Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ლიტერატურული კონკურსები


Posted by: Andy Warhol 16 May 2009, 13:10
ამ თემაში დაიდება ლიტერატურული კონკურსების დეტალები , აფიშა და კორდინანტები.

user posted image

Posted by: xachapuridze 7 Dec 2009, 20:38
კონკურსი პოეზიის თარგმანისათვის

გამომცემლობა `დიოგენე~ აცხადებს კონკურსს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის და აწესებს ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიას თარგმანისათვის ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20-დან 35 წლამდე მთარგმნელებს.


შემოტანის ვადაა 2010 წლის 20 იანვრიდან 20 თებერვლამდე.

დაჯილდოება გაიმართება 2010 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს.

საკონკურსო მასალა (ელექტრონული ან ამონაბეჭდი) არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე აკრეფილ 10 გვერდს. კონკურსის მონაწილემ თარგმანი უნდა წარმოადგინოს, როგორც ელექტრონული ვერსიის სახით, ისე ამონაბეჭდი 3 ეგზემპლარად. თარგმანს თან უნდა ერთვოდეს დედანი (ქსეროასლი).

ლექსები (გამოუქვეყნებელი ან გამოქვეყნებული) თარგმნილი უნდა იყოს 2009 წელს.

ჯილდოდ დაწესებულია სამი პრემია, თითო 1000 ლარის ოდენობით.

დაიბეჭდება საუკეთესო თარგმანებისაგან შედგენილი კრებული.

ჟიურის შემადგენლობა: გიორგი ეკიზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ანა ჭაბაშვილი, თამარ ჯაფარიძე, ნიკა ჯორჯანელი.





Posted by: nino darbaiseli 10 Dec 2009, 15:15
2010 წლის 17-18 აპრილს ბათუმში კვლავ გაიმართება და , ასევე, ”ასი სიტყვის” კონკურსი.

კონკურსის პირობები:

ერთ ავტორს უფლება აქვს წარმოადგინოს ერთი ლექსი და ერთი ნამუშევარი პროზაში;
მონაწილეობა მიიღოს პოეზიისა და პროზის კონკურსში ერთდროულად ან რომელიმეში ცალკე.

”ლექსების გამოფენაში” მიიღება ლექსი, რომელსაც
1. არ მიუღია მონაწილეობა სხვა ლიტერატურულ კონკურსში:
2. არ არის გამოქვეყნებული ფორუმებში ”ურაკ.პარაკი.ჯე” და და ''ლიტერატურა.ჯე'' ;
3. არ არის შეტანილი ავტორის ან ავტორთა მიერ დაბეჭდილ ლექსების კრებულში.

კონკურსში ”ასი სიტყვა” მიიღება ზუსტად ასი სიტყვისაგან შედგენილი ნამუშევარი, რაოდენობაში შედის კავშირი, შორისდებული და ნებისმიერ სხვა გარდა სათაურისა. თემა და ჟანრი თავისუფალია.

ნამუშევრების გადმოგზავნა უნდა მოხდეს მისამართზე leqsebisgamofena@mail.ru, წერილზე მიმაგრებული WORD-ის ფაილით (შრიფტი AcadNusx).

Posted by: natia-ameli 10 Dec 2009, 23:36
და ლექსიც ასსიტყვიანი უნდა იყოს და მოთხრობაც? და გამარჯვებულს რა?

Posted by: Harry Potter 11 Dec 2009, 01:35
QUOTE
leqsebisgamofena@mail.ru


ერთი ნორმალური მეილი რა გახდა? smile.gif

Posted by: მროველი 11 Dec 2009, 01:38
საინტერესოა boli.gif


-000000000000000

საპრიზო ფონდზე ისმის რამე?

Posted by: dgk 11 Dec 2009, 15:49
nino darbaiseli
QUOTE
leqsebisgamofena@mail.ru

ეს მისამართი მართლა სირცხვილია. ფაქტიურად ფეესბეს ოფიციალური რესურსია........

რაიმე ქართულზე, მამაპაპურზე ანდა ბოლო-ბოლო გმაილ.ცომ-ზე შეჰქმენით ეგ მისამართი..


ეხლა ჩატარებულის შედეგებს რაიმე ვებ რესურსზე ვიპოვნი?

Posted by: lurdes 11 Dec 2009, 21:12
QUOTE
კონკურსის მონაწილემ თარგმანი უნდა წარმოადგინოს, როგორც ელექტრონული ვერსიის სახით, ისე ამონაბეჭდი 3 ეგზემპლარად.


იქნებ ელ.ფოსტის მისამართი მიუთითოთ?


Posted by: lurdes 11 Dec 2009, 21:16
QUOTE
კონკურსში ”ასი სიტყვა” მიიღება ზუსტად ასი სიტყვისაგან შედგენილი ნამუშევარი, რაოდენობაში შედის კავშირი, შორისდებული და ნებისმიერ სხვა გარდა სათაურისა. თემა და ჟანრი თავისუფალია.


და ამ პირობით სერიოზულ ნამუშევარს ელიან?


პატარა ხერხი, მათთვის ვისაც 100 სიტყვა არ ეყოფა: რაც შეიძლება ვრცელი სათაური მოიფიქროს smile.gif)

Posted by: natia-ameli 11 Dec 2009, 21:59
QUOTE
პატარა ხერხი, მათთვის ვისაც 100 სიტყვა არ ეყოფა: რაც შეიძლება ვრცელი სათაური მოიფიქროს

სათაური არ ითვლებაო

Posted by: lurdes 11 Dec 2009, 22:29
natia-ameli
QUOTE
სათაური არ ითვლებაო

სწორედ ამიტომ დავწერე - დიდი სათაურის გამო ვერ დაიწუნებენ, შინაარსის გახსნას წაეხმარება, 100 სიტყვაც 100 სიტყვად დარჩება.
ისე კი, ვიხუმრესავით smile.gif ჩემი წინა პოსტის პირველ ფრაზაში დამოკიდებულება ჩანს...

Posted by: xachapuridze 12 Dec 2009, 01:47
ლურდეს
[quote]იქნებ ელ.ფოსტის მისამართი მიუთითოთ?[/ქუო
გამომცემლობის საიტის მისამართია დიოგენე.გე,
ელექტრონული ფოსტისა - ადმ@დიოგენე.გე
კონკურსის მონაწილემ თვითონ უნდა მოიტანოს კეკელიძის 6-ში, მე-3 სართულზე. ტელ. 95 63 94, 96 7971
მაგრამ ჯერ ცოტა ადრეა.
შემოტანის ვადაა 2010 წლის 20 იანვრიდან 20 თებერვლამდე.
ოფიციალურად კიდევ გამოცხადდება და "დიოგენეს" საიტზეც იქნება გამოქვეყნებული.

Posted by: nino darbaiseli 12 Dec 2009, 09:29
QUOTE (dgk @ 11 Dec 2009, 15:49 )
nino darbaiseli
QUOTE
leqsebisgamofena@mail.ru

ეს მისამართი მართლა სირცხვილია. ფაქტიურად ფეესბეს ოფიციალური რესურსია........

რაიმე ქართულზე, მამაპაპურზე ანდა ბოლო-ბოლო გმაილ.ცომ-ზე შეჰქმენით ეგ მისამართი..


ეხლა ჩატარებულის შედეგებს რაიმე ვებ რესურსზე ვიპოვნი?

lurdes ძვირფასო!
გაურკვევლობის გასაფანტავად მინდა გაცნობოთ, რომ მე არც ორგანიზატორი გახლავართ ამ კონკურსისა, არც ჟიურის წევრი, არც მონაწილე.
(იქნებ აპრილის თვეში მოვახერხო დასწრება, როგორც სტუმარმა)
როგორც ჩემთვის ცნობილია, წლევანდელმა კონკურსმა კარგად ჩაიარა.ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული.
ამ საქმის სულისჩამდგმელია ბატონი ზაზა ფირცხალაიშვილი, რომელსაც პირადად არც ვიცნობ, მიმოწერაში კი ამ საქმით უანგაროდ დაინტერესებული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს.

უკვე ჩატარებული კონკურსის შესახებ, იმედი მაქვს, გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით თემა, რომლის ლინკსაც ახლა გთავაზობთ.

http://forum.lit.ge/index.php?showtopic=232&st=0


იხ. ასევე, ლინკი:
http://forum.lit.ge/index.php?showtopic=356


ლინკიდან გადმოკოპირებისას დამკარგვია ერთი ფრაზა, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს და რაკი უკვე დადებულ პოსტში ჩასწორება არ მიხერება, ვდებ განცხადებას ახლიდან, ხოლო გამორჩენილ ფრაზას გავაფერადებ წითლად :

რეგისტრირებული კავშირი ’’ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი’’ გაცნობებთ, რომ 2010 წლის 17-18 აპრილს ბათუმში კვლავ გაიმართება ” ლექსების გამოფენისა” და , ასევე, ”ასი სიტყვის” კონკურსი.

კონკურსის პირობები:

ერთ ავტორს უფლება აქვს წარმოადგინოს ერთი ლექსი და ერთი ნამუშევარი პროზაში;
მონაწილეობა მიიღოს პოეზიისა და პროზის კონკურსში ერთდროულად ან რომელიმეში ცალკე.

”ლექსების გამოფენაში” მიიღება ლექსი, რომელსაც
1. არ მიუღია მონაწილეობა სხვა ლიტერატურულ კონკურსში:
2. არ არის გამოქვეყნებული ფორუმებში ”ურაკ.პარაკი.ჯე” და და ’’ლიტერატურა.ჯე’’ ;
3. არ არის შეტანილი ავტორის ან ავტორთა მიერ დაბეჭდილ ლექსების კრებულში.

კონკურსში ”ასი სიტყვა” მიიღება ზუსტად ასი სიტყვისაგან შედგენილი ნამუშევარი, რაოდენობაში შედის კავშირი, შორისდებული და ნებისმიერ სხვა გარდა სათაურისა. თემა და ჟანრი თავისუფალია.

ნამუშევრების გადმოგზავნა უნდა მოხდეს მისამართზე leqsebisgamofena@mail.ru

წერილზე მიმაგრებული WORD - ის ფაილით (შრიფტი AcadNusx).

ნამუშევრების მიღება დაწყებულია.

გამოგზავნის ბოლო ვადაა 17 მარტი

საპრიზო ფონდის შესახებ მონაცემებს გაცნობებთ მოგვიანებით.

Posted by: lurdes 12 Dec 2009, 17:43
xachapuridze
QUOTE
გამომცემლობის საიტის მისამართია დიოგენე.გე,
ელექტრონული ფოსტისა - ადმ@დიოგენე.გე
კონკურსის მონაწილემ თვითონ უნდა მოიტანოს კეკელიძის 6-ში, მე-3 სართულზე. ტელ. 95 63 94, 96 7971
მაგრამ ჯერ ცოტა ადრეა.
შემოტანის ვადაა 2010 წლის 20 იანვრიდან 20 თებერვლამდე.
ოფიციალურად კიდევ გამოცხადდება და "დიოგენეს" საიტზეც იქნება გამოქვეყნებული.


გმადლობთ smile.gif



nino darbaiseli
გმადლობთ ინფორმაციისთვის, მაგრამ თქვენი მონიშნული გამოხმაურება ელ.ფოსტის მისამართის დაწუნებაზე მე არ მეკუთვნის.

მე 100 სიტყვის კონკურსის იდეა არ მომეწონა.
ისე კი, ნებისმიერი კონკურსი ავტორებისთვის მაინც წამახალისებელია და რას უნდა ვერჩოდე smile.gif წარმატებები მონაწილეებს..

Posted by: natia-ameli 13 Dec 2009, 00:06
QUOTE
lurdes

QUOTE
სწორედ ამიტომ დავწერე - დიდი სათაურის გამო ვერ დაიწუნებენ, შინაარსის გახსნას წაეხმარება, 100 სიტყვაც 100 სიტყვად დარჩება.
ისე კი, ვიხუმრესავითჩემი წინა პოსტის პირველ ფრაზაში დამოკიდებულება ჩანს...

ხო მივხვდი, მარა უცებ დავწერე და მერე მივხვდი, უკაცრავად

Posted by: Emilie Autumn 18 Dec 2009, 22:59
ბავშვებო,აქედან არავის მიგიღიათ მონაწილეობა ალუბლობა2009-ში?

Posted by: natia-ameli 20 Dec 2009, 00:29
მე არა, არ მიმიღია არსად მონაწილეობა

Posted by: limpompo 23 Dec 2009, 22:25
შეკითხვა მაქვს? თუ იცით რამე სხვა საიტი literatura.ge ს გარდა, სადაც შესაძლებელია საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება?

Posted by: Beroname 23 Dec 2009, 23:27
chups.gif

მაშ ვლექსაობთ არა?
კი მარა 100 სიტყვიანი ლექსი რა პონტია...არ მომეწონა ეგ მე chups.gif
თუმცა მაინც ღირს ფიქრი jump.gif

Posted by: amadeus 24 Dec 2009, 01:21
არარსებობს ლიტერატურული კონკურსი რომელიც დაიტევს ადამიანის სევდას.

არ ვწყალობ კონკურსებს მოგონილია ეგ ყველაფერი, ვფიქრობ აზრსგარეშეცაა yes.gif


ოფსაითია და მუთარაქობა biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 24 Dec 2009, 20:53



ძვირფასებო!

საიტი ''ლიტსახელები'' აცხადებს ჰაიკუს თემატურ კონკურს.



აუცილებლად ნახეთ ეს ლინკი.



http://litsakhelebi.ge/index.php?lang=geo&page=12


გისურვებთ წარმატებებს!

Posted by: limpompo 25 Dec 2009, 00:38
amadeus
QUOTE
არარსებობს ლიტერატურული კონკურსი რომელიც დაიტევს ადამიანის სევდას.

სხვა რა ან ვინ არსებობს ვინც ამ სევდას დაიტევს? smile.gif

Posted by: marilis 25 Dec 2009, 01:15
QUOTE
საიტი ''ლიტსახელები'' აცხადებს ჰაიკუს თემატურ კონკურსს.

რამდენი აბდაუბდის დაწერას დაედება საწინდარი!!!

Posted by: amadeus 25 Dec 2009, 10:09
limpompo
QUOTE
სხვა რა ან ვინ არსებობს ვინც ამ სევდას დაიტევს?

ყოველშემთხვევაში კონკურსი არა smile.gif

Posted by: qeti-qetusia 26 Dec 2009, 19:30
კარგი თემაა

გაზაფხულამდე მოვლენ მუზები ალბათ
თან ბათუმში ვაპირებ გადასახლებას და გამიხარდა
"ასი სიტყვა"



http://www.youtube.com/watch?v=6Tiz2kE07cQ
მუზა მოყავს=]]]]

Posted by: lurdes 26 Dec 2009, 22:48
marilis
QUOTE
რამდენი აბდაუბდის დაწერას დაედება საწინდარი!!!

უკვე დაედო.
წავიკითხე ეს "ლექსები".


Posted by: გვ@ნც@ 27 Dec 2009, 18:41
QUOTE
marilisQUOTE
რამდენი აბდაუბდის დაწერას დაედება საწინდარი!!!


უკვე დაედო.
წავიკითხე ეს "ლექსები".


ხოდა სამაგიეროდ თქვენ დაწერეთ უკეთესი , საიტი ხსნილია biggrin.gif

Posted by: ფრენოლოგი 27 Dec 2009, 21:45

limpompo
QUOTE
შეკითხვა მაქვს? თუ იცით რამე სხვა საიტი literatura.ge ს გარდა, სადაც შესაძლებელია საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება?

lol.gif არსებობს www.urakparaki.com

ა ბატონო.
ღენიალური ნაწარმოებები ქვეყნდება და ნუ ეხლა biggrin.gif
პოეზიის საღამოები აქვთ მაგარი განსაკუთრებით lol.gif

Posted by: nino darbaiseli 2 Jan 2010, 02:53
QUOTE (limpompo @ 23 Dec 2009, 22:25 )
შეკითხვა მაქვს? თუ იცით რამე სხვა საიტი literatura.ge ს გარდა, სადაც შესაძლებელია საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება?

ამ თემაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია დადოს საკუთარი ლექსები, (ოღონდ მანამდე, პირობებში რომ გაერკვეთ, სასურველია წაიკითხოთ თემის მეთაური პოსტი):

http://forum.lit.ge/index.php?showtopic=388


გისურვებთ წარმატებებს!

Posted by: lurdes 2 Jan 2010, 11:57
გვ@ნც@
კლიშე კონტრ პასუხია. ლიტსაიტებიდან smile.gif
ის რომ არ მომწონს, არ ნიშნავს რომ აუცილებლად უკეთესი უნდა დავწერო. მკითხველსაც შეიძლება ჰქონდეს გემოვნება და შესაბამისად მოთხოვნები. ეს მათ, ვინც თავს ავტორს უწოდებს, უნდა შეეძლოთ უკეთესად...

Posted by: elsi 4 Jan 2010, 08:20
QUOTE
რამდენი აბდაუბდის დაწერას დაედება საწინდარი!!!

და რამდენ გენიალურ აზრს ვხილავთ. დიდი სიამოვნებით დაველოდები კონკურსის შედეგებს
* * *
QUOTE
დიდი სათაურის გამო ვერ დაიწუნებენ, შინაარსის გახსნას წაეხმარება, 100 სიტყვაც 100 სიტყვად დარჩება.

გენიალური იდეაა მაგრამ 100 სიტყვიან სათაურს მოფიქრება არ უნდა?

Posted by: berela 4 Jan 2010, 15:07
Emilie Autumn
მეგობარი მონაწილეობდა, თეონა ბიჩინაშვილი....

Posted by: lurdes 4 Jan 2010, 21:04
elsi
QUOTE
გენიალური იდეაა მაგრამ 100 სიტყვიან სათაურს მოფიქრება არ უნდა?

სათაური არ უნდა იყოს 100 სიტყვიანი, არამედ ტექსტი (როგორც საკონკურსო პირობაშია). სათაური - სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით smile.gif

Posted by: ledzep 5 Jan 2010, 20:32
ВНИМАНИЕ, КОНКУРС!

Ассоциация деятелей культуры Азербайджана «ЛУЧ» и газета «Каспий» при информационной поддержке газет – «Зеркало», «Неделя», «Комсомольская правда», «Хяфтя ичи», ИА «Тренд», ИА «Татар-информ» в рамках проекта «Литературные мосты» объявляет Международный литературный конкурс на лучший рассказ.
Участники конкурса должны представить рассказ объемом не более 40.000 знаков. Авторы работ, занявших 1-е, 2-е и 3-е, а также три поощрительных места будут награждаться дипломами с последующей публикацией произведений.

Желающие принять участие в конкурсе должны прислать свои работы с указанием Ф.И.О. и контактных данных ( в случае переводных произведений – с указанием фамилий переводчиков) по адресу: Баку, ул. Хагани, 25, Союз Писателей Азербайджана с пометкой «На конкурс Ассоциации «ЛУЧ», или на e-mail:
guliyev-luch@yandex.ru
Работы принимаются с 1-го января по 1-ое марта 2010 года. Результаты конкурса будут объявлены на сайте Ассоциации «ЛУЧ» www.luch-az.com и в периодической печати в конце апреля 2010 года. За дополнительной информацией обращаться по телефону: (050)3345034 (Марина Янаева), или на e-mаil: guliyev-luch@yandex.ru
Оргкомитет

Posted by: strixnina_ 5 Jan 2010, 23:21
QUOTE
ВНИМАНИЕ, КОНКУРС!

მარტო სათაური გავიგე. და, ისა,
QUOTE
40.000
ეს საპრიზო ფონდია? დღესვე ამოვქოქავდი ჩემს რემინგტონს.

Posted by: ledzep 5 Jan 2010, 23:33
strixnina_

მონიშნე, პრომპტში გადაიტანე და
მკვირცხლ მახათლურ-გაჩიანურ კაფიად დაგიწყობს შინაარსს...

wink.gif

Posted by: qeti-qetusia 6 Jan 2010, 21:35
nino darbaiseli
QUOTE
საიტი ''ლიტსახელები'' აცხადებს ჰაიკუს თემატურ კონკურსს.



და ამ კონკურსში მინუს ქულები რო წერია ეგ რას ნიშნავდა?
ეხლა საერთოდ გაქრა.

Posted by: iohan 7 Jan 2010, 16:38
QUOTE (Beroname @ 23 Dec 2009, 23:27 )
chups.gif

მაშ ვლექსაობთ არა?
კი მარა 100 სიტყვიანი ლექსი რა პონტია...არ მომეწონა ეგ მე chups.gif
თუმცა მაინც ღირს ფიქრი jump.gif

ლექსზე არაა მოთხოვნილი 100 სიტყვა. ეგ პირობა მხოლოდ პროზას უდევს. პოეზიაში კი თავისუფალია რაოდენობა სიტყვების, სტრიქონების და კუპლეტების yes.gif

Posted by: Harry Potter 19 Jan 2010, 21:37
http://www.bookrix.com/precontest.html?show=BX_1261137553
* * *
http://www.bookrix.com/precontest.html?show=BX_1259321737&sub=1

Posted by: xachapuridze 27 Jan 2010, 00:45
აბა, ვისა გაქვთ ლექსები თარგმნილი. შემოიტანეთ "დიოგენეში". მიღება დაიწყო.
მისამართი: კეკელიძის 6, III სართ.
მონაწილეთა ასაკი 20-დან 35 წლამდე.
დიოგენე.გე-ზე დევს კონკურსის პირობები.

Posted by: xachapuridze 19 Feb 2010, 22:17
პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის შემოტანის ვადა გაგრძელდა 1 მარტამდე.

Posted by: strixnina_ 21 Feb 2010, 20:12
xachapuridze
QUOTE
პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის შემოტანის ვადა გაგრძელდა 1 მარტამდე.

biggrin.gif givi.gif
არ არის ხომ დონე და შემართება და სიყვარული სათანადო?! თუ სხვა რამ მიზეზია?
გეუნებოდით მე: გამომიცით ბროცკი, გამომიცით "პრე-წითელი ეპოხის დასასრული", გამომიცით.

Posted by: marilis 21 Feb 2010, 20:19
strixnina_
QUOTE
თუ სხვა რამ მიზეზია?

yes.gif
დანტეს "ჯოჯოხეთს" ვამტავრებ და მელიან! chups.gif

Posted by: strixnina_ 21 Feb 2010, 20:21
marilis
QUOTE
დანტეს "ჯოჯოხეთს" ვამტავრებ და მელიან!

კოციტის ფსკერზე მობირჟავენი. ასე ერქვა, ხო?

Posted by: marilis 21 Feb 2010, 20:25
strixnina_
QUOTE
კოციტის ფსკერზე მობირჟავენი. ასე ერქვა, ხო?

არა,
ძაბრზეშემომსხდარი კაი ბიჭები!

Posted by: GITANA 21 Feb 2010, 21:56

lurdes
xachapuridze
nino darbaiseli
strixnina_
marilis
Harry Potter
მროველი


ლეიდიზ ენდ ჯენტლმენს როცა კონკურსის პირობებში ესაა მითითებული:

Maximum of 5000 words for short stories (no minimum)

ეს იმას ნიშნავს რომ ზუზუმ-წუწუმ 5000 სიტყვა უნდ იყოს და არც ერთი სიტყვით მეტი ან ნაკლები? drug.gif

Posted by: marilis 21 Feb 2010, 23:10
GITANA
QUOTE
Maximum of 5000 words for short stories (no minimum)

ეს იმას ნიშნავს რომ ზუზუმ-წუწუმ 5000 სიტყვა უნდ იყოს და არც ერთი სიტყვით მეტი ან ნაკლები? drug.gif

თან არ დაგავიწყდეს, რომ პირობას ინგლისურად გვაცნობენ biggrin.gif

Posted by: GITANA 21 Feb 2010, 23:33
marilis

არა არაა, ეს სხვა კონკურსია, კაკ რაზ ინგლისური. ჰოდა კონკურსის წესებში ესე წერია და სად ვითვალო რა უბედურებაა, მესმის რომ მაქსიმუმ 5000, მაგრამ მინიმუმმა დამაბნია.

Posted by: xachapuridze 22 Feb 2010, 10:18
GIთANA
QUOTE
ეს იმას ნიშნავს რომ ზუზუმ-წუწუმ 5000 სიტყვა უნდ იყოს და არც ერთი სიტყვით მეტი ან ნაკლები?

ზუზუმ-წუწუმ არ ვიცი მე. მე ვიცი ზუზივ ან ზუზვივ.
ზუზივ კუთხ. (ქართლ.) ზმნს. ისე, რომ ერთ ნამცეცს, ერთ წვეთს, ერთ ბეწვას მეტს არ მისცემს, არ გადააყოლებს. შდრ. ზუზვა (მნიშვ. 2), ზუზვივ.

* * *
strixnina_
QUOTE
არ არის ხომ დონე და შემართება და სიყვარული სათანადო?! თუ სხვა რამ მიზეზია?
გეუნებოდით მე: გამომიცით ბროცკი, გამომიცით "პრე-წითელი ეპოხის დასასრული", გამომიცით.

ჰოდა, გაიმარჯვე კონკურსში და მერე გამოგიციმთ.
1000 ლარს გვიწუნებ?

Posted by: lurdes 23 Feb 2010, 23:54
GITANA
ეს რომელი კონკურსის ზუზივი პირობაა? ზემოთ 100 სიტყვიანზე წავიკითხე და ეს კი არ ვიცი.
რაკი ასე ამბობენ, ალბათ ასე იქნება - დასხდებიან და დაითვლიან "ვორდ ქაუნთით" smile.gif)

Posted by: JustAMinute 24 Feb 2010, 00:00
GITANA
QUOTE
Maximum of 5000 words for short stories (no minimum)

no minimum. ანუ, მინიმუმი არ არის. თუ გინდა ორი სიტყვა დაწერე. უბრალოდ 5000 სიტყვას არ უნდა აღემატებოდეს.

ერთი ანეკდოტი გამახსენდა, ძალიან მიყვარს. --> ჩატარდა მოკლე მოთხრობების კონკურსი. მოთხოვნა იყო, რომ მოთხრობაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო შემდეგი სამი თემა: რელიგია, სექსი და სამეფო ოჯახი. და გაიმარჯვა შემდეგმა მოთხრობამ: "Oh, my God!" - exclaimed the Queen - "I am pregnant".

Posted by: lurdes 24 Feb 2010, 00:03
QUOTE
აბა, ვისა გაქვთ ლექსები თარგმნილი. შემოიტანეთ "დიოგენეში". მიღება დაიწყო. მისამართი: კეკელიძის 6, III სართ. მონაწილეთა ასაკი 20-დან 35 წლამდე. დიოგენე.გე-ზე დევს კონკურსის პირობები.

ეს კონკურსი, თავისი პირობებით, მომეწონა. ჟიური - მშვენიერი. საინტერესოა შედეგები...

Posted by: GITANA 25 Feb 2010, 13:07
JustAMinute
QUOTE
Oh, my God!" - exclaimed the Queen - "I am pregnant".


lol.gif

QUOTE
no minimum. ანუ, მინიმუმი არ არის. თუ გინდა ორი სიტყვა დაწერე. უბრალოდ 5000 სიტყვას არ უნდა აღემატებოდეს.


შენ გაიხარე, რავარც მე გამახარე bis.gif

lurdes

ინგლისში ტარდება რაღაც ყოველწლიური კონკურსი.

xachapuridze
QUOTE
ზუზუმ-წუწუმ არ ვიცი მე. მე ვიცი ზუზივ ან ზუზვივ.


ერთნაირად ბზუის ორივე : D

Posted by: dito777 27 Feb 2010, 00:37
smile.gif საბას კონკურსთან დაკავშირებით რამე ახალი და საინტერესო ხომ არ გსმენიათ რამე?

Posted by: lurdes 27 Feb 2010, 21:27
dito777
ალბათ გამოაქვეყნებენ მონაწილეთა სიას. საინტერესოა smile.gif

Posted by: lurdes 22 Mar 2010, 00:06
საბას 'ლონგ' ან 'შორტ' ლისტები სადმე დევს?
ან როდის იქნება?



არც სხვა კონკურსებზე იწერება აქ
არადა, ტარდება რაღაცები...

Posted by: xachapuridze 25 Mar 2010, 22:17
"ლიტერატურული გაზეთი" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს ერთი მოთხრობის კონკურსს 18-დან 30 წლამდე პროზაიკოსებისთვის. ავტორებმა ერთი გამოუქვეყნებელი მოთხრობა, რომლის მოცულობაც არ უნდა აღემატებოდეს 40 000 კომპიუტერულ ასო-ნიშანს, უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე konkursi2010@yahoo.com
მოთხრობას თან უნდა ერთვოდეს ავტორის პირადობის მოწმობის ასლი და ტელეფონის ნომერი.
მოთხრობის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 მაისი.
სამი გამარჯვებული ავტორი დასახელდება ივნისში.
გამარჯვებულებს გამოავლენს ხუთი პროზაიკოსისგან შემდგარი ჟიური.
სამი გამარჯვებული ნაწარმოები და, ასევე, მოწონებული მოთხრობები გამოქვეყნდება "ლიტერატურულ გაზეთში".

I პრემია _ 1200 ლარი.
II პრემია _ 800 ლარი.
III პრემია _ 500 ლარი.

Posted by: dito777 29 Mar 2010, 17:16
მე უკვე გამოვაგზავნე ამ კონკურსისათვის მოთხრობა smile.gif

Posted by: dito777 3 Apr 2010, 00:21
კონკურსებს რა დაემართა.. ყველაფერი გაჩერებულია .... ??!?!?!?!?

Posted by: DarkFaust 6 Apr 2010, 12:00
ქალაქ თბილისის მერია
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

აცხადებს

ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის

“მცირე პროზა”


კონკურსის პირობები:

2 წლის განმავლობაში შექმნილი პროზაული ნაწარმოები ( მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი) ან შემოთავაზებული თემა “ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა…...”… (2010 წელი გაეროს მიერ გამოცხადდა ბიოგანვითარების საერთაშორისო წლად).
არჩეული თემა შედეგებზე არ იმოქმედებს.
3_დან 5 ნაწარმოები თაბახის ფორმატით, ნაბეჭდი 3-დან 7 გვ-მდე 2 ეგზემპლარად, შეძლებისდაგვარად ელექტრონული ვერსია.
ჩატარების თარიღი _ 2010 წლის 30 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით. 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I. II. III ფულადი პრემიით (500 ლარი, 300 ლარი, 200 ლარი), სხვადასხვა ნომინაციებით, ასევე სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრით.
საკონკურსო პროზაული ნაწარმოები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით ნ.ბარატასჰვილი_მუსეუმ@ყაჰოო.ცომ, ან ნანა_ელიზი@ყაჰოო.ცომ
ან მიტანილ იქნას ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2010 წლის 1 მაისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ.#17. ტელ:.99.06.99, 893148125









Posted by: international 7 Apr 2010, 14:57
QUOTE
ტელ:.99.06.99


ამ ტელეფონზე მტელი დგე ანა არვინ პასუხობს ან დაკავებულია ისე ცნობისთვის
QUOTE
ქალაქ თბილისის მერია
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური

ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

აცხადებს

ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის

“მცირე პროზა”


Posted by: mishamovedi 7 Apr 2010, 22:41
QUOTE (international @ 7 Apr 2010, 14:57 )
[

ამ ტელეფონზე მტელი დგე ანა არვინ პასუხობს ან დაკავებულია ისე ცნობისთვის

893148125 ამ მობილურზე სცადე jump.gif

Posted by: dito777 12 Apr 2010, 19:31
მე დავრეკე და მიპასუხეს რომ 3-7 გვერდამდე ეს უფრო პირობითი არისო.. ანუ შესაძლებელია ცოტათი მეტის გაგზავნაც... smile.gif გააჩნია ალბათ. თემას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. ჟიურისთვის რომ მოსაწყენი არ იყოს იმიტომ ავიღებთ მცირე გვერდების რაოდენობაო. smile.gif ეს იყო მიახლოებითი პასუხი..

Posted by: lurdes 16 Apr 2010, 23:52
QUOTE
აბა, ვისა გაქვთ ლექსები თარგმნილი. შემოიტანეთ "დიოგენეში". მიღება დაიწყო. მისამართი: კეკელიძის 6, III სართ. მონაწილეთა ასაკი 20-დან 35 წლამდე. დიოგენე.გე-ზე დევს კონკურსის პირობები.

ამის შედეგები მგონი არ ყოფილა. როდის არის?

Posted by: xachapuridze 20 Apr 2010, 23:39
23 აპრილს, ექვს საათზე საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიით და საუკეთესო თარგმანებისაგან შედგენილი კრებულის პრეზენტაცია. მერე 7 სთ-ზე"ქარავანში" გაიყიდება ეს წიგნი.

Posted by: vizebi minda 21 Apr 2010, 13:41
http://www.radikal.ru

smile.gif

Posted by: xachapuridze 27 Apr 2010, 22:36
23 აპრილს გაიმართა პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა დაჯილდოება ვახუტიკოტეტიშვილის პრემიებით. გამოვლინდა სამი გამარჯვებული
ანა კოპალიანი
http://www.radikal.ru
მანანა მათიაშვილი
http://www.radikal.ru
მესამე გამარჯვებული, ლელა სამნიაშვილი საპატიო მიზეზით ვერ ესწრებოდა დაჯილდოებას და პრემია გადაეცა მის მეუღლეს, პოეტ რეზო გეთიაშვილს.
http://www.radikal.ru

Posted by: mishamovedi 28 Apr 2010, 00:57
ყევლას ვულოცავ 2kiss.gif jump.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: zaza-batumeli 3 May 2010, 18:19
ვიმედოვნებ ვინც საჭიროა წაიკითხავს ამ წერილს, ადრეც შემეძლო დამეწერა, თუმცა ”ლექსების გამოფენისა” და ”ასი სიტყვის” კონკურსის დასრულებას დაველოდე. მე ამ კონკურსების ორგანიზატორი გახლავართ. საზოგადოდ მადლობა მეთქმევინება გამოხმაურებისთვის, თუმცა უმეტესად მომეჩვენა, რომ ცინიზმით იყო კომენტარები დაწერილი და შტაბეჭდილება დამრჩა პროზისა და პოეზიის დამაარსებლები ლაპარაკობდნენ თქვენი სახით. მე ამ საკითხზე საკუთარი შეხედულება მაქვს. დარწმუნებულები იყავით ბათუმში კიდევ ერთი ძალიან კარგი ქართული საქმეა წამოწყებული ამ გამოფენით და ღვთის მადლით პროექტი ტრადიციული გახდება. შენიშვნები თუ ეთქმევინებოდა ვინმეს (მით უმეტეს ისეთ რამეზე რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა) ჯობდა კითხვა დაესვა და რასაც დაწერდა სიყვარულით დაეწერა, სხვა თუ არაფერი ჟიურის, მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას არ მიაყენებდა შეურაცხყოფას თავისი კომენტარებით. ცნობისთვის პოეზიაში წარმოდგენილი იყო 568, ას სიტყვაში 104 ნამუშევარი.
აქვე პრიზებზეც მოგახსენებთ, ზოგისთვის ეგ უფრო მნიშვნელოვანია აშკარად, საპრიზო ფონდი 1500 ლარი იყო, ასევე გამარჯვებულის ლექსების კრებულის დაბეჭდვა, საგზურები ანტალიასა და გონიოში, საჩუქრები ”ვისოლისგან”, ”ჯეოსელისგან”, ”ლუტეციასგან”და გამომცემლობა ”ბიბლუსისგან”.
ნინო დარბაისელს გულწრფელი მადლობა მხარდაჭერისთვის.
რაც შეეხება კონკურსს რამდენიმე ფოტოს და გამარჯვებულების ნამუშევრებს დავაკოპირებ აქ. პატივისცემით ზაზა ფირცხალაიშვილი
* * *
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: დათო ტურაშვილი (მწერალი), ვახტანგ ღლონტი (პოეტი), შოთა გუჯაბიძე (რეჟისორი, ბელა ქებურია (პოეტი), მაია კილაძე (წინა ლექსების გამოფენის გამარჯვებული), რატი ამაღლობელი (პოეტი).
ლექსების გამოფენა: პირველი ადგილი - როინ აბუსელიძე
მეორე ადგილი - მინდია ცეცხლაძე;
მესამე ადგილი - ბექა ოთანაძე.
ასი სიტყვა: პირველი ადგილი: ლევან მაისაშვილი;
მეორე ადგილი: თეონა კუტალაძე;
მესამე ადგილი: გრიგოლ რუხაია.
პროექტში მონაწილეობდნენ პროფესიონალი და არპროფესიონალი პოეტები და მწერლები, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან, მომდევნო გამოფენა სავარაუდოდ გაიმართება ბათუმში, ოქტომბრის თვეში

Posted by: John Frusciante 4 May 2010, 16:29
zaza-batumeli
წიგნი ხომ დაიბეჭდა, სადაც შესულია ლექსები და მოთხრობები.
სად შეიძლება მაგ წიგნის შოვნა.

Posted by: zaza-batumeli 8 May 2010, 11:45
დაპირებისამებრ დავდებ გამარჯვებულ ნამუშევრებს, ლექსები უკვე შეგიძლიათ ლიტ.საიტებზეც ნახოთ , გამარჯვებულები: როინ აბუსელიძე "ათი მცნება", მინდია ცეცხლაძე "სასვენი ნიშნების მიღმა", ბექა ოთანაძე "თეთრი პერანდი", ასი სიტყვის სამეული კი ესაა:

ცხელი აგვისტო გარაჟებს შორის

მალვით გაიხედა გარაჟებს შუა დარჩენილი ვიწრო გასასვლელიდან, კედლებს აფარებულმა.
ვეღარ იცნო სიცარიელით სავსე უბანი.
სადარბაზოსთან ბიჭები აღარ დგანან. აღარც კაცები ურევენ დომინოს რკინის მაგიდაზე. აღარც მეზობელი ქალი კრეფს თოკებზე გაფენილ გამშრალ თეთრეულს და აღარც ბავშვები თამაშობენ ჟანგიანი გარაჟის წინ “ცალკარას.”
გაახსენდა, როგორ თამაშობდა პატარაობაში ომობანას მეგობრებთან ერთად. ამ ადგილას ხშირად იმალებოდა, გარაჟებს შორის, სირბილისაგან შუბლზე ოფლმომდგარი, გაფაციცებული, თუ როდის გამოჩნდებოდა მისი ერთ-ერთი მეგობარი და დაესწრო: “ბახ! ბახ!”.
ახლა იცის, რომ პატარა აღარაა და აღარც თამაშობს. აღარც დედა დაუძახებს მესამე სართულიდან სასადილოდ, აღარც სკოლის გაკვეთილები აქვს მოსამზადებელი ხვალისთვის. მოწინააღმდეგე სულაც არაა მისი ერთ-ერთი მეგობარი, აღარც ავტომატია პლასტმასის.
შუბლზე ოფლი მოსდის.
ცხელა.

ლევან მაისურაძე


ლოდინს მიჩვეული ადამიანები

რომ ვიღვიძებ ბაბუ წასული მხვდება და დილიდან ვიწყებ ლოდინს კალენდართან. წითლად ზოოპარკში წასვლის დღეებია შემოხაზული. ჯერ შორსაა წითელი დღე...
ცხრა საათზე ადრე არასოდეს ბრუნდება. რაც მამა ცაში წავიდა სულ მოწყენილი სახე აქვს. საღამოს კი, ოთახში რომ შემოდის, მოწყენილი და დაღლილი სახე აქვს ერთად. რომ დამინახავს ხელში ავყავარ და ჯიბეებში კანფეტებს მიტენის, ჭუჭყიანი ხელებით. მერე აბაზანაში შედის და იკეტება. ამასობაში ბებო და დედა საჭმელს ამზადებენ, თან კურიერიც იწყება და მთელი ოჯახი ტელევიზორთან ჯდება. Mმე კალენდარს ვუყურებ, ბაბუ - ტელევიზორს და მალე გვეძინება.
მე გიორგი მქვია, ბაბუსაც, მინდა ბაბუსავით დისპეტჩერი გამოვიდე, რომ მხოლოდ მანქანებს ველოდო, ბაბუ ჩემთან იქნება და ჩვენ, ყოველდღე, ზოოპარკში ვივლით.

თეონა კუტალაძე


ცხინვალის ომის დროს
პოზიციაზე ვიდექით, მტერი ახლოს იყო, მაგრამ საშიშროება მაინც არ იგრძნობოდა. საშინლად ცხელოდა, ლეიტენანტმა წყლის მოტანა მიბრძანა.
სოფელს რომ მივუახლოვდი, აფეთქების ხმა გაისმა.
ღრმა თხრილში ჩავხტი.
- ეი! - ხმა ჩამომესმა.
ავიხედე - რუსი ჯარისკაცი მადგას თავზე!
გამაჟრჟოლა - იარაღი თან არა მქონდა!
თხრილში ჩამოფოფხდა, გამომცდელად მიყურა ცოტა ხანს, მერე თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა - сейчас და ჯიბეში დაიწყო რაღაცის ძებნა, დიდხანს ეძება, ბოლოს ქურთუკის გულის ჯიბიდან გაყვითლებული ქაღალდი ამოიღო და გამომიწოდა.
,,რომ გაიზრდები, ჩამოდი ხაშურში. მამაშენი ვალიკო მშვენიერაძე”; - ქართულად ეწერა.
- поведешь? автомат подарю!
ტყეში შესულებმა ხაშურისკენ ავიღეთ გეზი:
- мать давно умерла, никто не остался!
უცებ შედგა და მეკითხება:
- я ведь грузин?
- конечно! - გამეღიმა.
კარგი ვაჟკაცი ჩანდა.

გრიგოლ რუხაია








Posted by: limpfan 11 May 2010, 13:14
ბათუმში რომ გაიმართა კონკურსი 100 ლექსი და მოთხრობა– და როიმ გაიმარჯვა sad.gif
მივხვდი რომ კიდევ კარგა ხანს არგვეშველება ჩვენ

Posted by: mishamovedi 18 May 2010, 00:35
ხვალ, 18 მაისს, 3 საათზე გაიმართება ლიტერატურული კონკურსის "მცირე პროზის" (სტუდენტებისთვის) ლაურეატთა დაჯილდოება, ორგანიზატორები თხოვენ ყველა მონაწილეს, მიბრძანდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში. მისამართი: ჩახრუხაძის ქ. 17 (კონკასთან).
* * *
კონკურსის შედეგები:


I პრემია _ სალომე შენგელია, ივ.ჯავახიშვილის სახ.სახ. უნივერსიტეტის სტუდენტი
იურიდიული ფაკულტეტი
ნაწარმოები “Spleen”
II პრემია _ ირაკლი შამათავა, ივ. ჯავახიშვილის სახ.სახ უნივერსიტეტის სტუდენტი
იურიდიული ფაკულტეტი, 1V კურსი
ნაწარმოები”კაენი და სახარება”
III პრემია _ თამთა ჯირკველიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ.სახ უნივერსიტეტის სტუდენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, III კურსი
ნაწარმოები “მორიელი”

ნომინაციები:
1.მარიამ ნატროშვილი
მაგისტრატურა 1 კურსი
ნომინაცია-“ცხოვრების ერთი შტრიხი”
ნაწარმოები: ”წვიმა თეოსთან”
2. მარიამ ბექაური _ ივ. ჯავახიშვილის სახ.სახ. უნივერსიტეტის სტუდენტი,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი
ნომინაცია: “მწერლური ოსტატობა”
ნაწარმოები:”ნათლისღება. ყვითელი ფორთოხლები”

ამ ორ ნომინანტს გადაეცა ნოუთბუქები განათლების სამინისტროსგან.


3. სალომე შენგელიძე, ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტი ჟურნალისტიკა-ფილოლოგიის ფაკულტეტი, IV კურსი
ნომინაცია: ” ორიგინალური ლიტერატურული ვარიაცია”
ნაწარმოები “მარკესა”

4. თეონა მოდებაძე _ ივ.ჯავახიშვილის სახ.სახ. უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკ-ტი
მაგისტრატურა 1 კურსი
ნომინაცია “ საინტერესო ფსიქოლოგიური პორტრეტი”
ნაწარმოები” ფრანები”
5. ვალერი ოთხოზორია, ივ.ჯავახიშვილის სახ.სახ. უნივერსიტეტის სტუდენტი ,იურიდიული ფაკულტეტი,
ნომინაცია: “ თემის საუკეთესო გააზრება”
ნაწარმოები: ტყე ან მგელი,ან სამანი ან... სათაური მკითხველისთვის მიმინდვია..
6. ზაალ ჯორჯიაშვილი, ივ.ჯავახიშვილის სახ.სახ.უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, II კურსი
ნომინაცია” ორიგინალური იდეა”
ნაწარმოები “ერთ-ერთ ფურცელზე”
7. ინა იმედაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ.სახ უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფ-ტი
მაგისტრატურა 1 კურსი
ნომინაცია ”შეუცნობელი სამყაროსკენ”
ნაწარმოები ”სახლი”
8. დიტო შველიძე
ნომინაცია “საიდუმლოს ხიბლი”
ნაწარმოები “უცნაური შემთხვევა ჩარლზსტონის დასახლებაში”
9. თამარ გელაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ.სახ უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი , საერთაშორისო ურთიერთობები, IV კურსი
ნომინაცია- “დრო და თაობები”
ნაწარმოები “ჰიპები”
10. ვიქტორ სულაქველიძე, ილიას უნივერსიტეტი, ხელოვნების და მეცნიერების ფ-ტი. 1 კურსი
ნომინაცია “ბუნება მბრძანებელია”
ნაწარმოები “არცთუდაგვიანებით განწირული”

Posted by: zaza-batumeli 19 May 2010, 18:30
limpfan რამ გაგაბოროტა ასე, მასე ნამდვილად არ გეშველებათ, პოეზიაში მართლაც გაიმარჯვა როიმ, ბოდიში მაქვს მოსახდელი ვინმესთან??? ლექსები დანომრილი იყო და ჟიურის წევრებმა არ იცოდნენ ავტორის ვინაობა გამარჯვებულის გამოვლენამდე, ეგ ლექსი ურაკზე დევს და აპრილის თვის საუკეთესო ნაწარმოებებში პირველ ადგილზეა ლიტერატორთა და რჩეულ ავტორთა შეფასებითაც და ჩვეულებრივ წევრთა შეფასებითაც, გული თუ მოიოხე მაგ კომენტარით და პირადი გაქვს რაიმე წყენა პირადად მიმამრთე როინ აბუსელიძეს,
კიდევ ერთი, ”ლესების გამოფენას” 100 ლექსი და მოთხრობა არ ერქვა და საერთოდაც მგონი წარმოდგენა არ გაქვს რას წერ.

Posted by: nini_eli 31 May 2010, 10:56
უკრაინული ფინანსებით ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "ფემინა"

http://freepdfhosting.com/1fe73285e8.pdf

საკმაოდ სერიოზულლი საპრიზო ფონდით...
ბოლო ვადა 15 ივნისი.

Posted by: lurdes 31 May 2010, 20:32
nini_eli
ეს ფონდი "ქართული მწერლობა" ვისი დაარსებულია? ცოტა მეტი ინფო თუ შეიძლება მათი ხელმძღვანელების შესახებ, ხელში ებრალიძისნაირი ვინმე რომ არ შერჩეს ადამიანს.
ეს წარსული პრაქტიკა სად მიიღეს? უკრაინაში?
მხოლოდ საქართველოში ტარდება? ანუ, რა ფინანსები აქვთ ამდენი, თუკი სხვა ქვეყნებშიც ატარებენ...

თითქოს აფიორას ჰგავს, რა ვიცი, რა ვიცი...

Posted by: xachapuridze 31 May 2010, 20:53
ლიტსაიტის ხელმძღვანელობას და რამდენიმე პოეტს (მათ შორის შოთა იათაშვილს) 90-იანი წლების ბოლოს ჰქონდათ იდეა, გამოეცათ თანამედროვე მეტროს ანთოლოგია – მეტროპოლიტენის თემაზე შექმნილი პროზა, პოეზია. შეგროვდა საკმაოდ მდიდარი მასალა, მაგრამ სანამ სპონსორი იძებნებოდა, ეს მასალები დაიკარგა. ჩ…ვენს საიტზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ დაგვიკავშირდა ერთ-ერთი ავტორი, რომელმაც მოგვაწოდა იმ დროს ანთოლოგიისთვის შეგროვილი მასალების ერთი ნაწილი.



ამიტომ ისევ აქტუალური გახდა ანთოლოგიის გამოცემის იდეა. მასში, კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოებების გარდა, საკონკურსედ წარმოდგენილი საინტერესო ნაწარმოებებიც განთავსდება. ამიტომ საიტზე საკონკურსე მასალების მიღების ვადას ვაგრძელებთ 15 ივნისამდე, იმ მოსაზრებით, რომ შეგროვდეს მეტი საინტერესო მასალა.



გარდა კონკურსისა, თუ ხელი მიგიწვდებათ მეტროს თემაზე შექმნილ საინტერესო ნაწარმოებებზე, თუნდაც გამოქვეყნებულებზე, გთხოვთ, გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@litsakhelebi.ge



კონკურსში გამარჯვებული ავტორების დაჯილდოება და ანთოლოგიის პრეზენტაცია მოხდება ერთდროულად, ივნისის ბოლომდე.

Posted by: lurdes 31 May 2010, 21:28
xachapuridze
ეს ანთოლოგია დაახლოებით რა მოცულობის იქნება?
რადგან, თუ საანთოლოგიოდ გამზადებული მასალები გამოჩნდა, ალბათ გარკვეული რაოდენობის – წიგნისთვის საკმარისი მაინც არის და კონკურსის მონაწილეებს (გარდა გამარჯვებულებისა) რა შანსები რჩებათ კრებულში მოსახვედრად?

ჟიურის წევრებს არ გაგვიმხელთ?


smile.gif

Posted by: xachapuridze 31 May 2010, 22:46
lurdes
QUOTE
ეს ანთოლოგია დაახლოებით რა მოცულობის იქნება?
რადგან, თუ საანთოლოგიოდ გამზადებული მასალები გამოჩნდა, ალბათ გარკვეული რაოდენობის – წიგნისთვის საკმარისი მაინც არის და კონკურსის მონაწილეებს (გარდა გამარჯვებულებისა) რა შანსები რჩებათ კრებულში მოსახვედრად?

ჟიურის წევრებს არ გაგვიმხელთ?

მე აქ არ ვმონაწილეობ, არაფერი ვიცი, უბრალოდ გადმოვსვი ფეისბუკიდან.

Posted by: lurdes 31 May 2010, 23:21
xachapuridze
მადლობა : )

Posted by: gagoshidzegio 6 Jun 2010, 17:42
ფემინა -ს შესახებ ვინმეს არ გაქვთ მეტი ინფორმაცია?

Posted by: გვ@ნც@ 7 Jun 2010, 22:44

lurdes
ეს ანთოლოგია დაახლოებით რა მოცულობის იქნება?
რადგან, თუ საანთოლოგიოდ გამზადებული მასალები გამოჩნდა, ალბათ გარკვეული რაოდენობის – წიგნისთვის საკმარისი მაინც არის და კონკურსის მონაწილეებს (გარდა გამარჯვებულებისა) რა შანსები რჩებათ კრებულში მოსახვედრად?

ჟიურის წევრებს არ გაგვიმხელთ?

[/quote]

გარდა გამარჯვებულებისა, დიდი შანსია თქვენი ნაწარმოები ანთოლოგიაში შევიდეს, ყველაფერი რედაქტორებზეა დამოკიდებული wink.gif


Posted by: xachapuridze 12 Jun 2010, 00:05

თბილისი, 11 ივნისი, 2010 წელი
ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები გამოცხადდა
140 წიგნიდან 40 ფინალისტი შეირჩა
ლიტერატურული კონკურსი „საბას” პირველი ეტაპი დასრულდა _ დღეს კონკურსის
ჟიურიმ „საბას” წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა. ავტორებისა და
გამომცემლობების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი 140 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე
40 საუკეთესო მოხვდა.
ივნისის მიწურულს თიბისი ბანკში “საბას” რიგით მერვე დაჯილდოება გაიმართება
საზეიმოდ გაიმართება. „საბას” პრიზს და ფულად პრემიებს 2009 წლის საუკეთესო
წიგნების ავტორები მიიღებენ.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა.
პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა 8 ნომინაციის მიხედვით.
საპრემიო ფონდი შეადგენს 36 ათას ლარს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს
თიბისი ბანკი გადასცემს.
5-კაციანი ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად
გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები და უცხოური
ნაწარმოების ქართული თარგმანი, ხოლო იმ ავტორს, რომელსაც გამორჩეული
წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშე, გადაეცემა პრემია
“ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”.
ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. წლევანდელი ჟიური სრულიად
განახლებული შემადგენლობით წარსდგება პუბლიკის წინაშე და საზოგადოება მათ
ვინაობას, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიალზე შეიტყობს.
მანამდე კი ჟიურიმ “საბას” წლევანდელი ფინალისტების სია გამოაცხადა:
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
ავტორი სახელწოდება გამომცემლობა
1 ლია სტურუა ზღვა დაკეტილია სიესტა
2 დიანა ანფიმიადი კონსპექტური მითოლოგია საუნჯე
3 ზაზა ბიბილაშვილი ჩემი მდოგვის მარცვალი ინტელექტი
4 ზვიად რატიანი ნეგატივი დიოგენე
5 ბელა ჩეკურიშვილი ღია ბარათები
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
ავტორი სახელწოდება გამომცემლობა
1 ბესო ხვედელიძე თაგვის გემო
ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა
2 ზურაბ ლეჟავა
ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე
ოქტომბრის თვეში
ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა
3 კოტე ჯანდიერი კონკიას ღამე დიოგენე
4 რეზო თაბუკაშვილი მზეო არ ამოხვიდე საარი
წლის საუკეთესო რომანი
ავტორი სახელწოდება გამომცემლობა
1 ზაზა ბურჭულაძე ADIBAშ ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა
2 ლაშა ბუღაძე ლიტერატურული ექსპრესი
ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა
3 ნაირა გელაშვილი პირველი 2 წრე კავკასიური სახლი
4 ნაირა გელაშვილი ჩვენი გრძელი ამბავი კავკასიური სახლი
5 აკა მორჩილაძე მამლუქი
ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა
წლის საუკეთესო დებიუტი
ავტორი სახელწოდება გამომცემლობა
1 ირაკლი ქასრაშვილი სოკრატე შემეცნება
2 რატი რატიანი შიშველი მეფე ლოგოს პრესი
3 ქეთი ნინიძე
მილიტარისტული ნარატივის
მორფოლოგია
ინტელექტი
4 მაკა ლდოკონენი ქიშმიშიანი ამბები დიოგენე
წლის საუკეთესო პიესა
ავტორი სახელწოდება გამომცემლობა
1 ირაკლი სამსონაძე
საღამოს ბაღში, როგორც ფერად
სიზმარში
ჟურნ. "გრაალი", 2009
2 თამარ ბართაია მთავარი როლი დიოგენე
წლის საუკეთესო თარგმანი
მთარგმნელი ავტორი სახელწოდება გამომცემლობა
1 ორჰან ფამუქი
ჯევდეთ ბეი და მისი
ვაჟიშვილები
ნანა ჯანაშია
ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა
2 მიგელ დე უნამუნო ესსეები მერი ტიტვინიძე სიესტა
3
თანამედროვე
არაბული პროზის
მცირე ანთოლოგია
ღიმილი წყლის ბაგეზე იზოლდა გრძელიძე უნივერსალი
4
გაიუს ვალერიუს
კატულუსი
ლექსების წიგნი მანანა ღარიბაშვილი ლოგოსი
5 მიშელ უელბეკი პლატფორმა ირმა ტაველიძე
ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა
6 ივო ანდრიჩი დრინის ხიდი
მედეა კახიძე, ზაქარია
მამისაშვილი
ინტელექტი
7 ალექსანდრე დიუმა კავკასია
თინათინ ქიქოძე, ია
ბერსენაძე, გიორგი
ეკიზაშვილი
აგორა
8 მირჩა ელიადე მითის ასპექტები
მზია ბაქრაძე, ბელა
წვერაძე
ილია ჭავჭავაძის სახ.
უნივერსიტეტის
გამომცემლობა
9 გერმანული გროტესკის მცირე ანთოლოგია მთარგმნელთა ჯგუფი თბილისი
10 ბაჰრამ სადეყი სასუფეველი მზია ბურჯანაძე ნეკერი
11 ბორის ვიანი გულსაგლეჯი პაატა ჯავახიშვილი დიოგენე
12 ფირდოუსი მეფე ხოსროვ ფარვიზი ბელა შალვაშვილი ნეკერი
წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
ავტორი სახელწოდება გამომცემლობა
1
დავით ქართველიშვილი პროზისა და საკუთარი თავის
შესახებ
ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა
2
ზურაბ ქარუმიძე ჯაზის ცხოვრება სიესტა
3
მაკა ჯოხაძე სამოთხე უსიყვარულოდ ინტელექტი
4
ეთერ თათარაიძე, ამირან
არაბული
აღათო უნივერსალი
5
ზურაბ აბაშიძე ცივი ომი: წარსული თუ
დღევანდელობა
საარი
6
ზაზა აბზიანიძე ლიტერატურული პორტრეტები ბაკმი
7 მირიან ებანოიძე
კლასიკის კვლევა არაკლასიკურ
ეპოქაში
საგამომც. სახლი
"ქუთაისი"
8 პორფირე თერიონის ვარდი უნივერსალი

Posted by: sibneleSi mocekvave 25 Jun 2010, 16:49
რომ იკითხო, ცოცხალია ეს ფორუმი biggrin.gif

ამ დროს რაღაც რაღაც ლიტერატურული კონკურსები ჩატარდა, ტარდება .........
არც საბას ფინალისტებზეა გამოხმაურება. მოკლედ, არსაიდან ხმა, არსად ძახილიო ........ yawn.gif

მეც რას შემოვდიოდიაქსმაილიკი tongue.gif

Posted by: DarkFaust 27 Jun 2010, 02:14
ეს თემა მართლა ძალიან ცუდად მუშაობს aba.gif alk.gif

Posted by: dudi1X2 27 Jun 2010, 02:23
QUOTE
რომ იკითხო, ცოცხალია ეს ფორუმი 

ამ დროს რაღაც რაღაც ლიტერატურული კონკურსები ჩატარდა, ტარდება .........
არც საბას ფინალისტებზეა გამოხმაურება. მოკლედ, არსაიდან ხმა, არსად ძახილიო ........ 

მეც რას შემოვდიოდიაქსმაილიკი 



აქ რომ არ წერენ არ ნიშნავს რომ არ იციან რა კონკურსები ტარდება.
..

Posted by: გვ@ნც@ 1 Jul 2010, 13:22
ლიტსახელების სიახლე smile.gif

http://litsakhelebi.ge/index.php?page=16&lang=geo&content=178

Posted by: didi zombi 2 Jul 2010, 00:44
ადიბასისა და ლიტერატურული ექსპრესის გარდა რომ წარსადგენი არაფერი გექნებათ help.gif

Posted by: jvarosaniaxali 9 Jul 2010, 10:14
საინტერესო თემაა მაგრამ ახლა არაფერი კონკურსი არ ტარდება?

Posted by: Adarnase 21 Sep 2010, 14:14
http://literatura.lit.ge/html/index.php?page=18&

წერო

Posted by: nino darbaiseli 15 Oct 2010, 00:34
ეს - დღეს ,,ფეისბუქზე" ვიპოვე. იქნებ ვინმე დაინტერესდეს.

მწერალთა კავშირი და თბილისის მერია აცხადებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის კონკურსს
''მერანი".

35 წლამდე ახალგაზრდა პოეტებმა 15 ნოემბრამდე უნდა გამოაგზავნონ 10 ლექსი, ბიოგრაფია და ფოტო.

მისამართზე: merani-merani@mail.ru ან წარადგინონ მწერალთა კავშირში.

მაჩაბლის ქუჩა 11 ტელ: 30-78-24, 18-17-08


I პრემია 1500ლარი.

II პრემია 1000ლარი.

III პრემია 750 ლარი.

სამი წამახალისებელი პრემია 500 ლარი თითოეულს.

Posted by: The Narrator 27 Oct 2010, 17:27
გალა 2011–ის საუკეთესო სცენარის კონკურსზე რაიმე ინფო ხომ არ გაქვთ? ან საიტი თუ აქვთ ან რა მოთხოვნებია ან შეტანა როგორ შეიძლება. 1 სიტყვით ვინმემ რაიმე თუ იცით დამეხმარეთ.

Posted by: xachapuridze 27 Oct 2010, 20:23

The Narrator
QUOTE
გალა 2011ის საუკეთესო სცენარის შესახებ ხომ ვერ მომაწოდებთ ინფორმაციას? როდიდან იწყება სცენარების შეტანა, სად უნდა შევიტანოთ და ასე შემდეგ. ?

ჯერ მხოლოდ გამოაცხადეს, რომ ასეთი ნომინაცია დაემატება გაისად. პირობებს ზაფხულში აცხადებენ ხოლმე და გამომცემლობებს უგზავნიან. იგულისხმება, რომ სცენარი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის სექტებრამდე (თუ სექტემბრის ჩათვლით). ნებისმიერ წიგნს წარადგენს გამომცემლობა და არა ავტორი.

Posted by: The Narrator 28 Oct 2010, 12:04

xachapuridze

მადლობა. მაგრამ სცენარს გამომცემლობა ვერ წარმოადგენს, ავტორმა უნდა წარადგინოს. და არც სცენარის გამოქვეყნება ხდება, უბრალოდ ცნობისათვის, სცენარი იწერება სულ სხვა სტილით და მას კითხულობს მხოლოდ ან ჟიური ან პროდიუსერი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, სახალხოდ გამოქვეყნებას სცენარის აზრი არ აქვს რადგან არც სასიამოვნოა წასაკითხად და უამრავი ტერმინი და მნიშვნელობაა რომელსაც უბრალოდ მკითხველი ვერ გაიგებს.

ამიტომ სავრაუდოდ სცენარის შეტანა უნდა მოხდეს უშუალოდ ავტორის მიერ და შემდეგ მისი განხილვა, მეც ზუსტად ეგ მაინტერესებს თუ სად ხდება ზოგადად გალას კონკურსის ნაშრომების შეტანა და როდიდან იწყება.

Posted by: katleta 4 Nov 2010, 01:22
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები რომ გაიცა პოეზიაში, 30 ოქტომბერს, ვინ იყვნენ ნომინანტები ვინმემ თუ იცის?

Posted by: elsi 5 Nov 2010, 04:56
QUOTE
გალა 2011–ის საუკეთესო სცენარის კონკურსზე რაიმე ინფო ხომ არ გაქვთ? ან საიტი თუ აქვთ ან რა მოთხოვნებია ან შეტანა როგორ შეიძლება. 1 სიტყვით ვინმემ რაიმე თუ იცით დამეხმარეთ.

ჯერ ადრეა ალბათ პირობებს გამოაცხადებენ როცა ორგანიზება დამთავრდება რამოდენიმე თვით ადრე

Posted by: xachapuridze 30 Nov 2010, 21:08
ლიტერატურული კონკურსი „PENმარათონი”-2010

კონკურსის პირობები



• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისი ასაკიც 16 წელს აღემატება.
• კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
• კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად: პირველი – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა და მეორე – თავად `PENმარათონი~-2010.
• საკონკურსო განაცხადები მიიღება გამომცემლობა `დიოგენეს~ ოფისში (თბილისი, კეკელიძის 6, III სართული) 2010 წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ყოველდღე 11-დან 18 საათამდე. მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარმოადგინონ ერთი ორიგინალური გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები ან ნაწარმოების ფრაგმენტი (5 გვერდამდე) ნაბეჭდი სახით. წარმოდგენილი მასალა ავტორებს არ უბრუნდება და არ რეცენზირდება.
• კონკურსის ჟიური დახურული წესით (ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა უცნობია ჟიურის წევრთათვის) განიხილავს პირველ ეტაპზე წარმოდგენილ მასალას და შეარჩევს კონკურსის მეორე, ძირითადი ეტაპის მონაწილეებს. ჟიურის გადაწყვეტილება ეცნობებათ მხოლოდ ფინალისტებს.
• ლიტერატურული კონკურსი `PENმარათონი~-2010 გაიმართება 2010 წლის 11-12 დეკემბერს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. თითოეულმა კონკურსანტმა 30 საათის განმავლობაში ქართულ ენაზე უნდა დაწეროს ერთი პროზაული ორიგინალური ნაწარმოები. კონკურსანტები იმუშავებენ გარკვეულ თემაზე, რომელიც უშუალოდ მარათონის დაწყების წინ დასახელდება.
• ჟიური საკონკურსო ნაწარმოებებს შეაფასებს დახურული წესით (ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა უცნობია ჟიურის წევრთათვის).
• 2010 წლის 28 დეკემბერს გაიმართება კონკურსის დასკვნითი ღონისძიება – გამარჯვებულთა დაჯილდოება და ათი საუკეთესო საკონკურსო ნაწარმოებისგან შემდგარი კრებულის პრეზენტაცია.
• `PENმარათონი~-2010-ის საკონკურსო კრებულში შესულ ნაწარმოებებზე ყველა საავტორო უფლება პირველი გამოქვეყნების დღიდან ერთი წლის ვადით გადაეცემა გამომცემლობა `დიოგენეს~. `PENმარათონი~-2010-ის ფარგლებში დაწერილი ნაწარმოების ცალკე წიგნად გამოცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარი განისაზღვრება წიგნის გაყიდვით მიღებული შემოსავლის 10 %-ით. საავტორო ჰონორარი სხვადასხვა ავტორთა ნაწარმოებების ერთ კრებულად გამოცემის შემთხვევაში განისაზღვრება კრებულის გაყიდვით მიღებული შემოსავლის 15 %-ით. ეს თანხა პროპორციულად უნაწილდება კრებულში შესულ ნაწარმოებთა ავტორებს. ავტორი უფლებამოსილია, მიიღოს გამომცემლობისგან სრული ინფორმაცია წიგნის ტირაჟისა და მისი გაყიდვით მიღებული შემოსავლის შესახებ.
• გამომცემლობა `დიოგენე~ უფლებამოსილია, განათავსოს `PENმარათონი~-2010-ის ფარგლებში დაწერილი ნაწარმოებები ინტერნეტში.
• ნაწარმოების პირველი გამოქვეყნების დღიდან ერთი წლის შემდეგ ყველა უფლება `PENმარათონი~-2010-ის ფარგლებში დაწერილ ნაწარმოებზე უბრუნდება ავტორს. საკონკურსო ნაწარმოებების პირველადი ან გადამუშავებული სახით გამოქვეყნებისას აუცილებელია მიეთითოს, რომ ეს ტექსტი ან მისი თავდაპირველი ვარიანტი `PENმარათონი~-2010-ის ფარგლებში შეიქმნა.


გავეცანი ინფორმაციას კონკურსის შესახებ, ვეთანხმები პირობებს და ხელმოწერით ვადასტურებ კონკურსში მონაწილეობის სურვილს -----------------------------------------------------
თარიღი -----------------------------

* * *
"პენმარათონი" გაიმართება 2010 წლის 11-12 დეკემბერს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. თითოეულმა კონკურსანტმა 30 საათის განმავლობაში (11 დეკემბრის 12 საათიდან 12 დეკემბრის 18 საათამდე) უნდა შექმნას ერთი პროზაული ორიგინალური ნაწარმოები ქართულ ენაზე.პირველი პრემია 3000 ლარია, მეორე – 1500, ხოლო მესამე –1000 ლარი.

* * *
"პენმარათონი" გაიმართება 2010 წლის 11-12 დეკემბერს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. თითოეულმა კონკურსანტმა 30 საათის განმავლობაში (11 დეკემბრის 12 საათიდან 12 დეკემბრის 18 საათამდე) უნდა შექმნას ერთი პროზაული ორიგინალური ნაწარმოები ქართულ ენაზე.პირველი პრემია 3000 ლარია, მეორე – 1500, ხოლო მესამე –1000 ლარი.

Posted by: BLACK_ANGEL 10 Dec 2010, 19:38
შემოდგომის ლეგენდა 2010, გამარჯვებულების ვიდეო მასალა:

http://popularpopcorn.blogspot.com/2010/12/2010.html

Posted by: pacient 15 Jan 2011, 22:15

Международный культурно-просветительский Союз «Русский клуб»
и журнал «Русский клуб» при поддержке и участии
Союза писателей Грузии объявляют:

КОНКУРС МОЛОДЫХ РУССКОЯЗЫЧНЫХ
ЛИТЕРАТОРОВ ГРУЗИИ И СООТЕЧЕСТВЕННИКОВ,
ЖИВУЩИХ ЗА ЕЕ ПРЕДЕЛАМИ

Целью и задачами конкурса являются поддержка молодых литературных дарований, популяризация художественного слова среди молодежи Грузии, продолжение славных традиций русской и грузинской словесности.
Проект направлен на поддержание русско-грузинских культурных взаимосвязей, духовного общения и творческого сотрудничества.

В состав жюри конкурса входят выдающиеся литераторы Грузии и России.
Председатели жюри – Сергей Чупринин (Россия) и Маквала Гонашвили (Грузия). Члены жюри - Олеся Николаева, Александр Эбаноидзе, Елена Исаева (Россия), Заза Абзианидзе, Владимир Саришвили, Бесо Хведелидзе, Михаил Ляшенко, Инга Гаручава, Петр Хотяновский (Грузия).

Обладатель Гран-при и лауреаты конкурса станут участниками V Международного русско-грузинского поэтического фестиваля в Грузии.
Наиболее интересные авторы будут рекомендованы для публикаций за пределами Грузии и для участия в международных книжных ярмарках и фестивалях за пределами Грузии.
Произведения авторов, вошедших в шорт-лист конкурса, будут опубликованы на страницах журнала «Русский клуб» и войдут в сборник по итогам конкурса.

Условия участия в конкурсе:
- К участию в конкурсе приглашаются все авторы – живущие в Грузии или являющиеся выходцами из Грузии, пишущие на русском языке, как начинающие, так и активно публикующиеся, независимо от гражданства и места проживания.
Конкурс проводится по следующим номинациям:
1) проза (роман, повесть, рассказ, эссе)
2) поэзия (стихотворение, поэма)
3) стихотворный перевод с грузинского на русский язык (стихотворение, поэма)
3) драматургия (кино-, теле- и театральная)

- Сроки подачи заявки, краткой биографической справки и литературных произведений с 14 января по 31 марта 2011г.

- Возраст участников до 40 лет.

Прием работ:
Конкурсные работы можно отправить по электронной почте: rusculture@mail.ru, а также представить лично по адресу: Тбилиси, пр.Руставели, 2 (служебный вход Театра им. А.С.Грибоедова, 8 этаж, «Русский клуб»). Справки по телефону: 99 43 36; 99 77 06


Лонг-лист будет оглашен в апреле 2011 года, шорт-лист – в мае 2011 года.
Церемония награждения победителей состоится в июне 2011 года - обладателя Гран-при конкурса, лауреатов конкурса (по одному автору в каждой номинации) и дипломантов (по два автора в каждой номинации).







Posted by: asmati@ 19 Jan 2011, 00:04
გილოცავ ნათლისღებას, გფარავდდეს შენ და შენიანებს ნათლისღების წმიდა ძალი და მადლი!ღმერთმა გიკურთხოს წყალი და პური, გქონოდეს სუფთა და წმინდა სული, არ მიაკარო გონებას შური, მკერდში გიცემდეს კეთილი გული, შენი ცხოვრება იყოს ნათელი მბრწყინავი, როგორც წმინდა სანთელი, იესოს ლოცვა გზას გიკვალავდეს და ნათლისღების მადლი გფარავდეს!

Posted by: ledzep 27 Jan 2011, 17:39


საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბი”
და ჟურნალი “რუსული კლუბი”
საქართველოს მწერალთა კავშირის მხარდაჭერითა და მონაწილეობით
აცხადებენ:

საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები
ახალგაზრდა რუსულენოვანი ლიტერატორების
კონკურსს

კონკურსის მიზანი და ამოცანებია - ახალგაზრდა ლიტერატორების მხარდაჭერა, საქართველოს ახალგაზრდებს შორის მხატვრული სიტყვის პოპულარიზაცია და რუსული და ქართული მწერლობის ტრადიციების გაგარძელება. პროექტი მიზნად ისახავს რუსულ-ქართული კულტურული კავშირების და შემოქმედებითი თანამშრომლობის მხარდაჭერას.

ჟიურის წევრები საქართველოს და რუსეთის გამოჩენილი ლიტერატორები არიან:
ჟიურის თანათავმჯდომარეები – სერგეი ჩუპრინინი (რუსეთი) და მაყვალა გონაშვილი (საქართველო).
ჟიურის წევრები – ოლესია ნიკოლაევა, ალექსანდრე ებანოიძე, ელენა ისაევა (რუსეთი); ზაზა აბზიანიძე, ვლადიმირ სარიშვილი, ბესო ხვედელიძე, მიხაილ ლიაშენკო, ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი (საქართველო).

კონკურსის გრან-პრის მფლობელი და ლაურეატები გახდებიან V საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალის მონაწილეები.
ყველაზე საინტერესო ავტორების ნაწარმოებს რეკომენდაცია გაეწევა გამოსაქვეყნებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო წიგნების ბაზრობებსა და ფესტივალებზე მონაწილეობისათვის.
შორტ-ლისტში შესული ავტორების ნაწარმოები გამოქვეყნდება ჟურნალ “რუსულ კლუბში” და შევა კონკურსის შემაჯამებელ კრებულში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:

- მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა ავტორს, ვინც რუსულ ენაზე წერს, მიუხედევად მათი მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილისა.

კონკურსი ტარდება შემდეგ ნომინაციებში:
1) პროზა (რომანი, მოთხრობა, ესსე)
2) პოეზია (ლექსი, პოემა)
3) პოეტური თარგმანი ქართულიდან რუსულად (ლექსი, პოემა)
4) დრამატურგია (კინო, სატელევიზიო და თეატრალური)

განაცხადი, მოკლე ბიოგრაფიული ცნობა და ლიტერატურული ნაწარმოები მიიღება 2011 წლის 14 იანვრიდან 31 მარტის ჩატვლით.

ნაწარმოების მიღება:
საკონკურსო ნაწარმოები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით რუსცულტურე@მაილ.რუ, ან მოგვაწოდოთ მისამართზე: თბილისი, რუსტაველის გამ.2, (გრიბოედოვის სახ. თეატრის სამსახურეობრივი შემოსასვლელი), 8 სართული, “რუსული კლუბი”. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 99 43 36; 99 77 06

ლონგ-ლისტი გამოქვეყნდება 2001 წლის აპრილში, შორტ-ლისტი – 2011 წლის მაისში.
გრან-პრის, კონკურსის ლაურეატების (თითო ავტორი ყოველ ნომინაციაში) და დიპლომანტების (ორი ავტორი ყოველ ნომინაციში) მფლობელთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2011 წლის ივნისში.

Posted by: xachapuridze 1 Feb 2011, 00:15




კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ლიტერატურული კონკურსი „გალას“ მიერ დაწესებული ახალი ნომინაციის „წლის საუკეთესო კინოსცენარის“ 2011 წლის კონკურსის




პირობები



კონკურსის მიზანი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით,Lლიტერატურული კონკურსი „გალა“ აწესებს ახალ ნომინაციას „წლის საუკეთესო კინოსცენარი“ სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის. კონკურსის მიზანია კინოდრამატურგიის დონის ამაღლება და ამ გზით წარმატებული პროექტების ხელშეწყობა. გამარჯვებული სცენარი გამოცხადდება ლიტერატურული კონკურსი “გალას” საზეიმო ცერემონიალზე, რომელიც თბილისობის დღესასწაულზე გაიმართება. გამარჯვებული სცენარის ავტორს გადაეცემა პრიზი ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლი და ერთჯერადი ფულადი პრემია 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.





უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს.



საპრიზო პროექტების რაოდენობა

ლიტერატურული კონკურსი „გალა“ პრიზს გადასცემს ერთი სცენარის ავტორ(ებ)ს. რამდენიმე ავტორის შემთხვევაში პრიზი ავტორებს შორის ნაწილდება.


საკონკურსო პროცედურა



საკონკურსო სცენარები შემოვა კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში. Eეროვნული კინოცენტრის შიდა კომისია განიხილავს სცენარებს და შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე მოახდენს პირველად სელექციას. Pპირველადი სელექციის შედეგად შერჩეული სცენარები არის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება და გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კინოცენტრის შიდა კომისიის მიერ შერჩეული სცენარები გადაეცემა ლიტერატურული კონკურსის „გალას“ კომისიას. ნომინანტებს და საბოლოო გამარჯვებულს ასახელებს ლიტერატურული კონკურსის „გალას“ კომისია.



სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია



1. სცენარისტის ბიოფილმოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია;

2. სინოფსისი (1 გვერდამდე);

3. სცენარი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის (არაუმეტეს 100 გვერდისა);

4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი სცენარი ეფუძნება ლიტერატურულ ნაწარმოებს, სცენარის ავტორი ვალდებულია წარმოადგინოს ლიტერატურული ნაწარმოების ავტორის თანხმობა.



წარმოსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობა და ფორმა

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას 2 ეგზემპლარად და 1 ცალად ელექტრონული ვერსიის სახით;

სცენარი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ პარამეტრებში: შრიფტი AcadNusx/AkadMtavr, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - ერთნახევარი.



ვადა

პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2011 წლის 1 ივნისი, 17:00 სთ.





შეზღუდვები

კონკურსში მონაწილე სცენარისტს აქვს არაუმეტეს 2 სცენარის წარდგენის უფლება.



დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ეროვნული კინოცენტრის მენეჯერს ირმა ჯანჯღავას. Eელ ფოსტა: i.janjgava@gnfc.ge ტელ: 999102; 899 929969; მისამართი: ზ. გამსახურდიას სანაპირო №4.

--------------------

Posted by: kacaveika 5 Feb 2011, 15:36
“უთანაბრობა დროებამ შთანთქა,
ახლა ჩვენია ეს ასპარეზი!“

გ. ტაბიძე



გამომცემლობა „დიოგენე“ აცხადებს მთარგმნელების კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე ავტობიოგრაფია და ნებისმიერი უცხო ენიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი მცირე მოცულობის (ათ გვერდამდე) მხატვრული ტექსტი (მოთხრობა, ესე, ნაწყვეტი რომანიდან).

ტექსტებს შეაფასებს საგანგებოდ შერჩეული ჟიური

http://www.radikal.ru




კონკურსის შედეგად შერჩეული მთარგმნელები ითანამშრომლებენ გამომცემლობა „დიოგენესთან“.
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 5 მარტი.


ელექტრონული მისამართი: imiarek@yahoo.com

Posted by: MliVi 5 Feb 2011, 16:11
ასაკობრივი ზღვარი თუ არსებობს......?

Posted by: kacaveika 5 Feb 2011, 16:19
MliVi
QUOTE
ასაკობრივი ზღვარი თუ არსებობს......?

არა. მთავარი თარგმანის ხარისხია.

Posted by: xachapuridze 5 Feb 2011, 16:52
kacaveika
ზევით კონკურსების განყოფილება ცალკეა და იქაც დადე გეთაყვა.

Posted by: kacaveika 5 Feb 2011, 16:59
xachapuridze
QUOTE
ზევით კონკურსების განყოფილება ცალკეა და იქაც დადე გეთაყვა.

კეთილი, კეთილი biggrin.gif

Posted by: MliVi 5 Feb 2011, 17:01
kacaveika
QUOTE
არა. მთავარი თარგმანის ხარისხია.


ძალიან კარგი.. yes.gif yes.gif

Posted by: kacaveika 5 Feb 2011, 17:02
გამომცემლობა „დიოგენე“ აცხადებს მთარგმნელების კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე ავტობიოგრაფია და ნებისმიერი უცხო ენიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი მცირე მოცულობის (ათ გვერდამდე) მხატვრული ტექსტი (მოთხრობა, ესე, ნაწყვეტი რომანიდან).

ტექსტებს შეაფასებს საგანგებოდ შერჩეული ჟიური.

კონკურსის შედეგად შერჩეული მთარგმნელები ითანამშრომლებენ გამომცემლობა „დიოგენესთან“.
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 5 მარტი.

ელექტრონული მისამართი: imiarek@yahoo.com



Posted by: hibiscus 6 Feb 2011, 11:54
QUOTE
kacaveika


გამარჯვებული როდის გამოვლინდება?
ან "კონკურსის შედეგად შერჩეული მთარგმნელები ითანამშრომლებენ გამომცემლობა „დიოგენესთან“ " ეს რას ნიშნავს? ანუ, ესაა პრიზი გამარჯვებულისთვის?
რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება... ერთ-ერთ კონკურსზე დიოგენეს 3 გამარჯვებული ჰყავდა (სამი პირველი ადგილის ვარიანტში, თუ რაღაც ასე).
და ამ შემთხვევაში მხოლოდ პროზაშია კონკურსი?

Posted by: kacaveika 6 Feb 2011, 12:20
hibiscus
QUOTE
რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება

ამას ნათარგმნი ტექსტების ხარისხი განსაზღვრავს.

Posted by: l.s.d 7 Feb 2011, 00:59
kacaveika
QUOTE
ელექტრონული მისამართი: imiarek@yahoo.com


უკაცრავად, იმიარეკს მოკითხვას გადასცემთ რომ გთხოვოთ, თუ თარგმნილი უნდა იყოს?

Posted by: kacaveika 7 Feb 2011, 11:11
l.s.d
QUOTE
უკაცრავად, იმიარეკს მოკითხვას გადასცემთ რომ გთხოვოთ, თუ თარგმნილი უნდა იყოს?

givi.gif შურა cry.gif

Posted by: Back_To_Back 7 Feb 2011, 13:53
kacaveika
მხატვრული არა მაგრამ საგანმანათლებლო ლიტერატურა მაქვს თარგმნილი, აქვს აზრი გაგზავნას?
ხო და შეთავსება თუ იქნება შესაძლებელი, ანუ ეს ჩემი პროფესია არ არის, უბრალოდ ინგლისურიდან კარგად შემიძლია თარგმნა

Posted by: l.s.d 7 Feb 2011, 18:16
kacaveika

უკაცრავად?

///////////////////////////////////////////

Posted by: kacaveika 7 Feb 2011, 19:26
Back_To_Back
QUOTE
შეთავსება თუ იქნება შესაძლებელი

შეთავსება შესაძლებელი იქნება.
QUOTE
საგანმანათლებლო ლიტერატურა მაქვს თარგმნილი, აქვს აზრი გაგზავნას?

არა. მხოლოდ მხატვრული.

l.s.d
QUOTE
უკაცრავად?

შურა, თარგმნე რა რამე chups.gif

Posted by: l.s.d 7 Feb 2011, 20:24
kacaveika

QUOTE
შურა, თარგმნე რა რამე chups.gif


რა აბა? მე ქართულიდან თარგმნა უფრო მაინტერესებს wink.gif

Posted by: kacaveika 7 Feb 2011, 20:30
l.s.d
QUOTE
რა აბა? მე ქართულიდან თარგმნა უფრო მაინტერესებს

ქართულიდან თარგმნე მერე.
ხარიტონ ვარდოშვილი ფრანგულად... ღმერთო cry.gif

Posted by: l.s.d 7 Feb 2011, 21:03
kacaveika

QUOTE
ქართულიდან თარგმნე მერე.
ხარიტონ ვარდოშვილი ფრანგულად... ღმერთო cry.gif


მარტო შენი ხათრით ვთარგმნი. სტრიხო, მომენატრე. 2kiss.gif

Posted by: Le fou 8 Feb 2011, 03:01
http://forum.ge/?f=18&showtopic=33968016
უერთდება

Posted by: ზვიოსსული 9 Feb 2011, 15:23
“სიზმრების ქალაქი” საერთოდ გაუგებარი თემაა (თუ სათაური თემისთვის…?)

თუ სიზმრები იმის სინონიმია, რომ ყველას სძინავს:
ნუ ამაზე გურჯივი მახსენდება – “რა სიკეთე, რა ბოროტება, ეგ ყველაფერი ტრუხაა მძინარე ადამიანებსი სამყაროშიო” – ეგრე იყტოდა. ცვეტში ვიცი.
თუ სიზმრები ოცნებებს ნიშნავს (ჩამეცინასავით), “ჭლექ და ჩიხოტკიანი პოეტები”-ის კავშირის შექმნის იდეა მეძალიანება მაგ შემთხვევაში.
აღნიშნული კავშირის წევრებს თითიო ფარშევანფის ბუმბული (”პერო”) გულსაბნევად, იმისა და ნიშნდ, რომ მათი გამომხატველობითი უნარიანობა აღემატება ქალაქის რიგით და სოფლის საერთოდ ურიგო (უგვანოც) მაცხოვრებლებს.

ხოლო თუ სიზმრები მძინარეთა ოცნებებს, ანუ ცვეტში და ფერებში (ნუ ზოგისთვის, როგორც ამობობენ შავ-თეთრში) ანუ იმენნა სიზმრებს ნიშნავს, მაშინ იდიოტური თემაა, რადგან, ქალაქი ჩემში (ხავსისგან განსხვავებით) ისეთ ვერაფერს ქმნის, რომ შევეხო და შეხებით გამოწვეული ერექცია რა შუაშია და რეაქცია თქვენ გადმოგდოდთ (ინგა გრიგოლია ატიპიური სექსუალურობაა! – ეს ჩემი რეაქცია “რეაქციაზე”, თუ ეგ გადაცემა აღარ რსებობს?...).

და მხოლოდ “ის, რომ არ შემიძლია თქვენში შემოძვრომა, არ ნიშნავს, რომ თქვენი პარაზიტი არ ვარ”.
თქვენი დაძინებისთანავე ფრედი კრუგერი გავხდებოდი და:

1. ბავშვების ოცნებებიდან ყვალა ყვითელ ფერს ამოვჭრიდი. ლითონის წითელტარიანი (1ად იწერება თუ…?) მაკრატლით!

2. თინეიჯერების სურვილებიდან ამოვჭრიდი ხორციელი ინტიმურობის რაიმეგვარი წარმოდგენის უნარს (სკალპელით!).

3. ახალგაზრდების მიზნებიდან ამოვღვენთავდი გამდიდრების, ცნობილობისა და ლამაზად გარეგნობისკენ მისწრაფეფებს!!!

4. მშობლების თაობიდან მოგონებების შესაძლებლობას მივადელიტებდი!

5. მოხუცების სიზმრებს კი გავავსებდი აიფასიანი, 60/70 წლების პორნო ფილმებით. 96/98 წლების მეტალ ჯგუფების მუსიკის თანხლებით.

მერე დავჯდებოდი, ან წამოვგორდებოდი, ან… და ჩავიფსავდი - იმდენს ვიცინებდი!

Posted by: marilis_ 9 Feb 2011, 17:50
l.s.d
QUOTE
მარტო შენი ხათრით ვთარგმნი. სტრიხო, მომენატრე. 2kiss.gif

აღნიშნე, რას მოესწარი! givi.gif
არ უნდა მომილოცო, გოგო?!

Posted by: l.s.d 9 Feb 2011, 21:52
marilis_

QUOTE

აღნიშნე, რას მოესწარი! givi.gif
არ უნდა მომილოცო, გოგო?!


შენ რა შუაში ხარ, მე და სტრიხა ვბაზრობდით. biggrin.gif

Posted by: marilis_ 9 Feb 2011, 22:20
l.s.d
QUOTE
შენ რა შუაში ხარ, მე და სტრიხა ვბაზრობდით. biggrin.gif


"მეორე მე=პირველ მეს"
არისტოტელე

(ონასისისი)

Posted by: l.s.d 9 Feb 2011, 22:30
marilis_
QUOTE
"მეორე მე=პირველ მეს"


მითხრას იმან რომ აღიარებს განტოლებას და OK!

Posted by: morgana 11 Feb 2011, 13:31
კონკურსები არა. და რომელ გამომცემლობაში შეიძლება გაიგზავნოს ნაწარმოები[B][/B]

Posted by: <<დოლორეს>> 11 Feb 2011, 15:31
l.s.d
რომელ ენაზე თარგმნი ქართულს?

ნეტა ეგ შემეძლოს და სულ უსასყიდლოდ ვიმუშავებდი gigi.gif


ისე ცოტა ხანში ესპანური ლიტერატურის ქართულად თარგმნას შევეცდები,იმდენი საინტერესო ავტორი და ნაწარმოები მეგულება ქართველმა რომ გაიცნოს რომ...მთავარია შესაფერისად დავეუფლო gigi.gif


ეჰ,კაია ოცნება mo.gif

Posted by: kacaveika 11 Feb 2011, 23:22
<<დოლორეს>>
QUOTE
რომელ ენაზე თარგმნი ქართულს?

ლერია ეგ ალიმონაკი.









Posted by: l.s.d 12 Feb 2011, 20:21
<<დოლორეს>>
QUOTE
რომელ ენაზე თარგმნი ქართულს?


თუ ოდესმე რამე ვთარგმნე, ენა ნამდვილად ფრანგული იქნება smile.gif

kacaveika

love.gif

Posted by: caram-l 16 Feb 2011, 23:08
QUOTE (kacaveika @ 5 Feb 2011, 17:02 )
გამომცემლობა „დიოგენე“ აცხადებს მთარგმნელების კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე ავტობიოგრაფია და ნებისმიერი უცხო ენიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი მცირე მოცულობის (ათ გვერდამდე) მხატვრული ტექსტი (მოთხრობა, ესე, ნაწყვეტი რომანიდან).

ტექსტებს შეაფასებს საგანგებოდ შერჩეული ჟიური.

კონკურსის შედეგად შერჩეული მთარგმნელები ითანამშრომლებენ გამომცემლობა „დიოგენესთან“.
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 5 მარტი.

ელექტრონული მისამართი: imiarek@yahoo.com

დღეს ჩემი მეგობარი იყო დიოგენეში და რა პროზა, პოეზიის თარგმანშია კონკურსიო.

spy.gif

Posted by: xachapuridze 16 Feb 2011, 23:36
caram-l
QUOTE
დღეს ჩემი მეგობარი იყო დიოგენეში და რა პროზა, პოეზიის თარგმანშია კონკურსიო.

ეგ სხვაა, ის სხვა.

Posted by: kacaveika 17 Feb 2011, 14:03
caram-l
დიაღაც, სხვაა, როგორც ბატონმა ხაჭაპურიძემ აღნიშნა ზეითა პოსტში.
"დიოგენე" ქმნის მთარგმნელთა ბაზას. თარგმანების შემოტანის ბოლო ვადა 5 მარტია. შერჩეული მთარგმნელები [B]მჭიდროდ [/B]ითანამშრომლებენ "დიოგენესთან". ამ კონკურსს საერთო არაფერი აქვს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსთან, რომელიც ყოველწლიურია.

Posted by: caram-l 17 Feb 2011, 14:09
QUOTE (kacaveika @ 17 Feb 2011, 14:03 )
caram-l
დიაღაც, სხვაა, როგორც ბატონმა ხაჭაპურიძემ აღნიშნა ზეითა პოსტში.
"დიოგენე" ქმნის მთარგმნელთა ბაზას. თარგმანების შემოტანის ბოლო ვადა 5 მარტია. შერჩეული მთარგმნელები [B]მჭიდროდ [/B]ითანამშრომლებენ "დიოგენესთან". ამ კონკურსს საერთო არაფერი აქვს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსთან, რომელიც ყოველწლიურია.

ეს წუთია ველეპარაკე გამომცემლობას, _ არანაირ პროზის თარგმანზე ლაპარაკი არა გვაქვსო. მხოლოდ პოეზიააო.
წავუკითხე თქვენი განცხადება და ალბათ შეცდომააო.

განცხადებაში ცხადად გიწერიათ მთარგმნელობითი კონკურსი და არავითარი ბაზა. ყოველ შემთხვევაში, დიოგენეში ირწმუნებიან, ამ განცხადებასთან საერთო არა გვაქვსო.

რა გითხრათ?

* * *
QUOTE (caram-l @ 17 Feb 2011, 14:09 )
QUOTE (kacaveika @ 17 Feb 2011, 14:03 )
caram-l
დიაღაც, სხვაა, როგორც ბატონმა ხაჭაპურიძემ აღნიშნა ზეითა პოსტში.
"დიოგენე" ქმნის მთარგმნელთა ბაზას. თარგმანების შემოტანის ბოლო ვადა 5 მარტია. შერჩეული მთარგმნელები [B]მჭიდროდ [/B]ითანამშრომლებენ "დიოგენესთან". ამ კონკურსს საერთო არაფერი აქვს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსთან, რომელიც ყოველწლიურია.

ეს წუთია ველეპარაკე გამომცემლობას, _ არანაირ პროზის თარგმანზე ლაპარაკი არა გვაქვსო. მხოლოდ პოეზიააო.
წავუკითხე თქვენი განცხადება და ალბათ შეცდომააო.

განცხადებაში ცხადად გიწერიათ მთარგმნელობითი კონკურსი და არავითარი ბაზა. ყოველ შემთხვევაში, დიოგენეში ირწმუნებიან, ამ განცხადებასთან საერთო არა გვაქვსო.

რა გითხრათ?

ყველაფერი გაირკვა.

დიდი მადლობა.


Posted by: io-io 17 Feb 2011, 14:24
kacaveika
xachapuridze
QUOTE
ეს წუთია ველეპარაკე გამომცემლობას, _ არანაირ პროზის თარგმანზე ლაპარაკი არა გვაქვსო. მხოლოდ პოეზიააო.
წავუკითხე თქვენი განცხადება და ალბათ შეცდომააო.

განცხადებაში ცხადად გიწერიათ მთარგმნელობითი კონკურსი და არავითარი ბაზა. ყოველ შემთხვევაში, დიოგენეში ირწმუნებიან, ამ განცხადებასთან საერთო არა გვაქვსო.

რა გითხრათ?

ეს მომხმარებელი რასაც წერს მართალია?
სპეციალურად დიოგენესთვის ვთარგმნი ხუთ გვერდს. თუ შეიძლება დამიდასტურეთ რომ გამოგზავნა ღირს.

Posted by: kacaveika 17 Feb 2011, 14:28
io-io
QUOTE
ეს მომხმარებელი რასაც წერს მართალია?
სპეციალურად დიოგენესთვის ვთარგმნი ხუთ გვერდს. თუ შეიძლება დამიდასტურეთ რომ გამოგზავნა ღირს.

გამოგზავნა ღირს.
რასაც caram-l წერს მართალი არ არის. უბრალოდ გაუგებრობა მოხდა.

Posted by: l.s.d 10 Mar 2011, 20:40
kacaveika

სტრიხონო, ერთი ფრიად საჭირბოროტო კითხვა მაქვს. კარგი, ვთქვათ, გამოგიგზავნა ვინმემ თარგმნილი ტექსტი ( ფრანგულიდან, ჩინურიდან, მეგრულიდან...)
შენ ან შენი თანამშრომელი ქართული თარგმანის კეთილხმოვნებას კი შეამოწმებთ, მაგრამ იცით ფრანგული, ჩინური, მეგრული?

ფრანგულიდან ნათარგმნ ლიტერატურას როცა ვუყურებ (თვალს ვავლებ ძირითადად), უზარმაზარი ლაფსუსებითაა სავსე ძალიან ბევრი მათგანი და არც დიოგენეს წიგნებია დაზღვეული მაგისგან. ამაზე გიფიქრიათ? ვისაც არ ეზარება, ყველა თარგმნის. და კიდევ, მე მინახავს ენის არაჩვეულებრივი სპეციალისტები, მაგრამ თარგმანები აქვთ ისეთი, ავტორებს შეგაძულებენ...

კარგით რა, რამე ქენით. საფრანგეთში მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე შექსპირი არ უყვარდათ, ხომ ხვდები, რატომაც?




Posted by: kacaveika 11 Mar 2011, 09:28
l.s.d
QUOTE
შენ ან შენი თანამშრომელი ქართული თარგმანის კეთილხმოვნებას კი შეამოწმებთ, მაგრამ იცით ფრანგული, ჩინური, მეგრული?

ფრანგული, ჩინური და მეგრული არ ვიცი user.gif სამაგიეროდ ვფლობ PowerPoint-ის შემსწავლელი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
QUOTE
ვისაც არ ეზარება, ყველა თარგმნის.

ხო, რა! user.gif
QUOTE
საფრანგეთში მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე შექსპირი არ უყვარდათ, ხომ ხვდები, რატომაც?

ოცდამეერთის პირველ ნახევარში როგორაა, დათბა ატნაშენია?
QUOTE
კარგით რა, რამე ქენით.

რა? მირჩიე, მოგისმენ. მართლა user.gif

Posted by: l.s.d 11 Mar 2011, 16:26
kacaveika

მაპატიე, ,შენ მოგადექი, მაგრამ სხვას არავის ვიცნობ მე მაგ საქმეში sad.gif

თარგმანებს რო ვუყურებ გული მიწუხს, აიყვანეთ ფრანგული წიგნებისთვის ფრანგულის კარგი მცოდნე რედაქტორი, რომელიც ნებას იბოძებს და თარგმანს
და დედანს შეადარებს. უმრავლესობას სულ არ უნდა დედანთან შედარება, პირდაპირ მაკულატურადაა გადასამუშავებელი მაგრამ მაინც biggrin.gif

თუ არადა, დავჯდები, როცა მოვიცლი და გამოვაცხობ მწარე წერილებს კონკრეტული მაგალითებით და მითხარით მერე, წერე და იკითხეო ან კიდე შემიძულეთ და ქვეყნიდან უარესად გამაგდეთ biggrin.gif

Posted by: kacaveika 11 Mar 2011, 17:27
l.s.d
QUOTE
აიყვანეთ ფრანგული წიგნებისთვის ფრანგულის კარგი მცოდნე რედაქტორი, რომელიც ნებას იბოძებს და თარგმანს
და დედანს შეადარებს.

ინგლისური, გერმანული, რუსული, ესპანური, პორტუგალიური, პოლონური, ჩეხური, ჩინური, იაპონური და სხვ. და სხვ. ენები რატო მოიძულე? ამ ენებზე მოჭიკჭიკე რედაქტორები რა, არ გვინდა?!
არა, მითხარი. მე არ მეწყინება user.gif

Posted by: l.s.d 11 Mar 2011, 17:57
kacaveika

გინდათ ეგ ენებიც, მე უბრალოდ საკუთარი კომპეტენცია არ განვავრცე მეგ ენებზე, იმიტომ რომ იმედს და ოცნების უფლებას ვიტოვებ, რომ ესეî რაღაც მარტო
ფრანგულში ხდება. :S




Posted by: nino darbaiseli 11 Mar 2011, 18:44
კონკურს ,, საბას'' მესვეურებმა უკვე წესად დანერგეს, მუდმივად ,,გამორჩეთ'' ,, ლონგლისტებიდანვე'' ჩემი კრებული.
ამჯერად იგივე ბედი ეწია გამომცემლობა ,, სიტყვის'' მიერ წარდგენილ და ჟიურის მიერ ჩაბარებულ პოეტურ კრებულს:

ნინო დარბაისელი

,,ვიტა ბრევის''

2010




იქნებ შემთხვევით შემოიხედონ და თუ კიდევ შესაძლებელია შეცდომის გამოსწორება, დროულად გამოასწორონ.

Posted by: lurdes 11 Mar 2011, 20:06
nino darbaiseli
http://www.tbcbank.ge/ge/about/bank_overview/news/?id=1798 აქ კოორდინატებია , იქნებ დაუკავშირდეთ


* * *
ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – მაია ძირკველიშვილი

http://www.tbcbank.ge/ge/about/bank_overview/pr/

Posted by: xachapuridze 14 Mar 2011, 23:52
პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსზე განაცხადების შემოტანის ვადა გაგრძელებულია 5 აპრილამდე.



ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია





კონკურსი პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთათვის


გამომცემლობა `დიოგენე~ მეორედ აცხადებს კონკურსს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის და აწესებს ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიას თარგმანისათვის ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე.

• კონკურსის მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 20-დან 35 წლამდე.
• კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
• საკონკურსო თარგმანი არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე აკრეფილ 10 გვერდს და შესრულებული უნდა იყოს 2010-11 წლის განმავლობაში.
• საკონკურსო მასალა _ თარგმანის ელექტრონული ვერსია და ამონაბეჭდი 3 ცალად ორიგინალის ტექსტის ქსეროასლთან ერთად მიიღება გამომცემლობა “დიოგენეს” ოფისში (თბილისი, კეკელიძის 6, III სართული) 2011 წლის 21თებერვლიდან 5 აპრილამდე სამუშაო დღეებში 15-დან 18 საათამდე.
• 2011 წლის 23 აპრილს გაიმართება კონკურსის დასკვნითი ცერემონიალი – გამარჯვებულთა დაჯილდოება და საუკეთესო თარგმანებისაგან შედგენილი კრებულის პრეზენტაცია.
• წელს საპრიზო ფონდი გაიზარდა. პრემია გადაეცემა სამ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელს (I ადგილი – 1500, II _ 1000, III _ 500 ლარი). ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ დააწესა სპეციალური პრიზი (800 ლარი) საუკეთესო თარგმანისთვის სპარსულიდან ქართულ ენაზე.









ინფორმაციისთვის დარეკეთ : 96 79 71, 20 41 14
ელ-ფოსტა:ადმ@დიოგენე.გე
წწწ.დიოგენე.გე





კუნკურსის საინფორმაციო მხარდაჭერები არიან: `რუსთავი 2~, საზოგადოებრივი მაუწყებლობა, `რადიო თავისუფლება~, `ცხელი შოკოლადი~, `24 საათი~, `ახალი 7 დღე~ GH`GHN~

Posted by: mishamovedi 17 Mar 2011, 15:25

ქალაქ თბილისის მერია
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი


აცხადებს


ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის


“მცირე პროზა”


კონკურსის პირობები:


ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება).
1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4, თითოეული არა უმეტეს 8 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, ელექტრონული ვერსიით.
ჩატარების თარიღი - 2011 წლის 25 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით. 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I. II. III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.

საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ- მისამართზე n.baratashvili_museum@yahoo.com და მიტანილ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში.
მისამართი: ჩახრუხაძის ქ. # 17. ტელ. 99.06.99, 893148125

მუზეუმის დირექცია

* * *
ხო, მთავარი არ არის პირობებში მითითებული:
ნაწარმოების ჩაბარების ბოლო ვადაა 1 მაისი.

Posted by: io-io 17 Mar 2011, 18:56
xachapuridze
QUOTE
• კონკურსის მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 20-დან 35 წლამდე.
• კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
• საკონკურსო თარგმანი არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე აკრეფილ 10 გვერდს და შესრულებული უნდა იყოს 2010-11 წლის განმავლობაში.
• საკონკურსო მასალა _ თარგმანის ელექტრონული ვერსია და ამონაბეჭდი 3 ცალად ორიგინალის ტექსტის ქსეროასლთან ერთად მიიღება გამომცემლობა “დიოგენეს” ოფისში (თბილისი, კეკელიძის 6, III სართული) 2011 წლის 21თებერვლიდან 5 აპრილამდე სამუშაო დღეებში 15-დან 18 საათამდე.
• 2011 წლის 23 აპრილს გაიმართება კონკურსის დასკვნითი ცერემონიალი – გამარჯვებულთა დაჯილდოება და საუკეთესო თარგმანებისაგან შედგენილი კრებულის პრეზენტაცია.
• წელს საპრიზო ფონდი გაიზარდა. პრემია გადაეცემა სამ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელს (I ადგილი – 1500, II _ 1000, III _ 500 ლარი). ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ დააწესა სპეციალური პრიზი (800 ლარი) საუკეთესო თარგმანისთვის სპარსულიდან ქართულ ენაზე.


სანამ ჩემი თარგმანის ელექტრონულ ვერსიას გამოვგზავნიდი, ეს პირობები არ იყო ცნობილი. ამიტომ მხოლოდ თარგმნილი ტექსტი გამოვგზავნე. შესაბამისად, კონკურსში მონაიწლეობას ალბათ ვერ მივიღებ.
მე გამოვგზავნე მანამდე ცნობილი პირობით, რომ 'დიოგენე' მთარგმნელების ბაზას ადგენს.

Posted by: xachapuridze 17 Mar 2011, 21:39
io-io
ისევ გაუგებრობაა. ეს ორი სხვადასხვა რამაა. ეს არის პოეძიის მთარგმნელთა კონკურსი, ის კი თარგმანების მიღება ბაზის შესაქმნელად.

Posted by: io-io 17 Mar 2011, 21:53
xachapuridze
QUOTE
ისევ გაუგებრობაა. ეს ორი სხვადასხვა რამაა. ეს არის პოეძიის მთარგმნელთა კონკურსი, ის კი თარგმანების მიღება ბაზის შესაქმნელად.

ახლა გასაგებია smile.gif

Posted by: ლაზარე 6 Apr 2011, 04:09
ლიტ. გაზეთის კონკურსი როდის იქნება? თუ იქნება საერთოდ?

Posted by: jibutii 11 Apr 2011, 19:04
გეპატიჟებათ ბათუმის ტრადიციული „ლექსების გამოფენა“.

1. ლიტერატურული კონკურსი პოეზიაში:

მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებში და/ან ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი ლექსი.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 400 ლარი; III ადგილი – 300 ლარი.

2. ლიტერატურული კონკურსი მინიატურულ პროზაში – „ასი სიტყვა“:

მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებში და/ან ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ასსიტყვიანი, ერთი პროზაული ნაწარმოები (სათაური არ ითვლება სიტყვათა რაოდენობაში).
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 400 ლარი III ადგილი – 300 ლარი

3. კონკურსი საბავშვო ჟანრის ნაწარმოებებში

პროზა:

მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებში და/ან ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი, ერთი პროზაული ნაწარმოები, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თაბახის ფურცელს (შრიფტის ზომა 14);

პოეზია:

მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებში და/ან ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი ლექსი.

ნამუშევრები უნდა გადმოაგზავნოთ მისამართზე: ლექსებისგამოფენა@მაილ.რუ და/ან ლექსებისგამოფენა@ყაჰოო.ცომ, 2011 წლის 21 აპრილამდე, შრიფტით აკადნუსხ.
ერთ ავტორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ყველა საკონკურსო ჟანრში თითო ნაწარმოებით.
„ლექსების გამოფენა“ ჩატარდება ბათუმში, მაისის თვეში. დასკვნით ეტაპზე გასულ ნაწარმოებთა ავტორები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროთი და შიდატრანსპორტით.
დაგეგმილია საუკეთესო ნაწარმოებებისაგან შედგენილი კრებულის დაბეჭდვა.
გისურვებთ წარმატებას!

პროექტის ორგანიზატორი ზაზა ფირცხალაიშვილი, ტელ. 893 21 40 20

Posted by: demaskino 27 Apr 2011, 16:04
ვინ არიან ,,დიოგენეს,, მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები? სავარაუდოდ 23- ში უნდა ყოფილიყო დაჯილდოვება

იქნებ ვინმემ დადოს ინფორმაცია,

დიდი მადლობა

Posted by: xachapuridze 27 Apr 2011, 23:25
demaskino
QUOTE
ვინ არიან ,,დიოგენეს,, მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები? სავარაუდოდ 23- ში უნდა ყოფილიყო დაჯილდოვება

სავარაუდოდ ხუთ მაისს იქნება. აქ დავდებ განცხადებას.

Posted by: ameliamelia 3 May 2011, 15:02
საბა 2011 -ის თემა ვეღარ ვიპოვე. მართალია ”საბა” არა კონკურსი, არამედ პრემიააო, მაგრამ მოკლედ რაც არის და როგორც არის რა.
აი, ”თი ბი სი” ბანკმა ე.წ.ოფიციალური ლონგ ლისტი გამოაქვეყნა
თუ მოდერატორი იპოვის საბას თემას, მაშინ ეს პოსტიც იქ გადაიტანოს smile.gif

http://www.tbcbank.ge/data/file_db/eHzs9bo3Wa_SABA.pdf

Posted by: xachapuridze 6 May 2011, 10:42
ლიტერატურის ინსტიტუტი და "ქარჩხაძის გამომცემლობა", თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, ატარებს ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობენ:

…დავით წერედიანი
თამაზ ვასაძე
შუქია აფრიდონიძე
ინგა მილორავა
მაია ჯალიაშვილი
მამუკა ბერიაშვილი

ასევე იმუშავებს სტუდენტური სექცია. თეზისები მიიღება 20011 წლის 10 მაისამდე: litinstituti@yahoo.comЕще
New Page 1

Posted by: vaiolo 16 May 2011, 13:28
QUOTE (mishamovedi @ 17 Mar 2011, 15:25 )
ქალაქ თბილისის მერია
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი


აცხადებს


ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის


“მცირე პროზა”


კონკურსის პირობები:


ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება).
1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4, თითოეული არა უმეტეს 8 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, ელექტრონული ვერსიით.
ჩატარების თარიღი - 2011 წლის 25 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით. 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I. II. III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.

საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ- მისამართზე n.baratashvili_museum@yahoo.com და მიტანილ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში.
მისამართი: ჩახრუხაძის ქ. # 17. ტელ. 99.06.99, 893148125

მუზეუმის დირექცია

* * *
ხო, მთავარი არ არის პირობებში მითითებული:
ნაწარმოების ჩაბარების ბოლო ვადაა 1 მაისი.

გამარჯობა.დღეს მომწერეს გამარჯვებულთა დაჯილდოება იქნება 18 მაისსო და აქა და აქ ჩატარდებაო,ხოდა რა მაინტერესებს biggrin.gif ეგ ყველას მიწერეს თუ ვისი ნაწერებიც გავიდა?

Posted by: xachapuridze 19 May 2011, 15:36
გამომცემლობა `დიოგენე~ გიწვევთ
ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გადაცემის საზეიმო დაჯილდოებაზე
2011 წლის 23 მაისი, ორშაბათი, 18:00სთ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საგამოფენო დარბაზი (გუდიაშვილის ქ.#7)


გამომცემლობა ,,დიოგენემ~ 2011 წლის 9 თებერვალს მეორედ გამოაცხადა კონკურსი პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის და დააწესა ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია თარგმანისათვის ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე. Dწელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო 20-დან 35 წლამდე ასაკის 23-მა მთარგმნელმა.
კონკურსის ჟიურიმ (გიორგი ეკიზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ანა ჭაბაშვილი, ნიკა ჯორჯანელი) დახურული წესით შეაფასა თარგმანები.
გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოებასთან Eერთად მოეწყობა საუკეთესო თარგმანებისგან შედგენილი კრებულის პრეზენტაციაც. წელს საპრიზო ფონდი გაიზარდა. პრემია გადაეცემა სამ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელს (I ადგილი – 1500, II _ 1000, III _ 500 ლარი). ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ დააწესა სპეციალური პრიზი (800 ლარი) საუკეთესო თარგმანისთვის სპარსულიდან ქართულ ენაზე.







Posted by: mishamovedi 19 May 2011, 21:38
"მცირე პროზაში" გაიმარჯვეს:
პირველი ადგილი: სალომე შენგელია
მეორე: თამარ გელაშვილი
მესამე: გურამ ღონღაძე

Posted by: marilis_ 23 May 2011, 23:15
xachapuridze
ვინ გაიმარჯვა?
გამარჯვებულ ლექსებს არსად დადებთ?

Posted by: xachapuridze 24 May 2011, 10:57
marilis_
QUOTE
ვინ გაიმარჯვა?

ირანის საელჩოს პრემია ნინო თუშიშვილს
III პრემია - ბაჩანა ჩაბრაძეს - ფრანგული პოეზია
II პრემია - რეზო გეთიაშვილს - ამერიკული პოეზია (დახვეტა ცოლ-ქმარმა პრემიები (ლელა სამნიაშვილმა - შარშან)!
I პრემია - თათია მთვარელიძეს - ახალბერძნული პოეზია
QUOTE
გამარჯვებულ ლექსებს არსად დადებთ?

არაა კრებული გამოვიდა და...

Posted by: aravinac 24 May 2011, 18:42
ვულოცავ ძალიან კარგ ადამიანებს გამარჯვებას.
ხაჭაპურიძევ, რა ბოღმიანად საუბრობთ და პოსტავთ. კორექტურობა არ გაწყენდათ.
wink.gif

war.gif

Posted by: xachapuridze 24 May 2011, 21:48
aravinac
QUOTE
ხაჭაპურიძევ, რა ბოღმიანად საუბრობთ და პოსტავთ. კორექტურობა არ გაწყენდათ.

სუუუულ პირიქით!

Posted by: marilis_ 24 May 2011, 23:14
xachapuridze

მადლობა 2kiss.gif

QUOTE
I პრემია - თათია მთვარელიძეს - ახალბერძნული პოეზია QUOTE

რომელი პოეტის რა ლექსი თარგმნა?

Posted by: xachapuridze 25 May 2011, 00:25
marilis_
QUOTE
რომელი პოეტის რა ლექსი თარგმნა?

კიკი დიმულას ლექსები. კრებული თან არა მაქვს, ხვალ წამოვიღებ და დაზუსტებით შეგატყობინებ.

Posted by: marilis_ 25 May 2011, 00:50
xachapuridze
QUOTE
კიკი დიმულას

მადლობა.

მომავალ წელს, თუ არ დამეზარა ერთი ლექსის გამოტანა, გული მიგრძნობს, მე გავიმარჯვებ, მაგ ერთი ლექსის კონკურსში fig.gif
ამბიციურ განცხადებად არ მიიღოთ, ინტუიცია მკარნახობს, უბრალოდ biggrin.gif

Posted by: jurnalistka 29 Jun 2011, 19:25
ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს

"ლიტბუნიობა".


კონკურსი ჩატარდება წელიწადში ორჯერ:
პოეზიის - სექტემბრის 22-23-ში და პროზის - მარტის 20-21-ში.
კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა შესაბამისად შემოდგომის და გაზაფხულის ბუნიობას.

კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).

“ლიტბუნიობის” პირველი კონკურსის ფინალური ეტაპი შედგება 2011 წლის 23 სექტემბერს.

საკონკურსო პრემიების ოდენობა:

ერთი პირველი პრემია – 1000 ლარი
ორი მეორე პრემია – 500 ლარი თითოეულს
ოთხი მესამე პრემია – 250 ლარი თითოეულს

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: urakparaki@gmail.com 2011 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით

კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.



წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს ( ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას.
თითოეულ მონაწილეზე დასაშვებია ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, word –ის ფაილით, უნიკოდში ან აკადნუსხურში ჩაწერილი.
მიღების დადასტურება მიღებული ნაწარმოების ასლთან ერთად მონაწილეს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.

ობიექტურობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, მე-2 ეტაპზე გადასული ნაწარმოებების ნებისმიერ ლიტერატურულ სივრცეში განთავსების უფლება ავტორს ექნება დაჯილდოებიდან სამი დღის შემდეგ.

თუ კონკურსის მიმდინარეობისას ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული,
ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას. თუ მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
ასეთი ნაწარმოები ავტორისა და წესის დარღვევის ფაქტის მითითებით გამოქვეყნდება საიტზე.

ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

16 სექტემბრის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია გაითხოვოს თავისი ნაწარმოები უკან. ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ გამოქვეყნდება.

კონკურსის დასრულების შემდეგ მხოლოდ ავტორების წერილობით (ელექტრონულ ფოსტაზე) დადასტურებული სურვილის შემთხვევაში:
ა) ავტორის ვინაობასთან ერთად გამოქვეყნდება ყველა ნაწარმოები, რომელმაც გაიარა ფინალური ეტაპები.
ბ) ავტორის ვინაობასთან ერთად გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან მოიხსნა ავტორის სურვილით, ან ვერ გადავიდა მეორე ეტაპზე.

ავტორებს წერილობით ეცნობებათ გავიდა თუ არა მათი ნაწარმოები შემდეგ ეტაპზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება
ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, ჟიურის წევრთა სახელების მითითების გარეშე.

აუცილებელი მოთხოვნაა, თუკი ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასებების ჩამონათვალს, ამის შესახებ საჯაროდ უნდა განაცხადოს კონკურსის გამომცხადებელ საიტზე შესაბამის თემაში, რათა აღმოიფხვრას გაუგებრობა.

კონკურსის მიმდინარეობა:

კონკურსი იყოფა ეტაპებად:

I – კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებების გადარჩევა
II – 15 სექტემბერს გამოცხადდება კონკურსის ჟიურის ვინაობა, რომელიც
გადარჩეული ნაწარმოებებიდან ამოარჩევს 15 საუკეთესო ნაწარმოებს.
კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან.
III – 15 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულების გამოვლენა
IV – კონკურსის ლაურეატების დაჯილდოება.


გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:

1) მეორე ეტაპზე გადარჩეული ჯამურად უმაღლესქულიანი ნაწარმოებებიდან ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 15 უმაღლეს ქულიან ნაწარმოებს.
ჯამურად ერთნაირი ქულების აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე, გარდა პირველი ადგილის გამოვლენისა, უპირატესობა ენიჭება ჯამის შემადგენელ ქულებში მაღალი ქულების რაოდენობას.

2) მესამე ეტაპზე 15 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულთა გამოსავლენად ჟიურის თითოეულ წევრს უფლება ეძლევა დაწეროს:
ერთი 10 ქულა, სამი 9 ქულა და ოთხი 8 ქულა. 7 და უფრო დაბალი ქულები - რაოდენობის შეუზღუდავად.

3) პირველ ადგილზე გასული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ორი 10 ქულიანი შეფასება და საბოლოო ჯამური ქულა არ იყოს 46-ზე ნაკლები.

4) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ადგილის კანდიდატი გახდა ორი თანაბარ ქულიანი ნაწარმოები, პირველი ადგილი დადგინდება ჟიურის მიერ ამ ორი ნაწარმოებისათვის კენჭისყრის გზით.

5) თუ ვერცერთი ნაწარმოები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს.

6) მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად, ნაწარმოებს გადასალახი აქვს მინიმუმ 35 ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით).

7) იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ვერცერთმა ან მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა ,
გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.

8) მესამე პრემია მიენიჭებათ შეზღუდვების გარეშე ჯამური ქულების მიხედვით.


Posted by: gongestmort 8 Jul 2011, 14:58
საბას დაჯილდოვება კვირას რომელ საათზეა? smile.gif

Posted by: DimmuBorgir 28 Jul 2011, 04:33
yovel sisuleles tavisi danishnuleba aq yvela adamiani cdilobs sisuleleshi chados tavisi sulis ragac nawili imis shishit ro es sisulele dasacini gaxdeba xdeba grdznobebis shenigbva
saukuneebis ganmavlobashi bevri gamochenili adamiani iyo midrekili sisulelebisadmi...iulius keisari shekspiri benjamen franklini albert einshteini da a.sh.sh rogorc sheamchniet es adamianebi arafrit ar arin dakavshirebuli
ertmanettan sisulelis teorias tu gamovricxavt tqven gagichdebat shegrdzneba ro chemi naweri sisulelea es mxolod chemi naweris siswores gausvavs xazs....
adamianebi romlebmac shedzles am xelovnebis daxvewa jambazebis msaxiobebis da gijebis rigs miekutnebian...
magram milionobit adamiani fuls ixdis imashi ro sisulelebs usminos ramdenad sasacilodac ar unda jgerdes es..
qalbatonebo da batonebo warmogidgent patara istorias romelsacc chemi cxovrebis suleluri nawili qvia...
davibade qalaq tbilishi qalaqshi sadac arasdros araferi gansakkutebuli ar xdeba yoveldge erti da igive situacia ert da imave xalxtan...
xalxis gemovneba imdenad damaxinjebulia ramdenadac mati fsiqika... avigot adamiani romelsac ise tu ase finansurad ar uchirs adamiani romelsac
aqvs normaluri shemosavali mas urchevnia iyidos manqana romelic dzviri girs da ar gamoircheva missave shedzlebuli adamianebis manqanebisgan
avigot adamiani romelic tvlis rom musikaluri gemovneba gaachnia is amjobinebs usminos imas rasac sxvebi usmenen da ara imas rasac misi shinagani me moitxovs
titoeuli pirovneba zemot chamotvliltagan kargavs tavis individualobas da qalaqi xdeba ertferovani... esetia adgilic sadac me vcxovrob ertferovani
da mowyenili xalxit savse..

nomeri 9443123123
sicivea da usatuod iwvimebs 1943
wlis maisi....
sichumea da yvelas etkineba
roca daiwyeba atomuri daisi...
sivrce orad iyofa samyaros ar darcha shansi
neptuni midrekilia saturns cecxls untebs marsi
seqtemberi erkineba oqtombers
sintezatorit shesrubul naxatebs reqviemis shansi
ugimgamod vtovebt sicocxles
me stiv roti da robert malsi
sheurigeblobas nu daarkmevt koshmars
renesasni xelmeored iwyeba
rodrigesis filmebshi patara tarantino izdeba
ringo jons xerxemals ulewavs
polia gadasaparsi.
planti shvils jemals arqmevs
zangebsac mobezdat breik dansi
rojebs nu mikerav frenk sinatra
modi gecekvo margaret valsi
sibnele ar gvtovebs tavs viklavt yvela
pirvel rigshi me da robert malsi

morigi sisulele

ikeb me sisulelebit vcdilob chemi grdznobebis gamoxatvas da vcdilob ro viyo gansxvavebuli tundac sisuleleebis xarjze
es yvelaze sarisko gzaa megobrebo yvelas eshinia imis ro gamochdes suleli..magram iqneb adamiani ragacit ro gamoircheva
sulac araa giji da is vistan yofnac diskomforts uqmnis "normalur" xalxs...
erti txovna meqneba tqventan,sheecadet ipovot tqven tavshi suleli romelic iyidis im manqanas romelic unda
chaicmevs im tansacmels romelsac chatvlis sachirod, mousmens im musikas romelsac guli ukarnaxebs,da ar
dascinebs tavisnairebs imitom rom isic egetia patara dozit
რა მოვიგე ბანის გარდა? ან უკეთეს შემთხვევაში ვორნის

Posted by: jurnalistka 8 Nov 2011, 20:06
"ლიტბუნიობის" რიგით მეორე კონკურსი

ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს პროზაში

კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას და ჩატარდება 2012 წლის 20 მარტს.
კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).

საკონკურსო პრემიების ოდენობა:
ერთი პირველი პრემია – 1200 ლარი
ერთი მეორე პრემია – 800 ლარი
ორი მესამე პრემია – 500 ლარი თითოეულს

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2012 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონული სახით ელ–ფოსტაზე: urakparaki@gmail.com


დაწვრილებითი ინფორმაცია ფორუმში

http://www.urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1033&st=620

http://www.urakparaki.com/?m=13&Theme=1098&st=00

Posted by: მაიტო 8 Dec 2011, 22:50
jurnalistka

ეს კონკურსი სულ რამდენ ეტაპს მოიცავს? smile.gif

Posted by: ilove_ipod 7 Jan 2012, 17:29
სხვათა შორის, "ლიტერატურულმა გაზეთმა" 2-ჯერ ჩაატარა "ერთი მოთხრობის კონკურსი". პირველად 3 ახლგაზრდა დაჯილდოვდა, მეორედ -5. სოლიდური თანხაც იყო და ჟიურის წევრებიც სოლიდური: რეზო ჭეიშვილი, ზაალ სამადაშვილი, ივანე ამირხანაშვილი, როსტომ ჩხეიძე, არჩილ ქიქოძე, ზურაბ სამადაშვილი, მიხო მოსულიშვილი. ყველა არ მახსოვს. აქ არავინ დაპოსტა?

Posted by: ტატა 18 Jan 2012, 12:47
მოკლედ სახალისო კონკურსია, გაერთეთ და მოიგეთ უნიქარდისგან 500 ქულა

გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ დაწერილი თბილი, მეგობრული, სახალისო, ორგიგინალური ლექსი თემაზე „უნიქარდი - თქვენი სურვილების ბარათი“ მეილზე konkursi@unicard.ge. ლექსთან ერთად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, ფეისბუქის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია.

ლექსის ზომას მნიშნველობა არ აქვს.





ლექსები შეგროვდება 27 იანვრის ჩათვლით. ფონტი Acadnusx, ზომა 10.

მონაწილეები შეირჩევა უნიქარდის ჟიურის მიერ. ჟიური შეარჩევს ორიგინალურ, თბილ, დადებით, მეგობრულ, სახალისო ნაწარმოებებს და 1 თებერვალს ერთდროულად გამოაქვეყნებს უნიქარდის ფეისბუქის გვერდზე- facebook.com/unicard.ge გამოქვეყნდება მხოლოდ შერჩეული ნაწარმოებები.

გამოქვეყნებული ლექსებიდან მომხმარებელი დაალაიქებს გამორჩეული, ორიგინალური და ყველაზე თბილ, მისთვის მოსაწონ ლექსს.

✓ კონკურსში გაიმარჯვებს მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტ Like-ს დააგროვებს კონკურსის დასრულებამდე.

✓ Like-ების დააგროვება მოხდება 1 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით.

✓ მონაწილეს, რომლის ნაწარმოებიც ყველაზე მეტ Like-ს დააგროვებს გადაეცემა 500 ქულა საჩუქრად.

ასევე გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება უნიქარდის ჟიურის მიერ. ჟიურის რჩეულს გადაეცემა 500 ქულა საჩუქრად და მისი ლექსი გამოქვეყნდება უნიქარდის საჩუქრების 150 000 ტირაჟიან კატალოგში. კატალოგში მითითებული იქნება ავტორის მონაცემები.

✓ გამარჯვებული გამოვლინდება 16 თებერვალს.

შენიშვნა: მომხმარებლების მიერ უნიქარდის ფეისბუქის გვერდზე დადებული ლექსები წაიშლება და არ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში. კონკურსში მონაწილეობას იღებს მხოლოდ მეილით მოწოდებული და ჟიურის მიერ შერჩეული ნაწარმოებები.

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ უნიქარდის თანამშრომლებს და მათთან ნათესავურ კავშირში მყოფ პირებს.

წარმატებებს გისურვებთ უნიქარდელებო!

გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს კონკურსის პირობები!

Posted by: urukxai 26 Feb 2012, 12:43
გამარჯობათ მაინტერესებს ჩემი ნადღაბნების წარდგენა თუ არის სადმე შესაძლებელი შემიგროვდა და მაინტერესებს უბრალოდ კრიტიკა და სხვისი აზრი smile.gif

Posted by: mavina 27 Feb 2012, 12:24
ფიქრების სიზმარი
ზოგჯერ, ცხოვრება ყელში გებჯინება
და გახრჩობს ,გახრჩობს, როგორც
მარყუჟი. გულში აუტანელი ვაკუუმი
იბუდებს და ქაოსური სისასტიკით მოიცავს
ყოველივეს. სუსხი? ხო,ხო ზუსტად ეს, ტკივილი...
თითქოს, რაღაც გკაწრავს ,გკაწრავს და
არ იღლება. თითქოს გულს გიკეტავს,
გიკეტავს და სისხლს არ ატარებს.
ზოგჯერ ყველაფერი მძიმეა, მძიმეა
ლოდივით მხრებზე გაწვება და..
არა!არ მინდა ამაზე ვისაუბრო.
იცით რატომ ?ტანჯვა ბევრია, ბევრი
იქნება ეს ხომ ცხოვრებაა, მაგრამ
კარგიც ბევრი გვაქვს გვაქვს ის,
რასაც სიყვარული,სიკეთე ჰქვია და
მე მიხარია ბევრი რამ
იცით? იცით დღეს რა ლამაზად თოვს..
ამ ფაქტმა. მხოლოდ მე აღმაფრთოვანა
და რაღაც ფიფქივითნაზი ფიფქივითG
მსუბუქი ვიგრძენი. იცით რამდენი ფიფქი
იყო? თვალები ამიჭრელდა ვეღარ გავარკვიე,
რომლისთვის შემეხადა .ყველას მივდევდი
და ლამის ფანჯრიდან ჩავხტი იცითრა მიყვარს?
იცით რა არის ყველაზა მაგარი? ამ რბილ,
ქათქათა მიწის ღრუბლებშიმთლიანად ცწევარ,
ცაში ვიყურები ,ვიცინი და ღრმად ვსუნთქავ,
რადგან ვიგრზნოთეთრი, სპეტაკი თოვლით,
გაწმენდილი ჰაერი. ჰაერი, როლის სურნელიც
არასდროც დამავიწყდება, ასაც კი მიხარია,
რომ თითები სულ სულ. ხო სულ ვარდისფერი
გამიხდა და კიდევ უკეთესი იცით რა არის?
ვწევარ ამ რბილ ქათქათა ბალიშებზე, მე ცემა
ბუმბულივით რბილი ფიფქები და ჩამესმის
თბილი, მსესავით თბილი სიტყვები და
იცითრას ვხედავ? ვხედავ, მართლა ვხედავ,
რომ ჩემს ვარდისფერ თითებს,სხვა ბიღაცის
თითები შემოეხვია ! ვგრძნობ, ბგრზნობ,
რომ გავთბი. გეხუტები შენ და გიყურებ
რა უძირო თვალები გაქვს ?! .. უფრო ღრმად
გიყურებ გიყურებ და რაღაცას უნდა მიხვდე,
აამგონი.. წამიერი გაელვება
გთხოვ გთხოვ ხუთი წუთი სილ ხუთი,
დარჩი! სად მიდიხარ?.. არა შენ არა..
რა? რა? არა არა .. ხოხო
მღვიძავს უკვე ავდექი არ ვბოდავ მართლა..
სითბოს ჯერ კიდევ ვგრძნობ,
თოვლში კი არა, თურმე საკუთარ
ლოგინში ვწევარ და რბილ ბალიშსს
მაგრად ვებღაუჭები..ვიცი უნდა
ავდგე, მაგრამ არ მინდა დამთავრდეს..
ნუთუეს სიზმარი იყო, ფიქრებს
მოყოლილი სიზმარი.. მერე რა მე
მაონც ვიცინი, ლამის გავიგუდო..
მაინც მაგარი იყო,ისე რა უზირო
თვალები ჰქონდა ფხიზელიც კი ვდნები..
მაინც შემავლო რაღაცამ, რა კარგი იყო..
ნუთუ მთელი ღამე ბალიშს ვეხუტებოდი,
რა სასაცილოა.. თუმცა რი მაცინებს?
არ ვიცი.. ნამდვალადარ ვიცი.. მაგრამ..

Posted by: LamziraFFF 4 Mar 2012, 15:56
https://apps.facebook.com/306336972763103/?page=item&id=36&do?
ვისაც პოეზია გიყვართ, გადადით ამ ლინკზე
https://apps.facebook.com/306336972763103/?page=item&id=36&doc_id=83319039
და წაიკითხეთ იოსებ შეყილაძის ლექსი. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ და თუკი ასე მოხდა ლაიქიც არ დაიშუროთ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ხმა ამ კონკურსში. მადლობა ყურადღებისთვის.
„ქუჩაში ერთხელ...“ქუჩაში ერთხელ ვესტუმრე ჭადრებს,მე მსურდა ფიქრი დილამდე მათთანდა სტრიქონებში დალექილ ავდრებსარათანაბრად ვიყოფდი ქართან.....და მივყვებოდი ქუჩას ჭადრიანს,ან, უფრო ქუჩა მომსდევდა სველიწვიმით... წვიმაში, წვიმას დარდიანსვეგებებოდი, როგორც მლოცველიაიაზმიდან მოსხლეტილ წვეთებს.და მე და ქუჩა ვხედავდით ღმერთებს!და იყო სივრცე რატომღაც მთვრალი,შენი თვალებით ნაენძელარი,თითქოს ოცნება გვიცდიდა მკრთალიდა ვსველდებოდი ოდნავ მწერალი,უფრო პოეტი!, შენი თვალების-მაგ ენძელების...ფიქრში ბოლომდე ჩაძირულ ქუჩის,წყვილი ჭადრების,წვიმით ავსილი მკრთალი ოცნებისდა ჩემი ღმერთის!რომელსაც ასე ვუცდიდი დიდხანს..............ცა კი ოცნებას უსვამდა წერტილს.ცა კიდეც კვეთდა ეპიტაფიებს:„ახლა პოეტში სიცოცხლეს უჭირს“,ხმელი ფოთლები წუხდნენ რექვიემსდა სიმფონია ისმოდა ქუჩის...მე ერთად ვგრძნობდი ყველა სტიქიას,და სიყვარული არ იყო შორი,თუმცა ვტოვებდი სხეულს ფიქრიანსდა ზეცა ჭექდა “MEMENTO MORI”-სდა მე და ქუჩა ვიდექით ქარში,და გვიღერებდნენ წუთები კვერთხებს,და ყველაფერი გადაწყდა მაშინ.მე შე(ნ)მიყვარდი ქუჩაში ერთხელ....

Posted by: Etrange 5 Mar 2012, 13:50
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ქართველ მთარგმნელებს სთავაზობს წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის სტიპენდიის მისაღებად. განაცხადების მიღების მოლო ვადაა 2012 წლის 30 მარტი.

ესეც ლინკი
http://www.institutfrancais.ge/ge/mediatheque/pour_les_professionnels/

Posted by: ilove_ipod 10 Mar 2012, 00:15
http://www.mcs.gov.ge/topicdetals-2.2957.html
გუგლ ქრომში გახსენით

Posted by: mishamovedi 14 Mar 2012, 13:30


ქალაქ თბილისის მერია
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

აცხადებს
ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის
`მცირე პროზა”

კონკურსის პირობები:
ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება).
1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტესს 8 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე ელექტრონული ვერსია.
ჩატარების თარიღი _ 2012 წლის 20 მარტიდან 11 მაისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 1 მაისი; 11 მაისს მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.
საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით ნ.ბარატასჰვილი_მუსეუმ@ყაჰოო.ცომ და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2012 წლის 1 მაისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ.@17 ტელ: 990699, 893148125
შაბათი-კვირა-ორშაბათის გარდა.
კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.

მუზეუმის დირექცია


Posted by: buka79 18 Mar 2012, 13:20
მივესალმები ყველანაირი სახის კონკურსს რაც კი საქართველოში ტარდება,მათ შორის ლიტერატურულ კონკურს და წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს.ასეთი სახის კონკურსებში მონაწილეობა დიდ სტიმულს და გამოცდილებას აძლევა ადამიანს.

Posted by: nino darbaiseli 21 Mar 2012, 10:58




,,ლიტბუნიობა 2012 "( პროზა)


ძვირფასებო!
თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ კორუფციასთან ბრძოლის პროცესში არაერთხელ მსმენია მოწინააღმდეგეთა თუ კეთილმოსურნეთა აზრი, რომ ჩემი გარჯა სათავეშივე მარცხისთვის იყო განწირული, რადგან შეუძლებელია, სადმე და მით უმეტეს საქართველოში, სადაც ყველა ყველას ახლობელია, ჩატარდეს ობიექტური კონკურსი და რომ ჟიურის ნებისმიერი წევრი მუდამ სუბიექტურია.

ამაზე მე მიპასუხია, რომ, ცხადია, ჟიურის თითოეულმა წევრმა უნდა მიიღოს სუბიექტური გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა ემყარებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს.

ამ კრიტერიუმების ნაწილი ზოგადია, ხოლო კერძო ნაწილი - უნდა დადგინდეს კონკურსის მესვეურთა მიერ და ჟიურის წევრობის კანდიდატისთვის, ასევე, კონკურსის მონაწილეებისათვის ცნობილი უნდა იყოს თავიდანვე.

გუშინ , საიტ ,,ურაკპარაკის'' მიერ ჩატარებული ,,ლიტბუნიობის" ფინალმა თვალნათლივ დაადასტურა, რომ ეს მართლაც, შესაძლებელია, მწირი დაფინანსების პირობებშიც კი, თუ საქმეს სათავეში უდგას ჩვენი ლიტერატურის წინსვლით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანი (ამ შემთხვევაში - საიტ ,,ურაკპარაკის" ანონიმი ადმინი, რომელსაც იცნობენ სახელით ,,ნიკი") ხოლო ჟიურის წევრობას თანხმდებიან მკითხველი საზოგადოებისთვის ცნობილი კეთილსინდისიერი პროფესიონალები : დალი ფანჯიკიძე, რეზო ჭეიშვილი, აკა მორჩილაძე, თამრი ფხაკაძე და მიშა რატიანი.

მეტიც, წრფელი მონდომების შემთხვევაში შეიძლება, ქართული ლიტერატურული კონკურსების სფეროში იმგვარ, კარგ და პერსპექტიულ ნოვაციასაც ჩაეყაროს საფუძველი, როგორიცაა წუხანდელი დაჯილდოების ინტერნეტ-ცერემონიალი.

დამთავრდა კონკურსი და უახლოეს დღეებში მკითხველ საზოგადოებას საშუალება ექნება, გაეცნოს მასში გამარჯვებულთა და მონაწილეთა ნაწარმოებებს. ასევე დაიდება წუხანდელი საღამოს ამსახავი ლინკი..

ჯერჯერობით კი, უცხოეთში მყოფი ლიტერატურის მოყვარული იმ მეგობრებისთვის, ვინც ჯერ არ იცნობს ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკს''. ვდებ მისამართს:

http://urakparaki.com/
* * *
ეს ლინკიც იდოს, იმის საილუსტრაციოდ, თუ რას ნიშნავს, რომ კონკურსის მონაწილეებს, მიუხედავად იმისა, გამარჯვება ერგუნათ თუ არა, არ გასჩენიათ არაობიექტურობის განცდა :

http://urakparaki.com/?m=13&Theme=1033



პ.ს. ამა წლის შემოდგომაზე გაიმართება ,,ლიტბუნიობა'' (პოეზიაში) ავტორებს ვურჩევ, ახლავე დაიჭირონ თადარიგი კონკურსში მონაწილეობისათვის smile.gif

Posted by: ფრენოლოგი 21 Mar 2012, 14:07
-------------------------------------------------------------------------


Posted by: Burton 17 May 2012, 14:11
აუუუ, ხალხოოო, რა მაგის პასუხია და, მოკლედდ რაგაც რჩევა მინდა გკითხოოთ...მოკლედ ცხოვრებაში არასდროს არაფერი არ დამიწერიააა... ახლა კიდე გადავწყვიტეეე ბოლოს და ბოლოსსს რაგაც დავწეროო...მგონი არც თუ ისე ცუდი შინაარსი მაქვს მოფიქრებული...ჩემს თანატოლებს მოსწონთ...მაგრამ არ მაქვს წიგნის წერის კულტურა...და არც ის ვიცი რამდენად მოეწონებაა ეგეთი შინააარსის წიგნი ან ფილმი საზოგადოებას და ვინმესსს შეგიძლიათ დამეხმაროთ? weep.gif

Posted by: rati_cero 31 May 2012, 03:47
რამე ლიტერატურული კონკურსი არ ტარდება უახლოეს მომავალში? ვინმეს რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?

Posted by: jurnalistka 4 Jun 2012, 14:11
rati_cero

ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს პოეზიაში

კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა შემოდგომის ბუნიობას და ჩატარდება 2012 წლის 22 სექტემბერს.
კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).

საკონკურსო პრემიების ოდენობა:
ერთი პირველი პრემია – 2000 ლარი
ორი მეორე პრემია – 500 ლარი თითოეულს
ოთხი მესამე პრემია – 250 ლარი თითოეულს

ამას გარდა გათვალისწინებულია წამახალისებელი პრიზები, რომლებიც მოგვიანებით გამოცხადდება

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2012 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონული სახით ელ–ფოსტაზე: urakparaki@gmail.com

კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.

კონკურსის მიმდინარეობა და წესები:

კონკურსი იყოფა ეტაპებად:

I – კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები გადაირჩევა ჟიურისთვის გადასაცემად.
II – 2012 წლის 7 სექტემბერს გამოცხადდება კონკურსის ჟიურის ვინაობა, რომელიც
გადარჩეული ნაწარმოებებიდან ამოარჩევს 15 საუკეთესო ნაწარმოებს.
კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან.
III – 15 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდება გამარჯვებულები
IV – გამოცხადდება კონკურსის შედეგები და დაჯილდოვდებიან ლაურეატები

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს ( ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას.
თითოეული მონაწილისგან მიიღება ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოებების თემატიკა არ არის შეზღუდული

ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
მიღების დადასტურების გარეშე ითვლება, რომ ნაწარმოები არ არის კონკურსზე შემოსული. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დააზუსტოთ იმავე მაილზე, ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან. საიტზე urakparaki.com. მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.

ნაწარმოები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, მხოლოდ word –ის ფაილით, იუნიკოდში ჩაწერილი.

თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე, ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული,
ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
თუ მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ საიტზე გამოქვეყნდეს ასეთი ნაწარმოების ავტორი, წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

8 სექტემბრის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს თავისი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და არ გამოქვეყნდება.

კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე ავტორს ეკრძალება გამარჯვებული ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში კონკურსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
კონკურსის დასრულების შემდეგ:
ა) ლიტპორტალ "ურაკპარაკზე" გამოქვეყნდება ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასებები. ( კონკურსში მონაწილეობა ავტომატიურად ნიშნავს რომ თქვენ ეთანხმებით ამ წესს )ბ) ავტორების წერილობითი ( ელექტრონულ ფოსტაზე ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან მოიხსნა ავტორის სურვილით, ან ვერ გადავიდა რომელიმე ეტაპზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, ჟიურის წევრთა სახელების მითითების გარეშე.
თუკი ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასებების ჩამონათვალს, ამის შესახებ მან საჯაროდ უნდა განაცხადოს კონკურსის გამომცხადებელ საიტზე შესაბამის თემაში.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.

ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუკი ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა

გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:

1) მეორე ეტაპზე გადარჩეული ჯამურად უმაღლესქულიანი ნაწარმოებებიდან ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 15 უმაღლესქულიან ნაწარმოებს.
ჯამურად ერთნაირი ქულების აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე, გარდა პირველი ადგილის გამოვლენისა, უპირატესობა ენიჭება ჯამის შემადგენელ ქულებში მაღალი ქულების რაოდენობას.ერთნაირი ქულების არსებობისას გათვალისწინებული იქნება წინა ტურის შედეგები .
2) მესამე ეტაპზე 15 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულთა გამოსავლენად ჟიურის თითოეულ წევრს უფლება ეძლევა დაწეროს:
ერთი 10 ქულა, სამი 9 ქულა და ოთხი 8 ქულა. 7 და უფრო დაბალი ქულები - რაოდენობის შეუზღუდავად.

3) პირველ ადგილზე გასული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ორი 10 ქულიანი შეფასება და საბოლოო ჯამური ქულა არ იყოს 46-ზე ნაკლები.
4) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ადგილის კანდიდატი გახდა ორი თანაბარ ქულიანი ნაწარმოები, პირველი ადგილი დადგინდება ჟიურის მიერ ამ ორი ნაწარმოებისათვის კენჭისყრის გზით.
5) თუ ვერცერთი ნაწარმოები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პროზის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს.

6) მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად, ნაწარმოებს გადასალახი აქვს მინიმუმ 35 ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით).
7) იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ვერცერთმა ან მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა ,
გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.

8) მესამე პრემია მიენიჭებათ შეზღუდვების გარეშე ჯამური ქულების მიხედვით.

Posted by: Parabola 30 Jun 2012, 17:01
,,საბა'' ტარდება წელს თუ იცით?


Posted by: QoQosi 31 Jul 2012, 19:46
რამე ლიტერატურული კონკურსი პროზაში ჰო არ ტარდება ? ვინმემ რამე ჰო არ იცით?

Posted by: Meine18 7 Aug 2012, 23:18
https://www.facebook.com/shalvaramishvili1/events აი თუ დაგაინტერესებთ შეუერთდით ივენთს და სხვებიც მოიწვიეთ.

Posted by: gvanca_gogava 22 Aug 2012, 16:20
QUOTE (Parabola @ 30 Jun 2012, 17:01 )
,,საბა'' ტარდება წელს თუ იცით?

კიიი 2012 წლის საბა უკვე ჩატარდა smile.gif ივნისსში იყო

https://saba.com.ge/award/history/2012

Posted by: ololia 12 Sep 2012, 23:43
2012 წლის 15 სექტემბერს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის მუნიცპალიტეტის სოფ. არტანში ა/კ “ჩვენი ფშავის”, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და თიანეთის გამგეობის ორგანიზებით და სხვადასხვა სპონსორების მონაწილეობით გაიმართება დიდი სახალხო ზეიმი “ხვარამზეობა”

საკონკურსო ნაწარმოებებიდან შერჩეულია 15 ყველაზე მაღალრეიტინგული ლექსი. მათი ავტორები მიწვეული არიან თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. არტანში “ხვარამზეობაში“ მონაწილეობის მისაღებად.
ამ ზეიმისათვის გამომცემლობა “საუნჯეს” მიერ გამოცემულია ხვარამზეს ლექსების კრებული “ვერცხლის თასადამც მაქცია”, რაც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდა და ხვარამზეობის დღესასწაულის ფარგლებში გამომცემლობის ინიციატივით მოეწყობა კრებულის წარდგინება საზოგადოებისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართველი პოეტები, ცნობილი სახალხო მთქმელები, ფოლკლორული კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

გამოიფინება ნატურპროდუქტი და ხელმარჯვე ოსტატთა ნაწარმი, გაიყიდება წიგნები და ხელნაკეთი ნივთები.
მსურველებს ორგანიზებულად წაიყვანენ ღონისძიებაზე. გასვლა 15 სექტემბერს 10 საათზე სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორიიდან.

წარდგინებასა და ზეიმზე დასწრება ღირს 25 ლარი და მასში შევა მგზავრობა ორივე მხარეს, პიკნიკი ველად და ხვარამზეს კრებულის ერთ ეგზემპლარი.

საკონტაქტო პირი კატო ჯავახიშვილი 599 21 7069

Posted by: სურამელი 10 Dec 2012, 12:24
აქ უნდა დავფიქსირდე smile.gif საინტერესო თემააა smile.gif))

Posted by: nalur 13 Dec 2012, 16:18
http://lit.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98/

არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველო“ და ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია lit.ge აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს „ლილე“.

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ამ გვერდზე (იხ. ქვემოთ შესაბამისი ველები) უნდა განათავსოთ 3-5 გვერდის მოცულობის პროზაული ნაწარმოები.

ტექსტი შექმნილი უნდა იყოს პოპულარული ლიტერატურული ნაწარმოებ(ებ)ის მოტივებზე (სიუჟეტის, პერსონაჟის გამოყენებით და სხვ.) და მიზნად უნდა ისახავდეს ენერგოეფექტურობისა და მწვანე ენერგეტიკის იდეის პოპულარიზებას. (ინფორმაცია და სპეციალური გამოცემები აღნიშნული საკითხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია lit.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს.

გამარჯვებულ ავტორებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ნაწარმოებები გამოქვეყნდება კრებულში „საახალწლო ისტორიები მწვანე ენერგეტიკის შესახებ“.

2012 წლის 30 დეკემბერს გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ ფულადი პრიზები:

პირველი ადგილი - 800 ლარი;
მეორე ადგილი - 500 ლარი;
მესამე ადგილი - 300 ლარი.

გისურვებთ წარმატებას!

Posted by: Isidore 18 Dec 2012, 14:29
user posted image[

არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველო“ და ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია lit.ge აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს „ლილე“.

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ამ გვერდზე (იხ. ქვემოთ შესაბამისი ველები) უნდა განათავსოთ 3-5 გვერდის მოცულობის პროზაული ნაწარმოები.

ტექსტი შექმნილი უნდა იყოს პოპულარული ლიტერატურული ნაწარმოებ(ებ)ის მოტივებზე (სიუჟეტის, პერსონაჟის გამოყენებით და სხვ.) და მიზნად უნდა ისახავდეს ენერგოეფექტურობისა და მწვანე ენერგეტიკის იდეის პოპულარიზებას. (ინფორმაცია და სპეციალური გამოცემები აღნიშნული საკითხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია lit.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს.

გამარჯვებულ ავტორებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ნაწარმოებები გამოქვეყნდება კრებულში „საახალწლო ისტორიები მწვანე ენერგეტიკის შესახებ“.

2012 წლის 30 დეკემბერს გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ ფულადი პრიზები:

პირველი ადგილი - 800 ლარი;
მეორე ადგილი - 500 ლარი;
მესამე ადგილი - 300 ლარი.

გისურვებთ წარმატებას!

http://lit.ge/კონკურსი/

Posted by: OrdinaryMen 20 Dec 2012, 20:55

Isidore
რეგულარული ხასიათი ექნება ამ კონკურსს თუ ერთჯერადია?
და ვებ გვერდის მისამართი არ გიწერიათ smile.gif

Posted by: Isidore 21 Dec 2012, 14:12
QUOTE
OrdinaryMen


ჯერ არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა კონკურსი რეგულარული.
კონკურსის შემდეგ იქნება ამაზე მსჯელობა.

საიტის მისამართია eecgeo.org

Posted by: nino darbaiseli 8 Feb 2013, 00:34
"ლიტბუნიობის" რიგით მეოთხე კონკურსი


ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს პროზაში

კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას და ჩატარდება 2013 წლის 20 მარტს.
კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).

საკონკურსო პრემიების ოდენობა:
ერთი პირველი პრემია – 2400 ლარი ( 1200 ლარი წინა კონკურსიდან გადმოსული )
ერთი მეორე პრემია – 800 ლარი
ორი მესამე პრემია – 500 ლარი თითოეულს

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2013 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონული სახით ელ–ფოსტაზე: urakparaki@gmail.com

კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.


კონკურსის მიმდინარეობა და წესები:

კონკურსი იყოფა ეტაპებად:

I – კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები გადაირჩევა ჟიურისთვის გადასაცემად.
II – 2013 წლის 15 თებერვალს გამოცხადდება კონკურსის ჟიურის ვინაობა, რომელიც
გადარჩეული ნაწარმოებებიდან ამოარჩევს 7 საუკეთესო ნაწარმოებს.
კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან.
III – 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდება გამარჯვებულები
IV – გამოცხადდება კონკურსის შედეგები და დაჯილდოვდებიან ლაურეატები

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს ( ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას.
თითოეული მონაწილისგან მიიღება ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოებების თემატიკა არ არის შეზღუდული

ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
მიღების დადასტურების გარეშე ითვლება, რომ ნაწარმოები არ არის კონკურსზე შემოსული. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დააზუსტოთ იმავე მაილზე, ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან.
საიტზე urakparaki.com. მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.

ნაწარმოები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, მხოლოდ word –ის ფაილით, იუნიკოდში ან აკადნუსხურში ჩაწერილი.
ნაწარმოების ზომები შეზღუდულია 5 000 ასონიშნიდან 40 000 ასონიშნამდე ( მიახლოებით 3 გვერდიდან 20 გვერდამდე )

თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე, ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული,
ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
თუ მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ საიტზე გამოქვეყნდეს ასეთი ნაწარმოების ავტორი, წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

16 თებერვლის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს თავისი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და არ გამოქვეყნდება.

გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მაისისა და ივნისის ნომრებში.
კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე ავტორს ეკრძალება გამარჯვებული ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში კონკურსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
კონკურსის დასრულების შემდეგ:
ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონულ ფოსტაზე ) დადასტურებული სურვილის შემთხვევაში, ერთად გამოქვეყნდება ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასებები.
ბ) ავტორების წერილობითი ( ელექტრონულ ფოსტაზე ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან მოიხსნა ავტორის სურვილით, ან ვერ გადავიდა რომელიმე ეტაპზე.
გ) ფინალურ შვიდეულში გასული ნაწერები აუცილებლად გამოქვეყნდება ურაკპარაკის ფორუმზე.


კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, ჟიურის წევრთა სახელების მითითების გარეშე.
თუკი ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასებების ჩამონათვალს, ამის შესახებ მან საჯაროდ უნდა განაცხადოს კონკურსის გამომცხადებელ საიტზე შესაბამის თემაში.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.

ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუკი ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა

გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:
1) მეორე ეტაპზე გადარჩეული ჯამურად უმაღლესქულიანი ნაწარმოებებიდან ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 7 უმაღლესქულიან ნაწარმოებს.
ჯამურად ერთნაირი ქულების აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე, გარდა პირველი ადგილის გამოვლენისა, უპირატესობა ენიჭება ჯამის შემადგენელ ქულებში მაღალი ქულების რაოდენობას.ერთნაირი ქულების არსებობისას გათვალისწინებული იქნება წინა ტურის შედეგები .
2) მესამე ეტაპზე 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულთა გამოსავლენად ჟიურის თითოეულ წევრს უფლება ეძლევა დაწეროს:
ერთი 10 ქულა, სამი 9 ქულა და ოთხი 8 ქულა. 7 და უფრო დაბალი ქულები - რაოდენობის შეუზღუდავად.

3) პირველ ადგილზე გასული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ორი 10 ქულიანი შეფასება და საბოლოო ჯამური ქულა არ იყოს 46-ზე ნაკლები.
4) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ადგილის კანდიდატი გახდა ორი თანაბარ ქულიანი ნაწარმოები, პირველი ადგილი დადგინდება ჟიურის მიერ ამ ორი ნაწარმოებისათვის კენჭისყრის გზით.
5) თუ ვერცერთი ნაწარმოები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პროზის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს.

6) მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად, ნაწარმოებს გადასალახი აქვს მინიმუმ 35 ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით).
7) იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ვერცერთმა ან მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა ,
გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.

8) მესამე პრემია მიენიჭებათ შეზღუდვების გარეშე ჯამური ქულების მიხედვით.



გისურვებთ წარმატებებს


http://urakparaki.com/?m=13&Theme=1191

Posted by: mishamovedi 25 Feb 2013, 22:21
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

აცხადებს
ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის
"მცირე პროზა”

კონკურსის პირობები:
ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველა, ესე, ჩანახატი (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე უკვე განთავსებული).
1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტესს 8 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე ელექტრონული ვერსია.
დაწყების თარიღი - 2013 წლის 12 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 10 მაისი; 18 მაისს მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.
საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით n.baratashvili_museum@yahoo.com და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2013 წლის 10 მაისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ.17 ტელ: 2990699, 593148125
ნაწარმოებები მიიღება კვირის სამუშაო დღეებში 12სთ.-დან 17სთ-მდე შაბათი-კვირა-ორშაბათის გარდა.
კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სტუდენტობის დამადასტურებელი სხვა საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.

მუზეუმის დირექცია

Posted by: სურამელი 18 Mar 2013, 15:09
შეიძლება ვინმეს დაგაინტერესდეთ
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET - http://www.iset.ge) აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: "როგორ შეიძლება საქართველოს ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება?"

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებმა და, ასევე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებმა. სამი საუკეთესო ესსე მიიღებს შესაბამის პრიზს: პირველი ადგილი - 300 აშშ დოლარი, მეორე ადგილი – 200 აშშ დოლარი, მესამე ადგილი – 100 აშშ დოლარი.

ესსეების ჩაბარების ბოლო ვადაა 2013 წლის 25 მარტი, 3 საათი.

http://jobs.ge/55474/

Posted by: tezevs 13 May 2013, 16:40
☼ ყურადღება! ☼

გამომცემლობა „დიოგენე“ აცხადებს ვიდეო-რევიუების კონკურსს!

☛ პირობები:
✔კონკურსში მონაწილეებმა მისამართზე adm@diogene.ge უნდა გამოგზავნონ „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ (http://www.diogene.ge/ka/news/read/53) ან სერია ”ამერიკელების” (http://www.diogene.ge/ka/news/read/82) ნებისმიერი წიგნის ვიდეო-რევიუ.
✔მიღებული ვიდეო-რევიუები აიტვირთება "დიოგენეს" Youtube-ის არხზე და განთავსდება გამომცემლობის Facebook გვერდზე.
✔ვიდეო-რევიუს მაქსიმალური ხანგრძლივობა 5 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.
✔რევიუს ფორმატი და სტილი სხვა მხრივ შეზღუდული არ არის.
✔ერთი მონაწილისგან მიღებული ვიდეო-რევიუების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
✔ მეილში ვიდეო-რევიუსთან ერთად მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, ვიდეო-რევიუს სათაური და ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ავტორი საჭიროდ ჩათვლის მოგვაწოდოს მისი იდენტიფიკაციისათვის.

✍ შეფასება:
✔ვიდეო-რევიუები შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სრულად იქნება მათში გადმოცემული ინფორმაცია ავტორისა და წიგნის შესახებ და რამდენად საინტერესოდ იქნება დახასიათებული კონკრეტული წიგნი (ან წიგნები).
✔ასევე გავითვალისწინებთ ვიდეო-რევიუს ვიზუალურ მხარესა და ხარისხს.

♛ გამარჯვებულები
✔კონკურსში გამოვლინდება ორი გამარჯვებული:
”დიოგენეს” მიერ შერჩეულ გამარჯვებულს გადაეცემა მინი აიპედი.
მოწონებების - "ლაიქების" რაოდენობის მიხედვით გამარჯვებულს - წიგნის მაღაზია ”დიოგენეს” ასლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

• ვიდეო-რევიუების გამოგზავნის ბოლო თარიღია 30 მაისი. •"დიოგენეს" Facebook-ის გვერდზე ისინი გამოქვეყნდება 31 მაისს და მათი შეფასების საშუალება გექნებათ 7 ივნისის დღის 12 საათამდე.
• 7 ივნისვე გამოვაცხადებთ გამარჯვებულებს, დაჯილდოვების თარიღსა და ადგილს.

✖ თუ შევნიშნეთ მონაწილის მიერ ვიდეო-რევიუს მოწონებების არაკეთილსინდისიერად დაგროვება, უფლებას ვიტოვებთ მოვხსნათ კონკურსიდან.

გისურვებთ წარმატებებს!


Posted by: likaka 10 Jun 2013, 15:07
17-18 ივნისს ვაკის რაიონის გამგეობა დამწყებ პოეტთა შემოქმედებითი საღამოს მოწყობას გეგმავს , ღონისძიება იქნება საქველმოქმედო, შემოსული თანხა გადაერიცხება ''მომავლის გზის" აღსაზრდელებს... თუ გაქვთ ლექსები, პოემები, თხზულებები , მიიღეთ მონაწილეობა , ღონისძიება გაშუქდება !!!!!

Posted by: digitalhome007 24 Sep 2013, 19:42
არ ვიცი სად დამეპოსტა და აქ დავწერ ამხელა ლიტ განყია და საბაზე ერთი კრინტი არსად დაძრულა არც თემაა გახსნილი არაფერი. რა არის რა ხდება/

Posted by: მიშას იმედი 15 Nov 2013, 17:23
QUOTE
არ ვიცი სად დამეპოსტა და აქ დავწერ ამხელა ლიტ განყია და საბაზე ერთი კრინტი არსად დაძრულა არც თემაა გახსნილი არაფერი. რა არის რა ხდება/

ფიქსირ

Posted by: kaatinga 20 Nov 2013, 14:24
რა მკვდარი განყოფილებაა.
ეს თემა არ უნდა იყოს აქ?

http://lit.ge/competition_table/

ლიტერატურული კონკურსი "წერო" წელს ელექტრონული წიგნების, „lit.ge“-ის ვებ–გვერდის მეშვეობით, ინტერნეტ სივრცეში განხორციელდება და საკონკურსო ნამუშევრების შეფასება მკითხველსაც შეეძლება
გართობა, საინტერესო, მსოფლიო
კონკურსში მონაწილეობის მსურველები lit.ge-ს ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ და საკონკურსო ნაწარმოები 5–10 გვერდის ფარგლებში 21 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უნდა გამოაქვეყნონ. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ხოლო საკონკურსოდ ის ნამუშევარი მიიღება, რომელიც არ გამოქვეყნებულა ბეჭდვით გამოცემებში ან ინტერნეტ- სივრცეში.

ტექსტები ანონიმურად, ავტორების მითითების გარეშე, გამოქვეყნდება. ანონიმური იქნება ჟიური, რომელიც საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს. ჟიურიში თანამედროვე მწერლები და ლიტერატურის კრიტიკოსები გაერთიანდებიან.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე კონკურსის 7- კაციანი ჟიური შეარჩევს 15 საუკეთესო ნაწარმოებს. მეორე ეტაპზე შერჩეული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ვებ–გვერდზე და მკითხველი 2 კვირის განმავლობაში, 12–25 ნოემბრის პერიოდში, 5- ბალიანი სისტემით შეაფასებს.

მკითხველებს საშუალება ექნებათ კონკურსის გვერდზე, ფორუმში ჩაერთონ და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაწარმოებების შესახებ. ყველაზე აქტიური 10 მკითხველი ელექტრონული მაღაზიის lit.ge-ს 100- ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება.

გამარჯვებულთა ვინაობა 28 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდება. პრიზები -3 000, 2 000 და 1 000 ლარის ოდენობით- გადაეცემათ I, II, III ადგილებზე გასულ ნომინანტებს. გათვალისწინებულია ჟიურის სპეციალური პრიზი.

Posted by: froneli_123 3 Jan 2014, 12:31
ვინ იღებთ მონაწილეობას ლექსების გამოფენაზე?

Posted by: Sheshlili-geniosi 6 Jan 2014, 14:43
froneli_123 არაფერი მსმენია ლექსების გამოფენაზე. შეგიძლია უფრო დეტალური ინფორმაცია მომაწოდო?
წინასწარ გმადლობ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: mishamovedi 6 Feb 2014, 17:23
კონკურსი "მცირე პროზა"

ქ.თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თანადგომით, აცხადებს ტრადიციულ, რიგით მე-7 ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის ~მცირე პროზა”.
კონკურსის პირობების სრული ვერსია დაიდება ლიტერატურულ გვერდზე forum.ge და დაეგზავნება ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს ინტერნეტის მეშვეობით.
გაიცემა I-II-III ფულადი პრემია და 5 ნომინაცია.
კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებმა მუზეუმში უნდა წარმოადგინონ და ასევე გამოაგზავნონ ელექტრონული ვერსიით პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი 1 ან 2 ნაწარმოები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსებული), თაბახის A4 ზომის, 6-10 ნაბეჭდი გვერდი, მცირე პროზის რომელიმე ფორმატით, იგულისხმება მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი; 1 ფოტო, საკონტაქტო მონაცემები, მცირე ბიოგრაფია.
კონკურსანტს თან უნდა ჰქონდეს სტუდენტის დამადასტურებელი საბუთი.
წელს დაიშვება გამონაკლისი იმ კონკურსანტებისთვის, რომლებიც მუშაობენ პუბლიკაციებზე და კრიტიკულ წერილებზე. ეს ნაწერები წლის ბოლოს დაიბეჭდება მუზეუმის შრომათა კრებულში `ლიტერატურული კრიტიკა და პუბლიცისტიკა”.
ლიტერატურული კონკურსის ჩატარების ხანგრძლივობა მოიცავს პერიოდს 2014 წლის 10 თებერვლიდან 15 მაისის ჩათვლით. ნაწარმოებების ჩაბარების ბოლო ვადაა 10 მაისი.
15 მაისს 15 საათზე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება.
მის: ჩახრუხაძის ქ.17
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტ.593148125
ქ.თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თანადგომით, აცხადებს ტრადიციულ, რიგით მე-7 ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის ~მცირე პროზა”.
კონკურსის პირობების სრული ვერსია დაიდება ლიტერატურულ გვერდზე forum.ge და დაეგზავნება ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს ინტერნეტის მეშვეობით.
გაიცემა I-II-III ფულადი პრემია და 5 ნომინაცია.
კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებმა მუზეუმში უნდა წარმოადგინონ და ასევე გამოაგზავნონ ელექტრონული ვერსიით პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი 1 ან 2 ნაწარმოები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსებული), თაბახის A4 ზომის, 6-10 ნაბეჭდი გვერდი, მცირე პროზის რომელიმე ფორმატით, იგულისხმება მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი; 1 ფოტო, საკონტაქტო მონაცემები, მცირე ბიოგრაფია.
კონკურსანტს თან უნდა ჰქონდეს სტუდენტის დამადასტურებელი საბუთი.
წელს დაიშვება გამონაკლისი იმ კონკურსანტებისთვის, რომლებიც მუშაობენ პუბლიკაციებზე და კრიტიკულ წერილებზე. ეს ნაწერები წლის ბოლოს დაიბეჭდება მუზეუმის შრომათა კრებულში `ლიტერატურული კრიტიკა და პუბლიცისტიკა”.
ლიტერატურული კონკურსის ჩატარების ხანგრძლივობა მოიცავს პერიოდს 2014 წლის 10 თებერვლიდან 15 მაისის ჩათვლით. ნაწარმოებების ჩაბარების ბოლო ვადაა 10 მაისი.
15 მაისს 15 საათზე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება.
მის: ჩახრუხაძის ქ.17
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტ.593148125
n.baratashvili_museum@yahoo.com

Posted by: mishamovedi 8 Feb 2014, 00:30
user posted image

გამოიცა "მცირე პროზის" კრებული, რომელშიც შესულია ამ კონკურსში გასული 6 წლის განმავლობაში გამარჯვებული და ნომინირებული ნაწარმოებები.

Posted by: LOLZ 8 Feb 2014, 00:36
აქაც იყოს...

გეპატიჟებათ ბათუმის ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი
„ლექსების გამოფენა“.
პროექტის პარტნიორებია „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“ და ქალაქ ბათუმის მერია

1. ლიტერატურული კონკურსი პოეზიაში:
მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებსა და/ან ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი ლექსი.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი – 900 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი.

2. ლიტერატურული კონკურსი მინიატურულ პროზაში – „ასი სიტყვა“:
მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებსა და/ან ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ასსიტყვიანი, ერთი პროზაული ნაწარმოები (სათაური არ ითვლება სიტყვათა რაოდენობაში).
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი – 900 ლარი; II ადგილი – 700 ლარი III ადგილი – 500 ლარი

ავტორებმა ნამუშევრები უნდა გადააგზავნონ მისამართზე: leqsebisgamofena@mail.ru 2014 წლის 4 მარტამდე.

ერთ ავტორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროზაშიც და პოეზიაშიც თითო-თითო ნაწარმოებით.

„ლექსების გამოფენა“ ჩატარდება ბათუმში, 16-17 მაისს. დასკვნით ეტაპზე გასულ ნაწარმოებთა ავტორები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროთი და შიდატრანსპორტით (ბათუმში).

დაგეგმილია საუკეთესო ნაწარმოებებისაგან შედგენილი კრებულის დაბეჭდვა.

ჟიურის შემადგნლობა: ტარიელ ხარხელაური, ბადრი თევზაძე, დათო ტურაშვილი, ცირა ყურაშვილი, რობერტ მესხი.
ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა ჟიურისთვის უცნობია გამარჯვებულთა გამოვლენამდე.

გისურვებთ წარმატებას!

პროექტის ორგანიზატორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ტელ: 593 214020 

Posted by: Circus_Closet 8 Feb 2014, 00:39
ე რუსულად რატო არ შეიძლება
ფულს მაინც მოვიგებდი mo.gif

Posted by: LOLZ 8 Feb 2014, 00:41
Circus_Closet
ქართული არ ვიცის? biggrin.gif
რუსულები იქ.. მეზობელ საიტზე biggrin.gif

Posted by: kolia84 20 Feb 2014, 13:04
კინოსცენარისტებისთვის არის რაიმე კონკურსები?

Posted by: აბულაბას 25 Feb 2014, 10:57
დღეიდან იწყება პროექტ "ყველაზე წიგნიერის" კონკურსი - ყველაზე წიგნიერი მწერალი

თუ ხარ VII-XII კლასის მოსწავლე და გინდა მოიგო ჩვენი წიგნები და 100 ლარიანი ვაუჩერი, შეგიძლია აირჩიო ერთ-ერთი ვარდისფერ სვეტში მოცემული წიგნებიდან, დაწერო პოსტი და გამოგვიგზავნო მეილზე ana@sulakauri.ge

Posted by: severuss 26 Feb 2014, 22:48
აქ რა ხდება ვინმე ერკვევით?


Posted by: სურამელი 22 Apr 2014, 18:43
........................................................................................................................................

Posted by: avelum 18 May 2014, 22:40
გამარჯობა
მინდა რომ ვთარგმნო ლიტერატურა ინგლისურიდან ქართულ ენაზე
თუ იცით, ვის მივმართო?
რომელ გამომცემლობას შევეხმიანო რომ გასაუბრებაზე დამიბარონ ?
ადრე გავიგე რომ ეძებდნენ თარჯიმნებს 200 გვერდიანი რომანების სათარგმნელადო
ახლა ვერარ ვპოულობ მაგ ინფორმაციას
თუ ვინმეს მოგეპოვებათ ამ საკითხზე რაიმე ინფორმაცია, უმცირესიც კი
გთხოვთ მითხრათ

Posted by: მაიტო 1 Nov 2014, 18:55
წეროს შესახებ მაინტერესებს ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობა ყველას შეუძლია?
სად ვნახო? ან როდის მთავრდება ნაწერების გადაგზავნა? ან სად უნდა გადავგზავნო?
გუგლი მარტო 2013-ის კონკურსზე აგდებს რაღაცებს


Posted by: paranoid 20 Nov 2014, 05:24
მაიტო
http://lit.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98/

რეგისტრაცია უნდა გაიარო და ალბათ მერე შეგიშვებს პირად ინტერფეისში და იქიდან გაერკვევი რა.

Posted by: mishamovedi 9 Mar 2015, 15:29
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი
აცხადებს
რიგით მერვე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის
"მცირე პროზა”
კონკურსის პირობები:
ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველლა, ესსე, ჩანახატი და პუბლიკაციები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე უკვე განთავსებული)
1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტეს 8-10 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე ელექტრონული ვერსია.
ჩატარების ხანგრძლიობა - 2015 წლის 9 მარტიდან 15 ივნისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 10 ივნისი; 15 ივნისს მოხდება კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.
გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში” და "ჩვენ მწერლობაში”.
საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით n.baratashvili_museum@yahoo.com და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2015 წლის 10 ივნისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ. N17 ტელ: 990699, 893148125
ნაწარმოებები მიიღება კვირის სამუშაო დღეებში 12სთ-დან-17სთ-მდე კვირა-ორშაბათის გარდა.
კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.
მუზეუმის დირექცია

Posted by: littlemiss 28 Mar 2015, 20:51
mishamovedi
რატოა სტუდენტებზე მხოლოდ (( არადა გამიხარდა მონაწილეობას მივიღებთქო.

Posted by: მადამ ფისუნია 29 Jul 2015, 23:17
არაფერი იგეგმება ახლო მომავალში ნეტა?

Posted by: sanfol 23 Aug 2015, 22:25
littlemiss
მეც მინდოდა sad.gif ეს სტუდენტობა ყველგან პრივილეგია როგორაა, რამე სხვა კონკურსი ხო არ იცი?

Posted by: ლიტ_მესხეთი 22 Sep 2015, 12:08
ძვირფასო მეგობრებო,

შოთა რუსთაველის 850 წლის საიუბილეოდ
გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის” რედაქცია
გამოსაცემად ამზადებს წიგნს

მ ე ს ხ ე თ ი – ქ ა რ თ უ ლ პ ო ე ზ ი ა შ ი

სადაც შევა მესხეთის თემაზე შექმნილი ყველა საუკეთესო პოეტური ქმნილება.

ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვთ მოგვაწოდოს თავისი ლექსების ელექტრონული ვერსია კრებულში შესატანად.

ლექსების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 1 მაისი.

ელ. ფოსტა: lit_meskheti@yahoo.com

გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქცია

Posted by: nutsiko 22 Oct 2015, 16:00
მინდა გახაროთ და გაცნობოთ (ვისაც ეს გაგიხარდებათ), რომ ,,წერო 2015" გამოცხადდა.

მოიმარჯვეთ ბატისფრთიანი კალმები, მოიდგით სამელნეები და აბა, თქვენ იცით.

მკითხველი კომენტარებით და ,,ლაიქებით" არჩევსო და ყველაზე ,,ტუფტა" და ხელოვნური ეგეთი კონკურსები მგონია (საახლობლო, სამეზობლო, სანათესაო რომ გილაიქებს და გიკომენტარებს, არ მწამს მე).

ვისთვისაც ,,ოქეი" არის, შეგიძლიათ ჩაებათ ფერხულში.

წარმატებები!

პ.ს. მე ჩემს ქოხში, ბუხართან, დავბრუნდები და გავაგრძელებ წერას smile.gif

Posted by: მადამ ფისუნია 22 Oct 2015, 16:42
nutsiko
QUOTE
მკითხველი კომენტარებით და ,,ლაიქებით" არჩევსო და ყველაზე ,,ტუფტა" და ხელოვნური ეგეთი კონკურსები მგონია (საახლობლო, სამეზობლო, სანათესაო რომ გილაიქებს და გიკომენტარებს, არ მწამს მე).

აუ რა სისულელეა რა იცის ლიტერატურა ვიღაც 13 წლის ბავშვმა...
ჟიური სულ სხვაა...
არ მომწონს ეს იდეა...
თანაც სასტიკად....

Posted by: nutsiko 22 Oct 2015, 16:45
მადამ ფისუნია
რამდენიმე ტურია. ჯერ ჟიური და მერე მკითხველიო.

ეჰ..რა ვიცი..

Posted by: მადამ ფისუნია 22 Oct 2015, 17:26
nutsiko
QUOTE
რამდენიმე ტურია. ჯერ ჟიური და მერე მკითხველიო.

ეჰ..რა ვიცი..

მოკლედ ეგ არ მომწონს მე sad.gif

Posted by: Ocelot 23 Oct 2015, 18:45
lit.ge-ზე უნდა ატვირთოო და საიტზე არაფერი უწერიათ. პროსტა უნდა დარეგისტრირდე?

Posted by: ზეპე 26 Oct 2015, 17:23
Ocelot

მონაწილეობის მიღებას აპირებ ?

Posted by: Ocelot 26 Oct 2015, 19:51
zeppelnick
QUOTE
მონაწილეობის მიღებას აპირებ ?

ისეთები იღებენ რო. პროსტა სისტემა არ მომწონს. ჯერ ჟიური არჩევს და მერე შორთიდან ხალხი. პირველში ალბათ ნეპოტიზმი წავა. ბოლოს კიდე ის მოიგებს ვისაც ყველაზე მეტი ნაცნობი ეყოლება. წავა ფბ-ში მიწერ-მოწერა, შემოდი დამილაიქე.

რანდენიმე მოთხრობას გადავხედე, რო ვიცოდე როგორი შევარჩიო, თორე ისეთი პიზდეცები მაქ, შეიძლება არც ატვირთონ ან ხალხს შეეშინდეს biggrin.gif

Posted by: ზეპე 26 Oct 2015, 20:24
Ocelot
QUOTE
წავა ფბ-ში მიწერ-მოწერა, შემოდი დამილაიქე.


კლეობაა ეგ.
ვისაც ფეიჯები & გრუპები აქვს და ფოლოვერები ჰყავს, ის გაქაჩავს მხოლოდ ალბათ.

QUOTE
თორე ისეთი პიზდეცები მაქ, შეიძლება არც ატვირთონ ან ხალხს შეეშინდეს

მგონი ეგეთს უფრო ატვირთავენ.

Posted by: Ocelot 26 Oct 2015, 20:36
zeppelnick
QUOTE
ვისაც ფეიჯები & გრუპები აქვს და ფოლოვერები ჰყავს, ის გაქაჩავს მხოლოდ ალბათ

სახელიანი ავტორი არა მგონია ბევრი იყოს. ქსელებში რო ტვრითავენ ეგ სასტავი იქნება. და ალბათ რამე საკონტროლო მექანიზმიც. თორე მაშინ კონკურსს აზრი ეკარგება.
QUOTE
მგონი ეგეთს უფრო ატვირთავენ

არც ერთი არაა ეგეთი. ნამეტანი ეპატაჟი შეიძლება არც გაიყვანონ შორთში. თუ გავიდა და შანსი ცოტა ექნება.

შენ გააგზავნე რამე?

ვინც მონაწილეობთ დაწერეთ.

Posted by: ზეპე 26 Oct 2015, 21:45
Ocelot
QUOTE
შენ გააგზავნე რამე?


ინფო ვერ ვნახე.
რა და როგორ უნდა მოხდეს სად წერია დამილინკე აბა.
თუ დავეთანხმები მოთხოვნებს, გამოვაცხობ ჯიგრულ მოთხრობას.

Posted by: Ocelot 26 Oct 2015, 21:55
zeppelnick
QUOTE
ინფო ვერ ვნახე

მდაა...
http://lit.ge/tsero/

Posted by: nutsiko 26 Oct 2015, 21:56
ლიტ.გეზე დევს ინფო კონკურსის შესახებ.
ჟიური კიდევ ყველაზე კომპეტენტური და ადეკვატური გადაწყვეტა მგონია.
აი, სადაც ხალხის ხმას ითხოვენ, იქ ყველა ლაიქის მთხოვნელი ხდება.
არასოდეს ვიწონებ იმას, თუ მართლა არ მომწონს (მიუხედავად ხათრისა და ახლობლობისა).
არადა, სწორედ ამ მექანიზმით იგებენ. ჩემთვის ეს მიუღებელია.

ვნახოთ, რას დაწერენ და ვინ გაიმარჯვებს.


Posted by: ზეპე 26 Oct 2015, 22:01
nutsiko
QUOTE
აი, სადაც ხალხის ხმას ითხოვენ, იქ ყველა ლაიქის მთხოვნელი ხდება.

მეორე ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეულ ნაწარმოებებს შორის გამარჯვებულები გამოვლინდება მკითხველთა შეფასებების საფუძველზე (არ იგულისხმება ფეისბუქის ლაიქები).

Ocelot
რა თავისუფალი კონკურსია.
განსაზღვრული გვერდების გარდა სხვა შეზღუდვა არ აქვთ.

QUOTE
ნაწარმოებების გამოქვეყნების ვადაა 12 ნოემბრის ჩათვლით.


:ხელებისფშვნეტა:

Posted by: Ocelot 26 Oct 2015, 22:07
zeppelnick
QUOTE
განსაზღვრული გვერდების გარდა სხვა შეზღუდვა არ აქვთ

და აბა რა უნდა დაეწერათ, ეპატაჟური ტექსტები არ მიიღებაო? biggrin.gif
QUOTE
არ იგულისხმება ფეისბუქის ლაიქები

იმინა დალაიქება კი არ იგულისხმება, ფბ-ს სასტავი რო შემოიყრება და ყველა დაწერს მევასაო, ერთი ხუი არაა, გინდა ლაიქი ყოფილა გინდა ეგ.

Posted by: ზეპე 26 Oct 2015, 22:14
Ocelot
QUOTE
და აბა რა უნდა დაეწერათ, ეპატაჟური ტექსტები არ მიიღებაო?

რავი, მე მეგონა რო შევიდოდი, შეზღუდვების დასტა დამხვდებოდა.
ნახევარზე მეტი უეჭველი სექსები იქნება.

Posted by: Ocelot 26 Oct 2015, 22:21
zeppelnick
QUOTE
ნახევარზე მეტი უეჭველი სექსები იქნება

სხვათაშორის არა, გადავხედე. სექსების გაგზავნას აზრიც არა აქ, ეგეთი ვერ მოიგებს. უფრო სოციალურ-პატრიოტული მუღამები. რატომღაც მგონია ეს შორთში მოხვდება. თან აშკარად ეტყობა ტიპი გამარჯვებისთვის წერდა biggrin.gif მეთქი შემთხვევით შევარჩევ ერთ-ერთს თქო და იმინა ეს შემხვდა.

http://lit.ge/contest/8-padres-tsminda-tyuili/

Posted by: nutsiko 26 Oct 2015, 22:24
zeppelnick
ლაიქები. არალაიქები. მოწონება. ფბ. შფბ. ერთია რა.
მაინც ხალხი წყვეტს.

ჩემთვის ერთია. წყვეტენ ისინი, ვინც ამ შემთხვევაში არ უნდა გადაწყვიტოს.
ანუ ჭკვიანი მწერალი / კონკურსის მონაწილე მარკეტინგულად შეხედავს: რაზე რეაგირებს მკითხველი?
რა უფრო მოდაშია დღევანდელ მკითხველში და დაწერს მარკეტინგულად კარგად გათვლილ რამეს.

ფანტაზია + ხალხის გემოვნება / მოთხოვნილება და ეგეც შენი გამარჯვებული.

ვისაც წერა ეძალება, ისედაც დაწერს და ავკარგიანობას დრო და მკითხველი შეაფასებს და არა კონკურსი.

წარმატებები ყველას!

Posted by: ზეპე 26 Oct 2015, 22:24
Ocelot

65-მდე ასულა.
სგსგ.
მერე ჩავუჯდები მაგას.
დავრეგისტრირდები აბა.

Posted by: Ocelot 26 Oct 2015, 22:27
zeppelnick
QUOTE
65-მდე ასულა

მე ავიყვანე boli.gif

ბოლოს მაინც თავი შევიკავე biggrin.gif თუ შორთში გავედი, დავწერ რომელიცაა.

Posted by: ზეპე 26 Oct 2015, 22:36
Ocelot
QUOTE
არ მიყვარს ანოტაციები, ნოტაციები და ტაციები. რაც მიყვარს, ცოტახანში გაიგებთ. სამში ერთი ყოველთვის ზედმეტია. გტოვებთ ჩემს თავთან.


გამოდი, გიცანით.

nutsiko
QUOTE
ლაიქები. არალაიქები. მოწონება. ფბ. შფბ. ერთია

გეთანხმები yes.gif

QUOTE
მკითხველი შეაფასებს და არა კონკურსი.

ბარემ ორივემ შეაფასოს bis.gif

Posted by: Ocelot 26 Oct 2015, 22:47
zeppelnick
დეტექტივებს არ ვწერ მე biggrin.gif

Posted by: nutsiko 26 Oct 2015, 22:51
zeppelnick
ნუ... ასეა ხოლმე. ზოგჯერ წავიკითხავ გამარჯვებულს და ვფიქრობ, რა უნდოდა ახლა ავტორს? რის თქმას ცდილობდა ან რა გასამარჯვებელი ეს იყო?
მერე გავხედავ და აი, მასებზე კარგად მორგებულადაა დაწერილი / მუდამ უკვდავი თემები რომ არსებობს რა .იმ სკივრიდან და იმარჯვებს, რომელიც წლიდან წლამდე აღარ გვახსოვს არც ავტორი და არც ნაწარმოები.

მოკლედ... კარგი თავშესაქცევი და კიდევ ერთი ნიუსის მასალაა ეს ლიტ.კონკურსები.
ვხალისობთ. ვერთობით. ვწერთ / ვცდილობთ მაინც და ვიფერადებთ რუხ თბილისურ ცხოვრებას ათინათებით.

აუუუ, სკოლებში და სტუდენტებში ლიტკონკურსები მომწონდა. ისეთ გულწრფელ და მართლა კაი რამეებს წავაწყდებოდი ხოლმე..ჰმმმმ..

Posted by: ზეპე 26 Oct 2015, 23:03
Ocelot
არადა რაღაც ოცელოტურად ეწერა ანოტაცია :დ

nutsiko
QUOTE
რა უნდოდა ახლა ავტორს?

4000 ლარი

QUOTE
წლიდან წლამდე აღარ გვახსოვს არც ავტორი და არც ნაწარმოები.

ალბათ იმიტომ რომ კონკრეტულად იმ დროის მოთხოვნილებებს ითვალისწინებს.

QUOTE
ვხალისობთ. ვერთობით. ვწერთ

შენც ხარ ამ 65-ში ?

Posted by: Ocelot 26 Oct 2015, 23:24
zeppelnick
QUOTE
არადა რაღაც ოცელოტურად ეწერა ანოტაცია

ოცელოტური ტექსტი უნდა იყოს და არა ანოტაცია biggrin.gif

nutsiko
QUOTE
წლიდან წლამდე აღარ გვახსოვს არც ავტორი და არც ნაწარმოები

თანამედროვე ქართველ მწერლებში ყველა ახსოვთ, წეროს კონკურსანტების გარდა biggrin.gif

Posted by: nutsiko 26 Oct 2015, 23:42
QUOTE (zeppelnick @ 26 Oct 2015, 22:03 )


QUOTE
ვხალისობთ. ვერთობით. ვწერთ

შენც ხარ ამ 65-ში ?

ოჰ, რას ბრძანებთ, ბატონო ჩემო?!

ფორუმზე წერაც მეყოფა. ლიტკონკურსებში მონაწილეობით ვერ გავკადნიერდები.


Posted by: ზეპე 27 Oct 2015, 00:30
Ocelot
nutsiko

მე დავწერ. თუ გავალ შორთებში, მერე წაგაკითხებთ :დ

Posted by: nutsiko 27 Oct 2015, 00:52
zeppelnick
დაწერე. თუ მოგვეწონა, მოგიწონებთ და ტაშსაც დაგიკრავთ.
შენ მადლიერი მზერა გვიწყალობე.


Posted by: moodyman 27 Oct 2015, 01:46
კი მინდა მარა ჯერ სამოტივაციო ვერ დამიწერია რა მოთხრობა cry.gif

პ.ს. http://lit.ge/contest/62-aghmochena/
ინსფაიერდ ბაი დოსტო

biggrin.gif


Posted by: Ocelot 27 Oct 2015, 02:16
QUOTE
პ.ს. http://lit.ge/contest/62-aghmochena/
ინსფაიერდ ბაი დოსტო

საინტერესოა, ესეთი რამე რო კონკურსზე გაგაქ, რისი იმედი გაქ biggrin.gif არანაირი მოტივი, ფსიქოლოგია. აღწერს ვიღაც მანიაკის შეგრძნებებს. პედოფილიის თემაც ბოლომდე ვერ მიიყვანა. რა უნდოდა თითონ არ იცოდა. დოსტო კი არა ჩიკატილოს დღიური უფროა.


Posted by: nutsiko 28 Oct 2015, 00:24
Ocelot
ვნახოთ ერთი, რა დაიწერება და რას დადებენ.
იმედია, მომეწონება თანამედროვე ნააზრევიდან.
იმდენად მობეზრებულია ერთი და იგივე ჟანრი და ერთ სტილში წერა, ნოსტალგია რაღაც-რაღაცეების, რომ ახალი და ქორფაა საჭირო ან კარგად დავიწყებული ძველი და ახალსულშთაბერილი მარგალიტი ობოლი, ხელი-ხელ საგოგმანები.

ოგიუსტროდენისმოაზროვნესმაილითმომზირალი

Posted by: ზეპე 28 Oct 2015, 00:35
nutsiko
QUOTE
ახალი და ქორფა


მე ვწერ ეგეთს ახლა yes.gif

Posted by: littlemiss 28 Oct 2015, 00:41
ოპააა.
მეც ვწერ რაღაცას . chups.gif user.gif user.gif

Posted by: nutsiko 28 Oct 2015, 00:45
zeppelnick
თვითლუსტრაციის პრინციპის თანახმად, აღმოჩნდა, მავანნი ამ ფორუმიდან ემზადებიან დიიიიიიდი ლიტერატურული პაექრობისთვისოოო.

მომწონს. მომწონს.

გვერდზეკალამგადადებული და ნიჭიერთათვისგზადათმობილი მე.

Posted by: LanceInMyPants 28 Oct 2015, 20:36
"წეროს" 2014 გამარჯვებული ტექსტი

https://bbabungo.wordpress.com/2015/03/03/%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90/

Posted by: Ocelot 28 Oct 2015, 22:19
QUOTE
"წეროს"  2014  გამარჯვებული ტექსტი

https://bbabungo.wordpress.com/2015/03/03/%...83%9A%E1%83%90/

მდაა...

Posted by: LanceInMyPants 28 Oct 2015, 22:27
Ocelot

როგორ ხარ ოცე

boli.gif

Posted by: Ocelot 28 Oct 2015, 22:45
LanceInMyPants
QUOTE
როგორ ხარ ოცე

მაგ ლინკზე გადასვლის მერე ცუდად.

Posted by: LanceInMyPants 28 Oct 2015, 22:46
QUOTE (Ocelot @ 28 Oct 2015, 22:45 )
LanceInMyPants
QUOTE
როგორ ხარ ოცე

მაგ ლინკზე გადასვლის მერე ცუდად.

givi.gif


არ შედრკე
---------------------

Posted by: Ocelot 28 Oct 2015, 23:06
LanceInMyPants
QUOTE
არ შედრკე

ეჰ, შევდრკი უკვე. აწი შოკიდან რაღა გამომიყვანს mo.gif ფაქტიურად განადგურებული ვარ.


მიდი ზეპელინიკ, იქნებ შენ მაინც ქნა რამე biggrin.gif

Posted by: ზეპე 28 Oct 2015, 23:16
Ocelot

ბიჭო, არ წამიკითხავს და ასეთი ცუდია თუ ამლაშებ ? biggrin.gif




Posted by: Ocelot 28 Oct 2015, 23:29
zeppelnick
QUOTE
ბიჭო, არ წამიკითხავს და ასეთი ცუდია თუ ამლაშებ ?

წაიკითხე მერე, რას მიკეთებ biggrin.gif არ უნდა იცოდე სად ეტენები? biggrin.gif ცუდი რა, 200 თუ რამდენი მოთხრობა შევიდა, ეგ თუ საუკეთესო იყო და მაშინ დანძრეული ქონია ქართულ ლიტერატურას.

Posted by: moodyman 29 Oct 2015, 00:36
როგორ მოვიგოთ წერო
1) გადავაკეთოთ ცნობილი ნაწარმოების სათაური, მაგალითად ტრასის მგელი ან უფხო
2) ანოტაციაში დავწეროთ რაც შეიძლება მეტი სამწერტილი...
3) ვწეროთ მარტივად რო ბავშვებიც კითხულობენ და იმათაც გაიგონ

პ.ს. შეიძლება ეკუთვნოდა მაგ მოთხრობას, 2014 შორტლისტის ნახვა მინდოდა მარა ლარი ღირს ლიტგეზე biggrin.gif sad.gif

Posted by: Ocelot 29 Oct 2015, 00:57
moodyman
არა, ლიქოკელზე გავიგე ფბ-ზე დედოფალიაო, საკმარისია ერთი ფრაზა დაწეროს რო საათში 2 ათასი ლაიქი უგროვდება.

QUOTE
2014 შორტლისტის ნახვა მინდოდა მარა ლარი ღირს ლიტგეზე

ზურა აბაშიძე - საშკა
მიშა ბახსოლიანი - სასაუზმე ბუდაპეშტი
მარი ბექაური - თქვა პრეზიდენტმა
თეა თოფურია - იაკობის ჭასთან
ჯაბა ზარქუა - დახურული ქარხნების სინდრომი
ზაზა კოშკაძე - ვინც გაიცინებს, გავარდება
ლია ლიქოკელი - წყლის პირას, მურყნის ჭალაში
ლევან ლორია - მე, ბიძაჩემი, ფეხბურთი და გამრავლება...
ირმა მალაციძე - ჩემი ძვირფასი ლოლიტა მასწავლებელი
თინათინ მანია - სიკვდილის მწერალი
ლაშა მილორავა - ზელდა ბრაუნის ნაამბობი
ნინა სურამელაშვილი - ნუ გეშინია, ანა
ცირა ყურაშვილი - ჩამრთველი
ბესო ხვედელიძე - ზღვის სუპი

Posted by: moodyman 29 Oct 2015, 01:07
Ocelot
ნაურაზე ავიღე და დავგუგლე ერთ-ერთI
http://demo.ge/index.php?do=full&id=1112

lol.gif

ისე ბევრი სახელი მეცნობა, ნუ შემოქმედებას არ ვიცნობ მარა გამიგია
ეტყობა წიგნი უნდა გქონდეს გამოცემული ან კაკ მინიმუმ ბლოგერი უნდა იყო რო მანდ მოხვდე

ან ფეისბუქზე გალაიქებდნენ
ჩამოვრჩი რა წვალ ბლოგს გავაკEთებ

Posted by: Ocelot 29 Oct 2015, 01:19
moodyman
QUOTE
ნაურაზე ავიღე და დავგუგლე ერთ-ერთI
http://demo.ge/index.php?do=full&id=1112

ეგ სხვა არაა? წეროზე სხვა რამით გავიდა.
QUOTE
ისე ბევრი სახელი მეცნობა, ნუ შემოქმედებას არ ვიცნობ მარა გამიგია

ბახსოლიანი, ზარქუა, კოშკაძე, ხვედელიძე, მარტო ესენი გამიგია. რატო, ბლოგზე არაა, მყავს მანდ ნაცნობები და ჟიურის პონტში შანსი არაა ჩაწყობაო. თან ერთმანეთთან არ გვაქ კავშირი და ისე ვკითხულობთ, ავტორიც არ ვიცით, რომელი მოთხრობა ვისიაო.

აი ეხლა თუ გავედი შორთში დავამსხვრევ ბლოგერის მითს boli.gif

ვნანობ რო ის მოთხრობა არ გავუშვი რომელიც მინდოდა. კაკრაზ ეგეთი უნდა წაეკითხათ.

Posted by: littlemiss 29 Oct 2015, 01:24
არადა არ არის ცუდი მწერალი ლია ლიქოკელი.
აუხსნელად გაპიარდა უბრალოდ.


გადავხედე ფბ გვერდს,შედევრებს არ ქმნის,მაგრამ ისწორებს თავისას.
უბრალოდ ამ წეროზე,უკეთესი არაფერი დაწერილა?

Posted by: moodyman 29 Oct 2015, 02:08
Ocelot
რიტიც გავიდა ვერ ვნახე
თორე მაინტერესებს. თუ გავგზავნე, ან ჟიური უნდა ვიცოდე ან წინა გამარჯვებულები biggrin.gif

ავტორი თუ არ იციან მართლა, მაშინ ერთადერთი რამეა საშიში
მძიმედ თუ გიწერია და ტიპს ცუდი დღე ქონდა ან შენამდე ცუდი პალასა წამოვიდა, ბოლომდე არ ჩავა
და ვაბშე იჩაგრება ეგეთები ყოველთვის
მსუბუქად დაწერილს ეგ არ ემუქრება
მაგიტოა სოციალური თემა კაი
ნახევრად სტატიაა და წყალივით მიდის

Posted by: ზეპე 29 Oct 2015, 20:39
Ocelot
QUOTE
არ უნდა იცოდე სად ეტენები?

არა, არ უნდა ვიცოდე.
არ მინდა რაღაც ჩარჩოებში ჩავჯდე, ვიღაც გამარჯვებულის მოთხრობის მიხედვით ვიხელმძღვანელო
და ვეძებო რა მოეწონათ ან რა არ მოეწონათ იმ ნაწარმოებში, რომ მერე მათი მოსაწონი მიმართულებით წავიდე.
ასე ''უცოდინრობით'' უფრო მისაღები და უცხო ხილის მოთხრობა გამოცხვება bis.gif

Posted by: ზეპე 5 Nov 2015, 14:09
161-მდე ასულა.
ალბათ ორასს ასცდება საკაიფოდ..

Posted by: Ocelot 5 Nov 2015, 17:14
მეცოდება ჟიური, ამდენ ნაგავს რა წაიკითხავს.


zeppelnick
რა ქენი, დადე პიცალოტური ტექსტი? boli.gif

Posted by: ზეპე 5 Nov 2015, 17:51
Ocelot
QUOTE
რა ქენი, დადე პიცალოტური ტექსტი?

ჯერ არა.
ბოლო დღეებში დავდებ.
ისეთი სახელწოდება ექნება რო ეგრევე მოწვავ ავტორის ვინაობას boli.gif

Posted by: moodyman 11 Nov 2015, 21:07
დაიწყო ხალხმა უკვე საუკეთესო მკითხველობაზე ჩალიჩი lol.gif
ისეთი კომენტარებია გავკარი ნიუიორკთაიმსის და ვერაიეთის რევიუებს :დ

Posted by: ზეპე 12 Nov 2015, 00:10
moodyman

რა ქენი ?
ატვირთე რამე ? user.gif

Posted by: moodyman 12 Nov 2015, 00:28
zeppelnick
ეხლა ვიწყებ user.gif

მარა ავტვირთავ უეჭველი
გაუშვი შენ?

70-მდე რო იყო იმის მერე 1 წავიკიტხე
რამე ხოხმები არ დაიდო? :დ


Posted by: ზეპე 12 Nov 2015, 00:42
moodyman

ხვალ გავუშვებ.
ბოლო დღეს user.gif

წაკითხვით არცერთი წამიკითხავს,
პროსტა ერთი-ორს შევავლე ზედაპირულად თვალი.

Posted by: Ocelot 12 Nov 2015, 01:06
moodyman
QUOTE
დაიწყო ხალხმა უკვე საუკეთესო მკითხველობაზე ჩალიჩი

სად? ფბ-ზე? ლინკი დაიდოს.

Posted by: moodyman 12 Nov 2015, 01:59
Ocelot
ფბზე არა, ნებისმიერი საკონკურსო ნაწარმოები გახსენი და ჩამოყევი ბოლოს კომენტარებს biggrin.gif
მერე იკაიფე

Posted by: Ocelot 12 Nov 2015, 02:10
moodyman
QUOTE
ნებისმიერი საკონკურსო ნაწარმოები გახსენი და ჩამოყევი ბოლოს კომენტარებს

ჩამოვყევი. ზოგზე საცოდავი ერთი კომენტარია, ზოგზე საერთოდ არაა. 300 მოთხრობას რა მანახებს. რომლებზეა მაინც ყველაზე დიდი აქტიურობა? ალბათ გააბაზრეს, ჩვენიაო და იმათი სასტავი ალაიქებს. თუმცა ჯერ რა აზრი აქ, შორთლისტამდე თუ არ მივიდნენ.

Posted by: moodyman 12 Nov 2015, 02:15
Ocelot
http://lit.ge/contest/256-shenobashi/
კიდე რაღაცები ვნახე წეღანთუ გავიხსენე დავდებ
პროვოკაციულ სათაურებიან-აღწერიან მოთხრობებს აქვთ ძირითადად გამოხმაურება იასნა :დ

Posted by: Ocelot 12 Nov 2015, 12:59
moodyman
QUOTE
პროვოკაციულ სათაურებიან-აღწერიან მოთხრობებს აქვთ ძირითადად გამოხმაურება იასნა

თუ ეგრეა, მაშინ სანაცნობო არაფერ შუაშია. თუმცა რაც დადე, მანდ რა არი პროვოკაციული? biggrin.gif აი შორთი როცა შედგება მერე წავა ფბ-ებში ფაცი-ფუცი.

Posted by: moodyman 12 Nov 2015, 15:06
Ocelot
ხო მანდ არაფერია ისეთი :დ

სანაცნობოც შუაშია მთლად ეგრეც არაა, ზოგი არ მალავს თავის სახელს და პირდაპირ აშეარებს
ვიღაც ბაბუს უკომენტარებდნენ ერთგან და მადლობებს უხდიდა biggrin.gif

Posted by: Ocelot 12 Nov 2015, 15:29
moodyman
QUOTE
სანაცნობოც შუაშია მთლად ეგრეც არაა

ეხლა რა შუაშია, ჟიური არჩევს. მადლობები მერე უხადოს, თუ ვერ გავიდა რა აზრი აქ. ნუ ეხლა თუ ჟიურში ყავთ ნაცნობები არ ვიცი. თუმცა მანდაც სტროგადაა, ყველა ცალკე კითხულობს და ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ.

Posted by: moodyman 12 Nov 2015, 16:11
Ocelot
ხო ეგრეა, სანაცნობოზე ვთქვი რო აკომენტებენ, თორე ჯერ არაფერში წაადგებათ ეგ კონკურსანტებს
ან პროსტა აშეარებენ, ან გონიათ რო თუ გადავლენ, შეარების რაოდენობით იქნება შეფასება და ეხლავედავიწყოთო ბარემ, ხზ მოკლედ
მთავარია შორთლისტში გასვლაზე ეგ ვერ იქონიებს გავლენას

მე იმაზე ვკაიფობდი, რო საუკეთესო მკითხველსაც(კომენტარების მიხედვით არჩევენ) ეკუთვნის რაღაც პრიზი და სერიოზულ კომენტარებს აცხობდა ზოგი biggrin.gif


Posted by: მადამ ფისუნია 12 Nov 2015, 18:57
უცებ გადავწყვიტე წეროზე მევადა ბედი და რაღაც შევაგდე, აღმოჩნდა რომ თურმე პატარაა... შეცვლა კი არ შეიძლება... აი, ჩემს სურვილს რომ გადავაბიჯე მომეკითხა biggrin.gif

Posted by: moodyman 12 Nov 2015, 19:10
მადამ ფისუნია
რა იცი რო პატარაა?
5-10 გვერდიო და ზოგს 14იანი შრიფტითაც უწერია, რო 5გვერდი გამოსვლოდათ
სიტყვების რაოდენობა არ იყო მითითბული yes.gif

Posted by: მადამ ფისუნია 12 Nov 2015, 19:44
moodyman
QUOTE
რა იცი რო პატარაა?

" ტექსტის მოცულობა მცირეა და არ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს. შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციას: info@lit.ge"
აი ასე მიწერს boli.gif

არ ვიცი მე როგორ გავადიდო user.gif

Posted by: ზეპე 12 Nov 2015, 19:46
moodyman

არაა ეტყობა 5 გვერდი

Posted by: moodyman 12 Nov 2015, 19:51
მადამ ფისუნია
QUOTE
" ტექსტის მოცულობა მცირეა და არ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს. შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციას: info@lit.ge"

user.gif


ეხლა მალე ვგზავნი, 1100 სიტყვა დავწერე და კაი იქნებოდა აქ დამემთავრებინა, მარა პატარა არ აღმოჩნდეს mad.gif

Posted by: LanceInMyPants 12 Nov 2015, 20:02
მეც გავგზავნე და ამას მიწერს

mad.gif


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: moodyman 12 Nov 2015, 20:57
გავუშვი მეც და
QUOTE
თქვენი ნაწარმოები მიღებულია. საკონკურსო ნაწარმოებების სიაში გამოჩნდება კონკურსის ადმინისტრაციის მიერ საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ.

yes.gif


Posted by: LanceInMyPants 12 Nov 2015, 21:15
დადეს

400 აარტყა საერთო რაოდენობამ,
სგ სგ
up.gif

Posted by: moodyman 12 Nov 2015, 21:56
up.gif

შოუთაიმ :დ

--------------------

Posted by: Ocelot 12 Nov 2015, 21:59
მაგრები ხართ რა. აუცილებლად ბოლო დღემდე უნდა მიგეყვანათ? მარტო დაწერაა? იმას გადაკითხვა და შესწორება არ ჭირდება?

Posted by: moodyman 12 Nov 2015, 22:03
Ocelot
lol.gif

ნუ გვთარსავ
ვკითხულობ ხოლმე წინა აბზაცებს წერისას, აპეჩატკა ან სტილის შეცდომები ყველას ექნება

Posted by: ზეპე 12 Nov 2015, 22:16
LanceInMyPants
moodyman

ბრატცი, მე ხო ჯერ არც კი დამიმთავრებია და წეღან რამდენიმე წუთით შუქი ჩაქრა ჩემთან.
რა შიში ვჭამე, თქვენ ის უნდა გენახათ user.gif

Posted by: მადამ ფისუნია 12 Nov 2015, 22:23
Ocelot
QUOTE
მაგრები ხართ რა. აუცილებლად ბოლო დღემდე უნდა მიგეყვანათ? მარტო დაწერაა? იმას გადაკითხვა და შესწორება არ ჭირდება?

არ მიყვარს ხოლმე გადაკითხვა ...
ყველაფერს თავდაყირა ვაყენებ მერე....
zeppelnick
QUOTE
ბრატცი, მე ხო ჯერ არც კი დამიმთავრებია და წეღან რამდენიმე წუთით შუქი ჩაქრა ჩემთან.
რა შიში ვჭამე, თქვენ ის უნდა გენახათ 

წარმომიდგენია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

moodyman
ხოდა მოკლედ რადგან არ არის 5 გვერდი და არ ვაკმაყოფილებ ადმინისტრაციის კეთილ ნებას გადავწყვიტე, რომ არ გავბერო ჩემი შემოქმედების ნაყოფი და დავტოვო ისევ პატარად, გამომდინარე იქიდდან რომ შეცვლა არ შეიძლება, მონაწილეობა გადავიფიქრე biggrin.gif

Posted by: LanceInMyPants 12 Nov 2015, 22:42
მე გუშინ დავწერე,
დღეს ჩავასწორე/ ჩავამატე და გავუშვი

დიდად არ მომწონს, მეტი დრო მინდოდა,მაგრამ მანამდე ვერ მოვხოდე.

Posted by: moodyman 12 Nov 2015, 22:48
zeppelnick
მეც მეშინოდა არ ჩამქრალიყო :დ

დღეს მარტო რამდენი დაემატა, ყველა ბოლოს წამს ელოდებოდა მგონი

მადამ ფისუნია
სხვა გაგეშვა user.gif

მე რაღაცები მივამატე, ბოლო ორ აბზაცს სიამოვნებით მოვშლიდი, მარა მეტქი პატარა არ გამოვიდეს

Posted by: მადამ ფისუნია 12 Nov 2015, 23:55
moodyman
QUOTE
სხვა გაგეშვა

არ შეიძლება შეცვლაო.....

Posted by: ზეპე 12 Nov 2015, 23:58
moodyman

4 წუთით ადრე გავგზავნე.
QUOTE
თქვენი ნაწარმოები მიღებულია. საკონკურსო ნაწარმოებების სიაში გამოჩნდება კონკურსის ადმინისტრაციის მიერ საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ.

გულს მალამოდ მოედო ეს სიტყვები :დ
* * *
ჩემიც დაიდო.
სულ 447 მოთხრობაა.

Ocelot
აბა თუ გამოიცნობ რომელია ჩემი ? boli.gif
სამი სათაური თქვი და თუ ერთ-ერთი აღმოჩნდება, საღოლ boli.gif

Posted by: moodyman 13 Nov 2015, 01:13
zeppelnick
ინტრო

up.gif


Posted by: ზეპე 13 Nov 2015, 01:21
moodyman

არა ბრატ boli.gif

Posted by: moodyman 13 Nov 2015, 01:22
ეგზორციზმი იქნება მაშIნ :დ

------------



Posted by: ზეპე 13 Nov 2015, 01:48
moodyman

ნოუპ boli.gif

Posted by: mylifeismybitch 13 Nov 2015, 16:32
zeppelnick
მაგრად მაინტერესებს შენი ნაწარმოები, პმში მაინც გამადე მისი სათაური აქ თუ ჯერ გამოცნობანას თამაშობთ sad.gif

Posted by: ზეპე 14 Nov 2015, 22:21
moodyman
შორტლისტი როდის დაიდება ? user.gif

littlemiss
გაგზავნე შენც ? user.gif

Posted by: moodyman 15 Nov 2015, 00:55
zeppelnick
19იო ეწერა მგონი, სად გააქრეს ის ინფო spy.gif

ფბზე დააშეარე? biggrin.gif


Posted by: ზეპე 15 Nov 2015, 10:06
moodyman

ერთ ძალიან პატარა ჯგუფში.
ისიც იმ პონტში, რომ კომპეტენტური ხალხის აზრი მომესმინა.

Posted by: Ocelot 16 Nov 2015, 20:51
zeppelnick
QUOTE
ისიც იმ პონტში, რომ კომპეტენტური ხალხის აზრი მომესმინა

ჩემზე კომპეტენტურების? boli.gif ვინმეს წააკითხე?

Posted by: ზეპე 16 Nov 2015, 22:19
Ocelot
QUOTE
ჩემზე კომპეტენტურების?

user posted image

gigi.gif

QUOTE
ვინმეს წააკითხე?

ორ-სამ მეგობარს და mylifeismybitch-ს user.gif

Posted by: Ocelot 16 Nov 2015, 23:38
zeppelnick
QUOTE
mylifeismybitch

ეს ვინმეს ალტერია თუ რა დამსახურებისთვის წააკითხე? biggrin.gif რაო მერე?

Posted by: ზეპე 16 Nov 2015, 23:44
Ocelot
https://forum.ge/?showtopic=33968016&view=findpost&p=46207955

მთხოვა და გავუგზავნე user.gif
არ ვიცი წაიკითხა თუ არა.

Posted by: Ocelot 17 Nov 2015, 00:00
zeppelnick
QUOTE
მთხოვა და გავუგზავნე

მე აუცილებლად უნდა გთხოვო ხო, ისე ვერა biggrin.gif

Posted by: ზეპე 18 Nov 2015, 21:33
moodyman
Ocelot

http://lit.ge/index.php?page=contest

დაიდო user.gif
მე ვერ მოვხვდი სამწუხაროდ user.gif
ალბათ ჟიურიმაც ფილმის სცენარად უფრო აღიქვა, ვიდრე მოთხრობად user.gif

Posted by: Ocelot 18 Nov 2015, 22:10
zeppelnick
QUOTE
მე ვერ მოვხვდი სამწუხაროდ

alk.gif
400 მოთხრობა 3-4 დღეში წაიკითხეს. მალადეც.


არ იყვნენ ეგენი ღირსები დრამა დამედო. იმინა საგიჟეთი უნდა გამეგზავნა biggrin.gif


და ვაბშე დღეს რატო დაიდო, მახსოვდა 19-შიო.

Posted by: ზეპე 18 Nov 2015, 22:17
Ocelot
QUOTE
400 მოთხრობა 3-4 დღეში წაიკითხეს. მალადეც.


მეტი რა საქმე ჰქონდათ ?!

user posted image

Posted by: Ocelot 18 Nov 2015, 22:20
zeppelnick
QUOTE
მეტი რა საქმე ჰქონდათ ?!

საქმე რა შუაშია, ფიზიკურად ვერ გაქაჩავ მაგდენს. ან როგორ შეიძლება მიყოლებით იკითხო. ხოდა უნდა გადახარშო. ესე მიყოლებით კაცი ალბომებს ვერ მოუსმენ, არათუ წიგნს წაიკითხავ. ძაან მაინტერესებს, ვინ არიან ავტორები.

Posted by: ზეპე 18 Nov 2015, 22:27
Ocelot

კონკურსის დაწყებიდანვე კითხულობდნენ ეტყობა.
ყოველდღე ხომ ემატებოდა მინიმუმ ერთი მაინც,
მარა ბოლო დღეს 150-200 მაინც დაემატა.
კაროჩე ყველა პონტში უნდა ეჩქარათ.

Posted by: LanceInMyPants 18 Nov 2015, 23:58
ჩემიც ვერ მოხვდა,არც ველოდი biggrin.gif

ასე მალე როგორ დადეს მართლა

Posted by: moodyman 18 Nov 2015, 23:59
ვერც მე
მუღამიც არმაქ ვნახო რა მოთხრობებია biggrin.gif

Posted by: LanceInMyPants 19 Nov 2015, 00:07
ბოლო დღეს დაიდო მარტო 200 ტექსტი,

5 დღეში ამდენი როგორ უნდა წაიკითხო გააზრებულად და არა ზერელედ

Posted by: mishamovedi 3 Feb 2016, 21:36
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი
აცხადებს
რიგით მეცხრე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის
"მცირე პროზა”
კონკურსის პირობები:
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები( მოთხრობა, ნოველლა, ესსე, ჩანახატი) ან პუბლიკაციები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება) ;
კერძოდ: 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტეს 8-10 ნაბეჭდი გვერდისა, 4 ეგზემპლარად, აგრეთვე - ელექტრონული ვერსია.
კონკურსის ჩატარების ხანგრძლივობა - 2016 წლის 10 თებერვლიდან 16 ივნისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 10 ივნისი; 16 ივნისს მოხდება კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთა დაჯილდოება ოტია იოსელიანის სახელობის I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ "ანეულში” და "ლიტერატურულ საქართელოში”.
საკონკურსო ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით n.baratashvili_museum@yahoo.com და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2016 წლის 10 ივნისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ.@17 ტელ: 990699, 893148125
ნაწარმოებები მიიღება კვირა-ორშაბათის გარდა 12სთ-დან-17 სთ-მდე.
კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.
კონკურსანტმა სასურველია განაცხადოს სხვა ჰობის შესახებ(მუსიკაში,მხატვრობაში...), რათა დაჯილდოების დღეს მათი მონაწილეობით ჩატარდეს კონცერტი, გამოფენა, მხატვრული კითხვა.
მუზეუმის დირექცია

Posted by: Renne 4 Apr 2016, 22:04
mishamovedi
კარგია............................................................

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 7 May 2016, 01:18
რამე ახალი არ ხდება ? rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: ავტოპილოტი 4 Sep 2016, 04:31
ლიტერატურული მიკროჟურნალი “ავტოპილოტი” აცხადებს მოთხრობების მიღებას მესამე ნომრისთვის, რომელიც დაიბეჭდება 2016 წლის შემოდგომაზე.

მოთხრობების გამოგზავნა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თავისი ნაწერის გამოქვეყნების სურვილი. შემოსული მოთხრობებისთვის არაა დაწესებული რაიმე სახის ჟანრობრივი, სტილისტური, ასაკობრივი თუ სხვა შეზღუდვები.

მოთხრობის სიგრძე საშუალოდ ნავარაუდევია 5000 სიტყვის ან 10 სტანდარტული ნაბეჭდი გვერდის ფარგლებში. გვერდებისა და სიტყვების რაოდენობა მხოლოდ საორიენტაციოა, ის მკაცრად არ კონტროლდება, და არ წარმოადგენს მოთხრობის შერჩევა-არშერჩევის მთავარ კრიტერიუმს.

ჟურნალში დასაბეჭდად აირჩევა, ამბის გადმოცემის თვალსაზრისით, ყველაზე შთამბეჭდავი და გამართული ნამუშევრები.

ავტორებმა თავიანთი ნაწერი უნდა გამოაგზავნონ იმეილზე autopilotchannel@gmail.com

"ავტოპილოტის" წინა ნომრები შეგიძლიათ ნახოთ აქ:
ჟურნალის ვებ-გვერდი http://avtopiloti.blogspot.com
ფეისბუკი https://www.facebook.com/avtopiloti/

ეს კი ჟურნალის თემა ფორუმზე, დასმული კითხვებით და პასუხებით: https://forum.ge/?f=18&showtopic=34884708


Posted by: ავტოპილოტი 7 Nov 2016, 02:15
„ავტოპილოტის“ მესამე ნომრისთვის გამოცხადებულ მოკლე მოთხრობების მიღებაზე შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩა შემდეგი ავტორები / მოთხრობები:

1. მაგდა საღინაშვილი / ლიტერატურული პაემანი
2. ნათია ფრუიძე / ჩვენი სკოლის ამბები
3. თორნიკე ხვთისიაშვილი / ჩემი ჯოჯოხეთი
4. სალომე ბუკია / ჰორიზონტები და ვერტიკალები
5. თემურ ზოიძე / გამრავლების ტაბულა
6. გვანცა ხარაიშვილი / ოცდამერვე
7. ცოტნე ავსაჯანიშვილი / ქაბარჯინა
8. დადუნა ნადარაია / შობის საჩუქარი

მოწვეული ავტორები
1. ლადო ფოჩხუა / დროის კალია
2. ზურაბ ჯიშკარიანი / WTF - რექსის გატაცება, part 2

„ავტოპილოტის“ მესამე ნომერი დაიბეჭდება დეკემბრის ბოლოს.

http://avtopiloti.blogspot.com

Posted by: breakingbad1 6 Feb 2018, 22:30
გამარჯობა, მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი წიგნის გამოქვეყნება უფასოდ და რა შემთხვევაშია ეს შესაძლებელი?

Posted by: GeorgianGayNovel 17 Jul 2018, 20:17
love.gif პირველი ქართული "გეი" რომანი
უკვე გაყიდვაშია, მხოლოდ lit.ge-ზე!

წაიკითხე სრულად ელ ვერსია kiss.gif
"ლუკა პირველის ცისფერი ღამეები"
user posted image

Posted by: nino darbaiseli 11 Mar 2019, 08:38

ყურადღება !!!
”ურაკპარაკელთა” კონკურსი პოეზიაში
“მარტის ბლიცი”
- -

დღეს ჩემი დაბადების დღეა.
არ გამთქვათ და 58 წლის გავხდი.
ვიფიქრე, როგორ მივულოცო საკუთარ თავს ეს დიადი დღესასწაული .... ლიტმცოდნეს და პოეტს ყველაზე მეტად რომ გაახარებს?..და ასეთი რამ მოვიფიქრე.



1. საკონკურსოდ მიიღება თავისუფალი ლექსი, რომლის მოცულობაც არ აღემატება 50 სტრიქონს.

2. ლექსის ავტორი უნდა იყოს საიტ ,,ურაკპარაკის” წევრი, (მნიშვნელობა არა აქვს წევრობის ხანდაზმულობას)

3. ლექსის წარმომდგენი შეიძლება იყოს თავად ავტორი ან ნებისმიერი საიტელი, ავტორთან წინასწარი შეთანხმებით. ავტორის მითითების სისწორეზე პასუხისმგებელია წარმომდგენი.

4. საკონკურსო ნაწარმოებს წინ აუცილებლად(!) უნდა დაერთოს წარდგინება - წარმომდგენის ტექსტი, რომლის მოცულობაც შეზღუდული არ არის,
მაგრამ მასში მინიმუმ, დასახელებული უნდა იყოს სამი ობიექტური ან (სუბიექტური) მიზეზი, რითაც ეს ნაწარმოები ყურადღებას იმსახურებს. დასაბუთების ცდა - სასურველია, თუმცა არა - აუცილებელი.

5. წარმოდგენილ ნაწარმოებზე
აზრის გამოთქმა შეუძლია ყველას. ასევე, შეფასება ,,+1” ან ,,-1” ლექსის ავტორისა და სათაურის დასახელებით, შეუძლია დატოვოს ყველამ.

6. 20 მარტს, დღის 12 საათზე წყდება საკონკურსო ნაწარმოებების მიღება.

7. კონკურსის შედეგების შესახებ საბოლოო დასკვნას მიიღებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან თქვენი მონა-მორჩილი, გია არგანაშვილი და მიშა რატიანი.

8. მთავარი პრიზი: პირველ სამ ადგილზე გასული ნაწარმოებები ითარგმნება ინგლისურად, დაერთვის ავტორის ფოტო და ჩემი დაწერილი წარდგინება გავრცელდება ურაკპარაკით და ფეისბუქით, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არხებით.

9. ნებისმიერ მონაწილეს, წარმომდგენსა და კონკურსის გულშემატკივარს შეუძლია დააწესოს და კონკურსის მიმდინარეობისას გაასაჯაროოს თავისი სახელით ნებისმიერი პრიზი,
ნებისმიერ, მისთვის სასურველ თუ მის მოგონილ ნომინაციაში, ნებისმიერი პირისთვის ( გამარჯვებისთვის,
წამახალისებელი, კარგი სათაური სთვის, ორიგინალურობისათვის, საყურადღებო აზრისა თუ პოეტური სახისთვის, ლექსიკისათვის, პირადი სიმპათიისთვის და ასე შემდეგ.
შესაძლოა, პრიზი კარგი წარდგენისთვის ან განხილვა- კომენტირებაში კარგი მონაწილეობისათვისაც.
(გულწრფელი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ კომენტარები, რომელიც არ შეესაბამება ურთიერთობისა და აზრის გამოთქმის ეთიკას ან ემსახურება ვინმეს პიროვნულ დაკნინებას,
წაიშლება და ადმინისტრაცია იმსჯელებს მათი ავტორისადმი შემდგომი რეაქციის შესახებ.

10. პრიზის ღირებულება და რაოდენობა შეუზღუდავია. ის შეიძლება იყოს, მაგალითად, წიგნი, საკუთარი შემოქმედების ნიმუში, მიძღვნილი მონაწილისადმი (ნახატი, მუსიკალური ნაწარმოები,
საკუთარი შექმნილი ნივთი, ნაქსოვი, ნაქარგი, რაიმე ხელთნაკეთობა და ა.შ.;
ორი ბილეთი ფილმზე, წარმოდგენასა თუ კონცერტზე დასასწრებად.
დაპატიჟება კაფეში.
ყვავილები,
ნამცხვარი, ქილა მურაბა (განსაკუთრებით კაკლისა, თეთრი ბლისა, ლეღვისა, საზამთროსი, გარგლისა, ლენკროტისა, შინდიც მაგარია და ა.შ) ჩურჩხელები -ხუთზე ნაკლები არ მიიღება, ერთი აცმა ლეღვის ჩირი, რბილი ....
მოკლედ, თან - საქმე, თან - ხალისი!
ვიწყებთ!

საკონკურსო ნაწარმოები იდება ღიად, საიტ “ურაკპარაკის” ფორუმზე, კონკურსების განყოფილების თემაში ,, ბლიცი”.
* * *
http://urakparaki.com/?m=13&Theme=1481

Posted by: nino darbaiseli 19 Mar 2019, 15:53
იწურება ვადა ღია ლიტერატურული კონკურსისა
,,მარტის ბლიცი”
პირობების გასაგებად გადადით ლინკზე
ან დამიკავშირდით აქ, პირადად.
გისურვებთ წარმატებას!

http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

Posted by: მადამ ფისუნია 16 May 2019, 15:32
https://www.facebook.com/watch/?v=799918230380222

Posted by: Windmill 15 Sep 2019, 22:57


ლიტ. კონკურსი პოეზიაში - "ქუჯი-2019"


დებულება

1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს;

2. კონკურსის მიზანია ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და მარტვილის პოპულარიზაცია.

3. კონკურსის მონაწილემ ერთი ლექსი უნდა წარმოადგინოს კონკურსის გამოცხადებიდან (2019 წლის 9 სექტემბრიდან 2019 წლის 25 ოქტომბრამდე);

4. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს გამოუქვეყნებელი (დაუბეჭდავი და ინტერნეტში დაუდებელი) ნებისმიერ თემატიკაზე დაწერილი ერთი ლ ე ქ ს ი. წესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

5. მონაწილეობის მსურველმა ელ.ფოსტაზე - quji.martvili@gmail.com უნდა გამოიგზავნოს ნაწარმოები (ვორდის ფორმატში), ასევე მოკლე ბიოგრაფია, მისამართი და ტელეფონის ნომერი.

6. ჟიურის წევრები: ბათუ დანელია, ვასილ ბესელია, მაიკო მიქაია, საშა გველესიანი, თემო ჭახნაკია.

7. კონკურსზე წარმოდგენილ ლექსებს ჟიური აფასებს ათ ბალიანი სისტემით. შეფასებები არ ქვეყნდება და კონკურსის მონაწილეებს არ ეგზავნებათ.

8. კონკურსი დახურულია და გამარჯვებულის ვინაობას საორგანიზაციო კომიტეტი ასაჯაროებს მხოლოდ ჟიურის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

9. გამარჯვებულთათვის დაწესებულია პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი ჯილდო; კონკურსს ეყოლება ათი ფინალისტი, რომელთაგან გამოვლინდება 4 გამარჯვებული.

11. საპრემიო ფონდი შეადგენს1200 (ათას ორას) ლარს;
პრემიები გაიცემა 4 გამარჯვებულზე:

პირველი პრემია — 500 ლარი;
მეორე პრემია — 300 ლარი;
2 მესამე პრემია — 200-200 ლარი;

ამ კონკურსის ფარგლებში, პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დიპლომი და 500 ლარიანი პრემია გადაეცემა თქვენთვის კარგად ცნობილ ერთ-ერთ მარტვილელ პოეტს.

12. კონკურსში გამოვლინილი ათი ფინალისტი და ჟიურის ხუთი წევრი 2019 წლის 9 ნოემბერს ერთი დღით მიწვეული იქნება ქ. მარტვილში დაჯილდოების ცერემონიალზე. უზრუნველყოფილი იქნება მარტვილში ტრანსპორტით მათი გადაადგილება, მარტვილის ღირსშესანიშნაობების(მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მარტვილის მონასტერი, კაღუს ჩანჩქერი) დათვალიერება და კვება. ასევე იმ ღამით სასტუმროში ღამის გათევა.

12. კონკურსის ორგანიზატორები არიან: პოეტი ილია ერქვანია და გივი ელიავა - მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი.

პატივისცემით, პოეზიარი.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=655801908261294&set=a.472237533284400&type=3&theater

გიჟების მეტი რა არის, იქნებ ვინმეს გამოადგეს gigi.gif

Posted by: Boyarg 16 Apr 2020, 00:04
რაიმე ისეთი კონკურსი მინდა მოთხრობების ან ნოველების,,, რომანების თავი არ მაქვს ჯერ

Posted by: Heart_of_Darkness 16 Apr 2020, 00:43
Boyarg
,,პენმარათონი" მიმდინარეობს სწორედ ახლა,
მაგრამ მგონი დასრულდლა უკვე რეგისტრაცია.

შემოდგომისკენ, ,,წეროც" იქნება, ალბათ.
კიდევ რაღაც კონკურსები არის ხოლმე, გამომცემლობების გვერდები რომ დაალაიქო ფბ-ზე წერენ და ამოაგდებს ინფოს, როცა იქნება.

Posted by: Boyarg 17 Apr 2020, 13:56
Heart_of_Darkness
მადლობა გაიხარე ვცდი აუცილებლად,,

მართლწერის პრობლემებიც მაქვს უფრო მეტად სასვენ ნიშნებთან დაკავშირებით,, იმედია ეს დიდ მინუსში არ ჩამეთვლება

Posted by: Heart_of_Darkness 19 Apr 2020, 22:18
Boyarg
ეგ პრობლემა ყველას გვქავს biggrin.gif
გრამატიკის სახელმძღვანელოს ჩაუჯექი, დიდად კი არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ყოველთვის დამატებითი პლიუსია, როცა მართლწერის წესებს ავტორი იცავს.

Posted by: Katana_ 20 Apr 2020, 20:11
QUOTE (Heart_of_Darkness @ 19 Apr 2020, 22:18 )
Boyarg
ეგ პრობლემა ყველას გვქავს biggrin.gif
გრამატიკის სახელმძღვანელოს ჩაუჯექი, დიდად კი არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ყოველთვის დამატებითი პლიუსია, როცა მართლწერის წესებს ავტორი იცავს.

უამრავი მწერალი სულაც არ იცავს სავენი ნინების წესებს
ზოგმა არც იცის კარგად givi.gif


ისე კონსტატინეს იდეას ვინმე თუ განახორციელებს და სასვენი ნიშნების გარეშე დაწერს წიგნს givi.gif old.gif

Posted by: Boyarg 20 Apr 2020, 20:42
სარმაგუ წერს მგონი ასე წერტილებს იქ სვამს სადაც მძიმე უნდა დასვას,, და დიალოგების დროს ამ სასვენ ნიშნებს ხმარობს,, მაგრამ არ მინდა ჩემს კუმირს მივბაძო

Posted by: Katana_ 20 Apr 2020, 20:58
QUOTE (Boyarg @ 20 Apr 2020, 20:42 )
სარმაგუ წერს მგონი ასე წერტილებს იქ სვამს სადაც მძიმე უნდა დასვას,, და დიალოგების დროს ამ სასვენ ნიშნებს ხმარობს,, მაგრამ არ მინდა ჩემს კუმირს მივბაძო

ეგ ისე წერს წერტილს სვამს ბოლო გვერდზე ლამის :დ

ვერ ვიტან კიდე მწერლებს წერტილ-მძიმეს რომ იყენებენ ხშირად იქ სადაც არ არის საჭირო

Posted by: ზეპე 25 Jun 2020, 12:50
QUOTE
ვერ ვიტან კიდე მწერლებს წერტილ-მძიმეს რომ იყენებენ ხშირად იქ სადაც არ არის საჭირო


რედაქტორი არ შვრება მაგას?

Posted by: nino darbaiseli 12 Oct 2020, 06:58
#ყურადღება!
- -

“პარნასი” აცხადებს ყოველთვიურ ბლიც-კონკურსს საუკეთესო ლექსის გამოსავლენად

“პარნასის ოქტომბრის ფავორიტი”

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია “პარნასის” ყველა წევრს, ასაკის მიუხედავად.

საკონკურსო ლექსი უნდა იყოს ქართულენოვანი.

თემა - შემოდგომა

ჟანრი და ფორმა - შეუზღუდავია.

მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 70 სტრიქონს.

დასაშვებია, საკონკურსოდ წარმოდგენილი იყოს ლექსების ციკლი, რომლის სტრიქონთა რაოდენობაც მოთავსდება ამავე მოცულობით ლიმიტში, ასეთ შემთხვევაში, მასალა უნდა გადმოიგზავნოს მთლიანად , ერთ ჯერზე და არა ნაწილ-ნაწილ.
ერთი ავტორისგან მიიღება მხოლოდ ერთი გზავნილი. რამდენიმეს გადმოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ პირველი, ხოლო ყველა მომდევნო - წაიშლება.

დასაშვებია, საკონკურსო ლექსი/ლექსები მანამდე გამოქვეყნებული იყოს აქაც, სხვა საიტებზეც და ბეჭდურადაც, რეალური ავტორის მითითებით.

საკონკურსო ლექსი უნდა ეკუთვნოდეს პირადად კონკურსში მონაწილეს, მაგრამ კონკურსის მიმდინარეობის მანძილზე ღიად აღარსად უნდა დაიდოს, შედეგების გამოცხადებამდე.

კონკურსში მონაწილეს არ ენიჭება უფლება, შედეგების გამოვლენამდე ღიად და საჯაროდ განაცხადოს კონკურსში მონაწილეობის თაობაზე. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში - ლექსი მოიხსნება კონკურსიდან.

საკონკურსოდ სხვისი ლექსის გამოგზავნა საკუთარი სახელით - ჩაითვლება პლაგიატად, გამომგზავნი მოიხსნება კონკურსიდან, ასევე დაიბლოკება.

კონკურსის მონაწილეთა ვინაობა, ლექსების სათაური და შემოსული მასალის რაოდენობა კონფიდენციალურია და არ გამოცხადდება არც კონკურსის მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ.

ასევე, არც საკონკურსო ლექსები დაიდება ღიად “პარნასის” მიერ ან შედეგების გამოცხადებამდე ან მას შემდეგ, თუმცა ავტორებს შეუძლიათ, შედეგების გამოცხადების შემდგომ, ჩვეულებრივი წესით განათავსონ ლექსი ნებისმიერ დროს, ღიად აქ ან სხვაგან. მათ ასევე შეუძლით, მიუთითონ, რომ კონკრეტული ლექსი მონაწილეობდა ამ კონკურსში.

დასაშვებია, ერთი და იგივე ლექსი საკონკურსოდ წარმოდგენილი იყოს იმდენჯერ, რამდენჯერაც თავად ავტორი მოიწადინებს. იმის გათვალისწინებით, რომ მან ყოველ ჯერზე უნდა დაიცვას საერთო წესები.

კონკურსი გამოცხადებულად ითვლება ამ ანონსის დადებისთანავე.

მასალების მიღება შეწყდება მიმდინარე თვის 20 რიცხვში, თბილისის დროით, ღამის 12 საათზე.
გამარჯვებული ლექსი ავტორიანად გამოცხადდება 25 რიცხვში.
დადებულ ლექსს თან დაერთვის “პარნასის” კრიტიკოსთა გუნდიდან შერჩეული ავტორის წერილი, გამოხმაურება, რევიუ და აშ. (ჟანრი შეუზუდავია), რომლის მოცულობაც არ არის ლიმიტირებული.

კრიტიკოსთა გუნდის შეხედლებისამებრ, შესაძლებელია რევიუს, რეცენზიის, გამოხმაურების, ესსეს და ა.შ. დაწერა ეთხოვოს მოწვეულ კრიტიკოსს.

დასაშვებია ერთ გამარჯვებულ ლექსზე/ ლექსებზე რამდენიმე კრიტიკოსის გამოხმაურების დადებაც.

კრიტიკოსის სახელით გამოქვეყნებული ტექსტი წარმოადგენს კრიტიკოსის საავტორო საკუთრებას და გამარჯვებულს არ ენიჭება უფლება რაიმე ფორმითა და მიზნით მისი ბეჭდურად გამოქვეყნებისა, კრიტიკოსის ან/და “პარნასის” ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე, არც სრულად, არც ფრაგმენტულად).

გამარჯვებულის თანხმობის შემთხვევაში ღიად დადებულ, გამჟღავნებულ ლექსს მოგვიანებით მიემატება ავტორის ფოტო და ბლიც-ინტერვიუზე მისი პასუხები.

გამარჯვებული ლექსის გამოქვეყნების შემდგომ ყველა მსურველს საშუალება ექნება, კომენტარებში გამოთქვას საკუთარი აზრი როგორც აღნიშნულ ლექსზე, ასევე კრიტიკოსთა ტექსტებზე, საიტის საერთო წესების შესაბამისად.

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები განიხილება მხოლოდ და მხოლოდ წინამდებარე ანონსის (პოსტის) ქვეშ, საკომენტარო ველში. ადმინებთან, ან კრიტიკოსებთან პირად ფოსტაში მიწერილი შეკითხვები დარჩება უპასუხოდ!

,,პარნასის" ადმინები არ იღებენ არანაირ მონაწილეობას ლექსების შერჩევაში და გამარჯვებულის გამოვლენაში!

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოგზავნოს საკონკურსო მასალა ამ ჯგუფშივე, თავწერილით - “კონკურსისათვის”. შემდგომ სტრიქონზე ანუ სათაურის თავზე მიუთითოს ავტორის ვინაობა (ადმინებთან, ან კრიტიკოსებთან მიწერილი ლექსები კონკურსში არ მიიღებს მონაწილეობად!)
- - პასუხისმგებელი პირი იზრუნებს, რომ იგი გამოუქვეყნებლად გადაეცეს კრიტიკოსთა გუნდს.

პარნასის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებებს!❤

https://www.facebook.com/groups/883322652140202/?ref=share

რაკი პირადში მკითხეს და იქ მიმოწერის გამართვა ეწინააღმდეგება ამ კონკურსის წესს, ხოლო ანალოგიური შეკითხვა შესაძლოა , სხვასაც გასჩენოდა, განვმარტავ ღიად:

შემოდგომა წელიწადის დროა, რომელსაც კერძო თუ საზოგადო სიხარულიც ბევრი მოაქვს და ნაღველიც,
საამაყოც და თავის დასახრელიც.

აუცილებელი არაა, ლექსში მაინცა და მაინც სიტყვა შემოდგომა ფიგურირებდეს, მთავარია, კონტექსტი ჰქონდეს ,,შემოდგომური”
მაგალითად, ჩემთვის ნიშნიანიძის ლექსი გალაკტიონის დაბადებაზე - შემოდგომას უკავშირდება, რადგან გალაკტიონის დაბადების დღედ 17 ნოემბერია მიჩნეული
სოხუმის დაცემის შესახებ ლექსიც შემოდგომას უკავშირდება, 11 სექტემბრის ტერაქტიც, სვეტიცხოვლობა და გიორგობაც. მასწავლებლის დღეც,
სასწავლო წლის დაუწყებელი დასაწყისიც ...
დანარჩენზე დაე, ავტორებმა თავად იფიქრონ.

Posted by: nino darbaiseli 12 Jan 2021, 20:24
პარნასის გასული წლის ფავორიტთა კონკურსი დააბოლოვა გალა - დაჯილდოებამ და წლის ფავორიტთა საპატიო წოდებების მინიჭებამ.
დადგა ახალი წლის პირველი თვე და მოაწია ტრადიციულმა თარიღმა, როცა ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს.
პარნასის ადმინთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული პოეზიის მსოფლიო პოეტურ სივრცეში ინტეგრირებისათვის სასურველი და საჭიროა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მუდმივად ხელი შევუწყოთ პოეზიის სფეროში მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარებას.
არავისთვის დასამალი არაა, რომ ინტერნეტში დღემდე ეს პროცესი სპონტანურად მიმდინარეობს და თარგმანის ხარისხი, შემთხვევათა დიდ ნაწილში, ვერ აკმაყოფილებს სასურველი დონის მოთხოვნებს, თუნდაც იმ გარემოების გამო, რომ არ არის ტესტირებული ე.წ. თარგმანის ენის ბუნებრივი მატარებლის - ანუ იმ უცხო ენაზე, როგორც მშობლიურზე მეტყველი პირის მიერ.
ამიერიდან ყოველი კვარტლის პირველი თვე დაეთმობა ამა თუ იმ კონკრეტულ ენაზე პოეზიის მთარგმნელთა კონკურსს.

ამჟამინდელი კონკურსი დაეთმობა ინგლისურენოვან თარგმანებს.
კონკურსის ჟიურის საპატიო თავმჯდომარე გახლავთ ამერიკელი პოეტი, დრამატურგი, პროზაიკოსი და ესეისტი, ქართული კულტურის დიდი ქომაგი და პოპულარიზატორი ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, რუსთველის, ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა კლასიკოს თუ თანამედროვე ავტორთა ინგლისურად მთარგმნელი, ჩვენი პარნასელი - ქალბატონი ლინ კოფინი.
ჟიურის მუდმივი წევრები: ლადო ჭელიძე და ნინო დარბაისელი სტრონი

კონკურსის პირობები:

საკონკურსო მასალა უნდა გამოიგზავნოს პარნასზე გამოქვეყნების ჩვეულებრივი წესით .
მასალა გაფორმებული უნდა იყოს შემდეგნაირად:
1. თავწერილი - კონკურსისათვის.
2. მთარგმნელის სახელი და გვარი ქართულად
3. თარგმნილი ლექსის ავტორის ვინაობა ქართულად
4. ორიგინალის ტექსტი ქართულად.
5. ტექსტის ავტორის ვინაობა ინგლისურად
6.თარგმანი ინგლისურად
7.მთარგმნელის ვინაობა ინგლისურად

კონკურსის მთავარი პრიზი, გარდა დადგენილი ფორმატის დიპლომისა, არის 30 წუთიანი ონლაინ მასტერკლასი თავად ლინ კოფინთან, რომლის თარიღზეც მხარეები თანხმდებიან ჟიურისგან დამოუკიდებლად.
არა სავალდებულო, მაგრამ სასურველია, გამარჯვებულმა მთარგმნელმა პარნასელებს გაუზიაროს საკუთარი ახლადმიღებული გამოცდილება, ნებისმიერი, მისთვის ადვილი ფორმით.
ჟიურის თავმჯდომარე იტოვებს უფლებას, თუ საჭიროდ ჩათვალა, კონსულტაცია გაუწიოს კონკურსის იმ მონაწილეს, რომლის ნამუშევარმაც თუმცა ვერ გაიმარჯვა, მაინც მისი პირადი ყურადღება მიიპყრო. კონკურსის შედეგების გამოცხადებისას გამოქვეყნდება მხოლოდ გამარჯვებული ტექსტი, ხოლო საკონსულტაციოდ შეჩეული ტექსტების მთარგმნელები, ასეთთა არსებობის შემთხვევაში - მხოლოდ დასახელდებიან.
თარიღები და ვადები:
კონკურსი იწყება ტექსტის დადების მომენტიდან.
საკონკურსო მასალების მიღება წყდება 25 იანვარს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე,
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 30 იანვარს. ზუსტი დროის შესახებ დაიდება ინფორმაცია აქვე, კომენტარში.

ხდკ (ხშირად დასმული კითხვები)
- - - - - - - - - -
-ვინ შეიძლება გამოგზავნოს ტექსტი საკონკურსოდ?
- მხოლოდ მთარგმნელმა, არავითარ შემთხვევაში - ორიგინალის ავტორმა ან სხვა პირმა.

-რამდენი ტექსტი შეიძლება გამოგზავნოს ერთმა მთარგმნელმა
- რაოდენობა აბსოლუტურად შეუზღუდავია. დასაცავია პირობა, რომ ყოველი ცალკეული ლექსი უნდა გამოიგზავნოს ცალკე, ზემოთ მითითებული წესების დაცვით.

მნიშვნელობა აქვს თუ არა ქართული ორიგინალის ხარისხს?
ქართული ორიგინალის ხარისხს ამ კონკურსში მნიშვნელობა არა აქვს. ფასდება თარგმანის ხარისხი.

-მნიშვნელობა აქვს თუ არა ორიგინალის ჟანრსა და ფორმას?
- არა. მიიღება ნებისმიერი ჟანრისა და ფორმის პოეტური ნაწარმოების თარგმანი.

-როგორია ერთი თარგმანის მოცულობითი ლიმიტი.
- მოცულობითი ლიმიტი არ არის განსაზღვრული.

- შეიძლება თუ არა, ერთად გამოიგზავნოს თემატურად ან რაიმე ნიშნით დაკავშირებული ლექსების ციკლის თარგმანი ერთად?
-არ შეიძლება. თარგმანები იგზავნება სათითაოდ, თუმცა მთარგმნელს ასეთ შემთხვევაში აქვს უფლება, მიუთითოს, რომ ლექსი მიეკუთვნება ავტორის ამა თუ იმ ციკლს.

-შეიძლება თუ არა საკონკურსო თარგმანი გამოქვეყნებული იყოს ინტერნეტში ან ბეჭდურად?
- დასაშვებია. ბეჭდურად გამოქვეყნებულობის შემთხვევაში საჭიროა, მიეთითოს ბეჭდური წყარო.

-შეიძლება თუ არა საკონკურსოდ გამოიგზავნოს ჟიურის რომელიმე წევრის თარგმანი.
- არ შეიძლება.

- რა ბედი ელის საკონკურსო მასალას, თუ მასში დარღვეულია გამოგზავნის წესები?
- მოიხსნება კონკურსიდან.

-სურვილის შემთხვევაში, დაკმაყოფილდება თუ არა კონკურსის მონაწილის სურვილი ან კითხვა, თუ კონკრეტულად, რატომ ვერ გაიმარჯვა მისმა თარგმანმა?
-არა.

დანარჩენ კითხვათა დასმა შეგიძლიათ კომენტარებში.

გისურვებთ წარმატებას

,,პარნასის" ადმინთა საბჭო

12.01.2021

#თვის_ფავორიტის_კონკურსი
(ჯგუფი - დახურულია, ძირითადად პროფესიონალებისთვისაა. ჯერ უნდა მოიწონოთ, ცოტა ხანში დაგიდასტურებენ და მერე დაინახავთ შიგ ყველაფერს. ჰაკერებისა და ტროლებისგან გვერდის დასაცავად, მსურველს, რომელსაც თავისი ნამდვილი იდენტობა არ უწერია სახელად და თავისი რეალური სურათი არ უდევს, არ უდასტურებენ
https://www.facebook.com/groups/883322652140202/?ref=share

Posted by: nino darbaiseli 18 Feb 2021, 19:45
ყურადღება!

ლიტერატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა ცენტრი „აგორა“ და გამოცემლობა ,,წიგნები ბათუმში”
ერთობლივად აცხადებენ ერთი ლექსის კონკურსს,
მიძღვნილს გალაკტიონის დღისადმი, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება 17 მარტს -
"ეფემერიადა“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
ამისათვის მან უნდა გამოგზავნოს ერთი ქართულენოვანი ლექსი, რომლის მოცულობაც არ აღემატება 75 სტრიქონს, შემდეგ მისამართზე:

teonaputkaradze@yahoo.com

დასაშვებია, ერთმა ავტორმა საკონკურსოდ წარმოადგინოს რამდენიმე საკუთრი ლექსი. ასეთ შემთხვევაში თითეული ლექსი უნდა გამოიგზავნოს ცალკე, დამოუკიდებელ წერილად.
ლექსი შესაძლოა, გამოქვეყნებული იყოს ინტერნეტით, მაგრამ არა - ბეჭდურად.
კონკურსის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში წარმოდგენილი ლექსი მოიხსნება კონკურსიდან და ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, ამის თაობაზე აცნობონ ფართო საზოგადოებას.
აღნიშნულ იმეილ მისამართზე გასაგზავნი ყოველი წერილი უნდა გაფორმდეს შემდეგნაირად -

დასაწყისში უნდა მიეთითოს:
კონკურსი "ეფემერიადა"
ავტორის ვინაობა,
ლექსის სათაური
ლექსი

საკონკურსოდ სხვისი ლექსის გამოგზავნა არ არის დაშვებული. გამომგზავნი ავტორი თავადაა პასუხისმგებელი საავტორო უფლებების დაცვაზე.
გამომცემლობა ,, წიგნები ბათუმში” აწესებს პირველ, მეორე და მესამე პრემიას, შერჩეულს საკუთარი
პროდუქციიდან.
აგორა აწესებს - “აგორას ფავორიტის” ერთ პრემიას, ასევე წიგნის სახით

მასალების მიღება შეწყდება ამა წლის 7 მარტს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე.
გამარჯვებული გამოცხადდება ამა წლის 17 მარტს.
საკონკურსოდ შემოსულ მასალებს განიხილავს კომპეტენტური ჟიური:

ლექსო დორეული,
გია როინიშვილი
ნანა ტრაპაიძე,
თემურ ჩხეტიანი,
თამარელა წოწორია

ინფორმაცია შემოსულ მასალათა რაოდენობაზე, მათ მიერ მოგროვილ ქულებზე, ასევე პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ გაიმარჯვა ამა თუ იმ კონკრეტულმა ნაწარმოებმა და რატომ მიენიჭა უპირატესობა სხვას, არ გაიცემა.




გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმში”

ლიტერატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა
საერთაშორისო ცენტრი “აგორა”

კოორდინატორი - თეა ფუტკარაძე

Posted by: Skilet7x 8 Sep 2021, 03:58
ახლა არ მიმდინარეობს რამე კონკურსი? ან ახლო მომავალში არაა დაგეგმილი რამე?

Posted by: plekhanovi 2 Jul 2022, 22:54
კარგი ლიტერატურული ჟურნალები რა გამოდის ახლა? არილის და ახალი საუნჯის გარდა?

Posted by: მადამ ფისუნია 9 Jul 2022, 12:22
QUOTE
არილის და ახალი საუნჯის გარდა?

plekhanovi
აფინაჟი

Posted by: veliki 7 Sep 2022, 18:28
რამე კონკურსი მომაგებინა
ფული ჯიბეში ჩამადებინა

Posted by: nino darbaiseli 13 Sep 2022, 13:24
#ანონსი

ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი

„ნ ო ვ ა ც ი ა“

2022 წლის 16 ოქტომბერს მრავალმხრივ მოღვაწეს – ჟურნალისტს, მწერალს, მხატვარს, მეცნიერს, მოგზაურსა და, რაც მთავარია, პოეტს – პაატა ნაცვლიშვილს 70 წელი უსრულდება. მუდმივი სწრაფვა ნოვაციისაკენ, სიახლის მუდმივი ძიება – პაატა ნაცვლიშვილის არსობრივი თვისებაა, რომელ სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს იგი. მის პოეზიაში ეს თვისება განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება.
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ და ლიტერატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა საერთაშორისო ცენტრი „აგორა“ ერთობლივად ატარებენ პაატა ნაცვლიშვილის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონკურსს პოეზიაში – „ნოვაცია“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ავტორს. მონაწილე შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე.
საკონკურსოდ თითო ავტორისგან მიიღება ერთი, ბეჭდურად გამოუქვეყნებელი ქართულენოვანი ნაწარმოები, ან საკუთარი უცხოურენოვანი ნაწარმოების ქართული მხატვრული თარგმანი, მთარგმნელის მითითებით.
თემატიკა, ჟანრი, სტილი, ფორმა, ლექსის სახეობა, ზომა – შეუზღუდავია.
პირობა ერთადერთია: საკონკურსო ლექსი უნდა შეიცავდეს რაიმე სახის სიახლეს ან ავტორი ახლებურად უნდა წარმოაჩენდეს ლექსის რომელიმე ტრადიციულ ასპექტს.
კონკურსის ჟიურის საპატიო თავმჯდომარეა ვახტანგ ჯავახაძე.
ჟიურის წევრები არიან: ივანე ამირხანაშვილი (თბილისი), მიხეილ ანთაძე (თბილისი), ინგა ჟღენტი (ატლანტიკ-სიტი, აშშ), ნინო დარბაისელი (ნეშვილი, აშშ).
საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოებები არ რეცენზირდება. თუმცა ჟიურის წევრს აქვს უფლება, კონკურსის დასრულების შემდგომ დაწეროს და გამოაქვეყნოს რეცენზია რომელიმე მათგანზე.
დაწესებულია ოთხი პრიზი: პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ პაატა ნაცვლიშვილის პირველი, მეორე და მესამე პოეტური კრებულები ავტორის წარწერით, „აგორას“ სამახსოვრო დიპლომთან ერთად.
პირველი ადგილი – პაატა ნაცვლიშვილის ლექსების სულ პირველი კრებული „სიყვარულის გაგრძელება“ („მერანი“, თბ. 1983), ავტორის სახელობითი ავტოგრაფით;
მეორე ადგილი – პაატა ნაცვლიშვილის ლექსების მეორე კრებული „სიყვარულის დასაწყისი („ნაკადული“, თბ. 1986), ავტორის სახელობითი ავტოგრაფით;
მესამე ადგილი – პაატა ნაცვლიშვილის ლექსების მესამე კრებული „სიყვარულის დასასრული“ („პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა“, თბ. 2001), ავტორის სახელობითი ავტოგრაფით.
პაატა ნაცვლიშვილი ჟიურისგან დამოუკიდებლად, ფინალში გასული ლექსებიდან შეარჩევს ერთს და მიანიჭებს მთავარ, პერსონალურ, პირად პრიზს – პარიზში გამოცემულ თავის ორენოვან წიგნს ავტოგრაფით; მთავარი პრიზი შეიძლება გადაეცეს რომელიმე პრიზიორსაც.
კონკურსის მთავარი პრიზია პაატა ნაცვლიშვილის ლექსების ქართულ-ფრანგული კრებული „ხელოვნური ყვავილები“ (სოლენზარის კულტურის ინსტიტუტის გამოცემა, პარიზი, 2014), ავტორის სახელობითი ავტოგრაფით.
გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ და „აგორაზე“.
კონკურსის მონაწილენი თავად არიან სრულად პასუხისმგებელი საავტორო უფლებათა დაცვაზე.
საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 2 ოქტომბრის ღამის 12 საათი თბილისის დროით. ფინალისტთა ვინაობა ცნობილი გახდება 2022 წლის 9 ოქტომბერს. ყველა ფინალისტმა ამავე იმეილზე უნდა გამოგზავნოს ერთი საკუთარი ფოტოსურათი და ხუთი დამატებითი ლექსი (შესაძლებელია ბეჭდურად გამოქვეყნებულიც) შესარჩევად და „აგორაზე“ დასადებად. ფინალისტთა ლექსების გამოქვეყნების თანმიმდევრობას განსაზღვრავს „აგორას“ ადმინისტრაცია. ეს პროცესი შეწყდება 15 ოქტომბერს. გამარჯვებულთა ვინაობა გამოქვეყნდება „აგორაზე“, 2022 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის დროით საღამოს 16 საათზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საკუთარი საკონკურსო ლექსი უნდა გამოაგზავნოს იმეილზე: ninodarbi@hotmail.com
ლექსს უნდა ახლდეს ავტორის ვინაობა სრულად. სურვილის შემთხვევაში, ავტორს შეუძლია, ლექსს დაურთოს ტექსტი, რომელშიც განმარტავს, თუ რა და რატომ მიაჩნია ნოვაციად საკუთარ ლექსში.
კითხვები შეგიძლიათ დატოვოთ „აგორაზე“, კომენტარებში.

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“

ლიტერატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა საერთაშორისო ცენტრი „აგორა“

Posted by: nino darbaiseli 1 Jul 2023, 17:41
#ანონსი

ყურადღება

“აგორა” აცხადებს კონკურსს პოეზიაში

ლინი - 80

ბევრი ავტორისათვის ინგლისურად თარგმნა საკუთარი ლექსისა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობა, ცდა გზის გაკვალვისა ინგლისურენოვან გარემოში პრობლემას წარმოადგენს.

კარგი მთარგმნელი ინგლისურიდან ქართულად - არ გვაკლია, ხოლო პირიქით, ქართულიდან - ინგლისურად, თანაც უმაღლესი რანგის პროფესიონალი და თანაც უსასყიდლოდ - წარმოუდგენლად ძნელი საპოვნელია.

ვეფხისტყაოსნის, ბარათაშვილის, გალაკტიონის, ცისფერყანწელებისა და სხვა არაერთი პოეტის, მათ შორის - თანამედროვე ავტორთა ინგლისურ ენაზე მთარგმნელმა და ინგლისურენოვან კულტურულ სივრცეში ქართული ლიტერატურის დაუღალავმა პოპულარიზატორმა, ქალბატონმა ლინ კოფინმა, რომელიც “აგორას” ერთ-ერთი დამფუძნებელია და რომელსაც წელს 80 წელი უსრულდება, გამოთქვა თანხმობა, თანამედროვე ქართველ ავტორთა ლექსების თარგმნაზე, იმ პირობით, რომ ორიგინალის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 30 სტრიქონს და შეიძლება იყოს თავისუფალი ლექსიც და კონვენციურიც. თემატიკა და ჟანრი - ასევე შეუზღუდავია.
ერთი ავტორისგან მიიღება მხოლოდ ერთი ლექსი.
ლექსის გამომგზავნი თავადაა პასუხისმგებელი საავტორო უფლებების დაცვაზე.
ლექსი შეიძლება იყოს რაიმე ფორმით გამოქვეყნებულიც და გამოუქვეყნებელიც.
კონკურსი არის მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. ავტორებმა საკონკურსო ნაწარმოები უნდა დადონ აგორაზე,
თავწერილით სახელისა და გვარის ზემოთ ,, კონკურსისათვის”
კონკურსი იწყება ა. წ. 1 ივლისს. მასალების მიღება შეწყდება 31 ივლისს, თბილისის დროით ღამის 12 სთ-ზე.
სათარგმნელად შერჩეული მასალების თანდათანობითი დადება დაიწყება 20 ივლისიდან და დასრულდება აგვისტოს 31-ში .
გამარჯვებულთა რაოდენობა შეუზღუდავია. ენობრივად , პუნქტუაციურად მოუწესრიგებელი, კორექტურებიანი ტექსტი საკონკურსოდ
არ მიიღება.
საკონკურსო მასალის კომენტარში “აგორას” ნებისმიერ წევრს შეუძლია გამოთქვას საკუთარი შენიშვნა ან აზრი.
რაიმე ფორმით დატოვებულ მოწონებათა რაოდენობას გამარჯვებისთვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
კომენტარში გამოთქმული აზრი მხედველობაში მიიღება ცალკეულ შემთხვევებში.
თარგმანები თავდაპირველად დაიდება აგორაზე. ამის მერე ავტორს ნება და საშუალება ექნება, გამოიყენოს თარგმანი საკუთარი მიზნებისამებრ, ოღონდ სავალდებულოა მთარგმნელის მითითება.

პროექტის ავტორები -
ლალი გოგუაძე
ნინო დარბაისელი

https://www.facebook.com/groups/454981475634129/permalink/1002785810853690/?mibextid=W9rl1Ruser posted image

Posted by: nino darbaiseli 7 Dec 2023, 18:36

ყურადღება!!!

"ფონდი ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის" და გაზეთი "ლიტერატურული საქართველო"
აცხადებს პაოლო იაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საშობაო კონკურსს
სათაურით ,,ამხდარი ლექსი”

ახლოვდება შობა - ახალი წლის დღეები. ველით შედეგებს არაერთი ლიტერატურული თუ სხვა კონკურსისა.
ჩვენც ხომ გვინდა ერთი კონკურსი?
პრიზიც გვაქვს!
ახლადგამოცემული წიგნი “ელენე დარიანი ტექსტი და ავტორი”
რა არის საჭირო, რომ ეს პრიზი მოიპოვოთ?
წერილობით უნდა გამოთქვათ საკუთარი აზრი ამ ლექსზე -

პაოლო იაშვილი

***
ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი
მე არ მიგრძვნია - და ეს სიბრძნე დამბუდებია,
მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორ გელი -
თვალები ამის უტყუარი საბუთებია.
ჩემი დაბნევა, ელდა, ყოველ წამით ცეტობა,
როცა არ მესმის, რას ამბობენ, რად მეძახიან,
უხერხულობა, ყველა დარდი, ყველა შეცდომა -
ეგ ყველაფერი, სანატრელო, შენი დაღია.
მოუსვენრობა ვერაფერმა ვეღარ გახარა,
გამოჩნდი იმ დროს, იჭვები რომ მებადებიან.
ნუ გეშინია, ჩემო კარგო, თმაში ჭაღარა -
ეს სინათლეა, სიყვარულს რომ შემატებია!
ოცდაჩვიტმეტი წელიწადი ისე გაცურდა,
როგორც მხატვარის მეგობრობა საყვარელ ფერთან,
იყავი ჩემთან, გამტანელთან და ვაჟკაცურად,
ამ დიდ თვალებში ყოველ წამში ვიაროთ ერთად.
ნუ ჩაგაფიქრა ჭირვეული ჭორის ხროებმა,
ჩემთვის სიჩუმე ღამეში რომ მოიზანტება,
საშინელია, როგორც ომის მოახლოება,
საშინელია, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება...

ნებისმიერი ჟანრისა და ზომის კრიტიკული, მხატვრულ- კრიტიკული თუ მხატვრული ტექსტი და პირდაპირ, თავადვე უნდა დადოთ პოსტად ჯგუფში ,, ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის”.
ვინ შეაფასებს და როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?
- კომენტარებისა და გამოხმაურებების, მნახველთა რაოდენობის მიხედვით!
დაწესებულია კიდევ ერთი პრიზი ,, ყველაზე აქტიური შემფასებელი”- ნინო ჩხიკვიშვილის წიგნი ,,პაპაჩემი ლეონ ლეონიძე”
გამარჯვებული გამოცხადება
7 იანვარს!
გამარჯვებული ტექსტი გამოქვეყნდება გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”
საბოლოო შედეგებს დააჯამებს ჟიური:
ნინო ჩხიკვიშვილი - გვერდის ადმინი,
თამუნა პაიჭაძეა - გვერდის მთავარი ექსპერტი,
ივანე ამირხანაშვილი - გაზეთ ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი

გისურვებთ წარმატებას!

http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1568#Lastuser posted image
* * *

მადლობას მოვახსენებთ ქ-ნ ნანა კობალაძეს ტექსტის ხელნაწერისა და აუთენტური ვერსიის ლინკის მოწოდებისთვის.


პაოლო იაშვილი

წიგნიდან „ლირიკული დღიური“

ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი

მე არ მიგრძვნია – და ეს სიბრძნე დამბუდებია,

მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორც გელი

ჩემი თვალები უკეთესი საბუთებია.



ჩემი დაბნევა, ელდა, ყოველ წუთის ცეტობა

როცა არ მესმის, რას ამბობენ, რად მეძახიან,

უხერხულობა, ყველა დარდი, ყველა შეცდომა

ეს ყველაფერი სანატრელო შენი დაღია.



მოუსვენრობა ვერაფერმა ვეღარ გახარა

გამოჩნდი იმ დროს – იჭვები რომ მებადებიან

ნუ გეშინია ჩემო კარგო თმაში ჭაღარა

ეს სინათლეა სიყვარულს რომ შემატებია.



ოცდა ჩვიდმეტი წელიწადი ისე გაცურდა

როგორც მხატვარის მეგობრობა საყვარელ ფერთან.

იყავი ჩემთან გამტანელთან და ვაჟკაცურთან

ამ დიდ დღეებში ყოველ წამში ვიაროთ ერთად.



ნუ ჩაგაფიქრა ჭირვეული ჭორის ხროებმა

ჩემთვის სიჩუმე ღამეში რომ მოიზანტება

საშინელია როგორც ომის მოახლოება

საშინელი, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება.



user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)