forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (37) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შერეული მეურნეობა, რითი სჯობია შერეული ერთი მიმართულების მეურნეობას
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1065
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

  გამოგზავნილია: 16 Nov 2017, 14:26  #51678662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ მეგობრებო. ზოგი მიცნობთ , ზოგიც არა, ზოგმა იცით ჩემი აზრები ზოგმაც არა biggrin.gif lol.gif
მოკლედ რათქმაუნდა მეურნეობაში არის ბევრი სფერო დაყწებული 1 წლიანი კულტურებიდან დამთავრებული მეფრინველეობა-მეცხოველეობით.
ვთქვათავიღოთ ერთი სამაგალითო ფერმერი და დავარქვათ კლარა gigi.gif (სახელი მოდის ჩემი ქათმის სახელიდან და გაპროტესეტებას არ ექვემდებარება) კლარაში არ მიგულისხმოთ მე. ანუ ამას რასაც ვწერ არ ნიშნავს იმას რომ მე ვაპირებ ამის გაკეთებას. გამორიცხვით არაფერი არ უნდა გამორიცხო მაგრამ ამინც ანუ იდეაში მე არ მაქვს, უბრალოდ ვფიქრობ ხოლმე რა შეიძლება გააკეთოს ფერმერმა სხვადასხვა ვარიანტებს, რომელი უფრო მომგებიანი იქნება და თქვენც გაგიზიარებთ.
კლარა ცხოვრობს ფერმაში და გადაწყვიტა ხელი მოკიდოს მეფრინველეობა-მეცხოველეობასერთდროულად yes.gif gigi.gif ადგა და გადახედა და შეადგინა სია თუ რა უნდა იყოლიოს:
1. ქათამი 10 დედალი 3 მამალი
2. იხვი 10 დედალი 3 მამალი
3. ღორი 1 სადედე კარგი ჯიშის ( ლანდრასი, იორშირი დურუკი ან მსგავსი ჯიში)
4. კურდღელი 3 დედალი 1 მამალი (ესენიც კარგი სახორცე ჯიშები რათმქუნდა)
5. თხა 5 დედალი და 1 მამალი. (ზაანური ჯიშის)
6. ცხვარი 5 დედალი 1 მამალი (უფრო იმერული ჯიშის ალბათ)


ჰა აბა დავიწყოთ ეხლა რა ტანხა დასჭირდება ამ საქონლის შესაძენად, რას რამდენი ფართი დასჭირდება დასადგომად , რა რაოდენობის საკვები წლიურად ან დღიურად და ასე შემდეგ. ამასობაში იმასაც გეტყვით რატომ გადაწყვიტა კლარამ რომ ასე მისდებ-მოსდებოდა რამდენიმე სახეობას და არ გადაწყვიტა ერთი სახეობა მოემრავლებინა, თუ რათმქაუნდა ვინმეს დააინტერესებს
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2244
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 16 Nov 2017, 18:36  #51680012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Nat_asha
დავიწყოთ აქედან: პირველი, შერეული მეურნეობა იმისთვისაა კარგი რომ ხდება ფულის დეცენტრალიზაცია სხვადასხვა დარგში ეს იმას ნიშნავს რომ თუ წელს მაგალითად მას ღორები დაეღუპა სხვა პროდუქტი დააბალანსებს შემოსავალ-ზარალს. ჩემი აზრით იხვს არ უნდა გაეკარო biggrin.gif . მეორე, ეს რაოდენობა თუ მარტო ოჯახისთვის ეყოლება თორემ შემოსავალი თითქმის არ ექნება ან/და ექნება მაგრამ მიზერული იმიტომ რომ მოგების მარჟა არც ისეთი მაღალია ზოგ პროდუქტზე. მესამე ყველა საქონელი-ფრინველი ვერ ეყოლება ერთ ფერმაში უნდა მოხდეს სეგმენტაცია, ისე რომ დაცული იყოს ყველა კანონი, როგორც ვიცი 200-300 მეტრი ფერმებს შორის და სოფლის გარეთ. აი ჩემი აზრით შერეული ბიზნესი იქნება ასეთი :
1. ქათამი 50 დედალი 5 მამალი
2. ღორი 10 დედა ღორი
3. 20 ძროხა და 30 სახორცე ბუღა
4. თხა სადღაც 20-30 ცალი
5. ხოხობი, კაკაბი, ციცარი სადღაც 10-10 დედალი 2-2 მამალი
ამ ყველაფერს დამატებული სადღაც 200-250კვ.მ-ზე გაკეთებული ჰიდროპონიკა. ცხვარი არაა საჭირო როგორც იხვი.
რაც შეეხება ქერი-სიმინდი-იონჯა ეს ადგილის შესაბამისად. მაგალითად თუ ქართლში ქერი შეისყიდოს ადგილზე, იონჯა დათესოს საკუთარ 5-7 ჰექტარზე. ხოლო სიმინდი კახეთში. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სეზონზე მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს შესანახი შენობა ესეც გარკვეულ ხაჯთან არის დაკავშირებული smile.gif ფართი თვითონ საქონლისთვის ალბათ სადღაც ასე - 1 ქათამი ციცარი კაკაბი ხოხობი - 0.2-0.25კვ.მ ; 1 ღორი თავისი გოჭებით 6-8კვ.მ ; 1 მეწველი ძროხა (ხბოს გარეშე) 6კვ.მ. ხბო - 4კვ.მ (ზრდაზე 1დღე-6თვე); სახორცე - 4კვ.მ ; თხა - 2კვ.მ
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2389
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 16 Nov 2017, 21:18  #51680684      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SoSeLa მაგ ყველაფერს რამდენი კლარა დაჭირდება?smile.gif


--------------------
ვალუტის გაცვლითი კურსი....

1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????

დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.
levani169
გათხოილი ვარ,გათხოილი!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12211
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 16 Nov 2017, 22:00  #51680890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha
QUOTE
ჰა აბა დავიწყოთ ეხლა რა ტანხა დასჭირდება ამ საქონლის შესაძენად, რას რამდენი ფართი დასჭირდება დასადგომად , რა რაოდენობის საკვები წლიურად ან დღიურად და ასე შემდეგ.

თანხაზე მნიშვნელოვანი ისაა თუ რამდენად შრომისუნარიანია ბატონი კლარა ამდენი საქმის საკეთებლად?არაა ეგრე მარტივი ქაღალდზე დაწერილის რეალურად განხორციელება.ციბრუტი დავარქვათ კლარას,უფრო შეესაბამება ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში! biggrin.gif


--------------------
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო!
"გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!"

მოიცა ვერ გავიგე აბა რუსეთი გინდათ???
ეგაა ევროპა! @ dega
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1065
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 10:21  #51682568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SoSeLa
აი ზუსტად ეგაა რომ შერეული მეურნეობა მე ასე მგონია რომ არის სოფლის მეურნეობაში სწორი გამოსავალი რომ არ დარჩე 0-ზე ერთ დღესაც.
რაც შეეხება შენ რიცხვობრივად საკმაოდ გაგიზრდია ყველა საქონელი და ძროხები დაგიმატებია აუარება biggrin.gif აამას დამატებული საჭმელი და მოვლა, მაგას მართლა 1 კლარა ვერ ეყოფა და ტანხაც რომ ძალიან ძვირი დაუჯდება?
ანუ იდეაში მე დავწერე მცირე რაოდენობები და რატომ გეტყვი რომ მინიმალური თანხებით დაიწყოს მეურნეობა ადამიანმა, თან დამხამრის გარეშე. ძროხა ცოტა რთული მოსავლელი მგონია და ამიტომ ამოვრიცხე საწყის ეტაპზე. აი მარტო 20 ძროხას და 30 სახორცე ბუღას რო ტანხა დასჭირდება ეგ თანხა როგავყოთ ბევრზე მაგდენით რომ დაიწყოს ადამიანმა biggrin.gif
იხვები და ცხვრები რატომ არა? რა პრობლემას გამოიწვევს მათი ყოლა?
და კიდევ გამოყოფით ერთმანეთისგან გამოყოფილი ეხლა 200-300 მეტრით ვერ იქნებიან ერთმანეთისგან მაგრამ რარაცა დისტანცია იქნება და თანაც ეგეც გასარკვევია რამდენად გადააქვთ ერთმანეთთან დაავდებები ან რამდენად ავადდებიან საერთო დაავადებებით, აი მაგალითად თხა და ცხვარი ერთად იქნება არ ააქვთ პრობლემა.
ანუ კლარა დაიწყებს მცირე მეურნეობით და შექმნის კარგ სადედე გუნდებს, რომლებისგანაც მიიღებს შემდგომში შემოსავალს. 1-2 წელი კლარა არავითარ შემოსავალს არ ელის მათგან. ისიც საკმარისი თუ კარგ გუნდს შექმნის. დამხამრეებიც ეყოლება მერე უკვე რაოდენობის ზრდასთან ერთად.
აი მე ვფიქრობ რომ ეს კლარა თავის სასოფლო მაღაზიას გააკეთებს 4-5 წელში როცა სტაბილური რაოდენობის ნამატი ეყოლება და ექნება ყოველდღიურად ვთქვათ 1 ციკანი, 10 კურდღელი, 5 ქათამი, 5 იხვი. 100 კვერცხი, გარკვვეული რაოდენობის თხის ყველი ან სულგუნი, ღორის ხორცი, (შეიძლება საქონელიც დაემატოს მერე დროთა განმავლობაში) მოკლედ კაი მაღაზია გავუხსენი კლარას biggrin.gif
ცხვარი მე მარტო კომერციულად არ დავწერე. სოფლად რამდენიმე ცხვარი საჭიროა ჩემი აზრით, კარგია მატყლი, კარგია ხორცად, კარგია გუდისყველად თუ იქნება რძე რათქმაუნდა, მოკლედ კარგი რამეა მაინც, იმერული მაგიტომ დავწერე რომ ეზოში კარგად ჩერდება ეგ. 1000 კვმ-ზე რო გაუშვა იქნება მშვენივრად 10-20 ცხვარი, ბალახს მოუტან.
* * *
vano22
ჩემს დაწერილსაც არ ეყოფა 1 კლარა? ძალიან მონდომებული რომ იყოს? biggrin.gif
levani169
QUOTE
თანხაზე მნიშვნელოვანი ისაა თუ რამდენად შრომისუნარიანია ბატონი კლარა ამდენი საქმის საკეთებლად?არაა ეგრე მარტივი ქაღალდზე დაწერილის რეალურად განხორციელება.ციბრუტი დავარქვათ კლარას,უფრო შეესაბამება ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში! biggrin.gif


ციბრუტას ეძახდნენ ერთ ჩემს მეზობელს ეხლა ის გამახსენდა და წარმოვიდგინე ის და ჩაფლავდებოდა იმდღესვე, იმიტომ რომ ეგრევე დანას მისცემდა საკლავებს და შეყრიდა სოფელს, გამოთვრებოდა და დაიწყებდა მერე ციბრუტივით ტრიალს biggrin.gif biggrin.gif

SoSeLa
vano22
levani169
ისე აი რამდენად რეალურია თქვენი აზრით ასეთი იდეა?

This post has been edited by Nat_asha on 17 Nov 2017, 10:31
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2389
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 11:04  #51682758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha

1. ქათამი 10 დედალი 3 მამალი
2. იხვი 10 დედალი 3 მამალი
3. ღორი 1 სადედე კარგი ჯიშის ( ლანდრასი, იორშირი დურუკი ან მსგავსი ჯიში)
4. კურდღელი 3 დედალი 1 მამალი (ესენიც კარგი სახორცე ჯიშები რათმქუნდა)
5. თხა 5 დედალი და 1 მამალი. (ზაანური ჯიშის)
6. ცხვარი 5 დედალი 1 მამალი (უფრო იმერული ჯიშის ალბათ)



ამ ყველაფერს ეყოფა 1 კლარა მაგრამ მაქედან რა მოგება უნდა მიიღოს დახარჯული დროის სანაცვლოდ?


10-10 ქათამი და იხვი რა მოგებას იძლევა?

1 ღორი ჰა ჰა 25 გოჭია წელწადში აქედან 10 გოჭი თვითღირებულების დასაფარადაა საჭირო.

კურდღლის გაგონებაც არ მინდა კურდღელი ან ძალიან უნდა გიყვარდეს და მაგიტომ გყავდეს ან სპორტული ინტერესის გამო. კურდღელი რასაც ჭამს იმასაც ვერ ანაზღაურებს თუ ბაჭიები მართლა 20 ლარებში არ ყიდე.

5 თხას და 5 ცხვარს ტყე ტყე უნდა სდიოს კლარამ დილიდან საღამომდე დარში და ავდარში?
მწყემსობა ერთერთი ყველაზე მტანჯველი საქმიანობაა.





* * *
ანუ კლარა დაიწყებს მცირე მეურნეობით და შექმნის კარგ სადედე გუნდებს, რომლებისგანაც მიიღებს შემდგომში შემოსავალს. 1-2 წელი კლარა არავითარ შემოსავალს არ ელის მათგან. ისიც საკმარისი თუ კარგ გუნდს შექმნის. დამხამრეებიც ეყოლება მერე უკვე რაოდენობის ზრდასთან ერთად.
აი მე ვფიქრობ რომ ეს კლარა თავის სასოფლო მაღაზიას გააკეთებს 4-5 წელში როცა სტაბილური რაოდენობის ნამატი ეყოლება და ექნება ყოველდღიურად ვთქვათ 1 ციკანი, 10 კურდღელი, 5 ქათამი, 5 იხვი. 100 კვერცხი, გარკვვეული რაოდენობის თხის ყველი ან სულგუნი, ღორის ხორცი, (შეიძლება საქონელიც დაემატოს მერე დროთა განმავლობაში) მოკლედ კაი მაღაზია გავუხსენი კლარას biggrin.gif


5 წელში სხვა შემოსავლის გარეშე მარტო მაგ ბიზნესით ამ შედეგს ვერ დადებს შანსი არაა.
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1065
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 11:16  #51682825      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
5 თხას და 5 ცხვარს ტყე ტყე უნდა სდიოს კლარამ დილიდან საღამომდე დარში და ავდარში?
მწყემსობა ერთერთი ყველაზე მტანჯველი საქმიანობაა.

არა შემოღობილ ტერიტორიაზე მოუწევთ ყოფნა როგორც ზოოპარკში biggrin.gif მაგათი კვების საკითხს სხვაგვარად ვწყვეტ მე smile.gif ეხლავე გაგანდობთ ამ მეთოდს.
https://www.youtube.com/watch?v=1yrAJebGF94
* * *
QUOTE
ამ ყველაფერს ეყოფა 1 კლარა მაგრამ მაქედან რა მოგება უნდა მიიღოს დახარჯული დროის სანაცვლოდ?

მოგებაზე არაა 1-2 წელი ორიენტირებული. დათანაც ისიც მინდა გავითვალისწინოთ რომ ეს კლარა შეიძლება იყოს ნაწილობრივ პინგვინი ამ საკითხში, ვერ ერკვეოდეს მეურნეობაში კარგად და ამიტომ დასაწყისისთვის მცირე რაოდენობა უნდა ყავდეს აუცილებლად რომ პრაქტიკული ცოდნა მიიღოს გაცნობიერებულად და წეისერად და არ იყოს გიჟურ სტადიაში, საქმისგან რომ ვერარ აზროვნებს ადამიანი.
კურდღლებს რაც შეეხება კურდღლებიც შეიძლება ეგეთ კმწვანე კვების მეთოდზე გყავდეს და ძვირი არ დაჯდება, მარცვლეულის მოყვანას ჩემი აზრით აზრი არ ააქვს, სჯობს სეზონზე იყიდო საჭირო რაოდენობის იაფად. და მწვანე ბალახი კიდევ აწარმოო შენ თითონ და ამითი ზამთარშიც აგიზრდება მათი პროდუქტიულობა და თან არის ბუნებრივი საკვები. უფრო ქერს და ხორბალს იყენებენ, აგრეთვე ურევენ სიმინდსაც და მზესუმზირასაც საჭიროების მიხედვით და სხვადასხვა ბალახის თესლებსაც
მაგ მეთოდით თესლისგან შეგიძლია 6-ჯერ მეტი რაოდენობის ნივთიერების მიღება შეგვიძლია, ანუ 1 მარცვალი ხორბლის შემცველობა მიშ 7 დღის ჯეჯილში არის 6-ჯერ მეტი. შესაბამისად კვება 6-ჯერ იაფი ჯდებაო ასე უწერიათ და ამბობენ ფერმერები, თუმცა მე არ გამომიცდია რეალურად და ვერაფერს ვიტყვი თუმცა ცდად ღირს. მითუმეტეს ზამთარში თივის მიცემას ამ ხასხასა ბალახის მიცემა რომ ბევრად სჯობს მემგონი არ შემედავებით მაგაზე, განსაკუთრებით თუ მეწველ ორგანიზმზე გვაქვს საუბარი biggrin.gif gigi.gif
* * *
QUOTE
5 წელში სხვა შემოსავლის გარეშე მარტო მაგ ბიზნესით ამ შედეგს ვერ დადებს შანსი არაა.


დაახლოებით რა შედეგი შეიძლება დაიდოს დავთვალოთ, რა სულადობაზე ავა თითოეული საუკეთესო მოვლის პირობებში
1 წლის მერე
2 წლის მერე
3 წლის მერე

მართლა ძალიან მაინტერესებს რამდენად პროგრესული შეიძლება იყოს ზრდა

This post has been edited by Nat_asha on 17 Nov 2017, 11:28
levani169
გათხოილი ვარ,გათხოილი!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12211
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 12:32  #51683193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha
QUOTE
ისე აი რამდენად რეალურია თქვენი აზრით ასეთი იდეა?

აი წარმოიდგინე ეხლა ცხვარი და ძროხა მხოლოდ (ღორს და იხვს მიუყრი საკვებს და არიან თავისთვის),ძროხის მოწველას რამდენი დრო სჭირდება,ენერგიას და მოწველამდე მოყვანას რომ თავი დავანებოთ რაც არანაკლებ შრომატევადია,მერე ცხვრების დაწველა,ამათი ნაწველის მოვლა მიხედვა და + იმავე ცხვარ ძროხის დაბინავება გამოკვება,რაღა უნდა აკეთო სხვა ან როგორ ამაზე თუ გიფიქრია ქალბატონო იდეალისტო? biggrin.gif
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1065
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 12:49  #51683285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

levani169
QUOTE
ძროხის მოწველას რამდენი დრო სჭირდება,

ძროხა არ მყავს შეყვანილი მე ჩემს სიაში biggrin.gif იმიტომ რომ დამწყები ფერმერისთვის ცოტა თავისტკივილია, ჭამა ვთქვათ მოვაგვარე, მაგრამ წველის ამბავი, აპარატის ყიდვას ტანხა უნდა. ამის გარდა ძროხას თუ იყიდი უნდა კარგი ჯიში იყიდო დღეში რომ 30-40 ლიტრას იწველება მინიმუმ 25-ს მაინც რომ მოიგო, თორემ 2-3 ლიტრიანი უჯიშო ძროხით რა უნდა გააკეთო არ ვიცი. ეგ ჯიში ძროხის 4-5000-მდე მაინც გინდა რომ იყიდო 1 სული. მერე მაგას + მაგას საკვები ხო უნდა ზემოდან მაგისი თანხაც დაამატე. ძვირი ჯდება და რომ დავფიქრდი მაგიტომაც ამოვიღე ეგ ცემი სიიდან biggrin.gif ცხვრის და თხის მოწველა ადვილად გვარდება 1000 ლარად არის მაგისი საწველი. სულაც რომ არ მოწველო და თავისი ბატკან-ციკანი აზრდევინო მარტო არც ეგ იქნება ცუდი. დაჯე თხის რძით მე რამდენადაც ვიცი ნებისმიერი ნაშიერის გაზრდა შეიძლება იმდენად სასრგებლო რძე აქვს. უი სხვათაშორის მე დამავიწყდა რომ მეთქვა თქვენთვის, ჭიათურაში ვიყიდეთ ციკანი რომელსაც "ცქვიტა" დავარქვით, სულ ყურები ქონდა დაცქვეტილი, ისე მახსოვს 60 ლარი მივეცით. ხოდა ეს ციკანი წავიყვანეთ კახეთში. ჭიათურელი ციკანი გახდა კახელი. მერე 1 ბეკეკოც მოიგო და 2 ნუთელას ბანკა მაწონიც გამოგვდიოდა ყოველდღე და ცოტასაც რძედ ვსვამდით biggrin.gif მოკლედ კაი ვინმეები იყვნენ მაგრამ ბებიაჩემმა ვეღარ შეძლო მოვლა და დეიდაჩემმა მე წავიყვანო უთქვამს და წაუყვანია კარდენახში სადაც ბიძაჩემს და ჩემს დეიდაშვილს კარგად მოულხენიათ , ხმას არ ვცემდი კაი ხანი რატომ დამიკალითთქო , თან ხორციც გამომიგზავნეს და მაგაზე უფრო გავბრაზდი . ეხ ჩემი ცქვიტა ვის ხელში ჩავაგდე biggrin.gif
levani169
გათხოილი ვარ,გათხოილი!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12211
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 15:08  #51683975      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha
QUOTE
წაუყვანია კარდენახში სადაც ბიძაჩემს და ჩემს დეიდაშვილს კარგად მოულხენიათ , ხმას არ ვცემდი კაი ხანი რატომ დამიკალითთქო , თან ხორციც გამომიგზავნეს და მაგაზე უფრო გავბრაზდი . ეხ ჩემი ცქვიტა ვის ხელში ჩავაგდ

აბა,არ უნდა გცოდნოდა რომ კახელების ხელში სახაშლამე-სამწვადე მასალის ჩაგდება არ შეიძლებოდა? biggrin.gif biggrin.gif (თანაც მუქთა კიდევ)
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1065
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 15:14  #51684007      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თქვენ ვინმეს თუ გამოგიყენებიათ ესეთი რამე, ბაქტერია ცხოველებისა და ფრინველების სადგომში, ბაქტერია რომელიც სრულიად აქრობს სუნს, და აღარ საჭიროებს დასუფთავებასაც, გარდა ამისა ზამტარში ინარჩუნებს სითბოს.
levani169
გათხოილი ვარ,გათხოილი!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12211
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 15:24  #51684065      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha
ღორების ფერმა
ამგვარ რამეს გულისხმობ,ექსპრესის პოსტი საკითხი ნომერი ექვსი?

This post has been edited by levani169 on 17 Nov 2017, 15:25
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1065
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 15:31  #51684121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (levani169 @ 17 Nov 2017, 15:24 )
Nat_asha
ღორების ფერმა
ამგვარ რამეს გულისხმობ,ექსპრესის პოსტი საკითხი ნომერი ექვსი?

მსგავსი მაგრამ მე ვიცი რომ ქართველმაც გამოიგონა რაღაცა ბაქტერია, რომელიც 3 წელი 80 ლარი ჯდება, მოვძებნი ვიდეოს ლინკს და დავდებ.
აი ვიპოვნე
https://www.youtube.com/watch?v=zPViC5KryJ4

This post has been edited by Nat_asha on 17 Nov 2017, 15:33
levani169
გათხოილი ვარ,გათხოილი!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12211
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 16:41  #51684499      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მსგავსი მაგრამ მე ვიცი რომ ქართველმაც გამოიგონა რაღაცა ბაქტერია, რომელიც 3 წელი 80 ლარი ჯდება, მოვძებნი ვიდეოს ლინკს და დავდებ.
აი ვიპოვნე
https://www.youtube.com/watch?v=zPViC5KryJ4

სად დაგვეკარგა ჩაკრულო,მაგას ახსენებენ და იცის უეჭველი ამის შესახებ ყველაფერი!
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1065
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 17:07  #51684627      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (levani169 @ 17 Nov 2017, 16:41 )
QUOTE
მსგავსი მაგრამ მე ვიცი რომ ქართველმაც გამოიგონა რაღაცა ბაქტერია, რომელიც 3 წელი 80 ლარი ჯდება, მოვძებნი ვიდეოს ლინკს და დავდებ.
აი ვიპოვნე
https://www.youtube.com/watch?v=zPViC5KryJ4

სად დაგვეკარგა ჩაკრულო,მაგას ახსენებენ და იცის უეჭველი ამის შესახებ ყველაფერი!

დაუძახეთ მოვიდეს გვითხრას . პრაქტიკაში სოფლებში არ იყენებენ მე როგორც მივხვდი ხო? ნამდვილად სუნი იგრძნობა საქონელი სადაც ყავთ , რაც მტანჯველია ჩემთვის. ეგეთ სუნში გაძლება არაფრის დიდებით არ შემიძლია lol.gif + სოფლების უმეტესობაში არაა გამდინარე წყლით დასუფტავების საშუალება და რჩება ის ნაკელი გატანის მერე და მაქედანაც ათასი დაავადებები და ანტისანიტარიული მომენტებია საკმაოდ ალბათ. ჩემს ნათესავს თიანეთსი ცხოვრობს საქონელი ყავს, სანახავად შევიარე 2 წუთით და ეზოც კი ვერ გადავკვეთე ისეთი სუნი იყო ვუთხარი ვერ შემოვალთქო , გული წამივიდოდა ფიზიკურად რომც მდომოდა, და ისენი როგორ ძლებენ არც კი ვიცი, ალბათ ვერც გრძნობენ, მაგრამ რომ სუნთქავ მაგას არცეგ მგონია ჯანმრთელობისთვის კარგი.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (37) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0298 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]