#59253932 · 24 May 2022, 17:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (tatia23 @ 8 May 2022, 19:27 ) | ზებრაზე, მწვანე შუქნიშანზე დამეჯახა მარშუტკა (ის თავის მწვაზე მოდიოდა), არ გაუჩერებია ამ შემთხვევაში ვინ არის დამნაშავე , ჩივილის შემთხვევაში რა პროცედურებია გასავლელი და შესდეგი რა შეიძლება მოყვეს მძღოლის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში? |
კომპანიის მანქანით გადაადგილებისას დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელია კომპანია და ასევე მძღოლი სოლიდარულად. ჩივილის შემტხვევაში, ორივეს შეგიძლიათ მოთხოვოთ ანაზღაურება * * *
QUOTE (justdoit @ 3 May 2022, 11:29 ) | გამარჯობა მეგობრებო
მოკლედ ბინა მაქვს იპოთეკაში… 4 წლის ვადით.. ნუ ამ ხელშეკრულებას არ ვარღვევ და ვიხდი ყოველ თვე რაც საჭიროა
ასევე მქონდა ტელეფონის განვადება სესხი… ვერ გადავუხადე წავიდა სასამართლო და დამეკისრა გადახდა და ეზლა გადაეცა სააღსრულებოს… ამ საახსრულებოს აქა უფლება რომ გამიყიდოს ბინა რომელიც იპოთეკაშია? თუ ხელფასიდან მომაკლებს ხოლმე ? იქნებ გამარკვიოთ |
თუ თანხას არ იხდით, ბინის გაყიდვა შეუძლია არაუზრუნველყოფილ კრედიტორსაც. უბრალოდ, ამ დროს, პირველ რიგში ტანხა წავა ბანკის მოთხოვნის დასაფარად და შემდეგ - არაუზრუნველყოფილი სესხის დასაფარად. ამ დროს ყადაღა ედება ყველა რეგისტრირებულ ქონებას და ანგარიშს. თუმცა, თუ თანხა შედარებით უმნიშვნელო ოდენობისაა, ხელფასის ჩამოჭრით შეიძლება შემოიფარგლოს სააღსრულებო წარმოების პროცესი.
--------------------
[URL=https://tbilisilaw.ge]Tbilisi Law Firm[/URL]
|