forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (61) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საოჯახო მეურნეობა - სოფელში დასახლება
gia1970
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18007
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 10 Jun 2017, 23:49  #50743140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სასუფრე ყურძნის მოშენებაც უნდა ღირდეს ალბათ
ჩირის წარმოებაც არ უნდა იყოს ფინთიsmile.gif
კიდე ის გამიგონია, რომ ყოჩივარდას ბოლქვები გადისო საექსპორტოდ მაგრად
ადრე წავიკითხე ინტერნეტში და მერე ვეღარ ვიპოვე ეგ თემა
რაღაც კვლევა იყო წითელ წიგნში შეტანილ მცენარეებზე და იქ წერდნენ
ურთხმელის ექსპორტზეც წერდნენ, ეჭვები ჰქონდათ რომ ჩუმად მაინც გადიოდა საქართველოდან ურთხმელი

This post has been edited by gia1970 on 10 Jun 2017, 23:49
shuma89
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7783
წევრი No.: 71598
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 11 Jun 2017, 11:21  #50744840      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
მე იმერეთში ვცადე იმერული ცხვარი, 15 დედა ვიყიდე, საძოვარი საკუთარი მქონდა, შემოღობილი თან, მაგრამ ვერ მივხედე, 15 დან 12 თვეში 68 მყავდა, ზოგი გავყიდე ვერძები ზედმეტები, 30 დედა დავყოვე, მაგრამ ზამთარში განახევრდა, დაიხოცნენ, ვერაფერი ვუშველე.
კრახი განიცადა საქმემ.

მაგრამ ფარხმალი მაინც არ დავყარე, ახლა იხვების მოშენებაზე ვჩალიჩობ, იქით ძალიან წყლიანი ადგილია, ღობეზე ერთო 2500 ლარი მინდა რო გარეთ ვერ გავიდეს ვერც დიდი და ვერც პატარა იხვი, შენობა კი მაქვს, იქ გალიები მინდა და 3000 ლარამდე მაგას უნდა მივახარჯო, 100 ფრთა ზრდასრული იხვი 3000 ლარი და თუ ღმერთმა გადმომხედა ორ ცალ 500-700 კვერცხიან ინკუბატორსაც ვიყიდი და ადგილზე გამოვაჩეკინებ.

არ მგონია წაგებაზე გავიდე, 10 -12 ათასის ამბავია სულ.

რო დაიქოქება კარგად ალბათ ასე 3-6 თვეში უკვე ყოველთვიურ სუფთა მოგებას 1000-1500 ლარამდე ველოდები.

არ უნდა იყოს ცუდი რაღაც.

მითუმეტეს რომ გასაღების ბაზარი მოძიებული მაქვს.

დაჟე შესაბოლ ქარხანას ველაპარაკე ორს აქვე იმერეთში და ორივე დაინტერესებულია, 1 კოლოგრამამდე ზომის იხვებს შევბოლავ და გავასაღებო, პირდაპირ შეუბოლავი მაღაზიებისთვის და უფრო საკოლმეურნეო ბაზრებში ზესტაფონში და ქუთაისში თითო ადამიანს მივცემ მარტო, ორივეგან მყავს ისეთი ადამიანი ვინც მაგრად მუშაობს ქათამზე, თევზზე და ასე შემდეგ, იხვსაც მშვენივრად მიუმატებენ.

ასე რომ იმედი არასდროს დამიკარგავს, 7 ჰექტარზე მეტი ფართი მაქვს, ერთი პერიოდი გაყიდვას ვფიქრობდი, ზემოთაღნიშნული კრახის გამო smile.gif მაგრამ ახლა იხვის ამბავი რო გავარკვიე კარგად, ძირითადად გასაღების ბაზარი, თან 2 წელია ვსწავლობ მაგათ მოვლაპატრონობას ასე 20-30 ცალის ფარგლებში, ვხედავ ზრდის მიმდინარეობას და ხარჯებს კაპიკ-კაპიკ ვითვლი, არ ჩანს ურიგო საქმე. მოვლაც არ უნდა გადასარევი, ჭირი და უბედურებები ნაკლებად ემართებათ თან.


This post has been edited by shuma89 on 11 Jun 2017, 11:40


--------------------
პიზდაგალზებს აქვთ ეგ


მაგას აუწევ და Fსიო ვეღარავინ გეწევა
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2341
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 11 Jun 2017, 11:40  #50744924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gia1970
ჰექტარი 1000 ლარი ჯდება და 4-5 ტონა მოდის. ადვილი საქმეა და მოგებაც ნორმალური.


ინაველ დღეს სტუმრად ვიყავი ერთ კაცთან 10 ჰექტარი ვენახი ქონდა კაი დიდი ფერმაც და საქონელიც ყავდა. აი იდიალურად ქონდა ყველაფერი მოწყობილი პატარა ნაკვეთში ბალი და ქლიავიც ედგა გარშემო კი ვარდები ქონდა დარგული აი ისეთი გამართული და მოვლილი იყო ყველაფერი თავი სამოთხეში მეგონა არადა ასეთი ხალხი რამდენია
და ეს ყველაფერი რომ შუქდებოდეს ტელევიზიით და ექსკურსიები ეწყობოდეს ასეთ ფერმებში იცი როგორ აამაღლებდა ახალგაზრდობის მოტივაციას სოფლის საქმიანობისადმი? მე ერთი ასად ამიმაღლდა ხალისი და მოტივაცია რომ უფრო მეტი ვიმუშაო და როდისმე მეც შევძლებ ასეთი წარმოების გამართვას. მარტო ფულშიც არ იყო საქმე აი თავისი პატარა სამოთხე ქონდა მოწყობილი ეხლაც ემოციებში ვარ და წარმომიდგენია დამწყებებს რამხელა მოტივაციას მისცემდა ასეთი ბაღების მონახულება old.gif
* * *
shuma89
რა მიზეზით დაგეხოცა? ცხვრის დახოცვას სულ რამდენიმე ავადმყოფობა იწვევს და არასათანადო შენახვის პირობები აქაც ბევრმა იცის ცხვარი და რომ გეთქვა იქნებ გვენახა საშველი.

მახსოვს მიწის გაყიდვას რომ აპირებდი შენი თემა რომ ვნახე ყიდვა გაყიდვაში ძაან გულზე მომხვდა მე რამდენჯერაც გული ამიცრუვდა საქმეზე იმდენჯერ სხვა ფერმერების დახმარებით გამოვედი მდგომარეობიდან რომ ვხედავდი რომ ვიღაც წარმატებით უძღვებოდა იმ საქმეს რაშიც მე ხელი მომეცარა ეს მაძლევდა მოტივაციას რომ ისევ და ისევ მეცადა ბედი მიღებული გამოცდილების დახმარებით.


--------------------
ვალუტის გაცვლითი კურსი....

1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????

დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.
koba1973
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1343
წევრი No.: 140867
რეგისტრ.: 27-December 11

გამოგზავნილია: 11 Jun 2017, 14:33  #50745808      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shuma89
იხვი კარგი საქმე უნდა იყოს. მალე იზრდება და არც დაავადება ერევა ადვილად. ერთ წელს სახლისთვის შევბოლეთ, უგემრიელესი გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ მარილი მეტი მომივიდა. რატომღაც ხალხი ქათმის ხორცივით მასიურად არ ყიდულობს იხვის ხორცს, მაგრამ თავისი კლიენტი მაგასაც ეყოლება. როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, პირველ რიგში რეალიზაციას თუ მოაგვარებ წარმატებული იქნება.
* * *
ხალხში არის გამოთქმა "იხვის ტოლმა", ტოლმის რა მოგახსენოთ, მაგრამ ხინკალი იხვის ხორციდან უგემრიელესი გამოდის.
ინაველ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2179
წევრი No.: 201092
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 11 Jun 2017, 22:52  #50749133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22

ვაა მაგარია smile.gif

მიკროეკონომიკას რომ ააწყობ, იცხოვრებ ბედნიერად
სამოთხეც ეგაა და სამხუთეც
მინდაა smile.gif
spana84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1817
წევრი No.: 23596
რეგისტრ.: 24-September 06

გამოგზავნილია: 11 Jun 2017, 22:58  #50749171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shuma89

შენ როგორც მახსოვს იმერული "ტელეფის" ცხვარი გყავდა. ასეა? შენი ნაკვეთი კი აჯამეთის საკმაოდ ტენიან ზონაშია. ზამთარი მაგარი ტენიანი იცის მაქეთ და ზაფხული თაკარა მზით. ჰოდა მაგ პირობებისთვის ტელეფის ცხვარი ცოდოა. მაგ ზონაში წარმატებული მეცხვარეობა ნაკლებად გამიგია. ტელეფა, რუფოთი, ალისუბანი, ქვემო, ზემო საზანო, თუზი,თავასა იდეალური პირობებია ეგრეთწოდებული ტელეფის ცხვრისთვის.

ინაველის შეკითხვას რაც შეეხება გააჩნია რომელ კლიმატურ ზონაში, რომელ რეგიონში ფიქრობს იდეის განვითარებას. დღეს საქართველოში რძის წარმოება მგონია პერსპექტიული. იმხელა დეფიციტი აქვს ქვეყანას ნედლი რძის, რომ გაუსაღებელი პროდუქტი არასოდეს დარჩება.
shuma89
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7783
წევრი No.: 71598
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 12 Jun 2017, 01:03  #50750087      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
spana84
მართალი ხარ, მაგრამ, მე ფართობი მქონდა მხოლოდ თავიდან, გრანტი მოვიგე, იმდენად მცირე იყო, რომ სხვა ბიზნესზე ვერ გათვლიდი, ამიტომ მოვკიდე ხელი ცხვარს, მოვლას და წამალს არ ვაკლებდი, მაგრამ ზამთარმა დედა უტირა, მაკეები დაიხოცნენ, არაფერი დამიკლია და 3 კვირაზე ყველა ბატკანი დაიხოცა რომელიც დაიბადა, დანარჩენები მუცლადყოფნოსას დედებთან ერთად, ან ორი სამი დღისები.
მოკლედ არ არის მანდ ცხვრის ადგილი, თაკარა მზემ ვერაფერი უქნა, ძალიან მაგრად გაიზარდნენ და იმრავლეს, ზამთრის ტენმა დახოცა. მთელ იმ მხარეში ასე იყო, გაანახევრა ცხვარი.


koba1973

იხვს რაც შეეხება გასაღების იმედი ნამდვილად მაქვს, ქუთაისის ბაზარზე ვიყავი რამდენჯერმე და უბრალო შავ ჭრელ იხვებს, რომელიც 1.3 კილოდე ძლივს იქნებოდნენ 15-20 ლარად ძლივს იშოვიდი კაცი, თეთრებიპეკინურები რამდენიმე იყო მხოლოდ და უცებ გააქრეს.

უფრო დიდებია და უფრო ძვირიც.
მე მაგ პეკინურებს ვამრავლებ, ახლა შენობაც მაქვს, ასაშენებელი არაა, მხოლოდ გალიები მინდა, ისიც სახორცეებისთვის, კვერცხმადებრები ეზოში უნდა გავუშვა, ასე უფრო ბევრს დებენ, ტბაში, მინდორში მაინც სხვა საკვებია.
სახორცეები მაქსიმუმ 60 დღემდე და მორჩა წავიდა შესაბოლად.


tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25439
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 12 Jun 2017, 02:01  #50750384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22
QUOTE
მთელი დღე ლოთი მიტუას ლანძღვის და ჯემალას ვირის ყროყინის ხმას შეუძლია შიზოფრენიამდეც კი მიგიყვანოს

ჯემალას ვირის ყროყინი არა, მაგრამ ლოთი მიტუები ჩემს სოფელშიც ოხრად არიან, თუმცა საერთოდ არ მაწუხებს ეგ პრობლემა - მე ჩემი საქმე მაქვს, რაც დრო მაქვს და სამსახურის საქმეებით არ ვარ დაკავებული (ვცდილობ, ეს საღამოობით ვაკეთო, დღე კი ვიმუშაო) დილიდან საღამომდე ვმუშაობ - ყურადღება ამაზე მაქვს გადატანილი და სულ მკიდია ლოთები.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ შენს საქმეზე თუ იქნები კონცენტრირებული, შიზოფრენიისთვის ვერ მიიცლი.
ზოგადად, ცუდია, რომ სოფელი დრეს კიდევ უფრო ჩამორჩა ქალაქს და ტანამედროვე მოთხოვნებს განვითარებით. გზა, ინტერნეტი და ამგვარები ისეთი რამეა, გლეხი თავისით ვერაფრით გააკეთებს მაგას.


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
imereliaznauri
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 179226
რეგისტრ.: 4-January 14

გამოგზავნილია: 12 Jun 2017, 07:35  #50750735      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გააჩნია საით იყიდი ძმაო მიწას,ეს არის მთავარი. დასავლეთში თხილი დავრგე მე და ახლა ვნანობ ნეტავ ხურმა დამერგო. ტხილი რაც არ უნდა გასკდე 5-7 კილო ჩამოდის ერთი ბუჩქიდან ,ხურმა კიდე 100- 150 კილო ერთი ხიდან.მინახია 200 დაუკრეფიათ. კარგია საქონელი ბაგურ კვებაზე. კარგია წიწილების ინკუბატორი. აქეთ კახეთისკენ ახლობელი გეყოლება ვინმე . სარწყავში ოღონდ მსესუმზირა,სიმინდი ოღონდ ჰიბრიდი. ისე ამდენ წვალებას როცა მოსავლის აღებაა მაშინ იყიდე ვთქვათ სიმინდი 32-35 თეთრში გააჩერებ 2-3 თვეს და 50-55 თეთრია თან ტაციაობით. წონაში 1000 კილოზე იკლებს მაქსიმუმ 30- - 45 კილოს. აბა დათვალე ძმაო. აღარც სეტყვის შეგეშინდება. არც უწყლოობის .მზა მზარეული იყიდე-გაყიდეს პრინციპია. მზესუმზირაც შეიძლება.
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2341
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 12 Jun 2017, 10:27  #50751169      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tavadze
არც მე მაწუხებს მაგრამ ნახევარი სოფელი რომ მასეთია ნელ ნელა ახალგაზდობაც მათ ემსგავსება და მიდის საქმე უკუღმა.


imereliaznauri
დასავლეთში ხურმას იბარებს ვინმე? აგერ ჩემ მეზობლად კახეთში გააშენეს შარშანწინ 1 ჰა და სად უნდა წაიღონ ვერ გამიგია


ინაველ ხო და დაიწყე პირველი ნაბიჯების გადადგმა და წამოიწყე რამე პატარა და მუშა ბიზნესი
N1kusha
Heavy & Dirty


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4037
წევრი No.: 103985
რეგისტრ.: 3-November 09

გამოგზავნილია: 12 Jun 2017, 12:23  #50751821      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სოფელში ვცხოვრობ და მაგრად ვარ გაზარმაცებული, ალბათ სამსახური რომ მაქვს მაგიტომ. ხვალ რომ სამსახური დავკარგო მომაწვება კაკალი და მეც გავაკეთებ რამეს.
ჩემი გადმოსახედიდან, რასაც ვუყურებ, სოფელში მომგებიანი არის:
1. ცხვარ-ძროხა, ოღონდ აუცილებლად გინდა საძოვარი და სასურველია სათიბიც რომ ზამთრისთვის ნაკლები პრობლემა გქონდეს.
2. მევენახეობა-მეღვინეობა მაგრამ ცუდი ისაა რომ ამინდზე ხარ დამოკიდებული, ერთი სეტყვა და საქმე ცუდადაა.
3. სათბური, ხილის ან ბოსტნეულის, მწვანილიც. რამდენად შრომატევადია ეს სხვა საკითხია მაგრამ ფაქტია რომ მუშაა. აზერებზე რომ წერდით ზემოთ, ყოველდღე მაქვს შეხება ამ ხალხთან და მათი უმეტესობა მწვანილით ინახავს ოჯახს, ვინც ცოტა გაფართოვდა, ფულსაც შოულობს.
4. ხორბალი/ქერი/იონჯა/სიმინდიც - საკმაოდ მომგებიანია როგორც ვიცი.
5. ფრინველი - ქათამი/იხვი და უკეთეს შემთხვევაში ხოხობი. ქათამი სხვა ტიპია რათქმაუნდა და იხვს და ხოხობს სხვანაირი მოვლა უნდა.
6. ღორი/გოჭი
7. კაკალი და ფისტა - ოღონდ ფისტა ჯერ ახალია და მგონი რომ კაკალზე პოპულარული გახდება მალე.

მე კიდევ 600 ლიტრზე მეტი რქაწითელის ღვინო მაქვს და სად გავყიდო აზრზე არ ვარ. მე თვითონ რომ მოვიძიო ვინმე და მივიდე, 1 ლარზე მეტს არავინ მეტყვის ხომ ვიცი და ასე კიდევ არ მაწყობს, როცა მინიმუმ 2 ლარია ბაზრის ფასი.

This post has been edited by N1kusha on 12 Jun 2017, 12:24


--------------------

არასრულფასოვნების კომპლექსი იბადება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ადარებ სხვებს. ასევე იმის განცდა, რომ ვინმეზე რამით მეტი ხარ, იბადება ანალოგიურ შემთხვევაში. ორივე გამოვლინება სიმახინჯეა. შენ ხარ სული, რომელიც უნიკალურია და გაუნმეორებელი, არავისზე მეტი ხარ და არავისზე ნაკლები.
spana84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1817
წევრი No.: 23596
რეგისტრ.: 24-September 06

გამოგზავნილია: 12 Jun 2017, 13:19  #50752182      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shuma89
ყველა მკაცრი ზამთარი მასე მთავრდება ქვედა ზონაში. მე ზემოთ მაქვს სოფელი ალისუბნისკენ და ცხვარი ყავს ყველას რამდენიმე ცალი სახლში. არ გამიგია რაიმე პრობლემა. პეპელზე ამუშავებენ და მორჩა.

შენს იდეას რაც შეეხება კარგია ძალიან, მაგრამ არ მესმის სხვას რატომ უნდა შეაბოლინო და მოგება გაუყო? ადექი და ერთი "კაპტილკა" გააკეთე. მაქსიმუმ 200 დოლარი დაგიჯდეს თავისი ბოლის გენერატორიან ბოქსიანათ და ცივი შებოლვის ტექნოლოგია იმდენად მარტივია მეხუთე კლასელი ბავშვი აითვისებს. თუ დაგჭირდება ცოტას დაგაკვალიანებ კიდეც. აგერ რომში მოლდოვადან ჩამოტანილ შებოლილ იხვს ვჭამ ხოლმე და ისეთი მაგარია ვერცერთი ხორცი ვერ მივა მაგასთან.
abcdefg_1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 435
წევრი No.: 197816
რეგისტრ.: 9-February 15

გამოგზავნილია: 12 Jun 2017, 14:59  #50752848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირველ რიგში ჩემი პატივისცემა ვანოს აზრებს, რადგან ყველაფერს კარგად ითვლის და გააზრებული აქვს, ასევე პატივისცემა ინაველს, რადგან გულით უნდა შეცვალოს რაღაც მის ცხოვრებაში უკეთესობისკენ და რთულ გზებსაც არ ერიდება!

მეც მიფიქრია სოფელში ცხოვრებაზე და სოფელში ვარ აგზრდილი, ამჯამად რაღაც საქმეებსაც ამჯამად შეჭიდებული ვარ მეტნაკლები წარმატებით და ვიცი სიტუაცია. ხშირად სოფლის მიმართ ან ძალიან რომანტიული ან ზედმეტად პესიმისტური დამოკიდებულება არსებობს და არა პრაგმატული.... სანამ ფერმერი გახდები ჩემი აზრით რამოდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინო :
1) უნდა გიყვარდეს მიწასთან ურთიერთობა, ეს ჰობიც უნდა იყოს შენი და საქმეც, იმიტომ რომ ფერმერს ბევრი ჭიდაობა უწევს იგივე ბუნებასთან და გაუჭირდება.
2) უმნიშვნელოვასნესია სოფელი სადაც აპირებ ფერმერობას რა გამოცდილება აქვს აგრალური საქმიანობის, ეს ერთი შეხედვით ისე ჩანს რა შუაშიაო, მაგრამ მნიშვნელოვანია ადგილობრივებთან ურთიერთობის დალაგება (ეს ბევრი რამით არის მნიშვნელოვანი) და მუშახალის პრობლემა, იმიტომ რომ თუ სერიოზული ფერმა ააწყვე აუცილებლად დაგჭირდება მუშახელი და მაგ. იმერეთში მე მუშას ვერ ვშოულობ 30 ლარს ვუხდი თან, ეს იმიტომ რომ აგრალური შრომის კულტურა არაა და "უტყდებათ" მიწაზე მუშაობა, სამაგიეროდ ყოველი მეორე ხელოსანია და ეს სავსებით მისაღები საქმიანობაა მათთვის.
3) ფართობი უნდა გქონდეს 10 ჰექტრამდე მაინც, იმიტომ რომ მიდგომით, ცოტა ქათამი, ცოტა ყველი და ცოტა მწვანილი და ა.შ უკვე შუა საუკუნეების ნატურალური მეურნეობით დაკავებული გლეხი ხარ , რომელსაც არც ამჯამად ექნება ფული და არც არასოდეს, ანუ უნდა გქონდეს ერთი ან ორი ძირიშადი კუტურა და უნდა იყოს ეს შენი ბიზნესი.
4) შესწავლილი უნდა გქონდეს სადისტრიბუციო ბაზრები გრძელვადიან პერსპექტივაში, რა შეიძლება იყოს შენი მაქსიმუმი და მინიმუმი რეალიზაციის კუთხით, მათ შორის საერთაშირისო ბაზრები.
5) ვინაიდან ჩვენ ადამიანები ისეთი არსებები ვართ რომლებსაც კომუნიკაცია ჭირდებათ სხვა ადამიანებთან, აუცილებელია ისეთი გარემო სადაც გვექნება ურთიერთობა მეტნაკლებად მსგავსი ღირებულებების ადამიანებთან ანუ ყოველდღიურ ურთიერთობებში ვიღაცეები უნდა იყვნენ ისეთი ჩვენს ირგვლივ, რომელიც ჩვენი განათლების და ღირებულებების ხარისხის დონეს ძირს არ დაცემს და პირქიქით გაგავითარებს, ჩემთვის ერთერთი მთავრი პრობლემა სწორედ ესაა. იმიტომ რომ წელიწადში ერთი ორჯერ ჩასვლა სოფელში და იქაურ გლეხებთან ურთიერთობა სასიმოვნოა, მაგრამ ყოველდღიურობა ურთულესია, ჩვენი გლეხის განათლების დონე ძაალიან დაბალია, მსოფლმხედველობაც შესაბამისად დაბალი, არაფერი სიახლე არ უნდათ, არც განათლება მათ შორის. და ურთულესია კაცმა ჯერ ყანაში იმუშაო და მერე საღამოს დაღლილმა ადამიანს ელაპარაკო და იფიქრო ისევ ყანაში მუშაობა მირჩევნა ამასთან ურთიერთობასო.
6) ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ელემენტარული კომფორტი, ცხელი წყალი, ინტერნეტი, მოკლედ ნორმალური ინფრასტრუქტურა თორემ ზამთარში ძალიან ჭირს სოფელში ცხოვრება.

ნუ ეს ფაქტორები არის ძირითადი ჩემი აზრით და ეს უნდა გაზიროს პირველ რიგში ადამიანმა სანამ ფერმერობას გადაწყვეტს.

This post has been edited by abcdefg_1 on 12 Jun 2017, 15:01
Rezzik0
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 189
წევრი No.: 190477
რეგისტრ.: 27-August 14

გამოგზავნილია: 12 Jun 2017, 17:27  #50753923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
abcdefg_1
მართალი ხარ 100% და ყოჩაღ ვანოს..

მე მყავს მეგობარი, რომელმაც სერიოზული ფერმა ააშენა სამეგრელოში და დაქოქა საქმე. ძალიან წარმატებულია და შემოსავლებს უკანასკნელი 5 წლის განმავლობასი ისევ საქმეში აბრუნებს. სერიოზულ მასშტაბებზეა. მეც ვფიქრობ საქმის დაწყებას, მაგრამ ერთი საკითხია. საერტოდ არ ვიცნობ აღმოსავლეთ საქართველოს. სად რა კლიმატია, წყლის ამბებს და ა.შ

რაც შეეხება დასავლეთს, ძალიან მაინტერესებს თერჯოლის რაიონი. როოგრც ვიცი, ძალიან ბევრი მიწაა უპატრონოდ მიტოვებული და აქ როოგრც ჩანს, რამდენიმე თერჯოლელია. ხოდა, პატივცემულებო, რამდენად ფასოფს 1 ჰ მიწის ფართობი თერჯოლის რაიონში?

საზანო, ჩხარი, ალისუბანი.. ტყიბულის მეზობლად დიდი ნალექი და მკაცრი ზამთარია, ამიტომ ის მხარე არ მხიბლავს, თუმცა საინტერესოა
levani169
გათხოილი ვარ,გათხოილი!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11791
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 12 Jun 2017, 17:52  #50754116      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22
QUOTE

დასავლეთში ხურმას იბარებს ვინმე? აგერ ჩემ მეზობლად კახეთში გააშენეს შარშანწინ 1 ჰა და სად უნდა წაიღონ ვერ გამიგია

ხურმაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა,კახეთში ჩემს რაიონში უკრაინიდან ჩამოდგებიან ხოლმე დიდი ფურები და კვირები ელოდებიან შევსებას.რომ იყოს ერთნაირი რაოდენობის ბაღი იმათაც მეტი მოთხოვნილება გაუჩნდებოდათ,დაჟე დაკრეფითაც კი თავად კრეფენ ხოლმე თუ რაოდენობაა,ასე რომ" ხურმა იყოს კლიენტები უკრაინა-რუსეთიდანაც მოვლენო"! biggrin.gif


--------------------
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო!
"გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!"

მოიცა ვერ გავიგე აბა რუსეთი გინდათ???
ეგაა ევროპა! @ dega
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0320 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]