Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული მუსიკა > ჰამლეტ გონაშვილი


Posted by: bull73 28 Sep 2009, 08:17
ვიკიპედიაში არის მხოლოდ ეს მასალა .

ჰამლეტ გონაშვილი

ჰამლეტი სიმღერების კრებულის გარეკანი.
ჰამლეტ გონაშვილი (დ. 20 ივნისი, 1928 – გ. 1985) — ქართველი მომღერალი (ტენორი), სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული.

Hamlet Gonashvili
From Wikipedia, the free encyclopedia
Hamlet Gonashvili Katselashvili (20 June 1928 - 1985) was a Georgian singer (tenor), influential teacher and performer of traditional Georgian music. He is sometimes referred to as "the voice of Georgia".
Gonashvili was born in eastern Georgia, and is considered the best interpreter of songs from the Kartli and Kakheti regions. He was a recipient of many national honors and prizes. The Third Symphony of the Georgian composer Giya Kancheli drew inspiration from Gonashvili Katselashvili's singing and Gonashvili Katselashvili was the soloist in the first recording of the work. (1979, Olympia Records). At the height of his fame, he died in 1985 in a fall from an apple tree. Hamlet (JARO, 1985) is a collection of his most impressive songs.[1]

სულ ეს არის ?

Posted by: A_I 28 Sep 2009, 08:26
bull73
QUOTE
სულ ეს არის ?


მერე ვიკიპედია მაინც არის "ღია". თუ რამე იცი დაამატე wink.gif

ისე რა თქმა უნდა მეტია საჭირო, ქართულად მაინც yes.gif

Posted by: bull73 28 Sep 2009, 08:31
A_I
დიდი სიამოვნებით ,თუ მოვიპოვებ რაიმე მასალას.
ისე შედარებისთვის http://ka.wikipedia.org/wiki/ლელა_წურწუმია

Posted by: Roverandom 28 Sep 2009, 08:59
bull73

ლელაზე წერდა ვიღაც, ვისაც სპეციალურად მიაწოდეს ეგ ინფო. ლელისტი ანუ. yes.gif

გეფიცები, რომ ვიცოდე, დავწერდი.. user.gif ქართულში მე ვწერ ხშირად მუსიკაში.

Posted by: bull73 28 Sep 2009, 09:29
Roverandom
ასეთებიც არსებობენ ? არ ვიცოდი
lol.gif
ისე +1 პოსტისთვის.

Posted by: paata_3dartist 28 Sep 2009, 10:20
ჰამლეტ გონაშვილი ნამდვილად უძლიერესი მომღერალი იყო . მე როდესაც ინტერნეტით მაქვს კონტაქტი უცხოელებთან მაგის სიმღერებსაც ვასმენინებ , როგორც საქართველოს ერთერთი საუკეთესო მომღერლის . ასევე გვერდწითელის და მელუას სიმღერებსაც.

Posted by: ილიკო 28 Sep 2009, 10:22
ნუ გავაჩატებთ ამ კაცის თემას, მეტი ინფო და ლინკები.

Posted by: AnselmO 28 Sep 2009, 13:09
ქართველისათვის უცხო სახელი ჰამლეტი, მამამ, სოფელ ანაგის ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა, დიმიტრი გონაშვილმა დაარქვა, ქალიშვილს კი ჯულიეტა უწოდა, ბუნებრივია, შექსპირის სიყვარულით. თვითონ ჰამლეტსაც ეუცხოებოდა, არ მოსწონდა ინგლისური სახელი, გამოცვლაც უნდოდა, მაგრამ ისე მალე გახდა პოპულარული, ახალი სახელით გამოჩენა ეუხერხულა. ერთხელ კონსტანტინე გამსახურდამაც უსაყვედურა, ამისთანა ქართველ ვაჟკაცს, ასეთ მომღერალს, ეს რა სახელი გქვიაო.

დედა ირწმუნებოდა, 2-3 თვის ბავშვს სიმღერა ესმის და ღუღუნით მყვებაო. არ უჯერებდნენ, შეუძლებელიაო. დედა კი, ნათქვამის დასამტკიცებლად, ხან მარჯვნივ დაუდგებოდა, ხან მარცხნივ, და ჩვილიც სწორედ იმ მხარეს იცქირებოდა, საიდანაც იავნანა ესმოდა. შეიძლება ითქვას, ჰამლეტი მას შემდეგ მუდმივად მღეროდა, ოჯახში, მეგობრებში, სოფელში, ყველგან და ყოველთვის.

სიმღერის ნიჭი ჩვეულებრივ რამედ მიაჩნდა. მისი აზრით, როგორც ყველა ადამიანი სწავლობს ლაპარაკს, ასევე ყველას უნდა შეეძლოს სიმღერაც. ალბათ ამიტომ არ უფიქრია, მომღერალი გამოსულიყო. ცხინვალის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა თბილისის ტურისტულ ბიუროში დაიწყო და მისთვის სასიამოვნო საქმეს მიჰყო ხელი - საქართველო ხომ განსაკუთრებულად უყვარდა და საუბარიც გატაცებით იცოდა.

შემდეგ თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ ინსტიტუტის სცენაზეც სიმღერით გამოვიდა. რექტორი მიხეილ კვესელავა მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხმა ჰქონდა და ურჩია, სიმღერისთვის მიეხედა. 25 წლისა უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო. ჰამლეტს განსაკუთრებით მოუხდა ჩოხა - ახოვანი, მხრებგაშლილი, მკერდგამოწეული და წვრილწელიანი მომღერალი ნამდვილ ქართველ არისტოკრატს ჰგავდა, მსმენელს კი თავი არაჩვეულებრივი ხმით დაამახსოვრა.

1969 წლიდან ანსამბლ "რუსთავში" გადავიდა და 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი იყო. შეიძლება ითქვას, მთელი რეპერტუარი მასზე იყო აწყობილი. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს, იმერულ-გურულ საგალობლებს (მთქმელის პარტიას), ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველა გამოცდილებას გაიაზრებდა და მერე ქმნიდა ახალ, საკუთარ, გამორჩეულ ვარიანტს. მაგრამ ერთსა და იმავე სიმღერას თვითონაც ორჯერ ზუსტად ერთნაირად არ ასრულებდა. კონცერტის დროს, მელოდიის ისეთ ქარგვას იწყებდა, რომ თუ პარტნიორიც გამოცდილი არ იყო, ვერ მიჰყვებოდა, ამიტომ ჰამლეტ გონაშვილთან დუეტში ყველა ვერ მღეროდა.

ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში "მრავალჟამიერი" სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც.
გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია "ურმული", "ოროველა", "წინწყარო", "წმინდაო ღმერთო", "გაფრინდი შავო მერცხალო", "დაიგვიანეს". მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია.

ჰამლეტი ადამიანური თვისებებითაც გამორჩეული იყო. უყვარდა კახური ღვინო, ოღონდ საგანგებოდ, ფაქიზად ეპყრობოდა, ცოტას სვამდა, დაგემოვნებით. უცხოეთში გასტროლებზე მუდამ თან მიჰქონდა, მაშინაც კი, როცა სასმელის საზღვარზე გადატანა მკაცრად იყო აკრძალული, კონცერტის შემდეგ საქართველო აუცილებლად უნდა ედღეგრძელებინა. განსაკუთრებით იწონებდა თავს, რომ სირიიდან ჩამოტანილი ლეღვის ნერგი ანაგაში გაახარა და ნაყოფიც მიიღო. თუმცა სიტყვაძუნწი არ ყოფილა, საკუთარ თავზე და, მითუმეტეს, წარმატებაზე ლაპარაკი არ უყვარდა, ახლობელს თუ უცნობს ქებას არც კი დაამთავრებინებდა, ღიმილით გაშორდებოდა.
დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელში, დედის სანახავად ჩასული. დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე, 2001 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის "ურმულსა" და "ოროველას" კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.
* * *
http://lemill.net/content/webpages/10f010d010db10da10d410e2-10d210dd10dc10d010e810d510d810da10d8

აქაცაა ინფო.

Posted by: SnowFlakes 7 May 2010, 16:33

მიყვარს ძალიან!

რა ცუდი კლიპი ააწყო ვიღაცამ,სურათი დაედოთ უბრალოდ არ შეიძლებოდა? : (

Posted by: hennessyXO 7 May 2010, 16:49
QUOTE
ჰამლეტ გონაშვილი ნამდვილად უძლიერესი იყო

QUOTE
საქართველოს ერთერთი საუკეთესო მომღერლის

"ერთერთი" ზედმეტია აქ, ნამდვილად საუკეთესო იყო.

Posted by: PINK 26 Dec 2010, 16:42
კარგი ხარისხით არ არის სიმღერები? რაც მაქვს სულ 128 kbs არის sad.gif

Posted by: Randle_Patrick_McMurphy 13 Jan 2011, 05:50



the best

Posted by: mtis_yoili 14 Jun 2011, 21:35
რა თქმა უნდა ეს კაცი უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს yes.gif yes.gif yes.gif yes.gif არ შეიძლება მის სიმღერას მოუსმინოს ადამიანმა და ჟრუანტელმა არ დაუაროს, სისხლი არ აუჩქეფდეს ძარღვებში, პირადად მე მეამაყება ამ ადამიანის არსებობა love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: sxm 16 Jun 2011, 03:36
QUOTE
არ შეიძლება მის სიმღერას მოუსმინოს ადამიანმა და ჟრუანტელმა არ დაუაროს, სისხლი არ აუჩქეფდეს ძარღვებში


Posted by: მაწო- 17 Apr 2012, 22:50


. .

Posted by: ane mekeshi 17 Apr 2012, 23:09
QUOTE
ცხინვალის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა


პუშკინში არ სწავლობდა? ბებიაჩემის კურსელი იყო და, მგონი, ბებიაჩემი ფარულად ეტრფოდა, სანამ ბაბუაჩემი გამოჩნდებოდა... smile.gif

Posted by: ზირაქა 24 Jan 2013, 14:56
ვინმეს მოგეპოვებათ Lossless Audio ხარისხით კრებული?

Posted by: Zura_SX 4 Jun 2013, 22:36


user posted image


მსოფლიოში ყველაზე უნიკალური ხმის პატრონია.. ალბათ ესეთი მუსიკოსები სააუკუნეებში ერთხელ იბადებიან

Posted by: chub1na 4 Jun 2013, 23:38
მართლაც რომ გენიალური მომღერალი smile.gif ლეგენდა !

Posted by: Nielsen 2 Feb 2014, 03:22
ხალხური სიმღერების უდიდესი კორიფე! განუმეორებელი, ფენომენალური ხმის პატრონი!

Posted by: N_____ 7 Mar 2014, 13:28
ასეთი უნიკალური ხმა მართლა იშვიათობააა smile.gif

Posted by: Nielsen 7 Mar 2014, 16:27

"განგებამ მას მრავალფეროვანი ნიჭი დააბერტყა. პირველ რიგში ეს იყო საოცარი სულის სიფაქიზე, დახვეწილობა, უნიკალური ხმა, ზებუნებრივი ზემოქმედების ძალის მქონე ხმის ტემბრი, საოცრად გავნითარებული ხმისა და სმენის აპარატი, დახვეწილი ინტონირების უნარი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სიმღერის დრამატურგიული ზუსტი შეგრძნება ფართო სახეობრივი და ემოციური პალიტრა. ნატიფი ლირიზმიდან, უკიდურეს დრამატიზმამდე. ცალკე მოვლენაა ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებული საგალობელი. ერთი მხრივ ხორციელი, მიწიერი ხელშესახები, რეალური და იმავ დროულად იდუმალი, ამაღლებული და ქრისტიანული სპირიტუალიზმით გამსჭვალული"

Posted by: nin777 12 Mar 2014, 00:06
------------------------------------------------------

Posted by: Bobgure 12 Mar 2014, 02:21
ჰამლეტს რომ ვუსმენ სულში სიმშვიდე ისადგურებს და ვარ ასე წყნარად და ლაღად ...

Posted by: Nielsen 11 Apr 2014, 18:53

_______________________________

Posted by: anri--777 7 Apr 2015, 00:05
QUOTE
დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელში,


ხიდან ჩამოვარდა და ხის ძირში ჩარჭობილ ლომზე ჩამოეგო
აი ოთარაანთ ქვრივში რომაა, დაახლოებით ასე

მამაჩემი გიჟდებოდა მის სიმღერებზე

Posted by: bodiardi 7 Apr 2015, 00:12
დრო მენანება მხოლოდ იმიტომ,რომ მსგავსი ადამიანები აღარ იბადებიან

Posted by: Kidnapped 28 Nov 2015, 15:47
ჰამლეტ გონაშვილი - დაიგვიანეს

Posted by: Metal_Head 24 Dec 2016, 19:41
ვისაც სურვილი გაქვთ დისკოგრაფიას აგიტვირთავთ?!



გენიალური ხმა , cry.gif

Posted by: Seamus 11 Jan 2017, 00:15
Metal_Head
ატვირთე, თუ არ შეწუხდები, იუთუბიდან დაკონვერტებული ემპესამები მაქვს ძირითადად.

Posted by: Metal_Head 28 Mar 2017, 01:35
მპ3 320კლბ ები მქონდა კარგი სტუდიური ხარისხი მარა წამეშალა მარა შეიძლება შენახულიც მაქ და ვერ ვპოულობ

მოკლედ მგონი უფრო უკეთესი ხარისხით და პლიუს თითქმის მთელი შემოქმედება რუსთავის

ტორენტ ლინკი
https://piratenproxy.nl/thepiratebay.org/torrent/8581102/[24_96]_Rustavi_Choir_-_60_Georgian_Folk_Songs_-_1981__Vinyl_Rip

ისე ეს კრებული ვინც შექმნა ქართველი ხომ არ არის ვფოქრობ , რა მადლიანი საქმნე გააკეთა, ან ვინილზე საიდან?! love.gif wow.gif

Posted by: dachunia2007 5 Jul 2017, 15:34
გონაშვილის სიმღერების კრებული სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: Kidnapped 12 Nov 2017, 11:28
განუმეორებელი შესრულება love.gif

Posted by: Camel 12 Nov 2017, 12:30
ნამდვილ ქართულ სიმღერას და ქართულად ჰამლეტა მღეროდა.

Posted by: omikron 23 Jan 2018, 16:05
აი ეს სხვადასხვა გვერდებზე პატარ–პატარა სტატიებია.

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005213/

https://burusi.wordpress.com/2010/07/17/hamlet-gonashvili-3/

http://reading.ge/ka/books-by-level/338-hamlet-gonashvili

soundcloud- ზეც კი შეგიძლია ნახო საკმაოდ დიდი ნაწილი ჩანაწერების.
https://soundcloud.com/xalxuri/sets/gonashvili

Posted by: perry 13 Apr 2018, 17:15
...

Posted by: Pepper_Crowley 14 Sep 2021, 00:30



Posted by: ანა_ყაჭიაშვილი 11 Apr 2023, 23:28
QUOTE (Kidnapped @ 28 Nov 2015, 15:47 )
ჰამლეტ გონაშვილი - დაიგვიანეს

love.gif








......................
* * *
QUOTE (Randle_Patrick_McMurphy @ 13 Jan 2011, 05:50 )



the best

love.gif













..............................

Posted by: chub1na 28 Apr 2023, 05:43
ერთხელ, ჰამლეტი და დედამისი მატარებლით მგზავრობდნენ. ჰამლეტმა სიმღერა დაიწყო, გამცილებელმა კი - ტირილი. მომღერალს დედამ უთხრა, ნუღარ მღერი, გამცილებელი ტირისო... love.gif

Posted by: ნიკოქავთარა 28 Apr 2023, 06:37
ქართული სიმღერის ღმერთკაცა ნუ რა ვიცი ბავშობიდან ასეთი წარმოდგენები მაქვს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)