#50436361 · 24 Apr 2017, 22:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1921 წელს რა შეიარაღება უნდა გვქონოდა (შესაძლებლობების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა), რომ რუსეთისა და თურქეთის ოკუპაცია თავიდან აგვეცილებინა?! ქართველი გენერლების პროფესიონალიზმის წყალობით გვქონდა 1918-1921 წლებში ის სამხედრო წარმატება.
90-იანებში კიდევ იარაღი რომც გვქონოდა მაინც ერთმანეთს ვესროდით.
2008 წელს სააკაშვილის წინდაუხედაობა რომ არა (გადაჭრით ვერ ვიტყვი, ეს წინდაუხედაობა იყო თუ პირიქით), არც ტერიტორიებს დავკარგავდით, არც რუსების დასაცინი გავხდებოდით და არც საერთაშორისო ასპარეზზე წავაგებდით საინფორმაციო ომს.
სამხედრო ინდუსტრიის ზრდა საჭიროა, გეთანხმები, მაგრამ პრაგმატიზმი და გონიერება ბევრად წაგვადგება.
|