გამარჯობა
მე ვარ თვითნასწავლი კინემატოგრაფი 20 წლის, კონკრეტულად არ ვიმყოფები საქართველოში, ვსწავლობ საზღვარ გარეთ და შეძლებისდაგვარად ჩამოვდივარ ხოლმე საქართველოში, შანს არ ვუშვებ.
ვეძებ მსახიობებს მთავარი როლებისთვის, ასევე მეორადი როლებისთვის, ასევე როგორც ექსტრებად.
კასტინგი მოხდება მოსმენითა და გასაუბრებით.
ფილმის სიუჟეტი არის 2 თინეიჯერზე, თბილისში, რომლებიც ასევთქვათ დეპრესიაში არიან. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრება აქვთ, ძირითადად მათი მშობლების გამო. მაგრამ ორივე ერთნაირად გრძნობს თავს, ისინი არიან გარიყულები, მარტონი და ვერ ერგებიან თავიანთ გარემოს, ან უჭირთ მორგება. მათ ერთმანეთის გარდა არავინ არ ყავთ მეგობრები, ან ადამიანები ვისთანაც ერთად ისინი იქნებიან რეალურად ისინი, ვინებიც არიან. ისინი უცნაური გზებით ცდილობენ თავს მოერიონ, დაამარცხონ დეპრესია და იპოვონ თავიანთი თავები მაგრამ ისინი ნელ-ნელა შორდებიან ცხოვრებისეულ რეალობას რასაც პრობლემები მოსდევს.
ასევე გვსურს ადრესაცია გავუკეთოთ პრობლემებს თინეიჯერებში როგორიცაა : სკოლა, თანატოლები, უფროსები, უმცროსები, მშობლებთან ასოცირებული პრობლემები, ხასიათის ცვლილებები და ა.შ
ასევე ფილმი შეეხება ე.წ. ტაბუ დადებულ თემებს.
ფილმი იქნება დამოუკიდებელი, ვინაიდან დაფინანსებას ვერ ვპოულობ. სიმართლე რომ გითხრათ არც ვეძებ.
სავარაუდოდ ფილმის გადაღება მოხდება აიფონით, რაც შეეხება ხმის ჩაწერას და განათებას ყველაფერს მე და ჩემი გუნდი მივუდგებით პროფესიონალურად.
თუ გაქვთ ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ხარისხიანი გამოვა ეს ყველაფერი მერწმუნეთ იმედგაცრუებული არ დარჩებით.
მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკაში არის მრავალი სრულ-მეტრაჟიანი, მოკლე-მეტრაჟიანი, დოკუმენტირი ფილმები რომლებიც აიფონით არის გადაღებული. თუ მაინც ვერ გავქარწყლე თქვენი ეჭვი, გთხოვთ იხილოთ ეს ბმული:
https://www.youtube.com/watch?v=UYVrsXI0kYIდიახ, ეს აიფონით არის გადაღებული.
სცენარს აქ დაინტერესებულ პირებს ვერ გაგიმხელთ გარკვეული მიზეზების გამო.
მაგრამ თუ ხართ დაინტერესებული გთხოვთ პირადი გზავნილით დამიკავშირდეთ ამ ფორუმშივე.
ან დამიკავშირდით შემდეგი კონტაქტით:
სკაიპი @ tornike.umankoshvili
ფეისბუკი @ თორნიკე უმანკოშვილი
იმეილი : tornike.umanko@yahoo.com
სიამოვნებით გაგაცნობთ დეტალებს და შეძლებისდაგვარად გავცემ თქვენს ყველა კითხვას პასუხს.
დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, იმედია უქმად არ დაგახარჯინეთ და გთხოვთ, თუ ოდნავ მაინც დაინტერესდით, დამიკავშირდეთ და უფრო დეტალურად გიამბობთ ყველაფერს.
This post has been edited by თორნიკემანკიერი on 24 Mar 2017, 22:17