forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (54) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საოჯახო მეურნეობა - სოფელში დასახლება
gia1970
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17889
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 17:23  #50740670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22
QUOTE
100 კვადრატ ხარისხიან სათბურს 2-3000 უნდა

ამ 100 კვადრატზე რამდენი მწვანილის მოყვანა შეიძლება წელიწადში?
ინაველ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2179
წევრი No.: 201092
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 17:49  #50740813      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22

კაი. დავაბალანსოთ. გამოვაკლოთ ზოგი რამ.

ხილი ვფიქრობ აუცილებელია, ვინაიდან გრძელვადიანი ინვესტიციაა.

ასევეა ვენახიც - ღვინოც და არაყიც დიდხანს ინახება.

ღორი-ძროხა რეალიზება ჭირსო ამბობ და არ მგონია ასე. განსაკუთრებით ძროხაზე. რუსთავში ვცხოვრობ და აქაურ ბაზარზე კარგი ხორცი მარტო ერთ აზერს მოაქვს და სულ რიგები უდგას. მონახავ გამყიდველს და მიაწვდი პერიოდულად.

ფუტკარს რაც ეხება - ტყის და მდინარის სიახლოვეს თუ იქნება მეურნეობა, მომთაბარობაც არ დასჭირდება.

სათბური ყველაზე მნიშვნელოვანია - გრძელვადიანია და სტაბილური შემოსავლის შესაძლებლობას იძლევა - მწვანილი, სალათის ფურცელი ზამთარში, ჩითილები გაზაფხულზე, ზაფხულში ნებისმიერი.

მეფრინველეობზე არაფერი ვიცი

უხეშად 55,000 გამოვიდა ღორი, ძროხა, სათბური, 10 ოჯახი ფუტკარი, ხეხილის ბაღი

სასტარტო ინვესტიციის კვალობაზე რეალისტურია. ისე ლარი იგულისხმე ხო?smile.gif
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 19:03  #50741206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gia1970
არ ვიცი ჩემთან სათბურში მწვანილი არავის მოყავს



ინაველ
კი ლარში ვიანგარიშე..

აბა მიდი იმ აზერთან და შესთავაზე საქონლის ხორცი რას გეტყვის. დიდი ალბათობით გეტყვის არ მინდა ძმაო სხვა მაწვდისო ან 7 ლარს გეტყვის სუპერ ხორცში და თავ ფეხ შიგნეულიც ჩემიაო. დღეისათვის საქონლის რძეზე მუშაობაა მომგებიანი და ღორების გოჭებზე მუშაობა. 10 მეწველი ძროხა თუ გეყოლება და 10 დედა ღორი ჩათვალე 3 საათი თუ მოახერხე ძილი კარგი იქნება. ბოსტნის და სათბურის მოვლაზე აღარაფერს ვამბობ დილით 5 ზე რომ შეხვალ ფერმაში ღამის 12 მდე ვეღარ გამოხვალ


--------------------
ვალუტის გაცვლითი კურსი....

1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????

დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.
ინაველ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2179
წევრი No.: 201092
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 21:29  #50742109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22

მარტო ეგ აზერი ხო არ არის კაცო. საჭმლის გასაღების პრობლემა არასდროს დგას. ჩემთან სოფელში ადგილზე იტაცებენ ხბოს და ძროხას. რიგი დგას ხოლმე სანამ დაკლავენ და გაასუფთაავებენ. მოკლედ გასაღება არამგონი პრობლემა იყოს.

ცხადია მოსაძებნი იქნება გაყიდვის არხები მაგრამ ასე მუშაობა ყველაფერს სჭირდება
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 22:06  #50742415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინაველ

ნაცადი მაქ ეგ საქმე. ნაცადი კი არა მამაჩემიც მაგ საქმეშია და ბიძაჩემიც ვიცი რა სიტუაციაცაა დატაცებით კი იტაცებენ მაგრამ ფასის გადახდა არავის უნდა

დღეისთვის რა ხდება და რა ფასებია ამას არ აქ მნიშვნელობა რადგან სიტუაცია ყოველთვის იცვლება.
ეს წელს დაედო ფასი საქონელს თორემ შარშან კაპიკებში ეყარა სუპერი საქონელი.


სოფელში ნორმალური ცხოვრება თუ გინდა ჯერ თბილი და კარგ მიწიანი სოფელი უნდა შეარჩიო თბილისის მახლობლათ ოღონთ ისეთი სოფელი სადაც ფული ტრიალებს და არა რაღაც 5 კომლიანი დასახლება.
შემდეგ მინიმუმ 10 ჰა მიწა უნდა იყიდო სარწყავში და ააშენო მინიმუმ 200 კვადრატი ფერმა. პლიუს 2-3 ოთახიანი სახლი შენთვის. ამ მიწას და ფერმას თუ სწორად ამუშავებ უკვე სერიოზულ მოგებაზე გახვალ. 10 ჰა მარტო ხორბალი რომ თესო 10-12კ ლარს დატოვებს. ჯიშიანი 10 დედა ღორი სუ ცოტა წელწადში 8_12 000 დატოვებს და 10 კარგი მეწველი ძროხა 12-15000 ლარს (7_10 ლიტრიანებზე არ მაქ ლაპარაკი 18 ლიტრიდან 25 ლიტრამდე). სოფელში ლოთი და ზარმაცი თუ არ ხარ მშვენივრად ააწყობ საქმეს... მე იმაში შემეწყო ხელი რომ პირადი მოხმარებისთვის ჩემი ფული არ მეხარჯებოდა და 2 კაპიკსაც რომ ვიშოვიდი იმასაც უდანახარჯოთ ვდებდი საქმეში. მე არ ვიცი დღეისათვის რა კაპიტალს ფლობ და რა შანსები გაქვს საამისო თანხის შესაგროვებლათ მაგრამ თუ მოახერხე და ასცდი 20-30კ ლარს მერე სულ ლიწინ ლიწინით მიდის საქმეები
gia1970
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17889
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 22:23  #50742520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველაზე მომგებიანი ჩემის აზრით მწვანილი და ხილია
1 000 კვადრატულ სათბურში წელიწადში 4 მოსავალი მაინც უნდა მოიწიო
5 კილო კვადრატზე
20 000 კილო გამოდის წელიწადში
საშუალო გასაყიდი ფასი მინიმუმ 2 ლარი 40 000 ლარი შემოსავალი
თუ გაგიმართლა და ზამთარში ერთი მოსავალი ანუ 5 000 კილო კილო 6 ლარად ჩააბარე 30 000 ლარი გამოგდის
ანუ სათბურის ღირებულება ამოღებულია
დანარჩენი მოსავლები ალბათ ხარჯებს გადაფარავს და მოგებაზეც გაგიყვანს ერთ წელში, არ ვიცი მეტი, მეტ ინფორმაციას არ ვფლობ.
ხილი
ჰექტარზე მინიმუმ 400 ძირი მსხალი დაირგვება ალბათ, შეიძლება 600 დაირგოს
რამდენ წელში ისხამს ის მსხალი და მაქსიმუმზე რამდენ ხანში გადის არ ვიცი
ერთი ვიცი რომ მაგარი მსხალია და სეზონზე შენ თუ დაკრეფ 40 თეთრს გიხდიან მინიმუმ
თუ თითონ დაკრეფენ 30 თეთრს გიხდიან
რაც მინახავს ხე ყველაზე მკვდარი 200 კილოს იძლევა
ხეები იყო 500 კილოც ჩამოსულა
რამდენ წლიანები იყო ის ხეები არ ვიცი
400 ძირი საშუალო მოსავალი 300 კილო ჯამი 120 000 კილო. 30 თეთრი კილოს ფასი გამოდის 36 000 ლარი. სულ რომ 10 თეთრზე დაეცეს ფასი 12 000 ლარია.
ალბათ სანამ მსხლის ბაღი მსხმოიარობაში შევა მანამ მიწის გამოყენება სხვა რამეშიც შეიძლება.
ინაველ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2179
წევრი No.: 201092
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 22:24  #50742526      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22

ეგრე რა. რა გამიხეთქე გული biggrin.gif

გამოდის რომ პერსპექტიულია. თუ შეგიძლია პრატიკული რჩევაც მომეცი - როგორ დავიწყო - შევისწავლო ჯერ ყველა ამ მიმართულების ხარჯები/პერსლექტივები და ისე გადავწყვიტო რას გავაკეთებ, თუ რამე მარტივით დავიწყო და პრაქტიკაში ვისწავლო რა და როგორ მუშაობს?

gia1970

მშვენიერია. ხალისი მომეცა. ღირს მოკლედ დროის დახარჯვა და აამ ყველაფერში გარკვევა

This post has been edited by ინაველ on 10 Jun 2017, 22:28
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 22:35  #50742606      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინაველ
პერსპექტიული რომ არ იყოს აქ მუშაობაში მოვიკლავდი თავს?smile.gif

შენ ეხლა სად ცხოვრობ? შენ არჩენ ოჯახს თუ სხვა? ეხლა სადაც ცხოვრობ მანდ არ გაქ ფართი 50-70 კვადრატი ფერმა მაინც რომ ჩადგა? დასაწყისისთვის საკმარი იქნებოდა.


gia1970 ეგ რა საინტერესო რაღაც დაწერე არ მეგონა მსხალიც თუ იყიდებოდა დიდი რაოდენობით. შენ სადაური ხარ?
ინაველ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2179
წევრი No.: 201092
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 22:44  #50742673      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22

შენ მეურნეობას უძღვები ანუ?

gia1970

როგორ უნდა გაყიდო ამდენი მსხალი?
ნუ ნებისმიერი ხილი ამ რაოდენობით?

რუსთავში ვცხოვრობ. მიწა კი მაქვს 500კვ.მ. სასოფლო. ძროხები არ გამოვა მანდ და უფრო ღორების გაშენება შეიძლება.

კარგი აზრია. აზრზეც მოვალ რა და როგორ. წყალი არ მაქვს ნკვეთში. ჭას ამოვიღებ. სასმად არ ვარგა მაგრამ გასაწმენდად გამოდგება. დასალევს მანქანით მივიტან. ჭკუააში დამიჯდა
gia1970
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17889
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 22:45  #50742682      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინაველ
ვანიჩკასთან ახლოსაც ვერ მივალ
უბრალოდ ჩემს აზრებს ვისვრი
შეიძლება მცდარსsmile.gif
ვანიჩკა მაგარი კაცია
ეგეთი ყველა სოფელში 10 კაცი რომ იყოს რაღა გვიჭირდა
მე რომ მაყუთა ვიყო
ვანიჩკას და მისნაირებს შევხვდებოდი
და უანგაროდ დავეხმარებოდი სოფლის ამოქაჩვაში
* * *
vano22
მე თბილისელი ვარ
მაგ მსხლის ამბავი ახლობლებიდან ვიცი
მომიკითხავენ ხოლმე და საზამთროსავით ვჭამ
ინაველ
იწყებს ბევრი იმ სოფელში მაგ მსხლის გაშენებას
ახლა 5-6 ძირი თუ უდგათ ეზოში

ერთი მსხალი ედგათ ჩემ ბიძაშვილებს თბილისში ეზოში
იმ მსხალთან 3 მეტრში დიდი ბალი იყო ბალის გვერდზე 1 მეტრში ალიბუხარი
ეს მსხალი იმდენს ისხამდა 20 კაცი-ბავშვი ხომ გეახლებოდით
კიდევ მოუკითხავდით ხოლმე სხვებს
და ერთხელ 100 კილოც ჩავჭეჭყეთ მუღამისთვის და კაი ოტკა გამოვხადეთ
ჭიაყელების თემაში მიწერია თუთაც იდგა მაგ ეზოში და თუთაც ჩავჭყლიტეთ 100 კილოზე მეტი
მაგარი პრიატნი არაყი გამოვიდა თუთის
ინაველ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2179
წევრი No.: 201092
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 23:07  #50742853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gia1970

biggrin.gif

კარგები ხართ ორივე

gia1970
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17889
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 23:11  #50742881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა კარგი კაცი გვყავდა აგრომისტერი
როგორ დაგვეკარგა და მისი თემას ჩაკვდაsad.gif
ნეტა კარგად თუა

ალუჩის მოყვანა თუ შეიძლება სათბურში ნეტავ
109 ლარი ღირდა კილო ალუჩა გუდვილში წელს lol.gif lol.gif lol.gif
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 23:12  #50742896      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gia1970
ნუ მაქებ თორემ თავში ამივარდება და აღარ გეტყვით არაფერსbiggrin.gif
ჯერ ჯერობით დიდი ცოდნით ვერ დავიკვეხნი რადგან მეც დამწყები ვარ უბრალოდ ჩემი ყოველდღიურობა მიწა და საქონელია ამიტომ ასე თუ ისე აზრზე ვარ ამ საქმის თორემ სერიოზულ საქმეზე მეც სხვებს ვეკითხები აზრს.

ინაველ
მე ნულიდან დავიწყე ყველაფერი მამაჩემმა 1 თეთრი არ მომცა თუ იშოვი შენით იშოვე თუ არადა არ გქონია მარიფათიო. მივდექი მოვდექი ცოტა ვიაფერისტე კიდეც და ასე თუ ისე ავაწყე საქმე დღეისათვის 4 წელზე ცოტა მეტი გავიდა და არ ვიცი რამდენად კორექტული იქნება რომ ვთქვა მაგრამ რეალურად წელს 15 000 ას პროცენტიანი ვიგებ და შემოდგომაზე თუ თხილ კაკლის და ყურძნის ვაჭრობამაც გამიმართლა 20 ზეც მაქ მოლოდინი ზოგს ცოტა მოეჩვენება მაგრამ მომავალ წელს ვაპირებ 5 ჰა მიწა კიდევ ვიყიდო და რადგან ღორებმაც გამიმრთლა 5 დედა ღორი კიდევ დავიმატო. მშრალ საქონელსაც გავზრდი 30 მდე და 3-4 წელი კიდევ რომ გავიჭირვო მერე უკვე სერიოზულ თანხებზე ავალ.

მაგ ნაკვეთში ჩადგი 50_70 კვადრატი შენობა და კი ეყოფა 5_6 დედა ღორს სამუშაოდ ნელ ნელა ყველაფერი გამოვა მთავარია პატარ პატარა უსიამოვნებებმა იმედები არ დაგიკარგოს თავიდან ხბოები მყავდა და ერთი მომიკვდა აი რაც მაშინ ვინერვიულე ერთი 10 წელი მომაკლდა მაგრამ გავიდა დრო და იმ 1 ხბოს ფასს ეხლა დენში ვიხდი მარტო ასე რომ რაც არ უნდა მოხდეს არ უნდა ინერვიულო და უნდა განაგრძო საქმის კეთება
* * *
gia1970
მეც მაქ ერთი დიდი მსხალი 70 წლის იქნება და 10 მეშოკამდე ვკრეფთ ხოლმე ერთი ნაკლი აქ რომ მეწლეურაა.

gia1970
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17889
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 23:26  #50743000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22
ხორბალი ყველაზე ნაკლებ მომგებიანი მგონია მე
სიმინდიც დაჟე
ისე მეჩითილეობაც მომგებიანი მეჩვენება
ნერგების გამოყვანაც მომგებიანად მეჩვენება
შავი ბალის ნერგში 3 წლიანში 20 ლარს გადავიხდიდი სიამოვნებით თუ მეცოდინებოდა რომ ისეთ ბალს მოისხამდა ჩემს ბავშვობაში რომ მახსოვს
ან იმ ალუჩაში ან იმ ალიბუხარში
რეები იყო
ვსკდებოდით შავი ბალის, თეთრი ბალის, ალუჩის, ალუბალის, თუთის, ალიბუხარის, მსხლის ჭამით
სეზონი რომ დაიწყებოდა მაისიდან
სულ ხეზე ვიჯექით ხოლმე
იყო ძახილი, მაუგლები ხომ არ ხართ ჩამოდით თქვე ოხრებო, დაღამდა ახლა მაინც ჩამოდით, ღამურები ხომ არ ხართ.
შტაბები გვქონდა ხეებზე ხოლმე lol.gif
ბამბუკის ჯოხებზე გვქონდა ქილები დამაგრებული და მიუწვდომელ ადგილებში იმით ვკრეფდით ხოლმე
ვარდები იყო კიდე ბლომად ვკრეფდით და ბიცოლა ვარდის მურაბას აკეთებდა, რო მახსენდება ღორი ქონივით ვდნები ხოლმე lol.gif

This post has been edited by gia1970 on 10 Jun 2017, 23:30
ინაველ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2179
წევრი No.: 201092
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 23:39  #50743083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22

გაიხარე, მადლობა წახალისებისთვის!

gia1970

ხარისხიანი ნერგები მუდმივი პრობლემაა. სანერგე ნამდვილად პერსპექტიულია.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (54) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0283 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]