JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
წერილები: 4390
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14
|
#52580891 · 23 Apr 2018, 00:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ig1988 მესმის, რომ ძალიან უცნაურად ჟღერს, დაჟე იმდენად უცნაურად, რომ ადამიანი დაფიქრდები - მე ვარ გიჟი თუ ესენიო, მაგრამ შევეცდები, მოკლედ აგიხსნა.
იყო და არა იყო რა, იყო ადამიანი. მერე ეს ადამიანი გამრავლდა (კაცმა არ იცის, როგორ. ზოგი იმასაც აწვება - ნეკნი ამოაცალეს და ცოლი იმ ნეკნისგან შეუქმნესო) და ერთის მაგივრად გაიჩითა ბევრი ადამიანი. მერე გაიჩითა ბეზპრედელი - ყველა ერთმანეთს თავში ურახუნებდა, ერთმანეთს ხნავდა, კლავდა და ა. შ. და ა. შ. მერე ამ ადამიანებს შორის ყველაზე პრადვინუტებმა თქვეს: მოდი რამე თამაშის წესები მოვიფიქროთ, რო ეს მეტყველი ცხოველები ჩვენს ნებას დავუქვემდებაროთო და ასე შეიქმნა პირველი კანონები.
გავიდა დრო და შეიქმნა კანონთა იერარქია, საკანონმდებლო სისტემა, მართვისა და მოხმარების ეპიციკლები. ხო ძალიან უცნაურია, მაგრამ 4 წელიწადში ერთხელ ხალხი ირჩევს 150 კაცს, რომლებიც კანონების მიღებით არიან დაკავებულები. ისიც უცნაურია, ამ კანონებს რა თავში ვიხლით. გაგაბრაზა ვინმემ? ესროლე რა და მოიშორე. ვალი აქვს ვინმეს და არ გიბრუნებს? გაუბახე ცოლი ან დედა და ეგაა რა. შეგაგინეს? დააჭერი ყვერები და ჩასტენე პირში. რად გვინდა ეს კანონები და უსარგებლო ფულის ყრა გაუგებარ სლეობებში.
ერთ-ერთი კანონი კი, რომელიც ამ საღი ჭკუის არმქონე ხალხმა მიიღო, ავტორობას და ავტორობიდან წარმოშობილ უფლებებს ეხება (ლათინური სახელიც ჰქვია მაგრამ მეც მაგათნაირი ხო არ ვარ, ეგ სიდებილეები ვიმახსოვრო და ისე ვიბაზროთ რა). ავი ენები ამბობენ, ეგ კანონი რომის იმპერიიდან მოდის და ევროკავშირი მოითხოვს ამ კანონის მიღებას, რათა ნელ-ნელა შესაბამისობაში მოვიდეთო, მაგრამ მგონი გამოგონილია. რომი არა ის, რომის კი არა, ამათი უსაქმური ტვინებიდან მოდის, ფული როგორ გააკეთონ არაფერში...
ხოდა ამ ტვინნაღრძობებმა თურმე ამ კანონით ასე გადაწყვიტეს: ვისაც რამე დაუწერია და შეუქმნია თუ დაუხატავს და ა. შ., ამ ქმნილების თუ ნაწარმოების გამოყენება 50 წლის განმავლობაში ექვემდებარება თურმე გადახდას. არ არიან ახლა იდიოტები და სულით გახრწნილები? ჯანმრთელ ადამიანს მოუვა თავში ასეთი, რო ადამიანმა რამე დაწეროს და იქიდან შემოსავალი მიიღოს?
QUOTE | მე რო ვიხდი თანხას ხომ უნდა ვიყო დარწმუნებული რო ჩემი ფული დანიშნულებისამებრ იქნება გამოყენებული? ხო შემიძლია მოვთხოვო ოფიციალური საბუთი რომელშიც ნაჩვენები იქნება რო ამა და ამ შემსრულებელს გადაურიცხეს X თანხა ჩემი გადახდილი თანხიდან? |
მაგ ლოგიკით, საშემოსავლო გადასახადს რო იხდი, ცნობას თხოულობ, სად მიდის შენს მიერ გადახდილი?
ეს უკბილო და უდონო ვაიიუმორი რო აღარ გავაგრძელო, ასეა - არსებობს საავტორო უფლება, რომელიც იცავს ავტორს. საქართველოში, სადაც ჩემიდედა####### კულტურა გვაქვს გავლილი და საქმე ქურდთან ან ჩაკუნცხვით წყდებოდა, ალბათ არაჩვეულებრივად უცნაურად ჟღერს, ხო? ასრულებ ან რეპროდუცირებას აკეთებ რამისას? რაც ხანდაზმული არაა და კანონითაა დაცული - გადაიხადე. ელემენტარულია და ამას დრამატიზმი და ვნებების დაძაბვა არ სჭირდება. ევროპაში კარგად გინდათ და კაცმა რო გკითხოთ, ვითომ ე. წ. "დასავლური" ღირებულებების უპირობო ამღიარებლები ხართ, ოღონდ, პრობლემა იმაშია, რო აზრზე არავინ არაა, რა არის ეს დასავლეთი და დასავლური ღირებულებები და ეს ამ თემიდანაც კარგად ჩანს. ავტობუსში რო ადიხარ, ბილეთის ფულს ხო იხდი? რო ყიდულობ რამეს, ხო იხდი ფულს? იგივეა ესეც. და საერთოდ, თუ მეწარმე იურიდიული პირის დირექტორი ბრძანდებით, საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული კანონების გარდა აქეთ-იქით რამდენიმე მომიჯნავე კანონი გადაიკითხეთ და გაეცანით, იურიდიული პირებისთვის საქმიანობას კანონი არეგულირებს და არა ტრადიციები. თქვენც, როგორც პიროვნება, გამდიდრდებით - რამე ახალსაც გაიგებთ და შეიმეცნებთ და ასე აღარ გაგიკვირდებათხოლმე რამდენიმეწლისწინანდელი ელემენტარული სიახლეები...
QUOTE | Ar mjera... Chemi ketilebi movtyan... Movkvdi sicilit)))))))) Bodishi gqofebistvis(((
|
Roy
QUOTE | ვა რა კაი ფულის საჭრელი სტანოკი მოუგონებიათ.. |
რა შუაშია ფულის ჭრა?
QUOTE | მანქანაში მაქვს ჩართული მუსიკა მაგითიც რომ "ირღვევა" რაღაცა ###ობა "კანონი" ეგ არ ითვლება თუ როგორაა? |
მანქანაში ჩართვა და კომერციული მიზნით გამოყენება ალბათ ერთი და იგივე გგონია...
QUOTE | ფუ რა ###ების ხელშია ყველაფერი |
ტიპიური საბჭოთა კომუნისტური მიდგომები გაქვს, როცა კერძო საკუთრება არ არსებობდა და ხალხი თემურპარტიული წყობილების სიმჭიდროვესა და სითბოში ცხოვრობდა. დამთავრდა კომუნიზმი და საბჭოთა კავშირი. გაიგეთ. გაახილეთ თვალები და ისწავლეთ რამე ახალი. გაერკვიეთ, როგორ ცხოვრობს მსოფლიო და შეიმეცნეთ, რატომაა ასე და არა ისე.
annavita უმორჩილესად და უმოწიწებულესად და უმოწყალესად ინდოელის ბრამანის მდაბალი თაყვანცემით, წმინდა განბანვამდე და განბანვის შემდეგ ლოცვის სიმხურვალიდან გთხოვთ, რო თქვენი: 1. კოსმიური ცოდნა, 2. სამყაროული ტემპერამენტი 3. თვალშეუგდამი კომპეტენცია 4. მაკროკოსმიური კოსმოგონია 5. ზნესრული ნება 6. ცეცხლფრთოსანი აზრი იმ საკითხების პოპულარიზაციას და ქართველთა შორის გავრცელებას მოახმაროთ, რაც ნამდვილად და ჭეშარიტად იცით, ხოლო რაც არ იცით ან გონივრული ეჭვი არსებობს, რომ შეიძლება არ უწყოდეთ - ნუ შეიყვანებთ უმეცართ უფრო დიდ განსაცდელში, არამედ იხსენით იგინი უცნობადობისაგან და მიიღეთ გაორმაგებული მადლი, ძალი და სუფევა.
1name
QUOTE | მარტივად რო ვთქვათ ნებისმიერ ნაწარმოებს ყავს ავტორი, რომელიც ამბობს რომ თუ გინდა ჩემი შექმნილით ისარგებლო უნდა გადაიხადო, ამისთვის კი მე ნდობას ამ ორგანიზაციას უცხადებო. ანუ კანონით შენ ვალდებული ხარ გადაიხადო ან იყო სიჩუმეში . გაგამხნევებთ და მარტო საქართველოში არ არის არც ეს კანონი და არც ეს ორგანიზაცია. რომ არ გადაიხადო? ნებისმიერი დავა გვარდება სასამართლოს ძალით. მათ შორის თუ დაგიმტკიცეს რამდენი ხანიც იყენებდი მასზეც გარცელდება დარიცხვა. |
ერთადერთი ნორმალური პასუხი.
და ამას რო ახსნა უნდა 21-ე საუკუნეში.
This post has been edited by JSB14BSJ on 23 Apr 2018, 01:22
--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული -- ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
|