროში ვყიდულობ Taste of the Wild. High Prairie Formula
ძAლიან კარგი საკვებია, ჰაი კლასის, მარცვლეულის გარეშე და უმაღლესი შეფასებებით.

ძაღლის საჭმლის სანდოობის და ხარისხის შესამოწმებლად მიმართეთ საიტებს სადაც ზუსტი ინფორმაციაა მოცემული ძაღლის საკვების შესახებ
www.dogfoodadvisor.com
www.dogfoodanalysis.com

Posted by: gagva 15 Nov 2017, 21:55
პიტბულის ლეკვი 1 თვის რა საკვები უნდა მივცე ? ძვირიც რო არ დაჯდეს ძაან ? დღეში რამდენჯერ უნდა კვება ?
და კიდე რჩევები მომეცით რა რა უნდა გავითვალისწინო ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Nov 2017, 16:06
gagva
QUOTE
პიტბულის ლეკვი 1 თვის რა საკვები უნდა მივცე ? ძვირიც რო არ დაჯდეს ძაან ? დღეში რამდენჯერ უნდა კვება ?
და კიდე რჩევები მომეცით რა რა უნდა გავითვალისწინო ?

ასეთი ჯიშების ტიპიური მეპატრონე ხარ, რატო იყიდე ეს ძაღლი თუ არ იცი რამდენჯერ რა აჭამო და თან ეკონომია გააკეთო?

Posted by: <GladiatoR> 18 Nov 2017, 16:12
დაიმონდ პრემიუმი რომ არის საკვები რა აზრის ხართ ნორმალური საკვებია?

Posted by: madridiSSta1988 19 Nov 2017, 11:37
ხლხო ჩემმა ძაღლმა ქათმის ძვალი მოიპარა და შეჭამა და საშიშია? sad.gif მოზრდილი ბარკლის ძვალი იყო sad.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Nov 2017, 11:45
madridiSSta1988
QUOTE
ხლხო ჩემმა ძაღლმა ქათმის ძვალი მოიპარა და შეჭამა და საშიშია?  მოზრდილი ბარკლის ძვალი იყო

მთელის სოფლის ძაღლები ნასუფრალს ჭამენ ერთი ძვალით რა დაემართება? biggrin.gif ნუ გეშინია

Posted by: madridiSSta1988 19 Nov 2017, 14:54
M-A-S-E-R-A-T-I
რავი ადრე შემაშინა ამის ექიმმა, კუჭს გაუხვრეტს და მოკლავს, არ აჭამოო facepalm.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Nov 2017, 17:57
madridiSSta1988
QUOTE
რავი ადრე შემაშინა ამის ექიმმა, კუჭს გაუხვრეტს და მოკლავს, არ აჭამოო 

რამდენადაც წვრილი ძვლები აქვს მიიჩნევა რო სახიფათოა მარა თუ შეგიმჩნევია სოფლის ძაღლებს დაუფიქრებლად მოუქნევენ სუფრიდან ნარჩენებს და ჯერ მაგით ძაღლი არ დამხრჩვალა, უბრალოდ რეკომენდირებულია რო არ მისცე კიდურების ძველბი დანარჩენი თავისუფლად

Posted by: Scoorp 21 Nov 2017, 10:42
QUOTE (7kakhi @ 31 Oct 2017, 14:52 )
მოგესალმებით მეგობრებო, მყავს 3 თვის ჰასკი რომელიც იკვებება royal canin- ით და ძალიანაც მოსწონს თუმცა სიმართლე გითხრათ საკმაოდ ძვირიც კი მიჯდება. nutra naggets-ზე მინდა გადავიყვანო და რამდენად მირჩევთ?? რამდენად დიდი სხვაობა კანინსა და ნაგეც შორის?? სადაც ვყიდულობ ძალიანაც აქებენ და მითხრეს რომ ათვისება ბევრად მეტია როიალს და ბლა ბლა ბლა.. რო ვუთხარი მინდა შევცვალოთქო ისეთი თვალებით შემომხედეს, თითქოს პურზე და წყალზე გადამყავდა ძაღლი.

მე მაგაზე გავზარდე ჩემი ძაღლი
ცუდი საკვები არაა,პრემიუმია თანაც როგორც მახსოვს.


Posted by: gagva 21 Nov 2017, 23:11
M-A-S-E-R-A-T-I
ვერ მივხვდი შენი პოსტი რას ემსახურება ?
ვიკითხე რჩევა და დახმარება და არა ჭკუის დარიგება. და ეკონომიის გაკეთებას არ ვგეგმავ უბრალოდ არ მინდა მივიდე ზოო მაღაზიაში და ისეთი საკვები გამატონონ ისეთ ფასად რაც არაადეკვატურია.\
ხო კიდე რახან ლეკვი მყავს აუცილებელია ვიცოდე დღეში რამდენჯერ ვაჭამო ? და რახან არ ვიცი მაგის გამო უარი უნდა ვთქვა ლეკვზე ?

პ.ს ჯერ არ მყავს ლეკვი ჯერ 2 კვირისაა და ველოდები 1 თვის გახდეს და წამოვიყვან.

Posted by: trezeguet 22 Nov 2017, 15:29
QUOTE (Scoorp @ 21 Nov 2017, 10:42 )
QUOTE (7kakhi @ 31 Oct 2017, 14:52 )
მოგესალმებით მეგობრებო, მყავს 3 თვის ჰასკი რომელიც იკვებება royal canin- ით და ძალიანაც მოსწონს თუმცა სიმართლე გითხრათ საკმაოდ ძვირიც კი მიჯდება. nutra naggets-ზე მინდა გადავიყვანო და რამდენად მირჩევთ?? რამდენად დიდი სხვაობა კანინსა და ნაგეც შორის?? სადაც ვყიდულობ ძალიანაც აქებენ და მითხრეს რომ ათვისება ბევრად მეტია როიალს და ბლა ბლა ბლა.. რო ვუთხარი მინდა შევცვალოთქო ისეთი თვალებით შემომხედეს, თითქოს პურზე და წყალზე გადამყავდა ძაღლი.

მე მაგაზე გავზარდე ჩემი ძაღლი
ცუდი საკვები არაა,პრემიუმია თანაც როგორც მახსოვს.

მე გირჩევნ კანინზე დატოვე სტარტერზე , თან სამი თვის ჰასკმა იმდენი რა უნდა ჭამოს , ძვირი კია მაგის ფასის დამდებს რო .. მარა რას იზავ ის დანარჩენები ვაბშე არ ვარგა . და თუ ეხლა ეკონომიურად ვეღარ ქაჩავ და უფრო მნიშვნელოვან რაღაცეებს იკლებ , მაშინ გადაიყვანე პროსტა ერთ წალმდე მაინც წლი ნახევრამდე ეცადე რო სუპი გაუკეთო ხოლმე , სტაფილო ბულგარულით , გრეჩიხა მოუხარშო ხოლმმე , ხანდახან მაწონი გაურიე ხოლმე საჭმელში . ნუტრანაგეთზე ძვირი არ დაგიჯდება , სუპის გაკეთებაც ძაან მარტივია თუ გინდა გასწავლი .

ზოგადად ეგ თუ რას აჭმევ ძაღლს და როგორ კვებავ პატრონზეა დამოკიდებული . გააჩნია კიდე რისთვის გინდა , შესაჯვარებლად თუ იმისთვის რო უბრალოდ ძაღლი გყავდეს . შესაჯვარებლად კიდევ ერთხელ გირჩევ კანინს წლამდე მაინც . რო კაი ძაღლი დადგეს და ყველას უნდოდეს მისი ლეკვები . და შენთვის ისე თუ გინდა რო გყავდეს მოვლილი და ჯანმრთელი , რაც გითხარი ეგეც საკმარისია , ისედაც იგივე იქნება სავარაუდოდ , პორსტა მე კანინზე მყავდა წლამდე და არ ვიცი სხვა რო მეჭმია როგორი იქნებოდა , სავარაუდოდ დიდი სხვაობა არ იქნებოდა .
* * *
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 19 Nov 2017, 17:57 )
madridiSSta1988
QUOTE
რავი ადრე შემაშინა ამის ექიმმა, კუჭს გაუხვრეტს და მოკლავს, არ აჭამოო 

რამდენადაც წვრილი ძვლები აქვს მიიჩნევა რო სახიფათოა მარა თუ შეგიმჩნევია სოფლის ძაღლებს დაუფიქრებლად მოუქნევენ სუფრიდან ნარჩენებს და ჯერ მაგით ძაღლი არ დამხრჩვალა, უბრალოდ რეკომენდირებულია რო არ მისცე კიდურების ძველბი დანარჩენი თავისუფლად

ჯიშს გააჩნია , არსებობს ბევრი ჯიშიანი ძაღლი რომელსაც სუსტი კუჭნაწლავის სისტემა აქვთ და ადვილად ავადდებიან . მაგალითად სამოედი , კანე კორსო და აშ . სოფლის ძაღლები შეჩვეულები არიან და მაგათ ვაბშე სხვა იმუნიტეტი აქვთ
* * *
QUOTE (<GladiatoR> @ 18 Nov 2017, 16:12 )
დაიმონდ პრემიუმი რომ არის საკვები რა აზრის ხართ ნორმალური საკვებია?

ძაან ცხიმიანია , კაი საკვებში გადის მაგრამ გააჩნია ძაღლი თუ სახლში გყავს მაშინ ეგ არ მისცე , ეგ ისეთი ძაღლებისთვისაა ვინც ბევრ ენერგიას ხარჯავს , შენ ისეთი საკვები გინდა რომელშიც ცილაც ბლომადაა და ცხიმიც საშუალოდ , ნუ დიეტური არ უნდა იყოს . ისე მაგას თუ გადაწყვიტავ თავიდან კუჭს აუშლის სავარაუდოდ და მერე გადაუვლის ალბათ ერთ ორ დღეში , თუ არ გადაუარა მაშინ აღარ მისცე
* * *
QUOTE (gagva @ 15 Nov 2017, 21:55 )
პიტბულის ლეკვი 1 თვის რა საკვები უნდა მივცე ? ძვირიც რო არ დაჯდეს ძაან ? დღეში რამდენჯერ უნდა კვება ?
და კიდე რჩევები მომეცით რა რა უნდა გავითვალისწინო ?

როიალ კანინი მაქსი სტარტერი , დღეში 100-150 გრამი ალბათ ყველაზე მეტი , და აჭამე დღეში სამჯერ ან ოთხჯერ სანამ ლეკვია მერე უკვე ერთი წლის მერე დღეში ერთხელაც ყოფნის . კარგ და ძვირიან საჭმელს ის პლიუსი აქვს რო ძაღლს ანაყრებს და ბევრს არ ჭამს . იაფიანს იყიდი და არც ვარგა და სამჯერ მეტი უნდა აჭამო რო დაანაყროს . თუ მაინდამაინც უფრო იაფიანი გინდა , პედიგრიც წავა ყვითელ მეშოკში როა ყველგან იყიდება , ეგ ალბათ დღეში 200 გრამი , ოღონდ ლეკვის უნდა იყო . ეწერება მაგასაც დოზა მარა შენ ერთი 50-70 გრამით მეტი მიეცი მაინც

Posted by: gagva 22 Nov 2017, 16:52
trezeguet
გაიხარე.
გასეირნება ლეკვებოს პერიოდში რა ასაკიდან შეილება?
დღეში რამდენეჯერ არის რეკომენდირებული და რამდენი ხანი?
დილით საჭიროა 8 საათზე გაყვანა? თუ ცოტა მერეც შეიძლება?

Posted by: trezeguet 22 Nov 2017, 19:45
QUOTE (gagva @ 22 Nov 2017, 16:52 )
trezeguet
გაიხარე.
გასეირნება ლეკვებოს პერიოდში რა ასაკიდან შეილება?
დღეში რამდენეჯერ არის რეკომენდირებული და რამდენი ხანი?
დილით საჭიროა 8 საათზე გაყვანა? თუ ცოტა მერეც შეიძლება?

2 აცრას რო გაუკეთებ მერე შეგიძლია გაიყვანო .

თვე ნახევრის უწევს პირველი აცრა . რამდენიც გინდა ასეირნე , დამიჯერე ძალიან მალე დაგეკარგება გასეირნების სურვილი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: gagva 22 Nov 2017, 21:02
trezeguet
ანუ პირველ აცრას რო გავუკეთებ არ გავიყვანო კიდე და მეორე აცრას რო გავუკეთებ მერე დავიწყო გაყვანა ? მეორე აცრა როდიდან მოუწევს ? ))))

არა ფსიქოლოგიურად მაგრა ვემზადები შეილება დამღალოს მარა მზად ვარ ))))

Posted by: chele23 22 Nov 2017, 21:41
QUOTE (edna mamida @ 14 Nov 2017, 15:14 )
chele23
QUOTE
რომელ მაღაზიაში ყიდულობთ საკვებს? თუ დაგვიწერთ ჩვენც ყურადღებით ვიქნებით : ))

ისეთი დღე დავაყარეთ აღარ იზამენ, გარწმუნებთ!

არა მგონია, მოგეხსენებათ ღორი თავის "საჭმელის" ჭამას არასოდეს იშლის.

Posted by: Pistons04 24 Nov 2017, 01:53
ლაიკას რამდენად ვიყიდი? ძაან ისეთიც არ მინდა მილიონი რომ ღირდეს

Posted by: Scoorp 28 Nov 2017, 15:51
trezeguet


პედიგრის მიცემას ძაღლისთვის ყველაფერი ჯობია
გადაყრილი ფულია ჩათვალეთ როცა ყვითელ პედიგრს აჭმევ ძაღლს
არაფერს სასარგებლოს ეგ არ შეიცავს საერთოდ
მაგ ფასში ბევრად კარგი საკვების ყიდვა შეიძლება (ნუ 1-2 ლარს თუ დაუმატებხო საერთოდ)

Posted by: gagva 5 Dec 2017, 21:51
წამოვიყვანე ლეკვი ერთი თვის არის ზუსტად დედამ მიატოვა
1 დღეა მყავს საკვებს მიირთმევს უპრობლემოდ და კაი აქტიური ლეკვია.

აცრაზე სად მირჩევთ მიყვანას ? თვე ნახევრისას უნდა მგონი ხო ? და რა ჯდება აცრის გაკეთება ?
და კიდე ჭიაზე როგორ დავამუშაო კატა მეთვითონ დავამუშავე ჭიაზე და ლეკვზე არ ვიცი ან ეგ ჭიის წამალი რა ღირს ?

კიდე ვეტერინარები რაღაც საბუთს რო უკეთებენ ჭირდება ეგ საბუთი ?

Posted by: <GladiatoR> 11 Dec 2017, 12:15
trezeguet
QUOTE

QUOTE (<GladiatoR> @ 18 Nov 2017, 16:12 )
დაიმონდ პრემიუმი რომ არის საკვები რა აზრის ხართ ნორმალური საკვებია?

ძაან ცხიმიანია , კაი საკვებში გადის მაგრამ გააჩნია ძაღლი თუ სახლში გყავს მაშინ ეგ არ მისცე , ეგ ისეთი ძაღლებისთვისაა ვინც ბევრ ენერგიას ხარჯავს , შენ ისეთი საკვები გინდა რომელშიც ცილაც ბლომადაა და ცხიმიც საშუალოდ , ნუ დიეტური არ უნდა იყოს . ისე მაგას თუ გადაწყვიტავ თავიდან კუჭს აუშლის სავარაუდოდ და მერე გადაუვლის ალბათ ერთ ორ დღეში , თუ არ გადაუარა მაშინ აღარ მისცე


ისე შენ რომელ საკვებს მირჩევ?

Posted by: ucxo777 16 Dec 2017, 16:29
მეგობრებო 2 თვის ჰასკი მინდა როიალ კანინზე გადავიუვანო და რა ღირს ერთი ტომარა და რამდენი გრამი უნდა ჳაჭამო 2თვის ლეკვს?

Posted by: mishaGSI 17 Dec 2017, 20:54
კენინი სად იყიდება დღეს ვეძებე და ვერ ვნახე ლეკვისთვის მინდა. სტარტერი ვიყიდე და როგორი საკვებია თუ იცით?

Posted by: Dark_Angell 19 Dec 2017, 22:25
ესე იგი ვუხარშავ წვნიანს + მაკარონი+წიწბურა შიგ და კარაქი.

მეორე თეფშში მშრალი სააკვები უდევს პედიგრიი.

მშვენივრადაა.

აბა რა იქნება ქუჩიდანაა აყვანილი დვარნიაშკა.


Posted by: shilaida 22 Dec 2017, 00:00
15 ნოემბერს დაბადებული მინი-პუდელი ინდა მოვიყვანო მალე სახლში,2 თვის ხდება 15 იანვარს და ამ დროს უწევს აცრაო პატრონი მეუბნებაsmile.gif აქ ვკითხულობ რომ 1,5 თვის ასაკშია აუცილებელი,ვერ მივხვდი,ჯიშია მიზეზი თუ რამეს მატყუებს პატრონი? გარდა მაგისა,მინდა მირჩიოთ,ამ ჯიშის ლეკვისთვის რომელი საკვებია საუკეთესო?დაზოგვას არ ვაპირებ,რადგან გადავწყვიტე და ოჯახში ახალი წევრი მოგვყვავს,უველაფერი მინდა სრულფასოვანი და კარგი ქონდესsmile.gif
და ვეტ-კლინიკა,სადაც მხოლოდ გაყვლეფაზეარ არიანsmile.gif
* * *
მეგობრებო თქვენი აზრიც მაინტერესებს,ეს კვება მირჩია ძაღლის პატრონმა,თქვენ რა აზრის ხართ? პატარა ჯიშის ლეკვებისთვის იდეალურიაო,სხვა არაცერი არ აჭამოო
user posted image

Posted by: arizona2 12 Jan 2018, 18:00
Kennels Favourite თუ მიგიციათ ვინმეს? მეც ეს მირჩიეს თვენახევრის გერმანული ნაგაზისათვის, ჯობია პროპლანს და როიალ ქენნენსო

Posted by: Wisemаn* 12 Jan 2018, 22:08
arizona2
3 თვემდე ლეკვისთვის საუკეთესო საჭმელი არის როიალ კანინის მაქსი სტარტერი.
3 თვის მერე ეძებე სხვა, როიალს აღარ გააკარო ვაბშე სტარტერის მერე.

Posted by: arizona2 16 Jan 2018, 10:11
QUOTE (Wisemаn* @ 12 Jan 2018, 22:08 )
arizona2
3 თვემდე ლეკვისთვის საუკეთესო საჭმელი არის როიალ კანინის მაქსი სტარტერი.
3 თვის მერე ეძებე სხვა, როიალს აღარ გააკარო ვაბშე სტარტერის მერე.

მადლობა! სუპერ პრემიუმი საკვებია ასევე პროპლანი და ის მოწონს რატომღაც. როიალს ისეთი ენთუზიაზმით არ მიირთმევს smile.gif

Posted by: collar777 9 Feb 2018, 20:49
ძაღლის საჭმელები ბითუმად ბევრი მეშოკი რო ავიღო ხო არ იცით ეგეთ ადგილები?

Posted by: viesmann 12 Feb 2018, 16:21
სად ვიყიდო ძაღლის საკვები ,,MONGE,,-ს ბრენდის ?

Posted by: chele23 28 Feb 2018, 23:32
collar777
ელიავაზე, მეგალაინის წინ შლანგბაუმიანი ჩასასვლელი რომ არის მაგის გვერდით იური ჰქვია. პირველივე მაღაზიაა (შლანგბაუმის მხრიდან)

viesmann

1. დოლიძის ქუჩაზე ეკლესიას ასცდებით და მარჯვენა მხარეს ზოო მაღაზიაა;

2. ვაჟა ფშაველას გამზირზე ბატას მაღაზიის გვერდით;

3. თამარაშვილზე ლუკოილის პირდაპირ ზოოპლაზას მაღაზიაა

* * *
QUOTE (shilaida @ 22 Dec 2017, 00:00 )
15 ნოემბერს დაბადებული მინი-პუდელი ინდა მოვიყვანო მალე სახლში,2 თვის ხდება 15 იანვარს და ამ დროს უწევს აცრაო პატრონი მეუბნებაsmile.gif აქ ვკითხულობ რომ 1,5 თვის ასაკშია აუცილებელი,ვერ მივხვდი,ჯიშია მიზეზი თუ რამეს მატყუებს პატრონი? გარდა მაგისა,მინდა მირჩიოთ,ამ ჯიშის ლეკვისთვის რომელი საკვებია საუკეთესო?დაზოგვას არ ვაპირებ,რადგან გადავწყვიტე და ოჯახში ახალი წევრი მოგვყვავს,უველაფერი მინდა სრულფასოვანი და კარგი ქონდესsmile.gif
და ვეტ-კლინიკა,სადაც მხოლოდ გაყვლეფაზეარ არიანsmile.gif
* * *
მეგობრებო თქვენი აზრიც მაინტერესებს,ეს კვება მირჩია ძაღლის პატრონმა,თქვენ რა აზრის ხართ? პატარა ჯიშის ლეკვებისთვის იდეალურიაო,სხვა არაცერი არ აჭამოო
user posted image

ეგ რისი ფოტოც თქვენ დადეთ მინი ჯიშებისთვის არაა, საშუალო ჯიშის ლეკვებისთვისაა.

თუმცა მაგ ფირმას მინი ჯიშების საკვებიც აქვს, ცოტა ძვირი ღირს მაგაზე. (მაქსიმუმ ერთი ლარით)


Posted by: TheGunner 10 Mar 2018, 12:19
მოგესალმებით მეგობრებო,

ერთი ფრიად ლეგიტიმური გითხვა მაქვს როგორ ამ საქმეში ცოტათი გაუთვითცნობიერებელს. მოკლედ სადღაც თვენახევარია რაც გოლდენ რეტრივერი ვიყიდე (3 თვის დხება ხვალ) და ეს ბოლო კვირაა, რაც აცრებს მორჩა როიალ ქანინის სტარტერზე თქვა უარი, აღარ ჭამს და თან კვების შეცვლის დრო უწევდა. თავისთავად გავიკითხე და ყველა სხვადასხვა რაღაცას ამბობს და ყველა სხვადასხვა საჭმელს გვირჩევს (როიალ ქანინი ჯობია გაიძახიან კლინიკები, ამაზე ერთმა ნაცნობმა მითხრა არაბუნებრივად ზრდის ძვალს და დისპლაზია ემართებათ ხშირად ადრეულ ასაკშიო, ამ ტიპმა პროპლანი ჯობია მაგასო. კლუბში პიკარდის პრემიუმი რას ლაპარაკობს რაის პროპლანი მაგ ნაგავს როგორ მივცემთ ჩვენ ძაღლებსო, კიდევ ერთიმა ,,კომპეტენტურმა ადამიანმა" რას პალარაკობთ რა პიკარდი ნაგავია ეგო) სხვადასხვა კლუბში კითხულობ და ლანძღავენ და აგინებენ ერთმანეთს მაგათ არ იციან ჩვენ ვართ პროფესორები ამ საკითხშიო და ვინმეს ძაღლის ბედი თუ ადარდებს საერთოდ? ექმინები მეზიზღებიან ყველა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ წამლის პროცენტზე არიან შემჯდრები და ადამიანის ჯანმრთელობა და სახსრები ყველას ერთ ადგილას კიდია. დავიჯერო ვეტერინარებიც და ამ სვეფოში ადამინიაბიც ასეთი გაავებულები ამიტო არიან? ვინმე კომპეტენტური დამოუკიდებელი ადამიანი მჭირდება და იმედია აქ ვიპოვი.
პიკარდი მივეცით რადგან კლუბში გვირჩიეს და ძაან ცუდად ჭამს ქანინსაც და ამ პიკარდსაც, მარტო ხაჭოს რომ ურევ მაშინ ჭამს.

პჭირდება რჩევა როგორ მოვიქცე, ძალიან მოხარული ვიქნები თუ დამეხმარებით.


Posted by: edna mamida 12 Mar 2018, 03:17
TheGunner
არის უცხოური საიტები სადაც ძაღლის საჭმლის რეიტინგებია მოცემული
მაგალითად ეს
https://www.dogfoodadvisor.com

აქ მითითებული მაღალი ხარისხის საკვებიდან (5-4 ვარსკვლავი) ჩვენთან მარტო აკანა, ორიჟენი და ტეისტ ოფ ვაილდი იყიდება

აკანას რევიუები
https://www.dogfoodadvisor.com/?s=Acana+
ორიჟენის
https://www.dogfoodadvisor.com/dog-food-reviews/orijen-dog-food-adult/
ესენი ზოომარტში იყიდება

და ტეისტ ოფ ვაილდის
https://www.dogfoodadvisor.com/dog-food-reviews/taste-of-the-wild-dog-food-dry/
ეს ბუნების სამყაროში

ტეისტ ოფ ვაილდს ვაჭმევ ჩემებს
Uფრო დაბალი ხარისხის საკვებს (3 და ნაკლები ვარსკვლავი) მე არავის ვურჩევდი

Posted by: chele23 13 Mar 2018, 17:57
QUOTE (TheGunner @ 10 Mar 2018, 12:19 )
დავიჯერო ვეტერინარებიც და ამ სვეფოში ადამინიაბიც ასეთი გაავებულები ამიტო არიან?

თუ უფრო უარესი არა, ნაკლები არ ხდება ვეტრინარიაშიც.

მიკერძოება რომ არ გამომივიდეს რომელიმე საკვებზე, გეტყვით ასეთ რამეს: ცოტა უყიდეთ დასაწყისისთვის და შეხედეთ როგორ შეჭამს.

ოღონდ ნელა " შეაპარეთ" ერთიანად არ მისცეთ. თუ არ მოსწონს სავარაუდოდ დატოვებს იმ ცოტა შერეულს და არ შეჭამს.

ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით: როიალი, როგორც აწერია ღორის ქონს შეიცავს და არ მიმიცია ძაღლისთვის..

პრო პლანი სანამ ლეკვი იყო ვაჭმევდი და მშვენივრად ჭამდა, შემდეგ დოგ ჩაუზე გადავიყვანე ( ფასის გამო)

პიკარტი არ მიმიცია არასდროს და არ ვიცი.

მეგობრები მყავს ვინც "adragna" ს აჭმევენ და კმაყოფილები არიან. (ოღონდ მოზრდილი ძაღლები ჰყავთ, ლეკვზე ვერ გეტყვით)

Posted by: gagva 13 Mar 2018, 20:55
chele23
იოსერას ვაჭმევდი მერე გადავიყვანე ცოტა დოგ ჩაუ და ცოტა ადრაგნა ვუყიდე და ისეთ სუნს აყენებს ლეკვი რო ოთახში ვეღარ ვჩერდები
ჭამით კი უპრობლემოდ ჭამს მარა სუ აკუებს და როცა კუჭში გადის ქუჩაშიც კი სიახლოვეს ვერ გაჩერდები და ბევრად თხლად გადის თან.

ეხლა ისევ იოსერაზე უნდა გადავიყვანო აშკარად ყველაზე კარგი საკვებია ლეკვისთვის 7 ლარის ფარგლებში რაც შეიძლება იყიდო.

Posted by: chele23 14 Mar 2018, 12:31
QUOTE (gagva @ 13 Mar 2018, 20:55 )
chele23
იოსერას ვაჭმევდი მერე გადავიყვანე ცოტა დოგ ჩაუ და ცოტა ადრაგნა ვუყიდე და ისეთ სუნს აყენებს ლეკვი რო ოთახში ვეღარ ვჩერდები
ჭამით კი უპრობლემოდ ჭამს მარა სუ აკუებს და როცა კუჭში გადის ქუჩაშიც კი სიახლოვეს ვერ გაჩერდები და ბევრად თხლად გადის თან.

ეხლა ისევ იოსერაზე უნდა გადავიყვანო აშკარად ყველაზე კარგი საკვებია ლეკვისთვის 7 ლარის ფარგლებში რაც შეიძლება იყიდო.

თქვენ გაიხარეთ, რა გულიანად გამეცინა ; ))

მსგავსი რაღაც არ შემიმჩნევია, სიმართლე გითხრათ.

ინდივიდუალორობაზეც ხომ იქნება დამოკიდებული. ჩვენც ხომ ყველა ყველაფერს ვერ/არ ვჭამთ.

Posted by: Andgula 5 Apr 2018, 11:08
გამარჯობა, ძაღლის ნატურალურ კვებაზე გადაყვანაზე რას ფიქრობთ?

დიდად აღარ ეკარება მშრალ საჭმელს, რაც არ უნდა აჭამო.

გერმანული დოგია 3.5 წლის.

ასევე თუ გადავწყვეტ ნატურალურ კვებაზე გადაყვანას რა ვაჭამო?

და მაინტერესებს რითი სჯობს ნატურალი კვება მშრალ კვებას.
ორივეს დადებითი და უარყოფითი მხარე მაინტერესებს

Posted by: gagva 5 Apr 2018, 17:41
edna mamida
რა ღირს 1 კილო თეისთ ოფ ვაილდი ?
და სად იყიდება ?
ინტერნეტში დეევს სადმე ქართულ საიტზე რო ვნახო ?
იოსერა რამდენ ვარსკვალვიანია ნეტა პრემიუმ საკვები კი არის და გერმანულია თან რამაც გადამაწყვეტინა რო ეგ საკვები მიმეცა ჩემი ლეკვისთვის.

Posted by: Andgula 6 Apr 2018, 08:38
QUOTE (gagva @ 5 Apr 2018, 17:41 )
edna mamida
რა ღირს 1 კილო თეისთ ოფ ვაილდი ?
და სად იყიდება ?
ინტერნეტში დეევს სადმე ქართულ საიტზე რო ვნახო ?
იოსერა რამდენ ვარსკვალვიანია ნეტა პრემიუმ საკვები კი არის და გერმანულია თან რამაც გადამაწყვეტინა რო ეგ საკვები მიმეცა ჩემი ლეკვისთვის.

აქ აქვთ, მარცხენა მხარეს არის ბრენდები.
http://bunebazoo.ge/fooddog

Posted by: chele23 17 Apr 2018, 21:23
QUOTE (Andgula @ 5 Apr 2018, 11:08 )
გამარჯობა, ძაღლის ნატურალურ კვებაზე გადაყვანაზე რას ფიქრობთ?

დიდად აღარ ეკარება მშრალ საჭმელს, რაც არ უნდა აჭამო.

გერმანული დოგია 3.5 წლის.

ასევე თუ გადავწყვეტ ნატურალურ კვებაზე გადაყვანას რა ვაჭამო?

და მაინტერესებს რითი სჯობს ნატურალი კვება მშრალ კვებას.
ორივეს დადებითი და უარყოფითი მხარე მაინტერესებს

როგორც ვეტერინარები ამბობენ, თქვენ როგორც უწოდებთ "მატურალური" კვებით, ძაღლს ვერ მივცემთ იმ ნივთიერებებს, რაც საჭიროა მისი ორგანიზმისთვის. ანუ მშრალ კვებაში (ხარისხიანზე მაქვს საუბარი) შერეულია ყველა ის საჭირო ვიტამინი და ინგრედიენტი რაც საჭიროა და რამდენიც საჭიროა.

თუ სხვა რამეს აჭმევთ ძაღლს და გემოთი მოეწონება, მაგ: სოსისი ან ძეხვი მაშინ მშრალ კვებაზე უარს იტყვის რა თქმა უნდა.


Posted by: Davidex 7 May 2018, 19:45
https://forum.ge/?f=72&showtopic=35023265

Posted by: koch404 2 Sep 2018, 14:45
2 თვის იყო რომ ვიყიდე, ახლა 3 ის გახდა, ეს ერთი თვეა წიწიბურას ბრინჯს გერკულესს და სტაფილოს ვუხარშავ ძროხის ძვლებთან ერთად, მადიანად მიირთმევს, კუჭში არანაირი პრობლემა არ აქვს და მშვენივრადაც გამოიყურება

Posted by: <GladiatoR> 11 Jan 2019, 11:44
ვინმე თუ აჭმევთ თქვენ ოთხფეხა მეგობარს ბრეკის საკვებს რამდენად კმაყოფილები ხართ?

Posted by: gagva 11 Jan 2019, 19:22
<GladiatoR>
მე ვაჭმევ და იაფიან პრემიუმებში მშვენიერი საკვებია

Posted by: Scoorp 12 Jan 2019, 14:04
QUOTE (koch404 @ 2 Sep 2018, 14:45 )
2 თვის იყო რომ ვიყიდე, ახლა 3 ის გახდა, ეს ერთი თვეა წიწიბურას ბრინჯს გერკულესს და სტაფილოს ვუხარშავ ძროხის ძვლებთან ერთად, მადიანად მიირთმევს, კუჭში არანაირი პრობლემა არ აქვს და მშვენივრადაც გამოიყურება

არ შეიძლება ლეკვისთვის ძროხის ძვლები, ნახარშები და ა.შ
კი გვიან გპასუხობ,მაგრამ მაინც

Posted by: CALDWELL 25 Jan 2019, 13:16
QUOTE
არ შეიძლება ლეკვისთვის ძროხის ძვლები, ნახარშები


რატომ?

Posted by: kate-kate77 22 Sep 2019, 10:20
იქნებ იცოდეთ, თოი პუდელს 2 თვისას რა ვაჭამო, ახლა მშრალ საკვებს იღებს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Sep 2019, 12:02
kate-kate77
QUOTE
იქნებ იცოდეთ, თოი პუდელს 2 თვისას რა ვაჭამო, ახლა მშრალ საკვებს იღებს

ასეთ ძაღლს როცა ყიდულობთ აზრად რატომ არ მოგდით ვეტერინართან გაიაროთ კონსულტაცია?

Posted by: 088 27 Jan 2020, 08:10
მეგობრებო ლაბრადორის ყიდვას ვფიქრობთ და რას აჭმევთ ლეკვს, საუკეთესო რომელია რაც აქ იყიდება და ა.შ? ყველა თავისას ურჩევს და თქვენი აზრია საინტერესო

Posted by: Hunterchupa 27 Jan 2020, 23:09
088

მე მყავს ლაბი 6 თვისაა 2 თვეა რაც მყავს და ვისგანაც წამოვიყვანე პედიგრის აჭმევდა ლეკვისას. ზრდა, ფერი, ენერგია, ბეწვიც ნორმალურადააქვს და ყველაფერი, მაგრამ ხანდახან კუჭის მოქმედება არ მომწონს და მეც მაინტერესებს ადვანსი მირჩიეს პროპლანი და როიალი და ამ სამიდან რომელია კარგი?

Posted by: gagva 28 Jan 2020, 00:43
Hunterchupa
ადვანსი კარგია პროსტო საკმაოდ ძვირიანი საკვებია.

Posted by: matechala 28 Jan 2020, 08:24
უმეტესობა ლოიალ კანინს უწევს რეკომენდაციას და ეს ქართული გაბაზრებული ვარიანტია თუ მართლა ასეთი კარგია?

Posted by: Hunterchupa 28 Jan 2020, 11:35
gagva

სანამ ლეკვია არ მინდა რამე მოვაკლო და მერე ვნახავთ რა იქნება ფაფებს და ბოსტნეულს მივახმარ და ეგაა რა. ანუ ადვანსია, მეც მაგას ვფიქრობ.
* * *
ერთსაც ვიკითხავ ყველაზე იაფად სად იყიდება ძაღლის საჭმელები?

Posted by: Scoorp 29 Jan 2020, 19:03
Hunterchupa

ინდივიდუალურია ძალიან
თუ ფინანსურად შეგიძლიათ ედვანსი ან როიალი აჭამეთ
როიალს ედვანსი სჯობს როგორც ვიცი

ისე მოხდენაზეა და რამდენად მიიღებს თვითონ

ფაფები არ სჭირდება ძაღლს

ბოსტნეულიდან სტაფილო შეგიძლიათ
ასევე ვაშლი
უცხიმო წიწიბურა და მოხარშული ხორცი

შემწვარი არაფერი მისცეთ და ძვლები არავითარ შემთხვევაში
+არავითარი ნახარში
* * *
CALDWELL


კუჭის და ნაწლავების გახვრეტის საშიშროებაა და იმიტომ

Posted by: Hunterchupa 31 Jan 2020, 13:28
Scoorp

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა მივალ და ადგილზე გადავხედავ ფასებს და მწარმოებელს, როგორც გავერკვიე პანდაშია ყველაზე იაფი თემა და ელიავაზეცო. ვნახოთ ეხლა რასაც ვაძლევ უკმაყოფილო არ ვარ მაგრამ ნორმაზე 20 პროცენტით მეტს ვაჭმევ და ძლივსაა ფორმაში, წონას ვგულისხმობ. სხვა მხრივ პრეტენზია არ მაქვს. ისე სხვა ძაღლის ფეკალიები ჭამა გუშინ და როგორც ვიცი ფერმენტების ამბავია და საკვების ბრალი შეილება იყოს? ედვანს და პროპლანს შორის ვფიქრობ მაინც. ედვანსი პროსტო ქსელურია და მაგიტო ვიკავებ თავს კონკურენტი ფასში ვერ ეყოლება და თავის ნებაზე შეუბერავენ

Posted by: Scoorp 31 Jan 2020, 17:40
Hunterchupa

ფერმენტების არა, ვიტამინების ნაკლებობამ იცის როგორც ვიცი
ჭიაზე დამუშავებულია?

არ ვარგა პედიგრის პედიგრი არანაირად, და რაც დროზე შეუცვლით მით უკეთესი

Posted by: Hunterchupa 31 Jan 2020, 19:40
Scoorp

კი ჭია არ ჰყავს დავალევინე 1 თვის წინ და არაფერი ჰქონდა. ეხლა ვიტამინს მივცემ და ნელ ნელა გადავიყვან რა სავარაუდოდ პროპლანს ავირჩევ ალბათ დავი მივალ პანდაში და გავიგებ რეები აქვთ. მეც ვხვდები რომ 5 ლარიანი საკვები წესიერი ვერ იქნება

Posted by: gagva 2 Feb 2020, 17:46
Hunterchupa
პიტბული მყავდა 1 და 8 თვემდე
ხოდა ჭამდა გიჟივით სუ შიოდა არ ვაკლებდი ჭამას მარა საშინლად გამხდარი იყო ვერ მოვასუქე ვერაფრით
მერე ვინც წაიყვანა იმან ნატურალურზე გადაიყვანა ხორცის ნახარში ცოტა ძვლები ხორცი და ფაფა და 2 თვეში ძაღლი გახდა ტანკივით მარა მოუქნელი ვეღარ ინძრეოდა იმხელა იყო.


Posted by: Hunterchupa 2 Feb 2020, 21:09
gagva

მე გასუქება კი არ მინნდა smile.gif უბრალოდ ვფიქრობ რომ ვერ ირგებს შესაბამისად. ამას ჭამს ბევრს და ვერ ირგებს იქნებ სხვაზე გადავიყვანნნო თუნდაც ძვირიანზე და ცოტა ჭამოს და შეირგოს. თორე იდეალურ ფორმაშია ყველა გიჟდება რომ ნახულობენ.

Posted by: gagva 2 Feb 2020, 23:56
Hunterchupa
ხოდა მაგას გეუბნები რო სანამ მაღაზიაში ნაყიდ საკვებზე მყავდა სუ გამხდარი იყო ნატურალურზე გადავიდა და მოსუქდა
ადვანსაც ვაჭმევდი და მერე წლის და 2 თვის რო გახადა იაფიანზე გადავიყვანე 5-6 ლარი ღირდა კილო და შედეგი იგივე იყო ვერანაირი სხვაობა ვერ ვნახე.
თუ ძაან დიდი შემოსავალი არ გაქ რთულია შეინახო დიდი ზომის ძაღლი ძვირიანი საკვებით დღეში უკვე ნახევარი-1 კილო რო უნდა საკვები რომელიც 10-11 ლარი ღირს.
თორე არის ადვანსზე უკეთესებიც აკანა და ორიჟენი 16 ლარი ღირს კილო პატარა ძაღლს ფრანგულ ბულდოგს და მსგავს ძაღლებს კიდე ცოტა უნდათ და გაუქაჩავ მაგ საჭმელს და პიტი ლაბრადორი კანეკორსო და მსგავსი ძაღლები სანამ პატარაა კიდე უნდა აჭამო ძვირიანი მერე ნელნელა რო წამოიზრდება ალტერნატიული უნდა ნახო რამე.

ხო კიდე ადვანსი აკანა და ორიჟენი მარტო ზოო მარტს შემოაქ
და ზოგადად საკვები ჯობია ან ზოო მარტში ან ბუნებაში უყიდო ცოტა იაფნიანი და კარგი ხარისხი მარტო მაგათ აქვთ

Posted by: Hunterchupa 3 Feb 2020, 09:35
gagva

გასაგებია, ფინანსურად დალხინებური ცხოვრება არ მაქვს მაგრამ სანამ ლეკვია გადავწყვიტე პროპლანზე დავსვა 6 თვისაა და წელიწადნახევრამდე მაგაზე დავსვავ და მერე ვნახოთ რა იქნება.

Posted by: Hunterchupa 20 Feb 2020, 12:45
პროპლანში (proplan) 120 ლარს ვაძლევ 12 კილოგრამიან ტომარაში და უფრო იაფად ხომ არ გეგულებათ სადმე დიდი ლეკვისაა. user posted image

Posted by: mummut 25 Feb 2020, 10:00
გამარჯობა მეგობრებო,
თქვენი რჩევა მჭირდება.
მოვიყვანეთ მინი მალტეზე, რამდენიმე დღეში გახდება 3 თვის.
მაინტერესებს რომელია სუპერ პრემიუმ კლასის საკვები რომელიც თბილისში შემიძლია ვიყიდო. ვეტერინარი happy dog-ს მირჩევს, რომელიც ვიყიდე და სიამოვნებით ჭამს. მაგრამ რაც ინტერნეტში მოვიძიე ბევრი არაფერი. მაგალითად orijin-ზე ვნახე რომ პრაქტიკულად საუკეთესოა, ყველა საიტზე კარგი შეფასებები აქვს. მაგრამ ჩემი ექიმი მეუბნება რომ orijin-ი არ ვიყიდო.
მოკლედ დავიბენი. ფასს არაებითად მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად ცოტა ჭირდება რომ 10 ლარი აქეთ, იქით ამინდს არ ქმნის.
მოკლედ იქნება მირჩიოთ რომელი საუკეთესო ხარისხის საკვებია ჩვენთან ხელმისაწვდომი. მე პრაქტიკულად არანაირი გამოცდილება არ მაქვს, პირველად გვყავს ძაღლი.
მადლობა წინასწარ!

Posted by: mummut 26 Feb 2020, 19:22
QUOTE (mummut @ 25 Feb 2020, 10:00 )
გამარჯობა მეგობრებო,
თქვენი რჩევა მჭირდება.
მოვიყვანეთ მინი მალტეზე, რამდენიმე დღეში გახდება 3 თვის.
მაინტერესებს რომელია სუპერ პრემიუმ კლასის საკვები რომელიც თბილისში შემიძლია ვიყიდო. ვეტერინარი happy dog-ს მირჩევს, რომელიც ვიყიდე და სიამოვნებით ჭამს. მაგრამ რაც ინტერნეტში მოვიძიე ბევრი არაფერი. მაგალითად orijin-ზე ვნახე რომ პრაქტიკულად საუკეთესოა, ყველა საიტზე კარგი შეფასებები აქვს. მაგრამ ჩემი ექიმი მეუბნება რომ orijin-ი არ ვიყიდო.
მოკლედ დავიბენი. ფასს არაებითად მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად ცოტა ჭირდება რომ 10 ლარი აქეთ, იქით ამინდს არ ქმნის.
მოკლედ იქნება მირჩიოთ რომელი საუკეთესო ხარისხის საკვებია ჩვენთან ხელმისაწვდომი. მე პრაქტიკულად არანაირი გამოცდილება არ მაქვს, პირველად გვყავს ძაღლი.
მადლობა წინასწარ!

მეგობრებო ამ საკითხზე ხომ არ შეგიძლიათ ვინმემ რამე მირჩიოთ?

Posted by: Wisemаn* 26 Feb 2020, 22:13
mummut
ვინაა შენი ექიმი? მაღაზია თვითონვე აქვს და ჰეფი დოგს მაგისგან ყიდულობ სავარაუდოდ და მაგიტო.
ჰეფი დოგს როიალიც ჯობია, ედვანსიც და ორიჯინიც, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენი ძაღლისთვისაც ჯობია.
ყველა ინდივიდუალურად იღებს საკვებს. ზოგი იაფიანს უფრო კარგად ჭამს და ირგებს. ვერ გაიგებ.
თუ კარგად იკვებება, კუჭში კარგად გადის, ბეწვი კარგად აქვს და პირში სუნი არ აქვს, დაუტოვე იგივე საკვები.

Posted by: mummut 27 Feb 2020, 11:35
QUOTE (Wisemаn* @ 26 Feb 2020, 22:13 )
mummut
ვინაა შენი ექიმი? მაღაზია თვითონვე აქვს და ჰეფი დოგს მაგისგან ყიდულობ სავარაუდოდ და მაგიტო.
ჰეფი დოგს როიალიც ჯობია, ედვანსიც და ორიჯინიც, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენი ძაღლისთვისაც ჯობია.
ყველა ინდივიდუალურად იღებს საკვებს. ზოგი იაფიანს უფრო კარგად ჭამს და ირგებს. ვერ გაიგებ.
თუ კარგად იკვებება, კუჭში კარგად გადის, ბეწვი კარგად აქვს და პირში სუნი არ აქვს, დაუტოვე იგივე საკვები.

დიდი მადლობა პასუხისთის.
ექიმი თბილისში ძალიან ცნობილია. როგორც აღვნიშნე არანაირი გამოცდილება არ მაქვს და ვინც მირჩიეს იმასთან მივიყვანე. შემდეგ სადაც კი მოვხვდი ყველასთვის კარგად ნაცნობი ექიმია (აქ სახელს არ დავწერ, ალბათ უხერხულია).
როგორც ექიმი მგონია რომ კარგი ექიმია, გულისხმიერი, დეტალურად მიხსნის ყველაფერს და არ ეზარება არც რჩევები და არც ძაღლის მოვლა. მოკლედ კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება საკვებს, არა მგონია რომ რამენაირი ინტერესი ქონდეს. თვითონ მაღაზია არ აქვს (უფრო სწორად კლინიკაში არის მაღაზია, მაგრამ საჭმელი არ შემიმჩნევია რო ქონდეთ. არც თვითონ შემოუთავაზებიათ). რამდენიმე სხვადასხვა ადგილას ვნახე ეს საკვები (სხვადასხვა ქსელში) და არსად მისი სახელი არ მიხსენებია, რომ ვიფიქრო რო მაღაზიებთან არის შეკრული. ნუ ერთადერთი თუ ერთი შემომტანი არ არის და შემომტანთან თუ არ არის დაკავშირებული. არ ვიცი, ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ არ მგონია რომ ესე იყოს.
როგორც ორიჟინზე, ისე აკანზე მეუბნება რომ ამ ძაღლისთვის არ გირჩევო. თვითონ ძაღლიც სიამოვნებით ჭამს. კუჭს მოქმედებაც თითქოს ნორმალური აქვს. ბეწვზე ვერაფერს ვამჩნევ მე, თითქოს ჩვეულებრივი აქვს.
უბრალოდ რაც ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია ამ Happy Dog-ს არავინ აქებს. შეფასებებიც საკმაოდ დაბალი აქვს სპეციალური საიტებზე. აქედან გამომდინარე დავინტერესდი ხომ არ აჯობებს, რამე უფრო მაღალხარისხოვან საკვებზე გადავიყვანო. როგორია თქვენი გამოცდილება. ფასი ამდვილად მეორეხარისხოვანია, იმდენად ცოტას მიირთმევს, რომ ამინდს ვერ შექმნის.
უბრალოდ ვერ ვხვდები ექიმის დამოკიდებულებას, რატომ მეუბნება ორიჟინზე და აკანზე, როდესაც ესენი თითქოს ტოპ ბრენდებია.

Posted by: Wisemаn* 27 Feb 2020, 22:43
mummut
ტერიტორიულად სადაა ეგ ექიმი? biggrin.gif
არასდროს მიმიცია ეგ საკვები ჩემი ძაღლებისთვის, ასე რომ პრაქტიკაში რა და როგორ ნამდვილად ვერ გეტყვი, მაგრამ ასე, ზოგადი ინფორმაციით ორიჟინიც, როიალიც და ედვანსიც მაგაზე ბევრად ხარისხიანი საკვებია.

Posted by: ლაშა117 28 Feb 2020, 10:49
გამარჯობათ, ქოსა ნაგაზი მყავს და უკვე იმ ეტაპზეა, რომ ყველა კილოს ჭამს biggrin.gif


რას მირჩევთ ე.წ. პედიგრისთან. ხილთან, ბოსტნეულთან და პურთან ერთად რა შეიძლება მივცე რომ ამოივსოს ამისი მუცელი

Posted by: Hunterchupa 28 Feb 2020, 11:25
mummut

მე პედიგრიზე მყავდა 5.50 ღირს და ისე ჭამდა მაგაზე უკეთესი არაფერი ეგულებოდა მაგრამ რომ დავფიქრდი იაფასიანში სასარგებლო ვერაფერი იქნებოდა მაგის გამო მინდოდა ედვანსზე გადასვლა მაგრამ ფასის გამო ვერ შევძელი და პროპლანზე გადავედით 5 ლარიან საჭმელში კაი ვერაფერი იქნება შეფუთვის ხარჯი მოგება იქ ათასი გადასახადი და განა 1 ან 2 ლარად რა უნდა დაამზადო სასარგებლო და კალორიული რომ იყოს. ჩემი ლაბრადორია და ნახევარკულომდე უნდა მაგიტომ ვერ გავწვდი ედვანსს თორე ბევრმა მირჩია და ყველგან პოზიტიური გამოხმაურებაც აქვს. ჩვენ ეხლა პროპლანზე გადავედით 12 კილოგრამიანში 120 ლარს ვაძლევ ეხლა ვიკვლევ კიდე იქნებ სადმე იაფად ვიპოვო. მითუმეტეს ძაღლი სანამ პატარაა და ლეკვია წესიერი საკვები უნდა

Posted by: mummut 28 Feb 2020, 12:29
Wisemаn*
Hunterchupa
ანუ რას მირჩევთ, გადავიყვანო უფრო ძვირიან საჭმელზე. უფრო სწორად ვცადო და თუ მოეწონება დავტოვო ამ საჭმელზე, მიუხედავად ექიმის რჩევისა?

Posted by: Hunterchupa 28 Feb 2020, 12:40
mummut

მე შენს ადგილას ერთი ორ ვეტერინართან გავივლიდი კონსულტაციას ჩემი აზრით ედვანსი ნორმალური უნდა იყოს თუ გაწვდები. აბა დაფიქრდი 3 ლარიანი საკვები როგორ იქნება წესიერი. უბრალოდ ჯიშის ამბავში არ ვიცი როგორაა ეგ ჯიში არ მყოლია ლაბრადორი რომ იყოს გეტყოდი გადაიყვანეთქო

Posted by: mummut 28 Feb 2020, 12:52
Hunterchupa
არა ფასს მნიშვნელობა არ აქვს. ზემოთაც ვთქვი იმდენად ცოტა ჭირდება რო 10 ლარი გინდ იქით, გინდ აქეთ.
ისე ეს happy dog-იც არ ღირს 3 ლარი. 4 კილოიან პაკეტში 55 ლარი მივეცი. ანუ რამდენადაც ვხვდები იაფი არ ეთქმის.

Posted by: Hunterchupa 28 Feb 2020, 13:03
mummut

კი იაფი არ ითქმის და კარგია თუ ცუდი მე ნამდვილად არ ვიცი უბრალოდ გამოცდილები ვინც არიან ვისაც კი ვკითხე სამეულში თუ არა ხუთეულში ედვანსი მითხრეს

Posted by: Hunterchupa 5 Mar 2020, 17:36
ვინმემ ხომ არ იცით სადმე საბითუმო მაღაზია პროპლანი 12 კილოიანი 120 ლარზე იაფად თუა მაინტერესებს.

Posted by: Onyx′ 16 Mar 2020, 13:41
3 თვის ლეკვს რამდენი გრამი უნდა ვაჭამო დღეში მთლიად, რა არის იდეალური დოზა?
პროპლანზე მყავს, ფრანგული ბულდოგია

Posted by: Hunterchupa 17 Mar 2020, 09:23
Onyx′


აწერია თვითონ ტომარას თუ ტომრით არ გაქვს დაგუგლე ჩარტი იქნება უეჭველი.
* * *
მე ტომრით ვყიდულობ ხოლმე, რობუსთ ფაფი აწერია 12 კილოში 120 ლარს ვაძლევ და შენ რამდენად ყიდულობ.

Posted by: Onyx′ 19 Mar 2020, 23:56
Hunterchupa
მადლობა

პროპლანში კილოში 11ლარი, მაქს. 11.50
ძალიან მეცოტავება ეს 120 გრამი დღეში, არადა ეგრე აწერია :დ

Posted by: Hunterchupa 20 Mar 2020, 09:42
Onyx′


თუ ძაღლი ნორმალურ ფორმაშია მეტი რა გინდა? ჩემი ლაბრადორია და ეგ ჯიში ზოგადად დანაყრებას ვერ გრძნობს და მაგიტომ ვაკონტროლებ. ჩემსას 370 უწერია და 370 ვაძლევ. თუ ძალიან ბევრი ირბინა მაქსიმუმ 30 გრამს ვუმატებ ხოლმე. 8 თვისაა 24 კილოგრამი

p.s. ელიავაზე 120 ლარი ღირს 12 კილოიანი ტომარა.

Posted by: gurkie 7 Apr 2020, 21:15
გამარჯობათ, ჰასკიზე თუ ვინმე დამაკვალიანებთ მადლობელი ვიქნები, 2კვირაა სახლში ჩამოვედი აქ დამხვდა და ესეთი სიტუაცია დაემთხვა ვერ ვახერხებ ვეტერინართან მიყვანას 3თვემდეა, ჭამის ნორმა როგორ არის ამ ძაღლებზე? რასაც დავუკვირდი ყველა საკვებს სხვადასხვა დოზა აწერია უკან ვისაც გყავთ და კარგად ერკვევით მირჩიეთ რამე, ხო კიდევ რა ესაჭიროება აცრების გარდა ეგენიც მოაყოლეთ სიკეთეს გააკეთებთ <3 ტილების წამალიც გეცოდინებათ.

ხო ისე ხასიათი საშინელი ქონია პირველად მომიწია ძაღლთან ერთად ცხოვრება ერთ სახლში და 10 კაცი უფრო მარტივი ასატანია ალბათ ვიდრე ერთი 3 თვის ლეკვი biggrin.gif ხუმრობით რათქმაუნდა. არვიცი რატოა ასე მაგრამ საჭმელად ვინც გადის მაგიდასთან იმას მიყვება სულ და სულ პირში უყურებს და ნერვიულობს რომ არ აჭმევენ sad.gif

Posted by: Hunterchupa 7 Apr 2020, 22:19
gurkie

პირველ რიგში ეხლავე უნდა მიაჩვიო ყველაფერს. მე 8 თვის ლაბრადორი მყავს და უკვე ოჯახის სრულფასოვანი წევრია არასოდეს ასულა ზემოთ არასოდეს შეუჩამია მაგიდიდან და არასდროს მოუთხოვია, სახლში მოსაქმებაზე საუბარი ზედმეტია. რაც თავისია მხოლოდ იმას იღებს შანსი არაა რამე დააზიანოს ან გააფუჭოს. 1 წლის მყავს პატარა და ის უფრო კუდში სადევნია ვიდრე ძაღლი biggrin.gif უფრო მეტ რამეს აფუჭებს biggrin.gif. საკვებს რაც შეეხება ინდივიდუალურია ჯიბიდან გამომდინარე + ძაღლის გემოვნება. როდესაც საკვებს შეარჩევ დოზირებასაც გაიგებ ყველაფერს თავისი დოზა აქვს (როგორც შენ აღნიშნე აწერია). მე პროპლანზე მყავს 10 ლარია კილო და რავი არ ვემდური წლამდე ეგრე მეყოლება და მერე გადავიყვან დოგშოუზე ან ბრიქსზე რავი შევხედავ ჯერ კიდე კარგად რომელს როგორი გამოხმაურება აქვს.

Posted by: gurkie 7 Apr 2020, 23:05
ხოდა როგორ გადავაჩვიო ათასჯერ თქმით არაფერი ესმის და :/ ტილების წამალზე ხომ არაფერი იცი?

Posted by: Hunterchupa 8 Apr 2020, 03:13
gurkie

ბევრნაირია ვეტერინარს მიუყვანე მაინც დაგჭირდება მომავალსში და აგიხსნის ბარემ ყველაფერს. თვეში 1 უნდა ჩემი ძაღლის 25 ლარი ჯდება (წონიდან გამომდინარეა) გარედანაც და შიგნიდანაც მუშავდება და აღარაფერია საჭირო. ვარჯიში უნდა ყოველდღიური არასდროს არ ცემო თორე ერთი თუ დაშინდა მერე ვსიო. უნდა ეჩხუბო იქამდე სანამ არ მიხვდება რომ დააშავა (ყურებს ჩამოყრის და შრეკის კატასავით დაგიწყებს ყურებას) ასევე აუცილებელია ჯილდოც როდესაც კარგს გააკეტებს უნდა აჭამო რამე (მე თავისივე საჭმელს ვაძლევ ერთ ცალს) ასევე ავარჯიშე დღეში რამოდენიმე წუთი რომ მიეჩვიოს დავალებების შესრულებას (არ გადაღალო რომ შეატყობ რომ არააქვს სურვილი წაახალისე და თუ მაინც არ შვება ცოტაოდენზე დაკმაყოფილდი არ შეაძულო ვარჯიში)

Posted by: mashusha 18 Apr 2020, 20:44
გამარჯობა,
სახლსი გვყავს ლეკვი, არის 2 კვირის, თვალები ჯერ არ აქვს ახელილი
ლეკვის რძე არისო გვიტხრეს, სად შევიძინოთ?
ლეკვი სავარაუდოდ ჰასკია

Posted by: luka69 19 Apr 2020, 04:14
მოგესალმებით. კვებავთ ვინმე თქვენს ძაღლს უმი ხორცის დიეტით (Raw Food Diet) ? თუ კი რა შედეგები გაქვთ ? ასევე როგორ თანხებთან არის დაკავშირებული ? ბევრი ვიდეო მინახავს და წამიკითხია სტატიები და ხალხის კომენტარი არის რომ უფრო იაფი უჯდებათ... არვიცი რამდენად მართალია ან რას იხდიდნენ ამდენს მანამდე biggrin.gif

Posted by: Onyx′ 22 Apr 2020, 21:23
სად იყიდება იაფად დაწერეთ თბილისში ძაღლის საჭმელი
პროპლანზე მყავს და სადაც ვყიდულობ 11.5 ლარს ვაძლევ კილოში
ხომ არ იცით სადმე უფრო იაფად?

Posted by: sweetAppletree 22 Apr 2020, 21:34
mashusha
ესა?
https://4pets.ge/%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-200%E1%83%92/
იქნებ ადგილზე მიტანის სერვის ჰქონდეთ

Posted by: chele23 24 Apr 2020, 12:29
QUOTE (Onyx′ @ 22 Apr 2020, 21:23 )
სად იყიდება იაფად დაწერეთ თბილისში ძაღლის საჭმელი
პროპლანზე მყავს და სადაც ვყიდულობ 11.5 ლარს ვაძლევ კილოში
ხომ არ იცით სადმე უფრო იაფად?

კილოობით ალბათ მაგაზე იაფად ვერ ნახავთ.

ტომრით საბითოუოში ექნებათ ელიავაზე. მეგალაინის წინ. პროპლანის ბანერი აქვს მაღაზიას.

Posted by: Hunterchupa 24 Apr 2020, 18:01
chele23

მანდ ელიავაზე მეგალაინის წინ ვყიდულობდი ხოლმე და ყოველ მისვლაზე გაძვირებული ფასი მითხრა თან ტომრით ვყიდულობდი და სულ მაგასთან. ბოლოს გავბრაზდი, წავედი პანდაში და თავდაპირველ ფასად ვიყიდე. ასე, რომ მანდ ძვირია პანდაში იაფად ვიყიდე 120 ლარად 12 კგ მაგრამ კილოგრამობით ძვირია უფრო. პროპლანზე მყავს მეც


Posted by: chele23 26 Apr 2020, 16:40
QUOTE (Hunterchupa @ 24 Apr 2020, 18:01 )
chele23

მანდ ელიავაზე მეგალაინის წინ ვყიდულობდი ხოლმე და ყოველ მისვლაზე გაძვირებული ფასი მითხრა თან ტომრით ვყიდულობდი და სულ მაგასთან. ბოლოს გავბრაზდი, წავედი პანდაში და თავდაპირველ ფასად ვიყიდე. ასე, რომ მანდ ძვირია პანდაში იაფად ვიყიდე 120 ლარად 12 კგ მაგრამ კილოგრამობით ძვირია უფრო. პროპლანზე მყავს მეც

დეზერტერების ბაზრის წინაცაა საბითუმო, აბასთუმნის ქუჩაზე. მანდაც ნახეთ ხოლმე.

სადაც იაფად იქნება იქ იყიდით

Posted by: Moro12345 5 Jun 2020, 15:20
მოკლედ ამაზონიდან მინდა გამოწერა 2020 წლისთვის საუკეთესო საჭმელად აღიარებული ბევრი კველვის შედეგად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასის მქონე კანადური wild life ამაზონზე იყიდება აქ ვერსად ვერ ვიპოვე, მაგრამ გადამზიდი კომპანიებით ორჯერ ძვირი მიჯდება და რაიმე გზა არ არსებობს ან ვინმე ხომ არ იყენებთ?

Posted by: მ.დ.უ 19 Jun 2020, 06:17
QUOTE (Moro12345 @ 5 Jun 2020, 15:20 )
მოკლედ ამაზონიდან მინდა გამოწერა 2020 წლისთვის საუკეთესო საჭმელად აღიარებული ბევრი კველვის შედეგად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასის მქონე კანადური wild life ამაზონზე იყიდება აქ ვერსად ვერ ვიპოვე, მაგრამ გადამზიდი კომპანიებით ორჯერ ძვირი მიჯდება და რაიმე გზა არ არსებობს ან ვინმე ხომ არ იყენებთ?

კანადური აკანა და ორიჟენი არის საუკეთესო და საქართველოში იყიდება.

Posted by: nikato-nikato 17 Jul 2020, 12:34
რომელი ითვლება საუკეთესო საკვებად?
და რა ღირს კილოგრამი? ნუ რაც აქ იშოვება რა თქმა უნდა


Posted by: kotcio 17 Jul 2020, 12:44
nikato-nikato
აკანა კარგია, სხვადასხვა ფასი აქვს საქონელს, ქათამს, თევზს საშუალოდ 18 ლარი

Posted by: narmonana 17 Jul 2020, 15:20
კაროჩე, ექვსი ლეკვი, ჯერ მარტო რძიან გერკულესზე არიან, რითი შეიძლება შევუცვალო? კვილები ახალი ამოსული აქვთ, რო ამოეწვერებათ....

რამე ძვირი არ მითხრათ...

Posted by: Wisemаn* 17 Jul 2020, 18:07
narmonana
ძვირს რამდენიანს ეძახი გააჩნია? biggrin.gif

Posted by: narmonana 17 Jul 2020, 18:25
Wisemаn*
წარმოიდგინე რომ სამსახური დავკარგე მარტიდან მოყოლებული და 6 ლეკვი უნდა ვარჩინო, ჩემი და სხვისი ფულებით, სანამ ვინმე მომაცილებს

ბავშვის რძის ფხვნილით და გერკულესის ნაჯერით ვკვებავ ეს სამი დღე და მოძლიერდნენ, რასაც ვუყურებ.

სადღაც 500 გრამიანები არიან...

მოხარშული კვერცხი მოეწონათ

Posted by: Scoorp 22 Jul 2020, 19:06
narmonana


ფეისბუქზე არ ხარ რაიმე ჯგუფში ?
რომ დაწერო გირჩევენ რა შეიძლება მისცე ამ ასაკში და ასეთ დროს
ფინანსურადაც დაგეხმარება რაღაც ნაწილი თუ დაგჭირდა
მოძებნე აბა- "მიუსაფარ ცხოველთა კლუბი"
ან ძაღლების კლუბი

Posted by: narmonana 22 Jul 2020, 19:23
Scoorp
დამეხმარნენ უკვე ფორუმელები.

მაწონს ვაჭმევ და დამბალ კორმს, რძესაც ვუსხამ დღეში ერთხელ, წყალს ჯერ არ სვამენ და სითხე რო ქონდეთ

იმ კორმს კარგად ჭამენ ძაან და მოიმატეს უკვე კარგად, რასაც ვუყურებ

Posted by: webdesigner93 29 Jul 2020, 18:22
https://www.petfood.ge/shop/%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%92-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a3-%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%97-14%e1%83%99%e1%83%92/

ამ საჭმელზე რას მეტყვით , ვარგა თუ უხარისხოა ?

Posted by: Wisemаn* 29 Jul 2020, 18:27
webdesigner93
ქუჩის ძაღლებისთვის თუ გინდა კაია biggrin.gif

Posted by: webdesigner93 31 Jul 2020, 15:24
Wisemаn*
QUOTE
ქუჩის ძაღლებისთვის თუ გინდა კაია

ჰოო , მეც ჩავეძიე რაღაცებს და არ მეგონა ასეთი უხარისხო თუ აღმოჩნდებოდა biggrin.gif

Posted by: AB_CD 15 Aug 2020, 15:58
ნატურალურ კვებაზე თუ გყავთ ვინმეს ძაღლი ?

Posted by: lilu777 9 Dec 2020, 21:57
ზრდასრული ლაბრადორისთვის რომელი მშრალი საკვების ბრენდებია კარგი? ცოტა ბიუჯეტურიც რომ იყოს smile.gif


Posted by: V.I.P. 16 Dec 2020, 11:10
QUOTE (lilu777 @ 9 Dec 2020, 21:57 )
ზრდასრული ლაბრადორისთვის რომელი მშრალი საკვების ბრენდებია კარგი? ცოტა ბიუჯეტურიც რომ იყოს smile.gif

ოთხი თათი-პრემიუმ კლასია
ჰეფი დოგი,ბოში..
მხოლოდ თავის საკვებს აძლევთ თუ ორგანულსაც?
რომელ საკვებზე გყავთ?

Posted by: ლაშა117 16 Dec 2020, 16:27
პრემიუმს და სუპერ პრემიუმს შორის ძალიან დიდია განსხვავება?



პრემიუმში რომელ საკვებს უწევთ რეკომენდაციას

ანალოგიური მაინტერესებს სუპერ პრემიუმზეც

7 თვის ლეკვია


რამე საბითუმო საწყობი ჰომ არ იცით საკვების

Posted by: lilu777 19 Dec 2020, 00:27
V.I.P.

ეხლა დარლინგზე, მაგრამ სახლში გაკეთებულ საჭმელსაც ვაძლევთ ხოლმე. ხან მშრალ საჭმელს ვასხავთ რამე სოუს ან მაწონს smile.gif

ცოტა პრეტენზიული ვინმე მყავს , ყველაფერს და ყველა ფირმის საჭმელს არ ჭამს , იწუნებს ხოლმე biggrin.gif

Posted by: Wisemаn* 19 Dec 2020, 10:57
lilu777
ბიუჯეტურში რა ფასს გულისხმობ გააჩნია.

QUOTE
ეხლა დარლინგზე, მაგრამ სახლში გაკეთებულ საჭმელსაც ვაძლევთ ხოლმე. ხან მშრალ საჭმელს ვასხავთ რამე სოუს ან მაწონს

დარლინგი ძალიან დაბალ ხარისხიანი საკვებია და მაგიტო არ ჭამს დამატებითი "სოუსების" გარეშე.

ახლახანს შემოვიდა საქართველოში მონჟე
სუპერპრემიუმ ხარისხის საკვებია, რაც საქართველოში იყიდება ყველას ჯობია აბსოლიტურად.
ფასს რაც შეეხება, აქაურ გაპიარებულ საკვებებზე(როიალი და ძმანი მისნი) აიფი ღირს.
ისანში, ნავთლუღის 29 ნომერში(ისნის კარფურის ქვედა შუქნიშანთან) არის და ძალიან კარგ ფასში ყიდიან.

Posted by: Scoorp 19 Dec 2020, 15:24
ქლაბ ედალთს ვაჭმევდი ჩემ ლაბრადორს
მაგრამ სასწაულად გაძვირდა
და ჩანაცვლება მინდა
რას მირჩევთ ამ ეტაპზე? ოთხი თათი, სელექტი, ბრეკისი, პროპლანი? თუ სხვა?

Posted by: GeorG-E 16 Jan 2021, 14:35
სალამი მეგობრებო, 2 თვის გერმანული ნაგაზი მყავს, რა საჭმელს მირჩევთ, მე ევროპიდან ჩამოვუტანე 2კგ(brit care) მაგრამ მალე დამთავრდება და არ ვიცი აქ რომელია სანდო.
მადლობა წინასწარ

Posted by: _Moxuci_ 21 Jan 2021, 18:25
QUOTE
2 თვის გერმანული ნაგაზი მყავს

დავფიქსირდე მეც. თითქმის ამავე ასაკის ავჩარკის ლეკვი მყავს მეც.

პედიგრი და ჩაპი 5-დან 7 ლარამდე ღირს, მაგრამ უხარისხოა. როიალ კანინი აქ რომ ვიკითხე 15ლ დამიფასეს.

ჯერ ისევ ჩაპის ვაჭმევ და დღეს ვუყიდე ქათმის ფილე. ვეძებ ახლა აქეთ მაღაზიებს, სად შეიძლება მთლიანი შეფუთვით რომ ცოტა შეღავათიან ფასში ვიყიდო ნორმალური ხარისხის.

Posted by: Hunterchupa 22 Jan 2021, 17:14
GeorG-E

მე ლაბრადორი მყავს თვეების რომ იყო პროპლანს ვაჭმევდი და ეხლა დოგშოუს ვაჭმევ და მშვენივრადაა

Posted by: _Moxuci_ 27 Jan 2021, 00:18
Hunterchupa
12 ლარად ვიყიდე დღეს ქუთაისში პროპლანი. მეორეგან 15ლ ღირდა კილო. როიალ კანინი 15ლ ერთგან და 20ლ მეორეგან 1კგ ის ფასი.

დოგშოუ 5-6 ლარამდე ღირს.

paw paw და pro star -იც იაფი ღირდა.

ბიუჯეტურებიდან კანისი როგორია? ესეც 5-6ლ ღირს აქეთ

მეგაბონს ვაჭმევდი აქამდე და ამ პროპლანზე გაგიჟდა ისე მოეწონა


ონლაინ საიდან შეიძლება გამოვიწერო

ან ქუთაისში სად შევძლებ ნორმალური პრემიუმის ან სუპერ პრემიუმის ყიდვას? 1-2 თვე რომ გავქაჩო და კარგი საკვები ვაჭამო. ცოტა რომ მოიზრდება მერე 1-1 ში გავურევ ხოლმე.




Posted by: Hunterchupa 27 Jan 2021, 00:30
_Moxuci_

დოგ შოუზე მყავს ეხლა და არაფერს უჩივის არის კვიცივით სულ თამაშობს და ენერგია აქვს ულევი. პროპლანი კაია მარა ფინანსურად ....

Posted by: _Moxuci_ 27 Jan 2021, 01:07
Hunterchupa
ჭამით პედიგრის და მეგაბონსაც ჭამს ჩემი, მაგრამ ჯერ 2 თვისაც არაა და ამ ასაკში ვიფიქრე ცოტა შედარებით ხარისხიან საკვებს მივცემდი. 1-2 თვის განმავლობაში, თორე დიდხანს რას ავუვალ ამის ხარჯს ისეთი ფასები ჰქონია...

დოგ შოუს რაც შეეხება კანისი და სხვა ესპანური საჭმელები უკეთესიაო და რამდენად მართალია? ფასში არ იყო დიდად სხვაობა

Posted by: Hunterchupa 27 Jan 2021, 03:35
_Moxuci_


ვერ გეტყვი მე ეგრე ნალაპარაკებზე არ ვაძლევ საკვებს რომ ვნახულობ ძაღლს და ეტყობა რომ კარგათაა ბეწვი საჭმლის დოზა და ასე შემდეგ იმის მიხედვით ვარჩევ. დოგშოუც და პროპლანიც ეგრე შევარჩიე, თორე წერით და ლაპარაკით მილიონ რამეს იძახიან. აგერ თუნდაც მე გეუბნევი რომ ნორმალურია პროპლანი მაგრამ თუ არ ნახე პროპლანით ნაკვები ძაღლი რთული გადასაწყვეტია. თან კარგი საკვები ძაღლს მინიმუმ წელიწადი უნდა მისცე ნუ რაც მეტი უკეთესი მარა სასურველია 1ლამდე მაინც ნორმალურად იკვებოს და მერე შეგიძლია არცთუ ისე გაჯერებული საკვების მიცემა (ნაგავი არც წლის მერე არ უნდა ჭამოს რა საკვირველია მარა ჯიბიდან გამომდინარე ვამბობ). ისე თავად თუ მოუმზადებ დროის ამბავში, ყველაზე კარგი ეგაა და იაფიც გამოდის მემგონი შედარებით.

Posted by: _Moxuci_ 27 Jan 2021, 10:02
Hunterchupa
QUOTE
ვერ გეტყვი მე ეგრე ნალაპარაკებზე არ ვაძლევ საკვებს რომ ვნახულობ ძაღლს და ეტყობა რომ კარგათაა ბეწვი საჭმლის დოზა და ასე შემდეგ იმის მიხედვით ვარჩევ

გასაგებია, მაგრამ უკანასკნელად, როდესაც დიდი და ჯიშიანი ძაღლი მყავდა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. აღარ მახსოვს რას და როგორ ვაჭმევდით. ჩემ მოვალეობაში მხოლოდ მისი მოფერება, გართობა და გასეირნება შედიოდა :დ

ანუ სანამ პირადი დაკვირვებით ფასითა და ხარისხით ოპტიმალურ ვარიანტს შევარჩევ კომპეტენტური რჩევა-დარიგება მჭირდება. ყველა გამყიდველი ძირითადად მის პროდუქტს აქებს. ბევრმა ეკონომი, სტანდარტი, პრემიუმი და სუპერ პრემიუმი საერთოდ ვერ გაიგო რას ნიშნავდა.

QUOTE
ისე თავად თუ მოუმზადებ დროის ამბავში, ყველაზე კარგი ეგაა და იაფიც გამოდის მემგონი შედარებით.

კონკრეტულად რას გულისხმობ? სხვადასხვა პროდუქტის შეძენას და სახლის პირობებში ყოველდღიური რაციონის გაკეთებას?

ქათმის მოხარშული ფილე ვაჭამე ამ რამდენიმე დღის წინ. ჯერ ხო გადარეული მეცა და ცოტა დავფრთხი. პედიგრის და მეგაბონს ძირითადად ზანტად თუ ჭამდა ხოლმე და ქათმის ხორცს ლამის ჩემი თითებიც მიაყოლა დესერტად, რაზეც დავტუქსე, მაგრამ რეაგირება არ ჰქონდა. იმის მერე ყოველ ჭამაზე ხორცს მთხოვდა და რამდენიმე დღე ლამის ძალით ვაჭმევდი რომ არ ეშიმშილა.

Posted by: Hunterchupa 27 Jan 2021, 11:13
ქათმის ფილე ბოსტნეული, კი სახლის პირობებში მომზადებულ საკვებს ვგულისხმობ. უმარილო, ხახვის და ძაღლისთვის მავნნე დანნამატების გარეშე.

Posted by: კულე 2 Feb 2021, 17:00
_Moxuci_
ქუთაისში რომელ ვეტერინართან დადიხარ? მე მინდა ლეკვის მიყვანა ვინმესთან და ვერ გადამიწყვეტია ვისთან მივიდე. საჭმელზე ზოგი რას მეუბნება ზოგი რას, ძირითადად ყველა იმ ფირმას აქებს რომელიც მაღაზიაში უდევთ. ოთხი თათი, ჰეფი დოგი , ბოში, ეს საკვებები მირჩიეს, არადა როილ კანინი და პროპლანი ყველაზე კარგებია არა? ერთმა ვეტმა, მე როიალ კანინს ვერ გავუწევ რეკომენდაციასო და რაღაც ისეთი სახელის მშრალი საკვები მითხრა რომ არც მსმენია არასდროს, ხოდა ამას როგორ მივუყვანო ძაღლი.


ვფიქრობ როიალ კანინის სტარტერი ვაჭამო სანამ ორი თვის გახდება და მერე ცოტა ხნით ისე როიალ კანინზე გადავიყვანო და შემდეგ პროპლანზე. მაგრამ ეს ვეტები, რომ თავიანთ საკვებებს მთავაზობენ რა ვქნა? არადა რომ მიიყვან რომელიმე ვეტ-ექიმთან მერე ხომ უნდა მიყვე მის რეკომენდაციებს და ისეც არ მინდა ის ექიმი ერთს მეუბნებოდეს და მე მეორეს ვაკეთებდე, ცუდი არ ვქნა პირიქით. რას მირჩევთ?

Posted by: Scoorp 2 Feb 2021, 23:22
კულე

პრემიუმი ან სუპერ პრემიუმი აჭამე სანამ წამოიზრდება(თუ შეძლებ ფინანსურად)
პროპლანზე ვერ გავიგე, ბევრი აქებს, ბევრიც წერს არ ვარგაო.

ზოომარტში ნამდვილად აქვთ ძალიან კარგი საკვები-ორიჟენი, აკანა, მაგრამ ძალიან ძვირებია

აჭამე როიალი ჯერჯერობით, მე წლებია მაგას ვაჭმევ ჩემ ძაღლს. იმედია ვარგა რეალურადაც

Posted by: კულე 2 Feb 2021, 23:33
Scoorp
არ ვარ თბილისში თორემ კი ვიყიდიდი მაგათ. აქ როიალ კანინია, პროპლანი, ბოშის საკვებია კიდევ, ოთხი თათი და ჰეფი დოგი. როიალ კანინი მეც ვიცოდი რომ კარგი იყო მაგრამ ზოგი ამბობს ღორის ქონს შეიცავს და ღვიძლს აზიანებსო, მაგიტომ ვიკავებ თავს. ბოშის საკვებია კიდევ ძვირიანი გერმანული გამოშვებისაა, სადღაც 17 ლარამდე მითხრეს კილო, მარა აზრზე არ ვარ როგორი საკვებია, თუ იცი ვარგა? ედვანსი გამიგია მარა ქუთაისში ვერ ვიშოვე ეს ფირმა, ამიტომ ისევ როიალ კანინს, პროპლანს, ბოშს, ოთხ თათსა და პროპლანს შორის უნდა გავაკეთო არჩევანი და არ ვიცი რომელი გადავწყვიტო.

Posted by: fermina 2 Feb 2021, 23:46
ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ღმერთი არსებობს.
მაგალითად მაშინ, როცა ფიქრობ, რომ ძალიან გინდა და გჭირდება პატარა ლეკვი, რომელსაც გაზრდი და ეზოში გეყოლება, რომელიც იქნება აუცილებლად მეტისი და რომელსაც აუცილებლად თავშესაფრიდან წამოიყვან ან ქუჩიდან აიყვან რომელიმე უპატრონო ლეკვს.

მაგრამ თან ყოყმანობ, არ გცალია, გეზარება, იმიზეზებ რომ ხშირად სახლში არ ხარ და ვერ მოუვლი და ათას რამეს.
ხოდა ხარ ამ ფიქრებში და ღამე ჩაგესმის განწირული წკმუტუნი თუ ტირილი, რომელიც დილამდე არ ჩერდება, ჯერ მეზობლის ძაღლი გგონია, მერე დილით უკვე აანალიზებ, რომ ვაფშემც სახლის იმ მხარეს არანაირი მეზობელი არ გყავს და გადიხარ გასარკვევად, თუ საიდან მოდის ხმა, ბევრი ძებნაც არ გჭირდება, მიყვები ამ განწირული წკმუტუნის ხმას და იქვე ღობესთან ბუჩქებში გათოშილ, საცოდავ, ყინვისგან და შიმშილისგან დაუძლურებულ პაწაწუნა ლეკვს პოულობ. სამაშველო ოპერაცია წარმატებით სრულდება.

ხოდა ამოცანა გვეკითხება, რა ვაჭამო ამ პატარა მათხოვარს, რომელიც უკვე მოღონიერდა, გათბა და ზებუნებრივი მადა გამოამჟღავნა biggrin.gif არ მინდა, ძალიან პრეტენზიული იყოს ჯიშიანი ძაღლებივით. მაწონი, ხაჭო და ეგეთები შეიძლება? თავის საკვებიც ვუყიდე, მშრალი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ უმაღლესი ხარისხისაა.

user posted image

ამ სურათში უკვე ერთი კვირის ნაკვებ-გამთბარ-მოვლილია smile.gif

პ.ს. მალე საკუთარი სახლიც ექნება ეზოში, დიდი, ლამაზი და თბილი love.gif

Posted by: ortema 3 Feb 2021, 16:34
სალამი,
მეგალაინის წინ რომ საკვები იყიდება მანდ ვყიდულობ ხოლმე Proplan ს. ბოლოს რომ ვიყავი მისული არ ჰქონდათ მარაგში ის სახეობა რაც მე მინდოდა. ვინმეს ხომ არ გაქვთ ნომერი ამ ბატონის, ჩაყოლებაზე სულ ბოლო მაღაზია რომ არის.

Posted by: _Moxuci_ 3 Feb 2021, 22:50
QUOTE (კულე @ 2 Feb 2021, 17:00 )
_Moxuci_
ქუთაისში რომელ ვეტერინართან დადიხარ? მე მინდა ლეკვის მიყვანა ვინმესთან და ვერ გადამიწყვეტია ვისთან მივიდე. საჭმელზე ზოგი რას მეუბნება ზოგი რას, ძირითადად ყველა იმ ფირმას აქებს რომელიც მაღაზიაში უდევთ. ოთხი თათი, ჰეფი დოგი , ბოში, ეს საკვებები მირჩიეს, არადა როილ კანინი და პროპლანი ყველაზე კარგებია არა? ერთმა ვეტმა, მე როიალ კანინს ვერ გავუწევ რეკომენდაციასო და რაღაც ისეთი სახელის მშრალი საკვები მითხრა რომ არც მსმენია არასდროს, ხოდა ამას როგორ მივუყვანო ძაღლი.


ვფიქრობ როიალ კანინის სტარტერი ვაჭამო სანამ ორი თვის გახდება და მერე ცოტა ხნით ისე როიალ კანინზე გადავიყვანო და შემდეგ პროპლანზე. მაგრამ ეს ვეტები, რომ თავიანთ საკვებებს მთავაზობენ რა ვქნა? არადა რომ მიიყვან რომელიმე ვეტ-ექიმთან მერე ხომ უნდა მიყვე მის რეკომენდაციებს და ისეც არ მინდა ის ექიმი ერთს მეუბნებოდეს და მე მეორეს ვაკეთებდე, ცუდი არ ვქნა პირიქით. რას მირჩევთ?

სამწუხაროდ ასე კარგად ვერ ვერკვევი ჯერ ვეტ ექიმებში, რომ რჩევა მოგცე ან რეკომენდაცია გავუწიო ვინმეს. მე პირადად სისხლის ბანკის წინ ბროსეს ქუჩაზე რომ მაღაზიაა მანდ მყავდა ხოლმე და საკვებსაც მანდვე ვყიდულობ. ჩაყოლებაზე ყველის ვაჭრები არიან და მანდაა. ხარების ეკლესიისკენ რომ მიდიხარ მაგ შესახვევში უფრო დიდი ვეტ. კლინიკაა. ხალხიც ბლომად ჰყავთ, რაც ლოგიკურად იმაზე მიანიშნებს, რომ კომპეტენტური ხალხია, თუმცა ფასებიც სოლიდური აქვთ. მაგალითად როიალ კანინს 15-ად თუ ვყიდულობ სხვაგან აქ 20 დამიფასეს, პროპლანს 12 -ად რომ ვყიდულობ 15 ლარიო და ა.შ.

მე პროპლანს ვაჭმევ ამ ეტაპზე. სულ პირველად პედიგრი მივეცი და მერე ცოტახანს მეგაბონს ვაჭმევდი. პედიგრს, მეგაბონს, კანისს, დოგშოუს ერთხმად აძაგებს ყველა, ვისაც ცოტა უფრო ძვირიანის და ხარისხიანის ყიდვის საშუალება აქვს :დ თუმცა მეზობელს ჰყავს სუფთა სისხლის გერმანული ნაგაზი და იმან დადებითად მოიხსენია დოგშოუ. ძვირიანებიდან ( სუპერ პრემიუმი ) როიალ კანინია კარგი და ეკონომებიდან დოგშოუს ვანიჭებ უპირატესობასო. ჯანმრთელი და ლამაზი ძაღლი ჰყავს. ბეწვიც კარგი აქვს. ვეტ ექიმზე და კლინიკაზეც ვკითხავ მერე.

ჩემი მეტისია და ხანგრძილი დროით თან გადაყოლას არ ვაპირებ. ძალიანაც რომ მინდოდეს ( თუმცა მინდა, განა არ მინდა ) ფინანსურად ვერ გავწვდები. ჯერჯერობით ვეძებ ხარისხიან ან სულ მცირე ძაღლისთვის უვნებელ ეკონომ საკვებს. პედიგრი, მეგაბონი, დოგშოუ, კანისი, პრო სტარი და კიდევ რაღაცები ვნახე ამ ეტაპზე.

Posted by: კულე 3 Feb 2021, 23:16
_Moxuci_
ეგ დიდი ვეტ-კლინიკა ვიცი, მეძვირეები არიან.
აი ეგ ყველის ვაჭრებთან რომ არიან მაგათ ყველაზე კარგი ფასები აქვთ, კლინიკაც გახსნეს ახლა გვერდით. ადრე დავდიოდი მე მაგათთან ორივესთან და ახლა მაქ აღარ მინდა ამიტომ სხვა ადგილს ვეძებ.
პასილოკში ადრე რომ კლინიკური საავადმყოფო იყო იქ გახსნეს რაღაც ახალი ვეტ კლინიკა და იქ მივალ ალბათ, გარემო მომეწონა რაღაც. აღმაშენებელზეც კარგი ზოომაღაზიაა, პროსტა საკვების პონტში გავიჭედე იმას მიქებენ რასაც ყიდიან მაღაზიაში და არ ვიცი რა ვქნა. ალბათ ბოშს ვიყიდი და ვნახავ მოეწონება თუ არა, როიალ კანინის მერე ქუთაისში ყველაზე კარგი ეს საკვებია. როიალ კანინი აძაგესავით და მაგიტომ აღარ მინდა მაგის ყიდვა. ნეტა თბილისში მაინც ვიყო, ეს ორიჟენი და აკანა მაინტერესებს ძალიან, სანამ პატარაა ვუყიდიდი. თუ იცი ქუთაისში არ იყიდება სადმე ეს ფირმები?

Posted by: _Moxuci_ 4 Feb 2021, 00:00
კულე
QUOTE
აი ეგ ყველის ვაჭრებთან რომ არიან მაგათ ყველაზე კარგი ფასები აქვთ, კლინიკაც გახსნეს ახლა გვერდით. ადრე დავდიოდი მე მაგათთან ორივესთან და ახლა მაქ აღარ მინდა ამიტომ სხვა ადგილს ვეძებ.

უბრალოდ აღარ გინდა თუ რამე სერიოზული მიზეზია? კლიენტები მაგათაც ბევრი ჰყავთ.

QUOTE
ეგ დიდი ვეტ-კლინიკა ვიცი, მეძვირეები არიან.

თუ ჯიშიანი და შესაბამისად ძვირიანი ლეკვი გყავს მე მაგ ვარიანტზე შევჩერდებოდი. დროებით მაინც,

QUOTE
საკვების პონტში გავიჭედე იმას მიქებენ რასაც ყიდიან მაღაზიაში და არ ვიცი რა ვქნა

მეც იგივე დღეში ვარ. ამიტომ გავწევრიანდი რამდენიმე ფბ ჯგუფში და პარალელურად იმ ადამიანებს ვეძებ და ვესაუბრები, რომლებსაც იგივე ჯიშის ძაღლთან და ლეკვებთან გამოცდილება აქვთ.

QUOTE
როიალ კანინი აძაგესავით და მაგიტომ აღარ მინდა მაგის ყიდვა.

არსებობს რამე, რაც არ უძაგებიათ რო?

ბოში მე პირველად მესმის. სადგურზე შიგნიდ ჩაყევი მაღაზიებს. კარგ ფასებში აქვთ ტომრებით და არჩევანიც დიდია, თუმცა ბევრმა გამყიდველმა ეკონომის, სტანდარტის, პრემიუმის და სუპერ პრემიუმის მნიშვნელობაც არ იცის...

QUOTE
ეს ორიჟენი და აკანა მაინტერესებს ძალიან, სანამ პატარაა ვუყიდიდი. თუ იცი ქუთაისში არ იყიდება სადმე ეს ფირმები?

მე როგორც მითხრეს არ შემოაქვსო დისტრიბუციას.

ახალ კლინიკებს შეიძლება ჰქონდეს ან გამოაგზავნინე. 5-10 ლარს თუ წაიღებს მარშუტკა და მინივენი.

Posted by: კულე 4 Feb 2021, 10:29
_Moxuci_
ადრეც მყავდა მე ძაღლი და მაგათთან დავდიოდი, მომიკვდა. მაგათი არაფერი ბრალია გადაყვენ ზედ თავს, რას არ უკეთებდნენ, უბრალოდ ხომ ხვდები აღარ მინდა მაგათთან სიარული, რადგან ის დამყავდა და ვერ გადარჩა, სხვასთან მინდა რომ მივიდე ახლა მაგიტომ. კიდევ ერთხელ გეუბნები ამათი ბრალი არაფერია, ძალიან მცოდნეები არიან ორივეგან და ძალიან უყვართ ძაღლები, კოცნიდნენ და ეხვეოდნენ რომ მივდიოდით ხოლმე. რომ მოკვდა ძაღლი ძალიან განიცადეს. უბრალოდ თვითონ ჩემი ძაღლი იყო ძალიან სუსტი, სულ რაღაც ჩირდა ხოლმე და ვერ გამოძვრა რა მდგომარეობიდან, ხდება ასეც ხოლმე სამწუხაროდ.
მაგ სადგურზე იაფიანები აქვთ, 7-8 მაქსიმუმ 10 ლარიანები. მე დასაწყისისთვის ძვიარიანებს ვეძებ. ერთი ჩავჩავაძეზე არის ბიჩი, რომელსაც აქვს კიდევ ბევრი საკვებები და მაგას ვკითხავ ერთი, ამ აკანაზე თუ ჩამოაქვს.
ბოში არის სუპერ პრემიუმ გერმანული საკვებიო, ასე მითხრეს მე. ავტომშენებელზე პალმებთან აქვთ, დიდი მაღაზიაა თავისი კლინიკაც აქვთ. რავი ინტერნეტშიც კარგი რევიუები წავიკითხე ამ ფირმაზე და მაგიტომ ვფიქრობ ხომ არ ვცადოთქო.

Posted by: Scoorp 4 Feb 2021, 18:53
QUOTE (კულე @ 2 Feb 2021, 23:33 )
Scoorp
არ ვარ თბილისში თორემ კი ვიყიდიდი მაგათ. აქ როიალ კანინია, პროპლანი, ბოშის საკვებია კიდევ, ოთხი თათი და ჰეფი დოგი. როიალ კანინი მეც ვიცოდი რომ კარგი იყო მაგრამ ზოგი ამბობს ღორის ქონს შეიცავს და ღვიძლს აზიანებსო, მაგიტომ ვიკავებ თავს. ბოშის საკვებია კიდევ ძვირიანი გერმანული გამოშვებისაა, სადღაც 17 ლარამდე მითხრეს კილო, მარა აზრზე არ ვარ როგორი საკვებია, თუ იცი ვარგა? ედვანსი გამიგია მარა ქუთაისში ვერ ვიშოვე ეს ფირმა, ამიტომ ისევ როიალ კანინს, პროპლანს, ბოშს, ოთხ თათსა და პროპლანს შორის უნდა გავაკეთო არჩევანი და არ ვიცი რომელი გადავწყვიტო.

ბოშზე არაფერი მსმენია სიმართლე გითხრა
ჰეფი დოგს გირჩევ მაგათგან ალბათ მე უფრო
ან როიალ კანინს
რავიცი წლებია კანინს ვაჭმევ მე ჩემს ძაღლს, იმედია არაფერი მოუვა :/
რაღაცა ერთ საჭმელზე შეჯერდი, ჯერ რამდენიმე კილო უყიდე და შეხედე როგორ შეჭამს რომ ტომრით არ იზარალო

Posted by: კულე 4 Feb 2021, 19:12
Scoorp
არა ტომრით ყიდვას ისედაც არ ვაპირებდი, ჯერ ცოტას ვუყიდი და შევხედავ როგორ მოეწონება. ბოშზე მეც არ მსმენია არასდროს, ფეისბუქზე აქვთ გვერდი შექმნილი და ცუდი არავის დაუწერია, მაგრამ მაინც უცნობი ფირმაა და არ გავრისკავ აბა. როიალ კანინის სტარტერს ვფიქრობდი 3 თვემდე რომ მიმეცა, მაგრამ ვეტ-ექიმმა მე როიალ კანინს ვერ გავუწევ რეკომენდაციასო და ჰეფი დოგი შემომთვაზა, თვითონ უდევს მაღაზიაში და ყიდის რა. არადა კანინი აშკარად უფრო ძვირი ღირს. ჯერ ლეკვი 1 თვისაა და არ მიწყვეტს 5-10 ლარი არაფერს მაგიტომ მინდა საუკეთესოს მიცემა, თბილისში რომ ვიყო კი ვიცი რასაც ვიყიდიდი, მაგრამ ქუთაისში ვარ და ვერ ვარჩევ აქ ვერაფერს რა.

Posted by: _Moxuci_ 4 Feb 2021, 20:50
კულე
QUOTE
ადრეც მყავდა მე ძაღლი და მაგათთან დავდიოდი, მომიკვდა. მაგათი არაფერი ბრალია გადაყვენ ზედ თავს, რას არ უკეთებდნენ, უბრალოდ ხომ ხვდები აღარ მინდა მაგათთან სიარული, რადგან ის დამყავდა და ვერ გადარჩა, სხვასთან მინდა რომ მივიდე ახლა მაგიტომ. კიდევ ერთხელ გეუბნები ამათი ბრალი არაფერია, ძალიან მცოდნეები არიან ორივეგან და ძალიან უყვართ ძაღლები, კოცნიდნენ და ეხვეოდნენ რომ მივდიოდით ხოლმე. რომ მოკვდა ძაღლი ძალიან განიცადეს.

გასაგებია, მესმის.

წლების წინ მეც მყავდა ქერა ბეწვიანი და ცისფერთვალება კავკასიური ნაგაზი. სუფთა მთის ძაღლი იყო და დიდხანს ვერ გაძლო ბარში. მოვლა არ დაგვიკლია, მაგრამ მაინც მეტი სჭირდებოდა ალბათ და სუსტიც იყო. სუსტი ჯანმრთელობის მხრივ, თორე 1-1 -ში შესაძლოა ბარე ორ მგელსაც გამკლავებოდა. 80კგ ზე მეტი იქნებოდა. იმის შემდეგ ჯერ დიდხანს აღარ მყოლია არაფერი და მერე "დვარნიაშკა" ლეკვი მოვიყვანე. 6 წელია უკვე რომ მყავს და ამ ხნის განმავლობაში რამდენი რამე გადაიტანა ვინ იცის. რამდენჯერმე მოწამლეს, ბევრჯერ ძაღლებმა დაგლიჯეს, კორმი და ვიტამინი ამან არ იცის რა არის, მაგრამ იშვიათად თუ მოიძებნება უფრო ჯანმრთელი და ხალისიანი ძაღლი. ახლაც გერმანული ნაგაზის მეტისი მყავს, რადგან მეტისი მაინც უფრო ამტანია, თუმცა ძველი ძაღლისგან განსხვავებით კვების მხრივ ამას მართლა ვანებივრებ, რაკი ამ ასაკში კარგი რაციონი შემდგომი ზრდის და განვითარების საწინდარია.

როიალ კანინი მე უბრალოდ ძალიან მეძვირება, პროპლანი ოპტიმალური ვარიანტია. ჩემი პროპლანს დამბალსაც კარგად ჭამს და მშრალადაც. საკმაოდ ცხიმიანია. დოგშოუ აქ და ზოგადად ინეტშიც ბევრგან აძაგეს, მაგრამ მე ვისაც ვიცნობ ყველამ აქო. მოკლედ ამ ეტაპზე რაც ქუთაისში იშოვება მე პროპლანს ვარჩევდი სუპერ პრემიუმებიდან და შედარებით იაფიანებიდან 4 თათს ( 7-8ლ ღირს ).
* * *
..................



Posted by: კულე 4 Feb 2021, 22:19
_Moxuci_
ჩემი ძაღლი 7 წლის იყო რომ მომიკვდა. ჯანმრთელობის მხრივ იყო ჩემიც სუსტი, სულ რაღაც ჭირდა, სულ ექიმებთან ვიყავით. ახლახანს მომიკვდა ოქტომბრის თვეში, ისე განვიცადეთ მთელმა ოჯახმა, რომ ახალი ძაღლის ხსენებაც კი არ გვინდოდა, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა, ის რომ აღარ გვყავს სახლში ისეთი სიცარიელეა რომ სახლში მოსვლა აღარ გვიხარია. ძალიან ვიკავებდით თავს, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ ახალი ბინადრის მოყვანა, ხოდა სხვა ვეტ-ექიმთან მივიყვან გადავწყვიტე უკვე. იმ ძველ ვეტ-კლინიკებს რომ ვხედავ და მახსენდება რომ იქ დამყავდა ჩემი ძაღლი ცუდად ვხდები რაღაცნაირად, იქ გავლაც კი აღარ მიხარია რაღაცნაირად მოქმედებს მაინც. მაგიტომ ახალი ვეტ-ექიმი მინდა მოვძებნო, ვიპოვე რამდენიმე ადგილას ახალი ზოომაღაზიები და ავარჩევ რომელიმეს.
აი მაგ პროპლანი მეც მირჩიეს, თან ფასიც ნორმალური აქვს 12 ლარი. ვნახავ ერთი რევიუებს ინტერნეტში როგორი აქვს, მაგრამ მგონი ეგ 2 თვიდან შეიზლება ჩემი კიდევ თვეზე ოდნავ მეტისაა და მაგიტომ რაღაც განსაკუთრებულს ვეძებ. ვკითხავ მაინც ვეტ-ექიმს იქნებ კი შეიძლებოდეს ერთი თვის ასაკიდანაც. კანინი მართლა ძვირია მაგრამ გავუჭირვებდი თავს და 1-2 თვე მივცემდი, 3 თვემდე მაინც მაგრამ ზოგი ამბობს არ ვარგა როიალ კანინიო და მაგიტომ ვიკავებ თავს. ეს აკანა, ედვანსი და ორანჟი ძალიან მაგრებია რა, მარა ჩვენთან არაა. მონჟესაც აქებენ და გავიკითხავ ერთი იქნებ კი ვიშოვო აქეთაც და კი ჩამოქონდეს ვინმეს.

Posted by: კულე 6 Feb 2021, 15:18
ბესთ ბრიიდერ, ეს საკვები ვიყიდე დღეს ლეკვისთვის, ერთი თვისაა, ვეტ-ექიმმა ძალიან კარგი საკვებიაო, კილოში 15 ლარი მივეცი და თუ იცით ნორმალური ხარისხის საკვებია? ლეკვი არ ჭამს ჯერ-ჯერობით მემგონი დიდად არც მოსწონს.

Posted by: _Moxuci_ 7 Feb 2021, 20:05
კულე
QUOTE
პროპლანი მეც მირჩიეს, თან ფასიც ნორმალური აქვს 12 ლარი. ვნახავ ერთი რევიუებს ინტერნეტში როგორი აქვს, მაგრამ მგონი ეგ 2 თვიდან შეიზლება

თვენახევრიდან დავაწყებინეთ ჩემსას. ახლა უკვე 2 თვისაა და 6,5 კილოზე მეტია. დამბალს ვაჭმევ, თუმცა მშრალიც ძალიან მოსწონს. ჯერჯერობით დამბალი მირჩიეს, მაგრამ ცოტას მშრალადაც ვაჭმევ კბილებისთვის.

QUOTE
ჩემი კიდევ თვეზე ოდნავ მეტისაა და მაგიტომ რაღაც განსაკუთრებულს ვეძებ.

ასე ადრიანად მოცილება რამდენადაც ვიცი სასურველი არაა, რადგან რაც უფრო ხანგრძლივად იქნება დედასთან, მით უფრო უკეთესია, როგორც ლეკვისთვის, ასევე თქვენთვისაც. მე 2 თვემდე არ მატანდა პატრონი, მაგრამ 5 ლეკვის მოვლას ვეღარ აუვიდა და თვენახევრის წამოვიყვანე.

კაი 200კმ ვიარე ამისთვის biggrin.gif


QUOTE
ეს აკანა, ედვანსი და ორანჟი ძალიან მაგრებია რა, მარა ჩვენთან არაა. მონჟესაც აქებენ და გავიკითხავ ერთი იქნებ კი ვიშოვო აქეთაც და კი ჩამოქონდეს ვინმეს.

მე პროპლანს ვეძებ ცოტა შეღავათიან ფასში თუ ვიშოვიდი მედიუმს ან დიდი ზომის ლეკვისთვის.

Posted by: კულე 7 Feb 2021, 20:44
_Moxuci_
არც მე მინდოდა თვე-ნახევრამდე წამოყვანა მაგრამ პატრონმა აღარ დაიტოვა მეტხანს, სხვა ლეკვები გაუშვა ყველა, მე ისედაც ყველაზე ბოლომ წამოვიყვანე, მშრალ საკვებს არის მიჩვეული ასე, რომ ამ მხრივ არ გვაქვს პრობლემა. მეც კაი სიშორიდან მომიწია ჩამოყვანა, გზაში მეც კარგად ვიარე biggrin.gif
ვიკითხავ ერთი მაგ პროპლანს, ხვალ მაინც მივდივარ ვეტ-ექიმთან, ამას ჭიის წამლის დალევა უწევს და დაბარებული ვართ. მე ვიყიდე რაღაც საკვები ბესტ ბრიიდერ 360 ასე ქვია, ვეტ-ექიმმა მომცა და აზრზე არ ვარ ვარგა თუ არა. ლეკვი კი ჭამს ისე სიამოვნებით, ხვალ გადავათვალიერებ საკვებებს კიდევ ერთხელ კარგად.

Posted by: _Moxuci_ 8 Feb 2021, 16:58
კულე
QUOTE
მშრალ საკვებს არის მიჩვეული ასე, რომ ამ მხრივ არ გვაქვს პრობლემა.

მშრალი ჯერ ადრე არაა? მე ისევ დამბალს ვაჭმევ 2 თვეზე მეტის ლეკვს. მშრალი რომ ვაჭამო, ვფიქრობ, რომ უფრო მოეწონება, მაგრამ ადრეულ ასაკში სასურველი არააო. დამბალზე ქათმის ფილეს ვურევ უკეთესი გემოსთვის და თითქმის ყოველთვის ბოლომდე ათავებს ულუფას.

QUOTE
ხვალ მაინც მივდივარ ვეტ-ექიმთან, ამას ჭიის წამლის დალევა უწევს და დაბარებული ვართ

ჩვენ ერთი კომპლექსური დაგვრჩა და მერე ერთი სული მაქვს როდის დავბან biggrin.gif

4 თათი და პროპლანი გადავწყვიტე რომ ვაჭამო. უახლოეს მომავალში ალბათ 4 თათს ვიყიდი ტომრით.

Posted by: კულე 8 Feb 2021, 20:11
_Moxuci_
მეც ვულბობ მშრალ საკვებს. თორემ ეს ჯერ ისეთი ციცქნაა რას შეჭამს. ქათმის ხორცი კი კარგია, უბრალოდ ეს 2 თვისაც არაა ამიტომ ჯერ თავს ვიკავებ ხორცის მიცემისგან ვერ დააქუცმაცებსთქო ასე მგონია, 2 თვის რო გახდება დავუწყებ სხვა რაღაცეების მიცემასაც. ისე გრეჩიხა, ჰერკულესი რო მოვუხარშო და ზედ მაწონი მოვასხა არ შეიძლება? ან ვაშლი და სტაფილო გახეხილი რომ მივცე?
ვისთან დადიხარ აცრებზე? რომელ ვეტ-ექიმთან? რა ფირმის კომპლექსურ აცრებს უკეთებ და რას იხდი თუ საიდუნლო არაა?
დაბანაზე კარგი ამინდი შეურჩიე და გაამშრალე კარგად, ისე თუ ფიქრობ რომ დასვრილია ან თუ სუნი გაწუხებს, ნელ-თბილ წყალში დაამატე ცოტაოდენი ძმარი, დაასველე შოგნით ჩვარი და ამით გაასუფთავე, მთავარია თვალებს მოარიდო, სუნსაც გაუქრობს და ბეწვსაც გაუწმენდს.
პ.ს. ხო მართლა, პროპლანი ვიპოვე 11 ლარად, ჭავჭავაძეზე უკან საბითუმო მაღაზიები რომაა, იქ ჭიშკარში როგორც კი შეხვალ ზოომაღაზიაა და მათ აქვთ 11 ლარად კილო, მეც ვიყიდე დღეს. ჩაპი მითხრეს კიდევ ნორმალურიაო 6 ლარი ღირს კილო, მარა მე პროპლანს მივცემ 6 თვემდე მაინც, ჯერ არ ჭამს ბევრს თან სხვა საჭმელებსაც გავურევ და გავწვდები როგორმე.

Posted by: _Moxuci_ 8 Feb 2021, 21:33
კულე
QUOTE
მეც ვულბობ მშრალ საკვებს.

როდემდე სჭირდება ასე ჩალბობა? მეც მეზარება და ლეკვსაც აშკარად მშრალი ურჩევნია. კბილებისთვისაც მშრალს რომ აკრატუნებს ის სჯობიაო. თუმცა ჩამბალი სჭირდება, რომ დეჰიდრატაცია არ განიცადოს და თუ თავისით არ სვამს საკმარისი რაოდენობის წყალს ასე მაინც მიიღებს. დამბალზე კუჭმოქმედებაც კარგი აქვს ამას და ზრდითაც კარგად იზრდება.

QUOTE
ქათმის ხორცი კი კარგია, უბრალოდ ეს 2 თვისაც არაა ამიტომ ჯერ თავს ვიკავებ ხორცის მიცემისგან ვერ დააქუცმაცებსთქო ასე მგონია,

მე თვითონ ვუქუცმაცებ წვრილად ან დაბლენდერება სჯობს. პატარა ნაჭერიც რომ მივცე ქათმის ფილეზე ისე გიჟდება დაუღეჭავად გადაყლაპავს biggrin.gif



QUOTE
თვის რო გახდება დავუწყებ სხვა რაღაცეების მიცემასაც. ისე გრეჩიხა, ჰერკულესი რო მოვუხარშო და ზედ მაწონი მოვასხა არ შეიძლება? ან ვაშლი და სტაფილო გახეხილი რომ მივცე?

ვაშლი და სტაფილო მეც მირჩიეს აქ და კლუბშიც. ამას ვაშლი მოსწონს, ხაჭოსაც ვაჭმევ ხოლმე და ხაჭო ხორცზე არანაკლებ მოსწონს. რა ჯიშის არის? ალბათ აჯობებს თუ ლეკვის ჯიშის მიხედვით შეადგენ კვების რაციონს.

QUOTE
ვისთან დადიხარ აცრებზე? რომელ ვეტ-ექიმთან? რა ფირმის კომპლექსურ აცრებს უკეთებ და რას იხდი თუ საიდუნლო არაა?

ნიკასთან დამყავს. ბროსეს ქუჩაზე რომ არიან. კომპლექსურები ყველაზე იაფიანი გავუკეთე 15ლ ღირს. ჰქონდა 20-იანი, 30-იანი და შესაძლოა უფრო ძვირიანიც. ჩემი მეტისია და იმედი მაქვს ისე თან გადაყოლა არ დასჭირდება, როგორც სუფთა სისხლის კავკასიურ ნაგაზზე გახდა საჭირო, რადგან დღეის მდგომარეობით კარგი ლეკვის/ძაღლის შენახვა ხარჯით თუ არ ასწრებს არც ჩამორჩება ბავშვის რჩენას. ასე რომ თვეში 500ლ ვახარჯო ამის საშუალება არცაა და თან ისედაც შემჭამეს რას გადაყევი თან ამ ლეკვსო. ეჭვიანობენ უკვე ოჯახის წევრები biggrin.gif

QUOTE
დაბანაზე კარგი ამინდი შეურჩიე და გაამშრალე კარგად

ჯერ არაა სასურველიო და რა ვიცი ვიკავებ მაინც თავს.

QUOTE
თუ ფიქრობ რომ დასვრილია ან თუ სუნი გაწუხებს, ნელ-თბილ წყალში დაამატე ცოტაოდენი ძმარი, დაასველე შოგნით ჩვარი და ამით გაასუფთავე, მთავარია თვალებს მოარიდო, სუნსაც გაუქრობს და ბეწვსაც გაუწმენდს.

სუნი არ აქვს, არც ძალიან დასვრილია. კოტრიალი უყვარს და ამიტომ მტვრიანი უფროა ხოლმე. ბეწვიც ძალიან კარგი აქვს, მაგრამ ბევრად უკეთესი შესახედავი იქნება დაბანილი და ამიტომ მინდა biggrin.gif

QUOTE
ხო მართლა, პროპლანი ვიპოვე 11 ლარად

პროპლანი რამდენიმე სახეობაა. არის პატარა ლეკვის ( ბატკნის ხორცით ), მედიუმი, რომელსაც მე ვაჭმევ და მგონი ქათმის ხორცითაა და დიდი ჯიშის ლეკვის. სავარაუდოდ ფასებშიც უნდა იყოს სხვაობა. მეგობარი მახარბებდა შენ რო 12-ს იხდი მე 11 -ად ვიშოვე ფოთშიო და აღმოჩნდა პატარა ჯიშის ლეკვის.

QUOTE
ჭავჭავაძეზე უკან საბითუმო მაღაზიები რომაა, იქ ჭიშკარში როგორც კი შეხვალ ზოომაღაზიაა და მათ აქვთ 11 ლარად კილო

სადგურზე ამბობ? თუ ზუსტად რა ადგილია? უკვე მითავდება და მეც ვიყიდდი. მანდ ერთ ჭიშკართან სადაც ძველმანების დიდი მაღაზია იყო მეც ვნახე კიდე ერთი მაღაზია. გარეთ უდევთ ტომრები, მაგრამ პროპლანი არ ჰქონდათ.

QUOTE
ჩაპი მითხრეს კიდევ ნორმალურიაო 6 ლარი ღირს კილო, მარა მე პროპლანს მივცემ 6 თვემდე მაინც,

ჩაპი ეკონომია - პროპლანი სუპერ პრემიუმი. თან როგორც მე ვიცი ჩაპის ლეკვის საჭმელი არ აქვს.

სადგურზე ნახევარზე მეტს რომ ჰკითხო არც კი იცის რას ჰყიდის. მაგრამ მტკიცედ განაცხადებს, რომ რასაც ჰყიდის კარგია და შეიძლება დაგაჯეროს კიდეც biggrin.gif

Posted by: კულე 8 Feb 2021, 23:26
ჩემი თავისით არ სვამს ჯერ წყალს ამიტომ ჩალბობილს ვაძლევ, წესით ჩალბობილიდან მშრალზე გადაყვანა ნელ-ნელა ხდება, ახლა ხომ სრულიად არბილებ საჭმელს, ნელ-ნელა უფრო და უფრო ცოტ-ცოტა წყალი უნდა ამატო და საჭმელიც უფრო და უფრო მაგარი ხდება, და ასე ნელ-ნელა გადაიყვანო უნდა სრულიად მშრალზე, როგორც წესი 5-6 თვემდე მაინც ჩალბობილი ჭირდება, მერე უკვე გადაიყვანე მშრალზე.
ქათმის ფილეს მეც მივცემ მომავალში, ჯერ ერთი არც ისე ძვირი ღირს და მეორეც, წესით ძალიან სასარგებლო უნდა იყოს ძაღლისთვის, ახალ, ნამდვილ ხორცს რა ჯობია.
ლაბრადორი არის, ხაჭო მეც ვიცი რომ შეიძლება ოღონდ უცხიმო და კვირაში მაქსიმუმ 3-4 ჯერ მეტჯერ არა, მაწონი არ შეიძლება ნეტავ?
ჯერ არ გინდა დაბანა, თუ დაისვრება რაც ზემოთ დაგიწერე იმით გაწმინდე მე მასწავლეს ეს ადრე და ძალიან კარგად ასუფთავებს ბეწვს და სუნსაც კარგად აქრობს, ნუ გეშინია ძმრის სუნი არ დარჩება გაშრება თუ არა ძმრის სუნიც მაშინვე გაქრება yes.gif
კი ვიცი პროპლანის სახეობები, მე ვიყიდე დღეს პროპლანი ლეკვისთვის საშუალო ზომის (მედიუმი) ჯიშის ქათმის ხორცით 11 ლარად, შემეშალა და ეს გამოვართვი, მერე ვნახე ინტერნეტში და ლაბრადორი დიდებში გადის წონა 35 კილომდე აქვთ და მაგიტომ, ეს მედიუმი კიდევ 25 კილოზეა გათვლილი, ახლა მივცემ, ამას ნახევარი კილო მაქ ნაყიდი და მერე უკვე დიდი ჯიშის ლეკვისთვის გამოვართმევ.
ხო ძველმანები იყიდება მაქ, გარეთ უდევთ კი ტომრები, დღეს ვიყავი მე და ქონდათ პროპლანი, პროპლანი გარეთ არ ედოთ თვითონ შიგნით ქონდათ, ამიტომ იკითხე და მოგცემენ, მაქვე რამდენიმე ნაბიჯში ზოომაღაზიაცაა ისიც ამათ ეკუთვნის და უქ თუ შეხვალ კი ნახავ ქვეყნის საჭმელები აქვთ, კომპლექსურებსაც აკეთებენ ესენი და თან საკმაოდ კარგ ფასებში.
კი აქვს ჩაპის ლეკვის საჭმელი, საკუთარი თვალით ვნახე, ინტერნეტშიც შეგიძლია ნახო, კილო 6 ლარი ღირს. რათქმაუნდა ჩაპის პროპლანთან შედარებაა არაა, მე უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, რომ 6 ლარის პირობაზე არაა ცუდი საკვები, ვინც იაფიანს ეძებსთქო. ამჯერად ქუთაისში რაც საკვებებია პროპლანი მათ შორის ფასით და ხარისხით ყველაზე ნორმალურია.

Posted by: fermina 9 Feb 2021, 10:18
QUOTE (_Moxuci_)
ვაშლი და სტაფილო მეც მირჩიეს აქ და კლუბშიც. ამას ვაშლი მოსწონს


ეს წავიკითხე და ახლა დავუჭერი ვაშლი და გიჟივით დაახრამუნა, გაგიჟდა ისე მოეწონა <3 სტაფილოსაც ვცდი.

QUOTE (კულე)
ჯერ არ გინდა დაბანა, თუ დაისვრება რაც ზემოთ დაგიწერე იმით გაწმინდე მე მასწავლეს ეს ადრე და ძალიან კარგად ასუფთავებს ბეწვს და სუნსაც კარგად აქრობს, ნუ გეშინია ძმრის სუნი არ დარჩება გაშრება თუ არა ძმრის სუნიც მაშინვე გაქრება


მეც გავწმინდე თბილწყლიან-ძმრიანი ტილოთი და მართლა კარგად გაასუფთავა, ბეწვიც კი აუპრიალა.

ეს მხეცია, ყველაფერს ნთქავს უკვე და მეშინია, ზედმეტი არ მოუვიდეს. არადა პატარაა ჯერ, სავარაუდოდ თვენახევრის, მაგრამ კარგი მაგარი კბილები აქვს. დიეტაზე იყო რამდენიმე დღე, ქათმის ფილე, უცხიმო ხაჭო და ბრინჯი და მშვენივრად მიირთმევდა. ფილეს პატარა ნაჭრებად ვუჭრი და გადასარევად ჭამს.

Posted by: კულე 9 Feb 2021, 11:10

სტაფილო ცოტა მაგარია ამიტომ არ გინდა პირდაპირ მიცემა, გაუხეხე და ისე მიეცი. პატარაა ჯერ მაინც.
ხაჩოს რამდენ ხანში ერთხელ აძლევ? მე მითხრეს ხშირად არ მიცეო კვირაში 2-3 ჯერ მხოლოდო. მაწონი თუ იცი არ შეიძლება?

Posted by: _Moxuci_ 11 Feb 2021, 22:24
კულე
QUOTE
წესით ჩალბობილიდან მშრალზე გადაყვანა ნელ-ნელა ხდება, ახლა ხომ სრულიად არბილებ საჭმელს, ნელ-ნელა უფრო და უფრო ცოტ-ცოტა წყალი უნდა ამატო და საჭმელიც უფრო და უფრო მაგარი ხდება, და ასე ნელ-ნელა გადაიყვანო უნდა სრულიად მშრალზე, როგორც წესი 5-6 თვემდე მაინც ჩალბობილი ჭირდება, მერე უკვე გადაიყვანე მშრალზე.

ანუ მე ვაშავებ პერიოდულად სრულიად მშრალს რომ ვაძლევ ხოლმე? სულ არ მაქვს იმის დრო წყალში ჩალბობილი გამზადებული მქონდეს.

აი, ამ დილით მაგალითად პროპლანი აღარ მქონდა და მეგაბონის მიცემას მოვერიდე. ჩამოყარა ყურები და გადარეული იყო შიმშილისგან. რაკი ქალაქში მიწევდა გამოსვლა და ჩალბობას ვერ ვასწრებდი მშრალად დავუყარა და უცებ შეახრამუნა.

დღეს ვუყიდე დიდი ზომის ლეკვის პროპლანი და აშკარად განსხვავდება მედიუმისგან. საშუალო ჯიშის ლეკვის პროპლანი წვრილი და ძალიან ცხიმიანი იყო. ეს ბევრად დიდი მარცვლებია და ცხიმიანობაც ვერ შევატყვე.

ხაჭოც ვაჭამე დღეს 50 გრამამდე და ფილეც მოვუტანე. 3 თვემდე გავუქაჩავ პროპლანს და მერე გადავალ 4 თათზე.

თამარ მეფეზე ჩამოვიარე გუშინ და ნაზარიშვილის წინ რომ ვეტ. მაღაზიებია ბოში ვნახე მანდ. ჰაი პრემიუმი აწერია მემგონი ბოშს, მაგრამ ესენი ცოტა ძვირად ყიდიან. მაგალითად კანინი რომ სხვაგან 15 ღირს აქ 16,5 მითხრეს.

QUOTE
ახალ, ნამდვილ ხორცს რა ჯობია.

ფარში შეიძლება ნეტა? ან ბაზარში რომ მეხორცეები არიან მაგათთან იაფიანი ნარჩენები რომ იყიდოს კაცმა. უკეთესი ხორცი არც კორმში მგონია რომ იყოს რომელიმეში.

QUOTE
მაწონი არ შეიძლება ნეტავ?

არ გამიგია.

fermina
QUOTE
ს წავიკითხე და ახლა დავუჭერი ვაშლი და გიჟივით დაახრამუნა,

ვაშლსაც გააჩნია ალბათ. აგერ მეგობარი მეწუწუნება ჩემსას არ მოსწონსო :დ

Posted by: fermina 11 Feb 2021, 23:00
_Moxuci_
QUOTE
ვაშლსაც გააჩნია ალბათ. აგერ მეგობარი მეწუწუნება ჩემსას არ მოსწონსო :დ


ჩემი ლეკვი ისეთი ღორმუცელაა, ყველაფერს შეჭამს ასე მგონია, მაგრამ ეს კონკრეტული "ბანანის" ჯიშის ვაშლი იყო, ერთადერთი ვაშლია, რაც შეიძლება ითქვას, მიყვარს და ასე თუ ისე ძალიან იშვიათად ვჭამ მე თვითონ, მაგრამ ახლა უფრო მაგის ხათრით ვიყიდე, მეთქი ამასაც გავასინჯე და გადაირია smile.gif

Posted by: კულე 11 Feb 2021, 23:07
_Moxuci_
მე ასე ვიცი, ნელ-ნელა არის საჭირო სრულიად მშრალზე რომ გადაიყვანო, საჭმლის შეცვლის დროსაც ასეა, მაგალითად: როდესაც ერთი სახის მშრალ საკვებს მეორეთი უცვლი, ნელ-ნელა უნდა ამატო ახალი საჭმელი ძველში და ასე რამდენიმე დღის შემდეგ სრულად შეცვალო.
ბოში ძვირი ფირმაა. აღმაშენებელზე, პალმებთან დიდი ზოომაღაზიაა, რომელიც არის ბოშის ოფიციალური შემომტანი და იქ არის რეალური ფასები ამ ბოშის საკვებზე, მაგრამ ძვირია საკმაოდ, პროპლანი უფრო იაფი ღირს. ჭავჭავაძეზე გაიარე შენ, სადაც მე გითხარი და იქ ყველაზე კარგ ფასებშია ყველაფერი, თან თუ ტომრით იყიდი შეევაჭრე და კიდევ უფრო დაგიკლებს.
ფარში არ შეიძლება, მაქ სადღაც წაკითხული. ვერ ითვისებს თურმე ძაღლის ორგანიზმი, მაგას ჯობია წვრილად, კუბიკებად დაჭრილი ხორცი აჭამო.
კვირაში ერთხელ არა მგონია რამე დაშავდეს იაფიანი ხორცის ნარჩენები რომ იყიდო, მოხარშო და თან შიგ ბოსტნეული და მწვანილები რომ ჩაამატო. შემდეგ ცოტა პურსაც შეურევ და ეგაა. წესით არაფერს დაუშავებს ძაღლს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი ჯობია ვიკითხოთ მაინც. ვკითხავ ვეტ-ექიმს ასეთი სუპების გაკეთება თუ შეიძლება.

Posted by: _Moxuci_ 11 Feb 2021, 23:56
fermina
QUOTE
ჩემი ლეკვი ისეთი ღორმუცელაა, ყველაფერს შეჭამს ასე მგონია

ეგეც ლაბრადორია თუ გერმანული ნაგაზი? მეტი ღორმუცელა სხვა არ მახსენდება :დ

2 თვის და 3 დღისაა ჩემი და 7კგ -ია ახლა

ვაშლი აღარ მიმიცია. ბანანი დამიწუნა და აღარც ვაშლი მიყიდია.

ხაჭოზე გიჟდება და ფილეს სუნი კილომეტრიდან სცემს biggrin.gif

ე.ი. მკაცრად განსაზღვრულ რაციონზე გყავს?

მე ვეღარ გავიგე. წინაზე მეორე კომპლექსური როცა გავუკეთე და 2 თვისა 6,5კგ აწონა, რომ უნდა იყოს იმაზე მეტიაო.

ახლა 2 თვის და 1 კვირისა 7კგ ია მეთქი და რა რაოდენობის მივცე მეთქი და ჭამაზე 100 გრამი პროპლანი მიეციო ანუ 4-5 ჯერ ვაჭმევ და დღეში 400 გრამი მაინც გამოდის. მებევრა ეს ძალიან და ამ ასაკში სჭირდება ახლა ბევრი ჭამა და უნდა მივეხმაროთო.


კულე
QUOTE
მე ასე ვიცი, ნელ-ნელა არის საჭირო სრულიად მშრალზე რომ გადაიყვანო, საჭმლის შეცვლის დროსაც ასეა, მაგალითად: როდესაც ერთი სახის მშრალ საკვებს მეორეთი უცვლი, ნელ-ნელა უნდა ამატო ახალი საჭმელი ძველში და ასე რამდენიმე დღის შემდეგ სრულად შეცვალო.

კი, მეც ასე ვიცი საჭმლის ცვლილებასთან დაკავშირებით. ვეცდები აღარ ავურიო.

QUOTE
ბოში ძვირი ფირმაა. აღმაშენებელზე, პალმებთან დიდი ზოომაღაზიაა, რომელიც არის ბოშის ოფიციალური შემომტანი და იქ არის რეალური ფასები ამ ბოშის საკვებზე, მაგრამ ძვირია საკმაოდ, პროპლანი უფრო იაფი ღირს.

ე.ი. რა გამოდის ძაღლის საჭმელებიც ყალბდება? რაკი მე პროპლანზე იაფად ვნახე (ასე მახსოვს). ვერ გაიგებ ისე თუ პირადად არ იცნობ და ენდობი ვინ რას გაძლევს. განსაკუთრებით როცა ასაწონს ყიდულობ.



QUOTE
ჭავჭავაძეზე გაიარე შენ, სადაც მე გითხარი და იქ ყველაზე კარგ ფასებშია ყველაფერი

ვერ გავიგე ეგ ზუსტად რა ადგილასაა და რომელს გულისხმობ. სადგურზე რომ შედიხარ შიგნით მანდ ჩაყოლებაზე ბევრია კი და წრიულის გაჩერებას და გრანდმოლს უნდა გავცდე ხო? მანდ ვიცი ერთი შიგნით რომ შედიხარ მარჯვენა მხარესაა ძაღლის სათამაშოები, თეფშები და სხვა რაღაცებიც იყიდება.

QUOTE
თუ ტომრით იყიდი შეევაჭრე და კიდევ უფრო დაგიკლებს.

ტომრით 4 თათს თუ ვიყიდი ან პროპლანის 3-5კგ იან შეფუთვას. ერთიანად 10-14კგ იანის შეძენა ცოტა ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ერთიანობაში ნაკლებში კი გამოდიხარ.

QUOTE
კვირაში ერთხელ არა მგონია რამე დაშავდეს იაფიანი ხორცის ნარჩენები რომ იყიდო, მოხარშო და თან შიგ ბოსტნეული და მწვანილები რომ ჩაამატო. შემდეგ ცოტა პურსაც შეურევ და ეგაა.

ამდენი კულინარია მე არ მესმის biggrin.gif კორმს კი აჯობებდა ისე.

QUOTE
სუპების გაკეთება თუ შეიძლება.

მზა სუპებიც იყიდებოდა მახსოვს.

Posted by: კულე 12 Feb 2021, 10:36
_Moxuci_
საკვები რანდენად ყალბდება ეგ არ ვიცი, უბრალოდ მე ფეისბუქზე ვნახე, ბოშზე როცა ვეძებდი ინფორმაციას, რომ ამ ბოშის ქართულ საიტზე იყო მითითებული ადგილები სადაც არის შესაძლებელი მათი ყიდვა და ერთ ადგილად სწორედ ეგ აღმაშენებლი იყო დაწერილი. მაგიტომ ჩავთვალე, რომ ესენი ამ ფირმის ოფიციალური შემომტანები არიანთქო და ალბათ სხვებთან შედარებით ყველაზე კაი ფასები ექნებათთქო. თან ამ ზოომაღაზიას მხოლოდ ამ ფირმის საკვებები აქვს, ანუ თავად ამ ფირმის მაღაზიაა ასე გამოდის. მე რომ ვიკითხე საკმაოდ დიდი თანხები მითხრეს. 11-12 ლარზე ნაკლებად არ იყო ლეკვის საჩმელები, შენ რა ფასად ნახე?
კი გრანდმოლს კარგად უნდა გაცდე, ფარმადეპოს დიდი აფთიაქია იმასაც უნდა გაცდე და სულ ბოლოში უნდა ჩახვიდე უკვე რომ მთავრდება ბაზარი, იქ არის ჩიშკარი შესასვლელი და როგორც კი შეხვალ ხელმარჯვნივ ღია ადგილას არის მაღაზია, გარეთ ტომრებითაც აწყვია საჩმელები, შანსი არაა რომ ვერ დაინახო. პროპლანს არ აქვს პატარა შეფუთვა, მხოლოდ 12 კგ-იანი.რთულია აბა რა ასე ერთიანად ამხელა ტომრის ყიდვა, მეც კილოობით ვყიდულობ ხოლმე.
ვიტამინებს აძლევ რამეს?

ხაჩოს მიცემა მინდა და გავურიო რამეში თუ ისე მივცე?

Posted by: Scoorp 12 Feb 2021, 23:48
ჩაპი და პედიგრი ნაგავია ხალხო.
არცერთი აჭამოთ

Posted by: fermina 13 Feb 2021, 08:17
_Moxuci_
QUOTE
ეგეც ლაბრადორია თუ გერმანული ნაგაზი? მეტი ღორმუცელა სხვა არ მახსენდება :დ


პატარა უჯიშო არსებაა, სავარაუდოდ გონჩის მეტისი <3 და უჯიშობის გამო დაწუნებული, სახლიდან გამოგდებული ყინვაში და სასიკვდილოდ გამეტებული. მაგრამ ძალიან ლამაზი, ყოჩაღი და ჭკვიანია love.gif

რაღაც არაბუნებრივი მადა აქვს და მტვერსასრუტივით ისრუტავს საჭმელს biggrin.gif წამებში, რასაც ქვია.

QUOTE
ვაშლი აღარ მიმიცია. ბანანი დამიწუნა და აღარც ვაშლი მიყიდია.

ბანანის ჯიშის ვაშლი ვიგულისხმე, რა ვიცი ამას ძალიან მოეწონა.

რა ასაკისაა, ზუსტად არც არავინ იცის, ავწონე და ორკილონახევარია smile.gif

QUOTE
ე.ი. მკაცრად განსაზღვრულ რაციონზე გყავს?


არ მინდა ძალიან ბევრი ჭამოს და რამე დაემართოს ღორმუცელობისგან biggrin.gif მერე გული ერევა ხოლმე, თან ავად იყო და მოვარჩინეთ. ვცდილობ, რამდენიმე საათში ერთხელ ვაჭამო ცოტ-ცოტა. ახლა ჩემ ძმას ჩავაბარე რამდენიმე დღით და როგორც ვივარაუდე, თავი ისე შეაცოდა და შეაყვარა, რომ უკვე გაძლიერებულ კვებაზეა smile.gif

QUOTE
მე ვეღარ გავიგე. წინაზე მეორე კომპლექსური როცა გავუკეთე და 2 თვისა 6,5კგ აწონა, რომ უნდა იყოს იმაზე მეტიაო.


ეგ კაი დიდი გოჭი ყოფილა smile.gif ჩემი ჯერ ვერ მოვასუქე, ჭიები ყავდა, თან მანამდე კაცმა არ იცის რა ცხოვრება ჰქონდა, ძვალი და ტყავი იყო რომ ვიპოვე.

Posted by: vasovaso92 13 Feb 2021, 16:22
ისე თვეში მაინც რამდენი დაჯდება ძაღლის შენახვა?

Posted by: kai1 13 Feb 2021, 19:42
vasovaso92
პოსტებს აგროვებ ხოოო?//
maxati.gif maxati.gif maxati.gif

Posted by: _Moxuci_ 13 Feb 2021, 21:12
კულე
QUOTE
გრანდმოლს კარგად უნდა გაცდე, ფარმადეპოს დიდი აფთიაქია იმასაც უნდა გაცდე და სულ ბოლოში უნდა ჩახვიდე უკვე რომ მთავრდება ბაზარი, იქ არის ჩიშკარი შესასვლელი და როგორც კი შეხვალ ხელმარჯვნივ ღია ადგილას არის მაღაზია, გარეთ ტომრებითაც აწყვია საჩმელები, შანსი არაა რომ ვერ დაინახო

ვნახე და ვიყავი დღეს. 130 მითხრა 12კგ-იანი პროპლანის მედიუმი. 2 კილო წამოვიღე + 1-1,5კგ დიდი ზომის ლეკვის პროპლანი მაქვს და ამათ რომ შეჭამს გადავიყვან 4 თათზე. 4 თათი ამათ არ ჰქონდათ. მხოლოდ დოგშოუ და მეგაბონი. ისე, მეგობარი მარწმუნებს ჩვენ გერმანული ნაგაზის ლეკვებს დიდი ზომის ლეკვის საჭმელი უნდა ვაჭამოთო ( კორმი ), მაგრამ გამყიდველმაც და ვეტმაც ჯერ მედიუმი აჭამეო. ეს მედიუმი 2 -ჯერ უფრო მცირე ზომის მარცვლებია.

QUOTE
პროპლანს არ აქვს პატარა შეფუთვა,

ჰო, მართალი ხარ და ცუდია ძალიან. ალბათ იმიტო არაა რო დიდი ზომის ლეკვი ამხელა ტომარსაც მალე შეჭამს biggrin.gif

QUOTE
ვიტამინებს აძლევ რამეს?

ზუსტად აღარ მახსოვს vitry -1 ab3 აწერია მგონი. წვეთებია 20მლ იან შუშაში.

QUOTE
ხაჩოს მიცემა მინდა და გავურიო რამეში თუ ისე მივცე?

მე ისე ვაჭმევ. ძალიან უყვარს

Scoorp
QUOTE
ჩაპი და პედიგრი ნაგავია ხალხო.
არცერთი აჭამოთ

არც დოგშოუ, კანისი და მეგაბონი ხო?

არის ნეტა რამე ეკონომებში ან პრემიუმ საკვებიდან, რისი მიცემაც ღირს?

მე ბევრს ვხედავ მეგაბონს და კანისს რომ აჭმევენ.


fermina
QUOTE
პატარა უჯიშო არსებაა, სავარაუდოდ გონჩის მეტისი <3 და უჯიშობის გამო დაწუნებული, სახლიდან გამოგდებული ყინვაში და სასიკვდილოდ გამეტებული. მაგრამ ძალიან ლამაზი, ყოჩაღი და ჭკვიანია love.gif

და მაინც საბოლოოდ ძალიან გამართლებია!

QUOTE
რაღაც არაბუნებრივი მადა აქვს და მტვერსასრუტივით ისრუტავს საჭმელს biggrin.gif წამებში, რასაც ქვია.

ასეა კი. მეორე მეტისი, რომელიც უკვე დიდი ხანია მყავს, ზომით ისიც პატარაა. უფრო სწორად პატარა ფეხები აქვს და დაბალ "პასადკიანს" ვეძახი biggrin.gif ბალახებში და ტალახებში რომ დაძუნძულებს გულ-მკერდი სულ მოდუდღნული აქვს. ხოდა ეს ჩემი კალბასიური ნაგაზიც ( კი, კი, კალბასიური biggrin.gif ) სტუდენტობის დროს იმიტომ გამოვართვი თანაკურსელს პატარა იზრდებოდა ვიცოდი და ლოგიკურად ადვილი სარჩენიც უნდა ყოფილიყო, თუმცა ამისმა მადამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და წყენს მერე ამასაც.


QUOTE
ბანანის ჯიშის ვაშლი ვიგულისხმე, რა ვიცი ამას ძალიან მოეწონა.

1 ყუთი მოვიტანე დღეს მეც. ხვალ დავუთლი და წესით ისევ გამგელებული ეცემა. ბანანი რატომ დამიწუნა არ ვიცი,თუმცა მადლიერი ვარ, რაკი თვითონ ძალიან მიყვარს biggrin.gif

მეყასბეებსაც გავუარე დღეს და წინასწარ თუ მეტყვი საღამოს დაგახვედრებ საქონლის ხორცსის ნარჩენებსო, მაგრამ ჯერ ვერ ვრისკავ.

QUOTE
ეგ კაი დიდი გოჭი ყოფილა

დღეს ავწონე და 7.800კგ იყო ნაჭამზე. 7,5კგ მაინც იქნება 2 თვის და 1 კვირისაა. სადღაც 6-დან 9 კილომდეა ამ ასაკში ნორმალური წონა.

QUOTE
ჩემი ჯერ ვერ მოვასუქე, ჭიები ყავდა

2 -ჯერ უნდა დაამუშაო ჭიებზე. ბოდიში და თუ ბევრი გამოყვა ან ცალკე დაბადა მესამედაც უნდა გაუმეორო 10 დღის შემდეგ.

QUOTE
თან მანამდე კაცმა არ იცის რა ცხოვრება ჰქონდა, ძვალი და ტყავი იყო რომ ვიპოვე.

აჭამე ცოტახანს პროპლანი ან კანინი და ნელ-ნელა გადაიყვანე ჯერ პრემიუმზე და მერე ეკონომზე. ანდაც თუ თვითონ მოუმზადებ უჯიშო/გაურკვეველი ჯიშის მეტისი ბევრად ამტანია.

Posted by: კულე 14 Feb 2021, 09:18
_Moxuci_
მე ვიყიდე პროპლანი დიდი ლეკვებისთვის და კაკლებში დიდი განსხვავება ვერ ვნახე. მედიუმიც მაქ. უბრალოდ ამ მედიუმის კაკლები ცოტა უფრო მუქი ფერისაა და ოდნავ მეტია ზომით. ცხიმიანობა დიდი ლეკვის პროპლანსაც მაგრად აქვს, მედიუმზე უფრო მეტიც კი. ხომ ქათმისას ყიდულობ? ეგ არის კიდევ ბატკნის ხორცის და შეიძლება ის იყოს სხვანაირი. თორემ ქათმის მედიუმი და დიდი ლეკვების თითქმის ერთნაირია. 25 კილოზე დიდი თუ იზრდება ლეკვი დიდობაში, მგონი უკვე დიდ ჯიშად ითვლება. გერმანული ნაგაზი დიდი ჯიში უნდა იყოს.
პ.ს. შენი კაი დიდი ყოფილა უკვე, მაგას ასე ადვილად კი ვეღარ დაანაყრებ, შეაშველე სხვა საკვებიც თორე გაგყიდის მალე. გაუძლო უნდა gigi.gif
პ.ს.ს. მეც უნდა დავუწყო ამას ვიტამინები ეგ ვიტრი მეც გამიგია, ვკითხავ ვეტ-ექიმს და ვუყიდი ამასაც.

Posted by: fermina 14 Feb 2021, 09:34
_Moxuci_
QUOTE
და მაინც საბოლოოდ ძალიან გამართლებია!


კიი, არ უჩივის ბედს

user posted image

* * *
ახლა რა მაინტერესებს, ჭიების წამალი ორჯერ მიღებული აქვს, პირველ აცრამდე დარჩა ერთი კვირა და მანამდე რწყილებზე დამუშავება და დაბანა შეიძლება? ვეტერინარი შევაღონე კითხვებით, თან დღეს კვირაა და მერიდება დარეკვა smile.gif

Posted by: _Moxuci_ 14 Feb 2021, 10:53
კულე
QUOTE
მეც უნდა დავუწყო ამას ვიტამინები ეგ ვიტრი მეც გამიგია, ვკითხავ ვეტ-ექიმს და ვუყიდი ამასაც.

user posted image

ეს ყოფილა. ზუსტად აღარ მახსოვდა დასახელება.

QUOTE
მე ვიყიდე პროპლანი დიდი ლეკვებისთვის და კაკლებში დიდი განსხვავება ვერ ვნახე. მედიუმიც მაქ. უბრალოდ ამ მედიუმის კაკლები ცოტა უფრო მუქი ფერისაა და ოდნავ მეტია ზომით.

რა ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ თუნდაც დიდი ჯიშის ლეკვისთვის პატარა ასაკში ეს დიდი ჯიშის ლეკვის პროპლანი ცოტა ძნელი შესაჭმელი მგონია მე biggrin.gif

ანუ ხაზს ვუსვამ ასაკს, თორე ისე დიდი ჯიშის ლეკვმა რა თქმა უნდა დიდის საჭმელი უნდა ჭამოს. კლუბში ნაწილმა მედიუმი აჭამეო, ნაწილმა დიდისო და ვეღარ გავიგე.

user posted image

QUOTE
ხომ ქათმისას ყიდულობ?

ბატკნის მგონი მარტო პატარა ჯიშის ლეკვისაა და როცა ვყიდულობ სულ ვეუბნები ლეკვის ჯიშს, ასაკს, წონას და მედიუმი მინდა ან დიდი ჯიშის მეთქი. მაგრამ რასაც დავაკვირდი ეგ ცხიმიანობა ახალ გახსნილ შეფუთვას აქვს კარგად. რამდენიმე დღის გახსნილი ან ნაყიდი თუ გიდევს მერე უფრო შრება.

QUOTE
25 კილოზე დიდი თუ იზრდება ლეკვი დიდობაში, მგონი უკვე დიდ ჯიშად ითვლება. გერმანული ნაგაზი დიდი ჯიში უნდა იყოს.

კი, 35კგ მდე იზრდება, სრული მაგრამ წონის ნახევარზე მეტს 4 დან 6 თვემდე იზრდება და ამიტომ ვცდილობ ამ ასაკში კარგი საკვები ვაჭამო.

QUOTE
მაგას ასე ადვილად კი ვეღარ დაანაყრებ, შეაშველე სხვა საკვებიც თორე გაგყიდის მალე. გაუძლო უნდა

თან უკვე ძღომას ვეღარ გებულობს და სულ საჭმელს ითხოვს. დილით განსაკუთრებით... სასწრაფოდ უნდა მოვიფიქრო კორმთან ერთად რა მივცე რო ამასაც მოუხდეს და არც მე გამღლიტოს biggrin.gif

fermina
QUOTE
კიი, არ უჩივის ბედს

ოჰო, როგორ ნებიერად წამოსკუპებულა პატარა პრინცი! თუ პრინცესაა? biggrin.gif

ეგ განსაკუთრებით მოსიყვარულე და მადლიერი გაიზრდება.

ზოგადად ასეა ხოლმე შეფარებული ძაღლების შემთხვევაში.

რამდენიმე ხნის წინ მეზობელმა შვილიშვილებისთვის მოიყვანა თავშესაფრიდან პატარა ცუგა. ეს კაცი რომ გარდაიცვალა მეორე თუ მესამე დღეს ჯავრით ძაღლიც მოკვდა...

Posted by: fermina 14 Feb 2021, 11:44
_Moxuci_
QUOTE
ოჰო, როგორ ნებიერად წამოსკუპებულა პატარა პრინცი! თუ პრინცესაა?


ბიჭია, ძაან საყვარელი და ჭკვიანი, პამპერსზე ისაქმებს უკვე, მალე ისწავლა smile.gif ჯერ გარეთ არ გამყავს აცრამდე.

მეც ვფიქრობდი, ძაღლის აყვანას თუ დავაპირებდი, აუცილებლად ან თავშესაფრიდან წამოვიყვანდი, ან ქუჩიდან და ასე მიპოვა თვითონ love.gif

Posted by: კულე 14 Feb 2021, 11:54
_Moxuci_
მადლობა, რომ ვიტამინის ფოტო დამიდე. მეცოდინება და ვიკითხავ ამ ვიტამინს. ეს წვეთები დ3 ვიტამინს შეიცავს და კარგია ლეკვებისთვის. მე 2 თვემდე არ მინდოდა ვიტამინების მიცემა მარა მემგონი პირიქითაა, ახლა ჩირდებათ ამათ მიხმარება რომ წამოიზარდონ ნორმალურად. დავუწყებ ამასაც მაგის მიცემას.
ხომ აი ასეთებია ზუსტად ჩემი პროპლანიც. პირველ ფოტოზე დიდისია და მეორეზე მედიუმის ხომ? ასე ფოტოზე რო დავაკვირდი, მართალი ხარ ზომით პირველი შედარებით პატარაა.
თუ ხარ დაკვირვებული ამ ზოომაღაზიებში ტომრებს სულ თავები ღია აქვთ და შესაბამისად ეს საკვებებიც შრება მალე. გუშინ მოვიტანე დიდი ლეკვის და ახალი გახსნილი პქონდა როგორც ჩანს, მაგარი ცხიმიანია. კაიხელაა შენი, ნუ გეშინია დიდი ლეკვისიც რომ მისცე არ გაუჩირდება შეხრამუნება. ჩემი 3 კილო არაა ჯერ და ამას ვაძლევ დიდისას და თავითაა შიგნით ჩასული, ძლივს ვაცლი ჯამს. შენსას მითუმეტეს არ გაუჩირდება შეჩმა.
სტაფილო უნდა მივცე დღეს და საინტერესოა მოეწონება თუ არა? ვაშლი ძალიან დაევასა, ძლივს გამოვგლიჯე ჯამი. gigi.gif

Posted by: zigmundi32 14 Feb 2021, 11:55
fermina
QUOTE
დღეს კვირაა

არ აპირებ დღეს გასეირნებას?

Posted by: fermina 14 Feb 2021, 12:59
კულე
QUOTE
სტაფილო უნდა მივცე დღეს და საინტერესოა მოეწონება თუ არა? ვაშლი ძალიან დაევასა, ძლივს გამოვგლიჯე ჯამი


გაუხეხე და ისე მიეცი, ან თავის საჭმელს შეურიე და შეახრამუნებს smile.gif
* * *
zigmundi32

QUOTE
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ

Posted by: კულე 14 Feb 2021, 13:54
fermina
კი გახეხილს მივცემ, ვაშლსაც გახეხილს ვაძლევ, პატარაა ჯერ მაინც.

ამ სიცივეში არ გინდა დაბანა ჯერ, პრინციპში სახლში გყავს და გაციების ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ მაინც. თუ ძალიან დასვრილი არ არის ნუ დაბან. რწყილებზე მე პუდრს ვყიდულობ და იმას ვაყრი არის ზოომაღაზიებში მოგცემენ, დიდად კი არ მოაცილებს რამეს, მარა წაეხმარება მაინც. თუ ძალიან იქექება და თვალითაც ხედავ რწყილებს მაშინ ალბათ ისევ დაბანა სჯობს, ოღონდ სპეციალური შამპუნით და კითხე ეგ ვეტს აუცილებლად.
ძალიან საყვარელი ბიჭი გყავს და ძალიან გაუმართლა შენნაირი პატრონი რომ იპოვა, ვინც არ იზარებს და უვლის სათანადოდ. ნეტავ სხვა ძაღლებსაც ასე უმართლებდეთ, ამ სიცივეში გული მისკდება,რომ ვხედავ როგორ არიან აბუზულები ქუჩაში. sad.gif

Posted by: fermina 14 Feb 2021, 19:11
კულე
QUOTE
ძალიან საყვარელი ბიჭი გყავს და ძალიან გაუმართლა შენნაირი პატრონი რომ იპოვა, ვინც არ იზარებს და უვლის სათანადოდ. ნეტავ სხვა ძაღლებსაც ასე უმართლებდეთ, ამ სიცივეში გული მისკდება,რომ ვხედავ როგორ არიან აბუზულები ქუჩაში.


love.gif

ძალიან შემიყვარდა. გაჩუქებას ვაპირებდი და გადავიფიქრე biggrin.gif

აუ ხო, იმდენი საწყალი ლეკვია თუნდაც ამ სოფელში რომ ვუყურებ, გული მიკვდება. როცა ვახერხებ, კი ვაჭმევ ხოლმე, მაგრამ აბა ეს რას უშველის.

QUOTE
მ სიცივეში არ გინდა დაბანა ჯერ, პრინციპში სახლში გყავს და გაციების ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ მაინც. თუ ძალიან დასვრილი არ არის ნუ დაბან. რწყილებზე მე პუდრს ვყიდულობ და იმას ვაყრი არის ზოომაღაზიებში მოგცემენ, დიდად კი არ მოაცილებს რამეს, მარა წაეხმარება მაინც. თუ ძალიან იქექება და თვალითაც ხედავ რწყილებს მაშინ ალბათ ისევ დაბანა სჯობს, ოღონდ სპეციალური შამპუნით და კითხე ეგ ვეტს აუცილებლად.


ორჯერ გავწმინდე ძმრიანი წყლით, აღარაა ძალიან დასვრილი, მაგრამ ერთი კაპიტალური ბანაობა არ აწყენდა, თანაც რწყილები კი ყავს აშკარად. ის პუდრი კი ვიცი, მაგრამ ვეტმაც მითხრა, დიდად არაფერს უზამსო, ჯობს მერე დავამუშავოთო, სპეც შამპუნით და წვეთებით. რაღა დარჩა აცრამდე, მოვითმენ კიდევ 5-6 დღე.

Posted by: _Moxuci_ 19 Feb 2021, 13:08
კულე
QUOTE
მე 2 თვემდე არ მინდოდა ვიტამინების მიცემა მარა მემგონი პირიქითაა, ახლა ჩირდებათ ამათ მიხმარება რომ წამოიზარდონ ნორმალურად

მეც ასე ვიცი.

დილა-საღამოს ჩააწვეთე პირშიო, მაგრამ პირს რომ ვაღებინებ ამას ჰგონია ვეთამაშები და რადგან ასეთი თამაში აკრძალული მაქვს მისთვის ( კბილების ჩასობა უყვარს ) გაუგებრობის თავიდან ასაწილებლად მშრალ კორმზე ვუწვეთებ და იმას ვაჭმევ.

QUOTE
აი ასეთებია ზუსტად ჩემი პროპლანიც. პირველ ფოტოზე დიდისია და მეორეზე მედიუმის ხომ? ასე ფოტოზე რო დავაკვირდი, მართალი ხარ ზომით პირველი შედარებით პატარაა.

შენ სადაც მიმასწავლე მანდ 130 დამიფასეს პროპლანის მედიუმი. მედიუმი უნდა აჭამოო მანდაც და ვეტ კლინიკაშიც ასე მითხრეს. დიდის კავკასიურ ნაგაზს და ასე უფრო დიდი ჯიშის ძაღლებს უნდაო. მოცულობაში, ზომაში, ცხიმიანობაში მოკლედ ყველაფრით განსხვავდება ეს მედიუმი და ლარჯი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვსო და 4 თათის 14კგ -იანი ტომარა ვიყიდე 100 ლარად. ოღონდ იმათ არ ჰქონდათ და რომც ჰქონოდათ არ ვიყიდდი იმიტომ რომ მანდ ჭავჭავაძეზე ნაყიდი პროპლანის მერე ჩემმა 3-4 დღე ჭამას მოუკლო და ხან საერთოდ არ კიდებდა პირს. ცოდვა არ მინდა ვერაფერს დავაბრალებ შეიძლება უბრალოდ დაემთხვა, მაგრამ ახლაც ცოტა მაქვს ის პროპლანი დარჩენილი და რომ ვაჭამო მადას დაკარგავსთქო ასე მგონია...

QUOTE
თუ ხარ დაკვირვებული ამ ზოომაღაზიებში ტომრებს სულ თავები ღია აქვთ და შესაბამისად ეს საკვებებიც შრება მალე.

შრება და როგორც ჩანს ფუჭდება კიდეც. საწყობში სპეციალურ პირობებში უნდა იყოს შენახული.

fermina
QUOTE
ბიჭია, ძაან საყვარელი და ჭკვიანი, პამპერსზე ისაქმებს უკვე, მალე ისწავლა

ოჰო, ყოჩაღ მაგას ან უფრო თქვენ, რადგან ჩემი ჯერ ისევ სადაც მოუნდება იქ შვრება და რატომღაც სახლი მოსწონს განსაკუთრებით biggrin.gif ამიტომ გარეთ უწევს ყოფნა. მარტო წუხელ მყავდა შინ ისიც იმის გამო, რომ -7 მდე იყო ტემპერატურის შეგრძნება, თუმცა ეს თბილად იყო მაინც ვერ გავრისკე.

QUOTE
ჯერ გარეთ არ გამყავს აცრამდე.

ჩვენ უკვე მოვრჩით სამივე კომპლექსურს და 2 კვირაში ან 1 თვეში ცოფის აცრასაც გავუკეთებ. ბასრი ბრჭყალები და კბილები აქვს. რამდენჯერმე დამკაწრა და ეს დედის რძისგან გადმოყოლილი რამდენად რეალურია ან რამდენ ხანს გასტანს არ ვიცი...

ქუჩაში სასეირნოდ არ გამყავს და არც ვაპირებ, რადგან ჭირია მოდებული ქვეყანაში. სამაგიეროდ ეზო მაქვს ძალიან დიდი და უკვე 2 ძაღლი უკეთ გააკონტროლებენ. თან სარბენად და სათამაშოდაც ყოფნით.

Posted by: fermina 19 Feb 2021, 15:49
_Moxuci_
QUOTE
ოჰო, ყოჩაღ მაგას ან უფრო თქვენ, რადგან ჩემი ჯერ ისევ სადაც მოუნდება იქ შვრება და რატომღაც სახლი მოსწონს განსაკუთრებით  ამიტომ გარეთ უწევს ყოფნა. მარტო წუხელ მყავდა შინ ისიც იმის გამო, რომ -7 მდე იყო ტემპერატურის შეგრძნება, თუმცა ეს თბილად იყო მაინც ვერ გავრისკე.


სხვათა შორის, ადვილად ისწავლა, ერთი-ორჯერ წავახალისე, რაღაც გემრიელი მივეცი და ეგაა. თან გარეთ რახან ძალიან ცოტა ხნით გამყავს ხოლმე და ძირითადად სახლშია, ძალიან მოვინდომე, რომ მესწავლებინა.

QUOTE
ჩვენ უკვე მოვრჩით სამივე კომპლექსურს და 2 კვირაში ან 1 თვეში ცოფის აცრასაც გავუკეთებ. ბასრი ბრჭყალები და კბილები აქვს. რამდენჯერმე დამკაწრა და ეს დედის რძისგან გადმოყოლილი რამდენად რეალურია ან რამდენ ხანს გასტანს არ ვიცი... ქუჩაში სასეირნოდ არ გამყავს და არც ვაპირებ, რადგან ჭირია მოდებული ქვეყანაში. სამაგიეროდ ეზო მაქვს ძალიან დიდი და უკვე 2 ძაღლი უკეთ გააკონტროლებენ. თან სარბენად და სათამაშოდაც ყოფნით.


ორი აცრის მერე უფრო მშვიდად ვიქნები, აქაც ინფექციებია მოდებული. ეზო მეც დიდი მაქვს და მერე გაინავარდებს, თან დათბება კიდეც.

Posted by: Corvette 19 Feb 2021, 22:19
QUOTE (fermina @ 2 Feb 2021, 23:46 )
ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ღმერთი არსებობს.
მაგალითად მაშინ, როცა ფიქრობ, რომ ძალიან გინდა და გჭირდება პატარა ლეკვი, რომელსაც გაზრდი და ეზოში გეყოლება, რომელიც იქნება აუცილებლად მეტისი და რომელსაც აუცილებლად თავშესაფრიდან წამოიყვან ან ქუჩიდან აიყვან რომელიმე უპატრონო ლეკვს.

მაგრამ თან ყოყმანობ, არ გცალია, გეზარება, იმიზეზებ რომ ხშირად სახლში არ ხარ და ვერ მოუვლი და ათას რამეს.
ხოდა ხარ ამ ფიქრებში და ღამე ჩაგესმის განწირული წკმუტუნი თუ ტირილი, რომელიც დილამდე არ ჩერდება, ჯერ მეზობლის ძაღლი გგონია, მერე დილით უკვე აანალიზებ, რომ ვაფშემც სახლის იმ მხარეს არანაირი მეზობელი არ გყავს და გადიხარ გასარკვევად, თუ საიდან მოდის ხმა, ბევრი ძებნაც არ გჭირდება, მიყვები ამ განწირული წკმუტუნის ხმას და იქვე ღობესთან ბუჩქებში გათოშილ, საცოდავ, ყინვისგან და შიმშილისგან დაუძლურებულ პაწაწუნა ლეკვს პოულობ. სამაშველო ოპერაცია წარმატებით სრულდება.

ხოდა ამოცანა გვეკითხება, რა ვაჭამო ამ პატარა მათხოვარს, რომელიც უკვე მოღონიერდა, გათბა და ზებუნებრივი მადა გამოამჟღავნა biggrin.gif არ მინდა, ძალიან პრეტენზიული იყოს ჯიშიანი ძაღლებივით. მაწონი, ხაჭო და ეგეთები შეიძლება? თავის საკვებიც ვუყიდე, მშრალი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ უმაღლესი ხარისხისაა.

user posted image

ამ სურათში უკვე ერთი კვირის ნაკვებ-გამთბარ-მოვლილია smile.gif

პ.ს. მალე საკუთარი სახლიც ექნება ეზოში, დიდი, ლამაზი და თბილი  love.gif

up.gif love.gif

Posted by: კულე 19 Feb 2021, 22:46
_Moxuci_
მე მაქ ვყიდულობ სულ საკვებს და რავიცი მადას ეს ნამდვილად არ უჩივის. გამყიდის მალე 1 კილო საკვებზე ალბათ, თავით ჩადის ჯამში, თან დაამუღამა საჩმლის გასაკეთებლად როდის გავდივარ ხოლმე და ისეთ ამბავს ტეხს მეზობლები ალბათ ფიქრობენ საწყალ ცხოველს აწვალებენო.
ცოფის აცრა მესამე კომპლექსურთან ერთად არ უკეთდება? მე მითხრეს ერთად გაკეთდებაო. 25 ში გვიწევს ჩვენ პირველი კომპლექსური.
აუ არადა მე ერთ სულზე ვარ ამას როდის გავიყვან გარეთ, თორემ ენერგიას ვერ ხარჯავს და დაგვკბინა ოჯახი, ეს ინფექციები მართლაა მოდებული, მე არ გამიგია რაღაც. აცრილი როდესაცაა ცხოველი მაშინაც საშიშია ესეიგი?

Posted by: lilyhammer 20 Feb 2021, 01:14
QUOTE (fermina @ 14 Feb 2021, 09:34 )


user posted image


love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: axlguns 11 Mar 2021, 10:14
ეს როგორი საკვებია იცით ვინმემ?? user posted image

Posted by: giorgi219 13 Mar 2021, 13:56
გამარჯობა,ვინმემ თუ იცით სად შეიძლება ძაღლის საკვების ყიდვა საბითუმო ფასად.საწყობი,ბაზრობა ან შემომტანების საბითუმო პუნქტი?

Posted by: DarkWoman 13 Mar 2021, 14:08
QUOTE (axlguns @ 11 Mar 2021, 10:14 )
ეს როგორი საკვებია იცით ვინმემ?? user posted image

არ ვარგა,ფასიდან გამომდინარეც მიხვდები

Posted by: Hunterchupa 14 Mar 2021, 21:12
giorgi219

ვაგზალზე დეზერტირების ბაზრის შესასვლელის წინ არის 1 მაღაზია და სამგორში არის კიდე ანუ საბითუმო არ ვიცი მარა ყველაზე იაფად მანდ მივაგენი

Posted by: Nika.1 14 Mar 2021, 22:36
axlguns
მონაცემებით დასაწუნი არაფერი არ აქვს. მთავარია ძაღლის ორგანიზმა კარგად მიიღოს, კუჭი არ აუშალოს ან პირიქით და ნორმის მიღების შემთხვევაში წონაში არ დაიკლოს. ფასს აქვს რათქმაუნდა მნიშვნელობა მაგრამ 100 ლარიანს ვაჭმევდი და არ ქონდათ იმ მომენტში, წამოვიღე 60 ლარიანი დროებით და უფრო მომეწონა ძაღლის მდგომარეობა იაფინზე გადასვლით

giorgi219
პანდა ბაღის მხრიდან 1 რიგი და ელიავა აგლაძე კერესელიძის კვეთა მეგალაინის მოპირდაპირედ საბითუმოები მანდ არის

Posted by: Hunterchupa 15 Mar 2021, 17:34
Nika.1

სადაც შენ იძახი ელიავაზე 3 თვის განმავლობაში 10 ლარს მიმატებდა "რავქნა ძმაო გაძვირდათი" ბოლოს გავბრაზდი და მერე ვიპოვე ვაგზალზე ბაზრის წინ. ისევ ძველ ფასებში ჰქონდა და ეხლა გაძვირდა მეორე თვეა 5 ლარით მთელი წელი სტანდარტულად ვყიდულობდი.

Posted by: PAINKILLER 15 Mar 2021, 17:43
ყველაზე კარგი ხარისხის ძაღლის საკვები რომელია 1 თვის ლეკვისთვის?

Posted by: DarkWoman 15 Mar 2021, 18:31
QUOTE (PAINKILLER @ 15 Mar 2021, 17:43 )
ყველაზე კარგი ხარისხის ძაღლის საკვები რომელია 1 თვის ლეკვისთვის?

პრო პლანი,როალ კანინი,ბოში etc
ოთხი თვიდან შეგიძლია 0% იანი ხაჭო მისცე,მწყრის კვერცხი,ქათმის ფილე,ბრინჯი,წიწიბურა...

Posted by: Nika.1 15 Mar 2021, 22:28
Hunterchupa
მეგაბონს ვაჭმევ რაც მახსოვს ჯერ პანდაში ვყიდულობდი მერე მანდ მანქანას ვეღარ ვაჩერებ ვერსად და ელიავაზე გადავედი, ყოველ მისვლაზე ყოველ თვე 5 ლარს უმატებდა მერე ვეუბნები რომლის ფასია სტაბილური რომელი არ იცვლებათქო და შევარჩიეთ hunteri გერმანულია მაგრამ ჩვენთან აფასოებენ სავავარაუდოდ 60 ლ ღირდა ლეკვების და ეგ დავიწყე შემდეგ მისვლაზე მეუბნება შანსი არ არის ლეკვისას 60 ლარად ვერ წაიღებდიო დიდის ღირს 60 ლეკვის 65 კაი ჯანდაბას წამოვიღე დიდის, 1 თვეში მეუნდება დიდის ღირს 65 ლეკვის 70 შანსი არ არის მაგ ფასში არ წაიღებდიო მოკლედ კარგად მივასხი და წამოვედი. შეიძლება მაგის ბრალი არც არის ფასისი მატება მაგრამ როცა ეკითხები და გეუბნება აი ეს hunTeri მთელი წელი ერთი ფასი აქვსო რაღა ჩემ დროს მოუნდა ყოველ თვე მატება. კაცმა იკითხა საბითუმოვო და საბითუმო მანდ არის.

Posted by: Hunterchupa 16 Mar 2021, 09:20
Nika.1

ესეიგი მარტო მე არ ვყოფილვარ. მერე რაღა მაგ მაღაზიას ურჩევ smile.gif გეუბნევი, რაც მაგან მითხრა, გაძვირდაო, ვაგზალზე დეზერტირების წინ ვყიდულობდი მაგის მერე მთელი წელი, ისევ ძველ ფასად. აფერისტია უეჭველი! პროპლანს ვაჭმევდი ლეკვობაში და მაგარი კმაყოფილიც ვარ, უბრალოდ ფინანსურად ვეღარ შევწვდი და დოგ შოუზე გადავედი.
* * *
PAINKILLER

გაუმარჯოს, საშუალო სეგმენტში მე პროპლანი შევარჩიე თავის დროზე. რჩევების გამო არა, ვისი ძაღლიც ვნახე პროპლანზე ყველა კარგ ფორმაში იყო და მაგიტო.

Posted by: PAINKILLER 16 Mar 2021, 10:05
QUOTE
გაუმარჯოს, საშუალო სეგმენტში მე პროპლანი შევარჩიე თავის დროზე. რჩევების გამო არა, ვისი ძაღლიც ვნახე პროპლანზე ყველა კარგ ფორმაში იყო და მაგიტო.

Hunterchupa

რა ასაკამდე უნდა ვაჭამო ეგ პროპლანი? წონით იყიდება თუ საცალო შეფუთვებშიც არის?

Posted by: fermina 16 Mar 2021, 10:09
Hunterchupa
QUOTE
PAINKILLER

გაუმარჯოს, საშუალო სეგმენტში მე პროპლანი შევარჩიე თავის დროზე. რჩევების გამო არა, ვისი ძაღლიც ვნახე პროპლანზე ყველა კარგ ფორმაში იყო და მაგიტო.


გეთანხმები, ჩემი უჯიშო მეტისი ისე გაალამაზა და დაამშვენა smile.gif

Posted by: Hunterchupa 16 Mar 2021, 16:35
PAINKILLER

ორივეა მარა ჯობია ტომრით იყიდო იაფია უფრო, რაც უფრო დიდხანს მით უკეთესი. უბრალოდ ლეკვის და ზრდასრულის სხვადასხვაა. სადამდეც ფინანსები გაგიშვებს ეგ თემაა.

Posted by: Nika.1 16 Mar 2021, 17:29
Hunterchupa
რაც ვიცოდი დავწერე თვითონ გადაწყვეტს. მივალ ამ დღებში იმ ადგილას სადაც თქვი სავარაუდოდ მანდაც ახლოს ვერ გავაჩერებ მანქანას ვერსად sad.gif(

Posted by: PAINKILLER 16 Mar 2021, 17:52
QUOTE (Hunterchupa @ 16 Mar 2021, 16:35 )
PAINKILLER

ორივეა მარა ჯობია ტომრით იყიდო იაფია უფრო, რაც უფრო დიდხანს მით უკეთესი. უბრალოდ ლეკვის და ზრდასრულის სხვადასხვაა. სადამდეც ფინანსები გაგიშვებს ეგ თემაა.

ხო ეგ თავისთავად დიდი შეფუთვა უფრო იაფი გამოდის, მაგრამ მაგას შენახვის ვადა არა აქვს? ანუ დიდი შეფუთვა რომ გავხსნა არ გაფუჭდება რაღაც დროის შემდეგ? 1-2 თვის ლეკვმა რამდენი უნდა ჭამოს განა smile.gif

Posted by: axlguns 16 Mar 2021, 23:28
PAINKILLER
ფინანსებს გააჩნია თორემ საუკეთესო დღესდღეობით რაც შემოდის არის მონჯე, აკანა და ორიჟენი.
შემდეგ მოდის უკვე ედვანსი,პროპლანი და როიალი.
QUOTE
ანუ დიდი შეფუთვა რომ გავხსნა არ გაფუჭდება რაღაც დროის შემდეგ?

ჰერმეტული კონტეინერებიც იყიდება სპეციალურად მაგისთვის

Posted by: PAINKILLER 17 Mar 2021, 01:27
Hunterchupa

საშუალო ზომი ძაღლი (ლაბრადორი, გოლდენი და ა.შ.) დღეში დაახლოებით რამდენ კილო საკვებს იღებს? (მშრალს + ხორციც ხომ უნდა პერიოდულად?)

Posted by: Wisemаn* 17 Mar 2021, 07:23
PAINKILLER
ასაკს და წონაა გააჩნია ლეკვისას. ყველა საკვებს აწერია უკნიდან რა ასაკსი რამდენი უნდა ჭამოს ძაღლმა. რომელსაც უყიდი რაც ეწერება უკნიდან სულ ოდნავ მეტი მიეცი.
მაგ ზომის ძაღლს, ზრდასრულს 400-450 გრამი საკვები უნდა დღეში

Posted by: Hunterchupa 17 Mar 2021, 12:54
PAINKILLER

მე ლაბრადორი მყავს ივნისში ხდება 2 წლის. რაც ტომარაზე წერია სულ მასე ვაჭმევ ეხლა 400 გრამზეა + ძვალს ვაძლევ ხოლმე.

Posted by: PAINKILLER 17 Mar 2021, 13:06
QUOTE (Hunterchupa @ 17 Mar 2021, 12:54 )
PAINKILLER

მე ლაბრადორი მყავს ივნისში ხდება 2 წლის. რაც ტომარაზე წერია სულ მასე ვაჭმევ ეხლა 400 გრამზეა + ძვალს ვაძლევ ხოლმე.

რამდენი კილოა შენი ლაბრადორი? smile.gif


Posted by: Hunterchupa 17 Mar 2021, 15:34
PAINKILLER

ჩემი ჩვეულებრივი არაა smile.gif ანუ ამერიკულია და არაა ისეთი მსუქანა როგორც დანარჩენები. 30 კილოა 2 წლის არაა ჯერ

user posted image

Posted by: PAINKILLER 17 Mar 2021, 16:38
QUOTE
ანუ ამერიკულია და არაა ისეთი მსუქანა როგორც დანარჩენები. 30 კილოა 2 წლის არაა ჯერ

Hunterchupa

ანუ კიდევ გაიზრდება ეგ? smile.gif კაი ტიპია, ეგ ფერი მომწონს

Posted by: Onyx′ 17 Mar 2021, 18:58
მე 4 თათზე გადამყავს ჩემი ფრენჩი, პრემიუმია და ფასიც კარგი აქვს
დოგ ჩოუს ვაჭმევ ახლა და რევიუებით ვიცი რომ არ ვარგა

ვისაც გინდათ ისე პრემიურ/სუპერ პრემიუმ საკვები შეღავათიან ფასებად 8-11 ლარი
ესენია

4 თათი
დიბაქი
ოუნეტი

დიბაქი ყველაზე კარგია მაგრამ ბევრი ძაღლი არ ჭამს, არომატიზატორების არქონის გამო
მეც მყავდა დიბაქზე და ვერ შეირგო

Posted by: კრაფტ 18 Mar 2021, 14:11
გამარჯობა, 3 თვის ლეკვი აქამდე მყავდა პროპლაბზე და როიალზე და ახლა მინდა გადავიყვანო მოხარშულ საკვებზე. მაინტერესებს ძვლის მოხარშვისას სტაფილოს გარდა რა შეიძლება რო დავამატო კიდე? და ეს ძვლის ნახარში ბოსტნეულით რამდენჯერ უნდა ვაჭამო დღეში

Posted by: კულე 18 Mar 2021, 15:59
Hunterchupa
ძალიან ლამაზია. love.gif

კრაფტ
არ შეიძლება ნახარშები ძაღლისთვის და მითუმეტეს მაგ ასაკის ლეკვისთვის, თუ გაქვს შესაძლებლობა ისევ მშრალ საკვებზე დატოვე, მეც პროპლანს ვაჭმევ ჩემს ლეკვს მიახლოებით შენი ლეკვის ასაკისაა. უფრო შეღავათიანი ფასის ოთხი თათის საკვებია და ამასაც აქებენ, 7 ლარამდე ღირს კილო.

Posted by: კრაფტ 18 Mar 2021, 17:05
კულე
გასაგებია. რამდენჯერ აჭმევ პროპლანს და რა რაოდენობით?

Posted by: PAINKILLER 18 Mar 2021, 17:27
QUOTE
4 თათი

Onyx′

ეს სად იყიდება და როგორ შეფუთვაშია, სურათი ან ლინკი თუ შეგიძლია დადო?

Posted by: Hunterchupa 18 Mar 2021, 17:44
Onyx′

4 თათის რა გითხრა მაგრამ დოგ შოუზე მყავს და იდეალურადაა ბეწვი, სუნი, მადა რავი ყველაფერი კარგადაა ერთადერთი რაც მაღელვებს როდემდე შეილება ერთიდაიგივე საკვების მიღება ეგ არ ვიცი, ანუ მთელი ცხოვრება შეილება რომ ერთ საკვებზე იყოს?

user posted image

Posted by: კულე 18 Mar 2021, 18:49
კრაფტ
7 კილოა დაახლოებით და დღეში ვაჭმევ 5-ჯერ, ერთ ჭამაზე ვაძლევ 60 გრამს მიახლოებით ანუ დღეში 300 გრამი გამოდის, ისე თვითონ ტომარაზე წერია 210 გრამი ამ ასაკის და წონის ლეკვებისთვის მაგრამ საერთოდ არაფერი გამოდის 210 გრამი, 300 ს ჭამს და მაინც ჩავარდნილი აქვს მუცელი 200მა გრამმა რა უნდა დააკმაყოფილოს. დამატებიით ვაშლს, სტაფილოს, უცხიმო ხაჭოს, მაწონს, გრეჩიხასაც ვაძლევ. ვიტამინებს არ ვაძლევ არაფერს, ვეტ-ექიმმა არ ჭირდებაო, არადა მინდა კალცის ან თევზის ქონის მიცემა, ლეკვებს ჭირდებათ მაინც წახმარება ვიტამინების მხრივაც.

PAINKILLER
აი ესაა, ქუთაისში არის, ასე რომ შანსი არაა თბილისშიც არ იყოს. კილო 7 ლარი ღირს.
user posted image

Posted by: კრაფტ 19 Mar 2021, 12:20
კულე
მეგობარო 4 თათზე გადამყავს და ამასთან ერთად სახლში გაკეთებული რა მოუმზადო ხოლმრ ბოსტნეული რას მორჩევ

Posted by: კულე 19 Mar 2021, 20:17
კრაფტ
საქონლის ან ქათმის ხორცი(მკერდი ან ფილე) მოხარშე, თუკი ნახარში ძალიან ცხიმიანი გამოვა შეუცვალე წყალი, შემდეგ ამ ნახარშში ჩაამატე ცოტა ბრინჯი ან გრეჩიხა, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო. მარილი ან საერთოდ არ უქნა ან ოდნავ, ერთი მწიკვი რომ იტყვიან. შეეცადე ძალიან თხელი მასა არ გამოგივიდეს. ასეთი სუპი ძაღლებისთვის რომ მიზანშეწონილია ვიცი, მაგრამ პატარა ლეკვებისთვის ვერ გეტყვი, ცოტა ხანს მაინც სანამ ჯერ ლეკვია შეეცადე მშრალი საკვები მისცე ძირითადად პლუს მაწონი და ხაჭო ნოლ პროცენტიანი, გრეჩიხა მოუხარშე და აურიე ხაჭოში, ვაშლი და სტაფილო გაუხეხე და აჭამე. ზემოთ რომ სუპის რეცეპტი დაგიწერე ცოტა რომ წამოიზრდება, ასე 6 თვიდან მიეცი, მანამდე უბრალოდ მოუხარშე ხორცი დაუჭერი კუბიკებად, მოხარშული გრეჩიხა დაუმატე და ისე მიეცი.

Posted by: კრაფტ 19 Mar 2021, 23:42
კულე
მადლობა მეგობარო


...

Posted by: axlguns 22 Mar 2021, 20:33
მიწასთან გაასწორა ყველა სუპერ პრემიუმ საკვები, თან ძალიან დამაჯერებლად

Posted by: deiar123 23 Mar 2021, 01:21
ლაბრადორი მყავს, წიწიბურას და ძროხის ღვიძლს ვაჭმევ, კანინს ვაჭმევდი ადრე მერე ცოტა უკეთესი ვნახე სახელი არ მახსოვს გოლდენ რეტრივერი ახატია და ეხლა იმას ვაჭმევ.

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 27 Mar 2021, 17:05
მეგობრებო, მირჩიეთ რა ვაჭამო ძაღლს
1 წლამდე კოკერია
ვაჭმევდი ედვანსს
მაგრამ გაძვირდა ედვანსი და გავიწეწე
ასევე, ეგ ედვანსი მარტო ზოომარტშია და მაგარი ღორი მაღაზია მგონია ეგ ზოომარტი.
არ მინდა მაგათთან ურთიერთობა. ცეცხლის ფასი ადევს ჩინურ ნაგავ სათამაშოებს და ყველაფერს

მირჩიეთ რაზე გადავიყვანო
ედვანს 18 ლარი ღირს კილო
უფრო იაფიანი მინდა

Posted by: კულე 27 Mar 2021, 17:31
Გთხოვთაირჩიოთნიკი
ედვანსი ეგეთი ძვირი ღირს? საიტზე უწერიათ ფასები და 18 ლარი არანაირად არ გამოდის. 15 ლარი მაქსიმუმ და ტომრით თუ იყიდი უფრო ნაკლებიც გამოვა. ისე 15 ლარიც არაა იაფი ნამდვილად, მე პროპლანს ვაძლევ ჩემსას 12 ლარს ვაძლევ კილოში და ტომრით თუ ვიყიდი 10 ლარი გამოდის მაშინ. რავიცი ნორმალური საკვებია, ორიჟენსა და აკანას ვერ შეედრება მარა რა ვქნა, რასაც ვწვდები ესაა smile.gif შეგიძლია ცადო შენც პროპლანის მიცემა, იქნებ კი მოეწონოს და გადაიყვან მერე ამაზე.

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 27 Mar 2021, 17:37
კულე
17.5 თევზი
16.5 ქათამი
წეღან ვიყავი

მადლობა

Posted by: კულე 27 Mar 2021, 17:45
საიტზე ვერ მოასწრეს როგორც ჩანს ფასების შეცვლა და მაგიტომ ძველი ფასები ვნახე მე. სცადე პროპლანი და ოთხი თათიც არ არის ცუდი საკვები, თან პროპლანზე იაფი ღირს და ხანდახან ესეც მიეცი ხოლმე.

Posted by: fermina 27 Mar 2021, 18:43
კულე
QUOTE
საიტზე ვერ მოასწრეს როგორც ჩანს ფასების შეცვლა და მაგიტომ ძველი ფასები ვნახე მე. სცადე პროპლანი და ოთხი თათიც არ არის ცუდი საკვები, თან პროპლანზე იაფი ღირს და ხანდახან ესეც მიეცი ხოლმე


მე ვურევ პროპლანს და ოთხ თათს, ხან ერთს ვაძლევ, ხან მეორეს. ძირითადად პროპლანზე იყო ორი თვე და ძალიან მოუხდა ბეწვზე და სხეულის აღნაგობაზეც. ახლა მოვუტანე ოთხი თათი და მშვენივრად მიირთმევს ამასაც.

Posted by: კულე 27 Mar 2021, 21:51
fermina
იმედია პროპლანსაც არ გააძვირებენ სხვების მსგავსად, თორემ ყოველ დღე სულ იწევს და იწევს ფასი ყველაფერზე. 120 ლარს ვიხდი 12 კილოიანში და ნორმალური ფასია სუპერ პრემიუმის პირობაზე. ისე აკანა და ორიჟენი, მონჟეც ძალიან მაგარია, მაგრამ ვინ შეწვდება მაგხელა ფასიანს. facepalm.gif

Posted by: axlguns 31 Mar 2021, 14:03
Გთხოვთაირჩიოთნიკი
QUOTE
16.5 ქათამი

14.5 ვიყიდე გუშინ ზოომარტში, კარტოზიაზე

Posted by: RZA 25 Apr 2021, 22:10
ინსტინქტი ქათმის, ოდნავ ძვირი ღირს ევანსზე მაგრამ შეუდარებლად უკეთესი კორმია. ედვანსში ტყვილა იხდით ფულს.

Posted by: Fredo_Corleone 25 Apr 2021, 23:10
რა პედოგრი და როიალ კანინი
ძვლებზე და ხმელა პურზე მყავს
კი არი მგელივით
givi.gif

Posted by: botanikuri 2 May 2021, 21:26
გამარჯობა. ერთი თვის კოკერი პროპლანის სტარტერს იღებს და ორი დღეა ოდნავ თხლად გადის. შეიძლება, რომ საკვების დიდი დოზით მიცემამ გამოიწვიოს? მანამდე სამ საათში ერთხელ ჭამას ითხოვდა. ახლა არა.

Posted by: Hunterchupa 8 Jul 2021, 23:22
botanikuri

აწერია დოზირება ტომარაზე და იმის მიხედვით უნდა გამოკვებო, თუ ძალიან ბევრ ენერგიას ხხარჯავს მაშინ ცოტას უმატებ. ერთთიანად საკვების შეცვლა ან სხვა საკვებთან ერთად მიცემა არაა რეკომენდირებული.

Posted by: eldiablo 9 Jul 2021, 09:57
გამარჯობა. რომელ საკვებს მირჩევთ დოგ ჩაუს თუ 4 თათი? შედარებით ბიუჯეტურს ვეძებ. 84 ლარი ღირს დოგ ჩაუ, 102 ლარი 4 თათი.

Posted by: Rekorderlig 19 Jul 2021, 22:57
დოგ ჩოუ ვიცი რო არ ვარგა. ძირითადი ინგრედიენტი მარცვლეულია. ნებისმიერი ძაღლის საკვები სადაც პროტეინი ნ1 ინგრედიენტი არ არის არ ვარგა. დიდი ჯიშის ძაღლი თუ გყავს ვერ მიიღებს საკმარის ნივთიერებებს. 4 თათის არ ვიცი მარა ფასიდან გამომდინარე ალბათ იგივე იქნება. ედვანსი და ინსტინქტი მგონი ყველაზე ნორმალურებია დაბალ ბიუჯეტურში, ზოომარტშია. მარა 20-30 ლარით ძვირია ორივეზე.

Posted by: sakheli 22 Sep 2021, 21:46
გამარჯობათ. სად შეიძლება ნორმალური ხარისხის პედიგრის შეძენა ნორმალურ ფასში. მადლობა.

Posted by: Hunterchupa 23 Sep 2021, 09:33
პედიგრი არ ვიცი, მაგრამ სამგორში და ვაგზალზეა იაფი

დოგშოუს ჯობია ოთხი თათი, ოთხ თათს პროპლანი. აი ედვანს რაც შეეხება ყველას ნამდვილად სჯობს მაგრამ 30 ლარით მეტი არ ღირს უფრო ძვირია ბევრად

Posted by: PAINKILLER 23 Sep 2021, 13:40
როალ კანინს ვაჭმევ ძაღლს დაბადებიდან, უკვე 6 თვისაა და უკვე შეიძლება სხვა საკვებზე გადავიყვანო? შედარებით იაფი რომ იყოს და ნორმალურიც


თუ 1 წლამდე არ ღირს მაინც?

Posted by: Hunterchupa 24 Sep 2021, 02:39
ჯობია მინიმუმ 1წელი წელიწადი და ორი თვე სანამ ლეკვია კარგ საკვებზე იყოს. მაგ დროს ხდება ძაღლის ჩამოყალიბება ძაღლის ჯიშსაც გააჩნია ზოგი ცოტა კიდე გვიანაც

Posted by: qishooo 16 Nov 2021, 17:13
გამარჯობა, ძაღლების კვებაზე ასე თუ ისე ვერკვევი.
მაგრამ, მაინც დაგეკითხებით რჩევას, ფრანგული ბულდოგი მყავს 2 წლის, შეჯვარდა 3 დღის წინ, მინდა გადავიყვანო მაღალი ხარისხის საკვებზე, მაგრამ რომელზე ვერ გადავწყვიტე.
აქამდე 4 თათს ვაჭმევდი, ყველა აქებსა პრემიუმ ხარისხში საუკეთესოაო.
ვინც გარკვეული ხართ,ალბათ იცით რომ მუცლად ყოფნის პერიოდში ლეკვების ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვანია დედა რას ჭამს.
ხოდა, ვინც ერკვევით, თქვენ რას მირჩევთ? რომელ კორმზე გადავიყვანო?
მინდა რომ ლეკვები ჯანმრთელები იყვნენ და მომავალშიც ნაკლები პრობლემები შეექმნათ.

პროპლანზე მინდოდა, მაგრამ მაგაზე წერენ გლუტეინის ბუდეაო, ედვანსზეც იგივეს წერენ და როიალ ქანინზეც ბევრი ცუდს იწერება.
ვიცი არკანა კაია, მაგრამ ეგ ძალიან ძვირია.

ფიტმინი, დიბაქი, სენსი, თეისთი ამეებს აქებენ

ვიტამინების დანამატიც მინდა მივცე. რას მირჩევდით

Posted by: PAINKILLER 16 Nov 2021, 17:48
QUOTE
აქამდე 4 თათს ვაჭმევდი, ყველა აქებსა პრემიუმ ხარისხში საუკეთესოაო.

qishooo

მე როგორც ვიცი 4 თათი პრემიუმ ხარისხში არ გადის




როიალ კანინი მიეცი


Posted by: qishooo 16 Nov 2021, 17:57
PAINKILLER
ეხლა როგორც გავიგე, როიალ ქანინის ლეკვების სტარტერია კარგიო.

ძუს რასაც ვაჭმევ ორსულობის პერიოდში, ეგ კორმიც ლეკვებს უნდა მივცე 3-4 კვირის მერე.
ანუ ძუც მაგ სტარტერზე უნდა მყავდეს 2 თვე?

http://www.zoocity.ge/detals/44

Posted by: webdesigner93 16 Nov 2021, 18:25
4 თათი არაა პრემიუმ საკვები მე რამდენადაც ვიცი .... როიალ კანინს ვაჭმევ მე და პროპლანს , იბეზრებს ხოლმე და ხან ერთს , ხან მეორეს.

Posted by: qishooo 17 Nov 2021, 01:40
PAINKILLER
webdesigner93

შემადგენლობით გადის პრემიუმ ხარისხში,მაგრამ რამდენად სანდოა არ ვიცი.
ზოგადად ამბობენ 4 თათი ჰეფი დოგსაც ჯობია და დოგ ჩოუსაცო. არაა ცუდი კორმ.
8-9 ლარის ღირებულებაში საუკეთესო არჩევანი მგონია.

Posted by: PAINKILLER 17 Nov 2021, 09:04
QUOTE (qishooo @ 17 Nov 2021, 01:40 )
PAINKILLER
webdesigner93

შემადგენლობით გადის პრემიუმ ხარისხში,მაგრამ რამდენად სანდოა არ ვიცი.
ზოგადად ამბობენ 4 თათი ჰეფი დოგსაც ჯობია და დოგ ჩოუსაცო. არაა ცუდი კორმ.
8-9 ლარის ღირებულებაში საუკეთესო არჩევანი მგონია.


მაგ ფასში შეიძლება ყველაზე კარგია, მაგრამ მშობიარე ძაღლისთვის და ახალშობილი ლეკვებისთვის უფრო მაღალი ხარისხის საკვები სჯობია აარჩიო


QUOTE
ანუ ძუც მაგ სტარტერზე უნდა მყავდეს 2 თვე?


არა, სტარტერი ლეკვებისთვის არის

Posted by: qishooo 17 Nov 2021, 16:47
PAINKILLER
კი, ოღონდ როიალ ქანინ არამგონია მაღალი ხარისხის იყოს თავისი შემადნელობით.
Medium Adult Dry Dog Food, Starter
"Brewers rice, chicken by-product meal, oat groats, wheat, corn gluten meal, chicken fat, natural flavors, dried plain beet pulp, fish oil, calcium carbonate, vegetable oil, potassium chloride, salt, monocalcium phosphate, choline chloride"
გლუტეინით გაჯერებულია, რა ფასიც ღირს ხორცს მაინც უნდა შეიცავდეს და არა ცხოველის ნარჩენებს. Protein 22%
როგორც ვიცი, ძუ და ლეკვები ერთნაირ კვებაზე უნდა გყავდეს სანამ ძუძუს აჭმევს.
მოკლედ ესენი შევარჩიე monge, მერე ownat ან select და ყველაზე ცუდ შემთხვევაში pro plan

Posted by: Hunterchupa 19 Nov 2021, 17:24
მე პირადად პროპლანის კმაყოფილი ვარ მშვენიერი საჭმელია. ბეწვიც კარგი ჰქონდა როცა ვაძლევდი და სუნიც არ ჰქონდა

Posted by: qishooo 20 Nov 2021, 16:49
ამ საიტზე შეიძლება კორმების გადამოწმება
თითქმის ყველა კორმზეა რევი, რაც ქართულ ბაზარზეა
ჩვენთან რასაც სუპერპრემიუმად გვტენიან ძირითადად საშუალო ხარისხია.

advance
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-advance-otzyvy-razbor-sostava-tsena/
https://feedsmart.ru/affinity-advance-baby-protect-puppy-medium-chicken-rice

Pro plan
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-pro-plan-otzyvy-i-razbor-sostava/
https://feedsmart.ru/purina-pro-plan-puppy-medium-sensitive-skin-salmon-rice
3/5 ☀️
https://dajlapu.com/korm-pro-plan-dlya-sobak-otzyvy-i-obzor-sostava/
club 4 paws
იგივე შეფასება აქვს, რაც პრო პლანს და ედვანს
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-klub-4-lapy-otzyvy-i-razbor-sostava/
https://dajlapu.com/korm-dlya-sobak-klub-4-lapy-otzyvy-i-obzor-sostava/

Monge
3.5/5 ☀️
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-monge-otzyvy-razbor-sostava-tsena/
https://feedsmart.ru/monge-daily-line-adult-dog-medium-rich-chicken
4/5 ☀️
https://dajlapu.com/korm-dlya-sobak-monge-otzyvy-i-obzor-sostava/#4
Dog chow
1.5/5 ☀️
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-dog-chow-otzyvy-razbor-sostava-tsena/
https://feedsmart.ru/purina-dog-chow-puppy-s-yagnyonkom-dlya-shchenkov
2.5/5 ☀️
https://dajlapu.com/korm-dlya-sobak-dog-chow-otzyvy-i-obzor-sostava/
Royal canin
3/5 ☀️
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-royal-canin-otzyvy-i-razbor-sostava/
https://feedsmart.ru/korm?s=rating_desc&txt=royal+canin
3/5 ☀️
https://dajlapu.com/korm-dlya-sobak-royal-canin-otzyvy-i-obzor-sostava/
Happy Dog
3/5 ☀️
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-happy-dog-otzyvy-i-razbor-sostava/
https://feedsmart.ru/happy-dog-supreme-sensible-neuseeland

Posted by: Onyx′ 26 Feb 2022, 01:03
qishooo
მადლობა დიდი up.gif
ძალიან საჭირო ინფორმაციაა

Posted by: EurosportGe 16 Mar 2022, 16:49
გამარჯობა

სად ყიდულობთ ყველაზე ნორმალურ ფასად და ნორმალური ხარისხის საკვებს ?

ასევთქვათ ოპტავოი თუ არსებობს სადმე ?

Posted by: white 23 Mar 2022, 11:13
EurosportGe
ბევიტალში
ბელკანდო ქვია მე რასაც ვაჭმევ, ბევიდოკიც აქვთ შედარებიტ იაფიანი და საკმაოდ ხარისხიანი

Posted by: playstation 9 Apr 2022, 21:14
დახმარება მჭირდება, სადმე ყბელაზე მისაღებ ფასებში სად გეგუკებათ ძაღლისთვის საკვები და აქსესუარები.
zooplaza ვყიდულობ ხოლმე საკვებს და ყველაფერს და მგონი ცოტა overpriced არის მანდ ყველაფერი.
ლეკვი 2.5 თვის არის და 20 ლარიან საკვებზე მყავს, მგონი დროა ცოტა დაბალფასიანზე გადავიყვანო და რომელს მირჩევთ და სად?

გერმანული ნაგაზია

Posted by: qishooo 10 Apr 2022, 00:31
მონჯეს კვებაზე მყავს ჩემი ორი ფრანგი უკვე 5-6 თვეა
კარგად ირგებენ, ბეწვის ხარისხით გაუმჯობესდათ
ორსულიც მონჯეს ჭამდა, ლეკვებიც მონჯეს სტარტერს



Posted by: axlguns 10 Apr 2022, 00:55
QUOTE (qishooo @ 20 Nov 2021, 16:49 )
ამ საიტზე შეიძლება კორმების გადამოწმება
თითქმის ყველა კორმზეა რევი, რაც ქართულ ბაზარზეა
ჩვენთან რასაც სუპერპრემიუმად გვტენიან ძირითადად საშუალო ხარისხია.

advance
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-advance-otzyvy-razbor-sostava-tsena/
https://feedsmart.ru/affinity-advance-baby-protect-puppy-medium-chicken-rice

Pro plan
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-pro-plan-otzyvy-i-razbor-sostava/
https://feedsmart.ru/purina-pro-plan-puppy-medium-sensitive-skin-salmon-rice
3/5 ☀️
https://dajlapu.com/korm-pro-plan-dlya-sobak-otzyvy-i-obzor-sostava/
club 4 paws
იგივე შეფასება აქვს, რაც პრო პლანს და ედვანს
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-klub-4-lapy-otzyvy-i-razbor-sostava/
https://dajlapu.com/korm-dlya-sobak-klub-4-lapy-otzyvy-i-obzor-sostava/

Monge
3.5/5 ☀️
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-monge-otzyvy-razbor-sostava-tsena/
https://feedsmart.ru/monge-daily-line-adult-dog-medium-rich-chicken
4/5 ☀️
https://dajlapu.com/korm-dlya-sobak-monge-otzyvy-i-obzor-sostava/#4
Dog chow
1.5/5 ☀️
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-dog-chow-otzyvy-razbor-sostava-tsena/
https://feedsmart.ru/purina-dog-chow-puppy-s-yagnyonkom-dlya-shchenkov
2.5/5 ☀️
https://dajlapu.com/korm-dlya-sobak-dog-chow-otzyvy-i-obzor-sostava/
Royal canin
3/5 ☀️
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-royal-canin-otzyvy-i-razbor-sostava/
https://feedsmart.ru/korm?s=rating_desc&txt=royal+canin
3/5 ☀️
https://dajlapu.com/korm-dlya-sobak-royal-canin-otzyvy-i-obzor-sostava/
Happy Dog
3/5 ☀️
https://petobzor.com/korm-dlya-sobak-happy-dog-otzyvy-i-razbor-sostava/
https://feedsmart.ru/happy-dog-supreme-sensible-neuseeland

რბილად რომ ვთქვათ არარეალური და მიკერძოებული რეიტინგებია.
როიალს და პროპლანს და 4თათს ერთნაირი შეფასება აქვს facepalm.gif
და კიდევ უარესი მონჟესაც.
მონჟე მაგ სიიდან ყველას 1 თავით სჯობს.

Posted by: asita 7 Jun 2022, 17:55
გამარჯობა. ბონ მასკოტა თუ იცით როგორი კვებაა ვითომ სუპერპრემიუმი? მეგაბონი თუ გამოგიცდიათ ადრაგნა? ?

Posted by: kotte 7 Jun 2022, 18:05
QUOTE (khmala @ 30 Dec 2012, 14:16 )
მოკლედ ვერ გავარკვიეთ რომელია მართლა კარგი და რომლით ღირს ძაღლის გამოკვება.

ძალიან კარგი საკვებია "ედვანსი", ხარისხიანია და ცოტათი ძვირიც; (https://www.advance-affinity.com/en/homepage)
უფრო უკეთესია (ჩემი გამოცდილებით) "აკანა", წარმოებას აკონტროლებენ ბოლომდე; (https://www.acana.com/en-US/dogs/dog-food/adult)
რაც როიალ კანინს ეხება - ადრე საფრანგეთში მზადდებოდა, ეხლა კი რუსეთში და შიგ ვირთხის ძვლებსა და ცხენის კბილებს პოულობენ.
ადამიანისთვის მომზაებული საჭმელი არ მისცეთ, გემო თუ გაუსინჯა ძაღლის საკვებს აღარ გაეკარება. გარდა ამისა, მარილი და სოდა და სხვა რაღაცეები თუ იქნება შიგ, ძაღლზე ესენი სხვა ეფექტს ახდენენ, ვიდრე ადამიანზე, შეიძლება დააავადოთ.

Posted by: chele23 29 Aug 2022, 22:32
მეგობრებო რომელ კვებას მირჩევთ ჩვენ ბაზარზე არსებულიდან?

რა კრიტერიუმებით ირჩევა პრემიუმი, სუპერპრემიუმი, ჰიპერპრემიუმი და ა.შ. ?

თბილისში სად შევიძენ შედარებით იაფად?

3 თვის პუდელი მყავს

Posted by: Erekle 007 23 Jan 2023, 23:21
4 თათი როგორია ტაქსასთვის? 9 ლარს ვაძლევ კილოში და მაგ ბიუჯეტში უკეთესი რა გეგულებათ?

Posted by: Naukaumeetmnogagitik 27 Apr 2023, 12:32
ერთი თვის ლეკვი მაჩუქეს. გერმანული ნაგაზის. ძაან პაწალააა
მირჩიეთ რა მენიუ. როგორ ვკვებო... მეშინია არ შემეშალოს. მაწონი ერთპროცენტიანი და ხაჭო ნოლიანი ვითრიე... სხვა?
წინასწარ მადლობა მგობრებო

Posted by: Efrem 27 Apr 2023, 16:50
დაინგი რო ქვია, თუ იცით კარგია ეგ 5 თვის იაკტერიერისთვის?

Posted by: webdesigner93 27 Apr 2023, 17:45
Efrem
დაინგი არ ვიცი , მაგრამ იაგდ ტერიერი მყავს მეც , 3 წლისაა უკვე და პროპლანს ვაჭმევ ლეკვობიდან.

Posted by: Skrat24 19 May 2023, 21:40
მეოთხე წელი მარტო 4Paws ვაჭმევ, ორნაირია, საქონლის და ცხვრის, თუ არ ვცდები უკრაინულია, ძაღლი არის ბრეტონული ეპანიოლი, რამდენიმე თვეში ერთხელ ვუნაცვლებ ხოლმე და ეგაა.

Posted by: Naukaumeetmnogagitik 20 May 2023, 18:18
მეგობრებო ორი თვის ლეკვისთვის მოხარშული კვერცხი შეილება? და კვირაში რამდენჯერ?

Posted by: Skrat24 25 May 2023, 23:17
QUOTE (Naukaumeetmnogagitik @ 20 May 2023, 18:18 )
მეგობრებო ორი თვის ლეკვისთვის მოხარშული კვერცხი შეილება? და კვირაში რამდენჯერ?

ჩემი აზრით, ჯობია თავიდანვე რომელიმე ბრენდის საკვებზე დასვა, ყველა კომპონენტია უკვე გათვალისწინებული

Posted by: lepo 29 May 2023, 18:22
მოგესალმებით, ძალიან ბევრი წლებია ძაღლი აღარ მყოლია და საერთოდ აღამ მახსოვს საკვები რომელი ჯობია და ასე შემდეგ

ეხლა მყავს border collie არის 4 თვემდე, 2 თვეა მყავს და ვაჭმევ ProPlan medium-ს, ქათმის, ფასი გამოდის 13.5 ლარი ერთი კილოგრამის

რამდეენად ვარგა ეს საჭმელი თუ იცით?

Posted by: RugbyFE 19 Jun 2023, 22:08
ბევრი საჭმლის მონაცემები და დახასიათებები შევადარე საერთაშორისო საიტებზე, სხვადასხვა ინფორმაცია შევაჯერე პრემიუმ საკვების თემაზე.

მაინტრესებდა პრემიუმ და სუპერ პრემიუმ საკვები, რატომ იყო ფასების ასეთი სხვაობა და სიმართლე ითქვას ვერ დავადგინე თუ რატომ არის ზოგიერთი პრემიუმ საკვები, ორჯერ და ოთხჯერ ძვირი, სხვა ანალოგიური მომაცემების საკვებთან. ალბათ, აქაც ბრენდულობის გამო აქვთ ფასებში სხვაობა და სხვა არაფერი, ისევე როგორც სხვა ბიზნესში.

თავიდან პრო პლანს ვაჭმევდი ჩემ ძაღლს და რადგან დიდი ჯიშია, ბევრი საჭმელიც ჭირდება. ამიტომ შევრაჩიე ისევ პრემიუმ საკვები და უფრო იაფად რომელიც იყო, ანუ ბონმასკოტა რომელიც არის სუპერ პრემიუმის და გადავიყვანე ამ საკვებზე.

ფასი აქვს უფრო მისაღები ვიდრე სხვა ანალოგიურ ხარისხს და ძაღლიც მშვენივრად მიირთმევს. ბეწვის ხარისხი იდელაური, ძალა და ენრგია მშვენიერი და კუჭის მოქმედებაც იგივე. აბა, რატომ უნდა გადავყარო წყალში ფული, როცა საერთშორისო შეფასებებითაც კი ვერ ადასტურებენ თუ რატომ არის უფრო ძვირიანი უკეთესი?!

Posted by: Wisemаn* 14 Aug 2023, 19:33
RugbyFE
ბონმასკოტა სუპერ-პრემიუმი არარის. პრემიუმია და მაგას 4-თათი ჯობია ბევრად.

Posted by: Master_Nick 14 Aug 2023, 20:56
მეც მაინტერესებს ლეკვებისთვის რომელ საკვებს გაუწევთ რეკომენდაციას?

Posted by: Wisemаn* 14 Aug 2023, 22:18
Master_Nick
რა ჯიშია, რამხელაა და რა კატეგორიის საკვებს ფიქრობ? პრემიუმ კლასი საშუალოდ 11-13 ლარი ღირს, სუპერ ლ-პრემიუმი 16 დან ზევით.

Posted by: Master_Nick 14 Aug 2023, 22:48
Wisemаn*
აგარაკზე 2 ლეკვი მეტისები დატოვეს, იქნებიან ალბათ მაქსიმუმ 2 თვის და სანამ აქ ვარ მინდა ცოტა ფორმაში მოვიყვანო ლეკვები. მერე რა ეშველებათ არ ვიცი, ახალი საფიქრალი გამომიჩნდა.
პრემიუმს არ ვფიქრობ, უფრო ბიუჯეტური მირჩიე რა რამე.

Posted by: webdesigner93 15 Aug 2023, 07:40
Master_Nick
ბიუჯეტურები არ ვიცი , ისე კი მე პროპლანს ვაჭმევ ჩემს ძაღლს და ძალიან კარგია. დაახლოებით 20 ლარი ღირს კგ. კარფურშია ხოლმე ხშირად ფასდაკლება დაბალფასიან საკვებზე , 2 თუ 3 დღის წინ შემხვდა 20კგ-იანს 50 ლარად ყიდდნენ , თუმცა ხარისხი როგორი იქნება არ ვიცი ....

Posted by: Master_Nick 15 Aug 2023, 17:38
webdesigner93
20 ლარად კილო ხორცს ვუყიდი სოფელში რა ამბავია wink.gif ვიყიდე დღეს ზოომარტში რაღაც ბიუჯეტური საკვები და გიჟებივით ჭამეს. სახლიდანაც მივაშველებ საჭმელს და ცოტას მოვიყვან ფორმაში. აი მერე რა ეშველებათ არ ვიცი.
user posted image
user posted image

Posted by: baksona1980 10 Oct 2023, 03:46
მყავს კანე კორსო 2.5წლის ცოცხალი თავით არ ჭამს არაფერს, არადა სხვა სიმპტომი არაფერი აქვს რომ დავეჭვდე, პროსტო არ ჭამს და მორჩა იკიკნება ძნ ცოტას, გამიშრო სისხლი. რა ვუყო

Posted by: chele23 17 Oct 2023, 22:58
baksona1980

ადამიანის საჭმელს ანუ რასაც სახლში თქვენ მიირთმევთ, თუ აჭმევთ მერე თავისას აღარ ჭამს..

Posted by: dega 3 Nov 2023, 23:08
მოკლედ ბევრი წვალების მერე გადავედი ქათმის ფილეზე
biggrin.gif
არ ჭამდა პედიგრს
ჭამდა ხან ერთს ხან მეორეს,ხან მესამეს
ვიყიდდი და მერე სხვა ძაღლებს ვაჭმევდი
ახლა დავამუღამე ქათმის ფილე და მერე უკვე აყოლებს პედიგრს
7 ლარია კილო,4.5 დღე ვანაწილებ

Posted by: baksona1980 8 Nov 2023, 23:00
dega
ჩემმაც გამიშრო სისხლი, საერთოდ უარს ამბობს რა კორმა არ მოვუტანე, პროპლანიო, როიალიო ისაო ესაო 15-22 ლარამდე მიმიცია კილოში რომ მომწონდა სინჯად და აბაა არ ეკარება, სასწაული ისაა რომ ყასაბს მოა
* * *
ყასაბს მოაქვს ახალდაკლული საქონლის ხორცი ისეთი რომელსაც ადამიანი არ შეჭამს და ვუხარშავ წვენს და ძვლებს ვაცლი და ვაძლევმოხარშულს, იდეაში უმი ჯობია, მაგრამ რიამე პარაზიტი არ შეეპაროს და მოხარშვას ვამჯობინნებ, მინიმუმ 40 წთ იანი პროცედურაა, ხანდახან 2 სთ იანიც. არადა კორმა და მშრალი საკვები მოსახერხებელიც არის და სასარგებლოც, კი შიდაშიგ ხორცს მისცემ მაგრამ საერთოდ არ ჭამს არც ერთ კორმას

Posted by: bach_ka 9 Nov 2023, 12:07
ძაღლის საკვების საბითუმო მაღაზია ან ლოკაცია ხომ არ იცით?? ვაგზალზე არისო და ვერ მივაგენი იქნებ იცოდეთ.

1-2 ტომარას ვყიდულობ ხოლმე და ფასში იძლევა განსხვავებას.

ელიავაზე მეგალაინთან ვყიდულობ მაგრამ ყოველ მისვლაზე ფასი იზრდება, იქნებ უკეთესი ლოკაცია იცოდე\თ

Posted by: dega 9 Nov 2023, 12:15
baksona1980
ერთ დღეში ვყოფილვართ
ასეთი აბდალი არაფერი მინახავს
არ აჭამოო მეუბნებიან და ბოლოს შეჭამსო
მთელი დღე მაცივართან იდგა biggrin.gif და მაინც არ ჭამა .არადა სამნაირი მოვუტანე ცოტცოტა...
ხორცის ნახარში და წვენიც არ უნდა.........
მარტო უმი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: fermina 13 Dec 2023, 14:43
მეგობრებო, ხომ არ იცით მსგავსი საკვები დისპენსერი ძაღლისთვის სად შეიძლება შევიძინო? გადავხედე რაღაც საიტებს და ამჟამად არცერთს არ აქვს გაყიდვაში, ონლაინ ვგულისხმობ. მაღაზიაშიც მივალ, არაა პრობლემა, უბრალოდ ბევრი რომ არ ვიბოდიალო:


user posted image

Posted by: Juventino 13 Dec 2023, 23:02
fermina
გამოიწერე თირქეთიდან და ეგაა უფრო იაფად

Posted by: webdesigner93 14 Dec 2023, 13:39
fermina
Xiaomi-ში ვიყიდე მე სადღაც 1 წლის წინ , სითი მოლში საბურთალოზე.

Posted by: fermina 15 Dec 2023, 12:50
webdesigner93
QUOTE
fermina
Xiaomi-ში ვიყიდე მე სადღაც 1 წლის წინ , სითი მოლში საბურთალოზე.


აუ დიდი მადლობა, მანდ არც მოვძებნიდი ალბათ smile.gif
* * *
Juventino
QUOTE
fermina
გამოიწერე თირქეთიდან და ეგაა უფრო იაფად


ტრენდიოლზე ვიპოვი?

Posted by: webdesigner93 15 Dec 2023, 14:57
fermina
QUOTE
აუ დიდი მადლობა, მანდ არც მოვძებნიდი ალბათ

https://xiaomi.com.ge/product/xiaomi-smart-pet-food-feeder-bhr6143eu/

აი ლინკიც , მაგრამ ახლა რაღაც მეძვირება , არამგონია ამდენი გადამეხადოს .... მაგრამ სამწუხაროდ თანხას ვერ ვიხსენებ მაინც biggrin.gif ისე კი ძალიან პრაქტიკული რამეა რა , დილას სულ მე ვაჭმევ , მაგრამ საღამოს როცა ვიცი რო დამაგვიანდება , მშვენივრად მცვლის ეს დისპენსერი. ისე თავიდან ცოტა შეჩვევა კი დასჭირდა , გამოვიჭირე ძაღლი თათებს ურტყამდა და უყეფდა , კიდე დამიყარეო lol.gif lol.gif

Posted by: fermina 15 Dec 2023, 14:58
webdesigner93

ძვირია, ტრენდიოლზეც ვნახე და ყველაზე იაფი 5,000 ლირა მიჩვენა და რა სიგიჟეა.

სმარტი არც მინდა, იყოს მექანიკური. იქნებ ზოომაღაზიებში ჰქონდეთ ან დომინო-ბრიკორამაში.

Posted by: webdesigner93 15 Dec 2023, 21:12
fermina
https://www.amazon.com/gp/aw/d/B0953SDCRG/?_encoding=UTF8&pd_rd_plhdr=t&aaxitk=71a60dc67d82e63dfa19e64dc2e95eb6&hsa_cr_id=0&qid=1702660309&sr=1-1-9e67e56a-6f64-441f-a281-df67fc737124&ref_=sbx_be_s_sparkle_mcd_asin_0_img&pd_rd_w=On7i4&content-id=amzn1.sym.417820b0-80f2-4084-adb3-fb612550f30b%3Aamzn1.sym.417820b0-80f2-4084-adb3-fb612550f30b&pf_rd_p=417820b0-80f2-4084-adb3-fb612550f30b&pf_rd_r=EXHSVBKVZKNHHDDZ5V0S&pd_rd_wg=h7LWG&pd_rd_r=dfcdfa5e-028e-4c62-b591-142ce2ca3ca6

აი ამაზონზე 54 დოლარად , 30 დოლარადაც არის და დიდი არჩევანია მოკლედ. გადახედე აბა.

Posted by: fermina 16 Dec 2023, 22:18
webdesigner93

მადლობა, ამაზონი სულ არ გამხსენებია, დიდი არჩევანია და ფასებიც ნორმ love.gif

Posted by: Interman 30 Dec 2023, 19:34
საშუალო ზომის ძაღლის კვება თვეში რა ჯდება?

Posted by: playstation 30 Dec 2023, 22:43
მოედ მე ჩემ გერმანულს აქამდე ვკვებავდი როიალ კანინის მაქსი ედალტით 16 ლარამდე ვიხდიდი კილოში. თვეში კაი 15 კილოს უბრახუნებდა, პლიუს კონსერვებს.
2 კვირის წინ ცუდად მყავდა და ცხიმიანი საკვებიბიყო ერთ ერთი მიზეზი.

ახლა გადავიყვანე advanced თუ რაღაც ასეთი ბრენდია მაგისნსაკვებზე.გაგიჟდა ძაღლს ისე მოეწონა.
აქამდე ნელა და ცოტას ჭმადა, ამ საკვებზე ბევრად მეტს ჭამს და ბევრად გემრიელად.
თან უფრო.მშრალი და ნაკლებად ცხიმიანია
ფასიც შესაბამისი აქვს 20 ლარი კილოგრამი smile.gif
300-400 მაქვს ხარჯი დაახლოებით

Posted by: webdesigner93 31 Dec 2023, 09:29
playstation
კონკრეტულ შენ შემთხვევაზე არ გეუბნები , რადგან არასაკმარისი ინფორმაციაა , მაგრამ ყოველთვის ჯობს ვეტერინარს დაელაპარაკოთ ხოლმე საკვების შერჩევისას. ხშირად იაფიანი და უბრალო საკვები უფრო მოსწონთ ძაღლებს , რადგან გატენილია არომატიზატორებით და დანამატებით , რაც ძაღლს იზიდავს და ჭამს გემრიელად , მაგრამ ეს არაა ხარისხის ინდიკატორი .... მსგავსი იაფიანი საჭმელი სპეციფიკური სუნითაც გამოირჩევა , ჩვენც რომ ვგრძნობთ ისეთითაც.

Posted by: Wisemаn* 3 Jan 2024, 00:04
webdesigner93
ვეტერინარმა რანაირად უნდა გირჩიოს შენ ძაღლს რომელი საკვები მოეწონება?
ბევრისგან გამიგია რო ჩემი ვეტერინარი ამ კვებას მეუბნება, ჩემი ვეტერინარი იმ კვებას მეუბნება და ა.შ. 90% ვეტერინარების პროპლანს იძახიან აჭმეთო და ნაგავია ამ დროს, სუპერ პრემიუმ კლასში ყველაზე დაბალი დონეა რაც ჩვენთანაა. 8% იმას გეუბნება საიდანაც სარგებელი აქვს.
მთავარია იცოდე ალერგიული თუა რამეზე შენი ძაღლი და დანარარჩენს შენთვითონ უნდა ხვდებოდე.
არასდროს არ გაიაროთ კონსულტაცია ვეტერინართან საკვებზე.
ვეტერინარს კიმართეთ ჯანმრთელობის პრობლემაზე.

Posted by: webdesigner93 3 Jan 2024, 09:53
Wisemаn*
QUOTE
ვეტერინარმა რანაირად უნდა გირჩიოს შენ ძაღლს რომელი საკვები მოეწონება?

რომელი საკვები მოეწონება არა , ჩემს ძაღლს შოკოლადიც მოსწონს რომ მისცე , მაგრამ მისთვის კატეგორიულად არ შეიძლება. ვეტერინარს შეუძლია გითხრას ამ თუ იმ საკვების ხარისხი.

QUOTE
არასდროს არ გაიაროთ კონსულტაცია ვეტერინართან საკვებზე.
ვეტერინარს კიმართეთ ჯანმრთელობის პრობლემაზე.

ნუ თუ ასეთი ეჭვებით ხართ თქვენი შინაური ცხოველის ვეტერინარის მიმართ , მაშინ ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია , ან ვეტერინარსაც ჰკითხოთ და შემდეგ გადაამოწმოთ biggrin.gif

მე იმის თქმა მინდა რომ ძაღლი თუ გემრიელად მიირთმევს , არ ნიშნავს აუცილებლად იმას რომ საკვები კარგი ხარისხისაა და ხშირად ეს პირიქითაა ....

Posted by: GEORGEXIII 3 Jan 2024, 11:23
QUOTE
ფასიც შესაბამისი აქვს 20 ლარი კილოგრამი

ჯოო


მალადეც ძმაო შენ რავიცი მე 3.3ლარი ღირს კილო არც სახელი ვიცი იმას ვაჭმევდი მშვენივრად უბრახუნებდა.

Posted by: nalbo 3 Jan 2024, 12:37
ბევრი ქართული წარმოების საკვები შემოვიდა ბაზარზე მაგრამ არცერთს არ აწერია ვინ არი მწარმოებელი , სად ამზადებენ და სხვა მონაცემები. საეჭვოა რამდენად კარგად აკეთბენ საჭმელს.

ვინმეს ხო არ გიცდიატ ქართული საკვები, ჭამენ არ ჭამენ როგორი შედეგი აქვს?

Posted by: Wisemаn* 8 Jan 2024, 13:40
webdesigner93
ჩემს ვეტერინართან კვებაზე არ გავდივარ კონსულტაციას არასდროს. ჩემზე კარგად ვერცერთი ვეტერინარი ვერ მეტყვის ჩემ ძაღლს რომელი საკვები რგებს.

ელემენტარული წაკითხულის გააზრება ჭირდება ადამიანს მაგის მისახვედრად.
ცოტა პრაქტიკაც თუ გაქვს ხო მთლად კაი.

ვეტერინარების 80-90% პროპლანს ურჩევს მომხმარებელს, ამ დროს 1-1 ყველაზე დაბალი ხარისხის საკვებია სუპერ-პრემიუმი კლასში.

იარეთ საკვების კონსულტაციებზე ვეტერინარებთან და აჭამეთ კილო 20 ლარიანი ნაგავი ძაღლებს.

QUOTE
ვეტერინარს შეუძლია გითხრას ამ თუ იმ საკვების ხარისხი

ვეტერინარი გეტყვის იმას რისგანაც შეიძლება სარგებელი ქონდეს. მაგალითად კლინიკის წინ მისივე მაღაზიაში არსებული კვებას wink.gif

მაშინ კითხვას ვსვამ, როგორ უნდა მირჩიოს ვეტერინარმა კატისთვის საკვები როდესაც ცხოვრებაში კატა არ ჰყოლია? საიდან იცის იმ კვების ხარისხი?
სხვისგან მიღებული ინფორმაციით ხო? ანუ სხვის კატამ საკვები კარგად ჭამა, შეერგო და ეს იმას ნიშნავს რომ ჩემსასაც შეერგება?

Posted by: playstation 29 Jan 2024, 16:25
Advance გერმანულ ნაგაზისთვის. რაც ამ კვებაზე გადავიყვანე ძაღლი საგრძნობლად უკეთესი გახდა. წონაც აიღო, უფრო ენერგოულიც გახდა და უფრო მადიანათაც მიირთმევს აკვებს.
აქამდე royal canyn ვაძლევდით და დიდად არც ჭამდა, ბევრჯერ ტოვებდა კიდევაც ან საერთოდ არ ჭამდა.

საკმაოდ ძვირი კი ჯდება მაგრამ, მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი ფულს რას დავეძებ.

Posted by: baksona1980 1 Apr 2024, 11:08
არჭამს ჩემი არაფერს ან თუ ჭამს კიკნით, რა ვუყო არ ვიცი,

Posted by: Hunterchupa 1 Apr 2024, 20:16
baksona1980

თუ დიდი ხანი გრძელდება ვეტერინარი გინდა უეჭველი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)