გამარჯობა, ნაკლებად ვერკვევი ამ თემაში და გთხოვთ თუ რაიმე არასწორად მესმის ამიხსნათ.
სიტუაცია არის შემდეგი:
ორგანიზაციაში, რომელსაც წარმოვადგენ, შექმნილია ბაზა, რომელზეც დღეში მინიმუმ 800 ადამიანი შედის და აქტიურად სარგებლობს. ერთ-ერთი სეანსის დროს, კომპიუტერმა ამომიგდო შემდეგი სურათი:
როგორც დავსერჩე და ჩემი შეზღუდული ცოდნითა და განათლებით ამ სფეროში გავარკვიე, ეს გარემოება ნიშნავს შემდეგს: ჩვენმა პროგრამისტმა ჩააშენა ბაზაში ვირუსი, რომელიც მომხმარებლების კომპიუტერებს იყენებს თავისი საფულის მაინინგისთვის.
მჭირდება პროგრამისტი, რომელსაც გადავუხდი გარკვეულ ანაზღაურებას, მივცემ წვდომას, რათა გამოიკვლიოს სიტუაცია და დადოს დამოუკიდებელი დასკვნა.
თუკი რამეში ვცდები, გთხოვთ გამაგებინოთ. მადლობა