100- ამდე ადამიანის წინაშე გამოსვლა ადვილი არაა თუ ცოტა გამოცდილება
არ გაქვს მანამდე მიღებული მითუმეტეს თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებს .
შინაგანი კანკალი და დაბნეულობა ძალიან ძნელია თითქოს სხვა ადამიანი ხდები
აი მაგალითად რაიმე საკითხზე საათობით შეგეძლოს საუბარი მსჯელობა
სხვა დროს კი მსგავს სიტუაციაში როცა დაბნეული ხარ შინაგანად ძალიან დაძაბული რამდენიმე სიტყვა ძლივს გადააბა ერთმანეთზე და ისიც საკმაოდ არეულად
მერე კი თავადაც გაოცდე ამ ყველაფერზე
ნუ ერთი პლიუსი ის აქვს რომ ერთი თუ კარგად წაგივა მერე შეიძლება 10- ჯერ უფრო თავდაჯერებული გახდე მარა ბოლო ჯამში მართლაც შეიძლება ძალიან შეუშალოს ხელი ნებისმიერ რამეში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადამიანს .
მსგავსი სასმელების დიდად არ მწამს სიმართლე გითხრა
ისე სასმელები ვახსენეთ და ალკოჰოლი როგორ მოქმედებს შენზე ?
მე პირადად თუკი დაძაბული ვარ ან რაიმეს ვერ ვბედავ
წარმოვიდგენ ხოლმე ბოლო დღე რომ იყოს ჩემთვის რას ვიზამდი
ასევე იმაზე ვფიქრობ ხოლმე რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მომენტია რაც არ უნდა იყოს და მაინც გაივლის როგორც არ უნდა დასრულდეს და წლების შემდეგ ან ძალიან სასაცილოდ მომეჩვენება ანდაც უარეს შემთხვევაში სატირლად ხოდა მივდივარ ხოლმე დასკვნამდე რომ ისევ სჯობს გაბედო და ინანო ვიდრე არაფერი გააკეთო და ახლა ან წლების შემდეგ მაინც ინანო
ჩემზე რავი კარგად მოქმედებს ეს ყველაფერი სულიერადაც მაწყნარებს და თავდაჯერებასაც მმატებს რათქმაუნდა 100 % - ით არა მაგრამ თავისებური ეფექტი ნამდვილად აქვს.