forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (36) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კენკროვანი კულტურები, ჟოლო...
pro_leo66
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 584
წევრი No.: 117343
რეგისტრ.: 19-June 10

გამოგზავნილია: 17 May 2012, 18:30  #31220465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაინტერესებს ყველაფერი ამ მცენარეზე და იქნებ ვინმე აგრონომი იყოს რომელიც პატარა რამით მაინც დამეხმარება



ყველაფერი არ ვიცი მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი ძალიან გემრიელია


--------------------
არხოტიონზე შაგვარდი, ვაჟ დედის გამზრდელზედაო.
და სანამ წამოსდგებოდი, სამ დაგკრა ზედი-ზედაო
ფეხბურთში მთავარი შედეგია.... FUCK THE WORLD
"აუცილებლად დაქორწინდი. თუ კარგი ცოლი გარგუნა ბედმა, გამონაკლისი იქნები და თუ ცუდი - ფილოსოფოსი მაინც გახდები."
ევრიპიდე.
jolo
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 30
წევრი No.: 143714
რეგისტრ.: 28-February 12

გამოგზავნილია: 17 May 2012, 18:33  #31220512      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რეალიზაცია სად შეიძლება ჟოლოსი და დაახლოებით რა ფასი?
jolo
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 30
წევრი No.: 143714
რეგისტრ.: 28-February 12

გამოგზავნილია: 17 May 2012, 18:36  #31220553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც მაინტერესებს ჟოლოზე ყველაფერი კაი იქნება ვინმე თუ დაგვეხმარება?

და იქნებ ვინმემ იცოდეს სადმე თუ შეიძლება ჟოლოს ჩაბარაბა რამე წარმოება არაა რომელიც იბარებს?
mercedesML
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 134
წევრი No.: 141408
რეგისტრ.: 11-January 12

გამოგზავნილია: 17 May 2012, 18:42  #31220650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jolo
და იქნებ ვინმემ იცოდეს სადმე თუ შეიძლება ჟოლოს ჩაბარაბა რამე წარმოება არაა რომელიც იბარებს
ყვეაზე მეტად ალბათ ეს უფროა საინტერესო
dzleviskedeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2187
წევრი No.: 32057
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 17 May 2012, 21:31  #31223555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ნახევრად ბუჩქია 1,5 მ სიმაღლით, ერთწლიანი ვეგეტაციური ყლორტები ბალახოვანია, ხოლო ორწლიანი გამერქნებული და გენერატიულია (ნაყოფის მომცემი), რომელნიც ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ ხმება. ტოტებზე განლაგებულია ხშირი, მაგრამ შედარებით რბილი ეკლები. კენტფრთართული ფოთოლი 3-5 (იშვიათად 7) ფოთოლაკიანია, ზემოდან შიშველი, ქვემოდან კი მოთეთრო-მორუხო ქეჩისებრი ბუსუსებით მოფენილი. ფოთოლაკები ფორმით კვერცხისებრია, ბოლოში მოკლედ წაწვეტილი, კიდეებიხერხისებრ წვრილად დაკბილულია.
თეთრი ყვავილები ფოთლების იღლიებში მტევნისებრ და ყლორტების კენწრულ ნაწილში ფარისებრ-საგველანაირ თანაყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი წითელი, ძალიან იშვიათად ყვითელია. მომრგვალო ფორმის. მომწიფებული ადვილად სცილდება ყვავილსაჯდომსა და ჯამს, ნაყოფის ძირში ძაბრისებრი შიდა ჩაღრმავებით. ნაყოფი ძალიან გემრიელი და ფრიად სასიამოვნო სურნელებისაა. ყვავის ივნისიდან, ზოგან ივლისშიც იმისდა მიხედვით თუ რა სიმაღლეზე იზრდება ზღვის დონიდან. ნაყოფი დაყვავილებიდან 35-40 დღეში მწიფდება (ივლის-აგვისტოში). მრავლდება თესლითა და ფესვის ნაბარტყით.
იზრდება კალთაშეთხელებულ ტყეებში, ტყისპირებში, ნახანძრალებზე, ნამეწყრალ ფერდობებზე გავრცელებულია მთის შუა და ზედა სარტყლებში ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე სიმაღლეზე. არც თუ იშვიათად ჰქმნის თავისი გაბატონებით ფორმირებულ არა მარტო დიდ ბიოჯგუფებს, არამედ დიდ ფრაგმენტულად გაბნეული თარგებსაც კი. თავისი ნიტროფილური ბუნების გამო მძლავრად ვითარდება ნახანძრალებსა და ტყეკაფებზე.
ნიადაგის სინესტისადმი მომთხოვნია, მაგრამ მდგარ წყალს ვერ იტანს, სინათლის მიმართაც მომთხოვნი მცენარეა.


--------------------
[size=7]www.aisiforce.org[/size]
LSoso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 113019
რეგისტრ.: 17-February 10

გამოგზავნილია: 17 May 2012, 21:59  #31224123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (levvani @ 17 May 2012, 15:19 )
მითხრეს რომ სანამ დათესავ მიწის PH-ი გაიგეო, მაგრამ ის არ იციან სად მივიტანო მიწა გასასინჯად ხომ არ იცით გამარკვიეთ რა.

iko-iko-ს მიმართე და აუცილებლად დაგეხმარება.


"მომავალი საუკუნე" არბოს ქ. კორპუსი-ა, მეტრო ღრმაღელესთან. ტ: 61-06-40


"ეტალონი" ჩარგლის ქუჩაზეა ზუსტად არ მახსოვს რა ნომერია მგონი #18 ტ: 14-21-05


"მულტიტესტი" დიდგორის #13 სოფელი დიღმის ასასვლელ გზაზე. ტ: 53-14-63


ეს ლაბორატორიის მისამართებია თუ რამეში გამოგადგება.
LSoso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 113019
რეგისტრ.: 17-February 10

გამოგზავნილია: 17 May 2012, 22:06  #31224282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჟოლო

რა უბედურებაა ერთიდაიგივე ამდენი თემა???

This post has been edited by LSoso on 17 May 2012, 22:07
giogrigolia
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2164
წევრი No.: 74991
რეგისტრ.: 17-November 08

გამოგზავნილია: 19 May 2012, 14:45  #31249942      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაქვთ უკვე ჟოლო ? მე რამდენადაც ვიცი დისტრიბუტორები თვითონ მიდიან და ყიდულობენ ადგილზე ბაზარში უნდა იკითხო სადაც ყიდიან ჟოლოს და იქ დაგაკვალიანებენ smile.gif


--------------------
კლავიატურა ყველაფერს იტანს.

შავი ანაფორა თეთრ ბილეთად არ უნდა იქცეს (Solveig)
dzleviskedeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2187
წევრი No.: 32057
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 23 May 2012, 00:15  #31305024      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც ასეეე





levvani
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2488
წევრი No.: 121811
რეგისტრ.: 30-September 10

გამოგზავნილია: 24 May 2012, 14:27  #31327111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გახარე დიდი მადლობა. iko-iko-ს ვესაუბრე ძალიან კარგად ესმის ეს საქმეები რაღაცეები მირჩია smile.gif
davita74
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1219
წევრი No.: 125734
რეგისტრ.: 9-January 11

გამოგზავნილია: 28 May 2012, 03:13  #31389335      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jolo
mercedesML

მე მაქვს დარგული , შემოდგომით დავრგე და ეხლა უკვე ველოდები მოსავალს ტუ რამე გაინტერესებთ პირადში მომწერეთ საკონტაქტო ინფო და დაგიკავშირდებით. ჯერჯერობით მხოლოდ 700 ძირი მაქვს დარგული
zonia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 134305
რეგისტრ.: 30-July 11

გამოგზავნილია: 9 Jun 2012, 19:23  #31587504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზოგიერთ კენკროვან კულტურათა გაშენებისა და მოვლა-მოყვანის რეკომენდაციები

კენკროვანი კულტურების (მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი) სამრეწველო სორტიმენტი რომელიც წარმოდგენილია საქართველოს შიდა ბაზარზე, შედგება ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშებისაგან ,რომელთა უმეტესობა სრულად ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, ამიტომ ბუნებრივია დგება საკითხი მათი მუდმივი განახლებისა და სრულყოფისათვის.
მარწყვი - ჯიშების შერჩევისათვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნაყოფის სიმწიფეში ადრე შესვლა, უხვი მსხმოიარობა, ადგილობრივ პირობებთან შეგუება, ტრანსპორტაბელურობა, კარგი გემო, არომატი, სურნელება და სხვა.
გაშენება - მარწყვის ბაღების გაშენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის ნიადაგებზე, მაგრამ უმჯობესია პირველ რიგში შეირჩეს ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, მსუბუქი შედგენილობის წყალგამტარი ნიადაგები. მარწყვის ბაღების გაშენება შეიძლება როგორც გაზაფხულზე, ასევე ზაფხულში და შემოდგომაზე. გაშენების დროს ზოგიერთი ჯიშებისათვის საჭიროა დამამტვერიანებლების გათვალისწინება.
მარწყვის გაშენება შესაძლებელია; ერთზოლიანი, ორზოლიანი და სამზოლიანი მწკრივის სახით. .ჩვენი პირობებისათვის უმჯობესია მწკრივში 90X100X15-20 სმ კვების არეზე გაშენება. თანამედროვე ტექნოლოგიით რეკომენდებულია მწკვრივში ბაზოების გაკეთება, პოლიეთილენის გაფენა და მასზე გაშენება, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მოვლის ხარჯებს და აუმჯობესებს ხარისხსხობრივ მაჩვენებლებს.
გამრავლება სესაძლებელია, როგორც თესლით ისე ვეგეტატიურად; /ბუჩქების დაყოფით და პწკალებით/.
მოვლის –საკითხებიდან მნიშვნელოვანია ტენით უზრუნველყოფა, ძირითად მავნებელ-დაავადებათა საწინააღმდეგოდ რეკომენდებული საშუალებების გამოყენება, მაღალი და ხარისხოვანი მისავლის მისაღებად სეზონზე 3–4 ჯერ პწკალების მოშორება. ნიადაგის გაფხვიერება, სარეველებთან ბრძოლა,
ჟოლო. უძველესი, ნახევრადბუჩქისებური ფორმის ძვირფასი კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფი მეტად არომატული და მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავებითა და ნახშირწყლებით
სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ჟოლო მაღალშემოსავლიანი კულტურაა. რადგან მასზე ფასი სტაბილურად მაღალია და კარგი საბაზრო მოთხოვნითაც ხასიათდება იგი დარგვიდან მეორე წელს იწყებს მოსავლის მოცემას, ხოლო რემონტატული ჯიშები იმავე წელს ივითარებენ ყვავილს და იძლევა ნაყოფს.
ჟოლოს მოითხოვს კარგად განათებულ მზინ, მსუბუქ თიხნარ ნიადაგებს. სხვა კენკროვან კულტურებთან შედარებით ნაკლებად ყინვა და გვალვაგამძლეა, ვერ იტანს ჭარბ ტენს, ჟოლოს გამრავლება ძირითადად ხდება ვეგეტატიური წესით; ფესვის ამონაყრებით, /ფესვის ნაწილებით/, გასაშენებლად სასურველია ნერგის დიამეტრი იყოს 8 – 10 მმ, დარგვის შემდეგ საჭიროა გადაიჭრას 15- 25 სმ სიმაღლეზე.
ჟოლო უნდა დაირგას გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ნერგის დარგვისას ფესვის ყელი სასურველია 2-სმ_ ით დაბლა იყოს მიწის ზედაპირიდან. გაშენების ოპტიმალური სქემაა 2,5-3მX0,5-0,6მ. გაშენების შემდეგ პლანტაციაში მნიშვნელოვანია ნიადაგის გაფხვიერება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, მორწყვა და მავნებელ დაავადებებისაგან მცენარეთა დაცვა, რეკომენდებულია ჰერბიციდების გამოყენება.
ნიადაგის განოყიერების სისტემა შემდეგია: ადრე გაზაფხულზე რიგებში შეაქვთ კომპლექსური NPK სასუქები. აზოტიანი სასუქების შეტანა კი ნაწილ-ნაწილ უნდა განხორცილდეს: პირველი შეტანა ხდება ადრე გაზაფხულზე, როდესავ მცენარე ჯერ კიდევ მოსვენების მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე ნიადაგში შედის წლიური ნორმის 2/3. დარჩენილი ნაწილი შეტანილი უნდა იქნეს ივნისის დასაწყისში. თავი უნდა ავარიდოთ სასუქებისშეტანას გვიან გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზამთარგამძლეობის შემცირება.
ჟოლო მოსავალს იძლევა გასული წლის ტოტებზე, რომელიც მოსავლის მოცემის შემდეგ ხმება, იმავე წელს ამოდის ახალი ერთწლიანი ნაზარდი. ამიტომ აუცილებელია ყოველ წელს ჩატარდეს სხვლა, გასხვლა ტარდება ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით. ძველი ტოტი უნდა ამოიჭრას და ახალი ნაზარდები უნდა შეთხელდეს. აუცილებელია, რომ რიგის სიგანე არ აღემატებოდეს 40 სმ, რადგან ფართო რიგებში მატულობს დაავადებების გავრცელების ალბათობა. პლანტაციის ყოველ ერთ მეტრზე უნდა დარჩეს არაუმეტეს 16-20 ძლიერი ერთწლიანი ტოტი. დარჩენილ ტოტებს ამოკლებენ ერთი მეოთხედით. ასეთი ტიპის გასხვლა გამოყენებულია ზაფხულში მსხმოიარე ჯიშებზე, არც შეეხება შემოდგომით მსხმოიარე ჯიშებს, მათი გასხვლა უფრო მარტივია: ყოველ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ხდება პლანტაციის მთლიანი გადაჭრა ძირამდე.
ჟოლო ერთიდაიგივე ადგილას იზრდება და ვითარდება 15 – 20 წელი, ხოლო პროდუქტიულობის პერიოდი შეადგენს 12 – 14 წელს. რაც შეეხება საყრდენი სისტემის მოწყობას, ცნობილია რომ ჟოლოს ტოტები საკმაოდ სუსტია და ადვილად იზნიქება ნაყოფის სიმძიმით, ამიტომ აუცილებელია მოეწყოს ორმაგი ტესებური შპალერული საყრდენი სისტემა, რომელზეც კანაფის საშუალებით დამაგრდება ტოტები. კენკრა მოსაკრეფად მზად არის, როდესაც მას აქვს დამახასიათებელი ღია ალისფერი შეფერილობა და ადვილად სცილდება მცენარეს. ჟოლოს ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, ამიტომ მისი კრეფა უნდა განმეორდეს ყოველ მეორე-მესამე დღეს.
კარგი მოვლის პირობებში შესაძლებელია 1 ჰა-ზე მივიღოთ 8-10 ტ მოსავალი.
მოცხარი. მრავალწლიანი ბუჩქნარი მცენარეა.. იგი შედარებით ყინვაგამძლეა, მაღალ სიცხეებს ვერ ეგუება, სინათლის მოყვარულია, თუმცა კარგად ხარობს ნახევრად დაჩრდილულ, ტენით უზრუნველყოფილ კარგად დამუშავებულ ადგილებზე..
შავი მოცხარის ნარგავებთან ერთად ჩვენში საკმაოდ გავრცელებულია წითელი მოცხარის ჯიშები, გვხვდება აგრეთვე თეთრი მოცხარიც. ერთიდაიგივე ადგილზე შავი მოცხარი მსხმოიარობს და ცოცხლობს 12-15 წელს, ხოლო წითელი მოცხარი 20 – 25 წელს.
მოცხარი მრავლდება ვეგეტატიური წესით, გამერქნებული კალმით, მწვანე კალმით, გადაწვენით, ბუჩქის დაყოფით. კალმების აჭრა ხდება მოსავლიანი ბუჩქებიდან, 15-20 სმ სიგრძის და 6-7 მმ სისქის, გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. სანერგეში კალმები უნდა დაირგოს მწკრივთა შორის 80 სმ და მწკრივებში 20 სმ მანძილზე. რაც შეეხება მოცხარის სამრეწველო პლანტაციის გაშენების საკითხს ადგილმდებარეობის შერჩევისას უკეთესია გამოიყოს ვაკე ადგილი 5-60 დაქანებით. მოცხარის დარგვა წარმოებს შემოდგომაზე – ფოთლების ცვენიდან ყინვების დაწყებამდე და ადრე გაზაფხულზე სავეგეტაციო პერიოდის დაწყებამდე ე.ი. კვირტების გამოწევამდე, ვინაიდან მოცხარის კვირტი გაზაფხულზე ძალიან ადრე + 5 0 იწყებს ვეგეტაციას და ყვავილობს 11-140. მისი სრულყოფილი ბუჩქის მისაღებად საჭიროა დარგვისთანავე ტოტზე 3-4 კვირტის დატოვება, მეორე წელს შეარჩევენ 3-4 კარგად განვითარებულ ტოტს და დანარჩენს ამოჭრიან და ა.შ ყოველ წელს ითხოვს გასხვლა – ფორმირებას.
მოცხარის ნარგაობის გაშენებისას მცენარეთა და მწკრივთა შორის მანძილი უნდა განისაზღვროს ასეთი სქემით. წითელი მოცხარი 3X1,0-1,25მ შავი მოცხარი 3X-1,5 მ..
მოცხარის კულტურა საკვები ელემენტების მიმართ მომთხოვნია, ამიტომ ნიადაგში გარდა ორგანული სასუქისა, აუცილებელია მინერალური სასუქების ნორმირებული დოზებით შეტანა გამოკვების მიზნით.
მაყვალი. წარმოადგენს ძვირფას, საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ კენკროვან კულტურას. საკარმიდამო და სამრეწველო ნარგაობის სახით შენდება მისი უეკლო ფორმები. ხოლო ველურად ეკლიანი ფორმები - განსაკუთრებით ტყის პირებში. მაყვალი ნაყოფის მოცემას მეორე წლიდან იწყებს და 12-15 წლის მანძილზე მსხმოიარობს. მაყვალის ჯიშები უმთავრესად შავი ნაყოფის მომცემია. ერთი ჰექტარი უეკლო მაყვალი 5-6 ტონა მოსავალს იძლ;ევა.
მაყვალის გამრავლება უმთავრესად ფესვების ამონაყრებითა და კალმების დაფესვიანებით ხდება.
მაყვალის ამონაყრების ამოთხრა და გაშენება შეიძლება შემოდგომაზე (ნოემბერი) და ადრე გაზაფხულზე. ამონაყრების ამოღება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, რათა მაყვალის დედა ბუჩქის ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს.
რაც შეეხება კალმით გამარვლებას ამ შემთხვევაში საჭიროა წინასწარ კარგად გაფხვიერებული და ზომიერად ტენიანი ნაკვეთი. Mმაღალხარისხოვანი და ნორმალური რაოდენობის სარგავი მასალის მიღების უზრუნველსაყოფად, საჭიროების მიხედვით უნდა ტარდებოდეს ნაკვეთის მორწყვა და სისტემატიური გაფხვიერება.
მაყვალი გარემოს დიდ მოთხოვნებს არ უყენებს და მისთვის შესაფერის ბუნებრივ პირობებში ერთობ მაღალ მოსავალს იძლევა. მაყვალის გაშენება ხდება ცალკე ნარგაობის სახით. ჩვენს პიროებებში საუკეთესოა ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის დაქანებები, რადგან სამხრეთის დაქანებებზე იგი სიცხისა და გვალვისაგან ზიანდება. ნიადაგის მომზადება გამოიხატება მის მოხვნასა და დარგვის წინ დაფარცხვაში. მოხვნა უნდა ტარდებოდეს დასავლეთ საქართველოს პირობებში 20-25 სმ სიღრმეზე, ხოლო აღმოავლეთ საქართველოს რაიონებში 25-30 სმ.
მაყვალის დარგვა წარმოებს შემოდგომაზე, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრების შემდეგ. დარგვის წინ ბუჩქებზე ტოტი უნდა დამოკლდეს 15-20 სმ დატოვებით. ამით მცირდება მცენარის მიერ წყლის აორთქლება.
მაყვლის გასაშენებლად ურჩევენ რიგთაშორის მანძილს - 2 მეტრს, მცენარეებს შორის კი - 1 მეტრს. დარგვისთანავე ნარგავი უნდა მოირწყას მიგდებით ან 2_3 ძირზე ერთი ვედრო წყლის დასხმით. მორწყვის შემდეგ ბუჩქს უნდა მიეყაროს მშრალი მიწა.
დარგვის პირველ წელს მაყვალის მოვლა ძირითადად მდგომარეობს შემდეგ ღონისძიებათა გატარებაში. 1) ნიადაგის გაფხვიერება და სარეველა ბალახების მოსპობა; 2) მავნებელ-ავადმყოფობების მიმართ ბრძოლა; 3) მორწყვა საჭიროების მიხედვით; 4) გასხვლა და ყლორტების აკვრა შპალერზე. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მაყვალი ძალიან არ უნდა დაიტვირთოს მრავალი ყლორტებით, რადგან ის იწვევს ბუჩქის დასუსტებას და ამით მოსავლის შემცირებას. ამიტომ საჭიროა 6-7 ყლორტის დატოვება. ამასთანავე ნაყოფების დამსხვილების მიზნით საჭიროა დატოვებული ყლორტების 1/4 ¼ სიგრძეზე გაზაფხულზე შეკვეცა.
ტოტები ნაყოფების სიმძიმის გამო ადვილად იზნიქება, ამიტომ ყველაზე უკეთეს შედეგს იძლევა მარაოსებური აკვრა მავთულზე. ამ შემთხვევაში რიგში ჩაისობა სარი ყოველ 5-6 მ და მათზე 2-3 რიგად გაიჭიმება მავთული. ამ მავთულზე მაყვალის ტოტები ცერად აიკვრება. ამ წესით აკრული მაყვალი შედარებით დიდ მოსავალს იძლევა, ვიდრე სარზე აკრული.
მავნებლებიდან მაყვალს აზიანებენ ტილები, ბაღლინჯოები, ფოთლის ცხვირგრძელები, ბუგრები. ავადმყოფობებიდან უმთავრესად აღსანიშნავია ანთრაქნოზი, ნაცარი, თეთრი ლაქიანობა და სხვა.
კოკრების გაშლის მომენტში საჭიროა პლანტაციის დამუშავება რეკომენდებული პრეპარატებით.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე; კენკროვანი კულტურები, როგორიცაა მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი და სხვა ხასიათდებიან განსაკუთრებული თავისებურებებით, რაც ამ კულტურების მოყვანას დიდ სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობას ანიჭებს. კენკროვანი კულტურების თავისებურებანი გამოიხატება:
1. კენკროვნები ადრე იწყებენ ნაყოფის მოსხმას: მაგ. მარწყვი მსხმოიარობაში შედის გაშენების პირველ-მეორე წელს. მოცხარი მეორე წელს და სხვა.
2. ადვილად ეგუებიან დაბალ ტემპერატურას და ამიტომ მათი განვითარება ჩვენში შესაძლებელია საქართველოს ყველა რაიონში.
3. კენკროვანი კულტურები საქართველოს უხვი მზის პირობებში კარგად ეგუებიან ნახევრად დაჩრდილულ მდგომარეობას. ამიტომ კენკროვნებისათვის მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იქნას ხეხილის ბაღების რიგთაშორის ფართობები.
4. კენკროვნების ნაყოფები ადრე მწიფდება, მაგ., მარწყვი ჩვეულებრივ მაისიდან იკრიფება, დანარჩენი კენკროვნები კი ივლისიდან რომელსაც ადრეული ხილეულით მოსახლეობის კვების საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
5. კენკროვნების სარგავი მასალის გამოყვანა ხდება ადვილად ვეგეტატიური წესით (ამონაყრებით, გადაწვენით, კალმით და სხვ.).
6. კენკროვანთა ნაყოფი სხვა ხილთან ერთად, მაღალხარისხოვან საკვებ პროდუქტად ითვლება. მარწყვი, შავი მოცხარი და სხვა კენკროვანები თავისი მდიდარი ქიმიური შედგენილობის გამო იხარება ნედლ ხილად, სამკურნალოდ და საშაქარლამო წარმოებაში (ამზადებენ მურაბებს, მარმელადებს, ლიქიორებს, წვენებს და სხვა).




http://sanerge.ge/
GeoDevil
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1207
წევრი No.: 152823
რეგისტრ.: 10-August 12

გამოგზავნილია: 9 Dec 2012, 22:39  #34257814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა. ჟოლოს თესლი მაქვს და არ ვიცი როდის და როგორ დავთესო.
იქნებ დამაკვალიანოთ ვინმემ.
ან ვის ეცოდინაბა ვის ვკითხო?

და კიდევ იქნებ იცით რომელიმე ორგანიზაცია ვისთანაც გავივლი კონსულტაციას კენკროვან კულტურებზე. ყველაფერი მაინტერესებს.
ნებისმიერი ინფორმაცია გამომადგება.
მადლობა წინასწარ.
kakhaaa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2701
წევრი No.: 70276
რეგისტრ.: 3-September 08

გამოგზავნილია: 10 Dec 2012, 14:47  #34264943      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (levvani @ 17 May 2012, 15:19 )
მითხრეს რომ სანამ დათესავ მიწის PH-ი გაიგეო, მაგრამ ის არ იციან სად მივიტანო მიწა გასასინჯად ხომ არ იცით გამარკვიეთ რა.

მექანიზაციის ცენტრში მიიტანე მანდ აკეთებენ მიწის ანალიზებს yes.gif


--------------------
★ ★ ★ ★ ★
GeoDevil
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1207
წევრი No.: 152823
რეგისტრ.: 10-August 12

გამოგზავნილია: 25 Dec 2012, 21:01  #34480075      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იქნებ იცით რომელიმე ორგანიზაცია ვისთანაც გავივლი კონსულტაციას კენკროვან კულტურებზე
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (36) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0320 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]