Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > როგორ გავაკეთე ხრუშოვკა


Posted by: GODZILLA 24 Sep 2013, 23:15
გაგიზიარებთ ჩემ იდეას რომელიც განვახორციელე smile.gif ეხება იმათ ვინც 1 ოთახიანი "ხრუშოვკის" გარემონტებას აპირებს smile.gif

მოკლედ როგორც ვიცით ჩვეულებრივ 1 ოთახიან ხრუშოვკაში ძნელია გქონდეს საძინებელი, მისაღები და სამზარეულო ერთად. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ეს ყველა ოთახი მქონოდა ამ პატარა ბინაში და პროექტში მცირედი ცვლილებები შევიტანე...

შედეგად მივიღე ის, რომ მაქვს იზოლირებული საძინებელი , სტუდიოს ტიპის სამზარეულო- მისაღები , ფართიც საკმაოდ დარჩა , 10 კაციან მაგიდას თავისუფლად გაშლი smile.gif იმისთვის რომ საძინებელი ნათელი ყოფილიყო და კონდინციონერის სიგრილეც გადასულიყო გადატიხვრის კედელი ბოლომდე არ ავიყვანე , სივრცე დავუტოვე და ზემოდან განათებები smile.gif


დანარჩენი თქვენ შეაფასედ.....




user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: goga-mariami 24 Sep 2013, 23:53
ეს რამდენ კვადრატული ბინაა?...............................................

Posted by: GODZILLA 25 Sep 2013, 00:14
goga-mariami
33 აივნებიანად smile.gif

Posted by: Nirvanius 25 Sep 2013, 01:36
საღოლ up.gif





Posted by: <<მარი>> 25 Sep 2013, 01:53
კარგი იდეაა. ჩვენ მაგ.(მე და მეუღლე) სამზარეულო გავიტანეთ შესასვლელში, მის ადგილზე გავაკეთეთ პატარა საძინებელი.
დავდგით სამკარიანი კარადა და ორსართულიანი საწოლი უნდა შევიძინოთ, ანუ ბავშვებისთვისაა.

Posted by: goga-mariami 25 Sep 2013, 19:12
33????????? აუ 33 კვადრატში თუ ასე პრაკტიკულად გაკეთდებოდა ვერც წარმომედგინა. მე მაქვს 57 კვადრატული ბინა და მინდა 2 საძინებელი ჩავტიო და ვნერვიულობ ძალიან პატარა მისაგები ოთახი არ გამომივიდესტკო. შეგიძლია დაწერო მისაგები, საძინებელი და აბაზანა რამდენ-რამდენი კვადრატი გამოგივიდა?

Posted by: GODZILLA 26 Sep 2013, 10:23
goga-mariami
საძინებელი : 2.60 X 3.20 მისაღები და სამზარეულო ერთიანია , დაახლოებით : 5 X 3 ბაზანა რაც იყო ის დავტოვე სტანდარტულია

Posted by: ანანასი 26 Sep 2013, 12:24
GODZILLA
კაია up.gif
33 კვადრატულის კვალობაზე საკმაოდ კარგი გამოვიდა.
ახალი აშენებული კორპუსია თუ ძველი ?
ან სადაა ტერიტორიულად დამაინტერესა პროექტმა

Posted by: GODZILLA 26 Sep 2013, 12:43
ანანასი
ძველი კორპუსია სანზონაში

Posted by: paata-paata 15 Oct 2013, 18:33
........................................................

Posted by: pekineli 16 Oct 2013, 14:04
GODZILLA
ერთი საკაიფო პროექტი ვნახე დაგიდებთ მერე ამას გავს ძალიან ძალიან მაგრად გაგიკეთებია საღოლ. აი სააღოლლ.

შეგიძლია ხარჯთაღრიცხვა დაწერო რა დაჯდა ეგ სიამოვნება. ახლა ვაპირებ ერთიანის ყიოდვას და რემონტზე დამენი გავთვალო მაინტერესებს

goga-mariami
ოროთახიანი ხრუშოვკა გაქვს?
მე მოგწერ საღამოზე საინტერესო პროექტს მეზობელმა გააკეთა და მომეწონა ძალიან.

Posted by: ninc_lfc 16 Oct 2013, 14:08
GODZILLA
კაია,მომეწონა იდეა up.gif up.gif

Posted by: makiavel 16 Oct 2013, 22:09
GODZILLA

მშვენიერი გამოგსვლია up.gif

რაც მაინტერესებს, საყრდენ კედელს არ შეეხე? არ მახსოვს სამზარეულოს კედელი უბრალო ტიხარია თუ არა

და თუ სიდუმლო არ არის რა დაგიჯდა smile.gif უბრალოდ ჩემმა ძმაკაცმა გაარემონტა და იმდენი დაუჯდა რომ გაეყიდა და დაემატებინა ოროთახიანს იყიდდა კოსმეტიკური რემონტით.

Posted by: sofi-18 18 Oct 2013, 16:47
უფანჯრო საძინებელი და შავი კედლები-ავეჯი - მკლავს vis.gif
ამას მხოლოდ კაცი თუ მოიფიქრებდა. დარწმუნებული ვარ, აქ ქალის ხელი არსად ურევია biggrin.gif



არ გეწყინოთ smile.gif გემოვნებაზე არ დაობენ


makiavel

QUOTE
უბრალოდ ჩემმა ძმაკაცმა გაარემონტა და იმდენი დაუჯდა რომ გაეყიდა და დაემატებინა ოროთახიანს იყიდდა კოსმეტიკური რემონტით.

+1

Posted by: <<მარი>> 18 Oct 2013, 18:50
ხრუშოვკის სამზარეულო გადაკეთებული ბავშვების საძინებლად. სამზარეულო შესასვლელშია გადატანილი.


http://radikal.ru/fp/d010dc3ea9724cba9f5088bc7449db0b

Posted by: ტაბუ 20 Oct 2013, 15:52
sofi-18
QUOTE
უფანჯრო საძინებელი
გემოვნების ამბავიც არაა - ზოგადად არ შეიძლება. ინსოლაცია აუცილებელია საცხოვრებელ ოთახში ჯანსაღი გარემოსათვის... საძინებლები და ძირითადი საცხოვრებელი ოთახები უნდა იყოს ფანჯრიანი.

Posted by: <<მარი>> 20 Oct 2013, 16:03
QUOTE
უბრალოდ ჩემმა ძმაკაცმა გაარემონტა და იმდენი დაუჯდა რომ გაეყიდა და დაემატებინა ოროთახიანს იყიდდა კოსმეტიკური რემონტით.

ჩვენც ასე გვითხრა ახლობელმა და ოროთახიანის რემონტის ფულიც რომ დაამატო სულაც სამიანს იყიდი და ა.შ.

Posted by: ma1ka 23 Oct 2013, 16:10
GODZILLA
ძაან მომეწონა, სჰენ ფანტაზია თქვი თორემ ყველაფერს მოახერხებს კაცი smile.gif

Posted by: GODZILLA 24 Oct 2013, 13:32
QUOTE
უფანჯრო საძინებელი

საშუალება რო არ იყო მაგიტო არ აქვს ფანჯარა თო რე კარგი და სასარგებლო რაცაა ძალიან კარგად ვიცი wink.gif


QUOTE
მშვენიერი გამოგსვლია  up.gif

რაც მაინტერესებს, საყრდენ კედელს არ შეეხე? არ მახსოვს სამზარეულოს კედელი უბრალო ტიხარია თუ არა


საყრდენი კედელი არ ყოფილა ტიხარი იყო... მარა ზოგიერთ კორპუსში საყრდენ კედელად არის სამზარეულოს კედელი... გააჩნია რა პროექტია....

ფასს რაც შეეხება ზუსტად არ დამითვლია მარა დაახლოებით 12 000 ლარამდე დაჯდა ავეჯით და ტექნიკით , ნუ იყო კიდევ ხარჯები გაზის გადატანა და ეგეტები არ ჩამითვლია

Posted by: sunshine555 31 Oct 2013, 22:44
კარგად არის გადაკეთებული თემის ავტორის იდეა მომეწონა smile.gif

ვაპირებ 1 ოთახიანის შეძენას და ასე გადავაკეთებ, მომეწონა ძალიან. და ფერებიც მომწონს. კიდევ სამეულიც ოღონდ წითელი იქნება ეგ კარგი smile.gif

Posted by: system32 3 Nov 2013, 20:47
ერთი რჩევა მინდა ვისაც გამოცდილება გაქვთ

მაქვს ასეთი 1 ოთახიანი ხრუშოვკა დოლიძეზე.
გასარემონტებელია მთლიანად
გაყიდვა მინდა და რას მირჩევთ. პირდაპირ გავყიდო თუ გავარემონტო და ისე გავყიდო?


Posted by: georgia2009 3 Nov 2013, 21:32
system32

გირჩევ არ გაარემონტო. მყიდველებს რემონტიანი ბინა უნდა ურემონტოს ფასში. ასე, რომ ტყუილად დაიხარჯები.რემონტი ვერც ფასს მოუმატებს და ყიდვითაც დიდად სწრაფად არ იყიდება რემონტიანი ბინები.

Posted by: da_ra 3 Nov 2013, 23:23
მე სამზარეულოს გადავაკეთებდი საძინებლად და იმ ,,დიდ'' ოთახში გავაკეთებდი სამზარეულოს და მისაღებს ერთად. ორივეს ექნებოდა ფანჯარა

Posted by: system32 4 Nov 2013, 01:19
georgia2009
QUOTE
გირჩევ არ გაარემონტო. მყიდველებს რემონტიანი ბინა უნდა ურემონტოს ფასში. ასე, რომ ტყუილად დაიხარჯები.რემონტი ვერც ფასს მოუმატებს და ყიდვითაც დიდად სწრაფად არ იყიდება რემონტიანი ბინები.

მადლობ smile.gif

da_ra
QUOTE
მე სამზარეულოს გადავაკეთებდი საძინებლად და იმ ,,დიდ'' ოთახში გავაკეთებდი სამზარეულოს და მისაღებს ერთად. ორივეს ექნებოდა ფანჯარა

ძაან პატარაა ფართი
რეალურად რო ნახო არაფერი არ გამოდის მანდ წესივრად რაც გინდა ცვალო

ერთადერთი ვარიანტია ჩემი აზრით ცოტა ფართი რო მოაიგო შუა კედელი მთლიანად მოხსნა
ტუალეტს კარი გაუკეთო ბინაში შესასვლელის მხრიდან და სამზარეულო და მისაღები გააერთიანო
ისედაც პატარა ერთ ოთახიანია და ამის გაოროთახება წარმოუდგენელია

Posted by: ninicool 7 Apr 2014, 20:41
GODZILLA
QUOTE
ძველი კორპუსია  სანზონაში


ვიცი ეგ ბინა, იყიდებოდა, რომ ვათვალიერებდი, მომეწონასავით თვითონ ბინა, მაგრამ მეხუთე სართულზე იყო ულიფტოში და აღარ დავეკონტაქტე მეპატრონეს

Posted by: grafinia79 8 Apr 2014, 16:57
GODZILLA
QUOTE
როგორ გავაკეთე ხრუშოვკა, ჩემი პროექტი smile.gif

სამზარეულის კედელი საყრდენი კედელი არ არის? კარგი პროექტია. მე ვაპირებ ქალაქური პროექტის ყიდვას და ეს ვარიანტი გამომადგება. საძინელები აუცილებლად იზოლირებული უნდა იყოს.

Posted by: ninicool 12 Apr 2014, 23:23
grafinia79
QUOTE
სამზარეულის კედელი საყრდენი კედელი  არ არის?  კარგი პროექტია. მე ვაპირებ ქალაქური პროექტის ყიდვას და ეს ვარიანტი გამომადგება. საძინელები აუცილებლად იზოლირებული უნდა იყოს.

მე გირჩევ კედელი მთლიანად აიღო და კედლის ადგილზე კარადა დადგა, რომელსაც შემოსასვლელის მხრიდან ექნება ერთი კარი და ორი საწოლის მხრიდან.

უკარადო სახლი რა პონტია, 3-მა ადამიანმა სად უნდა წაიღოს იმდენი ტანსაცმელ-ფეხსაცმელი. მეორე მხრიდან სრიალა კარის გაკეთება შეიძლება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიღება ბოლომდე.

საწოლი კი ასახდელი უკეთესი იქნება, დამატებითი სათავსოა


მე უკვე ნაყიდი მაქვს და ტვინს ვიბურღავ, თუმცა ჯერ არც ვაპირებ რემონტის გაკეთებას.

Posted by: Chupa Chups 15 Apr 2014, 16:18
GODZILLA
რა დაგიჯდა ამ ბინის გადაკეთება , გარემონტება?
pekineli
QUOTE
ერთი საკაიფო პროექტი ვნახე დაგიდებთ მერე ამას გავს

დადო რა იქნება შენი პროექტიც smile.gif
მადლობა წინასწარ ..

Posted by: SOF - 777 16 Apr 2014, 10:21
GODZILLA
არ გეწყინოს მაგრამ არ მომწონს.
პირველ რიგში ფერებისთვის უნდა მიგექცია მეტი ყურადღება...

Posted by: violet 16 Apr 2014, 11:00
აი, ასე გადავაკეთეთ ჩვენ
ანუ,საძინებელი გავაკეთეთ სამზარეულოს ადგილას,შესაბამისად აქვს ფანჯარა
კედელი ავიღეთ და გამოვიდა სტუდიოს სტილის

* * *
მერე უფრო კარგ ფოტოებს გადავურებ,მაგრამ მგონი მისახვედრია....
ვგინც მოდის ყველას უკვირს,რომ ერთიანი ხრუშოვკააsmile.gif

Posted by: Chupa Chups 16 Apr 2014, 11:16
violet
სამზარეულო ყოველდღიური ოთახი გაერთიანებულია? სამზარეულო რომ შემოდიხარ ეგრევე გხვდება ეგრე გამოდის..


Posted by: Ertula 16 Mar 2015, 09:18
3 ოთახიანი როგორ გადავაკეთო იქნებ მითხრათ? ბოლო სართულია და დაშენების საშუალებაც მაქვს + სადარბაზოს ხარჯზე მიმატებულია პატარა ოთახი სადაც სამზარეულოა გატანილი...

Posted by: :puke: 16 Mar 2015, 10:49
ninicool
QUOTE
მაგრამ მეხუთე სართულზე იყო ულიფტოში და აღარ დავეკონტაქტე მეპატრონეს

მეხუთე სართულზე რაში გჭირდება ლიფტი, იმიტომაა ყველა ღიპიანი და აქოშინებული რომ დადის ერთიბეწო ფეხით სიარული არ შეუძლია ხალხს facepalm.gif

Posted by: ninicool 18 Mar 2015, 20:26
:puke:
QUOTE
მეხუთე სართულზე რაში გჭირდება ლიფტი, იმიტომაა ყველა ღიპიანი და აქოშინებული რომ დადის ერთიბეწო ფეხით სიარული არ შეუძლია ხალხს

ფეხი მტკივა. მუხლის სახსრის ანთება მაქვს.

ეგეც იქით იყოს და რაიმე მძიმე რომ მქონდეს ასატანი, მაგ დროს რა გავაკეთო?

Posted by: დიაბლო 19 Mar 2015, 13:08
:puke:
QUOTE
მეხუთე სართულზე რაში გჭირდება ლიფტი

facepalm.gif
აბა მერამდენეზე გჭირდება

Posted by: :puke: 19 Mar 2015, 13:26
დიაბლო
5 ს ზემოთ, თუ ღიპი არ დაგთრევს და ბიჩოკები არ ამოგდის ადამიანს მაშინ ჯობია ფეხით იარო, ახვიდე და ასე შემდეგ, უმაგრესია ჯანმრთელობისთვის

Posted by: Ertula 20 Mar 2015, 10:26
3 ოთახიანი როგორ გადავაკეთო იქნებ მითხრათ? ბოლო სართულია და დაშენების საშუალებაც მაქვს + სადარბაზოს ხარჯზე მიმატებულია პატარა ოთახი სადაც სამზარეულოა გატანილი... მირჩიეთ რამე

Posted by: OHO 19 Nov 2017, 18:12
ასე გადაკეთება 4 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე კარგი იქნება?
user posted image
თეორიული პლიუსები და მინუსები: (ოღონდ პრაქტიკაში რამდენად იმუშავებს?)
1. საძინებელს აქვს ფანჯარა +, სამაგიეროდ აღარ ეტევა კარადა - .
2. ოდნავ პატარა კარადა განთავსდა შემოსასვლელში +, მაგრამ ამისთვის შემოსავლელი კარის გაწევა იქნება საჭირო -.
3. სააბაზანო გაფართოვდა და ახლა შესაძლებელია სარეცხი მანქანა დაეტიოს +.
4. სტუდიოს ტიპის სასტუმრო ოთახი და სამზარეულო გაფართოვდა +.
5. დივანი ტელევიზორს პირდაპირ უყურებს და გამოყობს მისაღებს სამზარეულოსაგან, რაც ხელს არ უშლის რომ დიასახლისმაც და სადილობისას მთელმა ოჯახმაც უპრობლემოდ უყუროს ტელევიზორს (და მემგონი გასავლელი ადგილიც რჩება საკმაო) +.
6. დივანის მარცხენა კედელთან გაწევით უპრობლემოდ გაშლით 15+ კაციან სუფრასაც +.


Posted by: nia4u 24 Nov 2017, 21:07
OHO
მეც ვფიქრობდი მაგაზე,
ანუ სამზარეულოში საძინებელი და
და ოთახში სტუდიო,
თუ წყალი და კანალიზაცია გავა იმ ოთახში, გადასარევი გამოდის,
ვთვლი, რომ საძინებელში ფანჯარა აუცილებელია!
მომწონს smile.gif

Posted by: gio1960 24 May 2019, 13:57
ეს ვარიანტი გავაკეთე მეuser posted imageuser posted image

Posted by: volta 24 May 2019, 16:43
user posted image

აბაზანას მოვაცილებდი და ხელსაბანს დავდგავდი მანდ .
დასაბანად პირდაპირ იატაკზე -იზოლაცია და ტრაპში წავა წყალი .
სამზარეულოდან ნიშას შევჭრიდი ახლანდელი ხელსაბანის ადგილას და მაცივარს შევსვამდი .
ასევევ საძინებლის კარადას გადავდგავდი .ცოტა დავამოკლბდი და მისაღებიდან ასევე ნიშას შევჭრიდი ღია წიგნების კარადისათვის .
საძინებლის კარებს გარეთ გამოვაღებდი და იქაც რაღაც ადგილია თავისუფალი .
შემოსასვლელშიც ის კუთხე ასათვისებელია.

კედლები იქნებოდა 5 სმ სიგანის უვ პროფილის ორივე მხრიდან გიფსოფილა და შუაში მაღალი სიმკვრივის ქვაბაბმა -ხმას ახშობს იდეალურად .
ბლოკით ადგილს კარგავ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)