სხვათა შორის, გაზაფხულზე მართლაც მწვავდება ხოლმე მსგავსი პროცესები
kosheen შეიძლება უბრალოდ ქუდაკ გაქვს, ანუ კბილის ზედაპირი ან მისი ნაწილი ლორწოვანის ქვეშაა მოქცეული, ამ შემთხვევაში ქუდაკის მოკვეთას აკეთებენ ხოლმე, მაგრამ თუ ძვლოვანი ქსოვილის ქვეშაა, მაშინ ჩარევის გარეშე პროცესი უფრო მტკივნეულად მიმდინარეობს, სანამ კბილი არ გაარღვევს ძვლოვან ქსოვილს და არ ამოიჭრება. არის კიდევ ერთი მომენტი, რის გამოც მერვე კბილის ამოღება ხდება საჭირო, ხშირად ქვედა ყბაზე არ არის ხოლმე საკმარისი ადგილი (მერვე კბილის საერთოდ რუდიმენტულია, ანუ თანდათანობით თაობიდან თაობაში ქრება, ამიტომ ყველას არ ამოსდის და ევოლუციის პროცესში ქვედა ყბა თანდათან მოკლდება) და მერვე კბილის ამოჭრა კბილთა რკალის შემჭიდროვებას იწვევს, რის გამოც კბილების (უფრო ხშირად ფრონტალური) გადანაცვლება ხდება.
პ.ს. მეც შენ დღეში ვიყავი, ძალიან მაწვალა, და მაინც ამოსაღები გამიხდა სრულიად საღი კბილი, არადა ცხოვრებაში კბილი არ მქონდა ამოღებული, ახლაც მიკვირს როგორ გავბედე
მაგრამ თანკბილვა უკვე შეცვლილი მქონდა. მოკლედ, ცხელი სავლებები გაიკეთე ხშირხშირად გამწვავების დროს, თუ კბილზე დაკაკუნებით ტკივილი დაგეწყება ანტიბიოტიკის დალევას გირჩევ, გაგაწვალებს, მაგრამ იქნება მალე ამოიჭრას. მთავარია თანკბილვა.