Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ჯარიმები და კითხვები


Posted by: Zura_SX 25 Mar 2020, 20:03
1. http://forum.ge/?act=ST&f=50&t=34007680&view=getnewpost

2. http://forum.ge/?showtopic=34197327&view=findpost&p=23016784

3. http://forum.ge/?f=50&showtopic=34354376&st=0


4. https://forum.ge/?f=50&showtopic=34636510&st=0 ნაწილი 4


5. https://forum.ge/?f=50&showtopic=34879579 ნაწილი 5



აქ ვსაუბრობთ ადმინისტრაციულ თუ სხვა სახის ჯარიმებზე



ყველაზე გავრცელებული კითხვები.


დარჩენილია ბოლო დღე დაჯდება თუ არა ანგარიშზე თანხა?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



რამდენი ხანი მაქ ჯარიმის გადახდის ვადა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



პატრულმა დამაჯარიმა სიმთვრალეზე და ნასვამი არ ვარ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მგონია კამერამ დამაფიქსირა დარღვევაზე და ჯარიმა სად ვნახო?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


როგორ გავიგო ჩაბარებულად მეთვლება ვიდეო თუ არა ვიდეო ჯარიმა?!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «









პარკინგის ჯარიმა არ დამხვდა https://parking.tbilisi.gov.ge/ კი მიჩვენებს ჯარიმას როგორ მოვიქცე?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



სმს-ით მომივიდა დარღვევა რამდენი ხანი მაქ გადახდის ვადა?.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «





დანარჩენი ქვემოთ ვისაუბროთ...

საკანონმდებლო ბაზა http://police.ge/index.php?m=381

გენერალური ინსპექცია - http://geninspeqcia.security.gov.ge/
თუ პოლიციელების მხრიდან არასათანადო არაკანონიერ ქმედებებს დაინახავთ მიმართეთ

მომსახურეობის სააგენტო http://saagento.security.gov.ge/



Posted by: ZVIADICH 26 Mar 2020, 20:17
Zura_SX

up.gif up.gif up.gif

მადლობა გაწეული შრომისთვის.

Posted by: Z-owner 26 Mar 2020, 20:25
ფოლკნერა როცა პატრული ჯარიმას უწერს:

user posted image
user posted image


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Zura_SX 26 Mar 2020, 23:11
ZVIADICH
აბა სახლში ჯდომისდროს რავაკეთო biggrin.gif საინტერესო თემებსაცმოვიფიქრებ smile.gif

Posted by: xaligari 27 Mar 2020, 06:07
Zura_SX up.gif
QUOTE
პატრულმა დამაჯარიმა სიმთვრალეზე და ნასვამი არ ვარ

QUOTE
2 საათის განმავლობაში (ათვლა იწყება იმ დროიდან რა დროც ქვითარზეა მითითებული შეგიძლიათ მიაკითხოთ ბაგებში და გაიაროთ ალკო შემოწმება თუ არ დაგიმტკიცდათ სიმთვრალე ჯარიმა გაგიუქმდებათ (რეგიონის შემთხვევაში უახლოეს ნარკოლოგიურ ცენტრში)

ალაბათ კარგი იქნება აქ, რომ ჩაემატოს : რაც უფრო მალე მივლენ ბაგებში, მით უფრო კარგი მათთვის smile.gif ვინაიდან, შემდეგ საპატრულოში ყოველ საათზე გარკკვეულ % ამატებენ. % რომელიც შესაძლებელია ორგანიზმიდან თითო საათის განმავლობაში გამოიდევნოს ( ამათუიმ საშუალებებით biggrin.gif )

Posted by: dat111 27 Mar 2020, 18:36
QUOTE
თუ არ დაგიმტკიცდათ სიმთვრალე ჯარიმა გაგიუქმდებათ

და იმ ფაქტს რომ სანამ არ განიხილავენ საჩივარს ფეხით უნდა იარო არ ვამჩნევთ ხო? და ამასთან არც იმას ვამჩნევთ რომ ფხიზელზე თუ აქვს ადგილი სიმთვრალის დაფიქსირებას ეგ ტესტების შედეგს ზოგადად კანონ გარეთ აყენებს.
პოლიციურ სახელმწიფოში მამენტ ვინ რა უნდა გააპროტესტოს

Posted by: Gogla1990 31 Mar 2020, 01:56
ცარიელა გზაზე 60-თ რომ მიგორავ და მაინც ჯარიმას აირტყავ user.gif
ან კარანტინის ბრალია ან მე გამოვშტერდი, ჯობია დავაგდო მანქანა რამდენიმე კვირა და ვიჯდე მეც სახლში, ეს თვე ფაქტიურად ბიუჯეტისთვის ვიმუშავე givi.gif

პ.ს
ამ თვეში უკვე მეშვიდეა, არა და 8 წელია მართვის მოწმობა მაქვს და აქამდე სულ არ მქონდა 7 ჯარიმა მთლიანად პარკინგის ჯარიმების ჩათვლითაც კი facepalm.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Z-owner 31 Mar 2020, 02:07
Gogla1990
QUOTE
გზაზე 60-თ რომ მიგორავ და მაინც ჯარიმას აირტყავ

ჯარიმა რა პონტში?


Posted by: Gogla1990 31 Mar 2020, 02:37
Z-owner
QUOTE
ჯარიმა რა პონტში?

სიჩქარის გადაჭარბებაზე, 40 ყოფილა შეზღუდვა და მე 57-თ გამიფრენია facepalm.gif

Posted by: n-i-c-k 31 Mar 2020, 11:16
მაგ რუსთავის გზატკეცილზე 40 რა პონტშია შეზღუდვა ?

Posted by: rachveli1 31 Mar 2020, 11:40
QUOTE (n-i-c-k)
მაგ რუსთავის გზატკეცილზე 40 რა პონტშია შეზღუდვა ?


სავარაუდოდ ფონიჭალაში რო შედიხარ ეგ მონაკვეთია. დასახლებული პუნქტია, და მაგითომ იქნება შეზღუდვა.

Posted by: n-i-c-k 31 Mar 2020, 12:29
rachveli1
მე რამდენადაც მახსოვს სადგურიდან რუსთავისკენ რომ მიდიხარ , მანდაც 40 ია სწორ გზაზე შეზღუდვა...
ია ძალიან ცოტაა ეგეთ გზაზე

Posted by: პითონი 31 Mar 2020, 16:18
რუსთავში არის 40-50 შეზღუდვები.
მეტი არააა...

ეგ ფონიჭალაა და მანდ 40 ია

Posted by: Erekle 007 2 Apr 2020, 11:14
Gogla1990
რა მონაკვეთია ზუსტად თუ იცი დაწერე გავითვალისწინებთ ხალხი, 40 მართლა ძაან ცოტაა sad.gif

Posted by: guri8 2 Apr 2020, 13:14
3- კაცზე მეტის ჩასმა აღარ შეიძლება ხო მანქანაში ?

Posted by: Erekle 007 2 Apr 2020, 13:30
QUOTE
3- კაცზე მეტის ჩასმა აღარ შეიძლება ხო მანქანაში ?

guri8
კი ასეა, სულ 3 ადამიანი მძღოლიანად და წინა სავარძელზეც არ შეიძლება მგზავის დასმა.

Posted by: Gogla1990 2 Apr 2020, 18:20
Erekle 007
QUOTE
რა მონაკვეთია ზუსტად თუ იცი დაწერე გავითვალისწინებთ ხალხი, 40 მართლა ძაან ცოტაა


ზუსტად ვერც მე ვხვდები, ფონიჭალაში რომ შედიხარ, მანდ ხომ უსინათლოების სკოლა თუ უნივერსიტეტია(შუქნიშანთან) მანდ არის წლებია 40 შეზღუდვა, მაგრამ მანდ აშკარად კატაობით გავიარე, ალბათ კიდევ სხვაგან დაამატეს კამერა არ მისული ავტობანამდე

Posted by: BeCooL 2 Apr 2020, 18:29
მთელი ფონიჭალა 40-ია, შესასვლელიდან მალევეა ავტობანის დასაწყისამდე, და ჭკვიანი კამერებია.

Posted by: Erekle 007 3 Apr 2020, 12:03
გუშინ გამახარეს mad.gif .


user posted image

Posted by: dato12 3 Apr 2020, 22:58
ბიჭებს გაუმარჯოს,რამაინტერესებს ტრანზიტებზე ჯარიმას წერს კამერები თუ იცით? და თუ კი სად შეიძლება ვნახო ჯარიმები biggrin.gif

Posted by: UMTS 5 Apr 2020, 11:30
ძველი ჯარიმები აღარ ჩანს?

Posted by: Ronnie James Dio 5 Apr 2020, 11:57
სანაპიროზე, ელიავას ხიდთან, დამიწერა კამერამ სიჩქარის გადაჭარბებაზე. დიდი ხანია მანდ ზონალური სიჩქარის გაზომვაა?)) და ნებისმიერ სიჩქარის გადაჭარბებაზე +15 კიდევაა ხო ?

Posted by: Zaza123456 7 Apr 2020, 16:09
ვიდეო ჯარიმა მომივიდა, მინდა გასაჩივრება მარა ის მანქანა არაა ჩემს სახელზე გადმოფორმებული და ვერ გავასაჩივრებ?

Posted by: Erekle 007 7 Apr 2020, 16:54
QUOTE
ვიდეო ჯარიმა მომივიდა, მინდა გასაჩივრება მარა ის მანქანა არაა ჩემს სახელზე გადმოფორმებული და ვერ გავასაჩივრებ?

Zaza123456
no.gif .

Posted by: Zura_SX 13 Apr 2020, 15:46
QUOTE (Erekle 007 @ 3 Apr 2020, 12:03 )
გუშინ გამახარეს mad.gif .


user posted image

იქნებ მარშუტია რა დარწმუნებუია ოპერატორი რო ეს მანქანა დააჯარიმა ? მარჯვენა ზოლში მოღოღავს იქნებ

Posted by: Erekle 007 13 Apr 2020, 16:46
QUOTE (Zura_SX @ 13 Apr 2020, 15:46 )
QUOTE (Erekle 007 @ 3 Apr 2020, 12:03 )
გუშინ გამახარეს mad.gif                          .


user posted image

იქნებ მარშუტია რა დარწმუნებუია ოპერატორი რო ეს მანქანა დააჯარიმა ? მარჯვენა ზოლში მოღოღავს იქნებ

სექციურმა კამერამ დააფიქსირა სიჩქარის გადაჭარბება sad.gif

Posted by: Zura_SX 14 Apr 2020, 02:40
Erekle 007
მუღამს ვერ ვხვდები იქნებ ფორდი იყო მაგ რადიუსში მანქანა მოხვდა

Posted by: donkosta 16 Apr 2020, 15:06
სალამი

ვიდეო ჯარიმები თუ გადავადდა ან საურავი თუ ემატება ეხლა?

Posted by: @skull@ 17 Apr 2020, 14:56
სხვისი მანქანაა ჩემ სახელზე და 2 ვიდეო ჯარიმა მოვიდა ერთი სიჩქარეზე მეორე ტეხასმოტრზე, გამოქვეყბებული არ არის და გამოქვეყნებიდან 30 დღეში ემატება საურავი თუ დაწერიდან 30 დღეში?

Posted by: fordman 19 Apr 2020, 02:14
მოდერატორს რომ ვთხოვოთ ეს თემა აპინოს და დახურული ჩამოპინოს არ შეიძლება? ვინაა მოდერატორი არ ვიცი და ვინც იცით იქნებ გააგებინოთ.

Posted by: mrpitkina 19 Apr 2020, 02:41
გადახდა დამავიწყდა და გუშინ დამიწერეს პარკინგზე facepalm.gif

Posted by: პაწა 26 Apr 2020, 22:59
QUOTE (Erekle 007 @ 3 Apr 2020, 12:03 )
გუშინ გამახარეს mad.gif .


user posted image

ამ ადგილას ჯარიმა მეც მომივიდა, ასევე 56-ით მიდიოდიო და ნამუსი აქვთ საერთოდ? ვინც მანდ ცხოვრობთ, მართლა არის ამხელა მონაკვეთზე 40 შეზღუდვა?

Posted by: Zura_SX 28 Apr 2020, 04:00
პაწა
ადრე ფონიჭალაში გაწეწეს ხალხი, ეხლა ეს ახალი მონაკვეთია გასაწეწად

Posted by: Erekle 007 28 Apr 2020, 13:43
QUOTE
მართლა არის ამხელა მონაკვეთზე 40 შეზღუდვა?

პაწა
სამწუხაროდ კი sad.gif

Posted by: nedved_11 1 May 2020, 16:53
თბილისი პარკინგის 10 ლარიანი ჯარიმა რო არ გადავიხადო იზრდება მერე თანხა თუ რა ხდება ხო არ იცით?

Posted by: ryuzak1 17 May 2020, 22:32
მოკლედ მანქანა ჩამომივიდა ამერიკიდან და იქ ვიხლოპი აქვს შეცვლილი. დღეს გამაჩერა პატრულმა ჯარიმა არ დაუწერია მაგრამ დიდი ხმა აქვს მანქანას და დაგაჯარიმებენო გამაფრთხილა რომ ვკითხე ესეთია ჩამოსული რა ვქნა თქო უნდა შეცვალოო WTF??? ესეთი ჯარიმა მართლა არსებობს? და დაბალ აბაროტებზე რომ ვიგორავო მაინც შეუძლიათ დაჯარიმება?? მაგის გამოცვლის თავი ნამდვილად არ მაქვს (რაც მართალია მართალია, 1-2ში ჩავადგი, ვტესტავდი biggrin.gif)

Posted by: Just_Test 17 May 2020, 23:07
nedved_11
მისამართზე რო მოვა მერე აქ იურიდული ძალა (ყველა ვარიანტში გადასახდელია ) ჯობია გადაიხადე რა თავს იტკიებ , 150 ლარი აქ საურავი მერე ..

Posted by: BeCooL 17 May 2020, 23:54
QUOTE (ryuzak1 @ 17 May 2020, 22:32 )
მოკლედ მანქანა ჩამომივიდა ამერიკიდან და იქ ვიხლოპი აქვს შეცვლილი. დღეს გამაჩერა პატრულმა ჯარიმა არ დაუწერია მაგრამ დიდი ხმა აქვს მანქანას და დაგაჯარიმებენო გამაფრთხილა რომ ვკითხე ესეთია ჩამოსული რა ვქნა თქო უნდა შეცვალოო WTF??? ესეთი ჯარიმა მართლა არსებობს? და დაბალ აბაროტებზე რომ ვიგორავო მაინც შეუძლიათ დაჯარიმება?? მაგის გამოცვლის თავი ნამდვილად არ მაქვს (რაც მართალია მართალია, 1-2ში ჩავადგი, ვტესტავდი biggrin.gif)

ამ ბოლო დროს მეც მსმენია რომ ვიხლოპის ხმაზე დაიწყეს ხალხის გაფრთხილება, მაგრამ ისეთ მანქანებზე გამიგია ეგ კონკრეტული მაგალითები რომ მაგათ მართლა უნდა დაუწერო, მთლიანად გატრუბული თუა და არც რეზონატორი აქვს არც ბაჩოკი და არაფერი, ელიავა-ვასმოი ატელიე წუნინგ facepalm.gif

რა მანქანაა შენი? განა რა ხმა აქვს ეგეთი biggrin.gif თუ გაგაჩერეს მაშინ ძაან ცუდი(არარეალური) ხმა აქვს. მამენტ პატრულისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამერიკაში იქნება გატრუბული თუ აქ :დდდ

Posted by: ryuzak1 18 May 2020, 09:28
BeCooL
fiesta st. რავი ეგეთი რამე არ გამიგია თან შუა დღე იყო.. მე პირიქით გამიხარდა სურათებში რო ვნახე ცოტა დიდი გრუშიტელი რომ ქონდა biggrin.gif. ანუ ეგ იმიტო დავწერე რომ ელიავა ტუნინგ არ არის და იქ თუ არ აჯარიმებდნენ აქ როდის მერე ვიცავთ გზაზე უფრო კანონს. მაგათმა შეიძლება ყველაფერზე გაგაჩერონ და როგორ დავიცვა თავი იქნებ არ ვარღვევ და არ აქვს მასე დიდი ხმაც? დღეს შევხედავ ერთი იქნებ რამე გამოსავალი იყოს რომ ცოტა დაუგდოს ხმა. ან რა სისულელეა ზოგ მანქანას სტოკზე აქვს ესეთი ხმა იმათმა რა უნდა ქნან? ღამე კიდე მესმის რომ ხმაურზე დაგაჯარიმონ მაგრამ დღე ვის რას ვუშავებ??

Posted by: array 20 May 2020, 15:25
მომივიდა ვიდეო ჯარიმა 50 ლარი თბილისი სენაკი ლესელიძე, ამ ადგილას ხოდა ვერ ვნახულობ police.ge ჯარიმას უჭერს ქვითრის ნომერსაც ავტომობილის ნომერსაც არ მოიძებნა ჯარიმას, სად ვნახო სხვაგან, არადა ადრე ვნახულობდი მაგ საიტზე უპრობლემოდ ეხლა რა ეტაკა იცით ვინმემ?

Posted by: Gogla1990 20 May 2020, 15:32
array

ტექ. პასპორტის და მანქანის ნომერითაც არ პოულობს? http://videos.police.ge/

Posted by: array 20 May 2020, 15:37
Gogla1990
არ პოულობს არანაირად, რაშია საქმე სხვა საიტზე ხო არ გადაიტანეს

Posted by: Gogla1990 20 May 2020, 15:42
array

მომსახურების სააგენტოში დარეკე, შეიძლება სისტემა ურევს და გვიან გამოჩნდეს

Posted by: პითონი 20 May 2020, 16:48
1.5 წელია დავდივარ და არანაირი ჯარიმა
დაჟე გზა რო ამრევია და მერე კამერა დამინახავს მეთქი დამერხააა
ან სწრაფად რო გამივლია
სმს რო ველოდი დღის განმავლობაში მეთქი რამდენი ავირტყიი ;დ
მაგრამ არაფერი givi.gif

იღბლიანი ვარ rolleyes.gif

Posted by: littlekvara 21 May 2020, 15:28
გამარჯობა smile.gif. 12 ოთახის ნომერზე ვრეკავ და არავინ არ პასუხობს ხოარიცით როგორ დავუკავშირდე ? დისტანციურად მუშაობენო და ვერ ვიპოვე ვერსად

Posted by: Zaza123456 3 Jun 2020, 01:31
პარკირების საშვი არ მქონდა და 10ლარით დავჯარიმდი და რამდენი ხანი მაქვს გადახდის დრო?

Posted by: BeCooL 3 Jun 2020, 01:56
QUOTE (Zaza123456 @ 3 Jun 2020, 01:31 )
პარკირების საშვი არ მქონდა და 10ლარით დავჯარიმდი და რამდენი ხანი მაქვს გადახდის დრო?

სტანდარტულად 1 თვე, როგორც საპატრულოს ჯარიმებზე.

Posted by: Zura_SX 4 Jun 2020, 00:04
მოდერატორო ეს თემა თავში არ უნდა გადავიდეს?

Posted by: UMTS 5 Jun 2020, 06:43
array
QUOTE
მომივიდა ვიდეო ჯარიმა 50 ლარი თბილისი სენაკი ლესელიძე, ამ ადგილას ხოდა ვერ ვნახულობ police.ge ჯარიმას უჭერს ქვითრის ნომერსაც ავტომობილის ნომერსაც არ მოიძებნა ჯარიმას, სად ვნახო სხვაგან, არადა ადრე ვნახულობდი მაგ საიტზე უპრობლემოდ ეხლა რა ეტაკა იცით ვინმემ?

რამე გაარკვიე?
არც ჩემი არ ჩანს

Posted by: fordman 5 Jun 2020, 17:41
PREDATOR
წინა თემა რომ ჩამოიპინოს და ეს აიპინოს არ შეიძლება?

Posted by: illmatic 6 Jun 2020, 17:55
ავლაბრის წრესთან მომივიდა ავარია, დავჯარიმდი 125-ე მუხლით, 250 დამიწერეს

ვიდეოს ვერ ვნახულობ, დახაზვებით და გადაზომვებით არაფერი გაუკეთებიათ, ყველაფერს სამხრე კამერა იწერსო
გასწრების დროს ჩამიხტა და ორსულობის და ცრემლების გამო მე დამიწერეს.


გასაჩივრება როგორ უნდა და ღირს თუ არა საერთოდ? და ვიდეო სადმე სხვაგან ხომ არ იღება? video.police-ზე არაფერი დევს

Posted by: laurii 8 Jun 2020, 00:01
6-2 . გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა –
ამ მუხლით პავაროტნიკის საწინააღმდეგო მხარეს ჩართვის გამო შეუძლია დამაჯარიმოს პატრულმა? თან სირენებ ჩართულმა?

Posted by: wrangler7 8 Jun 2020, 00:39
laurii
შეცდომით ჩართე თუ რას გულისხმობ? 50 ლარია ჯარიმა, პატრულიც წერს და უკონტაქტოც

Posted by: l-e-v-a-n 8 Jun 2020, 02:26
ჩემ მანქანაზე მარჯვნივ მოხვევის პავაროტნიკი არ მუშაობს ხანდახან, უფროსწორად ჯერ მარცხნივ ირთვება 3 ჯერ თუ 4ჯერ და მერე გადადის მარჯვნივ lol.gif
მაგრა მეცინება ხოლმე ისე მარჯვნივ რო ვუხვევ და მარცხნივ როა Vართული პავაროტნიკი ნეტა უკანა მანქანა რას ფიქრობსთქო :დდ
ბორატი მახსენდება კინო თუ იცით biggrin.gif

Posted by: laurii 8 Jun 2020, 02:40
QUOTE (wrangler7 @ 8 Jun 2020, 00:39 )
laurii
შეცდომით ჩართე თუ რას გულისხმობ? 50 ლარია ჯარიმა, პატრულიც წერს და უკონტაქტოც

კაი ეგ გავიგე, გზა არ დაუთმე სინამდვილეში და არ დაევასა და დამიწერა, ღამე იყო, სირენები არ ქონდა ჩართული და ჩვეულებრივი მანქანა მეგონა, სირენები რო არ ქონდა ჩართული ეგ არაფერი? სიტყვიერად რო მითხრა, რომ 20 ლარიან ჯარიმას მირპოტესტებო და წვალობა მდენსო რას გადმოხვედი მანქანიდანო და მერე 50 ლარიანი დამიწერა ეგეც არაფერი?

Posted by: PREDATOR 8 Jun 2020, 13:50
QUOTE (fordman @ 5 Jun 2020, 17:41 )
PREDATOR
წინა თემა რომ ჩამოიპინოს და ეს აიპინოს არ შეიძლება?

რათქმაუნდა შეიძლება.

Posted by: touch 10 Jun 2020, 02:00
მუხლი: 125-8-0

ზუსტად რა დარღვევაა ვინმეს შეუძლია მითხრას?
უკონტაქტო პატრულისგან მომივიდა ჯარიმა სახლის წინ გაჩერებულ მანქანაზე. არც ტროტუარზე იდგა, არც პარკინგის ზოლებია დახაზული და არასდროს ყოფილა აქ სითიპარკი ან რამე, არც გაჩერების ან დგომის ამკრძალავი ნიშანი დგას სადმე ახლოს, არც რაიმე შესასვლელის წინ მეყენა. წლებია აქ ვაყენებთ მანქანებს ყველანი და არასდროს არავის ჯარიმა არ მოსვლია. დღეს რა მოხდა ეგეთი განსაკუთრებული ვერ ვხვდები და იქნებ ზუსტად იცოდეთ ვინმემ რას ნიშნავს ეგ მუხლი.

Posted by: l-e-v-a-n 10 Jun 2020, 12:15
touch
https://matsne.gov.ge/ka/document/view/28216

8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.




ნიშანი თუ არ დგას, გაასაჩივრე

Posted by: touch 10 Jun 2020, 13:36
l-e-v-a-n
არ დგას ამკრძალავი ნიშანი ამ ქუჩაზე. ეხლა დაუყენებიათ უკონტაქტო პატრულირების ზონის ნიშანი და ასევე დგას მთავარი გზის ნიშანი. დავურეკე და მითხრეს რომ მთავარი გზა არისო, პარკინგის ზოლი არაა დახაზულიო და არაა აუცილებელი ამკრძალავი ნიშანი იდგესო, რახან მთავარი გზაა და პარკინგის ზოლი არაა დგომის უფლებაც არ გაქვსო.

Posted by: fordman 10 Jun 2020, 22:27
touch
QUOTE
არ დგას ამკრძალავი ნიშანი ამ ქუჩაზე. ეხლა დაუყენებიათ უკონტაქტო პატრულირების ზონის ნიშანი და ასევე დგას მთავარი გზის ნიშანი. დავურეკე და მითხრეს რომ მთავარი გზა არისო, პარკინგის ზოლი არაა დახაზულიო და არაა აუცილებელი ამკრძალავი ნიშანი იდგესო, რახან მთავარი გზაა და პარკინგის ზოლი არაა დგომის უფლებაც არ გაქვსო.

კანონის მუხლი მიმითითეთ-თქო უთხარი. ეგეთი რამე არსად არ წერია.
ცოტა ბევრი კია მაგრამ დავაციტირებ:
QUOTE
მუხლი 37. გაჩერება და დგომა.
1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში,  სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  გამონაკლისებისა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და  დგომა აკრძალულია ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების  მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე, ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი და  შესაბამისი საგზაო მონიშვნა) ან გზისპირზე.
2. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის  კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ  ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს  ნებადართულია:
ა) თუ სალიანდაგო გზების არსებობის გამო მარჯვენა მხარეს გაჩერება შეუძლებელია;
ბ) დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე;
გ) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს).
3. სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში.
4. სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.
5. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის წესებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
6. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება:
ა) გზის სავალ ნაწილზე:
ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს;
ა.ბ) გზაზე გამავალი ტრამვაისა და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის
ან მატარებლის მოძრაობა;
ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე
(გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია;
ბ) ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის:
ბ.ა) ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია;
ბ.ბ) ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;
ბ.გ) გზის სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;
ბ.დ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის კიდის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია;
ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს;
ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნულ, დამატებითი მოძრაობის ზოლზე;
ბ.ზ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას;
გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში;
დ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ადგილებში.
7. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა:
ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია;
ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (გარდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) გამოყოფილ, 8.17 საგზაო ნიშნით აღნიშნულ სადგომზე;
დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან;
ე) ნებისმიერ ადგილას, სადაც სადგომზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება ხელს შეუშლის სხვა სატრანსპორტო საშუალების სადგომზე შესვლას ან სადგომიდან გამოსვლას;
ვ) დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა;
ზ) დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში;
თ) შესაბამისი საგზაო ნიშნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით;
ი) საგზაო მონიშვნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8. მძღოლმა არ უნდა დატოვოს თავისი სატრანსპორტო საშუალება, თუ არ მიიღებს სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა ის უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული.
9. მოპედისაგან ან ორთვლიანი უეტლო მოტოციკლისაგან განსხვავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე საწევართან გადაბმული ან გადაუბმელი მისაბმელი, რომლებიც დაუსახლებელ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე გაჩერდნენ, მოახლოებულ მძღოლთა გასაფრთხილებლად აღნიშნული უნდა იქნენ გარკვეულ მანძილზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე დადგმული სულ მცირე ერთი მოწყობილობით, თუ:
ა) სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე ღამით ისეთ ადგილზე გაჩერდა, რომ მოახლოებულ მძღოლებს არ შეუძლიათ შენიშნონ დაბრკოლება, რომელსაც გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება ქმნის;
ბ) მძღოლი იძულებულია, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია.
10. იმ ადგილას იძულებითი გაჩერებისას, სადაც გაჩერება აკრძალულია, მძღოლმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად.
11. დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა.

Posted by: touch 10 Jun 2020, 22:45
fordman
ჰოდა ნუ არა ლოგიკურად დამიწერეს ჯარიმა, ამკრძალავი თუ არ დგას რანაირად იკრძალება გაჩერება. ამკრძალავი ნიშნები მაგისთვისაა რომ ეგ ნიშნები კრძალავს გაჩერებას დგომას და სხვა ბევრ რამეს. ბიუჯეტს ავსებენ რა უბრალოდ. ჩამწერენ ახლა ასეთ 10 ლარიან ჯარიმებს.

Posted by: fordman 10 Jun 2020, 23:05
touch
QUOTE
ჰოდა ნუ არა ლოგიკურად დამიწერეს ჯარიმა, ამკრძალავი თუ არ დგას რანაირად იკრძალება გაჩერება.

ზოგადად გაჩერებას ამკრძალავი ნიშნის გარდა ბევრი სხვა რამე კრძალავს, მაგრამ "მთავარ გზაზე გაჩერება არ შეიძლება თუ პარკირება არაა დახაზული"- ასეთი პირველად მესმის.
ისე კანონის მაგ მუხლში ხარვეზია ერთგან წერია რომ
QUOTE
6. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება:
ა) გზის სავალ ნაწილზე:

და მაგაზე რამდენიმე ხაზით ზემოთ
QUOTE
2. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის  კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ  ნაწილზე, მარჯვენა მხარეს

QUOTE
4. სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად,

თუმცა იმ საფუძვლით აკრძალვა რომ მთავარი გზაა და პარკირება არაა დახაზული არსად არ წერია.

10 ლარის გულისთვის გასაჩივრება შეიძლება დაგეზაროს, მაგრამ მაგ ადგილას ვეღარ გააჩერებ მანქანას, კიდევ დაწერენ.
თუ არ დაგეზარა და გაასაჩივრე პირდაპირ საქალაქო სასამართლოში მიდი, უფასოა ყველაფერი.

Posted by: illmatic 11 Jun 2020, 15:35
QUOTE (illmatic @ 6 Jun 2020, 17:55 )
ავლაბრის წრესთან მომივიდა ავარია, დავჯარიმდი 125-ე მუხლით, 250 დამიწერეს

ვიდეოს ვერ ვნახულობ, დახაზვებით და გადაზომვებით არაფერი გაუკეთებიათ, ყველაფერს სამხრე კამერა იწერსო
გასწრების დროს ჩამიხტა და ორსულობის და ცრემლების გამო მე დამიწერეს.


გასაჩივრება როგორ უნდა და ღირს თუ არა საერთოდ? და ვიდეო სადმე სხვაგან ხომ არ იღება? video.police-ზე არაფერი დევს

არავინ იცით?






30 ცოდნა

Posted by: fordman 11 Jun 2020, 17:09
illmatic
QUOTE
გასაჩივრება როგორ უნდა და ღირს თუ არა საერთოდ?

საქალაქო სასამართლოში უნდა მიხვიდე და დაწერო რა და როგორ იყო. სიტუაციაც უნდა აღწერო და ნახაზსაც თუ დაურთავ კარგი იქნება. გუგლის რუკიდან ამოიღე ადგილის სურათი და ისე დახაზე.
ნახაზზე უნდა ჩანდეს დასაბუთება -რა მოხდა და რატომ არ იყო შენი ბრალი, საიდან საით მოძრაობდი, გზა ვისი იყო და ა.შ. "ჩამიხტა" არაფერს არ ნიშნავს.
გასაჩივრება უფასოა.
პ.ს. ვიდეო სად უნდა ნახო, ვიდეოჯარიმა კი არაა საიტზე რომ იდოს.

Posted by: wrangler7 15 Jun 2020, 21:08
ხიდზე გაჩერება რო არ შეიძლება გასაგებია, მაგრამ ხიდზე რო გადახვალ რამდენ მეტრში შეიძლება დაპარკინგება? არის სადმე ეს გაწერილი?

Posted by: fordman 17 Jun 2020, 20:34
wrangler7
QUOTE
ხიდზე გაჩერება რო არ შეიძლება გასაგებია,

რატომ? ერთი მიმართულებით სამი ან მეტზოლიანი გზა თუა და ამკრძალავი ნიშანი არაა შეიძლება გაჩერება ხიდზეც და ესტაკადაზეც,

QUOTE
მაგრამ ხიდზე რო გადახვალ რამდენ მეტრში შეიძლება დაპარკინგება? არის სადმე ეს გაწერილი?


არა.

Posted by: wrangler7 17 Jun 2020, 21:47
fordman
არა ეგ წესი ვიცი, მაგრამ მასეთი დიდი ხიდები იშვიათია ჩვენთან

რაიონში ვიყავი, არ იყო არსად ადგილი, ხიდზე რო გადავედი სადღაც სამ მეტრში დავაყენე, პიკაპით გამიჩერა და მთხოვა გაიყვანე არ შეიძლებაო, არ ვიცოდი კანონი და ესეიგი მაჭამა biggrin.gif

Posted by: fordman 17 Jun 2020, 22:00
wrangler7
QUOTE
ხიდზე რო გადავედი სადღაც სამ მეტრში დავაყენე, პიკაპით გამიჩერა და მთხოვა გაიყვანე არ შეიძლებაო, არ ვიცოდი კანონი და ესეიგი მაჭამა

შეიძლება სხვა მიზეზი იყო- ამკრძალავი ნიშანი, შეზღუდული მხედველობა, შევიწროვებული გზა. ისე პოლიციელი რომ გეუბნება არ გააჩეროო ჯობია არ შეედავო და გადაიწიო სხვაგან. აი დაჯარიმება თუ დაიწყო მაშინ აქვს აზრი შედავებას და თუ არ გაჭრა შედავებამ გასაჩივრებასაც.

Posted by: keen 19 Jun 2020, 17:57
ვინმემ თუ იცის? საპატრულო ჯარიმა თუ გაასაჩივრე - შსს, სასამართლო... და ვთქვათ, არ დააკმაყოფილეს სარჩელი... გადახდის ვადა დაჯარიმების თარიღიდან ითვლება თუ სარჩელზე პასუხის მიღებიდან? rolleyes.gif

Posted by: Fаulkner 19 Jun 2020, 18:06
keen
მოვიდა შენი ჯერიც? biggrin.gif

Posted by: fordman 19 Jun 2020, 22:51
keen

QUOTE
ჯარიმა თუ გაასაჩივრე - შსს, სასამართლო

გაწელვა თუ არ გინდა შსს-ში არც უნდა გაასაჩივრო-პირდაპირ სასამართლოში ჯობია.

QUOTE
გადახდის ვადა დაჯარიმების თარიღიდან ითვლება თუ სარჩელზე პასუხის მიღებიდან?

სასამართლოში სარჩელის მიღებისთანავე ვადა ჩერდება. პასუხის მიღების მერე უნდა გადაიხადო მაგრამ რა ვადაში არ მახსოვს.
ანუ თუ არ დაკმაყოფილდა სარჩელი (ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა) იმასაც დაგიწერენ რა დროში უნდა გადაიხადო.

Posted by: keen 19 Jun 2020, 23:12
fordman
QUOTE
გაწელვა თუ არ გინდა შსს-ში არც უნდა გაასაჩივრო-პირდაპირ სასამართლოში ჯობია.

მე კი ვიცი, მაგრამ ახლობელმა არ იცოდა და დრო დაკარგა - გაასაჩივრა შსს-ში. სანამ განიხილავდნენ, სტატუსი იყო შეჩერებული და რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხი მიიღო. ამასობაში, დაჯარიმებიდან ერთი თვეც გავიდა და ახლა საურავსაც აჩვენებს drug.gif რა ლოგიკით უნდა გადაიხადოს დამატებით თანხა, საინტერესოა... ლამის მთელი თვე "განიხილავდნენ" და მერე, პასუხის მიღებიდან ორ დღეში უნდა გადაეხადა ჯარიმა?

QUOTE
სასამართლოში სარჩელის მიღებისთანავე ვადა ჩერდება. პასუხის მიღების მერე უნდა გადაიხადო მაგრამ რა ვადაში არ მახსოვს.
ანუ თუ არ დაკმაყოფილდა სარჩელი (ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა) იმასაც დაგიწერენ რა დროში უნდა გადაიხადო.

ეს გასაგებია, მადლობა! smile.gif

Posted by: UMTS 20 Jun 2020, 10:55
https://videos.police.ge/ ზე არ ჩანს ჯარიმები და რო არ გადავიხადო რა იქნება?
საერთოდ როგორ უნდა გავიგო მაქვს თუ არა ჯარიმა?

არც აქ არ იძებნება

https://police.ge/protocol/index.php#

Posted by: chichu_oto 21 Jun 2020, 10:19
გამარჯობათ დალხო მოკლედ ესეთი კითხვა მაქვს, ბათუმში მივდიოდი გუშინ და ოზურგეთის გადასახვევთან დამაჯარიმა თურმე ეგრედ წოდებულმა ჭკვიანმა კამერამ სმს მომივიდა ვნახე და კაი არ მახსოვდა ზუსტათ დავარღვიე თუ არა მანდ დახმა არ ამომიღია მაგრამ, გუშინვე უკან წამოვედი და გამწარებულმა მაქსიმალურად ნელა გამოვიარე ეგ მონაკვეთი რადგან ვიცოდი რომ წერდა კამერა დაჟე სურათშიც ჩანს რომ ტრაილერს მივყვები უკან და არ ვასწრებ ცარიელ გზაზე ჯარიმის შიშით და აბა გამოიცანით რა მოხდა? დიახ მაინც დავჯარიმდი ისევ მანდ!!!! მოკლედ კითხვა შემიძლია თუ არა გავასაჩივრო? გასაჩივრების დროს როგორ შემიძლია თავი გავიმართლო? და აქვს თუ არა აზრი გასაჩივრებას? დღეს ისევ ვაპირებ წასვლას და თუ კიდევ 100 ლარი უნდა წამოვიღო გადავფრინდე მირჩევნია lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: d1GmeLa 21 Jun 2020, 14:52
ავარიის დროს თუ შეთანხმდით ვინაა დამნაშავე და გაადააყენეთ რო მოძრაობა არ შეგეზრუდათ, პატრული მაინც ორივეს აჯარიმებს? ანუ თუ ეუბნება ერთი მე ვარო დამნაშავე მაინც ორივე უწერენ 250 ლარიანს? ან სად შეიძლება მაგის ნახვა რომელ კოდექსში წერია ამის კანონები

Posted by: wrangler7 21 Jun 2020, 14:53
chichu_oto
რამდენი იყო შეზღუდვა მანდ? ტრაილერიც ჩქარა ხო არ მოდიოდა?

ხვალ ვაპირებ წასვლას, მეც არ დამასაჩუქროს :დ

Posted by: fordman 21 Jun 2020, 15:16
d1GmeLa
QUOTE
ავარიის დროს თუ შეთანხმდით ვინაა დამნაშავე და გაადააყენეთ რო მოძრაობა არ შეგეზრუდათ, პატრული მაინც ორივეს აჯარიმებს? ანუ თუ ეუბნება ერთი მე ვარო დამნაშავე მაინც ორივე უწერენ 250 ლარიანს? ან სად შეიძლება მაგის ნახვა რომელ კოდექსში წერია ამის კანონები

ადმინისტრაციულ სსამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/ მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა

1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

chichu_oto
QUOTE
დიახ მაინც დავჯარიმდი ისევ მანდ!!!!

რამდენია დასაშვები და რამდენით მოძრაობდი?

UMTS
QUOTE
არც აქ არ იძებნება

https://police.ge/protocol/index.php#

მანდ თუ სწორედ წერ ყველაფერს და მაინც არ იძებნება არ გქონია ჯარიმა.

Posted by: chichu_oto 21 Jun 2020, 15:17
wrangler7
60 ია შეზღუდვა მარა აშკარად ყველა ჩქარა დადის ტრაილერს რაც შეეხება არ მიდიოდა ჩქარა მეც ზუსტად ვიცოდი შეზღუდვა და მაქსიმუმ 70-მდე ვწევდი სიჩქარეს (რაც დაშვებულია) მაგრამ პირველად 78 დამიწერა და მეორედ საერთოდ 81 დამიწერა მოკლედ როგორცკი სამეფრელო გურიის გასაყარზე გადმოუხვევ ურეკისკენ იმის მერე რაცარუნდა ცარიელი გზა იყოს 60 ზე მეტით არ იარო მაგრამ მე მაინც დამიწერა

Posted by: d1GmeLa 21 Jun 2020, 16:32
QUOTE (fordman @ 21 Jun 2020, 15:16 )
d1GmeLa
QUOTE
ავარიის დროს თუ შეთანხმდით ვინაა დამნაშავე და გაადააყენეთ რო მოძრაობა არ შეგეზრუდათ, პატრული მაინც ორივეს აჯარიმებს? ანუ თუ ეუბნება ერთი მე ვარო დამნაშავე მაინც ორივე უწერენ 250 ლარიანს? ან სად შეიძლება მაგის ნახვა რომელ კოდექსში წერია ამის კანონები

ადმინისტრაციულ სსამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/ მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა

1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

აი ამ გარდაში ხო არ გულისხმობენ იმას რო მოძრაობის პარალიზებას თუ ახდენ ამ ავარიით შეგიძლია გადააყენო მანქანა

Posted by: fordman 22 Jun 2020, 11:20
d1GmeLa
QUOTE
აი ამ გარდაში ხო არ გულისხმობენ იმას რო მოძრაობის პარალიზებას თუ ახდენ ამ ავარიით შეგიძლია გადააყენო მანქანა


არა.

QUOTE

მუხლი 27. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მოვალეობები
ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.

2. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.


ეს შემთხვევებია მარტო.

Posted by: UMTS 27 Jun 2020, 12:49
QUOTE
მანდ თუ სწორედ წერ ყველაფერს და მაინც არ იძებნება არ გქონია ჯარიმა

არადა მაქვს,. biggrin.gif

ვერ გავიგე გადავიხადო თუ დავიკიდო biggrin.gif

Tkveni satransporto sashualeba sakhelmtsifo nomrit: ------, dajarimda sask-is 125-6-0 muxlit. Adgili: anapis 414 divizisa da n.shanavas quchebis kveta (tbilisis zgvis gasasvleli) II, tarighi: 11/05/2020 12:26:08, kvitris nomeri: av005329383, tankha: 20 lari. Gtkhovt, jarima gadaikhadot sajarimo kvitris chabarebidan 30 dghis vadashi, tsinaaghmdeg shemtkhvevashi dagekisrebat sauravi. Sms-is mighebidan 10 kalendaruli dghis vadashi, jarimis gadakhdis shemtkhvevashi tankhis odenoba shegimtsirdebat 20%-it. Sajarimo kvitris chaubareblobis shemtkhvevashi shinagan sakmeta saministro uzrunvelkofs kvitris sajarod gamokveknebas ofitsialur web-gverdze - www.police.ge. Kvitari chabarebulad miichneva sajarod gamokveknebidan 30-e dghes. Detalebi ikhilet webgverdze - www.police.ge / www.videos.police.ge an daukavshirdit sh s s sapatrulo policiis departamentis sainformacio qol centrs - 0322 41 42 42.

Posted by: Official 27 Jun 2020, 14:16
რა მაინტერესებს მეგობრებო
ჯარიმის გამოწერიდან 30 დღე გავიდა და საურავი დამედო, ეხლა კიდევ რამდენი ხანი მაქვს ლიშენიამდე? boli.gif

Posted by: fordman 27 Jun 2020, 16:38
UMTS
QUOTE
არადა მაქვს

უცნაურია.
საიდანაც იხდი იქ თუ იძებნება?


QUOTE
ვერ გავიგე გადავიხადო თუ დავიკიდო

გადაიხადე, 20 ლარის გულისთვის შარში არ გაყო თავი.

Official

QUOTE
ეხლა კიდევ რამდენი ხანი მაქვს ლიშენიამდე?

30 დღე

Posted by: UMTS 27 Jun 2020, 17:07
QUOTE
უცნაურია.
საიდანაც იხდი იქ თუ იძებნება?

მესიჯები მოვიდა

თიბისის აპილიკაციაში ჩანს, პოლიციის საიტზე არა biggrin.gif

QUOTE
გადაიხადე, 20 ლარის გულისთვის შარში არ გაყო თავი.

4 ჯარიმაა ერთიდაიგივე ადგილზე, თან ზოგი ძველები,

QUOTE
Adgili: anapis 414 divizisa da n.shanavas quchebis kveta (tbilisis zgvis gasasvleli) II,

fordman

Posted by: keen 27 Jun 2020, 17:55
QUOTE (UMTS @ 27 Jun 2020, 12:49 )
QUOTE
მანდ თუ სწორედ წერ ყველაფერს და მაინც არ იძებნება არ გქონია ჯარიმა

არადა მაქვს,. biggrin.gif

ვერ გავიგე გადავიხადო თუ დავიკიდო biggrin.gif

Tkveni satransporto sashualeba sakhelmtsifo nomrit: ------, dajarimda sask-is 125-6-0 muxlit. Adgili: anapis 414 divizisa da n.shanavas quchebis kveta (tbilisis zgvis gasasvleli) II, tarighi: 11/05/2020 12:26:08, kvitris nomeri: av005329383, tankha: 20 lari. Gtkhovt, jarima gadaikhadot sajarimo kvitris chabarebidan 30 dghis vadashi, tsinaaghmdeg shemtkhvevashi dagekisrebat sauravi. Sms-is mighebidan 10 kalendaruli dghis vadashi, jarimis gadakhdis shemtkhvevashi tankhis odenoba shegimtsirdebat 20%-it. Sajarimo kvitris chaubareblobis shemtkhvevashi shinagan sakmeta saministro uzrunvelkofs kvitris sajarod gamokveknebas ofitsialur web-gverdze - www.police.ge. Kvitari chabarebulad miichneva sajarod gamokveknebidan 30-e dghes. Detalebi ikhilet webgverdze - www.police.ge / www.videos.police.ge an daukavshirdit sh s s sapatrulo policiis departamentis sainformacio qol centrs - 0322 41 42 42.

ქვითრით ეძებ, ტექ. პასპორტის ნომრით თუ ორივეთი? თუ, ყველა ვარიანტი სცადე და ჯარიმა მაინც არ იძებნება, მაშინ როგორ გაქვს? spy.gif

პ.ს. სმს რომ მოვიდა, მანქანის ნომერი სწორადაა - შენია?

Posted by: fordman 27 Jun 2020, 18:09
UMTS
QUOTE

4 ჯარიმაა ერთიდაიგივე ადგილზე, თან ზოგი ძველები

პოლიციის ჯარიმებს ხანდაზმულობით ვადა აღარ გასდის. ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს გადახდა.

Posted by: wrangler7 27 Jun 2020, 20:31
UMTS
მანქანის ნომერი შენი ეწერა?
ახლობელს მოუვიდა სმს, 0 ქულა დარჩა თქვენს მართვის მოწმობაზეო, კინაღამ გულმა ხია ტიპს biggrin.gif არადა არსად ყოფილა იმ პერიოდში, გადავამოწმეთ და შეცდომით იყო გამოგზავნილი, პრავასაც ხო აქვს რაღაც პირადი ნომრივით, დაბლა კუთხეში წერია, ეგ ყველას სხვადასხვა აქვს, ეგ არ ემთხვეოდა, სხვას გაუუქმეს და სმს ანას მოუვიდა, თვითონ კი ჰქონდა ჩვეულებრივ 100 ქულა

Posted by: 5nizza 6 Jul 2020, 21:00
Განუბაჟებელ მანქანაზე ვიდეო ჯარიმა როგორ შევამოწმო ან სად უნდა მივიდე რომ გავარკვიო ჯარიმა მომივიდა თუ არა დამეხმარეთ რა

Ვადა თუ მაქვს გადაცილებული საურავი განუბაჟებელ მანქანას ჩვეულებრივ ეკისრება ?

Posted by: FROM GEORGIA 11 Jul 2020, 09:17
https://vm.tiktok.com/JL2v3sG/

ეს რამე ახალი კანონი მოხოდეს ბიჭებმა?!

სანიმრე ნიშანი ჩარჩოში არააო და დააჯარიმეს კაცი:დდდ

Posted by: n-i-c-k 11 Jul 2020, 22:19
QUOTE
სანიმრე ნიშანი ჩარჩოში არააო და დააჯარიმეს კაცი


აზერიაო და არ გაასაჩივრებსო ალბათ იფიქრა... წავიდეს და სასამართლოშI შეუტანოს ....
ადმინისტრაციულ კოდექსში არანაირი სანქცია არაა მაგაზე ...

Posted by: fordman 11 Jul 2020, 22:35
FROM GEORGIA
კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ
QUOTE
მუხლი 53. სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება


QUOTE
გ) 13. სატრანსპორტო საშუალებებს (გარდა მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა) რეგისტრაციის ნომერი
(სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი
უმაგრდება სპეციალურ ადგილებზე.

ახლა 50- იანი ბოლტგაიკით თუ გაქვს მიმაგრებული და ციფრებია დაფარული შეიძლება მოგედავოს ვინმე მაგრამ ჩარჩოს და პასპარტუს მოთხოვნა არაა წესებში. ამიტომ ამის წამალია პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრება ამ კონკრეტული პატრულის კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებით- ვიდეოჩანაწერის საფუძველზე წესით სამსახურიდან თუ არ გააგდებენ კარგი დისციპლინარული სასჯელი მაინც უნდა აირტყას -არასრული შეუსაბამობისთვის. მერე სხვა სერიოზულად დაფიქრდება სანამ ასეთ სისულელეს იტყვის

Posted by: lasha16 19 Jul 2020, 22:30
გამარჯობათ

11 ივლისს ტექ დათვალიერების გარეშე ვიარე მანქანით, ჯარიმა არ მომსვლია, არც შეტყობინება და არც არაფერი.

რანაირად გავარკვიო ჯარიმა მაქვს თუ არა?

Posted by: fordman 19 Jul 2020, 22:33
lasha16


https://videos.police.ge/ შეამოწმებ. ტექპასპორტის ნომერი დაგჭირდება.

Posted by: lasha16 20 Jul 2020, 00:11
QUOTE (fordman @ 19 Jul 2020, 22:33 )
lasha16


https://videos.police.ge/ შეამოწმებ. ტექპასპორტის ნომერი დაგჭირდება.

მადლობა

ტექპასპორტის ნომერს რომ ითხოვს AL-ზე რომ იწყება ეგაა მარცხენა დაბლითა კუთხეში?

Posted by: Dato_dugla 20 Jul 2020, 14:39
რა ვქნა როდესაც კამერების ამოღებას ვითხოვ და არ იღებენ? .....

Posted by: fordman 21 Jul 2020, 09:37
lasha16
QUOTE
ტექპასპორტის ნომერს რომ ითხოვს AL-ზე რომ იწყება ეგაა მარცხენა დაბლითა კუთხეში?


yes.gif

Posted by: lav-100 21 Jul 2020, 16:46
თბილისი პარკინგმა დამაჯარიმა, მაგათ საიტზე პირადი ნომრით და მანქანის ნომრით გადავამოწმე და ვნახე დაჯარიმების დრო და ადგილი. სანამ ფოსტიტ არ მომივა ქვითარი, იმის საფუძველზე რომ საიტზე ვნახე პირადი ნომრით და ცნობილი იყო ჯარიმის შესახებ შეძლებენ საურავსი დადებას ?? თუ სანამ ფოსტით არ ჩამბარდება ვერ შეძლებენ მაინც

Posted by: ბასიანი89 24 Jul 2020, 11:51
ა.წ 8 მაისს ჩამოსულ მანქანას როდის უწევს განბაჟება?

Posted by: zuka108 24 Jul 2020, 12:22
საპატრულო ვიდეო ჯარიმის გადახდა გადამიცდა 9დღით, გადასახდელს მიჩვენებს ისევ იმდენს და საურავი არ ემატება?

Posted by: qishvardi 24 Jul 2020, 19:58
მუხლი 125.7.3 რას ითვალისწინებს? 1 უწყვეტი გადავკვეთე და 200ლარი მხია ვიდეო ჯარიმამ და მასე გაძვირდა? 100ლარი მახსოვდა

Posted by: Fаulkner 25 Jul 2020, 15:06
qishvardi
QUOTE
მუხლი 125.7.3 რას ითვალისწინებს?

ვიდეო დადე.

Posted by: fordman 25 Jul 2020, 17:32
qishvardi
QUOTE
მუხლი 125.7.3 რას ითვალისწინებს? 1 უწყვეტი გადავკვეთე და 200ლარი მხია ვიდეო ჯარიმამ და მასე გაძვირდა? 100ლარი მახსოვდა

უწყვეტის გადაკვეთა 50 ლარია (125.7.1) შენ საპირისპირო მიმართულებითაც გივლია გადაკვეთასთნ ერთად (125.7.3).
ისე- ერთმაგ უწყვეტს გადაკვეთ თუ ორმაგს მნიშვნელობა არ აქვს, ერთიდაიგივე ჯარიმაა.

Posted by: lasha16 26 Jul 2020, 15:00
QUOTE (fordman @ 21 Jul 2020, 09:37 )
lasha16
QUOTE
ტექპასპორტის ნომერს რომ ითხოვს AL-ზე რომ იწყება ეგაა მარცხენა დაბლითა კუთხეში?


yes.gif

მადლობა

დღესაც შევამოწმე და მიწერს ჯარიმები ვერ მოიძებნაო.

ჭკვიანმა კამერამ ერთხელაც მაინც როგორ ვერ დამაჯარიმა, მიჭირს წარმოდგენა.

დეიდაშვილს ეგრევე მოსდის ხოლმე როგორც კი დააფიქსირებს, ჩემზე რა ხდება არ ვიცი, ზედმეტი პრობლემები რომ არ მინდა შემექმნეს მაგიტო მინდა გადახდა დროულად მაგრამ ჯარიმა არ ჩანს ...

Posted by: dat111 31 Jul 2020, 10:48
lasha16
QUOTE
11 ივლისს ტექ დათვალიერების გარეშე ვიარე მანქანით, ჯარიმა არ მომსვლია, არც შეტყობინება და არც არაფერი.

22ივლისამდე გათიშული იყო ტექდათვალიერების დაფიქსირება

Posted by: Astral1962 31 Jul 2020, 14:05
გამარჯობათ, მოკლედ კითხვა მაქვს თქვენთან ასეთი და იქნებ დამეხმაროთ. მანქანა დგას ბათუმში ქართულ ნომრებზე რომლის მესაკუთრეც არის საქართველოს ბინადრობის მქონე ტიპი(ამჟამად იმყოფება თურქეთში). მოკლედ ეს მანქანა უნდა გადავიდეს თურქეთში უბრალოდ ვერ ვხვდები როგორ და რა გზებით შეიძლება მარტივად მოგვარდეს ეგ ამბავი

Posted by: hellboy13 1 Aug 2020, 10:36
გამარჯობა პატრულის მიერ დაწერილ ჯარიმაზე საშეღავათო ფასდაკლება არ მოქმედებს? ვიდეო ჯარიმას როგორც აქვს 10 დღიანი მაგას ვგულისხმობ

Posted by: fordman 1 Aug 2020, 23:28
hellboy13
არა.
30 სიმბოლო

Posted by: otiko_otiko2 2 Aug 2020, 19:45
გამარჯობათ , პარკირების ჯარიმაზე ცვლილება ხომ არაა რამე? ჯარიმა მაქვს საიტზე და სანამ ქვითარი არ ჩამბარდება რომ არ გადავიხადო გაა15მაგებენ givi.gif ? წინასწარ მადლობა

Posted by: იუვენტუსი 10 Aug 2020, 14:30
მანქანაზე მაქვს დაყენებული პოლიციის სიგნალი. სირენა არა, სიგნალი მხოლოდ. ჩემს მანქანაზე სხვა, რომ იჯდეს და იმან დაასიგნალოს პატრული მეც დამაჯარიმებს? 500 ლარია ჯარიმა?

Posted by: Brdzenkaci 14 Aug 2020, 05:42
იუვენტუსი
თუ უკანონოდ გაქვს დაყენებული დაგაჯარიმებს გინდ შენ დაასიგნალო გინდ სხვამ.

Posted by: დინიო 15 Aug 2020, 13:52
ტექდათვალიერება გასავლელ მანქანაზე რა ხდება ჯარიმებს აღარ წერს ვიდეო კამერა ?

დავდივარ და არ მომდის მე მეგონა პირველივე კამერა დამაჯარიმებდა

კაია

Posted by: leoni_1973 16 Aug 2020, 18:36
დინიო ეს მეც მაინტერესებს, თუა დაჯარიმება გადავადებული ტექდათვალიერების უქონლობაზე და როდემდე

Posted by: cixe78 22 Aug 2020, 10:50
გამარჯობათ,,, ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა ხომ არ გადაუვადებიათ?
ეხლა 1 სექტემბრამდე უნდა შეიცვალოს ხო???

* * *
აღარ მინდა გავარკვიე ესეც 2021 ცლის მარტის 31მდე გადაუდიათ

Posted by: soso_j 23 Aug 2020, 12:13
QUOTE (cixe78 @ 22 Aug 2020, 10:50 )
გამარჯობათ,,, ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა ხომ არ გადაუვადებიათ?
ეხლა 1 სექტემბრამდე უნდა შეიცვალოს ხო???

* * *
აღარ მინდა გავარკვიე ესეც 2021 ცლის მარტის 31მდე გადაუდიათ

უეჭველი ესეც გადადეს? მეც შესაცლელი მაქვს და ფიზიკურად ვერ.ვასწრევ...

Posted by: MOLA 24 Aug 2020, 18:28
ეგრე უწერიათ თვითონ მომსსხურების სააგენტოს საიტზე და იმედია არ გვეღადავებიან

Posted by: severuss 24 Aug 2020, 19:20
მოგესალმებით

ტექ დათვალიერებას ვადა გაუვიდა და თუ იცით კამერები ფუნქციონირებს? რომ ვიმოძრაო დავჯარიმდები?

Posted by: mmm481 24 Aug 2020, 22:12
აქ ჯარიმა რა პონტში დაწერეს? მანქანები უფრო ზემოთ დგას ვიდრე ნიშანი დგას. ნიშნამდე დგომაზე როდის იყო ჯარიმა იწერებოდა.

user posted image

Posted by: soso_j 27 Aug 2020, 12:38
MOLA
QUOTE
ეგრე უწერიათ თვითონ მომსსხურების სააგენტოს საიტზე და იმედია არ გვეღადავებიან

გასაგებია მადლობა bis.gif

Posted by: Freestyle 28 Aug 2020, 03:29
პარკინგის ჯარიმაზე რა წესებია ახლა?
ქარავანი რომ მიდის ჩემთან ეუბნებიან არ ცხოვრობსო აქო და არ იბარებენ, შესაძლებელია საურავი დამეკისროს?

Posted by: n-i-c-k 29 Aug 2020, 18:57
user posted image

მანქანაზე გამოწერილი ჯარიმის გადახდას რომ გადააცილებენ , რომ არ გადაიხადო , არაფერს არ აკეთებს პატრული და დადიხარ თავისუფლად ? არც პატრული გაჩერებს ქუჩაში ? თუ აღსრულებას გადასცემენ მარტო მაშინ მოგაკითხავენ ?

საჯარიმო სურათზეც კი ისე ბოლავს, რომ ქუჩაში არაა გასაშვები biggrin.gif

პირველი ჯარიმის ბოლო გადახდის ვადაც კი 2019 ში ჰქონდა და დადის ისევ sad.gif
user posted image




Posted by: JoseeeM 6 Sep 2020, 20:52
otiko_otiko2
QUOTE
გამარჯობათ , პარკირების ჯარიმაზე ცვლილება ხომ არაა რამე? ჯარიმა მაქვს საიტზე და სანამ ქვითარი არ ჩამბარდება რომ არ გადავიხადო გაა15მაგებენ  ? წინასწარ მადლობა



მეც მაინტერესებს. ხანდაზმულობა , მგონი 6 თვიანი იყო, გაუქმდა პარკინგზე?

Posted by: Ventura 11 Sep 2020, 19:58
ქვითრის სერია-ნომერი:
ავ005984192
ავტომობილის სახ. ნომერი:
WIN328

დღეს მომივიდა - მუხლი 125 -6-2 და როფგორც ვხდები 50 ლარით მაჯარიმებენ იმისთვის რომ ციმიცმა არ ჩავრთე?

Posted by: n-i-c-k 11 Sep 2020, 22:27
Ventura

გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა

ეგეთი დარღვევა მარტო მაგ გზაზე ჩემს რეგისტრატორს რამდენი ექნება დაფიქსირებული biggrin.gif

რიგიდან რიგში გადასვლაზე მგონი 95 % არ რთავს მაშუქს .

ისე ეგ სირი , რომელიც მეორე რიგში მიგორავს და ამ დროს მარჯვენა ზოლი ცარიელი აქვს ეგეც არღვევს biggrin.gif ზუსტად იგივე ოდენობის ჯარიმა ეკუთვნის biggrin.gif

Posted by: fordman 13 Sep 2020, 14:03
n-i-c-k
QUOTE
ისე ეგ სირი , რომელიც მეორე რიგში მიგორავს და ამ დროს მარჯვენა ზოლი ცარიელი აქვს ეგეც არღვევს  ზუსტად იგივე ოდენობის ჯარიმა ეკუთვნის

no.gif no.gif no.gif
არ არღვევს. დასახლებულ პუნქტში რომელ ხაზშიც გინდა იქ ივლი ტრაფიკის მიუხედავად. გამონაკლისია სამი და მეტზოლიანი გზის უკიდურესი მარცხენა ზოლი.

Posted by: n-i-c-k 15 Sep 2020, 22:23
უკონტაქტომ გაიშნიკობა დაიწყეს smile.gif

თან თვითონ დგას ისე რომ ასფალტზე ზოლს ავისწროვებს ...მერე კიდევ ზოლის გადაკვეთაზე წერს ჯარიმას biggrin.gif

user posted image

Posted by: serjhanti 17 Sep 2020, 12:35
fordman
QUOTE
არ არღვევს. დასახლებულ პუნქტში რომელ ხაზშიც გინდა იქ ივლი ტრაფიკის მიუხედავად. გამონაკლისია სამი და მეტზოლიანი გზის უკიდურესი მარცხენა ზოლი.

იქნებ კანონის ამონარიდიც დაგვიდოთ, სადაც ეგ წერია!

მე მხოლოდ ამას ვპოულობ კანონში:
5. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი,
იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა გარემოება, უნდა იმყოფებოდეს გზის სავალი ნაწილის
მარჯვენა კიდესთან ახლოს.

ის შემთხვევები კი არის მაგალითად ბასლაინი, ველობილიკი ან მსგავსი რა, რის გამოც სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ვერ იქნება ავტომანქანა.
* * *
n-i-c-k
QUOTE
ისე ეგ სირი , რომელიც მეორე რიგში მიგორავს და ამ დროს მარჯვენა ზოლი ცარიელი აქვს ეგეც არღვევს  ზუსტად იგივე ოდენობის ჯარიმა ეკუთვნის

თუ ვიდეოს ავტორს გულისხმობ, არ არღვევს, რადგან პირველ ზოლში მოძრავს ეწევა და ამიტომ შეუძლია, რომ დარჩეს მეორე ზოლში, როდესაც იცის, რომ კიდევ ერთს უნდა გადაასწროს.

Ventura
QUOTE
დღეს მომივიდა - მუხლი 125 -6-2 და როფგორც ვხდები 50 ლარით მაჯარიმებენ იმისთვის რომ ციმიცმა არ ჩავრთე?

კი, ციმციმა არ ჩაგირთავს და მაგიტომ დაჯარიმდი.

Posted by: wrangler7 17 Sep 2020, 22:58
n-i-c-k
სადაა, რა ადგილია ეგ?

Posted by: fordman 18 Sep 2020, 06:41
serjhanti
QUOTE
იქნებ კანონის ამონარიდიც დაგვიდოთ, სადაც ეგ წერია!


აბატონო:


QUOTE
მუხლი 31. სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება
5. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, იმდენად,
რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა გარემოება, უნდა იმყოფებოდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან
ახლოს.


ამ კანონით კი გათვალისწინებულია:

იგივე მუხლი 31-

QUOTE
10. დასახლებულ პუნქტში ამ მუხლის მე-11−მე-13 პუნქტებით, 38-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით მძღოლს შეუძლია იმოძრაოს მისთვის უფრო მოსახერხებელ თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლზე. მოძრაობის ზოლის შეცვლა ნებადართულია მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, მობრუნების, გასწრების ან გაჩერების მიზნით.


იგივე მუხლი:

QUOTE
12. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილისათვის − მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს.


თუ დაუსახლებელი პუნქტში ვართ, ან დასახლებულ პუნქტში სადაც დასაშვები სიჩქარე 80-ზე მეტია მაშინ არ შეიძლება :

QUOTE
11. დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა.

Posted by: Che_Burashka 30 Sep 2020, 23:53
მოგესალმებით მეგობრებო,
მოკლედ, ჩემი მეუღლის სახელზე იურიდიულ მისამართზე მიიტანეს 8 ცალი 10 ლარიანი ჯარიმა, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ გვქონდა.
მეუღლე დიდი ხანია ჩაწერილ მისამართზე აღარ ცხოვრობს, მაგრამ ჯარიმები ჩაიბარა მისმა ძმამ, რომელთანაც ურთიერთობა არ ააქვს და შესაბამისად ვერაფერი გავიგეთ.
საურავი ფოსტით არ მოსულა, მაგრამ ანგარიშები დაუყადაღეს. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში მითხრეს გასაჩივრება შესაძლებელია.
თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენდ ააქ აზრი ზემოთქმულიდან გამომდინარე გასაჩივრების გზას, რომ დავადგე ? დროს ტყუილად ხომ არ დავკარგავ?

Posted by: fordman 2 Oct 2020, 22:24
Che_Burashka
QUOTE
თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენდ ააქ აზრი ზემოთქმულიდან გამომდინარე გასაჩივრების გზას, რომ დავადგე ? დროს ტყუილად ხომ არ დავკარგავ?

1200 ლარზეა ლაპარაკი და თუ არ გიღირს ცდა მაშინ გადაიხადე.
ისე არის შანსი რომ გაპატიონ. მე მგონი სცადო აჯობებს. არაფერს არ დაკარგავ, როგორც მახსოვს გასაჩივრების პერიოდში აღსრულება შეჩერდება. (თუმცა შეიძლება ვცდები)
მე ვცდიდი.
თუ რამე დამადასტურებელი გაქვს რომ და-ძმას შორის კონფლიქტური სიტუაციაა და განხილვაზე წარადგენ შანსები გაცილებით გაგეზრდება.

Posted by: Che_Burashka 2 Oct 2020, 23:34
fordman

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif ყადაღას მოხსნა მეჩქარება და არ მინდა , თუ შანსი არ მაქ, კიდე დრო დავკარო sad.gif

Posted by: gvanci13 3 Oct 2020, 22:21
გამარჯობათ, მოკლედ ჩემზე გაფორმებული მანქანით სხვა მოძრაობს და მართვის მოწმობაც ჩამოართვეს ორჯერ.

user posted image


ამ ჯარიმების და შეზღუდვების შემდგომ რომ იგივე ავტომობილზე დაჯდეს მე რაიმე სანქცია ხომ არ დამემუქრება?

ან ჯარიმები რომ იზრდება მანდაც რაიმე ჩემი გადასახდელი ხომ არ იქნება?

თუ რაიმე მეკისრება იქნებ მითხრათ რა :*

Posted by: f57 4 Oct 2020, 01:52
განუბაჟებელ ავტომობილზე (ტრანზიტული ნომრებით) ჯარიმებს წერენ ჭკვინი კამერები?
რამოდენიმე ადგილას გადავაცილე დაშვებულ ნორმას 20-30 კმ/სთ-ით.

Posted by: fordman 4 Oct 2020, 20:41
gvanci13
QUOTE
გამარჯობათ, მოკლედ ჩემზე გაფორმებული მანქანით სხვა მოძრაობს და მართვის მოწმობაც ჩამოართვეს ორჯერ.

QUOTE
ამ ჯარიმების და შეზღუდვების შემდგომ რომ იგივე ავტომობილზე დაჯდეს მე რაიმე სანქცია ხომ არ დამემუქრება?

ან ჯარიმები რომ იზრდება მანდაც რაიმე ჩემი გადასახდელი ხომ არ იქნება?

თუ რაიმე მეკისრება იქნებ მითხრათ რა :*

რა სქრინიც გიდევს ეგ ჯარიმები შენს მანქანაზე ვარდება? თუ პიროვნების მონაცემებითაა მოძიებული?

მართვის მოწმობაშეჩერებული მძღოლი საჭესთან თუ დაიჭირეს მანქანის მფლობელიც ჯარიმდება წესით.



Posted by: gvanci13 5 Oct 2020, 02:18
fordman
QUOTE
რა სქრინიც გიდევს ეგ ჯარიმები შენს მანქანაზე ვარდება? თუ პიროვნების მონაცემებითაა მოძიებული?

მართვის მოწმობაშეჩერებული მძღოლი საჭესთან თუ დაიჭირეს მანქანის მფლობელიც ჯარიმდება წესით.


ვიდეო ჯარიმების საიტზე რომ შემყავს ავტომობილის ნომერი და პასპორტის ნომერი ამოდის ეს ჯარიმები კი, თუმცა ჩემთვის არ დაურეკავს ვინმეს და არ უთქვამს რომ დავჯარიმდი ან რამე.

Posted by: fordman 5 Oct 2020, 18:14
gvanci13

აბა აქაც ნახე-საჯაროდ გამოქვეყნებულ ჯარიმებში

https://police.ge/protocol/index.php

მანქანის ნომრით მოძებნაზე გადადი და ისე.
თუ აღსასრულებლადაა გადაცემული პატრულის პირველივე გაჩერებაზე წაართმევენ მანქანას და გადაიყვანენ საჯარიმოზე. შენ კი შეიძლება უცებ აღმოაჩინო რომ ანგარიშებზე და უძრავ ქონებაზე ყადაღა გადევს.
არავინ აღარაა ვალდებული რომ წერილობით გაცნობოს ან მით უმეტეს დაგირეკოს
ჯარიმის საჯაროდ გამოქვეყნებაც საკმარისია

* * *
f57
QUOTE
განუბაჟებელ ავტომობილზე (ტრანზიტული ნომრებით) ჯარიმებს წერენ ჭკვინი კამერები?
რამოდენიმე ადგილას გადავაცილე დაშვებულ ნორმას 20-30 კმ/სთ-ით.

კი.
აგერ მაგალითი- საჯაროდ გამოქვეყნებულშია, მძღოლს ღვედი არ უკეთია და მიართვეს 40-ლარიანი. მანქანის ნომერი GP5038

user posted image

Posted by: keen 5 Oct 2020, 18:28
fordman
თუ ინდივიდუალურად დაჯარიმდა კონკრეტული მანქანის საჭესთან მყოფი სხვა მძღოლი, მაშინ მანქანის პატრონს რამენაირად ეხება ჯარიმა? rolleyes.gif

Posted by: fordman 5 Oct 2020, 22:17
keen
QUOTE
თუ ინდივიდუალურად დაჯარიმდა კონკრეტული მანქანის საჭესთან მყოფი სხვა მძღოლი, მაშინ მანქანის პატრონს რამენაირად ეხება ჯარიმა?

თუ კონკრეტულად ამ ქეისზე საუბრობ ----იმიტომ ვიკითხე წინა პოსტში- მანქანის მონაცემებით იძებნება ჯარიმა თუ პიროვნებაზეა-თქო.
რადგან მანქანის ნომრით და ტექპასპორტით იძებნება ჯარიმები ე.ი. ოფიციალურად მანქანის მფლობელია დაჯარიმებული.
125.9.2. მუხლი, რომელიც აღსრულებაზეა გადაცემული შეიძლება ვიდეოჯარიმაა და ამიტომ მანქანის მფლობელის პასუხისმგებლობაა ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფა/
ისე, ზოგადად მასეთი ჯარიმებიც არსებობს- წინასწარი შეცნობით არაფხიზელზე ან მართვის მოწმობის არმქონეზე (ჩამორთმეულზე, არასრულწლოვანზე) მანქანის გადაცემა.

Posted by: keen 5 Oct 2020, 22:26
fordman
QUOTE
თუ კონკრეტულად ამ ქეისზე საუბრობ ----იმიტომ ვიკითხე წინა პოსტში- მანქანის მონაცემებით იძებნება ჯარიმა თუ პიროვნებაზეა-თქო.
რადგან მანქანის ნომრით და ტექპასპორტით იძებნება ჯარიმები ე.ი. ოფიციალურად მანქანის მფლობელია დაჯარიმებული.

არა, ზოგადად ვიკითხე smile.gif მაგ. სხვას რომ ათხოვო მანქანა, პატრულმა გააჩეროს და დააჯარიმოს, მისი გადახდის ვალდებულება რამენაირად ეკისრება მანქანის მფლობელს?

აქამდე, მახსოვდა ასე იყო: ტექპასპორტითა და მანქანის ნომრით კი იძებნებოდა ჯარიმები, მაგრამ თუ ვიდეო ჯარიმა იყო, მფლობელის ვინაობა ეწერა და თუ უშუალოდ პატრულის მიერ იყო კონკრეტული მძღოლი დაჯარიმებული - მისი სახელი/გვარი. ახლა, აშკარად შეუცვლიათ და არაფერი წერია.


Posted by: fordman 5 Oct 2020, 23:05
keen
QUOTE
არა, ზოგადად ვიკითხე  მაგ. სხვას რომ ათხოვო მანქანა, პატრულმა გააჩეროს და დააჯარიმოს, მისი გადახდის ვალდებულება რამენაირად ეკისრება მანქანის მფლობელს?

არა, პატრულმა თუ გააჩერა არა.
მაგრამ ზოგჯერ მანქანის მფლობელსაც შეიძლება დაეწეროს ჯარიმა- ზემოთ რაც დავწერე ისეთ შემთხვევებზე. ანუ მაგალითად არაფხიზელს თუ გადასცემ მანქანას იმას მართვის მოწმობას შეუჩერებენ, შენ-ანუ მანქანის პატრონს- 1000 ლარიან ჯარიმას გამოგიწერენ. თუ მძღოლმა არ გითხრა შეიძლება ვერც გაიგო.


* * *
QUOTE
აქამდე, მახსოვდა ასე იყო: ტექპასპორტითა და მანქანის ნომრით კი იძებნებოდა ჯარიმები, მაგრამ თუ ვიდეო ჯარიმა იყო, მფლობელის ვინაობა ეწერა და თუ უშუალოდ პატრულის მიერ იყო კონკრეტული მძღოლი დაჯარიმებული - მისი სახელი/გვარი. ახლა, აშკარად შეუცვლიათ და არაფერი წერია.

ხო, დღეს ვნახე და ვიფიქრე პირად მონაცემებს იცავენ-თქო. მანქანის მფლობელი ვინაა ვეღარ იგებ.
QUOTE
ტაქსიში მგზავრი დააჯარიმეს პირბადის არქონის გამო, თუმცა მანქანის ტექსპასპორტით და ნომრით ჯარიმა იძებნება... გადახდის აპარატების საიტებზე, ჯარიმის ქვითრის ნომრით ძიებისას მგზავრის სახელი/გვარი გამოაქვს მანქანის პატრონის ნაცვლად...

მძღოლს აღარ აჯარიმებენ მაგაზე?

Posted by: keen 5 Oct 2020, 23:27
fordman
QUOTE
არა, პატრულმა თუ გააჩერა არა.

ოკ. მადლობა, ეგ მაინტერესებდა smile.gif

QUOTE
მაგრამ ზოგჯერ მანქანის მფლობელსაც შეიძლება დაეწეროს ჯარიმა- ზემოთ რაც დავწერე ისეთ შემთხვევებზე. ანუ მაგალითად არაფხიზელს თუ გადასცემ მანქანას იმას მართვის მოწმობას შეუჩერებენ, შენ-ანუ მანქანის პატრონს- 1000 ლარიან ჯარიმას გამოგიწერენ.

ეგ ვიცი smile.gif

QUOTE
მძღოლს აღარ აჯარიმებენ მაგაზე?

როგორც ვიცი, მძღოლს აქამდეც არ აჯარიმებდნენ. მაგ. მგზავრი ნიღბით რომ ჩაჯდეს მანქანაში, მერე მოიხსნას და შეინახოს, მძღოლი როგორ გააკონტროლებს? ერთი, შესაძლოა, ჩაჯდომამდე გააფრთხილოს და მერე უკვე მგზავრის პასუხისმგებლობაა...

Posted by: fordman 5 Oct 2020, 23:56
keen
QUOTE
როგორც ვიცი, მძღოლს აქამდეც არ აჯარიმებდნენ. მაგ. მგზავრი ნიღბით რომ ჩაჯდეს მანქანაში, მერე მოიხსნას და შეინახოს, მძღოლი როგორ გააკონტროლებს?

ლოგიკურია.
თეთრი ტაქსის მძღოლმა მომთხოვა პირბადე- დამაჯარიმებენო და იმიტომ ვფიქრობდი მასე.


Posted by: david572 6 Oct 2020, 12:52
გამარჯობათ, ამ ბოლო დროს რატომღაც ბევრი დარღვევა მქონდა კამერებთან, ჯარიმები ეგრევე მოდის? თუ გარკვეული პერიოდის მერე? პროტოკოლით შევამოწვე საიტზე და არ მიჩვენებს, ანუ არ დაუწერია?

Posted by: fordman 6 Oct 2020, 23:58
david572
QUOTE
გამარჯობათ, ამ ბოლო დროს რატომღაც ბევრი დარღვევა მქონდა კამერებთან, ჯარიმები ეგრევე მოდის? თუ გარკვეული პერიოდის მერე?

როგორც წესი ეგრევე მოდის.
QUOTE
პროტოკოლით შევამოწვე საიტზე და არ მიჩვენებს, ანუ არ დაუწერია?



https://videos.police.ge/ ტექპასპორტი დაგჭირდება. თუ არ არის არაფერი ე.ი. არ გაქვს ჯარიმები.

Posted by: donkosta 12 Oct 2020, 13:44
თბილისი პარკინგის 10 ლარიან ჯარიმას დაამატეს საურავი 100 ლარი, პახოდუ აღსრულებაში გაუშვეს და მემგონი 140 ავიდა, 2 ცალია თან

საერთოდ ა რმინახავს ან ინფო ან რამე არაფერი მოსულა, ჯარიმის ქვითარიც არ მინახავს მანქანაზე

რამე ეშველება?

Posted by: f57 17 Oct 2020, 21:10
ჭკვიან კამერებზე მაქ კითხვა.
ანუ ეგ კამერები ხო მარტო იმ ზოლს უყურებენ რომელ მხარესაც არის დამონტაჟებული კამერა?
მაგალითად, თუ კამერა არის დამონტაჟებული მარცხენა ზოლში და მე მარჯვენაში გავივლი დაშვებულზე მეტი სიჩქარით, მაგას ხომ ვერ დააფიქსირებენ?

Posted by: Citizen* 21 Oct 2020, 23:27
როგორ ფიქრობთ, ამის გასაჩივრებას აქვს აზრი?



https://ibb.co/pQbWcMS

Posted by: Fаulkner 21 Oct 2020, 23:32
Citizen*
QUOTE
როგორ ფიქრობთ, ამის გასაჩივრებას აქვს აზრი?

რამდენიანია? 200 ლარიანი? ეგაა ბიუჯეტის შესავსები ჯარიმა, არა მგონია აზრი ქონდეს. ტაქსს ვუვლიდი და ზოლში ვერ ჩავეტიეო არ გამოდგება არგუმენტად. რეალურად ისეთი ჯარიმაა, როგორსაც ყველა არღვევს, პროსტა ვიღაცას უმართლებს, მაგ დროს ეკრანთან კაცი არ ზის.

Posted by: Citizen* 21 Oct 2020, 23:44
Faulkner
100 ლარიანია.

და კიდე, ზოგი ძაან ხშირად არღვევს და ამ ადგილას უხვევს ეზოში. ძალიან მაინტერესებს მისდით თუ არა ჯარიმა.
ეს კამერა კალაძის რაღაც ვიდეოში ვიპოვე, მეცხრე საავადმყოფოდან იყურება ვაკის პარკის მიმართულებით

Posted by: Fаulkner 21 Oct 2020, 23:50
Citizen*
QUOTE
და კიდე,ჩემი მეზობლები ძაან ხშირად არღვევენ და ამ ადგილას უხვევენ ეზოში

მაქედან კამერა ვერ დაინახავს, თორე მანდ საერთოდ 2 ღერძულას კვეთავს.

Posted by: Citizen* 21 Oct 2020, 23:53
Fаulkner
კი, მაგრამ ხო ჩავლილი ექნება კამერასთან ახლოს და შეეძლებათ გადმოახვიონ ვიდეო. არა?

Posted by: Fаulkner 21 Oct 2020, 23:55
Citizen*
QUOTE
კი, მაგრამ ხო ჩავლილი ექნება კამერასთან ახლოს და შეეძლებათ გადმოახვიონ ვიდეო. არა?

თუ დაინახა მაგ მომენტში ალბათ ეგრეც იზავს, მაგრამ 24 საათი მონიტორთან არავინ ზის. ძირითადად რაც ეგრევე ხვდება კადრში მაგაზე წერენ, თორე ეგრე რო ახვიონ ყველა მომენტი, ძაან რთულია და დიდი რესურსი ჭირდება.

Posted by: otiko_otiko2 22 Oct 2020, 00:09
QUOTE (JoseeeM @ 6 Sep 2020, 20:52 )
otiko_otiko2
QUOTE
გამარჯობათ , პარკირების ჯარიმაზე ცვლილება ხომ არაა რამე? ჯარიმა მაქვს საიტზე და სანამ ქვითარი არ ჩამბარდება რომ არ გადავიხადო გაა15მაგებენ  ? წინასწარ მადლობა



მეც მაინტერესებს. ხანდაზმულობა , მგონი 6 თვიანი იყო, გაუქმდა პარკინგზე?

არ გადავიხადე ჯერ და საურავი არ დამკისვრია თფუ თფუ თფუ gigi.gif . წერონ და იკითხონ...

Posted by: wrangler7 22 Oct 2020, 20:09
QUOTE (f57 @ 17 Oct 2020, 21:10 )
ჭკვიან კამერებზე მაქ კითხვა.
ანუ ეგ კამერები ხო მარტო იმ ზოლს უყურებენ რომელ მხარესაც არის დამონტაჟებული კამერა?
მაგალითად, თუ კამერა არის დამონტაჟებული მარცხენა ზოლში და მე მარჯვენაში გავივლი დაშვებულზე მეტი სიჩქარით, მაგას ხომ ვერ დააფიქსირებენ?

ეგ ვინ თქვა რო მასეა?
ავტობანზე ორი ზოლი მინიმუმ ხოა, ორივე ზოლში ჩვეულებრივად წერს

Posted by: f57 23 Oct 2020, 02:08
QUOTE (wrangler7 @ 22 Oct 2020, 20:09 )
QUOTE (f57 @ 17 Oct 2020, 21:10 )
ჭკვიან კამერებზე მაქ კითხვა.
ანუ ეგ კამერები ხო მარტო იმ ზოლს უყურებენ რომელ მხარესაც არის დამონტაჟებული კამერა?
მაგალითად, თუ კამერა არის დამონტაჟებული მარცხენა ზოლში და მე მარჯვენაში გავივლი დაშვებულზე მეტი სიჩქარით, მაგას ხომ ვერ დააფიქსირებენ?

ეგ ვინ თქვა რო მასეა?
ავტობანზე ორი ზოლი მინიმუმ ხოა, ორივე ზოლში ჩვეულებრივად წერს

არავის უთქვამს smile.gif
მე მაინტერესებდა უბრალოდ, უბრალოდ ვიფიქრე რომ ორ ზოლს ერთად ვერ დააფიქსირებდა gigi.gif

Posted by: vasili1988 3 Nov 2020, 22:40
გამარჯობათ

13.06.2020 მომცეს ლიშენია

აქ კიდევ 30.06.2020 იდან 6 თვით და რატომ არის ასე? ანუ 13 დეკემბერს ვერ ავიღებ?

user posted image


Posted by: iRadonn 14 Nov 2020, 02:20
100 ლარიანი დამიწერეს რის გამო

ჭავჭავაძეზე შევედი და ვერ გავარკვიო რომელი რომლის ზოლი იყო.

რა ამბავია 100 ლარი ამის გამო.

Posted by: Dav_ken 14 Nov 2020, 12:49
iRadonn

როცა ღერძულას გადაკვეთაზე პირველი შემთხვევა გაქვს 50 ლარიანს წერენ, ხოლო როცა მე-2 შემთხვევაა მაგ შემთხვევაში 100 ლარია

Posted by: iRadonn 15 Nov 2020, 00:03
Dav_ken
არ მახსენდება ᲦერᲫულაზე ჯარიᲛა დაეწერაᲗ.


Posted by: wrangler7 15 Nov 2020, 00:12
iRadonn
ბასლაინში ხო არ მოხვდი შემთხვევით? რომელი მუხლია

Posted by: buenos 20 Nov 2020, 16:42
+15კმ/ს_ზეა ჯარიმა თუ უკვე +10-ზე?

Posted by: dat111 20 Nov 2020, 20:59
QUOTE
თუ დაინახა მაგ მომენტში ალბათ ეგრეც იზავს, მაგრამ 24 საათი მონიტორთან არავინ ზის. ძირითადად რაც ეგრევე ხვდება კადრში მაგაზე წერენ, თორე ეგრე რო ახვიონ ყველა მომენტი, ძაან რთულია და დიდი რესურსი ჭირდება.

მანდ ავტომატურად წერს ასე რომ არავინ არაფერს არ ახვევს აშკარად, ჭავჭავაძეზე შუქნისნების მახლობლად ზოლების კვეთა ისჯება 100 ლარიანებით, ასე რომ თუ ვინმე გაცერდა და ხელების ქნევა დაიწყო შემოუარეო არ მოტყუვდეთ, დიდი ალბათობით დასაჩუქრდებით 100 ლარიანით

Posted by: buenos 22 Nov 2020, 00:11

QUOTE
+15კმ/ს_ზეა ჯარიმა თუ უკვე +10-ზე?


Posted by: di_onise 29 Nov 2020, 23:08
აქ სად ჩანს დარღვევა? ფოტოა მხოლოდ


პ.ს. კი ვიცი რაც დავარღვიე მაგრამ ასე ფაქტის გარეშე რა პონტია ჯარიმების გამოწერა....

Posted by: fordman 1 Dec 2020, 12:40
buenos
QUOTE
+15კმ/ს_ზეა ჯარიმა თუ უკვე +10-ზე?

15-ზე.
di_onise
QUOTE
აქ სად ჩანს დარღვევა? ფოტოა მხოლოდ


პ.ს. კი ვიცი რაც დავარღვიე მაგრამ ასე ფაქტის გარეშე რა პონტია ჯარიმების გამოწერა....

smile.gif
რა დაარღვიე?

Posted by: rachveli1 1 Dec 2020, 16:10
QUOTE (fordman)
რა დაარღვიე?

125-6-0 ეს არის:
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

Posted by: გიორგი XII 1 Dec 2020, 17:53
ეგ ისეთი კანონებია ფაქტობრივად თუ არ დაევასე პატრულს ნებისმიერ რამეს გეტყვის და გამოგიწერს არაა პრობლემა lol.gif

Posted by: fordman 1 Dec 2020, 19:43
rachveli1
QUOTE
125-6-0 ეს არის:

მუხლი ვიცი. მაინტერესებდა რომელი დაარღვია მაგ ჩამონათვალიდან, სურათზე არ ჩანს არაფერი
თუმცა მერე ვნახე სხვა მანქანის იგივე ადგილას დაწერილი ჯარიმა საჯაროდ გამოქვეყნებულებში და იმას ხაზი ჰქონდა გადაკვეთილი და უსაფრთხოების სამკუთხედზე იყო შესული მოხვევისას. ალბათ იგივეა მანდაც

* * *
გიორგი XII
QUOTE
თუ არ დაევასე პატრულს ნებისმიერ რამეს გეტყვის და გამოგიწერს არაა პრობლემა

პატრულს თუ არ დაევასა რომ არ მოიტყუოს ნებისმიერს 3 წუთი გაყვება და რამე დარღვევას იპოვის ყველა ვარიანტში.

Posted by: di_onise 1 Dec 2020, 20:35
QUOTE
თუმცა მერე ვნახე სხვა მანქანის იგივე ადგილას დაწერილი ჯარიმა საჯაროდ გამოქვეყნებულებში და იმას ხაზი ჰქონდა გადაკვეთილი და უსაფრთხოების სამკუთხედზე იყო შესული მოხვევისას. ალბათ იგივეა მანდაც



ეგ არის, ღვინის აღმართიდან ამოვედი, ზოლში არავინ ჩამაყენა და უკანაც საცობი რომ არ შემექმნა დახაზულ სამკუთხედზე გადავედი.


თუმცა მანდ ფაქტი არ ჩანს არაფერი smile.gif))

Posted by: fordman 2 Dec 2020, 00:06
di_onise
QUOTE
თუმცა მანდ ფაქტი არ ჩანს არაფერი

გადახდილი გაქვს უკვე (ვაღიარებ, ვნახე smile.gif ) თორემ რომ გაგესაჩივრებინა მოიგებდი.

ისე-
QUOTE
უკანაც საცობი რომ არ შემექმნა დახაზულ სამკუთხედზე გადავედი.



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თუმცა რომ არ გახვიდე აგიკლებენ სიგნალებით და საგინებელი უნდა გაგიხდეს ვინმე.

Posted by: @toklika@ 3 Dec 2020, 21:11
გამარჯობა, წინა ორივე ფარი რომ მქონდეს მოხსნილი, ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე გადაადგილებაზე ჯარიმა თუ არის და რამდენი?

Posted by: buenos 4 Dec 2020, 10:30
fordman
QUOTE
15-ზე.

10მდე უნდა დავწიოთო, რომ იყო ლაპარაკი კანონპროექტი - ჩავარდა?

Posted by: fordman 4 Dec 2020, 14:27
@toklika@
QUOTE
გამარჯობა, წინა ორივე ფარი რომ მქონდეს მოხსნილი, ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე გადაადგილებაზე ჯარიმა თუ არის და რამდენი?

დღე შეგიძლია. ღამე არა.
QUOTE

კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ.

მუხლი 21. მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები

13.მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით(ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს


buenos
QUOTE
10მდე უნდა დავწიოთო, რომ იყო ლაპარაკი კანონპროექტი - ჩავარდა?

ალბათ.

Posted by: Dixtosa 16 Dec 2020, 22:28
videos.police.ge მუშაობს თქვენთან? უსაფრთხოების კოდი არასწორიაო მიწერს.

Posted by: alligator 17 Dec 2020, 03:45
როდესაც ავტობუსები არ დადიან და პანდემიური პერიოდია და ბასლაინი თავისუფალია , " უ ლამბერსექსუალურმა " მერმა , facepalm.gif რომელმაც ეს დახაზა და ეს საგიჟეთი შექმნა, იქნებ დაგვდოს პატივი და გაგვცეს პასუხი, თუ რატომ ვჯარიმდებით 100ლარით ბასლაინის გადაკვეთისას , როდესაც ცარიელია ბასლაინი არ ფუნქციონირებს , არც ავტობუსი დადის არც მარშუტკა და არც ჭიანჭველა ... რა დროსაც მანქანები ფიზიკურად არ ეტევიან გზის სავალ ნაწილზე ყველგან საცობია (რომლის გამტარიანობაც მისმა მოადგილემ ვაი-ექსპერტმა ვიქტორ წილოსანმა გამოუთვალა ) ვინაიდან საზოგაზოდებრივი ტრანსპორტი არ დადის და ლამის ხალხმა ზაპოროჟეცებიც კი გამოიყვანა რომ რამით მაინც გადაადგილდეს, ხომ შეიზლება პანდემიის დროს მაინც გათიშოთ ეგ კამერები, რომ თუნდაც ეს შეღავათი იყოს, რომ გაღლიტეთ საკუთარი მოსახლეობა facepalm.gif ლოგიკურია ხომ, ადამიანი გადადის ბასლაინში როდესაც რათმაუნდა ასეთი ლოკდაუნია და არაფერი დადის და ცარიელია ,და ისიც ლოგიკურია რომ ჰგონია რომ არ დაჯარიმდება თუნდაც საბურავი რომ გადაუცდეს ხაზზე და ამ დროს თქვენი კამერები გაის ინსპექტორებივით ჩასაფრებულები ახორციელებენ ვიდეოჩაწერას და აჯარიმებენ 100ლარით facepalm.gif facepalm.gif იმის მაგივრად იქით ეხმარებოდეთ მოსახლეობას და ხელს უწყობდეთ .... user.gif

Posted by: wrangler7 22 Dec 2020, 12:11
fordman
თუ იცი ტეხასმოტრზე მართლა 48 საათში ერთხელ წერს კამერა? არსად არ დაწერილა არაფერი და დავიჯერო ასე ჩუმად შეცვალეს კანონი?

Posted by: fordman 23 Dec 2020, 07:09
wrangler7
QUOTE
თუ იცი ტეხასმოტრზე მართლა 48 საათში ერთხელ წერს კამერა? არსად არ დაწერილა არაფერი და დავიჯერო ასე ჩუმად შეცვალეს კანონი?

არ გამიგია. ზუსტად ვერ გეტყვი.

Posted by: zviozvio 28 Dec 2020, 16:09
ეს კამერა რუსთაველზე სად აყენია შეგიძლიათ მითხრათ?
user posted image

Posted by: fordman 28 Dec 2020, 17:32
zviozvio
QUOTE
ეს კამერა რუსთაველზე სად აყენია შეგიძლიათ მითხრათ?

ერთ-ერთი უძველესი კამერაა. რუსთაველიდან ელბაქიძის ჩასახვევი.

Posted by: zviozvio 28 Dec 2020, 21:08
QUOTE (fordman @ 28 Dec 2020, 17:32 )
zviozvio
QUOTE
ეს კამერა რუსთაველზე სად აყენია შეგიძლიათ მითხრათ?

ერთ-ერთი უძველესი კამერაა. რუსთაველიდან ელბაქიძის ჩასახვევი.

ეგრეც ვიფიქრე რომ ეგ იქნებოდა biggrin.gif

Posted by: doxaburi 30 Dec 2020, 20:38
ლილოში, იუმაშევის ქუჩაზე დავჯარიმდი წეღან. ოღონდ არ ვიცი რა დავარღვიე. იქნებ თქვენ იცოდეთ რამე?
მარჯვნივ როა, ეგაა ჩემი მანქანა. ძლივს რომ ჩანს smile.gif
user posted image

Posted by: fordman 30 Dec 2020, 20:55
doxaburi
QUOTE
ლილოში, იუმაშევის ქუჩაზე დავჯარიმდი წეღან. ოღონდ არ ვიცი რა დავარღვიე. იქნებ თქვენ იცოდეთ რამე?
მარჯვნივ როა, ეგაა ჩემი მანქანა. ძლივს რომ ჩანს

ასე არ ჩანს არაფერი. მუხლი რა გიწერია?

Posted by: doxaburi 30 Dec 2020, 22:39
fordman
118-2-1

რა მუხლია, რა დავაშავე ანუ?

Posted by: fordman 30 Dec 2020, 22:58
doxaburi
QUOTE
რა მუხლია, რა დავაშავე ანუ?

მანქანის ნომერი სწორად თუ გავარჩიე ტექდათვალიერება გაგივიდა ოქტომბერში
50 ლარია ხო ჯარიმა?

Posted by: doxaburi 30 Dec 2020, 23:28
მაიცა, ტექდათვალიერების ჯარიმაა? wow.gif

ფოტოზე ხო სამი მანქანაა, მარჯვნივ ზედა კუთხეში რომ მანქანაა, ეგაა ჩემი. DO200XA
* * *
ფუ ამის დედავატირე, თებერვალში ვიცოდი რომ უწევდა გავლა sad.gif

დდშვციიიიიი

Posted by: fordman 30 Dec 2020, 23:52
doxaburi
QUOTE
ფუ ამის დედავატირე, თებერვალში ვიცოდი რომ უწევდა გავლა

2 ოქტომბერს.
ამდენი ხანი რომ არ დაგაჯარიმეს გასაკვირია.


Posted by: 123omari123 31 Dec 2020, 10:28
გამარჯობა
აღმართზე როდესაც ადის ერთი მანქანა და და მეორე ჩამოდის, რომელი უთმობს გზას? ჩამომსვლელი თუ აღმართზე მიმავალი? რაიმე დამატებითი პირობები არ არსებობს

Posted by: tarsinho 1 Jan 2021, 20:21
მეგობრებო, რჩევა მჭირდება

ვეძებ მანქანას, ჯიპს.

ძრავი 2.0-2-4
წვა მაქსიმიმ 10 ლიტრი
წლოვანება 2010 ზემოთ
ბიუჯეტი 6000$
ავტომატიკა
4*4ზე

იქნებ რამე მირჩიოთ

დიდი მადლობა

Posted by: rachveli1 4 Jan 2021, 15:40
QUOTE (123omari123)
აღმართზე როდესაც ადის ერთი მანქანა და და მეორე ჩამოდის, რომელი უთმობს გზას? ჩამომსვლელი თუ აღმართზე მიმავალი? რაიმე დამატებითი პირობები არ არსებობს


ჩამომსვლელი უთმობს, თუ არაფერი ნიშანი არ დგას

Posted by: Dedmoroz 8 Jan 2021, 19:31
ვიდეოჯარიმის ფაილს ვერ ვხნი ტელეფონით, ხო არ იცით რაშია პრობლემა ?

Posted by: n-i-c-k 13 Jan 2021, 12:58
QUOTE
სანქციები მკაცრდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის. თუ დღეს გადაჭარბებად ითვლება დადგენილზე 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, ახალი კანონით ეს ზღვარი 10 კმ/სთ-მდე მცირდება. გარდა ამისა, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბება 50 ლარის ნაცვლად 150 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება კი - 250 ლარით 150 ლარის ნაცვლად. თუ იურიდიულ პირს სიჩქარის გადაჭარბება ვიდეო- ან ფოტოფირზე დაუფიქსირდება, მას ჯარიმები გაორმაგებული მოცულობით დაეკისრება.


მე დიდი ხანია უკვე +10 ვიცოდი და გამოდის ტყუილად დავდიოდი ეგრე sad.gif

Posted by: fordman 13 Jan 2021, 18:20
n-i-c-k
QUOTE
ე დიდი ხანია უკვე +10 ვიცოდი და გამოდის ტყუილად დავდიოდი ეგრე

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ავტომობილების თემის ვეტერანს ეგ როგორ შეგეშალა?
გიზარალია ფაქტიურად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

+ 10-ც ბევრია და ალბათ მერე დააკლებენ ნელ-ნელა. აღარ იტყუება მაგდენს ახალი სპიდომეტრები.

Posted by: llevani 19 Jan 2021, 00:16
ახლა ბასლაინზე სიარული თუ შეიძლება?

Posted by: n-i-c-k 19 Jan 2021, 11:45
llevani
კანონით არა .. ვიცემერის მოწოდებით კი biggrin.gif

Posted by: g.o.o.n.e.r 19 Jan 2021, 12:12
QUOTE (123omari123 @ 31 Dec 2020, 10:28 )
გამარჯობა
აღმართზე როდესაც ადის ერთი მანქანა და და მეორე ჩამოდის, რომელი უთმობს გზას? ჩამომსვლელი თუ აღმართზე მიმავალი? რაიმე დამატებითი პირობები არ არსებობს

თუ დაღმართზე ჩამსვლელ მანქანას შეუძლია, გვერდზე გადაიწიოს და ხელი არ შეუშალოს აღმართზე ამსვლელს, მაშინ დაღმართზე ჩამსვლელმა უნდა დაუთმოს გზა

თუმცა, თუ დაღმართზე ჩამსვლელ მანქანს არ შეუძლია გზა გაუთავისუფლოს აღმართზე ამსვლელ მანქანას და ამისათვის მოუწევს აღმართზე უკუსვლით ასვლა, მაშინ გზა უნდა დაუთმოს აღმართზე ამსვლელმა მანქანამ. ანუ მანქანა არ უნდა ვაიძულოთ, აღმართზე ავიდეს უკუსვლით

მემგონი სწორად გადმოეცი


Posted by: Augustiner 19 Jan 2021, 15:34
მეგობრებო ლიშენიის მერე რა არის საჭირო პრავის ასაღებად, ჯანმრთელობის ცნობა ხომ არ უნდა თავიდან? ჯარიმა გადახდილი მაქვს და ლიშენიის ვადა ხვალ გადის 20-ში. სად უნდა მივიდე მართვის მოწმობის ასაღებად?

Posted by: n-i-c-k 19 Jan 2021, 20:29
QUOTE
ახლა ბასლაინზე სიარული თუ შეიძლება?


აგერ დაუწერეს სკუტერს ...
და ვაკეში სულ ბასლაინზე მოძრაობენ მანქანები ...

https://www.facebook.com/chilira.inajia/videos/413132116436300


Posted by: Augustiner 20 Jan 2021, 22:52
QUOTE (Augustiner @ 19 Jan 2021, 15:34 )
მეგობრებო ლიშენიის მერე რა არის საჭირო პრავის ასაღებად, ჯანმრთელობის ცნობა ხომ არ უნდა თავიდან? ჯარიმა გადახდილი მაქვს და ლიშენიის ვადა ხვალ გადის 20-ში. სად უნდა მივიდე მართვის მოწმობის ასაღებად?

არაფერიც არ უნდა. პირადობით მიდიხარ რუსთავში და 20 წუთში იღებ მართვის მოწმობას.

Posted by: klubnika 21 Jan 2021, 10:15
ვიდეო ჯარიმებთან დაკავშირებით რა ნომერზე უნდა დავრეკო ?
ან საურავი რამდენი ხნის მერე ერიცხება ?
12 72
2 41 91 91 ამ ნომრებზე ვრეკავ და არასამუშაო დროაო

Posted by: LosVikingos 21 Jan 2021, 19:10
klubnika
რამე გაარივიე ? ბოლო დღე მაქ მეც და არვიცი საურავი რამდენია

Posted by: klubnika 22 Jan 2021, 01:02
LosVikingos
კი
დავრეკე და გამოქვეყნებიდან 60 დღე გაქვს გადასახდელადო
საურავი რამდენია აღარ მიკითხავს
გამოქვეყნებული არ არის ჩემი

Posted by: LosVikingos 22 Jan 2021, 11:45
klubnika
ვერ გავიგე ეგ გამოქვეყნებული ჯარიმები რაპონტია

მე დამაჯარიმეს ზუსტად ერთითვის წინ და ჩვეულებრივად მომივიდა https://videos.police.ge/ ზე

ხოდა გავიდა ერთითვე და ეხა იმ საიტზეც გამოქვეყნდება ანუ ? თუ პირდაპირ საურავი დამეკისრება ნეტა როგორაა

Posted by: klubnika 22 Jan 2021, 18:26
LosVikingos
2 41 42 42
ამ ნომერზე დარეკე და გეტყვიან ყველაფერს : ))
გადაგიმოწმებენ რა ვითარებაა

Posted by: kate79 27 Jan 2021, 13:15
მოგესალმებით,


ასეთი კითხვა მაქვს . ბორდიულის დაჯახებისას ჯარიმას წერს პატრული ?


Posted by: UMTS 29 Jan 2021, 09:19
QUOTE
https://videos.police.ge/ ზე

ჯარიმები არ იძებნება და ეგრე უნდა იყოს?
გადახდილები ჩანდა ხოლმე ადრე

Posted by: fordman 30 Jan 2021, 00:07
UMTS
QUOTE
ჯარიმები არ იძებნება და ეგრე უნდა იყოს?
გადახდილები ჩანდა ხოლმე ადრე

ჩანს ახლაც.
შეიძლება დიდი დრო გავიდა ბოლო ჯარიმიდან და იმიტომ არ გიჩანს.

Posted by: UMTS 31 Jan 2021, 01:37
fordman
QUOTE
ჩანს ახლაც.

ჩემთან არ ჩანს

ქვითრით და მანქანის ნომრით იძებნება მხოლოდ ერთი, ბოლო გაფრთხილება რაც მაქვს

ტექპასპორტით და ნომრით წერს ჯარიმა ვერ მოიძებნაო

Posted by: Liаm 31 Jan 2021, 18:26
გამარჯობა.
20 ლარიანი ჯარიმა გადავიხადე ონლაინ ბანკით, 20 ლარს წერდა ჩვეულებრივად სანამ გადავიხდიდი, ახლა რომ შევდივარ გადახდის შემდეგ კი წერს, რომ "გადახდილია", მაგრამ ჯარიმაში 100 ლარს აჩვენებს და რატომ? biggrin.gif ხარვეზია უბრალოდ საიტის და გადახდილია, ხო?

Posted by: რერე 6 Feb 2021, 18:41
გამარჯობა.

50 ლარიანი ორი ჯარიმა მაქვს, და 150 ლარი ორივეზე საურავი და შეიძლება რამე შეწყალების მსგავსი დავწერო? პანდემიის პირობებში არის რამე საშუალება საურავი რომ მომაჭრან და ჯარიმები გადავიხადო? არვიცოდი ჩემს მეუღლეს ჩაუბარებია ჯარიმა და დაავიწყდა თქმა (ნუ მაგას რა მნიშვნელობა აქვს მაგათთვის მაგრამ მაინც)

მადლობა.

Posted by: turist 12 Feb 2021, 00:07
გამარჯობა,
ჩახედული ხალხის აზრი მაინტერესებს ინფინიტიზე (Infiniti Q30 2.2d AWD Sport City),
ვიდით, ფასით და ნავაროტკების მიხედვით მევასა და
მაინტერესებს როგორ დადის, ხომ არ ბრაგუნობს, რბილად თუ დადის და ა.შ...

ლინკს დავდებ დანარჩენი მონაცემებისთვის:

https://suchen.mobile.de/fahrzeuge/details.html?action=parkItem&id=317034648

Posted by: rock in rose 14 Feb 2021, 14:00
ვაკეში ზონალური პარკირება რომ ჩაირთო არ იცოდნენ ჩემმა თანამშრომლებმა, არა და 5 დღე ჩვეულებრივად აჩერებდნენ აბაშიძეზე ზონალური პარკირების ზონაში, ჯარიმა არ მოგვსლიაო და თვითონ უნდა შეამოწმონ დაუწერეს თუ არა ჯარიმა?

ან საერთოდ ხდება ზონალური პარკირების კონტროლი?

Posted by: Just_Test 14 Feb 2021, 16:18
rock in rose
არაა , უფასოა გაჩერება მხოლოდ დარღვევებზე ხდება რეაგირება ისე საიტზე შეილება აკონტროლო ჯარიმები tp.ge

* * *
QUOTE (Just_Test @ 14 Feb 2021, 16:18 )
rock in rose
არაა , უფასოა გაჩერება მხოლოდ დარღვევებზე ხდება რეაგირება ისე საიტზე შეილება აკონტროლო ჯარიმები tp.ge

დღეს გავიგე დაუწყიათ დაჯარიმება ზონალურზეცო

Posted by: LuxoNika 15 Feb 2021, 23:07
მუხლი:
118-2-1

დავჯარიმდი ამ მუხლით და ფოტო დევს მარტო, არ ვარღვევ აშკარად არაფერს, რის ჯარიმაა ?

Posted by: fordman 15 Feb 2021, 23:13
LuxoNika
QUOTE
არ ვარღვევ აშკარად არაფერს, რის ჯარიმაა ?

ესე იგი ფარულად არღვევ. smile.gif ტექდათვალიერებას გაუვიდა ვადა ალბათ. 50 ლარია ხო?

Posted by: LuxoNika 16 Feb 2021, 11:11
QUOTE (fordman @ 15 Feb 2021, 23:13 )
LuxoNika
QUOTE
არ ვარღვევ აშკარად არაფერს, რის ჯარიმაა ?

ესე იგი ფარულად არღვევ. smile.gif ტექდათვალიერებას გაუვიდა ვადა ალბათ. 50 ლარია ხო?

ტექ დათვალიერება ჯერ არ გამიტარებია მაგრამ, 2 კვირის წინ გავიფორმე ზუსტად ეს მანქანა და თვე ხომქონდა ვადა? წესით მაგასაც არ ვარღვევ.

Posted by: wrangler7 16 Feb 2021, 11:28
LuxoNika
თუ მანქანა პირველად ბაჟდება მაშინ გაძლევენ ერთ თვეს, თუ ქართულ ნომრებზე იყო, არ მოქმედებს ეგ წესი

Posted by: LuxoNika 16 Feb 2021, 13:06
QUOTE (wrangler7 @ 16 Feb 2021, 11:28 )
LuxoNika
თუ მანქანა პირველად ბაჟდება მაშინ გაძლევენ ერთ თვეს, თუ ქართულ ნომრებზე იყო, არ მოქმედებს ეგ წესი

ეგ არვიცოდი cry.gif თან ქალაქში გათიშულია ტექ დათვალიერების კამერებიო და ჩემთვის ჩართეს lol.gif არმაქვს მაგ ჯარიმის გადახდაზე პრეტენზია გადავიხდი, უბრალოდ ზუსტად რა დარღვევაზე დავჯარიმდი ეგ მაინტერესებდა help.gif

Posted by: fordman 16 Feb 2021, 22:10
LuxoNika
==============================================
https://www.pti.ge/ აქ ნახე აბა როდის გიწევს.
ისე რომ გადაიფორმებ მგონი ძველი ტექდათვალიერების ვადა გადმოდის.
* * *
QUOTE
ქალაქში გათიშულია ტექ დათვალიერების კამერებიო და ჩემთვის ჩართეს

არაა გათიშული.
ამ თემაში შეკითხვა არ დამისვამს და ახლა უნდა ვიკითხო- ხომ არ იცით-რამე შეცვალეს ჯარიმების საჯაროდ გამოქვეყნების წესში???
ოთხი დღის წინ დაწერილი ჯარიმებია გამოქვეყნებული smile.gif

user posted image

ჯერ 20% ფასდაკლების ვადა არ გასვლია ჯარიმას და უკვე გამოუქვეყნეს smile.gif
user posted image





LuxoNika ესაც შენი მუხლითაა- ტექდათვალიერებაზეა დაჯარიმებული

Posted by: kusia 17 Feb 2021, 18:30
გთხოვთ გამარკვიეთ ქავთარაძეზე მანქანის გადაფორმება თუ ხდება? ხვალ მჭირდება და განუბაჟებელი მანქანა რომ ვიყიდო და მე განვაბაჟო ეს თუა შესაძლებელი მანდვე?

განუბაჟებელი მანქანა ჯერ უნდა განბაჟდეს და მერე ვიყიდო თუ შემიძლია პირდაპირ ჩემს სახელზე გადმოვიფორმო და მერე განვაბაჟო?

Posted by: LuxoNika 17 Feb 2021, 18:34
QUOTE (fordman @ 16 Feb 2021, 22:10 )
LuxoNika
==============================================
https://www.pti.ge/ აქ ნახე აბა როდის გიწევს.
ისე რომ გადაიფორმებ მგონი ძველი ტექდათვალიერების ვადა გადმოდის.
* * *
QUOTE
ქალაქში გათიშულია ტექ დათვალიერების კამერებიო და ჩემთვის ჩართეს

არაა გათიშული.
ამ თემაში შეკითხვა არ დამისვამს და ახლა უნდა ვიკითხო- ხომ არ იცით-რამე შეცვალეს ჯარიმების საჯაროდ გამოქვეყნების წესში???
ოთხი დღის წინ დაწერილი ჯარიმებია გამოქვეყნებული smile.gif

user posted image

ჯერ 20% ფასდაკლების ვადა არ გასვლია ჯარიმას და უკვე გამოუქვეყნეს smile.gif
user posted image





LuxoNika ესაც შენი მუხლითაა- ტექდათვალიერებაზეა დაჯარიმებული

ხოო ახალი ათვლა არ ყოფილა დაწყებული, გადაცდენა მაქვს ტექ დათვალიერებაზე, მადლობა 2kiss.gif

Posted by: axlguns 24 Feb 2021, 12:18
რამდენიმე მანქანა რომ გაქვს შეცვლილი და გინდა ყველა ჯარიმა ნახო რაც კი დაწერილა შენზე,ეგ როგორ უნდა გაიგო??

Posted by: bigmaster 26 Feb 2021, 20:27
სალამით ლიშენიის დროს სხვისი პრავით რო ვიარო იმ სხვა პირისვე მანქანით ძაან ფრთხილად ღირს გარისკვა? ჩემი ძმის პრავით ვგევართ ერთმანეთს

Posted by: fordman 26 Feb 2021, 22:51
bigmaster
QUOTE
სალამით ლიშენიის დროს სხვისი პრავით რო ვიარო იმ სხვა პირისვე მანქანით ძაან ფრთხილად ღირს გარისკვა? ჩემი ძმის პრავით ვგევართ ერთმანეთს

1200 ლარია ჯარიმა- 500 ლარი შენ, 700 ლარი შენს ძმას. ეს იმ შემთხვევაში თუ არაფერს არ დაარღვევ.
რაც არ უნდა ფრთხილად იარო დაზღვეული მაინც არ ხარ, ბოლო-ბოლო სულ რომ არ იყოს შენი ბრალი და ვინმემ რომ გაგისვას მანქანა უკვე შარში ხარ.
ნუ ახლა უკვდავების წყალი თუ მიგაქვს ვინმესთან მაშინ ღირს გარისკვა. ისე არა IMHO

Posted by: bigmaster 27 Feb 2021, 10:02
fordman
QUOTE
რაც არ უნდა ფრთხილად იარო დაზღვეული მაინც არ ხარ, ბოლო-ბოლო სულ რომ არ იყოს შენი ბრალი და ვინმემ რომ გაგისვას მანქანა უკვე შარში ხარ.
ნუ ახლა უკვდავების წყალი თუ მიგაქვს ვინმესთან მაშინ ღირს გარისკვა. ისე არა IMHO

მაგას ვამბობ ზუსტად ჩემი ძმის პრავით რო ვიაროთქო :დ

Posted by: fordman 27 Feb 2021, 12:56
bigmaster
ხოდა მაგას გეუბნები მეც-
QUOTE
ძაან ფრთხილად
რომც იარო პატარა ავარიაც რომ მოგივიდეს, თუნდაც სხვისი ბრალი იყოს მაინც შარში ხარ. სხვისი მართვის მოწმობა აღარ გაჭრის ავარიის დროს

Posted by: bigmaster 27 Feb 2021, 13:14
fordman
QUOTE
სხვისი მართვის მოწმობა აღარ გაჭრის ავარიის დროს

ანუ ამომიცნობენ მაინც სხვა რო ვარ? ავარიას რო დავანებოთ თავი აი ძაან ფრთხილად რო იარო აბსოლიტურად წესების დაცვით ირითადად ქალაქგარეთ და ისაც იშVიათად რა უნდა მოხდეს ეგეთი უმიზეოდ გაგაჩერონ და დაჟე მიხვდნენ რო ჩემი ძMის პრავა ვაჩვენე?

Posted by: lav-100 3 Mar 2021, 12:21
ტრანზიტულ ნომერზე ვიდეო ჯარიმა მაქვს თუ არა როგორ შევამოწმო ?

Posted by: tvaradze 11 Mar 2021, 01:01
lav-100
დარეკე 112 ში ვინ კოდის ბოლო ციფრებს გკითხავს და ნომერს

Posted by: Pepper_Crowley 15 Mar 2021, 02:56
რამდენიმე კითხვა მაქვს.
10 დღეში რომ იხდიდი და შეღავათი იყო, ეგ გააუქმეს? (სმს მომივიდა არ ჩაგბარდა ჯარიმაო და გამოვაქვეყნეთო. და შეღავათზე არაფერი წერია, არ გასულა ჯერ 10 დღე)
უკონტაქტო პატრული რა ფენომენია? ანუ, ჩვეულებრივი ტიპები არიან ვიდეო რეგისტრატორით, თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოძრაობენ ჩვეულებრივი მანქანებით? (თუ ჩვეულებრივი ტიპები მოძრაობენ, სად შეიძლება ვნახო ნორმატიული აქტი, რომელიც მათ ქმედებებს ეხება? ვიღაც ნაგლად იყო ჩასაფრებული და გამამწარა, რეგისტრატორი მეც მაქვს და იქნებ დარღვევით იდგა, ,,აბაროტი" უნდა ავუღო biggrin.gif)

Posted by: fordman 15 Mar 2021, 07:53

Pepper_Crowley

QUOTE
10 დღეში რომ იხდიდი და შეღავათი იყო, ეგ გააუქმეს? (სმს მომივიდა არ ჩაგბარდა ჯარიმაო და გამოვაქვეყნეთო. და შეღავათზე არაფერი წერია, არ გასულა ჯერ 10 დღე)

ვიდეოჯარიმებზე არაა ეგ შეღავათი

QUOTE
უკონტაქტო პატრული რა ფენომენია? ანუ, ჩვეულებრივი ტიპები არიან ვიდეო რეგისტრატორით, თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოძრაობენ ჩვეულებრივი მანქანებით? (

საპატრულოა ჩვეულებრივი მანქანებით. უფრო ხშირად გადაღებილი შკოდებით.

Posted by: Pepper_Crowley 15 Mar 2021, 19:56
fordman
მადლობა.


Posted by: g.o.o.n.e.r 21 Mar 2021, 13:36
QUOTE (fordman @ 15 Mar 2021, 07:53 )
Pepper_Crowley

QUOTE
10 დღეში რომ იხდიდი და შეღავათი იყო, ეგ გააუქმეს? (სმს მომივიდა არ ჩაგბარდა ჯარიმაო და გამოვაქვეყნეთო. და შეღავათზე არაფერი წერია, არ გასულა ჯერ 10 დღე)

ვიდეოჯარიმებზე არაა ეგ შეღავათი

არის.

1 კვირის წინ დამაჯარიმეს სიჩქარის გადაჭარბებაზე და 40 ლარი გადავიხადე 50-ის ნაცვლად

Posted by: wrangler7 21 Mar 2021, 16:27
ვიდეო ჯარიმებზეა ზუსტად შეღავათი, თორემ პატრული რო წერს პირადად, მაშინ არა no.gif

Posted by: Мiami 22 Mar 2021, 16:38
ალბათ იყო ეს კითხვაც. ხო არ იცით მანქანების ნომრების შეცვლა ონლაინ როგორ შეიძლება? ანუ რუსთავში რო არ წავიდეს ადამიანი და ქავთარაძეზე აიღოს.?

Posted by: fordman 22 Mar 2021, 18:27
g.o.o.n.e.r
wrangler7
QUOTE
იდეო ჯარიმებზეა ზუსტად შეღავათი, თორემ პატრული რო წერს პირადად, მაშინ არა

მართალია. ამერია რაღაც old.gif

Posted by: ilo9891 30 Mar 2021, 13:35
ხო არ იცით გადაცილებულ ვიდეო ჯარიმაზე მაქსიმუმ რა სანქციები შეუძლიათ დამაკისრონ? ყადაღას ადებენ?

Posted by: fordman 31 Mar 2021, 00:21
ilo9891
QUOTE
ყადაღას ადებენ?

მანქანიდან ჩამოგსვავენ და საჯარიმოზე წაიღებენ.
მართვის მოწმობასაც შეგიჩერებენ
ანგარიშების დაყადაღებაც შეიძლება.
ჯარიმას გააჩნია.

Posted by: vito37 31 Mar 2021, 22:03
გამარჯობა. ავარია მომივიდა ,ჩემი ბრალი არ იყო. მოვრიგდით თანხაზე სიტყვიერად. რა გარანტიები მაქვს რომ არ გამიჯანჯლონ ან არ გადამაგდონ? მადლობა

Posted by: fordman 31 Mar 2021, 23:18
vito37
QUOTE
მოვრიგდით თანხაზე სიტყვიერად

QUOTE
რა გარანტიები მაქვს რომ არ გამიჯანჯლონ ან არ გადამაგდონ?

ავარია ოფიციალურად თუ არ არის გაფორმებულიარანაირი.
ის კი არა გაფორმებულზეც არაა გარანტია რომ არ გააჯანჯლებენ,

Posted by: *(^_-)* 11 Apr 2021, 20:41
ძველებურ ნომრებზე AAA-111 ჯარიმებია ? და თუ არის რა ჯარიმა ?

Posted by: wrangler7 12 Apr 2021, 18:30
*(^_-)*
250 ლარია ჯარიმა smile.gif



Posted by: ჯუღაშვილი 27 Apr 2021, 11:25
პირბადის ჯარიმა როგორ უნდა გადავიხადო

აუცილებლად ბანკიდან?


Posted by: =ლაშა= 28 Apr 2021, 22:25
შუქნიშნის ჯარიმა მომივიდა... ვფიქრობ სულ უსამართლოდ ..რადგან მწვანე აციმციმდა სანამ ყვითელზე გადავიდოდა გავიარე მწვანეზე... აზრი აქ სადმე შედავებას?

ფოტოს გადაღების პროცესში როგორც ჩანს უკვე წითელი იყო და ვერ ვიგებ ..მე ხო მწვანეზე გამოვედი არააააააა facepalm.gif

Posted by: fordman 29 Apr 2021, 23:01
=ლაშა=
დარწმუნებული ხარ რომ შუქნიშნის ჯარიმაა? ვიდეო უნდა იყოს შუქნიშანზე, მუხლი დაწერე აბა.

Posted by: =ლაშა= 29 Apr 2021, 23:30
fordman
125-7-0



7 - მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ
ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული
(„დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად
აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა
აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“)
ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების,
გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის
გავლის წესების დარღვევა, გავლის
უპირატესობის მქონე სატრანსპორტო
საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა

Posted by: fordman 29 Apr 2021, 23:51
=ლაშა=
QUOTE
ყვითელზე გადავიდოდა გავიარე მწვანეზე... აზრი აქ სადმე შედავებას?

საქალაქო სასამართლოში პირდაპირ. შესასვლელშივე იკითხე და დაგეხმარებიან . საპატრულოში არც მიხვიდ დროს დაგაკარგინებენ ტყუილად. უფლება გაქვს რომ პირდაპირ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრო.
სურათზე თუ არ ჩანს რომ შუქნიშანზე ყვითელი ან წითელი ანთია სასამართლო ჯარიმას მოგიხსნის 100%
პ.ს. გასაჩივრება უფასოა
პ.ს.ს. წითელზე (ყვითელზე) გავლაზე მომხრე ვარ რომ ჯარიმა 50 კი არა, 5000 იყოს თავის მართვის მოწმობის შეჩერებიანად მაგრამ საკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში. შენ რა სურათიც დადე მანდ შუქნიშანი საერთოდ არის თუ არა არ ჩანს.

Posted by: =ლაშა= 30 Apr 2021, 08:36
fordman
წითელზე არც გამივლია და რატო უნდა გავიარო შეგნებულად...რა უაზრობა..

ვიდეოც დევს ჯარიმაში მარა არ ირთვება ერროი აქ ფაილს..


40ლ გამო ვერ წავალ სასამართლოებში..მეგონა რამე ადვილი ხერხი არსებობდა რო გამესაჩივრა..


Posted by: fordman 30 Apr 2021, 23:23
=ლაშა=
QUOTE
40ლ გამო ვერ წავალ სასამართლოებში..მეგონა რამე ადვილი ხერხი არსებობდა რო გამესაჩივრა..

გასაჩივრებისთვის სასამართლოზე ადვილი ხერხი არ არსებობს. მე იმდენად არ მიყვარს რომ ტყუილად მაჯარიმებენ რომ 10 ლარიც გამისაჩივრებია და მომიგია, თუმცა აქეთ-იქეთ სირბილში ბენზინი დავწვი გაცილებით მეტი თანხის და იგივეს გავიმეორებ ტყუილად თუ დავჯარიმდები.

QUOTE
ვიდეოც დევს ჯარიმაში მარა არ ირთვება ერროი აქ ფაილს..

სხვა ბრაუზერით სცადე აბა

Posted by: =ლაშა= 30 Apr 2021, 23:54
fordman
ვცადე.. არ გახსნა..


ამ ერთხელ ვაპატიებ და სხვა დროს ტუ 40ლ აცდება მერე გავასაჩივრებ

Posted by: vatman 2 May 2021, 23:14
დღეს დამაჯარიმეს შუქნიშანზე, მრავლისმთქმელი მუხლით 125-7-0. სტანისკავკის ქუჩიდან, მანეჟიდან შევუხვიე წერეთელზე. მან რამე მოხვევა აკრძალეს, ან მე რამე გამომეპარა ....
აშკარად მწვანეზე გავიარე
ერთადერთი მაფიქრებს, უწყვეტი ხაზი ხომ არ გადავკვეთე, ზემოთ საცხობთან მანქანა კი იდგა და გვერდი ავუარე, მაგრამ ვიდეოზე ეს არ ჩანს
user posted image

user posted image

Posted by: donkosta 4 May 2021, 01:19
ნასამობაზე ჩამორთმულ მარვის მოწმობაზე 3 თვეში გადაბარება ააღარაა?

ჯარიმაზე შეცვლა რამდენია?

Posted by: n-i-c-k 4 May 2021, 21:20
vatman
მანდ ხშირად მომიხვევია, რამე ნიშანი დაკიდეს ეხლა ?

Posted by: vatman 4 May 2021, 22:20
n-i-c-k
QUOTE
მანდ ხშირად მომიხვევია, რამე ნიშანი დაკიდეს ეხლა ?

მეც ეგ მაინტერესებს
მე მაინტერესებს რა დავაშავე, რო ჯარიმა გამოწერეს biggrin.gif
ერთადერთი რაც მომდის აზრად, ან შეხვევა აკრძალეს ან უწყვეტი ხაზი გადავკვეთე, მარა ეს ამ კამერაზე ვერანირად ვერ გამოჩნდებოდა

Posted by: koba1980 4 May 2021, 23:17
125-1-0 რა ჯარიმაა?
(ივ.ჯავახიშვილის ქ. ქვედა გლდანულას გადასახვევი 8 კმ.)( რუსთავი)

პოლის გე ზე ძველ ჯარიმებს მიჩვენებს მარტო,ახალს არ აგდებს.
არადა სმს ახლა ვნახე,მაგ მხარეს კი ვიყავი რეალურად მაგრამ რა იყო მანდ დასაჯარიმებელი ვერ ვხდები.

50 ლარი დადეო დროულად იწერებიან. gigi.gif

Posted by: wrangler7 5 May 2021, 08:41
koba1980
სიჩქარის გადაჭარბებაა ეგ მუხლი მგონი

Posted by: koba1980 5 May 2021, 11:59
QUOTE (wrangler7 @ 5 May 2021, 08:41 )
koba1980
სიჩქარის გადაჭარბებაა ეგ მუხლი მგონი

კი მაგრამ, ვიდეო ან ფოტო არ უნდა არსებობდეს? ასე ზეპირად დაჯარიმება მოდის საერთოდ?

Posted by: n-i-c-k 5 May 2021, 13:47
საჯარო ჯარიმებს ვათვალიერებდი , რამდენი კამერაა ჩართული sad.gif

მ.კოსტავას და მიროტაძის ქუჩების კვეთა
user posted image


აქ კი სტანოკია smile.gif ძალინ ბევრი კვეთავს მანდ ... რიგებიც კი დგას ...
ქ. თბილისი ალ.ყაზბეგისა და პეკინის გამზ. კვეთა
user posted image

Posted by: wrangler7 5 May 2021, 22:37
koba1980
ვიდეო არ ვიცი მაგრამ ფოტო უნდა იყოს, თავის მუხლით, ადგილი და დრო
მანქანის მონაცემებს რო წერ არაფერს აგდებს?

Posted by: koba1980 6 May 2021, 00:29
QUOTE (wrangler7 @ 5 May 2021, 22:37 )
koba1980
ვიდეო არ ვიცი მაგრამ ფოტო უნდა იყოს, თავის მუხლით, ადგილი და დრო
მანქანის მონაცემებს რო წერ არაფერს აგდებს?

კი როგორ არ მიგდებს,ოღონდ ძველ ჯარიმებს თავისივე მისამართები უწერია გვერდზე და ფოტოც იქვე აქვს.

ახალი კი არ ჩანს არსად, მარტო სმს მომივიდა და მორჩა.

სმს ემთხვევა იმ დღეს და იმ საათს სადაც მოხდა ჩემი მოძრაობა იმავე მისამართზე მაგრამ პოლის.გე ზე არ მიჩვენებს.

ეხლა სმს დავუჯერო თუ პოლიც.გე ს ეგ ვერ გადამიწყვეტია. smile.gif

Posted by: vatman 6 May 2021, 16:40
ჩემს ზედა პოსტში აღწერილ ჯარიმაზე დავრეკე საპატრულოში.
https://forum.ge/?showtopic=35146314&view=findpost&p=57858684

ოპერატორმა ჩემთან ერთად ნახა ვიდეო ჯარიმა და რადგანაც თვითონაც ვერ მიხვდა რატომ კამერამ გადაწყვიტა ჯარიმის დაფიქსირება, ჩაინიშნეს ნომერი და შემდეგ ვაიბერით დამირეკეს ვიდეოზარით . პირადობის წარმოდგენის შემდეგ, ონლაინ შეავსეს განცხადება ჯარიმის გასაჩივრებაზე დანარჩენი კი უკვე როგორც უკვე ხდება საჩივრის დაწერის შემთხვევაში. პასუხი იქნება 30 დღის განმავლობაში. როგორ დამთავრდება აქ დავწერ მერე


Posted by: fordman 6 May 2021, 22:03
koba1980
QUOTE
125-1-0 რა ჯარიმაა?
(ივ.ჯავახიშვილის ქ. ქვედა გლდანულას გადასახვევი 8 კმ.)( რუსთავი)
koba1980

QUOTE
კი მაგრამ, ვიდეო ან ფოტო არ უნდა არსებობდეს? ასე ზეპირად დაჯარიმება მოდის საერთოდ?

სიჩქარის გადაჭარბებაა და დადებენ აუცილებლად ვიდეოს, სადაც ეწერება დაშვებული სიჩქარეც და რამდენით მოძრაობდი ისაც.

vatman
QUOTE
ოპერატორმა ჩემთან ერთად ნახა ვიდეო ჯარიმა და რადგანაც თვითონაც ვერ მიხვდა რატომ კამერამ გადაწყვიტა ჯარიმის დაფიქსირება, ჩაინიშნეს ნომერი და შემდეგ ვაიბერით დამირეკეს ვიდეოზარით . პირადობის წარმოდგენის შემდეგ, ონლაინ შეავსეს განცხადება ჯარიმის გასაჩივრებაზე დანარჩენი კი უკვე როგორც უკვე ხდება საჩივრის დაწერის შემთხვევაში. პასუხი იქნება 30 დღის განმავლობაში. როგორ დამთავრდება აქ დავწერ მერე

მოგიხსნიან მაღალი ალბათობით. მანდ დასაჯარიმებელი არაფერი არ ჩანს და ეტყობა გაჭედა კამერამ,

Posted by: BigGoga 7 May 2021, 09:27
სალამი,

ვიდეო ჯარიმაზე კონსულტაცია მინდა. სიჩქარის გადაჭარბებაზე მომივიდა ჯარიმა. ორი სურათია წარმოდგენილი სადაც დატანილია დისტანცია(1 კამერა მე-15-ე კილომეტრზეაო და მეორე მე-20-ე), გადაღების ზუსტი დრო და შესაბამისად გამოთვლილი საშუალო სიჩქარე. სიჩქარე წერია 79.9 კმ/ს მონაკვეთზე სადაც 60 არის შეზღუდვა.

დავითვალე მარტივი ფორმულით და ამ დისტანციის ამ დროში გავლისას სიჩქარე დაახლოებით 70 კმ/სთ გამოდის და არა 79.9.

რა მაინტერესებს:
1. რამე განსაკუთრებული ფორმულა ხომ არ აქვთ სიჩქარის გამოთვლის? აჩქარების გათვალისწინებით ან რამე სხვა? იდეაში მარტივი ფიზიკაა და არ უნდა ქონდეთ მაგრამ მაინც.
2. გქონიათ ასეთი შემთხვევა, აზრი აქვს გასაჩივრებას? თუ დროს დავკარგავ ტყვილა?
3. სად და როგორ უნდა გასაჩივრდეს?
4. ახლა მაქვს საშეღავათო პერიოდი (-20%), გასაჩივრების შედეგი მანამ მოვა ეს 10 დღე რომ გავა როგორც ვხვდები უკვე სრული თანხა იქნება დასაფარი. თუ ყოვნდება ვადა?

საინტერესოა რომ "Speeding" პირველ სურათზეც წერია. თუ გამოთვლით საზღვრავენ, პირველმა რა იცის ჯერ რა სიჩქარით მოვდივარ.

მადლობა!

Posted by: fordman 8 May 2021, 19:27
BigGoga

QUOTE
დავითვალე მარტივი ფორმულით

QUOTE
1. რამე განსაკუთრებული ფორმულა ხომ არ აქვთ სიჩქარის გამოთვლის? აჩქარების გათვალისწინებით ან რამე სხვა? იდეაში მარტივი ფიზიკაა და არ უნდა ქონდეთ მაგრამ მაინც.

no.gif no.gif no.gif
ეგრე ადვილად არაა საქმე.
ფორმულაში მანძილი რა ჩაწერე? მე-15 და მე-20 კილომეტრზე დამონტაჟებულ კამერებს შორის მინიმუმ შეიძლება ოთხი კილომეტრი იყოს და მაქსიმუმ ექვსი. გააჩნია კამერები როგორ აყენია.
გადაღების დროები თუ სწორად გავარჩიე და სხვაობა 4 წუთი და 16 წამია გამოდის რომ შენი სიჩქარე შეიძლება ყოფილიყო მიახლოებით 56კმ/სთ-ს და 84 კმ/სთ-ს შორის.
მანდ ზუსტი მანძილი იციან და იმის მიხედვით ანგარიშობენ. თუ გიწევს მანდ გავლა და კამერებს შორის მანძილს მიახლოებით მაინც გაზომავ მაშინ გაასაჩივრე.
თუ არა და არ ღირს. შეღავათს ნუ დაკარგავ.

მე ვთვლი რომ უპერსპექტივოა ამის გასაჩივრება მაგრამ თუ მაინც დააპირებ დაგიწერ სად უნდა მიხვიდე.

Posted by: robin 8 May 2021, 22:45
მანქანა გავყიდე ჩემი პირადი ნომრით და მანქანის სახელმწიფო ნომრით
შემიძლია თუ არა რომელიმე საიტიდან გვიგო ჩემ სახელზე თუ არა მანქანა ისევ
(ტექპქსპორტის ნომერი არ მაქვს, აღარ მახსოვს)

Posted by: fordman 8 May 2021, 23:05
robin

QUOTE
მანქანა გავყიდე ჩემი პირადი ნომრით და მანქანის სახელმწიფო ნომრით
შემიძლია თუ არა რომელიმე საიტიდან გვიგო ჩემ სახელზე თუ არა მანქანა ისევ
(ტექპქსპორტის ნომერი არ მაქვს, აღარ მახსოვს)


https://www.sa.gov.ge/ ვებგვერდზე დარეგისტრირდი და ნახავ ყველა მანქანას რაც გაფორმებული გყოლია. ახლა რომელიცაა შენზე მწვანე კანტი აქვს თავზე, გადაფორმებულებს რუხი.
ტექპასპორტის ნომერი არ ჭირდება

Posted by: BigGoga 8 May 2021, 23:20
fordman მადლობა პასუხისთვის. ზუსტად მაგაზე ვეჭვობდი რაც დაწერე. თუ დისტანცია კამერებს შორის ასეთი ზუსტი არ არის როგორც ფოტოზეა დაფიქსირებული, მაშინ სიჩქარე ნამდვილად მეტი შეიძლება ყოფილიყო.

Posted by: fordman 8 May 2021, 23:36
BigGoga
ზუსტი დისტანცია საპატრულოს ეცოდინება. ჯარიმის სურათებზე დისტანცია არსად არ წერია. და მასე ვერც გამოთვლი. გზის მეთხუთმეტე კილომეტრზეა ერთი და მეოცეზე მეორე. მეთხუთმეტე კილომეტრი ნიშნავს რომ კამერა თხუთმეტი კილომეტრის აღმნიშვნელი ბოძიდან 16 კილომეტრის აღმნიშვნელ ბოძამდე ნებისმიერ ადგილას შეიძლება იდგეს. თუ პირველი კამერა მეთხუთმეტე კილომეტრის დასაწყისშია და მეორე კამერა მეოცე კილომეტრის ბოლოში მათ შორის მანძილი 6 კმ იქნება. თუ პირიქით-მაშინ 4 კმ

Posted by: robin 9 May 2021, 00:26
QUOTE

fordman

მადლობა .........................

Posted by: melo098 11 May 2021, 23:00
ნაცნობის ვიდეო ჯარიმებს ვამოწმებდი და დაჯარიმებულია 125-8-0-ით, თანხაში - უწერია და სტატუსი გადახდილია. რა მუხლია? ვერ მოვძებნე, 8 გამოტოვებულია საერთოდ 125-ში. რომ ვკითხო არ მეტყვის biggrin.gif

ვიპოვე ახლა 8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
ეს მუხლია მაგრამ თანხაში - რატომ უწერია?

Posted by: mirakl 12 May 2021, 00:35
125-0-2 მუხლი რისი ჯარიმას, ხომ არ იცით, მნამდვილაფ ვერ მივხვდი რა დავარღვიე, 100 ლარიანი ჯარიმა მომივიდა რობაქიძის გამზ 7, ერთადერთი იმას ვფიქრობ ბასლაინზე ხომ არ გადავედი-მეთქი, (დიდუბისკენ მივდიოდი და სანაპიროზე უნდა ჩავსულიყავი და მარჯვნივ გადავედი) თუმცა ბასლაინი სადმე დავინახე ტყუილს გეტყვით, კვირას რომ წვიმდა ის დღე იყო და თუ ბასლაინი იყო არც არაფერი ჩანდა. თუ ვინმემ იცით ეს რა მუხლია, იქნებ დამიპოსტოთ...

Posted by: fordman 12 May 2021, 23:19
mirakl
QUOTE
125-0-2 მუხლი რისი ჯარიმას, ხომ არ იცით, მნამდვილაფ ვერ მივხვდი რა დავარღვიე, 100 ლარიანი ჯარიმა მომივიდა რობაქიძის გამზ 7, ერთადერთი იმას ვფიქრობ ბასლაინზე ხომ არ გადავედი-მეთქი,

სურათი არ დევს საიტზე? 100 ლარი კია ჯარიმა ბასლაინზე სიარულისთვის მაგარმ მგონი მუხლია სხვა.

Posted by: =ლაშა= 17 May 2021, 17:22
BigGoga
თუ სისტემატიურად დადიხარ მაგ გზაზე ჯობია დაინიშნო დრო,,

მე მაგ: კვირაშ 3 ჯერ მიწევს მსგავს გზაზე სიარული და პირველად დამიწერა ჯარიმა და ერთი კამერიდან მეორე კამერამდე გავიარე 11წთ-ში,,,ეს ჯარიმით.. ეხლა როცა მივდივარ დროს ვინიშნავ და 13-15წთ გავდივარ მაგ მონაკვეთს და აღარ მომსვლია ჯარიმა..ნუ სიჩარეს არც ვაჭარბებ მარა დაუსახლებელი პუნქტია და საერთოთ მოძრაობა არაა და ეგეთ დროს 100-120 ისე მიდიხარ ვერც ხვდები,,ანუ სპეციალურად დააყენეს კამერები ეტყობა ,აბა დასახლება მანდ არაა და რავი

Posted by: ikaalada 18 May 2021, 13:41
გამარჯობა, ვინც დაინტერესდებით გთავაზობთ თქვენი ავტომობილის დაზღვევას კარგი პირობებით და დიდი ფასდაკლებით,დამირეკეთ 577332317

Posted by: juventusa 20 May 2021, 23:29
გამარჯობა მეთორმეტე ოთახი რო იყო ისევ გულუაზეა ორთაჭალაში თუ მერვე პოლკში სამინისტროში გადაიტანეს?

Posted by: vatman 23 May 2021, 00:27
juventusa
სამინისტროს შენობაშია, მე-8 პოლკთან

Posted by: Tobuldar 24 May 2021, 14:47
...........................................

Posted by: DORO 28 May 2021, 19:09
სასკ 125-8-0 ---- ეს რა მუხლია ?

უკონტაქტომ გამომიგზავნა დღეს .

10 ლარია მაგრამ მაინტერსებს რა დარღვევა იყო biggrin.gif


Posted by: wrangler7 28 May 2021, 22:02
DORO
გაჩერების იქნება, მგზავრიც რო ჩამოსვა, თუ ამოგიდგა უკან, ეგრევე წერენ თესლები

Posted by: -V- 17 Jun 2021, 11:09
მამქანის ყიდვას ვაპორებ და სხვის სახელზე რო იყოს ჯარიმის შემთხვევაში რა ხდება , მარტო იმის სახელზე დაწერენ ჯარიმას თუ მეც დამიწერენ და იმასაც, კიდე ქულები თუ დააკლდება იმას ვეზეც გაფორმებულია.

Posted by: fordman 19 Jun 2021, 00:59
-V-
QUOTE
მამქანის ყიდვას ვაპორებ და სხვის სახელზე რო იყოს ჯარიმის შემთხვევაში რა ხდება , მარტო იმის სახელზე დაწერენ ჯარიმას თუ მეც დამიწერენ და იმასაც, კიდე ქულები თუ დააკლდება იმას ვეზეც გაფორმებულია.

ვიდეოჯარიმა მფლობელზე დაიწერება. ქულები მგონი ვიდეოჯარიმებზე ჯერ არ აკლდება (თუმცა დარწმუნებული არ ვარ, სიჩქარის გადაჭარბებაზე მგონი აპირებდნენ ქულების შემოღებას ვიდეოჯარიმებზე)
თუმცა თუ არ გადაიხდის მფლობელი და აღსრულებას გადაეცემა საქმე მანქანიდან შენ ჩამოგსვავენ და საჯარიმოდან გამოსაყვანად მფლობელის ძებნა მოგიწევს.
ასე რომ გადაიფორმო ჯობია

Posted by: MANAXH 24 Jun 2021, 21:46
-V-
გადაიფორმე და ისე იარე მშვიდად, წარმატებები .

Posted by: voodoo4 7 Jul 2021, 13:45
ტექდათვალიერების ჯარიმა განმეორებით რამდენ ხანში იწერება?

Posted by: wrangler7 7 Jul 2021, 21:35
voodoo4
30 დღეში ერთხელ წერს, ოღონდ რო დაგაჯარიმებს, 10 დღიანი შეღავათით არ უნდა ისარგებლო

Posted by: zuka108 8 Jul 2021, 18:33
მინების დაბურვაზე რამდენია ჯარიმა დამდენი ქულა აკლდება?

Posted by: n-i-c-k 8 Jul 2021, 22:55
CODE
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვერ მოიძებნა. გთხოვთ, შეიყვანეთ უსაფრთხოების კოდი და სცადეთ განმეორებით.


იდიოტიზმი !! თუ ვერ მოიძებნა თავიდან რამდენჯერ უნდა შევიყვანო biggrin.gif
დაწერე ან კოდი არასწორია , ან ჯარიმები არ არსებობს/ არ იძებნება !

P.S. კოდის სწორად შეყვანის დროს წერს ამ სისულელეს sad.gif

Posted by: guga050 12 Jul 2021, 13:58
მინები რამდენი პროცენტით უნდა იყოს დაბურული ? წინა და უკანა ?

zuka108

50 ლარი როგორც ვიცი და ქულები არვიცი.

Posted by: გიორგი XII 18 Jul 2021, 15:26
ჯარიმა როდის მოდის იმ დღესვე თუ შეიძლება მეორე დღეს მოვიდეს?

Posted by: Reference Frame 19 Jul 2021, 22:16
ჩამორთმეული როცა გაქვს მართვის მოწმობა და მაინც ზიხარ მანქანაზე რამდენია ჯარიმა???

Posted by: turist 24 Jul 2021, 13:46
მინების ჩაბურვას სად აკეთებენ კარგად ?

Posted by: guga050 24 Jul 2021, 15:13
კითხვები კი არის მაგრამ პასუხები არარის biggrin.gif

Posted by: vatman 26 Jul 2021, 00:02
QUOTE (vatman @ 6 May 2021, 16:40 )
ჩემს ზედა პოსტში აღწერილ ჯარიმაზე დავრეკე საპატრულოში.
https://forum.ge/?showtopic=35146314&view=findpost&p=57858684

ოპერატორმა ჩემთან ერთად ნახა ვიდეო ჯარიმა და რადგანაც თვითონაც ვერ მიხვდა რატომ კამერამ გადაწყვიტა ჯარიმის დაფიქსირება, ჩაინიშნეს ნომერი და შემდეგ ვაიბერით დამირეკეს ვიდეოზარით . პირადობის წარმოდგენის შემდეგ, ონლაინ შეავსეს განცხადება ჯარიმის გასაჩივრებაზე დანარჩენი კი უკვე როგორც უკვე ხდება საჩივრის დაწერის შემთხვევაში. პასუხი იქნება 30 დღის განმავლობაში. როგორ დამთავრდება აქ დავწერ მერე

დაგვიანებით, მარა პასუხს დავწერ ჩემს შემთხვევაზე. დაახლეობით 20 დღეში მომივიდა პასუხი და ჯარიმა გამიუქმეს. სულ მავიწყდებოდა აქ დაწერა smile.gif

Posted by: n-i-c-k 27 Jul 2021, 10:49
QUOTE
დაგვიანებით, მარა პასუხს დავწერ ჩემს შემთხვევაზე. დაახლეობით 20 დღეში მომივიდა პასუხი და ჯარიმა გამიუქმეს


სულ მაინტერესებდა მანდ რატომ დაჯარიმდი ... ანუ ოპერატორი ცუდ ფეხზე ადგა მაგ დღეს ???

წესით გაუქმებასთან ერთად დროის კარგვის და ნერვების მოშლის გამო კომპენსაციას უნდა იხდიდეს საპატრულო პოლიცია smile.gif

Posted by: vatman 27 Jul 2021, 14:20
n-i-c-k
QUOTE
სულ მაინტერესებდა მანდ რატომ დაჯარიმდი ... ანუ ოპერატორი ცუდ ფეხზე ადგა მაგ დღეს ???

მე მგონი მანდ კამერა ავტომატურ რეჟიმში მუშაობს. სავარაუდოდ კამერამ აღიქვა, ვითომ რო წერეთელზე გამოფენიდან კოკაკოლისკენ გავიარე წითელზე. ეს საპატრულოში რო დავრეკე მანდაც გაუკვირდათ biggrin.gif

Posted by: fordman 29 Jul 2021, 19:28
guga050
QUOTE
მინები რამდენი პროცენტით უნდა იყოს დაბურული ? წინა და უკანა ?

შეიძლება 40 წინა და 75 უკანა

Reference Frame
QUOTE
ჩამორთმეული როცა გაქვს მართვის მოწმობა და მაინც ზიხარ მანქანაზე რამდენია ჯარიმა???

პირველ შემთხვევაზე 700 ლარი და +1 წელის დამატება შეჩერებაზე

Posted by: guga050 12 Aug 2021, 00:36

fordman

მადლობა <3 <3 <3

Posted by: dzvelo 12 Aug 2021, 00:41
QUOTE
ჩამორთმეული როცა გაქვს მართვის მოწმობა და მაინც ზიხარ მანქანაზე რამდენია ჯარიმა???

500 ლარი

Posted by: fordman 13 Aug 2021, 21:54
guga050
შემეშალა dzvelo-ს დაწერილია სწორი. 500 ლარია.

Posted by: Midnight_Commander 21 Aug 2021, 16:57
გამარჯობა...

ვიდეო ჯარიმა მომივიდა 118-ს მეორე მუხლი, რაც გულისხმობს ტელეფონზე საუბარს...საიტზე რომ შევამოწმე მხოლოდ ეს პოტო დევს სადაც არაფერი ჩანს, არადა მართლა არ გამომიყენებია ტელეფონი - მანქანას ბლუთუზი აქვს და რატომ უნდა მიმედო ყურზე აზრზე არ ვარ...

სად შეიძლება დავრეკო/გავასაჩივრო მეტი მტკიცებულება მოვითხოვო????

user posted image

Posted by: fordman 22 Aug 2021, 22:12
Midnight_Commander

https://forum.ge/?showtopic=35146314&view=findpost&p=57871720 vatmanს ჰქონდა მსგავსი შემთხვევა და გაარკვია. - შეეკითხე პმ-ში და გასწავლის სად დარეკო.

Posted by: n-i-c-k 23 Aug 2021, 08:36
QUOTE
სასკ 125-8-0 ---- ეს რა მუხლია ?

უკონტაქტომ გამომიგზავნა დღეს


ალბათ გაჩერების .. ჩამოუვლის ხოლმე უკონტაქტო ხოლმე ,
არადა ამას მაგალითად სტოპი არ უნთებს და თვითონვეა დასაჯარიმებელი არაზოლში პარკირებისთვისაც smile.gif

user posted image

user posted image

Posted by: Midnight_Commander 24 Aug 2021, 01:49
QUOTE (fordman @ 22 Aug 2021, 22:12 )
Midnight_Commander

https://forum.ge/?showtopic=35146314&view=findpost&p=57871720 vatmanს ჰქონდა მსგავსი შემთხვევა და გაარკვია. - შეეკითხე პმ-ში და გასწავლის სად დარეკო.

მადლობა...

ესეიგი არვარ მარტო მე მსხვერპლი და პრქტიკა აქვთ ახალი ბიუჯეტის შევსებისთვის :@

Posted by: guga050 24 Aug 2021, 09:59
Midnight_Commander

თუ არ დაგეზარება დაწერე რა მერე როგორ მოაგვარე jump.gif

Posted by: Midnight_Commander 24 Aug 2021, 13:46
guga050
ტექ-დათვალიერების ვადა გასვლია პიპიას ერთი თვის წინ და მაგის ჯარიმა ყოფილა ეს 118 მეორე ნაწილი smile.gif)

მადლობა პატრულს 50 ლარად შეხსენებისთვის!
უფასოდ ან ცოტა "იაფად" შეხსენება მთლად უკეთესი იქნებოდა biggrin.gif

Posted by: fordman 24 Aug 2021, 18:39
Midnight_Commander

QUOTE
ტექ-დათვალიერების ვადა გასვლია პიპიას ერთი თვის წინ და მაგის ჯარიმა ყოფილა ეს 118 მეორე ნაწილი )


ეგ მეც ვიფიქრე და ნომრით შევამოწმებ-თქო და შემშლია, facepalm.gif NI 505 KA შემომოწმებია .იანვრამდე აქვს ამას. smile.gif

Posted by: n-i-c-k 25 Aug 2021, 23:35
ჩემს მეგობარსაც მოუვიდა დღეს ტექდათვალიერების ჯარიმა , არადა თვეზე მეტი ხნის წინ გაუვიდა , აქამდე როგორ არ დააჯარიმეს ? სავარაუდოთ გამორთული ჰქონდათ ეგ ფუნქცია კამერებს

Posted by: GMotoR 26 Aug 2021, 16:25
125.7.3 რატო წერს 200 ლარიანს მსუბუქ ავტომობილზე? ხომ არ იცით ვინმემ? ღერძულას გადაკვეთა 50 ლარი არ არის? განმეორებით 1 წლის განმავლობაში 100 და ეს 200 მარტო იმ შემთხვევაში წერია თუ მარშუტკით ან ავტობუსით მგზავრები გადაგყავს თუ არასწორად წავიკითხე?

Posted by: fordman 26 Aug 2021, 22:51
GMotoR
QUOTE
ღერძულას გადაკვეთა 50 ლარი არ არის?

გადაკვეთა 7.1-ია და 50 ლარია.
გადაკვეთა და სიარული 7.3-ია და 200 ლარი. ცოტაა მე რომ მკითხო. შეჩერებაც უნდა მოყვებოდეს.




Posted by: keen 1 Sep 2021, 13:49
თუ ტექდათვალიერებას დროულად არ გაივლი, რა პერიოდულობით იწერება ჯარიმები, ვინმემ თუ იცის? rolleyes.gif

Posted by: Midnight_Commander 1 Sep 2021, 13:53
keen
ვადა რომ გაუვიდა იმის შემდეგ 1 თვეში დამაჯარიმა კამერამ პირველად;
ამის შემდეგ კიდევ 1 კვირა იარა მანქანამ თბილისშიც და კურორტებზეც მაგრამ აღარ მოსულა ჯარიმა; ბოლობოლო გავატარე საბოლოოდ smile.gif

Posted by: keen 1 Sep 2021, 13:59
QUOTE (Midnight_Commander @ 1 Sep 2021, 13:53 )
keen
ვადა რომ გაუვიდა იმის შემდეგ 1 თვეში დამაჯარიმა კამერამ პირველად;
ამის შემდეგ კიდევ 1 კვირა იარა მანქანამ თბილისშიც და კურორტებზეც მაგრამ აღარ მოსულა ჯარიმა; ბოლობოლო გავატარე საბოლოოდ smile.gif

გასაგებია, მადლობა smile.gif თუმცა, ახლობელი 1 დღით ვადაგადაცილებისას დააჯარიმა კამერამ... და ვერ ვნახე, სად წერია, რა პერიოდულობით ჯარიმდები, სანამ ტექდათვალიერებას გაივლი - ყოველ დღე თუ თვეში ერთხელ? user.gif

Posted by: grigoli1987 1 Sep 2021, 16:45
user posted image

რაზე დამაჯარიმეს ვერ მივხვდი. წითელი არ იყო. "პავაროტნიკი" ჩართული მქონდა. ეგრევე რო არ მოვუხვიე მაგაზე ვითომ?

Posted by: n-i-c-k 1 Sep 2021, 17:37
grigoli1987
800 იან ნომერზეა შენი მანქანა ? ღვედი სადაა ?

Posted by: grigoli1987 1 Sep 2021, 18:34

QUOTE
800 იან ნომერზეა შენი მანქანა ?


კი ჩემია.

მე მეკეთა ღვედი უეჭველი. გვერძე მჯომს გამოდის არა. ანუ მაგიტო მომივიდა 40 ლარიანი ჯარიმა?

Posted by: g.o.o.n.e.r 4 Sep 2021, 18:56
grigoli1987
ღვედზეა 40 ლარიანი yes.gif

Posted by: grigoli1987 7 Sep 2021, 09:33
g.o.o.n.e.r

ანუ პატრულმა რო გაგაჩეროს შენ გვერძე მჯდომს თუ ღვედი არ უკეთია მძღოლს უწერს მაინც ჯარიმას?

Posted by: vatman 7 Sep 2021, 13:06
grigoli1987
QUOTE
ანუ პატრულმა რო გაგაჩეროს შენ გვერძე მჯდომს თუ ღვედი არ უკეთია მძღოლს უწერს მაინც ჯარიმას?

კი მასეა, სულ თავიდანვე მასე იყო

Posted by: g.o.o.n.e.r 7 Sep 2021, 18:56
grigoli1987
ცხადია. მძღოლის პასუხისმგებლობაა, რომ მის მგზავრს ღვედი ეკეთოს

Posted by: Prot 13 Sep 2021, 12:53
გაუმარჯოს ბიჭებს smile.gif

დამწყები ვარ და პატრულის ან კამერის ჯარიმები სად უნდა ვნახო მაქვს თუ არა?
ახლა ვიყიდე და შემოწმება მინდა.

https://videos.police.ge/index.php?lang=ge

აქ ვნახე და ამას მიწერს "ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვერ მოიძებნა. გთხოვთ, შეიყვანეთ უსაფრთხოების კოდი და სცადეთ განმეორებით."
თიბისის ინტერნეტბანკშიც დავამატე მანქანა და იქ ვერ იძებნება ჯარიმები.

Posted by: EcoBoost 15 Sep 2021, 13:33
აი ამაზე დამაჯარიმეს 20 ლარით. ამნაირ რამესაც თუ დაზდევდნენ არ ვიცოდი, ზოლი ვის არ შეუცვლია, აქ კი არა გადაჭედილ მოძრაობაში გადადიან და რავი. ტეხავს

ფრთხილად იყავით მალაკნებთან და საერთოდ

Posted by: fordman 15 Sep 2021, 22:44
EcoBoost
QUOTE
აი ამაზე დამაჯარიმეს 20 ლარით. ამნაირ რამესაც თუ დაზდევდნენ არ ვიცოდი, ზოლი ვის არ შეუცვლია

ეგ თუ არ იცოდი და ამდენი ხანი არ დაგაჯარიმეს კარგად გადარჩენილხარ. ბევრგან აჯარიმებენ.

Posted by: EcoBoost 16 Sep 2021, 00:17
fordman
ეს თბილისის ფოტოა მეგობარო ბერლინი არაა. ქალაქში გაიარე ხალხი რანაირად დადის და მაგათ რო აჯარიმებდნენ ასეთი მოძრაობა არ იქნებოდა

Posted by: fordman 16 Sep 2021, 22:13
EcoBoost
QUOTE
ეს თბილისის ფოტოა მეგობარო ბერლინი არაა. ქალაქში გაიარე ხალხი რანაირად დადის და მაგათ რო აჯარიმებდნენ ასეთი მოძრაობა არ იქნებოდა

ბერლინში რა ხდება არ ვიცი და თბილისში აგერ უკვე 10 წელია ერთი 20 ადგილზე იწერება ეგეთი ჯარიმები. ყაზბეგიდან თამარაშვილის ჩასახვევზე, ყაზბეგიდან პეკინის გასასვლელში, სააკაძის მოედანზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის მეტროსთან გასასვლელში, ავლაბრის წრეზე, აეროპორტის ტრასის ყველა შემოსახვევში -ეს რაც უცებ გამახსენდა-სტანოკებია ჩართული, წერს და წერს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Sep 2021, 22:17
ამ წინასაარჩევნოთ რა ჯარიმებია უკვე სულ გადაიმასქნეს თავს biggrin.gif ისე კი წელიწადია არაფერი მომსვლია და ვამოწმებ არაფერია ნეტა რა ხდება

Posted by: xaligari 6 Oct 2021, 17:33
keen
QUOTE
რა პერიოდულობით ჯარიმდები, სანამ ტექდათვალიერებას გაივლი - ყოველ დღე თუ თვეში ერთხელ?

კანონმდებლობით ასეა : 30დღე გავს დაჯარიმებიდან ,ანუ სიტყვაზე 1აგვისტოს დაგაჯარიმეს 30აგვისტოს ჩათვლით არ დაჯარიმდები და მოძრაოფ 30დღე , თუნდაც ეგ ჯარიმა იმავე დღესვე გადაიხადო არაფერი იცვლება , ოცდამეთერთმეტე დღეს ისევ დაჯარიმედები, ანუ 31აგვისტოს. ერთ წლიანი ან 2წლიანი ტექდათვალიერება გაქვს ხომ და სიტყვაზე 10სექტემბერს უთავდება ვადა 11სექტემბერს უკვე ჯარიმდები თუ ვინმე არ დაჯარიმდა არ ნიშნავს იმას რომ რაიმე წესი ან ვადაა აქვს ტექდათვალიერების გასვლდან, უბრალოდ გაუმართლა ან გამორთული იყო, ან დენი არ იყო ან პანდემია ან კიდევ რაიმე ტექნიკური მიზეზი რავიც... მოკლედ , არანაირი ვადა არაა ტექდათვალიერების ვადის გასვლიდან მეორე დღესვე თუ გაივლი კამერასთან დაჯარიმდები. ნეტა სხვა რამეში იყოს ასე ყველაფერი აწობილი biggrin.gif
* * *
QUOTE (BigGoga @ 7 May 2021, 09:27 )
სალამი,

ვიდეო ჯარიმაზე კონსულტაცია მინდა. სიჩქარის გადაჭარბებაზე მომივიდა ჯარიმა. ორი სურათია წარმოდგენილი სადაც დატანილია დისტანცია(1 კამერა მე-15-ე კილომეტრზეაო და მეორე მე-20-ე), გადაღების ზუსტი დრო და შესაბამისად გამოთვლილი საშუალო სიჩქარე. სიჩქარე წერია 79.9 კმ/ს მონაკვეთზე სადაც 60 არის შეზღუდვა.

დავითვალე მარტივი ფორმულით და ამ დისტანციის ამ დროში გავლისას სიჩქარე დაახლოებით 70 კმ/სთ გამოდის და არა 79.9.

რა მაინტერესებს:
1. რამე განსაკუთრებული ფორმულა ხომ არ აქვთ სიჩქარის გამოთვლის? აჩქარების გათვალისწინებით ან რამე სხვა? იდეაში მარტივი ფიზიკაა და არ უნდა ქონდეთ მაგრამ მაინც.
2. გქონიათ ასეთი შემთხვევა, აზრი აქვს გასაჩივრებას? თუ დროს დავკარგავ ტყვილა?
3. სად და როგორ უნდა გასაჩივრდეს?
4. ახლა მაქვს საშეღავათო პერიოდი (-20%), გასაჩივრების შედეგი მანამ მოვა ეს 10 დღე რომ გავა როგორც ვხვდები უკვე სრული თანხა იქნება დასაფარი. თუ ყოვნდება ვადა?

საინტერესოა რომ "Speeding" პირველ სურათზეც წერია. თუ გამოთვლით საზღვრავენ, პირველმა რა იცის ჯერ რა სიჩქარით მოვდივარ.

მადლობა!

ისე მართლა საინტერესოა , კალიბრაციას თუ გადის ეგ კამერები ან როდის გაიარა ბოლოს , ყველა ტექნიკურ საშუალებას ააქვს ცდომილება დროთაგანმავლობაში , მაგალითად თელასისი სოჩიკმა აურია სერიოზულად, თორემ ვერც გავიგებდი 2 და 3კილოვატით მეტს რომ ვიხდიდი მაგას ვერ ვიგებდი , მაგრამ რადარის შემთხვევაში 1 და 2კმ უკვე გადაჭარბება გამოდის და საკმარისია დაჯარიმებისთვის user.gif

Posted by: fordman 12 Oct 2021, 18:25
xaligari
QUOTE
რადარის შემთხვევაში 1 და 2კმ უკვე გადაჭარბება გამოდის

ჩვენთან მასეთ შემთხვევაში 15 კმ/სთ გამოდის გადაჭარბება. მანამდე არ ჯარიმდები. 5 კილომეტრს რომ აჭარბებ და არ გაჯარიმებენ არ ნიშნავს რომ არ არღვევ. კომუნისტების დროიდან შემორჩა ეგ წესი რომ იმდროინდელი მანქანების და რადარების ჯამური ცდომილება 15 კმ/სთ-მდე შეიძლება ყოფილიყო და არ გაჯარიმებდნენ.
ნორმალური ქვეყნების შემთხვევაში ზოგგან 1კმ/სთ-ს გადაცილებას არ გპატიობენ. შვეიცარიაში მაგალითად.
ბევრგან პროცენტულობით ითვლიან დასაშვებ გადაჭარბებას (და ჯარიმებსაც) და სწორიცაა მე რომ მკითხო.

* * *
QUOTE
სე მართლა საინტერესოა , კალიბრაციას თუ გადის ეგ კამერები ან როდის გაიარა ბოლოს

სექციურ კამერებს დიდი კალიბრაცია არ ჭირდებათ, მთავარია ერთიდაიგივე დროზე იყვნენ გასწორებულები (და არიან კიდეც). პროგრამამ კამერებს შორის მანძილი იცის და გადაუჭარბებლად მინიმუმ რა დრო გჭირდება კამერიდან კამერამდე ეგეც. მაგალითად თუ კამერებს შორის 1 კმ-ა და დასაშვები სიჩქარე 60 კმ/სთ- გაივლი 59 წამში-ე.ი არ დაარღვიე, გაივლი წუთსა და 1 წამში-დაარღვიე მაგრამ ლიმიტში ეტევი და არ ჯარიმდები, გაივლი 30 წამში-ე.ი დაარღვიე -საშუალო სიჩქარე გქონდა 120კმ/სთ და მაქსიმალური ჯარიმა დაგეწერება.
უშუალოდ სიჩქარეს რომლებიც აფიქსირებს (არ ვიცითუ დარჩა ეგეთი სადმე), ალბათ გადიან რამე კალიბრაციას.

Posted by: alligator 13 Oct 2021, 02:12
QUOTE
სექციურ კამერებს დიდი კალიბრაცია არ ჭირდებათ, მთავარია ერთიდაიგივე დროზე იყვნენ გასწორებულები (და არიან კიდეც).
fordman ამ სფეროში მოღვაწეობთ ?
QUOTE
პროგრამამ კამერებს შორის მანძილი იცის და გადაუჭარბებლად მინიმუმ რა დრო გჭირდება კამერიდან კამერამდე ეგეც. მაგალითად თუ კამერებს შორის 1 კმ-ა და დასაშვები სიჩქარე 60 კმ/სთ- გაივლი 59 წამში-ე.ი არ დაარღვიე, გაივლი წუთსა და 1 წამში-დაარღვიე მაგრამ ლიმიტში ეტევი და არ ჯარიმდები, გაივლი 30 წამში-ე.ი დაარღვიე -საშუალო სიჩქარე გქონდა 120კმ/სთ და მაქსიმალური ჯარიმა დაგეწერება.
არც ასე მარტივად უნდა იყოს საქმე სამწუხაროდ, უამრავი ფაქტია გარშემო, რომლებიც დაჯარიმეს არასწორად და სურათზე უწერია რომ მოძრაობდა 69ით და დასაშვები სიჩქარე აღნიშნულ მონაკვეთზე იყო 70. (69 და 70 მაგალითისთვის ავიღე, რადგან ზუსტად არ მახსოვს ციფრები დიდი ხნის წინ იყო ,აქ ფორუმზეც ედოთ ადრე ეგ სურათები,მაგრამ საქმე მდგომარეობდა იმაში რომ დასაშვებზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობნენ, თუმცა რომ გაასაჩივრეს გაუუქმეს ის ჯარიმები ) ანუ ესიგი შეცდომები მოსდის მაინც და არის რაღაც რასაც გასწორება სჭირდება . და ნამდვილად არ არის სწორი, დანაშაულია ეგრე კამერების დამონტაჯება და დაჯარიმება ,როდესაც სიტყვაზე 20კილომეტრიან მონაკვეთზე ძალიან ახლო ახლო აყენებენ კამერებს, შეუძლია 20კამერა დააყენოს ყოველ 1 კილომეტრიში და 20ჯერ დაგაჯარიმოს რასაც აკეთებენ კიდეც . დაჯარიმებულ სურათებზე ძალიან ახლო მანძილებია, გასაგებია რომ ქალაქში ვერ გააკეთებ 10და 20კილომეტრიან დისტანციას, რადგან სულ თავი ბოლო მგონი 35კილომეტრია, მაგრამ აი ტრასაზე ნამდვილად არაა სწორი . იგივე ბასლაინის შემთხვევაში, მეზობელი ტაქსის მძღოლი მიყვებოდა ბასლაინში მოვხვდი ღამით შეცდომითო, ვერ შევამჩნიეო და სანამ წყევიტილი არ შემხვდა აღარ გამოვედიო, აღარ დავარღვიეო რომ ისევ აღარ გადამეკვეთა უწყვეტიო, აბა როგორ უნდა გამოვსულიყავიო და სანამ წყეტილამდე მივედი 3ცალი 100ლარიანით დავჯარიმდიო, ზოგი უკნიდან იყო გადაღებული და ზოგი წინიდანო , ანუ გამოდის რომ ერთიდაიგივე დარღვევაზე 3ჯერ დაჯარიმდა და იმ მონაკვეთში 3კამერა იყო, რატომ 3 და არა მეტი ,ანუ მათ კეთილ ნებაზეა? 20ცალი რომ დაეყენებინათ იმ მონაკვეთზე როგორც რადარზე, ვინ უკრძალავს ანუ 20ჯერ დააჯარიმებდნენ ყოველმეტრაში და ბოლოში დახვრეტა ? რამდენადაც მახსოვს, სამართალდარღვევათა კოდექსში წერია, რომ ერთიდაიგივე სამართალდარღვევის ფაქტზე, 2ჯერ ან მეტჯერ ვერ დაგაჯარიმებენ ,ანუ რომ გადავაგდო ბიჩოკი ქუჩაში ხომ არ შეიძლება ყველა კამერამ სათითაოდ დამაჯარიმოს, რომლის ფოკუსიც ჩემზეა მომართული

Posted by: fordman 13 Oct 2021, 06:43
alligator
QUOTE
ამ სფეროში მოღვაწეობთ ?

არა.
QUOTE
სამწუხაროდ, უამრავი ფაქტია გარშემო, რომლებიც დაჯარიმეს არასწორად და სურათზე უწერია რომ მოძრაობდა 69ით და დასაშვები სიჩქარე აღნიშნულ მონაკვეთზე იყო 70

კი ეგეთები მეც გამიგია. გასაჩივრებისას უპრობლემოდ უქმდება.
კალიბრაცია მაშინ იქნებოდა საჭირო 69-ით რომ მოძრაობ და კამერა 75-ს რომ აფიქსირებს.
QUOTE
მეზობელი ტაქსის მძღოლი მიყვებოდა ბასლაინში მოვხვდი ღამით შეცდომითო, ვერ შევამჩნიეო და სანამ წყევიტილი არ შემხვდა აღარ გამოვედიო, აღარ დავარღვიეო რომ ისევ აღარ გადამეკვეთა უწყვეტიო, აბა როგორ უნდა გამოვსულიყავიო და სანამ წყეტილამდე მივედი 3ცალი 100ლარიანით დავჯარიმდიო

ეგ დასაჯარიმებელუ კი არა, მართვის მოწმობა ჰქონია ჩამოსართმევი. რას ჰქვია ვეღარ გადმოვკვეთეო? შემთხვევით ღერძულა რომ გადავკვეთო მოძრაობის საწინააღმდეგოდ უნდა ვიარო სანამ წყვეტილი არ შემხვდება?
არა მგონია მასეთი გულუბრყვილი იყოს ეგ მეზობელი. თავის მართლების მცდელობაა.
QUOTE
დაჯარიმებულ სურათებზე ძალიან ახლო მანძილებია,

2-3 კილომეტრია ხოლმე სხვაობა. არც ისე ცოტაა.
სიჩქარის გადაჭარბება განგრძობითი დარღვევაა (შეიძლება ტერმინი მეშლება) და რამდენი კამერაც შეგხვდება იმდენი დაგაჯარიმებს. ტექდათვალიერება ხომ არაა ერთხელ დაჯარიმდე და 30 დღე მოგეცეს გამოსასწორებლად. .

Posted by: serjhanti 17 Oct 2021, 23:26
EcoBoost
QUOTE
ეს თბილისის ფოტოა მეგობარო ბერლინი არაა. ქალაქში გაიარე ხალხი რანაირად დადის და მაგათ რო აჯარიმებდნენ ასეთი მოძრაობა არ იქნებოდა

აჯარიმებენ, მაგრამ მაინც არღვევენ. მაგრამ საცობებს რაც შეეხება, ზუსტად იქ ხდება ის მზეობა დარღვევები, რისთვისაც მერე ქალაქის რაღაც მონაკვეთების პარალიზება ხდება.

Posted by: Cadmus 19 Oct 2021, 11:55
გაუმარჯოს, ლიშენია როცა გაქვს და მაშინ გაგაჩერონ საჭეზე (ფხიზელი) რა ხდება მაგ შემთხვევაში ? მარტო ჯარიმა თუ გიზრდიან ვადას ?

Posted by: VALETA 19 Oct 2021, 15:03
QUOTE (Cadmus @ 19 Oct 2021, 11:55 )
გაუმარჯოს, ლიშენია როცა გაქვს და მაშინ გაგაჩერონ საჭეზე (ფხიზელი) რა ხდება მაგ შემთხვევაში ? მარტო ჯარიმა თუ გიზრდიან ვადას ?

ჯარიმაა 700 თუ არ ვცდები. ვადას მთვრალზე გიზრდიან. ადრე ეგრე იყო და ახალი კანონი მიიღეს და მაგაზე არ ვიცი ზუსტად. მარა იგივეა მგონი


სანამ გაურისკავ ჯობია დარეკო საინფორმაციოში ან პატრულს კითხო

Posted by: llevani 20 Oct 2021, 23:27
ჯარიმის სმს-ი მომივიდა და ვიდეო არ იძებნება უკვე ერთი კვირაა. რა უნდა ვქნა?

Posted by: keen 21 Oct 2021, 09:02
QUOTE (llevani @ 20 Oct 2021, 23:27 )
ჯარიმის სმს-ი მომივიდა და ვიდეო არ იძებნება უკვე ერთი კვირაა. რა უნდა ვქნა?

სმს-ში მანქანის ნომერი წერია? ვინმემ შეცდომით ხომ არ მიუთითა ტელეფონის ნომერი?

Posted by: llevani 22 Oct 2021, 18:50
კი წერია სწორად. ვიდეო არ იძებნება

Posted by: Reference Frame 18 Nov 2021, 16:05
გამარჯობათ, ლიშენიაზე რომ ავტომობილით იმოძრაო და გაგაჩერონ რა სასჯელია გათვალისწინებული? old.gif

Posted by: i-L-i-A-D-i-S-i 5 Dec 2021, 20:55
რამე არ არსებობს სიჩქარის ჯარიმების ასარიდებლად? მსმენია რაღაც სპრეი ან მაგის მაგვარ საშუალებებს იყენებენ? რამე ხომ არ იცით?

Posted by: EcoBoost 9 Dec 2021, 16:41
i-L-i-A-D-i-S-i
სპრეი არ მუშაობს მეგობარო მაგრამ მე ვიცი ყველაზე მაგარი ხერხი, შანსი არაა რომელიმე კამერამ დაგწვას, ჭკვიან კამერებზეც მუშაობს. სპოილერში დავწერ არ მინდა ყველამ ნახოს ასე ადვილად

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Dixtosa 13 Dec 2021, 15:35
ლიშენიაზე გატარება რამდენია ჯარიმა?

Posted by: fordman 14 Dec 2021, 22:12
EcoBoost
QUOTE
სპოილერში დავწერ არ მინდა ყველამ ნახოს ასე ადვილად

ერთი სპოლიერი რაა, ეგრე ხომ ყველა ნახავს, მივა საპატრულოს ყურამდე და და გადაკეტავენ მაგ გზასაც. ბევრ სპოილერში ჩასვი. biggrin.gif

Posted by: =ლაშა= 21 Dec 2021, 00:05

ესენი ვერ არიან? 6 თვიანი ვიყიდე სექტემბერში და დეკემბერში რატო იწურება ვადაო..




user posted image

Posted by: momxmarebeli129 6 Jan 2022, 20:13
გამარჯობა. მართვის მოწმობის აკრძალვა მქონდა. დავკარგე მასალები აღარც მახსოვს 5 წლის უკან რაა სადღაც.
აღარ მახსოვს რამდენი მომცეს აკრძალვა და როგორ შეიძლება გავიგო მაქვს თუ არა აღების უფლება? სად მივიდე თბილისში?

ან შსს-ს საიტზე შემიძლია შევამოწმო ადმინისტრაციული ჯარიმა თუ რაცაა ეს აკრძალვა რო შევამოწმო პირადი ნომრით?

Posted by: JoseeeM 2 Feb 2022, 15:44
ტექდათვალიერებაზე კამერის ჯარიმას 20% სეილი აქვს?

Posted by: wrangler7 2 Feb 2022, 17:04
JoseeeM
20 არც ყოფილა, 10% თუ არ ვცდები, კი მოქმედებს მაგრამ თუ არ გაგიტარებია, რო გადაიხდი ეგრევე დაგაჯარიმებს მაინც

Posted by: ნიკა 3 Feb 2022, 19:09
JoseeeM
QUOTE
ტექდათვალიერებაზე კამერის ჯარიმას 20% სეილი აქვს?

კი ჩვეულებრივი ვიდეოჯარიმაა.

Posted by: oshi1 5 Mar 2022, 16:27
დამაგვიანდა ვიდეო ჯარიმის გადახდა 2 დღით, ხოდა ისევ 50 ლარიანი ეწერა და 50 გადავიხადე, სად ვნახო დამატებით თუ მაქვს რამე დაკისრებული ???

Posted by: llevani 12 Mar 2022, 22:52
ქვითრის ნომერი როგორ ვნახო ან უნომროდ როგორ გადავიხადო

Posted by: fordman 12 Mar 2022, 23:25
llevani
QUOTE
ქვითრის ნომერი როგორ ვნახო ან უნომროდ როგორ გადავიხადო


https://videos.police.ge/ შენს ჯარიმას ტექპასპორტის ნომრით. თუ მაინცდამაინც გაინტერესებს ქვითრის ნომერიც იქვე ეწერება.
ისე ტექპასპორტის ნომრითაც იხდი ყველგან, გინდა ინტერნეტბანკით, გინდა ჩარიცხვის აპარატებით,

Posted by: piltakva 28 Mar 2022, 16:40
მეგობრებო

წინად პატრულმა გამაჩერა და გამომიწერა ჯარიმის ქვითარი. ეს ქვითარი მრეცხავმა გადამიგდო და იმის შემდეგ ვცდილობდი ჩემი პირადი ნომრით, მანქანის ნომრით, ტექ.პასპორტით და ყველანაირი მეთოდით ეს ჯარიმა გადამეხადა, მაგრამ აბსოლუტურად არსად არ იძებნებოდა ჯარიმა, არც ჩასარიცხ აპარატებში, არც ინტერნეტიდან, არც არსად, ბოლოს საპატრულოში დავრეკე ჩემი პირადი ნომერი ვუთხარი და იმათაც მითხრეს რომ არ ფიქსირდება თქვენზე არაფერიო... ბოლობოლო ვიფიქრე ალბათ გაფრთხილება დამიწერა საპატრულომ და არა ჯარიმათქო.

გავიდა ორთვემდე და დღეს მომდის სმს რომ ჩემ ანგარიშებს დაედო ყადაღა იმიტომ რომ რაღაც ჯარიმა მაქვს გადაუხდელი და ჰოპ თურმე ეგ ჯარიმა ყოფილა რომლის გადახდასაც ვცდილობდი ამდენი ხანი და ვერანაირად ვერ გადავიხადე და ვერ ვიპოვე რომ არსებობდა საერთოდ და თურმე არსებობდა. smile.gif))))

ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა და თუ გაგისაჩივრებიათ? იმიტომ რომ უეჭველი ნაგლობა თემაა და გასასაჩივრებელია პრინციპის გამო თორემ 40ლარის დედაც... smile.gif

Posted by: lav-100 17 May 2022, 17:37
მანქნა განვაბაჟე 10 დღის უკან, ეხლა ვყიდი დ ა მიყავთ რეექსპორტზე და ხომ არ იცით განბაჟების თანხა უკან რომ დავიბრუნო რა პროცედურები დ ა ვადებიოა საჭირო ?

Posted by: merkantila 17 May 2022, 19:40
გუშინ დამარტყა ტაქსის, შეეხვეწა გადავაყენოთო და გაგიკეთებო. უმნიშვნელო ზიანი იყო და გადავაყენე და როგორც წესი გათიშა ტელეფონი. როგორ მოვიქცე?

Posted by: wrangler7 17 May 2022, 20:07
lav-100
ეგეთი რამე პირველად მესმის, არ მგონია ეგეთი კანონი არსებობდეს, გადახდილ ფულს უკან ვინ დაგიბრუნებს

Posted by: lav-100 23 May 2022, 18:13
QUOTE (wrangler7 @ 17 May 2022, 20:07 )
lav-100
ეგეთი რამე პირველად მესმის, არ მგონია ეგეთი კანონი არსებობდეს, გადახდილ ფულს უკან ვინ დაგიბრუნებს

შემოსავლებში დავადგინე და თუ განბაჟებული მაქნან 90 სამუშაო დღის მანძილზე დარეექსპორტდა განბაჟებისთვის გადახდილი თანხ აუბრუნდება გადამხდელს

Posted by: shikomoto 27 May 2022, 12:00
მოკლეთ ესეთ რამ მომივიდა, კახეთის გზატკეცილზე სატვირტოს გადავუსწარი გრძელ წყვეტილზე და მანევრი დავასრულე უწყვეტზე დაახლოვებიტ 3 მეტრა გადავკვეთე, წინიდან პატრული მოდიოდა და რათქმაუნდა გამაჩერა და 50 ლარიანი მწყვიტა, როცა პატრულმა შემნიშნა მაშინ ჯერ კიდევ გრძელ წყვეტილზე ვიყავი და ახალი დაწყებული მქონდა მანევრი, ჯარიმაში ჩამიწერეს უწყვეტის გადაკვეთა არადა წყვეტილიდან დავიწყე და როგორც ვიცი მაქვს უფლება მანევრი დავასრულო, გასაჩივრეას თუ აქვს აზრი ?

Posted by: busines 2 Jun 2022, 16:17
shikomoto
არამგონია აზრი ჰქონდეს. გრძელი წყვეტილი იმიტომ არის რომ გაძლევს ნიშანს უწყვეტთან მიახლოების თაობაზე კი გეცოდინება ეს. გეტყვიან უნდა გცოდნოდა რომ უწყვეტს უახლოვდებოდი, შეიძლება ვერ მოგესწრო და მაინც გააკეთე გასწრებაო

Posted by: AsToN 16 Jun 2022, 20:56
პარკირების ჯარიმა მქონია 10 ლარიანი და 30 დღეს გადაცელილია. სანამ ქვითარს სახლში არ ჩამაბარებენ იქამდე ხო არ მექმნება პრობლემა? როგორც ადრე იყო

Posted by: n-i-c-k 23 Jul 2022, 15:32
მორიგი საჩუქარი smile.gif

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

Posted by: wrangler7 24 Jul 2022, 13:19
დაბურვაზე ათჯერ ზრდიან ტიპები, ბარემ დახვრეტა იყოს ადგილზე

Posted by: buenos 24 Jul 2022, 17:45
QUOTE
დაბურვაზე ათჯერ ზრდიან ტიპები, ბარემ დახვრეტა იყოს ადგილზე


კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

მართლა ძაან ზედმეტია უკვე. ვინ წერს ამ კანონებს.

მე რა მაოინტერესებს. უცხოეთიდან შემოსულ მანქანებზე გავრცელდება ეს ჯარიმები? ვთქვათ მეზობელ ყვეყანაში დაშვებულია რაღაც დონეზე დაბურვა და ჩვენთან არა. სტუმარი, ტურისტი საქართველოს მთლიან კანონმდებლობას ხომ ვერ გადაიკითხავს ვიზიტის წინ. დააჯარიმებენ?
მეორე კითხვა. მომყავს ფოთიდან მანქანა დაბურული შუშები აქვს, შეიძლება ქარხნულადაც. ზამთარში მომყავს. რა ვქნა, რას მირჩევთ.. ჩავუწიო ბოლომდე რომ არ გამოჩნდეს და ფეჩი ბოლომდე, თუ ტრანზიტებზე არ ვჯარიმდები? smile.gif

Posted by: PRESCOTT 24 Jul 2022, 18:05
გამარჯობა,
თბილისის პარკინგის ჯარიმა ვნახე დაგვიანებით, ზონალურში მეყენა და 10 ლარიანი გამოწერეს. ქვითარი ვნახე დაგვიანებით და გადავიხადე 31-ე დღეს, გადახდიდან მეორე დღეს მომივიდა ფოსტით შეტყობინება, რომ გადასახდელი იყო ჯარიმა 10 ლარი და გვერდზე წერია თან რომ 30 დღე თუ არ გადაიხდი 100 ლარამდე გაიზრდება ჯარიმა. parking.tbilisi.gov.ge-ზე შევამოწმე და წერს რომ ჯარიმა გადახდილია და სად შეიძლება რომ შევამოწმო იმ 10 ლარით დამთავრდა ეგ ჯარიმა თუ გაზრდილია უკვე 100 ლარამდე.
მადლობა

Posted by: PAINKILLER 26 Jul 2022, 16:07
საჯარიმო სადგომიდან გამოყვანა 150 ლარი გამხდარა, არ ვიცოდი.... დღეს ჩემს თანამშრომელს 10 ლარიანი პარკირების ვიდეოჯარიმა მიუვიდა და ამასთან ევაკუაციაც მომხდარა, ანუ 160 ლარი მიარჭეს დაუხაზავ ადგილას პარკირების გამო...

Posted by: MANAXH 26 Jul 2022, 23:22
PAINKILLER
დაუხაზავ ადგილას თუ ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონა არ არის, მაინც აჯარიმებენ?

Posted by: fordman 3 Aug 2022, 07:04
n-i-c-k
QUOTE
მორიგი საჩუქარი

QUOTE
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

ორზე კი არა ათზე გავამრავლებდი დიდი სიამოვნებით. 300 ლარი ცოტაა.

* * *
buenos
QUOTE
მე რა მაოინტერესებს. უცხოეთიდან შემოსულ მანქანებზე გავრცელდება ეს ჯარიმები? ვთქვათ მეზობელ ყვეყანაში დაშვებულია რაღაც დონეზე დაბურვა და ჩვენთან არა. სტუმარი, ტურისტი საქართველოს მთლიან კანონმდებლობას ხომ ვერ გადაიკითხავს ვიზიტის წინ. დააჯარიმებენ?

არ დააჯარიმებენ

QUOTE
მეორე კითხვა. მომყავს ფოთიდან მანქანა დაბურული შუშები აქვს, შეიძლება ქარხნულადაც. ზამთარში მომყავს. რა ვქნა, რას მირჩევთ.. ჩავუწიო ბოლომდე რომ არ გამოჩნდეს და ფეჩი ბოლომდე, თუ ტრანზიტებზე არ ვჯარიმდები?

აი ეგ კი არ ვიცი. შეიძლება დაგაჯარიმონ კიდეც. ჩაწეულმა შუშებმა შეიძლება არც გიშველოს


* * *
PAINKILLER
QUOTE
ანუ 160 ლარი მიარჭეს დაუხაზავ ადგილას პარკირების გამო...


გააჩნია დაუხაზავ ადგილს. გზაჯვარედინიდან ან ფეხით მოსიარულეების გადასასვლელ ადგილიდან 5 მეტრში თუ გააჩერე დაუხაზავი ადგილიდანაც გაგაევაკუატორებენ. ისე უბრალოდ დაუხაზავი ადგილიდან ევეკუატორი კი არა ჯარიმასაც ვერ უნდა წერდნენ წესით. დაწერე აბა ზუსტად რა ადგილია და მერე უფრო ზუსტად შეიძლება პასუხი

Posted by: lepori 10 Aug 2022, 17:07
დამაჯარიმეს პარკირებაზე
ქვითარი ვნახე 2 დღის შემდეგ > ისე იყო გახუნებული აღარ იკითხება

გადახდას ვცდილობ და ბანკი ქვითარის ნომერს მთხოვს (არ იკითხება)
სხვაგან ვერსად ვნახე სად ფიქსირდება ჩემი ჯარიმა

რა უნდა ვქნა ასეთ დროს?

Posted by: JonSnow88 12 Aug 2022, 13:07
ტროტუარზე მოძრაობისას დამიწერეს 10 ლარიანი კამერის ჯარიმა, პარკირებაზე, გავასაჩივრე არ დააკმაყოფილეს, ვიდეო ჯარიმას თან ახლდა ზუსტად ის მომენტი, რო ვმოძრაობ, მეც ეგ მიუთითე მეთორმეტე ოთახში, ვმოძრაობდი თქო, მაგრამ პასუხი იყო სხვა კამერებით ირკვევა რო იდექიო,, პრინციპის გულისთვის რო წავიდე სასამართლოში აზრი ააქვს?

Posted by: JonSnow88 19 Aug 2022, 20:32
არის ვინმე რო მიპასუხოს??????????????????????????????????????

Posted by: shavparosaniii14 20 Aug 2022, 23:13
ხალხო ლომბარდიდან მანქანის ყიდვა ღიირს?

აი ავტო კრედიტები და რაღაცები რომაა მაგათი მანქანის შეძენა.

ნეტა ყველაფერ ამოცლილი მანქანები ხომ არაა?

მაინტერესებს ვინც იცით.

Posted by: fordman 24 Aug 2022, 19:48
JonSnow88
QUOTE
ტროტუარზე მოძრაობისას დამიწერეს 10 ლარიანი კამერის ჯარიმა, პარკირებაზე, გავასაჩივრე არ დააკმაყოფილეს, ვიდეო ჯარიმას თან ახლდა ზუსტად ის მომენტი, რო ვმოძრაობ,

QUOTE
არის ვინმე რო მიპასუხოს??????????????????????????????????????

ცოტა გვიანი კი არის მაგრამ გიპასუხებ
ტროტუარზე მოძრაობა წესით არ შეიძლება და უფრო მეტია ჯარიმა- თუ არ ვცდები 50 ლარი.

* * *
lepori
QUOTE
სხვაგან ვერსად ვნახე სად ფიქსირდება ჩემი ჯარიმა

რა უნდა ვქნა ასეთ დროს?


თბილისის პარკინგის გვერდზე ნახავ ჯარიმას მანქანის ნომრით და შენი პირადი ნომრით

Posted by: Daukvirdi 25 Aug 2022, 15:42
დღეს თბილისი სენაკის ავტობაზე 4-ჯერ მომივიდა ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის და ხომ მშვიდობა აქვთ? არ გადამიჭარბებია და უნდა გავაპროტესტო

Posted by: wrangler7 25 Aug 2022, 22:25
Daukvirdi
შეამოწმე საიტზე ნამდვილად შენი მანქანაა?

ახლობელს მოუვიდა ადრე მომსახურების სააგენტოდან სმს, მართვის მოწმობაზე ქულები ამოგეწურაო, შეშლილი იყო სმს, სანამ გაარკვევდა კინაღამ გულმა დაარტყა biggrin.gif

Posted by: Daukvirdi 26 Aug 2022, 10:42
wrangler7
იმენა ყოველ 30 წამშია მოსული ოთხივე ზედიზედ და უნდა გავასაჩივრო

Posted by: JonSnow88 3 Sep 2022, 17:17
ღამით ყველა შუქები რო აქვთ ჩამქრალი საპატრულოს პოლიციელებს, აქვთ თუარა უფლება მაგ დროს დაჯარიმების? უკან მომყვებოდა, არც დამინახავს ისე ბნელოდა და გამაჩერა რატო არ ჩამირთეო პავაროტნიკიო და დამაჯარიმა, კაი მე ვარ დამნაშავე სიბნელეში ყველაფრიანად ჩამქრალი მანქანა რო ვერ დავინახე და მას ააქვს უფლება სირენები არააქვს ჩართული და ისე მაჩერებს? მერე კი აანთო ყველაფერი ნაძვისხესავით, მაგრამ ისეთი კამერა რო დავაყენო, უკანა მახარესაც იწერდეს? სასამართლოში რამეს დავუმტკიცებ შემდეგზე თუ დამაჯარიმეს მასე დენწასულებმა

Posted by: fordman 8 Sep 2022, 02:37
JonSnow88
QUOTE
მერე კი აანთო ყველაფერი ნაძვისხესავით, მაგრამ ისეთი კამერა რო დავაყენო, უკანა მახარესაც იწერდეს? სასამართლოში რამეს დავუმტკიცებ შემდეგზე თუ დამაჯარიმეს მასე დენწასულებმა

არანაირი ვალდებულება არ აქვთ რომ ანთებული ციმციმებით იმოძრაონ. ის კი არა ტრასაზე ღამე ასაკრძალიცაა ტყუილად მასე მოძრაობა -გარშემო ყველა მძღოლს აბრმავებს.
მიშას დროს მოიგონეს ეგ მავნებლური წესი, ვითომ ქალაქში ადვილად რომ დაგენახა თუ დახმარება დაგჭირდებოდა.


Posted by: n-i-c-k 16 Sep 2022, 12:22
უკმაყოფილოებმა დარახველიძეს მიმართეთ biggrin.gif

CODE
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. - *** პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს.

მძღოლი დაჯარიმდება, თუ ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით;

მძღოლის მიერ სხვისი მართვის მოწმობით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. იზრდება სანქცია არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ასევე, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის. დასჯადი იქნება იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება. აღნიშნული გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, რაც 300 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად იქნება 600 ლარი.

Posted by: Xuco_13 20 Sep 2022, 21:32
გადამოფერბასთან დაკავშირებით მააქვს კითხვა არ ვიცი სწო ადგილას ვწერ თუ არა

გადაფორმება რა ჯდება გააძვირეს ხო?

Posted by: wrangler7 20 Sep 2022, 21:50
Xuco_13
კი, 72 იყო და 93 გახდა

Posted by: JonSnow88 29 Sep 2022, 15:27
QUOTE (fordman @ 8 Sep 2022, 02:37 )
JonSnow88
QUOTE
მერე კი აანთო ყველაფერი ნაძვისხესავით, მაგრამ ისეთი კამერა რო დავაყენო, უკანა მახარესაც იწერდეს? სასამართლოში რამეს დავუმტკიცებ შემდეგზე თუ დამაჯარიმეს მასე დენწასულებმა

არანაირი ვალდებულება არ აქვთ რომ ანთებული ციმციმებით იმოძრაონ. ის კი არა ტრასაზე ღამე ასაკრძალიცაა ტყუილად მასე მოძრაობა -გარშემო ყველა მძღოლს აბრმავებს.
მიშას დროს მოიგონეს ეგ მავნებლური წესი, ვითომ ქალაქში ადვილად რომ დაგენახა თუ დახმარება დაგჭირდებოდა.

გარკვევით დავწერე არა მარტო ციცინათელები, არამედ ბლიჟნებიც, აბსოლიტურად ჩამქრალი მოძრაობდა ღამის მოჩვენებასავით, ეგეც არაა კანონდარღვევა? საპატრულო პოლიცია და არა რამე სხვა სამსახური

Posted by: n-i-c-k 2 Oct 2022, 10:12
აქაც მოუმზადებლები ვართ sad.gif ნუ მათარგმნინებთ ტექსტს ქართულად , უმეტესობა წაიკითხავს ..

в СМИ появилась информация, что "умные камеры" не распознают иностранные номера, из-за чего гости страны могут нарушать правила ПДД безнаказанно.
Как отметил замглавы ведомства Александр Дарахвелидзе, система "умных камер" распознает все номера, а штрафы выписываются, но есть "правовая проблема".
"Она заключается в том, что когда лицу выписывается штраф, то его надо отправить по месту жительства, что и создает определенные проблемы, и над этим мы активно работаем", – сказал он.

Posted by: abandoned 9 Oct 2022, 22:25
გამარჯობათ

რამდენიმე დღეში მიწევს ტექდათვალიერება , მაგრამ ავტომობილი მყავს გაუმართავი (“პერედიკი” მაქ გასაკეთებელი , ძრავის “ჩეკს” მინთებს და საბურავებიმაქ შესაცვლელი ) , პლიუს ამას საშუალება არ მაქ რომ დროში ჩავეტიო .

ავტომობილი რომ გავაჩერო და არ ვიარო სანამ არ გავმართავ ყველანაირად , მაინც დავჯარიმდები?

Posted by: ივანიჩ 11 Oct 2022, 16:04
QUOTE
მაინც დავჯარიმდები?

არა
კამერა დაგაჯარიმებს, ისიც ყველგან არა და სახლში გაჩერებულზე ვერ იზამს biggrin.gif

Posted by: dzvelo 11 Oct 2022, 17:33
QUOTE (JonSnow88 @ 29 Sep 2022, 15:27 )
QUOTE (fordman @ 8 Sep 2022, 02:37 )
JonSnow88
QUOTE
მერე კი აანთო ყველაფერი ნაძვისხესავით, მაგრამ ისეთი კამერა რო დავაყენო, უკანა მახარესაც იწერდეს? სასამართლოში რამეს დავუმტკიცებ შემდეგზე თუ დამაჯარიმეს მასე დენწასულებმა

არანაირი ვალდებულება არ აქვთ რომ ანთებული ციმციმებით იმოძრაონ. ის კი არა ტრასაზე ღამე ასაკრძალიცაა ტყუილად მასე მოძრაობა -გარშემო ყველა მძღოლს აბრმავებს.
მიშას დროს მოიგონეს ეგ მავნებლური წესი, ვითომ ქალაქში ადვილად რომ დაგენახა თუ დახმარება დაგჭირდებოდა.

გარკვევით დავწერე არა მარტო ციცინათელები, არამედ ბლიჟნებიც, აბსოლიტურად ჩამქრალი მოძრაობდა ღამის მოჩვენებასავით, ეგეც არაა კანონდარღვევა? საპატრულო პოლიცია და არა რამე სხვა სამსახური

კი მოსამართლეს უთხარი რომ დამენახა არ დავარღვევდიო თანაც დაუყოლე ერთი ეკიპაჟი მომამაგრე თორემ რომ ვერ ვხედავ მერღვევინება თქო

რას კითხულობ ხვდები ხო? თუ კონკრეტულად ჩამქვრალ ფარებზე გაქვს პრეტენზია გადაგეღო და არსებობს შესაბამისი სამსახური და მიგემართა მათთვის - დაადგენენ რატომ დადიოდა ჩამქვრალი ფარებით, 20 ლარიან საჯარიმო ქვითარს ითვალისწინებს ეგ სამართალდარღვევა smile.gif

Posted by: J.R.R.Tolkien 13 Oct 2022, 15:21
გამარჯობა

ასეთი შემთხვევა მაქვს
მოკლედ, რუსეთიდან ჩამოსული არის ახლობელი,რომელსაც ჰყავს ჩამოყვანილი ავტომობილი, რომელიც გაფორმებულია რუსეთის მოქალაქეზე

ხოდა, 60 დღე აქვს ვადა
შემდეგ ან საზღვარზე უნდა გადაიყვანოს,ან დღიური გადასახადი უნდა გადაიხადოს

ადრე, იყო დღეში 5 ლარი
დღეს რა მდგომარეობაა მაგ კუთხით
ხომ არ იცით?
ისევ 5 ლარია თუ გააძვირეს პირობები?

Posted by: wrangler7 22 Oct 2022, 17:57
J.R.R.Tolkien
ზოგადად, ტრანზიტები ვისაც აქვთ და ვერ ახერხებენ განბაჟებას, მასეა ჯარიმა ზუსტად, უცხოურ ნომრებზეც იგივე იქნება დიდი ალბათობით

Posted by: Venmor 31 Oct 2022, 17:48
მოგესალმებით,

ესეთი შეკითხვა მაქვს, დამაჯარიმეს ორ ჯერ 50 ლარით, პარკირების საშვის ვადა გამსვლია და გამომრჩა ეგ ფაქტი.
ადრე 10 იყო და თურმე 50 გამხდარა, ხო და თბილისი პარკინგის საიტზე რომ ვუყურებ, გადახდის ბოლო ვადა არსად არ წერია, ხო და საერთოდ რომ დავიკიდო ეს ჯარიმები და არ გადავიხადო შეიძლება? თუ მერე მოემატება გადასახადი?

ხო და ადრე მსმენია თითქოს ხოლმე ამნისტიას აცხადებენ ამ ჯარიმებზეც ხოლმე, რამდენად რეალურია ეგ ამბავი?

Posted by: USER001 1 Nov 2022, 19:43
გამარჯობა, ციმციმას გამოუყენებლობაზე განუბაჟებელ ავტომობილზე წერს კამერა ჯარიმას? ფარი მაქვს დასაყენებელი და შესაბამისად იმ მხარეს ციმციმას რომ ვრთავ

Posted by: Forester 3 Nov 2022, 01:05
ბასლაინზე დავჯარიმდი დოლიძის ასახვევთან, არ გადამიხდია და ერთი თვის თავზე მომივიდა ესემესი რომ საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის გამო საჯაროდ გამოქვეყნდაო tbilisi.gov.ge-ზეო.
ვინაიდან ქვითარი სახლში არავის მოუტანია, მაქვს თუ არა ვალდებულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოქვეყნების საფუძველზე გადავიხადო საჯარიმო თანხა, თუ ეს მეორე ესემესი ტრუხაა და თანხა რომ ქვითრის მოტანის გარეშე გადავიხადო იმისთვისაა? პოლის.ჯიზე არ არის გამოქვეყნებული.

გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება

მადლობა

Posted by: Mr-Raptor 8 Nov 2022, 14:21
Forester
საჯაროდ გამოქვეყნების მერე ქვითარი ითვლება ჩაბარებულად, თუ ზუსტად მახსოვს შარშან მიიღეს კანონში ეგ ცვლილება, ასე რო აღარაა საჭირო რო ვინმემ ჩაიბაროს ქვითარი, მოირგეს ლამაზად ეგ

Posted by: პითონი 8 Nov 2022, 15:12
ახლობლის მანქანაა, გაქირავებული ქონდა.
გადავამოწმეთ და ესე წერს.
ხოდა ამ ძველ ჯარიმებზე არ ემატება რამე?
ანუ კაი ხნის გადაუხდელები რომ არის.
თუ ემატება როგორ გავიგოთ რამდენზე იქნება და ა.შ

user posted image

Posted by: S@ndero 9 Nov 2022, 10:29
ზოგადად არცერთ ჯარიმაზე არ მაქვს პრეტენზია. თუ ვიმსახურებ რა პრობლემაა.
მაგრამ დღეს დამაჯარიმეს 100 ლარით. რის გამო? აი კალაძემ ზედ პეკინზე ბასლეინი რომ გაუშვა დოლიძის ასახვევთან და დილით ვინც დადიხართ საბურთალოდან გეცოდინებათ რა მურტალი ადგილია. პეკინის ბოლო შუქნიშანს როგორც კი გაცდები უნდა მოასწრო ჩაჯდომა ზოლში, თორე კაციშვილი არ გატარებს, მტელი ნაკადი დიაგონალზე დადის, რომ სააკაძისკენ გაუხვიო და შენ ვინუჟდენში ხარ შეძვრე ბასლეინზე, რომ შეხვიდე ზოლზე წესიერად.სხვაგვარად ვერ გახვალ დილის 08:48-ზე.
მაგრამ აჰა ქე დამეწერა 100 ლარიანი.

user posted image

Posted by: dato2008 9 Nov 2022, 18:40
Mr-Raptor
QUOTE
საჯაროდ გამოქვეყნების მერე ქვითარი ითვლება ჩაბარებულად, თუ ზუსტად მახსოვს შარშან მიიღეს კანონში ეგ ცვლილება, ასე რო აღარაა საჭირო რო ვინმემ ჩაიბაროს ქვითარი, მოირგეს ლამაზად ეგ

ეს პარკირების ჯარიმასაც ეხება?
აქამდე არ ეხებოდა, მაგრამ რაც 50 ლარი გახადეს რამე ხომ არ შეიცვალა?

Posted by: Freestyle 9 Nov 2022, 19:22
3-4 წლის წინანდელი ჯარიმები მაქვს პარკირების და 10 ლარიანებია ისევ, 160 ლარისაა სულ biggrin.gif

ჩაბარებით არ ჩამბარებია..

რა ვუყო შემიშლის ხელს რამეში? მანქანის გაყიდვას ვფიქრობ მალე და ხო არ მექნება რამე პრობლემა?

Posted by: Mr-Raptor 10 Nov 2022, 15:30
dato2008
პარკირებაზე ვერ გეტყვი არ გადმიმოწმებია, მაგრამ საპატრულოზე დაზუსტებით ვიცი რო ეგრეა

ისე ჯარიმა 50 ლარი მგონი არ მგახდარა, იმიტო რო ამას წინათ სპეციალურად ამოვიღე სხვის მანქანაზე დაწერილი ჯარიმა ვაჟაზე და ისევ 10 ლარი ეწერა ქვითარზე, გეუბნბი აგერ რამდენიმე დღის წინანდელს, თუ გუშინ ან გუშინწინ გაძვირდა არ ვიცი

Posted by: n-i-c-k 11 Nov 2022, 14:17
S@ndero

ჩემს მეგობარსაც დაუწერა მაგ კამერამ - 10 სმ გადაკვეთა სულ sad.gif
ეგ კამერა , დოლიძის შესახვევშიც და ბალანჩივაძე / ბზვანელის კვეთისა განსაკუთრებით სისასტიკით წერენ ჯარიმებს smile.gif აი ნახევარ უბანს თუ არა 1/5 ნაღდად მიუვიდა , ზოგს ერთხელ ზოგს რამდენჯერმე ..

ადრე თბილისის განყოფილებაში დავწერე , იმედია აჭარასთან 2 ზოლი დარჩება მობრუნებაზეო და კიო ფართო გზა არისო და სავარაუდოთ ეგრე იქნებაო...

მანდ კიდევ არის შანსი თავიდანვე მარცხენა ზოლი დაიჭირო , (ნუ საშვიანები და ის მანქანები რომლებზეც ჯარიმები არ იწერება ბოლოში ეტენებიან) აი იპოდრომის გზიდან სოკარისკენ რომ შეუხვიო , კანონიერად შანსი ნულია ... უბრალოთ ავტობუსის ზოლი სწორედ რომ გადაკვეთო არაა დარჩენილი უწყვეტი რომ მარცხენა ზოლში გადახვიდე sad.gif

Posted by: WarriorX 11 Nov 2022, 18:36
ერთი შეკითხვა ფორუმელებო. ტექდათვალიერებაზე ჯარიმას ყველა კამერა წერს რომელიც მუშაობს? ანუ მაგ. სიჩქარის გადაჭარბების კამერა, წითელზე გავლის კამერა და ა.შ. ჯარიმას თუ დაწერს ტექდათვალიერების ჯარიმაც მოყვება ბონუსად? ან თუ მაგ. წითელზე არ გავიარე და არც სიჩქრეს გადავაჭარბე, ეგ კამერები ტექდათვალიერებას მაინც აფიქსირებენ და გაჯარიმებენ?

Posted by: AaronPaul 12 Nov 2022, 02:28
მართვის მოწმობის მეორე ეტაპს ვინც აბარებთ დიდი რიგებია რუსთავში?

Posted by: donrobita 14 Nov 2022, 13:12
WarriorX
დაგიწერს

Forester
საიტზე გამოქვეყნებიდან 20 დღის მერე ითვლება ჩაბარებულად, 20 დღის გასვლის მერე 30 დღე გაქვს ვადა რო გადაიხადო
თუ არ გადაიხდი საურავი დაერიცხება და კიდე თუ არ გადაიხდი აღსრულებას გადაეცემა

Posted by: dato2008 16 Nov 2022, 13:38
QUOTE
3-4 წლის წინანდელი ჯარიმები მაქვს პარკირების და 10 ლარიანებია ისევ, 160 ლარისაა სულ

ეგ ხანდაზმულია უკვე და შეგიძლია გაუქმება მოითხოვო როგორც ვიცი

Posted by: n-i-c-k 17 Nov 2022, 13:22
პარლამენტი აგრძელებს ბიუჯეტზე ზრუნვას smile.gif

CODE
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ხოლო აღნიშნული სამართალდარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით;

იმ შემთხვევაში, თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით;

სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ, პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას,− გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ხოლო თუ აღნიშნულს მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან/და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დაცვა-გაცილების გარეშე, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით;

ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული/ძალადაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით (მართვის მოწმობით) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით;

სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.;

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერის შედეგად მოხსნილია აღრიცხვიდან, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით;

სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით;

ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7
დღიდან 15 დღემდე ვადით.



ეს ყველაზე კარგი მუხლია smile.gif
ანუ ქალაქის უმეტეს ნაწილში სულ ერთი ზოლი დატოვეს (ბასლაინების დამატების შემდეგ) და თუ ვინმეს რამის გაპროტესტება მოუნდება ავტომობილების კოლონით - ეგრევე ჯარიმა smile.gif

CODE
სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

Posted by: AaronPaul 18 Nov 2022, 18:57
მართვის მოწმობის მეორე ეტაპს ვინც აბარებთ დიდი რიგებია რუსთავში?

და კიდევ რა მაინტერესებს ამერიკის ან ევროპის მართვის მოწმობა ვალიდურია საქართველოში?

Posted by: dato2008 19 Nov 2022, 14:49
პარკირების ჯარიმა როდის ითვლება ჩაბარებულად,
როცა დაჯარიმების შესახებ მესიჯი მოგდის მობილურზე
თუ
როცა ფოსტას მოაქვს სახლში, პირადად გაბარებს და ხელს გაწერინებს ჩაბარების შესახებ ოქმზე?

Posted by: Giunagiuna 21 Nov 2022, 13:27
მოგესალმებით!
პატრული როცა გაჩერებს, ჯერ საბუთებს გთხოვს და მერე გეუბნება გაჩერების მიზეზს თუ პირიქით გეუბნება მიზეზს და გთხოვს გადასცე საბუთები.
თუ არის რამე დოკუმენტი სადაც ეს პროცედურა გაწერილია.
მადლობა

Posted by: amnezia 22 Nov 2022, 11:34
გამარჯობა
ჯარიმა დამიწერეს 50 ლარიანი პარკინგის.(საიტზე ვნახე შემთხვევით).ჩაბარებული არ მაქვს და არც სმს მოსულა.სხვა მისამართზე ვარ ჩაწერილი და ალბათ ამიტომ.
მაინტერესებს რომ არ გადავიხადო ამ შემთხვევაში ჩაუბარებელ ჯარიმას თუ დაერიცხება საურავი?

Posted by: GSM1800 29 Nov 2022, 11:21
გამარჯობა.

სხვა ქვეყნიდან შემოსული მანქანა რამდენი ხნით შეიძლება საქართველოში რო დარჩეს?
ანუ, საზღვარი რო გადმოკვეთოს უცხო ქვეყნის ნომრებით, დააყენოს აქ გარაჟში, დატოვოს და წავიდეს, რამდენი ხანი შეიძლება ეს მანქანა ამ უცხო ქვეყნის ნომრებით გარაჟში რო ეყენოს? რამე პერიოდის მერე რამე სამართლებრივი პროცედურები არი საჭირო?

EDIT: როგორც გავიგე, 90 დღე შეიძლება იყოს უპრობლემოდ. მერე უნდა გადაკვეთოს საზღვარი და შემობრუნდეს უკან.

ამან ახალი კითხვა გამიჩინა. თუ არ დაბრუნდა და იმ 90 დღეში არ გადაკვეთა საზღვარი, დაჯარიმდება ალბათ ხო?
ჯარიმა რამდენია? ამოღება ხდება ვაფშე?
თუ ეგ ჯარიმები არც ისე ბევრია, ხო არ ჯობია ამდენ წასვლა-წამოსვლას, იდგეს მანქანა, მერე გადაიხადოს ჯარიმა წასვლისას და მორჩეს მაგითი? ან ვაფშე არ გადაიხადოს, წაიყვანოს მანქანა და დაიკიდოს biggrin.gif

Posted by: any_body 30 Nov 2022, 21:49
სალამი, პარკირების ძველი ჯარიმები, ადრე რომ კომპანია იყო ის ჩამოიწერა თუ ისევ გადასახდელია ?
ან კომპანიას რა ჰქვია ხომ არ გახსოვთ?

Posted by: wrangler7 1 Dec 2022, 08:40
any_body
სითი პარკი ერქვა

Posted by: xaligari 6 Dec 2022, 22:54
QUOTE
სითი პარკი ერქვა

ვინ იფიქრებდა , რომ მოგვენატრებოდა biggrin.gif

Posted by: amnezia 9 Dec 2022, 11:00
სად ვნახავ პარკინგის ჯარიმებს? მადლობა წინასწარ


Posted by: lordilidan 9 Dec 2022, 19:27
ეს ექხიურები ხო დააყენეს სიჩქარის მთვლელები, ხოდა შუაში რო შუქნიშნებია აზრი ? შუქნიშანზე მაინც ჩერდები და იმან რო დაითვალოს გადაჭარბება 4 შუქნიშანზე ზედიზედ მწვანე უმდა დაგვხდეს, რა გენიოსი ტრანსპორტის სამსახური გვყავს მოკლედდდდ

Posted by: serjhanti 9 Dec 2022, 22:14
QUOTE
ვინც საცობის რიგს არღვევს უხეშად!!

ერთი არ ასცდეთ, რასაც ვაგინებთ.

Posted by: nedved_11 10 Dec 2022, 19:10
50 ლარიანი პარკირების ჯარიმა 1 თვეზე მეტია არ გადაიმიხდია, საურავი ან რამე ემატება თუ იცით ვინმემ? 1 თვე და 2 კვირა გავიდა რაც დამიწერეს, საიტზე დადეს

Posted by: JonSnow88 10 Dec 2022, 19:12
წესივრად თქვით, აქვს თუარა საპატრულო პოლიციას გაჩერების მოთხოვნის გაცემა ან დაჯარიმება, თუ სირენები არ ურთია, თუ არაა მაგის ვალდებულება, საერთოდ რატო რთავენ ან უყენიათ, მოიშორონ და ბიუჯეტსაც გაუფრთილდნენ
* * *
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით;
ეს ის მუხლია ხო? ავარია რო მოგივა და მანქანას გადააყენებ სხვა ადგილას ავარიის მერე, თუნდაც 1 მეტრით რო გაანძრიოს მანქანა ვინც დაგარტყა შეგიძ₾ია ამ მუხლით უჩვლო ხო?

Posted by: Promes 11 Dec 2022, 01:54
სალამი მეგობრებო,
მოკლედ, აგვისტოში ვყოფილვარ დაჯარიმებული და დღეს გავიგე ამის შესახებ ( საურავიც დარიცხულია) გადახდა მინდა და არ მახდევინებს არცერთი მობაილბანკი. ვინმეს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა? რა უნდა მოვიმოქმედო?

Posted by: amnezia 12 Dec 2022, 11:55
QUOTE
50 ლარიანი პარკირების ჯარიმა 1 თვეზე მეტია არ გადაიმიხდია, საურავი ან რამე ემატება თუ იცით ვინმემ? 1 თვე და 2 კვირა გავიდა რაც დამიწერეს, საიტზე დადეს

რომელ საიტზე? მეც მინდა ვნახო ჩემი ჯარი,ები

Posted by: Nika_Kvrivishvili 14 Dec 2022, 20:01
გამარჯობათ,

ფოთში ჩამომივიდა მანქანა (კონტეინერის გახსნას ველოდები), ვერ დადის, ევაკუატორით მინდა წამოვიღო და თუ იცით ვინმე ფოთიდან თბილისამდე რომ წამომიღოს ფასებიც რომ დამიწეროთ.

user posted image

Posted by: lordilidan 18 Dec 2022, 18:12
თბილისის პარკინგის ჯარიმების გადამოწმება რომელ საიტზე შეიძლება?

Posted by: n-i-c-k 24 Dec 2022, 16:26
lordilidan

https://forum.ge/?showtopic=35019841&view=findpost&p=52556121

პირველივე პოსტშია ლინკი

Posted by: Kaki1988 4 Jan 2023, 20:13
გამარჯობათ!! მინების დამუქებასთან დაკავშირებით მაინტერესებს!! რამდენი % შეიძლება დამუქება!!

Posted by: დიაბლო 18 Jan 2023, 13:31
ავტომობილი გავყიდე დეკემბრის ბოლოს, ჯარიმები რაც მქონდა ყველაფერი გადავიხადე, ახლა მომდის ოქტომბრის თვის ვიდეო ჯარიმები და უნდა გადავიხადო?

Posted by: NACNOBI 19 Jan 2023, 21:24
QUOTE
ავტომობილი გავყიდე დეკემბრის ბოლოს, ჯარიმები რაც მქონდა ყველაფერი გადავიხადე, ახლა მომდის ოქტომბრის თვის ვიდეო ჯარიმები და უნდა გადავიხადო?


ჯარიმა როცა იწერება არის იმ დროს ვისიც არის მანქანა იმ მეპატრონის და მანქანის გაყიდვა არ შველის მაგ ამბავს. ასე რომ მოგიწევს გადახდა თუ სხვა არ გადაგიხდის რა თქმა უნდა alk.gif

Posted by: kamikadze_teroristi 21 Jan 2023, 17:27
გამარჯობა, მოკლედ წინა პარასკევს გამიფუჭდა მანქანა ყიფიანის და ქუთაისის ქუჩების კვეთაზე, შუქნიშანთან. გადავედი შუქნიშანზე, ჩავუხვიე ქუთაისის ქუჩაზე და ეგრევე მარჯვენა მხარეს გავაჩერე. საჭის მექანიზმი დაზიანდა და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი გადაადგილებას. ცოტა ხანში მომივიდა ვიდეო ჯარიმა, 125 მუხლის მე-8ნაწილი (დგომა-გაჩერების აკრძალვა).
აქვს აზრი ამ ჯარიმის გასაჩივრებას თუ გადავიხადო სანამ ფასდაკლება მოქმედებს?

Posted by: lordilidan 22 Jan 2023, 17:44
უკონტაქტო პატრულმა პარკირებაზე რატო დამიწერა 50 ლარიანი ჯარიმა? მარტო თბილისის პარკინგის არ გაიზარდა?

Posted by: playstation 22 Jan 2023, 20:21
მოკლედ დღეს მქონდა ინსპექტირების ბოლო დღე. ხვალე მიწევს დიღმის მასივიდან ვაჟაზე გასვლა, მაგ არეალში რამე ნაბოზარი კამერა ხომ არ არის? ასევე თამარაშვილის სიახლოვეს სად არის ახლო მახლო ინსპექტირების პუნქტი ხომ არ იცით?

არადა სმს მომივიდა 9 თებერვალს გიწევთ შემდეგი ინსპექტირებო და მაგან შემიყვანა შეცდომაში. წინა მანქანის სმს ყოფილა ეგ.

Posted by: n-i-c-k 23 Jan 2023, 12:22
QUOTE
თამარაშვილის სიახლოვეს სად არის ახლო მახლო ინსპექტირების პუნქტი


უნივერსიტეტის ქუჩაზე 2 სადგურია , თუმცა თამარაშვილი უნივერსიტეტის კვეთაზე რომ იდგა კამერა , ის ვიცი რომ წერდა ტექინსპექტირების ჯარიმებს ადრე საყვავილეების მხარეს ეყენა და აქეთ იყურებოდა ...
ეხლა კიდევ კამერა დაამატეს საყვავილეებს რომ უყურებს ... ვინც მიაპარკინგებს პარკინგის ჯარიმას ჩუქნის biggrin.gif ხო და ეგ კამერაც ალბათ წერს ტექინსპექტირებაზე ...
ისე უნდა გაიარო რომ წინ და უკან მაღალმა მანქანებმა დაგფარონ

Posted by: kvariati1975 28 Jan 2023, 08:45
გამარჯობათ მეგობრებო!
საიდან შეიძლება ჩამოვტვირთო
რა დარღვევაზე რამდენით ვჯარიმდებით .
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
რაც შეეხება ტრანსპორტით გადაადგილებას.
სულ ძვრლებს ვპოულობ მაცნეზე.

* * *
გამარჯობათ მეგობრებო!
საიდან შეიძლება ჩამოვტვირთო
რა დარღვევაზე რამდენით ვჯარიმდებით .
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
რაც შეეხება ტრანსპორტით გადაადგილებას.
სულ ძვრლებს ვპოულობ მაცნეზე.

Posted by: =ლაშა= 30 Jan 2023, 18:49
განუბაჟებელზე ჯარიმები იწერება?
თბილისი პარკინგი.. წერს ჯარიმებს?

Posted by: SAROKAWA 1 Feb 2023, 12:40
QUOTE
თბილისი პარკინგი.. წერს ჯარიმებს?

კი, მე დამაჯარიმეს დიღომში, გუდვილთან პარკინგზე მეყენა ახალ ჩამოყვანილი მანქანა 1 დღე-ღამე (არ მეცალა წასაყვანად და) - მანდ ღამე დადიან მგონი, იციან რომ ევაკუატირები ჩამოდიან და მანდ აყენებენ მანქანებს.


პარკინგის აპლიკაციაში კი შეგიძლია დაამატო ტრანზიტული ნომრები wink.gif

Posted by: ნიკა 5 Feb 2023, 23:02
kvariati1975
მაცნეს საიტზეა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. კონსოლიდირებული ვერსია უნდა მისცე

Posted by: Don_Bandolero 22 Feb 2023, 14:51
მეგობრებო, არასწორ პარკინგზე სითი პარკივით სურათები რომაა გადაღებული და პოლიციის ჯარიმა რომ მოდის მაგ დროს ფეხით მოსიარულე პატრული იღებს სურათებს თუ ვინმე მოქალაქემ გადაიღო და გამიჩალიჩა?

Posted by: radiotavi 23 Feb 2023, 03:42
1 წლიანი აკრძალვა მაქვს მაქანის ტარებაზე, ნასვამობის გამო, ნახევარი გავიდა, მაქვს ახლა რამე შანსი რომ შემიწყალონ? სად ვწერ მაგ შეწყალებას?

Posted by: Rozner 28 Feb 2023, 01:31
ჩემს მეუღლეს 5-7 წუთი მოყვებოდა პატრული, გააჩერებინა მანქანა. მეუღლემ კითხა რამე დავარღვიეო? იმან დაათვალიერა სტრანნად მანქანა და უპასიხა არა არაფერიო და წასულა პროსტა სახელი გვარი უთქვამს. რა პონტია?

Posted by: AsToN 28 Feb 2023, 19:03
QUOTE (Rozner @ 27 Feb 2023, 21:31 )
ჩემს მეუღლეს 5-7 წუთი მოყვებოდა პატრული, გააჩერებინა მანქანა. მეუღლემ კითხა რამე დავარღვიეო? იმან დაათვალიერა სტრანნად მანქანა და უპასიხა არა არაფერიო და წასულა პროსტა სახელი გვარი უთქვამს. რა პონტია?

მანქანის სალონი თუ შეამოწმა, შეიძლება ივარაუდა დანა ჰქონდა ან იარაღი. ახალი კანონია მანქანაში დანაც კი თუ გაქვს დიდი ჯარიმაა და ჩამორთმევა

Posted by: Promes 1 Mar 2023, 00:06
მოგესალმებით,
მოძრაობისას გაუსვეს მანქანას და უცბად მოტყდნენ. დავრეკე პატრულში და კამერებს ვნახავთ და დაგიკავშირდებითო. ვისაც გქონიათ ანალოგიური შემთხვევა, რამდენ ხანში დარეკა გამომძიებელმა თქვენთან?

Posted by: ჩემით 1 Mar 2023, 21:11
მოგესალმებიᲗ
საჯარიმო ავტოსადგომზე ნაავარიები მანქანის დგომის საფასური რა არის ხომ არ იციᲗ? 2014 წლის ბრᲫანებულება ვნახე პირველი 5 დᲦე 5 ლარი და Შემდეგ დᲦეᲨი 1 და Შეიცვალა რამე Თუ ისევ ისეა?

Posted by: JoseeeM 19 Mar 2023, 15:49
ეს შევიდა ძალაში?
ტექდათვალიერებაზე

"ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:

- ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით. "

Posted by: =ლაშა= 20 Mar 2023, 17:18
განუბაჟებელ ნომერზე.. ჯარიმები როგორ ვნახო.?

Posted by: JoseeeM 22 Mar 2023, 11:53
Zura_SX
თემის დასაეყისში, 1 გვერდზე ვადა 60 დღე რომ წერია, ხომ არ შეიცვალა?
პლისჯიზე წერიარომ საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე30 დღეს ითვლება ჩაბარებულადო

და შეიცვალა რამე?


*
გაცნობებთ, რომ თუ სამართალდამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ვერ ხერხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი საჯაროდ გამოქვეყნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

*

Posted by: mishoji 29 Mar 2023, 11:41
გამარჯობა. კამერებს მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე შეუძლია ქულების დაკლება ხომ?

Posted by: SAROKAWA 29 Mar 2023, 12:29
QUOTE
კამერებს მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე შეუძლია ქულების დაკლება ხომ?

წელს ერთი ორჯერ დამაჯარიმა კამერამ სიჩქარეზე და ქულები არ დამკლებია
smile.gif

Posted by: wrangler7 29 Mar 2023, 17:32
QUOTE (mishoji @ 29 Mar 2023, 11:41 )
გამარჯობა. კამერებს მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე შეუძლია ქულების დაკლება ხომ?

პირიქით, პირადად რო აჯარიმებენ მაშინ აკლდება ქულა, კამერებზე არა

Posted by: qartlimela 2 Apr 2023, 19:17
ვიდეო ჯარიმა აუცილებლად მოვა ესემესით ხომ? თუ შეიძლება არც მოვიდეს?

Posted by: donmixo777 4 Apr 2023, 20:51
QUOTE
ვიდეო ჯარიმა აუცილებლად მოვა ესემესით ხომ? თუ შეიძლება არც მოვიდეს?


წესით უნდა მოვიდეს

მაგრამ შენ უნდა გადაამოწმო ხოლმე შ.ს.ს-ს ბაზაში
* * *
https://police.ge/protocol/index.php

აჰა
ვიდეო ჯარიმებს აქ გადაამოწმებ

Posted by: guri8 8 Apr 2023, 16:35
ტექდათვალირების გაუვლელობის გამო კამერა რომ დაგაჯარიმებს რამდენი ხანია ინტერვალი
ხელმეორედ დაჯარიმებამდე ?

Posted by: wrangler7 8 Apr 2023, 17:58
guri8
30 დღე


———————-

Posted by: guri8 8 Apr 2023, 20:04
QUOTE (wrangler7 @ 8 Apr 2023, 17:58 )
guri8
30 დღე


———————-

მადლობა
ანუ სიარულის უფლება მაქვს და რა მაინტრესებს კიდევ პატრულმა რომ გამაჩეროს ამ
შემთხვევაში რა ხდება ?

Posted by: llevani 9 Apr 2023, 22:37
საქარე მინაზე გამჭვირვალე დამცავი ფირის დაკვრა არ შეიძლება?

Posted by: დათო558899 20 Apr 2023, 19:32
გამარჯობათ ესემესი მომივიდა დღეს 20 აპრილს, თქვენი სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა 125-6-0 მუხლით მაგრამ პრობლემა ის არის იმ ადგილას დღეს საერთოდ არ გამიარია და ჩემი აზრით რაღაც შეცდომაა პოლიცის საიტზე არ მოიძებნა დარღვევა, გთხოვთ მომწეროთ თუ ვინმეს ქონია ასეთი შემთხვევა და მირჩიეთ როგორ მოვიქცე ?

და კიდევ, ერთი ძველი ესემესი ვნახე 6 აპრილს ყოფილა გამოგზავნილი მისამაღთი ზუსტად ის ადგილი არის რაც დღევანდელ ესემესში წერია მაგრამ აქ სხვა მუხლია 125-7-0, შესაძლოა ექვსში მართლაც დავარღვიე ზუსტად მართლაც არ მახსოვს, მაგრამ დღეს 20 აპრილს იმ ადგილას არ გამიარია 100 პროცენტით ვიცი და მანქანაზე ჩემს გარდა არავინ იჯდა. პოლიცის საიტზე არც 6 აპრილის ჯარიმა არ იძებნება და არც 20ის

Posted by: nata.nata 21 Apr 2023, 11:20
გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ
ამ საკითხში კომპეტენტურმა

Posted by: night-blue 21 Apr 2023, 22:24
12 ვიდეო ჯარიმა მქონია სგ მე givi.gif

sad.gif

...........


ამკენწლეს ეს რა უბედურებაა ეხლა გადავამოწმე.




ესენი რო არ გადავიხადო ლიშენიაზე მივდივარ? პროსტა მაინტერესებს

Posted by: giorgevich23 29 Apr 2023, 13:48
პავაროტნიკის არ ჩართვაზე 50 ლარია ჯარიმა? mad.gif

Posted by: novalisi 30 Apr 2023, 23:06
ორი თვის წინ ტექდათვალირების გაუვლელობის გამო კამერით დაჯარიმების შემდეგ კიდევ რომ დაგაჯარიმონ რამდენია ჯარიმა?
გამეორებით დაჯარიმებაზე კანონი იცვლებოდა როგორც ვიცი 2023 ში

Posted by: wrangler7 1 May 2023, 01:09
novalisi
ჯერ ისევ 50 ლარია, 4 ივნისიდან შედის ეგ კანონი ძალაში

Posted by: novalisi 1 May 2023, 18:43
wrangler7

მადლობა

Posted by: leonio 9 May 2023, 16:04
გამარჯობა. დაბურულ ფანჯრებზე რამდენია ჯარიმა და როგორ გავიგო ნორმაზე მეტად არის თუარა დამუქება?

Posted by: sharlataniii 13 May 2023, 14:52
გამარჯობა.
ზონალური საათობრივი პარკინგი რომ გამოვიყენო ისე რომ არ მქონდეს 6თვიანი/1 წლიანი პარკირების საშვი, მაინც დამაჯაეიმებენ? პარკინგის კაცს ვჯითხე და ზონალური ცალკე არისო და არავინ მოგთხოვა მაგაზე პასუხსო, მაგრამ მთლად ვერ დავუჯერე

Posted by: WalterWhite7 23 May 2023, 15:28
ჯარიმა რამდენ დღეში მოდის ხოლმე? სიჩქარის გადაჭარბების ან რაიმე ეგეთის დარღვევის

Posted by: temo_777 24 May 2023, 13:14
გამარჯობა, რამდენიმე დღის წინ პარკინგმა დამაჯარიმა.
დღეს პარკინგის გვერდზე შევდივარ და მხვდება 2022 წლის ჯარიმაც, რომელიც მანამდე ზუსტად მახსოვს რომ არც საიტზე იდო, და არც სმს მოსულა.
+ ზუსტად იგივე ადგილზეა დაჯარიმებული სხვა სტასუსით:
"დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე"
არადა გზის სავალი ნაწილი რანაირად გამოდის ვერ მივხვდი?
და თან ეს ჯარიმა ხანდაზმულად ითვლება უკვე თU როგორაა?

რამდენი ხანი აქვს ვადა?

user posted image

user posted image

Posted by: fordman 30 Jun 2023, 05:28
temo_777
QUOTE
დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე"

გზაჯვარედინიდან 5 მეტრში გაჩერება არ შეიძლება.

Posted by: temo_777 5 Jul 2023, 16:30
fordman
დავიკიდე ეგ ჯარიმა
ხანდაზმულია მაინც biggrin.gif

Posted by: jjj 7 Jul 2023, 14:07
შეკითხვა მაქვს ვინც ერკვევით იურიდიულ ნიუანსებში. გუშინ რომელიღაცა რესტორნის მოპირდაპირე მხარეს გავაჩერე მანქანა, ბევრი მანქანა იყო გაჩერებული, აკრძალვის ნიშანი არ ეკიდა და არც მიფიქრია რომ გაჩერება არ შეიძლებოდა. ცოტა ხანში მომივიდა სმს რომ დაჯარიმებული ვიყავი, პლიუს მანქანაც წაყვანილი იყო საჯარიმო სადგომზე.

ნუ ჯარიმა ჯანდაბას ვთქვათ, მაგრამ რომ გადაყავთ მანქანა მაგაზე პლიუს 150 ლარის გადახდა გიწევს. ვიცი რომ მანქანის წაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ თუ მოძრაობას ვაფერხებ. მაგი რომ გავაპროტესტე მითხრეს ტროტუარზე გეყენაო და მაგ დროს გვქონდაო წაყვანის უფლებაო. მაინტერესებს რამდენად აქვს აზრი რომ გავასაჩივრო ეს ჯარიმები?

საერთოდ რა იურიდიული განმარტება აქვს ტროტუარს, ანუ რას ეწოდება ტროტუარი, რა ნიშნებს უნდა აკმაყოფილებდეს? ე.წ. შემაღლებული ბორდიულები იქ არ იდგა, ფეხით კიდევ მაგ ადგილას არავინ დადის, თუ ფეხმავლებს ვუშლიდით ხელს ყველა მანქანა უნდა წაეყვანათ მაშინ, ერთი ჩემი მანქანის წაყვანით გაიწმინდა გზა?

სურათებსაც ვტვირთავ, მარცხენა მხარეს რომ სურათში წითელი ჩარჩო შემოვხაზე დაახლოებით მანდ მეყენა, მეორე სურათზე უკვე ჩემი მანქანაა. მოკლედ მირჩიეთ, აქვს აზრი გასაჩივრებას თუ შევეშვა?

Posted by: rachveli1 7 Jul 2023, 14:50
jjj

რა ნიშანი გინდა, ტროტუარზე გაქ დაყენებული, თან ის ერო ტროტურარი მთლიანად ჩახერგე

Posted by: jjj 7 Jul 2023, 15:07
QUOTE (rachveli1 @ 7 Jul 2023, 10:50 )
jjj

რა ნიშანი გინდა, ტროტუარზე გაქ დაყენებული, თან ის ერო ტროტურარი მთლიანად ჩახერგე

ანუ აზრი არა აქვს გასაჩივრებას, ქონდათ წაყვანის უფლება?

Posted by: rachveli1 7 Jul 2023, 15:41
jjj
კი ჰქონდათ რა თქმა უნდა

Posted by: muziri 18 Jul 2023, 11:06
გამარჯობათ
მუხლი:
118 ნაწილი მე-3
რას ნიშნავს?
ტექ ინსპექტირებას ეხება თუ რამე ახალია?

Posted by: wrangler7 18 Jul 2023, 11:24
muziri
რამდენ ლარიანია?
ინსპექტირების 118 მეორე ნაწილია

Posted by: muziri 18 Jul 2023, 12:58
user posted image
QUOTE (wrangler7 @ 18 Jul 2023, 11:24 )
muziri
რამდენ ლარიანია?
ინსპექტირების 118 მეორე ნაწილია

150 ლარიანი დაუწერეს ჩემს ახლობელს

Posted by: wrangler7 19 Jul 2023, 22:29
muziri
მანამდე ჰქონდა ინსპექტირების ჯარიმა? მეორე თვეში თუ დაგიწერეს უკვე 150 ლარია, თუ კიდევ არ გაატარე 300,ალბათ ეგაა

Posted by: muziri 8 Aug 2023, 11:08
სასკ-ის 125(3) მუხლის მე-4 ნაწილი
ეს რა მუხლია?

Posted by: სერაფიტი 25 Aug 2023, 13:20
ვიდეო რამდენ ხანში იდება? მხოლოდ ფოტი დევს. გუშინწინ დავჯარიმდი.

Posted by: Gbln 28 Aug 2023, 13:08
სალამი

მინდობილობა რაზე არაა საჭირო მანქანის ტარებისთვის საქართველოში?

ჩამოსულები უკრაინიდან საზღვარზე კვეთისთვის აჩვენებენ მინდობილობას მესაკუთრისგან მანქანის საზღვრის კვეთისთვის, მაგრამ თბილისში სატარებლად ეს მინდობილობა რაღაში სჭირდებათ?

ნაცნობს მასე მოტო ააცალა პატრულმა საჯარიმოზე გადაიყვანა, მინდობილობა არ იყო თარგმნილიო. მარა მანქანის პასპორტი თან ქონდა და...

Posted by: 123omari123 4 Sep 2023, 20:06
გამარჯობა,
ნომრის შენახვა რა ღირს? ჩვეულებრივი ნომერია

Posted by: Cramer 26 Sep 2023, 11:30
გამარჯობათ. შეკითხვა მაქვს და გთხოვთ კომპეტენტურმა მიპასუხოთ ძალიან მეჩქარება. მოკლედ 16 ში ამ თვის კამერამ დამიწერა ტექ დათვალიერების ჯარიმა 150 ლარი. გადავიხადე გუშინ 120ლარი ანუ 20პრ ფასდაკლებით. დღეს რომ წავიდე ტექ დათ გასატარებლად კიდევ დამიწერს ჯარიმას? ვეღარ ვიგებ ზოგი ამბობს 10დღის მერე ისევ წერსო და დღეს მეათე დღეა

Posted by: febus 26 Sep 2023, 12:15
Cramer

ტექ. დათვალიერების ჯარიმა 30 დღეში ერთხელ იწერება.

Posted by: nodi_ts 28 Sep 2023, 13:58
გამარჯობა,
მეგობრებო, ტექ.გაუვლელობის შემთხვევაში პირველივე ჯარიმა 150 ლარი გახდაა? თუ მეორე განმეორებითზე წერს 150 ლაარს?

არ ვიყავი აქეთ და მანქანაზე მაქვს ვადაგადაცილება.

მადლობა.

Posted by: wrangler7 28 Sep 2023, 21:35
nodi_ts
პირველი 50,მეორეა 150 ლარი

Posted by: zzz77 29 Sep 2023, 08:05
სალამი ყველას.თბილისის პარკინგის ჯარიმა ვნახე აპლიკაციაში. მაგრამ არ წერია სად დამიწერეს ეს ჯარიმმა, არც ფოტოა რომ მივხვდე სად მეყენა მანქანა. არასწორი პარკირების გამოა დაწერილი. დარეკვას აზრი არ აქვს მაინც არ პასუხობენ. სად შეიძლება ვნახო ჯარიმა სად დამიწერეს.

პ.ს. თანხა გადავიხადე უკვე, მაგრამ მგონია რომ არასწორედ დამიწერეს ჯარიმა.

Posted by: თორნიკეე 10 Oct 2023, 11:51
user posted image

უბნიდან გასასვლელში დაეჯახნენ ერთმანეთს...

პატრულმა ვერცხლისფერი გაამტყუვნა... აზრი აქვს გასაჩივრებას?

Posted by: dzvelo 16 Oct 2023, 10:20
QUOTE (თორნიკეე @ 10 Oct 2023, 11:51 )
user posted image

უბნიდან გასასვლელში დაეჯახნენ ერთმანეთს...

პატრულმა ვერცხლისფერი გაამტყუვნა... აზრი აქვს გასაჩივრებას?

თუ საგზაო ნიშნები არ დგას მოქმედებს მარჯვნიდან დათმობის წესი, ვერცხსლისფერს ქონდა დათმობის ვალდებულება

Posted by: dantist778 27 Oct 2023, 23:13
წითელზე გავლა ვიდეოჯარიმა 100ლარი როდის გახდა?

Posted by: Papa_Damiane 26 Nov 2023, 21:59
გამარჯობა.

გასაჩივრებას თუ აქვს აზრი?
ამ ადგილას ძალიან ცუდი სიტუაციაა. პირდაპირ ქვაფენილის დასრულებისთანავე იწყება უწყვეტი ავტობუსის ზოლი და რეაგირება თითქმის შეუძლებელია. მანამდე არც წყვეტილია და საერთოდ არანაირი ზოლი არაა.

ვერცხლისფერი მანქანით შავ მანქანას მივყვებოდი და შესაბამისად ძირს როგორც კი დავინახე ყვითელი ზოლი გადავედი ავტომობილისაში. მხოლოდ მეორე ფოტოში ნაჩვენებ ადგილას მაქვს გადაკვეთილი და შემდეგ გადავედი ავტომობილის ზოლში.

user posted image

user posted image

Posted by: Raven 9 Dec 2023, 16:39
თუ ჯარიმა საჯაროდ არ გამოქვეყნებულა და არც სმს მომსვლია, ითვლება თუ არა ჩაბარებულად და უნდა გადავიხადო სასწრაფოდ თუ არა? 3 თვის წინანდელია, შემთხვევით ვნახე ეხლა სტ პარკზე.

Posted by: llevani 14 Dec 2023, 22:27
ცხოველზე დაჯახებისას ვინ ჯარიმდება მძღოლი თუ ცხოველის პატრონი

Posted by: Your unique security code 27 Dec 2023, 14:29
უცხო მანქანების ჯარიმები თქვენც მოგდით?

ძაან გახშირდა მსგავსი შეცდომებიო

ქალს ჯარიმა მოუვიდა რომელსაც მანქანა ცხოვრებაში არ ყოლია.


რა ხდება ამ დროს?




Posted by: guriaaa 27 Dec 2023, 17:17
ეს 125 ის მე-6 მუხლი რას ეხება ხალხო? ყველაფერს და არაფერს?

ჩემი მეუღლე იყო ეხლა თევდორე მღვდელზე, პასაჟის და ყოფილი ბავშვთა სამყაროს კვეთაზე, ქვემოთ მარჯვნივ დეზერტირებია, ზემოთ ვაგზალი..და სადაც სრული კატასტროფაა,
ანუ მიადგა ფეხით მოსიარულეების გადასასვლელს, გაჩერდა, წინ იდგა სუბარუ მგონი ....საცობი იყო.. ეს სუბარუ ცოტათი გადავიდა და შუა გზაზე გაიჭედა, ამ დროს ფეხით მოსიარულეების გადასასვლელი იყო თავისუფალი და ჩემი მეუღლეც გადავიდა (აბა იქ ხო არ იდგებოდა?) მიადგა ამ პრიუსს და ზუსტად რამდენიმე წამით დარჩა ფეხით მოსიარულეების გადასასვლელზე

და დაახლოებით 30 წამში გავიდა ის სუბარუ, ვიდეოში ასე ჩანს და ამანაც აუხვია მარცხნივ...და ვიდეოკამერამ დააფიქსირა და გამოწერა 20 ლარიანი 125 6 -ით ..რა პრიორიტეტი დაარღვია? ამიხსენით? იმენა წლის ბოლოდ "გეგმის შესრულებაზე" არიან ეს დედა#####ულები გადასულები და ნაცებზე იძახდნენ სისხლის გვწოვდნენო...წარმოუდგენელ ჯარიმებს წერენ.. იმ დღეს მეგობარმა ბავშვი მიიყვანა ჯავახიშვილზე, გადაუშვა თვითონ გაჩერდა ზუსტად 2 წუთით, არ გადმოსულა და მოძრავი მანქანიდან დაუწერი მერიის სირიკოთა სამსახურმა 50 ლ, დგომა აკრძალულიაზე იდექიო...

აჰა ეს 125. 6. "სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით."

აქ რა უნდა გაიგო?

Posted by: serjhanti 27 Dec 2023, 22:47
guriaaa
QUOTE
აქ რა უნდა გაიგო?

ვიდეო დადეთ და გეტყვით, რაც დაარღვია!
99% გზაჯვარედინზე მოძრაობის მიმართულება იყო არასწორი.

Posted by: LaBohemia 16 Jan 2024, 20:44
ხალხნო, მეგოვარს ბასლაინის ჯარიმა მოუვიდა, ქვითარი ვერ ჩაბარდა და გამოუქვეყნებიათ. გამოქვეყნების თაობაზე ერთხრლ სმს მოგივიდათო და სმს მოსვლის დროს ეს პიროვნება იმყოფებოდა საზღვარგარეთ. და დაედო საურავები. ასეთ დროს, აზრი აქვს გასაჩივრებას? თუ გამოქვეყნება უკვე საკმარისია

Posted by: dantist778 18 Jan 2024, 09:58
გამოქვეყნება ჩაბარებად ითვლება კანონით

Posted by: Bigboy 22 Jan 2024, 15:29
გამარჯობა მეგობრებო ,

გუშინ გამაჩერა რესტორნიდან გამოსული ჩასაფრებულმა პატრულმა ,

ერთი კათხა ლუდი მქონდა დალეული და 0.5 ამომიგდო , მეორე ეკიპაჟი მოვიდა და 0.4 ამოაგდო მაგრამ მაინც მომცეს ლიშენია
გზაში გულიც ავირიე , ბლომად 2 ლიტრამდე კოკა კოლა დავლიე და ტკბილები ვჭამე

ღუდუშაურში სისხლიდან ამიღეს ანალიზი და ველოდები პასუხს

მთავარი ის არის რომ წინა დღეს ბლომად დავლიე , დილის 6ზე დავიძინე და შუადღეს რომ გავიღვიზე მერე წავედი რესტორანში და იქ დავლიე ერთი ლუდი
შეიძლება რომ გადავრჩე ან წინა დღის პახმელია მქონდეს სისხლში ?


Posted by: genadi 14 Feb 2024, 11:23
ავტოზე სრული ინფორმაცია სად გავიგო - ყადაღა, საბანკო დავალიანება და ა.შ?

Posted by: Kakha 14 Feb 2024, 23:33
სალამი, ელექტრომანქანებზე შეღავათი გაუქმდა? კერძოდ უფასო პარკირებაზე რამე ცვლილებაა?

Posted by: n-i-c-k 17 Feb 2024, 12:29
პოსტი ფბ დან smile.gif

user posted image

Posted by: grafidegishi 18 Feb 2024, 17:08
ბარდიულზე(ქვეით მოსიარულეთა) ჯარიმა დამიწერა შუქნიშნის სათვალთვალო კამერამ, ჩაბურული შკოდის ნაცვლად, სხვა ასეთი ჯარიმა თუ მოსვლია ვინმეს ჩემს გარდა და რამდენად კანონიერია?

Posted by: გიორგი XII 9 Mar 2024, 16:50
სტუმრად რო გავიდე და ზონალურზე დავტოვო მანქანა ვინაიდან უბანში ადგილი არაა და ვერ გავაჩერებ და ღამე რო გავთიშო ზონალური მაინც დამაჯარიმებენ?

Posted by: Vidar 16 Mar 2024, 19:09
გავიგე რომ მაგრად დაეცა ფასები ავტობაზრობაზეო და სალონიდან ვფიქრობდი 30 დოლარის ფარგლებში საოჯახო ჯიპის გამოყვანას. მიმდინარე მდგომარეობით ახალი ან მცირე გავლით რა ჯიპს მირჩევდით ამ ფასში და რა მოდელები მომივა ავტობაზრობაზე 2022-2024 წწ?

წინასწარ მადლობა

Posted by: MANAXH 16 Mar 2024, 19:52
guriaaa
კამერა აჯარიმებს მანდ თუ უკონტაქტო პატრული?
* * *
გიორგი XII
თუ ჩამოიარეს კი

Posted by: no_one 24 Mar 2024, 00:12
მეგობრებო, გზაზე დახაზული სამკუთხედები რა მანძილზე მოქმედებს?

სამკუთხედზე რომ გაჩერდები, გზას დაუთმობ, დაიძვრები და სადღაც 20 მეტრში ვიღაც გვერდში დაგარტყავს - ვისი ბრალია? ეს ყველაფერი საცობში ხდება ნელი მოძრაობისას

Posted by: გამარჯობაათ 27 Mar 2024, 14:50
QUOTE
ხალხნო, მეგოვარს ბასლაინის ჯარიმა მოუვიდა, ქვითარი ვერ ჩაბარდა და გამოუქვეყნებიათ. გამოქვეყნების თაობაზე ერთხრლ სმს მოგივიდათო და სმს მოსვლის დროს ეს პიროვნება იმყოფებოდა საზღვარგარეთ. და დაედო საურავები. ასეთ დროს, აზრი აქვს გასაჩივრებას? თუ გამოქვეყნება უკვე საკმარისია

როგორც ვიცი არ აქვს აზრი, ჩემს ნათესავს 1000 ლარზე ასული ჯარიმა დახვდა უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ.

Posted by: grafidegishi 30 Mar 2024, 21:15
მაქსიმუმ სადამდე შეიძ₾ება გაიზარდოს საურავი? რის მერეც იწყება ქონების დაყადაღება?

Posted by: giorgi38 27 Apr 2024, 17:52
მოგესალმებით სუყველას. მოკლედ ორი დღის წინ გადავიხადე საპატრულოს ჯარიმა და საიტზე კიდევ გადაუხდელს მაჩვენებს. დრო ჭირდება, რომ საიტზე აისახოს? ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)