forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (33) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> წარმატებული აგრობიზნესის საიდუმლო, გავანდოთ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა ერთმანეთს
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 597
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 14:47  #50812666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ მეგობრებო smile.gif ამ თემის გახსნა გადავწყვიტე, რადგანაც ჩემი ინტერესების სფეროა აგრობიზნესი. მაინტერესებს ვის რა გამოცდილება აქვს ამ სფეროში, თეორიული თუ პრაქტიკული.
დავსვათ კითხვები და ვეცადოთ რომ გავცეთ პასუხები . თუ რატომ განიცდიან ქართველი ფერმერები ხშირ შემთხვევაში კრახს. რატომ აღწევს წარმატებას მცირე ნაწილი. რა არის კრახის და რა არის წარმატების მიზეზი. როგორი მიდგომაა საჭირო .
რა უფრო პრობლემურია: პროდუქტის მოყვანა თუ მისი გაყიდვა და რატომ. ,
მოკლედ როგორ შეგვიძლია უკეთესად ვაწარმოოთ ან სულაც წამოვიწყოთ აგრობიზნესი.
* * *
პირველ რიგში მაინტერესებს დღესდღეობით რომელი კულტურის მოყვანა მიგაჩნიათ მომგებიანად?
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 16:05  #50813135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან კარგი თემააlam.gif

ქართველი ფერმერების წარუმატებლობის მიზეზი მათივე თავში უნდა ვეძებოთ რადგან ქართულ პროდუქციას პირველ რიგში ძალიან აქვს სახელი გაფუჭებული რადგან ყველა ცდილობს დამალოს პროდუქციის რეალური სახე მაღლიდან საღების და დაბლა უხარისხო პროდუქციის ჩაწყობით ასევე რეალური ვადის და სხვა ძირითადი ნიშან თვისებების დაფარვით. ასევე არაა ხელმისაწვდომი საექსპორტო პოტენციალის მქონე რაოდენობის პროდუქციის მწარმოებელი ფერმერული გაერთიანებები სადაც შესაძლებელი იქნება რეალურად ხარისხიანი სუფთად მოკრეფილი და წესების მიხედვით დასაწყობებული პროდუქციის დიდი რაოდენობით ყიდვა და შემდგომ ექსპორტზე გატანა..

ყველა ცდილობს დამოუკიდებლად მოახერხოს მთელი ჯაჭვის გამართვა მიწის დამუშავებიდან პროდუქციის რეალიზაციის ჩათვლით რა დროსაც ბაზარზე ისევ ერთმანეთს უწევენ კონკურენციას და ლიჟბი გავყიდოს პრინციპით 1 გლეხი 10 გლეხს უფუჭებს ბაზარს. ასევე ძალიან დიდი პრობლემაა საოჯახო მეურნეობებში მოწეული მოსავლის ხარისხიანი სახით შენახვა რადგან ბევრგან მინახია მიწაზე გაშლილი კომბოსტო ხახვი ნიორი და კარტოფილი რის გამოც გასაყიდად ვარგისი პროდუქციის საბაზრო სახე იკარგება და მინიმუმ 20% გადასაყრელიც კი ხდება. წყალში დამბალ თხილ კაკალზე აღარც მაქ ლაპარაკი რადგან ასეთი თაღლითური ქმედების შედეგად პატიოსან ჩამბარებლებსაც აკლებენ ფასს და უფუჭებენ სახელს.

ეს მხოლოდ ის ერთეული პრობლემებია იმ მრავალ პრობლემათაგან რომელიც ამუხრუჭებს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას და რაც მხოლოდ ადამიანის ბრალია და არა სტიქიური უბედურებების ანდაც გლობალური ბაზრების ხელმიუწვდომლობის. საინტერესო იქნება სხვების აზრიც ამ თემასთან დაკავშირებით რადგან თემის იდეა ძალიან ღრმაა და სერიოზულ განხილვას საჭიროებს


--------------------
ვალუტის გაცვლითი კურსი....

1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????

დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 597
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 16:23  #50813204      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vano22 @ 21 Jun 2017, 16:05 )
ძალიან კარგი თემააlam.gif

ქართველი ფერმერების წარუმატებლობის მიზეზი მათივე თავში უნდა ვეძებოთ რადგან ქართულ პროდუქციას პირველ რიგში ძალიან აქვს სახელი გაფუჭებული რადგან ყველა ცდილობს დამალოს პროდუქციის რეალური სახე მაღლიდან საღების და დაბლა უხარისხო პროდუქციის ჩაწყობით ასევე რეალური ვადის და სხვა ძირითადი ნიშან თვისებების დაფარვით. ასევე არაა ხელმისაწვდომი საექსპორტო პოტენციალის მქონე რაოდენობის პროდუქციის მწარმოებელი ფერმერული გაერთიანებები სადაც შესაძლებელი იქნება რეალურად ხარისხიანი სუფთად მოკრეფილი და წესების მიხედვით დასაწყობებული პროდუქციის დიდი რაოდენობით ყიდვა და შემდგომ ექსპორტზე გატანა..

ყველა ცდილობს დამოუკიდებლად მოახერხოს მთელი ჯაჭვის გამართვა მიწის დამუშავებიდან პროდუქციის რეალიზაციის ჩათვლით რა დროსაც ბაზარზე ისევ ერთმანეთს უწევენ კონკურენციას და ლიჟბი გავყიდოს პრინციპით 1 გლეხი 10 გლეხს უფუჭებს ბაზარს. ასევე ძალიან დიდი პრობლემაა საოჯახო მეურნეობებში მოწეული მოსავლის ხარისხიანი სახით შენახვა რადგან ბევრგან მინახია მიწაზე გაშლილი კომბოსტო ხახვი ნიორი და კარტოფილი რის გამოც გასაყიდად ვარგისი პროდუქციის საბაზრო სახე იკარგება და მინიმუმ 20% გადასაყრელიც კი ხდება. წყალში დამბალ თხილ კაკალზე აღარც მაქ ლაპარაკი რადგან ასეთი თაღლითური ქმედების შედეგად პატიოსან ჩამბარებლებსაც აკლებენ ფასს და უფუჭებენ სახელს.

ეს მხოლოდ ის ერთეული პრობლემებია იმ მრავალ პრობლემათაგან რომელიც ამუხრუჭებს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას და რაც მხოლოდ ადამიანის ბრალია და არა სტიქიური უბედურებების ანდაც გლობალური ბაზრების ხელმიუწვდომლობის. საინტერესო იქნება სხვების აზრიც ამ თემასთან დაკავშირებით რადგან თემის იდეა ძალიან ღრმაა და სერიოზულ განხილვას საჭიროებს

კი ბაზარში სახელის გაფუჭება ძალიან ცუდი საკითხია. მე პირადად ბაზარში აღარ ვყიდულობ მაგ მიზეზით biggrin.gif ჯერ შეიძლება მოგაწყევლოს კარგად თუ არ ყიდულობ რას მალაპარაკებო (პროდუქციას რომ თავი დავანებოთ მომხმარებელთან ურთიერთობაც არ იციან) მერე კიდე რომ ყიდულობ რასაც თითონ ჩაგიდებენ ხო დამპალია და გადასაგდები. ამიტომ სუპერმარკეტში სევდივარ ვარჩევ 2 საათი თუ მინდა , თუ მინდა ავიღებ უკან დავდებ და არავინ არ დამწყევლის მაგის გამო biggrin.gif შარშან წესიერი მშრალი ხახვი ვერ ვიყიდე ვერსად და არ ვიცი ყველას დასველებული ქონდა თუ ეგეთი მოვიდა მთელ საქართველოში? არა და მე სულ ვცდილობ რომ ქართული პროდუქტი ვიყიდო. უპირატესობას ქართულს იმიტომ ვანიწებ რომ რათქმაუნდა მინდა რომ ჩემი ნაშრომი ჩემ ქვეყანაში შევიდეს და არა თურქ-სელჩუკების მუცელში biggrin.gif მაგრამ დამპალს ხო არ შევჭამ მაგის გამო მართლაც?
ჩემმა ნაცნობმა კიდევ ყველი იყიდა და შიგნით დიდი ქვამარილი იდო შუაგულში ნახევარ კილოიანი biggrin.gif ჩაუვარდათქო ვიტყოდი მარა რაღა შუაგულში ჩაუვარდა კოხტად?

რაც შეეხება იმას რომ წესების მიხედვით არ ასაწყობებს ამის მიზეზად გლეხის აზრით ეკონომია მგონია მე. აი ყუთებში რომ ჩააწყოს მოკრეფვისთანავე და უკვე ასეთუ ისე გასაყიდად მიმზიდველი სახე მისცეს ფიქრობს რომ ძვირი დაუჯდება ის მყაოს თუ პლასტმასის ყუთი. არადა ამდროს უფრო ზარალშია ჩემი აზრით. მეორეს მხრივ მიწათმოქმედს არ ევალება ამნაირ რამეებზე ფიქრი, მარკეტინგი მიწათმოქმედის ფუნქციებში არ შედის და არც ბუნებაში არ ააქვს გამჯდარი. შეიძLება ცუდი მაგალითი მომყავს მაგრამ , 2 გოგო რომ დააყენო, 1 დაბანილი, სუფთათ ჩაცმული, მაკიაჟით გამოწყობილი კოხტად და მეორე დაუბანელი, სუნიანი, და ჩამოძონძილი გოგო , რომელს გამოელაპარაკები? რათქმაუნდა პირველს, ჯერ გამოელაპარაკები და მერე გადაწყვეტ გააბა თუ არა ურთიერთობა, მაგრამ მთავარია რომ კლიენტი მიიზიდა და მერე უკვე სხვა თემაა. ასეა ესეც. მთავარია შორიდან მოგხიბლოს პროდუქტმა და მიგიყვანოს, მერე გადაწყვეტ შეიძენ თუ არა. 100-დან 80 მაინც შეიძენს biggrin.gif შევთანხმდეთ რომ ვიზუალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია აგრობიზნესში? biggrin.gif
* * *
https://youtu.be/wxT9bqe7nbQ
ძალინ კარგი და მისაბაძი მაგალითებია ინტერნეტ სივრცეში. მართალია ქართული არაა მაგრამ საინტერესოა ფერმერები სხვა ქვეყნებში რა გზას ირჩევენ ისეთს რომ მათი მოყვანილი უკეთ იყიდება ჩვენს ქვეყანაში ვიდრე ჩვენი ჩვენივესაში
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 17:43  #50813635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Nat_asha @ 21 Jun 2017, 16:23 )

ჩემმა ნაცნობმა კიდევ ყველი იყიდა და შიგნით დიდი ქვამარილი იდო შუაგულში ნახევარ კილოიანი biggrin.gif ჩაუვარდათქო ვიტყოდი მარა რაღა შუაგულში ჩაუვარდა კოხტად?

ასეთი კი არაფერი გამიგია კინაღამ სკამიდან გადავვარდი რომ წარმოვიდგინე.biggrin.gif არა რაა კრეატივს ვერ დავუკარგავთ მაგასაც ხო მოფიქრება უნდაbiggrin.gif



ვმაგაში გეთანხმები არა მარტო პროდუქციის არამედ გამყიდვლის ვიზუალსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ მოცინარ და ხუმარა გამყიდველთან სუ რიგები დგას და მოღუშულ დაბღვერილ კლიენტთან სულ ირმის რძეს რომ ყიდდეს გული არ მიმიწევს ხოლმე.


სულ ახლახანს შევიძინე წვეთოვანი სარწყავი შლანგები "თურქების მაღაზიაში" ალბათ იკითხავთ ამდენ ქართველობას იბრალებ და რატო ქართველისგან არ იყიდეო კი ბატონო გეტყვით. მივედი ქართველების მაღაზიაში და იტალიური პოლდიუმა შლანგი 70 თეთრი დამიფასეს გადავედი მეორე მაღაზიაში ჯერ ხო ძლივს აიზლაზნა რომ ენახა რა შლანგზე ველაპარაკებოდი გეგონება ხელს ვუშლიდი დასვენებაში რომ ველაპარაკებოდი თან მეორე მაღაზიის გამყიდველს ეჭორავებოდა და ხუთჯერ მამეორებინებდა სიტყვას მოკლედ იქაც 70 დამიფასეს ვევაჭრე ვევაჭრე და 65 ზე ჩამოვიყვანე ამ დროს ვხედავ რომ თურქებს იგივე შლანგზე 60 უწერიათ ვეუბნები აგერ ძმაო შენც ხომ ხედავ 60 ად ყიდიან და რაღა იმათ გავუსაღო მოდი გამატანე 60 ად მეთქი. ახტა დახტა დააყარა ამ შლანგებს მამა პაპის ძვლები და არ დამიკლო ის 5 თეთრი. ბოლო ბოლო თავი დებილად ვიგრძენი შევეშვი და მივედი თურქების მაღაზიაში. ჯერ შესული არ ვიყავი გარეთვე გამოვარდა გამყიდველი
გაკრეჭილი 32 კბილი უჩანდა აბა ძმაო რა გინდა ძმაოთი. ეს შლანგი მინდა მეთქი და ფასზე სიტყვაც რო არ მითქვია 55 გაგატან ძმაოო გამიხარდა ვიყიდე და წამოვედი აბა გამამტყუნებთ ვინმე?

levani169
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10789
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 18:04  #50813762      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე კიდენა სეტყვისგან დამცავი ბადე მინდოდა და დღეს მთელი თელავი შამოვიარე მაგრამ რად გინდა,არც ჰქონიათ არასდროს გაყიდვაში,არცა აქვთ და ალბათ არც არასდროს ექნებათ.ხოდა აგერ ჭყონიას რომ რაღაც ულაპარაკია ქართველი გლეხი დანპალი და უსაქმურიაო,ერთი პოლიპროპილენის ბადის საწარმოო ცეხი რომ ჩადგას მოკვდება ეგ ვირიშვილი ეგა?! mad.gif vik.gif


--------------------
ყველა ალხანას, თავის ჩალხანა გამოუჩნდება

######## არავინ დარჩება.@Walt





"ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ."
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 18:09  #50813786      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
levani169
ბადე? წვეთოვანი შლანგი ვერ ვიშოვე ახმეტაში და ლაგოდეხში და თბილისიდან ჩამოვიტანე.. საჩრდილობელი ბადე რომ ვახსენეგამყიდველს ყბა ჩამოუვარდა და თვალები შუბლზე აუვიდა მწერების ბადე ვიცი და ეგ რაღაც არც გამიგიაო facepalm.gif
levani169
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10789
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 18:55  #50814025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22
QUOTE
საჩრდილობელი ბადე რომ ვახსენეგამყიდველს ყბა ჩამოუვარდა

და სად იშოვე საერთოდ?
მეც საჩრდილობლად და +სეტყვისგან დამცავად მინდა.
gia1970
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17889
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 18:58  #50814035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბიჭო თევეზე მეტია სილიკონის პიშევოი შლანგს ვეძებ
გადავტყავე თბილისი და ვერ ვიშოვე
სადაც მითხრეს სილიკონიაო, ყველგან ტყუილი გამოუვიდათ
ისიც კი არ იციან გამყიდვლებმა
შლანგებს რა სამუშაო ტემპერატურული რეჟიმი აქვთ
პასუხი აქვთ: შლანგია რა ამი დედადაცაო
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 19:06  #50814079      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
levani169
რა ვიშოვე გაგებაშიც არ არიან რაზე ველაპარაკებიbiggrin.gif

gia1970
აჰა რამდენი პრობლემა გამოჩნდა უცებ და კიდევ გლეხს თხოვენ ხარისხიანი პროდუქციის ცარიელი ხელებით წარმოებას.

ატმის ჩასაწყობი ბანანის ყუთები ცალი 3 ლარი ღირდა შარშან და მე პამიდვრის ჩასაწყობად რომ დავაპირე ყიდვა მარტო ყუთი 8 კილო პამიდორი მიჯდებოდა ავდექი და ნასიპად შევაყარე მარშუტკაზე და ისე ვყიდე მართალია მიმზიდველი ვიდი არ ქონდა მაგრამ მეტი გზა არ იყოsmile.gif
gia1970
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17889
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 19:07  #50814083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთს დავწერ კიდევ, იქნებ ვინმეს გამოდგეს
მე არ ვიცოდი და დავგომდი 3 ლიტრი ოტკა გადავღვარეsad.gif
როცა გეტყვიან რომ შლანგი სილიკონისააო
სანთებელა აიღეთ და ეცადეთ ცეცხლი წაუკიდოთ შლანგის წვერს
თუ სილიკონისაა ცეცხლი არ მოკიდება იწვალებს იწვალებს მაგრამმ ცეცხლი არ აეკიდება
და რაც მთავარია ნამწვი გამურული არ იქნება
თეთრი დაფიფქულივით უნდა გაუჩნდეს ნამწვავი
* * *
vano22
ვთქვათ შენ რომ იყიდე სარწყავად შლანგი ვანის ვენაცვალე
აგიხსნეს რა ტემპერატურულ რეჟიმებზე მუშაობს?
მე ინგლისური არ ვიცი ამიტომ რუსულენოვან საიტებზე დავძვრები ხოლმე
ყველა მწარმოებელს გინდა რუსეთისა და გინდა უკრაინისა
მითითებული აქვს რომ
მაგალითად შლანგი ესა და ეს მუშაობს -10 გრადუსიდან +40 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმში
ანი თუ -15 გაეძრო ტემპერატურა დიდი შანსია შლანგი დასკდეს
ან რომ რწყავ მაგ შლანგით იქნებ რეაქციაში შედის წყალი და მიწაში ხვდება პოლიეთილენისა თუ პოლიპროპილენის თუ რაცაა იმის ნაწილაკები და არაა სასურველი მიწისთვის
ან იქნებ მზემ დააჭირა და გახურდა შლანგი
ათასი რამეა
აქ კი იციან რო შლანგია რა
ნორმალური ღვინის შლანგიც კი ძნელი საშოვნია
გოთუაზე რომ ღვინის აქსესუარების მაღაზიაა მანდ იშოვება
და კიდევ ნუცუბიძეზეა მსგავსი მაღაზია კიდევ
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

  გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 19:31  #50814196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gia1970
ერთი ისიც მითხარი სილიკონის შლანგს რა უპირატესობა აქ?

აზრზე არ ვარ რა ტემპერატურაზეა გათვლილი. ერთი ეგაა მწარმოებლის განმარტებით მიწის ქვეშ 40 წელი აქ რესურსი და მიწის მაღლა 10-15 წელი.
ქართული მეორადი წარმოების შლანგებიც მაქ და მეორე წელში დაშაშვრა დაიწყო უკვე. ზაფხულში 30-35° ტემპერატურაზე აშკარად რბილდება
levani169
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10789
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 19:41  #50814251      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხო,პრობლემა ბევრია და გადაჭრის გზები კი კუს ნაბიჯით მოდიან ჩვენამდე.
ხო კიდევ მარწყვის სამულჩი ცელოფანიც აზრზე არ არიან სადაა,ისევ თბილისის ფოე-ფოე მაღაზიებში უნდა ვიშოვო.
წვეთოვანი სარწყავის სისტემაც წელსღაა გრძივ მეტრობით რომ ყიდიან,წინა წლებში მხოლოდ ბარაბნებით იყიდებოდა და მსხვილ მიწათმფლობელებს ჰქონდათ მისი შეძენის საშუალება მხოლოდ!
მოკლედ რომელი ერთი რაღა! facepalm.gif facepalm.gif
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 597
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 23:05  #50815520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vano22 @ 21 Jun 2017, 17:43 )
QUOTE (Nat_asha @ 21 Jun 2017, 16:23 )

ჩემმა ნაცნობმა კიდევ ყველი იყიდა და შიგნით დიდი ქვამარილი იდო შუაგულში ნახევარ კილოიანი biggrin.gif  ჩაუვარდათქო ვიტყოდი მარა რაღა შუაგულში ჩაუვარდა კოხტად?

ასეთი კი არაფერი გამიგია კინაღამ სკამიდან გადავვარდი რომ წარმოვიდგინე.biggrin.gif არა რაა კრეატივს ვერ დავუკარგავთ მაგასაც ხო მოფიქრება უნდაbiggrin.gif



ვმაგაში გეთანხმები არა მარტო პროდუქციის არამედ გამყიდვლის ვიზუალსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ მოცინარ და ხუმარა გამყიდველთან სუ რიგები დგას და მოღუშულ დაბღვერილ კლიენტთან სულ ირმის რძეს რომ ყიდდეს გული არ მიმიწევს ხოლმე.


სულ ახლახანს შევიძინე წვეთოვანი სარწყავი შლანგები "თურქების მაღაზიაში" ალბათ იკითხავთ ამდენ ქართველობას იბრალებ და რატო ქართველისგან არ იყიდეო კი ბატონო გეტყვით. მივედი ქართველების მაღაზიაში და იტალიური პოლდიუმა შლანგი 70 თეთრი დამიფასეს გადავედი მეორე მაღაზიაში ჯერ ხო ძლივს აიზლაზნა რომ ენახა რა შლანგზე ველაპარაკებოდი გეგონება ხელს ვუშლიდი დასვენებაში რომ ველაპარაკებოდი თან მეორე მაღაზიის გამყიდველს ეჭორავებოდა და ხუთჯერ მამეორებინებდა სიტყვას მოკლედ იქაც 70 დამიფასეს ვევაჭრე ვევაჭრე და 65 ზე ჩამოვიყვანე ამ დროს ვხედავ რომ თურქებს იგივე შლანგზე 60 უწერიათ ვეუბნები აგერ ძმაო შენც ხომ ხედავ 60 ად ყიდიან და რაღა იმათ გავუსაღო მოდი გამატანე 60 ად მეთქი. ახტა დახტა დააყარა ამ შლანგებს მამა პაპის ძვლები და არ დამიკლო ის 5 თეთრი. ბოლო ბოლო თავი დებილად ვიგრძენი შევეშვი და მივედი თურქების მაღაზიაში. ჯერ შესული არ ვიყავი გარეთვე გამოვარდა გამყიდველი
გაკრეჭილი 32 კბილი უჩანდა აბა ძმაო რა გინდა ძმაოთი. ეს შლანგი მინდა მეთქი და ფასზე სიტყვაც რო არ მითქვია 55 გაგატან ძმაოო გამიხარდა ვიყიდე და წამოვედი აბა გამამტყუნებთ ვინმე?

biggrin.gif ხედავ? ისევ ქართველმა გახეირა, იმას რომ არ გამოეგდე ხო მისცემდი ძვირს?

This post has been edited by Nat_asha on 21 Jun 2017, 23:11
gia1970
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17889
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 23:17  #50815629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22
http://www.silverprom.com.ua/ware/68
აბა ნახე, რუსულადაა
მე არყის გამოსახდელად მინდა
-50-დან +250 გრადუსამდე მუშაობს
პიშევოია, სუნს და გემოს არ გადასცემ, რეაქციაში არ შედის
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 597
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 21 Jun 2017, 23:18  #50815637      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (levani169 @ 21 Jun 2017, 18:04 )
მე კიდენა სეტყვისგან დამცავი ბადე მინდოდა და დღეს მთელი თელავი შამოვიარე მაგრამ რად გინდა,არც ჰქონიათ არასდროს გაყიდვაში,არცა აქვთ და ალბათ არც არასდროს ექნებათ.ხოდა აგერ ჭყონიას რომ რაღაც ულაპარაკია ქართველი გლეხი დანპალი და უსაქმურიაო,ერთი პოლიპროპილენის ბადის საწარმოო ცეხი რომ ჩადგას მოკვდება ეგ ვირიშვილი ეგა?! mad.gif vik.gif

ისე ჩინური საიტებიდან რომ გამოიწეროთ არ გიცდიათ? ადრე მაინტერესებდა და იყო რულონებით, ფასები არ მახსოვს, მოვძებნი და დავდებ და დავადგინოთ რამდენად ღირს და ხარისხიანი არის თუ არა. მე ძალიან მომწონს ეგ ბადეები. ბევრი არაქართული ვიდეო მაქვს იუთუბზე ნანახი ოღონდ იქ ისეთი ნავაროჩენი სისტემებით არის დაყენებული რომ ისეთზე ვერ ვიოცნებებ ჯერჯერობით biggrin.gif ავტომატურად რომ იხსნება სეტყვაზე და პულტით რომ იმართება ეჰ biggrin.gif მოვძებნი ლინკს იმ ბადისას და ვნახოთ რა არის განვიხილოთ biggrin.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (33) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0330 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]