"UGT" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის ინჟინრის პოზიციაზე თელავში.
"UGT" - ლიდერი IT კომპანია, IT აუთსორსინგის მიმართულებით ორგანიზაციებს სთავაზობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებისა და მხარდაჭერის მაღალი ხარისხის სერვისებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
http://www.ugt.geძირითადი საქმიანობა:
** მომხმარებლებისთვის მათ კომპიუტერებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში დახმარება;
** პერსონალურ კომპიუტერებზე ოპერაციული Windows სისტემის, MS Office-ის, ანტივირუსისა და სხვა სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და განახლება;
** პრინტერებისა და სკანერების ქსელში და პერსონალურ კომპიუტერებთან მიერთება და კონფიგურაცია;
** საკაბელო და WiFi ქსელის მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და ინციდენტების აღმოფხვრა ცენტრალური ოფისის helpdesk-ის ჯგუფთან ერთად;
** ვიდეო კამერებისა და ჩამწერი მოწყობილობის მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და ინციდენტების აღმოფხვრა ცენტრალური ოფისის helpdesk-ის ჯგუფთან ერთად;
** კომპიუტერული და საქსელო ტექნიკის მონიტორინგი და ინციდენტების აღმოფხვრა ცენტრალური ოფისის helpdesk -ის ჯგუფთან ერთად;
** მცირე ზომის ფიზიკური ქსელის მონტაჟი;
** IP ტელეფონების მონიტორინგი და ინციდენტებზე რეაგირება, ახალი ტელეფონების კონფიგურაცია და ინსტალაცია ცენტრალური ოფისის helpdesk -ის ჯგუფთან ერთად;
** ინტერნეტ სერვისის მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და პრობლემებზე რეაგირება, ხარვეზების შემთხვევაში სერვის პროვაიდერთან დაკავშირება ინციდენტის აღმოსაფხვრელად;
** VNP კავშირის მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და ინციდენტების აღმოფხვრა ცენტრალური ოფისის helpdesk -ის ჯგუფთან ერთად;
** ინციდენტებისა და სერვისული მოთხოვნების დაფიქსირება ინციდენტების მენეჯმენტის ცენტრალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** მოგვარებული ინციდენტების/სერვისული მოთხოვნების შესახებ resolution-ების დაწერა ინციდენტების მენეჯმენტის ცენტრალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** მივლინებები რეგიონში არსებული სხვადასხვა კლიენტთან, ინფორმაციული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული სისტემების აგებულების, მუშაობის, კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** Windows სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა);
** ზოგადი წარმოდგენა ქსელზე (ფიზიკური და ლოგიკური ქსელების მოწყობის პრინციპები, TCP/IP პროტოკოლების სტეკი, IP ადრესაცია ქსელში);
** ოპერაციულ სისტემებში გამოყენებული ქსელის ნაწილისა და დამხმარე საშუალებების ზოგადი ცოდნა (ping, nslookup, traceroute);
** სამომხმარებლო პროგრამულ უზრუნველყოფასთან (ინტერნეტ ბროუზერები, ანტივირუსები, სხვადასხვა დამხმარე საშუალება) მუშაობა;
** სრული ან არასრული უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ინგლისურენოვანი დოკუმენტაციის კითხვა, წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** სისტემისა და პროცესების დიზაინის წერითი ფორმით გადმოცემის უნარი და საბაზისო ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობა.
** უპირატესობა მიენიჭება IT უსაფრთხოების სფეროში ნებისმიერი ცოდნასა და გამოცდილებას;
** აუცილებელია ავტომობილისა და მართვის მოწმობის ქონა
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური აზროვნება;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 500-600 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@ugt.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "IT მხარდაჭერის ინჟინერი თელავში".
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 23 აგვისტო, 2018 წ.