#60404805 · 26 May 2023, 23:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არი ხო ასეთი ფილმი, "ფეხშიშველი გრაფინია", ავა გარდნერი თამაშობს, ძალიან სევდიანი და გულისმომკვლელი ფილმია ვარსკვლავი ქალია ეს ავა ამ ფილმში, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ჰგონია რომ იპოვა თავისი ცხოვრების სიყვარული, გაყვება ცოლად, უყვარს ძალიან ეს თავისი ქმარი, და პირველ ღამეს ქმარი გამოუცხადებს რომ ომში დაკარგა თავისი მამაკაცური "ღირსება". აი ასე, აღმოჩნდება ეს სიგიჟემდე შეყვარებული ქალი ხაფანგში. როგორი იმედგაცრუებაა? გსმენიათ რეალურად მსგავსი ისტორიები? ზუსტად ასეთ არა, მაგრამ მსგავსი, უცებ რომ აღმოჩენილა ქალი ქორწილის შემდეგ მოლოდინის საპირისპირო რეალობაში? * * * 56 ნახვა და 0 გამოხმაურება )))) ეტყობა მე სხვა პლანეტაზე (ან "პალასაზე") ვარ, თქვენ-სხვაზე ))))))
--------------------
ჩემი ოცნებებიც დაიღალნენ
|