forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (66) « პირველი ... 64 65 [66]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დნმ და ევოლუცია, ზოგადი მიმოხილვა და საინტერესო ფაქტები
 
დაინტერესებულხართ თუ არა სახეობების გენეტიკური მსგავსებებით?
კი, და გავერკვი კიდევაც [ 134 ]  [45.12%]
კი, მაგრამ დღემდე არ მაქვს ინფორმაცია [ 112 ]  [37.71%]
არა, არასოდეს [ 27 ]  [9.09%]
რა არის გენეტიკური მსგავსება? [ 24 ]  [8.08%]
Total Votes: 297
Guests cannot vote 
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8999
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 30 Jan 2017, 20:14  #49822456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ლეკვი და ძაღლი 2 სხვადასხვა ცხოველია თუ ერთი ცხოველი?


ლეკვსა და ძაღლს შორის განსხვავებას და მატლსა და პეპელას შორის ვერ ამჩნევ?

პეპელას აქვს სულ სხვა კიდურები, სხვა ორგანოები, სხვა აგებულება და სხვა ტვინი თავისი ინსტინქტებით, რა შუაშია ძაღლი და ლეკვი.

მუხლუხო როცა ჭუპრში ეხვევა, მთლიანად ცილოვანი ჟელე ხდება, იქიდან კი სრულიად განსხვავებული ფიზიოლოგიის არსება გამოდის.

რომელი უნდა ჩავთვალოთ მშობელად, მუხლუხო თუ პეპელა? როგორ გადადის გენები მემკვიდრეობით?

ევოლუციით შეიძლება მგლიდან ძაღლი გამოიყვანო და ეგ ძაღლი მერე კატას დაამსგავსო, მაგრამ გველიდან არწივის გამოყვანა როგორ წარმოგიდგენიათ? თან ისე რომ გველი ჭუპრში გაეხვეს და იქიდან გაზრდილი არწივი გამოფრინდეს.....
maxo127
უმემბერესი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2830
წევრი No.: 1313
რეგისტრ.: 10-October 02

გამოგზავნილია: 31 Jan 2017, 01:46  #49825025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE (nforumi @ 30 Jan 2017, 13:20 )
QUOTE
სახეობრივი ორმოები

ეს რა არის?

ეკოსისტემა არ შედგება ნებისმიერნაირი სახეობებისგან. რაღაც სახეობების ნაკრები ქმნის მდგრად სისტემას. მაგალითად, რაღაც ხეობაში (რეგიონში) არის ამდენი ირემი, ამდენი მგელი, თევზი, ხე ბუჩქი, ჭია და ა. შ., და ეს სისტემა მდგრადია. მაშინ აქ ევოლუციაც არ იქნება, იარსებებს სისტემა სანამ რამე არ შეიცვლება. ვთქვათ რომელიმე ირემს კისერი დაუგრძელდა, მაგრამ ამან არაფერი უპირატესობა არ მისცა - სხვებიც მშვენივრად ძოვენ. მისი ეს თვისება არ შენარჩუნდება სახეობაში და არ მიეცემა შემდეგი განვითარება. ან რომელიმე მგელს სხვანაირი კბილები გამოუვიდა, რომელიც მას უპირატესობას მისცემდა თავის ან სხვა სახეობის ინდივიდებთან შეტაკებაში, მაგრამ არავისთან შესატაკებლად არა აქვს საქმე, და მისი ეს ღირსებაც უყურადღებოდ დარჩება ევოლუციის მხრიდან.

ასე ცხოვრობს ეს ეკოსისტემა, არა სრულად იზოლირებული, მაგრამ მაინც მეტნაკლებად სტაციონარული, შემდგარი კონკრეტული სახეობებისგან, რომლებმაც მდგრადი სისტემა შექმნეს და ცვლილებებისთვის სტიმული არა აქვთ, ასე ვთქვათ - ყველა სახეობა თავის "პოტენციალულ ორმოში" ზის ფსკერზე და არავითარი სტიმული არა აქვს ბარიერი გადალახოს და სხვა ორმოში "გადაგორდეს". გადაგორდეს იმიტომ, რომ "ორმოებს" შორის "ფერდობების" ნებისმიერ წერტილს რაღაც კონკრეტული ორგანიზმი შეესაბამება, მაგრამ ნებისმიერი ორგანიზმების ერთობლიობა ვერ შექმნის მდგრად სისტემას, ამიტომ დამკვიდრდება მხოლოდ ის ორგანიზმები, რომლებიც ასეთ მდგრად კომპლექსს შექმნიან.

ანუ, მოცემული ეკოსისტემისთვის არსებობს ორგანიზმების (სახეობების) რაღაც კომპლექტი (თავისი რაოდენობებით და თვისებებით), რომლის დროსაც სისტემა მდგრადია. ასეთი კომპლექტი თეორიულად შეიძლება იყოს ერთი ან ბევრი (ძალიან ბევრიც), მაგრამ პრაქტიკაში, ჯერ ერთი, რეალიზდება მხოლოდ ერთი მათგანი, მეორეც - მკაფიოდაა ფიქსირებული ყოველი სახეობის პარამეტრები, როგორც სისტემის მდგრადობის აუცილებელი პირობა. ეს პარამეტრები განსაზღვრავენ სახეობის "პოტენციურ ორმოს", რომელშიც სახეობა მეტნაკლებად ფიქსირებულია. ვთქვათ, რაიმე მიზეზით ირმებმა ან მგლებმა უფრო სწრაფი სირბილი რომ ისწავლონ, ან პეპლებმა ფერი შეიცვალონ, ამან ეკოსისტემა შეიძლება არასტაბილური გახადოს და დაიწყება ცვლილებები, რომელიც მიიყვანს ეკოსისტემას განადგურებამდე ან ახალი "ორმოებით" (სახეობებით თავისი პარამეტრებით) დაკომპლექტებამდე.

სხვა ეკოსისტემაში სავსებით წარმატებულმა ორგანიზმმა შეიძლება ვერ მოიკიდოს ფეხი ამ სისტემაში - ის პოტენციურ "სიმაღლეზე" აღმოჩნდება და გინდა-არ გინდა რომელიმე ორმოში "ჩაგორდება", ან გაქრება.

ვთქვათ გვიყრია მანქანის ნაწილები ოხრად და გადავწყვიტეთ ავაწყოთ "ზაპოროჟეცი", რომელიც ასე თუ ისე მანქანა გამოვა. აგერ გამოვათრიეთ მშვენიერი მერსედესის ძრავი ან ამორტიზატორი - ყველაფრით უკეთესია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. ან "ზაპოროჟეცი" უნდა ავაწყოთ, ან სხვა ნაწილებიც ვიშოვოთ და მერსედესი ავაწყოთ.

როცა რამე იცვლება - კლიმატური ცვლილება, რომელიმე სახეობის "ამოსვლა ორმოდან", ან ექსპანსია სხვა ეკოსისტემიდან - მაშინ ხდება ეკოსისტემის მიერ ახალი სტაბილური კომპლექტის ძიება. წარუმატებლობის შემთხვევაში ესაა ეკოსისტემის განადგურება და მისი ჩანაცვლება სხვა ეკოსისტემით, წარმატების შემთხვევაში - ახალი "ორმოების", ანუ სახეობების კომპლექტი (თუ შემთხვევით უკვე არსებული სახეობებით არ დაკომპლექტდა მდგრადი სისტემა). ესაა სწორედ ევოლუცია.

ეს "ორმოები" განაპირობებს სწორედ იმას, რომ სახეობების წარმოშობისას ყველანაირი სახეობები კი არ წარმოიშობიან, არამედ სრულიად კონკრეტული, "ფიქსირებული", თითქოს თავიდანვე იყოს განსაზღვრული, რომ დასაშვებია ღორის და ბეჰემოთის არსებობა, მათ შორის კი - არაფერი. მგლის და ტურის საერთო წინაპარმა განვითარების შედეგად შექმნა მგელი და ტურა, მაგრამ არ შეუქმნია შუალედური ფორმები. თეორიულად, რომელიღაც ეკოსისტემას შეიძლებოდა მოეთხოვა (დასჭირვებოდა) რაღაც მგელტურა, და მაშინ ის შეიქმნებოდა, მაგრამ არ წარმოიშვა ასეთი საჭიროება.

ნებისმიერი ეკოსისტემა ასე თუ ისე ურთიერთმოქმედებს გარემოსთან და მათ შორის სხვა ეკოსისტემებთან, და ზოგჯერ ფრიად ეგზოტიკური ფორმებით (მაგალითად ელ-ნინიო ან აფრიკის მტვერი ამაზონის რეგიონისთვის). ამიტომ მთელი ბიოსფერო უნდა განვიხილოთ ერთიან ეკოსისტემად, რომელიც შედგება უფრო მცირე მასშტაბის ეკოსისტემებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე შედგება უფრო მცირე მასშტაბის ეკოსისტემებისაგან და ასე შემდეგ, სანამდეც გაგვეხარდება. საზღვრები ნებისმიერი დონის ეკოსისტემისთვის შეიძლება მეტნაკლებად გამოხატული იყოს, ან დამოკიდებული იყოს განხილვის კრიტერიუმ[ებ]ის არჩევაზე. ასევე არაცალსახა შეიძლება იყოს ქვესისტემებს შორის კავშირებისა და უკუკავშირების აღწერები, მაგრამ ყველაფერი საერთო სურათს უნდა ექვემდებარედეს, ცხადია.

რადგანაც ეკოსისტემა შეიძლება, არაიზოლირებულობის მიუხედავად, საკმაოდ ლოკალიზებული იყოს, ამიტომ ევოლუციაც მასში ლოკალურია. ასეთი სისტემების უფრო მაღალ დონეზეც მსგავსი პროცესები მიმდინარეობს და შესაბამისად უფრო მასშტაბური ევოლუცია განიხილება, და ასე შემდგომ, ყველაზე მაღალ - მთლიანი ბიოსფეროს - დონემდე.



m e r a
QUOTE
ლეკვსა და ძაღლს შორის განსხვავებას და მატლსა და პეპელას შორის ვერ ამჩნევ?

განხვავებას ორ პეპელას შორისაც ვამჩნევ.
ძაღლის ემბრიონი ბევრად უფრო გავს პეპლის ემბრიონს, ვიდრე ძაღლს. მერე კიდურებიც ამოსდით - ამას 4, იმას 6...

QUOTE
რომელი უნდა ჩავთვალოთ მშობელად, მუხლუხო თუ პეპელა? როგორ გადადის გენები მემკვიდრეობით?

პირველი შეკითხვა ვერ გავიგე. ყოველ შემთხვევაში (თუ ამას გულისხმობ), პეპელა მუხლუხოებს აჩენს; მუხლუხო პეპლებს არ აჩენს - თვითონ გარდაიქმნება პეპლად. ეს არაუმეტესად საოცარია, ვიდრე კვერცხიდან წიწილის გამოჩეკა, ოღონდ "მრავალსერიიანი" (გლეხურად ჰოლომეტამორფოზას რომ ეძახიან) . ვთქვათ ქათმები რომ ასე მრავლდებოდნენ - ქათმის კვერცხიდან იჩეკება რანცხა, ეს რანცხა გადაიქცევა რანცხის კვერცხად, რომლიდანაც იჩეკება წიწილა, დაქათმდება, დადებს ქათმის კვერცხს და ა. შ. ასეთი ქათმები არ არსებობენ, ისევე როგორც გაარწივებული გველები, მაგრამ პეპლები ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავენ.
რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ეს არავითარ საიდუმლოებას არ წარმოადგენს - ჩვეულებრივი "კვერცხების დადებით", და ამაშიც არაფერია საოცარი. პირადად მე პეპლების პოლიმორფიზმი, ინტერსექსი, შეფერილობის მექანიზმები და ასეთი რამეები უფრო მეჩვენება საოცრებად.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9021
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 31 Jan 2017, 18:30  #49829179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
maxo127
QUOTE
ეკოსისტემა არ შედგება ნებისმიერნაირი სახეობებისგან. რაღაც სახეობების ნაკრები ქმნის მდგრად სისტემას. მაგალითად, რაღაც ხეობაში (რეგიონში) არის ამდენი ირემი, ამდენი მგელი, თევზი, ხე ბუჩქი, ჭია და ა. შ., და ეს სისტემა მდგრადია. მაშინ აქ ევოლუციაც არ იქნება, იარსებებს სისტემა სანამ რამე არ შეიცვლება. ვთქვათ რომელიმე ირემს კისერი დაუგრძელდა, მაგრამ ამან არაფერი უპირატესობა არ მისცა - სხვებიც მშვენივრად ძოვენ. მისი ეს თვისება არ შენარჩუნდება სახეობაში და არ მიეცემა შემდეგი განვითარება. ან რომელიმე მგელს სხვანაირი კბილები გამოუვიდა, რომელიც მას უპირატესობას მისცემდა თავის ან სხვა სახეობის ინდივიდებთან შეტაკებაში, მაგრამ არავისთან შესატაკებლად არა აქვს საქმე, და მისი ეს ღირსებაც უყურადღებოდ დარჩება ევოლუციის მხრიდან.ასე ცხოვრობს ეს ეკოსისტემა, არა სრულად იზოლირებული, მაგრამ მაინც მეტნაკლებად სტაციონარული, შემდგარი კონკრეტული სახეობებისგან, რომლებმაც მდგრადი სისტემა შექმნეს და ცვლილებებისთვის სტიმული არა აქვთ, ასე ვთქვათ - ყველა სახეობა თავის "პოტენციალულ ორმოში" ზის ფსკერზე და არავითარი სტიმული არა აქვს ბარიერი გადალახოს და სხვა ორმოში "გადაგორდეს". გადაგორდეს იმიტომ, რომ "ორმოებს" შორის "ფერდობების" ნებისმიერ წერტილს რაღაც კონკრეტული ორგანიზმი შეესაბამება, მაგრამ ნებისმიერი ორგანიზმების ერთობლიობა ვერ შექმნის მდგრად სისტემას, ამიტომ დამკვიდრდება მხოლოდ ის ორგანიზმები, რომლებიც ასეთ მდგრად კომპლექსს შექმნიან.ანუ, მოცემული ეკოსისტემისთვის არსებობს ორგანიზმების (სახეობების) რაღაც კომპლექტი (თავისი რაოდენობებით და თვისებებით), რომლის დროსაც სისტემა მდგრადია. ასეთი კომპლექტი თეორიულად შეიძლება იყოს ერთი ან ბევრი (ძალიან ბევრიც), მაგრამ პრაქტიკაში, ჯერ ერთი, რეალიზდება მხოლოდ ერთი მათგანი, მეორეც - მკაფიოდაა ფიქსირებული ყოველი სახეობის პარამეტრები, როგორც სისტემის მდგრადობის აუცილებელი პირობა. ეს პარამეტრები განსაზღვრავენ სახეობის "პოტენციურ ორმოს", რომელშიც სახეობა მეტნაკლებად ფიქსირებულია. ვთქვათ, რაიმე მიზეზით ირმებმა ან მგლებმა უფრო სწრაფი სირბილი რომ ისწავლონ, ან პეპლებმა ფერი შეიცვალონ, ამან ეკოსისტემა შეიძლება არასტაბილური გახადოს და დაიწყება ცვლილებები, რომელიც მიიყვანს ეკოსისტემას განადგურებამდე ან ახალი "ორმოებით" (სახეობებით თავისი პარამეტრებით) დაკომპლექტებამდე.სხვა ეკოსისტემაში სავსებით წარმატებულმა ორგანიზმმა შეიძლება ვერ მოიკიდოს ფეხი ამ სისტემაში - ის პოტენციურ "სიმაღლეზე" აღმოჩნდება და გინდა-არ გინდა რომელიმე ორმოში "ჩაგორდება", ან გაქრება.ვთქვათ გვიყრია მანქანის ნაწილები ოხრად და გადავწყვიტეთ ავაწყოთ "ზაპოროჟეცი", რომელიც ასე თუ ისე მანქანა გამოვა. აგერ გამოვათრიეთ მშვენიერი მერსედესის ძრავი ან ამორტიზატორი - ყველაფრით უკეთესია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. ან "ზაპოროჟეცი" უნდა ავაწყოთ, ან სხვა ნაწილებიც ვიშოვოთ და მერსედესი ავაწყოთ.როცა რამე იცვლება - კლიმატური ცვლილება, რომელიმე სახეობის "ამოსვლა ორმოდან", ან ექსპანსია სხვა ეკოსისტემიდან - მაშინ ხდება ეკოსისტემის მიერ ახალი სტაბილური კომპლექტის ძიება. წარუმატებლობის შემთხვევაში ესაა ეკოსისტემის განადგურება და მისი ჩანაცვლება სხვა ეკოსისტემით, წარმატების შემთხვევაში - ახალი "ორმოების", ანუ სახეობების კომპლექტი (თუ შემთხვევით უკვე არსებული სახეობებით არ დაკომპლექტდა მდგრადი სისტემა). ესაა სწორედ ევოლუცია.ეს "ორმოები" განაპირობებს სწორედ იმას, რომ სახეობების წარმოშობისას ყველანაირი სახეობები კი არ წარმოიშობიან, არამედ სრულიად კონკრეტული, "ფიქსირებული", თითქოს თავიდანვე იყოს განსაზღვრული, რომ დასაშვებია ღორის და ბეჰემოთის არსებობა, მათ შორის კი - არაფერი. მგლის და ტურის საერთო წინაპარმა განვითარების შედეგად შექმნა მგელი და ტურა, მაგრამ არ შეუქმნია შუალედური ფორმები. თეორიულად, რომელიღაც ეკოსისტემას შეიძლებოდა მოეთხოვა (დასჭირვებოდა) რაღაც მგელტურა, და მაშინ ის შეიქმნებოდა, მაგრამ არ წარმოიშვა ასეთი საჭიროება.ნებისმიერი ეკოსისტემა ასე თუ ისე ურთიერთმოქმედებს გარემოსთან და მათ შორის სხვა ეკოსისტემებთან, და ზოგჯერ ფრიად ეგზოტიკური ფორმებით (მაგალითად ელ-ნინიო ან აფრიკის მტვერი ამაზონის რეგიონისთვის). ამიტომ მთელი ბიოსფერო უნდა განვიხილოთ ერთიან ეკოსისტემად, რომელიც შედგება უფრო მცირე მასშტაბის ეკოსისტემებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე შედგება უფრო მცირე მასშტაბის ეკოსისტემებისაგან და ასე შემდეგ, სანამდეც გაგვეხარდება. საზღვრები ნებისმიერი დონის ეკოსისტემისთვის შეიძლება მეტნაკლებად გამოხატული იყოს, ან დამოკიდებული იყოს განხილვის კრიტერიუმ[ებ]ის არჩევაზე. ასევე არაცალსახა შეიძლება იყოს ქვესისტემებს შორის კავშირებისა და უკუკავშირების აღწერები, მაგრამ ყველაფერი საერთო სურათს უნდა ექვემდებარედეს, ცხადია.რადგანაც ეკოსისტემა შეიძლება, არაიზოლირებულობის მიუხედავად, საკმაოდ ლოკალიზებული იყოს, ამიტომ ევოლუციაც მასში ლოკალურია. ასეთი სისტემების უფრო მაღალ დონეზეც მსგავსი პროცესები მიმდინარეობს და შესაბამისად უფრო მასშტაბური ევოლუცია განიხილება, და ასე შემდგომ, ყველაზე მაღალ - მთლიანი ბიოსფეროს - დონემდე.


კარგად ხსნი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მეც ასე აღვწერდი ეკოსისტემის რაობას smile.gif




--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
უძინარი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 240
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17

გამოგზავნილია: 31 Jan 2017, 21:27  #49830512      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
პეპელა მუხლუხოებს აჩენს; მუხლუხო პეპლებს არ აჩენს - თვითონ გარდაიქმნება პეპლად.


კითხვა იმაზეა, თუ რამ განაპირობა ასეთი გარდაქმნა, ევოლუციამ?

დაგუგლე აბა სადმე თუ იპოვი ახსნას, ისე ამტკიცებ, თითქოს ყველაფერი ცხადი იყოს.


--------------------
უ ძ ი ნ ა რ ი
maxo127
უმემბერესი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2830
წევრი No.: 1313
რეგისტრ.: 10-October 02

გამოგზავნილია: 1 Feb 2017, 03:30  #49833158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE (უძინარი @ 31 Jan 2017, 21:27 )
QUOTE
პეპელა მუხლუხოებს აჩენს; მუხლუხო პეპლებს არ აჩენს - თვითონ გარდაიქმნება პეპლად.


კითხვა იმაზეა, თუ რამ განაპირობა ასეთი გარდაქმნა, ევოლუციამ?

დაგუგლე აბა სადმე თუ იპოვი ახსნას, ისე ამტკიცებ, თითქოს ყველაფერი ცხადი იყოს.

კითხვა ამაზე არ ყოფილა. ციტირებულია მანდ შეკითხვა:
QUOTE
რომელი უნდა ჩავთვალოთ მშობელად, მუხლუხო თუ პეპელა? როგორ გადადის გენები მემკვიდრეობით?

პასუხიც ამ კითხვაზე იყო.

რაც შეეხება შენს ვარიანტს კითხვისას - ევოლუცია არაფერს განაპირობებს, ის მექანიზმია. სხვა საკითხია შეიძლებოდა თუ არა "სპონტანური" ევოლუციის ხარჯზე ასეთი შედეგის მიღება. ჩემი აზრით ამას არაფერი არ ეწინააღმდეგება.

ახსნა - გაუგებარია რისი უნდა ვიპოვო. ყველაფერი ცხადი ვერ იქნება, მარა ჭუპრის პეპლად გარდაქმნა და გინდ მუხლუხის ჭუპრად - არცერთი არაა რაიმე საოცარი და არაცხადი. კვერცხის წიწილად "გადაქცევა" იმავე რიგის საოცრებაა, რაც მუხლუხის "კვერცხად" და მერე ამ კვერცხის - პეპლად. რატომ არავის უკვირს როგორ იჩეკება წიწილა კვერცხიდან?
Dezoqsiribonukleinmjava
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 208035
რეგისტრ.: 24-September 15

გამოგზავნილია: 1 Feb 2017, 05:51  #49833351      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ მეგობრებო აი მეც აქ ვარ :*
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9021
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 1 Feb 2017, 18:16  #49836847      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
maxo127
QUOTE
რატომ არავის უკვირს როგორ იჩეკება წიწილა კვერცხიდან?

როგორ არა, მე მიკვირს!
საოცარი სანახაობაა smile.gif

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (66) « პირველი ... 64 65 [66]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0290 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]