#26333027 · 6 Jul 2011, 19:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giogege აქუ ხანდახან თუ კითხულობს ამ თემას?
სანამ ახალ ინტერაქტიულ გადაცემებს დაიწყებდეთ, იქნებ ძველი ცოტა გააუჯობესოთ, თორემ დავიტანჯე: ერორებს საერთოდ ვერ ვუყურებ, "კავკასია" და "მაესტროზე" კი მოწვეულ სტუმრებს და პოლიტიკოსებს აზრის გამოთქმას არ აცდიან, მაყურებლის შეკითხვებს სტუმრის ნაცვლად ჟურნალისტი პასუხობს, ნამდვილი ბაზარია ეკრანზე.
ადრე ინგა გრიგოლიას აკრიტიკებდნენ, ახლა კი ყველა უარესი გახდა: ტატყანებენ ბაზრის დედაკაცებივით, სტუმრებს აკრიტიკებენ, ამცირებენ, თავს გვახვევენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს და ანალიზებს . . .
რაღატომ იწვევენ მაშინ სტუმრებს? თუ ჟურნალისტს უნდა, ცალკე მოაწყოს ანალიტიკური გადაცემა და თუნდაც ყოველდღე აფრქვიოს თავისი ბრძნული აზრები
ხოლო როდესაც ინტერვიუ მიყავს, კეთილი ინებოს და მხოლოდ შეკითხვები დასვას, დააცადოს რესპონდენტს პასუხის გაცემა და შემდევ დაუსვას დამაზუსტებელი შეკითხვები
მხოლოდ ეკა ბერიძის და თამარ ჩიქოვანის გადაცემებს თუ შეხედავს კაცი ნერვებმოუშლელად
რა არაპროფესიონალიზმია, რა უბედურებაა
|