forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
» განყოფილების წესები «

Pages: (20) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Samsung Galaxy S8 & Galaxy S8 Plus, #2 ყველაფერის მის შესახებ/განხილვა/დისკუსია
giorgi8820
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18317
წევრი No.: 142111
რეგისტრ.: 24-January 12

  გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 13:41  #50968942      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
გამარჯობათ,
ეს თემა ეძღვნება სამსუნგის მორიგ ორ შედევრს, ყველაზე ლამაზი და დახვეწილი დიზაინის მქონე Galaxy S8 და Galaxy S8+ს, რომლის ანონსიც იყო დღეს 29მარტს, New York-ში.
მინდა ავღნიშნო რომ ბოლო 3 წელია სერიოზულ პროგრესს განიცდის სამსუნგი დიზაინის მხრივ, S6Edge/Note5/S7Edge/Note7. მოგეხსენებათ რომ შარშან S7edge ხოლო შარშან წინ S6edge დასახელდა წლის საუკეთესო სმარტფონად. გარდა იმისა რომ კომპანია თითქმის ყველაფერს აწარმოებს თვითონ საკუთარი სმარტფონისთვის, ასევე გამოირჩევა ძალიან ლამაზი დიზაინით.


user posted image


S8/S8+ Official Intro:


დავიწყოთ ტექნიკური მახასიათებლებით,
ჩიფსეტი:
ორივე მოდელი აღჭურვილია უახლესი 10ნანომეტრიანი ჩიფსეტ(ებ)ით, ამერიკის და ჩინეთის ბაზრისთვის Snapdragon 835-ით რომელიც მოიცავს 4 მძლავრ(Kryo 280)ბირთვს 2.35Ghz და 4 შედარებით სუსტ ბირთვს 1.9Ghz + Adreno 540 გრაფიკული პროცესორით , ხოლო ევროპული/საერთაშორისო ვერსიებისთვის Exynos 9 რომელიც ასევე მოიცავს 4 მძლავრ( Exynos M2) ბირთვს 2.3Ghz და 4 შედარებით სუსტ(Cortex A-53) ბირთვს 1.7Ghz + 20 ბირთვიანი Mali G71 გრაფიკული პროცესორი. ოპერატიული მეხსიერება კი შეადგენს 4GB-ს, LPDDR4X. შესანახი მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 256GB-მდე.
პირველი სმარტფონია S8 რომელიც გამოვა გაყიდვაში S835-ით, Bluetooth 5.0-ით და LTE 1 gbps მხარდაჭერით.
ეკრანი:
ორივე სმარტფონის ეკრანი დამზადებულია, სუპერ ამოლედის უახლეს ტექნოლოგიაზე სადაც გაუმჯობესებულია რეალურ ფერთა გადმოცემა, Super AMOLED Infinity HDR10 ეკრანი, 18.5:9 ინჩზე WQHD+ (2960 x 1440) გაფართოებით, ე.წ. 3K. ამ გაფართოებამ არ შეგაშინოთ რადგან პარამეტრებიდან შეგიძლიათ შეცვალოთ იგი FHD+ (2280 x 1080) ან HD+ (1480 x 720) ზე.
ეკრანი გამოირჩევა მისი უნიკალურობით და ძალიან ლამაზი ფორმით დიზაინის თვალსაზრისით. საუკეთესო ეკრანია ბაზარზე.
Edge ტიპის ეკრანი რომელსაც უკავია კორპუსის 83-84%. S8-ის ეკრანის ზომა არის 5.8 ინჩი, ხოლო S8+ის 6.2 ინჩი.
კამერა:
კამერამ ბევრისთვის კითხვის ნიშნები დატოვა რადგან S8-ში წარმოგვიდგინეს იგივე კამერის სენსორი რაც S7-ში იყო გამოყენებული, 12 მეგაპიქსელიანი Sony IMX260 Dual Pixel , 1.7 დიაფრაგმითა და 1.4 მიკრონ პიქსელით. Dual Pixel აუტოფოკუსი, ლაზერული ავტოფოკუსი, ოპტიკური სტაბილიზაცია. S8-ში კამერის კუთხით სიახლე არის ის რომ, გადაღება გაუმჯობესებულია Multi-Frame Processor-ის გამოყენებით სმარტში, რაც გამოიხატება იმაში რომ, სურათის გადაღების დროს იგი იღებს სურათების რამოდენიმე ვარიანტს და საბოლოო სურათად ირჩევს საუკეთესო ვარიანტს ნაკლები ხმაურით და უფრო სუფთა/ნათელი დეტალიზაციით. დაახლოებით იგივე მეთოდია გამოყენებული გუგლ პიქსელში გუგლის მიერ, პროგრამული/ალგორითმული გამოთვლების ხარჯზე რამაც ძალიან მაგარი შედეგი გამოიღო. აქედან გამომდინარე, S8-ის კამერაზე 1.7 დიაფრაგმითა და Dual Pixel ტექნოლოგიით გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა გვქონდეს ამ სიახლით. ასევე, საბოლოო სურათის "მიღება და დამახსოვრება" S8-ზე იქნება უფრო სწრაფი ვიდრე Google Pixel-ზე, 10ნმ ჩიფსეტის და UFS 2.1-ის ხარჯზე.
რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, გაზრდილია FPS 4K 1080P და 720P გადაღებაზე, 4K 60 FPS 1080P 120 FPS და 720P 240fps.
წინა(სელფის) კამერაც გაუმჯობესებულია, 8 მეგაფიქსელიანი 1.7 დიაფრაგმითა და 1.21 მიკრონ ფიქსელით, დაემატა Auto Focus.
აუდიო სისტემა
ამ მხრივ გვაქვს სიახლე S8-ში, ყურსასმენებში შეგვიძლია მოვუსმინოთ Hi-Res 32 ბიტიანი აუდიო ფაილებს. ყუთში კი მოყვება Harman Kardon(AKG)-ს მაღალი ხარისხის ყურსასმენები.
ელემენტი:
S8 და S8+ აღჭურვილია 3000Mah და 3500Mah მოცულობის ელემენტით. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვან სიახლე არის ის რომ ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. შედარებისთვის, მაგალითად S7 EDGE-ის ელემენტი 1 წლის შემდგომ დეგრადაციის შედეგად თუ კარგავს რესურსის 20%-ს, S8 დაკარგავს 5%-ს.
რათქმა უნდა ორივე სმარტფონს აქვს უახლესი ტენოლოგიის სწრაფი დატენვა, ასევე გაუმჯობესებულია Wireless სწრაფი დატენვაც.
დიზაინი:
Galaxy S8/S8+ წარმოდგენილია შუშის დიზაინით გვერდებზე მეტალის კანტებით. Infinity Edge ეკრანის გამოყენებით და Bazell(ჩარჩოების) მინიმუმამდე შემცირებით, მივიღეთ კომპაქტურ ზომებში მაქსიმალურად დიდი ეკრანი. ძალიან მომხიბლა ამის დიზაინმა, საუკეთესოა ჩემი აზრით. ეკრანის ზომებთან შედარებით კომპაქტური, ლამაზი და დახვეწილი <3
წინა პანელიდან ამოღებულია Home ღილაკი და თითის ანაბეჭდი გადატანილია უკან, კამერის გვერდზე. რათქმა უნდა ორივე სმარტფონი არის წყალგაუმტარი, IP68 სერტიფიკატით.


ორივე სმარტფონი წინიდან არის შავი, ხოლო უკნიდან კი წარმოდგენილია 5 ფერში, Black, Orchid Gray, Silver, while Blue Maple Gold.

user posted image



ფიშკები/სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიც:

Security/დაცვის კუთხით და ასევე სხვა ფუნქციური დატვირთვებით, თითის ანაბეჭდთან ერთად, Galaxy S8/S8+ აღჭურვილია (Iris Scanner)თვალის ბოიმეტრიული სკანერით და სახის მოძრაობის "დეტექტორით". Galaxy S8/S8+ შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სმარტფონად ^^
კარგა ხსნის დეველოპინგის შემდეგ მიაღწიეს იმას რომ თვალის სკანერი+სახის ამომცნობის ერთობლივი მუშაობის ხარჯზე ხდება ტელეფონის განბლოკვა საკმაოდ სწრაფად და კომფორტულად, თითის ანაბეჭდს უმეტეს შემთხვევებში აღარც გამოიყენებთ. პირველი და ერთადერთი სმარტფონია S8 მსგავსად გამართული სიახლით wink.gif
Samsung Pay / Samsung Pass
სამწუხაროდ ჩვენი რეგიონისთვის ხელმიუხვდომელია, მაგრამ საკმაოდ პოპულარული და მნიშვნელოვანი თითქმის ყველ განვითარეულ ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი იყენებს ამ ძალიან კომფორტულ სერვისს, ყველა ბარათის ელექტრონულად გაერთიანება 1 აპლიკაციაში/სერვისში და მათი გამოყენება, თითის ანაბეჭდთან ერთად, აქაც გამოიყენება Iris Scanner.
Virtual Assistant - Bixby
ეს არის მართლაც ინოვაციური, რევოლუციური და მემგონი ყველაზე ჭკვიანი ვირტუალური-ხმოვანი ასისტენტი რაც კი აქამდე გვინახავს, Bixby. იგი ინტეგრირებულია ყველა სისტემურ აპლიკაციასთან, ასევე მისი მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ ყველა თქვენს სმარტფონთან დაკავშირებული ტექნიკა/მოწყობილობა. მორგებულია მომხმარებლის "Experience"-ზე და გადის ადაპტაციას თქვენს "ჩვევებზე"/Experience-ზე სმარტფონის ფუნქციურ გამოყენებაში.
მას განკუთვნილი აქვს ცალკეული ღილაკი, რომლის მეშვეობითაც კამერის გახსნის დროს შეგიძლიათ გამოიძახოთ და Live რეჟიმში ინფორმაცია მოიძიოს ამა თუ იმ საგანზე/ობიექტზე/ტექსტზე და ა.შ. სმარტის გაყიდვაში გამოსვლისთანავე მას ექნება 8 ენის მხარდაჭერა და მომავალში გაანხლების პერსპექტივით.
Eco System Devices/Samsung Connect
კიდევ ერთი მულტიფუნქციური/ინოვაციური დატვირთვა. სმარტფონთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობის/ტექნიკის მართვა ერთი მარტივი აპლიკაციით Samsung Connect, ეს იქნება ტელევიზორი, დინამიკები, მაცივარი სარეცხი მანქანა თუ სხვა რამ )) მათ მართვას/შემოწმებას შეძლებთ კილომეტრების მოშორებითაც Remote Access-ით.
Bixby-ის უნიკალურობა აქაც გამოიხატება ყველა დაკავშირებული Eco System device-ბის მართვით/კონტროლით, ძალიან დიდი კომფორტია მათთვის ვისაც საშუალება აქვს მოაწყოს სახლი სამსუნგის ტექნიკით ^^
Navigation Bar/სენსორული ღილაკები
წინა პანელზე წარმოდგენილია ეკრანში ჩაჭენებული სენსორული "ღილაკები" და ამოღებულია ფიზიკური Home ღილაკი. სამივე სენსორული ღილაკის ფუნქციონალის შეცვლა შეიძლება პარამეტრებიდან. ასევე Home ღილაკი არ არის მარტო "სენსორული", იგი ასევე არის ნაწილობრივ "ფიზიკური", ანუ იზრუნეს მათთვის ვისაც მოსწონდა ფიზიკური Home ღილაკი და მასზე დაჭერა. Invisible HOME Button(უჩინარი home ღილაკი, ჰარდის+სოფტის კომბინაციით მასზე თითის დაჭერა ფიზიკურ ღილაკზე დაჭერის შეგრძნებას გვაძლევს <3 iPhone7-ის haptic feedback/3D Touch-ის მსგავსად.
Dex Dock
მორიგი კარგი სიახლე, Dex-ის მეშვეობით S8/S8+ს გამოვიყენებთ როგორც დესკტოპ კომპიუტერს, მონიტორზე HDMI შნურით მიერთებით. რასაც სხვადასხვადა ფუნქციური დატვირთვა აქვს. შეძლებთ გამოიყენოთ Microsoft-ის საოფისე პაკეტი, დროდადრო დაემატა სხვა Windows აპპების მხარდაჭერა Microsoft-თთან თანამშრომლობის შედეგად.
ინტერფეისი
ინტერფეისი საკმაოდ მინიმალისტურია, და რაც მთავარია შემსუბუქებული.


user posted image

user posted image

user posted image


Samsung Galaxy S8 Impressions/Hands On:


Samsung Galaxy S8: Unbox Your Phone



Galaxy S8: Welcome to New York


Samsung Galaxy S8 Active

user posted image

user posted image



გამოვიდა ორ ფერში: Titanium Gold და Meteor Gray, ამჟამად att.com ზე ღირს 850 $

http://www.gsmarena.com/samsung_galaxy_s8_active-8676.php

გილოცავთ რიგით #2 თემას და გისურვებთ წარმატებებს!

წინა თემის ავტორი ჩემი კოლეგა: BeCooL

წინა თემის TOP 10 აქტიური USER:

user posted image

წინა თემის ბმული: Samsung Galaxy S8 & Galaxy S8 Plus

This post has been edited by ლაშა117 on 15 Aug 2017, 19:39


--------------------
Www.AndroidOS.Ge - ჩვენთან ყველაფერი მარტივია!

"ძალის სისუსტე სწორედ ისაა, რომ ძალის მეტი არაფერი სწამს!"
datuna13
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 486
წევრი No.: 18835
რეგისტრ.: 31-March 06

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 13:42  #50968949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა განახლდა კამერა და ჩარჯინგის მეტი ???
ლაშა117
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 16114
წევრი No.: 85894
რეგისტრ.: 4-March 09

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 16:07  #50969704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
datuna13
სხვა არაფერი, ბაგები დაიფიქსა კიდე



მოკლედ ჩემმა სატენმა ბოლომდე დაყვინა, fast-ზე აღარ ტენის, ხომ არ იცით რა ღირს ახლები აქ?


--------------------
WSH.GE - ავტომანქანის რეცხვის ამინდის პროგნოზი
ml888
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 905
წევრი No.: 176501
რეგისტრ.: 13-November 13

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 17:15  #50970003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაშა117
ეს სატენი ვიყიდე ერთი ცალი დამჩა თუ გინდა დაგითმობ http://www.ebay.com/itm/Black-OEM-Original...egAAOSwRUhY-~Qq


--------------------
8472 5367 646278 267684 97298324 766337 3784-282723 3282786337 8526
vinchenso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 985
წევრი No.: 183141
რეგისტრ.: 13-March 14

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 18:35  #50970433      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
-------------უპ---------------------- ფიქს----------------------- დიზაინი კარგია მაგრამ ოპტიმიზაციაზეც უნდა ეზრუნა, ინტერფეისში ლაგები არ არის კარგი ფლაგმანური სმარტფონისთვის smile.gif
TraderTM
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1315
წევრი No.: 87758
რეგისტრ.: 30-March 09

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 19:01  #50970552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vinchenso

ხო ეგ მართალია, პატარ პატარა ლაგები მეც შევნიშნე, ნოთიფიქეიშენ ბარის ჩამოწევის დროს მაგალითად ხანდახან ლაგავს
და ვაიფაის როცა უკავშირდება მაგ დროს რამეს თუ აკეთებ ან ვიდეოს თუ იღებ შეამჩნევ პატარა ლაგს
giodanela
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4446
წევრი No.: 95917
რეგისტრ.: 16-July 09

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 19:49  #50970776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანიმაცია მაქცს მე გათიშული არც ლაგავს და ზე სწრაფია
TraderTM
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1315
წევრი No.: 87758
რეგისტრ.: 30-March 09

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 19:55  #50970806      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giodanela

ალბათ დეველოპერ ოპციებიდან გაუთიშე ეგ ხო, რა პარამეტრები გიყენია?
giodanela
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4446
წევრი No.: 95917
რეგისტრ.: 16-July 09

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 21:58  #50971411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (TraderTM @ 15 Jul 2017, 19:55 )
giodanela

ალბათ დეველოპერ ოპციებიდან გაუთიშე ეგ ხო, რა პარამეტრები გიყენია?

სამივე ანიმაციაზე off მაქვს მიცემული

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Screenshot_20170715_215757.png
vinchenso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 985
წევრი No.: 183141
რეგისტრ.: 13-March 14

გამოგზავნილია: 16 Jul 2017, 01:30  #50972581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (giodanela @ 15 Jul 2017, 19:49 )
ანიმაცია მაქცს მე გათიშული არც ლაგავს და ზე სწრაფია

კარგი გიქნიააა ეს ანიმაცია დიდი არაფერიაა sad.gif
giodanela
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4446
წევრი No.: 95917
რეგისტრ.: 16-July 09

გამოგზავნილია: 16 Jul 2017, 10:15  #50973250      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vinchenso @ 16 Jul 2017, 01:30 )
QUOTE (giodanela @ 15 Jul 2017, 19:49 )
ანიმაცია მაქცს მე გათიშული არც ლაგავს და ზე სწრაფია

კარგი გიქნიააა ეს ანიმაცია დიდი არაფერიაა sad.gif

ხო რა ესე ბევრად ჩქარია და უფრო მისწორდება რა
giodanela
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4446
წევრი No.: 95917
რეგისტრ.: 16-July 09

გამოგზავნილია: 16 Jul 2017, 10:33  #50973313      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სამსუნგის ორიგინალი ს8 კეისი 35 მივეცი ალტაში 2 ჯერ ვიხმარე ფასი 20 ლარი

მიმაგრებული სურათი
post_55_1498935882.jpg
Aleko28
ASD-001


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4180
წევრი No.: 7346
რეგისტრ.: 18-November 04

გამოგზავნილია: 16 Jul 2017, 12:41  #50973832      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პლიუსის კარგი ქეისები სად იყიდება?


--------------------
CPU - AMD Ryzen 7 1700
CPU Cooler - XSPC RayStorm, TFC 360 3x120mm
MB - ASUS ROG Crosshair VI Hero
Video - GeForce GTX 1080G1 8GB
RAM - G.SILK Ripjaws 4 PC4-24000 16GB
SSD - m.2 Samsung 960 Evo
Monitor - Samsung 28" UE590 UHD Monitor
ლაშა117
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 16114
წევრი No.: 85894
რეგისტრ.: 4-March 09

გამოგზავნილია: 16 Jul 2017, 12:55  #50973893      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მოვიდა განახლება 750 მბ

------------



Junior K
True Red Devil


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12714
წევრი No.: 103504
რეგისტრ.: 28-October 09

გამოგზავნილია: 16 Jul 2017, 15:10  #50974637      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ბიჭებო არ მინდა დუოს ვერსია რა და სულ დუოსებია აქ რაც იყიდება. დუოსი რომ ვიყიდო და 1 სიმი ჩავდო ინტერფეისი მაინც დუოსზე აქ?


--------------------
BMW E46 320i [M54B22] AT 2001 RHD
Toyota Altezza Z [RS200] MT 1999 LHD
BMW E46 330i ZHP [M54B30] MT 2004 LHD
BMW E60 545i [N62B44] MT 2003 LHD
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (20) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.8750 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]