forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (37) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შერეული მეურნეობა, რითი სჯობია შერეული ერთი მიმართულების მეურნეობას
levani169
გათხოილი ვარ,გათხოილი!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12230
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 14:18  #51703763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha
QUOTE
და კიდევ აი ძროხები რომ იბერებიან რა არის გაბერვის მიზეზი? საკვები რომ არის ეგ კი ვიცი მაგრამ რა ტიპის კვება ბერავს?

როგორც მე ვიცი (ჩემი დაკვირვებულობით და შორსმჭვრეტელობით) უნახავი რომ ნახავს ახალ საკვებს,უზომოდ იცის მიძღომა და წიგნარა ისე ევსება რომ კეტავს კუჭიდან ამოსასვლელ გაზებს,არადა უმარტივესი პროცედურაა ფერდში დიდი (მარცხენაში) გრძელი ნემსი და პრობლემაც გვარდება.მერე კი უკვე რომ შეეჩვევა საკვებს საერთოდ აღარ აქვს მაგის პრობლემა.


--------------------
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო!
"გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!"

მოიცა ვერ გავიგე აბა რუსეთი გინდათ???
ეგაა ევროპა! @ dega
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1072
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 14:38  #51703874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
უნახავი რომ ნახავს ახალ საკვებს,უზომოდ იცის მიძღომა და წიგნარა ისე ევსება რომ კეტავს კუჭიდან ამოსასვლელ გაზებს,

levani169
ანუ თუ ნებიერად არის გაზრდილი და მწვანე არ აკლია და ზომიერად აძლევ ყოველდღე ეგრე არ დაემართება ხო?
მოკლედ მე ძალიან მიკვირს ამ ჰიდროპონიკურ ჯეჯილზე რატომ არ გადადიან მესაქონლეები. საქართველოშიც არის წარმოება უკვე რამდენიმე თვეა. ქუთაისშია და ესიგი 50 კვადრატული ჯდება 15 000 ლარამდე მოწყობა, დღეში 50 კვადრატულიდან 400 კილო მწვანეს მიღება შეგიძლია და ეს რძის და ხორცის პროდუქტიულობას 30 %-ით ზრდის და თანხებს კიდევ ამცირებს. ვიცი ეხლა რომ ეს თანხა არაა ცოტა გლეხისთვის მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მოგებას ღირს. აი მაგალითად რომ თქვენს სამეზობლოში რამდენი სული საქონელი მოიძებნება? და ზამთრისთვის რამდენ თივას ყიდულობენ? არ გინდათ რომ ეს ჰიდროპონიკური სისტემა წაიღოთ და ვთქვათ თუ 1 კილო მწვანე გიჯდება 10 თეთრი 20 თეთრად მიყიდე ზამთარში. შენც კარგად ხარ და ისიც. აი ესეთი ტექნოლოგიებიც უნდა აითვისოს სოფელმა
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2390
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 14:45  #51703900      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha
დღეში 50 კვადრატულიდან 400 კილო მწვანეს მიღება შეგიძლია?

შანსი არაა.


--------------------
ვალუტის გაცვლითი კურსი....

1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????

დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1072
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 14:48  #51703910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vano22 @ 21 Nov 2017, 14:45 )
Nat_asha
დღეში 50 კვადრატულიდან 400 კილო მწვანეს მიღება შეგიძლია?

შანსი არაა.

არის ნამდვილად, ტერასულად აკეთებ ანუ 50 კვადრატული ფართია საჭირო და აი ეხლა გაჩვენებ ეგეთს ერთ ვიდეოს ძველია ოღონდ ეს ძალიან.
https://www.youtube.com/watch?v=y5i7zn0zt5U
აი ნახე
* * *
http://agrokavkaz.ge/agroplus/hidroponikis...quthaisshi.html

აი ამ ტიპს ვესაუბრე და 50 კვადრატული რომ აგიწყო 15 000 ლარამდე მინდაო, თუმცა ალტერნატიული გზებიც არსებბს, ჩვეულებირვად სათბურის ტიპის შენობაში რომ გააკეთო და მარტო ავტომატურ მორწყვაზე დააყენო და 20-25 გრადუსი სითბო უნდა ოღონდ და ყოველდღე თესავ და ყოველდღე იღებ მოსავალს. ანუ კუსტარული აწყობის სისტემაც მოსულა თუ მარჯვე ხელი და მონდომებაა.. მე მინდა გავტესტო ერთი ამ ზამთრისთვის, ბალახი რომ მოილევა ჩემი ქათმებისთვის 1 კილო თესლიდან რამდენ კილო მწვანეს მომცემს მაინტერესებს, ლიტერატურაში რაც ვნახე 5-6-მდე უნდა მოგცეს თავისუფლად და ვნახავ, პროსტა ისეთი თბილი ზამთარია რომ ბალახი ამოდის და ამოდის და 2 ქათმის საკმარისი ბალახი ეზოში ჯერ არ გამოლეულა biggrin.gif biggrin.gif
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2244
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 15:27  #51704097      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
kaxaberski66
მყავდა ქართლში არა გავყიდე ფერმის რეკონსტრუქცია მაქვს და არ მაწყობდა ყოლა ჯერ sad.gif , 1კილო კომბიკორმი შემადგენლობით 30% სიმინდი 10% კოპტონი 60% ქერი ამას ვამზადებდით დანადგარში რომელიც მაღალი წნევაზე ამზადებს ბურბუშელას. დღეში 3 კილო და ამ 3 კილოზე ვამატებდი ნორმების მიხედვით ვიტამინებს, ცალკე ქატო + 50 გრამი მარილი+მინერალები დოზირებით ეს ცალკე ერთი ჭამა მერე თივა. 6-7თვიდან დღეში მატება 900 გრამი. ზრდის პერიოდი 6თვიდან - 22 თვემდე
Nat_asha
ის ფერმა გაიყიდა ვაზიანში ქონდათ, რძის ცხიმიანობა 3.8-4.2%. ისე საქართველოში თუ რძეზე აპირებ მუშაობას ყველაზე მაგარია ჯერსის ჯიშის საქონელი, ძალიან ამტანია სიცხის.
გაბერვას რაც შეეხება, ახალი იონჯა და საძოვარზე ლენცოფა და ველური იონჯა. ამიტომ მზად უნდა გქონდეს ნემსები და ფერდებში დაარჭობ ეგრევე გამოდის ჰაერი, თუ არადა იყიდი კოკა კოლას ჩაასხავ და არბენინებ biggrin.gif
ხო აი ჰიდროპონიკაა რაზეც ლაპარაკობ, იმ ფერმაში ქონდათ კონტეინერი 40 ათასი დოლარი გადაუხადა სახელმწიფომ და აჩუქა. ძალიან მაგარი რამეა ყოველდღე კი არ ამოდის, უბრალოდ 7-8 დღეზე ანაწილებ ლისტებს და გამოგდის ყოველდღიური მოსავალი. სულ ქლორში უნდა გქონდეს გამზადებული რომ უცებ დათესო.

This post has been edited by SoSeLa on 21 Nov 2017, 15:32
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1072
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 15:32  #51704113      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SoSeLa
QUOTE
თუ რძეზე აპირებ მუშაობას ყველაზე მაგარია ჯერსის ჯიშის საქონელი, ძალიან ამტანია სიცხის.

კი მაგრამ საქართველოში სუფთა ჯიშების პრობლემა იქნება ალბათ და ეგაა ცუდი რომ ნამდვილ ჯიშს ვერ იშოვნი. სანაშენე მეურნეობები გადაშენებულია აქ. მე თუ ვიყოლიებ ძროხას ნახირში არ გავგზავნი biggrin.gif კაი სიმინდის და ქერის ჯეჯილებს ვაჭმევ და ვანებივრებ ეზოში biggrin.gif
* * *
QUOTE
ყოველდღე კი არ ამოდის, უბრალოდ 7-8 დღეზე ანაწილებ ლისტებს და გამოგდის ყოველდღიური მოსავალი. სულ ქლორში უნდა გქონდეს გამზადებული რომ უცებ დათესო.

კი ვიცი კაცო 1 დღეში რომ არ მოდის და ყოველდღე უნდა თესოთქო მაგას ვგულისხმობ ზუსტად თუ გინდა რომ ყოველდღე გქონდეს. საზღვარგარეთიდან ძვირი ჯდება, მაგრამ ჩვენში რომ დარჩეს როდესაც მცირე ფერმაზეა საუბარი ძალიან კარგად შეიძლება საკუთარი სახსრებით გაკეთება
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2244
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 17:37  #51704797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Nat_asha
რატო სამეგრელოში ალანიებს ქონდათ უზარმაზარი ფერმა სუფთა ჯერსი ჰოლშტეინი და შვიცი, თუ არადა ხელოვნური განაყოფიერება და კარგი ნაჯვარის გამოყვანა, ნახირი არც მიგულისხმია ფერმებს თავიანთი საძოვრები აქვთ wink.gif რაც შეეხება ჰიდროპონიკას კაი ხელოსანი გინდა და შენთვითონ ააწყობინებ იაფად smile.gif biggrin.gif
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1072
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 17:48  #51704880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რატო სამეგრელოში ალანიებს ქონდათ უზარმაზარი ფერმა სუფთა ჯერსი ჰოლშტეინი და შვიცი,

ქონდათ ანუ აღარ ააქვთ? როცა კი დამიგუგლავს სანაშენე მეურნეობა თელეთის ამომიგდო და ეგენიც მარტო ხარებს ყიდიან და შესაჯვარებლად ხარის ყიდვას ჯობია 35-40 ლარი გადაიხადო თუ რამდენიც ღირს და ხელოვნური გაუკეთო. არ ვიცი საბუთიანი კარგი მეწველი ძროხა თუ იშოვება biggrin.gif
QUOTE
ნახირი არც მიგულისხმია ფერმებს თავიანთი საძოვრები აქვთ

არც საძოვარი დიდად არ უნდათ, უფრო სეირნობა და ჰიდროპონიკით კარგად გამოკვებავ... მომგებიანია ბევრად
SoSeLa
SoundTech


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2244
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 01:12  #51707418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Nat_asha
როგორც გავიგე ყიდიან ფერმას არადა ძაან დიდი ხანია შემოიყვანეს საქონელი და შედეგიც კარგი ჰქონდათ, სავარაუდოდ სამეგრელოს ბაზარი არასაკმარისი აღმოჩნდა sad.gif
რაც შეეხება საძოვარს ბევრად იაფი გამოგივა ვიდრე ჰიდროპონიკიდ დიდ რაოდენობა გამოკვებო smile.gif უბრალოდ აქ გარკვეულ თანხაზეა საუბარი, 100 ძროხაზე გირჩევნია საძოვარი wink.gif
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1545
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 01:22  #51707475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha
QUOTE
3 წელი ჯერ ველოდო რო შევაჯვარო მერ 9 თვე და ფაქტიურად 4 წლის მერე დავინახავ მოგებას?

ხბოს დაბადებიდან, კარგმა მესაქონლემ 27-30 თვის ბოლოს უნდა მიიღოს ნამატი.
ლაპლანდია
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1206
წევრი No.: 228295
რეგისტრ.: 22-January 17

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 01:23  #51707482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვენახში მომუშავე არავის გინდათ? სამომავლოდ ნაკვეთის გაყოფის პერსპექტივით? biggrin.gif


--------------------
"კეტები დავდე, ამ ხამებმა ჩემი ფეხები დაინახეს და იმას კიდე თვალები მოეწონა და იმის მაგივრად ეს მკერავდა, პროსტა მე ვაქტიურობდი".
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1545
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 02:19  #51707764      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha
QUOTE
კვებას რაც შეეხება მე მაინტერესებს მეცხოველეობაში ქერის, სიმინდის და ხორბლის 7 დღიან ნაზარდ მწვანე მასას რატომ არ იყენებენ საქართველოში

კითხვები გაქვს ისეთი, რომ მთას გაანგრევს.
იმიტომ არ იყენებენ რომ, ახალი ხილია და უცნობია.
მერე არ იფიქროთ რომ, ზამთარში რაციონიდან თივას ამოიღებთ და ჯეჯილით კვებავთ. ზამთარში ჰიდროპონიკა უნდა იყოს დამატებითი საკვები მწვანე მასად.
მარცვლეულს აქვს მაღალი კალორიულობა. ხოლო გაღივებულს და ჯეჯილად ამოსულს, კალორიულობა დაკარგული აქვს, ხოლო მწვანე მასა კარგია რძის გამომუშავებაში, მაგრამ ის ეფექტი არ აქვს, როგორიც ბუნებრივ მწვანე ბალახს.
QUOTE
1 სულ ძროხას ზამთრისთვის რამდენ თივას და იონჯას ტუკს ყიდულობენ და რა ჯდება

გააჩნია ეს 1 სული ძროხა როგორ პირობებშია და სად იმყოფება.
პირობებში იმას ვგულისხმობ, თუ ზამთარში მინდორში დაყავთ და საძოვარზე ძველ-ახალი ბალახია საკმაო რაოდენობით, თან ეს საძოვარი ძროხის სადგომთან ახლოს არის, ახლოს იმიტომ რომ ზამთარში მოკლე დღეა და ძროხამ უნდა მოასწროს ბალახამდე მისვლა, შეჭმა და მაძღარი სახლშიც უნდა დაბრუნდეს. მაშინ 50 ტუკიც ეყოფა.
ხოლო თუ ეს ძროხა მთაშია, სადაც ნაადრევი თოვლი შეიძლება მოვიდეს. გაზაფხული კი ცივი და ნალექის გარეშე იყოს და ბალახმა ამოსვლა დააგვიანოს, ესე იგი ზამთარი 6 თვით გაიჭიმოს, მაშინ 100 პრესი ხარისხიანი თივის, აუცილებლად გჭირდება.
QUOTE
ანუ დღეში რამდენი კილო მწვანე უნდა ჭამოს ნორმალური კვებისთვის ძროხამ?

ეგ უკვე ძროხის წონაზე და პროდუქტიულობაზე არის დამოკიდებული.
წარმოიდგინე ორი 300 კილოიანი ძროხა. რომელთაგან ერთი იწველის 8 ლ. რძეს და მეორე 15ლ ს.
რვალიტრიანმა უნდა შეჭამოს 30- 35კგ ბალახი, რომელშიც იქნება ბალახის თითოეულ კილოში, 17-25% მშრალი ნივთიერება.
ხოლო 15 ლიტრიანმა, 45 კგ ბალახი საშუალოდ.
QUOTE
აგრეთვე მაინტერესებს მარცვლოვანებიც დამატებით რამდენი უნდა მიიღოს მეწველმა და სახორცემ?

უხეშად ვიტყვი. თუ ძროხა იწველის 10 ლიტრამდე, ყოველ მოწველილ ლიტრზე 100გრამი.
15-20 ლ ზე 150-200გრ.
20 25ლ ზე 250-300გრ.
და ასე შემდეგ.
QUOTE
და კიდევ აი ძროხები რომ იბერებიან რა არის გაბერვის მიზეზი?

ბალახი, ჯიშების მიხედვით არი ორ გვარი. მარცვლოვნები და პარკოსნები.
ძროხას ბერავს პარკოსნების ჯიშის ბალახები. როგორიც არის, წითელი და ვარდისფერი სამყურა, იონჯა ნებისმიერი ფერის, ძიძო, და კიდევ სხვა ბალახებიც. განსაკუთრებით თუ ნამიანი ჭამა.
მინდა მესაქონლეების საყურადღებოდ ვთქვა. თეთრი სამყურა და ესპარცეტი რომელიც ასევე ჩვეულებრივი პარკოსანია, არ ბერავს რამდენიც არ უნდა ჭამონ.
გაბერვას სამედიცინო ენაზე ტიმპომანია ჰქვია. იმ ნემსს რომლითაც უნდა საქონელი დასულო, ტროაქარი. მაგრამ ტროაქარი ყოველთვის ვერ შველის. ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. მოგებიდან 1 თვეში მომიკვდა 20ლიტრიანი დეკეული გაბერვით, რომელიც ტროაქარით ვერ დავსულე.
დიდხანს ვგლოვობდი იმ დეკეულს ცრემლით. ჩემს კალთაში დალია სული ისე რომ, არც კი ვტიროდი ვბღაოდი. მერე ისევ ტირილით გამოვჭერი ყელი და გავატყავე მარტოკამ. ხოლო მისი ერთი თვის სახარე ხბო გავზარდე ბუღათ და მაგარი ხარისხიანი ბუღა გაიზარდა.
კიდევ რა გაინტერესებთ? biggrin.gif
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1072
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 10:24  #51708413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

kaxaberski66
QUOTE
ხოლო გაღივებულს და ჯეჯილად ამოსულს, კალორიულობა დაკარგული აქვს, ხოლო მწვანე მასა კარგია რძის გამომუშავებაში, მაგრამ ის ეფექტი არ აქვს, როგორიც ბუნებრივ მწვანე ბალახს.

აუ მე პირადად არ ვიცი მაგრამ უცხოელი ფერმერები ამბობენ რომ ბალახს ბევრად სჯობს ეს ჯეჯილი და მარცვალთან შედარებით უფრო მეტ ვიტამინებს და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავსო, ერთერთმა თქვა რომ ზუსტად 6-ჯერ მეტს იღებს 1 მარცვლისგან ვიდრე თვითონ მარცვლით რომ ვკვებოო და მთელი წელი ზამთარ-ზაფხულ ამას ვიყენებო. ყველამიმართულებით საუკეთესო შედეგს იძლევაო, ხორცისაც და რძის მიმართულებითაც და იმუნიტეტიც უმაღლდებათო. არის თუ არა მართალი არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი ვნახე ეგეთი ვიდეო და უცხოურ ფორუმებზეც ბევრი წერს რომ ძალიან მაგარია და კვების ხარჯები შემცირებულია მინიმუმ 30 %-ითო. ასე რომ არ ვიცი, ალბათ სჯობს რომ სცადოს კაცმა და გაიგოს არის თუ არა მართალი რასაც ამბობენ და წერენ...

QUOTE
მაშინ 100 პრესი ხარისხიანი თივის,


ხარისხიან თივაში იონჯა იგულისხმება? ჩვეულებრივი ბალახის თივა საჭმელად ნუ ალბათ გამოდგება მაგრამ შედეგიანი არ იქნება და ალბათ ზამთარში სულ გამოიფიტება საქონელი ხო? რა ღირს საშუალოდ 1 ტუკი? მე რასაც ინტერნეტში გადავხედე წელს 8-10 ლარი იყო იონჯის პრესები და რეალურად უფრო დაბალი ფასიც ქონდა ალბათ..

QUOTE
კიდევ რა გაინტერესებთ?

მარცვლეული ზამთარ-ზაფხულ სულ უნდა მიეცეს ძროხას? და რა რაოდენობით ჩასასუქებელ სახარეს და მეწველ ძროხას?



QUOTE
მოგებიდან 1 თვეში მომიკვდა

აუ ეს სიკვდილი ძალიან არ მინდა ხოლმე გაგონება. აღარ დაწერო სიკვდილზე biggrin.gif

SoSeLa
QUOTE
რაც შეეხება საძოვარს ბევრად იაფი გამოგივა ვიდრე ჰიდროპონიკიდ დიდ რაოდენობა გამოკვებო

კი მაგრამ 10 სულ ძროხაზე, თავიანთი ნამატიც რომ ეყოლებათ მინიმუმ 10 ჰექტარი საძოვარი, ამას დამატებული მწყემსი გინდა ან შენ თითონ დღედაღამე უნდა მწყემსო, მწყემსს 10 სულზე + თავისი ნამატი 200 ლარამდე გამოგართმევს მწყემსი სავარაუდოდ ან მეტს, ეს ჩემი ვარაუდით დავწერე , შეიძლება უფრო ძვირიც ღირდეს მაგრამ უფრო იაფად ვერ დაგიდგება, თანაც 10 ჰა საძოვარი რომ შევიძინო მაგას თანხა ხომ უნდა? რა ღირს კარგი საძოვრისთვის 10 ჰა მიწა? გარდა ამისა უბრალოდ მიწა რომ იყიდო რად გინდა? მაშინ უნდა დაამუშაო და შესაბამისი ბალახეულიც დათესო, რომ წესიერად გამოიკვებოს საქონელი. მაასე ჩემს მეზობელს ყავდა 8 სული სოფელ დიღომში. აქ უკვე საძოვრები აღარაა, მე სადაც ვცხოვრობ თუნდაც იმ ნაკვეთზე აძოვებდა და ჩემს გარშემოც, ეხლა უკვე უმეტესად დავსახლდით და დარჩენილია ჩვენს გარშემო დაახლოებით 1 ჰა ადგილი, რომელზეც გამოგდებული ყავდა ამ ჩემს მეზობელს ეს საქონელი და აი ბალახიც არ იყო თან წარმოიდგინე ტრანსპორტი მოძრაობს, ბინძური და მტვრიანი ბალაზია და თან ზედ მანქანები დადიან იმ ბალახებზე და ნახევრად ისედაც გაფუჭებულია. ამას წიწკნიდნენ და რას იწველებოდნენ ეს ძროხები არც კი ვიცი. ერთხელ გამოვართვი ყველი და რეზინა იყო ყველის გარდა ყველაფრის გემო ჰქონდა, არაფრი შემცველი რძე. თითონ ახალმოწველილი რძეც გამოვართვი , რამე მოხადაო ვერ ვიტყვი თავზე ვედექი რომ მოწველა და გრამი ცხიმი იმ რძეს არ ქონდა( ნუ გრამი გაზვიადებულია მაგრამ ძალიან ცოტას ვგულისხმობ) ხოდა იმის თქმა მინდა რომ ზოგს გონია რომ ძროხაა და მარტო რძე უნდა მოგცეს. კარგად თუ არ აჭამე რანაირად მოგცემს ბევრ რძეს და რა გაასუქებს?
2 თვეა აღარ დამინახია ამისი ძროხები და გადავურეკე და გავყიდეო. ეტყობა საერთოდ აღარ იწველებოდნენ და ზამთრისთვის თივის ყიდვა ხარჯი იყო პირიქით ამიტომ გაყიდა.
ასე რომ 10 ჰა მიწის საყიდელი ფულიც , ან თუ იჯარით იღებ არც ეგ გიჯდება იაფი. თანაც ზამთარს გააჩნია, ან ამართლებს ან არა. მაგას ჯობია 1000-2000 კვადრატული 10 სულ ძროხას შემოუღობო და ისეირნონ, დაისვენონ, მიაწოდო ბალახი და ჯეჯილი, მიირთვას და მერე რძე მოგართვას. თანაც ნახირში წანწალისას ის მწყემსი ყურებას არ დაუწყებს შენი ძროხა რას შეჭამს, არც რამე კვერცხიან ბალახს შეჭამს, გადამდები დაავადებებიც ნაკლებად შეაწუხებს. არ ვიცი მე ესე ვხედავ და მგონია სტაბილური კვებით სტაბილური შედეგი შეიძება მიიღოს კაცმა.
* * *
QUOTE (ლაპლანდია @ 22 Nov 2017, 01:23 )
ვენახში მომუშავე არავის გინდათ? სამომავლოდ ნაკვეთის გაყოფის პერსპექტივით? biggrin.gif

ვენახში რას გულისხმობ ყურძენს თუ უბრალოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას? gigi.gif
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1545
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 11:35  #51708829      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nat_asha
QUOTE

ხარისხიან თივაში იონჯა იგულისხმება?

მარტო იონჯა არ იგულისხმება. მწვანე გასათიბი ბალახი არ უნდა გადაბერდეს. უნდა გაითიბოს იმ დროს, როცა ბალახის 70% აყვავებულია.
გათიბვა უნდა მოხდეს მზიან ამინდში. სწრაფად უნდა გაშრეს წესების დაცვით და დროულად აიღო, სანამ მზისგან გადაიწვება.
მთის ბუნებრივ ბალახს ისეთივე ეფექტი აქვს როგორც იონჯას.
იონჯის პრესის ფასს განაპირობებს იმ წლის მოსული ნალექი. გვალვიან წელს ფასი ის იქნება რაც შენ დაწერე. ტენიან წლებში 4 ლარი იქნება.
QUOTE
მარცვლეული ზამთარ-ზაფხულ სულ უნდა მიეცეს ძროხას? და რა რაოდენობით ჩასასუქებელ სახარეს და მეწველ ძროხას?

კი. ზამთარ ზაფხულ უნდა მიეცეს.
რაოდენობა უნდა განისაზღვროს ნაწველი რძიდან, ლაქტაციის პერიოდიდან და დასახული მიზნებიდან.
Nat_asha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1072
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 11:52  #51708937      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კიდევ მაინტერესებს კარგ მერძეულ ძროხას რა ფასად იყიდი?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (37) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0280 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]