Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტის


Posted by: vefxvi 17 Nov 2013, 12:24
საქართველოში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება
10:04 17-11-2013
საქართველოში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება საქართველოში დღეს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონიალი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ეზოში, 13:00 საათზე დაიწყება. 45-წუთიანი ცერემონიალის ბოლოს, ახლად არჩეული პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ფიცს დადებს, რის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობას და ინაუგურაციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს.
მარგველაშვილი 13:45 საათზე, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ყვავილებით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის სახელით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართება ლანჩი.
ახლად არჩეული პრეზიდენტი ლანჩის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციის წევრებთან "ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრებს გამართავს.
მსგავსი შეხვედრები პარალელურ რეჟიმში დღესვე ექნებათ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვადასხვა მინისტრებს.

http://pix.ge/


ლაივიsmile.gif

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb






Posted by: TobinFrost 17 Nov 2013, 12:26
შეცდომა დაუშვეს ნაცებმა რო არ ესწრებიან

Posted by: SPLIYVI 17 Nov 2013, 12:26
QUOTE
მისი აღმატებულება

facepalm.gif

vefxvi
მაინც არ დაგნიშნავენ

Posted by: Z A Z A 17 Nov 2013, 12:27
არის თემა: http://forum.ge/?f=29&showtopic=34594306

Posted by: May21 17 Nov 2013, 12:27
QUOTE
მისი აღმატებულება

რა კარგია , რომ ესეთი აღმატებული გვყავს...თAვის თAვზეც არ არის აღმატებული... biggrin.gif


მონასაც ვერ დაუძAხებ ისეთი,ტიპია user.gif

Posted by: tsvrkaua 17 Nov 2013, 12:28
ბიბლიაზე რატომ დებს ფიცს?

Posted by: SUPERTV 17 Nov 2013, 12:29
ფიცს ვისთან დებს მარგველა უცხოელებთან?
პლასტელინას ფიცის არ მჯერა მე.

და არა მარტო მე.


Posted by: Raven 17 Nov 2013, 12:30
სამგლოვიარო მუსიკა რატომ ჟღერს?

Posted by: vefxvi 17 Nov 2013, 12:40
ნათელაშვილმა ალყა დაარტყა პარლამენტის შენობას facepalm.gif



Borati
QUOTE
სამარცხვინოები ხართ და მეტი არაფერი!

აი აი აი vik.gif

Posted by: Borati 17 Nov 2013, 12:44
vefxvi
თქვენო უობიექტურესობავ მაგ პოსტერზე საქართველოს სახელმწიფო გერბი გალურჯებული, რომ არის მაგას რატომ მალავ??? თუ რაც არ გაწყობთ იმას ვერ ხედავთ???
სამარცხვინოები ხართ და მეტი არაფერი!

abelo
QUOTE
ლურჯი გერბი ?

ამაზე თემა არ გახსენით?


თემა გახსნილია და ჩვენი ,,ობიექტური" ქოცები ცოცხალი თავით არ ეკარებიან იქაურობას

Posted by: AUTOCRAT 17 Nov 2013, 12:45
QUOTE
მისი აღმატებულება

QUOTE
გიორგი მარგველაშვილი

drug.gif

Posted by: livesx11 17 Nov 2013, 12:47
boli.gif boli.gif boli.gif boli.gif boli.gif idea.gif idea.gif

Posted by: dragendo 17 Nov 2013, 12:49
QUOTE (SPLIYVI @ 17 Nov 2013, 12:26 )
QUOTE
მისი აღმატებულება

facepalm.gif

vefxvi
მაინც არ დაგნიშნავენ

რატო რა დაგიშავა? მე მინდა რომ დანიშნონ, რაც მაგას აქვს ნაწვალები, ისე ნაცები ეხლაც უფასებენ თავის მხარდამჭერებს ღირსების ორდენებს აძლევენ, ქოცებმა კი თავის გაინაღდეს და დაიკიდეს ბევრი მხარდამჭერი

Posted by: benito777 17 Nov 2013, 12:49


ჩვენ უბრალოდ ვერ-თო-ბით

შენი პრე-ზი-დენ-ტო-ბით jump.gif

Posted by: n-i-c-k 17 Nov 2013, 12:49
აუ ნათელაშვილი შეუშვან რა შიგნით და ინგლისურად სიტყვის უფლება მისცენ biggrin.gif


user posted image

Posted by: abelo 17 Nov 2013, 12:50
ლურჯი გერბი ?

ამაზე თემა არ გახსენით?

Posted by: _I_B_E_R_I_E_L_I_ 17 Nov 2013, 12:51
დაროჟკების გარდა ლურჯია ყველაფერი..

მუქი ლურჯი..

ცისა ფერს,ლურჯსა ფერს..

საზოგადოებრივიც გალურჯდა უკვე,მოკლედ ლურჯმა დასძლია წითლის წინააღმდეგობა..

წითლები ადრე უკვე დავამარცხეთ..

ფერების ომის გარჩევა ფორუმზე გრძელდება.. facepalm.gif

Posted by: May21 17 Nov 2013, 12:53
QUOTE

ჩვენ უბრალოდ ვერ-თო-ბით

შენი პრე-ზი-დენ-ტო-ბით

up.gif

Posted by: Choncxis mzera 17 Nov 2013, 12:54
QUOTE (n-i-c-k @ 17 Nov 2013, 12:49 )
აუ ნათელაშვილი შეუშვან რა შიგნით და ინგლისურად სიტყვის უფლება მისცენ biggrin.gif


user posted image

+111111111
lol.gif lol.gif მაგაზე მაგარს ვერაფერს გააკეთებს ეს მთავრობა lol.gif

Posted by: dragendo 17 Nov 2013, 12:57

ისე სადაა ნათელაშვილის ლაივი? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: dega 17 Nov 2013, 12:59
სუმბულაღა და სულთანსულეიმანი გამოჩნდნენ ამ წუთას
აკი არავინ ჩამოდის ცნობილებიო?
........
რატომღაც ანდროპოვის გაპრეზიდენტება მახსენდება
დაისი დაუკარით ბლად და არ გინდათ ეს გადაკეთებული მელოდია user.gif

Posted by: gvancunci 17 Nov 2013, 12:59
რა მაგარი მუ"ზ"იკებია, მგონია რომ ტომ&ჯერის ვუყურებ lol.gif

Posted by: senpai 17 Nov 2013, 12:59
რა მუსიკას უკრავენ facepalm.gif
-----------------------------------------

Posted by: N1kusha 17 Nov 2013, 12:59
ნეტავ მუსიკა რომელი მულტფილმიდან აიღეს lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif

Posted by: abelo 17 Nov 2013, 13:00
მუსიკა


მე, ბებია, ილიკო და ილარიონი


ძროხა რომ მიჰყავთ გასაყიდად



Posted by: May21 17 Nov 2013, 13:01
QUOTE
ა მაგარი მუ"ზ"იკებია, მგონია რომ ტომ&ჯერის ვუყურე

lol.gif up.gif
თAნ რო მისდევს და თAნ რო ერხევა....
ეგენი არიან ....სწორად შEურჩევიათ რა გინდა?!

Posted by: iMaximuSi 17 Nov 2013, 13:01
QUOTE
საქართველოში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება
10:04 17-11-2013
საქართველოში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება საქართველოში დღეს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.

კიდე ხუთჯერ დაგეწერა ბარემ

Posted by: SPLIYVI 17 Nov 2013, 13:02
QUOTE
მუსიკა


მე, ბებია, ილიკო და ილარიონი


ძროხა რომ მიჰყავთ გასაყიდად

QUOTE
ა მაგარი მუ"ზ"იკებია, მგონია რომ ტომ&ჯერის ვუყურე

biggrin.gif

Posted by: SCO 17 Nov 2013, 13:03

თემის სახელზე ეს თემა გამახსენდა და
თან ნოსტალგია მომაწვა, თან გული ამიჩუყდა user.gif

http://forum.ge/?showtopic=34433802&hl=%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Posted by: benito777 17 Nov 2013, 13:04


ტინკი-ვინკი, დიიიიიფსი, ლალა, პოოოოო! lol.gif lol.gif lol.gif




Posted by: gramatikikina 17 Nov 2013, 13:04
vefxvi
მისი აღმატებულება არა, ჯუსტ ბატონი პრეზიდენტიyes.gif

Posted by: senpai 17 Nov 2013, 13:05
ისე მოდიოდა რო ეტყობოდა რო ვესი აღარ აქვს biggrin.gif

Posted by: lupus 17 Nov 2013, 13:05
მარგველა რა კაცია.

ნაციონალს მოაქვს კონსტიტუცია.

Posted by: an12 17 Nov 2013, 13:06
რაღაცნაირად "მჟავე" სახე აქვს...თითქოს ლიმონი აჭამეს...

Posted by: vefxvi 17 Nov 2013, 13:06
გილოცავთ ახალ მთავარსარდალს smile.gif

ბევრი ომი მოეგოს yes.gif

Posted by: lupus 17 Nov 2013, 13:08
მარგველას ქალი მეორე რიგში რატომ ზის?

Posted by: lexanna 17 Nov 2013, 13:09
კარგი იყო smile.gif ჯერჯერობით, ყველაფერი რიგზეა. biggrin.gif


მარგველას მიშაზე დასტოინად კი უჭირავს თავი, რა გინდათ, ვერ გავიგე biggrin.gif

Posted by: SPLIYVI 17 Nov 2013, 13:09
vefxvi
QUOTE
გილოცავთ ახალ მთავარსარდალს smile.gif

ბევრი ომი მოეგოს yes.gif

შენ მეისპე
:დ

Posted by: tsvrkaua 17 Nov 2013, 13:10
რა კოპებშეკრულია biggrin.gif

Posted by: kvarkvare 17 Nov 2013, 13:10
საწყალი მარგველა რა გაუგებრობაშია.....
ისევ იქ აქუსთან მჯდარიყო და ეოხუნჯა თავის გემოზე არ ჯობდა?!......... givi.gif

Posted by: კუსკუსა 17 Nov 2013, 13:10
დილით პრეზიდენტად, გაიღვიძებ და თავი ისევ სიზმარში გგონია
რაღაც, მაგდაგვარი გაურკვევლი, უღიმღამო სახით დააბიჯებს

იმდენჯერ შეახსენეს, რომ ქვეყნის პირველი პირი სხვაა..
დაითრგუნა კაცი user.gif


Posted by: katokato 17 Nov 2013, 13:11
რატომ უყვიროდნენ ჯარს?
.......

Posted by: dega 17 Nov 2013, 13:11
მიქარა და
დვაცატადინით უნდა მოსულიყო
კრეატივით აკლია რა ..
ან ბოლობოლო ნოლდევიტით

Posted by: Chxikvia 17 Nov 2013, 13:12
ინაუგურაციის დროს სისხლის გადასხმაც უნდა ხდებოდეს. biggrin.gif

Posted by: n-i-c-k 17 Nov 2013, 13:12
მარგველაშვილი რატომაა ესეთი დაძაბული ?




Posted by: May21 17 Nov 2013, 13:12
QUOTE
გილოცავთ ახალ მთავარსარდალს

ბევრი ომი მოეგოს

რა ომი ბიჯო..ერთი-ერთზე , რომ შემხვდეს მოვ(კ)ლავ user.gif

Posted by: qortu 17 Nov 2013, 13:12
QUOTE (lexanna @ 17 Nov 2013, 13:09 )
კარგი იყო smile.gif ჯერჯერობით, ყველაფერი რიგზეა. biggrin.gif


მარგველას მიშაზე დასტოინად კი უჭირავს თავი, რა გინდათ, ვერ გავიგე biggrin.gif

დასტოინა კი არა ჩაჯმულია მგონი ისეთი როჯა აქვს)))


ბიძოს აგინებს ალბათ რა შარში გამხვიეო)))))))

Posted by: wolfchant 17 Nov 2013, 13:13
მადლობას ვუთხდი drug.gif
ძაან ნერვიულობს

Posted by: lupus 17 Nov 2013, 13:13
კიბე არ გამოუტოვებია ისე აიარა.

მიშა გამახსენდა თავისი დიიდი ნაბიჯებით user.gif

Posted by: სურამელი 17 Nov 2013, 13:14
ამან რატომ არ აუღო ჩესტი? კანონით არ უნდა გაეკეთებინა?

Posted by: ზურატი96 17 Nov 2013, 13:14
QUOTE (lupus @ 17 Nov 2013, 14:13 )
კიბე არ გამოუტოვებია ისე აიარა.

მიშა გამახსენდა თავისი დიიდი ნაბიჯებით user.gif

biggrin.gif ზუსტად ეგ ვიფიქრე


როგორ ღელავს:ს

Posted by: კუსკუსა 17 Nov 2013, 13:14
ეჰ ამ კაცს თავად არ სჯერა , თავისი პრეზიდენტობის
და ჩვენ დაგვაჯერებს?

მისი ნერვიულობა, მეც კი გადამედო
თანავუგრძნობ biggrin.gif


Posted by: ვეშაპო 17 Nov 2013, 13:15
ჯობდა არ წაეკითხა და ისე ეთქვა, რაია ეს? :|

Posted by: mmm481 17 Nov 2013, 13:15
შალვას რუსთაველი გადაუკეტია smile.gif


მაინც არ აცდა რუსთაველს გადაკეტვა? biggrin.gif

Posted by: LeGo 17 Nov 2013, 13:16
მაია ასათიანივით რატომ ლაპარაკობს?

ვითომ ძალიან შეწუხებული სახით... ვაი და სიხარული არ შემეტყოსო... არადა რატომ არ უნდა ეტყობოდეს?

Posted by: Egyptian 17 Nov 2013, 13:16
აუ ნათელაშვილიც მაინტერესებს
რამდენ გიჟთან ერთად დგას ;დდდ

Posted by: gsm-service 17 Nov 2013, 13:16
ბლუყუნიც ამას ქვია biggrin.gif


ეჰ, იმან ლაპარაკი მაინც იცოდა და ...

Posted by: Z A Z A 17 Nov 2013, 13:17
ნათელაშვილი: ერთი მე ვარ იაპონიის პრეზიდენტი და მეორე, მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. ნათელაშვილი რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს, სადაც საარჩევნო ოქმები მიიტანა, რომელიც მისი მტკიცებით, არჩევნების გაყალბებას ასახავს.

"დღეს დაგვეკისრა ისტორიული მისია. აქ ვინც ვართ, ვიცავთ ერის ღირსებას ძალადობისგან, სიცრუისგან. დღეს ორი მთავარი ღონისძიება ტარდება კავკასიაში - ერთი არის ცრუ პრეზიდენტის ინაუგურაცია და მეორე ვართ ჩვენ, აქ შეკრებილი მამულიშვილები. ივანიშვილმა და სააკაშვილმა შვეს კოჰაბიტირებული პროდუქტი ხელის ბიჭის სახით, რომელიც ფიცს სდებს და ჰგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტია. ერთი მე ვარ იაპონიის პრეზიდენტი და მეორე ეგ არის საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. ის არ აურჩევიათ. მარგველაშვილი არის ცრუ და არ ვცნობთ მას პრეზიდენტად," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები პარლამენტის შენობის მიმართულებით აქცია-მსვლელობას გეგმავენ.

ერთ-ერთმა მოქალაქემ შალვა ნათელაშვილს მოუწოდა, რომ ასეთ დღეს აქცია არ გაემართა, რადგან ეს იყო ქართველი ერისთვის საზეიმო დღე. http://news.ge/ge/news/story/70487-natelashvili-erti-me-var-iaponiis-prezidenti-da-meore-margvelashvili-saqartvelos-prezidenti


lol.gif lol.gif lol.gif რა მასხარაა. facepalm.gif

Posted by: lexanna 17 Nov 2013, 13:17
ჯერ ახალია, მიეჩვევა და აღარ ინერვიულებს biggrin.gif




"როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვაცხადებ" lol.gif


სასაცილოა biggrin.gif

მაგრამ მიშას მთავარსარდლობა უფრო სასაცილო იყო. ეს ლაფში მაინც არ იგორავებდა გორში. ეგ მარტო მიშას შეუძლია givi.gif

Posted by: Utopian 17 Nov 2013, 13:18
როგორ ნერვიულობს user.gif


   

Posted by: qortu 17 Nov 2013, 13:19
ეე ბიჭო თავი აწიე ჩაჩუასთან არ ხარ

Posted by: nikato-nikato 17 Nov 2013, 13:20
,,მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“ - გიორგი მარგველაშვილი

user posted image


Posted by: Glorfindel 17 Nov 2013, 13:20
წარმატებებს ვუსურვებ პრეზიდენტ მარგველაშვილს.


Posted by: wolfchant 17 Nov 2013, 13:22
ლაპარაკი დაავიწყდა ერთბაშად facepalm.gif

Posted by: Z A Z A 17 Nov 2013, 13:22
Utopian
QUOTE
როგორ ნერვიულობს

ბუნებრივია.

Posted by: დიაბლო 17 Nov 2013, 13:22

QUOTE

QUOTE
ლურჯი გერბი ?

ამაზე თემა არ გახსენით?

გერბი არ შეცვლილა, უბრალოდ დღევანდელი დღისთვის გაკეთდა სიმბოლურად განსხვავებული smile.gif

Posted by: kvarkvare 17 Nov 2013, 13:23
gsm-service
QUOTE
ბლუყუნიც ამას ქვია ეჰ, იმან ლაპარაკი მაინც იცოდა და ...


შენ რომ აქუსთან გეყურებინა ხოლმე მარგველასთვის მაგას არ იტყოდი....
პირიქით ორმეტრიანი ენა აქვს...
უბრალოდ ძალიან ნერვიულობს....მისთვის აბსოლუტურად უჩვეულო და მოულოდნელ გარემოშია...

Posted by: May21 17 Nov 2013, 13:23
QUOTE
მარგველას მიშაზე დასტოინად კი უჭირავს თავ

..ეგ თAვი არ არის ბიჟო.... user.gif

QUOTE
ეს ლაფში მაინც არ იგორავებდა გორში

ეგ ვაბშე კრემლში იქნებოდა, უკვე ჩოხბრჯენში ხოხვით.... yes.gif

Posted by: DeEp_PuRpLe_ 17 Nov 2013, 13:24
QUOTE (დიაბლო @ 17 Nov 2013, 12:22 )
QUOTE

QUOTE
ლურჯი გერბი ?

ამაზე თემა არ გახსენით?

გერბი არ შეცვლილა, უბრალოდ დღევანდელი დღისთვის გაკეთდა სიმბოლურად განსხვავებული smile.gif

გერბის დამახინჯებაა ეგ yes.gif



Posted by: kandase 17 Nov 2013, 13:24
გაეარა ბერიკაშვილთან მეტყველების გაკვეთილები, ფულს არ გამოართმევდა დარწმუნებული ვარ.
საცოდავად ბლუყუნებს.

Posted by: lexanna 17 Nov 2013, 13:24
გათამამდა. ისე აღარ ნერვიულობს. წარბებიც გახსნა smile.gif

Posted by: marta007 17 Nov 2013, 13:24
QUOTE
წარმატებებს ვუსურვებ პრეზიდენტ მარგველაშვილს.

+
ვუსურვებ რა თქმა უნდა, მაგის წარმატება ჩვენი წარმატებაცაა,
გამომდგარიყოს!


ღმერთო დალოცე საქართველო!
chest.gif

Posted by: tamti1 17 Nov 2013, 13:25
წარმატებებს ვუსურვებ პრეზიდენტ მარგველაშვილს.
bis.gif

Posted by: Z A Z A 17 Nov 2013, 13:25
wolfchant
QUOTE
ლაპარაკი დაავიწყდა ერთბაშად

ვერ ლაპარაკობს? კი კი დაავიწყდა. facepalm.gif

Posted by: odiusi 17 Nov 2013, 13:26
აბა მარგველ წარმატებული პრეზიდენტი ყოფილიყავი
mad.gif

Posted by: კუსკუსა 17 Nov 2013, 13:27
კარგით ეხლა

ადამიანია, რობოტი ხომ არა...
ღელავს კაცი, ემოციებშია


სრულიად გასაგები და მისაღებია yes.gif


Posted by: grooveco 17 Nov 2013, 13:27
რა შეუჩნდით ვერ ლაპარაკობსო, ქე მაინც ბუნევრივად იქცევა, კაცია და ნერვიულობს,

Posted by: tsvrkaua 17 Nov 2013, 13:27
კარგი სფიჩი იყო up.gif

Posted by: rusa1960 17 Nov 2013, 13:28
SPLIYVI
რა მუზიკა იყო?
ვერ ვუყურებ

Posted by: GoGoNNa 17 Nov 2013, 13:28
ნაციონალების ბოღმის ნთხევით ვარ გაოცებული. იმდენად პატარა ადამიანები არიან ბელადითურთ, დამარცხებასაც ვერ შეხვდნენ ადამიანურად...

QUOTE
მარგველ წარმატებული პრეზიდენტი ყოფილიყავი


up.gif

Posted by: an12 17 Nov 2013, 13:29
მორჩა უკვე??? ახლა ნათელაშვილი გვაჩვენონ.. biggrin.gif

Posted by: The DoctoR 17 Nov 2013, 13:29
გილოცავთ ახალ პრეზიდენტს, ახალ წყობას, ახალ მთავრობას bis.gif


Posted by: SHARI 17 Nov 2013, 13:29

ვულოცავ მარგველას და ყველას.... ჯერ-ჯერობით პირველი ნორმალური პრეზიდენტი გვყავს smile.gif


კარგი სფიჩი იყო smile.gif

Posted by: დიაბლო 17 Nov 2013, 13:30
QUOTE
მარგველ წარმატებული პრეზიდენტი ყოფილიყავი

2kiss.gif

მშვენივრად ილაპარაკა და ცხვირში თითი არ გაურჭვია ფიცის დროს drug.gif

Posted by: Utopian 17 Nov 2013, 13:30
Z A Z A
QUOTE
ბუნებრივია

რა თქმა უნდა : ))


წარმატებული პრეზიდენტი ყოფილიყოს bis.gif

Posted by: lexanna 17 Nov 2013, 13:31
QUOTE (SHARI @ 17 Nov 2013, 13:29 )
ვულოცავ მარგველას და ყველას....  ჯერ-ჯერობით პირველი ნორმალური პრეზიდენტი გვყავს smile.gif

+1 .

Posted by: dega 17 Nov 2013, 13:31
უკვე შედგა ინაუგურაცია
გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო
ღმერთმა მოგცეთ ძალა საქართველოის გასაერთიანებლად კიარა
რაც დაგრჩა იმის დასაცავად მაინც


Posted by: სურამელი 17 Nov 2013, 13:32
ზონა ნიუს ფორმაშია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვაა, ნეტა ამათ ოდესმე ეშველებათ?

Posted by: May21 17 Nov 2013, 13:33
QUOTE
მაგის წარმატება ჩვენი წარმატებაცაა,

facepalm.gif

Posted by: kvarkvare 17 Nov 2013, 13:33
სურამელი
გადაუარა არა გადაჯეგა ჯობდა............

Posted by: Z@G@NTi 17 Nov 2013, 13:34
QUOTE (სურამელი @ 17 Nov 2013, 13:32 )
ზონა ნიუს ფორმაშია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვაა, ნეტა ამათ ოდესმე ეშველებათ?

lol.gif lol.gif

მართლა არაფერი ეშველებათ facepalm.gif

Posted by: kartveli gogo 17 Nov 2013, 13:35
QUOTE
ბერიკაშვილი მისატისკია..




ხო რა.
მეტყველების გაკვეთილიც მიეცა ერთი-ორი.


ვულოცავ გიორგის.

Posted by: SUPERTV 17 Nov 2013, 13:35
რას გავხარ პლასტელინ შე უბედურო,
რას დაგამსგავსა შენმა მამამთავარმა ბიძინამ თუ იცი ჰა?


Posted by: Darkside 17 Nov 2013, 13:35
QUOTE
კარგი სფიჩი იყო up.gif


+

მაგრამ დუჟის და დორბლის გარეშე ცოტა არ იყოს მეუცხოვასავით user.gif

Posted by: Egyptian 17 Nov 2013, 13:35
თქვენ არაფერი შეგეშლებოდათ ჰო drug.gif drug.gif

Posted by: სურამელი 17 Nov 2013, 13:38
kvarkvare
დარწმუნებული ვარ ვინც ეს ნიუსი დადო გაბღენძილი დადის ნიუსრუმში, როგორ დაკვირვებული თავლი აქვთ ამ ჟურნალისტებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: maxo111 17 Nov 2013, 13:40
ჩემი სტატუსი ფბ-ზე :


ცუდი ტექსტი არ იყო ჩემი აზრით.

ცოტა დამაჯერებლობა აკლდა, მაგრამ მაინც smile.gif))

ჰოდა ამ ტექსტზე, მასში აღნიშნულ გზავნილებზე ახლა ოცნებაა პასუხისმგებელი.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი პესიმიზმი არ გამართლდება მათ შესრულების კონტექსტში.

აი ვარდების რევოლუციის უხსენებლობა და 1 ოქტომბრიდან წინსვლის გზაზე დამდგარ ქვეყანაზე ზედმეტი მოუვიდა აშკარად smile.gif)))

და კიდევ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ინიცირებაზეც, ეგ უკვე ინიცირებულია ამერიკის პრეზიდენტის მიერ ბატონო გიორგი (დღეს პლასტელინს არ დავუძახებ). smile.gif)))

Posted by: დიაბლო 17 Nov 2013, 13:40
DeEp_PuRpLe_
QUOTE
გერბის დამახინჯებაა ეგ

რატომ არის დამახინჯება? იქნებ ეს უფრო ლამაზია

Posted by: 7-november 17 Nov 2013, 13:42





---------------------------------------------------------

Posted by: dega 17 Nov 2013, 13:43
რადიოში რომ უსმენდე და ტვ ვერ ხედავდე ბერიკაშვილს ისეთი ხმა აქვს ზალიკო ბერგერი საუბრობს გეგონება,,,,
რა უბედურებაა რა,ჩაუხშონ საინფორმაციო ღრუ

Posted by: brevalo 17 Nov 2013, 13:46
ეზოში რატომ გააკეთეს ინაუგურაცია. ხალხი სადაა? spy.gif

Posted by: Ronnie James Dio 17 Nov 2013, 13:48
ნერვიულობდა, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. დიდი იმედი მაქვს ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე ეს მისი წინამორბედების პერიოდში იყო.


მოკლედ, ვულოცავ საქართველოს ახალ პრეზიდენტს smile.gif

Posted by: @-MARIE-@ 17 Nov 2013, 13:50
მარგველაშვილის სიტყვის ტექსტი მომეწონა ყველაზე მეტად დღევანდელი დღიდან!

ეს გმირთა მემორიალი ცოტა ნორმალურად რომ გაკეთდეს არ შეიძლება? ტელევიზორიდან კომუნისტების დროინდელ მიტოვებულ რაღაც კედელს გავს. rolleyes.gif

კალაძე თურმე მალე კვლავ მამა გახდება bis.gif

ბიძოს ეკას დღეს კარგად ეცვა yes.gif

ილია მეორე უჩვეულოდ მხნედ გამოიყურებოდა და კარგია yes.gif

მოკლედ რაღაც მშვიდი და ცივილიზებული პონტი იყო.

Posted by: Old City 17 Nov 2013, 13:50
მშვენიერი სიტყვა, სწორი აქცენტებით. სამაგიეროდ შესრულება ორიანზე sad.gif
რაც შეეხება თვითონ ინაგურაციას. მისი არსი შეილახა, პრეზიდენტი ერის, ამომრჩევლების წინაშე დებს ფიცს და ეს ვიღაც 100 კაცისათვის პატაკის ჩაბარებას დაემგვანა. ასე იცის ბოღმამ და "მიშა როგორც აკეთებდა ისე არ ვიზამთ" დამოკიდებულებამ.

Posted by: ზურატი96 17 Nov 2013, 13:52
tongue.gif


აქაც იყოს:ვ

Posted by: shavnabada92 17 Nov 2013, 13:54
QUOTE (@-MARIE-@ @ 17 Nov 2013, 13:50 )
მარგველაშვილის სიტყვის ტექსტი მომეწონა ყველაზე მეტად დღევანდელი დღიდან!

ეს გმირთა მემორიალი ცოტა ნორმალურად რომ გაკეთდეს არ შეიძლება? ტელევიზორიდან კომუნისტების დროინდელ მიტოვებულ რაღაც კედელს გავს. rolleyes.gif

კალაძე თურმე მალე კვლავ მამა გახდება bis.gif

ბიძოს ეკას დღეს კარგად ეცვა yes.gif

ილია მეორე უჩვეულოდ მხნედ გამოიყურებოდა და კარგია yes.gif

მოკლედ რაღაც მშვიდი და ცივილიზებული პონტი იყო.



Posted by: black gold 17 Nov 2013, 13:55
სამწუხაროდ მანქანით მგზავრობა მომიწია და რადიოში ვუსმინე მის სიტყვას. მშვენიერი სიტყვა თქვა. წარმატება და დამოუკიდებლობა ვუსურვოთ!

Posted by: marta007 17 Nov 2013, 13:58
Old City
QUOTE
რაც შეეხება თვითონ ინაგურაციას. მისი არსი შეილახა, პრეზიდენტი ერის, ამომრჩევლების წინაშე დებს ფიცს და ეს ვიღაც 100 კაცისათვის პატაკის ჩაბარებას დაემგვანა. ასე იცის ბოღმამ და "მიშა როგორც აკეთებდა ისე არ ვიზამთ" დამოკიდებულებამ.

მე პირიქით, უფრო მომეწონა პომპეზური რომ არ იყო,
სადად, მოკრძალებულად და იაფად ჩატარდა. რა საჭიროა მილიონების გადაყრა ერთი დღის სპექტაკლში და ზედმეტი კუდაბზიკობა.
მთავარია ხალხისთვის საქმე გააკეთონ.

Posted by: ზურატი96 17 Nov 2013, 13:59
user posted image

აიტ

Posted by: GVIMRA 17 Nov 2013, 13:59
გილოცავთ,ვულოცავ სრულიად საქართველოს!

წარმატებებს ვუსურვებ გიორგის, იმედია თავს გაართმევს და ხალხის იმედებს გაამართლებს!


Posted by: JORJ MORISSONI 17 Nov 2013, 14:00
გაfეილდა მარგველა თუ არა?
--------------------------------------

Posted by: rusa1960 17 Nov 2013, 14:05
GoGoNNa
QUOTE
ნაციონალების ბოღმის ნთხევით ვარ გაოცებული. იმდენად პატარა ადამიანები არიან ბელადითურთ, დამარცხებასაც ვერ შეხვდნენ ადამიანურად...

როგორ ყველაფერში დაუნახავები და მართლა ბოღმები ხართ რააა biggrin.gif
სად ნახე ნაციონალების ბოღმების ნთხევა

აი ნაცმხარდამჭერის (სხვატაშორის ფორუმელის) პოსტი ფბ-ზე


"9 საათის წინ
მერე რა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს არ მოგვწონს
სუსტი
უნებისყოფო
ბოღმიანი გვგონია
მერე რა, რომ ის მისი პიროვნული ღირსებების გამო არ აგვირჩევია - უტუ მიქავას დავესესხები და "კაცის კაცის" ამბავია აქ.
მერე რა, რომ მედასავლეთეებს მისი "არც ღვინო არც წყალი" საუბრები გვაღიზიანებს რუსეთთან დამოკიდებულებაში
მერე რა, რომ მან პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი აბსოლუტური უპატივცემლობა გამოამჟღავნა სასახლისადმი ყოვლად უპასიხსმგებლო დამოკიდებულებით.

რადგანაც, ჩვენ ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს
რადგანაც, ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც როგორც იქნა მოესწრო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას
რადგანაც, აწ და მარადის, საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო ურნებთან შეცვლიან
ამიტომაც, სწორედ ჩვენ, ყველამ, და მათ შორის მათ, ვისაც არ აგვირჩევია მარგველაშვილი, უნდა ვცეთ მას და პრეზიდენტის ინსტიტუტს იმდენი პატივი, რამდენიც კონსტიტუციით გვავალია და სამოქალაქო შეგნება გვკარნახობს.

ასე, რომ
Thank you Misha!
Welcome Margvel! "




აი ეს განსხვავაებაა ჩვენს შორის
ჩვენ ვუსურვებთ მარგველაშვილსაც და ღარიბაშვილსაც წარმატებებს, იმიტომ, რომ მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა.
და ჩვენ ეს ერთადერთი საზომი და დარდი და საზრუნავი გვაქვს..


SHARI
QUOTE
ეს თქვენ ვინ ხართ ?

"ბოღმიანი და ბოროტი" ნაცმხარდამჭერები.
რომლებიც მოგწონთ თქვენ, საქოცეთს ეს თუ არა, მოქალაქეების ვართ ამ ქვეყნის,,
და ჩემი აზრით-"ხარისხიანი"
biggrin.gif

Posted by: SHARI 17 Nov 2013, 14:06
rusa1960
QUOTE
ჩვენ ვუსურვებთ მარგველაშვილსაც და ღარიბაშვილსაც წარმატებებს, იმიტომ, რომ მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა.
და ჩვენ ეს ერთადერთი საზომი და დარდი და საზრუნავი გვაქვს..



ეს თქვენ ვინ ხართ ? biggrin.gif

Posted by: ElXorxe 17 Nov 2013, 14:07
http://www.zonanews.ge/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA/


ეს საწყლები ნახეთ რა cry.gif cry.gif
არა ქვეყანაში სერიოზული აჩისტკაა ჩასატარებელი

Posted by: madridiSSta1988 17 Nov 2013, 14:10
ხალხო გამაგებინეთ ახლა იმედზე რომ გადის ეგ პირდაპირია?

Posted by: marta007 17 Nov 2013, 14:10
rusa1960
QUOTE
ჩვენ ვუსურვებთ მარგველაშვილსაც და ღარიბაშვილსაც წარმატებებს, იმიტომ, რომ მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა.
და ჩვენ ეს ერთადერთი საზომი და დარდი და საზრუნავი გვაქვს..

up.gif
გაიხარე, ქვეყნის ინტერესები ზეპარტიულია.

პიროვნულად ადრე არც მე მესიმპათიურებოდა, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ ქვეყნის სამსახურში.
ორი აზრი არ არის.

Posted by: dega 17 Nov 2013, 14:11
ეს "ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა" რას აიკვიატეს??

lol.gif

სექტა არიან რა
10 % 40 დაიწერეს და მშვიდობიანიო...
ან ვის აბოლებენ,,,
თითქოს პირველად არ გავარდნილა თოფი,,,
იარაღი გესროლად არჩევნებზე უკეთესი იქნებოდა ვიდრე ის ბინძური ბრძოლა თქვე მართლა ბოლშევიკებო/......
კომუნისტებმა როგორ გადასცა ზვიადის??ომით?
ანდაც შვარდნაძემ გესროლათ თქვე მართლა კომკავშირლებო 2003 ში???
ნეტა ესროლა

Posted by: Old City 17 Nov 2013, 14:12
QUOTE (marta007 @ 17 Nov 2013, 12:58 )
Old City
QUOTE
რაც შეეხება თვითონ ინაგურაციას. მისი არსი შეილახა, პრეზიდენტი ერის, ამომრჩევლების წინაშე დებს ფიცს და ეს ვიღაც 100 კაცისათვის პატაკის ჩაბარებას დაემგვანა. ასე იცის ბოღმამ და "მიშა როგორც აკეთებდა ისე არ ვიზამთ" დამოკიდებულებამ.

მე პირიქით, უფრო მომეწონა პომპეზური რომ არ იყო,
სადად, მოკრძალებულად და იაფად ჩატარდა. რა საჭიროა მილიონების გადაყრა ერთი დღის სპექტაკლში და ზედმეტი კუდაბზიკობა.
მთავარია ხალხისთვის საქმე გააკეთონ.

ბაზარი არაა, კარგია იაფად და სადად. მაგრამ თუ ასე უნდოდათ გაეკეთებინათ პრეზიდენტის სასახლეში. ყველა პირობაა იქ მაგისთვის შექმნილი, რა უნდათ ახლა ქორთიარდში რომ არიან სამადლოდ შეყუჟულები?
უბრალოდ არ გინდათ აღიაროთ, რომ ბოღმის ბუკეტი, საცოდავი ტიპები არიან, რომლებსაც წინა ხელისუფლების მიმართ კომპლექსები სტანჯავთ.

Posted by: GeoWarr1or 17 Nov 2013, 14:13
ჩვენს არტილერისტებს და სამხედროებს გაუმარჯოს!! რა ლამაზი იყო ზალპი რო მისცეს smile.gif <3 და გერბი და ყველფერი რატოა ლურჯი? sad.gif

Posted by: Marita:) 17 Nov 2013, 14:16
marta007
QUOTE
მე პირიქით, უფრო მომეწონა პომპეზური რომ არ იყო,
სადად, მოკრძალებულად და იაფად ჩატარდა. რა საჭიროა მილიონების გადაყრა ერთი დღის სპექტაკლში და ზედმეტი კუდაბზიკობა.

ნამდვილად მოსაწონი იყო ამ ვითარებაში ...
მოქალაქეებსაც და მთელს მსოფლიოსაც ექნებოდა საშუალება ტელეეთერის ხილვის და რა საჭიროა ზედმეტი კოკობზიკობა .... rolleyes.gif
ვნახოთ როგორ შეასრულებს მოვალეობას ..წარმატებებს ვუსურვებ smile.gif

პ.ს. ისე შთამბეჭდავი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიწოდებული დასაფიცებელი კონსტიტუცია smile.gif

Posted by: Ninelku 17 Nov 2013, 14:18
QUOTE
არა ქვეყანაში სერიოზული აჩისტკაა ჩასატარებელი

თქვენ რაც ახლა ისურვეთ, იმას ზაჩისტკა ჰქვია. biggrin.gif

Posted by: madridiSSta1988 17 Nov 2013, 14:18
ხო ვხედავ რომ არაა პირდაპირი.

საღოლ ელემენტარულ კითხვაზე კიდევ დაგეზაროთ პასუხის გაცემა up.gif


Posted by: PFU 17 Nov 2013, 14:21
QUOTE (SHARI @ 17 Nov 2013, 13:06 )
rusa1960
QUOTE
ჩვენ ვუსურვებთ მარგველაშვილსაც და ღარიბაშვილსაც წარმატებებს, იმიტომ, რომ მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა.
და ჩვენ ეს ერთადერთი საზომი და დარდი და საზრუნავი გვაქვს..



ეს თქვენ ვინ ხართ ? biggrin.gif

'პროდასავლელი', 'სახელმწიფოებრივად მოაზროვნე', 'ლიბერალი' დემოკრატები...
yes.gif

Posted by: პიანისტი 17 Nov 2013, 14:22
Gilocavt yvelas axal prezidents

Posted by: ზღარბიბი 17 Nov 2013, 14:23
გილოცავთ ზიც პრეცედაწელის ინაუგურაციას.

პრინციპში არაფრის ძალაუფლება არა აქვს და საქმეს ვერ გააფუჭებს.

იმედია პრემიერი არ გააგრძელებს სტატისტიკის გაუპატიურებას და რეალურად მიხედავს საქმეს.

Posted by: Luchia 17 Nov 2013, 14:23
ეს ''ივენთი'' მანანა ბერიკამ მოაწყო? chest.gif

Posted by: ქაფქიანა 17 Nov 2013, 14:25
@-MARIE-@

QUOTE
ილია მეორე უჩვეულოდ მხნედ გამოიყურებოდა და კარგია


რანაირად გამოიყურებოდა უკეთ. ხელები უკანკალებდა და სკამიდან დაუხმარებლად ვერ ადგა.

Posted by: Heimdall 17 Nov 2013, 14:30
ინგლისურად ამ ე.წ. პრეზიდენტს ქვია - ფაფეთ-ი, ნუ ქვია რა დაერქმევა. დიდი ხანი ვეძებე, როგორ იწერებოდა და იწერება აი ასე - puppet boli.gif





Posted by: likaka 17 Nov 2013, 14:39
http://stream2.gifyo.com/pictures/220131117/large/b8a2216cfabf9edc1278bcf84415c31a-451561621.gif


ეს დადეს უკვე? biggrin.gif
* * *
Luchia
QUOTE
ეს ''ივენთი'' მანანა ბერიკამ მოაწყო? 

მერიაც მონაწილეობდა

Posted by: merciamercia 17 Nov 2013, 14:46
QUOTE
მისი აღმატებულება

QUOTE
გიორგი მარგველაშვილი

vis.gif givi.gif
წარმატებას ვუსურვებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცს საერთოდ ვერ აღვიქვამ სერიოზულად boli.gif

Posted by: kartveli gogo 17 Nov 2013, 14:46
QUOTE (likaka @ 17 Nov 2013, 14:39 )
http://stream2.gifyo.com/pictures/220131117/large/b8a2216cfabf9edc1278bcf84415c31a-451561621.gif


ეს დადეს უკვე? biggrin.gif

lol.gif




cry.gif


ეგ ქალი დღეს გამორჩეული იყო.ჯერ კოპებშეკრული და მერე არამოტივირებულად მომღიმარ -მოცანცარე.



Posted by: abelo 17 Nov 2013, 14:48
Luchia
QUOTE
ეს ''ივენთი'' მანანა ბერიკამ მოაწყო? 

yes.gif

"წამოიდა ქალები" - ს ვარიანტში




პ.ს. ვინმემ მადლიანმა კადრების ამოჭრა მასწავლეთ რა... ქართული კინოს რამხელა ფონდი ცდება უქმად


Posted by: დიაბლო 17 Nov 2013, 14:48
მიშა, მკვლელო'', ''შენი ადგილი საქართველოში არაა'', ''თავისუფლად ვეღარ გაივლი'', ''გვეყო, რასაც გვიშვრებოდი 9 წლის მანძილზე

Posted by: SUPERTV 17 Nov 2013, 14:50
მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: Twisom 17 Nov 2013, 14:51
user posted image

Posted by: ზღარბიბი 17 Nov 2013, 14:52
likaka
QUOTE
ეს დადეს უკვე?

კაი რა, რა მოხდა მერე?

Posted by: guliveri 17 Nov 2013, 14:53
მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ირაკლი ალასანიას მეუღლემ ნათია ფანჯიკიძემ დროისა და ადგილისთვის შეუფერებელი ჟესტი გააკეთა. გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილმა თითები ენით დაისველა და ფეხსაცმელი გაიწმინდა.

smile.gif

Posted by: lexanna 17 Nov 2013, 14:54
მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილი - ეს უფრო სასაცილო იყო, დამიჯერეთ biggrin.gif

მარგველა ნორმალური მაინც არის, ბლინ user.gif

Posted by: May21 17 Nov 2013, 14:54
QUOTE
მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ირაკლი ალასანიას მეუღლემ ნათია ფანჯიკიძემ დროისა და ადგილისთვის შეუფერებელი ჟესტი გააკეთა. გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილმა თითები ენით დაისველა და ფეხსაცმელი გაიწმინდა.

biggrin.gif

Posted by: merciamercia 17 Nov 2013, 14:55
QUOTE
მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ირაკლი ალასანიას მეუღლემ ნათია ფანჯიკიძემ დროისა და ადგილისთვის შეუფერებელი ჟესტი გააკეთა. გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილმა თითები ენით დაისველა და ფეხსაცმელი გაიწმინდა. 

lol.gif lol.gif როგორ არცხვენს იკას sad.gif(( <3 biggrin.gif

Posted by: ქელბექ 17 Nov 2013, 14:57
წარმატებები ქვეყნის წინსვლაში, მშვიდობიანი მმართველობა და მშვიდობიანად წასვლა ვადა რო გაუვა.
ნაკლები კომპლექსები, მეტი სითამამე და გამბედაობა - ამას თანამდებობა შველისო ამბობენ, რავი...
მეტი რა ვუსურვო?
დანარჩენი სიკეთეები მე და ზოგადად ქართველ ხალხს.



Posted by: matusala_5 17 Nov 2013, 14:59

QUOTE
მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილი - ეს უფრო სასაცილო იყო, დამიჯერეთ მარგველა ნორმალური მაინც არის, ბლინ

ეგ შეუდარებელი შედევრი იყო,"ქართველი კალიგულა"მარგველაშვილი ცუდი ადამიანი არ ჩანს,მაგრამ ძალიან სუსტი პოლიტიკოსია(თუ არის საერთოდ)))))

Posted by: 7171 17 Nov 2013, 15:06
ვულოცავ ბატონ გიორგის პრეზიდენტის ტიტულს,

როგორც იქნა ეღირსა საქართველოს ღირსეული ქვეყნის მეთაური.

Posted by: ზღარბიბი 17 Nov 2013, 15:08
QUOTE
როგორც იქნა ეღირსა საქართველოს ღირსეული ქვეყნის მეთაური.

user posted image

Posted by: VELTBGA 17 Nov 2013, 15:12
QUOTE (Twisom @ 17 Nov 2013, 14:51 )
user posted image

მე პირადად უკვე ერთი წელია ის უფრო მაწუხებს, რომ ირაკლი ალასანიას მეუღლის და მაია ფანჯიკიძე საქართველოს სამარცხვინო საგარეო საქმეთა მინისტრია.

დებილი ქალი

Posted by: hipotenuza 17 Nov 2013, 15:13
მარგველაშვილის აღმატებულობა არ გაიშვას არსად facepalm.gif facepalm.gif

Posted by: onlyfighter 17 Nov 2013, 15:15
http://stream2.gifyo.com/pictures/220131117/large/b8a2216cfabf9edc1278bcf84415c31a-451561621.gif

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: X Man 17 Nov 2013, 15:19
გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს, თუმცა მიმჩნია რომ ოლიგარქის სამართავი თოჯინაა, მაგრამ ეგებ და მოხდეს საოცრება, დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს...

Posted by: PFU 17 Nov 2013, 15:21
QUOTE (rusa1960 @ 17 Nov 2013, 13:05 )
GoGoNNa
QUOTE
ნაციონალების ბოღმის ნთხევით ვარ გაოცებული. იმდენად პატარა ადამიანები არიან ბელადითურთ, დამარცხებასაც ვერ შეხვდნენ ადამიანურად...

როგორ ყველაფერში დაუნახავები და მართლა ბოღმები ხართ რააა biggrin.gif
სად ნახე ნაციონალების ბოღმების ნთხევა

აი ნაცმხარდამჭერის (სხვატაშორის ფორუმელის) პოსტი ფბ-ზე


"9 საათის წინ
მერე რა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს არ მოგვწონს
სუსტი
უნებისყოფო
ბოღმიანი გვგონია
მერე რა, რომ ის მისი პიროვნული ღირსებების გამო არ აგვირჩევია - უტუ მიქავას დავესესხები და "კაცის კაცის" ამბავია აქ.
მერე რა, რომ მედასავლეთეებს მისი "არც ღვინო არც წყალი" საუბრები გვაღიზიანებს რუსეთთან დამოკიდებულებაში
მერე რა, რომ მან პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი აბსოლუტური უპატივცემლობა გამოამჟღავნა სასახლისადმი ყოვლად უპასიხსმგებლო დამოკიდებულებით.

რადგანაც, ჩვენ ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს
რადგანაც, ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც როგორც იქნა მოესწრო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას
რადგანაც, აწ და მარადის, საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო ურნებთან შეცვლიან
ამიტომაც, სწორედ ჩვენ, ყველამ, და მათ შორის მათ, ვისაც არ აგვირჩევია მარგველაშვილი, უნდა ვცეთ მას და პრეზიდენტის ინსტიტუტს იმდენი პატივი, რამდენიც კონსტიტუციით გვავალია და სამოქალაქო შეგნება გვკარნახობს.

ასე, რომ
Thank you Misha!
Welcome Margvel! "




აი ეს განსხვავაებაა ჩვენს შორის
ჩვენ ვუსურვებთ მარგველაშვილსაც და ღარიბაშვილსაც წარმატებებს, იმიტომ, რომ მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა.
და ჩვენ ეს ერთადერთი საზომი და დარდი და საზრუნავი გვაქვს..


SHARI
QUOTE
ეს თქვენ ვინ ხართ ?

"ბოღმიანი და ბოროტი" ნაცმხარდამჭერები.
რომლებიც მოგწონთ თქვენ, საქოცეთს ეს თუ არა, მოქალაქეების ვართ ამ ქვეყნის,,
და ჩემი აზრით-"ხარისხიანი"
biggrin.gif

როგორ, ქალბტონო რუსა, თქვენ ნაცებს და მიშას ემიჯნებით და მათგან განსხვავებით ბოიკოტს არ უცხადებთ ინაუგურაციას? spy.gif

Posted by: axavild 17 Nov 2013, 15:31
QUOTE (Twisom @ 17 Nov 2013, 14:51 )
user posted image

lol.gif love.gif

Posted by: TobinFrost 17 Nov 2013, 15:32
QUOTE
მე პირადად უკვე ერთი წელია ის უფრო მაწუხებს, რომ ირაკლი ალასანიას მეუღლის და მაია ფანჯიკიძე საქართველოს სამარცხვინო საგარეო საქმეთა მინისტრია.

დებილი ქალი

+1

ნათია კიდე საყვარელია ძალიან, მაგრად მომეწონა კამერაში რომ შემოუხტა იკაკოს

ალბათ ალასიკოს პარტიაში გავწევრიანდები თუ მიმიღეს

ისე როგორ უნდა გავწევრიანდე, სად მივიდე მირჩიეთ ვინც იცით

love.gif

მთავარი დღევანდელ ინაუგურაციაზე პრეზიდენტის სპიჩი იყო
სერიოზული აქცენტები აშუშუსკენ


Posted by: S A F O 17 Nov 2013, 15:33
marta007
QUOTE
მე პირიქით, უფრო მომეწონა პომპეზური რომ არ იყო,
სადად, მოკრძალებულად და იაფად ჩატარდა. რა საჭიროა მილიონების გადაყრა ერთი დღის სპექტაკლში და ზედმეტი კუდაბზიკობა.
მთავარია ხალხისთვის საქმე გააკეთონ.


+


ბერიკაშვილს მშვენივრად მოუწყვია, სადად, კლასიკური მუსიკის ფონზე..

არ მომეწონა გერბს რომ შეეხენ , თუნდაც ერთი წუთით .

და კიდევ , მიშას სადაც უნდა იქ იაროს, მაგრამ ექსპრეზიდენტი თუ არ კვდება , ან ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და გამოსაჩენი არ არის, კეთილი უნდა ინებოს და მიაბოტოს ინაუგურაციაზე.


ნუ ნათია ფანჯიკიძე შეიძლება ეტიკეტიდან ამოვარდა, მაგრამ სხვა ბევრად მნიშვბელოვანი ამბებიც ხდენოდა, თანაც კიდევ რა შეჭამეთ ეს ცოლ-ქმარი, ყველას ვისაც არ ეზარება პოც , და ოპოც, წავა , წამოვა და ნათიას და ალასაც ეტაკება... გაეშვით რა.

Posted by: lexanna 17 Nov 2013, 15:35
კარგით ეხლა, შეეშვით ალასას ცოლის ერთ უწყინარ ჟესტს და სხვა, უფრო მნიშვნელოვანზე იფიქრეთ biggrin.gif

ეს კაცი (მარგველა) ბევრად უფრო იდეინია, ვიდრე თქვენ გგონიათ biggrin.gif

ეს გამონათქვამები, რომელიც მარგველას ძველი სტატიებიდანაა, ნაცმედიამ გამოუქექა, კომპრომატის პონტში. პრეზიდენტისთვის მართლა კომპრომატია, მაგრამ ფილოსოფოსისთვის არა. პირადად ჩემ თვალში მარგველა უფრო ამაღლდა biggrin.gif givi.gif






მარგველაშვილი ქართველი ერის შესახებ: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით


„ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ,რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო“;

„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე.

ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . .“.

„ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ ის „პამპულობას“ თამაშობს. ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს“;

„რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: „არაუშავს“, „მაპატიე, რა“, „არ მინდოდა“ და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან... ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი...

მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი „ჟილკობით“ იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს „ჟილკობა“ დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე...“.


Posted by: ცერცვა 17 Nov 2013, 15:36
ვულოცავ ბატონ ბიძინას გიორგის დანიშვნას!
ვუსურვებ კარგი ბიჭი გაზრდილიყოს მის ხელში!





X Man
QUOTE
გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს, თუმცა მიმჩნია რომ ოლიგარქის სამართავი თოჯინაა, მაგრამ ეგებ და მოხდეს საოცრება, დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს...

biggrin.gif რომ აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა შეიცვლება რამე? : ))

ეგ პრემიერმა უნდა აწარმოოს, თორე პრეზიდენტი არაფერს აღარ წარმოადგენს. biggrin.gif






TobinFrost
QUOTE
სერიოზული აქცენტები აშუშუსკენ

მასონეთი რომ არ თქვეს მადლობელი იყავი!

Posted by: Marita:) 17 Nov 2013, 15:38
QUOTE
მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ირაკლი ალასანიას მეუღლემ ნათია ფანჯიკიძემ დროისა და ადგილისთვის შეუფერებელი ჟესტი გააკეთა. გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილმა თითები ენით დაისველა და ფეხსაცმელი გაიწმინდა. 


ორივე ცოლ-ქმარი დღითი-დღე ბანძდებიან ...ვინ დასწყევლა ეგ უბედურები ....

Posted by: The Wizard of Menlo Park 17 Nov 2013, 15:47
ფეისბუქზე ვნახე lol.gif

user posted image

პ.ს. ფოტოშოპი ყოფილა

Posted by: ფორცხოლი 17 Nov 2013, 16:04
ამერიკის დროშიანი ბაბუ წარმატებებს უსურვებს ახალ პრეზიდენტს.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/37928-qamerikis-droshiani-babuq-da-kamathi-rusthavelze-inauguraciis-dros.html

Posted by: likaka 17 Nov 2013, 16:09
Marita:)
QUOTE
ორივე ცოლ-ქმარი დღითი-დღე ბანძდებიან ...ვინ დასწყევლა ეგ უბედურები ....

რას ერჩი ალასანიას? მომწონს, ყველაზე ძაან მომწონს მინისტრებს შორის... რაც შეეხება მის მეუღლეს, კადრების ხილვისას მეც გამეცინა, მაგრამ საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ, იმდენჯერ ვყოფილვარ უხერხულ სიტუაციაში...

Posted by: ზურატი96 17 Nov 2013, 17:10
QUOTE (The Wizard of Menlo Park @ 17 Nov 2013, 16:47 )
ფეისბუქზე  ვნახე  lol.gif

user posted image

პ.ს. ფოტოშოპი ყოფილა

ხოო ფოტოშოფია yes.gif

ბიზნესმენი ეწერა და გამიკვირდა როგორ მოხდა ერორმა რაინდი რო არ დაწერა მეთქი biggrin.gif

ფორცხოლი
QUOTE
ამერიკის დროშიანი ბაბუ წარმატებებს უსურვებს ახალ პრეზიდენტს.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/poli...aciis-dros.html


ეს ბაბუ იმდღეს თავისუფალი ზონის აქციაზე იყო facepalm.gif ახალაიას გათავისუფლებას ითოხვდნენ

Posted by: lexanna 17 Nov 2013, 17:23
http://www.casimages.es/i/13111702222171884.jpg.html
http://www.casimages.es/i/131117022219821406.jpg.html

Posted by: Mr_Zum 17 Nov 2013, 17:58
QUOTE
მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი

გიგი უგულავა biggrin.gif

Posted by: katokato 17 Nov 2013, 18:21
სააკაშვილი არ მივიდა, ხო? biggrin.gif
კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაზე, კონსტიტუციაზე, პროტოკოლზე,
ზრდილობაზე და ყველაფერზე მაღლა საკუთარ თავს აყენებს...თორემ მაგის სახეს რაც ნაკლებად დავინახავთ,
მით უკეთესი.

Posted by: ფორცხოლი 17 Nov 2013, 18:26
ზურატი96
QUOTE
ეს ბაბუ იმდღეს თავისუფალი ზონის აქციაზე იყო facepalm.gif ახალაიას გათავისუფლებას ითოხვდნენ

მეტი საქმე არ ექნება, დადის უბრალოდ თავყრილობებზე და ეგაა smile.gif

Posted by: dd69 17 Nov 2013, 19:15
ბიძინიე 2 ჯელ ახსენა

2ჯელ, მაგადია,

Posted by: Shota525 17 Nov 2013, 20:46
ტვ-შჰი როგორ აპიარებენ ამ მოვლენას,ხან დიზაინერებს ალაპარაკებენ სამოსებზე,ხან რაინდებს... არა და ხალხს ფეხებზე კიდია რა ხდება პარლამენტის ეზოში....

Posted by: TobinFrost 17 Nov 2013, 20:48
ცერცვა
QUOTE
სერიოზული აქცენტები აშუშუსკენ

მასონეთი რომ არ თქვეს მადლობელი იყავი!

ეთქვათ რა, გამეხარდებოდა

Posted by: Shota525 17 Nov 2013, 21:13
გაბურძგნული გიორგი უფრო კარი იყო,ახლა სუფთა ნაჩალნიკივით ზის Ⓒ აქუ




Posted by: anthro 17 Nov 2013, 21:32
გილოცავთ ყველას ახალ პრეზიდენტს! მე მომწონს რომ ფილოსოფოსია! smile.gif თავმდაბალი, თვითკმარი და მოაზროვნე პრეზიდენტი გვყავს და იმედია ასეთიც დარჩება (თავისი ვადის ფარგლებში მაინც). მე ვგულშემატკივრობ მოკლედ და ვუსურვებ წარმატებებს საქართველოსთვის სასიკეთო ყველა საქმეში! love.gif

Posted by: ლივერმენ 17 Nov 2013, 21:35
QUOTE (Shota525 @ 17 Nov 2013, 21:13 )
გაბურძგნული გიორგი უფრო კარი იყო,ახლა სუფთა ნაჩალნიკივით ზის Ⓒ აქუ




lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: pilo772 17 Nov 2013, 21:36
ვა ხალხო, მიშა გათავდა აი biggrin.gif, გვეღირსა როგორც იქნა.

იმედია ახლა არ დაიწყება ისევ ისეთი სიტუაცია რაც მიშას დროს იყო და პასტელინ მოვდივართ ბღავილი არ შესძრავს ქუჩებს smile.gif

Posted by: LIVE-76 17 Nov 2013, 21:40
QUOTE
მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილია ინაუგურაცია


არსად დაგეკარგოთ ჭორვილელი ბელადის მიერ დასმული მარიონეტკა... facepalm.gif

ბიძინა რომ პარადს წაიყვანს იმ ქვეყანაში რას უნდა ელოდოს კაცი სასიკეთოს...

პ.ს. მაგან მილიარდები რომ იშოვა ვიცით facepalm.gif

Posted by: vefxvi 17 Nov 2013, 21:46
QUOTE
მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილია ინაუგურაცია

რომელმა "პატივცემულმა" მოდერმა იკისრა ს ჩასწორება ა-თი?

მალადეც up.gif

Posted by: edna mamida 17 Nov 2013, 21:48
ეეე...
სადა, უპრეტენზიო, გემოვნებიანი და პომპეზური არა, ეგ კარგი, მშვენიერია
მარა
ამ ყველაფერს უბრალო ადამიანები, რიგითი მოქალაქეები რატომ გამოაკლეს?
მეჟდუსაბოიჩიკივით გამოუვიდა პოლიტელიტას
ერთმა, მერე რა, ტვ-ში ნახავენო biggrin.gif



ღერბი რად გაალურჯეს, მიშას გულების არ იყოს დროშაზე, არ მომეწონა

წარმატებას, ვუსურვებ, ქვეყანას ვუსურვებ

Posted by: guliveri 17 Nov 2013, 21:50
ეს ფბ-ზე იდო , მგონი ლაშა ბუღაძისაა ...

აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ არ მესმის, რატომ არ შედის ახალი პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში? რას ნიშნავს “ქონება ხალხს უბრუნდება”? ვინაა “ხალხი”? როგორ უბრუნდება? ან რატომ არის “ხალხის” რომელიღაც უნივერსიტეტი და არ არის მისივე არჩეული პრეზიდენტის რეზიდენცია? და თუკი ზედმეტად დიდია, რატომ არ შეიძლება დამატებითი ფუნქციით შევსება? რაკი წინა პრეზიდენტის სადგომი იყო, ამიტომ გვეთაკილება? რა, კედლებია შებილწული თუ უცენზურო წარწერები დატოვა ფანჯრის მინებზე? თუ ასეა, მაშინ რატომ არის ნაკლებად სათაკილო პრემიერისთვის და პრეზიდენტისთვის კომუნისტური ცეკას მდივნების შენობაში მუშაობა და არა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში? ხუთი წლის მერე რაღა ვქნათ? იქნებ აღარც შემდეგმა პრეზიდენტმა მოინდომოს წინამორბედის რეზიდენციაში შესვლა (და ვინ დადებს თავს, რომ არ მოინდომებს)? როგორ მოვიქცეთ, ყველა ქუჩაზე ახალ-ახალი რეზიდენციები ვაშენოთ “ხალხის” ფულით?"

Posted by: nina1992 17 Nov 2013, 21:50
სერგეენკოს ცოლი


lol.gif lol.gif lol.gif

შევკრთი

Posted by: personn 17 Nov 2013, 22:11

QUOTE
მისი "აღმატებულება" საქართველოს "პრეზიდენტის", გიორგი მარგველაშვილია ინაუგურაცია


ფარისევლობა, ფარსი, სიყალბე და ფარშავანგის გაშლილი კუდი ერთ ფლაკონში - ბოლო 20 წლის ქართული რეალობა.

ისტორიულ ჭრილში:
ან ვის სურდა, ვინ მიესწრაფოდა, ვინ ოცნებობდა, - თვინიერ იმ სამეულისა, ახლა რომ იქ, ზემოთ, მთაწმინდაზე განისვენებდა, და კიდევ თითო-ოროლა „ნაციონალისტის“ (ზვიადის და მერაბის - ხაზი ჩემია.personn)გარდა?!
ყოველ შემთხვევაში, არა იმათ, ვისაც ახლა ეს „ცითმოვლენილი გამოცხადება“ კალთაში ჩავარდნოდათ - „მესამე დასელებს“, - ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა გულში ზიზღის გარეშე არ გაევლებოდათ და ყურში სმენის დამხშობად გაეგონებოდათ.
ახლა ისინი იმ მთაწმინდელი სამეულის - ილიას, აკაკის, ვაჟას - ნაოცნებარზე ისხდნენ.
(მთაწმინდელი ხუთეულის - ილიას, აკაკის, ვაჟას, ზვიადის, მერაბის - ნაოცნებარზე ისხდნენ.-ხაზი ჩემია.personn).
ილიას(ზვიადის - ხაზი ჩემია.personn) მკვლელები - ილიას ნაოცნებარზე?!!
(ისტორიას უყვარს ასეთი ლაზღანდარობაც........ )


Posted by: Shota525 17 Nov 2013, 22:28
QUOTE (Shota525 @ 17 Nov 2013, 21:13 )
გაბურძგნული გიორგი უფრო კარი იყო,ახლა სუფთა ნაჩალნიკივით ზის Ⓒ აქუ




anthro
QUOTE
თავმდაბალი, თვითკმარი და მოაზროვნე პრეზიდენტი გვყავს და იმედია ასეთიც დარჩება


თავდაბალი? უკვე აღარ. დღეიდან იფრენს Red Bull gives you wings

Posted by: drabavik 17 Nov 2013, 22:37
მე ყველაზე მეტად იმან გამაოცა, ეს დედანაქაჩი, საქართველოს პრეზიდენტია ხო? ნუთუ ასე რთული იყო მისი ოჯახის წევრები წინ დაესვათ და არა პრემიერ მინისტრის (თანაც უკვე ყოფილი) უკან???

ჩემი აზრით ძალიან დამამცირებელი იყო პრეზიდენტის მშობლების, შვილის და "პარტნიორის" (როგორც აცხადებენ) პრემიერ მინისტრის უკან განთავსება....'

მაშინ, როცა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო წესით, რომ ყველა ერთ რიგში ჩაესვათ

Posted by: goglimogli 17 Nov 2013, 22:41
QUOTE
გილოცავთ ყველას ახალ პრეზიდენტს! მე მომწონს რომ ფილოსოფოსია! smile.gif თავმდაბალი, თვითკმარი და მოაზროვნე პრეზიდენტი გვყავს და იმედია ასეთიც დარჩება (თავისი ვადის ფარგლებში მაინც). მე ვგულშემატკივრობ მოკლედ და ვუსურვებ წარმატებებს საქართველოსთვის სასიკეთო ყველა საქმეში! love.gif


გილოცავთ ყველას ბნელი ეპოქის დასასრულს.ჩვენი ჭირი წაუღია!

Posted by: GoGoNNa 18 Nov 2013, 12:32
rusa1960
QUOTE
როგორ ყველაფერში დაუნახავები და მართლა ბოღმები ხართ რააა 
სად ნახე ნაციონალების ბოღმების ნთხევა


თქვენობით თუ ზრდილობის გამო მომმართავთ დიდი პატივია ჩემთვის ) აი ოცნებაში თუ მრევთ ძალიან სასაცილოდ მეჩვენება თქვენი პოსტი, სამწუხაროდ თქვენნაირი მოაზროვნე ადამიანებისთვის ნაციონალების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, აუცილებლად, უპირობოდ ბიძინას მხარდაჭერას ნიშნავს . ...
ბოღმის ნთხევაა ამ თემაში ნაციონალების ვიშვიში, ასევე ის ფაქტი, რომ მიშა არ მივიდა ინაუგურაციაზე და 100 მაგად ბოღმის ნთხევაა თქვენი ყოფილი პირველი ლედის ნიანგის ცრემლებიც...

Posted by: aivenho 18 Nov 2013, 12:36
გენათალეთ
http://images.geotorrents.ge/

Posted by: toleranti 18 Nov 2013, 12:40
www.president.gov.ge საიტს რომ განახლება სჭირდება ამაზე უნდა ეზრუნა უკვე იმ ხალხს ვინც ინაუგურაცია მოაწყო. ჯერ კიდევ სააკაშვილია პრეზიდენტი ამ საიტის მიხედვით.

Posted by: rusa1960 18 Nov 2013, 12:40
GoGoNNa
QUOTE
100 მაგად ბოღმის ნთხევაა თქვენი ყოფილი პირველი ლედის ნიანგის ცრემლებიც...

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
ხო ეგ ხომ ორგანოებით ვაჭრობდა
პ.ს. ასავალ დასავალის მრევლთან არ ვკონტაქტობ

Posted by: chukius 18 Nov 2013, 12:56
მიშა უნდა დაიჭირო და თავი არტყმევინო ბოინგის ფრთაზე mad.gif mad.gif ეგ რომ დასწრებოდა დღევანდელ ინაუგურაციას, მართლა ძალიან სასიამოვნო ტრადიციას ჩაეყრებოდა საფუძველი, მარა ნაბიჭვარი რომ იქნება კაცი არაა იმის საშველი.


არალეგიტიმურად რომ თვლიდნენ ნაცები მარგველას ან არჩევნებს გაყალბებულად ან რაიმე ასეთი კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ პიროვნული ანტიპათიის გამო რატო არ უნდა დათმო 40 წუთი და მართლა ძალიან ლამაზი საქმე გააკეთო? მიშა მარგველას ინაუგურაციაზე საპატიო ადგილზე-ამ კადრით ჩვენ შეგვეძლო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის წინაშე მოგვეწონებინა თავი და მოგვეხდინა ჩვენი დემოკრატიულობის დემონსტრირება.


აი თქვენ მაგალითად, არ თვლით ასე? rusa1960

Posted by: nigo 18 Nov 2013, 12:59
chukius
რატომ გიკვირს?
მათთვის ქვეყანა დატრადიცია,მხოლოდ ნაციონალური მოძრაობასთან ასოცირდება.
თუ თითონ არ იქნებიან,ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა.

ამ ფორუმზეც რამდენ ნაცს უნდა ყველაფერი ცუდად წავიდეს,ქვეყანა ჩაეფლოს ამოუსვლელ ჭაობში,მხოლოდ იმიტომ რომ, მათი ხატი და საფიცარი პარტია აღარ არის სათავეში.

Posted by: chukius 18 Nov 2013, 13:01
nigo
QUOTE
რატომ გიკვირს?
მათთვის ქვეყანა დატრადიცია,მხოლოდ ნაციონალური მოძრაობასთან ასოცირდება.
თუ თითონ არ იქნებიან,ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა.

ამ ფორუმზეც რამდენ ნაცს უნდა ყველაფერი ცუდად წავიდეს,ქვეყანა ჩაეფლოს ამოუსვლელ ჭაობში,მხოლოდ იმიტომ რომ, მათი ხატი და საფიცარი პარტია აღარ არის სათავეში.

მაგარი ბოღმაა მიშა, არაკაცი რასაც ჰქვია. რომ დასწრებოდა პირადად მე რაღაც-რაღაცეებს ვაპატიებდი, მაგრამ ფეხებზე არ ჰკიდია? ეტყობა მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია და აღარ აინტერესებს არაფერი.

Posted by: LEV_TEN 18 Nov 2013, 13:04
rusa1960
QUOTE
ხო ეგ ხომ ორგანოებით ვაჭრობდა

არ მოგბეზრდა რუსა ეს დაზეპირებულ ნაჩიჩინები ტექსტები?
"ის ლარი იპოვეთ ბენზინიდან რომ მიშას ჯიბეში მიდიოდა?"
" ააშენეთ საოცნებო ქვეყანა?"
"ჯერ სად ხართ?"
ასე იყო მთავრობაში ყოფნისასაც:
"ჩვენ ვზრუნავთ პედაგოგების კომფორტზე"
"მანამდე ხომ სულ პიცუნდაში ისვენებდი?"
"ომი არ წაგვივია, ბრძოლა წავაგეთ, ომი გრძელდება!"
............
რა სხვაობაა თქვენსა და კომუნისტებს შორის? ორივე ლოზუნგებით აბოლებდით ხალხს.
დაჟე ერთი საერთო ლოზუნგიც კი გქონდათ:
"საქმე ლაპარაკის ნაცვლად!"
lol.gif


Posted by: GoGoNNa 18 Nov 2013, 13:09
rusa1960

შენსავე გამოგონილ სამყაროში ცხოვრობ აშკარად ) საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს ჩემზე და რაღაცეებს მაბრალებ..
ასავლ დასავალი drug.gif

Posted by: nigo 18 Nov 2013, 13:10
chukius
QUOTE
რომ დასწრებოდა პირადად მე რაღაც-რაღაცეებს ვაპატიებდი,

ძალიან მიმტევებელი ყოფილხარ. smile.gif
ბოღმამ ისე დაახრჩოთ , იმასაც ვერ მიხვდნენ, მათი იმიჯისთვის იქნებოდა უკეთესი,თორემ ქვეყანა რომ არ ენაღვლებათ, ეს ისედაც ცხადია.

Posted by: 7-november 18 Nov 2013, 13:14
http://forum.ge/?&act=ST&f=29&t=34433802






რად დახურეთ ეს თემა? user.gif






Posted by: chukius 18 Nov 2013, 13:15
nigo
QUOTE
ძალიან მიმტევებელი ყოფილხარ. 

ხო, ალბათ იმიტომ, რომ პირადად მე მაინცდამაინც არ შემხებიან smile.gif))))))
QUOTE
ბოღმამ ისე დაახრჩოთ , იმასაც ვერ მიხვდნენ, მათი იმიჯისთვის იქნებოდა უკეთესი,თორემ ქვეყანა რომ არ ენაღვლებათ, ეს ისედაც ცხადია.

yes.gif
ნაცებსაც არც დაუწყიათ კოჰაბიტაცია, პირველი დღიდან დღემდე ზიზღსა და აგრესიას აფრქვევენ. ცალკარას თამაში მიდიოდა. რამ დაბოღმათ ასე, რომ დღემდე არ გაუარათ არ ვიცი. ეტყობა პარტიული სტრატეგია აქვთ ასეთი და რასაც მოიგებენ ამით, არავის გაუყონ wink.gif

Posted by: PFU 18 Nov 2013, 13:31
QUOTE (chukius @ 18 Nov 2013, 11:56 )
მიშა უნდა დაიჭირო და თავი არტყმევინო ბოინგის ფრთაზე mad.gif mad.gif ეგ რომ დასწრებოდა დღევანდელ ინაუგურაციას, მართლა ძალიან სასიამოვნო ტრადიციას ჩაეყრებოდა საფუძველი, მარა ნაბიჭვარი რომ იქნება კაცი არაა იმის საშველი.


არალეგიტიმურად რომ თვლიდნენ ნაცები მარგველას ან არჩევნებს გაყალბებულად ან რაიმე ასეთი კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ პიროვნული ანტიპათიის გამო რატო არ უნდა დათმო 40 წუთი და მართლა ძალიან ლამაზი საქმე გააკეთო? მიშა მარგველას ინაუგურაციაზე საპატიო ადგილზე-ამ კადრით ჩვენ შეგვეძლო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის წინაშე მოგვეწონებინა თავი და მოგვეხდინა ჩვენი დემოკრატიულობის დემონსტრირება.


აი თქვენ მაგალითად, არ თვლით ასე? rusa1960

კარგი რა... ტიპმა (და მისმა ხროვამ) ყველაფერი სცდა და იკადრა რომ თავად დარჩენილიყო ხელისუფლებაში და კიდევ აქეთ დიდგულზეა და რაის პატიება თუ ძმა ხარ...

Posted by: Shota525 18 Nov 2013, 16:56
QUOTE (aivenho @ 18 Nov 2013, 12:36 )
გენათალეთ
http://images.geotorrents.ge/

დროშის გადაკეთებაც არ მომეწონა და ასევე სახელმწიფო ჰერბის ფერების შეცვლა რა წესია... ესენი ერთმანეთს ეჯიბრებიან მე მგონის უსინდისო ქცევებში... facepalm.gif

Posted by: anthro 18 Nov 2013, 22:00
მომეწონა მართლაც! ჩვენი პრეზიდენტი love.gif


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)