forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (12) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შერეული მეურნეობა, რითი სჯობია შერეული ერთი მიმართულების მეურნეობას
levani169
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10817
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 17:49  #51684842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha
QUOTE
პრაქტიკაში სოფლებში არ იყენებენ მე როგორც მივხვდი ხო? ნამდვილად სუნი იგრძნობა საქონელი სადაც ყავთ

პრაქტიკაში კი არა თეორიაშიც აზრზე არ არიან და ასეთი რამე რომც უთხრა ურწმუნობისგან სიცილით დაიხოცებიან.აი რაც შეეხება სოფელში საქონლის სუნებს ეგ უკვე მენტალური და კულტურული თავისებურება რისი შეცვლაც ადვილად შეიძლება სურვილის შემთხვევაში ელემენტარული დასუფთავებით და ნაკელის მაშინვე გატანით მარა არა,უნდა იგრძნობოდეს მაინცდამაინც!


--------------------
ყველა ალხანას, თავის ჩალხანა გამოუჩნდება

######## არავინ დარჩება.@Walt





"ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ."
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2225
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 19 Nov 2017, 23:19  #51696481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vano22
მნოგო მნოგო biggrin.gif
Nat_asha
არა ჩემო კარგო, ეგ რაოდენობა გეყოფა მხოლოდ ოჯახისთვის. შემოსავალი თუ გინდა რაც მე დავწერე იმდენი უნდა იყოლიო რომ გიღირდეს, მე მყავდა 28 სახორცე 5 მეწველი პლიუს 50 კურდღელ-ქათამი და ერთი კაცი აგვარებდა ყველაფერს ამასთან ერთად იონჯა და სიმინდიც smile.gif. რაც შეეხება თხა და ცხვარი ერთად შეიძლება.. ეს გამოიცხე არავინ მოგატყუოს, თხა ამტანია ცხვრის დაავადებების მაგრამ პირიქით ვერა sad.gif ამიტონ ყველა ცალ-ცალკე თავიანთ ბუდეში wink.gif . სუნი კიდე თუ გექნება ფერმა ანტიბაქტერიოული კრასკით შეღებილი ან მასალით აშენებული ( პანელები ) მაშინ უნდა რეცხო მინიმუმ 2ჯერ თვეში და სუნი ნაკლებაც ასევე დაავადებაც ნუ არ დაგავიწყდეს რონ ნაკელის წყლით ყოველდღე ჩამორეცხვა smile.gif
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1011
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 02:31  #51697281      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგია რომ ფიქრობთ, ანგარიშობთ, ითვლით, და მერე ნაფიქრალ-ნაანგარიშევს აქ წერთ.
ნამდვილად პოზიტიურია.
შეიძლება ხშირად სინამდვილეს აცდენილია, მაგრამ კარგია.
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 601
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 11:01  #51697902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არა ჩემო კარგო, ეგ რაოდენობა გეყოფა მხოლოდ ოჯახისთვის. შემოსავალი თუ გინდა რაც მე დავწერე იმდენი უნდა იყოლიო რომ გიღირდეს, მე მყავდა 28 სახორცე 5 მეწველი პლიუს 50 კურდღელ-ქათამი

SoSeLa
რათქმაუნდა თავიდან მეტს ვერც ეყოფა . მე ვამბობ იმას რომ 20 ძროხის ყიდვას რამდენი ფული უნდა? მაგდენი ფული არ მაქვს. ვთქვათ ავიღოთ სიტყვაზე 10 000 ლარი მაქვს და მინდა შერეულ მეცხოველეობა-მეფრინველეობას მოვკიდო ხელი. 10 000 ლარად 2 კარგი მეწველი ძროხა მომივა მხოლოდ. 30-40 ლიტრს რომ იწველება და 20 კილომდე მწვანეს და კიდევ მარცვლეულს ჭამს დღეში. ამის წამის ფულიც ხომ გჭირდება.
კარგი ვთქვათ განვავითაროთ ეს იდეა რომ მყავს 2 ძროხა. მე კონკრეტულად ძროხასთან ყველაზე ნაკლები შეხება მქონია, მე ვიცი უმეტესად პატარა ცხოველები, რომლებიც ბებიაჩემს ყოლია ან მე მყოლია. ეხლა ჩამოგითვლი რაც მყოლია : თხა, ღორი, ვირი, ქათამი, იხვი, კურდღელი. სხვა მემგონონი ოჯახში არ გვყოლია. ძროხა ვიცი რომ მტელი წლის განმავლობაში ვერ მოიწველება. მაგრამ რამდენხანს გრძელდება მისი წველადობა არ ვიცი. მითხარით წლის განმავლობაში რამდენი თვე შეიძლება მოიწველოს ძროხა. ანუ წელიწადში რამდენი ლიტრი რძე შემიძლია საშულოდ მივიღო 2 ძროხისგან? რამდენადაც ვიცი ძროხის ყველს 10 ლიტრი რძე უნდა ამოსაყვანად თუ ვცდები?
მე უბრალოდ მინდა რომ ვიმსჯელოთ რაც შეიძლება მცირე თანხებით ფერმერს თუ აქვს საშუალება 4-5 წელში რაღაცა შემოსავალს მიაღწიოს. რაღაცა შმოსავალში ვგულისხმობ იმას, რომ მარტო არ ჭამდეს და ბოსელში არ იჯდეს, რომ ქონდეს უკვე იმდენი რომ იქირაოს დამხამრეები და უფრო სუფთა საქმეებს აგვარებდეს. რათქმაუნდა მე ისიც კარგად მესმის რომ თუ ფერმერობა გინდა უნდა შენ აკონტროლო პირადად ყველაფერი თორემ ნაქირავებ მაყვალას სულ ფეხებზე ჰკიდია შენი ბიზნესი...
შერეული მეურნეობა მემცენარეობაშიც, მეხილეობაშიც, მეფრინველეობასა და მეცხოველეობაშიც მე სწორი მგონია, ეს არის ერთგვარი გარანტია, (რათქმაუნდა 100 %-იანი გარანტი აარ არსებობს, შეიძლება წყალდიდობა მოხდეს და ცხოველ ფრინველ-მცენარიანად სულ გაგანადგუროს, მაგრამ ავადმყოფობების მხრივ მეგონია გამოსავალია) ზოგჯერ ერთი მოსავალია კარგი , ზოგჯერ მეორე მოსავალს ააქვს კარგი ფასი და ასე შემდეგ. საერთოდ დაავადებებეიც როდესაც ერთნაირი მიმართულებით მიდიხარ უფრო ადვილად ჩნდებიან და მრავლდებიან, მავნებლებიც ხომ ასე არიან.
მინდა რომ გავაკეთოთ ვირტუალური ფერმა, ოღონდ გართობის მიზნით კი არა, უფრო შეცნობის მიზნით.
QUOTE
შეიძლება ხშირად სინამდვილეს აცდენილია, მაგრამ კარგია.


kaxaberski66
კი იქნება აცდენილი მაგრამ ეგ მინდა რომ რეალობასთან მივიყვანო ზუსტად smile.gif არაა ნამდვილად საქმე ისე რომ თქვა წავალ სოფლის მეურნეობაში და ავშენდები და არც ისეა რომ წავალ სოფლის მეურნეობაში და დავიქცცევიო. სწორი მიდგომა უნდა და 1 დღეში არ გამოვა

This post has been edited by Nat_asha on 20 Nov 2017, 11:05
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1930
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 12:59  #51698398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბიო ბაქტერია წვრილ წვრილი მატლებია რომლებიც ნაკელს გადაამუშავებენ და გროვა გროვა დაფუთფუთებენ ნახერხშიო და ნეტა მართალია? ნამდვილად არ მაქ სურვილი მატლების ფუთფუთს ვუყურო ჩემ საღორეშიsad.gif


--------------------
ვალუტის გაცვლითი კურსი....

1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????

დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2225
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 13:30  #51698544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Nat_asha
ძროხა უნდა გაითვალისწინო რომ ღორისთვისაც დაგჭირდება რომ შრატზე გაზარდო ისინი. თავიდან 3-4 ძროხა გეყოფა ყველაფრისთვის. ძროხა იწველება საერთოდ კლასიკურად მაღალ მეწველები 300-305 დღე წელიწადში, ქართულები 250-260 დღე მეტი არა. მე პირადად ვურჩევდი ყველას რომ იყიდონ სიმენტალის ძროხები მე მყავდა და შესანიშნავი ჯიშია ასევე ვურჩევდი რომ ყველამ იქონიოს დაზღვევა თითოეულ საქონელ-შენობა-დანადგარზე. როგორც ვიცი 1 ძროხის დაზღვევა 20 ლარია წელიწადში. თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე რომ ნაკლები თანხით ნელა-ნელა განვავითაროთ საქმე, მაშინ უნდა ვიყიდოთ ხბოები და ნელა-ნელა გამოვზარდოთ, აქ დიდი პლიუსი ისაა რომ იცი რითი იქნება გაზრდილი შენი ძროხები ნუ მინუსი დროა რა თქმა უნდა biggrin.gif მაგრამ სანამ მათ გაზრდი უნდა დააბალანსო შემოსავალი ღორის ქათმისა და კურდღლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალით.

This post has been edited by SoSeLa on 20 Nov 2017, 13:31
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 601
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 13:31  #51698550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vano22 @ 20 Nov 2017, 12:59 )
ბიო ბაქტერია წვრილ წვრილი მატლებია რომლებიც ნაკელს გადაამუშავებენ და გროვა გროვა დაფუთფუთებენ ნახერხშიო და ნეტა მართალია? ნამდვილად არ მაქ სურვილი მატლების ფუთფუთს ვუყურო ჩემ საღორეშიsad.gif

ნუ შეხედავ კაცო, სუნი რომ არ იქნება ეგ ხო ძაან მაგარია, ტანაც მატლები არ მგონია, ბაქტერიებიო და ბაქტერიები თვალით უხილავი არსებებია თუ მიკროსკოპს არ მიიტან და არ დააკვირდები biggrin.gif lol.gif gigi.gif
* * *
SoSeLa
QUOTE
სიმენტალის ძროხები მე მყავდა და შესანიშნავი ჯიშია

რამდენია მაგისი წველადობა წლიურად საშუალოდ და რა ღირს ?
QUOTE
თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე რომ ნაკლები თანხით ნელა-ნელა განვავითაროთ საქმე, მაშინ უნდა ვიყიდოთ ხბოები და ნელა-ნელა გამოვზარდოთ,

ძროხის შემთხვევაში ეგ აზრი არ მომწონს biggrin.gif 3 წელი ჯერ ველოდო რო შევაჯვარო მერ 9 თვე და ფაქტიურად 4 წლის მერე დავინახავ მოგებას? biggrin.gif არ მინდა ეგეთი. პირველივე წელსვე რომ მოიგოს და იწველებოდეს ეგეთი უნდა იყოს ძროხა თუ გინდა ჩემი აზრით
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2225
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 16:01  #51699312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Nat_asha
მე მყავდა ხარი ძროხა დავწერე შემეშალა sad.gif ვიყიდე 500 დოლარად (2თვის) 2წლის ცოცხალი წონა იყო 630 კილო. დედამისი იყოს 640კილო და იწველიდა 34 ლიტრას პირველ მაკეობას პატრონი ელოდებოდა 45 ლიტრას. ეს ჯიში იყო ფლექვი ანუ ავსტრიული სიმენტალი უფრო სახორცე ხაზია მეტწილად მაგრამ წველადობა 32-45 ლიტრა არის სტანდარტი.
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 601
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 16:18  #51699401      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (SoSeLa @ 20 Nov 2017, 16:01 )
Nat_asha
მე მყავდა ხარი ძროხა დავწერე შემეშალა sad.gif ვიყიდე  500 დოლარად  (2თვის) 2წლის ცოცხალი წონა იყო 630 კილო. დედამისი იყოს 640კილო და იწველიდა 34 ლიტრას პირველ მაკეობას პატრონი ელოდებოდა 45 ლიტრას. ეს ჯიში იყო ფლექვი ანუ ავსტრიული სიმენტალი უფრო სახორცე ხაზია მეტწილად მაგრამ წველადობა 32-45 ლიტრა არის სტანდარტი.

რაღა სახორცე ეგ ყოფილა მერძევე ჯიში biggrin.gif სახორცე 900-1100 კილო მაინც უნდა იყოს "მამალი ძროხა" lol.gif
ისე სოფლის მეურნეობის მინისტრს ყოლია ბევრი(ზუსტად არ ვიცი რამდენი სული მაგრამ ბევრი biggrin.gif ) საუკეთესო ძროხა 40 ლიტრს რომ იწველის დღეში. რაღაცა პროექტი რომ იყო, სახელმწიფომ საკუთარი თანხებით რომ შემოიყვანა ძროხები ჩვენი ბიუჯეტიდან რომ ფული გადავიხადეთ და ვითომ რომ მერე გლეხებისთვის 80 %-იანი ფასდაკლებით უნდა ეჩუქებინათ ალბათ თავის თავს აჩუქა და თითონ მდიდრდება. თავის ფერმაში რომ იხედება ყველაფერი კარგადაა, სახელმწიფო ეხმარება და ალბათ მაგიტომ უკვირს სხვა ფერმერები უკმაყოფილოები რომ არიან biggrin.gif lol.gif სხვებიც ეგრე გონია ალბათ და

This post has been edited by Nat_asha on 20 Nov 2017, 16:20
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1930
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 18:18  #51699970      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha რაის სუნი მე სულ არ მაწუხებს საქონლის სუნიsmile.gif მატლის ბაქტერიად მონათვლა მარკეტინგული ხრიკი იქნება.
გავიგე თიანეთში აქვთ გამოყენებული ეგ მეთოდი ერთერთ მეღორეობის კომპლექსში მაგრამ პირადად არ მინახია




SoSeLa
ძროხა რაღაზე იზღვევა?smile.gif

This post has been edited by vano22 on 20 Nov 2017, 18:22
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2225
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 18:49  #51700135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Nat_asha
900-1100კგ 3 წელი და მეტი wink.gif იცი რა არის ლიტრობას არ უნდა უყურე ეგრე ჰოლშეინის რეკორდი არის 118 ლიტრი როგორც მახსოვს ისე სტანდარტულად 60 ლიტრამდე მაგრამ რად გინდა ცხიმიანობა მაგას არ აქვს, ჩემი აზრით 35-40 ლ. მოგცეს და კარგი ცხიმიანი ეგ ჯობია smile.gif
vano22
ათასი რამის თავის არიდების მიზნით, პირველ რიგში გაბერვისგან biggrin.gif
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1011
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 23:37  #51701622      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SoSeLa
ეგ სიმენტალის ჯიშის საქონელი საქართველოში გყავდა?
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2225
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 00:36  #51701933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
kaxaberski66
კი ბატონო smile.gif
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1011
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 01:48  #51702204      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SoSeLa
გვითხარი როგორ კვებავდი. რას აჭმევდი და როგორი რაოდენობით და პერიოდულობით. მოვლის წესი და რაც კიდევ საინტერესოა მაგ ჯიშთან დაკავშირებით. აქ ეს საკითხები ბევრს აინტერესებს.
ეხლა გყავს თუ აღარ? და რომელ რაიონში გყავს თუ გყავდა?
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 601
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 10:14  #51702708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SoSeLa
kaxaberski66

გვაინტერესებს სად შეიძინე და რა ფასად. ცხიმიანობა შეიძლება დაბალი აქვს მაგრამ ბავშვთა კვებაში მაგალითად პირიქით უცხიმო უკეთესია. 4%-მდე ცხიმი კარგიც არის ჩემი აზრით.
კვებას რაც შეეხება მე მაინტერესებს მეცხოველეობაში ქერის, სიმინდის და ხორბლის 7 დღიან ნაზარდ მწვანე მასას რატომ არ იყენებენ საქართველოში? ზამთარში თივას აჭმევს ზოგი მარტო და რძე უნდათ. მწვანე კვებით რძის მიმართულებითაც და ხორცის მიმართულებითაც ძალიან კარგად შეიძლება გაიზარდოს პროდუქტიულობა..
1 სულ ძროხას ზამთრისთვის რამდენ თივას და იონჯას ტუკს ყიდულობენ და რა ჯდება ? ანუ დღეში რამდენი კილო მწვანე უნდა ჭამოს ნორმალური კვებისთვის ძროხამ?
აგრეთვე მაინტერესებს მარცვლოვანებიც დამატებით რამდენი უნდა მიიღოს მეწველმა და სახორცემ?
და კიდევ აი ძროხები რომ იბერებიან რა არის გაბერვის მიზეზი? საკვები რომ არის ეგ კი ვიცი მაგრამ რა ტიპის კვება ბერავს?


0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (12) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0247 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]