forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (61) « პირველი ... 52 53 [54] 55 56 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საოჯახო მეურნეობა - სოფელში დასახლება
Ve()_Fobos
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 271
წევრი No.: 227306
რეგისტრ.: 23-December 16

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 02:30  #51994871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
...........................................................
dvt333
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 203
წევრი No.: 234804
რეგისტრ.: 22-August 17

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 18:53  #51997584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხორბალში ვინც ერკვევით იქნებ მიპასუხოთ, დეკემბრის დასაწყისში დავთესე და ალაგალაგაა ამოსული, თესლი შეწამლული იყო, ეხლაც არი გაუღივებელი მარცვლები მიწაში რო ვნახულობ და ეშველება რამე?? რო დავთესე ნალექები არ მოსვლია ერთი ორჯერ იყო პატარა თოვლი
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1404
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 21:26  #51998579      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საერთოდ თუ გინდა კარგი მოსავალი მიიღო, უნდა ჩაეტიო თესვის ვადებში, რომელიც არის დაწესებული იმ რეგიონისთვის.
ბევრი მინახია დეკემბერში დათესილი ყანა. ყველა ყანას მასეთივე გაღივება და მოსულობა ჰქონია.
ეხლა შენი ყანისთვის წამალივით იქნება თოვლის სქელი საფარი. თოვლის ქვეშ იმუშავებს ყანა.
ჩაკრულო
გამხიარულდი ბუხარო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4384
წევრი No.: 4567
რეგისტრ.: 13-March 04

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 10:25  #52034509      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim · msn
QUOTE (KasperRiters @ 8 Jan 2018, 14:36 )
vano22

იორმუღანლოში ერთ ირანელ ძიას აქვს რამდენიმე ასეული ჰექტარი. ქერს და ხორბალს თესავს. გასულ ზაფხულს მოვხვდი მანდ. მთავარმა აგრონომმა დამათვალიერებინა მთელი მიწა, სარწყავი სისტემები და ა.შ. ერთ ადგილას რამდენიმე ათეული ჰექტარი გადატყავებული მიწა იყო, არადა მის გვერდით ყანა ბიბინებდა. ვკითხე აგრონომს, რატოა ასეთქო. მიპასუხა მორწყვა დავაგვიანეთ, ქარიანი დღეები დაემთხვა და მთელი ნათესი ქარმა წაიღოო. ნათესებს ვინ ჩივის, მოხნულ-გაფხვიერებული ნაყოფიერი მიწის ფენაც თან წაიყოლა.

მაგ ძიას კაი 7000 ჰექტარი აქვს კაცო რაის რამდენიმე ასეული ჰექტარი? smile.gif)

yes.gif yes.gif yes.gif

შარშან წყლის მიცემა დაუგვიანეს, მაგას არხი ჰქონდა და ყოფაც ეტირა. 3000$ აქვს სახელმწიფოსგან 1 ჰექტარი თავის დროზე ნაყიდი, ეგ არის თავრიზის სოფლის მეურნეობის მიწები old.gif 2014 წელში 700მილიონ დოლარიანი კაპიტალის პატრონი ფონდი იყო და ახლა არ ვიცი vik.gif
* * *
vano22
სწორი გითხრა და აღარ ვხნავთ ფაქტიურად და უკეთეს შედეგსაც ვღებულობთ smile.gif

გვყვავს ღრმად მხვნელი, რომელიც ბელტს კი არ ატრიალებს, როგორც დიდი კულტივატორი სიე მუშაობს, ანუ სიღრმეში 45 სმ-ზე ვუშვებთ და იქ ანგრევს მიწას და აფხვიერებს.
ამ მოწყობილობას 4-5 წელიწადში ერთხელ ვხმარობთ, ხოლო დანარჩენი პერიოდი კი მხოლოდ ვჩეხავთ.
დაჟე ბოლო რამდენიმე წელია მამაჩემი კომბაინებს უკან პირდაპირ საჩეხებს აყოლებს ხოლმე, მოსავლის აღების პერიოდში
ხო და კიდევ ერთი, სატკეპნი, ძალიან მაგარი ვეშია ქარის საწინააღმდეგოდ, ესეც პირადი გამოციდლებიდან wink.gif
კიდევ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, არ უნდა გამოიტანოთ ნამჯა ნაკვეთიდან, ჩვენ კომბაინებზე ჩართულია ყოველთვის ჩოფერები, რომელიც აქუცმაცებს ნამჯას და ფანტავს შიგ ნაკვეთში, რაც დროთა განმავლობაში ისევ ნეშომპალად იქცევა და სასუქსაც უკვე ნაკლებად ვხმარობთ.
მაგალითად აზოტს 4-5 ტომრის ნაცვლად ჰექტარზე ზოგან 2-3 ტომარას ვხმარობთ, ან ზოგან საერთოდ არ ვხმარობთ.
[YOUTUBE]https://youtu.be/P1iei24A8MA[/YOUTUBE]

ერთი შეხედვით ნაკვეთი ნაგვიანს გავს ხოლმე, მაგრამ როგორც მულჩი ისეა ხოლმე და ეს იცავს ქარის დროს ნაკვეთს.

old.gif
მე მაპატიეთ, ცოტა ისე შემოგეჭერით, მაგრამ საკუთარი გამოციდლებით ზუსტადაც რომ შირაქში biggrin.gif


--------------------
[B]კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი[/B]

[B]დაგბადოთ... გაგზარდოთ... გაცხოვროთ... დაგაბედოთ და... დაგხოცოთ[/B]
koba1973
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1225
წევრი No.: 140867
რეგისტრ.: 27-December 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 16:26  #52036111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩაკრულო
QUOTE
კიდევ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, არ უნდა გამოიტანოთ ნამჯა ნაკვეთიდან, ჩვენ კომბაინებზე ჩართულია ყოველთვის ჩოფერები, რომელიც აქუცმაცებს ნამჯას და ფანტავს შიგ ნაკვეთში, რაც დროთა განმავლობაში ისევ ნეშომპალად იქცევა და სასუქსაც უკვე ნაკლებად ვხმარობთ.

ჩვენთან რომ გინდოდეს ვერ იშოვი ჩოფერი რომ მუშაობდეს ისეთ კომბაინს. სულ რამდენჯერმე მოვახერხე ნამჯის დაკუწვა. წაიყვან კომბაინს გგონია მუშაოს და და კომბაინერი გაგიცხადებს არ მუშაობსო. როგორც მერე გავიგე სპეციალურად აზიანებენ ან რემენს აძრობენ.
* * *
QUOTE
დაჟე ბოლო რამდენიმე წელია მამაჩემი კომბაინებს უკან პირდაპირ საჩეხებს აყოლებს ხოლმე, მოსავლის აღების პერიოდში

მერე დათესვის წინ რამე ოპერაციას ატარებს თუ პირდაპირ თესავს?

ადრე მასე დაჩეხავდნენ რომ ზედაპირი გაეფხვიერებინათ და ტენის აორთქლებისთვის ხელი შეეშალათ, მერე ხნავდნენ და ისე თესავდნენ.
ჩაკრულო
გამხიარულდი ბუხარო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4384
წევრი No.: 4567
რეგისტრ.: 13-March 04

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 01:11  #52039091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim · msn
user posted image

აი ამ სურათზე ჩანს ნიუ ჰოლანდზე აბმული საჩეხი, გვერძე კომბაინები მუშაობენ და ეს საჩეხი მიყვებათsmile.gif

ნუ ზურგით რო არიან პაპა და შვილიშვილი არიანsmile.gif მამულებს გაჰყურებენ მამაჩემი და ჩემი ბიჭი smile.gif)

თესვის წინ უკვე ნიადაგს უნდა შეხედო, შეილება კიდე კულტივაცია ჩაატარო და შეილება საჩეხი და ვსიო. მაგრამ თესვის შემდეგ აუცილებლად დისკი

რაც თქვი ჩოფერებზე გეთანხმები, რადგან 3-4 ლიტრით მეტს წვავენ, მაგრამ ჩვენთვის ეგ დიდი ეფექტის მომტანია. ამ გვალვა და უბედურებებში მაინც. ვიღებთ საშუალოდ 4-5 ტონა მოსავალს და ზოგიერთ ნაკევთში შარშანწინ 7 ტონა ხორბალი ავიღეთ, ეს თან ურწყავში
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1404
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 01:19  #52039133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თავაძე შეგნიშნე, გამოდი ძიუდოზე რამე გვითხარი. ჯღანას ბიჭი ალბაირაღი გამხდარა. ქართველებს გარდა სხვებზე წარმატებას ვუსურვებ.

This post has been edited by kaxaberski66 on 22 Jan 2018, 01:21
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25428
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 01:54  #52039292      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha
QUOTE
არც იმდენ თევზს არ ჩავუშვებ რომ სუნი აუშვან. ზომიერად რაა. მოვსიჯავ რამე მარტივი ჯიშის თევზით. კალმახს არ მოვიყვან დასაწყისისთვის

მახსოვს, ბავშვობაში მეზობელს სულ პატარა გუბურაში ჰყავდა 2 წითელი თევზი - ზამტარ-ზაფხულ. საკმაოდ დიდებიც იყვნენ - ეგეთი შეგიძლია რამე.
kaxaberski66
QUOTE
სხვებმაც დაწერეთ, თუ შეგიძლიათ ვრცლად. ცოტა გულს მაინც გადაყოლებს კაცი.

როცა კი ჩავდივარ გურიაში, ეზოს გამოსხვლა-გასუფთავებით ვარ დაკავებული. ამ ეტაპზე თხილები შევაჩერე - თებერვლის ბოლოდან განვაახლებ, მაგრამ სვა ჯიშის ხეებს დავერიე, რაც კი ხმელი, ველური და უსარგებლო იყო. შეშაც ხომ მინდა და თან გატყიურებულ ეზოს ვასუფთავებ. გასაყიდი შეშაც კი დამიგროვდა, მაგრამ დასავლეთში ცას მტვერი ასდის, ისეთი თბილი ზამტარია, ვის რად უნდა შეშა. biggrin.gif ერთი დღე მეზობლის ხარებით ვზიდე, მაგრამ ჯერ ნახევარიც არა მაქვს გამოტანილი. ახლა მივდივარ და კიდევ უნდა შევიწიო ნადი - ამჯერად 2 უღელი ხარი. biggrin.gif
თხილის გამოსვლამდე გეგმაში მაქვს დაფნების აჭრაც - ალბათ, 20-25 ს\წლის გაუსხლავი ხეებია, მორებია ზოგიერთი, იმხელა გაიზარდა უკვე. საყურძნე ხეებიც უნდა გადავბელო და დავადაბლო, თორემ ამ შემოდგომაზე რატო 20-25 მეტრზე არ ვიყავი ასული ზოგიერთ ხეზე... ტოტი რომ მომტეხოდა ან ფეხი ამცდენოდა, სული არ დამყვებოდა დაბლა. biggrin.gif
პლუს - სახლის წინამდებარე ეზოს დიზაინსაც მინდა მივხედო. biggrin.gif
მოკლედ, საქმე იმდენია, დასაძინებლად არ მცალია, იქ რომ ჩავდივარ.
vano22

QUOTE
მეც მინდა მოყვანა მაგრამ კვერნა მყავს შემოჩვეული ორჯერ ვესროლე და ვერ მოვარტყი ხაფანგში ეგ არ შევა და მოწამლულს ეგ არ შეჭამს.. აღარ ვიცი რა ვუყო

თოფის წამალი რომ დადო რამდენიმე ადგილას ეზოში? ოღონდ რაღაც ისე, რომ არ დასველდეს...
კვერნა გაურბის ადამიანის სიახლოვეს და ასე როგორ შემოგეჩვია? გოჭების ნუ გეშინია - დედა ღორს ვერაფერს მოჰპარავს ეგ.
kaxaberski66
QUOTE
მე მგონი კატაც ებრძვის.

პირიქით - კატას ახრჩობს, თუ წააწყდა.

vixn
QUOTE
ვანო, მინუს 1 ოჯახი ფუტკარი, სხვა მხრივ მშვიდობაა.

1 ოჯახიც ზარალია, მაგრამ ჩვენსკენ რომ დააქციეს მეფუტკრეები, ღმერთმა გაშოროთ: ფაროსანას წამლით სულ გაუნადგურდა ხალხს ფუტკარი.
სწორი თქვა იმ გურულმა კაცმა ტელევიზორში - ისეთი წამალი დაარიგეს, ჩვენ ვიწამლებით და ფაროსანა - არაო. biggrin.gif
ჩაკრულო
QUOTE
მამულებს გაჰყურებენ მამაჩემი და ჩემი ბიჭი

გაგიზარდოს ღმერთმა, რავარი ოქროსფერთმიანი ბიჭი გყოლია - ქერის ყანასავით. biggrin.gif
პ.ს. ბალღო, შენი ნომერი მომწერე პმ - ხანდახან დაგირეკავ მაინც, თორემ ჩემი ტელეფონი კარქა საფუძვლიანად გავრეცხე და თან გავაყოლე მთელი ნომრები. biggrin.gif
kaxaberski66
QUOTE
თავაძე შეგნიშნე, გამოდი ძიუდოზე რამე გვითხარი.

გამოვედი და მეტი არა? აჰა, ამხელა არზა გაახლეთ, ქვე თქვენი ჭირიმე. biggrin.gif
პ.ს. ჯღანას ბიჭში სახელია უფრო საინტერესო - ქე ნახავდი შენც თემაშიმაგის ქართულად მოთარგმნილ ვარიანტს. biggrin.gif


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
ჩაკრულო
გამხიარულდი ბუხარო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4384
წევრი No.: 4567
რეგისტრ.: 13-March 04

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 02:01  #52039329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim · msn
tavadze
შენ რაგინდა ამ გაუგებრობაში?smile.gif)

599567131 დარეკე ხოლმე რო მოგინდება აჯა და მასლაათი smile.gif))
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25428
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 02:23  #52039390      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩაკრულო
QUOTE
tavadze
შენ რაგინდა ამ გაუგებრობაში?

რა გაუგებრობა კაცო - ბავშვობიდან აქა კი არა და სოფელში ვზივარ. biggrin.gif
ამ თემას ხშირად ვკითხულობ - მიყვარს მშრომელი ხალხი, თან რაღაცებს ვიგებ და ასე...
koba1973
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1225
წევრი No.: 140867
რეგისტრ.: 27-December 11

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 10:21  #52039912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩაკრულო
QUOTE

რაც თქვი ჩოფერებზე გეთანხმები, რადგან 3-4 ლიტრით მეტს წვავენ, მაგრამ ჩვენთვის ეგ დიდი ეფექტის მომტანია.

სამ ოთხ ლიტრ საწვავზე არ არის საქმე. უჩოფერო ძველი ნივაც საძებარია ხოლმე. ადგილობრივი კომბაინებიც ალაზანზე და შირაქში მიაქვთ პატრონებს რადგან იქ ბევრი სამუშაოა.
QUOTE
მაგრამ თესვის შემდეგ აუცილებლად დისკი

ბოდიში დისკში რას გულისხმობთ?
QUOTE
ვიღებთ საშუალოდ 4-5 ტონა მოსავალს და ზოგიერთ ნაკევთში შარშანწინ 7 ტონა ხორბალი ავიღეთ, ეს თან ურწყავში

ბარაქა.
კარგი კი არა საუკეთესოა.
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1404
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 10:26  #52039924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tavadze
QUOTE
გასაყიდი შეშაც კი დამიგროვდა,

QUOTE
ერთი დღე მეზობლის ხარებით ვზიდე, მაგრამ ჯერ ნახევარიც არა მაქვს

QUOTE
საყურძნე ხეებიც უნდა გადავბელო და დავადაბლო, თორემ ამ შემოდგომაზე რატო 20-25 მეტრზე არ ვიყავი ასული ზოგიერთ ხეზე... ტოტი რომ მომტეხოდა ან ფეხი ამცდენოდა,

ირაკლი, რა ფართია მასეთი რომ მაგდენი შეშა დაგიგროვდა?
საყურძნე ხე. ალბათ ვაზი გაქვს აყვანილი ხეზე. რომელ ხეს იყენებ საყურძნედ და რომელი ვაზი გაქვს ?
QUOTE
პ.ს. ჯღანას ბიჭში სახელია უფრო საინტერესო - ქე ნახავდი შენც თემაშიმაგის ქართულად მოთარგმნილ ვარიანტს

ვნახე ლაზურ-მეგრული ვარიანტი.
* * *
ჩაკრულო
გაგიზარდოს უფალმა ვაჟკაცი.
მამაშენი ძალიან კარგად და ყოჩაღად გამოიყურება ზურგიდან. ჩემზე უფროსი არ იქნება ალბათ.
* * *
დიდი ხანია მინდოდა დამეწერა თუ როგორ უნდა შევადგინოთ საკვები რაციონი, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე.
ეხლა დავიწყებ მაგრამ, არ ვიცი რა გამომივა. გასაგები იქნება თუ არა წამკითხველისთვის.
თუ რამე ვერ დავწერე გასაგებად, ვისაც გაინტერესებთ შემეკითხეთ და იქნებ სხვანაირად და უფრო გასაგებად დავწერო მერე.
იმისთვის რომ შევადგინოთ რაციონი საკვები ერთეულების მიხედვით, უნდა ვიცოდეთ თუ რამდენ საკვებ ერთეულს შეიცავს ის საკვები, რომელიც გვაქვს ჩვენ ხელთ.
პროფესიულ დონეზე შედგენილი რაციონი(ულუფა), უნდა იყოს და ნორმირებული მიკრო ელემენტების და მინერალების დონეზე. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია მაღალპროდუქტიული საქონლისთვის. მაგალითად თუ ძროხა ლაქტაციის 305 დღეში იწველება 5000 ლიტრ და მეტ რძეს, მისთვის უნდა შედგეს სწორედ მიკროელემენტების, მინერალების და ა ბ ც დ ე ვიტამინების დონეზე.
საქონლისთვის ნორმირდება კალცზე, მაგნიუმზე, საკვებ მარილზე, ფოსფორზე, რკინაზე, კალიუმზე, გოგირდზე, ცინკზე, კობალტზე, მარგანეცზე, იოდზე, სპილენძზე. თითქმის მთელ მენდელეევის სისტემაზე.
ღორისთვის ძირითადად კალციუმზე, ფოსფორზე, საკვებ მარილზე. ასევე გაითვალისწინება სხვა ელემენტებიც.
ამ ყველა ელემენტისთვის არის დადგენილი ნორმების როგორც ზედა ზღვარი, ისე ქვედა.
ზეპირად ამის დამახსოვრება საჭირო არ არის. არსებობს ცხრილები რომლის მიხედვითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ულუფის შედგენისას.
ერთ საკვებ ერთეულად საქართველოში ისე როგორც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მიღებული არის 1 კგ. საშუალო ხარისხის შვრია. რომლის შეჭმის შემდეგ მსხვილფეხა პირუტყვის ორგანიზმში უნდა წარმოიქმნას 150გრამი ცხიმი. დანარჩენი ყველა საკვები არის დათვლილი 1კგ ზე შვრიასთან მიმართებაში.
ულუფის შედგენისას აუცილებელი არის, ვიცოდეთ საკვების ყუათიანობის გადაყვანა მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებაც. აგიხსნით როგორ ხდება ეს.
მაგალითად, 1 კგ შვრია შედგება როგორც მშრალი ნივთიერებისგან, ისე წყლისგანაც. მშრალი ნივთიერების და წყლის პროცენტულობა იმაზე არის დამოკიდებული თუ როგორი გამომშრალი არის შვრია.
შესანახად გამომშრალი შვრიის და ნებისმიერი მარცვლეულის შემადგენლობაში მშრალი ნივთიერება უნდა იყოს არანაკლებ 86%.
84.5 დან 86% ითვლება საშუალო სიმშრალის. 83% დან 84.4 მდე ითვლება ცუდად გამომშრალად, ხოლო 83% ქვევით ითვლება ნედლად.
ესეიგი 1 კგ შვრია თუ შეიცავს 1 საკვებ ერთეულს, ხოლო 1 კგ შვრია შეიცავს 86-88% მშრალ ნივთიერებას გამოდის რომ 1 კგ შვრია შეიცავს 886-888 გრამ მშრალ ნივთიერებას და 1 საკვებ ერთეულს.
ეხლა ჩვენ 1 საკვებ ერთეულს გავყობთ შვრიის მშრალ ნივთიერებაზე, რომელიც უდრის 860-880გრამს მივიღებთ საშუალოდ 1.13-1.16
ესეიგი 1კგ შვრიის მშრალი ნივთიერება შეიცავს 1.15 საკვებ ერთეულს.
ასე გამოითვლება ყველა საკვების ყუათიანობა მშრალ ნივთიერებაზე, თუ ვიცით მოცემული საკვების შემცველობა თუ რამდენი არის მასში წყალი+მშრალი ნივთიერება.
ეხლა შევისვენებ. გაგრძელება იქნება და უნდა მოვიფიქრო როგორ ავხსნა გასაგებად.

This post has been edited by kaxaberski66 on 22 Jan 2018, 10:40
cixe78
მწარე გურული


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3399
წევრი No.: 60815
რეგისტრ.: 10-May 08

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 12:14  #52040316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kaxaberski66
QUOTE
ზეპირად ამის დამახსოვრება საჭირო არ არის. არსებობს ცხრილები რომლის მიხედვითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ულუფის შედგენისას.

ელექტრონული ვერსია ხომ არ გექნება სადმე რომ ატვირთო აქ?
ღორზე მაინტერსებს საჭმლის რაციონი


--------------------
გურიაში რა გინდოდა თუ სიკვდილი არ გინდოდა.....
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1404
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 12:26  #52040383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
cixe78
QUOTE
ელექტრონული ვერსია ხომ არ გექნება სადმე რომ ატვირთო აქ?
ღორზე მაინტერსებს საჭმლის რაციონი

არ მაქვს სამწუხაროდ.
ღორზე კონკრეტულად რომელი ჯგუფისთვის გაინტერესებს? მაკე, მოზარდი, დედა.
cixe78
მწარე გურული


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3399
წევრი No.: 60815
რეგისტრ.: 10-May 08

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 12:45  #52040498      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kaxaberski66
საქმე ისაა რომ შენობაში დამწყვდეული არ მყავს
ანუ ძალიან დიდი ფართობია და იქ არიან
ნუ წყალიცაა ტალახიც მინდორიც და ღორისთვის საუკეთესო ადგილები
მაგრამ საჭმელი არაა საკმარისად და მინდა რომ იხეტიალონ იმ ფართობში
მაგრამ ჭამით მე ვაჭამო

და აი რა ვაჭამო და რამდენჯერ რამდენი ეგ არ ვიცი
გურიაშია ეს ფართობი რომ გითხრა ეხლა ჯიშიანი ღორებია მეთქი მასე არაა
ჩვეულებრივია და სახორცედ მინდა უმეტესად

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) « პირველი ... 52 53 [54] 55 56 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0443 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]