forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (4) 1 2 [3] 4   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პეკინური იხვის მოშენებაზე რა აზრის ხართ?, რამდენად რეალურია გასაღების ბაზრის პოვნის იმედები?
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 601
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 10:10  #51787837      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეხლა რამდენი იხვი გყავს? smile.gif დიდი რაოდენობით რომ გყავს გასაღებაც ადვილია და მცირე რაოდენობის როცა გყავს მაინც არ უნდა გაძნელდეს, რადგანაც იხვი იმ რაოდენობის ნაღდად არაა რომ ბაზაი გაჯერებული იყოს.
ისე თბილისში ფრანგულ რესტორნებს უნდათ ვიცი. გაყინული პროდუქტი რომ გააკეთონ სახელი გაუფუჭდებათ , თან ისეთი ფასები აქვთ რომ გაყინული რომ აჭამონ აღარც შეუკვეთავს არავინ. უბრალოდ მაგათაც ურჩევნიათ რომ სტაბილური მიმწოდებელი ყავდეთ. ის რაოდენობა მაინც უნდა გყავდეს რომ კვირაში 2 ცალს აწვდიდე სტაბილურად
shuma89
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7495
წევრი No.: 71598
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 13:56  #51789089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
tazo1996
ზესტაფონში ვიცი მე საიდანაც შევიძინე 2 წლის წინ, ოღონდ გაუძვირებია, მე 5 ლარი მივეცი 3-5 დღისებში, კვერცხს 2 ლარად ყიდდა მაშინ.
ახლა 7 ლარი გაუხდია 5 დღისები და კვერცხი 3.5 თუ 3 ლარი.
ისე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სუფთა ჯიში ჰყავს, ყველა ერთნაირი თეთრი იყო, პლიუს მისი შვილებიც.


Nat_asha

კვირაში ორი ცალი არც არაფერია, თუ ყოველ კვირაში ჩამოვუტან რამდენიმე კლიენტს ვნახავ კვირაში ერთხელ კი შეიძლება, ამ ზაფხულიდან უკვე მეყოლება, ახლა რაც მყავს თვეში 60-80 უნდა დადონ მინიმუმ მაგათი 15 პროცენტი უნდა დავიტოვო, დანარჩენი უნდა გავყიდო 55-65 დღისები უკვე.

სადღაც თვეში 50 ცალს შევძლებ გასაყიდად , მაისიდან უკვე.
მომდევნო წლისთვის მეტი შემეძლება, ალბათ თვეში 300-500 გასაყიდი.

ახლა 8 დედალი მყავს და ორი მამალი.
თვეში 15-მდე დებს ზოგადად პრაქტიკული გამოცდილებიდან, მე კი 10-ს ვანგარიშობ მეტს არა.
100 ცალიან სადედე გუნდს მივაღწევ მომავალი წლისთვის, მთავარია მოვერიო მოვლას ფერმუს ტერიტორიაზე, იქ უნდა გადავიყვანო გაზაფხულიდან აქ სახლში ვეღარ დავატევ.


--------------------
პიზდაგალზებს აქვთ ეგ


მაგას აუწევ და Fსიო ვეღარავინ გეწევა
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 601
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 14:40  #51789356      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shuma89
მიდი მიდი გაფართოვდი. სტაბილური რაოდენობა როდესაც გექნება ან მაღაზიათა ქსელი ჩაიბარებს ან კიდევ რამდენიმე რესტორანს აიღებ და გასაღების პრობლემა არ დაგიდგება. მაგალითად კარფურში კატს ხორციც რომ დადო გასაყიდად უცებ გაქრება. სხვათაშორის ამბოლოს დავინახე რომ უცხოელები ყიდულობდნენ ინდაურს. ადრე არ იყო ხოლმე მაგრამ 1-2 ინდაური დევს ამბოლო პერიოდში. კურდღელი გამოჩნდა რამდენიმე დღე და მერე გაქრა. არ ვიცი სანამ მე მივალ უკვე გაყიდულია თუ აღარ შეაქვთ. პირველდღეს რომ მოიტანეს კურდღლისხორცი უცებ გაქრა დახლიდან. ნელ-ნელა შემოდის მოდაში პიკანტური სამზარეულოები და იხვი არაა პოპულარული იმიტომ რომ არ არის ბევრი ვისაც ყავს მოშენებული. მოსცხე კაი ტბა და გარკვეულ სტაბილურ რაოდენობას რომ მიაღწევ , აი უკვე რომ იტყვი სიტყვაზე ყოველკვირა 5 ან 10 ცალი შემიძლია ჩაგაბარო მაშინ უკვე კლიენტის მოძებნაზე იზრუნო. ისე კიდევ საცალოდ ცოტა გარჯა დასჭირდება გაყიდვას. ბაზარში გადამყიდველები ალბათ იაფად მოინდომებენ ყიდვას. რომ მეტი მოგება დარჩეთ. ყველაფერს თავისი კლიენტი ყავს. იხვი ქათამივით პოპულარული არ იქნება მაგრამ მყიდველი ეყოლება.
shuma89
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7495
წევრი No.: 71598
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 15:06  #51789525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Nat_asha
საქმეც ეგაა რომ ვერ იქნება ეგრე პოპულარული, ამიტომ თვითღირებულებაც მეტი ექნება, ქათმის გაყინული ბარკლების ფასად რო გაყიდო ნამდვილად ვერ იხეირებ კაცი.
სავარაუდოდ კილოგრამის სარეალიზაციო ფასი მაღაზიაში 10 ლარამდე იქნება, მგონია, რომ გაყდვა გაუჭირდება, რავიციიი. . .

7-8 ლარზე იააფდ რო გავყიდო წაგებაა სუფთა წონა იხვზე ვამბობ, დაკლული გაუფთავებული.
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 601
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 15:24  #51789666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (shuma89 @ 6 Dec 2017, 15:06 )
Nat_asha
საქმეც ეგაა რომ ვერ იქნება ეგრე პოპულარული, ამიტომ თვითღირებულებაც მეტი ექნება, ქათმის გაყინული ბარკლების ფასად რო გაყიდო ნამდვილად ვერ იხეირებ კაცი.
სავარაუდოდ კილოგრამის სარეალიზაციო ფასი მაღაზიაში 10 ლარამდე იქნება, მგონია, რომ გაყდვა გაუჭირდება, რავიციიი.  . .

7-8 ლარზე იააფდ რო გავყიდო წაგებაა სუფთა წონა იხვზე ვამბობ, დაკლული გაუფთავებული.

კარგი რაა სოფლის ქათმის ხორცი ღირს შერეული საოჯახო ნაკრები 14.50 კილო , შიგ იყო 2 ბარკალი, 2 მენჯი და თეთრი ხორცი.(გემრიელი კი არის, მაგას ვყიდულობ ხოლმე, ეს ბიუბიუს ქათმის ხორცს გემო არააქ და არ მომწონს, უბრალო ხორცის მასაა) ქათმის თავფეხს ძაღლისთვის ვყიდულობდი ხოლმე 3 ლარად ნავთლუღში და 10 ლარზე ნაკლები იხვის ხორცი სარეალიზაციო ფასად ნაღდად არ გაიყიდება. იხვის ხორცი დელიკატესია კაცო. კარგი საგემოვნო თვისებებიც ააქვს. ბებიაჩემს ყავდა ხოლმე , ხონიდან იყო წარმოშობით და ისეთ მაგარ კერძს აკეთებდა ეგეთი რაღაცა იყო : შემწვარი იხვი მაყვლის და თხილის წვენში, აი უგემრიელესი იყო, თნა აი კარგად წვავდა, კანი რო კნაწუნაა და შიგნიდანაც რომ არაა გამომშრალი. თუ კარგად მოამზადებ მართლა ძალიან გემრიელია.
ვეცდები იქეთ კვირაში გავარკვიო იხვის სარეალიზაციო ფასი და გეტყვი თბილისის ფასს. დავინტერესდი ერთი რა ღირს. ეხლა საახალწლოდ კი მოიმატებს ფასი ალბათ და კარგადაც გაიყიდება. ყველაფერი ძვირდება და რაღა იხვი გაიაფდება? biggrin.gif gigi.gif

This post has been edited by Nat_asha on 6 Dec 2017, 15:25
shuma89
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7495
წევრი No.: 71598
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 15:49  #51789859      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Nat_asha
არვიცი ნამდვილად.
ახლა რაც მყავს ამათი წაყვანა და მოვლაშI ფულის გადახდა სისულელეა.
დაჟე პატარები რო მეყოლება აქვს უნდა წამოვზარდო, 2 თვემდე, მერე ზოგს გავყიდი (მამლებს) და სადედე გუნდისთვის შევარჩევ მდედრებს რომ მომავალი წლისთვის მყავდეს უფრო დიდი სადედე გუნდი, გაზაფხულზე აპრილიდან იქეთ მინდა წავიყვანო, სხვა გზა აღარ მექნება, მერე ორი მუქთამჭამელა უნდა ვნახო იმათ მომვლელად და ხელფასი ვუხადო, ამ დროს კი გასაყიდი თითქმის არ მეყოლება, მთელი წელი მომავალი წლის აპრილ-მაისამდე გასაყიდი რასაც ჰქცვია რაოდენობა არ მეყოლება.
1 იხვი წელიწადში 120 კვერცხს დებსო, 80-ზე მეტს ვერ ვიანგარიშებ მე, ანუ 80-დან 55-60 იქნება გასაყიდი, ზოგი არ იჩეკება, ზოგი სუსტია და მალევე კვდება, ასე 5-8 პროცენტი, მაგრამ მაინც 50-ს ვანგარიშობ თითO დედიდან, 100 დედა მინდა მყავდეს მომავალ წელს ამ დროს, რომლებიც უკვვე მაისიდან გასაყიდი შVილების დედები იქნებიან.
5000 ცალი უნდა მქონდეს გასაყიდი წლიურად ანუ 2019-ის მაისიდან წელიწადში 5000 გასაყიდი 100 ცალიანი სადედე გუნდისგან, ამათმა გარეთ უნდა იბორიალონ, ბალახი ტბა და ასე შემდეგ ის 5000 კი გალიებში უნდა იყოს.
თვეში 400 ცალამდე მექნება საშუალება, ამ დროს უკვე ღირს, რომ თითოსგან სუფთა მოგება 3 ლარი გქონდეს და გიღირდეს წვალება, ისე ნამდვილად არ ღIრს.
ამ რაოდენობის გასაღება არც ისე ადვილია, 400 ცალი თვეში, ცოტა ფანტასტიკასთან ახლოს მგონია ამათი გასაღება, წონა თითოსი 1.1-1.3კგ უნდა იყოს.

მაგრამ წელს იმდენი უნდა ვიჩალიჩო, რომ 100 ცალიანი სადედე გუნდი დავაყენო მომავალი წლისთვის, მერე ვნახოთ რა იქნება.

ინკუბატორიც საკუთარი უნდა შეიძინო მერე, ისე აღარ ექნება აზრი.
თვეში 500-600 კვერცხი რო ინკუბატორში ზიდო და ფული იხადო, თან არ იცი რას გამოგატანენ ეგრე არ მიღირს.


იცი რას ვფიქრობ?
აი ნატურალური როა და ჯანსაღ საკვებზე იზრდება იმის დემონსტრაციისთვის დიდმა ფირმებმა რომ გააკეთოს ასეთი, რამ, ყველა მსურველს მისცეს უფლება ჩავიდეს ფერმაში და ნახოს თავისი თვალით, მაგალიტად თვეშI ერთხელ, თავის პროდუქციის საცნობ ნიშანზე ეტიკეტზე დაიტანოს წარწერა, რომ მსურველებიმა დარეკონ და გამოთქვან სურვილი, შეიკრიბება მაგალითად თვეშI ერთხელ მსურველების რაოდენობა და თავიანთი თვალით, ფირმის ხარჯზე ტრანსპორტირება და კვება, ნახავენ ტავიანთI თვალით, რა პირობებში იზრდებიან და როგორ ხდება დაკვლა გასუფთავება, იმისა რასაც ჭამენ.
მაგარი რამ უნდა იყოს, დიდი რეკლამა იქნება როცა ადამიანი ნახავს და ნაცნობ-მეგობრებს მოუყვება, ისინიც დარწმუნდებიან, რომ ნამდვილად სუფთაა და ბუნებრივ საკვებზეა.


მე მაგალითად ჩემი ხარჯებით ვერა, მაგრამ ნამდვილად არავის დავუშლი მოსვლას და ნახვას.


This post has been edited by shuma89 on 6 Dec 2017, 15:54
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 601
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 16:13  #51790015      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
400 ცალი თვეში, ცოტა ფანტასტიკასთან ახლოს მგონია ამათი გასაღება,

400 ცალი თვში ანუ დღეში დაახლოებით 13-14 ცალი გამოდის. არაა ბერვი დამიჯერე. აბა დღეში 1 ცალი უნდა გაყიდო? biggrin.gif თავიდან ახალ პროდუქტს არ ეტანება ხალხი. შეიძლება დასაწყისში დღესი 2-3 გაიყიდოს და ნელ-ნელა მოიმატებს მერე რაოდენობა. ასეა ყველაფერი რაც ბაზარზე ახლად ჩნდება, თუმცა რომ ვთქვათ რომ იხვი ძალიან უცხოა ქართველებისთვისო ტყუილი იქნება. სადმე მარკეტებშიც სახორცე წერტილებში ც რომ ჩააბარო ეგეც კარგი ვარიანტი იქნება. ყასბებს მუდმივი კლიენტები ყავთ და ეტყვიან რომ აბა წაიღე ეს იხვის ხორცი ნახე რა კარგიაოდა ერთიორს რო გაატანს და მოეწონებათ მერე სხვებიც იყიდიან. აი ჩემთან იყო კარგი ხორცის მაღაზია. მოხუცი კაცი იყო და მარკეტში ქონდა სექცია აღებული, გვერდით თონის პური იყო, ნახშირი, წალამი , კუპატები და ეგეთი თემატიკის პროდუქტი. ამას ქონდა ღორის და საქონლის ხორცი ყოველთვის ახალი. ღამით კლავდნენ და ეს კაცი მთელ ღამეს ათენებდა და დილას უკვე დახარისხებული კარგი ხორცი ქონდა. მე ძაან პრეტენზიული ვარ ხორცის ამბავში, ხოდა საცხოვრებელი რომ შევიცვალე ვდარდობდი და პირდაპირ სახლთან არ დამხვდა კარგი ტოჩკა? ვცადე ერთხელ და საუკეთესო და ახალი ხორცი ქონდა. ნომერიც მქონდა ამ კაცის და ვეტყოდი რა ნაჭრები გადაენახა და მინახავდა , სამსახურის მერე რომ შევივლიდი უკვე ნარჩენებიღა იყო და მაგიტომ. მოკლედ კარგად ვაჭრობდა ეს კაცი. ერთ დღესაც ქალი დამხვდა მის ადგილზე. ვკითხე სადაა ის კაცითქო და ის კაცი ჩემი ქმარია და წნევამ დაარტყა და ეხლა მე ვარო, მაგრამ 3 თვეში დაკეტეს მაღაზია, ეს ქალი ვერ ამუშავებდა ხორცს დროულად, შესაბამისად ღამით დაკლულ საქონლეს შეაგდებდა მაცივარში და მთელი დღე მის დამუშავებას ანდომებდა და მეორე დღეს ყიდიდა და უძველდებოდა ხორცი, თან სულ რიგში გიწევდა დგომა, რადგანაც 2 საათი ანდომებდა ნაჭრის მოჭრას. ეხლა ამხელა ისტორია იმიტომ მოვყევი რომ ხარისხს მაინც ააქვს მნიშვნელობა, მაგალიტად იმ კაცს რო ეთქვა რო აი იხვი მაქვს კარგი ბუნებრივ საკვებზე გაზრდილი და ხო არ გასინჯავდიო მეც და ბევრიც გასინჯავდა და მერე რაღაცა პერიოდულობით ვიყიდდით. ასეთ ადგილას რომ მიგეტანა სიტყვაზე შენი იხვები დღეში 15-20 ცალი ლიწინით წავიდოდა. თუმცა თავიდანვე არმგონია რომ 2-3 ცალზე მეტი ვინმემ დაიტოვოს, დაჟე შეიძლება მარტო 1 ცალი აიღონ საცდელად, აი რაღაცა ეგეთიც შეგიძლია მოიფიქრო რომ შეუთანხმდე მარაზიას რომ 2 ცალი დაიტოვოს სიტყვაზე და თუ ვერ გაყიდის უკან დაიბრუნებ და შენ რომ შებოლო. შეხედო რამდენიმე დღე აქვს თუ არა შედეგი და თუ უშედეგოა მაშინ ტყუილად აღარ დაკლავ და ის შებოლილი ან ოჯახში გამოიყენო ან ისევ გაყიდვა სცადო. ისე საახალწლოდ რომ შეხვიდე ბაზარზე უკეთესია.
* * *
დაგიწერია ზემოთ მე ეხლა წავიკითხე, რეკლამა საუკეთესო ვარიანტია , მაგრამ ძვირი სიამოვნებაა biggrin.gif უკეთესი ვარიანტი იქნებოდა რომ მოძებნო ისეთი ადამიანები რამდენიმე ვინც ამ იხვებს აწარმოებს ან სურვილი აქვს და გააკეთოთ კოოპერატივი და აიღოთ რამე ქსელი და მოამარაგოთ, გუდვილი, კარფური, აგროჰაბი . ეგენი გეუბნები კატის ხორცსაც გაყიდიან biggrin.gif
* * *
იცი რა? ბიოპროდუქტების ასოციაცია რომ არის ელკანა, ეგენი გასცემენ სერთიფიკატს თუ არ ვცდები ბიოპროდუქტზე და გარკვეულ დონეზე პოპულარიზაციასაც უწევენ, რომ დაუკავშირდე და ბიოპროდუქტის სერთიფიკატი მიიღო რას იტყვი? ოფიციალური საბუთი გექნებოდა და სიტყვაზე ნდობა არ მოუწევდა მყიდველს. ეს უფრო იაფი რეკლამის ვარიანტია. ნელ-ნელა ძალიან პოპულარული ხდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ოღონდ მაგ შემთხვევაში ვერანაირ პრემიქსს ვერ გამოიყენებ, მხოლოდ ბიოპროდუქტით უნდა კვებო.
* * *

დაჟე თითონვე გეუბნებიან რა უნდა აჭამონ. ევროკავშირისგან ფინანსდება. ადრე საიტი ქონდათ და იქ ედოთ ბიომწარმოებლების პროდუქცია ვისც ქონდა გასაყიდი თავისი ფასებით და საკონტაქტო ინფორმაციით.

This post has been edited by Nat_asha on 6 Dec 2017, 16:31
tazo1996
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 20
წევრი No.: 238538
რეგისტრ.: 2-December 17

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 20:55  #51791616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სად გაქვთ ფერმა ტერიტორიულად? დასავლეთში თუ აღმოსავლეთში?
* * *
.სამტრედიაში ვერშევიძენ ამ ჯიშის იხვებს? პატარები ნკუბატორიდან რომ გამოვიყვანო
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 601
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 12:03  #51800002      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www.youtube.com/watch?v=Al0dLUiQXaU&t=451s

აი აგერ მეიხვვებიც ყოფილან smile.gif 2014 წლისაა ეს ჩანაწერი, უფრო სწორედ შეიძლება უფრო ძველიც არის მაგრამ ატვირთული 2014-შია

This post has been edited by Nat_asha on 8 Dec 2017, 12:03
shuma89
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7495
წევრი No.: 71598
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 12:32  #51800135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Nat_asha
სხვათაშორის ამ ვიდეოს ნახვის მერე დავიწყე იხვთ დაინტერესება

დაჟე მაგ ქალბატონსაც ვესაუბრე, მივიღე რამდენიმე კარგი რჩევა.

tazo1996
ზესტაფონში ვარ მე, აქ მყავს ეზოში ჩემთვის, გასაყიდი ნამდვილად არა - ჯერჯერობით smile.gif


აი საიდანაც მე წამოვიყვანე ის ფერმა ზესტაფონშია, დიდ რაოდენობაზე ვერ მუშაობდენ ვერც ისინი, ცოტა უსაქმური მეპატრონე ჰყავს ამ ბოლო დროს სხვამ იყიდა დააა . ..

თავიანთი ინკუბატორი აქვთ, ადგილზევე ყიდიან, ნომერსაც მოგცემ, პირადში მომწერე ხვალ და ზეგისთვის მექნება ნომერი საარაუდოდ, ძველ ტელეფონში მეწერა და უნდა ვიპოვო სად აგდია ის საცოდავი biggrin.gif
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 601
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 12:40  #51800169      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www.youtube.com/watch?v=VOSU_fmhxQs

აი კიდევ ეს ვიდეოც. ამ კაცის თქმით ეს ფრანგული იხვები პეკინურებს ჯობია, ნაკლებად ცხიმიანი და წითელი ხორცი ქონია, აგრეთვე პეკინურთან შედარებით ბევრად ცოტას ჭამენო. შენ გსმენია რამე მსგავსზე? ისე ბავშვობაში მინახავს ამნაირი ცხვირით იხვები, ესეიგი ფრანგულები ყოფილან. თუ ესაა უკეთესი ამასაც მოაშენებდა კაცი

This post has been edited by Nat_asha on 8 Dec 2017, 12:41
tazo1996
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 20
წევრი No.: 238538
რეგისტრ.: 2-December 17

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 15:45  #51801037      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
100ჭუკი არეყოლება ერთად? 20 და 30სთვის არღირს ჩამოსვლა
shuma89
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7495
წევრი No.: 71598
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 16:59  #51801393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
tazo1996
შორს ხარ?

სავარაუდოდ 30-50 ეყოლება ერთად მაქსიმუმი ეს მგონია მე, მაგრამ მე როცა ვიყიდე 25 ყავდა მაშინ დარჩენილი, 6 დღისები იყვნენ.
ისე მგონი მაშინ 150 ჰყავდა სულ.
tazo1996
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 20
წევრი No.: 238538
რეგისტრ.: 2-December 17

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 19:38  #51802136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არცისე შორს მაგრამ ერთად კაი იქნება. და მარტში მინდა. მაგ პერიოდში ეყოლება ალბათ ხომ
shuma89
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7495
წევრი No.: 71598
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 22:37  #51803131      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ნომერს მოგწერ და თავად დაელაპარაკე.
მე არ ვიცი.
სად აპირებ მოშენებას?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) 1 2 [3] 4  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0277 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]