როგორია აუტიზმის მკურნალობა?აუტიზმის სრულიად განკურნება დღესდღეობით შეუძლებელია. არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად ეფექტური მედიკამენტური მკურნალობა. მკურნალობა მხოლოდ ხსნის მწვავე სიმპტომებს. ისიც იმ შემთხვევაში თუ მშობლები მტკიცედ იცავენ “ქცევის მოდიფიკაციის”, “სენსორული ინტეგრაციის” და სხვა მსგავს პროგრამებს. ამიტომ ექიმები და განვითარების ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ აუტიზმის პიონერს ექიმ ბერნარდ რიმლანდის განცხადებას, რომლის მიხედვით აუტიზმის მნიშვნელოვანი მკურნალობა შესაძლებელია დიეტითა და შესაბამისი კვებით. მისი მეთოდის მთავარი დასაყრდენია შაქრის და ხელოვნური ინგრედიენტების ამოღება საკვებიდან და დამატებითი მკვებავი ნივთიერებების, განსაკუთრებით ვიტამინ B6 და მაგნიუმის დამატება. ამას მოგვიანებით დაემატა დიმეთილგლიცინი (DMG) და კანდიდას (სოკოვანი) ინფექციის მკურნალობა. ბევრი მშობელი ამტკიცებს მისი მეთოდის წარმატებას. აუტისტ ბავშვთა დიდ ნაწილს აღენიშნება ალერგია საკვებზე, განსაკუთრებით ხორბლის წებოვანასა და რძეზე. ამიტომ აუტისტ ბავშვთა მშობლები ხშირად აღნიშნავენ სიმპტომების ალაგმვას საკვები დიეტების დროს.
ბოლო დროს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი აუტიზმის ალტერნატიული მკურნალობის საკითხში. ხელმისაწვდომი გახდა მეტაბოლური გზების აღმოჩენის ცდები. ახალი მოდელები გვეხმარება გავიგოთ, როგორ უვითარდებათ აუტიზმი “ზედმეტად მგრძნობიარე” ბავშვებს. თუ აქამდე ნერვული და იმუნური სისტემები ცალ-ცალკე განიხილებოდნენ, ახლა აუტისტ ბავშვებთან “სენსორული ინტეგრაციის” პრობლემების გვერდით მათი იმუნური სისტემის გადატვირთულობის შესაძლებლობებიც განიხილება. კვლევებმა ცხადჰყო, რომ აუტისტ ბავშვებს, თუმცა ყველას ერთნაირად არა, აწუხებთ იმუნური სისტემის და მეტაბოლური ანომალიები. მათი უმრავლესობის სისხლის სურათი აჩვენებს იმუნური სისტემის რეგულირების დარღვევას.
ითვლება, რომ აუტისტი ბავშვები გენეტიკურად მიდრეკილნი არიან იმუნური სისტემის სისუსტისაკენ. ეს თავის მხრივ იწვევს აუტოიმუნურ დეფიციტს ტვინის კრიტიკულ უბნებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ყურადღებას, გუნება-განწყობილებას და მეტყველებას. არასწორი იმუნური რეაქციის მკურნალობა ხდება, დონორის სისხლის პლაზმიდან მომზადებული იმუნიტეტის გამაძლიერებელი გუპტას (კალიფორნიის უნივერსიტეტის იმუნოლოგის სახელი) გამა გლობულინის ბულიონით, რომელიც შეყავთ პაციენტის ვენაში. გამოკვლევების თანახმად, ბევრ ბავშვს აღენიშნა გუნება-განწყობის, ყურადღების კონცენტრაციისა და მეტყველების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ერთი ბავშვი, ამგვარი მკურნალობის შედეგად სრულიად გამოჯანმრთელდა და ახლა ჩვეულებრივ სკოლაში დადის და მისდევს სპორტს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ არის დამტკიცებული, რომ გამა გლობულინი ყოველთვის ეფექტურია აუტიზმის სამკურნალოდ, რამეთუ რამდენიმე პაციენტს არავითარი რეაქცია არ ჰქონდა იმუნიტეტის ამ “ფიქსატორზე.” იმუნიტეტის მოდულირების სხვა გზები ეყრდნობა მკურნალობას ნალტრექსონით და ტრენტალით. გარდა ამისა, ამინო მჟავის პროფილის და ნეიროგადამტანების შესწავლისას აუტიზმის დროს გამოაშკარავდა ტვინის მასაზრდოებელი ქიმიური ნივთიერებების (მაგ. სერატონინი) უკმარისობა მეტაბოლურ ჯაჭვში. ვინაიდან B6 და მაგნიუმი ხსნიან ამ დეფიციტს, ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ზოგ აუტისტ ბავშვზე ისინი დადებითად მოქმედებენ. (სპეციალური მკვებავი ფორმულა, რომელსაც “ნუტერა” ეწოდა, შეიცავს ამ მკვებავ ნივთიერებებს და საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს). ამინო მჟავები – ტაურინი (შეტევების დროს), ტრიფტოფანი და ტირობინი – აგრეთვე დადებით შედეგს იძლევა.
იმუნოლოგიური ფაქტორებია – აცრა, ვირუსული ინფექცია. საბოლოო ჯამში, აუტიზმის სიმპტომების მკურნალობა შემდეგნაირად გამოიყურება:
აციდოფილოსი,
ანტისოკოვანები (ნისტატინი, დიფუკანი, სპორონოქსი, ნიზორალი),
ანტიოქსიდანტები,
ამინო მჟავები,
საკვებმომნელებელი ენზიმები,
ამკრძალავი დიეტა,
I. V იმუნოგლობინი ანუ გადატანის ფაქტორი,
DMG,
ვიტამინი B6 ,
ოქტოკოზანოლი,
მაგნიუმი,
ინოსიტოლი,
მცენარეული ანტივირუსული საშუალებანი,
ნალტრექსონი,
ტრენტალი,
ძირითადი ცხიმოვანი მჟავები,
სეკრეტინი.
აუტიზმის მკურნალობის საკონტროლო ანალიზები:
იმუნური პროფილი (სპეციალურად აუტიზმისთვის),
ვირუსული ტიტრები,
ვიტამინი, მინერალების დონე,
ალერგია საკვებზე (სისხლის და კანის ანალიზი),
ანტიგლუტინის ან ანტიკაზეინის ანტისხეულები,
ანტიოქსიდანტების დონე,
ამინომჟავები შარდში,
განავალის ანალიზი (პარაზიტები, ბაქტერიები, ლორწო),
ნაწლავების გამავალობა,
პეპტიდები შარდში,
ორგანული მჟავები შარდში,
თმის ანალიზი,
ღვიძლის დეტოქსიფიკაციის პროფილი,
გენეტიკური ანალიზი,
ქიმიური ანტისხეულები,
კანდიდოზი (კანის და სისხლის).
რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?უპირველეს ყოვლისა, მიიღოთ თქვენი შვილი ისეთი როგორიც არის! მაქსიმალურად ეცადეთ გიყვარდეთ იგი ყველაზე მძიმე წუთებშიც კი. გახსოვდეთ, რომ მიუხედავად მოჩვენებითი გულგრილობისა, რომელსაც თქვენი შვილი ამჟღავნებს გარე სამყაროსა და გარშემო მყოფთ მიმართ, იგი ძალიან ძლიერი სიყვარულის ძაფებით არის დაკავშირებული თქვენთან და თუ ვინმეს შეუძლია მისი დახმარება, ეს პირველ რიგში თქვენ ხართ. რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს პროფესიული დახმარება, სპეციალური სასწავლო პროგრამები, მედიკამენტები, თქვენი აქტიური მონაწილეობის გარეშე დადებითი შედეგი დროებითი და უმნიშვნელო აღმოჩნდება. თქვენ ხომ ის ადამიანი ხართ, რომელიც ყველაზე მეტ დროს ატარებთ ბავშვთან და თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად რაციონალურად გამოიყენებთ ამ დროს. ყოველი თქვენი ურთიერთობა, ბავშვისთვის შესაძლოა ადამიანებთან კომუნიკაციის, საზოგადოებრივი ქცევის, სამყაროს აღქმის გაკვეთილად იქცეს. აუტიზმით დაავადებული ბავშვების ინტერესები და გასართობები ხომ როგორც წესი იგივეა რაც მათი თანატოლების. მათ უყვართ მუსიკა, ცურვა, ექსკურსიები, წიგნების თვალიერება, სეირნობა, ტელევიზორის ყურება, უბრალოდ მათ ერთი და იგივეს კეთება უსაშველოდ შეუძლიათ და თითქოს არც არავინ სჭირდებათ თავის საქმიანობაში. შეეცადეთ მონაწილეობა მიიღოთ მის საყვარელ აქტივობაში, ეთამაშეთ ის თამაშები, რომლებიც მას მოსწონს, იარეთ იმ გზით, რომელსაც ის ირჩევს და თან ყველაფერი განუმარტეთ, მისთვის გასაგებ ენაზე. გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვთან დროის ხანგრძლივობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია თქვენი ურთიერთობის ინტენსივობა. უმჯობესია ნაკლებ დროს ატარებდეთ ბავშვთან და მეტი დატვირთვით, ვიდრე პირიქით. შეეცადეთ თქვენი ერთად ყოფნა დადებით, მხიარულ ელფერს ატარებდეს, ისე რომ ურთიერთობა ორივესთვის სასიამოვნო იყოს. ამისათვის საკუთარ თავს გარკვეული თავისუფლება მიანიჭეთ. იფიქრეთ საკუთარ თავზე. დანაშაულის განცდის გარეშე, მიეცით თავს უფლება სტუმრად სიარულის, სტუმრების მიღების, დასასვენებლად წასვლის და სხვა. ნურასოდეს დაგაბრკოლებთ ის, რომ სხვებისგან განსხვავებული შვილი გყავთ. ყოველთვის ატარეთ იგი მეგობრების შვილების დაბადების დღეებზე, კონცერტებზე, თეატრში, თუ ეს ყოველივე ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს. თქვენი შვილი, მის გარშემო არსებულ მოვლენებს თავისებურად, ჩვენგან განსხვავებულად აღიქვამს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი სამყარო ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
რა სახის იმედი უნდა მქონდეს ჩემი ბავშვისთვის?ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი თერაპიული და მედიკამენტოზური ჩარევის ან ბავშვის მომწიფების შედეგად, აღინიშნება აუტისტური სპექტრის ქცევების გაუმჯობესება. ზოგი აუტისტი ბავშვი, საბოლოოდ ნორმალური ან თითქმის ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს.
აუტისტი ბავშვების ქცევითი პრობლემები მწვავდება სიჭაბუკის პერიოდში. ისინი ხშირად დეპრესიაში ვარდებიან ან განსაკუთრებით ძნელად დასამორჩილებელნი ხდებიან. შესაბამისად მშობლებმა უნდა შესძლონ საკუთარი ქცევა ბავშვის ცვალებად მოთხოვნებს მიუსადაგონ.
როგორ უნდა შევუწყო ხელი ჩემი ბავშვის განათლებას, როგორ ვასწავლო ჩემს შვილს?აუტიზმით დაავადებული ბავშვებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას და შესაბამისი სწავლების პროგრამებს. სწავლების პროგრამები აუტიზმით დაავადებული მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულია ურთიერთობის, სოციალური, სწავლის, ქცევის და ყოველდღიური ცხოვრების ჩვევების გასაუმჯობესებლად. ქცევის ან ურთიერთობის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან სწავლას ხანდახან მოითხოვენ მცოდნე პროფესიონალის დახმარებას, რომელიც შეიმუშავებს სპეციალურ გეგმას, რომლის განხორციელება შესაძლებელი იქნება სახლში და სკოლაში.
საკლასო ოთახი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ დაეხმაროს პროგრამის რეალიზებას. აუტიზმით დაავადებული მოსწავლეები უკეთ ითვისებენ და ნაკლებად იბნევიან, როდესაც ინფორმაცია მიეწოდებათ, როგორც სიტყვიერად, ისე ვიზუალურად. მნიშვნელოვანია აგრეთვე არაუნარდაქვეითებულ თანატოლებთან ურთიერთობა, რადგან ისინი იძლევიან ჩვეულებრივი სალაპარაკო, სოციალური და ქცევის ჩვევების მოდელს. ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამების შემუშავება მშობლებისათვის, რომ სწავლების მეთოდები, გამოცდილება და მიდგომები გაგრძელდეს სახლში და საზოგადოებაში.
მოსწავლის ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის შექმნილი სწავლების პროგრამები და სპეციალური დამხმარე მომსახურება მოზრდილთათვის საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მიხედვით საშუალებას იძლევა, რომ აუტიზმით დაავადებულმა ბავშვებმა და მოზარდებმა იცხოვრონ და იმუშაონ საზოგადოებაში. აუტისტი ბავშვის სწავლების ეფექტურობისთვის, მნიშვნელოვანია მისი “სწავლის სტილის” დადგენა. “სწავლის სტილი” ეს არის კონცეფცია, რომელიც აღწერს იმ მეთოდს, რომლითაც ადამიანები ღებულობენ ინფორმაციას გარემოს შესახებ. ადამიანებმა შეიძლება ისწავლონ დანახვით (ვიზუალურად), მოსმენით (აუდიტორულად) ან შეხებით ან საგნების მანიპულირებით (კინესთეტიკურად, “ხელით სწავლა”).
აუტისტი ბავშვები უფრო ხშირად სწავლის ერთ რომელიმე სტილს იყენებენ. ადამიანზე დაკვირვებით შეიძლება გავიგოთ მისი სწავლის ძირითადი სტილი. მაგ. თუ აუტისტი ბავშვი ათვალიერებს (სურათებიან) წიგნს, უყურებს ტელევიზორს (აწეული ან დაწეული ხმით), აკვირდება ხალხს და საგნებს, მისი სწავლის სტილი ვიზუალურია. თუ აუტისტი ბავშვი ბევრს ლაპარაკობს, მოსწონს, როცა მას ელაპარაკებიან, უსმენს რადიოს ან მუსიკას, მისი სწავლის სტილი-აუდიტორულია. ხოლო თუ აუტისტი ბავშვი გამუდმებით ნაწილებად შლის საგანს, აღებს და ხურავს უჯრებს და ხელს აჭერს ღილაკებს, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ბავშვი კინესთეტიკურად ანუ შეხებით სწავლობს.
ბავშვის სწავლის სტილის გარკვევა ზრდის ალბათობას, რომ ბავშვი შესძლებს სწავლას. თუ დარწმუნებული არა ხართ, სწავლის რომელი სტილი ახასიათებს ბავშვს ან ასწავლით სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე ბავშვების ჯგუფს, საუკეთესო მეთოდია სწავლის სამივე სტილის გამოყენება. მაგ. სიტყვა “ჟელეს” სწავლებისას უნდა აჩვენოთ ყუთი ან ქილა (ვიზუალური), აღწეროთ მისი თვისებები: ფერი, შემადგენლობა, გამოყენება (სმენითი) და შემდეგ ხელი მოაკიდებინოთ და გაასინჯოთ გემო (კინესთეტიკური).
აუტისტი ბავშვების ერთი საერთო თვისებაა საკლასო ოთახში სირბილი და მასწავლებლისადმი უყურადღებობა. ასეთი ბავშვი შესაძლოა სმენით ვერ სწავლობდეს და ამდენად მასწავლებლის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს. თუ ბავშვი კინესთეტიკური მიდრეკილებისაა, მასწავლებელმა შეიძლება მხარზე ხელი დაადოს და თავის ადგილზე დააბრუნოს, ან მივიდეს სკამთან და მიაჩოჩოს ის ბავშვისკენ. თუ ბავშვი ვიზუალურად სწავლობს, მას უნდა მიუთითოთ სკამზე ან მისცეთ სკამის ნახატი და ანიშნოთ რომ დაჯდეს.
მნიშვნელოვანია ბავშვის უნარი მიიღოს და დაამუშაოს მიწოდებული ინფორმაცია. ამაზეა დამოკიდებული ბავშვის სკოლაში წარმატება და ქცევა. ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვის სკოლაში მოსვლისთანავე მასწავლებელმა გაარკვიოს მისი სწავლის სტილი და შეუფარდოს მას სწავლების სტილი. ასეთ შემთხვევაში აუტისტური ბავშვი ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწევს.
შეძლებს თუ არა ჩემი შვილი მომავალში მუშაობას?შეძლებს. სპეციალურად მომზადებული მწვრთნელების დახმარებით. აუტიზმით დაავადებული ადამიანები სწავლობენ ხელობას, რომელიც გამოადგებათ სამუშაოს წარმატებით შესრულებაში. ძირითადად, აუტისტები, კარგად ასრულებენ იმ სამუშაოს, რომელიც გათვალისწინებულია მათთვის და შეიცავს განმეორებად მოქმედებებს. ისინი მუშაობენ მხატვრებად, პიანინოს ამწყობებად, ფერმის მუშებად, ჭურჭლის მრეცხავებად, კონვეიერებზე, სახელოსნოებში.
აგრეთვე მათ შეიძლება შეასწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრების ჩვევები – სპეციალურად შემუშავებული პროგრამების მიხედვით.
წყარო
მიმაგრებული სურათი