forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (12) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მევენახეობა
MELANQOLIC
member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 338
წევრი No.: 89948
რეგისტრ.: 27-April 09

გამოგზავნილია: 12 Aug 2011, 00:22  #26870452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მევენახეობა ქართული ერის სამეურნეო საქმიანობის ერთ - ერთი უძველესი დარგია . საქართველოში 500 მდე ჯიშის ვაზია, ყურძნის მრავალსახეობა ღვინოების მრავალფეროვნებას განაპირობებს, რასაც ღრმა პრაქტიკული და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ბევრმა, ალბათ, იცის, რამდენი ბარვა და თოხნა სჭირდება ვენახს, შეწამვლა, გასხვლა,განოყიერება და რწყვა , ქართველი გლეხის შეუპოვრობისა და ვაზისადმი სიყვარულის წყალობით არის შერჩეული და გამოყვანილი უაღრესად მაღალხარისხოვანი ჯიშები, რომლებიც ძირითადად ნედლეულია მეღვინეობისა.
ქართული ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი შერჩეული ჯიშები: რქაწითელა, საფერავი, ციცქა, ალექსანდროული, გორული მწვანე, და ა.შ. იოლი როდია, ყურძენი გადავაქციოთ იმ მშვენიერ სასმელად, რომელიც ჩვენს სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს.



--------------------
FALLEN MEMBER
bacavi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 372
წევრი No.: 34331
რეგისტრ.: 4-May 07

გამოგზავნილია: 12 Aug 2011, 13:19  #26874353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MELANQOLIC
ეჰ ,,,ამ ქვეყანაში წყალი უფრო ძვირია ვიდრე ქართველი გლეხის დაყენებული ღვინო,,,ორ ლარში როცა ყიდი და ძვირიაო გეტყვიან რაღა უნდა გააკეთო
MELANQOLIC
member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 338
წევრი No.: 89948
რეგისტრ.: 27-April 09

გამოგზავნილია: 12 Aug 2011, 22:47  #26881796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გეთანხმები. გლეხის შრომას ფასი არააქვს ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში. შარშან საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 40 თეთრი იყო, სახელმწიფო 25 თეთრს უმატებდა,ანუ 65 თეთრს იხდიდნენ მარტო. როცა ტყემალს მოვლაც არუნდა და 1 ლარი ღირდა. წელს რაიქნება გამოჩნდება უახლოეს მომავალში. შარშან კახეთში ცუდი მოსავალი იყო 1 ჰექტარი მიწა მაქვს საგარეჯოში 90%-საფერავი, 10%-რქაწითელი. მოსავლის 50 % გამიფუჭდა ჭრაქის და ნაცრის გამო. წამალი არ მიმიკლია ყურძნისთვის მაგრამ მაინც გაფუჭდა. ზოგი გლეხი წამალს აბრალებდა ცუდ მოსავალს ზოგი გვალვებს. 5 ტონა მოსავალი მოვიდა. საფერავი რომ ჩამებარებინა ხარჯებსაც ვერ ამოიღებდა. დავწურე და ღვინო დავაყენე რის შემდეგაც გაყიდვის პრობლემა დადგა. ასე რომ ეს თემა ვინმემ შეიძლება რჩევად გამოიყენოს. ჯერჯერობით ყურძნით ბიზნესის კეთება ნაადრევია, სანამ ჩასაბარებელი ფასი არ იქნება ალბათ მინიმუმ 1.50 თეთრი მაინც.

This post has been edited by MELANQOLIC on 12 Aug 2011, 22:48
gulua1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3663
წევრი No.: 61110
რეგისტრ.: 13-May 08

გამოგზავნილია: 14 Aug 2011, 18:31  #26903330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MELANQOLIC
QUOTE
წელს რაიქნება გამოჩნდება უახლოეს მომავალში. შარშან კახეთში ცუდი მოსავალი იყო

სამწუხაროდ წელსაც ცუდი მოსავალი იქნება

sad.gif


--------------------
ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.
ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმინდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II
Did_Giorgi
ასიათასლარიარდერი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10789
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08

გამოგზავნილია: 14 Aug 2011, 23:24  #26907611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეც მაქვს ვენახი, თუმცარა ეგ ბიზნესი დროებით დავაკონსერვე.
მარტო იმდენი მომყავს, რაც პირადი საჭიროებისათვის მჭირდება.
დაჯე ეგეც ძვირი მიჟდება, ვიდრე დაკრეფილ-მოტანილი ყურძნის ყიდვე, მაგრამ პრინციპის ამბავია მაინც რა smile.gif
1 ტონა ყურძენი გინდა იქით იყოს, გინდა აქეთ.

ღვინოს თუ არ აწარმოებ ნახევრად ქარხნულად მაინც, ისე აზრი არ აქვს ყურძნის მოყვანას, ალბათ მაგიტომაცაა ჩემს სოფელში, სადაც ძალიან ბევრი ყურძენი მოდიოდა - კარდენახში, ეხლა უფრო მეტი მარწყვი და კიტრი მოყავთ, ყურძენს კიდე ყიდულობენ შემოდგომაზე და ვსიო sad.gif


--------------------
1.117.11
格鲁吉亚
BAYERN!!!
არაფერი ისე არ ათბობს გაყინულ სულს, როგორც ერთი კათხა ცივი ლუდი.
MELANQOLIC
member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 338
წევრი No.: 89948
რეგისტრ.: 27-April 09

გამოგზავნილია: 14 Aug 2011, 23:31  #26907743      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Did_Giorgi @ 14 Aug 2011, 23:24 )
მეც მაქვს ვენახი, თუმცარა ეგ ბიზნესი დროებით დავაკონსერვე.
მარტო იმდენი მომყავს, რაც პირადი საჭიროებისათვის მჭირდება.
დაჯე ეგეც ძვირი მიჟდება, ვიდრე დაკრეფილ-მოტანილი ყურძნის ყიდვე, მაგრამ პრინციპის ამბავია მაინც რა smile.gif
1 ტონა ყურძენი გინდა იქით იყოს, გინდა აქეთ.

ღვინოს თუ არ აწარმოებ ნახევრად ქარხნულად მაინც, ისე აზრი არ აქვს ყურძნის მოყვანას, ალბათ მაგიტომაცაა ჩემს სოფელში, სადაც ძალიან ბევრი ყურძენი მოდიოდა - კარდენახში, ეხლა უფრო მეტი მარწყვი და კიტრი მოყავთ, ყურძენს კიდე ყიდულობენ შემოდგომაზე და ვსიო sad.gif

არადა მაქაურ წარაფს რა ჯობია.....
Did_Giorgi
ასიათასლარიარდერი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10789
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08

გამოგზავნილია: 14 Aug 2011, 23:35  #26907811      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MELANQOLIC
QUOTE
არადა მაქაურ წარაფს რა ჯობია.....

წარაფები დატოვეს ვენახებად, მაგრამ ეგ ერთიციცქნა ადგილია
დანარჩენი აჩეხეს ერთიანად
ვერც გაამტყუნებ, ფასი არ აქვს ყურძენს.
rastafari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6560
წევრი No.: 62254
რეგისტრ.: 25-May 08

გამოგზავნილია: 15 Aug 2011, 10:18  #26911824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
დანარჩენი აჩეხეს ერთიანად ვერც გაამტყუნებ, ფასი არ აქვს ყურძენს.

ფასის დედა ვატირე, ჩვენს წინაპარს რა გასაყიდად მოჰყავდა. არ შეიძლება ვაზის აჩეხვა.

This post has been edited by rastafari on 15 Aug 2011, 12:01
ჯიმი ლევი
Judge Dredd


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33774
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 15 Aug 2011, 13:27  #26913824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MELANQOLIC
QUOTE
. როცა ტყემალს მოვლაც არუნდა და 1 ლარი ღირდა

და ტყემალი რამდენი მოდის ჰექტარზე ? smile.gif
რამდენს ითხოვს ბაზარი ?
და ა.შ.


Did_Giorgi
QUOTE
ალბათ მაგიტომაცაა ჩემს სოფელში, სადაც ძალიან ბევრი ყურძენი მოდიოდა - კარდენახში, ეხლა უფრო მეტი მარწყვი და კიტრი მოყავთ,

შენც კარდენახელი ხარ , არა ?!
რა გვარი ხარ ? smile.gif

კარდენახში კიტრი ყოველთვის მოჰყავდათ და ყურძენზე ( ღვინოზე ) არანაკლებ პოპულარული იყო კარდენახული შუშაკიტრი .
მარწყვი კი ვენახშიც შეგიძლია მოიყვანო პლანებსშუა .
და საერთოდ კარგია , რომ კიტრი და მარწყვი მოჰყავთ . სულ რომ არაფერს აკეთებდნენ , ეგ იქნებოდა ცუდი .

QUOTE
ყურძენს კიდე ყიდულობენ შემოდგომაზე და ვსიო

აი ეგ კი არ ეპატიებათ .
საიდან ყიდულობენ ისე საინტერესოა .


--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
gulua1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3663
წევრი No.: 61110
რეგისტრ.: 13-May 08

გამოგზავნილია: 15 Aug 2011, 14:15  #26914362      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rastafari
QUOTE
ჩვენს წინაპარს რა გასაყიდად მოჰყავდა. არ შეიძლება ვაზის აჩეხვა.



ვენახში როდესმე ხარ ნამყოფი რთველის გარდა?
rastafari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6560
წევრი No.: 62254
რეგისტრ.: 25-May 08

გამოგზავნილია: 15 Aug 2011, 15:43  #26915516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gulua1
QUOTE
ვენახში როდესმე ხარ ნამყოფი რთველის გარდა?

როგორ არ ვარ, შრომა და წვალება რომ უნდა მაგაზე ლაპარაკიც არ მაქვს.
მაშინ კი შემოგიტანეს სიმინდი და თესეთ და იყავით.
gulua1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3663
წევრი No.: 61110
რეგისტრ.: 13-May 08

გამოგზავნილია: 15 Aug 2011, 15:57  #26915709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rastafari
QUOTE
როგორ არ ვარ, შრომა და წვალება რომ უნდა მაგაზე ლაპარაკიც არ მაქვს.

გცოდნია და რათ გინდა ეს ურა პატრიოტიული ფრაზები და ყურძნის ფასი დემაგოგია?

QUOTE
მაშინ კი შემოგიტანეს სიმინდი და თესეთ და იყავით.

სიმინდსაც დავთესავ და კაკალსაც დავრგავ... არხეინად იყავი

MELANQOLIC
member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 338
წევრი No.: 89948
რეგისტრ.: 27-April 09

გამოგზავნილია: 15 Aug 2011, 23:45  #26921620      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
120 000 ტონამდე ყურძენი მოვა წელს, შარშან სახელმწიფომ 6 000000 ლარი გამოყო ამ საქმეზე. წელს 10 000000 მდე, შარშანაც 120 000 ტონამდე იყო მოსავალი, სავარაუდოდ 25 აგვისტოსთვის გაირკვევა ყურძნის ჩასაბარებელი ფასი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ 1 ლარი მაინც იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ აჩეხავენ გლეხები ვაზს, რადგან ხარჯი უფრო მეტია შემოსავალზე. მთავრობამ რაღაცა უნდა იღონოს, რომ იძახის რუსეთის ბაზრისთვის არ გვაქვს ყურძენიო კეთილი ინებოს და დააკმაყოფილოს გლეხები.
რა წამლით წამლიდით წელს ყურძენს?
მე ძირითადად იტერალს ვხმარობ, წელს ჭრაქი და ნაცარი ნაკლებად აქვს შარშანდელთან შედარებით.

This post has been edited by MELANQOLIC on 15 Aug 2011, 23:47
Did_Giorgi
ასიათასლარიარდერი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10789
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08

გამოგზავნილია: 17 Aug 2011, 00:02  #26936561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
იმედი მაქვს რომ 1 ლარი მაინც იქნება

ალბათ არა
საფერავი 65-80 თეთრი
რქაწითელი - 50-60 თეთრი

სხვა დანარჩენი - გემოვნებით
ალბათ ისევ ასე იქნება ადგილზე ქარხნებში
MELANQOLIC
member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 338
წევრი No.: 89948
რეგისტრ.: 27-April 09

გამოგზავნილია: 21 Aug 2011, 21:01  #27003823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ღვინის კომპანიების ვარაუდით, ყურძნის ფასი შარშანდელზე ნაკლები იქნება



ღვინის მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ წელს ყურძენის ჩასაბარებელი ფასი 40 თეთრს არ გადააჭარბებს. თუმცა როგორი იქნება რთველის დაწყების შემდეგ ბაზარზე ყურძნის ფასი, ამის ზუსტი განსაზღვრა კომპანიებს უჭირთ.

„შარშან, რთველის დასაწყისში ბაზარზე თეთრი ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1 კილოგრამზე 60-65 თეთრი დაფიქსირდა, რაც არაადეკვატური და აჟიოტაჟური ფასი იყო. მიზეზად ყურძნის დაბალი მოსავალი დასახელდა, თუმცა ქარხნებმა მაინც ვერ ჩაიბარეს ამ ფასად ყურძენი და საბოლოოდ ყურძენი გაუსაღებელი დარჩა. წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარგ მოსავალს ელიან, ამიტომ ბაზარზე ყურძნის ნაკლებობა არ იქნება. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ფასიც 35-40 თეთრის ფარგლებში დაფიქსირდება” - განაცხადა „თბილღვინოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა.

კომპანია წელს 2000 - 2200 ტონა ყურძნის ჩაბარებას გეგმავს. ზურაბ მარგველეშივლი აცხადებს, რომ კომპანია საბოლოოდ არჩევანს ფასის და ხარისხის მიხედვით გააკეთებს.

გასული წლების მსგავსად, რთველი წელსაც სუბსიდირებული იქნება. ჩაბარებულ 1 კგ. თეთრ ყურძენზე მთავრობა დამატებით 15 თეთრს გადაიხდის, საფერავზე კი, სუბსიდიის ოდენობა კილოგრამზე 25 თეთრით განისაზღვრა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი წელიწადი უხვმოსავლიანია და წინასწარი პროგნოზით, 120 ათას ტონას შეადგენს. „საქსტატის” მონაცემებით, ყურძნის მოსავალმა გასულ წელსაც 120 ათასი ტონა შეადგინა.


მოკლედ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!!

This post has been edited by MELANQOLIC on 21 Aug 2011, 21:03
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (12) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0275 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]