საქართველოს შსს აკადემია > როგორ დავიწყო სწავლა აკადემიაში?სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მსურველებს სთავაზობს სწავლას შემდეგ საბაზისო მომზადების პროგრამებზე:
პატრულ-ინსპექტორთა მომზადების პროგრამა - 3 თვე (13 კვირა);
უბნის ინსპექტორთა მომზადების პროგრამა - 4 თვე (14 კვირა და 3 დღე);
სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების პროგრამა - 4 თვე;
მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 2 თვე (5 კვირა და 2 დღე).
აკადემიაში სწავლის მსურველმა პირმა უნდა გაიაროს ხუთსაფეხურიანი შესარჩევი პროცედურა:
≥ განცხადების წარდგენა
≥ ტესტირება
≥ გასაუბრება
≥ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
ტესტირება/გასაუბრების ჩატარებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში.
> განცხადების წარდგენაკანდიდატს შეუძლია წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე წარადგინოს სამინისტროს იმ დანაყოფში, რომელშიც სურს მუშაობის დაწყება, თუ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ დანაყოფს გააჩნია შესაბამისი საკადრო პოზიცია, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ უნდა წარადგინოს სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში.
განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ფოტოსურათი (ზომით 3X4);
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი აბარებს პატრულ-ინსპექტორთა მომზადების პროგრამაზე.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას.
> ტესტირება შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მიღებული კანდიდატების სიების შესაბამისად აკადემია უზრუნველყოფს კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ჩატარებას. ინფორმაცია ტესტირების ჩატარების თარიღის, აუდიტორიისა და დროის შესახებ 10 კალენდარული დღით ადრე განთავსდება აკადემიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.policeacademy.gov.ge.
რას მოიცავს ტესტირების ეტაპი?
ტესტირება ტარდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ტესტი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან (130 კითხვა): IQ და ზოგადი უნარები, რომელიც შედგება 6 ნაწილისგან.
IQ არის არავერბალური ინტელექტის შესამოწმებელი ტესტი, რომელშიც თითოეული კითხვა სირთულისა და კითხვის სპეციფიკის მიხედვით, არასტანდარტულად ფასდება. IQ ტესტის მაქსიმალური შეფასებაა - 156 ქულა.
ზოგადი უნარების კითხვებზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი - 0 ქულით, შესაბამისად, მაქსიმალური შეფასებაა 64 ქულა.
ტესტირების მაქსიმალური ქულა მოიცავს ტესტის ორივე კომპონენტის ჯამს (IQ და ზოგადი უნარები), რომელიც შეადგენს 220 ქულას.
ტესტირების ხანგრძლივობაა - 2 საათი და 30 წუთი. ზოგად უნარებს ეთმობა 1 საათი და 30 წუთი, ხოლო IQ ტესტს - 1 საათი.
> გასაუბრება ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებაზე, რომელსაც ესწრებიან როგორც აკადემიის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. გასაუბრებაზე კანდიდატები ფასდებიან შემდეგი კრიტრიუმების მიხედვით:
- ზოგადი პიროვნული მახასიათებლები/ემოციური მდგრადობა - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის ზოგად პიროვნულ მახასიათებლებს. ამასთანავე ფასდება ემოციური გაწონასწორებულობა, რომელიც თავის მხრივ ფასდება გასაუბრების განმავლობაში კანდიდატის მიერ საკუთარი თავის ფლობით. შეფასება შესაძლებელია საუბრის მანერაზე და სხეულის ენაზე დაკვირვებით.
- განათლება/ინფორმირებულობა - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის მიერ მიღებული განათლების შესაბამის ცოდნას. აღნიშნული კრიტერიუმით იკვეთება კანდიდატის დამოკიდებულება განვლილი სასწავლო პროცესების მიმართ. ამ კრიტერიუმით ასევე დგინდება ქვეყანაში და გლობალურად მნიშვნელოვანი და აქტუალური მოვლენების შესახებ ინფორმირებულობა.
-მოტივაცია - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის მოტივირებულობას. პარამეტრის შეფასება ხდება კანდიდატის ინფორმირებულობისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების შეფასებით.
-კეთილსინდისიერება - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის გულახდილ საუბარს. აღნიშნული კრიტერიუმის შეფასება შესაძლოა მოხდეს საუბრის მანერიდან, მოწოდებული ინფორმაციის შინაარსიდან.
-ლოგიკური/არგუმენტირებული მსჯელობის უნარი - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის მხრიდან არგუმენტირებული საუბრის მანერას, სიტუაციის შეფასებისა და საკუთარი მოსაზრებების ლოგიკურად ჩამოყალიბების უნარს. აღნიშნული კრიტერიუმი შესაძლოა შეფასდეს სიტუაციური მაგალითის მოყოლით და მისი ანალიზით, ან/და კანდიდატის მხრიდან ისეთი სიტუაციის გახსენებით სადაც აღნიშნული უნარი გამოვლინდა.
- კანდიდატის შესაბამისობა პოლიციის საქმიანობასთან - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის დამოკიდებულებას სამართალდამცავი უწყებების საქმიანობასთან. აგრეთვე აღნიშნული კრიტერიუმი შესაძლებელია შეფასდეს გარკვეული კითხვის დასმით, თუ როგორ მოიქცეოდა კანდიდატი კონკრეტული სიტუაციიდან ან დავალებიდან გამომდინარე.
- კანდიდატის მიერ არჩეული სამომავლო საქმიანობის სფეროს შესახებ ინფორმირებულობა - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის ზოგად ცოდნას მის მიერ არჩეული სამომავლო საქმიანობის სფეროს შესახებ. აღნიშნული კრიტერიუმი ფასდება აკადემიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებული გასაუბრების საკითხების ცოდნის დონის შესაბამისად.
- ღირებულებები და ინტერესები - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის ღირებულებების და ინტერესების სფეროს.
> ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაკანდიდატი, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირება/გასაუბრებას, ჩარიცხვამდე უნდა ჩაუტარდეს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება. ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას უზრუნველყოფს შს სამინისტროს სსიპ – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.
> ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებაჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ, კანდიდატის ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას უზრუნველყოფს:
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
იმ შემთხვევაში, თუ განიხილება კანდიდატის სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ან საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტებში დანიშვნის საკითხი.
სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი
იმ შემთხვევაში, თუ განიხილება კანდიდატის აღნიშნულ დანაყოფში დანიშვნის საკითხი.
კანდიდატის ფიზიკური დონის შემოწმება ხორციელდება სპეციალური ფიზიკური ნორმატივების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
ფიზიკური ნორმატივი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუკი მსმენელები
შეუჩერებლივ, ხარვეზის გარეშე შეასრულებენ დავალებას. მაგალითად:
- ღერძზე მიზიდვისას ბოლომდე გაშლის ხელებს და აწევისას ნიკაპს
მიადებს ღერძს;
- პრესის ვარჯიშის შესრულებისას ხელები ექნება მუდმივად თავს უკან;
აკადემის საიტი:
http://policeacademy.ge/აკადემიის ფეისბუქი:
https://www.facebook.com/Miapoliceacademyწინა თემა:
პოლიციის აკადემია VOL2