რედბული + არაყი 50/50 კომბინაციაზე რას იტყვით??
ერთხელ გავსინჯე და ცუდად გავხდი.
მოსაწევი ერთხელ გავსინჯე, ძალიან ადრე.
ვერ დავამუღამე და აღარც გავკარებივარ.
გუშინ სასიამოვნო საღამო მქონდა.
კოლეგა მეგობრები მესტუმრნენ უცხოეთიდან.
მხოლოდ სიმბოლურად, სამსამი ჭიქა დავლიეთ და საკმარისი იყო სახალისო განწყობისთვის.
ხვალ სპორტულად ვაპირებთ დროის გატარებას აქაური მეგობრები,
ეს ემოციები მეყოფა ალბათ ერთი კვირა.
ასე რომ, ჩემი აზრით, მთავარი მაინც მეგობრული გარემო და კარგი განწყობაა.
განწყობას კი სასმელით შეიქმნი, მოსაწევით თუ ბუნებასთან სიახლოვით, ალბათ სულერთია.