forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (11) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მევენახეობა
dzleviskedeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2187
წევრი No.: 32057
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:30  #28426224      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Chikod


გააჩნია რამხელა პარტიას უკვეთავ მაგ დამხმარე ნივთების მწარმოებლებს


--------------------
[size=7]www.aisiforce.org[/size]
Chikod
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2289
წევრი No.: 2700
რეგისტრ.: 16-September 03

გამოგზავნილია: 23 Nov 2011, 15:27  #28439424      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
გააჩნია რამხელა პარტიას უკვეთავ მაგ დამხმარე ნივთების მწარმოებლებს 


მართალი ხარ. მარა მაინც რაღაც მიახლოებული ციფრები თუ წარმოგიდგენია?
iko-iko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2057
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 23 Nov 2011, 15:56  #28439845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ბოთლი.
ეტიკეტი.
საცობი.
ჩაჩი.
ყუთი.

ჩემი მოკლე ჭკუით 1,5 ლარამდე დაჯდება ეგ ყველაფერი. აქ კიდევ ბევრი ფაქტორია, ეტიკეტი და ყუთი როგორი პოლიგრაფიული ხარისხის გინდა ამასაც ხო გააჩნია. ნუ საცობს ვგულისხმობ კორპისას და არა პლასტმასისას.
ჯიმი ლევი
Judge Dredd


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33636
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 23 Nov 2011, 16:28  #28440291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Chikod
ეგ ყველაფერი კეთილი და პატიოსანი .
მაგრამ რატომაა , რომ გერმანიაში ნებისმიერი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ღვინო ( ბოთლის ) უფრო იაფი ღირს , ვიდრე საქართველოში ქართული .


--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
Mateo Falcone
In cannabis veritas


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13032
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06

გამოგზავნილია: 23 Nov 2011, 17:12  #28440923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Chikod
QUOTE
აბა ხალხო, გამოცანას გტავაზობთ. დაწერე როგორ ფიქრობთ ეს დამხმარე მასალები, ანუ ბოთლი ეტიკეტი და ეგ რამეები რა ჯდება. მერე მე გეტყვით რა და როგორაა და მიხვდებით რატომ ვერ ეღირება ღვინო ლუდის ფასი.

და გამოცანით რომ გიპასუხო?

რა ღირს საშუალოდ კარგი, ყველაზე მეტად გაყიდვადი ღვინო ესპანეთში?


დავიჯერო რომ ბოთლი, ჩაჩი, საცობი, ეტიკეტი და ყუთი უფასოა ესპანეთში?

დაგეხმარებით - ყველაზე დაბალი ხარისხის ღვინო, რომლის დალევაც ესპანელებთან ერთადაც შეიძლება დამალვის გარეშე, დაახლოებით 60-80 ცენტი ღირს...

el siete
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 554
წევრი No.: 120634
რეგისტრ.: 7-September 10

გამოგზავნილია: 23 Nov 2011, 17:27  #28441152      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხომ არ იცით სად იყიდება ბოთლოს ღვინო შედარებით დაბალ ფასად? ხარისხიც რომ ნორმალური იყოს ისეთი


--------------------
fair-minded player
Chikod
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2289
წევრი No.: 2700
რეგისტრ.: 16-September 03

გამოგზავნილია: 24 Nov 2011, 10:49  #28452152      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iko-iko
QUOTE
ჩემი მოკლე ჭკუით 1,5 ლარამდე დაჯდება ეგ ყველაფერი. აქ კიდევ ბევრი ფაქტორია, ეტიკეტი და ყუთი როგორი პოლიგრაფიული ხარისხის გინდა ამასაც ხო გააჩნია. ნუ საცობს ვგულისხმობ კორპისას და არა პლასტმასისას.


მთლად მაგდენი არა მარა ბევრიც აღარ აკლია, ჩვეულებრივ ღვინის შემთხვევაში. ანუ ამას იმიტომ ვიძახდი რო მაგ ბოთლში მხოლოდ ღვინო არ არის ფასის წარმომქმნელი.

ჯიმი ლევი
QUOTE
ეგ ყველაფერი კეთილი და პატიოსანი . მაგრამ რატომაა , რომ გერმანიაში ნებისმიერი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ღვინო ( ბოთლის ) უფრო იაფი ღირს , ვიდრე საქართველოში ქართული .


Mateo Falcone
QUOTE
და გამოცანით რომ გიპასუხო?რა ღირს საშუალოდ კარგი, ყველაზე მეტად გაყიდვადი ღვინო ესპანეთში? დავიჯერო რომ ბოთლი, ჩაჩი, საცობი, ეტიკეტი და ყუთი უფასოა ესპანეთში?დაგეხმარებით - ყველაზე დაბალი ხარისხის ღვინო, რომლის დალევაც ესპანელებთან ერთადაც შეიძლება დამალვის გარეშე, დაახლოებით 60-80 ცენტი ღირს... 


ქართული ღვინო ვერ ეღირება ერთი ევრო ბოთლში, შეუძლებელია. იგივე ესპანეთში ყველაფერი რაც კი საჭიროა ღვინის დასამზადებლად. ყველაფერი უჯდებათ ჩვენზე ძალიან ბევრად ნაკლები.
და ამას გარდა, იმ ესპანელს, ავსტრალიელს და კიდევ სხვას ერთ ბოთლში მოგება უდევს შეიძლება ნახევარი ცენტი და წელიწადში ყიდის 100.000.000 ბოთლს. მას ეს მანც დიდი მოგებას აძლევს. ქართული ღვინო სულ არ არის მაგ რაოდენობის. კომპანია რომელიც ყიდის წელიწადში 100.000 ბოთლს და ბოგება ჩაგიდოს 1 ან თუნდცაც 10 თეთრი რა გამოდის? მთელი კომპანია მუშაობს წელიწადში 10000 ლარზე?

el siete
QUOTE
ხომ არ იცით სად იყიდება ბოთლოს ღვინო შედარებით დაბალ ფასად? ხარისხიც რომ ნორმალური იყოს ისეთი 


ჯერ აქედან დაიწყე: https://www.goodwilldelivery.ge/category.aspx?id=43
ნახავთ რო ბოთლის ღვინო არც ისე ძვირია როგორც ბევრს გონია. უბრალოდ უნდა იცოდე რა გინდა.
ჯიმი ლევი
Judge Dredd


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33636
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 24 Nov 2011, 11:39  #28452560      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Chikod
მაკედონიურ ღვინოებზე იძახდნენ , სახელმწიფო უწევს სუბსიდირებას , რომ ევროპამ გაიცნოს მაკედონიური ღვინოო .
არ ვიცი მაგიტომ თუ არა , მაგრამ მახსოვს ყველაზე იაფი ღვინო ეგ იყო გერმანიაში .
აი ეხლა ეს რომ ავიღოთ - https://www.goodwilldelivery.ge/product.aspx?id=2695 . არაა ძვირი ( არც იაფია ) , ვიყიდიდი რამე ღონისძიება რომ მექნებოდა , მაგრამ გერმანელი არ იყიდის . რადგან ერთი რომ არ იცნობს , მეორე , რომ ალბათ ეგ ფასი არ ექნებოდა გერმანულ მაღაზიაში .
და ეგ ფასი რომც დარჩეს , სადღაც 3,5 ევრო გამოდის ( ჰო ?! ) და ფასში ვერ გაუწევს კონკურენციას იტალიურ , ფრანგულ , არგენტინულ თუ კალიფორნიულ ღვინოებს . არა , არაა ძვირი , მაგრამ არც იაფი , რომ ხალხმა მისი ფასის გამო იყიდოს პირველად გასასინჯად .
და რომ გასინჯავს რა აზრზე დადგება , ეგ უკვე სხვა საქმეა .
ჯერ ერთი , ესენი რბილ ღვინოებს არიან შეჩვეული და უყვართ .
მეორეც , არ ვიცი მაგ ბოთლში რა ასხია smile.gif .

QUOTE
და ამას გარდა, იმ ესპანელს, ავსტრალიელს და კიდევ სხვას ერთ ბოთლში მოგება უდევს შეიძლება ნახევარი ცენტი და წელიწადში ყიდის 100.000.000 ბოთლს.

არ მგონია ვინმეს ნახევარი ცენტი ედოს მოგება .
არ მგონია ვინმე ამ იაფი ღვინოებიდან ას მილიონ ბოთლს ყიდიდეს .
Chikod
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2289
წევრი No.: 2700
რეგისტრ.: 16-September 03

გამოგზავნილია: 24 Nov 2011, 12:19  #28452989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯიმი ლევი
QUOTE
არ მგონია ვინმეს ნახევარი ცენტი ედოს მოგება . არ მგონია ვინმე ამ იაფი ღვინოებიდან ას მილიონ ბოთლს ყიდიდეს .

ნახევარი შეიძლება არ უდევს მარა ძალიან ცოტა აქვთ უზარმაზარ კომპანიებს მოგება. რომლებიც ას მილიონსაც ყიდიან და მეტსაც. უფრო მეტსაც გეტყვი, Aრგენტინული, ავსტრალიური და ჩილეს ღვინო ჩამოსასხმელი რაც ჩააქვთ მაგალითად რუსეთში ადგილზე ჩამოსასხმელად ჩატანილი, დამუშავებული საკმაოდ ნორმალური ღვინო ღირს 35-40 აშშ ცენტი ლიტრი. შედის უზარმაზარი გემებით, ჩვენ მაგათ ვერ გავეჯიბრებით ფასში.

QUOTE
მაკედონიურ ღვინოებზე იძახდნენ , სახელმწიფო უწევს სუბსიდირებას , რომ ევროპამ გაიცნოს მაკედონიური ღვინოო .

მაკედონია არ ვიცი მარა საფრანგეთი რო უკეთებს სუბსიდირებას ეგ ვიცი.

QUOTE
ალბათ ეგ ფასი არ ექნებოდა გერმანულ მაღაზიაში . და ეგ ფასი რომც დარჩეს , სადღაც 3,5 ევრო გამოდის ( ჰო ?! ) და ფასში ვერ გაუწევს კონკურენციას იტალიურ , ფრანგულ , არგენტინულ თუ კალიფორნიულ ღვინოებს . არა , არაა ძვირი , მაგრამ არც იაფი , რომ ხალხმა მისი ფასის გამო იყიდოს პირველად გასასინჯად .


იმ ღვინოებზე რომელიც ექსპორტზე გადის ფასის წარმოწმნის სხვა წესი მუშაობს. პირველ რიგში იმიტომ რომ საექსპორტო ღვინო არ იბეგრება დღგ -თი. მარა შესაძლებელია უფრო ძვირი შესაფუთი მასალები იყოს გამოყენებული, ძვირი ყუთი, ძვირი ეტიკეტი და ასე შემდეგ. დამოკიდებულია ბაზარზე, იქაურ კანონზე და იმპორტიორის მოთხოვნებზე.
ისე საშუალოდ მაგალითად გერმანიის შემთხვევას თუ ავიღებთ ადგილზე კომპანიის გასაყიდ ფასს თუ ავიღებთ ჩატანილი დაახლოებით 3.5 -ჯერ ძვირი ღირს დახლზე.
კიდევ ერთი რამ რაც ევროპაში ქართულ ღვინოს აძვირებს ტრასპორტია. ერთ ბოთლზე გერმანიაში ჩატანა გზის ხარჯი დაახლოებით 35 ევრო ცენტია. გაამრავლე 3.5 -ზე. 1.25 ევრომდე მარტო გზა ჯდება გერმანიამდე.



ჯიმი ლევი
Judge Dredd


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33636
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 24 Nov 2011, 12:43  #28453276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Chikod
მაშინ ამიხსენი , რუსეთში როგორ ვიგებდით ფულს ?
იქ არ უნდოდა გზის ხარჯი ?!
ან ეგ 35 ცენტი ბოთლზე საიდან იანგარიშე , როგორი ტრანსპორტირება იგულისხმე ?
მესმის , რომ ჩამოსასხმელი მასალის ტრანსპორტირება უფრო იაფია , ვიდრე ბოთლში ჩამოსხმულის , მაგრამ რაღაცა გზა უნდა არსებობდეს .
მახსოვს ჩემს ნაცნობს უნდოდა ნატახტარის ლიმონათის შემოტანა გერმანიაში , მაგრამ არ გამოუვიდა არაფერი . არ დათმო პოზიციები ნატახტარმა smile.gif . მოგება უნდოდა იგივე ენახა , რამდენსაც სიტვაზე აზერბაიჯანში გაყიდვით ნახულობს ... არა და არაა გერმანია ხელწამოსაკრავი ბაზარი , თუნდაც მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გამოსულებზე იყოს გათვლილი . ეხლა ჩემს სახლთან რუსული მაღაზია რომაა , ყველაზე იაფი ქართული ღვინო ბოთლი 5 ევრო ღირს და არა მგონია ეყიდებოდეთ . კაცს რომ გინდა სიტყვაზე დაბადების დღე აღნიშნო , არ იყიდი 5 ევროიან ღვინოს , თუ ზედმეტი არ გაქვს . და ერთ ბოთლს ისეთ პონტში , რამდენად ხშირად იყიდის კაცი ?! თან აქაური რუსობა არაა ის კონტიგენტი , მოსკოვში ქართულ ღვინოს რომაა მიჩვეული . ძირითადად კაზახისტანელი გერმანელები და უკრაინელი ებრაელები არიან . ანუ არაყზე გაზრდილი ხალხი smile.gif . წინა კვირას ჩემს ქართველ მეგობართან ვიყავი ( ფრანკფურტში ) , სუფრა გაშალა , გამოიღო რაღაცა რუსული კონიაკი და ქართული ღვინო . ეს ქართული ღვინო იყო მუყაოს ყუთში ჩადებული რაღაცა ტიკჭორა , გვერდიდან უნდა გაგეხსნა ყუთი და ონკანი მოგეშვა . რუსს სტუმარს გაასინჯა ორივე და იმან რუსული კონიაკი აირჩია smile.gif . მე კი ერთი ჭიქა ქართული ღვინო დავლიე ( არ ვსვამ საერთოდ ) და სიამოვნებისგან ვკვნესოდი . ძალიან მაგარი იყო , თელავური რქაწითელის და მწვანეს ნარევი .
კიდევ ერთი ქართველი მთავაზობდა თავის დროზე ფინეთიდან , ღვინოს მოგაწვდი გაყიდე ბითუმადო . თან ადგილზე ჩამოიტანდა , მაგრამ თავი შევიკავე .
მოკლედ ... იმის თქმა მინდა , ეს ლუდისმსმელი ( გერმანელები ) და არყისმსმელი ( რუსები ) ხალხი შენი მომხმარებელი რომ გახდეს , როგორმე უნდა დააინტერესო . პირველ რიგში კი ფასით ( ხარისხთან ერთად ) .




პ.ს.
QUOTE
გაამრავლე 3.5 -ზე

რატომ ?

This post has been edited by ჯიმი ლევი on 24 Nov 2011, 12:44
Chikod
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2289
წევრი No.: 2700
რეგისტრ.: 16-September 03

გამოგზავნილია: 24 Nov 2011, 12:50  #28453371      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯიმი ლევი
QUOTE
მაშინ ამიხსენი , რუსეთში როგორ ვიგებდით ფულს ? იქ არ უნდოდა გზის ხარჯი ?! ან ეგ 35 ცენტი ბოთლზე საიდან იანგარიშე , როგორი ტრანსპორტირება იგულისხმე ?

რუსეთში მაღაზიაში გასაყიდი ფასი ბევრად მაღალი იყო.
ტრასპორტირება ვიგულისხმე რეფ ტრაილერით. ეგ მარტო გზა. იქ განბაჟება და გადასახადები არ ვიცი ზუსტად.

QUOTE
რატომ ? 

ეს მიახლოებითი კოეფიციენტია. ანუ გზა+გადასახადები+იმპორტიორის "ნაცენკა".

This post has been edited by Chikod on 24 Nov 2011, 12:51
Mateo Falcone
In cannabis veritas


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13032
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06

გამოგზავნილია: 25 Nov 2011, 00:45  #28463620      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Chikod
QUOTE
და ამას გარდა, იმ ესპანელს, ავსტრალიელს და კიდევ სხვას ერთ ბოთლში მოგება უდევს შეიძლება ნახევარი ცენტი

50% მოგებაზე რომ მუშაობთ, იმიტომაა რომ ჩამოსხმას ვერ აუდიხართ... არავითარ 100 მილიონ ბოთლს არ ჰყიდის არავინ, ასეთი კომპანია მაქსიმმ 2-3 იყოს, დანარჩენი წვრილი მეწარმეებია იდენტური ფასებით.
Chikod
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2289
წევრი No.: 2700
რეგისტრ.: 16-September 03

გამოგზავნილია: 25 Nov 2011, 20:29  #28472870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mateo Falcone
QUOTE
50% მოგებაზე რომ მუშაობთ, იმიტომაა რომ ჩამოსხმას ვერ აუდიხართ... არავითარ 100 მილიონ ბოთლს არ ჰყიდის არავინ, ასეთი კომპანია მაქსიმმ 2-3 იყოს, დანარჩენი წვრილი მეწარმეებია იდენტური ფასებით.


რაც არ იცი არ უნდა თქვა. რა 50%, ვინ ან სად ნახე რო მაგ მარჟაზე მუშაობდეს.


giiogiio
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3352
წევრი No.: 129931
რეგისტრ.: 10-April 11

გამოგზავნილია: 26 Nov 2011, 14:25  #28482042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (lashadzia @ 18 Nov 2011, 23:25 )
ZVR
QUOTE
რომელ მხარეს.... და რამხელაა ვენახი, რამდენს იძლევა?

გურჯაანის რაიონი
საფერავი 0.5 ჰა
რქაწითელი 1.5
მაქვს კიდევ თითა, ჩინური, უწამლი,
უწამლს ვწურავ და არაყს ვხდი, ღვინოს არ ვაკეტებ 6 კილოდან 1 ლიტრა არაყი მაინც გამოვა, რომელსაც ბითუმად 3,5 ლარად ადვილად გავყიდი, ხარჯის გამოკლებიტ უწამლი ტოვებს ამ შემთხვევაში 50 თეთრს, რაც საკმაოდ მომგებიანია,
რქაწიტელი და საფერავი -მოვლა ჯდება 3000 ლარამდე, ყველაზე მაქსიმუმი 3500,
საფერავი ასე 3,5-4 ტონა მომდის, რომელსაც ვაბარებ ქარხანას 65 თეთრად
რქაწითელი მომდის 15-20 ტონა, ვყიდი 45 თეთრად,
უწამლი ცოტა მაქვს, 11-პლანი, რომელიც მინაზღაურებს ვენახის ყველა ხარჯს და საფერავი=რქაწიტელი სუფთა მოგებაზე მიზის

და შენ ეხლა ამ ყველაფრით კმაყოფილი ხაააარ? vis.gif

* * *
ემბარგოს შემდეგ მევენახეობა სულ მოკვდა sad.gifდა სანამ რუსეთში არ გავა ქართული ღვინო არაფერი გვეშველება და ამაში დარწმუნებულები ვიყოთ!!!!

ჯერ ყურძნის მოყვანას რამდენი შრომა სჭირდება და მერე ის უნდა ნახოთ მარნებზე როგორ სტანჯავენ გლეხებს.45 თეთრს რო ამბობენ ხოლმე არავინ უხდის მაგდენს!!!!ზოგს მჟავიანობაზე აკლებენ და ზოგს კიდე რავი რაზე,მოკლედ მიზეზები არ ილევა იმისთვის,რომ როგორმე დაგაკლონ და ის 45 თეთრიც არ მოგცენ!!!
5-6 კილო ყურძენი უნდა გაყიდო რო 1 ლიტრი საწვავი მოგივიდეს, ამის შემდეგ კარგად გაითვალეთ ხარჯები smile.gif
ყურძნიდან მოგება არის მარტო ვირული მუშაობა და მეტი არაფერი yes.gif

P.S.
მე 5 ჰექტარი ვენახი მაქვს კახეთში და ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ ამას wink.gif
MSN
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1425
წევრი No.: 29922
რეგისტრ.: 14-February 07

გამოგზავნილია: 27 Nov 2011, 22:51  #28504921      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
giiogiio
QUOTE
5-6 კილო ყურძენი უნდა გაყიდო რო 1 ლიტრი საწვავი მოგივიდეს, ამის შემდეგ კარგად გაითვალეთ ხარჯები


QUOTE
მე 5 ჰექტარი ვენახი მაქვს კახეთში და ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ ამას


მე 26 ჰექტარი მაქვს და ვიცი რა როგორ არის, მძიმე სიტუაციაა. უბრალოდ ჯერ ჰობის რანგში მაქვს და არ ვღელავ, სხვა ბიზნესით ვუკეთებ სუბსიდირებას. მესამე წელია ხილის მოშენება დავიწყეთ, ვფიქრობ პერსპექტივა აქვს.

* * *
ჯიმი ლევი
QUOTE
მაშინ ამიხსენი , რუსეთში როგორ ვიგებდით ფულს ?

აგიხსნი

ჯიმი ლევ, საქართველოში ერთ დოლარად ნაყიდი პორტვეინი ტარიბანა, იჟევსკში (უდმურტეთი) ჩამიბარებია 5$ -ად.
2 კვირიანი ოპერაციაა, საკმაოდ ხიფათიანი და ამავე დროს სარფიანი...

This post has been edited by MSN on 27 Nov 2011, 22:56


--------------------
На высоком перевале
В мусульманской стороне
Мы со смертью пировали --
Было страшно, как во сне.
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი? ზღვათაცა შესდის და გაედინების.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (11) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0325 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]