forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (43) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვენახის გაშენება თითოეული პროცედურა ნაბიჯ ნაბიჯ, როგორ უნდა გავაშენოთ ახალი ვენახი
sokana2
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 78
წევრი No.: 168627
რეგისტრ.: 10-June 13

გამოგზავნილია: 12 Aug 2013, 20:18  #37598698      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ ყველას,

ამ ფორუმზე ბევრი თქმულა ვენახზე, მის სიკეთეზე, მის შემოსავლიანობაზე, მოვლა პატრონობაზე, ყიდვა გაყიდვაზე და ასე შემდეგ, მაგრამ თითქმის მთლიანად გადავიკითხე ყველა თემა და ვერსად ვერ ვნახე თუ როგორ უნდა დავიწყოთ ნულიდან და გავაშენოთ ახალი ვენახი.

მოდით მოვიწვიოთ აგრონომები, გამოცდილი ხალხი, მევენახეები, ფერმერები და ვისაუბროთ ახალი ვენახის გაშენებაზე, ნულიდან ანუ მიწის შეძენიდან სავენახედ - მის პირველ მოსავლის მიღებამდე.

აბა გამოგვეხმაურეთ და დავიწყოთ. ვფიქრობ საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის და მათთვის ვინც გატაცებულია ვენახის თემით.
* * *
მაშინ მე დავწყებ კითხვებით და ვინც გარკვეული ბრძანდებით მოგვეხმარეთ.

როდის უნდა მოიხნას ორპირი ?

როდის ჯობია რომ ვაზი ჩავყაროთ, შემოდგომაზე ტუ გაზაფხულზე? და რატომ.

ნერგი ძვირია და 1 ლარი ღირს ცალი, ხოლო ნამყენი იაფია და 20-30 თეთრი ღირს, ჩვენ რომ ნამყენი ვიყიდოთ და ჩავყაროთ ამით რა განსხვავება იქნება?

ნამყენი უნდა შეიწამლოს ჩაყრის წინ?

ჩაყრის შემდეგ რა უნდა და როგორ მოვუაროთ?

მადლობა
besabarsa
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 117
წევრი No.: 163163
რეგისტრ.: 8-March 13

გამოგზავნილია: 21 Sep 2013, 13:47  #38096293      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ჭირს ამ ხალხს ასეთი პასიურობა?
LSoso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 113019
რეგისტრ.: 17-February 10

გამოგზავნილია: 21 Sep 2013, 20:37  #38101043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
UP










..................................................






UP
amadeus
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6111
წევრი No.: 19409
რეგისტრ.: 20-April 06

გამოგზავნილია: 27 Sep 2013, 11:41  #38170601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
sokana2
QUOTE
როდის უნდა მოიხნას ორპირი ?

გვიან შემოდგომით.
QUOTE
როდის ჯობია რომ ვაზი ჩავყაროთ, შემოდგომაზე ტუ გაზაფხულზე? და რატომ.

თუ პარაფინით დამუშავებული ერთწლიანი ნამყენი ნერგები გაქვს გაზაფხულით ჯობს. გახარების ალბათობა 99%-ია.
შემოდგომით უმჯობესია ნიადაგი მომზადდეს.
QUOTE
ჩვენ რომ ნამყენი ვიყიდოთ და ჩავყაროთ ამით რა განსხვავება იქნება?

არანაირი უბრალოდ სანდოობის ამბავია.
QUOTE
ნამყენი უნდა შეიწამლოს ჩაყრის წინ?

QUOTE
ჩაყრის შემდეგ რა უნდა და როგორ მოვუაროთ?

ჩაყრის წინ არ არის აუცილებელი. სასურველია თუ 24 საათით ფესვებს დაულბობთ ორგანიკის ნაყენში. ხოლო შემდეგ ყოველკვირაში წამლობა უნდა. გააჩნია რომელ მეთოდს აირჩევ. იმასაც გააჩნია ყურძენი საკუთარი წარმოებისთვის გინდა თუ ჩასაბარებლად. smile.gif
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 32782
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 2 Oct 2013, 02:20  #38229665      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
amadeus
გარკვეული კაცი ჩანხარ, მეც მაინტერესებს ეს თემა ჰობის (ეზოს) დონეზე, რამოდენიმე კითხვას მეც დაგისვამ თუ არ შეწუხდები:

ორპირი რა არის? და რანაირად იხვნება?
საერთოდ ვაზი რანაირად ირგვება, რა სიღრმეზე და რამდენია დაშორება ნარგავებს შორის?
როდის უყენებენ სარებს თუ რას უყენებენ საერთოდ? რაც მინახავს სარებია და მათ შორის მავთული გაბმული, პროფესიონალურად როგორ უნდა მოეწყოს ეგ ამბავი?
როგორ ირწყვება ვენახი და საერთოდ რამდენჯერ ან როდის?
რა წამლის შეტანა ხდება, როდის და როგორ?
რა დროა საჭირო სრულ სიმწიფემდე და როგორ ხდება ამის შემოწმება?
როდის და რა მეთოდით იკრიფება მტევნები?
კიდევ თუ არის რაიმე სახის "წყალქვეშა ქვები" და როგორ უნდა ავირიდით?

მადლობა smile.gif


--------------------
let’s suppose that you were able every night to dream any dream you wanted to dream

sokana2
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 78
წევრი No.: 168627
რეგისტრ.: 10-June 13

გამოგზავნილია: 5 Oct 2013, 22:42  #38276767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
amadeus

გარკვეული კაცი ჩანხარ, მეც მაინტერესებს ეს თემა ჰობის (ეზოს) დონეზე, რამოდენიმე კითხვას მეც დაგისვამ თუ არ შეწუხდები:

ორპირი რა არის? და რანაირად იხვნება?
- ორპირი არის იგივე პლანტაჟი რომელიც ნიშნავს ღრმად მოხვნას, ანუ სულ მცირე 40 სმ სიღრმეზე. ნორმალური მოხვნა არის 20-25-30 სმ სიღრმე, ხოლო ორპირი არის 40-50 სმ სიღრმეზე მოხვნა. ეს საკმაოდ ძვირია და 1 ჰეკტრის მოხვნა 500 ლარი ღირს. ვაზს ჭირდება სიღრმე და ამიტომ ხნავენ ორპირს. ვაზი ირგვება სადღაც 30-35 სმ სიღრმეში.

საერთოდ ვაზი რანაირად ირგვება, რა სიღრმეზე და რამდენია დაშორება ნარგავებს შორის?
ვაზი ირგვება დაახლოებით 2 საკვირტე უნდა იყოს მიწაში ანუ სადღაც 30 - 35 სმ. (საკვირტე არის პატარა სუჩოჯებივით რომ აქვს ვაზს საიდანაც ყლორტები ან ფოთლები ამოდის.) ვაზებს შორის დაშორება ჯობია რომ იყოს 1.4 ან 1.5 მეტრი, იმიტომ რომ ჰაერაცია მეტიაქვს და უფრო თამამი იზრდება. თუ ახლოს დარგავ 1 მტრი დაშორებით მაშინ მოსავლიანობა ნაკლები ექნება.

როდის უყენებენ სარებს თუ რას უყენებენ საერთოდ? რაც მინახავს სარებია და მათ შორის მავთული გაბმული, პროფესიონალურად როგორ უნდა მოეწყოს ეგ ამბავი?
- სარებს კახეთში ეძახიან სტოლბას, ეს უნდა დაყენდეს მესამე წელს როდესაც ვაზი მიაღწევს ზრდასრულ ასაკს. სტოლბა რომ დადგება უნდა გაიბას მავთულიც და ვაზი დაკავდეს მავთულზე. ერთი სტოლბა ცემენტის ღირს დაახლოებით 5-6 ლარი და ერთ რიგზე ანუ პლანზე უნდა დაახლოებით 16 სტოლბა. და 3 ხაზი მავთული, ანუ იგივე 300 მეტრა. მავთულის ფასი კილოობითარის და ზუსტად არ ვიცი.

როგორ ირწყვება ვენახი და საერთოდ რამდენჯერ ან როდის?
მაგალითად სიღნაღის რნ - ის უკანა მხრის სოფლებში საერთოდ არ ირწყვება და ღმერთის იმედზეა მაგრამ მოსავლიანობა საკმაოდ კარგია მაინც რადგან წვიმა თავისას აკეთებს. მაგრამ ახალ დარგულ ვაზს მაინც თითო ლიტრა წყალი რომ დაესხას ძირებში უფრო ადვილად იხარებს და საქმე გაადვილდება.

რა წამლის შეტანა ხდება, როდის და როგორ?
ახალ დარგული ვაზი როგორც კი იხარებს ეგრევე იწყება წამლობა, იმიტომ რომ ახალი ნახარები ვაზი ჯერ მიწის პირზეა და პატარაა, ამიტომ მიწიდან ნესტს იღებს ღამღამობით ანუ ნამი რომ ეცემა და ეს ნესტი და ნამი მოგეხსენებათ ნაცრის და ჭრაქის რესურსია და პატარა ვაზი აუცილებლად უნა იწამლოს. წამლის უამრავი სახეობა არის ზუსტად არ ვიცი სახელები. მარა კარგი აგრონომის კანსულტაცია აუცილებელია

რა დროა საჭირო სრულ სიმწიფემდე და როგორ ხდება ამის შემოწმება?
ახალი დარგული ვაზი მესამე წელს გაძლევს უკვე მოსავალს, ნუ მოსავალი პირველწელსვე შეგიძლია დაასხმევინო მარა მერე ვაზი კნინდება, ამიტომ მესამე წლამდე უნდა სხვლა რომ არ დაისხას და მთლიანი რესურსი ზრდაზე მოიხმაროს, აი მესამ წლიდან კი შეგიძლია დაკრიფო ყურძენი. ხოლო მეოთხე წელს სრული დატვირთვით მიიღებ 100%იან მოსავალს, თუ რათქმაუნდა სეტყვა არ დაეცა smile.gif

როდის და რა მეთოდით იკრიფება მტევნები?
მტევნების კრეფა იწყება სადღაც სექტემბრის ბოლოსკენ, ანუ როცა ყურძნის შაქრიანობა იზრდება 19-20 გრადუსამდე. მაგრამ არიან ქარხნები მგ. ბაგრატიონი რომელიც მკვახეს იბარებს ანუ შამპანურისთვის. ბაგრატიონს შამპანურისთვის ცოტა მომჟავო ყურძენი აწყობს. და შეგიძლია აგვისტოს ბოლოს დაკრიფო.
ისე რაც უფრო მეტად მწიფდება ყურძენი, მით უფრო იკლებს წონაში. ანუ მზე აორთქლებს წყალს და რჩებ ა მარტო შაქარი, მაგ პრინციპით მუშაობს მოკლეთ მტევანი.:smile.gif შაქრიანობის შემოწმება კი სპეციალური ე.წ თერმომეტრით ხდება. ანუ გამოწურავენ ცოტაოდენ წვენს და ჩააგდებენ შიგ სპეც თერმომეტრს და გაიგებენ შაქრიანობას. ეს თერმომეტრი ქრხნების ლაბორატორიებში ყველგანაა, ან შენც შეგილია იყიდო აგრო მაგაზინებში.:smile.gif


კიდევ თუ არის რაიმე სახის "წყალქვეშა ქვები" და როგორ უნდა ავირიდით?
ეს წყალქვეშა ქვები ვერ მივხვდი რას ნიშნავს. :smile.gif

პ/ს კარგი მოვლის პირობებში 1 რიადი ვენახი იძლევა 300-500 კგ ყურძენს. ანუ თუ გაქვს 100 პლანი ვენახი 30-50 ტონა ყურძენი გარანტირებული გაქვს ღვთის მადლით. წელს კგ ყურძენი 1 ლარად ჩაიბარეს ქარხნებმა. ხოლო გამოთვლები აჩვენებს ერთი რიადი ანუ პლანი ვენახის მოვლა მთლიანად მუშის ხელით ჯდება სადღაც 40-50 ლარი.

ეხლა მოგება შენ გამოთვალე :smile.gif

მაგარი საქმეა, მე ეხლა მოვხანი 2 ჰეკტარი მიწა, ანუ ორპირი დავაბრუნე და ვნახოთ რას ვიზამ, ვაპირებ ვაზის გაშენებას.

პპს. ხოო მართლა, ჯობია რომ პლანებს ანუ რიადებს შორის დაშორება იყოს 2.7 - 3 მეტრა იმიტომ რომ ახლებური ტრაქტორების სიგანეც იგივეა და მოხვნაზე და კულტივაციაზე რომ ადვილად შევიდნენ პლანებში.

აბა თუ გადაწყვეტ ვაზის გაშენებას კიდე მომწერე და რაც შემიძლია დაგეხმარები.

ყოჩაღი იყავ :smile.gif))


მადლობა smile.gif


m_lash
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1798
წევრი No.: 14312
რეგისტრ.: 7-November 05

გამოგზავნილია: 10 Oct 2013, 16:19  #38331884      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მთლიანად მუშის ხელით ჯდება სადღაც 40-50 ლარი


ეს წლის განმავლობაში, თვეში თუ კვირაში? ანუ ერთი პლანის მოვლა 50 ლარი რა პერიოდში ჯდება?


და კიდევ ერთი კითხვა, რომელი ჯიშია ყველაზე ამტანი? როგორც ვიცი რქაწითელია, მარა რაიმე დამატებითი დამყნობა ან სხვა რამ ხომ არ ჭირდება? თქვენ რომელი ჯიშის გაშენებას გეგმავთ?

This post has been edited by m_lash on 10 Oct 2013, 16:21


--------------------
https://4runner.ge
besabarsa
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 117
წევრი No.: 163163
რეგისტრ.: 8-March 13

გამოგზავნილია: 13 Dec 2013, 18:24  #39069599      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე მტავარი ჯერ შემიღობვაა du.gif du.gif du.gif du.gif
badri888
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 62
წევრი No.: 145994
რეგისტრ.: 2-April 12

გამოგზავნილია: 31 Dec 2013, 20:12  #39275419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ
მინდა მცირე ზომის ვენახის გაშენება თიანეთის რაიონში, სადაც დიდი სიცივეები იცის ( -25 გრადუსი ზოგჯერ) , ანუ ადრეული ჯიშის უნდა იყოს და ყინვაგამძლე.
რომელს მირჩევთ, ქართულებიდან და რომელს უცხოურებიდან.
მადლობა
SHahiii
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 96
წევრი No.: 168569
რეგისტრ.: 9-June 13

გამოგზავნილია: 23 Jan 2014, 00:24  #39542875      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იქნებ ვინმემ იცოდეს ვენახის გასაშენებლად როგორი ნიადაგია უკეთესი? ხირხატი? ლამიანი? ქვიშიანი ? თუ როგორი
storage
ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2782
წევრი No.: 90092
რეგისტრ.: 29-April 09

გამოგზავნილია: 9 Feb 2014, 11:54  #39771118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sokana2
გამარჯობა.
1 ჰექტარზე რამდენი ტონა მოდის საშუალოდ
რა ღირს 1 ცალი ნერგი საფერავის?
QUOTE
კარგი მოვლის პირობებში 1 რიადი ვენახი იძლევა 300-500 კგ ყურძენს. ანუ თუ გაქვს 100 პლანი ვენახი 30-50 ტონა ყურძენი გარანტირებული გაქვს ღვთის მადლით. წელს კგ ყურძენი 1 ლარად ჩაიბარეს ქარხნებმა. ხოლო გამოთვლები აჩვენებს ერთი რიადი ანუ პლანი ვენახის მოვლა მთლიანად მუშის ხელით ჯდება სადღაც 40-50 ლარი.

ამაზე მაინტერესებს ეს 100 მეტრიანი რიადის შემთხვევაში?


--------------------
I love USA
I love NY
I am Georgian
ანდერძი უნდა დავტოვო, ჩემი ფერფლი ვერტმფრენიდან მოაფრქვიონ მანჰეტენს
wf28
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 755
წევრი No.: 84314
რეგისტრ.: 10-February 09

გამოგზავნილია: 13 Feb 2014, 09:27  #39822991      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც დავწერ რაც ვიცი იმას, იქნებ ვინმეს გამოადგეს
ამას ვწერ საკუთარი გამოცდილებიდან, მაქვს ვენახი გაშენებული და გეტყვით რა და როგორ იყო
600 კვადრატულ მეტრზე გავაშენე შარშან
მიწის გადატრიალება შეიძლება როგორც გუთნით ისე კოვშით
დიდ ფართობზე კოშით ძვირი დაჯდება გადატრიალება, ამიტომ გუთანია საჭირო, "კასემსოტს' ან DT ტრაქტორზე რომაა გამობმული ისეთი
პატარა ფართობზე ეს ტრაქტორები ვერ იმოძრაობენ, კუთხეებს ვერ მიუდგებიან, დარჩება ბევრი მოუხნავი ადგილი ამიტომ კოFიანი ტრაქტორი ჯობია
კოშიანი ტრაქტორი რომაა მწვანე კი არა ბელარუსი , ახალი ჩამოყვანილები რომაა ყვითლები, ეგ გავჩითე და კოშით გადავატრიალე მთელი სავენახე ადგილი
2 ხოდოანი ტრაქტორი იყო, მაგარი მძლავრი
ბელარუსი იმიტომ არ ვარგოდა რომ სუსტი ტრაქტორია და რეალურად 30 სმ,. ის ქვემოთ ვერ ჩადის
რომ არ მოგატყოუთ 1 მეტრ სიღრმემდე ჩადიოდა
ამოიღებდა მიწას და იგივე ადგილზე ჩააგდემდა ამობრუნებულს
თუ ძაან დიდი მუჭა გაიჩითებოდა მიწის მაგას ზემოდან კოშს ურტყავდა
ეს გავაკეთე 25 ნიოემბერს
იმ წელს იყო თოვლები
ეს გამაგრებული მიწა ნელნელა ჩაიშალა
გაზაფხულზე გადავატარე ტრაქტორით ფარცხი
კულტივატორის პონტშია რა

საკაიფოდ გასწორდა მიწა,
ეხლა ვაზს რაც შეეხება
სანამ ამ ახალს გავაშენებდი იქ მანამდე იყო ვაზი, ის გავჩეხე დაბერებულლი იყო რაც კარგი რქა ჰქონდა ავაჭერი და წყალში შევინახე
იმ წელს მაგარი ყინვები დაიჭირა, 2 წლის წინ, ის წყალი გაიყინა
ვიფიქრე რამე იაღლიში არ მომივიდეს მეთქი და საახლობლოში გაზაფხულზე თავიდან ვიშოვე რქა, საახლობლოში ჩემი ხელით ავაჭერი,
ყველაზე მთავარი ყოფილა ჩასმის მეთოდი
თავიდან უბრალო არმატურას ვარჭობდი მიწაში ასე 30 სმ-ზე (ძალა რომ დამეტანებინა ისეთი ფხვიერი მიწა იყო 1 მეტრამდეც ცავიდოდი) მერე ვიღებდი და იმ ადგილზე ვსვავდი რქას
მერე გვერდზე ჩავარჯობდი ახლოსი და ამ მიწას მივწევდი რქისკენ
რომ ჰაერი არ ყოფილიყო იმ ორმოში სადაც რქა ჩავსვი
ეს ცოტა ისეთი მომენტია თუმცა მინდა გითხრათ რომ ამართლებს, 9 წლის წინ სხვა 600 კვადრატზე ეგრე გავაკეთე

მერე გავჩითე კატანკა მართული სქელი
ბოლო 5 სანტიმეტრი რომ ქვით დაუბრტყელოთ ამ კატანკას და მერე შუაზე რომ გაჭრათ ის 5 სანტიმეტრი
ანუ კატანკა მავთული ბოლო რამდენიმე სანტიმეტრი შუაზე გაყოფილი რა, თან ცოტა მოღუნული, ეხლა ეს რისთვისაა
ამ გაჭრილ ადგილზე არჭობ ვაზს და ამ კატანკიანად ამ ვაზს ტენი მიწაში
ამას აქვს 2 დადებითი თვისება
1) ჰაერი არ რჩება ღეროს გარშემო რაც ლპობის საშუალებას არ მისცემს ღეროს
2) ვაზის ძირი იქნება "გადახეხილი' გაფრცქვნილი, ანუ ვაზის გული გამოჩნდება რა, რაც უფრო ზრდის მისი გახარების შანსს, ის უფრო ადვილად შედის კონტაქტში მიწასთან და უფრო ადვილად გაიხარებს,
ვაზს რომ ჩაარჭობთ მიწაში ზემოდან არით მიწას ისე რომ ეს ვაზი დაიფაროს მიწით "თბილად" რომ იყოს,
9 წლის წინ ახალი ჩარგული ვაზი არ მომირწყავს და გაიხარა 80 % მა
ეხლა 2 კვირის შემდეგ მირჩიეს მორწყვა თან რაღაც ევრ ხარობდა მაინდამაინც
2 კვირის შემდეგ მოვრწყე
და გაიხარა, მაგრამ რა გაიხარა
ლოგიკურად წყალმა ის ცარიელი ადგილები გააქრო და მიწა უფრო მჭიდროდ მივიდა ღეროსთან.....
შარშან 3 ჯერ მოვხანი, 4 ჯერ გავთიბე და მერე მუხლებზე დაჩოქილმა მთელი ვაზს შემოვუარე და ღერო-ღერო გავაცალე ბალახი
მოკლედ მტავარია ბალახი არ გაიზარდოს რა, ვაზი პატარაა ჯერ და 10 - 20 სმ სიგრძის ბალახი საკმარისია რომ ის დაიჩაგროს დაჩრდილოს და აი გაიხარებს მერე
3 ჯერ შევწამლე
ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა
ვნახოთ რა გამოვა







Zmuzu
დანდობა არ იქნება!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6285
წევრი No.: 51887
რეგისტრ.: 19-January 08

გამოგზავნილია: 13 Feb 2014, 12:05  #39824168      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sokana2
QUOTE

პპს. ხოო მართლა, ჯობია რომ პლანებს ანუ რიადებს შორის დაშორება იყოს 2.7 - 3 მეტრა იმიტომ რომ ახლებური ტრაქტორების სიგანეც იგივეა და მოხვნაზე და კულტივაციაზე რომ ადვილად შევიდნენ პლანებში.

დიდი ფართობი უნდა გქონდეს, რომ ამდენინ დააცილო. კულტივაცია, პატარა ჩინურ ტრაქტორებსაც შეუძლიათ.
QUOTE
ერთი სტოლბა ცემენტის ღირს დაახლოებით 5-6 ლარი და ერთ რიგზე ანუ პლანზე უნდა დაახლოებით 16 სტოლბა.

სტოლბებს ერთმანეთისგან რამდენით აცილებ?


--------------------
ბოზებს სიკვდილი
giiogiio
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3352
წევრი No.: 129931
რეგისტრ.: 10-April 11

გამოგზავნილია: 14 Feb 2014, 12:55  #39837783      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (storage @ 9 Feb 2014, 11:54 )
1 ჰექტარზე რამდენი ტონა მოდის საშუალოდ

გააჩნია მოვლას და ადგილს.

მე 80 მეასედში საფერავი დავკრიფე 14 ტონა


30 მეასედში რქაწითელი 8 ტონა

სხვა ვენახებში შედარებით ნაკლები მოსავალი მქონდა
* * *
QUOTE
სტოლბებს ერთმანეთისგან რამდენით აცილებ?

სტოლბებს შუა უნდა იყოს 5 ვაზი
მაო
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 197
წევრი No.: 132801
რეგისტრ.: 21-June 11

გამოგზავნილია: 28 Feb 2014, 13:43  #40021208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საფერავი და რქაწითელის ნამყენი ნერგები შედარებით იაფად თუ ვინმემ იცით, დაწერეთრა კოორდინატები და კიდევ, რა დროსაა სასურველი ვაზის ჩაყრა აღმოსავლეთში, შირაქში?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (43) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0285 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]